суббота, 27 августа 2016 г.

სტეფანე ბიზანტიელის (ახ.წ. VI ს.) ლექსიკონი „ეთნიკა"-ს ცნობები ძველ ქართველებზე

  სტეფანე ალექსანდრიელი გრამატიკოსი იყო. კონსტანტინეპოლში იგი უმაღლესი სკოლის მასწავლებლად მიიწვიეს. აქ მან შეადგინა „ეთნიკა". სტეფანე წყაროებად იყენებდა ანტიკურ ავტორებს: ჰეკატეოს მილეტელს, ჰეროდოტეს, თუკიდიდეს, პოლიბიოსს, სტრაბონს, დიონისე პერიეგეტს, არიანეს, ჰეროდიანეს (ახ.წ. II ს.), მარკიანეს (ახ.წ. IV ს. იგი თავის მხრივ პტოლემაიოსის რუკებს მიჰყვება), ოროს მილეტელს (ახ.წ. IV-V ს-ბი)... სტეფანეს წიგნი თავიდან 55 წიგნისგან შედგებოდა თუმცა ჩვენამდე მხოლოდ შემოკლებული სახითაა მოღწეული. 
     სტეფანე გრამატიკოსი იყო და შესაბამისად ნაკლებად აინტერესებს გეოგრაფიული და ისტორიული ჭეშმარიტების დადგენა, რის გამოც ბრმად და უწესრიგოდ მიჰყვება წყაროებს. ჩვენ მხოლოდ ლექსიკონის იმ ნაწილს წარმოვადგენთ რომელიც საქართველოს ეხება.
*      *      *
      აია - კოლხთა ქალაქი, აშენებულია აიეტის მიერ, ზღვას დაშორებულია სამასი სტადიონით; მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპპოსი და კვიანეოსი, რომლებიც მისგან ნახევარკუნძულს ქმნიან. მგონი, მისგან უნდა იყოს ნაწარმოები „აიეტეს", როგორც ასია ასიაეტეს, ისე აია აიატეს. არის კიდევ თესალიის აია, რომელსაც იხსენიებს სოფოკლე; პირველის შესახებ ის ამბობს: „აიაში მიცურავდა", ხოლო მეორის შესახებ ამბობს: „არის რომელიღაც აია, თესალიელთა სამფლობელო". აია არის აგრეთვე წყარო მაკედონიაში, როგორც ამბობს ანტიაქე კოლოფონელი (ძვ.წ. V-IV ს-ბი) „თებაიდში". ეთნიკურია „აიაიოს", როგორც „გაზაიოს"; მდედრობითი სქესისა - „აიაია".
   ალიბე - „შორეული ალიბედან სადაც ვერცხლის საბადოებია" (ილიადა). იქაური მცხოვრებლები არიან ალიბები, რომელთაც ვერცხლის საბადოების ნაცვლად რკინისა აქვთ. ეხლა მათ ეძახიან ხალდეველებს; მაგ. ასე ეძახის სტრაბონი. მათ ჰქვია აგრეთვე „ალიბევსი" (მამაკაცს) და „ალიბეისი" (ქალს). ევფორიონ ქალკიდელი (ძვ.წ. III ს.) „არებში" ან „ჭიქის ქურდში" ამბობს: „მან მომტაცა ყანწი ალიბეური", ე.ი. ვერცხლის, ლითონის შემადგენლობის მიხედვით. ეთნიკურია „ალვიბაიოს".
     ამარანტები - ბოლო მარცვალზეა მჭევრი მახვილი. კოლხური ტომია; მათი ქვეყნიდან მოდის ფასისი. ამიტომაც არის რომ ფასისს „ამარანტიოს" ეძახიან. აპ. როდოსელის სქოლიასტი წერს: „ამარანტოსი ქალაქია პონტოში. როგორც თვითონ ჰეროდიანე ამბობს, მთებია კოლხიდისა, რომელთაგან მდინარე ფასისი ჩამოდის“. მეორე ადგილას სქოლიასტი წერს: „ამარანტიოი - ეს ბარბაროსული ტომია კოლხებს ზემოთ, ხმელეთზე - აქედან გამომდინარეობენ ფასისი წყაროები, ან ეს მთაა კოლხეთში, ამარანტიონად წოდებული, საიდანაც ჩამოდის ფასისი".
      არესის კუნძული - კოლხების მახლობლად პონტოში. ასე ამბობს სკიმნე ქიოსელი (ძვ.წ. II ს.) „აზიაში". ეთნიუკურია არიოსი, ერთ-ერთი იმ ორი სიტყვისგან წარმომდგარი. პომპონიუს მელა მას „არია“ -ს უწოდებს და კოლების მეზობლად ათავსებს.
    აფსილები - სკვითური (ე.ი. არაელინური. სკვითური ბარბაროსულის სინონიმია) ტომი, ლაზების მეზობლად, როგორც ამბობს არიანე „ევქსინის პონტოზე მოგზაურობაში".
    გოგარენე - ადგილი კოლხებსა და აღმოსავლეთის იბერებს შუა. ეთნიკურია გოგარენი.
       დიოსკურია - ერთერთი კუნძულთაგანი ლიბიაში. კუნძულის მცხოვრები იქნება დიოსკურიტი. არის მეორე დიოსკურიაც პონტოსთან, ჰქვია აგრეთვე სებასტოპოლი, ხოლო წინათ მას აია ერქვა, როგორც ამბობს ნიკანორ ალექსანდრიელი (ახ.წ. II ს.). მოქალაქეს ჰქვია დიოსკურიელი. დიოსკურიდის კუნძული არის მეწამულ ზღვაშიც.
  დრილები - დასახლებული ადგილი პონტოში, ტრაპეზუნტის მახლობლად, როგორც ამბობს ქსენოფონტე.
       ჰენიოხია - ქვეყანა კავკასიონთან; მცხოვრებლებს ჰქვიათ ჰენიოხები; სტრაბონი.
   იბერია - ორია ერთი ჰერაკლეს სვეტებთან (გიბრალტარი), მდინარე იბერისაგან ატარებდა სახელს. მას იხსენიებს აპოლოდორე ათენელი (ახ.წ. II ს.) „ქვეყნის აღწერილობაში". მეორე იბერია სპარსელების გვერდითაა. ეთნიკურია იბერები, როგორც პიერები, ბიზერები...
       კორაქსები - კოლხთა ტომი კოლების მახლობლად, როგორც ამბობს ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში". კორაქსების კედელი და კორაქსების ქვეყანა.
     კვიტა - კოლხეთის ქალაქი, მედეას სამშობლო. მოქალაქეს ქვია „კვიტაიოს", საიდანაც წარმოსდგება „კვიტაიევს": „იხილეთ კოშკები კვიტაიეველ აიეტისა" (ლიკოფრონი ძვ.წ. IV-III).
     კოლები - ტომი კავკასიონთან, როგორც ამბობს ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში". კავკასიიონის ქვედა ფერდობებს ეწოდება კოლების მთები. ქვეყანას ჰქვია „კოლიკე".
     ლაზები - სკვითური (ე.ი. არაელინური) ტომი, არის პონტოში სოფელიც „ძველი ლაზიკე“, როგორც ამბობს არიანე.
     ლიბისტინები - კოლხების მეზობელი ტომი, როგორც ამბობს დიოფანტე (ძვ.წ. III) „პოლიტიკაში". ლიბისტინებთანაც არია კვიტაია (ლიკოფრონი).
     მაკროკეფალები - კოლხების მეზობლად. ნახევრად-ძაღლები, გრძელთავიანები და პიგმეები".
    მაკრონები, რომელთაც ახლა სანნები ეწოდებათ (სტრაბონი). მათ ახსენებს ჰეტაკტეოს მილეტელი და აპოლონი.
     მარები, ტომი მოსინიკების გვერდით. ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“.
     მელანქლაინები - სკვითური ტომი ჰეკატეოს მილეტელი „ევროპაში“. ასე იმიტომ ეწოდებათ, რომ შავ კაბებს ატარებენ, ისევე როგორც „ჰიპემოლგებს" ეძახიან, რადგან ცხენებს წველიან, და „მოსინიკებს" მათი ბინების გამო.
  მოსინიკები - ტომი რომლის შესახებ ევდოქსე კხიდოესელი (ძვ.წ. IV) ლაპარაკობს „ქვეყნის აღწერაში". ზედსართავი სახელია „მოსვინოიკოს".
      ხოირადესი - მოსინიკთა ქალაქი. ჰეკატეოსი ამბობს: „ტიბარენებს აღმოსავლეთით ესაზღვრებიან მოსინიკები; ამათ ქვეყანაში არის ქალაქი „ხოირადეს". ეთნიკურია ქოირადეველი.
  მოსხები - კოლხთა ტომი, მატიენების გვერდით. ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“.
     პვიენისი - კოლხთა ქალაქი; ეთნიკურია „პვიენიტეს“.
     სანნიგები - სკვითიის ტომი აბაზგების მახლობლად.
  საპირები - ტომი შუაგულ პონტოში; ამჟამად მათ ეწოდებათ საბირები.
    სოანები - ვაჟკაცური ტომი, სტრაბონი.
     სტამენე ხალიბების ქალაქი. ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“. ეთნიკურია „სტამენაიოს და სტამენიოს".
      ტაოხები - ტომი შიდა პონტოში. ქვეყანასაც ასე ჰქვია. ზოგიერთები მას ტაოელებს ეძახიან, როგორც ამბობს ქსნოფონტე თავის „ანაბაზისში".
     ტიბარენია - ქვეყანა პონტოში, ხალიბებისა და მოსინიკების მეზობლად. ეთნიკურია „ტიბარანოი" და „ტიბარენოი". ეფორე (ძვ.წ. IV ს.) ამბობს: 'ტიბარენები გატაცებულნი არიან თამაშით და სიცილით და ამას თვლიან უდიდეს ბედნიერებად. მათ მეზობლად არიან ხალიბები და ლევკოსირთა ტომი".
    ტვიენისი - კოლხთა ქალაქი. სახელწოდება წარმოსდგება მდინარე ტვიენისგან. ეთნიკურია „ტვიენიტეს“.
      ფასისი - აიას ქალაქი კოლხების ქვეყანაში, მდინარე ფასისზე. დაარებულია მილეტელების მიერ. ეთნიკური უნდა იყოს „ფასიტეს". ზედსართავი სახელია „ფასიატიკოს" და „ფასიანოს", როგორც ამბობს არისტოფანე „ხომალდებში". არის აგრეთვე მეორე მდინარე ფასისიც ტაპრობანეში.
     ხალდია - არმენიის ქვეყანა. მენიპე პერგამონელი (ახ.წ. I ს.) ორივე პონტოს „გარშემოვლაში“ ამბობს: „...ამ ბარბაროსებამდე აღწევს პონტოს სამეფო. და ტიბარენიამდე, ხალდიამდე და სანნიკემდე“. აქაურ მცხოვრებლებს ეწოდებათ ხალდები.
     ხალიბები - ტომი პონტოზე, მდინარე თერმოდონტზე; მათ შესახებ ამბობს ევდოქს როდოსელი (ძვ. . III .): „ხალიბთა ქვეყნიდან გააქვთ რკინა, რომელსაც სიმაგრეს უქებენ". ამათ ჰომეროსი ჰალიძონებს უწოდებს კატალოგში , რომლებიც მოვიდნენ ალიბთა შორეული ქვეყნებიდან, სადაც წამოიშობა ვერცხლი, და ასახელებს პაფლაგონიელთა შემდეგ. ან დაწერილობაა აქ შეცვლილი და უნდა ყოფილიყო „ხალიბთა შორეული ქვეყნიდან" ან წინათ მათ ალიბები რქმევით ნაცვლად ხალიბებისა. ლიკოფრონი უწოდებს „ხალიბდებსა“ და „ხალიბიკეს“; ჰეკატეოსი „ხალვიბოი“-ს: „არმენიელები ესაზღვრებიან ხალიბებს სამხრეთისაკენ".
     ხარიმანტები - ტომი პონტოს გასწვრივ. პალაიფატე (ძვ.წ. IV-III) „ტროიკა"-ში ამბობს: „კერკეტებს ესაზღვრებიან მოსხები და ხარიმანტებმა ხელთ იგდეს პართენიონი". ჰელანიკეც თავის თხზულებაში „ხალხთა და ქალაქთა დაფუძნება" ამბობს: „კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმანტები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი კორაქსები".
     ჰეკატეოს მილეტელის ცნობის თანახმად, ხოჲები ბექეირიკას (Βεχειρική) მეზობლად ცხოვრობდნენ და მათ აღმოსავლეთიდან დიძერები ესაზღვრებოდნენ.
       ობარენოი - არმენიის ნაწილი, მდ. მტკვარზე მდებარე. ამ ნაწილს იხსენიებს კვადრატე „პართიკა"-ში: მდინარე მტკვარზე ცხოვრობენ ობარენები და ოტენები, რომელთაც უჭირავთ არმენიის დიდი ნაწილი.
       ოტენე - არმენიის მხარე. კვადრატე „პართიკა"-ში ამბობს: არმენიის მეფე პაკორი ამ დროს იმყოფებოდა არტაქსატაში და ოტენეში, არმენიის მხარეში".

среда, 24 августа 2016 г.

კაშკები/ქაშქები - ქართველთა უძველესი წინაპრები

ხეთურ (ძვ. . XVI-XIII საუკუნეების) და ასურულ (ძვ. . XII-VII საუკუნეების) ლურსმულ წყაროებში, ასევე, ეგვიპტურ უგარიტულ ტექსტებში მოხსენიებულია ხალხი, რომელთა აღმნიშვნელი იყო: კასკა, ქაშქა, გაშგა, კაშკა, კაშქა, ქაშკა; კაშკაშ (ეგვიპტ.), კაშკაია, კაშკა, გა-სა-გა, კაშკუ (ასურ.); კტკყმ (უგარიტ.).
კაშკები ცხოვრობდნენ ჩრდ-აღმ ანატოლიას მთებსა და შავი ზღვის სამხრეთ-აღმ. სანაპიროებზე და ვრცელდებოდნენ მდ. ყიზილ-ირმაქის (ძვ. ჰალისი) შესართავიდან და კელკიტ-ჩაის (ძვ. ლიკუსი) სათავემდე. კასკებს ეკავათ თანამედროვე ჯანიკის, გირესუნის და გუმუშჰანეს ქედები, ხოლო მათ სამხრეთით უკვე ხეთების სამფლობელოები იწყებოდა.
თავდაპირველად კაშქები მომთაბარეობას ეწეოდნენ და ცენტრალურ ანატოლიაში მცხოვრებ ხეთებსა და მათ მეზობლებს ესხმოდნენ თავს. დაახლ. XV საუკუნისთვის მათ უკვე მძლავრი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება ჰქონდათ, რომელსაც დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ხეთების იმპერია, ხოლო აღმოსავლეთიდან ჰაიასას (ხაიასა, აცი) ესაზღვრებოდა. ამ დროისთვის ქასქების საზოგადოება . . „სამხედრო დემოკრატიასწარმოადგენდა. XIII საუკუნისთვის უკვე იკვეთება თემური წყობილების ნგრევისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების ნიშნები.
XIII საუკუნის ბოლოს ხეთებისა და ჰაიასას განადგურების შემდეგ კაშკებს სამხრეთიდან ხეთურენოვანი (ტაბალი), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ქართველური (მუშქები, ხალიბ-ხალდები, კოლხები...) ხალხები გაუმეზობლდნენ.
IX-VIII საუკუნეებიდან სამხრეთიდან კაშკებს გაძლიერებული ასურეთის იმპერია მოადგა, ხოლო აღმოსავლეთიდან კოლხეთის სამეფო. სწორედ მათთან ომებს უნდა მოჰყოლოდა კასკების პოლიტიკური გაერთიანების განადგურება.
სად წავიდნენ კაშკები უცნობია, ფაქტი კი ერთია; მათ ყოფილ ტერიტორიაზე ძვ.. VI საუკუნიდან ბერძნულ წერილობით წყაროებში ქართველური ხალხები - ხალიბები, ტიბარენები, კოლხები და სხვები ცხოვრობენ.
) კაშკები და ხეთების სამეფო
ხეთების სამეფო მცირე აზიის ნახევარკუნძულზე ძვ.. XVIII-XIII საუკუნეებში არსებობდა. ძვ. . II ათასწლეულის დასაწყისისათვის დიდი წინსვლა მოხდა ცენტრალური ანატოლიის სამეურნეო, სავაჭრო და ტექნიკურ ცხოვრებაში, რამაც სათანადო ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებრივ ურთიერთობათა სფეროშიც. ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე მომხდარი იყო ქონებრივი და სოციალური დიფერენციაცია. კაპადოკიის და საერთოდ, აღმოსავლეთ მცირე აზიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იყოქალაქ-სახელმწიფოსტიპის ათამდე პოლიტიკური გაერთიანება (ქანესი, ქუსარა, ხათი, ცალფა და სხვა.). ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში ედგარუბაუმ“ – მეფე, ანდა ზოგჯერრუბათუმ“ – დედოფალი. მათ უფლებებს ზღუდავდა დიდებულთა კრება. სამეფო კარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენდიდებულები“ (რაბიუთუმ). ესენი იყვნენ სახელმწიფო (სამეფო) თანამდებობის პირები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევდა. მათ შორის აღსანიშნავიაკიბის მოძღვარი“ (რაბი სიმმილთიმ), რომელიც ქალაქ-სახელმწიფოში უზენაესი მოსამართლის (მეფის) მოადგილის ფუნქციებს განაგებდა. ზოგჯერ იგი სამეფო ტახტზეც ადიოდა.
ძვ. . II ათასწლეულის დასაწყისიდანვე მცირე აზიის ცალკეულ ქალაქ-სახელმწიფოთა შორის დიდი ბრძოლა იყო გამართული ჰეგემონობისათვის. პირველ ხანებში იგი ბურსახანდას (ბურუშხათუმის) სასარგებლოდ მიმდინარეობდა. მისი მმართველი ანატოლიის დანარჩენმთავრებსშორისდიდ მეფედითვლებოდა.
აგრეთვე ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება იყო ქანიში (იგივე ნესა), რომელიც განსაკუთრებით უნდა გაძლიერებულიყო XIX საუკუნეში, როდესაც სავაჭრო კოლონიები აღმავლობას განიცდიდნენ მთელ ანატოლიაში. ქანიშის მმართველთაგან ცნობილია ლაბარშა, ინარი და მისი ძე ვარშამა. ცნობილია, რომ ინარი და ვარშამა ბრძოლებს აწარმოებდნენ მეზობელი რაიონების დამორჩილებისათვის, რაც კარგად ჩანს მამას ქვეყნის მეფისანუმხირბის წერილიდან, რომელიც ვარშამასადმია გაგზავნილი. თავის მხრივ, მამას ქვეყნის მმართველიც ცდილობდა გაეფართოებინა თავისი სამფლობელოები მეზობელი რაიონების ხარჯზე. ინარის დროს ქანიშსა და მამას შორის ხელშეკრულება იყო დადებული.
აღმოსავლეთ ანატოლიის პოლიტიკურ ერთეულთაგან აგრეთვე ყურადღებას იპყრობს ქუშარიხეთური წარწერების ქუსარა, ნესიტების ერთ-ერთი ადრინდელი პოლიტიკური ცენტრთაგანი მცირე აზიაში. სავარაუდოდ, ქუსარა აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარეობდა, თუმცა ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
ქუსარას პირველ მმართველთაგან ჩვენთვის ცნობილი არიან ფითხანა და მისი ძე ანითა (ძვ.. XVII .). ფითხანას დროს, როდესაც ანითაკიბის მოძღვარიიყო, იწყება მეზობელი რაიონების დაპყრობა, რომლის პოლიტიკაც განაგრძო ანითამ. თავისი მმართველობის დასაწყისისათვის წყაროები უბრალოდმეფესუწოდებენ. მას შემდეგ, რაც ანითამ დაიმორჩილა მეზობელი რაიონები, დაამარცხა ხათის მეფე ფიუსთი და ხათუსა მიწასთან გაასწორა, ხოლო ფურუსხანდას განადგურების შემდეგ მისი მმართველი ტყვედ წამოიყვანა, წყაროებში ანითა უკვე იხსენიება როგორცდიდი მეფე“. თავის რეზიდენციად მან აირჩია . ნესა, სადაც ციხე-სიმაგრეები და ტაძრები ააგო.
ანითას დროს ცენტრალურ მცირე აზიაში შეიქმნა საკმაოდ ძლიერი სამეფო. იგი ყიზილ-ირმაქის (ძვ. ჰალისი) აუზს მოიცავდა. ამ ხანის ქუსარა იყო ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ხეთების ძველ სამეფომდე არსებობდა.
ქუსარას სამეფოში უნდა დაწყებულიყო ხეთური ეთნოსის ჩამოყალიბება და ჩასახულიყო ხეთური სახელმწიფოებრივი წყობილება. ყოველივე ამას ფესვები ძალიან შორს აქვს გადგმული, ყოველ შემთხვევაში, ფითანაანითას ხანაში მაინც. ამიტომაც არის, რომ ამ პერიოდს ხშირად ხეთების ადრეული ხანის ისტორიასთან აკავშირებენ.
     ხეთური წერილობითი ტრადიციის თანახმად, ქუსარა იყო ინდოევრუპული ხეთების (ნესიტების) უძველესი პოლიტიკური ცენტრი მცირე აზიაში. ხეთების სახელმწიფოს ფუძემდებლად იგი მიიჩნევს არა ანითას, არამედ ქუსარას მეფე ლაბარნას (დაახ. 1600-1586), რომელიც ანითასაგან თითქმის მთელი საუკუნითაა დაშორებული. ლაბარნას დროს ქუსარამ მიაღწია არნახულ ძლიერებას. ხეთების შემადგენლობაში მოქცა მთელი ცენტრალური მცირე აზიის .. შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. დიდი წარმატებით მართავდნენ ქვეყანას მისი მემკვიდრეებიც: ხათუსილი I (1586-1556), მურსილი I (1556-1526), ხანთილი I (1526-1496). ხეთებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი სირია და 1531 წელს ააოხრეს ბაბილონი, რასაც მოჰყვა კიდეც ამ უკანასკნელში ჰამუპალის დინასტიის დამხობა, რომლის წარმომადგენელიც იყო დიადი მეფე ჰამურაბი. ხეთთა საბრძოლო წარმატებები დიდად განაპირობა მათი ჯარის კარგმა ორგანიზებამ და ცხენიანი საბრძოლო ეტლისა და რკინის იარაღის გამოყენებამ.
ხეთების ყოველ ტომსა თუ დასახლებას საკუთარი ღვთაება ჰყავდა. ამას გარდა ხეთები ყოველი მეზობელი ქალაქის დაპყრობისთანავე, მათი ტაძრიდან მთავარ ღვთაების ქანდაკებას იტაცებდნენ და საკუთარ ქალაქებში მიჰქონდათ. ყველაფერი აღნიშნულის გამო მათ სამეფოს ხშირადათასი ღვთაების ქვეყნადმოიხსენიებენ.
ხათუსილიმ სტრატეგიული მოსაზრების გამო სამეფო ტახტი ქუსარადან (როდესაც მეფე არცავაზე სალაშქროდ იყო წასული ქუსარა ხურიტებმა ააოხრეს) ხათების ყოფილ დედაქლაქ ხათუსაში გადაიტანა, რის მიხედვითაც იწოდა კიდევაც ამ სახელით (მანამდე ლაბარნა II ერქვა). სწორედ ამ დროიდან გახდა ხათუსა დედაქალაქი, რომელმაც ხეთების იმპერიის დაცემამდე იარსება, ქუსარამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
ხანთილი წინაპრებს მსგავსად მეფობის დიდ ნაწილს ლაშქრობებში ატარებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ის სირიის ქალაქ-სახელმწიფოების დაპყრობას უთმობდა. ხეთებს მთავარი სამხედრო ძალების არყოფნით სარგებლობდნენ ხურიტული ტომები, ჩრდ. მესოპოტამიდან მცირე აზიაში იჭრებოდნენ და ხეთურ ქალაქებს არბევდნენ. მალე მათ მიბაძეს მთიელმა კაშკებმა და ჩრდილოეთის მხრიდან თავს ესხმოდნენ ხეთების მიწებს.
ლაბარნასგან განსხვავებით XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან ხეთების მეფეები აღარ ატარებენზღვიდან-ზღვამდე მპყრობელისტიტულს, რაც აფიქრებინებს ისტორიკოსებს, რომ ამ პერიოდიდან ხეთების სამეფოს დაპყრობილი შავზღვისპირა მიწები უკვე კაშკებს აქვთ მიტაცებული (ან დაბრუნებული).
კაშკების შესაჩერებლად ხანთილი იძულებული გახდა ქალაქების გამაგრება დაეწყო. განსაკუთრებით გაამაგრა ხათუსა, რომელსაც ძლიერი კედელი შემოარტყა. მიუხედავად მიღებული თავდაცვითი ღონისძიებებისა კაშკებმა მაინც დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი, მათ შორის თილიურა და საკულტო ცენტრი ნერიქი, თუმცა ხანთილიმ მოახერხა და აღარ გადმოუშვა ისინი მდინარე კუმესმახზე (შესაძლოა დღევ. ჩეკერეკი).
ხეთების შემდეგი მმართველები, რომლებიც ხანთილისა და თელიფინუს (1461-1436) შორის არსებულ პერიოდში მეფობდნენ, ძირითადად სამეფო ტახტისათვის წარმოებული ბრძოლებითა და მეზობელ ტომთა (ხურიტები, კაშკები) თავდასხმების მოგერიებით იყვნენ დაკავებულნი და შესაბამისად, ვერ შეძლეს წინაპართა მიერ მოპოვებული წარმატებების შენარჩუნება. დაპყრობილ ხალხთა აჯანყებებმა და ჯარის არაერთგზის დამარცხებამ ხეთების სამეფო დაასუსტა და ერთი საუკუნის მანძილზე მისი საზღვრები თავდაპირველ - ჰალისის აუზს აღარ სცილდებოდა.
ხეთების სამეფოს ხელახალი აღმავლობა დაიწყო თუდხალია I-ის დროს (დაახლ. 1420-1400), როდესაც ხეთებმა ყოველმხრივ შეტევები წამოიწყეს. დას. მცირე აზიაში ხეთების უღელი ხელახლა იტვირთეს არცავამ, მასუმ (ბერძნულად მიზია), ლუკკუმ (ბერნულად ლიკია), ვილუსამ (ბერძნულად ილიონი, ანუ ტროას სამეფო). მალე აღმ. მცირე აზიისა და ჩრდ. სირიის სამეფოებმა - ქიცუვადნამ, იამხადმა, მუკიშმა, მითანისა და ეგვიპტის უღელი ხეთურზე გაცვალეს. თუდხალიამ დაპყრო ჩრდ. სირია და დაანგრია მისი რამდენიმე ქალაქი (ჰალაპი, ასუვა, ალალაჰი). ჩრდილოეთით ხეთების მეფემ რამდენიმე მარცხი აწვნია კაშკებს.
თუდხალიას მეფობის მეორე წელს, როდესაც ხეთების მეფე ასუვაში იყო ლაშქრით წასული, მთიელი კაშკები მრავალრიცხოვანი არმიით ხეთების მიწებს მოედვნენ, ძარცვავდნენ, წვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. თუდხალია ამბის შეტყობინებისთანავე დაბრუნდა შინ.
როგორც კი კაშკებმა მეფის ხათუსაში დაბრუნების ამბავი შეიტყვეს შინ წავიდნენ, მაგრამ თუდხალიას შურისძიება სწყუროდა, ამიტომ სასწრაფოდ მთელი არმიით მათი ქვეყნისკენ დაიძრა. კაშკების ბელადი მიხვდა საფრთხის სერიოზულობას და კაშკთა ყველა ტომს მოუწოდა გაერთიანებისკენ. მთიელთა დიდი არმია გამაგრდა ქალაქ ტივართან. წინიდან ტივარსა და კაშკების არმიას მდინარე იცავდა, უკნიდან კი დიდი ტყე. მიუხედავად ამისა თუდხალიამ მოახერხა კაშკების არმიის განადგურება, რომლის გადარჩენილი ნაწილი ბრძოლის ველიდან გაიქცა, რის შემდეგაც ხეთები დიდხანს ანადგურებდნენ კაშკების მიწებს. ქალაქები - ნერიქი, ხემინტესგა, სახუპა, ხათენცუვა და სხვები ერთმეორეს მიყოლებით ინგრეოდნენ ხეთებს არმიის შეტევის შედეგად. იხოცებოდნენ სიმაგრეთა მცველნი. ხეთებს ტყვედ მიჰყავდათ მათი ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ქონება. თუდხალიამ შური სასტიკად იძია და აცივებისთანავე გამობრუნდა ხათუსაში.
შემდეგი წლის გაზაფხულზე, როგორც კი მთა ამწვანდა, თუდხალია ისევ გაემართა კაშკების დასასჯელად. ამჯერად მან ქალაქების - თიქუფსას, ქაფაფსქას, ცითახარიას მთების დამთის არწივებსსხვა მხარეები დაარბია. კაშკების ქვეყანამ ისეთი დარბევა განიცადეს, რომ მათ რამდენიმე წელი სამხრეთით აღარ გამოუხედავთ.
წარმატებული თუდხალია წარუმატებელმა არნუვანდა I-მა (დაახლ. 1400-1380) შეცვალა. მის დროს მითანმა ხეთებს წაართვა სირია და ქიცუვადნა, დასავლეთით დამოუკიდებლობა დაიბრუნეს ლუკკამ და არცავამ, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ხეთებს ავიწროვებდნენ კაშკები, რომელთანაც არნუვანდა მრავალწლიან მძიმე ომს აწარმოებდა. ერთი წარწერის მიხედვით არნუვანდა თხოვდა ღმერთებს დაეხსნა კაშკთა ბატონობისგან . ნერიქი. იქვე საუბრობს კამამასა და ცალფუვაზე, ქალაქებზე, რომლებიც ოდესღაც ხეთებს ეკუთვნოდათ, მაგრამ კაშკებს აქვთ დაპყრობილი (ალბათ ხანთილის პერიოდიდან). როგორც ჩანს არნუვანდამ ვერც ეს ქალაქები დაიბრუნა და ვერც ხარკი დააკისრა კაშკებს.
ხათუსილი II- (დაახლ. 1380-1360) ცოტა ხნით გამოასწორა ვითარება და ჩრდ. სირიას კვლავ ქედი მოახრევინა, მაგრამ შემდეგ მეზობლებმა ყველა მხრიდან შემოუტიეს, ხეთების სასაზღვრო ქალაქები მიიტაცეს და მთელი ქვეყანა ააწიოკეს. ხათუსილი წერს: „ამ მხრიდან კაშკა-მტერი მოვიდა და ამან ხათის ქვეყნები ააოხრა, ხოლო ქალაქი ნენასა ქმნა. იმ მხრიდან აცი-მტერი მოვიდა დაზემო ქვეყნებიმთლად ააოხრა, ხოლო ქალაქი სამუხა (მდ. კეკლიტ-ჩაიზე) საზღვრად ქმნა... ხათუსა, თვით ქალაქი, გადამწვარი იყო და მხოლოდ ... და ხესთა-სახლი იყო გადარჩენილი“. ტარიკარიმის მთიელმა და ქალაქ ციხარიას მხარის კაშკებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს ხათუსა. ერთი ნაგებობაც აღარ დარჩა ხელუხლებელი (მისი აღდგენა მხოლოდ სუფილულიუმას დროს მოხდა).
    აღმოსავლეთიდან იშუვას (მდებარეობდა ევფრატის შემქნელი მდინარეების ყარასუსა და მურადის შეერთების რაიონში) ჯარები არბევდნენ ხეთების მოხარკე ტეგარამას (მდებარეობდა ევფრატის დას. ნაპირზე, იშუვას ჩრდ-დასავლეთით), ხოლო არავანას (მდ. ევფრატის საწყის მონაკვეთში, შუვას სამხრეთით) სამეფოს ჯარები მივიდნენ ხეთების მოხარკე ქიცუვადნას (მდებარეობდა ისტორიული კილიკიის ტერიტორიაზე, თანამედროვე მდინარეების ჯეიხანისა და სეიხანის აუზებში) საზღვრამდე. მათ მალე არცავამ მიბაძა დასავლეთიდან შემოიჭრა და მივიდა ქალაქებამდე ტუვანუვა (ანტიკ. ტიანა) და უდა (ანტიკ. გიდა, დღევ. ქალაქ ნიგდესთან). ასე რომ ხეთების სამეფო ამ დროისთვის უკვე მოქცეული იყო თანამედროვე ქალაქების ტოკატის, ანკარას, ნიგდესა და სივასს შორს.
კიდევ უფრო გართულდა ხეთების ვითარება თუდხალია II-ის (13601344) დროს.
ვარაუდობენ რომ კაშკებს ამ დროს უნდა გადაეწვათ აგრეთვე ხეთების მეორე დედაქალაქი საფინუვაც. ერთი ცნობით ერთ-ერთ ბრძოლაში კაშკებს 800 საბრძოლო ეტლი ჰყავდათ. შეშინებულმა თუდხალიამ ვერანარი დაცვითი ღონისძიების გატარება ვერ მოახერხა. ერთი ცნობის მიხედვით დაბნეულმა მეფემ მოიწვია სარდლები და ჰკითხა თუ ვის სურდა ებრძოლა მტრის წინააღმდეგ.
ამ პერიოდში ეგვიპტის მეფე ამენჰოტეპ III (13881351) წერდა არცავას მეფე ტარხუნტე-რადუს, რომხათუსას ქვეყანაგანადგურებულია და თხოვდა გამოეგზავნა მისთვის რამდენიმე ადამიანი კაშკების ტომიდან, რომელთა შესახებ მას ბევრი სმენია.
   ასეთ მძიმე ვითარებაში ასპარეზზე გამოვიდა უფლისწული სუფილულიუმა, რომელმაც ჩამოაყალიბა საკუთარი არმია. უფლისწულმა ჯერ ხათუსა დაიბრუნა, შემდეგ ჰაიასას ჯარებს წაართვა სამუხა, რომელიც თავისი ოპერაციების ბაზად აქცია. სუფილულიუმამ რამდენიმე წლის მანძილზე დაამარცხა კაშკების ორი დიდი არმია და განდევნა ჰაიასას ჯარები ქვეყნიდან.
ამ დროს თუდხალიამ სამხრეთ-აღმოსავლეთით მასას (ბერძნ. მიზია) შეუტია, მაგრამ უკან მობრუნება მოუხდა, რადგან ამ დროს ჰაიასას ახალი არმია შემოიჭრა. ხეთებმა მოიგერიეს მტერი და მათ ტერტორიაზე შეიჭრნენ, რის შემდეგაც ქალაქი კარანნი აიღეს, თუმცა ცოტა ხანში ჰაისას მეფემ კონტრშეტევა წამოიწყო და კარანნი დაიბრუნა.
ხეთების სამეფოს უკანასკნელი დიადი პერიოდი დაიწყო სუფილულიუმა I-ის (1344-1322) დროს. ამ დროს დასუსტდა ეგვიპტე, რომლის ახალ მეფე ამენჰოტეპ IV ეხნატონს (1353-1336) თავისი რელიგიური რეფორმისა და საყოველთაო მშვიდობის გარდა არაფერი ადარდებდა. თავდაპირველად როდესაც ხეთებმა სირია დაიპყრეს, ამენჰოტეპმა გაილაშქრა და განდევნა იქიდან ხეთების ჯარები, თუმცა მალე პოლიტიკურ სარბიელს ჩამოსცილდა, რამაც სუფილულიუმას სირიაში თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. 20 წლიანი ომებით ხეთების მეფემ დაიპყრო სირიის ქალაქ-სახელმწიფოთა უმეტესობა და მითანის დიდი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილისგან ვასალური სამეფო შექმნა. სუფილულიუმას უზენაესობა აღიარეს აღმ. და ჩრდ-აღმ. მეზობლებმა - იშუვას და ჰაიასას მეფეებმა. უკანასკნელის მეფე ხუკანამ ცოლად ხეთების მეფის და შეირთო და საპასუხოდ მარადი ერთგულება შეჰფიცა. ასეთ ვითარებაში კაშკებს ხეთებისკენ აღარ გაუხედავთ.
მმართველობის ბოლოს სუფილულიუმამ ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო, მაგრამ სამხრეთ სირიაში ყოფნის დროს მის ტყვეობაში მყოფ ეგვიპტელთაგან ხეთებს უცნაურ ეპიდემია გადაედოთ, რომელსაც თვით მეფეც შეეწირა. უკან მობრუნებულმა ხეთმა მეომრებმა ეპიდემია მთელს მცირე აზიას მოსდეს. ხეთების სამეფოში ეს ეპიდემია 20 წელი მძინვარებდა და მოსახლეობის უმეტესობის სიცოცხლე შეიწირა.
მამის სიკვდილის შემდეგ ტატხზე ასული არნუვანდა II (1322-1321) მალევე დაავადდა ეპიდემიით და პრაქტიკულად ვერ მართავდა ქვეყანას. ამთ ისარგებლეს მეზობლებმა და ამოქმედნენ. არცავამ უარი განაცხადა ხეთების მორჩლებაზე. „მითანის მემკვიდრეობისათვის ომშიასურეთმა მოიპოვა უპირატესობა, სირიაში კვლავ შეტევაზე გადმოვიდა ეგვპიტე, ქალაქ ისქუფითის მეთაურობით კაშკებმა ხეთებს ჩრდილოეთიდან შემოუტიეს. არნუვანდამ პირველ რიგში კაშკების შეჩერება გადაწყვიტა და მათ წინააღმდეგ სარდალი ხანნუტი გაგზავნა, მაგრამ ისქუფითში მისულ ხეთებს ეპიდემია დახვდათ, რამაც სარდალი და ჯარის დიდი ნაწილი შეიწირა. მალე არნუვანდაც გარდაიცვალა და ტახტზე მისი უმცროსი ძმა მურსილი II (1321-1295) ავიდა.
მურსილი II- უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო, თუმცა ამან სულაც არ შეაშინა და მამის დროინდელი პოზიციების აღსადგენად მთელი მეფობა ლაშქრობებში გაატარა.
მურსილი ხედავდა, რომ არ ჰყავდა სათანადო რაოდენობის არმია, რათა ყოველი მხრიდან მომავალი მტრები შეეკავებინა, ამიტომ ხერხს მიმართა. არმია გაჰყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გაგზავნა სტრატეგიულ ქალაქ ქარხემიშში, რომელიც ერთის მხრივ უკეტავდა გზას ევფრატზე ასურეთს და მეორეს მხრივ ეგვიპტეს აჩვენებდა, რომ ხეთების სამეფო მზად იყო დაეცვა თავისი სირიული სამფლობელოები. ხერხმა გაამართლა და ეგვიპტისა და ასურეთის მეფეებმა ხეთების სამფლობელოებზე შეტევა გადაიფიქრეს.
შემდეგ მურსილი არმის მეორე ნაწილით ჩრდილოეთით, . ტურმიტასკენ დაიძრა, რომლის მხარეს კაშკები ძარცვავდნენ. ხეთებმა დაამარცხეს მძარცველთა რაზმები, რის შემდეგაც კონტრშეტევა წამოიწყეს, შეიჭრნენ კაშკების მიწებზე, დაწვეს მათ ქალაქები - ხალილა და დუდუსქა (დუდუშქა ან თუთუსქა) და გაანადგურეს კაშკების გაერთიანებული არმია. მურსილი ამით არ დაკმაყოფლდა, განაგრძო შეტევა და ისარგებლა რა კაშკების მძიმე მარცხის შედეგად გამოწვეული დაბნეულობით, აიღო მათი მნიშვნელოვანი ქალაქი ისქუფითა, გადაწვა და ამ ლაშქრობის დროს დაპყრობლი კაშკების მიწები, თავის მაცხოვრებლებთან ერთად თავის სამფლობელოდ გამოაცხადა.
თავისი მეფობის მეორე წლის გაზაფხულზე მურსილიმ ამჯერად კაშკების ქალაქი თიფიას (თიფიას) მხარე ამოიღო მიზანში, რომლის მცხოვრებლებთ დაეპყროთ ხეთური ქალაქები ციცისი და ისტიტინუ და ანადგურებდნენ თავდასხმებით ხეთების ჩრდილოეთ მხარეებს.
ლაშქრობის დაწყების წინ მურსილიმ . თიფიას მხარის მეფეს ფიხუნიას მოუწოდა დამხმარე ლაშქარი გამოეგზავნა მისთვის, რაზეც ფიხუნიამ უარით უპასუხა. მურსილიმ ეს საბაბად გამოიყენა და თიფიაზე ილაშქრა, თუმცა ფიხუნიამ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მურსილი თიფიას მხარის მხოლოდ ერთი ქალაქის - ქათხაიდუვას დანგრევით შემოიფარგლა და უკან გაბრუნდა. გზად ხეთების მეფემ კიდევ ერთხელ დაარბია ისქუფითას მხარე და კაშკების ქალაქ ფალხუისას დაესხა, რომელსაც ბრალი დასდო ორი მოღალატე ხეთი დიდებულის (პაცანა და ნუნუტა) შეფარებაში. მიუხედავად იმიასა რომ ფალხუისას ხალხს მათზე არაფერი სმენოდათ და თან უკვე დიდებულები გაქცეულიყვნენ, მერსილიმ მაინც გადაწვა ქალაქი და მთელი მისი მხარის ხორბლის მარაგი ხათუსაში გაგზავნა. შემდეგ მურსილი მიადგა კაშკების ქალაქ კამამას, სადაც იმალებოდნენ დიდებულები და მოითხოვა მათი გაცემა. კამამას მოსახლეობა დახოცა პაცანა და ნუნუტა, თუმცა ამის მიუხედავად ხეთების მეფემ დაიკავა ქალაქი და თავის სამფლობელოდ გამოაცხადა.
მეხუთე წელს არცავას მეფე უხაციტესმა . მილავანდას (ბერძნ. მილეტი) მხარე დაიპყრო. ამით ხეთებისა და არცავას ომი განახლდა. ამასობაში . ფალხუისას მხარის კაშკები აჯანყდნენ. მურსილიმ ჯერ ფალხუისას მხარის ხორბლის მოსავალი გაანადგურებინა, შემდეგ კი . კუცასტარინთან ბრძოლაში დაამარცხა . ფისხურას მხარის ლაშქარი, რომელიც ფალხუისას დასახმარებლად მიემართებოდა და მურსილისთვის ზურგში დატყმას აპირებდა. ხეთების სარდალი მისდევდა ფისხურას ჯარს ქალაქ ანცილიამდე, რის შემდეგაც მობრუნდა და გადაწვა ფალხუისა.
კაშკების დასჯის შემდეგ მურსილიმ მთელი ძალებით არცავაზე ლაშქრობა წამოიწყო, რომელმაც შემდგომი წლის ზაფხულამდე გასტანა და ამ მხარის დამორჩილებით დასრულდა. არცავას მეფე უხაციტისა ეგეოსის ზღვაზე გაიქცა, მის ადგილზე კი ხეთების მეფემ უხაციტისას ვაჟი პიამა-ინარასი დანიშნა, რომელიც ხეთებს ბრძოლის დროს ჩაუვარდათ ტყვედ. არცავას ქალაქებში ხეთური გარნიზონები ჩადგა.
არცავას დაჩოქების შემდეგ მურსილის უბრძოლველად დამორჩილდნენ მდინარე სეხას ქვეყანა, ქალაქ ხაპალის ქვეყანა, ქალაქ მირის ქვეყანა. ყველგან ხეთური გარნიზონები ჩადგა. შედეგად დასავლეთიდან ხეთებს მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვილუსა (ტროას სამეფო) შერჩათ, რომელიც ხეთებთან მეგობრულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამხრეთით ხეთების სამფლობელოები უშუალოდ ეკვროდა ხმელთაშუა ზღვას. სამხრეთ-აღმოსავლეთით ეგვიპტესა და სირიასთან ნარჩუნდებოდა სტატუს-კვო. ჩრდ. აღმოსავლეთით მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ხეთებთან ჰაიასა. ასეთ ვითარებაში მურსილიმ გადაწყვიტა სრულიად მოესპო მრავალსაუკუნოვანი მტერი - კაშკები.
თავისი მეფობის მეექვსე წელს მურსილიმ გაჟლიტა აშხარფაიას (აშხარბაია, ასხარბაია) მთის კაშკები, რომლებიც ხეთების მთავარი ტერიტორიებიდან ხეთურ პროვინცია ფალასთან დამაკავშირებელ გზას კეტავდნენ.
შემდეგ არავანას ქვეყანაზე ილაშქრა და აიძულა მისი მმართველი ეცნო ხეთების უზენაესობა.
მეფობის მეშვიდე წელს მურსილიმ ქალაქ ციხარიას მხარის და თარიკარიმის მთის კაშკები გაიხსენა (მათ ხომ თუდხალია II-ის დროს ააოხრეს ხათუსა, თარიკარიმელები კი მურსილის დროშიც აგრძელებდნენ ხათუსას მახლობელი მიწების აწიოკებას). მურსილიმ ცეცხლითა და მახვილით გაიარა მათი ტერიტორიები და გახადა ისინი დაუსახლებელი. ამით დედაქალაქის უსაფრთხოების პრობლემა დიდი ხნით გადაიჭრა.
ამ დროს ნუხაშის მხარემ (სამხ. სირია) ქადეშის მმართველ აიტაკამას მეთაურობით აჯანყება გამოაცხადა. მაშინ ეგვიპტის ფარაონი ხარემხები მოულოდნელად დაიძრა ფინიკიისაკენ და წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა ჯერ ჩრდ. ფინიკიის ქალაქი გუბლა (ანუ ბიბლოსი), შემდეგ კი თანამედროვე სირიის ზღვისპირა ზოლში მდებარე ტახსის ქვეყანა (ქადეშთან), ქალაქები - ბაბხი, უგარიტი, არვადი, ბაგრა (ალეპოსთან) და ქარხემიშს მიადგა, რომელსაც თავად მურსილის უფროსი ძმა პიიასილი (შარი-კუჟუხა) მართავდა.
მაშინ მურსილი სასწრაფოდ გაეშურა ქარხემიშისკენ, მაგრამ გზაში გაიგო, რომ ფარაონი უკან გაბრუნებულიყო და თვითონაც შინ მობრუბნდა კაშკებთან ომის გასაგრძელებლად, ხოლო აჯანყებულთა დასასჯელად პიასილი და სარდალი კანტუცილი დატოვა.
მურსილიმ შესთავაზა ქალაქ თიფიას ქვეყნის მეფე ფიხუნიას დაებრუნებინა მიტაცებული ხეთური მიწები და ეღიარებინა ხეთების მეფის უზენაესობა. ფიხუნიამ უპასუხა რომ საკითხის გადასაჭრელად თვითონ გამოცხადდება არმიით ხეთურ მიწებზე, რაც გააკეთა კიდეც, თუმცა ვერ შეაფასა მოწინააღმდეგის ძალები. მურსილის ჯარი ბევრად აღემატებოდა მოწინააღმდეგისას და უკეთესადაც იყო აღჭურვილი. ხეთებმა დაიპყრეს ფიხუნიას მიწები და აქციეს იმპერიის ნაწილად. თიფია გადააკეთეს ციხე-სიმაგრედ და გაავსეს ხეთური გარნიზონით. მაშინ ფიხუნია ტყვედ ჩაბარდა და ხათუსაში გაგზავნეს.
ფიხუნიას შესახებ მურსილი ერთ ტექსტში წერს: „სანამ მამაჩემი იყო მითანში, ფიხუნია გამოვიდა და თავს დაესხა „ზემო მხარეს“ (ხეთების ჩრდილოეთს). შემდეგ მიაღწია . ციცისამდე. ზემო მხარე მან დაიპყრო და გადასცა კაშკებს. ხოლო ისტიტინას მთელი მხარე თვითონ დაიკავა და დასახლდა. იქ მართავდა ფიხუნია კაშკების ქვეყნის წესებისგან განსხვავებულად. იმიტომ, რომ კაშკების ქვეყანაში არ არის ერთი ადამიანის მმართველობა. ხოლო ეს ფიხუნია მოულოდნელად შეუდგა მართვას სამეფო ძალაუფლების შესაბამისად“.
შინ მისვლისას მურსილიმ შეიტყო რომ ჰაიასას მეფე ანიიამ (მარიასის ძემ) გაძარცვა ხეთური ქალაქი ტანუკვა და ტყვეები და პირუტყვი გარეკა შინ. მურსილიმ, რომელსაც არ სურდა მეომრების დაკარგვა, გადაწყვიტა პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება და რამდენიმეჯერ მისწერა ანიიას წინადადებით დაებრუნებინა ტყვეები და მასთან შეფარებული მურსილის მტრები, თუმცა ყოველ ჯერზე შეურაცმყოფელი პასუხი მიიღო. მაშინ ხეთების მეფე ჯარით დაიძრა და მივიდა ჰაიასას სასაზღვრო ციხე-სიმაგრე ურესთან, მაგრამ ნაადრევად დაზამთრდა და სასჯელის მომდევნო წლისთვის გადადება მოუწია.
მეფობის მერვე წლის ზაფხულში მურსილიმ ჯარი გაგზავნა თავისი ძმის სარდლობით ჰაიასასკენ. შეშინებულმა ანიიამ მშვიდობა და მოპალარაკება ითხოვა და ტყვეთა დაბრუნებას დაპირდა. მურსილს არ სურდა ჰაიასასთან ომი, რადგან სირიაში აჯანყება გრძელდებოდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამ საქმეში კვლავ ეგვიპტე ჩარეულიყო, ამიტომ დათანხმდა. მოლაპარაკებები ერთი წელი გაიწელა, რადგან ხეთები არ აპირებდნენ დატყვევებული ჰაიასელების გათავისუფლებას, რის გამოც ანიიაც არ ჩქარობდა ხეთი ტყვეების გათავისუფლებას.
მეფობის მეცხრე წელს ეპიდემიისგან გარდაიცვალა ქარხემიშის მმართველი. მურსილი ძმის დასაკრძალად ემზადებოდა და ამ დროს მისი მტრები ყოველი მხრიდან ამოქმედნენ. ანიია შემოიჭრა, გაძარცვა ქალაქი ისტიტინა და ალყაში მოაქცია ქალაქი კანუვარა. ნუხაშის ქვეყნის მმართველებმა გააძლიერეს ზეწოლა ხეთების ერთგულ სირიულ ქალაქებზე, ხოლო ასურეთის მეფე ენლილ-ნერარიმ (1317-1308) გადალახა ევფრატი და დაიპყრო ქარხემიში.
მაშინ მურსილიმ არმია 3 ნაწილად გაჰყო. ერთ ნაწილს მეომბოხე სირიელების მოსავლის განადგურება დაავალა, მეორე ნაწილი (10000 ქვეითი და 700 საბრძოლო ეტლი) ნუვანცას (მურსილის ბიძა) სარდლობით . კანუვარას დასახმარებლად გაგზავნა, ხოლო მთავარი ძალებით ასურეთის მეფის წინააღმდეგ გაემართა, ქარხემიშთან ბრძოლაში და გაანადგურა ევფრატზე გადადენა. ქადეშში შიმშილის საფრხის წინაშე დამდგარი მოსახლეობა აჯანყდა, რომელსაც მეფის ძე ჩაუდგა სათავეში. უკანასკნელმა მოკლა მეამბოხე აიტაკამა, რის შემდეგაც ნუხაშის მხარემ მშვიდობა და პატიება ითხოვა. ქადეშში ჩადგა ხეთური გარნიზონი. ამასობაში კანუვარასთან ნუვანცამ დაამარხა ჰაიასას არმია, თუმცა ხეთებს მოუწიათ ქალაქ თეგარამას ჩრდილოეთით მდებარე ოლქები მდ. ჰალისის ზემო წელის ხეობაში ჰაიასელებს დარჩათ.
ცოტა ხნის შემდეგ თვით მურსილიც ჰაიასას მოსათხრელად დაიძრა, მაგრამ გზაში სარდლებმა დაარწმუნეს, რომ ზამთარი ახლოვდებოდა და ჯობდა უფრო ახლოს მდებარე კაშკების მიწებს დასხმოდნენ და ჰაიასას განადგურება გაზაფხულისთვის გადაედოთ. მურსილი ჩუმათ, ღამე სვლით გადაადგილდებოდა და მოულოდნელად დაეცა კაშკების ქალაქებს. ჯერ ღამით მძინარე ქალაქი ფიგაინარესა უბრძოლველად იგდო ხელთ და გადაწვა, შემდეგ დღეს მოულოდნელი თავდასხმით იიახრესა დაიპყრო, გადაწვა და იქედან ტყვეები, ძროხები და ცხვრები გარეკა. შემდეგ დღეს აიღო და გადაწვა მეზობელი . თარკუმა. შეშინებული მეზობელი ქალაქების - თაპტინას, ხურსამასა და ფიკურცის მცხოვრები კაშქები ხეთების მეფეს შეეგებნენ და თხოვეს საკუთარ ქვეშევრდომებად აყვანა. ყველა ეს მიწა მურსილიმ თავის სამფლობელოებს შეუერთა. შემდეგ დღეს მურსილიმ გადაწვა კაშკების ორი ქალაქი - ხაისეხლა და კანტისა და დაზამთრებამდე მოასწრო ხათუსაში დაბრუნება.
მეათე წლის გაზაფხულზე მურსილი ჰაიასაში შეიჭრა და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოსამზადებლად ბანაკი მოაწყო. არ ჰყავდა რა სათანადო არმია ხეთებთან პირდაპირ ბრძოლაში გასამკლავებლად, ჰაიასას მეფემ გადაწყვიტა მტერს ღამით დასხმოდა და გაენადგურებინა. მურსილის დაზვერვამ ყველაფერი შეიტყო და მოწინააღმდეგეს ხაფანგი დაუგო. ჰაიასას მთელი ჯარი თავდასხმის დროს გაჟლიტეს, რის შემდეგაც მურსილის მშვიდად შეეძლო ჯარის გარეშე დარჩენილი ქვეყნის ციხე-სიმაგრეების დაკავება. პირველად შეუტია ციხე-სიმაგრე არიფსას, რომელიც შავ ზღვასთან ახლოს კლდეზე მდებარეობდა და აიღო იგი. მთიელ ჰაიასელებს თავიანთი ქალაქი აუღებლად მიაჩნდათ, მაგრამ მურსილის მებრძოლები ანალოგიურ სიმაგრეებზე ბრძოლაში კაშკების მთიან ზონაში ომების დროს გაიწვრთნენ. არიფსაში ხეთებმა იშოვეს ბევრი ნადავლი, ძროხები და ცხვრები. აქედან მურსილი ქ. თუკამუს (იგი სავარაუდოთ ჰაიასას ცენტრი იყო) მხარეში შეიჭრა და 3000-მდე ტყვე იგდო ხელთ. ამდენმა მარცხმა სულიერად დასცა მთიელი ჰაიასელები და თუკამუს მხარის უხუცესთა საბჭო ეწვია მას, თხოვა არ გაეძარცვა მათი ქალაქი და აეყვანა ისინი თავის ქვეშევრდომებად. მურსილი დათანხმდა, ისინი ერთგულებაზე დააფიცა, ტყვეები საკუთარ არმიაში ჩარიცხა და შინ დაბრუნდა.
შემდგომ წელს მურსილი ისევ შევიდა ჯარით ჰაიასაში და მოლაპარაკება გამართა ვინმე ხალიმანას ციხე-სიმაგრის მმართველ მუტისთან, რომლის შუამდგომლობით მურსილის ჰაიასელებმა დაუბრუნეს 1000 ხეთი ტყვე. მიუხედავად აღნიშნული ღონისძიებებისა ჰაიასაზე გავლენა მაინც სუსტი იყო.
ამის შემდეგ მურსილი ისევ კაშკებს მიუბრუნდა. კაშკები ვეღარ ბედავდნენ რა პირისპირ ომში ხეთებთან შებმას პარტიზანულ ომზე გადავიდნენ. ისინი მოულოდნელად ესხმოდნენ ხეთებს და შემდეგ მთებში უჩინარდებოდნენ. ამასთან ხეთების შეტევისას თავიანთ პატარა და ადვილად ასაღებ ციხე-ქალაქებში აღარ იკეტებოდნენ. კარგად შეიმუშავეს დაზვერვის სიტემა და მტრის მოახლოებისთანავე გარბოდნენ მთაში, უტოვებდნენ რა მტერს ცარიელ ნაგებობებს. იგივე სისტემა ჰქონდათ სოფლებს. ანალოგიურად მტრის მოახლოების ინფორმაციას მეზობელი სოფლები და ქალაქები ერთმანეთს სწრაფად ატყობინებდნენ. ასე რომ განადგურების საფრთხის გამო ყველა კაშკური მხარე ერთმანეთთან შეკავშირდა. ასე მაგალითად ქ. მალაციას მცხოვრებლებმა შეატყობინეს საფრთხის შესახებ ქ. სუნუპასის მცხოვრებთ და მათაც ცარიელი ქალაქი დაახვედრეს ხეთებს. სამაგიეროდ ვერ გადარჩა თვითონ მალაცია, რადგან მთელი ღამის მანძილზე წვიმდა, რის გამოც მზვერავები ვერ ახერხებდნენ ცეცხლის ანთებას ქალაქისკენ მომავალი გზის გასანათებლად, დილით კი საშინელი ნისლი იყო და ამის გამო ვერ დაინახეს თუ როგორ მოვიდა მტერი ქალაქის კედლებთან. შედეგად მურსილიმ ისინი სრულად გაჟლიტა.
კაშკების ტაქტიკა აიძულებდა მურსილის ახალი სამხედრო მეთოდები და ხერხები მოეფიქრებინა მათ გასანადგურებლად.
მეცხრამეტე წლის შემოდგომაზე მურსილი მძიმედ შეიარაღებული თუმცა შედარებით მცირერიცხოვანი არმიით გაეშურა კაშკების ქ. თაგასთას ასაღებად. კაშკებმა შეიტყვეს მისი სავარაუდო მარშრუტი და ყველა გზა ქალაქების - საუდუპას, ქარახნას და მარისტას მხარეში ჩაკეტეს. ამ მხარის კაშკებმა მთელი მოსახლეობა შეაიარაღეს და ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს ხეთები. მურსილიმ იცოდა, რომ მოწინააღმდეგის მებრძოლთა უდიდესი ნაწილი გლეხები, მონადირეები და ხელოსნები იყვნენ, რომლებსაც დიდი ხნით ომში წასვლა არ შეეძლოთ, ამიტომ ბანაკი გაამაგრა და ელოდა მათ შინისკენ წასვლას. გარკვეული ხნის შემდეგ ასეც მოხდა და მურსილიმ მშვიდად შეძლო სახიფათო გასავლელის გადალახვა, სადაც თავისი რაზმი დატოვა, რათა მტერს არ დაეკავებინა და უკან გზაზეც მშვიდად გამოეარა. როდესაც ქალაქს მიუახლოვდა თაგასთას სარდლებმა იწყეს ქალაქის ჯარის მზადება მტრის შესახვედრად. მურსილიმ აქაც ხერხს მიმართა. ქალაქს პირდაპირ, გამაგრებული მხრიდან არ შეუტია, მოუხვია და ღამით შორი გზით, ხეთებისადმი მეგობრული ქალაქის კატიტიმუვას გავლით დაესხა თაგასთას. ამან დააბნია ადგილობრივები და ქალაქი ადვილად დაანებეს მტერს. აქედან ღამით შეუტია ისტალუბას, თაკუვახინასა და მის მეზობელ თახანთათიფას ქალაქებს და გაანადგურა მათი მიწები. შემდეგ კი ქ. კაბუბუვასადა მდ. კუმისმახის მხარის კაშკების არმია, რომელიც თაკუვახინას საშველად მოდიოდა - გაანადგურა.
მეოცე წელს ქ. თუმანას ქვეყნის (შავი ზღვის პირას) ჯარები დაიძრნენ ხეთური მხარე ფალას წინააღმდეგ, რომელსაც მეფის ბიძაშვილი ხუტუპიანცა მართავდა. უკანასკნელმა კი საშველად მურსილის მიმართა. მურსილი მთელი ძალებით წავიდა თუმანაში, რომლის მოსახლეობამ უბრძოლველად გამოაცხადა მორჩილება. თუმანა მურსილიმ თავის საკუთრებად გამოაცხადა და ფალას მხარეს შეუერთა.
ოცდამეოთხე წელს მურსილიმ ელურიას მთის კაშკების მეთაურმა ფითაგათალიმ 9000 მებრძოლი და საბრძოლო ეტლები შეკრიბა მურსილის წინააღმდეგ საომრად და ქალაქ საფიდუვასთან დაბანაკდა. მურსილიმ სწრაფად რომ ემოქმედა დატოვა მძიმე შეიარაღება ქ. ალტანაში და ღამით სვლით ჩუმად მიუახლოვდა ქალაქს და გამთენიისას დაეცა. ფითაგათალიმ მომზადება ვერ მოასწრო და სასტიკი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც მცირე რაზმით ელრუიიას მთაზე შეეხიზნა. აქ მას დაეწივნენ ხეთების რაზმები და მდ. დახარაში ჩაყარეს ისინი. ამის შემდეგ მურსილიმ წინააღმდეგობის გარეშე გაძარცვა ქალაქების - საფიდუვასა და ფითიფარას მიწები.
ცოტა ხნის შემდეგ ასევე ღამის სვლით და თავდასხმით გაანადგურა მურსილიმ კაშკების ქალაქი თიმუხალა და მის ირგვლივ დასახლებები.
ოცდამეექვსე წელს მურსილიმ დაიპყრო კაშკების ქალაქი სუნუპასი და ფითალახსის კლდეზე მდებარე სიმაგრე, რის შემდეგაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ კაშკების ტომების კოალიცია ჩამოყალიბდა. მურსილიმ კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი არმიით შეუტია კაშკებს. იგი სწრაფად და მოულოდნელად დაეცა მათ და ადვილად აიღო ქალაქები - თაგასთა, ისტალუბა, კაბუბუვა. მხოლოდ ქ. ხუპტას არმიამ გაბედა ბრძოლა, მაგრამ საბრძოლო ეტლების შეტევამ ისინი შეავიწროვა და დამარცხებულ იქნა. ქალაქები - ხუპტა, ცაგაპურა და კასპია ხეთებმა ფერფლად აქციეს. კაპაგაპას მთისძირში მურსილიმ შეიტყო, რომ მთის წვეროზე გამაგრებულია კაშკების რაზმი. ხეთებმა შეუტიეს მოულოდნელი მანევრით და ისიც გაანადგურეს.
მურსილიმ ლაშქრობა განაგრძო. ამ დროს ხორბალი დამწიფდა და კაშკები მოსავლის აღებას იწყებდნენ. მაშინ მურსილიმ თავის მებრძოლებს უბრძანა მოემკათ კაშკების ხორბალი და სადაც უკვე მომკული და გადამალული იყო, მოეძებნათ და ჩამოერთმიათ. ამ გზით იგი ერთის მხრივ ხეთების მოსახლეობას კვებავდა, მეორეს მხრივ კი კაშკების ურჩ მოსახლეობას შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებდა. ასე იქნა მომკული ქალაქების თახანდათიფას, თაკუვახინას და სხვა მხარეთა მოსავალი ხეთების მიერ. მურსილიმ მიაღწია მდინარე კუმისმახამდე, ხოლო ნუვინცა წარმატებით ებრძოდა მდ. დახარისა და ქ. ატხულისას მხარის კაშკებს. მურსილი ქ. თიმუხალას მხარის კაშკების დამარცხების შემდეგ მათ მეთაურს დაედევნა, რომელიც მთაზე შეიხიზნა. ამ დროს აცივდა და ხეთების მეფე სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. იგი ზამთარში არასდროს ომობდა მთიან მხარეებში.
კაშკებზე ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მურსილიმ შეუტია ქ. თაფაფანუვას მხარეს, რომელიც მაღალმთიანი იყო, რის გამოც საბრძოლო ეტლებისათვის გაუვალი იყო და მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებულებს უწევდა მასზე ლასქრობა ხეთებს ამის მიუხედავად მურსილიმ სწრაფად იარა, მოულოდნელად დაესხა კაშკებს და დაამარცხა. ამ მხარის ქალაქები – თაფაფანუვა, ხათინცუვა, ცითხარია, კათესქისა და სხვები ხეთებმა დაიპყრეს.
ხეთურ ტექსტებში ნაკლულად შემორჩენილია კიდევ რამდენიმე დაუთარიღებელი ლაშქრობა კაშკების ქალაქებზე, რომელთაგან ზოგი (და შესაძლოა ბევრი მათგანი) ზემოთ მოხსენიებული ლაშქრობების სხვა ტექსტია:
I – ლაშქრობა კაშკების ქალაქებზე: ტიმუხალა, ციმუმუვა, თაფაფანუვა, ტახაპისუნა, ქარასუვა, ხაპიერი, ხურნა, ტახასდუვარა, ტეხსინას მთის მხარე, მდ. მარასანთას (ყიზილ-ირმაქი) მხარე.
II – ლაშქრობა კაშკების ქალაქ კადუდაპაზე.
III – ლაშქრობა კაშკების ქალაქებზე: საფინუვა, თუხმუთარა, სუხურუიანა, ხურსამა, ტუხმიარა.
IV – ლაშქრობა კაშკების ქალაქებზე: ხარციუნა, ხაკპისა, თუხმუთარა, ხურსამა, ტუხმიარა, ტურმეტა, თაფაფანუვა, ატხულისა, მდ დახარის მხარე, კაშუს მთის მხარე (ომი კაშკების ბელადებთან – პენდუმლისასთან და პიცუმურიშასთან).
V – ლაშქრობა კაშკების ქალაქებზე: დახარამუ, ვაშხაია, თარითარა, (ომი კაშკების ბელად პიცუმურიშასთან).
VI – ლაშქრობა კაშკების ქალაქ ტეტხულიაზე.
VII – ლაშქრობა კუვატიელსასას მთის, ქ. ისტუპისტას და ქ. სუნუპასის კაშკებზე.
VIII – ლაშქრობა კაშკების ქალაქ ტუმანაზე.
IX – ლაშქრობა ქალაქ კულიტხავას მთის კაშკებზე
X – ლაშქრობა კაშკების ქალაქებზე: ციდაპარხა და ხარაპასა.
XI – ზღვისპირა კაშკებზე ლაშქრობა.
მიუხედავად ამდენი ლაშქრობისა მურსილიმ ვერ გაანადგურა კაშკები და ვერც საბოლოოდ დაიმორჩილა. ისინი აჯანყებებს და ხეთური მიწების აწიოკებას განაგრძობდნენ. ამის გამო მათ საზღვრებზე ხეთებმა სიმაგრეთა ხაზი ააგეს, რომელსაც აღარ უნდა გადმოეშვათ მთიელები. განსაკუთრებით ძლიერი თავდაცვითი ხაზი ააგო ფალა-თუმანას მხარის მართველმა ხატუნიანამ, რადგან კაშკებისგან ყველაზე მეტად მისი სამფლობელოები ზარალდებოდა.
მმართველობის უკანაკნელ წლებში მურსილი ეგეოსის ზღვისპირა პროვინციებში პოზიციების გამყარებას ცდილობდა, რომელსაც აქიავას (აქეელ ბერძენთა სახელმწიფო, მიკენის სამეფო ან მიკენური ეპოქის რომელიმე ბერძნული სამეფო) მეფე ემუქრებოდა.
მურსილის შემდეგ ხეთების სამეფოს ტახტი მისმა ვაჟმა მუვათალი II-მ (1295-1272) დაიკავა. მისი მმართველობის პირველი წლები საკმაოდ მშვიდი იყო. მან რამდენიმე მოყმე ქვეყნის მმართველი საკუთარი დებზე დააქორწინა, რითაც განიმყარა ამ ქვეყნებთან კავშირი. 1280-იან წლებში კი ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ეგვიპტის ფარაონმა სეტი I-მა (1290-1279) ჩრდ. სირიის დაპყრობა მოინდომა და ამ მიზნით ხეთებთან ომების წარმოება მოუხდა. ომის პირველი პერიოდი სეტის უპირატესობით მიმდინარეობდა. მან არაერთი წარმატება მოიპოვა ხეთებსა და მის მოკავშირე სირიულ ქალაქებზე და ჩრდ. სირიაში დაიპყრო ქადეში, კანტუ, ტუნიპი და სხვა ქალაქები. მოგვიანებით ვითარება შეიცვალა და უპირატესობა მუვათალის მხარეს გადავიდა, რის შემდეგაც სეტიმ თითქმის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაკარგა და მუვათალისთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა.
რადგან ხეთების მთავარი ძალები სამხრეთით, სირიის ფრონტზე იყვნენ დაკავებულნი, ქვეყნის ძირითადი რეგიონები დაუცველი დარჩა. ამით ისარგებლეს კაშკებმა და ხეთური მიწების რბევა განაახლეს, რაც საბოლოოდ მათ მიერ ხათუსას კიდევ ერთხელ აღებითა და გაძარცვით დასრულდა. მუვათალი იძულებული გახდა საგანგებო ზომები მიეღო. მან დედაქალაქი ხათუსადან უფრო სამხრეთით ტერჰუნტასუში (ტატნასუში) გადაიტანა და ქვეყნის ჩრდ. მხარის (ფალას, თუმანას, „ზემო მხარის“) მეთაურად უმცროსი ძმა ხათუსილი დანიშნა, რომელსაც დაევალა კაშკების წინააღმდეგ ბრძოლა. ხათუსილიმ ბწყინვალე სამხედრო კამპანია აწარმოა კაშკების წინააღდეგ, დაამარცხა მათი გაერთიანებული ლაშქარი და თვით ქალაქი ნერიქიც კი დაიბრუნა. ამის შემდეგ მურსილიმ მოახერხა კაშკების ნაწილის საკუთარ ქვეშევრდომებად გახდომა, და ამიერიდან მთელი მოღვაწეობის მანძილზე აღნიშნული კაშკების საბრძოლო რაზმები ხათუსილის მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ.
ეგვიპტის ახალ ფარაონ რამზეს II-ს (1279-1213) სირიაში (და არა მარტო) გაბატონება სურდა, რასაც ხეთებთან მრავაწლიანი ომები მოჰყვა. რამზესი 1274 წელს 25000 იანი არმიით სირიაში შეიჭრა და ქ. ქადეშთან მივიდა, რომელთან ახლოს დაბანაკებული იყო მუვათალი 28000 მებრძოლითა და 3500 საბრძოლო ეტლით. ხეთების არმია მეტად ჭრელი იყო. მასში შედიოდნენ კაშკები ხათუსილის სარდლობით, არცავას, მასას, ლუკკას, ტროას, ქიცუვანდას, არავაპნას, ქარხემიშის, ჰალეპის, უგარიტის, ნუხაშეს, ქადეშის და სხვათა ჯარები. ხეთებმა მოატყუეს რამზესი, დაარწმუნეს რა თითქოს მუვათალი ჩრდილოეთით, ჰალეპისაკენ წავიდა. რამზესი სწრაფი სვლით ავანგარდთან ერთად ქადეშში შევიდა და ხაფანგში აღმოჩნდა. იგი ხეთურ ჯარებმა ალყაში მოაქციეს. მძიმე დანაკარგების მიუხედავად რამზესმა პირადი სიმამაცით მოახერხა ალყიდან თავის დაღწევა და მოწინააღმდეგესაც დიდი ზარალი მიაყენა. ეგვიპტელებმა მოახერხეს გაძლება და ბოლოს რამზესის ჩამორჩენილი ნაწილებიც მოვიდნენ და პოზიციები დაიბრუნეს. მდ. ორონტის (დღევ. ელ-ასი) ბრძოლა მეორე დღესაც უშედეგოდ დასრულდა. მუვათალის შეთავაზება ზავზე რამზესმა მიიღო და უკან გაბრუნდა. ხეთებმა განაგრძეს სამხრეთით სვლა და ეგვიპტელთა მიერ მიტაცებული უმუ (დამასკის ოაზისში) და ამურუ დაიბრუნეს.
ცოტა ხნის შემდეგ რამზესმა ძალები მოიკრიბა და სირიაში დაბრუნდა. ამჯერად ბრძოლა მისი სრული უპირატესობით წარიმართა. მუვათალის ბოლო წლებში ხეთებმა სირიაში დაკარგეს დაპური, ქადეში, ტუნიპი და სხვა ქალაქები.
მუვათალის შემდეგ ერთხანს ხეთების ტახტზე მისი ვაჟი მურსილი III (1272-1267) იჯდა, რომელსაც აუჯანყდა ბიძა ხათუსილი, კაშკების ჯარით დაამარცხა ძმისშვილი, გადაასახლა და ტახტზე დაჯდა ხათუსილი III-ს (1267-1237) სახელით.
ხათუსილის მეფობა ხეთების ისტორიაში უკანასკნელი წარმატებული პერიოდი იყო. მან ტახტი დააბრუნა ხათუსაში, რომელიც დანგრეული იყო კაშკების მიერ და სრულიად აღადგინა.
ამასობაში ძალიან გაძლიერდა ასურეთი, რომელმაც გაანადგურა მითანი და ეგვიპტესა და ბაბილონის სამფლობელოებს ემუქრებოდა. ამან ხეთები აღნიშნულ ქვეყნებთან დააკავშირა რასაც მეგობრობის ხელშეკრულებების გაფორმება მოჰყვა.
1258 წელს რამზესა და ხათუსილი III-ს მსოფლიოში ერთერთი პირველი დიპლომატიური შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, ხეთები ჩრდილოეთ სირიაში, ეგვიპტელები კი - სამხრეთ სირიაში გაბატონდნენ.
ხეთების ეგვიპტესთან ომით დაკავებამ ხელ-ფეხი გაუხსნა ასურელებს, რომლებმაც მითანი და ბაბილონი დააჩოქეს და ევფრატის ზემო წელს მოადგნენ, სადაც ხეთების ინტერესებს შეეჯახნენ.
ხათუსილი და მისი მემკვიდრე თუდხალია IV (1237-1209) ცდილობდნენ იმპერიის არსებულ საზღვრებში შენარჩუნებას და გაურბოდნენ ასურეთთან ომს. ევფრატის ზემო წელის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქებმა - იშუვამ, მალდიამ (დღევ. მალათია) და სხვებმა, რომლებსაც ასურეთის სასტიკი აგრესია აშინებდათ ხეთებთან მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგად ამ ქალაქებში ხეთების გარნიზონები ჩადგა. მაშინ ასურეთის მეფე თუქულთი-ნინურტა I-მა (1233-1197) ეს ქალაქები აიღო და ხეთური გარნიზონები გაჟლიტა. თუდხალიამ ხმა არ გასცა და სამეფოს საზღვრების შენარჩუნებაზე ზრუნვა განაგრძო.
მისი მმართველობის ბოლოს მცირე აზიაში შემოსევები დაიწყო აქეელთა (მიკენის) მეფე ატარისიასმა, რომელსაც უკვე არნუვანდა III-ის დროს (1209-1207) მხარში ამოუდგა ხეთების მიერ დამონებული არცავა და სხვა სამეფოები, რომლებმაც ააოხრეს იმპერიის დასავლეთ ნაწილი და დაიპყრეს ხეთების კუთვნილი ალასიის (კიპროსი) სამეფო.
ამასობაში ტახტზე თუდხალიას უმცროს ვაჟი სუფილულიუმა II (1207-1178) ავიდა. მან დასაწყისში მოახერხა მეტოქეთა დამარცხება და კიპროსისა და ქ. იშუვას (იგი ასურეთს წაართვა) დაბრუნება, თუმცა მალე ე.წ. ზღვის ხალხების“ შემოსევები დაიწყო, რომელმაც მთელი მცირე აზია წალეკა. „ზღვის ხალხებში“ შედოდნენ: შერდანები (მეკობრე ხალხი კ. სარდინიიდან, რომლებიც მუდმვად თავს ესხმოდნენ ეგვიპტეს), ტირსენები (იგივე ტირენები, შესაძლოა ეტრუსკთა წინაპრები), ტურშები (?), ფილისტიმელები (პალესტინის ძირძველ მოსახლეები), ჩაკალები (?), დანუნები (?), ფრიგიელები (ხალხი „სამხრეთ ბალკანეთის“ მთებიდან, თანამ. ბულგარეთის ტერიტორიიდან), შაკალეშები სიცილიელები, ან ბერძნული არქიპელაგებიდან), აქეელები (ერთ-ერთი დიდი ბერძნული ტომი, რომელმაც შექმნა მიკენის სამეფო), გარამანტები (?), ლუკები, ტევკრები (ტროას სამეფოს ბერძნების მიერ განადგურების შემდეგ გამოქცეული ხალხი).
გამუდმებულმა სამხედრო კამპანიებმა ხეთების სამეფოს ეკონომიკა მოშალა და ქვეყანა დააუძლურა. ყველა რეზერვი ამოიწურა, რის გამოც მეფეს ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ამით ისარგებლეს ქართველური წარმოშობის მუშქებმა და ხურიტებთან და კაშკებთან ერთად თავს დაესხნენ ხეთების სამეფოს, აიღეს ქ. ხათუსა და მიწასთან გაასწორეს. სუფილულიუმა დაიღუპა და მასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა ხეთების იმპერია. გადარჩენილმა ხეთურმა მოსახლეობამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კილიკიასა და მის მეზობელ მხარეებში) მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, სადაც მოგვიანებით ე.წ. ახალი ხეთური სამეფოები შეიქმნა. მცირე აზიის ტერიტორია დამპყრობლებმა გაინაწილეს, რასაც მოჰყვა კიდეც მოგვიანებით დას. მცირე აზიაში ფრიგიის, ლიდიისა და სხვა სამეფოების წარმოშობა.
რაც შეეხება მუშქებს, მათ კასკებთან ერთად კაპადოკიის ტერიტორია გაინაწილეს და მდინარე ევფრატის ზემო წელისაკენ ლაშქრობისათვის ემზადებოდნენ, რომელიც ასურელებს ეკავათ...
ეს ისტორია უკვე კონკრეტულად მუშქებისადმი მიძღვნილ თავში გავაგრძელოთ, ხოლო ახლა კაშკებისა და ასურელების ომების აღწერას შევუდგეთ.
ხეთური ლურსმნული ტექსტების ქასქების (ქაშქების) ტომთა ეთნიკური წარმომავლობისათვის (აკადემიკოსი გრიგოლ გიორგაძე)
ქასქების ტომები ხეთურ ლურსმნულ ტექსტებში აღნიშნულია ტერმინით „ქასქა“ („ქაშქა“), რომლის დაწერილობა ამ წყაროებში გადმოცემულია სხვადასხვანაირად: „ქაშქა“, „გაშქა“, „კაშკა“, „კაშქა“, „კაშქა“ და ა. შ. ეგვიპტურ იეროგლიფურ ტექსტებში იგივე ხალხი მოხსენიებულია როგორც - კშკშ (ე.ი. კაშკაშ); ელ-ამარნას ერთ-ერთ ტექსტში - გაშგაია; შუა ასურული ხანის წყაროებში - კაშკაია; ახალ ასურულში - კაშკა ან კაშკუ; უგარიტულ ტექსტებში - კტკიმ. „ქასქა“ ტერმინის სინონიმი ძველაღმოსავლურ წყაროებში ერთი შემთხვევის გარდა (რომელზეც ცალკე თავში ვისაუბრებთ) არ მოიხსენიება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქასქა“ იყო აგრეთვე ამ ტომთა თვითსახელწოდება, რომელსაც ხმარობდნენ ქასქების მეზობელი თუ არამეზობელი ხალხებიც. აქვე აღვნიშნავთ, რომ სიტყვა „ქასქა“-ს ეტიმოლოგია უცნობია, იგი თავისი ფორმით ახლოსაა ხეთურ სიტყვასთან „ქაშქუ“, რაც ნიშნავს „მთვარეს“.
ხეთურ ტექსტებში „ქასქა“ ტერმინისგან ნაწარმოებია „ქასქას ტომი“ („ქასქა-ტომი“) ან „ქასქას ტომები“, „ქასქას ქვეყანა“ (ან ქვეყნები), „ქასქელი“, „ქასქელები“, „ქასქელი მეომრები“ ან „ქასქას ქვეყნის მეომრები“, „ქასქა-მტერი“, „ქასქას ღვთაებები“ ან „ქასქას ღვთაებები“ ან „ქასქური ღვთაებები“ და ა. შ.
ტერმინი ქასქა არ აღნიშნავდა ერთ რომელიმე ტომობრივ გაერთიანებას, იგი იყო ზოგადი სახელწოდება ტომებისა, რომლებიც ხეთების სამეფოს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ. ტერიტორიულად ესაა მოგვიანო ხანის პონტოს სამეფოსა და მისი მიმდებარე რაიონები. დასავლეთით იგი მდ. მარასანთამდე (ყიზილ-ირმაქი) ვრცელდებოდა, ხოლო აღმოსავლეთით ალბათ თანამედროვე ერზინჯანამდე.
ზოგიერთი ხეთოლოგის აზრით ქასქები ხეთების მეზობლად მხოლოდ ხანთილი I-ის დროიდან ცხოვრობდნენ, რადგან უფრო ძველ წყაროებში არ იხსენიებიან, მაგრამ ეს სწორი არ უნდა იყოს. ხეთურ ლურსმნულ ტექსტებში დადასტურებული ფაქტები, რომელთა მიხედვით ქასქების ტერიტორიაზე მდებარეობდნენ აშკარად ხათური (არაინდოევროპელი ხათები ცხოვრობდნენ ცენტრალურ ანატოლიაში ინდოევროპელი ხეთების მოსვლამდე. მათი ქალაქი იყო ხათუსა) წარმოშობის პუნქტები, გვაფიქრებინებს, რომ თავდაპირველად ქასქები ბინადრობდნენ პონტოს აღმოსავლეთით, ან მის აღმოსავლეთ პერიფერიაზე (შესაძლოა მდ. ჭოროხის სათავეებამდე), საიდანაც ისინი მოგვიანებით თანდათან უნდა გავრცელებულიყვნენ დასავლეთისკე, ხათური ტომების ხეთებთან შერწყმის შემდეგ. მხოლოდ ამით უნდა აიხსნას ის, რომ ქასქური ონომასტიკონის,განსაკუთრებით ტოპონიმიკის ნაწილი ხათური წარმოშობისაა. რომელიმე შერეული რაიონიდან ქასქების ტომთა გადმოსახლების ან სხვა ადგილებში გადასახლების შესახებ ხეთურ, ისევე როგორც სხვა ძველაღმოსავლურ წყაროებში, არავითარი მითითება არ შემონახულა. ეს ფაქტიც გავფიქრებინებს, რომ ქასქები ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ძველისძველი მკვიდრი ტომები იყვნენ.
ქასქების ეთნიკური კუთვნილების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. 1. ქასქები ხათები თუ არა მათი მონათესავე ტომები მაინც არიან; 2. ქასქები აფხაზურ-ადიღეური ტომები არიან; 3. ქასქები ტერიტორიის აბორიგენებია არიან და შესაბამისად კოლხების წინაპრები (ეს ტერიტორია ძვ.წ. I ათასწლეულში მთლიანად ქართველურ ტომებად აღიარებულ ტომებს უჭირავს) ან სულაც კოლხები არიან.
განვიხილოთ თითოეული მოსაზრება ცალ-ცალკე.
ხეთურ ტექსტებში დადასტურებული ქასქური ონომასტიკონის შესწავლამ 50-იანი წლების შუა ხანებში იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ონომასტიკონის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ტოპონიმიკა ხათური წარმოშობისაა. ეს არცაა მოულოდნელი, რადგან ქასქებს ეკავათ ოდესღაც ხათებით დასახლებული ტერიტორიის ნაწილი, სადაც, დასავლეთით გადანაცვლების შემდგომ, მათ უნდა დაეტოვებინათ ძველი ტოპონიმები. თუმცა ეს არ არის საკმარისი ქასქებისა და ხათების ნათესაობის დასადგენად. არც ქასქების ენის ბუნების კვლევა აახლოვებთ მათ. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუკი ხათური საზოგადოება შეიძლება განვიხილოთ როგორც ქალაქ-სახელმწიფოს ტიპის საზოგადოება (ე.ი. ადრეკლასობრივი), ქასქები ამ მხრივ აშკარად ჩამორჩებოდნენ. ხეთების მეფე მურსილი II ქაშქების ერთ-ერთი ბელადის ფიხუნიას შესახებ, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერებულა, ამბობს, რომ იგი „ქაშქურად კი არ მართავდა, არამედ მეფურად“ და დასძენს – „ქაშქებთან ერთი კაცის ბატონობა წესად არ იყო მიღებული“. ეტყობა აღნიშნული ფიხუნიას მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ქაშქებში ახლახანს დაწყებულა ტომის ბელადის სუვერენულ ხელისუფლად გადაქცევის, ე. ი. კლასობრივი საზოგადოების წარმოქმნის პროცესი. ქაშქების მეზობელი ოლქების მოსახლეობა (მაგ. ჰაიასა) ამ დროს აგრეთვე განვითარების ამ საფეხურზე იმყოფებოდა - დოკუმენტებში აქ მმართველებად „უხუცესები“ და თვით „ხალხი“ გამოდის.
ქასქების დაკავშირება ადიღე-ჩერქეზებთან ძირითადად განპიროებებულია იმით, რომ სახელწოდება „ქასქა/ქაშქა“ ავლენს ბგერით სიახლოვეს ჩერქეზი ხალხის აღმნიშვნელ სახელწოდებასთან - „ქაშაგ“-თან, რომელიც გადმოიცემოდა შუა საუკუენეების წყაროებში შემდეგი ფორმებით: „ქასახია“ (VIII-IX საუკუნეების ბიზანტიელ ავტორებთან, X ს-ის მოღვაწე კონსტანტინე პორფიროგენეტთან), „ქაშაგ“, „ქაშაგია“ (არაბულ წყაროებში, X ს-ის მოღვაწე მასუდისთან), „კასოგი“ (1113 წელს დაწერილ ძველ რუსულ მატიანეში), ქაშოგი, „ქეშიგი“ (ძველ ქართულ წყაროებში). სულხან-საბას განმარტებით „ქაშაგ“ ქართულად ნიშნავს გასაყიდად გამზადებულ, დაბმულ მაღალ ახალგაზრდა მამაკაცს. ფანასკერტელთან სიტყვა „ქაშაქი“ ახსნილია როგორც „წვენი ქერის კორკოტისა“, ტერმინის „ქაშქის წყალი“ კი გამოიყენებოდა ლუდის აღსანიშნავად და ა. შ. რუსი მეცნიერი ნატალია ვოლკოვას აზრით, შესაძლებელი გენეტიკური კავშირის ძებნა „ქასაგ“ და „ქაშქ“ ტერმინებს შორის გამორიცხულია.
ლინგვისტური თვალსაზრისით გარეგანი მსგავსება ხეთური წყაროების „ქასქა/ქაშქა ტერმინისა შუა საუკუნეების დროინდელ „ქაშაგ“ სახელწოდებასთან, რასაკვირველია სავსებით დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიდი წყვეტილია სივრცესა (დაახლ. 3000 კმ) და დროში (მინიმუმ 20 საუკუნე). სახელთა ამ მსგავსებაზეა აგებული ფართოდ გავრცელებული მოსაზრება ხეთური წყაროების ქასქების გაიგივებისა ჩერქეზულ ტომებთან - ქაშაგებთან (ისევე როგორც ზოგიერთი მკვლევარი ტიგლათფილესარ I-ის ერთ ტექსტში ნახსენებ აბეშლაელებს აკავშირებს აფსილებთან და აქედან გამომდინარე აფსუელებთან ანუ თანამედროვე აფხაზებთან). მაგრამ საკითხავია, რამდენად მართებულია აღნიშნულ ტომთა იგივეობის გამოცხადება მხოლოდ სახელწოდებათა მსგავსებაზე დაყრდნობით? ჩემი აზრით ეს არგუმენტი არ უნდა იყოს გადამწყვეტი ქასქებისა და ჩერქეზების იგივეობის დადგენისათვის. სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ტერმინთა მსგავსების შემთხვევითობა. სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე მიაქციეს ყურადღება იმ ფაქტს, რომ ხეთური წყაროების „ქაშქა“ ტერმინის მსგავსია ან იდენტურის სხვადასხვა ეპოქის იმ ტომთა (და ხალხთა) სახელწოდებებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ახლაც ცხოვრობენ მსოფლიოს სულ სხვადასხვა მხარეში, მაგ. აფრიკაში (კამერუნში - ტომი „ქასქა“), ევროპაში (ლათ. Casca), აზიაში (ინდოეთში მცხოვრები ტომები „გაშქა“), თვით მოგვიანო ხანის მცირე აზიაში: „ბოლეგასგუს“ (ანკარის ჩრდილოეთით), „ქესქოს“ (პამფილიაში) და ა. შ.
სხვადასხვა წარმოშობის ხალხთა აღსანიშნავად ერთი და იგივე ტერმინის ხმარების მაგალითები მრავლადაა შემორჩენილი. მაგ. ანტიკურ პერიოდში: ელადის აქაიები და შავიზღვისპირეთის აქაიები; ლიბიის მახლიები და მეოტიდის (აზოვის ზღვის) მახლიები; ალბანიის მთის მცხოვრებნი და თესალიელი ალბანები (აგრეთვე კავკასიაში მოსახლე ალბანები); პირენეელი და ქართველი იბერები და ა. შ. ბოლოს კი ის შეიძლება ითქვას რომ ქასქების ჩერქეზებთან გაიგივებისათვის არანაირი სხვა საბუთი არ არსებობს.
ყოველივე ზემოთქმულს მივყავართ იქეთკენ, რომ ვივარაუდოთ ქასქების ტომთა გენეტიკური სიახლოვე სხვა წარმოშობის ტომებთან. ამ მხრივ პერსპექტიული უნდა იყოს გენეტიკური კავშირების ძებნა ძველ კოლხურ (ე. ი. დასავლურქართველურ, მეგრულ-ჭანურ-სვანურ), განსაკუთრებით სამხრეთ კოლხურ ტომებთან, რომლებიც ანტიკურ ხანაში ცხოვრობდნენ სწორედ პონტოს აღმოსავლეთ რაიონებსა და მათ მეზობლად აღმოსავლეთიდან. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ყურადღებას იქცევს ქასქური ტოპონიმიკა, ქასქური საკუთარი სახელები, ცალკეული ქასქური სიტყვები და ა. შ., რომლებიც თარიღდება ძვ.წ. XV-XIII საუკუნეებით. მთელი ეს მასალა ჩვენთვის საინტერესო მიზნით ჯერჯერობით არავის გამოუყენებია.
გავეცნოთ მაგალითებს.
ქასქური ტოპონიმიკა კარგადაა ასახული ხეთურ ლურსმნულ ტექსტებში. უპირველეს ყოვლისა, ინტერესს იწვევს გეოგრაფიული სახელები, რომლებიც მთავრდება - ია სუფიქსზე: აშხარფაია (აშხარბაია, ასხარბაია), ელურია (ილურია), გახარია, ქათხარია, ქაშქაია (ქასქაია), ფათალია, შარია (სარია), შუხურია (სუხურია), თახანთარია, თალიფაცია, თაქაშთურია (თაქასთურია) თალმალია, თიმია, თიფია, ვაშხაია (ვასხაია), ციხარია, ცითახარია, ციხარცია და სხვა მრავალი (ქასქური ტოპონიმიკის -ია სუფიქსთან დაკავშირებით შეადარეთ მეგრული გვარები, რომლებიც ბოლოვდებიან -ია სუფიქსზე: ქეცბაია, თოფურია, ქანთარია, გახარია, გამახარია, პაჭკორია, ოდიშარია, ქუთელია, ფიფია და ა. შ.).
ინტერესს იწვევს -სქა, -სგა, (-შქა, -შგა) სუფიქსიანი ტოპონიმები, რომლებიც გავრცელებული იყო თითქმის მხოლოდ ქასქებით დასახლებულ ტერიტორიაზე: თვითონ ქასქა (ქაშქა), ხუმინთისქა, ხუმინთიშქა, (ხუმინთისგა, ხუმინთეშქა), ქარიქურისქა (ქარიქურისგა), მუნისქა (მუნისგა), თათისქა (თათიშქა), თუთუსქა, დუდუსქა (დუდუშქა) და ციანთისქა (ციანთეშქა). როგორც ცნობილია, ამავე სუფიქსითაა გაფორმებული ასურულ ლურსმნულ წყაროებში დადასტურებული ეთნონიმი - მუშქა (მუსკა), იგივე მუშქაია (მუსკაია), ე.ი. მუშქების, მოგვიანო ხანის მესხების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც ქართველურ სამყაროში გადავყავართ. -სქა (-სგა) ქასქურ სუფიქსთან დაკავშირებით შეადარეთ -სქ-/-სგ- კომპლექსიანი ფორმები ზანურსა და სვანურში, ისევე როგორც ჭანურ-მეგრულ-სვანური შქ-ა, ი-სგა = „შუა“. ზემოთჩამოთვლილ სახელწოდებათაგან ხუმინთიშქა, თათიშქა და ციანთიშქა გამოირჩევა იმითაც, რომ მათში შეიძლება დავინახოთ სიტყვა „თიშქა/დიშქა“ (ჭანურად და მეგრულად „დიშქა“ = „შეშა“-ს), -სქა, -სქა სუფიქსიანი ტოპონიმი შემორჩენილია სამეგრელოში დღესაც, მაგ. ჟირღალიშქა.
ქასქური პირთა სახელების ნაწილი მთავრდება - ილი სუფიქსზე, რომელიც როგორც ვარაუდობენ, ხათური წარმოშობის -ილ სუფიქსი უნდა იყოს და უნდა აღნიშნავდეს ამა თუ იმ პირის წარმომავლობას (მაგ. „ნერიქაილ“ – „ნერიქელი“, კაცი ქ. ნერიქიდან; „ხათუშაილ“ – „ხათუსელი“, ანუ კაცი ქ. ხათუსადან და ა. შ.). მას დიდი ხანია უკავშირებენ ქართულ -ელ- სუფიქსს. ასეთი სახელებია: ხიმუილი (ქართულად „ხიმუელი“), ითილი, ქასქაილი (ქართ. „ქასქელი“), ქურიალი, (ქართ. „ქურიელი“), ფიაფილი, სამეთილი (ქართ. „სამეთელი“), საუსილი, სუისმელი, სუნაილი, დადილი, დადილუ (ქართ. „დადიელი“) და სხვ.
ყურადღებას იქცევს ტოპონიმები და საკუთარი სახელები -უვა, -ვა დაბოლოებებით, რომლის მსგავსები მრავლადაა მეგრულში:
ტოპონიმები - ხათენცუვა, ქარასუვა, ქათთალადუვა, ქათხაიდუვა, ქათითიმუვა, საფიდუვა, ტაფასავა, თიქუქუვა, თაფაფანუვა, თაფაფასხუვა, ციმუმუვა და სხვა.
საკუთარი სახელები - ქაშალუვა (ქასალუვა), ქასქამუვა, ქიფურუვა, ქიფურუვა და ა. შ.
აქვე უნდა მივუთითოთ სიტყვებზე, რომლებიც ასკარად ქასქური ლექსიკიდან არის აღებული (თუმცა მათი მნიშვნელობები დაუდგენელია): ფიგაფილუ, ფიქურიალი, ფიქუდუშთენახ, ფიფალალა, ფითთაურია, ფითუნთუშ (ფითუნთუს). როგორც ვარაუდობენ ეს სიტყვები იწყება ფი- პრეფიქსით, რომელსაც ხათურ წარმოშობისად თვლიან.
კიდევ არაერთ მაგალითზე შეიძლებოდა შეჩერება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ზემოაღნიშნულით ვკმაყოფილდებით. მართალია ჯერჯერობით არ ხერხდება დასახლებული სიტყვების მნიშვნელობათა დადგენა, მათი ეტიმოლოგიის გამოვლენა, მაგრამ ისინი იმსახურებენ ყურადღებას თავიანთი ბგერითი შეამდგენლობით. ამასთანავე, საყურადღებოა ფონემათა განაწილების იდენტურობა ქასქურსა და მეგრულ-ლაზურში, განსაკუთრებით აფიქსთა იდენტურობა. გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს ონომასტიკურ მასალასთან და მაწარმოებელ აფიქსებთან, რაც საუკუნეებს უძლებს. ამ სახელწოდებებში ბევრია მეგრული (და საერთოდ დასავლურქართველური) სტრუქტურის ტოპონიმები და საკუთარი სახელები, რაც გასათვალისწინებელია ქასქების ეთნიკური ვინაობის დადგენისას. ზემოთმოტანილი მასალა უფრო მეტად მიუთითებს ქასქების კოლხურ წარმოშობაზე, ვიდრე აფხაზურ-ადიღეურზე.
* * *
ვცადოთ რამდენიმე ქაშქური ტოპონიმის მეგრულით ახსნა:
1. „თაქაშთურია“ იშიფრება მეგრულად „თაქა-შ-თურია“. „თაქა“ მამაკაცის გავრცელებული სახელია ქართულში მათ შორის მეგრულშიც - თაქა, თაქუნია-ს ფორმით. გვარსახელში კი, თაქთაქიძე, თაქთაქიშვილი - ეს სახელი ორჯერ მეორდება. „თური“ მეგრული სიტყვაა და ნიშნავს „გვარს“, სისხლის ნათესაობითი ერთობას... ე.ი. „თაქაშთურია“ ქაშქური ადგილის სახელი მეგრულად ნიშნავს თაქას გვარისანი-ს. შეადარეთ მეგრული გვარები: ბაღა-თურია „ბაღას გვარისანნი“; ჭან-თურია/ჭანტურია „ჭანის გვარისანნი“; ქუთათურია „ქუთას გვარისანნი“ და ა.შ.
2. მხარის, ქვეყნის სახელი თიფია, ფიხუნიას სამშობლო: ი. დიაკონოვს თიფიელები ქართველურ მეგრულ-ლაზურ ტომად - ტიბარენელებად მიაჩნია. აქ ხსენებული მრავლობითობის სუფიქსი „არ“ ზანურია. მეგრულ-ლაზურია. აკაკი შანიძემ „არ“ სუფიქსის ზანურობას, მეგრულ-ლაზურობას ხაზი გაუსვა ტოპონიმ „გოგარენისა“ და სომხური „გუგარაქის“ შედარებისას და თვალსაჩინოდ დაასაბუთა თავისი მოსაზრების უტყუარობა. ტიბარენები რომ ზანების-ჭანების მეგრელ-ლაზების წინაპრები იყვნენ შესანიშნავად და მეცნიერულად დაამტკიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნანა ხაზარაძემ. იხილეთ სტატია: „ტიბარენები. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“; მისივე: „აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში“.
ამრიგად, ი. დიაკონოვის და ქართველ მეცნიერთა აზრით „თიფია“, ანუ „ტიბია“ თიფიელი ფიხუნიას მშობლიური მხარის სახელი მეგრულია და სინონიმია მოგვიანო ხანის ეთნონიმის - ტიბარენელებისა.
3. ფიხუნია ჩვეულებრივი მეგრულ-ლაზური საკუთარი სახელია. სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხში, 1963 წელს ფიქსირებულია მამაკაცის საკუთარი სახელი „ფოხონია“. ჩვენ შეგვიძლია შევუდაროთ სახელ „ფიხუნიას“. ხეთურ ლურსმულ დამწერლობაში „ო“ და „უ“ ერთნაირი ნიშნით გადმოიცემა. საერთოდ სახელი ფოხონია, სამეგრელოში ფართოდ გავრცელებული საკუთარი სახელია. სახელი „ფიხ-უნია“-ს პირველი ელემენტი „ფიხ“ შეესატყვისება მეგრულსავე მამაკაცის სახელებს: ფიხუ, ფიხული. ამავე სახელის მეორე ელემენტი, სახელის დაბოლოვება „უნია“ საკმაოდ გავრცელებული დაბოლოებაა თანამედროვე მეგრული გვარსახელებისა. ასეთებია გვარსახელები: ხუხ-უნია, გაბ-უნია, გ-უნია... და ა.შ.
ვითვალისწინებთ აგრეთვე, ზემოთქმულსა და ქაშქების სოფლებისა და დასახლებების სახელწოდებათა იდენტურობას ქართველურთან, განსაკუთრებით ზანურთან, როგორიცაა ელურია „ილურია“ ქართულ გვარ-სახელ ილურია, ილურიძესთან, ხათური გახარიას - მეგრულ გვარ-სახელ გახარიასთან, გვახარიასთან; ქაშქური ტოპონიმის - შარია-ს მეგრულ გვარსახელ შარიასთან; სარიას, მეგრულ გვარსახელ სარიასთან; ქაშქური ტოპონიმის შუხურიას მსგავსებას მეგრულ საკუთარ სახელ - შუხური-სთან/შუქურისთან და ა.შ. ასეთი ტოპონიმი 18-ია. ნათქვამს ემატება ქაშქური სოფლის სახელი „თაქაშთურია“, რომელიც ჩვენს მიერ მეგრულად გაიშიფრა როგორც „თაქას გვარისანნი“.
გრიგოლ გიორგაძის დაკვირვებამ, მისმა მიგნებებმა აშკარად უჩვენა ქართველოლოგებს, რომ მეგრულ-ჭანური ენები უკვე არსებობდნენ ძვ. წ. II ათასწლეულში. ქართველი არქეოლოგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს მოსაზრება მათ ბევრად უფრო ადრე გამოთქვეს არსებული არქეოლოგიური მასალის გაანალიზებით. ლინგვისტთა ერთი ჯგუფის დასკვნები, რომლებიც ხსენებულ პროცესს უფრო გვიანი ხანით ათარიღებენ, აშკარად მცდარია და მოითხოვს შესწორებას. შესაბამისად, სვანურის გამოყოფის თარიღი ქართულ-ზანური ერთობიდან ასევე საჭიროებს გადასინჯვას.
გრ. გიორგაძე საკუთარ ნაშრომში „ასურული ლურსმული ტექსტების „ქაშქა“ და „აბეშლა“ ტერმინთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ“, ასაბუთებს, რომ ტერმინ ქასქა „ქაშქა-ს და ვითომ მის სინონიმს, აბეშლას, არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ადიღეველების სახელ „კასოგ“, „კაშოგ“-თან და აფხაზურთან - აფსუებთან. „აფსილი“ ბერძნულად „არა შიშველს“, „არა მელოტს“ ნიშნავს. ასე რომ სრულიად შესაძლებელია აფსილები არ წარმოადგენდნენ ეთნიკურ ჯგუფს თავისი გაგებით, უბრალოდ ეს სახელი ეწოდა კონკრეტული ადგილის მცხოვრებთ. ძველი ბერძნული წყაროები ქალაქ აფსაროსის სახელს ლეგენდარული მეფის აიეტის შვილს აფსირტეს უკავშირებს. „აფსილიც“ სრულიად შესაძლებელია იგივე წარმოშობის იყოს.
კაშკები და ასურეთის სამეფო
ასურეთის სამეფო ქ. ასურის (ასურულად აშური) ირგვლივ ჩამოყალიბდა, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში დააარსეს სემიტურმა ტომებმა მდ. ტიგროსის ნაპირზე. ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონის მოსახლეობისაგან. სემიტურ ენათა ოჯახში შემავალი ასურული ენა ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.
ასურელები თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა მთელ ბაბილონის პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაება ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა „ასურის ქვეყნად“, ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდინარე ტიგრის ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგროსის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირია-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო.
ასურის საქალაქო თემ-სახელმწიფოს სათავეში მდგომ პირებს ეპყრათ ქვეყანაში უმაღლესი სამხედრო და საკულტო-რელიგიური (უზენაესი ქურუმის) ძალაუფლება. ძვ. წ. III ათასწლეულში და II ათასწლეულის დასაწყისში ქ. ასური და მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ცენტრები, ემორჩილებოდნენ ბაბილონეთის ძლიერ ხელისუფალთ, ძვ. წ. XVIII საუკუნის დასაწყისში ასურეთში შეიქმნა ვრცელი სამეფო მეფე შამშიადად I-ის მეთაურობით. ასურის გარდა, სამეფოს მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა ქალაქები არბელა, ნინევია და სხვა. ძვ. წ. XVIII საუკუნეში ასურეთი დაიმორჩილა ბაბილონეთის ძლიერმა მეფემ ხამურაბიმ. ამასობაში მცირე აზიაში დიდი ძვრები მოხდა. შემოსეულმა ტომებმა გაანადგურეს ასურელთა ახალშენები, გადაუჭრეს ასურეთს მცირე აზიისაკენ მიმავალი გზები, რამაც საშუამავლო ვაჭრობის დაცემა და საერთოდ ასურეთის დასუსტება გამოიწვია.
„ბაბილონის ძველი სამეფოს“ დაშლის შემდეგ ასურეთი დაიმონა (ძვ. წ. XVI საუკ). ხურიტულმა მითანმა. ძვ. წ. XVI–XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ.
მრავალწლიანი ომების შედეგად მეფე ასურუბალიტ I-ის (1353–1318) მეთაურობით ასურეთი საბოლოოდ თავისუფლდება მითანის ზეგავლენისგან და თვითონ იწყებს დაპყრობებს. ადად-ნირარ I-ის (1295–1264) სალმანასარ I-ის (1264–1234), თუქულთი-ნინურტა I-ის (1233–1197) ლაშქრობების შედეგად ასურელებმა დაიპყრეს მთელი მითანი, ევფრატისა და ტიგროსის ზემო წელი, რის შემდეგაც ჩრდილოეთით ხეთების, ხოლო სამხრეთით ბაბლონის სამეფოების შევიწროვება იწყეს.
1197 წელს თუქულთი-ნინურტა საკუთარმა ვაჟმა აშურ-ნადირ-აფალმა მოკლა, რასაც ასურეთის სახელმწიფოში მრავალწლიანი შინაომები მოჰყვა. 17 წლის მანძილზე 5 მეფე გამოასალმეს სიცოცხლეს. შედეგად ასურეთი დასუსტდა, რითაც ისარგებლეს მისმა მეზობელმა ხალხებმა და ასურელთა სამფლობელოების მიტაცება იწყეს.
ასურეთმა ხელახალი გაძლიერება ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) დაიწყო. მან მთელ ჩრდილოეთ მესოპოტიამიაში გაბატონება მოახერხა, მისწვდა ვანისა და ურმიის ტბებს და თვით შავ ზღვამდე ლაშქრობებიც კი დაიწყო.
როგორც ასურული წყაროებიდან ჩანს, ხეთების სამეფოს განადგურების შემდეგ კაშკებმა მათი მიწების ნაწილი დაიკავეს და უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით იწყეს თავდასხმები, სადაც ასურელთა სამფლობელოებს გადაეყარნენ. ამასთან დაკავშირებით ტიგლათფილესარ I მოგვითხრობს: ჩემი მეფობის მეორე წელს 4000-მა კაშკაიელმა და ურუმეელმა, ხეთების ქვეყნის დაუმორჩილებელმა ხალხებმა დაიპყრეს სუბართუს მხარის რამდენიმე დასახლება. მე გავილაშქრე სუბართუში და როდესაც იმათ ჩემი მისვლის შესახებ შეიტყვეს, ბრძოლა ვერ გაბედეს, მომეხვიეს ფეხებზე. მე მივიღე ისინი თავისი სიმდიდრით და 120 საბრძოლო ეტლით და ჩავრიცხე ჩემი ქვეყნის ხალხში“.
სხვა წარწერებში ასურეთის მეფე მოკლედ იხსენიებს იგივე ლაშქრობას, ოღონდ ამჯერად „კაშკაია“-ს აბეშლა ცვლის, ანუ ამ პერიოდში აბეშლა კაშკას სინონიმია.
ტიგლათფილესარის სიკვდილის შემდეგ ასურეთის სამეფო დასუსტდა, ბოლო ხანებში დაპყრობილი ყველა მხარე დაკარგა და თითქმის ორი საუკუნე აღარ გაუხედავს ასე ჩრდილოეთით. შესაბამისად კაშქებთან და სხვა ქართველურ ტომებთან ბრძოლები აღარ უწევდათ.
ასურეთის უკანასკნელი დიადი პერიოდი ადად ნირარ II-ის (912–891) დროს დაიწყო. მან მოახერხა შიდა ქაოსის დასრულება და მეზობლების დამორჩილებას შეუდგა. მისი საქმე წარმატებით განარგძეს მემკვიდრეებმა თუქულთი ნინურტა II-მ (891–884) და ასურნასირფალ II-მ (884–859).
ასურეთის აგრესიამ აუძულა ბიაინის მხარის პოლიტიკური წარმონაქმნები გაერთიანებულიყვნენ. ასე წარმოიქმნა ბიაინის სამეფო (ასურული წყაროების ურარტუ), რომლის პირველი მეფე გახდა არამე (859–844).
ამან ასურელთა აგრესიული ზრახვები არ შეცვალა. სალმანასარ III (859–824) გამუდმებულ ლაშქრობებს აწყობდა ჩრდილოეთით ურარტუსა და მისი მეზობლების, დასავლეთით – სირია-კილიკიის და სამხრეთით – ბაბილონის მიმართულებით. მის მახვილს ვერ გადაურჩა ჭოროხის აუზში მდებარე დიაოხის სამეფოც. სალმანასარის მემკვიდრეებმა დაპყრობითი ზოლი ჩრდილო-აღმოსავლეთით გააფართოვეს და მიდიური ტომებიც დაიმორჩილეს.
IX–VIII საუკუნეთა მიჯნაზე გაძლიერდა ურარტუს სამეფო, რომლის მეფეებმა (მენუა I, არგიშთი I, სარდურ II) დაამარცხეს ასურელები და ნახევარი საუკუნით განდევნეს ვანის ტბის აუზიდან და სირია-კილიკიიდან.
ასურეთის ოქროს ხანა დაიწყო ტიგლათფილესარ III-ის (745–727) დროს, რომლის ლაშქრობებმა ურარტუს ძლიერება წარსულს ჩააბარა. 743 წელს მან არპადთან ბრძოლაში გაანადგურა სარდურ II-ის კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ აგრეთვე: გურგუმის მეფე ტარხულარი, არპადის მეფე მატიელია, მელიდის მეფე სულუმალაია და ქუმახას (ქუმუხი, ანტიკური კომაგენა) მეფე კუშტაშლი. სარდური თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. შეშინებული სირიის, კილიკიის, ფინიკიის, პალესტინის და ჰალისის ზემო წელის აუზის მხარეთა მმართველები (დამასკის მეფე რეცინა, კუმახას მეფე კუშტაშლი, ტიროსის მეფე ხირუმუ, კუეს მეფე ურიაიკა, ქარხემიშის მეფე პისირისა, გურგამას მეფე ტარხულარი, ბიბლოსის მეფე სიბიტიილა, ხამატას მეფე ენიელია, სამალიას მეფე პანამუ, მელიდას მეფე სულუმალა, კაშკების მეფე დადიმუ, ტაბალის მეფე ვასუსარმუ, ტუნის ანუ ტიანას მეფე უშხიტი, ტუხანის მეფე ურბალი, იშტუნდის მეფე ტუხამე, ხუბიშნის მეფე ურიმუ, არვადას მეფე მატანბილა, ბიტ-ამანას მეფე სანიპუ, მოავას მეფე სალამანუ, ასკოლონას მეფე მიტინტი, იუდეას მეფე იაუხაზუ, ედომის მეფე კაუშმაკალი, ტახის მეფე ხანუნუ და უცნობის მხარის მეფე მუცრაია) ტიგლათფილესარს არპადში ეწვივნენ, მუხლი მოიდრიკეს და ხარკი მიუტანეს. დაპყრობილი მხარეებიდან ასურელებმა 73000 ადამიანი გადაასახლეს იმპერიის შიდა მხარეებში.
აღნიშნული ინფორმაციით ვგებულობთ რომ: 1. კაშკების სამეფო უკვე მყარად არის დამკვიდრებული ხეთების სამეფოს ცენტრალურ ტერიტორიაზე; 2. კაშკების სამეფო გახდა ასურეთის მეფის ქვეშევრდომი.
უკანასკნელად კაშკები ასურულ წყაროებში იხსენიებიან ასურეთის მრისხანე მეფე სარგონ II-ის (722–705) უკანასკნელ წლებში. სარგონმა დაიმონა ურარტუ, ბაბილონი, ისრაელი და თითქმის აღმ. მცირე აზიის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი. 714 წელს ურარტუს მეფე რუსა I-მა (735–714) საშველად ჩრდ. კავკასიაში მომთაბარე მეომარი ტომები – კიმერიელები მოიხმო, თუმცა ამან ვერ უშველა და ასურელებისგან განადგურებულმა თავი მოიკლა. კიმერიელებმა კი ურმიის ტბის მახლობლად მოიწყვეს საცხოვრისი, ურარტუს მეფეებს ხარკს უხდიდნენ და მათ მეტოქეებს უმოწყალოდ ძარცვავდნენ.
დაახლ. 705 წელს სარგონის წინააღმდეგ აჯანყდა ასურეთის დაპყრობილი მრავალი მხარე. აჯანყება გამოაცხადეს კაშკებმაც და მათი ქვეყნიდან ასურული ჯარები განდევნეს. ასურეთის მეფე პირველად ტაბალის მხარეზე სალაშქროდ წავიდა თუმცა შეთქმულებმა სამხედრო ბანაკში მოკლეს.
ასურეთის ახალმა მეფე სინაქერიბმა (705–680) ყურადღება ბაბილონზე, ეგვიპტესა და ელამზე გადაიტანა და მთელი მეფობა ამ ქვეყნებთან ომში გაატარა, თუმცა კაშკებისთვის ამას შვება არ მოუცია. ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიასა და საერთოდ წინა აზიაში კიმერიელთა ახალ-ახალი ტომები აღწევდნენ და ყველაფერს აცამტვერებდნენ. დაახლ. 680 წლის ახლოს კიმერიელები ურმიის ტბის აუზიდან და სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთით დაიძრნენ, გააცამტვერეს ჰალისის აღმოსავლეთით მდებარე მიწები და მათზე დასახლება დაიწყეს. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან კაშკების ხსენება ისტორიულ წყაროებში წყდება. სამაგიეროდ ძვ. წ. VI საუკუნიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ბერძნული წყაროები მოიხსენიებენ სხვადასხვა ქართველურ ტომებს: ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და სხვ.
ასურეთის იმპერიას წარმატებით მართავდნენ შემდგომი მეფეებიც – ასარქადონი (680–669) და ასურბანიფალი (669–627). 15 წლის მანძილზე ასურეთის იმპერიაში თვით ეგვიპტეც კი შედიოდა.
მუდმივმა ომებმა თანდათან გამოფიტა ასურეთის იმპერია. ასურბანიფალის მმართველობის ბოლო წლებში იგი მხოლოდ ევფრატისა და ტიგროსის ირგვლივ ტერიტორიას – ტიგროსის სათავიდან სპარსეთის ყურემდე მოიცავდა. ეს ტერიტორიაც კი ფაქტობრივად რამდენიმე სამეფოდ იყო გაყოფილი. 629 წელს მეფე ასურ-ეტელ-ილანიმ ზღვისპირა მხარის (სპარსეთის ყურის ჩრდ. სანაპირო) მმართველად ადგილობრივ ქალდეველთა ლიდერი ნაბოფალასარი დანიშნა. 627 წელს გარდაიცვალა ასურბანიფალი და იმპერია სრულმა ქაოსმა მოიცვა. ამით ისარგებლა ნაბოფალასარმა, დაიპყრო სამხრეთ შუამდინარეთის ქალაქები და ბაბილონის ახალი სამეფოს შექმნა გამოაცხადა. ამის შემდეგ ბაბილონის მეფემ თვით ასურეთზე შეტევები წამოიწყო. ჩრდილოეთიდან ასურეთზე თავდასხმები დაიწყეს მიდიელებმა და ირანულენოვანმა მომთაბარე ტომებმა – სკვითებმა.
616 წელს მიდიელებმა ასურეთის შიდა მხარეებში შეღწევა იწყეს. 614 წელს აიღეს ასური და საძირკვლამდე დაანგრიეს. მალე აქ გაჩნდა ნაბოფალასარი თავისი ჯარით, რაცას მოჰყვა ბაბილონსა და მიდიას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება (განმტკიცდა ქორწინებით, ნაბოფალასარის ვაჟმა ნაბუქოდონოსორმა, მიდიის მეფე კიაქსარის ასული ამიტა შეირთო), და ერთობლივი ძალებით იწყეს ასურეთზე შეტევა. 612 წელს მოკავშირეებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს ნინევია, 610 წელს კი ქარანი. ასურეთის უკანასკნელი მეფე აშურ უბალიტ II (612–609) ქარხემიშში შეეფარა და ეგვიპტის ფარან ნეხო II-ს (610–595) თხოვა დახმარება. 609 წელს ნეხო ასურელებს შეუერთდა და ერთობლივი ძალებით ქარანი ალყაში მოაქციეს. ნაბოფალასარი სასწრაფოდ დაიძრა ქალაქის გარნიზონის საშველად და მოკავშირეები სასტიკად დაამარცხა. ნეხო ეგვიპტეში გაბრუნდა. ასურეთის სახელმწიფომ კი სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა.