ერატო (სასიყვარულო სიმღერების მუზა)
1. ასე დაიღუპა არისტაგორესი, რომელმაც ამბოხება მოაწყო იონიაში. ხოლო ჰისტიაბოსი, მილეტის ტირანი, რომელიც გაუშვა დარიოსმა, მივიდა სარდეში. როდესაც მიაღწია სუსადან სარდეს, არტაფრენესი, სარდელთა მეურვე, შეეკითხა მას, თუ რას ფიქრობს ის, რატომ გადადგნენ იონიეელბი. მან უთხრა, რომ არაფერი იცის და თანაც განცვირებულია მომხდარის გამო. თითქოს მართლაც არაფერი იცოდა შექმნილი ვითარების შესახებ. ხოო არტაფრენესი მიხვდა, რომ ის რაღაცას ეშმაკობდა და რაკი იცოდა ამბოხების ნამდვილი მიზეზი, უთხრა: „ჰისტიაბოს, ასე იყოს ეს საქმე: ეს ფეხსაცმელი შენ შეჰკერე, არისტაგორესმა კი ჩაიცვა“.
2. არტაფრენესი ამას რომ ამბობდა, ამბოხებას გულისხმობდა. ხოლო ჰისტიაბოსს შეეშინდა, რომ მიუხვდა არტაფრენესი და პირველსავე ღამეს გაიქცა ზღვისაკენ, ისე რომ, მოატყუა მეფე დარიოსი. რადგანაც იგი მას დაჰპირდა უდიდეს კუნძულს, სარდოდს დაგიმორჩილებო. სინამდვილეში კი იონიელთა წინამძღოლობა იკისრა დარიოსის წინააღმდეგ ომში. ქიოსზე რომ გადავიდა, კაცი რაღაც ახალ უბედურებას უპირებს მათ დარიოსის დავალებით, ხოლო როდესაც ქიოსელებმა შეიტყვეს მთელი ამბავი, რომ ის მტერია მეფისა, გაათავისუფლეს.
3. შემდეგ, როდესაც ჰისტიაბოსს ეკითხებოდნენ იონიელეაბი, თუ რატომ აცივდებოდა ის ასე დაჟინებით არისტაგორესს მეფეს გადასდგომოდა (რითაც ამოდენა ბოროტება მოუტანა იონიელებს), იგი ნამდვილ მიზეზს სრულიადაც არ უმჟღავნებდა მათ, არამედ ეუბნებოდა, თითქოს მეფე დარიოსმა გადაწყვიტა ფინიკიელების აყრა და დასახლება იონიაში, ხოლო იონიელებისა ფინიკიაში და ამისათვის იყო, რომ ის აქეზებდა არისტაგორესს. ხოლო სინამდვილეში მეფეს ამის მსგავსი არაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი და განზრახული იონიელების მიმართ.
4. შემდეგ ჰისტიაბოსმა მოციქულის, ჰერიპოს ატარნელის საშუალებით სარდეში მყოფ სპარსელებს გაუგზავნა წერილი, რადგან ისინი უწინაც ელაპარაკებოდნენ მას ამბოხების შესახებ. ხოლო ჰერმიპოსმა იმათ კი არ გადასცა წერილები, ვისაც ეგზავნებოდა ისინი, არამედ წაიღო და ჩააბარა არტაფრენესს. არტაფრენესმა რომ შეიტყო ყველაფერი, რაც ხდებოდა, უბრძანა ჰერმიპოსს წაეღო და გადაეცა მათთვის ეს წრილები, ვისაც ისინი გაუგზავნა ჰისტიაბოსმა, ხოლო პასუხები, რომლებსაც სპარსელები გაუგზავნიან ჰისტიაბოსს, მას მიუტანოს. როდესაც ეს ამბები გამომჟღავნდა, არტაფრენესმა მაშინ ბევრი სპარსელი ამოხოცა.
5. ამასთან დაკავშირებით სარდეში მღელვარება იყო. როდესაც ჰისტიაბოსს ეს იმედი გაუცრუვდა, ქიოსელებმა, თვით ჰისტიაბოსის თხოვნის თანახმად, წაიყვანეს ის უკან მილეტში. ხოლო მილეტელები დიდად იყვნენ ნასიამოვნები არისტაგორესისაგან განთავისუფლების გამო და არავითარი სურვილი არ ჰქონდათ სხვა ტირანი მიეღოთ თავის ქვეყანაში, რადგან უკვე იგემეს თავისუფლება. ამიტომ, როდესაც ჰისტიაბოსმა მოინდომა მოძალადურად შესულიყო მილეტში ღამით, ვიღაცა მილეტელმა დასჭრა ის თეძოში. გამოძევებული თავისი საკუთარი ქვეყნიდან დაბრუნდა უკან ქიოსზე. ხოლო იქიდან, რადგანაც ვერ დაიყაბულა ქიოსელები, რომ მიეცათ მისთვის ხომალდები, გადავიდა მიტილენეში და დაითანხმა ლესბოსელები, მისთვის ხომალდები მიეცათ. ლესბოსელებმა გაამზადეს 8 ტრიერი და ჰისტიაბოსთან ერთად გასცურეს ბიძანტიონში, დასხდნენ იქ და პონტოდან მომავალ ხომალდებს იპრყობდნენ, ყველას, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მზად არიან დაემორჩილნონ ჰისტიაბოსს.
6. ეს ჩაიდინეს ჰისტიაბოსმა და მიტიელენებმა, ხოლო თვით მილეტის წინააღმდეგ დიდი ფლოტი და ქვეითი ჯარი ემზადებოდა, რადგან სპარსთა მხედართმთავრები შეერთდნენ, შეჰქმნეს ერთი ლაშქარი და გაემართნენ მილეტზე, დანარჩენი ქალაქების მიმართ კი ნაკლები ყურადღება გამოიჩინეს. ფლოტში ფინიკიელები აღმოჩდნენ ყველაზე მამაცები, მათთან ერთად ლაშქრობდნენ ახლახან დამორჩილებული კიპროსელები, კილიკიელები და ეგვიპტელები.
7. როდესაც ისინი გაემართნენ მილეტის და საერთოდ იონიის წინააღმდეგ, შეიტყვეს ეს იონიელებმა და გაგზავნეს თავისიანთაგან რწმუნებული პანიონიონში1. როდესაც მოვიდნენ ისინი ამ ადგილას და მოითათბირეს, გადაწყვიტეს, რომ ქვეითი ჯარი არ გამოეყვანათ სპარსელების საპირისპიროდ, არამედ მილეტელებს თავისი ზღუდეები თვითონ უნდა დაეცვათ, ხოლო ფლოტი ისე უნდა მოემზადებინათ, რომ არ დაეტოვებინათ არც ერთი ხომალდი, გაემართათ და სასწრაფოდ შეგროვილიყვნენ ლადეში, სადაც მილეტის გამო ბრძოლა უნდა მომხდარიყო, ხოლო ლადე არის მილეტელთა ქალქის მახლობლად მდებარე პატარა კუნძული.
8. ამის შემდეგ გამართული ხომალდებით მივიდნენ იონიელები მილეტთან და მათთან ერთად მოვიდნენ ლესბოსზე მცხოვრები ეოლიელები, ჯარი ამგვარად დაეწყო: აღმოსავლეთის ფრთა თვითონ მილეტელებს ეჭირათ, მათ ჰყავდათ 80 ხომალდი. მათ მოყოლებით იდგნენ პრიენელები 12 ხომალდით და მიუსელები - 3 ხომალდით, მიუსელებს ტეოსელები მისდევდნენ 17 ხომალდით, ხოლო ტეოსელებს - ქიოსელები 100 ხომალდით. ამათ გარდა აქვე იყვნენ დაწყობილი ერითრეელები და ფოკეელები. ერითრეელებს 8 ხომალდი ჰყავდათ, ხოლო ფოკეელებს სამი. ფოკეელებს მისდევდნენ ლესბოსელები 70 ხომალდით, სულ ბოლოს დაწყობილი იყვნენ და დასავლეთის ფრთა ეჭირათ სამოსელებს 60 ხომალდით, ამ ტრიერების საერთო რიცხვი იყო 353.
9. ამდენი ხომალდი ჰქონდათ იონიელებს, ხოლო ბარბაროსებს ჰქონდათ 600 ხომალდი. როდესაც ესენიც მივიდნენ მილეტში და მათთან ერთად მივიდა მთელი ქვეითი ჯარიც, მაშინ სპარსელთა მხედართმთავარმა შეიტყვეს ხომალდების სიმრავლის ამბავი და შეშინდნენ, ვაითუ ვერ შევძლოთ მათი დაძლევაო, რადგან ზღვა მათ ხელთ არ იყო და ისე მიელტის აღება ვერ მოხერხდებოდა. თან დარიოსისა ეშინოდათ, რომ ცუდს რასმეს დაჰმართებდა მათ. ამის ფიქრში რომ იყვნენ, შეაგროვეს იონიელთა ტირანები, რომელბსაც არისტაგორეს მილეტელმა წაართვა ძალაუფლება და რომლებიც მიდილების ქვეყანაში გაიქცნენ, ხოლო მაშინ მოხდა ისე, რომ მათთან ერთად ლაშქრობდნენ მილეტის წინააღმდეგ. ვინც ამ კაცთაგან ამ დროს აქ იყო, შეჰყარეს და უთხრეს მათ შემდეგი: იონიელებო, ახლა თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა გამოიჩინოს თავი, როგორც მეფის სახლის მიმართ კეთილად განწყობილმა: თითოეული თქვენთაგანი უნდა შეეცადოს, რომ გააცალკევოს თავისი მოქალაქეები დანარჩენი მოკავშირეებისაგან. შეატყობინეთ და დაჰპირდით, რომ განდგომისათვის არავითარი უსიამოვნება არ შეხვდებათ, რომ არ დაიწვება არც ტაძრები და არც მათი კერძო სახლები. და არც უფრო მეტი ძალმომრეობა იქნება მათ მიმართ, ვიდრე უწინ იყო. ხოლო თუ ამას არ შეისმენენ და მაინცდამაინც მოინდომებენ ომში მონაწილეობას, მაშინ გადაეცით მათ მუქარა (რასაც უეჭველად ავუსრულებთ), რომ თუ ბრძოლაში დამარცხდებიან, თვითონ მათ ტყვეებად ვაქცევთ, მათ შვილებს დავასაჭურისებთ, ხოლო ქალწულებს გავრეკავთ ბაქტრიეში, მათ ქვეყანას კი სხვას გადავცემთ .
10. მათ ასე უთხრეს, ხოლო იონიელთა ტირანთაგან თითოეულმა ღამით თავის ხალხში მოციქულები დაგძავნა. იონიელები, რომლებთანად მოვიდნენ ეს მოციქულები, დაუფიქრებლად მოიქცნენ და არ დაუშვეს ღალატი, რადგან თითოეული მათგანი ფიქრობდა, რომ მხოლოდ მათ შემოუთვალეს სპარსელებმა ასე. ეს ამბები მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც სპარსელები მივიდნენ მილეტში.
11. შემდეგ, როდესაც იონიელები მოგროვდნენ ლადეში, მოაწყვეს სახალხო კრება, რომელზედაც მათ წინაშე ბევრმა სიტყვა წარმოთქვა და მათ შორის ფოკელმა მხედართმთავარმა დიონისოსმა, რომელმაც თქვა: იონიელებო, ჩვენი ბედიღბალი ბეწვზე ჰკიდია, ან თავისუფლები ვიქნებით, ან მონები და ისიც ლტოლვილი მონები. მაგრამ თუ თქვენ ახლა მოინდომებთ რომ გაუძლოთ უბედურებას, ამჟამად ძალიან გაგიჭირდედებათ, მაგრამ შეძლებთ, რომ ძლიოთ მოწინააღმდეგე და თავისუფლები იქნებით. ხოლო თუ თქვენ უმოქმედონი და მოუწესრიგებლები დარჩებით, მე არავითარი იმედი არა მაქვს, რომ მეფე პასუხს არ გაგებინებთ განდგომისათვის. დამიჯერეთ და მომენდეთ და მე თქვენ გპირდებით, რომ თუ ღმერთები თანაბრად მიაგებენ ყველას, მტერი ან სულაც არ შეგვებრძოლება ანდა, თუ შეგვებრძოლა, სასტიკდ დამარცხდება .
12. ეს რომ მოისმინეს იონიელებმა, მიენდვნენ დიონისოსს. ხოლო დიონისოსს ყოველდღიურად გამოჰყავდა ხომალდები და გაამწკრივებდა ხოლმე მათ, რათა მენიჩბეები გაევარჯიშებინა იმაში, რომ ხომალდები ერთმანეთს შორის გაეცურებინათ. მეზღვაურები კი ამ დროს შეჭურვილი უნდა ყოფილიყვნენ. დღის დანარცენი ნაწილი ხომალდები მას ღუზაზე ეყენა. ისე რომ, იონიელებს სამუშაო მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ. 7 დღის განმავლობში ისინი ემორჩილებოდნენ და აკეთებდნენ იმას, რასაც მათ უბრძანებდნენ. ხოლო ამის შემდეგ დღეს იონიელებმა, რადგან ისინი დაიტანჯნენ ამნაირი შრომით, გაჭირვებითა და მზით, უთხრეს ერთმანეთშ: რა დავუშავეთ ღმერთებს ისეთი, რომ ასეთ რასმე ვიტანთ? შეშლილები ვიყავით და გონებას გადაცდენილები მკვეხარა ფოკიელს რომ მივენდეთ, რომელსაც სულ 3 ხომალდი ჰყავდა. მან ხელთ გვიგდო ჩვენ და შეურაცხგვყოფს საშინელი შეურაცხყოფით, ბევრი ჩვენგანი უკვე დაავადმყოფდა, ბევრს კიდევ ალბათ იგივე დღე მოელის, ჩვენთვის უმჯობესია მომავალი მონობა გადავიტნოთ, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვიდრე იმას შევურიგდეთ, რაც ჩვენ თავს არის. მოდით, მეტი ნუღარ დავემორჩილებით დიონისიოსს . ეს თქვეს და ამის შემდეგ აღარავის მოუნდა დამორჩილება. ის კი არა, მათმა ლაშქარმა კარვები გამართა კუნძულზე და ისხდნენ ჩრდილში, აღარც ასვლა უნდოდათ ხომალდებზე და აღარც ვარჯიში.
13. როდესაც სამოსელმა მხედართმთავრებმა შეიტყვეს ის, რაც გააკეთეს იონიელებმა, მაშინ მიიღეს მათ აბაკეს სილოსონტის ძის უწინდელი რჩევა. ეს აზრი აბაკესმა გამოთქვა სპარსელების ბრძანებასთან დაკავშირებით. იგი სთხოვდა მათ დაეტოვებინათ იონიელთა მოკავშირეობა. სამოსელებმა იმიტომ მიიღეს ეს აზრი, რომ ხედავდნენ ერთის მხრივ, დიდ უწესრიგობას იონიელთა შორის და მეორეს მხრივ, სრულიად ცხადი იყო მათთვის, რომ შეუძლებელი იყო სპარსთა მეფის სახელმწიფოს დაძლევა; კარგად მიხვდნენ იმას, რომ დარიოსის ეს ფლოტი კიდევაც რომ დაემარცხებინათ, სხვა მოვიდოდა მის ნაცვლად ხუთჯერ უფრო დიდი. ამიტომ, როგორც კი დაინახეს სამოსელებმა, რომ იონიელები უარობენ დიონისიოსის მორჩილებას, საბაბად ის მოსდეს, მით უმეტეს, რომ თავისთვის სასარგებლოდ მიაჩნდათ გადაერჩინათ თავისი სამლოცველოები და კერძო სახლები. ხოლო აბაკესი, რომლის წინადადებაც გაიზიარეს, იყო შვილი სილოსონტ აბაკესის ძისა, ის იყო სამოსის ტირანი და მილეტელმა რისტაგორესმა წაართვა მას ხელისუფლება ისევე, როგორც იონიის სხვა ტირანებს.
14. მაშინ, როდესაც ფინიკიელები გამოვიდნენ თავისი ხომალდებით იონიელების წინააღმდეგ, იონიელებმაც გამოიყვანეს და ჩამოამწკრივეს თავისი ხომალდები. მიუახლოვდნენ თუ არა ერთმანეთს, ბრძოლა გააჩაღეს და მე არ შემიძლია ზუსტად განვსაზღვრო, თუ იონიელთა შორის ვინ აღმოჩნდა მშიშარა და ვინ მამაცი ამ საზღვაო ბრძოლაში, რადგან ისინი სულ ერთმანეთს აბრალდებდნენ თავის წარუმატებლობას. ამბობენ, რომ სამოსელებმა აბაკესთან შეთანხმების თანახმად აუშვეს იალქნები, გამოვიდნენ მწყობრიდან და გასცურეს უკან სამოსზე, გარდა 11 ხომალდისა, რომელთა ტრიერარქოსებმა არ გაუგონეს მხედართმთავრებს, ესენი დარჩნენ მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ბრძოლაში. ამ საქმისათვის სამოსელთა საერთო კრებამ დაადგინა, რომ სვეტებზე გამოეწერათ ისინი და მათი მამის სახელები, რადგანაც მამაცი ვაჟკაცები აღმოჩდნენ. და მართლაც დგას მოედანზე ეს სვეტი. ხოლო როდესაც ლესბოსელებმა შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები გაიქცნენ, მიბაძეს სამოსელებს, ისევე როგორც იონიელთა მეტმა წილმა.
15. მათ შორის, ვინც მონაწილეობა მიიღო საზღვაო ბრძოლაში, ყველაზე დიდი გაჭირვება ქიოსწელებს შეხვდათ, რომელთაც თავი გამოიჩინეს ბრწყინვალე საქმიანობითა და იმითაც, რომ ღალატი არ გაუვლიათ გულში. როგორც ზემოთაც იყო ნათქვამი, მათ მოიყვანეს 100 ხომალდი, ხოლო თითოეულ მათგანზე 40 კაცი იყო, მოქალაქეთა შორის რჩეული მეზღვაურები. მართალია, ისინი ხედავდნენ, რომ მოკავშირეთა უმრავლესობა ღალატობდათ, მაგრამ არ მიიჩნიეს სამართლიანად მიებაძათ მათი ცუდი საქციელისათვის, ის კი არა, მცირერიცხოვან მოკავშირეებთან ერთად მარტო დარჩენილებმა გასცურეს მტრის ხომალდებს შორის, საზღვაო ბრძოლაში ჩაებნენ, რომელშიც მტრის ბევრი ხომალდები აიღეხ, ხოლო თავისი ხომალდების მეტი წილი დაჰკარგეს. ქიოსელები გადარჩენილი ხომალდებით თავის ქვეყანაში გაიქცნენ.
16. ხოლო ის ქიოსელები, რომელთა დაზიანებული ხომალდები გამოუსადეგარი იყო, გაიქცნენ მიკალეში, რადგან მტერი უკან მისდევდათ. მათ აქ ხომალდეგბი ნაპირზე გამოათრიეს და დატოვეს, ხოლო თვითონ ფეხით წავიდნენ ხმელეთზე. როდესაც ქიოსელები მივიდნენ ეფესელთა მიწა-წყალზე (რომელსაც ღამით მოაღწიეს), მაშინ ქალები იქ თესმოფორიებს დღესასწაულობდნენ, ხოლო ეფესლებს ჯერ არაფერი გაეგონათ იმის შესახებ, თუ რა მოუხდათ ქიოსელებს და რომ დაინახეს ქვეყანაში შემოჭრილი ჯარი, სულაც ის იფიქრეს, რომ ისინი ყაჩაღები არიან და მოვიდნენ იმათი ქალების მოსატაცებლად. ამიტომ მთელი ხალხი გამოვიდა თავისიანების საშველად და ამოხოცეს ქიოსელები ასეთი იყო ის უბედურებები, რაც ყოველი მხრიდან დაატყდათ თავს ქიოსელებს.
17. ხოლო დიონისიოს ფოკელმა, როდესაც შეიტყო, თუ რა საბედისწერო ამბები გადახდათ თავის იონიელებს, მტრისგან წართმეული სამი ნავით ფოკეაში კი აღარ გასცურა (რადგანაც კარგად იცოდა, რომ მთელ იონიასთან ერთად მასაცდაიმონებდნენ), არამედ, როგორც იყო, ისე პირდაპირ გასცურა ფინიკიაში, იქ ჩაიძირა რამდენიმე სავაჭრო გემი, ამით დიდი ქონება ჩაიგდო ხელში და გასცურა სიკელიეში, საიდანაც გამოდიოდა და მეკობრეობას ეწეოდა, მაგრამ ელინთაგან არავის ერჩოდა, მხოლოდ კარქედონელებსა და ტირენებს ძარცვავდა.
18. როდესაც სპარსელებმა საზღვაო ბრძოლაში დაამარცხეს იონიელები, მილეტს შემოარტყეს ალყა ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც, გარს შემოუთხარეს ზღუდეები და ყოველგვარი ხერხი იხმარეს, მაგრამ ქალაქი არისტაგორესის განდგომიდან საბოლოოდ მხოლოდ მეექვსე წელს აიღეს, მათ დაიმონეს ქალაქი, ისე რომ, სწორედ ის უბედურება დაატყდა თავს მილეტს, რაც უნდა მოსვლოდა მისნობის თანახმად.
19. როდესაც არგოსელებმა მიმართეს დელფოს თავისი ქალაქის გადასარჩენად, ზოგადი მისნობა მიიღეს, რომელიც ნაწილობრივ ეხმარებოდა თვით არგოსელებს, ხოლო დამატებით მილეტელებს. იმას, რაც ეხებოდა არგოსელებს, თავის დროზე გავიხსენებ, ხოლო მილეტელების შესახებ, რომლებიც იქ არ ყოფილან, ასეთი რამ ითქვა: "მილეტო, ბოროტი საქმეების ჩამდენო, მრავალთათვის გახდები მაშინ საზრდო და შესანისნავი საჩუქარი. შენი ცოლები ბევრს, გრძელთმიანებს დაბანენ ფეხებს და ჩვენს ტაძარზე, რომელიც დიდიმაშია, სხვები იზრუნებენ". მილეტელებს ეს ამბები მაშინ მართლაც გადახდათ თავს, როდესაც მათი ვაჟკაცების მეტი წილი ამოხოცეს გრძელთმიანმა სპარსელებმა, ხოლო ცოლები და შვილები მონებად აქციეს, სალოცავი კი, რომელცი დიდიმაში იყო, ტაძარიცა და სამისნოც, გაძარცვეს და დაწვეს. ამ სალოცავში დაცული განძის შესახებ მრავალგზის მითქვამს სხვაგან, სხვა მოთხრობაში.
20. მილეტელები, რომლებიც ცოცხლად ჩაიგდეს ხელში ტყვედ, აქედან სუსაში წაიყვანეს. მეფე დარიოსმა მათ ცუდი არაფერი უქნა და დაასახლა ე.წ. მეწამულ ზღვასთან, ქალაქ ამპეში, რომელთანაც ჩამოდის მდინარე ტიგრესი და ერთვის ზღვას. ხოლო მილეტელთა ქვეყანას რაც ეხება, თვითონ სპარსელებმა დაიჭირეს ქალაქის ირგვლივ მდებარე ადგილები და დაბლობი, ხოლო მთიანი ნაწილი მისცეს საკუთრად პედასელ კარილებს.
21. მას მერე, რაც მილეტელებმა ამდენი განიცადეს სპარსელთაგან, სიბარიტებმა მათ სამაგიერო არ მიაგეს მსგავსითვე. იმ სიბარიტებმა, რომლებიც ლაოსში და სკიდროსში ცხოვრობდნენ, მას მერე რაც თავისი ქალაქი დაკარგეს. რადგან, როდეასც სიბარისი აიღეს კროტონელებმა, ყველა მილეტელმა უკლებლივ თავი გადაიკრიჭა და დიდ მწუხარებას მიეცა. რადგან ეს ქალაქები, მათ შორის, რომლებიც ჩვენ ვიცით, ყველაზე უფრო მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან. მაგრამ ათენელები სრულიად სხვაგვარად მოიქცნენ. ათენელებმა თავისი დიდი მწუხარება მილეტის დაცემის გამო სხვანაირად გამოხატეს, მაგ. , როდესაც ფრინიქოსმა დაწერა დრამა "მილეტის აღება" და ის დაიდგა, მთელი თეატრი ცრემლად დაიღვარა, ხოლო ავტორი დააჯარიმეს 1000 დრაქმით, როგორც საკუთარი უბედურების შემხსენებელი და განკარგულება გაიცა, რომ აღარასოდეს არავის დაედგა ეს დრამა.
22. ამგვარად, მილეტი დაიცალა მილეტელთაგან. ხოლო იმ სამოსელებს, რომლებსაც რაიმე ებადათ, არ მოსწონდათ მათი მხედართმთავრების საქციელი მიდიელების მიმართ. საზღვაო ბრძოლის შემდეგ მათ მაშინვე მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ვიდრე მათ ქვეყანას მოაღწევს ტირანი აბაკესი, გაცურონ სადმე ახალშენის დასაარსებლად, რათა არ დახვდნენ ადგილზე და არ დაემონონ მიდიელებს და აბაკესს. ამავე დროს ძანკლეებმა სიკელიიდან მოციქულები გამოგზავნეს იონიაში და მიიწვიეს იონიელები ე.წ. ლამაზ სანაპიროზე, რადგან უნდოდათ აქ იონიელთა ქალაქი დაეარსებინათ. ხოლო ეს ლამაზად წოდებული სანაპირო სიკელიელებისაა და მდებარეობს სიკელიის იმ ნაწილში, რომელიც მიმართულია ტირენიისაკენ. იონიელთაგან მხოლოდ სამოსელები წავიდნენ და მათთან ერთად გადარჩენილი მილეტელები.
23. ამასობაში ასეთი ამბები მოხდა: როდესაც სამოსელები სიკელიეში მიდიოდნენ და მივიდნენ ეპიძეფირიის ლოკრებში, თვითონ ძინკლეელები და მათი მეფე, რომელსაც სახელად ერქვა სკვითესი, გასშემოერტყნენ სიკელიელთა ქალაქს, რადგან მისი აღება უნდოდათ. ეს რომ შეიტყო რეგიონის ტირანმა ანაქსილეოსმა, რომელიც მაშინ მტრულ ურთიერთობაში იყო ძანკლეელებთან, გაერია სამოსელებში და არწმუნედა მათ, რომ საჭიროა თავი ანებონ ლამაზ სანაპიროს, რომელზედაც ისინი მიცურავენ, ხოლო დაიპყრონ ძანკლე, რომელიც ადამიანთაგან დაცარიელებულია. სამოსელებმა დაუჯერეს და დაიპყრეს ძანკლე. მაშინ ძანკელებმა, შეიტყვეს თუ არა, რომ მათი ქალაქი აღებულია, მიაშურეს მის საშველად და მიიწვიეს ჰიპოკრატესი, გელეს ტირანი, რადგანაც ეს მათი მოკავშირე იყო. როდესაც მათთან მშველელად მოვიდა ჰიპოკრატესი თავისი ჯარით, შებორკა სკვითესი, ძანკლეელების მონაქრი, როგორც ქალაქის დამკარგველი და ასევე მისი ძმა პითოგენესი და ქალაქ ინიქსში გაგზავნა,ხოლო დნარჩენ ძანკლეელებს უღალატა, რადგან შეუთანხმდა სამოსელებს, რომელთაც დაუდო ფიცი და იმათაც დაადებინა. ხოლო ამის სამაგიეროდ მან სამოსელთაგან შემდეგი გამოითხოვა: მთელი მოძრავი ქონების და მონების ნახევარი, რაც ქალაქშია, ჰიპოკატესს უნდა მიეღო და მინდვრებიდანაც ყველაფერი მასვე უნდა რგებოდა. ძანკლეელთა უმრავლესობა თვითონ ჰყადა დამონებული, ხოლო მათგან 300 მეთაური სამოსელებს გადასცა დასასჯელად, მაგრამ სამოსელებს ისინი არ დაუსჯიათ.
24. ხოლო სკვითესი, ძანკლეელების მონარქი, ინიქსიდან გაიქცა ჰიმერეში, აქედან კი აზიაში მივიდა და წარუდგა მეფე დარიოსს, ხოლო დარიოსს ელადიდან მოსულთა შორის ის ყველაზე სამართლიანად მიაჩნდა. მან გამოსთხოვა მეფეს ნება და წავიდა სიკელიეში, შემდეგ სიკელიიდან ისევ უკან დაბრუნდა მეფესთან და ამგვარად მოხუცებული, დიდი შეძლების პატრონი გარდაიცვალა სპარსელთა შორის. ხოლო მიდიელთაგან განთავისუფლებულმა სამოსელებმა სრულიად გაუჭირვებლად იგდეს ხელთ შესანიშნავი ქალაქი ძანკლე.
25. საზღვაო ბრძოლის შემდეგ, რომელიც მილეტისათვის მოხდა, სპარსლების განკარგულების თანახმად, ფინიკიელებმა სამოსზე უკან დააბრუნეს აბაკეს სილოსონტი ძე, რადგან მან სპარსელებს დიდი სამსახური გაუწია და დიდი საქმეებიც გაუკეთა. მათ შორის, ვინც გადაუდგა სპარსელებს მხოლოდ სამოსელებს არ ჰქონდათ გადამწვარი არც ქალაქი და არც სამლოცველოები. ეს იმიტომ, რომ მათი ხომალდები გაიქცნენ საზღვაო ბრძოლის დროს. მილეტი რომ აიღეს, მაშინ კარია დაიპყრეს სპარსელებმა, ზოგიერთი ქალაქი ნებაყოფლობით დამორჩილდა, ხოლო ზოგიერთებში ისინი ძალით შეიჭრნენ.
26. ამასობაში ჰისტიაბოს მილეტელი ბიძანტიონთან იმყოფებოდა და იჭერდა იონიურ საბარგო ხომალდებს, რომლებიც მოდიოდნენ პონტოდა. მას შეატყობინეს, რაც მილეტს თავს გადახდა. მან ჰელესპონტის საქმეები გადასცა ბისალტეს აპოლოფანესის შვილს, აბიდოსელს, ხოლო თვითონ წაიყვანა ლესბოსელეი და ქიოსში გაცურა. ქიოსელებთან ბრძოლა მას ქიოსის მიწა-წყალზე მოუხდა, იმ ადგილას, რომელსაც ხევები ეწოდება. რადგან აქ ჩასაფრებული ჯარი მას არ ატარებდა, ჰისტიაბოსმა ბევრი მათგანი ამოხოცა, ხოლო დანარჩენ ქიოსელებს, რომლებცი ისედაც განადგურებულები იყვნენ საზღვაო ბრძოლაში, ქიოსელთა პოლიქნედან შეუტია და დაამარცხა ისინი ჰისტიაბოსმა ლესბოსელეის შემწეობით.
27. ჩვეულებრივ წინასწარ არის ხოლმე მინიშნება, როდესაც რაიმე დიდი უბედურება უნდა შეემთხვას ან ქალაქს, ან ხალხს. ქიოსელებსაც ამის წინ დიდი ნიშნები ჰქონდათ. ჯერ ეს ერთი, როდესაც დელფოში 100 ჭაბუკისაგან შემდგარი გუნდი გაგზავნეს, მათგან მხოლოდ ორი დაბრუნდა უკან, 98-ს მათ შორის ჭირი შეხვდა და დაიხოცა. მეორეცაა და ქალაქში იმავე დროს, საზღვაო ბრძოლაზე ცოტათი უწინ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში იმყოფებოდნენ, სწავლისას სახურავი ჩამოენგრათ თავზე, ისე რომ, 120 ბავშვიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. ეს ნიშნები უჩვენა მათ ღმერთმა, ხოლო ამის შემდეგ საზღვაო ბრძოლა მოჰყვა, რომელმაც დააჩოქა ქალაქი, საზღვაო ბრძოლის შემდეგ კი მოვიდა ჰისტიაბოსი და ლესბოსელები მოიყვანა, ხოლო ქიოსელები რაკიღა დაძაბუნებულები იყვნენ, მათი დამორჩილება სულ ადვილად მოხერხდა.
28. აქედან ჰისტიაბოსმა წაიყვანა მრავალი იონიელი და ეოლიელები და გაილაშქრა თასოსზე. როდესაც თასოსს გარს ადგა, მოუვიდა ცნობა, რომ ფინიკიელები მილეტიდან იონიის სხვა მხარეების წინააღმდეგ წასულან ხომალდებით. ეს რომ შეიტყო, თასოსი აღარ დაარბია, თვითონ კი ლესბოსზე გაეშურა და წაიყვანა თან მთელი ლაშქარი. ხოლო როდესაც ლაშქარს მოშივდა, მან იგი ლესბოსიდან ატარნევში გადაიყვაან, რათა მოემკოთ პური აქაც და კაიკოსის დაბლობზედაც, რომელიც მისიელებს ეკუთვნოდა. მოხდა ისე, რომ ამავე ადგილებში იყო ჰარპაგოსი, სპარსელი, მხედართმთავარი საკმაოდ დიდი ლაშქრისა, იგი ხმელეთზე გამოსულ ჰისტიაბოსს შეებრძოლა, თვითონ ჰისტიაბოსი ცოცხლივ ჩაიგდო ტყვედ, ხოლო მისი ლაშქრის მეტი წილი ამოხოცა.
29. ხოლი ჰისტიაბოსი ტყვედ ასე ჩავარდა, როდესაც ელინები სპარსელებს ებრძოდნენ მალენეში, რომელიც ატარნევსის ქვეყანაშია, დიდხანს გრძელდებოდა მათი ბრძოლა, ვიდრე სპარსელთა მხედრები არ მოვიდნენ მოგვიანებით და თავს არ დაესხნენ ელინებს. სპარსელი მხედრები ასე მოიქცნენ, ელინები კი უკუიქცნენ, ჰისტიაბოსს იმედი ჰქონდა, რომ მეფე მას არ მოჰკლავდა ამ შეცოდებისათვი და თავის გადასარჩენად ასეთ ხერხს მიმართა: როდესაც მირბოდა, ერთი სპარსელი წამოეწია და როგორც კი დაიჭირა და დაუპირა განგმირვა, ჰისტიაბოსი დაელაპარაკა მას სპარსულად და აღიარა, რომ ის არის ჰისტიაბოს მილეტელი.
30. მეფე დარიოსთან რომ წაეყვანათ დატყვევებული, მე ვფიქრობ, ცუდი არაერი შეემთხვევოდა. მეფე მიუტევებდა მას დანაშაულს. ახლა კი სწორედ ამის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ის არ გაქცეულიყო და მეფესთან ისევ დიდ კაცი არ გამხდარიყო, არტაფრენესმა სარდეს მეურვემ და ჰარპაგოსმა, რომელმაც დაიჭირა იგი სარდეში, ჯერ ერთი მისი სხეული ჯვარზე გააკერეს, ხოლო თავი დააბალზამეს და სუსასი წაუღეს მეფე დარიოსს. დარიოსმა რომ ეს შეიტყო, უსაყვედურა ამის ჩამდენთ, რომ არ მოიყვანეს მის წინაშე ცოცხალი ჰისტიაბოსი, ხოლო ჰისტიაბოსის თავი დააბანინა და ბრძანა, კარგად დაემარხათ, როგორც ისეთი კაცისა, რომელმაც მასაც და სპარსელებსაც ბევრი კარგი სამსახური გაუწია. ასე დასრულდა ჰისტიაბოსის ამბები.
31. სპარსელთა ფლოტმა ზამთარი მილეტთან გაატარა და მეორე წელს რომ გავიდა ზღვაში, ადვილად აიღო ის კუნძულები, რომლებიც ხმელეთთან ახლოს მდებარეობენ - ქიოსი, ლესბოსი და ტენედოსი. ყოველი კუნძულის აღებისას ბარბაროსები ადგილობრივ მოსახლეობას თითქოს ბადით იჭერდნენ, რასაც ისინი ამგვარად აკეთებდნენ: ერთიერთმანეთს ჰკიდებდნენ ხელს და ასე გამწკრივებულები ჩრდილოეთის ზღვიდან სამხრეთის ზღვამდე მთელ კუნძულზე დადიოდნენ და ნადირობდნენ ადამიანებზე. მათ ხმელეთზე მდებარე იონიური ქალაქებიც დაიპყრეს, მხოლოდ აქ ადამიანებს ამ ხერხით, თითქოს ბადით, აღარ იჭერდნენ, რადგან ეს უკვე შეუძლებელი იყო.
32. მაშინ იყო, რომ სპარსელთა მხედართმთავრებმა შეასრულეს ის მუქარა, რომლითაც დაემუქრნენ მათ წინააღმდეგ დაბანაკებულ იონიელებს. როდესაც დაიპყრეს ქალაქები, უმალაზესი ყრმები გამოარჩიეს, დაასაჭურისეს და საღი მამაკაცების ნაცვლად საჭურისებად აქციეს, ხოლო ულამაზესი ქალწულები გაგზავნეს მეფესთან. ამას გარდა იმას აკეთებდნენ, რომ ქალაქებს წვავდნენ და მათთან ერთად ტაძრებსაც. ეს იყო იონიელების მესამედი დამონება. პირველად ისინი ლიდიელებმა დაიმონეს, ხოლო შემდეგ ორჯერ - სპარსელებმა.
33. სპარსელების ფლოტი წამოვიდა იონიიდან და ჰელესპონტის შესასვლელის მარცხნივ მდებარე ნაწილი მთლად დაიპყრო. რაც შეეხება ხმელეთის მიმართულებით მის მარჯვნივ მდებარე ადგილებს, ისინი ხომ უკვე სპარსლეების ხელში იყო. ხოლო ევროპეში შემდეგი ადგილებია ჰელესპონტთან მდებარე: ქერსონესი. რომეზედაც ბევრია ქალქები, პერინთოსი, ციხე-სიმაგრეები თრაკიის სანაპიროზე, სელიმბრიე და ბიძანტიონი. ბიძანტიონელებმა და მათ პირდაპირ მცხოვრებმა ქალკედონელებმა არც კი დაუცადეს ფინიკიელების მოსვლას, ისე დატოვეს თავისი ქვეყანა და წავიდნენ ევქსინიის პონტოში და იქ დასახლდნენ ქალაქ მესამბრიეში. ფინიკიელებმა გადაწვეს აქ დასახლებული ქვეყნები და შემობრუნდნენ პროკონესოსისა და არტაკესაკენ, ისინიც ცეცხლს მისცეს და კვლავ ქერსონესისაკენ გაცურეს, რათა გადარჩენილი ქალაქები გაენადგურებინათ, რომლებთანაც უწინ მიცურდნენ, მაგრამ არ დაარბიეს. კიძიკოსის წინააღმდეგ ისინი სულ არ წასულან, რადგან კიძიკელები ფინიკიელთა შემოსვლაზე უწინ თვითონ დაემორჩილნენ მეფეს ობბარეს მეგაბაძოსის ძესთან შეთანხმების შედეგად, რომელიც დასკილებონის მმართველი იყო. ფინიკიელებმა დაიპყრეს ქერსონესის ყველა სხვა ქალაქი, გარდა ქალაქ კარდიესი.
34. აქამდე ამ ქალაქებს განაგებდა მილტიადეს, ძე კიმონ სტესაგორესის ძისა, ხოლო ეს ძალაუფლება პირველად მოიპოვა მილტიადეს კიფსოლისის ძემ შემდეგნაირად: ქერსონესი ეჭირათ თრაკიელ დოლონკოსებს, ხოლო ამ დოლონკოსებს დიდად ავიწროებდნენ ომით აფსინთიები, ამიტომ მათ დელფოში გაგზავნეს თავისი მეფეები ომის შესახებ მისნობის შესატყობად; ხოლო პითიამ უპასუხა, რომ უნდა წაიყვანონ თავის ქვეყანაში ახალშენის დამაარსებლად ის, ვინც, ტაძრიდან გამოსულებს პირველი მიიპატიჟებს სტუმრად. დოლონკოსები მიდიოდნენ წმინდა გზით, რომელიც ფოკეელებსა და ბეოტიელებზე გადადის და რადგანაც მათ არავინ დაუძახა, ამიტომ შემობრუნდნე ათენისაკენ.
35. ათენში იმ დროს მთელი ძალა პებსისტრატოსის ხელში იყო, მაგრამ გავლენა ჰქონდა მილტიადეს კიფსელოსის ძესაც, რომელიც იმ სახლიდან იყო, რომელსაც ოთხცხენიანი ეტლები ჰყავდა, თავისი უძველესი წარმოშობის მიხედვით იგი აბაკესისა და აბგინესაგან მომდინარეობდა, ხოლო უახლოესი წინაპრების მიხედვით იგი ათენელი იყო: ფილაბოსი, აბნტის შვილი, ამ სახელიდან პირველი იყო, ათენელი რომ გახდა. ეს მილტიადესი იჯდა თავის კარიბჭესთან და დაიანხა ჩავლილი დოლონკოსები, რომელთაც უცხოური ტანსაცმელი ეცვათ და შუბები ეჭირათ. მან იმათ დაუძახა და როდესაც მიუახლოვდნენ, შესთავაზა თავისთან დასვენება და გამასპინძლება. მათ მიიღეს ეს წინადადება და ესტუმრნენ მას, შემდეგ კი გამოუმჟღავნეს ყოველივე, რაც იცოდნენ მისნისაგან. გამოუმჟღავნეს და სთხოვეს, რომ ღმერთისათვის დაეჯერებინა. ეს რომ მილტიადესმა მოისმინა, მაშინვე შეიწყნარა მათი თხოვნა, მით უმეტეს, რომ შეწუხებული იყო პებსისტრატოსის მმართველობით და უნდოდა, მას გასცლოდა. მაშინ წავიდა დელფოში, რათა წინასწარმეტყველთათვის კითხვით მიემართა, დაეთანხმოს თუ არა დოლკონოსების თხოვნას.
36. როდესაც პითიამაც იგივე უბრძანა, მაშინ მილტიადეს კიფსელოსის ძემ, რომელასც ამაზე უწინ გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული ოლიმპიურ შეჯიბრებაში, თავის ოთხცხენიანი ეტლით წაიყვანა ყველა ათენელი, ვისაც კი სურდა ამ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება; გასცურა დოლონკოსებთან ერთად და დაიჭირა მათი ქვეყანა. ხოლო დოლონკოსებმა რომ მოიყვანეს ის, ტირანად დასვეს, პირველად მან ქერსონესის ყელი გადაჰკეტა ზღუდით, რომელიც იწყებოდა ქალაქ კარდიესთან და ვრცელდებოდა, ვიდრე პაქტიემდე, რათა აფსინთიებს არ შეძლებოდათ ამ ქვეყანაში შემოჭრა და ზიანის მოტანა. ყელი სულ 36 სტადიონია, ხოლო ამ ყელიდან შიგნით მთელი ქერსონესი სიგრძით 420 სტადიონია.
37. მილტიადესმა ქერსონესის ყელი რომ გადაჰკეტა ზღუდით და ამგვარად გარეკა აფსინთიები, დანარჩენთაგან პირველად შეებრძოლა ლამფსაკელებს, მაგრამ ლამფსაკელები ჩაუსაფრდნენ მას და ცოცხლივ შეიპყრეს, მილტიადესი ძალიან მოსწონდა კრობსოს ლიდიელს, ამიტომ როდესაც კრობსოსმა შეიტყო, ეს ამბავი, გაგზავნა კაცები და შეუთვალა ლამფსაკელებს, რომ მილტიადესი გაეთავისუფლებინათ. თუ არა და დაემურა მათ, რომ ფიჭვის ხელსავით ამოაგდებდა. ლამფსაკელებს დიდხანს არ ესმოდათ, თუ რას ნისნავდა ის სიტყვები, რომლითაც მათ კრობსოსი დაემუქრა - ფიჭვის ხესავით ამოგაგდებთო - ბოლოს ერთმა რომელიღაც მოხუცებულმა გამოიცნო და ახსნა, თუ ნამდვილად რას ნიშნავადა ის სიტყვები: ხეთა შორის მხოლოდ ფიჭვია თურმე ისეთი, როდესაც მოსჭრი, ერთ ყლორტსაც აღარ ამოიყრის და საბოლოოდ იღუპეა. ამიტომ ლამფსაკელებს შეეშინდათ კრობსოსისა და გაათავისუფლეს და გაუშვეს მილტიადესი.
38. ამგვარად, კრობსოსის წყალობით გადარცა მილტიადესი, ხოლო შემდეგ ის უშვილო გარდაიცვალა, თავისი მმართველობა და ქონება დაუტოვა სტესაგორესს, რომელიც იყო მისი დედითერთი ძმის, კიმონის, შვილი. ის რომ გარდაიცვალა, ქერსონესელებმა მოაწყვეს მსხვერპლშეწირვები, როგორც ეკუთვნოდა ახალშენის დამაარსებელს, მოაწყვეს ცხენოსანთა და მოვარჯიშეთა შეჯიბრებანი, ხოლო ლამსაკელთაგან არავინ მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა. ლამფსაკელებთან ბრძოლის დროს დაიღუპა სტესაგორესიც, რომელიც უშვილო გარდაიცვალა, გარდაიცვალა კი იმისაგან, რომ პრიტანებონში მას თავში ნაჯახი დაარტყა ერთმა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკიდან თითქოს მის მხარეზე იყო გადმოსული, სინამდვილეში კი მისი დაუძინებელი მტერი იყო.
39. როდესაც ამტგვარად გარდაიცვალა სტესაგორესი, მაშინ მილტიადეს კიმონის ძე, გარდაიცვალა სტესაგორესის ძმა, პებსისტრატიდებმა ტრიერით გაგზავნა ქერსონესში, რომ იქაური საქმეებისათვის მოევლო. პებსისტრატიდები მას ათენშიაც კარგად ექცეოდნენ, თითქოს მისი მამის, კიმონის სიკვდილში მათ ბრალი სულაც არ მიუძღოდათ. თუ როგორ მოხდა ეს ამბავი, ამის შესახებ მე სხვაგან გიამბობთ. მილტიადესი რომ მივიდა ქერსონესში, სახლიდან არ გამოდიოდა, ეტყობა, თავისი ძმის, სეტსაგორესის ხსოვნის პატივსაცემად. ქერსონელებმა რომ ეს შეიტყვეს, ისინი, ვინც მმართველები იყვნენ, შეიკრიბნენ ყველა ქალაქებიდან და მოვიდნენ ერთად, მისი თანაგრძნობისათვის, მან კი ისინი შეაბორკინა. ასე დაიპყრო მილტიადესმა ქერსონესი და ინახავდა 500 კაცისაგან შემდგარ რაზმს, ხოლო ცოლად შეირთო თრაკიელთა მეფის ოლოროსის ასული ჰეგესიპილე.
40. ეს კიმონის ძე მილტიადესი ის ის იყო მოვიდა ქერსონესში, რომ სხვა იმაზე ბევრად უარესი უბედურება შეემთხვა, რაც იყო მის თავს, რადგან ქერსონესში მოსვლის მესამე წელს ის სკვითეს გაექცა აქედან, ემფე დარიოსის მიერ წაქეზებული მომთაბარე სკვითები შეგროვდნენ და მიაღწიეს ამ ქერსონესამდე. მილტიადესმა არ დაუცადა იმათ მოსვლას და გაიქცა ქერსონესიდან, ხოლო როდესაც სკვითები წავიდნენ აქედან, მასინ დოლონკოსებმა დააბრუნეს ის უკან ქერსონესში. ეს შეემთხვა მას აქ მოსვლის მესამე წელს და ეს მოხდა იმაზე უწინ, რაც იყო ახლა მის თავს.
41. როდესაც მილტიადესმა შეიტყო, ფინიკიელები ტენედოსზე არიანო, 5 ტრიერი დატვირთა საკუთარი ქონებით და გაცურა ათენში. რადგანაც იგი ქალააქ კარდიედან გამოვიდა, ამიტომ შავ უბეზე მოუხდა გაცურვა, ხოლო ქერსონესს რომ ჩაუარა გვერდით, მის ხომალდებს თავს დაესხნენ ფინიკიელები. თვითონ მილტიადესი ოთხი ხომალდითურთ გაიქცა იმბროსზე, ხოლო მეხუთე ხომალდი ხელში იგდეს დადევნებულმა ფინიკიეელბმა. მოხდა ისე, რომ ამ ხომალდს მეთაურობდა მილტიადესის უფროსი შვილი, მეტიოქოსი, რომელიც მას თრაკიელ ოლორისის ქალისაგან კი არ ჰყავდა, არამედ სხვისაგან. ხომალდთან ერთად ისიც შეიპყრეს ფინიკიელებმა და როდესაც შეიტყვეს, რომ ეს არის მილტიადესის შვილი, მიჰგვარეს მეფეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ დიდ მადლობას დაიმსახურებდნენ, რადგან მილტიადესის შესახებ იყო აზრი, თითქოს ის არწმუნებდა იონიელებს დაეჯერებინათ სკვითებისატვის, როდესაც სკვითები ურჩევდნენ მათ ხიდი აეხსნათ და თავის ქვეყანაში წასულიყვნენ, ხოლო დარიოსმა, როდესაც მას მეტიოქოს მილტიადესის ძე მიჰგვარეს ფინიკიელებმა, მეტიოქოსს კი არ ავნო, არამედ ბევრი სიკეთე უყო: მისცა სახლი და ქონება, მიათხოვა სპარსელი ქალი ცოლად, ხოლო მისგან რომ შვილები გაუჩნდა, ისინი სპარსელებად ჩაითვალნენ. მილტიადესი კი იმბროსიდან ათენში მივიდა.
42. ამ წელიწადს სპარსელებს იონიელების მიმართ მტრული აღარაფერი ჩაუდენიათ: პირიქით, ამ წელიწადმა იონიელებს დიდი სარგებლობა მოუტანა. არტაფერნესმა, სარდიელთა მეურვემ ქალაქებიდან გამოიძახა წარმომადგენლები და აიძულა იონიელები ერთმანეთს შორის ხელშეკრულება დაედოთ, რომლის მიხედვითაც სამართალი საერთოდ უნდა ეწარმოებინათ, ერთმანეთისათვის არაფერი წაერთმიათ და დაეშავებინათ; მან აიძულა, ეს გაეკეთებინათ და ამას გარდა აზომა მათი ქვეყანა ფრანსანგების მიხედვით (ასე უწოდებენ სპარსელები 30 სტადიონის შემცველ საზომს), რომ აზომა ფარსანგებით, ამისდა კვალად დაუწესა თითოეულს ხარკი. არტაფრენსესის მიერ დაწესებული გადასახადები უცვლელია მისი დროიდან დაწყებული ჯერაც, ჩემს დრომდე. ხოლო არტაფრენესმა თითქმის ისეთივე გადასახადები დააწესა, როგორც უწინ ჰქონდათ. ამ ღონისძიებებმა იონიელებს მშვიდობიანობა მოუტნა.
43. რომ გამოზაფხულდა და მეფემ ყველა მხედართმთავარი გაუშვა, მარდონიოს გობრიესის ძე მივიდა ზღვასთან და თან მოიყვანა ძალიან დიდი ქვეითი ჯარი და მრავალრიცხოვანი ფლოტი, იგი ასაკით ახალგაზრდა იყო და ახლახან ჰყავდა შერთული მეფე დარიოსის ასული არტოძოსტრე. მიჰყადა ეს ლაშქარი მარდიონიოსს და როდესაც კილიკიაში მივიდა, თვითონ ჩაჯდა ხომალდში და გაემგზავრა სხვა ხომალდებთან ერთად, ხოლო ქვეითი ჯარი სხვა წინამძღოლებმა წაიყვანეს ჰელესპონტისაკენ. როდესაც მარდონიოსმა აზიის გასწვრივ გასცურ, მივიდა იონიაში. ახლა მე მინდა მოგითხროთ იმ დიდ სასწაულზე, რაც არ დაიჯერეს ელინებმა. როდესაც ოტანესმა 7 სპარსელს უთხრა თავისი აზრი იმის შესახებ, რომ სპარსელებში სახალხო მმართველობა უნდა იყოსო, მარდონიოსმა იონიელთა ყველა ტირანი დაამხო და ქალაქებში სახალხო ძალაუფლება დაამყარა. ამის შემდეგ მაიშურა ჰელესონტს. როდესაც მოგროვდა უამრავი ხომალდი და შეიკრიბა მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარი, სპარსელები ხომალდებით გადავიდნენ ჰელესპონტზე. გადაიარეს ევროპე და გაემართნენ ერეტრიასა და ათენზე.
44. ეს ქალაქები ლაშქრობებისათვის მხოლოდ საბაბი იყვნენ, სინამდვილეში მათ გუნებაში ჰქონდათ, რომ რაც შეიძლება მეტი ელინური ქალაქი დაეპყროთ. ჯერ ეს ერთი, ხომალდებით დაიპყრეს თასოსელები, რომელთაც ხელიც კი არ გაუნძრევიათ მათ საწინააღმდეგოდ, მეორეს მხრივ, ქვეითმა ჯარმა მაკედონელები შეჰმატა იმათ, ვინც ადრე ჰყავდათ დამონებული. მაკედონელთა აქეთ მცხოვრები ყველა ხალხები ხომ უკვე ჰყავდათ დამორჩილებული სპარსელებს. თასოსიდან გადავიდნენ მეორე მხარეს და იარეს ვიდრე აკანთოსამდე, ხოლო აკანთოსიდან რომ წამოვიდნენ, ათონს შემოუარეს, ცურვისას დიდმა ქარმა დაარტყა მათ ჩრდილოეთიდან, დაატრიალა ისინი და დიდ გასაჭირში ჩააგდო; ხომალდთა დიდი სიმრალე გადაისროლა ათონზე. ამბობენ, რომ ამ დროს დაიღუპა 300 ხომალდი და 20 000 კაცზე უფრო მეტი. რადგანაც ათონის სანაპიროზე ზღვა სავსეა ცხოველებმა და შთანთქეს, ზოგიც კლდეებზე დაილეწა; ზოგმა არ იცოდა ცურვა და იმიტომ დაიღუპა, დარჩენები კი სიცივისაგან დაიხოცნენ.
45. აი ეს დაემართა საზღვაო ფლოტს. ხოლო მარდონიოსსა და ქვეით ჯარს, რომლებიც დაბანაკებულები იყვნენ მაკედონიაში, ღამით ბრიგი თრაკიელები დაესხნენ თავს. ბრიგებმა ბევრი მათგანი ამოხოცეს, ხოლო თვითონ მარდონიოსი დაჭრეს. მაგრამ ვერც თვითონ ბრიგები გადაურჩნენ სპარსელთა დამონებას, რადგან მარდონიოსი უწინ არ წავიდა ამ ადგილებიდან, ვიდრე ისინი არ დაიმორჩილა, ხოლო ისინი რომ დაიმორჩილა შემდეგ ლაშქარი უკან წაიყვანა, რადგანაც ქვეითი ჯარი ძალიან დააზარალეს ბრიგებმა, ხოლო ფლოტი ათონთან განადგურდა. ეს ექსპედიცია ბრძოლაში შერცხვენილი დაბრუნდა აზიაში.
46. მომდევნო წელს დარიოსმა პირველად მოციქულები გაუგზვნა თასოსელებს, რომლებიც მეზობლებმა დააბეზღეს მასთან, თითქოს განდგომას იზრახავდნენ. გაუგზავნა და უბრძანა მათ, რომ მოეთხარათ თავისი ზღუდე და ხომალდები აბდერაში მიეყვანათ. ეს იმიტომ, რომ თასოსელებმა, როდესაც ისინი ჰისტიაბოს მილტიელის მიერ ალყაშემორტყმულები იყვნენ და შემოსავალი კი დიდი ჰქონდათ, თავიანთი ქონება გრძელი ხომალდების აგებას და ქალაქისათვის მაგარი ზღუდის შემორტყმას მოახმარეს. ხოლო შემოსავალი მათ ხმელეთიდანაც ჰქონდათ და საბადოებიდანაც. მაგალითად, სკაპტე ჰილეს ოქროს საბადოებიდან ჩვეულებრივ 80 ტალანტი შემოსდიოდათ. თვით თასოსზე მყოფი საბადოებიდან ამაზე უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც ისე ბევრი, რომ ჩვეულებრივ თასოსელები, რომლებიც თავის საკუთარ მოსავალზე ხარკს არ იხდიდნენ, ღებულობდნენ ხმელეთიდან და საბადოებიდან ყოველწლიურად 200 ტალანტს და როდესაც უფრო მეტი შემოუვიდოდათ, მაშინ 300-საც.
47. მე თვითონ ვნახე ეს საბადოები. ყველაზე მეტად საოცარი მათ შორის არიან ისინი, რომელებიც ფინიკიელებმა აღმოაჩინეს. ფინიკიელები თასოსთან ერთად დასახლდნენ ამ კუნძულზე, რომელსაც ახლა სახელი სწორედ ამ თასოსის, ფობნიქსის ძის მიხედვით ჰქვია. თასოსის ფინიკური საბადოები არის იმ ადგილთა შორის, რომელთაც ეწოდება კობნირა, სამოთრაკეს პირდაპირ. ესაა დიდი მთა, სულა ათხრილი საბადოების ძიებაში. ასეთი არის ეს საბადოები.
48. მეფის ბრძანების თანახმად, თასოსელებმა დაანგიეს თავისი ზღუდე და მთელი ხომალდები გაგზავნეს აბდერაში. ამის შემდეგ დარიოსმა გამოსცადა ელინები, თუ რა აქვთ მათ გუნებაში, უნდათ მასთან ბრძოლა, თუ მის დამორჩილებას აპირებენ. ამიტომ მან დაგზავნა მაცნეები ზოგი აქეთ, ზოგი იქით მთელ ელადაში და უბრძანა, მოეთხოვათ მათგან მეფისათვის მიწა და წყალი. ისინი მან ელადაში გაგზავნა, ხოლო სხვა მაცნეები დაგზავნა თავის მოხარკე ზღვისირა ქალაქებში და უბრძანა გაეკეთებინათ გრძელი ხომალდები და ცხენების გადასაყანი - ნავები.
49. ამით ესენი მოამზედეს; ბევრმა, ხმელეთზე მაცხოვრებემლა, მათთან ელადაში მოსულ მაცნეებს მისცეს ის, რასაც მათგან ითხოვდა სპარსთა მეფე, ხოლო კუნძულზე მაცხოვრებლებმა ყველამ, ვისთანაც კი მივიდნჯენ და მოსთხოვეს, შეასრულეს დარიოსის შემონათვალი. სხვა კუნძულზე, მცხოვრებლებმაც მისცეს დარიოსს მიწა და წყალი და მათ შორის აბგინელებმაც. აბგინელებმაც რომ ეს გააკეთეს, ათენელები მაშინვე დაემუქრნენ მათ, რადგან იფიქრეს, რომ აბგინელები მათ წინააღმდეგ იზრახავდნენ; რაკიღა მეფეს მიწა და წყალი მისცე, ეგონათ, რომ ისინი სპარსელებთან ერთად აპირებდნენ მათზე გალაშქრებას. ათენელები სიხარულით მოეჭიდნენ ამ საბაბს, წავიდნენ სპარტეში და დაადანაშაულეს აბგინელები, როგორც ელადის მოღალატეები.
50. ამ ბრალდების გამო კლეომენეს ანაქსანდრიდესის ძე, სპარტელთა მეფე, გადავიდა აბგინაზე, რადგან უნდოდა, დაეჭირა აბგინელთა შორის ყველაზე დიდი დამნაშავენი. როდესაც ის შეეცადა მათ დაჭერას, ზოგიერთმა აბგინელმა მას წინააღმდეგობა გაუწია, განსაკუთრებით კი კრიოს პოლიკრიტესის ძემ, რომელმაც თქვა, რომ კლეომენესი მშვიდობიანად ვერც ერთ აბგინელს ვერ წაიყვანს, რადგან ის, ათენელთაგან მოსყიდული, ამას სპარტელთა სახელმწიფოს დასტურის გარეშე აკეთებს. ასე რომ არ ყოფილიყო, იგი მეორე მეფესთან ერთად მოვიდოდა მათ შესაპყრობად. ასე ილაპარაკა კრიოსმა დემარეტოსის დავალების თანახმად. ხოლო კლეომენესი აბგინიდან რომ მიდიოდა, შეეკითხა კრიოსს, თუ რა ჰქვია მას სახელად. მან უთხრა, რაც ერქვა. ამაზე კლეომენესმა უთხრა ამს: "ვერძო, ახლა კი დროა, შენი რქები სპილენძით დაფარო, რადგან დიდი უბედურება მოგელის".
51. ამავე დროს დემარეტოს არისტონის ძე, რომელიც სპარტეში იყო დარჩენილი, ცილს სწამებდა კლეომენეს. დემარეტოსიც ასევე სპარტელთა მეფე იყო, მხოლოდ უფრო ნაკლებ წარჩინებული სახლიდან. დემარეტოსი კლეომენესზე სხვაფრივ არაფრით იყო ნაკლები, ორივენი ერთი და იმავე კაცის ჩამომავლები იყვნენ, მხოლოდ მეტ პატივში იყო ევრისთენესის სახლი მისი პირველშობილობის გამო.
52. ლაკედემონელები არ ეთანხმებიან არც ერთ პოეტს და ამბობენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ახლა ცხოვრობენ, ისინი მოიყვანა თვით მეფემ, არისტოდემოსმა, რომელიც არის არისტომაქოსის ძე, კლეოდაბოსის შვილიშვილი და ჰილოსის შვილიშვილის შვილი და არა არისტოდემოსის შვილებმა. იდი დრო არ გასულა და არისტოდემოსს ცოლმა შვილები გაუჩინა. ცოლს სახელად ერქვა არგებე. ამბობენ, რომ ის იყო ასული ავტესიონისა, ტისამენოს თერსანდროსის ძის შვილისა, ხოლო ეს თერსანდროსი პოლინებკესის ძე იყო. . . ამ ქალმა გააჩინა ტყუპი, ხოლო არისტოდემოსმა ბავშვები დაინახა, დაავადმყოფდა და გარდაიცვალა. იმ ლაკედემონელებმა, რომელთაც მაშინ ეს ეკითხებოდათ, კანონის თანახმად, მეფედ შვილთაგან უფროსის დასმა განიზრახეს, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი აერჩიათ, რადგან ბავშვები მსგავსნი და თანაბარნი იყვნენ. რაკი ვერ შეძლეს გამოცნობა, თუ რომელია უფროსი, შეეკითხნენ მშობელს, ხოლო იმან უთხრა, რო ვერც თვითონ არჩევს. მან ძალიან კარგად იცოდა, რომელია ბავშვებში უფოსი, მაგრამ მაინც ასე ილაპარაკა, რადგან უნდოდა, რომ ორივე შვილი მეფე გამხდარიყო. ლაკედემონელებმა არ იცოდნენ, რა ექნათ და დელფოში გაგზავნეს კაცები, რათა შეჰკითხებოდნენ მისანს, როგორ მოქცეულიყვნენ ამ საქმეში. პითიამ უბრძანა მათ, რომ ორივე ბავშვი აღიარონ მეფეებად, ხოლო უფრო მეტი პატივი სცენ უფროსს. პითიამ მათ ასე უპასუხა, ხოლო ლაკედემონელებმა მიუხედავად ამისა, მაინც არ იცოდნენ რა ექნათ, როგორ გამოერჩიათ მათ შორის უფროსი, ვიდრე ერთმა მესენიელმა კაცმა, რომელსაც ერქვა პანიტესი, არ ურჩია მათ. ხოლო ამ პანიტესმა შემდეგი ურჩია ლაკდემონელებს: უნდა დასდარაჯებოდნენ ისინი დედას, ამ ბავშვებთაგან უწინ რომელსაც ჰბანს და რომელსაც აჭმევს. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის ამას ყოველთვის ერთნაირად აკეთებს, მაშინ ესსენი გაიგებდნენ ყოველივეს, რასაც ეძებდნენ და რისი აღმოჩენაც უნდოდათ, ხოლო.
თუ დედას შეეშლებოდა ხოლმე და ხან ერთს დაბანდა და აჭმევდა პირველად და ხან მეორეს, მაშინ ცხადი იქნებოდა, რომ არც ამან იცის არაფრით მათზე მეტი და ამიტომ სხვა გზას რასმე უნდა დასდგომოდნენ. სპარტელები, მესენიელის რჩევის თანახმად, დაუდარაჯდნენ არისტოდემოსის შვილების დედას და შენიშნეს, რომ ის ჭმევასა და დაბანის მხრივ უპირატესობას მუდამ აძლევდა ერთს და არა მეორეს, რადგან არ იცოდა, თუ რის გულისათვის სდარაჯობდნენ მას. ლაკდემონელებმა წამოიყვანეს ის ბავშვი, რომელსაც დედა უპირატესობას ანიჭებდა, როგორც უფროსი და აღზარდეს სახელმწიფოს ხარჯზე. სახელად მას დაარქვეს ევრისთენესი, ხოლო მეორეს - პროკლეესი. ამბობენ, რომ როდესაც ისინი დავაჟკაცდნენ, მტრობდნენ ერთმანეთს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ძმები იყვნენ, ხოლო მათი მემკვიდრეებიც ამგვარადვე განაგრძობდნენ.
53. ელინთაგან მხოლოდ ლაკდემონელები ამბობენ ასე, ხოლო რასაც ახლა დავწერ, ის იქნება ელინთა საერთო მონაყოლის მიხედვით: დორიელი მეფეები თვით დანაეს ძე პერსესამდე (ღვთაებას თუ გამოვრიცხავთ) ელინთა მიერ სრულიად სამართლინად მიჩნეული და გამოცხადებული არიან ელინებად. რადგან ისინი ამ დროს ხომ მართლაც ელინებად ირიცხებოდნენ. მე ვთქვი: "პერსევსამდე" მეთქი და ამაზე უწინარესი არვინ მიხსენებია, იმიტომ, რომ პერსევსს არა აქვს მოკვდავი მამის მიხედვით რაიმეზე ზეწოდება, როგორც მაგალითად ჰერაკლეს - ამფიტრიონისა. ისე რომ, მე სრულიად სწორედ ვთქვი როდესაც ვიხმარე გამოთქმა "პერსევსამდე", ხოლო ვისაც მოუნდება აკრისიოსის ასულის, დანაეს წინაპრების ჩამოთვლა, აღმოჩნდება, რომ დორიელთა ბელადები წარმოშობით ეგვიპტელი მკვიდრნი არიან.
54. ასეთია მათი გენალოგია ელინთა მონათხრობის მიხედვით, ხოლო სპარესლთა მოთხრობის თანახმად, პერსევსი ასიერიელი იყო და თვითონ ის გახდა ელინი და არა პერსევსის წინაპრები. ხოლო იმის თანახმანი არიან, რომ აკრისიოსის წინაპრები სპარსელების ნათესავები არ ყოფილან, და როგორც ელინები, ისინიც იმას ამბობენ, რომ ისინი ეგვიპტელები იყვნენო.
55. აი, ეს უნდა ითქვას მათ შესხახებ. იმის შესხებ, თუ ეგვიპტელები როგორ გახდნენ დორიელების მეფეები, უკვე მოგვითხრეს სხვებმა და ამიტომ ჩვენ მას გამოვტოვებთ. ხოლო რასაც სხვები არ შეხებიან, იმას მოვიგონებ.
56. სპარტელები თავის მეფეებს შემდეგ უფლებებს ანიჭებდნენ: მათ ჰქნდათ ორი ქურუმის ღირსება: ერთი ლაკდემონელი ზევსისა და მეორე ზეციერი ზევსისა. მათ შეეძლოთ თავიანთი სურვილსამებრ ომის წამოწყება ყველა ქვეყანასთნ ისე, რომ ვერც ერთი სპარტელი ვერ წავიდოდა ამის წინააღმდეგ, თუ არა და მას შეაჩვენებდნენ. ლაშქრობისას მეფეები პირველები მიდიოდნენ და უკანასკნელები ბრუნდებოდნენ. მეფეებს 100 რჩეული კაცი ჰყავდათ ლაშქრობის დროს მცველად. ლაშქრობისას საქონელი იმდენი მიჰყადათ, რამდენიც უნდათ, ხოლო ყველა იმ საქონლიდან, რომელთაც მსხვერპლად სწირავდნენ ტყავსა და ბეჭებს მეფეები ღებულობენ.
57. ესაა ის უფლებები, რომლებიც მათ აქვთ ომის დროს, ხოლო სხვა უფლებები მშვიდობიანობის დროისათვის აქვთ მიცემული და ეს უფლებები შემდეგია: თუ რაიმე საზოგადოებრივი მსხვერპლშეწირვა ხდება, საჭმელად პირველები მეფეები სხდებიან და პირველად ამათგან იწყებენ გამასპინძლებას; თითოეულ მეფეს სხვა მონადიმეებთან შედარებით ორმაგად სთავაზობენ ყოველივეს. ესენი ახდენენ პირველად სამსხვერპლო დათხევებსა და ღებულობენ მსხვერპლად შეწირული საქონლის ტყავებს. ყოველ ახალ მთვარეზე და თვის მეშვიდე დღეს თითოეული მათგანისათვის სახალხო ფონდიდან აპოლონის ტაძარში მოჰყავთ ერთი ზრდადასრულებული სამსხვერპლო საქონელი, მოაქვთ მედიმნი ქერის ფქვილი და ლაონიკური მეთოხედი ღვინო. ხოლო ყველა შეჯიბრებაზე გამორჩეული წინა ადგილები მეფეებს უჭირავთ. ამას გრდა მეფებს ევალებათ მოქალაქეთაგან თავიანთი სურვილისამებრ პროქსენების დანიშვნა, იმათი და პითიელების არჩევა, თითოს - ორის. ხოლო ეს პითიელები არიან დელფოში ღვთის განგების შესატყობად წარგზავნილი პირები და ისინი იკვებებიან მეფეებტან ერთად სახელმწიფო ხარჯზე. მეფეები თუ არ მოვიდნენ ნადიმზე, მათ შინ ეგზავნებათ თითოეულს ორი ქობნიკსი1 ქერის ფქვილი და ერთი კოტილე ღვინო, ხოლო როდესაც ისინი ნადიმს ესწრებიან, მაშინ ყოველივე ორმაგად ეძლევათ. ამგვარადვე სცემენ მათ პატივს, როდესაც ისინი კერძო პირებთან არიან მიწვეული ნადიმზე. წინასწარმეტყველება, რომელიც მათ უცხადებათ, მეფეებთან ინახება, მაგრამ მათთან ერთად პითიელებმაც იციან მის შესახებ. სამართალს მეფეები დამოუკიდებლად მარტო მაშინ განაგებენ, როდესაც საქმე ეხება მამის ქონების მემკვიდრე ერთადერთ ასულს, ვის უნდა გაჰყვეს იგი ცოლად, თუ თვითონ მამამ არ დანიშნა ის, ან კიდევ მაშინ, თუ საქმე სახელმწიფო გზებს ეხება. თუ ვინმეს მოუნდება, რომ ბავშვი იშვილოს, ეს უნდა მოხდეს მეფეთა თანდასწრებით. მეფეები იქვე სხედან, როდესაც უხუცესები ბჭობენ, უხუცესები კი რიცხვით 30-ნი არიან ორის გამოკლებით. თუ მეფეები არ მოვიდნენ, მაშინ უხუცესთან შორის მათ ყველაზე მახლობელ ნათესავებს აქვთ მინიჭებული მეფეთა უფლებები და ისინი აგდებენ ორ კენჭს მეფეთა მაგივრად, ხოლო მესამეს - თავის მაგივრად.
