V საუკუნის უცნობმა ავტორმა გადაამუშავა არიანეს „პერიპლუსი“ და შეავსო ახალი ცნობებით, რომლისთვისაც გამოიყენა შემდეგი წყაროები: 1. მენიპე პერგამონელის (ახ.წ. I ს.) „მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გარშემო“. 2. ფსევდო-სკიმნოს ქიოსელის (ძვ.წ. II ს.) ლექსად დაწერილი გეოგრაფიული აღწერა. 3. ფსევდო სკილაქს კარიანდელის (ძვ.წ. IV ს.) „პერიპლუსი“. ამასთან გეოგრაფიულ ობიექტებს თავის ეპოქისთვის შესაბამისი სახელებიც მიუმატა.
ანონიმი მოგვითხრობს: კოტიორიდან ვიდრე პოლემონიონის მიდამოებამდე წინათ ცხოვრობდა მეზობელი ტომი ტიბარენებისა, რომლებიც სულ იცინოდნენ, ყოველგვარი შემთხვევის გამო და თვლიდნენ, რომ ეს ბედნიერება იყო.
ფარნაკიიდან ვიდრე კოტიორის მიდამოებამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ე.წ. მოსინიკებისა, რომლებიც თავიანთი ჩვეულებებით, ადათებით და საქმიანობით მეტისმეტად ბარბაროსები იყვნენ: ამბობენ რომ ისინი ყველანი ცხოვრობენ ხის ძალიან მაღალ კოშკებში, მუდამ აშკარად აკეთებენ ყოველგვარ საქმეს: თავიანთ მეფეს, რომელიც კოშკის ზემო სართულშია შებორკილი და ჩაკეტილი, ყურადღებით უთვალთვალებენ; ვინც მას ყურადღებით დარაჯობს, მათ დავალებული აქვთ უყურონ, რომ მან ყველაფერი კანონიერად განაგოს: თუ ის გადაუხვევს კანონიერებას, ამბობენ, რომ მას უდიდეს სასჯელს ადებენ და საჭმელს არ აძლევენ.
მდინარე აფსაროსიდან სანაოსნო მდინარე აკამფსისამდე, 15 სტადიონია, ანუ 2 რომაული მილი. მდინარე აკამფსისიდან მდინარე ბათისამდე 75 სტადიონია, ანუ 10 მილი. მდინარე ბათისიდან მდინარე კინასამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე კინასიდან სანაოსნო მდინარე ისისამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეებია. დილაობით მათზე ქრის ძლიერი ქარები. მდინარე ისისიდან ე. წ. მოგროსამდე (ან ნიგროსამდე) ხომალდების მიერ გასავლელია 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. აქედან ფაზისამდე 90 სტადიონია ანუ 12 მილი.
ეს მდინარე ფაზისი არმენიიდან მოედინება (ავტორი ურევს ფაზისსა და აფსასროსსს, ანუ რიონსა და ჭოროხს). მის ახლოს ცხოვრობენ იბერიიდან არმენიაში გადასახლებული იბერიელები. მდინარის შესასვლელთან, ფაზისის მარცხენა ნაპირზე, მოთავსებულია მილეტელების მიერ დაარსებული ელინური ქალაქი ე. წ. ფაზისი, რომელშიაც, როგორც ამბობენ, თავს იყრის 60 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ტომი. მათ რიცხვში იმყოფებიან ინდოეთიდან და ბაქტრიიდან მოსული ბარბაროსები. მათ ბარბაროსული ქვეყანაა კორაქსიკე, რომელსაც ეკვრის ე. წ. კოლიკე. ახლა მელანქლაინების და კოლხების ტომია იქ.
ეს მდინარე სანაოსნოა 100 (180?) სტადიონის, ანუ 12 მილის (24?) მანძილზე. მასზე არის დიდი ქალაქი, ეგრეთ წოდებული აია, საიდანაც მედეა იყო.
ფაზისს აქვს მეტად მსუბუქი წყალი, ერთვის ზღვას და ერევა ზღვის წყალს. თუ ზემოდან ამოიხაპება წყალი მეტად მტკნარია, თუ ვინმე ჭურჭელს სიღრმეში ჩაუშვებს - მარილიანი. თუმცა მთელი პონტოს წყალი უფრო მტკნარია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვისა. ამის მიზეზია მდინარეები, რომელთა რაოდენობის და სიდიდის განსაზღვრა არ შეიძლება. სიმტკნარის საბუთი (თუ კი საბუთი გრძნობათათვის ცხად საგნებსაც ესაჭიროებათ) არის ის, რომ მცხოვრებთ საქონელი მიყავთ ზღვასთან და იქ ასმევენ წყალს. საქონელი აშკარა სიამოვნებით სვამს ამ წყალს. ამბობენ, რომ ეს სასმელი საქონლისათვის მტკნარ წყალზე უფრო სასარგებლოა. ფერი ფაზისისა თავისებურია, გავს ტყვიით და კალით შეღებილ წყალს. დაყენების შემდეგ კი ის მეტისმეტად იწმინდება. ამიტომ არაა მიღებული რომ ფაზისში ზღვიდან შემსვლელმა წყალი თან მოიტანოს. არამედ, როდესაც მოგზაურნი მდინარის კალაპოტში შევლენ, გაიცემა ბრძანება ხომალდზე არსებული მთელი წყალი გადაღვარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოცემის მიხედვით, მოგზაურობა არ იქნება ბედნიერი. ფაზისის წყალი არ შმორდება, არამედ უცვლელი რჩება ათ წელს, ის უფრო მეტად ტკბება ამ ხნის განმავლობაში.
მდინარე ფაზისიდან მდინარე ქარიენტამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე ქარიენტიდან სანაოსნო მდინარე ქობოსამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე ქობოსიდან მდინარე სიგამემდე რომელსაც ზიგანისიც ეწოდება, 210 სტადიონია, ანუ 28 მილი. ზიგანისიდან მდინარე ტარსურამდე (ახლა რომ მოქვი ეწოდება) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. ხოლო მდინარე ტარსურიდან მდინარე ჰიპოსამდე (ახლა რომ ლაგუმფსა ეწოდება) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. მდინარე ჰიპოსიდან მდინარე ასტელეფამდე (ახლა რომ ევრიპე ჰქვია და ხომალდთა მისადგომია) 30 სტადიონია, ანუ 4 მილი. მდინარე ასტელეფიდან ქალაქ დიოსკურიდამდე, რომელსაც ნავსადგური აქვს და რომელსაც ახლა სებასტოპოლისი ეწოდება, 135 სტადიონია, ანუ 18 მილი.
დიოსკურიდიდან ანუ სებასტოპოლისიდან მდინარე აფსაროსამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი კოლხებად წოდებული, ახლა ლაზებად სახელშეცვლილია.
ჩვენ გავიარეთ შემდეგი ტომები: ტრაპეზუნტელების მეზობლად, როგორც ქსენეფონტიც ამბობს, ცხოვრობენ კოლხები, და ისინი, რომლებიც მას მიაჩნია მეტად კარგ მეომრებად და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტრებად. ქსენოფონტი მათ დრილებს უწოდებს, მე კი მგონია, რომ ისინი სანები არიან. ესენი ახლაც მეტის- მეტად კარგი მეომრები არიან და ტრაპეზუნტელების დიდი მტრები. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობენ. მეფეები არ ჰყავთ. წინათ ისინი რომაელების მოხარკენი იყვნენ, მაგრამ ახლა ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევიან და სრულიად არ იხდიან ხარკს კოლხების ზემოთ მაქელონები და ჰენიოხები ცხოვრობენ. ამათი მეფე ანქიალეა.
ჰენიოხთა ტომი ნარევი ტომია. ზოგიერთნი ამბობენ, რომ ამათ ჰენიოხები ქვიათ ამფისტატესაგან და ტელქისაგან. კასტორი რისა და პოლიდევკის მეეტლეებისაგან. ხომ გადმოგვცემენ. რომ ისინი აქ მოვიდნენ იაზონთან ერთად ლაშქრობის დროს, ამ ადგილებში დასახლდნენ თავისიანებისაგან მიტოვების შემდეგ. ასე მოგვითხრობს მითი. ჰენიოხების ზემოთ ე. წ. კასპიის ზღვაა, მას გარშემო ჰყავს შემოხვეული ბარბაროსთა ტომები, რომელნიც ცხენის ხორცით იკვებებიან. მის ახლოს მიდიელთა საზღვრებია.
მაქელონთა და ჰენიოხთა მეზობლად ზიდრიტები ცხოვრობენ. ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ზიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზთა მეფემ: მალასამ შენგან მიიღო მეფობა. ლაზების გვერდით აფსილები, ცხოვრობენ. აფსილთა მეფე იულიანეა. ამას შენი მამისაგან აქვს ტახტი მიღებული აფსილების მეზობლები აბასგები არიან. აბასგთა მეფე რიმაგაა, ამასაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. აბასკების გვერდით სანიგები არიან, მათ მიწა-წყალზეა სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო.
აფსაროსამდე აღმოსავლეთით მივცურავდით ევქსინის მარჯვენა მხარეს. აფსაროსი მე მეჩვენა პონტოს სიგრძის ბოლო საზღვრად, რადგან უკვე აქედან ჩვენი მოგზაურობა ჩრდილოეთით წარიმართა ქობოსამდე და ქობოსის ზემოთ სიგამემდე. სიგამიდან ჩვენ შევბრუნდით პონტოს მარცხენა მხარეს მდინარე ჰიპოსამდე. მდინარე ჰიპოსიდან ასტელეფამდე და დიოსკურიადამდე ჩვენ უკვე აშკარად პონტოს მარცხენა მხარეს მივცურავდით და მივემართებოდით მზის დასავლისაკენ. როდესაც ჩვენ მოვბრუნდით ასტელეფიდან დიოსკურიადისაკენ, დავინახეთ კავკასიონის მთა. რომელიც სიმაღლით კელტურ ალპებს შეედრება. გამოჩნდა ერთერთი მწვერვალი კავკასიონისა, მწვერვალის სახელი სტრობილე, სადაც, მითის მიხედვით, ზევსის ბრძანებით ჩამოკიდებულ იქნა პრომეთე ჰეფესტოს მიერ.
ბიზანტიონიდან მარჯვნივ მიმავალს დიოსკურიადამდე ასეთი გზა ექნება: ციხე-სიმაგრე დიოსკურიადა რომის სამფლობელოების საზღვარია (მარჯვენა მხარეს) პონტოს შესასვლელიდან. როდესაც მე მივიღე ცნობა ე. წ. კიმერიული ბოსფორის მეფის კოტისის გარდაცვალების შესახებ, განვიზრახე ამეწერა შენთვის ბოსფორამდე ზღვის გზა, რათა თუ რაიმეს მოისურვებ ბოსფორის მიმართ, საშუალება გქონდეს იმსჯელო ამ გზის კარგი ცოდნის საფუძველზე.
ვასრულებ ამას და ვამბობ შემდეგს: დიოსკურიადა-სებასტოპოლისიდან წამოსულს პირველი სადგური ექნება პიტიუნტში. სებასტოპოლისიდან, სადაც სადგომია ხომალდთათვის, 350 სტადიონია, ანუ 46,2/3 მილი.
აქამდე მოდის პონტოს ბარბაროსული სამეფო ტიბარანიაში, სანიკეში და კოლხიდაში; მათ მოსდევს ავტონომიურ ბარბაროსთა ქვეყნები.
პიტიუნტიდან სტენიტიკის მხარემდე (ძველად ტრიგლიტედ რომ იწოდებოდა. დღევ. გაგრის რაიონი) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. ამ ქვეყანაში წინათ სკვითური ტომი მოსახლეობდა, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. ის ამბობს, რომ ეს ტომი გირჩის მჭამელია. მართლაც. ეს აზრი ახლაც არსებობს ამ ტომის შესახებ. სტენიტიკიდან მდინარე აბასკამდე (ფსოუ) 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე აბასკიდან მდინარე ბრუქონტამდე (ახლა მიზიგი რომ ჰქვია. დღევ. მზიმთა) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. ბრუქონტიდან მდინარე ნესისამდე რომელშიაც ჰერაკლეს კონცხიც გვაქვს, პიქსიტედ წოდებული, 60 სტადიონია, ანუ 8 მილი. მდინარე ნესისიდან მდინარე მასეტიკის წყლამდე (მდ. სოჩი) 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე მასეტიკიდან აქეუნტამდე (სანაოსნო მდინარემდე) 60 სტადიონია, ანუ 8 მილი. ეს მდინარე აქეუნტი იწოდება ბასისად და ჯიქებსა და სანიგებს შუა არის. ჯიქების მეფე სტაქემფლასია. ამასაც შენგან აქვს მეფობა მიღებული. ამრიგად, მდინარე აქეუნტიდან მდინარე აბასკამდე სანიგები ცხოვრობენ.
მდინარე აქეუნტიდან ჰერაკლეს კონცხამდე (ახლა ერემა ქვია) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. ჰერაკლეს კონცხიდან იმ კონცხამდე, რომელზედაც ახლაცაა სიმაგრე, ბაგად წოდებული, 10 სტადიონია, ანუ 1,1/3 მილი. ამ კონცხიდან იმ კონცხამდე, რომელიც დაცულია თრასკიისა და ბორეის ქარებისაგან (სადაც ახლა იმყოფება ე. წ. მარცხენა), 80 სტადიონია, ანუ 10,2/3 მილი. „მარცხენადან“ ე. წ. „ძველ ლაზიკემდე“ (სადაც მოთავსებულია ე. წ. ნიკოფსისი, რომლის ახლოს მდინარეა ახლა ფსახაფსისად წოდებული) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. „ძველი ლაზიკიდან“ ძველ აქაიამდე (სადაც არის ახლა ტოფსიდად (ტუაფსე) წოდებული მდინარე) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი.
ამრიგად ძველი აქაიიდან ძველ ლაზიკემდე და შემდეგ მდინარე აქეუნტამდე წინათ ცხოვრობდნენ შემდეგი ტომები, რომელთაც ეწოდებოდათ: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანქლაინები, მაქელონები, კოლხები და ლაზები; ამჟამად კი აგრეთვე ცხოვრობენ ჯიქები.
ძველ აქაიიდან პაგრის ნავსადგურამდე (ახლა ჰეპტალის ნავსადგური ეწოდება. დღევ. გელენჯიკი), 350 სტადიონია, ანუ 46,2/3 მილი. პაგრის ნავსადგურიდან ძველ აქაიამდე წინათ ე. წ. აქეელები ცხოვრობდნენ, ახლა კი ჯიქები ცხოვრობენ. ჰეპტალის ნავსადგურიდან ჰიეროს ნავსადგურამდე (ახლა ჰიერიოს ან ნიკაქსისი რომ ეწოდება) 180 სტადიონია, ანუ 24 მილი. ნავსადგურ ჰიეროსიდან ან ნიკაქსიდან სინდიკემდე (ან სინდურ ნავსადგურამდე, ახლა ევდუსია რომ ჰქვია) 290 სტადიონია,ანუ 40 მილი.
ამრიგად, სინდურ ნავსადგურიდან პაგრამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი. რომელსაც კერკეტები ან ტორიტები. ეწოდებოდა ახლა კი ე. წ. ევდუსიანები ცხოვრობენ, რომელნიც გუთურ ან ტავრიდულ ენაზე ლაპარაკობენ.
სინდიკის ნავსადგურის შემდეგ არის სოფელი, რომელსაც ეწოდება კოროკონდამე. მოთავსებულია ყელზე ან ვიწრო ზოლზე ტბასას და ზღვას შორის. მის მეზობლად კოროკონდამიტის ტბაა. ახლა ოპისა ეწოდება. ქმნის მეტად დიდ უბეს, რომელიც სივრცით 630 სტადიონია, ანუ 84 მილი. თუ ტბაში შევა ვინმე და ნაპირის ირგვლივ დაიწყებს ცურვას, ქალაქ ჰერმონასამდე იქნება 440 სტადიონი, ანუ 58,2/3 მილი.
ჰერმონასიდან სინდიკის ნავსადგურამდე მეოტიდის გასწვრივ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ტომი სინდებად იწოდება, ქვეყანას აქედან ჰქვია სინდიკე. ეს სინდები ბარბაროსები არიან, მაგრამ ზნე-ჩვეულებით მშვიდობიანნი. სინდების შემდეგ კერკეტები, იგივე ტორიტები არიან, სამართლიანი და კეთილი ტომია, ნაოსნობაში მეტად გამოწრთვნილი. კერკეტების მეზობელი ქვეყანა აქეელებს უჭირავთ. რომელნიც, როგორც ამბობენ, წარმოშობით ელინები არიან და გაბარბაროსებულნი. იწოდებიან აქეელებად, რადგან ამბობენ, არის გადმოცემა, ერთ დროს ორქომენელთა ლაშქარი, იალმენეს მეთაურობით. მთელი ფლოტით რომ მოცურავდა ილიონიდან, ტანაისის ქარის წყალობით, უნებლიეთ მოხვდა პონტოს ბარბაროსულ ქვეყანაში. ამიტომაა, რომ, როგორც ამბობენ, ისინი ერთგულნი არიან ბარბაროსული ადათებისა, უსამართლონი არიან და ელინებისადმი მტრულად განწყობილნი. (აქეელები) მრავალნი არიან და კერკეტების მტრებად ითვლებიან.
ჰერმონასის უბიდან რომ გამოხვალ, გაივლი 515 სტადიონს, ანუ 68,2/3 მილს, მეოტიდის ტბის შესართავამდე და აქილეონის სოფლამდე.
პირდაპირი გზით მცურავს სინდიკიდინ ე. წ. კიმერიულ ბოსფორამდე, ბოსფორის ქალაქ პანტიკაპეამდე მოუხდება გავლა 530 სტადიონის, ანუ 72 მილის.
თუ ნაპირის გასწვრივ იმგზავრებ ზევს ურიოსის ტაძრიდან მეოტიდის ტბის შესართავამდე ან აქილეონის სოფლამდე სულ იქნება 12487 სტადიონი, ანუ 1653,1/3 მილი. აქილეონის სოფლიდან, რომელიც აზიის უკიდურეს ადგილასაა მოთავსებული და მეოტილის ტბის შესართავის სრუტესთან ან ტანაისთან, იმ სოფლამდე, რომელიც საპირისპიროდ მდებარეობს ევროპის უკიდურეს ადგილას, პორთმიონი ეწოდება და მოთავსებულია აგრეთვე სრუტეზე მეოტიდის ტბის შესართავთან, შესართავის სიგანე 20 სტადიონი იქნება, ანუ 2,2/3 მილი. ეს მდინარე ტანაიდი, ამბობენ, აზიასა და ევროპას ყოფს და მეოტიდის ტბიდან გამომდინარეობს, ერთვის კი ევქსინის პონტოს ზღვას. სხვათა შორის ესქილე „განთავისუფლებულ პრომეთეში“ ფაზისს თვლის ევროპისა და აზიის საზღვრად. მასთან ტიტანები ეუბნებიან პრომეთეს: „მოვედით პრომეთევ, რათა ვიხილოთ შენი უბედურება და ტანჯვა ამ ბორკილთაგან“. შემდეგ ისინი ამბობენ თუ რა დიდი ქვეყანა გაიარეს: „სადაც ორმაგი საზღვარია ევროპის და აზიის მიწისა, დიდი ფაზისი“. ამბობენ მეოტიდის ტბის ირგვლივ მანძილი 9000 სტადიონია, ანუ 1200 მილი.

ტრაპეზუნტი - ელინური ქალაქია, სინოპელთა ახალშენი და ზღვის ნაპირად მდებარეობს. ტრაპეზუნტიდან ვიდრე არეტიადის კუნძულამდე და ფარნაკიამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი ე.წ. მაკრონებისა ანუ გრძელთავიანებისა. ტრაპეზუნტიდან ისოს ნავსადგურამდე, რომელსაც ახლა ეწოდება სუსარმია, 180 სტადიონია, ანუ 24 მილი. სუსარმიიდან ოფიუნტის-წყლამდე, სადაც არის საყუდელი ხომალდების საკამო რაოდენობისათვის, არის 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. ეს ოფიუნტის-წყალი ჰყოფს კოლხთა ქვეყანას თიანიკედან (ე.ი. ჭანეთიდან). ოფიუნტის-წყლიდან მოყოლებული არიან ორივე პონტოს ტომები, ხოლო მეზობლად არიან სხვადასხვა ბარბაროსული ტომები. ოფიუნტის-წყლიდან ე.წ. ცივ-წყლამდე არის 30 სტადიონი, ანუ 4 მილი. ცივ-წყლიდან კალოს-წყლამდე, ახლანდელ „ახალ ბანაკამდე“ არის 30 სტადიონი, ანუ 4 მილი. „ახალ ბანაკიდან“ ე.წ. რიზეს-წყლამდე და რიზეს ნავსადგურამდე არის 120 სტადიონი, ანუ 16 მილი. რიზედან აწყურის-წყლამდე არის 30 სტადიონი, ანუ 4 მილი. აწყურის-წყლიდან ადინეონის წყლამდე, ახლა რომ ადინეონს ეძახიან, არის 60 სტადიონი, ანუ 8 მილი; აქვს ხომალდებისთვის კარგი მისადგომი. ადინეონის-წყლიდან სოფელ კორდილემდე არის 100 სტადიონი, ანუ 13,1/3 მილი. კორდილიდან სოფელ ათინამდე არის 80 სტადიონი, ანუ 10,2/3 მილი. იქ არის მისადგომი ხომალდებისთვის: ევქსინის პონტოში ხომ არის სოფელი, რომელსაც ათინა ჰქვია, სადაც არის ათენას ელინური ტაძარი: ჩემი აზრით, ამ სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს; არის ციხე-სიმაგრეც, მოუვლელად მიტოვებული; ხოლო ნავსაყუდელს შეუძლია წლის შესაფერ დროს (ზაფხულში) შეიფაროს რამდენიმე ხომალდი და აღმოუჩინოს მათ საფარი სამხრეთის (ნოტის ქარისგან და თვით ევრისაგანაც) ის იცავს იქ დაბინავებულ ნავებს ჩრდილოეთის ქარისგანაც, მაგრამ ვერ იცავს აპაქტიისაგან და იმ ქარისაგან, რომელსაც პონტოში ეძახიან თრასკიასს, ხოლო ელადაში სკირონს.
ათინიდან ზაგატის-წყლამდე არის 7 სტადიონი. ათინიდან პრიტანის-წყლამდე არის 40 სტადიონი, ანუ 5,1/3 მილი; აქ არის ანქიალეს სასახლე. პრიტანის-წყლიდან არმენად წოდებულ ადგილამდე არის 24 სტადიონი, ანუ 3,1/3 მილი. არმენიდან პიქსიტის-წყლამდე არის 66 სტადიონი, ანუ 8,2/3 მილი. პიქსიტის-წყლიდან მდინარე არქაბემდე არის 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. მდინარე არქაბიდან აფსარის-წყლამდე არის 60 სტადიონი, ანუ 8 მილი.
სოფელ აფსაროსს, როგორც ამბობენ ძველად აფსირტოსი ერქვა; აფსირტოსი ხომ აქ იქნა მოკლული მედეას მიერ; აფსირტეს საფლავსაც უჩვენებენ; შემდეგ ხანებში ეს სახელი დაამახინჯეს იმ მიდამოების ბარბაროსებმა, ისევე როგორც ბევრი სხვა სახელიც დამახინჯდა, ვინაიდან ტვიანასაც, კაპადოკიაში რომ არის, როგორც ამბობენ თოანა ეწოდებოდა ტავრთა მეფის თოანტის სახელისაგან, იმ თოანტის, რომელიც ორესტეს და პილადეს ამალას ერეკებოდა და გადმოცემით, ამ ადგილამდე მოვიდა და აქ გარდაიცვალა ავადმყოფობისგან.
მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ეკქეირიებად წოდებული, ახლა ცხოვრობენ მაქელონები (მაგელონები/გელონები?) და ჰენიოხები. მდინარე აფსაროსიდან მდინარე არქაბისამდე წინათ ცხოვრობდნენ ე. წ. ბიძერები ახლა კი ცხოვრობენ ზიდრიტები.ათინიდან ზაგატის-წყლამდე არის 7 სტადიონი. ათინიდან პრიტანის-წყლამდე არის 40 სტადიონი, ანუ 5,1/3 მილი; აქ არის ანქიალეს სასახლე. პრიტანის-წყლიდან არმენად წოდებულ ადგილამდე არის 24 სტადიონი, ანუ 3,1/3 მილი. არმენიდან პიქსიტის-წყლამდე არის 66 სტადიონი, ანუ 8,2/3 მილი. პიქსიტის-წყლიდან მდინარე არქაბემდე არის 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. მდინარე არქაბიდან აფსარის-წყლამდე არის 60 სტადიონი, ანუ 8 მილი.
სოფელ აფსაროსს, როგორც ამბობენ ძველად აფსირტოსი ერქვა; აფსირტოსი ხომ აქ იქნა მოკლული მედეას მიერ; აფსირტეს საფლავსაც უჩვენებენ; შემდეგ ხანებში ეს სახელი დაამახინჯეს იმ მიდამოების ბარბაროსებმა, ისევე როგორც ბევრი სხვა სახელიც დამახინჯდა, ვინაიდან ტვიანასაც, კაპადოკიაში რომ არის, როგორც ამბობენ თოანა ეწოდებოდა ტავრთა მეფის თოანტის სახელისაგან, იმ თოანტის, რომელიც ორესტეს და პილადეს ამალას ერეკებოდა და გადმოცემით, ამ ადგილამდე მოვიდა და აქ გარდაიცვალა ავადმყოფობისგან.
მდინარე აფსაროსიდან სანაოსნო მდინარე აკამფსისამდე, 15 სტადიონია, ანუ 2 რომაული მილი. მდინარე აკამფსისიდან მდინარე ბათისამდე 75 სტადიონია, ანუ 10 მილი. მდინარე ბათისიდან მდინარე კინასამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე კინასიდან სანაოსნო მდინარე ისისამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეებია. დილაობით მათზე ქრის ძლიერი ქარები. მდინარე ისისიდან ე. წ. მოგროსამდე (ან ნიგროსამდე) ხომალდების მიერ გასავლელია 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. აქედან ფაზისამდე 90 სტადიონია ანუ 12 მილი.
ეს მდინარე ფაზისი არმენიიდან მოედინება (ავტორი ურევს ფაზისსა და აფსასროსსს, ანუ რიონსა და ჭოროხს). მის ახლოს ცხოვრობენ იბერიიდან არმენიაში გადასახლებული იბერიელები. მდინარის შესასვლელთან, ფაზისის მარცხენა ნაპირზე, მოთავსებულია მილეტელების მიერ დაარსებული ელინური ქალაქი ე. წ. ფაზისი, რომელშიაც, როგორც ამბობენ, თავს იყრის 60 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ტომი. მათ რიცხვში იმყოფებიან ინდოეთიდან და ბაქტრიიდან მოსული ბარბაროსები. მათ ბარბაროსული ქვეყანაა კორაქსიკე, რომელსაც ეკვრის ე. წ. კოლიკე. ახლა მელანქლაინების და კოლხების ტომია იქ.
ეს მდინარე სანაოსნოა 100 (180?) სტადიონის, ანუ 12 მილის (24?) მანძილზე. მასზე არის დიდი ქალაქი, ეგრეთ წოდებული აია, საიდანაც მედეა იყო.
ფაზისს აქვს მეტად მსუბუქი წყალი, ერთვის ზღვას და ერევა ზღვის წყალს. თუ ზემოდან ამოიხაპება წყალი მეტად მტკნარია, თუ ვინმე ჭურჭელს სიღრმეში ჩაუშვებს - მარილიანი. თუმცა მთელი პონტოს წყალი უფრო მტკნარია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვისა. ამის მიზეზია მდინარეები, რომელთა რაოდენობის და სიდიდის განსაზღვრა არ შეიძლება. სიმტკნარის საბუთი (თუ კი საბუთი გრძნობათათვის ცხად საგნებსაც ესაჭიროებათ) არის ის, რომ მცხოვრებთ საქონელი მიყავთ ზღვასთან და იქ ასმევენ წყალს. საქონელი აშკარა სიამოვნებით სვამს ამ წყალს. ამბობენ, რომ ეს სასმელი საქონლისათვის მტკნარ წყალზე უფრო სასარგებლოა. ფერი ფაზისისა თავისებურია, გავს ტყვიით და კალით შეღებილ წყალს. დაყენების შემდეგ კი ის მეტისმეტად იწმინდება. ამიტომ არაა მიღებული რომ ფაზისში ზღვიდან შემსვლელმა წყალი თან მოიტანოს. არამედ, როდესაც მოგზაურნი მდინარის კალაპოტში შევლენ, გაიცემა ბრძანება ხომალდზე არსებული მთელი წყალი გადაღვარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოცემის მიხედვით, მოგზაურობა არ იქნება ბედნიერი. ფაზისის წყალი არ შმორდება, არამედ უცვლელი რჩება ათ წელს, ის უფრო მეტად ტკბება ამ ხნის განმავლობაში.
მდინარე ფაზისიდან მდინარე ქარიენტამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე ქარიენტიდან სანაოსნო მდინარე ქობოსამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე ქობოსიდან მდინარე სიგამემდე რომელსაც ზიგანისიც ეწოდება, 210 სტადიონია, ანუ 28 მილი. ზიგანისიდან მდინარე ტარსურამდე (ახლა რომ მოქვი ეწოდება) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. ხოლო მდინარე ტარსურიდან მდინარე ჰიპოსამდე (ახლა რომ ლაგუმფსა ეწოდება) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. მდინარე ჰიპოსიდან მდინარე ასტელეფამდე (ახლა რომ ევრიპე ჰქვია და ხომალდთა მისადგომია) 30 სტადიონია, ანუ 4 მილი. მდინარე ასტელეფიდან ქალაქ დიოსკურიდამდე, რომელსაც ნავსადგური აქვს და რომელსაც ახლა სებასტოპოლისი ეწოდება, 135 სტადიონია, ანუ 18 მილი.
დიოსკურიდიდან ანუ სებასტოპოლისიდან მდინარე აფსაროსამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი კოლხებად წოდებული, ახლა ლაზებად სახელშეცვლილია.
ჩვენ გავიარეთ შემდეგი ტომები: ტრაპეზუნტელების მეზობლად, როგორც ქსენეფონტიც ამბობს, ცხოვრობენ კოლხები, და ისინი, რომლებიც მას მიაჩნია მეტად კარგ მეომრებად და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტრებად. ქსენოფონტი მათ დრილებს უწოდებს, მე კი მგონია, რომ ისინი სანები არიან. ესენი ახლაც მეტის- მეტად კარგი მეომრები არიან და ტრაპეზუნტელების დიდი მტრები. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობენ. მეფეები არ ჰყავთ. წინათ ისინი რომაელების მოხარკენი იყვნენ, მაგრამ ახლა ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევიან და სრულიად არ იხდიან ხარკს კოლხების ზემოთ მაქელონები და ჰენიოხები ცხოვრობენ. ამათი მეფე ანქიალეა.
ჰენიოხთა ტომი ნარევი ტომია. ზოგიერთნი ამბობენ, რომ ამათ ჰენიოხები ქვიათ ამფისტატესაგან და ტელქისაგან. კასტორი რისა და პოლიდევკის მეეტლეებისაგან. ხომ გადმოგვცემენ. რომ ისინი აქ მოვიდნენ იაზონთან ერთად ლაშქრობის დროს, ამ ადგილებში დასახლდნენ თავისიანებისაგან მიტოვების შემდეგ. ასე მოგვითხრობს მითი. ჰენიოხების ზემოთ ე. წ. კასპიის ზღვაა, მას გარშემო ჰყავს შემოხვეული ბარბაროსთა ტომები, რომელნიც ცხენის ხორცით იკვებებიან. მის ახლოს მიდიელთა საზღვრებია.
მაქელონთა და ჰენიოხთა მეზობლად ზიდრიტები ცხოვრობენ. ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ზიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზთა მეფემ: მალასამ შენგან მიიღო მეფობა. ლაზების გვერდით აფსილები, ცხოვრობენ. აფსილთა მეფე იულიანეა. ამას შენი მამისაგან აქვს ტახტი მიღებული აფსილების მეზობლები აბასგები არიან. აბასგთა მეფე რიმაგაა, ამასაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. აბასკების გვერდით სანიგები არიან, მათ მიწა-წყალზეა სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო.
აფსაროსამდე აღმოსავლეთით მივცურავდით ევქსინის მარჯვენა მხარეს. აფსაროსი მე მეჩვენა პონტოს სიგრძის ბოლო საზღვრად, რადგან უკვე აქედან ჩვენი მოგზაურობა ჩრდილოეთით წარიმართა ქობოსამდე და ქობოსის ზემოთ სიგამემდე. სიგამიდან ჩვენ შევბრუნდით პონტოს მარცხენა მხარეს მდინარე ჰიპოსამდე. მდინარე ჰიპოსიდან ასტელეფამდე და დიოსკურიადამდე ჩვენ უკვე აშკარად პონტოს მარცხენა მხარეს მივცურავდით და მივემართებოდით მზის დასავლისაკენ. როდესაც ჩვენ მოვბრუნდით ასტელეფიდან დიოსკურიადისაკენ, დავინახეთ კავკასიონის მთა. რომელიც სიმაღლით კელტურ ალპებს შეედრება. გამოჩნდა ერთერთი მწვერვალი კავკასიონისა, მწვერვალის სახელი სტრობილე, სადაც, მითის მიხედვით, ზევსის ბრძანებით ჩამოკიდებულ იქნა პრომეთე ჰეფესტოს მიერ.
ბიზანტიონიდან მარჯვნივ მიმავალს დიოსკურიადამდე ასეთი გზა ექნება: ციხე-სიმაგრე დიოსკურიადა რომის სამფლობელოების საზღვარია (მარჯვენა მხარეს) პონტოს შესასვლელიდან. როდესაც მე მივიღე ცნობა ე. წ. კიმერიული ბოსფორის მეფის კოტისის გარდაცვალების შესახებ, განვიზრახე ამეწერა შენთვის ბოსფორამდე ზღვის გზა, რათა თუ რაიმეს მოისურვებ ბოსფორის მიმართ, საშუალება გქონდეს იმსჯელო ამ გზის კარგი ცოდნის საფუძველზე.
ვასრულებ ამას და ვამბობ შემდეგს: დიოსკურიადა-სებასტოპოლისიდან წამოსულს პირველი სადგური ექნება პიტიუნტში. სებასტოპოლისიდან, სადაც სადგომია ხომალდთათვის, 350 სტადიონია, ანუ 46,2/3 მილი.
აქამდე მოდის პონტოს ბარბაროსული სამეფო ტიბარანიაში, სანიკეში და კოლხიდაში; მათ მოსდევს ავტონომიურ ბარბაროსთა ქვეყნები.
პიტიუნტიდან სტენიტიკის მხარემდე (ძველად ტრიგლიტედ რომ იწოდებოდა. დღევ. გაგრის რაიონი) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. ამ ქვეყანაში წინათ სკვითური ტომი მოსახლეობდა, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. ის ამბობს, რომ ეს ტომი გირჩის მჭამელია. მართლაც. ეს აზრი ახლაც არსებობს ამ ტომის შესახებ. სტენიტიკიდან მდინარე აბასკამდე (ფსოუ) 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე აბასკიდან მდინარე ბრუქონტამდე (ახლა მიზიგი რომ ჰქვია. დღევ. მზიმთა) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. ბრუქონტიდან მდინარე ნესისამდე რომელშიაც ჰერაკლეს კონცხიც გვაქვს, პიქსიტედ წოდებული, 60 სტადიონია, ანუ 8 მილი. მდინარე ნესისიდან მდინარე მასეტიკის წყლამდე (მდ. სოჩი) 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე მასეტიკიდან აქეუნტამდე (სანაოსნო მდინარემდე) 60 სტადიონია, ანუ 8 მილი. ეს მდინარე აქეუნტი იწოდება ბასისად და ჯიქებსა და სანიგებს შუა არის. ჯიქების მეფე სტაქემფლასია. ამასაც შენგან აქვს მეფობა მიღებული. ამრიგად, მდინარე აქეუნტიდან მდინარე აბასკამდე სანიგები ცხოვრობენ.
მდინარე აქეუნტიდან ჰერაკლეს კონცხამდე (ახლა ერემა ქვია) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. ჰერაკლეს კონცხიდან იმ კონცხამდე, რომელზედაც ახლაცაა სიმაგრე, ბაგად წოდებული, 10 სტადიონია, ანუ 1,1/3 მილი. ამ კონცხიდან იმ კონცხამდე, რომელიც დაცულია თრასკიისა და ბორეის ქარებისაგან (სადაც ახლა იმყოფება ე. წ. მარცხენა), 80 სტადიონია, ანუ 10,2/3 მილი. „მარცხენადან“ ე. წ. „ძველ ლაზიკემდე“ (სადაც მოთავსებულია ე. წ. ნიკოფსისი, რომლის ახლოს მდინარეა ახლა ფსახაფსისად წოდებული) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. „ძველი ლაზიკიდან“ ძველ აქაიამდე (სადაც არის ახლა ტოფსიდად (ტუაფსე) წოდებული მდინარე) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი.
ამრიგად ძველი აქაიიდან ძველ ლაზიკემდე და შემდეგ მდინარე აქეუნტამდე წინათ ცხოვრობდნენ შემდეგი ტომები, რომელთაც ეწოდებოდათ: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანქლაინები, მაქელონები, კოლხები და ლაზები; ამჟამად კი აგრეთვე ცხოვრობენ ჯიქები.
ძველ აქაიიდან პაგრის ნავსადგურამდე (ახლა ჰეპტალის ნავსადგური ეწოდება. დღევ. გელენჯიკი), 350 სტადიონია, ანუ 46,2/3 მილი. პაგრის ნავსადგურიდან ძველ აქაიამდე წინათ ე. წ. აქეელები ცხოვრობდნენ, ახლა კი ჯიქები ცხოვრობენ. ჰეპტალის ნავსადგურიდან ჰიეროს ნავსადგურამდე (ახლა ჰიერიოს ან ნიკაქსისი რომ ეწოდება) 180 სტადიონია, ანუ 24 მილი. ნავსადგურ ჰიეროსიდან ან ნიკაქსიდან სინდიკემდე (ან სინდურ ნავსადგურამდე, ახლა ევდუსია რომ ჰქვია) 290 სტადიონია,ანუ 40 მილი.
ამრიგად, სინდურ ნავსადგურიდან პაგრამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი. რომელსაც კერკეტები ან ტორიტები. ეწოდებოდა ახლა კი ე. წ. ევდუსიანები ცხოვრობენ, რომელნიც გუთურ ან ტავრიდულ ენაზე ლაპარაკობენ.
სინდიკის ნავსადგურის შემდეგ არის სოფელი, რომელსაც ეწოდება კოროკონდამე. მოთავსებულია ყელზე ან ვიწრო ზოლზე ტბასას და ზღვას შორის. მის მეზობლად კოროკონდამიტის ტბაა. ახლა ოპისა ეწოდება. ქმნის მეტად დიდ უბეს, რომელიც სივრცით 630 სტადიონია, ანუ 84 მილი. თუ ტბაში შევა ვინმე და ნაპირის ირგვლივ დაიწყებს ცურვას, ქალაქ ჰერმონასამდე იქნება 440 სტადიონი, ანუ 58,2/3 მილი.
ჰერმონასიდან სინდიკის ნავსადგურამდე მეოტიდის გასწვრივ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ტომი სინდებად იწოდება, ქვეყანას აქედან ჰქვია სინდიკე. ეს სინდები ბარბაროსები არიან, მაგრამ ზნე-ჩვეულებით მშვიდობიანნი. სინდების შემდეგ კერკეტები, იგივე ტორიტები არიან, სამართლიანი და კეთილი ტომია, ნაოსნობაში მეტად გამოწრთვნილი. კერკეტების მეზობელი ქვეყანა აქეელებს უჭირავთ. რომელნიც, როგორც ამბობენ, წარმოშობით ელინები არიან და გაბარბაროსებულნი. იწოდებიან აქეელებად, რადგან ამბობენ, არის გადმოცემა, ერთ დროს ორქომენელთა ლაშქარი, იალმენეს მეთაურობით. მთელი ფლოტით რომ მოცურავდა ილიონიდან, ტანაისის ქარის წყალობით, უნებლიეთ მოხვდა პონტოს ბარბაროსულ ქვეყანაში. ამიტომაა, რომ, როგორც ამბობენ, ისინი ერთგულნი არიან ბარბაროსული ადათებისა, უსამართლონი არიან და ელინებისადმი მტრულად განწყობილნი. (აქეელები) მრავალნი არიან და კერკეტების მტრებად ითვლებიან.
ჰერმონასის უბიდან რომ გამოხვალ, გაივლი 515 სტადიონს, ანუ 68,2/3 მილს, მეოტიდის ტბის შესართავამდე და აქილეონის სოფლამდე.
პირდაპირი გზით მცურავს სინდიკიდინ ე. წ. კიმერიულ ბოსფორამდე, ბოსფორის ქალაქ პანტიკაპეამდე მოუხდება გავლა 530 სტადიონის, ანუ 72 მილის.
თუ ნაპირის გასწვრივ იმგზავრებ ზევს ურიოსის ტაძრიდან მეოტიდის ტბის შესართავამდე ან აქილეონის სოფლამდე სულ იქნება 12487 სტადიონი, ანუ 1653,1/3 მილი. აქილეონის სოფლიდან, რომელიც აზიის უკიდურეს ადგილასაა მოთავსებული და მეოტილის ტბის შესართავის სრუტესთან ან ტანაისთან, იმ სოფლამდე, რომელიც საპირისპიროდ მდებარეობს ევროპის უკიდურეს ადგილას, პორთმიონი ეწოდება და მოთავსებულია აგრეთვე სრუტეზე მეოტიდის ტბის შესართავთან, შესართავის სიგანე 20 სტადიონი იქნება, ანუ 2,2/3 მილი. ეს მდინარე ტანაიდი, ამბობენ, აზიასა და ევროპას ყოფს და მეოტიდის ტბიდან გამომდინარეობს, ერთვის კი ევქსინის პონტოს ზღვას. სხვათა შორის ესქილე „განთავისუფლებულ პრომეთეში“ ფაზისს თვლის ევროპისა და აზიის საზღვრად. მასთან ტიტანები ეუბნებიან პრომეთეს: „მოვედით პრომეთევ, რათა ვიხილოთ შენი უბედურება და ტანჯვა ამ ბორკილთაგან“. შემდეგ ისინი ამბობენ თუ რა დიდი ქვეყანა გაიარეს: „სადაც ორმაგი საზღვარია ევროპის და აზიის მიწისა, დიდი ფაზისი“. ამბობენ მეოტიდის ტბის ირგვლივ მანძილი 9000 სტადიონია, ანუ 1200 მილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий