კალიოპე (ეპიკური პოეზიის მუზა)
1. მარდონიოსმა, როდესაც ალექსანდრე მასთან დაბრუნდა და ათენელთა პასუხი მოახსენა, წამოიყვანა ლაშქარი და თესალიიდან სასწრაფოდ წავიდა ათენის წინააღმდეგ. სადაც კი გაივლიდა, იქაური მაცხოვრებლები თან მიჰყავდა, ხოლო თესალიის თავკაცები არც იმას სწუხდნენ, რაც უწინ ჰქონდათ ჩადენილი და ახლა ხომ განსაკუთრებით აგულიანებდნენ სპარსელს; თორაქს ლარისეული უწინ ქსერქსესს ახლდა, ის რომ გარბოდა, ახლა კი სრულიად აშკარად გაატარა მარდონიოსი, რომელიც ელადის წინააღმდეგ მიემართებოდა.
2. როდესაც ლაშქარი ბეოტიელების ქვეყანაში მივიდა, თებელებმა მოინდომეს მარდონიოსის შეჩერება, ურჩევდნენ მას და ეუბნებოდნენ, რომ ამაზე უფრო მოსახერხებელი ადგილი სხვა არაა დასაბანაკებლად, ამიტომ არ ღირს აქედან უფრო შორს წასვლა. პირიქით, აქ უნდა დასხდნენ და იზრუნონ იმისათვის, რომ მთელი ელადა უბრძოლველად დაიმორჩილონ. რადგან როგორც მათ უწინდელი გამოცდილებით იცოდნენ, როდესაც ელინები ერთსულოვანნი იყვნენ, ძალით მათ ვერაფერს დააკლებდა თუნდაც მთელი კაცობრიობა. ხოლო თუ იმას გააკეთებ, რასაც ჩვენ გირჩევთ, - ეუბნებოდნენ ისინი - გაუჭირვებლად მიაღწევ ყოველივეს, რაც მათ მიმართ გაქვს გადაწყვეტილი. ფულები გაუგზავნე ძლევამოსილ პირებს ქალაქებში, გაგუზავნე და ამით ელადაში განხეთქილებას გამოიწვევ, ხოლო შემდეგ, ვინც შენი თანამოაზრე არ იქნება, იმათ ადვილად დაპყრობ შენს მომხრეებთან ერთად. ასე ურჩევდნენ მას თებელები.
3. მარდონიოსმა მათ არ გაუგონა. პირიქით, საოცარმა სურვილმა შეიპყრო ათ ნი ხელმეორედ აეღო, ერთის მხრივ თავისი უმეცრების გამო, ხოლო მეორეს მხრივ იმიტომ, რომ სურდა სარდეში მყოფი მეფისათვის შეეტყობინებინა, ათენი ჩემს ხელთ არისო კუნძულებზე დანთებული ცეცხლის ნიშნების საშუალებით. როდესაც მარდონიოსი მივიდა ატიკაში, იქ ათენელები ვერ ჰპოვა; შეიტყო, რომ მეტი წილი სალამინშია წასული და ზოგიც ხომალდებზე იმყოფება, ისე რომ, სულ უკაცრიელი ქალაქი აიღო. მეფის მიერ ქალაქის აღება მარდონიოსის ამ მეორე ლაშქრობამდე ათი თვით ადრე მოხდა.
4. როდესაც ათენში იმყოფებოდა მარდონიოსი, მან სალამინში გაგზავნა ჰელესპონტელი მურიქიდესი იმისათვის, რომ მას იგივე სიტყვები მიეტანა, რაც მაკედონელმა ალექსანდრემ შეუთვალა ათენელებს. თუმცა მან იცოდა, რომ ათენელებს მათ მიმართ მეგობრული განწყობილება არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც გაგზავნა მეორედ კაცი, რადგან იმედოვნებდა, რომ მაშინ, როდესაც ატიკის მთ ლი ქვეყანა დაპყრობილი და მის ხელში იყო, ათენელები თავის უგუნურებაზე ხელს აიღებდნენ. აი, ამიტომ გაგზავნა მან მურიქიდესი სალამინში.
5. მურიქიდესი მივიდა სათათბიროში და გადასცა მარდონიოსის დანაბარები. ერთ-ერთმა მოთათბირეთაგანმა, ლიკიდესმა გამოთქვა აზრი, რომ უმჯობესია მიიღონ ის წინადადება, რაც მურიქიდესმა მოუტანა და მოახსენონ ხალხს. მან ეს აზრი გამოთქვა, ან იმიტომ, რომ ფული ჰქონდა მიღებული მარდონიორსისაგან, ანდა იმიტომ, რომ მართლაც ასე მიაჩნდა უმჯობესად. ათენელები ამაზე საშინლად განრისხდნენ, სათათბიროს წევრებიცა და გარეშე პირებიც, ეს რომ მოისმინეს; ისინი გარსშემოერტყნენ ლიკიდესს და ჩაჰქოლეს, ხოლო ჰელესპონტელი მურიქიდესი უვნებელი გაუშვეს. სალამინში რომ შფოთი ატყდა ლიკიდესის გამო, მომხდარი ამბავი შეიტყვეს ათენელმა ქალებმა; ქალმა ქალი წააქეზა და თან წაიყვანა, თავისი ნებით მივიდა ლიკიდესის სახლში, ჩაჰქოლეს მისი ცოლი და ასევე მისი შვილები.
6. ხოლო სალამინზე ათენელები ასე გადავიდნენ: ვიდრე ისინი პელოპონესიდან ელოდებოდნენ ჯარს, რომელიც მათ საშველად მოვიდოდა, ატიკაში იცდიდნენ. მაგრამ რადგან პელოპონესელები აჭიანურებდნენ აგვიანებდნენ ამ საქმეს, თანაც, ამბობდნენ, რომ მტერი უკვე მეოტიაშიაო, მაშინ ათენელებმა გადაიტანეს, რაც კი რამ ებადათ და თვითონაც გადავიდნენ სალამინზე. ამასთანავე ლაკედემონში მოციქულები გაგზავნეს; ესენი ჯერ ეს ერთი უსაყვედურებდნენ ლაკედემონელებს, რომლებმაც არაფრად ჩააგდეს ბარბაროსის შემოჭრა ატიკაში და მათთან ერთად არ გამოვიდნენ მტრის შესახვედრად ბეოტიაში, მეორეც - შეახსენებდნენ ლაკედემონელებს, თუ რა აღუთქვა ათენელებს სპარსელმა, იმ შემთხვევაში, თუ ესენი მის მხარეზე გადავიდოდნენ; ამასთანავე მათ უნდა ეთქვათ ლაკედემონელებისათვის, რომ თუ ისინი არ უშველიან ათენელებს, ათენელები თვითონ უშველიან როგორმე თავს.
7. ლაკედემონელები ამ დროს დღესასწაულობდნენ ჰიაკინთიის დღესასწაულს და ყველაზე მეტ საზრუნავად ღმერთის მიმართ ჩასატარებელი ზეიმი მიაჩნდათ. ამასთანავე იმ ზღუდეს, რომელსაც ისინი ისთმოსში აგებდნენ, უკვე ქონგურებს უკეთებდნენ. როდესაც მივიდნენ ლაკედემონში ათენელი მოციქულები, თან მოიყვანეს მოციქულები მეგარელთაგან და პლატეელთაგან, მივიდნენ ეფოროსებთან და უთხრეს შემდეგი: ჩვენ გამოგვზავნეს ათენელებმა იმის სათქმელად, რომ ჯერ ეს ერთი - მიდიელთა მეფე უკან გვიბრუნებს ჩვენს მიწა-წყალს. მეორე - მას სურს მოკავშირეებად გაგვიხადოს სრულიად თანაბარი უფლებების პირობებში მზაკვრობისა და სიცრუის გარეშე; მას სურს ჩვენი ქვეყნის გარდა კიდევ სხვა ქვეყნის მოცემა, რომელსაც ჩვენ თვითონ ავირჩევთ, ჩვენ კი თაყვანს ვცემთ ელინურ ზევსს და გვზარავს ელადის გაცემა. ამიტომ არ დავეთანხმეთ მას და უარვყავით იმსი წინადადება; ელინები კი უსამართლოდ გვექცევიან და გვღალატობენ, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო სასარგებლოა სპარსელთან შეთანხმება, ვიდრე მასთან ომი. მაგრამ მასთნა ჩვენი შეთანხმება ნებაყოფლობით არ მოხდება. ამრიგად, ჩვენ ელინთა მიმართ პირნათელნი ვართ. თქვენ მაშინ ძალიან იყავით შეშინებული, რომ არ მოვრიგებოდით სპარსელს, ხოლო როდესაც დანამდვილებით შეიტყვეთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავცემდით ელადას, თქვენ არავითარ ყურადღებას არ აქცევთ ათენელებს, მაშინ როდესაც ისთმოსზე ზღუდის აგება უკვე მთავრდება. მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, სპარსელს ბეოტიაში დახვედროდით, გვიღალატეთ ჩვენ და ბარბაროსს საშუალება მიეცით ატიკაში შემოჭრილიყო. ამიტომაა, რომ ამჟამად ათენელები თქვენზე განრისხებულნი არიან, რადგან არ მოიქეცით ისე, როგორც იყო საჭირო. ახლა ათენელები მოითხოვენ, სასწრაფოდ გაგზავნოთ ლაშქარი ჩვენთან ერთად, რომ დახვდეთ ბარბაროსს ატიკაში. რაკიღა ბეოტიაში ბროძლა ხელიდან გაუშვით, ყველაზე უფრო ხელსაყრელია შებრძოლება ჩვენს მიწა-წყალზე, თრიის დაბლობზე.
8. ეფოროსებმა რომ ეს მოისმინეს, პასუხის გაცემა მეორე დღისათვის გადადეს, ხოლო მეორე დღეს კიდევ შემდეგისთვის. ასე იქცეოდნენ ისინი მთელი ათი დღის განმავლობაში, დღიდან დღეზე გადაჰქონდათ პასუხის გაცემა. ამ დროის ისთმოსზე პელოპონესელები დიდი მონდომებით აგებდნენ ზღუდეს და დაასრულეს კიდევაც. როდესაც ალექსანდრე მაკედონელი ათენში მივიდა, მაშინ ლაკედემონელებმა დიდად გამოიდეს თავი, რომ ათენელებს მიდიელების მხარე არ დაეჭირათ, ახლა კი სრულიად არ ზრუნავდნენ ამსიათვის; მე საამისოდ სხვა მიზეზს ვერ დავასახელებ იმის გარდა, რომ ახლა ლაკედემონელებს ისთმოსი გამაგრებული ჰქონდათ ზღუდით და ეგონათ, რომ ათენელთაგან აღარაერი დასჭირდებოდათ. ხოლო როდესაც ალექსანდრე მივიდა ატიკაში, ზღუდე ჯერ არ იყო აგებული და გამალებით მუშაობდნენ, რადგან სპარსთა მიმართ დიდი შიში ჰქონდათ.
9. საბოლოო პასუხის გაცემა და სპარტელთა სალაშქროდ გამოსვლა ამგვარად მოხდა: უკანსკნელი შეხვედრის წინა დღეს ტეგეელმა ქილეოსმა, უცხოელთა შორის ყველაზე უფრო გავლენიანმა ლაკედემონიაში, ეფოროსთგან შეიტყო ყოველივე, რაც ეთქვათ ათენელებს. ქილეოსმა რომ შეიტყო, მათ შემდეგი უთხრა: ასეა საქმე, ეფოროსებო, ათენელები რომ ჩვენი მეგობრები კი არა, არამედ ბარბაროსის მოკავშირეები იყვნენ, ისთმოსზე კიდევაც რომ ძლიერი ზღუდე იყოს აღმართული, სპარსელისათვის მაინც დიდი კარიბჭე იქნებოდა გაღებული პელოპონესისაკენ. ისე რომ, მოუსმინეთ მათ, ვიდრე სხვა რასმე გადაწყვეტენ ათენელები, ელადისათვის საზიანოს. ასეთი რამ ურჩია მან ეფოროსებს.
10. ეფოროსები მის სიტყვას ყურადღებით მოეპყრნენ; არაფერი უთხრეს სხვადასხვა ქალაქებიდან მოსულ მოციქულებს, ღამითვე გაგზავნეს 5000 სპარტელი და თითოეულს გაატანეს 7 ჰეილოტი, ხოლო მათი წაყვანა დაევალა პავსანიეს კლეომბროტოსის ძეს. წინამძროლობა წესით ეკუთვნა პლებსტარქოს ლეონიდესის ძეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ხოლო პავსანიესი იყო მისი მეურვე და ბიძაშვილი. კლეომბროტოსი, პავსანიესის მამა, ანაქსანდრიდეს ძე აღარ იყო ცოცხალი; ის ცოტა ხანში გარდაიცვალა მას მერე, რაც ისთმოსიდან მოიყვანა ლაშქარი, რომელმაც იქ ზღუდე ააგო, ხოლო ისთმოსიდან კლეომბროტოსმა ლაშქარი ამიტომ წამოიყვანა: როდესაც ის მსხვერპლს სწირავდა სპარსელის წინააღმდეგ, ამ დროს ცაზე მზე დაბნელდა. პავსანიესმა თავის თანაშემწედ გამოირჩია ევრიანაქტი, დორიევსის ძე, ვაჟკაცი, რომელიც იმავე სახლიდან იყო. ასე გავიდა სპარტიდან ლაშქარი პავსანიესთან ერთად.
11. ხოლო მოციქულებმა არაფერი იცოდნენ ლაშქრის გასვლის შესახებ და დღ როდესაც დადგა, მივიდნენ ეფოროსებთან; გუნებაში ჰქონდათ, რომ წავიდოდნენ თითოეული თავთავის ქვეყანაში. მივიდნენ და უთხრეს შემდეგი: ლაკედემონელებო, თქვენ აქ რჩებით, აქ აწყობთ ჰიაკინთის დღესასწაულს და ერთობით, თქვენს მოკავშირეებს კი ღალატობთ, ხოლო ათენელები, რომელთაც თქვენ უსამართლოდ ექცევით და მოკავშირეთა გარეშე ტოვებთ, დაეთათბირებიან სპარსელს, როგორც კი მოახერხებენ, ხოლო რომ დაეთათბირებიან, ცხადია, მეფის მოკავშირეები გახდებიან და ჩვენც მათთან ერთად ვილაშქებთ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ისინი წაგვიყვანენ. თქვენ კი ამის მერე შეიტყობთ, თუ რა დაგემართებათ ყოველივე ამის შედეგად. როდესაც მოციქულებმა ეს ილაპარაკეს, ეფოროსებმა ფიცით უპასუხეს, რომ მათი აზრით, ახლა დაახლოებით ორესთებონში უნდა იყოს მათი ჯარი, უკვე წასული უცხოების წინააღმდეგ (უცხოები მათ ბარბაროსებს უწოდეს). მოციქულებმა ვერ გაიგეს და იკითხეს, რას ამბობთო. რომ იკითხეს, შეიტყვეს ყოველივე, როგორც იყო, ისე რომ ძალიან გაოცდნენ და სასწრაფოდ გაემართნენ, რომ დასწეოდნენ წასულებს. მათთან ერთად წავიდა ლაკედემონელთა პერიობკთაგან 5000 რჩეული ჰოპლიტი.
12. ესენი ისთმოსისაკენ მიეშურებოდნენ, ხოლო არგოსელები როგორც კი შეიტყვეს, რომ ჯარი სპარტიდან გავიდა პავსანიესთან ერთად, მალემსრბოლთაგან გამოარჩიეს საუკეთესო მაცნე და გაგზავნეს ატიკაში, რადგან უწინ აღუთქვეს მარდონიოსს, რომ ხელს შეუშლიდნენ სპარტელს, არ გასულიყო თავისი ქალაქიდან. მაცნე რომ მივიდა ათენში, თქვა შემდეგი: მარდონიოს, არგოსელებმა გამომგზავნეს იმის სათქმელად, რომ ლაკედემონიდან ათენისაკენ წამოვიდა ახალგაზრდობა, რომლის დაბრკოლებ არგოსელებმა ვერ შეძლეს. აი, ამის შესახებ კარგად იფიქრე.
13. ეს თქვა მაცნემ და უკან გაბრუნდა. მარდონიოსმა რომ ეს მოისმინა, ატიკაში დარჩენის სურვილი აღარ ჰქონდა, ხოლო ვიდრე შეიტყობდა, იცდიდა. რადგან უნდოდა გაეგო, ათენელები რას მოიმოქმედებდნენ, არც რასმე ვნებდა მათ და არც აჩანაგებდა ატიკის ქვეყანას, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში იმედი ჰქონდა, რომ მათთან შეთანხმებას მიაღწევდა. მაგრამ რომ ვერ დაითანხმა და თან ნამდვილი ამბავიც შეიტყო, ვიდრე პავსანიესი თავისი ლაშქრითურთ ისთმოსში შევიდოდა, აიყარა ათენიდან, მას მერე, რაც ათენი ცეცხლს მისცა, და ყოველივე დაანგრია და მოსპო, თუ კი რამე იყო კიდევ შერჩენილი ზღუდეთაგან, საცხოვრებელ ნაგებობათაგან ან ტაძართაგან.
მარდონიოსი იმის გამო წავიდა ატიკიდან, რომ ატიკის ქვეყანა არ ვარგოდა საცხენოსნოდ და კიდევ იმიტომ რომ თუ დამარცხდებოდა, უკანდახევა მხოლოდ ვიწრობებზე შეიძლებოდა, სადაც რამდენიმე კაციც კი მოახერხებდა მის დაკავებას. ამიტომ მარდონიოსმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თებეში და ბრძოლა გაემართა მეგობრულ ქალაქის სანახებსა და საცხენოსნოდ გამოსაყენებელ ქვეყანაში.
14. მარდონიოსი გავიდა ატიკიდან და ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ მიიღო ცნობა: მეგარაში წინამორბედად სხვა ლაშქარი მივიდა, სახელდობრ 1000 ლაკედემონელიო. ეს რომ შეიტყო, ითათბირა ამის შესახებ, რადგან უნდოდა პირველად ამათ შებმოდა. მან შემოაბრუნა თავისი ლაშქარი და წაიყვანა მეგარის წინააღმდეგ. ცხენოსანი ჯარი წინ წავიდა და მეგარისის მხარე მოაოხრა. ეს იყო ევროპის უკიდურესი ნაწილი მზის დასავალისაკენ, რომელსაც მიაღწია ამ სპარსულმა ლაშქარმა.
15. ამის შემდეგ მოუვიდა მარდონიოსს ცნობა, რომ ელინები ისთმოსში იყვნენ შეკრებილები. ამიტომ წავიდა დეკელეის გავლით. ბეოტიელთა მმართველებმა გამოიძახეს ასოპიელთა მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელცი მათ გაუძღვა სფენდალეს გზაზე, იქიდან კი ტანაგრისაკენ. მარდონიოსმა ტანაგრაში გაათია ღამე და მეორე დღეს გაემართა სკოლოსისაკენ, რომელიც თებელთა მიწა-წყალზეა. მიუხედავად იმისა, რომ თებელები მიდიელთა მომხრეები იყვნენ, მარდონიოსმა იქ მთელი ის მხარე გააჩეხინა იმიტომ კი არა, რომ მტრობა ჰქონდა მათ, არამედ დიდი საჭიროების გამო - მას უნდოდა თავისი ბანკისათვის საფარი გაეკეთებინა, თუ ბრძოლა ისე არ დამთავრდებოდა, როგორც მას სურდა, ის თავშესაფარს იმზადებდა თავისთვის. მისი ბანკი გაჭიმული იყო მდიანრე ასოპოსის გასწვრივ, დაწყებული ერითრეელთა მიწებიდან ჰისიეს გაყოლებით და ვრცელდებოდა პლატეის მიწამდე. მართალია, ზღუდე მან ამოდენა ვერ გაიკეთა, მაგრამ მაინც ყოველი მისი მხარე დაახლოებით ათი სტადიონის სიგრძისა იყო, ხოლო როდესაც ბარბაროსები ამ მუშაობაში იყვნენ, თებელი ატაგინოსი, ფრინოსის ძე, დიდ სამზადისში იყო და მიიწვია თავისთან თვით მარდონიოსი და სპარსთა შორის 50 წარჩინებული. დაპატიჟებულები მივიდნენ ატაგინოსთან წვეულებაზე, რომელიც თებეში იყო.
16. დანარჩენი, რასაც გადმოვცემ, მოვისმინე ორქომენელი თერსანდროსისაგან, რომელიც გამორჩეულია ორქომენოსის მიერ ამ წვეულებაზე და მიწვეული იყო აგრეთვე თებელთაგან 50 კაცი. ამ სუფრაზე ცალ-ცალკე კი არ ისხდნენ თებელები და სპარსელები, არამედ თითოეულ ინახზე ერთად იყვნენ ერთი სპარსელი და ერთი თებელი. როდესაც წვეულება დამთავრდა, სმის დროს მისმა თანამეინახე სპარსელმა მიმართა მას ელინურად და შეეკითხა, თუ საიდანაა, ხოლო მან, ცხადია, მიუგო, რომ ორქომენოდან არის. სპარსელმა უთხრა: რადგან ჩემთან ერთად ჭამე და სვი, მინდა ჩემი კეთილი განწყობის სახსოვარი დაგიტოვო; მინდა რომ წინასწარ შეიტყო, რაც მოგელის და შეძლო მოფიქრება იმისა, რაც გადაგხდება. ხედავ ამ მოქეიფე სპარსელებს და იმ ლაშქარს, რომელიც მდინარესთან დაბანაკებული დავტოვეთ? სულ ცოტა ხანი გავილის და შენ დაინახავ, რომ ყველა ამათგან მხოლოდ მცირეოდენნი გადარჩებიან ცოცხლები. ესა თქვა და სპარსელი ცხარე ცრემლით ატირდა. თერსანდროსს გაუკვირდა მისი სიტყვა და უთხრა: არ უნდა უთხრა ეს მარდონიოსს და მის შემდეგ სპარსელთა ყველაზე სახელოან თავკაცთ? სპარსელმა კი ამაზე ასე უთხრა: მეგობარო, რაც უნდა მოხდეს ღვთის განგებით, შეუძლებელია, რომ ის კაცმა აიცდინოს, რადგან არავინ უჯერებს მეორეს, როდესაც მას სიმართლეს ეუბნებიან. სპარსელთაგან ბევრმა იცის ეს ამბავი, მაგრამ იძულებით მაინც მივყვებით აუცილებლობას. ყველაზე დიდი სატანჯველი ადამიანებისათვის ისაა, როდესაც ბევრი გესმის და ვერაფერს ხდები. ეს მოვისმინე ორქომენელი თერსანდროსისაგან და ამას გარდა ისიც, რომ მან მაშინვე გადასცა ეს ნალაპარაკევი სხვებს მასზე უფრო უწინ, ვიდრე პლატაბაში ბრძოლა მოხდებოდა.
17. მაშინ, როდესაც მარდონიოსი ბეოტიაში იყო დაბანაკებული, იქ მცხოვრებმა და მიდეილთა მომხრე ელინებმა გამოიყვანეს ლაშქარი და შეიჭრნენ ათენში, მხოლოდ ფოკეელები არ შეჭრილან. ესენიც მიდიელთა მხარეს იყვნენ. მაგრამ არა თავისი ნებით, არამედ აუცილებლობის გამო. მარდონიოსის თებეში მოსვლიდან რამდენიმე დღის მერე მოვიდა ფოკეელთა ათასი ჰოპლიტი. მათ მოუძღოდა ჰარმოკიდესი, მოქალაქეთა შორის ყველაზე სახელოვანი კაცი. როდესაც ესენიც მოვიდნენ თებეში, მარდონიოსმა გაუგზავნა მათ მხედრები და უბრძანა ცალკე დამსხდარიყვნენ დაბლობზე. როდესაც მათ ეს შეასრულეს, მაშინვე იქ გაჩნდა მთელი ცხენოსანი ჯარი. ამის შემდეგ ელინთა ბანაკში, რომელიც მიდიელებთან ერთად იყო, გავარდა ხმა, თითქოს მარდონიოსი ისრების დაშენას უპირებს ფოკეელებს, იგივე ხმა გავრცელდა თვით ფოკეელებშიც. მაშინ მხედართმთავრმა ჰარმოკიდესმა დაუწყო მათ რჩევა და უთხრა შემდეგი: ფოკეელებო, ცხადია, რომ ეს ხალხი ჩვენ ნაღდ სიკვდილს გვიპირებს. რადგან, ასე მგონია, თესალიელთა მიერ ვართ შესმენილნი. ახლა საჭიროა ყოველმა თქვენგანმა ივაჟკაცოს. რადგან უმჯობესია რაღაცს აკეთებდეს კაცი, თავს იცავდეს და ისე აღასრულოს სიცოცხლე, ვიდრე დაემორჩილოს მტერს და დაიღუპოს სამარცხვინო სიკვდილით. დეე, შეიტყოს თითოეულმა მათგანმა, რომ ისინი ბარბაროსები არიან და სიკვდილს უმზადებენ ვაჟკაც ელინებს.
18. ასე არიგებდა ის მათ. ცხენოსანი ჯარი გარსშემოერტყა ფოკეელებს, თავს დაესხა, რომ ამოეხოცა: უკვე მოსჭიმეს მშვილდები, და ზოგმა კიდევაც ისროლა, მაგრამ ფოკეელები მათ წინ აღუდგნენ, შეჯგუფდნენ და რაც შეიძლება შემჭიდროვდნე. მაშინ მხედრები გაბრუნდნენ და უკან გაჰქუსლეს. მე ვერ ვიტყვი დაბეჯითებით, ისინი მართლაც თესალიელთა მოთხოვნით იყვნენ თუ არა მოსული ფოკეელთა ამოსახოცად, ხოლო როდესაც დაინახეს, რომ ისინი თავს იცავდნენ, გაბრუნდნენ, რადგან შეეშინდათ, თვითონვე არ დამარცხებულიყვნენ და გაჰქუსლეს უკან(თითქოს ასე უბრძანა მათ მარდონიოსმა, ან ეგებ მათი გამოცდა უნდოდა, თუ აქვთ რაიმე სიმამაცეო). როდესაც მხედრებმა უკან გაჰქუსლეს, მარდონიოსმა გაუგზავნა ფოკეელებს მაცნე და შემდეგი შეუთვალა: გამხნევდით ფოკეელებო, გამოჩნდა, რომ მამაცი ვაჟკაცები ყოფილხართ და არა ისეთები, როგორებიც მეგონეთ. ახლა მამაცურად იომეთ, კეთილი საქმით ვერც მე მაჯობებთ და ვერც მეფეს. აი, ეს იყო ფოკეელთა შესახებ.
19. ლაკედემონელები ისთმოსში მივიდნენ და იქ დაიბანაკეს. ეს რომ შეიტყვეს დანარჩენმა პელოპონესელებმა, ზოგიერთებმა ეს ამბავი უმჯობესად მიიჩნიეს, ზოგიერთებმა კიდევ დაინახეს, რომ სპარტელები გამოვიდნენ და იფიქრეს არ ივარგებს, ლაკედემონელების ლაშქრობას ჩამოვრჩეთო. მას მერე რაც მსხვერპლშეწივა იღბლიანი გამოუვიდათ, ყველანი დაიძრნენ ისთმოსიდან და მიაღწიეს ელევსინს. მსხერპლშეწირვა აქაც მოახდინეს და აქაც იღბლიანი გამოუვიდათ, ისე რომ წავიდნენ წინ, მათთან ერთად იყვნენ ამიერიდან ათენელებიც, რომლებიც გადმოვიდნენ სალამინიდან და ამათ ელევსინში შეუერთდნენ. როდესაც მივიდნენ ბეოტიის ერითრეში, მათ შეიტყვეს, რომ ბარბაროსები მდინარე ასოპოსთნა არიან დაბანაკებული, მოიფიქრს ამის შესახებ და დაეწყვნენ მათ საწინააღმდეგოდ კითერონის მთის ძირას.
20. რადგან ელინები დაბლობში არ ჩავიდნენ, მარდონიოსმა მათ წინააღმდეგ გაგზავნა მთელი ცხენოსანი ჯარი, რომელსაც მხედართმთავრობდა მასისტიოსი, სპარსთა შორის სახელოვანი კაცი. ელინები რომ მაკისტიოსს უწოდებენ; მას ჰყავდა ნესაბონის ოქროსსადავიანი ცხენი, საერთოდ ლამაზად შეკაზმული. აქ ცხენოსნები გაეშურნენ ელინთა წინააღმდეგ, თავს ესხმოდდნენ მათ ცალკეულ რაზმებად, დიდ ზიანს აყენებდნენ და დედაკაცებს უწოდებდნენ.
21. მეგარელები შემთხვევით ისე იყვნენ დაწყობილნი, რომ ეს ადგილი ყველაზე უფრო მოსახერხებელი იყო თავდასხმისათვის და ცხენოსანი ჯარი განსაკუთრებით სწორედ ამ ადგილს უტევდა. ცხენოსანთა თავდასხმისაგან შეჭირვებულმა მეგარელებმა ელინთა მხედართმთავარს მაცნე გაუგზავნეს, ხოლო მაცნე რომ მივიდა მათთან, შემდგი უთხრა: მეგრელები ამბობენ, მოკავშირეებო, არ შეგვიძლია სპარსელთა ცხენოსნებს მარტოებმა გავუძლოთ, სანამ იმ ადგილას ვიდგებით, სადაც თავიდანვე ვდგავართ: ჩვენი გამძლეობითა და სიმამაცით ვუმკლადებით მათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვავიწროვებენ. მაგრამ თუ ახლა არ გამოგზავნით ჩვენს შემცვლელ სხვა რაზმს, იცოდეთ, რომ დავტოვებთ ჩვენს რიგებს. როდესაც მაცნემ მათ ეს გამოუცხადა, პავსანიესმა დაიწყო ელინთა გამოცდა, თავისი ნებით ვინმე ხომ არ წავიდოდა და დადგებოდა იმ ადგილას მეგარელების შემცვლელად. რაკი სხვა არავინ მოინდომა, ათენელები დაეთანხმდნენ და ათენელთაგან 300 რჩეული ვაჟკაცი წავიდა ოლიმპიოდაოროს ლამპონის ძის წინამძღოლობით.
22. ასეთები იყვნენ ისინი, ვინც ერითრეში იტვირთა ეს საქმე და გამორჩეული მშვილდოსნებით ყველა იქ მყოფ ელინზე წინ დაირაზმა. ისინი ერთხანს იბრძოდნენ და ბრძოლის ბოლოს ასეთი რამ მოხდა: როდესაც ცხენოსნები რაზმებად ესხმოდნენ თავს ათენენებლს, მასისტიოსის ცხენი, რომელიც ყველაზე წინ იდგა, ისრით გვერდში დაიჭრა, ტკივილისაგან ყალყზე შედგა და გადმოაგდო მასისტიოსი. დაცემულ მასისტიოსს მაშინვე მიეხვივნენ ათენელები, დაიჭირეს მისი ცხენი; იგი თავს კი იცავდა, მაგრამ მაინც მოჰკლეს, თუმცა თავიდან ძალიან გაუჭირდათ, რადგან ასე იყო შეჭურვილი: შიგნით ჰქონდა ოქროს ქერცლოვანი აბჯარი, ხოლო აბჯრის ზემოთ ეცვა ძოწეულის ქიტონი; აბჯარს რომ სცემდნენ, ვერაფერს ხდებოდნენ, ვიდრე ვიღაცა არ მიხვდა ამას და არ ჩაარტყა თვალში. ასე დაეცა ის და მოკვდა. ეს სხვა ცხენოსნებმა ვერ შენიშნეს. მათ ვერც მისი ცხენიდან ჩამოვარდნა დაინახეს, ვერც მისი სიკვდილი, რადგან ისინი ამასობაში უკან იხევდნენ და მიბრუნდნენ, ამიტომ ვერ დაინახეს, თუ რა მოხდა. მაგრამ როგორც კი დადგნენ, მაშინვე მოისაკლისეს მასისტიოსი, რადგან არავინ იყო, რომ ისინი დაერაზმა. როცა ამას მიხვდნენ, ყველამ ერთმანეთის წაქეზებით გააჭენა ცხენი, რომ მტრისათვის გვამი წაერთმიათ.
23. როდესაც ათენელებმა დაინახეს, რომ ცხენოსანი ჯარი მათგენ რამზებად კი არ მოდის, არამედ ყველა ერთად მოექანება, მაშველად გამოუძახეს დანარჩენ ლაშქარს. ვიდრე მათ მთელი ქვეითი ჯარი წამოეშველებოდა, ამასობასი სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული მასისტიოსის გვამისათვის. სანამ ათენელები მხოლოდ სამასნი იყვნენ, ძალიან უჭირდათ და გვამს ჰა და ჰა, სთმობდნენ. მაგრამ როდესაც მათ ბევრნი წამოეშველნენ, სპარსელთა ცხენოსანი ჯარი ვერაფერს გახდა და ვერც ის შეძლო, რომ გვამი გამოეტაცა. ამას გარდა, ცხენოსანთაგან ბევრი დაეღუპათ. სპარსელები ორიოდე სტადიონით განზე გადგნენ და დაიწყეს თათბირი, თუ რის გაკეთებაა საჭირო. გადაწყვიტეს, რომ რაკიღა მეთაური აღარ ჰყავდათ, დაბრუნებულიყვნენ უკან მარდონიოსთან.
24. როდესაც ცხენოსანი ჯარი ბანაკში მივიდა, მასისტიოსისათვის მთელ ლაშქარს და მარდონიოსს უდიდესი გლოვა შეუდგათ. ხალხმა თმები შეიჭრა, ცხენები და სახედრებიც გაკრიჭეს და საშინელი ღრიალი მორთეს. მთელს ბეოტიაში გაისმოდა ექო, რადგან ყველაზე უფრო სახელოვანი კაცი დაეღუპათ მარდონიოსის შემდეგ სპარსელებსა და მეფეს. ასე სცეს პატივი ბარბაროსებმა თავისი წესის მიხედვით სიკვდილის შემდეგ მასისტიოსს.
25. ხოლო ელინები, მას მერე რაც მათ ცხენოსანი ჯარის შემოტევას გაუძლეს და კიდევაც ძლიეს მას, დიდად გამხნევდნენ. უპირველეს ყოვლისა გვამი დადეს ეტლზე და რაზმებს ჩამოუტარეს: ხოლო გვამი მისი სიდიდისა და სილამაზის გამო სწორედ რომ კარგი სანახავი იყო. ამიტომაც იყო, რომ მას დაატარებდნენ. მეომრები ტოვებდნენ რიგებს და მიდიოდნენ მასისტიოსის სანახავად. ამის მერე ელინებმა გადაწყვიტეს პლატაბაში ჩასვლა. რდგან პლატაბის ეს ადგილი დასაბანაკებლად მათ ბევრად უფრო ხელსაყრელი ეჩვენებოდათ ვიდრე ერითრისა, ყველა თვალსაზრისით და განსაკუთრებით წყლის სიუხვის გამო. ელინებმა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა იქ გადასვლა და გარგაფიის წყაროსთან, რომელიც ამ ადგილას არის, დაწყობა და დაბანაკება. მათი აისხეს იარაღი, კითერონის მთის ძირას ჰისიეს გაუარეს და პლატეის მიწაწყლისაკენ გაემართნენ. ხოლო რომ მივიდნენ დალაგდნენ ტომების მიხედვით გარგაფიის წყაროსა და გმირი ანდროკრატესის სალოცავის მახლობლად დაბალ ბორცვესა და დაბლობ ადგილზე.
26. აქ განაწილების დროს დიდი დავა გაიმართა ტეგეელებსა და ათენელებს შორის. რადგან თითოეულ მათგანს სამართლიანად მიაჩნდა საკუთრივ დაეკავებინა ორიდან ერთი ფრთა და საამისოდ ასახელებდნენ თავის ახალსა და ძველ დამსახურებას. ჯერ ტეგეელებმა თქვეს შემდეგი: ყოველთვის, ყველა მოკავშირე ღირსად მიგვიჩნევდა, რომ ეს ადგილი ჩვენ დაგვეკავებინა, როდესაც კი ერთობლივ ლაშქრობდნენ პელოპონესელები. თუ ძველად, თუ ახლა, იმ დროიდან მოკიდებული, ევრისთევსის სიკვდილის შ ემდეგ ჰერაკლიდები რომ შეეცადნენ პელოპონესში დაბრუნებას, მაშინ მოვიპოვეთ ეს ადგილი შემდეგი დამსახურების წყალობით; როდესაც ჩვენ პელოპონესში მყოფ აქეებთან და იონიელებთან ერთად, გავეშურეთ ისთმოსში და ჩავუსაფრდით უკან დაბრუნებულ ჰერაკლიდებს, მაშინ, ამბობენ, ჰილოსმა გამოაცხდა, რომ არაა საჭირო ერთი ლაშქარი შეებას მეორე ლაშქარს და ორეივენი საფრთხეში ჩაცვივდნენ. საკმარისია პელოპონესელთა ბანაკიდან ის გამოვიდეს, ვისაც ისინი თვითონ მიიჩნევენ უმამაცესად და შეებრძოლოს ჰილოსს პირისპირ, გარკვეული შეთანხმების პირობით. პელოპონესელებმა გადაწყვიტეს, რომ სწორედ ასეა საჭირო, ერთმანეთს შეჰფიცეს და ასე შეთანხმდნენ: თუ ჰილოსი დაძლევდა პელოპოსელთა ფალავანს, პელოპოსენელები დაბრუნდებოდნენ თავის მამულში, ხოლო თუ ჰილოსი დამარცხდებოდა, მაშინ ჰერაკლიდები უკან წავიდოდნენ, თან წაიყვანდნენ ლაშქარს და 100 წლის განმავლობაში არც კი შეეცდებოდნენ პელოპენესში შესვლას. მთელ მოკავშირეთა შორის თავისი ნებით გამოირჩა ექემოსი, ევროპის ფეგევსის ძის ძე, რომელიც იყო ჩვენი მხედართმთავარი და მეფე, შეებრძოლა პირისპირ და მოჰკლა ჰილოსი. ამით მოვიხვეჭეთ მაშინ პელოპონესელებში ბევრი უპირატესობა, რაც გვაქვს აქამდეც და ამ უპირატესობათა შორის არის ისიც, რომ საერთო ლაშქრობის დროს ერთ-ერთი ფრთის წინამძღოლობა მუდამ ჩვენ გვეკუთვნის. ლაკედემონელებო, თქვენი წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, თქვენ გაძლევთ არჩევანს, რომელი ფრთის გამგებლობაც გინდათ, იმას უხელმძღვენელთ, გითმობთ ამას, მაგრამ ვამბობთ, რომ მეორე ფრთის წინამძღოლობა ჩვენ გვეკუთვნის ისევე, როგორც იყო უწინდელ დროში ზემოთ მოთხრობილი საქმეებიც რომ არა, ჩვენ საერთოდ ათენელებზე მეთად გვეკუთვნის, რომ ეს ადგილი გვეჭიროს. რადგან, სპარტელებო, ჩვენ ბევრი იღბლიანი ბრძოლა გვქონია თქვენთან და ბევრი სხვებთანად. ამიტომ უფრო სამართლიანი იქნება რომ ჩვენ გვეჭიროს ერთი ფრთა, ვიდრე ათენელებს, რადგან მათ არა აქვთ ისეთი დამსახურება, როგორიც ჩვენ, არც ახლა და არც ძველად.
27. ასე ილაპარაკეს ტეგეელებმა, ხოლო ათენელებმა ამაზე შემდეგი მიუგეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს თავყრილობა ბარბაროსთან საბრძოლველადაა და არა ერთმანეთში სადაოდ. მაგრამ რადგან ტეგეელმა პირველმა დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, თუ ძველად და ახლა ყველა დროში ორივე მხრეს რა ღირსეული საქმეებით გაუთქვამს სახელი, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია ცხადვყოთ თქვენს წინაშე, რომ მამა-პაპათაგან მოგვდგამს სიკეთე და მუდამ პირველები ვიყავით არკადიელებთან შედარებით. ჰერაკლიდები, რომელთა შესახებაც ეგენი ამბობენ, რომ მაგათ მოუკლეს წინამძღოლი ისთმოსში, აი, ესენი ამაზე უწინ სადაც კი არ მივიდოდნენ, მათ ყველა ელინები აძევებდნენ და მხოლოდ ჩვენ მივიღეთ, მიკენელთა მონობისაგან თავდაღწეულებმა ჩვენ ავლაგმეთევრისთევსის სიზვიადე, რადგან მათთან ერთად ბრძოლაში გავიმარჯვეთ იმათზე, ვისაც მაშინ ეპყარა პელოპონესი. ამას გარდა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის არგოსელები, რომლებიც პოლინკესთან ერთად წავიდნენ თებეს წინაღმდეგ, იქ აღესრულნენ საუკუნოდ და დაუმარხავნი ეყარნენ; მაშინ გავილაშქრეთ კადმოსელების წინააღმდეგ, ავკრიფეთ ეს გვამები და დავმარხეთ ჩვენს მიწა-წყალზე, ელევსინში. ჩვენ კიდევ ერთი კარგი საქმე გვაქვს ჩადენილი ამაძონიდების მიმართ, რომლებიც მდინარე თერმოდონტის მხრიდან შემოიჭრნენ ოდესღაც ატიკის ქვეყანაში. და ასევე, ტროის ომის დროსაც არავის ჩამოვრჩენივართ. თუმცა, არაა საჭირო ამის მოგონება, რადგან, შესაძლოა, ერთი და იგივე ხალხი ოდესღაც სახელოვანი იყოს და ახლა უღირსია, ანდა უწინ უღირსი იყო და ახლა საუკეთესოა. ისე რომ, ძველ მოღვაწეობაზე საკმარისია ლაპარაკი. ჩვენ კიდევაც რომ სხვა არაფერი გაგვეკეთებინა (თუმცა ბევრი რამ კარგი გვაქვს გაკეთებული, როგორც ზოგიერთ სხვებსაც ელინთა შორის), მარტო მარათონის ბრძოლისათვის ვართ ღირსი ეს უპირატესობაც გვქონდეს და კიდევ სხვაც ამას გარდა; ჩვენ ხომ ყველა ელინთა შორის მარტონი შევებით სპარსელს, გავბედეთ წინააღვდგომოდით მას, თვითონაც გადავრჩით და 46 სხვადასხვა ტომიც დავძლიეთ. განა სამართლიანი არ იქნება, რომ თუნდაც მხოლოდ ამ საქმისათვის დავიჭიროთ ჩვენ ეს ადგილი? თუმცა, არ შეგვშვენის ასეთ ვითარებაში ადგილის გულისათვის ჩხუბი. ისე რომ, ლაკედემონელებო, ჩვენ მზად ვართ დაგემორჩილოთ თქვენ და დავდგეთ იქ, სადაც თქვენის აზრით გვეკუთვნის დგომა და ვის წინააღმდეგაც საჭიროა, იქ დავდგებით, რადგან სადაც არ უნდა დაგვაყენოთ, შევეცდებით საუკეთესონი ვიყოთ. გვიბრძანეთ და დაგემორჩილდებით.
28. ათენელებმა ეს უპასუხეს, ხოლო ლაკედემონელთა მთელმა ბანაკმა ერთხმად იყვირა, ათენელებს უფრო ღირსნი არიან, რომ ფრთა ეჭიროთ, ვიდრე არკადიელებიო. ასე დაიჭირს ფრთა ათენელებმა და აჯობეს ტეგეელებს.
ამის შემდეგ ახლახან თუ თავიდანვე მოსული ელინები ასე დალაგდნენ: მარჯვენა ფრთა ეჭირა ათიათას ლაკედემონელს. მათ შორის 5000 სპარტელს იცავდა 35000 მსუბუქადს შეიარაღებულ ჰებლოტი. ე.ი. თითოეულ კაცთან 7 იყო დარაზმული. სპარტელებმა გამოარჩიეს და თავის მახლობლად სახელისა და სიმამაცის გამო დააყენეს ტეგეელები; ესენი იყვნენ 1 500 მძიმედ შეიარაღებული მეომარი; ამათ შემდეგ იდგა 5000 კორინთელი. მათ პავსანიესს დააყენებინეს თავის გვერდით იქ მყოფი პალენელი პოტებდეელები 300 კაცი, ამათთანავე იდგნენ ორქომენელი არკადიელები 600 კაცი, შემდეგ კი 3000 სიკიონელი. ამათ მოსდევდა 800 ეპიდავრელი; ამათ მერე დარაზმულნი იყვნენ ტრობძენელები 1000 კაცი, ხოლო ტრობძენელებს მოსდევდნენ ლეპრეონელები 200 კაცი, შემდეგ იყვნენ მიკენელები და ტირინთელები, ერთად 400. ამათ მოსდევდნენ ფლებუნტელები - 1000 კაცი, ამათ გვერდით იყო 300 ჰერმიონელი, ჰერმიონელების მიდევნებით იდგნენ ერეტრიელები და სტირეები - 600 კაცი. ამათ შემდეგ - 400 ქალკიდელი, შემდეგ ამპრაკიელები - 500. ამათ შემდეგ იდგნენ 800 ლევკადელი და ანაქტორიელი. ამათ მიდევნებით - 200 პალეელი, რომლებიც კეფალენიიდან არიან. ამათ მერე დაწყობილნი იყვნენ აბგინელები 500 კაცი. ამათ გვერდით დარაზმულები იყვნენ მეგარელები - 3 000 კაცი. ამათ მოსდევდნენ პლატეელები - 600 კაცი. უკანასკნელები და თან პირველები იდგნენ ათენელები, რომელთაც ეჭირათ მარცხენა ფრთა, 8000 კაცი, მხედართმთავრობდა მათ არისტებდესი, ლისიმაქოსის ძე.
29. ესენი ყველანი, გარდა თითოეულ სპარტელთა დარაზმული 7 ჰებლოტისა, იყვნენ მძიმედ შეიარაღებული. ყველანი ერთად რიცხვით იყვნენ 38 700. ამდენი იყვნენ მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცები, ყველანი ერთად შეკრებილნი ბარბაროსის წინააღმდეგ. ხოლო მსუბუქად შეიარაღებულნი კი ამდენნი იყვნენ: სპარტელების რაზმში იყო 35 000 მსუბუქად შეიარაღებული კაცი, რადგან თითოეულ სპარტელთან 7 იყო მიყენებული და ყოველი ამათგანი მზად იყო ომისათვის. დანარჩენ ლაკედემონელებსა და ელინებში იყო 34 500 მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლი, რადგან თითოეულ კაცთან თითო ასეთი იყო დაყენებული. ყველა მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლი ერთად იყო 69 500.
30. ხოლო რაოდენობა მთელი ელინური ჯარისა, რომელიც შეიკრიბა პლატეაში, თავისი მძიმედ შეიარაღებული და მსუბუქად შიარაღებული მებრძოლებით იყო 110 000, რასაც აკლდა 1 800, ხოლო თესპიელებთან ერთად, რომლებიც გადარჩნენ, შეივსო ეს 110 000: რადგან გადარჩა და ბანაკში მოვიდა 1 800 თესპიელი, მაგრამ ისინი არ იყვნენ მძიმედ შეიარაღებული.
31. ასე დაწყობილები დაბანაკდნენ ესენი ასოპოსთნა. ხოლო ბარბაროსები, რომლებიც მარდონიოსთან ერთად იყვნენ, ოვიდნენ მას მერე, რაც გამოიტირეს მასისტიოსი; რომ შეიტყვეს ელინები პლეტეაში არიანო, თივთონაც ასოპოსთნა მოვიდნენ, რომლებიც ამ ადგილას მიედინება. რომ მოვიდნენ, მარდონიოსმა ისინი მტრის საპირისპიროდ ასე დაალაგა: ლაკედემონელებს რაოდენობით ბევრად აღემატებოდნენ, ამიტომ სპარსელები უფრო მეტ რიგებად მოეწყვნენ და ტეგეელებს გასწვრივად ესენი იყვნენ განლაგებული. ხოლო სპარსელები მან ასე დააწყო: მათ შორის უძლიერესები გამოარჩია და ლაკედემონელების საპირისპიროდ დაალაგა. ეს მან გააკეთა თებელების რჩევითა და სწავლებით. სპარსელების მიყოლებით მარდონიოსმა დაალაგა მიდიელები. ესენი უპირისპირდებოდნენ კორინთ ლებს, პოტებდეელებს, ორქომენელებსა და სიკიონელებს. მიდიელების მიდევნებით დაალაგა ბაქტრიელები. ესენი უპირისპირდებოდნენ ეპიდავრელებს, ტრობძენელებს, ლეპრონელებს, ტირინთელებს, მიკენელებს და ფლებუნტელებს. ბაქტრიელების შემდეგ დააყენა ინდები. ესენი უპირისპირდებოდნენ ჰერმიონელებს, ერეტრიელებს, სტირეებსა და ქალკიდელებს. ინდების მიყოლებით დააწყო საკები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ამპრაკეელებს, ანაქტორიელებს, პალეელებსა და აბგინელებს. საკების მომდევნოდ დააწყო ბეოტიელები, ლოკრები, მალიელები, თესალიელები და ფოკეელები - 1000 კაცი ათენელთა, პლატეელთა და მეგარელთა საპირისპიროდ. ყველა ფოკეელი არ იყო მიდიელთა მომხრე, ზოგიერთი მათგანი ელინთა მხარეზე იყო და ესენი პარნასოსთან იყვნენ გაჩერებული, იქიდან გამოდიოდნენ, თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ მარდონიოსის ლაშქარსაც და იმ ელინებსაც, ვინც მასთან ერთად იყვნენ. მარდონიოსმა მაკედონელები და თესალიის ირგვლივ მცხოვრებლები ათენელების საპირისპიროდ დააყენა.
32. აქ ჩამოვთვალე ხალხშა შორის უდიდესნი, რომლებიც განალაგა მარდონიოსმა, ესენი არიან ყველაზე უფრო ცნობილი და დიდი სახელის მქონე. მათთან იყო შერეული მეომრები სხვა ტომებიდან: ფრიგიელთაგან, მისიელთაგან, თრაკიელთაგან, პეონთაგან და სხვათაგან. ეთიოპელთაგან და ეგვიპტელთაგან იყვნენ ეგრეთ წოდებული ჰერმოტიბიები და კალასირიები, სატევრეიბით შეიარაღებული; მხოლოს ესენი არიან მეომრები ეგვიპლტეთა შორის. ჯერ კიდევ ფალერონში რომ იყო მარდონიოსი, ესენი იქ გადმოსხა ხომალდებიდან, რომლებზედაც ისხდნენ. ეგვიპტელები ხომ არ ირიცხებოდნენ იმ ქვეით ჯარში, რომლებიც ქსერქსესთან ერთად მივიდა ათენში. ბარბაროსთა ჯარი 300000 კაცისაგან შედგებოდა, როგორც ადრევე ვთქვი2. მარდონიოსის მოკავშირე ელინთა რიცხვი არავინ იცის (რადგან არავის აღურიცხავს ისინი), მაგრამ სავარაუდებელია, რომ დაახლოებით 50000 მოგროვდებოდა ასე მგონია, ეს დარაზმული ჯარი ქვეითი იყო; ხოლო ცხენოსანი ჯარი ცალკე იდგა.
33. მას მერე რაც ყველანი დანაწილებული იქნენ ტომებად და რაზმებად, მეორეს დღეს ორივე მხარემ შესწირა მსხვერპლი. ელინთა შორის მსხვერპლშემწირავი იყო ტებსამენოს ანტიოქოსის ძე. იგი თან ახლდა ამ ლაშქარს, როგორც მისანი. თუმცა იგი ელეელი იყო გვარის ბამიდთაგანი, კლიტიადი, მაგრამ ლაკეემონლებმა იგი თავის მოქალაქედ გახადეს. როდესაც ტებსამენოსმა მიმართა დელფოში მისნობისათვის თავის შთამომავლების შესახებ, პითიამ მიუგო, რომ იგი გაიმარჯვებს ხუთ უდიდეს შეჯიბრში. იგი შეცდა მისნობის გაგებაში და ხელი მოჰკიდა ფიზიკურ ვარჯიშს, რომ გაემარჯვა გიმნასტთა შეჯიბრებაში; იგი ვარჯიშობდა ხუთჭიდში და ოლიმპიადის დროს გამარჯვებას ერთი შეჯიბრი დააკლდა მაშინ, როდესაც ანდროსელი ჰიერონიმოსი ჰყავდა მოქიშპედ. ლაკეემონელებმა შეიტყვეს, რომ ტებსამენოსის მისნობა გიმნასტურ შეჯიბრებაში გამარჯვებას კი არ გულისხმობდა, არამედ საომარ შეჯიბრებაში გამარჯვებას, გასამრჯელოთი შეეცადნენ მის დაყაბულებას და ტებსამენოსს აღუთქვეს ჰერაკლიდების მეფეებთან ერთად ომების წინამძღოლობა. მან რომ დაინახა, როგორ ცდილობენ სპარტელები მასთან მეგობრობას, ფასი დაიდო, აგრძნობინა მათ, რომ თუ მას თავის მოქალაქე გახდიან და ყველაფერში წილს დაუდებენ, მაშინ დათანხმდება ამას, სხვა გასამრჯელოსთვის კი არა. სპარტელებმა პირველად რომ მოისმინეს ეს, გაწყრნენ და მისნობა სულაც დაივიწყეს, მაგრამ ბოლოს, როდესაც სპარსელთა ლაშქრობის დიდი საშიშროება თავს დაატყდათ, სთხოვეს და დაეთანხმნენ. როდესაც ტებსამენოსმა შეიტყო, რომ მათ ასე შეიცვალეს აზრი, უთხრა, რომ მას ახლა მხოლოდ ეს პირობები აღარ აკმაყოფილებს, და მისი ძმა, ჰეგიესიც უნდა გახადონ სპარტელ მოქალაქედ იმავე პირობებში, როგორც ის თვითონ.
34. ამას რომ ამბობდა ტებსამენოსი, ბაძავდა მელამპუსს, რამდენადაც შეიძლება სამეფო ძალაუფლების მოთხოვნა სამოქალაქო უფლების მოთხოვნას ჰგავდეს. როდესაც არგოსში ქალები დაგიჟდნენ, არგოსელებმა პილოსელ მელამპუსს გაკრვეული საზღაური შესთავაზეს, რომ მათი ქალები ამ ავამდყოფობისაგან ეხსნა.მელამპუსმა გასამრჯელოდ მათი სახელმწიფოს ნახევარი მოითხოვა, მაგრამ არგოსელები არ დათანხმდნენ და უკან გაბრუნდნენ. მათი ქალები კი კიდევ უფრო მეტად დაგიჟდნენ; ისე რომ, არგოსელები მივიდნენ ისევ მელამპუსთან იმ განზრახვით, რომ რასაც ის თხოულობდა, მიეცათ მისთვის. მან კი როდესაც დაინახა, რომ მათი განწყობილება შეიცვალა, უფრო მეტი მოინდომა და თქვა, თუ მის ძმას, ბიასსაც არ მისცემენ სახელმწიფოს მესამედ ნაწილს, არ გაკეთებს იმას, რაც მათ სურთ. არგოსელები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ ჩაცვენილი, დაეთანხმნენ ამაზედაც.
35. ასევე იყვნენ სპარტელებიც, ძალიან სჭირდებოდათ ტებსამენოსი, ამიტომ მას ყველაფერი დაუთმეს; როდესაც სპარტელები დათანხმდნენ ყველაფერზე, ტებსამენოსმა, ელეელმა, რომელიც სპარტელი გახდა, თავისი მისნობით მათ ხუთი უდიდესი ბრძოლა მოაგებინა. ყველა ადამიანთა შორის მხოლოდ ესენი გახდგნენ სპარტელი მოქალაქეები. ხოლო ხუთი ბრძოლა შემდეგი იყო: ერთი და პირველი ბრძოლა იყო პლატეაში, შემდეგ - ტეგეეში, ტეგეელებისა და არგოსელების წინააღმდეგ, მერე - დიპეეში, ყველა არკადიელის წინააღმდეგ, მანტინეელების გამოკლებით, შემდეგ მესენიელებთან, რომელიც ითომესთან მოხდა, უკანასკნელი კი იყო ტანაგრაში, ათენელთა და არგოსელთა წინააღმდეგ, იმ ხუთი ბრძოლიდან ეს უკანასკნელი იყო.
36. აი ეს ტებსამენოსი იყო, პლატებეში რომ წინასწარმეტყველებდა ელინთა შორის მაშინ, როდესაც სპარტელები იბრძოდნენ. ელინებს მსხვერპლშეწირვა კეთილ შედეგს უჩვენებდა თავდაცვის შემთხვევაში, ხოლო თუ ასოპოსს გადავიდოდნენ და ბრძოლას წამოიწყებდნენ, მაშინ არა.
37. მარდონიოსს ძალიან უნდოდა ბრძოლის დაწყება, მაგრამ მსხვერპლშეწირვა წარმატებას არ უჩვენებდა, ხოლო თუ თავს დაიცავდა, მაშინ კეთილი ბოლო გამოსდიოდა, ისიც ელინურ მსხვერპლშეწირვას მიმართავდა, მისნად ჰეგესისტრატოსი ჰყავდა, ელეელი ვაჟკაცი, ყველაზე უფრო სახელოვანი ტელიადთა შორის. ამაზე უწინ სპარტელებმა შეიპყრეს ის და სასიკვდილოდ დაატყვევეს, რადგან მისგან ბევრი ცუდი ჰქონდათ გადატანილი. ამისთანა უბედურებაში რომ იყო (მის სიცოცხლეს ხიფათი უქადდა და სიკვდილის წინ ბევრი და მძიმე განსაცდელი მოელოდა), მან ისეთი საქმე ჩაიდინა, რაც სიტყვას აღემატება. ჰეგესისტრატოსი შეკრული იყო რკინით შ ჭედილი ბორკილით; მან ხელთ იგდო საპყრობილეში როგორღაც შეტანილი რკინის იარაღი და მაშინვე მოიფიქრა ყველაზე უფრო ვაჟკაცური საქმე, რაც კი ჩვენ ვიცით. მან მოისაზრა, როგორ უნდა გაეთავისუფლებინა ფეხის დანარჩენი ნაწილი და მოიკვეთა ტერფი. მან რომ ეს გააკეთა, რაკიღა მცველები სდარაჯობდნენ მას, გათხარა კედელი და გაიქცა ტეგეეში; ღამ-ღამობით მიდიოდა, ხოლო დღისით ტყეში იმალებოდა და იქ ისვენებდა. ისე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ლაკედემონელები იმას ეძებდნენ, იგი მესამე ღამეს უკვე ტეგეეში იყო. ხოლო ლაკედემონელები დიდად იყვნენ განცვიფრებული მისი გამბედაობით, როდესაც ნახეს საპყრობილეში დაგდებული მისი ფეხის მოჭრილი ნახევარი, თვითონ კი ვერ იპოვეს. ასე გაექცა ჰეგესისტრატოსი მაშინ ლაკედემონელებს და შეეფარა ტეგეეს, რომელიც იმ დროს ლაკედემონელებთა არ იყო მეგობრულ ურთიერთობაში. როდესაც ის გამოჯანმრთელდა და ხის ფეხი გაიკეთა, ლაკედემონელების აშკარა მტერი გახდა. მაგრამ ლაკედემონელების მიმართ მტრობას მისთვის საბოლოოდ სიკეთე არ მოუტანია: როდესაც ის ძაკინთოსში მისნობდა, იგი შეიპყრეს ლაკედემონელებმა და მოჰკლეს.
38. ჰეგესისტრატოსი პლატეის ბრძოლის შემდეგ მოკვდა, ხოლო მაშინ, ასოპოსთან იგი მსხვერპლს სწირავდა მარდონიოსისთვის, რომლისგანაც ის არც თუ მცირ გასამრჯელოს იღებდა და დიდად იყო მისთვის თავგამოდებული, როგორც ლაკედემონელთა მიმართ მტრობის გამო, ასევე გამორჩენის გულისათვის. როდესაც მსხვერპლშეწირვა ბრძოლასთან დაკავშირებით კარგს არაფერს ანიშნებდა არც თვით სპარსელებს და არც იმ ელინებს, ვინც სპარსელებთან იყვნენ (ამათაც თავისი საკუთარი მისანი ჰყავდათ, ლევკადიელი ჰიპომაქოსი), ხოლო ელინებს კი ემატებოდათ და ემატებოდათ მებრძოლები და მათი ბანაკი სულ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა, თებელებმა ტიმეგენიდეს ჰერპისის ძემ მარდონიოსს ურჩია კითერონის გასასვლელები დაეცვა, უთხრა, რომ ელინები ყოველდღიურად გამუდმებით მოედინებიან ამ გზებზე და რომ მან ეგბ დაიჭიროს ბევრი მათგანი.
39. უკვე რვა დღე იყო, რაც ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ჯარები, როდესაც მან ეს ურჩია მარდონიოსს. მარდონიოსმა ეს რჩევა რომ მოისმინა, მოიწონა და დაღამებისას ცხენოსანი ჯარი გაგზავნა კითერონის იმ გასასვლელებისაკენ, რომლებიც პლატეისაკენ მიემართებიან; ბეოტიელები ამ გასასვლელებს უწოდებენ სამ თავს, ხოლო ათენელები - მუხის თავებს. გაგზავნილი ცხენოსნები იქ ტყუილად არ მისულან: როდესაც პელოპონესიდან ბანაკში საზრდო მიჰქონდათ და ის კაცებიც, რომლებიც მისდევდნენ აღალს. სპარსელებმა ეს ნადავლი ხელთ რომ იგდეს, უმოწყალოდ ხოცეს, არ დაინდეს არც სახედარი და არც ადამიანი. როდესაც ჟლეტით გული იჯერეს, დარჩენილებს გარსშემოერტყნენ და გაირეკეს მარდონიოსთან ბანაკში.
40. ამ ამბის შემდეგ კიდევ ორი დღე გავიდა, მაგრამ არც ერთს არ უნდოდა ბრძოლის დაწყება. ბარბაროსები ცდიდნენ ელინებს და ასოპოსამდე მიდიოდნენ, მაგრამ არც ერთი მხარე არ გადადიოდა მდინარეს, თუმცა კი მარდონიოსის ცხენოსანი ჯარი გამუდმებით უტევდა და აწუხებდა ელინებს: რადგან თებელები, რომლებიც მთლად მიდიელთა მხარეზე იყვნენ, დიდი თავგამოდებით ომობდნენ და მუდამ ბრზოლამდე მიჰყავდათ საქმე, ხოლო ამის მერე სპარსელები და მიდიელები იჭერდნენ მათ ადგილს და განსაკუთრებით იჩენდნენ თავსა ვაჟკაცობით.
41. ათი დღის განმავლობაში ამაზე მეტი არაფერი მომხდარა; მეთერთმეტე დღეზე, მას მერე, რაც პლატეაში ერთმანეთის პირდაპირ დაბანაკდნენ მტრები, ელინები მეტისმეტად მომრავლდნენ, ხოლო მარდონიოსი ძალიან უკმაყოფილო იყო ადგილზე ჯდომით, მაშინ ერთმანეთში თათბირი გამართეს მარდონიოსმა, გობრიესის ძმე, და არტაბაძოსმა, ფრანკესის ძემ, რომელიც ქსერქსესს მცირერიცხოვან სპარსელთა შორის კიდევ საგანგებოდ ჰყავდა გამორჩეული. თათბირისას შემდეგი აზრები გამოითქვა: არტაბაძოსის აზრის მიხედვით საჭირო იყო, სასწრაფოდ აყრა მთელი ლაშქრით და მისვლა თებელთა ზღუდესთან, სადაც ბლომად იყო თავმოყრილი მათთვის საზრდო და საკვები სახედრებისათვის. აქ უნდა დამსხდარიყვნენ ისინი წყნარად და საქმის ბოლომდე მისაყვანად შემდეგი გაეკეთ ბინათ: მათ ბევრი ოქრო ჰქონდათ ფულად მოჭრილი, ბევრი კი მოუჭრელი, ასევე უამრავი ვერცხლი და სასმისები; ამათგან არაფერი არ უნდა დაეზოგათ და ყველაფერი ელინებისათვის უნდა გაეგზავნათ, ხოლო ელინთაგან განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ქალააქებს განაგებდნენ; მაშინ ესენი სასწრაფოდ მიანიჭებდნენ მათ თავისუფლებას და საფრთხის თავიდან ასაცილებლად არც ბრძოლას მოინდომებდნენ. თებელთა აზრიც იმგვარივე იყო, როგორიც ამ კაცისა, რადგან წინასწარხედვის უნარით დაჯილდოებულად მიაჩნდათ, ხოლო მარდონიოსის აზრი უფრო მკვეთრი, მკაცრი და შეუპოვარი იყო; მისი აზრით, მათი ლაშქარი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ელინებისა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დასხმოდნენ თავს და არ დაეცლიათ, რომ ელინები იმაზე უფრო მეტნი შეგროვილიყვნენ, ვიდრე იყვნენ შეგროვილნი; ჰეგესისტრატოსის მსხვერპლშეწირვისათვის თავი უნდა გაენებებინათ, იქიდან რაიმე იძულებით დასკვნები არ გაეკეთებინათ, სამაგიეროდ სპარსელთა ჩვევიდათვის უნდა მიემართათ და მტერს თავს დასხმოდნენ.
42. როდესაც მარდონიოსმა ეს თქვა, ვერავინ გაბედა წინააღმდეგობა, ისე რომ, ამ აზრმა გაიმარჯვა, რადგან ლაშქარზე ძალაუფლება მეფისაგან მას ჰქონდა ბოძებული და არა არტაბაძოსს. მან გამოიძახა რაზმების უფროსები და მასთან მყოფი ელინების მხედართმთავრები და შეეკითხა მათ, ხომ არ იციან სპარსთა შესახებ რაიმე მისნობა, რომლის მიხედვითაც მათ ელადაში მოელით დაღუპვა. რადგან წვეულნი მდუმარებდნენ, ერთნი იმიტომ, რომ იცოდნენ ასეთი წინასწარმეტყველება, ხოლოს სხვები იმიტომ, რომ იცოდნენ, მაგრამ თქმისა ეშინოდათ, მაშინ თვითონ მარდონიოსმა თქვა: რადგან თქვენ ან არაერი იცით, ან იცით და ვერ ბედავთ თქმას, ამიტომ მე ვიტყვი, რაც კარგად ვიცი. არის ერთი მისნობა, რომლის მიხედვითაც სპარსელებს უწერიათ მისვლა ელადაში და დელფოს სალოცავის გაძარცვა, ხოლო გაძარცვის შ მდეგ ყველას მოელის ამოწყვეტა. რაკი ჩვენ ეს ამბავი ვიცით, ამიტომ ამ სალოცავსი დასარბევად არ წავალთ და არც მის გაძარცვას განვიზრახავთ, მაშასადამე ამ მიზეზის გამო ჩვენ არ დავიღუპებით. ისე რომ, თქვენს შორის იმათ, ვინც სპარსელების მიმართ კეთილად არიან განწყობილნი, გაიხარონ იმის გამო, რომ ელინებს ვაჯობებთ. ეს რომ თქვა, ანიშნა, შეიარაღებულიყვნენ და კარგად მოწესრიგებულიყვნენ, რადგან გათენდებოდა თუ არა, ბრძოლა უნდა დაეწყოთ.
43. მე ვიცი, რომ წინასწარმეტყველება, რომლის შესახებაც მარდონიოსი ლაპარაკობდა, სპარსელების შესახებ არისო, ეხებოდა ილირიელებსა და ენქელეელების ლაშქარს და არა სპარსელებს. ის კი არა, ამ ბრძოლის შესახებ არის ბაკისის ასეთი წინასწარმეტყველება:
თერმოდონტთან და ბალახოვან ნაპირებიან ასოპოსთან მოხდება ელინთა შეკრება და ბარბაროსთა ენაზე ყვირილი; მშვილდებით შეიარაღებულ მიდიელთაგან იქ ბევრნი დაეცემიან ბედისწერისა და განგების მიუხედავად, როდესაც განკითხვის დღე დადგება.
ეს წინასწარმეტყველება და ამისი მსგავსი, რომელიც ეკუთვნოდა მუსაბოსს, ვიცი რომ ეხებოდა სპარსელებს. ხოლო მდინარე თერმოდონტი მიედინება ტანაგრასა და გლისანტს შორის.
44. მას მერე რაც მარდონიოსმა გამოიკითხა წინასწარმეტყველების შესახებ და დამოძღვრა მხედართმთავრები, დაღამდა და დააყენეს დარაჯები. მაგრამ გვიან ღამით, როდესაც თითქოს სიწყნარე იყო ბანაკში და ხალცსაც ღრმა ძილით ეძინა, ათენელეთა დარაჯებთან ცხენი მოაგელვა ალექსანდრემ, ამინტესის ძემ, მაკედონელების მხედართმთავარმა და მეფემ და მოითხოვა მხედართმთავრებთან მოლაპარაკება. დარაჯთა მეტი წილი ადგილზე დარჩა, ზოგი კიდევ გაიქცა მხედართმთავრებთან, მივიდნენ და უთხრეს, რომ მიდიელთა ბანაკიდან მოვიდა ერთი მხედარი, რომელიც სხვას არაფერს ამბობს, მხოლოდ მხედართმთავრებს ასახელებს და მათთან ლაპარაკს თხოულობსო.
45. მხედართმთავრებმა ეს რომ მოისმინეს, მაშინვე გაჰყვნენ მათ საგუშაგოებისაკენ. როდესაც მივიდნენ, ალექსანდრემ მათ უთხრა: ათენელებო, ამბავი მინდა გაგანდოთ, საიდუმლოდ შეინახეთ ეს და არავის უთხრათ, გარდა პავსანიესისა, რომ მეც არ დამღუპოთ. მე არ ვიტყოდი, რომ დიდად არ მადარდებდეს მთელი ელადის ბედი. მე თვითონაც ხომ მოდგმით იმთავითვე ელინი ვარ და არ მინდა თავისუფალი ელადის წილ ვიხილო დამონებული ელადა. ამრიგად იცოდეთ: არც მარდონიოსს და არც ლაშქარს მსხვერპლშეწირვამ სასრუველი რამ არ ანიშნა. თომრე დიდი ხანია ბრძოლა გექნებოდათ გამართული. ახლა კი მან გადწყვიტა, შეეშვას მსხვერპლშეწირვას და როგორც კი გათენდება, ბრძოლა წამოიწყოს, რადგან, ასე მგონია, ეშინია, რომ კიდევ უფრო მეტი არ მოგროვდეთ. აი, ამისთვის მოემზადენით. თუ მარდონიოსმა გადადო ბრძოლა და არ წამოიწყო, თქვენც უნდა გაუძლოთ და დარჩეთ ადგილზე, რადგან მათ სულ რამდენიმე დღის სამყოფის საზრდო აქვთ. თუ ომი დათავრდა ისე, როგორც თქვენ გინდათ, უნდა გამიხსენოთ მე და იზრუნოთ ჩემი განთავისუფლებისათვისაც. რადგან მე ელინების გულისათვის დიდი თავგამოდებით ამისთანა ხიფათში ჩავიგდე თავი და მოვინდომე გამემჟღავნებინა თქვენთვის მარდონიოსის განზრახვა იმიტომ, რომ ბარბაროსები მოულოდნელად, მოუმზადებლებს არ დაგსხმოდნენ თავს. მე მაკედონელი ალექსანდრე ვარ. ეს თქვა, გაქუსლა უკან ბანაკში და თავის ადგილას მიაშურა.
46. ათენელთა მხედართმთავრები გადავიდნენ მარჯვენა ფრთაზე და უთხრეს პავსანიესს ის, რაც მოისმინეს ალექსანდრესაგან. ეს ამბავი რომ მოისმინა, პავსანიესს შეეშინდა სპარსელებისა და თქვა: რადგან გათენებისას იქნება ბრძოლა, თქვენ, ათნელები უნდა დადგეთ სპარსელების პირისპირ, ჩვენ კი ბეოტიელებისა და იმ ელინების საპირისპიროდ, რომლებიც თქვენს საწინააღმდეგოდ არიან დარაზმულები და აი, რატომ: თქვენ იცნობთ მიდიელბს და იცით მათი ბრძოლის ხერხებიც, რადგან მარათონში ებრძოდით მათ, ჩვენ კი არ გვაქვს საამისო გამოცდილება და არ ვიცნობთ ამ ხალხს. სპარტელთაგან ხომ არავის უცდია თავისი ძალა მიდიელებთან; ბეოტიელებთნა და თესალიელებთან კი გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ამიტომ საჭიროა აიღოთ იარაღი და გამოხვიდეთ ამ ფრთაზე. ჩვენ კი გადავალთ მარცხენა ფრთაზე. ამაზე ათენელებმა ასე უპასუხეს: ჩვენ თავიდანვე, როდესაც დავინახეთ, რომ სპარსელები თქვენს საპირისპიროდ მოეწყვნენ, გვინდოდა გვეთქვა ამის შესახებ, მაგრამ თქვენ დაგვასწარით. იმიტომ არ გითხარით რომ გვეშინოდა, ჩვენი წინადადება თქვენთვის უსიამოვნო არ ყოფილიყო. რადგან ახლა თქვენ თვითონ შემოგვთავაზეთ, ჩვენ სიამოვნებით ვიღებთ ამ წინადადებას და მზადა ვართ ასე მოვიქცეთ.
47. რადგან ორივე მხარე შეთანხმდა, ირიჟრაჟა თუ არა, მათ ადგილები შეცვალეს. ბეოტიელებმა, როგორც კი შეიტყვეს, რაც მოხდა, აცნობეს მარდონიოსს. ხოლო ის ამის მოსმენისთანავე შეეცადა ჯარის ნაწილები ისე გადაეადგილებინა, რომ სპარსელები ლაკედემონელების საპირისპიროდ დაეყენებინა. როგორც კი გაიგო პავსანიესმა, რომ ასეთი რამ მოხდა და მიხვდა, რომ მისი განზრახვა გამომჟღავნდა, უკან წამოიყვანა სპარტელები მარჯვენა ფრთაზე. ასევე მოიქცა მარდონიოსიც, რომელმაც მარცხენა ფრთაზე დააბრუნა სპარსელები.
48. როდესაც დადგნენ თავდაპირველ ადგილებზე, მარდონიოსმა მაცნე გაუგზვნა სპარტელებს და მისი პირიტ შეუთვალა: ლაკედემონელებო, აქ მცხოვრები ხალხის სიტყვით თქვენ უმამაცესი ვაჟკაცები ხართ: ამ ხალხს აცვიფრებს ის, რომ თქვენ არც ომიდან გარბიხართ და არც მწყობრს სტოვებთ, არამედ რჩებით თქვენს ადგილზე და ანადგურებთ მოწინააღმდეგეს, ანდა თვითონ იღუპებით. მაგრამ, როგორც ჩანს ეს აზრი არ ყოფილა ჭეშმარითი; იმაზე უწინ, ვიდრე შევიბმებოდით და ხელჩართულ ბრძოლას გავმართავდით, ჩვენ დავინახეთ, რომ თქვენ გაიქეცით და თქვენი დგილი მიატოვეთ, მოინდომეთ პირველი იერიში ათენელებზე მიგვეტანა, თქვენ თვითონ კი ჩვენი მონების საპირისპიროდ მოეწყვეთ. ეს სულაც არაა მამაცი ხალხის საქმე და ჩვენ დიდად მოვტყუვდით თქვენში. ჩვენ თქვენი სახელის მიხედვით მოველოდით, რომ მაცნეს გამოგვიგზავნიდით, გამოგვიწვევდით და მხოლოდ სპარსელებთან მოინდომებდით ბრძოლას, ჩვენც მზად ვიყავით ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ დავინახეთ, რომ არაფერი მსგავსი არ გითქვამთ, ის კი არა, შიშით იმალებით კიდევაც. ახლა, რაკიღა თქვენ არაფერს გვეუბნებით, ჩვენ გეტყვით. რატომ არ უნდა შევებრძოლოთ ჩვენ ერთმანეთს მებრძოლთა თანაბარი რაოდენობით? თქვენ გამოდით ელინების მხრიდან, თუკი მართლაც უმამაცესნი ხართ მათ შორის და ჩვენ გამოვალთ ბარბაროსების მხრიდან. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სხვებმაც უნდა იბრძოლონ, იმათ ჩვენს შემდეგ იბრძოლონ. ხოლო თუკი არ ფიქრობენ ასე, და იმ აზრისა არიან რომ მარტო ჩვენ გვეკუთვნის ბრძოლა, ჩვენ შევებრძოლებით ერთმანეთს. რომელიც გაიმარჯვებს ჩვენს შორის, ის ჩაითვლება გამარჯვებულად მთელი თავისი ბანაკითურთ.
49. მაცნემ თქვა ეს და ერთხანს შეიცადა, მაგრამ რადაგან არავინ არაფერი უპასუხა, უკან გაბრუნდა, მივიდა და შეატყობინა მარდონიოსს, რაც მოხდა. მარდონიოსს ძალიან გაეხარდა და მომავალი გამარჯვებით გაამაყებულმა ცხენოსანი ჯარი ელინების წინააღმდეგ გაგზავნა. როდესაც ცხენოსნები თავს დაესხნენ, ზიანი მთელი ელინურ ჯარს მიაყენეს; სპარსელები ცხენებზე ისხდნენ და მოწინააღმდეგეს ისე ესროდნენ შუბებს და ისრებს, ამიტომ შეუძლებელი იყო მათთან მიახლოვება. ამასთანავე გარგაფიის წყარო, საიდანაც იღებდა წყალს მთელი ელინური ჯარი, აამღვრიეს და დააშლამიანეს. ამ წყაროსთან მარტო ლაკედემონელები იყვნენ დარაზმული, ხოლო სხვა დანარჩენი ელინთაგან თითოეული ტომი ისე იყო განლაგებული, რომ ეს წყარო შორს იყო, ასოპოსი კი ახლოს ჰქონდათ. მაგრამ რადგა ასოპოსთან არ მიესვლებოდათ, ამიტომ ისინიც წყაროზე დადიოდნენ. ეს იმიტომ რომ მხედართა და მოისართა შიშით მდინარიდან ვერ მოჰქონდათ წყალი.
50. რადგან ასეთი მდგომარეობა შეიქმნა (ლაშქარი წყალს იყო მოკლებული და მხედრობისაგან შეშფოთებული), ელინთ მხედართმთავრები შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს ამის შესახებ და კიდევ სხვა საკითხებზეც და წავიდნენ პავსანიესთან მარჯვენა ფრთაზე. მართლაც და ამაზე უფრო მათ სხვა ამბები აწუხებდათ: აღარც საკვები ჰქონდათ, და თან მათი მსახურები, რომლებიც პელოპონესში გაგზავნეს საკვების მოსამარაგებლად, ცხენოსნების მიერ იყვნენ გზამოჭრილი და ვეღარ ბრუნდებოდნენ ბანაკში.
51. თათბირისას მხედართმთავრებმა კუნძულზე წასვლა გადაწყვიტეს, თუ კი სპარსელები ამ დღესაც ისე გაატარებდნენ, რომ ბრძოლას არ გამართავდნენ. ეს კუნძული იმ ადგილიდან, სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებული, ე.ი. ასოპოსისა და გარგაფიის წყაროდან, 10 სტადიონით იყო დაშორებული და მდებარეობდა პლატეელთა ქალაქის წინ. ხოლო ამ კუნძულს ასეთი მდებარეობა ჰქონდა: მდინარე ზემოთ შუაზე იყოფოდა და კითერონიდან ისე მოედინებოდა ქვემოთ დაბლობისაკენ, ეს ორი ტოტი ერთმანეთისაგან დაახლოებით სამი სტადიონით იყო დაშორებული და შემდეგ ისევ ერთდებოდნენ ერთ მდინარედ. სახელად ამ მდინარეს ერქვა ოეროე. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ოეროეს ასოპოსის ასული არისო. აი, ელინებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ადგილას გადავიდოდნენ, რათა სახმარი წყალი უხვად ჰქონოდათ და რომ მხედრებს არ მიეყენებინათ მათთვის ისეთი ზიანი, როგორსაც აყენებდნენ მაშინ, როდესაც მათ პირისპირ იყვნენ დარაზმულები. გადაწყვიტეს, რომ ღამის მეორე დარაჯობის დროს დაიძროდნენ, ეს იმიტომ, რომ სპარსელებს არ შეენიშნათ მათი გასვლა, მხედრები არ დასდევნებოდნენ და არ აეწიოკებინათ ისინი, როდესაც მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც კვეთს კითერონიდან მომდინარე ასოპოსს ოეროე, ელინებმა გადაწყვიტეს იმავე ღამეს ბანაკის ნახევარი კითერონში გაეგზავნათ, რომ შეხვედროდნენ სურსათისათვის წასულ მსახურებს. ისინი ხომ კითერონში იყვნენ გამომწყვდეულები.
52. ეს რომ გადაწყვიტეს, მთელ ამ დღეს ცხენოსნების მოძალების გამო დიდ გაჭირვებას განიცდიდნენ ელინები, მაგრამ როგორც კი დღე მიიწურა, ცხენოსნობმა შეწყვიტეს შემოტევა, დაღამებისას შესაფერისი დრო დადგა შეთანხმებისამებრ უკან დასახევად, აი, მაშინ ბევრნი აიყარნენ და დაიწყეს უკან დახევა, მაგრამ არც კი უფიქრიათ იმ ადგილას მისვლა, სადაც დათქმისამებრ უნდა მისულიყვნენ. როგორც კი დაიძრნენ, გახარებულები გაექცნენ ცხენოსნებს და მიაშურეს პლატეელთა ქალაქს; გაიქცნენ და მიაღწიეს ჰერას სალოცავს, ეს არის პლატეელთა ქალაქის წინ და გარგაფიის წყაროს დაშორებული 20 სტადიონით. მივიდნენ და სალოცავის წინ დააწყვეს იარაღი.
53. ამათ ჰერას სალოცავის წინ დაიბანაკეს, ხოლო პავსანიესმა დაინახა, რომ ისინი ბანაკიდან გავიდნენ და გამოუცხადა ლაკედემონელებს, თვითონაც აეღოთ იაღაღი და წინ წასულთ მიჰყოლოდნენ. მას ეოგნა, რომ ესენი წავიდნენ დათქმულ ადგილზე. ყველა სხვა რაზმების მეთაურები მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ პავსანიესს. ხოლო ამომფარეტოსმა, პოლიადესის ძემ, რომელიც მეთაურობდა პიტანელთა რაზმს, თქვა, რომ არ გაექცევა უცხოელებს და თავისი ნებით არ შეარცხვენს სპარტეს; იგი გაკვირვებით უცქეროდა იმას, რაც ხდებოდა, რადგან არ დასწრებია წინა მოლაპარაკებას. პავსანიესი და ევრიანაქსი ძალიან ჯავრობდნენ მასზე, რატომ გვეურჩებაო. უფრო კიდევ იმაზე, რომ მისი ასეთი სიკერპის გამო მათ მოუხდებოდათ პიტანელთა რაზმის მიტოვება. არა და თუ დასტოვებდნენ და მოიქცეოდნენ ისე, როგორც იყვნენ შეთანხმებული სხვა ელინებთან, დაიღუპებოდა თვითონ დატოვებული ამომფარეტოსიცა და ისინიც, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამაზე რომ ბჭობდნენ, ლაკონელთა ბანაკი ნებაზე ჰყავდათ მიშვებული და ამომფარეტსის დარწმუნებას ცდილობდნენ, საჭირო არაა აქ დარჩენაო.
54. ვიდრე ესენი ამომფარეტოსის დაყოლიებას ცდილობდნენ, რომელიც ლაკედემონელთა და ტეგეელთაგან მარტო იყო დარჩენილი, ათენელები ასე მოიქცნენ: ისინი წყნარად იდგნენ იქ, სადაც იყვნენ დაყენებული, რადგან იცოდნენ ლაკედემონელთ ზნე, რომ ისინი ერთს ფიქრობენ და სხვას ამბობენ. როდესაც ბანაკი დაიძრა, ათენელებმა გაგზავნეს თავისი მხედარი იმის სანახავად, აპირებე თუ არა სპარტელები გამოსვლას, ან ეგებ სულაც არ ფიქრობენ დაძვრას და კიდევ იმისათვის, რომ გაეგოთ პავსანიესისაგან, რა უნდა გააკეთონ თვითონ ათენელებმა.
55. როდესაც მივიდა მაცნე ლაკედემონელებთან, დაინახა, რომ ისინი ჯერაც თავთავის ადგილებზე დგანან და მათი თავკაცები ერთმანეთს ეჩხუბებიან. რადგან როდესაც ევრიანაქსი და პავსანიესი შთააგონებდნენ ამომფარეტოსს, ნუ ჩააგდებ ხიფათში მარტო დარჩენილ ლაკედემონელებსო, ის მაინც ვერ დაიყოლიეს და ბოლოს მოხდა ისე, რომ მათ შორის ჩხუბი გაიმართა. აი, მაშინ მოვიდა მათთან ათენელთა მაცნე და წარსდგა მათ წინაშე. ჩხუბში ამომფარეტოსმა ორივე ხელით აიღო ლოდი, დასდო პავსანეისს ფეხებთან და თქვა, რომ ამ კენჭით ხმას აძლევს იმის სასარგებლოდ, რომ არ გაეცევა უცხოელებს, ე.ი. ბარბაროსებს. პავსანიესმა მას გიჟი და შეშლილი უწოდა. ხოლო როდესაც ათენელთა მაცნე შეეკითხა მას იმის შესახებ, რაც ნაბრძანები ჰქონდა, რომ გადაეცა, პავსანიესმა უთხრა მას, ეუწყებინა ათენელთათვის საქმის არსებული ვითარება და ეთხოვა, მოსულიყვნენ მათთან და უკან დახევისას ისევე მოქცეულიყვნენ, როგორც ესენი იქცევიან. ამის მერე მაცნე დაბრუნდა ათენელებთან.
56. ჯერ კიდევ კამათობდნენ, რომ თავზე დაათენდათ. პავსენიესი იჯდა და ფიქრობდა, რომ ამომფარეტოსი არ ჩამორჩებოდა სხვა ლაკედემონლებს, თუ კი ესენი წავიდოდნენ და მართლაც, ასე მოხდა: მან ანიშნა და გაუძღვა ყველა დანარჩენ ლაკეემონელებს, რომლებიც გორებზე გადაატარა: მათ მიჰყვნენ ტეგეელებიც. ათენელები კი მოლაპარაკების თანახმად ლაკედემონელების საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ. ლაკედემონელები ცხენოსანი ჯარის შიშით კითერონის გორებსა და ფერდობს მიჰყვებოდნენ, ათენელები კი ქვემოთ გაბრუნდნენ დაბლობისაკენ.
57. ამომფარეტოსმა თავდაპირველად იფიქრა, რომ პავსანიესი ვერაფრით ვერ გაბედავს მის მიტოვებას, ამიტომ დაჟინებით იდგა და არ იძვროდა თავისი ადგილიდან. მაგრამ როდესაც პავსანიესთან მყოფებმა დიდად გაუსწრეს მას, მან იფიქრა, რომ იმათ მართლაც მიატოვეს ის; მაშინ თავის რაზმს ააღებინა იარაღი და გაუძღვა ნაბიჯით ჯარის ძირითადი ნაწილისაკენ. პავსანიესი ოთხი სტადიონით რომ დასცილდა, მოუცადა ამომფარეტოსის რაზმს, მოეყწო მდინარე მოლოებსთან იმ ადგილას, რომელსაც არგიოპიონი ეწოდება და სადაც დგას ელევსინელი დემეტრეს სალოცვავი. პავსანიესი აქ იმიტომ გაჩერდა, რომ მიხმარებოდა ამომფარეტოსს, თუ ის და მისი რაზმი არ მიატოვებდნენ თავის სადგომს და იქ დარჩებოდნენ. როდესაც მათ, ვინც ამომფარეტოსთან ერთად იყვნენ, მოაღწიეს ამ ადგილს, ბარბაროსების მთელი ცხენოსანი ჯარი დაესა მათ თავს. ცხენოსნები ისე იქცეოდნენ, როგორც მანამდე, მაგრამ რომ დაინახეს მოცარიელებული ადგილი, რომელზედაც წინა დღეებში ელინთა მწყობრები იდგა, ცხენები გარეკეს სულ უფრო და უფრო წინ, ვიდრე არ დაეწივნენ მათ და არ დაესხნენ თავს.
58. მარდონიოსმა როდესაც შეიტყო, რომ ელინები ღამით წავიდნენ და დაინახა დაცარიელებული ადგილი, დაუძახა ლარისელ თორაქს და მის ძმებს - ევრიპილოსსა და თრასიდებოსს და უთხრა: ალევესის ძენო, ახლა რაღას ითყვით, ამ მოცარიელებულ ადგილს რომ ხედავთ? თქვენ, მათი მეზობლები ხომ ამბობდით, რომ ლაკედემონელები ბრძოლას არ გაურბიანო, უფრო მეტიც - სამხედრო საქმეში პირველები არიანო. ჯერ იყო და ხომ დაინახეთ, რომ იმათ თვისი მწყობრიდან გადაინაცვლეს. ახლა კი ჩვენ ყველამ დავინახეთ, წარსულ ღამეს სულაც რომ გაიქცნენ. როდესაც ისინი უნდა შებრძოლებოდნენ ადამიანთა შორის ჭეშმარიტად ყველაზე უფრო მამაცებს, გამოირკვა, რომ არაფრის მაქნისნი არიან და ამიტომ გამოირჩევიან სრულიად არაფრის მაქნის ელინთა შორის. ხოლო თქვენ, რომლებიც არ იცნობთ სპარსელებს, ჩემგან, ცხადია, გეპატიებათ, იმათი ქება, ვის შესახებაც რაღაც კარგი იცით. მაგრამ განსაკბთრებით მიკვირს არტაბაძოსის, რომელსაც შეეშინდა ლაკეემონელებისა და შეშინებულმა ასეთი უმსგავსი აზრი მოგვაწოდა, რომ თითქოს საჭიროა ავყაროთ ბანაკი და წავიდეთ თებელთა ქალაქში, სადაც ალყაშემორტყმულები უნდა ვისხდეთ. ამ აზრს შეიტყობს ჩემგან მეფე. ამის შესახებ სხვა დროს გვექნება ლაპარაკი. ახლა კი არ უნდა მივცეთ მტერს იმის გაკეთების საშუალება, რასაც აპირებს, ის კი არა, უნდა მივდიოთ მათ, ვიდრე არ შევიპყრობთ და არ ვაზღვევინებთ ყოველივე იმისათვის, რაც მათ ჩაიდინეს სპარსელთა მიმართ.
59. ეს რომ თქვა მარდონიოსმა, სირბილით გაუძღვა სპარსელებს და გადაიყვანა ასოპოსზე ელინების კვალდაკვალ, რომლებიც გარბოდნენ, მაგრამ ის მხოლოდ ლაკედემონელებსა და ტეგესელებს მისდევდა, რადგან ვეღარ ხედავდა ათენელებს, რომლებმაც გადაუხვიეს დაბლობისაკენ და ეფარებოდნენ გორაკებს. ბარბაროსთა რაზმების დანარჩენმა მეთაურებმა რომ დაინახეს, სპარსელები ელინებს მისდევენო, მაშინვე მისცეს თავისიანებს ნიშანი და ისიც დაედევნენ იმ სიჩქარით, როგორითაც შეიძლეს, ყოვლად უწესოდ და უთავბოლოდ, ესენი ყვირილითა და ჯოგად გარბოდნენ, თითქოს ელინების განადგურებას აპირებდნენ.
60. ხოლო პავსანიესმა, ცხენოსნების მიერ მეტად შევიწროვებულმა, ათენელებს ერთი მხედარი გაუგზავნა და შეუთვალა: ათენელებო, მაშინ, როდესაც უდიდესი ბრძოლა მოგველის, რომელიც გადაწყვეტს ელადა თავისუფალი იქნება თუ დამონებული, ჩვენ - ლაკედემონელები და თქვენ, ათენელბი მიგვატოვეს მოკავშირეებმა, რომლებიც გასულ ღამეს გაიქცნენ. ახლა გარკვეულია. თუ ამიერიდან რა გვაქვს გასაკეთებელი: შეძლებისამებრ უნდა მოვიგერიოთ მტერი და თავგამოდებით დავეხმაროთ ერთმანეთს. მაგალითად, ჯერ რომ თქვენთვის შემოეტია ცხენოსან ჯარს, ჩვენ ჩვენთან ერთად მყოფი ტეგეელები, რომლებმაც არ უღალატეს ელადას, თქვენ უნდა მოგშველებოდით. ახლა კი მთელმა ცხენოსანმა ჯარმა რახან ჩვენ შემოგვიტია, სამართლიანობა მოითხოვს თქვენ წახვიდეთ ლაშქრის განსაკუთრებით გაჭირვებულინაწილების საშველად. ხოლო თუ თქვენ თვითონ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ დახმარება არ შ გიძლიათ, მაშინ მოიღეთ მოწყალება და გამოგვიგზავნეთ მოისარნი. ჩვენ ვიცით ამ ომში თქვენი საგანგებო თავდადება, ისე რომ, იმედი გვაქვს, ამ სათხოვარსაც შეისმენთ..
61. ათენელებმა რომ ეს შეიტყვეს, გაეშურნენ საშველად და საგულდაგულოდ დასაცავად. გზად მიმავალთ თავს დაესხნენ ის ელინები, რომლებიც მათი მოწინააღმდეგენი იყვნენ და მეფის მხარეზე იმყოფებოდნენ, ისე რომ, ათენელებს სხვისი დახმარება აღარ შეეძლოთ, რადგან თავდამსხმელისგან თვითონ იყვნენ შეჭირვებული. ამრიგად, ლაკდემონელები და ტეგეელები მარტონი აღმოჩდნენ. მათ ჰყავდათ შეიარაღებული 50000 ლაკედემონელი და 3000 ტეგელი ჯარისკაცი (ესენი ხომ არასოდეს შორდებოდნენ ლაკედემონელებს); ამათ მოახდინეს მსხვერპლშეწირვა, რადგანაც აპირებდნენ შებრძოლებას მარდონიოსთა და მასთან მყოფ ლაშქართან. მსხვერპლშეწირვამ მათ კარგი არაფერი ანიშნა; ამასობაში მათ შორის ბევრნი დაიხოცნენ, ბევრად უფრო მეტნი კი დაიჭრნენ. ეს იმიტომ, რომ სპარსელები თვითონ ამოეფეარნენ ფარებს და დაუნდობლად და განუწყვეტლივ უშენდნენ მათ ისრებს. რადგან სპარტელები დიდ გაჭირვებაში იყვნენ და თანაც მსხვერპლშეწირვა სასიკეთო არ გამოუვიდათ, პავსანეიესმა მიაპყრო თვალები პლატეელთა ჰერას სალოცავს, შეღაღადა ღმერთქალს და შეეხვეწა, ნუ გაგვიცრუებ იმედებსო.
62. ის ჯერ კიდევ ამას ევედრებოდა, როდესაც ტეგეელები სხვებზე უწინ აღსდგნენ და გაემართნენ ბარბაროსების წინააღმდეგ, ხოლო ლაკედემონელებს, რომლებმაც პავსანიესის ლოცვის შემდეგ მაშინვე დაიწყეს მსხვერპლშეწირვა, ეს მსხვერპლშეწირვა სასიკეთო გამოუვიდათ. ცოტა ხნის შემდეგ ისინიც წავიდნენ სპარსელების წინააღდეგ, სპარსელები კი მათ საპირისპიროდ იდგნენ და მშვილდები ჰქონდა დაშვებული. პირველად ბრძოლა ფარებისაგან გაკეთებული თავშესაფრის ირგვლივ ხდებოდა, მაგრამ როდესაც სპარსელებს ფარები დაულეწეს, მაშინ სასტიკი ბრძოლა გაიმართა თვით დემეტრეს ტაძართან და დიდხანსაც გაგრძელდა, ვიდრე მოწინააღმდეგეები ერთმანეთს პირისპირ არ შეეტანკნენ. ბარბაროსები სტაცებდნენ ელინებს შუბებს და ამტვრევდნენ. სპარსელები გამბედაობითა და ძალით ელინებზე ნაკლები არ იყვნენ, მაგრამ იარღი არ ჰქონდათ, უმეცრები იყვნენ და მოწინააღმდეგესთნა გამოცდილებით ვერ მოვიდოდნენ. ისინი თითო-თითოდ გამორბოდნენ, ან ათ-ათნი, ხან მეტი, ხან ნაკლები იკრიბებოდნენ, თავს ესხმოდნენ სპარტელებს და თვითონვე იღუპებოდნენ.
63. იქ, სადაც იყო თვითონ მარდონიოსი, თეთრ ცხენზე შემდჯარი რომ იბრძოდა და ირგვლივ სპარსთა შორის რჩეული, უმამაცესი 1000 კაცი ეხვია; სწორედ იქ იყო, რომ განსაკუთრებული გააფთრებით შეუტიეს მოწინააღმდეგეს. ვიდრე მარდონიოსი ცოცხალი იყო, სპარსელები კიდევაც უმკლავდებოდნენ მტერს, თავსაც იცავდნენ და ბევრიც დასცეს ლაკედემონელთაგან. ხოლო როდესაც მარდონიოსი მოკვდა და მის ირგვლივ დარაზმულებიც დაიხოცნენ, რომლებიც უძლიერესნი იყვნენ სპარსთა შორის, მაშინ დანარჩენი სპარსელები გაბრუნდნენ და გაექცნენ ლაკედემონელებს. განსაკუთრებით დამღუპველი გამოდგა მათთვის მათი შეჭურვილობა: ისინი თითქმის სრულიად უიარაღონი იყვნენ, ისე რომ, მსუბუქად შეიარაღებული სპარსელები ებრძოდნენ მძიმედ შეიარაღებულ ელინებს.
64. ამრიგად, ახდა წინასწარმეტყველება და სპარტელებმა ლეონიდესის სიკვდილი აზღვევინეს მარდონიოსს, ხოლო პავსანიეს კლეომბროტოს ალექსანდრიდესის ძის ძეს, წილად ხვდა უბრწყინვალესი გამარჯვება, ყველა მათ შორის, რომელიც ჩვენ გვინახავს. ხოლო მათი წინაპრების სახელები ზემოთ ჩამოვთვალე ვიდრე ლეონიდესამდე. ხოლო წინაპრები ლეონიდესსა და პავსანიესს ერთი და იგივე ჰყავდათ. მარდონიოსი მოკვდა არიმნესტოსის ხელით, ეს იყო გამოჩენილი სპარტელი, რომელიც მიდიური ომებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ 300 კაცით ჩაება სტენიკლეროსის ბრძოლაში, მესენიელების წინააღმდეგ, სადაც თვითონაც მოკვდა და ეს სამასი კაციც.
65. ლაკედემონელების მიერ პლატეაში უკუგდებული სპარსელები ყოველგვარი წესრიგის გარეშე გაიქცნენ თავის ბანაკში იმ ხის ზღუდესთან, რომელიც მათ გაიკეთეს თებეს მხრეში. მე ძალიან გამიკვირდა როგორ მოხდა ის ამბავი, რომ დემეტრეს ჭალასთან მებრძოლ სპარსელთაგან არც ერთი არ შესულა წმინდა ადგილას, რაც რომელიმე მათგანი მოუკლავთ ამ ადგილებში, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრნი ეყარნენ ტაძრის ირგვლივ არასატაძრო მიწაზე. მე ვფიქრობ (თუ კი შესაძლებელია, რომ კაცმა საღვთო ამბებზე რაიმე იფიქროს), თვითონ ქალღმერთმა არ შეუშვა ისინი იქ, რადგან სპარსელებმა ელევსინში მათი წმინდა ტაძარი გადაწვეს.
66. აი, ამგვარად მოხდა ეს ბრძოლა. ხოლო არტაბაძოსი, ფარნაკესის ძე, რომელსაც იმთავითვე არ მოსწონდა მეფისაგან მარდონიოსის ელადაში დატოვება და ბევრს უშლიდა, რომ მას არ წამოეწყო ეს ომი (მაგრამ ვერაფერს გახდა), აი, ეს არტაბაძოსი შემდეგგვარად მოიქცა, რადგან არ მოსწონდა მარდონიოსის საქმიანობა. იგი თავის ლაშქარს მწყობრად დარაზმუსლ წარუძღვა წინ (მას მცირერიცხოვანი ლაშქარი როდი ჰყავდა: ის დაახლოებით 40000 კაცს მხედართმთავრობდა), მაშინ, როდესაც ბრძოლა იწყებოდა. რადგან კარგად იცოდა, თუ ამ ბრძოლას რა მოჰყვებოდა, არტაბაძოსმა გამოუცხადა თავის ლაშქარს, რომ მათაც ისევე ეარათ, როგორც ის თვითონ ივლიდა, ეს გამოუცხადა არატაბაძოსმა და თითქოს ბრძოლისაკენ გაუძღვა ლაშქარს. რაკიღა გზაზე ის ყველაზე წინ მიდიოდა, დაინახა, თუ როგორ გარბოდნენ სპარსელები, მაშინ აღარ გაუძღვა ჯარს იმ წესრიგით, როგორც აქამდე ჰქონდა, ის კი არა, რაც შეიძლება სწრაფად გაიქცა და გაიქცა არა ხის ზღუდისაკენ, არა თებეს გალავნისაკენ, არამედ ფოკიდელების ქვეყანაში. რადგან უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია ჰელესპონტისათვის.
67. ამრიგად, არტაბაძოსი და მისი ლაშქარი ამ გზით გაემართნენ. ხოლო რაც შეეხება სხვა ელინებს, რომლებიც მეფის მხარეზე იყვნენ, ისინი მოღალატურად იქცეოდნენ; მხოლოდ ბეოტიელები ებრძოდნენ ათენელებს ხანგრძლივად. ეს თებელები, ვინც მიდიელთა მომხრენი იყვნენ, მათლაც დიდი მოწადინებით იბრძოდნენ და არც მოღალატურად მოქცეულან; ამიტომაც იყო, რომ 300 წარჩინებული და უმამაცესი კაცი თებელთა შორის კიდევაც დაეცა აქ ათენელთა ხელით მოკლული. ხოლო როდესაც ამათაც ზურგი უჩვენეს, გაიქცნენ თებეში, მაგრამ არა იმ გზით, რომლითაც სპარსელები და სხვა მათი მოკავშირეების მთელი ბრბო, რომელიც არც არავის ებრძოდა და არც არავის ეთანხმოებდა რამეში და ისე გარბოდა.
68. ჩემთვის ცხადია, რომ ბარბაროსთა ყოველგვარი საქმიანობა დამოკიდებული იყო სპარსელებზე; ცხადია თუნდაც იმიტომ, რომ მოკავშირეები იმაზე უწინ გაიქცნენ, ვიდრ მტერს შეებრძოლებოდნენ, და მხოლოდ იმიტომ, რომ დაინახეს სპარსელები, რომლებიც ასე მოიქცნენ. ასე გაიქცა ყველა ბარბაროსი გარდა ცხენოსნების და განსაკუთრებით კი ბეოტიელი ცხენოსნებისა, ეს ძალიან სასარგებლო იყო გაქცეული ბარბაროსებისათვის, ცხენოსნები სულ ახლოს იყოფებოდნენ მტერთან და ლტოლვილ თავისიანებს ელინთაგან აცალკევებდნენ. გამარჯვებულები მისდევდნენ ქსერქსესის ლაშქარს, სდევნიდნენ და ხოცავდნენ.
69. იმ დროს, როდესაც ეს არეულობა დატრიალდა, შეატყობინეს ჰერას სალოცავთან დაწყობილ ელინებს, რომლებიც ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ, რომ ბრძოლა დაწყებულია და გაიმარჯვებს პავსანიესმა და მისმა ლაშქარმა. მათ რომ ეს გაიგეს, ყოველგვარი წესრიგის გარეშე გაემართნენ: ისინი, ვინც კორინთ ლებთან ერთად იყვნენ, გაბრუნდნენ ფერდობებისა და გორაკების გავლით იმ გზაზე, რომელიც მიემართებოდა ზემოთ, პირდაპირ დემეტრეს ტაძრისაკენ, ხოლო ისინი, ვინც მეგარელებთან და ფლებუსელებთან ერთად იყვნენ, წავიდნენ დაბლობის გავლით ყველაზე უფრო სწორ გზაზე. როდესაც მეგრელები და ფლებუსელები მიუახლოვდნენ მტერს, თებელთა ცხენოსნებმა შენიშნეს ისინი, ყოველგვარი წესრიგის გარეშე რომ მოდიოდნენ და გამოაჭენეს ცხენები მათკენ; მათ წინ უძღოდა ასოპოდოროსი, ტიმანდროსის ძე. თებელები დაესხნენ მათ თავს, მათგან 600 კაცი ძირს დასცეს, დანარჩენებს კი გამოედევნენ და მისდიეს კითერონამდე.
70. ესენი ასე დაიღუპნენ და არავის მიუქცევია ამისათვის ყურადღება, ხოლო სპარსლები და მთელი დანარჩენი ბრბო შეეფარნენ ხის ზღუდეს და ვიდრე ლაკედემონელები მოაღწევდნენ აქამდე, მოასწრეს კოშკებზე ასვლა, ავიდნენ და რაც შეიძლება უკეთ გაამაგრეს ზღუდე. როდესაც მოვიდნენ ლაკედემონელები, სასტიკი ბრძოლა გაიმართა მათ შორის ზღუდესთან. ვიდრე ათენელები მოვიდოდნენ, სპარსელები იგერიებდნენ ლაკედემონელებს, რომლებზედაც ბევრად უფრომრავალრიცხოვანი იყვნენ და თანაც იმიტომ რომ ლაკედემონელებმა არ იცოდნენ ზღუდესთან ბრძოლა, ხოლო როდესაც ათენელები მოვიდნენ, სასტიკი და ხანგრძლივი ბრძოლა გიმართა ზღუდესთან. ბოლოს თავისი სიმამაცისა და გამძლეობის წყალობით ათენელები ავიდნენ ზღუდეზე და გაანგრიეს ის. ამ განგრეულ ადგილში შევიდნენ ელინები. ყველაზე უმალ ტეგეელები შეცვივდნენ იქიდან სხვა ნივთთა შორის ცხენების ბაგა, რომელიც მთლიანად სპილენძისა იყო და შესანიშნავი სანახავი. მარდონიოსის ეს ბაგა ტეგელებმა შესწირეს ალეის ათენას ტაძარს, ხოლო სხვა ყველაფერი, რაც კი წამოიღეს, ერთ ადგილას დააგროვეს შეჯგუფულად, არც ვინმე ფიქრობდა მათ შორის თავის დაცვას. აქეთ-იქით აწყდებოდა ერთ პატარა ადგილას გამომწყვდეული და თავზარდაცემული მრავალი ათასი მეომარი. ელინებმა ადვილად შეძლეს მათი ამოხოცვა. ისე რომ, 300 000-კაციანი ლაშქრიდან (გარდა იმ ორმოცი ათასისა, რომელიც თან წაიყვანეს არტაბაძოსმა და გაიქცა) 3000 კაციც კი არ გადარჩენილა. სპარტიდან მოსულ ლაკეემონელთაგან ამ ბრძოლაში მთლიანად 91 კაცი დაიხოცა, ტეგეელთაგან - 16, ხოლო ათენელთაგან - 52.
71. ბარბაროსთა შორის ამბობენ, სიმამაცით გამოირჩეოდა სპარსელთა ქვეითი ჯარი, საკების ცხენოსნობა და ვაჟკაცი მარდონიოსი, ხოლო ელინთა შორის თუმცა ტეგეელები და ათენელები კარგები იყვნენ, მაგრამ სიმამაცით ყველას აღემატებოდნენ ლაკედემონელები. მე ამას სხვა რამეების მიხედვით კი არ ვასკვნი (მათ ხომ ყველამ გაიმარჯვეს თავის მოწინააღმდეგეებზე), არამედ იმის მიხედვით, რომ ლაკედემონლებმა შეუტიეს მოწინააღმდეგის ყველაზე უფრო ძლიერ ნაწილს და დაამარცხეს ის. ჩვენის აზრით, განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოიჩინა არისტოდემოსმა, რომელიც 300 თერმოპილელთა შორის ერთადერთი გადარჩა და ამით სირცხვილი მოიხვეჭა და პატივი აიყარა. არისტოდემოსის შემდეგ ვაჟკაცობით თავი გამოიჩინეს პოსებდონიოსმა, ფილოკიონმა და ამომფარეტოსმა, სპარტელებმა. როდესაც ლაპარაკი ჩამოვარდებოდა ხოლმე, თუ რომელია მათ შორის ყველაზე მამაცი, დამსწრე სპარტელები აღიარებდნენ იმას, რომ არისტოდემოსს, როგორც ჩანს, სიკვდილი უნდოდა ჩადენილი დანაშაულის გამო და ამიტომ იყო, რომ გაშმაგებულმა დატოვა მწყობრი და დიდებული საქმე მოიმოქმედა, ხოლო პოსებდონიოსს არ უნდოდა სიკვდილი და ისე იყო ბუნებით ვაჟკაცი. ამდენად ეს უკეთესი არის არისტოდემოსზეო. მაგრამ შესაძლოა ამას შურით ამბობდნენ. ყველა ისინი, რომლებიც ვახსენე. გარდა არისტოდემოსი, რომელსაც სიკვდილი უნდოდა ზემოთქმული მიზეზის გამო, არ იქნა პატივდებული. ესენი იყვნენ ყველაზე უფრო სახელმოხვეჭილნი მათ შორის, ვინც პლატეაში იბრძოდა.
72. კალიკრატესი კი უბრძოლველად მოკვდა; ის ულამაზესი კაცი იყო მაშინდელ ელინთა ბანაკში, არა მარტო საკუთრივ ლაკედემონელთა შორის, არამედ სხვა ელინთა შორისაც. როდესაც პავსანიესი მსხვერპლს სწირავდა, კლაიკრატესი იჯდა და თავის მწყობრში, მოხვდა გვერდში ისარი და დაიჭრა. როდესაც სხვები იბრძოდნენ, იგი მძიმე სიკვდილით კვდებოდა და უთხრა არიმნესტოს პლატეელს, რომ იგი იმას კი არ სწუხს, რომ ელადისათვის კვდება, არამედ იმას, რომ ხელიც კი არ გაუნძრევია ბრძოლაში და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა, ღირსეული არაფერი ჩაუდენია.
73. ამბობენ, რომ ათენელთა შორის გამოირჩა სოფანეს ევტიქიდესის ძე,დეკელეის დემიდან, იმ დეკელეელთაგანი, რომელთაც, როგორც თვითონ ათენელები ამბობენ, ყველა დროისათვის სასარგებლო საქმე ჰქონდათ გაკეთებული, როდესაც ძველად ტინდარიდები ელენეს დასაბრუნებლად დიდძალი ჯარი თ შეიჭრნენ ატიკის ქვეყანაში და აჰყარეს სოფლები (რადგან არ იცოდნენ, თუ სად იმალებოდა ელენე), მაშინ, ამბობენ, დეკელეელებმა, თუ თვითონ დეკელოსმა, შეურაცხყოფილმა თესევსის სითავხედით და შეშინებულმა მთელი ათეთ ნელთა ქვეყნის გამო, უამბო მათ, თუ როგორ იყო საქმე და წაიყვანა აფიდნეში, რომელიც ტიტაკოსმა, ადგილობრივმა მცხოვრებმა, გადასცა ტინდარიდებს. ამ საქმის გამო მას შემდეგ მუდამ, დღევანდელამდე დეკელეელები სპარტეში ხარკს არაფერზე არ იხდიან და იქ წინა საპატიო ადგილებიც აქვთ დათმობილი. ისე რომ, თვით იმ ომის დროსაც კი, რომელიც ამ ამბების მერე მრავალი წლის შემდეგ მოხდა ათენელებსა და პელოპონესელებს შორის, როდსაც ლაკედემონელები აჩანაგებდნენ მთელ ატიკას, დეკელეას ხელს არ ახლებდნენ.
74. აი, ამ დემიდან იყო სოფანესი, რომელმაც მაშინ ათენელთა შორის თავი გამოიჩინა ვაჟკაცობით და რომლის შესახებაც ამბავს ორნაირად მოგვითხრობენ. ერთი ამბის მიხედვით იგი აბჯრის სარტყელთან ატარებდა სპილენძის ჯაჭვით მიმაგრებულ რკინის ღუზას; ეს იმისათვის, რომ როგორც კი მიუახლოვდებოდა მტერს, ისროდა ღუზას, რათა თავდამსხვმელ მტერს არ შესძლებოდა მისი მწყობრიდან დაძვრა; ხოლო მტრის გაქცევისას კი ის ღუზას ამოაძრობდა და ისე დაედევნებოდა. ერთ ამბავს ასე მოგვითხრობენ; ხოლო მეორე ამბავი, რომელიც პირველისაგან განსხვავდება, შემდეგს გადმოგვცემს: მას აბჯარზე კი არ ეკიდა რკინის ღუზა, არამედ ღუზის გამოსახულება ჰქონდა ფარზე, რომელიც მუდმივად ტრიალებდა და არასოდეს ჩერდებოდა.
75. სოფანესმა კიდევ მეორე ბრწყინვალე საქმე მოიმოქმედა: როდესაც ათენელებმა აბგინას ალყა შემოარტყეს, მან გამოიწვია ევრიბატს არგოსელი. ხუთჭიდში გამარჯვებული კაცი და მოჰკლა იგი. ამის მერე, რამდენიმე ხნის შემდეგ მოხდა ისე, რომ თვითონ სოფანესი, ვაჟკაცი კაცი, ათენელებს რომ მხედართმთავრობდა ლეაგროს გლავკონის ძესთან ერთად, მოკლული იქნა ჰედონების ხელით დაპონში, როდესაც იბრძოდა ოქროს საბადოებისათვის.
76. როდესაც ელინებმა გაანადგურს ბარბაროსები პლატეაში, მათთან მოვიდა მტრის ბანაკიდან გამოქცეული ქალი. ის იყო სპარსელი ვაჟკაცის, ფარანდატეს ტეასპისის ძის ხარჭა. როდესაც მან შეიტყო, სპარსელები დაწყდნენ და ელინებმა გაიმარჯვესო, თვითონ და მისი მხევლები მოკაზმულნი ოქროულობითა და უმშვენიერესი ტანსაცმლით, რაც კი გააჩნდათ, ჩამოვიდნენ ეტლიდან და გაემართნენ ლაკედემონელებისაკენ, რომლებიც ჯერ კიდევ ხოცვა-ჟლეტაში იყვნენ. მან დაიანხა, რომ ყველაფერს განაგებს პავსანიესი, რომლის სახელი და გვარიშვილობა უწინაც იცოდა, რადგან მრავალგზის გაეგონა; იცნო პავსანიესი, შემოეხვია მუხლებზე და უთხრა: სპარტის მეფეო, მიხსენ მე, მავედრებელი, ტყვეობაში მონობისაგან. შენ ხომ მე უკვე იმით მიყიდე, რომ ამოხოცე ეს ხალხი, რომელთაც არც დემონების პათივისცემა აქვთ და არც ღმერთებისა. მე წარმოშობით კოსელი ვარ, ჰეგეტორიდეს ანტაგორესის ძის ასული. სპარსელმა ძალით წამომიყვანა კოსიდან და ძალით ვყავდი თავისთან. პავსანიესმა მიუგო: ქალო, გამხნევდი, იმიტომაც, რომ მევედრები და უფრო იმიტომ, თუ მართალს ლაპარაკობ და ჰეგეტორიდს კოსელის ასული ხარ. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია იმ მხარეთა ყველა მცხოვრებს შორის. ეს თქვა და ჩააბარა ქალი იქ მყოფ ეფოროსებს. შემდეგ კი გაგზავნა აბგინაზე, სადაც თვით ქალმა მოინდომა წასვლა.
77. ამ ქალის მოსვლის შემდეგ მალე მოვიდნენ მანტინეელები, მაგრამ მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე მოთავებული იყო. როდესაც შეიტყვეს, რომ ისინი დაგვიანებით მოვიდნენ ბრძოლისათვის, ძალიან შეწუხდნენ და თვითონვე თქვეს, რომ ღირსნი არიან სასჯელისა. როდესაც შეიტყვეს, რომ არტაბაძოსთან ერთად მყოფი მიდიელები გაქცეულან, მისდიეს მათ თესალიამდე, თუმცა ლაკედემონელებმა არ მისცეს ნება გაქცეულების დადევნებისა. ხოლო თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გააძევეს ქვეყნიდან თავისი ლაშქრის წინამძღოლები. მანტინეელებს შემდეგ მოვიდნენ ელეელები და მანტინეელებისა არ იყოს, ისინიც ძალიან შეწუხდნენ და უკან გაბრუნდნენ. წასულებმა მათაც გააძევეს ლაშქრის წინამძღოლები თავისი სამშობლოდან. ესაა, რაც ეხება მანტინეელებსა და ელეელებს.
78. პლატეაში, აბგინელთა ბანაკში იმყოფბოდა ლამპონი, პითეესის ძე. აბგინელთა ერთ-ერთი თავკაცთაგანი. იგი პავსანიესკენ გაემართა ყოვლად უწმინდური წინადადებით. მივიდა მასთან სასწრაფოდ და უთხრა შემდეგი: კლეობროტოსის ძეო, შენ ჩაიდინე უბრწყინვალესი სიდიდისა და სიმშვენიერის საქმე. ღმერთმა მოგანიჭა შენ ელაედის ხსნა და შენ მოიხვეჭე უდიდესი სახელი ყველა ელინს შორის, რომელთაც კი ჩვენ ვიცნობთ. მაგრამ შენ ამიერიდან ამას გარდა გმართებს კიდევ უფრო დიდი სახელის მოხვეჭა, რომ შემდეგში ყოველი ბარბარსთაგანი მოერიდოს და ვერ გაბედოს ელინთა მიმართ უკეტური საქმის ჩადენა. რადგან, როდესაც ლეონიდესი მოკვდა თერმოპილეში, მარდონიოსმა და ქსერქსესმა მოჰკვეთეს მას თავი და ჯვარს აცვეს. თუ შენ მას მსგავსსვე მიუზღავ, დიდ ხოტბას დაიმსაუხრბ ჯერ ყველა სპარტელთაგან და შემდეგ ყველა დანარჩენ ელინთაგან, რადგან მარდონიოსის სარზე ჩამოცმით შურს იძიებ შენი ბიძის, ლეონიდესისათვის. ლამპონს ეგონა ამით ასიამოვნებდა პავსანიესს. მან კი შემდეგი მიუგო:
79. ძვირფასო აბგინელო, მე აღტაცებული ვარ შენი კეთილი განწყობითა და წინდახედულებით, მაგრამ კეთილი რჩევისაგან ძალიან შორსა ხერ. შენ ამამაღლე მე, ჩემი წარმოშობა, ჩემი საქმიანობა, მაგრამ ძირს მცემ არარაობამდე იმით, რომ მირჩევ შევურაცხვყო გვამი და თუკი ამას ვიზამ, ამბობ, რომ კიდევ უკეთესი სახელი მექნება. ამის გაკეთება ბარბაროსებს უფრო შეშვენით, ვიდრე ელინებს და ბარბაროსების ეს საქციელი ხომ გვძულს ჩვენ კიდევაც. ამრიგად მე არც აბგინელების სიამოვნება მინდა და არც იმათი, ვისაც ასეთი რამეები მოსწონს. ჩემთვის საკმარისია, რომ ვასიამოვნებ სპარტელებს ჩემი ღვთისმოსავი საქმით და ღვთისმოსავი სიტყვით, ხოლო რაც შეეხება ლეონიდესს, მე მწამს, რომ მისი მაგიერი უკვე მიეზღოთ სპარსელებს, მე ვამბობ, რომ მაგრად მიეზღოთ, რადგან მთრების აურაცხელმა სულმა გააპატიოსნა თვითონ ისინიც და სხვებიც, ვინც თერმოპილეში დაიღუპნენ. შენ კი ნუღარასოდეს მომმართავ ასეთი წინადადებით და ნურც ასეთ რჩევას მომცემ, წადი და გიხაროდეს, რომ უვნებლად გადამირჩი. ლამპონმა მოისმინა და გაბრუნდა.
80. ხოლო პავსანიესმა გამოაცხადა, არავინ მიჰკარებოდა ნადავლს და უბრძანა ჰებლოტებს, ქონებისათვის ერთად მოეყარათ თავი. ჰებლოტები მოედვნენ მთელს ბანაკს და იპოვეს ოქროთი და ვერცხლით შემკობილი კარვები, მოოქრული და მოვერცხლილი საწოლები, ოქროს კრატერები, ფიალები და სხვა სასმისები. ეტლებზე იპოვეს ტომრები, რომლებშიც აღმოჩნდა ოქროსი და ვერცხლის ტაშტები. გვამებს ახსნეს ოქროს სამაჯურები, ყელსაბამები და ხანჯლები, ხოლო ჭრელი ტანსაცმლისათვის არავის მიუქცევია ყურდღება. მაშინ ჰებლოტები ბევრს იპარავდნენ და ჰყიდდნენ აბგინელებზე, მაგრამ ისინი, ვინც ვერ ახერხებდნენ დამალვას, ბევრსაც აჩენდნენ, ისე რომ აბგინელთ დიდი ქონების სათავე აქედან მოდის. ისინი ხომ ჰებლოტთაგან ოქროს სპილენძის ფასად ყიდულობდნენ.
81. ელინებმა ნადავლი რომ შეაგროვეს, მეთადი დელფოს ღვთაებისათვის გამოყვეს. აქედან გაკეთდა ოქროს სამფეხი, რომელიც დგას სამთავა სპილენძის გველზე, იქვე საკურთხველის მახლობლად1, მეათედი გამოუვეს ოლიმპიის ღვთაებას. ამ მეათედით ზევსს აღუმართეს ათწყრთიანი სპილენძის ქანდაკება, მეათედი კიდევ ისთმოსის ღვთაებას განუკუთვნეს, საიდანაც გააკეთეს 7 წყრთის სიმაღლის ქანდაკება პოსეიდონისა. ეს რომ გამოყვეს, დანარჩენი გაინაწილეს და თითოეულმა მიიღო თავისი ღირსების მიხედვით. ეს იყო: სპარსელი ხარჭები, ოქრო, ვერცხლი და სხვა ქონება და სახედრბი. იმის შესახებ არაფერს ამბობენ, თუ რამდენი მიიღეს იმათ, ვინც საგანგებოდ ისახელა თავი ვაჟკაცობით პლატეაში. მე კი ვფიქრობ, რომ მათთვისაც იქნებოდა განსაკუთრებული საბოძვარი. პავსანიესისთვის კი ყველაფერი ათმაგად გამოყვეს და ისე მისცეს: ქალები, ცხენები, ეტლები, აქლემები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქონება.
82. ამბობენ, რომ ასეთი რამეც მომხდარა: როდესაც ქსერქსესი გაიქცა ელადიდან, მარდონიოსს დაუტოვა თავისი კარავი, პავსანიესმა რომ დაინახა მარდონიოსის კარავი ოქროთი, ვერცხლით და ფერად-ფერადი საფენებით მორთული, უბრძანა პურისმცხობლებს და მზარეულებს, მისთვისაც ისეთივე სადილი მოემზადებინათ, როგორსაც უმზადებდნენ მარდონიოსს. მათ რაკიღა ებრძანა, დაიწყეს კეთება; მაშინ პავსანიესმა შენიშნა შესანიშნავად მოფენილი ოქროს და ვერცხლის საწოლები, ოქროსა და ვერცხლის ტაბლები, სადილისათვის უბრწყინვალესი სამზადისი და განცვიფრადა იმ ფუფუნებით, რაც მის წინ იყო. მაშინ უბრძანა თავის მსახურებს, სახუმაროდ მოემზადებინათ ლაკონიკური სადილი. როდესაც სადილი მომზადდა და განსხვავება მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა, პავსანიესმა იცინა და მოიწვია ელინთა მხედართმთავრები. როდესაც ესენი შეგროვდნენ, პავსანიესმა მიუთითა ერთი სადილის სამზადისზედაც და მეორეზედაც და თქვა: ელინებო, მე იმისათვის შეგყარეთ, რომ მინდა გაჩვენოთ მიდიელი ბელადის უგუნურება, რომელსაც ასეთი ცხოვრება ჰქონდა და მაინც წამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ იმისათვის, რომ წაერთმია ის საცოდავი ქონება, რაც მოგვეპოვებოდა. ამბობენ ეს უთხრა პავსანიესმა ელინთა მხედართმთავრებსო.
83. ამის შემდეგ პლატეელბი ერთხანს კიდევ ხშირად პოულობდნენ ოქროთი, ვერცხლითა და სხვა ძვირფასეულობით სავსე ყუთებს. შემდეგში კიდევ ასეთი რამეც გამოჩნდა: როდესაც გვამებს ხორცი დასცვივდათ (პლატელებმა ძველები ერთ ადგილას მიზიდეს), აღმოჩნდა თავი, რომელსაც არც ერთი ნაკერი არ ჰქონდა და ერთი მთლიანი ძვლისაგან იყო. აღმოჩნდება ყბაც, ყბის ზედა ნაწილი, რომელსაც კბილები ერთიანად ჰქონდა ამოსული; ერთი ძვლისაგან იყო ყველა, როგორც წინა კბილები, ასევე ძირის კბილებიც. აღმოჩნდა აგრეთვე ხუთი წყრთის სიმაღლე კაცის ძვლები.
84. მარდონიოსის გვამი მეორე დღეს გაქრა და მე არ შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, თუ ვინ გააქრო იგი. ისე კი ბევრი ვიღაცეეებისა და სხვადასხვა მხარის მცხოვრებთა შესახებ მოვისმინე, თითქოს მათ დამარხეს მარდონიოსი და ვიცი, რომ ამ საქმისათვის ბევრმა არტონტესისაგან, მარდონიოსის ძისაგან დიდი საბოძვარი მიიღო. მაგრამ რომელმა მათგანმა მოიტაცა და დამარხა მარდონიოსის გვამი, ვერ შევძელი ამის დანამდვილებით შეტყობა. არის ასეთი ხმაც, რომ მარდონიოსი დიონისოფანესმა, ეფესელმა დამარხა. ის ამგვარად იქნა დამარხული:
85. პლატეაში ნადავლი რომ დაინაწილეს, ელინებმა თავისი მკვდრები დამარხეს, ყველამ ცალ-ცალკე. ლაკედემონელებმა გააკეთეს სამი საფლავი: რთში ირენები1 დამარხეს. მათ შორის იყვნენ პოსებდონიოსი, ამომფარეტოსი, ფილოკიონი და კალიკრტსი. ისე რომ, ერთში ამ საფლავთაგან დაიმარხნენ ირენები, მეორეში ყველა სხვა სპარტელი, ხოლო მესამეში ჰებლოტები. ამათ ასე დამარხეს. ტეგეელები თავისი მკვდრები ყველანი ერთად დამარხეს, მხოლოდ სხვებისაგან განცალკევებით. ათენელებმაც თავისი მიცვალებულები ერთად დამარხეს, ხოლო მეგარელებმა და ფლებუსელებმა დამარხეს ისინი, ვინც ამოწყვიტა მტრის ცხენოსანთა ჯარმა. საფლაქვები სავსე იყო ყველა ამათი გვამებით. რაც შეეხება სხვებს, იმათი საფლავებიც არის პლატეაში. ამათ, როგორც ჩანს, შერცხვათ, რომ ამ ბრძოლაში არ მიიღეს მონაწილეობა და თითოეულმა ცარიელი მიწაყრილი გააკეთა თავისი მემკვიდრე თაობებისათვის. მართლაც, იქ არის ეგრეთ წოდებული აბგინელთა საფლავი, რომელიც მიწაყრილს წარმოადგენს და როგორც მითხრეს, ამ ამბებიდან ათი წლის შემდეგ აბგინელთა თხოვნით გუაკეთებია ის პლატეელ კლეადესს, ავტოდიკოსის ძეს, აბგინელთა მაშინდელ პროქსენოსს.
86. ელინებმა როგორც კი დამარხეს პლეატაში თავისი მიცვალებულები, მაშინვე ითათბირეს და გადაწყვიტეს გაელაშქრათ თებეს წინააღმდეგ და გამოეთხოვათ მათგან მიდიელთა მომხრეები, უპირველეს ყოვლისა ტიმეგენიდესი და ატაგინოსი, რომლებიც თებელ თავკაცთა შორისაც კი პირველები იყვნენ. თუ თებელები მათ არ მისცემდნენ, ელინები ქალაქს მანამდე არ მოეშვებოდნენ, სანამ არ იღებდნენ. მათ ასე გადაწყვიტეს და ბრძოლის შემდეგ მეთერთმეტე დღეს მიადგნენ თებეს, ალყა შემოარტყეს თებელებს და მოითხოვდნენ მათგან ეს კაცები მიეცათ. რაკიღა თებელებმა არ მოინდომეს ამ კაცების მიცემა, ელინებმა დაიწყეს მათი ქვეყნის გაჩანაგება და იერიშის მიტანა ქალაქის ზღუდეზე.
87. რადგან ელინები არ წყვეტდნენ იქაურობის გაჩანაგებას, ტიმეგენიდესმა მეოცე დღეს თებელებს შემდეგი უთხრა: თებელებო, რადგანაც ელინებს ასე გადაუწყვეტიათ, რომ ალყას მანამდე არ მოხსნიან, ვიდრე არ აიღებენ თებეს, ანდა ვიდრე თქვენ არ მისცემთ მათ ჩვენ თავებს, ნუღარ დაზიანდება ამაზე მეტაც ჩვენი გულისათვის ბეოტიის ქვეყანა. თუ ისინი ჩვენს გაცემას იმიზეზებენ და სინამდვილეში კი ფული უნდათ, მივცემთ მათ სახელმწიფო ფული (რადგან მიდიელთა მომხრეები მარტო ჩვენ ხომ არ ვიყავით, სახელმწიფოსთან ერთად ვმოქმედებდით), ხოლო თუ ისინი ალყას იმიტომ გვარტყამენ, რომ მართლა ვუნდივართ, მაშინ ჩვენ თვითონ წავალთ და ვაგებთ მათ წინაშე პასუხს. თებელებმა გადაწყვიტეს, რომ ის კარგად ლაპარაკობს, რომ მისი ნათქვამი დროულია და მაშინვე ამცნეს პავსანიესს, რომ თებელებს უნდათ ამ კაცების გადაცემა.
88. როდესაც ორივ მხარე მოგროვდა, ატაგინოსი გაიქცა ქალაქიდან, მისი ბავშვები რომ მიიყვანეს პავსანიესთან, მან ისინი დანაშაულისაგან გაათავისუფლა და თქვა, რომ შვილებს ბრალი არ მიუძღვით მიდიელთა მიმართ მამის სიმპათიებში. ხოლო რაც შეეხება სხვა ვაჟკაცებს, რომლებიც გადასცეს ელიენბს თებელებმა, ისინი ფიქრობდნენ რომ თავისმართლების საშუალება ექნებოდათ და სასჯელს ფულებით აიცდენდნენ თვიდან. მაგრამ როგორც კი იგდო ისინი ხელთ პავსანიესმა, რახან მიუხვდა თუ რისი იმედით იყვნენ, მოკავშირეთა მთელი ლაშქარი გაუშვა, ეს კაცები კი წაიყვანა კორინთოში და იქ დაახოცინა. აი, ეს ამბები მოხდა პლატეას და თებეში.
89. ხოლო არტაბაძოსი, ფარნაკესის ძე, რომელიც პლატეიდან გაიქცა, უკვე კარგა შორის იმყფებოდა: თესალიელებთან რომ მივიდა, მათ ის სტუმრად დაპატიჟეს და ეკითხებოდნენ დანარჩენი ლაშქრის ამბავს, რადგან არაფერი იცოდნენ იმაზე, რაც მოხდა პლატეაში. არტაბაძოსმა იცოდა, რომ თუ ის სრულ ჭეშმარიტებას იტყოდა ბრძოლების შესახებ, თვითონაც დაღუპვა მოელოდა და მის ჯარსაც (რადგან ყოველი კაცი დაესხმოდა მათ თავს, თუ კი შეიტყობდა იმას, რაც მოხდა). ასე იფიქრა არტაბაძოსმა და ფოკეელებს არაფერი უთხრა, ხოლო თესალიელებს უთხრა შემდეგი: თესალიელებო, როგორც ხედავთ, მეჩქარება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდე თრაკიაში და ვჩქარობ იმიტომ, რომ ჩემი ბანაკიდან გამომგზავნეს ამ კაცებთან ერთად გარკვეული საქმის გამო. თვითდნ მარდონიოსი და მისი ლაშქარი მე ფეხდაფეხ მომდევს და თქვენ უნდა მათ დაელოდოთ. მას უმასპინძლეთ და კარგი საქმეები უჩვენეთ. ასე თუ მოიქცევით, არასოდეს ინანებთ. ეს თქვა და სასწრაფოდ წაიყვანა ლაშქარი თესალიისა და მაკედონიის გავლით პირდაპირ თრაკიაში, თითქოს მართლაც ეჩქარებოდა და ზედ შუა ქვეყანაზე გადაჭრა გზა. ასე მიაღწია ბიძატიონს, მაგრამ თავისი ჯარიდან ბლომად ხალხი დაეკარგა: ზოგი თრაკიელებმა აკუწეს გზაზე, ზოგსაც შიმშილმა და დაღლილობამ მოუღო ბოლო. ბიძანტიონიდან ხომალდებით გადავიდა, ასე დაბრუნდა ის აზიაში.
90. იმავე დღეს, როდესაც სპარსელებმა პლატეაში განიცადეს მარცხი, მოხდა ისე, რომ იონის მიკალეშიც დამარცხდნენ. როდესაც დელოსთან იცდიდნენ ელინები, მათთან, ვინც ლევტიქიდესმა ხომალდებით მოიყვანა ლაკედმონელებთნა, სამოსიდან მოციქულებად მოვიდნენ ლამპონი, თრასიკლეესის ძე, ათენაგორესი, არქესტრატიდესის ძე და ჰეგესისტრატოსი, არისტაგორესის ძე. ისინი სპარსელთა და მათ მიერ დაყენებული თავისი ტირანის, თეომესტორ ანდროდამასის ძისაგან ჩუმად გამოეგზავნათ სამოსელებს. როდესაც ისინი მოვიდნენ მხედართმთავრებთან, ჰეგესისტრატოსმა ილპარაკა ბევრი და ყოველმხრივ დასაბუთებლად, რომ იონიელებმა ოღონდ კი დაინახონ ელინები და მშინვე გადაუდგებიან სპარსელებს და რომ მაშინ აღარც ბარბაროსები გაჩერდებიან, ხოლო თუ კი ბარბაროსებმა მოიცადეს, ელინები მეორე ამისთანა ნადავლს სხვას ვერ მოიპოვებენ. სერთო ღმერთებს მოუწოდებენ ჰეგესისტრატოსი და აქეზებდა მათ, რომ ეხსნათ ელინები მონობსიაგან და გაეძევებინათ ბარბაროსი. ის ამბობდა, რომ ამთთვის ადვილია ამის გაკეთება, რადგან ბარბაროსთა ხომალდები ცუდად ცურავენ და ვერ გაუძლებენ ბრძოლაში ელინთა ხომალდებს. ხოლო თუკი ელინებს ეჭვი ეპარებათ მოციქულებში და ფიქრობენ, რომ მათ ეშმაკობით უნდათ ელინთა შეტყუება, მოციქულები მზად არიან, გაჰყვნენ ელინთა ხომალდებს, როგორც მძევლები.
91. სამოსელი სტუმარი ასე დაჟინებით რომ იხვეწებოდა, ლევტიქიდესი შეეკითხა მას, ან რაიმე მინიშნების შესათყობად ან არა და შემთხვევით, ღვთის განგების შთაგონებით: ძვირფასო სამოსელო, რა გქვია? მან უპასუხა: ჰეგესისტრატოსი. ამაზე შეაწყვეტინა სიტყვა ლევტიქიდესმა, რადგან ჰეგესის ჰეგესისტრატოსი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა და უთხრა: მე ჯარის წინამძღოლის მინიშნებას ვიღებ, ძვირფასო სამოსელო. მაგრამ ვიდრე გადაგვიცურავს, ასეთი რამ გაგვიკეთე შენ და მათ, ვინც შენთან ერთად არიან: მოგვეცით იმის საბუთი, რომ სამოსელები მართლაც ჩვენი გულითადი მოკავსირეები იქნებიან. ესა სთქვა და ამას მაშინვე საქმე მოჰყვა.
92. სამოსელებმა მაშინვე მისცეს რწმუნება და დადეს ფიცი ელინებთან მოკავშირეობისა. ეს გააკეთეს და გაცურს სამოსელებმა, ხოლო ლევტიქიდესმა ბრძანა, მათთან ერთად წასულიყო ჰეგესისტრატოსიც, რადგან მისი სახელი მინიშნებად ჰქონდა მიღებული. ელინებმა ის დღე მოიცადეს, ხოლო მეორე დღეს მსხვერპლშეწირვამ კეთილი შედეგი გამოიღო: მისნობდა დებფონოსი, აპოლონიის მოქალაქის ევენიოსის ძე, ხოლო ეს აპოლონია არის იონიის უბეში. მის მამს, ევენიოსს კი ასეთი საქმე შეემთხვა.
93. ამ აპოლონიაში არიან მზისადმი განკუთვნილი წმინდა ცხვრები, რომლებიც დღისით სძოვენ ლაკმონის მთიდან გამოსული მდინარის ნაპირას; ეს მდინარე მიედინება აპოლონიის ქვეყანაზე და ერთვის ზღვას ნავსადგურ ორიკოსთან, ხოლო ღამღამობით კი - მოქალაქეთა შორის სიმდიდრითა და გვარიშვილობით გამორჩეული კაცები მწყსიან მათ და თითოეული მათგანი ამ საქმიანბას ეწევა ერთ წელიწადს. აპოლონიის მოქალაქეები ამას დიდი თავგამოდებით აკეთებენ რაღაც ღვთის განგებით შთაგონებული. ღამეს ათევენ გამოქვაბულში, რომელიც ქალაქიდან შორსაა. ერთხალაც, არჩევით ცხვრებს ეს ევენიოსი სდარაჯობდა. მოხდა ისე, რომ დარაჯობისას დაეძინა, გამოქვაბულში მოვიდნენ მგლები და დაახლოებით 60 ცხავარი გაწყვიტეს. მან ეს შეამჩნია, მაგრამ აგჩუმდა და არავის უთხრა, თანაც გუნებაში ჰქონდა სხვები ეყიდა და იმით შეეცვალა დახოცილი ცხვრები. მაგრამ ეს ამბავი არ დაიმალა აპოლონიელთაგან. როგორც კი აპოლონიელებმა ეს შეიტყვეს, წაიყვანეს ევენისი სასამართლოში პასუხისსაგებად, და რაგან მან დარაჯობისას დაიძინა, თვალების დათრა მიუსაჯეს. მაგრამ ევენიოსი რომ დააბრმავეს, ამის მერე აღარც ცხვრები იგებდნენ ბატკნებს და აღარც მიწა იძლეოდა ნაყოფს. როდესაც აპოლონიელები წინასწარმეტყველებს ეკითხებოდნენ თავს დატეხილი უბედურების მიზეზს, დოდონესა და დელფოში ისინი ასეთ წინასწარმეტყველებას ღებულობდნენ: მათ ეუბნებოდნენ, რომ ამის მიზეზია წმინდა ცხვრების დარაჯისათვის, ევენიოსისათვის თვალისჩინის უსამართლოდ წართმევა; რომ თვითონ ღმერთებმა გააგზავნეს იქ მგლები და ისინი არ შეწყვეტენ აპოლონიელების მიმართ შურისძიებას მანამდე, სანამ ესენი არ უზღავენ ევენიოსს მის მამართ ჩადენილი საქმისათვის იმით, რასაც თვითონ ევენიოსი აირჩევს და სამართლიანად მიიჩნევს. ამის შემდეგ თვითონ ღმერთები მისცემენ ევენიოსს იმისთანა ნიჭს, რომ ბევრნი მიიჩნევენ მას ადამიანთა შორის უბედნიერეს კაცად.
94. ასეთი იყო მისნობა, რომელიც მათ მიიღეს, მაგრამ აპოლიელებმა საიდუმლოდ შეინახეს მისნობა და დაავალეს მოქლაქეთა შორის რამდენიმე კაცს მისი შესრულება. მათ კი ეს ასე შეასრულეს: ერთხელ, როდესაც ევენიოსი სკამზე იჯდა, მივიდნენ და გვერდით მიუსხდნენ. ლაპარაკი გაუბეს სხვადასხვა ამბებზე და ბოლოს მივიდნენ იქამდეც, რომ თანაუგრძნეს მის უბედურებაში. ამით ნელ-ნელა ჩაითრიეს საუბარში და შეეკითხნენ, რა საზღაოს მოისურვებდა იგი, თუკი აპოლონიელები მოინდომებდნენ მისთვის იმის ანაზღაურებას, რაც მის მიმართ ჩაიდინეს. რაკიღა მას მისნობის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგონილი, ამიტომ შემდეგი ამოირჩია და თქვა, თუ მისცემენ იმათ ყანებს (თან დაასახელა ორი მოქალაქე, რომელთა შესახებაც იცოდა, რომ მათ საუკეთესო ნაკვეთები ჰქონდათ წილხვდენილი აპოლონიის მთელ მიწებს შორის) და ამას გარდა იმ სახლს (რომელიც იცოდა, რომ უმშვენიერესი იყო მთელ ქალაქში), აი, თუ ის ყოველივე ამის მფლობელი გახდება, მან თქვა, რომ მომავლისათვის ბოღმას გულიდან ამოიგდეს და საზღაურს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. ევნეოსმა ასე ილაპარაკა, ხოლო მასთნა მსხდომებმა შემდეგი უპასუხეს: ევენიოს, აპოლონიელები შენი დაბრმავებისათვის გაიღებენ ასეთ საზღაურს ღვთისგანგების თანახმად. ამის მერე ევენიოსმა შეიტყო, როგორც იყო საქმე და რომ ის მოტყუებულია და ძალიან გაჯავრდა. ხოლო აპოლონიელებმა იყიდეს მათი მფლობელებისაგან, რაც მან ამოირჩია და მისცეს, ამის მერე მაშინვე მიენიჭა მას მისნობის უნარი, რითაც ის სახელოვანი გახდა.
95. აი, ამ ევენიოსის შვილი იყო დებფონოსი, რომელიც კორინთელებმა მოიყვანეს თან და ის იყო, რომ მისნობდა ელინთა ლაშქრისათვის. თუმცა მე ისიც გამიგონია, რომ დებფონოსმა მიითვისა ევენიოსის სახელი ისე, რომ სულაც არ იყო ევენიოსის შვილი და თავისი ამ საქმიანობით მთელს ელადაში გაიჩინა შემოსავალი.
96. ელინებმა რომ მსხვერპლშეწირვებით კეთილი მინიშნება მიიღეს, დელოსიდან სამოსისაკენ წაიყვანეს ხომალდები. როდესაც ისინი სამოსის კალამოსთან იმყოფებოდნენ, ღუზა ჩაუშვეს ჰერას სალოცავთან და ამ ადგილას გაემზადნენ საზღვაო ბრძოლისათვის. სპარსელებმა შეიტყვეს, რომ ისინი მოვიდნენ და თვითონაც წაიყვანეს ხმელეთისაკენ თავისი ყველა ხომალდი, მხოლოდ ფინიკიელთა ხომალდები გაუშვეს, რომ წასულიყვნენ. ეს იმიტომ, რომ თათბირზე გადწყვიტეს ელინებისათვის საზღვაო ბრზოლა არ გაემართათ, რადგან თავიანთი თავი მათ თანაბრად არ მიაჩნდათ. ხოლო ხმელეთისაკენ იმიტომ გაცურეს, რომ თავისი ქვეითი ჯარის მფარველობის იმედი ჰქონოდათ, ჯარისა, რომელიც მიკალეში იდგა და რომელიც ქსერქსესის განკარგულების თანახმად ჩამორჩა დანარჩენ ლაშქარს იონიის დასაცავად. რაოდენობა ამ ჯარისა იყო 60000 და მას მხედართმთავრობდა ტიგრანესი, რომელიც სილამაზითა და ახოვანებით აღემატებოდა ყველა სხვა სპარსელს. აი, ამ ჯარის მფარველობაში ყოფნა გადაწყვიტეს საზღვაო ფლოტის მხედართმთავრებმა, ასევე ხომალდების ზღვიდან ნაპირზე გამოთრევა და ირგვლივ ზღუდის გაკეთება, რომელიც ხომალდებსაც დაიცავდა და თვით მათთვისაც თავშესაფარი იქნებოდა.
97. ეს გადაწყვიტეს და გაემართნენ კიდევაც. როდესაც მიკალეს დედულფალთა სალოცავის გავლით მიაღწიეს გაბსონსა და სკოლოპოებსს, სადაც ელევსინის დემეტრეს სალოცავია, ფილისტოს პასიკლეესის ძის აგებული (როდესაც ის ნებლევს კოდროსი ძესთან ერთად მილეტის დასაფუძლებლად წავიდა), მაშინ სპარსელებმა ხმელეთზე გამოათრიეს ხომალდები და ირგვლივ ზღუდე გაიკეთეს ქვისა და ხისაგან, რისთვისაც ბაღებში ხეები გაჩეხეს, ხოლო ზღუდის ირგვლივ სარები დაარჭვეს. ასე მოემზადნენ ისინი, თითქოს ალყაშემორტყმულები იყვნენ და მომავალში გამარჯვების იმედი ჰქონდათ, რადგან, როდესაც ემზადებოდნენ, ორივე შესაძლებლობას ითვალისწინებდნენ.
98. როდესაც ელინებმა შეიტყვეს, რომ ბარბაროსები ხმელეთისაკენ წავიდნენ, შეწუხდნენ მათი გაქცევით და არ იცოდნენ, რა ექნათ, უკან გაბრუნებულიყვნენ, თუ ჰელესპონტისკენ გაეცურათ. ბოლოს, გადაწყვიტეს ერთისგანაც თავი შეეკავებინათ და მეორისგანაც და ხმელეთისაკენ გაეცურათ. მათ მოამზადეს საზღვაო ბრძოლისათვის თოკის კიბეები და ყველაფერი სხვა, რაც კი იყო საჭირო ამისათვის და გაცურს მიკალესკენ. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ მტრის ბანაკს, ვერავინ შენიშნეს მათ წინააღმდეგ გამოსული, ის კი არა, დაინახეს, ხმელეთზე გამოთრეული და ზღუდის შიგნით მოქცეული ხომალდები და მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარი სანაპიროზე ჩამომწკრივებული. მაშინ პირველმა ლევტიქიდესმა ჩაიარა მათ გასწვრივ თავისი ხომალდით, მიცურდა ნაპირთა რაც შეიძლება ახლოს და იონიელებს მაცნეს პირით შემდეგი გამოუცხადა: იონიელებო, თქვენგან ვისაც კი შეუძლია რომ გაიგონოს, შეისმინეთ, რასაც გეუბნებით: სპარსელები ხომ სრულიად ვერაფერს გაიგებენ იმისას, რაც მინდა შემოგთავაზოთ. როდესაც ერთმანეთშ შევებრძოლებით, თითოეულს, უპირველს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს თავისუფლება და შემდეგი პირობით ნიშანი - ჰერა, და ვინც თქვენს შორის ვერ გაიგონა ჩემი ნათქვამი, იმან იმისგან შეიტყოს, ვინც მოისმინა. ამ ნათქვამს იგივე აზრი ჰქონდა, რაც თემისტოკლეესის გამოსვლას არტემისიონში: ამ ნათქვამს ვერ შეიტყობდნენ ბარბაროსები და შესაძლებელი იყო მას იონიელები გადმოებირებინა, ან არა და ის მოხსენებოდათ ბარბაროსებს და ისინი იონიელებს უნდობლად დაუწყებდნენ ცქერას.
99. მას მერე, რაც ლევტიქიდესმა ასე მიმართა იონიელებს, ელინები შემდეგნაირად მოიქცნენ. მიაყენეს ხომალდები სანაპიროს, გადმოვიდნენ ნაპირებზე და დაირაზმნენ. სპარსელებმა რომ დაინახეს, ელინები ბრძოლისათვის ემზადებოდნენ და იონიელებს იბირებდნენ, დაეჭვდნენ იმაში, რომ სამოსელები ელინთა მხარეზე იყვნენ და მათ იარაღი ჩამოართვეს. საქმე ისაა, რომ როდესაც ბარბაროსთა ხომალდებით მოვიდნენ ათენელი ტყვეები (ის ათენელები, რომლებიც ატიკაში იყვნენ დარჩენილი და ქსერქსესის ჯარმა იგდო ხელთ), სამოსელებმა აი, ესენი, ყველანი, გაათავისუფლეს და უკან გაგზავნეს ათენში, თანაც საგზლით მოამარაგეს. აი, ამის გამო იყო ძირითადად, რომ სპარსელები სამოსელებს არ ენდობოდნენ, მათ ხომ 500 სული ქსერქსესის მტერი გაათავისუფლეს. შემდეგ სპარსელებმა მიკალეს მწვერვალისაკენ მიმავალი გასასვლელების დასაცავად დააყენეს მილეტელები, რადგან მათ ყველაზე უკეთ იცოდნენ ეს მხარე. თან იმიტომ მოიქცნენ ასე, რომ მილეტელები ბანაკს გარეთ ჰყოლოდათ. ამნაირად დაიცვეს თავი სპარსელებმა იმ იონიელებისგან, რომელთა მიმართაც ფიქრობდნენ, რომ რაღაცას ჩაიდენდნენ, თუკი საამისო შესაძლებლობა იქნებოდა. თვითონ კი შეაჯგუფეს თავისი მოწნული ფარები, რომლითაც საცავი გაიკეთეს.
100. სამზადისსს რომ მორჩნენ ელინები, ბარბაროსების წინააღმდეგ გაემართნენ. ესენი რომ დაიძრნენ, ამასობაში ხმა გავარდა მთელ ბანაკში და მაცნეს კვერთხი გამოჩნდა ზღვის ნაპირას, ხოლო ხმა, რომელიც გავრცელდა ასეთი იყო: ელინებმა დაამარცხეს მარდონიოსის ლაშქარი ბეოტიაშიო. ღვთის განგების მონაწილეობა ამ საქმეში სრულიად ცხადია. თუნდაც ის, რომ ერთსა და იმავე დღეს მოხდა დამარცხება პლატეაში და უნდა მომხდარიყო მიკალეში, ამის შესახებ ხმამ მიკალეში მყოფ ელინებამდე მაშინვე მიაღწია და ეს სულ იმისათვის, რომ ელინთა ლაშქარი ბევრად უფრო გამხნევებულიყო და უფრო დიდი თავგამოდებით შეხვედროდა საფრთხს.
101. კიდევ ერთი თანხვედრა მოხდა: ორივე ბრძოლა გაიმართა ელევსინის დემეტრს სალოცავთან: პლატეის ბრძოლა ხომ თვით დემეტრეს ტაძართან მოხდა, როგორც უწინაც ვთქვი, ხოლო მიკალეს ბრძოლაც ასევე სალოცავთან უნდა გამართულიყო. ხმა, რომელიც აქ მოვიდა პავსანიესთან მყოფი ელინების გამარჯვების შესახებ, მართალი იყო, რადგან ბრძოლა პლატეაში გათენების ხანს მოხდა, მიკალეში კი მოსაღამოვებისას. ხოლო ორივე ეს ბრძოლა რომ ერთსა და იმავე დღს მოხდა და ერთსა და იმავე თვეში, ეს ელინებმა ცოტა ხნის შემდეგ შეიტყვეს დაზუსტებულად. ვიდრე ეს ხმა მიაღწევდა, ისინი ცოტა არ იყოს შეშინებულები იყვნენ არა იმდენად თავისი თავის გამო, რამდენადაც იმ ელინების გამო, რომლებიც ებრზოდნენ მარდონიოსს, მათ ეშინოდათ, რომ ელადა მარდონიოსთან ბრძოლაში არ დამარცხებულიყო, მაგრამ როდესაც ეს ხმა სწრაფად მოედო ბანაკს, ისინი მეტი მონდომებით და უფრო სწრაფად გაემართნენ მტრისაკენ. ელინებიცა და ბარბაროსებიც გამალებით ეშურებოდნე ბრძოლას, რადგან წინ ჯილდოდ კუნძულები და ჰელესპონტი ესახებოდათ.
102. ათენელთათვის და მათ გვერდით დარაზმულთათვის, ე.ი. ლაშქრის თითქმის ნახევრისათვის, გზა ზღვის ნაპირას და დაბლობ ადგილას მიდიოდა. ხოლო ლაკედემონელთათვის და მათ მიყოლებით დარაზმული ხალხისათვის - ხეობებსა და გორებზე, ისე რომ, ვიდრე ლაკედემონელები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, ისინი მეორე ფრთაზე უკვე იბრძოდნენ. ვიდრე სპარსელებს თავისი მოწნული ფარები სწორად ეყენათ, მტერს კარგად უმკლავდებოდნენ და სრულებითაც არ იყვნენ ელინებზე უფრო სუსტები ბრძოლაში. მაგრამ როდესაც ათენელებმა და მათ მეზობლად მყოფმა ლაშქარმა მოინდომეს, რომ მათ ეთავათ საქმე და არა ლაკედემონელებს, გადასძახეს ერთმანეთს და უფრო თავგამოდებით შეუტიეს მოწინააღმდეგეს, აი, მაშინ სრულიად შეიცვალა ვითარება. ისინი დაუხვდნენ, კარგა ხნის განმავლობაში იგერიებდნენ, მაგრამ ბოლოს ზღუდის შიგნით შეცვივდნენ. ათენლები, კორინთელები, სიკიონელები და ტროიძენელები (ესენი იყვნენ ერთმანეთის მიყოლებით დარაზმულები) მიჰყვნენ მათ და მათთან ერთად შეცვივდნენ ზღუდის შიგნით. როდესაც ელინებმა ზღუდე აიღეს, ბარბაროსები აღარ იცავდნენ თავს და ყველანი გაიქცნენ, გარდა სპარსელებისა. ესენი პატარ-პატარა ჯგუფებად ებრძოდნენ ელინებს, რომლებიც განუწყვეტლივ შემოდიოდნენ ზღუდის შიგნით. სპარსელთა მხედართმთავართა შორის ორი გაიქცა, ორი კიდევ მოკვდა: არტიანტესი და ითამიტრესი, საზღვაო ფრლოტის მხედართმთავრები, გაიქცნენ, ხოლო მარდონტესი და ქვეითი ჯარის მხედართმთავარი ტიგრანესი ბრძოლაში დაიღუპნენ.
103. სპარსელები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, როდესაც მოვიდნენ ლაკედემონელები და ისინი, ვინც მათთან ერთად იყვნენ და ერთად დაამთვრს, რაც დასამთავრებელი იყო. აქ ელინთაგან ბევრი დაიღუპა. სხვათა შორის დაიღუპნენ სიკიონელები და მათი მხედართმთავარი პერილეოსი, ხოლო რაც შეეხება სამოსელ ჯარისკაცებს, ისინი მიდიელთა ბანაკში იყვნენ და იარაღი ჰქონდათ ჩამორთმეული, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ თავიდანვე გაურკვეველი იყო ბრძოლა, ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, რომ სასარგებლონი ყოფილიყვნენ ელინთათვის. როდესაც სხვა იონიელებმა დაინახეს, თუ რა წამოიწყეს სამოსელებმა, მაშინ თვითონაც გადაუდგნენ სპარსელებს და შეუტიეს ბარბაროსებს.
104. მილეტელები დანიშნეს სპარსელებმა თავისი გადარჩენის გულისათვის გადასასვლელების დამცველად; თუ მათ ის დაემართებოდათ, რაც შეემთხვათ, მილეტელები უნდა ჰყოლოდათ მეგზურებად და ამნაირად გადარჩენილიყვნენ მიკალეს მწვერვალებზე. აი, რა საქმის გამო იყვნენ იქ დაყენებული მილეტელები და კიდევ იმიტომ, რომ არ ყოფილიყვნენ სპარსელთა ბანაკში და იქ ღალატი რაიმე არ ჩაედინათ. მაგრამ მილეტელებმა იმის სრულად საწინააღმდეგო მოიმოქმედეს, რაც ჰქონდათ დავალებული: გაქცეული სპარსელები სრულიად სხვა გზებით წაიყვანეს, რომლებიც პირდაპირ მტრისკენ მიემართებოდნენ; ბოლოს თვითონაც, მეტისმეტად მტრულად განწყობილებმა, საშინელი ჟლეტა დაუწყეს სპარსელებს.
105. ამრიგად, მეორედ გადაუდგა იონია სპარსელებს. ამ ბრძოლაში ელინთა შორის ვაჟკაცობით გამოირჩეოდნენ ათენელები და ათენელთა შორის კი ჰერმოლიკოსი, ევთობნოსის ძე, რომელიც ჭიდაობასა და მუშტიკრივში ფალავანი იყო. ამის მერე ამ ჰერმოლიკოსს ის მოუვიდა, რომ ათენელთა და კარისტიელებს შორის ამტყდარი ომის დროს იგი კარისტიის მხარის კირნოსში დაიღუპა და დამარხულია გერაბსტოსში. ათენელთა შემდეგ სიმამაცით თავი კორინთელებმა, ტროიძენელებმა და სიკიონელებმა გამოიჩინეს.
106. მას მერე, რაც ელინებმა ბარბაროსთა დიდი ნაწილს ბოლო მოუღეს, ზოგს ბრძოლისას და ზოგს კიდევ უკან დახევისას, ცეცხლი წაუკიდეს მათ ხომალდებს და მთელ ზღუდეს, მხოლოდ წინასწარ ნადავლი ნაპირზე გამოიტანეს. მათ რამდენიმე საგანძურიც იპოვეს. დაწვეს ამის მერე ზღუდეცა და ხომალდებიც და გაცურეს. ელინები რომ სამოსზე მივიდნენ, ითათბირეს იონიელთა გასასახლების შესახებ, თუ ამთ მფლობელობაში მყოფ ელადის რომელ ნაწილში უნდა დაასახლონ ისინი, თვითონ იონიას ბარბაროსებს უტოვებდნენ, ელინებს კი თავისთვის შეუძლებლად ეჩვენებოდათ მუდამ იქ მსხდარიყვნენ და იონიელები დაეცვათ. ხოლო თუ თვითონ არ დაიცავდნენ იონიელებს, იმედი არ ჰქონდათ, რომ სპარსელებს ისინი დაუსჯელები გადაურჩებოდნენ. ამასთან დაკავშირებით ძალაუფლების მქონე პელოპონესელებმა თქვეს, რომ აეყარათ სავაჭრო ადგილებიდან ის ელინი ტომები, რომლებიც მიდიის მომხრენი იყვნენ და მიეცათ ეს ადგილები დასასახლებლად იონიელთათვის. მაგრამ ათენელებს სულ არ მოეწონათ არც ის, რომ იონიელები უნდა გადაესახლებინათ და არც ის, რომ პენეპოლესელები ბჭობდნენ მათი ახალშენების შესახებ. ამიტომ ისინი ცხარედ წინაღუდგნენ ამ აზრს და პელოპონესელებმა დათმეს. ამრიგად, სამოსელები, ქიოსელები, ლესბოსელები და სხვა კუნძულთა მცხოვრებნი, რომლებიც ელინებთან ერთად იბრძოდნენ, ათენელებმა მოკავშირეებად გაიხადეს, მხოლოდ რწმუნება ჩამოართვეს და ფიცი დაადებინეს, რომ ისინი ელინებს არ გადაუდგებოდნენ. ჩამოართვეს მათ ფიცი და გაცურეს ხიდების მოსაშლელად, რადგან ეგონათ, რომ ხიდები ჯერ კიდევ გამართული დახვდებოდათ.
107. ამრიგად, ელინებმა გაცურეს ჰელესპონტისკენ. ის ბარბაროსები, რომლებიც გაიქცნენ და მიაკლეს მწვერვალებთან მოემწყვდნენ, ბევრნი არ ყოფილან და გამოემართნენ სარდესაკენ. როდესაც გზაზე მოდიოდნენ, მასისტესმა, დარიოსის ძემ, რომელიც შეესწრო იმ განსაცდელს, მათ რომ თავს გადახდათ, მხედართმთავარ არტაიანტესს ბევრი ცუდი რამ აკადრა და სხვათაშორის ისიც უთხრა, რომ ამისთანა მხედართმთავრობისათვის ის დედაკაცზე უარესია და მეფის სახლისათვის ასეთი ზიანის მიყენების გამო ღირსია ყოველგვარი მძიმე სასჯელისა. სპარსელთათვის დედაკაცზე უარესის წოდება უდიდესი სირცხვილია. არტაინტესმა დიდხანს უსმინა, საშინლად გაბრაზდა და იშიშვლა მახვილი მასისტესის მოსაკლავად. მაგრამ ის რომ თავდასხმად აპირებდა, ეს შენიშნა ქსებნაგორესმა, პრექსილეოსის ძემ, ჰალიკარნესელმა, რომელიც არტაინტესის უკან იდგა. შემოეხვია წელზე, ასწია და დაანარცხა მიწაზე, ამასობაში მასისტესის წინ ჩამოდგნენ მისი შუბოსნები. ამ საქციელით ქსებნაგორესმა არა მარტო თვით მასისტესის მადლობა დაიმსახურა, არამედ ქსერქსესიც, რადგან მას ძმა გადაურჩინა. ამ საქმის გამო ქსებნაგორესმა მეფისაგან მთელი კილიკიის გამგებლობა მიიღო. სანამ გზაზე მიდიოდნენ,მეტი არაფერი მომხდარა ღირშესანიშნავი, ასე მივიდნენ სარდეში სპარსელები. მოხდა ისე, რომ მეფე ამჯერად სარდეში იმყოფებოდა და აქ იყო იმ დროიდან, როდესაც სპარსელები საზღვაო ბრძოლაში დამარცხდნენ. მაშინ გამოიქცა მეფე ათენიდან და მოვიდა აქ.
108. სარდეში ყოფნის დროს მეფეს შეუყვარდა მასისტესის ცოლი, რომელიც აგრეთვე იქ იმყოფებოდა. თუმცა მიუგზავნა მას კაცი, მაგრამ ვერ შეძლო მისი დაყოლიება. ძალის ხმარება კი არ უნდოდა, რადგან ძმის, მასისტესის ხართრი ჰქონდა (იგივე აკავებდა ქალსაც, რომელმაც კარგად იცოდა რომ ძალით არაფერი შეემთხვეოდა). მაშინ ქსერქსესმა სხვა ყფელაფერზე უარი თქვა და მოუწყო თავის საკუთარ შვილს, დარიოსს ასეთი ქორწინება - შერთო მას ამ ქალისა და მასისტესის ასული, რადგან ფიქრობდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, მაშინ უფრო ადვილად დაეუფლებოდა ქალს. დანიშნა ისინი, გააკეთა ყოველივე, რაც წესი არის და წავიდა სუსაში. ხოლო როდესაც მივიდა იქ და მიიყვანა სახლში დარიოსისთვის ქალი, მასისტესის ცოლის მიმართ გაუქრა გრძნობა, სამაგიეროდ შეუყვარდა და დაეუფლა კიდევაც დარიოსის ცოლს, მასისტესის ასულს. ამ ქალს სახელად ერქვა არტაინტე.
109. ხოლო დრო რომ გავიდა, ეს ამბავი გამომჟღავნდა შემდეგნაირად: ამესტრისმა, ქსექრსესის ცოლმა, დიდი, ჭრელი და შესანიშნავი მოსასხამი მოქსოვა და აჩუქა ქსერქსესს, ქსერქსესს ძალიან მოეწონა, წამოისხა და ისე წავიდა არტაინტესთან. არტაინტეთი დიდად კმაყოფილმა უთხრა მას, მომთხოვე, რაც გინდა, იმ ტკბობის სანაცვლოდ, შენ რომ მომანიჭე. ყველაფერი შეგისრულდება, რასაც კი მოითხოვო. რადგან ბოროტება უნდა შემთხვეოდა მასაც და მთელ სახლსაც, ქალმა ამაზე უთხრა ქსერქსეს: რაც არ უნდა მოგთხოვო, მომცემ? და ქსერქსესმა შეჰფიცა, რადგან ყველაფერს წამოიდგენდა იმის გარდა, რაც ქალმა მოითხოვა, ხოლო როდესაც შეჰფიცა, ქალმა სრულიად უშიშრად მოსთხოვა მოსასხამი. ქსერქსესი ყოველ ღონეს ხმარობდა, რადგან არ უნდოდა მიცემა, სხვა რამ მიზეზის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ ამესტრისისა ეშინოდა, რომელიც ისედაც ეჭვობდა ამ ამბავს და ამგვარად საბოლოოდ დაიდასტურებდა. ის სთავაზობდა ქალაქს, უამრავ ოქროს, ლაშქარს, რომლის უფროსიც სხვა არავინ იქნებოდა მის მეტი (ლაშქარი ხომ სპარსელთათვის უდიდესი საჩუქარია), მაგრამ ვერაფრით დაიყოლია და ბოლოს მისცა მოსასხამი; ქალი დიდად იყო გახარებული საჩუქრით, ატარებდა მას და თავს იწონებდა.
110. ამესტრისმა შეიტყო რომ არტაინტეს ჰქონდა მისი მოქსოვილი მოსასხამი და როდესაც მიხვდა, თუ რა ხდებოდა, ამ ქალზე კი არ გაბრაზდა, არამედ დედამისი მიიჩნია დამნაშავედ და ეს საქმე მის მოწყობილად და განიზრახა მასისტესის ცოლის დაღუპვა. მან მოიცადა, ვიდრე მისი ქმარი, ქსერქსესი სამეფო ნადიმს მოაწყობდა (ხოლო ეს ნადიმი ეწყობოდა ერთხელ წელიწადში, მეფის დაბადების დღეს. ამ ნადიმს სპარსულად ეწოდება ტიკტა, ხოლო ელინთა ენაზე - რულყოფილი. მხოლოდ ამ დღესაა, რომ მეფე თავზე იცხებს და სპარსელებს საჩუქრებს ურიგებს). აი, ამ დღეს დაელოდა ამესტრისი და მოსთხოვა ქსერქსესს, ეჩუქებინა მისთვის მასისტესის ცოლი. ქსერქსესს საშინელ და მტრულ საქციელად მიაჩნდა ძმის ცოლის ჩუქება, მით უმეტს რომ ეს ქალი სრულიად უდანაშაულო იყო ამ საქმეში, თანაც ხვდებოდა, თუ რატომ თხოულობდა მისი ცოლი ამ ქალს.
111. ბოლოს და ბოლოს, რადგან ქალი დაჟინებით ითხოვდა, მეფეს კი კანონი აიძულებდა მთხოვნელი დაეკმაყოფილებინა, მისი გაწბილება არ შეიძლებოდა მაშინ, როდესაც სამეფო ნადიმი იყო, მეფე იძულებით, მაგრამ მაინც დაეთანხმა და მისცა ამესტრისს ქალი, თვითონ მოაყვანინა თავისი ძმა და უთხრა: მასისტეს, შენ ხარ დარიოსის შვილი და ჩემ ძმა, ამას გარდა შენ თავად ხარ შესანიშნავი ვაჟკაცი. იმ ქალთან, რომელთანაც ახლა ცხოვრობ, ნუღარ იცხოვრებ, მის მაგივრად მე შენ ჩემს ასულს მოგცემ, მასთან იცხოვრე. ის, ვინც ახლა გყავს, ნუღარ იქნება შენი ცოლი, რადგან მე არ მინდა. ამ ლაპარაკით განცვიფრებულმა მასისტესმა უთხრა: მეფეო, ეს რა უკეთურ სიტყვას მეუბნები, როდესაც მიბრძანებ, რომ ცოლი, რომლისგანაც მოზრდილი ვაჟები და ასულები მყავს (მათგან ხომ ერთი შენი საკუთარი ვაჟისთვისაც წაიყვანე ცოლად), ის ქალი, რომელიც ჩემთვის ძალიან სასურველია, მიბრძანებ, გავუშვა, და შენი ასული შევირთო? მეფეო, მე დიდად პატივდებული ვარ იმით, რომ შენი ასულის ღირსაც მხდი, მაგრამ არც ერთს ვიზამ და არც მეორეს, რასაც მთავაზობ. ნურავითარ შემთხვევაში ნუ მაიძულებ, რომ ეს საქმე გავაკეთო. შენი ასულისათვის გამოჩნდება სხვა ვინმე კაცი, არანაკლებ ღირსეული ჩემზე, მე კი დამაცადე, რომ ჩემს ცოლთან ვიცხოვრო. მან ეს უპასუხა, ხოლო ქსერქსესი განრისხდა და უთხრა: მასისტეს, აბა მაშინ ასე მოხდება: აღარც ჩემს ასულს მოგცემ ცოლად და აღარც შენ ცოლთან იცხოვრებ, ეს იმისათვის, რომ ისწავლო იმის მიღება, რასაც გიბოძებენ. მასისტესმა ეს რომ მოისმინა, შემდეგი უთხრა და გარეთ გავიდა: მეუფეო, ხომ არ დაგიღუპივარ უკვე?.
112. სწორედ იმ დროს, როდესაც ქსერქსესი თავის ძმასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, ამესტრისმა გამოიძახა ქსერქსესის შუბოსნები და მასისტესის ცოლი სასტიკად აწამებინა: ძუძუები დააჭრევინა და ძაღლებისათვის გადააყრევინა, ასევე მოაჭრევინა ცხვირი, ყურები, ტუჩები და ენა და ასე დასახიჩრებული გაგზავნა სახლში.
113. მასისტესს ჯერ არაფერი გაეგო ამის შესახებ, მაგრამ რაღაც ცუდის წინათგრძნობა კი ჰქონდა და სირბილით გაეშურა სახლისაკენ. როდესაც თავისი ცოლი ასე დასახიჩრებული დაინახა, მაშინვე მოეთათბირა თავის შვილებს და გაემართა ბაქტრაში თავის ვაჟებთან და ზოგს სხვა პირებთან ერთად, იმისათვის, რომ ბაქტრიის მხარე აეჯანყებინა და მეფისათვის უდიდესი ბოროტება მიეყენებინა. მე მგონია, რომ ეს ასეც იქნებოდა, მას რომ დროზე მიეღწია ბაქტრიებისა და საკვებისათვის, რადგან ის იყო ბაქტრიების მმართველი და მათ ის უყვარდათ. მაგრამ ქსერქსესმა შეიტყო მისი განზრახვა და ლაშქარი დაადევნა, რომელმაც გზაზე ამოხოცა თვითონ მასისტესიც, მისი შვილებიცა და მთელი მისი ლაშქარიც. ასეთი იყო ქსერქსესის სიყვარულისა და მასისტესის სიკვდილის ამბავი.
114. ხოლო რაც შეეხება ელინებს, რომლებიც გამოვიდნენ მიკალედან და მიემართებოდნენ ჰელესპონტისაკენ, ისინი პირველად ლექტონთან შეჩერდნენ, რადგან პირქარი უბერავდა. ხოლო იქიდან მივიდნენ აბიდოსში და ნახეს რომ ის ხიდები, რომლებიც ეგონათ, კიდევ გაჭიმული დახვდებოდათ, მოშლილი იყო; სწორედ ამ ხიდების გამო იყო, რომ ჰელესპონტში მივიდნენ. პელოპონესელმა, რომელიც ლევტიქიდესთან ერთად იყვნენ, გადაწყვიტეს უკან დაბრუნებულიყვნენ ელადაში, ხოლო ათენელები თავის მხედართმთავარ ქსანთიპოსთან ერთად დარჩნენ და შეეცადნენ ქექრსონესი აეღოთ. პელოპონესელები გაბრუნდნენ, ხოლო ათენელები აბიდოსიდან ქერსონესში გადავიდნენ და სესტოსს ალყა შემოარტყეს.
115. ხოლო სესტოსში, რომელიც ყველაზე უკეთ გამაგრებული ქალაქი იყო ამ ადგილებში, თავი მოიყარა ბევრმა ხალხმა, რადგან გაეგოთ რომ ელინები ჰელესპონტში მოვიდნენო; ბევრი სხვა მეზობელი მხარიდან მოვიდა ხალხი და მათ შორის კარდიის ქალაქიდან მოვიდა სპარსელი ობობაძოსი, რომელმაც ხიდებიდან აქ მოზიდა მთელი მოწყობილობა. ეს ქალაქი ეკუთვნოდა ადგილობრივ მცხოვრებ ეოლიელებს, მაგრამ იქ შეგროვდნენ სპარსელები და დიდი რაოდენობით მათი სხვადასხვა მოკავშირეები.
116. ამ მხარეს განაგებდა ქსერქსესის ნაცვალი არტაიქტესი, სპარსელი, საშიშარი და უწმინდური კაცი, ის, რომელმაც ათენის წინააღმდეგ წასული მეფე მოატყუა და ელაბუსში პროტესილეოსის, იფიკლოსის ძის ქონება მიითვისა. ქერსონესის ელაბუსში ხომ პროტესილეოსის საფლავია და მის ირგვლივაა სალოცავი, სადაც დიდძალი ქოენბა იყო, ოქროსი და ვერცხლის ფიალები, სპილენძეული, ტანსაცმელი და სხვა შეწირულებანი. ყოველივე ეს მეფეს აჩუქებინა არტაიქტესმა. მან მზაკვრულად უთხრა ქსერქსესს შემდეგი: მეუფეო, აქ არის იმ ელინის სახლი, რომელმაც შენს ქვეყანაზე გაილაშქრა, მას ამისათვის მიეზღო სამაგიერო და იგი მოკვდა კიდევაც, მაჩუქე მე ეს სახლი, რათა შეიგნოს ყველამ, რომ შენ ქვეყანაზე არ უნდა ილაშქროს. ამ სიტყვებით სულ ადვილად დაითანხმა ქსერქსესი და მიაცემინა სახლი, მით უმეტეს, რომ ქსერქსესს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა ჰქონდა მას გუნებაში: როდესაც არტაქტესმა თქვა, როტესილეოსმა ილაშქრა მეფის ქვეყნის წინააღმდეგო, იგი შემდეგს გულისხმობდა: სპარსელები ჩვეულებრივ მთელ აზიას თავისად მიიჩნევენ და იმის საკუთრებად, ვინც ამ დროს მათზე მეფობს. როდესაც მიიღო არტაიქტესმა ეს საჩუქარი, ქონება ელაბუსიდან სესტოსში გადაიტანა, სალოცავის მიწა სახნავ-სათესად და საძოვრად აქცია, თვითონ კი, როდესაც მივიდა ელაბუსში, სამლოცველოში წვებოდა ქალებთან. ახლა არტაიქტესი ალყაშემორტყმული იყო ათენელთა მიერ, მაგრამ იგი არც ალყისათვის იყო მზად და არც ელინთა მისაღებად. ისინი მას სრულიად მოულოდნელად დაესხნენ თავს.
117. როდესაც ალყაშემორტყმულებს გვიანი შემოდგომა დაუდგათ, ათენელები წუხდნენ, რომ ასე შორს იყვნენ თავისი სამშობლოდან და ვერ შეძლეს ციხე-სიმაგრის აღება; ისინი სთხოვდნენ თავის მხედართმთქვრებს, უკან წაგვიყვანეთო. მხედართმთავრები კი უარს ეუბნებოდნენ ამაზე მანამ, ვიდრე ქალაქს არ აიღებდნენ, ან კიდევ ათენელთა სახელმწიფო არ გამოიძახებდა. ისე რომ ჯარი ემორჩილებოდა შექმნილ ვითარებას.
118. ხოლო ზღუდის შიგნით მყოფნი უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ ჩაცვენილი, საწოლების თასმებს ხარშავდნენ და იმას სჭამდნენ. როდესაც აღარც ეს ჰქონდათ, სპარსელები, არტიაქტესი და ობობაძოსი ღამით ჩამოვიდნენ და გაიქცნენ, ჩამოვიდნენ ზღუდის უკანა მხარეზე, სადაც მტერი ყველაზე ნაკლები იყო. დღე რომ დადგა, ქერსონელებმა კოშკებიდან ანიშნეს ათენელებს იმის შესახებ, რაც მოხდა და კარიბჭე გაუღეს. ათენელთაგან მეტი წილი გაქცეულებს დაედევნა, დანარჩენებმა კი ქალაქი დაიჭირეს.
119. თრაკიაში გაქცეული ობობაძოსი აფსინთელმა თრაკიელებმა შეიპყრეს და შესწირეს ადგილობრივ ღვთაებას, პლებსტოროსს თავისი წესის მიხედვით, ხოლო ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ, სხვაგვარად ამოხოცეს, არტაიქტესი და მისი მხლებლები უფრო გვიან გაიქცნენ და ათენელები მათ აბგოსპოტამობს მახლობლად დაეწივნენ. ისინი დიდხანს იცავდნენ თავს, მერე ზოგი დახოცეს, ზოგი კიდევ ცოცხლად დაიჭირეს. ელინებმა ისინი შებორკილები წაიყვანეს სესტოსში და მათთან ერთად წაიყვანეს შებორკილი არტაიქტესი და მისი შვილი.
120. ქერსონესელები ამბობენ, რომ ერთ-ერთ დარაჯს, დამარილებულ თევზს, რომ წვავდა, შემდეგი სასწაული ეჩვენა: დადებული დამარილებული თევზები ხტოდნენ და ისევ ფრთხიალებდნენ, როგორც ახლად დაჭერილი თევზები. ირგვლივ შემომდგარი ხალხი გაოცებული იყო, ხოლო არტაიქტესმა, როდესაც დაინახა ეს სასწაული, დაუძახა იმ დარაჯს, რომელიც დამარილებულ თევზს წვავდა და უთხრა: ძვირფასო ათენელო, ნუ შეგეშინდება ამ სასწაულის. ეგ შენ კი არ გეჩვენა, მე მანიშნა ელაბუსელმა პროტესილეოსმა, რომ თუმცა ის მკვდარია და დაბალზამებული, მაგრამ მაინც აქვს ღმერთთაგან ბოძებული ძალა, რომ უსამართლოს სამაგიერო მიუზღოს. ამიტომ მინდა ახლა შემდეგი საზღაური დავიწესო: ნაცვლად იმ ქონებისა, რომელიც მე სალოცავიდან წამოვიღე, 100 ტალანტს შევწირავ ღვთაებას, ხოლო თუ ცოცხალი გადავრჩი, ჩემს და ჩემი შვილის მაგივრად 200 ტალანტს გადავუხდი ათენელებს. ასე დაჰპირდა არტაიქტესი, მაგრამ მხედართმთავარი ქსანთიპოსი ვერ დაიყაბულა, რადგან ელაბუსელები მოითხოვდნენ პროტესილეოსის გამო მისთვის სამაგიეროს მიზღვას (სიკვდილით დასჯას) და თვით მხედართმთავარიც ამავე აზრისა იყო. არტაიქტესი გაიყვანეს იმ სანაპიროზე, სადაც ქსერქსესმა გასადასვლელი გააკეთა (ხოლო სხვები კი ამბობენ, რომ იმ გორაზე, რომელიც ქალაქ მადიტოსის ზემოთაა), მიაჭედეს მაგრად ფიცარზე და ჩამოჰკიდს, ხოლო შვილი არტაქტესის თვალწინ ჩაქოლეს.
121. ეს გააკეთეს ელინებმა და გასცურს ელადაში, თან წაიღეს ყოველგვარი ქონება და მათ შორის ხიდების მთელი მოწყობილობა, რომ შეეწირათ თავისი ტაძრებისათვის. ამ წლის მანძილზე ამის მეტი აღარაფერი მომხდარა.
122. ამ ჩამოკიდებული არტაიქტესის წინაპარი იყო არტემბარესი, რომელმაც სპარსელებთან ასეთი აზრი გამოთქვა, იმათ კი აიღეს და კიროსს მიუტანეს ამბავი: რადგან ზევსმა სპარსელებს მიანიჭა, თავკაცობა, ხოლო ადამიანთა შორის კდიევ შენ, კიროს, რომელმაც დაამხე ასტიაგესი, მოდი, რადგან ჩვენი ქვეყანა პატარა და მწირია, გადავინაცვლოთ აქედან და სხვა უკეთესი ქვეყანა დავიჭიროთ. ჩვენს მეზობლად ბევრი ქვეყანაა და მათზე მოშორებითაც კიდევ ბევრი ისეთები, რომლეთა შორის ერთიც რომ დავიპყროთ, გაცილებით უფრო შეძლებული გავხდებით, ვიდრე ახლა ვართ. ასეთი მოქცევა შეფერის ხალხს, რომელიც ძლევამოსილია. აბა როდისღა გვექნება ამაზე უკეთესი შესაძლებლობა, ახლა ხომ მთელ ხალხსაც ჩვენ ვმართავთ და მთელ აზიასაც? კიროსმა ეს მოისმინა, არ მოეწონა ეს აზრი და უბრძანა სპარსლებს, არ მოქცეულიყვნენ ასე; ეს უთხრა და თანაც აუხსნა, რომ თუ არტემბარესის რჩევის თანახმად მოიქცეოდნენ, მომზადებულიყვნენ იმისათვის, რომ მმართველები კი აღარ იქნებოდნენ, არამედ თვითონ გახდებოდნენ მართულები. ჩვეულებრივ რბილი ჰავიან ქვეყნებში ხალხი განაზებულია, რადგან ერთსა და იმავე ქვეყანაში ვერ ამოცენდება საოცარი ნაყოფი და ვერ გაიზრდება მამაცი მეომარი ხალხი. სპარსელებმა შეიგნეს ეს და გაბრუნდნენ, მიხვდნენ, რომ მათი აზრი კიროსის აზრზე გაცილებით უფრო სუსტი იყო. მათ შეიგნეს რომ უმჯობესია იცხოვრონ მწირ ქვეყანაში და ის მართონ, ვიდრე თესონ ვაკე-ადგილი და სხვებს დაემონონ.
Комментариев нет:
Отправить комментарий