ურანია (ასტრონომიის მუზა)
1. ელინთა საზღვაო ჯარში შემდეგნი შედიოდნენ: ათენელები, რომელთაც ჰყავდათ 127 ხომალდი. ხოლო პლატეელები, მართალია, გამოუცდელნი იყვნენ ზღვაოსნობაში, მაგრამ მაინც ათენელებთან ერთად სხდებოდნენ ხომალდებზე თავისი სიქველისა და მოწადინების გამო. კორინთელებმა გამოიყვანეს 40 ხომალდი, ხოლო მეგარელებმა -ოცი. ქალკიდელები 20 ხომალდზე ისხდნენ. მაგრამ ხომალდები მათ ათენელებმა მისცეს, აბგინელებმა გამოიყვანეს 18 ხომალდი, სიკიონელებმა - 12, ლაკდედემონელებმა - 10, ეპიდავრელებმა - 8, ერეტრიელებმა - 7, ტრობძენელებმა - 5, სტირელებმა - 2, კეოსელებმა - 2 ხომალდი და ორიც ორმოცდაათნიჩბიანი ნავი. ოპუნტელი ლოკრებიც მოვიდნენ მათ საშველად 7 ორმოცდაათნიჩბიანი ნავით.
2. აი, სწორედ ესენი გაემართნენ არტემისიონისკენ, ხოლო მე უკვე ვთქვი, თითოეულმა ხალხმა რამდენი ხომალდი მოიყვანა. არტემისიონში შეგროვილი ხომალდების რიცხვი, გარდა ორმოცდაათნიჩბიანი ნავებისა იყო 271. მათ მხედართმთავრად სპარტელებმა დააყენეს ევრიბიადეს ევრიკლებდესის ძე, როგორც ყველაზე გავლენიანი პირი. რადგან მოკავშირეებმა თქვეს, რომ თუ ლაკონელი მხედართმთავარი არ წაუძღვება მათ, ისინი არ მიჰყებიან ათენელ წინამძღოლებს და ჩაშლიან მომავალ ლაშქრობას.
3. თავიდანვე, ვიდრე სიკელიეს მიმართავდნენ მოკავშირეობისათვის, იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ საზღვაო ჯარი ათენელებისათვის უნდა მიენდოთ. რაკიღა მოკავშირეები ამის წინააღმდეგ წავიდნენ, ათენელებმა მათ დაუთმეს, რადგან ძალიან ზრუნავდნენ ელადის გადასარჩენად და კარგად იცოდნენ, რომ თუ წინამძღოლობისათვის იდავებდნენ, ელადა დაიღუპებოდა; მათ სწორედ იფიქრეს, რადგან შინააშლილობა იმდენად უარესია ერთსულოვან ომზე, რამდენადაც ომი - მშვიდობიანობაზე. რადგან ეს იცოდნენ, არ გაუწიეს ლაკედემონელებს წინააღმდეგობა და დაუთმეს მათ მანამ, ვიდრე მათი თავი სჭირდებოდათ, როგორც გამოირკვა შემდეგში: როდესაც სპარსელი გააძევეს და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანეს, ათენელებმა მოიმიზეზეს პავსანიესის სითავხედე და ლაკედემონელებს ჩამოართვეს წინამძღოლობა. მაგრამ ეს შემდეგ მოხდა.
4. ხოლო მაშინ არტემისიონში მოსულმა ელინებმა როგორც კი დაინახეს აფეტეს მიმდგარი მრავალი ხომალდი და იქაურობა ლაშქრით ავსილი (ბარბაროსთა მდგომარეობა მათი წარმოდგენის საწინააღმდეგო აღმოჩნდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ ისეთი არ იყო), ძალიან შეეშინდათ და გადაწყვიტეს არტემისიონიდან შიგნით, ელადაში გაქცევა. ევბეელებმა რომ შეიტყვეს მათი გადაწყვეტილება, შეეხვეწნენ ევრიბიადესს, ერთხანს შეეცადა, რომ მათ შვილები და მსახურნი გაეპარებინათ. როდესაც მათ ვერ დაითანხმეს ამაზე ევრიბიადესი, მაშინ მიმართეს ათენელთა მხედართმთავარს, თემისტოკლეესს და ეხვეწებოდნენ, რომ 300 ტალანტ გასამრჯელოდ გაჩერებულიყო ევბეის წინ და საზღვაო ბრძოლა იქ გაემართა.
5. ხოლო თემისტოკლეესი ელინების შესაჩერებლად ასე მოიქცა: მან ამ ფულიდან ევრიბიადესს მისცა 5 ტალნტი ისე, თითქოს თავის საკუთარი თანხიდან აძლევდა. მან რომ ეს დაიყოლია (დანარჩენთაგან მხოლოდ კორინთელი მხედართმთავარი ადებმანტოს ოკიტოსის ძე ჯიუტობდა, ამბობდა, რომ გაცურავდა არტემისიონიდან და აქ არ დარჩებოდა), თ მისტოკლეესმა დაიფიცა და უთხრა ადებმენტოსს: შენ არ დაგვტოვებ ჩვენ, იმიტომ, რომ მე უფრო დიდ საჩუქარს მოგცემ, ვიდრე მიდიელთა მეფე გამოგიგზავნიდა იმ შემთხვევაში, თუ შენ მოკავშირეებს დატოვებდი. ეს უთხრა და ამასთანავე გაგზავნა ადებმანტოსის ხომალდზე სამი ვერცხლის ტალანტი. ესენ საჩუქრებით იქნენ მოსყიდულნი და დაყოლიებულნი: ამით ევბეელებსაც ასიამოვნა თემისტოკლეესმა და თვითონაც ისარგებლა, რადგან დანარჩენი ფული თავისთვის შეინახა ჩუმად. ის კი არა, ვინც ამ ფულიდან გარკვეული თანხა მიიღო, იმას ფიქრობდა, ათენიდან არის ეს ფული ამ მიზნით გამოგზავნილიო.
6. ამგვარად დარჩნენ ელინები ევბებაში და იქ გაიმართა საზღვაო ბრძოლა. ეს კი ასე მოხდა: საღამო ხანს, როდესაც ბარბაროსები მოვიდნენ აფეტეში, მათ ჯერ კიდევ უწინ იცოდნენ, რომ არტემისიონთან სულ ცოტა ელინური ხომალდები იყვნენ ჩასაფრებული. ახლა კი თვითონ დაინახეს ეს და მოუნდათ თავს დასხმოდნენ, რომ შეეპყროთ ისინი. სპარსელებმა გადაწყვიტეს, პირდაპირ არ მიეცურათ მათთან, ეს იმიტომ, რომ ელინებს არ შეემჩნიათ ისინი ცურვისას და არ გაქცეულიყვნენ, ხოლო გაქცეულებს კი ღამე დაფარავდა. სპარსელთა აზრით, ელინები, ცხადია, გაიქცეოდნენ, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ თვით ცეცხლისმატარებელიც კი ვერ გაჰდქცეოდათ და გადარჩენოდათ.
7. ამის გამო ასეთ ხერხს მიმართეს: მთელი ხომალდებიდან გამოჰყვეს 200 და გაგზავნეს სკიათოსის იქით, რომ არ დაენახა ისინი მტერს და ისე გარსშემოევლოთ მათ ევბეისათვის და მისულიყვნენ ევრიპოსში კაფერევსისა და გერაბსტოსის ჩავლით. . ევრიპოსში უნდა დაეჭირათ მოსული ელინები და მოეჭრათ მათთვის უკან დასაბრუნებელი გზა, დანარჩენები კი ამ დროს წინიდან შეუტევდნენ. ეს რომ გადაწყვიტეს, გაგზავნეს ის ხომალდები, რომლებსაც ასეთი დავალება მისცეს, თვითონ კი გუნებაში არ ჰქონდათ იმ დღისათვის ელინებზე თავდასხმა და არც იმაზე უწინ აპირებდნენ ამას, ვიდრე ნიშანს არ მისცემდნენ გაგზავნილნი, რომ ევბეის ირგვლივ შემოიარეს და მოვიდნენ დანიშნულ ადგილამდე. ამგვარად, ის 200 ხომალდი გაგზავნეს ევბეის გარშემოსავლელად, ხოლო აფეტეში დარჩენილი ხომალდები დაითვალეს.
8. იმ დროს, როდესაც სპარსელები ხომალდებს ითვლიდნენ, მათ ბანაკში იყო სკილიეს სკიონელი, იმდროინდელი საუკეთესო მყვინთავი, რომელმაც პელიონთან მომხდარ გემთდაღუპვის დროს სპარსელებს დიდძალი ქონება გადაურჩინა და თავისთვისაც ბევრი მოიხვეჭა; ამ სკილიესს ჯერ კდიევ უწინ ჰქონდა გუნებაში ელინთა მხარეზე გადასულიყო, მაგრამ აქამდე ვერ მოეხერხებინა, ახლა კი როგორ მოახერხა ელინებთა მისვლა, ამის ზუსტად თქმა არ შემიძლია, ის კი, რასაც ამბობენ, ძალიან მაკვირვებს, თუკი მართალია: ამბობენ, რომ მან აფეტესთან ჩაყვინთა ზღვაში და მანადე არ ამოსულა ზევით, ვიდრე არტემისიონს არ მიაღწია. ისე რომ მან ზღვაში, წყალქვეშ დაახლოებით 80 სტადიონს გაცურა. ამ კაცის შესახებ ბევრ სხვა, დაუჯერებელ ამბავს ჰყვებიან, მაგრამ ზოგი რამ მაინც მართალია. ამ შემთხვევის შესახებ ჩემს აზრს თუ მათქმევინებთ, გეტყვით, რომ ის, ალბათ, ნავით მივიდა არტემისიონში. მისვლისთანავე გამოუცხადა მხედართმთავრებს, თუ როგორ მოხდა გემთდაღუპვა და რომ ხომალდები გაგზავნილია ევბეის გარშემოსავლელად.
9. ელინებმა რომ ეს მოისმინეს, ერთმანეთს მოეთათბირნენ. დიდხანს იმსჯელეს და გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ იმ დღეს იქ დარჩებოდნენ და ღამის გასათევად მოეწყბოდნენ, ხოლო ნაშუაღამევს გავიდოდნენ და დახვდებოდნენ სპარსელთა ნავებს, რომლებიც კუნძულს გარს უვლიდნენ, ხოლო ამის შემდეგ, რაკი არავინ მოცურავდა მათ წინააღმდეგ, მოიცადეს ვიდრე არ მოსაღამოვდა და თვითონ გაცურეს ბარბაროსების წინააღმდეგ, უნდოდათ, თვითონ გამოეყენებინათ მათი საბრძოლო ხერხი და ხომალდებს შორის გასხტომოდნენ.
10. როდესაც ქსერქსესის ჯარისკაცებმა და მხედართმთავრებმა დაინახეს, რომ ელინები მათ წინააღმდეგ ასე მცირერიცხოვანი ხომალდებით მოცურავდნენ, იფიქრეს, სულ დაგიჟებულანო და თვითონაც გამოიყვანეს ხომალდები, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ სულ იოლად დაიჭერდნენ მტერს. სპარსელთა იმედიანობას საფუძველი ჰქონდა, რადგან ისინი ხედავდნენ ელინთა მცირერიცხოვან ხომალდებს და ამავე დროს თავისას, რაოდენობით გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანს და უკეთესად მოცურავეს. ამას ფიქრობდნენ და გარსშემოერტყნენ ელინებს სრულიად აშკარად. ის იონიელები, რომლებიც ელინთა მიმართ კეთილად იყვნენ განწყობილი და თავისდაუნებურად ლაშქრობდნენ, დიდად წუხდნენ, რომ ხედავდნენ მათ გარშემორტყმულებს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ დაბრუნდებოდა უკან, ისე სავალალო ეჩვენათ მათ ელინთა მდგომარეობა. ხოლო ის იონიელები, ვისაც ახარებდა ეს ამბავი, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომ თითოეულ მათგანს პირველს დაეჭირა ატიკური ხომალდი და მეფისაგან საჩუქარი მიეღო; რადგან სპარსელთა მთელ ბანაკში ყველაზე მეტად ყურადღება ათენელებს ექცეოდა.
11. როგორც კი ანიშნეს, ელინებმა პირველად თავისი ხომალდები ისე მოაწყვეს, რომ ცხვირებით ბარბაროსებისაკენ მიაქციეს, კიჩოები კი შუა მხრისაკენ მიმართეს, ხოლო მეორე ნიშანზე ისინი უკვე საქმეზე გადავიდნენ. თუმცა მცირე სივრცე ჰქონდათ თავის განკარგულებაში და ისიც წინ. მაშინ მათ ხელთ იგდეს ბარბაროსთა 30 ხომალდი და ფილაონ ქერსისის ძე, სალამინელთა მეფის, გორგოს ძმა, სპარსელთა ბანაკში გავლენიანი კაცი. პირველი ელინი, რომელმაც მტრის ხომალდი დაიჭირა, იყო ათენელი ლიკოდემეს აბსქრაბოსის ძე და მანვე მიიღო ჯილდო მამაცობისათვის. ამ საზღვაო ომში უთანასწორო პირობებში მყოფი მებრძოლები ღამემ გაჰყარა; ელინებმა უკან არტემისიონში გაცურეს, ხოლო ბარბაროსებმა, რომელთაც სრულიად სხვაგვარი ბრძოლა შეხვდათ, ვიდრე მოელოდნენ, აფეტეს მიაშურეს. ამ საზღვაო ბრძოლაში მეფის მხარეზე მყოფ ელინთაგან მხოლოდ ანტიდოროს ლემნოსელი იყო, რომელიც გამოექცა სპარსელებს და მოვიდა ელინებთან. ათენელებმა ამ საქციელისათვის მას მიწა მისცეს სალამინში.
12. როდესაც დაღამდა (შუა ზაფხული იყო სწორედ), დიდი წვიმა წამოვიდა, მთელ ღამეს წვიმდა და პელიონის მხარეს საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. გვამები და გემთნამსხვრევები აფეტეში ირიყრებოდნენ. ისინი ეხვეოდნენ ხომალდების ცხვირებს და ნიჩბის პირებს აზიანებდნენ. ამან თავზარი დასცა იქ მყოფ ჯარისკაცებს; ახლა კი ნამდვილად მოელოდნენ დაღუპვას, ამისთანა უბედურებები რომ დაატყდათ თავს, რადგან გემთდაღუპვისა და პელიონთან ამოვარდნილი ქარიშხლის მერე, სულის მოთქმაც ვერ მოასწრეს, რომ სასტიკ საზღვაო ბრძოლაში მოუხდათ ჩაბმა, ხოლო საზღვაო ბრძოლის შემდეგ ძლიერი წვიმა წამოვიდა, დიდი ნიაღვრები დაიძრა ზღვისაკენ და საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა.
13. ასეთი ღამე გაატარეს იმათ, მაგრამ ეს ღამე ბევრად უფრო ულმობელი იყო მათთვის, ვისაც ევალებოდა ევბეის გარშემოვლა, რადგან მათ ღია ზღვაში მოუხდათ ამ დროს ყოფნა, მათი ბოლო მართლაც რომ სამწუხარო იყო. როდესაც ისინი ევბეის კობლას1 მახლობლად მიცურავდნენ, ქარი და წვიმა დაატყდათ თავზე, ქარმა ისინი ისე წაიღო, რომ არ იცოდნენ, საით მიექანებოდნენ და კლდეებს მიეხეთქნენ. ყველაფერი ეს ღმერთმა მოიმოქმედა იმისათვის, რომ სპარსელთა ძალა ელინთათვის გაეთანაბრებინა და რომ ის მასზე ბევრად მეტი არ ყოფილიყო.
14. ამგვარად ესენი ევბეის კობლასთან დაიღუპნენ, ხოლო იმ ბარბაროსებს, რომლებიც აფეტეში იდგნენ, გაეხარდათ გათენება. მათ უძრავად ეყენათ თავისი ხომალდები და იმითც კმაყოფილნი იყვნენ, რომ ამდენი უბედურების შემდეგ ახლა მაინც მშვიდად შეეძლოთ ყოფნა. ამასობაში ელინებს 53 ატიკური ხომალდი მოეშველათ. ესენი გაამხნევა მათმა მოსვლამ და ამასთანავე იმის გაგებამ, რომ ის ბარბაროსები, რომლებსაც ევბეის ირგვლივ უნდა შემოევლოთ, ყველანი დაღუპულან ამოვარდნილი ქარიშხლისაგან. მათ დღის იმავე დრომდე მოიცადეს, გამოვიდნენ და თავს დაესხნენ კილიკიურ ხომალდებს, ესენი მოსპეს და დაღამებისთანავე უკან, არტემისიონში დაბრუნდნენ.
15. მესამე დღეს ბარბაროსთა მხედართმთავრებმა, შერცვენილებმა იმით, რომ ასე დაზარალდნენ ამ მცირერიცხოვანი ხომალდებისაგან და თანაც ქსერქსესის შიშით, ელინებს აღარ დააცალეს ბრძოლის დაწყება. თვითონ მოემზადნენ და შუადღისას გამოიყვანეს თავისი ხომალდები. მოხდა ისე, რომ ერთსა და იმავე დღეებში გაიმართა ეს საზღვაო ბრძოლებიცა და სახემელეთო ბრძოლებიც თერმოპილეში. მთელი მათი ბრძოლა, ვინც ზღვაზე იმყოფებოდა, ხდებოდა ევრიპოსისათვის, ისევე, როგორც მათი, ვინც ლეონიდესთან იყო, შესავლის დასაცავად წარმოებდა. ერთნი ამხნევებდნენ ერთმანეთს, საიმისოდ, რათა არ შეეშვათ ბარბაროსები ელადაში, ხოლო მეორენი იმისათვის, რომ გაენადგურებინათ ელინთა ლაშქარი და დაეპყროთ შესავალი.
16. როდესაც ქსერქსესის ხალხი დაეწყო და გაცურა, ელინები წყნარად იდგნენ არტემისიონში. ბარბაროსებმა თავისი ხომალდები ნახეარ მთვარის სახედ დააწყვეს და გარს შემოერყტნენ ელინებს, რომ ყოველის მხრიდან ჩაეჭირათ ისინი. მაშინ ელინებიც გამოვიდნენ მათ წინააღმდეგ და დაიწყეს ბრძოლა. ამ საზღვაო ბრძოლის დროს ორივე მხარე თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქსერქსესის ლაშქარი თავისი სიდიდისა და სიმრავლის გამო თვითონ აზიანებდა თავისთავს, რადგან ხომალდები ირეოდნენ და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. მიუხედავად ამისა მტერს წინააღმდეგობას მარჯვედ უწევდა და თავის პოზიციას არ თმობდა, რადგან სამარცხვინო საქმედ მიაჩნდა მცირერიცხოვანი ხომალდებისაგან გაქცევა. ელინთა ბევრი ხომალდი დაიღუპა, ბევრი მეზღვაური, მაგრამ ბევრად უფრო მეტი ხომალდი და მეზღვაური დაიღუპა ბარბაროსთა ლაშქრიდან. ასე იბრძოდნენ და ორივე მხარე გაშორდა ერთმანეთს.
17. ამ საზღვაო ბრძოლაში ქსერქსესის ჯარიკაცთა შორის მამაცობით ყველაზე მეტად თავი ეგვიპტელებმა გამოიჩინეს, რომელთაც, სხვა ვაჟკაცობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხელთ იგდეს 5 ელინური ხომალდი თავისი მეზღვაურებით. ელინთა შორის ამ დღეს ყველაზე მეტად ივაჟკაცეს ათენელებმა და ათენელთა შორის კიდევ კლინიესმა. ალკიბიადესის ძემ, რომელსაც საკუთარი ხარჯით ჰყავდა მოყვანილი ორასი კაცი და ხომალდი.
18. როდესაც დაშორდნენ ერთმანეთს, ორივე მხარემ სიხარულით მიაშურა თავის ნავთსადგომს. მართალია, მტრის გაშორებისა და საზღვაო ბრძოლიდან დაბრუნების შემდეგ ელინთა ხელში იყო მათი დაღუპულების გვამები და გემების ნამტვრევები, მაგრამ მაინც ყველანი სასტიკად იყვნენ დაზარალებული და სხვებზე არანაკლებად ათენელები, რომელთაც ხომალდების ნახევარი დაუზიანდათ. ამიტომ იყო, რომ გადაწყვიტეს ელადის შიგნით გაქცევა.
19. ხოლო თემისტოკლეესმა იფიქრა, რომ თუ ბარბაროსს იონიური და კარიული ტომები ჩამოშორდებიან, მაშინ შესაძლებელი გახდება დანარჩენების დაძლევა. რადგან ამ დროს ევბეელები საქონელს ზღვისაკენ მიერეკებოდნენ, აქ შ კრიბა მან მხედართმთავრები და გამოუცხადა მათ, რომ ასე ჰქონია, გამოძებნა საშუალება, რომლითაც იმედოვნებს მეფეს ჩამოაცილოს მის მოკავშირეთა შორის უმამაცესნი. თემისტოკლეესმა ეს მხოლოდ გამოუცხადა მათ. ხოლო არსებულ ვითარებაში მან თქვა, რომ შემდეგი უნდა გაკეთდეს: ვისაც რამდენი უნდა, იმდენი დახოცოს ევბეელთა საქონელი (რადგან უმჯობესია, ეს საქონელი მათ ჯარს შეხვდეს, ვიდრე მტრისას). ამასთანავე ურჩია, ებრძანებინათ ყველას თავისიანებისათვის ცეცხლის დანთება, ხოლო დაბრუნების შესახებ თვითონ იზრუნებს თავის დროზე ისე, რომ უვნებლად მიაღწევენ ელადას. მხედართმთავრებს მოეწონათ მისი აზრი, მაშინვე დაანთესა ცეცხლი და გაემართნენ საქონლისაკენ.
20. ევბელეებმა არაფრად ჩააგდეს ბაკისის წინასწარმეტყველება, როგორც არაფრისმთქმელი, ამიტომ არც არაფერი გაიტანეს თავისი კუნძულიდან, არც რაიმე შემოიტანეს ომის მოლოდინში და ამით თვითონ მოუმზადეს თავის თავს უბედურება. ხოლო ბაკისის წინასწარმეტყველელება ასეთი იყო: როდესაც ბარბაროსულად მოლაპარაკე ზღვაში გადაისვრის ჭილის უღელს, იფიქრე იმაზე, რომ ევბეას მოაშორო ხშირადმოკიკინე თხები. ევბეელებს სრულიად არ მიუქცევიათ ყურადღება ამ სიტყვებისათვის, ამიტომ იყო, რომ აწმყოშიც და მომავალშიც მეტისმეტად დიდი უბედურება დაატყდათ თავს.
21. ისინი რომ ამ საქმიანობაში იყვნენ, ტრექისიდან მოვიდა მსტოვარი. არტემისიონში იყო მსტოვარი პოლიასი, წარმოშობით ანტიკირელი. მას ყოველმხრივ გამართული ნავი მზად ჰყავდა და ევალებოდა საზღვაო ჯარის დამარცხების შემთხვევაში ეს ამბავი თერმოპილეში მყოფთათვის ეცნობებინა. ასევე აბრონიქოს ლისიკლესის ძე, ათენელი, ლეონიდესთან იყო გამზადებული, რომ ოცდაათნიჩბიანი ნავით არტემისიონში მყოფთათვის ამბავი მიეტანა, თუკი სახმელეთო ჯარს რაიმე ხიფათი შეემთხვეოდა. სწორედ ეს აბრონიქოსი იყო, რომ მივიდა მათთან და შეატყობინა ის, რაც დაემართა ლეონიდესს და მის ლაშქარს. როგორც კი შეიტყვეს ეს ელინებმა, აღარ დაუყოვნებიათ უკან დაბრუნება და გაემართნენ ისე, როგორც იყვნენ დაწყობილები, პირველები მიდიოდნენ კორინთელები, ხოლო უკანასკნელები - ათენელები.
22. თემისტოკლეესმა გამოარჩია ათენელთა ის ხომალდები, რომლებიც საუკეთესოდ ცურავდნენ, ამ ხომალდებით მოიარა სასმელი წყლების ირგვლივ მდებარე ადგილები და ამოჰკვეთა ქვებზე წარწერები, რომლებიც მეორე დღეს წაიკითხეს არტემისიონში მიმავალმა იონიელებმა. წარწერებში შემდეგი იყო ნათქვამი: იონიელო ვაჟკაცებო, სამართლიანად არ იქცევით, როდესაც მამების წინააღმდეგ ლაშქრობთ და ელადას იმონებთ. უმჯობესია ჩვენს მხარეზე გადმოხვიდეთ, ხოლო თუ ეს არ შეგიძლიათ, გზიდან მაინც გაგვეცალეთ ახლავე, თქვენცა და კარიელებსაც სთხოვეთ, თქვენ მოგბაძონ. თუ თქვენ ვერც ერთი, ამას ვერ შეძლებთ და იძულების უღელი ისე მძიმეა, რომ გადნგომას ვერ მოახერხებთ, როდესაც ერთმანეთს შეხვდებით საბრძოლველად, საქმით უღალატეთ ბარბაროსებს და გახსოვდეთ, რომ ჩვენი თესლისანი ხართ და რომ თავდაპირრველად მტრობა ბარბაროსსა და ჩვენს შორის თქვენგან მომდინარეობს. თემისტოკლეესმა ეს დაწერა და მე ვფიქრობ, რომ ამ დროს მას ორი აზრი ამოქმედებდა: ან ამ წარწერებს მეფე ვერ ნახავდა და მაშინ იონიელები მას უღალატებდნენ და ელინთა მხარეზე გადავიდოდნენ, ან კიდევ ქსერქსესს მიუტანდნენ წარწერებს, ქსერქსესს აზრი შეეცვლებოდა, აღარ ენოდობოდა იონიელებს და მათ საზღვაო ბრძოლიდან ჩამოიშორებდა.
23. ეს დაწერა თემისტოკლეესმა. ამის შემდეგ ბარბაროსებთან დაუყოვნებლივ მივიდა ნავით ჰისტიეელი კაცი, რომელმაც მათ შეატყობინა ელინთა გაქცევა არტემისიონიდან. მათ ეს არ დაიჯერეს, ამბის მომტანი დაატყვევეს, ხოლო დასაზვერავად სწრაფი ხომალდები გაგზავნეს. როდესაც მათ იგივე ამბავი მოიტანეს, მზის ამოსვლისთანავე მთელმა ფლოტმა ერთად გაცურა არტემისიონისაკენ. ამ ადგილას შეჩერდნენ ისინი შუადღემდის, შემდეგ კი ჰისტიაბესკენ აიღეს გეზი. იქ მისულთ ჰისტიელთა ქალაქი დაიპყრეს და დაარბიეს მთელი ზღვისპირა სოფლები, რომლებიც ჰისტიაბოტისის ქვეყანაში იყო, ელოპიის ნაწილში.
24. როდესაც ესენი აქ იყვნენ, ქსერქსესმა, მას მერეც რაც მოუარა მიცვალებულთა გვამებს, საზღვაო ჯარში მაცნე გაგზავნა. ხოლო მისი ზრუნვა დახოცილთა გვამებისათვის ასეთი იყო: თავისი ლაშქრიდან თერმოპილეში დაღუპულ გვამებთაგან (ასეთი კი 20000 იყო), დატოვა დაახლოებით 1000, ხოლო შემდეგ მიწით დააფარვინა, რომ საზღვაო ჯარს ისინი არ დაენახა. ჰისტიაბეში რომ გადავიდა მაცნე, მოაგროვა მთელი ბანაკი და შემდეგი გამოუცხადა: მოკავშირეებო, ქსერქსე მეფე ნებას გრთავთ, ვისაც გსურთ, დასტოვოთ მწყობრი, წახვიდეთ და ნახოთ, თუ როგორ ებრძვის ის უგუნურ ადამიანებს, რომლებიც იმედოვნებენ მეფის ძალის დათრგუნვას.
25. ეს რომ გამოუცხადა, დამრჩენი ნავი ძალიან ცოტა აღმოჩნდა, ისე ბევრს მოუნდა ბრძოლის ველის ნახვა. ისინი გადავიდნენ თერმოპილეში, დადიოდნენ გვამებს შორის და ათვალიერებდნენ. თანაც ყველას ეგონა, რომ ვინც კი აქ განისვენებს ყველანი ლაკედემონელები და თესპიელები არიან. ხედავდნენ ჰებლოტებსაც. მაგრამ გადასულთათვის არც ის დამალულა, ქსერქსესმა ლაშქრიდან მიცვალებული 1000 კაცი თუ ჩანდა, ხოლო მოწინდააღმდეგის მიცვალებულები ყველანი ერთად ესვენენ, ერთ ადგილას იყო მოგროვილი 4000 კაცის გვამი. ეს დღე დათვალიერებაში გაატარეს, ხოლო მეორე დღე გაცურეს ჰისტიაბეში თავის ხომალდებთან, ხოლო ისინი, ვინც ქსერქსესთან ერთად იყვნენ, თავის გზით წავიდნენ.
26. ბარბაროსებთან მოვიდნენ არკადიიდან გამოქცეულები, რაღაც რამოდენიმე კაცი, რომლებიც საჭმელს თხოულობდნენ და მუშაობა უნდოდათ. მოიყვანეს ესენი მეფესთან და იძიებდნენ, თუ ელინები რას აკეთებენ. ერთი სპარსელი ეკითხებოდა მათ ყველას მაგიერ. ხოლო მათ უთხრეს, რომ ელინები ახლა ოლიმპიურ დღესასწაულს ზეიმობენ და უცქერიან მოვარჯიშეთა და ცხენთა შეჯიბრებებს. სპარსელი შეეკითხა, თუ შეჯიბრის ჯილდოდ რაა დანიშნული, ხოლო მათ უპასუხეს, რომ გამარჯვებული მიიღებს ზეთის ხილის გვირგვინს. მაშინ ტრიტანტაბქმეს არტაბანოსის ძემ გამოთქვა ძალიან კეთილშობილური აზრი, რაც მას მეფემ სიმხდალეში ჩამოართვა. მან რომ შეიტყო, ჯილდოდ გვირგვინია და არა ფული, ვეღარ მოითმინა და ყველას თანდასწრებით თქვა: ვაიმე, მარდონიოს, რა ხალხის წინაღმდეგ მიგყავართ საბრძოლველად! ისინი ფულის გულისთვის კი არა, თავისი ვაჟკაცობის გამო იბრძვიან. ეს უთქვამს ტრიტანტაბქმესს.
27. სწორედ იმ დროს, როდეასც თერმოპილეში ეს დამარცხება განიცადეს, თესალიელებმა მაცნე გაუგზავნეს ფოკიდელებს, რომლებზედაც ყოველთვის ჯავრობდნენ, განსაკუთრებით კი უკანასკნელი დამარცხების გამო. მეფის ამ ლაშქრობაზე რამდენიმე წლით ადრე თვითონ თესალიელები და მათი მოკავშირეები მთელი ლაშქარით დაესხნენ თავს ფოკეელებს. ფოკეელებმა ისინი დაამარცხეს და ცუდ დღეში ჩაჰყარეს. ეს ამბავი ასე მოხდა: ფოკეელები რომ პარნასოსთან მოიმწყვდიეს, მათ ჰყავდათ მისანი, ტელიეს ელეელი; აი მაშინ, ამ ტელიესმა ასეთი ხრიკი იხმარა: 600 საუკეთესო ფოკეელი ვაჟკაცი კირით გაათეთრა, თვითონ ისინიც და მათი იარაღიც, ღამით თავს დაასხა თესალიელებს და უბრძანათ მათ, ვისაც კი დაინახავდნენ გაუთეთრებლებს, დაეხოცათ. პირველად თესალილეთა მცველებმა დაინახეს ესენი და შეეშინდათ, რადგან იფიქრეს, რაღაც სასწაული არისო. ხოლო მცველებს შემდეგ შეშინდა თვით ლაშქარიც. ისე რომ ფოკეელებმა ხელთ იგდეს მტრის 4000 გვამი და ფარი, რომელთაგან ნახევარი აბეს შესწირეს, ხოლო მეორე ნახევარი - დელფოს. ამ ბრძოლაში მოპოვებული ქონების მეათედი იყო, რომ დიდი ქანდაკებები აღმართეს სამფეხის ირგვლივ დელფოს ტაძრის წინ, ხოლო სხვა ასეთივე შეწირულება არის აბეში.
28. ეს საქმე დამართეს ფოკეელებმა თესალიელების ქვეით ჯარს, რომელსაც მათთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული. ხოლო როდესაც თესალიელთა მხედრობა შეიჭრა მათ ქვეყაანში, ის საშინლად განადგურდა. შესასვლელში, რომელიც ჰიამპოლისთან არის, აი სწორედ იქ, დიდი თხრილი გააკეთეს ფოკეელებმა და შიგ ცარიელი ამფორები ჩადგეს, ზემოდა მიწა დააყარეს, მოასწორეს მთელი ეს ადგილი და დაელოდნენ თესალიელების შემოჭრას. ხოლო თესალიელები თავს დაესხნენ თუ არა ფოკეელებს (იმ იმედით, რომ დავიპყრობთო), ჩაცვივდნენ ამფორებში. აქ იმათმა ცხენებმა ფეხები დაიმტვრიეს.
29. ამ ორი მარცხის გამო განრისხებულნი იყვნენ თესალიელები ფოკეელებზე; გაუგზავნეს მაცნე და შეუთალეს შემდეგი: ფოკეელებო, ახლა მაინც უნდა აღიაროთ, რომ ჩვენი სწორნი არა ხართ. ჯერ კიდევ უწინ, სანამ ელინები მოგვწონდნენ, მუდამ თქვენზე მეტად ვიყავით მათთან მიღებული, ახლა კი ბარბაროსზე იმოდენა ძალა გვაქვს, რომ შეგვიძლია თქვენ უმიწოდ დაგტოვოთ და ამას გარდა კიდეც დაგიმონოთ. მაგრამ რადგან ყოველივე ჩვენს ხელთ არის, ბოროტს არ გაგიხსენებთ, სამაგიეროდ დაგჯერდებით 50 ვერცხლის ტალანტს და გპირდებით, რომ თქვენს ქვეყანას თავდასხმას ავაცილებთ.
30. ეს შემოუთვალეს თესალიელებმა ფოკეელებს და სულ იმიტომ, რომ იქ მცხოვრებ ხალხთა შორის მხოლოდ ფოკეელები არ გადავიდნენ მიდიელების მხარეზე და არ გადავიდნენ რაიმე სხვა მიზეზის გამო კი არა, როგორც მე დავუკვირდი და მივხვდი, არამედ სწორედ თესალილებთან მტრობის გამო. თესალიელები რომ ელინთა მხარეზე ყოფილიყვნენ, მე მგონია მაშინ ფოკეელები მიდიელთა მომხრეები იქნებოდნენ. როდესაც თესალიელებმა ეს შემოუთვალეს, ფოკეელებმა თქვეს, რომ ფულს მათ არ მისცემენ და საერთოდ, თუ კი მოინდომებდნენ, თესალიელების მსგავსად ესენიც როგორმე მოახერხებდნენ მიდიელთა მხრეზე გადასვლას, მაგრამ საკუთარი ნებით არ გახდებიან ელადის მოღალეტეები.
31. როდესაც მოუვიდათ ეს ამბავი, თესალიელები ძალიან გაჯავრდნენ ფოკეელებზე და ბარბაროსის მეგზურობა იკისრეს. ბარბაროესები ტერქინიიდან დორიდაში შეიჭრნენ, რადგან დორიდის ქვეყნიდან ამ ადგილასაა შედარებით ვიწრო გზა ქვემოთ რომ მიემართება, დაახლოებით 30 სტადიონის სიფართის, მელიდისა და ფოკიდის მიწებს შორის, რაც ძველად იყო დრიოპისი. სწორედ ეს ადგილია დორიელთა სამშობლო პელოპონესში. ბარბაროსები რომ შეიჭრნენ, არ გაანადგურეს დორიდის ქვეყანა, რადგან აქაურები მიდიელთა მომხრეები იყვნენ და ეს არც თესალიელებს უნდოდათ.
32, როდესაც ესენი დორიდიდან ფოკიდაში შეიჭრნენ, თვითონ ფოკეელები ვერ იგდეს ხელთ, რადგან ფოკეელთა ნაწილი პარნასოსის მაღლობებზე იყო ასული. პარნასოსის მწვერვალი მოსახერხებელი იყო ხალხის დასატევად. ამ მწვერვალის ქვემოთ კი ქალაქი ნეონი მდებარებოდა და მწვერვალს სახელად ერთქვა ტითორეა. აქ აიტანეს ფოკეელებმა თავისი სარჩოს-საბადებელი და თვითონაც ავიდნენ. ხოლო ფოკეელთა მეტი წილი ოძოლ ლოკრებში წავიდა, ქალაქ ამფისაში, რომელიც კრისის დაბლობის ზემოთ მდებარეობს. ბარბაროსებმა ფოკიდის მთელი ქვეყანა შემოირბინეს; ლაშქარს თესალიელები უძღოდნენ წინ. რა ადგილებსაც დაიჭერდნენ, ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ - ცეცხლს სტყორცნიდნენ ქალაქებსაც და სამლოცველოებსაც.
33. აქ ისინი მდინარე კეფისოსის ნაპირს მიუყვებოდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. დაწვეს ქალაქი დრიომოსი, ქარადრა, ეროქოსი, ტერთრონიონი, ამფიკაბა, ნეონი, პედიეე, ტრიტეე, ელატება, ჰიამპოლისი, პარაპოტამიო და აბე. აქ იყო აპოლონის მდიდარი ტაძარი, საგანძურითა და მრავალი შეწირულობებით სავსე. მაშინაც იყო და ახლაც არის იქ სამისნო. აი ეს ტაძარი დაარბიეს და დაწვეს ბარბაროსებმა, დაედევნენ და ზოგიერთი ფოკიდელი დაიჭირეს მთებში. ხოლო ზოგიერთი ქალი კიდევაც მოკვდა, რადგან ბევრმა იხმარა მათზე ძალა.
34. ბარბაროსებმა პარაპოტამიო რომ გაიარეს, მივიდნენ პანოპეეში. ამის მერე ლაშქარი უკვე ორად გაიყო: ლაშქრის უფრო დიდი და ძლიერი ნაწილი თვით ქსერქსესთან ერთად გაემართა ათენის წინააღმდეგ და შევიდა ბეოტიაში, ორქომენელთა ქვეყანაში. ბეოტიელები ყველანი მიდიელთა მხარეზე იყვნენ, მათ ქალაქებს იცავდნენ ჩაყენებული მაკედონელები, ალექსანდრეს მიერ გამოგზავნილები; მაკედონელებმა იმით გადაარჩინეს ბეოტიელები, რომ თავისი იქ ყოფნით ქსერქსესს დაუმტკიცეს ბეოტიელების კეთილი განწყობა მიდიელთა მიმართ.
35. ამგვარად, ბარბაროსთა ეს ნაწილი აქეთკენ გაემართა, ხოლო დანარჩენები თავისი წინამძღოლებით დაიძრნენ დელფოს სამისნოსაკენ, პარნასოსი კი მარჯვნივ მოიტოვეს. ამათაც, სადაც კი მივიდნენ ფოკიდაში, ყველაფერი გაანადგურს: დაწვეს პანოპეელთა, დავლიელთა და აბოლიდების ქალაქი, ესენი დანარჩენ ლაშქარს იმის გამო გამოეყვნენ და აქეთკენ იმიტომ წავიდნენ, რომ დელფოს ტაძარი გაეძარცვათ და ქსერქსესათვის გადაეცათ იქ დაცული ქონება. როგორც მე შევიტყვე, ქსერქსესმა უფრო უკეთ იცოდა ყოველივე ქონება. როგორც მე შევიტყვე, ქსერქსესმა უფრო უკეთ იცოდა ყოველივე ღირშესანიშვნავი რამ, რც ამ ტაძარში იყო, ვიდრე ის, რაც მან თავის ტაძრებში დატოვა, რადგან ბევრნი ელაპარაკებოდნენ მას გამუდმებით ამ ამბავზე, განსაკუთრებით კი კრობსოს ალიატესის ძის შეწირულების შესახებ.
36. დელფოელებმა რომ შეიტყვეს, ძალიან შეშინდნენ. თავზარდაცემულებმა მისნობას მიმართეს, რა უყო ტაძრის ქონებას, მიწაში ჩაფლან თუ სხვა ქვეყანაში გაიტანონ. ხოლო ღმერთმა არ მისცა ნება, მისთვის ხელი ეხლოთ, უთხრა, რომ თვითონვე მოახერხებს თავისი ქონების დაცვას. დელფოელებმა რომ ეს მოისმინეს, თავის თავზე დაიწყეს ზრუნვა: ბავშვები და ქალები გადაღმა აქაბაში გაგზავნეს, მამაკაცთა დიდი ნაწილი კი ავიდა პარნასოსის მწვერვალზე, ქონება კორიკიის გამოქვაბულში შეზიდეს. დანარჩენი მამაკაცები კი ლოკრიდის ამფისაში გაიხიზნენ. ამგვარად, ყველა დელფოელმა დატოვა ქალაქი, გარდა 60 მამაკაცისა და წინასწარმეტყველისა.
37. როდესაც ბარბაროსები ისე ახლოს მივიდნენ, რომ ტაძარს ხედავდნენ, ამ დროს წინასწარმეტყველმა, რომელსაც სახელად ერქვა აკერატოსი, დაინახა შიგნიდან, ტაძრის საკურთხევლიდან გამოტანილი წმინდა საჭურველი, რომლის ხელის ხლებაც ადამიანთა შორის არავისთვის იყო ნებადართული. წინასწარმეტყველი წავიდა და იქ დარჩენილ დელფოელებს შეატყობინა ეს სასწაული. ამასობაში ბარბაროსები მიიჩქაროდნენ და მივიდნენ ათენა პრონაბის ტაძართან, სადაც მათ უფრო დიდი სასწაული ეჩვენათ, ვიდრე ის, რომელიც ამაზე უწინ მოხდა. მართლაც და დიდად საოცარია, რომ საომარი იარაღი, რომელიც შიგნით იდო ტაძარში, თავისით აღმოჩნდა გარეთ, ხოლო რაც ამის შემდეგ მოხდა, ის ყველა სასწაულზე უფრო მეტად არის ღირსი განცვიფრებისა. როდესაც ბარბაროსები მივიდნენ ათენა პრონაბის ტაძართა, იმ დროს მათ მეხი დაეცათ ციდან, ხოლო პარნასოსს ჩამოენგრა ორი მწვერვალი, დიდი ხმაურით წამოვიდა მათკენ და ბევრი მათგანი თან ჩაიტანა. ხოლო პრონაბის ტაძრიდან ყვირილი და ღრიანცელი ისმოდა.
38. ყოველივე ამის გამო ბარბაროსები შიშმა შეიპყრო. დელფოელებმა რომ შეიტყვეს, მტერი გაიქცაო, ჩამოვიდნენ მთიდან და ბარბაროსების დიდი სიმრავლე ამოხოცეს. ხოლო გადარჩენილები პირდაპირ ბეოტიელების ქვეყანაში გაიქცნენ. როგორც შევიტყვე (უკან დაბრუნებული ბარბაროსები ჰყვებოდნენ), მათ ამის გარდა სხვა სასწაულიც უნახავთ, სახელდობრ ასეთი: ორი ჰოპლიტი, ტანად გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, მისდევდა სპარსელებს, მიერეკებოდა და ხოცავდა.
39. ხოლო დელფოელები ამბობენ, რომ ეს ორნი არიან ადგილობრივი გმირები, ფილაკოსი და ავტონოოსი, რომელთა სალოცავებიც ტაძრის მახლობადაა, ფილაკოსისა გზასთან, პრონაბის ტაძრის ზემოთ, ხოლო ავტონომოსისა კასტალიის მახლობლად, ჰიამპების მწვერვალის ქვემოთ. პარნასოსიდან ჩამოცვენილი ქვები ჩვენს დრომდე არის შემონახული და აწყვია ათენა პრონაბის სალოცავში, სადაც ისინი ჩაგორდნენ მას მერე, რაც ბარბაროსთა მწყობრები გადაჰქელეს. ასე წავიდნენ ეს მოლაშქრენი ამ ტაძრიდან.
40. ხოლო ელინთა ფლოტმა ათენელათა თხოვნისამებრ ხომალდები არტემისიონიდან სალამინში გადასხა. ათენელებმა იმიტომ ითხოვეს იმათი სალამინში გაგზავნა, რომ თავისი ცოლშვილის ატიკიდან გაყვანა უნდოდათ და შემდეგ აპირებდნენ თათბირს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ათენელები შექმნილი მდგომარეობის გამო აპირებდნენ თათბირს, რადგან მოლოდინი გაუცრუვდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბეოტიაში იპოვიდნენ ბარბაროსის წინააღმდეგ ჩასაფრებულ ყველა პელოპონესელს უკლებლივ, მაგრამ მსგავსი არაფერი დახვედრიათ, ის კი არა, ისიც შეიტყვეს რომ პელოპონესელები ისთმოსს კედლით ამაგრებდნენ, რომ ისინი გასაკუთრებით ზრუნავდნენ პელოპონესის გადარჩენაზე და იმას იცავენ, ხოლო დანარჩენი არ ენაღვლებათ. ეს რომ შეიტყვეს ათენელებმა, მოითხოვეს სალამინთან გაჩერებულიყვნენ.
41. ამგვარად, ომის ყველა სხვა მონაწილე გაჩერდა სალამინთან, ხოლო ათენელები დადგნენ თავის საკუთარ მიწა-წყალთან. მოსვლისთანავე ათენელებმა გამოაცხადეს - ვისაც კი შეუძლია, გადაარჩინოს თავისი შვილები და მსახურები. ამის მერე უმეტესობამ ტრობძენეში გაგზავნა თავისი ოჯახი, სხვებმა - აბგინაზე, დანარჩენებმა - სალამინზე. ყველანი ჩქარობდნენ ქონება გადაემალათ, რადგან რა თქმა უნდა, მისნობას ემორჩილებოდნენ, მაგრამ უფრო მეტად ამაზე ზრუნავდნენ. ათენელები ამბობენ, აკროპოლისის მცველი დიდი გველი ბინადრობს ტაძარშიო. ისინი ამას ამბობენ და თან ყოველთვიური შესაწირავი თაფლის კვერია. უწინდელ დროში ეს თაფლის კვერი მუდამ შეჭმული ხვდებოდათ, ახლა კი ხელუხლებელი ნახსე. როდესაც ქურუმმა ქალმა მათ ეს აუწყა, ათენელებმა დიდი ხალისით დასტოვეს ქალაქი, რადგანაც ისე მიიჩნიეს, თითქოს ღმერთქალს დაეტოვებინოს აკროპოლისი3. როდესაც კი მათ თავისი სარჩო-საბადებელი სამშვიდობოს გაზიდეს, თვითონაც გაცურეს ლაშქრის სადგომისაკენ.
42. არტემისიონიდან წამოსულებმა სალამინთან რომ დააყენეს ხომალდები, ელინთა ფლოტის დანარჩენი ნაწილიც წამოვიდა ტრობძენედან და შეუერთდა მათ. ადრე კი ნათქვამი ჰქონდათ შეგროვილიყვნენ ტრობძენეს ნავსადგურში - პოგონში. ამგვარად, გაცილებით უფრო ბევრი ხომალდი მოგროვდა, ვიდრე არტემისიონის საზღვაო ბრძოლაში ღებულობდა მონაწილეობას და ამასთანავე ბევრად მეტი ქალაქებიდან. ფლოტს მეთაურობდა იგივე, ვინც არტემისიონთან ხელმძღვანელობდა მას, ევრიბიადეს ევრიკლიდესის ძე, სპარტელი, მაგრამ არა სამეფო წარმოშობისა. ყველაზე მეტი და ამასთანვე საუკეთესოდ მოცურავე ხომალდები ჰყავდათ ათენელებს.
43. ხოლო საზღვაო ლაშქრობაში მონაწილეობდნენ შემდეგნი: პელოპონესიდან იყვნენ ლაკედემონელები, რომელთაც ჰყავდათ 16 ხომალდი; კორინთელები, რომელთაც იმდენივე ხომალდი ჰყავდათ, რადენიც არტემისიონთან, სიკიონელები - რომლებისაც 15 ხომალდი ჰყავდათ, ეპიდავრელებს - 10, ტრობძენელებს - 5, ჰერმიონელებს - 3. ყველა ესენი, გარდა ჰერმიონელებისა, დორიული და მაკედონური მოდგმისა იყვნენ; ისინი ბოლოს ჩამოსახლდნენ ერინეოსიდან, პინდოსიდან და დრიოპიდიდან. ჰერმიონელები დრიოპები არიან, რომლებიც ჰერაკლემ და მელიელებმა გამოაძევეს, ახლა დორიდად წოდებული მხარიდან.
44. პელოპენესელთაგან ესენი ლაშქრობდნენ, ხოლო იმ ტერიტორიიდან, რომელიც მათი ქვეყნის გარეთ მდებარეობს, შემდეგნი მონაწილეობენ: ათენელები, რომელთაც ყველა სხვათაგან განსხვავებით, 180 ხომალდი გამოიყვანეს. ეს იმიტომ, რომ სალამინში ათენელებს საზღვაო ბრძოლის დროს პლატელებმა არ უშველეს და არ უშველეს შემდეგი მიზეზის გამო: როდესაც ელინები არტემისიონიდან უკან ბრუნდებოდნენ, ქალკიდას რომ გაუსწორდნენ, პლატეელები ჩამოსხდნენ გადაღმა მდებარე ბეოტიის ქვეყანაში იმისათვის, რომ შინაურებისათვის მიეხედათ. ამრიგად, ისინი ჩამორჩნენ იმის გამო, რომ თავისიანები გადაერჩინათ. ხოლო ათენელები, სანამ პელაზგებს ეპყროთ დღევანდელი ელადად წოდებული ქვეყანა, თვითონაც პელაზგები იყვნენ და ეწოდებოდათ კრანაები, მეფე კეკროპის დრო კეკროპიდები ერქვათ, ხოლო როდესაც მმართველობა ერეხთევსმა დაიმკვიდრა, მაშინ დაერქვათ ათენელები. მაგრამ იონ ქსუთონსის ძე რომ გახდა მხედართმთავარი, ათენელებს მისი სახელის მიხედვით ეწოდათ იონიელები.
45. მეგარელებმა ამჯერადაც იმდენი ხომალდები მოიყვანეს, რამდენიც არტემისიონში, ამპრაკიოტები 7 ხომალდით მოვიდნენ საშველად; ხოლო ლევკადები - სამით, ესენი იყვნენ დორიული ტომები კორინთოდან.
46. კუნძულის მცხოვრებთაგან აბგინელებმა 30 ხომალდი გამოიყვანეს. ამათ სხვა ხომალდებიც ჰყავდათ გამზადებული, მაგრამ ისინი თავის კუნძულთან ეყენათ დასაცავად. სალამინის საზღვაო ბრძოლაში ესენი მონაწილეობდნენ 30 საუკეთესოდ მცურავი ხომალდით. აბგინელები ეპიდავროსიდან გამოსული დორიელები არიან. ხოლო კუნძულს უწინ ერქვა ობნონე. აბგინელებს შემდეგ იდგნენ ქალკიდელები იმ ოცი ხომალდით, რომელიც არტემისიონშიც ჰყავდათ და ერეტრიელები - შვიდი ხომალდით. ესენი იონიელები არიან. შემდეგ იდგნენ კეოსელები, რომელთაც იგივე ხომალდები გამოიყვანეს, რაც ჰყავდათ არტემისიონში. ეს ათენელთაგან გამოსული იონიური ტომია1. ნაქსოსელებს ჰყავდათ ოთხი ხომალდი. ესენი სხვა კუნძულების მცხოვრებლებისა არ იყოს, მოქალაქეების მიერ მიდიელებთან და ელინებთან მივიდნენ წაქეზებულები დემოკრიტოსის მიერ, რომელიც მოქალაქეთა შორის პატივცემული პიროვნება იყო და მაშინ ტრიერარქობდა. ნაქსოსელები წარმოშობით ათენელი იონიელები არიან. სტირეელებმა იგივე ხომალდები გამოიყვანეს, რაც არტემისოინში ჰყავდათ, კითნოსის მცხოვრებლებმა ერთი ხომალდი და ერთიც ორმოცდაათნიჩბიანი ნავი მოიყვანეს. ორივენი ესენი დრიოპები არიან. ამათ გარდა ლაშქრობდნენ სერიფოსელები, სიფნოსელები და მელოსელები. კუნძულის მცხოვრებთა შორის მხოლოდ მათ არ მისცეს ბარბაროსს მიწა და წყალი.
47. ყველა ეს მოლაშქრე ცხოვრობს თესპროტებისა და მდინარე აქერონტის აქეთა მხარეს, რადგან თესპორტები ამპრაკიოტებისა და ლევკადების მეზობლები არიან; ესენი კი ელადის უკიდურესი ქვეყნიდან მოვიდნენ სალაშქროდ. ხოლო ამ ადგილების გადაღმა მხარეს მცხოვრებთაგან, მხოლოდ კროტონელები მოვიდნენ საფრთხეში მყოფი ელადის საშველად, ისიც ერთი ხომალდით, რომელთაც მართავდა ფაილოსი, პითიურ შეჯიბრებებში სამგზის გამარჯვებული. კროტონელები წარმოშობით აქეელები არიან.
48. ყველა მოლაშქრემ ტრიერები მოიყვანა, ხოლო მელოსელებმა, სიფნოსელებმა და სერიფოსელებმა - ორმოცდაათნიჩბიანი ნაები. მელოსელებმა, რომლებიც წარმოშობით ლაკედემონიდან არიან, მოიყვანეს ორი, სიფნოსელებმა და სერიფოსელებმა, რომლებიც ათენელი იონიელები არიან, თითოეულმა - თითო. ორმოცდაათნიჩბიან ნავებს გარდა ყველა ხომალდის რიცხვი იყო 378.
49. როდესაც სალამინში მოიყარეს თავი მოხსენებული ქალაქებიდან მოსულმა მხედართმთავრებმა, თათბირი გამართეს. ამ თათბირზე ევრიბიადესმა გამოთქვა აზრი, რომ ვინც კი მოისურვებს, ყველას შეუძლია დაასაბუთოს, თუ იმ მხარეთა შორის, რომელთა მფლობელებიც ესენი არიან, სად მიაჩნიათ უფრო მეტად მოსახერხებლად საზღვაო ბრძოლის გამართვა. რადგან ატიკა უკვე ხელიდან ჰქონდათ გაშვებული, ეს წინადადება დანარჩენ მხრეებს ეხებოდა. მეტი წილი გამოთქმული აზრებისა ერთგვარი იყო და იმას გულისხმობდა, რომ გაეცურათ ისთმოსი და საზღვაო ბრძოლა გაეჩაღებინათ პელოპონესის წინ. ამას შემდეგი მოსაზრებით ასაბუთებდნენ: თუ სალამინზე მყოფნი საზღვაო ბრძოლის დროს დამარცხდებოდნენ, მათ ალყას შემოარტყამდნენ კუნძულზე სადაც არავითარი შეწევნა არ გამოუჩნდებოდათ, ხოლო ისთმოსზე რომ დამარცხებულიყვნენ, ყოველთვის გადაირჩენდნე თავს თავისიანებში.
50. როდესაც პელოპონესელი მხედართმთავრები ამას ბჭობდნენ, მოვიდა ერთი ათენელი და შეატყობინა, რომ ბარბაროსი შევიდა ატიკაში და იქაურობას სულ ცეცხლით ანადგურებს. მართლაც, იმ ლაშქარმა, რომელმაც ქსერქსესთან ერთად გადაიარა ბეოტიაზე, გადაწვა თესპიელთა ქალაქი (ხალხი კი გადარჩა), გაემართა პელოპონესში და პლატეელთა ქალაქსაც იგივე დღე დააწია; შემდეგ მივიდა ათენში და აქაც ყოველივე გაანადგურა. ხოლო თესპება და პლატება იმიტომ გადაწვა, რომ თებელთაგან შეიტყო, ისინი მიდიელთა მხარეზე არ არიანო.
51. ჰელესპონტზე რომ გადავიდნენ (საიდანაც დაიწყეს მსვლელობა ბარბაროსებმა), აქ მათ ერთ თვეს დაჰყვეს და ამასობაში თანდათან გადადიოდნენ ევროპეში; ამის შემდეგ კი უკვე სამ თვეში ისინი ატიკაში იყვნენ, ხოლო ათენელებს ამ დროს არქონთობდა კალიადესი. ბარბაროსებმა აიღეს დაცარიელებული ქალაქი და აღმოაჩინეს ის მცირერიცხოვანი ათენელები, რომლებიც სამლოცველოში იმყოფებოდნენ - სამლოცველოს ხაზინადრები და ღარიბი ხალხი, აკროპოლისს რომ იცავდნენ და თავდამსხმელებს კარებითა და კეტებით იგერიებდნენ. ესენი სალამინში რომ წავიდნენ თავისი უსახსრობის გამო, ამას გარდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ მიხვდნენ, რასაც გულისხმობდა მისნობა, რომელიც მათ აუწყა პითიამ, ხის ზღუდე აუღებელი არისო. ამრიგად, მისნობის მიხედვით, სწორედ ეს მიიჩნიეს თავშესაფარად და არა ხომალდები.
52. ხოლო სპარსელები დაბანაკდნენ აკროპოლისის პირდაპირ მდებარე ბორცვზე, რომელსაც ათენელები არეოპაგს უწოდებენ და აკროპოლისს ალყა შემდეგნაირად შემოარტყეს: ისრებს ახვევდნენ ძენძს, ცეცხლს უკიდებდნენ და ისე ესროდნენ მათ ზღუდეს. ალყაშემორტყმული ათენელები მაინც თავს იცავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ ჩაცვენილი და ზღუდეც ვეღარ ემსახურებოდა მას. არც პებსისტრატიდების წინადადება მიიღეს მათ, რომ მტერს დანებებოდნენ, ყოველმხრივ უმკლავდებოდნენ მათ და ისიც კი გამოიგონეს, რომ უზარმაზარ ქვებს ესროდნენ კარიბჭეებთან მოსულ ბარბაროსებს, ისე რომ ქსერქსესმა, რადგან ვერ შეძლო მათი დაპყრობა, დიდი ხნის განმავლობაში არც კი იცოდა, თუ რა უნდა ექნა.
53. ბოლოს, ამ გაჭირვების მერე ბარბაროსებს გამოუჩნდათ რაღაც საშუალება აკროპოლისში შესვლისა. ღვთისგანგების მიხედვით ხომ მთელი ატიკა, რომელიც ხმელეთზე მდებარეობდა, სპარსელების ხელში უნდა გადასულიყო. აკროპოლისის წინ, ხოლო კარიბჭეებისა და მათზე ასასვლელი გზის უკან, რომელსაც არავინ სდარაჯობდა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ იქ კაცთაგანი ვერავინ შეძლებდა ასვლას, აი, ამ ადგილას, კეკროპსის ასულის, აგლავროსის სალოცავთნა ავიდა რამდენიმე კაცი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციცაბო ადგილი იყო. ათენელებმა რომ დაინახეს ისინი აკროპოლისზე ასული, ზოგი გალავნიდან გადმოცვივდა ძირს და დაიღუპა, ხოლო სხვებმა სალოცავს შეაფარეს თავი. იმ სპარსელებმა რომლებიც ზევით იყვნენ ასული, პირველად კარიბჭეებს მიაშურეს, გააღეს ისინი და მავედრებლები ამოხოცეს. ყველანი რომ გაწყვიტეს, გაძარცვეს სალოცავი და ცეცხლი წაუკიდეს მთელ აკროპოლისს.
54. ათენის მთლიანად დაპყრობის ემრე, ქსერქსესმა სუსაში მოციქულად მხედარი გაგზავნა, რომ შეეტყობინებინა არტაბანოსისათვის თავისი წარმატების ამბავი. მოციქულის გაგზავნიდან მეორე დღეს შეჰკრიბა მან ათენელთა მიერ გაძევებულები, რომლებიც მის ლაშქარს ახლდნენ და უბრძანა მათ, რომ ასულიყვნენ აკროპოლისზე და თავისი ჩვეულებების თანახმად მოეხდინათ მსხვერპლშეწირვა. მან ეს ალბათ იმიტომ ბრძანა, რომ ან სიზმარში ნახა რაღაც ჩვენება, ანდა მას რაღაცნაირად აწუხებდა სალოცავის გადაწვა. ათენელთაგან გაძევებულმა შეასრულეს მისი ბრძანება.
55. ახლა იმას ვიტყვი, თუ რისთვის გავიხსენე ეს ამბავი. აკროპოლისზე არის ერეხთევსის ტაძარი, მიწის მიერ შობილისა. ამ ტაძარში ზეთისხილის ხე და ჭა; ათენელების სიტყვით ეს ხე და ჭა ამ ადგილას იმას მოასწავებს, რომ პოსებდონი და ათენა დავობდნენ ამ ქვეყნისათვის. ბარბაროსებმა დანარჩენ სალოცავთან ერთად ეს ზეთისხლის ხეც გადაწვეს. ხანძრის მეორე დღეს ათენელები, რომელთაც მეფემ უბრძანა, რომ მსხვერპლი შეეწირათ, შევიდნენ სალოცავში და დაინახეს ზეთისხილის ხის ღეროდან გამოსული შტო, დაახლოებით ერთი წყრთის ოდენა. ამათ ამის შესახებ მოახსენეს მეფეს.
56. სალამინში მყოფი ელინები (როდესაც შეიტყვეს, თუ რა მოხდა ათენში აკროპოლისზე) ისეთნაირად შეშფოთდნენ, რომ ზოგი მხედართმთავარი აღარც კი დარჩა მათ წინაშე მდგარი საქმის გადასაწყვეტად; მათ მიაშურეს ხომალდებს და აუშვეს აფრები რომ გაქცეულიყვნენ. ხოლო დარჩენილებმა გადაწყვიტეს ისთმოსთან საზღვაო ბრძოლა გაემართათ. დადგა ღამე, ელინები დაიშალნენ შეკრებიდან და ჩასხდნენ ხომალდებში.
57. როდესაც თემისტოკლეესი დაბრუნდა თავის ხომალდზე, მას შეეკითხა ათენელი მნესიფილოსი, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს. როდესაც შეიტყო, რომ გადაწყვეტილია ხომალდების გაყვანა ისთმოსთან და საზღვაო ბრძოლის გამართვა პელოპონესისათვის, თქვა: არა, თუ ხომალდებს სალამინიდან წაიყვანენ, სამშობლოსათვის აღარ გამოგვივა საზღვაო ბრძოლა. რადგან თითოეული თავთავის ქალაქში წავა და მათ დაჭერას, რომ არ დაიფანტოს ლაშქარი, ვერც ევრიბიადესი შეძლებს და ვერც სხვა ვინმე ძე ხორციელი, ელადა უვარგისი გადაწყვეტილებების გამო იღუპება. ამიტომ, თუ გაქვს რაიმე საშუალება, წადი და შეეცადე შეაცვლევინო გადაწყვეტილება. ეგება როგორმე შეიძლო და დაარწმუნო ევრიბიადესი, შეიცვალოს აზრი და აქ დარჩეს..
58. თემისტოკლეეს ეს აზრი ძალიან მოეწონა, არაფერი უპასუხა მნესიფილოსს და წავიდა ევრიბიადეის ხომალდისაკენ. როდესაც მივიდა, უთხრა, ევრიბიადესს, რომ სურს მასთან ლაპარაკი საზოგადო საქმის გამო. ევრიბიადესმა უთხრა ხომალდზე ასულიყო და ეთქვა რაც უნდოდა. მაშინ თემისტოკლეესი მიუჯდა მას გვერდით და უთხრა ყოველივე, რაც კი მოისმინა მნესიფილოსისაგან, მაგრამ ისე, თითქოს მისი საკუთარი აზრი ყოფილიყოს და ბევრი სხვაც დაუმატა. ვიდრე თხოვნით არ დაარწმუნა, ჩასულიყო ხომალდიდან და მხედართმთავრები სათათბიროდ შეეკრიბა.
59. როდესაც მხედართმთავრები შეიკრიბნენ, იმაზე უწინ, ვიდრე ევრიბიადესი ეტყოდათ მათ, თუ რისთვის შეჰკრიბა ისინი, თემისტოკლეესმა ბევრი ილაპარაკა, რადგან ძალიან უნდოდა მათი დაყოლიება. როდესაც ის ლაპარაკობდა, კორინთელმ მხედართმთავარმა, ადებმანტოს ოკიტოსის ძემ თქვა: თემისტოკლეეს, შეჯიბრების დროს ვინც დროზე ადრე ადგება, იმას ჯოხით სცემენ. თემისტოკლეესმა ამაზე მობოდიშებით უთხრა: ხოლო ვინც ჩამორჩება, მას გვირგვინს არ ადგამენ.
60. მაშინ ასე ტკბილად უპასუხა მან კორინთელს, ხოლო ევრიბიადესს აღარაფერი უთხრა იმის შესახებ, რაც უწინ ჰქონდა ნათქვამი, რომ თუ კი სალამინიდან წავიდოდნენ, ჯარი დაიფანტებოდა; რადგან რაკიღა მოკავშირეები იქ იყვნენ, არ ივარგებდა, რომ ვინმე დაედანაშაულებინა. მან ახლა სხვა საბუთები გამოიყენა და თქვა: შენს ხელთ არის ახლა ელადის ხსნა, თუ დამიჯერებ, აქ დარჩები და აქ გამართავ საზღვაო ბრძოლას და არ დაუჯერებ იმათ, ვინც მოითხოვს ხომალდების გადაყვანას ისთმოსში. მოისმინე ორივე წინადადება და ერთიმეორეს დაუპირისპირე. ისთმოსში თუ შეეჯახებით ერთმანეთს, ღია ზღვაში მოგიხდება ბრძოლა, რაც ჩვენ ძალიან ნაკლებად გვარგებს, რადგან ჩვენი ხომალდები მძიმეები არიან და რიცხვით მცირენი. და სხვაფრივ რომ კიდევაც გაგიღიმოს ბედმა, მაინც ვკარგავთ სალამინს, მეგარასა და აბგინას. ბარბაროსთა საზღვაო ფლოტს ქვეითი ჯარი მოჰყვება. ისე რომ, შენ თვითონ წაიყვან მათ პელოპონესში და საფრთხეში ჩააგდებ მთელს ელადას. ხოლო თუ იმას გააკეთებ, რასაც მე გეუენები, ამით ასეთ უპირატესობას მოიპოვებ: ჯერ ერთი, თუ ჩვენი მცირერიცხოვანი ხომალდებით მათ ურიცხვ ფლოტს ვიწრო ადგილას შეებრძოლებით (თუ კი ომს სათანადო შედეგი მოჰყვა), მაშინ ჩვენ გადამწყვეტ გამარჯვებას მოვიპოვებთ, რადგან ვიწრო ადგილას საზღვაო ბრძოლა ჩვენთვისაა ხელსაყრელი, გაშლილ ზღვაში კი - მათთვის. ეგეც არ იყოს, გადარჩება სალამინი, სადაც ბავშვები და ქალები გვყავს გადამალული; ამას გარდა იმის შესაძლებლობაც გვექნება, რაც განსაკუთრებით გინდათ: აქ რომ დარჩები, იმაზე არანაკლებ იბრძოლებ პელოპონესისათვის, ვიდრე მაშინ ისთმოსში რომ გამართო საზღვაო ბრძოლა და არც მტერს გაუძღვები პელოპონესისაკენ, თუ კარგად დაფიქრდები. თუ ისე მოხდება, როგორც მე ვფიქრობ, და ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ხომალდებით, მაშინ ბარბაროსები ვერც თქვენ მოგადგებიან ისთმოსში, ვერ ატიკაში უფრო შორს წასვლას შეძლებენ და უკან გაბრუნდებიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე1. ჩვენ დიდად ვისარგებლებთ მეგარის, აბგინისა და სალამინის გადარჩენით, სალამინისა, სადაც, წინასწარმეტყველების თანახმად, მტერს უნდა ვაჯობოთ. როდესაც ადამიანები გონივრულ რასმე გადაწყვეტენ, ჩვეულებრივ როგორც უნდათ, ისე ხდება ხოლმე, ხოლო როდესაც გონივრულად არ სწყვეტენ, მაშინ არც ღმერთს სურს ადამიანთა მხარეზე დადგომა.
61. როდესაც თემისტოკლეესი ამას ლაპარაკობდა, კორინთელი ადებმანტოსი მას კვლავ თავს დაესხა, უბრძანა ჩუმად ყოფილიყო, რადგან მას სამშობლო არ ჰქონდა. ადებმანტოსი არ აძლევდა ნებას ევრიბიადესს, რომ თემისტოლკლეესისათვის მიეცა ხმა, როგორც ისეთი პიროვნებისათვის, რომელსაც ქალაქი არ ჰქონდა. მან თქვა, რომ როდესაც თემისტოკლეესი აჩვენებს მათ თავის ქალაქს, მაშინ შეეძლება მას თავისი აზრის გამოთქმა. ის ამას იმიტომ ამბობდა, რომ ათენი აღებული იყო და მტერს ეპყრა. მაშინ თემისტოკლეესმა მასაც და კორინთელებსაც ბევრი ცუდი რამ აკადრა და თავის სიტყვაში დაუმტკიცა, რომ ათენელებს უფრო დიდი ქალაქი და ქვეყანა აქვთ, ვიდრე მათ და რომ ათენელებმა 200 შეჭურვილი ხომალდი გამოიყვანეს, რომლებსაც ელინთაგან ვერავინ გაუმკლავდება, თუ კი ისინი თავს დაესხმიან.
62. ეს რომ თქვა, მერე ევრიბიადესზე გადავიდა, მაგრამ ახლა უფრო გაცხარებით ლაპარაკობდა: შენ თუ აქ დარჩები, კარგი ვაჟკაცი იქნები, თუ არა და დაღუპავ ელადას. რადგან ჩვენთვის ამ ბრძოლაში ყველაფერი ხომალდებია, მაგრამ დამიჯერე - თუ არ გააკეთებ ამას, ჩვენბ წავიყვანთ ყველა შინაურს და წავალთ სირისში, რომელიც იტალიაშია, რაც ძველიდანვე ჩვენი იყო და როგორც ნაწინასწარმეტყველევი გვაქვს, ის ჩვენ უნდა დავასახლოთ. როდესაც თქვენ ამისთანა მოკავშირეებს დაჰკარგავთ, მაშინ გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს.
63. თემისტოკლეესმა ასე ილაპარაკა და ევრიბიადესმა მას დაუჯერა; მე ვფიქრობ, უფრო იმიტომ დაუჯერა, რომ ეშინოდა, ათენელებმა არ მიგვატოვონ, თუ კი ისთმოსში წავიყვან ხომალდებსო, რადგან თუ ათენელები მათ მიატოვებდნენ, დანარჩენები ვეღარ შეძლებდნენ მტერთან ბრძოლას. ამიტომ ევრიბიადესმა თემისტოკლეესის აზრი ამბობინა, რომ დარჩენილიყო იქვე და საზღვაო ბრძოლა გაემართა.
64. ამრიგად, სალამინთან მყოფნი ასეთ სასტიკ პაექრობაში იყვნენ, მაგრამ მას მერე, რაც ევრიბიადესმა გადაწყვიტა, მათაც დაიწყეს სამზადისი, რომ იქვე გაემართათ საზღვაო ბრძოლა. დღე რომ დადგა, მზის ამოსვლისთანავე იძრა მიწაც და ზღვაც. მაშინ ელინებმა გადაწყვიტეს ელოცათ ღმერთების მიმართ და მოკავშირეებად მოეწვიათ აბაკიდები. როგორც გადაწყვიტს, ისე მოიქცნენ კიდეც; მათ ილოცეს ყველა ღმერთების მიმართ და სალამინინდა გამოიძახეს აბანტი და ტელამონი, ხოლო აბაკოსსა და სხვა აბაკიდებს ხომალდი გაუგზავნეს აბგინაში.
65. დიკაბოსმა, თეოკიდესის ძემ, ათენელმა, იქიდან გამოქცეულმა და მიდიელებში დიდად დაფასებულმა, თქვა, რომ იმ დროს, როდესაც ათენელთაგან დაცარიელებულ ატიკის ქვეყანას აჩანაგებდა ქსერქსესის ქვეითი ჯარი, მაშინ ის შემთხვევით იყო დემარეტოს ლაკედემონელთა ერთად თრიის დაბლობზე და მათ დაინახეს ელევსინიდან წამოსული მტვრის ბუქი, თითქოს სულ ცოტა 30000 კაცისაგა დაყენებული და როდესაც გაიკვირვეს, ამისთანა ბუქს რა ხალხი დააყენებდაო, უცბად გაიგონეს ხმაც, და ეს ხმა მათ მისტიკურ იაკქოსის ხმად ეჩვენათ. რადგან დემარეტოსმა არაფერი იცოდა იმ წესჩვეულებების შესახებ, რომლებიც სრულდებოდა ელევსინში, ამიტომ შეეკითხა დიკაიოსს, ეს რა ხმები ისმისო, მან კი უპასუხა:"დემარეტოს, მართლაც და რაღაცა დიდი უბედურება არის მეფის ლაშქრის თავს. რადგან ატიკა დაცარიელებულია, ცხადია, რომ ეს ხმა ღვთაებრივია და ათენელთა და მათ მოკავშირეთა საშველად მოდის ელევსინიდან. თუ მტვერი დაეშვება პელოპონესზე, მაშინ საფრთხე მეფეს და მის ჯარს ხმელეთზე ემუქრება, ხოლო თუ ის მიემართება ხომალდებისკენ, რომლებიც სალამინთან დგანან, მაშინ მეფე თავისი საზღვაო ლაშქრის დაკარგვის საფრთხე მოელის, ამ დღესასწაულს ათენელები ყოველწლიურად მარტავენ დედისა და ასულის პატივსაცემად და ვისას სურს ათენელთაგან, თუ სხვა ელინთაგან, ყველას შეუძლია ამ მისეტერიაში მონაწილეობის მიღება. ხმა, რომელიც გესმის, სადღესასწაულო შეძახილია იაკქოსის მიმართ". ამაზე მიუგო დემარეტოსმა: "ჩუმად იყავი და სხვას არავის უთხრა ასეთი რამ. თუ მეფემდე მიაღწია ამ სიტყვებმა, თავს წაგაცლიან, ვერც მე გიშველი და ვერც სხვა ვინმე. წყნარად იყავი და ლაშქარე ღმერთები იზრუნებენ". დემარეტოსი რომ ასე არიგებდა, მტვრისაგან იმ ადგილიდან, საიდანაც ხმა მოიდიოდა, წარმოსდგა ღრუბელი, ზევით ზევით აიწია და გაემართა სალამინისაკენ, სადაც ელინთა ბანაკი იყო. ამით შეიტყვეს მათ, რომ ქსერქსესის ფლოტს დაღუპვა მოელოდა. აი, ამას მოჰყვა დიკაბოსის, თეოკიდესის ძე, რომელიც იმოწმებდა დემარეტოსისა და სხვების სიტყვებს.
66. ქსერქსესის საზღვაო ლაშქრის მონაწილეებმა ლაკონიკის ჯარის დამარცხების ადგილი დაათვალიერეს და ტრექისიდან ჰისტიაბეში გადავიდნენ, იქ მოიცადეს სამ დღეს, გაცურეს ევრიპოსზე და შემდეგ სამ დღეში მივიდნენ ფალერონში. მე ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ათენში უფრო ნაკლებნი არ შეჭრილან (თუ ხმელეთიდან და თუ ხომალდებით მოსულები), ვიდრე სეპიასსა და თერმოპილეში, რადგან იმ ბარბაროსების მაგივრად, რომლებიც უამინდობის გამო დაიღუპნენ თერმოპილესა და არტემინოსში საზღვაო ბრძოლის დროს, გამოვიდა ის ხალხი, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო მეფის მხარეზე. ესენი იყვნენ: მალიელები, დორიელები, ლოკრები, ბეოტიელები, რომლებიც მთელი ლაშქრით მისდევდნენ მეფეს, თესპიელებისა და პლატეელების გამოკლებით, ამათ გარდა კარისტიელები, ანდროსელები, ტენოსელები და ყველა დანარჩენი კუნძულების მცხოვრებლები, გარდა იმ ხუთი ქალაქისა, რომელთა სახელებიც ზემოთ მოვიხსენიე. საერთოდ, რაც უფრო ღრმად შედიოდა ელადაში სპარსელი მეფე, მით უფრო მეტი ტომები მისდევდნენ მას.
67. მივიდნენ ათენთან პაროსელებს გარდა ყველა ესენი (პაროსელები კი დარჩნენ კითონოსში და უყურებდნენ თუ ომი რანაირად წარიმართებოდა); როდესაც დანარჩენები მივიდნენ ფალერონში, იქ თვითონ ქსერქსესი ჩამოვიდა ხომალდებიდან, რადგან უნდოდა მეზღვაურებში გარეულიყო და შეეტყო იმათი აზრი; მივიდა ქსერქსესი მათთან და დაჯდა თავის ადგილას; მივიდნენ მასთან ხომალდებიდან მის მიერ გამოძახებული პირები: სხვადასხვა ხალხების ტირანები და ტაქსიარქები და ჩამოსხდნენ იმის მიხედვით, თუ თითოეულ მათგანს მეფე რა პატივს ანიჭებდა: პირველი იყო სიდონის მეფე, შემდეგ ტიროსისა და მათ შემდეგ ყველა სხვა. როდესაც ისინი ასე ჩამორიგდნენ, ქსერქსესმა გაგზავნა მარდონიოსი, რომ ჩამოევლო და თითოეულისათვის ეკითხა, უნდა გაიმართოს თუ არა საზღვაო ბრძოლა.
68. შემდეგ მარდონიოსმა ჩამოიარა და შეკითხვა დაიწყო სიდონის მეფისაგან, ყველანი ერთსა და იმავე აზრს გამოთქვამდნენ, ამბობდნენ უნდა გაიმართოს საზღვაო ბრძოლაო, მხოლოდ არტემისიემ თქვა შემდეგი: ?) "მარდონიოს, გადაეცი მეფეს - ის, რასაც მე ვლაპარაკობ, რადგან ყველაზე უარესი არ ვყოფილავარ ევბეასთანს გამართულ საზღვაო ბრძოლაში და არც ყველაზე ნაკლებად გამომიჩენია თავი. უფალო, სამართლიანი იქნები, რომ მე ჩემი აზრი გამოვთქვა, ვთქვა რა მიმაჩნია ყველაზე სასარგებლოდ შენთვის. ამიტომ შემდეგს გეუბნები: მოუფრთხილდი ხომალდებს და ნუ გამართავ საზღვაო ბრძოლას, რადგან ეს ხალხი შენს ხალხთან შედარებით იმდენად ძლიერია ზღვაზე, რამდენდაც მამაკაცები - ქალებზე. რისთვის უნდა ჩაიგდო თავი საფრთხეში ამ საზღვაო ბრძოლებით? განა შენს ხელთ არ არის ათენი, რომლის გულისთვისაც წამოიწყე ეს ლაშქრობა, განა დანარჩენი ელადაც შენი არ არის? ისეთი ხომ არავინაა, შენ რომ გეღობებოდეს. მათ, შენს წინააღმდეგ სამაგიერო უკვე მიეზღოთ. ?) ახლა იმას გეტყვით, თუ როგორ წარიმართება მტრის საქმეები, ჩემი აზრით. თუ არ წამოიწყებ საზღვაო ბრძოლას, არამედ ნაპირთან დარჩები და ხომალდებს აქვე იყოლიებ, ანდა სულაც წინ წახვალ პელოპონესისაკენ, მაშინ უფალო, სულ ადვილად აგისრულდება შენი განზრახვა, რისთვისაც ხარ მოსული, რადგან ელინებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობა დიდხანს გაგიწიონ, შენ მათ დაჰფანტავ და ისინი თავ-თავის ქალაქში გაიქცევიან. რადგან, როგორც შევიტყვე, ამ კუნძულზე მათ საზრდო არა აქვთ და არც ისაა მოსალოდნელი, რომ შენ თუ პელოპონესისაკენ წაიყვან ქვეით ჯარს, პელოპონესიდან მოსულები აქ წყნარად ისხდნენ, ან და მოუნდეთ ათენის გულისათვის საზღვაო ბრძოლა. ?) ხოლო თუ შენ სასწრაფოდ წამოიწყებ საზღვაო ბრძოლას, მეშინია, რომ ფლოტი დაგიმარცხდება და ეს ქვეითი ჯარსაც დაგიღუპავს. ამას გარდა, მეფეო, მიაქციე ყურადღება იმასაც, რომ ჩვეულებრივ კარგ ხალხს ცუდი მონები ჰყავს, ხოლო ცუდს - კარგი. შენ, საუკეთესოს ყველა ადამიანთა შორის, ცუდი მონები გყავს და ისინი შენს მოკავშირეთა შორის ირიცხებიან. ესენი არიან ეგვიპტელები, კიპროსელები, კილიკიელები და პამფილიელები, რომელთაგან არავითარი ხეირი არ არის".
69. როდესაც არტემისიე ამას ელაპარაკებოდა მარდონიოსს, ამ ქალის მიმართ კეთილად გაწყობილები შეწუხდნენ მისი სიტყვების გამო, რომ ცუდი არაფერი შემთხვეოდა მას მეფისაგან, რადგან უშლიდან მას საზღვაო ბრძოლის გამართვას. სამაგიეროდ ისინი, ვისაც ის სძულდა და შურდა მისი რაკიღა ის მოკავშირეთა შორის ყველაზე მეტად იყო პატივცემული, ხარობდნენ, რადგან ეგონათ, რომ მისი სიტყვა მას დაღუპავდა. როდესაც გადასცეს ქსერქსეს თავკაცების მიერ გამოთქმული აზრები, მას ძალიან მოეწონა არტემისიეს წინადადება; არტემისიე მას უწინაც სამაგალითო ქალად მიაჩნდა და ახლა ხომ კიდევ უფრო მეტად აქებდა მას, მაგრამ ქსერქსესმა მაინც ბრძანა, უმრავლესობისათვის დაეჯერებინათ, რადგან ეგონა, რომ ევბეასთან სპარსელები მაინცდამაინც არ ეცადნენ, რაკიღა ის თვითონ არ იყო მათთან, ახლა კი ემზადებოდნენ, რომ თვითონ ეყურებინა საზღვაო ბრძოლისათვის.
70. როდესაც გასცა ბრძანება გაეცურათ, სპარსელებმა ხომალდები წაიყვანეს სალამინისკენ, იქ მოეწყვნენ და წყნარად დალაგდნენ. მაშინ ვერ გამართეს საზღვაო ბრძოლა, რადგან დღე ილეოდა და ღამე დგებოდა. ამიტომ სახვალიოდ ემზადებოდნენ. ხოლო ელინები შიშსა და შეშფოთებას შეეპყრო და მათ შორის განსაკუთრებით ისინი, ვინც პელოპონესიდან იყვნენ. ხოლო ესენი შფოთავდნენ იმიტომ, რომ თვითონ სალამინზე იყვნენ, ათენელთა მიწისათვის უნდა გაემართათ საზღვაო ბრძოლა და თუ დამარცხდებოდნენ, კუნძულზე გამოემწყვდეოდნენ ალყაშემორტყმულები, თავიანთი სამშობლო კი მიტოვებული ჰქონდათ ყოველგვარი დაცვის გარეშე. მართლაც, ბარბაროსთა ჯარი იმ ღამეს პელოპონესისაკენ გაემართა.
71. რაც კი შესაძლებელია, ყველაფერი იქნა გაკეთებული იმისათვის, რომ ბარბაროსები ხმელეთით არ შეჭრილიყვნენ პელოპონესში. როგორც კი შეიტყვეს პელოპონესელებმა, რომ თერმოპილეში დაიღუპნენ ისინი, ვინც ლეონიდესთან იყვნენ, თავიანთი ქალაქებიდან გაიქცნენ და ისთმოსში დასხდნენ, მათ მხედართმთავრად ჰყავდათ კლეომბროტოსი, ანაქანდრიდესის ძე, ლეონიდესის ძმა. ისთმოსში რომ ისხდნენ, მიწა წააყარეს სკებრონიდის გზას, ხოლო შემდეგ მოითათბირეს და გადაწყვიტეს აეშენებინათ ისთმოსზე ზღუდე. რადგანაც მრავალი ათასი კაცი იყო იქ და ყველა მუშაობდა, ამიტომ სამუშაო სწრაფად სრულდებოდა. მოჰქონდათ ქვები, აგურები, ხეები და ქვიშით სავსე კალათები და აქ მოსულები წუთითაც არ ჩერდებოდნენ, დღე და ღამე შრომობდნენ.
72. ხოლო ისთმოსში შემდეგი ელინები გაეშურნენ საშველად: ლაკედემონელები, ყველა არკადიელი, ელეელები, კორინთელები, სიკიონელები, ეპიდევრელები, ფლებუსელები, ტრბძენელები და ჰერმიონელები. სწორედ ესენი მოვიდნენ საშველად, ძალიან შეშფოთებულნი საფრთხეში ჩავარდნილი ელადის გამო. ხოლო დანარჩენი პელოპონესელები სულაც არ დარდობდნენ ამას, ამასობაში ოლიმპიური და კარნეის დღესასწაული უკვე მოთავებული იყო.
73. პელოპონესში ცხოვრობდა 7 ტომი. ამათგან ორი არის ადგილობრივი და ახლაც იმავე მხარეში სახლობს, სადაც ძველად ცხოვრობდა. ესენი არიან არკადიელები და კინურიელები. ხოლო ერთი ტომი აქეურია, რომელიც, მართალია, არ გასულა პელოპონესიდან, მაგრამ თავის საკუთარი ტერიტორია დატოვა და ცხოვრობს სხვათა მიწა-წყალზე. დანარჩენი ტომები, შვიდიდან ოთხი, მოსულები არიან: დორიელები, ეტოლიელები, დრიოპები და ლემნოსელები. დორიელებს ბევრი და ცნობილი ქალაქი აქვთ, ხოლო ეტოლიელებს მხოლოდ ელიდა აქვთ, დრიოპებს ჰერმონი და ასინე, რომელიც ლაკონიკის კარდამილესთანაა, ხოლო ლემნოსელების არიან ყველა პარორეტები. კინურიელები ადგილობრივი მკვიდრნი არიან და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ესენი არიან იონიელები; ხოლო გადორიელდნენ ისინი იმიტომ, რომ იმართვოდნენ არგოსელთაგან და თან დროთა ვითარებასაც ჰქონდა მნიშვნელობა, იმტიომ რომ ისინი ორეელები იყვნენ და არგოსელები მეზობლები, ჩამოთვლილებს გარდა ამ შვიდი ტომის სხვა ქალაქები მიუმხრობლობას იცავდნენ. ხოლო თუ შეიძლება თავისუფლად ლაპარაკი, მიუმხრობლობა მიდიის მხრეზე ყოფნას ნიშნავს.
74. ისთმოსში მყოფნი მეტისმეტი თავგამოდებით შრომობდნენ, რადგან თავისი არსებობისათვის იბრძოდნენ და აღარ ჰქონდათ იმედი ხომალდებზე როგორმე გამობრწყინებისა. ხოლო მათ, ვინც სალამინზე იყვნენ, თუმცა კი შეიტყვეს ის, რაც აქ ხდებოდა, მაგრამ მაინც იყვნენ შეშფოთებულები და ისე თავისი თავისთვის არ ღელავდნენ, როგორც პელოპონესის გამო. ჯერჯერობით კი ერთმანეთში დადიოდნენ და ჩუმად ლაპარაკობდნენ, რომ აცვიფრებთ ევრიბიადესის სისულელე. ბოლოს უკმაყოფილება საჯაროდ გამოითქვა. შედგა კრება და ბევრი ილაპარაკეს ამის შესახებ; ისინი ამბობდნენ, რომ უნდა გაცურონ პელოპონესისაკენ, მისი გულისათვის უნდა გაწირონ თავი და არა უნდა ისხდნენ ერთ ადგილას და იბრძოლონ უკვე დამარცხებული ქვეყნისათვის; ხოლო ათენელები, აბგინელები და მეგარელები ამჯობინებდნენ დარჩენას და მტრის აქ მოგერიებას.
75. როდესაც შეატყო, რომ პელოპონესელთა აზრი სჯობნიდა მისას, თემისტოკლეესი ჩუმად გამოვიდა კრებიდან, გამოვიდა და ნავით გაგზავნეს კაცი მიდიელთა ბანაკში და უბრძანა, ეთქვა, რაც იყო საჭირო. ამ კაცს სახელად ერქვა სიკინოსი, ის იყო თემისტოკლეესის მსახური და მისი შვილების აღმზრდელი. ამ ამბის შემდეგ, თემისტოკლეესმა ის თესპიელ მოქალქედ გახადა, მაშინ, როდესაც თესპიელები ახალ მოქალაქეებს ღებულობდნენ და თან ქონებაც ბევრი მიესცა. სკინოსი რომ მივიდა ნავით, ბარბაროსთა მხედართმთავრებს შემდეგი უთხრა: "სხვა ელინთაგან მალულად გამომგზავნა თქვენთან ათენელეთა მხედართმთავარმა (რადგან ის თქვენი მეფის თანამოაზრეა და თქვენი გამარჯვება უფრო უნდა, ვიდრე ელინებისა); მან თქვა რომ შეშინებულმა ელინებმა გადაწყვიტეს გაქცევა და თქვენ ახლა შეგიძლიათ საქმეების საუკეთესოდ დაბოლოება, თუ კი არ მისცემთ მათ საშუალებას რომ აქეთ-იქით დაიფანტონ ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან და ვერც თქვენს წინააღმდეგობას შეძლებენ. თქვენ ნახავთ, თუ როგორ ებრძვიან ისინი ერთმანეთს, ისინი, რომლებიც თქვენს მხარეზე არიან და ისინი, რომლებიც არ არიან თქვენს მხარეზე". სიკინოსმა გამოუცხადათ მათ ეს ამბავი და სასწრაფოდ გაბრუნდა.
76. მათ დაუჯერეს ამ ცნობას და ჯერ პატარა კუნძულზე, ფსიტალებაზე (სალამინსა და ხმელეთს შორის მდებარეობს) გადასხეს ბევრი სპარსელი, ხოლო შემდეგ, როდესაც შუაღამე დადგა, დასავლეთის ფრთიდან გამოიყვანეს ხომალდები სალამინის გარშემორტყმის მიზნით. ამავე დროს კეოსსა და კინოსურსთან დარაზმული ხომალდებიც გამოიყვანეს და მუნიქიემდე მთელი ყელი ხომალდებით დაიჭირეს. იმისათვის გამოიყვანეს ხომალდები, რომ ელინებისათვის არ მიეცათ გაქცევის საშუალება, რადგან უნდოდათ ისინი გამოჭირათ სალამინზე და მათთვის არტემისიონთან ბრძოლის სამაგიერო მიეზღოთ. ხოლო ფსიტალებად წოდებულ კუნძულზე იმიტომ გადასხეს სპარსელები, რომ საზღვაო ბრზოლის დროს ყველაზე ემტად აქ გამოირიყებოდნენ ხალხიცა და დაღუპული ხომალდების ნამტვრევებიც (კუნძული სწორედ იმ სრუტესთან მდებარეობდა, სადაც საზღვაო ბრძოლა იყო მოსალოდნელი), და ამათ უნდა გადარჩინათ თავისიანები და დაეხოცათ მტრები. სპარსელები ამას ჩუმად აკეთებდნენ, რომ მოწინააღმდეგეს არ შეეტყო. ამ სამზადისში მათ მთელი ღამე არ დაუძინიათ.
77. მე არ შემიძლია წინასწარმეტყველების საწინააღმდეგო ვილაპარაკო და ვთქვა, რომ ის არ არის ჭეშმარიტი, რადგან არ მინდა ვცადო იმის არუყოფა, რასაც ის გარკვეულად ამბობს და რასაც თვითონაც ვხედავ: "როდეესაც ოქროსმახვილიან არტემიდეს წმინდა ნაპრისა და ზღვისპირას მდებარე კინოსურას ხომალდებით გახიდავენ, მას მერე, რაც გიჟური იმედით გაანადგურებს ბრწყინვალე ათენი, ღვთაებრივი სამართალი მოათვინიერებს უძლიერებს სიამაყეს, ზვიადობის ძეს, რომელიც სასტიკადაა გაშმაგებული და ყოველთვის შთანთქმას აპირებს, სპილენძი სპილენსს შეეჯახება, ხოლო არესი სისხლით შეღებავს ზღვას. მაშინ შორსმხედველი კრონიდი და დედოფალი ნიკე თავისუფალ დღეს მიანიჭებენ ელადას".
აი, ასე ცხადლივ ლაპარაკობს ბაკისი და ამ წინასწარმეტყველების საწინააღმდეგოდ ვერც თვითონ ვბედავ რაიმეს თქმას და არც სხვათაგან მივიღებ.
78. ამასობაში სალამინზე მყოფ მხედართმთავართა შორის დიდი კამათი გრძელდებოდა. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ბარბაორსები მათ გარსშემოერტყნენ ხომალდებით, ის კი არა, როდესაც გათენდა და ისინი დაწყობილები დაინახეს, იფიქრეს, ისევე იმავე ადგილას არიანო.
79. სანამ მხედართმთავრები დაობდნენ, აბგინიდან გადმოვიდა არისტებდესი, ლისიმაქოსის ძე, ათენელი, რომელიც ხალხმა გამოაძევა; მისი ხასიათი რომ შევისწავლე, დავრწმუნდი, რომ ათენში ის საუკეთესო და ყველაზე უფრო სამართლიანი კაცი იქნებოდა. ის დადგა კრებასთან და გამოიძახა თემისტოკლეესი, რომელთანაც მეგობრულად კი არ იყო, პირიქით საგანგებო მტრობა ჰქონდა, მაგრამ თავს დატეხილი უბედურების გამო დაივიწყა მტრობა და მას დაუძახა, რადგან უნდოდა მოლაპარაკებოდა. მას გაგონილი ჰქონდა, რომ პელოპონესელებს უნდოდათ ხომალდების წაყვანა ისთმოსში. როდესაც გამოვიდა თემისტოკლეესი, არისტებდესმა მას შემდეგი უთხრა: "ჩვენ ყოველ დროს გვმართებდა და მით უმეტეს ახლა, რომ ვეჯიბრებოდეთ ერთმანეთს იმაში, თუ ვინ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს სამშობლოს ჩვენ ორთაგან. მე გეუბნები, რომ ამჟამად სულერთია, ბევრს ილაპარაკებენ, თუ ცოტას პელოპონესელებთან აქედან ფლოტის გაცურვის შესახებ. მე ვამბობ ამას, როგორც ჩემი თვალით მხილველი იმისა, რომ ახლა ვერ კორინთელები და ვერც თვით ევრიბიადესი, კიდევაც რომ მოიწადინონ, ვერ შეძლებენ გაცურვას, რადგან მტრისაგან გარშემორტყმულები ვართ. შედი ახლა იმათთან და აცნობე ეს ამბავი".
80. ხოლო თემისტოკლეესმა მას მიუგო: "ძალიან სასარგებლო რასმე გვირჩევ და კარგი ამბავიც მოგვიტანე. რადგან ის, რაც მეგონა რომ მოხდებოდა, მოხდა და ეს შენ შენი თვალით ნახე. იცოდე, რომ მიდიელებმა ეს ჩემი ჩაგონებით გააკეთეს, რადგან ელინებს არ სურდათ თავისი ნებით ბრძოლაში ჩაბმა, ამიტომ საჭირო იყო ისინი თავისდა უნებურად ჩაგვება ბრძოლაში. რახან მოხვედი და კარგი ამბავი მოგვიტანე, შენ თვითონვე გამოუცხადე მათ ამის შესახებ, რადგან მე რომ ვუთხრა, იფიქრებენ, გამოიგონაო და არ დაიჯერებენ, რომ ბარბაროსები ასე მოიქცნენ. ამიტომ შენ თვითონ მიდი და გამოუცხადე, როგორც არის საქმე. როდესაც ეტყვი, თუ დაიჯერეს, ხომ კარგი და პატიოსანი, ხოლო თუ არ დაიჯერეს, მაშინ ჩვენთვის სულერთია. რადგან ისინი მაინც ვერსად გაიქცევიან, თუ კი ყოველის მხრიდან გარშემორტყმულები ვართ, როგორც შენ ამბობ".
81. ეს რომ უთხრა, შევიდა არისტებდესი, თქვა რომ აბგინიდან არის მოსული და რომ ძლივსძლივობით, მალულად გამოუსხლტა ჩამომწკრივებულ ხომალდებს, რომ ელინთა მთელი ბანაკი გარშემორტყმულია ქსერქსესის ხომალდებით, და ურჩია, მოემზადეთ და შეუტიეთ მტერსო. ეს რომ თქვა, გავიდა, ხოლო მხედართმთავრებს შორის ისევ კამათი ატყდა, რადგან მხედართმთავრთა მეტ წილს არ სჯეროდა, რაც მათ გამოუცხადეს.
82. მათ რომ არ სჯეროდათ, მოვიდა ტრიერი, რომელზედაც ისხდნენ ტენოსელი ვაჟკაცები, მტრისაგან გამოქცეულები, მათ მეთაურობდა ტენოსელი, პანაიტიოს სოსიმენესის ძე; აი, მათ მოუტანეს ნამდვილი ამბავი. ამ საქმის გამოა, რომ ტენოსელთა სახელი სწერია დელფოში სამფეხზე, მათ შორის, ვინც ბარბაროსი დაამარცხა. ამ ხომალდთან ერთად, რომელიც გადავიდა სალამინში ელინთა მხარეზე (ამაზე უწინ კი ლემნოსის ხომალდსაც თუ ჩავთვლით, რომელიც არტემისიონში შეემატა მათ), ელინთა ფლოტი 380 ხომალდს შეიცავდა. ხოლო მანამ ამ რიცხვს ორი ხომალდი აკლდა.
83. ელინებმა რაკიღა დაიჯერეს ის, რაც უთხრეს მათ ტენოსელებმა, დაიწყეს მზადება იმისათვის, რომ საზღვაო ბრძოლა გაემართათ. გარიჟრაჟზე შეკრიბეს მეზღვაურები და ყველაზე კარგად მათ წინაშე თემისტოკლეესმა ილაპარაკა. მთელ მის სიტყვაში უკეთესი უპირისპირდებოდა უარესს, რამდენადაც ადამიანის ბუნება და მდგომარეობა ერთთანაც წილნაყარია და მეორესთანაც. ის არწმუნებდა მეზღვაურებს აერჩიათ უკეთესი და სიტყვის დასასრულს უბრძანა, ხომალდებზე ასვლა. როდესაც მეზღვაურები ადიოდნენ ხომალდებზე, აბგინიდან მოვიდა ტრიერი, რომელიც გაგზავნილი იყო აბაკიდებისათვის. მაშინ ყველა ელინმა გამოიყვანა თავისი ხომალდები.
84. მათ გამოსვლისთანავე თავს დაესხნენ ბარბაროსები. დანარჩენმა ელინებმა გააბრუნეს ხომალდები და ნაპირს უნდოდათ მისდგომოდნენ, ხოლო ამებნიეს პალენელი, ათენელი წავიდა წინ და ხომალდით შეეჯახა მტერს. როდესაც მისი ხომალდი ჩაება ბრძოლაში და მებრძოლებს უკვე აღარ შეეძლოთ ერთმანეთს გასცლოდნენ, მაშინ სხვებიც მიეშველნენ და ამებნიესს და ბრძოლა გაჩაღდა. ათენელები ამბობდნენ, რომ ასეთი იყო საზღვაო ბრძოლის დასაწყისი, ხოლო აბგინელების სიტყვით იმ ხომალდში დაიწყო ბრძოლა, რომელიც აბგინეზე იყო გაგზავნილი აბკიდების მოსაყვანად. იმასაც ამბობენ, თითქოს ეჩვენა მათ დედაკაცის აჩრდილი, ეჩვენა და ისე გასცა განკარგულება, რომ ელინთა მთელმა ბანაკმა გაიგონა. ამაზე უწინ კი შემდგი სიტყვებით შეარცხვინა ისინი: "თქვე უბედურებო, როდემდის უნდა იხევდეთ უკან".
85. ათენელთა საპირისპიროდ დაეწყვნენ ფინიკიელები, რადგან ამათ ეჭირად დასავლეთის ფრთა ელევსინისაკენ, ხოლო ლაკედემონელების პირდაპირ იყვნენ იონიელები (მათ ეჭირათ აღმოსავლეთის ფრთა პირეევსისაკენ). იონიელთაგან მხოლოდ მცირეოდენნი იქცეოდნენ მოღალატურად თემისტოკლეესის შთაგონების შედეგად, ხოლო უმეტესობა - არა. მე შემეძლო ბევრი ტრიერარქის სახელი ჩამომეთვალა, რომელთაც ელინური ხომადლები შეიპყრეს, მაგრამ მათგან არავის მოვიხსენიებ, გარდა თეომესტორ ანდროდამასის ძისა და ფილაკოს ჰისტიაიოსის ძისა (ორთავენი სამოსელები იყვნენ). მხოლოდ ამათ იმიტომ ვახსენებ, რომ სწორედ ამ საქმის გამო თეომესტორი სამოსის ტირანად დააყენეს სპარსელებმა, ხოლო ფილაკოსი მეფის კეთილისმოქმედედა ჩაწერეს და დაასაჩუქრეს დიდძალი მიწით. მეფის კეთილისმოქმედნი სპარსულად იწოდებიან "ოროსანგებად".
86. ასე მოიქცნენ ამათ მიმართ. ხოლო სალამინში ბარბაროსების ხომალდთა დიდი რაოდენობა დაიღუპა, ზოგი ათენელებმა გაანადგურეს და ზოგიც აბგინელებმა. ეს იმიტომ, რომ ელინები საზღვაო ბრძოლას წესს და რიგზე აწარმოებდნენ, ხოლო ბარბაროსები დაწყობილებიც კი არ იყვნენ და არც სხვა რასმე აკეთებდნენ გონივრულად, ისე რომ, რაც მათ დაემართათ, ასეც უნდა მომხდარიყო. მაგრამ ისინი იმ დღეს ბევრად უფრო ვაჟკაცურად იქცეოდნენ, ვიდრე ევბეის ბრძოლისას, რადგან ყოველი მათგანი ძალიან ცდილობდა და ეშინოდა ქსერქსესის; თითოეული ფიქრობდა, რომ სწორედ მას უყურებს მეფე.
87. სხვების შესახებ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით, თუ როგორ იბრძოდნენ სათითაოდ ბარბაროსები ან ელინები, მაგრამ არტემისიემ გააკეთა ისეთი რამ, რითაც მეფის კიდევ უფრო დიდი პატივისცემა დაიმსახურა. როდესაც მეფის საქმეები ძალიან ცუდად წარიმართა, ამ დროს არტემისიეს ხომალდს დაედევნა ერტი ატიკური ხომალდი. არტემისიეს არ შეეძლო გაქცევა (რადგან მასზე წინ იყვნენ მოკავშირეთა ხომალდები, ხოლო მისი ხომალდი შემთხვევით აღმოჩნდა მტრის ხომალდებთან) და მან გადაწყვიტა შემდეგნაირად მოქცეულიყო და რაკი ასედაც მოიქცა, ეს მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ატიკური ხომალდი რომ მისდევდა, იგი თავს დაესხა მოკავშირე კალინდელების ხომალდს, რომელზედაც მიცურავდა კალინდელების მეფე დამასითიმოსი. ეგება რაიმე უთანხმოებაც ჰქონდათ მას და დამასითიმოსს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისინი ჰელესპონტთან ცხოვრობდნენ, ამას ვერ ვიტყვი; ვერც იმას ვიტყვი, განზრახ ჩაიდინა არტემისიემ ეს, თუ შემთხვევით შეეჯახა მას კალინდელების ხომალდი. არტემისიე დაეჯახა და ჩაძირა ხომალდი, და ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით მან თავისთვის ორმაგი სიკეთე გამოიგდო: ატიკური ხომალდის ტრიერქოსმა როდესაც დაინაცა, თუ როგორ ესხმის არტემისიეს ხომალდი, ანდა რომ ის გადაუდგა ბარბაროსებს და ახლა მათ უტევს, ამიტომ გამობრუნდა და სხვა ხომალდების წინააღმდეგ გაემარტა.
88. ჯერ ერს ერთი ამნაირად გადაურჩა არტემისიე მტერს და არ დაიღუპა, მეორეცაა და მოხდა ისე, რომ ასეთინ საქციელით მან ქსერქსესის განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა. ამბობენ, რომ მეფე უცქეროდა საზღვაო ბრძოლას და დაინახა, რომ ერთი ხომალდი თავს დაესხა მეორეს, ამ დროს ვიღაც იქ მყოფთაგანმა უთხრა მას: "უფალო, ხედავ არტემისიეს, რა კარგად იბრძვის და როგორ ჩაძირა მტრის ხომალდი?" მეფემ იკითხა, ეს მართლა არტემისიეს საქმეა, თუ არა, მათაც დაუდასტურეს, რადგან კარგად იცოდნენ მისი ხომალდის ნიშანი, ხოლო დაღუპული ხომალდი მტრისა ეგონათ. როგორც უკვე ითქვა, ყოველივე, რაც შეემთხვა არტემისიეს, მისთვის სასიკეთო აღმოჩნდა და ისიც, რომ კალინდური ნავიდან არავინ გადარჩენილა, რომელიც არტემისიეს ბრალს დასდებდა. ამბობენ, ქსერქსესს რომ უთხრეს ეს ამბავი, იმას ასე უპასუხია: "ვაჟკაცები ქალებად გადამეცნენ, ხოლო ქალები - ვაჟკაცებადო". ამბობენ, რომ ასე თქვა ქსერქსესსმა.
89. ამ ბრძოლაში დაიღუპა მხედართმთავარი არიაბიგნესი, დარიოსის ძე, ქსერქსესის ძმა, სხვაც ბევრი დაიხოცა სახელოვანი სპარსელი, მიდიელი, თუ სხვა მოკავშირე, ხოლო ელინთაგან ცოტანი დაიღუპნენ, რადგან მათ ცურვა იცოდნენ და ვისაც ხომალდები დაუზიანდა, და ვინც არ ამოწყდა ხელჩართულ ბრძოლაში, ისინი სალამინზე გადაცურდნენ. ხოლო ბარბაროსთაგან ბევრნი დაიღუპნენ ზღვაში, რადგან მათ ცურვა არ იცოდნენ. როდესაც ბარბაროსთა პირველმა ხომალდებმა ზურგი უჩვენეს, მაშინ დაიღუპა უმეტესობა. ეს იმიტომ, რომ უკანა მწყობრებიც ცდილობდნენ მეფესთან თავი გამოეჩინათ, წინ მიიწევდნენ თავისი ხომალდებით და უკუქცეულთა ხომალდებს ეჯახებოდნენ.
90. ამ არეულობაში კიდევ ერთი ამბავი მოხდა: ფინიკიელთაგან ზოგიერთები, რომელთაც ხოამლდები დაეღუპათ, მივიდნენ მეფესთან და დააბეზღეს იონიელები. მათი ბრალია ჩვენი ხომალდების დაღუპვა, რადგან ისინი მოღალატეები არიანო, მაგრამ მოხდა ისე, რომ იონიელთა მხედართმთავრები არ დასაჯეს, ხოლო მაბეზღარა ფინიკიელებს ასეთი რამ მიეზღოთ: ისინი ჯერ კიდევ ამის ლაპარაკში იყვნენ, როდესაც ატიკურ ხომალდი დაეჯახა სამოთრაკიული ხომალდი. ატიკური ხომალდი უკვე იძირებოდა, როდესაც სამოთრაკიულ ხომალდს თავს დაესხა აბგინური ხომალდი და დასძირა ის; მშვილდებით შეიარაღებულმა სამოთრაკიელებმა ესროლეს და დაძირული ხომალდიდან მეზღვაურები გამოჰყარეს, ავიდნენ ზედ და დაიპყრეს ის. აი, ამ შემთხვევამ იხსნა იონიელები. მართლაც, ქსერქსესმა დაინახა, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებდნენ. მიუბრუნდა ფინიკიელებს (მეტისმეტად იყო განრისხებული და ყველას დადანაშაულების სურვილი ჰქონდა) და ბრძანა, მათთვის თავები დაეკვეთათ, ეს იმიტომ რომ თვითონ უღირსებს თავისზე უკეთესები აღარ დაებეზღებინათ. ქსერქსესი იჯდა მათ ძირას, რომელსაც აბგალეოსი ეწოდება, ზედ სალამინის პირდაპირ და როგორც კი დაინახავდა ვინმეს თავისიანს საზღვაო ბრძოლაში გამორჩეულს, მაშინვე იკითხავდა, ვინაა, ამას რომ შვრებაო და მწერლები იწერდნენ ტრიერარქის მამის სახელს და ქალაქს, ფინიკიელების ამ უბედურებაში ერთგვარად წილი უძღვოდა სპარსელს, არიარამნესს, რომელიც იონიელთა მეგობარი იყო.
91. ასე შეუტიეს მათ ფინიკიელებს. ხოლო როდესაც ბარბაროსები გაიქცნენ და მიცურავდნენ ფალერონისაკენ, აბგინელები ჩაუსაფრდნენ მათ სრუტეში და მნიშვნელოვანი ამბები დაატრიალეს: რადგან მაშინ, როდესაც ათენელები არეულობის დროს ანადგურებდნენ იმ ხომალდებს, რომლებიც მათ ეწინააღმდეგებოდნენ და ასევე იმათ, რომლებიც მათ ზურგს უჩვენებდნენ, აბგინელები ანადგურებდნენ მათ, რომლებიც ფალერონისკენ მიცურავდნენ. ისე, რომ თუ კი ვინმე გაექცეოდა ათენელებს, ის ხელში უვარდებოდა აბგინელებს.
92. მოხდა ისე, რომ ერთმანეთს შეხვდნენ ხომალდები, თემისტოკლეესის, რომელიც მისდევდა მოწინააღმდეგის ხომალდს და პოლიკარტოს კრიოსის ძისა, აბგინელის, რომელიც თავს დაესხა სიდონის ხომალდს; ეს სწორედ ის ხომალდი იყო, რომელმაც შეიპყრო აბგინური ხომალდი, სკიათოსს რომ იცავდა და მასზე მიცურავდა პითეეს ისქენოოსის ძე; მან თავისი ვაჟკაცობით გააცვიფრა სპარსელები, რომელთაც აკუწული პითეესი ხომალდზე ჰყავდათ. სიდონური ხომალდი, რომელზედაქც იმყოფებოდა პითეესი სპარსელებთან ერთად, შეიპყრეს, ისე რომ, პითეესი მშვიდობით მიიყვანეს აბგინეზე. როდესაც პოლიკრიტოსმა ატიკური ხომალდი დაინახა, მისი ნიშნის მიხედვით იცნო, რომ ის მხედართმთავრისაა და ხმამაღლა სძრახავდა თემისტოკლეესს და ჰკიცხავდა იმ აბგინელებს, რომლებიც მიდიელებს მიემხრნენ. ასეთი რამ უთხრა მან თემისტოკლეესს მას მერე, რაც თვითონ დაესხა თავს სიდონურ ხომალდს. ამ დროს ბარბაროსები, რომელთა ხომალდებიც გადარჩნენ, გაიქცნენ, მივიდნენ ფალერონში და ქვეით ლაშქარს შეეფარნენ.
93. ამ საზღვაო ბრძოლაში ელინთა შორის ყველაზე დიდი სახელი მოიხვეჭეს აბგინელებმა, ხოლო შემდეგ ათენელებმა, ვაჟკაცთა შორის კი პოლიკრიტოს აბგინელმა და ათენელებმა ევმენეს ანაგირასელმა და ამეინის პალენელმა, რომელიც მისდევდა არტემისიეს. მან არ იცოდა, რომ ამ ხომალდზე არტემისიე მიცურავდა, თორემ მის დევნას მანამდე არ შეეშვებოდა, ვიდრე მას არ შეიპყრობდა, ან თვითონ არ იქნებოდა მის მიერ შეპყრობილი. ასე ჰქონდათ ნაბრძანები ათენელთა ტრიერაქებს. ამას გარდა ჯილდოც იყო გამოცხადებული, ათიათასი დრაქმა, იმისათვის, ვინც ცოცხლივ შეიპყრობდა არტემისიეს, რადგან ძალიან სამარცხვინოდ მიაჩნდათ ის ამბავი, რომ ქალმა გაილაშქრა ათენის წინააღმდეგ. ის კი როგორც ზემოთაც ითქვა, გაიქცა. ხოლო სხვა ბარბაროსებმა, რომელთა ხომალდებიც გადარჩა, თავი შეაფარეს ფალერონს.
94. ათენელები ამბობდნენ, რომ კორინთელმა მხედართმთავარმა, ადებმანტოსმა, მაშინვე, როგორც კი ხომალდები ერთმანეთს დაეტაკნენ, თავზარდაცემულმა და შეშინებულმა, აფრები ააშვებინა და გაიქცა, ხოლო კორინთელებმა რომ დაინახეს, მხედართმთავრის ხომალდი გარბისო, თვითონაც გაიქცნენ. ისინი რომ გარბოდნენ, სალამინის ათენა სკირასსის სამლოცველოსთან შემოხვდათ ღვთის განგებით მოვლენილი პატარა სწრაფმავალი ხომალდი, რომლის გამომგზავნიც არავინ ჩანდა, კორინთელებმა არც ის იცოდნენ, თუ რა შეემთხვა დანარჩენ ფლოტს. ხოლო ეს საქმე რომ ღვთის განგებით იყო, ამას შემდეგით ასკვნიან: როდესაც ხომალდები ერთმანეთს მიუახლოვდნენ, მათ ვინც სწრაფმავალ ხომალდზე იყვნენ, მეორე ხომალდზე მყოფებს გადასძახეს: "ადებმანტოს, შენ ხომალდები გამოაბრუნე და გაიქეცი, უღალატე ელინებს, ისინი კი ახლა იმარჯვებენ და სძლევენ მტერს, როგორც თვითონ სურდათ". ეს რომ სთქვეს და ადებმანტოსმა არ დაიჯერა, მათ ახლა უთხრეს, მძევლებად დავრჩებით და მზადა ვართ დავიხოცოთ, თუ ელინები არ გაიმარჯვებენო. ასე გამოაბრუნა ადებმანტოსმა ხომალდი და სხვებმაც, ვინც მასთან იყვნენ და მოვიდნენ ბანაკში მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე მოთავებული იყო. ასეთი ხმა დაუგდეს ათენელებმა კორინთელებს, ხოლო თვითონ კორინთელები ამაში არ ეთანხმებოდნენ და ირწმუნებიან, რომ საზღვაო ბრძოლის დროს პირველთა შორის იყვნენ; მთელი დანარჩენი ელადაც კორინთელებს ემოწმება ამ ამბავში.
95. ხოლო არისტებდეს ლისიმაქოსის ძე, ათენელი, რომელიც ცოტა ზემოთ მოვიხსენიე, როგორც საუკეთესო ვაჟკაცი, შემდეგნაირად მოიქცა სალამინთან მომხდარი ბრძოლის დროს: მან სალამინის სანაპიროს გასწვრივ დაყენებული, ბევრი ათენელი ჰოპლიტი წაიყვანა, გადასხა კუნძულ ფსიტალებაზე და ამ კუნძულზე მყოფი სპარსელები მათ ერთიანად გააჟლეტინა.
96. როდესაც საზღვაო ბრძოლა მოთავდა, ელინებმა გამოათრიეს სალამინზე ხომალდის ნამსხვრევები, რაც ჯერ კიდევ იქ იყო და მზად იყვნენ ახალი საზღვაო ბრძოლისათვის, რადგან ფიქრობდნენ, რომ მეფე უეჭველად გამოიყენებს გადარჩენილ ხომალდებსო. ამასობაში დასავლეთის ქარმა ხომალდის ბევრნი ნამტვრევი წაიღო ატიკის სანაპიროსაკენ, რომელსაც ეწოდება კოლიასი; ისე რომ, სხვა წინასწარმეტყველებებთან ერთად, რომელიც წარმოუთქვამთ ბაკისსა და მუსაბოსს, ისიც ასრულდა მთლიანად, რაც მათ ამ საზღვაო ბრძოლის შესახებ თქვეს და ასრულდა ისიც აქ გამოტანილი ხომალდის ნამტვრევების შესახებ, რაც იწინასწარმეტყველა მრავალი წლის წინ ათენელმა მისანმა ლისისტრატოსმა (და რაც გაუგებარი იყო ყველა ელინისათვის): "კოლიასელი ქალები ნიჩბებზე შეწვავენ" , ეს უნდა მომხდარიყო მას მერე, რაც მეფე წავიდოდა.
97. ქსერქსესმა როდესაც შეიტყო, თუ რა უბედურება დაატყდა თავს, შეეშინდა, იონიელთაგან ვინმეს არ ერჩია ელინებისათვის, ან თვითონ არ მოეფიქრებინათ ჰელესპონტისაკენ გაცურვა ხიდების დასანგრევად; შეეშინდა ევროპეში არ გამოკეტილიყო და არ დაღუპულიყო და გადაწყვიტა გაქცევა. მას არ უნდოდა, რომ შეეტყოთ ეს ამბავი ან ელინებს ან და მისიანებს, ამიტომ დაიწყო მიწაყრილის კეთება სალამინისაკენ, ფინიკიური ხომალდები ერთმანეთს გადააბა, რომ ისინი ხიდად და ზღუდედ გამოსდგომოდნენ და ემზადებოდა თითქოს მეორე საზღვაო ბრძოლისათვის. ყველა სხვამ, ვინც კი დაინახა, რომ ქსერქსესი ამას აკათებდა, ირწმუნა, რომ ის რჩება და ყოვლად სერიოზულად ემზადება საომრად. მხოლოდ მარდონიოსი არ მოტყუვდა, რადგან მან ყველაზე უკეთ იცოდა მეფის ბუნება.
98. ქსერქსესი ამას რომ აკეთებდა, თან სპარსელებში გაგზავნა კაცი და შეატყობინა, თუ რა უბედურება დაემართა. მოკვდავთა შორის სპარსელ დესპანზე უფრო სწრაფად არავინ დადის. სპარსელებს ეს საქმე ასე აქვთ მოგვარებული: ამბობენ, რომ რამდენიმე დღის სავალიც არ უნდა იყოს, მთელ გზაზედ იმდენი ცხენი და კაცი ჰყავთ სპარსელებს დაყენებული, რომ ყოველ თითო დღის სავალზე თითო ცხენი და თითო კაცი მოდისო. მათ არც თოვლი უშლის ხელს, არც წვიმა, არც პაპანაქება სიცხე და არც ღამე იმაში, რომ გასავლელი გზა რაც შეიძლება სწრაფად განვლონ. პირველი მორბედი განკარგულებას მეორეს გადასცემს, მეორე მესამეს, და ასე შემდეგ ერთი მეორეს გადასცემენ ხოლმე განკარგულებას და ეს ისევე ხდება, როგორც ელინებში ჰეფესტოს დღესასწაულზე ლამპრების გადაცემა. ამ ცხენების სრბოლით შეტყობინებას სპარსელები უწოდებენ "ანგარებნოს"-ს.
99. პირველმა ცნობამ, რომელმაც მოაღწია სუსაში ქსერქსესის მიერ ათენის აღების შესახებ, შინ დარჩენილი სპარსელები ისე გაახარა, რომ მთელი გზები ტვიის ტოტებით მოჰფინეს, გუნდრუკი აკმიეს, თვითონ მონაწილეობდნენ მსხვერპლშეწირვაში და მიეცნენ დროსტაებას. ხოლო მეორე ცნობა როდესაც მოუვიდათ, ისე შეძრწუნდნენ, რომ ყველამ ტანსაცმელი შემოიხია, საშინელი ყვირილი და ღრიალი მორთეს და ბრალს მარდონიოსს სდებდნენ. სპარსელები ამას ჩადიოდნენ არა მარტო იმიტომ, რომ ხომალდებს ნაღვლობდნენ, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ ქსერქსესი ედარდებოდათ.
100. ასე იყვნენ სპარსელები მთელი ის ხანი, ვიდრე თვითონ ქსერქსესი არ დაბრუნდა და მაშინ კი მოისვენეს. ხოლო მარდონიოსმა რომ დაიანხა, თუ რამოდენა უბედურება სჭირდა ქსერქსესს საზღვაო ბრძოლის შედეგად, ასე იფიქრა, ქსერქსესი ათენიდან გაქცევას გადასწვეტსო და ამასთანავე იმასაც მიხვდა რომ პასუხს მას მოჰკითხვდნენ, რაკიღა მან ურცია მეფეს ელადაზე გალაშქრება, ამიტომ ამჯობინა კიდევ ჩაეგდო თავი საფრთხეში და ან დაემარცხებინა ელადა, ანდა სახელოვნად დაესრულებინა თავისი სიცოცხლე დიად საქმეში. ისე, იმ აზრისა უფრო იყო, რომ დაამარცხებდა ელადას. ეს რომ მოიფიქრა, მეფეს შემდეგი უთხრა: "უფალო, ნუ სწუხარ, და დიდ დარდს ნუ მისცემიხარ მომხდარის გმაო. რადგან ფიცრებსი შეჯიბრება კი არაა ჩვენთვის ყველაფრის მომტანი, არამედ ვაჟკაცებისა და ცხენებისა. ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი მოთავებულია, ვერც კი გაბედავს ხომალდბიდან გადმოსვლას და შენს წინააღმდეგობას. ამას ვერ გაბედავს ვერც ის ხალხი, ვინც ამ ხმელეთზე იმყოფება. ვინც ჩვენ გვეწინააღმდეგებოდნენ, იმათ უკვე აგეს პასუხი თუ კი შენ გადაწყვეტ, ახლავე დავესხათ თავს პელოპონესს, ხოლო თუ მოცდა გირჩევნია, მაშინ შემდეგ დავესხათ მას თავს. ნუ იდარდებ, რადგან ელინებს არაფერი ეშველებათ. იმათ პასუხი მოეთხოვებათ იმისათვის, რაც გააკეთეს ახლა და უწინ და ისინი შენი მონები გახდბიან. ყველაფერს სჯობია, ასე მოიქცე, ხოლო თუ გადაწყვეტ, რომ წახვიდე და წაიყვანო თან ლაშქარი, ამ შემთხვევისათვის სხვა რჩევა მაქვს. მეფეო, ნუ გახდი სპარსელებს ელინების სამასხროდ. ამ საქმეში სპარსელებს შენთვის ზიანი არ მოუყენებიათ და ვერც იმას იტყვი რომ ჩვენ მხდალი ვაჟკაცები ვიყავით. თუ ფინიკიელები, ეგვიპტელები, კიპროსელები და კილიკიელები მხდალები იყვნენ, არაფერი ბრალი სპარსელებს ამაში არ მიუძღვით. ისე რომ, რაკი სპარსელები შენს მიმართ არ არიან დამნაშავენი, დამიჯერე: თუ შენ გადაგიწყვეტია, რომ აქ არ დარჩები, დაბრუნდი შინ და თან წაიყვანე ლაშქრის დიდი ნაწილი, მე კი ლაშქრიდან 300000 რჩეული კაცით თავს ვიდებ ელადის დამორჩილებას".
101. ეს რომ მოისმინა ქსერქსესმა, რამდენადაც შეიძლებოდა მწუხარება სიხარულმა და სიამოვნებამ შეუცვალა და მარდონიოსს უთხრა, რომ მოითათბირებს და ეტყვის, ასე მოიქცევა, თუ ისე. როდესაც ის მოწვეულ სპარსელებთან თათბირობდა, გადაწყვიტა, რომ თათბირზე არტემისიეც მოეყვანა, რადგან, როგორც გამოირკვა, უწინ მხოლოდ ის მიხვდა, რაც იყო გასაკეთებელი. როდესაც მოვიდა არტემისიე, ქსერქსესმა გაუშვა სხვები. სპარსელი მოთათბირეები და შუბოსნები და თქვა შემდეგი: "მარადონიოსი მირჩევს დავრჩე აქ და გავილაშქრო პელოპონესის წინააღმდეგ, ის ამბობს, რომ სპარსელები და ქვეითი ჯარი სრულიად არ არიან დამნაშავენი ამ დამარცხებაში, პირიქით, მათ სურთ კიდევაც, რომ თავისი უდანაშაულობა დაგვიმტკიცონ. მან მირჩია მე ამის გაკეთება, თუ არა და თვითონ უნდა ჯარიდან გამორჩეული 300 000 კაცით ელადა დამიმონოს, ხოლო მე მირჩევს ამასობაში დანარჩენი ლაშქრით ჩემს სამშობლოში დავბრუნდე. რაკიღა საზღვაო ბრძოლის შესახებ კარგად მირჩიე, იმას მეუბნებოდი, რომ თავი შემეკავებინა მისგან, ახლაც მითხარი, რომელ გზას დავადგე, რომ უკეთესი გადაწყვეტილება მივიღო".
102. ის ასე ეთათბირებოდა, ხოლო ქალმა უთხრა შემდეგი: "მეფეო, ძნელია ჩემთვის გირჩიო ისეთი რამ, რაც შენთვის ყველაზე უკეთესი გამოდგება, მაგრამ ამ ვითარებაში, ვფიქრობ, სჯობია უკან გაბრუნდე, ხოლო მარდონიოსს, თუ კი სურს ასეთი რამის გაკეთება, დატოვე ის აქ მათთან ერთად, ვისაც თვითონ მოინდომებს, რადგან თუ დაამარცხებს ელინებს, როგორც გპირდბა და მიაღწევს იმას, რაც სურს და გუნებაში აქვს, ეს ხომ შენი გამარჯვება იქნება, უფალო, რადგან მას ხომ შენი მონები მიაღწევენ. ხოლო, თუ მარდონიოსის განზრახვის საწინააღმდეგო ამბავი მოხდება, ეს დიდი უბედურება არ იქნება, რადგან გადარჩები შენ და შენი სახელმწიფო. რადგან თუ გადარჩები შენ და შენი სახლი, ელინებს ხშირად მოუხდებათ ბრძოლა თავისი არსებობის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება მარდონიოსს, მას თუ კიდევაც რაიმე შეემთხვა, ამას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა: იმასაც კი არა, რომ გაიმარჯვონ ელინებმა, რადგან ისინი შენს მონას დაამარცხებენ; შენ გადაწვი ათენი, რის გულისთვისაც წამოიწყეს ეს ლაშქრობა, ახლა კი შინ წადი".
103. ქსერქსესს მოეწონა ეს რჩევა, რადგან არტემისიემ სწორედ ის უთხრა, რასაც თვითონ ფიქრობდა. მე მგონია, ყველა კაცსა და ყველა ქალს რომ ერჩია მისთვის დარჩენა, ის მაინც არ დარჩევბოდა, იმდენად იყო შეშინებული. მან შეაქო არტემისიე, გაგზავნა ეფესოში და თან თავისი შვილები გაატანა, ქსერქსესს ხომ ზოგი თავისი უკანონო შვილი თან ჰყავდა ამ ლაშქრობისას.
104. შვილებთან ერთად ქსერქსესმა მათ მცველად გაგზავნა ჰერმოტიმოსი, წარმოშობით პედასოსიდან, რომელსაც მეფის საჭურისთა შორის მეორე ადგილი არ სჭერია1. პედასოსელები ცხოვრობდნენ ჰალიკარნესოსს ზემოთ. პედასოსელებში შემდეგი ამბავი ხდება ხოლმე, როდესაც ამ ქალაქის ირგვლივ მცხოვრებთ ახლო მომავალში რაღაც ცუდი უნდა დაემართოთ, მაშინ იქაურ ათენას ქურუმ ქალს დიდი წვერი ამოსდის. ეს მათ უკვე ორჯერ მოუვიდათ.
105. აი, ამ პედასოსელთაგან იყო ჰერმნოტიმოსი, რომელმაც, ვინც კი ჩვენ ვიცით, მათ შორის ყველაზე უფრო სასტიკად იძია შური. საქმე ისაა, რომ ის შეიპყრო მტერმა, წაიყვანა და მიჰყიდა პანიონიოსს, ქიოსელს, რომელიც ყოვლად უწმინდურ საქმიანობას ეწეოდა და ისე ცხოვრობდა: ის იძენდა ლამაზ ყმაწვილებს, ასაჭურისებდა, მიჰყვებოდა და ჰყიდდა სარდეში და ეფესოში დიდ ფასად. ეს იმიტომ, რომ ბარბაროსები გაცილებით უფრო აფასებენ საჭურისეს ყოველგარ საქმეებში ერთგულების გამო, ვიდრე ვაჟკაცებს. მაგრამ ჰაერმოტიომოსი ყველაფერში უბედური არ გამოდგა: სარდედან ის დიდი საჩუქრებით მივიდა მეფესთან და დრო რომ გავიდა, ქსერქსესთან ყველა საჭურისზე უფრო პატივცემული იყო.
106. როდესაც მეფე სპარსელი ჯარით მიდიოდა ათენში და გზად სარდეში იმყოფებოდა, მაშინ ჰერმოტიმოსი რაღაც საქმისთვის ჩავიდა მისიის ქვეყანაში, სადაც ქიოსსელები იყვნენ, იმ ქალაქში, რომელსაც ერქვა ატარნევსი და იქ შეხვდა პანიონიოსს, მან იცნო პანიონიოსი, ელაპარაკა მას და ბევრი ტკბილი სიტყვა უთხრა, ჯერ ჩამოუთვალა ყველა ის წარმატება, რასაც მისი წყალობით მიაღწია, ხოლო შემდეგ აღუთქვა სამაგიერო იმ სიკეთისათვის, რაც პანიონიოსს მისთვის გაუკეთებია, უკეთუ პანიონიოსი თავისი მახლობებიანად დასახლდა აქ, ატარნევსში. პანიონიოსმა მსი წინადადება დიდი სიამოვნებით მიიღო და მოიყვანა აქ შვილები და ცოლი. როდესაც ჰერმოტიმოსმა ის და მთელი მისი სახლი ხელთ იგდო, უთხრა მას შემდეგი: "შენ, რომელიც ადამიანთა შორის ყველაზე უფრო უწმინდური საქმიანობით ირჩენ თავს, გამაგებინე, რა დაგიშავე ან მე თვითონ, ან ვინმე ჩემიანმა, ან შენ და ან ვისმე შენიანს, რომ კაცი ვიყავი და არარად მაქციე? შენ გეგონა, რომ რაც მაშინ გამიკეთე, ის ღმერთებისაგან დაიმალებოდა; ისინი კი სამართლიანად მოიქცნენ და შენ, უწმინდურობის ჩამდენი, ჩემს ხელში ჩაგაგდეს. ისე, რომ სასაყვედურო არაფერი გექნება ჩემგან თუ სამართალს მიიღებ". ასე სასტიკად რომ გაჰკიცხა ჰერმოტიმოსმა, შემოდეგ მოაყვანინა მისი შვილები და აიძულა პანიონიოსი, თავისი შვილები (ოთხნი იყვნენ ესენი) დაესაჭურისებინა, ესეც იძულებული გახდა ბრძანება შეესრულებინა. პანიონიოსმა რომ ეს გააკეთა, შემდეგ მისი შვილები აიძულა, მამა დაესაჭურისებინათ. ჰერმოტიმოსმა ასე იძია შური პანიონიოსზე.
107. ქსერქსესმა არტემისიეს რომ ჩააბარა შვილები ეფესოში წასაყვანად, დაუძახა მარადონიოს და უბრძანა ლაშქრიდან გამოერჩია, ვინც უნდოდა და სიტყვა საქმედ ექცია. ამასობაში ეს დღე გავიდა, ხოლო ღამით მეფის ბრძანების თანახმად მხედართმთავრებმა ხომალდები ფალერონიდან უკან ჰელესპონტში გამოიყვანაეს, თითოეულმა, რაც შეიძლება სწრაფად, რომ დაეცვათ ხიდები, სადაც მეფეს უნდა გაევლო. ცურვისას ძოსტერს რომ მიუახლოვდნენ ბარბაროსები იმ ადგილას, სადაც პატარ-პატარა კონცხებია ხმელეთიდან გამოშვერილი, ისინი მტრის ხომალდებად მიიღეს და შორს გაიქცნენ. ხოლო დრო რომ გავიდა, შეიტყვეს, რომ ხომალდები კი არა, კონცხები იყო და ისევ შეიკრიბნენ და გზა განაგრძეს.
108. როცა გათენდა, ელინებმა მტრის ქვეითი ჯარი იმავე ადგილას დაინახეს და ეგონათ, რომ ხომალდებიც ისევე ფალერონში არიან; მათ ეგონათ, რომ საზღვაო ბრძოლა გაიმართებოდა და ემზადებოდნენ მტრის მოსაგერიებლად. ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ ხომალდები წასულან, მაშინვე გადაწყვიტეს მათ დასდევნებოდნენ. მისდიეს ანდროსამდე, მაგრამ ქსერქსესის ფლოტი ვერსად ნახეს, ხოლო ანდროსზე რომ მივიდნენ, თათბირი გამართეს. თემისტოკლეესმა გამოთქვა აზრი, რომ ხომალდები კუნძულებს შორის წარემართათ და ისე დასდევნებოდნენ ფლოტს, გაეცურათ პირდაპირ ჰელესპონტისაკენ და იქ დაენგრიათ ხიდები. ხოლო ევრიბიადესმა საწინააღმდეგო აზრი წამოაყენა, თქვა, რომ თუ დაანგრევენ ხიდებს, უდიდეს უბედურებას დაატეხენ თავს ელადას. რადგან თუ სპარსელს გზას მოუჭრეს და ამით აიძულეს ევროპეში ჩარჩენა, ის შეეცდება, რომ წყნარად არ იყოს, რადგან წყნარად ყოფნით ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევს და ვერც უკან დაბრუნებაზე იფიქრებს რასმე, ჯარი კი შიმშილით უნდა ამოუწყდეს, ხოლო თუ სპარსელი ამოქმედდა, მაშინ შესაძლოა ევროპეში ყველაფერი ამის მხრეზე გადავიდეს, სათითაოდ ქალაქებიცა და ტომებიც, რომლებსაც ან დაიმორჩილებენ, ან და ამაზე უწინ შეიძლება ისინი ნებაყოფლობით დანებდნენ მას. საზრდოს ყოველწლიურად მუდმივად მიიღებენ ელინთა მოსავლისაგან, მაგრამ მას ჰგონია, რომ რაკიღა საზღვაო ბრძოლაში დამარცხდა სპარსელი, ის არ დარჩება ევროპეში, ამიტომ უნდა მიეცეს მას გაქცევის საშუალება, ვიდრე ის თავის ქვეყანაში არ მივა. აი, მაშინ კი, ბრძანა ევრიბიადესმა, უნდა გაიმართოს ბრძოლა მისი ქვეყნისათვის. ეს აზრი მიიღეს სხვა პელოპონესელმა მხედართმთავრებმა.
109. როდესაც თემისტოკლეესმა შეატყო, რომ ვერ ითანხმებდა უმრავლესობას ჰელესპონტისკენ წასასვლელად, მოუბრუნდა ათენელებს (რადგან ესენი განსაკუთრებით ჯავრობდნენ სპარსელების გაქცევის გამო და ისწრაფოდნენ ჰელესპონტისკენ, თუნდაც მარტო თვითონ, თუ კი სხვები არ მოინდომებდნენ) და უთხრა მათ შემდეგი: "მე თვითონ ბევრის მომსწრე ვყოფილვარ და კიდევ უფრო ბევრი ასეთი რამ მსმენია; უკიდურესობამდე მისულ დამარცხებულ ხალხს ხელახლა დაუწყო ბრძოლა და უწინდელი დამარცხება გაუქარწყლებია. ხოლო ჩვენ (რომლებმაც მოულოდნელად გადავირჩინეთ ჩვენი თავიცა და ელადაც და რომლებმაც დავამარცხეთ ამოდენა ბრბო) არ უნდა მივდიოთ გაქცეულ ხალხს. რადგან ჩვენ კი არა, ღმერთებმა და გმირებმა გააკეთეს ეს, რომელთაც არ ემეტებობდათ ერთი კაცისათვის, უწმინდურისა და ბოოტმოქმედისათვის, აზიისა და ევროპის მეფობა. ის კაცი თანაბრად ექცეოდა სალოცავესა და თავის საკუთრებას, წვავდა და ანგრევდა ღმერთების ქანდაკებებს; მან ზღვა ღაამათრახა და შიგ ბორკილები ჩაჰყარა. ახლა, რადგან ჩვენ აქამდე მშვიდობით მოვაღწიეთ, უნდა დავრჩეთ ელადაში და ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და ჩვენს მახლობლებზე. ყოველმა კაცმა უნდა აღადგინოს თავისი სახელი, იზრუნოს ნათესებზე და სულ აღარ იფიქროს ბარბაროსზე. ხოლო როდესაც გაზაფხულდება, მაშინ გავცურავთ ჰელესპონტის და იონიისაკენ". თემისტოკლეესმა ეს იმიტომ ილაპარაკა, რომ მომავლისათვის სპარსელი გული მოენადირებინა და მასთან თავშესაფარი ჰქონოდა, თუ კი ათენელთაგან მას რაიმე ხიფათი შეემთხვეოდა. მართლაც ეს ასე მოხდა.
110. თემისტოკელეესი ამას რომ ამბობდა, ტყუოდა, ათენელებს კი სჯეროდათ, რადგან უწინაც ბრძენ კაცად მიაჩნდათ და როდესაც ის ჭეშმარიტად ბრძენი და კარგისმრჩეველი გამოდგა, ათენელები მზად იყვნენ მთლიანად მინდობოდნენ მას. ისინი რომ ამაზე დაიყოლია, მერე მაშინვე გაგზავნა თემისტოკლეესმა ხომალდით კაცები, რომელთაც ენოდბოდა, რომ ჩუმად იქნებოდნენ კიდევაც რომ ეწამებინათ და არ იტყოდნენ იმას, რაც მისი სახელით მეფისათვის უნდა გადაეცათ. მათ შორის ისევ იყო მისი მსახური სიკინოსი. როდესაც მივიდნენ ატიკაში, ყველანი ნავზე დარჩნენ, სიკინოსი კი ავიდა ქსერქსესთნა და უთხრა: "მე გამომგზავნა თემისტოკლეესმა, ნეოკლეესის ძემ, ათენელთა მხედართმთავარმა, ყველა მოკავშირეთა შორის საუკეთესო ვაჟკაცმა და ბრძენმა კაცმა; მან შემოგითვალა, რომ თემისტოკლეეს ათენელს უნდა დაგეხმაროს და ამიტომ შეაჩერა ელინები, რომლებიც აპირებდნენ შენი ხომალდების დადევნებას და ჰელესპონტში ხიდების დანგრევას. ახლა სრულიად მშვიდად შეგიძლია შინ დაბრუნება".
111. ეს თქვა და გაბრუნდა უკან. ხოლო მას მერე, რაც ელინებმა გადაწყვიტეს, რომ მეტი აღარ უნდა ედევნათ ბარბაროსთა ხომალდები, და არც ჰელესპონტისკენ უნდა წასულიყვნენ ხიდის დასანგრევად, ანდროსს გარსემოერტყნენ და სურდათ მისი აღება. კუნძულების მცხოვრებთა შორის თემისტოკლეესმა პირველად ანდროსელებს მოსთხოვა ფული და იმათ კი არ მისცეს. როდესაც თემისტოკლეესმა გამოუცხადა მათ, რომ მოვიდნენ ათენელები, რომელთაც თან ჰყავდათ ორი დიდი ღმერთი, დარწმუნდა და იძულება, და ამიტომ ანდროსელებმა უნდა გაიღონ ფული, აამზე ანდროსელებმა ასე უპასუხეს: "რა თქმა უნდა, ათენი დიდი და მდიდარი იქნება, რაკიღა მას ასეთი სასარგებლო ღმერთები ჰყოლია. სამაგიეროდ ანდროსელები მეტისმეტად ღარიბები არიან მიწით და ორი უსარგებლო ღმერთი თავს არ ანებებს მათ კუნძულს; ისინი მუდამ აქ ცხოვრობენ, ეს ღმერთები არიან სიღარიბე და უმწეობა, და რადგან ანდროსელბს ასეთი ღმერთები ჰყავთ, ისინი, ცხადია, ვერ გაიღებენ ფულს, ისე რომ, ათენელთა ძლიერება ვერასოდეს მოერევა მათ უძლურებას". ასე უპასუხეს ანდროსელებმა, არ მისცეს თემისტოკლეეს ფული და თემისტოკლეესმა ალყა შემოარტყა მათ.
112. თემისტოკლეესი ვეღარ იკავებდა თავის სიხარბეს და სხვა კუნძულებზედაც გაგზავნა იგივე მოციქულები, რომლებიც მეფესთგან იგზავნებოდნენ; მან დიდი მუქარით მოსთხოვა მათაც ფული და შეუთვალა, რომ თუ არ მისცემდნენ, რასაც თხოუბლობს, ის გაილაშქრებს მათზე და ელინთა ლაშქრით, ალყას შემოარტყამს და დაიპყრობს. ასე შეუთვალა და დიდძალი ფული შეკრიბა კარისტიელთაგან და პაროსელთაგან; ამით შეიტყვეს, რომ ანდროსს ალყა შემოარტყეს იმიტომ, რომ ის მიდიელთა მომხრე იყო, თან თემისტოკლეესის მხედართმთავართა შორის უდიდესი სახელი ჰქონდა, შეეშინდათ იგივე არ მოსვლოდათ და გაუგზავნეს ფულები. მე ვერ ვიტყვი, სხვა კუნძულთა მცხოვრებლებმა გაიღეს თუ არა ფული, მაგრამ მგონია, რომ არა მხოლოდ ამათ, არამედ სხვებმაც მისცეს. კარისტიელებმა ამის შედეგად მაინც ვერ ასცდნენ დიდ უბედურებას, ხოლო პაროსელებმა თემისტოკეესი ფულებით მოქრთამეს და დალაშქვრად გადაურჩნენ. ანდროსიდან წამოსული თემისტოკლეესი კუნძულთა მცხოვრებლებისაგან კრებდა ფულებს, მხოლოდ სხვა მხედართმთავართაგან დაფარულად.
113. საზღვაო ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ისინი, ვინც ქსექრსესთან ერთად იყვნენ, იმავე გზით გაბრუნდნენ უკან ბეოტიაში, რადგან მარდონიოსმა გადაწყვიტა, რომ თან მეფის გაცილებაა საჭირო და თანაც წლის ისეთ დრო არაა, რომ ბრძოლა ხელსაყრელი იყოს: უმჯობესია ზამთარი გაატარონ თესალიაში, ხოლო შემდეგ, გაზაფხულზე დაესხნენ თავს პელოპონესს. როდესაც მივიდა თესალიაში, მარდონიოსმა ჯერ ყველა ის სპარსელი გამოარჩია, ვინც უკვდავებად იწოდებოდნენ, გარდა მხედართმთავარ ჰიდარნესისა (რადგან ამან თქვა, რომ მეფეს არ მიატოვებდა), ხოლო შემდეგ სხვა სპარსელებიდან აირჩია თოროსნები და ათასი მხედარი; ამასთანავე მიდიელები, საკები, ბაქტრიელები და ინდები, ქვეითებიცა და ცხენოსნებიც. ეს ხალხები მან მთლინაად საიყვანა, ხოლო სხვა მოკავშირეთაგან ზოგიერთები გამოჰკრიბა, ზოგი შესახედაობით გამორჩეული და ზოგიც ისეთი, ვის შესახებაც იცოდა, რომ სასარგებლო რაღაც აქვს გაკეთებული. გამორჩულ ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ სპარსელები, რომელთაც ყელზე ჯაჭვები და ხელებზე სამკაულები ეკეთათ, შემდეგ კი - მიდიელები. ესენი რაოდენობით სპარსელებზე ნაკლებნი არ იყვნენ, მაგრამ ძალით ჩამორჩებოდნენ. ისე რომ, მთლიანად მხედრობასთან ერთად სულ 300 000 მეომარი მოგროვდა.
114. იმ დროს, როდესაც მარდონიოსი ლაშქარს ირჩევდა და ქსერქსესი თესალიაში იყო, ლაკედემონელებს მისნობა მოუვიდათ დელფოდან, რომ ქსერქსესს მოსთხოვონ პასუხი ლეონიდესის მკვლელობისათვის და მიიღონ ის, რასაც ის გაიღებს. სპარტელებმა სასწრაფოდ გაგზავნეს მაცნე, რომელსაც მთEლი სპარსული ლაშქარი ჯერ კიდევ თესალიაში დახვდა, მაცნე წარუდგა ქსერქსესს და უთხრა: "მიდიელთა მეფევ, ლაკედემონელები და სპარტელი ჰერაკლიდები პასუხს გთხოვენ მკვლელობისათვის; რადგან შენ მოჰკალი მათი მეფე, რომელიც იცავდა ელადას". ქსერქსესმა გაიცინა, დიდხანს ჩუმად იყო, ხოლო შემდეგ, რაკიღაც მარდონიოსი შემთხვევით იქვე იდგა, მიუთითა მასზე და თქვა : "აი, მარდონიოსმა აგოს მათთვის შესაფერისი პასუხი".
115. მაცნემ მოისმინა ეს ნათქვამი და გაბრუნდა. ხოლო ქსერქსესმა მარდონიოსი თესალიაში დატოვა, თვითონ სასწრაფოდ წავიდა ჰელესპონტისკენ და გადასასვლელს 45 დღეში მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ლაშქარი სულ არ ჰყავდა თან. სადაც არ უნდა მისულიყვნენ და რა ხალხთანაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, მათ მოსავალს იტაცებდნენ და იმით იკვებებოდნენ. თუ კი ნაყოფს ვერაფერს იშოვიდნენ, მიწიდან ამოსულ ბალახს გლეჯდნენ, ხეებს ქერქებს აძრობდნენ, ფოთლებს კრეფდნენ და იმას სჭამდნენ, როგორც ბაღის, ისე ველური მცენარეების და არაფერს ტოვებდნენ. ამას შიმშილის გამო აკეთებდნენ. ლაშქარს შავი ჭირი შეხვდა, თანაც ფაღარათი დაემართა და თანდათანობით ამოხოცა. დაავადმყოფოებულ ჯარისკაცებს ქსერქსესი ტოვებდა, სადაც კი გაივლიდა და მოსახლეობას განკარგულებას აძლევდა, მათთვის მოევლოთ და ეჭმიათ; ზოგიერთები თესალიაში დატოვა, ზოგიც პეონის სირისში, ზოგიც მაკედონიაში. აქვე ჰქონდა მას ზევსის წმინდა ეტლი დატოვებული, როდესაც ელადის წინააღმდეგ მიდიოდა; მაგრამ უკან დაბრუენბისას ის ვეღარ მიიღო, რადგან პეონებმა ეტლი ტრაკიელებს მისცეს; ხოლო როდესაც ქსერქსესმა მოითხოვა, უთხრა, რომ ცხენები ძოვდნენ და ისინი გაიტაცეს ზემო თრაკიელებმა, რომლებიც სტრიმონის სათავესთან ცხოვრობენო.
116. მაშინ ბისალტების და კრესტონის ქვეყნის მეფემ, თრექსმა1 არაჩვეულებრივი საქმე ჩაიდინა: მან თქვა, რომ ნებაყოფლობით არ დაემონება ქსერქსესს, და ავიდ ზემოთ, როდოპის მთაზე, ხოლო თავის შვილებს აუკრძალა ელადის წინააღმდეგ ლაშქრობა. შვილებმა მას არ გაუგონეს, ანდა შესაძლოა გული ერჩოდათ, რომ ომი ენახათ და გაილაშქრეს სპარსელთან ერთად. როდესაც ყველანი (ექვსნი იყვნენ) შინ უვნებლად დაბრუნდნენ, მამამ ამ საქციელის გამო მათ თვალები დასთხარა. აი, მათ ასეთი სასჯელი მიიღეს.
117. ხოლოს სპარსელები თრაკიიდან რომ გამოვიდნენ, მივიდნენ გადასასვლელთან, ჰელესპონტი ხომალდებით გადაიარეს და გადავიდნენ აბიდოსში, რადგან ხიდები აღარ დახვდათ გადებული (ქარბუქს დაენგრია ისინი). აქ სპარსელები შეყოვნდნენ, რადგან საზრდოს უფრო მეტს შოულობდნენ, ვიდრე გაზაზე; ზომაზე მეტად ძღებოდნენ, წყალიც გამოიცვალეს და ამ მიზეზების გამო გადარჩენილი ლაშქრიდან ბევრნი დაიხოცნენ. დანარჩენები კი ქსერქსესთან ერთად დაბრუნდნენ სარდეში.
118. კიდევ სხვა ამბავსაც მოგვითხრობენ ამის შესახებ: როდესაც ქსერქსესი გამოვიდა ათენიდან, თითქოს მვიდა ეიონში, რომელიც სტრიმონის ნაპირზეა, იქიდა ხმელეთით აღარ უვლია, ლაშქარი ჰიდარნესისათვის გადაუბარებია, რომ მას ის ჰელესპონტისაკენ წაეყვანა, ხოლო თვითონ ფინიკური ხომალდით წასულა აზიისაკენ, როდესაც მიცურავდა, ძლიერი და ღელვის ამტეხი ქარი ამოვარდნილა სტრიმონის მხრიდან. ქარიშხალი მატულობდა, ხოლო ხომალდი ისე ყოფილა ხალხით გავსებული, რომ ქსერქსესის მხლებელი სპარსელების დიდი ნაწილი გემბანზე მსხდარა. მაშინ მეფე შიშს შეუპყრია და ყვირილით უკითხავს მესაჭისათვის, არის თუ არა რაიმე საშუალება გადარჩენისაო. მას კი უპასუხნია: "უფალო, არავითარი საშუალება არ არის, თუ გემზე მყოფი ხალხისაგან არ გავთავისუფლდითო". ამბობენ, რომ ქსერქსესს ამის მოსმენის შემდეგ უთქვამს: "სპარსელებო, აბა ახლა რომელი თქვენგანი გვიჩვენებს იმას, რომ მეფისთვის ზრუნავს? რადგან, როგორც ჩანს, თქვენს ხელშია ჩემი ხსნა". ასე თქვა თურმე მეფემ, ხოლო სპარსელებს თაყვანი უციათ მისთვის და ზღვაში გადაცვენილან. ამრიგად გათავისფლებულა ხომალდი და მშვიდობით მიუღწევია აზიისათვის. როგორც კი გამოსულ ქსერქსესი ნაპირზე, ასე მოქცეულა: ოქროს გვირგვინით დაუსაჩუქრებიას მესაჭე, რომელიც მეფეს სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო რაკიღა მან ბევრი სპარსელი დაღუპა, ამიტომ მისთვის თავი მოუკვეთია.
119. ამბობენ, რომ ესაა ქსერქსესის უკან დაბრუნების შესახებ მეორე გადმოცემა. მაგრამ მე ამისი არაფერი მჯერა, განსაკუთრებით კი სპარსელთა დაღუპვის ამბისა. რადგან მესაჭემ თუ კიდევაც ასე უპასუხა ქსერქსეს, 10 000 აზრიდან ერთიც არ გამოერევა იმის საწინააღმდეგო, რომ მეფე ასე არ მოიქცეოდა; გემბანზე მყოფთ (ესენი იყვნენ სპარსელები და სპარსელთა შორის თავკაცები), ჩაიყვანდა ხომალდის ქვედა ნაწილსი, ხოლო ფინიკიელ მენიჩბეებს, რომლებიც იმდენივე იყვნენ, რამდენიც სპარსელები, გადაჰყრიდა ზღვაში. მაგრამ როგორც ზემოთაც ვთქვი, ის ხმელეთის გზით წავიდა დანარჩენ ლაშქართან ერთად და დაბრუნდა აზიაში.
120. ამისი დიდი საბუთია შემდეგი: ქსერქსესი უკან დაბრუნებისას მივიდა აბდერაში, სტუმარმასპინძლური ურთიერთობის ნიშნად აჩუქა მათ ოქროს მახვილი და ოქრომკედიანი თავსაბურველი. როგორც თვითონ აბდერელები ამბობენ (მე კი არ მჯერა მათი ნათქვამისა) ქსერქსესმა, რაც ათენიდან გამოიქცა, თითქოს პირველად აქ შეიხსნა სარტყელი, რადგან აქ უკვე უშიშრად გრძნობდა თავს. აბდერა ჰელესპონტთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სტრიმონთან და ეიონთან. და ამბობენ, რომკ მეფე აქ ავიდა ხომალდზე.
121. ელინებმა რადგან ვერ შეძლეს ანდროსის აღება, მიუბრუნდნენ კარისტოსს, გააჩანაგეს მისი მიწა-წყალი და დაბრუნდნენ სალამინზე. აქ პირველად ღმერთებს გამოუყვეს თავისი ნაალაფევის საუკეთესო ნაწილი და ამაში შედიოდა სამი ფინიკიური ტრიერი, რომელთაგან ერთი ისთმოსს შეწირეს და რომელიც ჯერ კიდევ ჩემს დრომდე იქ იყო, მეორე - სუნიონს, ხოლო მესამე - აიაქსს იქვე, სალამინზე3. ამის შემდეგ გაიყვეს ნაალაფევი და მისი საუკეთესო ნაწილი გაგზავნეს დელფოში. ამისაგან გააკეთეს ქანდაკება, რომელსაც ხელში ხომალდის ცხვირი ეჭირა და სიდიდით 12 წყრთა იყო. ის იქავე იდგა, სადაც მაკედონელი ალექსდანრეს ოქროს ქანდაკება.
122. ელინებმა დელფოში რომ შეწირულებანი გაგზავნეს, ღმერთს ყველას სახელით შეეკითხნენ, საკმარისია და კმაყოფილია თუ არა ის მიღებული შეწირულობით. ღვთაებამ უპასუხა, რომ ყველა სხვა ელინთაგან საკმარისია, ხოლო აბგენელებმა რომ შეიტყვეს, შესწრირეს ოქროს სამი ვარსკვლავი, როლმელიც დგანან კუთხეში, სპილენძის ანძაზე, კროისოსის სასმისის მახლობლად.
123. ნაალაფევის განაწილების შემდეგ ელინებმა გასცურეს ისტმოსისაკენ ჯილდოს მისარებად ამ ომში ელინთა შორის ყევლაზე უფრო ღირსეულისათვის. როდესაც მივიდნენ ისთმოსში, მხედართმთავრებმა კენჭი იყარეს პოსეიდონის საკურთხეველთან; ყველან მხედართმთავრიდან უნდა გამოერჩიათ პირველი და მეორე. მაშინ ყოველმა მათგანმა თავისთავს ჩაუგდო კენჭი, რადგან თითოეული ფიქრობდა, რომ ის ყველაზე უკეთესია, ხოლო მეორე კენჭი ძალიან ბევრმა ჩაუგდო თემისტოკლეესს. ისე რომ, ყველა მხედართმთავარმა თავის თავს მისცა თითო ხმა, ხოლო თემისტოკლეესმა მეორე ხმებით ყველას ბევრად გადააჭარბა.
124. შურის შეპყრობილ ელინებს არ უნდოდათ საკითხის ასე გადაწყვეტა, გადაუწყვეტლად დატოვეს ის და ყევლა სათითაოდ თავთავის ქალაქში წავიდა. მაგრამ თემისტოკლეესმა მთელს ელადაში ელინთა შორის ყველაზე უფრო ბრძენი კაცის სახელი მოიხვეჭა. რაკიღა მას არ ჰქონდა პატივი მიღებული სალამინის საზღვაო ბრძოლაში გამარჯვებისათვის, იგი მაშინვე წავიდა ლაკედემონში, რომ იქ ეცათ მისთვის პატივი. ლაკედემონელებმა ის ძალიან კარგად მიიღეს და დიდი პატივიც სცეს. ევრიბიადესს ვაჟკაცობისათვის მათ ზეთისხილის გვირგვინი მიართვეს, ხოლო თემისტოკლეესი სიბრძნისა და გამჭრიახობისათვის ასევე ზეთისხილის გვირგვინით დააჯილდოვეს. მას აჩუქრეს აგრეთვე ეტლი, სპარტეში უმშვენიერესი. იგი დიდად შეაქეს და როდესაც წავიდა, მას აცილებდა 300 რჩეული სპარტელი, რომელთაც მხედრები ეწოდებოდათ და ამათ გააცილეს ტეგეის საზღვრებამდე. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ყველა ადამიანს შორის სპარტელებმა მხოლოდ ეს კაცი გააცილეს ასე.
125. როდესაც თემისტოკლეესი ლაკედემონიდან ათენში მივიდა, იქ ტიმოდემოს აფიდნელი, რომელიც თემისტოკლეესის მტერი იყო და სხვაფრივ არაფრით გამოირჩეოდა, შურით იყო გასიებული და წაეჩხუბა თემისტოკლეესს; ლაკედემონში მისვლას უსაყვედურებდა და ეუბნებოდა, რომ ათენის წყალობით მიიღო მან ჯილდოები ლაკედემონელთაგან და არა პირადი დამსახურების გამო. ტიმოდემოსმა რომ აღარ გაათავა ამის ლაპარაკი, შემდეგ უთხრა მას თემისტოკლეესმა: "ასეა საქმე. მე რომ ბელბინელი ვყოფილიყავ, არც მე მცემდნენ ასეთ პატივს საპრტელები, შენ კი, ადამიანო, თუმცა ათენელი ხარ, მაგრამ მაინც არაფრად ჩაგაგდეს". ასე დამთავრდა ეს ლაპარაკი.
126. არტაბაძოსი, ფარნაკესის ძე სპარსელებში უწინაც პატივცემული იყო, მაგრამ პლატეის ბრძოლის შემდეგ მაინც განსაკუთრებით დააფასეს. მას თან ჰყავდა 60 000-კაციანი ლაშქარი, რომელიც მარდონიოსმა გამოარჩია და ამიანად მიაციალ მეფე გადასასვლელამდე. როდესაც მეფე აზიაში იყო, ხოლო არტაბაძოსი უკან დაბრუნებისას პალენესთან იმყოფებოდა, რაკიღა მარდონიოსი ზამთარს თესალიასა და მაკედონიაში ატარებდა და სრულიად არ ეჩქარებოდა დანარჩენ ლაშქართან შეერთება, ამიტომ არტაბაძოსს სამართლიანად მიაჩნდა გადამდგარი პოტეიდეელების დამორჩილება. პოტეიდეელები ხომ აშკარად გადაუდგენენ ბარბაროსებს მას შემდეგ, რაც მეფემ მათთან ჩაიარა და სპასელების ფლოტი სალამინიდან გამოიქცა. ასევე მოიქცნენ პალენეს სხვა მცხოვრებლებიც. ამრიგად, არტაბაძოსმა ალყა შემოარტყა პოტეიდეას.
127. არტაბაძოსს ეჭვი ჰქონდა, რომ ოლინთელებიც გადაუდგნენ მეფეს და მასაც ალყა შემოარტყა... ის ეპყრათ ბოტიეებს, რომლებიც თერმეს უბიდან გამოდევნეს მაკედონელებმა. როდესაც არტაბაძოსმა ალყა შემოარტყა და დაიპყრო ოლინთოსი, გამოიყვანა მისი მოსახლეობა ტბასთან და ამოხოცა, ხოლო ქალაქი სამართავად გადასცა კრიტობულოს ტორონელს და ქალკიდურ ტომს; ამრიგად, ოლინთოსი დაიჭირეს ქალკიდელებმა.
128. ოლინთოსი რომ დაიპყრო არტაბაძოსმა, შემდეგ პოტეიდეას შეუტია, მაგრად, ხოლო თვითონ რომ ამ ქალაქს უტევდა გამწარებით, ტიმოქსეინოსი, სკიონელთა მხედართმთავარი, შეუთანხმდა მას, რომ ქალაქს გადასცემდა, თავდაპირველად როგორ ხდებოდა შეთანხმება, ვერაფერს ვიტყვი (რადგან ამის შესახებ არაფერს ამბობენ), ხოლო ბოლოს ამგვარი ამბავი მოხდა: როდესაც კი წერილს დაწერდნენ და ან ტიმოქსეინოსს უნდოდა მისი არტაბაძოსისათვის გაგზავნა, ანდა არტაბაძოსს ტიმოქსეინოსისათვის, წერილს შემოახვევდნენ ისრის ქვემო ნაწილზე, ზემოდან კი ბუმბულს აკრავდნენ და ასე ისროდნენ ამ წერილს დათქმულ ადგილას. მაგრამ გამომჟღავნდა ტიმოქსეინოსის განზრახვა, რომ ის პოტეიდეას გასცემდა. ისროლა არტაბაძოსმა წერილი დათქმულ ადგილას, ასცდა ისარი ამ ადგილს და ერთი პორტეიდელი მხარში დასჭრა. მთელი ხალხი დაჭრილს შემოეხვია, როგორც ხდება ხოლმე ომის დროს; მაშინ ამოაძვრეს ისარი და რომ ნახეს წერილი, წაუღეს მხედართმთავრებს: აქ ხომ სხვა პალენელი მოკავშირეები იყვნენ. მხედართმთავრებმა წერილი წაიკითხეს და შეიტყვეს გამცემი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ სკიონელთა ქალაქის ხათრით ტიმოქსეინოსი ღალატისათვის არ დაესაჯათ, ეს იმიტომ რომ სკიონელები შემდეგ ხანებსი მოღალატეებად არ მიეჩნაით. აი, ამგვარად გამომჟღავდა ტიმოსეინოსი.
129. ხოლო არტაბაძოსს 3 თვის განმავლობაში რომ ჰქონდა ქალაქისათვის ალყა შემორტყმული, სწორედ ამ ხანად მოხდა ზღვის დიდი და ხანგრძლივი მიქცევა. ბარბაროსებმა დაინახეს, რომ წყალი ძალიან ათხელდა და წავიდნენ პალენეში. როდესაც გზის ორი ნაწილი გაიარეს და კიდევ სამი დარჩათ გასავლელი, იმისათვის, რომ პალენეში შესულიყვნენ, ზღვის ისეთი დიდი მოქცევა მოხდა, როგორიც არასოდეს ყოფილა, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის მოქცევა აქ ძალიან ხშირად არის. ბარბაროსთაგან ზოგნი დაიღუპნენ იმიტომ, რომ ცურვა არ იცოდნენ, ხოლო ვინც იდოდა, მათთან ნავებით მიცურავდნენ პოტეიდეელები და ამოხოცეს. პოტეიდეელები ამბობენ, რომ ზღვის მიმოქცევისა და სპარსელთა ზღვაზე დაღუპვის მიზეზი იყო შემდედგი: სწორედ ის სპარსელები დაიღუპნენ ზღვაში, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენა სპოსეიდონის ტაძარს და გარეუბანში მდგომ ქანდაკებას. მე ვფიქრობ, ამ მიზეზს რომ ასახელებენ, სწორედ ლაპარაკობენ, არტაბაძოსმა გადარჩენილები თან წაიყვანა თესალიაში მარდონიოსთან ასე დაემართათ მეფის გამცემლებს.
130. სალამინიდან გაქცეულმა ქსერქსესის ფლოტმა, რომელიც გადარჩა, მას მერე რაც მეფე და მისი ლაშქარი ქერსონესიდან აბიდოსში გადავიდნენ, მიაღწია აზიას და კიმეში დაიზამთრა. როდესაც ზოგიერთმა ხომალდმა აქ გაატარა ზამთარი. ხოლო მეზღვაურთა უმრავლესობა სპარსელები და მიდიელები იყვნენ. მათ მეთაურობდნენ მარდონტეს ბაგაბოსის ძე და არტაინტეს არტაქაბესის ძე. ამათთან ერთად უფროსობდა ითამიტრესი, არტაინტესის ძმისშვილი, თვითონ არტაინტესის მიერ გამორჩეული. რაკიღა ძალიან დაზარალდნენ, ბარბაროსები აღარ მიდიოდნენ წინ, დასავლეთისაკენ, არც არავინ აიძუელბდა მათ საამისოდ; ისინი იყვნენ სამოსზე და იმას უდარაჯდებოდნენ, იონია არ გადამდგარიყო; თვითონ იონიურ ხომალდებთან ერთად მათ სულ 300 ხომალდი ჰქონდათ. ისინი სულაც არ ფიქრობდნენ, რომ ელინები იონიაში მოვიდოდნენ, არამედ ეგონათ, რომ ისინი თავის ქვეყანას დაიცავდნენ; ეს იქიდან დაასკვნეს, რომ ისინი სალამინიდან გამოქცეულ ბარბაროსებს კი არ დაედევნენ, არამედ კმაყოფილები უკან გაბრუნდნენ. ამრიგად, თუმცა ისინი ზღვაზე დამარცხდნენ და თავიანთი ვაჟკაცობა ვერ გამოიჩინეს, მაგრამ იმისი იმედი ჰქონდათ, რომ მარდონიოსი ქვეით ჯარს სულ ადვილად დაძლევდა. სამოსზე რომ იყვნე, თან ბჭობდნენ, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ მტრისათვის, თანაც თვალყურს ადევნებდნენ, თუ რა გამოდიოდა მარდონიოსის საქმიანობიდან.
131. ელინებს აღელვებდათ გაზაფხულის დადგომაცა და მარდონიოსის თესალიაში ყოფნაც. მათი ქვეითი ჯარი ჯერ არ იყო შეკრებილი, ხოლო ფლოტი მოვიდა აბგინაზე, სულ 110 ხომალდი. მათი უფროსი და მეთაური იყო ლევტიქიდეს მენარესის ძე, ჰეგესილაოს ჰიპოკრატიდესის ძის შვილიშვილი, ხოლო ჰიპოკრატიდესი იყო ძე ლევტიქიდეს ანაქსილეოსის ძისა, ეს კიდევ იყო ძე არქიდემოს ანაქსანდრიდესის ძისა; ანაქსანდრიდესი იყო თ ოპომპოს ნიკანდროსის ძის შვილი და შვილისშვილი ქარილეოს ევნომოსის ძისა; ევნომოსი იყო პოლიდექტეს პრიტანისის ძის შვილი, პრიტანისი იყო ძე ევრიფონტ პროკლესის ძისა, პროკლეესი იყო არისტოდემოს არისტომაქოსის ძის ძე, არისტომაქოსი კი იყო კლეოდაბოსის ძე, ჰილოსის შვილიშვილი და ჰერაკლეს შვილიშვილის შვილი. ლევტიქიდესი იყო მეფეთა სხვა სახლიდან. ყველა ესენი, გარდა შვიდისა, რომლებიც ლევტიქიდესის შემდეგ პირველად დავასახელა, იყვნენ სპარტის მეფეები. ათენელებს კი მხედართმთავრობდა ქსანთიპოს არიფრონის ძე.
132. როდესაც ყველა ხომალდი აბგინასთნა იდგა, ელინთა ბანაკში მივიდნენ იონიელთა მოციქულები, ისინი, რომლებიც ამაზე ცოტათი უწინ მივიდნენ სპარტეში და სთხოვეს ლაკედემონელებს, გაათავისუფლეთ იონიაო. მათ შორის იყო ჰეროდოტე, ბასილიდესის ძე. ისინი შეითქვნენ და განიზრახეს ქიოსის ტირანის, სტრატოსის მოკვლა; თავდაპირველად ისინი შვიდნი იყვნენ. ბოროტისმზრახველები გამომჟღავნდნენ, რადგან ერთმა მონაწილემ შეთქმულება გასცა, ისე რომ დანარჩენმა ექვსმა მიატოვა ქიოსი; ისინი ჯერ სპარტეში მოვიდნენ, ახლა კი აბგინაზე და ელინებს სთხოვდნენ, წადით იონიაშიო. ელინები ძლივს მიიყვანეს დელოსამდე. ყველაფერი, რაც შორს იყო, აშინებდა ელინებს, რადგან ამ ადგილებს არ იცნობდნენ და ეგონათ, ჯარებით არის სავსეო. მათ წარმოდგენაში სამოსი ისევე იყო მათგან დაშორებული, როგორც ჰერაკლეს სვეტები. მოხდა სწორედ ისე, რომ ვერც ბარბაროსები ბედავდნენ შიშისაგან დასავლეთისაკენ სამოსზე უფრო შორს გაცურვას და ვერც ელინები მიდიოდნენ დელოსზე უფრო ქვემოთ, აღმოსავლეთისაკენ, თუმცა ქიოსელები სთხოვდნენ მათ ამის შესახებ. ამრიგად, შიში იცავდა ამ კუნძულებს შორის მდებარე ადგილებს.
133. ელინები მიცურავდნენ დელოსისაკენ, ხოლო მარდონიოსი ზამთარს ატარებდა თესალიაში. აქედან გაგზავნა მან სამისნოებში წარმოშობით ევროპელი კაცი, სახელად მისი და უბრძანა ყველგან დაევლო, სადაც კი შეიძლებოდა წინასწარმეტყველების შეტყობა. არ შემიძლია ვთქვა, თუ რა უნდოდა მას სამისნოებისაგან შეეტყო, როდესაც მისს ასეთი რამ უბრძანა, რადგან ამის შესახებ არაფერი უთქვამთ, მე კი ვფიქრობ, რომ არსებული მდგომარეობის გამოსაკვლევად გაგზავნა და არა სხვა რამისათვის.
134. ჩანს, ეს მისი ლებადებში მივიდა და ერთი ადგილობრივი მცხოვრები გასამრჯელოთი დაიყოლია ტროფონიოსთან ჩასულიყო; ის იყო აგრეთვე ფოკეელთა აბეში, სამისნოში. პირველად მისი თებეში მივიდა და ჯერ ისმენიელ აპოლონს შეეკითხა (აქაც, ისევე როგორც ოლიმპიაში, მისნობას მსხვერპლშეწირვის საშუალებით იგებენ), შემდეგ ერთი უცხოელი, არა თებელი, ფულით დაიყაბულა, რომ ღამე გაეთია ამფიარეოსის სამისნოში, რადგან თებელთაგან არავის შეუძლია აქ მისნობის გაგება შემდეგი მიზეზის გამო: ამფიარეოსმა მისნობის საშუალებით გააგებინა თებელებს, რომ ორი შესაძლებლობიდან, რომელიც უნდოდათ, ის აერჩიათ -ან გამოეყენებინათ ის როგორც მისანი, ან გაეხადათ მოკავშირედ - ხოლო მეორე შესაძლებლობა უარეყოთ. მათ არჩიეს, რომ ის მოკავშირედ ჰყოლოდათ. აი, ამიტომაა, რომ თებელთაგან არავის შეუძლია იქ ღამის გათევა.
135. თებელები ამბობენ შემდეგს, რაც მე ყველაზე უფრო საოცრად მიმაჩნია: ევროპელმა მისმა დაიარა მთელი სამისნოები და მივიდა აპოლონ პტოოსის სალოცავშიც. ამ სალოცავს პტოოსისა ეწოდება და ეკუთვნის თებელებს, ის მდებარეობს კომპაისის ტბის ზემოთ, მთასთან, ქალაქ აკრაბფიის მახლობლად. როდესაც მოვიდა ამ სალოცავში ის ეგრეთ წოდებული მისი, მას თან ახლდა სახელმწიფოს ხარჯით სამი რჩეული მოქალაქე წინასწარმეტყველების ჩასაწერად. უცბად მისანმა ბარბაროსულ ენაზე დაილაპარაკა; მისის მხლებელი თებელები განცვიფრდნენ ელინურის მაგივრად ბარბაროსული ენა რომ გაიგონეს და არ იცოდნენ, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინათ; მაშინ მის ევროპელმა გამოსტაცა მათ ფირფიტა, რომელიც ეჭირათ და დააწერა ზედ ის, რასაც წინასწარმეტყველი ლაპარაკობდა; თებელებს კი უთხრა, რომ ის კარიულ ენეზე ლაპარაკობსო. ჩაიწერა მისი ნალაპარაკევი და წავიდა ისევ თესალიაში.
136. მარდონიოსმა რომ წაიკითხა სამისნოში წარმოთქმული, ამის შემდეგ ათენში გაგზავნა მოციქულად ალექსანდრე ამინტესის ძე, მაკედონელი; ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის სპარსელების მოყვარე იყო (ალექსანდრეს და გიგაბე, ამინტსის ასული, ცოლად ჰყავდა ბუბარესს, სპარსელს; ამ ქალისაგან ჰყავდა ბუბარესს ამინტესი, რომელიც არის აზიაში და რომელსაც თავისი პაპის - დედის მამის -სახელი ჰქვია; მას მეფისაგან ჰქონდა ბოძებული საცხოვრებელი ფრიგიის დიდი ქალაქი, ალბანადა), თანაც იმიტომ გაგზავნა მარდონიოსმა ალექსანდრე, რომ შეიტყო, ის ათენელთა პროქსენოსი და მათ მიმართ კეთილის მოქმედი იყო, მან გადაწყვიტა, რომ ამ გზით ის ყველაზე უფრო მიიმხრობს ათენელებს, რომელთა შესახებაც მოესმინა, რომ ეს მრავალრიცხოვანი და მამაცი ხალხია და თან ისიც იცოდა, რომ სპარსელთა დამარცხება ზღვაზე განსაკუთრებით ათენელების მიზეზით მოხდა. მარდონიოსი იმედოვნებდა, რომ თუ მათ მოიმხრობდა, მაშინ ადვილად დაიპყრობდა ზღვას, რაც მართლაც ასე მოხდებოდა; ის ფიქრობდა, რომ თვითონ ელინებზე ბევრად უფრო ძლიერი იყო ხმელეთზე და თუ ასე მოიქცეოდა, ელინებზე უპირატესობას მოიპოვებდა. შესაძლოა, სამისნოებმაც ეს უწინასწარმეტყველეს მად და ურჩიეს ათენელები მოკავშირეებად გაეხადა. აი, მათ დაუჯერა და გაგზავნა მოციქული ათენში.
137. ალექსანდრეს წინაპარი მეშვიდე თაობაში პერდიკესი იყო. მან მაკედონელებზე ძალაუფლება შემდეგნაირად მოიპოვა: არგოსიდან ილირიაში გაიქცა სამი ძმა, ტემენოსის ჩამომავალთაგანი: გავანესი, აეროპოსი და პერდიკესი. ისინი ილირიელთა ქვეყნიდან გადმოვიდნენ ზემო მაკედონიაში და მივიდნენ ქალაქ ლებაბაში. აქ ისინი ქირით ემსახურებოდნენ მეფეს, ერთი ცხენებს უვლიდა, მეორე ხარებს, ხოლო ყველაზე უმცროსი მათ შორის, პერდიკესი უვლიდა წვრილფეხა საქონელს. ძველად ხალხთა ტირანებსაც აკლდა ფული, არა მარტო ხალხს, ამიტომ მეფის ცოლი თვითონ უმზადებდა მათ საჭმელს. ხოლო როდესაც გამოცხვებოდა დაქირავებული პერდიკესის პური, ის ერთი ორად მატულობდა. რადგან ეს ამბავი გამუდმებით ასე ხდებოდა, ქალმა უთხრა თავის ქმარს. კაცმა რომ მოისმინა, მაშინვე იფიქრა, რომ ეს რაღაც სასწაულია და რაღაც დიდის მომასწავებელიო. მან დაუძახა დაქირავებულებს და გამოუცხადა, რომ დაეტოვებინათ მისი ქვეყანა. მათ უთხრეს, რომ სამართლიანობა მოითხოვს, მიიღონ თავიანთი გასამრჯელო და ისე წავიდნენ. მეფემ რომ გასამრჯელოს შესახებ მოისმინა (ამ დროს მზის სხივები მის სახლში საკვამურიდან ჩამოდიოდა), ღვთისაგან ჭკუა ჰქონდა არეული და უთხრა მათ: აი, თქვენი საკადრისი გასამრჯელო, რასაც მე თქვენ გაძლევთო და მიუთითა მზეზე. გავანესი და აეროპოსი, უფროსები, განცვიფრებულები იდგნენ, ეს რომ მოისმინეს. ხოლო ყმაწვილმა, რომელსაც შემთხვევით დანა ეჭირა ხელში, უთხრა: ვღებულობთ, მეფეო, რასაც გვაძლევ და დანით შემოხაზა სახლის იატაკზე მზე; ხოლო რომ შემოხაზა, სამჯერ მოიხვეჭა მკერდზე მზე და თავის ძმებთან ერთად წავიდა.
138. მათი წასვლის შემდეგ ერთმა იქ მჯდომთაგანმა აუხსნა მეფეს, თუ რა გააკეთა ყმაწვილმა და რა გონივრულად მიიღო მან ძმებს შორის ყველაზე ახალგაზრდამ ის, რაც მისცა მეფემ მათ. მეფემ რომ ეს მოისმინა, ძალიან გაჯავრდა და ყმაწვილებს ცხენოსნები დაადევნა ამოსახოცად. ამ ქვეყანაში არის მდინარე, რომელსაც აი, ამ არგოსელი ხალხის ჩამომავლები მსხვერპლს სწირავენ, როგორც მხსენელს. როდესაც ტემენიდებმა გადალახეს ეს მდინარე, ის ისე ადიდდა, რომ მდევრებმა ვერ შეძლეს გადასვლა. ყმაწვილები მივიდნენ მაკედონიის სხვა მხარეში და დასახლდნენ ბაღების მახლობლად, რომელთა შესახებაც ამბობენ, რომ ისინი ეკუთვნოდა მიდესს, გორდიესის ძეს; ამ ბაღში იზრდება ველური ვარდი; თითოეულ ვარდს აქვს 60 ფურცელი და სუნით აღემატება ყველა სხვას. როგორც ამბობენ მაკედონელები, ამ ბაღში დაიჭირა მიდესმა სილენოსი. ბაღებს ზემოთ მდებარეობს მთა, რომელსაც ეწოდება ბერმიონი და რომელიც ძნელადსავალია თოვლის გამო. ტემენიდებმა ეს ადგილი რომ დაიჭირეს, შემდეგ წამოვიდნენ აქედან და დაიპყრეს დანარჩენი მაკედონია.
139. აი, ამ პერდიკესის ჩამომავალია ალექსანდრე. სახელდობრ: ამინტესის შვილი იყო ალექსანდრე, ამინტესი იყო ალკეტესის შვილი, ხოლო ალკეტესის მამა იყო აეროპოსი, ფილიპეს ძე; ფილიპეს მამა კი იყო არგაბოსი, ხოლო ამის მამა იყო პერდიკესი, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება.
140. ?). ასეთი იყო ალექსანდრე ამინტესის ძის საგვარეულო. როდესაც ის, მარდონიოსის გაგზავნილი, მივიდა ათენში, თქვა: ათენელებო, მარდონიოსი შემდეგს გატყობინებთ: მეფისაგან მივიღე ასეთი შემონათვალი: ათენელებს მივუტევე ყველა ის შეცოდება, რომელიც ჩაიდინეს ჩემს მიმართ. ახლა კი, მარდონიოს, ასე მოიქეცი: ჯერ ეს ერთი, დაუბრუნე მათ მიწები, შემდეგ - სხვა მიწებიც მიეცი, რასაც კი მოინდომებენ და დამოუკიდებლობა მიანიჭე მათ. აღუდგინე მათ ყველა სალოცვავი, რომელიც კი მე გადავუწვი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოინდომებენ ჩემს მხარეზე ყოფნას. რაკიღა ეს განკარგულებები მივიღე, უთუოდ უნდა შევასრულო ისინი, თუ თქვენ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო. აი, მე თქვენ რას გეუბნებით: რა სიგიჟეა ახლა თქვენთვის მეფესთნა ომი? თქვენ ხომ არც მისი დამარცხება შეგიძლიათ და ვერც სულ მუდამ გაუმკლავდებით მას. თქვენ ხომ ნახეთ ქსერქსესის ლაშქრის სიმრავლე და საქმიანობა, ისიც იცით, თუ მე ახლა რა ძალის პატრონი ვარ, ისე რომ თქვენ რომ კიდევაც გვაჯობოთ და გაიმარჯვოთ (რისი იმედიც არ უნდა გქონდეთ, თუკი თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ), სხვა ლაშქარი მოვა, ბევრად უფრო დიდი. ამიტომ ნუ მოინდომებთ მეფის გატოლებას, რომ არ დაჰკარგოთ თქვენი ქვეყანა და მუდამა არ გაფიქრებდეთ თქვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამიტომ შეწყვიტეთ ბრძოლა. თქვენ ახლა ადვილად შეგიძლიათ ბრძოლას თავი გაანებოთ, რადგან მეფეც ამისთვის იღვწვის. იყავით თავისუფლები, დაამყარეთ ჩვენთან სამხედრო კავშირი მზაკვრობისა და ტყუილების გარეშე.?) . ათენელებო, მარდონიოსმა აი ეს მიბრძანა, რომ მეთქვა თქვენთვის. ხოლო რაც შემეხება მე, არაფერს ვიტყვი ჩემს კეთილგანწყობაზე თქვენს მიმართ (რადგან ახლა იმისი დრო არაა, რომ პირველად ამაზე გელაპარაკოთ), მაგრამ გთხოვთ დაუჯეროთ მარდონიოს. მე ვხედავ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მომავალში გამუდმებით ეომოთ ქსერქსესს (ეს რომ არ დამენახა, არც მოვიდოდი თქვენთან და არც გეტყოდით ასეთ რასმე), რადგან მეფეს ზეადამიანური ძალა და ძალიან გრძელი ხელი აქვს. ამიტომ, თუ თქვენ ახლავე არ შეუთანხმდებით მხოლოდ უნდა დაეთანხმოთ, მეშინია თქვენს მაგივრად, რადგან ყველა მოკავშირეთა შორის, სწორედ თქვენ ხართ ზედ გზაზე, მუდამ მხოლოდ თქვენ ნადგურდებოდით და ისეთ მიწა-წყალზე ცხოვრბოთ, რომელიც გამორჩევით ორ ცეცხლს შორის მდებარეობს. მაგრამ დაგვიჯერეთ დიდი პატივია თქვენთვის, რომ დიდმა მეფემ ელინთა შორის მხოლოდ თქვენ მოგიტევათ შეცოდებანი და უნდა თქვენთან დამეგობრება. ასე ილაპარაკა ალექსანდრემ.
141. ლაკედემონელებმა ამასობაში შეიტყვეს, რომ ალექსანდრე წავიდა ათენში ათ ნელბის ბარბაროსთან შესათანხმებლად, გაახსენდათ სამისნოებიდან მიღ ბული წინასწარმეტყველებები, სახელდობრ ის, რომ მათ სხვა დორიელებთნა ერთად პელოპონესიდან გამოაძევებენ მიდიელები და ათენელები. ამიტომ ძალიან შეეშინდათ, რომ არ შესთანხმებოდნენ ათენელები სპარსელს და გადაწყვიტეს მაშინვე გაეგზავნათ მოციქულები ათენში. ისე მოხდა, რომ ლაკედემონელთა და ბარბაროსთა მოციქულები ერთდროულად წარდგნენ საზოგადოების წინასე. ეს იმიტომ, რომ ათენელები იცდიდნენ და აჭიანურებდნენ მოლაპარაკებას, რადგან კარგად იცოდნენ ლაკედემონელების ამბავი: ესენი როდესაც შეიტყობდნენ ბარბაროსის მოციქულის მოსვლას მოსარიგებლად, სასწრაფოდ გამოუგზავნიდნენ თვითონაც მოციქულებს. ასე მოიქცნენ ისინი განზრახ, რომ ლაკედემონელებისათვის ეჩვენებინათ თავიანთი განწყობილება.
142. ალექსანდრემ რომ გაათავა ლაპარაკი, მის შემდეგ ილაპარაკეს სპარტიდან მოსულმა მოციქულებმა: ჩვენ გამოგვზავნეს ლაკედემონელებმა და გთხოვენ თქვენ, რომ ცუდი არაფერი ჩაიდინოთ ელადის მიმართ და არც ბარბაროსის წინადადება მიიღოთ. რადგან ეს საქციელი არ იქნებოდა სამართლიანი და არავის დაამშვენებდა, არავის სხვას ელინთა შორის და განსაკუთრებით კი თქვენ მრავალი მიზეზის გამო. თქვენ წამოიწყეთ ეს ომი ისე, რომ ჩვენ არავის გვინდოდა, თავდაპირველად ბრძოლა თქვენი მიწა-წყლის გამო იყო, ახლა კი ის მთელს ელადას ეხება. ამას გარდა, სრულიად აუტანელი იქნება, რომ ათენელები, რომლებიც ყოველივე ამის მიზეზი არიან, ელინების მონობის მიზეზიც გახდნენ. ის ათენელები, რომლებიც მუდამ და ძველადვე ცნობილი იყვნენ, როგორც ბევრი ხალხის განმათავისუფლებლები. ჩვენ მართალია თანავუგრძნობთ თქვენს გაჭირვებას, იმას, რომ თქვენ ორჯერ დაგეკარგათ მოსავალი და რომ უკვე დიდი ხანია განადგურებული გაქვთ სახლები. ამისთვის ლაკედემონელები და მათი მოკაშირეები გიცხადებენ თქვენ, რომ შეინახავენ თქვენს ქალებს და თქვენს იმ ნათესავებს, რომლებიც ომში გამოუსადეგარი არიან მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ომი გრძელდება. ნუ დაუჯერებთ მაკედონელ ალექსანდრეს, რომელიც გაწონებთ თქვენ მარდონიოსის წინადადებას, რადგან მას სწორედ ამის გაკეთება მართებს. ის თვითონ ტირანია და ტირანს ეხმარება; მაგრამ თქვენ არ გმართებთ ამის გაკეთება, თუ თქვენს ჭკუაზე ხართ, რადგან მოგეხსენებათ, რომ ბარბაროსები არც სანდონი არიან და არც მართლები. ეს თქვენს მოციქულებმა.
143. ხოლო ათენელებმა ალექსანდრეს შემდეგი მიუგეს: ჩვენ თვითონაც ვიცით, რომ მიდიელს ბევრად უფრო დიდი ჯარი ჰყავს, ვიდრე ჩვენ, ისე რომ ამ მხრივ არაფერი გვაქვს სასაყვედურო. მაგრამ ჩვენ მივისწრაფით თავისუფლებისაკენ და ისე დავიცავთ თავს, როგორც შეგვეძლება. შენ ნუ შეეცდები დაგვარწმუნო, რომ ბარბაროსთან შეთანხმება გვიჯობს. სულერთია ჩვენ მაინც არ დაგიჯერებთ. ახლა კი გადაეცი მარდონიოსს ის, რასაც ათენელები ამბობენ: ვიდრე მზე იმ გზაზე ივლის, რომელზედაც ახლა დადის, არასოდეს შევუთანხმდებით ქსერქსესს. პირიქით, გამოვალთ და თავდ დავიცავთ მოკავშირე ღმერთებისა და გმირების იმედით, რომელთა მიმართ არავითარი პატივისცემა მას არ ჰქონია და გადასწვა მათი სამყოფელი და გამოსახულებები. შენ კი ნუღარასოდეს მოხვალ ათენელებთან ამნაირი წინადადებით და მაშინ, როდესაც უკანონო საქმის ჩადენას გვირჩევ, ნურც იმას იფიქრებ, რომ ჩვენ სასიკეთოდ ზრუნავ, რადგან არ გვინდა, რომ ათენელთაგან რაიმე უკეთურება შეგემთხვეს. ჩვენს პროქსენოსსა და მეგობარს.
144. ასე უპასუხეს მათ ალექსანდრეს, ხოლო სპარტიდან მოსულ მოციქულებს შემდეგი უთხრეს: სავსებით ადამიანურია ის, რომ ლაკედემონელებს ეშინოდათ ჩვენი და ბარბაროსის შეთანხმებისა. მაგრამ სირცხვილია, რომ თქვენ ამისი გეშინოდათ, რადგან იცოდით ათენელების განწყობილება. არც იმდენი ოროა სადმე დედამიწაზე, არც ქვეყანა არსებობს სილამაზითა და სიკეთით ისე აღმატებული, რომ გვინდოდეს ამის მიღება და ჩვენი გამიდიელება, ელადის მონობაში ჩაგდების ფასად. ბევრი და დიდი მიზეზებია დამაბრკოლებელი საიმისოდ, რომ ეს არ გავაკეთოთ, კიდევაც რომ გვინდოდეს. პირველი და უდიდესი მიზეზია ღმერთების გამოსახულებათა და სამყოფელთა გადაწვა და დანგრევა, რისთვისაც ვალდებული ვართ მას სასტიკად ვაზღვევინოთ სამაგიერო და არ შევუთანხმდეთ იმას, ვინც ეს გააკეთა. შემდეგ ათენელებისაგან არ ივარგებდა, რომ გამცემები გამხდარიყვნენ, მაშინ, როდესაც ელინებს ერთი სისხლი და ერთი ენა აქვთ. საერთო აქვთ ღმერთების ტაძრები, მსხვერპლშეწირვები და წეს-ჩვეულებები. ამრიგად, თუ აქამდე არ იცოდით, ამიერიდან იცოდეთ, რომ სანამ თუნდაც ერთი ათენელი არსებობს, ჩვენ არ მოვრიგდებით ქსერქსესთან. მადლობლები ვართ, რომ თქვენ ზრუნავთ ჩვენზე, რომ ყურადღებას აქცევთ ჩვენს დანგრეულ სახლებს იმდენად, რომ ჩვენი ოჯახების შენახვაც კი გინდათ. თქვენს მიმართ მადლობის გრძნობით ვართ სავსე, მაგრამ ჩვენ თვითონ გავუძლებთ ყოველივეს, რაც არ უნდა დაგვემართოს, ისე, რომ თქვენ არ შეგაწუხოთ. ახლა რაკიღა ასეა საქმე, სასწრაფოდ გაგზავნეთ ლაშქარი. რადგან ჩვენ გვგონია, რომ ბარბაროსი მალე შემოიჭრება ჩვენს ქვეყანაში, მაშინვე შემოიჭრება, როგორც კი მიუვა ცნობა, რომ არ ვაკეთებთ იმას, რაც იმან მოგვთხოვა. ვიდრე ის ატიკაში მოვა, თქვენ გექნებათ დრო, რომ მიეშველოთ ბეოტიას. ეს უპასუხეს ათენელებმა, ხოლო მოციქულები გაბრუნდნენ სპარტეში.
Комментариев нет:
Отправить комментарий