პოლიჰიმნია (საზეიმო ჰიმნების, სოფლის მეურნეობის და პანტომიმის მუზა)
1. მარათონში მომხდარი ბრძოლის ამბავი რომ მოუვიდა მეფე დარიოს ჰისტაპესის ძეს, იგი უწინაც გაჯავრებული იყო ათენელებზე სარდეში შეჭრის გამო და ახლა ხომ ბევრად უფრო განრისხდა და განსაკუთრებით წაქეზდა ელადაზე გასალაშქრებლად. მაშინვე დაგზავნა მოციქულები ქალაქ-ქალაქ და შეუთვალა, მოემზადებინათ ლაშქარი, ხოლო თითოეულს უბრძანა, უწინდელზე ბევრად უფრო მეტი სამხედრო გემები, ცხენები და სატვირთო ხომალდები გამოეყვანათ და სურსათიც მეტი მოემარაგებინათ. ეს შენათვალი აზიას და სამი წლის განმავლობაში აღელვებდა, სანამ ელადაზე სალაშქროდ საუკეთესო ვაჟკაცები ირჩეოდნენ და ემზადებოდნენ ამ ლაშქრობისათვის. მეოთხე წელიწადს კამბისესის მიერ დამონებული ეგვიპტელები გადაუდგნენ სპარსელებს. მაშინ იყო, რომ განსაკუთრებით დააჩქარა დარიოსმა ორივე ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება.
2. როდესაც დარიოსი ეგვიპტის და ათენის წინააღმდეგ ემზადებოდა, მის შვილებს შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა ქვეყნის მართვის გამო, რადგან სპარსელთა კანონების მიხედვით მას ჯერ მეფე უნდა დაესვა და შემდეგ ისე ელაშქრა. დარიოსს გამეფებამდე პირველი ცოლისაგან, გობრიესის ასულისაგნა ჰყავდა სამი შვილი, ხოლო მას მერე, რაც გამეფდა, კიროსის ასულ ატოსასაგან კიდევ ოთხი გაუჩნცა. პირველი წყება შვილებიდან უფროსი იყო არტობანაძესი, ხოლო შემდეგ გაჩენილთა შორის - ქსერქსესი. ისინი ერთმანეთში ვერ რიგდებოდნენ, რაკიღა ერთი და იმავე დედიდსანები არ იყვნენ: არტობაძენესი იმას ამბობდა, რომ ის ყველა შვილზე უფროსია და რომ ყველა ხალხისათვის სერთო წესის მიხედვით, ხელისუფლება ყველაზე უფროსისაა. ხოლო ქსერქსესი ამბობდა, რომ ის ატოსის შვილია, კიროსის ასულისა და რომ კიროსმა მოუპოვა სპარსელებს თავისუფლება.
3. დარიოსს ჯერ თავისი აზრი არ გამოემჟღავნებინა, რომ ასეთი რამ მოხდა: ამ დროს სუსაში მოვიდა დემარეტოსი, არისტონის ძე, რომელმაც სპარტეში დაჰკარგა ხელმწიფება და თვითონ, თავისი ნებით დატოვა ლაკედემონი. ამ კაცმა რომ შეიტყო, დარიოსის შვილებს შორის უთანხმოებააო, მივიდა ქსერქსესთან, როგორც ამბობენ, და ურჩია, იმისათვის, რასაც ამბობდა კდიევ დაემატებინა შემდეგი, რომ ის გაუჩნდა დარიოსს მაშინ, როდესაც ის უკვე მეფე იყო და სპარსელებზე ძალაუფლება ჰქონდა, ხოლო არტობაძენესი კი მასინ გაჩნდა, როდსაც დარიოსი ჯერ კიდევ კერძო პირი იყო. ისე რომ, არც შესაფერისი იქნებოდა და არც სამართლიანი, სხვას ვისმე ჰქონოდა ეს პატივი და არა ქსერქსესს. „რადგან სპარტეში ასეთი კანონია მიღებული“, თქვა დემარეტოსმა, „თუ არიან მანამდე დაჩენილი შვილები, ვიდრე მათი მამა გამეფდებოდა, და გამეფებულს შემდეგ კიდევ გუჩნდა შვილები, მეფობას ღებულობს ის, რომელიც შემდეგ იშვა“, ქსერქსერსმა გამოიყენა დემარეტოსის რჩევა, ხოლო დარიოსმა სამართლიანად ცნო ის, რაც უთხრეს და ის დააყენა მეფედ. მე ვფიქრობ, რომ ამ რჩევის გარეშეც გამეფდებოდა ქსერქსესი, რადგანაც ატოსა ყოველისშემძლე იყო.
4. ქსერქსესი რომ სპარსელთა მეფედ დასვა, დარიოსი განეწყო სალაშქროდ. მაგრამ ამ ამბისა და ეგვიპტის განდგომიდან ერთი წლის შემდეგ მზადებაში რომ იყო, მოხდა ისე, რომ გარდაიცვალა თვითონ დარიოსი, რომელმაც სულ 36 წელს იმეფა: მან ვერ მოახერხა სამაგიერო მიეზღო ვერც გამდგარი ეგვიპტელებისათვის და ვერც ათენელებისათვის.
5. დარიოსის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ხელისუფლება გადავიდა მის შვილზე, ქსერქსეზე. ქსერქსესს თავდაპირველად სულაც არ ჰქონდა სურვილი ელადაზე ლაშქრობისა, იგი მხოლოდ ეგვიპტის წინააღმდეგ აგროვებდა ლაშქარს. მასთან იმყოფებოდა და სპარსელთა შორის ყველაზე დიდი გავლენა მასზე ჰქონდა მარდონიოს გობრიესის ძეს, რომელიც ქსერქსესის მამიდასვილი იყო, დარიოსის დის შვილი. მან ასეთი სიტყვით მიმართა ქსერქსესს: „უფალო, არ შეგვფერის, რომ ათენელებს არ მივუზღოთ სამაგიერო იმ ბოროტებისათვის, რაც მათ მიაყენეს სპარსელებს. მაგრამ შენ ჯერ ის უნდა გააკეთო, რაც შენს ხელთ არის; ხოლო რომ მოარჯულებ ეგვიპტეს, ილაშქრე ათენზე, რათა სახელი დაგივარდეს ხალხთა შორის და შემდეგისათვის ყველამ თავი შეიკავოს შენს ქვეყანაზე ლაშქრობისაგან“. ამ სითყვით მარდონიოსი მისგან სამაგიეროს მიზღვას მოითხოვდა. ამ ნათქვამს მან დაუმატა, რომ ევროპე უმშვენიერესი ქვეყანაა, იქ იზრდება მრავალნაირი ხეხილი, ის სერთოდ ყოველგვარი სიკეთით არის სავსე და რომ მოკვდავთა შორის მხოლოდ სპარსელთა მეფეა ღირსი იმისა, რომ მას ფლობდეს.
6. ეს უთხრა მარდონიოსმა, რადგან დიდი მოყვარული იყო გადატრიალებისა და თვითონ უნდოდა, ელადის მმრთველი გამხდარიყო. დრო რომ გავიდა, მან დაიყოლია და დააჯერა ქსერქსესი, ასე მოქცეულიყო. თუმცა ზოგი რამ სხვაც დაეხმარა იმაში, რომ ქსერქსესი დაეყალბულებინა. ჯერ ერთი ის, რომ თესალიიდან, ალევადთაგან, მოვიდნენ მოციქულები და მოუწოდებდნენ მეფეს ელადის წინააღმდეგ გაელაშქრა, თანაც, თავის მხრივ სრულ ერთგულებას აღუთქვამდნენ. ხოლო ეს ალევადები თესალიის მეფეები იყვნენ. მეორეც ის იყო, რომ სუსაში მოსული პებსისტრატიდები მარტო იმას კი არ ამბობდნენ, რასაც ალევადები, არამედ იმაზე მეტსაც ჰპირდებოდნენ ქსერქსესს. ისინი მოვიდნენ, თან მოიყვანეს ონომაკრიტოსი, ათენელი მისანი და ამასთანავე პირი, რომელმაც მოაწესრიგა მუსაბოსის წინასწარმეტყველებანი. პებსისტრატიდებს მასთან უწინ მტრობა ჰქონდატ და ახლა შეირიგეს. ისე იყო, რომ ჰიპარქოსმა, პებსისტრატოსის შვილმა ონომაკრიტოსი ათენიდან გააძევა, რადგან ლასოს ჰერმიონელმა ამხილა ის იმაში, რომ მუსაბოსის წინასწარმეყტველებაში ურთავდა რაღაცეებს, მაგალითად იმას, რომ ლემნოსთნ მდებარე კუნძულები ზღვაში დაინთქმებიანო. ამისათვის გააძევა ის ჰიპარქოსმა, თუმცა უწინ საგანგებოდ დაახლოებული იყო მასთან. ახლა კი პებსისტრატიდებთან ერთად მოვიდა სუსაში და რომ წარუდგნენ მეფეს, პებსისტრატიდებმა მის შესახებ ბევრი საზეიმო სიტყვა თქვეს და მანაც გაიმეორა თავისი წინასწარმეტყველებები, მაგრამ ისე, რომ თუ რომელიმე მათგანი უბედურების მომასწავებელი იყო ბარბაროსებისათვის, იმათ შესახებ არაფერს ამბობდა, არჩევდა მათ შორის ყველაზე უფრო ბედნიერების მომტანთ, მაგალითად მან თქვა, რომ ჰელესპონტი შეიკრვება სპარსელი კაცის მიერ და აღწერა ლაშქრის მსვლელობა. ეგრე მოახვია მან თავზე ქსერქსესს თავისი წინასწარმეტყველება, ხოლო პებსისტრატიდებმა და ალევადებმა - თავისი რჩევა.
7. თუმცა დაიყოლიეს ქსერქსესი ელადის წინააღმდეგ ლაშქრობაზე, მაგრამ მან პირველად გამდგარ ეგვიპტელებზე გაილაშქრა დარიოსის სიკვდილიდან მეორე წელს. მან ისინი დაიმორჩილა და მთელი ეგვიპტე ბევრად უფრო მძიმე მონობაში ჩააგდო, ვიდრე დარიოსის დროს იყო, ხოლო მისი მეურვეობა გადასცა თავის ძმას, აქაბმენესს, დარიოსის შვილს, აქაბმენესი ერთ ხანს განაგებდა ეგვიპტეს, ხოლო შემდეგ ის მოჰკლა ინაროსმა, ფსამეტიქოსის ძემ, ლიბიელმა.
8. ხოლო ქსერქსესმა ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ მოინდომა ათენის წინააღმდეგ ლაშქრობის წამოწყება და დაუძახა და შეკრიბა სპარსელი წარჩინებულები, რათა შეეტყო მათი აზრი და თვითონაც ყველას წინაშე გამოთქვა თავისი სურვილები. როგორც კი შეიკრიბნენ, ქსერქსესმა უთხრა მათ შემდეგი: „სპარსელებო, ეს წესი თქვენში მე კი არ შემომაქვს, არამედ წინაპართაგან მაქვს მიღებული და მივსდევ მას. როგორც შევიტყვე უფროსთაგან, არასოდეს ვყოფილვარ მოსვენებით, მას მერე რაც ძალაუფლება წავართვით მიდიელებს, როდესაც კიროსმა მოსპო ასტიაგესი. მაგრამ ღმერთს ამ გზაზე მივყავართ და ჩვენ თვითონ რომ მივსდევთ მას, ამას ბევრი კარგი რამ მოსდევს ჩვენთვის. რაც კიროსმა, კამბისესმა და მამაჩემმა, დარიოსმა, გააკეთეს და ხალხები დაიპყრეს, კარგად იცით და აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. ეს ტახტი რომ მივიღე, იმაზე ვფიქრობდი, არ ჩამოვრჩენოდი იმათ, ვისაც ჩემზე უწინ ჰქონდათ ეს პატივი და მათზე ნაკლებ არ გამეძლიერებინა სპარსელები. ამაზე ფიქრისას მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჯერ ეს ერთი ჩვენ შევიმატებთ სახლესა და ამასთანავე ქვეყანას, რომელიც არც სიდიდითაა ნაკლები იმაზე, რაც ახლა გვაქვს და არც მასზე ნაკლებ ნაყოფიერი, ხოლო მეორე მხრივ მივუზღავთ სამაგიეროს და დავსჯით. ახლა იმიტომ შეგკრიბეთ, რომ გაგაგებინეთ, რისი გაკეთება მაქვს განზრახული, მე მინდა ხიდი გავდო ჰელესპონტზე და ევროპეზე გადავატაროთ ლაშქარი ელადის წინააღმდეგ, რათა ათენელები დავსჯო იმისათვის, რაც მათ სპარსელებსა და მამაჩემს უყვეს. თქვენ ხომ იცი, რომ ჯერ კიდევ მამაჩემი აპირებდა ამ ხალხის წინააღმდეგ ლაშქრობას. მაგრამ ის გარდაიცვალა და არ დასცალდა მათი დასჯა. მე კი, მისი და სხვა სპარსელების სამაგიეროს მისაზღვევად მანამ არ მოვისვენებ, ვიდრე არ ავიღებ და არ დავწვავ ათენს, რადგან პირველად უსამართლოდ ათენელები მოგვექცნენ მეცა და მამაჩემსაც. პირველად ისინი მოვიდნენ სარდეში, ჩვენ მონასთან, არისტაგორეს მილეტელთან ერთად და დაწვეს წმინდა ჭალები და სამლოცველოები, ხოლო ყველამ კარგად იცით, თუ რა გვიყვეს მეორედ, როდესაც მათ ქვეყანაში გადავედით, დატისისა და არტაფრენესის მხედართმთავრობის დროს. სწორედ ამის გულისათვისაა, რომ მე მათ წინააღმდეგ ლაშქრობა განვიზრახე; ამას გარდა რომ დავუფიქრდეი, მივხვდი, თუ ამისაგნ რამდენ სიკეთეს მოვიხვეჭთ, თუ დავიპყრობთ ათენელებს და მათ მეზოლად მყოფ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ფრიგიელი პელოპის ქვეყანაში, მაშინ სპარსელთა ქვეყნის საზღვარი ზევსის ზეცამდე მიაღწევს. ხოლო მზე არ დაჰხედავს არც ერთ სხვა ქვეყანას ჩვენს მეზობლად, რადგან მთელ ევროპეს გადავივლი და ყველა ამ ქვეყნებს თქვენთან ერთად, ერთ ქვეყანად ვაქცევ. მე შევიტყვე, რომ ასეა საქმე: არც ერთი ქალაქი და არც ერთი ხალხი არ დარჩება ისეთი, რომელსაც შეეძლება ჩვენთან ბრძოლა, თუკი მათ ჩამოვიცილებთ, ვის შესახებაც ვილაპარაკე. ზოგს ჩვენს მიმართ დანაშაულის გამო დავადგამთ მონობის უღელს, ზოგს კიდევ უდანაშაულოდ. თქვენ კი სასვლელად, ყოველი თქვენთაგანი იმ დროისათვის დიდის ხალისით უნდა გამოცადდეს; ვინც მოვა და ლაშქარი ყვლაზე უკეთ ეყოლება მომზადებული, ისეთ საჩუქარს მივცემ, რაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტ პატივსაცემად ითვლება. ეს ასე უნდა გააკეთოთ; ახლა კი თქვენ რომ არ გეგონოთ, თითქოს მე თვითნებურად ვწყვეტ საკითხს, ამ ამბავს გამოვიტან საერთო სამსჯავროზე და მოგიწოდებთ ყველას, ვისაც კი სურვილი ექნება თქვენ შორის, გამოთქვას თავისი აზრი". ეს თქვა და დადუმდა.
9. ხოლო მის შემდეგ ილაპარაკეს მარდონიოსმა: უფალო, შენ არა მარტო იმ სპარსელთა შორის ხარ საუკეთესო, რომლებიც იყვნენ, არამედ მათ შორისაც, ვინც იქნებიან. ყოველივე, რასაც შენ შეეხე ლაპარაკის დროს, საუკეთესოა და ჭეშმარიტი და შენ არ მისცემ ნებას ევროპეში მცხოვრებ იონიელებს, რომ მასხრად აგვიგდონ, რადგან ისინი უღირსნი არიან. თუ კი საკები, ინდები, ეთიოპელები, ასირიელები და ბევრი სხვა დიდი ხალხი, რომელთაც სპარსელებისათვის არაერი დაუშავებიათ, დავიმორჩილეთ და მონებად ვაქციეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდოდა ჩვენი ძაუალფება გაგვედიდებინა, საშინელება იქნება, რომ არ დავსაჯოთ ელინები, რომელთაც პირველებმა ჩაიდინეს ჩვენს მიმართ უსამართლობა. რისი გვეშინია? ხალხის სიმრავლის? თუ ქონების ძალის? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით მათი ბრძოლის უნარი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი ჯარები სუსტია. ჩვენ ხომ უკვე დავიმორჩილეთ მათი შვილები, ისინი, რომლებიც ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობენ და რომელთაც იონიელები, ეოლიელები და დორიელები ეწოდებათ. მე ერთხელ თვითონ ვცადე ამ ხალხზე თავდასხმა მამაშენის ბრძანებით, მაკედონიამდე და მივედი და ცოტაღა დამრჩა, რომ თვით ათენამდე მიმეღწია, მაგრამ არავინ გამოსულა ჩემს წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც შევიტყვე, ელინებს ომის გამართვა სრულიად მოუფიქრებლად სჩვევიათ თავისი უმეცრებისა და სისულელის გამო. როდესაც ისინი ერთმანეთს ომს უცხადებენ, ირჩევენ უმშვენიერესს და მთლად მოვაკებულ ადგილს, სადაც ჩამოდიან და იბრძვიან ისე რომ, გამარჯვებულიც კი დიდად დაზარალებული მიდის. ხოლო დამარცხებულთა შესახებ სულაც არაფერს ვამბობ, რადგან ისინი მთლად ამოწყდებიან ხოლმე: რაკი ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობენ, ამიტომ თავიანთ უთანხმოებებს მაცნეებსი, მოციქულების და ზოგიერთი სხვა საშუალებების მეოხებით უფრო იგვარებენ, ვიდრე ბრძოლით. ხოლო თუ მაინცდამაინც აუცილებელია მათი ერთმანეთთან ომი, მაშინ თითოეულმა მხარემ უნდა გამოძებნოს თავისთვის ხელსაყრელი ადგილი და იქ შეეცადოს ბრძოლას. მართალია, ელინები ამისთანა უსმგავსი გზით იბრძვიან, მაგრამ მე ისე მივედი მაკედონიის ქვეყნამდე, რომ არც კი უფიქრიათ ჩემთან ომის გამართვა. მეფეო, ვინ გაბედავს შენს წინააღმდეგ გამოსვლას და ომს, მაშინ, როდესაც ამოდენა ხალხი და მთელი შენი ფლოტი მოგყავს აზიიდან? მე ვფიქრობ, ელინთა ბუნებას საამისოდ გამბედაობა არ ეყოფა. თუ კი რაიმე მეშლება და ისინი დაუფიქრებლობით ატაცებულნი მაინც გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, შეიტყობენ, რომ ჩვენ ყველა ხალხებს შორის საუკეთესონი ვართ სამხედრო საქმიანობაში. მაგრამ დაე, ნურაფერი დაგვრჩება გამოუცდელი, რადგან თავისთავად არაფერი ხდება; ის კი არა, ადამიაენბი ჩვეულებრივ გამოცდილებით აღწევენ ყველაფერს
10. მარდონიოსმა ამნაირად დაუჭირა მხარი ქსერქსესის აზრსა დაასრულა თავისი სიტყვა. მაშინ, როდესაც სხვა სპარსელები ჩუმად იყვნენ და ვერ ბედავდნენ თავისი აზრის გამოთქმას უკვე წამოყენებულის საწინააღმდეგოდ, არტაბანოსმა, ჰისტასპესის ძემ, რომელიც ქსერქსესის ბიძა იყო (სწორედ ამისი იმედით), თქვა: მეფეო, როდესაც არ გამოითქმის ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები, მაშინ არც შეიძლება, აირჩეს უკეთესი. მაშინ უნდა აღსრულდეს ის, რაც ითქვა; ხოლო როდესაც გამოთქმულია სხვადასხვა აზრი, მაშინ შესაძლებელია მოხდეს არჩევანი; თვით ბაჯაღლო ოქრო ვერ გამოიცნობა მარტო თავისი თავის მიხედვით, ხოლო მას შემდეგ, რაც მას სხვა ოქროს გავუხახუნებთ, გამოვიცნობთ მათ შორის უკეთესს. მე მამაშენს, ჩემს ძმას, დარიოსს ვურჩევდი, რომ არ ელაშქრა სკვითების წინაღმდეგ (ეს ისეთი ხალხია, რომელსაც მთელს ქვეყანაში არსად აქვს ქალაქი). მას იმედი ჰქონდა, რომ დაიპყრობდა მომთაბარე სკვითებს, არ დამიჯერა, ილაშქრა და ბევრი მამაცი ადამიანი დაიღუპა თავისი ლაშქრიდან და ისე დაბრუნდა უკან. შენ, მეფეო, აპირებ ილაშქრო იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ბევრად აღემატება სკვითებს და რომლის შეასხებაც ამბობენ, რომ უმამაცესნი არიან როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე. ჩემის მხრივ სამართლიანობა მოითხოვს, გითხრა, თუ რაოდენ საშიაში არის ეს საქმე - შენ ამბობ, რომ ხიდს გასდებ ჰელესპონტზე და ევროპეზე გადაატარებ ლაშქარს ელადის წინააღმდეგ. შესაძლოა, შენ ან ხმელეთზე დამარცხდე ან ზღვაზე, ან კიდევ ორივეგან, რადგან, როგოც ამბობენ, ისინი მამაცი ხალხია და ამას შეიძლება კაცი მიხვდეს იმის მიხედვითაც, რომ იმოდენა ლაშქარი, რომელიც დატისთან და არტაფრენესთან ერთად მოვიდა ატიკის ქვეყანაში, მარტო ათენელებმა ამოწყვიტეს. შეიძლება მათ ორივეგან არ ეწიოთ ბედი, მაშინ ჩვენს ხომალდებს დაესხმებიან თავს, გაიმარჯვებენ საზღვაო ბრძოლაში, გაცურავენ ჰელესპონტში და მოხსნიან ხიდს, ეს კი, მეფეო, საშინელება იქნება. ამას მე საკუთარ ნასიბრძნს კი არ მოგახსენებ, არამედ ასეთი ამბავი ერთხელაც შეგვემთხვა, ცოტა უბედურება კი არ გადაგვხვდა თავს, როდესაც მამაშენმა შეკრა თრაკიის ბოსფორი. ხიდი გასდო მდინარე ისტროსზე და გადავიდა მასზე სკვითების წინააღმდეგ საბრძოლველად. მაშინ სკვითები ძალიან ეხვეწებოდნენ იონიელებს, რომ გასავალი გაეხსნათ (ხომ ისინი დარაჯობდნენ ისტროსზე გადებულ ხიდებს). მაშინ რომ ჰისტიაბოსი, მილეტის ტირანი, აჰყოლოდა სხვა ტირანებს და მათ წინააღმდეგ არ წასულიყო, სპარსელთა სახელმწიფო დაიღუპებოდა. პრიდაპირ საშინელებაა ამ ამბის მოსმენაც კი, რომ მეფის მთელი ძალაუფლება ერთ კაცზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ საგანგებო აუცილებლობა არ იქნება, ნუ ჩაიგდებ ამისთანა გასაჭირში თავს და დამიჯერე მე. ახლა გაუშვი ეს შეკრებილობა. ხოლო მას მერე, რაც შენ თვითონ კარგად მოიფიქრებ, თუკი არჩევ, კვლავ გამოუცახდო მათ ის გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ მოგეჩვენება. მე იმ აზრისა ვარ, რომ კარგი გადაწყვეტილება უდიდესი ბედნიერებაა, რადგან თუ მოხდა კიდევაც რაიმე მისი სიკეთეს არაფერი დააკლდება. ხოლონ ვინც ცუდ აგდაწყვეტიელბას მიიღებს, თუ მას ბედი წყალობს, ის ეწევა საწადელს, მაგრამ კიდევაც რომ არ დამარცხდეს, მაინც ცუდი იქნება მისი გადაწყვეტილება. შენ ხედავ, რომ ღმერთი მეხსა სცემს გამორჩეულ ცხოველებს და არ აძლევს თავმოწონეობის ნებას, პატრა ცხოველები კი მას აღიზიანებენ. შენ ხედავ, რომ მისი ისრები მუდამ უდიდეს ნაგებობებს და ასეთსავე ხეებს ხვდება, რადგან ღმერთს უყვარს ყოველივე გამორჩეულის დასახიჩრება. ამავე მიზეზის გამო შეიძლება, რომ დიდი ლაშქარი მციმრემ ამოწყვიტოს, თუკი მოშურნე ღმერთი შიშის ზარს დასცემს მათ, ანდა მეხს, რის შედეგადაც ისინი სამარცხვინოდ ამოწყდებიან. რადგან ღმერთი სხვა არ რთავს ნებას, რომ თავის თავზე დიდი აზრისა იყოს. ყოველივე აჩქარებულ საქმეს მოსდევს შეცდომები, რისგანაც ჩვეულებრივ დიდი ზიანი წარმოსდგება. მოთმინებას კი სიკეთე მოჰყვება, რაც შეიძლება არ გამოჩნდეს მაშინვე, მაგრამ დროის განმავლობაში მას ვინმე უეჭველად აღმოაჩენს. აი, მეფეო, მე შენ ამას გირჩევ. შენ კი, გობრიესის ძევ, მარდონიოს, თავი ანებელ ელინთა შესახებ ასეთ უაზრო ლაპარაკს, რადგან ისინი ასე აუგად ხსენების ღირსი არ არიან. ელინებს რომ ცილს დასწამებ, ამით თვით მეფეს აქეზებ მათზე სალაშქროდ და მე მეჩვენება, რომ მთელი შენი მისწრაფება აქეთ არის წარმართული. მაგრამ ეს ასე ნუ იქნება, რადგან ცილისწამება უსაშინლესი რამეა, ცილსიწამებისას ორი იქცევა უსამართლოდ, ხოლო დაზარალებული ერთი გამოდის. ის, რომელიც შეასმენს, უსამართლობას ჩადის, რადგან ადანაშაუელბს იმას, ვინც იქ არაა; უსამართლობას ჩადის ისიც, ვინც დაიჯერებს იმაზე უწინ, ვიდრე ზუსტად არ გამოიკვლევს ამბავს; ხოლო ვინც იქ არ არის, მათი ლაპარაკით მის მიმართ ორმაგი უსამართლობაა ჩადენილი, რადგან ერთი მათგანი მას აბეზღებს, ხოლო მეორე კი ბოროტად სახავს. მაგრამ თუ მაინცდამაინც აუცილებელია ამ ხალხის წინააღმდეგ ლაშქრობა, დაე, მოსახდენი მოხდეს, მაგრამ მაშინ თვითი მეფე სპარსელთა ქვეყანაში დარჩეს, ჩვენ ორივემ კი ჩვენი შვილები მძევლებად დავტოვოთ აქვე. შენ თვითონ გაუძეხ ლაშქარს, შეაგროვე ხალხი, ვინც გინდა და წაიყვანე იმოდენა ლაშქარი, რამოდენაც მოგესურვება. თუ ამ ლაშქრობით მეფეს ის საქმეები გაუკეთდება, რასაც შენ ამბობ, დაე, დაიხოცნონ ჩემი შვილები და მათთან ერთად მეც. ხოლო თუ ის მოხდება, როგორც მე ვწინასწარმეტყველებ, მაშინ შენი შვილები დაისაჯონ და მათთან ერთად შენც, თუკი უკან დაბრუნდები. თუ არ მოისურვებ ამ პირობების მიღებას, და ყოველივეს მიუხედავად, მაინც წაიყვან ლაშქარს ელადის წინააღმდეგ, მაშინ ასე გეტყვი: აქ დარჩენილი ზოგიერთი სპარსელი გაიგონებს იმას, რომ მარდონიოსი, რომელმაც საშინელი ბოროტება მიაყენა სპარსელებს, ძაღლებმა და ფრინველებმა დაგლიჯეს სადღაც ათენელთა ქვეყანაში, ან ლაკედემონიაში, ან ამაზე უწინ სადმე გზაზე; აი, მაშინ შეიტყობ, თუ როგორი იყო ის ხალხი, რომლის წინააღმდეგაც აქეზებდი მეფეს.
11. ასე ილაპარაკა არტაბანოსმა, ხოლო ქსერქსესი გაჯავრდა და მიუგო შემდეგი არტაბანოს, შენ ძმა ხარ მამაჩემისა და ამან გიხსნა იმისაგან, რომ საკადრის საზღაურს არ იღებ მაგ უაზრო სიტყვებისათვის. მაგრამ რადგან შენ მშიშარა და უგულო ყოფილხარ, იმით შეგარცხვენ, რომ არ წაგიყვან თან ელადის წინააღმდეგ სალაშქროდ და აქ დაგტოვებ დედაკაცებთან ერთად. მე უშენოდაც გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი, ნუ ვიქნები მე შვილი დარიოსისა, ჰისტასესის ძისა (ხოლო ჰისაპესი არსამესის ძე იყო, არსამესი არიარამნესისა, არიარამნესი ტეისპესის, ტეისპესი - კიროსისა, კიროსი - კამბისესისა, კამბისესი, - ტეისპესის, ხოლო ტეისპესი, - აქაბმენესისა), თუ არ დავსაჯო ათენელები. რადგან მე კარგად ვიცი, რომ ჩვენ თუ მშვიდობიანად ვიქნებით, ისინი მაინც არ მოისვენებენ, ის კი არა, სულაც თვითონ გამოილაშქრებენ ჩვენს ქვეყანაზე, თუ შეიძლება იმის მიხედვით დავასკვნათ, რაც მათ წამოიწყეს, როდესაც დაწვეს სარდე და შეიჭრნენ აზიაში. ისე რომ, ვერც ერთი მხარე ვერ დაიხევს უკან. ისღა დაგვრჩენია, ან ვიმოქმედოთ, ან მოვითმინოთ, რათა ყოველივე ჩვენი ელინთა გამგებლობაში გადავიდეს, ან ყოველივე მათი სპარსელებისა გახდეს. რადგან ამ ჩვენ მტრობაში სხვა გამოსავალი არ არსებობს. ამგვარად, კარგი იქნება, დავსაჯოთ ისინი ჯერ მარტო იმიათვის, რაც მათგან გადაგვიტანია; თანაც ამ გზით კარგად შევიტყობ, თუ რა საშინელება მომელის, იმ ხალხის წინააღმდეგ რომ გავილაშქრო, რომლებიც დაიმორჩილა პელოპს ფრიგეილმაც კი, ჩემი წინაპრების მონამ, და თანაც ისე, რომ აქამდე თვით ეს ხალხიდა და მათი ქვეყანაც დამპყრობლების სახელის მიხედვით იწოდებიან.
12. ამის შესახებ ეს ილაპარაკეს. ხოლო შემდეგ, დაღამებისას, ქსერქსესი შეაწუხა არტაბანოსის რჩევამ. ღამით ბევრი იფიქრა და გადწყვიტა, რომ მას არაფრად სჭრიდებოდა ელადის წინააღმდეგ ლაშქრობა. როდესაც მან ეს ახალი გადაწყვეტილება მიიღო, დაიძინა და როგორც სპარსელები ამბობენ, იმ ღამეს ძილში ასეთი სიზმარი ნახა. ეჩვენა ქსერქსესს წარმოსადეგი და კარგი ვაჟკაცი, რომელიც თავზე წამოადგა და უთხრა: შეცვალე, სპარსელო, შენი გადაწყვეტილება და აღარ მიგყავს ლაშქარი ელადაზე? აკი გამოუცხადე სპარსელებს, რომ ლაშქარი მოეგროვებინათ! კარგს არ აკეთებ, რომ გადწყვეტილებას ცვლი და არც არავინ მოგიწონებს ამას. ამ გზას დაადექი, რისი გაკეთებაც დღისით გადაწყვიტე.
13. ეს წარმოთქვა და ქსერქსესს ეჩვენა, რომ გაფრინდა. ხოლო დილით ამ სიზმრისა აღარაფერი ახსოვდა, დაუძახა უწინ შეკრებილ სპარსელებს და უთხრა მათ შემდეგი: სპარსელებო, მაპატიეთ, რომ ასე სწრაფად ვცვლი გადაწყვეტილებას. მაგრამ ჯერ არ მიმიღწევია გონებრივი სიმწიფისათვის და ისინიც, რომლებიც მაქეზებდნენ ამის გასაკეთებლად, არსოდეს მცილდებიან გვერდიდან. როდესაც მოვისმინე არტაბანოსის რჩევა, ჭაბუკურდ განვსაჯე და ისთი შეურაცხმყოფელი სიტყვები აღმომხდა უფროსი კაცის მიმართ, რაც მას არ ეკადრებოდა. ახლა კი მეც მის აზრს ვიზიარებ და მინდა მის რჩევას მივდიო. რადგან შევიცვალე ჩემი განზრახვა, წყნარად იყავით, არ ვილაშქრებთ ელადაზე.
14. სპარსელებმა რომ ეს მოისმინეს, დიდად გაიხარეს და მას თაყვანი სცეს. ხოლო რომ დაღამდე, მძინარე ქსერქსეს კვლავ იგივე სიზმარი ეჩვენა, წაადგა თავზე კაცი და უთხრა: დარიოსის შვილო, შენ გამოუცხადე სპარსელებს და აღკვეთე ლაშქრობა, ხოლო ჩემს სიტყვებს არავითარი ყურადღება არ მიაქციე, თითქოს არც გაგეგონოს არაფერი. კარგადი იცოდე, რომ თუ ახლავე არ გაუძღვები ლაშქარს, ამის გამო შემდეგი რამ შეგემთხვევა: როგორი დიდიც და ძლევამოსილიც გახდი მცირე ხანში, ისევ დამდაბლდები კიდევ უფრო სწრაფად.
15. ქსერქსესს ძალიან შეეშინდა ამ ჩვენების, წამოხტა საწოლიდან და მოციქული გაგზავნა არტაბანოსის დასაძებნად. როდესაც ის მოვიდა, ქსერქსოსმა უთხრა: არტაბანოს, თავიდანვე არ მოვიქეცი გონივრულად, როდესაც შენი სასარგებლო რჩევის საპასუხოდ უაზრო სიტყვები გითხარი. ხოლო შემდეგ, დიდ დროს არ გაუვლია, რომ აზრი შევიცვალე, მივხვდი, რომ შენი რჩევისამებრ უნდა მოვიქცე, მაგრამ მთელი ჩემი სურვილის მიუხედავად, მაინც ვერ ვიზამ ამას. რადგან, როგორც კი აზრი გამოვიცვალე და სხვა გადაწყვეტილება მივიღე, ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ, რომელიც არაფრით არ მიწონებს, რომ ეს გავაკეთო. ახლა კი დამემუქრა კიდევაც და ისე წავიდა. თუ მართლაც ღმერთია მის წარმომგზავნი და მას მართლაც ესიამოვნება, რომ ელადის წინააღმდეგ გავილაშქროთ, მაშინ იგივე სიზმარი, შენთანაც მოფრინდება და იმასვე გიბრძანებს შენც, რასაც მე მიცხადებს. მე ვიფიქრე, რომ ეს მაშინ მოხდება, თუ შენ ჩაიცვამ მთელს ჩემს ტანსაცმელს და ისე დაჯდები ჩემს ტახტზე, მერე კი დაიძინებ ჩემს საწოლში.
16. ასე ელაპარაკა მას ქსერქსესი. ხოლო არტაბანოსმა მას პირველ განკარგულებისთანავე არ გაუგონა, რადგან არ მიაჩნდა თავი იმის ღირსად, რომ მეფის ტახტზე დამჯდარიყო. ბოლოს, როდესაც აიძულეს, დაემორჩილა მეფეს, მხოლოდ ეს თქვა: მეფეო, ჩემს თვალში ერთნაირი ფასი აქვს იმასაც, როცა კაცი თვითონ გონიერია და იმასაც, როცა უჯერებს გონიერ მრჩეველს. შენ ორივე ეს თვისება გაქვს, მხოლოდ ცუდ ადამიანებთან ურთიერთობის გამო სცდები ხოლმე; ეს იმასა ჰგავს როცა ამბობენ, ზღვა ადამიანებისათვის ყველაფერზე უფრო სასარგებლოა, ოღონდ ქარების ქროლვა არ აძლევს მას საშუალებას თავისი ბუნება გამოამჟღავნოსო. მე რომ მოვისმინე შენგან ძვირი, იმდენად ეს კი არ მწყენია, რამდენადაც ის, რომ ორი აზრი წარედგინა სპარსელებს, რომელთაგან ერთი ამპარტავნებას ზრდის, ხოლო მეორე პირიქით, მათ ათვინიერებს (რადგან ეუბნება მათ, თუ რა ცუდია, როდესაც ასწავლა სულს მუდმივად ეძებოს რაიმე უფრო მეტი, ვიდრე ის, რაც აქვს). აი, ამ ორი აზრიდან შენ უარესი ამოირჩიე როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სპარსელებისათვის. ხოლო ახლა, როდესაც შემობრუნდი უკეთესი აზრისაკენ და გადაიფიქრე ელადაზე გალაშქრება, ამბობ, რომ სიზმარს ნახულობ, რომელსაც რომელიღაცა ღმერთი გიგზავნის და რომელიც გიკრძალავს ლაშქრობაზე ხელის აღებას. მაგრამ, შვილო, ეს ღვთაებისაგან არ მომდინარეობს. მე შენ აგიხსნი სიზმარს, რომელიც ადამიანებს აცთუნებს. მე ხომ შენზე ბევრად უფროსი ვარ. სიზმრად, ჩვეულებრივ, იმას ნახულობს კაცი, რაზედაც დღისით ფიქრობს. ხოლო ჩვენ ამ ბოლო დღეებში სულ ამ ლაშქრობის ამბები გვიტრიალებდა თავში. ეს ამბავი თუ ისე არაა, როგორც მე ავხსენი და რაღაც აქვს საერთო ღმერთთან, ყოველივე ამის შესახებ მოკლედ უკვე მითხარი. დაე ჩვენება მეც გამომეცხადოს, როგორც გამომგეცხადა შენ და იგივე მიბრძანოს. ხოლო ის მოჩვენება, თუ კი ის, საერთოდ, აპირებს მომევლინოს, ისევე გამომეცხადება მე, შენი ტანსაცმელი მეცმევა, თუ ჩემი, შენს საწოლში მოვისვენებ, თუ ჩემსაში. რადგან, როგორიც არ უნდა იყოს იგი, იმდენად სულელი ხომ არ იქნება, რომ მე დამინახოს და მარტოოდენ ტანსაცმლის მიხედვით ქსერქსად მიმიღოს. თუმცა შეიძლება არ მომაქციოს ყურადღება და არც გამხადოს ღირსი გამოჩენისა, სულერთია, ჩემი ტანსაცმელი მემცევა, თუ სენი. და მაინც შენ გეჩვენოს ხოლმე, ესეც უნდა გამოვცადოთ. შენ თუ ის გამუდმებით გამოგეცხადა, მე თვითონ გეტყვი, რომ ეს ღვთაებრივი ამბავია მეთქი. ხოლო თუ შ ნ ასე ფიქრობ, რომ მაინცდამაინც ასე უნდა ვქნათ და მე შენს საწოლში უნდა მოვისვენო, დაე იყოს ასე, ავასრულებ შენს განკარგულებას და ეგებ მეც გამომეცხადოს. მანამდე კი ჩემ აზრს არ გადავალ.
17. აი, ეს ილაპარაკა არტაბანოსმა და იმედი ჰქონდა, რომ ქსერქსესს დაიყოლიებდა, მაგრამ მას არაფერი უთქვამს და არტაბანოსიც ისე მოიქცა, როგორც უბრძანეს. მან ჩაიცვა ქსერქსესის ტანსაცმელი და დაჯდა სამეფო ტახტზე; ამის შემდეგ, როგორც კი დაიძინა, მძიანრემ ნახა იგივე სიზმარი, რაც ქსერქსეს ეჩვენებოდა ხოლმე. ჩვენება თავს დაადგა არტაბანოსს და უთხრა : შენ ის არა ხარ, გამწარებით რომ უშლიდი ქსერქსესს ელადაზე გალაშქრებას, თითქოს იმიტომ, რომ მასზე ზრუნავდი? მაგრამ იცოდე, ვერც შემდეგში და ვერც ახლა ვერ გადაურჩები დასჯას, რადგანაც ლამობ ღვთის განგების შეცვლას. ხოლო რაც მოუვა ქსერქსესს თავისი გაუგონრობისათვის, ეს მას თვითონ გამოუვცხადე.
18. არტაბანოსს ეგონა, რომ ჩვენება ემუქრებოდა მას და გახურებული რკინით ცდილობდა მისთვის თვალები ამოეშანთა, შეშინდა არტაბანოსი, ღრიალით წამოვარდა, მიუჯდა ქსერქსეს და მას მერე, რაც მთელი თავისი სიზმარი უამბო, ეს უთხრა: მეფეო, მე, როგორც ისეთ კაცს, რომელსაც უნახავს, თუ როგორ დაცემულა მრავალი ძალაუფლება უფრო უძლურთა ხელით, არ მინდოდა რომ ყველაფერში შენ ასაკს მიჰყოლოდი, რაკიღა ვიცოდი, თუ რა ცუდია, როდესაც კაცი ხარბად მიელტვის ყველაფრის მოხვეჭას, რაკიღა მახსოვდა თუ რა დაემართა კიროსის ლაშქარს, რომელიც მასაგეტებზე წავიდა, რაკიღა მახსოვდა თუ რა მოუვიდა კამბისესის ლაშქარს, რომელიც ეთიოპელების წინააღმდეგ წავიდა და მე თვითონ ხომ დარიოსს ვახლდი სკვითებზე გალაშქრებისას. ეს ვიცოდი და იმ აზრისა ვიყავი, რომ ყველანი უნეტარესად ჩაგთვლიან, თუ კი წყნარად იქნები. მაგრამ რადგან აქ რაღაც ღვთაებრივი შთაგონებაა, ხოლო ელინები, როგორც ჩანს, ღვთის განგების მიერ არიან განწირული, ამიტომ მე თვითონაც ვიცვლი ჩემს აზრს და ახალს ვადგები. შენ კი შეატყობინე სპარსელებს, რაც გამოგიცხადა ღმერთმა და უბრძანე, რომ მოემზადონ იმ შენი პირველი განკარგულების მიხედვით. მოიქეცი ისე, რომ შენი მხრივ არაფერი დააკლო საქმეს, როდესაც ღმერთი თვითონ გაძლევს ხელში მტერს. ასე ილაპარაკა მან; ორივენი სიზმრისაგან იყვნენ შთაგონებულნი. გათენებისთანავე ქსერქსესმა ეს ამბავი აუწყა სპარსელებს, ხოლო არტაბანოსი, რომელიც უწინ მარტოკა გამოდიოდა ამ საქმის წინააღმდეგ, ახლა აშკარად მის სასარგებლოდ მოუწოდებდა.
19. სალაშქროდ განწყობილმა ქსერქსესმა ამის მერე კიდევ მესამედ ნახა სიზმარი, რომელიც მოგვებმა რომ მოისმინეს, ასე ახსნეს: იგი დაიმორჩილებს მთელს ქვეყანას და ყველა ხალხს. სიზმარი კი ასეთი იყო: ეჩვენა ქსერქსეს, რომ გვირგვინად ჰქონდა ზეთის ხილის შტო, ხოლო ამ ხის ტოტები მთელ დედამიწას ჰფარავდნენ. შემდეგ კი გაუჩინარდა ის გვირგვინი, თავზე რომ ედგა. მოგვება რომ სიზმარი ასე ახსნეს, შეკრებილი სპარსელები თავის საგამგებლოებსი გაბრუნდნენ და დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ განკარგულების შესრულებას, რადგან თითოეულ მათგანს უნდოდა აღთქმული საჩუქრის მიღება. ამგვარად ქსერქსესმა ლაშქარი ისე შეაგროვა, რომ არ დაუტოვებია აზიის ხმელეთის არც ერთი ადგილი.
20. ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ქსერქსესი დაახლოებით 4 სრული წელი ამზადებდა ლაშქარს და სხვა ყოველივეს, რაც ლაშქრისათვის იყო საჭირო, ხოლო მეხუთე წელს გაილაშქრა დიდი და ძლევამოსილი ჯარით. ეს იყო ყველაზე დიდი ლაშქარი, რომლის შესახებაც რამე გვსმენია, ისე, რომ მასთან შედარებით არაფრად ჩანდა თვით დარიოსის ლაშქარიც, რომლითაც მან სკვითებზე ილაშქრა და არც იმ სკვითებისა, რომლებიც კიმერიელებს დაედევნენ, შეიჭრნენ მიდიელთა ქვეყანაში, დაიმორჩილეს და აზიის თითქმის მთელ ზემოთა ხმარეს დაუფლნენ (ამის გულისათვის იყო, რომ დარიოსს მათი დასჯა უნდოდა); ასეთი არ ყოფილა, არც მოთხრობების მიხედვით ცნობილი ატრებდთა ლაშქარი, რომელიც ილიონისაკენ გაემართა, არც მისიელთა და ტევკრების ჯარი, რომელიც ტროის ომზე უწინ შეიკრიბა, გადავიდა ევროპეში ბოსფორთან, მთელი თრაკიელები დაიმორჩილა, ჩავიდან იონურ ზღვამდე და სამხრეთისაკენ კი მდინარე პენებოსამდე მივიდა.
21. ყველა ეს ლაშქრობა და ამათ გარდა კიდევ სხვებიც, ქსერქსესის ლაშქართან მოსატანიც კი არ არის. რადგან რა ხალხი არ წაიყანა ქსერქსესმა აზიიდან ელადის წინააღმდეგ. რომელი მდინარის წყალი ეყოფოდა ამ ლაშქარს წყურვიის მოსაკლავად და არ დააკლდებოდა, გარდა უდიესი მდინარეებისა? ზოგმა ხალხმა ხომალდები მოიყვანა, ზოგმა ქვეითი ჯარი, სხვებმა ცხენოსნები, ნაწილს ცხენების გადასაყვანი ნავებით უნდა მოემარაგებინა ჯარი და ამასთანავე უნდა მიეღო მონაწილეობა ლაშქრობაში, ნაწილს გრძელი ხომალდები უნდა მოეყვანა ხიდებისათვის, ხოლო დანარჩენებს ლაშქრობისათვის საჭირო საზრდო უნდა გაეღოთ და ამას გარდა კდიევ ხომალდები.
22. ათონის ირგვლივ რომ იცურეს პირველად, მაშინ სასტიკად დამარცხდნენ2, ამიტომ ახლა ათონისათვის საგანგებო სამზადისში იყვნენ 3 წლის განმავლობაში: ქსერქსეს ელაბუსში იდგნენ ტრიერები. აქედან გადმოდიოდნენ სხვადასხვა მოლაშქრენი და მათრახით იძულებულნი ათონთან თხრიდნენ მიწას, მათი შემცვლელები კი აქეთ მოდიოდნენ. ამ ადგილს თხრიდნენ ისინიც, ვინც ათონის ირგვლივ ცხოვრობდნენ. ხოლო ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ ბუბარეს მეგაბაძოსის ძე და არტაქაბეს არტაბოსის ძე, სპარსელი ვაჟკაცები.
ათონი დიდი და სახელგანთქმული მთაა, ზღვამდე აღწევს და ადამიანთა მიერ არის დასახლებული. იმ ადგილას, სადაც მთა ხმელეთში გადადის, ნახევარკუნძულის ფორმა აქვს და მისი ყელი დაახლოებით 12 სტადიონია. ეს ყელი წარმოადგენს პატარა ბორცვებიან დაბლობს და გადაჭიმულია ზღვის იმ ადგილიდან, რომელიც აკანთოსთანაა ვიდრე ზღვამდე ტორონეს პირდაპირ. ხოლო ამ ყელზე, სადაც მთავრდება ათონი, მდებარეობს ელინური ქალაქი სანე; ხოლო სანეს იქით, მაგრამ ათონის მთის აქეთ, მდებარეობა ქალაქები, რომელთა მოსახლეობა სპარსელ მეფეს უნდოდა ხმელეთის მცხოვრებთა მაგიერ კუნძულების მცხოვრებლებად ექცია. ეს ქალაქებია: დიონი, ოლოფიქსოსი, აკროთოონი, თისოსი და კლეონე.
23. ესაა ის ქალაქები, რომლებიც ათონზეა. ხოლო ბარბაროსები ხალხების მიხედვით იყვნენ დაყოფილი და ისე თხრიდნენ ამ ადგილს. მათ ქალაქ სანესთან სწორი ხაზი გაავლეს. როდესაც თხრილი ღრმა გახდა, ისინი ვინც ქვემოთ იდგნენ, თხრას განაგრძობდნენ, ხოლო დანარჩენები გადასცემდნენ ნათხარ მიწას სხვებს, მათზე ზემოთ მდგომთ საფეხურებთან; ესენი კვლავს სხვებს გადასცემდნენ და ასე შემდეგ, ვიდრე არ მიაწვდიდნენ ყველაზე ზემოთ მდგომთ. მათ კი გაჰწონდათ მიწა და ყრიდნენ. სხვას ყველას, გარდა ფინიკიელებისა, თხრილის კედლები ენგრეოდათ და ორმაგი შრომა უწევდათ. ასეთი რამ კი გარდაუვალი იყო, რადგან ისინი ამ თხრილის ზემოთა და ქვემოთა ნაწილებს ერთი და იმავე ზომისას აკეთებდნენ. ფინიკიელებმა კი ისევე როგორც სხვა საქმეებში, აქაც სიბრძნე გამოიჩინეს: თავის წილხვდომილი ადგილი ისე გათხარეს, რომ თხრილის ზემოთა ნაწილი ორჯერ უფრო ფართო გააკეთეს, ვიდრე თვით თხრილი უნდა ყოფილიყო, ხოლო თანდათანობით მუშაობაში თხრილს სულ უფრო და უფრო ავიწროვებდნენ. ისე რომ, ქვემოთ რომ ჩავიდნენ, მათი ნაკვეთები სხვების გათხრილის თანაბარი იყო. იქვე მინდორზე ფინიკიელებს შესაკრები ადგილი და ბაზარი ჰქონდათ, ხოლო აზიიდან ბევრი დაფქვილი ხორბალი მოსდიოდათ.
24. რომ დავუფიქრდი, მივხვდი, რომ ქსერქსესმა თავისი ქედმაღლობის გამო ბრძანა აქაურობის გადათხრა. მას უნდოდა, რომ თავისი ძალა გამოეჩინა და თავის სამახსოვროდ რაიმე დაეტოვებინა. თუმცა სრულიად უშრომელადაც შეიძლებოდა ხომალდების გათრევა არსებულ ყელში, მაგრამ მან მაინც ბრძანა, რომ არხი გაეყვანათ ზღვისაკენ და ისიც იმ სიგანისა, რომ ორ ტრიერს შეძლებოდა მასში ერთდროულად გვერდიგვერდ ცურვა. იმ ხალხმა, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა არხის გაყვანა, ებრძანა მდინარე სტრიმონზე ხიდის გადება.
25. ეს გააკეთა ქსერქსესმა, ხოლო ამავე დროს უბრძანა ფინიკიელებსა და ეგვიპტელებს და მოამზადეს ხიდებისათვის საჭირო ჭილისა და თეთრი სელის მოწყობილობა. ამას გარდა ლაშქრისათვის მოიმარაგა სურსათი, რათა არ დამშეოდა ლაშქარი და მებარგული საქონელი, რომლებიც ელადის წინააღმდეგ წავიდოდნენ. მან შეისწავლა ადგილები და ბრძანა, რომ მთელი ეს სურსათი იქ მიეზიდათ, სადაც ყველაზე უფრო მოსახერხებელი იყო და მართლაც აზიის ყოველი კუთხიდან მოჰქონდათ ზოგს რა და ზოგს რა საბარგო ხომალდებითა და ტიკებით. სურსათი ზოგს უნდა მიეზიდა თრაკიის ეგრეთწოდებულ თეთრ კონხზე. ზოგს პერინთელთა ტიროდიძაში, სხვებს დორისკოსში, ნაწილს ეიონში, რომელსაც სტრიმონთან არის, დანარჩენებს კი ებრძანათ წაეღოთ მაკედონიაში.
26. სანამ ესენი ამ საქმეს აგვარებდნენ, მთელი ქვეითი ჯარი შეიკრიბა და ქსერქსესთან ერთად გაემართა სარდეში, კრიტალადან გამოსული, რომელიც კაპადოკიაშია. რადგან აქ იყო დათქმული თავის მოყრა ხმელეთიდან მთელი იმ ჯარისათვის, რომელიც ქსერქსესთან ერთად უნდა წასულიყო. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომელმა გამგებელმა მოიყვანა ყველაზე უკეთ მომზადებული ლაშქარი და მიიღო მეფისაგან აღთქმული საჩუქარი. ისიც არ ვიცი, ამის თაობაზე რაიმე ცილობა იყო, თუ არა. მას შემდეგ, რაც ისინი გადავიდნენ მდინარე ჰალისზე, შევიდნენ ფრიგიაში, გადაიარს ეს ქვეყანა და მივიდნენ კელაბნეში, სადაც სათავეა მდინარე მაბნდროსის წყაროებისა და კიდევ მეორე მდინარისა, რომელიც მაბანდროსზე ნაკლები არ არის. მას სახელად ჰქვია კატარექტესი. იგი ზედ კელაბნეს მოედანზე ამოდის და ერთვის მაბანდროსს. აქვე, ამ ქალაქში, ჰკიდია სილენ მარსიესის ტყავი; ამის შესახებ ფრიგიელთა შორის არსებობს თქმულება, რომ მარსიესი აპოლონმა გაატყავა და მისი ტყავი აქ ჩამოჰკიდა.
27. ამავე ქალაქში იჯდა პითიოსი, ატისის ძე, ლიდიელი, რომელიც გულუხვად გაუმასპინძლდა მეფის მთელ ლაშქარსაც და თვით ქსერქსესსაც და თან ფული შესთავაზა ომში მოსახმარად. როდესაც პითოსმა ფული შესთავაზა, ქსერქსესი შეეკითხა მასთნა მყოფ სპარსელებს, თუ რა კაცია პითოსი და რამდენი ფული აქვს, რომ ამის შემოთავაზება შეუძლია. ხოლო მათ უთხრეს: მეფეო, ეს ის კაცია, რომელმაც მამაშენს, დარიოსს, აჩუქა ოქროს ჭადარი და ოქროს ვაზი. იგი ახლაც პირველი კაცია შენს მერე სიმდიდრის მხრივ მათ შორის, ვისაც ჩვენ ვიცნობთ.
28. ქსერქსესს გაუკვირდა ეს უკანასკნელი სიტყვები და შემდეგ თვითონ პითიოსს შეეკითხა, რამდენი ფული გაქვსო. მან მიუგო: მეფეო, მე არც ჩემს ქონებას დაგიმალავ და არც იმას გეტყვი, რომ არ ვიცი, რამდენი მაქვს. ვიცი კიდევაც და ზუსტადაც გეტყვი. მე როგორც კი შევიტყვე, რომ ელინთა ზღვისაკენ მიდიხარ, მომინდა შენთვის ფული მომეცა საომრად და გმოვირკვიე რამდენი მაქვს. დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მქონია ვერცხლის 2000 ტალანტი, ხოლო ოქროსი 4.000 000 დარიოსის სტატერი 7000-ის გამოკლებით. აი, ამას გაჩუქებ შენ. ჩემთვის კი საცხოვრებლად ისიც საკმარისია, რაც შემომივა მონებისა და მიწებისაგან.
29. მან ასე ილაპარაკა, ხოლო ქსერქსესს ესიამოვნა მისი ნალაპარაკევი და უთხრა: ლიდიელო მეგობარო, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ქვეყნიდან წამოვედი, აქამდე, შენს გარდა, კაცი არ შემხვედრია, რომელიც ისურვებდა ჩემი ლაშქრის გამასპინძლებას და არც ისეთი ვინმე შემხვედრია, რომელიც ჩემთან მოსულიყოს და თავისი ნებით ომში მოსახმარად ფულის მოცემა შემოეთავაზებინოს. შენ დიდებულად გაუმასპინძლდი ჩემს ლაშქარს და დიდი ფულიც შემოგვთავაზე. ამის სანაცვლოდ მე შენ ასეთი პატივი მინდა მოგანიჭო: შენ გახდები ჩემი მეგობარი და შენს 4 000 000 სტატერს ჩემი საკუთარი საგანძურიდან შეგივსებ, მოგცემ 7000-ს, რომ არ აკლდეს შენ 4 000 000-ს 7 ათასი; დაე, გქონდეს მრავალი თანხა ჩემ მიერ შევსებული. შენ თვითონ გქონდეს, რაც შეგიძენია და ეცადე, რომ ყოველთვის ასეთი იყო: რადგან ასე თუ მოიქცევი, არ ინანებ არც აწყმოში და არც მომავალში.
30. ასე თქვა ქსერქსესმა, შეუსრულა ის, რაც აღუთქვა და გზა განაგრძო. მან ჩაუარა ფრიგიელთა ქალაქს, ანავად წოდებულს და ტბას, საიდანაც მარილს იღებდნენ და მიაღწია ფრიგიის დიდ ქალაქს, კოლოსეს, სადაც მდინარე ლიკოსი მიწის უფსკრულში ვარდება და უჩინარდება. ასე, დაახლოებით 5 სტადიონის შემდეგ ისევ გამოჩნდება და ესეც ერთვის მაბანდროსს. კოლოსედან გამოსული ლაშქარი მივიდა ქალაქ კიდრარაში, რომელიც მდებარეობს ფრიგიელთ და ლიდიელთა საზღვარზე. აქ სვეტი იყო დარჭობილი, კრობსოსის მიერ დადგმული, რომლის წარწერაც ამ საზღვარზე მიუთითებდა.
31. ფრიგიიდან რომ ლიდიაში შევიდა ქსერქსესი, აქ გზა გაიყო, მარცხენა მიემართებოდა კარიისაკენ, ხოლო მარჯვენა - სარდესაკენ, ვინც ამ გზას დაადგებოდა, აუცილებლად უნდა გადაევლო მდინარე მაბანდროსი და ჩაევლო ქალაქი კალატებოსი, რომელშიც არიან ისეთი მოხელენი, რომლებიც თაფლინდისა და ხორბლისაგან თაფლს აკეთებენ. ამ გზით წავიდა ქსერქსესი და შეხვდა ერთი ჭადარი, რომელსაც მისი სილამაზის გამო ოქროს სამკაული შესწირა და მცველად მიუჩინა ერთი უკვდავთაგანი. მეორე დღეს კიდეც მივდია ლიდიელთა ქალაქში.
32. სარდეში რომ მივიდა, პირველად მაცნეები დაგზავნა, რომ მოეთხოვათ მიწა და წყალი და ებრძანებინათ მეფეს გაშლილი სუფრით დახვედროდნენ, მან მხოლოდ ათენსა და ლაკედემონში არ გაგზავნა კაცი მიწის მოთხოვნით, სხვაგან კი ყველგან. ხოლო მეორედ მიწასა და წყლის მოთხოვნით მან აი რატომ დაგზავნა კაცები: ვინც უწინ არ მისცა, როდესაც დარიოსმა გაუგზავნა დესპანები, მას ეოგნა, ისინი ახლა უეჭველად მომცემენ შეშინებულებიო. ამის გაგება უნდოდა დაბეჯითებით და ამიტომ გაგზავნა ქსერქსესმა კაცები.
33. ამის შემდეგ ემზადებოდა აბიდოსში წასასვლელად. ამასობაში მათ ჰელესპონტზე ხიდი გასდეს აზიიდან ევროპისაკენ. ჰელესპონტში რომ ქერსოსია, იმ ქალაქ სესტოსსა და მადიატოსს შორის არის ფართო კონცხი, რომელიც ზღვამდე აღწევს აბიდოსის პირდაპირ. აქ, ამის შემდეგ, დიდ დროს არ გაუვლია2, რომ ათენელებმა, რომელთაც მხედართმთავრობდა ქსანთიპოსი არიფრონის ძე, შეიპყრეს სპარსელი არტიაკტესი, სესტოსის მმართველი და ცოცხლივ გააკრეს ბოძზე, სწორედ ის, რომელიც ელაბუსში, პროტესილეოსის ტაძარში ერეკებოდა ქალებს და იქ უწმინდურებას სჩადიოდა.
34. აბიდოსიდან ამ კონცხზე ხიდები გასდეს მათ, ვისაც ეს ევალებოდა. ერთი ფინიკიელებმა - თეთრი სელისა, ხოლო მეორე ეგვიპტელებმა - ჭილისა. ხოლო აბიდოსიდან მის მოპირდაპირე ნაპირამდე 7 სტადიონია. როდესაც გაიდო ხიდები გადასასვლელზე, დიდი ქარიშხალი ამოვარდა და ეს ყოველივე დაანგრია და დააქცია.
35. ქსერქსესმა რომ ეს შეიტყო, საშინლად გაბრაზდა და ბრძანა ჰელესპონტისათვის 300 მათრახი დაერტყათ და ზღვაში წყვილი ბორკილი ჩაეგდოთ. ისიც კი მითხრეს, თითქოს ამის გარდა დამდაღავებიც გაუგზავნია, რომ ჰელესპონტი დაედაღათ. ყოველ შემთხვევაში ის კი ნამდვილად უბრძანებია, რომ ამ გამათრახებისას უხეში და თავხედური სიტყვები ეთქვათ: მწარე წყალო, უფალი შენ იმიტომ გსჯის, რომ შენ მას უსამართლოდ მოექეცი მაშინ, როდესაც მას შენთვის არაფერი დაუშავებია. შენ გინდა თუ არა, მეფე ქსერქსესი მაინც გადაივლის შენზე. მართლაც, სამართლიანია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გწირავს მსხვერპლს, რადგან ჭუჭყიანი და მლაშე მდინარე ხარ. ასე უბრძანა ქსერქსესმა თავის ხელქვეითებს, ზღვა დაესაჯათ და თავები დაეჭრათ იმათთვის, ვინც ხელმღვანელობდა ჰელესპონტზე ხიდების გადებას.
36. ვისაც ასეთი უსიამოვნო მოვალეობა დაეკისრა, იმათ მოუხდათ მისი შესრულება. ხოლო სხვა ხუროთმოძღვრებმა გააკეთეს ახალი ხიდები და გააკეთეს შემდეგნაირად: 50 - ნიჩბიანი ნავები და ტრიერები ერთად დააყენეს, ევქსინის პონტოს მხრივ 360, ხოლო მეორეს მხრივ - 314; პონტოსაკენ - ირიბად დააყენეს, ხოლო ჰელესპონტისაკენ - დიენბის მიმართულებით. ეს იმისათვის, რომ ბაგირები კარგად დაეჭიამთ. ერთად დააყენეს და ჩაუშვეს ზალიან გრძელი ღუზები, პონტოსაკენ რომ იყო იმ ხიდიდან იმ ქარების გამო, რომლებიც შიგნიდან უბერავდნენ, ხოლო მეორე ხიდიდან, რომელიც დასალვეთისაკენ, ეგევსისი ზღვისკენ იყო, დასავლეთისა და სამხრეთის ქარების გამო. 50-ნიჩბიან ნავებს შორის სამგან გასასვლელი დასტოვეს, რადგან თუ ვინმე მოისურვებდა, შეძლებოდა პატარა ნავებით პონტოში შეცურება და პონტოდან უკან გამოსვლა. ეს რომ გააკეთეს, შემდეგ გადასჭიმეს ხმელეთიდან ხის ოწინარებზე დახვეული ბაგირები, მხოლოდ ამჯერად თითოეული ხიდი ამ ორიდან ერთი რომელიმე ამ მასალიდან კი აღარ გააკეთეს, არამედ თითოეული ხიდისათვის გამოიყენეს ორი თეთრი სელისა და ოთხი ჭილის ბაგირი. სისქე და შესახედაობა ორივეს ერთნაირი ჰქონდა, მხოლოდ სელისა უფრო მძიმე იყო, მისი ერთი წყრთა ტალანტს იწონიდა. როდესაც გასასვლელზე გადეს ხიდები, დახერხეს ხის ძელები და ისინი იმ ზომისა გააკეთეს, რა სიგანეც ხიდსა ჰქონდა, დაალაგეს ისინი რიგზე დაჭიმულ ბაგირების ზემოთ, ხოლო რიგზე რომ დააწყვეს, შემდეგ კვლავ შეჰკრეს. შემდეგ მოიტანეს ხის მასალა, ისიც რიგზე დააგდეს და ზედ მიწა დაყეარეს, ხოლო მიწის დატკეპნის შემდეგ ორთავე მხარეს კედლები ამოაშენეს, რათა სახედრები და ცხენები არ შეშინებულიყვნენ, ზღვას რომ გადმოხედავდნენ.
37. როდესაც ხიდებიც გააკეთეს და ათონის ირგვლივ სამუშაოებიც დაამთავრეს (ე.ი. თხრილის ბოლოებთან მიწაყრილები გააკეთეს, რათა მიმოქცევის დროს ქვიშით არ ავსებულიყო თხრილის ბოლოები), შეატყობინეს ქსერქსესს, რომლის ლაშქარმა ზამთარი სარდეში გაათარა; გაზაფხულის დადგომისთანავე ის მოემზადა, სარდედან გამოვიდა და აბიდოსისაკენ გაემართა. როგორც კი დაიძრნენ, მზემ დასტოვა ზღვაში თავისი საბრძანებელი და გაუჩინარდა, მაშინ, როდესაც არც ღრუბლიანი დარი იყო და ცაც საგანგებოდ იყო მოკრიალებული; დღის მაგივრად ღამე დადგა. ქსერქსესმა რომ ეს დაინახა, შეფიქრიანდა და შეეკითხა მოგვებს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს სასწაული. ხოლო მათ უპასუხეს, რომ ამით ღამერთმა ანიშნა მას, რომ ელინები თავის ქალაქებს დაჰკარგავენ. ისიც თქვეს მოგვებმა, რომ მზე ელინთა მომასწავებელია, ხოლო მთვარე -სპარსელებისა. ეს რომ შეიტყო ქსერქსესმა, ძალიან გაიხარა და გაემართა სალაშქროდ.
38. როგორც კი დაძრა ქსერქსემა ლაშქარი, მივიდა მასთან პითიოს ლიდიელი შეშინებული ცით მოვლენილი სასწაულისაგან და გამხნევებული საჩუქრებით1, და უთხრა: უფალო, მინდა რაღაცა გთხოვო, რაც შენთვის ადვილი აღსასრულებელია, ხოლო ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არის. ქსერქსესი ყველაფრის თხოვნას უფრო მოელოდა, ვიდრე იმას, რაც მან მოითხოვა და უთხრა დაგეხმარებიო. თან უბრძანა, ეთქვა, თუ რას თხოულობს. ხოლო პითოსმა რომ ეს მოისმინა, გამხნევდა და უთხრა: უფალო, ხუთი შვილი მყავს და ყველას მოუწია შენთან ერთად ელადის წინააღმდეგ ლაშქრობამ. მეფეო, გთხოვ, ჩემი ასაკი შეიბრალო და ჩემს შვილთაგან ერთი, უფროსი, გაათავისუფლო ჯარიდან, რათა მან იზრუნოს ჩემზედაც და ჩემს ქონებაზედაც. ხოლო ოთხი დანარჩენი წაიყვანე შენთან ერთად, გააკეთე, რაც განგიზრახავს და მშვიდობით დაბრუნებულიყავი უკან.
39. ქსერქსესი ძალიან განრისხდა და მიუგო შემდეგი: ბოროტო კაცო, შენ ბედავ შენი შვილები შემახსენო მაშინ, როდესაც მე თვითონ ვლაშქრობ ელადის წინააღმდეგ და თან მიმყავს ჩემი შვილები, ძმები, ნათესავები და მეგობრები, შენ, რომელიც ჩემი მონა ხარ და რომელსაც მართებს თან წამომყვეს მთელი თავისი სახლეულითა და ცოლით? კარგად უნდა იცოდე ის, რომ ადამიანთ სული ყურებში ცხოვრობს, როდესაც ის კარგს რასმე ისმენს, მის სხეულში სიამოვნება იღვრება, ხოლო როდესაც ის ამის საწინააღმდეგოს ისმენს, რისხვით ივსება. როდესაც შენ კეთილი საქმე გააკეთე და დაგვპირდი კიდევ სხვას მისთანას, ნუ დაიქადნებ, რომ მეფეს გადააჭარბე ქველმოქმედებაში. ხოლო მას შემდეგ, რაც სირცხვილზე ხელი აიღე, იმას კი არ მიიღებ რაც გეკუთნის, არამედ იმაზე უარესს, რად დაიმსახურე. სტუმართმოყვარეობამ გიხსნას შენცა და შენი ოთხი შვილი. მაგრამ შენ დაისჯები იმ ერთი შვილის სიკვდილით დასჯით, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს. ქსერქსემა რომ ასე უთხრა, მაშინ უბრძანა, ვინც ამისთანა საქმეების გამრიგებლად ჰყავდა დაყენებული, რომ ეპოვნათ პითიოსსი უფროსი შვილი და შუაზე გაეჭრათ. ხოლო გაჭრის შემდეგ ერთი ნახევარი მარჯვნივ დაედოთ, ხოლო მერე კი მარცცნივ, რათა მათ შორის გაევლო ლაშქარს.
40. ბრძანების ასრულების შემეგ ლაშქარმა შაუში გაიარა. ყევლაზე წინ მიდიოდნენ მებარგულები და სახედრები, ხოლო ამათ შემდეგ სხვადასხვა ტომისაგან შერეული ლაშქარი, რომელიც დანაწილებული არ იყო. ლაშქრის ნახევარზე მეტს დანარჩენთაგან ჰყვოდა გარკვეული მანძილი, რათა მათ მეფესთან ერთად არ ევლოთ. მეფეს წინ უძღოდა ათასი ცხენოსანი, ყველა სპარსელს შორის გამორჩეული. ხოლო მათ შემდეგ მიდიოდა ათასი შუბოსანი, ესენიც ყველა სპარსელს შორის რჩეულნი იყვნენ, მათ ძირს, მიწისაკენ, მიმართული შუბები ეჭირათ. შემდეგ საუკეთესო მოსართავებით მოჰყავდათ ათი წმინდა ცხენი, ნესაბურად წოდებული, ხოლო ნესაბური ამ ცხენებს იმიტომ ეწოდათ, რომ მიდიაში ერთი დიდი დაბლობია, რომელსაც ნესაბონი ჰქვია.და ამ მინდორზეა, რომ ზორბა ცხენები იზრდებიან. ამ ათ ცხენს მოსდევდა ზევსისათვის განკუთვნილი წმინდა ეტლი, მასში შებმული იყო რვა თეთრი ცხენი. ამ ცხენებს უკან ფეხით მოჰყვებოდათ მეეტლე, რომელსაც ხელში ეჭირა სადავეები, რადგან ადამიანთაგან არავის ჰქონოდა ნება ამ ტახტზე ასვლისა, ხოლო ამ ეტლის უკან იყო თვითონ ქსერქსესი ნესაბურ ცხენშებმულ ეტლში. მის გვერდით მიდიოდა მეეტლე, რომელსაც სახელად ერქვა პატირამფესი, სპარსელი ოტანესის შვილი.
41. ამგვარად, გამოვიდა ქსერქსესი სარდედან, ხოლო როდესაც მოუნდებოდა, გადაჯდებოდას ხოლმე ამ ეტლიდან ჩარდახიან ურემში. მას უკან მოჰყვებოდა ათასი შუბოსანი, სპარსთა შორის უმამაცესი და უწარჩინებულესი. ამათ შუბები წესისამებრ ეჭირათ, შემდეგ სხვა ათასი მხედარი იყო, სპარსთა შორის ნარჩევი, ხოლო მხედრობის მერე დანარჩენ სპარსელთა შორის ნარჩევი 10 000 კაცი მოდიოდა. ესენი ქვეითები იყვნენ. ამათგან 1000 კაცს შუბებზე შუბის წვერების ნაცვლად ოქროს ბროწეულები ჰქონდათ და ესენი გარს ერტყნენ სხვებს, ხოლო დანარჩენი ცხრა ათასი მათ შორი იმყოფებოდა და ამათ ვერცხლის ბროწეულები ჰქონდათ შუბებზე. ოქროს ბროწეულები ჰქონდათ აგრეთვე იმათ, რომელთაც მიწისაკენ დახრილი შუბები ეჭირათ, ხოლო მათ, ვინც უშუალოდ მისდევდა ქსერქსეს, ოქროს ვაშლები ჰქონდათ შუბზე. ამ ათი ათას მეომარს მისდევდა ათი ათასი სპარსი მხედარი. მხედრების შემდეგ კარგი ორი სტადიონი მანძილი იყო დატოვებული და შემდეგ მიდიოდა დანარჩენი ხალხი არეულად.
42. ლაშქარი ლიდიიდან წავიდა მდინარე კაიკოსისკენ და მისიის ქვეყნისაკენ, კაიკოსიდან წამოსულთა კანის მთა მარცხნივ დარჩათ და ატარნევსზე გავლით მივიდნენ კარენის ქალაქში. აქედან თებეს დაბლობი გადაიარეს და ჩაუარეს ატრამიტებონის ქალაქს და ანტანდროსს, რომელიც პელაზგური ქალაქია. შემდეგ დაიჭირეს იდე, მარცხნივ მოიტოვეს ის და შევიდნენ ილიონის მიწა-წყალზე. პირველად, როდესაც იდეს მთის ძირში გაატარეს ღამე, ჭექა-ქუხილი და მეხი დაატყდათ თავს და იქ ამოწყდა კარგა ბლომად ხალხი.
43. როდესაც ლაშქარი მივიდა მდინარე სკამანდროსთან (ეს პირველი მდინარე იყო მას მერე, რაც სპარსელები სარდედან გამოვიდნენ და გზას დაადგნენ, და რომლის დინებამაც მოიკლო და არ ეყო დასალევად ლაშქარს და ცხოველებს), აი, როგორც კი მოაღწია ქსერქსესმა ამ მდინარეს, ავიდა პრიამოსის ციხე-სიმაგრეზე, რადგან მისი დათვალიერება უნდოდა. როდეასც დაათვალიერა და დაწვრილებით შეიტყო ყოველივე იქ მყოფთაგან, ილიონის ათენას მსხვერპლად შესწირა 1000 ძროხა, ხოლო მოგვებმა ტროის ომში დახოცილი გმირებისათვის ზედაშე დაათხიეს. ეს რომ გააკეთეს, ღამით მათი ბანაკი შიშმა შეიპყრო. ხოლო როგორც კი გათენდა, წავიდნენ აქედან, მარცხნივ მოიტოვეს ქალაქი რობტებონი, ოფრინებონი და დარდანოსი. ეს უკანასკნელი აბიდოსის მეზობლად არის, მარჯვნივ კი გერგითი - ტევკრები არიან.
44. როდესაც მივიდნენ აბიდოსში, ქსერქსესმა მოისურვა მთელი ლაშქარი დაეთვალიერებინა. მართლაც, ბორცვზე წინასწარ იყო მისთვის საგანგებოდ მოწყობილი თეთრი ქვის ტალანი. ხოლო ის აბიდოსელებმა გააკეთეს მეფის ადრე გაცემული განკარგულების თანახმად. აქ რომ დაჯდა ქსერქსესი, გადაიხედა ნაპირისაკენ და დაინახა სახმელეთო ჯარიცა და ხომალდებიც. ეს რომ დაინახა, ხომალდების შეჯიბრის ნახვაც მოუნდა. როდესაც მოაწყვეს ხომალდთა შეჯიბრი, გაიმარჯვეს სიდონელმა ფინიკიელებმა და მეფე ნასიამოვნები დარჩა როგორც ამ შეჯიბრით, ისე ლაშქრით.
45. როდესაც დაინახა ხომალდებით დაფარული მთელი ჰელესპონტი, ხოლო ნაპირები და აბისოდელთა დაბლობები ავსებული ხალხით, მაშინ ქსერქსესმა თავისი თავი ჯერ ნეტარად ჩათვალა და მერე კი იტირა.
46. ეს რომ მისმა ბიძამ არტაბანოსმა შეამჩნია (იმან, რომელიც თავისუფლად გამოსთქვამდა თავის აზრს და თავდაპირევლად არ ურჩევდა ქსერქსესს ელადის წინააღმდეგ ლაშქრობას) აი, ამ კაცმა რომ შეამჩნია, ქსერქსესი ტირისო, ჰკითხა: მეფეო, რა რიგად განსხვავდება ერთამანეთისაგან შენი ახლანდელი ქცევა წინანდელისაგან, ჯერ იყო და ნეტარად მიიჩნიე შენი თავი და ახლა კი ტირი. ხოლო ქსერქსესმა მიუგო მას: სინანულმა მომიცვა, როდესაც ვიფიქრე, თუ რა მოკლე არის ადამიანის სიცოცხლე, თუ ამოდენა ხალხიდან ერთიც აღარ იქნება ცოხალი მეასე წელს. ხლო არტაბანოსმა მიუგო და უთხრა: ამის გარდა სხვაც ბევრია ჩვენს ცხოვრებაში დასანანებელი. რადგან თუნდაც ესოდენ ხანმოკლე ცხოვრებაში, ერთი ადამიანიც კი არ არის ისე ბედნიერი (არც ამათ შორის და არც სხვები), რომელასც ერთხელ კი არა, მრავალგზის არ ენატროს და არ ემჯობინებინოს სიკვდილი სიცოცხლისათვის. თავსდატეხილ უბედურებათა და მტანჯველ სნეულებათა გამო ეს ხანმოკლე სიცოცხლე კი გრძლად გვეჩვენება. და რადგანაც ცხოვრება ძალიან უმსგავსია, ამიტომ სიკვდილი სანუკვარ თავშესაფრად ევლინება ადამიანს. ღმერთი, რომელმაც გვაგემა ცხოვრების სიტკბო, როგორც ჩანს, მის მიმართ, მოშურნე არის.
47. ხოლო ქსერქსესმა მიუგო და თქვა: არტაბანოს, შევწყვიტოთ ლაპარაკი ადამიანთა ცხოვრების შესახებ, რომელიც მართლაც იმგვარია, როგორადაც შენ მას წარმოადგენ: სიკეთი მფლობელნი ძვირს ნუღარ გავიხსენებთ. ხოლო მე გთხოვ მითხრა შემდეგი: სიზმრის ჩვენება რომ ეგრე ცხადად არ მოგვლენოდა, შენ შეინ თავდაპირველი აზრისა იქნებოდი, ე.ი. არ დამრთავდი მე ელადაზე ლაშქრობის ნებას, თუ მაინც გამოიცვლიდი აზრს? აი, ამაზე მიპასუხე გარკვეულად. არტაბანოსმა მიუგო: მეფეო, აღესრულოს სიზმარის ჩვენება ისე, როგორც ეს ჩვენ ორთავეს გვინდა. მე კი ჯერაც შიშითა ვარ სავსე და ვერა ვმშვიდდები, ის კი არა, ბევრს ვფიქრობ, როდეასც ვხედავ, რომ ორი ყველაფერზე უფრო დიდი მტერი გყავს.
48. ქსერქსესმა ამაზე შემდეგი მიუგო: უცნაურო ადამიანო, ამას რას ამბობ, რა ორ საშინელ მტერზე ლაპარაკობ? რა, ჩვენი სახმელეთო ჯარია სიმრავლის მხრივ სასაყვედურო (ელინური ლაშქარი ხომ არ გეჩვენება ჩვენსაზე უფრო მრავალრიცხოვანი?), თუ ჩვენი ფლოტი ჩამორჩება მათსას, თუ ორივეს ერთს სწუნობ? თუ ამის გამო ვფიქრობ, რომ არასახარბიელოა ჩვენი მდგომარეობა, ხელად შეიძლება, სხვა ლაშქარი შეიკრობოს.
49. ხოლო არტაბანოსმა მიუგო მას და თქვა: მეფეო, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი კაცი ვერ დაიწუნებს ვერც ამ ლაშქარს და ვერც ხომალდთა სიმრავლეს. ამაზე მეტიც რომ შეგეკრიბა, ჩემგან ნახსენები ორი მტერი კდიევ უფრო საშიში იქნებოდა. ეს ორი მტერი არის - მიწა და ზღვა. რადგან ასე მგონია, არც ზღვაშია არსად ისეთი ნავსადგური, რომელიც ქარიშხალი თუ ამოვარდა, ამ შენს ფლოტს დაიტევს და საიმედო თავშესაფარი იქნება შენი ხომალდებისათვის. თანაც ასეთი ნავსადგური ერთი კი არ უნდა იყოს, არამედ ბევრი, მთელი იმ სანაპიროს გასწვრივ, რომელსაც შ ნ ჩაუვლი, რადგან არა გვაქვს ასეთი ნავსადგურები, რომელთაც შეუძლიათ შენი ფლოტის შეფარება, იცოდე, რომ შემთხვევითობა განაგებს ადამიანებს და არა ადამიანები შემთხვევითობას. ორი მტრიდან ერთის შესახებ ხომ ვთქვი და ახლა მეორის შესახებაც მოგახსენებ. მიწა შენი მტერი აი ამიტომ არის: თუ შენ რაიმე წინააღმდეგობა არ გადაგეღობა, იმდენად უფრო გიმტრობს მიწა, რამდენადაც უფრო შორს წახვალ, და სულ მუდამ წინ შეგიტყუებს. ადამიანები ხომ ბედნიერებას არ სჯერდებიან. ახლა კი იმას გეუბნები, რომ თუ არაფერი გაგიწევს წინააღმდეგობას, დროსთან ერთდ მანძილიც მოიმატებს და წარმოიშობა შიმშილი. ის კაცია ნამდვილი ვაჟკაცი, ვინც ბჭობის დროს ფრთხილად იქცევა, ყოველივეს ასწონ-დასწონის და სხვებს ყურს დაუგდებს, მაგრამ საქმეში გამბედავი უნდა იყოს.
50. ქსერქსემა მიუგო: არტაბანოს, შენ ყოველივე ამას მართლაც სწორად სჯი. მაგრამ ნურც ყველაფრისა გეშინია და ნურც ყოველივეს თანაბრად უკვირდები, რადგან თუ მოინდომებ, რომ ყოველთვის, ყოველ ჯერზე ყველაფერს თანაბრად ჩაუკვირდე, ვერასოდეს გააკეთებ ვერაფერს. უმჯობესია ყველაფერი გაბედო და საშინელების ნახევარი გადაიტანო, ვიდრე ყველაფრის წინდაწინ გეშინოდეს და არასოდეს არაფერი განიცადო. თუ ყველაფერზე იკამათებ, რაც კი ითქმის და არ აღიარებ სიმართლეს. მაშინ შენ ისევ შეცდები, როგორც ის, ვინც ამის საწინააღმდეგოს ამბობს. ეს ბოლოს და ბოლოს ერთი და იგივეა. იცის კი ადამიანმა, რა არის სიმართლე? ვფიქრობ, რომ სულაც არა. ვისაც უნდა რაღაცის კეთება, ის ჩვეულებრივ მოგებულიც არის. ხოლო ვინც ყველაფერზე ფიქრობს და ყოყმანობს, ის გაცილებით ნაკლებადაა წარმატებული. შენ ხედავ, სპარსელთა სახელმწიფომ თუ რამოდენა ძლიერებას მიაღწია. ისინი, ვინც ჩემამდე იყვნენ მეფეებად, იმავე აზრისანი რომ ყოფილიყვნენ როგორისაც შენ ხარ, ანდა ამ აზრისა რომ არ ყოფილიყვნენ როგორისაც შენ ხარ, ანდა ამ აზრისა რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ ასეთივე მრჩეველები ჰყოლოდათ, ვერასოდეს ვნახავდით ჩვენს სახელმწიფოს ასე წინ წასულს. ისინი საფრთხეში ვარდებოდა და ასე სწევდნენ წინ ჩვენს სახელმწიფოს. რადგან დიდი საქმე მხოლოდ დიდი საფრთხის გადალახვით მიიღწევა. ჩვენც ვბაძავთ ჩვენს უწინარეს მეფეებს და გამოვედით წლის საუკეთესო დროს, რომ დავიპყროთ მთელი ევროპე, მერე უკან დავბრუნდებით, არც შიმშილობა მოგვიწევს და არც სხვა რაიმე უბედურებას გადავიტანთ. ჯერ ეს ერთი, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ დიდძალი საგზალი მიგვაქვს თან, ხოლო მეორეც იმიტომ, რომ რა ქვეყანასა და ხალხზედაც გადავივლით, ყველაგან ვიშოვით საჭმელს. ჩვენ ხომ მიწისმოქმედი ხალხის წინააღმდეგ ვლაშქრობთ და არა მომთაბარეებზე.
51. ამის შემდეგ უთხრა არტაბანოსმა: მეფეო, რაკიღა არ მართავ ნებას, მეშინოდეს რაიმე საქმისა, რჩევა მაინც მიიღე ჩემგან (რადგან აუცილებელია, მრავალი საქმის შესახებ მრავალი სიტყვის თქმა). კიროსმა, კამბისესის ძემ მთელი იონია დაიმორჩილა, გარდა ათენისა და სპარსელების მოხარკე გახადა. ისე რომ, მე შენ გირჩევ, ეს ხალხი არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანო თავისი წინაპრების წინააღმდეგ, რადგან ჩვენ მათ გარეშეც შევძლებთ მტრების დაძლევას. ისინი თუ წამოგყვებიან, ან დიდ უსამართლობას ჩაიდენენ და თავის დედაქალაქს დაიმონებენ, ან არა და, თუ სამართლიანად მოიქცევიან, უნდა მოეხმარონ მას თავისუფლებისათვის ბრძოლაში. თუ უსამართლოდ მოიქცევიან, ამით არაფერ დიდ სარგებლობას არ მოგვიტანენ ჩვენ, ხოლო თუ სამართლიანები იქნებიან, შეუძლიათ დიდად ავნონ სენს ლაშქარს. გახსოვდეს ეთი ძველი კარგი გამოთქმა - დასაწყისთან ერთად მთელი დასასრული როდი ჩანსო.
52. ამაზე მიუგო ქსერქსესმა: არტაბანოს, შენს აზრთა შორის ყველაზე მცდარი ესაა, როდესაც გეშინია, იონიელებმა არ გვიღალათონ. მათ მიმართ ჩვენ ხომ უდიდესი საბუთი გვაქვს, რისი მოწმეც შენცა ხარ და ყველა ისინიც, რომლებიც დარიოსთან ერთად ლაშქრობდნენ სკვითების წინააღმდეგ, როდესაც მათზე იყო დამოკიდებული მთელი სპარსული ჯარის დაღუპვა და გადარჩენა. იმათ კი მაშინ მხოლოდ სამართლიანობა გვიჩვნეს და ერთგულება დაგვიმტკიცეს. ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. ამას გარდა, თუ მათ ჩვენს ქვეყანაში დატოვეს შვილები, ცოლები და ქოენბა, არ უნდა გვეფიქრებოდეს, რომ ისინი რასმე ცუდს გაგვიკეთებენ. ამგვარად, ნუ გეშინია ამისი, იყავი და მოუარე ჩემს სახლსა და ჩემს ხელისუფლებას. რადგან მთელს ჩემ დიდებულთა შორის მხოლოდ შენ განდობ ჩემს სამეფოს.
53. ეს რომ თქვა, ქსერქსესმა უკან სუსაში გაგზავნა არტაბანოსი, ხოლო სპარსელთა შორის ყველაზე სახელოვან პირებს მეორედ გამოუძახა. როდესაც ისინი მოვიდნენ, უთხრა მათ შემდეგი: სპარსელებო, მე თქვენ იმისათვის შეგკრიბეთ, რომ გთხოვოთ სიმამაცე გამოიჩინოთ და არ შეარცხვინოთ სპარსელთა უწინდელი საქმიანობა, რაც მართლაც დიდი და ღირსეული იყო. ის კი არა, თითოეული ცალ-ცალკე და ყველანი ერთად თავგამოდებით უნდა ვცდილობდეთ, რადგან ყველასათვის საერთო სიკეთისათვის ვზრუნავთ. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ამ ომში მხნეობამ არ გიღალატოთ, რადგან როგორც შევიტყვე, ჩვენ ვლაშქრობთ მამაცი ვაჟკაცების წინააღმდეგ და თუ კი ჩვენ მათ დავამარცხებთ, აღარ იქნება ადამიანთა სხვა რომელიმე ლაშქარი, რომელსაც მოუნდება ჩვენი წინააღმდეგობა. ახლა კი შევევედროთ ღმერთებს, რომლებიც მფარველობენ სპარსეთის ქვეყანას და შევუდგეთ გადასვლას.
54. იმ დღეს სპარსელები გადასასვლელად ემზადებოდნენ, ხოლო მეორე დღეს სანამ ელოდებოდნენ მზის ამოსვლას (რისი ნახვაც უნდოდათ), ყოველგვარი საკმეველი აკმიეს ხიდებზე და გზები მოჰფინეს ტვიის ტოტებით. როდესაც ამოვიდა მზე, ქსერქსესმა ოქროს ფიალიდან მოახდინა დათხევა ზღვაში და შეევედრა მზეს, რომ არაფერი შემთხვეოდა ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა ევროპის დაპყრობაში მასზე უწინ, ვიდრე ევროპის მეორე კიდემდე მივიდოდა. რომ ილოცა, ფიალა ჰელესპონტში გადაისროლა, აგრეთვე ოქროს კრატერი და სპარსული მახვილი, რომელსაც აკინაკესს უწოდებენ. მე არ შემიზლია დანამდვილებით განვსაზღვრო, მზეს შესწირა ეს ნივთები, როდესაც ისინი ზღვაში ჩაჰყარა, თუ ზღვა დაასაჩუქრა იმის გამო, რომ ჰელესპონტი გაამათრახა და ამით თავის საქციელს ინანიებდა.
55. ამის შემდეგ სპარსელებმა დაიწყეს გადასვლა, იმ ერთი ხიდით, რომელიც პონტოსკენ იყო მიმართული, გადადიოდა ქვეითი ჯარი და მთელი მხედრობა, ხოლო მეორეთი, რომელიც ეგევსის ზღვისაკენ იყო მიმართული, სახედრები და მსახურები. ლაშქარს წინ მიუძღოდა 10000 სპარსელი, ყველა გვირგვინოსანი, ხოლო მათ შემდეგ მიდიოდა მრავალი ხალხისაგან შემდგარი ლაშქარი. ამ დღეს ესენი გადავიდნენ, ხოლო მეორე დღეს ყველაზე უწინ გადავიდნენ მხედრები და ისინი, ვისაც შუბები ძირს ჰქონოდათ დაშვებული. ესენიც გვირგვინებით იყვნენ შემკული. შემდეგ მიდიოდნენ წმინდა ცხენები და წმინდა ეტლი. ამათ მიჰყვებოდა თვით ქსერქსესი, შუბოსნები და ათასი მხედარი, ხოლო ამათ მისდევდა დანარჩენი ლაშქარი. ამავე დროს ხომალდებმა გაცურეს მოპირდაპირე ნაპირისაკენ. ხოლო მე ისიც გავიგე, რომ მეფე ყველაზე ბოლოს გადავიდაო.
56. ქსერქსე რომ გადავიდა ევროპეში, ათვალიერებდა თავის ლაშქარს, რომელიც მათრახის ცემით გადაჰყავდათ. ხოლო მისი ლაშქარი გადადიოდა 7 დღესა და 7 ღამეს ისე, რომ არ შეუსვენია არც ერთი წუთით. ამბობენ, ქსერქსესი რომ გადავიდა ჰელესპონტზე, ერთ-ერთმა ჰელესპონტელმა თქვა: ზევსო, რატომ მიიღე სპარსელის გარეგნობა და სახელად ზევსის ნაცვლად ქსერქსესი დაირქვი? ელადის განადგურება რომ მოინდომე, ამოდენა ხალხი თან რად მიგყავს? შენ ხომ უამათოდაც შეგეძლო ამას გაკეთება?.
57. ყველანი რომ გადავიდნენ და გზა განაგრძეს, დიდი სასწაული მოხდა, მაგრამ ქსერქსესმა ყურადღება არ მიაქცია მას, თუმცა ადვილად ასახსნელი კი იყო: ცხენმა შობა კურდღელი. ეს ადვილადასახსნელი სასწაუი იმას ნიშნავდა, რომ ქსერქსესს ელადაზე ლაშქარი დიდი ზეიმითა და მთელი ბრწყინვალებით მიჰყავდა, ხოლო უკან რომ წამოვიდოდა, იგივე ადგილი სირბილით უნდა გადაერბინა, რომ თავი გადაერჩინა. ქსერქსესს მეორე სასწაულიც ეჩვენა, ჯერ კიდევ სარდეში რომ იყო: ჯორმა გააჩინა ჯორი, რომელსაც ორმაგი სარცხინველი ჰქონდა, მამრობითიცა და მდედრობითიც; ზემოდან იყო მამრობით. არც ერთ ამ ჩვენებას არ მიაქცია ყურადღება და წავიდა წინ, მასთან ერთად მიდიოდა სახმელეთო ჯარი.
58. ხოლო ფლოტი დაიძრა ჰელესპონტიდან და ნაპირის გასწვრივ გასცურა სახმელეთო ჯარის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. იგი მიცურავდა დასავლეთისაკენ და უნდა მისულიყო სარპედონის კონცხთან და ნაბრძანები ჰქონდა, აქ რომ მივიდოდა, დაეცადა. სახმელეთო ჯარი კი მიდიოდა ქერსონეზე გავლით აღმოსავლეთისაკენ, ისე რომ, მარჯვნივ უნდა ჰქონოდა ჰელეს საფლავი, ათამანტის ასულისა, ხოლო მარცხნივ - ქალაქი კარდიე. ჯარმა გაიარა იმ ქალაქის შუაში, რომელსაც სახელად ჰქვია აგორე. აქედან მან შემოუარა ეგრეთ წოდებულ შავ უბეს და გაიარა შავი მდინარე, რომელსაც მაშინ არ აღმოაჩნდა ლაშქრისათვის საკმარისი წყალი და დააკლდა. ამ მდინარისაგან მიიღო ამ უბემ სახელი. აქედან ლაშქარი დაიძრა დასავლეთისაკენ, ჩაუარა ეოლიდის ქალაქ აბნოსს და ნავთსადგურს - სტენტორისს, ვიდრე არ მივიდა დორისკოსში.
59. ხოლო დორისკოსი არის თრაკიის სანაპირო და ვრცელი დაბლობი, რომელზედაც მიედნიება დიდი მდინარე ჰებროსი. აქვეა აგებული სამეფო ცხიესიმაგრე, რომელსაც დორისკოსი ეწოდება. მასში დარიოსი მიერ იყო ჩაყენებული სპარსული ჯარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ის სკვითების წინააღმდეგ ლაშქრობდა. ქსერქსესმა იფიქრა, რომ ეს ადვილი მოსახერხებელია იმისათვის, რომ დააწყოს და დათვალოს თავისი ჯარი და ასე მოიქცა. მთელი ფლოტი რომ მოვიდა დორისკოში, ქსერქსესმა უბრძანა მის უფროსებს, დორისკოსთან ყველაზე ახლოს მდებარე სანაპიროს მისდგომოდნენ. აქაა დაფუძნებული სალე, სამოთრაკიული ქალაქი და ძონე. ხოლო ეს სანაპირო მთავრდება სახელგანთქმული კონცხით, სერებონით. ძველად ეს ადგილი კიკონებისა ყოფილა. ამ სანაპიროს მიაყენეს ხომალდები, გამოათრიეს ნაპირზე და თვითონ დაისვენეს. ქსერქსესი კი ამ დროს დორისკოსში ლაშქარს ათვალიერებდა.
60. მე არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, თუ რა რაოდენობის ჯარი გამოიყვანა თითოეულმა ხალხმა, რადგან ამის შესახებ ადამიანისშვილი არაფერს ამბობს. ხოლო მთლიანად სახმელეთო ლაშქრის რაოდენობამ 1700000 კაცს მიაღწია. ისინი ამგვარად დათვალეს: შეჰყარეს ერთ ადგილს 10000 კაცი, დაყენეს ისინი რაც შეიძლება მჭიდროდ და მათ ირგვლივ წრე შემოხაზეს. შემოხაზეს, მერე გაუშვეს ეს ათიათასი კაცი და ამ წრეზე ღობე შემოავლეს, რომელიც სიმაღლით ადამიანს ჭიპამდე სწვდებოდა. ამის შემდეგ სხვები შეიყვანეს ამ შემოღობილში და ასე აკეთებდნენ, ვიდრე ყველანი არ დათვალეს ამ ხერხით. ჯარისკაცები რომ დათვალეს, მერე დააწყვეს ისინი ხალხების მიხედვით.
61. ხოლო მოლაშქრენი იყვნენ: სპარსელები, რომლებიც ასე იყვნენ აღჭურვილნი; თავზე ეხურათ ეგრეთ წოდებული ტიარები, რომლებიც არამკვრივი ნაბადისა იყო, ტანზე ეცვათ ჭრელი, სახელოებიანი ქიტონები. . . და თევზის ქერცლის მსგავსი რკინის აბჯარი და ტოტებგანიერი შარვლები. ხოლო ფარების მაგივრად ეჭირათ მოწნული მრგვალი ლასტები, რომლის ქვემოთაც ეკიდათ კაპარჭები, მოკლე შუბები, დიდი მშვილდები და ლერწმის ისრები. ამას გარდა, მარჯვენა გვერდზე ეკიდათ სარტყელში ჩატანებული ხანკლები. ისინი მოიყვანა მათმა გამგებელმა ოტანესმა, რომელიც ქსერქსესის მეუღლის, ამესტრისის მამა იყო. ძველად მათ ელინები კეფენებს უწოდებდნენ, მაშინ როდესაც თვითონ თავის თავს არტეებს ეძახდნენ, ისევე როგორც მათ ირგვლივ მაცხოვრებლებიც მათ ასე უწოდებნდნენ. როდესაც პერესევსი, დანაესა და ზევსის შვილი მივიდა ბელოსის შვილთან, კეფევსთან და მისი ასული ანდრომედე შეირთო, ქალს მისგან შეეძინა შვილი, რომელსაც სახელად პერსესი დაარქვეს. პერსევსმა ეს ბავშვი აქ დატოვა. მოხდა ისე, რომ კეფევსს ვაჟიშვილი არა ჰყავდა. ამიტომ ამ პერსესისაგან მიიღეს სახელი ამ ადგილის მცხოვრებლებმა.
62. მიდიელებიც ასევე იყვნენ აღჭურვილი სალაშქროდ, რადგან ეს აღჭურვილბოა მიდიურია და არა სპარსული. მიდიელებს გამგებლად ჰყადათ ტიგრანესი, აქბმენიდი. ძველად ამათ ყველა არიებს უწოდებდა, ხოლო მას მერე, რაც არიელების ქვეყანაში მოვიდა კოლხიდელი მედება ათენიდან, მათ შეიცვალეს სახელი. თვითონ მიდიელები მოგვითხრობენ ამას თავისი თავის შესახებ. კისიელები სხვაფრივ სპარსელების მსგავსად აღჭურვილი ლაშქრობენ, მხოლოდ ნაბადის ქუდების მაგივრად დოლბანდებს ატარებენ. კისიელებს განაგებდა ანაფესი, ოტანესის ძე, ჰირკანიელები სპარსელების მსგავსად იყვნენ შეიარაღებული, ხოლო წინამძღოლად ჰყავდათ მეგაპანოსი, შემდეგ ბაბილონის მეურვე.
63. მოლაშქრე ასირიელებს თავზე ეხურათ სპილენძის მუზარადები, რომლებიც მოწნული იყო რაღაცა ბარბაროსულ ყაიდაზე, რაც ადვილად არ აიხსნება. ხოლო ფარები, შუბები და ხანჯლები ეგვიპტურის მსგავსი ჰქონდათ. ამას გარდა მათ ჰქონდათ რკინის შეჭედილი ხის კომბლები და სელის აბჯრები. ამათ ელინები სირიელებს უწოდებენ, ხოლო ბარბაროსები ასირიელებს. ამათ შორის იყვნენ ქალდეები, განაგედა მათ ოტასპესი არტაქაბესის ძე.
64. ბაქტრიელებს ლაშქრობისას თავზე მიდიელების მსგავსად ეხურათ, ხოლო მშვილდები ლერწმისა ჰქონდათ. ამას გარდა ეჭირათ ადგილობრივი, მოკლე შუბები. საკებს, რომლებიც სკვითები არიან, თავზე წვეტიანი ქუდები ეხურათ, წვეტით ზემოთ და თავზე სწორედ დადგმული. მათ ეცვათ შარვლები, ჰქონდათ ადგილობრივი მშვილდები და ხნაჯლები, ამას გარდა ცულები - საგარისები. ესენი სინამდვილეში ამირიგიელი სკვითები არიან და საკებს კი უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ სპარსელები ყველა სკვითს საკებს უწოდებენ. ბაქტრიელებსა და საკებს განაგებდა ჰისტასპესი, შვილი დარიოსისა და კიროსის ასულის ატოსასი.
65.ინდოელებს კი ეცვათ ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმელი. მშვილდები და ისრები ლერწმისა ჰქონდათ. ისრის წვერები კი რკინისა იყო. ასე იყვნენ აღჭურვილი ინდოელები, ხოლო ამ თანამოლაშქრეების უფროსად ფარნაძათრეს არტაბატესის ძე იყო დაყენებული.
66. არიები მიდიური მშვილდებით იყვნენ შეჭურვილები, ხოლო სხვაფრივ ისინი ბაქტრიების მსგავსად იყვნენ მოწყობილები. არიებს განაგებდა სისამნეს ჰიდარნესის ძე. პართებს, ხორასიმებს, სოგდებს, განადარიებსა და დადიკებს ლაშქრობისას ისეთივე საჭურველი ჰქონდათ, როგორც ბაქტრიებს. ამათ განაგებდნენ შემდეგი პირნი: პართებსა და ხორასმიებს - ართაბაძოსი, ფარნაკესის ძე, სოგედებს - ანძანესი, არტაბოსის ძე, განდარიებსა და დადიკებს - არტიფიოსი, არტაბანესის ძე.
67. კასპიები ლაშქრობდნენ ტყაპუჭ-ჩაცმულები; მათ ჰქონდათ ლერწმის ადგილობრივი მშვილდები და აკინაკესები. ისინი ასე იყვნენ აღჭურვილნი. წინამძღოლად ჰყავდათ არიომარდოსი, არტიფიოსის ძმა. სარანგები გამოირჩეოდნენ შეღებილი ტანსაცმლით, მათ ეცვათ მუხლებამდე ფეხსაცმელი და ეჭირათ მიდიური მმშვილდები და შუბები. სარანგებს განაგებდა ფერენდატეს მეგაბაძოსის ძე. პაქტიებიც ტყაპუჭით მოსილნი იყვნენ და ჰქონდათ ადგილობრივი მშვილდები და ხანჯლები. პაქტიებს გამგებლად ჰყავდათ არტაინტეს ითამიტრესის ძე.
68. პაქტიების მსგავსად იყვნენ აღჭურვილნი უტიები, მიკიები და პარიკანიები. მათ განაგებდნენ შემდეგი პირნი: უტიებსა და მიკებს - არსამენესი, დარიოსის ძე, ხოლო პარიკანიებს - სირომიტრეს ობბაძოსის ძე.
69. არაბებს სარტყელიანი მოსახურავები ეცვათ და მარჯვენა მხარეს ეკიდათ დიდი, დაგრეხილი მშვილდები. ეთიოპელები ავაზისა და ლომის ტყავებში იყვნენ გამოხვეული. მათ ჰქონდათ პალმის ღეროსაგან გაკეთებული დიდი მშვილდები, არანაკლები ოთხი წყრთისა და მასთა პატარა ლერწმის ისრები. ისრის წვერებად რკინის ნაცვლად წვეტიან ქვას ხმარობდნენ, ისეთს, რითაც საბეჭდავესაც სჭრიდნენ. ამას გარდა მათ ჰქონდათ შუბები, წვერზე ჯეირნის წვეტიანი რქით. მათ აქვთ აგრეთვე ლურსმნებით შეჭედილი კეტებიც. როდესაც ისინი ბრძოლაში გადიოდნენ, ნახევარ სხეულს იღებავდნენ ცარცით, ხოლო მეორე ნახევარს - სურინჯით. არაბებსა და ეთიოპებს, რომლებიც ეგვიპტის ზემოთ ცხოვრობენ, განაგებდა არსამესი, დარიოსისა და არტისტონეს (კიროსის ასულის) შვილი. თავის ცოლთა შორის დარიოსს ეს ცოლი გამორჩევით უყვარდა და გააკეთებინა კიდევაც მისი ჭედური ოქროს გამოსახულება.
70. ამგვარად, არსამესი განაგებდა ეგვიპტის ზემოთ მცხოვრებ ეთიოპებსა და არაბებს. ხოლო ის ეთიოპები, რომლებიც მზის აღმოსავლიდან იყვნენ (ორივე ეთიოპები იღებდნენ ლაშქრობაში მონაწილეობას), ინდოელებთან იყვნენ დაყენებული. ეს ეთიოპები კი შესახედავად ერთმანეთისაგან სხვა არაფრით განსხვავდებიან, გარდა ენისა და თმებისა: მზის აღმოსავლელი ეთიოპები სწორთმიანები არიან, ხოლო ლიბიელ ეთიპებს ყველა ხალხებზე უფრო ხუჭუჭი თმები აქვთ. ეს ეთიპები, რომლებიც აზიიდან იყვნენ, ძირითადად ინდოელებივით იყვნენ აღჭურვილნი, მხოლოდ თავებზე ეხურათ ცხენების თავიდან გადაძრობილი ტყავი, გატყავებული ყურებიანად და ფაფარიანად. ფაფარს ხმარობდნენ ისინი მუზარადის ბიბილოს მაგივრად, ხოლო ცხენის ყურები სწორედ ჰქონდათ დაყენებული. ფარების ნაცვლად მათ წინ ეჭირათ წეროების ტყავი.
71. ლიბიელები მოვიდნენ ტყავით მოსილნი, ხოლო ხელშუბებს გამომწვარს ხმარობდნენ. მათ გამგებლად ჰყავდათ მასაგეს ოარიძოსის ძე.
72. პაფლაგონელები ლაშქრობდნენ ისე, რომ თავებზე მოწნული მუზარადები ეხურათ, ჰქონდათ პატასრა ფარები და არც თუ დიდი შუბები. ამას გარდა ხელშუბები და ხანჯლები. ფეხებზე ეცვათ ადგილობრივი ფეხსაცმელი, რომელიც შუა წვივამდე სწვდებოდათ. ლიგიები, მატიენები, მარიანდინები და სირიელები ისევე იყვნენ სალაშქროდ მოწყობილი, როგორც პაფლაგონელები. ამ სირიელებს სპარსელები კაპადოკიელებს უწოდებენ, პაფლაგონელებსა და მატინებს დოტოსი განაგებდა, მეგასიდროსის ძე, ხოლო მარიანდინებს, ლიგიებსა და სირიელებს - გობრიესი, დარიოსისა და არტისტონის შვილი.
73. ფრიგიელებს პაფლაგონების მსგავსი მოწყობილობა ჰქონდათ, ცოტათი განსხვავებული. ფრიგიელებს, როგორც მაკედონელები ამბობენ, ეწოდებოდათ ბრიგები, მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ევროპელები იყვნენ და მაკდეონელების მეზობლად ცხოვრობდნენ, ხოლო აზიაში რომ გადავიდნენ, მიწა-წყალთან ერთად სახელიც გამოიცვალეს, ფრიგიელები დაირქვეს. არმენიელები, რომლებიც ფრიგიელებისაგან მომდინარეობენ, ფრიგიელების მსგავსად იყვნენ მოწყობილები. ამათ ორივეს მართავდა არტოქმესი, რომელსაც დარიოსის ასული ჰყავდა ცოლად.
74. ხოლო ლიდიელებს ელინების მსგავსი იარაღი ჰქონდათ. ლიდიელები ძველად მებონებად იწოდებოდნენ, ხოლო შემდეგ სახელი გამოიცვალეს, ატისის ძის, ლიდოდის მიხედვით დაერქვათ მათ ახალი სახელი. მისიელებს თავზე ადგილობრივი მუზარადები ეხურათ, ჰქონდათ პატარა ფარები და ხმარობდნენ გამომწვარ ხელშუბებს. ესენი ლიდიელებისაგან მომდინარეობდნენ და ოლიმპოს მთის მიხედვით ეწოდათ ოლიმპიენები. ლიდიელებსა და მისიელებს განაგებდა არტაფრენესი, შვილი იმ არტაფრენესისა, რომელიც მარათონში შეიჭრა დატისთან ერთად.
75. თრაკიელებს ლაშქრობის თავზე მელის ტყავები ეხურათ, ტანზე ეცვათ ქიტონები, ხოლო ამის ზემოდან ჭრელი მოსახურები ესხათ, ფეხებსა და წვივებზე ირმის ტყავის ფეხსაცმელები ეცვათ. ამას გარდა, ჰქონდათ ხელშუბები, მსუბუქი ფარები და პატარა ხანჯლები. ესენი აზიაში რომ გადავიდნენ ბითვინები ერქვათ, უწინ კი, როგორც თვითონ ამბობენ, სტრიმონიები რქმევიათ, რადგან ცხოვრობდნენ სტრიმონთან. იმასაც ამბობენ, რომ ისინი თავისი ქვეყნიდან ტევკრებმა და მისიელებმა გამოდევნეს. აზიელ თრაკიელებს განაგებდა ბასაკესი, არტაბანოსის ძე.
76. ხალიბებს პატარა ფარები ჰქონდათ გამოუქნელი ხარის ტყავისა და თითოეულს ორი შუბი ეპყრა ლიკიური ხელობისა, ხოლო თავზე ეხურათ სპილენძის მუზარადები. მუზარადებზე იყო სპილენძისაგან ნაკეთები ხარის ყურები და რქები; აქვე იყო ბიბილოც. მუხლები ძოწეულის ნაჭრებით ჰქონდათ შემოხვეული. ამ ხალხს აქვს არესის სამისნო.
77. კაბელ-მებონებს, ლასონიებად წოდებულებს, ისეთივე აღჭურვილობა ჰქონდათ, როგორც კილიკიელებს. ამ აღჭურვილობას მე მაშინ აღვწერ, როდესაც კილიკიელთა წყობის შესახებ მოგითხორბთ. მილიებს ჰქონდათ ლიკიური მშვილდები, ხოლო თავზე დამუშავებული ტყავისაგან გაკეთებული მუზარადები, ყვალე ამათ განაგებდა ბადრესი, ჰისტანესის ძე.
78. მოსხებს თავზე ხის მუზარადები ეხურათ. პატარა ფარები და შუბები ჰქონდათ, ხოლო შუბის წვერები გრძელი იყო. ლაშქრობდნენ ტიბარენები, მაკრონები და მოსინოიკები, რომლებიც მოსხესავით იყვნენ აღჭურვილნი. მათ მეთაურობდნენ და განაგებდნენ შემდეგი პირები: მოსხებსა და ტიბარენებს - არიომარდოსი, რომელიც დარიოსისა და პარმისის შვილი იყო, ეს უკანასკნელი კი სმერდისის შვილი იყო, კიროსის შვილისა. მაკრონებსა და მოსინოიკებს განაგებდა არტაიკეტესი, რომელიც ჰელესპონტის სესტოსს მეურვეობდა.
79. მარებს თავზე ადგილობრივი მოწნული მუზარადები ეხურათ; ეჭირათ ტყავის პატარა ფარები და ხელშუბები. ხოლო კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამას გარდა დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე. ალაროდიელები და სასპებრები კოლხების მსგავსად შეიარღებულები ლაშქრობდნენ. მათ განაგებდა მასისტიოსი, სირომიტრესის ძე.
80. მეწაამული ზღვის კუნძულების ხალხებს (იმ კუნძულებისა, რომლებზედაც მეფე ეგრეთ წოდებულ გაძევებულებს ასახლებს) მიდიელთა მსგავსი ტანსაცმელი და იარაღი ჰქონდათ. ამ კუნძულებს განაგებდა მარდონტეს ბაგაბოსის ძე, რომელიც მომდევნო წელს მიკალეში მხეადრთმთავრობდა და იქ გარდაიცვალა ბრძოლაში.
81. ესენი იყვნენ ხმელეთზე მოლაშქრე ხალხები, რომლებიც ქმნიდნენ ქვეით ჯარს. ამ ლაშქარს განაგებდნენ ზემოხსენებული პირნი. სწორედ მათ დააწესეს და დათვალეს ჯარი. მათვე დანიშნეს ათასისთავები და ათიათასის თავები, ხოლო ათიატასის თავებმა - ასისთავები და ათისთავები. ცალკეულ რაზმებსა და ხალხებს კიდევ თავისი უფროსები ჰყავდათ.
82. ამგვარად, ისინი იყვნენ მეთაურები, რომლებიც მოვიხსენიე, ხოლო ამათ და მთელ ქვეით ჯარს მხედართმთავრობდნენ: მარდონიოსი, გობრიესის ძე, ტრიტანტაბქმესი. იმ არტაბანოსის ძე, რომლის აზრიტაც არ უნდ ელაშქრათ ელადაზე, სმერდომენესი, ოტანესის ძე. ესენი ორივენი დარიოსის და ათოსას შვილი, გერგისი, არიაძოსის ძე და მეგაბიძოსი, ძოპიროსის ძე.
83. ესენი იყვნენ მხედართმთავრები მთელი ქვეითი ჯარისა, იმ ერთი ათიათასის გამოკლებით. იმ ათიათას რჩეულ სპარსელს მხედართმთავრობდა ჰიდარნესი, ჰიდარნესის ძე. ამათ სპარსელები უკვდავებას უწოდებდნენ და აი ამიტომ: თუ რომელიმე მათგანი სათვალავში გამოაკდებოდათ ან სიკვდილის გამო, ან ავდმყოფობის მიზეზით, მაშინვე სხვა კაცს აიყვანდნენ და არასოდეს იყვნენ 10000-ზე არც მეტი და არც ნაკლები. წესრიგი სპარსელებს ყველაზე უკეთესი ჰქონდათ და ამავე დროს ყველაზე მამაცებიც იყვნენ. მათი აღჭურვილობა ზემოთ აღვწერე. ამის გარდა გმორიჩეოდნენ ოქროს სიუხვით, მათ თან ახლდათ ურმები, რომლებითაც ხასები და მრავალრიცხოვანი კარგად გამოწყობილი მსახურები მიჰყავდათ. მათი საგზალი, სხვა მოლაშქრეებისათვის განკუთვნილისაგან განსხვავებით მოჰქონდათ აქლემებს და სახედრებს.
84. ხოლო შემდეგმა ხალხებმა გამოიყვანეს მხედრობა (მხედრობა ყველამ კი არ გამოიყვანა, არამედ მხოლოდ ამათ). სპარსელებმა, რომლებიც ისევე იყვნენ აღჭურვილნი, როგორც მათი ქვეითი ჯარი. მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ეხურა თავზე ნაჭედი სპილენძისა და რკინის ზუჩები.
85. მხედართა შორის იყვნენ მომთაბარეები, საგარტიებად წოდებულნი; ესენი ენის მიხედვით სპარსული ხალხია, ხოლო აღჭურვილობა ნაკეთობის მხრივ საშუალო აქვთ სპარსელსა და პაქტიურს შორის. მათ მოიყვანეს 8000 მხედარი; ისინი არც სპილენძის იარაღს ხმარობდნენ, არც რკინისას, გარდა ხანჯლებისა, სამაგიეროდ ხმარობენ თასმებისგან დაწნულ თოკებს. ამისი იმედით მიდიან ომში. ისინი შემდეგგვარად იბრძვიან: როდესაც მტერს ხვდებიან, გადაისრვიან ხოლმე მთავის თოკებს, რომელთაც ბოლოზე მარყუჟი აქვთ; ვისაც კი მოიხელთებენ, ცხენი იქნება თუ კაცი, თავისკენ მიითრევენ. ამ ქამანდაში გამბულები უეჭველად იღუპებიან. მათ ასეთი ბრძოლა იციან. ესენი სპარსელებთან ერთად იყვნენ დარაზმულები.
86. მიდიელებს ისეთივე აღჭურვილობა ჰონდათ, როგორც მათ ქვეით ჯარს. კისიელებსაც ასევე. ინდოლებს ისეთივე აღჭურვილობა ჰქონდატ, როგორც მათ ქვეით ჯარს, მაგრამ ისინი ცხენებზე შემსხდრები მოვიდნენ, ან კიდევ ეტლებით. ხოლო ეტლებში შემმული ჰყავდათ ცხენები და ველური ვირები. ბაქტრიები ისევე იყვნენ შეჭურვილი, როგორც ქვეით ჯარში, ასევე კასპიებიც. თვით ლიბიელებიც ქევითი ჯარის მსგავსად იყვნენ შეჭურვილი. ესენი ყველანი ეტლებით მოვიდნენ. ასევე კასპიები და პარიკანიები იმის მსგავსად იყვნენ აღჭურვილნი, როგორც მათი ქვეითი ჯარი. არაბების მხედრობას იგივე შეკაზმულობა ჰქონდა, როგორც ქვეით ჯარს, ისინი ყველანი აქლემებზე შემსხდრები მოვიდნენ; ხოლო აქლემები სისწრაფით არ ჩამორჩებოდნენ ცხენებს.
87. მხოლოდ ამ ტომებმა გამოიყვანეს მხედრობა. მხედრობის რიცხვი იყო 80000, გარდა აქლემებისა და ეტლებისა. მხედრები დაწყობილი იყვნენ რიგებად, ხოლო ამ რაზმში არაბები სულ ბოლოს იყვნენ; რადგან ცხენები ვერ იტანდნენ აქლემებს, ესენი სულ ბოლოს უნდა მდგარიყვნენ, რათა ცხენები არ დაეფრთხოთ.
88. მხედრობას განაგებდნენ არამიმთრესი და ტითაბოსი, დატისის შვილები. ხოლო მათთან ერთად მესამე მეთაური მხედრობისა, ფარნუქესი, სარდეში დარჩა ავადმყოფობის გამო. როდესაც ისინი სერდედან გამოდიოდნენ, მას მოულოდნელი უბედურებ დაატყდა თავს: რომ მოდიოდა, მის ცხენს ფეხებში ეცა ძაღლი, ცხენმა ის წინასწარ ვერ დაიანხა, დაფრთხა, ყალყზე შედგა და ფარნუქესი ძირს გადმოაგდო.; დაცემულმა ფარნუქესმა სისხლი ამოიღო და შემდეგ ავადმყოფობა ჭლექად გადაექცა, ხოლო ცხენს მისი მსახურნი მაშინვე მისი ბრძანებისამებრ მოექცნენ: იმ ადგილას მიიყვანეს, სადაც მან თავისი პატრონი გადმოაგდო და ფეხები დააჭრეს მუხლებში. ეგრე წაუვიდა ფარნუქესს ხელიდან მხედართმთავრობა.
89. ტრიერთა რიცხვი 1207 იყო. ტრიერები გამოიყვანეს შემდეგმა ხალხებმა: ფინიკიელებმა, იმ სირიელებთან ერთად, რომლებიც პალესტინაში არიან, 300; ისინი ამგვარად იყვნენ აღჭურვილნი: თავზე ეხურათ მუზარადები, რომლებიც ნაკეთობით ძალიან ჰგავდნენ ელინურს. ტანზე ეცვათ სელის აბჯრები. ხელში ეჭირათ ფარები, რომელთაც ფერსოები არა ჰქონდათ, და ხელშუბები. როგორც თვითონვე ამბობენ, ეს ფინიკიელები უძველეს დროში ცხოვრობდნენ მეწამულ ზღვასთან, ხოლო აქედან გადავიდნენ და დასხდნენ სირიის ზღვისგასწვრივ ნაწილში. სირიის ამ ადგილს და მთელ იმ ნაწილს, რომელიც ეგვიპტემდეა, პალესტინა ეწოდება. ეგვიპტელებმა 200 ხომალდი მოიყვანეს. ამათ თავზე ეხურათ მოწნული მუზარადებიხოლო ფარები გამობურცული და დიდფერსოებიანი ჰქონდათ; ხელში ეჭირათ საზღვაო ბრძოლისათვის გამოსადეგი შუბები და დიდი ცულები. მათი უმრავლესობა აბჯროსანი იყო და დიდი დანები ჰქონდათ. ასე იყვნენ ესენი შეიარაღებული.
90. ხოლო კიპროსელებმა გამოიყვანეს 150 ხომალდი, თვითონ კი ასე იყვნენ გამოწყობილი: მათ მეფეებს თავზე დოლბანდები ჰქონდათ მოხვეული, ხოლო სხვებს ქიტონები ეცვათ, სხვაფრივ ელინების მსგავსად იყვნენ შეჭურვილი. კირპოსელებში შემდეგი ხალხები შედიან: ერთნი არიან სალამინიდან და ათენიდან, მეორენი - არკადიიდან, ზოგი - კითნოსიდან, სხვები - ფინიკიიდან და დანარჩენებიც ეთიოპიიდან, როგორც თვითონ კიპროსელები ამბობენ.
91. კილიკიელებმა ასი ხომალდი მოიყვანეს. ამათ თავზე ადგილობრივი მუზარადები ეხურათ, ფარების მაგივრად გამოუქნელი ხარის ტყავისაგან გაკეთებული საფარები ჰქონდათ, ხოლო ტანზე შალის ქიტონები ეცვათ. თითოეულს ეჭირა ორი ხელშუბი და ჰქონდათ მახვილი, რომელიც ეგვიპტური დანის მსგავსად იყო გაკეთებული. მათ ძველად ჰიპაქაბები ეწოდებოდათ, ხოლო თავისი ეს სახელი მიიღეს ფინიკიელი ვაჟკაცებისაგან, კილიქს აგენორის ძისაგან. პამფილიებმა 30 ხომალდი მოიყვანეს და ისინი ელინური იარაღით იყვნენ შეჭურვილი; ეს პამფილიელები იმათი ჩამომავლები არიან, რომლებიც მიმოიფანტნენ ტროიდან ამფილოქოსსა და კალაქანტთან ერთად წამოსულები.
92. ლიკიელებმა მოიყვანეს 50 ხომალიდი, ისინი აბჯროსნები იყვნენ და საბარკულებინაები, მათ ჰქონდათ ხეშავას მშვილდები, უფრო, ლერწმის ისრები და ხელშუბები. მხრებზე უფრიალებდათ თხით ტყავი, ხოლო თავზე ეხურათ ნაბდის ქუდები, ირგვლივ ფრთებით შემკული. ჰქონდათ აგრეთვე ხანჯლები და ნამგლები. ლიკიელებს ტერმილები ეწოდებოდათ და წარმოშობით კრეტიდან იყვნენ. მათ თავისი სახელი მიიღეს ათენელი ვაჟკაცისაგან, ლიკოს პანდიონის ძისაგან.
93. დორიელებმა, რომლებიც აზიიდან არიან, მოიყანეს 30 ხომალდი. მათ ელინური საჭურველი ჰქონდათ და წარმოშობით პელოპონესიდან იყვნენ. კარიელებმა 70 ხომალდი მოიყვანეს. სხვაფრივ ელინების მსგავსად იყვნენ აღჭურვილნი, მგრამ დამატებით ნამგლები და ხანჯლები ჰქონდათ. ხოლო თუ რა ეწოდებოდათ მათ უწინ, ამის შესახებ ნათქვამია ჩემი ისტორიის პირველ ნაწილში.
94. იონიელებმა 100 ხომალდი მოიყვანეს. ისინი ისევე იყვნენ აღჭურვილნი, როგორც ელინები. როგორც ელინები ამბობენ, იონიელეს, სანამ ისინი პელოპონესის იმ ნაწილში ცხოვრობდნენ, რომელასც ამჟამად აქაბა ეწოდება, დანაოსისა და ქსუთოსის პელოპონესში მოსვლამდე ეწოდებოდათ პელაზგი - აბგიალები, ხოლო იონიელები ეწოდებოდათ ქსუთოსის ძის, იონის მიხედვით.
95. კუნძულის მცხოვრებთ ჰყადათ 17 ხომალდი. ისინი ისე იყვნენ შეიარაღებული, როგორც ელინები. ესეც პელაზგური ტომი იყო. შემდეგში მათ იონური ეწოდათ იმაევ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ამ იონიელებსაც, რომლებიც ათენიდან არიან გამოსული და 12 ქალაქის კავშირი ჰქონდათ. ეოლიელებმა 60 ხომალდი მოიყვანეს. ისინი ელინებსავით იყვნენ აღჭურვილნი და როგორც ელინები ამბობენ, ძველად მათაც პელაზგები ეწოდებოდათ. ჰელესპონტელებს, გარდა აბიდოსელებისა (აბიდოსელებს მეფისაგან ჰქონდათ განკარგულება, დარჩენილიყვნენ თავის მიწაზე და ხიდებისათვის ედარაჯათ) და დანარჩენებს, რომლებიც პონტოდან იყვნენ, ჰყადათ 100 ხომალდი და აღჭურვილნი იყვნენ ისევე, როგორც ელინები. პონტოლები იონიელთაგან და დორიელთაგან გადმოსახუებული ახალმოშენეები არიან.
96. ყველამ ამ ხომალდზე მეზღვაურები იყვნენ სპარსელები, მიდიელები და საკები. მათ შორის საუკეთესოდ მცურავი ხომალდები მოიყვენას ფინიკიელებმა, ფინიკიელებს შორის კი სიდონეელბმა. ყველა ამათ, ისევე როგორც სახმელეთო ჯარების მეომრებს, ჰყავდათ თავისი ადგილობრივი წინამძღოლები, რომლებიც მე არ მომიხსენებია, რადგანაც ჩემი მოთხრობის გამოცემისას არ მესჭიროებოდა. ამას გარდა თითოეული ტომის წინამძღოლები არც არიან ამის ღირსი, თითოეულ ტომს იმდენი წინამძღოლი ჰყავდა, რამდენი ქალაქიც ღებულობდა ლაშქრობაში მონაწილეობას. ხოლო ეს წინამღოლები ჯარს ისე კი არ მიჰყვებოდნენ, როგორც მხედართმთავრები, არამედ ისე, როგროც სხვა მოლაშქრე მონები. მხედართავრები, რომელთა ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება და ცალკეული ხალხების გამგებლები, რომლებიც სპარსელები იყვნენ, უკვე მოვიხსენიე.
97. ხოლო ფლოტს მხედართმთავრობდნენ: არიაბიგნესი, დარიოსის ძე, პრექსასპესი, ასპათინესის ძე, მეგაბაძოსი, მეგაბატესის ძე და აქაბმენესი, დარიოსის ზე. იონური და კარული ფლოტის გამგებლები იყო არიაბიგნესი, დარიოსია და გობერიესი ასულის შვილი. ეგვიპტელებს მხედართმთავრობდააქაბმენესი, ქსერქსესის ღვიძლი ძმა, დედითაც და მამითაც, ხოლო დანარჩენები ფლოტს მხედართმთავრობდნენ ისინი ორნი. ოცდაათნიჩბიანი და ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდები, მსუბუქი ხომალდები და ცხენის გადასაყვანი გრძელი ნავები ერთად რომ შეიყარნენ, გამოირკვა, რომ მათი რიცხვი 3000 იყო.
98. ამ მხედართმთავრების შემდეგ მათ შორის, ვინც ხომალდებზე იმყოფებოდა, ყველაზე სახელგანთქმული იყვნენ: ტერტამენსტოს ანისოსის ზე, სიდონელი, მატენე სირომონისი ძე, კილიკიელი, კაბერნისკოს სიკასის ძე, ლიკიელი; კიპროსელები: გოროგოს ქერსისის ძე და ტიმონაქს ტიმაგორესის ძე და კარიელთაგან: ჰისტიაბოს ტიმნესის ძე, პიგრეს ჰისელდომისის ძე და დამასითიმოს კანდაველსის ძე.
99. ხოლო რაც შეეხება დანარცენ რაზმის უფროსებს, მათ არ მოვიხსენიებ, რადგან ეს არაა აუცილებელი, მაგრამ უნდა მოვიხსენიო არტემისიე, რომელმაც დიდად გამაოცა. ამ ქალმა გაილაშქრა ელადის წინააღმდეგ. ქმარი, რომ მოუკვდა, მას მერე თვითონ განაგებდა თავის ქვეყანას და თუმცა კი ჰყავდა ჭაბუკი შვილი, მაგრამ მაინც თვითონ წავიდა სალაშქროდ ყოველგვარი იძულების გარეშე, თავისი სურვილითა და ვაჟკაცობით. მას სახელად ერქვა არტემისიე, ასული იყო ლიგდამისის, მამის მხრივ წარმოშობით ჰალიკარნესელი იყო, ხოლო დედის მხრივ - კრეტელი2. იგი წინამძღოლობდა ჰალიკარნესელებს, კოსელებს, ნისირიელებს და კალიდნელებს და მოიყვანა თან ხუთი ხომალი მთელ ფლოტში, სიდონური ხომალდების შემდეგ, მისი ხომალდები საუკეთესონი იყვნენ, ხოლო ყველა მოკავშირეთა შორის საუკეთესო რჩევას ეს აძლევდა მეფეს. მე მიმაჩნია, რომ ხალხი იმ ქალაქებისა, რომლებიც ჩამოვთვალე და რომელთაც ის განაგებდა, მთლიანად იყო დორიული, ჰალიკარნესელები წარმოშობით ტროიძენელები არიან, ხოლო სხვა დანარჩენები - ეპიდავრელები.
100. აი აქამდე საზღვაო ჯარის შესახებ იყო ლაპარაკი, ხოლო მას შემდეგ, რაც ლაშქარი დათვალეს და დააწყვეს, ქსერქსესმა მოინდომა თვითონ დაევლო და დაეთვალიერებინა ის. ასეც მოიქცა. ეტლით დაიარა თითოეული ხალხი და სათითაოდ ეკითხებოდა მათ ამბავს (მწერლები კი იწერდნენ), ვიდრე არ მივიდა, როგორც მხედრობის, ასევე ქვეითი ჯარის ერთი კიდიდან მეორემდე. ამას რომ მორჩა და ხომალდებიც ჩაუშვა ზღვაში, ქსერქსესი ეტლიდან გადავიდა სიდონურ ხომალდზე, დაჯდა ოქროს კარავის ქვეშ და გასცურა ხომალდთა ცხვირების გასწვრივ. თითოეულს ეკითხებოდა იმის მსგავსად, როგორც ამაზე უწინ სახმელეთო ჯარს და აწერინებდა. ფლოტის უფროსებმა გაიყვანეს ხომალდები სანაპიროდან დაახლოებით 5 პლეთრის დაცილებით და იქ დააყენეს, ისე რომ ყველა ცხვირები ხმელეთისაკენ ჰქონდათ მიმართული და დამწკრივებულები იდგნენ, მეზღვაურები კი ისევე იყვნენ შეიარაღებული, როგორც ბრძოლის დროს იქნებოდნენ. ქსერქსესი მოცურავდა ამ ხომალდთა ცხივრებისა და სანაპიროს შორის და ათვალიერებდა ხომალდებს.
101. როდესაც დაათვალიერა ფლოტი და გადმოვიდა ხომალდიდან, გამოიძახა დემარეტოს არისტონის ძე, რომელიც მასთან ერთად ლაშქროდა ელადის წინააღმდეგ. როცა გამოძახებული ეახლა, ჰკითხა: „დემარეტოს, მე მესიამოვნება გკითხო ის, რაც მინდა. სენ ელინი ხარ და როგორც სევიტყვე თვით შენგან და ასევე სხვა ელინთაგან, რომლებიც მე მელაპარაკნენ, იმ ქალაქიდან ხარ, რომელიც არც ყველაზე პატრაა და არც ყველაზე სუსტი. ახლა მითხარი: გაბედავენ ელინები და დასავლეთისაკენ მცხოვრები დანარჩენი ხალხები რომ შეიკრიბონ, ისინიც კი ვერ გაუძლებენ ერთად ჩემთან ბრძოლას, რადგან ერთმანეთს არ მეგობრობენ. შენგან მინდა შევიტყო, თუ რას იტყვი ამის შესახებ" ამას შეეკითხ ქსერქსესი დემარეტოსს, ხოლო დემარეტოსმა მიუგო მას და თქვა: "მეფეო, რა გითხრა, სიმართლე თუ ის, რაც გესიამოვნება?“ ხოლო მეფემ უბრძანა, რომ ჭეშმარიტებას მოითხოვს მისგან, თან ისიც უთხრა, რომ ამის შემდეგ დემარეტოსი მისთვის უფრო უსიამოვნო არ გახდება, ვიდრე უწინ იყო.
102. ეს რომ მოისმინა დემარეტოსმა, უთხრა მას შემდეგ: „მეფეო, რადგანაც სრული ჭეშმარიტების თქმას მიბრძანებ, ისე გეტყვი, რომ შემდეგშიც ვერ მამხილო ტყუილში: ელადას სიღარიბე იმთავითვე ახასიათებდა, ხოლო სიქველე შემდეგ შეითვისა, სიბრძნისა და მტკიცე კანონების საფუძველზე მოიპოვა. სიქველით ინარჩუნებს თავს ელადა სიღარიბის და დამონებისაგან. მე ყველა ელინს ვაქებ, ვინც კი დორიულ მხრეში ცხოვრობს, მგრამ ყველაზე კინ არ ვილაპარაკებს, არამედ მხოლოდ ლაკედემონელთა შესახებ გეტყვი. ჯერ ეს ერთი ყოვლად შეუძლებელია, რომ მათ ოდესმე მიიღონ შენი წინადადება, რომელიც ელადას დამონებას მოუტანს. ამას გარდა, ყველა სხვა ელინები კდიევაც რომ შენი მომხრენი აღმოჩდნენ, ლაკედემონელები მაინც გამოვლენ შენს წინააღმდეგ საბრძოლველად. რაც შეეხება მათ რაოდენობას, ნურც გამოიძიებ, თუ რამდენნი არიან, რადგან მაინც შეძლებენ ბრძოლას, რადგან თუ მოხდა ისე, რომ შენზე ათასმა კაცმა უნდა ილაშქროს, მაინც შეგებრძოლებიან, იქნებიან ისინი ამაზე ნაკლები, თუ ამაზე მეტი“.
103. ეს რომ მოისმინა ქსერქსესმა, გაიცინა და თქვა: "დემარეტოს, ეს რა სთქვი? ათასი კაცი გამოვა ამოდენა ლაშქართან საომრად? ახლა მითხარი: შენ ამბობ, რომ ამ ხალხის მეფე შენ თვითონ იყავი. შენ, მაგალითად, გაბედავ ათი კაცის წინააღმდეგ ბრძოლას? და თუ მართლაც მთელი თქვენი მოქალაქეობრიობა ისეთია, როგორც შენ მას ახასიათებ, მაშინ სენ, მათ მეფეს, თქვენივე კანონების თანახმად შეგშვენის გაუმკლავდე სხვა მოქალაქეებთან შედარებით ორჯერ მეტ მტერს. რადგან თუ თითოეული მათგანი ჩემი ლაშქრის ათ კაცს უდრის, მაშინ შენ მოგეთხოვება, რომ 20 კაცს დაუხვდე. აი მაშინ გამართლდება ის ამბავი, რაც შენ მითხარი, ხოლო თუ ისინიც ისეთები არიან, და იმდენი, როგორც შენ და ისე ელინები, რომლებიც ჩემთან სალაპარაკოდ მოსულან და უკვეხნიათ, დაუფიქრდი, რაცა სთქვი, ცარიელი კვეხნა არ გამოდგეს. მოდი, განვიხილავს შენს ნათქვამს მთელი სამართლიანობით. როგორ შეუძლია 1000, ან 10000 ან თუნდაც 50000 კაცს, ყველას თანაბრად თავისუფალს და ისეთებს, რომელთაც ერთი მმართველი არ ჰყავთ, ამოდენა ლაშქარს გაუმკლავდეს? თითოეულ მათგანზე ჩვენი მეომარი ათასზე უფრო მეტი მოდის, რადგან ლაკედემონელები სულ 5000 არიან. მათ რომ ერთი კაცი მართავდეს ჩვენების მსგავსად, მისი შეეშინდებოდათ, თავის საკუთარი შესაძლებობას გადააჭარბებდნენ და მათრახით იძულებულნი წავიდოდნენ უფრო მეტის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც თვთონ უფრო ნაკლებნი იქნებოდნენ. ხოლო რაკიღა ისინი თავისუფლები არიან, არაფერს ამას არ გააკეთებენ. მე კი ვფიქრობ, რაოდენობითაც რომ გვიტოლდებოდნენ, ელინებს მარტო სპარსელებთანაც კი გაუჭირდებოდათ ბრძოლა. რაც შეეხება შენს ნათქვამს, ეგ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ხშირად კი - არა, იშვიათად. მაგალითად, ჩემ სპარსელ შუბოსანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც სამ ელინს ერთად შეებრძოლებიან. შენ არ იცი ეს ამბები და ამიტომ სისულელეებს ჩმახავ".
104. ამაზე უთხრა დემარტოსმა: "მეფეო, თავიდანვე ვიცოდი, რომ ჭეშმარიტებას თუ გეტყოდი, არ გესიამოვნებოდა, მაგრამ რაკიღა მაიძულე, მხოლოდ ჭეშმარიტება მელაპარაკა, ამიტომ დაგიხასიათე სპარტელები. ხოლო, რაც შემეხება მე, შენ ყველაზე უკეთ იცი, როგორი კმაყოფილიც ვარ იმათი, ვინც წამართვა პატივი და მამული თანამდებობა და უსამშობლოოდ და ლტოლვილად მაქცია. ხოლო მამაშენმა შემიფარა და მომცა საარსებო საშულაება და სახელი. ხოლო გონიერ კაცს არ შეჰფერის, გაურბოდეს აშკარა კეთილგანწყობილებას, ის კი არა - განსაკუთრებით უნდა აფასებდეს მას. მე იმას არ გპირდები, რომ ათ კაცთან შემიძლია ბრძოლა ანდა ორთან, ჩემი ნებით ერთსაც არ შევებრძოლები პირისპირ. ხოლო თუ აუცილებლობა მოითხოვდა, ან რაღაც მნიშვნელვოანი წამაქეზედა საამისოდ, დიდი სიამოვნებით შევებრძოლებოდი ერთ-ერთ მათგანს, რომლებიც სათითაოდ ამბობენ, რომ სამი ელინის ბადალი არიან. როდესაც ლაკედემონელები სათითაოდ იბრძვიან, ისინი არავის დაუვარდებიან ვაჟკაცობით, ხოლო როდესაც ერთად არიან, მაშინ ყველას აღემატებიან სიმამაცით. ისინი თავისუფლები კი არიან, მაგრამ ყოველმხრივ თავისუფლება მაინც არ აქვთ, რადგან ჰყავთ უფალი - კანონი, რომლისაც მათ ბევრად უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე შენს ხალხს შენი. ამიტომ ისინი ასრულებენ ყველაფერს, რასაც კანონი ითხოვს მათგან. ხოლო კანონი მუდამ ერთსა და იმავეს თხოულობს - არ რთავს ნებას გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, რაგინდ მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს მტერი, ის კი არა, უნდა დარჩნენ მწყობრში და ან გაიმრჯვონ, ან არა და დაიღუპონ. ხოლო თუ შენ გეჩვენება, რომ სისულელეს ვამბობ, მომალვისათვის ჩუმად ვიქნები. ახლა კი იძულებული ვიყავი, მელაპარაკა. შენ კი, მეფეო, დეე, ისე მოგემართოს ხელი, როგორც შენ გინდა".
105. ასე მიუგო მან. ქსერქსესმა კი ხუმრობაში ჩაატარა მისი ლაპარაკი, მასზე სრულიად არ გაჯავრებულა, პირიქით ალერსიანად გაისტუმრა. ამასთან რომ მოათავა ქსერქსესმა ლაპარაკი და აიმ ამ დორისკოსში მმართველად მასკამეს მეგადოსტესის ძე დააყენა (დარიოსის მიერ დაყენებული კი გადმოაგდო), თრაკიაზე გავლით წაიყვანა ლაშქარი ელადის წინააღმდეგ.
106. ხოლო მასკამესი, რომელიც დატოვა იქ ქსერქსესმა, ისეთი კაცი იყო, რომ მხოლოდ მას უგზავნიდა ქსერქსესი საჩუქრებს, როგორც საუკეთესოს ყველა მათ შორის, ვინც ან თვითონ, ან დარიოსმა დააყენა მმართველად, და უგზავნიდა ყოველწლიურად. ასე უგზავნიდა საჩუქრებს მასკამესის ჩამომავლებს არტაქსერქსესი, ქსერქსესის ძე. ჯერ კიდევ ამ ლაშქრობაზე უწინ დააყენეს მმართველები თრაკიასა და ჰელესპონტის ყველა მხარეში, ხოლო ყველა მათგანი, რომლებიც თრაკიასა და ჰელესპონტში იყვნენ, გარდა დორისკოსისა, ამ ლაშქრობის შემდეგ გამოძევებული იქნენ ელინთა მიერ. დორისკოსის მმართველის, მასკამესის გამოძევება კი ვერავინ შეიძლო, თუმცა ბევრნი ცდილობდნენ. ამიტომ იყო, რომ მას საჩუქრებს უგზავნიდა მუდამ სპარსეთის ყველა მეფე.
107. ელინების მიერ გამოძევებულათა შორის არც ერთს არ მიიჩნევდა ქსერქსეს მეფე ღირსეულ კაცად გარდა ბოგესისა, რომელიე ებონის მმრთველი იყო, ამის ქებას კი ვერ აუდიოდა, იგი დიდ პატივს სცემდა აგრეთვე მის შვილებსაც, რომლებიც სპარსელთა შორის დარჩნენ საცხოვრებლად. ბოგესი მართლაც დიდი ქების ღირსი იყო: როდესაც მას ალყა შემოარტყეს ათენელებმა და კიმონ მილტიადესის ძემ, თუმცა შეეძლო მოლაპარაკების სფუძველზე ქალაქიდან გასვლა და დაბრუნება აზიაში, მაგრამ მან ეს არ მოინდომა, რომ მეფეს არ ეფიქრა, შიშის გამო მოიქცა ასეო, ის კი არა, ითმენდა უკანასკნელ წუთებამდე. ხოლო როდესაც საზრდო სულ აღარ ჰქონდა თავის ციხე-სიმაგრეში, დაანთებინა დიდი კოცონი, დახოცა შვილები, ცოლი, ხასები, მსახურები და შემდეგ ჩაყარა ცეცხლში. ამის შემდეგ მთელი ოქრო და ვერცხლი, რაც კი ქალაქში იყო, გადმოაბნია სიმაგრიდან სტრიმონში; ეს ქნა და თვითონაც ცეცხლში გადაეშვა. ამგვარად სრულიად სამართლიანად აქებენ მას აქამდე სპარსელები.
108. ქსერქსესი დორისკოსიდან გამოვიდა ელადის წინააღმდეგ და ყველა ხლახს, რომელსაც ხვდებოდა გზაზე, აიძულებდა, მასთნა ერთად ელაშქრა, რადგან, როგორც უკვე ვთქვი ზემოთ, მთელი ეს მხარე ვიდრე თესალამდე უკვე ჰმორჩილებდა სპარსეთს და მეფეს ხარკს უხდიდა, ის ჯერ მეგაბაძოსმა დაიმორჩილა და შემდეგ - მარადონიოსმა. დორისკოსიდან გამოსულმა პირველად სამოთრაკიულ ციხე-სიმაგრეს ჩაუარა, რომელთა შორის დასავლეთისაკენ უკიდურეს ქალაქს ასხელად ერქვა მესაბრიე. ამას მოსდევდა თასოსელთა ქალაქი სტრიმე. ამ ორ ქალაქს შორის მიდენება მდინარე ლისოსი, რომლის წყალიც არ ეყო ქსერქსესის ლაშქარს და დააკლდა. ამ ქვეყანას ძველად ეწოდებოდა გალიაკე, ხოლო ახლა - ბრიანტიკე. მაგრამ სადაც სამართალია, ეს ქვეყანა კიკონებისაა.
109. ქსერქსესმა მდინარე ლისოსი დამშრალი კალაპოტი რომ გადაიარა, შემდეგ ელინურ ქალაქებს ჩაუარა: მარონებას, დიკაბას და აბდერას. ამათ გარდა ჩაუარა აქვე მდებარე სახელგანთქმულ ტბებსაც: მარონეისა და სტრიმეს შორის მდებარე ისმარისს, დიკაიასთნ მდებარე ბისტონიასს, რომელსაც ორი მდიანრე ჰმატებს თავის წყლწებს, ტრავოსი და კომფსანტოსი. ხოლო აბდერასთან ქსერქსესს არც ერთი სახელგანთქმული ტბა არ შეხვედრია, მხოლოდ მდინარე ნესტოსს ჩაუარა, რომელიც ზღვისაკენ მიედინებოდა. მან გზა განაგრძო და ამ ქვეყნებს შემდეგ ხმელეთზე მდებარე თასოსელთა კუთვნილ ქალაქებს ჩაუარა. მათ შორის ერთთან შეხვდა თევზით სავსე და მეტისმეტად მლაშე ტბას, რომლის გარშემოწერილბოაც დააცლოებით 30 სტადიონი იყო. აქედან წყალი მხოლოს სახედრებმა დალიეს და სულ ამოაშრეს. ამ ქალაქს სახელად ჰქვია პისტიროსი.
110. ესენი იყო ელინური ზღვისპირა ქალაქები, რომლებიც სალაშქროდ მიმავალმ ქსერქსესს ხელმარცხნივ დარჩა, ხოლო ამ ქვეყნის გავლისას შემდეგ თრაკიულ ხალხებზე გადაიარა: პაბტებზე, კიკონებზე, ბისტონებზე, სპაბებზე, დერსაბებზე, ედონებსა და სატრებზე. ამათგან ისინი, ვინც ზღვასთან ცხოვრობდნენ, ხომალდებით მიჰყვებოდნენ მას, ხოლო ჩემგან ხსენებულთა შორის ისინი, ვინც შიგნით ხმელეთზე სახლობდნენ, სატრებს გარდა ყველანი იძულებული იყვნენ ქვეით ჯარს მიჰყოლოდნენ.
111. სატრები, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ადამიანთაგან არავის ქვეშევრდომები არ ყოფილან, ისინი კი არა, თრაკიელთა შორის მხოლოდ ესენი იყვნენ მუდამ თავისუფლები და ასე მოატანეს ჩემ დრომდე. ეს იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობენ მაღალ მთებში, რომლებიც ყოველგვარი ტყითა და თოვლით არის დაფარული და თვითონაც გამოირჩევიან თავისი საომარი საქმიანობით. მათ ეკუთვნით დიონისის სამისნო. ეს სამისნო არის უმაღლეს მთებში, ხოლო წინასწარმეტყველებენ სალოცავში ბესები, რომლებიც სატრთაგანნი არიან. მათ ქურუმად ჰყავთ ქალი, ისევე როგორც ეს დელფოშია; და სხვა არაფერია აქ აღსანიშნავი.
112. ქსერქსესმა ამ დასახელებული ქვეყნის შემდეგ ჩაუარა პიერელთა სიმაგრეებს, რომელთაგან ერთს სახელად ჰქვია ფაგრესი, ხოლო მეორეს - ჰერგამოსი. აქ, ამ სიმაგრეებთნ გავიდა მისი გზა, ისე რომ, ხელმარჯვნივ პანგაბონის მთა დარჩა, დიდი და მაღალი, ოქროსა და ვერცხლის საბადოებიანი, რასაც ფლობდნენ პიერელები, ოდომანტები და სხვებზე მეტად - სატრები.
113. პანგაბონის ჩრდილოეთით მცხოვრებ პაბონებს, დობერებსა და პა ოპლებსბრომ ჩაუარა ქსერქსესმა, მერე დასავლეთით აიღო გეზი, ვიდრე არ მივიდა მდინარე სტრიმონამდე და ქალაქ ებონამდე, რომელსაც განაგებდა ბოგესი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რომლი შესახებაც ცოტათი ზემოთ ვილაპარაკე1. ქვეყანას, რომელიც პანგაბონის მთის რიგვლივ მდებარეობს, ეწოდება ფილისი. დასავლეთით ის გადაჭიმულია მდინარე ანტიგესამდე, რომელიც სტრიმონს ერთვის, ხოლო სამხრეთით ვრცელდება თვითონ სტრიმონმადე. სტირმონს მოგვებმა მსხვერპლი შესწირეს - დააკლეს თეთრი ცხენები.
114. მას მერე, რაც სპარსელებმა ასე შეუთქვეს მდინარე და ამას გარდა კიდევ ბევრი სხვა რომ გაუკეთეს, იმ ხიდებით, რომლებიც სტიმონზე არის გადებული, იარეს ცხრა გზაზე, რაც ედონების ქვეყანაშია. როდესაც შეიტყვეს, რომ ამ ადგილს ცხრა გზა ეწოდება, სპარსელებმა ადგილობრივ მცხოვრებთაგან ამდენივე ჭაბუკი და ქალწული აქ ცოცხლივ ჩაფლეს მიწაში. სპარსული ჩვეულება ცოცხლების დაფლვა. მაგალითად მე შევიტყვე, რომ ამესტრისმა, ქსერქსესის ცოლმა თავისი გულისათვის მოხუცებულობში დააფლევინა ორჯერ შვიდი სპარსელი ჭაბუკი, გამოჩენილი სპარსელების შვილები, იმ ღმერთის საამებლად, რომელზედაც ამბობენ, მიწის ქვეშ იმყოფებაო.
115. როგორც კი გასცილდა სტრიმონს ლაშქარი, იქიდან მზის დასავლისაკენ გაემარტა და ჩაუარა ელადის ქალაქს, არგილოსს, რომელიც აგებულია ზღვის სანაპიროზე. ხოლო ამ მხარედ და იმას, რომელიც მის ზემოთ არის, ეწოდება ბისალტიე. აქედან უბე, რომელიც პოსიედბონთან არის, მარცხნივ მოიტოვა ლაშქარმა და გადაიარა სილევსის დაბლობად წოდებული ადგილი, ჩაუარა ელადის ქალაქს, სტაგიროსს და მიაღწია აკანთოსს. ქსერქსესს თან მიჰყავდა ყველა ეს ხალხი და ისინიც, რომლებიც პანგაბონის მთის ირგვლივს ცხოვრობდნენ, ისევე როგორც უწინაც აღვნიშნე - ისინი, ვინც ზღვის პირას ცხოვრობდნენ, ხომალდებით ლაშქრობდნენ, ხოლო, ვინც ზღვისგან მოშორებით იყვნენ, ქვეითად მისდევდნენ. იმ გზას, რომლითაც მეფე ქსერქსეს ლაშქარი მიჰყავდა, თრაკიელები არც აფუჭებენ და არც სთესენ მასზე. ის კი არა, დიდად სცემენ პატივს ჩემს დრომდე.
116. როგორც კი მივიდა აკანთოსში, ქსერქსესმა თავი აკანთელების მეგობრად გამოაცხადა, აჩუქა მათ მიდიური ტანსცმელი და შეაქო ისინი, რადგანაც ხედავდა, თუ არა ხალისით მიდიოდნენ ისინი ომში და თხრილის ამბავიც ხომ შეიტყო.
117. როდესაც ქსერქსესი აკანთოსში იყო, მოხდა ისე, რომ ავადმყოფობისაგან მოკვდა არტაქაბესი, თხრილის სამუშაოების უფროსი, ქსერქსესაგან პატივცემული, წარმოშობით აქაიმენიდი. იგი სპარსელთა შორის ტანით უდიდესი იყო (5 სამეფო წყრთას მხოლო 4 თითი უკლდა) და ადამიანთა შორის უძლიერესი ხმა ჰქონდა. ისე რომ ქსერქსესმა ეს ამბავი დიდ უბედურებად მიიჩნია, მიცვალებული დიდის ამბით გამოასვენებინა და დაამარხვინა. ხოლო ყორღანი მთელმა ლაშქარმა გაუკეთა. ამ არტაქაბესს აკანთელები, მისნობის თანახმად, მსხვერპლს სწირავენ როგორც გმირს და თან მის სახელს იძახიან.
118. ისე რომ არტაქაბესის დაღუპვა დიდ უბედურებად ჩათვალა ქსერქსეს მეფემ. ის ელინები, რომლებიც ლაშქარს ღებულობდნენ და უმასპინძლდებოდნენ ქსერქსესს, უდიდეს გაჭირვებაში ჩაცვივდნენ, ისე რომ, სულ გაუჩანაგდათ სახლ-კარი. მაგალითად, თასოსელებს, რომლებიც თავისი ხმელეთზე მდებარე ქალქების გამო მიიღეს ქსერქსესის ლაშქარი და გაუმასპინძლდნენ მას, უჩვენა ანტიპატროსმა, ორგევსის ძემ, მათ მიერ არჩეულმა ... და მოქალაქეთა შორის საგანგებოდ პატივცემულმა კაცმა, რომ გამასპინძლებაზე დაიხარჯა 400 ვერცხლის ტალანტი.
119. ამის მსგავსი ანგარიშები წარმოაყენეს სხვა ქალაქებშიც ამ საქმიანობის მესვეურებმა. ხოლო ეს მასპინძლობა, რომლისთვისაც დიდი ხნით ადრე ემზადებოდნენ და ცდას არ აკლებდნენ, ასეთი იყო: ჯერ ეს ერთი, როგორც კი შეიტყობდნენ მათ გამოჩენას, რასაც მაცნეები აცხადებდნენ ყველგან, მოქლაქეები ქალაქში არსებული ხომალდების მთელ მარაგს იყოფდნენ და ყევლანი იმზადებდნენ მრავალი თვის სამყოფ პურისა და ქერის ფქვისლ. ამას გარდა, ასუქებდნენ საქონელს, რომელსაც ძალიან დიდ ფასად შოულობდნენ, ასევე ზრდიდნენ ხმელეთისა და ტბის ფრინველებს, რომელთაც ინახავდნენ გალიებსა და აუზებში, ლაშქრის შესახვედრად. გარდა ამისა, ოქროს და ვერცხლის სასმისებს და კრატერებს აკეთებდნენ და სხვას ყოველივეს, რაც კი მაგიდაზე იდგემბა. ყოველივე ეს კეთდებოდა თვით მეფისა და მისი თანამეინახეთათვის, ხოლო დანარჩენი ლაშქრისათვის მზადდებოდა მხოლოდ საზრდო. როგორც კი მიაღწევდა ლაშქარი, კარვები უკვე გაშლილი იდგა და შიგ თვითონ ქსერქსესი ისადგურედა, ხოლო დანარჩენი ლაშქარი ეწყობოდა ღია ცის ქვეშ, ჭამის დრო რომ მოაღწევდა, ჯარის მიმღებთ დიდი ჯაფა ადგათ. ხოლო ლაშქარი, დანაყრების შემდეგ ღამეს იქვე ათევდა; მეორე დღეს მოჰგლეჯდნენ ხოლმე კარავს, ყოველივე ბარგი-ბარხანას თან წაიღებდნენ და ასე განაგრძობდნენ გზას. ადგილზე არაფერს ტოვებდნენ, ყველაფერი თან მიჰქონდათ.
120. აქ იყო, რომ მეგაკრეონტ აბდერელმა კარგი სიტყვა თქვა. ურჩია აბდერელებს, ყველას უკლებლივ, კაცსაც და ქალსაც, რომ წასულიყვნენ თავის სალოცავში, დასმხდარიყვნენ იქ მავედრებლად და ღმერთებისათვის ეთხოვნად, მომავალში მაინც დაეცვათ მოსახდენი უბედურების ნახევრისაგან, ხოლო განვლილი უბედურებისათვის დიდი მადლი შეეწირათ, მაგალითად, თუნდაც იმისათვის, რომ მეფე ქსერქსესს არ სჩვეოდა ყოველდღიურად ორ-ორჯერ პურის ჭამა. რდგან აბდერელებს რომ ეს დასჭირვებოდათ - საუზმეც რომ ისეთი ჰქონდათ მისთვის გასაწყობი, როგორც სადილს ამზადებდნენ, ან ვერ დაელოდებოდნენ ქსერქსეის მოსვლას, ან და თუ დარჩებოდნენ, ყველაზე საშინალდ ამოწყდებოდნენ.
121. ხოლო ელინები, რაოდენ შევიწროვებულებიც არ იყვნენ, მაინც ასრულებდნენ იმას, რაც ევალდებოდათ. ქსერქსესმა კი აკანთოსში მოიცალა ხომალდები თავიდან და უბრძანა საზღვაო ლაშქრის მხედართმთავრებს, დაეცადათ მისთვის თერმეში (ხოლო თერმე მდებარეობს თერმის უბეში და ამ უბეს სახელოწოდება მისგან აქვს მიღებული), რადგან მა ისე შეიტყო, რომ ეს იყო უმოკლესი გზა. ხოლო დორისკოსიდან აკანთოსამდე ლაშქარი ამგვარად დაწყობილი მიდიოდა: მთელი სახმელეთო ჯარი ქსერქსესმა სამ ნაწილად დაჰყო. ერთ მათგანს ებრძნა რომ ზღვის გასწვრივ ევლო ფლოტთან ერთად. ამას მხედართმთავრობდნენ მარდონიოსი და მასისტესი. ლაშქრის სამი ნაწილიდან მეორეს ებრძანა შუახმელეთზე სვლა, მას მხედართმთავრობდნენ ტრიტანტაბქმესი და გერგესი. ხოლო მესამე ნაწილი, რომელსაც მიჰყვებოდა თვითონ ქსერქსეი, მიდიოდა ამ ორ ნაწილს შორის და მას მხედართმთავრებად ჰყავდა სმერდომენესი და მეგაბიძოსი.
122. ხოლო ქსერქსესის მეირ გაშვებულმა ფლოტმა დაუყოვნებლივ გაცურა იმ არხით, რომელიც ათონშია და მიემართება უბისაკენ, სადაც მდებარეობენ ქალაქი ასა, პილოროსი, სინგოსი და სარტე. ხოლო აქედან, როგორც კი მოკრიბა ლაშქარი და ქალაქებიდან, გაცურა და წავიდა თერმეს უბისაკენ, შემოუარა ამპელოსს, ტორონულ კონცხს და ჩაუარა შემდეგ ელინურ ქალაქებს (რომელთაგან ხომალდები და ლაშქარი შემოიმატა): ტორონეს, გალეფოსს, სერმილეს, მეკიბერნას და ოლინთოსს. ამ ქვეყანას სითონიე ეწოდება.
123. ამპელოსის კონცხიდან ქსერქსესის ფლოტი გაეშურა კანასტრადის კონცხისაკენ, რაც მთელი პალენის ყველაზე განაპირა ადგილია. აქ მოაგროვა ხომალდები და ლაშქარი პოტიდაიდან, აფიტისიდან, ნეპოლისიდან, აბგედან, თერამბოსიდან, სკიონედან, მენდედან და სანედან. აი, ეს ქალაქები შედიან ამჟამად პალენედ, ხოლო უწინ ფლეგრედ წოდებულ მხრეში. გადაცურა ეს ქვეყანა და გაემართა დათქმული ადგილისაკენ, თან წაიყვანა ლაშქარი პალენესთან მდებარე ქალებიდან, რომლებიც ემეზობლებობიან თერმეს უბეს, მათი სახელები შემდეგია: ლიმპაქსოსი, კომერება, ჰაბესა, გიგონესი, კამფსა, სმილა და აბნეა. ხოლო ამ ქვეყანას ჯერაც, ჩვენს დრომდე კროსაბე ეწოდება. ხოლო აბნეიდან, რომელიც უკანსკნელია ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქთა შორის, აი აქედან, ფლოტი გაემართა თვით თერმეს, ქალაქ სინდოსს და ქალესტრეს, მდინარე აქსიოსთან, რომელიც საზღვრავს მიგდონიის მხარეს ბოტიაბსისაგან, სადაც ზღვის გასწვრივ ვიწრო ადგილას მდებაროებენ ქალაქები იქნე და პელა.
124. ხოლო ფლოტმა დაიბანაკა მდინარე აქსიოსთან, ქალაქ თერმესთან და ამათ შორის მდებარე ქალაქებთან და იქ დაელოდა მფეს. ხოლო ქსერქსესი, რომელსაც უნდოდა თერმეში მისვლა, და სახმელეთო ჯარი, გამოვიდნენ აკანთოსიდან და შუახმელეთზე მოჭრეხ გზა. ქსერქსესმა გადაიარა პაბონიკესა და კრესტონიკეზე და გაემართა მდინარე ექებდორონისაკენ, რომელიც იწყება კრესტონების მხარეში, მიედინება მიგდონიის ქვეყანაზე და ჩადის ჭაობში, რომელიც მდინარე ქსიონთაა.
125. ამ გზით რომ მიდიოდა, ლომები დაესხნენ თავს სურსათ-სანოვაგით დატვირთულ აქლემებს. ლომები ღამ-ღამობით რომ ტოვებდნენ თავის ადგილსამყოფელს და დაეხეტებოდნენ, სხვა არაფერს ეტანებოდნენ (არც სახედრებს, არც ადამიანებს), მხოლოდ აქლებმებს ანადგურებდნენ. ხოლო მე მაკვირვებს იმის მიზეზი, თუ რატომაა, რომ ლომები აუცილებლად იკავებენ თავს სხვისაგან და აქლემებს კი ესხმიან თავს, მაშინ, როდესაც უწინ არ უნახავთ ეს ცხოველი და არაფერი იციან მისი.
126. ამ ადგილებში ბლომად არიან ლომები და გარეული ხარები, რომელთა ვეებერთელა რქები შეჰქონდათ ხოლმე ელინთა ქვეყანაში. ამ ლომებს საზღვრად აქვთ მდინარე ნესტოსი, რომელიც აბდერაზე მიედინება და აქელოოსი, რომელიც აქარნიანდზე მიედინება. რადგან არც ნესტოსის აღმოსავლეთით უნახავს ვისმე ლომი, სადმე მთელ წინა ევროპაში და არც აქელოოსის დასავლეთით მდებარე დანარჩენ ხმელეთზე. ის მხოლოდ ამ მდინარეთა შორის გვხვდება.
127. თერმეში რომ მოვიდა ქსერქსესი, იქ დაამკვიდრა ლაშქარი. დაბანაკებულ ლაშქარს ზღვის გასწვრივ ეჭირა ადგილი დაწყებული ქალაქ თერმედან და მიგდონიიდან, ვიდრე მდინარე ლიდიესამდე და ჰალიაკმონამდე, რომლებიც ერთ დინებად რომ შეაერთებენ თავის წყლებს, საზღვავენ ბოტიაბტისისა და მაკედონიდის ქვეყანას. ამ ადგილებში დაბანაკდნენ ბარბაროსები, ხოლო ჩამოთვლილ მდინარეთაგან მხოლოედ ექებდოროსი, კრესტონიელთაგან რომ მიედინება, არ აღმოჩნდა საკმარისი ლაშქრის წყურვილის მოსაკლავად, დააკლდათ მისი წყალი.
128. ხოლო როდესაც ქსერქსესმა თერმიდან თესალიის ვებერთელა მთები, ოლიმპოსი და ოსა დაინახა და შეიტყო, რომ მათ შორის ვიწრო ხევია, რომელშიც მიედინება პენებოსი, და მოისმინა, რომ აქ გადის თესალიისაკენ მიმავალი გზა, ძალიან მოუნდა გაეცურა და ენახა პენებოსის შესართავი, რადგან ზემოთა გზით წასვლას აპირებდა პერაბბელებში, ქალაქ გონოსთნა, მაკედონელების ზემოთ მცხოვრებ ნაწილზე გავლით. ეს იმიტომ, რომ შეიტყო ეს გზა ყველაზე უხიფათოაო. რაც მოინდომა, კიდევაც აისრულა. ავიდა სიდონიურ ხომალდზე, რომელშიც ჯდებოდა ყოველთვის, როცა კი ამგვარა რასმე დააპირებდა, მისცა ნიშანი, რომ სხვებიც მიჰყოლოდნენ, ხოლო ადგილზე დატოვა მარტო სახემელთო ჯარი. როდეასც მიაღწია და დაათვალიერა ქსერქსესმა პენებოსის შესართავი, დიდად განცვიფრდა, დაუძახა გზის მაჩვენებლებს და შეეკითხა, შეიძლება თუ არა მდინარის შემობრუნება და ზღვასთა მისი სხვა ადგილას შეერთება.
129. არის გადმოცემა, რომლის თანახმადაც, თესალიის ადგილას ძველად ყოველის მხრიდან უზარმაზარი მთებით გარშემორტყმული ტბა ყოფილა. მას აღმოსავლეთისაკენ ჰქონდა პელიონის მთა და ოსა, რომლებიც ერთმანეთს ძირებით უკავშირდებოდნენ. ჩრდილოეთის მხარეს იყო ოლიმპოსი, დასავლეთით - პინდოსი, ხოლო სამხრეთით - ოთრისი, ამ მოხსენიებული მთების შუაში მდებარეობს თესალია, რომელიც ტაფობს წარმოადგენს. ამ ტაფობში ბევრი სხვადასხვა მდინარე ჩადის, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ხუთი: პენებოსი, აპიდანოსი, ონოქონოსი, ენიპევსი და პამისოსი. ეს მდინარეები ამ დაბლობებში იყრიან თავს იმ მთებიდან, თესალიას რომ გარს არტყაინ; ამგვარი სახელწოდებები აქვთ და ერთი ხეობისა და ამ ვიწრობების გადავლით მიემართებიან ზღვისაკენ მას მერე, რაც ყველანი თავის წყლებს გააერთიანებენ. მათ შეერთებისთანავე პენებოსი სახელით ჩრდილავს სხვებს და დანარჩენებს სახელს ართმევს. ამბობენ, რომ ძველად არ ყოფილა ხეობა და ეს სადინარი, ხოლო ეს მდინარეები და ამ მდინარეების გარდა ბობბებსის ტბა (რომელთაც არ ეწოდებოდათ ის, რაც ახლა ჰქვიათ), ისვე მიედინებოდნენ, როგორც ახლა მიედინებოდნენ და მთელ თესალიას ზღვამდე აქცევდნენ. ხოლო თვითონ თესალიელები ამბობენ, რომ პოსებდონმა შექმნა ის ხეობა, რომელზედაც მიედინება პენებოსი და მართალსაც ამბობენ, რადგან ვინც იმ აზრისაა, რომ პოსებდონი დედამიწას არყევს და ამ რყევისაგან გაჩენილი ნაპრალები ამ ღმერთის საქმეა, ის ამ ხეობის ხილვისათვის მას პოსებდონის შექმნილად მიიჩნევს. ხოლო მეც ისე მეჩვენება, რომ მიწისძვრამ გამოიწვია ამ მთების ერთმანეთისაგან დაცილება.
130. როდესაც ქსერქსესმა იკითხა, აქვთ თუ არა პენებოსს გასავალი ზღვისაკენ, მეგზურებმა, რაკიღა დაბეჯითებით იცოდნენ, ასე უპასუხეს: მეფეო, ამ მდინარეს სხვა გასავალი ზღვაში არა აქვს, მხოლოდ ესაა მისი გასავალი, რადგან მთელი თესალია მთებით არის გარშემორტყმული. ამბობენ, რომ ქსერქსესმა ამაზე უპასუხა: თესალიელები ჭკვიანი ხალხია, ისინი ამაზე ბევრად უწინ ფრთხილობდნენ, რადგან იცოდნენ ბევრი სხვა რამე და მათ შორის ისიც, რომ მათი ქვეყანა ადვილად დასაპყრობი და იოლად დასამარცხებელია. რადგან ამისათვის ისიც კმარა, რომ მდინარე მათ ქვეყანაზე მიუშვა, მიწაყრილით გადმოაგდო ხეობიდან და შეუცვალო ახლანდელი კალაპოტი, რის შედეგადაც მთელი თესალია, მთებს გარდა, წყლისაგან წაილეკება. ამას რომ ამბობდა ქსერქსესი, ალევსის შვილებს გულისხმობდა, რადგან ელინთა შორის ესენი პირველები იყვნენ და თანაც თესალიელები, რომლებიც ჩაჰბარდნენ მეფეს და ქსერქსესმა იფიქრა, რომ მათ მთელი თავისი ხალხის სახელით გამოუცხადეს მას მეგობრობა. ეს რომ თქვა და იქაურობა დაათვალიერა, ქსერქსესი ისევ უკან დაბრუნდა თერმეში.
131. ქსერქსესმა კარგა ხანს დაჰყო პიერიეში, რადგან ლაშქარის ერთი მესამედი მაკედონიის მთაზე ტყეს სჩეხავდა, რომ მთელ ლაშქარს პერაბბიელებში შეძლებოდა ამ გზით გადასვლა. მაცნეები, რომლებიც დაგზავნილი იყვნენ ელადაში მიწის მოთხოვნით, უკან დაბრუნდნენ, მათგან ზოგი ცარიელი მოვიდა, ხოლო ზოგმა მიწა და წყალი მოიტანა.
132. ხოლო მათ შორის, ვინც მიწა და წყალი გაიღო, არიან: თესალიელები, დოლოპები, ენიენები, პერაბბილიელები, ლორკები, მაგნეტები, მელიეები, ფთიელი აქეელები, თებელები და სხვა ბეოტიელები, თესპიელების და პლატელების გარდა. ამათ წინააღმდეგ იმ ელინებმა, რომლებიც ბარბარსთან ომს აპირებდნენ, კავშირი შეჰკრეს. მათ ასეთი ფიცი დასდეს: თუკი საქმე კარგად წაუვიდოდათ ფიცის დამდებთ, იმ ელინებს, რომლებიც ყოველგვარი იძულების გარეშე დანებდნენ სპარსელებს, დელფოში ღმერთისათვის მათი ქონების ერთ მეათედს შეაწირვინებდნენ. აი, ასეთი ფიცი დადეს ელინებმა.
133. ათენსა და სპარტაში ქსერქსესს არ გაუგზავნია მაცნეები მიწის მოთხოვნით და აი რატომ: უწინ, როდესაც დარიოსმა გაგზავნა ამისათვის კაცები, ათენელებმა მთხოვნელები უფსკრულში ჩაჰყარს, ხოლო სპარტელებმა - ჭაში და უბრძანეს, რომ მიწაცა და წყალიც აქედან გამოეტანათ მეფისათვის. ამის გამო არ გაგზავნა იქ ქსერქსესმა მთხოვნელები. თუ რა უსიამოვნება შეემთხვათ ათენელებს, რომლებიც მაცნეებს ასე მოექცნენ, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მათი ქვეყანა და ქალაქი გაატიალდა. თუმცა არა ვფიქრობს, რომ ეს ამბავი ამ მიზეზის გამო მომხდარიყოს.
134. ხოლო ლაკედემონელებს თავს დაატყდა აგამენონის მაცნის, ტალთიბიოსის რისხვა, რადგან სპარტეში არის ტალთიბიოსის სალოცავი, არიან აგრეთვე ტალთიობიოსის ჩამომავლები, რომელთაც ტალთიბიადები ეწოდებათ და რომელთაც ბოძებული აქვთ სპარტის ყოველგვარი ელჩობის გამგებლობა. ამ ამბების შემდეგ, სპარტელებს ზორვის დროს მსხვერპლშეწირვა აღარ გამოსდიოდათ კარგა ხანს გრძელდებოდა ასე. ლაკედემონელები სწუხდნენ და დიდ უბედურებად მიიჩნევდნენ ამას, ხშირად იწვევდნენ სახალხო კრებას და აცხადებდნენ, ხომ არ ისურვებს რომელიმე ლაკედემონელი სპარტის გულსიათვის, სიკვდილსო. მაშინ სპერეთეს ანერისტოსის ძემ და ბულის ნიკოლესოსი ძემ, რომლებიც სპარტელები იყვნენ წარმოშობით კეთიშობილთგანნი და ქონებით კი თავკაცებთან გათანაბრებული, ნებაყფლობით იტვირთეს დასჯილიყვნენ ქსერქსესის მიერ დარიოსის მაცნეების სპარტელთაგან გაწყვეტის გამო. ამგვარად, სპარტელებმა ისინი დასახოცად გაგზავნეს მიდიელებთან.
135. ამ ვაჟკაცების გამბედაობა და ამას გარდა მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები სწორედ განცვირების ღირსია. ისინი რომ სუსაში მივიდნენ, ეახლნენ ჰიდარნესს. ჰიდარნესი წარმოშობით სპარსელი იყო და მხედართმთავრობდა ზღვის ნაპირას მცხოვრებ ხალხს აზიაში. მან ისინი სტუმართმოყვარულად მიიღო და რომ უმასპინძლდებოდა, შეეკითხა: ლაკედემონელებო, რატომ გაურბიხართ მეფესთან მეგობრობას? დამაკვირდით მე და ჩემს მდგომარეობას და დაიანხეს, როგორ პატივს სცემს მეფე კარგ ვაჟკაცებს. ამგვარად, თუ თქვენ დამორჩილდებით მეფეს, რაკიღა მას კარგ ვაჟკაცებად მიაჩნიხართ, თითოეულ თქვენგანს ემფე ელადის ქვეყნის გამგებლობას მისცემს. ამაზე მათ მიუგეს: ჰიდარნეს, ის რჩევა, რომელიც შემოგვთავაზე ცალმხრივია, რადგან ის მოწმობს, რომ ერთ რამეში ხარ გამოცდილი, მაგრამ მეორეში გამოუცდელი ხარ. მონად ყოფნა რა არის იცი, ხოლო თვისუფლებისა სრულიად არაფერი გაგეგება. ისიც არ იცი, ის ტკბილია, თუ არაა ტკბილი. რადგან ის რომ გამოგეცადა, მაშინ ჩვენ მისი გულისთვის მარტო შუბებით ბრძოლას კი არ გვირჩევდი, არამედ ცულებით ბრძოლისთვისაც წაგვაქეზებდი. ასე მიუგეს ჰიდარენეს.
136. სუსაში რომ მივიდნენ და წარუდგნენ მეფეს, პირველად შუბოსნებმა უბრძანედ მათ რომ ძირს დაცემულიყვნენ და თაყვანი ეცათ მეფისთვის. მათ კი უთხრეს, რომ არასოდეს იზამენ ამას, კიდევაც რომ თავდაყირა დაარჭონ. რადგან მათ არა აქვთ წესად ადამიანის თაყვანისცემა და არც ამისათვის მოსულან აქ. როდესაც უარი თქვეს ამაზე, შემდეგ უთხრეს მეფეს დაახლოებით ასეთი სიტყვა: მიდიელთა მეფეო, ლაკედემონლებმა გამოგვგზავნეს იისათვის, რომ სპარტეში დაღუპული მაცნეების სამაგიერო სასჯელი ვიტყვირთოთ. ეს რომ თქვეს, ქსერქსესმა სულგრძელად მიუგო, რომ ის არ დაემსგავსება ლაკედემონელებს, რდგან ლაკედემონელებმა მაცნეების დახოცვით ყველა ხალხს შორის არსებული წესი დაარღვიეს. თვითონ კი რაკიღა ჰგმობენ მათ საქციელს, ამას არ იზამს, არ დახოცავს მათ მაცნეთა სამაგიეროდ და არ გაათავისუფლებს ლაკედემონელებს დანაშაულისაგან.
137. სპარტელების ასეთი საქციელის შემდეგ, მართალია, სპერთიესი და ბულისი დაბრუნდნენ სპარტეში, მაგრამ მაშინვე დაცხრა ტალთიბიოსის რისხვა, ხოლო როგორც ლაკედემონელები ამბობენ, ამის შემდეგ კარგმა ხანმა განვლო და ამ რისხვამ ისევე იფეთქა პენელეპოსელთა და ათენელთა ომის დროს. მე ისე მეჩვენება, რომ ეს მათ მიმართ ღვთის განგებით უნდა მოხმდარიყო, ტალთიბიოსსი რისხვა რომ მოციქულებს დაატყდა თავს და მასზე უწინ არ შეწყდა, ვიდრე მათ სამაგიერო არ გადახდათ, ამას სამაღტლიანობა მოითხოვდა. ის რომ სწორედ ამ კაცების შვილებს დაატყდა, რომლებიც რისხვის გამო წავიდნენ მეფესთან, ნიკოლეოსს,ბულისის ძეს და ანერისტოსს, სპარსეთის ძეს (რომელიც მიცურდა ხალხით სავსე საბარგო ხომალდით და დაიპყრო ტირინთელი ჰალიელები), ჩემთვის სასვებით ცხადი გახდა, რომ ეს ღვთაებრივი საქმე იყო და სწორედ რისხვის გამო მოხდა. ესენი ლაკედემონელთა მიერ აზიაში გაგზავნილი მოციქულები იყვნენ და ისინი გასცეს სიტალკეს ტერესის ძემ, თრაკიელთა მეფემ და ნიმფოდორის პითეესის ძემ, აბდერელმა. შეიპყრეს ბისანთესთან, რომელიც ჰელესპონტშია, მოიყვანეს ატიკაში და იქ დაიხოცნენ ათენელების ხელით. მათთან ერთად მოკლეს არისტეას ადემანტოსის ძე, კორინთელი. ყოველივე ეს მეფის ლაშქრობაზე მრავალი წლით უფრო გვიან მოხდა. ახლა კი ჩემს თავდაპირლველ მოთხრობას მივუბრუნდები.
138. მეფის ლაშქრობა, როგორც ამბობდნენ თითქოს მხოლოდ ათენის წინააღმდეგ იყო მიმართული, სინამდვილეში კი მას მთეი ელადის დაპყრობა სურდა. ელინებმა ეს ბევრად უფრო ადრე შეიტყვეს, მაგრამ ყველანი ერთნაირად არ მოქცეულან. ზოგმა მათგანმა მისცა მიწა-წყალი სპარსელს და ესენი მხნედ იყვნენ, რადგან სჯეროდათ, ბარბაროსი არაფერს დაგვიშავებსო. ხოლო ისინი, ვინც არაფერი გაიღო, შეძრწუნებულნი იყვნენ, რადგან ელადას არც ხომალდები ჰქონდა, რომ თავდასხმელს ბრძოლაში გამკლავებოდა და ბევრს არც უნოდა ომში მონაწილეობა, რადგან დიდად თანაუგრძნობდნენ მიდიელებს.
139. აქ მე იძულებული ვარ გამოვთქვა აზრი, რაც ხალხის მეტი წილისათვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ რაც მე ჭეშმარიტად მეჩვენება, იმისაგან მაინც არ შევიკავებ თავს. ათენელებს რომ მომავალი საფრთხის შიშით დაეტოვებინათ თავისი ქვეყანა, ანდა არ დაეტოვებინათ, მაგრამ დარჩენილები ჩაჰბარებოდნენ ქსერქსეს, მაშინ ზღვაზე ვერავინ გაბედავდა მეფის წინააღმდეგობას. ხოლო თუ ზღვაზე არავინ წინააღუდგებოდა ქსერქსეს, ხმელეთზე მისი საქმეები ასე წარიმართებოდა: ისთმოსზე პელოპონესელებს კიდევაც რომ ბევრი მიწაყრილიანი კედელი აეგოთ, ლაკედემონელები მაინც მიტოვებულები აღმოჩნდებოდნენ მოკავშირეების მიერ, ნებით კი არა, იძულებით, რადგან ბარბაროსთა ფლოტი ქალაქს ქალაქზე აიღებდა, ლაკედემონელები მარტონი დარჩებოდნენ, მარტო დარჩენილები კი დიდ საქმეებს აღასრულებდნენ და სახელოვნად დაიღუპებოდნენ. ისინი ან მოითმენდნენ ამას, ანდა ამაზე უწინ, რომ დაიანხავდნენ, სხვა ელინები მიდიელებს ემხრობიანო, თვითონაც ქსერქსესს მიემხრობოდნენ. ამგვარად, ორსავე შემთხვევაში ელადა სპარსელთა ხელში აღმოჩნდებოდა. მე ვერ ვხდები იმას, თუ რა სარგებლობას მოიტანდნენ ისთმოსზე აგებული ზღუდეები, თუკი ზღვას სპარსელი მაფე დაიპყრობდა. ახლა, ვინმემ რომ თქვას, ათენელები ელადის მხსნელები არიანო, არ შესცოდავს ჭეშმარიტების წინაშე. რადგან ათენელები როგორც წარმართავდნენ საქმეს, ის მხრე გადასძლევდა. მათ გადაწყვიტეს, რომ ელადა თავისუფალი უნდა დარჩეს და მათქვე გაამნხევეს მთელი დანარჩენი ელინი ხალხები, რომლებიც არ იყვნენ მიდიელთა მხარეს გადასული და ბოლოს, ღმერთების შემდეგ, სწორედ მათ დაამარცხეს მეფე. დელფოდან მოსულმა საშიშმა მისნობამ ესენი ვერ შეაშინა და ვერც გადააწყვეტინა, რომ ელადა დაეტოვებინათ, ის კი არ, დარჩნენ, რომ გამკლავებოდნენ თავის თავდამსხმელს და დახვედროდნენ მათ თავის ქვეყანაში.
140. ათენელებმა დელფოში გაგზავნეს კაცები და მზად იყვნენ, ღვთის განგება შეეტყოთ. მას შემდეგ, რაც მათ სალოცავთან შეასრულეს ის, რაც წესად იყო, შევიდნენ ტაძარში და დასხდნენ, ხოლო პითიამ, რომელსაც სახელად ერქვა არისტონიკე, გამოუცხადა მათ შემდეგი: უბედურებო, რას სხედხართ? დატოვეთ სახლები და მომრგვალებულ კედლებიანი ქალაქის მაღალ გორაკები და გაიქეცით ქვეყნის კიდეზე. რადგან არც თავი გადარჩება უვნებლად არც სხეული, არც კიდურები - ფეხები და ხელები, არც რამე ნაწილი შუა სხეულისა, ყველაფერი გასაცოდავდება, რადგან მას გაანადგურებს ცეცხლი და ფიცხი არესი, სირიული ეტლით დადევნებული. მრავალ სხვა სიმაგრეს მოსპობს, მარტო შენსას არ შეეხება, მწველ ცეცხლს მისცემს ის უკვდავთა მრავალ ტაძარს, ახლა რომ დგანან და ოფლი სდით, შიშით თრთიან და მაღალი სახურავებიდან შავი სისხლი მოწანწკარებს, გარდაუვალი უბედურების წინასწარმეტყველი. მაგრამ წადით ახლა ამ სიწმინდიდან და გულები გაიმაგრეთ უბედურების მიმართ.
141. ეს რომ მოისმინა ათენელთა მიერ გამოგზავნილმა კაცებმა, დიდად დამწუხრდნენ. რადგან ისინი ასე სასოწარკვეთილი იყვნენ ცუდი წინასწარმეტყველების გამო, ტიმონ ანდრობულოსის ძემ, დელფოელთა შორის საგანგებოდ სახელმოხვეჭილმა კაცმა, ურჩია მათ აეღოთ ხელში ზეთისხილის შტოები და კვლავ მისულიყვნენ პითიასთან ღვთისგანგების შესატყობად, ამჯერად როგორც მავედრებლები. ათენელებმა დაუჯერეს და ასეთი სიტყვებით მიმართეს ღვთაებას: მბრძანებელო, გვითხარი რაიმე უკეთესი ჩვენი სამშობლოს შესახებ, პატივი ეცი იმ ზეთისხილის შტოებს, რომლებიც, რომ მოვედით, თან მოვიტანეთ, თუ არა და არ გავალთ ამ სალოცავიდან, აქ დავრჩებით მანამ, ვიდრე არ დავიხოცებით. ეს რომ თქვეს, წინასწარმეტყველმა მეორედ უთხრა შემდეგ: არ შეუძლია პალადას ოლიმპიელი ზევსის გულის მოლბობა, თუმცა კი დიდად ევედრა მას და ბევრი გონივრული სიტყვა უთხრა. მე შენ კვლავ გეტყვი სიტყვას, რომელიც თავისი სიმტკიცით ალმასს ედრება: აქ ყველაფერს დაიმორჩილებენ, რასაც კი მოიცავს კეკროპის მთა და ღვთაებრივი კითერონის ჭალა, მაგრამ ფართოდმხედველი ზევსი მისცემს ტრიტოგენას ხის ზღუდრეს, რომელიც გადაურჩება დანგრევას, რომ შენ და შენ შვილებს რაიმე არგოს. ნუ დაუცდი წყნარად მხედრობას და ხმელეთიდან მომავალ მრავალრიცხოვან ლაშქარს, ზურგი იბრუნე და უკან დაიხიე, რადგან ოდესმე შენ კვლავ იქნები მისი მოწინააღმდეგე. ღვთაებრივო სალამინო, შენ დაღუპავ ქალების ნაშობთ ან მაშინ, როდესაც დემეტრეს თესს, ან მაშინ, როდესაც ის მოიმკის.
142. რადგან ეს მისნობა პირველზე უფრო მოწყალე იყო და მათაც ასე ეჩვენათ, მათ ის ჩაიწერეს და წავიდნენ ათენისაკენ. როდესაც გაგზავნილები დაბრუნდნენ და ხალხს გამოუცხადეს ის, რაც შეიტყვეს, ბევრი სხვადასხვა აზრი გამოითქვა მას მერე, რაც ჩაუკვირდნენ წინასწარმეყტველებას, ხოლო შემდეგი მოსაზრებები მის შესახებ განსაკუთრებით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს: ზოგიერთი მოხუცი ამბოდა, რომ მათი აზრით ღმერთმა გამოაცხადა აკროპოლისის გადარჩენა, რადგან ძველად აკროპოლისი ძეძვით იყო შემოღობილი. ამათ ეს გამოთქმა ხის ზღუდე, გაიგეს,როგორც ღობე. სხვებმა კი თქვეს, რომ ღმერთის მინიშნება ეხება ხომალდებს, და ესენი ბრძანებდნენ, რომ სხვა ყველაფრისათვის თავი დაენებებინათ და ხომალდები მოემზადებინათ. მაგრამ ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ ხომალდებია ხის ზღუდე, ყოყმანობდნენ პითიას ნათქვამი ორი უკანასკნელი ტაეპის გამო: ღვთაებრივო სალამინო, შენ დაღუპავ ქალების ნაშობთ ან მაშინ, როდესაც დემეტრე თესს, ან როდესაც ის მოიმკის. მართლაც, ეს ლექსები უარჰყოფდნენ მათ აზრს, ვინც ამბობდა ხის ზღუდე ხომალდები არისო. ხოლო მისნობის ამხსნელებმა ეს ისე მიიღეს, რომ სალამინთან დამარცხდებოდნენ საზღვაო ბრძოლისათვის მომზადებულები.
143. ათენელთა შორის იყო ერთი კაცი, რომელიც თავკაცებში ახლახან იყო ჩამდგარი, მას სახელად ერქვა თ მისტოკლეესი და იგი ნეოკლეესი შვილად იწოდებოდა. ამ კაცმა თქვა, რომ მისნობის ამხსნელებმა ყველაფერი სწორად ვერ განმარტეს და ილაპარაკა შემდეგი: წარმოთქმული სიტყვები მართლაც ათ ნელებს რომ ეხებოდა, მისი აზრით, მაშინ ასე ლმობიერი არ იქნებოდა წინასწარმეყტველება, უბედრუკო სალამინო იქნებოდა ნაცვლად გამოთქმისა, ღვთაებრივო სალამინო, თუკი მის მცხოვრებლებს იქ ელოდა სიკვდილი. ის კი არა, თუ მას სწორად ესმის მისნობა, ღმერთის ნათქვამი ეხება მტერს და არა ათენელებს. ამიტომ თემისტოკლეესი ურჩევდა მათ, რომ მომზადებულიყვნენ საზღვაო ბრძოლისათვის, რადგან ესაა სწორედ ხის ზღუდე. ასე ახსნა თემისტოკლეესმა, ხოლო ათენელებმა ცნეს, რომ მისი აზრი უფრო მისაღებია, ვიდრე მისნობის ამხსნელთა, რომლებიც არ იყვნენ საზღვაო ბრძოლის მომხრე და ამბობდნენ, რომ სულაც არაა საჭირო ხელის გამოღება, უნდა დატოვონ ატიკის ქვეყანა და სხვადასხვა სადმე გადასახლდნენ.
144. საბედნიეროდ ამაზე უწინ გაიმარჯვა თემისტოკლეესის ერთმა აზრმა, როდესაც ათენელებს დიდძალი ძვირფასეულობა შემოუვიდათ სახელმწიფო ხაზინაში იმ საბადოებიდან, რომლებიც ლავრებონშია. ეს თანხა უნდა გაენაწილებინათ ერთმანეთს შორის, თითოეულზე ათი დრაქმა, როდესაც თ მისტოკლესმა ეს შეიტყო, მან შეაჩერა ათენელები გაყოფისაგან და ამ ფულით 200 ხომალდი გააკეთებინა საომრად, სახელდობრ აბგინელთ წინააღმდეგ ომისათვის. სწორედ ამ დროს ატეხილმა ამ ომმა გადაარჩინა ელადა, რადგან მან აქცია ათენელები მეზღვაურებად. ხომალდები არ გამოუყენებიათ იმისათვის, რისთვისაც ისინი გააკეთეს, მაგრამ თუ დასჭირდებოდათ, უკვე ჰქონდათ ელადაში. ეს წინასწარმომზადებული ხომალდები ჰქონდათ ათენელებს. მაგრამ საჭირო იყო კიდევ სხვები აგებაც. ღვთის განგების შეტყობის შემდეგ იმათ მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ღმერთს მიენდობიან და ელადაზე წამოსულ ბარბაროსს ხომალდით შეხვდებიან, ყველანი უკლებლივ და მათთან ერთად ის ელინები, რომლებიც ამას მოისურვებენ.
145. ეს იყო ის ღვთის განგება, რაც შეიტყვეს ათენელებმა, როდესაც ელინები ერთად შეიკრიბებოდნენ, ისინი, ვინც ელადის მიმართ საუკეთესოს იზრახვდნენ, ერთმანეთს სიტყვას აძლევდნენ და ერთგულებას ეფიცებოდნენ, მაშინ მოითათბირებდნენ და გადაწყვეტდნენ ხოლმე, რომ ყველა საქმეზე უწინ მოსპობდნენ მტრობასა და ერთმანეთს შორის ომს. ასეთი ამბები ბევრის თავს იყო, მაგრამ უდიდესი ომი მაინც ათენელებსა და აბგინელებს ჰქონდათ. შემდეგ, როდესაც შეიტყვეს, რომ ქსერქსესი სარდეში იმყოფებოდა ლაშქართან ერთად, გადაწყვიტეს აზიაში მსტოვრები გაეგზავნათ მეფის საქმიანობის დასაზვერავად, არგროსში კი მოციქულები სპარსელის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის შესაკრავად. სიკელიეში კიდევ სხვებ გაგზავნეს გელონთან, დებნომენესი ძესთან, ასევე კერკირაზე, რომელსაც სთხოვდნენ ელადის შემწეობას. სხვები გაგზავნეს კრეტეზე. ეს ყოველივე ხდებოდა იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, როგორმე გაეერთიანებინათ მთელი ელინური სამყარო, თანხმობითა და ერთსულოვნებით შეეკრათ იგი, რადგან საშიშროება მთელს ელადას ერთნაირად მოელოდა. ამბობდნენ, რომ გელონს საგანგებოდ კარგი მდგომარეობა ჰქონდა, რითაც არ ჩამოუვარდებოდა დიდად არც ერთ ელინურ მხარეს.
146. მათ რომ ეს გადაწყვიტეს, მოსპეს ერთმანეთში მტრობა და პირველად მსტოვრები გაგზავნეს აზიაში, სამი კაცი. ესენი მივიდნენ სარდეში და ზვერავდნენ მეფის ჯარს, მაგრამ სპარსელებმა შეიტყვეს მათი ამბავი, დაჰკითხეს ისინი სახმელეთო ლაშქრის მხედართმთავრებმა და მოკვლა დაუპირეს. მათ უკვე ჰქონდათ სიკვდილი მისჯილი, როდესაც ქსერქსესმა შეიტყო ამის შესახებ, დაიწუნა მხედართმთავრების გადაწყვეტილება და გაგზავნა რამდენიმე შუბოსანი და უბრძანა, თუკი მსტოვრებს ცოცხლებს მიუსწრებდნენ, მოეყვანათ ისინი მასთან. შუბოსნებმა ცოცხლებს მიუსწრეს მსტოვრებს, წამოიყვანეს ისინი და წარუდგნენ მეფეს. ქსერქსესმა რომ შეიტყო, რისთვის იყვნენ მოსული, უბრძანა შუბოსნებს, დაეტარებინათ ისინი და ეჩვენებინათ მათთვის ყოველივე - ქვეითი ლაშქარიცა და მხედრობაც, ხოლო მას შემეგ, რაც ისინი ამას დაათვალიერებდნენ და ამით დაკმაყოფილდებოდნენ, გაეშვათ ისინი უვნებლები, რომელ ქვეყანაშიც კი მოინდომებდნენ.
147. მან რომ ეს ბრძანა, დაუმატა კიდევ შემდეგი, რომ თუ მსტოვრები დაიხოცებიან, ელინები ვერ შეიტყობენ წინასწარ მის ძლიერებას, რომელიც აღემატება ყოველგვარ სიტყვას, ხოლო სამ კაცს თუ მოუკლავ, ამით არც მტერი დაზარალდება დიდად. ქსერქსესმა იფიქრა და თქვა, რომ როდესაც ესენი დაბრუნდებიან ელადაში და ელინები მოისმენენ მისი სიძლიერის ამბავს, ლაშქრობაზე უწინ საკუთარ თავისუფლებაზე იტყვიან უარს. ისე, რომ აღარც კი დასჭირდებათ სპარსელებს მათ წინააღმდეგ ლაშქრობა. ქსერქსესის ეს აზრი მიაგავდა მის მიერ გამოთქმულ მეორე აზრს: აბიდოსში ყოფნისას მან დაინახა პურით დატვირთული ხომალდები, რომლებსაც ტვირთი პონტოდან მიჰქონდათ ჰელესპონტზე გავლით აბგინასა და პელოპონესში. მისმა თანმხლებლებმა როგორც კი შეიტყვეს, რომ ესენი მტრის ხომალდებია, მოემზადნენ მათ შესაპყრობად, მხოლოდ უყურებდნენ მეფეს, როდის გვიბრძანებსო ამას. ქსერქსესი შეეკითხა თავისიანებს, თუ სად მიცურავენ ის ხომალდები, ხოლო ამათ იუგეს: უფალო, შენ მტრებთან მიაქვთ ხორბალიო. ხოლო ქსერქსესმა მიუგო და თქვა: განა ჩვენც აქ არ მივცურავთ, სადაც ეგენი, დატვირთულები ხორბლითა და სხვა სიკეთით. მაშ რას აკეთებს ეს ხალხი უსამართლოს, ჩვენთვის რომ საგზალი მიაქვს?.
148. ამგვარად მსტოვრებმა დაათვალიერს ქსერქსესის ჯარები და როცა გაუშვეს ისინი, დაბრუნდნენ უკან ევროპეში, ხოლო სპარსელის წინააღმდეგ შეთქმულმა ელინებმა, მსტოვრების აზიაში გასტუმრების შემდეგ მოციქულები გაგზავნეს არგოსში. არგოსელები კი ამბობენ, რომ მათ თავს ასეთი ამბავი იყო: მათ თავიდანვე შეიტყვეს, რომ ბარბაროსი აპირებდა ელადაზე გალაშქრებას, შეიტყვეს და მიხვდნენ, რომ ელინები შეეცდებიან მათ მომხრობას სპარსელის წინააღმდეგ. ამიტომ კაცები გაგზავნეს დელფოში ღმერთის შესაკითხავად, თუ როგორც უნდა მოიქცნენ, რომ მათთვის ყველაფერი კეთილად დაგვირგვინდეს. რადგან ახლახან 6000 არგოსელი დაიღუპა ლაკედემონელთა და კლეომენეს ანაქსანდრიდესის ძის ხელით, ამიტომ იყო, რომ გაგზავნეს კაცები შესაკითხავად, ხოლო მათ კითხვას პითიამ უპასუხა: მეზობლებისთვის საძულველო, უკვდავი ღმერთებისათვის საყვარელო, შუბი შიგნით იქონიე, ფრთხილად იჯექი და თავი დაიცავი, ხოლო თავი იხსნის სხეულს. ასეთი რამ აუწყა მათ პითიამ პირველად. ხოლო შემდეგ სპარტელთ მოციქულები რომ მივიდნენ არგოსში, შევიდნენ საბჭოში და თქვეს ის, რაც ჰქონდათ დავალებული, ნათქვამი რომ მოისმინეს, არგოსელებმა მიუგეს, რომ მზად არიან მიიღონ მათი წინადადება, მხოლოდ ზავი უნდა დასდონ ლაკედემონელებთან 30 წლით და ამასთანვე მათ უნდა მიანდონ მოკავშირის ნახევრის წინამძღოლობაც, თუმცა სამართლიანობის მიხედვით მთელი წინამძღოლობა მათ ეკუთვნით, მაგრამ დასჯერდებიან ნახევრის უფროსობასაც.
149. ამბობენ, მოციქულებს არგოსელთა საბჭომ ასე უპასხუაო, თუმცა კი მისნობა უშლიდა მათ ელინებთან კავშირის შეკვრას. მართალია, მათ ეშინოდათ მისნობის, მაგრამ ისინი მაინც ძალიან ცდილობდნენ, რომ 30-წლიანი ზავი შეეკრათ, რათა ამ წლების განმავლობაში მათი შვილები დავაჟკაცებულიყვნენ, ხოლო თუკი ზავი არ დაიდებოდა, ერთხელაც რომ დამარცხებულიყვნენ სპარსელთან, მათ უბედურებას კიდევ ის დაემატებოდა, რომ მომავალში ლაკედემონელტა ქვეშევრდომები გახდებოდნენ. ხოლო სპარტელთა მოციქულებმა საბჭოს ნათქვამზე შემდეგი უპასუხეს: ზავის შესახებ მოახსენებენ ხალხს, ხოლო რაც შეეხება წინამძღოლობას, ამის შესახებ ნაბრძანები აქვთ თვითონ გასცენ პასუხი; სახელდობრ, მათ ჰყავთ ორი მეფე, ერთს ეთქვას უარი წინამძღოლობაზე? მაგრამ არავითარი დაბრკოლება არ შეხვდება იმას, რომ ამ ორი მეფის თანაბარი ხმა ჰქონდეს არგოსელ მეფესაც. არგოსელები ამბობენ, რომ ვერ აიტანეს სპარტელთა ზვიადობა და ამჯობინეს ბარბაროსთა გამგებლობა ლაკედემონელებისათვის დათმობას. მოციქულებს კი გამოუცხადეს, რომ მზის ჩასვლამდის დაეტოვებინათ არგოსელთა ქვეყანა, თუ არა და ისე მოექცეოდნენ, როგორც მტრებს.
150. თვითონ არგოსელები ამის შესახებ ასე მოგვითხრობენ. მაგრამ არის კიდევ სხვა გადმოცემაც, რომელიც გავრცელებულია მთელს ელადაში, რომ თითქოს ქსერქსესმა იმაზე უწინ გაგზავნა მაცნე არგოსში, ვიდრე ელადაზე სალაშქროდ წავიდოდა. ეს რომ მისულა, როგორც ამბობენ, შემდეგი უთქვამს: არგოსელებო, ქსერქსეს მეფემ შემოგითვალა: ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრესესი, რომლისგანაც ჩვენ წამოვდგებით, იყო შვილი პერსევსისა, დანაეს ძისა და გაჩენილი იყო კეფევსის ასულის, ანდრომედეს მიერ. ამგვარად, ჩვენ თქვენი ჩამომავლები ვართ. ამიტომაც არც ჩვენ შეგვფერის, რომ ჩვენს წინაპრებზე ვილაშქროთ და არც თქვენ, რომ სხვებს დაეხმაროთ და ჩვენი მოწინააღმდეგენი გახდეთ; იყავით წყნარად და ისხედით შინ. ხოლო თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გუნებაში მაქვს, თქვენზე უფრო მეტად არავის დავაფასებ. ამბობენ, რომ არგოსელებმა ეს ნათქვამი უყურადღებოდ არ დატოვეს, მაგრამ ამჯერად არც არაფერს დაჰპირებიან და არც არაფერი მოუთხოვიათ. ხოლო შემდეგ, როდესაც ელინებმა მიმართეს მათ მოკავშირებისათვის, რაკიღა იცოდნენ, რომ ლაკედემონელები ვერ შეელევიან მეთაურობას, მოითხოვეს მათაც ამ უფროსობაში მონაწილეობა, რომ საბაბი ჰქონოდათ მშვიდად ყოფნისათვის.
151. ელინთაგან ზოგიერთები ამბობენ, რომ ამ გადმოცემას ადასტურებს მრავალი წლის მერე მომხდარი ამბავი: მოხდა ისე, რომ სუსაში, მემნონის ქალაქში, სრულიად სხვა საქმის გამო იყვნენ ათენელი მოციქულები, კალიეს ჰიპონიკოსის ძე და მისი თანხმლებნი. ამავე დროს არგოსელებმაც გაგზავნეს სუსაში მოციქულები, რომ ეკითხათ არტოქსერქსეს ქსერქსესის ძისათვის, ინარჩუნებს თუ არა ის იმ მეგობრობას, რაც ამათ ქსერქსესთან ჰქონდათ, თუ ისე უნდა ჩავთვალოთ, რომ ესენი მისი მტრები არიან. არტოქსერქსეს მეფემ უთხრა, რომ მეგობრობა რჩება მათ შორის და რომ არც ერთი ქალაქის მიმართ არაა არგოსზე უფრო მეგობრულად განწყობილი.
152. მე დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ, გაგზავნა თუ არა ქსერქსესმა მაცნე არგოსში ამის სათქმელად და მივიდნენ თუ არა არგოსელი მოციქულები სუსაში არტოქსერქესთან მეგობრობის გამოსარკვევად. ვერც სხვა რამ აზრს გამოვთქვამ ამასთან დაკავშირებით გარდა იმისა, რასაც თვითონ არგოსელები მოგვითხრობენ. მაგრამ იმდენი კი ვიცი, რომ თუ ყველა ადამიანი თავის საკუთარ ბოროტებას ერთ ადგილას მოიტანს და თითოეული შეეცდება თავისი გაუცვალოს მახლობელს, შეხედავს თუ არა ამ მახლობლის მიერ ჩადენილ ბოროტებას, სიამოვნებით წიაღებს უკან იმას, რაც თან მოიტანა. ამდენად არც არგოსელები მოქცეულან ყველაზ უფრო სამარცხვინოდ. მე ვალდებულო ვარ ვთქვა, რასაც ამბობენ, მაგრამ, რომ მჯეროდეს ნათქვამის, ამისი ვალდებული სულაც არა ვარ; ეს აზრი დეე გავრცელდეს მთელი ჩემი მოთხრობის მიმართ. იმასაც ამბობენ, თითქოს სწორედ არგოსელებმა მოუხმეს სპარსელს ელადის წინააღმდეგ, მას მერე, რაც ცუდად წაუვიდათ ლაკედემონლთა მიმართ ომი და არსებულ მდგომარეობას ყველაფერი ერჩივნათ, რაც არ უნდა მოსვლოდათ.
153. ეს უნდა ითქვას არგოსელთა შესახებ. ხოლო მოკავშირეთაგან სხვა მოციქულები მივიდნენ სიკელიეში, რომ დაკავშირებოდნენ გელონს და ლაკედემონელთაგან მათ შორის იყო სიაგროსი. ამ გელონის წინაპარი, გელეს მოსახლე, კულძულ ტელოსიდან იყო, რომელიც ტრიოპიონთნა მდებარეობს. როდესაც გელეს აარსებდნენ ლინდოსელები, რომლებიც როდოსიდან არიან და ანტიფემოსი, გელონის წინაპარი არ ჩამორცენია მათ. დროთა ვითარებაში მისი ჩამომავლები მიწისქვეშეთის ღმერთების მთავარი ქურუმები იყვნენ და ამ თანამდებობაზე მუდმივად იმყოფებოდნენ, მას მერე, რაც ერთმა წინაპართაგანმა, ტელინესმა, მოიპოვა ის ამგვარად: ქალაქ მაქტორიონში, რომელიც გელეს ზემოთ მდებარეობს, გაიქცნენ ამბოხების დროს დამარცხებული გელეელი ვაჟკაცები. ტელინესმა ესენი უკან წამოიყვანა გელეში, მხოლოდ ისე, რომ ადამიანთა ძალა არ უხმარია, მხოლოდ ღმერთების სიწმინდით მოქმდებდა; საიდან მიიღო მან ეს სიწმინდე, ან თუ თვითონ ფლობდა მას, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ამაზე დაყრდნობით მან უკან წამოიყვანა ხალხი, მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი ჩამომავლები ღმერთების მთავარი ქურუმები იქნებოდნენ. იქიდან, რაც შევიტყვე, ჩემთვის საოცარი ის არის, რომ ტელინესმა ამოდენა საქმე გააკეთა. რადგან ასეთ საქმეს ყველა კაცი ვერ შეიძლებს, არამედ მხოლოდ ისეთი, ვისაც კეთილშობილი ბუნება და ვაჟკაცური ძალა აქვს; ხოლო სიკელიის მკვიდრნი, პირიქით, ამბობენ, რომ მას დიაცური ზნე ჰქონდა და განაზებული კაცი იყოო.
154. ეგრე მოიპოვა მან ეს პატივი. როდესაც დაასრულა თავისი სიცოცხლე კლეანდროსმა, პანტარესის ძემ, რომელიც გელეში 7 წელს ტირანობდა (მოკვდა კი ის გელეელი კაცის, საბილოსის ხელით), მაშინ მონარქია მიიღო ჰიპოკრატესმა, რომელიც კლეანდროსის ძმა იყო. როდესაც ჰიპოკრატესს ეპყრო ტირანია, გელონი, მთავარი ქურუმის, ტელინესის ჩამომავალი, მრავალ სხვასთან ერთად (მათ შორის იყო აბნესიდემოს პატაბკოსის ძეც) იყო ჰიპოკრატესის შუბოსანი. დიდ დროს არ გაუვლია, რომ ის, მისი სიქველის გამო, მთელი მხედრობის უფროსად დანიშნეს. რადგან მაშინ, როდესაც ჰიპოკრატესს ალყა ჰქონდა შემორტყმული კალიპოლელებისათვის, ნაქსოსელებისათვის, ძანკლეებისათვის, ლეონტინელებისათვის, ასევე სირეკუსელებისათვის და მრავალი სხვა ბარბაროსისათვის, ამ ომში გელონი უბრწყინვალეს ვაჟკაცად გამოჩნდა. აქ ჩამოთვლილი ქალაქებიდან სირეკუსის გარდა ვერც ერთი ვერ გადაურჩა ჰიპოკრატესის მიერ დამონებას. ხოლო კორინთელებმა და კერკირელებმა იხსნეს ბრძოლაში დამარცხებული სირეკულსელები მდინარე ელოროსთან. იხსნეს ესენი და იმ პირობით დაუზავდნენ, რომ სირეკუსელები გადასცემენ კამარინას ჰიპოკრატესს. ხოლო კამარინა იმთავითვე სირეკუსელებს ეკუთვნოდათ.
155. ჰიპოკრატესი იმდენივე წელს იყო ტირანი, რამდენსაც მისი ძმალ კლეანდროსი და მოკვდა ქალაქ ჰიბლესთან სიკელილთა წინააღმდეგ ლაშქრობის დროს. მაშინ გელონმა, თითქოს ჰიპოკრატესის შვილების, ევკლებდესისა და კლეანდროსის, დასახმარებლად, რომელთა მორჩილებაც აღარ სურდათ მოქალაქეებს, დაძლია ბრძოლაში გელეელები და თვითონ იგდო ხელთ ძალაუფლება, რომელიც ჰიპოკრატესის შვილებს წაართვა. ამ წარმატების შემდეგ გელონმა ქალაქ კასმენედან სირეკუსეში დააბრუნა ის სირეკუსელები, რომლებიც გამორებად იწოდებიან და რომლებიც სირეკუსედან გააძევეს დემოსმა და მათმა საკუთარმა მონებმა, კირილიებმა. ამგვარად გელონმა ხელთ იგდო სირეკუსეც, რადგან სირეკუსის დემოსმა, გელონი რომ დაესხა თავს მათ ქალაქს, გადასცა მას ქალაქიცა და თვითონაც დანებდა.
156. მას მერე, რაც ხელთ იგდო სირეკუსე, გელეს, რომელსაც ჯერ კიდევ ფლობდა, ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა და გადასცა ის თავის ძმას, ჰიერონს. თვითონ კი აძლიერებდა სირეკუსეს; სირეკუსე მისთვის ყველაფერი იყო. ეს ქალაქი სწრაფად გაიზარდა და განვითარდა. ჯერ ერთი მან მთელი კამერინელები სირეკუსეში მოიყვანა და იქაურ მოქალაქეებად აქცია, ხოლო ქალაქი კამარინა კი მოსთხარა, მეორე მხრივ გელეელ მოქალაქეთა ნახევარზე მეტს იგივე უყო, რაც კამარინელებს. ასევე მოექცა მეგარელებს, რომლებიც სიკელიეში არიან, შემოარტყა მათ ალყა და აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მის მიერ წაყენებულ პირობებს. ამათგან მდიდრები, რომლებმაც ეს ომი წამოიწყეს მასთნა, და რომლებიც ფიქრობდნენ, ამის გამო ამოგვწყვეტენო, წაიყვანა და სირეკუსის მოქალაქეები გახადა. ხოლო მეგარის დემოსი, რომელიც არ იყო დამნაშავე ამ ომში და არც ფიქრობდა, რომ ცუდი რამე დაემართებოდა, მდიდრებთან ერთად წაიყვანა გელონმა სირეკუსეში და აქ გაჰყიდა ისე, რომ სიკელიიდან სხვა ქვეყნებში წაეყვანათ. ასევე მოექცა იგი ევბეელებს, რომლებიც სიკელიეში არიან, გაარჩია მათ შორისაც მდიდრები და დემოსი. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ დემოსი მათთან ერთად ცხოვრების უღირსად მიაჩნდა.
157. ამ გზით გახდა გელონი დიდი ტირანი. მაშინ, როდესაც ელინთა მოციქულები მივიდნენ სირეკუსეში, მივიდნენ მასთან სალაპარაკოდ და შემდეგი უთხრეს: ჩვენ გამოგვზავნეს ლაკედემონელებმა და მათმა მოკაშირეებმა, რომ შენ მიგიმხროთ ბარბაროსის წინააღმდეგ, შენ უთუოდ გაგონილი გექნება, რომ ის თავს ესხმის ელადას, რომ სპარსელი, რომელმაც შეჰკრეს ჰელესპონტი, მთელი აღმოსავლეთის ჯარის წამოყვანას აპირებს აზიიდან და ელადის წინააღმდეგ ლაშქრობას. თავს ისე გვიჩვენებს, თითქოს მხოლოდ ათენის წინააღმდეგ ლაშქრობს, მაგრამ სინამდვილეში ფიქრად აქვს თელი ელადის დაპყრობა. ხოლო შენ ისე ძლევამოსილი ხარ, ელადის იმოდენა ნაწილი გეკუთვნის (რაკიღა სიკელიეს განაგებ), რომ შეეწიე ელადის გამათავისუფლებლებს და მათთან ერთად შენც გახდი მისი მხსნელი. რადგან თუ მთელი ელადა გაერთიანდა, მაშინ დიდ ძალას მოვაგროვებთ და შეგვეძლება თავდამსხმელებს ბრძოლაში გავუმკლავდეთ. ხოლო თუ ჩვენგან ზოგი მოღალატე იქნება, ან ზოგიც არ მოინდომებს დახმარებას, ელადის მცირე ნაწილს თუღა შერჩება ჯანსაღი განწყობილება და ეს კი საშიში იქნება იმ მხრივ, რომ მაშინ შესაძლოა მთელი ელადა დაეცეს. ნუ გექნება იმის იმედი, რომ სპარსელი მერე შენთან არ მოვა, თუ ჩვენ გვაჯობა ბრძოლაში და დაგვამარცხა, ამიტომ გირჩევნია, წინასწარ იზრუნო ამისათვის. ჩვენ რომ დაგვეხმარები, ამით შენ თავსაც შეეწევი. კარგად მოფიქრებულ საქმეს ჩვეულებრივ კეთილი დასასრული აქვს ხოლმე.
158. მათ ესა თქვეს, ხოლო გელონმა გაცხარებით მიუგო შემდეგი: ელინებო, თავხედური სიტყვებით მომმართეთ და გაბედეთ, რომ მე ბარბაროსის წინააღმდეგ მოკავშირედ გეხმეთ. მაშინ როდესაც თქვენ თვითონ, მე რომ გთხოვეთ ბარბაროსთა წინააღმდეგ ჩვენთან ერთად ილაშქრეთ მეთქი (როდესაც კარქედონელებთნა მქონდა მტრობა) და თან იმასაც გთხოვდით, რომ დორიევს ანაქსანდრიდესის ძის სიკვდილის გამო ეგესტელებისათვის სამაგიერო მიგვეზღო; როდესაც გპირდებოდით, რომ სავაჭრო ადგილებს გავათავისუფლდებდით, რომელთაგანაც თქვენ დიდი სარგებელი გექნებოდათ და ამით კიდევაც ისიამოვნებდით; არც ჩემი ხათრით მოხვედით დასახმარებლად და არც დორიევსის სიკვდილის გამო სამაგიეროს მისაზღველად, თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ეს ყველაფერი ბარბაროსის ხელში იქნებოდა, მაგრამ ჩვენც ხელი მოგვემართა და საქმეც უკეთ მოეწყო. ახლა კი, როდესაც ომი თქვენ შეგეხოთ, მაშინვე გაგახსენდათ გელონი. თუმცა უკადრი მაკადრეთ, მაგრამ თქვენ მაინც არ დაგემსგავსებით, პირიქით, მზადა ვარ შ გეწიოთ და მოგცეთ ორასი ტრიერი, 20000 ჰოპლიტი, 2000 მხედარი, 2000 მშვილდოსანი, 2000 მეშურდულე და 2000 მსუბუქად შეიარაღებული მხედარი. აგრეთვე გპირდებით, რომ მოგცემთ ელინთა მთელი ჯარისათვის საგზალს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ომს არ დავამთავრებთ. მხოლოდ იმ პირობით ვიზამ ყოველივე ამას, თუ მე ვიქნები ელინების მხედართმთავარი და წინამძღოლი ბარბაროსის წინააღმდეგ. სხვა პირობით არც მე წამოვალ და არც სხვებს გამოვგზავნი.
159. სიაგროსმა რომ ეს მოისმინა, ვეღარ მოითმინა და თქვა: მართლაც და ხმამაღლა პელოპიდი აგამენონი, რომ შეეტყო, სპარტელებს წინამძღოლობას გელონი და სირეკუსლები ართმევენო. ნუღარც გაიხსენებ იმ პირობას, რომ წინამძღოლობა შენ უნდა გადმოგცეთ. ხოლო თუ გინდა, შეეწიო ელადას, იცოდე, ლაკედემონელების ხელქვეითი იქნები. მაგრამ თუ არ მიგაჩნია სამართლიანად, ის, რომ სხვას დაემორჩილო, მაშინ ნურც შეგვეწევი.
160. გელონმა დაინახა, რომ მისი წინადადება უარჰყო სიაგროსმა და საბოლოოდ შემდეგი სიტყვა უთხრა მათ: მეგობარო სპარტელო, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, ჩვეულებრივ ეს მასში რისხვას იწვევს, მართალია, შენი სიტყვა მედიდურობით იყო აღსავსე, მაგრამ მაინც ვერ მომიხერხებ იმას, რომ სამაგიეროდ მეც სამარცხვინოდ მოვიქცე. რაკიღა თქვენ ეგრე იღწვით წინამძღოლობისათვის, მე თქვენზე უფრო შემფერს, რომ ამისათვის ვზრუნავდე, რადგან გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქრის წინამძღოლი ვარ და ბევრად მეტი ხოლადების პატრონი. მაგრამ რადგან თქვენ ჩვენ წინადადებას ასეთი წინააღმდეგობით შეხვდით, ამიტომ შეგვიძლია დავთმოთ წეღან ნათქვამი სიტყვა: თუ თქვენ ხმელეთის ჯარს წარუძღვებით, მაშინ მე საზღვაოს ვუხელმძღვანელებ. ხოლო თუ თქვენ გესიამოვნებათ ზღვაზე მბრძანებლობა, მაშინ მე სახმელეთოს წავუძღვები. ამგვარად ან უნდა დაგვეთანხმოთ ამაზე, ან კიდევ წავიდეთ აქედან ისე, რომ ჩემი მოკავშირეობის იმედი არა გქონდეთ.
161. გელონმა ასეთი რამ შესთავაზა მათ, ხოლო ათენელთა მოციქულმა დაასწრო ლაკედემონელს და მიუგო მას შემდეგი: სირეკუსელთა მეფევ, ჩვენ ელადამ გამოგვზავნა შენთან არა წინამძღოლის სათხოვნელად, არამედ ლაშქრისა. შენ კი, თუ არ მიიღებ ელადის წინამძღოლობას, არაერს ამბობ იმის შესახებ, რომ ლაშქარს გაგზავნი, რადგან ძალიან გინდა მისი მხედართმთავრობა. სანამ შენ მთელი ლაშქრის წინამძღოლობას თხოულობდი, ათენელები მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, ლაკონელიც მოახერხებდა და ორივე ჩვენგანის მაგივრად პასუხს გასცემდა. ხოლო მას შემდეგ, რაც შენ მთელ ლაშქარზე უარი სთქვი და მხოლოდ ფლოტის გამგებლობას თხოულობ, იცოდე, რომ ასე იქნება: ლაკონელმა კდიევაც რომ მოგცეს ნება მისი მმართველობისა, ჩვენ არ დაგეთანხმებით ამაზე, რადგან ჩვენია ზღვაზე უფროსობა, თვითონ ლაკედემონელები თუ არ მოინდომებენ ამას. ხოლო თუ ესენი მოინდომებენ წინამძღოლობას, ჩვენ მათ არ გავუწევთ წინააღმდეგობას, სხვას კი არავის მივცემთ ნებას, რომ ფლოტს უხელმძღვანელოს. რა ტყუილად შევქმენით ათენელებმა ელინთა უდიდესი ფლოტი, რომ სირეკუსელებს გადავცეთ მისი წინამძღოლობა? ჩვენ, ათენელები უძველესი ხალხი ვართ და ამავე დროს ერთადერთი ელინთა შორის, რომელთაც საცხოვრებელი ადგილი არ გამოგვიცვლია. ჩვენ შესახებ იყო ეპოსის მთხველმა ჰომეროსმა რომ თქვა, ილიონში მოვიდა კაცი, რომელმაც საუკეთესოდ მოაწყო და დარაზმა ლაშქარიო. ამიტომ ჩვენ არ გვრცხვენია, რომ ეს წინადადება წამოვაყენეთ.
162. ხოლო გელონმა მას შემდეგი მიუგო: მეგობარო ათენელო, როგორც გეტყობათ, გამგებლები გყავთ, ხოლო განსაგებლები არ გეყოლებათ. რადგან თქვენ ვერაფერს ელევით და ყველაფერის ფლობა გსურთ, იჩქარეთ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეთ უკან და შეატყობინოთ ელადას, რომ მისთვის წელიწადიდან გაზაფხულია ამოღებული. აზრი ამ სიტყვისა ესაა და მას ამისი თქმა სურდა: ისევე, როგორც წელიწადის დროთა შორის აშკარად საუკეთესოა გაზაფხული, ელინთა ლაშქარშიც საუკეთესოა მისი ლაშქარი. ამგვარად, მისი მოკავშირეობის დამკარგველ ელადას ადარებდა წელიწადს, რომელსაც დაჰკლებია გაზაფხული.
163. ამგვარად მოელაპარაკნენ ელინთა მოციქულები გელონს და უკან გაცურეს. მიუხედავად იმისა, რომ გელონს ეშინოდა ელინები ვერ შეძლებენ ბარბაროსის დაძლევასო, მაინც საშინელებად და აუტანლად მიაჩნდა წასულიყო პელოპონესში და ლაკედემონელთა ხელქვეითი გამხდარიყო, თვითონ, სიკელიელი ტირანი. ამიტომ მან ეს გზა უარყო და აირჩია სხვა: როგორც კი შეიტყო, რომ სპარსელი გადავიდა ჰელესპონტზე, სამი ორმოცდაათნიჩბიანი ნავით დელფოში გაგზავნა კადმოსი, სკვითესის ძე, კოსელი ვაჟკაცი, რომელსაც თან მიჰქონდა დიდძალი ფული და მეგობრული სიტყვები. იგი უნდა დალოდებოდა იმას, თუ ბრძოლა რანაირად დათმთავრდებოდა: თუ ბარბაროსი გაიმარჯვებდა, ფული უნდა მიეცა მისთვის და ის მიწა და წყალიც, რომელსაც განაგებდა გელონი, ხოლო თუ ელინები გაიმარჯვებენ, მაშინ უკან უნდა წამოეღო ფული.
164. ამ კადმოსმა ამაზე უწინ თავის მამისაგან კარგა საფუძვლიანი ტირანია მიიღო კოსელებზე, მაგრამ შემდეგ თავისი ნებით (და არა რაიმე საშიშროების გამო), მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანბის გრძნობით შეპყრობილმა კოსელების მიმართ, ანება თავი გამგებლობას და წავიდა სიკელიეში. აქ მან სამოსელთაგან მოიპოვა და დაასახლა ქალაქი ძანკლე, რომელსაც მესენედ შეეცვალა სახელი. გელონმა დელფოში აი ეს კადმოსი გაგზავნა, რომელიც ამგვარად მოვიდა მასთან სიკელიეში. და გაგზავნა იგი მისი პატიოსნების გამო, რაც მან სხვა შემთხვევების მიხედვით იცოდა. მის სხვა სამართლიან საქმეთა შორის ყველაზე უმნიშვნელო ეს უკანასკნელი როდია: მას დიდი ფული მიანდო გელონმა. კადმოსს შეეძლო მიეთვისებინა იგი, მაგრამ არ მოინდომა, ხოლო როდესაც ელინებმა გაიმარჯვეს საზღვაო ბრძოლაში და ქსერქსესი უკან გაბრუნდა, კადმოსი მივიდა სიკელიეში და მთელი ფული გელონს დაუბრუნა.
165. სიკელიეში მცხვრებნი კიდევ იმასაც ამბობენ, რომ თითქოს გელონი მაინც აპირებდა ელინთა შველას, თუნდაც ლაკედემონელთა მეთაურობით, რომ თერონს, აბნესიდემოსის ძეს, აკრაგანტელთა მონარქს არ გამოეძევებინა ჰიმერედან ტერილოსი, კრინიპოსის ძე, ჰიმერეს ტირანი, რომელმაც სწორედ ამ დროს მოიყვანა გელონს წინააღმდეგ 30 000 კაცი - ფინიკიელები, ლიბიელები, იბერები, ლიგიელები, ელისიკები, სარდონელები, კირნოსელები, და მათი მხედართმთავარი ამილკასი, ანონის ძე, კარქედონელთა მეფე. ტერილოსმა ეს უკანასკნლეი დაიყაბულა თავისი პირადი მეგობრობის წყალობით. ეს ანაქსილეოსი რეგიონის ტირანი იყო. მან თავისი ორ შვილი მისცა ამილკასს მძევლებად და წაიყვანა სიკელიის წინააღმდეგ თავისი სიმამრის დასახმარებლად. ტერილოსის ასული ანაქსილეოსს ჰყავდა ცოლად. მას სახელად ერქვა კიდიპე. ამგვარად, გალონს არ შეეძლო, დახმარებოდა ელინებს და ამიტომაც გაგზავნა დელფოში ფული.
166. ამას გარდა იმასაც ამბობენ, რომ იმავე დღეს, როდესაც სიკელიეში გელონმა და თერონმა გაიმარჯვეს ამილკას კარქედონელზე, სალამინზე ელინებმა გაიმარჯვეს სპარსელებზე. ხოლო ამილკასი, რომელიც მამით კარქედონელი იყო, დედის მხრივ კი სირეკუსელი, კარქედონელებზე გამეფდა და თავისი პრიველი ვაჟკაცობის წყალობით. როგორც შევიტყვე, შეტაკება რომ მოხდა, ამილკასი ბრძოლაში დამარცხებისთანავე გაუჩინარდა. დედამიწის ზურგზე ვერსად იპოვეს ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი, თუმცა კი გელონმა ვეყლგან დაატარა ხალხი და დააძებნინა.
167. ხოლო თვით კარქედონელები ასეთ ამბავს მოგვითხრობენ და, როგორც ჩანს, სრულ სიმართლეს ჰყვებიან: როდესაც ბარბაროსები ელინდებს ებრძოდნენ, სიკელიები, გათენებიდან გვიან დაღამებამდეის იბრძოდნენ (ამბობენ, რომ ამოდენა ხანს გრძელდებოდა ამბოხება). ხოლო ამავე დროს ამილაკის ბანაკში დარცა, მსხვერპლს სწირავდა და კეთილი ნიშნის მისაღებად დიდ ცეცხლზე მთელ-მთელ სამსხვერპლო საქონელს წვავდა. როდესაც დაინახა, რომ მისმა ჯარმა ზურგი უჩვენა მოწინააღმდეგეს, ამ დროს ის ღვინოს ათხევდა სამსხვერპლოს და ისევე გადავარდა თვითონ ცეცხლში. დაიწვა და ამიტომაც უკვალოდ გაქრა. ასე გაუჩინარდა ამილკასი, როგორც ფინიკიელები მოგვითხრობენ თუ სხვანაირად, როგორც კარქედონელები და სირკუსელები ამბობენ, მთავარი ისაა, რომ ჯერ ეს ერთი მას მსხვერპლს სწირავენ, და მერეც ისა, რომ მას ძეგლები დაუდგეს ყველა თავის კოლონიაში, ხოლო თვით კარქედონში - უდიდესი. ასე იყო სიკელიის ამბები.
168. ხოლო კერკირელებმა მოციქულებს ერთი უპასუხეს, მეორე კი გააკეთეს: მათთანაც ისევე მივიდნენ დასაყოლიებლად, ვინც სიკელიეში და ისევ ის სიტყვები უთხრეს მათაც, რაც უთხრეს გელონს. კერკირელები მაშინვე დაჰპირდნენ მათ, რომ გაუგზავნიან ლაშქარს და დაეხმრებიან; ისინი ამბობდნენ, რომ ვერ უყურებენ ელადის დაღუპვას (რადგან თუ ელადა დაეცა, მაშინ თვითონ ამათაც სხვა არაფერი მოელით, თუ არა დამონება პირველსავე დღეებში); რომ უნდა დაეხმარონ მას, როგორც კი შეუძლიათ. ასე პირმოთნე პასუხი გასცეს, ხოლო დახმარების დრო რომ დადგა, სხვანაირადნ მოიქცნენ: გამართეს 60 ხომალდი და როგორც კი გამოვიდნენ ზღვაში და მიუახლოვდნენ პელოპონესს, გააჩერეს ხომალდები ლაკედემონელთა ქვეყანაში, პილოსთან და ტაბნარონთან. ესენიც იმას ელოდებოდნენ, თუ ომი როგორ დამთავრდებოდა: იმედი არ ჰქონდათ, რომ ელინები გაიმარჯვებდნენ, ეგონათ, სპარსელი მოიპოვებდა ბრწყინვალე გამარჯვებას და მთელი ელადის გამგებეი გახდებოდა. ეს განზრახ გააკეთეს, იმისათვის, რომ შეძლებოდათ სპარსელისათვის ეთქვათ: მეფეო, თუმცა ელინები ჩვენ გვიბირებდნენ თავის მხარეზე ამ ომში, ჩვენ, რომელთაც მცირე ძალა არა გვყავს და არც ხომალდები მოგვიყვანია სხვებზე ნაკლები, უფრო მეტიც, ათენელების შემდეგ ყველაზე მეტი ჩვენ მოვიყვანეთ, მაგრამ არ მოვინდომეთ შენს წინააღმდეგ გამოვსულიყავით ან და შენთვის უსიამოვნო რამ ჩაგვედინა. ასე რომ ეტყოდნენ, იმედი ჰქონდათ, სხვებზე უკეთ წაუვიდოდათ საქმე და მე ვფიქრობ, ასეც იქნებოდა. ხოლო ელინთა მიმართ თავის მართლება მზად ჰქონოდათ და ეს კიდევაც გამოიყენეს, რადგან, როდესაც ელინებმა უსაყვედურეს, რატომ არ დაგვეხმარეთო, ამათ უთხრს, რომ 60 ტრიერი ჰქონდათ გამზადებული, მაგრამ ქარების გამო ვეღარ შემოუარეს მალეეს, ამიტომ ვერ მივიდნენ სალამინთან და არა იმიტომ, რომ რაიმე ბოროტი განზრახვის გამო გაექცნენ საზღვაო ბრძოლას. ასე მოატყუეს მათ ელინები.
169. ხოლო კრეტელები, როდესაც მათ მიმართეს საგანგებოდ ამისთვის წარგზავნილამ ელინებმა, ასე მოიქცნენ: მათ საერთო შეთანხმების საფუძველზე გაგზავნეს დელფოში კაცები, რათა ეკითხათ ღმერთისათვის, არგებდა თუ არა მათ რასმე ელადის დახმარება. ხოლო პითიამ მიუგო მათ: თქვე ბრიყვებო, ხომ უკმაყოფილონი იყავით, როდესაც განრისხებულმა მინოსმა ცრემლები გაღვრევინათ მენელეოსის დახმარების გამო! ეს იმიტომ, რომლ ელინებმა არ მოინდომეს თქვენთან ერთად სამაგიეროს მიზღვა მინოსის კამიკოსში მკვლელობისათვის. თქვენ კი დაეხმარეთ მათ, როდესაც ბარბაროსმა სპარტიდან ქალი მოიტაცა. კრეტელებს რომ ეს პასუხი მოუვიდათ, თავი შეიკავეს ელინთა დახმარებისაგან.
170. ამბობენ, რომ როდესაც მინოსი დაბდალოსს ეძებდა, მივიდა სიკანიეში, რასაც ახლა სიკელიე ეწოდება და მოკვდა იქ ძალადური სიკვდილით. დროთა ვითარებაში ღმერთისაგან შთაგონებული კრეტელები, ყველანი, გარდა პოლიქნელებისა და პრესიელებისა, მივიდნენ დიდი ლაშქრით სიკანიეში და ხუთი წლის განმავლობაში ალყა ჰქონდათ შემორტყმული ქალაქ კამიკოსისათვის, რომელშიც ჩემს დროს ცხოვრობდნენ აკრაგანტელები. ბოლოს, როდესაც ვეღარ შეიძლეს ვერც ქალაქის აღება, ვერც ადგილზე დარჩენა შიმშილისაგან შევიწროვებულებმა, დატოვეს იქაურობა და წავიდნენ. როდესაც ცურვით მიაღწიეს იეპიგიეს, დიდ ქარშხალში მოხვდნენ, რომელმაც ისინი ხმელეთზე გადმოისროლა. რადგან ნავები დაემსხვრათ და არ უჩანდათ რაიმე საშუალება კრეტეზე დაბრუნებისა, ამიტომ ააშენეს იქ ქალაქი ჰირიე და იქვე დარჩნენ. კრეტელების მაგიერ გადაიქცნენ მესაპიელ იეპიგებად, ხოლო კუნძულის მცხოვრებთაგან ხმელეთის მოსახლეებად. ხოლო ქალაქ ჰირიედან მათ სხვა ქალაქები დაარსეს, რომელთა განადგურება მოიწადინეს ტარანტელებმა დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ სასტიკი მარცხი განიცადეს. ისე რომ ეს იყო ელინთა ყველაზე დიდი ჟლეტა, რაც კი ჩვენ ვიცით: თვითონ ტარანტელები და რეგიონელი მოქალაქეები, რომლებიც მიკინთოს ქობროსის ძემ აიძულა ტარანტელების შემწედ მისულიყვნენ, 3000 კაცის რაოდენობით ამოწყდნენ. საკუთრივ ტარანტელების რიცხვი არ დათვლილა. ხოლო მიკინთოსი ანაქსილეოსის მსახური იყო და იგი ანაქსილოესმა რეგიონის მეურვედ დატოვა. ეს ის კაცი იყო, რომელიც გააძევეს რეგიონიდან, დასახლდა არკადიელთა ტეგეში და ბევრი ქანდაკება აღმართა ოლიმპოში.
171. ხოლო რეგიონელებისა და ტარანტელების ამბავი ჩემს მოთხრობას დამატებად დავურთე. როგორც პრაბსოსელები მოგვითხრობენ, გაუდაბურებულ კრეტეზე სხვადასხვა ხალხი დასახლდა და უპირატესად კი ელინები. მინოსის სიკვდილის შემდეგ მესამე თაობაში მოხდა ტროის ომი, რომლის დროსაც კრეტელები მენელეოსისათვის ყველაზე უარესი შემწეები არ აღმოჩდნენ. ამის გამო იყო, რომ როდესაც ისინი ტროიდან უკან დაბრუნდნენ, შიმშილი და ჭირი დაატყდათ თავს, თვით მათაც და მათ საქონელსაც. ისე რომ მეორედ გაუდაბურდა კრეტე და გადარჩენილებთან ერთად ვინც ახლა ცხოვრობს ამ კუნძულზე, ეს მესამე მოსახლეობაა. ეს შეახსენა პითიამ კრეტელებს და თავი შეაკავებინა, როდესაც მათ ელინების დახმარება მოინდომეს.
172. თესალიები პირველად იძულებულები იყვნენ, მიდიელთა მხარე დაეჭირათ, რადგან არ მოსწონდათ ის, რასაც ალევადები იზრახავდნენ. მაგრამ როგორც კი შეიტყვეს თესალიელებმა, რომ სპარსელი ევროპეში აპირებს გადასვლას, გაგზავნეს მოციქულები ისთმოსში. ხოლო ისტმოსში თავი მოიყარეს ელადის რწმუნებულებმა, რომლებიც ამორჩეულები იყვნენ იმ ქალაქებიდან, რომლებიც სხვებზე უფრო მეტს ზრუნავდნენ ელადის კეთილდღეობისათვის. როდესაც მოვიდნენ მათთან თესალიელთა მოციქულები, უთხრეს დამხვდურებს შემდეგი: ელინო ვაჟკაცებო, უნდა დაიცვათ ოლიმპიის შესავალი, რათა ომისაგან დაიფაროთ თესალიაცა და მთელი ელადაც. ჩვენ მზად ვიქნებით, თქვენთან ერთად დავიცვათ ეს შესავალი, თქვენ კი მრავალრიცხოვანი ლაშქარი უნდა გამოგზავნოთ, ხოლო თუ არ გამოგზავნით, მაშინ იცოდეთ, რომ ჩვენ სპარსელს შევუთანხმხებით, რადგან ჩვენ რამოდენა მანძილით ვართ დანარჩენი ელადისაგან დაცილებული და მარტო ჩვენ ხომ არ უნდა დავიღუპოთ თქვენ გამო, ხოლო თუ თქვენ არ გინდთ დაგვეხმაროთ, მაშინ არც ის შეგიძლიათ, რომ თქვენთან შეერთება გვაიძულოთ, რადგან არავითარი იძულება არ შეიძლება იყოს უფრო ძლიერი შეუძლებლობაზე. მაშინ ჩვენ თვითონ შევეცდებით რაიმე ვიზრუნოთ საკუთარი თავის ხსნისათვის.
173. ესა თქვეს თესალიელებმა. ხოლო ელინებმა ამასთან დაკავშირებით გადაწყვიტეს, რომ თესალიაში ზღვით გაეგზავნათ ქვეითი ჯარი, რომელიც დაიცავდა შესავალს. შეიკრიბა ლაშქარი და გაცურა ევრიპოსზე გავლით. როდსაც მიაღწიეს აქეის ალოსს, გადმოვიდნენ და წავიდნენ თესალიაში, ხომალდები კი იქვე დატოვეს. ისინი მივიდნენ ტემპეში, იმ შესავალთან, რომელსაც მიჰყავს კაცი ქვემო მაკედონიიდან თესალიაში მდინარე პენებოსის გასწვრივ და რომელიც არის ოლიმპიის მთასადა ოსეს შორის. აქ დაბანაკდა დაახლოებით 10000-მდე მძიმედ შეიარაღებული ელინი და მათ შეუერთდა თესალიელი მხედრობა. ლაკედემონელებს მხედართმთავრობდა პოლემარქოსთან შორის ამორჩეული ევაბნეტოსი, კარენოსის ძე, რომელიც მეფური ჩამომავლობისა არ იყო. ათენელებს კი მხედართმთავრობდა თემისტოკლეესი, ნეოკლეესის ძე. ელინები აქ სულ რამდენიმე დღე დარჩნენ, რადგან მოვიდნენ მათთან ალექსანდრე ამინტესის ძის, მაკედონელის მოციქულები, რომელთაც ურჩიეს მათ, უკან გაბრუნებულიყვნენ. ნუ დარჩებოდნენ შესავალში, რომ თავდამსხმელ ლაშქარს არ გაექელა ისინი, ამასთანვე შეატყობინეს მათ მტრის ლაშქრისა და ხომალდების სიმრავლე. თესალიელებმა ყურად იღეს მაკედონელების რჩევა, რადგან იფიქრეს, რომ რჩევა მათთვის სასიკეთოა და მაკედონელიც მათ მიმართ კეთილად განწყობილი მოეჩვენათ. მე კი მგონია, რომ შიში იყო, რამაც დააჯერა ესენი, რადგან შეიტყვეს, რომ სხვა შესასვლელიც ყოფილა თესალიებში, რომელიც მიემართებოდა ზემო მაკედონიიდან პერაბებიის გავლით ქალაქ გონოსთან, და რომელთაც მართლაც შეიჭრა ქსერქსესის ლაშქარი. ელინები ჩასხდნენ ისევ ხომალდებში და უკან წამოვიდნენ ისთმოსში.
174. ეს ლაშქრობა თესალიაში მაშინ მოხდა, როდესაც მეფე აზიიდან ევროპეში აპირებდა გადასვლას და უკვე აბიდოსში იმყოფებოდა. ხოლო თესალიელებს, რომლებიც უმეკავშირეებოდ დარჩნენ, მეტი აღარ უყოყმანიათ და დიდი ხალისით მიემხრნენ მიდიელებს, ისე რომ საქმეში მეფისათვის ყველაზე უფრო სასარგებლონი აღმოჩდნენ.
175. მას მერე, რაც ელინებმა მიაღწიეს ისთმოსს, მოითათბირს ალექსანდრეს ნათქვამის შესახებ, თუ როგორ უნდა იომონ და სად დაუხვდნენ მტერს. გაიმარჯვა იმ აზრმა, რომლის მიხედვითაც თერმოპილეში შესავალი უნდა დაეცვათ, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე უფრო ვიწრო შესავალი იყო თესალიაში, ამასთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე მათ ქვეყანასთან. რაც შეეხება იმ ბილიკს, რომელზედაც დაიღუპა ზოგიერთი ელინი თერმოპიელეში, მისი არსებობა არც გაუგონიათ, ვიდრე არ მივიდნენ თერმოპილეში და იქ არ შეიტყვეს ტრაქინელთაგან. ამგვარად, ელინებმა მოითათბირეს, რომ დაეცათ ეს შესავალი და არ შეეშვათ ბარბაროსი ელადაში, ხოლო ფლოტს უნდა გაცურა არტემისონისაკენ, რომელიც ჰისტიაბოტისის ქვეყანაშია. ეს ადგილები ერთმანეთის ახლოსაა, ისე რომ ერთმანეთის ამბავს იოლად შეიტყობდნენ, ასეთია ეს ადგილები.
176. ჯერ ეს ერთი არტემისიონის შესახებ: თრაკიის ზღვა, მისი ფართო ნაწილი თანდათანობით ვიწროვდება და ვღებულობთ ვიწრო გასავალს, რომელიც არის კუნძულ სკიათოსსა და მაგნესიის ხმელეთს შორის. ხოლო ამ ვიწრობებს მიჰყვება უკვე ევბეის სანაპირო, არტემისიონი, სადაც არის არტემიდეს სამლოცველო. რაც შეეხება იმ შესასვლელს, რომელიც ელადაშია ტრაქინელებზე გავლით, მისი ყველაზე ვიწრო ადგილი არის ნახევარი პლეთრონი. მაგრამ აქ კი არაა ყველაზე ურო ვიწრო ადგილი, არამედ თერმოპილეს წინ და მის უკან: ალპენოსთნა, რომელიც მის უკან არის, მხოლოდ საურმე გზაა, ხოლო მის წინ, მდინარე ფობნიქსთნა, ქალაქ ანთელეს ახლოს ასევე მეორე საურმე გზაა მხოლოდ. თერმოპილეს დასავლეთით არის გაუვალი მთა, ციცაბო და მაღალი, რომელიც გადაჭიმულია ობტემდე. ხოლო ამ გზის აღმოსავლეთით ზღვა და ჭაობებია. ამ შესასვლელში არის თბილი წყაროები, რომელთაც ადგილობრივი მცხოვრებლები ქოთენებს უწოდებენ, მათთანვეა აღმართული ჰერაკლეს საკურთხეველი. ამ შესასვლელებტან აგებულია ზღუდე, რომელსაც ძველად ბჭეებიც ჰქონდა. ეს ზღუდე შეშინებულმა ფოკეელებმა ააგეს მაშინ, როდესაც თესალიელები მოვიდნენ თესპორტების ქვეყნიდან და დაასახლეს აბოლიდის ქვეყანა, რომელიც ახლაც უჭირავთ. როდესაც თესალიელები შეეცდებოდნენ ფოკეელების დამორჩილებას, ფოკეელებს ამ ზღუდით უნდოდათ თავის დაცვა. მაშინ იყო, რომ თბილი წყალი მიუშვეს შემოსასვლელზე, რათა ადგილი მთლად ოღრო-ჩოღრო გამხდარიყო. ყოველივე ეს მოიგონეს იმისათვის, რომ თესალიელები არ შემოჭრილიყვნენ მათ ქვეყანაში. ამრიგად, ძველ ზღუდე დიდი ხნის წინ იყო აშენებული და მისი დიდი ნაწილი დროთა ვითარებაში უკვე დანგრეულიყო. ელინებმა გადაწყვიტეს, რომ მას აღადგენდნენ და მისი საშუალებით დაიცავდნენ ელადას ბარბაროსისაგან, ამ გზის ახლოს არის სოფელი, სახელად ალპენოსი, ელინები ფიქრობდნენ, რომ საგზალს აქ მოიმარაგებდნენ.
177. ეს ადგილები ელინებს მოსახერხებლად ეჩვენებოდათ. რადგან ყველაფერს რომ დაუკვირდნენ და მოიფიქრეს, დაასკვნეს, რომ ბარბაროსები ვერც თავიანთ სიმრავლეს გამოიყენებდნენ და ვერც თვის მხედრობად, ამიტომ გადაწყვიტეს, აქ დახვედროდნენ ელადაზე თავდამსხმელებს. როდესაც შეიტყვეს, რომ სპარსელი პიერიერში იმყოფება, გაიყვნენ და ისთმოსიდან სალაშქროდ გაემართნენ, ერთი ნაწილი ხმელეთით წავიდა თერმოპილეში, ხოლო სხვები ზღვით გაემართნენ არტემისიონში.
178. ყველა ელინმა სასწრაფოს მიაშურა მისთვის წინასწარ გამწესებულ ადგილს. ამავე დროს დელფოელები ღმერთს ეკითხებოდნენ განგების შესახებ, რადგან აშინებდათ თავისი და ელადის ბედი. მათ პასუხად მიიღეს, რომ შევედრებოდნენ ქარებს, რადგან ისინი იქნებოდნენ ელადის უდიდესი მოკავშირეები. დელფოელებმა მიიღეს მისნობა და ეს ღვთისგანგება პირველად იმ ელინებს გამოუცხადეს, ვისაც უნდოდა თავისუფალი ყოფილიყო, და რაკიღა ელინებს საშინლად ეშინოდათ ბარბაროსის, ამ შეტყობინებით დელფოელებმა მათი საუკუნო მადლობა მოიპოვეს. ამის შემდეგ დელფოელებმა ქარებს საკურთხეველი განუკუთვნეს თიიეში, სადაც კეფისოსის ასულის, თიიეს, სალოცავი არის (რომლის მიხედვითაც ჰქვია ამ ადგილს სახელი) და მსხვერპლშეწირვით უნდოდათ მათი მოლმობიერება.
179. ამ მისნობის მიხედვითაა, რომ დელფოელები ჯერაც მიმართავენ შეწყალებისათვის ქარებს. ხოლო ქსერქსესის ფლოტი გამოვიდა ქალაქ თერმედან და საუკეთესოდ მცურავმა ათმა ხომალდმა პირდაპირ სკიათოსს მიაშურა. აქ მცველებად იდგა სამი ელინური ხომალდი: ტრობძენური, აბგინური და ატიკური. ამათ როგორც კი დაინახეს ბარბაროსთა ხომალდები, მაშინვე გაიქცნენ.
180. ბარბაროსები მაშინვე გამოეკიდნენ მათ, და შეიპყრეს ტრობზენური ხომალდი, რომელსაც მართავდა პრექსინოსი. შემდეგ ამ ხომალდის მეზღვაურთა შორის ის, ვინც ულამაზესი იყო, გამოიყვანეს ხომალდის ცხვირზე და დაკლეს, ხოლო კეთილ ნიშნად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ მათ ხელში ყტვედ ჩავარდნილი პირველი ელინი ულამაზესი იყო. ამ მოკლულს სახელად ერქვა ლეონი, შესაძლოა, ნაწილობრივ მისი სახელიც გამოც იყო, რომ მას ეს გადახდა.
181. ხოლო აბგინურმა ტრიერმა, რომელსაც მართავდა ასონდიესი, მათ ხოტა არ იყოს, საქმე გაუჭირვა, რადგან მასზე იმყოფებოდა ერთ-ერთი მეზღვაური, პითეეს ისქენოოსის ძე, რომელმაც იმ დღეს ყველაზე მეტი ვაჟკაცობა გამოიჩინა: როდესაც ხომალდი ხელთ იგდო მოწინააღმდეგემ, იგი იქამდე იბრძოდა და ეწინააღმდეგებოდა მათ, ვიდრე მთლიანად აკუწეს. ხოლო როდესაც დაეცა, მკვდარი კი არ იყო, ჯერ კდიევ სული ედგა. ხომალდებზე მყოფმა მეზღვაურებმა, მისი მამაცობის გამო მის გასადარჩენად ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ: მურით მკურნალობდნენ მის წყლულებს და წმინდა ტილოს სახვევებით უხვევდნენ, ხოლო როდესაც უკან დაბრუნდნენ თავიანთ ბანაკში, ისინი განცვიფრებულები უჩვენებდნენ მის თავს მთელ ლაშქარს და პატივითაც ექცეოდნენ მას. სხვებს კი, ვინც. ხელთ იგდეს იმ ხომალდზე, ექცეოდნენ როგორც მონებს.
182. ხომალდებიდან ორი ასე იგდეს ხელთ. ხოლო მესამე, რომელსაც მართავდა ფორმოსი, ათენელი ვაჟკაცი, გაიქცა და პენებონის შესართავთან გარჩა, მაგრამ ბარბაროსებმა ხელთ იგდეს მხოლოდ ხომალდი, ხალხი კი ვერ დაიჭირეს, რადგან როგორც კი ათენელებს ხომალდი იმ შესართავთან გაუჩერდათ, გადმოხტნენ და თესალიაზე გავლით მივიდნენ ათენში.
183. ეს შეიტყვეს არტემისიონში დაბანაკებულმა ელინებმა სკიათოსიდან ნაჩვენები ცეცხლის ალების საშუალებით. შეიტყვეს, შეეშინდათ და გადავიდნენ არტემისიონიდან ქალკიდეში, რომ დაეცვათ ევრიპოსი, ხოლო ევბეის მაღლობზე დატოვეს დღის დარაჯები. ხოლო ბარბაროსთა ათი ხომალდიდან სამი მიცურავდა კლდესთნა, რომელიც მდებარეობს სკიათოსსა და მაგნესიას შორის და რომელსაც ეწოდება მირმექსი. როდეასც ამ კლდესთან მივიდნენ, ბარბაროსებმა იქ აღმართეს ქვის სტელა, თვითონ კი გაემართნენ თერმედან, როგორც კი დაბრკოლებები გადალახეს და გაცურეს მთელი ფლოტით მეფის თერმედან გასვლის 11 დღის შემდეგ. ხოლო ამ კლდეზე მგზავრობის დროს მიუთითა მათ პამონ სკიროსელმა. მთელი დღის ცურვის შემდეგ ბარბაროსებმა მიაღწიეს სეპიასს, რომელიც მაგნესიის ქვეყანაშია და სანაპიროს, რომელიც მდებარეობს კასთანაბეს ქალაქსა და სეპიასის კონცხს შორის.
184. ამ ადგილამდე და თერმოპილემდე ქსერქსესის ლაშქარს ცუდი არაფერი შემთხვევია, მისი რაოდენობა კი ჩემი გამოთვლის თანახმად, ამ დროისათვის ასეთი იყო: აზიის ხომალდებზე, რომელთა რიცხვი 1207-ს უდრიდა, სხვადასხვა ტომის მეომართა რაოდენობა შეადგენდა 241400 კაცს, რადგან თითოეულ ხომალდზე ვიანგარიშე დაახლოებით 200 კაცი. ამ ხომალდებზე, ადგილობრივი მეომრების გარდა იმყოფებოდნენ სპარსელი, მიდიელი და საკი - 30 კაცი. ამ მეომრების რაოდენობა იქნებოდა დაახლოებით 36210 კაცი. ამას და წინა რიცხვს უნდა მივუმატოთ 50-ნიჩბიანი ხომალდების მეზღვაურთა რიცხვი, თითოეულზე დაახლოებით 80-მდე კაცი იმყოფებოდა, შესაძლოა, ცოტათი მეტი ან ნაკლები: როგორც უწინაც ვთქვი, ასეთი ნავი მოგროვდა 3000. ისე რომ, მათზე იქნებოდა 240000 კაცი. ეს იყო აზიის ფლოტი, რომელიც მთლიანად შედგებოდა 510000 კაცისაგან და ამას გარდა იყო კიდევ 7610. ქვეით ჯარში 1700000 კაცი იყო, ხოლო ცხენოსანში - 80000. ამას უნდა მივუმატო კიდევ არაბები, რომლებიც ისხდნენ აქლემებზე და ლიბიელები, რომლებიც მოვიდნენ ეტლებით, რაც 20000 კაცს შეადგენს. ამგვარად, ფლოტისა და სახმელეთო ჯარის საერთო რაოდენობა 2310000 იყო და ამას გარდა კიდევ 7610. რაც მე ვთქვი, ეს თვითონ აზიიდან გამოყვანილი ლაშქარია; ამაში არ ვთქვლი მსახურებს, რომლებიც მიჰყვებოდნენ მას, სურსათ-სანოვაგით დატვირთულ ნავებს და იმ ხალხს, რომელიც მასზე იჯდა.
185. ხოლო ყოველივე ამას, რაც აქ დავთვალეთ, კიდევ უნდა მიემატოს ევროპიდან მოყვანილი ჯარი. აქ უკვე ვარაუდით უნდა ვილაპარაკოთ. თრაკიის ელინებმა და თრაკიასთან მდებარე კუნძულების მცხოვრებლებმა გამოიყვანეს 120 ხომალდი. ხოლო ამ ხომალდებზე იყო 24000 კაცი. სახმელეთო ჯარი კი რომელიც გამოიყვანეს თრაკიელებმა, პაბონებმა, ეორდებმა, ბოტიეებმა, ქალკიდელთა მოდგმამ, ბრიგებმა, პიერებმა, მაკედონეებმა, პერაბბელებმა, ენიენებმა, დოლოპებმა, მაგნეტებმა, აქეელებმა და მათ, ვინც თრაკიის სანაპიროზე ცხოვრობენ, აი, ამ ხალხებმა, მე ვფიქრობ, გამოიყვანეს 300000 კაცი, ეს ათი ათასობით რომ მივუმატოთ იმას, რაც აზიიდან იყო, გამოვა ყველა მებრძოლის რიცხვი - 2640000 და ამას უნდა მივუმატოთ კიდევ 1610.
186. მებრძოლთა სიმრავლე ხომ ასეთი იყო, მაგრამ ამთ რომ მსახურები მისდევდნენ და ისინი, ვინც სურსათით დატვირთულ ხომალდებზე ისხდნენ ან სხვა ნავებით მიცურავდნენ ლაშქართან ერთად, ალბათ, მებრძოლებზე ნაკლები კი არა, უფრო მეტი იქნებოდნენ. მაგრამ მე ვუშვებ, რომ ისინი თანაბრად მრავარიცხოვანნი იყვნენ, არც მეტნი და არც ნაკლები. ესენი მებრძოლების თანაბარი რაოდენობისა იყვნენ და იმდენსავე 10000-ს შეიცავდნენ, რამდენსაც მებრძოლები. ამრიგად, ქსერსესმა, დარიოსის ძემ, სეპიესამდე და თერმოპილემდე მოიყვანა 5283220 კაცი.
187. ესაა რიცხვი ქსერქსესის მთელი ლაშქრისა, ხოლო რაც შეეხეა ქალებისა (როგორც მზარეულების, ისე ხასების) და საჭურისების ზუსტ რიცხვს, ამას ვერავინ იტყვის, ისევე, როგორც სახედრების, სხვა მებარგული ცხოველებისა და ინდური ძაღლებისას, რომლებიც ლაშარს მიდევდნენ; ამ რიცხვს ვერავინ იტყვის მათი სიმრავლის გამო. ისე რომ სრლილიადაც არ მიკვირს ის ამბავი, რომ ზოგი მდინარის წყალი მათ არ ეყოთ სასმელად, პირიქით, ის უფრო მაკვირვებს, ამდენ ათი ათასს როგორ ყოფნიდა საჭმელი, რადგან ვიანგარიშე და გამოვარკვიე, თითოეულს რომ დღეში მიეღო ერთი ქობნიქსი ხორბალი და მეტი არაფერი, ყოველდღიურად დაიხარჯებოდა 110000 მედიმნი და ამს გარდა კიდევ სხვა 3401. ხოლო ქალებს, საჭურისებსა და ძაღლებს არა ვთვლით. ამდენ ათიათასეულ კაცთა შორის არავინ იყო ისეთი, რომ სილამაზითა და ტანადობით თვითონ ქსერქსეზე მეტად ყოფილიყო ღირსი მთელი ამ ხალხზე მბრძანებლობისა.
188. ხოლო როდესაც სპარსელთა ფლოტი დაიძრა, გაცურა და დაიჭირა მაგნესიის ქვეყანაში სანაპირო, რომელიც კასთანაბეს ქალაქსა და სეპიესის კონცხს შორისაა, ამათგან პირველი ხომალდები გაჩერდნენ ხმელეთთან, ხოლო სხვებმა მათი მიყოლებით უფრო შიგნით, ზღვაში ჩაუშვეს ღუზები. რადგან სანაპირო დიდი არ იყო, ამიტომ ხომალდები ღრმად იყვნენ ზღვაში შეჭრილი და 8-8 ხომალდი იდგა რიგში. ასე გაატარეს ის ღამე. ხოლო გათენებისას მოკრიალებული ცა და წყნარი ამინდი შეიცვალა, აღელდა ზღვა და მათ თავს დაატყდათ დიდი ქარიშხალი და ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, რომელსაც ამ ადგილების ირგვლივ მცხოვრებნი ჰელესპონურს უწოდებენ. იმ მეზღვაურებმა, რომლებმაც შეატყვეს, რომ ქარი ძლიერდება, და რომლებიც თან ისე იდგნენ, რომ თავის შველა შეეძლოთ, დაასწრეს ქარიშხალს და გამოათრიეს ნაპირზე ხომალდები. ამით თვთითონაც გადარჩნენ და მათი ხომალდებიც. ხოლო ღია ზღვაში მდგომ ხომალდებს მოუსწრო გრიგალმა და ზოგი მათგანი გამოაგდო ეგრეთ წოდებულ იპონში, რომელიც პელიონშია, ზოგიც კიდევ სანაპიროზე. ზოგი ხომალდი თვითონ სეპიესს მიენარცხა, ზოგი ქალაქ მელიბობას, დანარჩენებიც კასთანაბეში გამოირიყნენ. ისე რომ ქარიშხალმა მათ ცუდი საქმე დამართა.
189. ასეთ ამბავსაც გადმოგვცემენ, რომ ათენელებმა ღვთის განგების მითითებით საშველად უხმეს ბორეასს, რადგან მათ ერთი მისნობის მიხედვით დამხმარედ სიძისათვის უნდა დაეძახნათ. ხოლო ელინთა თქმულების მიხედვით ბორეასს ცოლად ჰყავდა ატიკელი ქალი, როებთია, ერეხთევსის ასული. როგორც ამბავი გადგმოგვცემს, ამ მოყვრობის გამო იყო, რომ ევბეის ქალკიდეში ხომალდები დადარაჯებულმა ათენელებმა როდესაც შეიტყვეს ქარიშხალი ძლიერდებოდა (თუ ამაზე უფრო უწინაც), გადაწყვიტეს, ბორეასი ჩვენი სიძეაო, მსხვერპლი შესწირეს და მოუწოდეს ბორეასს და ორებთიას დახმარებოდნენ მათ და ბარბაროსთა ხომალდები გაენადგურებინათ, როგორც გაანადგურეს უწინ ათონთან მაგრამ ბორეასი ამიტომ დაატყდა თავს ღუზაზე მდგარ ბარბაროსებს, თუ სხვა მიზეზის გამო, არ შემიძლია ვთქვა. ათენელები კი ამბობენ, რომ ბორეასი შეეწია მათ უწინაც და ამ შემთხვევაშიც აღმოუჩინა შემწეობა, ამიტომ, როდესაც დაბრუნდნენ, ბორეასს სამლოცველო აუგეს მდინარე ილისოსთან.
190. ისინი, ვინც ყველაზე ნაკლებს ამბობენ, ამტკიცებენ რომ ამ უბედურების დროს დაიღუპა სულ მცირე 400 ხომალდი, ურიცხვი მეზღვაური და დიდძალი ქონება. ისე რომ ეს გემთდაღუპვა დიდად სასიკეთო აღმოჩნდა ამებნოკლეეს კრეტინესის ძისათვის, მაგნესიელი კაცისათვის, რომელიც მიწისმფლობელი იყო სეპიესის მიდამოებში. მან შემდეგ ხანებში ნაპირზე გამორიყული ბევრი ოქროს სასმისი მოკრიბა, ბევრი - ვერცხლისა, იპოვა სპარსელთა საგანძურები და ენით აუწერელი ქონება შეიმატა. ამ ნაპოვნის წყალობით ის ძალიან მდიდარი გახდა. თუმცა სხვაფრივ ბედნიერი არ ყოფილა, რადგან მასაც შეხვდა ერთი დიდი უბედურება, გამოწვეული შვილის სიკვდილით.
191. უანგარიშოა რიცხვი სურსათით დატვირთული საბარგო ხომალდებისა და სხვა ნავებისა, რომლებიც დაიღუპნენ. ისე რომ, ამ საზღვაო ლაშქრის მხედართმთავრები შეშინდნენ, ვაი თუ დაზარალებულებს თესალიელები დაგვესხნან თავსო და გარსშემოივლეს მაღალი ზღუდე ხომალდთა ნამსხვრევებისაგან. ქარიშხალი სამ დღეს გრძელდებოდა. ბოლოს მოგვებმა ქარის მიმართ განკუთვნილი სისხლიანი მსხვერპლშეწირვითა და ჯადოსნური შელოცვებით, ამას გარდა თეტისისა და ნერეიდების მიმართ მსხვერპლშეწირვით, მეოთხე დღეს შეწყვიტეს ქარიშხალი. ან შესაძლოა ის თვითონაც ჩადგა. თეტისს მსხვერპლს სწირავდნენ იმიტომ, რომ იონიელთაგან გაეგონათ, პელევსმა თეტისი ამ ადგილიდან მოიტაცაო და მთელი კონცხი, სეპიესი მისი და სხვა ნერეიდებისა იყო.
192. ამგვარად ქარიშხალი მეთოთხე დღეს ჩადგა, ხოლო ქარიშხლის ამოვარდნიდან მეორე დღეს, დღის დარაჯები ევბეის მაღლობებიდან ელინებთან გაიქცნენ და ყოველივე შეატყობინეს, რაც მოხდა ხომალდთდაღუპვასთან დაკავშირებით, მათ რომ ეს შეიტყვეს, მხსნელი პოსებდონის მიმართ ილოცეს, მის პატივსაცემად სამსხვერპლოზე ზედაშე დასთხიეს და რაც შეიძლება სასწრაფოდ დაბრუნდნენ არტემისიონში, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მოწინააღმდეგედ ახლა სულ ცოტა ხომალდები ეყოლებოდათ.
193. ამგვარად, ისინი მეორედ მოვიდნენ არტემისიონში და ჩასაფრდნენ ხომალდებით. აქედანაა, რომ პოსებდონს მსხსნელი ეწოდება დღემდე. ხოლო ბარბაროსებმა, როგორც კი ჩადგა ქარი და დაწყნარდა ღელვა, ისევ ჩაათრიეს ზღვაში თავისი ხომალდები და გაცურეს ხმელეტის გასწვრივ. მაგნესიის კონცხს რომ შემოუარეს, პირდაპირ გაცურეს იმ უბისაკენ, რომელიც პაგასეს ეკვრის. მაგნესიის ამ უბეში არის ადგილი, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ იესონმა და მისმა არგოზე მყოფმა ამხანაგებმა აქ დატოვეს წყლისათვის გაგზავნილი ჰერაკლე, როდესაც ესენი მიცურავდნენ აბაში, კოლხიდაში, საწმისისათვის. აქ აპირებდნენ წყალი მოემარაგებინათ და ზღვაში გასულიყვნენ. ამის გამოა, რომ ამ ადგილს დაერქვა აფეტე1. ამ ადგილაას გააჩერა ქსერქსესმა თავისი ფლოტი.
194. მოხდა ისე, რომ მათი თხუთმეტი ხომალდი დანარჩენებს დიდი მანძილით ჩამორჩა უკან და სწორედ მათ შენიშნეს არტემისიონთან ელინთა ხომალდები. ბარბაროსებმა იფიქრეს, რომ ეს ხომალდებიც მათია და გაცურეს მათკენ, მტრებს კი წააწყდნენ. ბარბაროსთა ხომალდებს უფროსობდა აბოლიდის კიმეს მეურვე, სანდოკეს თამასიოსის ძე, სწორედ ის, რომელიც ადრე მეფე დარიოსმა რაღაც დანაშაულისათვის ჯვარზე გააკვრევინა, მაშინ, როდესაც ის სამეფო მომართლეთაგანი იყო (სანდოკესმა ფულის გამო საქმე უსამართლოდ განსაჯა). უკვე ჩამოკიდებული იყო სანდოკესი, რომ დარიოსმა იფიქრა, სანდოკესს სამეფო სასახლის მიმართ შეცოდებაზე ბევრად მეტი სიკეთე აქვს გაკეთებულიო. ამას რომ მიხვდა დარიოსი, იფიქრა, ჩემი ქცევა უფრო ნაჩქარევია, ვიდრე გონივრულიო და გაათავისუფლა სანდოკესი. ეგრე გადაურჩა ის მეფე დარიოსს, არ დაიღუპა და ცოცხალი დარჩა; ახლა კი, როდესაც ელინებთან მიცურდა, ბარემ უნდოდა, მაგრამ მეორედ ვეღარ გადარჩა. რადგან ელინებმა დაინახეს ისინი, მათკენ რომ მიცურავდნენ, მიხვდნენ მტრის შეცდომას, თვითონაც გამოეშურნენ მათკენ და სულ იოლად დაიჭირეს ისინი.
195. ერთ-ერთ ამ ხომალდზე იმყოფებოდა და დაიჭირეს არიდოლისი, ამ ალაბანდების ტირანი, რომლებიც კარიაში არიან, მეორეზე იყო პაფოსელი მხედართმთავარი პენთილოს დემონოოსის ძე, რომელიც თორმეტ ხომალდს მიუძღოდა პაფოსიდან და მათგან თერთმეტი დაკარგა სეპიესთან ატეხილი ქარიშხლის დროს, მხოლოდ ერთიღა დარჩა, იმით მიცურავდა და დაიჭირეს კიდევაც არტემისიონთან. ელინებმა გამოჰკითხეს მათ, რისი შეტყობაც უნდოდათ ქსერქსესის ლაშქრის შესახებ და შებორკილი გაგზავნეს კორინთოს ყელზე.
196. ამგვარად ბარბაროსთა საზღვაო ჯარმა, გარდა იმ 15 ხომალდისა, რომელთა შესახებაც ვთქვი, რომ სანდოკესი იყო მათი მეთაური, მიაღწია აფეტეს. ხოლო ქსერქსესსა და ქვეით ჯარს უკვე გადაევლოთ თესალიასა და აქეაზე და ამაზე სამი დღით ადრე მოესწროთ შეჭრა მელიების მხარეში. თესალიაში ქსერქსესმა, გამოცდის მიზნით, შეჯიბრება მოაწყო და თავისი ცხენოსნებისა და თესალიელთა მხედრობისა, რომელთა შესახებაც შეიტყო, რომ ელინთა შორის ეს მხედრობაა საუკეთესო. მაგრამ ელინების ცხენები დიდად ჩამორჩებოდნენ სპარსელებისას. თესალიაში მდინარეთა შორის მარტო ონოქონოსი არ ეყო მის ლაშქარს დასალევად. ხოლო აქეის მდინარეთა შორის, თვით უდიდესიც კი, ეპიდანოსი, ძლივას იმყოფინეს.
197. აქეის ალოსში მოსული ქსერქსესათვის გზის მაჩვენებლებს უნდოდათ ყველაფერი მოეთხროთ და უამბეს ადგილობრივი თქმულება, რაც ეხება ლაფისტიის ზევსის სალოცავს, რომ ათამანტი, აბოლოსის ძე იონსთან ერთად სიკვდილს უმზადებდა ფრიქსოსს. ხოლო შემდეგში აქეელებმა მისნობის თანახმად მიუსაჯეს მის ჩამომავლებს ასეთი სასჯელი: ამ გვარიდან უხუცესს დარაჯებს უყენებდნენ, რომ არ შეეშვათ ის ლებტონში (ხოლო აქეელები პრიტანბონს ბტონს უწოდებენ). ხოლო თუ შევიდოდა, არ შეიძლებოდა იმაზე ადრე გამოსულიყო უკან, ვიდრე მას მსხვერპლად შეწირვას არ დაუპირებდნენ. ამასთანაქვე, ბევრი მათგანი, რომელთაც უპირებდნენ მსხვერპლად შეწირვას, შეშინებულა და გაქცეულა სხვა ქვეყანაში. მაგრამ თუ გარკვეული დროის შემდეგ უკან დაბრუნდებოდნენ და მათ მიასწრებდნენ პრიტანბონში შესვლისას, უეჭველად მსხვერპლად შესწირავდნენ, მანამდე კი გვირგვინებით მორთულს გამოიყვანდნენ და ზეიმით დაატარებდნენ. ასე ექცევიან ფრიქსოსის შვილის, კიტისოროსის ჩამომავლებს. ეს იმიტომ, რომ როდესაც მისნობის თანახმად აქეელები ქვეყნის განწმენდის მიზნით ათამანტს, აბოლოსის ძეს მსხვერპლად შეწირვას უპირებდნენ, მოვიდა ეს კიტისოროსი აბა - კოლხიდიდან და გაათავისუფლა იგი. გაათავისუფლა და ამით თავის საკუთარ შთამომავლობას ღვთის რისხვა დაატეხა თვს. ქსერქსესმა ეს მოისმინა, როდესაც ჭალასთან იმყოფებოდა, მაგრამ თვითონაც გაერიდა მას და მთელ თავის ჯარს აუკრძალა იქ შესვლა, რის შემდეგ თანაბრად სცა პატივი ათამანტის ჩამომავლების სახლსაც და სალოცავსაც.
198. ეს იყო თესალიასა და აქეაში. ამ ადგილებიდან ქსერქსესი წავიდა მელისში ზღვის უბესთნა, სადაც ყოველდღიურად იყო ზღვის მიქცევა და მოქცევა. ამ უბის ირგვლივ დაბლობი ადგილი, ზოგან ფართო და ზოგან კი ძალიან ვიწრო. ამ ადგილის ირგვლივ მაღალი მიუვალი მთებია., როპმლებიც გარსერტყმის მელისის მთელ მიწას და რომელთაც ტრექინის კლდეები ეწოდებათ. აქედან წამოსულთათვის პირველი ქალაქი ამ უბეში არის ანტიკირე, რომელთანაც ზღვას ერთვის მდინარე სპერქებოსი, ენიენთა ქვეყნიდან რომ მოედინება. ამ მდინარიდან დაახლოებით 20 სტადიონის მანძილზე არის სხვა მდინარე, რომელსაც სახელად ჰქვია დირასი და გადმოცემის თანახმად ჰერაკლე რომ იწვოდა, ის მაშინ გამოჩნდა მის მშველელად1. ამ მდინარიდან კიდევ 20-ოდე სტადიონის დაშორებით არის მდინარე, რომელსაც ეწოდება მელასი2.
199. ქალაქი ტრექისი ამ მდინარე მელასიდან 5 სტადიონით არის დაშორებული. აქაა მთელი ამ მხარის ყველაზე უფრო ფართო ადგილი მთებსა და ზღვას შორის და ამ მთების მახლობლად აგებულია ქალაქი ტრექისი. დაბლობი სიგანით 22 000 პლეთრონია. იმ მთაში, რომელიც გარს არტყია ტრექინელთა ქვეყანას ქალაქ ტრექისის სამხრეთით, არის ხეობა, ხოლო ამ ხეობაში, მთის ძირას მიედინება მდინარე ასოპოსი.
200. ხოლო ასოპოსის სამხრეთით არის სხვა, არც თუ დიდი მდინარე ფობნიქსი, რომელიც ამ მთებიდან მოედინება და ერთვის ასოპოსს. მდინარე ფობნიქსი,დან თერმოპილემდე 15 სტადიონია. მდინარე ფობნიქსსა და თერმოპილეს შორის არის ერთი სოფელი, რომელსაც სახელად ჰქვია ანთელე, მას ჩამოუდის ასოპოსი და ერთვის ზღვას. ამ სოფელთან არის ფართო ადგილი, სადაც დგას დემეტრე ამფიქტიონის ტაძარი. აქვეა ამფიქტიონთან დასაჯდომები და თვითონ ამფიქტიონის ტაძარი.
201. ქსერქსეს მეფემ დაიბანაკა ტრექინიეში, მელისის ქვეყანაში, ხოლო ელინებმა - ზედ გასავალში. ამ ადგილს ელინთა მეტი ნაწილი თერმოპილეს უწოდებს, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები და მეზობლად მოსახლენი კი პილეს. ამგვარად, ორივე მოწინააღმდეგემ ამ ადგილებში დაიბანაკა: ქსერქსესს ეჭირა მთელი მხრე ჩრდილოეთის მიმართულებით ვიდრე ტრექინიემდე, ელინებს ის ადგილები, რომლებიც თერმოპილედან სამხრეთისაკენ არის მათ საკუთარ ხმელეთზე.
202. ხოლო ამ ადგილას შემდეგ ელინები უცდიდნენ სპარსელს: 300 ჰოპლიტი-სპარტელთაგან; ტეგეელთაგან და მანტინეელთაგან - 1000 (თითოეულიდან ამის ნახევარი); არკადიის ოქრომენოსიდან - 120, ხოლო დანარჩენი არკადიიდან 1000. აი, ამდენი იყო არკადიელი. კორინთოდან იყო 400 კაცი, ფლიუსიდან - 200, მიკენედან - 80. ამდენნი მოვიდნენ პელოპონესიდან, ხოლო ბეოტიელთაგან - 700 თესპიელი და 400 თებელი.
203. ამას გარდა მეშველებად დაუძახეს ოპუნტელ ლოკრებს მთელი თავისი ლაშქრით და 1000 ფოკელს. ელინებმა დაუძახეს მათ, მოციქულების პირით შეუთვალეს, რომ თვითონ წინამორბედებად არიან მოსული, ხოლო დანარჩენ მოკავშირეებს ყოველდღე ელოდებიან; რომ ზღვა მათი მხრიდან არაა საშიში, რადგან მას იცავენ ათენელები, აიგინელები და ისინი, ვისაც ევალდებოდა ფლოტის გამოყვანა, და რომ მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ღმერთი კი არ არის ის, ვინც ელადის წინააღმდეგ მოდის, არამედ ადამიანია; ხოლო არავინ არის იმთავითვე ისეთი მოკვდავი და არც იქნება, რომელსაც რაიმე ცუდი არ შემთხვეოდეს და ამთ შორის უდიდესებს - უდიდესი უბედურება ეწვათ ხოლმე. ამიტომაა, რომ სპარსელი თავდამსხმელი, რადგან მოკვდავია, უნდა დამარცხდეს თავისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ. ლოკრიდელებმა და ფოკეელებმა რომ ეს მოისმინეს, წავიდნენ ელინთა დასახმარებლად ტრექისში.
204. ელინებს თავთავისი მხედართმთავრები ჰყავდათ ცალკეული ქალაქების მიხედვით, ხოლო განსაკუთრებულ პატივში იყო და მთელ ლაშქარს წინამძღოლობდა ლაკედემონელი ლეონიდეს ანაქსანდრიდესის ძე, ლეონის ძისა, ხოლო ლეონი ევრიკრატიდესის ძე იყო, ევრიკრატიდესი - ანაქსანდროსისა, ანაქსანდროსი - ევრიკრატესის, ევრიკრატესი - პოლიდოროსის, პოლიდოროსი - ალკამენესის, ალკამენესი - ტელეკლოსის, ტელეკლოსი - არქელეოსის, არქელეოსი - ჰეგესილეოსის, ჰეგესილეოსი - დორისოსის, დორისოსი - ლეობოტესის, ლეობოტესი - ექეკრატოსის, ექეკრატოსი - ეგისის, ეგისი - ევრისთენესის, ევრისთენესი - არისტოდემოსის, არისტოდემოსი - არისტომაქოსის, არისტომაქოქსი - კლეოდაიოსის, კლეოდაიოსი - ჰილოსის, ჰილოსი - ჰერაკლესი. აი, ამ ლეონიდესმა მოულოდნელად მოიპოვა სპარტეში მეფობა.
205. მართლაც და, რაკიღა მას ორი უფროსი ძმა ჰყავდა, კლეომენესი და დორიევსი, ის ვერც კი იფიქრებდა გამეფებაზე. მაგრამ კლეომენესი ისე მოკვდა, რომ ვაჟიშვილი არ დარჩენია, დორიევსიც ამ დროისატვის უკვე აღარ იყო ცოცხალი (ის სიკელიეში გარდაიცვალა), ისე რომ მეფობა გადავიდა ლეონიდესზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ უფროსი იყო კლეომბროტოსზე (ეს ყველაზე უმცროსი შვილი იყო ანაქსანდრიდესისა) და კიდევ იმიტომ, რომ მას ცოლად ჰყავდა კლეომენესის ასული.
ლეონიდესი წავიდა თერმოპილეში და გამოარჩია 300 შუახნისა კაცი, რომელთაც შვილები ჰყავდათ. მან თებელთაგან იმდენი წამოიყვანა, რამდენიც ზემოთ, დათვლის დროს მოვიხსენიე. ამათ მხედართმთავრობდა ლეონტიადეს ევრიმაქოსის ძე, ლეონიდესი ყველა ელინთ შორის განსაკუთრებით თებელების წაყვანას ცდილობდა; ეს იმიტომ, რომ სხვებზე მეტად ამათ ბრალდებოდათ მიდიელთა მომხრეობა. ლეონიდესმა მოუწოდა მათ ომში წასასვლელად, რადგან სურდა შეეტყო წავლენ მათთან ერთად საომრად, თუ პირდაპირ იტყვიან უარს ელინთა მოკავშირეობაზე. თებელები თუმცა სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ მაინც გაგზავნეს მეშველი ჯარი.
206. სპარტელებმა პირველები ესენი გაგზავნეს ლეონიდესთნა ერთდ, ეს იმისათვის, რომ დაენახათ სხვა მოკავშირეებს და თვითონაც ელაშქრათ. რადგან ისინი თუ შეიტყობდნენ ამათ ყოყმანს, თვითონაც არ გადასულიყვნენ მიდიელთა მხარეზე. რადგან კარნება1 მომდგარი იყო, ამიტომ სპარტელებს უნდოდათ, ჯერ ის ედღესასწაულათ, შემდეგ სპარტეში მხოლოდ დარაჯები დაეტოვებინათ და ყველანი სასწრაფოდ წასულიყვნენ მშველელებად. ასევე ფიქრობდნენ დანარჩენი მოკავშირეებიც, ისინიც ამას აპირებდნენ, რადგან ამავე დროს, ამ საქმიანობას დაემთხვა ოლიმპიური დღესასწაულებიც. ამათ არ ეგონათ, რომ თერმოპილეში ომი ასე მალე გადაწყდებოდა, ამიტომ იყო რომ გაგზავნეს მხოლოდ წინამორბედები.
207. ამას აპირებდნენ მოკავშირეები. ხოლო თერმოპილეში მყოფ ელინებს შეეშინდათ, რადგან სპარსელი შემოსასვლელთან ახლოს იყო და თათბირი დაიწყეს უკან დახევის შესახებ. სხვა პელოპონესელები ფიქრობდნენ, რომ საწულიყვნენ პელოპენესში და დაეცვათ ისთმოსი. მაგრამ რადგან ფოკეელები და ლოკრები ამ აზრის წინააღმდეგ წავიდნენ, ლეონიდესმა გადაწყვიტა ადგილზევე დარჩენა და მოციქულების დაგზავნა ქალაქებში, რომელთაც მოსთხოვდა დახმარებას, რადგან მას მეტისმეტად მცირე ლაშქარი ჰყავდა მიდიელებთან გასამკლავებლად.
208. ისინი რომ ამ თათბირში იყვნენ, ქსერქსესმა გაგზავნა ერთი მხედარი მსტოვრად, რათა დაეთვალიერებინა, თუ რამდენი არიან ელინები და რას აკეთებენ. ქსერქსესმა ჯერ კიდევ თესალიაში ყოფნისას მოისმინა, რომ აქ მცირერიცხოვანი ლაშქარი იყო მოგროვილი და მას წინამძღოლებად ჰყავდნენ ლაკედემონელები და ლეონიდესი, წარმოშობით ჰერაკლიდი. მხედარი მივიდა ბანაკთან, დაათვალიერა იქაურობა, მაგრამ მთელი ბანაკი ვერ დაზვერა, რადგან არ შეეძლო დაენახა ის მეომრები, რომლებიც ზღუდის შიგნით იყვნენ დაწყობილი და რომელთაც ეს ზღუდე აღმართეს და იცავდნენ. მხედარმა მხოლოდ ის შენიშნა, რომლებიც ზღუდის წინ იყვნენ დაბანაკებული. მოხდა ისე, რომ ამ დროს ლაკედემონელები გარეთ იყვნენ დაწყობილი. მხედრებმა დაინახეს, რომ ამ ვაჟკაცთაგან ზოგი ვარჯიშობდა, ზოგი კი თმას ივარცხნიდა. ის გაკვირვებული უყურებდა ამას და თან რაოდენობას არკვევდა. როდესაც ყველაფერი ზუსტად გამოირკვია მშვიდობიანად წავიდა უკან, რადგან არც ვინმე გასდევნებია და არც რაიმე ყურადღება მიუცევიათ მისთვის. მივიდა და მოახსენა ქსერქსეს ყოველივე, რაც ნახა.
209. ქსერქსემ რომ ეს მოისმინა, ვერ ახსნა ნამდვილი რა იყო, თვითონ ემზადებოდნენ ელინები სასიკვდილოთ, თუ სხვებს უპირებდნენ ამოხოცვას თავისი შესაძლებლობის შესაბამისად. მას სასაცილოდ ეჩვენა მათი ქცევა და დააძახებინა დემარეტოს არისტონის ძეს, რომელის ამის ბანაკში იმყოფებოდა. როცა დემარეტოსი მოვიდა, ქსერქსესმა ჰკითხა, რას ნიშნავდა ყოველივე ეს, რადგან უნდოდა გაეგო, თუ რას აკეთებდნენ ლაკედემონეელბი. ხოლო დემარეტოსმა უთხრა: "ვიდრე ელადაზე წამოვიდოდით, მანამდე მოისმინე ჩემგან ამ ადამიანების შეასხებ. მოისმინე და მასხრად ამიგდე, როდესაც გითხარი, თუ როგორ მესახება მე ამ საქმის გამოსავალი. ჩემთვის, შენს წინაშე, მეფეო, სიმართლის თქმა ძალიან ძნელია. მომისმინე ახლაც. ეს ადამიანიები მოვიდნენ იმისათვის, რომ გვებრძოლონ და ჩვენ ამ შესასვლელისათვის და ახლა საამისოდ ემზადებიან. მათ ასეთი ჩვეულება აქვთ: როდესაც მათ სიცოცხლეს რაიმე საფრთხე ემუქრება, მაშინ ისინი თავებს იმკობენ. ისე რომ იცოდე: თუ დაიმორჩილებ ამათ და იმათაც, ვინც სპარტეში დარჩნენ, მაშინ ადამიანთა შორის აღარ იქნება სხვა ტომი, რომელიც გაბედავს შენს წინააღმდეგ ხელის აღმართვას. ახლა კი ელინთა საუკეთესო სახელმწიფოსა და უმამაცეს ვაჟკაცებს ებრძვი". ძალიან დაუჯერებლად ეჩვენა ქსერქსესს ეს ნათქვამი და მეორედ შეეკითხა, თუ რაინაირად შეებრძოლებიან ესენი მის ლაშქარს, მაშინ როდესაც ისინი ასე ცოტანი არიან. დემარეტოსმა კი უთხრა: "მეფეო, მომექეცი, როგორც მატყუარას, თუ ისე არ მოხდეს, როგორც მე ვამბობ". ესა სთქვა, მაგრამ მაინც ვერ დაარწმუნა ქსერქსესი.
210. ოთხმა დღემ ისე გაიარა, რომ ქსერქსესს სულ იმედი ჰქონდა, ელინები გაიქცეოდნენ. ხოლო მეხუთე დღეს, რაკიღა ელინები არ წავიდნენ და დარჩნენ, როგორც მას ეჩვენა, თავისი უტიფრობის და მოუფიქრებლობის გამო, მან, განრისხებულმა გაგზავნა მათ წინააღმდეგ მიდიელები და კისიელები და უბრძანა მათ, ცოცხლივ შეეპყროთ და მისთვის მიეგვარათ ელინები, როგორც კი მიმიდიელები თავს დაესხნენ ელინებს, ბევრი მიდიელი დაიღუპა, მაგრამ მათ სხვები ემატებოდნენ და მაინც არ იხევდნენ უკან მიუხედავად იმისა, რომ დიდად ნადგურდებოდნენ. ყველასათვის ცხადი გახდეს და სხვებზე არანაკლებად თვით მეფისათვის, რომ ხალხი ბევრი იყო, მაგრამ ვაჟკაცები მათ შორის ძალიან ნაკლებად. ეს ბრძოლა მთელ დღეს გრძელდებოდა.
211. მიდიელებს რომ ასე მტკიცედ დაუხვდნენ, მათ უკან დაიხიეს და მათ მაგიერ ბრძოლაში ჩაებნენ მეფის მიერ უკვდავებად წოდებული სპარსელები, რომელთაც მხედართმთავრობდა ჰიდარნესი, თითქოს ამათ იოლად უნდა მოეღოთ მტრისათვის ბოლო. მაგრამ ესენი რომ ებრძოდნენ ელინებს, მიდიურ ლაშქარზე უფრო მეტისათვის არც მათ მიუღწევიათ, არამედ შედეგი იგივე იყო, რადგან ვიწრო ადგილას იბრძოდნენ, უფრო მოკლე შუბებს ხმარობდნენ, ვიდრე ელინები და არ შეეძლოთ თავისი სიმრავლე გამოეყენებინათ. ხოლო ლაკედემონელები ღირსეულად იბრძოდნენ და უჩვენეს მტერს, რომ საომარი ხერხის მცოდნენი ებრძვიან უცოდინრებს; მაგალითად, ზურგს უჩვენებდნენ ხოლმე ლაკედემონელები მოწინააღმდეგეს, თითქოს ყველანი გარბოდნენ, ხოლო ბარბაროსები რომ დაინახავდნენ გაქცეულებს, ყიჟინით დაედევნებოდნენ. ლაკედემონელები კი, მტერი რომ დაეწეოდა, შემობრუნდებოდნენ და ბარბაროსების პირდაპირ აღმოჩნდებოდნენ, შემობრუნდებოდნენ და სპარსელთა ურიცხვ რაოდენობას ანადგურებდნენ. თვით სპარტელთაგან ამ ბრძოლაში მცირენი დაიხოდნენ, ხოლო როდესაც სპარსელები შეეცადნენ შესავლის აღებას, ცაკეული რაზმებითა თუ ერთობლივი თავდასხმებით, არაფერი გამოუვიდათ და უკან წავიდნენ.
212. ამბობენ, რომ ამ ბრძოლას მეფე უყურებდა და სამჯერ წამოვარდა ტახტიდან, თავისი ლაშქრის ბედით შეშფოთებული. იმ დღეს ასე იბრძოდნენ, ხოლო მეორე დღეს ბარბაროსებს არაფერი უკეთესი ხვდომიათ წილად. რაკიღა ელინები ცოტანი იყვნენ, ბარბაროსებს იმედი ჰქონდათ, რომ ისინი, დაჭრილები, ვეღარ შეძლებდნენ მათ წინააღმდეგ ხელის აღმართვას და იბრძოდნენ, მაგრამ ელინები მწყობრების და ტომების მიხედვით იყვნენ დარაზმული და თითოეული იბრძოდა მაშინ, როცა მისი რიგი მოვიდოდა, გარდა ფოკეელებისა, რომლებიც მთაზე იდგნენ და ბილიკს იცავდნენ. როდესაც სპარსელები მიხვდნენ იმას, რომ წინა დღეზე მეტს ვერაფერს მიაღწიეს, უკან გაბრუნდნენ.
213. მეფემ აღარ იცოდა, როგორ მოევლო ამ საქმისათვის; ამ დროს მივიდა მასთან ეპიალტეს ევრიდემოსის ძე, მალიელი, იმის იმედით, რომ მეფისაგან დიდს რასმე მიიღებდა და აცნობა მას იმ ბილიკის არსებობა, რომელიც მთაზე გავლით თერმოპილეში შედიოდა.ა მით დაღუპა მან იქ დარჩენილი ელინები. შემდეგ შეეშინდა ლაკედემონელებისა და გაიქცა თესალიაში, ხოლო გაქცეულის შემპყრობს გასამრჯელო აღუთქვეს პილაგორებმა, ე.ი. პილეში შეგროვილმა ამფიქტიონებმა. ხოლო ხანი რომ გავიდა, იგი დაბრუნდა ანტიკირეში და იქ მოკვდა ათენადესის, ტერექინელი კაცის ხელით. ამ ათენადესმა ეპიალტესი სხვა მიზეზის გამო მოკლა, რაზედაც შემდეგ ნაწილში მოგითხრობთ, მაგრამ ლაკედემონელებმა ამის გამო ის ნაკლებად არ დაასაჩუქრეს. ამგვარად, ეპიალტესი ამ ამბების შემდეგ მოკვდა.
214. კიდევ მეორე ამბავსაც ჰყვებიან, თითქოს ონეტეს ფანაგორესის ძემ, კარისტელმა და კორიდალოს ანტიკირელმა უთხრეს მეფეს ეს და შემოატარეს სპარსელები იმ მთას, მაგრამ ეს მე სულ არ მჯერა. რადგან კარგად უნდა ჩაუკვირდეს კაცი ამ ამბავს: ჯერ ეს ერთი ელინთა პილაგორებმა გასამრჯელო აღუთქვეს არა ონეტესისა ან კორიდალოსის შემპყრობთ, არამედ ეპიალტეს ტრექინელისას და იმათ ხომ სავსებით ზუსტად ეცოდინებოდათ ეს საქმე. ამას გარდა ვიცი, რომ ეპილატესი ამ მიზეზის გამო გაიქცა. შეეძლო ონეტესსაც სცოდნოდა ეს ბილიკი (თუმცამალიელი არ იყო) ამ ქვეყანაში რომ დიდხანს დაეყო, მაგრამ მაინც ეპილატესი იყო, რომელმაც შემოატარა სპარსელები მთას ამ ბილიკით და ამიტომ იმაზე ვწერ, რომ დამნაშავე ისაა.
215. ხოლო ქსერქსესს ძალიან გაეხარდა, როდესაც მოისმინა ის, რასაც ეპილატესი დაჰპირდა და მაშინვე გაგზავნა ჰიდარნესი და ისინი, ვისაც ჰიდარნესი მხედართმთავრობდა. ესენი ბანაკიდან მაშინ გავიდნენ, როდესაც სანათურების ანთების დრო დადგა. ეს ბილიკი აღმოაჩინეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ხოლო როდესაც აღმოაჩინეს თესალიელები წაიყვანეს ამ გზით ფოკელეელების წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ფოკეელებმა ზღუდით გადაკეტეს შესავალი თავის ქვეყანაში, რომ ამით დაეცვათ თავი ომისაგან. დიდი ხნის წინ იყო აღმოჩენილი ეს ბილიკი და მას არაფერი ურგია მალიელებისათვის.
216. ხოლო ეს ბილიკი ასეთია: ის იწყება მდინარე ასოპოსთან, რომელიც მიედინება ხეობაზე, ხოლო ამ მთასა და ბილიკს ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ, ანოპაია. ეს ანოპაია მიემართება ქედის გასწვრივ ქვემოთ და მთავრდება ქალაქ ალპენოსთან, რაც ლოკრების პირველი ქალაქია მალიელებისაკენ. და აქვეა ეგრეთ წოდებული მელამპიგოსის ქვა და კეკროპთა სამყოფელი. ამ ადგილას ყველაზე უფრო ვიწროა ბილიკი.
217. ამგვარია ეს ბილიკი, რომელზედაც იარეს სპარსელებმა მთელი ღამის განმავლობაში მას მერე, როცა ასპოსი გადალახეს. მიდოდნენ ისინი, რომ მარჯვნივ ჰქონოდათ ოიტეის მთები, ხოლო მარცხნივ - ტრექინისა. გათენებისას უკვე მთის მწვერვალზე იყვნენ, როგორც ზემოთ ვთქვი, მთის ამ ადგილზე იდგა ფოკეელთა 1000 ჰოპლიტი, რომ დაეცვათ თავისი საკუთარი ქვეყანა და გაემაგრებინათ ბილიკი. ხოლო შესავალს ქვემოთ იცავდნენ ისინი, ვინც მე უკვე მოვიხსენიე. ამ მთაზე მიმავალი ბილიკის დაცვა თავისი ნებით დაივალეს ფოკელეებმა ლეონიდესისაგან.
218. ხოლო ფოკელებმა ამგვარად შეიტყვეს სპარსელების ასვლა ამ მთაზე: სპარსელები მალულად ავიდნენ, რადგან მთელი მთა მუხებით იყო დაფარული. მაგრამ ძალიან წყნარი ამინდი იყო და დიდი ხმაური ისმოდა, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე, როდესაც ფეხქვეშ ყრია. ფოკეელები წამოცვივდნენ და აისხეს იარაღი, მაგრამ მაშინვე წამოადგნენ თავზე ბარბაროსები. მათ რომ შეიარაღეწბული ვაჟკაცები დაინახეს, გაუკვირდათ, რადგან იმედოვნებდნენ, რომ წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ და ლაშქარს კი წააწყდნენ. მაშინ ჰიდარნესს შეეშინდა, რომ ესენი ფოკეელები კი არა, ლაკედემონელები არიან და შეეკითხა ეპიალტესს, სადაური ლაშქარიაო. ხოლო როდესაც დანამდვილებით შეიტყო თუ ვინ იყვნენ, დააწყო სპარსელები საბრძოლველად, ისრების წვიმა დაატყდა თავს ფოკეელებს და ისინი გაიქცნენ მთიწ მწვერვალისაკენ, რადგან დაიჯერეს, რომ სპარსელები თავიდანვე მათ წინააღმდეგ არიან გამოსული და მოემზადნენ სასიკვდილოდ. ესენი ასე ფიქრობდნენ, მაგრამ სპარსელები ეპილატესსა და ჰიდარნესთან ერთად ფოკეელებს ყურადღებას არ აქცევდნენდა მთიდან სასწრაფოდ დაბლა ჩადიოდნენ.
219. ხოლო რაც შეეხება თერმოპილეში მყოფ ელინებს, პირველად მისანმა მეგისტიესმა დაინახა მსხვერპლშეწირვისას და უთხრა მათ, რომ გათენებისთანავე მოელით სიკვდილი, ხოლო ამას გარდა მოვიდნენ გამოცეულები, რომელთაც მოიტანეს ცნობა, სპარსელები მთას ირგვლივ უვლიანო, ჯერ კიდევ ღამე ანიშნეს მათ ეს ამბავი. ხოლო როგორც კი გათენდა, მესამე მაუწყებლები დღის დარაჯები იყვნენ, რომლებიც მწვერვალებიდან ჩამოცვივდნენ. მაშინ ელინებმა ითათბირეს და მათი აზრი გაიყო: ერთნი ამბობდნენ, რომ არ უნდა დატოვონ თვისი ადგილი, ხოლო მეორენი ამის საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. ამის შემდეგ დაიშალნენ, ნაწილი გაბრუნდა და თავთავის ქალაქს მიაშურა. ხოლო ნაწილი მოემზადა, რომ ლეონდესთან ერთდ დარჩენილიყო ადგილზე.
220. ამბობენ, თითქოს თვითონ ლეონიდესმა გაგზავნია ისინი, რადგან ზრუნავდა, რომ არ დაღუპულიყვნენ. ხოლო თვითონ და იმ სპარტელებს, ვინც მასთან ერთად იყვნენ, არ შეშვენოდათ დაეტოვებინათ ადგილი, რომლის დასაცავადაც თავიდანვე იყვნენ მოსული. მე კი უფრო იმ აზრისა ვარ, რომ1 ლეონიდესმა შეატყო მოკავშირეებს უხალისოდ ყოფნა და ის, რომ სრულებით არ სურდათ მასთან ერთად საფრთხის გაზიარება, ამიტომ გამოუხცადა გაბრუნებულიყვნენ, თვითონ კი წასვლა არასაკადრისად მიიჩნია. იქ დარჩენით ის დიდ სახელს მოიხვეჭდა, სპარტის კეთილდღეობას კი დიდი არაფერი დააკლდებოდა. როდესაც სპარტელებმა ამ ომის დაწყებისთანავე შედეგის შესატყობად მიმართეს პითიას, მან თქვა, რომ ან ლაკედემონს დაანგრევენ ბარბაროსები, ანდა მათი მეფე დაიღუპება, პითიამ მათ ეს ამბავი ჰეგზამეტრული ლექსით გამოუცხადა, რომელიც ასეთი იყო: "თქვენ, ვრცელი სპარტის მცხოვრებლებო, ან დიდ სახლოვან ქალაქს დაგიმხობენ პერსეიდი ვაჟკაცები, ანდა თუ ეს არ მოხდა, ჰერაკლეს მოდგმის დაღუპულ მეფეს დაიტირებენ ლაკედემონის საზღვრები. რადგანაც ვერც ხართა ღონე წინააღუდგება მტერს და ვერც ლომთა, ვიონაიდან მას ზევსის ღონე აქვს. და მე ვამბობ, რომ იგი მანამ არ მოისვენებს, ვიდრე არ მიიღებს ამ ორთაგან ერთერთს მთლიანად". ეს აწონ-დაწონა ლეონიდესმა და მოინდომა სახელის მოხვეჭა მხოლოდ სპარტელთათვის, აიტომ იყო, რომ გაგზავნა მოკავშირეები უკან და იმიტომ კი არ წასულან ისინი ეგრე უწესრიგოდ, თითქოს აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყოს მათ შორის.
221. საამისოდ არც თუ პატარა მოწმობად მეჩვენება შემდეგი: ცნობილია, რომ ლეონიდესი გზავნიდან, რომ არ დაღუპულიყო ისიც, მასთან ერთად იმ მისანს, რომელიც თან ახლდა ლაშქარს (მეგისტიეს აქარნელს, რომელზედაც ამბობენ, მელამპოსის ჩამომავალი არისო), აი იმას, რომელმაც უთხრა მსხვერპლშეწირვის მიხედვით ის, რაც მათ თავს იყო მოსახდენი. ლეონიდესი გზავნიდა მას, მაგრამ მან არ დატოვა იქაურობა. მხოლოდ თავისი შვილი, რომელიც მათთან ერთად ლაშქრობდა, რაკიღა ის ერთადერთი ჰყავდა, გაგზავნა უკან.
222. ამგვარად, მოკავშირეები დაემორჩილნენ ლეონიდესს, წავიდნენ და გაშორდნენ იქაურობას, მხოლოდ თესპელები თავისდა უნებურად დარჩნენ, ისე რომ სულაც არ უნდოდათ (ლეონიდეს ხომ ისინი მძევლებად ჰყავდა), თესპიელებმა კი სწორედ თავისი ნებით გადადეს თავი; მათ თქვეს, რომ არ დატოვებენ ლეონიდესს და იმათ, ვინც მასთან ერთად არიან და არ წავლენ; დარჩნენ და მათთან ერთად დაიხცნენ კიდევაც. მათ დემოფილოს დიადრომესის ძე მხედართმთავრობდა.
223. მზე რომ ამოვიდა, ქსერქსესმა სამსხვერპლო დათხევა შეასრულა და შემდეგ ერთხანს მოიცადა, სანამ ის დრო არ დადგა, როდესაც საბაზრომოედანი ყველაზე უფრო სავსეა ხოლმე. აი, მაშინ ბრძანა საბრძლოდ გამოსვლა; ასე ჰქონდა ეპიალტესისაგან ნაბრძანები, რადგან მთიდან ჩამოსვლა გაცილებით უფრო სწრაფად ხდება და ეს მანძილი გაცილებით უფრო მოკლეა, ვიდრე მანძილი მთის ირგვლივ ანდა მასზე ასასვლელი. ამგვარად, ბარბაროსები ქსერქსესთან ერთად თავს დაესხნენ ელინებს, ხოლო ლეონიდესთან მყოფმა ელინებმა, რომლებიც თითქოს სიკვდილს ეძებდნენ, ხეობის ბევრად უფრო ფართო ნაწილისაკენ გაიწიეს იმასთან შედარებით, თავდაპირველად რომ იდგნენ. აქ მათ ზღუდე იცავდა; თვითონ წინა დღეებში გამოვიდოდნენ ხოლმე ვიწრობებში და ისე იბრძოდნენ. ახლა მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ვიწრობებს გარეთ შეხვდნენ და ბარბაროსთა დიდი სიმრავლე დაიღუპა, რადგან რაზმეულთა წინამძღოლები უკან იდგნენ და მათრახით ცემდნენ ყოველ კაცს, გამუდმებით წინ ერეკებოდნენ. ბევრი მათგანი ზღვაში ჩაცვივდა და დაიღუპა, ხოლო ბევრად უფრო მეტმა ერთმანეთი ცოცხლივ გაქელა, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას დაღუპულებს. ელინებმა იცოდნენ, რომ მათ სიკვდილი მოელით იმ სპარსელთა ხელით, რომლებმაც მთას შემოუარეს და რაც კი შეეძლოთ, იმაზე მეტი ძალა გამოიჩინეს ბარბაროსების მიმართ, რომელთაც თავგამეტებით და გააფთრებით ებრძოდნენ.
224. მოხდა ისე, რომ მეტწილ ელინებს სულ მალე დაემტვრათ შუბები და სპარსელებს მახვილებით ხოცავდნენ. ამ ბრძოლაში დაეცა ლეონიდესი, რომელიც უმამაცესი ვაჟკაცი იყო, და მასთან ერთად სხვა სახელოვანი სპარტელები, რომელთა სახელებიც, როგორც ღირსეული ადამიანებისა, შევიტყვე, და შევიტყვე აგრეთვე სახელები ყველა სამასი კაცისა. მაგრამ აქ სხვებთან ერთად ბევრი სახელოვანი სპარსელიც მოკვდა და მათ შორის დაიღუპა დარიოსის ორი შვილი, აბროკომესი და ჰიპერანთესი, რომლებიც დარიოსს გაუჩინა არტანესის ასულმა, ფრატაგუნესმა, ხოლო არტანესი მეფე დარიოსის ძმა იყო, შვილი ჰისტასპეს არსამესის ძისა. მან მისცა ქალი დარიოსს და ამასთანავე მთელი თავისი ქონებაც, რადგან მხოლოდ ეს ერთი შვილი ჰყავდა.
225. ასევე დაიღუპა იქ ბრძოლის დროს ქსერქსესის ორი ძმა. ხოლო ლეონიდესის გვამისათვის სპარსელთა და ლაკედემონელთა შორის დიდი შეჯახება მოხდა, ვიდრე ელინებმა არ ივაჟკაცეს, არ გამოათრიეს გვამი და ოთხგზის არ გააქციეს მოწინააღმდეგე. ეს გრძელდებოდა იმ დრომდე, ვიდრე ბარბაროსები არ მოვიდნენ ეპიალტესთან ერთად. როგორც კი ამათი მოსვლა შეიტყვეს ელინებმა მას მერე შეიცვალა ბრძოლა: ელინებმა უკან, ისევ გზის ვიწრობებში გადაინაცვლეს, ჩაუარეს ზღუდეს, წავიდნენ და ყველანი ერთად დასხდნენ გორაკზე, გარდა თებელებისა. ხოლო ეს გორაკი იყო შესავალში, სადაც ახლა ქვის ლომია აღმართული ლეონიდესის მოსაგონრად. ამ ადგილას ისინი თავს იცავდნენ დანებიტ, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა, ხელებითა და კბილებით, ვიდრე ბარბაროსებმა, ყოველის მხრიდან ისრებს არ უშენდნენ, არ დაძლიეს ისინი. რომლებიც მთას გარსშემოუარეს, ისინი მათ ყოველის მხრიდან შემოეხვივნენ.
226. ლაკედემონელთა და თესეპიელთა შორის, რომლებიც ამგვარად იქცეოდნენ, ამბობენ, უმამაცესი აღმოჩნდა სპარტელი დიენეკესიო. ამბობენ, რომ იმაზე უწინ, ვიდრე ესენი მიდიელებს შეეჯახებოდნენ, მან თქვა სიტყვა, როდესაც შეიტყო ტრექინელთაგან ვიღაცის ნათქვამი, თითქოს ბარბაროსები რომ მშვილდ-ისრებს მოიმარჯვებენ, ისრების სიმრავლით მზეს დაფარავენო. დიენეკესი არ შეუშინდა ამ ნათქვამს, მიდიელთა სიმრავლეც არაფრად ჩააგდო და თქვა, რომ ტრექინელმა სტუმარმა კარგი რამ გვაუწყა, რადგან თუ მიდიელები მზეს დაფარავენ, ჩრდილში მოგვიხდება მათთან ბრძოლა და არა მზეშიო. ამბობენ, რომ ეს და სხვა ამის მსგავსი სიტყვები დაუტოვა დიენეკესმა ლაკედემონელებს მოსაგონარად.
227. ამბობენ, რომ დიენეკესის შემდეგ ვაჟკაცობით თავი გამოიჩინეს ლაკდემონელებმა, ორმა ძმამ, ალფეოსმა და მარონმა, ორსიფანტისის შვილებმა. ხოლო თესპიელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა კაცი, რომელსაც სახელად ერქვა დითირამბოსი, ჰარმატიდესის ძე.
228. ისინი იქვე დამარხეს, სადაც დაეცნენ და ასევე ისინიც, ვინც იმაზე უწინ დაიხოცნენ, ვიდრე ლეონიდესი მოკავშირეთა ნაწილს უკან გაგზავნიდა. ამათ გაუკეთეს წარწერა, რომელშიაც შემდეგია ნათქვამი: აქ ოდესღაც 3 000 000 კაცს ებრძოდა პელოპონესიდან მოსული 4 000. ეს წარწერა საერთო იყო, ხოლო სპარტელებს კიდევ საკუთრივ ეწერათ: მგზავრო, შეატყობინე ლაკედემონელებს, რომ აქ განვისვენებთ მორჩილნი მათი მითითებებისა. ეს ეწერათ ლაკედემონელებს, ხოლო მისანს კი ეწერა შემდეგი: ესაა საფლავი სახელოვანი მეგისტიესის, რომელიც ოდესღაც მოჰკლეს მიდიელებმა მდინარე სპერქებოსი რომ გადაიარეს; მისნისა, რომელმაც დაბეჯითებით იცოდა, როდის ეწვეოდნენ კერები, მაგრამ მაინც ვერ გაბედა სპარტის წინამძღოლთა დატოვება. ამფიქტიონები იყვნენ, რომ ამ მიცვალებულებს პატივი სცეს, ამ წერწერებით და სტელებით, გარდა მისნის წარწერისა. ხოლო მისან მეგისტიესს წარწერა გაუკეთა სიმონიდესმა, ლეოპრეპესის ძემ, მათი მეგობრობის გამო.
229. ამბობენ, რომ ორნი იმ სამასიდან არიან ევრიტოსი და არისტოდემოსი, რომელთაც შეეძლოთ საერთო შეთანხმების საფუძველზე ან ერთად გადარჩენილიყვნენ სპარტეში წასვლით, როდესაც ლეონიდესი უშვებდა მათ ბანაკიდან, ალპენოში რომ იწვნენ თვალების სნეულებით დაავადებულები, ანდა თუ არ მოინდომებდნენ უკან დაბრუნებას, სხვებთან ერთად დახოცილიყვნენ; თუმცა მათ შეეძლოთ ამ ორიდან ერთ-ერთ გზას დასდგომოდნენ, მაგრამ არ მოინდომეს შეთანხმება; უფრო მეტი - ისინი სხვადასხვა აზრისა იყვნენ: ევრიტოსმა როგორც კი შეიტყო, სპარსელები გორაკს გარსუვლიანო, მოითხოვა იარაღი, შეიჭურვა და უბრძანა ჰებლოტს, წაეყვანა მებრძოლებისაკენ. მიიყვანა თუ არა მისმა მძღოლმა, დატოვა და გაიქცა, ხოლო ევრიტოსი ხელჩართულ ბრძოლაში, შუა ბრბოში დაიღუპა. არისტოდემოსი კი დარჩა, რადგან თავი ძალიან უყვარდა. რომ მარტო არისტოდემოსი ყოფილიყო ავად და დაბრუნებულიყო სპარტეში, ანდა ორივე რომ ერთად დაბრუნებულიყვნენ შინ, მე ვფიქრობ, სპარტელები მას არ შერისხავდნენ. ახლა კი რაკიღა ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო მეორემ (რომელსაც ისეთივე მიზეზი ჰქონდა) არ მოინდომა სიკვდილი, სპარტელები ძალიან უნდა გაჯავრებულიყვნენ არისტოდემოსზე.
230. ზოგიერთები ამბობენ, რომ არისტოდემოსმა ამნაირად გადაირჩინა თავი და მივიდა სპარტეში; სხვები კი ამბობენ, რომ ის მოციქულად გაგზავნეს ბანაკიდან და თუმცა შეეძლო ბრძოლისათვის მიესწრო, მაგრამ არ მოინდომა, დაყოვნდა გზაზე და ამგვარად გადარჩა, ამასთან ერთად მოციქულად გაგზავნილი კი მივიდა ბრძოლაში და მოკვდა.
231. ლაკედემონში დაბრუნებულ არისტოდემოსს სირცხვილი და უპატიობა ხვდა წილად; უპატიობა ის იყო, რომ სპარტელთაგან არც არავინ მოუკიდებდა მას ცეცხლს და არც არავინ ელაპარაკებოდა; ხოლო სირცხვილი კიდევ ის იყო, რომ მას არისტოდემოს მხდალს უწოდებდნენ. მაგრამ პლატეის ბრძოლაში არისტოდემოსმა მთელი თავიდი დანაშაული გამოისყიდა.
232. თესალიაში გაგზავნილ ერთ მოციქულზე გვიამბობენ, რომ ამ სამასი კაციდან ისიც გადარჩა; მას სახელად ერქვა პანტიტესი. როდესაც ის სპარტეში დაბრუნდა, უპატიოდ რომ ექცეოდნენ, თავი ჩამოიხრჩო.
233. ხოლო რაც შეეხება თებელებს, რომელთაც ლეონტიადესი მხედართმთავრობდა, ვიდრე ისინი ელინებთან ერთად იყვნენ, მეტი რა გზა ჰქონდათ, იბრძოდნენ მეფის ლაშქრის წინააღმდეგ. მაგრამ როგორც კი თებელებმა დაინახეს, რომ სპარსელები იმარჯვებდნენ, ხოლო ლეონიდესთნა მყოფი ელინები ბორცვისაკენ გაიქცნენ, ჩამოშორდნენ დანარჩენ ელინებს და წინგაწვდილი ხელებით მიუახლოვდნენ ბარბაროსებს, თან გულწრფელად ეუბნებოდნენ, რომ ისინი მიდიელთა მხარეზე არიან და იმ პირველთა შორის იყვნენ, რომელთაც მეფეს მიწა და წყალი მისცეს, რომ თერმოპილეში იძულებით მოიყვანეს და უდანაშაულონი არიან იმ ზიანში, რაც მეფეს მიაყენეს. ასე ილაპარაკეს და გადარჩნენ. თავისი სიტყვების მოწმეებად თესალიელები ჰყავდათ. მაგრამ მაინც მთლად კარგად არ წაუვიდათ საქმე: რომ მოვიდნენ, ისინი შეიპყრეს, ზოგი მათგანი დახოცეს, ხოლო მეტი წილის მიმართ ქსერქსესმა ბრძანა, რომ სამეფო დაღები დაესვათ, დაწყებული მხედართმთავარ ლეონტიადესიდან, რომლის შვილი, ევრიმაქოსი, შემდეგში მოკლეს პლატეელებმა, როგორც 400 თებელის მხედართმთავარი, რომელმაც პლატეელთა ქალაქი დაიჭირა.
234. ასე იბრძოდნენ ელინები თერმოპილესთან. ხოლო ქსერქსესმა დაუძახა დემარეტოსს და მისი გამოკითხვა აქედან დაიწყო: დემარეტოს, შენ კარგი კაცი ხარ. ამაში მე შენმა სიმართლემ დამარწმუნა. რაც კი მითხარი, ყველაფერი ისე მოხდა. ახლა მითხარი, რამდენნი არიან დანარჩენი ლაკედემონელები და ამათგან რამდენნი არიან ასეთივე მეომრები, თუ ყველანი ასეთივე არიან დემარეტოსმა უპასუხა: მეფეო, ლაკედემონელნი მრავლისაგან მრავალნი არიან და ქალაქებიც ბევრი აქვთ. მაგრამ რისი გაგებაც გინდა, იმას გაიგებ. ლაკედემონში არის ქალაქი სპარტე, რომელშიც 8000-ზე მეტი კაცი ცხოვრობს. ესენი ყველანი იმათნაირები ვერ არიან, მაგრამ მაინც გამოირჩევიან სიმამაცით. ამაზე ქსერქსესმა უთხრა: დემარეტოს, როგორ შეიძლება ყველაზე უფრო გაუჭირვებლად მათი დაძლევა? მოდი, მითხარი. შენ ხომ მათი მეფე იყავი და მათი გადაწყვეტილებების ასავალ-დასავალიც კარგად გეცოდინება.
235. მან მიუგო: მეფეო, თუ ნამდვილად გინდა ჩემთან თათბირი, სამართლიანობა მოითხოვს ის გითხრა, რაც საუკეთესოა: შენი ფლოტიდან სამასი ხომალდი უნდა გაგზავნო ლაკონიის ქვეყნის წინააღმდეგ. მასთან ახლოს მდებარეობს კუნძული კითერია, რომელის შესახებაც ქილონმა, ჩვენს შორის ყველაზე ბრძენმა კაცმა თქვა, რომ სპარტელებისათვის გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა, ეს კუნძული ზღვაში ჩაძირულიყო, ვიდრე ის, რომ ის წყალსზემოთაა, რადგან ქილონი მუდამ ფიქრობდა იმას, რომ რაღაც ასეთი იქნებოდა, რასაც მე შენ გეუბნები, იმიტომ კი არა, რომ მაინცა და მაინც შენი ლაშქრობა განსჭვრიტა წინდაწინ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანთა ყოველგვარი ლაშქრობისა ეშინოდა. ამ კუნძულიდან გამოვიდნენ შენი ხომალდები და თავზარი დასცეს ლაკედემონელებს. თუ ამათ თავის საკუთარ მიწა-წყალზე ექნებათ ომი, შენ არ უნდა გეშინოდეს იმისა, რომ ისინი დანარჩენ ელადას დაეხმარებიან, როდესაც შენი სახმელეთო ჯარი მას დაიპყრობს. ხოლო დანარჩენ ელადას რომ დაიმონებ, ლაკონიკეც სუსტი აღმოჩნდება, რომ შემდეგი მოხდება: პელოპონესის ყელი ვიწროა. ამ ადგილას, რაკიღა ყველა პელოპონესლი შეფიცულია შენს წინააღმდეგ, სხვა, ბევრად უფრო სასტიკი ბრძოლა მოგელის, ვიდრე აქამდე გქონია. ხოლო თუ ამას გააკეთებ, ეს ყელიცა და ქალაქებიც უბრძოლველად გადმოვა შენს ხელში.
236. ამის შემდეგ ილაპარაკა აქაბმენესმა, რომელიც ქსერქსესის ძმა იყო და საზღვაო ჯარის მხედართავარი; იგი შეესწრო ამ ლაპარაკს და შეშინდა, რომ ქსერქსესი დაუჯერებდა დემარატოსს და ასე მოიქცეოდა. მან თქვა: მეფეო, მე ვხედავ, რომ შენ ღებულობ ამ კაცის სიტყვებს, რომელსაც შურს შენი კეთილდღეობა, და რომელიც კიდევაც უღალატებს შენს საქმეს. რადგან ელინები ჩვეულებრივ სიამოვნებით იქცევიან ამგვარად: იმათ შურთ სხვისი ბედნიერება და სძულთ თავისზე ძლიერები. მიუხედავად განცდილი მარცხისა, როდესაც 4000 ხომალდი დაგეღუპა, თუ მაინც გაგზავნი სხვა სამასს შენი ბანაკიდან პელოპონესის ირგვლივ საცურაოდ, მაშინ მოწინააღმდეგეს, ცხადია, შეეძლება შენთან ბრძოლა. ხოლო როდესაც ჩვენი საზღვაო ჯარი ერთად არის, მაშინ ის მათთვის დაუძლეველია და ისინი სულაც ვერ შეძლებენ შენს გამკლავებას, ის კი არა, ერთად თუ ილაშქრებენ, მთელი ფლოტი სახმელეთო ჯარს დაეხმარება, ხოლო სახმელეთო - ფლოტს. მაგრამ შენ თუ ფლოტს დაყოფ, ვეღარც შენ არგებ მას რასმე და ვეღარც ის შენ. შენ შენს საკუთარ საქმეებზე იზრუნე და მტრის საქმეებზე ნუ ფიქრობ, თუ სად აპირებენ ისინი ომს, რას იზამენ და რამდენნი არიან. რადგან სრულიად საკმარისია, რომ მათ თავის თავზე იფიქრონ, ხოლო ჩვენ კიდევ ასევე ჩვენზე. ლაკედემონელები კიდევაც რომ წამოვიდნენ სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად, ვერაფრით აინაზღაურებენ თავის ახლანდელ ზარალს.
237. ხოლო ქსერქსესმა მას შემდეგი მიუგო: აქაბმენეს, მე ვფიქრობ, რომ კარგად ლაპარაკობ და ასეც მოვიქცევი. დემეტროსი მართალია ამბობს, რომ რაც საუკეთესოა ჩემთვის იმას მირჩევს, მაგრამ მისი წინადადება შენსას ჩამორჩება. მე იმას ვერ დავუშვებ, თითქოს ის ჩემი საქმეების მიმართ კეთილს არ იზრახავდეს, და ამას ვასკვნი იმის მიხედვით, რაც მას ულაპარაკია უწინ და რაც თქვა თუნდაც ახლა. მეც იმ აზრისა ვარ, რომ მოქალაქეს იმ მოქალაქისა შურს, რომლის საქმეებიც კარგად არის და მტრულად განყწობილი მდუმარებს, ხოლო როდესაც ეთათბირება მას მისი თანამოქალაქე, იმას არ ურჩევს, რაც მას საუკეთესოდ მიაჩნია, თუკი უაღესად კეთილშობილი ადამიანი არ არის (ასეთები კი ძალიან იშვიათად გვხვდება). ხოლო უცხო სტუმარი იმ უცხო მასპინძლის მიმართ, რომლის საქმეებიც კარგად მიდის, ყველაზე უფრო კეთილად არის განწყობილი და როდესაც მას ეთათბირებიან, ურჩევს იმას, რაც საუკეთესოდ მიაჩნია. ამიტომ ვბრძანებ, ამიერიდან დემარეტოსზე ძვირის თქმისაგან თავი შეიკავეთ, რადგან ის ჩემი უცხო სტუმარია.
238. ესა თქვა ქსერქსესმა და ჩაიარა გვამებს შორის და ბრძანა ლეონიდესისათვის თავი მოეკვეთათ და სარზე დაეგოთ, როდესაც შეიტყო, რომ ის ლაკედემონელების მეფე და მხედართმთავარი იყო. სხვა მრავალი მოწმობითაც და არანაკლებ ამით, ცხადია ჩემთვის, რომ ქსექრსეს მეფე ყველაზე უფრო ლეონიდესზე ჯავრობდა მაშინ, როდესაც ის ცოცხალი იყო. თუ არა და გვამს ასე უპატიოდ არ მოექცეოდა, რადგან ვიცი, რომ ყველა სხვა ადამიანზე მეტად პატივს სპარსელები მამაც მეომრებს სცემენ. ვისაც დაევალა ამის გაკეთება, იმათ კიდევაც გააკეთეს ეს.
239. დავუბრუნდები მოთხრობის იმ ნაწილს, რომელიც ზემოთ შევწყვიტე. ლაკედემონელებმა პირველებმა შეიტყვეს, რომ მეფე ელადაზე აპირებდა თავდასხმას და დელფოში გაგზავნეს კაცები ღვთი განგების შესატყობად, მათ ასეთი საოცარი გზით შეიტყვეს: დემარეტოს არისტონის ძე გაიქცა მიდიელებთან და მე ვფიქრობ და სინამდვილეც მიჭერს მხარს ამაში, რომ იგი კეთილს არ იზრახავდა და ლაკედემონელთა მიმართ. ადამიანს თვითონ შეუძლია დაასკვნას, მან ეს ლაკედემონელთა მიმართ კეთილი განზრახვით გააკეთა თუ ღვარძლიანობით. როდესაც ქსერქსესმა გადაწყვიტა ელადის წინააღმდეგ ლაშქრობა, სუსაში იყო დემარეტოსი და ეს რომ შეიტყო, მოინდომა ლაკედემონელლებისათვის ეცნობებინა. მაგრამ ვერ შელო ენიშნებინა, რადგან საფრთხილო იყო, არ დაეჭირათ. ამიტომ მან ასეთი რამ მოიგონა. მან აიღო ორკარედი დაფა, ააფხიკა ცვილი და შემდეგ დაფის ხეზე დააწერა მეფის განზრახვა, ხოლო ეს რომ გააკეთა, შემდეგ ნაწერზე ისევ ცვილი დაასხა, რომ მას, ვინც ამ ცარიელ დაფას წაიღებდა, გზისმცველთაგან რიამე დაბრკოლება არ შემთხვეოდა. როდესაც ამ დაფამ ლაკედემონს მიაღწია, ლაკედემონელები ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა ეს, ვიდრე, როგორც შევიტყვე, კლეომენესის ასულმა, ლეონიდესის ცოლმა, გორგომ არ გაიგო და არ აუხსნა მათ. მან თქვა, რომ ცვილი უნდა ააფხიკონ და იპოვიან ხეზე ნაწერს. ლაკედემონელებმა მას დაუჯერეს. იპოვეს ნაწერი და წაიკითხეს. შემდეგ ეს ორკარედი სხვა ელინებს გაუგზავნეს. ამბობენ, ეს ამბავი ასე იყოო.
Комментариев нет:
Отправить комментарий