საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. სვანეთს აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით - ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით-აფხაზეთი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედის იქითა მხარეს-ყარაჩაი და ბალყარეთი.
სვანები თავდაპირველად უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი. მათ თავის დროზე ეჭირათ ლეჩხუმისა და რაჭის მნიშვნელოვანი ნაწილი. სვანებს, სტრაბონის სიტყვით, ეპყრათ კავკასიის უღელტეხილი დიოსკურიადან მოყოლებული. ე. ი. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეც ყოფილან განსახლებულები, რასაც უდავოდ მოწმობს ის სვანური ტოპონიმები, რომლებიც არაერთია აფხაზეთში და მათ შორის „სოხუმი“, რომლის თავდაპირველი სახელწოდება „ცხუმი“ იყო. სვანები განსახლებულნი ყოფილან ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მდინარეების - თერგისა და ყუბანის სათავეებში, სადაც ასევე დასტურდება სვანური ტოპონიმები. თერგის, ბახსანის და ყუბანის სათავეებში ამჟამადაც არის სვანური ტიპის სხვადასხვა შენობა-ნეგებობანი.
აღმოსავლეთისა და სამხრეთის საზღვრები ბერძნებისა და რომაელების მწერლებს ნაჩვენები არა აქვთ, მაგრამ უეჭველია ძველად სვანები გაცილებით უფრო სამხრეთით ბინდრობდნენ, ვიდრე ახლა ცხოვრობენ; ამას უნდა ამტკიცებდეს საგეოგრაფიო სახელების დაკვირვება, მაგ., ლეჩხუმი, ლებაჩილე და სხვა. შემდეგ სვანების მიწები კოლხებს დაუპყრიათ, ისინი კი კავკასიის უღელტეხილზე მოუმწყვდევიათ; დაპყრობილ სვანებს მეგრული შეუთვისებიათ; მაშასადამე, მეგრელებსა და სვანებს შორისაც ნარევი ტომი უნდა გაჩენილიყო. ამას პტოლემეს ცნობაც ამტკიცებს; თავის გეოგრაფიაში იგი სვან-კოლხების (სუანნო-კოლხოჲ) ტომს ასახელებს; ამავე ნარევ ტომს, სომხების ისტორიკოსი ფაუსტი ბიზანტიელიც იხსენიებს.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი, თუმცა რეალურად სვანეთი შიდა საქმეებში მუდმივად დამოუკიდებელი იყო რაზეც სტრაბონი მოგვითხრობს:
„პონტოს სანაპიროზე ცხოვრობენ აქეელები, ზიგები (ჯიქები), ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები (ანუ გრძელწვერებიანები). მათ სამხრეთით მდებარეობს ფთიროფაგების (ანუ გირჩისმჭამელები) ხეობა.

მითრიდატეს ისტორიკოსები, რომლებიც დიდ ნდობას იმსახურებენ ასახელებენ პირველად აქეელებს, შემდეგ ზიგებს, შემდეგ ჰენიოხებს, შემდეგ კერკეტებს, მოსხებს, კოლხებს, მათ ქვემოთ მცხოვრებ ფთიროფაგებსა (გირჩისმჭამელები) და სოანებს (სვანები) და სხვა პატარა ხალხებს კავკასიისა.
იმ ხალხებს, რომლებიც დადიან დიოსკურიადაში არიან ფთიროფაგებიც, რომლებმაც ეს სახელი ბინძურად ცხოვრების გამო მიიღეს. მათ ახლოს ცხოვრობენ სოანები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან მათ სიბინძურეში, თუმცა სჭარბობენ ძალაუფლებით. შესაძლოა სოანები ყველაზე მებრძოლი და ძლიერი ხალხია. ყოველ შემთხვევაში ისინი მბრძანებლობენ ყველა მათ ირგვლივ მცხოვრებ ხალხებზე და უკავიათ კავკასიის სიმაღლეები, რომლებიც აღმართულია დიოსკურიადასთან. მათ ჰყავთ მეფე და 300 კაციანი საბჭო და ამბობენ, რომ შეუძლიათ გამოიყვანონ 200000 მეომარი. სინამდვილეში მთელი ხალხი წარმოადგენს საომარ, თუმცა არაორგანიზებულ ძალას. მათ ქვეყანაში, როგორც ამბობენ მთის მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო და ბარბაროსები დაჩვრეტილი ჭურჭლითა და ცხვრის ტყავებით აგროვებენ. ამბობენ რომ აქედან გაჩნდა მითი ოქროს საწმისის შესახებ. სვანები იყენებენ შხამიან ისრისპირებს, რომელსაც სუნითაც კი მოაქვს ტანჯვა არადაჭრილ მოწინააღმდეგისათვის.
კავკასიონის სამხრეთ ნაწილი გადაჭიმულია ალბანეთში, იბერიაში, კოლხებისა და ჰენიოხების ქვეყნებში. აქ ცხოვრობენ ტომები, რომლებიც როგორც ზემოთ აღვნიშნე (გულისხმობს სვანებსა და მათი მეზობლებს) დადიან დიოსკურიადაში და დადიან ძირითადად ისინი იქ მარილისათვის. ამ ტომებისგან ზოგიერთს უჭირავთ მაღალ მთები, ზოგი ცხოვრობენ ტყიან ხეობებში, იკვებებიან ნადირის ხარცით, ველური ხილითა და რძით. ზამთარში მაღალი მთები მიუვალია და მიმოსვლა წყდება, გაზაფხულზეც კი ადამიანი თხილამურებს იკეთებს ფეხებზე, რომ თოვლში არ ჩაიფლას. მთიდან კი ტყავზე დამჯდარი ჩამოცურდებოდნენ ხოლმე, თორემ სხვაფრივ მოგზაურობა საშიში იყო“.
V საუკუნის 70-იან წლებში სვანეთზე კონტროლი ეგრისმა დაკარგა და ამიერიდან მას პერიოდულად სპარსელები და ბიზანტიელები მართავდნენ. ასე გაგრძელდა VIII საუკუნის ბოლომდე, ვიდრე ლეონ II-მ ეგრის-აფხაზეთის დამოუკიდებელი სამეფო არ შექმნა, რომლის ერთ-ერთი საერისთავოც გახდა სვანეთი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
სვანეთი თემებად იყოფოდა. ქვემო სვანეთი, რომელიც სამეგრელოს მთავრების გამგებლობაში იყო სამი თემისაგან (ლენტეხი, ჩოლური, ლაშხეთი) შედგებოდა. ზემო სვანეთი, რომელიც ბალის ქედით ორ ნაწილად იყოფოდა, 12 თემის ერთობლიობას წარმოადგენდა. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო და მასში ეცერის, ფარის, ცხუმარის და ბეჩოს თემები შედიოდა. თავისუფალ სვანეთში კი თერთმეტი თემი იყო: ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი, მუჟალი, წვირმი, ელი, იფარი, ადიში, კალა და უშგული.
თავისუფალი სვანეთი ზემო სვანეთის უბატონო თემებისათვის მეფის რუსეთის ადმინისტრაციის მიერ პირობითად შერქმეული სახელწოდება, გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 წელს ზემო სვანეთი მეფის რუსეთის ხელისუფლებას დაემორჩილა. ცენტრი - სოფელი ლალხორი. „თავისუფალი სვანეთი“ ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ენგურის ზემო დინების აღმოსავლეთ ნაწილს, ბალის ქედიდან უშგულის ჩათვლით.
სვანებს ისეთივე წილი აქვთ შეტანილი ერთიანი ქართული კულტურის შექმნაში, როგორც საქართველოს დანარჩენი ეთნოგრაფიული ერთეულების წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომ სვანებისათვის საოჯახო სამეტყველო ენა ერთ-ერთი ქართველური ენა-სვანური იყო, დღემდე შემორჩენილი ყველა საისტორიო საბუთი სვანეთში ქართულ ენაზეა შესრულებული და ბევრ მათგანში სვანები ღმერთს შესთხოვენ არამარტო თავიანთი თემისა და სვანეთის, არამედ „ერთობილი საქართველოს“ სიკეთეს.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო (ენგურის ხეობა) და ქვემო სვანეთად. (ცხენისწყლის ხეობა) მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი - ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
ასევე ცალკე გამოიყოფა კოდორის ხეობის სვანეთი, სადაც სვანები XIX ს. არიან დასახლებული, მაგრამ უფრო ადრეც აქ სვანები მკვიდრობდნენ, რასაც ანტიკური წყაროებიც ადასტურებენ, რომლებიც სვანებს „მისიმიანელების“ სახელით მოიხსენიებენ. სვანების თვითსახელწოდება „მუ-შუან“ ბერძნულ ენაზე „მისიმიანად“ გარდაიქმნა.
ადმინისტრაციულად ზემო სვანეთი მესტიის რაიონში შედის, ქვემო სვანეთი - ლენტეხის რაიონში, ხოლო კოდორის (დალის) სვანეთი - აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში.
სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი - სვანები. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი); ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი).
სვანეთის ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნის II ნახევრიდან - 1858 წლამდე არსებობდა. იგი მოიცავდა ზემო სვანეთის (მდ. ენგურის ხეობა) დასავლეთ ნაწილს ე. წ. ბალის ქედიდან (ლატალის დასავლეთით) ცხვიმზაგარამდე (ჯვარის აღმოსავლეთით), შედგებოდა ბეჩოს, ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან. სვანეთის ერისთავები XI ს-იდან 1362 წლამდე იყვნენ ვარდანისძეები, 1362 წლიდან XVI ს-ის ბოლომდე გელოვანები, შემდეგ კი დადეშქელიანები.
სვანეთის სამთავრო დაახლოებით 66 სოფელს, 1000-მდე კომლს ანუ 9500-10000 სულ მცხოვრებს ითვლიდა. სოციალურ-პოლიტიკური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის მსგავსი იყო. სასულიერო სფეროში სვანეთის სამთავრო ცაიშელი ეპისკოპოსის სამწესოში შედიოდა. აქ მრავალრიცხოვან ქრისტიანულ ეკლესიათაგან სილამაზითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია.
სვანეთის სამთავროს ჩამოყალიბება დადეშქელიანების ფუთასა და დიდი ოთარის მმართველობის დროს დაიწყო. მათმა მემკვიდრეებმა სორთმანმა, როსტომმა, თენგიზმა და სხვებმა ბრძოლა გაუმართეს მეტოქე რიჩგვიანთა საგვარეულოს, რაც ამ უკანასკნელთა სრული გადაშენებით დასრულდა. პარალელურად დადეშქელიანებმა დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ბალსქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს, რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა-ციოყი იყო. ბაბა ციოყის მემკვიდრეები: მოსოსტრი, ციოყი, თათარყანი და სხვები ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისათვის. XIX საუკუნის 20-იან წლებში მათი გვარეულობა და სამთავრო ორად გაიყო: დადეშქელიანთა უფროსი შტო (ციოყი) ჩუბერხევის (სამეგრელო მოსაზღვრე ტერიტორია) დაეუფლა, ხოლო უმცროსი (თათარყანი ანუ ნიკოლოზი) - ეცერის, ცხუმარისა და ბეჩო-ლეჩყანის თემებს. ორივე შტოს მეთაურები ერთპიროვნულ ბატონობას, სამთავროსა და მთელი სვანეთს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. 1833 წელს დადეშქელიანებმა მეფის რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს, მაგრამ პირველობისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, რაც ზოგჯერ მოქიშპე თავადთა და გლეხობის აწიოკებით მთავრდებოდა. დაპირისპირებულ დადეშქელიანთა საქმეებში ხშირად დადიანები და მეფის მოხელეებიც ერეოდნენ. ყოველმხრივ შევიწროებული ჩუბეხევის დადეშქელიანები ბრძოლას განაგრძობდნენ. 1857 წელს კონსტანტინემ (მურზაყანი) მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი. კონსტანტინე რუსებმა დახვრიტეს, ხოლო ჩუბეხევის ყველა დადეშქელიანი რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლეს. 1857-1858 წლებში სვანეთის სამთავრო გაუქმდა, მისი მოსახლეობა კი სვანეთის საბოქაულოში გაერთიანდა. 1917 წლამდე ზემო სვანეთის დიდი ნაწილი, როგორც სვანეთის საბოქაულო, ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. 1921 წლიდან მესტიის რაიონს დაექვემდებარა 1 დაბა – მესტია და 134 სოფელი.
სვანეთი ქართული ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი იყო. ამავე დროს სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობისა და ხეზე კვეთის ნიმუშები. სვანეთი კოშკების მხარეა, რომლებსაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდათ. აქ ორასამდე კოშკს ითვლიან. სვანეთში ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა, რომელთა მშენებლობაში მთელი სოფელი, თემი მონაწილეობდა. არანაკლებ საყურადღებოა კოშკების გვერდით მიდგმული ქვითკირის ორსართულიანი ძველი საცხოვრებელი სახლები. შემორჩენილია ასამდე, ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოში შესანიშნავად ჩაწერილი ეკლესია. სვანური მცირე ზომის ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად X-XV სს. შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი საქართველოს ერთადერთი ეთნოგრაფიული მხარეა, სადაც ეკლესიის გარეთა კედლებზე ფრესკები გვხვდება. ამასთანავე, გარე კედლებზე შესრულებული ზოგიერთი ფრესკა საეკლესიო-სასულიერო მოვლენასთან როდია დაკავშირებული. მაგალითად, ლაშთხვერისა და ჩაჟაშის ეკლესიების გარე ფრესკებზე მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული.
სვანებს ჰქონდათ საერთო სასვანო დროშა - ლემ, რომელიც ზემო სვანეთის დროშად ითვლებოდა. „ლემ“-ი სინამდვილეში მგლის გამოსახულებას წარმოადგენდა.
სვანეთი მდიდარია მუსიკალური ფოლკლორით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საყოველთაოდ ცნობილი მზისა და განთიადის საგალობლები, საგმირო და საფერხულო - სახუმარო სიმღერები. სვანურმა ყოფამ დღემდე შემოინახა სიმღერის განსაკუთრებული სახე, სამგლოვიარო სიმღერა - „ზარი“, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ბალს ზემო სვანეთის ყველა თემში მხოლოდ ამ თემისათვის დამახასიათებელი, ორიგინალური ზარი სრულდებოდა, ბალსქვემო სვანებს კი ერთი ზარი ჰქონდათ. სვანეთისათვის დამახასიათებელია ეპიკური პოეზია - საგმირო ბალადები, რომლებიც ურითმოა.
სვანური სოფლები მჭიდრო დასახლებით გამოირჩეოდა. აქ მცირე დასახლებული პუნქტები გვქონდა. მიწის ფართობი დიდი დასახლებული პუნქტების წარმოქმნის საშუალებას არ იძლეოდა. XIX ს. ბოლოს სვანეთში ასორმოცზე მეტი სოფელი იყო.
მესაქონლეობა სვანეთში, მარცვლეულის მეურნეობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი იყო. სვანეთი თითქმის ერთადერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია, სადაც სათიბები ირწყვებოდა, რაც ზაფხულის განმავლობაში ბალახის ორჯერ მოთიბვის საშუალებას აძლევდა აქაურ მკვიდრებს. სვანები მატყლისაგან ამზადებენ ქუდებს და ნაბდებს. სვანური ქუდები, რომლებიც მთელ საქართველოში მოწონებით სარგებლობდა და სარგებლობს, სამი ფერის (თეთრი, შავი და რუხი) მზადდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სვანეთი მაღალმთიანი ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, ის ჩაკეტილი, დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტილი არ ყოფილა. სვანებს მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელებთანაც იმ არაერთი გზა-ბილიკით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყო გაჭრილ-გაყვანილი.
სვანეთისათვის ნიშანდობლივი იყო გარე სამუშაოზე სიარული. მოსახლეობის ერთი ნაწილი – შრომისუნარიანი მამაკაცები სვანეთიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ რეგიონში გადიოდა სამუშაოდ. სვანების გარე სამუშაოზე გასვლა გვიან გაჩენილი მოვლენა კი არ იყო, არამედ ის ისტორიის სიღრმეში იყო წარმოქმილი და საქართველოს არც სხვა მთიანი ეთნოგრაფიული მხარეებისათვის იყო უცხო. სვანების გარე სამუშაოზე სიარული დაფიქსირებულია 1503 წ. საისტორიო საბუთში. აღნიშნული მოვლენა იყო სვანეთის ბართან სამეურნეო-ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთი სახე. ამასთანავე, ეს იყო ერთგვარი წინაპირობა სვანეთის მოსახლეობის ბარში გადასახლებისა. გარე სამუშაოზე სიარული, რომელიც სახნავ-სათესი მიწების სიმცირით იყო გამოწვეული, ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში ხდებოდა. გარე სამუშაოზე გასული სვანები ძირითადად მუშაობდნენ ხე-ტყის დამზადებაზე, სამშენებლო მასალის ხერხვაზე, ტყის გაჩეხვაზე. ბარავდნენ ბაღებსა და ვენახებს, ჭრიდნენ თხრილებს და სხვ. საყურადღებოა, რომ 1909 წელს 1646 პასპორტი გაუციათ გარე სამუშაოზე გამსვლელთათვის.
ვახუშტის დახასიათებით, სვანები „არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკვდილის არა მომდსენენი... სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა“. აკად. ნ. ბერძენიშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა თავისუფალ მთიელთა, კერძოდ სვანთა, უდიდეს პოლიტიკურ როლს ქვეყნის ცხოვრებაში („მოლაშქრენი მეფისა!“) შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე.
ზემო სვანეთი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების: ენგურისა და ცხენისწყლის, ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა მდინარე კოდორის ზემოწელის ხეობები, ეგრეთ წოდებული „აფხაზეთის სვანეთი“ ანუ ზემო აფხაზეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილი, ლეჩხუმისა და ზემო რაჭის მოსაზღვრე რეგიონი; ჩრდილო კავკასიაში - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობები. სვანეთი გარემოცულია კავკასიის გიგანტური, თოვლიანი მწვერვალებით, იგი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ რეგიონს წარმოადგენს, თავისი მდიდარი ისტორიითა და მშვენიერი ბუნებით.
ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა +5,7, იანვარში -6,4, ივლისში +16,4. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, სადაც ნამდვილი ზაფხული არ იცის, ნოტიო და ნივალური ჰავაა.
სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრებრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით. ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი - ეგრისის სამეფოსი. ძვ. წ. III ს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას, სვანეთი ქართლის სამეფოს საერითავო იყო. IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, ჰყავდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები.ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად, 523 - 530 წლებში გავრცელდა. ისტორიული წყაროები სვანებს, როგორც ოქროს მომპოვებლებს, ძლიერმეომრებსა და უძველეს მიწათმოქმედ ხალხს მოიხსენიებს. ბერძენი ისტორიკოსი დაგეოგრაფი სტრაბონი სვანების შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ, ფლობენ ისინი ირგვლივ ყოველივეს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის. სვანეთს მტრისაგან განადგურება არ განუცდია, აქ ცხოვრება არ შეწყვეტილა და ამიტომაც ძირძველი ქართული მოსახლეობა უცვლელი დარჩა. დასახლებები ვითარდებოდა საოჯახო მეურნეობის პირობებში. დიდი ოჯახის დაშლის შედეგად იქმნებოდა საძმოები (სვ. „ლამხუბ“, „სამხუბ“), რომელთა გაერთიანება ხევის შიგნით ქმნიდა ტერიტორიულ თემს. სვანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროში განავითარეს მესაქონლეობა და მემინდვრეობა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც მეურნეობის ამ დარგებთანაა დაკავშირებული. სვანები აგებდნენ კოშკურ დასახლებებს, ეკლესიებსა და ხიდებს, გაჰყავდათ გზები, აკეთებდნენ სამეურნეო და საომარ იარაღს, გამოჰყავდათ ხორბლის უნიკალური ჯიშები. სვანეთი განთქმულია ხალხური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებით, ხეზე კვეთის ხელოვნებით. სვანეთი ცნობილია დახვეწილი ფრესკული მხატვრობითა და ფრესკული მხატვრობის შესანიშნავი სკოლით. სვანეთის ერთ-ერთი სიმდიდრე და საგანძური ადგილობრივი ენაა. სვანური წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ერთ-ერთ განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. მითი არგონავტების შესახებ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება. ხალხმა გამოცდილებით იცოდა, რომ სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა. მდინარეთა ჭალებში სვანები ზოგჯერ ოქროს დიდ ნატეხებსაც პოულობდნენ. ისინი ოქროს მოპოვებას ცხვრის ტყავის დახმარებით ახერხებდნენ. ფიცარზე გაჭიმულ ცხვრის ტყავს წყალში აფენდნენ და ამაგრებდნენ, რომ წყალს არ წაეღო. ამ დროს ტყავის ბეწვიანი მხარე ზემოთ იყო მოქცეული. გარკვული დროის შემდეგ ტყავს ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ. გამშრალ ტყავს დაფერთხავდნენ და ოქროს “კენჭებს” გადმოყრიდნენ. ოქროს მოპოვების ეს წესი და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობა ცნობილი იყო ბერძენი და რომაელი მწერლებისთვის. არგონავტებიც ოქროს საწმისის - ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე. სვანეთი მაშინ კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ერთადერთი კუთხე იყო, საიდანაც კოლხეთის სამეფოს და მის მრისხანე მეფე აიეტს ოქრო მიეწოდებოდა. სვანეთში დღესაც დასტურდებაა ოქროს მოპოვების ხალხური წესები. ამ სოფლების უხუცესების ნაამბობში, თქმულებებსა და ლეგენდებში ხშირად არის ნახსენები ოქროსრქიანი ხარები და ოქროსთმიანი ქალ-ღვთაება დალი. სვანეთში ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორიც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი. სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებებს დიდი ადგილი ეკავა სვანთა ცხოვრებაში. წეს-ჩვეულებებით აღბეჭდილ დღეთა რიცხვი 160 აღწევდა. სვანები მოწიწებით ატარებენ რიტუალებს, სადაც საქონლისა და ადამიანთა მფარველი, ნაყოფიერების მიმნიჭებელი ღვთაებები, სულების თაყვანისცემისა და ცეცხლის დღეობები ფიგურირებენ. სვანები მღერიან რავალხმიან სიმღერებს, რომელთა უძველესი ტექსტები მათ შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ქროს მწარმოებელ, მესაქონლე და მიწათმოქმედ ხალხზე მოგვითხრობენ. სვანები ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისათვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ მისტიკურ ლეგენდებსა და ზღაპრებს. სვანური ჩაცმულობის განუყოფელი აქსესუარია სვანური ქუდი, რომელიც თექისგან მზადდება. მასზე გრეხილი ძაფი ისეა გადაჭიმული, რომ ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის.
სვანური სამზარეულო გამორჩეულია კავკასიაში თავისი მრავალფეროვნებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, დიასახლისთა ოსტატობა და სპეციალური საკმაზი - „სვანური მარილი“ სვანურ სუფრას განუმეორებლობას ანიჭებს. ძველად სვანური სუფრა დაახლოებისა და პატივისცემის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. სუფრასთან ხდებოდა მოსისხლეების შერიგება, წყდებოდა სასოფლო და საერო საქმეები. თვით სახალხო სასამართლო ხშირად სუფრასთან იღებდა გადაწყვეტილებას. სვანები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. შემთხვევით სტუმარს და უცხო მოგზაურსაც დიდი პატივისცემით ეპყრობიან. სვანეთში განსაკუთრებული კერძები და საკვებია: პური, ხაჭაპური, კუბდარი, კუპატი, ჭიშვდარი, ყველი და ყველის კერძების მრავალსახეობა, სხვადასხვა მარცვლოვანისგან მომზადებული ფაფები, მწვადი, ხორცის კერძების მრავალსახეობა, თაფლი და კენკროვანებისაგან დამზადებული მურაბა. სვანები სვამენ ერთნახად არაყს, რომელსაც რახი ჰქვია. სვანეთში ბევრ დაავადებას მცენარეებითა და სხვადასხვა ხალხური მეთოდებით მკურნალობენ. აქ დიდმა და პატარამაც კარგად იცის სამკურნალო მცენარეების სახელწოდება და დანიშნულება.
სვანეთის კოშკები და ეკლესიები, „იუნესკო“-ს მიერ არის დაცული. სვანეთის კოშკური დასახლებების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ადრე შუასაუკუნეებშია აგებული. კოშკი სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობაა. კოშკების უმრავლესობა 20-25 მეტრი 9 სიმაღლისაა და შედგება 4-5 სართულისაგან, იშვიათად 6 სართულისაგან. სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა ხის კიბეებით. კოშკები გადახურულია ორფერდა სახურავებით და ყველა მათგანს რამდენიმე ვიწრო ფანჯარა აქვს გამოჭრილი. ბოლო სართულზე მოწყობილი იყო საბრძოლო ბაქანი. კოშკებს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, ზოგჯერ კი ფიქალსაც იყენებდნენ. კოშკები გარედან ბათქაშით იყო შელესილი. სვანური ციხე-სახლი საჭიროების შემთხვევაში თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. კოშკისაგან განსხვავებით, ციხე-სახლი უფრო დაბალია და შედგება 3 სართულისაგან. პირველი სართული ადამიანთა საცხოვრებლად ან საქონლის სადგომად გამოიყენებოდა, მეორე სართული – სამეურნეო დანიშნულებისთვის, თუმცა წელიწადის თბილ თვეებში საცხოვრებლადაც იყენებდნენ. ამჟამად კოშკების დიდი უმრავლესობა უფუნქციოა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ოჯახებს, რომლებიც ზამთრის სანოვაგის შესანახად იყენებენ მაღალ სართულებს. სვანეთში კოშკები გარემოსთანაა შერწყმული, რაც უძველეს მშენებელთა გამოცდილებასა და მათ დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს.
მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი. მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-შია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში. ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია ერთნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. პირველი სართული, მაცხოვრის ეკლესია, აგებულია XIII ს-ში, მეორე სართული - ფერიცვალების ეკლესია დაშენებულია XIII ს-ში. ეკლესიის ორივე სართული მოხატულია XII-XIII სს-ში.
სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები. მუზეუმში აგრეთვე წარმოდგენილია: XI ს-ის ჭედურობის „მემფიანთა სკოლის“ ნიმუშები; XIII ს-ის ჭედურობის „თომანიანთა სკოლის“ ნიმუშები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა - საგვარეულო ნივთები. XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

სვანეთი უძველესი დროიდან VI ს ჩათვლით (თ. ბერაძე)
ზემო სვანეთში, სოფელ ლენჯერის მიდამოებში “ლებაქვეშის” და ქვემო სვანეთში, სოფელ ცხმელურის მიდამოებში აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ძეგლები ნეოლითური სადგომებია. ასე რომ, სვანეთში უძველესი ცხოვრების კვალი უკვე ნეოლითის ხანიდან, კერძოდ, კი ძვ. წ. VIII-VII ათასწლეულებიდან გვხვდება (ჩართოლანი 1996: 36).
სვანეთში მჭიდრო დასახლება ძვ. წ. IV-I ათასწლეულებში, ბრინჯაოს ხანიდან გაჩნდა. მესტიის რაიონში, სოფელ ზარგაშში და მდ. ცხენისწყლის სათავეებში, ლაფურის მთაზე ბრინჯაოს ხანის სპილენძის მაღაროები აღმოჩნდა, საიდანაც ასეული წლების მანძილზე სპილენძის მადანი გამოჰქონდათ. მაღაროებიდან გამოტანილ სპილენძს სვანეთშივე მოპოვებულ დარიშხანს ან კიდევ ანთიმონს, იგივე სტილბიუმს ურევდნენ და მაღალი ხარისხის ბრინჯაოს ნაწარმს იღებდნენ. სვანეთში დამზადებილი ბრინჯაოს ნაკეთობანი არქეოლოგიური წყაროების მოწმობით დიდი რაოდენობით გაჰქონდათ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიის მრავალ რეგიონში (ჩართოლანი 1996: 41-42).
ბრინჯაოს წარმოების დიდ ცენტრს წარმოადგენდა მდინარე რიონის ხეობის ზემო წელიც, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე სვანეთში შედიოდა (ბერაძე 1983: 47-51).
ძვ. წ. XV-XIV საუკუნეები უმნიშვნელოვანესი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ამ საუკუნეებში შეიქმნა უძველესი ქართული სახელმწიფო, რომელსაც ქართული წყაროები ეგრისს, ხოლო ძველი ბერძნები და რომაელები ავტორები კოლხიდას, იგივე კოლხეთს უწოდებენ. ამ უძველეს ქართულ სახელმწიფოს მთელი მისი არსებობის მანძილზე მისი პირველი მეფის აიეტის შთამომავალი აიეტიანთა დინასტია მართავდა.
სტრაბონის ცნობით, კოლხეთის სამეფო ცალკეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად “სკეპტუხიად” იყოფოდა, რომლებსაც “სკეპტუხები” განაგებდნენ (ყაუხჩიშვილი 1957: 124). ეჭვგარეშეა, რომ ძველი ბერძნული “სკეპტუხია” ქართულ საერისთავოს, ხოლო “სკეპტუხი” ერისთავს შეესაბამება. საფიქრებელია, რომ ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფოს ერთერთი ასეთი საერისთავო სწორედ სვანეთი იყო.
ძველი ბერძნები და რომაელები ეგრისის სამეფოს “ოქრომრავალ კოლხიდას” ეძახდნენ. კოლხეთის “ოქრომრავლობაში” დიდი წვლილი სვანეთის საერისთავოს შეჰქონდა, სადაც ოქროს თითქმის ჩვენ დრომდე მოიპოვებდნენ. I საუკუნის რომაელი ავტორი პლინიუს სეკუნდი წერს: “კოლხიდაში აიეტის შთამომავალი სავლაკი მეფობდა, რომელმაც მიიღო რა სამფლობელოდ ვრცელი ქვეყანა, ამბობენ სვანთა ტომის მიწაზე და საერთოდ თავის სახელმწიფოში დიდძალი ვერცხლი და ოქრო მოიპოვა, რომელიც ოქროს საწმისებითაა განთქმული” (ლატიშევი 1904: 197-198).
ძვ. წ. II ს დასასრულს კოლხეთი პონტოს მეფემ მითრიდატე VI ევპატორმა დაიპყრო. მისი ბატონობა დასავლეთ საქართველოში ოთხ ათეულ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ძვ. წ. 65 წელს კოლხეთში პომპეუსი შემოიჭრა. “მან მოიარა კოლხები. არგონავტთა, დიოსკურებისა და ჰერაკლეს აქ ყოფნის ამბების შესატყობად, _ წერს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის შესახებ აპიანე, _ განსაკუთრებით კი უნდოდა ენახა ტანჯვის ადგილები, რადგან ამბობდნენ, რომ პრომეთევსი კავკასიონის მთაზე იყო. კავკასიონიდან მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეში სქელმატყლიან ცხვრის ტყავებს დებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც ამ ტყავებზე რჩება. ალბათ ამგვარი იყო აიეტის ოქროს საწმისიც” (ყაუხჩიშვილი 1983: 198-199).
ეჭვს გარეშეა, რომ კოლხეთის იმ მხარეში, სადაც მდინარეებში ოქრო მოიპოვებოდა და ლეგენდარულ ხანაში კავკასიონზე პრომეთეოსი იყო მიჯაჭვული, სვანეთი იგულისხმება. ამიტომ არ შევცდებით თუ დავუშვებთ, რომ ძვ. წ. 65 წლის პომპეუსმა კოლხეთის სამეფოს ცალკეული მხარეების დათვალიერების დროს პირველ რიგში სვანეთი მოინახულა.
პომპეუსმა ძველი ეგრისის სამეფო აღადგინა და გამგებლად არისტარქე დანიშნა, რომლის მმართველობა ძვ. წ. I ს 40-იან წლებამდე გაგრძელდა. არისტარქეს დაღუპვის შემდეგ კოლხიდას ძალზე მცირე ხნით, ერთმანეთის მიყოლებით ბოსფორის მეფე მითრიდატე და პერგამონის მეფე მითრიდატე ფლობდნენ. ძვ. წ. I ს 30-იან წლებში რომაელებმა კოლხეთი მათ მიერ აღდგენილ პონტოს სამეფოს მიუერთეს. ამის შემდეგ დასავლეთ საქართველო პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ცხრა ათეულ წელზე მეტხანს დარჩა.
როგორც ირკვევა, სვანეთი პონტოს ბატონობას გადაურჩა და დაახლოებით ორი საუკუნე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად იქცა. ამას, პირველ რიგში, სვანეთის შესახებ სტრაბონის ცნობები მოწმობს. მისი ცნობით “დიოსკურიის” ანუ დღევანდელი სოხუმის მახლობლად “არიან სვანები. სვანები სიმამაცის და ძალის მხრივ საუკეთესონი არიან და ისინი ფლობენ ირგვლივ ყველაფერს და კავკასიონის მწვერვალები უპყრიათ, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არიან. მათ ჰყავთ ბასილევსი და 300 კაციანი საბჭო და როგორც ამბობენ, 200 ათასიან ლაშქარს აგროვებენ. მართლაც მთელი ხალხი მეომარია, მაგრამ არაორგანიზებული. ამასთანავე ამბობენ, რომ19 ნიაღვრებს ოქრო გამოაქვს, ხოლო სვანები დახვრეტილი ვარცლებით და ბანჯგვლიანი ტყავებით ოქროს აგროვებენ. აქედან მოდის მითი ოქროს საწმისის ვერძზე სვანები ისრის წვერებისთვის წამალს ხმარობენ და საოცრად იტანჯებიან მისი სუნის გამო, მოუწამლავი ისრებით დაჭრილებიც კი” (ყაუხჩიშვილი 1957: 125-126).
ძველი ბერძნული “ბასილევსი” ნიშნავდა “მეფეს”, “ხელმწიფეს”, “მბრძანებელს”, წინამძღოლს”. სტრაბონის სვანების “ბასილევსში” ყოფილი კოლხეთის სამეფოს სვანეთის
ერისთავი იგულისხმება, რომლიც ამ სამეფოს დაცემის შემდეგ, დამოუკიდებლად, 300 კაციანი უხუცესთა საბჭოს დახმარებით, სვანეთს განაგებდა.
63 წელს რომაელებმა პონტოს სამეფო გააუქმეს, სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში თავიანთი უშუალო მმართველობა შემოიღეს. სვანეთს რომაელთა უშუალო მმართველობა არ შეხებია, მაგრამ 63 წლის შემდეგ იძულებული იყო რომაელებისათვის ცვილის სახით ხარკი ეხადა (ლატიშევი 1904: 193).
სტრაბონის მიხედვით, სვანეთი დიოსკურიიდან “იბერიამდე” ანუ ლიხის ქედამდე ვრცელდებოდა. ასე რომ, I საუკუნის დასაწყისში სვანეთში შედიოდა მდ. კოდორის სათავეები “დალის ხეობა”, დღევანდელი ზემო და ქვემო სვანეთი და ისტორიული რაჭა-ლეჩხუმის დიდი ნაწილი. უფრო ადრე ამ საზღვრებში იყო მოქცეული კოლხეთის სამეფოს სვანეთის საერისთავო.
ძველ ბერძნებს და რომაელებს საკმაოდ სრული ცნობები გააჩნდათ ადრე ანტიკური და ელინისტური ხანის სვანეთის შესახებ. ეს ცნობები მათ, უპირველეს ყოვლისა, იმ ვაჭრებისაგან ჰქონდათ, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებიდან გავლით დასავლეთ საქართველოს უღელტეხილებით ჯერ კიდევ ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში სავაჭროდ ჩრდილოეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ აზიის შორეულ ქვეყნებში დადიოდნენ. სვანეთზე უცხოელი ვაჭრების მიმოსვლა განსაკუთრებით ინტენსიური ძვ. წ. IV-I საუკუნეებში, ე.წ. ელინისტურ ხანაში იყო. ამ საუკუნეებში უცხოელი ვაჭრები ძირითადად ჭუბერის ხეობას იყენებდნენ. ამას მოწმობს ალექსანდრე მაკედონელის და მისი ერთ-ერთი მემკვიდრის ლისიმაქეს მონეტები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში ამ ხეობაში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა.
ეგრისის სამეფო I ს დასასრულს აღდგა. ამჯერად ამ სამეფოს სათავეში ძველი ეგრისის ლაზთა საერისთავო დინასტია ჩაუდგა. ამიტომ მას ძველი ბერძნები და რომაელები, ხოლო შემდეგ ბიზანტიელები ლაზიკეს, იგივე ლაზეთს ეძახდნენ.
თავდაპირველად ლაზეთის სამეფო რომის იმპერიის ქვეშევრდომი იყო. 395 წელს რომის იმპერია დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიებად დაიშალა. ამის შემდეგ ეგრისის მეფე აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ბიზანტიის იმპერიის, იგივე კეისარს დაექვემდებარა. ახლად აღდგენილ ეგრისი სამეფოში თანდათანობით დასავლეთ საქართველოს ყველა მხარე, მათ შორის, სვანეთიც გაერთიანდა.
“შიდა ხმელეთში არის სკვიმია და სვანია (სვანეთი). ეს ტომები ლაზთა ქვეშევრდომები
არიან” – წერს ლაზეთის სამეფოს აღწერის დროს VI ს ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი. იგივე ავტორი მიუთითებს: “იქაურ მცხოვრებლებს არხონტად ჰყავთ თვისტომთაგანი, ხოლო როდესაც არხონტს აღსასრულის დღე მიადგება, მათ ჩვეულებრივ მეორე არხონტი ენიშნებათ ლაზთა მეფის მიერ” (ყაუხჩიშვილი 1965: 126-127).
სვანეთის არხონტის ვალდებულებებს ლაზეთის მეფის წინაშე უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს იმავე საუკუნის მეორე ბიზანტიელი ისტორიკოსი მენანდრე პროტექტორი. მას თავის თხზულებაში მოჰყავს ბიზანტიის ელჩის პეტრეს სიტყვები, რომელიც 562 წელს ბიზანტიასპარსეთის საზავო მოლაპარაკების დროს სვანეთთან დაკავშირებით სპარსეთის შაჰ ხოსრო I ანუშირვანთან მიღებაზე წარმოთქვა: “ლაზებში, ბატონო, ძველი წესი იყო, რომ სვანეთის არხონტი ემორჩილებოდა ლაზს და მასთან აღრიცხული იყო საგადასახადო სიაში, და ლაზი კიდევაც იღებდა მისგან ფუტკრების ნაყოფს და ტყავებს და ზოგ სხვა რამესაც, ხოლო როდესაც სვანების არხონტი გარდაიცვლებოდა, ლაზების მეთაური ახელისუფლებდა მას, ვისაც უნდა მიეღო და დაეცვა გარდაცვლილის ძალაუფლება. ამავე დროს ის წერილობით აცნობებდა რომაელთა თვითმპყრობელს მომხდარი ამბების შესახებ და ესეც სამაგიერო წერილით უბრძანებდა მას გაეგზავნა სვანთა მთავრობის ნიშნები, ვისთვისაც უნდოდა, მხოლოდ სვანი კი ყოფილიყო. ეს იყო ძალაში ჩვენი მეფის თეოდოსის დროიდან ვიდრე თქვენი პაპის პეროზისა და ჩვენი მეფის ლეონის დრომდე”.
“შემდეგ, – აგრძელებს თხრობას მენანდრე პროტექტორი, – პეტრემ გამოიღო წინ ერთი წიგნაკი, სადაც ერთი-მეორეზე ცალ-ცალკე ნაჩვენები იყვნენ ლაზთა მეფეები, რომლებსაც გაუხელისუფლებიათ სვანთა არხონტები. ამ საბუთის ძალა ასეთი იყო, თუმცა გამოთქმები აქ ასეთი არ იყო: “ესენი არიან ლაზთა მეფეები, რომლებმაც სვანებს დაუყენეს ბატონიშვილები, იმ დროიდან, როდესაც რომაელთა ძალაუფლება ეპყრა თეოდოსის და სპარსელთა , ვიდრე თვითმპყრობელ ლეონამდე და პეროზამდე” ” (ყაუხჩიშვილი 1936ა: 224-225).
“არხონტს” ისევე როგორც “ბასილევსს” ძველ ბერძნულში რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ვხედავთ, სვანეთის არხონტებს ლაზთა მეფეები ნიშნავდნენ. მათ მეფის ლაშქარში სვანეთიდან ჯარი გამოჰყავდათ და სვანეთში აკრეფილი გადასახადი სამეფო ხაზინაში შეჰქონდათ. ძველ საქართველოში მეფის წინაშე ასეთი მოვალეობა ერისთავებს გააჩნდათ, ასე რომ, სვანეთის20 “არხონტი” სვანეთის ერისთავი იყო, რომელიც ლაზეთის მეფის სახელით სვანეთის საერისთავოს განაგებდა.
მენანდრე პროტექტორის ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში მოხსენიებული ბიზანტიის კეისრების და სპარსეთის შაჰების სახელი და ზეობის წლების ურთიერთშეჯერება აჩვენებს, რომ ლაზთა მეფეების მიერ დანიშნული სვანეთის ერისთავების დამტკიცებას ბიზანტიის ხელისუფლება IV საუკუნის დასაწყისიდან თითქმის რვა ათეული წელი აგრძელებდა (მელიქიშვილი 1970: 555-556).
როგორც ირკვევა, ბიზანტიის კეისარი სვანეთის ერისთავებს საკარისკაცო “პროტოსტრატორის” ტიტულსაც ანიჭებდა. ამ ტიტულს სვანეთის ერისთავები, შემდგომშიც, საუკუნეთა მანძილზე ატარებდნენ. ამას მოწმობს ლაბეჭინის წმინდა გიორგის ხატის XI ს წარწერა, სადაც “იოანე ვარდანისძე სუანთა ერისთავი” თავს “მეჭურჭლეთა უხუცესისა” და “პროტოსტრატორის” ტიტულებითაც მოიხსენიებს (თაყაიშვილი 1937: 22-24).
პროკოპი კეისარელის თხზულებაში ლაზეთის სამეფოს აღწერის დროს სვანეთთან ერთად “სკვიმნიაც” გვხვდება. ეს არის თაკვერის საერისთავო, რომელიც VI-X საუკუნეებში, შემდეგდროინდელი რაჭა-ლეჩხუმის დიდ ნაწილს მოიცავდა. ასე რომ, VI ს სვანეთის საერისთავოს საზღვრები მდინარეების ცხენისწყლის და რიონის ხეობაში დღევანდელ სოფელ უწერას სამხრეთით აღწევდა. აქ მდინარე რიონს მარჯვენა მხრიდან შეერთვის პატარა მდინარე მუშვანი. ამ მდინარის თავდაპირველი სახელწოდება “მუშვან ჭალაი” – სვანების მდინარე უნდა ყოფილიყო. VI ს რიონის ხეობაში ამ პატარა მდინარეზე გადიოდა საზღვარი სვანეთისა და თაკვერის საერისთავოებს შორის.
VI-VII საუკუნეებში სვანეთის საერისთავოში აღარც მდინარე კოდორის სათავეები – “დალის ხეობა” შედიოდა. ამ საუკუნეებში ამ ხეობის ბიზანტიელი ავტორები “მისიმიანონ ხორანს” ე.ი. “მისიმიანელთა ქვეყანას” ეძახდნენ. დადგენილია, რომ მისიმიელები სვანები იყვნენ (ყაუხჩიშვილი 1936ბ: 277-280). საფიქრებელია, რომ “მისიმიანონ” დამახინჯებული სვანთა თვითსახელი “მუშუანი” უნდა იყოს. ბიზანტიურ მწერლობაში მისიმიანელთა შესახებ შემორჩენილი ცნობები მოწმობს, რომ ისინი VI-VII ს თვითმმართველობით სარგებლობდნენ და არა სვანეთის ერისთავებს, არამედ უშუალოდ ლაზეთის სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ.
V-VI საუკუნეებში სასანიანთა სპარსეთი სვანეთის დაპყრობას რამდენჯერმე შეეცადა. ირანელების სვანეთით დაინტერესება მისი სტრატეგიული მდგომარეობით აიხსნება. ამ საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიიდან დასავლეთ საქართველოში გადმოსასვლელი უმთავრესი გზები სვანეთის საერისთავოზე, მდინარეების _ რიონის, ცხენისწყლის და ენგურის სათავეებზე გადიოდა. სვანეთის საერისთავოდან ადვილი იყო “მისიმიანეთის” – მდ. კოდორის სათავეების კონტროლიც, რომლის გავლითაც ჩრდილოეთ კავკასიიდან გზები შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიემართებოდა.
სპარსელების ლაშქრობა სვანეთში საისტორიო წყაროებში პირველად V ს II ნახევარშია დამოწმებული. ბიზანტიელი ისტორიკოსი პრისკე პანიონელი წერს: “დიდი უთანხმოება ჰქონდათ სვანთა ტომთაგან რომაელებს და ლაზებს. V საუკუნის ლაზებმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს სემატის წინააღმდეგ. სპარსელებს უნდოდათ მის წინააღმდეგ ეომათ იმ სიმაგრეების გულისათვის, რომლებიც სვანებს წაერთვა. ამიტომ ლაზთა მეფემ ელჩები გამოუგზავნა ბიზანტიონში და სთხოვდა, მეფეს გაეგზავნა მისთვის დამხმარე ჯარები. როდესაც დახმარება იქნა გაგზავნილი სპარსელებმა და იბერებმა, რომლებიც მას ეომებოდნენ, სხვა ტომების წინააღმდეგ გაილაშქრეს” (ყაუხჩიშვილი 1961: 261-262).
542 წელს ლაზეთის მეფემ სპარსეთის შაჰი ხოსრო I ანუშირვანი თავისი ლაშქრით დასავლეთ საქართველოში მოიწვია. ასე დაიწყო “დიდი ომიანობა ეგრისში”, რომელმაც მთელ საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ომის პირველ წლებში სპარსელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი თანდათანობით დაიპყრეს. 552 წელს სპარსელების ლაშქარი სვანეთშიც შევიდა. ეს სვანეთის ერისთავის წათეს თანხმობით მოხდა. მენანდრე პროტექტორი წერს: “კოლხმა აღარ გაუგზავნა სვანებს ჩვეულებრივი სურსათი. ამიტომ სვანებმა იმაზე გაჯავრებულებმა, რომ მათ მოუსპეს დაწესებული დახმარება, შეუთვალეს სპარსელებს, რომ თუ ისინი იქ მოვიდოდნენ, სვანეთს მათ ჩააბარებდნენ. ამავე დროს დეისატეს და რომაელთა ჯარების სხვა წინამძღოლებს უთხრეს: ამბობენ, რომ აუარებელი სპარსელი მოდის სვანების წინააღმდეგ, მათთან შესაბრძოლებლად ჩვენ ძალა არ შეგვწევს. იფიქრეთ იმაზე, თუ რა უფრო სასარგებლო იქნება და აქ მყოფ რომაელ რაზმებითურთ მიდიელთა ჯარს დანებდით. ასეთი სივერაგე რომ იხმარეს სვანებმა და საჩუქრების საშუალებით რომ მიიმხრეს რაზმების მეთაურები, განდევნეს კიდევაც თავისი ქვეყნიდან რომაელთა ჯარი. სპარსელები კი მალე მოვიდნენ და აიღეს სვანეთი” (ყაუხჩიშვილი 1936ა: 214-215).
როგორც ვხედავთ, ბიზანტიელთა ლაშქარს სვანების და სპარსელების შიშით სვანეთი ნებაყოფლობით დაუტოვებია და იქ სპარსელების ლაშქარი დამდგარა. “სპარსელთა ლაშქარში”, უპირველეს ყოვლისა, ქართლის სამეფოს ლაშქარი იგულისხმება. ფაქტობრივად, ბიზანტიელების მიერ სვანეთის დატოვების შემდეგ ეს საერისთავო ქართლის სამეფოს საზღვრებში შევიდა. 554 წელს “დიდი ომიანობა ეგრისში” დალის ხეობაში მცხოვრებ სვანებსაც შეეხო. ამ წელს მისიმიანელების ქვეყანას ბიზანტიელი სარდალი სოტერაქე ეწვია, რომელსაც კეისრისაგან21 კავკასიის ქედის გადაღმა მცხოვრები ტომებისათვის კუთვნილი თანხის გადაცემა ჰქონდა დავალებული.
ბიზანტიელები მათ ამ თანხას ყოველწლიურად უგზავნიდნენ, რათა ბიზანტია-სპარსეთის ომში ამ უკანასკნელთათვის მხარი არ დაეჭირათ. ბიზანტიელი სარდალი თავისი თანმხლები ლაშქრით კოდორის სათავეებში ”ბუქოლოოსის” იგივე “ბუკოლუსის”ციხეში დაბანაკდა, რომელიც ქართულ წყაროებში “ბოკერის” ციხის სახელითაა მოხსენიებული. ამ ციხის ნანგრევები დღესაც შემორჩენილია მდინარე კლიჩისა და გვანდრას შესართავში. მისიმიელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ბიზანტიელ სარდალს სურდა ეს ციხე კავკასიონის ქედის გადაღმა მოსახლე ალანებისათვის გადაეცა. ამიტომ მათ სოტრაქეს მოციქულები მიუგზავნეს და სხვა ადგილას გადასვლა სთხოვეს. ბიზანტიელმა სარდალმა ასეთი თხოვნა შეურაცხყოფად მიიჩნია და მოციქულები ჯოხით გაალახინა. იმავე ღამეს შეურაცხყოფილი მისიმიელები ბუქოლოოსის ციხეს თავს დაესხნენ და ყეველა ბიზანტიელი გაწყვიტეს, ხოლო მათი საჭურველი და ჩრდილო კავკასიელებისათვის გადასაცემი ფული ნადავლად წაიღეს (ყაუხჩიშვილი 1936ა: 85-90; მუსხელიშვილი 1977: 121).
ამის შემდეგ მისიმიელებმა სპარსელებს ელჩები გაუგზავნეს და დახმარება სთხოვეს. სპარსელებმა მისიმიელებს დახმარება ვერ გაუწიეს, ხოლო მეორე წლის გაზაფხულზე მათ ქვეყანაში ბიზანტიელებმა დიდი ლაშქარი გამოგზავნეს. მისიმიელებმა თავი ერთ ციხეში მოიყარეს: “ამ ციხეს ძველთაგანვე ეწოდებოდა ძახარი, მეტსახელად კი “რკინისას” ეძახიან მისი სიმტკიცისა და დაუძლევლობის გამო” – წერს აგათია სქოლასტიკოსი (ყაუხჩიშვილი 1936ა: 159-163). ეს არის ჩხალთის ციხე, რომლის ნანგრევები დღესაც შემორჩენილია მდინარეების ჩხალთისწყლისა და კოდორის შესართავში (მუსხელიშვილი 1977: 21). ბიზანტიელებმა პირველი შეტევის დროს ციხე თითქმის აიღეს და მისიმიანელებს დიდი ზარალი მიაყენეს.
შემდეგ კი მისიმიანელებმა ციხის უკან დაბრუნება მოახერხეს და ომიც გაჭიანურდა. ამიტომ ბიზანტიელთა სარდალმა “წამოასხა მძევლები, წამოიღო ფულიც, რამდენიც სოტარქეს ჰქონდა მიტანილი, ბევრი სხვა რამეც. დიდძალი ნადავლიც შეიძინა და ნება მისცა მისიმიელებს კვლავაც თავის ნებაზე ეცხოვრათ საკუთარ ქვეყანაში და ძველებური ცხოვრება განეახლებინათ” (ყაუხჩიშვილი 1936ა: 173-174).
მალე სპარსეთსა და ბიზანტიას შორის დროებითი ზავი დაიდო და საზავო ხელშეკრულების მომზადებისათვის მოლაპარაკება დაიწყო. სპარსელები მზად იყვნენ დაეტოვებინათ მთელი ლაზეთის სამეფო, მხოლოდ სვანეთის დატოვებას არ თანხმდებოდნენ, იმ მოთხოვნით, რომ ეს საერისთავო მათ მხარეზე ნებაყოფლობით გადავიდა. ეს მხოლოდ საბაბი იყო. სპარსელებს სვანეთის დატოვება მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო არ უნდოდათ. 562 წელს სპარსეთმა და ბიზანტიამ საზავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. მაგრამ სვანეთის საკითხი ღიად დარჩა.
დავა სვანეთის ირგვლივ ამ საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც გრძელდებოდა. ბიზანტიელები სპარსელებს სვანეთის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდნენ, მაგრამ ისინი ამ თანხის აღებაზე ჯიუტად უარს ამბობდნენ. 571 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის ახალი ომი დაიწყო და ბიზანტიელებს ხელფეხი გაეხსნათ. 575 წელს ბიზანტიელთა და ლაზთა გაერთიანებული ლაშქარი სვანეთში შეიჭრა, სპარსელების მომხრე ერისთავი ტყვედ წამოიყვნა და სპარსელებს სვანეთიდან ფეხი ამოუკვეთა (ყაუხჩიშვილი და ბერაძე 1938: 93).
589-590 წლებს შორის სპარსელები გამოჩენილი სარდლის ბარამის ანუ ბაჰრამ ჩუბინის მეთაურობით სვანეთში კიდევ ერთხელ შეიჭრნენ. მალე მათ აქ დიდი მარცხი იგემეს და უკან დაიხიეს (ყაუხჩიშვილი 1941: 32-34).
VI საუკუნის დასასრულს ეგრისის (ლაზეთის) გამგებელი მეფის ნაცვლად პატრიკიოსის ტიტულს ატარებდა. მის სამფლობელოში მთელი სვანეთი შედიოდა, რომელიც ორ არათანაბარ ნაწილად იყოფოდა. მდინარეების ენგურის, ცხენისწყლის და რიონის ზემო წელი სვანეთის საერისთავოში შედიოდა, მდ. კოდორის სათავეები – “დალის ხეობა”, იგივე “მისიმიანელთა ქვეყანა”, ისევე, როგორც ადრე, თვითმმართველობით სარგებლობდა და უშუალოდ ლაზეთის პატრიკიოსს ექვემდებარებოდა.
სვანეთის ერისთავთ-ერისთავები (ვარდანისძეები)
იოვანე (I) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი X ს-ის მეორე ნახევარში. მოხსენიებულია ჩვაბიანის ეკლესიის ნაკაწრ წარწერაში: „წმიდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდანგ ერისთავი. მაშინ დავწერეთ, ოდეს იოვანე ერისთავი სულკურთხეული გარდაიცვალა“. წარწერები დათარიღებულია X ს-ის მეორე ნახევრით. აშკარაა, რომ ვახდანგ ერისთავი იოვანე ერისთავის შემდეგ გამხდარა ერისთავი. შესაძლოა, ისინი მამა-შვილი არიან.
ვახდანგ ვარდანისძე - სვანთა ერისთავი X ს-ის მეორე ნახევარში. მოხსენიებულია ჩვაბიანის ეკლესიის ორ ნაკაწრ წარწერაში: „წმიდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდაგ ერისთავი“. „წმიდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდანგ ერისთავი. მაშინ დავწერეთ, ოდეს იოვანე ერისთავი სულკურთხეული გარდაიცვალა“. წარწერები დათარიღებულია X ს-ის მეორე ნახევრით. აშკარაა, რომ ვახდანგ ერისთავი იოვანე ერისთავის შემდეგ გამხდარა ერისთავი.
ბაკურ - სვანთა ერისთავი X ს-ის მიწურულში. იხსენიება ფაყის ხატის წარწერაში: „ვინებე მე, მონამან მათმან ვარდან, სულკეთილისა ერისთავთ-ერისთავისა ბაკურის ძემან, შექმნად ამის ხატისად“. გ. ჩუბინაშვილი ფაყის ხატს გამორჩეულად არქაული ნიშნებით ათარიღებს X ს-ით.
ვარდან (I), ბაკურის ძე - სვანთა ერისთავი XI ს-ის პირველი ნახევარში. ლაბეჭინის ღვთისმშობლის ხატის (გ. ჩუბინაშვილის დათარიღებით XI ს-ის პირველი ნახევარი) წარწერაში მოხსენიებულია ვარდან ერისთავთ-ერისთავი, რომელიც, შ. მესხიას დაკვირვებით, იმავე ფაყის ხატის წარწერაში მოხსენიებული ვარდანი უნდა იყოს.
ჯინჯიხ - სვანთა ერისთავი XI ს-ის პირველი ნახევარში. იხსენიება ლაბეჭინის ღმრთისმშობლის ხატის წარწერაში ვარდან ერისთავთან ერთად: „წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალე ერისთავი ჯინჯიხი“. ორი თანადროული ერისთავის ერთად მოხსენიება ხატის წარწერაში მიუთითებს, რომ ისინი ერთი საგვარეულოს უახლოესი ნათესავები (ძმები ან მამა-შვილი) იქნებოდნენ.
ივანე (II) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი XI ს-ის შუა ხანებში. ივანე (II) სვანთა ერისთავი უნდა იყოს „მატიანე ქართლისაიში“ მოხსენიებული ივანე ერისთავი, რომელიც XI ს-ის 40-იან წლებში ლიპარიტ (IV) ბაღვაშის მიერ ანისიდან მოტყუებით იქნა გამოყვანილი და დაპატიმრებული სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად.
ვარდან (II) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი XI ს-ის ბოლო მესამედი. სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე არის გიორგი II-ის წინააღმდეგ ამბოხებული ერისთავი, რომელსაც გიორგი მეფემ ასკალანა (გურიაში) უბოძა და წყალობით შემოირიგა. მისი შთამომავლები დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, გურიის ერისთავები ხდებიან. სწორედ ამ გარემოებებს უნდა გამოეწვია სვანთა ერისთავების სახელებისა და ტიტულების გაჩენა მათ მიერ გურიის ეკლესიებისათვის შეწირული ხატების წარწერებზე. საკუთრივ სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე იხსენიება ჯუმათის წმ. გიორგის ხატის წარწერაში.
ივანე/იოვანე (III) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი, პროტოსტრატორი, მანდატურთუხუცესი XI-XII სს-თა მიჯნაზე. იგი უნდა იყოს შვილი გიორგი II-ის წინააღმდეგ ამბოხებული გიორგი II-ის თანამედროვე სვანთა ერისთავ ვარდან (II) ვარდანისძისა, რომელიც გიორგი მეფემ წყალობით შემოირიგა. იხსენიება მესტიისა და ლაბეჭინის ხატების წარწერებში, რომლებსაც გ. ჩუბინაშვილი XI-XII სს-თა მიჯნის ქართული ჭედურობის ნიმუშებად მიიჩნევს.
ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე, გარდა სვანთა ერისთავობისა, ფლობს მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობას: „მე, იოვანე ვარდანის ძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთა უხუცესმან მოვჭედე ხატი ესე...“. ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე სვანთა ერისთავის სამოხელეო ტიტულებს პროტოსტრატორიც შეემატა: „მე, იოვანე ვარდანისძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთუხუცესმან და პროტოსტრატორმან, მოვჭედე ხატი ესე წმიდისა გიორგისა და დავასუენე საყდარსა შინა ოჩამისასა“. პროტოსტრატორი მიჩნეულია ამირახორის ფარდ ბიზანტიურ სამხედრო-სამოხელეო ტერმინად. ამ წარწერათა მიხედვით, სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე სამეფო კარზე ერთობ დაწინაურებული პირია - მას უპყრია მაღალი საკარო თანამდებობები. ჯუმათის მთვარანგელოზის ხატის წარწერაში იგი უკვე მანდატურთუხუცესად იხსენიება. შ. მესხიას დაკვირვებით, ივანე სვანთა ერისთავი უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის პირველი მანდატურთუხუცესი და ამირახორი.
ბარამ ვარდანისძე - სვანთა ერისთავი 1177-1180-იან წწ-ში. შ. მესხიას კვლევის თანახმად, ორბელთა ამბოხების შემდეგ გიორგი III ისევ ვარდანისძეებს სწყალობს. ამ პერიოდში უნდა დაენიშნა მეფეს სვანთა ერისთავად ბარამ ვარდანისძე, რომელიც ამ თანამდებობას, თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, თამარის მეფობის დასაწყისში ფლობდა: „ბარამ ვარდანისძე, სუანთა ერისთავი“.
კახაბერ I ვარდანისძე - თამარის მეჭურჭლეთუხუცესი 1185 წელს იხსენიება
არიშიანი ვარდანისძე - სვანთა ერისთავი და მსახურთუხუცესი მოხსენიებულია 1273-1305 წწ-ის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში.
კახაბერ II ვარდანისძე - სვანეთის ერისთავი დაახლ. 1361 წლამდე, ამ დროს ჩამოართვეს თანამდებობა და გურიის ერისთავად გადაიყვანეს. 1361-1372 წლებში იყო გურიის ერისთავი, ხოლო სვანეთი გადაეცა სამეგრელოს მთავარ დადიანების სახლს.
ამას ადასტურებს ერთი სვანური ხატის წარწერა: „წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისო, ხელთუქმარო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დადიანნი და დიდებულნი და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სუანნი და ხევი ლატალისა და აღაშენე მაშენებელი შენი სოფელი ლაილისა“.
სვანეთის ერისთავი დადიანები
ხაჟიგ დადიანი - სვანთა ერისთავი და მანდატურთუხუცესი XIV ს-ის მეორე ნახევარში. სვანთა ერისთავად და მანდატურთუხუცესად იხსენიება იგი ქურაშისა და სეტის ეკლესიებისადმი ბოძებულ დაწერილებში.
კახაბერ II დადიანი - 1372-1410 წლებში გურიისა და სვანეთის ერთობლივად ერისთავი იყო.
ოზბეგ დადიანი - სვანთა ერისთავი XV ს-ის შუა ხანებში. ოზბეგ ერისთავს მოიხსენიებს მთავარეპისკოპოსი დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის ეკლესიისათვის საპატიჟოს დაწესების სიგელში: „ვაკურთხე მთავარანგელოზი დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა და მოწმებითა“. საბუთი გაცემულია 1445-1452 წწ-ში დემეტრე მეფის (ალექსანდრე დიდის ძის) მეფობის დროს. იგივე ოზბეგ დადიანი სვანთა ერისთავისა და მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულებით მოიხსენიება მისივე საფლავის ქვის ეპიტაფიაში, რომელიც აღმოჩენილია ოჩამჩირის რ-ნ სოფელ ჭლოუში (ჭალა).
შამადავლა დადიანი-გურიელი - სვანთა ერისთავი და მანდატურთუხუცესი 1469-1474 წ-ში. ამ სამოხელეო ტიტულებით იხსენიება იგი ლაფსყალდის ხატის წარწერაში: „მეოხ და მფარველ ექმენ დადიან-გურიელს, სვანთა ერისთავს, მანდატურთუხუცესსა სამადავლეს“. მისი უდიდესი მხარდაჭერით ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ (1466-1678) მოიწვია ანტიოქიის პატრიარქი მიხაელი, (1474-1484), რომელმაც დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი იოაკიმე და შეადგინა დოკუმენტი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რომელიც საფუძვლად დაედო დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მცხეთის ტახტისაგან კანონიკურ დამოუკიდებლობას.
დაახლ. 1474-75 წლებში, სამეგრელოში არსებული არეულობით ისარგებლა აბესალომ გელოვანმა და სვვანეთის ერისთავობა იგდო ხელთ.
სვანეთის ერისთავი გელოვანები
აბესალომ გელოვანი - სვანთა ერისთავი 1470-იან წწ-ში. ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ სასისხლო სიგელი უბოძა სვანთა ერისთავ აბესალომ გელოვანს, რაც ფორმალურად ნიშნავდა მის აღიარებას სვანთა ერისთავის უფლებებში. სინამდვილეში გელოვნები სვანეთის მთავრები იყვნენ და არა მეფის მოხელეები. ბაგრატის შემდეგ გელოვნებს იმავე სიგელს ხელახლა უმტკიცებს ბაგრატის ძე იმერთა მეფე ალექსანდრე II (1484-1510).

სვანეთის მთავრები (გელოვან-დადეშქელიანები)
დადეშ გელოვანი 1720-იანიფუთა
ოთარ დიდი
ბაბა ციოყი -1812
მოსოსტრი (თენგიზი) გელას ძე, ბაბა ციოყის შვილიშვილი 1812-1821
ჩუბერხევის სადადეშქელიანო
დედოფალი დიგორხანი (მოსოსტრის ცოლი) 1821-1833
ციოყ (მიხეილ) მოსოსტის (თენგიზის) ძე 1833-1842
კონსტანტინე (მურზაყან) ციოყის ძე 1842-1857
ეცერ-ცხუმარის სადადეშქელიანო
თათარხან (ნოკოლოზ) გელას ძე 1821-1833-1849
ჯანსუღ (გიორგი) თათარყანის ძე 1849-1855
Комментариев нет:
Отправить комментарий