აფხაზთა და ქართველთა მეფე გიორგი II-ის 1078 წლის სიგელი
თამარ მეფის 1189 წლის სიგელი
თამარ მეფის 1202 წლის სიგელი
დავით სოსლანის სიგელები, ჯერ ერისთავის, შემდეგ მეფის მეუღლის რანგში
ანტონ ჭყონდიდელისა და დავით სოსლანის სიგელები შიო მღვიმეში წყლის შეყვანაზე
ცირღილაძეთა სიგელი 1545 წლისა
სოლომონ I-ის სიგელი წულუკიძეებს
ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელი
სიგელი შედგენილია XI საუკუნის მეორე ნახევარში ნიკორწმინდის წინამძღვრის კირილე ბაღვაშის მიერ. კირილე იყო რაჭის ერისთავ ბაღვაშთა წარმომადგენელი და შესაძლოა აღკვეცამდე იყო კიდევაც ერისთავი. მისი საერო სახელი იყო კახაბერი. კირილეს მამა იყო ერისთავთ-ერისთავი რატი, ბაბუა - სიგელში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი კახაბერი. კირილეს ჰყოლია შვილი ბაბუას სახელით - ერისთავთ-ერისთავი რატი.
...შემოსწირა კობასტი (კუბასტი = თავსაბურავი) ...ინვე შუშანამან ...ისა ვერცხლისა ა (1) ... ...სა ა (1); იოვანე ლიპარიტის ძემან (ბაღვაში) შემოსწირა სტავრაი ლომოან ბერძ... - და უკიდავს; კახაბერსა (ერისთავთ-ერისთავი)... ...ს ცოლმან ზაზი შემოსწირა ბაღდადური აფი (ქაფი?) ა (1), შევკერე კვართი ა (1) და სასთაული (= ბამბის ბალიში) ბ (2); ნუშ (ანუშ?) შემოსწირა კუბასტი ბერძნული ა (1) და კვართად შევკერეთ; და გლეხი ... და აღაპი გარდაეხდების სულისა წმიდისა მოფენასა; წორბელმან შემოსწირა ზნაკუას გლეხი ბ (2) და მიწანი და მისთვის აღაპი გარდაიხდების ჯვრისა გამოჩინებასა. ვარაზ ვაჩე ქველაის ძემ შემოსწირა ძისა მისისათვის ფუთს (ფოთს?) გლეხი ბ (2) და აღაპი გარდაეხდების დღესა ახალ კვირიაკესა: წირქუალელისა ძემან შემოსწირა გლეხი ზ (17) და მას თანა შემატანეს ჯორი ა (1), ძოლო (ძულო = ხალიჩა) ა (1), ხმალი ა (1) და ამისთვის გარდაეხდების აღაპი დღე ფერისცვალება და საფლავთა მისთა ზედა დაგვიდგენია ჟამის მწირველი ა (1) და რომელ მე მიყიდიან გლეხნი და მიწანი და მათთვის გამიცემია ეკლესიისაგან განძად და პირუტყვად. მეტეხარას დებორიანის ძისაგან ვიყიდე გლეხი ა (1) და მისთვის მივეც ძულო ახალი ერთი და შედეგი ძულო ა (1), ტაბასტა (ტაბასტაკი=ძვირფასი წითელი ფარჩეული, რომელსაც ფეხთ დაუფენდნენ მეფეებს) სომხური ბ (1), ჯაჭვი (=აბჯარი) ა (1) და ხარი კარგი ა (1), სასთული ხირაითა (ე.ი. მატყლის ფარდაგი) კარგი ა (1) და ქაფი (ჯავშნის შემოსაჭირებელი) ჯაჭვისა ა (1) და მოწამე არიან კაცნი: მისვე დებორიანის ძისაგან ვიყიდე: პარტახტი (დაუმუშავებელი მიწა) ა (1) და მივეც ცხენი ა (1) და ჩაბალახი გუდამაყრული ა (1) და მოწამე არიან კაცნი; და იქვე მეტეხარას კასალის ძისაგან ვიყიდე: ვენახი ა (1) და მივეც ხარი ა (1) სახნისი ბ (2) და მოწამე არიან კაცნი; ჯინჭარაის ძისა გლეხისაგან ვიყიდე: ნაოთხალი ვენახისა: ჩვენ თანა ედვა და გავისაკუთრე და მივეც ძროხა ა (1) და ორმოცისა დრამისა (დრამი = 6 დანგის ანუ 12 ქრთილის წონას) ხმელადი (ე.ი. ნივთეულობა) და მოწამე არიან კაცნი. იქვე მეტეხარას ჯინჯინოძისაგან ვიყიდე: ვენახი ჩვენსა გლეხსა თანა ედვა და მივეც ფური ა (1) და ხმელადი სამოცხდათხუთმეტისა დრამისა და მოწამე არიან კაცნი. და იქვე მეტეხარას და ვდგი სასაწნახელო ქვითკირი ა (1) და შიგან ყურძნისა საწნეხი ქვითკირი ა (1) და შეშისა საწნახელი ა (1).
Комментариев нет:
Отправить комментарий