58. ეს ეძლევა მეფეეს სიცოცხლეში სპარტელთა სახელმწიფოსაგან. ხოლო სიკვდილის შემდეგ მათ ასეთ პატივს მიაგებენ: მხედრები ატყობინებენ მომხდარის შესახებ მთელ ლაკონიკას, ხოლო ქალები დადიან ქალაქში და ტაშტზე უკრავენ. ამის მერე, ყოველი სახლიდან ორმა თავისუფალმა კაცმა, მამამაკცმა და ქალმა, აუცილებლად უნდა ჩიაცვას ძაძა, ვინც არ გააკეთებს ამას, ის დიდად ისჯება. ლაკდემონელებს მეფეების სიკვდილის შემთხვევაში ისეთი ჩვეულება აქვთ, როგორც აზიაში ბარბაროსებს, რადგან ბარბაროსთა მეტი წილი იმავე წესს იცავს მეფეების სიკვდილისას როგორსაც ლაკდემონელები. როდესაც მოკვდება ლაკდემონელთა მეფე, სპარტელთა გარდა აუცილებლად უნდა მოვიდეს სატირლად მთელი ლაკდემონიდან გარკვეული რიცხვი პერიობკებისა. როდესაც შეიკრიბება ერთ ადგილას მრავალი ათასი პერიობკი, ჰებლოტი და თვით სპარტელი, უერთდებიან მათ ცოლებიც, ყველანი გამეტებით ირტყამენ შუბლში ხელს და გულშემზარავად ჰგოდებენ, თან ყოველთვის იმას ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი, გარდაცვლილი, მეფეთა შორის საუკეთესო იყო. როდესაც რომელიმე მეფე ომში კვდება, მის გამოსახულებას აკეთებენ და მიასვენებენ კარგად მორთული სარეცელით. ხოლო მისი დამარხვის შემდეგ, 10 დღეს მოედანზე არაფერი კეთდება არც სახალხო საბჭო იკრიბება, ამ დღეების განმავლობში ისინი მწუხარებას ეძლევიან.
59. ლაკდემონელები სპარსელებს სხვა რამითაც ჰგვანან, მაგ. , როდესაც მეფე კვდება და მის მაგივრად ჯდება მეორე მეფე, ამ უკანასკნელმა ტახტზე ასვილსთანავე, უნდა გაათავისუფლოს რომელიმე სპარტელთაგანი, რომელსაც მართებს რაიმე ან მეფის ან სახელმწიფოსი. ისევე როგორც სპარსელთა შორის მეფე რომ დაჯდება ტახტზე, ის ათავისუფლებს ყველა ქალაქს ძველი გადასახადებიდან.
60. ლაკდემონელები ერთი რამით ეგვიპტელებსაც ჰგვანან: მათი მაცნეები, ავლოსზე დამკვრელები და მზარეულები მემკვიდრეობით ღებულობენ მამის ხელობას, ისე რომ, ავლოსზე დამკვრელის შვილი ავლოსზე დამკვრელი გამოდის, მზარეულისა - მზარეული და მაცნესი - მაცნე. სხვებს რომ წკრიალა ხმაც ჰქონოდეთ, მათ ვერავინ წაართმევს ამ თანამდებობებს, რადგან ისინი ამ საქმიანობას ეწევიან მემკვდირეობის უფლებით.
61. ასეთია მათი ჩვეულებები. ხოლო როდესაც კლეომენესი აბგინაზე იყო და საერთოდ მთელი ელადის სასიკეთოდ ზრუნავდა, დემარეტოსი მას ცილს სწამებდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მას აბგინელების ბედი აწუხებდა, არამედ იმიტომ, რომ შური და საკუთარი ბოროტება ამოძრავებდა. ამიტომ კლეომენესმა აბგინიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა დემარეტოსისათვის წაერთმია ხელისუფლება და მასზე თავდასასხმელად შემდეგი გარემოება გამოიყენა: სპარტეში რომ მეფობდა არისტონი, მას ორი ცოლი ჰყადა შერთული, მაგრამ შვილები არა ჰყავდა. რადგან იგი იმ აზრისა არ იყო, რომ ამისი მიზეზი თვითონაა, შეირთო მესამე ცოლი და შეირთო ამნაირად: სპარტელთა შორის არისტონს ერთი მეგობარი კაცი ჰყავდა, რომლის მიმართაც ის ყველა მოქალაქეზე უკეთ იყო განწყობილი. მოხდა ისე, რომ ამ კაცს ჰყადა ცოლი, სპარტელ ქალთა შორის ულამაზესი, ხოლო ეს ქალი ულამაზესი გახადა უმახინჯესისაგან. ბავშვობაში ის საზარელი იყო შესახედავად, მაგრამ მისმა ძიძამ (რადგან ის შეძლებული ადამიანების ასული იყო და თან ასეთი ულამაზო, ხოლო ძიძა ხედავდა მშობლებს, რომლებიც მის ასეთ გარეგნობას საშინელ უბედურებად მიიჩნევდნენ) ყოველივე ამას რომ აუღო ალღო, მოიგონა შემდეგი: დაუწყო მას ყოველდღე ტარება ელენეს ტაძარში, რომელიც არის ეგრეთ წოდებულ თერაპნეში, ფობბოსის ტაძრის ზემოთ. როგორც კი შეიყვანდა ძიძა ბავშვს ტაძარში, გამოსახულების წინ დააყენებდა და ევედრებოდა ღმერთქალს, ბავშვი სიმახინჯისაგან დაეხსნა. ამბობენ, რომ ერთხელ ტაძრიდან გამოსულ ძიძას გამოეცხადა ერთი ქალი, გამოეცხადა და შეეეკითხა მას, თუ რა უჭირავს ხელში. ძიძამ უპასუხა, რომ ბავშვი უჭირავს; მაშინ ქალმა უთხრა, მაჩვენეო. ძიძამ კი არ აჩვენა, რადგან მშობლებისაგან აკრძალული ჰქონდა ვინმესათვის მისი ჩვენება, ხოლო ქალმა უბრძანა მას, აუცილებლად ეჩვენებინა. როდესაც ძიძამ შეატყო, რომ ქალს ასე ძალიან უნდოდა ბავშვის ნახვა აიღო და აჩვენა იგი. ქალი შეეხო ბავშვის თავს და თქვა, რომ ის სპარტეში ყველა ქალზე ულამაზესი დადგება. ამ დღიდან მისი გარეგნოაბ გამოიცვალა, ხოლო როდესაც გათხოვების დრო მოუვიდა, იგი ითხოვა აგეტოს ალკებდესის ძემ, და ეს იყო არისტონის მეგობარი.
62. არისტონს ამ ქალის სიყვარული სტანჯავდა და მან შემდეგი ეშმაკობა იხმარა: თავის მეგობარს, რომლის ცოლიც იყო ეს ქალი, აღუთქვა, რომ საჩუქრად მისცემდა მთელი თავისი საცხოვრებლიდანე ერთს რასმე, რასაც კი ის თვითონ ამოირიჩევდა, მხოლოდ უთხრა, რომ მეგობარსაც მისთვის სამაგიეროდ მსგავსი საჩუქარი უნდა მიეცა. აგეტოსს სრულებით არ უფიქრია, რომ მის ცოლს შეიძლება რამე შეხებოდა, რადგან ხედავადა რომ არისტონს ცოლი ჰყავდა და დათანხმდა ამაზე. ეს პირობა მათ ფიცითაც განამტკიცეს. შემდეგ თვითონ არისტონმა მისცა მას, რაც აირჩია აგესტოსმა მისი საგანძურიდან და როდესაც დადგა მისი ჯერი, აერჩია და წამოეღო მისგან სანაცვლო საჩუქარი, მან მეგობრის ცოლის წამოყვანა მოინდომა. აგესტოსმა უთხრა, რომ სხვა ყველაფრის თანახმაა, მხოლოდ ამ ერთისა არა. მაგრამ ბოლოს იძულებული შეიქმნა, არისტონის მიერ შეცდენილი თავისი ფიცის გამო მისთვის ნება დაერთო და ქალი გაეტანებინა.
63. ასე მოიყვანა არისტონმა მესამე ცოლი, ხოლო მეორ კი გაუშვა; 10 თვე არ იყო გასული, რომ ამ ცოლმა ეს დემარეტოსი გაუჩინა. არისტონი საბჭოში იჯდა ეფორებთან ერთად, როდესაც რომელიღაც მსახურმა ახარა, შვილი შეგეძინაო. მან იცოდა დრო, როდესც ცოლი მოიყვანა, თვეები თითებზე დათალა და თქვა ფიცით: "ეგ ჩემი არ იქნება". ეს გაიგონეს ეფორებმა, მაგრამ მაშინ არავითაირ ყურადღება არ მიაქციეს. როდესაც ბავშვი წამოიზარდა, არისტონმა ინანა თავისი ნათქვამი, რადგან დემარეტოსი მას დანამდვილებით თავის შვილად მიაჩნდა. ხოლო დემარეტოსს ეს სახელი მან შემდეგი მიზეზის გამო დაარქა: ამაზე უწინ მთელი სპარტელები ევედრებოდნენ ღმერთებს არისტონისათვის, როგორც სპარტელ მეფეთა შორის ყვლაზე სახელოვანი ვაჟკაცისათვის, რომ მას შვილი გასჩენოდა. ამიტომ იყო, რომ ბავშვს სახელად დაერქვა დემარეტოსი.
64. გამოხდა ხანი, არისტონი გარდაიცვალა და დემარეტოსის ხელში გადავიდა ძალაუფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, დემარეტოსს ეს ძალაუფლება უნდა დაეკარგა, როდესაც მომხდარი ამბები გამომჟღავნდებოდა. ჯერ კიდევ უწინ დემარეტოსმა დიდად აიმხედრა კლეომენესი, როდესაც მან ლაშქარი წამოიყვანა ელევსინიდან და უფრო კი მაშინ, როდესაც გადვიდა აბგინაზე აბგინელთა შორის მიდიელთა მომხრეების დასასჯელად.
65. დემატოსის დასჯის სურვილით შეპყრობილი კლეომენესი დაუკავშირდა ლევტიქიდესს, რომელიც იყო მენარეს აგისის ძის ძე, და თან იმავე სახლიდან, რომლიდანაც იყო დემარეტოსი, იმ პირობით, რომ თუ მას დასვამენ მეფედ დემარეტოსის მაგივრად, იგი კლეომენესს აბგინელების წინააღმდეგ წაჰყვებოდა. ლევტიქიდესი დემარეტოსის დიდი მტერი იყო შემდეგი ამბის გამო: ლევტიქიდესს დანიშნული ჰყავდა პერკალოსი, ქილონ დემარმენოსის ძის ასული, ხოლო დემარეტოსმა მას მზაკვრულად ჩაუშალა ეს ქორწინება, რაკიღა მოასწრო მას პერკალოსის მოტაცება და ცოლად შერთვა. ამიტომ იყო, რომ ლევტიქიდესი მტრობდა დემარეტოსს და როდესაც კლეომენესის სურვილიც წაემატება ამას, მან დაადანაშაულა დემარეტოსი და თქვა, ის უკანონოდ მეფობს სპარტელებზე, რადგანაც არაა არისტონის შვილიო. ფიცის წამოთქმის შემდეგ დაიწყო მხილება. გაიხსენა ის სიტყვა, რომელიც სთქვა არისტონმა, როდესაც მას მსახურმა შეატყობინა ბავშვის გაჩენა - რომ გამოითვალა თვეები და იფიცებოდა და ამბობდა, რომ ეს მისი შვილი არაა. ლევტიქიდესმა ისარგებლა ამ ამბით და ამტკიცებდა, რომ დემარეტოსი არც არისტონის შვილია და მაშასადამე არც სპარტეზე მეფობს კანონიერად; ხოლო მოწმეებად მოჰყადა ის ეფორები, რომლებმაც მაშინ აქ ისხდნენ და არისტონის ეს სიტყვები მოისმინეს.
66. ბოლოს, როდესაც ამის შესახებ კამათი გაგრძელდა, სპარტელებმა გადაწყვიტეს ეკითხათ დელფოს სამისნოსათვის, არის თუ არა დემარეტოსი არისტონის შვილი. კლეომენესის შეგონებით საქმე გადაიტანეს პითიასთან, იქ კლეომენესმა გადაიბირა კობონი, არისტოფანტოსის ძე, კაცი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა დელფოში, ხოლო კობონმა დაიყაბულა მისანი ქალი, პერიალოსი, რომ ეთქვა ის, რაც კლეომენესს უნდოდა. ამგვარად, როცა დემარეტოსი არაა არისტონის შვილი. შემდეგში ეს ყოველივე გამომჟღავნდა და კობონი გააძევეს დელფოდან, ხოლო მისან ქალს, პერიალოსს აეხადა მისი ღირსება.
67. ასე დაემხო დემარეტოსის ხელისუფლება. ხოლო სპარტიდან დემარეტოსი მიდიელებთან შემდეგი შეურაცხყოფის გამო გაიქცა; მას შემდეგ, როდესაც დემარეტოსს ხელისუფლება წაერთვა, იგი განაგებდა რაღაც არჩევით თანამდებობას. ერთხელ, გიმნოპედიის დროს, რომელსაც დემარეტოსი ზედამხედველბოდა, ლევტიქიდესმა, რომელიც ამ დროს თვითონ მეფობდა მის მაგივრად, გაუგზავნა მას მსახური დასაცინად და მასხრად ასაგდებად და შეეკითხა დემარეტოსს, თუ როგორია ეს თანამდებობა მეფობის შემდეგ. მას ეწყინა ასეთი შეკითხვა და უპასუხა, რომ თვითონ ორივე გამოსცადა, ხოლო ლევტიქიდესს ჯერ არ განუცდია, ხოლო ეს შეკითხვა ლაკედემონელთათვის დასაწყისი იქნება ან უამრავი უბედურებისა, ან დიდი კეთილდღეობისა. ეს სთქვა, ჩამოიფარა თავზე საბურველი და წავიდა თეატრონიდან თავის სახლში, მაშინვე მოამზადა და მსხვერპლად შესწირა ზევსს ხარი, ხოლო მსხვერპლი შესწირა და დაუძახა თავის დედას.
68. დედა რომ მოვიდა, ჩაუდო ხელში შიგნეულის ნაწილი, შეევედრა და უთხრა შემდეგი: დედა, ყვალა სხვა ღმერთებსაც გაფიცებ და ოჯახის მფარველ ზევსსაც, გევედრები, მითხარი სიმართლე; ვინ არის ნამდვილად ჩემი მამა, რადგან კამათის დროს ლევტიქიდესმა თქვა, რომ პირველი ქმრისაგან ფემძიმედ მოხვედი, ეგრე მოხვედი არისტონთან, ხოლო სხვები კიდევ უფრო უაზრო ამბავს ჰყვებიან, თითქოს სენ ორსული მოხვედი ერთერთი მსახურისაგან, რომელიც ვირების მწყემსია, და მე თითქოს მისი შვილი ვარ. გაფიცებ ღმერთებს, რომ სიმართლე მითხრა. თუ მართლა შეგიცოდას, როგორც ამბობენ მარტო შენ არ ხარ ამის ჩამდენი, ბევრი სხვა ქალიც ასევე სცოდავს, მით უმეტეს, რომ სპირტში გავრცელბულია აზრი, თითქოს არისტონს არ შეეძლო შვილის გაჩენა, თორემ უწინდელი ცოლებისაგან ეყოლებოდა შვილი .
69. ასე ილაპარაკა დემარეტოსმა, ხოლო დედამ შემდეგი უპასუხა: შვილო, რადგან მევედრები, რომ სიმართლე გითხრა, ყოველივეს შეიტყობ ისსე, როგორც იყო. მას მერე, რაც არისტონმა თავის სახლში წამომიყვანა, მესამე ღამეს შემოვიდა ჩემთან მოჩვენება, რომელიც ჰგავდა არისტონს, დაწვა ჩემთან და შემდეგ დამადგა გვირგვინები, რომლებიც თან ჰქონდა, მერე წავიდა. ამის შემდეგ შემოვიდა არისტონი. როდესაც დაინახა გვირგვინები, შემეკითხა, ვინ მოგცაო, მე ვუთხარი, შენ არ მომეცი მეთქი? ის კი არ დამეთანხმა. მერე დავიფიცე და ვუთხარი, რომ კარგს არ შვრება, ამას რომ უარყოფს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა, იწვა ჩემთან და მომცა გვირგვინები. ჩემმა ფიცმა დაარწმუნა არისტონი, რომ ეს ღმერთის მიერ ჩადენილი ამბავი იყო. ჯერ ეს ერთი გვირგვინები იმ გმირის სამლოცველოდან აღმოჩნდნენ, რომელიც ჩვენი ეზოს ბჭესთან არის აგებული და რომელსაც ეწოდება ასტრაბაკოსისა, ხოლო მეორეს მხრივ, მისნებმაც თქვეს, რომ შენთან თვითონ ეს გმირი იყოო. ასე იყო, შვილო, ყველაფერი, რისი გაგებაც შენ გინდოდა. შენ ამ გმირის შვილი ხარ და შენი მამაა გმირი ასტრაბაკოსი, ან არისტონი, რადგანაც შენ იმ ღამეს ხარ ჩასახული. ხოლო, რაც შეეხება იმას, რითაც განსაკუთრებით გიტევენ შენი მტრები, რომლებიც ამბობენ, შენი გაჩენა რომ შეიტყო თვითონ არისტონმა, თქვა მრავალი მსმენელის თანდასწრებით, ჩემი არ არისო (რადგანაც დრო, ათი თვე, ჯერ არ იყო შესრულებული), ეს არისტონმა ამისთანა საქმეების უმეცრებით წამოისროლა, რადგან ცნობილია, რომ ქალები შობენ ცხრათვიანსაც და შვიდთვიანსაც, ყველანი როდი ასრულებენ ათ თვეს. მე კი, შვილო, შენ შვიდთვიანი გაგაჩინე. თვითონ არისტონი მიხვდა მალე, რომ უგუნურად წამოსცდა ეს სიტყვა. სხვა ამბავი შენი დაბადების შესახებ არ დაიჯერო, რადგან ჩემგან სრული ჭეშმარიტება მოისმინე, ხოლო ვირის მწყემსთაგან ცოლებმა შვილები თვითონ ლევტიქიდესსა და იმათ გაუჩინონ, ვინც ამისთანებს ლაპარაკობენ.
70. ეს ილაპარაკა დედამ. ხოლო დემარეტოსმა შეიტყო, რაც უნდოდა, მოეწყო საგზაოდ და წავიდა ელიდაში, ისე კი დაიბარა, თითქოს დელფოს სამისნოში მიდიოდა ღვთისგანგების შესატყობად. ლაკედემონელებმა იეჭვეს, რომ ის გაქცევას აპირებდა და დაედევნენ. ხოლო დემარეტოსმა მოაწრო ელინიდან ძაკინოთოსში გადასვლა. ლაკედემონელებიც გადავიდნენ, დაესხნენ მას თავს და მსახურები წაართვეს. ხოლო შემდეგ, რადგან ძაკინთელებმა ის არ გასცეს, გადავიდა აზიაში მეფე დარიოსთან. დარიოსმა ის დიდი პატივით მიიღო და მიწა და ქალაქები უბოძა. ასე მოვიდა აზიაში დემარეტოსი და ასეთი იყო მისი ბედი. ლაკედემონელთა შორის ის დიდად ბრწყინავდა, როგორც საქმით, ისე ჭკუით, ამას გარდა მან ოლიმპიადაზე ოთხცხენიანი ეტლით მოიპოვა გამარჯვება, რაც სპარტეში მყოფ მეფეთა შორის მხოლოდ ამან შეძლო.
71. როდესაც დაეცა დემარეტოსი, ხელისუფლება დაიმკვიდრა ლევტიქიდეს მენარესის ძემ. მას გაუჩნდა შვილი, ძევქსიდემოსი, რომელსაც ზოგიერთი სპარტელი კინისკოსს უწოდებდნენ. ამ ძევქსიდემოსს არ უმეფია სპარტეში, რადგანაც ლევტიქიდესზე ადრე გარდაიცვალა და დატოვა შვილი არქიდემოსი. ლევტიქიდემსმა რომ დაჰკარგა ძევქსიდემოსი, შეირთო მეორე ცოლი. ევრიდამე, რომელიც იყო მენიოსის და, ხოლო დიაქტორიდესის ასული. ამისაგან მას ვაჟი შესძენია, გაუჩნდა ქალი - ლამპიტო, რომელიც ლევტიქიდესმა მისცა და შერთო არქიდემოსის ძეს.
72. მაგრამ არც ლევტიქიდესი დაბერებულა სპარტეში, დემერატოსის მიმართ ჩადენილი საქმისათვის მიეზღო სამაგიერო: მან ლაკედემონელებით გაილაშქრა თესალიაში და როდესაც შეეძლო, მთელი მხარე დაემორჩილებინა, ბევრი ვერცხლი მიიღო ქრთამად. მას თავის კარავში ზედ დანაშაულზე წაასწრეს, როდესაც ვერცხლით გატენილ სახელოზე იჯდა. იგი სასამართლოში მისცეს და ამიტომ გაიქცა სპარტიდან, ხოლო მისი სახელი მთლად მოსთხარეს. იგი გაიქცა ტეგეეში და იქ გარდაიცვალა.
73. ეს ამბები შემდეგ ხანებში მოხდა, ხოლო როდესაც კლეომენესმა თავისას მიაღწია დემარეტოსის წინააღმდეგ საქმეში, მაშინ წაიყვანა ლევტიქიდესი და აბგინელებზე გაილაშქრა, იმათზე საშინლად გაბრაზებულმა მიყენებული შეურაცხყოფის გამო. როდესაც ორივე მეფე მოვიდა მათ წინააღმდეგ, აბგენელებმა გადაწყვიტეს, აღარ გაუწიონ მათ წინააღმდეგობა. ხოლო მეფეებმა გამოარჩიეს აბგინელთაგან 10 კაცი, ყველაზე ემტად ღირსეულნი - სიმდიდრითა და წარმოშობით და წაიყვანეს, ამათ შორის სხვებთან ერთად იყვნენ კრიოსი, პოლიკარტოსის ძე და კასამბოსი, არისტოკრატესის ძე, ყველაზე ძლევამოსილნი. მოიყვანეს ისინი ატიკის ქვეყანაში და მძევლად გადასცეს ათენელებს, აბგინელების მოსისხლე მტრებს.
74. ამის შემდეგ ცნობილიგ ახდა, რომ კლეომენესი ვერაგულად მოექცა დემარეტოსს, მას შეეშინდა სპარტელებისა და გაიპარა თესალიაში. აქედან მივიდა არკადიაში და იქ ახალი ამბები დაატრიალა: მან წააქეზა არკადიელები სპარტის წინააღმდეგ, ჩამოართვა მათ ფიცი, რომ წაჰყვებიან მას, სადაც არ უნდა წაიყვანოს ისინი და ამას გარდა უნდოდა, რომ არკადიელთა თავკაცები ქალაქ ნონაკრისში წაეყვანა და დაეფიცებინა სტიქსის წყლებთან. არკადიელები ამბობენ, რომ სტიქსის წყალი ამ ქალაქში არისო, და მართლაც არის აქ რაღაც ამგვარი; პატარა წყალი მოწანწკარებს კლდიდან და წვეთავს ხევში; ხოლო ამ ხევს ირგვლივ ძეძვნარი აკრავს. ნონაკრისი, სადაც ეს წყაროა, არკადიის ქალაქ ფენეოსთან არის.
75. როდესაც ლაკედემონელებმა შეიტყვეს, რომ კლეომენესმა ეს გააკეთა, შეეშინდათ, მოიყვანეს უკან სპარტეში და იგივე ძალაუფლება მიანიჭეს, რომლითაც უწინ მართავდა იგი მათ. როგორც კი დაბრუნდა კლეომენესი სპარტეში, მაშინვე სიგიჟის სენი შეეყარა, თუმცა უწინაც ცოტა არ იყოს შერეკილი იყო: როდესაც შეხვდებოდა ვინმე სპარტელს, სახეში კვერთხს არტყამდა ხოლმე. ამნაირი ქცევისათვის მისმა მახლობლებმა ერთხელ ბორკილები დაადეს, როგორც შეშლილს, შებორკილმა ერთხელ დაიანხა, რაომ მისი დარაჯი მარტოკაა და მოსთხოვა მას დანა. დარაჯს პირველად არ უნოდა მიცემა, მაგრამ კლეომენესი დაემუქრა მას, დამაცა, ერთი გავთავისუფლდეო და იქამდე ემუქრებოდა, სანამ დარაჯს (რომელიც ერთი ჰებლოტთაგანი იყო) არ შეეშინდა მისი მუქარისა და არ მისცა დანა. კლეომენესმა აიღო რკინა და დაიწყო თავის თავის დასერვა წვივებიდან. მან დაიჭრა სხეული სიგრძეზე ისე, რომ წვივებიდან ბარძაყებს აჰყვა, ხოლო ბარძაყებიდან თეძოებსა და ფერდებს, ვიდრე არ მიაღწია კუჭამდე და კუჭი რომ გაიჭრა, მაშინ მოკვდა. როგორც ელინთა შორის ბევრნი ამბობენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ კლეომენესმა ჩააგონა პითიას, დემარეტოსის შესახებ ისეთი რამეები ეთქვა, ხოლო როგორც მხოლოდ ათენელები ამბობენ, ეს იმიტომ დაემართა კლეომენესს, რომ ელევსინში შეჭრისას ღმერთების ჭალა გასჩეხა. ხოლო როგორც არგოსელები ამბობენ, იმიტომ დაისაჯა ასეკლეომენესი, რომ მან არგოსის ტაძრიდან გამოიყვანა ის არგოსელები, რომლებიც ბრძოლიდან გაიქცნენ და დახოცა, თვით ჭალა კი არაფრაც მიიჩნია და გადასწვა.
76. ეს მას მერე მოხდა, როდესაც კლეომენესს მისნობის შეტყობა უნდოდა და დელფოში უწინასწარმეტყველეს, რომ არგოსს აიღებდა. ამის მერე მან წაიყვანა სპარტელები და მივიდა მდინარე ერასინოსთნა, რომელზედაც ამბობენ, სტიმფალისის ტბიდან მოედინებაო (ეს ტბა უფსკრულში უჩინარდება და შემდეგ ისევ ჩნდება არგოსში, ამტიომაა, რომ ეს წყალი არგოსელთა მიერ ერასინოსად იწოდება). როდესაც მივიდა კლეომენესი ამ მდინარესთან, მას მსხვერპლი შესწირა. რადგან მსხვერპლშეწირვამ არ ანიშნა მდინარეზე გადასვლა, კლეომენესმა თქვა, რომ მას მოსწონს ერასინოსი, რომელსაც არ უნდა მოქალაქეთა გაცემა, მაგრამ არგოსელები მაინც ნუ გაიხარებენ. ამის მერე მან უკან დაიხია და ლაშქარი წაიყვანა თირეეში, აქ ზღვას მსხვერპლად შესწირა ხარი და ნავებით წაიყვანა ისინი ტირინთიისა და ნავპლიის მხარეებში.
77. არგოსელებმა ეს რომ შეიტყვეს, წავიდნენ ზღვისაკენ თავისიანების დასახმარებლად, ხოლო როგორც მიუახლოვდნენ ტირინთს, იმ ადგილას, რომელსაც ეწოდება სეპება, ჩამოხტნენ ლაკედემონელების პირდაპირ, ისე რომ ორ ბანაკს შორის მანძილი დიდი არ დაუტოვებიათ. არგოსელებს აშკარა ბრძოლის არ შეშინებიათ, მაგრამ იმისი ეშინოდათ, ვაი თუ ეშმაკობით დაგვიპყროს. სწორედ ამ ამბის შესახებ იყო მისნობა, რომელიც საერთოდ გამოუცხადა პითიამ ამათ და მილეტელებს, როდესაც თქვა შემდეგი: როდეასც მდედრი მამრს დაძლევს, გააძევებს და მოიპოვებს არგოსელებში პატივს, მაშინ ის ბევრ არგოსელ ქალს ჩამოაკაწვრინებს ლოყებს. მომავა ადამიანთა შორის ოდესმე ვინმე იტყვის: საშინელი, სამად დაკლაკნილი გველი დაძლეული იქნა და შუბით მოკლული . რადგან ყოველივე ეს ამბები ერთდროულად მოხდა, არგოსელები შიშმა შეიპყრო. ამიტომ იყო, რომ გადაწყვიტეს, დაეჯერებინათ მტრის მაცნესათვის, გადაწყვიტეს და ასეც მოიქცნენ, როგორც კი მაცნე ანიშნებდა რასმე ლაკედემონელებს, არგოსელებიც იმასვე აკეთებდნენ.
78. კლეომენესმა შეამჩნია, რომ არგოსელები ისე იქცეოდნენ, როგორც ანიშნებს ლაკედემონელებს თავიანთი საკუთარი მაცნე და გამოუცხადა თავისიანებს შემდეგი: როდესაც მაცნე ანიშნებს მათ საუზმეზე დასხდომას, მაშინ აიღონ მათ იარაღი და არგოსელებზე წავიდნენ. ლაკედემონელება აასრულეს ეს ბრძანება: როდესაც არგოსელები საუზმობდნენ ლაკედემონელების მაცნეს მინიშნებით, ესენი მათ თავს დაესხნენ, ბევრი მათგანი ამოხოცეს, ხოლო ბევრს კი, რომლებიც არგოსის ჭალას შეეფარნენ, ალყა შემოარტყეს და დაუდარაჯდნენ.
79. ამის მერე კლეომენესი შემდეგნაირად მოიქცა: მასთან იმყოფებოდა მტრის ბანაკიდან გამოქცეული რამდენიმე კაცი და იმათგან შეიტყო არგოსელთა სახელები. შემდეგ გამოძიახა და გაგზავნა მათთან მაცნე, რომელსაც ასწავლა იმ არგოსელთა სახელები, რომლებიც სალოცავში იყვნენ გამოკეტილები, გამოიძახა და ათქმევინა, რომ მათი გამოსასყიდი უკვე მოტანილია, ხოლო პელოპონესელთათვის დადგენილია გამოსასყიდი ორი მნა ყოველ ტყვეზე. ამგვარად კლეომენესმა გამოაძახებინა დაახლოებით 50 არგოსელი სათითაოდ და მოაკვლევინა, ხოლო რაც ხდებოდა, დაფარული იყო მათთვის, ვინც ჭალაში დარჩა. რადგან ტყეში ხშირი იყო, ვინც იქ იჯდა, ვერ ხედავადა, თუ რა ხდებოდა გარეთ, ვიდრე ერთი მათგანი არ ავიდა ხეზე და იქიდან არ გადმოხედა იმას, რასაც კლეომენესი სჩადიოდა. ამის მერე ისინი დაძახებაზე აღარ გამოდიოდნენ.
80. აქ კლეომენესმა უბრძანა ყველა ჰებლოტეს, რომ შეშა შემოეწყოთ ჭალისათვის და როდესაც მათ ეს შეასრულეს, ცეცხლი წაუკიდეს ჭალას. როდესაც ჭალა იწვოდა, იგი შეეკითხა ერთ-ერთ გადმოსულს, თუ ღმერთთაგან რომელს ეკუვნის ჭალა, ხოლო მან მიუგო, არგოსსო. ეს რომ მოისმიან, ამოიოხრა და თქვა: აპოლონ წინასწარმეტყველო, შენ მე სასტიკად მომატყუე, როცა მითხარი, არგოსს აიღებო. ვფიქრობ, რომ წინასწარმეტყველება უკვე ამისრულდა .
81. ამის შემდეგ კლეომენესმა ჯარის დიდი ნაწილი გაუშვა, რომ სპარტაში დაბრუნებულიყო, ხოლო თვითონ წაიყვანა 1000 უმამაცესი ჯარისკაცი და წავიდა ჰერას სალოცავში მსხვერპლის შესაწირავად. როდესაც მან მოინდომა მსხვერპლის შეწირვა საკურთხეველზე, ქურუმმა დაუშალა, უთხრა, უცხოელებისათვის აქ მსხვერპლშეწირვა ნებადართული არააო. კლეომენესმა უბრძანა ჰებლოტებს, ქურუმები საკურთხევლიდან გადმოეთრიათ და გაემათრახებიდათ, ხოლო თვითონ მსხვერპლი მაინც შესწირა. ამის შემდეგ კი სპარტეში წავიდა.
82. კლეომენესი რომ უკან დაბრუდნა, მტრებმა ის ეფორებს წარუდგინეს, იმას აბრალებდნენ, არგოსი იმიტომ არ აიღო, რომ არგოსელებმა მოისყიდესო, აღება კი მისთვის სრულიად ადვილი იყოო. კლეომენესმა ამაზე უპასუხა (ტყუოდა თუ მართალს ამბობდა, არ შემიძლია დაბეჯითბით ვთქვა), რომ როდესაც მან არგოსის სალოცავი აიღო, გადაწყვითა, ღმერთის მისნობა ამისრულდაო. ამის მერე არ მიაჩნდა სამართლიანად, რომ ქალაქის აღება მასზე უწინ ეცადა, ვიდრე მსხვერპლშეწირვას არ მოახდენდა და არ შეიტყბოდა, ღმერთი აძლევს მას თავდასხმის ნებას, თუ უშლის. როდესაც ის მსხვერპლს სწირავდა ჰერას ტაძარში, ქანდაკების მკერდიდან ცეცხლის ალი გამობრწყინდა და ამით მან შეიტყო დაბეჯითებით, რომ ვერ აიღებს არგოსს. რადგან ქანდაკების თავიდან რომ გამობრწყინებულიყო ცეცხლი, მაშინ აიღებდა ციხე-სიმაგრეს, ხოლო რაკიღა მკერდიდან გამობრწყინდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაც ღმერთს სურდა, ის მას უკვე შესრულებული ჰქონდა. სპარტელებს სარწმუნოდ და ბუნებრივად ეჩვენათ მისი ლაპარაკი და იგი ამჯერად ადვილად გადაურჩა თავის მტრებს.
83. არგოსი ისე დაიცალა კაცთაგან, რომ მთელი მათი საქმეები მონების ხელში გადავიდა, ისინი მართავდნენ და განაგებდნენ ვიდრე დაღუპულთა შვილები არ წამოიზარდნენ, მაშინ ამათ კვლავ ხელთ იგდეს არგოსი და მონები გააძევეს. ხოლო გაძევებულმა მონებმა ბრძოლით აიღეს ტირინთი, ერთხანს მათ მეგობრული განწყობილება ჰქონდათ ერთმანეთში, ხოლო მას შემდეგ, რაც მონებთან მივიდა მისანი კლეანდროსი, რომელიც წარმოშობით არკადიის ფიგალიიდან იყო, მან მონებს ჩააგონა თავს დასხმოდნენ ბატონებს. ამის მერე ხანგრძლივი ომი წამოიწყო მათ შორის, ვიდრე არგოსელებმა არ გაიმარჯვეს დიდის გაჭირვებით.
84. არგოსელები ამბობენ, რომ ამის გამო გაგიჟდა კლეომენესი და უკეთურად დაიღუპა, ხოლო თვით სპარტეელბი ამბობენ, რომ არავითარ ღვთაებრივ ძალას არ გაუგიჟებია კლეომენესი, მას სკვითებთან ჰქონდა ურთიერთობა, გალოთდა და ამან გააგიჟაო. მას შემდეგ, რაც დარიოსი შეიჭრა მომთაბარე სკვითების ქვეყანაში, სკვითებს უნდოდათ მისთვის სამაგიეროს გადახდა, ამიტომ გაგზავნეს სპარტეში კაცები, რომ ისინი მოკავშირეებად გაეხადათ და შეთანხმებულიყვნენ იმაში, რომ თვით სკვითები შეეცდებოდნენ მიდიაში შეჭრას მდინარე ფასისის გასწვრივ, ხოლო სპარტელებს შეუთვალეს დაძრულიყვნენ ეფესოდან, გაჰყოლოდნენ გზას ქვეყნის შიგნით და შემდეგ აქ სადმე შეხვედროდნენ სკვითებს. ამბობენ, რომ ამისათვის მოსულ სკვითებს კლეომენესი ხშირად ხვდებოდა, მოდიოდა მათთან, ჰქონდა მათთან ურთიერთობა და მათგან ისწავლა სმა. სპარტელები ფიქრობდნენ, ამისაგან გაგიჟდა იგი. როგორც თვითონ ამბობენ, აქედან წარმოსდგება გამოთქმა, სკვითიურად დამისხიო , როდესაც უნდოდათ გაუზავებელი ღვინის დალევა. ასე ამბობენ სპარტელები კლეომენესის შესახებ. მე კი ვფიქრობ, რომ კლეომენესს სამაგიერო მიეზღო დემარეტოსის მიმართ ჩადენილი ბოროტებისათვის.
85. აბგინელებმა რომ შეიტყვეს კლეომენესის სიკვდილი, გაუგზავნეს სპარტეში მოციქულები, რომელთაც უნდა დაედანაშაულებინათ ლევტიქიდესი იმის გამო, რომ მას ათენში ამათი მძევლები ჰყავდა. ლაკედემონელებმა შეკრიბეს სასამართლო და დაადგინეს, რომ ლევტიქიდესისაგან მეტისმეტად არიან შეურაცხყოფილი აბგინელები და გადაწყვიტეს მას, გაეცათ იგი და წაეყვანათ აბგინაზე იმ კაცების სანაცვლოდ, რომლებიც ლევტიქიდესს ათენში ჰყავდა დატოვებული. როდესაც აბგინელები წაყვანას უპირებდნენ ლევტიქიდესს, თეასიდეს ლეოპრეპესის ძემ, სპარტეში ცნობილმა კაცმა, უთხრა მათ: რას აკეთებთ აბგინელებო? მოქალაქეთა მიერ გაცემული სპარტელთა მეფე გინდათ წაიყვანოთ? შესაძლოა ამჟამად განრისხებულმა სპარტელებმა ასე გადაწყვიტეს, მაგრამ თუკი თქვენ ამას გააკეთებთ, ფრთხილად იყავით, რომ შემდეგში თქვენს ქვეყანას რაიმე დამღუპველი უბედურება არ დაატეხონ მათ თავს . ეს რომ მოისმინეს აბგინელებმა, აღარ წაიყვანეს იგი, მხოლოდ იმაში კი შეთანხმდნენ, რომ ლევტიქიდესი წაჰყვებოდა მათ ათენში და მისცემდა აბგინელებს იქ დატოვებულ მძევლებს.
86. როგორც კი მოვიდა ლევტიქიდესი ათენში, მოითხოვა მძევლები, მაგრამ ათენელები სხვადასხვა რასმე იმიზეზებდნენ, რადგანაც მიცემა არ უნდოდათ. იმასაც ამბობდნენ, რომ ორმა მეფემ მისცა მათ მძევლები და სამართლიანი არ იქნება ერთ მეფეს დაუბრუნონ მეორის გარეშე. როდესაც ათენელებმა უარი თქვეს მძევლების მიცემაზ, ლევტიქიდესმა უთხრა მათ შემდეგი: ათნელებო, ისე მოიქეცით, როგორც გინდათ, მაგრამ თუ დააბრუნებთ მძევლებს კარგს იზამთ, ხოლო თუ არ დააბრუნებთ - ცუდად მოიქცევით. მე კი მინდა გითხრათ, თუ რა მოხდა სპარტეში ერთ მიბარებულ ქონებასთან დაკავშირებით. ჩვენთან, სპარტელებში არის გადმოცემა იმის შესახებ, რომ ლაკედემონში ჩემზე ორი თაობით ადრე იყო ვინმე გლავკოსი, ეპიკიდესის შვილი, აი, იმაზე გიამბობთ და გეტყვით, რომ ყოველმხრივ პირველი კაცი იყო, განსაკუთრებით კი თავისი სამართლიანობით გამოირჩეოდა ყველა მათ შორის, ვინც ამ დროს ლაკდემონში ცხოვრობდა. ხოლო დადგა დრო და მას შემდეგი ამბავი შეემთხვა: სპარტეში მოვიდა მილეტელი კაცი, რომელსაც მასთან უნდოდა ლაპარაკი და უთხრა მას: მე მილეტელი ვარ, გლავკოს, და აქ იმიტომ მოვედი, რომ მინდა შენი პატიოსნება გამოვიყენო. მთელს ელადაში სახელგანთქმულია შენი სიმართლიანობა, განსაკუთრებით კი იონიაში. მე ჩემთვის ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ იონია მუდამ რაღაც ხიფათშია, ხოლო პელოპონესს უშიშარი, მკვიდრი მდგომარებოა აქვს და იმაზედაც რომ იონიაში ქონება არასოდეს არაა ერთისა და იმავე პიროვნების ხელში. ამისთანა რამეებზე ფიქრსა და ზრუნვაში გადავწყვიტე მთელი ჩემი ქონების ნახევარი ფულად მექცია და შენთვის მომებარებინა, რადგან კარგად ვიცი, რომ შენთან ხელუხლებლად შემენახება. ისე რომ, მიიღე ჩემგან ეს ფული და შეინახე ეს ნიშნებიც. ფული მხოლოდ იმას მიეცი, ვინც ამისთანა ნიშნებით მოვა და მოგთხოვს . ასე ილაპარაკა მილეტიდან მოსულმა უცხოელმა, ხოლო გლავკოსმა მიიბარა მისგან ფული ზემოთქმული პირობის საფუძველზე. კარგა ხნის შემდეგ სპარტეში მოვიდნენ იმ კაცის შვილები, რომელმაც გლავკოსს ფული მიაბარა. მოვიდნენ, ესაუბრნენ გლავკოსს, ნიშნები აჩვენეს და ფული მოითხოვეს, მან კი უარი უთხრა და მიუგო შემდეგი: სულ არ მახსოვს ეს ამბავი და ვერც თქვენმა ლაპარაკმა შემახსენა რამე. გულით კი მინდა, რომ მოვიგონო და სამართლიანად მოვიქცე, რადან თუ მივიღე ფული ზუსტად დაგიბრუნებთ, ხოლო თუ საერთოდ არ მიმიღია, მაშინ ელინთა კანონების მიხედვით მოგეპყრობით. ამიტომ პასუხს მოგცემთ დღეიდან მეოთხე თვეზე . მილეტელები დიდად დამწუხრებულნი წავიდნენ, რადგან დაკარგეს ფული; გლავკოსი კი მივიდა დელფოში მისნბის შესატყობად. იგი შეეკითხა სამისნოს, ფიცის მოშველიებით ხომ არ შეიძლება სხვისი ფულების მითვისება. პითიამ კი შემდეგი სიტყვებით უსაყვედურა: გლავკოს ეპიკიდესის ძევ, ამჟამად დიდად სასარგებლოა ფიცით რომ მიითვისე ფულები, დაიფიცე, რადგან სიკვდილი იმასაც მოელის, ვინც ფიცს ინახავს. მაგრამ ფიცს შვილი ჰყავს, უსახელო, რომელსაც არც ხელები აქვს და არც ფეხები, იგი გატაცებით სდევს ფიცის დამრღვევს, ვიდრე არ მოსთხრის და არ გაანადგურებს მთელ მოდგმას და მის მთელ სახლს. ხოლო ფიცის შემნახველი კაცის შთამომავლობას სულ უფრო და უფრო უკეთესი ცხოვრება ექნება მომავალში . ეს რომ მოისმინა გლავკოსმა, ღმერთს შეევედრა ეპატიებინა მისთვის მისი ნთქვამი. პითიამ კი უთხრა, რომ სულერთია ღმერთისათვის, ცთუნებას განიცდი თუ ასეთ საქმეს მართლა ჩაიდენ. ამის მერე გლავკოსმა მოიწვია მილეტელი სტუმრები და დაუბრუნდა ფული; ახლა კი გეტყვით, ათენელებო, თუ რის გამო წამოვიწყე ამ ამბის თხრობა: ამჟამად გლავკოსს არც ჩამომავალი ჰყავს და არც რაიმე სახელი არსებობს, რომელსაც გლავკოსისა ერქვას, ძირფესვიანად არის ის სპარტიდან ამოგდებული. ამგვარად, კარგია, არც კი დაფიქრდე მიბარებული ქონების შესახებ და როგორც კი მოგთხოვს პატრონი, მაშინვე უკან დაუბრუნო .
87. ასე ილაპარაკა ლევტიქიდესმა და რადგან არც კი მოუსმინეს ათენელებმა, უკან გაბრუნდა. ხოლო აბგინელებმა, რომელთაც ჯერ კიდევ არ ეგოთ პასუხი ათნელთა მიმართ ჩადენილი შეურაცხყოფისათვის, რომელიც თებელთა საამებლად მიაყენეს მათ, კიდევ ასეთი რამ ჩაიდინეს: ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ათენელების, თავი მათგან განაწყენებულად მიაჩნდათ და ემზადებოდნენ ათენელთა დასასჯელად: როდესაც ათნელებს სუნიონში ის დღეობა ჰქონდათ, რომელიც ყოველ მეხუთე წელს იმართება, აბგინელები მათ ჩაუსაფრდნენ და ხელთ იგდეს წმინდა ხომალდი, სავსე ათენელი თავკაცებით, რომლებიც შეიპყრეს და შებორკეს.
88. ათენელებს რომ ეს გადახდათ აბგინელეთაგან, მეტი აღარ დააყოვნეს და ყოველივე ბოროტს იზრახავდნენ აბგინელთა წინააღმდეგ. აბგინაზე იყო ერთი ნიკოდრომოსი, კნობტოსის ძე, სახელგანთქმული კაცი. იგი ძალიან გაჯავრებული იყო აბგინელებზე, რომელთაც უწინ თვითონ ის გააძევეს კუნძულიდან. მან რომ შეიტყო ათენელები აბგინელთათვის ბოროტის გასაკეთებლად ემზადებიანო, შეუთანხმდა ათენელებს, რომ გადასცემდა მათ აბგინას და დაუნიშნა დღე, როდესაც წამოიწყებდა თვითონ ამ საქმეს, ხოლო ისინი უნდა მისულიყვნენ და დახმარებოდნენ.
89. ამის შემდეგ ათენელებთან შეთანხმების თანახმად, ნიკოდრომოსმა დაიჭირა ძველ ქალაქად წოდებული ადგილი, მაგრამ ათენელები დროზე არ მოვიდნენ; რადგანაც მოხდა ისე, რომ მათ არ ჰყავდათ ხომალდები, რომლებიც შეძლებდნენ აბგინელებთან ბრძოლას და სანამ ისინი კორინთელებს სთხოვდნენ, ხომალდებით დაგვეხმარეთო, საქმეც დაიღუპა. ხოლო კორინთელებმა, რომლებიც ამ დროს საგანგებოდ მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ მათთან, თხოვნის მერე მისცეს ათენელებს ოცი ხომალდი, მისცეს და თითოეულ ხომალდში 5 დრაქმა გამოართვეს (რადგან საჩუქრად მიცემა მათი კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა). ეს ხომალდებიც წაიყვანეს ათენელებმა და თავისებიც, მოამზადეს სულ 70 ხომალდი და გასცურეს აბგინაზე, მაგრამ ერთი დღე გადააცილეს დათქმულ დღეს.
90. ხოლო ნიკოდრომოსი, რაკი ათენელები დანიშნულ დროზე არ მოვიდნენ, ხომლადზე ავიდა და გაიქცა აბგინიდან, ხოლო მას თან გაჰყვნენ სხვა აბგინელებიც: ათენელებმა ამათ სუნიონის მისცეს საცხოვრებლად. ესენი აქედან ესხმოდნენ თავს და ძარცვავდნენ კუნძულზე მყოფ აბგინელბს. თუმცა ეს შემდეგში მოხდა.
91. შეძლებულმა აბგინელებმა დაამარცხეს ნიკოდრომოსთან ერთად გამდგარი ხალხი და როდესაც ისინი ხელთ იგდეს, გამოიყვანეს დასასჯელად. ამის მერე მძიმე ცოდვა აწვათ მათ კისერზე, რომლისგანაც, რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფრით შეძლეს განწმენდა. ისინი უწინ იქნენ გამოძევებული კუნძულიდან, ვიდრე ღმერთქალს მოალმობიერებდნენ. ეს ყვლაერი მოხდა იმიტომ, რომ როდესაც მათ ხალხიდან ცოცხლივ შეპყრობილი 70 კაცი გამოიყვანეს დასასჯელად, ერთმა მათგანმა თავი იხსნა ბორკილებისაგან და შეეფარა დემეტრეკანონმდებლის ტაძრის კარიბჭეს, სადაც ხელი ჩასჭიდა ამ კარიბჭის რგოლებს. ხოლო რადგან აბგინელებმა ვერ შეძლეს ამ კარიდან მისი აგლეჯა და გამთრევა, დააჭრეს ხელები და ეგრე წაიყვანეს; ხოლო ეს ხელები პირდაპირ შეეზარდა ამ რგოლებს.
92. ასე მოექცნენ აბგინელები თავის ხალხს. ხოლო როდესაც ათენელები მოვიდნენ, აბგინელები შეებრძოლნენ მათ თავისი 70 ხომალდით. მაგრამ დამარცხდნენ ამ საზღვაო ბრძოლაში და როგორც უწინ, ახლაც ისევ არგოსელებს მიმართეს. ამათ კი აღარ მოინდომეს მათი დახმარება, რადგან ნაწყენები იყვნენ იმათზე, იმის გამო, რომ კლეომენესის მიერ იძულებული აბგინელთა ხომალდები ლაკედემონელებთან ერთად მიადგნენ არგოლიდის ქვეყანას. ამ თავდასხმის დროს სიკიონელთა ხომალდებიდანაც გადმოვიდნენ ნაპირზე კაცები. ამისათვის არგოსელებმა მათ სასჯელად 1000 ტალანტი შეაწერეს, თითოეულს ამათგან - 500. სიკიონელებმა ცნეს ის, რომ უსამართლოდ მოიქცნენ და თანახმა იყვნენ 100 ტალანტი გადაეხადათ, რითაც სასჯელის მოხდას აპირებდნენ, ხოლო აბგინელებმა არც დანაშაული ცნეს და ძალიან თავხედურადაც მოიქცნენ. ამიტომ იყო, რომ როდესაც შეწევნა სთხოვეს, არც ერთი არგოსელი არ გაუგზავნია სახელმწიფოს დასახმარებლად, ხოლო მოხალისეთაგან შედგა 1000 კაცამდე. ესენი წაიყვანა მხედართმთავარმა, რომელსაც სახელად ერქვა ევრიბატესი, ხუთჭიდში მონაწილე კაცმა. ამათგან მეტი წილი უკან აღარ დაბრუნებულა, რადგან ათენელებმა ამოწყვიტეს აბგინაზე, ხოლო თვითონ მათ მხედართმავარი ევრიბატესი პირისპირ შეებრძოლა სამ ვაჟკაცს და დახოცა ისინი, ის კი მოკლა მეოთხემ, სოფანეს დეკელეელმა.
93. ერთხელ, როდესაც ათენელები მოუმზადებლები იყვნენ, აბგინელები დაესხნენ თავს ხომალდებით და დაამარცხეს, წაართვეს 4 ხომალდი იმ ხალხიანად, რომელიც ზედ ისხდა.
94. ასე დაიწყო ათენელების ომი აბგინელებთან. ხოლო სპარსელი მეფე ამასობაში თავისას აკეთებდა, რადგან მსახური გამუდმებით ახსენებდა მას ათენელების შესახებ და პებსისტრატიდებიც აბეზრებდნენ თავს ათენელების შესმენით. ამასთანავე დარიოსს უნდოდა საბაბად გამოეყენებინა ეს ამბავი და დაემორჩილებინა ელადის ის ხალხები, რომლებმაც არ მისცეს მას მიწა და წყალი. მან მარდონიოსი გაათავისლფა მხედართმთავრობისაგან, რადგან ლაშქრობაში წარმატება ვერ მოიპოვა; დანიშნა სხვა მხედართმთავრები და გაგზავნა ერეტრიასა და ათენში. ესენი იყვნენ დატისი, წარმოშობით მიდიელი, და არტაფრენესი, არტაფრენესის შვილი, თავისი ძმისშვილი. მან გაგზავნა ესენი და უბრძანა, დაემორჩილებინათ ათენი და ერეტრია და მისთვის მონები წარმოედგინათ.
95. ეს მხედართმთავრები დანიშვნისთანვე წამოვიდნენ მეფისაგან და მივიდნენ კილიკიის ალებონის დაბლობში, თან მოიყვანეს დიდი ქვეითი ჯარი, რომელიც კარგად იყო მომარაგებული. აქ მათ დაიბანაკეს და მათ შეუერთდა მთელი საზღვაო ფლოტი, რომელიც შეწერილი ჰქონდა ცალკეულ ხალხებს, მოვიდა აგრეთვე ცხენების გადამტვირთველი ხომალდები, რომლებიც დარიოსმა მოამზადებინა ჯერ კიდევ წინა წელს თავის მოხარკეებს, შერეკეს ცხენები ამ ხომალდებზე, დასხეს ქვეითი ჯარიც და 600 ტრიერით გასცურეს იონიაში. აქედან ხმელეთის გაყოლებით კი არ დაიჭირეს გეზი პირდაპირ ჰელესპონტისა და თრაკიისაკენ, არამედ წამოვიდნენ სამოსიდან, იკაროსის ზღვის გასწვრივ და მიცურავდნენ კუნძულიდან კუნძულისაკენ. მე მგონია, იმათ განსაკუთრებით ეშინოდათ ათონის ირვლივ მოგზაურობისა, რადგან წინა წლის ლაშქრობისას სწორედ ამ ადგილას დაზარალდნენ ძალიან . ამას გარდა ნაქსოსის გამოც იქცეოდნენ ასე, რადგან ჯერ არ ჰქონდათ ნაქსოსი დაპყრობილი.
96. იკაროსის ზღვიდან სპარსელები მივიდნენ ნაქსოსზე (რაგან პირველად მისი დალაშქვრა უნდოდათ), მათ ახსოვდათ თუ ისინი უწინ. . . მაგრამ ნაქსოსელებმა მათ არ დაუცადეს და მთებისაკენ გაიქცნენ. სპარსელებმა ნაქსოსელი ვინც მოიხელთეს, დაატყვევეს, ხოლო ტაძრები და ქალაქი გადაწვეს. შემდეგ კი სხვა კუნძულებისაკენ წავიდნენ.
97. სანამ სპარსელები ამას აკაეთებდნენ, დელოსელებმა თვითონ დატოვეს დელოსი და ტენოსზე გაიქცნენ. როდესაც ფლოტი მიუახლოვდა დელოსს, დატისმა, რომელიც წინ მიცურავდა, არ მისცა ნება, რომ ხომალდები თვით ამ კუნძულთან გაჩერებულიყვნენ, არამედ გააჩერა გადაღმა რენაბეში. როდესაც შეიტყო, თუ სად იყვნენ დელოსელები, გაუგზავნა მაცნე და შეუთვალა მათ: წმინდა ვაჟკაცებო, რას გაიქეცით? რატომ მაწერთ ისეთ რამეს, რაც არ დამიმსახურებია? მე თვითონაც იმდენად და მეფისაგანაც ისე მაქვს ნაბრძანები, რომ იმ ქვეყანას, რომელშიც ორი ღმერთი7 დაიბადა, არ გავანადგურებთ; არ გავანადგურებთ არც ქვეყანას და არც მის მოსახლეობას. მოდით, დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში და მოუარეთ თქვენს კუნძულს. ეს შეუთვალა მან დელოსელებს მაცნეს პირით, ხოლო შემდეგ 300 ტალანტი საკმეველი დააზვინა საკურთხეველზე და უკმია.
98. დატისმა რომ ეს გააკეთა, თავისი ლაშქრით პირველად ერეტრიაში წავიდა და თან წაიყვანა იონიელებიც და ეოლიელებიც. მისი წასვლის შემდეგ დელოსი შეანჯრია მიწისძვრამ და როგორც დელოსელები ამბობენ, ეს მოხდა პირველად და უკანასკნელად ჩემს დრომდე. ეს სასწაული ღმერთმა ადამიანებს მოუვლინა იმისათვის, რომ მომავალი უბედურებები ენიშნებინა. მართლაც, დარიოს ჰისტასპესის ძის ქსერქსეს დარიოსის ზისა და არტოქსერქსეს ქსერქსესის ძის დროს (ამ სამი ერთიმეორის მიმდევნო თაობის დროს) ელადას უფრო მეტი უბედურება დაატყდა თავს, ვიდრე იმ 20 თაობის მმართველობაში, რაც უსწრებდა წინ დარიოსს, ნაწილობრივ სპარსელებისაგან, ხოლო ნაწილობრივ თვით საკუთარი ბელადებისაგან, რომლებიც ძალაუფლებისათვის ეომებოდნენ ერთმანეთს. ამგვარად, არაფერია უჩვეულო იმაში, რომ დელოსი იძრა, მაშინ, როდესაც ის უწინ უძრავად იყო. ხოლო ღვთისგანგებაში ამის შესახებ შემდეგი ყოფილა დაწერილი:
შევანძრევ დელოსსაც, თუმცა ის უძრავი არის. ელინურ ენაზე ეს სახელები ნიშნავენ: დარიოსი - მოქმედს, ქერქსესი - მეომარს, არტოქსერქსესი - დიდ მეომარს. ასე უწოდებდნენ სწორედ თავიანთ ენაზე ელინები ამ მეფეებს.
შევანძრევ დელოსსაც, თუმცა ის უძრავი არის. ელინურ ენაზე ეს სახელები ნიშნავენ: დარიოსი - მოქმედს, ქერქსესი - მეომარს, არტოქსერქსესი - დიდ მეომარს. ასე უწოდებდნენ სწორედ თავიანთ ენაზე ელინები ამ მეფეებს.
99. ხოლო დელოსიდან წარმოსული ბარბაროსები მიადგნენ სხვა კუნძულებს, იქიდან წამოიყვანეს ლაშქარი და კუნძულებზე მცხოვრებთა შვილები მძევლებად აიყვანეს. კუნძულების შემოვლისას სპარსელები კარისტოსსაც მიადგნენ და რადგან კარისტელებმა არც მძევლები მისცეს და არც მეზობელი ქალაქების წინააღმდეგ ლაშქრობაზე დათანხმდნენ, მაშინ ამათ ალყა შემოარტყეს და მათ მიწას ანადგურებდნენ, მანამ, ვიდრე კარისტელებიც არ გადავიდნენ სპარსელთა მხარეზე.
100. ხოლო როდესაც ერეტრიელებმა შეიტყვეს, რომ სპარსელი ლაშქარი მათ წინააღმდეგ მოცურავს, სთხოვეს ათენელებს მხარი დაგვიჭირეთო, ათენელებს უარი არ უთქვამთ დახმარებაზე და შემწედ მისცეს 4000 კაცი იმათგან, რომელთაც ეჭირათ წილად რგებული მიწა ქალკიდის ჰიპობოტებში. ხოლო ერეტრიელებს რაიმე გარკვეული გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდათ მიღებული; ათენელები რომ მოიწვიეს, მათ შორის ორნაირი აზრი არსებობდა: ერთნი იმას ამბობდნენ, რომ დაეტოვებინათ ქალაქი და შეფარებოდნენ ევბეის მაღლობებს, ხოლო მეორენი, რომელნიც საკუთარ გამოჩენას ელოდნენ სპარსთა მეფისაგან, ღალატისათვის ემზადებოდნენ. ორივე მხარის განზრახვა შეიტყო ერეტრიელთა შორის წარჩინებულმა კაცმა, აბსქინეს ნოთონის ძემ; მან მოსულ ათენელებს გააგებინა ყოველივე, რაც მათთან ხდებოდა და სთხოვა, რომ გაბრუნებულიყვნენ თავის ქვეყანაში, თუ არ უნდოდათ, ამომწყდარიყვნენ. აბსქინესმა ასე ურჩია და ათენელებმაც მას დაუჯერეს.
101. მართლაც ისინი გადავიდნენ ოროპოსში და ასე გადაირჩინეს თავი, ხოლო სპარსელებმა თავისი ხომალდებით ერეტრიის ქვეყნისაკენ გაცურეს და მივიდნენ ტემენოსში, ქობრეებში და აბგილიაში, დაიჭირეს ეს ადგილები, მაშინვე ცხენები გადმოსხეს ხმელეთზე და მტერზე თავდასასხმელად გაემზადნენ. ხოლო ერეტრიელებს არა ჰქონდათ გადაწყვეტილი, გამოსულიყვნენ და ებრძლათ, რადგან მას მერე, რაც გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ ისინი ვერ დატოვებდნენ ქალაქს, ისინი იმისათვის ზრუნავდნენ, რომ როგორმე დაეცვათ ქალაქის ზღუდეები, სასტიკი იერიში იქნა მიტანილი ამ კედლებზე და 6 დღის განმავლობაში ბევრი დაიღუპა ორივე მხირდან. მეშვიდე დღეს ევფორბოსმა, ალიმაქოსის ძემ და ფილაგროსმა, კინეესის ძემ, მოქალაქეთა შორის სახელოვანმა კაცებმა, ქალაქი გადასცეს სპარსელებს. სპარსელები რომ შევიდნენ ქალაქში, ჯერ სამლოცველოები გაძარცვეს და დაწვეს, ეს იმიტომ, რომ სამაგიეროს უზღავდნენ სარდეში გადამწვარი სამლოცველოებისათვის, ხოლო შემდეგ დარიოსის განკარგულების თანახმად დაიმორჩილეს მოსახლეობა.
102. სპარსელებმა ხელთ რომ იგდეს ერეტრია, დაჰყვეს იქ რამდენიმე დღ და შემდეგ გაცურეს ატიკის ქვეყნისაკენ, დიდად ჩქარობდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ იმასვე უზამდნენ ათენელებს, რაც უყვეს ერეტრიელებს. რადგან მარათონი ატიკის ყველაზე უფრო მოსახერხებელი ადგილი იყო ცხენოსნობისათვი, და თან ყველაზე უფრო ახლოს ერეტრიიდან, ჰიპიესმა, პებსისტრატოსის ძემ აქ მოიყვანა სპარსელები.
103. ათენელებმა რომ ეს შეიტყვეს, გაეშურნენ თვითონაც მარათონისაკენ. მიჰყავდა ისინი ათ მხედართმთავარს , რომელთა შორის მეათე იყო მილტიადესი, რომლის მამა კიმონი, სტესაგორესის ძე, შეიპყრო და ათენიდან გააძევე პებსისტრატოსმა, ჰიპოკრატესის ძემ. გაძევებულმა კიმონმა ოთხცხენიანი ეტლით გაიმარჯვა ოლიმპიურ შეჯიბრებაზე და ისეთივე გამარჯვება მოიპოვა მან, როგორიც მისიმა დედითერთმა ძმამ, მილტიადესმა. ხოლო ამის მერე, როდესაც შემდეგ ოლიმპიადაზე იმავე ფაშატებით გაიმარჯვა ისევ კიმონმა, მან ნება დართო პებსტრატორსს, თვითონ გამოცხადებულიყო გამარჯვებულად. გამარჯვება რომ პებსისტრატოსს დაუთმო, ამით ის შეირიგა, რის შემდეგ კიმონი უკან დაბრუნდა თავის სამშობლოში. ხოლო როდესაც მან შემდეგ, სხვა ოლიმპიადაზე იმავე ფაშატებით მოიპოვა გამარჯვება, იგი შეიპყრეს და მოკლეს პებსისტრატოსის შვილებმა, მაშინ, როდესაც თვით პებსისტრატოსი აღარ იყო ცოცხალი. იმათ კიმონი მოკლეს პრიტანებონთან ღამით, მიგზავნილი კაცების ხელით. დასაფლავებულია კიმონი ქალაქის წინ იმ გზის გადაღმა, რომელიც გადადის ე.წ. კობლეზე3. ხოლო მის პირდაპირ დასაფლავებული არიან ის ფაშატები, რომლებმაც მას სამ ოლიმპიადაზე მოუპოვეს გამარჯვება. ასევე გაითქვეს სახელი სხვა ფაშატებმაც, სახელდობრ ევაგორეს ლაკონელისამ, მაგრამ მათზე უფრო მეტი გამარჯვება სხვას არ ხვდომია წილად. ხოლო კიმონის შვილთაგან უფროსი იყო სტესაგორესი, რომელიც იმ დროს იზრდებოდა ქერსონესში თავისი მამის ძმასთან, მილტიადესთან. უმცროსი შვილი კი იმყოფებოდა თვით კიმონთან ათენში: სახელად მას მილტიადესი ერქვა ქერსონესის დამაარსებელის, მილტიადესი სახელის მიხედვით.
104. ამრიგად, ის მილტიადესი მხედართმთავრობდა მაშინ ათენელებს, რომელიც მოვიდა ქერსონესიდან და ორჯერ გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ მაშინ, როდესაც ფინიკიელებმა მისდიეს მას ვიდრე იმბროსამდე და ყველაფერს იზამდნენ საიმისოდ, რომ ის შეეპყროთ და მეფისათვის მიეგვარათ, ხოლო მეორედ მაშინ, როდესაც გამოექცა ამათ და მოვიდა თავის ქვეყანაში, ფიქრობდა, რომ უკვე გადარჩენილია და მაშინ, მისმა მტრებმა, რომლებიც მას ელოდებოდნენ, სასამართლოში წაიყვანეს და ბრალს სდებდნენ ქერსონესში ტირანოებისათვის. იგი ამათაც გადაურჩა და ხალხის მიერ არჩეული დააყენეს ათენელთა მხედართმთავრად.
105. პირველად, როდესაც ჯერ კიდევ ქალაქში იყვნენ, მხედართმთავრებმა სპარტეში გაგზავნეს მაცნედ ათენელი ფილიპიდესი, რომელიც საერთოდ მალიადმსრბოლი იყო და ამ საქმიანობას ეწეოდა. როგორც თვითონ ფილიპიდესი ჰყვებოდა და როგორც ამცნო მან ათენელებს, პართენიონის მთასთან, რომელიც ტეგეეს ზემოთაა, შეხვდა მას პანი. პანმა ფილიპედესს სახელი დაუძახა და უბრძანა გადაეცა ათენელებისათვის, რატომ არ ზრუნავენ ისინი მისთვის, მაშინ, როდესაც ის ათ ნელების მიმართ კეთილად არის განწყობილი. უკვე მრავალგზის უქნია მათთვის სიკეთე და კვლავაც უზამს; ათენელებმა, რაკიღა მათი საქმეები კარგად წარიმართა, ირწმუნეს, რომ ეს მართალია და აკროპოლისის ქვემოთ ააგეს პანის სამლოცველო და ამ ცნობის მიღებიდან მოყოლებული, ყოველწიურად მსხვერპლშეწირვებითა და ჩირაღდნებიანი პროცესიით ადიდებდნენ მას.
106. როდესაც გაგზავნეს მხედართმთავარმა ეს ფილიპიდესი (მაშინ, მან რომ თქვა, პანი მეჩვენაო), ათენელთა ქალაქიდან გამოსული, მეორე დღეს უკანვე სპარტეში იყო, მივიდა მის მმართველებთან და უთხრა: ლაკედემონელებო, ათენელები გთხოვენ თქვენ დაეხმაროთ და არ დაუშვათ ის, რომ ელინთა უძველესი ქალაქი ბარბაროსთა მონობაში ჩავარდეს. რადგან ერეტრია უკვე დამორჩილებულია და ელიდა ამჟამად ერთი მნიშვნელოვანი ქალაქით უფრო ღარიბია. მან გადასცა სპარტელებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა, ხოლო სპარტელებმა გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ ათენელებს, მაგრამ ამთ არ შეეძლოთ მაშინვე შეესრულებინათ გადაწყვეტილება, რადგან არ უნდოდათ კანონის დარღვევა. მაშინ თვის მეცხრე დღე იდგა, ხოლო მათ თქვეს, რომ მეცხრე დღეს ვერ გამოვლენ თავის ქვეყნიდან, რადგან მთვარე ჯერ სავსე არ არისო.
107. ვიდრე ესენი მთვარის ავსებას უცდიდნენ, ჰიპიესმა, პებსისტრატოსის ძემ, ბარბაროსები მარათონში მიიყვანა, ხოლო წინა ღამით ძილში მან ასეთი სიზმარი ნახა: ეჩვენა ჰიპიესს, თითქოს თავის საკუთარ დედასთან იწვა. ამ სიზმრის მიხედვით მან დაასკვნა, რომ დაბრუნდება ათენში, თავის ძალაუფლებას აღიდგენს და თავის სამშობლოში გარდაიცვლება მოხუცებული. სიზმრის მიხედვით მან ასე დაასკვნა. ახლა კი მიუძღვებოდა სპარსელებს, ჯერ ერეტრიდან წამოყვანილი ტყვეები გადმოსხა სტირეელთა კუნძულზე, რომელსაც ეწოდება აბგილიე, ხოლო შემდეგ მანვე დააყენა ღუზაზე მარათონში წაყვანილი ხომალდები და ხმელეთზე გადმოსული ბარბაროსები საბრძოლოდ დარაზმა. ის რომ ამას აწესრიგებდა, მოხდა ისე, რომ აუტყდა ცხვირის ცემინება და ხველება იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე მან ჩვეულებრივ იცოდა. რადგან ხნიერი იყო, კბილების მეტი წილი ენძრეოდა, ხოლო ძლიერი ხველების სედეგად ერთი კბილი კიდევაც გამოუვარდა პირიდან. კბილი ქვიშაში ჩავარდა და ჰიპიესმა ბევრი ეძება, რომ ეპოვნა. რაკი კბილი ვერ იპოვა, ამოიოხრა და მის გვერდზე მდგომთ უთხრა: ეს მიწა ჩვენი არაა და ვერც შევძლებთ მის დამორჩილებას, რამდენიც მე ჩემ წილად მეკუთვნოდა, ის ჩემმა კბილმა დაიჭირა. ჰიპიესმა დაასკვნა, რომ ასე ასრულდა მისი სიზმარი.
108. ჰერაკლეს ჭალაში დარაზმულ ათენელებთან მშველელად უკლებლივ მოვიდნენ პლატეელები. პლატეელები თავისი ნებით უკვე მორჩილებდნენ ათენელებს და ათენელებს მათ გამო ბევრი ჯაფა ჰქონდათ გაწეული. ხოლო ისინი ათენელებს ამგვარად ჩაბარდნენ: თებელების მიერ შევიწროვებული პლატეელები პირველად აპირებდნენ მინდობოდნენ კლეომენესს, ანაქსსანდრიდესის ძეს და ლაკედემონელებს, რომლებიც იქ აღმოჩნდნენ. მაგრამ მათ არ მიიღეს ისინი და უთხრეს მათ შემდეგი: "ჩვენ თქვენგან შორს ვცხოვრობთ, ამიტომ ასეთ პირობებში ჩვენის მხრიდან დახმარება მეტისმეტად უმნიშვნელო იქნება, რადგან მრავალგზის მოასწრებთ თქვენ ტყვეობაში ჩაცვივნას, ვიდრე ვინმე ჩვენგანი ამას შეიტყობს. ჩვენ გირჩევთ, ჩაჰბარდეთ ათენელებს, თქვენს მეზობლებს, რომლებიც ცუდი მფარველები არ იქნებიან". ეს ურჩიეს ლაკედემონელებმა არა იმიტომ, რომ კეთილს იზრახავდნენ პლატეელების მიმართ, არამედ იმიტომ, რომ უნდოდათ ათენელებისათვის სადარდებელი გაეჩინათ - ბეოტიელებთან ომები. ლაკედემონელებმა რომ პლატეელებს ეს ურჩიეს, იმათაც დაუჯერეს და როდესაც ათენელები თორმეტი ღვთაების დღესასწაულს იხდიდნენ, მავედრებლად დასხდნენ საკურთხეველთან და თავისი თავი მათ ჩააბარეს. თებელებმა რომ ეს შეიტყვეს, გაილაშქრეს პლატეელებზე. ამათ კი ათენელები დაეხმარნენ. ბრძოლა უნდა გაჩაღებულიყო, მაგრამ ეს არ დაუშვეს კორინთელებმა, რომლებიც აქ აღმოჩდნენ და როდესაც ორივე მხარემ მომრიგებლობა დააკისრა, შეარიგეს ისინი და მიწაზედაც საზღვარი დაუდგეს იმ პირობით, რომ თებელები თავს დაანებებდნენ იმ ბეოტიელებს, ვისაც არ სურდა ბეოტიელთა კავშირის წევრობა. კორინთელებმა რომ მოაგვარეს ეს ამბავი, წავიდნენ, ხოლო შემდეგ ათენელები რომ მოდიოდნენ, ბეოტიელები დაესხნენ მათ თავს, დაესხნენ, მაგრამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ. ხოლო შემდეგ ათენელებმა გადალახეს ის საზღვრები, რომლებიც კორინთელებმა პლატეელებს დაუწესეს. ეს საზღვრები გადალახეს და თებელთა და პლატეელთა საზღვრად თვით ასოპოსი და ჰისიე დააწესეს. აი, ამგვარად მოხდა, რომ მიენდვნენ პლატეელები ათენელებს, ახლა კი მოვიდნენ მათ მეშველად მარათონში.
109. ათენელ მხედართმთავართა აზრი გაიყო, ერთ ნაწილს არ სურდა ბრძოლა (რადგან მცირერიცხოვანნი ვართ მიდიელთა ლაშქართან შესაბრძოლებლადო), მეორე ნაწილი კი მომხრე იყო ბრძოლისა და მათ შორის იყო მილტიადესიც. აზრი რომ გაიყო, გამარჯვება ამ აზრთა შორის უარესისაკენ იხრებოდა და მაშინ ოხდა ასეთი რამ: იყო მეთერთმეტე ხმოსანიც, რომელიც კენჭისყრით იყო არჩეული ათენელთა პოლემარქოსად (ძველად ათენელები პოლემარქოსს მხედარმთავრების თანაბარ ხმას ანიჭებდნენ). ხოლო ეს პოლემარქოსი იყო კალიმაქოს აფიდნელი. მასთან მივიდა მილეტიადესი და უთხრა: "კალიმაქოს, შენზეა ახლა დამოკიდებლი, ათენი მონობაში ჩავარდება, თუ გათავისუფლდება და თუ გათავისუფლდა, მაშინ დაუტოვებ შენს შესახებ ისეთ მოგონებას ადამიანთა ყველა მომდევნო თაობას, როგორიც არ დაუტოვებია ჰარმოდიოსსა და არისტოგებტონს, და არც სხვა ვინმეს მას მერე, რაც ათენელები არსებობენ, ახლაა, რომ უდიდესი საფრთხის წინაშე დგანან. თუ ისინი დაიმორჩილეს მიდიელებმა, სრულიად ცხადია, რა მოელით ჰიპიესის ხელში ჩაცვენილთ. ხოლო თუ ამ ქალაქმა გაიმარჯვა, მას შეუძლია პირველი გახდეს ელინურ ქალაქთა შორის. ახლა კი მოგითხრობთ, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, და რატომაა, რომ ამ საქმეში გადაწყვეტა შენზეა დამოკიდებული; ჩვენი, ათი მხედართმთავრის, აზრი გაიყო: ერთნი ვამბობთ, რომ ბრძოლა გაიმარტოს, ხოლო მეორენი ამბობენ, არ უნდა მოხდეს შეტაკებაო. თუ არ ვიბრძოლებთ, ასე მგონია, რომ რაღაც დიდი განხეთქილება ჩამოვარდება და შეანჯღრევს ათენელთა გონებას და მათ მიდიელთა მომხრეებად აქცევს. ხოლო თუ ჩვენ მანამ დავესხმებით თავს, სანამ ათენელთა შორის თავს იჩენს განხეთქილება, მაშინ ღმერთები სამართლიანობას გამოიჩენენ და ჩვენ შევძლებთ ბრძოლაში გამარჯვებას. ამგვარად ეს ყოველივე შენ ხელშია და შენზეა დამოკიდებული. რადგან თუ ჩემს მხრეს დაიჭერ, შენი სამშობლო თავისუფალი იქნება და შენი ქალაქი პირველი გახდება ელადის ქალაქთა შორის. ხოლო თუ იმათ აზრს მივემხრობით, რომელთაც ბრძოლა არ უნდათ, მაშინ, იმის საწინააღმდეგო მოხდება, რაც კი რამ კარგი ჩამოგითვალე".
110. ასე ელაპარაკა მილტიადესი კალიმაქოსს და მიიმხრო კიდევაც და როდესაც ამათ დაჯგუფებას მიემათა პოლემარქოსის ხმა, გადაწყდა შებრზოლება. ამის შემდეგ ის მხედართმთავრები, რომლებიც მომხრე იყვნენ შებრძოლებისა, თავის წილხვდომილ წინამძღოლობას გადასცემდნენ ხოლმე მილტიადესს; ისიც ღებულობდა მათგან ამას, მაგრამ მანამ არ დაიწყო ბრძოლა, ვიდრე მისი საკუთარი რიგი არ მოვიდა წინამძღოლობისა.
111. როდესაც მისი რიგი მოვიდა, ათენელები ამგვარად იყვნენ საბრძოლოდ მოწყობილი: მარჯვენა ფრთას წინამძღოლობდა კალიმაქოს პოლემარქოსი, რადგან მაშინ ათენელებს ასეთი კანონი ჰქონდათ, რომ პოლემარქოსს უნდა სჭეროდა მარჯვენა ფრთა; ის წინამძღოლობდა და მას მისდევდნენ ერთმანეთის მიყოლებით სხვა ფილები, თავთავიანთი რიგის მიხედვით. ხოლო სულ ბოლოს პლატეელები იყვნენ დარაზმული და ეჭირათ მარცხენა ფრთა. სწორედ ამ ბრძოლის მერეა, რომ სხვერპლშეწირვის დროს, საყოველთაო დღესსწაულზე, რაც ხდება ყოველ მეხუთE წელს, ათენელთა მაცნე ლოცულობს და ამბობს, რომ სიკეთე ათენელებთან ერთად მიენიჭოთ პლატეელებსაცო: როდესაც ათენელები დაეწყვნენ მარათონში, მოხდა ასეთი რამე: მათ ლაშქარი რომ გაუსწორდა მიდიელთა ლაშქარს, მის შუა ნაწილში მწყობრი შეთხელებული იყო და ჯარი ყველაზე მეტად ამ ადგილას მოისუსტებდა, ორთავე ფრთა კი ძლიერი იყო, სწორედ მწყობრების სიმრავლის შედეგად.
112. როგორც კი მოეწყვნენ და მსხვერპლშეწირვამაც კარგი ნიშნები უჩვენა, ათენელები დაიძრნენ და სირბილით მიაშურეს ბარბაროსებს. მანძილი ამ ორ მებრძოლ ბანაკს შორის 8 სტადიონზე ნაკლები არ იყო. სპარსელებმა რომ დაინახეს სირბილით მომავალი მტერი, მოემზადნენ მათ შესახვედრად, თან იცქირეს, ათენელები სულ გაგიჟებულანო, როდესაც დაინახეს, რომ ისინი, ასე მცირერიცოვანნი, სირბილით მოეშურებიან ამათკენ, ისე რომ არც მხედრობა ჰყავდათ და არც მშვილდოსნები. ასე ფიქრობდნენ ბარბაროსები. ხოლო ამასობაში ათენელები, ყველანი ერთად ეკვეთნენ ბარბაროსებს და მართლაც რომ ღირსეულად იბრძოდნენ. ჩვენთვის ცნობილ ელინთა შორის, პირველად სწორედ მათ შეუტიეს მტერს სირბილით, ისევე როგორც პირველები იყვნენ იმ ხალხთა შორის, რომლებიც უყურებდნენ და მშვიდად იტანდნენ მიდიურ ტანსაცმელს და ამ ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს. აქამდე კი ელინებს მიდიელთა მხოლოდ სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა.
113. მარათონში ბრძოლამ დიდხანს გასტანა. ბანაკის შუაგულში, რომლის წინააღმდეგაც თვით სპარსელები და საკები იყვნენ დაწყობილი, ბარბაროსებმა გაიმარჯვეს. აქ რომ გაიმარჯვეს ბარბაროსებმა, გაარღვიეს მოწინააღმდეგის რიგები და მისდიეს მას შიგნით, ხმელეთისაკენ, ხოლო ორთავე ფრთაზე გაიმარჯვეს ათენელებმა და პალატეელებმა. გამარჯვებულებმა ბარბაროსთან ნაწილი გააქციეს, ხოლო თვითონ შეაერთეს ორივე ფრთა და შეებრძოლნენ ბანაკის შუაგულის გამრღვევთ, ისე რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს ათენელებმა. გაქცეულ სპარსელებს მისდიეს და ჩეხავდნენ, ვიდრე არ მიაღწიეს ზღვამდე, სადაც მოითხოვეს ცეცხლი და თავს ესხმოდნენ ხომალდებს.
114. ამ უკანასკნელი შეჯახებისას დაიღუპა კალიმაქოს პოლემარქოსი, შესანიშნავი ვაჟკაცი, ხოლო მხედართმთავართანგა დაეცა სტესილეოსი, თრასილოსის ძე. აქვე დაეცა კინეგებროსი, ევფორიონის ძე, რომელიც ეჭიდებოდ ხომალდის კიჩოს და რომელსაც ნაჯახით მოჭრეს ხელი. აქვე დაიღუპა ათენელთაგან სხვა მრავალი, სახელოვანი კაცი.
115. ათენელებმა ამ დროს შვიდი ხომალდი ჩაიგდეს ხელში, ხოლო დანარჩენი ხომალდებით ზღვაში გავიდნენ ბარბაროსები, წაიყვანეს კუნძულზე დატოვებული ერეტრიელი ტყვეები, გარსშემოუარეს სუნიონს, რადგან უნდოდათ ათენელებისათვის მიესწროთ ქალაქში მისვლა. ათენელებს ეჭვი დაებადათ, რომ ეს აზრი მზაკვრულად ჩააგონეს ალკმეონიდებმა სპარსელებს. რადგან ესენი თითქოს შეთანხმებული იყვნენ სპარსელებთან და ფართი ანიშნეს კიდევაც, როდესაც სპარსელები უკვე თავის ხომალდებზე ისხდნენ.
116. ესენი რომ სუნიონს გარს უვლიდნენ, ათენელები მთელი სისწრაფით გაეშურნენ ქალაქისაკენ, მის დასაცავად და მას ბარბაროსების მისვლამდე მიაღწიეს. მარათონის ჰერაკლეს ტაძრიდან მოსულმა ათენელებმა დაიბანაკეს ჰერაკლეს სხვა ტაძართან, რომელიც კინოსარგესშია. ბარბაროსები კი ხომალდებით ავიდნენ ფალერონზე ზემოთ (ეს იყო მაშინ ათენელთა ნავსადგური). ერთხანს გაჩერდნენ აქ და მერე ხომალდებით გასცურეს უკან აზიაში.
117. მარათონის ამ ბრძოლაში დაიხოცა ბარბაროსთაგან დაახლოებით 6400 კაცი, ხოლო ათენელთაგან 192. ამდენი კაცი დაიღუპა ორივე მხრიდან. იქვე მოხდა ასეთი სასწაული: ათენელი ეპიძელოსი, კუფაგორესის ძე, იბრძოდა ამ ომში, თავი გამოიჩინა კარგი ვაჟკაცობით, მაგრამ დაკარგა თვალის ჩინი, ისე, რომ არ ჰქონდა დაზიანებული სხეულის არც ერთი ნაწილი და საერთოდ არაფერი მოხვედრია. ამის მერე მთელი თავისი სიცოცხლე ისე გაატარა, რომ უსინათლო იყო. მე თვით მოვისმინე, რას ყვებოდა ის ამ უბედურების შესახებ; მას ეჩვენა, თითქოს წინ ზორბა, მძიმედ შეიარაღებული ვაჟკაცი აღემართა, რომლის ნიკაპი მთელ ფარს ჩრდილავდა, ამ მოჩვენებამ მას გვერდით ჩაუარა, მაგრამ მასთან მდგომი მებრძოლი კი მოკლა. როგორც შევიტყვე, ამას ყვებოდა ეპიძელოსი.
118. ხოლო დატისი ლაშქართან ერთად წავიდა აზიაში და მიკონოსში ყოფნისას ძილში სიზმარი ნახა. როგორი იყო სიზმარი, არ ამბობენ; ხოლო მან, ინათა თუ არა, მოაწყო ხომალდების ჩხრეკა და ფინიკიურ ხომალდზე რომ აპოლონის მოოქრული ქანდაკება იპოვა, გამოიკითხა, საიდანაა მოტაცებულიო. როდესაც შეიტყო, თუ რომელი ტაძრიდან იყო, თავისი ხომალდით გაემართა დელოსზე. დელოსელები ამ დროისათვის დაბრუნდნენ უკან კუნძულზე, ხოლო დატისმა დაუდგა მათ ქანდაკება ტაძარში და უბრძანა დელოსელებს, წაეღოთ ის თებელთა დელიონში, რომელიც ზღვისპირას, ქალკიდის პირდაპირაა. დატისმა ეს უბრძანა და უკან გასცურა. ხოლო დელოსელებს ეს ქანდაკება არ წაუღიათ არსად, სმაგიეროდ 20 წლის შემდეგ თვითონ თებელებმა წაიღეს დელიონში ეს ქანდაკება ღვთის განგების მინიშნებით.
119. აიზიაში ხომალდებით მოსულმა დატისმა და არტაფრენესმა დატყვევებული ერეტრიელები სუსასი წაიყვანეს. მეფე დარიოსი, ვიდრე ერეტრიელები ტყვედ ჩაცვივდებოდნენ, საშინლად იყო მათზე განრისხებული, რადგან ერეტრიელები მიაჩნდა მას უსამართლობის პირველ მიზეზად. მაგრამ როდესაც მან ისინი თავისთან მოაყვანინა და თავის ხელქვეითებად აქცია, ცუდი არაფერი გაუკეთა, დაასახლა კისიის ქვეყანაში, თავის მამულში, რომელსაც სახელად ჰქვია არდერიკა, რაც სუსიდან 210 სტადიონით არის დაშორებული, ხოლო 40 სტადიონით იმ ჭიდან, საიდანაც სამგვარი რამ ამოაქვთ: ასფალტი, მარილი და ზეთი, რომელსაც ასე იღებენ: მხრეულზე კასრის მაგიერ ამაგრებენ ნახევარ ტიკს, რასაც ჩაუშვებენ ხოლმე ჭაში და იქიდან სითხეს იღებენ, რომელსაც შემდეგ ასხამენ წყალსაცავში. აქედან ამ სითხეს გადაასხამენ სხვა ჭუჭელში, სადაც იმ სამ სახეს ღებულობს, ასფალტი და მარილი მაშინვე მკვრივდებიან, ხოლო ზეთი, რომელსაც სპარსელები რადინაკეს უწოდებენ,შავია და მყრალი. აქ დაასახლა მეფე დარიოსმა ერეტრიელები, რომლებიც ჩემს დრომდე ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და ლაპარაკობენ თავის ძველ ენაზე. ასე იყო ერეტრიელთა ამბები.
120. მვარის ავსების შემდეგ ათენში მოვიდა 2000 ლაკედემონელი, რომლებმაც ისეთი გულმოდგიენბა გამოიჩინეს, რომ სპარტიდან გამოსვლის მესამე დღეს უკვე ატიკაში იყვნენ. მათ ბრძოლაში დააგვიანდათ, მაგრამ უნდოდათ, მიდიელები დაეზვერათ, ამიტომ მივიდნენ მარათონში და დაზვერეს. ხოლო მას შემდეგ, რაც შეაქეს ათენელები და მათი გმირობა, უკან გაბრუნდნენ.
121. ჩემთვის საკვირველია და მიუღებელი ის აზრი, თითქოს ალკემონიდებმა უჩვენეს სპარსელებს ფარი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და რომ მათ უნდოდათ ათენელები ბარბაროსებისა და ჰიპიესის ხელქვეითები გამხდარიყვნენ; რადგან ალკემონიდებმა გვიჩვენეს, რომ ტირანიის მოძულენი იყვნენ უფრო მეტად, ან ისე მაინც, როგორც კალიეს ფაბნიპოსის ძე, ჰიპონიკოსის მამა, რადგან ყველა ათენელს შორის მხოლოდ კალიესი ბედავდა პებსისტრატსის ქონების ყიდვას, როდესაც მას ათენიდან აძევებდნენ და მისი ქონება სახელმწიფო მაცნეს მიერ გასაყიდად გამოცხადდებოდა ხოლმე. და ეს კალიესი იყო, რომელიც პებსისტრატსოსის მიამრთ ყველაფერს მეტისმეტად მტრულს მოიგონებდა ხოლმე.
122. ეს კალიესი იმისი ღირსია, რომ ხშირად მოიგონოს ყველა ადამიანმა. ჯერ ერთი იმის გამო, რაც ზემოთ ითქვა - როგორც სამშობლოს განთავისუფლებისათვის თავდადებული ადამიანი, მეორეც იმის გამო, რასაც მან ოლიმპიადაში მიაღწია, გაიმარჯვა ცხენების შეჯიბრში, ხოლო ოთხცხენიანი ეტლების შეჯიბრში მეორე ჯილდო მიიღო. ამაზე უწინ გაიმარჯვა პითიურ დღესასწაულზე და ელინთა შორის თავი გამოიჩინა უდიდესი ხელგაშლილობით. კიდევ იმისათვის არის მოგონების ღირსი, რაც მან გააკეთა თავისი სამი ასულისათვის. როდესაც მათი გათხოვების დრო დადგა, თითოეულ მათგანს მისცა ძალიან მდიდრული მზითევი და ასიამოვნა სამთავეს იმით, რომ მიათხოვა იმ კაცებს, ვინც კი მოინდომეს მისმა ასულებმა და თავის საქმროებად ამოირჩიეს ათონელთა შორის.
123. ხოლო ალკმეონიდებს სძულდათ ტირანია ან ისევე, როგორც კალიესს, ანდა მასზე მეტად. ამიტომაა, რომ მაკვირვებს ეს ამბავი და არც ვიჯერებ იმ ცილისწამებას, თითქოს მათ ფარით ანიშნეს სპარსელებს. რადგან ტირანების დროს ისინი სულ გაძევებული იყვნენ და სწორედ მათ მოახერხეს ის, რომ პებსისტრატიდებმა დაკარგეს ტირანია; ამგვარად, ჩემი აზრით, ალკემონიდებმა უფრო მეტი გააკეთეს ათენის განთავისუფლებისათვის, ვიდრე ჰარმოდიოსმა და არისტოგებტონმა. რადგან მათ ჰიპარქოსის მოკვლით გააბოროტეს დანარჩენი პებსისტრატიდები და ვერ მოშასლეს ამით დანარჩენების ტირანია. ხოლო ალკემონიდებმა ნამდვილად გაათავისუფლეს ათენი, თუკი ნამდვილია ის ამბავი, რომ მათ ჩააგონეს პითიას, ლაკედემონელებისათვის ენიშნებინა ათენის განთავისფლება, რის შესახებაც მე ზემოთ ვილაპარაკე.
124. თუმცა შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ისინი გაჯავრებულები იყვნენ ათენელ ხალხზე და გასცეს თავისი სამშობლო, მაგრამ მათზე უფრო სახელოვანი და მეტად პატივცემული პირები არ ყოფილან ათენელთა შორის. ისე რომ არაა მისაღები ის აზრი, თითქოს მათ ფარით ანიშნეს მტერს რაიმე ღალატის მიზნით. მაგრამ ფარი რომ მართლაც აიწია რაღაცის სანიშნებლად, ამის უარყოფა არ შეიძლება, რადგან მართლაც მოხდა ასე, მაგრამ ვინ ასწია ფარი, ამის შესახებ მეტ ვერაფერს ვიტყვი.
125. ალკემონიდების გვარი ძველიდანვე იყო სახელგანთქმული ათენში. მაგრამ ჯერ ალკემონისა და მერე კიდევ მეგაკლეესის შემდეგ ისინი განსაკუთრებით გაბრწყინდნენ. ჯერ ეს ერთი, ალკმეონი, მეგაკლეესის ძე დიდი ხალისით ეხმარებოდა სარდელ ლიდიელებს, რომლებიც მოვიდნენ კრობსოსისგან ღვთის განგების შესატყობად დელფოში და მათ შემწოება აღმოუჩინა; ხოლო კრობსოსმა რომ გაიგო ღვთისგანგების შესატყობად წარგზავნილ ლიდიელთაგან ალკემონის კეთილი საქციელი მის მიმართ, მიიწვია ის სარდეში და მოსულს აღუთქვა საჩუქრად იმდენი ოქრო, რამდენის გატანასაც შესძლებდა ის თვითონ ერთგზობაზე. ხოლო ამნაირი საჩუქრის დაპირების მერე ალკმეონმა შემდეგ ხერხს მიმარტა და ასე გაიტანა ოქრო: მან ჩაიცვა დიდი ქიტონი და ისე ჩაიცვა, რომ ამ ქიტონს წინ ღრმა უბე დაჰკიდებოდა; ფეხებზე ამოიკრა კოთორნები, ყველაზე უფრო ფართო, რაც კი იპოვა და შევიდა საგანძურში, რომელშიც ის შეიყვანეს. შევიდა ოქროს ქვიშის გროვაში და პირველად წვივების ირგვლივ ჩაიყარა იმდენი ოქრო, რამდენსაც დაიტევდნენკოთორნები. შემდეგ უბე აივსო ოქროთი, მერე ოქროს ქვიშა დაიყარა თავზე თმებსი, პირიც გამოივსო და ასე გავიდა საგანძურიდან, ძლივს მიათრევდა კოთორნებს და ადამიანის გარდა ყველაფერს ჰგავდა, მას პირი ჰქონდა გამოვსებული და მთლიანად გაბერილი იყო. კრობსოსს მის დანახვაზე სიცილი წასკდა და მისა მას მთელი ეს ოქრო და კდიევ სხვაც აჩუქა, არანაკლები ამაზე. ასე გამდიდრდა ეს სახლი და ამავე ალკემონმა ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვა თავისი საკუთარი ოთხცხენიანი ეტლით.
126. ხოლო შემდეგ, მეორე თაობაში, სიკიონელმა ტირანმა კლებსთენესს, არისტონიმოს მირონის ძის ძეს (ხოლო მირონი ანდრიესის ძე იყო) ჰყავდა ასული, რომელსაც სახელად ერქვა აგარისტე. მამამ მოისურვა მისი გათხოვება ისეთ კაცზე, ვინც ელინთა შორის საუკეთესო აღმოჩნდებოდა. ოლიმპიური შეჯიბრებების დროს კლებსთენესმა მოიპოვა გამარჯვება ოთხცხენიანი ეტლით და მან მაცნეს შემდეგი გამოაცხადებინა, ელინთა შორის ვისაც თავი მიაჩნია კლებსთენესის სიძეობის ღირსად, მესამოცე დღეს, ან უფრო ადრე, მოვიდეს მასთან სიკიონში, რადგან კლებსთენესს ქორსილი აქვს გადაწყვეტილი ამ წელიწადში ამ მესამოცე დღიდან დაწყებული. მაშინ ის ელინები, რომლებიც ამაყობდნენ თავისი თავით, ან თავისი სამშობლოთი, მივიდნენ მასთნა, როგორც სასიზოები. ხოლო კლებსთენესმა მათ მოუწყო სარბიელი და საასპარეზო მოედანი.
127. იტალიიდან მოვიდა სიბარისელი მინდრიდეს ჰიპოკრატეს ძე, რომელიც სიმდიდრით ყრველას აღემატებოდა (სიბრისი ამ დროს განსაკუთრებით ყვაოდა), აგრეთვე სირისელი დამასოსი, ბრძენად წოდებული ამირისის შვილი. ესენი მოვიდნენ იტალიიდან, ხოლო იონიის უბიდან ამფიმნესტოს ეპისტროფოსის ძე, ეპიდამენელი. ეს მოვიდა იონიის უბიდან. ეტოლიიდან მოვიდა მალესი, ძმა იმ ტიტორმოსისა, რომელიც ყველა ელინს აღემატებოდა ძალით და ამდამიანებს ეტოლიდის ქვეყნის კიდეზე გაექცა. პელოპონესიდან მოვიდა არგოსელთა ტირანის ფებდონის შვილი ლეოკედესი, იმ ფებდონისა, რომელიმაც პელოპონესელებს საზომები შეუქმნა და ყველა ელინზე უფრო მედიდური იყო. მან გამოაძევა ელეელი მსაჯები და თვითონ მიისაკუთრა ოლიმპიაში შეჯიბრების მსაჯობა. ამას გარდა მოვიდა შვილი ლიკურგოსისა, ამიანტოსი, არკადიელი, ტრაპეძუნტიდან, ხოლო ქალაქ პაბონიდან აძანიელი ლაფანესი, იმ ევფრიონის ძე, რომელმაც, როგორც ამბობენ, არკადიაში თავისთან მიიღო დიოსკურები და ამ დროიდან ყველა მოსულ ადამიანს კარგად ხვდებოდა. ასევე მოვიდა ელეელი ონომასტოსი, აგაბოსის ძე. ესენი მოვიდნენ სწორედ პელოპონესიდან, ხოლო ათენიდან მოვიდნენ: მეგაკლეესი, იმ ალკემეონის ძე, რომელიც კრობსოსთან იყო და კიდევ ჰიპოკლებდესი, ტებსანდროსის ძე, ათენელთა შორის სიმდიდრითა და შესახედაობით გამორჩეული, ხოლო ერეტრიიდან, რომელიც ამ დროს ყვაოდა, მოვიდა ლისანიესი. ევბეიდან მხოლოდ ეს იყო. თესალიიდან მოვიდა კრანონიელი დიაქტორიდესი, სკოპადთაგანი, ხოლო მოლოსელთაგან ალკონი. აი ესენი იყვნენ სასიძოები.
128. როდესაც მოვიდნენ ესენი დანიშნულ დღეს, კლებსთენესმა ჯერ მათი სამშობლო და თითოეულის წარმოშობა გამოიკვლია, ხოლო შემდეგ გააჩერა ისინი თავისთან მთელ წელიწადს და ცდიდა მათ ვაჟკაცობას, მიდრეკილებებს, განათლებას და ჩვევებს. ამიტომ იყო, რომ ესაუბრებოდა მათ სათითაოდ და ხანდახან ყველას ერთად. მათ შორის უფრო ახალგაზრდები ფიზიკურ ვარჯიშობაში გამოჰყავდა, ხოლო უფრო მეტად კი საერთო წვეულებებზე ცდიდა. მთელი ამ ხნის განამვლობაში ყველაფერს აკეთებდა მათთვის და ამასთანავე საგანგებოდ უმასპინძლდებოდა მათ. სასიძოთა შორის მას განსაკუთრებით მოეწონა ათენიდან მოსულები, ხოლო მათ შორის ამჯობინებდა ჰიპოკლებდესს ტებსანდროსის ძეს, რომელიც გამოირჩეოდა ვაჟკაცობით და იმითაც, რომ წარმოშობით ნათესავი იყო კორინთელი კიფსელიდებისა.
129. დადგა ქორწილის დღე, როდესაც, თვითონ კლებსთენესის გადაწყვეტილების თანახმად, მას უნდა გამოეჩინა მოსულთა შორის სასიძო. ამ დღეს კლებსთენესმა 100 ხარი დააკვლევინა და გაუმასპინძლდა არა მხოლოდ სასიძოებს, არამედ ყველა სიკიონელს. როდესაც წვეულება დამთავრდა, სასიძოები შეეჯიბრნენ ერთმანეთს მუსიკასა და საჯარო პაექრობაში. სმის დროს სხვებს ჰიპოკლებდესმა გადააჭარბა, როდესაც უბრძანა ავლოსზე დამკვრელებს, დაეკერა საცეკვაო, ხოლო როდესაც ავლოსზე დამკვრელმა აასრულა მისი განკარგულება, მან იციეკვა. იგი თვითონ ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ცეკვით, ხოლო კლებსთენესი, რომელიც უყურებდა მთელ ამ ამბავს, შეშფოთებული იყო. ცოტა ხნის შემდეგ, ჰიპოკლებდესმა ბრძანა, რომ ტაბლა შემოეტანათ, როდესაც შემოიტანეს ტაბლა, იმან ტაბლაზე ჯერ ლაკონური ცეკვები იცეკვა, ხოლო შემდეგ სხვა ცეკვები - ატიკური. მესამედ თავით დაეყრდნო მაგიდას და დაიწყო ფეხების ქნევა: კლებსთენესი, პირველად და მეორედ რომ ცეკვავდა ჰიპოკლებდესი, სანამ ჯერ კიდევ იმას ფიქრობდა, რომ ჰიპოკლებდესი მისი სიძე გახდებოდა, წუხდა მისი ცეკვისა და მოურიდებლობის გამო, მაგრამ იკავებდა თავს, არ უნდოდა შეეტია მისთვის. მაგრამ როდესაც დაიანხა მისი ფეხების ქნევა, ვეღარ შეიკავა თავი და უთხრა: " ტებსანდროსის ძევ, ცეკვას შეეწირა შენი ქორწილი". ხოლო ჰიპოკლებდესმა უპასუხა: "მაგისი დარდი არა აქვს ჰიპოკლებდესს". აქედანაა, რომ ეს გამოთქმა დამკვიდრდა.
130. ხოლო კლებსთენესმა სიჩუმე დაამყარა და საჯაროდ გამოაცხადა: "ჩემი შვილის საქრმოებო, მე თქვენ ყველას გაქებთ და რომ შეიძლებოდეს, ყველას გასიამოვნებდით. არავის გამოვარჩევდი თქვენს შორის და არც დანარჩენებს უარვყოფდი. მაგრამ რადგან მხოლოდ ერთი ქალწულის ბედი მაბარია, ამიტომ ყველას გუნებისად ვერ მოვიქცევი, მაგრამ იმათ, თქვენს შორის, ვისაც უარი ეთქმის ამ ქორწინებაზე, თითეულს თითო ტალანტ ვერცხლს მოგცემთ იმისათვის, რომ პატივი მეცით და ჩემი ქალის შერთვა მოინდომეთ და თქვენს სახლს განშორებული იყავით. ხოლო ჩემ შვილს, აგარისტეს ათენელთა კანონების მიხედვით დავნიშნავ მეგაკლეესზე, ალკემონის ძეზე". რადგან მეგაკლეესმაც თქვა, რომ ნიშნას ქალს, კლებსთენესმა გადაწყვიტა ქორწინება.
131. ამგვარად, გადაწყდა სასიძოების დავა და ასე გაითქვეს სახელი ალკმეონიდებმა მთელს ელადაში. როდესაც ესენი შეუღლდნენ, გაჩნდა კლებსთენესი, რომელმაც დაუწესა ათენელებს ფილები და სახალხო მმართველობა, ხოლო სახელი მას თავისი დედის მამის, სიკიონელი კლებსთენესის მიხედვით ერქვა. მეგაკლეესს კიდევ ჰყავდა შვილი ჰიპოკრატესი, ხოლო ჰიპოკრატესს ჰყავდ მეორე მეგაკლეესი და მეორე აგარისტე, რომელსაც ახელი ერქვა კლებსთენესის ასულის, აგარისტეს მიხედვით. ეს აგარისტე მითხოვდა ქსანთიპოსს, არიფრონის ძეს, და ფეხმძიმედ რომ იყო, ძილში ნახა, თითქოს ლომი გააჩინა. რამდენიმე დღის შემდეგ მან ქსანთიპოსს გაუჩინა პერიკლეესი.
132. მარათონის ბრძოლის შემდეგ მილტიადესი, რომელიც ათენელთა შორის უწინაც სახელმოხვეჭილი იყო, განსაკუთრებით აღზევდა. მან მოსთხოვა ათენელებს 70 ხომალდი, ლაშქარი და ფული, ისე, რომ არ უთხრა მათ, თუ რომელ ქვეყანაზე აპირებს გალაშქრებას, მხოლოდ ის უთხრა, რომ თუ მას თან გაჰყვებიან, გამდიდრდებიან, რომ ის მათ წაიყვანს ისეთ ქვეყანაში, საიდანაც სულ ადვილად გადმოიტანენ უამრავ ოქროს. ეს უთხრა და მოითხოვა ხომალდები. ათენელები წახალისდნენ ამ დაპირებებით და მისცეს ყოველივე, რასაც ითხოვდა.
133. მილტიადესმა წამოიყვანა ლაშქარი და გაცურა პაროსის წინააღმდეგ. საბაბად ის მოიდო, თითქოს პაროსელებმა პირველებმა ილაშქრეს ათენელებზე, როდესაც სპარსელთან ერთად მოივდნენ მარათონში ტრიერებით. ეს მხოლოდ საბაბი იყო, ისე კი მილტიადესი გაჯავრებული იყო პაროსსელებზე ლისაგორეს ტებსიესის ძის გამო, რომელიც წარმოშობით პაროსელი იყო და რომელმაც ცილი შესწამა მას ჰიდარნეს სპარსელთან. როდესაც მილტიადესმა მიაღწია ლაშქრით იმ ქვეყანას, სადაც მიცურავდა, ალყა შემოარტყა პაროსელებს, რომლებიც შერეკა ზღუდის შიგნით, შეუგზავნა მაცნე და მოითხოვა 100 ტალანტი. დაემუქრა, რომ თუ არ მისცემენ ამ თანხას, არ წაიყვანდა თავის ლაშქარს იმაზე უწინ, ვიდრე არ დაიპყრობდა მათ ქვეყაანს. ხოლო პაროსელები სულაც არ ფიქრობდნენ, მილტიადესისათვის ფულის მიცემას და ის ადარდებდათ, თუ როგორ დაეცვათ თავისი ქალაქი. ბევრი რამ იღონეს საამისოდ და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ღამით კედლის ის ადგილები, რომლები თავსასხმისათვის ხელსაყრელი იყო, უწინდელთან შედარებით ორჯერ აამაღლეს.
134. ამგვარად მოგვითხრობს ამ ამბავს აქამდე ყველა ელინი, ხოლო ამის მერე თვით პაროსელები ამბობენ, რომ შემდეგი რამ მოხდა: როდესაც მილტიადესმა არ იცოდა, რა ექნა, მოვდია მასთან მოსალაპარაკებლად ერთი ტყვე ქალი, წარმოშობით პაროსელი, რომელსაც სახელად ერქვა ტიმო; იგი იყო მიწისქვეშეთის ღმერთების მცირე ქურუმი. იგი მივიდა მილტიადესთან და უთხრა, რომ თუ ასე უნდა პაროსის აღება, მის რჩევას მიჰყვეს. ამის მერე მან მისცა რჩევა, ხოლო მილტიადესი მივიდა ქალაქის წინ მდებარე ბორცვთან, გადახტა ზღუდეზე, რომელიც დემეტრე კანონმდებლის ტაძარს ერტყა (რადგან ვერ შეიძლო ბჭის გაღება), გადახტა და შევიდა საკურთხეველში, რომ რჩევის მიხედვით ემოქმედნა (ან უნდა შეხებოდა რაღაცას, ხელშეუხებელს, ან რაღაც სხვა უნდა გაეკეთებინა). ბჭესთან მისული, უცბად საოცარმა შიშმა აიტანა და უკან წამოვიდა იმავე გზით; ღობეზე რომ გადმოხტა, თეძო იღრძო, ხოლო სხვები ამბობენ, მან ამ დროს მუხლი დაარტყაო.
135. მილტიადესი ცუდად იყო და ამიტომ გაცურა უკან, მაგრამ ვერც ფული მოუტანა ათენელებს და ვერც პაროსი მოუპოვა, თუმცა 26 დღე ჰქონდა ალყა შემორტყმული და მთლად გააჩანაგა კუნძული. პაროსელებმა რომ შეიტყვეს ღმერთების მცირე ქურუმი ტიმო წაუძღვება მილტიადესსო, მოუნდათ ამის გამო მისი დასჯა და დელფოში გაგზავნა კაცები ღვთის განგების შესატყობად, როგორც კი თავი დააღწიეს ალყას გაგზავნეს და შეეკითხნენ, მოკლან თუ არა ღმერთების მცირე ქურუმი იმისათვის, რომ მან მიუთითა მტერს სამშობლოს დაპყრობის საშუალებებზე და გაუმჟღავნა მილტიადესს საიდუმლოებანი, რომლებიც მამრობითი სქესისათვის დაფარული უნდა ყოფილიყო; ხოლო პითიამ არ დართო ამის ნება, თქვა, რომ ტიმო არ არის დამნაშავე, რადგან მილტიადესს კეთილი ბოლო არ ელის და ტიმო გამოეცადა მას იმისათვის, რომ ბოროტებისაკენ წაძღოლოდა. ასე გამოუცხადა პითიამ პაროსელებს.
136. ხოლო პაროსიდან დაბრუნებული მილტიადესი ათენელებმა ყბად აიღეს, სხვებმაც და განსაკუთრებით კი ქსანთიპოს არიფრონისე ძემ, რომელიც ათენელთა მოტყუების გამო მილტიადესის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა სახალხო კრებახზე მილტიადესი იქ კი იყო, მაგრამ არ იმართლებდა თავს (არ შეეძლო ლაპარაკი იმიტომ, რომ თეძო ულპებოდა), თვითონ დაწოლილი ესწრებოდა სახალხო კრებას, მისი მეგობრები კი მას იცავდნენ; მრავალგზის გაიხსენეს მარათონის ბრძოლა და ლემნოსის აღება, თუ როგორ აიღო მან ლემნოსი და გადასცა ათენელებს, რითაც სამაგიერო მიუზღო პელაზგებს, სახალხო კრებამ მილტიადესის მხარე დაიჭირა და აჩუქა მას სიცოცხლე, მაგრამ ასხელმწიფოს მიმართ დანაშაულისათვის 50 ტალანტით დააჯარიმა, ამის შემდეგ მილტიადესი მოკვდა თეძოს ანთების და ლპობისგან, ხოლო ის 50 ტალანტი გადაიხადა მისმა შვილმა, კიმონმა.
137. ხოლო მილტიადესმა, კიმონის ძემ, ლემნოსი ასე დაიპყრო: პელაზგები ატიკიდან ათენელებმა გააძევეს სამართლიანად, თუ უსამართლოდ, ვერაფეს ვიტყვი, გარდა იმისა, რასაც ამბობენ სხვები; მაგალითად ჰეკათაის ჰეგესანდროსის ძე ამბობდა თავის ისტორიაში, უსამართლოდო. ის მოგვითხრობს, რომ ათენელებმა ნახეს ის მიწა ჰიმესოსის ქვემოთ, რომელიც ოდესღაც თვით მისცეს საცხოვრებლად პელაზგებს, როგორც გასამრჯელო იმ ზღუდისათვის, რომელიც პელაზგებმა აკროპოლისს შემოავლეს. ეს მიწა კარგად დამუშაებული რომ დაინახეს ათენელებმა, (უწინ ის ცუდი იყო და უვარგისი), შეიპყრო ისნი შურმა და ამ მიწის ხელში ჩაგდება მოისურვეს, და ამიტომ გამოაძევეს პელაზგები, სხვა არაფერი საბაბი ჰქონიათ ათენელებს. ხოლო, როგორც თვითონ ათენელები ამბობენ, სრულიად სამართლიანი იყო პელაზგების გამოძევება, რადგან პელაზგები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჰიმესოსის ქვემოთ, არ ისვენებდნენ და ასეთ უსამართლობას ჩადიოდნენ: ათენელების ასეულები და ყრმები თვითონ დადიოდნენ წყლისათვის ენეა კრუნოსზე, რადგან ამ დროისათვის მონები ჯერ არ ჰყავდათ არც მათ და არც სხვა ელინებს. როგორც კი მოვიდოდნენ ქალები, პელაზგები თავისი სითავხედითა და უმეცრებით ძალას ხმარობდნენ ათენელებზე თავდასხმას იზრახავდნენ და ათენელებმა ამხილეს ისინი სწორედ მაშინ, როდესაც პელაზგები თავისი განზრახვის აღსრულებას აპირებდნენ, ხოლო ათენელები მათზე გაცილებით უკეთესები აღმოჩდნენ, რადგან ბოროტის მზრახველი პელაზგები რომ დაიჭირეს, შეეძლოთ მათი მოკვლა და არ მოისურვეს, არამედ უთხრეს მათ რომ მიწა დაეტოვებინათ. ასე იყო, რომ პელაზგები გადმოსახლდნენ და სხვა ადგილებთნ ერთად ლემნოსიც დაიჭირეს. ამ მოთხრობათაგან პირველს პეკატაბოსი გადმოგვცემს, ხოლო მეორეს ათენელები ჰყვებიან.
138. ამ პელაზგებმა როდესაც დაიკავეს ლემოსი, მოინდომეს ათენელებისათვის სამაგიერო გადაეხადათ. მათ კარგად იცოდნენ ათენელთა დღეობები. გამართეს 50-ნიჩბიანი ნავები და ჩაუსაფრდნენ ათენელ ქალებს, რომლებიც ბავრონში მოწყობილ არტემიდეს დღეობაში მონაწილეობდნენ: აქედან ამ ქალთაგან ბევრი მოიტაცეს, გაცურეს ლემნოსისაკენ, ისინიც თან წაიყვანეს და ხასებად გაიხადეს. ამ ქალებმა შვილები გააჩინეს, ბავშვებს ატიკური ენა და ათენელთა ჩვეულებები ასწავლეს. ამ ბავშვებს არ უნდოდათ პელაზგი ქალების შვილების შერეოდნენ, თუ ვინმე მათგანს სცემდა რომელიმე პელაზგთაგანი, ყველანი ეშველებოდნენ მას და ერთიმეორეს იცავდნენ. ატიკელთა ბავშვები სამართლიანად მიიჩნევდნენ პელაზგთა ბავშვებზე უფროსობას და დიდად ჯობდნენ მათ. პელაზგებმა შეიტყვეს ეს და ერთმანეთში მოლაპარაკება გამართეს. ამ თათბირის დროს ისინი რაღაც შიშმა შეიპყრო: რაღაც ისამენ აიტკელი ქალების შვილები, როდესაც დავაჟკაცდებიან, თუ ახლა ეხმარებიან ერთმანეთს კანონიერი ცოლების ბავშვების წინააღმდეგ და ცდილობენ კიდევაც მთზე უფროსობას. ამიტომ გადაწყვიტეს პელაზგებმა, დაეხოცათ ატიკელი ქალების დარჩენილი ბავშვები. მათ გააკეთეს ეს და მათთან ერთად ამოხოცეს მათი დედებიც. ამ საქმისა და ამაზე მუწინ მომხდართა გამო (მაგალითად, ლემნოსელმა ქალებმა თოანტთან ერთად სხვა კაცებიც ამოხოცეს), რომ ელადაში ყველა საშინელ საქმეს ლემნოსური ეწოდება.
139. პელაზგების მიერ მათი შვილების და ცოლების ამოხოცვის შემდეგ არც დედამიწას მოჰქონდა ნაყოფი, არც ქალები და საქონელი აჩენდნენ რასმე, როგორც მანამდე. შიმშილითა და უშვილობით შეჭირვებულებმა დელფოში გაგზავნეს კაცები, რომ ეთხოვათ ხსნა ამ ბოროტებისაგან. პითიამ უბრძანა მათ, რომ ათენელებისათვის მიეგოთ ის სამართალი, რასაც თვითონ ათენელები მოითხოვდნენ. მოვიდნენ პელაზგები ათენში და გამოაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ყოველგვარი უსამართლობა ზღონ. ათენელებმა პრიტანებონში საწოლი დააგეს, რაც შეიძლება ლამაზი და მის წინ დადგეს მაგიდა სავსე ყოველგვარი სიკეთით. უბრძანეს პელაზგებს, რომ ამნაირი ქვეყანა გადასცენ მათ, ხოლო პელაზგებმა მოისმინეს და უპასუხეს: "მაშინ გადმოგცემთ, თუ ჩრდილოეთის ქარის მიმართულებით ერთ დღეში დაფარავს ხომალდი მანძილს თქვენი ქვეყნიდან ჩვენამდეო", პელაზგები დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ატიკა ლემნოსიდან შორს, სამხრეთისაკენ მდებარეობს.
140. მაშინ ასე მოხდა. ამის მერე მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ჰელესპონტის ქერსონესი ათენელთა ხელში იყო, მილტიადეს კიმონოს ძე წლიური ქარების ქროლვის დროს ქერსონესის ელაბუსიდან ხომალდით მოვიდა ლემნოსზე და გამოუცხადა პელაზგებს, წასულიყვნენ ამ კუნძულიდან; თან შეახსენა ის წინასწარმეტყველება, რომლის ასრულებასაც პელაზგები არ მოელოდნენ. ჰეფაბსტიელები მას დამორჩილდნენ. მირინეელებმა არ ცნეს, რომ ქერსონესი ატიკის მახრეა, რის გამოც მათ ალყა შემოარტყეს და მერე ესენიც დაიმორჩილეს. ასე დაიპყრეს ათენელებმა და მილეტელებმა ლემნოსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий