სუმბატ დავითის ძე (XI საუკუნის II ნახევარი)
ისტორიული თხზულების დასაწყისი ნაწილი ემყარება ბიბლიის (მათე მახარებლის) ქართულ თარგმანსა და ევსევი კესარიელის „საეკლესიო ისტორიას“. ავტორი ავითარებს ბაგრატიონების გამოგონილ ლეგენდას მათი ებრაული წარმომავლობის და იესო ქრისტესთან ნათესაობის შესახებ და ამბობს, რომ ამ გვარის მამამთავარნი პალესტინიდან საქართველოში VI საუკუნეში მოვიდნენო. შემდეგ მას აგრძელებს სხვა წყარო, რომელშიც მოტხრობილი ყოფილა ქართლის პირველი ერისმთავრის გუარამისა და მისი ძმების ამბავი. ნაშრომის ის ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია ამბები ამ გუარამიდან აშოტ I-მდე, ემყარება წყაროს, რომელსაც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ავტორიც იყენებს, ოღონდ უფრო შემოკლებით, რადგან მისი ინტერესი მხოლოდ ქრისტიანობის საკითხები იყო. აშოტ I-იდან ბაგრატ III-მდე პერიოდის შესახებ სუმბატ დავითის ძეს ხელთ ჰქონია ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო ქრონიკები, სამეფო კარზე არსებული დოკუმენტები. ავტორს გამოუყენებია აგრეთვე ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრებზე არსებული წარწერები. ეს ნაწილი შეიცავს უხვ და სარწმუნო ქრონოლოგიურ ცნობებს. თხზულების ბოლო ნაწილი, რომელიც 1021-1031 წლების ამბებს აღწერს ეყრდნობა კიდევ ერთ უცნობ წყაროს, რომელიც ხელთ მატიანე ქართლისაის ავტორსაც უნდა ჰქონოდა.
ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა ჩვენ ქართველთა მეფეთასა, თუ საიდან მოიწიეს ამას ქვეყანასა იგინი, ანუ რომელი ჟამიდან უპყრიათ მათ მეფობა ქართლისა, რომელიც აღწერა სუმბატ, ძემან დავითისმან.
ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია. ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია. იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა. იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ. იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სვიმონ. სვიმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შვიდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყვეობასა შინა.
სოლომონმა შვა შვიდნი ძმანი, რომელნიც წამოვიდნენ ქვეყანიდან ფილისტიმიდან (პალესტინა) და მოიწიეს ეკლეცს (აკილისენა, ევფრატზე) წინაშე რაქაელ დედოფლისა (ბიბლიური იაკობ-ისრაელის ცოლი) და მისგან ნათელ იღეს. და დარჩნენ იგინი ქვეყანათა სომხითისათა და იქ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხეთს.
და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდნენ ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე არის ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.
ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წავიდა კახეთს და დაემძახლა იგი ნერსეს. და სხვანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წავიდნენ კამბეჩოანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩოანი, და დასხდენ იგინი იქ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.
ხოლო როდესაც მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, იმ ჟამიდან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათამდე. მაგრამ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან.
მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სვიმონ-პეტრე; და მცხეთა ათხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალა განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდენ ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ვასპურაკანს.
მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სვიმონ-პეტრე; და მცხეთა ათხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალა განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდენ ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ვასპურაკანს.
მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ (III; დაახლ. 570-582), და ერთად შეიკრიბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ, მოსული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნიც იგი ზემო ვახსენეთ. ესენი წამოვიდნენ ეკლეციდან, რომელნიც მონათლა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შვიდნი ჰურიანი, ტყვეობით მოსულნი ქვეყანიდან ფილისტიმიდან, და ნათელ-იღეს ეკლეცს ხელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმაც სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელიც არის მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამძახლა სომხეთის მეფეთა.
ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნენ ქართლს, როგორც ზემო ვახსენეთ და გუარამ განაჩინეს ერისთავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯვარისა ეკლესიასა, რომელიც არის მცხეთას.
ხოლო სამნი ესე ძმანი წავიდნენ კახეთს და საჰაკ დაემძახლა ბაკურის ძესა ნერსეს (კახეთის ერისთავად ამ ხანებში ჯუანშერი ასახელებს ბაკურის ძე ადარნასეს, რომელიც შემდეგ მისივე ცნობით ქართლის ერისმთავარი გახდა. ზ. ალექსიძის ცნობით ადარნასეს /ადრნერსე, ატრნერსე/ ნაცვლად ნერსეს ხმარების შემთხვევა გვხვდება „ეპისტოლეთა წიგნის“ უხტანისეულ ვერსიაშიც. ასე რომ ამ ეპოქაში კახეთის ერისთავად შესაძლოა მართლა იჯდა ერისთავი ადარნასე, რომელიც ჯუანშერს აერია ქართლის ერისმთავარ ადარნასე სტეფანოზის ძეში), ხოლო ასამ და ვარაზვარდ წავიდნენ კამბეჩოანს, და დაუქციეს ერი ვეზანს, ერისთავსა ბაჰრამ ჩუბინისსა, (590 წ.) და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.
და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ (IV; დაახლ 582-891).
ამაზედ ტფილის ქალაქის უფროსნი და ქალაქთ უხუცესნი და მკვიდრნი და ნამეტანად გაჯავრდნენ და იწყინეს მოკვლა ვეზანისა. კაცნი აახლეს სამაველ კათალიკოზსა (სამოელ) და აუწყეს სტუმართა და მძახალთაგან სიკვდილი სახლის პატრონისა, კამბეჩოვანის პატრონის. იწყინა ესები კათალიკოზმა, როგორც იუდა კარიოტელი, მწვალებელი იესო ქრისტესი, შვიდ გზის დაჰკრულა და შეაჩვენა მრავლის წყევლით, და წარმოსთქვა სიტყვა ძნელი, და ძველი ზნენი დავითიანთა – მოკვდინება მემშურნობითა თავისის ძმისა ურიასი, მეუღლის მშვენებისათვის და სიტურფის ნდომისათვის მოსაკლავად გაგზავნა – კათალიკოზმა გაბედა ძნელად სათქმელი სიტყვანი: გაცხადებით, მაღლის ხმით წამოიძახა მიუნდობლობა ნათესავთა დავითიანთა და საქმე მათი“.
და ამისზე ტფილისისა მკვიდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი.
ამაზედ ტფილის ქალაქის უფროსნი და ქალაქთ უხუცესნი და მკვიდრნი და ნამეტანად გაჯავრდნენ და იწყინეს მოკვლა ვეზანისა. კაცნი აახლეს სამაველ კათალიკოზსა (სამოელ) და აუწყეს სტუმართა და მძახალთაგან სიკვდილი სახლის პატრონისა, კამბეჩოვანის პატრონის. იწყინა ესები კათალიკოზმა, როგორც იუდა კარიოტელი, მწვალებელი იესო ქრისტესი, შვიდ გზის დაჰკრულა და შეაჩვენა მრავლის წყევლით, და წარმოსთქვა სიტყვა ძნელი, და ძველი ზნენი დავითიანთა – მოკვდინება მემშურნობითა თავისის ძმისა ურიასი, მეუღლის მშვენებისათვის და სიტურფის ნდომისათვის მოსაკლავად გაგზავნა – კათალიკოზმა გაბედა ძნელად სათქმელი სიტყვანი: გაცხადებით, მაღლის ხმით წამოიძახა მიუნდობლობა ნათესავთა დავითიანთა და საქმე მათი“.
და ამისზე ტფილისისა მკვიდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი.
და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.
და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი. და აშენებდენ ეკლესიასა ჯვარისასა მცხეთას.
და ამისზე წარვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხისთავმა ხმა-უყო ციხიდან გამოღმართ და უთხრა ჰერეკლე მეფესა: „რომელსა გასხენ წვერნი ვაცისანი და ვაც-ბოტისა კისერი გაქვს“. მაშინ როცა ესმა სიტყვა ესე ჰერაკლე მეფესა, განრისხდა მისთვის, და ამოიკითხა წიგნისაგან დანიელ წინასწარმეტყველისა სიტყვა იგი: „ამოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი“. და თქვა მეფემან: „უკეთუ იყო ჩემდა სიტყვა ეგე კადნიერებისათვის ჩემისა მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ“. და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერისთავი (ჯაბღუ თურქთა ხაკანატში ხაკანის შემდეგ მეორე პირის თანამდებობა იყო, ამ დროს ლასქრობდა დას. თურქთა ხაკანის ვაჟი) ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თვით წარემართა ბაბილონს. და მივიდა გარდმანს, ვარაზ-გრიგოლისსა (ვარდანის ძე მიჰრანიდი, ჯერ გარდმანის, დაახლ. 628-36 წ-ში ალბანეთის მთავარი), და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსაც ჰქვია ხუზაშენი, და ნათელ-სცა ჰერაკლემ ვარაზ-გრიგოლსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელიც იგი უბრწყინვალეს არის ყოველთა ეკლესიათა.
და წავიდა ჰერაკლე ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯვარი ქვისა და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთის-მშობელისა ეკლესიისა, და დაასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუმ კალა ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და ციხისთავი იგი შეიპყრა. და დრაჰკანითა პირი აუვსო ამისთვის, რამეთუ თქვა სადიდებელი იგი მეფისა ჰერაკლესი. ხოლო კადრებისა მისთვის ტყავი გაჰხადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს ვარაზ-გრიგოლისსა. და გარდაბანიდან მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა (მეწკუენქი, ალბანეთში, გარდმანის სამხრ-აღმ-ით მდ. ტერტერის ქვემო წელზე) მთავარსა, ნათელ-სცა და წავიდა ბაბილონს (გადამწერთა შეცდომით ტექსტში აღმოჩნდა ბაღდადი). და აიღო ბაბილონი, და შეიპყრა ხოსრო მეფე (ხოსრო II ჰერაკლემ დაამარცხა, მაგრამ არ შეუპყრია. სპარსეთის შაჰი მისმა ძემ კავადმა მოკლა 628 წ.), და მოატანინა ძელი ცხოვრებისა, და იწყო შენებად იერუსალემისა, და დასვა მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათვე, და მოვიდა წელსა მეშვიდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი დაესრულა, ხოლო ჯვარისა ეკლესიასა აკლდა.
და წავიდა ჰერაკლე ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯვარი ქვისა და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთის-მშობელისა ეკლესიისა, და დაასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუმ კალა ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და ციხისთავი იგი შეიპყრა. და დრაჰკანითა პირი აუვსო ამისთვის, რამეთუ თქვა სადიდებელი იგი მეფისა ჰერაკლესი. ხოლო კადრებისა მისთვის ტყავი გაჰხადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს ვარაზ-გრიგოლისსა. და გარდაბანიდან მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა (მეწკუენქი, ალბანეთში, გარდმანის სამხრ-აღმ-ით მდ. ტერტერის ქვემო წელზე) მთავარსა, ნათელ-სცა და წავიდა ბაბილონს (გადამწერთა შეცდომით ტექსტში აღმოჩნდა ბაღდადი). და აიღო ბაბილონი, და შეიპყრა ხოსრო მეფე (ხოსრო II ჰერაკლემ დაამარცხა, მაგრამ არ შეუპყრია. სპარსეთის შაჰი მისმა ძემ კავადმა მოკლა 628 წ.), და მოატანინა ძელი ცხოვრებისა, და იწყო შენებად იერუსალემისა, და დასვა მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათვე, და მოვიდა წელსა მეშვიდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი დაესრულა, ხოლო ჯვარისა ეკლესიასა აკლდა.
და მან ჰერაკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმას ქადაგნი განავლინა, რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგვნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნი-ცა-ღა არა მოინათლნენ, მოისრნენ.
ხოლო მათ ნათლის-ღება არა ინებეს, არამედ ზაკვით აერივნენ ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათზედა მახვილი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდა. და განწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, და წავიდა ჰერაკლე მეფე სამეფოდვე თვისად.
ხოლო მათ ნათლის-ღება არა ინებეს, არამედ ზაკვით აერივნენ ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათზედა მახვილი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდა. და განწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, და წავიდა ჰერაკლე მეფე სამეფოდვე თვისად.
და მთავრობდა ქართლს იგივე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე.
მის ზედავე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნენ: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად მოკვდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან განასრულა ეკლესია ჯვარისა, და განაწესა იქ ჯვარისა კრება, და დაჯდა ტფილისს ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მისზე ქვეყანა ქართლისა აღწერეს, და წაიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, რომ სპარსეთი დაიპყრეს აგარის ნათესავთაო.
და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი. და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატოს-პატრიკოსი, რომელმაც გარდაბანელნი მოაქცია. და მერე ნერსე და ძენი მისნი, ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისნი გურგენ ერისთავი, აშოტ კურაპალატი.
ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქვეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქვეყანა, რომელიც არის გარემოს მისსა. და მაშინ გაძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ უძლო წინა-აღდგომად მათდა აშოტ. და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წავიდეს საბერძნეთად და თანა ჰყავდა მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩვილნი, უხუცესი ადარნასე და შემდეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესვა. და ერი თვისი მცირედ ჰყავდა თანა, მკვიდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილითურთ მოიწივნენ მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დაღლილნი სვლისაგან, და გადახდენ დასვენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ მიერულათ. და მძინარეთა დაეწივნენ დიდნი ლაშქარნი სარკინოზნი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა, და მცირესა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და მოსრეს სიმრავლენი ურიცხვი. წამოვიდნენ იქიდან და მოიწივეს ხევსა შავშეთისასა.
ხოლო ხევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარდა მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოხრდა, როდესაც ყრუმან შემუსრა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთიცა და ღადონი. და კვლავ შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოხრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედღა დარჩნენ კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დარჩენილთა მათ მკვიდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყვარულითა, და დაემკვიდრა იქ. და მისცა ღმერთმან გამარჯვება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა, და ზოგი ოხერი ააშენა, და გაამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ხელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.
და ამან აშოტ კურაპალატმა იპოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელიც პირველად ვახტანგ გორგასალს ციხედ აეშენა, სახელით არტანუჯი; და აოხრებულ იყო არაბი მის ყრუობიდან (ე.ი. მურვან ყრუსგან). იგი განაახლა აშოტ და ააშენა ეგრევე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქვეშეთ ააშენა ქალაქი. და ააშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თვისი, და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და შემდეგ კვლავ ეუფლა ქვეყანათა ვიდრე კარამდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.
და იყო ერთსა შინა ჟამსა, გავიდა აშოტ, რათა შეკრიბოს ლაშქარი ბრძოლისათვის სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსამე და განავლინა ლაშქრის-მაწვეველნი. და ვიდრე აღარა შეკრებილ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნენ მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ხევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რომ განემრავლა ლაშქარი თვისი. და წარმოემართნენ მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდნენ მოკლვად მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნამდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკვა მათი, და რაჟამს მოეწიეს იგინი კარად მისსა, მაშინღა იგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყავდა მას ერი თვისი გარდა მცირედთასა. ვერ წინა-აღუდგებოდა იგი მათ. ამისთვისცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი მახვილითა საკურთხეველსა ზედა და შეისვარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი იქ, როგორცა ცხვარი, ასავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესცა საჩინოდ სახილველ არის.
ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნიც იყვნენ დოლისყანასა (დღევ. ჰამამლი ქოი, ართვინის პროვ.), როდესაც მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ხელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წავიდნენ დოლისყანიდან და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თვისისათა, დაეწივნენ მათ სანავესა ზედა ჭოროხისასა, მოსრეს იგინი ბოროტად, ვიდრემდე არა დარჩა ერთი მათგანი, და წამოიღეს მკვდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამიდან წელთა ხჳლ (6430), ქორონიკონსა მეცამეტედ
მოქცეულსა შინა მვ (46 = 826), თვესა იანვარსა ოცდაცხრასა.
და დატოვა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი თანა ჰყავდა მას, რაჟამს მოიწია შავშეთ-კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯის მოსლვასღა შინა დაებადა.
და შემდგომად აშოტის სიკვდილისა, მამისა მათისა, რომელიც გარეთ ქვეყანა ჰქონდა ძეთა აშოტისთა წაართვეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნენ იგინი უსრულ ასაკითა. ხოლო რა ჟამს სრულ-ასაკ იქმნენ იგინი, კვლავადცა მოსცა ღმერთმან მათვე ყოველივე იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულოღა იყვნენ იგინი ასაკითა, იზარდებოდენ ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნენ ხარკის-მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ხევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯიდან გამოღმართ დაიპყრეს მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, დასვეს ბაგრატ კურაპალატად. და წარმართა ღმერთმან ხელმწიფება მათი.
და იყვნენ ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელიც დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასვეს, და ძმანი მისნი აშოტ კეკელა და სუმბატ არტანუჯელი, რომელიც ხელმწიფობასა მისსა დასვეს ანთიპატოს-პატრიკოსად; და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელიც შემდგომად მამისა თვისისა დასვეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ; და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ.
ხოლო აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქორონიკონსა პზ (87=867), და დაუტევა გურგენ, რომელიც შემდგომად კურაპალატად დასვეს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპათოსპატრიკოსი.
გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისა, უწინარეს მამისა თვისისა ქორონიკონსა პთ (89=869) და არა დატოვა ძე.
გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქორონიკონსა ჟდ (94=874) სიცოცხლესავე მამისა თვისისასა, და არა დატოვა შვილი. და მამა მისი, ბაგრატ კურაპალატი, ძე აშოტ კურაპალატისა, გარდაიცვალა ქორონიკონსა ჟვ (96=876), და დატოვა ძენი: დავით, რომელიც შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ხელითა მამის ძმისწულისა თვისისა, ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესავე შინა გუარამისსა, ქორონიკონსა რა (101-881), სუფევასა შინა გუარამისსა, ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი, უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა; და დატოვა ამან დავით მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლედ და იყო იქ მრავალ წელს.
და ამისსა შემდგომად დასვეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა.
და ამისსა შემდგომად დასვეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა.
გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამა ნასრისა, ქორონიკონსა რბ (102=882).
და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქორონიკონსა რე (105=885).
და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ კონსტანტინეპოლიდან და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დი-სიძე ნასრესი, და შეეწია მას დიდითა ლაშქრითა, მეფემან აფხაზთამან, და იქიდან გადმოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხვაცა ლაშქარი ურიცხვი. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, გავიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს-კერძთა და სძლიეს ნასრას, მეოტ-ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქორონიკონსა რჱ (108=888). და არა დარჩა შვილი ნასრას, და აიხოცა სახსენებელი მისი.
ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასვეს ქართველთა მეფედ ნაცვლად მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, ააშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა,
რომელიც იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.
და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქორონიკონსა რთ (109=889), და დატოვა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი და დავით მამფალი. და სიცოცხლესავე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქვეყანა ნასრისი დაიპყრეს სხვათა ამათ მთავართა.
ხოლო გურგენ კურაპალატი წავიდა ტაოდან, კალმახიდან, მამულიდან თვისიდან, ცხოვრებად შავშეთს და არტანს. და ამისსა შემდგომად შეემტერნენ ურთიერთს და შეკრიბეს ლაშქარი ერთმანეთსა ზედა ერთ-კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა, მეორე-კერძ ადარნასე ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდენ ესენი ხევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა (დღევ. ს. ორაგაზთან), და ებრძოლეს ერთმანეთსა. და მეოტ იქმნა გურგენ კურაპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკვდა წყლულებითა მისითა გურგენ კურაპალატი, ძე ადარნასესი,
მისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რია (111=891). და დატოვა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ, რომელიც შემდგომად ერისთავთ-ერისთავად დასვეს.
შემდგომად გურგენ მამისა თვისისა კურაპალატისა გარდაიცვალა ადარნასე ქორონიკონსა რივ (116=896), და დატოვა ორნი ძენი მცირენი: დავით ერისთავთ-ერისთავი და გურგენ, რომელიც შემდგომად, დიდი ერისთავთ-ერისთავი იყო.
შემდგომად გურგენ მამისა თვისისა კურაპალატისა გარდაიცვალა ადარნასე ქორონიკონსა რივ (116=896), და დატოვა ორნი ძენი მცირენი: დავით ერისთავთ-ერისთავი და გურგენ, რომელიც შემდგომად, დიდი ერისთავთ-ერისთავი იყო.
და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ძე სუმბატისი ქორონიკონსა რკთ (129=909), თვესა აპრილსა კ (20), დღესა აღვსებასა, და დატოვა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელიც მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით.
გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისა, ძმა დიდისა გურგენისა, ქორონიკონსა რკჱ (128=908), და არა დატოვა შვილი.
აშოტ ერისთავთა-ერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსაც ეწოდა კუხი, ააშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასვა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქორონიკონსა რლჱ (138=918), და არა ესვა შვილი. და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი, დასვეს ერისთავთა-ერისთავად.
გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რმბ (142=922), და დატოვა ძე მუცელსა შინა ცოლისა თვისისასა, რომელსაც ეწოდა ბაგრატ.
გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქორონიკონსა რმგ (143=923) და დატოვა ძენი ოთხნი, დავით, რომელიც შემდგომად მამისა თვისისა ქართველთა მეფედ იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელიც ძმათა შემდგომად კურაპალატად დასვეს.
გარდაიცვალა გურგენ ერისთავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რმგ (143=923), მასვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დატოვა ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თვისისასა, რომელსაც ეწოდა გურგენვე, სახელი მამისა თვისისა.
გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა, ქორონიკონსა რნზ (157=937), და არა ესვა ძე.
გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რნთ (159=939), თვესა ივნისსა, და არა ესვა ძე.
გარდაიცვალა გურგენ დიდი ერისთავთ-ერისთავი, ძე ადარნასესი, რომელმაც უმეტესნი სიმხნენი და ბრძოლანი ქმნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილა ყოველნი გარემოსნი, ქორონიკონსა რჲა (161=941), თვესა თებერვალსა იდ (14). არა ესვა ძე.
გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ არტანუჯელისა მონაზონობასა შინა, ქორონიკონსა რჲგ (163=943), თვესა თებერვალსა ოცსა, და დატოვა ძე თვისი სუმბატ, რომელიც დასვეს ერისთავთ-ერისთავად.
გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქორონიკონსა რჲე (165=945), თვესა მარტსა, და დატოვა ძე თვისი ადარნასე, რომელიც შემდგომად მამისა თვისისა მაგისტროსი იქმნა და შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა. მასვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისა.
გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქორონიკონსა როდ (174=954), და არა ესვა შვილი. და ამასვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალადა არა ესვა ძე.
და შემდგომად აშოტ კურაპალატისა ძმა მისი დასვეს კურაპალატად, სუმბატ. და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქორონიკონსა როჱ (178=958), და დატოვა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, რომელიც ქართველთა მეფედ დასვეს, რეგვენი, და ადარნასე კურაპალატი.
გარდაიცვალა ადარნასე კურაპალატი, ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქორონიკონსა რპა (181=961), რომელიც ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკვდა უნებლიეთ ფიჩვითა, და დატოვა ძენი: ბაგრატ და დავით ერისთავთ-ერისთავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქორონიკონსა რპვ (186=966), ხოლო ძმა მისი დავით კურაპალატი იქმნა დიდად.
გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისა, ქორონიკონსა რპჱ (188=968).
გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისა, ძმა ბაგრატ რეგვენისა, ქორონიკონსა სგ (203=983), და დაუტევა ძე დავით მცირე.
გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთა-ერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, ქორონიკონსა სჱ (208=988) და დატოვა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და დატოვა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ.
გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგვენისა, ქართველთა მეფისა, ქორონიკონსა სიბ (211=991), და არა ესვა შვილი.
გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერისთავთ-ერისთავისა დიდებულისა, კაცისა მართლისა; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგვენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურაპალატისა, ქორონიკონსა სიდ (214=994), და დატოვა ძე თვისი უხუცესი გურგენ, რომელსაც უწოდეს მეფეთა-მეფე. და ამას გურგენს ესვა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დისწული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთვის გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა.
გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქორონიკონსა სკა (221=1001), და არა ესვა ძე.
და აოხრდა იმიერ-ტაო; და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და მივიდნენ მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი – გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა მტერ-ეყვნან ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცვა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონისძიებითა.
და აოხრდა იმიერ-ტაო; და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და მივიდნენ მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი – გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა მტერ-ეყვნან ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცვა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონისძიებითა.
გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქორონიკონსა სკჱ (228=1008), და დატოვა ძე ესე თვისი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, დაეუფლა ტაოს მამულსა თვისსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთიდან ვიდრე გურგანის ზღვამდე (კასპიის ზღვა). ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ხელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთათვის მეგობრად და ერთგულყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა უფროს სახლეულთა თვისთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში ქონდა ამისი ყოვლადვე.
და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანა კლარჯნი ხელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თვისნი მამის დის-წულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და იქ შინა შეიპყრა იგინი. და აიღო ქვეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგვისასა. და იქ ციხესა შინა თმოგვისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქორონიკონსა სლა (131=1011). და ეგრეთვე მასვე წელსა შინა გურგენიცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქორონიკონსა სლბ (132=1012) ხოლო შვილნი ამათნი წავიდნენ კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნივე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელიც დარჩენ ამათ ქვეყანასა, მოისრენ ყოველნი სიკვდილითა პატიმრობასა შინა.
ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თვისი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ხევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მასვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და იქ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქორონიკონსა სლდ (134=1014), თვესა მაისსა ზ (7), დღესა პარასკევსა. და დატოვა ძე თვისი გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა იჱ (18).
ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, განუდგა ამას ქვეყანა ჰერეთ-კახეთისა, და დაუნდობლობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნენ ერისთავნი. მათ ქვეყანათ კვლავადვე ეუფლენ მათნი უფალნი, რომელთაც პირველად ქონდათ იგი.
და ამის გიორგის მეფობისა მეშვიდესა წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი გავიდა ლაშქრითა დიდითა და დაიბანაკეს ქვეყანასა ბასიანისასა ორთავემ მრავალ დღე, და არა მივიდენ ბრძოლად ერთმანეთსა ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწვა ქალაქი ოლთისი. და იქიდან მოვიდა კოლასა და გამოუდგა კვალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა. და შეიკრიბენ რა უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი ლაშქარნი, იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა შინა, რომელსაც ეწოდება შირიმთა. და მრავლად მოისრენ ორ-კერძოვე და მოიკლენ იქ დიდნი ერისთავნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი. და როცა მოესმა ხმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნენ, გავიდენ და მოვიდენ ადგილსა მას, სადაც იყო ბრძოლა, და მოვიდა იქ ბასილი მეფეცა სპითა დიდითა.
და შეიკრიბენ იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა იქ ბრძოლა დიდი და მოისრეს იქ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და წამოიღეს გიორგის მეომართა ავარი, და ეზომ განდიდდა ბრძოლა იგი, რომ სივლტოლა ეგულებოდა ბასილი მეფესა. მაგრამ მებრძოლნი გიორგისნივე სულ-მოკლე იქმნენ რამეთუ მოერიდენ და წამოვიდნენ. ხოლო ბასილი უკანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწვა იგი; და რომელიც იპოვა, ტყვე ყო. ხოლო გიორგი წავიდა ნიალიდან სამცხეს, და მიუდგა მას უკანა ბასილი ჯავახეთიდან, და მოაოხრა ყოველივე. გადავიდა გიორგი თრიალეთს, და მოადგა ბასილიცა თრიალეთადვე. და რა მიუახლოვდნენ ერთმანეთსა, კვლავ გაძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილიმ, შებრუნდა თრიალეთიდან და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა, და კვლავ უბოროტესად მოაოხრა. და წავიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონსა. და დაიდოდნენ მოციქულნი ორთავე ამათ მეფეთანი ზავისათვის ერთმანეთისა წინაშე და მშვიდობისა.
ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილება დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნენ ბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიმხრეს მათ ყოველი აღმოსავლეთის ქვეყანა (მხარე). ხოლო ღმერთმან ბასილის დიდად შეშინებულსავე პატივ-სცა, რამეთუ განუდგენ ქსიფი წარვეზს, და ყოველნივე ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოგზავნეს. და მან ექსორია ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკვეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი.
და კვლავ შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქვეყანათა და აღუთქვამდა ზავსა და მშვიდობასა. ხოლო გიორგი მეფემან გაგზავნა ზვიადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თვისსა. და გაილაშქრა ზვიადმანცა ამიერ კიდესა ბასიანისასა, რეცა ზამთრის სახედ. ხოლო თვით გიორგი მეფე უკანა ისე გავიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. მაგრამ ორ-კერძოვე მზაკვარნი იგი აზნაურნი არა მოეშვნენ გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდათ მშვიდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწვიეს იგი ბასილის ზედა, რომელიც ზავად და მშვიდობად ფიქრობდა მისლვასა მათსა, და გეგმავდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან ჩამოკიდება წვერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნიც მისად დაეწერა გიორგი მეფესა ჩვენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წვერითა ამართა იგინი, მიუპყრა ღმერთსა და თქვა: „იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან“.
და კვლავ მოიტანა ბასილი მეფემან ძელი ცხოვრებისა მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქვეყანასა ზედა და თქვა ესეთ: „უკეთუ მიმცე მე ხელთა მტერთასა, აღარა თაყვანი გცე უკუნისამდე“. და როცა ესე ყო და თქვა, მყის მასვე ჟამსა იძლივნენ და მეოტ იქმნენ სპანი გიორგისნი, რომელნიც ადრე მივიდნენ; და გამოვიდნენ მიერ-კერძო ტაღმანი (ტაღმა ნიშნავს რაზმს) მეფისანი რუსნი, და ვერ განერიდა ერთიცა პირველმოსულთა მათ გარდა მცირედთასა, რამეთუ თვით მეფე გიორგი და უძლიერესი ლაშქარი მისი აღარა მისულ იყო ჯერეთ ყოვლადვე, და მოიკლენ მათგანი მას დღესა შინა, რომელთა-ცა-იგი მშვიდობის-ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნენ ყოველნი. და მოისრენ ურიცხვნი პირითა მახვილისათა და რომელნიმე მეოტ იქმნენ. წაიღეს ბერძენთა ავარი დიდძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელიც ქონდა.
და წამოვიდა ნელა ბასილი მეფე და მოუდგა უკანა. და კვლავ იწყო საუბარი ზავზე და მშვიდობაზე პირველისაებრვე, რამეთუ შიში ქონდა საბერძნეთში კვლავცა განდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშვიდობა და დაიზავეს.
და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თვისი ბაგრატ, სამისა წლისა ყრმა ჩვილი, და მისცა ციხე თორმეტი, და ქვეყანა დავით კურაპალატისა ნაქონები ტაოს, ბასიანს, ჯავახეთს და შავშეთს. და ესე წავიდა ბერძენთა მეფე ბასილი, და თანა წაიყვანა ბაგრატ ყრმა მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინავე წარმოგზავნა აღუთქვა გიორგის ბაგრატისი.
გადახდა რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქ კოსტანტინეპოლიდან ბაგრატ, ძე გიორგისი, როგორც აღეთქვა. და მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თვისსა მამულსა ბანას თანა-მოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა საზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შებრუნდა რა კატაბანი იგი, შეხვდნენ მას მანდატურნი წიგნითა ესეთ წერილითა: „მიიცვალა ბასილი მეფე, ძმა ჩემი, და ვიქმენ მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადაცაღა მოწევნულ იყოს სახელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, მოაბრუნე იგი სწრაფად და წინაშე ჩვენსა მოგზავნე“. და როცა ამოიკითხა კატაბანმა, მსწრაფლ მობრუნდა დადევნა უყო ბაგრატს, მაგრამ ვერ ეწია მას, რამეთუ თვისსა მამულსა შემოსულ იყო იგი და გაძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერღარა შეძლო კატაბანსა მას, და გაბრუდა და წავიდა. ეჰა, დიდი და საკვირველი მოწყალება ღმრთისა! რადგან განერიდა მართალი ხელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა სმე (245=1025).
და მოვიდა ბაგრატ საბერძნეთიდან წინაშე მამისა თვისისა გიორგი მეფისა და დედისა თვისისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესეთ შეიკრიბენ ისინი მშვიდობით, და მისცეს დიდება და მადლობა ღმერთსა მომადლებისათვის მათდა ესე-ვითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა რა გავიდა წელნი ორნი, გარდაიცვალა გიორგი, მამა ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსაც ეწოდება მყინვარნი, ქრონიკონსა სმზ (247=1027), თვესა აგვისტოსა ივ (16). და დამარხეს იგი ქუთათისს.
და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წავიდნენ საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე, და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი, განუდგნენ ბაგრატს და მიერთნენ კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელიც შემდგომად მისსა მეფე იყო.
და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თვისი მიუწვდომელისა ძალითა ლაშქრითა თვისისათა და განძითა ურიცხვითა ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისაცა. მოვლო და მოაოხრა ქვეყანანი იგი, რომელნიც ადრე მოეოხრა ქვეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტესად. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს ციხესა ქვეშე კლდეკართასა, სადაც იყვნენ მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძოლა ყვეს, მაგრამ არა დიდად. და განდგენ კვლავ აზნაურნი, და მისცეს ციხენი, ჩანჩახამა, ერისთავმა შავშეთისამა მისცა ციხე გარყლობისა და არჯევან ჰოლოლასძემან მისცა ციხე წეფთისა, და თვით წავიდნენ ისინი საბერძნეთს.
ხოლო ააშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიასა (შავშეთს) და სახელ-სდვა მას სვეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი თვისი და შევიდენ მას შინა თვით საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და გაძლიერდა მას შინა.
ხოლო მოავლინა იქ პარკიმანოსმა იოვანე ხარტულარი, სახელით ვალანგ, ლაშქრითა დიდძალითა, და თანა-მოსცა მას ძე გურგენ კლარჯისა დემეტრე, მოსატყუებლად ქვეყანისა მკვიდრთა, რომელიც იქმნა ესეთ, რამეთუ მიიქცენ ერნი, სოფელნი უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა. და გარემოადგინეს ლაშქარნი სვეტსა მას ტბეთისასა, და ებრძოდნენ ძლიერად მრავალ-ღონედ. და ღმერთმა გააძლიერა მყოფნი იგი სვეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა დალოცვითა წმიდათა ამათ მღვდელთ-მოძღვართათა. და როგორცა ერთგულნი და ჭეშმარიტნი მარტვილნი საღმრთონი თავთა თვისთა სიკვდილად განწირვიდნენ, და ხორციელთა უფალთათვის თავთა თვისთა განწირვიდნენ, და სისხლთა დასთხევდნენ სიტყვისაებრ მოციქულთასა, და გაძლიერდებოდნენ. ყოველთავე ეტყოდნენ: „ნუმცა შეგვიტყუებენ ჩვენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლ წარმავალნი, არამედ მოვიგოთ მადლი ერთგულებისა და გვირგვინი ახოვნებისა“. რამეთუ მებრძოლნი იგი გარემოდგომილნი მათდა ლიქნიდნენ აღთქმითა და ქადაგებითა კეთილითა და საფასეთათა.
ხოლო ესე-ვითარად რა ღელვად აღტეხილად იგვემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ ეწია რისხვა უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს, მსგავსადვე ივლიანეს უსჯულოსა, უწყალოებისათვის ბაგრატ მეფისა ჩვენისა, მოოხრებისათვის მამულისა მისისა, და მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოსს, პროედროსსა თვისსა, რათა მსწრაფლ შეიქცეს იგი ლაშქრითურთ თვისით და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და წავიდა იგი, ესმა რა ესე. და როცა გარდაიცვალა ესე კოსტანტინე მეფე (1028 წლ 15 ნოემბერს), დაუტევა შემდგომად მისსა მეფობა რომანოზს (III არგირუსი, 1028-1034), ნათესავსა და მიმდგომსავე თვისსა.
ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმა დედოფალმა მარიამ, დედამან ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმხნე და ახოვნება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთ ამათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა და წავიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშვიდობა-ყოს აღმოსავლეთისათვის და რათა აღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თვისსა ბაგრატს მეფესა წესისამებრ სახლისა მათისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий