пятница, 1 сентября 2017 г.

ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (საქართველო 1753-1819 წლ.)

ბაგრატ ბაგრატიონის (1776-1841) „ახალი მოთხრობა“
ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი ბაგრატიონი მეფის, გიორგი XII-ის ძე, ბაგრატ ბატონიშვილი, თავის თხზულებაში „ახალი მოთხრობა“, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების თხრობას იწყებს 1740-იანი წლებიდან და მიდის 1820-იანების შუახანებამდე. ბევრი რამე მათგან დღევანდელი ფართო ქართული საზოგადოებისთვის არასწორად და დამახინჯებულად არის ცნობილი ჩვენივე ისტორიკოსების ერთი ნაწილის მიერ, მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში არსებული სერიოზული მანკიერებების მიჩუმათების მიზნით, რომლებიც ხელს უშლიდა ქართული სახელმწიფოებრიობის ჯანსაღ ნიადაგზე განვითარებას; აგრეთვე ყოველგვარ უბედურებაში რუსეთისა და რუსების დადანაშაულების მიზნითაც. მიგვაჩნია, რომ ამ მასალების გაცნობა უფრო რეალისტურად და ობიექტურად დაანახვებს ქართველ მკითხველს რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიას.
პარაგრაფი 1
  წელსა 1753 აჯი ჩალაბმა გამოსულმა დაღესტანიდან, შაქელმა ქეთხუდამან, რომელმანცა აღამაღლა თავი თვისი შირვანსა შინა დაიპყრა რა ნუხი და შამახია. ამან შეჰყარა მხედრობანი შაქისა, შირვანისა, განჯისა, ყარაბაღისა და დაღესტანისა და წარმოემართა ქართლისა დასაპყრობად. მოვიდა და დაიპყრა მამულნი საქართველოსა შამშადინიდან ვიდრე ალგეთამდე. მხილველმან თეიმურაზ II-მ წარგზავნა ძე მისი ირაკლი კავკასიად ჩერქეზთა მოსაყვანად. ერეკლემ თაგაურ-ქურთაულნი და ჩერქეზნი შეკრიბა და მოვიდა ქართლსა. მეფემან თეიმურაზ შეკრიბა კახნი და ქართველნი, მგომსა აჯი ჩალაბსა მიუხდა ბაიდარსა შიგან მგომსა. მხილველი ამის აჯი ჩალაბი აიყარა და უკუ იქცა შეშინებული. ქართველნი უკან შეუდგნენ, ეწივნენ ზაგმის წყალზე შამშადინში, შეიბნენ, მოსცა ძლევა ღმერთმან ძლევა ჩვენთა მეფეთა, აოტეს აჯი ჩალაბი მხედრობითა, ამოწყვიტეს ურიცხვი ლეკნი და ტყვე ჰყვეს და ალაფი მათი აიღეს და დევნა უყვეს ვიდრე განჯამდე, რომელნიცა მცირედნიღა განერიდეს ლეკნბი, და შემოიქცნენ მეფენი გამარჯვებულნი.
პარაგრაფი 2
  წელსა 1754 მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი წავიდნენ მხედრობითა თვისითა ყარაბაღისა მოსატყვევნად. მისულთ განჯა მოარბიეს, ყარაბაღს მიუხდენ და სრულებით მოაოხრეს. იქ ყარაბაღისვე ხანი ფანა შემოება. სძლიეს ფანასა, დიდად დაამარცხეს, თოფხანა სრულებით წაართვეს, დიდძალი იალაფეს და შემოიქცნენ გამარჯვებულნი. ხოლო ზარბაზანი მისნი მოტანილ არიან თელავის ციხესა შინა. ეს ბრძოლა იყო მარტის 12-ს, რომლზედაცა წერილს არს ზარბაზანთა მათ ზედა.
პარაგრაფი 3

























პარაგრაფი 45
  ხოლო წელსა 1800 კვალად აღადგინეს შფოთი ძმათა მეფისათა იულონმა, ვახტანგმა და ფარნაოზმა და მოიკრიბეს რაოდენნიმე მთის კაცნი არაგველნი და ლიახველნი და ქართველ თავადნი, და მოვიდნენ ავჭალას და დაუწყეს კირთება სნეულსა ძმასა თვისსა გიორგის. მაგრამ მეფემან მსმენელმან ამისმან ინება დამყუდროება მათი და ვერ უძლო. ამისმან მხილველმან მეფემან გიორგიმ განიზრახა, რათა არა იქმნას უმეტესი სისხლის ღვრა და შფოთი ძმათა და ძეთა თვისთა შორის. იძულებულმან ამისმან მიუწერა მინისტრსა თვისსა ჭავჭავაძე გარსევანს კარსა ზედა როსისასა, რათა ითხოვოს იმპერატორისაგან სიცოცხლესავე თვისა მეფისასა მისცეს მეფობა ძესა მისსა დავითს და დაცხროს შფოთიცა ძმათა შორის თვისთა და ჰყვეს ჯარიცა როსეთისა დავითს, რომელი იმყოფებოდა ქართლს შინა მფარველად მისსა. მსმენელმან ჭავჭავაძემ ამისმა იძმაცვა და დამალა წერილი ესე მეფისა შურითა დავითისათა, რომელიცა სძულობდა და მტერობდა დავითს, ვიდრე სიკვდილადმდე მეფისა გიორგისა, რამეთუ ასმიოდა სნეულება მისი. ხოლო წელსა ამას 1800, დეკემბრის 28 გარდაიცვალა მეფე გიორგი ტფილის და დაფლეს მცხეთას და დასვეს ძე მისი დავით მეფედ ქართველთა თანხმობითა რუსთა ღენერალთა, რომელნიცა მყოფ იყვნენ იქ.
                                                         პარაგრაფი 46
  ხოლო წელსა 1801 მაშინ ძენი მეფისანი იულონ და ვახტანგ წარემართნენ ქიზიყისა კერძ დასაპყრობელად ქიზიყისა, რათა დაიპყრან თვით მეფობა. რაოდენისამე ზემო-ქართლისა თავადითა მისულთა ქიზიყს მოსცეს რომელთამე ქიზიყელთაცა ფიცი და ეგრეთვე ყაზახთაცა, რამეთუ მას ჟამს მოსულ იყო ყარაბაღით ალექსანდრეცა და იყო ყაზახსა შინა. მსმენელმან დავით წარავლინა ძმა თვისი იოვანე სპითა რუსეთისათა და ეგრეთვე ქართველ-კახთა, რომელნიცა მისთანა იყვნენ. მისულთა მაღაროს ჰსცნეს მეფის ძეთა მისვლა იმათი და ივლტოდნენ უკანა ქართლადვე. ხოლო დავითმან გაუსივა ძენი ქსნის ერისთვისანი ლიახვსა ზედა, რათა ლტოლვილნი მეფის ძენი აღარა შეუშვნეს, რომელ მას ჟამსა ეპყრა პატარა ლიახვი მეფის ძეს იულონს საუფლისწულოდ, რომელთაცა გაამაგრეს ლიახვი. მისულმან იულონ ვერა რასმე მყოფმან აიყარა დედაწულითა თვისითა და წავიდა იმერეთს დისწულის თვისისა თანა მეფის სოლომანისა და ეგრეთვე ფარნაოზცა ძმა მისი და ალექსანდრე ახლად მოსული ყარაბაღით, რომელსაცა სმენოდა სიკვდილი ძმისა თვისისა გიორგისა და წარმომართებულიყო ძმასა თვისსა თანა იულონთან. ხოლო ვახტანგ და მირიან დარჩნენ არაგვსა ზედა. ამისმა მსმენელმან ჭავჭავაძე გარსევანმან იცა ჟამი მტერობისა დავითისა და მიართვა წიგნი იპერატორს პავლეს თვით გაკეთებული სახელსა ზედა მეფისასა, რეცა აღება მეფობისა საქართველოდამ და გახსნა ღუბერნისა და ესეცა დაურთო თვით ზედა: „უკე თუ არა აღმოფხვრი მეფობასა საქართველოსასა და არა გადმოასახლებ სრულებით როსიასა შინა მეფის სქესთა, არა ეგების მშვიდობა საქართველოსა შინა და სახლსა სამეფოსა“, რომლისა არა მთნებელი იპერატორი პავლე იძულებულ ჰყო, რამეთუ ქონდა ფიცითა და ღრამატითა დამტკიცებული მის მიერ მეფობა დავითს – ამის გამო არა ენება, მაგრამ ჭავჭავაძე არა დასცხრა შურითა, არამედ წარავლინა ქართლსა ცოლის ძმა თვისი გიორგი, კაცი დრკუ და მცბიერი, და მოიბირნაცა რაოდენნიმე თვისნი მოყვარენი და მელიქი ტფილისისა დარჩია ბებუთოვი და სამღვდელონიცა რამდენიმე, და ჰქმნეს მუჯალამა თანხმობითა სარდლის იოვანეს ყაფლანიშვილისათა, რომელიცა იყო მამიდაშვილი დავითისი და მოასაკე მისი, და ჰყვარობდა დავით ვითარცა ძმასა თვისსა და იყვნენ ერთათ აღზრდილნიცა და იყო მისანდო დავითისი ფრიად და სალთხუცესიცა, რომელიცა მოატყუა ჭავჭავაძემან და აღუთქვა მრავლისა მიცემა ხელმწიფისაგან. გარნა ადრევე ეთხოვა ჭავჭავაძესა ქალი ამა იოვანესი ძისა თვისისათვის ალექსანდრესთვის ცოლად, და ამის გამო მეგობარ იყვნენ. ხოლო ესე ჭავჭავაძე იყო კახი თავადი, რომელსა მამუჩიშვილად უხმობდენ, და აღეზარდა ობოლი მეფესა ირაკლის ვითარცა ძე და განადიდა ესე, რომელ ეპყრა სამოურაოდ ყაზახი და მისცა სოფლები კახეთსა შინა ნაფარეული, ზეგანი და ელი მუღანლო ივრისა, რომელიცა იყო მანდატურიცა მეფისა (ესე იგი) ეშკაღაბაშიცა, მაგრამ სიხარბითა და გაუშინჯობითა ეგონაცა თვით დაპყრობა ქართლისა და კახეთისა, რომელიცა მართლმსაჯულმან ღმერთმან უქმ ჰყო განზრახვა მისი, და ვერარა მიიღო ჯილდო რუსთაგან გარდა ათასის ოქროსი, და მიუღესცა ყაზახის მოურაობა და მისცეს სარდალსა იოვანეს ყაფლანიშვილსა. ხოლო კვლავ ზემოსავე ვიტყოდეთ. მსმენელმან ამისმან იპერატორმან პავლემ დაამტკიცა თხოვილი მისი და მიუღო მეფობა დავითს და მიუწერა უპირველესს მართებელს კავკასისასა, ღენერალ-ლეიტანატსა კნორინგს, კარლი ფედორიჩსა, რათა გახსნას საქართველოსა შინა მართებელობა რუსეთისა და დაიპყრან თვისად და ამცნოს ყოველთავე მეფის ძეთა, რათა წავიდენ რუსეთად, კარსა ზედა იპერატორისასა. მსმენელთა მეფის ძეთა ბრძანებისათა წარემართნეს როსიად მეფის ძენი იოვანე, ბაგრატ და მიხაილ წელსა 1801 მარტის, და თანა ახლდნენ თავადნი: 1. ჩოლოყაშვილი იოსებ, თუშთ მოურავის დურმიშხანის ძე. 2. ენდრონიკაშვილი ზაალ მარტყოფის მოურავისა ძე, ზაზა სალთხუცესი მეფის ძის იოვანესი. 3. კახთ მდივანი იოვანე ქობულის ძე. 4. რატიშვილი გაბრიელ ბეჟანის ძე, ეშკარაბაში მეფის ძის იოვანესი. ხოლო აზნაურნი: გარაყანიძე ნიკოლაოზ, ექიმი იოვანე ყარაშვილი და ჭარუაშვილი პეტრე, ბანცურიშვილი იოსებ, ანდუყაფარ ფარეშთხუცის ძე, ნაბიჭვრის შვილი პეტრე და მღვდელი დეკანოზი ზაქარია ლალიხანის ძე, და პრისტავი მათი (ესე იგი მემანდარი) ჭილაძე ვასილი მათეს ძე, აზნაური, ძველთავე მოსული ქართლიდამა და მცხოვრები მოზდოკის ქალაქსა, კაცი კეთილი და დიდათ მეცნიერი რუსულისა და ქართულისა ენასა ზედა. ამათ წარსულთა ეწივათ კურიერი კავკასის ლინიაზედ და აუწყათ სიკვდილი პავლე იმპერატორისა, რომელიცა გარდაცვლილიყო წელს 1801, მარტის 12. ესენი წარემართნენ და მივიდნენ სანკთ პეტერბურხს მაისის 13, რომელნიცა მისულთა დიდათ პატივსცა ალექსანდრე იმპერატორმან და ისტუმრნა, და დარჩა ჯერეთ საქმენი საქართველოსანი განუმართებელ რუსთაგან. ამან იმპერატორმან მიუწერა მართებელსა კავკასისა კნორიღს, რათა გადავიდეს და ჰკითხოს ქართველთა უკთუ ნებავსთ კვლავ მეფე თვისი, ჰყოს მეფედ დავით, ხოლო უკთუ არა ნებავდეს ხალხსა, აიღოს მეფობა და ჰყოს ღუბერნიად. კნორინგმა გადასულმან ქართლს, იხმო რაოდენიმე ჩინებულნი გვამნი და აუწყა ესე. ხოლო მას ჟამსა ღენერალს ლაზაროვს იქ მყოფსა ებირნა რაოდენიმე გვამნი მეფისა ორგულნი და განდიდებისათვის სახელისა თვისისა. ამათ ათქმევინა უარყოფა მეფისა და გახსნა რუსეთისა მართებელობისა, რომლისა მსმენელმა კნორინგმა მიუღო დავითს მეფობა, და დასხა თვისი მსაჯულნი ვიდრე გახსნადმდე ღუბერნისა. ხოლო ამისა შემდგომად უკუნ იქცა კნორინღი და აუწყა იმპერატორსა ყოველი ესე ყოფილი. მაშინ დაამტკიცა იმპერატორმან, რათა ჰყონ ტფილისი ღუბერნიად და გაყვნა ქართლი, კახეთი და სომხითი ექვს მაზრად, რომელნიცა იყვნენ ესენი: 1. ტფილისი, 2. ლორე, 3. თელავი, 4. სიღნაღი, 5. გორი, 6. დუშეთი. ესენი იყვნენ უპირველესნი ქალაქნი მაზრათანი.
                                                          პარაგრაფი 47
  ხოლო წელსა 1801, სეკდებერს 15, ეკურთხა იმპერატორი ალექსანდრე მოსკოვს. მაშინ გამოსცა მანიფესტი თვისი და დაპყრობა საქართველოისა და ჰყო ღუბერნატორად ტფილისისა დესტიტელნი სატკის სოვეტნიკი კავალნიცკი პეტრე ივანიჩი, პირველ ყოფილი მინისტრი საქართველოსა შინა, და ეგრეთვე უპირატეს მართებლათ განაწესა კნორინღივე საქართველოსა. ამათ მისულთა ტფილის შეჰყარეს ხალხნი ჩინებულნი სიონისა ეკლესიაში რომელთაცა არა ენებათ აღება მეფობისა თვისისა, სამღვდელოითა და კათალიკოზითა, და მოარტყეს სიონისა ეკლესიასა გარს რუსეთისა მხედრობა ზარბაზნებითურთ და აუწყეს: „“უკეთუ არა ჰყოფთ ფიცსა ერთგულებასა ზედა რუსეთისასა, ამოგწყვიტენიცა“, შიშვნეულთა ქართველთა საფიცრად სამღვდელოითურთ. იძულებულთა იწყეს ფიცი და აღუთქვესცა მორჩილება. მაშინ გახსნეს ღუბერნია ტფილისისა და დამტკიცეს მართებელობა თვისი, ვითარცა წესი არს როსიასა შინა, ეგრე განაწესეს ხარკიცა.
                                                       პარაგრაფი 48
  ხოლო წელსა 1802 კვლავ მეფე სოლომან მიუხდა დადიანს გრიგოლს ოდიშს. დადიანი გრიგოლ შემოება, დამარცხდა დადიანი გრიგოლ და დამარცხებული ლეჩხუმს მივიდა. მეფე ლეჩხუმს მიუხდა, ლეჩხუმის ციხენი აიღო დეხვირი და ჭყვიში. დადიანი გრიგოლ მურის ციხეში გამაგრდა. მეფე სამი თვე გარს ადგა, მურის ციხე ვერ აიღო. მეფე უკუნ იქცა. ოდიშში დასვა უმცროსი ძმა მისი ტარიელ დადიანად და დაუდგინა მხედრობითა რამდენითამე ქაიხოსრო წერეთელი. კვლავ მეფე მიუხდა გორდის ციხეს. გორდი ვერ აიღო, თაბაქოს ციხეს მოადგა, აიღო იგი და მოიქცა იმერეთადვე. ხოლო კვლავ გამოსულმან დადიანმან გრიგოლმან მურის ციხითა შეკრიბა ოდიშელ-ლეჩხუმელნი, მიუხდა ძმასა თვისსა ოტიას, და გადააგდო და დაიპყრა თვით ოდიში. მხილველმან დადიანმან გრიგოლ ესევითარისა უბედურებისა და ხდომის გამო აირჩივა მფარველობა რუსეთის იმპერატორისა და მიუწერაცა უპირველესს მართებელს საქართველოისასა ღენერალს კნორინღს, რათა შეყვანოს მფარველობასა შინა როსისასა და აღუთქვაცა მიცემა საუკუნოდ შავისა ზღვის პირი, რომელიცა მას ეპყრა, რათა ჰქონდესთ რუსთა ციხენი იქ, და იდგნენ მხედრობანი მათნი. მსმენელმან ამისმან უპირველესმან მართებელმან საქართველოისამან აღუთქვა დადიანსა ესე ყოველივე ყოფად, მაგრამ კნორინღმა ვერ შეასრულა თხოვილი მისი და გამოცვლილ იქნა მას ჟამსა კარისაგან რუსეთისა, რომლისა მოადგილედ განიწესა ღიანარალ-ლეიტენანტი თავადი ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე.
                                                       პარაგრაფი 49
  ხოლო წელსა 1802 იმპერატორმა ალექსანდრემ მიუღო ჯვარი წმინდისა ნინასი, მოცემული ღვთის მშობელისა მიერ და ახვიაცა ჯვარსა მას თმა დედისა ღვთისა პირველ ჟამსავ მოსვლისა წმინდისა ნინასასა, რომელმანცა მოაქცივა სრულიად საქართველო ქრისტიანედ იმა ჯვარისა მიერ, რომელი გარდმოეტანა მეფესა ვახტანგს საქართველოისას მეექვსესა და ქონდა ჯვარი მისი შვილის შვილსა მისსა გიორგი ალექსანდრეს ძესა და წარუვლინა კვლავ საქართველოსავე, რომელიცა მიასვენეს და დაასვენეს დედასა ეკლესიასა შინა ტფილისისასა სიონად წოდებულსა ადგილსა.
                                                      პარაგრაფი 50
  ხოლო წელსა 1802 ახალციხის ფაშა საბუთ გარდააგდო სულეიმან ფაშას შვილმან შარიფმან, მიუღო ახალციხე და გარემონი მისნი ყოველნივე. მისული საბუთ ფაშა ქართლს, იყო მცირესა ხანსა, ხოლო ქართლითგან წავიდა იმერეთს და ენება იქითგან წასვლა სტაბოლად. ისტუმრა მეფემან სოლომან და აღუთქვაცა შეწევნა. მსმენელმან ფაშამან შარიფ აღუთქვა მეფესა სოლომანს მრავლისა მიცემა, რათა მოჰკვეთოს თავი საბუთ ფაშასა და წარუვლინოს მას. ამისმა მსმენელმან მეფემან მოჰკვეთა თავი საბუთ ფაშასა და წარუვლინა შარიფ ფაშასა ახალციხეს. მხილველმან ფაშამან შარიფ აღარა მოსცა აღთქმული იგი მეფესა და განჰკიცხაცა შეხვეწილისა კაცისა სიკვდილითა და დაუნდობელობაცა აყვედრა და სიყვარული ვერცხლისაცა და არა პატიოსნებისა, რომელიცა უკუნ აქცივა კაცი მისი სირცხვილეული.
                                                       პარაგრაფი 51
  ხოლო წელსა 1802 იმერთა მეფის დავითის ცოლი (იგულისხმება დავით გიორგის-ძე, რომელიც დავით არჩილის-ძემ, იგივე სოლომონ II-მ დაამხო ტახტიდან, თავისი პაპის ერეკლე II-ის დახმარებით) ანა, ყაფლანიშვილის მამუკას ასული, დედოფალი, წავიდა როსიად იმპერატორის ალექსანდრეს წინაშე. მისული დიდისა პატივითა მიიღო, და ევედრა დედოფალი, რათა შუამდგომელ ექმნეს მეფესა თანა და განატევებინოს ძე მისი კონსტანტინე პყრობილებისაგან, რომელიცა ჰყვა მეფესა მუხურის ციხესა შინა. მსმენელმა იმპერატორმა წარუვლინა კაცნი მეფესა და სთხოვა განთავისუფლება კონსტანტინესი, რომლისა არამნებებელმან მეფემან სოლომან უკუნ აქცივნა კაცნი იგი ცალიერნი.
                                                        პარაგრაფი 52
  ხოლო წელსა 1802 წარიგზავნა ციციშვილი პავლე უპირველეს მართებელად საქართველოსა. ამას უბრძანა იმპერატორმან და არწმუნა ფიცხელად, რათა დანარჩენი მეფის ძენი საქართველოისანი წარგზავნოს რუსეთად დედა-წულითა მათითა და ეგრეთვე აწვიოს მყოფთა იმერეთსა შინა მეფის ძეთა იულონს და ფარნაოზსაცა და წარავლინოს როსიად. რათა ვინაითგან ჟამსა მას ჰყავდათ რუსთა მისანდოთ და ერთგულად თვისად მეფის ირაკლის ძე ვახტანგ, რომელსაცა ეპყრა არაგვიცა და მსახურებდა რუსთა მხედრობასა, რომლისა ძლით შემოსულნი რუსთა მხედრობანი მადრიელ იყვნენ მისსა. მსმენელი იმპერატორი ამისი იყო ფრიად მადრიელ და ნიჭვიდა ნიჭითა დიდითა და მიუბოძა კავალერიაცა წმიდისა ანასი ბრილიანტისა ძვირფასი. მაგრამ ვინაითგან ვახტანგ იყო მცბიერი და დრკუ, არა მომხსენებელმან წყალობისა მისისამან განიდიდა თავი თვისი და ენება დაპყრობა საქართველოისა და მეფედ ყოფა თავისა თვისისა. ამან აბირნა კახნი და აღადგინა შფოთი კახეთსა შინა და ეგრეთვე არაგვსაცა ზედა, რომელსაცა რუსნი თუმცაღა ამშვიდებდენ, მაგრამ ვერ უძლეს. და განივლტო ვახტანგცა დუშეთითა და ავიდა გუდა-მაყარსა და იწყო იქ მაგრება. მაშინ რუსთა თხოვითა მთის კაცთათა არა მისცეს ვახტანგს პირი მტკიცე; და იყო ვახტანგ თვე ორი გუდა-მაყარსა შინა ვერარასა მყოფელი. ამისი მხილველი კვლავ ევედრა რუსთა დაზავებასა, რომელთაცა აღუთქვეს უვნებელობა, და იძულებული ვახტანგ მივიდა რუსთა თანა დუშეთს. ხოლო რუსთა მოიყვანეს ტფილისს და დააყენეს დედისა თვისთანა დედოფალს დარეჯანთან ავლაბრის სასახლესა შინა და დაუყენეს ყარაული, რათა აღარ განივლტოს ვახტანგ. მსმენელან იმპერატორმან ესევითარისა აღრეულებისამან, მიუწერა ბრძანება თავადს ციციანოვს უპირველეს მართებელსა რათა წარუვლინოს ყოველნივ ძენი საქართველოს მეფისანი როსიად. მსმენელი ამისი ციციშვილი წარმოემართა კავკასიის ღუბერნით და მოვიდა ქართლსა.
                                                         პარაგრაფი 53
  ხოლო წელსა 1803, თებერვლის 6 მოვიდა ციციანოვი პავლე ტფილის მართებელად საქართველოსა. ხოლო ამან ბრძანებითა ხელმწიფისათა წარავლინა როსიად მემკვიდრე საქართველოსა მეფის გიორგის ძე დავით და ბიძა მისი მეფის ირაკლის ძე ვახტანგ თებერვლის 18, რომლისა შიშვნეული ძმა დავითისი, მეფის ძე თეიმურაზ, განივლტო ღამესა მას და წავიდა ჭარში და მივიდა ბიძისა თვისისა თანა ალექსანდრესთან, მეფის ირაკლის ძესთან, რომელიცა მას ჟამსა წასული იმერეთით და იყოფოდა ჭარსა შინა, რომელიცა მისრული ძმის წული თვისი შეიტკბო ალექსანდრემან და პატივს უყოფდა ვითარცა ძეს. კვლავ წელსა ამასვე 1803 წარავლინა ციციანოვმან მხედრობანი თვისნი როსისა პოლკი ერთი მუშკეტერთა, რომელსა კაბარდინცკის პოლკად უხმობდენ, წინაძღომითა ღენერალ გულაკოვისათა, რომელიცა იყო ფრიად მხნე და მამაცი და მიუწერაცა კახთა, რათა შერთდენ იგინი რუსეთის მხედრობასა და წარემართნენ ჭარსა ზედა და მოაოხრონ ძირობა იგი სრულებით. მსმენელთა კახთა მოიკრიბენ ყოველნივე ზემონ-ქვემონი ქიზიყით გაღმამხრელითურთ და წარემართნენ ჭარსა ზედა. მისულთა ბელაქნისა ბოლოსა ზედა თუმცა-ღა ჰქონდათ ლეკთა გზანი გამაგრებულნი და მინდობილ იყვნენ სიმაგრეთა მათ, რომელნიცა აქვს ბოლოსა ბელაქნისასა, შესავალი არს ვიწრო და ჭანჭრობი და ქაცვიერი და ტყიანი, რომლის გზისაგან კიდე არა შეიძლების იქ ვლა მხედრობისა. ამისმა არ მჭვრეტთა რუსთა მხედრობამან უყო ზედა დასხმა მხედრობასა ლეკთასა და სიმაგრესა მათსა, აოტეს სრულებით და მიუღეს სანგალებიცა იგი, წარემართნენ და აიღეს ჭარი და ბელაქანი კატეხითურთ, რომელიცა მოსწვეს და მოაოხრეს; აიღეს ალაფი მათი და ტყვენი და მოვიდნენ გამარჯვებულნი. მაშინ ძენი მეფისანი იქ მყოფნი, ალექსანდრე და თეიმურაზ, ლტოლვილნი იქიდან წარემართნენ სპარსეთისა კერძ და მივიდნენ თავრიზს. ესე აუწყა ყეენსა ბაბა ხანს ბეგლარ-ბეგმან თავრიზისამან მისვლა იქ მეფის ძეთა, რომლისა გამო ებრძანა ყენსა, რათა წარავლინოს მისთანა. მაშინ ბეგლარ-ბეგმან თავრიზისამან მისცა ყოველთა საჭიროება მათი და წარავლინა თეირანს წინაშე ყენისა. მისულთა მეფის ძეთა პატივსცა ყენმან და ანიჭნა ხალათნი და ცხენნი ოქროითა აღკაზმულნი, და ეგრეთვე თან მყოფთაცა მისთა თავადთა და აზნაურთა უბოძა საბოძვარი და დაიმჭირნა თვისთანა ჟამ რამდენმე და აღუთქვა შეწევნა და განთავისუფლება საქართველოისა რუსთაგან.
                                                           პარაგრაფი 54
  წელსა 1803 დედოფალს მარიამს მოუვიდა ბრძანება იმპერატორისაგან, რათა წავიდეს როსიად შვილებითურთ თვისით, რომლისა გამო დედოფალი მარიამ მიეცა ფრიადსა მწუხარებასა და არა ენება წარსვლა როსიად. მას ჟამსა შინა იყო მეფისა გიორგისა მუშრიბი აზნაური კალატოზისშვილი იოსებ ანდრიას ძე, რომელიცა მეფესა გიორგის აღეზარდა თვისსა სახლსა შინა და სწყალობდაცა. ამან განდიდებისათვის თავისა თვისისა აბირა მოქალაქესა გიჟდავაშვილსა ზურაბს და მოიყიდა იგი თეთრითა, რათა ამა ზურაბას აქვნდა ვაჭრობა ფშავსა და ხევსურსსა შინა. და შეითქვნენ ესენი და მივიდნენ წინაშე ციციანოვისა და შესწამეს დედოფალს რეცა გაპარვა ტფილისით და წასვლა ფშავსა შინა, რომელიცა არცაღ თუ განვლოდა დედოფალს მარიამ საქმე ესე გულსა. ხოლო ვინაითგან იყო ციციშვილი პავლე ფრიად გულ-ფიცხი და განუნახველი საქმისა, სიფიცხისა გამო, არა გამოიკითხა საქმე ესე ნამდვილი, არამედ მიუწერა ღენერალსა ლაზაროვს, რათა აიყვანოს პოლკი თვისი და დაესხას დედოფალს და იძულებული წარგზავნოს რუსეთად. მისულმან ლაზაროვმან შეუსია ჯარი შინა მძინარეთა დედა-წულთა და თვითცა შეუხდა შინა მაგინებელი დედოფლისა და ენება გადმოგდება ტახტით და გათრევა გარეთ. ამისმა მხილველმან ყულუხჩმან მისმან თავადმან ხიმშიაშვილმან ნიკოლაოზ აღენთო სულითა ერთგულებისათა, ვითარცა არს ჩვეულება კახთა ერთგულება მეფისა თვისისა. ვერ მომთმენმან ამისმან დასცა ხანჯალი ღენერალს ლაზარევს და მოკლა იგი აპრილის 8. ჰგონეს მისთანა მყოფთა ნაცვალმან ტფილისისამან მოქალაქემან მიკირტუმა კაჭკაშვილმან სიკვდილი მისი დედოფლისა მარიამის მიერ, რომელნიცა მიეტევნენ ხმლითა და დაჰკოდეს დედოფალი მარიამ დიდად მხარსა და ხელსა შინა და აუწყეს ციციანოვსა რეცა სიკვდილი ლაზაროვისა მის მიერ, რომლისა გამო აენთო შურითა და გაუსინჯაობითა და აუწყა იმპერატორსა ალექსანდრეს ესე ყოველი. ხოლო ხელმწიფემან ბრძანა დაპატიმრება დედოფლისა მარიამისა მალოროსიასა შინა ბელიგოროდად წოდებულსა ქალაქსა, დედათა მონასტერსა შინა, და იყო წელი 8 ამა პატიმრობასა შინა ფრიადითა მწუხარებითა და ნაკლულევანებითა.
  ხოლო წელსა 1803 ციციანოვმა მოიწვია მეფე სოლომან იმერთა ყორნის, რათა შეაერთოს რუსთა იმპერატორსა. მოსულმა მეფემ შეჰფიცა რუსთა ერთგულებასა ზედა, და რუსთაცა აღუთქვეს მეფესა, რათა იყოს მეფედ იმერეთისა სიცოცხლესავე თვისსა თავისუფლად და სთხოვეს, რათა იდგეს მცირე მხედრობა ქუთაის შინა და დაითხოვოსცა მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ. ესე ყოველი აუსრულა მეფემან. მისცეს მეფესა სოლომანს ნემცკის კავალერია ბრილიანტისა, და იყო მეფე მშვიდობით ჟამ რამდენმე. ხოლო მეფემან წარავლინნა დესპანად როსისა კარსა ზედა სოლომან ლიონის ძე თავადი, გარნა გამოგდებული იქმნა მცირესა ხანს უკან დესპანი მეფისა კარითგან როსისა, რომელ მეფემან უარჰყო ფიცი თვისი და შეერთდა ოსმალთა. და იქმნა რუსთა და იმერთა შორის აღრეულობა და განხეთქილება მიერ დღითგან.
                                                           პარაგრაფი 55
  წელსა 1804 წარავლინა რუსეთს დადიანოვის ასული დედოფალი დარეჯან, მეუღლე მეფისა ირაკლისა, ფრიად მოხუცებული, რომელი იყო მას ჟამს წლისა 70. მისულსა პეტერბურხს პატივ ჰსცა იმპერატორმან ფრიად და ანიჭა ნიჭნი მრავალნი, და იყოფოდა პეტერბურხსა შინა წელი 4. ხოლო წელა 1803 იძულებულმან ჭირისა გამო მეფისა სოლომანის მიერ დადიანმან გრიგოლ კვლავ განუახლა ციციანოვსა თხოვილი თვისი და მფარველობა როსისა. ამისმა მსმენელმან ციციანოვმა პავლე აუსრულა დადიანს ყოველივე თხოვილი თვისი, და მოსცა იმპერატორმან დასაცველად მისისა ქვეყანისა ჯარი პოლკი ერთი ბელევცკისა, რომელნიცა წამოსულნი ესენი ყირიმით გავიდნენ ოდიშსა შინა შავის ზღვით და ჰქმნეს ციხე ყულევს, და დადგნენ იქ და მისცეს დადიანსა გრიგოლს ტრაკტატი მტკიცე ესრეთ, რათა კერძონი შავისა ზღვისანი, რომელიცა ეპყრათ ოსმალთა გურიდან ვიდრე ფოტადმდე დარჩათ რუსთა. ხოლო ოდიში, ლეჩხუმი და რაცა ეპყრა დარჩა დადიანსა და იყო მფარველობასა ქვეშე მათსა, და განთავისუფლდა ოდიში ტყვევნისაგან იმერთა მეფისა.
                                                           პარაგრაფი 56
  ხოლო წელსა 1803 იქმნა გურიასა შინა აღრეულობა, რომელ გურიელმან მამიამ მოიბირა რაოდენიმე ჩინებულნი თვისნი, მივიდა, შეიპყრა გურიელი ვახტანგ და პატიმარ ჰყო ჩაქვსა. ხოლო ესე ვახტანგ იყო კაცი ვერ მხნე და მამაცი, არამედ უფრორე მიდრეკილ დედათა ზნეთა მიერ. ესე ვახტანგ გაპარეს ჩაქვიდგან გურიელთა და წავიდა ახალციხეს. მისულს იქ პატივ ჰსცა ფაშამ სელმმა ახალციხისამან აჭარელმა ხიმშიაშვილმან, რამეთუ მას ჟამსა დაეპყრა ზორბითა ახალციხე და გარდაეგდო სულეიმან ფაშის შვილი შარიფ და ეპყრა თვით. ამისმა მსმენელმან გურიელმან მამიამ მისცა ქრთამი ფაშასა და შეაპყრობინა ვახტანგ, რომელმანცა დაპატიმრა ახალციხისა ციხესა შინა, და იყო თვე ოთხი ფრიად მწუხარებასა შინა. ამისმა მხილველმან იქნებურმან მღვდელმთავარმან ეგნატიმ, კაცმან ღირსმან და ღმერთშემოსილმან ბერძენმან, და მღვდელმან ერთმან იქაურმან მოიყიდეს ციხისა მცველნი და გამოაპარეს ვახტანგ ციხიდან.
  მსმენელმან მეორესა დღესა ფაშამან შეუყენა უკანა მხედრობა თვისი, რათა შეიპყრან გზასა ზედა ვახტანგ. ეწივნენ მხედრობანი თურქთანი, შეიპყრეს ვახტანგ და მიგვარეს ფაშასა ახალციხეს. მაშინ ფაშამან ათქმევინა ვის მიერ გაპარება, რომელიცა შიშვნეულმან აუწყა ყოველივე ფაშასა. მაშინ ფაშამან შეიპყრა მღვდელმთავარი იგი ეგნატი და მღვდელი იგი და უთქმიდა უარის ყოფასა ქრისტესსა. ხოლო მათ არა თავს იდვეს უარის ყოფა ქრისტესი. ამისთვისცა აწამა იგინი და მოაშთო ძელთა ზედა. ჰოი საკვირველი! ღამესა მას დაბნელდა მთოვარე და დადგათ ნათელი და შეირაცხნენ წმიდათთ მღვდელ-მოწამეთა შორის. ხოლო იქ მყოფთა ლათინთა მცხოვრებთა მოქალაქეთა მხილველთა ამისთა გამოიყიდეს ფასითა წმიდანი გვამნი მათნი ფაშისაგან და დაფლეს იქვე. ხოლო ამისა შემდგომად განათავისუფლა ფაშამან გურელი ვახტანგ და მივიდა ქართლსა რუსთა თანა. ეს მოხდა 1804 წელს.
                                                         პარაგრაფი 57
  ხოლო წელსა 1804 გარდაიცვალა დადიანი გრიგოლ, და იმპერატორმა ალექსანდრემ მოიყვანა ძე გრიგოლისა ლეონ, რომელიცა ჰყვა აფხაზსა ქელეშ ბეგს მძევლად დროსა ოდიშთა არეულობისასა, და დასო დადიანად წლისა 14 და უბოძა ღენერალ-მაიორობა, ხმალი, დროშა და ანას კავალერია. ხოლო წელსა ამასვე 1804 ჩავიდნენ რუსნი იმერეთს და ქუთაისს და იდგნენ მცირენი, მაგრამ მეფობა ვერ მიუღეს მეფესა და წავიდნენ ყულევს და დადგნენ იქ. ხოლო წელსა ამას 1804 ფრანციელთა აკურთხეს იმპერატორად ბონაპარტე პარიჟსა შინა. ამან დაიპყრა სრულებით ევროპა.
                                                        პარაგრაფი 58
  წელსა 1804 შეიპყრეს რუსთა ტფილის ქართველნი თავადნი, აზნაურნი და გლეხნი რიცხვით 30 რომლისამე მიზეზითა და ჰყავდათ პყრობილად ტფილისის ციხესა შინა, რომელსა ნარიყალად უხმობენ, ფრიად მაგარსა და შეუვალსა. ხოლო ამა პყრობილთა შორის იყო დავითის შვილი თავადი სოლომან, შანშე მილახვრის ძე. ამან ხელთ იგდო ლურსმანი ერთი დიდი, რომელსა ყადაღად უხმობენ. ამან ღამესა ერთსა განათხარა კედელი იგი ქალაქის მხარესა და გამოაპარა ყოველნივე პყრობილნი თვესა აპრილსა 15, გადაიყვანა შაიი ტახტის მხარესა და წავიდნენ სპარსეთსა. ხოლო ამისა შემდგომად ჟამ რაოდენიმე კვლავ ჰყავდათ შვიდნი კაცნი გავაზელნი პყრობილად. ამათ წაათვეს თოფნი დღსა ერთსა ყარაულთა თვისთა რუსთა სალდათთა, დამტვრიეს ციხის კარნი და გამოვიდნენ. თუმცაღა შეუდგნენ რუსნი შესაპყრობელად, მაგრამ ვერღარა ეწივნენ, და წავიდნენ მშვიდობით.
                                                         პარაგრაფი 59
წელსა 1804 წავიდა ციციანოვი ოკდობრის 6 განჯისა დასაპყრობელად. მისული განჯად შემოება განჯის ხანი ჯავად ქალაქის მახლობელ ჯებირის პირთანა, მაგრამ იძლია და შევიდა ციხესა შინა და გაამაგრა ციხე, ხოლო მისულთა რუსთა დაიპყრეს ქალაქი განჯისა და დადგნენ იქ. თუმცაღა დღე ყოველ აწვევდის ციციანოვი ჯავად ხანსა ერთგულებასა ზედა ხელმწიფისასა და აღუთქმიდის, რათა მისცეს ციხე რუსთა მხედრობასა, რომელსა სწადდა დაყენება იქ მხედრობისა რუსთასა, და იყოს ჯავად ხან მშვიდობით და ეპყრას მამული თვისი და მსახურებდეს რუსთა, მაგრამ არა მსმენელი ჯავად ხან ესევითარისა და იმედეული ყენისაგან, რომელიცა აღუთქმიდა შეწევნასა, არა მისცა ციხე რუსთა, არამედ იწყო მაგრება. ამისმა მხილველმან ციციანოვმა პავლემ უბრძანა მხედრობათა თვისთა, რათა ჰქმნან კიბენი და აიღონ ციხე იერიშითა.
                                                        პარაგრაფი 60
  ხოლო წელსა 1805, იანვრის 3 მოდგნენ ციხესა მას და ავიდნენ ზღუდეთა ზედა და აიღეს ციხე განჯისა. თუმცაღა იბრძოდა მხნედ ჯავად ხან, მაგრამ მოკლული იქმნა იგიცა. იავარ ჰყვეს ყოველნივე ციხესა შინა და ამოსწყვიტეს მრავალნი სულნი იქ მცხოვრებნი. ხოლო რუსთაგანიცა მოკვდა და დაიკოდნა ვიდრე ოთხასნი. ამისა შემდგომად კვლავ იწყო ციციანოვმან შენობა განჯისა. ჰქმნა უეზდად ესე იგი მაზრისა ქალაქად ტფილისისა და უწოდა ელისაბედპოლი. ესე ყოველივე აუწყა იმპერატორსა ალექსანდრეს, რომლისა ჯილდოდ მიუბოძა ხელმწიფემან ციციანოვსა ღენერალ შეფობა და ეგრეთვე სხვათაცა ჩინებულთა რუსთა მხედრობისათა ანიჭნა ყოველთავე ღირსებისამებრ თვისისა სახელონი და ნიშანნი.
                                                       პარაგრაფი 61
  წელსა 1805 ციციანოვმა აწვია ერევნის ხანს მაჰმადს ერთგულებასა ზედა როსისასა და სთხოვა ციხეცა ერევნისა, რათა დააყენოს მხედრობა თვისი იქ, ხოლო ერევანი ეპყრას მას და მისცეს ხარკი ვითარცა იყო დროთა მეფეთასა. ამისმა არამსმენელმან მაჰმად ხან აუწყა ესე ყეენსა ბაბა-ხანს, რომლისა გამო წარმოუვლინა ყეენმა ელჩი ციციანოვსა და მოუწერა ესრეთ, რათა დასცხრეს თხოვნისაგან ერევანისა და ან ებრძოს ყეენსა. ამისმა მსმენელმა ციციანოვმა მოიკრიბა მხედრობანი თვისნი და ეგრეთვე თავადნი და აზნაურნი საქართველოსანი და მოქალაქენი ტფილისისანი და წავიდა ერევანსა ზედა. მისული ერევანს, იქ მოვიდა მას ზედა აბაზ მირზა, შვილი ბაბა-ხანისა, ათი ათასითა მხედრობითა საშველად ერევანისა. შეება მას ციციშვილი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. თუმცაღა იბრძვეს ყიზილბაშთა, მაგრამ ღენერალ დუჩკოვმა სერგი ალექსივიჩმან არა რიდა სიმაგრესა მათსა, რომე ერევნისა გარემონი არიან ქვიანი ფრიად და გორიანი, რომელმანცა აიყვანა გორასა მას ზედა მხედრობა თვისი პოლკი ერთი კავკასისის გარნადირისა და ავიდა მთათა მათ ზედა სადაც იყვნენ ყიზილბაშნი გამაგრებული ფრიად. მიუღო ადგილნი იგი და ივლტოდნენ ყიზილბაშნი რუსთაგან და დევნა უყვეს ვიდრე ბანაკადმდე მათდა და აიღეს ბანაკიცა მათი მძლეველთა. ხოლო ბრძოლასა ამას მოკლეს ქაიხოსრო აბაშიძე, ლეონის შვილი, ახალი მოსული ახალციხიდამ, რომელიცა იყო რუსთა თანა. ხოლო მისულთა რუსთა მიუღეს მონასტერიცა ეჩმიაძინისა ყიზილბაშთა და მისულთა აიღეს ქალაქი ერევნისა და დადგნენ შინა. ხოლო ხანი და ხალხი გამაგრდნენ ციხესა შინა, რამეთუ ციხე ერევნისა არს ფრიად მაგარი და შეუვალი მტერთაგან. ესე ყოველივე აუწყა ძემან ყეენისამან მამასა თვისსა, რომლისა მსმენელი ყეენი წარმოემართა ასი ათასითა კაცითა ერევნისა კერძ და მოვიდა ერევანს და მოადგა ციციშვილსა. და იყო ბრძოლა ყოველსა დღესა, რომელ ციციანოვს უვიდოდა მცირე მხედრობა რუსთანი, რომელნიცა სიცხისა გამო და ჰავისა გამო იქმნენ მრავალნი სნეულად და დაიხოცნენცა მრავალნი, რომელსაცა დარჩა ორი ათას ექვსასი მხედრობა რუსთა. მხილველთა ამისთა იქ მყოფთა ქართველთა თავადთა და მოქალაქეთა იწყეს ლტოლვა რუსთაგან და წარემართნენ ტფილისისა კერძ. მაშინ ბაბახანს ყეენსა ესრეთ ქონდა გზანი მოცულნი გარემონი ერევნისანი, რომელ არა შეძლოთ იქ განვლა რომელსამე მხედრობასა. წასულთა ქართველთა გზასა ზედა ემთხვიათ ყიზილბაშთა მხედრობანი. რომელნიმე ამოსწყვიტნეს და სხვანი შეიპყრეს სრულებით მოქალაქითურთ, რომელთა შორის იყო თავადი ორბელიანი იოვანე დავითის ძე, სარდალი საბარათიანოსი, და ესეცა შეპყრობილ იქმნა სამითა ბიძაშვილია თვისითა და მორთვეს ტყვედ ყეენსა. მაშინ ყეენმან წარავლინა ესენი ყოველნი პატიმრად თავრიზს და ურუმიასა შინა და რომელნიმე მათგანნი თეირანს და შესხნა იგინი ვირებსა და რომელნიმე ქვევითა, და ამითი პატივსცა იოვანესა სარდალსა ყაენმან, რომელ შესო იგი ვირს და წარუმძღვარა წინა თავადთა. ხოლო ფაბაკსაცა წარგზავნა ყეენმან ფირ ყული ხან სარდალი თვისი, და თანა წარატანა რვა ათასნი კაცნი, რათა აიღოს ქალაქი ყარაქილისისა, რომელი ქონდათ რუსთა გამაგრებული და ქონდათ მას შინა სურსათი, ტყვია და წამალი. მისული ფირ ყული ხანი ფაბაკს თუმცაღა ებრძოდა ციხესა ყარაქილისისასა, მაგრამ ვერ შეუძლო აღება, რამეთუ ქოდათ გამაგრებული რუსთა ორასსა კაცსა, გარნა გზანი ტფილისამდინ ესრეთ შეჰკრეს, რომელ ყიზილბაშთა რომელ ვიდრე უკუნ ქცევადმდე ციციანოვისა ვერა რა სცნეს მისი ამბავი. იყო ციციანოვი ერევნისა ქალაქსა შინა შემჭირვებული და მაგრდებოდცა, მაგრამ მოაკლდა წამალი და ტყვია. მაშინ წარავლინა ბამბაკს, რათა მოიღოს იქიდან წამალი და ტყვია და სურსათი, მაიორი ერთი მანტრიზორი გვარად ას ოთხმოცითა კაცითა, და თანა წარატანა ყარაბაღელი მელიქ აპოს შვილი როსტომ სამოცითა სომხითა ყარაბაღელითავ და წარატანაცა ზარბაზანნი ორნი. ამათ ჩუმათ წასულთა ერევნით მივიდნენ ბამბაკსა. ესე სცნა იქ მყოფმან სარდალმან ფირ ყული ხანმან, წარემართა და შეუკრა გზა ჰამამლუს. მოსულნი რუსნი თუმცაღა შეებნენ, მაგრამ იძლივნენ სპარსთაგან, და ამოსწყვიტნეს სრულებით და რომელნიმე ტყვედ ჰყვეს სომხებითურთ. და წარუგზავნა ყეენსა ზარბაზანნი მათნი, და ტყვენი ერევანს მდგომსა, რომლისათვისცა მიუზღო ყეენმან დიდი მადლობა და ანიჭა ხალათიცა.
                                                       პარაგრაფი 62
  ხოლო წელსა ამას 1805 შეიძრა ფრიად ქვეყანა ესრეთ, რომელ ავლაბრისა ციხის კედელი აბოს წინ სრულებით გარდაიქცა და მრავალნი სახლნიცა დაიქცნენ.
  ამავე წელსა 1805 ჰყოფასა ციციანოვისასა ერევანს შინა მხილველთა ხალხთა საქართველოისათა, ესევითარის არეულობის გამო, რეცა ჰგონეს წარწყმენდაცა ციციანოვისა ერევანს. ამისთვის მიუწერეს რომელთამე გვამთა ქართველთა თავადთა მეფის ძეს იულონს და ფარნაოზს, რათა მოვიდნენ ქართლსა და ეპატრონნენ. ამათმა მსმენელმან მეფის ძეთა აუწყეს ესე მეფესა სოლომანს. ხოლო მეფესა ადრევე დაეთხოვნა ესენი იმერეთიდამ თხოვნითა ციციანოვისათა, და ჩასულ იყო ჯარიცა როტა ერთი ღენერალ ლიტვინოვითა, რომელი იყო წარგზავნილ კარით რუსეთით და იყოფოდა დესპანად მეფისა წინაშე ქუთაის შინა. ხოლო ამისა შემდგომად წარმოსულნი მეფის ძენი მოვიდნენ სურამის სიახლოვესა. ეგონათ მისვლა იქ ქართველთ თავადთა, და არავინ მივიდა მათ თანა. ამათ ინებეს მტკვარს გასვლა და მისვლა ბამბაკს ფირ ყული ხანთან და ვერ უძლეს, რამეთუ მტკვარი ადიდებულ იყო ფრიად. კვლავ წავიდნენ და ავიდნენ ოსებში სამაჩაბლოსა და ვერცა იქ დადგნენ შიშისა გამო ოვსთასა, რამეთუ ქონდათ პირი მტკიცე მას ჟამსა შინა ოვსთა რუსთათანა. იქიდამ უკუნ იქცნენ და მოვიდნენ ძაღინას საფალავანდიშვილოში, რომელთაცა ფალავანდიანთ არა შეუშვეს ესენი შიშისათვის რუსთასა. იქითგან უკუნ იქცნენ და მივიდნენ იმერეთს ულევის ეწერშია და დადგნენ იქ. ესე სცნეს რუსთა მდგომთა სურამსა შინა. ამის გამო აბირნეს მრავალთა თავადთა, აზნაურთა და გლეხთა, რათა წარუძღვნენ წინა ეტიკად და დასხან თავთა მეფის ძეთა. ამისმა მსმენელმან ქართველთა არა ინებეს ესე ყოფა, არამედ აუწყეს გზისა უცნობელობა. მას ჟამსა იყო ამირეჯიბი ერთი თავადი გოგია რამინის ძე. ეს აღზრდილ იყო მეფის ირაკლისაგან და მრავალგზის ევლო მას გზასა ზედა იმერეთისასა. ამან თავს იდვა წინ ძღომა მათი, და აღუთქვესცა რუსთა ნიჭი და პატივი ხელმწიფისა მიერ. მაშინ გოგია ამირეჯიბი რამინის ძე წარუძღვა წინა რუსთა და მიიყვანა ულევის ეწერსა შინა, დაესხნენ თავსა რუსნი ორი როტა ივნისის 29, დღესა პეტრე-პავლობისასა მძინარეთა. მაშინ მცნობელთა ამათ ენებათ სილტოლვა, მაგრამ ვერ უძლეს. და მოკლეს თავადი თარხნის ძე ბეციასი დიმიტრი და აზნაური ჩერქეზიშვილი ფირან, რომელთაცა შესწირეს თავი თვისი პატრონისა ერთგულებასა ზედა, და ეგრეთვე აზნაური კეზელი დავით და შვილი მისი. ხოლო მხილველმან ამისმან მეფის ძემან იულონ იწყო ლტოლვად ქვეითად, და ეწივნენ რუსნი, ენებათ სიკვდილი მისი შუბითა, გარნა აზნაური დავით აბაზაძე ფარეშთ-ხუცესი მისი გადააწვა თავსა მეფის ძეს იულონს, და ასცდა შუბი თოფისა სალდათისა იულონს და მოხვდა დავითს აბაზაძესა და დაიკოდა მძიმედ თავსა შინა და ამით განარიდა ბატონი თვისი იულონ სიკვდილსა. მსმენელთა რუსთა შეიპყრეს იულონ, ხოლო ფარნაოზ, ძმა მისი, და ლევან და ლუარსაბ, ძენი იულონისანი, ივლტოდნენ ტყეთა შინა რამდენითამე კაცითა და დარჩნენ მშვიდობით. მაშინ იულონ წაიყვანეს ტფილის. ხოლო ფარნაოზ და ლეონ წავიდნენ ხეობაშია ლეკთა თანა, და ამათ წაიყვანეს ესენი ბამბაკს და მიიყვანეს სარდლისა წინაშე, სადაცა დახვდა იქ ძმა თვისი ალექსანდრე და ძმის წული თვისი თეიმურაზ. ხოლო ლუარსაბ დარჩა იმერეთსა შინა ზურაბ წერეთლისა თანა და იყო ჟამ რაოდენმე. ესე აუწყა სარდალმან ფირ ყული ხანმან ყეენსა მისვლა იქ მეფის ძეთა მისთანა. მაშინ მიუწერა ყენმან და მიუბოძა ხალათიცა მეფის ძესა ფარნაოზს, რათა წარავლინოს არაგვსა ზედა და შეუკრას რუსთა გზა არაგვისა. ამისი მსმენელი მეფის ძე ფარნაოზ წავიდა ბამბაკიდან და გადაიარა თრიალეთი, ჩავიდა კავთის ხევზე და ავიდა არაგვსა ზედა და იწყო იქ მაგრება. მაშინ მოიკრიბნენ ყოველნივე არაგველნი, ფშავ-ხევსურნი და კახნი თავადნიცა მისთანა და იყვნენ მაგრებასა შინა, რამეთუ დროსა მას ჰყავდა ყეენსა შემწყვდეული ერევანს ციციანოვი მხედრობითა თვისითა. მსმენელთა ამისთა დანარჩენთა რუსთა ტფილის რომელიცა იყო მოადგილედ ციციშვილისა თავადი ვალხონცკი ღენერალი, ამან წარგზავნა პოლკი ერთი და წარატანნა ზარბაზნები ოთხი წინაძღომითა ღენერალ ტალაზინისათა. მისულნი ქსანსა ზედა შეერთდენ ქსის ერისთავის ძენიცა შანშე და სხვანი და გადაიყვანეს ლომისასა ზედა. მაშინ ჩასულთა რუსთა ღუდისა ხევთა შინა ეწყვნენ არაგველნი ძლიერად, ამოსწყვიტნეს რუსნი და მიუხვნეს ზარბაზანნიცა. ამათი მხილველი თაგაურ-ქურთაულთაცა მოსცეს პირი მტკიცე და შეკრეს გზა დარიელისა და აღარა უტევეს რუსნი იქ გზასა ზედა. მას ჟამსა მოერთვა ყეენსა ბაბახანს ერევანს აღრეულობა სპარსეთისა, რომლისა გამო წავიდა უკანა და დარჩა ციციანოვი მშვიდობით ერევანსა შინა, რომელიცა აიყარა და წამოვიდა ტფილის. ამისმა მსმენელმა ყაზიბეგიშვილმა გაბრიელმა მოიბირა თეთრითა თაგაურ-ქურთაულნი, მისცეს რუსთა გზა დარიელისა და შემოვიდა პოლკი ერთი ტროიცკის მუშკეტერისა წინაძღომითა ღენერალ ნესვეტევისათა, ხოლო მოსული ციციშვილიცა ტფილის ავიდა მხედრობითა თვისითა დუშეთს დაცხრომისათვის ამბოხისა. მსმენელთა კახთა თავადთა იწყეს ლტოლვა ფარნაოზისაგან და მისვლა მის თანა და ეგრეთვე ზოგმა ერთმა არაგველთაცა. ამისმა მხილველმან ფარნაოზ დანარჩენითა მის თანა თავადითა და აზნაურითა იწყო ლტოლვა არაგვით და წასვლა კვლავ სპარსეთადვე. მსმენელმან ამისმან ციციანოვმა პავლემ მიუწერა ყოელთა გარემოთა, რათა შეიპყრან ფარნაოზ და მიგვარონ მას. მაშინ ფარნაოზ წარსულმან არაგვით განვლო მტკვარი და მივიდა ყაზახში, ავიდა მთის სოფელთა შინა ალდანად წოდებულსა, სადაცა სახლობენ იქ სომეხნი. აღარა შიშვნეულმან ფარნაოზ იწყო იქ განცხრობა. მსმენელმან ამისმან კახმა ავალიშვილმა სოლომან, რომელი იყო მას ჟამ მოურავად ყაზახისა, შემოიკრიბა ყაზახნი ვიდრე სამასადმდე კაცითა და მივიდა ღამესა ერთსა, დაესხა მძინარეს თავსა და შეიპყრა ფარნაოზ და მისთანა მყოფნიცა სრულიად და მიჰგვარა ციციანოვსა, რომლისა გამო იქმნა ციციანოვი მადლობელ მისა. და მისცეს ჯილდოდ ამას სოლომანს მაიორობა და ჯამაგირი ოცდაათი თუმანი. ესე პატიმარ ჰყო ტფილის და აუწყა ყოველივე ყოფილი იმპერატორს. მაშინ წარემართა ციციანოვი სამაჩაბლოს ოვსთა ზედა, რამეთუ დროსა მას არეულობისასა წამოეყვანა პოლკი სამი ყაზახისა კავკასიის ლინით ტფილისის ნაცვალსა მიკირტუმა სულგუნოვს და ენება იქიდან გადმოყვანა ქართლსა შინა. ამისმა მხილველთა ოვსთა იწყინეს გზისა მის გახსნა და შემოყვანება ჯარისა. მოიკრიბნენ ოვსნი და სრულიად შეიპყრეს იგინი. მისულმან იქ ციციანოვმა განათავისუფლა იგინი, მაგრამ ენება ოვსთაცა ვნება და აყრა, რომლისა გამო იწყეს ოვსთა სიმაგრე. მხილველი ამისი ციციანოვი, ვერარას მყოფელი იქ, უკუნ იქცა და მოვიდა ტფილისსა წელსა 1805.
                                                             პარაგრაფი 63
  ხოლო წელსა 1799 მოკვდა ორქივატერი ღუკაზ ეჩმიაძინსა, მაშინ სომეხთა ინებეს სტამბოლიდან მოყვანა იქაური პატრიარქისა დანიელისა და დასმა ორქივატერად ეჩმიაძინსა. ამისა მსმენელმა მეფემან გიორგიმ ითხვა იმპერატორისგან პავლეს მიერ, რათა წარმოავლინოს როსიიდან თავადი არღუთოვი ოსეფ, მღვდელთ-მთავარი რუსეთის სომეხთა, და ჰყოს ორქივატერად ეჩმიაძინსა შინა. მსმენელმან იმპერატორმან აუსრულა ესე ყოველი მეფესა თხონვილი მისი. მაშინ ჩავარდა ყოველი შური სომეხთა შორის: ზოგმა ინებეს ოსეფ და ზოგმა დანიელ, რომელსაცა დიდად ენდობოდნენ სომეხნი. მსმენელმან ამისმან ოსეფ ითხოვა იმპერატორისაგან, რათა მისწეროს ელჩსა სტამბოლსა შინა, რათა არ წარმოავლინოს დანიელ ეჩმიაძინსა. მაშინ მიუწერა იმპერატორმა ელჩსა თვისსა, და ჰყო ყოველივე ბრძანებული, შეაპყრობინა დანიელ და წარგზავნა პატიმრად ბოხჩა-ადასა და იყო იქ ჟამ რამდენიმე. ხოლო წელსა 1801 მოვიდა ესე ოსეფ როსიიდან ტფილისს ორქივატერად და ვეღარ მოუსწრო ცოცხალს მეფე გიორგის; ამის გამო იქმნა ფრიად მწუხარე, რამეთუ მიეცა პირი მტკიცე რუსთა იმპერატორისათვის ოსეფსა, რათამცა შეეერთებინა ეკლესიანი და რჯულნი სომეხთანი რუსთა თანა. ამისა მცნობელმა სამღვდელოთა სომეხთა მოსწამლეს ოსეფ ორქივატერი, და მოკვდა ტფილისსვე თვესა მარტსა 10 და ვერ ეკურთხა ორქივატერად. მაშინ კვლავ ინებეს დანიელისვე მოყვანა. ხოლო ჟამსა მას იყო ვართაპეტი ერთი სოფლიდან ენაგეთელი დავით. ამან გადაიბირა საქართველოს მეფე დავითს და ერევნის ხანსა მაჰმადს, და ჰყვეს ესე კათალიკოსად სომეხთა ეჩმიაძინის კრებამან, და აკურთხეს იგი. ამისმა მსმენელმა არაჯნურთმა როსიისამან ეფრემმა აბირა სომეხნი როსიისანი და ეგრეთვე სტამბოლელნიცა და სთხოვეს იმპერატორსა ალექსანდრეს, რათა გარდააგდოს დავით და დასვას დანიელ. მას ჟამს გამოეყვანათ დანიელ სომეხთა პყრობილებისგან. მსმენელმა ამის ხელმწიფემან აუსრულა თხოვილი მათი და მიუწერა მართებელსა საქართველოსა, რათა ჰყოს დანიელ და გარდააგდოს დავით. მოსული სტამბოლიდან დანიელმა გარდააგდო დავით და ეკურთხა თვით წელსა 1804. წასული დავითი მივიდა ყეენთან ბაბა-ხანთან. მან პატივ სცა. უძღვნა დავითმა ძღვენი და კვლავ მოსცეს მასვე ორქივატერობა წელსა 1805; მოსულმა დავით შეიპყრა დანიელ, მოპარსა წვერი, შესვა ვირზედა და ასე გაკიცხა და დააპატიმრა ერთსა შინა, სადაც დანიელ მწუხარებითა ამით მოკვდა. მაგრამ დავით ვერ ეწია საწადელსა თვისსა, რომელსაც არა ერჩდნენ სომეხნი. ხოლო წელსა 1809 დასვა იმპერატორმა ალექსანდრემ ორქივატერად ეფრემ, რუსთა სომეხთა არქიერი. ესე მისული ეჩმიაძინს აკურთხეს ორქივატერად და დაუმტკიცა ყეენმან. ამან შეიტკბო დავით ორქივატერი და პატივსა უყოფდა და ჰყავდა თვისთანა. და ამიერითგან იქმნა მშვიდობა სომეხთა შორის.
                                                             პარაგრაფი 64
  ხოლო წელსა 1804 წარავლინა რუსეთად მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ, რომელნიცა დაასადგურეს პატიმრად ფარნაოზ ვორონიშშია, ხოლო იულონ ტულას ქალაქშია. ხოლო კვლავ წელსა ამას აიშალნენ ნემენცის იმპერატორი და ფრანცის იმპერატორი ბონაპარტე შურითა ამით, რომელ არა სურდა იმპერატორსა ფრანცს ნემეცისასა იპერატორობა მისი. მოსულმან ნაპოლეონ ვენის ქალაქსა ზედა სძლო იმპერატორსა ფრანცსა და აიღო ქალაქი ვენისა, სატახტო მისი. ამისთა მსმენელთა რუსთაცა აჩვენეს შემწეობა კეისარსა და იბრძვეს ფრანციელთა მამულსა საკეისროსასა, და შემდგომად დაზავდნენ რუსნი და ფრანცუზნი. ამისი მხილველი კეისარიცა დაუზავდა ბონაპარტესა. და მისცა ჟამსა მას კეისარმან იტალია, რომელიცა ეპყრა მას ნაწილნი იტალისანი. ამან ნაპოლეონმა შეაერთა იტალია სრულებით და გაძლიერდა.
                                                              პარაგრაფი 65
  ხოლო წელსა 1805, ივნისს 3 წავიდა ციციანოვი განჯას, ენება ყარაბაღისა დაპყრობა. ყარაბაღის ხანხ მიუწერა და აწვია იბრეიმს ერთგულებასა ზედა ხელმწიფისასა. მსმენელი ამისი იბრეიმ ხან მორჩილ ექმნა სიხარულით ციციანოვსა, მოვიდა განჯას და მოართვა გასაღებნი ციხისანი. მაშინ მოსულსა ხანსა პატივსცა ციციანოვმა და ანიჭა კვლავ ხანობავე ყარაბაღისა და დასდვა ხარკი წელიწადში ათი ათასი ოქრო. ხოლო ციხესა შინა შეაყენა პოლკი ერთი იეგირისა. და იყო ჟამ რამდენმე მშვიდობით იბრეიმ ხან. ხოლო შემდგომად სიკვდილისა ციციანოვისა წელს 1806 იძმაცვა იქ მყოფმან მაიორმან დიმიტრი ტიხინიჩმა ლისანევიჩმა თანხმობითა ჯორაშვილის ნინიასითა, რომელსა თავბერად ეძახდნენ, რომელიცა ახლდა ესე ნინია ამილახვრად მეფის ძეს ალექსანდრეს სიყრმითგანვე და იყო მისანდო მისი. ამან უღალატა სპარსეთიდან მეფის ძეს ალექსანდრეს და ლტოლვილი მოვიდა ციციანოვთან ერევანს და აუწყა ყოველივე საქმენი ყიზილბაშთანი და ყეენისა, რომელიცა შეიყვარა ფრიად და პატივსცა. ამას მიანდო საქმეცა ყარაბაღისა, რეცა შესწამეს სიდრკვე იბრეიმ ხანსა და დაესხნენ ღამესა ერთსა იბრეიმ ხანსა ლისანევიჩი და თავბერა ასკარანს მდგომსა ბახში, და მოკლეს იგი და იავარყვეს ყოველივე ნაქონები მისი, რომელიცა გამდიდრდნენ ფრიად საქონლითა მისითა.
                                                       პარაგრაფი 66
  წელსა 1806 წარემართა ციციანოვი შაქი-შირვანის დასაპყრობად. მისულმან განჯით დაიპყრა ყოველივე და მოხარკე ჰყო და დადგინა იქ ბეგლარ-ბეგად ჯაფარ ყული ხან ხოველი. ამისა შემდგომად მივიდა ბაქოსა ზედა. იქ ბაქოს ხანმან უსენ ყულიმ მოურთო ღალატი, რათა მოკლას იგი. ამისა მსმენელმან იქ მცხოვრებმა ერთან სომეხთაგანმან აუწყა ესე ციციანოვსა, რომელმანცა არა ირწმუნა საქმე ესე სიამაყითა და განუნახველობითა თვისითა არამედ შეიპყრა სომეხი იგი და ჰგვემა უწყალოდ. ხოლო წელსა 1806, თებერვლისა 8 აწვია ხანმან ბაქოსსამან ჰუსენ ყულიმ, რათა მივიდეს მისთანა მცირედითა კაცითა და მისცეს ციხე ბაქოსი და გასაღებიცა. მსმენელი ამისი მივიდა ციციანოვი ხანისა თანა. არვინ ჰყავდა თვისთანა, გარდა ელისბარ ერისთვის შვილი და ყაზახი ერთი. მისულსა ციციშვილს მოურთო ხანმან მეთოფენი და მოკლა იგი და ელისბარიცა, მოჰკვეთა თავნი მათნი და წარუვლინა ყეენსა. მხილველთა ამისთა რუსთა მხედრობათა იწყეს ლტოლვა უკანა. რომელიმე ჩაჯდა ნავშია და გავიდნენ ყიზლარს და რომელნიმე უკუნ იქცნენ და მოვიდნენ ტფილისსა. და დარჩა ჯერეთ ბაქო აუღებელად რუსთაგან.
                                                            პარაგრაფი 67
  ხოლო წელსა 1806 განიწესა კარით როსიით ღრაფ ღუდოვიჩი, ღენერალ ანშეფი და კავალერი ყოვლისა როსისა მქონებელი, მონაცვალედ ციციანოვისა, უპირველეს მართებლად საქართველოსა. ეს მოვიდა ტფილის და განმართა დაშლილნი საქმენი ციციანოვისაგან საქართველოსანი. ამან შეიყვარა უფრორე ციციანოვისა ქართველნი და პატივსა უყოფდა ყოველთავე, რამეთუ იყო კაცი გულკეთილი და მოწყალე. ხოლო წელსა ამასვე აიშალნენ რუსნი და ოსმალნი და იყო ბრძოლა ჟამ რამდენმე, რომლისა გამო წარემართა ღუდოვიჩი დასაპყრობელად ახალქალაქისა. მისულსა ახალქალაქსა თუმცა ღა უყო ზედა დასხმა, მაგრამ ვერ აიღო ციხე იგი, გამაგრებულ იყო ფრიად ოსმალთა მიერ. მას ჟამსა შინა მოუვიდა ამბავი ღრაფს ღუდოვიჩსა მყოფსა ახალქალაქსა შინა, ვითარმედ სარასკარი არზრუმისა უსუფ მოდისო შესაწევნელად ამისა ოთხმეოცი ათასითა კაცითა. მსმენელმან ამისმან ღრაფმა ღუდოვიჩმა დაუტევა გარემოდგომა ახალქალაქისა და წავიდა პირისპირ ბრძოლად მისდა. მისულსა მდინარესა ზედა არფაჩაისასა შეხვდა სარასკირსაცა. იქმნა ბრძოლა ძლიერი ივნისს 18. იძლივნენ ოსმალნი და ივლტოდნენ პირისაგან რუსთასა. დარჩათ რუსთა თოფხანა ოსმალთა და ბანაკი მათი. მაშინ მსმენელმან ამისმან იპერატორმა მიუბოძა ღრაფ ღუდოვიჩსა ფერდმარშლობა (ესე იგი სპასალარობა). ხოლო წელსა ამასვე 1806 განათავისუფლა იმპერატორმან პყრობილებისაგან მეფის ძენი ფარნაოზ და იულონ თხოვნითა დედისა თვისისათა დარეჯან დედოფლისათა, რომელნიცა მოიყვანეს მოსკოვს და დააყენეს სახელმწიფო სასახლესა შინა ლაფერთოვცკით წოდებულსა.
                                                       პარაგრაფი 68
  ხოლო წელსა 1806 შეჩენითა რუსთათა გამოაპარა დიდის მეფის სოლომანის შვილის შვილი გიორგი მუხურის ციხიდან, რომელიცა ჰყავდა მეფესა სოლომანს იქ პყრობილად, ბუცხრიკიძემ ანდრიამ და მოჰგვარა რუსთ მდგომთა ქუთაისს, რომელთაცა ენებათ, რათა აღედგინათ წინა მეფისა სოლომანისათვის და მის გამო დაეპყრათ იმერეთი, მაგრამ ვერ უძლეს მას ჟამსა, ვინაითგან იყვნენ რუსნი და ოსმალნი აშლილნი, და დაუტევეს საქმე ესე ჟამადმდე. ხოლო გიორგი წარგზავნეს ტფილისსა ღრაფის ღუდოვიჩისა წინა, რომელმანცა პატივ სცა ფრიად და წარავლინა როსიად წელსა 1807.
                                                        პარაგრაფი 69
  წელსა 1807 ფრანცის იპერატორი ნაპოლეონ და პრუსის კოროლი ფიდერიკ ვოლცენ 3 აიშალნენ. წამოსული ნაპოლეონ ბერლინსა მოადგა დღესა ერთსა. გამოვიდა პრუსის კოროლი ბრძოლად მისდა ოთხმოცი ათასითა კაცითა და სამასისა ზარბაზნითა. მას დღეს შეება ბონაპარტე იმპერატორი ფრანცისა. იძლივა კოროლი პრუსისა, განივლტო ჯარით და წავიდა სხვასა მხარესა. ბონაპარტემ მძლეველმა დღესა ერთსა მოუკლა კაცი ოცდა ხუთი ათასი, ცოცხალი შეუპყრა ოცი ათასი, ზარბაზანი მიუღო ასი, ბარახი დიდ, რომელსა დროშად უხმობენ, 90, და დღესა მას აიღო ქალაქიცა პრუსისა სატახტო ბერლინი. ესე ყოველი ჰყო დღესა ერთსა ფრანცის იპერატორმა ნაპოლეონმა და დაიპყრა მთელი პრუსია. რუსნი პრუსიელთ მოეხმარნენ. იბრძოლეს აუსტრელში. დიდი სისხლის ღრვა იყო რუსთა და ფრანცუზთაგან ურთი ერთას. ექვსი თვე იბრძოლეს. მერმე დაზავდნენ. კვლავ მისცა პრუსის კოროლს პრუსია და შეიყვანა უღელსა ქვეშე მონებისა თვისისასა იმპერატორმან ფრანცისამან. ხოლო რუსნი უკუნ იქცნენ და მოვიდნენ საზღვართა თვისთა.
                                                           პარაგრაფი 70
  წელსა 1807, ნოებრის პირველს გამოჩნდა ვარსკვლავი კუდიანი გრძელი და არა კომეტა. წელსა ამას გარდაიცვალა დედოფალი დარეჯან დადიანის ასული, მეუღლე მეფისა ირაკლისა, სანკთ პეტერბურხსა შინა ნოებრის 8, რომელიცა დამარხა იმპერატორმა ალექსანდრემ დიდითა ცერემონითა ნემცკის მონასტერსა შინა, ხარების ეკლესიაში. ხოლო წელსა ამასვე 1807, ნოებრის 20 გარდაიცვალა ყვავილითა იმერთა ბატონის შვილი გიორგი შვილიშვილი დიდისა მეფე სოლომანისა, ალექსანდრეს ძეს. პეტერბურხსა და დაფლეს ნემცკის (წმ. ალექსანდრე ნეველის) მონასტერსა შინა.
                                                          პარაგრაფი 71
  ხოლო წელსა 1808 იყო იმერთა კერძოთა შორის რაჭისა მთაში ბერი განშორებული ჯაფარიძე ზაქარია, რომელმანცა აუწყა მეფესა სოლომანს არჩილის ძესა ჩვენება თვისი: „ვიხილე მე ვეშაპი დიდი წითელი, რომელმანცა შთაგნთქა შენ და გიჩანდა ოდენ ფეხნი“, და განუმარტა მანვე: „ესე არს ხილვა ესე, რომელ აღეგვების მეფობა შენი და მიეცემი მწუხარებასა დიდსა და განსაცდელსა, და გიჯობს მოსვლა სინანულად და ვედრება ღვთისა, რათა განერო ამა განსაცდელისაგან და მოერიდეცა ჟამ რამდენმე. ხოლო ხალხნი სამეფოსა შენისანი იქმნებიან დიდსა ჭირსა და ვალალებასა შინა, მით რომელ აღდგება მომსვრელი სენი ფრიად და შიმშილი“. ესე ყოველივე აუწყა ბერმან მან, მაგრამ არა მსმენელსა მას მეფესა ეწია ყოველივე ხალხით თვისითურთ და იმერთაცა, და მოისრნენ იმერნი უმრავლეს ნახევარი საზოგადოება მთელისა სამეფოისა და ოდიშს, გურიასა შიმშილითა და ჭირითა.
                                                           პარაგრაფი 72
  წელსა 1808 გარდაიცვალა მეფის ირაკლის რძალი ქეთევან კონსტანტინეს მუხრანის ბატონის ასული, დიდის ვახტანგის მეუღლე, მარტის 4 და დაფლეს ნემცკის მონასტერშია. ხოლო წელსა ამას 1808 აიშალნენ რუსნი და შვედელნი. იბრძვეს წელიწადნახევარი, მერეთ დაზავდნენ, რუსთ მიუღეს შვედელთ სრულებით ლიფლანდია და კურლანდია, რომელცა ჰყო იმპერატორმა ალექსანდრემ ღუბერნიად.
                                                           პარაგრაფი 73
  წელსა 1808, ოკდობრის 5 წავიდა ღრაფ ღუდოვიჩი ერევნისა დასაპყრობელად. მისულმან იქ აიღო ქანაქირი და დადგა მას შინა. მაშინ ციხე ერევნისა ქონდა სარდალსა ყეენისასა გამაგრებული, რამეთუ პირველ მოსულმა ყეენმან იხმო ხანი ერევნისა მაჰმად თვისთანა და წაიყვანა თეირანს ცოლშვილითა და აღარა უტევა ერევანს, ვინაითგან იყო მაჰმად ხან ორპირი და შეურჩობელი. ამისთვის ყეენმა ვერ დარწმუნებულმან მისმან შეაყენა ციხესა მცველნი თვისნი და ჰყო იქ სარდალი თვისი გამგედ ერევნისა. მაშინ მსმენელი აბაზ მირზა, ძე ყეენისა ბაბა-ხანისა, წარმოემართა თავრიზიდან თვისითა მხედრობითა და ეგრეთვე თვისითა ახალისა რეგულის ჯარითა და არტირელიითა, რომელიცა ჟამსა მას იყვნენ იქ ფრანცუზნი მოსული იმპერატორის ნაპოლეონისაგან, რათა განასწავლონ ყიზილბაშნი რეგულად, რამეთუ მას ჟამს ქონდათ ყეენსა და ფრანცუზთა მეგობრობა და ძღვნიდიან ურთიერთსა და იყვნენცა მინისტრნი (გინა ელჩნი) ურთიერთისანი კართა ზედა. მოსული აბაზ მირზა ნახჩევანს შესაწევნელად ერევნისა დადგა იქ. მსმენელმან ღრაფ ღუდოვიჩმან წარავლინა პოლკი ორი – ერთი ტროიცისა მუშკეტირი და მეორე იეგირისა. მისულთა ამათ ნახჩევანს შემოება აბაზ მირზაცა, იქმნა ბრძოლა ძლიერი და ვერა რომელმანმე აჯობა, რამეთუ ყიზილბაშნიცა ახლად განსწავლულნი ფრანცუზთაგან კარგათ იბრძოდნენ და დარჩნენ ორნივ იქ ჟამ რამდენმე. ხოლო ჟამსა მასსა ჰყოფასა ღუდოვიჩისასა ერევანს, მაშინ გამოცვლილ იქნა ღრაფი ღუდოვიჩი კარისაგან როსისა, და განიწესა მოადგილედ მისსა ღენერალ ანშეფი ტორმასოვი, ალექსანდრე პეტროვიჩი. წასული ესე ჩავიდა ერევანს. ამისი მსმენელი ღრაფ ღუდოვიჩი აიყარა ერევნიდან წყინების გამო, რამეთუ ჟამსა მას მიეშვა იერიშიცა ციხისათვის და აღარა სჭვრიტა, არამედ აიყარა და წამოვიდა. მხილველთა მეციხოვნეთა ამისთა უყვეს ზედა დასხმა ჩასულთა ციხესა შინა რუსთა მხედრობათა და ამოსწყვიტეს ერთი ბატალიონი სრულიად. მსმენელი ამისი აბაზ მირზაცა გამოვიდა ნახჩევნით, ეწია უკან იქ მდგომთა რუსთა და ავნო დიდათ. მაშინ ღუდოვიჩმან ღრაფმან გადავლო მთა აბარანისა დიდთოვლიანი, რამეთუ იყო თვე დეკებრისა, და ამოსწყდენ უმრავლესი რუსნი და ქართველნი ყინელისაგან და თოვლისაგან, რამეთუ მთა ესე დიდათ მყინვარებს ზამთრივ ყინვისა მიერ. მას ჟამსა მისულმან აბაზ მირზამ გაამაგრა კვლავ ერევანი დიდათ და მოუმატაცა მხედრობა და იზამთრა იქ. ხოლო ღრაფი ღუდოვიჩი წავიდა რუსეთათ, რომელსაცა მისცეს სანაცლოდ ქართლისა მართებელობა – ზანიშინობა მოსკოვისა, ესე იგი უპირველეს მართებელობა.
                                                       პარაგრაფი 74
  ხოლო წელსა 1809 წარგზავნა უკვე ტორმასოვმან მხედრობანი თვისი მყოფნი იმერეთსა შინა და მიუწერაცა ცოლსა გრიგოლ დადიანისასა, მთავრინასა ოდიშისასა, მეფის გიორგის ასულსა ნინას, რათა ესეც შეერთდეს ოდიშ-ლეჩხუმელითა მხედრობითა თვისითა და წავიდნენ და აიღონ ციხე ფოთისა, რომელიცა მდგომარე არს შავი ზღვის პირს, რამეთუ ესე მთავრინა ნინო იყო ფრიად მხნე დედათაგანი და უშიშ და ჰყვებოდა ყოველთვის მხედრობათა თვისთა სარდლად ომთა შინა უშიშრად. წასულნი ესენი მოადგნენ ფოთისა ციხესა და იდგნენ სამ თვე. მას ჟამსა მოაკლდათ ტყვია და წამალი, რამეთუ ფოთი იყო დიდათ გამაგრებული ოსმალთაგან, და თვით ფოთიცა არს ადგილი დიდათ მაგარი, რამეთუ ერთისა მხრით აქვს ზღვა მორტყმული, ხოლო ორისა მხრითა უდის დიდნი მდინარენი და მესამესა მხარესა აქვს ჭაობი და საფლობი დიდი ვიდრე ათს ვერსამდე. მსმენელან ტორმასოვმან ამისმან წარუვლინა ტფილისიდან ტყვია-წამალი და ხაზინა იქ მყოფსა ღენერალს თავადსა ორბელიანსა დიმიტრის და თანა წარატანა როტა ერთი გრენადერთა. მსმენელმა ამისმა მეფემან სოლომან უბძანა ზემო მხარისა სარდალსა წერეთელს ქაიხოსროს, რათა წავიდეს და მიუხვნას რუსთა ესენი მინაქონნი მხედრობისათვის, რამეთუ მეფესა ქონდა შური დადიანისა სახლისა და ენებაცა გამოყრა რუსთა მხედრობისა. მისულმან წერეთელმან ქაიხოსრომ წარავლინა კიკნაძენი და თანა წარატანნა მხედრობანი, რათა დაესხნენ რუსთა და ამოსწყვიტონ და მიუღონ ტყვია და წამალი და ხაზინანი. მისულთა კიკნაძეთა უყვეს ზედა დასხმა რუსთა. რამეთუ რუსნი არა გონებდენ ღალატსა იმერთასა, ამისთვის იდგნენ უშიშრად. მხილველთა მათ იწყეს ამათცა თოფთა ცემა, მაგრამ ვერ უძლეს პირისპირობა რუსთა, რამეთუ იყვნენ კაცნი ვითარ ასნი და არა ქონდათ ზარბაზანიცა. ამათ მხილველნი ლტოლვილნი რუსნი გამაგრდენ ერთსა საყდარსა შიგან, რომლისა გამო იმერთა არწმუნეს ფიცით უვნებელობა და გამოსულნი იქიდან ამოსწყვიტეს სრულებით. მსმენელი ამის ტორმასოვი განჰკვირდა ამა მოქმედებასა ზედა მეფისასა და მიუწერა: „რა არს მიზეზი ესეთ ყოფისა ჩვენდა, რამეთუ ფიცებულ ხარ შენ ერთგულებასა ზედა დიდისა იმპერატორისასა, რომელსა არარა მიგვიძღვის უპატიოება შენი“. ჟამსა მას აიღეს ფოთიცა რუსთა. მსმენელმან ამისმან მიუწერა ტორმასოვსა არა ცოდნითა მისითა, არამედ ავაზაკთა ჰყვეს ესე ჩვენს შორის და წარმოუვლინაცა მინაღებნი იგი, და ამიერითგან იქმნა იმერთა და რუსთა შორის განხეთქილება.
                                                      პარაგრაფი 75
  ხოლო წელსა 1810 კვლავ ლამობდა იმერთა მეფე სოლომან წინააღმდეგობასა რუსთასა და აწვევდა არზრუმისა სარასკარსა ჩასვლად იმერეთსა შინა და გაყრასა რუსთასა. მსმენელმან ამისმან ტორმასოვმან იხმო წერეთელი თავადი ზურაბ და გენათელი ეფთვიმე და არწმუნა მათ, რათა ჰყონ მშვიდობა მეფისა და მის შორის, რამეთუ დროსა მას წასვლად იყო ტორმასოვი არეზის პირსა ზედა, რამეთუ მოსულ იყო ყეენიდამ ელჩი იქ მირზა ბუზურგ, რათა ჰყონ ურთიერთას ზავი და მშვიდობა და დაუდონცა საზღვარი საქართველოსა და სპარსეთსა. ჩასულმან წერეთელმან და გენეეთელ არწმუნეს მეფესა სოლომანს ფიცითა უვნებელობა რუსთაგან და მტკიცედ პყრობა მეფობისა სიცოცხლესავე თვისსა. ამისმა დამრწმუნებელმან მეფემან სოლომან მიუწერა ტორმასოვსა, რათა იხილონ ურთიერთი და ჰყონ ზავი მტკიცე. მსმენელი ამისი ტორმასოვი იქმნა ფრიად მოხარული და მიუწერა მეფესა, რათა წარმოემართოს იგი იმერეთიდან, და ესეცა წარემართა ტფილისით და იხილონ ურთიერთი დირბს სოფელსა შინა. მოსული მეფე სოლომან დირბს დახვდა ტორმასოვიცა და სცა პატივი დიდი. ხოლო ღამესა მას შემოახვია ჯარი მეფესა ტორმასოვმა და შეიპყრა მეფე აპრილის 14 და მოიყვანა ტფილისსა შინა და დააყენა ყარაულნი. ხოლო საქმე იმერეთისა მიანდო ზურაბ წერეთელსა და პოლკოვნიკს სვიმონოვიჩსა, რათა ურთიერთას კითხვითა მართავდენ საქმეთა იმერეთისათა. მაშინ ჩასულთა ამათ იმერეთს აფიცეს ყოველი იმერეთი სამღვდელო და საერო ერთგულებასა ზედა იპერატორისასა, და მიერ ჟამითგან დაიპყრეს იმერეთი რუსთა. ესე ყოველი აუწყა ტორმასოვმან იმპერატორსა და ელოდა ბრძანებასა, რათამცა წარევლინა მეფე რუსეთათ. ხოლო მეფე დაუტევა ტფილისს ღუბერნატორისა ახვერდოვის თანა და თვით წარემართა არეზის კერძ, რათამცა შერიგებოდა ყიზილბაშთა. მაშინ წერეთელმა ქაიხოსრომ მოიყიდა დესეტნიკი ერთი იმერთაგანივე (რომელ არს ასასი) ტფილისისა და აღუთქვა მრავლისა მოცემა უკეთუ განაპარებს მეფესა იგი. მსმენელი ამისი მოხარულ იქმნა დესეტნიკიცა იგი და აღუთქვა ესე ყოფად და ამცნო მათ რათა იგინი აღჭურვილნი დახვდნენ მზად განჯისა კარისა კერძო ხევსა. ხოლო ღამესა მას მაისის 13 ამცნო მეფესა ესე ყოველი ქაიხოსრო წერეთელმან. მაშინ დესეტნიკი შევიდა მეფესთანა და ჩააცვა შესამოსელი თვისი, აჰკიდა ტიკჭორით ღვინო და წარიმძღვარა წინა, ხოლო მეფემან აცნობა ესე შინა-ფარეშსა თვისსა, რათა ჩაწვეს იგი ქვეშაგებსა მეფისასა, რეცა ეგონონ იქ ყოფნავე მეფისა ყარაულთა მისთა. მაშინ ბრძანებისა მორჩილი ფარეში იგი ჩაწვა საგებელსა მას მეფისასა და შესწირა სისხლი თვისი პატრონისა ერთგულებასა ზედა. მაშინ დესეტნიკმან მან მიჰგვარა მეფე იმერთა, რომელნიცა შეთქმულ იყვნენ თავადნი და აზნაურნი რიცხვით 30. მხილველთა მეფისათა გაიხარეს ფრიად, ასხდეს ცხენთა თვისთა და წაიყვანეს მეფე თვისი და გზასა ზედა ემთხვიათ ლეკთა მხედრობა, ვიდრე სამასი. მხილველთა ლეკთაცა იცნეს მეფე სოლომან ბელადმა ოსოქოლელმა ნურ მაჰმად და გაიხარეს ამათცა. წარუძღვნენ წინა და აიყვანეს ახალციხის შარიფ ფაშასა თანა, რომელმანცა მოაგება ცხენი შეკაზმული ოქროითა და შეიყვანა დიდისა დიდებითა. მსმენელი ამისნი მეორესა დღესა შეუდგნენ რუსნიცა უკანა, მაგრამ ვეღარ ეწივნენ. ესე ყოველი აუწყა ღუბერნატორმან ტფილისისამან უპირველეს მართებელს ტორმასოვს, რომელმანცა დაუტევა საქმე ყიზილბაშთა და უკუნ იქცა. მოსულმან ტფილის შესმენითა ღუბერნატორისათა შეიპყრეს პოლიცმეისტერი (ესე იგი ნაცვალი) დავით გოსტაშაბიშვილი და ეგრეთვე უბრალო სულნი დესეტნიკნი პენტელასშვილი მაქსიმე იოვანეს ძე, გოგია იმერელი და გორელი სომეხი იოვანე. ესე ოთხნი დესეტნიკნი – ერთი იყო ამათგანი იმერთა აზნაური გოგია ფალვანდისშვილი – თოფითა დახვრიტა გაუნახველად ტფილისს, ავლაბრის რიყესა ზედა, ხოლო დაფლულ არიან ავლაბარშივე მელიქის საყდრის გადასწვრივ მინდორზე, რომელთაცა საფლავსა ზედა მათსა დაედგათ ნათელი ზეგარდამო, და შეირაცხნენ წმინდათა შორის. ხოლო დავით გოსტაშაბიშვილი და ფარეში იგი, რომელიცა ჩაწვა საგებელსა მეფისასა წარგზავნა იგინი ციმბირს. ნინია სუბატიშვილი მეითრის პაატას ძე, რომლისა სახლში იდგა მეფე, და ესეცა უბრალო დასჯილ იქმნა. მისულნი ესენი პერმის ქალაქსა ციმბირს მოკვდა იქ ფარეში იგი მეფისა. ხოლო დავით და ნინია დარჩნენ იქ, რომელნიცა შემდგომ ჟამშია განთავისუფლდნენ ხელმწიფისაგან და მოიქცნენ მამულად თვისად.
                                                        პარაგრაფი 76
  ხოლო წელსა 1810 მსმენელთა იმერთა მოსცეს პირი მტკიცე მეფესა სოლომანს მყოფსა ახალციხესა და აწვიეს, რათა ჩავიდეს იმერეთს და დაიპყრას იმერეთივე. მსმენელი ამისი მეფე სოლომან წარემართა ახალციხიდან და ჩავიდა იმერეთს. მაშინ მოერთვნენ იმერნი ყოველნივე, შეკრეს გზანი ქართლისანი და დადგნენ მყარად. მაშინ მეფის ძემ ალექსანდრემაცა წარავლინა ახალციხით ძმისწული თვისი ლეონ ოსეთსა სამაჩაბლოს შინა, რათა მანცა შეკრებულმან ოვსთამან ბრძოს რუსთა. მისული ლეონ შეიწყნარეს ოვსთა და შეიკრიბენ მისთანა. მსმენელი ამისი ტორმასოვი დამძიმდა ფრიად და მიუწერა პოლკოვნიკს სვიმონოვიჩსა ქუთაისს მდგომს, რათა გამაგრდეს, ხოლო დადიანს ლეონსაც და დედასა მისსა მთავრინა ნინას, რათა მწე ეყოს მხედრობითა თვისითა პოლკოვნიკს სვიმონოვიჩსა. ამათ დიდი შემწეობა აჩვენეს, რომელ მოაკლდათ რა საზრდელი რუსთა, მისცეს მთავრინა ნინამ. მაშინ წარგზავნა ტორმასოვმან ღენერალ დიმიტრი ორბელიანი, რათა დაცხროს შფოთი იმერთა, ორი ათასითა კაცითა. მისული დიმიტრი ეწყო იმერთა, კორტოხსა ზედა. მაშინ იმერნი გამაგრებულ იყვნენ, და ვერ უძლო დიმიტრიმ გადავლა მთისა კორტოხისა, რამეთუ ავნეს დიდათ იმერთა. მაშინ დიმიტრიმ მოისყიდა კიკნაძენი, და ესენი ჩაუძღვნენ ვახანისა გზითა ლოსიათ ხევზე და ჩაიყვანეს იმერეთსა შინა. მაშინ დიმიტრიმ მიუწერა დადიანს ლეონს და აცნობა ჩასვლა თვისი იმერეთს, რათა წარმოემართოს იგი მხედრობითა თვისითა და სვიმონოვიჩითა და მოვიდეს მეფესა ზედა, რომელიცა მას ჟამსა იდგა მეფე წყალ-წითელასა ზედა მახლობელ ქუთაისისა. თუმცაღა კვლავ იბრძვეს იმერთა პირისპირ რუსთა, თუმცა უქმ იქმნა, რამეთუ მოვიდა დადიანი ზურგით კერძო და დიმიტრი პირდაპირ. იძლია მეფე სოლომან, განივლტო და წავიდა ახალციხედვე. მაშინ შიშვნეულნი რუსთაგან იმერნი, მოვიდნენ წინაშე მათსა და აღუთქვეს მორჩილება და აფიცეს კვლავვე ერთგულებასა ზედა ხელმწიფისასა, და დამშვიდდა იმერეთიცა.
                                                      პარაგრაფი 77
  ხოლო წელსა 1810 წარუვლინა კაცი და წერილი ტორმასოვმა მეფის ძეს თეიმურაზს გიორგის ძესა და აწვია, რათა მოვიდეს იგი ქართლსა და წარავლინოს რუსეთათ, რამეთუ მას ჟამსა იყო თეიმურაზ თოფჩიბაში ყეენისა და პატივცემული ფრიად და იმყოფოდა თავრიზსა. მსმენელმა ამისმა მეფის ძემანც ინება მოსვლა. ხოლო წელსა ამას აღიძრა ძე ყეენისა აბაზ მირზა და წარმოემართა ქართლსა ზედა. მოსულმა ბამბაკს ეწია ბრძანება ყეენისა, რათა უკუნ იქცეს თავრიზადვე. უკუნ ქცეული აბაზ მირზა მივიდა და დადგა ერევნის ბოლოს დევალუ წოდებულსა ადგილსა, რომელიცა შორავს ერევანსა ცხრას აღაჯითა. ხოლო წელსა 1810, სეკდებრის 14 ამოიღო უბით ძელი ჭეშმარიტი, რომელიცა ქონდა თანმიცემული ნათლიისაგან თვისისა ანტონი ჯვარის მამის მიერ დიასამიძისაგან, რომელიცა იყო ესე არხიმანდრიტი იერუსალიმისა და ქართველნი უხმობენ ჯვარის მამად და მრავალ გზის მოელოცა წმიდანი ადგილნი იერუსალიმისანი, რამეთუ იყო კაცი სახიერი და წმინდა. იცეს ჟამი მარჯვე და გამოვიდნენ ბანაკით მათით, რეცა ნადირობად და ახლდნენ თანა ქართველნი კიკოლა თავადი ბარათოვი, პეტრე აზნაური ლარაძე, ლალა მისი, ლორელი აზნაური ლევანა, ქიზიყელი ბოსტოღანაშვილი იოსებ, ავღნიშვილი დავითა და ქიტესა, დალაქიშვილი ზაქარია. ამათ წამოსულთა მომართეს მთასა ალაგაზისასა და გადავლეს მთა იგი და მივიდნენ შარაგალს რუსთა თანა. მსმენელმან ამისმან აბაზ მირზამ, თუმცა ღა დევნა უყო, მაგრამ ვეღარ ეწია. მისული თეიმურაზ ტფილისა პატივსცა დიდათ ტორმასოვმა და წარავლინა რუსეთს პეტერბურხს კარსა ზედა ოკდობრის 16. მისრული იანვრის 12, წელსა 1811 პატივსცა იმპერატორმაცა და მისცა ნიჭი შემზგავსებული ძმათა მისთა თანა.
                                                     პარაგრაფი 78
  ხოლო წელსა ამას 1810 წარმოუვლინა მეფის ძემან ალექსანდრემ ახალციხით ძმისწულსა თვისსა ლეონს დოღაძე, კაცი მართალი და ერთგული ბატონისა თვისისა, და მიუმცნო, რათა იყოს მთასა მას შინა და სჭვრიტოს დროსა რუსთასა. ესე დოღაძე მოსული სასირეთს ისტუმრა ტარიელ გლურჯიძემა და განუსვენა ღამესა მას. ხოლო დღესა მეორესა წავიდა რა დოღაძე მთით კერძო ლეონთან, აცნობა ესე გორსა მყოფსა ციციშვილს დავითს ზაქარიას ძეს, რამეთუ ესე დავით იყო მას ჟამსა მარშლად (ესე იგი მაზრის მოურავად). ამან დევნა უყო დოღაძესა, შეიპყრა იგი და მიჰგვარა რუსთა გორს. ესე აცნობეს ტორმასოვსა და მიუწერა კამენდანტსა გორისასა, რათა ჩამოჰკიდოს ძელსა, რამეთუ ტორმასოვი იყო დიდათ მესისხლე კაცი და განუნახველი. მაშინ დოღაძემ იხმო მღვდელი, თქვა ახსარება და ეზიარა უხრწნელთა სისხლსა და ხორცთა მაცხოვრისათა და ჰფიცაცა, რომელ არარა გამლია მე მტერობა რუსთა და არცა ღა მახსოვან დღეთა ჩემთა, რომელ მეწყინოს ვისთვისმე და ცოდვისაცა გამოუცდელ ვარო. ესე ყოველი აუწყა მოძღვარს თვისსა, მაგრამ მაწვევდაო ერთგულება მემკვიდრეთა ჩემთა მეფეთა და აჰა, თავი ჩემი სამსახურსა ზედა მათსა დამიდვიაო. მაშინ ჩამოჰკიდეს ძელთა და მოაშთვეს და დაუდგინეს მცველად ყარაული რუსი სალდათნი, რათა არავინ ჩამოიღოს და დაფლას იგი. მაშინ ზეგარდამომან მადლმან ადიდა ესე, რომელ ღამესა მას გარდამოხდა ნათელი და დაედგა წმიდასა გვამსა მისსა. წავიდნენ და აუწყეს ესე ყოველივე კამენდანტსა. მაშინ კამენდანტი მსმენელი ამისი აიჭრა და იხილა თვითცა ნათელი და ეგრეთვე გორისა ხალხთაცა მრავალთა. მაშინ ევედრა მთავარ-ეპისკოპოზი იუსტინე მაღალაშვილი კამენდანტსა, რათა მისცეს ნება დაფლვისა მისისა. ნება სცა კამანდანტმაცა. მაშინ გარდამოიხვნა წმიდა იგი გვამი თავარ-ეპისკოპოზმან და შეახვია იგი წმინდასა ტილოსა და დაფლა იგი გორისა სასაფლაოსა ზედა ეკლესიასა შინა, და აწ იხარებს წინაშე სამებისა და მეოხ არს ჩვენთვის და შერაცხილ წმიდათა შორის. ესე იყო თვესა ნოებერსა.
                                                       პარაგრაფი 79
  წელსა 1810 ტფილელს არსენის ნაიბის ძის ძეს და კათალიკოზს ანტონის შუა შფოთი ჩამოაგდო ერისთვიშვილმა ვარლამ არხიეპისკოპოზმა, რომელიცა იყო ახალი გადასული როსიას, და იყო ესე ვარლამ სინოდისა წევრიცა. ენება მიზეზითა ამით, რათა თვით შეიქნას კათალიკოზი. მაშინ არა მჭვრეტმან საქმისა ამისმან ანტონი კათალიკოზმან ჰყო ტფილის კრება სრულიად სამღვდელოთა, რამეთუ ესე არსენი იყო აპარტავანი და ურჩი კათალიკოზისა, რომელიცა განდიდებულ იყო რუსთაგან, ქონდა ბარტყულა თეთრი და შუბლსა ჯვარი და კავალერიაცა ანასი. ესე აღართ რაცხდა კათალიკოზსა. ამისთვის შეჰკრიბა მიტრაპოლიტ-ეპისკოპოზნი და ჰყო კრება, რამეთუ ტფილელსა არსენის გაელახა დეკანოზი ალექსი რუსთა რექტორი სკოლისა, აზნაური კახეთისა პეტრიაშვილი, სიონის ეკლესიასა შინა საკურთხეველსა მდგომი, ოდეს კათალიკოზი სწირავდა დღესა იმპერატორის შობისასა 12 დეკებერს, და გაელანძღა არქიერი ვარლამ, ესეცა ზედა დაურთვეს დღისა მის შეურაცხება და კათალიკოზის წინ სამღვდელოთა ცემა და გინება. ხოლო სხვანი მიზეზნიცა მრავალნი დაურთვეს. ამისთვის კრებამ განკვეთეს იგი მღვდელობისაგან და განუწესეს კანონად, რათა იყოს ჟამ რამდენმე მონასტერსა შინა, და მიუღეს ტფილელობაცა, რამეთუ სურდა ვარლამს, რათა დაეპყრა თვით ყოველივე სამღვდელო ნაწილი საქართველოისა. მაშინ უპირველესი მართებელი იყო ტორმასოვი მხარესა ტფილელისასა. ინება ამან დამშვიდება მათი და დაცხრომა ამბოხისა ამის და კვლავ გებავე ტფილელისა თვისსავე საყდარსა ზედა. თუმცა ღა სწადდა კათალიკოზსა საქმე ესე, მაგრამ არა უტევა კათალიკოზი ვარლამმა ჰყოფად ამისა. და ამისა გამო იქმნა გულკლებულ ტორმასოვიცა კათალიკოზისაგან. და შეასმინა ხელმწიფესა ტორმასოვმა კათალიკოზი, რეცა ესეცა ერია გაპარებასა მეფისა სოლომანისასა, რამეთუ დროსა მას მოესყიდა ტფილელსა არსენის შურითა კათალიკოზისათა თეთრითა ბერი სერაპიონ, მნათე კათალიკოზის ეკლესისა, და ებირებინა, რათა ცილი სწამოს კათალიკოზსა, რომელ ამან განაპარა მეფეო. მსმენელმან ამისმან კათალიკოზმან ანტონიმ შეიპყრა ბერი იგი სერაპიონ და წარგზავნა მონასტერსა ნათლისმცემელისასა პატიმრად, რომელიცა შემდგომად ჟამისა იქმნა საწყალობელი ბერი იგი განტვინულ კლდისა მიერ. მოსყიდული იგი ბერი წარვიდა და უთხრა ესენი ღუბერნატორსა ტფილისისასა, ხოლო მან აუწყა ესე ყოველივე ტორმასოვსა, რომელისა გამო შეასმინა ხელმწიფესა კათალიკოზი ანტონი, უკეთუ არს ესე აქა, არა იქმნების მშვიდობა საქართველოსა შინა. მსმენელმან ამისმან იმპერატორმან უბრძანა წერილითა, რათა წარავლინოს კათალიკოზი ანტონი რუსეთს და ჰყოს მოადგილედ მისსა არხიეპისკოპოზი ვარლაამ, წევრი სინოდისა.
                                                          პარაგრაფი 80
  ხოლო წელსა 1811 წარავლინა კათალიკოზი ანტონი რუსეთს. მისული პეტერბურხს პატივსცა იმპერატორან ალექსანდრემ, მიუბოძა კავალერია ლურჯი ანდრია პირველწოდებულისა და ოთხი ათასი თუმანი წელიწადშია საზდოდ და არღარა განუტევა ქართლსა. ბრძანებითა სინოდისათა აიღეს კათალიკოზობა საქართველოსა, რომელსაცა ზედან ეთანხმავა იმპერატორიცა, რამეთუ კათალიკოზობა საქართველოსა იყო პირველ დაწყებულ მეფისა მიერ ხოსროვიანისა ვახტანგ გორგასლანისა მიერ, სახელოვანისა გმირისა, რომელმანცა დასვა პირველად პეტრე კათალიკოზად წელსა ქრისტეს აქეთ 473 სრულიად საქართველოსა და ნებართვითა წმიდის მსოფლიოს მეექვსე კრებისათა, რომელთაცა დაამტკიცეს და აკურთხეს. და იმიერ დღითგან იყო კათალიკოზი ვიდრე ამ დროდმდე, რომელიცა იყო მოსაყდრე მცხეთისა. ხოლო წელსა 1811 გადაყენებულ იქმნა რა კათალიკოზი ანტონი, დასვეს მოადგილედ მისა არხიეპისკოპოზი ვარლაამ, არა კათალიკოზად, არამედ უწოდეს მიტროპოლიტი მცხეთისა და ეგზარხოსი სრულიად საქართველოსა, რომელსაცა მიანდვეს ყოველნივე ეკლესიანი საქართველოსანი და ეპისკოპოზნი, რათამცა ჰყოს რუსთა კანონისამებრ. ამან არა მზრუნველმან ეკლესიათამან, არამედ მოხვეჭისა და შეძენის გამო მიუხვნა ყოველთავე მღვდელთ-მთავართა ეპარხია, რომელიცა ქონდათ, და განუწესა მცირე რაიმე როჭიკი, ხოლო ბოდბელსა იოვანეს თავადსა მაყას ძესა უწოდა მხოლოდ ოდენ არხიეპისკოპოზი ალავერდისა და ქიზიყისა ბოდბელი და ახადა მიტროპოლიტობა, ხოლო ქართლსა გადააყენა მთავარეპისკოპოზი და სხვანი და მიანდო საქმე ქართლისა სამთავნელს მაჭავარიანს გერვასის და ჰყო ქორეპისკოპოზად. ინება ყოველთავე აზნაურთა სამცხეთოთა და საალავერდოსიცა, რათამცა აღეყარა და მიეხვნა მამულნი მათნი, რამეთუ ეს ვარლაამ იყო ფრიად ანგაარი და დიდების მოყვარე. ამის გამო გულნაკლულ იქმნენ ყოველნივე სამღვდელონი და საერონი ვარლამზედა. ხოლო მსმენელმან ამისმან მიტროპოლიტმან ვარლაამ დაუტევა საქმე ესე ჟამადმდე.
                                                         პარაგრაფი 81
  ხოლო წელსა 1811, მაისის 14 მზე დაბნელდა შუა დღის შემდგომ, კვირას დღეს 4 საათსა, რომელიცა დაუსახვიდა მოსკოვსა დიდსა უბედურებასა.წელსა ამას 1811, აპრილის 7 მოკვდა ჭავჭავაძე თავადი გარსევან მინისტრ ყოფილი ს. პეტერბურხს და დაფლეს ნემცკის მონასტერშია. ხოლო წელსა ამას 1811 მოიყვანეს პყრობილად რუსთა იმერთა დედოფალი, მეფის სოლომანის ცოლი, დადიანის კაციას ასული, მარიამ და და მეფის სოლომანისა მარიამ, მეუღლე თავადის ენდრონიკაშვილის მელქისედეკისა, და დასადგურეს ვორონიჟსა ქალაქსა პყრობილად.
                                                       პარაგრაფი 82
  ხოლო წელსა 1811, ივნისის 14 ღამესა ოთხშაბათსა დაბნელდა მთვარე, ვითარცა წყვდიადი უკუნი. ხოლო მთვარე იყო რიცხვით 6. ხოლო კვლავ განათავისუფლა წელსა ამას იმპერატორმან ალექსანდრემ დედოფალი მარიამ, მეუღლე მეფისა გიორგისა, პყრობილებისაგან ბელი გოროდით და მოიყვანეს მოსკოვს, და დასადგურეს სლობოდის სახელმწიფო სახლში აგვისტოს 22.
                                                        პარაგრაფი 83
  წელსა 1811, აგვისტოს 28 ღამესა, საათსა 10 გამოჩნდა ვარსკვლავი კომეტა და იდგა ნოემბრის გასვლამდე. ვარსკვლავი ესე იხილვება მოდიდოდ და მოშინდოდ, აქვს ბოლო გრძელი მსგავსი ფარშავანგისა და აქვს სხივნათელი გრძლად განფენილი. ხოლო გამოჩენა კომეტისა მომასწავებელ არს, რომელ გაძლიერდების ხელმწიფე ერთი ფრიად, და დაიპყრობს მრავალთა სამეფოთა, და სძლევს ერთსა ვინმე დიდსა ხელწიფესა, და აიღებს მისსა უპირველესსა სატახტო ქალაქს, რომელსაცა მოსწვავს და მოაოხრებს. ხოლო იგი გაძლიერებული ხელმწიფე იძლევის კვლავ ძლეულის ხელმწიფისა მიერ და იქმნების მოკლებულ ღირსებისაგან ხელმწიფობისა მის მიერ, ვ-ა ეყო ფრანცის იმპერატორსა ნაპოლეონს, და იქნების ადგილ-ადგილ ჭირიცა და შიმშილიცა და სისხლის დინებაცა დიდი. ხოლო გამოჩენიდან ამა ვარსკვლავისა კომეტასი გასულ იყო წელი 513. ხოლო ესე იქმნა მეორე გამოჩენა ამ კომეტასი წელს 1811, აგვისტოს 28.
                                                         პარაგრაფი 84
  ხოლო წელსა 1810 ყეენი ბაბა-ხან და ხონთქარი დაზავდნენ. ყეენმა წარმოავლინა მეფის ძე ალექსანდრე და მოსცა უსენ ხან სარდალი რვა ათასითა კაცითა. მოსულნი ესენი ახალციხეს, შეერთდა ახალციხის ფაშა თვისითა მხედრებითა, წარმოემართნენ ქართლის დასაპყრობელად, მოვიდნენ და დადგნენ წალკას, თრიალეთზედ. მსმენელმა ამისმა ტორმასოვმა, რომელიცა იდგა ყოჩიქილისიას, წარავლინა მას ზედა საბრძოლველად ღენერალ-მაიორი მარკიზი იტალიანი და თანა წარატანა პოლკოვნიკი ლისანევიჩი, დიმიტრი ტიხინიჩი, ერთისა ბატალიონითა იეგირითა და ერთიცა ბატალიონი მუშკეტერისა და ოთხი ზარბაზანი. მისულნი ესენი წალკს დაესხნენ თავსა ღამესა ყიზილბაშთ, აოტეს სპარსნი, თურქნი და ლეკნი ვიდრე თექვსმეტი ათას კაცამდე, ამოსწყვიტეს მრავალნი ჩინებულნი სპარსეთისა და ოსმალისანი, აიღეს ბანაკი მათი სრულებით. ძლივღა განერიდნენ სადალი და ალექსანდრე, და მოიქცნენ გამარჯვებულნი ტფილისს. ეს ყოველივე აუწყა ტორმასოვმან იმპერატორს, რომლისა გამო მიუბოძა მარკიზსა ღენერალ-ლეიტენანტობა, ხოლო ლისანევიჩსა ღიანარალ-მაიორობა და სხვათა შემსგავსებული ჩინი და კავალერია მხედრობისა რუსთასა. ხოლო ძლეული სარდალი უსენ ხან მივიდა ერევანს. ესე გამარჯვება იქმნა სეკდებრის 5.
                                                        პარაგრაფი 85
  ხოლო წელსა 1810, ნოებრის 5 წავიდა უპურველესი მართებელი საქართველოისა ტორმასოვი ახალციხის დასაპყრობელად მხედრობითა თვისითა და ეგრეთვე ქართლ-კახეთითა და იმერეთითა, რომელნიცა ახლდა თანა დადიანი ლეონცა მხედრობითა თვისითა. მისულნი ახალციხეს მოადგნენ თვენახევარი. ახალციხე ფრიად განმაგრებულ იყო ოსმალთაგან. თუმცა ღა მიეტევნენ ციხესა ზედა იმერნი, მაგრამ ვერ შეძლეს აღება და იძლივნენ. და წარუღეს ოსმალთა იმერთა დროშა წმიდისა დავით მეფისა აღმაშენებელისა. მაშინ გამხილველმან ამისმან ტორმასოვმან აღარა ინება გარმოდგომა ციხისა მიზეზითა ამით, რამეთუ იყო ფრიად ყინვა და თოვლი. და შედვათ მხედრობასაცა ჭირი დიდი მომსვრელი. და იქიდან მოქცეულს ავნეს ხეობაზედ ოსმალთა ფრიად მხედრობასა მისსა. და მოვიდა ტფილის, რომელსაცა მოჰყვა ჭირი მომსვრელი და მოსრა მრავალნი სულნი ქართლს, კახეთს და იმერეთს, ვიდრე ნახევარ ხალხადმდე. და ამიერ დღითგან არს ჭირი ტფილისსა შინა, ხოლო წელსა ამას 1811, აგვისტოს 20 განიწესა იტალიანი მარკიზი, რომელცა იყო პირველად საქართველოსა შინა ამალად ტორმასოვისა, ფილიპე ივანიჩი, ღენერალ-ლეიტენანტი, უპირველეს მართებლად საქართველოსა მარკიზი პაულუჩი და გადაყენებულ იქმნა ტორმასოვი, რომელიცა წავიდა ქართლს, ხოლო გადასულმან ქართლს მიიღო მართებლობა ქართლისა წელსა 1811, სეკდებრის 30.
                                                       პარაგრაფი 86
  ხოლო წელსა 1811 წარგზავნა უკვე მარკიზმან პოლკოვნიკი კიტლერევცკი (კოტლიარევსკი) ღრუზინცკის გარნადირის პოლკითა. წასულმან კიტლერევცკიმ გადავლო მთა თოვლიანი თრიალეთისა, მივიდა ღამესა ერთსა, მოადგა ახალქალაქსა უცნობად, მიაყუდა კიბენი და აიყვანა მას ზედა მხედრობანი და აიღო ციხე ახალქალაქისა დეკებრის 8. მოსრეს იქ მყოფნი მხედრობანი ოსმალთანი. დაუტევა იქ როტა ერთი დასაცველად ციხისა, ხოლო თვით უკუნ იქცა ტფილის. ესე აუწყა მარკიზმან იმპერატორსა, რომლისა ჯილდოდ უბოძა იმპერატორმან კიტლერევცკის ღიანარალ-მაიორობა, ხოლო მხედრობათა მისთა ღირსებისამებრ ნიშანნი...
                                                       პარაგრაფი 87
  წელსა 1811 მოვიდა ოდიშის დედოფალი ნინა, მეუღლე დადიანის გრიგოლისა, ქვრივად მყოფი მეფის გიორგის ასული, მოწოდებითა იმპერატორისათა სანკთ პეტერბურხს, რომელსაცა სცა პატივი დიდი იმპერატორმან. თანა ახლდნენ შვილი თვისი გიორგი დადიანი, შარვაშიძე თავადი აფხაზთა დიმიტრი და ანტონი, თავადი ჩიჩუა ლეონ, აზნურნი მრავლად, სამღვდელო აფხაზთა არქიეპისკოპოზი პაფნოტი, ქართველი სოზიას ძე, არხიმანდრიტი აბაშიძე ევგენის ძე ვალერიანე, მღვდელ-მონაზონი ბესარიონი, კაცი ღირსი, და მთავარ-დიაკონი გიორგი გეგელია და მოსამსახურენი მრავლად ოდიშელნი. ხოლო ქართლიდან ახლდა სიძე თვისი თავადი ორბელიანი ბეგლარ ზალის ძე, ერისთვისშვილი შალვა, მემანდარი თავადი მელიქის შვილი სტეფანე. ესენი მოსულნი მიიღო დიდის დიდებით და პატივით იმპერატორმა, და მისცა წელიწადში ოთხი ათასი თუმანი სარჩოდ და იყოფოდა მარადის სასახლესა შინა იმპერატრიცებთან განუშორებელ და ჰყვარობდენ ფრიად.
                                                         პარაგრაფი 88
  წელსა 1811 იქმნა შიმშილი ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა შინა ოდიშ-გურიითურთ და ჭირი და სრვა დიდი, და ამოსწყდა მრავალი სული. წელსა ამას ისყიდებოდა პური კოდი რვას მინათულათ, რომელი არა თქმულა არასოდეს. და იყო შიმშილი ესე ვიდრე წელი ერთი. და ფრიად შემჭირდნენ მხედრობანი რუსთანი უსაზრდელობითა და ამჭირვებდენ ხალხთა ფრიად. და იყვნენ ფრიად ხალხნი კახეთისანი შევიწრებულ უსაზრდელობითა, და აჭირვებდნენ რუსნიცა ფრიად სურსათისა და ბეგარისათვის, თუმცა ღა ევედრებოდნენ ხალხი იგი რუსთა, მაგრამ არა უსმინეს, რამეთუ არავინ ჰყავდათ მწედ საბრალოთა ხალხთა. რომელიცა განვრცა წელსა სამსა, ესე იგი 1813-ამდისინ. ხოლო იმერეთს ესრეთ ამოწყდა ხალხი ჭირისაგან და შიმშილისა, რომე დიდროვანთა სოფლებთა შინა მცირედნიღა განერიდნენ. და იყო მთლათ საზოგადოდ ჭირი ესე იმერეთს, რომელ არა სადა სმენილ არს. ხოლო დანარჩენი ხალხნი ჰსძოვდენ ბალახთა და ხის ქერქთა, რომელიცა ამოსწყდენ მრავალნი სულნი. თუმცაღა ინებეს აღრიცხვა რუსთა რამდენი ამოსწყვიტნა სული გარეშე ყრმათა ათის წლის ქვევითი, რომელიცა აღწერეს ოთხმოცი ათასი სული, და ამის შემდგომად ვეღარ ძალიდვეს აღწერა, თუ რამდენი ამოსწყდა.
                                                        პარაგარაფი 89
  ხოლო წელსა 1812, ოკდობრის 26, წარემართა ოვსეთით ახალციხეს მეფის ირაკლის ძის ძე, ძე იულონისა ლეონ, მისულნი ესენი ხეობაში პეტრეს ციხესა, ისტუმრეს ლეკთა, რამეთუ ლეონს არა ჰყავდა კაცი გარდა სამისა და რა განუსვენეს, მძინარე ლეონ მოკლა ლეკმან და სხვანიცა მისთანა მყოფნი ამოსწყვიტეს, მაგრამ განერიდა ერთი მანაველი აღდგომელასშვილი ცოცხალი. გაძარცვეს იგი და წაიღეს ახალციხეს. მხილველმან მეფემან სოლომან იცნა იარაღი მისი. ჰკითხა ლეკთა და სცნა სიკვდილი მისი. დიდათ დამძიმდა მეფე სოლომან სმენისა ამისთვის და აუწყა ესე ფაშასა ახალციხისასა. მაშინ ფაშამან შეიპყრა ლეკნი იგი და მოაშთო ძელთა. მსმენელთა დაღისტანს შინა ლეკთა იწყინეს ესე, რეცა დადებად სისხლისა სამეფოსა სახლისა საქართველოსა. სოფლისა მის კაცთა ჰქმნეს ამბოხი და სრულიად ამოსწყვიტეს სახლეულნი მათ ლეკთანი, რომელთაცა მოეკლათ ლეონ. ხოლო წელსა 1812, თებერვლის 29, ნაკსა, გარდაიცვალა მეფის გიორგის ძე გაბრიელ ნაშობი დედოფლისა მარიამის ციციშვილის ასულისაგან, რომელსა ჯიბრაილსა ეძახდენ, სანკთ პეტერბურხსა შინა, და დაფლეს ნემცკის მონასტერშია.
                                                        პარაგარაფი 90
  ხოლო წელსა 1812, თებერვლის 5, უპირველეს მართებელობასა საქართველოჲსასა ყოფასა მარკიზისასა მას ჟამს იქმნა შიმშილი ფრიად საქართველოსა შინა. შეამჭირვეს კახეთი ფრიად რუსთა ღენერალ-მაიორმან პარტნეგინმან, ესრეთ რომელ კომლზე კაცს ჩაუყენა ოც-ოცი კაცი სალდათი და სთხოვდა სურსათსა. ამისთვის დიდათ ევედრნენ კახნი, რათა დასცხრეს თხოვნისათვის სურსათისა, რომელ არა ძალ გვიცსო მოცემა, რამეთუ ცოლშვილნიცა ჩვენნი იზრდებიან ჟამსა ამას მხოლოდ მწვანვილითაო, რამეთუ არა იპოვების პური და, უკეთუ აქვთ ვისმე, ისყიდება მცირე რაიმე რვას მანეთათა (ესე იგი რვას მინათულათა). განრისხდა პარტნეგინი და არა ივედრნა იგინი და მიუწერა ბრძანება: „უკეთუ ვინმე არა მოგცეთ პური, ცოლშვილნი მათნი შეიპყარით და ჰყავთ პატიმრად“. რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ ჟამსა მას მივიდა თიანეთს დედაკაცი ერთი ქვვრივი, რეცა აფიცრის წინაშე ვედრებად, არა ძალ მიცსო მოცემა პურისა, რამეთუ ვარ ქვვრივი და გლახაკი, რომლისათვისცა შეიპყრეს რუსთა, ჩაურჭვეს ძაბრი საშოსა და ჩცაასხეს ღვინო. მხილველთა თიანელთა ამათ ტირანობისათა აღადგინეს ამბოხი და ამოსწყვიტეს იქ მყოფნი რუსნი, წაიყვანეს ქართლით ყრმა, მეფის გიორგის შვილიშვილი, იოანეს ძე გრიგოლ და ჩაიყვანეს კახეთს. მოიკრიბენ კახნი მის თანა, სრულებით ამოსწყვიტეს რუსთა მდივანბეგნი თელავს და ქიზიყს-სიღნაღს და იასაულნი მათნი და გამოყარეს მხედრობა რუსთა კახეთიდან. მაშინ მარკიზი არა იმყოფოდა ტფილის, რამეთუ წასულ იყო შამახიასა შინა საქმისა რისთვისმე. მსმენელმან ამისმან მარკიზმან დაუტევა საქმე შირვანისა და მოვიდა ტფილის, წარემართა მხედრობითა თვისითა კახეთს ზედა, რათამცა დაეცხრო ამბოხი იგი. მისულმა ხაშმზედ გაჰყო მხედრობა თვისი ორად და წარავლინა ნაწილი ერთი მხედრობისა თვისისა გომბორის მთის გზით, ხოლო თვით წარემართა ქიზიყისა კერძ. მისულთა რუსთა უყვეს ზედა თავდასხმა გობორსა ზედა კახთა, რომელცა ქონდათ გზანი ვიწრონი გამაგრებულნი, მაგრამ კახნი ჩვეულებისამებრ არამსმენელნი ურთიერთისანი ივლტოდნენ კახეთათ, და გადავლეს მთა გომბორისა და ჩავიდნენ ვარდის-უბანსა მიმავალნი თელავს. მაშინ შეკრეს კახთა გზა თელავისა, ეწყვნენ რუსთა და ამოსწყვიტნეს ვიდრე სამასადმდე, მაგრამ დანარჩენი განარიდა ნინო-წმინდელმან სტეფანემ, თავადმა ჯორჯაძემ, და შეგზავნა ღამით თელავის ციხეშია, და გაამაგრეს ამათ თელავის ციხე. ხოლო მისულსა მარკიზსა ლაკბესა ზედა მოეგებნენ ქიზიყელნი და ითხოვეს მიტევება დანაშაულისა. ამისთა მხილველთა კახთა მოაკლდათ ძალი. მაშინ მარკიზი წარემართა ზიარას გზითა და ჩავიდა სიახლოვესა ჩუმლაყისასა, რომელიცა ქონდათ გამაგრებული კახთა. იქ იქმნა ბრძოლა ძლიერი, ამოსწყვიტეს მრავალნი რუსნი. იქ მოკვდა თავადი ორბელიანი ვახტანგ დიმიტრის ძე, სიძე მეფისა ირაკლისა, რომელიცა იყო პოლკოვნიკი რუსთა მყოფი რუსთა თანა, და დაიჭრა ჭავჭავაძე გარსევანის ძე, ალექსანდრე, რომელიცა იყო მას ჟამსა შინა ნაიბ-ეშკაღაბაში მარკიზისა. მაგრამ შეჩენითა მარკიზისათა გადაიბირეს კახნი თავადნი მყოფნი კახთათანა გამოსულთა ამათ, რათა გამოვიდნენ იგინი რუსთა თანა და არარა ევნების მათ. მოუძლურდნენ კახნიცა და გაიბნივნენ. ხოლო გრიგოლ შიშვნეული წავიდა ანწუხსა შინა და იყო თვე ერთი ლეკთა შორის. მაშინ მარკიზმან დაიპყრა სრულიად კახეთი, მოწვა რომელიმე სოფლები და იყო თვე ორი. და დამშვიდა კახეთი ნებიერად, და განუწესა ესრეთ, რათა არღარა იყვნენ მოსამართლენი რუსთანი იქ, რომელთაცა განერყვნათ კახეთი მოხვეჭითა, რომლისა გამო მიანდო საქმენი კახეთისანი ესრეთ: თელავიდან გავაზამდინ გაღმართი და გამოღმართი ჩუმლაყადმდე და პირ-აქეთი ვიდრე ნორიოდმდე, ფშავ-ხევსურითურთ და თუშითა მიანდო სოლომანს ავალისშვილსა, მეთრის იოვანეს ძესა. ხოლო ქიზიყი საენდრონიკო-სავაჩნაძო მიანდო აბელს ენდრონიკაშვილსა და განაწესა, რათა პოლკა ერთი იდგეს თელავს ციხესა შინა ღენერალითა და მეორე ქიზიყსა, და ამათა მართონ საქმენი კახეთისანი. ხოლო უკეთუ ვერ უძლონ ამათ დამორჩილება რომლისამე საქმისა, აუწყებდენ იქ მყოფს ღენერალთა და შეიწევდნენ. მაშინ მიუწერა გრიგოლს ანწუხსა შინა მყოფსა და წარუვლინა ზაზა ენდრონიკაშვილი, სალთხუცესი მამისა მისისა, და მიუწერა, რათა მივიდეს მის თანა, და არწმუნაცა უვნებელობა მისი და აღუთქვა შენდობა ხელმწიფისაგან. მაშინ მსმენელი გრიგოლ წარმოემართა მარკიზისა კერძ, თუმცაღა გრიგოლს არა უტევებდენ ანწუხელნი ერთგულებისა გამო, რომელიცა აქვთ სურვილი პატრონისა ერთგულებისა. მაგრამ არამსმენელი მათი გრიგოლ მოვიდა მარკიზისა წინაშე თელავს, მხიარულ იქმნა მარკიზი და წარმოემართა ტფილის. მოსულმან ტფილის, წარავლინა გრიგოლ რუსეთად. მისული პეტერბურხს წარავლინა იმპერატორმა ბუნტისა გამო მისისა პატიმრად პეტროზაოდის ციხესა შინა, რომელიცა შორავს პეტერბურხით ოთხასითა ვერსითა. და იყო იქ ჟამ რამდენიმე.
(პარაგრაფები 91 – 95 ეძღვნება რუსების ომს ნაპოლეონთან 1812 წელს და საქართველოს შესახებ იქ არაფერია ნათქვამი).
                                                         პარაგრაფი 96
  ხოლო წელსა 1812, ოკდობრის 20, მსმენელმან ყეენმან ბაბა-ხან დაპყრობისა გამო ფრანცუზთაგან მოსკოვისა მიუწერა ძესა თვისსა აბაზ მირზასა თავრისს, რამეთუ ესე აბაზ მირზა იყო უპირველესი მართებელი სრულიად ადრიბეჟანისა, და ამას ჰყავდა ახლად განსწავლულიცა რეგულის მხედრობაიცა, რათა წარემართოს საქართველოსა ზედა და გაჰყაროს იქიდან მხედრობანი რუსთანი. შემჭირვებულთა კახთა რუსთა მიერ თავადი დიმიტრი ორბელიანის გამო, რომელიცა მტერობდა კახთა და აოხრებდა კახეთსა რამეთუ ეს დიმიტრი იყო რუსეთისა ღენერალი. ამათაც იძულებულთა კახთა აღადგინეს ამბოხი, მოუწოდეს ალექსანდრეს, მეფის ირაკლის ძეს, რომელიცა იყო მას ჟამსა ერევანს, და იწყეს მაგრება. მსმენელმან უპირველეს მართებელმან საქართველოსამან რტიშევმა ამისმან მიუწერა ყარაბაღში მდგომს ღენერალ-მაიორს კიტლერევცკის, რათა წავიდეს პოლკითა თვისითა, რომელსა უწოდდენ პოლკსა მისსა ღრუზინცკის გარანდირად, და დაეცეს აბაზ მირზას არეზზე და ბრძოლა ჰყოს მისთანა, რამეთუ ქონდა შიში დიდი რტიშევსა ყიზილბაშთაგან მას ჟამსა შინა, რათა არა შემოვიდნენ ყიზილბაშნი კახეთს, და მიერთვნენ კახნი. წასული ყარაბაღით ღენერალი კიტლერევცკი გავიდა მდინარესა არესსა და დაესხა ღამესა ერთსა, ოკდობრის 20, ყიზილბაშთა ადგილსა წოდებულსა ასლან დუზსა. მხილველნი ყიზილბაშნი ამისნი იწყეს სილვტოლად, მაშინ სდიეს რუსთა, ამოსწყვიტნეს მრავალნი, მიუღეს ახალნი ზარბაზანნი 13, რომელიცა ქონდათ ანგლის კოროლისაგან მიცემული, და დიდი დროშანი რვანი. ეგრეთვე ამოსწყვიტნეს სალდათნი ყიზილბაშთანი ათას ხუთასნი და ტყვე ჰყვეს ხუთასნი. ერთი მათი პოლკოვნიკი შეიპყრეს და რამთენიმე აფიცარნი. ხოლო რუსთა მხარესაცა მოკვდა სალდათი და აფიცარი ოთხმოცი; აიღეს ალაფი მათი რუსთ და შემოიქცნენ გამარჯვებულნი. ხოლო იმპერატორმან ალექსანდრემ მიუბოძა ღიანარალ-მაიორს კიტლერევცკის ღენერალ-ლეიტენანტობა ჯილდოდ ამისა. ხოლო შემოსულმან მეფის ძემ ალექსანდრემან კახეთს მოწოდებითა კახთათა, მოსცეს პირი მტკიცე კახთა და მოუწოდეს ლეკთაცა დაღესტნით, სადაცა მოვიდა ლეკთა ჯარი რვა ათასი. მაშინ წარგზავნა პირისპირ კახთა საბრძოლველად დიმიტრი ყაფლანიშვილი და ღენერალი სვიმონოვიჩი. მისულთა ამათ მოეგება ალექსანდრე მანავს. შეიბნენ რუსნი და კახნი. იძლია რუსთაგან ალექსანდრე და მივიდა ქიზიყს, განამაგრა ქიზიყი, და იდგა იქ. მისულნი იქ რუსნი კვლავ შემოება ალექსანდრე, ამოსწყვიტა მრავალნი რუსნი და უკუნ აქცია რუსნი. ხოლო რუსთა დაუტევეს გზა ქიზიყისა, მივიდნენ ჩალოუბანს, გადავლეს გზა ჩალუბნისა და ჩავიდნენ ველის-ციხესა. მაშინ მიშკარბაში იოსებ ბებუთოვი, რომელიცა იყო მოურავი ყაზახისა, მოუხდა ყაზახ-შამშადილის ჯარით და მოარბია დიდათ ქიზიყი და წაიღო საქონელი და ცხვარი მათი, და ეგრეთვე ჭარელთაცა წარტყვენეს წინა-მხარი ბრძანებითა რუსთათა. მხილველთა ამა ქიზიყელთა დაუტევეს ალექსანდრე და მიერთვნენ კვლავადვე რუსთა. მაშინ ალექსანდრე წარემართა და გავიდა შილდას. მოიკრიბენ ყოველნივე გაღმა-მხარელნი ლეკითურთ და შეკრეს გასავალი ალაზნისა. მაშინ მხილველნი რუსნი გავიდნენ პირისპირ ველის-ციხისა, და იქნა იქ ბრძოლა ძლიერი. ამოსწყდა უმეტეს ბრძოლასა ამას შინა რუსნი, მაგრამ იძლია ალექსანდრე იქვე რუსთაგან და წავიდა ხევსურეთს. მხილველნი თავადნი კახეთისანი დარჩნენ იქ, თუმცა იშიშოდნენ რუსთაგან. ამისთვის წარგზავნა ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილი და კარის წინამძღვარი ელევთერ ზუკაკიშვილი ღენერალ დიმიტრიმ ორბელიანმა, რათა არწმუნოს ფიცით თავადთა კახეთისათა უვნებელობა რუსთაგან და დაცხრონცა ამბოხიცა და მოვიდნენ მისთან, და იქ უშუამდგომლოს ყოველ საქმეში მათში უპირველეს მართებლის წინაშე და არარა ევნოს მათ. მისულმან ბოდბელმან დამარწმუნებელმან მათმან წამოიყვანა თავადნი სრულებით და მიგვარა ლაკბეზედ ორბელიანს დიმიტრის. მაშინ დიმიტრიმ შეიპყრა ესენი სრულებით წელსა 1813 და წარუვლინა ტფილის უპირველეს მართებელს რტიშოვს, ხოლო მან წარავლინა იგინი ციმბირს პატიმრად, ქალაქსა ტობოლსკისასა და პერმისასა, რამეთუ ორათ განჰყვნა პყრობილნი იგი რომელიცა შორავს საქართველოით ვერსითა 12 ათასითა, რომელნიმე ჯინჯილითა ქვეითად და რომელნიმე ურმითა, რომელთა თავადთაგანი ესენი იქმნენ დაკარგულ. და ჰყო ბოროტი ესე დიმიტრი ორბელიანმან, რომელ თუშნი სამნი მომავალნი ცხვრით თვისით ივრისა პირსა შეიპყრა იგინი შესმენითა მუხრანის ბატონის შვილის, სვიმონის შვილის ერმიასითა /ერთისა ხლისა გულისთვის, რომელიცა მოეწონა მას და არა მისცეს ხმალი თვისი თუშთა მათ/, რომელიც ესე ერმი იყო ბოროტსა ზედა ბოროტი და წარმართთა ზედა უწარმართესი და აბირებდის დიმიტრის და რუსთა მარადის ტირანობასა და ბოროტსა ზედა, რეცა ესენიცაო იყვნენ ალექსანდრესთანაო, და ესენი მოაშთო დიმიტრიმ მანავს და დასწვა მერმე ცეცხლთა შინა, რომელთაცა არარა ქონდათ შეცოდება, და სხვანიცა მრავალნი, რომელთა სახელები შეუძლებელ იყო აღწერად. და ემსგავსებოდა ჟამი იგი ჟამსა მას ძველთა მტარვალთასა ხოცისა და ოხრებისა გამო უბრალოთა ხალხთასა, რომელთაცა დღეს ესე დღესასწაული უჩნდათ ქართველთა თავადთა და ზოგიერთა კახთაცა თანა მყოფთა დიმიტრი ყაფლანიშვილისათა.
                                               თავადნი კახეთისანი:
  1. ენდრონიკაშვილი სვიმონ სიძე მეფისა გიორგისა 13. 2. ენდრონიკაშვილი მინბაში აბელ. 3. ენდრონიკაშვილი მარტყოფის მოურავი, ივანე ზურაბის ძე. 4. შვილი მისი ზურაბ, მოკვდა პერმს წელს 1814. 5. ძმა მისი რევაზ. ესე სამნი მარტყოფის მოურავის ზაქარიას სახლიდამ დაიკარგნენ. 6. ერასტიშვილი დიმიტრი, დავით სალხთუცესის ძე. 7. ერასტიშვილი ერასტი ვასილის ძე. 8. ენდრონიკაშვილი დავით, მზეჭაბუკის ძე. 9. აბაშიძე დავით, იოვანეს ძე. 10. აბაშიძე ნიკოლაოზ სვიმონის ძე. 11. ონანაშვილი ასლან, მდივანი კახთა. 12. ძმა მისი ონანაშვილი ნინია. 13. ბებურისშვილი გურგენისშვილი. 14. აგათოშვილი გორჯასპი. 15. აგათოშვილი სარიდან. 16. ჩერქეზისშვილი ივანე ნიკოლოზის ძე, მანავის მოურავი. 17. ჩერქეზისშვილი ბარძიმ. 18. ჩერქეზიშვილი ნინია ალადაღისშვილი, კაკაბეთის მოურავი. 19. ჩოლოყაშვილი იოსებ, თუშთ მოურავის შვილი დურმიშხანისა. 20. ჩოლოყაშვილი ნიკოლაოზ ჯარდანის ძე. 21. ჩოლოყაშვილი დიმიტრი. 22. იოსებ ჩოლოყაშვილი. 23. დავით ჩოვაშვილი (ამ სიტყვის შემდეგ წაშლილია ჩოლაყაშვილი). 24. ჭავჭავაძე დიმიტრი. 25. სვიმონ. 26. იოსებ, ბეჟან დიანბეგის შვილი. 27. მაყაშვილი ომან. 28. მაყაშვილი იოსებ. 29. მაყაშვილი არსენი. 30. ჯანდიერისშვილი როსობის ძე სვიმონ. 31. ჯანდიერისშვილი გრიგოლ. 32. ჯანდიერისშვილი ნინია. 33. ჯანდიერისშვილი დიმიტრი. თავადნი კახეთისანი რიცხვით 33.
                                            აზნაურიშვილები კახნი
  1. საყდრიონისა მგალობლიშვილი დიმიტრი. 2. სალთხუცესი პატა. 3. აბელაშვილი პაპუა. 4. მუშრიბიშვილი გოგია. 5. ევგენისშვილი გლახა. 6. საგინაშვილი გლახა. 7. საგინაშვილი რევაზ. 8. ნათალიშვილი სვიმონ. 9. ყოდალაშვილი იოსებ.
                                                   ქართლიდან
  1. თავადი ამილახვრიშვილი ედიშერ, რომლისაცა მამა ამ ედიშერის ერასტი მოკვდა მოსკოვს სამსახურსა შინა მეფის ძის იულონისასა წელს 1811. 2. თავადი ავალიშვილი სოლომონ და პეტრე.
                                         აზნაურნი საქართველოსანი
  1. შატბერაშვილი ივანე, მოურავი კავთისხევისა. მოკვდა. 2. ძმა მისი მღვდელი ფილიპე. 3. სხვანი აზნაურშვილნი, რომლისა სახელნი არ ვიცოდი.
  მღვდელნი ქიზიყისა და კახეთისა რიცხვით 20 – ოცნი, გარდა გლეხის კაცისა, გაკრიჭეს და დაჰკარგეს. ამათში ერია გიორგი მღვდელი ჩახტაურიცა შილდელი და ზაქარია მღვდელი ვაქირისა ქევხის დავითას შვილი. ხოლო დამშვიდეს კახეთი და მიხადეს ჯარიმა კომლზე სამი კოდი პური, რომელი იყო მას ჟამსა რვას მინათვლათ, და ერთი ბაჯაღლის ოქრო და რომელნიმე ჯანღის თავნი გლეხნი მოაშთვეს და წკეპლაში გაატარეს, და განუჩინეს ესრეთ, რათა არა იყოს მართებლობა რუსეთისა. არამედ იყვნენ ყოველნივე მოურავნი თვის თვისად პირველყოფილნი მეფეთა დროსავე. თუმცა გაჰყო კახეთი ორად: თელავის მაზრას განუწესა ალექსანდრე მაყაშვილი, ეშყაბაშ ყოფილი მეფისა გიორგისა, ხოლო ქიზიყისა ჰყო მოურავივე მათი თავადი ენდრონიკაშვილი იოსებ. და ესენი მართვიდენ საქმეთა კახეთისათა, და მათ ხელქვევით იყვნენ სხვანი წვრილნი მოურავნიცა, და რაცა იყო სათხოვარი უპირველესი მართებელი მისწერდის მათ, და იგინი მოჰკრეფდენ და მიუტანდნენ მას, და დარჩნენ ამა მართებლობასა ჟამ რამდენმე.
                                                          პარაგრაფი 97
  წელსა 1812 განდევნა ყეენმან ბაბა-ხან ხანი ლანქარანისა მუსტაფა ციხით და დადგინა მხედრობანი თვისი რეგულისანი ციხესა ლანქარანისასა, რამეთუ ესე ლანქარანი ქონდათ დაპყრობილ დროსა სპარსეთის მემკვიდრეთა ხელმწფეთათა სეფავიანთასა, რამეთუ დაეპყრა დიდსა პეტრესა I იმპერატორსა რუსეთისასა დროსა შაჰ თამაზისასა, და იყო მარადის ფლობასა ქვეშე რუსთასა. და ხანსა იქნებურსა ქონდა ჩამამავლობით ღენერალ-მაიორობაჲ და ჯამაგირად ხუთასი თუმანი მანეთიცა. ესე აუწყა ხანმან ლანქარანისამან უპირველესსა მართებელსა საქართველოისასა რტიშევს. მაშინ მიუწერა რტიშევმან ღენერალ-ლეიტენენტსა კიტლერევცკის, რათა წავიდეს და დაიპყრას ლანქარანი და აგოს კვლავ ხანივე მისი მუსტაფა. მსმენელი ამისი წარემართა კიტლერევცკი პოლკითა თვისითა და მივიდა თალიშს და დაიპყრა თალიში და მოადგა ციხესა ლანქარანისასა, რომელიცა ციხე ესე გამაგრებულ იყო დიდათ ყიზილბაშთა მიერ, რამეთუ ციხე ესე ლანქარანი არს მაგარსა ადგილსა მდგარი, რამეთუ მოუდის ცალმხრივ ზღვა კასპისა, მეორეს მხრით წყალი თვისი დიდი, ხოლო ორის მხრითა აქვს ტყიან-ბუჩქ-ქაცოვანნი. გამხილველმან ამისმან კიტლერევცკიმ უყო ზედა დასხმა ციხესა მას იერიშითა და მიაყუდა კიბენი. თუმცაღა ამოსწყდნენ რუსთა მხედრობანი და აფიცარნი მრავალნი, და თვითცა კიტლერევცკი მოიწყლა დიდად და აიღო ციხე იგი, ამოსწყვიტა სრულიად ყიზილბაშთა მხედრობანი და ციხისთავნი მათნი სარდლებითურთ მათით. მსმენელმან ამისმან იმპერატორმან მიუბოძა ჯილდოდ ღენერალ-ლეიტენანტსა კიტლერევცკის ჯვარი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისა მეორე ხარისხისა ვარსკვლავითა, და ეგრეთვე ჩინებულთ იქ მყოფთა მხედრობათა ყოველთავე ჯვარნი და ხარისხნი. ხოლო კვლავ დასვეს მუსტაფა ხანი თალიშისა ლანქარანსვე და დასდვეს ხარკიცა ვითარსცა აძლევდა პირველ.
  ხოლო წელსა 1813, აპრილის 18, გარდაიცვალა უგანათლებულესი კნიაზი სმოლენსკისა, ღენერალსიმუსი რუსეთისა, მხედართ-მძღვენი პირველი, კუტუზოვი ილარიონ მიხალიჩი, შესრული პრუსიისა მამულსა შინა, რომელსაცა მიეცა ესე ზემო ტიტულა სიმხნისათვის, ოდეს ფრანცუზნი გავიდნენ მოსკოვით, რომელიცა შეუდგა უკანა რუსთა მხედრობითა და ავნო დიდათ ფრანცუზთა. ხოლო გვამი მისი წარმოგზავნა იმპერატორმან ალექსანდრემ, რომელიცა მოიღეს პეტერბურხს და დაფლეს ახალსა აღშენებულსა ყაზანის სობოროსა შინა. და ჰყვეს მოადგილედ მისსა კვლავ ღენერალ-შეფი გადაყენებული ბარკლაი დე-ტოლი, რომელიცა შემდგომსა ჟამშია იქმნა ღრაფი და ფერთმაშალიცა ღირსებისათვის სამსახურისა მისისა.
(97, 98 და 99 პარაგრაფები კვლავ ასტროლოგიურ მოვლენებს ეთმობა, ხოლო100 პარაგრაფი ნაპოლენთან ომის გაგრძელებას).
                                                       პარაგრაფი 101
  წელსა 1813, დეკებრის 18-ს შერიგდა ყეენი სპარსეთისა ბაბა-ხან იმპერატორსა ალექსანდრეს პავლეს ძეს და განაწესეს საზღვარი საქართველოსა ესრეთ: დარჩა რუსეთსა ყიზილბაშთ სახანონი მამულნი: 1) ყარაბაღისა არეზადმდე, 2) განჯისა, 3) შაქისა, სრულიად შირვანისა, 4) დარუბანდისა, 5) ბაქოსი, 6) ყუბისა, თალიშისა და 7) სრულიად დაღისტნისა. გარდა ამისა სრულიად 8) საქართველოსა ვიდრე შარაგლადმდე, 9) იმერეთი, 10) მეგრელია, 11) აფხაზეთი, 12) გურია. ესენი დარჩნენ ფლობასა ქვეშე რუსთასა, ხოლო ყეენსა დარჩა ერევანი და ქვემო სპარსეთი ხურდა-ფირინის გაღმა, რომლისა გამო იქმნა მშვიდობა სპარსთა და რუსთა შორის. ვაჭარნი დარჩნენ თავისუფალ ვაჭრობათა ორსავე მხარესა.
                                                        პარაგრაფი 102
(დასაწყისში მოთხრობილია 1814 წელს ნაპოლეონთან მისი მოწინააღმდეგე კოალიციის ბრძოლის ამბები).
  ხოლო წელსა 1814 იძულებულმან რუსთაგან ყეენმან ბაბა-ხან ყაჯარმან განიზრახა რუსთა თანა შეერთება და დამშვიდება, ვინაითგან ვერღარა უძლო ბრძოლითა პირისპირობაი რუსთა, რომელიცა იძლია მრავალგზის რუსთაგან ზემოწერილთა რიცხვთა შინა. და ამ მიზეზისათვის შერიგდნენ რუსნი და ყიზილბაშნი, რომელიცა ყეენმან ბაბა-ხან წარგზავნა კარსა ზედა როსისასა მინისტრი თვისი მირზა აბულ აჰსან ხანი, შირაზელი, ნაიბი ვეზირისა მისისა. ხოლო ესე მისული მოსკოვს მიიღეს დიდებითა დიდითა და პატივ სცეს ფრიად, რომელიცა იდგა მოსკოვს თვე 4. ხოლო წელსა 1815, მარტის 27, მივიდა ესე მირზა აბულ ასან ხან პეტერბურხსა შინა და იყო დღე რამდენიმე გარე ქალაქისა მდგომი, რამეთუ იმპერატორი ალექსანდრე ჯერეთ აღარ მოსულ იყო ევროპიდან, და ამ მიზეზითა მინისტრთა რუსეთისათა არა ინებეს შეყვანება ელჩისა მის სანკთ პეტერბურხსა შინა, რომელმანცა მოართვა ხელმწიფესა ფეშქაშნი ყეენისაგან წარმოგზავნილნი: სპილონი ორნი, ცხენნი კეთილნი 34 და არმაღანნი მარგალიტითა და თვალითა უფასოთა და ძვირფასნი შალნი.
                                                         პარაგრაფი 105
  წელსა 1814, ივნისის 14, მოვიდა იმპერატორი ალექსანდრე პეტერბურხს გამარჯვებული, თუმცა არა დიდებით შემოვიდა ქალაქსა შინა, რომელ მოქალაქეთა განამშვენეს ფრიად ქალაქი იგი პეტერბურხისა შემოსვლისა მისისათვის და განუმზადეს კარნიცა შემოსასვლელნი ძლევისანი. და სენატმაც თვისმან თანხმობითა უწმინდესის სინოდისა შეუმზადეს ტიტულაცა ძლევისათვის და მიართვეს, რომელსაცა უწოდეს „კურთხეული ღვთისა ალექსანდრე“. ამათი არცა ერთისა მნებებელი ეთანხმავა მათ, არამედ ესრეთ იტყოდა: „ჯერ არს მადლობა ღვთისა შეწირვა და არა ჩემდა ამისთვის, რომელ ღმერთმან მოანიჭა რუსთა ძლევა მტერთა თვისთა ზედა და არა მე“, რამეთუ არა დიდათ უყვარდა პატივი თავისა თვისისა სიმდაბლისა გამო, რომელი იყო მდაბალ ფრიად. ხოლო წელსა ამასვე, ივლისის 22, დღესა წმიდისა მარიამ მაგდანელისასა, რომლისა დღესასწაულს ამას არს ხსენება სახელისა მარიამ იმპერატრიცასი, დედისა მისისა. იდღესასწაულა დღე იგი იმპერატორმან ფრიად დღესასწაულობითა დიდითა პეტერღოფისა სასახლესა შინა და ანიჭნა მრავალთა გვამთა ჩინებულთა კავალერიანი და სახელონი. და იყო დღესასწაული იგი სამსა დღესა და განამშვენეს ბაღი იგი დიდი ცეცხლისა ჩირაღდნითა, სადაცა ენთებოდა სტაქანი აღთებული (ერთი მილიონი და სამოცი ათასი). ხოლო შადრევანნი იყვნენ წყლის-მცემელნი სამასნი. და იყო სიხარული და დიდი განცხრომა.
                                                       პარაგრაფი 111
  წელსა 1814, ოკდობრის 27, ღამეს ოთხშაბათს, რომელი გათენდებოდა 28, საათსა 12 გარდაიცვალა მეფის ირაკლის ძე ვახტანგ სანკთ პეტერბურხსა, და დაფლეს ნემცკის მონასტერშია, ხარების ეკლესიის კარიპჭეში.
                                                      პარაგრაფი 112
  ხოლო წელსა 1814, აგვისტოს 30, იმპერატორმან ალექსანდრემ კვლავ მიუღო მამული ქსნის ერითვისშვილებს ლიახვ-გვერდის-ძირითურთ და ჰყო კვლავ სახემწიფოდვე, ვითარცა იყო პირველ ჟამსა შინა დროთა მეფისა ირაკლისათა და მეფისა გიორგისათა სახასოდ, რამეთუ მამული ესე მიეცა თავადსა ციციშვილს პავლეს, რომელიცა იყო ღენერალ-ანშეფი და მთავარმართებელი რუსთა საქართველოს შინა, მონათესაობისა გამო მათისა, რომელთაცა შესულთა ძეთა ქსნის ერისთავისათა აღადგინეს ამბოხი და ოხრება ხალხისა და ყიდვა ტყვეთა და ტირანობა ესევითარნი, რამეთუ ცოცხალთა კაცთა მარხვიდიან მიწათა შინა, და ვისაცა ქონდა გლეხთა მცირე რაიმე მორეწილი საზრდოთ, რომელიცა ნაკლულევან არს ადგილი იგი მოსავლითა მთის სივიწროს გამო, მიუღებდიან, და რაცა ქონდათ სახლთა შინა, მასცა იავარსა უყოფდენ. გამრავლდა ვალალებისა ხმა და აღიწივა ვიდრე ზეცადმდე საბრალოთა ხალხთა, რომლისა მსმენელი ამისი იმპერატორი იქმნა ფრიად წყინებულ და მიუღო ადგილი იგი სრულებით და ჰყო სახემწიფოდ და განუწესა მოხელენი მათნივე აზნაურნი, ვითარცა იყო პირველ დროსვე მეფეთასა, და მართებლობაცა მათივე დაუდო მზგავსადვე პირველისა. ხოლო წელსა მას დაადგინა იმპერატორმან არჯევან ფიცხელაურის ძე არქიერი დოსითეოს კავკასისა და შიგნით კახეთისა არხიეპისკოპოზად და წარავლინა ქართლს სასულიეროს მართებელად.
(113, 114 და 115 პარაგრაფის ნაწილი ეძღვნება ნაპოლეონთან ომს, და ასტროლოგიურ მოვლენებს).
                                                   პარაგრაფი 115
  ...ხოლო წელსა 1815, თებერვლის ..., მოკვდა იმერთა მეფე სოლომან არჩილის ძე, რომელსა ამასაცა ეწოდა დავით, ხოლო სიმხნისა მისისათვის უწოდა პაპამან მისმან ერეკლემ ზედშესრული ესე სახელი ბიძისა თვისისა სოლომან. ხოლო ესეცა დევნილი რუსთა მიერ მოკვდა მწირობასა შინა ქალაქსა ტრაპიზონისასა მომსვრელისა სენითა.მეფე სოლომან არჩილის ძე გამეფდა იმარეთს წელსა 1790, ივლისის 1, და იმეფა წელი 21 იმერეთს, ხოლო შემდგომად ამ წლისა გარდაიგდო მეფობიდამ.
  ...წელსა 1815, დეკებრის 20, მიღო სპარსეთით მოსული ელჩად წარმოვლენილი ყაჯრის ყეენის ბაბა-ხანის მიერ, რომელსა ფათალი შად უწოდებენ, აბულ ჰასან ხან ზანდი შირაზელი, რომელიცა იყო ბეგლარ-ბეგი შირაზისა. ხოლო ამას ქონდა ნიშნად თვისი სახელმწიფოსაგან კავალერია ახლად შემოღებული სპარსეთისა, რომელსა უწოდებენ ორდენ სონცად. თავსა ზედა ჯიღა და ჩინი ქონდა ღენერალ-შეფობისა. ხოლო ესე მოსული დარჩა პეტერბურხს შინა ჟამ რამდენიმე, ვინაითგან იმპერატორსა ალექსანდრეს კვლავ ქონდა ბრძოლა ფრნციელთა მიმართ მიზეზისა ამისთვის, რამეთუ ფრანცუზთა უარჰყვეს აღთქმა თვისი, გამოიყვანეს ნაპოლეონ ტუსაღი ელბით და ჰყვეს კვლა ვ იმპერატორადვე თვისად და განდევნეს კოროლი თვისი ბურბონი ლუდოვიკ 17. მისულმან იმპერატორმან როსისამან აზრახა კეისარსაცა და პრუსის კოროლსა და სხვათა ევროპისა ერთპირთა და ანგლელთაცა. მისულნი შეერთდენ ესენი ერთხმად, ბრძოლა უყვეს ფრანცუზთა. იძლივა ნაპოლეონ და ძლეული მივიდა მხედრობასა თანა ანგლელთასა, და მათ წაიყვანეს ლონდონსა შინა. ხოლო კვლავ მოიყვანეს ლუდოვიკ 17 და ჰყვეს კოროლად ფრანციელთა ზედა. და დაუდგინეს მცველნი ხელმწიფეთა რამდენიმე მხედრობანი თვისნი და უკუნ იქცნენ თვის თვისად.
  მოსულმან იმპერატორმან როსისამან მიაგება წინა ელჩსა სპარსეთისასა ღენერალ-ლეიტენანტი თავადი საქართველოსი სოლოღაშვილი სვიმონ იორამის ძე, და სახელმწიფონი კარეტანი, და აღკაზმულნი ცხენნი და დაუდგინა პატივისათვის მხედრობანი ღვარდიისანი კარითგან პეტერღოფისა ვიდრე კარადმდე ელჩისა, სადაცა იდგა თვით ელჩი. და შემოიყვანეს ამა დიდებით პეტერბურხსა შინა. ხოლო კვლავ თვისა ამასვე 23 მიწვეულ იქმნა ელჩი იგი სასახლესა შინა სახელმწიფოსა, რომელიცა მიყვანილ იქმნა უმეტეს პატივითა. ხოლო ელჩმან მან სპარსეთისამან მიართვა იმპერატორსა წარმოტანებული ყეენისაგან არმაღანი ძღუვნად: სპილო 2, ერთი მამალი და მეორე დედალი, რომელთაცა ედგათ ბალდახინნი საუცხოსა ფარჩისანი და მუარყულნი სვეტნი ბალდახინისანი.
  12 ბედაურნი ცხენნი ძვირფასნი და მშვენიერნი თირმა შალის ჩულხურვილნი.
  14 თირმა შალი ძვირფასნი.
  14 დიბა ისპაანისა ძვირფასნი.
  3 კრიანასული მარგალიტისა რომლისაც სიმსხო იყო თითო თხილის გულის ოდენი, თვითოი ას-ასი მარცვალი.
  წვრილნი მარგალიტნი სამი ხანგალი.
  2 ქვა ზურმუხტისა უებრო დიდი.
  1 წყვილი მარგალიტის ბუდეშურის საყურე. თითო ბუდეშურის თითის სიმსხო და გრძელი.
  მუმიანი და საუცხო ფაზრნი ყუთნი ისპაანის, მოხატულნი და ეგრეთვე სარკენი, ისიც მოხატულნი და საწერელნი ისპაანისანი.
  სამნი ხმალნი ძველნი: 1. დარიოზ მეფისა. 2. ლანგ თემურისა და მესამე დიდისა შაჰაბაზისა. ზემოხსენებულთა ყუთთა მათ შინა ეწყო (იგავად): სასწორი ოქროსი, დანა და მაკრატელნი. ესე იყო იმპერატორისათვის არმაღანნი და კვლავ სამო ორხუა ხორასნისა უძვირფასესნი.
  ხოლო მეუღლისა მისისათვის, იმპერატრიცა ელისაბედ ალექსივნასთვის, წარმოგზავნილი არმაღნად იყო ესე:
  6 თირმა შალი ძვირფასი.
  6 დიბა ისპაანისა.
  1 კრიანოსალი მარგალიტის.
  ხოლო დედისა მისისათვის, მარიამ იმპერატრიცასთვის, იყო ესევე გვარად ვითარცა იმპერატრიცა ელისაბედისათვის. ესე ყოველი მიიღო ხელმწიფემან სასახლესა შინა ზიმნი დვარეცისასა წოდებულსა და ელჩმან მიართვა წიგნი ყეენისაგან წარმოტანებული, რომელსაცა ედვა ოქროს სინზედა და ედგა თავსა ზედა და ესრეთ მიართვა წერილი იგი.
  ...ხოლო წელსა 1816, ივნისის 3, უკუნ აქცივა იმპერატორმან ელჩი სპარსეთისა აბულ ჰასან ხან დიდითა საბოძვარითა. და ამჟამადვე გადაყენებულ იქმნა საქართველოს უპირატეს მართებელი ღენერალ-ანშეფი რტიშევი და ნაცვლად მისსა განაწესეს ღენერალ-ლეიტენანტი ერმალოვი, სახელად ალექსი პეტროვიჩი.
  ხოლო წელსა 1816, აგვისტოს 23, დღესა ოთხშაბათს, საღამოს საათსა 8 გარდაიცვალა საქართველოს მეფის ირაკლის ძე იულონ წლისა 57 დამბლის სნეულებითა, რომელიცა იყო სნეულ წელსა 4, და დაფლეს ნევსკის მონასტერში წმიდის იოვანე ოქროპირის ეკლესიაში.
  ...წელსა ამასვე 1817, აპრილის 17, წარგზავნა იმპერატორმა ალექსანდრემ სპარსესთს ელჩად საქართველოს უპირატესი მართებელი ღენერალ-ლეიტენანტი ერმალოვი ბაბა-ხან ყეენისა წინაშე უძვირფასესისა არმაღანითა შერიგებისათვის და გარჩევისათვის როგორცა საზღვართა, ეგრეთვე საუკუნო მშვიდობისათვის. მისულმან ერმალოვმან ტფილისა, შემუსრა ციხე ტფილისისა, აღშენებული მეფისა მიერ ვახტანგ გორგასლანისაგან, და ზღუდე ტფილისისა მეფის როსტომის მიერ მოვლებული სრულიად. და ეგრეთვე იმერეთსაცა შემუსრეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი რუსთა.
  წელსა ამასვე 1817, ივნისის 2, გადაყენებულ იქმნა მიტროპოლიტი და ეგზარქოსი ქართლისა და იმერეთისა ვარლაამ და თელავის არხიეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური, და ნაცვლად მისა განაწესეს არხიეპისკოპოსი რეზანისა რუსი თეოფილაქტე (სინოდის წევრი და კავალერი და შუბლზედა ჯვარ მქონი), კაცი ფრიად მეცნიერი და ბრძენი, რომელსაცა უწოდეს ტიტულითა არხიეპისკოპოზად ქართლისა და ეგზარხად ქართლის და იმერეთისა. და მისცეს მას როჭიკი 5000 რუბლი ვერცხლისა, ხოლო ვარლაამს მისცეს სინოდისა წევრობა და ორას ოცდა თხუთმეტი თუმანი შავი ფული, რომელიცა განაწესეს, რათა იცხოვროს სანკთ პეტერბურხსა შინა ალექსანდრეს ლავრასა შინა, ხოლო დოსითეოს ორასი თუმანი და საცხოვრებლად მოსკოვი.
  წელსა ამასვე 1817, ივნისის 6, მოვიდა სეტყვა კახეთისა სოფელსა ხაშმზედა, რომელიცა იყო სიდიდითა თითო ნახევარ ჩარექი, ხოლო ერთი სეტყვა ჩამოვარდა, რომელიცა იყო წონითა ხუთი ლიტრა, რომლისაცა ნახვასა ზედა გაჰკვირდნენ მხილველნი, და არცაღა თუ ისტორიითა ისმის ვითარცა ეხილვოს ვისმე სეტყვა ესეოდენი.
  ...წელსა ამასვე 1817, ივლისის 1, აქორწინა იმპერატორმა ძმა თვისი ნიკოლაი პავლოვიჩი (შემდგომში რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I /1825-1856/) ასულსა ზედა პრუსის კოროლისა ვილგეიმისასა, რომელსა სახელად ეწოდა ქალსა მას შარლოტა, ხოლო რუსთა უწოდეს ალექსანდრა. და გადაიხადა დიდისა დიდებითა ქორწილი ესე, რომელიცა იდღესასწაულეს ოცსა დღესა. ხოლო დასასრულსა ამა დღესასწაულისასა შემზადეს ცეცხლისა სათამაშო ესევითარი, რომელ არავის ასმიეს ესგვარი, და არც არვის უნახავს. ესე იყო ქალაქსა შინა ვარანაბაუმსა, რომელიცა ჰშორავს პეტერბურხს ვერსითა 32, სადაცა არს სასახლე სახაფხულო იმპერატორისა, პირისპირ კრანშტატისა.
  ხოლო მეორესა წელსა 1818, აპრილის 17, დღესა ორშაბათსა, დილასა საათსა 7 შვა მოსკოვსა შინა ცოლმა მისმან, პრუსიის პრინცესამ ალექსანდრამ მეუღლემან ნიკოლოზ პავლეს ძისამან ყრმა, რომელსა უწოდეს დიდი თავადი ალექსანდრე /შემდგომში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II (1856-1881)/, ბიძისა თვისისა სახელივე იმპერატორისა. და სამღვდელოთაგან აღრიცხულ იქნა ესრეთ მოხსენებასა ეკლესიასა შინა: დიდი თავადი ნიკოლოზ პავლეს ძე და ძე მისი დიდი თავადი ალექსანდრე, ხოლო ამისა შემდგომად მოხსენებულ იქმნა უმცროსი ძმა ხელმწიფისა მიხაილ პავლეს ძე.
  სასწაული წმიდისა დიდისა მთავარ-მოწამისა გიორგისა, რომელი იქმნა ატოცს ქართლში. წელსა ამასვე 1817, აპრილის 23, დღესა ორშაბათსა, თვით დღესასწაულსა მისსა, იქმნა ესე სასწაული ეკლესიასა მისსა ატოცსა: ჩამოვიდა გველეშაპი დიდი და საზარელი და გარე მოერტყა ეკკლესიასა და ჩაიდო კუდი თვისი პირში კარებთანა. ოდეს მლოცავნი ხალხი მივიდა, გამოიღო პირიდამ კუდი და შეუშვა ეკლესიად და კვლავ ჩაიდვა ისევ პირს კუდი თვისი და გამოსვლასვე ესრეთ ჰყვის. ესე გველეშაპი იყო მოხვეულ საყდრისა სამს დღეს და ღამეს და მეოთხეს დღეს უჩინო იქმნა. ესე მრავალთა ხალხთა სხვათა და იმ სოფლის მცხოვრებთაც იხილეს. ძველდგანცა თქმულ არს, რომელ კვლავ ესრეთ სახედვე ეხილვოსთ და ჭეშმარიტიც არის. ამის მნახავი თვით თავადი ბესარიონ თარხნისშვილი ზაზას ძე არის და ჯავახიშვილი ქაიხოსრო. თვალითა თვისითა ეხილვათ ესე ამ წელს 1817, აპრილის 23, რომ იმ დღესასწაულში იქ ყოფილიყვნენ ატოცს.
  ...წელსა ამას 1818, აპრილის 30, დღესა ორშაბათსა გარდაიცვალა მეფის ირაკლის ასული კატერინა, მეუღლე მყოფი სალთხუცისა ჩოლაყაშვილისა, სნეული მდებარე კუტად ორს წელსა ქალაქსა გიორგიასა კავკასიისასა, და დაფლეს იქ ახლად აშენებულს სობოროსა შინა.
  წელსა ამას მოკვდა კოროლი ანგლიისა გიორგი წლისა 115. ამავე წელს კვლავ შეერთდნენ იმპერატორი როსისა ალექსანდრე, იმპერატორი ავსტრისა, კოროლი პრუსისა და კოროლი ფრანცისა და ანგლიცკისა. კრება იყო მათი საქსონიასა შინა ქალაქსა ახენს.
  ამავე წელს პყრობილი ნაპოლეონ კუნძულსა ელენესასა განაპარეს ამერიკელთა და გაიყვანეს მალთსა შინა.
  ...წელსა ამას მოვიდა კვლავ სპარსეთით სანკთ პეტერბურხსა შინა ხანი მაჰმად ასან ავშარი და მოართვა სპარსთა ხემწიფისა მიერ წარმოვლენილნი ცხენნი 13 იმპერატორს ალექსანდრეს დეკებრის 17 1818 წელს.
  1818 წელს, დეკებრის 22, დღესა შაბათსა გარდაიცვალა მეფის ძის ფარნაოზის ასული ელისაბედ წლისა 19, ყოვლად მშვენიერი, და დაფლეს ნემსკის მონასტერსა შინა წმიდისა იოანე ოქროპირის ეკლესიაში.
  ...ხოლო წელსა ამასვე 1819, ქორონიკონს ფზ (507) ტფილისს და სრულიად ქართლში დეკებრის 8 იწყო ესრეთი ყინვა, რომელ თებერვლამდისინ იყო ღრადუსი 15. მტკვარი სრულიად გაიყინა, ურმები დაჰქონდათ ზედა, ხეხილნი და ვაზნი სრულიად განხმენ. ცხვარი და ძროხანი მრავალნი ამოსწყდნენ. ტფილისში სანა შებმულნი ცხენნი თოვლზედ დადიოდნენ, რომელიც არა ოდეს ვისმე სმენია ესე სიარული. – წელსა ამასვე, იანვრის 17, ტფილისს ესრეთი ძვრა იყო, რომელ დედამიწა ბღუოდა ქუხილივით ძლიერად, და მრავალი შენებულებაც დაიქცა.
  ხოლო წელსა ამას 1819, ქორონიკონს ფზ (507) გარდაიცვალა სანკთ პეტერბურხსა შინა მეფის გიორგის პირმშო ძე მისი, საქართველოს მემკვიდრე დავით, მაისის 13, და დაეფლა ნევსკის მონასტერში წმიდის ოქროპირის ეკლესიაში მაცხოვრის ხატის წინა, დღესა ხუთშაბათსა, დავით, გარეჯელის დღესასწაულში.
  ამ წელს აპრილის 30 დაიბადა ძმისწული მისი, მეფის ძის ბაგრატის ძე, და უწოდეს სახელი მისი დავითვე.

Комментариев нет:

Отправить комментарий