ტერფსიქორე (ცეკვის მუზა)
1. იმ სპარსელებმა, რომლებიც დარიოსმა ევროპეში დატოვა და რომელთაც მეგაბიძოსი განაგებდა, ჰელესპონტელთაგან პირველად პერინთოსელები დაიპყრეს, რადგან მათ არ მოისურვეს დარიოსის ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ და სწორედ ამათ იყო, რომ უწინ პაბონებიც სასტიკად მოეპყრნენ.
ეს იმიტომ, რომ სტრიმონის მიდამოებში მცხოვრებ პაბონებს ღმერთმა გამოუცხადა ელაშქრათ პერინთოსელების წინააღმდეგ: თუ მოპირდაპირედ დაბანაკებული პერინთოსელები მოუწოდებდნენ მათ და სახელით უხმობდნენ, ამ შემთხვევაში უნდა დასხმოდნენ მათ თავს, ხოლო თუ არ დაუძახებდნენ, არ უნდა დახმოდნენ თავს, ხოლო თუ არ დაუძახებდნენ, არ უნდა დახმოდნენ თავს. პაბონებმა ასეც გააკეთეს.
როდესაც პერინთოსელები მათ პირდაპირ გარეუბანში დაბანაკდნენ, მაშინ მათ შორის ორთა სამმაგი ბრძოლა მოხდა გამოწვევით: შეებრძოლა კაცი კაცს, ცხენი ცხენს და ძაღლი ძაღლს. როდესაც პერინთოსელებმა ორ ბრძოლაში გაიმარჯვეს, გახარებულებმა პეანი შემოსძახეს. პაბონებმა დაასკვნეს, რომ ეს არის სწორედ წინასწარმეტყველება და უთხრეს ერმთნაეთს: ახლაა, რომ გვისრულდება წინასწარმეტყველება და ახლაა წაღმა ჩვენი საქმეც . ასე დაესხნენ თავს პაბონები პეანის შემსრულებელ პერინთოსელებს, სასტიკად ძლიეს ისინი და ცოტანიღა გადარჩნენ მათგან.
2. ეს იყო, რაც გადახდათ უწინ პაბონთაგან პერიონთოსელებს, ხოლო როდესაც პერიონთოსელები, კარგი ვაჟკაცები, თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, სპარსელებმა და მეგაბიძოსმა ძლიეს ისინი სწორედ თავისი ჯარის სიმრავლით. პერინთოსი რომ დაიმორჩილა, მეგაბიძოსმა ლაშქარი თრაკიაზე გადაატარა და ყოველი ქალაქი და ყოველი ტომი, რომელიც იქ სახლობდა, მეფეს დაუქვემდებარა, რადგანაც მას დარიოსისაგან ჰქონდა ნაბრძანები თრაკიის დაპყრობა.
3. ხოლო თრაკიელთა ტომი ინდიების შემდეგ ყველა ხალხებზე უფრო მრავალირცხოვანია. თრაკიელები რომ ერთ კაცს ემართა, ან შეთანხმებული ყოფილიყვნენ ერთმანეთში, ჩემი აზრით დაუძლეველი იქნებოდნენ და ყველა ტომზე ბევრად უფრო ძლიერი. მაგრამ ეს მათთვის ძნელია, გადაულახავი და არ ყოფილა ოდესმე შესაძლებელი. ამის გამო არიან ისინი სუსტები, ხოლო სახელები თრაკიელებს ბევრი აქვთ, თითოეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზნე-ჩვეულებებით ყველანი ყოველმხრივ ჰგვანან ერთმანეთს, გარდა გეტებისა, ტრავსებისა და იმ თრაკიელებისა, რომლებიც კრესტონელთა ზემოთ ცხოვრობენ.
4. ამათგან უკვე გიამბეთ გეტების ჩვეულებათა შესახებ, გეტების, რომელთაც თავი უკვდავად მიაჩნიათ, ხოლო ტრავსები ყველა სხვა მხრივ დანარჩენ თრაკიელთა მსგავსად იქცევიან, მაგრამ რაც შეეხება დაბადებულებსა და გარდაცვალებულებს, მათ მიმართ ასეთ რასმე ჩადიან: დაბადებულს გარსშემოუსხდებიან მახლობლები და ჰგოდებენ იმის გამო, თუ რამდენი ბოროტება უნდა შეემთხვას მას დაბადების შემდეგ, და ჩამოთვლიან ყველა ადამიანურ განსაცდელს; ხოლო მიცვალებულს თამაშით და მხიარულებით მარხავენ მიწაში და თან დასძენენ, თუ რა დიდ ბედნიერებაშია, ამოდენა ბოროტებათაგან გათავისუფლებული.
5. ხოლო კრესტონელთა ზემოთ მცხოვრები თრაკიელები ასე იქცევიან: თითოეულს ჰყავს მრავალი ცოლი. როდესაც რომელიმე მათგანი კვდება, მის ირგვლივ ქალების დიდი მოცილეობა იწყება და მეგობართა მაგარი ჩარევა იმის გასარკვევად, თუ ამ ქალთა შორის ქმარს განსაკუთრებით რომელი უყვარდა. ვის მიმართაც ამას გადაწყვეტენ, ის ცოლად დიდად პატივცემულია; მას ხოტბას ასხამენ კაცები და ქალები და მისი უახლოესი პირი მას ქმრის საფლაზე დააკლავს, შემდეგ დაკლული ქმართან ერთად იმარხება, ხოლო სხვა ქალები დიდ უბედურებას განიცდიან, რადგან ეს მათთვის უდიდესი სირცხვილია.
6. ხოლო სხვა თრაკიელებს შემდეგ ჩვეულება აქვთ: ისინი ჰყიდიან შვილებს უცხოეთში გასაყვნად. ქალწულებს ყურს არ უგდებენ, ის კი არა, ნებას რთავენ კავშირი იქონიონ იმ მამაკაცებთან, ვისთანაც მათ თვითონ სურთ, ხოლო ცოლებს სასტიკად დარაჯობენ. ცოლებს ისინი ყიდულობენ მშობლებისაგან დიდ ფასად. კანის მოხატვა კეთილშობილებადაა მიჩნეული, ხოლო მოუხატველობა - არაკეთილშობილებად, უქმად ყოფნა საპატიოდაა მიჩნეული, ხოლო მიწის მუშა ყველა უპატიოდაა. ომიანობითა და ყაჩაღობით თავის რჩენა საპატიოდ ითვლება. ესაა მათი ყველაზე თვალში საცემი ზნე-ჩვეულებები.
7. თაყვანს სცემენ მხოლოდ შემდეგ ღმერთებს: არესს, დიონისეს და არტემიდეს. ხოლო მათი მეფეები, გარდა იმ ღმერთებისა, რომელთაც სხვა მოქალაქეები ცნობენ, ღმერთებს შორის განსაკუთრებით ჰერმესს სცემენ თაყვანს, იფიცებენ მხოლოდ მას და ამბობენ, რომ ჰერმესისაგან არიან თვითონ წარმოშობილი.
8. მათ შორის მდიდრებს ასე მარხავენ: გვამს გამოდგამენ სამი დღის განმავლობაში, კლავენ ყოველგვარ სამსხვერპლო საქონელს და ნადიმობენ, დატირებული კი წინასწარ ჰყავთ, ამის შემდეგ მარხვენ გვამს, ან წვავენ, ან სხვაფრივ - მიწაში ფლავენ, აკეთებენ მიწაყრილს და ყოველგვარ შეჯიბრს მართავენ, რომელშიც უდიდესი ჯილდო ორთაბრძოლისათვისაა განკუთვნილი. ასეთია თრაკიელების დაკრძალვა.
9. ვერავინ იტყვის დანამდვილებით ამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მხარე ვის უჭირავს, რომელი ხალხები სახლობენ იქ, ის კი არა - ისტროსის გადაღმა რომ ადგილებია, როგორც ჩანს უდაბური ქვეყანაა და უსაზღვრო. ერთადერთი, ისტროსის გადაღმა მოსახლე ხალხი, რომლის შესახებაც მე შევიძელი გაგება, ისაა, რომელსაც სიგინები ეწოდბა. ესენი მიდიურ ტანსაცმელს ატარებენ, ხოლო მათ ცხენებს მთელი სხეული ბანჯგვლიანი აქვთ, დაახლოებით ხუთი თითის სიგრძის ბალნით დაფარული, ეს ცხენები პატარები და ნოღები არიან და ადამიანს ვერ ატარებენ, ხოლო ეტლში შებმულები ფიცხები არიან. ამიტომაა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები ეტლით დადიან. ამათი საზღვარი თითქმის ენეტებამდე აღწევს, ადრიესში რომ არიან. იმასაც ამბობენ, რომ ისინი მიდიელთა მოახალშენენი არიან. როგორ გამხდარან ისინი მიდიელთა მოახალშენენი, მე ვერ ვხვდები, მაგრამ დიდი დროის განმავლობაში ყოველივე შეიძლება მოხდეს. მაგ., ლიგიები, რომლებიც მასალიის ზემოთ ცხოვრობენ, საგინებს წვრილვაჭრებს უწოდებენ, ხოლო კიპროსელების ენაზე ეს სიტყვა შუბებს აღნიშნავს.
10. როგორც თრაკიელები ამბობენ, ფუტკრებს უჭირავთ ისტროსის გადაღმა მხარე და ამიტომაა, რომ იქითკენ უფრო წინ წასვლა არ შეიძლება. მე კი ვფიქრობ, რომ ამის მთქმელები სარწმუნოს არაფერს ამბობენ, რადგან, როგორც ჩანს, ფუტკრები ვერ იტანენ სიცივეს, მე კი ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთის დაუსახლებლობა სწორედ სიცივის მიზეზითაა. ესაა რასაც ამ ქვეყნის შესახებ ამბობენ, ხოლო ამ ქვეყნის ზღვისპირეთი მეგაბიძოსმა სპარსელთა ქვეშევრდომად გაიხადა.
11. დარიოსმა სასწარაფოდ გადაიარა ჰელესპონტი და მივიდა სარდეში, მან გაიხსენა ჰისტიაბოს მილეტელის ერთგული სამსახური მის მიმართ და კოეს მიტილენელის კეთილი რჩევა, დააძახებინა ისინი სარდეში და მისცა მათ არჩევანი. ჰისტიაბოსს, რაგანაც იმ მილეტის ტირანი იყო, არავითარი ტირანობა აღარ უნდოდა და მოსთხოვა მეფეს მირკინოსი (ედონებში რომ არის), სადაც ქალაქის აგება უნდოდა. მან ეს აირჩია, ხოლო კოესმა, რომელიც ტირანი კი არა, უბრალო კაცი იყო, მოითხოვა მიტილენეს ტირანობა. ორივეს აუსრულდა სურვილი და გაემართნენ იმ ქვეყანაში, რომელიც თვითონ აირჩიეს.
12. ამასობაში დარიოსს ერთი ასეთი ამბავი შეემთხვა, რომ ძალიან მოუნდა და უბრძანა მეგაბიძოსს პაბონები დაეპყრო და გადაესახლებინა ევროპიდან აზიაში: პიგრესი და მასტიეს პაბონი ვაჟკაცები იყვნენ, რომლებსაც დარიოსის აზიაში გადასვლის შემდეგ თვითონ უნდოდათ ტირანობა და მოვიდნენ სარდეში, თან წაიყვანეს თავისი და, წარმოსადეგი და კარგი შესახედავი. ისინი დაუდარაჯდნენ დარიოსს, რომელიც სათათბიროდ ლიდიელთა გარეუბანში დაჯდა ასე მოიქცნენ: გამოაწყვეს თავისი და, რაც კი შეიძლება საუკეთესოდ და გაგზავნეს წყალზე: ქალს თავზე ჭურჭელი ედგა, ხელით ცხენს მართავდა და თან სელს ართავდა. როდესაც ქალმა ჩაიარა, დარიოსი ამაზე დაფიქრდა, რადგან არც სპარსელებს სჩვეიათ და არც ლიდილებს ქალის მიერ იმის კეთება, რასაც ეს აკეთებდა, არც სხვა რომელიმე აზიელ ხალხს. დაინტერესდა ამით დარიოსი, გაგზავნა ერთი-ორი შუბოსანი და უბრძანა მათ, დადარაჯებოდნენ, თუ რას უზამს ქალი ცხენს. ესენი უკან მიჰყვნენ ქალს, როდესაც ქალი მდინარესთნა მივიდა, დაალევინა ცხენს წყალი, რომ დაალევინა, აავსო ჭურჭელი წყლით და იმავე გზით გამობრუნდა, ჭურჭელი თავზე ედგა, ცხენს ხელით მიათრევდა და თან ტითისტარს ატრიალებდა.
13. დარიოსს ისიც გაუკვირდა, რაც მეთვალთვალეთაგან მოისმინა და ისიც, რაც თვითონ ნახა და უბრძანა, მოეყვანათ ქალი მასთან. ხოლო როგორც კი მოიყვანეს ქალი, მისი ძმებიც იქვე გაჩნდნენ, რომლებიც ამ ამბებს იქვე, სორიახლოს უთვალთვალებდნენ, როდესაც დარიოსი მათ შეეკთიხა, თუ სადაურია ქალი, ჭაბუკებმა უპასუხეს, რომ თვითონ პაბონები არიან და ეს კი მათი დაა, დარიოსი ისევ შეეკითხა: რა ხალხია პაბონები, ქვეყნის რომელ მხარეში ცხოვრობენ, და რა უნდათ მათ, რომ მოვიდნენ სარდეში . ხოლო მათ უპასუხეს, რომ მოვიდნენ იმიტომ, რათა მას ჩაბარდნენ. ხოლო პაბონიე მდინარე სტრიმონთან მდებარეობს, სტირმონი კი ჰელესპონტისაგან შორს არაა. თვითონ კი ტროელი ტევკრების ჩამომავლები არიან, იმათ ყოველივე ეს თქვეს, ხოლო დარიოსმა იკითხა, ყველა თქვენი ქალი ასეთი გამრჯენი არიან თუ არაო, ხოლო მათ თამამად უთხრეს, რომ ასეთები არიანო, სწორედ ამისათვის იყო მთელი ეს ამბავი მოწყობილი.
14. მაშინ დარიოსმა მისწერა წერილი მეგაბიძოსს, რომელიც თრაკიაში მხედართმთავრად ჰყავდა დატოვებული, რომ აეყარა პაბონები თავისი მიწა-წყლიდან და მასთან მოეყვანა, თვითონაც, მათი შვილებიც და მათი ცოლებიც. მაშინვე გაჭენდა მხედარი და წაიღო ჰელესპონტში ცნობა, გადაიარა ჰელესპონტი და მისცა წერილი მეგაბიძოსს. მან წაიკითხა წერილი, აიყვანა თრაკიელი წინამძღოლები და გაილაშქრა პაბონეზე.
15. პაბონებმა რომ შეიტყვეს სპარსელები მოდიანო, შეიკრიბნენ და გაილაშქრეს ზღვის მიმართულებით, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ სპარსელები აქ დაესხმებოდნენ მათ თავს. პაბონები მზად იყვნენ მეგაბიძოსის ლაშქარი, რომელიც მათზე მიდიოდა, უკუეგდოთ, ხოლო სპარსელბმა რომ შეიტყვეს, პაბონები შეიკრიბნენ და ზღვის მხრიდან შემოსასვლელს დარაჯობენო, წაიყვანეს წინამძღოლები და ზემოთა გზაზე გაბრუნდნენ. პაბონებმა ვერც კი შეამჩინეს ისინი, მათ მიერ მიტოვებულ ქალაქებს რომ დაესხნენ თავს. ხოლო ქალაქებს რომ დაესხნენ თავს, ადვილად დაიპყრეს ისინი. პაბონებმა როგორც კი შეიტყვეს, რომ ქალაქები აღებულია, მაშინვე დაიფანტნენ და თითოეული თავის კუთხეში წავიდა და ჩაჰბარდა სპარსელებს. ეგრე აიყარნენ თავისი საცხოვრისიდან პაბონთაგან სირიოპაბონები, პაბოპლები და ისინი, რომლებიც პრასიასის ტბამდე სახლობდნენ და მივიდნენ აზიაში.
16. ისინი, რომლებიც პანგაბონის მთასთან ცხოვრობენ დობერების, გრიანების და ოდომანტების მეზობლად და თვით პრასიასის ტბასთან. არ ემორჩილებოდნენ მეგაბოძისის მართველობას. თუმცა მეგაბოძისი შეეცადა ამ ტბაზე მცხოვრებთა დაპყრობას შემდეგნაირად: შუა ტბაში მაღალ ხიმინჯებზე იდგა შეკრული ფიცარნაგი, რომელიც ხიდით უკავშირდებოდა ხმელეთს. ძველად ყველა მოქალაქე ერთად დგამდა ხიმინჯებს, რომლებიც ფიცარნაგის საყრდენს წარმოადგენდნენ, ხოლო შემდეგ მათი დადგმისს ამისთანა ჩვეულებას მისდევდნენ: როდესაც ვინმე ცოლს ირთავდა, თითოეული ცოლის სახელობაზე მოჰქონდა თორბელოსად წოდებული მთიდან სამი ხიმინჯი და ტბაში არჭობდნენ. ხოლო თითოეული კაცი ძალიან ბევრ ცოლს ირთავს. ისინი ამგვარად ცხოვრობენ. თითოეულს ფიცარნაგზე აქვს ქოხი, რომელშიც ცხოვრობს და ჩამოსაშები კარი, რომლითაც ფიცარნაგზე გავლით ქვემოთ ტბისაკენ მიემართებიან. ჩვილ ბავშვებს ფეხზე თოკს აბამენ, რადგან ეშინიათ, ძირს არ ჩაგორდნენ. ცხენებსა და სახედრებს საჭმელად თევზს აძლევენ, რადგან თევზის ისეთი სიმარევლა, რომ როდესაც ჩამოსაშვებ კარს გააღებენ და თოკით ცარიელ კალათას ტბაში გადაუშვებენ, სულ ცოტა ხანში მას თევზით სავსეს ამოსწევენ ხოლმე: ხოო ტბაში თევზის ორი ჯიშია: ერთს უწოდებენ პაპრაკს, ხოლო მეორეს - ტილონს.
17. დამორჩილებული პაბონები წავიდნენ აზიაში; ხოლო მეგაბიძოსმა პაბონების დამორჩილებისთანავე მოციქულებად გაგზავნა მაკედონიაში 7 სპარსელი ვაჟკაცი, რომლებიც თვით მის შემდეგ ყველაზე უფრო სხელმოხვეჭილი იყვნენ ბანაკში. გაიგზავნენ ისინი ამინტესთნა, რომ მოეთხოვათ მიწა-წყალი მეფე დარიოსისათვის, ხოლო პრასიასის ტბიდან მაკედონიამდე ძალიან მოკლე გზაა: ამ ტბის მერე პირველად არის საბადო, საიდანაც შემდეგ ალექსანდრეს ყოველდღიურად ვერცხლის ტალანტი შესდიოდა, ხოლო საბადოს შემდეგ არის მთა, რომელსაც დისოროსი ეწოდება. ამ მთას რომ გადაივლი, უკვე მაკედონიაში ხარ.
18. გაგზავნილი სპარსელები, როგოც კი მივიდნენ ამნიტესთნა, მოსთხოვეს მას მეფე დარიოსისათვის მიწაცა და წყალიც. ამინტესმა მისცა მათ, რასაც თხოულობდნენ და სტუმრად დაპატიჟა, გაუმართა შესანიჩნავი ნადიმი და სპარსელები მეგობრულად მიიღო. როდესაც ნატიმი დამთავრდა, სპარსელები სმას შეუდგნენ და ასე მიმართეს მას: ძვირფასო მაკედონელებო, ჩვენ, სპარსელებს წესად გვაქვს, დიდ წვეულებას რომ ვაწყობთ, მაშინ ხარჭებსა და ცოლებს შემოვიყვანთ და გვერდით ვისხამთ. შენ კი, რაკი ხალისით მიგვიღე, დიდებულად გაგვიმასპინძლდი, მეფე დარიოსს მიწასა და წყალს აძლევ, ბარემ ჩვენს წესსაც მისდიე . ამინტესმა ამაზე უთხრა: სპარსელებო, ჩვენ არა გვაქვს ეს წესად, პირიქით, ჩვენთან მამაკაცები განცალკევებულები არიან ქალთაგან, მაგრამ რაკი თქვენ ხართ ჩვენი უფალნი და გსურთ, რომ ასე იყოს, ესეც შეიძლება . ასე თქვა ამინტესმა და კაცი გაგზავნა ქალების მოსაყვანად. როდესაც დაძახებული ქალები მოვიდნენ, მწკრივად დასხდნენ სპარსელების პირდაპირ. სპარსელებმა რომ დაინახეს ლამაზი ქალები, უთხრეს ამინტესს, არაფერია იმაში ჭკვიანური, რაც გააკეთე, რადგან ემჯობინებოდა სულაც არ მოსულიყვნენ ქალები, ვიდრე ის, რომ მოვიდნენ და გვერდით კი არ დაგვისხდნენ, პირდაპირ ჩამოგვიმწკრივდნენ და ჩვენს თვალებს სატკივარი გაუჩინესო. ამინტესი იძულებული გახდა, ქალებისათვის ებრძანებინა სპარსელების გვერდით მოსხდომა: როდესაც ქალები დამორჩილდნენ, სპარსელებმა მაშინვე მკერდზე დაუწყეს ხელების წავლება, რადგან ძალიან ნაღვინევები იყვნენ, ზოგიერთები კი მათ კოცნასაც ცდილობდნენ.
19. ამის შემყურე ამინტესი, თუმცა ძალიან ბრაზობდა, მაგრამ გარეგნულად მშვიდად იყო, რადგან ძალიან ეშინოდა სპარსელებისა. ამინტესის ძე ალექსანდრეც იქ იყო და ხედავდა ამას; ის ახალგაზრდა კაცი იყო და უბედურება ჯერ არაფერი განეცადა. მან ვეღარ შეძლო თავის შეკავება და ძალიან მწყრალად უთხრა ამინტესს: მამა, ასაკის მიხედვით შეგეფერება, წახვიდე და მოისვენო და არ იჯდე ამდენ ხანს სმის დროს. მე დავრჩები აქ და ყოველივე აუცილებელს მივაწვდი სტუმრებს . ამინტესი მიხვდა, რომ ალესანდრე რაღაცის დატრიალებას აპირედა და უთხრა: შვილო, შენ აღელვებული ხარ და მე მგონი კიდევაც მიგიხვდი, რომ გიდნა გამისტუმრო და შენ აქ რაღაც დაატრიალო, მე გთხოვ ამ კაცებს არაფერი დაუშავო, რომ არ დაგეღუპო, პირიქით, მშვიდად უყურე იმას, რაც ხდება; ხოლო რაც შეეხება ჩემს წასვლას, ამას გაგიგონებ.
20. ამინტესმა ეს რომ ითხოვა, წავიდა; ალექსანდრემ კი უთხრა სპარსელებს: სტუმრებო, აქ ქალთაგან თქვენთვის მრავალი ხელმისაწვდომი, თუ მოგინდებათ, ყველასთან შეგიძლიათ დაწოლა, თუ არა და იმათთან, რომლებიც მოგინდებათ მათ შორის. თქვენ მხოლოდ გვანიშნეთ ამის შესაებ, ახლა კი თქვენი დაწოლის დრო მოვიდა, ვხედავ, მაგრად ხართ ნასვამი, თუ გინდათ, ეს ქალები გაუშვით დასაბანად და დაბანილებს მერე უკან დაელოდეთ . ეს რომ თქვა, სპარსელები დაეთანხმნენ, ხოლო მოსული ქალები ალექსანდრემ უკან საქალებოში გაგზავნა; თვითონ ალექსანდრემ ქალების თანაბარი რიცხვის უწვერული მამაკაცები გამოაწყო ქალების ტანსაცმელში, მისცა მათ ხელში მახვილები და შიგნით შეიყვანა. შეიყვანა ესენი და უთხრა სპარსელებს: სპარსელებო, მე მგონია, ღირსეულად გიმასპინძლეთ, ისიც კი, რაც ყველაფერზე უფრო ძვირფასია ჩვენთვის, ჩვენი საუკეთესო დედები და დები მოგგვარეთ, რათა თქვენ საბოლოოდ შეიტყოთ, რომ პატივს გცემთ ისე, რისი ღირსიც ხართ, ხოლო მეფეს, რომელმაც თქვენ გამოგზავნათ, შეატყობინეთ, რომ ელინმა ვაჟკაცმა, მაკედონელთა მმართველმა, თქვენ კარგი სუფრა და საწოლი დაგახვედრათ . ესა თქვა ალექსანდრემ და სპარსელ მამაკაცს მაკედონელი მამაკაცი მიუსვა, თითქოს ქალიაო. ამათ კი, როდესაც სპარსელებმა მოუნდომეს ხელების შევლება, ამოწყვიტეს სპარსელები.
21. ასეთი სიკვდილით ამოწყდნენ ესენი, თვითონაც და მათი მხლებლებიც: რადგან მათ თან ახლდათ ეტლები, მსახურები და ბევრი სხვა რამე, რაც საჭირო იყო მგზავრობაში. ყოველივე ეს მათთან ერთად გაქრა. დიდი ხანი არ გასულა ამის შემდეგ, რომ სპარსელებმა ამ კაცების ძებნა დაიწყეს. ალესანდრემ ისინი მოხერხებულად შეაჩერა, მისცა ბევრი ფული და თავისი და, რომელსაც სახელად ერქვა გიგაბე; ფული და გიგაბე ალექსანდრემ ბუბარესს მისცა, სპარსელ ვაჟკას, რომელიც მხედართმთავროდა დაღუპული სპარსელების მძებნელებს. ამ სპარსელების სიკვდილი ამგვარად იქნა დამალული და მიჩქმალული.
22. პერდიკესის ეს ჩამომავლები, რომ ელინები არიან, ამას თვითონაც ამბობენ და მეც ასე ვიცი (შემდეგ მოთხრობაში კიდევაც დავამტკიცებ იმას, რომ ისინი ელინები არიან1). ამას გარდა ოლიმპიაში შეჯიბრების მომწყობებმაც ასე გადაწყვიტეს, რომ ისინი ელინთაგან არიან. რადგან, როდესაც ალექსანდრემ მოინდომა მონაწილეობის მიღება ამავე შეჯიბრებაში, ის ელინები, რომლებიც უნდა შეჯიბრებოდნენ სირბილში, აძევებდნენ მას, ამბობდნენ, რომ ეს შეჯიბრება ბარბაროსთა ასპარეზობა კი არ არის, არამედ ელინთა ასპარეზობააო, ხოლო როდესაც ალექსანდრემ დაუმტკიცა მათ, რომ ის არგოსელი არის, აღიარეს მისი ელინობა. სირბილში შეჯიბრებისას რომ მიიღო ალექსანდრემ მონაწილეწობა, წილად პირველბოა ხვდა. ეს ამბები ასე მოხდა.
23. მეგაბიძოსმა წაიყვანა პაბონები და მივიდ ჰელესპონტში, შემდეგ გადაცურა ჰელესპონტი და მივიდა სარდეში. ამ დროს ჰისტიაბოს მილატელი ზუღდეს აგებდა იმ ადგილას, რომელიც მან დარიოსისაგან გამოითხოვა როგორც გასამრჯერლო და საჩუქარი ხიდის დაცვისათვის2, ხოლო ეს ადგილი მდინარე სტრიმონთანაა და სახელად ჰქვია მირკინოსი. შეიტყო მეგაბიძოსმა, რასაც აკეთებს ჰისტიაბოსი და როგორც კი მოვიდა სარდეში და მოიყვანა პაბონები, დარიოსს შემდეგი უთხრა: "მეფეო, ეს რა ჩაგიდენია, საშიშარსა და ბრძენ ელინს ქალაქი ააშენებინე თრაკიაში, სადაც უამრავი ნავთსაშენი მასალაა, ბევრი სანიჩბე ხეებია და ვერცხლის საბადოები?! უამრავი ელინი ცხოვრობს ამ ადგილის ირგვლივ, ბევრია ბარბაროსიც, რომელიც წინამძღოლობს რომ იშოვნიან, იმას გააკეთებენ, რასაც ეს უბრძანებს დღე იქნება თუ ღამე. შენ ამ კაცს შეაწყვეტინე ის, რასაც აკეთებს, რომ შინააშლილობა აიცდინო, ალერსიანად იხმე შენთან და შეაწყვეტინე თავისი საქმიანობა, ხოლო როდესაც ხელში ჩაიგდებ, ის ჰყავი, რომ ელინებთან აღარსოდეს მივიდეს".
24. ეს რომ თქვა მეგაბიძოსმა, იოლად დაარწმუნა დარიოსი, რომ კარგად ჭვრეთს წინასწარ იმას, რაც უნდა მოხდეს, დარიოსმა ამის მერე მოციქული გაგზავნა მირკინოსში და დააბარა შემდეგი: " ჰისტიაბოს, მეფე დარიოსი გეუბნება: ბევრი ვიფიქრე და მოვიფიქრე, რომ მე და ჩემს სახელმწიფოს შენზე უფრო ერთგული კაცი არავინა ჰყავს, ეს მე ვიცი და დავადასტურე არა სიტყვების მიხედვით, არამედ საქმით. ახლა, რადგანაც მე დიდი საქმეების აღსრულება განვიზრახე, მოდი უეჭველად ჩემთან რომ ყოველივე გაგიზიარო". ჰისტიაბოსმა დაიჯერა ეს სიტყვები და რადგან დიდ პატივად მიაჩნდა მეფის მრჩევლად ყოფნა, მივიდა სარდეში, როდესაც მოვიდა, დარიოსმა უთხრა: " ჰისტიაბოს, აი, რისთვის დაგიძახე: მას მერე, რაც სკვითებისაგან დავბრუნდი და შენ თვალთაგან მოშორებით მყავხარ, არაფერი სხვა ისე არ მაკლდა, როგორც შენი ნახვა და შენთან საუბარი, რადგან დავრწმუნდი, რომ ყოველგვარ ქონებაზე უფრო ძვირფასია ჭკვიანი და ერთგული მეგობარი. მე ვიცი და, შემიზლია დავამტკიცო, რომ ორივე შენა ხარ ჩემი სახელმწიფოსათვის. ახლა კარგი ჰქენი, რომ მოხვედი, მე კი შემდეგს გთავაზობ: თავი დაანებე მილეტს და ახლად აგებულ ქალაქს თრაკიაში, წამომყევი სუსაში, ყველაფერი, რაც მე მაქვს, შენც გექნება, და იქნები ჩემი თანამეინახე და მრჩეველი".
25. ეს რომ თქვა დარიოსმა, სარდელების მმართველად თავიი მამით ერთი ძმა, არტაფრენესი დააყენა, წავიდა სუსაში და თან წაიყვანა ჰისტიაბოსი, ხოლო ზღვისპირეთის მხედართმთავრად დანიშნა ოტანესი, რომლის მამა სისამნესი მეფე კამბისესს სამფოს მოსამართლედ ჰყავდა, ხოლო როდესაც სისამენსმა ფულის გულისათვის სამართალი უსამართლოდ განსაჯა, მეფემ ის მოაკვლევინა და გაატყავებინა, ხოლო მას რომ გახადეს ტყავი, იმისაგან თასმები დააჭრევინა და იმ ტახტზე გადააკვრევინა, რომელზედაც სისამნესი იჯდა და მოსამართლეობდა ხოლმე. ტყავი რომ გადააკვრევინა, კამბისესმა იმ სისამნესის ნაცვლად, რომელიც მოჰკლა და გაატყავა, მოსამართლედ დანიშნა სისამნესის შვილი და უბრძანა ხსომებოდა, რომ ტახტზე ზის და მოსამართლეობს.
26. ამ ოტანესმა, რომელიც დაჯდა ამ ტახტზე დ რომელიც მაშინ მეგაბიძოსისნ მემკვიდრე იყო მხედართმთავრობაში, დაიპყრო ბიძანტიონელებიც და ქალკედონელებიც, აიღო ანტანდროსიც, რომელიც ტროადის მიწაწყალზეა, აიღო ლამპონიონიც; წაართვა ლესბოსელებს ხომალდები და დაიპყრო ლემნოსიც და იმბროსიც, ორივენი მაშინ ჯერ კიდევ პელაზგთაგან დასახლებულები.
27. ხოლო ლემნოსელები მამაცად იბრძოდნენ და თავს იცავდნენ, ისე რომ, მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ დამარცხდნენ. გადარჩენილი ლემნოსელების მმართველად სპარსელებმა ლიკარეტოსი დააყენეს, ძმა მაბანდრიოსისა, რომელიც უწინ მეფობდა სამოსზე. ეს ლიკარეტოსი მმართველი იყო ლემნოსისა და იქვე გარდაიცვალა. . . ამის მიზეზი შემდეგი იყო: ოტანესმა ყველანი დაატყვევა და დაიმორჩილა: ზოგს ბრალად სდებდა სკვითებზე ლაშქრობის დროს ბრძოლისთვის თავის არიდებას; ზოგს კიდევ იმას, რომ ისინი არიოსის ლაშქარს ავიწროვებდნენ, როდესაც ის სკვითებისაგან უკან ბრუნდებოდა.
28. მხედართმთავრობაში ამდენი რამ გააკეთა, ხოლო შემდეგ ცოტა ხნით უბედურებეიბ მიწყნარდა, მერე კი მეორედ დაიწყო უბედურება ნაქსოსელი და მილეტელი იონელებისათვის, რადგან თუ ნაქსოსი თავისი სიმდიდრით კუნძულთა შორის სწორედ ამ დროს გამოირჩეოდა, მაშინ იყო რომ მილეტი განსაკუთრებით ყვაოდა და იონიის მშევენებას წარმოადგენდა, ამაზე უწინ კი ადამიანთა ორი თაობის მანძილზე მილეტში საგანგებო შფოთიანობა იყო, ვიდრე პაროსელებმა არ დააწყნარეს იქაურობა; ყველა ელინთა შორის მილეტელებმა ესენი ამოირჩიეს დამწყანრებლებად.
29. ხოლო პაროსელებმა მათი საქმეები ასე მოაგვარეს: მათი წარჩინებული კაცები მოვიდნე მილეტში და როდესაც დაინახეს, რომ მილეტელები საშინად არიან გაჩანაგებულები, უთხრეს, რომ უნდათ მათი ქვეყნის დათვალიერება. ესეც გააკეთეს და დაიარეს მილეტის მთელი მიწა-წყალი, როგორც კი დაინახავდნენ გაუდაბურებულ ქვეყანაში რომელიმე კარგად დამუშავებულ ყანას, ჩაიწერდნენ ამ ყანის პატრონის სახელს, დიარეს მთელი ქვეყანა და ასეთები ცოტა აღმოაჩინეს: ქალაქში რომ დაბრუნდნენ, მოიწვიეს კრება და ისინი დანიშნეს ქალაქის მმართველად, რომელთა ყანებიც კარგად დამუშავებული ნახეს. თავისი აზრიც გამოთქვეს, რომ ესენი სახელმწიფო საქმეებზედაც ისევე იზრუნებენ, როგორც თავის საკუთარზე ზრუნავდნენ, ხოლო დანარჩენ მილეტელებს, რომლებიც უწინ შფოთს ტეხენ, უბრძანეს ამათ დამორჩილებოდნენ.
30. პაროსელებმა მილეტელები ასე დააწყნარეს, მაგრამ ამიერიდან იყო, რომ ამ ქალაქებიდან დაატყდათ თავს უბედურება იონიასა და ისიც ასე: ნაქსოსის შეძლებულთაგან ზოგი ხალხმა გამოაძევა და გამოძევებულები მოვიდნენ მილეტში: ამ დროს მილეტის მეუვედ იყო არისტაგორეს მილპაგორესი ძე, სიძე და ბიძაშვილი ლისაგორესის ძის ჰისტიაბოსი, მილეტის ყოფილი ტირანი, სუსაში იმ დროს აღმოჩნდა, როდესაც მილეტში ნაქსოსელები მივიდნენ, ჰისტიაბოსის უწინდელი მეგობრები. ნაქსოსელები მივიდნენ მილეტში და სთხოვეს არისტაგორესს, როგორმე დახმარებოდათ მათ, რომ ესენი სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. არისტაგორესმა მოიფიქრა, რომ თუ ესენი მისი მეშვეობით დაბრუნდებიან თავის სამშობლოში, თვითონ გახდება ნაქსოსის მმართველი, ამიტომ ამოეფარა ჰისტიაბოსთან მათ მეგობრობას და შემდეგი სიტყვით მიმართა მათ: "მე თვითონ არ შემიძლია იმოდენა ჯარის მოცემა, რომ დაგაბრუნო ქალაქში, მათი მპყრობელების, ნაქსოსელების სურვილის წინააღმდეგ, რადგან შევიტყვე, რომ ნაქსოსელებს 8000 მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცი ჰყოლიათ და ბევრი გრძელი ხომალდი, მაგრამ შევეცდები და ყოველ ღონეს ვიხმარ; საამისოდ შემდეგი მოვიფიქრე: არტაფრენესი ჩემი მეგობარია. ამავე დროს, თქვენც მოგეხსენებათ, ჰისტაპესის შვილია და მეფე დარიოსის ძმაა; ის განაგებს აზიაში მთელ ზღვისპირეთსა, ჰყავს დიდი ლაშქარი და აქვს მრავალი ნავი.
მე ვფიქრობ, რომ ეს კაცი გააკეთებს, რასაც ვთხოვთ". ნაქსოსელებმა ეს მოისმინეს და დაავალეს არისტაგორესს, გაეკეთებინა ყოველივე, რაც შეიძლება კარგად, უთხრეს რომ საჩუქრებს დაჰპირდება არტაფრენესს და რომ თვითონ გადაუხდიდნენ ლაშქრის ხარჯებს, ამავე დროს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ როგორც კი გამოჩნდებოდნენ ნაქსოსზე, ნაქსოსელები ყოველივეს გააკეთებდნენ, რასაც კი მათ უბრძანებდნენ, ისევე როგორც სხვა კუნძულების მცხოვრებლებიც (ეს იმიტომ, რომ ამ კიკლადთა კუნძულთაგან არც ერთი არ ყოფილა ჯერ დარიოსის გამგებლობაში).
31. მოვიდა არისტაგორესი სარდეში დ უთხრა არტაფრენეს, რომ ნაქსოსი დიდი კუნძული არაა, მაგრამ ყოველმხრივ კარგია და მშვენიერი, თან იონიის მახლობლად მდებარეობს, სიმდიდრე ბევრია იქ და მონები. "გაილაშქრე ამ ქვეყანაზე და დააბრუნე ისინი, ვინც აქედან არიან გაქცეულები. ამას რომ გააკეთებ, მე დაგიმზადებ დიდ ქონებას, გარდა ლაშქრის ხარჯებისა (რადგან სამართალი მოითხოვს, ვისაც მიგვყავხართ, იმათ გავიღოთ ესეც). შემდეგ მოუპოვებ მეფეს იმავე ნაქსოსსა და მასზე დამოკიდებულ კუნძულებს: პაროსს, ანდროსსა და სხვათა, რომელთაც კიკლადები ეწოდებათ, აქედან რომ წამოხვალ, ადვილად დაესხმი თავს ვებობას, რომელიც დიდი და მდიდარი კუნძულია, არა ნაკლები კიპროსზე და თან ძალიან ადვილი ასაღები. ყოველივე ამის აღსასრულებლად საკმარისია ასი ნავი". ამაზე არტაფრენესმა უპასუხა: "შენ მეფის სახლის კეთილი საქმეების მოსრუნე ხარ, ყოველივე ეს რაც ურჩიე, კარგია, გარდა ნავების რიცხვისა. ასი ნავის ნაცვლად ორასს დაგიმზადებ გაზაფხულისათვის. მხოლოდ საჭიროა, თვით მეფე იყოს ამის ყაბულს".
32. არისტაგორესმა ეს რომ მოისმინა, გაეხარდა და წავიდა მილეტში. ხოლო არტაფრენესმა გაგზავნა სუსაში კაცები და მეფეს შეატყობინა ის, რაც არისტაგორესმა თქვა. თვით დარიოსი რომ თანახმა გახდა არტაფრენესმა მოამზადა ორასი ტრიერი, სპარსელთა დიდი ჯარი და ამათ მხედართმთავრად დააყენა მეგაბატესი, სპარსელი ვაჟკაცი, აქაბმენიდთაგანი, მისი და დარიოსის ბიძაშვილი; შემდეგ ხანებსი, თუ დაეჯერება გადმოცემას, ამის ასულს თხოულბოდა ლაკედემონელი პავსანიესი, კლეობროტოსის ძე, რომელსაც სურვილი ჰქონდა ელადის ტირანი გამხდარიყო. არტაფრენესმა მეგაბატესი დააყენა მხედართმთავრად და გაუგზავნა ლაშქარი არისტაგორესს.
33. მეგაბატესმა წამოიყვანა მილეტიდან არისტაგორესის იონიური ლაშქარი და ნაქსოსელები და გასცურა თითქოს ჰელესპონტში; მაგრამ როდესაც მივიდა ქიოსზე, ნავები წარმართა კავკასასაკენ, რომ იქიდან ჩრდილოეთის ქარის მეშვეობით ნაქსოსზე გადმოსულიყო. მაგრამ ნაქსოსელები ამ ლაშქრობას არ დაუღუპავს, ამგვარი საქმე კი მოხდა: როდესაც მეგაბატესმა ნავებით შემოუარა სადარაჯოებს, მინდროსის ნავზე არავინ აღმოჩნდა მოდარაჯე. მეგაბატესი ძალიან გაბრაზდა და უბრძანა შუბოსნებს, რომ მოეძებნათ ამ ნავის მეთაური (მას სახელად ერთქვა სკილაქსი), შეეკრათ ის და ამ ანვის ქვემოთა ხვრელში ჩაეჭედად იმგვარად, რომ გარეთ თავი დაეტოვებინათ და შიგნით ტანი. როდესაც სიკლაქსი შეკრეს, ვიღაცამ აცნობა რისტაგორესს, რომ მეგაბატესმა შეკრა და შეურაცხყოფას აყენებს მის მინდოსელ სტუმარს. იგი მოვიდ და სთხოვდა სპარსელს პატიებას, მაგრამ თხოვნით რომ ვერაფერს გახდა, წავიდა და თვითონ გაათავისუფლა სკილაქსი. ეს რომ შეიტყო მეგაბატესმა, ძალიან გაბრაზდა და შეუტია არისტაგორესს, მან კი უპასუხა: "შენ რა გესაქმება? განა არტაფრენესმა იმისათვის არ გამოგგზავნა, რომ ჩემი დაგეჯერებინა და იქ გაგეცურა, სადაც გიბრძანებდი? რად ერევი სხვის საქმეში?" ეს სთქვა არისტაგორესმა, ხოლო მეგაბატესს ამაზე ძალიან მოუვიდა გული და როგორც კი დაუღამდა, ხომალდით გაგზავნა კაცები ნაქსოსზე იმისათვის, რომ შეეტყობინებინათ ნაქსოსელებისათვის მთელი საქმის ვითარება.
34. მართლაც ნაქსოსელები სრულიად არ ელოდნენ, რომ ეს ლაშქარი მათზე მოდის; როდესაც შეიტყევს, მაშინვე მთელი მოსავალი მინდვრებიდან ქალაქის ზღუდის შიგნით შეიტანეს, როგორც ალყაშემორტყმულები მომარაგდნენ საჭმლითა და სასმელით და კედელიც გაამაგრეს. ესენი მოემზადნენ, რადგან ომი უკვე კარზე იყო მომდგარი, ისე რომ, როდესაც სპარსელებმა ნავები ქიოსიდან ნაქსოსზე გადაიყვანეს, ისინი კარგად დაცულები დახვდნენ და ალყა 4 თვეს გაგრძელდა. ის ფული, რაც სპარსელებმა თან მოიტანეს, მთლად დაეხარჯათ, თვით არისტაგორესმაც ბევრი დახარჯა ამას გარდა, ხოლო ალყა კი უფრო მეტს საჭიროებდა; მაშინ სპარსელებმა ნაქსოსელ ლტოლვილთათვის სიმაგრე ააგეს და ყოვლად ხელმოცარულნი დაბრუნდნენ უკან კუნძულებიდან ხმელეთზე.
35. ამგვარად არისტაგორესმა ვერ შეასრულა ის, რასაც დაჰპირდა არტაფრენესს. ამასთნავე მას ძალიან აწუხებდა ის ხარჯები, რასაც ლაშქარი მოითხოვდა, ასევე აშინებდა ლაშქრის წარუმატებლობა და მეგაბატესთან გაფუჭებული ურთიერთობა; ისე რომ, ფიქროდა, მილეტზე ძალაუფლება ჩამოერთმევაო. ეშინოდა ყოველივე ამის და გადაწყვიტეა განდგომა. მოხდა ამავე დროს ის, რომ დატატუირებულთავიანი კაცი მოვიდა სუსიდან, ჰისტიაბოსის გამოგზავნილი, იმის მანიშნებლად, რომ არისტაგორესი უნდა განდგომოდა მეფეს. ჰისტიაბოს უნდოდა ენიშნებინა არისტაგორესისათვის გადგომა, მაგრამ სხვაგვარად ვერ ანიშნებდა მას უხიფათოდ, რადგან გზებს სდარაჯობდნენ, ამიტომ მან მონათა შორის ყველაზე ერთგულს გააკრეჭინა თავი, ზედ ამოაჩხვლეტინა ნიშნები, დაიცადა სანამ თმა ამოუვიდოდა; როგორც კი ამოუვიდა მას თმა, გაგზავნა ეს კაცი მილეტში და სხვა არაფერი დაუვალებია იმის გადა რომ, როდესაც მივიდოდა მილეტში, ეთქვა არისტაგორესისათვის გაეკრიჭა მისთვის თმები და დაეთვალიერებინა მისი თავი. ხოლო თავზე ამოჩხვლეტილი ნიშნები კი, როგორც უწინ ვთქვი, განდგომისაკენ მოუწოდებდნენ. ჰისტიაბოსმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ძალიან განიცდიდა თავის სუსაში დაყოვნებას, ხოლო თუ მილეტი გადაუდგებოდა სპარსთა მეფეს, ჰისტიაბოსს დიდი იმედები ჰქონდა, რომ მას გაუშვებდნენ ზღვისაკენ. მან ადრე მოიფიქრა, რომ თუ რამე გადატრიალება არ მოხდებოდა მილეტში, იგი ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა იქ.
36. ეს იფიქრა ჰისტიაბოსმა და ამიტომ გაგზავნა მოციქული მილეტში, ხოლო არისტაგორესისათვის მთელი ეს ამბები თანადროულად მოხდა. იგი მოეთათბირა თავის თანამოაზრეებს, გაოუცხადა მათ თავისი აზრი და ისიც, რაც ჰისტიაბოსისაგან მოივდა, ყველანი იმავე აზრისა იყვნენ და მოუწოდებდნენ ამბოხებისაკენ, მხოლოდ ჰეკატაბოს ლოგოგრაფოსმა თავდაპირველად არ ურჩია, რომ სპარსთა მეფესთან ომი წამოეწყო, ჩამუთვალა ყველა ის ტომი, რომლებიც ემორჩილებოდნენ დარიოსს და შეახსენა მისი ძლევამოსილება. ხოლო შემდეგ, როდესაც არ დაუჯერეს, ურჩია ისე მაინც მოქცეულიყვნენ, რომ ზღვა მათ ხელში ყოფილიყო. როდესაც ამას ლაპარაკობდა, მან სთქვა, რომ ამის მოსახსენებლად მეტი გზა არაა (რადგან იცოდა მილეტელთა ძალების სისუსტე), ის ქონება უნდა ჩაიგდონ ხელში, რაც ბრანქიდეს სამლოცველოშია ლიდიელი კრობსოსის მიერ შეწირული. ამ შემთხვევაში მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ზღვაზე გაბატონდებოდნენ, თანაც თვითონ მოიხმარენ ამ ქონებას და მტერი ვერ შეძლებს დატაცფებას. ხოლო ეს ქონება დიდი იყო, როგორც გადმოვეცი ჩემი ისტორიის ირველ თავში. მაგრამ ვერც ამ აზრმა გაიმარჯვა. მილეტელებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ უნდა გამდგარიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი უნდა წასულიყო მიუსში, იმ ბანაკში, რომელიც ნაქსოდისან იყო მოსული და აქ იდგა და ეცადა შეეპყრო ნავებით მოსული მხედართმთავრები.
37. ამ საქმისათვის გაიგზავნა იეტრაგორესი. მან ეშმაკობით შეიპყრო ოლიატოს იბანოლისის ძე, მილასელი, ჰისტიაბოს ტიმენსის ძე, ტერმერელი, კოეს ერქსადროსი ძე, რომელსაც დარიოსმა მიტილენე აჩუქა, არისტაგორეს ჰერაკლიდესის ძე, კიმელი და სხვა მრავალი. ამგვარად არისტაგორესი სრულიად აშაკარად გადაუდგა მეფეს და დარიოსის წინააღმდეგ ყოველგვარ ხრიკეს მიმართა. პირველად მან თითქოს ხელი აიღო ტირანიაზე და მილეტში დაამყარა თანაბარუფლებიანობა, ეს იმისათვის, რომ მილეტელები თავისი ნებით მიმხრობოდნენ მას. შემდეგ ასევე მოიქცა მთელი იონიის მიმართ, ტირანთაგან ზოგიერთები გააძევა, ხოლო ის ტირანები, რომლებიც შეიპყრო იმ ნავებზე, მასთან ერთად რომ მოცურდნენ ნაქსოსის წინააღმდეგ, გადასცა ქალაქებს, ყველა იმ ქალაქს, საიდანაც თითოეული მათგანი იყო, რადგან მოქალაქეთა გულის მოგება უნდოდა.
38. ხელთ იგდეს თუ არა კოესი, მიტილენელებმა გაიყვანეს იგი ქალაქ გარეთ და ჩაქოლეს, კიმელებმა თავისი ტირანი გაუშვეს, ისევე როგორც სხვა მრავალმა ქალაქმა გაუშვა თავიის ტირანი. ამგვარად, ყველა ქალაქში მოხდა ტირანთა დამხობა, ხოლო არისტაგორეს მილეტელმა ტირანების დამხობისთანავე უბრძანა თითოეულ ქალაქს საკუთარი მხარდართმთავარი დაეყენებინათ, ხოლო შემდეგ თვითონ წავიდა ტრიერით ლაკედემონში, რადგან ვინმე დიდი მოკავშირე ჰყავდა მოსაძებნი.
39. ანაქსანდრიდეს ლეონის ძე უკვე აღარ მეფობდა სპარტეში, რადგან გარდაიცვალა და ძალაუფლება კლეომენესს, ანაქსანდრიდესის ძეს ჰქონდა, არა პირადი ღირსებების მიხედვით, არამედ მემკვიდრეობით. ანაქსანრიდესს ცოლად ჰყავდა თავისი დის ასული, რომელიც ძალიან უყვარდა, შვილები კი არ ჰყადათ. ეს რომ ასე იყო, ეფორებმა დაუძახეს მას და უთხრეს: "თუ შენ არ ზრუნავ შენი თავისათვი, ჩვენ მაინც უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ევრისთანესის გვარი არ შეწყდეს, მართალია გყავს ცოლი, მაგრამ რადგან ის არ გიჩენს შვილებს, გაუშვიო და სხვა შეირთე. ამ საქციელით სპარსელებს ასიამოვნებ". მან მიუგო, რომ არ მიიღებს არც ერთ მათ წინადადებას, და რომ მათ მისთვის კარგი არაფერი ურჩევიათ, რადგან მას ჰყავს ცოლი, მის მიმართ სრულიად უცოდველი, მათ კი სურთ, ეს გაუშვას და სხვა მოიყვანოს. და რომ ის არც იფიქრებს დაუჯეროს მათ.
40. მაშინ ეფორებმა და გერონტებმა მოითათბირეს და ანაქსანდრიდესს შესთავაზეს: "ვხედავთ, რომ ცოლი ასე ძალიან გიყვარს და იმის წინააღმდეგ მაინც ნუ წახვალ და დაგვიჯერე, რასაც გირჩევთ, რომ სპარსელებმა შენს წინააღმდეგ ცუდი რამ არ გადაწყვიტონ. რც შეეხება იმ ცოლს, რომელიც გყავს, ჩვენ არ მოვითხოვთ, რომ ის გაუშვა, რასაც ახლა აკეთებ, ყველაფერი ძველებურად გაუკეთე, მხოლოდ იმის გარდა სხვა ქალი მოიყვანე კიდევ, რომელსაც შვილის გაჩენა შეეძლება". მათ რომ ეს თქვეს, ანაქსანდრიდესი დათანხმა, შემდეგ მას ორი ცოლი ჰყავდა და ცხოვრობდა ორ სახლად; მან ისეთი რამ გააკეთა, რაც არასოდეს ჰქონიათ სპარტელებს ჩვეულებად.
41. დიდი დრო არ გასულა, რომ შემდეგ მოყვანილმა ცოლმა გააჩინა აი, ეს კლეომენესი. როგორც კი მას სპარტელების ტახტის მემკვიდრე გაუჩინა, პირველი ცოლი, პირველ ხანებში რომ უშვილო იყო, მაშინვე დაორსულდა. აი, ასეთი ამბავი დაემართა მას. ის ნამდვილად დაორსულდა, ხოლო მეორე ცოლის ნათესავებმა შეიტყვეს ეს ამბავი, აღელდნენ და ამბობდნენ, რომ ქალი ტყუილად იკვეხის და უნდა ბავშვი მიიგდოსო. ისინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, დრო კი თანდათან იწურეოდა; ეფორები, რომლებსაც ასევე არ სჯეროდათ, მშობიარე ქალს გარსშემოუხსდნენ და სდარაჯობდნენ, მან გააჩინა დორიევსი, ხოლო მის მერ მაშინვე გაუჩნდა ლეონიდესი და ლეონიდესის მიყოლებით კლეომბროტოსი. ზოგიერთები კი ამბობენ, კლეომბორტოსი და ლეონიდესი ტყუპები არიანო, ხოლო მეორედ მოყვანილ ცოლს, რომელიც პირნეტადეს დემარმენოსის ძის ასული იყო, მეორედ აღარ უშვია.
42. ხოლო კეომენესი, როგორც ამბობენ შეშლილივით ჭკუანაკლი იყო, დორიევსს კი თავის ტოლ-სწორთა შორის ბადალი არ ჰყავდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პირადი ღირსებების მხედვით იგი მიიღებდა ხელისუფლებას. ის რომ ასე ფიქრობდა, ამასობაში ანაქსანდრიდესიც მოკვდა, ხოლო ლაკედემონელებმა მისდიეს მათში არსებულ წესს და დააყენეს მეუფედ უფროსი კლეომენესი; დორიევსი ამაზე ძალიან გაჯავრდა და იუკადრისა კლეომენესის მეფობა, გამოეთხოვა სპარტელ ხალხს და წაიყვანა ახალსენი დასაარსებლად, მაგრამ ისე, რომ არც დელფოს სამისნოს შეეკითხა, თუ რომელ ქვეყანაში წავიდეს და დააფუძნოს ახალშენი, და არც სხვა რამ გააკეთა, რაც წესად ჰქონდათ; ადგა და დიდად აღშფოთებულმა ლიბიეში წაიყვანა თავისი ხომალდები. მათ წინ თერელები უძღოდნენ. როდესაც მიაღწია კინიპამდე, იქ დაასახლა ლიბიელთა საუკეთესო ადგილები, რომელიც ამ მდინარესთან იყო. იგი აქედან მაკებმა, ლიბიელებმა და კარქედონელებმა გამოაძევეს მესამე წელს და დაბრუნდა პელოპონესში.
43. აქ ანტიქარეს ელეონელმა ურჩია მას ლაიოსის წინასწარმეტყველების მიხედვით სიკელიეში დაეარსებინა ჰერაკლებე, და უთხრა რომ ერიქსის მთელი ქვეყანა ჰერაკლიდებისა არის, რადგანაც თვით ჰერაკლეს მონაპოვარიაო. დორიევსმა რომ ეს მოისმინა, წავიდა დელფოში მისნობის შესატყობად, აიღებს თუ არა ამ ქვეყანას, საით წასვლასაც აპირებს. პითიამ მიუგო მას, რომ აიღებს, დორიევსმა წაიყვანა ის ლაშქარი, რომელიც ლიბიეში ჰყავდა და გაემართა იტალიის გასწვრივ.
44. ამავე დროს, როგორც ამბობენ, სიბარიტები, თვითონ ისინიც და ტელისი, მათი მეფე, აპირებდნენ კროტონზე ლაშქრობას. შეშინებულმა კროტონელებმა დორიევსს სთხოვეს შემწეობა; ამანაც შეიწყნარა თხოვნა. დორიევსმა მათთან ერთად ილაშქრა სიბარისზე და აიღეს კიდეც სიბარისი. სიბარიტები ამბობენ, რომ ეს გააკეთა დორიევსმა და მათ, ვინც მასთან იყვნენ. ხოლო კროტონელები ამბობენ, რომ უცხო არავინ შველოდა მათ სიბარიტებთან ომში, გარდა კალიესისა, რომელიც ელეელი მისანი იყო. იამიდთაგანი, და ესეც ამგვარად: ის გამოექცა საბირიტთა ტირანს, ტელისს და მოვიდა მათთან, რადგან არ გამოსდიოდა სასიკეთო მსხვერპლშეწირვა, როდესაც კროტონის წინააღმდეგ სწირავდა. ამას ამბობენ კროტონელები.
45. ამის დასამტკიცებლად სიბარიტებსა დაკროტონელებს თავთავისი საბუთები მოჰყავთ: სიბარიტები მიუთითებენ წმინდა ჭალაზე და ტაძარზე, რომელიც არის ამომშრალი კრათისთან, ამბობენ, რომ როდესაც დორიევსმა სხვებთან ერთად ქალაქი აიღო, ეგრეთ წოდებულ კრათისელ ათენას აუგო ეს ტაძარი, ამას გარდა ყველაზე უფრო დიდ საბუთად თვით დორიევსის სიკვდილი არის მიჩნეული, რადგანაც ის დაიღუპა იმიტომ, რომ იმის საწინააღმდეგოდ მოიქცა, რაც ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: თუ ის მხოლოდ იმას გააკეთებდა, რისთვისაც ლაშქრობა მოაწყო, აირებდა კიდევაც ერიქსის ქვეყანას და რომ აიღEბდა, მისი მფლობელიც გახდებოდა; მაშინ არც თვითონ დაიღუპებოდა და არც ლაშქარი. კროტონელები კი მიუთითებენ იმაზე, რომ კალიეს ელეელს კროტონიეტისის მიწაზე ბევრი საგანგებო ნაკვეთი ჰქონდა ბოძებული, რაც ჯერ კდიევ ჩემს დრომდე ეჭირათ კალიესის ჩამომავლებს, ხოლო დორიევსსა და დორიევსის ჩამომავლებს არაფერი ჰქონდათ. ისე რომ დორიევსს რომ მონაწილეობა მიეღო სიბარიტების ომში, მას ბევრად მეტს მისცემდნენ, ვიდრე კალიესს. ესაა ის საბუთები, რომელიც თითოეულ მხრეს მოჰყავს და ვისაც როგორ უნდა, იმას დუჯეროს.
46. დორიევსთან ერთად გასცურეს სხვა სპარტელებმა, რომლებიც მასთან ერთად აფუძნებდნენ ახალ ქალაქს. ესენი იყვნენ თესალოსი, პარაბბატესი, კელეესი და ევრილეონი, რომლებიც, როდესაც მივიდნენ სიკელიესი მთელი თავისი ლაშქრით, ბრძოლაში დაიხოცნენ ფინიკიელებისა და ეგესტელების მიერ ძლეულნი. ამ ახალმოშენთა შორის მხოლოდ ევრილეონი გადაურჩა ამ უბედურებას, მან წაიყვანა ლაშქრიდან ისინი, ვინც გადარჩნენ და დაიპყრო სელინუსელთა კოლონია მინოე და დაეხმარა სელინუსელეს, რომ თავი გაეთავისუფლებინათ მონარქ პებთაგორესისაგან. ხოლო შემდეგ პებთაგორესი რომ დაამხო, თვითონ დაიმკიდრა ტირანობა სელინუსში, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხანს მონარქობდა, რადგანაც სელინუსელების მას გადაუდგნენ და გაქცეული მოჰკლეს აგორაბოს ზევსის საკურთხეველთან.
47. დორიევსს მიდსია და მასთან ერთად მოკვდა ფილიპე ბუტაკიდესის ძე, კროტონელი ვაჟკაცი, რომელმაც დანიშნა ტელის სიბარიტელის ასული და გაიქცა კროტონიდან, ისე რომ, ქორწინებას დაუსხლტა, წავიდ და გასცურა კირენში, ხოლო აქედან წვიდა და მისდია დორიევსს საკუთარი ტრიერთითა დ ხალხიც სკUთარი ხარჯით ჰყავდა წაყვანილი,მას ოლიმიურ შეჯიბრებებში გამრჯვება ჰქონდა მოპოვებული და მისი დროის ელინთა შორის ულამაზესი იყო. მისი სილამაზის გამო იყო, რომ ეგესტეელებისაგან მიიღო ის, რაც არ მიუღია სხვას არავის: მის საფლავთან ააგეს გმირისათვის განკუთვნილი სამლოცველო და მსხვერპლს სწირავენ მისი გულის მოსაგებად.
48. ამგვარად აღესრულა დორიევსი, ხოლო მას რომ აეტანა კლეომენესი მეფობა და დარჩენილიყო სპარტეში, თვითონ გახდებოდა ლაკედემონის მეფე რადგანაც კლეომენესი დიდხანს არ განაგებდა ქვეყანას, მოკვდა უძეოდ. დარჩა მხოლოდ ერთი ასული, რომელსაც სახელად ერქვა გორგო.
49. ამრიგად, არისტაგორესი, მილეტის ტირანი, მაშინ მივიდ სპარტეში, როდესაც იქ ძალაუფლება კლემოენესს ჰქონდა, როგორც ლაკედემონელები ამბობენ, მან მასთან საუბარი ისე გამართა, რომ ხელში სპილენძის დაფა ეჭირა, რომელზედაც მთელი დედამიწის დაფა იყო ამოჭრილი, მთელი ზღვები და მდინარეები. გაუბა მას საუბარი არისტაგორესმა და უთხრა შემდეგი: "კლეომენეს, ნუ გაგიკვირდება ჩემი აჩქარება, რომელიც აქ მოსასვლელად გამოვიჩინე. ეს მე აუცილებლობამ გამაკეთებინა: ოინიელები იმის ნაცვლად, რომ თავისუფლები იყვნენ, მონები არიან, და ეს ჩვენთვის სირცხვილი და უდიდესი უბედურებაა, თქვენთვის კი უფრო მეტად, რამდენადაც სათავეში უდგახართ ელადას, ახლა ელინთა ღმერთებს გაფიცებთ, გაათავისუფლეთ მონობისაგან იონიელები, რომლებიც თქვენი სისხლისანი არიან, თქვენთვის ეს ადვილად მისაღწევია: რადგან ბარბაროსები არ არიან მამაცები, თქვენ კი საომარ საქმეებში ბევრად აღემატებით ყველას. ისინი ასე იბრძვიან: მშვილდით და მოკლე შუბით, ხოლო ბრძოლაში ისე მიდიან, რომ ფართო შარვლები აცვიათ და თავზე წოწოლა ქუდები ჰხურავთ, ამიტომ ადილად დასაძლევები არიან. ხოლო იმ ხმელეთზე ვინც ცხოვრობს, მათ იმდენი ქონება აქვთ, რამდენიც არა აქვთ ყველა სხვა ხალხს ერთად, ოქროთი დაწყებული, ვერცხლი, სპილენძი, ფერადი ტანსაცმელი, სახედრები და მონები. თუ ამას გულით მოინდომებთ, თქვენი იქნება. მე გაჩვენებთ, თუ როგორ არიან ისინი განსახლებული. ამ იონიელების მეზობლად არიან ლიდიელები, რომლებიც ცხოვრობენ კარგ ქვეყანაში და ყველაზე უფრო მდიდრები არიან ვერცხლით", ესა სთქვა და აჩვენა დედამიწის რუკაზე, რომელიც თან ჰქონდა დაფაზე ამოჭრილი. "ხოლო ლიდიელების აღმოსავლეთით - განაგრძობ არისტაგორესმა - არიან ფრიგიელები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილ ყველა ხალხთან შედარებით საქონელმრავალნი და მოსავლით მდიდარნი არიან. ფრიგიელების მეზობლად არიან კაპადოკიელები, რომლებიც აღწევენ ამ ზღვას იქამდე, სადაც მდებარეობს კუნძული კიპროსი. ესენი ყოველწლიურად უხდიან მეფეს ხარკს - 500 ტალანტს. კილიკიელების მეზობლად არის კასიის ქვეყანა, რომელშიც მდინარე ქოასპესთან მდებარეობს სუსა, სადაც ცხოვრობს დიდი მეფე და სადაც არის მისი საგანძურები. ეს ქალაქი რომ აიღოთ, ზევსთანაც კი გაბედავთ სიმდიდრეში შეჯიბრებას. მაგრამ განა ღირს თქვენთვის პატარა ქვეყნის გამო, რომელიც არც იმდენად კარგია და თან საზღვრებით შემოფარგლული, ბრძოლის დაწყება მესენიელებთან, რომლებიც ბრძოლაში, თქვენი თანაბარი არიან არკადიელებთან და არგოსელებთან, რომელთაც არ ოქრო აბადიათ და არც ვერცხლი, რის გულისთვისაც კაცს სურვილი უჩნდება ბრძოლისა და ბრძოლაში სიკვდილისა. მაშინ, როდესაც თქვენ იოლად შეგიძლიათ მთელი აზიის მართვა, სხვას რასმე აირჩევთ?" ეს თქვა არისტაგორესმა, ხოლო კლეომენესმა შემდეგი მიუგო: "მილეტელო სტუმარო, ჩემს პასუხს მესამე დღისათვის გადაგიდებ".
50. მაშინ ამდენი დღით გადაუდო ხოლო როდესაც დადგა პასუხისათვის განსაზღვრული დღე, მოვიდნენ დათქმულ ადგილას, კლეომენესი შეეკითხა არიტაგორესს, თუ რამდენი დღის გზა არის იონიელთა ზღვიდან მეფემდე, ხოლო არისტაგორესი, რომელიც საერთოდ ჭკვიანი იყო და კლეომენესს მოხერხებულად ატყუებდა, ამაში შეცდა, რადგან თუ კი სპარტელების აზიაში გადაყანა უნდოდა, არ იყო საჭირო, რომ მისთვის სიმართლე ეთქვა, მან კი სწორად უთხრა, გზას სამი თვე სჭირდებაო, ხოლო კლეომენესმა შეაწყვეტინა არისტოგორეს სიტყვა, რომლის თქმასაც კიდევ აპირებდა გზის შესახებ და უთხრა: "სტუმარო მილეტელო, დატოვე სპარტე მზის ჩასვლამდე, რადგან ლაკედემონელთათვის არაფერი გითქვამს სასიკეთო, როდესაც ისინი ზღვისთვის სამი თვის სავალი გზით გინდოდა დაგეშორებინა".
51. ეს თქვა კლეომენესმა და შევიდა სახლში, ხოლო არისტაგორესმა დაიჭირა ზეთის ხილი შტო და წავიდა კლეომენესის სახლში, სახლში შესულმა გამოუცხადა კლეომენესს, მოემსმინა მისთვის, როგორც მავედრებელისათვის და ბავშვი აქედან გაესტუმრებინა (კლეომენესთან იქვე მისი ასული იდგა, რომელსაც სახელად გორგო ერქვა. ეს მისი ერთადერთი შვილი იყო და მაშინ 8 თუ 9 წლისა იქნებოდა). კლეომენესმა უთხრა მას, თქვი რაც გინდა და ბავშვის გულისათვის ნუ შეიკავებ თავსო, მაშინ არისტაგორესმა დაიწყო იმით, რომ დაპირდა 10 ტალანტს, თუ კი კლეომენესი აუსრულებდა სათხოვარს როდესაც კლეომენესმა უარი უთხრა, არისტაგორესმა თანდათანობით თანხას უმატა, ხოლო, როდესაც მივიდა იქამდე, რომ 50 ტალანტი შესთავაზა, ბავშვმა დაიძახა: "მამა, თუ არ ადგები და არ გახალ, უცხოელი მოგისყიდის". კლეომენესს გაეხარდა, რომ ბავშვმა შეახსენა და გავიდა მეორე ოთახში, ხოლო არისტაგორესმა საბოლოოდ დატოვა სპარტე დ მეფისაკნე გამგზავრების შესახებ მეტი ლაპარაკი ვეღარ მოახერხა.
52. ხოლო ეს გზა ასეთია: ყველგან არის სამეფო სადგომები და საუკეთესო სასტუმროები, მთელი გზა გადის დასახლებულ და უშიშარ ადგილებზე. ლიდიეს და ფრიგიეზე მოდის 20 სადგური დ ეს არის 94 1/2 ფარსანგი. ფრიგიიდან გზა მდინარე ჰალისისაკენ უხვევს, ჰალისთან არის ბჭეები, რომელთა გავლაც ყველასათვის აუცილებელია, ვინც უნდა გადავიდეს მდინარეზე. აქვეა დიდი საყარულო. რომ გადახვალ კაპადოკიაში, კილიკიის საზღვრამდე არის ორით ნაკლები 30 სადგური, სულ 104 ფარსანგი. ამ საზღვრებში გასავლელია ორი ბჭე და ორი საყარაულო, ხოლო ამას რომ გასცდები და გზას გაივლი კილიკიაზე, ის სამი სადგურია, 15 1/2 ფარსანგი. კილიკიის და არმენიის საზღვარი მოდის სანაოსნო მდინარეზე, რომლის სახელიც არის ევფრატესი. არმენიაში არის 15 დასასვენებელი სადგური 56 1/2 ფარსანგის მანძილზე და იქვე არის საყარაულოებიც. ამ ქვეყანაზე მიედინება ოთხი სანაოსნო მდინარე, რომელთა გადაცურვა აუცილებელია. პირველი ტიგრესი, შემდეგ მეორესა და მესამეს ეწოდება ძაბატოსი, მაგრამ ეს ერთი და იგივე მდინარე არაა და ისინი არც ერთი და იმავე ადგილიდან გამომდინარეობენ, რადგანაც პირველი მათგანი - არმენიელთაგან მოედინება, ხოლო მეორე - მატიენთაგან. ამ მდინარეთაგან მეოთხეს სახელად ჰქვია გინდესი, რომელიც ოდესღაც კიროსმა 360 არხად დაჰყო. ამ არმენიიდან შევდივართ მატიენის ქვეყანაში, აქ 34 სადგურია, 137 ფარსანგი. აქედან კისიის ქვეყანაში გადავიდავართ. აქ 11 სადგურია, სულ 42 1/2 ფარსანგი მდინარე ქოასპემდე, რომელიც აგრეთევ სანაოსნოა. ამ მდინარესთან არის აგებული ქალაქი სუსა; ეს სადგურები სულ 111-ია. სარდედან სუსაში რომ მიდიხარ, აი ამდენი დასასვენებელი სადგურია ამ გზაზე.
53. თუ კარგად გავზომავთ სამეფო გზას ფარსანგებით (ხოლო ფარსანგი ნამდვილად 30 სტადიონს უდრის) სარდედან სამეფო სამყოფელამდე, ე.წ. მემნონამდე, 13500 სტადიონია, რაც უდრი 450 ფარსანგს. თუ კაცი ყოველდღიურად 150 სტადიონს გავილის, მაშინ ამ გზას მოუნდება სულ 90 დღეს.
54. ამგვარად, არისტაგორეს მილეტელმა რომ უთხრა კლეომენეს ლაკედემონელს, სამი თვის სავალი გზაა მეფემდისო, სწორად უთხრა, ხოლო თუ ვინმეს უნდა ამაზე უფრო ზუსტად იცოდეს, მე ამასაც ვიტყვი, რადგან ამ მანძილს უნდა მიემატოს კიდევ გზა ეფესოდან სარდემდე. ისე, რომ მე ვამბობ, ელინური ზღვიდან სუსამდე (რომელსაც მემნონის ქალაქს უწოდებენ), მთლიანად არის 1440 სტადიონი და რადგან ეფესოდან სარდემდე 540 სტადიონია, ამით სამთვიანი გზა 3 დღით გრძელდება.
55. არისტაგორესი რომ წავიდა სპარტიდან, მივიდა ათენში, რომელიც ტირნთაგან ამგვარად იყო განთავისუფლებული: ჰიპარქოსმა, პებსისტრატოსის ძემ, ტირანი ჰიპიესის ძმამ, იოლად ასახსნელი სიზმარი ნახა თავისი უბედურების შესახებ და კიდევაც მოჰკლეს ის არისტოგებტონმა და ჰარმოდიოსმა, რომლებიც წარმოშობით გეფირაბებსი გვარისა იყვნენ. ხოლო ამის შემდეგ ათენელები ოთხი წლის განმავლობაში ტირანიას კიდევ უფრო მეტად განიცდიდნენ, ვიდრე უწინ.
56. ხოლო ჰიპარქოსმა ასეთი სიზმარი ანხა: პანათენელების წინა ღამეს ჰიპარქოსს ეჩვენა ვაჟკაცი, რომელიც მასთან იდგა, წარმოსადეგი და ლამაზი და რომელმაც მას გამოცანად შემდეგი ჰეგზამეტრი უთხრა: "მოისმინე, ლომო, მოუთმენელი ამბები მომთმენი გულით, რადგან უსამართლობის ჩამდენ ადამიანთაგან სასჯელს არავინ გაჰქცევია". ჰიპარქოსმა გათენებისთანავე ყოველივე გმოუცხადა სიზმრის ამხსნელებს, ხოლო შემდეგ დაანება თავი ამ სიზმარზე ფიქრს და მოაწყო საზეიმო პროცესია, რომელშიც დაიღუპა კიდეც.
57. ხოლო გეფირაბები (ჰიპაროსის მკვლელები) როგორც თვითონ ამბობენ, წარმოშობით ერეტრიიდან ყოფილან, ხოო როგორც მე მივაკვლიე, ისინი ფინიკიელები იყვნენ, იმ ფინიკიელთაგანნი, რომლებიც კადმოსთან ერთად მოვიდნენ იმ მიწაზე, რომელსაც ახლა ბობტოია ეწოდება და დასხლდნენ წილად ხვდომილ ამ ქვეყნის ტანაგრის მხარში, აქედან ჯერ კადმეელები გამოაძევეს არგოსელებმა, ხოლო შემდეგ ეს გეფირაბები გამოაძევეს ბობტოიელებმა და მაშინ წავიდნენ ისინი ათენში. ათენელებმა მიიღეს ისინი საკუთარ მოქლაქეებად გარკვეული პირობით და ბევრი რამ ისეთი აღუკვეთეს, რაც არა ღირს მოსახსენებლად.
58. ხოლო კადმოსთნა ერთად მოსულმა ფინიკიელებმა, რომელთაგანნიც იყვნენ გეფირაბები, ეს ქვეყანა დაასახლეს, ბევრი სხვადასხვაგვარი ცოდნა შესძინეს ელინებს და განსაკუთრებით აღსანიშნავია მათ შორის დამწერლობა, რომელიც უწინ არ ჰქონდათ ელინებს. მე მგონია, პირველად იმ დამწერლობას ხმარობდნენ, რომელსაც იყენებდა ყველა ფინიკიელი, ხოლო დრო რომ გავიდა, ენის შეცვლასთან ერთად გამოიცვალა ასოების მოხაზულობაც. ხოლო ამ დროს მოსული ფინიკიელების ირგვლივ ქვეყნის მეტი წილი ელინთაგან ეჭირათ იონელებს. ამათ ისწავლეს ფინიკიელთაგან ასოები, მცირედ შეუცვალეს მოხაზულობა და ისე იყენებდნენ მათ, ხოლო ხმარებისს, როგორც სიმართლე მოითხოვდა, ამბობდნენ, რომ ფინიკიური დამწერლობა ეწოდებაო, რადგანაც ფინიკიელების მიერ იყო შემოტანილი ელადაში. ბერძნები ძველიდანვე წიგნებს ტყავებს უწოდებდნენ, რადგანაც ოდესღაც ჭილის ნაკლებობის გამო ისინი თხის და ცხვრის ტყავებს ხმარობდნენ საწერად. ჯერაც, ჩემს დროს, ბევრი ბარბაროსი ამისთანა ტყავზე წერს.
59. მე თვითონ ვნახე კადემური დამწერლობა აპოლონ ისმენიელის ტაძარში., ბობოტიელთა თებეში სამ სამფეხზე გაკეთებული. ის ძალიან ჰგავს იონიურს. ამ სამფეხთაგან ერთს ასეთი წარწარა აქვს: ამფიტრიონის შწმოწირული ვარ, ტელემოებისგან მოპოვებული". ეს უნდა მომხდარიყო ლაიოსის დროს, რომელიც იყო ლაბდაკოსის ძე, ლაბდაკოსი კი პოლიდოროს კადმოსის ძის ძე იყო.
60. ხოლო მეორე სამფეხზე ჰეგზამეტრული ლექსით შემდეგია ნათქვამი: "სკაბოს მოკრივემ რომ გაიმარჯვა, შემოგწირა შენ, შორსმტყორცნელ აპოლონს, ჩემი თავი უმშვენიერეს სამკაულად". სკაბოსი უნდა იყოს ჰიპოკოონტის ძე, თუ კი შემწირველი ისაა, და არა სხვა ვინმე, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, რაც ერქვა ჰიპოკოონტის ძეს, რომელიც ობდიპოს ლაიოსის ძის დროს იყო.
61. მესამე სამფეხზე ასევე ჰეგზამეტრით არის ნათქვამი: "ლაოდამასმა, თავისი ერთმმართველობის დროს, თვითონ შემოგწირა უმშვენიერეს სამკაულად შენ, შორსმჭვრეტელ აპოლონს ეს სამფეხი". როდესაც ლაოდამას ეტეოკილესის ძემ მმართველობდა, გამოაძევეს არგოსელებმა კადმეელები და ისინი წავიდნენ ენქელებთან, ხოლო გეფირბები, რომლებიც დარჩნენ, შემდეგში ბობოტიელების მიერ იქნა გამოძევებული და გადავიდნენ ათენში. ათენში მათ ააგეს ტაძრები, რომელთა შორის არც ერთი არ ჰგავს ათენის დანარჩენ ტაძრებს. ისინი სულ განსხვავებული არიან სახვა ტაძრებისაგან, განსაკუთრებით კი აქაბის დემეტრეს ტაძარი და მისი მისტერიები.
62. მე უკვე მოგითხრეთ ჰიპარქოსის სიზმრის შესახებ და გითხარით ისიც, საიდან წარმოსდგებიან გეფირაბები, რომელაგანაც იყვნენ ჰიპარქოსის მკვლელები. ამას გარდა კიდევ უნდა დავუბრუნდე ამბავს, რომელსაც თავდაპირველად ვყვებოდი, თუ როგორ განთავისუფლდნენ ათენელები ტირანთაგან. როდესაც ტირანობდა ჰიპიესი და ათენელებს კიდევ უფრო ამწარბდა ჰიპარქოსის სიკვდილის გამო, ალკმეონიდები, წარმოშობით ათენლები, თავის დროზე რომ გაექცნენ პებსტრატიდებს, შემდეგ სხვა ათენელ ლტოლვილებთან ერთად ცდილობდნენ ზალით უკან დაბრუნებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. რომ შეეცადნენ უკან დაბრუნებას და ათენის განთავისუფლებას, მას მერე, რაც გაამაგრეს ლებფსიდრიონი, რომელიც პაბონიის ზემოთაა, დიდი მარცხი განიცადეს. მაშინ ალკმეონიდები, რომლებც ყოველმხრივ ბოროტს იზრახავდნე პებსტრატიდების წინააღმდეგ, დაექირავნენ ამფიქტიონებს, რომ ააშენებდნენ ტაძარს დელფოში, იმას, რომელიც ახლაა, მაშინ კი არ იყო. რაკიღა იმთავითვე შეძლებულები და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ, იმაზე უკეთესი ტაძარი ააგეს, ვიდრე ნიმუში ჰქონდათ მიცემული, განსაკუთრებით იმით, რომ ნიმუშის მიხედვით ტუფის ქვისაგან უნდა გაეკეთებინათ ტაძარი და მათ მისი წინა მხარე პაროსის ქვისა გააკეთეს.
63. როგორც ათენელებები ამბობენ, ეს ხალხი რომ დელფოში იმყოფებოდა, მოისყიდეს პითია, რომ თუ მოვიდოდა აქ ვინმე სპარტელთაგანი მისნობის შესატყობად, სულ ერთია, კერძო პირი თუ სახელმწიფო მისიით წარმოგზავნილი, პითიას უნდა გამოეცხადებინა, ათენი გაათავისუფლეთო. ლაკედემონელებმა, რადგან პითია მათ მუდამ ერთსა და იმავე რასმე უცხადებდა, გაგზავნეს ანქიმოლიოს ასტერის ძე, სახელოვანი კაცი მოქალაქეთა შორის, რათა ლაშქრით გამოეძევებინა პებსტრატიდები ათენიდან მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ისინი საგანგებოდ მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ. ეს იმიტომ, რომ ისინი ყოველივე ღვთაებრივს მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ადამიანურს. სპარტელებმა ისნი ზღვით გაგზავნეს, ხომალდებით. ანქიმოლოსი მიცურდა ფალერონში და აქ გადმოსხა ლაშქარი, ხოლო პებსტრატიდებმა ეს რომ შეიტყვეს, თესალიიდან გამოუძახეს მაშველ ჯარს, რადგნაც ესენი მათი მოკავშირეები იყვნენ. თესალიელებმა სერთო გადაწყვეტილების თანახმად ამ თხოვნისამებრ მათ ათასი ცხენოსანი და თავისი მეფე კინეესი, კოდელი გაუგზავნეს. ესენი რომ მოკავშირეებად ჰყავდათ, პებსტრატიდები ასე მოიქცნენ: გაჩეხეს ფალერონის დაბლობი, რათა ეს ადგილი ცხენოსნობისათვის მოსახერხებელი გამხდარიყო და გაგზავნეს თავისი ცხენოსანი ჯარი მტრის ბანაკის წინააღმდეგ. ცხენოსანმა ჯარმა ამოწყვიტა სხვა ბევრი ლაკედემონელი და მათ შორის ანქიმოლიოსიც, ხოლო გადარჩენილები შერეკეს ნავებზე. ასე დასრულდა ლაკედემონიდან მოსულთა პირველი ლაშქრობა, ხოლო ანქიმოლიოსის საფლავი არის ატიკის ალოპეკეში, ჰერაკლეს ტაძრის მახლობლად, რომელიც კინოსრგესშია.
64. ამის შემდეგ ლაკდემონელებმა უფრო დიდი ლაშქარი მოამზადეს და გაგზავნეს ათენის წინააღმდეგ, ხოლო ლაშქრის მხედართმთავრად მეფე კლეომენეს ანაქსანდრიდესის ძე დააყენეს. ესენი ზღვით კი აღარ წავიდნენ, არმედ ხმელეთით. რომ შეიჭრნენ ატიკეში, პირველად თესალიელი ცხენოსანი ჯარი შეებრძოლა მათ, მაგრამ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ უკან გაბრუნდა, მათგან დაახლოებით 40 კაცი დაიღუპა, ხოლო ისინი, ვინც გადარჩნენ სასწრაფოდ გაბრუნდნენ თესალიაში, კლეომენესი კი შევიდა ქალაქში განთავისფულების მოსურნე ათენელებთან ერთად და ალყა შემოარტყა ტირანებს, რომლებმაც თავი შეაფარეს პელარგიკულ ზღუდეს.
65. ლაკედემონელები ვერაფრით ვერ დაიმორჩილებდნენ პებსტრატიდებს (რადგან ალყა ვერ იყო მოფიქრებული, ხოლო პებსტრატიდები კი საჭმლით და სასმელით კარგად იყვნენ მომარაგებული), ალყა ექნებოდათ შემორტმული სულ რამდენიმე დღეს და მერე უკან გაბრუნდებოდნენ სპარტეში, მაგრამ მოხდა ერტი შემთხვევა, რმაც ერთ მხარეს უბედურება მოუტანა, ხოლო მეორეს დად დაეხმარა: შეიპყრეს პებსტრატიდების შვილები, რომლებიც ამ ადგილიდან გააპარეს. ამ ამბავმა მთელი ამთი საქმე არია; შვილების გამო პებსტრატიდები დათანხმდნენ იმ პირობებზე, რაც უნდოდათ ათენელებს, სახელდობრ იმაზე, რომ ხუთ დღეში წავიდოდნენ ატკიდან შემდეგ წავიდოდნენ სიგებონში, რომელიც სკამანდროსზე არის, მას მერე, რაც ათენელებს 36 წლის განმავლობაში განაგებდნენ. ისინი წარმოშობით პილოსელი ნელიდები იყვნენ, რომელთაგანაც წარმოსგნენ კოდროსი და მელანთოსი, მათი მახლობლები, ატიკეში რომ მივიდნენ და შემდეგ ათენელთა მეეფები რომ გახდნენ, ამის მოსაგონრად იყო, რომ ჰიპოკრატესმა იგივე სახელი, პებსტრატოსი დაარქვა თავის შვილს, იგი ნესტორის ძის, პებსტრატოსის თანამოსახლე გახდა. ამგვარად განთავისუფლდნენ ათენელები ტირანებისაგან. პირველად იმას გიამბობთ, განთავიფულებულმა ათენელებმა თუ გააკეთეს ან განიცადეს რამე ღირსი მოთხრობისა, მანამდე ვიდრე იონია დარიოს აუჯანყდებოდა და არისტაგორეს მილეტეილი მივიდოდა ათენში, რომ მათთვის შემწეობა ეთხოვნა.
66. ათენში, რომელიც უწინაც დიდი იყო, ტირანთაგან განთავისუფლებული უფრო გაიზარდა. მასში ორი კაცი დინასტობდა: კლებსთენეს ალკმეონიდი, რომლის შესახებაც ამბობდნენ, რომ პითია მოისყიდა და ისაგორეს ტებსანდროსის ძე, რომელიც ცნობილი ოჯახიდან იყო, თუმცა მისი წინაპრების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. მისი ნათესავები კი კარიელ ზევსს სწირავდნენ მსხვერპლს. ეს ორი ადამიანი დავობდა ძალაუფლებისათვის, მაგრამ ბოლოს კლებსთენესი რომ მიხვდა, ვმარცხდებიო, ხალხი შეიამხანაგა. შემდეგ ათენელები, რომლებიც ოთხ ფილედ იყვნენ დაყოფილი, ათ ფილედ დაჰყო. მან გაუუქმა ამ ფილებს იონის შვილეის (გელეონის, აიგიკორესის, არგადესის და ჰოპლესის) სახელწოდებები და დაძებნა მათთვის სხვა, ადგილობრივი გმირების სახელები (მათ შორის ყველა ადგილობრივი იყო), გარდა აბაქსისა, რომელიც მრთალია უცხო გმირი იყო, მაგრამ მაინც დაუმატა მისი სახელი, როგორც ათენელების მეზობლისა და მოკავშირისა.
67. მე ვფიქრობ, ყოველივე ამ საქმეში კლებსთენესმა მიბაძა თავის დედის მამას, კლებსთენეს სიკიონის ტირანს. კლებსთენესმა არგოსელებთან ომის შემდეგ სიკიონში შეაწყვეტინა შეჯიბრება რაფსოდებს ჰომეროსის პოემების გამო, რადგან არგოსელები და არგოსი დიდად იყვნენ შექებული ამ პოემაში. ამას გარდა სიკიონის მოედანზე იყო და არის გმირის, ადრესტოს ტალაოსის ძის ტაძარი და კლებსთენესმა მისი თავიდან მოშორებაც მოიწადინა, რადგანაც იგი არგოსელი იყო. წავიდა იგი დელფოში და შეეკითხა მისანს, შეიძლება თუ არა, რომ მოიშოროს თავიდან არესტოსი, ხოლო პითიამ მიუგო მას და უთხრა, რომ სიკიონელთა მეფე ადრესტოსი იყო, შენ კი მათი ჩამქოლველი ხარო, რადგან ღმერთმა ამის ნება არ მისცა, კლებსთენესი უკან წავიდა დ იმას ფიქრობდა, თუ რა ეღონა ისეთი, რომ ადრესტოსი თივთონ წასულიყო. როგორც კი იფიქრა, რომ ასეთი რამ გამოსძებნა, გაგზავნა კაცები ბობოტიის თებეში და შეუთვალა, მელანიპოს ასტეკოსის ძის მოყვანა მინდა სიკიონშიო. თებელები დაეთანხმნენ. წამოიყვანა კლებსთენესმა მელანიპოსი და მიუჩინა მას ადგილი თვით პრიტანეონში და იქ, ყველაზე გამაგრებულ ადგილას აუგო მას სალოცავი. კლებსთენესმა იმიტომ წაიყვანა მელანიპოსი (უნდა აგიხსნათ), რომ ადრესტოსის ყველაზე დიდი მტერი ეს იყო, რადგან მან მოუკლა ადრესტოსს ძმა, მეკისტევსი და სიძე ტიდევსი. როდესაც კლებსთენესმა მელანიპოსს ადგილი მიუჩინა, მსხვერპლშეწირვები და დღეობები ჩამოართვა ადრესტოსს და გადასცა მელანიპოსს. სიკიონელები ჩვეულებებისამებრ, ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ადრესტოსს: რადგან ეს ქვეყანაქ პოლიბოსისა იყო (ადრესტოსი კი პოლიბოსის ასულის ვაჟი იყო). და რაკი პოლიბოსი უძეოდ აღესრულა, ძალაუფლება მან ადრესტოსს გადასცა. სიკიონელები ადრესტოსს მრავალგვარად სცემდნენ პატივს, და სხვათაშორის იმითაც, რომ მის ტანჯვას ტრაგიკული გუნდები ადიდებდნენ; დიონისეს კი არ სცემდნენ ესენი პატივს, არამედ ადრესტოსს. კლებსთენესმა კი გუნდები დიონისეს დაუბრუნა, ხოლო სხვა მსხვერპლის შეწირვა მელანიპოსს განუკუთვნა.
68. ასე მოექცა ის ადრესტოსს. მან დორიულ ფილებსაც შეუცვალა სახელები. ეს იმიტომ, რომ სიკიონელებსა და არგოსელებს ერთი და იგივე სახელები არ რქმეოდათ. აქ მან მწარედ დასცინა სიკიონელებს, როდესაც მათ ღორის, ვირისა და გოჭის სახელები დაარქვა, მხოლოდ დაბოლოებები დაუმატა; ეს არ შეეხო მხოლოდ მის საკუთარ ფილეს. ამას სახელი თავისი საკუთარი მმართველობის მიხედვით დაარქვა. ესენი არქელაებად იწოდებოდნენ, მეორენი - ჰიატებად, სხვები - ონეატებად, და დანარჩენებიც - ხობრეატებად. ფილების ამ სახელწოდებებს ხმარობდნენ სიკიონელები როგორც კლებსთენების მმართველობის დროს, ისე მისი სიკვდილის შემდეგაც კიდევ 60 წელიწადს. ხოლო ამის მერე ერთმანეთში მოლაპარაკების შედეგად, გამოცვალეს ეს სახელები და ფილებს დაარქვეს ჰილეები, პამფილები და დიმანტები, ხოლო მეოთხედ ამათ ადრესტოსის შვილის, აბგიალევსის სახელის მიხედვით გაკეთებული და აბგიალებად წოდებული ფილე მიუმატეს.
69. ეს გაუკეთებია სიკიონელ კლებსთენესს, ხოლო ათენელი კლებსთენესი, რომელიც ამ სიკიონელის ასულის ვაჟი იყო და სახელიც მის მიხედვით ჰქონდა დარქმეული, მე ვფიქრობ, არაფრად აგდებდა იონიელებს და თავის სეხნია კლებსთენესს იმაში ბაძავდა, რომ ატიკელებს არ დაუტოვა იგივე ფილები, რაც ჰქონდათ იონიელებს. როდესაც მან თავისკენ მოიმხრო უწინ შევიწროვებული ათენელი ხალხი, ფილებს სახელები გადაარქვა და რიცხობრივადაც გაზარდა. ნაცვლად ოთხისა, მან დააყენა 10 ფილარქოსი, ხოლო ფილები კი დაჰყო 10-10 დემებად, ხოლო ხალხი რომ თავისკენ მიიმხრო, თავის მოწინააღმდეგეებზე ბევრად უფრო გაძლიერდა.
70. ისაგორესმა, რომელიც ამჯერად დამარცხებული აღმოჩნდა, სამაგიეროდ შემდეგი იღონა: დაუძახა კლეომენეს ლაკედემონელს, რომელიც პებსისტრადიდების ალყის მერე მისი მეგობარი იყო. ამას გარდა იმასაც ამბობდნენ, კლეომენესს ისაგორესის ცოლთან ურთიერთობაში ბრალი ედებაო. პირველად კლეომენესმა ათენში მაცნე გაგზავნა, რომ გაეძევებინათ კლებსთენესი და მასთან ერთად სხვა ბევრი ათენელი, ისინი, რომლებიც გამოარჩია მან, როგორც ბოროტმოქმედნი. მან კაცი გაგზავნა და ეს ათქმევინა ისაგორესის რჩევის მიხედვით. საამისოდ ის მოიმიზეზეს, რომ ალკემეონიდებსა და მათ თანამოაზრეებს მკვლელობაში ედებოდათ ბრალი, თუმცა თვითონ კლებსთენესი და მისი მეგობრები ამაში არ მონაწილეობდნენ.
71. ხოლო ათენელთაგან ზოგიერთებს ბოროტმოქმედები შემდეგი მიზეზის გამო ეწოდათ: ათენელთა შორის იყო კილონი, ოლიმპიურ შეჯიბრებაში გამარჯვებული, იგი ისწრაფვოდა ტირანობისაკენ, მან თავისი ტოლებისაგან შექმნა პარტია და შეეცადა აკროპოლისი აეღო, მაგრამ რადგან ვერ შეძლო იქ ძალაუფლების მოპოება, მავედრებლად დაჯდა ქანდაკებასთნა. ნავკრართა პრიტანეებმა, რომლებიც მაშინ ათენს მართავდნენ, ქანდაკებასთან დამსხდარი მავედრებლები წამოაყენეს და გაუშვეს, თან აღუთქვეს, რომ ყველაფრისაგან დაიცავენ, გარდა სიკვდილისა. ალკმეონიდებმა კი, როგორც ამბობენ, ისინი ამოხოცეს. ეს მოხდტა პებსისტრატოსის დრომდე.
72. კლეომენესმა რომ გაგზავნა კაცები და მოითხოვა კლებსთენესისა და ბოროტმოქმედების გაძევება, კლებსთნესი თვითონ წავიდა. ხოლო შემდეგ, მიუხედაად ამისა, კლეომენესი მაინც მივიდა ათენში, არც თუ დიდი რაზმის თანხლებით, მივიდა და გააძევეა ათენელთა 700 ოჯახი, რომლებზედაც მიუთითა ისაგორესმა. მათი გაძევების შემდეგ შეეცადა საბჭო დაეთხოვა და 300-ს, ისაგორესის მომხრეებს ჩააბარა მმართველობა. როდესაც საბჭომ მოინდომა წინააღმდეგობის გაწევა და არ მოინდომა დამორჩილება, კლეომენესმა, ისაგორესმა და ამისმა მომხრეებმა დაიჭირეს აკროპოლისი. დარჩენი ათენელები ერთი აზრისა იყვნენ და ალყა შემოარტყეს მათ ორი დღის განმავლობაში. მესამე დღეს დაზავდნენ და ყველა ლაკედემონელი წავიდა ამ ქვეყნიდან. ასე აუსრულდა კლეომენესს ის, რაც გამოუცხადა ქურუმმა ქალმა; როდესაც კლეომენესი ავიდა აკროპოლისზე მის დასაპყრობად, შევიდა ღმერთქალის სამლოცველოში, თითქოს სალოცავად, ხოლო ქურუმი ქალი ტახტიდან უწინ წამომდგარა, ვიდრე ეს ბჭეს გადააბიჯებდა და უთქვამს შემდეგი: ლაკედემონელო სტუმარო, გაბრუნდი, ნუ შემოხვალ სამლოცველოში, რადგან დორიელთათვის აქ შემოსვლა არაა ნებადართული . ხოლო კლეომენესმა მიუგო: ქალო, დორიელი კი არა, აქაბელი ვარ. მან არ მიაქცია ყურადღება ამ მოწოდებას და მაინც დააპირა განზრახვის აღსრულება და მაშინ იყო, რომ გაძევებული იქნა ლაკედემონელებთან ერთად. ხოლო დანარჩენები ათენელებმა შებორკეს სიკვდილით დასასჯელად მათ შორის იყო დელფოელი ტიმესითეოსი, რომლის შესახებაც შემიძლია გითხრათ, რომ მას უდიდესი საქმეები ჰქონდა ჩადენილი ძალისა და ნებისყოფის თვალსაზრისით.
73. ესენი შებორკეს და დახოცეს, ხოლო ამის შემდეგ ათენელებმა, კლებსთენესი და 700 ოჯახი, კლეომენესის მიერ გაძევებული, გამოიძახეს და მოციქულები გაგზავნეს სარდეში, რადგანაც უნდოდათ სპარსელები მოკავშირეებად გაეხადათ, რაკიღა იცოდნენ, რომ ლაკედემონელებთან და კლეომენესთან ომი მოუხდებოდათ. მოციქულები როდესაც სარდეში მივიდნენ და თქვეს ის, რაც ნაბრძანები ჰქონდათ, არტაფრენეს ჰისტასპესის ძე, სარდელთა მმართველი, შეეკითხა მათ, თუ რა ხალხი არიან, რომელი ქვეყნის მცხოვრებლები, რომ სპარსელებს თხოვენ, მოკავშირეებად გაგვიხდითო; რომ შეიტყო მოციქულთაგან, მოკლედ უპასუხა შემდეგი: თუ მისცემენ ათენელები მეფე დარიოსს მიწასა და წყალს, მაშინ იგი დასთანხმდებოდა მათ მოკავშირეობაზე, ხოლო თუ არ მისცემენ, უბრძანა, წასულიყვნენ. მოციქულებმა თავისი პირადი პასუხისმგებლობით უთხრეს, რომ მისცემენ, რადგანაც უნდოდათ, რომ ისინი მოკავშირეებად გაეხადათ. ესენი როდესაც თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ, დიდად იქნენენ დადანაშაულებულები.
74. კლეომენესმა რომ შეიტყო, თუ როგორ ამცინებენ მას ათენელები სიტყვითა და საქმით, დაიწყო მთელი პელოპონესიდან ლაშქრის შეკრება, ისე რომ არ გამოუცხადებია, თუ რისთვის კრებდა. მას სურდა დაესაჯა ათენელი ხალხი და უნდოდა ტირანად დაეყენებინა ისაგორესი, რომელიც მასთან ერთად წავიდა აკროპოლისიდან. კლეომენესი დიდი ლაშქრით შეიჭრა ელევსინში. ბეოტელებმა კი, შეთანხმების თანახმად, აიღეს ობნოე და ჰისიე, ატიკის უკიდურესი დემები, ხოლო ქალკიდელები მეორე მხირდან დაესხნენ თავს ატიკის მიწა-წყალს და ანადგურებდნენ მას. ათენელები, მართალია, ორ ცეცხლს შუა იყვნენ, მაგრამ ბეოტიელებთნა და ქალკიდელებთან გასწორებას შემდეგისათვის აპირებდნენ. ახლა კი ელევსინში მყოფ პელოპონესელებს შეებრძოლნენ.
75. როდესაც ორი ბანაკი ბრძოლაში ჩაბმას აპირებდა, პირველმა კორინთელებმა მოილაპარაკეს ერთმანეთში, რომ არ იქცევიან სამართლიანად და გაბრუნდნენ და წავიდნენ, ხოლო შემდეგ მათ მიჰყვა დემარეტოს არისტონის ძე: ესეც სპარტერლთა მეფე იყო. მან კლეოპენესთან ერთად გამოიყვნა ლაშქარი ლაკედემონიდან და არც უწინ იყო მასთან მტრულ ურთიერთობაში. ამ უთანხმოების შემდეგ კი სპარტეში გამოიცა კანონი, რომ სალაშქროდ წასულ ჯარს არ შეიძლებოდა ორივე მეფე გაჰყოლოდა. აქამდე კი ორივენი მიჰყვებოდნენ ხოლმე. როდესაც მეფეთაგან ერთი ტავისუფლდებოდა, ტინდარიდთაგანაც ერთი რჩებოდა ხოლმე. ხოლო აქამდე ორივენი მიჰყვებოდნენ ხოლმე ლაშქარს, რადგანაც სპარტელების მიერ იყვნენ მიწვეული შემწეებად. ელევსინში მყოფმა დანარჩენმა მოკავშირეებმა რომ დაიანხეს, ლაკედემონელთა მეფეები ერთმაენთში ვერ თანხმდებიან და კორინთელები კი დატოვეს მწყობრი, ადგნენ და თვითონაც წავიდნენ.
76. ეს მეოთხედ იყო, რომ ატიკაში მოვიდნენ დორიელები: ორჯერ საომრად შემოიჭრნენ, ხოლო ორჯერ ათენელი ხალხის სასიკეთოდ. პირველად მაშინ, როდესაც ბეგარას აფუძნებდნენ (ეს ლაშქრობა სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ათენელებზე კოდროსი მეფობდა). მეორედ და მესამედ მაშინ, როდესაც პებსისტრატიდების გასაძევებლად მოვიდნენ სპარტიდან, ხოლო მეოთხედ მაშინ, როდესაც კლეომენესი შეიჭრა ლეევსინში პელოპონესელებითურთ. ამგვარად, მაშინ მეოთხედ იყო, დორიელები რომ შეიჭრნენ ათენში.
77. ეს ლაშქრობა ასე სამარცხვინოდ რომ დასრულდა, ათენელებმა სამაგიეროს მიზღვა მოინდომეს და პირველად ქალკიდელების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ბეოტიელები მოვიდნენ ევრიპოსთან ქალკიდელების დასახმარებლად. ათენელებმა მომხრეები რომ დაინახეს, გადაწყვიტეშ, ბეოტიელებს უწინ დასხმოდნენ თავს, ვიდრე ქალკიდელებს. შეებრძოლნენ ათენელები ბეოტიელბს და სასტიკად დაამარცხეს, ძალიან ბევრი ამოხოცეს და 700 მათგან ცოცხლივ შეიპყრეს, იმავე დღეს ათენელები გადავიდნენ ევბობზე და შეებრძოლნენ ქალკიდელებს, დაძლიეს ისინიც და დატოვეს 4000 ახალმოშნე, რომელთაც ეს წილად ხვდათ, ჰიპობოტების მიწაზე. ხოლო ჰიპობოტებად იწოდებოდნენ ქალკიდელთა შორის შეძლებულები. ხოლო ქალკიდელთა შორის ცოცხალი ვინც შეიპყრეს, ისინი ბეოტიელ ტყვეებთან ერთად ჰყავდათ საპყრობილეში შებორკილები. ერთ ხანში კი გაუშვეს ისინი ორ-ორი მნის ფასად, ხოლო ბორკილები, რომლებიც ტყვეებს ედოთ, ჩამოჰკიდეს აკროპოლისზე. ისინი ჯერ კიდევ ჩემ დრომდე იყო იქ ჩამოკიდებული მიდიელი მეფის მიერ ცეცხლით დამწვარ კედელზე, დასავლეთისაკენ მიმართული ტაძრის პირდაპირ. გამოსასყიდის მეათედის საფასურით ათენელებმა გააკეთეს სპილენძის ეტლი და დადგეს აკროპოლისში. აკროპოლისის ბჭეს ვინც გაივლის, პირველად ხელმარცხნივ ეს ეტლი დახვდება. მასზე შემდეგი სწერია: ათენელთა შვილებმა ბეოტიელი და ქალკიდელი ხალხები დაიმორჩილეს ომში. რკინის მუქი ბორკილებით ჩაუქრეს მათ სიამაყე და მათი გამოსასყიდი მეათედი დახარჯეს ამ ცხენებზე, რომლების შეწირეს პალადას .
78. ათენელები ასე გაძლიერდნენ. არა მარტო ამ ერთი მაგალითის მიხედვით, არამედ ყოველმხრივ ცხადია, რომ თანასწორუფლებიანობა მეტისმეტად კარგი რამ არის, რადგან სანამ ათენელები ტირანთა გამგებლობაში იყვნენ, არაფრით სჯობდნენ თავის მეზობლად მოსახლეო ხალხებს საომარ საქმიანობაში, ხოლო ტირანთაგან რომ განთავისუფლდნენ, ნამდვილად პირველები გახდნენ. ამის მიხედვით სრულიად ცხადია, რომ სანამ ისინი დაქვემდებარებულები იყვნენ, განზრახ იქცეოდნენ ისე, როგორც მეუფისათვის მომუშავებს შეჰფერით, ხოლო როდესაც განთავისუფლდნენ, თითოეული ცდილობდა თავისთავისთვის რამე შეემატებინა.
79. ამათ ეს გააკეთეს, ხოლო თებელებმა ამის შემდეგ კაცები გაგზავნეს ღმერთთან, რადგანაც უდოდათ სამაგიერო მიეზღოთ ათნელებისათვის. ხოლო პითიამ უთხრა მათ, რომ ესენი თვითონ სამაგიეროს ვერ მიუზღავენ და უბრძანა გამოეცხადებინათ ეს საერთო კრებაზე და დახმარება ეთხოვათ მათ შორის ყველაზე უფრო მახლობლისათვის. ღვთის განგების შესატყობად წასული კაცები რომ დაბრუნდნენ, სახალხო კრება მოიწვიეს და მისნობა გამოუცხადეს. როდესაც შეიტყვეს მისნობა - შველა ყველაზე მახლობლებს სთხოვეთო, თებელებმა თქვეს: ჩვენთვის ყველაზე ახლოს ტანაგრელები, კორონეები და თესპიები არ ცხოვრობენ? ესენი ხომ მუდამ დიდი ხალისით იბრძვიან ჩვენთან ერთად და ამ ომსაც ერთად გადავიტანთ. რა უნდა ვთხოვოთ მათ? ალბათ მისნობა ამას არ მოასწავებს?.
80. ამას რომ ლაპარაკობდნენ, თქვა ერთ-ერთმა, რომელიც მიხვდა: მე ვფიქრობ, მივხვდი, რისი თქმა უნდა ჩვენთვის წინასწარმეტყველებას: ამბობენ, რომ ასოპოსის ასულები იყვნენ თებე და აბგინა. რადგანაც ისინი დები არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენ აბგინელებს უნდა ვთხოვოთ შემწეობა და ღმერთის მისნობაც იმას ნიშნავს , რადგანაც სხვას არავის გამოუთქვამს ამაზე უკეთესი აზრი, ამშინვე გაგზავნეს კაცები აბგინელებთან და მისნობის მიხედვით თხოვეს დახმარება, როგორც ყველაზე მახლობლებს, ხოლო აბგინელებმა მათ თხოვნაზე უპასუხეს, რომ აბაკიდებს გაუგზავნიან შემწეებად.
81. როდესაც თებელები თავისას შეეცადნენ აბაკიდების მოკავშირეების იმედით, სასტიკად იქნენ დამარცხებული ათენელების მიერ. მაშინ თებელებმა კვლავ გაუგზავნეს კაცები აბგინელებს, აბაკიდები დაუბრუნეს უკან, ხოლო მოსთხოვეს სხვები. აბგინელები გაამაყებული იყვნენ თავისი დიდი კეთილდღეობით და თან ის ძველი მტრობაც გაიხსენეს, რაც ათენელების მიმართ ჰქონდათ, ამიტომ, როდესაც თებელებმა მათ შემწეობა თხოვეს, ისინი თავს დაესხნენ ათენელებს სიე, რომ წინასწარ შულტას არ გამოუცხადებია. მაშინ, როდესაც ათენეელბი თავს ესხმოდნენ ბეოტიელებს, აბგინელებმა გრძელი ხომალდებით გასცურს ატიკეში, გააჩანაგეს ფალერონი და სანაპიროს სხვა მონაკვეთზე მდებარე ბევრი დემი, რითაც დიდად ავნეს ათენელებს.
82. აბგინელების ძველი მტრობა ათენელების მიმართ ასე დაიწყო: ეპიდავრელებს მიწა არავითარ ნაყოფს არ აძლევდა. ამის გამო ეპიდავრელებმა მიმართეს დელფოს მისნობისათვის. პითიამ მათ უბრძანა, დამიესა და ავქსესიეს აღუმართეთ ქნდაკებები და რომ აღუმართავთ, მერე უკეთესად წავა თქვენი საქმეო. შემდეგ შეეკითხნენ ეპიდავრელები, თუ რისგან გააკეთონ ქანდაკებები, - სპილენძისაგან თუ ქვისაგან. პითიამ ამათგან ორივე აუკრძალა და უბრძანა, გაეკეთებინათ ბაღი ზეთის ხილის ხისაგან. მაშინ ეპიდავრელებმა სთხოვეს ათენელებს, ნება მიეცათ მათთვის ზეთის ხილის ხის მოჭრისა, რადგან ითვლებოდა, რომ ყვლაზე უფრო წმინდა ხეები ათენელებისა იყო. მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ამ დროს ზეთის ხილის ხეები სხვა ქვეყანაში არსად იყო, გარდა ათენისა. ათენელებმა უპასუხეს, რომ მისცემენ ამის ნებას იმ პირობით, თუ ეპიდავრელები ყოველწლიურად მოუტანენ შესაწირავებს ათენა პოლიასს და ერეთხევსს. ეპიდავრელები დაეთანხმნენ ამაზე და მიიღეს ის, რასაც თხოულობდნენ და ამ ზეთის ხილსი ხეებისაგან გააკეთეს და დადგეს ქანდაკებები. ამის მერე მიწაც აძლევდა მათ ნაყოფს და ესენი ათენელებს უსრულებდნენ იმას, რაზედაც შეთანხმდნენ.
83. ამ დროს და ამაზე უწინაც აბგინელები ეპიდარვრელებს ყველაფერში მორჩილებდნენ და სხვათა შორის იმაშიც, რომ აბგინელები ერთმანეთში სამართლის განსჯისათვის გადიოდნენ ეპიდავროსში, ხოლო მას მერე, რაც ხომალდები ააგეს, უგუნურად მოიქცნენ და ეპიდავრელებს გადაუდგნენ. რაკიღა მტრები იყვნენ და თანაც ზღვისმპყრობელნი, ანადგურებდნენ ეპიდავრელებს. ბოლოს ის ქანდაკებების, დამიესი და ავქსესიესი, წაართვეს მათ, წამოიღეს და დადგეს თავის ქვეყნის ზედ შუაგულში, იმ ადგილას, რომლის სახელიც არის ობე და რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 20 სტადიონითაა დაშორებული. ამ ადგილას დადგეს ეს ქანდაკებები და მსხვერპლის შეწირვით და ქალთა განმაქიქებელი გუნდების გამოსვლებით ალმობიერებდნენ მათ.
ამ ღმერთთაგან თითოეულისათვის ათი კაცი იყო გამოყოფილი გუნდის მომწყობად. ხოლო გუნდები არც ერთ მამაკაცს არ იხსენიებდნენ ძვირად, მხოლოდ ადგილობრივ ქალებს დასცინოდნენ. ეპიდავრელებსაც ჰქონდათ ასთივე რიტუალი. ამის გარდა მათ სხვა საიდუმლო ღვთისმსახურებებიც ჰქონდათ.
84. როდესაც ეს ქანდაკებები მოჰპარეს ეპიდავრელებს, ისინი აღარ უსრულებდნენ ათენელებს იმას, რისი პირობაც ჰქონდათ დადებული. ათენელებმა კაცები გაუგზავნეს და რისხვა შეუთვალეს ეპიდავრელებს. ისინი კი უმტკიცებდნენ მათ, რომ არ იქცევიან უსამართლოდ, რადგან, რა ხანიც ჰქონდათ ქანდაკებები თავის ქვეყანაში, ისინი ასრულებდნენ თავიანთ აღქმას, ხოლო, როდესაც მათ ქანდაკებები წაართვეს, რა სამართალია, რომ კიდევ ამათ იხადონ შესაწირავები; ახლა ეს უნდა დაეკისროს აბგინელებს, რომელთაც წაიღეს ქანდაკებები. ამის შემდეგ ათენელებმა აბგინაში გაგზავნეს კაცები და მოითხოვეს ქანდაკებები. ხოლო აბგინელებმა ამაზე თქვეს, რომ მათ ათენელებთან არავითარი საქმე არა აქვთ.
85. ათენელები კი ამბობდნენ, რომ ამ მოთხოვნის შემდეგ ერთი ტრიერით გაგზავნეს საზოგადოებირივი დავალებით მოქალაქეები. ისინი მოვიდნენ აბგინაში და შეეცადნენ კვარცხლბეკიდან მოეხსნათ ქანდაკებები, როგორც მათი ხისაგან გაკეთებული, რათა წაეღოთ თან ათენში. რადგან ამ გზით ვერ შეძლეს მათი ხელში ჩაგდება, საბელი შემოახვიეს და ისე მიათრევდნენ ქანდაკებებს, როდესაც მიათრევდნენ, ქუხილი გაისმა და ქუხილთან ერთად მიწაც იძრა. ამის შედეგად ის კაცები, რომლებიც ტრიერით იყვნენ მოსული და მიათრევდნენ ქანდაკებებს, ჭკუიდან შეიშალნენ და ისე გახდნენ, რომ დაერივნენ ერთმანეთს, როგორც მტრები, მანამ ვიდრე არ ამოხოცეს ერთმანეთი და მათგან მხოლოდ ერთი არ დარჩა; ისიც დაბრუნდა ფალერონში.
86. ათენელები ამბობენ, ასე იყოო. ხოლო აბგინელების გადმოცემით ათენელები ერთი ხომალდით არ მოსულან (რადგანაც ერთსა ან ერთზე ცოტათი მეტს იოლად დაამარცხებდნენ აბგინელები, სულაც რომ არ ჰქონოდათ მათ ხომალდები), არამედ მრავალი ხომალდებით მოვიდნენ მათი ქვეყნის წინააღმდეგ. აბგინელებმა კი თვითონ დაიხიეს და საზღვაო ბრძოლა არ გაუმართეს მათ. იმას კი ვერ ამბობენ დანამდვილებით, თუ რატომ დაიხიეს უკან, იმიტომ რომ იცოდნენ, უფრო სუსტები ვართ საზღვაო ბრძოლაშიო, თუ იმიტომ, რომ იმისი გაკეთება უნდოდათ, რაც გააკეთეს. ათენელებს არავინ შეხვდათ, რომ ბრძოლაში შებმოდნენ და გადმოვიდნენ ხომალდებიდან, გაემართნენ ქანდაკებებისაკენ, და რომ ვერ შეიძლეს კვარცხლბეკიდან მათი გადმოღება, შემოახვიეს საბლები და ასე მიათრევდნენ მანამ, სანამ ორივე ნათრევმა ქანდაკებამ ერთი და იგივე არ მოიმოქმედა - მე ამ ნათქვამისა არა მჯერა, სხვამ კი შეიძლება დაიჯეროს; ქანდაკებები დაეცნენ მუხლებზე ათენელების წინაშე და ამიერიდან სამუდამოდ ასე დარჩნენ. ათენელებმა ასე გააკეთსო; ხოლო აბგინელები იმასაც ამბობენ, რომ როდესაც შეიტყვეს - ათენელები ჩვენზე აპირებენ გალაშქრებასო, თვითონ არგოსელები შეიგულეს მომხრეებად. როდესაც ათენელები გადაიდნენ აბგინელების ქვეყანაში, აბგინელთა შემწეებად მოვიდნენ არგოსელები, რომლებიც ჩუმად გადმოვიდნენ ეპიდავროსიდან კუნძულზე და დაესხნენ თავს ათენელებს, რომელთაც მოუჭრეს გზა ხომალდებისაკენ ისე, რომ ამათ წინასწარ არაფერი შეუტყვიათ; ამავე დროს გაისმა ქუხილი და იძრა მიწა.
87. ამას მოგვითხრობენ არგოესელებიცა და აბგინელებიც, ხოლო ათნელების მოთხორობასთან ამას საერთო ისა აქს, რომ მხოლოდ ერთი კაცი გადარჩა მათგან და დაბრუნდა ატიკეში. თუმცა არგოსელები იმას ამბობენ, რომ ატიკელთა ბანაკი ამათ ამოწყვიტეს და მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა, ხოლო ათენელები ამბობენ, რომ ღმერთმა ამოწყვიტა მათი ბანაკი და საბოლოოდ არც ერთი არ გადარჩენილა, ის ერთიც ამგვარად დაიღუაპა: როდესაც მოვიდა ათენში, მოუთხრო მათ მომხდარი უბედურების შესახებ. აბგინის წინააღმდეგ გალაშქრებული ვაჟკაცების ცოლები ძალიან გაბრაზდნენ, რომ შეიტყვეს, მხოლოდ ეს ერთი გადარჩა მთელი ხალხიდანო, შემოეხვივნენ ამ კაცს ირგვლივ, ჩხვლეტდნენ მას ტანსაცმლის ბალთებით და თითოეული ამათაგანი ეკითხებოდა მას, თუ სად არის მისი ქმარი. ეგრე დაიღუპა ეს კაცი. ათენელებს იმ უბედურებაზე უფრო საშინლად ამ ქალების მიერ ჩადენილი საქმე ეჩვენათ. რადგან სხვა ვერაფრით შეიძლებდნენ ქალების დასჯას, შეაცვლევინეს მათ ტანისამოსი და იონური ჩააცვეს. აქამდე ათენელი ქალები ატარებდნენ დორიულ ტანსაცმელს, რომელიც ძალიან ემსგავსებოდა კორინთულს. ისინი მათ შეცვალეს სელსი კვართებით, რომ არ ეხმარათ ბალთები.
88. ხოლო ნამდვილად რომ ვთქვათ, ასეთ ტანსაცმელს ხმარობდნენ თავდაპირველად არა იონელი ქალები, არამედ კარიელები, რადგანაც ქალების საყოველთაო ელინური ტანსაცმელი დასაბამიდან ისეთივე იყო, როგორსაც ახლა დორიულს ვუწოდებთ. ამას გარდა, არგოსელებმა და აბგინელებმა კიდევ წესად შემოიღეს, რომ თავიანთ ქვეყნებში ბალთებს მაშინ დადგენილი ზომის ნახევარს აკეთებდნენ და აღნიშნული ღმერთების სამლოცველოებში ქალები უპირატესად ბალთებს სწირავდნენ; ხოლო ატიკური არც სხვა რამ შეიძლებოდა შეეტანათ სამლოცველოში და არც თიხის ჭურჭელი; ის კი არა, აქ წესად აქვთ დარჩენილი, რომ სვან მხოლოდ ადგილობრივ ნაკეთები ტოლჩებიდან. ხოლო არგოსელი და აბგინელი ქალები იმ დროიდან დაწყებული ჩემ დრომდე ათენელებთან შუღლის გამო ატარებდნენ უფრო დიდ ბალთებს, ვიდრე უწინ.
89. აბგინელების მიმართ ათენელების მტრობა ისე დაიწყო, როგორც მოგითხრეთ. ხოლო როდესაც თებელებმა მოუწოდეს აბგინელებს, ისინი ხალისიანად დაეხმარნენ მათ, რადგანაც ახსოვდათ ის, რაც ქანდაკებებთან დაკავსირებით მოხდა. ამგვარად აბგინელები აჩანაგებდნენ ატიკის ზღვის სანაპირო მხარეს, ხოლო ათენელები რომ ემზადებოდნენ აბგინელების წინააღმდეგ სალაშქროდ, მოუვიდათ მისნობა დელფოდან, თავი შეეკავებინათ აბგინელთა მიმართ უსამართლობისგან 30 წლის განმავლობაში და 31 -ე წელს აბაქსისათვის მიეჩინათ სამლოცველო და მაშინ დაეწყოთ აბგინელების მიმართ ომი, რაც ისე წარიმართებოდა, როგორც მათ უნდოდათ. ხოლო თუ მაშინვე გაილაშქრებდნენ აბგინელთა წინააღმდეგ, ლაშქრობის განმავლობაში შიგადაშიგ მარცხი შეხვდებოდათ, ხშირად თავისას გაიტანდნენ, საბოლოოდ კი დამარცხდებოდნენ. ეს ამბავი რომ მოიტანეს და მოისმინეს ათენელებმა, მიუჩინეს აბაქსს სამლოველო, რომელიც ახლაც არის აღმართული მოედანზე, მაგრამ 30 წელიწადი ვერ მოითმინეს, როდესაც მოისმინეს, რომ საჭირო იყო თავის შეკავება, რადგან აბგინელთაგან ბევრი მტრობა ჰქონდათ განცდილი.
90. ხოლო როდესაც ესენი სამაგიეროს მისაზღველად მოემზადნენ, ლაკედემონელთაგან შეემთხვათ საქმე, რამაც ისინი დააბრკოლა. როდესაც ლაკედემონელებმა შეიტყვეს ის, რაც ალკმეონიდებმა გააკეთეს პითიას მიმართ და ისიც, რაც პითიამ მოიმოქმედა მათ წინააღმდეგ და პებსისტრატიდების მიმართ, ორმაგად განიცადეს უბედურება, ერთი იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც მათი სტუმარი იყო, გააძევეს თავისი სამშობლოდან, და მეორეც იმიტომ, რომ ეს გააკეთეს და ათნელები მაინც არ ჩანდნენ მათი მადლობლები. ამას გარდა მისნობებიც აქეზებდნენ მათ (რომელთა თანახმადაც ბევრი მტრობა უნდა შემთხვეოდათ ათნელთაგან), რომელთა შესახებ პირველად არაერი იცოდნენ, მაგრამ კლეომენესი რომ მივიდა სპარტეში და ამბავი მოუტანა, მაშინვე შეიტყვეს. კლეომენესმა ათენელთა აკროპოლისიდან მოიპოვა ეს მისნობები, რომლებიც უწინ პებსისტრატიდებს ჰქონდათ. პებსისტრატიდები რომ გააძევეს აქედან, მათ მისნობები სამლოცველოში დატოვეს და დატოვებული მისნობები აიღო კლეომენესმა.
91. მაშინ, როდესაც ლაკედემონელებმა მისნობები აიღეს, ისიც დაინახეს, რომ ათენელები მზლავრდდებიან და სრულიად არ აპირებენ მათ დამორჩილებას; მაშინ მოისაზრეს, რომ თუ ატიკელთა მოდგმა თავისუფალი იქნებოდა, იგი მათი მოდგმის თანაბარი გახდებოდა, ხოლო ტირანიდის გამგებლობაში მყოფი სუსტი და ხელისუფლების მორჩილი იქნებოდა. ყოველივე ეს რომ გამოირკვიეს, გამოიძახეს ჰიპისი, პებსისტრატოსის ძე, სიგებონიდან, რომელიც ჰელესპონტშია (სადაც იყვნენ პებსისტრატიდები გაქცეულები). როდესაც მოწვეული ჰიპიესი მოვიდა, სხვა მოკავშირეთა მოციქულებიც გამოიძახეს სპარტელებმა და უთხრეს მათ შემდეგი: მოკავშირეებო, ჩვენ თვითონ ვცნობთ, რომ სწორედ არ მოვიქეცით, რადგანაც ორაზროვანი მისნობით წაქეზებულებმა ხალხი, რომელიც ჩვენი მეგობარი იყო და რომელიც გვპირდებოდა ათენის დამორჩილებას, გავრეკეთ სამშობლოდან და შემდეგ ის გავაკეთეთ, რომ უმადურ ხალხს გადავეცით ქალაქი; ამ ხალხმა კი, მას შემდეგ რაც ჩვენი საშუალებით გაითავისუფლა თავი და გამხნევდა, შეურაცხვგყო ჩვენცა და ჩვენი მეფეც იმით, რომ გაგვაძევა; ხოლო რაც უფრო გაიზარდა თვითონ, მით უფრო მოემატა წარმოდგენა თავის თავზე, როგორც უკვე სავსებით დარწმუნდნენ ამაში მათ მეზობლად მცხოვრები ბეოტიელები და ქალკიდელები, ხოლო მალე ზოგი სხვაც დარწმუნდება, თუ შეცდომას რასმე დავუშვებ კიდევ. ხოლო მას შემდეგ, რაც ასე მოვიქეცით, უნდა შევეცადოთ, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომა. სწორედ ამისათვის მოვიწვიეთ ახლა ჰიპიესი და თქვენც იმიტომ გამოგიძახეთ ქალაქებიდან, რომ სერთო მოლაპარაკების შედეგად და საერთო ლაშქრის შემწეობით წავიყვანოთ ის ათენში და გადავცეთ ის, რაც წავართვით.
92. ეს ილაპარაკეს სპარტელებმა, ხოლო მოკავშირეთა დიდმა ნაწილმა არ მოიწონა ეს სიტყვა. სხვები ჩუმად იყვნენ, ხოლო სოსიკლეს კორინთელმა თქვა: მართლაც და ზეცა აღმოჩნდება დედამიწის ქვეშ და დედამიწა ამაღლდება ცის ზემოთ, ადამიანები ზღვაში დაიდებენ ბინას და თევზები კი იქ, სადაც უწინ ადამიანები იმყოფებოდნენ, თუკი თქვენ, ლაკედემონელებო, ემზადებით იმისათვის, რომ მოსპოთ თანასწორუფლებიანობა და ქალაქებსი კვლავ დააწესოთ ტირანია; რადგან არაფერია ადამიანისათვის ტირანიაზე უფრო მეტად უსამართლო და უფრო მეტად სისხლისმწოველი. თუ თქვენ იმ აზრისა ხართ, რომ კარგია, როდესაც ქალაქებს ტირანები მართავენ, მაშინ ჯერ თქვენ თვითონ პირველებმა დაიყვენათ ტირანი თქვენს გამგებლად და შემდეგ შეეცადეთ, რომ სხვებს დაუყენოთ. ახლა კი, თქვენ ტირანია არ გამოგიცდიათ და მეტისმეტად უფრთხილდებით კიდევაც, რომ სპარტეში ის არ დამყარდეს, მოკავშირეებს კი ცუდად ექცევით. თქვენ რომ ეს გამოგეცადოთ ჩვენსავით, თათბირისას უკეთეს აზრებს გამოსთქვამდით, ვიდრ ახლა თქვით. კორინთელებს, მაგალითად, სახელმწიფო წყობილება ასეთი ჰქონდათ: იყო ოლიგარქია (ამ საგვარეულოს ბაკქიადები ეწოდება) და ის მართავდა ქალაქს, ხოლო ქორწინება უთუოდ ამ საგვარეულოში, ერთმანეთს შორის უნდა მომხდარიყო. მათ შორის იყო ერთი, ამფიონი, რომელსაც გაუჩნდა კოჭლი ასული. მას სახელად ერქვა ლაბადა. ბაკქიდთა შორის რადგან არავის უნდოდა მისი შერთვა, ის წაიყვანა ეეტიონმა, ექეკრატესის ძემ, რომელიც პეტრეს დემიდან იყო, ხოლო წარმოშობით ლაპითესისა და კაბნებდესისაგან მომდინარეობდა. მას არ ჰყავდა შვილები არც ამ ქალისაგან და არც სხვისაგან. ამიტომ წავიდა დელფოში მემკვიდრეობის საკითხის გამოსარკვევად. შესვლისთანავე პითიამ მას ასეთი სიტყვით მიმართა:
ეეტიონ, არავინ გცემს შენ პატივს, თუმცა დიდად პატივსაცემი ხარ. ლაბადა ფეხმძიმედაა და შობს მრგვალ ქვას, რომელიც დაეცემა მონარქებს და განიკითხავს კორინთოს . ეეტიონისათვის თქმული ეს მისნობა როგორღაც შეიტყვეს ბაკქიადებმა, რომელთაც უწინ კორინთოს მიმართ წარმოთქმული მისნობა ვერ გაიგეს და ის იიგვე იყო, რაც შემდეგ ეეტიონის მიმართ ითქვა; ბაკქიადების მიმართ წარმოთქმული მისნობა კი ასეთი იყო: არწივი კლდეებსი დაფეხმძიმდება, ხოლო შობს ძლიერსა და სისხლისმსმელ ლომს, რომელიც ბევრს დაუსუსტებს მუხლებს. კარგად მოიფიქრეთ ეს, კორინთელებო, რომლებიც ცხოვრობთ ლამაზი პებრენეს ირგვლივ გორაკებიან კორინთოში . ასეთი იყო ბაკქიადებისათვის უწინ გამოცხადებული, მაგრამ გაურკვეველი მისნობა. ხოლო როდესაც სეითყვეს ის, რაც ეეტიონს გამოეცხადა, მაშინვე გამოიცნეს უწინ ნათქვამი, რადგანაც ის ეთანხმეობდა ეეტიონისას. ხოლო როდესაც გამოიჩნეს ბაკქიადებმა, გაყუჩდნენ, რადგან უნდოდათ ეეტიონისგან გაჩენილი ჩამომავლის მოსპობა. როგორც კი ქალმა შვილი შობა, მაშინვე გაგზავნეს ათი თავისიანი იმ დემში, რომელშიც ცხოვრობდა ეეტიონი, იმისათვის, რომ მოეკლათ ბავშვი. ისინი მოვიდნენ პეტრაში, შევიდნენ ეეტიონის ეზოში და თხოულობდნენ ყრმას. ლაბადამ არაფერი იცოდა, თუ რისთვის მოვიდნენ ისინი და იფიქრა, რომ მამის მიმართ კეთილი განწყობის გამო თხოულობენო, გამოიყვანა ბავშვი და ხელში მისცა ერთს მათგანს. გზაში მათ გადაწყვიტეს რომ მათ შორის ვინც პირველმა აიყვანა, იმან უნდა დაანარცხოს ბავშვი მიწაზე. როდესაც ლაბადამ მოიყვანა ბავშვი და გადასცა მათ, იმ მამაკაცს, რომელმაც ის აიყვანა, ბავშვმა შესცინა ღვთის განგებით, კაცმა ეს შეამჩნია, შეებრალა და ვერ შეძლო მისი მოკვლა. შეეცოდა და გადასცა მეორეს, ამან კიდევ მესამეს და ეგრე შემოიარა ბავშვმა ყველა ათი კაცი, ამ ხელიდან ხელში გადასვლით; არავის უნდოდა მისი მოკვლა. ბავშვი მშობელს უკან დაუბრუნეს და გამოვიდნენ გარეთ; გაჩერდნენ კარებთან და ერთმანეთს ლანძღავდნენ და საყვედურობდნენ, განსაკუთრებით კი მას, ვინც პირველმა აიყვანა ბავშვი და არ გააკეთა ის, რაც გადაწყვიტეს. მანამ იკამათს, ვიდრე დრო არ გაივდა და არ გადაწყვიტეს, რომ კვლავ შესულიყვნენ და ყველას მიეღო მონაწილეობა მკვლელობაში, მაგრამ კორინთოსთვის ბოროტება ეეტიონის ჩამომავალს უნდა მოეტანა. რადგან იმავე კარის მეორე მხარეს მდგომმა ლაბადამ ყოველივე ეს მოისმინა, შეეშინდა, რომ ამათ სხვა რამ არ მოეფიქრებინათ, და მეორედ რომ ჩაიგდებდნენ ხელში, არ მოეკლათ ბავშვი. ამიტომ წაიყვანა და დამალა ის ყველაზე უჩინარ ადგილას (რომელიც კი ეჩვენა ასეთად), ყუთში, რადგანაც იცოდა, რომ თუ დაბრუნდებიან და მოსაძებნად მოვლენ, ყველაფრის დაჩხრეკას მოინდომებენ. ასეც მოხდა. ისინი შემოვიდნენ და ეძებდნენ ყრმას და რომ ვერ ნახეს, გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ და მოეხსენებინათ წარგზავნილთათვის, რომ მათი ბრძანება შესრულებულია. ისინი დაბრუნდნენ უკან და ასეც თქვეს. ხოო ეეტიონის შვილი იზრდებოდა და რაკიღა ის ამ საფრთხეს ყუთის წყალობით გადარჩა, ამიტომ ამის მიხედვით დაარქვეს მას სახელად კიფსელოსი. როდესაც კიფსელოსი დავაჟკაცდა და მისნობის შეტყობა მოინდომა, დელფოში ორაზროვანი წინასწარმეტყველება მიიღო, იგი დაეყრდნო ამას, თავს დაესხა კორინთოს და კიდევაც დაიპყრო. ხოლო მისნობა ასეთი იყო: ბედნიერია ეს კაცი, რომელიც ჩემს სახლში შემოდის, კიფსელოსი ეეტიდი, სახელგანთქმული კროინთოს მეფე, თვითონაც და მისი შვილებიც, ხოლო მისი შვილთა შვილები უკვე აღარ იქნებიან ბედნიერი . მისნობა ასეთი იყო. ხოლო კიფსელოსი ტირანი რომ გახდა, ამნაირი კაცი დადგა: კორინთელთაგან ბევრი გააძევა, ბევრს ქონება ჩამოართვა, ხოლო ბევრად უფრო მეტი სიცოცხლეს გამოასალმა. იგი თითქმის 30 წელს მართავდა კორინთოს და თავისი ცხოვრება მშვიდობიანად დაამთავრა. მისი ტირანიის მემკვიდრე მისი შვილი პერიანდროსი გახდა. თავდაპირველად პერიანდროსი თავის მამაზე უფრო კეთილი იყო, ხოლო შემდეგ, რაც მოციქულთა მეშვეობით ურთიერთობა დაამყარა თრასიბულოსთან, მილეტის ტირანთან, ბევრად გადააჭარბა კიფსელოსს სისხლისმსმელობაში. მან გაგზავნა თრასიბულოსთნა მაცნე, იმის გასაგებად, თუ ყველაზე უკეთ როგორ უნდა იმართოს ქალაქი, რომ ყველაზე უფრო საიმედოდ წარიმართოს მისი სქმეები. თრასიბულოსმა პერიანდროსისაგან მოსული კაცი გაიყვანა ქალაქგარეთ, შეიყვანა დათესილ მინდორში და მაშინ, როდესაც ის ყანაში დადიოდა, ამ მაცნეს წარამარა ეკითხებოდა, თუ რისთვისაა მოსული კორინთოდან. თან გამუდმებით სწყვეტდა, როგორც კი დაინახავდა რომელიმე ამაღლებულს დანარჩენ თავთავებზე, სწყვეტდა და აგდებდა, ვიდრე ყანის საუკეთესო და ყველაზე სქელი ნაწილი არ გაანადგურა, ასე გადაიარა მან ეს ადგილი და არაფერი უთხრა, ისე გაგზავნა უკან მაცნე. როდესაც მაცნე კორინთოში დაბრუნდა, პერიანდროსს ძალიან უნდოდა რჩევის შეტყობა, ხოლო მაცნემ უთხრა, რომ თრასიბულოს არაფერი ურჩევია და უკვირს მისგან, თუ რად გაგზავნა ასეთ კაცთან, რომელიც შეშლილია და თავის ქონებას თვითონვე ანადგურებს, ამასთანავე მოუთხრო, რაც ნახა თრასიბულოსთნა. პერიანდროსი მიხვდა, თუ რას ნიშნავდა ეს საქციელი და იფიქრა, რომ თრასიბულოსი ამით მას ურჩევდა მოქალაქეთა შორის გამორჩეულნი დაეხოცა. ამის მერ იყო, რომ პერიანდროსი ყოველგვარ ბოროტებას იჩნდა მოქალაქეთა მიმართ. რაც კიფსელოსის.
ხელით სიკვდილსა და დევნას გადაურჩა, ის პერიანდროსმა დაასრულა. ხოლო ერთ დღის მთელი კორინთელი ქალები დააშიშვლა თავისი ცოლის მელისას გულისათვის. მან გაგზავნა მოციქუელბი თესპროტში, მდინარე აქერონტთან მიცვალებულთაგან წინასწარმეტყველების შესატყობად, მეგობრის მიერ მიბარებული განძის შესახებ, ხოლო მელისა გამოეცხადა მას და უთხრა, რომ არც ანიშნებს და არც ეტყვის, თუ რომელ ადგილას ძევს ეს განძი, რადგან მას სცივა და ტიტველია. ეს იმიტომ, რომ ტანსაცმელი, რომელიც მასთან ერთად დაიმარხა, სრულიად გამოუსადეგარია, რადგანაც ის არ დაუწვავთ. იმის საბუთად, რომ ეს ჭეშმარიტებაა, მან თქვა, რომ პერიანდროსმა გრილ ღუმელში შეაწყო პურები. შეატყობინეს თუ არა პერიანდროსს (ვინაიდან სარწმუნო იყო მისთვის მინიშნება, რადგან მან მიცვალებულ მელისასთან იქონია კავშირი), მან ამ ცნობის მიღების შემდეგ მაშინვე გასცა ბრძანება, რომ ჰერეს სალოცავში მოსულიყვნენ მთელი კორინთოს ქალები. ესენი როგორც დღესასწაულზე, ისე მოვიდნენ, საუკეთესოდ მორთულნი, ხოლო პერიანდროსმა დააყენა შუბოსნები, რომ გაეხადათ ყველა ქალი განურჩევლად, თავისუფალიცა და მხევალიც, შემდეგ თავი მოყარა მთელ ამ ტანსაცმელს ერთ თხრილში, შეავედრა მელისას და დასწვა, ამის შემდეგ, მეორედ გაგზავნა კაცი და შეეკითხა, ხოლო მელისას აჩრდილმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ინახებოდა მეგობრისეული განძი. ასეთი არის ტირანია, ლაკედემონელებო, და ასეთია მასთან დაკავშირებული საქმეები. ჩვენ კორინთელები, დიდად ვიყავით გაოცებული, როდესაც შევიტყვეთ, რომ თქვენ გამოითხოვეთ ჰიპიესი, ხოლო ახლა კიდევ უფრო მეტად ვართ გაკვირვებული, როდესაც თქვენ ამას ლაპარაკობთ. ამიტომ გაფიცებთ და მოვუწოდებთ ელინურ ღმერთებს, რომ არ აღადგინოთ ტირანია ქალაქებში, ნუთუ არ შეწყვეტთ ამ ამბავს და მაინც შეეცდებით სამართლიანობის მიუხედავად ჰიპიესის უკან დაბრუნებას? იცოდეთ, რომ კორინთლები ამის მომხრენი არ იქნებიან.
93. ეს თქვა სოსიკლესმა, კორინთელმა დესპანმა, ხოლო ჰიპიესმა იმავე ღმერთებს მოუწოდა, რომელთაც მან და მიუგო მას, რომ კორინთელები ყველაზე მეტად მოინდომებენ პებსისტრატიდებს, მაშინ როდესაც მათ დაუდგებათ გაჭირვებიდ დღეები, ათენელთაგან შევიწროვებულთ. ჰიპიესმა ეს იმიტომ უთხრა, რომ მისნობა სხვებზე უფრო ზუსტად იცოდა. დანარჩენი მოკავშირენი აქამდე ჩუმად იყვნენ, ხოლო როდესაც მოუსმინეს სოსიკლესს, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობდა, ყველა მათგანმა ხმა ამოიღო და მიემხრო კორინთელის მიერ გამოთქმულ აზრს, ლაკედემონლებს კი მოუწოდებდნენ, რომ ახალი არაფერი დაედგინათ ელადის სახელმწიფოს მიმართ.
94. ასე შეწყდა ეს საქმე. იქიდან წამოსულ ჰიპიესს ამინტეს მაკედონელმა მისთავაზა ანთემუნტი, ხოლო თესალიელებმა იოლკოსი. ამათგან ჰიპიესმა არც ერთი არ ინდომა და დაბრუნდა უკან სიგებონში, რომელიც პებსისტრატოსმა ბრძოლაში წაართვა მიტილენელებს და დაპყრობის მერე იქ ტირანად დააყენა თავისი უკანონო შვილი, ჰეგესისტრატოსი, რომელიც ჰყავდა არგოსელი ქალისაგან. ხოლო ჰეგესისტრატოსმა უბრძოლველად ვერ შეინარჩუნა ის, რაც პებსისტრატოსისაგან მიიღო; რადგან დიდი ხნის განმავლობაში ეომებოდნენ ერთმანეთს ქალაქ აქილებონიდან მიტილენელები და სიგებონიდან ათენელები. მიტილენელები უკან თხოულობდნენ თავის მიწა-წყალს, ხოლო ათენელები არ ცნობდნენ მათ მისწრაფებებს, და უმტკიცებდნენ, რომ ეოლიელებს არა აქვთ უფრო მეტი უფლება ილიონის მიწაზე, ვიდრე თვით ამათ, ან სხვა დანარჩენებს, რომლებიც ელინთაგან ეხმარებოდნენ მენელეოსს ელენეს მომტაცებლებზე შურისძიებაში.
95. ესენი რომ ერთმანეთს ეომებოდნენ, ბევრი რამ მოხდა ბრძოლაში და მათ შორის ისიც, რომ პოეტი ალკაბოსი ერთ-ერთ ხელჩართული ბრძოლის დროს, როდესაც იმარჯვებდნენ ათნელები, თვითონ გაიქცა, მისი იარაღი ხელთ იგდეს ათენელებმა და ჩამოჰკიდეს ათენას ტაძარში, რომელსაც სიგებონშია. ამის შესახებ ალკაბოსმა შეთხზა ერთი სიმრრა, რომელიც გაგზავნა მიტილენეში და თავის განცდის შესახებ შეატყობინა თავის მეგობარს, მელანიპოსს. მიტილენელები და ათენელები შეარიგა პერიანდროსმა, კიფსელოსის ძემ, რომელსაც მიმართეს ამათ, როგორც მოსამარლთეს, ხოლო შეარიგა იმნაირად, რომ მიაკუთვნა თითოეულ მხარეს მისი კუთვნილი. ამრიგად სიგებონი მოხვდა ათენელების ხელში.
96. ლაკედემონიიდან აზიაში მოსულმა ჰიპიესმა ყოველგვარი ღონე იღხმარა იმისათვის, რომ გადაემტერებინა ათენეელბისათვის არტაფრენესი და გააკეთა ყველაფერი საამისოდ, რათა ათნი მასა და დარიოსს დაქვემდებარებოდა. ჰიპიესი რომ ამას აკეთებდა, ათნელებმა შეიტყვეს ეს და გაგზავნეს მოციქულები სარდეში, რომ არ მიეცათ საშუალება სპარსელებისათვის ათნელთა ლტოლვილების დაჯერებისა. ხოლო არტაფრენესმა უბრძანა მათ, რომ თუ უნდათ უვნებლები გადარჩნენ, უკან უნდა მიიღო ჰიპიესი. ათნელებმა მოისმინეს და უარყვეს მისი წინადადება. უარყვეს და ამით სრულიად ცხადლივ აღიარეს, რომ სპარსელების მტრები არიან.
97. ეს რომ ასე მოხდა და ათენელები გადაემტერნენ სპარსელებს, ამავე დროს ათენში, რადგან ის სხვა დანარჩენ ქალაქებზე ბევრად უფრო ძლიერდებოდა, მოვიდა მილეტელი არისტოგორესი, კლეომენეს ლაკედემონელის მიერ გამოძევებული სპარტიდან. წარსდგა არისტაგორესი ხალხის წინაშე და იგივე ილაპარაკა, რაც სპარტეში, აზიის სიმდიდრისა და სპარსული ომების შესახებ. თქვა რომ სპარსელები არც ფარს ხმარობენ და არც შუბებს და ამიტომ ადვილად დასაძლევნი არიან. უთხრა მათ ეს და ამას გარდა კიდევ ისიც, რომ მილეტელები ათენელი ახალმოშენები არიან და მათ მართებთ იმათი დახსნა, რადგანაც ძალიან ძლიერები არიან. არისტაგორესს არაფერი დაუტოვებია, რომ მათ არ დაჰპირებოდა, რადგან გასაჭირი დიდი ადგა, და იქამდე ეხვეწებოდა, ვიდრე არ დაიყაბულა ათენელები. ისე გამოდის, რომ ბევრის ცთუნება უფრო ადვილია, ვიდრე ერთისა, რადგან კლეომენეს ლაკედემონელი მარტო იყო და ვერ შეძლო არისტაგორესმა მისი შეცდენა, ხოლო 30000 ათენელი კი აცთუნა. დაითანხმა ათენელები და მათ გადაწყვიტეს 20 ხომალდი გაეგზავნათ იონიელების საშველად. მათ მხდართმთავრად დანიშნეს მელანთიოსი, რომელიც მოქალაქეთა შორის ყოველმხრივ პატივცემული ვაჟკაცი იყო. აი, ეს ხომალდები გახდა ბოროტების დასაბამი როგორც ელინებისათვის, ასევე ბარბაროსებისათვის.
98. არისტაგორესმა უწინ გაცურა და მივიდა მილეტში, ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლისგანაც იონიელებს არავითარი სარგებლობა არ ექნებოდათ (იმას სარგებლობისათვის სულაც არ გაუკეთებია ეს საქმე, არამედ იმიტომ, რომ მეფე დარიოსი შეეშფოთებინა): მან კაცი გაგზავნა ფრიგიაში პაბონებთან, რომლებიც მდინარე სტრიმონის სანაპიროდან იყვნენ, მეგაბაძოსის ტყვეები, ისინი ცხოვრობდნენ ფრიგიის ტერიტორიაზე და თავისთავის სოფელიც ჰქონდათ. როდესაც ეს კაცი მოვიდა პაბონებთან, ბთხრა მათ შემდეგი: პაბონებო, მე გამომგზავნა არისტაგორესმა, მილეტის ტირანმა, რათა გასწავლოთ განთავისუფლების საშუალება, თუკი მოინდომებთ, რომ მას დაუჯეროთ და თქვენ საკუთარ ქვეყანაში წახვიდეთ, ზღვამდე თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს თავზე, ხოლო ამის შემდეგ ჩვენ ვიზრუნებთ . ეს რომ მოისმინეს პაბონებმა, ძალიან გაეხარდათ, წაიყვანეს ცოლშვილი და გაეშურნენ. ისინი რომ უკვე ქიოსზე იყვნენ, სპარსელთა დიდი ცხენოსანი ჯარი, რომელიც პაბონებს დასდევნებოდა, მივიდა ზღვასთან. რადგანაც ისინი აქ ვერ დაიჭირეს, შეუთვალეს ქიოსზე პაბონებს, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ; პაბონებმა მათი წინადადება არ მიიღეს და ქიოსელებმა ისინი ლესბოსზე გადაიყვანეს, ლესბოსელებმა კი დორისკოსში წაიყვანეს, აქედან ისინი ფეხით წავიდნენ და მივიდნენ პაბონიაში.
99. ეს გააკეთა არისტაგორესმა. როდესაც ათენელები მივიდნენ მილეტში 20 ხომალდით, თან მოიყვანეს ერეტრიელთა 5 ტრიერი, ისინი ათნელთა გულისათვის კი არ ლაშქრობდნენ, არამედ თვით მილეტელთა ხათრით, რომელთაც მიუზღავდნენ სამაგიეროს (რადგან უწინ მილეტელები მიეხმარნენ ერეტრიელებს ქალკიდელების წინააღმდეგ ომში; მაშინ, ქალკიდელებს ერეტრიელებისა და მილეტელების წინააღმდეგ სამოსელები ეხმარებოდნენ). როდესაც მივიდნენ ისინი და მათ გარდა კიდევ სხვა მოკავშირეები, არისტაგორესმა მოაწყო, ლაშქრობა სარდეზე. იგი თვითონ არ ლაშქრობდა, არამედ დარჩა მილეტში, მხედართმთავრებად სხვები დააყენა მილეტელთაგან, თავისი ძმა ქაროპინოსი და სხვა მოქალაქეთაგან ჰერმოფანტოსი.
100. როდესაც ამ ლაშქრით იონიელები ეფოსში მივიდნენ, ხომალდები დატოვეს კორესოში, რომელიც ეფესოს მიწა-წყალზეა, ხოლო თვით დიდი რაზმით წინ წავიდნენ, წინამძოღოლებად კი ეფესელები დაიყენეს. ისინი მიდიოდნენ მდინარე კაბსტრიოსის გასწვრივ, ხოლო მას მერე, რაც გადაიარეს ტმოლოსზე, მიაღწიეს სარდეს. სარდე მათ აიღეს. ხოლო აკროპოლისს თვითონ არტაფრენესი იცავდა, რომელსაც მცირერიცხოვანი ლაშქარი როდი ჰყავდა.
101. თუმცა აიღეს ქალაქი, მაგრამ ძარცვისაგან თავი შეიკავეს და აი რატომ:სარდეში სახლები მეტწილად ლერწმიდა იყო, ხოლო თვით აგურის სახლებსაც სახურავი ლერწმისა ჰქონდათ. როგორც კი რომელიღაც ჯარისკაცთაგანმა ერთ ამ სახლთაგანს ცეცხლი წაუკიდა, მაშინვე ცეცხლი სახლიდან სახლზე გადავიდა და მთელი ქალაქი მოიცვა. ქალაქი რომ იწვოდა, ლიდიელები და ქალაქში მყოფი სპარსელები ყოველის მხრიდან გარემოცული აღმოჩდნენ, ისე რომ, ცეცხლმა მოიცვა ნაპირებიც კი და არ შეეძლოთ მათ ქალაქიდან გამოსულიყვნენ. ამიტომ ყველა გაექანა მოედნისაკენ მდინარე პაქტოლოსთნა, რომელსაც ოქროს ქვიშა ჩამოაქვს, შუა მოედანზე მიედინება და შემდეგ მდინარე ჰერმოსს ერთვის, ეს კიდევ ზღვას. ამ პაქტოლოსთან მოედანზე შეგროვილი ლიდიელებიცა და სპარსელებიც იძულებულნი იყვნენ თავი დაეცვათ. იონიელებმა რომ დაინახეს, მტრის ნაწილი თავს იცავდა, ხოლო მეორე ნაწილი რა დიდი რაოდენობით მიიწევდა წინ, შეეშინდათ და უკან დაიხიეს ტმოლოსად წოდებულ მთისაკენ, ხოლო აქედან ღამე წავიდნენ ხომალდებისაკენ.
102. სარდე დაიწვა და მასში ადგილობრივი ღმერთქალის, კიბებეს ტაძარიც: ამას იმიზეზებდნენ შემდეგ სპარსელები, ელინები ტაძრებს რომ სწვავდნენ. მაშინ სპარსელებმა, რომელთაც ეპყრათ მდინარე ჰალისის შიგნით მდებარე ოლქები, ეს რომ შეიტყვეს, თავი მოიყარეს და დაეხმარნენ ლიდიელებს. მაგრამ სარდეში ვეღარ იპოვნეს იონიელები, მისდიეს მათ კვალს და დაიჭირეს ისინი ეფესოში. იონიელები დაეწყვნენ მათ საწინააღმდეგოდ, შეებნენ მათ და სასტიკად დამარცხდნენ. სპარსელებმა ბევრი მათგანი ამოხოცეს, ბევრი სახელოვანი კაცი და მათ შორის ევალკიდესი, რომელიც ერეტრიელებს მხედართმთავრობდა, შეჯიბრებებზე გამარჯვების ნიშნად გვირგვინი ჰქონდა მოპოვებული და დიდად იყო შექებული სიმონიდეს კეოსელის მიერ. ბრძოლას გადარჩენილი თავიანთ ქალაქებში მიმოიფანტნენ.
103. ასე იბრძოლეს მაშინ, ამის შემდეგ ათენელებმა სრულიად მიატოვეს იონიელები და მიუხედავად იმისა, რომ არისტაგორესმა ამთ მოციქულების საშუალებით ბევრჯერ მიმართა, ათენელებს მაინც ვერ ათქმევინა, რომ დაეხარებოდნენ მათ. იონიელებმა ათენელთა მოკავშირეობა დაჰკარგეს (რადგან ის, რაც გააკეთეს დარიოსის მიმართ, ვერ გამოუვიდათ), მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ემზადებოდნენ მეფის წინააღმდეგ საომრად. გასცურეს ჰელესპონტში და დაიმორჩილეს ბიძანტიონიცა და სხვა ყველა ქალაქიც, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მდებარეობენ. შემდეგ გასუცრეს ჰელესპონტს გარეთ და კარიის დიდი ნაწილი შეიმატს და მოკავშირედ გაიხადეს; კავნოსს უწინ რომ არ უნდოდა მათი მოკავშირეობა, როგორც კი დაიწვა სარდე, მაშინვე შეუერთდა მათ.
104. ხოლო კიპროსელებს ყვალას უნდოდა მათთან შეერთება, გარდა ამათუსელებისა; კირპოსელები კი მიდიელებს ასე განუდგნენ: იყო ონესილოსი, სალამინელთა მეფის გორგოსის უმცროსი ძმა, ქერსისის ძე, სირომოს ეველთონტის ძის შვილიშვილი. ეს ვაჟკაცი უწინაც მრავალჯერ ურჩევდა გორგოსს, გადასდგომოდა მეფეს, მაშინ კი, როცა შეიტყო, იონიელები გადაუდგნენო, მეტისმეტად დაჟინებით აქეზებდა. ხოლო როდეასც ვერა და ვერ დაიყაბულა გორგოსი, დაუდარაჯდა მას და როცა ის სალამინელთა ქალაქიდან გავიდა, იონესილოსმა თავის მეამბოხეებთან ერთად დაუკეტა ქალაქის ბჭე. ასე დაჰკარგა გორგოსმა ქალაქი და გაიქცა მიდიელებთა, ხოლო ონესილოსი მართავდა სალამინს და დაითანხმა მთელი კიპროსელები, მასთან ერთად გადასდგომოდნენ მეფეს. სხვა ყველანი დაიყაბულა, ხოლო ამათუსელებმა არ მოინდომეს, რომ მისთვის დაეჯერებინათ და ამიტომ მან ალყა შემოარტყა მათ.
105. ონესილოსმა ალყა შემოარტყა ამათუნტს, ხოლო დარიოსმა რომ შეიტყო, სარდე აიღეს და დაწვეს ათენელებმა და იონელებმა, ხოლო წინამძღოლი ამ თავყრილობისა და ყველას გამაერთიანებელი იყო მილეტელი არისტაგორესი, ამბობენ, რომ პირველად, როცა მან ეს შეიტყო, იონიელებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან კარგად იცოდა, რომ ესენი თავისი განდგომისათვის დაუსჯელები არ დარჩებოდნენ: ის კი იკითხა, ვინ არიან ათენელებიო; ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო, თუ ვინ არიან, მოითხოვა მშვილდი, აიღო ისარი და ზევით, ცისაკენ გაუშვა და როდესაც ის ჰაერში ისროლა, თქვა: ზევსო, შემაძლებინე, რომ ათენელებს სამაგიერო მივუზღო , ესა თქვა და დაავალა ერთ თავის მოსამსახურეთაგანს, რომ როდესაც საჭმელად იჯდებოდა, ყოველთვის სამგზის ეთქვა მისთვის: უფალო, გახსოვდეს ათენელები .
106. ეს დავალება, რომ მისცა, თავისთან დააძახებინა ჰისტიაბოს მილეტელი, რომელიც დარიოსს დიდი ხანია დაჭრილი ჰყადა და უთხრა: ჰისტიაბოს, შვიტყვე, რომ შენს მოადგილეს, რომელსაც შენ მილეტი ჩააბარე, ჩემი საწინააღმდეგო საქმეები განუზრახავს. რადგან მან მეორე ხმელეთიდან მოიყვანა ხალხი და მათთან ერთად იონიელები, რომლებიც პასუხს აგებენ ჩემთან იმისათვის, რაც ჩაიდინეს. მან დაარწმუნა იონიელები, მათ მიჰყოლოდნენ და წამართვა სარდე. ახლა როგორ მოგწონს ეს ამბავი? ვითომ ეს შენი რჩევის გარეშე მოხდა? ფრთხილად იყავი, შემდეგში თავი არ წააგო ამისათვის . ამაზე უთხრა ჰისტიაბოსმა: მეფეო, ამას როგორ მეუბნები? განა მე ვურჩევდი ვინმეს ისეთ საქმეს, რაც შენ დიდ ან მცირე უსიამოვნებას მოგაყენებდა? რისთვის უნდა ვცდილობდე ამას, რა მაკლია? ყოველივე ის, რაც შენა გაქვს, მეცა მაქვს, ამასთანავე ღირსსა მხდი, რომ ყველა შენი ბჭობა მოვისმინო. ხოლო თუ ჩემი მოადგილე ისე იქცევა, როგორც შენ მითხარი, იცოდე, რომ ის თავისი საკუთარი ჭკუით იქცევა ამნაირად. რაც შემეხება მე, ვერც კი დავუშვებ იმ აზრს, რომ მილეტელები და ჩემი მოადგილე შენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბოროტს იზრახავდნენ. თუ მათ ასეთი რამე მართლაც ჩაიდინეს და შენ სიმართლე გითხრეს, მეფეო, ახლა მაინც გაიგე, თუ რა საქმე გააკეთე იმით, მე რომ ზღვიდან აქეთ გადმომასახლე. როგორც ჩანს, იონიელებმა, მე რომ მათ თვალიდან მოვცილდი, ის გააკეთეს რაც ძველადვე ძალიან უნდოდათ, ხოლო სანამ მე იონიაში ვიყავი, არც ერთი ქალაქი არ ამბოხებულა. ამიტომ ახლა, რაც შეიძლება ჩქარა გამიშვი, რომ წავიდე იონიაში, რათა ყოველივე ეს ძველებურად მოვაწესრიგო, ხოლო მილეტის მეურვეს, რომელმაც ეს მოაწყო, მოვთოკავ და შენ გადმოგცემ. ყოველივე ამას რომ მოვაგვარებ შენს საამებლად, გეფიცები შენს ღმერთებს, რომ უწინ არ გავიხდი იმ ქიტონს, რომელიც მეცმევა იონიაში წასვლისას, ვიდრე სარდოს, უდიდეს კუნძულს მოხარკედ არ გაგიხდი .
107. ჰისტიაბოსი ამას რომ ამბობდა, ატყუებდა მეფეს, ხოლო დარიოსმა დაუჯერა და გაუშვა, თან უბრძანა, რომ როგორც კი მოაგვარებდა ყოველივეს, რაც აღუთქვა, მაშინვე უკან დაბრუნებულიყო სუსაში.
108. როდესაც ცნობა მოუვიდა მეფეს სარდეს შესახებ და დარიოსმა ისარი ზეცას სტყორცნა, ჰისტიაბოსს ელაპარაკა და დარიოსის მიმარ გაშვებული ჰისტიაბოსი ზღვასთან მივიდა, სწორედ ამ დროს ასთი რამ მოხდა: როდესაც ონესილოს სალამინელს ალყა ჰქონდა შემორტყმული ამათუსელებისათვის, ამბავი მოუვიდა, რომ კიპროსზე ელოდებიან სპარსელი არტიბიოსსი მისვლას, რომელიც ხომალდებით დიდ სპარსულ ლაშქარს წაიყვანდა თან. ეს რომ შეიტყო ონესილოსმა, მაცნეები დაგზავნა იონიაში და მოუწოდა მათ. იონიელებს დიდხანს არ უთათბირნიათ, მივიდნენ დიდი ლაშქრით. იონიელები მივიდნენ კიპროსზე, ხოლო ამასობაში სპარსელებმა ხომალდებით გადასცურეს კილიკიიდან, სალამინთან კი ქვეითად იარეს. ფინიკიელებმა ამასობაში ხომალდებით შემოუარეს კონცხს, რომელსაც კიპროსის გასაღები ეწოდება.
109. ეს რომ ასე მოხდა, კიპროსის ტირანებმა თავი მოუყარეს იონიელ მხედართმთავრებს და უთხრეს: იონიელებო, ჩვენ, კვიპროსელები, გთავაზობთ არჩევანს, ვისთან მოინდომებთ ბრძოლას, სპარსელებთან თუ ფინიკიელებთნა. რადგან თუ თქვენ მოინდომებთ ხმელეთზე დაწყობილები სპარსელებთან შებრძოლებას, მაშინ დროა, ჩამოხვიდეთ ხომალდებიდან და დაეწყოთ ხმელეთზე, ჩვენ კი ავალთ თქვენ ხომალდებზე და შევებრძოლებით ფინიკიელებს, ხოლო თუ თქვენ გირჩევნიათ ფინიკიელებთან შებრძოლება, მოიქეცცით, როგოც გნებავთ; ხოლო ამ ორი შესაძლებლობიდან რომელსაც გამოარჩევთ, სულეთია, მაგრამ ისე უნდა მოიქცეთ, რომ იონიაცა და კიპროსიც თავისუფლები გახადოთ, რამდენადაც ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული . იონიელებმა ამაზე უთხრეს: იონიელთა საერთო კრებამ იმისათვის გამოგვგზავნა, რომ ზღვა დავიცვათ და არა იმისათვის, რომ კიპროსელებს ხომალდები გადავცეთ და თვითონ ხმელეთზე შევებრძოლოთ სპარსელებს. სადაც ვართ დაწყობილები, იქ შევეცდებით კარგები ვიყოთ. თქვენ კი გმართებთ გახსოვდეთ, თუ როგორ იტანჯებით მიდიელთა მონობაში და უნდა კარგ ვაჟკაცებად გამოიჩინოთ თავი .
110. იონიელებმა ასე მიუგეს. ამის შემდეგ, როდესაც სპარსელები სალამინის დაბლობზე გამოვიდნენ, კიპროსელმა მეფეებმა დააწყეს ნაწილი კირპოსელებისა სხვა ჯარისკაცების საწინააღმდეგოდ, ხოლო სალამინელთაგან და სოლომელთაგან გამოარჩიეს საუკეთესო ანწილი და სპარსელების წინააღმდეგ გამოიყვანეს. სპარსელი მხედართმთავარი არტიბიოსის წინააღმდეგ თავისიევე სურვილით გამოვიდა ონესილოსი.
111. არტიბიოსი იჯდა ცხენზე, რომელიც ისე იყო გაწვრთნილი, რომ ჰოპლიტის წინაშე ყალყზე დგებოდა. ონესილოსმა რომ ეს შეიტყო, უთხრა თავის საჭურველმტვირთველს, წარმოშობით კარიელს, ხოლო საომარ საქმეებში დიდად სახელმოხვეჭილსა და საერთოდ სიმამაცით სავსე ვაჟკაცს: შევიტყვე, რომ არტიბიოსის ცხენი ყალყზე დგება და ფეხებითა და პირით კლავს მას, ვინც წინ აღუდგება. ახლავე გადასწყვიტე და მითხარი, ამ ორში რომელს გირჩევნია დაუდარაჯდე და დაჰკრა, ცხენს თუ თვითონ არტიბიოსს? ამაზე მისმა საჭურველთმტვირთველმა მიუგო: მეფეო, მე მზადა ვარ ეს ორივე საქმე, ან ერთი მათგანი და საერთოდ ყველაფერი, რასაც მიბრძანებ, გავაკეთო. მაგრამ მინდა გითხრა, რაც შენთვის ყველაზე უფრო სასარგებლოდ მიმაჩნია, მე ვფიქრობ, მეფესა და მხედართმთავარს მეფესთნა და მხედართმთავართან შებრძოლება შეშვენის (რადგან თუ ძლიე მხედართმთავარი, შენთვის დიდად სასახელო იქნება, და მეორეს მხრივ, თუ მან შენ გაჯობა, ეს კი გაშოროს ღმერთმა, ღირსეული კაცის ხელით სიკვდილი უკვე განახევრებული უბედურებაა), ხოლო ჩვენ, მსახურებს, შეგვშვენის შევებრძოლოთ სხვა მსახურებსა და ცხენს. ამ ცხენის ვერაგობისა კი ნუ შეგეშინდება, რადგან მე ვიდებ თავზე იმას, რომ ამიერიდან აღარასოდეს ადგება ის ყალყზე არც ერთი ადამიანის წინაშე .
112. ეს თქვა, და მაშინვე შეებრძოლა ორივე ბანაკი ერთმანეთს, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. ხომალდებით ბრძოლისას იონიელები იმ დღეს ძალიან ძლიერნი იყვნენ და დაამარცხეს ფინიკიელები. მათ შორის განსაკუთრებით ივაჟკაცეს სამოსელებმა. ხოლო ხმელეთზე, როდესაც ბანაკები ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ეკვეთნენ ისინი ერთმანეთს და იბრძოდნენ. ორივე მხედართმთავარს კი შემდეგი რამ დაემართა: როდესაც ცხენზე შემჯდარი არტიბიოსი თავს დაესხა ონესილოსს, ონესილოსმა თავის საჭურველთმტვირთველთან შეთანხმებისამებრ შეუტია თვით თავდამსხმელ არტიბიოსს; ხოლო როდესაც ცხენმა ფეხები ონესილოსის ფარას დაჰკრა, მაშინ კარიელმა ნამგალი შემოჰკრა და დააჭრა ცხენს ფეხები. სპარსელთა მხედართმთავარი არტიბიოსი თავის ცხენთან ერთად იქვე დაეცა.
113. როდესაც სხვები იბრძოდნენ, სტესენორი, კურიონის ტირანი, გაიქცა და თან გაჰყვა არც თუ მცირერიცხოვანი ლაშქარი. ამბობენ, რომ ეს კურიელები არგოსელი ახალმოშენეები არიან. კურიელები რომ გაიქცნენ, სალამინელთა საბრძოლო ეტლებმაც მაშინვე მათ მიჰბაძეს. ეს რომ ასე მოხდა, სპარსელები კიპროსელებზე უფრო ძლიერები აღმოჩდნენ. როდესაც კირპორსელთა ბანაკი გაიქცა, ბევრი სხვა დაეცა და მათ შორის ონესილოს ქერსისის ძე, რომელმაც მოაწყო კიპროსელთა განდგომა, ასევე სოლოელთა მეფე არისტოკიპოსი, ფილოკიპროსის ძე, იმ ფილოკიპროსისა, რომელთანაც მოვიდა, კიპროსზე სოლონ ათენელი და თავის ლექსებში ის ყველა ტირანზე მეტად შეაქო.
114. ამათუნტელებმა თავი მოჰკვეთეს ონესილოსს. ეს იმიტომ, რომ მას ალყა ჰქონდა მათთვის შემორტყმული; ეს თავი წაიღეს ამათუნტში და ბჭეზე ჩამოჰკიდეს. თავი აქ ეკიდა და როდესაც შიგნიდან გამოცარიელდა, ფუტკრის გუნდი შევიდა შიგ და ფიჭით აავსო იგი. ეს რომ ასე მოხდა, ამის შესახებ ამათუსელები შეეკითხნენ სამისნოს და მან გამოაცხადა, რომ თავი ჩამოეხსნათ და დაემარხათ, ხოლო ონესილოსიათვის ყოველწლიურად მსხვერპლი შეეწირათ ხოლმე, როგორც გმირისათვის, და ამას რომ გააკეთებენ, ეს მათ სიკეთეს მოუტანს.
115. ამათუსელები ამას აკეთებენ ჩემს დრომდე; ხოლო იონიელები ამ დროს კიპროსთან საზღვაო ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული. როდესაც იონიელებმა შეიტყვეს, რომ ონესელოსის საქმე გაფუჭდა, ხოლო კიპროსელთა ქალაქები ალყაშემორტყმულია, ყველა, გარდა სალამინისა (იგი უწინდელ მეფეს, გორგოსს გადასცეს სალამინელებმა), მაშინვე გადასცურეს იონიაში. კიპროსის ქალაქთაგან ყველაზე მეტ ხანს ალყას სოლომ გაუძლო, ხოლო მეხუთე თვეზე ისიც აიღეს სპარსელებმა იმ ხერხით, რომ მის ზღუდეს ირგვლივ ძირი გამოუთხარეს.
116. ამგვარად კიპროსელები ერთ წელს იყვნენ თავისუფლები და შემდეგ კვლავ თავად იყვნენ დამონებულნი. დავრისესს ცოლად დარიოსის ასული ჰყავდა, ასევე ჰიმაბესსა და ოტანესსაც, ასევე სხვა სპარსელ მხედართმთავრებსაც ჰყავდათ დარიოსის ასუელები ცოლებად. აი, ამათ მისდიეს იმ იონიელებს, რომელთაც სარდეზე გაილაშქრეს, არეკეს ისინი თავის ხომალდებზე, როგორც კი ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და მაშინ დაინაწილეს ქალაქები და დაიწყეს მათი განადგურება.
117. დავრისესი გაემართა ჰელესპონტის ქალაქებისაკენ, აიღო ჯერ დარდანოსი, ხოლო შემდეგ - აბიდოსი, პერკოტე, ლამფსაკოსი და პაბსოსი: ყოველდღე თითო ქალააქს იღებდა. როდესაც პაბსოსიდან მიდიოდა პაროსის ქალაქში, ცნობა მოუვიდა, რომ კარიელებსაც იგივე განუზრახავთ, რაც იონიელებს და გადასდგომიან სპარსელებს. ამიტომ გამობრუნდა ჰელესპონტიდან და ჯარი კარიის წინააღმდეგ წაიყვანა.
118. ამის შესახებ კარიელებმა უწინ შეიტყვეს, ვიდრე დავრისესი მათთან მივიდოდა. კარიელებმა რომ ეს შეიტყვეს, დაიწყეს შეგროვება ე.წ. თეთრ სვეტებთნა, მდინარე მარსიესთან, რომელიც მოედინება იდრიასის ქვეყნიდან და ერთვის მაბანდროსს. როდესაც შეგროვდნენ კარიელები, იქ ბევრი სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა და მათ შორის, ჩემი აზრით, საუკეთესო იყო პიქსოდაროს მავსოლოსის ძისა, რომელიც კინდიელი იყო, მას ცოლად კილკიელი მეფის, სიენესისის ასული ჰყავდა. ამ კაცის აზრით, კარიელებს უნდა გადაევლოთ მაბანდროსი და ისე ებრძოლათ, რომ მდინარე ზურგში ჰქონოდათ, რაკი უკან გაქცევას ვერ შეძლებდნენ, ადგილზე დარჩებოდნენ და იძულებული გახდებოდნენ უფორ უკეთესად ეჩვენებინათ თავი, ვიდრე მათი ბუნება იყო. ამ აზრმა ვერ გაიმარჯვა, არამედ ამჯბონეს, სპარსელებს ჰქონოდათ ზურგში მაბანდროსი და არა მათ, რადგან, ცხადია, თუ სპარსელებს ბრძოლაში დამარცხების შედეგად გაქცევა დასჭირდებოდათ, ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ და მდინარეში ჩაცვივდებოდნენ.
119. შემდეგ, როდესაც სპარსელები მოვიდნენ და მაბანდროსზე გადავიდნენ, მდინარე მარსიესთან შეებრძოლნენ კარიელები სპარსელებს, ბრძოლა სასტიკი და ხანგრძლივი იყო, საბოლოდ მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანების შედეგად დამარცხდნენ კარიელები. სპარსელთაგან დაახლოებით 2000 კაცი დაიღუპა, ხოლო კარიელთაგან - 10000 -მდე. გადარჩენილმა კარიელებმა თავი შეაფარეს მეომფარი ზევსის სამლოცველოს ლაბრავანდაში, დიდსა და წმინდა ჭადრების ჭალას; ჩვენთვის ცნობილ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კარიელები სწირავენ მეომარ ზევსს მსხვერპლს. თავი რომ შეაფარეს, აქ მოითათბირეს თავის გადარჩენის შესახებ, რა უჯობთ - სპარსელებს ჩაუცვივდნენ ხელში, თუ სრულიად დატოვონ აზია.
120. როდესაც ისინი ამას ბჭობდნენ, მათთან შემწეებად მილეტელები და მათი მოკავშირეები მოვიდნენ. მაშინ კარიელებმა თავის უწინდელი გადწყვეტილება შეცვალეს და კვლავ თავიდან საბრძოლველად მოემზადნენ. მივიდნენ ესენი და შეებრძოლნენ სპარსელებს და ახლა უფრო სასტიკად დამარცხდნენ, ვიდრე უწინ. ძალიან ბევრი დაიხოცა ამ ბრძოლაში, განსაკუთრებით კი მილეტელები გაწყდნენ.
121. ამ დამარცხების შემდეგ კარიელები მომძლავრდნენ და კდიევ წამოიწყეს ბრძოლა. როდესაც შეიტყვეს, რომ სპარსელები აპირებენ მათ ქალაქებზე გალაშქრებას, კარიელები ჩასაფრდნენ პედასოსში მიმავალ გზაზე, რომელზედაც სპარსელებს შემოაღამდათ. სპარსელები აქ ამოწყდნენ, თვითონაც და მათი მხედართმთავრებიც, დავრისესი, ამორგესი და სისიმაკესი. მათთან ერთად მოკვდა მირსოსიც, გიგესის ძე. ამ ჩასაფრებას ხელმძღვანელობდა ჰერაკლებდესი, იბანოლისის ძე, მილასელი კაცი. სპარსელთაგან ესენი ასე ამოწყდნენ.
122. ხოლო ჰიმაბესი, რომელიც თვითონაც მათ შორის იყო, ვინც სდია სარდეზე მოლაშქრე იონელებს, გაემართა პროპონტიდისაკენ და აიღო კიოსი, რომელიც მისიეშია. ეს რომ აიღო, შეიტყო თუ არა, რომ დავრისესს დაუტოვებია ჰელესპონტი, გაილაშქრა კარიაზე, დატოვა თვითონ პროპონტიდა და პელესპონტზე წაიყვანა ლაშქარი, დაიპყრო მთელი ეოლიელები, რომლებიც ილიონის მხარეში ცხოვრობენ, და დაიპყრო აგრეთვე გერგითები, რომლებიც დარჩენილი იყვნენ ძველ ტევკრებისაგან. ხოლო ჰიმაბესმა ეს ტომები დაიპყრო და ავადმყოფობისგან გარდაიცვალა ტროადაში.
123. იგი ასე აღესრულა, ხოლო სარდელთა მმართველი არტაფრენესი და ოტანესი, მესამე მხედართავარი, დაეწყვნენ და ილაშქრს იონიის წინააღმდეგ და მის მეზობელ ეოლისზე. იონიაში კლაძომენე აიღეს, ხოლო ეოლიელების ქვეყანაში - კიმე.
124. ხოლო ქალაქები რომ აიღეს, როგორც ჩანს, არისტაგორეს მილეტელი სულით დაეცა, ის არისტაგორესი, რომელმაც ააშფოთა იონია და დიდი საქმეები წამოიწყო. მან გაქცევა გადაწყვიტა, ეს რომ დაიანახა, რადგან შეუძლებლად ეჩვენებოდა მეფე დარიოსის დაძლევა. ამიტომ თავი მოუყარა თავის თანამოაზრეებს და მოეთათბირა, უთხრა, რომ მათთვის უმჯობესი იქნება, რაიმე თავშესაფარი იქონიონ, თუ კი გაძევებული იქნებიან მილეტიდან; ან სარდოში წაიყვანს მათ ამ ადგილიდან ახალმოშენეებად, ან ედონთა მირკინოსში, რომელიც ჰისტიაბოსმა მიიღო საჩუქრად დარიოსისაგან და შემოზღუდა.
125. ჰეკატაბოს ჰეგესანდროსის ძის, ისტორიკოსის აზრით მას არც ერთ ამ ადგილას არ მართებდა წასვლა, არამედ კუნძულ ლეროსზე უნდა აეგო სიმარე და იქ ყოფილიყო. წყნარად, თუ კი მილეტიდან გააძევებდნენ. ხოლო შემდეგ, აქედან ის შეიძლებდა მილეტში დაბრუნებას.
126. ეს ურჩია ჰეკატაბოსმა, ხოლო თვით არისტაგორესი უფრო იმ აზრისა იყო, რომ მირკინოსში წასულიყო, მილეტი მან ჩააბარა პითაგორესს, სახელმოხვეჭილ კაცს მოქალაქეთა შორის, ხოლო თვითონ წაიყვანა ყველა, ვისაც წასვლა სურდა და გასცურეს თრაკიაში, იქ დაიჭირა ქვეყანა, რომელსაც მიადგა. ხოლო როდესაც გამოვიდა აქედან და ერთ-ერთ ქალაქს ალყა შემოარტყა, თვით არისტაგორესიცა და მისი ლაშქარიც ამოწყვეტილი იქნენ თრაკიელების მიერ, რომელთაც მოლაპარაკების შემდეგ ქალაქიდან გამოსვლა მოინდომეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий