XIV ს. 80-იანი წლებიდან იწყება საქართველოს განსაკუთრებით ტრაგიკული პერიოდი. თემურლენგმა მრავალი ქვეყანა გაანადგურა. უბედურებამ საქართველოსაც უწია. 1386-1403 წლებში თემურის ურდოებმა მრავალგზის დალაშქრეს საქართველო, რასაც თან ახლდა არნახული სისასტიკე და აოხრება.
თემურლენგის შემოსევებმა წარუშლელი კვალი დააჩნია საქართველოს შემდგომ პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას: ეკონომიკა მოიშალა, მოსახლეობა შემცირდა, ქვეყანა პოლიტიკურად დასუსტდა. მაგრამ თემურმა მაინც ვერ შესძლო ქართველი ხალხის დამორჩილება. ისინი მრისხანე დამპყრობლისადმი ქედის მოხრას კი არ ფიქრობდნენ, არამედ ყოველ ხელსაყრელ ვითარებას იყენებდნენ, რათა აღედგინათ საკმაოდ შელახული საერთაშორისო პოზიციები და ამ მიზნით აქტიურ საგარეო პოლიტიკასაც კი ატარებდნენ. ქართ ველთა ასეთ მოქმედებაზე მეტყველებს თუნდაც ჩვენს ისტორიოგრაფიაში კარგად ცნობილი ალინჯის მაგალითი, რომლის შესახებ დამატებითი ორიდე საყურადღებო ცნობა დაგვიტოვა გერმანელმა ჰანს შილტბერგერმა1.
შილტბერგერი მოგვითხრობს თემურლენგის მიერ ბაბილონის (ბაღდადი) აღებას და მისი მოსახლეობისადმი ჩვეული სიმკაცრით მოპყრობის ამბავს და განგრძობს: თემური „შემდეგ წავიდა ერთი ციხის დასაპყრობად, რომელიც წყალში იდგა. დააშრო წყალი და ფსკერზე იპოვა ტყვიის სამი სკივრი, რომლებიც სავსე იყო ოქროთი. ის სკივრები მეფემ დაამალვინა, რათა თუ ციხე იქნებოდა აღებული, ოქრო გადარჩენილიყო2. ამოიღო თემურმა სკივრები, შემდეგ აიღო ციხე, სადაც 15 დამცველი იყო და ბრძანა მათი ჩამოხრჩობა. ციხეშიც იპოვა კიდევ ორი სკივრი, რომლებიც სავსე იყო ვერცხლითა და ოქროთი. ისინიც თან წაიღო“.
შილტბერგერმა ალინჯის დასახასიათებლად ყველაზე მნიშვნელოვნად (მაშინ, როცა ირანის სხვა ადგილებს კლიმატის, ნაყოფიერების, ხელოსნობისა და სხვა ნიშნების მიხედვით ახასიათებს) მიიჩნია ის დიდი წინააღმდეგობა, რაც მას თემურ ლენგისათვის გაუწევია 16 წლის განმავლობაში3.
ალინჯის შესახებ ცნობები, განსაკუთრებით თუ ისინი XIV ს. დასარულსა და XV ს. დასაწყისის ამბებს ეხება, საინტერესოა იმდენად, რამდენაც ამ ციხესთან დაკავშირებულია აღნიშნული პერიოდში ქართველთა მამაცობის ერთ-ერთი საყურადღებო მომენტი. თემურლენგის მიერ ალინჯის ციხის აღება და აურაცხელი განძის ხელში ჩაგდება, 1401 წლის ამბავს უნდა ასახავდეს, რომლის მხილველი შილტბერგერი არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ რაც იგი 1402 წელს, თემურის ტყვეობაში მოხ ვდა, საშუალება ექნებოდა, აღნიშნული ცნობები უშუალოდ ციხის დამპყრობელებისაგან მოეპოვებინა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ცნობა, სადაც ალინჯის ციხის დამცველების მიერ მტრისათვის 16 წლის განმავლობაში გაწეულ წინააღმდეგობაზეა გადმოცემული. როდესაც კომენტარს უკეთებდა შილტბერგერის ამ ცნობას ფ. ბრუნი მას საეჭვოდ მიიჩნევდა. ფ. ბრუნს ეჭვის გამოთქმის საფუძველს აძლევდა პირველ რიგში ის, რომ არავითარი საბუთი არ მოიპოვებოდა, რომელშიც რაიმე იქნებოდა ნათქვამი ალყის ასეთი ხანგრძლივობის შესახებ. და მეორეც, იგი ეყრდნობოდა სხვა ავტორების და მათ შორის მ. ბროსეს წიგნში არსებულ ცნობებსაც. მ. ბროსეს ნაშრომში ნათქვამია, რომ 1393 წელს ქართველებმა ტახირი გაათავისუფლეს ალინჯის ციხიდან. აქედან გამომდინარე ფ. ბრუნმა ივარაუდა: შეიძლება იმათ, ვისგანაც შილტბერგერმა ეს ამბავი გაიგო, დრო გააორკეცეს და თექვსმეტ წელიწადს იმიტომ ამბობსო.
ასეთი მოსაზრება სწორი არ არის, რადგან მ. ბროსეს ნათქვამიდან, სხვა აზრის გამოტანა უფრო შეიძლება. აი რას ამბობს მ. ბროსე: „ტახირმა, ბაღდადის მფლობელის აჰმედის შვილმა, ჰულაღუ-ყაენის შთამომავალმა, რო მელიც განდევნეს თავისი დედაქალაქიდან 1393 წ., თავი შეაფარა ალინჯაყის ციხეში, სადაც ის დიდხანს ვერ შეიპყრა თემურმა. იბერიელებმა ამით ისარგებლეს და წავიდნენ ტახირის შესაწევნელად, დაამარცხეს თათრები და აიძულეს ისინი ციხეს შემო ცლოდნენ, ხოლო ტახირი თან წამოიყვანეს“.
ამონარიდიდან ჩანს, რომ თემური ალინჯას არც 1393 წელს ფლობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ტახირისათვის თავშესაფრად არ გამოდგებოდა, გამოდის, რომ ის ტახირს ადრევე ეკუთვნოდა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილსაც, სადაც მ. ბროსე ამბობს: ტახირმა „1393 წ. თავი შეაფარა ალინჯაყის ციხეში, სადაც ის დიდხანს ვერ შეიპყრა თემურმა“. ამგვარად, გამოდის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ რჩება წელთა ის რაოდენობა, რომლის გაორკეცება 16 წელს მოგვცემდა.
დავუბრუნდეთ თემურის მიერ ალინჯის ალყის შემორტყმისა და მეციხოვნეთაგან გაწეული წინააღმდეგობის ამბავს. ალინჯა თემურს დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა. მან დაიპყრო აზერბაიჯანის დიდი ნაწილი და მიადგა ალინჯას. როცა პირდაპირი იერიშით ვერ აიღო, ალყაშემორტყმული დატოვა. კლავიხო ასე გადმოგვცემს ამ ეპიზოდს: „როცა თამურბეკმა სპარსეთის სულთანზე, რომელსაც ამადს უწოდებდნენ, გაიმარჯვა და მისი მიწები დაიპყრო, ის (აჰმედ ჯალაირი) ამ ციხე ალინჯაში დაიმალა. თამურბეკს იგი და მისი ხალხი სამ წელს ჰყავდა ალ ყაში, შემდეგ ის ბაბილონის სულთანთან გაიქცა, სადაც დღესაც იმყოფება“.
კლავიხოს ცნობას, თემურმა ციხე რომ ვერ აიღო, ადასტურებს სპარსელი ისტორიკოსი შარაფ ად-დინ ალი იეზდი. მ. მინორსკის თქმით: „სხვადასხვა ურიცხვ ციხეებს შორის, რომლებიც თემურმა აიღო, არც ერთს არ გაუწევია ისეთი წინააღმდეგობა, როგორც ალინჯამ. იგი ზოგიერთი შუალედით წინააღმდეგობას უწევდა 14 წლის განმავლობაში“.
ი. ჰამერი შარაფ-ად-დინის ცნობებზე დაყრდნობით, აღნიშნავდა, რომ ალინჯის განთქმული ციხე თემურამდე (1386 წ.) ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ აიღო. თემურმა მხოლოდ მეოცე დღეს შეძლო შეუპოვარი დამცველების წინააღმდეგობის გატეხა და დამცველნი ხელშეკრულნი ციხის კედლებიდან ხრამში გადაყარეს. ამასვე ამბობს მარი ბროსეც ოღონდ მასთან ალინჯის აღების წელია 1387.4
თუ ზემოთ მოხმობილ ცნობებს გავიზიარებთ, მაშინ გასაგებია, რომ თემურმა აზერბაიჯანში პირველად შეჭრისას 1386 წელს ნახჭევანის მიდამოებში ჯელაიერების უძლიერესი ციხე-სიმაგრე ალინჯა აიღო. სავარაუდოა, თემურმა, ჯერჯერობით უცნობ ვითარებაში, ეს ციხე ისევ დაკარგა და ძველი მფლობელი ჯელაიერები დაეპატრონენენ. იმისათვის, რათა გაირკვეს როდის დაკარგა თემურმა ალინჯა, ჯერ მ. ბროსეს მოვუსმინოთ: „1712 წ. ბერძნული, ხოლო 1400 წ. ქრისტეს დაბადებიდან, თემური მივიდა თავრიზში და ბაღდადის სულთნის, აჰმედის შვილის, სულთან თაჰერის ციხე-სიმაგრე, ალინჯა დაიპყრო, რომელიც (თაჰერი) ძალიან მამაცი იყო და რომელსაც ნათესაობის მიზეზით ქართველები უჭერდნენ მხარს. იგი 15 წელიწადს დარჩა ამ ციხესი მაგრეში. ბოლოს იძულებული გახდა გამოსულიყო იქიდან და იბერებთან გაიქცა“. ყურადღბას იქცევს ისიც, რომ თაჰერი საქართველოსთან მატრიმონი ალურად და კავშირებული ყოფილა, თუმცა ცნობილი არ არის, ეს კავშირი როდის, რა ვითარებაში და რომელი ქართველი დიდებულის ოჯახთან დამყარდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველებსა და ჯალაირებს შორის საკ მაოდ მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა.
სხვადასხვა ავტორები ალინჯის დამცველების მიერ თემურისათვის გაწეულ წინააღმდეგობას სხვადასხვა ხანგრძლივობით (18, 15, 14 წელი) განსაზღვრავენ, მაგრამ ამჯერად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ თემურმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო ციხის აღება და მის ამ წარუმატებლობაში ქართველების ხელიც ერია.
თუ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ ვითარებასაც, რაც ოქროს ურდოს ყაენის, თოხთამიშის ირანის აზერბაიჯანში შეჭრის შედეგად შეიქმნა, მაშინ სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, ვივარაუდო, რომ ალინჯის მფლობელთან საქართველოს მეფე ბაგრატ V-ის (1360-1493) ურთიერთობა უფრო ინტენსიური იყო თემურის მიერ ჯალაირების პირველად (1385 წ.) დამარცხების შემდეგ. ხოლო როდესაც თემურის აზერბაიჯანში მეორედ შეჭრის შემდეგ მისი აგრესიის საშიშროება ქართველებისა და ჯალაიერებისათვის ცხადი შეიქმნა, არ არის გამორიცხული, რომ ისინი შეთანხმდნენ ერთიანი ძალით მოეხდინათ ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის (იგი საქართველოსაკენ მომავალ საქარავნო გზაზე მდებარეობდა) _ ალინჯის დაცვა.
თემურლენგს ალინჯა პირდაპირი იერიშით რომ ვერ აუღია, ლაშქრის ნაწილი მის მოალყედ დაუტოვია, ხოლო დანარჩენი სომხეთისა და საქართველოსკენ დაუძრავს. როგორც ცნობილია, თემური საქართველოში პირველად 1386 წელს შემოიჭრა. მაშასადამე, ალინჯის ალყაში მოქცევაც ამავე წელს უნდა მომხდარიყო, რასაც მ. ბროსეს მიერ მითითებული 15 წელი მართლაც ემთხვევა (1401-1386=15).
სპარსული წყაროების მიხედვით, თემურლენგმა ალინჯის ციხეს მრავალ რიცხოვანი მოალყეები დაუყენა. ალყა მრავალი წელი გაგრძელდა.
ვფიქრობ, ცხადია, რომ ქართველები ალინჯასთან უფრო დიდი ხნის წინათ დაკავშირებულნი იყვნენ, ვიდრე დღეისათვის ცნობილია. როდესაც ბატონიშვილმა მირანშაჰმა ალინჯის ციხეს მაღალი კედელი შემოავლო და ციხეში ვეღარც ვერავინ შედიოდა და ვერც გამოდიოდა, გიორგი მეფემ განიზრახა ბატონიშვილი თაჰერი ციხიდან გამოეყვანა და მეციხოვნეები სურსათ-სანოვაგით მოემარაგებინა. ამ საკმაოდ რთული ამოცანის გადასაწყვეტად მეფე გიორგიმ მთელი საქართველოს სამხედრო ძალის მობილიზება მოახდინა და ჩრდილო კავკასიიდან მთიელებიც გადმოიყვანა. Mეფე გიორგის ჯარმა იმარჯვა და ალინჯის ციხიდან თაჰერი გამოიყვანა, მეციხოვნეებს სურსათი და იარაღი დაუტოვა, გარნიზონი გააძლიერა და მისი მეთაურობა სამ ქართველ აზნაურს ჩააბარა, არეზისპირეთი მოარბია და დიდი ნადავლითა და თაჰერით დაბრუნდა.
სარწმუნოდ მეჩვენება დ. ნინიძის მოსაზრება, რომ ქართველების ეს გამარჯვება 1396 წელს მოხდა, რის აღსანიშნავად ამავე წელს მოიჭრა გიორგი მეფისა და აჰმად ჯალაიერის სახელზე მონეტა. „ჯალაიერებთან მოკავშირეობას, ერთი შეხედვით, საქართველოსათვის თითქოს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ გიორგი მეფე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და მომავალზე ფიქრობდა. მომავალში კი თაჰერი საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ჯალაირთა სამეფო ტაზტზე, რომლის მოკავშირეობა ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევდა საქართველოს თემურის მემკვიდრეებთან ომში“. სხვათაშორის ალინჯის ძლიერ შეჭირვებულმა დამცველებმა კიდევ სთხოვეს გიორგი მეფეს დახმარება. მას თხოვნის დაკმაყოფილება განუზრახავს კიდეც, მაგრამ თემურის ჯარი საქართველოს მოადგა და, რა თქმა უნდა, განზრახვაზე ხელი აიღო. ალინჯა დაეცა 1401 წელს.
თემურის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს საგარეო ურთიერთობის შესახებ რამდენიმე ცნობა რუი გონსალეს დე კლავიხომ დაგვიტოვა. იგი თავის დღიურებში საქართველოსა და მის მეფეს პირველად მაშინ ახსენებს, როდესაც მოგვითხრობს მდ. არაქსზე მდებარე დიდი ქალაქის კალმარინის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, ეს უნდა იყოს ქალაქი სურმარი.
ამ ქალაქის მიდამოების აღწერის შემდეგ კლავიხო მოგვითხრობს, რომ ეს ქალაქი მის მისვლამდე რვა წლით ადრე ოქროს ურდოს ყაენს თოხთამიშს აუღია. კლავიხოს ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან გაუგია, რომ თოხთამიშმა ბრძოლით ქალაქს ვერ სძლია, მაგრამ მოსახლეობამ მას მაინც შესთვაზა წლიური ხარკის გადახდა. თოხთამიში ამ წინადადებით თითქოს კმაყოფილი დარჩა და დამატებით ქალაქის დამცველი ჯარის ნახევარი მოითხოვა, რათა საქართველოში მეფე სორსოს (რეისორსო) წინააღმდეგ გაელაშქრა5.
თოხთამიშს საქართველოს დალაშქვრა, შეიძლება, მართლაც განზრახული ჰქონდა, მაგრამ თუ ამის განხორციელებაში მას რაიმემ ხელი შეუშალა, ეს თემურლენგის მის წინააღმდეგ წამოსვლა და დადევნება უნდა ყოფილიყო. როგორც ცნობილია, თოხთამიში თემურლენგთან შეჯახების შიშით უკან, ულუსში გაბრუნდა. მაგრამ, სინამდვილეში, საქმე გვაქვს სულ სხვა ვითარებასთან. ეხებოდა რა თოხთამიშის ირანის აზერბაიჯანში 1385 წლის ლაშქრობას, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ოქროს ურდოს მბრძანებელი კავკასიონის გადმო სასვლელებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ვერ გადმოლახავდა და, მაშასადამე, საქართველო და ოქროს ურდო მოკავშირეები იქნებოდნენ. თემურლენგის კავკასიაში შემოჭრის უმთავრესი მიზეზი გადმოსასვლელების ჩაკეტვა უნდა ყოფილიყო.6
სავსებით სწორია ივ. ჯავახიშვილის ნათქვამი, ჩემი მხრივ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ საქართველოსა და ოქროს ურდოს კავშირი თემურლენგის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდებოდა, რაზეც ქვემოთ ითქმევა.
როდესაც კლავიხო, ყარაბღის ველზე დაბანაკებული ომარ მირზას ლაშქარში მომხდარ არეულობაზე მოგვითხრობს, რაც ერთ-ერთი დიდებულის ომარ მირზაზე თავდასხმის მცდელობას გამოუწვევია, ამბობს: „... ურდოში ხმა გავარდა, ამბობდნენ, ედიგეი და თათრეთის იმპერატორი და მეფე გიორგი თავს დაგვესხნენო“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თურქმანებში, გიორგი VII ცნობილი იყო, როგორც ედიგეის7 მოკავშირე. თუ საქართველო-ოქროს ურდოს მოკავშირეობას გავიზიარებთ, მაშინ თოხთამიშის მუქარა საქართველოს მიმართ ქალაქის დამცველთა მოსატყუებელ ფანდად უნდა მივიჩნიოთ.
თოხთამიშის მიერ კალმარუნის ალყა, როგორც კლავიხო გადმოგვცემს, ადგილობრივი მოსახლეობისაგან გაგონილი ჰქონდა და ამიტომ ძნელია დადგენა, რას გულისხმობდა იგი, როცა ამბობდა _ ეს ამბავი რვა წლის წი ნათ მოხდაო. კლავიხო კალმარინს 1404 წლის 29 მაისს მიადგა. მის მიერ მოთხრობილი ამბავი თუ 8 წლის წინათ მოხდა, მაშინ 1396 წელი უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია, მას თოხთამიშის 1394 წელს აზერბაიჯანში მეორე ლაშქრობა ჰქონდა მხედველობაში. მართალია, არც ეს წელი ემთხვევა ზუსტად მის ნავარაუდევ წელს, მაგრამ შე დარებით ახლოს კი არის. ეს მეორე ლაშქრობა რომ ჰქონდა მხედველობაში, კლავიხო ამიტომ უნდა ასახელებდეს საქართველოს მეფედ გიორგი VII-ს (1393-1407).
როდესაც კლავიხო სხვა ადგილას თხრობას იწყებს საქართველოს მეფის მიერ მოწყობილი ლაშქრობის შესახებ, ზედმეტადაც კი მიიჩნია მეფის სახელის ხსენება, რადგან იგი მკითხველისათვის უკვე ნაცნობად მიიჩნია და აღნიშნა: „ამ დროს წამოვიდა საქართველოს მეფე, რომლის შესახებ უკვე მოისმინეთ“. როგორც ის შემდეგ ამბობს, მუსლიმანებში დიდი შიში და დაბნეულობა განსაკუთრებით იმას გამოუწვევია, რომ ქრისტიანებს მაჰმადიანებზე გაუმარჯვიათ. კლავიხო იქვე იძლევა იმის განმარტებას, თუ რად უწოდებენ მუსლიმანები ქრისტიანებს ურჯულოებს და რა იგულისხმება ამ სახელწოდებაში. იმ დროისათვის, როგორც ცნობილია, არც ამიერკავკასიაში და არც მის მეზობლად სხვა ქრისტიანი მეფე, რომელსაც სორსო ანუ გიორგი ერქვა და თანაც ქრისტიანი იყო, სხვა არავინ იყო, თუ არა მეფე გიორგი VII.
კლავიხომ თავის მოგზაურობა დღიურების სახით აღწერა. უნდა აღინიშნოს, რომ დღიურები ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია ესპანეთიდან სამარყანდისაკენ მოგზაურობის პერიოდში, ხოლო უკან, სამარყანდიდან ესპანეთში დაბრუნებისას, მათში გადმოცემულია მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ამბები, რაც იმ დროისათვის მოხდა.
კლავიხოსა და მის თანამგზავრებს თემურლენგის გარდაცვალების ამბავმა აზერბაიჯანში მიუსწრო. ამ ცნობამ დიდი მღელვარება გამოიწვია, რის გამო კას ტილიელებს, თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, 6 თვე და 3 კვირა (1405 წლის 1 თებერვლიდან 22 აგვისტომდე) თავრიზში დარჩენა მოუხდათ.
კლავიხოს თავრიზულ ჩანაწერებში არის საქართველოს მეფე გიორგი VII-ის შესახებ ერთი საყურადღებო ცნობა, რომელიც ნათელს ჰფენს ამ დაუღალავი და შეუპოვარი მეფის მოღვაწეობის ერთ ეპიზოდს კლავიხო მოგვითხრობს, რომ „საქართველოს მეფე, რომლის შესახებ უკვე მოისმინეთ, შეიჭრა ყარსისა და არზრუმის მიწებზე, რომლებიც დიდ არმენიაშია, მივიდა თავრიზამდე, გაძარცვა და გადაწვა მრავალი სოფელი და დასახლებული პუნქტი. ისეთი დიდი შიში გამოიწვია, რომ თავრიზელი მუსლიმანები ფიქრობდნენ, რომ ბატონი ომარ მირზა მოვიდოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. სამაგიეროდ თავის ცნობილ ძველ რაინდს, რომელსაც ომარ თობანი ერქვა, უბრძანა ხუთი ათასი მხედრით წასულიყო და საქართველოს მეფე ამ მხარის საზღვრებიდან განედევნა. მასთან შეერთება უბრძანა თავრიზისა და სხვა მხარეების ერთგულ ჯარებს. სულ შეიკრიბა დაახლოებით, თხუთმეტი ათასი მხედარი. მათ დიდი სისწრაფით გაიარეს ეს ქალაქი თავრიზი და გაჩერდნენ ალა-თაღის ველთან, რომელიც დიდ სომხეთშია. მეფე გიორგიმ, გაიგო რა ამის შესახებ, მოვიდა ხუთი ათასი მხედრით, ერთ ღამეს თავს დაესხა მათ, დაამარცხა, მრავალი მათგანი ამოწყვიტა და იმათ, ვინც გადარჩნენ, თავი შეაფარეს თავრიზს“.
კლავიხოს დღიურები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ქართველი მეფის მიერ თავრიზის მიდამოების დალაშქვრა მოხდა 1405 წლის 19 მაისიდან 11 ივლისამდე პერიოდში8. საქართველოს მხედრობის მიერ მსგავსი სამხედრო ოპერაციის შესახებ არც ერთი ქართული ცნობა არ გაგვაჩნია, მაგრამ კლავიხოს მონათხრობს ერთგვარად ეხმაურება XV საუკუნის სპარსულენოვანი ისტორიკოსი მირხონდი (1433-1498), რომელიც გვამცნობს: `მოვიდა ცნობა, რომ ქართველებმა სიმამაცის ფეხი საზღვარს გადმოაბიჯეს, თავს დაესხნენ განჯასა და ნახჭევანს და ხალხის ქონება და სისხლი ხელყვეს. ბასთან ჯაგირმა, არდებილის გამოჩენილმა მბრძანებელმა და მოხელეებმა აჯანყების გამო სასწრაფოდ შეაფარეს თავი შირვანის შეიხ იბრაჰიმ ვალისთან... ომარ მირზამ ბრძანა, რომ ომარ თობანი, ბარლას თუქალი და სხვა მხედართმთავრები მაღზულანგურჯად წოდებული ადგილის დასაცავად წასულიყვნენ...
რ. კიკნაძის აზრით, მირხონდის მიერ აღწერილი ამბავი 1405 წლის ზაფხულში მოხდა. ამგვარად კლავიხოს და მირხონდის ცნობა დროის მიხედვით ერთმანეთს ემთხვევა (კლავიხოსთან 1405 წ. 19 მაისიდან 11 ივლისამდე, მირხონდთან 1405 წ. ზაფხული), მაგრამ მგონია, მირხონდის ცნობის კიდევ უფრო დაზუსტება შეიძლება. თუ ამ ორი ავტორის მონათხრობს ჩავუკვირდებით, ნათელი გახდება, რომ ლაპარაკია ორ სხვადასხვა ლაშქრობაზე, რომლებიც გიორგი VII-მ თემურის სიკვდილის შემდეგ მოაწყო.
ამის თქმის საფუძველს პირველ რიგში გვაძლევს აღწერილი ლაშქრობების სხვადასხვა მიმართულება; რაც შეეხება ომარ თობანს, რომელსაც ორივე ავტორი მთავარ სარდლად ასახელებს, შეიძლება ითქვას შემდეგი: ომარ თობანი თემურის მომხრეთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში იყო, რომელმაც ხელი შეუწყო მის აღზევებას. იგი თემურს ემსახურებოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მისი თანამებრძოლიც იყო. იგი უშუალოდ მონაწილეობდა თემურის სხვადასხვა ლაშქრობაში, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის შთამომავალთა სამსახურში დარჩა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გიორგი VII-ის წინააღმდეგ გაგზავნილი ლაშქრის მეთაურად, თუნდაც ორჯერ, ომარ თობანი ყოფილიყო. არც ის არის გასაკვირი და სრულიად დასაშვებია, რომ ორივე წყაროში ნათქვამია მის დამარცხებაზე.
ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ, თუმცა ნაკლებმნიშვნელოვან გარემოებას, მაგრამ მაინც: კლავიხო ჯარის სარდლად მხოლოდ ომარ თობანს ას ახელებს, მირხონდი კი ამბობს: ომარ მირზამ „ომარ თობანი, ბარლას თუქალი და სხვა მხედართმთავრები“ გაგზავნაო. დასახელებულ მეთაურებს, რომ კლავიხოს მიერ აღწერილ ლაშქრობაში მონაწილეობა ერთად მიეღოთ, მაშინ ისიც ორივეს დაასახელებდა, რადგან იგი მირხონდზე ნაკლებად კი არა, შეიძლება უკეთაც იცნობდა მაშინდელი ირანის პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობას, თუნდაც იმიტომ, რომ კლავიხო უშუალო დამკვირვებელი იყო, მირხონდი კი წინამორბედთა ცნობებს ემყარებოდა.
ჩემი აზრით, ხსენებულ ორ ცნობაში ორ სხვადასხვა დროს მოწყობილ ლაშქრობას თუ ვიგულისხმებთ, მაშინ პირველ მომხდარ ფაქტად კლავიხოს მონათხრობი უნდა ჩაითვალოს. ცნობა ქართველების ლაშქრობის შესახებ კლავიხოს ჩართული აქვს ომარ მირზას მამისა და ძმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინტრიგების შესახებ საკმაოდ დეტალურ მოთხრობაში.
უპირატესობა კლავიხოს ცნობას იმიტომ უნდა მიენიჭოს, რომ იგი თავის დღიურებში არ ახსენებს აჰმად ჯალაირსა და ყარაიუსუფს, რომლებიც ერთად მოქმედებდნენ. კლავიხო, რომელიც მისი დროის ირანში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური ამბებისა და მათში მოქმედი მთავარი მოქმედი პირების შესახებ შესაშურ ცოდნას ამჟღავნებს, არ შეიძლებოდა მხედველობიდან გამორჩენოდა აჰმად ჯელაირისა და ყარა-იუსუფის საქმიანობა. ამიტომ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ კასტილიელის თავრიზში ყოფნისას ისინი ას პარეზზე ჯერ არ ჩანდნენ. სომეხი ისტორიკოსი თომა მეწობელი აღნიშნავს, რომ ყარა-იუსუფი სომხეთსა და აზერბაიჯანში 1395 წლიდან 1406 წლამდე არ გამოჩენილაო.
ამ საინტერესო საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება მირხონდი, რომელიც ქართველთა ლაშქრობას, აჰმედ ჯელაირის ეგვიპტიდან წამოსვლას და მის მიერ ბაღდადის აღებას ერთდროულად გადმოგვცემს. იგი წერს: „ცნობა მოვიდა, რომ სულთანი აჰმედი მისრეთიდან (ეგვიპტე) დაბრუნდა და ბაღდადი დაიპყრო... ომარ მირზამ ბრძანა, რომ ომარ თობანი, ბარკას თუქალი და სხვა მხედართმთავრები მაღზულანგურჯად წოდებული ადგილის დასაცავად წასულიყვნენ. ამირ სუნჯაკი კი ურიცხვი ჯარის ერთი ნაწილით ბაღდადში გაგ ზავნა, რათა ის ვილაიეთი სულთნისათვის წაერთმია“.
ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ მირხონდის მიერ აღწერილი ეპიზოდი _ ქართველების ლაშქრობა და ყარა-იუსუფისა და აჰმედ ჯელაირის მიერ ბაღდადის აღება _ მოხდა 1406 წლის ივნისში, კლავიხო, რომელიც 1406 წლის მარტში უკვე კასტილიაში იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, თავის დღიურებში ვეღარ შეიტანდა ისეთ რამეს, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთში მისი კასტილიაში დაბრუნების შემდეგ მოხდა.
ვფიქრობ, ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კლავიხო და მირხონდი მეფე გიორგი VII-ის მიერ თურქმანების წინააღმდეგ მოწყობილ ორ სხვადასხვა ლაშქრობაზე გადმოგვცემენ ან მირხონდმა ერთმანეთში აურია სხვადასხვა დროს მომხდარი ამბები.
რადგან კლავიხოს გადმოცემა სხვა წერილობითი წყაროებით არ დასტურდება, ამიტომ ი. სრეზნევსკი გიორგი VII-ის მეთაურობით მოწყობილ ლაშქრობას საეჭვოდ მიიჩნევდა და ვარაუდს გამოსთქვამდა, კლავიხომ გიორგის ხომ არ მიაწერა თურქმენ ყარა-იუსუფის ნამოქმედარიო. როგორც დავრწმუნდებით, ი. შრეზნევსკის მიერ გამოთქმული ეჭვი ნაჩქარევი იყო. რას ეყრდნობოდა იგი, როცა ამბობდა, რომ ასეთ ლაშქრობა ყარა-იუსუფმა მოაწყოო? ყარა-იუსუფი ცნობილია, როგორც თემურლენგის ერთ-ერთი შეუპოვარი მოწინააღმდეგე. იგი იყო შავბატკნიანთა (ყარა-ყოინლუ) გაერთიანებული ტომების ამირა, წარმოშობით ბაჰარლუს ტომიდან. მან, აჰმედ ჯელაიართან ერთად, თე მურისაგან დევნილმა, ჯერ ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ I-ს შეაფარა თავი9, ხოლო თემურის მიერ ბაიაზიდის დამარცხების შემდეგ, ეგვიპტეში გაიქცა. თემურის მოთხოვნით, ეგვიპტის სულთანმა ფარაჯმა იგი შეიპყრო, რამდენიმე ხანს ტყვეობაში ჰყავდა და თემურისათვის გადაცემას აპირებდა კიდეც, მაგრამ თემურის სიკვდილმა იხსნა. სულთანმა ყარა-იუსუფი გაათავისუფლა და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა. ყარა-იუსუფმა შეაგროვა ათასი მხედარი და აზერბაიჯანისაკენ წავიდა.
თემურლენგი გარდაიცვალა 1405 წლის 18 თებერვალს ქ. ოტრარაში, ხოლო ზემოაღნიშნული ლაშქრობა უნდა მომხდარიყო 1405 წლის 19 მაისსა და 11 ივლისს შორის. ამ დროისათვის კი ყარა-იუსუფი კლავიხოს მიერ დასახელებულ ადგილამდე ვერ მივიდოდა, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ცნობა თემურლენგის სიკვდილის შესახებ შუა აზიიდან ეგვიპტემდე დაიგვიანებდა და, მეორეც, ყარა-იუსუფისათვის საჭირო იქნებოდა გარკვეული დრო ჯარის შესაკრებად. მაშინ ყოველივე ამის გაკეთება დროის მცირე მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ი. პეტრუშევკის მიხედვით, სირიიდან წამოსულმა „აჰმედმა და ყარა-იუსუფმა 1406 წლის ივნისში აიღეს ბაღდადი და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიძრნენ სამხრეთ აზერბაიჯანისაკენ. 1406 წლის ივლისის დასასრულს ორივე მოკავშირე თავრიზს მიუახლოვდა“.
ამგვარად ქართველთა ლაშქრობა შედგა 1405 წლის ზაფხულში, ხოლო აჰმედ ჯალაირისა და ყარა-იუსუფისა კი 1406 წლის ზაფხულში.@
ცნობილია, როგორ შეუპოვარ ბრძოლას აწარმოებდა ქართველი ხალხი გიორგი VII-ის მეთაურობით დამპყრობთა წინააღმდეგ ჯერ კიდევ თემურლენგის სიცოცხლეში.
1403 წელს მეფე გიორგისა და თემურლენგს შორის დადებული ზავით, საქართველო თურქმანების ვასალურ მდგომარეობაში რჩებოდა. ზავის დადების შემდეგ თემურს საქართველო აღარ დაულაშქრავს, იგი ჩინეთის დას აპყრობად წავიდა. გიორგი მეფეს საშუალება მიეცა ქვეყანაში მშვიდობა დაემყარებინა, ძალები მოეკრიბა და თვალყური ედევნებინა ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისათვის. როგორც ჩანს მეფე გიორგიმ ვი თარება ხელსაყრელად ჩათვალა და ქვეყნის მტრისაგნ გაწმენდას და ერთიანობის აღდგენას შეუდგა.
თემურის სიკვდილის შემდეგ იმპერიაში დაწყებულ გამათავისუფლებელ მოძრაობას მის მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ბრძოლა დაერთო, რამაც გიორგი მეფეს აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარების საშუალება მისცა. Mან გაითვალისწინა აზერბაიჯანში დაწყებული სახალხო მოძრაობის მნიშვნელობა საქართველოსათვის და მაშინვე, 1405 დასაწყისში, მოძრაობის მეთაურს შირვანშაჰ იბრაჰიმს დაუკავშირდა. ქართველმა მეფემ იბრაჰიმთან კავშირი იმითიც განამტკიცა, რომ მას გადასცა ცოტა ხნის წინ დაპყრობილი განჯა და ნახჭევანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მეფეს სწორად შეუფასებია ომარ თობანის მორჩილებაში არსებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება. ომარ მირზამ ყარაბაღში გაიგო თავისი პაპის სიკვდილი. მან განიზრახა დაწყებული არეულობით ესარგებლა და თავისი მამის _ მირან-შაჰის და უფროსი ძმის _ აბუბექრის დევნა დაიწყო. მან ძმა დაატყვევა და სულთანიის საპყრობილეში ჩააგდო, მამა კი ვერ მოიხელთა. მირან-შაჰის თავისუფლება ომარის მდგომარეობას არყევდა. ამით იყო გამოწვეული, რომ მან მონაწილეობა არ მიიღო მის სამფლობელოებში შეჭრილი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში. Iმის ფიქრიც შეიძლება, რომ იგი ქართველთა თავდასხმას შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე საკუთარი მამის დატყვევებას.
აღწერილი ვითარება საშუალებას აძლევდა მეფე გიორგის მცირე ჯარით შეჭრილიყო განდგომილი ივანე ათაბაგის სამფლობელოში, დაემორჩილებინა იგი და ლაშქრობა გაეგრძელებინა მეზობელ ტერიტორიებზე, მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის საქართველოს არც სამხრეთით მოსაზღვრე ოლქებში და არც თვრიზის მიდამოებში თურქმანებს სერიოზული სამხედრო ძალა არ ჰყავდათ.
მაინც, ლაშქრობის მთავარი მიზანი საათაბაგოს შემომტკიცება უნდა ყოფილიყო და აი რატომ: მესხეთის მფლობელი ივანე ათაბაგი მეფე გიორგის გადაუდგა 1402 წელს და კონსტანტინე ბატონიშვილთან, მეფის ძმასთან, ერთად თემურლენგს მიემხრო.
თემურის საქართველოში ბოლო ლაშქრობის დროს ისინი მტრის მხარეს იყვნენ. საქართველოს სამხრეთი საზღვრისა და ქვეყნის გულისაკენ მიმავალი გზის დაცვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეფის შემდგომი მოქმედებისათვის. გიორგის შემდგომ მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ყარსისა და ნახჭევანის აღება, რასაც მირხონდი გადმოგვცემს.
გიორგი VII-ის საქართველოს პოლიტიკური გაძლიერებისათვის ბრძოლის მიუხედავად, თემურის ლაშქრობებმა ქვეყანას ისეთი დაღი დაასვა, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო. საქართველოს სახელმწიფოს სამფლობელოები ტერიტორიულად შემცირდა. ოდესღაც მეგობრული თუ ყმადნაფიცი მეზობლების ადგილას საქართველოსადმი მტრულად განწყობილი თემურიდები გაბატონდნენ.
თემურიდების განდევნიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა ყარა-ყოიუნლუს (შავბატკნინთა) თურქმანების სახით. მათთან ბრძოლაში დაიღუპნენ მეფეები _ გიორგი VII (1407 წ.) და კონსტანტინე (1412 წ.).

შენიშვნები
1. ჰანს შილტბერგერი დაიბადა 1380 წელს ბავარიაში, ფრაიზინგის მახლობლად. 1394 წლიდან იყო რაინდ რაიხარტინგენის საჭურველთ-მტვირთველი. 1396 ნიკოპოლთან ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა ოსმალებს. ის სულთნის მონად აქციეს. თემურის ტყვეობაში აღმოჩნდა მის მიერ ანგორასთან ოსმალების დამარცხების (1402 წ. 20 ივლისი) შემდეგ. თემურის სიკვდილის შემდეგ თემურიდების სამსახურში იყო. სამეგრელოში ყოფნის დროს იგი სხვა ოთხ ქრისტიანთან ერთად გაიქცა და ბათუმის მიდამოებიდან ფრანგების გემს გაჰყვა. საბოლოოდ, 1427 წელს, დიდი თავგადასავლების შემდეგ, ის სამშობლოში დაბრუნდა. შილტბერგერმა თავისი თავგადასავალი აღწერა „მოგზაურობის წიგნში“.
2. ალინჯა რომ საიმედო თავშესაფარი და განძის შესანახი ადგილი იყო, ამის შესახებ შილტბერგერის მიერ გადმოცემული ამბავი ძალიან გადაჭარბებული არ უნდა იყოს. ამ ციხეში აურაცხელი სიმდიდრე სხვა დროსაც ყოფილა დაცული.
3. შარაფ ად-დინის მიხედვით, თემურის ლაშქარს პირველი შეტევისას ალინჯის ციხის გარეთ არსებული სიმაგრეები აუღია, დამცველები კი ციტადელში გამაგრებულან.
4. აღმოსავლელი ავტორების გავლენით, მ. ბროსე 1387 წელს მიიჩნევს თემურის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობის დროდ, რაც სინამდვილეში 1386 წელს მოხდა.
5. ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებული სახელების დამახინჯება გამომცემლის მიერ ხელნაწერის მცდარად ამოკითხვის შედეგია. ამიტომ ვხედავთ ქართველთა მეფის, საქართველოს და ქართველების სახელთა შემდეგ ფორმებს: გიორგი VII _ სორსო-სოროსო-სორდო-გორგო, საქართველო _ ჯურგანია-გურგანია, ქართვეელები _ გრიეგანოს.
6. სრეზნევსკის სამართლიანი შენიშვნით კლლავიხოს მიერ გადმოცემული ამბავი რვა წლის წინათ კი არა, 18 წლის წინათ, ე.ი. 1386 წელს მოხდა. ამ წელს თოხთამიში პირველად შეიჭრა აზერბაიჯანსა და სომხეთში.
7. ედიგეი, თეთრბატკნიანთა ამირა, პირველ ხანებში თემურს თოხთამიშის წინააღმდეგ ეხმარებოდა. თოხთამიშის განადგურების შემდეგ (1391 წ.) თემურს უღალატა. 1397 წლიდან ოქროს ურდოს მბრძანებელი გახდა და თემურის დაუძინებელ მტრად გადაიქცა.
8. 19 მაისს ომარ მირზამ კასტილიელებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდა მისივე ბრძანებით თავრიზის ხელისუფალთა მიერ ელჩობისათვის ქონების ჩამორთ მევის გამო. ხოლო 11 ივლისს ომარ მირზამ თავისი ძმის, აბუბექრის ციხიდან გაქცევის ამბავი გაიგო.
9. საყურადღებოა, რომ ფარსადან გორგიჯანიძე თავის „ისტორიაში“ თემურსა და ბაიაზიდს შორის ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ამ უკანასკნელის მიერ აჰმედის შეფარებასა და მისი თემურისათვის გადაუცემლობას ასახელებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий