среда, 10 августа 2016 г.

პომპონიუს მელას (ახ.წ. 15-60 წლ) ცნობები შავიზღვისპირა ქართველების შესახებ

რომაელმა (ესპანეთიდან) პომპონიუს მელამ (ახ.. 15-60) ახ.. 43 წელს, დასახლებული მსოფლიოს ერთი მთლიანი, გეოგრაფიული ხასიათის მიმოხილვა შეადგინა, რომელიცქვეყნის აღწერილობისსახელით არის ცნობილი. ნაშრომსგეოგრაფიასაცუწოდებენ. პომპონიუსი მოგზაური და ბუნების მკვლევარი არ ყოფილა. თავისი ნაშრომი მან სხვადასხვა დროისა და სახის მრავალფეროვანი თხზულებებიდან ამოკრეფილი საინტერესო მასალებით შეადგინა. ცნობების ხასიათის მიხედვით ჩანს, რომ იგი ისეთი ძველი წყაროებითაც სარგებლობდა, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, პომპონიუსის ცნობები მოკლე და სქემატურია, ერთმანეთშია არეული და უთარიღოა. თარიღები მხოლოდ ცნობების ხასიათის მიხედვით შეიძლება დადგინდეს.
მელა მოგვითხრობს: „შიდა ქვეყნებში ბევრი და ნაირ-ნაირი ხალხები ცხოვრობენ... სკვითებსა და სკვითების ტრამალებს ზემოთ დაჰები ცხოვრობენ; ხოლო კასპიის უბეს ზემოთ კომარეები, მასაგეტები, კადუსები, ჰირკანები, ჰიბერები; ამაძონებსა და ჰიპერბორეებს ახლოს კიმერიელები, კისიანტები, აქეები, გეორგილები, მოსხები, კორსიტები, ფორისტები, რიმფაკები; ხოლო სადაც ჩვენს ზღვებს ემხრობამატიანები, ტიბარანები და უკვე უფრო ცნობილი სახელის მქონენიმიდიელები, არმენიელები, კომაგენები, მურანები, ვეგეტები, კაპადოკიელები, გალოგრეკები, ლიკაონელები, ფრიგიელები, პისიდიელები, ისავრიელები, ლიდიელები, სიროკილიკიელები.
პაფლაგონიელთა მეზობელ ხალიბებს ეკუთვნის ცნობილი ქალაქები ამისო (სამსუნთან) და სინოპე, აგრეთვე მდინარეები ჰალისი (ყიზილ ირმაქი) და თერმოდონტი (თერმე-ჩაი). ჰალისის სანაპიროზე დგას ქალაქი ლიკასტო. თერმოდონტი მიედინება დაბლობზე, რომელზეც მდებარეობს ქალაქი თემისკური (თემისკირა, მდინარეებს ირისსა და თერმოდონტს შორის). აქ ადრე იყო ქალი ამაზონების ბანაკი, რის გამოც ამ დაბლობს ამაზონების დაბლობს ეძახიან.
ხალიბების მეზობლები არიან ტიბარენები, რომელთათვის ყველაზე კარგია თამაში და სიცილი. კონცხის მეორე მხარეს ხის კოშკებში ცხოვრობენ მოსინები. მთელ სხეულ ისინი იფარავენ ნიშნებით და იკვებებიან უცხო ადამიანების დასანახად. ქორწინება მათი მოუწესრიგებელი და სრულიად ღიაა. მეფეებს ისინი ირჩევენ ხმის მიცემით, ჰყავთ ის გამოკეტილი დაცვის თანხლებით და როცა ისინი ცუდი მმართველობის გამო იმსახურებენ დასჯას, მთელი დღე აშიმშილებენ. საერთოდ ისინი უხეშები, გაუნათლებელნი არიან და მტრულად ექცევიან უცხოელებს.
მათი მეზობლებიმაკროკეფალები (მაკრონები), ბექერები, ბუზერები (ბიძერები) – ნაკლებად ველურები არიან, თუმცა გამოირჩევიან მძიმე ხასიათით. ქალაქები აქ ცოტაა, ყველაზე დიდია კერასი (კერასუნტი) და ტრაპეზი (ტრაპეზუნტი).
აქ მდებარეობს ადგილი, სადაც ბოსფორიდან მომავალი ზღვის სანაპირო იცვლება მკვეთრი მოსახვევით. ეს არის პონტოს კლაკნილი სანაპიროს ყველაზე მკვეთრად მოხვეული კუთხე (.. უბე) მოყოლებული თრაკიის ბოსფორიდან. აქ ცხოვრობენ კოლხები. პონტოს ამ ადგილზე ჩაედინება მდინარე ფასისი, რომლის ახლოს მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, აშენებული თემისთაგორა მილეტელის მიერ. აქ არის ფრიქსეს ტაძარი და ჭალა (ოქროს ვერძის ტყავის ადგილსამყოფელი) სახელოვანი ოქროს საწმისის შესახებ ძველი თქმულებით.
აქ იწყება მთების გრძელი ჯაჭვი დაკავშირებული რიპეის (ჩრდილოეთის) მთებთან. ის ერთის მხრივ მიემართება ევქსინისაკენ (სტუმართმოყვარე პონტო, სტუმართმოყვარე ზღვა), მეოტიისა (აზოვის ზღვა) და ტანაისისაკენ (დონის სახელწოდება), მეორეთი კასპის ზღვისაკენ. ამ მთებს უწოდებენ კერავნულს; აგრეთვე ეძახიან ტავრების, მოსხების, კასპიელების, კორაქსების, კავკასების. ეს სახელები იმდენად განსხვავებულია, რამდენადაც ხალხები, რომლებიც იმ მიწებზე ცხოვრობენ, რომელზედაც გადის ეს მთები.
ამ სანაპიროზე მოსახვევის დასაწყისში (იგულისხმება ფასისის ჩრდილოეთით  მ. ინაძე). ქალაქია, რომელიც, ამბობენ, ბერძენი ვაჭრების  დაარსებულია და კიკნოსი (ანუ ბერძნულად „გედი“  მ.ი.) ჰქვია, რადგან, როცა ბნელი ქარიშხალი მოაქროლებდა მათ და არ იცოდნენ საით იყო მიწა, გედის ხმამ მისცა ნიშანი და გადაწყვიტეს ქალაქისთვის ეს სახელი დაერქვათ (მ. ინაძის აზრით უნდა იყოს პლინიუსის კიგნუმი. დღევ. ხობის შესართვათან სოფ. ყულევი). დანარჩენი ნაწილი ამ სანაპიროს დასახლებულია ველური და გაუნათლებელი ხალხებით. ისინი ცხოვრობენ ღია ზღვასთან. ესენი არიან მელანქლენები (კოდორსა და მოქვის შორის), სერები, სირაკები (სერები და სირაკები სკვითური ტომები იყვნენ და ნოვოროსიის კის რაიონში ცხოვრობდნენ), კოლიკები, კორაქსები, ფთიროფაგები, ჰენიოხები (კავკასიის მთებში კელასურის სათავიდან შახეს სათავემდე), აქეელები (შახედან დასავლეთით), კერკეტები (აქეელების შემდეგ დასვლეთით სინდებამდე) და სინდები. უკანასკნელნი ცხოვრობენ პონტოსა (შავი ზღვის) და მეოტიდის (აზოვის ზღვის) საზღვარზე.
ჰენიოხების მხარეში არის ქალაქი დიოსკურიადა, დაარსებული კასტორისა და პოლუქსის მიერ, რომლებიც მოვიდნენ იაზონთან ერთად, ხოლო სინდების მხარეში არის ქალაქი სინდი, დაარსებული ადგილობრივი მცხოვრელების მიერ.
შემდეგ მოდის მიწის ვიწრო ზოლი, რომელიც მიემართება ქიმერის ბოსფორისაკენ და აერთებს პონტოს მეოტიდასთან. მდ. კოროკონდამა, რომელიც ერთი კალაპოტით ჩაედინება პონტოში, ხოლო მეორეთი მეოტიდაში, აქცევს მიწის ამ ვიწრო ზოლს ნახევარკუნძულად. აქ არის 4 ქალაქი: გერმონასსა, კენოია, ფანაგორია და კიმმერიკი. ყველა ისინი განლაგებულია მეოტიდის სანაპიროზე. კიმმერიკი მდებარეობს ზუსტად სრუტის გამოსასვლელთან. მეოტიდა კი გრძელი და ფართო ტბაა.




Комментариев нет:

Отправить комментарий