среда, 10 августа 2016 г.

პლინიუს უფროსის (ახ.წ. 23–79 წლ) ცნობები ძველი ქართველების შესახებ

რომაელი მკვლევარი და ენციკლოპედისტი გაიუს პლინიუს უფროსი (ახ.. 23–79) ხუთი საუკუნის შემდეგ განაგრძობს ფსევდო სკილაქსის შეწყვეტილი მსოფლიო გეოგრაფიის გაგრძელებას. პლინიუსი მრავალ ნაშრომთა შორის წერსბუნების ისტორიას“. „ბუნების ისტორიაპლინიუსის ერთადერთი ჩვენამდე მოღწეული ნაშრომია. მისი ეპოქისთვის ასეთ ფუნდამენტალურ ნაშრომს უეჭველად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წიგნში პლინიუსმა თავი მოუყარა არა მარტო იმ დროინდელ მეცნიერულ ცოდნას, არამედ საკუთარი აღმოჩენებიც აღწერა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ პლინიუსმა მეცნიერებისრომანიზაციაცმოახდინა, მანამდე ეს წმინდა ბერძნული დარგი იყო. ამ ნაშრომში პლინიუსმა სცადა ბუნების ყველა ასპექტის აღწერა, მიუხედავად იმისა რომ 37 ტომში არა მხოლოდ ბუნებაზეა საუბარი, არამედ იმაზე რასაც ახლა ხელოვნებას ვუწოდებთ (ქვის და მეტალების დამუშავების ხერხები).
მიუხედავად სათაურისა ეს ნაშრომი ბუნების წარსულს არანაირად არ ეხება, ლათინურ ენაში სიტყვა ისტორიას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე დღეს, იგი ასევე აღნიშნავდა კვლევას, მოძიებას, ამრიგად სათაურის თარგმნა შესაძლოა როგორცბუნების კვლევა“, რაც უფრო ზუსტად ასახავს ენციკლოპედიის შიგთავსს.
ენციკლოპედიის სტრუქტურიზაცია ასეც შეიძლება, პირველ წიგნში ჩამოთვლილია ყველა ის წყარო რითიც ავტორი ხელმძღვანელობდა, შემდეგ არის 2 თვრამეტწიგნიანი ჯგუფი, სადაც პირველში აღწერილია ბუნება, ხოლო მეორეში კი ბუნებისა და ადამიანის ურთიერთქმედება.
ავტორის თქმით, ამ ნაშრომის დასაწერად მას 400-ზე მეტი ავტორის, აქედან 146 რომაელის და 327 ელინის, 2000 წიგნის წაკითხვა მოუწია საიდანაც მან 20 ათასამდე ამონაწერი გააკეთა. 77 წელს ნაწარმოების არსებული 36 ტომი მიეძღვნა ტიტუსს. ხოლო უკანასკნელი ტომის გამოცემა პლინიუსმა ვერ მოასწრო, იგი დაიღუპა 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევისას და წიგნი მისმა დისშვილმა პლინიუს უმცროსმა გამოსცა. ამ ნაშრომს, როგორც ავღნიშნეთ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკურ ხანაში და მოგვიანებითაც, შუა საუკუნეებში, ამაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიც.
ტექსტი
მდინარე ირისს (დღევ. ეშილ ირმაკი) მიაქვს ზღვაში მდინარე ლიკუსის (ლიკოსი, დღევ. კელკიტ-ჩაი) წყალი. მის აღმოსავლეთით არის მდინარე თერმოდონი (თერმოდოტი, დღევ თერმე-ჩაი), რომლის შესართავთან არის გამაგრებული ადგილი ფანაგორია (დღევ. თერმე). ეს მდინარე გაივლის ამაზონუსის მთის ძირში. ამ მხარეში ადრე იყო ამავე სახელობის მდინარე და 5 ქალაქიამაზონიუმი (მეისონ-დაღა), თემისკირა, კოტიორა (დღევ. ორდუ), ამისიო (ამისო, დღევ. სამსუნთან) და კომანა (გუმენეკი მდ. ტოკატ-სუსთან) ახლა კი მხოლოდ მანტეიუმია. თერმოდონტის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალხები: კენები (გენეტები) და ხალიბები, დევს ქალაქი ქალაქ კოტიორი (კოტიორა, დღევ. ორდუ), შემდეგ ტიბარენები, მასსინები (იგივე მოსსინიკები) ტატუირებული სხეულით, მაკრო-კეფალების (ანუ გრძელთავიანები, = მაკრონებს) ტომი, ქალაქი კერასუნტი (დღევ. ვაკფიკებირი) კორდულას პორტი (კორდილე, დღევ. ჩაიელი ან აკჩაკალე), ტომები ბექირები და ბუქსერები (ბიძერები), მდინარე მელასი (ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება . არაკლიში) მაქორონებისა და სიდონების (?) ტომები, მდინარე სიდენი (დღევ. ბოლამან-ჩაი), რომელიც მიედინება ქალაქ პოლემონიაში (პოლემონიის პონტოს დედაქალაქი. დღევ. ბოლამანი), რომელიც დაშორებულია 120 მილით (177,5 კმ) ამისოდან. შემდეგ მდინარეები იაზონიუმი (?) და მელანტიუმი (დღევ. მელეტ-ირმაკი) და ამისოდან 80 მილზე (118,5 კმ) დაშორებული ქალაქი ფარნაკეა (დღევ. გირესუნი), ციხე-სიმაგრე და მდინარე ტრიპოლი (დღევ. ტირებოლუ და მდინარე ტირებოლი-სუ), შემდეგ ფილოკალია (დღევ. სოფელი ელეგუ ამავე სახელობის მდინარესთან) და ციხე-სიმაგრე ლივიოპოლი (დღევ. სოფელი ფოლი ან გელიტა კალე) მდინარესთან ახლოს, შემდეგ ფარნაკეადან 100 მილზე (148 კმ) თავისუფალი ქალაქი ტრაპეზუნტი (ეს სტატუსი მიენიჭა ახ.. 70 .), გარშემორტყმული დიდი მთებით (იგულისხმება სკიდისე).
ტრაპეზუნტიდან 30 მილზე (44,5 კმ) არიან არმენოხალიბები და დიდი არმენია. ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი (ვიწეწყალი) ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები (იგივე მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო). შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი (აფსაროსი, დღევ. ჭოროხი), რომლის შესართავთან არის იმავე სახელის ციხე-სიმაგრე, რომელიც ტრაპეზუნტისგან დაშორებულია 140 მილით (207,2 კმ). აბსაროსი სათავეს იღებს პარიადრეს მთებში და წარმოადგენს საზღვარსდიდ არმენიასადამცირე არმენიასშორის.
აბსაროსთან ახლოს, მთებს გადაღმა იბერიაა, სანაპიროზე კიჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები, მიედინება მდინარეები აკამფსეონი (=აკამფსისი, მდ. ჭოროხის შესართავი ნაწილი), ისისი (დღევ. მდ. ნატანები), მოგრუსი (ან ნოგრუსი, ან ნიგერი, დღევ. მდ. სუფსა), ბათისი (ნიშნავსღრმა წყალს“, დღევ. ყოროლის წყალი), შემდეგ კოლხიდის ხალხი, ქალაქი მატიუმი (პტოლემეოსის მადიუმი, ქალაქი კოლხეთში), მდინარე და კონცხი ერთი და იგივე სახელით ჰერაკლეა (ბიჭვინთიდან ნოვოროსიისკამდე ტერიტორიაზე), პონტოს ყველაზე სახელგანთქმული მდინარე ფაზისი (მდ. რიონი).
ამ მდინარეს სათავე აქვს მოსხების ქვეყანაში და სანაოსნოა დიდი ხომალდებისათვის 38,5 მილზე (57 კმ), შემდეგ დიდ მანძილზე მცირე ხომალდებისათვის; მასზე გადასასვლელად მოწყობილია 120 ხიდი. მის ნაპირზე მდებარეობდა რამდენიმე ქალაქი, რომელთა შორის სახელგანთქმულია ტინდარიდა (?), კირკეიუმი, კიგნუმი1 (?) და შესართავთან ფაზისი2; მაგრამ განსაკუთრებით სახელმოხვეჭილი იყო ეია ზღვიდან 15 მილის (22,2 კმ) დაშორებით3, იქ სადაც ფაზისს სხვადასხვა მხრიდან უერთდება მდინარეებიჰიპოსი4 და კიანეოსი5. ამჟამად არსებობს მხოლოდ სურიუმი (იგივე სურიონი, დღევ სოფ. ციხესულორი), რომელმაც სახელი მიიღო იმავე სახელის მდინარისგან (დღევ. მდინარე სულორი), რომელიც ამ ქალაქთან ერთვის ფაზისს, სადაც ის, როგორც ვთქვით, სანაოსნოა დიდი ხომალდებისათვის. ფაზისი იღებს აგრეთვე წყალს სხვა მდინარეებისგან, რომელთაგან გამორჩეულია თავისი მასშტაბურობით გლავკოსი (დღევ. მდ. რიონის მონაკვეთი რაჭის მთებიდან ვარციხემდე); ფასისის შესართავთან არის უსახელო კუნძული, აბსაროსიდან დაშორებულია 70 მილზე (103.6 კმ).
ფასისის შესართავიდან პონტოს სანაპიროების გაყოლებით არის კიდევ ერთი მდინარე ხარიენტი6 და ხალხისალტიები, რომელთაც ადრე ეძახდნენ ფთიროფაგებს, შემდეგ სხვა ხალხი სანნები (აქ ტექსტში შესაძლოა შეცდომაა და სუანები უნდა ეწეროს), მდინარე ხობოსი7 კავკასიონიდან სუანების (ანტიკური ავტორები სვანებსსუანებს, ან სოანებს ეძახიან), მხარის გავლით მოედინება. შემდეგ მდინარე როანი8, ეკრიგტიკას მხარე (ეგრისი), მდინარეები: სიგამა9, ტერსოსი10, ასტელეფოსი (კოდორის ჩრდ. შესართავი), ხრისორროასი (დღევ. მდ. კელასური), აბსილების (=აფსილები) ტომი, სებასტოპოლისის ციხე-სიმაგრე (დიოსკურიადას ნანგრევებზე და მის აღმოსავლეთით) ფასისიდან 100 მილზე (148 კმ), სანიკების (სანიგების) ტომი, ქალაქი კიგნუმი და მდინარე და ქალაქი პიენისი (ბზიფი და პიტიუნტი). შემდეგ მოდის ჰენიოხების ტომები, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა სახელით.
მათ ემიჯნება პონტოს მხარე კოლიკა. პონტოს აღმ. სანაპიროს დანარჩენი ნაწილი დასახლებულია ველური ხალხებით: მელანქლენებით, კორაქსებით, რომლებიც ცხოვრობენ კოლხების ქალაქ დიოსკურიასთან ახლოს, მდ. ანთემუნტთან (დღევ. გუმისთა); ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ ტიმოსთენეს თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენები (.. რომაელები) თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით.
დიოსკურიადადან შემდეგი ქალაქია ჰერაკლია სებასტოპოლისიდან 70 მილზე (103,6 კმ). ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ აქეელები, მარდები და კერკეტები (ჩერქეზთა წინაპრები), მათ უკან სერრი და კეფალოტომები (ნიშნავს თავის მკვეთავებს). ამ მხარის ყველაზე ბრწყინვალე ადგილი იყო უმდიდრესი ქალაქი პიტიუსი (პიტიუნტი, ბიჭვინთასთან), აწ გაძარცვული ჰენიოხების მიერ. მის უკან კავკასიის მთებში ცხოვრობს სარმატული ხალხი ეპაგერიტები11, ხოლო მათ შემდეგ სარმატები.
კოლხეთში მეფობს სავლაკი, აიეტის შთამომავალი, რომელმაც სამფლობელოდ მიიღო ვრცელი ქვეყანა; ამბობენ უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა მან სუანთა მიწებსა და საერთოდ ოქროს საწმისებით განთქმულ ქვეყანაში.
* * *
მდინარე კიროსი (მდ. მტკვარი) სათავეს იღებს ჰენიოხების მთებში. ზოგიერთი ავტორები მას ეძახიან კორაქსულ მთებს; არაქსი ისევე როგორც მდინარე ევფრატი, მოედინება იმავე მთებიდან 6 მილის (8,9 კმ) დაშორებით, იერთებს (არაქსი) უსის (დღევ. მუსისი) და კიროსთან შეერთებული მიემართება კასპიის ზღვისკენ. მცირე არმენიის ცნობილი ქალაქებია კესარეა (ნეო-კესარეა ევფრატზე), აზა (თანამ. ეზაზ) და ნიკოპოლი12. ხოლო დიდი არმენიისარსამოსატა13 ევფრატთან ახლოს, კარკათიოკერტა14 ტიგროსთან ახლოს, ტიგრანოკერტი, რომელიც დგას ამაღლებულ ადგილზე და არაქსის ხეობაში არტაქსატა.
არმენია დაყოფილია პრეფექტურებად ანუსტრატეგიებად“. ზოგიერთი მათგანი ადრე წარმოადგენდა სამეფოს. მათი რაოდენობა 120-ია. აღმოსავლეთიდან არმენია შემოსაზღვრულია კერავნული მთებით, რომლებიც აღწევენ ადიაბენეს მხარემდე. ტერიტორიაზე რომელიც უჭირავს სოფენას მდებარეობს მთების ჯაჭვი. შემდეგ არიან ადიაბენეს მცხოვრებნი. არმენიის მიმდებარე ხეობებში ცხოვრობენ მენობარდები და მოსხენები. ტიგროსი და მიუწვდომელი მთები გარს ერტყმიან ადიაბენეს.
მთელ დაბლობზე, რომელიც გადაჭიმულია მდინარე კიროსიდან (მტკვარიდან) ცხოვრობს ხალხი ალბანები, შემდეგ (დასავლეთით) იბერები, რომლებიც გამოყოფილია მათგან მდინარე ოკაზანით (ალაზანი), რომელიც მოედინება კავკასიის მთებიდან და ჩაედინება კიროსში. ალბანელთა მთავარი ქალაქი არის კაბალაკა15, ჰარმასტისი16 იბერიაში არის მდინარის ახლოს, აგრეთვე ნეორისი (?); შემდეგ დევს რეგიონები თასი (ტაშირი?) და ტრიარი (თრიალეთი), რომლებიც აღწევენ პარიჰედრიის (იგივე პარიადრი) მთებამდე. მათ საპირისპირო მხარეს არის კოლხების უდაბნოები (?), რომლის საზღვრის წინ დგას კერავნული მთები17, სადაც ცხოვრობენ არმენოხალიბები და დევს მოსხების მიწები, რომელიც ვრცელდება მდინარე იბერამდე18, რომელიც თავის მხრივ ჩაედინება კიროსში; მათ ქვემოთ (სამხრეთ-აღმოსავლეთით) – საკასსანები (შაკაშენე, დღევ. განჯის მხარე), შემდეგ (დასავლეთით) მაკერონები (მაკრონები) მდინარე აბსაროსამდე. ასეა დასახლებული ვაკეები და მთების ძირები: ალბანეთის საზღვრის მეორე მხარეს, მთების წინა მხარეში ცხოვრობენ ველური ტომი სილვები19, და ქვემოთ ლუპენიები20, შემდეგ დიდურები21 და სოდიები22.
დიდი არმენია იწყება პარიადრეს მთებიდან, რომელიც აშორებს მას კაპადოკიისგან. არმენიიდან იღებენ სათავეებს ევფრატი და ტიგროსი. არმენიას მცირე არმენიისგან აშორებს აბსარუსი, რომელიც სათავეს იღებს პარიადრიდან და ჩაედინება ევქსინის პონტოში.
როდესაც მივიღწევთ კავკასიის კარებს23 დავინახავთ ბუნების იმ დიდი ნამოქმედარს, რომელმაც მოულოდნელად გაყო ორ ნაწილად ამ ადგილზე მთა (იგულისხმება დარიალის ხეობა). გასასვლელი ჩაკეტილია ხისა და რკინისგან გისოსებიანი კედლით, რომლის ქვეშ მიედინება ღელე (უნდა იყოს თერგის სათავე), რომელიც გამოყოფს მძაფრ სუნს. ამ კედელს იცავს ციხე-სიმაგრე კუმანია24, რომელიც აღმართეს ჩრდილოეთით მცხოვრები უთვალავი ტომების შესაჩერებლად. შესაბამისად, ამ ადგილზე, ზუსტად იბერიის ქალაქ ჰერმასტის (არმაზის) პირდაპირ, კარით გაყოფილია სამყარო ორად. კავკასიის კარის მიღმა გურდინის მთებში25 გვხვდებავალლი“-ები (დვალები) და სუანები, რომელთათვის უცნობია კულტურა, თუმცა იციან მაღაროებში ოქროს მოპოვება. მათ მიღმა პონტომდე (.. შავ ზღვამდე) ცხოვრობენ მრავალრიცხოვანი ჰენიოხური და შემდეგ აქეიური ტომები. კავკასიის კარიდან ევქსინის პონტომდე 200 მილია.
ალბანების ტომი დასახლებლი კავკასიის მთებიდან მდინარე კიროსამდე, რომელიც ქმნის საზღვარს იბერიასა და არმენიას შორის,26 ზემოთ, მათ და უდინების ტომის27 ზღვისპირა ტერიტორიებზე და ცხოვრობენ სარმატები, უტიდორსები, აორსები და აროტერები, ხოლო მათ უკან ამაზონები და სავრომატიდები. ალბანიის გავლით ზღვაში ჩაედინებიან მდინარეები: კასუსი (პტოლემაიოსის კესიია. ლოკალიზაცია სადაოა) და ალბანი (დღევ. სუმგაით-ჩაი), შემდეგ კამბისი (დღევ იორი, მის ნაპირებზე მდებარეობდა ისტორიული მხარე კამბისენე/კამბეჩოვანი), რომელიც მოედინება კავკასიის მთებიდან, შემდეგ კიროსი (მტკვარი), რომელიც მოედინება კორაქსული მთებიდან. კიროსის შესართავიდან ზღვა იღებს სახელს – „კასპიის“, აქ სანაპიროზე ცხოვრობენ კასპიები28.
მარკუს ტერენციუს ვარო29 მოგვითხრობს, რომ პომპეუსის ლაშქრობის დროს დადგენილ იქნა შემდეგიინდოეთიდან ბაქტრიაში, მდინარე ბაქტრზე, რომელიც ჩაედინება მდინარე ოქსში სახმელეთო გზით ჩადიან 7 დღეში, ხოლო აქედან კასპიის ზღვისა და მტკვრის გავლით პონტომდე, ქალაქ ფაზისთან 5 დღეში მიაქვთ ინდური საქონელი ვაჭრებს.
შენიშვნები
1. კიგნუმი = პომპონიუს მელას კიკნოსს და მდებარეობდა მდ. ხობის შესართავთან, დღევ. სოფ. ყულევთან. პლინიუსი მას ორ სხვადასხვა ადგილას იხსენიებს. ამ ფაქტს შესაძლებელია შემდეგი ახსნა მოეძებნოს: არქეოლოგი . ხოშტარია, რომელიც დაზვერვებსა და გათხრებს აწარმოებდა რიონის ქვემო წელსა და ყულევის მიდამოებში, ამ მხარის ძველ სამდინარო-საარხო სისტემაზე დაკვირვებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ადრეულ ხანაში ფასისის ნავსადგურთან დღევანდელი ჭალადიდის ქვემოთ მდებარე ადგილამდის მდინარე რიონზე აღმა ცურვით და შემდეგ არხის მეშვეობით შეიძლებოდა გადასვლა მდ. ცია-ცივაში, რომელიც მდ. ხობთან ერთად ერთვის ზღვას [ხოშტარია . 1946:78-79]. გამოდის, რომ რიონის ქვემო წელი და მდინარე ცივა ქმნიდნენ ერთიან სანაოსნო გზას, რომლითაც ძველად უცხოელ ზღვაოსნებს ადვილად შეეძლოთ ფასისიდან ერთიან სანაოსნო გზას, რომლითაც ძველად უცხოელ ზღვაოსნებს ადვილად შეეძლოთ ფასისიდან ხობის შესართავთან მდებარე ქალაქური ტიპის დასახლებამდე (კიგნოსამდე) მიღწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცივას სანაოსნო მდინარედ მიიჩნევდა არა მხოლოდ . ხოშტარია, არამედ . ჯანაშიაც, რომელიც ამ მდინარეს აიგივებდა ფლავიუს არიანესთან მოხსენიებულ ხარიენტთან. ეს ძველი სახელწოდება ამჟამადაც შემონახულია მდ. ხობის მარცხენა ნაპირას, ზღვიდან 6 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელქარიატასსახელწოდების ფორმით. ბერძნულად სიტყვა ხარის, ხარიენტოს ნიშნავს ლამაზს, სასიამოვნოს.
ამრიგად, ადრეანტიკურ ხანაში, როგორც ჩანს, არსებობდა . ფასისიდან . კიგნუმამდე მისასვლელი ორი გზა, ერთისაზღვაო. მეორესამდინარო, რამაც, შესაძლოა, განაპირობა პლინიუსის (უკეთ მისი წყაროების) მიერ სახელწოდებაკიგნუმ“-ის მქონე საქალაქო ცენტრის ორ სხვადასხვა ქალაქად გააზრება.
2. სტრაბონის და პლინიუსის ფასისი უნდა მდებარეობდეს მდინარე რიონის სამხრეთ ნაპირზე, ფოთის სანაპიროდან აღმოსავლეთით 10-15 კმ-ზე, პატარა ფოთისა და პალიასტომის ჩრდ-აღმ სანაპიროს შორის მიდამოებში.
3. სტრაბონი მედეას ქალაქს ზღვიდან 180 სტადიონზე ანუ 32 კმ-ზე ათავსებს, ხოლო სტეფანე ბიზანტიელის წყარო 300 სტადიონზე ანუ 53,4 კმ-ზე.
4. = ფსევო სკილაქსის ეჰიპიუსს, დღევ. ცხენისწყალი. ჰიპიასს ეძახის არიანე და ჰიპუსსპტოლემაიოსი მდ. კოდორს.
5. ბერძნულად ნიშნავსმუქ ლურჯს“. თვლიან დღევ. ტეხურად, თუმცა პლინიუსი მას რიონს სამხრეთიდან უერთებს. პტოლემაიოსი ამ სახელის მდინარეს დიოსკურიადას სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. ჰიპოს-კოდორთან ათავსებს.
6. ან ქარიენტიფსევდო სკილაქსის ხარიუსიარიანეს ხარიენტიპტოლემეოსის ხარიუსტი = დღევხობის წყალი.
7. ან ქობოსი, = ფსევდო სკილაქსის ხორსის/ქორსის და დღევენგურს.
8. ამ მდინარეს ანტიკური ავტორები არ ახსენებენ, VI საუკუნეში კი პროკოპი ახსენებს მდინარე რეონს, რომელიც მიედინება მოხირისის მხარეში, რომელიც თავის მხრივ ლაზიკის სამეფოს ანუ ქართული წყაროების ეგრისის ცენტრალური მხარეა. პროკოპის რეონი კი თავის მხრივ უდრის თანამედროვე რიონს რაჭის მთებიდან ვარციხემდე, სადაც ის უერთდებოდა ფასისს. ანუ ერთი შეხედვით პროკოპის რეონი და პლინიუსის როანი სტრაბონის გლავკოსის შესატყვისი უნდა იყოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პლინიუსი ამ ადგილის აღსაწერად ძირითადად სტრაბონს მიყვება და გლავკოსსაც იხსენიებს. მართალია ეს ფაქტი ზემოთ თქმულს ბოლომდე არ უკუაგდებს, თუმცა მაინც უფრო მისაღები უნდა იყოს როანით დღევ. ჭურიას (ენგურის სამხრეთით, ხობის რაიონში) ან გაგიდას (ენგურის ჩრდილოეთით, გალის რაიონში) მოხსენიება.
9. ან სიგანიაზიგანიდღევოქუმი.
10. = არიანეს ტარსურა მოხედღევმოქვის წყალი.
11. ალბათ უდრის პტოლემეს აგერიტებს და შესაძლოა სტრაბონის აგრებსცხოვრობდნენ ყუბანის ზემო წელზეახლოს დგას ჩერქეზთა მშობლიურ სახელ აგორუკოსთან.
12. მდ. ლიკოსზე. დაარსებული პომპეუსის მიერ. თანამედროვე ენდერეზი ან დევრინი.
13. სოფენას მხარის ქალაქი. სოფენას სამეფომ საბოლოოდ არსებობა ძვ.. 23 . შეწყვიტა და ამ დროიდან მისი მიწები ხელიდან ხელში გადადიოდა. ახ.. I -ის შუა ხანებში არმენიის ტახტი პართიის პრინცმა ტირიდატემ დაიკავა და შესაბამისად პართიელებმა თავის კონტროლირებადი სოფენას მიწები დიდი არმენიიის სამეფოს დაუტოვეს.
14. სოფენას მხარის ცენტრი.
15. პტოლემეის ხაბალა; დღევ. ჩურუხ კაბალა. . გაბალადან 25 კმ-ზე.
16. სტრაბონის ჰარმოზიკა; პტოლემეის არმაკტიკა; არმაზ ციხე დღევ. ბაგინეთში, მცხეთასთან ახლოს.
17. კერავნულ მთებს ერთი განმარტება არ აქვს და მას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა მთებს უწოდებს.
18. მდ. იბერი თუ იბერების მდინარე უნდა იყოს დებედა (ძვ. ბერდუჯი), ხრამი ან ალგეთი. მურავიოვის აზრით უნდა იყოს არაგვი, რადგან იბერიის პოლიტ-ცენტრი ამ მდინარეზე იყო.
.. მოსხური მიწები ეწოდებოდა: 1. მოსხური მთების ტერიტორიას, რომელშიც ბასიანის ჩრდილოეთით, ჭოროხის აღმოსავლეთით, ალაჰიუეკბეკის ქედის დასავლეთით მოქცეული სამხრეთ საქართველოს მთებს და სამცხე-ჯავახეთის მთებს თრიალეთამდე; ამ მიწებზე ცხოვრებას ადასტურებს ტოპონიმებისამცხედამცხეთა“, რომ არაფერი ვთქვათ იბერიის სამეფოს ღვთაებებზე, რომლებიც სრულიად ცენტრალურ-ანატოლიურია, საიდანაც იყვნენ მესხთა წინაპრები. დაწვრილებით მესხებზე ცალკე თავში ვისაუბრებთ.
19. ლოკალიზდებიან სურფუნ-იალის მთის ტყიან ძირებში,
20. ლუპენიების ტომი ცხოვრობდა კავკასიის ქედის სამხრეთ ძირებსა და ალაზნის ხეობაში. პტოლემე იბერიის ჩრდ-აღმოსავლეთში ათავსებს სოფელ ლუბიონს. VII საუკუნის რავენელი ანონიმი აქ ათავსებს პატრია ლეპონს და ჰირკანიის ქალაქებს სორის ლიპონისსას. .. პეიტინგერის რუკა (რომის იმპერიის რუკა, დგებოდა იმპერატორების დავალებით ძვ.. I საუკუნიდანახ.. V საუკუნემდე. შემონახულია მისი XIII საუკუნის ასლი) ასახელებს ხალხს ლუპენებს, რომელსაც ათავსებენ მტკვარის შესარტავიდან კასპიის ზღვის დას. სანაპიროს ბოლომდე. ელნიცკი ამ ტომს დაღესტანურ ტომად თვლიდა. მილერის 1916 წელს წერდა, რომ რავენელი ანონიმის . ლეპონი = თანამედროვე Lbnissi- მდ. ქსნის სათავეებთან. შესაძლოა პლინიუსი, პევტინგერის რუკა და რავენელი ანონიმი საუბრობენ ალბანურ ტომ ლპინებზე, რომლებსაც კარგად იცნობენ IV-VII საუკუნეების სომხური წყაროები. ამ აზრს იზიარებენ - მაკვარტი, ერემიანი, აკოპიანი, მურავიოვი. ერემიანის აზრით რავენელის ქალაქი ლიპონისსა უნდა მდებარეობდეს მდ. აკსტაფის (მისი მეორე სახელია ლოპნასი) დაბლობებზე.
21. პტოლემე ათავსებს კავკასიისა და კერავნულ მთებს შორის. უნდა უდრიდეს ლეზგინურ დიდოს და ქართული წყაროების დიდოეთს, რომელიც მოიცავს დაღესტანშიწუნტის, ბეჟეტის და ნაწილობრივ წუმადის რაიონებს მდ. სულაკის შენაკად ანდის ყოისუს აუზში.
22. = ან პტოლემეოსის ისონდებს, რომელთაც გეოგრაფი ათავსებს კავკასიონსა და კასპიის ზღვას შორის ოლონდებთან და გერამებთან ერთად; ვინოგრადოვის დასუსტებით პტოლემეოსის ისონდები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ან ალბანეთში მტკვრისა და ალაზანის შეერთების ადგილას პტოლემეოსი ათავსებს დასახლებულ პუნქტ სიოდს. საერთოდ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი სოდებს ვეინახებად თვლიან, ხოლო მეორე ნაწილი ალბანელებად.უკანასკნელნი სოდებს უკავშირებენ არმენიული წყაროების ცოვდებს/ცოდებს და ქართული წყაროების სოჯებს
23. ზემოთ პლინიუსი მას სარმატულ კარს უწოდებს. ამ ადგილის წყაროებში სხვადასხვაგვარი აღწერილობა აბნევს ისტორიკოსებს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ერთგან აღწერილია სამხრეთი, ხოლო მეორეგან ჩრდილოეთ ბოლო გზისა ჩრდილოეთ კავკასიასა და იბერიას შორის.
24. ან დარიალის ციხეა, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში, ყაზბეგიდან ჩრდილოეთით, ათიოდე კმ-ის დაშორებით, მდ. თერგის მარცხენა ნაპირის შემაღლებულ კლდეზე; ან ქუმლის ციხე, რომელიც მდებარეობს სოფელ ქუმლისციხეში (გუდაურის თემი, ყაზბეგის რაიონი, ჯვრის უღელტეხილის სამხრეთ ქალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, სტეფანწმინდიდან სამხრეთით 40 კმ-ზე, საქართველოს სამხედრო გზის პირზე.
25. იხსენიებს მხოლოდ პლინიუსი. უნდა იყოს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ტოტები, თანამედროვე დარიალის უღელტეხილთან ახლოს. უფრო ზუსტად ლიხის ქედის ჩრდილოეთ დაბოლოება, სადაც იღებენ სათავეს დიდი ლიახვი და რიონი და სადაც ათავსებს პლინიუსი კოლიკას.
26. აქ ისე გამოდის იბერიის ტერიტორია მტკვარს სამხრეთით არმენიას ეკუთვნის, რაც შეცდომაა. ყველა ამ ეპოქის ავტორის ცნობით ალაზნის შესართავიდან თითქმის სათავეებამდე მტკვრის ორივე მხარე იბერიის შემადგენლობაშია.
27. = პტოლემაიოსის უდებს, რომლებიც პევტინგერის რუკის მიხედვით ცხოვრობდნენ მდ. უდონზე, რომელიც თანამედროვე მდ. კუმაა ჩრდ. კავკასიაში.
28. ცხოვრობდნენ თანამ. მტკვრის შესართავიდან თალიშამდე. სტრაბონის ცნობით ეს მხარე ალბანეთს ეკუთვნის, თუმცა იგივე ავტორის ცნობით თავიდან მიდია ატროპატენას ეკუთვნოდა და შემდეგ დიდმა არმენიამ წაართვა.
29. მოღვაწეობდა 116-27 წლებში; რომაელი ენციკლოპედისტი და მწერალი.

Комментариев нет:

Отправить комментарий