среда, 10 августа 2016 г.

ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.) ქართველთა წინაპრების შესახებ

.. ფსევდო სკილაქსის პერიპლუსი1 შედგენილ იქნა 356-338 წლებს შორის. ანონიმმა ავტორმა გამოიყენა ძვ.. VI-V საუკუნეების ისტორიკოსების, გეოგრაფებისა და მკვლევარ-მოგზაურების: ჰეკატეოს მილეტელის, სკილაქს კარიანდელის, განონ და ჰიმილკონ კართაგენელების, ანტიოქ სირაკუზელის და სხვათა ცნობები.
ტექსტი
„შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სარმატების სამხრეთით ცხოვრობენ მაიოტები (ადიღეური ტომები), შემდეგ სინდები2. სინდები აღწევენ ზღვამდე, სადაც არის ბერძნული პოლისები: ფანაგორია3კეპო4, სინდიკეს ნავსადგური5პატუსი6.
სინდიკე ნავსადგურს იქით კერკეტების ტომის7. კერკეტების იქით არის ტორეტების ტომი8 და ელინური პოლისი ტორიკოსი ნავსადგურით. ტორეტების იქით ახაიების ტომია9“.
ახაიების იქით ჰენიოხების ტომია10. ჰენიოხების იქით არის კორაქსების ტომი11. კორაქსების იქით კოლიკეს ტომია12. კოლიკეს იქით (აღმოსავლეთით) მელანქლაინების ტომია13 და მათთან არის მდინარეები მეტასორისი14 და აიგიპიოსი15. მელანქლაინების იქით გელონების ტომია16.
მათ შემდეგ კოლხების ტომია, ქალაქი დიოსკურისი17, ბერძნული პოლისი გიენოსი18, და მდინარე გიენოსი19 და მდინარე ხერობიოსი20, მდინარე ხორსოსი21, მდინარე ()არიოსი22, მდინარე ფასისი და ელინური ქალაქი ფასისი; და ამ მდინარეზე ზევით ცურვით 180 სტადიონზე (33 კმ) არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა; იქ არის მდინარე (მოგ)რისი23, მდინარე ისისი24, მდინარე ლესტონი25, მდინარე აფსაროსი26.
კოლხების იქით ბიძერების ტომია27, მდინარე დარაანონი28 და მდინარე არიონი29.
ბიძერების იქით არის ეკეხეირელების30 ტომი და მდინარე პორდანისი31 და მდინარე არაბისი32, ქალაქი ლიმნე33, ელინური პოლისი ოდეინიოსი34.
ეკეხეირიელების იქით არის ბეხეირების ტომი35, ნავსადგური ბეხეირიკოსი36, ელინური პოლისი ბეხეირია37.
ბეხეირების შემდეგ არის მაკროკეფალების (გრძელთავიანები, იგივე მაკრონები) ტომი38, ნავსადგური ფსორონი39, ელინური პოლისი ტრაპეზუსი.
მაკროკეფალების შემდეგ არის მოსინიკების ტომი40 და ნავსადგური ზეფირიოსი41, ელინური პოლისი ხოირადესი42 კუნძული არესი43. ესინი ცხოვრობენ მთებში.
მოსინიკების შემდეგ არის ტიბარენების ტომი44. ტიბარენების შემდეგ არის ხალიბები ტომი45; და დახურული ნავსადგური გენეტესი46, ელინური პოლისი სტამენეია47და ელინული აკროპოლისი იასონია48.
ხალიბების შემდეგ (დასავლეთით) მოდის ასირიას მხარე (იხ. ბლოგზე ლევკოსირები), მდინარე თერმოდონი (დღევ. თერმე ჩაი) და ელინური პოლისი თემისკირა (დღევ. თერმეს რაიონში), მდინარე ლიკასტოსი (დღევ. მერტ ირმაკი) და ელინური პოლისი ლიკასტოსი (ამისოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 სტადიონზე), მდინარე ჰალისი და ელინური პოლისი კარუსსა (დღევ. გიორზე), ელინური პოლისი სინოპე, ელინური პოლისი კერასუნტი (ეს პირველი, ყველაზე დასავლეთით მდებარე კერასუნტია სინოპესა და კარა სუს შორის) და მდინარე ოხერაინოსი (კარა სუ), ელინური პორტი და პოლისი ჰარმენა (დღევ. აკლიმანი) ნავსადგურით, ელინური პოლისი ტეტრაკისი (?).
ასირიის შემდეგ დევს პაფლაგონიის მხარე, მასში არის სტეფანეს ნავსადგური (დღევ. ისტიფანი), ელინური პოლისი კოლუსა (დღევ. გიულიუსუ), ელინური პოლისი კინოლისი (დღევ. გინოლუ), ელინური პოლისი კარამბისი (დღევ. ქერემფეს კონცხზე), ელინური პოლისი კიტორისი (დღევ. კიდროსი), ელინური პოლისი სესამი (დღევ. ამასერახი) და მდინარე პართენიოსი (დღევ. ბართინ ჩაი), ელინური პოლისი თიეიონი (დღევ. ფილიოსი) ნავსადგურით, მდ. პსილლა (დღევ. იენიჯი) და მდინარე კალიხორი (იგივე ოკსინი, დღევ. კოზეხი).
პაფლაგონიის შემდეგ ცხოვრობენ მარიანდინები. აქ არის ელინური პოლისი ჰერაკლეა (დღევ. ერგილი) და მდინარე ლიკოსი (დღევ. გიულიუნდშ სუ) და სხვა მდინარე ჰიპიოსი (დღევ. ბოიუქ მელან ჩაი)“.
შენიშვნები
1. პერიპლუსი ნიშნავს საგეოგრაფიო მწერლობის ჟანრს, ზღვით მოგზაურობის აღწერილობას.
2. სინდები ადიღეური ტომები - მოსახლეობდნენ ტამანის ნკ-დან თანამედროვე ნოვოროსიისკამდე.
3. ფანაგორია მდებარეობდა ტამანის ნკ-ზე.
4. კეპო - სხვა წყაროებით -კოპი ან სადი, მდებარეობდა ტამანის უბის სანაპიროზე
5. სინდიკეს ნავსადგური - ბერძნული ნავსადგური ანაპის რაიონში.
6. პატუსი, სხვა წყაროებით - ბატი, ბერძნული პორტი გელენჯიკის რაიონში.
7. კერკეტები - ადიღეური ხალხი. ჩერქეზების წინაპრები? - სინდების აღმოსავლეთით  თან. ტუაფსეს ზონამდე ცხოვრობდნენ კერკეტები და ტორეტები.
8. ტორეტები - ადიღეური ხალხი
9. ახაიები - ანტიკური წყაროებით საბერძნეთიდან გამოსახლებულნი.
10. ჰენიოხები - დასავლეთ ქართველური ხალხი, კოლხური ან სვანური წარმოშობის. ცხოვრობდნენ ტუაფსეს ზონიდან ბზიფის აუზამდე.
11. კორაქსები, კორახები - კოლხური ხალხი.
12. კოლები - კოლხური ხალხი.
13. მელანქლაინები - სკვითური ხალხი, ჩამოსახლებული საქართველოს ტერიტორიაზე.
14. მეტასორისი - მოქვი
15. აიგიპიოსი - კოდორი?
16. გელონები - სკვითური ხალხი, ჩამოსახლებული საქართველოს ტერიტორიაზე.
17. დიოსკურისი - დიოსკურიადა, სოხუმთან.
18. ბერძნული პოლისი გიენოსი - ოჩამჩირესთან
19. მდინარე გიენოსი - ღალიძგა
20. მდინარე ხერობიოსი - კელასური
21. მდინარე ხორსოსი - ენგური
22. მდინარე ()არიოსი - ხობი
23. მდინარე (მოგ)რისი - სუფსა
24. მდინარე ისისი - ნატანები
25. მდინარე ლესტონი - მეკობრეთა?
26. მდინარე აფსაროსი - ჭოროხი
27. ბიძერები ჭანური ტომი - ბიძერების ტერიტორია მდ ჭოროხის სამხრეთით დაახლ მდ. ორხოფიდან მდ. ვიძე სუს ანუ ტაიროღლუს სექტორამდე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული.
28. მდინარე დარაანოვი = არიანეს არქაბისი = დღევ. ორხოფი ანუ ორჯი ჩაი.
29 მდინარე არიონი = არიანეს პიქსიტეს = დღევ ვიწე წყალი ანუ ვიძე სუ ანუ ტაიროღლუ.
30. ეკეხეირელების ტომი - ჭანური ხალხი. ეკეხეირიელების ტერიტორია დაახლ. მდ. აბო ვიწედან (ფურტუნა სუ) იწყებოდა და აღწევდა ქ. რიზეს აღმოსავლეთით მდებარე მიდამოებს.
31. მდინარე პორდანისი = არიანეს პრიტანისი = დღევ. ფირტინ დერე ანუ ფურტუნა სუ - იგივე აბო ვიწე.
32. მდინარე არაბისი = არიანეს ძაგატისი = დღევ ჰამშინ დერე, რომელიც ფაზართან ჩამოედინება.
33. ქალაქი ლიმნე = არიანეს ათენს = დღევ. ფაზარს. ლიმნე „ყურეს“ „აუზს“ ნიშნავს. არიანეს ცნობით ათენი კარგი ნავსაყუდელი ყურით არის დაჯილდოვებული, რომელშიაც ხომალდები სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქარებისგან არიან დაცულნი. სავარაუდოდ ასე ერქვა ამ ქალაქს, ხოლო ბერძნებმა მოგვიანებით უწოდეს ათენი.
34. ელინური პოლისი ოდეინიოსი = არიანეს მდ. ადიენოსს, რომელიც უნდა უდრიდეს თანამედროვე მდ. ყანლუ-დერეს. მის შესართავთან უნდა ყოფილიყო ეს ქალაქი. სხვა წყაროებით  ერქვა მდინარეს გოდიენოსი, აბინეოსი.
35. ბეხეირების ტომი - ჭანური ხალხი. ეკეხეირიელების დასავლეთით მდებარე ტრაპეზუნტი უკვე მაკრონთა მიწაზე, ხოლო მაკრონებამდე ცხოვრობენ ბეხირები, შესაბამისად ისინი ქ. რიზეს რაიონში ცხოვრობდნენ.
36. ნავსადგური ბეხეირიკოსი - რიზე.
37. ელინური პოლისი ბეხეირია - პორტი და პოლისი არსებობდა თანამდეროვე რიზეს რაიონში.
38. მაკროკეფალების - გრძელთავიანები, იგივე მაკრონები, ჭანების წინაპრები.
39. ნავსადგური ფსორონი - დღევ. არაკლი - სურმენეს დასავლეთით.
40. მოსინიკების ტომი - ჭანების წინაპარი ხალხი.
41. ნავსადგური ზეფირიოსი - არიანეს „ხომალდთა სადგომი ძეფირიონი“ - გირესუნის აღმოსავლეთით ზეფრეს კონცხზე, თანამ. კაიკ-ლიმანი.
42. ელინური პოლისი ქოირადესი - ჰეკატეოსის ცნობით ქოირადესი მოსინიკთა ქალაქია. როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა ეს სანაპირო ქალაქი წაართვეს მოსინიკებს და ბერძნულად აქციეს. დღევ კეშაპი, გირესუნის რაიონში, გირესუნის აღმოსავლეთით.
43. კუნძული არესი - თანამ. გირესუნ-ადა.
44. ტიბარენების ტომი - ჭანების წინაპარი ხალხი. ტიბარენების მიწა ორდუს აღმოსავლეთით ორი დღის სავალ მანძილზე იყო გადაჭიმული.
45. ხალიბები ტომი - ჭანების წინაპარი ხალხი.
46. დახურული ნავსადგური გენეტესი - იასუნის კონცხსა და ჩამის კონცხს შორის.
47. ელინური პოლისი სტამენეია - ჰეკატეოსთან ეს ქალაქი ხალიბებისაა, როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა მიიტაცეს და ბერძნულ ქალაქად აქციეს.
48. ელინული აკროპოლისი იასონია - დღევ. იასუნის კონცხთან.




Комментариев нет:

Отправить комментарий