суббота, 16 сентября 2017 г.

„კათალიკოზ-ბაქარიანი“ - კათალიკოს დომენტისა და მეფე ბაქარის ამბავი

XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტს, მღვდელს, კათალიკოპს დომენტისთან დაახლოვებულ პირს, იესე ტლაშაძეს ეკუთვნის პოემაკათალიკოზ-ბაქარიანი“, (დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია კათალიკოზ დომენტის, ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ისტორია, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა. როგორც ჩანს, იგი ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლია სტამბოლში. იესე ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. „ბაქარიანზეზემოქმედება მოუხდენია იოსებ სააკაძისდიდმოურავიანსაც“.
სტამბოლში ყოფნას ტლაშაძე ძალიან წუხს, ურჩევს დომენტის საქართველოში მალე დაბრუნებას. არ ვიცით გაჰყვა თუ არა კუნძულ ტენედოსზე დომენტის, თუმცა ის კი ვიცით, რომ 1727 წელს დომენტიმ სტამბოლში იოსებსა და მის შვილებს უბოძა ათენში 23 კომლი კაცი სახუცოდ.
არ ვიცით ტლაშაძემ დაწერა სხვა რამე, თუმცა ვახუშტი ერთგან წყაროდ ახსენებს ტლაშაზის მიერ ამოწერილ ქორონიკონებს, რაც დიდი ალბათობით იოსებისა უნდა იყოს, რადგან ამ გვარის სხვა მწიგნობარი არსად გვხვდება.
არის წიგნი ესე კათალიკოზ-ბაქარიანი, მრავალმაცა არიან წელნი და ჟამნი ცხოვრებისა მათისანი, თქმულნი ტლაშაძის მღდლის იესესი. დაიწერა ქალაქსა შინა სამეუფოსა კოსტანტინეპოლის, ქრისტეს აქეთ ჩღკზ (1727), ქორონიკონსა უიე (415).
1. აამე მსმენთა, კარგ ღვინის მსმელთა, აწე შენ წიგნო ბაქარიანო,
კარგა შეგექცნენ, არსად გაგექცნენ, ვინც სუფრაზე ზის, აქ არიანო,
რიტორ რუსთველო, კარგ გამომთქმელო, ენა ტკბილო და შაქარიანო,
და ავმა მთქმელებმა, ქურდმა მელებმა, ლექსი მრავალი მოპარიანო.
2. ღმერთო, აღძარ ენა ჩემი შენ წინაშე საქებარად,
პირველცა ჰქმენ დასაწყისად, შემდეგ ნივთნი მთა და ბარად,
შენვე ესე ყოველივე ზღვაზედა ჰქმენ დასამყარად
და გადმოხვედ ქვეყანაზედ, ცოდვილთათვის აღვედ ჯვარად.
3. ჰე ერთო ღმერთო ძლიერო, უხვად წყალობისა მომცემო,
ჩვენისა გამოხსნისათვის გვერდსა ლახვარსა გამცემო,
ჯოჯოხეთისა დამქცეო და სამოელის დამცემო
და ადამის გამომყვანელო, სატანას კვერთხითა მცემო.
4. როცა ადამი შექმნა უფალმან, შთაბერა სული ცხოველი,
რაც გამცნო, ის დაიჯერე, მე შენგან ამას მოველი,
ქვეყანა შიგნით აშენდეს, ვიყო წყალობის მთხოველი,
და იმ ერთ ხილს თუ სჭამ, მოკვდები, ცუდად ჩაგივლის ყოველი.
5. პეტრე დაიხსენ, უფალო, დასცვივდეს ჯაჭვნი ხელთაგან,
დამიხსენ მეცა დაბმული მტერისა მე მახეთაგან,
ვაბივარ ძნელსა ბადესა ეშმაკისა საბრხეთაგან,

და ადამსავით აღარ ვჭამ აწ ხილსა მე მახეთაგან.














































Комментариев нет:

Отправить комментарий