გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (75-140)
1. სამი იმპერატორის აჯანყებისა (ახ.წ. 69 წ.) და სიკვდილის შემდეგ შერყეული და უსაზღვრო იმპერია, ბოლოს და ბოლოს, ფლავიუსთა საგვარეულომ ჩაიბარა და გააძლიერა თავის ხელისუფლებაში. მართალია, ეს გვარი მდაბიო წარმოშობის იყო, წინაპართა პორტრეტები არ გააჩნდა, მაგრამ ეს იყო საგვარეული, რომლის გამო ჩვენს ქვეყანას არავითარი მიზეზი არ ჰქონია შერცხვენოდა; თუმცა კი ითვლება, რომ დომიციანემ თავისი სიფიცხისა და სისატიკის გამო დამსახურებული სასჯელი მიიღო.ტიტუს ფლავიუს პეტრონი ქალაქ რეატედან პომპეუსთან იყო სამოქალაქო ომში, ცენტურიონად თუ ზევადიანი სამსახურის ჯარისკაცად; ფერსალასთან ბრძოლის შემდეგ გაიქცა და შინ დაბრუნდა, პატიებას და გადადგომას დაუცადა და ფულის დაგროვებას მიჰყო ხელი გადაყიდვებზე. იმისი შვილი, მეტსახელად საბინუსი ჯარში უკვე აღარ მსახურობდა; თუმცა ზოგიერთი ამბობდა, რომ ცენტურიონი იყო თუ სულაც უფროსი ცენტურიონი და ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს; აზიაში იყო მეორმოცედი წილის ამკრეფად, და მოგვიანებით იქ სტატუას ნახვაც შეიძლებოდა, ქალაქებმა რომ დაუდგეს პატივსაცემად, წარწერით: „გადასახადების სამართლიან ამკრეფს“.
მერე მევახშე იყო ჰელვეტების მიწაზე; იქვე აღესრულა, დარჩა ცოლი, ვესპასია პოლა ორი შვილით, რომელთაგან უფროსი, საბინუსი მერე რომის პრეფექტი გახდა, ხოლო უმცროსი, ვესპასიანე - იმპერატორი. პოლა წარმოშობით ნურსიიდან იყო, სახელიანი გვარიდან; მამამისი ვესპასიუს პოლიონი სამჯერ იყო ჯარის ტრიბუნი და ბანაკის უფროსი, ხოლო ძმა - სენატორი პრეტორის წოდებით. ნურსიადან სპოლეციუმისკენ მიმავალი გზის მეექვსე მილზე, მთის მწვერვალზე არის ერთი ადგილი, სახელწოდებით ვესპასია; აქ ვესპასიანთა ბევრ ძეგლს ნახავთ, რაც ამ საგვარეულოს სიძველისა და სახელის ნათელი დადასტურებაა.
აქვე უნდა დავამატო, რომ ზოგიერთი ამბობს, თითქოს პეტრონის მამა ტრანსპადანის მხარიდან გახლდათ და არტელებში მოიჯარე იყო; ყოველ წელს კი უმბრიიდან საბინას მხარეზე იარებოდა, სასოფლო სამუშაოებზე; მერე კი ქალაქ რეატეში დასახლდა და ცოლიც იქ შეირთო; მაგრამ მთელი ჩემი მონდომების მიუხედავად, ამის მტკიცებულებები ვერსად ვნახე.
2. ვესპასიანე დაიბადა საბინების მხარეში, რეატეს მახლობლად, სოფელ ფალაკრინაში, მეთხუთმეტე დღეს დეკემბრის კალენდებამდე და კვინტუს სულპიციუს კამერინუსის და გაიუს პოპიუს საბინუსის კონსულობისას, ავგუსტუსის სიკვდილამდე ხუთი წლით ადრე. ტერტულა ზრდიდა, ბებია მამის მხრიდან, თავის მამულში, კოზას მახლობლად რომ არის. უკვე იმპერატორი რომ გახდა, ხშირად ნახულობდა თავისი ბავშვობის ალაგებს; ვილაც ძველებურად შემოინახა, რომ ყველაფერი, რასაც მისი მზერა შეჩვეოდა, ხელუხლებლად დარჩენილიყო. ხოლო თავისი ბებიის ხსოვნას ისეთ პატივს მიაგებდა, რომ ზეიმებზე და დღესასწაულებზე მხოლოდ ვერცხლის იმ მომცრო თასიდან სვამდა, რომელიც ტერტულას ეკუთვნოდა.
სრულწლოვანებას მიღწეულს დიდხანს არ უნდოდა სენატორის ტოგის ჩაცმა, თუმცა მისი ძმა უკვე ატარებდა; მხოლოდ დედამ შეძლო მისი დათანხმება და უფრო სარკაზმით, ვიდრე თხოვნითა და მშობლის ძალაუფლებით, - სულ საყვედურობდა და ამტკიცებდა, რომ თავისი ძმის ხელის ბიჭად დარჩა.
ჯარის ტრიბუნად მსახურობდა თრაკიაში, კვესტურის შემდეგ კენჭისყრით კრეტა და კირენას პროვინცია მიიღო; ედილის და პრეტორის თანამდებობების მაძიებლად რომ გამოვიდა, ერთი თანამდებობა წინააღმდეგობის გარეშე ვერ მიიღო და მხოლოდ მეექვსე იყო სიაში, სამაგიეროდ, მეორე - პირველსავე თხოვნაზე და პირველთა რიცხვში. პრეტორად ყოფნისას შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან, რომ გაიუსისთვის არ ეამებინა, რომელიც მაშინ წინაარმდეგობაში იყო სენატთან. გაიუსის გერმანული გამარჯვების პატივსაცემდ მან მოითხოვა რიგგარეშე თამაშების მოწყობა, ხოლო მსჯავრდებულების დასჯისას დამატებით შესთავაზა, მათი გვამები დაუმარხავი დაეტოვებინათ. ხოლო გაიუსისგან სადილად დაპატიჟებულმა, სენატის წინაშე სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.
3. ამ დროისათვის ცოლად შეირთო ფლავია დომიცილა, რომაელი მხედრის, სტატილუის კაპელას ყოფილი საყვარელი აფრიკის საბრატადან. ამ ქალს მხოლოდ ლათინური მოქალაქეობა ჰქონდა, მაგრამ მერე რეკუპერატორების სასამართლოზე გამოცხადდა თავისუფლად დაბადებულად და რომის მოქლაქედ, მამამისის, ფლავიუს ლიბერალის შუამდგომლობით, რომელიც წარმოშობით ფერენტინიდან იყო და მხოლოდ მწერლად მსახურობდა ხაზინაში. ფლავიასგან ჰყავდა ტიტუსი, დომიციანე და დომიცილა. ცოლზე და შვილზე მეტხანს იცოცხლა, ორივე ჯერ კიდევ უბრალო მოქალაქედ ყოფნისას დაკარგა. ცოლის სიკვდილის შემდეგ ურთიერთობა განაახლა თავის ყოფილ ხარჭა ცენიდასთან, აზატთან და ანტონიას მდივანთან; და ეს ქალი ცხოვრობდა მასთან, როგორც თითქმის კანონიერი ცოლი, მაშინაც, როცა იმპერატორი გახდა.
4. კლავდიუსის მმართველობისას, ნარცისუსის მოწყალებით გერმანიაში გაიგზავნა ლეგიონის ლეგატად, მერე ბრიტანეთში გადაიყვანეს, სადაც მტრის წინააღმდეგ ოცდაათ ბრძოლაში მონაწილეობდა და დაიპყრო ორი ძლირი ტომი, ოც ქალაქზე მეტი და ბრიტანეთთან მიმდებარე კუნძული ვეტკისი. ნაწილობრივ ავლუს პლავტუსის, კონსულის წოდების ლეგატისა და ნაწილობრივ თავად იმპერატორ კლავდიუსის მეთაურობით. ამისათვის მიიღო ტრიუმფალური რეგალიები, შემდეგ მალევე - ქურუმის ორი თანამდებობა და, ბოლოს, - კონსულობა; ამ თანამდებობაზე წლის ბოლო ორ თვეს იყო. ამის შემდეგ თავის პროკონსულობამდე წყნარად და განმარტოებით ცხოვრობდა, - აგრიპინას ერიდებოდა, რომელსაც შვილის დროსაც ძალა გააჩნდა და უკვე გარდავლილი ნარცისუსის მეგობრები ეჯავრებოდა.
კენჭისყრით საგამგებლოდ მიიღო აფრიკა და პატიოსნად და ღირსეულად მართავდა, თუკი იმას არ ჩავთვლით, რომ ერთხელ, ჰადრუმენტუმში აჯანყებისას თალგამებში ჩააგდეს. ყოველ შემთხვევაში, პროვინციიდან ისე დაბრუნდა, ოდნავადაც არ გამდიდრებულა, ვალის მიმცემების ნდობა დაკარგა და იძულებული შეიქმნა, მთელი თავისი ქონება ძმასთან ჩაედო, ხოლო მდგომარეობის გასამყარებლად ჯორებით ვაჭრობას მიჰყო ხელი; ამისათვის ხალხში „მეჯორეს“ უწოდებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ რომელიღაც ახალგაზრდას სენატორის სამოსი გაუხერხა ორასი ათას სესტერცად და იმ ახალგაზრდის მამის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, რისთვისაც სასტიკი საყვედური მიიღო.
ხოლო საბერძნეთში ნერონის გამცილებლად ყოფნისას სასტიკად განარისხა იმპერატორი; ან ძალიან ხშირად გამოდიოდა მისი სიმღერისას, ანდა თავის ადგილზევე იძინებდა. მარტო იმპერატორის ამალაში ყოფნა კი არა, მისი მისალმებაც აეკრძალა, და გადაიკარგა შორეულ, პატარა ქალაქში, სადაც გამოუჩენლად და სიკვდილის შიშით ცხოვრობდა, ვიდრე მოულოდნელად პროვინცია და ჯარი არ მიიღო.
აღმოსავლეთში გავრცლებული იყო ძველი და მტკიცე რწმენა, რომ ბედისწერით ამ პერიოდში იუდეადან გამოსულებს უწერიათ მსოფლიოს დაპყრობა. მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ ეს რომის იმპერატოს ეხებოდა; მაგრამ იუდევლებმა საკუთარ თავზე მიიღეს ეს წინასწარმეტყველება, აიშალნენ, ნაცვალი მოკლეს; კონსულის ლეგატი თავქუდმოჯლეჯილი გამოაქციეს, რომელიც სირიიდან მივიდა დასახმარებლად, თან არწივიც წაართვეს. აჯანყება რომ ჩაექროთ, დიდი ჯარი და ძლიერი მხედართმთავარი იყო საჭირო, რომელსაც უშიშრად მიანდობდნენ ამისთანა საქმეს; და ვესპასიანე ამოირჩიეს, როგორც გამოცდილი გულმოდგინების კაცი და არც საშიში თავისი მოკრძალებული გვარით, და სახელითაც.
და აი, იქაური ჯარების დამატებად ორი ლეგიონი, ცხენოსნების რვა რაზმი, ათი კოჰორტა რომ მიიღო, და უფროსი შვილი ერთ-ერთ ლეგატად წაიყვანა, იუდეაში გამოცხადდა და მაშინვე მიიპყრო მეზობელი პროვინციების ყურადღება; ბანაკებში მალევე მოაწესრიგა, და პირველივე ბრძოლებში ისეთი სიმამაცე აჩვენა, რომ ერთი სიმაგრის ალყისას თავადაც დაიჭრა მუხლში მოხვედრილი ქვით, ხოლო იმის ფარში რამდენიმე ისარი ჩაესო.
5. ნერონის შემდეგ, როცა ხელისუფლებისთვის იბრძოდნენ: გალბა, ოტონი და ვიტელიუსი, იმპერატორად გახდომის იმედი მიეცა. ეს იმედი ადრე ჰქონდა ჩაგონებული და აი, როგორი ნიშნებით.
ფლავიუსების ქალაქგარეთა მამულში იყო ბერმუხა, მიძღვნილი მარსისთვის; და სამჯერვე, როცა ვესპასია აჩენდა, იმ მუხის ზროზე, მოულოდნელად, ახალი ტოტები ამოდიოდა, - ცხადი მინიშნება ყოველი მოზარდის ბედზე. პირველი სუსტი იყო და მალევე გახმა, - და, მართლაც, პირველად გაჩენილმა გოგონამ ერთ წლამდეც ვერ იცოცხლა; მეორე მაგარი და მაღალი გახლდათ, რაც მიუთითებდა დიდ ბედნიერებაზე; ხოლო მესამე იყო, როგორც ცალკე ხე. ამიტომ, როგორც ამბობენ, მამამისმა საბინუსმა, დამატებით მკითხაობითაც გამხნევებულმა, დედამისს პირდაპირ გამოუცხადა, რომ შვილიშვილი ეყოლა, რომელიც კეისარი გახდება; მაგრამ ტერტულამ მხოლოდ გადაიხარხარა ამაზე და გაუკვირდა, თავად რომ ისევ სრულ ჭკუაზე იყო და შვილი უკვე გაგიჟდა.
მერე, როცა ედილი იყო, გაიუს კეისარი გაბრაზდა, რომ ქუჩების გასუფთავებაზე არ ზრუნავდა და ჯარისკაცებს უბრძანა, სენატორის ტოგის უბეში ტალახი ჩაესხათ; მაგრამ ამხსნელებიც გამოიძებნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ასევე მოხვდება ერთხელაც მის დასაცავად და თითქოსდა მოსახვევად მთელი სახელმწიფოც, მიტოვებული და გასვრილი ძმათაშორის სისხლისღვრით.
ერთხელ, როცა საუზმობდა, მაწანწალა ძაღლმა გზაჯვარედინიდან ადამიანის ხელი მოუტანა და მაგიდის ქვეშ დაუგდო. მეორედ სადილზე სასადილოში ხარი შემოიჭრა, უღლიდან თავდაღწეული და მსახურების აქეთ-იქით დამფანტავი, მაგრამ უცებ ძალაგამოცლილი დაეცა ფეხებთან და კისერი დახარა მის წინაშე. მემკვიდრეობით მიღებულ თავის მინდორში კვიპაროსი, ყოველგვარი ქარიშხლის გარეშე, ამოტრიალდა ფესვებიანად, მაგრამ მეორე დღეს წაქცეული ხე ისევ ჩვეულებრივად იდგა, კიდევ მწვანედ და ღონივრად.
აქაიაში ესიზმრა, რომ ბედნიერება მასთან და მის სახლში მაშინ მივა, როცა ნერონს კბილს ამოგლეჯენ; და მომდევნო დღეს მისაღებში მოვიდა ექიმი და ახლახანს ამოღებული კბილი აჩვენა.
იუდეაში ღმერთი კარმელის ორაკულს მიმართა და მისმა პასუხებმა დააიმედა, აჩვენა, რომ მისი ყველა სურვილი და ჩანაფიქრი აღსრულდება, ყველაზე თამამიც კი. ხოლო ერთმა დიდგვაროვანმა ტყვემ, იოსეფუსმა, როცა ჯაჭვებს ადებდნენ, მტკიცედ დარწმუნებულმა განაცხადა, რომ მალევე გაათავისუფლებს იგივე კაცი, მაგრამ უკვე როგორც იმპერატორი.
ცნობები და ნიშნები რომიდანაც მოდიოდა; ნერონს, სიკვდილისწინა დღეებში სიზმარში უბრძანეს, მოწყალე და დიდებული იუპიტერის წმინდა ეტლი წაეყვანა ტაძრიდან ვესპასიანეს სახლამდე და იქიდან - ცირკში; ცოტა ხნის შემდეგ, როცა გალბა ხსნიდა შეკრებას, რათა მეორე კონსულობა მიეღო, ღვთაებრივი იულიუსის სტატუეტი თავისით შეტრიალდა აღმოსავლეთისკენ; და ბეატრიკუმთან ომის დაწყებამდე, ყველას თვალწინ ორი არწივი ჰაერში ებრძოდა ერთმანეთს, და როცა ერთი უკვე დამარცხდა, მზის ამოსვლის მხრიდან მესამე მოფრინდა და გამარჯვებული გააძევა.
6. მაგრამ ხელსაც არ ანძრევდა, თუმცა მისი ახლობლები ემხრობოდნენ და ურჩევდნენ, სანამ მოულოდნელად სულ უცნობმა და შორეულმა ადამიანებმა არ დაუჭირეს მხარი.
მოესიას ჯარმა ოტონის დასახმარებლად ორ-ორი ათასი კაცი გააგზავნა თავისი სამი ლეგიონიდან. გზაში შეიტყვეს, რომ ოტონი დამარცხდა და თავი მოიკლა; ამის მიუხედავად, თითქოს არ დაუჯერეს ჭორს და აკვილეამდე მივიდნენ. იქ მათ შემთხვევითა და უსაქმურობით ისარგებლეს, ყაჩაღობას და ძარცვას მიჰყვეს ხელი; ხოლო მერე კი, იმით შეშინებულებმა, რომ უკან დაბრუნებისას პასუხის გაცემა და დასჯა მოუწევთ, გადაწყვიტეს ახალი იმპერატორი გამოეცხადებინათ; ესპანეთის ჯარმა იმპერატორად გალბა დააყენა; პრეტორიელებმა - ოტონი, გერმანულმა ჯარმა - ვიტელიუსი, და ესენი ვისზე რა ნაკლები იყვნენ.
დასახელდა კონსულის ყველა ლეგატის სახელი, რამდენიც და ვინც სად იყო, და ყველა სხვადასხვა მიზეზით უარყოფილი იქნა. მაგრამ როცა მესამე ლეგიონის ჯარისკაცებმა, რომლებიც მოესიაში სირიიდან იყვნენ გადმოყვანილი ნერონის სიკვდილის წინ, ვესპასიანეს ქება დაიწყეს, ყველამ მათ დაუჭირა მხარი და მაშინათვე ყველა დროშაზე იმისი სახელი დააწერეს. მართალია, მაშინ ეს საქმე მიყრუვდა და ჯარისკაცები დროებით მორჩილებაში დაბრუნდნენ. თუმცა, ამაზე ხმა გავრცელდა, და ეგვიპტის პრეფექტმა, ტიბერიუს ალექსანდერმა პირველად მიიყვანა ლეგიონები ვესპასიანეს ერთგულებაზე დასაფიცებლად, ეს ივლისის კალენდებში მოხდა, და შემდეგში ეს დღე აღინიშნებოდა, როგორც მისი მმართველობის პირველი დღე. ხოლო მერე, ივლისის იდებამდე მეხუთე დღეს, იუდეის ჯარმა პირადად მას შეჰფიცა.
წამოწყებას ბევრმა აღმოუჩინა მხარდაჭერა. ხელიდან ხელში გადადიოდა ვესპასიანესთან გამოგზავნილი წერილი მომაკვდავი ოტონის უკანასკნელი ნება-სურვილი, - არავინ იცის, ნამდვილი იყო თუ შემოგდებული, - სადაც ის ანდერძს უტოვებდა, შური ეძია მისთვის და ევედებოდა, გადაერჩინა სახელმწიფო. იმავდროულად ხმა გავრცელდა, თითქოს ვიტელიუსი, გამარჯვების მერე, აპირებდა, ლეგიონებისთვის სადგომები შეეცვლა და გერმანიის ჯარები გადაეყვანა აღმოსავლეთში, სადაც უფრო მშვიდია სამსახური. ბოლოს, პროვინციის ნაცვლებიდან ლიცინიუს მუციანუსმა დაივიწყა მეტოქეობა და უკვე დაუფარავი მტრობით, ვესპასიანეს სირიის ჯარი შესთავაზა, ხოლო პართიის მეფე ვოლოგეზმა - ორმოცი ათასი მოისარი.
7. ასე დაიწყო სამოქალაქო ომი. ვესპასიანემ იტალიაში მოწინავე ჯარებით გააგზავნა მხედართმთავრები, თავად კი, ამასობაში ალექსანდრია დაიკავა, რათა ხელში სჭეროდა ეგვიპტის გასაღები. აქ თანამგზავრების გარეშე გაემართა სერაფისის ტაძარში, რათა მკითხაობით შეეტყო, მტკიცე იყო თუ არა მისი ძალაუფლება; და როცა დიდი ხნის ლოცვის შემდეგ შემოტრიალდა, დაინახა, რომ იქაური ჩვეულების მიხედვით, აზატი ბასილიდესი მოართმევს კვერებს, რტოებს და გვირგვინებს, - არადა, იცოდა, რომ ბასილიდესი შორს იყო და რევმატიზმის გამო სიარული არ შეეძლო, და არც არავინ შემოუშვებდა. და მაშინვე მოვიდა მოხსენება, რომ ვიტელიუსის ჯარი დამარცხებულია კრემონასთან, და თავად ვიტელიუსი მოკლულია რომში.

ვესპასიანეს ჯერ კიდევ არა ჰყოფნიდა პრესტიჟი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთგვარი ღვთისმეტყველება, რაკი ახალი და მოულოდნელი იმპერატორი იყო; მაგრამ მალე ესეც მიეცა. სასამართლოს რომ უძღვებოდა, ხალხიდან ორი კაცი, ერთი ბრმა და მეორე კოჭლი, ერთდროულად მივიდა მასთან; და ევედებოდნენ, ემკურნალა მათთვის, როგორც სერაპისი დაჰპირდათ სიზმარში, - თვალები აეხილებათ, თუკი მიაფურთხებს; ფეხი გამოჯანმრთელდება, თუკი ქუსლით შეხებას ინებებს.
ოდნავადაც არ სჯეროდა წარმატებისა, ცდასაც კი არ აპირებდა; ბოლოს, მეგობრების თხოვნას დაჰყვა, და უამრავი ხალხის წინაშე ბედი სცადა, და სრული წარმატებით. იმავე დროს, არკადიაში, წინასწარმეტყველთა მითითებით, ტეგეას წმინდა ადგილზე გათხრისას იპოვეს ძველი ოსტატების გაკეთებული ვაზები და ზედ აღმოჩნდა გამოსახულება, რომელიც სახით ვესპასიანეს ჰგავდა.
8. ასეთი იყო ვესპასიანე და ასეთი იყო მისი დიდება, როცა რომში დაბრუნდა იუდეაზე გამაჯრვებასთან დაკავშირებით ტრიუმფი გადაიხადა. ამის შემდეგ რვაჯერ იყო კონსული, ადრინდელს თუ არ ჩავთვლით; იყო ცენზორიც; და მთელი თავისი მმართველობისას არაფერზე ისე არა ზრუნავდა, როგორც იმაზე, რომ დასუსტებული და შერყეული სახელმწიფოსათვის ჯერ სიმტკიცე და მერე ბრწყინვალება დაებრუნებინა.
ჯარები სრულ თავგასულობამდე და თავხედობამდე მივიდნენ; ერთნი - გამარჯვებით გაყოყოჩენულები, მეორენი - უღირსებობით გამწარებულები; პროვინციებიც, თავისუფალი ქალაქებიცა და ზოგიერთი სამეფოც მტრობდა ერთმანეთს. ამიტომ ვიტელიუსის ბევრი ჯარისკაცი დაითხოვა და დასაჯა, მაგრამ არც გამარჯვებულებს უთმობდა რამეს, რაც დასაშვებზე მეტი იქნებოდა.
შემთხვევას არ გაუშვებდა ხოლმე ხელიდან, რომ წესრიგი დაემყარებინა. ერთი ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა, რათა მადლობა გადაეხადა მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისთვის, ნელსურნელებების სურნელს აფრქვევდა, - ის ზიზღით შემოტრიალდა და მოღუშულმა თქვა: „აჯობებდა, ნივრის სუნი გქონოდა!“ - ხოლო დანიშვნის ბრძანება უკან გამოართვა. მეზღვაურები, რომლებიც ფეხით გადადიან რომში ხან ოსტიიდან, ხანაც პუტეოლადან, სთხოვდნენ, რამე გადაეხადათ ფეხსაცმელებისთვის; იმან კიდევ, თითქოს უპასუხოდ გაშვება არ ეყოფოდათ, უბრძანა, ამიერიდან ფეხშიშველებს ევლოთ, - ჰოდა, იმ დროიდან მოყოლებული, ახლაც ასე იარებიან.

აქაიას, ლიკიას, როდოსს, ბიზანტიას, სამოსს თავისუფლება ჩამოართვა; თრაკიაში, მთიანი კილიკია და კომაგენა, ადრე მეფეთა ძალაუფლებაში მყოფნი, პროვინციებად გადააქცია; კაპადოკიაში, სადაც ბარბაროსების შემოსევები არა წყდებოდა, დამატებითი ლეგიონები დააყენა და რომაელი მხედრის ნაცვლად კონსულარი დანიშნა.
დედაქალაქი განადგურებული იყო ძველი ხანძრებითა და ნანგრევებით. ნებისმიერს უფლება მისცა, დაეკავებინათ და აეშენებინათ დანგრეული ადგილები, თუკი ამას მფლობელები ვერ შეძლებდნენ. კაპიტოლიუმის აღდგენას რომ შეუდგა, თავისით პირველმა დაიწყო ნანგრევების გაწმენდა და საკუთარი ზურგით გამოტანა. ხანძარში გადნა სამი ათასი სპილენძის დაფა, მან იზრუნა აღდგენაზე, ყველა ადგილიდან მოიპოვა მათი ასლები: ეს იყო უძველესი და უმშვენიერესი სახელმწიფო საქმეების ანგარიშები; მათ შორის ინახებოდა ლამის რომის დაარსებიდან სენატისა და ხალხის დადგენილებები მოკავშირეობაზე, მეგობრობასა და ვინმესთვის ნაჩუქარ შეღავათებზე.
9. დაიწყო ახალი მშენებლობებიც: მშვიდობის ტაძარი ფორუმის მახლობლად, ღვთაებრივი კლავდიუსის ცელიანის გორაკზე, ჯერ კიდევ აგრიპინასგან დაწყებული, მაგრამ საძირკვლამდე დანგრეული ნერონის მიერ; და, ბოლოს, ამფითეატრი შუა ქალაქში, ჩაფიქრებული, როგორც შეიტყო, ჯერ კიდევ ავგუსტუსის მიერ.
უმაღლესი ფენები შეთხელდა გაუთავებელი დასჯებითა და დაცემამდე მივიდნენ დიდი ხნის გაუფრთხილებლობისგან. მათ გასასუფთავებლად და გასაწმენდად სენატისა და მხედრების დათვლიერება ჩაატარა, უღირსები მოიშორა და სიებში ჩართო ყველაზე ღირსეულები იტალიელებიდან და პროვინციელებიდან. და ცნობილი რომ ყოფილიყო, ეს ორი ფენა განირჩევა არა მხოლოდ თავისუფლებებით, რამდენადაც პატივისცემებით, ერთხელ, სენატორისა და მხედრის დავის გარჩევისას, განაცხადა: „არ ეგების სენატორებს ლანძღვა დაატეხო თავს, მაგრამ პასუხის გაცემა მათ შეუძლიათ და ეს კანონიერიც არის“.
10. სასამართლო საქმეები ყველგან უზომოდ მომრავლდა; ძველები შეჩერდა სხდომების შეწყვეტის გამო, დაემატა ახლებიც არეული დროის მეოხებოთ. მან კენჭისყრით ის პირები ამოირჩია, ვისაც დაზარალებულებისთვის ომის დროს წართმეული ქონება უნდა დაებრუნებინათ; და რათა რიგგარეშე გადაეწყვიტა საქმეები, ცენტუმვირებს რომ ექვემდებარებოდა: ამ საქმეებს მალე სჭირდებოდა დასრულება, რაკი იმდენი დაგროვდა, რომ იქ მომჩივნებს, შეიძლებოდა, ვერც ეცოცხლათ მათ დასრულებამდე.
11. უზნეობა და მფლანგველობა ჰყვაოდა შეუკავებლობით. სენატს შესთავაზა დადგენილება, რომ ქალი, რომელიც სხვის მონასთან იყო კავშირში, თავადაც მონად ჩათვლილიყო; და რომ მევახშეებს აკრძალვოდათ ვალის მოთხოვნა იმ შვილებისათვის, რომლებიც ჯერ არ გამოსულიყვნენ მამის ძალაუფლებიდან, მამის სიკვდილის შემდეგაც კი.

12. ყველა დანარჩენში თავმდაბალი და მოწყალე იყო მმართველობის პირველი დღიდან სიკვდილამდე. არასოდეს ცდილობდა, თავისი ყოფილი მძიმე მდგომარეობა დაემალა და ხშირადაც გამოფენდა ხოლმე დასანახად. როცა ვიღაცამ სცადა, ფლავიუსების გვარის დასაწყისი რეატეს დამაარსებლებთან და ჰერკულესის იმ თანამგზავრთან დაეკავშირებინა, რომლის სასაფლაოს დღესაც უჩვენებენ სალარიას გზაზე, ამ ავადმყოფობას მან პირველმა დასცინა. მოსაჩვენებელი ბრწყინვალებისკენ სულაც არ ისწრაფოდა; და ტრიუმფის დღესაც, ნელი და დამღლელი მსვლელობით გაწამებულმა, თავი ვეღარ შეიკავა და თქვა: „ახია ჩემნაირ ბერიკაცზე. სულელივით მოვინდომე ტრიუმფი, გეგონება ჩემ წინაპრებს დაემსახურებინოთ ან მე შემძლებოდა ამაზე ოცნება!“ ტრიბუნის ხელისუფლება და სამშობლოს მამის წოდება დიდი ხნის მერე მიიღო; ხოლო დილით, მისალმებაზე მომსვლელების ჩხრეკას ჯერ კიდევ სამოქალაქო ომების პერიოდიდან დაანება თავი.
13. მეგობრების ენამწარობა, დამცველების გესლიანობა, ფილოსოფოსების ჭირვეულობა ოდნავადაც არ აღელვებდა. ლიცინიუს მუციანი, ცნობილი გარყვნილი, თავის დამსახურებებს აღიარებდა, მას საკმაო პატივისცემით არ ეპყრობოდა, მაგრამ ვესპასიანე არასოდეს გალანძღავდა სხვების თანდასწრებით, და მხოლოდ საერთო მეგობართან დაჩივლებისას თქვა ბოლოს: „ბოლოს და ბოლოს, მეც კაცი ვარ!“ როცა სალვიუს ლიბერალისმა ვიღაც მდიდარის დაცვისას მოურიდებლად თქვა: „რა კეისრის საქმეა, თუკი ჰიპარქუსს ასი მილიონი აქვს?“ - მან პირველმა შეაქო. როცა გაძევებით მსჯავრდებული ცინიკოსი დემეტრიუსი უცხოეთში შეხვდა, არც წამოდგომა და არც მისალმება ინება და თანაც ზოგიერთი შეურაცხყოფაც მიაყენა, მხოლოდ „ავი ძაღლი“ უწოდა.
14. წყენებს და მტრობას არ იმახსოვრებდა და შურს არ იძიებდა. თავისი მეტოქის, ვიტელიუსის ქალიშვილისათვის ბრწყინვალე ქმარი გამოძებნა, მზითევიც მისცა და სახლიც აუშენა. როცა ნერონის დროს სასახლიდან გამოაძევეს და ვესპასიანე შიშით კითხულობდა, რა ექნა და საით წასულიყო, ერთმა მიღებების მეთვალყურემ, რომელიც მიაცილებდა, უპასუხა: „ოთხივე მხარეს გზა ხსნილი გაქვს!“ მერე ამ კაცმა პატიება სთხოვა, ეს კი იმით დაკმაყოფილდა, რომ ზუსტად იგივე სიტყვები გაუმეორა. ეჭვი და შიში არასოდეს უბიძგებდა ანგარიშსწორებისაკენ; როცა მეგობრებმა ურჩიეს, მეთიუს პომპუზიანუსს გაფრთხილებოდა, რომელსაც, გავრცელებული ხმებით, იმპერატორის ჰოროსკოპი ჰქონდა, ამის მაგივრად კონსულად დანიშნა, რათა იმას თავის დროზე ეს მოწყალება გაეხსენებინა.
15. ერთხელაც არ მომხდარა, რომ უდანაშაულო დასჯილიყოს, - ალბათ, მის არყოფნაში, მისთვის შეუტყობინებლად ანდა მისი ნების საპირისპიროდ. თუმცა ჰელვიდიუს პრისკუსი ერთადერთი იყო, ვინც სირიიდან დაბრუნებულს კერძო სახელით „ვესპასიანე“ მიესალმა, მერე კი ყველა თავის პრეტორის ედიქტებში ერთხელაც არ ახსენა, მაგრამ ვესპასიანე იმაზე ადრე არ განრისხებულა, სანამ იმან დაუნდობლად არ გამოლანძღა, როგორც პლებეი. მაგრამ აქაც, როცა უკვე გადაასახლა, როცა ბრძანა, მოეკლათ, მაინც მთელი ძალით ცდილობდა, გადაერჩინა, - მკვლელებს ხალხი დაადევნა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და გადაარჩენდა კიდეც, ცრუ მოხსენება რომ არა, - უკვე მკვდარიაო. ყოველ შემთხვევაში, არავისი სიკვდილი ახარებდა და, დამსახურებულ სასჯელზეც უდარდია და უტირია კიდევაც.
16. ერთადერთი, რაშიც საყვედურობდნენ, ვერცხლისმოყვარეობა იყო. მარტო ის კი არა, რომ გალბასგან ნაპატიებელი ვალების დაბრუნება მოითხოვა, ახალი და მძიმე გადასახადები დააწესა, გაადიდა და ორმაგადაც კი გაზარდა პროვინციების ხარკი, - დაუფარავად აკეთებდა ისეთ საქმეებს, რომლებისაც კერძო კაცსაც კი შერცხვებოდა. მხოლოდ იმიტომ ყიდულობდა ნივთებს, რომ მერე მოგებით გაეყიდა; უყოყმანოდ მიჰყიდდა ხოლმე თანამდებობებს მაძიებლებს და გამართლებას - განსასჯელებს, დამნაშავეებს და უდანაშაულოებს, განურჩევლად; ყველაზე მტაცებელ მოხელეებს, როგორც ვარაუდობენ, საგანგებოდ აწინაურებდა სულ უფრო მაღალ თანამდებობებზე, რათა მოხვეჭის საშუალება მიეცა მათთვის, მერე კი გაესამართლებინა, - ამბობდნენ, რომ ისე სარგებლობს მათით, როგორც ღრუბლებით, მშრალებს დასველების საშუალებას აძლევს, ხოლო დასველებულს - გამოწურავსო.
ერთნი ფიქრობენ, რომ ბუნებით იყო ქვაწვია; ამისთვის ლანძღავდა მოხუცი მწყემსი, რომელიც შეეხვეწა ახლად არჩეულ იმპერატორს, თავისუფლად გაეშვა, ფულის გადაუხდელად, მაგრამ უარი მიიღო და შესძახა: „მელიამ ბეწვი შეიცვალა, მაგრამ ზნე - ვერაო!“ სხვები, პირიქით, ვარაუდობენ, რომ უკიდურესმა გაჭირვებამ, - როგორც სახელმწიფო, ასევე საიმპერატორო ხაზინებში, - იძულებული გახადა, ფული ქონების ჩამორთმევითა და გაძარცვით მოეპოვებინა; ეს თავად აღიარა, როცა მმართველობის დასაწყისში განაცხადა, რომ ორმოცი მილიარდი სესტერცი სჭირდება სახელმწიფოს ფეხზე დასაყენებლად. და ეს მით უფრო ჰგავს სიმართლეს, რომ ცუდად ნაშოვნსაც საუკეთესო გზას მოუნახავდა ხოლმე.
17. ყველა ფენის მიმართ გულუხვი იყო; სენატორებს სახსრები შეუვსო, გაჭირვებულ კონსულარებს ხუთას-ხუთასი ათასი სესტერცი დაუნიშნა წელიწადში; მთელ დედამიწაზე მრავალი ქალაქი უფრო უკეთესად ააშენა ხანძრებისა და მიწისძვრების შემდეგ; ტალანტებზე და ხელოვნებებზე დიდ ზრუნვას იჩენდა.
18. ლათინ და ბერძენ რიტორებს პირველი უხდიდა ხაზინიდან ჯამაგირს ას-ასი ათასი სესტერცის რაოდენობით წელიწადში. გამოჩენილ პოეტებსა და მხატვრებს დიდი საჩუქრებით აჯილდოებდა, ისევე როგორც, მაგალითად, კოლოსის და ვენერა კოსის აღმდგენელი ინჟინერ-მექანიკოსს, რომელიც დაჰპირდა, დიდი დანახარჯების გარეშე კაპიტოლიუმზე აეტანა ვეებერთელა კოლონები, - გამოგონებისთვის დიდი ჯილდო უბოძა, მაგრამ იმისი მოწყობილობის გამოყენებისგან თავი შეიკავა და თქვა: „მე კი, ნება მიბოძეთ, ჩემი ხალხი გამოვკვებო“.
19. სანახაობებზე, მარცელუსის თეატრის ახალი სცენის კურთხევისას აღადგინა ძველი მუსიკალური წარმოდგენები. ტრაგიკულ აქტიორს, აპელესს საჩუქრად ოთხასი ათასი სესტერცი მისცა; ლირაზე დამკვრელებს, ტერპნუსს და დიოდორუსს - ორას-ორასი ათასი; სხვებს - ას-ასი ათასი; ყველაზე ნაკლები - ორმოც-ორმოცი ათასი; რომ აღარაფერი ვთქვათ ოქროს უამრავ გვირგვინზე. დიდებულ ქეიფებსაც აწყობდა, კერძოებსა და მდიდრულებს, რათა მედუქნეებისთვის დაეჭირა მხარი. მარტის კალენდებში - ქალებს ურიგებდა საჩუქრებს, სატურნალიებზე - მამაკაცებს. მაგრამ თავისი ყოფილი ძუნწობის სირცხვილის გადაფარვა მაინც ვეღარ შეძლო.
ალექსანდრიელები მუდამ ქაშაყის გამყიდველს ეძახდნენ, თავისი ერთი მეფის მეტსახელის მიხედვით, ბინძური წუწურაქისა. და მის დაკრძალვაზეც კი ფავორმა, მთავარი მიმიკოსმა, რომელიც, ჩვეულების მიხედვით, მიცვალებულის ნიღბით, საქმითა და სიტყვებით გამოჯავრებით გამოდიოდა, ყველას გასაგონად ჰკითხა მოხელეებს, თუ რა დაუჯდათ სამგლოვიარო პროცესია? და რომ მოისმინა, ათი მილიონიო, შესძახა: „ათი ათასი სესტერცი მომეცით და თუნდაც ტიბრში გადამაგდეთ!“
20. იგი კარგი სიმაღლის იყო, აგებულება მაგარი და ჩადგმული; სახე სულ დაძაბული გამომეტყველებით; ერთმა მახვილგონივრულად ზუსტად თქვა ამაზე, როცა იმპერატორმა სთხოვა, ეხუმრა მასზე: „ვიხუმრებ, როცა მოეშვები“. ჯანმრთელობა მშვენიერი ჰქონდა, თუმცა ამაზე ოდნავადაც არა ზრუნავდა, და მარტო იხეხავდა აბანოში ყელსა და ყველა ასოს; თვეში ერთ დღეს არაფერს ჭამდა.
21. მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო. ხელისუფლებაში ყოფნისას ყოველთვის ადრე დგებოდა, განთიადამდე, და ყველა მოხელისგან გამოგზავნილ წერილებსა და მოხსენებებს კითხულობდა; მერე მეგობრებს შეუშვებდა და მათ მილოცვებს ღებულობდა, თავად კი ამ დროს იცვამდა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. მიმდინარე საქმეებს რომ მორჩებოდა, გაისეირნებდა და რომელიმე ხარჭასთან დაისვენებდა; ცენიდას სიკვდილის შემდეგ ისინი ბევრი ჰყავდა. საძინებლიდან აბანოში მიდიოდა, მერე კი მაგიდასთან; ამ დროს, როგორც ამბობენ, ყველაზე კეთილი და რბილი იყო; და შინაურები ცდილობდნენ, ამით ესარგებლათ, თუკი რაიმე თხოვნა ჰქონდათ.
22. სადილზე, როგორც ყველგან და ყოველთვის, გულკეთილი იყო და ხშირად ქილიკობდა; ძალიან დამცინავი იყო, მაგრამ მეტისმეტად მასხრული და უხამსობაში გადასული ხუმრობა იცოდა. ამის მიუხედავად, მისი ზოგიერთი ხუმრობა ძალიან მახვილგონივრულია. აი, ზოგიერთი მათგანი: კონსულარი მესტრიუს ფლორუსი არწმუნებდა, მართებულია ვთქვათ არა „პლოსტრა“, არამედ „პლაუსტრა“; მეორე დღეს მას მიესალმა არა როგორც „ფლორუსს“, არამედ როგორც „ფლავრუსს“. ერთი ქალი იფიცებოდა, რომ იმისი სიყვარულით კვდებოდა და მისი ყურადღებაც მიიპყრო; ვესპასიანემ იმ ქალთან გაატარა ღამე და აჩუქა ოთხასი ათასი სესტერცი; ხოლო მმართველის შეკითხვაზე, რომელი პარაგრაფით შევიტანო ეს ფულიო, მიუგო: „ვესპასიანეს მეტისმეტი სიყვარულისთვის“.
23. თავის ადგილზე ბერძნული ლექსის თქმაც შეეძლო; მაგალითად, ვიღაც მაღალ და უჩვეულო გარეგნობის კაცზე თქვა: წინ მიდიოდა, შუბს მიიქნევდა, თავის გრძელ ჩრდილს მიმოარხევდა. აზატ კერილუსზე, რომელიც გამდიდრდა და არ უნდოდა, სიმდიდრე იმპერატორის ხაზინისთვის დაეტოვებინა, თავისუფლად დაბადებულად გამოიცხადა თავი და ლაქესი შეირქვა: ო, ლაქეს, ლაქეს, შენ ხომ მოკვდები - და ისევ კერილუსად გადაიქცევი. მაგრამ ყველაზე მეტად იცინოდა თავის არაკეთილშობილური შემოსავლებზე, რათა ქილიკით მაინც დაეშოშმინებინა უკმაყოფილება და ხუმრობად გადაექცია.
ერთი მისი საყვარელი მოსამსახურე გამრიგის ადგილს სთხოვდა კაცისათვის, რომელსაც თავის ძმად ასაღებდა; ვესპასიანემ უბრძანა, დალოდებოდა, გამოიძახა ეს კაცი, თავად აიღო მისგან ფული, რაც შუამდგომლობისათვის იყო შეთანხმებული და მაშინვე დანიშნა სასურველ ადგილზე; ხოლო როცა კიდევ ჩაერია მსახური, უთხრა: „შენთვის სხვა ძმა ეძებე, ეს უკვე ჩემი ძმაა“. ერთხელ გზაში იეჭვა, რომ ჯორების გამრეკავი იმიტომ შედგა და ჯორებს იმიტომ დაუწყო ხელახლა დაჭედვა, რომ ერთი მთხოვნელისთვის დრო და საშუალება მიეცა იმპერატორთან სალაპარაკოდ; შეეკითხა, ბევრი ფული მოუტანა თუ არა ამ დაჭედვამ და მონაგებიდან თავისი წილი მოსთხოვა.
ტიტუსი საყვედურობდა მამას, რომ საზოგადოებრივ ფეხსალაგებსაც კი გადასახადი დაუწესა; იმან ერთი მონეტა აიღო პირველი შემოსავლიდან, ცხვირთან მიუტანა და შეეკითხა, ყარს თუ არაო. „არა“, - მიუგო ტიტუსმა. „არადა, ეს ფული ფსელიდან არის“, - დასძინა ვესპასიანემ. როცა ელჩებმა მოახსენეს, რომ გადაწყვეტილია საზოგადოებრივი ხარჯით დაუდგან დიდი თანხის კოლოსალური სტატუეტი, მან ხელისგული გაუშვირა და მიუგო: „დაუყოვნებლივ დადგით, აი პოსტამენტი“.
სიკვდილის წინათგრძნობისას და დიდი საფრთხის დროსაც ხუმრობდა; როცა სხვა წინასწარი ნიშნების რიცხვში მავზოლეუმის კარი უცებ გაიხსნა, ხოლო ცაში კუდიანი ვარსკვლავი გამოჩნდა, თქვა, რომ ერთი ნიშანი იუნიუს კანვინს ეკუთვნის, ავგუსტუსის გვარიდან, ხოლო მეორე პართიის მეფეს, რომელიც გრძელ თმას ატარებს; როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ჩაილაპარაკა: „რა სამწუხაროა, რომ ღმერთად უნდა გადავიქცე“.
24. თავის მეცხრე კონსულობაში, კამპანიაში ყოფნისას, ციებ-ცხელების მსუბუქი შემოტევები იგრძნო. მაშინვე რომში დაბრუნდა, მერე კი კუტილიაში წავიდა და რეატის მამულებში, სადაც ყოველ ზაფხულს ატარებდა. აქ ავადობამ უმატა და დამატებით ცივი წყლითაც გაიცია მუცელი. ამის მიუხედავად, მაინც ჩვეულებრივ აგრძელებდა სახელმწიფო საქმეებს და, საწოლში წოლისას ელჩებიც კი მიიღო. როცა ლამის სიკვდილამდე მისუსტდა, გამოაცხადა, რომ იმპერატორი ფეხზე მდგომი უნდა მოკვდეს; და წამოდგომისა და გამართვის ცდაში დამჭერების ხელში მოკვდა ივლისის კალენდებამდე მეცხრე დღეს, დაბადებიდან გასული იყო სამოცდაცხრა წელი, ერთი თვე და შვიდი დღე.
25. ყველასათვის ცნობილია, როგორ მტკიცედ სწამდა ყოველთვის, რომ დაიბადა და შვილებიც ბედნიერ ვარსკვლავზე ეყოლა; მიუხედავად შეუწყვეტელი შეთქმულებებისა, თამამად განუცხადა სენატს, რომ მემკვიდრეები ან მისი შვილები იქნებიან, ან - არავინ. ამბობენ, სიზმარში იხილა, რომ პალატინის სასახლის დერეფნებში იდგა სასწორი, რომლის ერთ პინაზე კლავდიუსი და ნერონი იყვნენ და მეორეზე - თვითონ შვილებით, და ვერც ერთი პინა ვერ სწონიდა. და თავისმა სიზმარმა არ მოატყუა, იმიტომ რომ ერთნიც და მეორენიც ერთნაირ დროს მართავდნენ - ზუსტად თანაბარ წლებში.
მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
სერვიუს სულპიციუს გალბას გამეფებით იწყება იმ იმპერატორების ხანა, რომლებიც ტახტზე აჰყავთ მათსავე ლეგიონებს. გალბა იყო მოხუცი წარჩინებული სენატორი, გამოცდილი სარდალი და პოლიტიკოსი, მაგრამ მან სახელმწიფოს ყოველმხრივი კრიზისის პირობებში ვერ მოახერხა აღიარების მოპოვება.
ჯერ იყო და იგი შეეცადა შეეკავებინა ნერონის დროინდელი თავაშვებული მფლანგველობა და ამისათვის მან ძუნწისა და ხარბის სახელი დაიმსახურა. მას არ შეეძლო განუყოფელი უმაღლესი ძალაუფლება მიეცა სენატისათვის და მისი ეს სისხლხორცეული წრეც უკმაყოფილო დარჩა.
პრეტორიანელებს ეგონათ, რომ ეს ახალი იმპერატორი მათდამი საკმეველის კმევის გარეშე არ იხელმწიფებდა და გალბამ კი მისი მაამებელი გვარდიის პრეფექტი ნამფიდიუსი სიკვდილით დასაჯა და თვითონ პრეტორიანელთა გვარდიას სასტიკი მორჩილებისა და დისციპლინის ლაგამი ამოსდო. მას არ შეეძლო სახელმწიფოს დაცარიელებული ხაზინიდან რაიმე მიეცა თუნდაც თავისი ჯარისკაცებისათვის, რომლებმაც იგი იმპერატორის ტახტზე აიყვანეს. მან თავის ლეგიონებს საბოლოოდ გაუცრუა იმედები მკაცრი განცხადებით «მე ჯარისკაცებს კი არ ვყიდულობ, არამედ ვკრებ» და ჯარისკაცებმაც დაიწყეს ახალი იმპერატორის კანდიდატის ძებნა. ასეთი შეიქმნა მარკუს სალვიუს ოტონი, ნერონის ორგიებისა და ბაკქანალიების თანამეინახე.
ნერონმა იგი ლუზიტანიის მმართველად გაგზავნა და მისი ცოლი პოპია საბინა ჯერ საყვარლად გაიხადა, მერე ცოლადაც შეირთო. როცა ნერონის განკითხვის ჟამმა დარეკა ოტონი გალბას მიემხრო და იმედი ჰქონდა, რომ გალბა მას სამაგიეროდ თავის თანამმართველად და მემკვიდრედ გამოაცხადებდა, მაგრამ გალბამ იშვილა ფრიად სიმპატიური ახალგაზრდა წარჩინებული გაიუს კალპურნიუს პიზონ ლიცინიანე და მემკვიდრედ გამოაცხადა.
ოტონი პრეტორიანელებთან შეითქვა, რომლებმაც გალბა და პიზონი ფორუმზე დახოცეს და იმპერატორად ოტონი გამოაცხადეს (69 წ იანვარი). სენატმაც კვერი დაუკრა ახალი მხედრობით მედროვის გახელმწიფებას.
ვერც მარკუს სალვიუს ოტონმა ისარგებლა დიდხანს თავისი სისხლიანი ნამოქმედარით. მან ფორუმიდან სასახლემდეც ვერ მიაღწია, რომ ქვემო რაინის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს ავლუს ვიტელიუსი, აგრეთვე ნერონის თანამეინახე, მისებრ გარყვნილი, ჯამბაზი, მოჯირითე და გაუმაძღარი მჭამელ-მსმელი.
იგი გალბამ ქვემო რაინის ლეგიონთა მთავარსარდლად დანიშნა და ახლა ამ ლეგიონთა ფარებზე დაყრდნობილი გერმანიკის სახელწოდებით იმპერატორის ტახტის დასაკავებლად მოეშურებოდა.
ვიტელიუსს მიემხრო აგრეთვე ზემო რაინის ლეგიონებიც, რომელთაც სათავეში ედგათ ახალგაზრდა, პირმშვენიერი ვაჟკაცი, სახელმწიფო ხაზინის ქურდი ცეცინა.
ვიტელიუსისა და ცეცინას ლეგიონები სამ ნაკადად მოედინებოდნენ ალპებისაკენ. ისინი გზაზე საშინლად აოხრებდნენ გალთა მიწა-წყალს, მოსახლეობას ან ჟლეტდნენ ან მონებად ჰყიდდნენ, ადვილი წარმოსადგენი იყო რას მოელოდა იტალიას.
ოტონმა სცადა რომაელი ხალხისათვის ეჩვენებინა, რომ იგი ქვეყნისათვის ვიტელიუსზე უფრო კეთილი სული იყო და დროებით თავი დაანება თავაშვებულ ცხოვრებას, სისასტიკეს და ხელი მიჰყო ხალხისათვის საძულველ მედროვე მოღვაწეთა სიკვდილით დასჯას. მაგალითად მან ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ნერონის დროის ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი პრეტორიანელთა ყოფილი პრეფექტი ტიგელინუსი, რომელმაც ეს საბედისწერო განკარგულება გარყვნილების ჟამს შეიტყო. მან უკანასკნელად დალოშნა თავისი საყვარლების ბრბო და სამართებლით ყელი გამოიჭრა.
ამასობაში ვიტელიუსის ლეგიონებმა გადმოიარეს ალპები და ჩრდილო იტალიაში შემოვიდნენ. მაშინვე ათ მხარეზე გადავიდნენ იქ მდგომი ცხენოსანთა ჯარები, ვიტელიუსის ძალაუფლება გერმანელთა გარდა ცნეს გალიამ, ესპანეთმა და ბრიტანეთმა. იმპერიის სამხრეთი და აღმოსავლეთი ოტონის მხარეზე იდგნენ, მას მხარს უჭერდა აგრეთვე მთელი საზღვაო ფლოტი, მის საშველად ძლიერი ძალები მოეშურებოდნენ პანონიიდან და დალმაციიდან, იყო ცდები ახალი დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, იქნებ რომელიმე პრეტენდენტი ნებაყოფლობით იტყოდა უარს იმპერატორობაზე, ან იქნებ პირადი შეხვედრით ან ურთიერთდახოცვით იხსნიდნენ ქვეყანას, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა დიდსულოვნება და სივაჟკაცე, მაშ კვლავ ათასეულთა სიცოცხლე უნდა შესწირვოდა სისხლში და ლაფში გასვრილი ტახტისათვის ასევე გასვრილ პრეტენდენტთა ბრძოლას.
ვიტელიუსის საომარ ძალთაგან დაწინაურდნენ ცეცინას ლეგიონები. მას არ სურდა გამარჯვების პატივი გაენაწილებინა მეორე ლეგატისათვის ფაბიუს ვალენტინისათვის და კრემონასთან სახელდახელოდ შეება ოტონის ჯარებს, მაგრამ დამარცხდა, ბანაკში ჩაიკეტა და ვალენტის ლეგიონებთან შეერთება იკადრა.
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 69 წლის აპრილში ბედრიაკის ველზე კრემონასა და ვერონას შორის. არც ერთი არც ვიტელიუსი და არც ოტონი მათთვის ატეხილ ამ საბედისწერო, უსარგებლო და უგნურ კაცთა ხოცვაში პირადად მონაწილეობას არ ღებულობდნენ. სასტიკ ხელჩართულ სისხლისღვრაში ვიტელიუსის ლეგიონებმა გაიმარჯვეს, ხოლო ოტონმა ამ მძიმე ჟამს თავის იმპერატორობის ოთხმოცდამეთხუთმეტე დღეს შეძლო გაბედულება გამოეჩინა და თავი მოეკლა.
რომში ცერერას დღესასწაული იდგა, როცა მოვიდა ბედრიაკის ბრძოლისა და ოტონის სიკვდილის ამბავი. ქალაქის პრეფექტმა ფლავიუს საბინუსმა მაშინვე დააფიცა რომში მყოფი ჯარები ავლუს ვიტელიუსის ერთგულებაზე, სენატმაც მაშინვე დაადგინა მიერთმიათ დროის ახალი გმირისათვის იმპერატორის ყველა ტიტული და ინსიგნია, თან დაუყოვნებლივ აფრინა შიკრიკები ცეცინასთან და ვალენტინესთან მადლობითა და მილოცვებით, საპასუხოდ გამარჯვებით გალაღებული და მძარცველობაზე დახარბებული ლეგიონები ძარცვა-გლეჯითა და მაროდიორობით მოეშურებოდნენ რომისაკენ.
ვიტელიუსი მხოლოდ მაშინ გადმოვიდა იტალიაში, როცა დარწმუნდა, რომ იქ ყველაფერი მის სასარგებლოდ გადაიჭრა. იგი მოდიოდა საყვარელი ნადიმ-ღრეობითა და ბაკქანალიებით, მას ეგებებოდნენ და ერთგულებას ეფიცებოდნენ.
ოტონის ყოფილი სამხედრო მეთაურებიდან ზოგნი ახალ იმპერატორს არწმუნებდნენ, რომ მხოლოდ მათმა ღალატმა არგუნა მას გამარჯვება, ესენი ვიტელიუსმა დააჯილდოვა, ხოლო ისინი ვინც პატიოსნად აღიარა ბრძოლის ველზე ოტონისადმი ერთგულება სიკვდილით დასაჯა.
მან რომისაკენ გზად მიმავალმა დაათვალიერა მისი ლეგიონების გამარჯვების ადგილი ბედრიაკაზე. ბრძოლიდან 40 დღე გასულიყო. საზარელი იყო დახოცილი, დაუმარხავი გვამებით დახერგილ-დამძიმებული ბრძოლის ველი, ვიტელიუსმა ნაცვლად იმისა, რომ ყალბად მაინც გამოეთქვა სინანული იქვე გახრწნილ გვამებზე საზეიმო საკურთხეველი აღმართა და ღმერთებს მადლობა შესწირა გამარჯვებისათვის, თან მის გვერდით შეძრწუნებულ და სუნთქვაშეკრულ მხლებლებს ცინიკურად შესძახა «ყველაზე საამური სუნი ეს არის რომელიც გვცემს მოკლული მტრისაგან განსაკუთრებით თანამოქალაქისაგან».
69 წ. ივლისში ვიტელიუსი თანამეინახეებით, ჯამბაზებით, მუსიკოსებით, როსკიპი ქალებით გარშემორტყმული და 60000-ანი არმიის თანხლებით მივიდა რომში. რომაელი ხალხის უმძიმეს ისტორიაში ვიტელიუსის ხანმოკლე მმართველობა ერთერთი უსაშინლესი იყო. ეს არც კი იყო მმართველობა თუნდაც ჩვეულებრივი გაგებით, ვიტელიუსი პირადად თითქმის არავითარ სახელმწიფოებრივ საქმეებში არ ერეოდა, მისი ლეგიონები მოქმედებდნენ ისე, როგორც მათ მოესურვებოდათ, ძარცვავდნენ, იტაცებდნენ, ქურდობდნენ, ლოთობდნენ, აუპატიურებდნენ. სენატი სულ დადუმდა და დამუნჯდა, ქვეყანას კვლავ ვიღაც ვიგინდარა მედროვე აზიატიკი განაგებდა. ვიტელიუსს პოლიტიკისათვის არ სცალოდა, მისი ერთადერთი საფიქრალი კვლავ უზომო ჭამა-სმა იყო. წყაროები იმპერატორის სარეკორდო ღორმუცელობის შესახებ გვარწმუნებენ, რომ რაღაც სამიოდ თვის მანძილზე მისი სადილ-ვახშმებისათვის 900000000 სესტერციუმი 45 000000 მანეთი დაიხარჯა, მარტო ერთ სადილზე 400000 სესტერციუმი 20000 მანეთი მიდიოდა, ერთხელ მას რაღაც ისეთი ძვირფასი კერძი მიართვეს, რომელიც 50000 მანეთი დაჯდებოდაო.
მთელი იმპერიის ყოველი კუთხიდან, ზღვიდან თუ ხმელეთიდან განუწყვეტლივ იგზავნებოდა ნაირნაირი საჭმელ-სასმელი გაუმაძღარი ხელმწიფისათვის, რასაკვირველია ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. 69 წ. ივლისის დამდეგს ეგვიპტის ალექსანდრიაში მდგარმა ლეგიონებმა ტიბერიუს იულიუს ალექსანდრეს მეთაურობით რომის იმპერატორად გამოაცხადეს იუდეა-იერუსალიმის წინააღმდეგ მებრძოლ ლეგიონთა მთავარსარდალი ტიტე ფლავიუს ვესპასიანე, რომელსაც მაშინვე თავისი საომარი ძალებით მხარი დაუჭირეს სირიაში მდგარმა ლეგატმა ლიცინიუს მუციანმა. როგორც კი ვესპასიანე იმპერატორობაზე დასთანხმდა (მანამდე ის დიდხანს ყოყმანობდა) მის მრავალრიცხოვან საომარ დროშას შეუერთდნენ პანონიისა და დალმაციის ლეგიონები, რომლებიც ადრე ოტონის დასახმარებლად მიეშურებოდნენ.
ვესპასიანემ დალმაციაში გაგზავნა ნიჭიერი და მამაცი ანტონიუს პრიმუსი, რომელმაც დაუყოვნებლივ დაძრა ჯარები ჩრდილო იტალიისაკენ. თვითონ ახალი იმპერატორი ალექსანდრიაში ჩავიდა და რომს ეგვიპტიდან მიმავალი პურის არტერია გადაუჭრა.
ვიტელიუსი კი კვლავ უსაქმოდ, აპათიური განწყობილებით შეხვდა აღმოსავლეთიდან დაძრულ დიდ საშიშროებას, ტაციტუსის სიტყვებით, რომ ვთქვათ იგი შემალული ბაღის ჩრდილში ვითარცა ზარმაცი პირუტყვი გაძღება და უმოქმედოდ დაეგდება არ ფიქრობდა არც წარსულზე, არც აწმყოზე არც მომავალზე. ბოლოს როცა დაარწმუნეს, რომ საჭირო იყო ამოქმედება ცეცინა თავის ლეგიონებით გაგზავნა ჩრდილო იტალიაზე მომდგარი ანტონიუსის წინააღმდეგ. მან არ იცოდა, რომ ცეცინა მასთან გამომშვიდობებისთანავე ღალატზე ფიქრობდა, როგორც კი რავენაში მდგარი ფლოტი ვესპასიანეს მხარეზე გადავიდა ცეცინამაც მაშინვე მოუწოდა თავის ლეგიონებს, რომ საზღვაო ძალებისათვის მიებაძათ, მაგრამ რაინის ლეგიონებმა ღალატზე უარი თქვეს, სარდალი შებოჭეს, რომიდან მისულ ახალ ძალებს შეუერთდნენ და სასწრაფოდ გაეშურნენ ბედრიაკას ველისაკენ სადაც ადრე მათ სასტიკად დაამარცხეს ოტონის ჯარები. აქვე მოვიდნენ ვესპასიანეს მომხრეები ანტონინუს პრიმუსის სარდლობით.
კრემონის კედლებთან ღამით არნახული, საშინელი ხოცვა-ჟლეტა გაჩაღდა. წყაროები ხატავენ საზარელ სურათებს, როგორ ხოცავენ ერთმანეთს ვიტელიუსისა და ვესპასიანესათვის მამა-შვილები, ძმები და ახლობელ-ნათესავები.
ვესპასიანეს ჯარებმა გაიმარჯვეს, კრემონა იერიშით აიღეს და აიკლეს, ააოხრეს, ძვლებამდე გაძარცვეს, დედაბუდიანად გაჟლიტეს (ტყვედ წამოყვანა არ შეიძლებოდა, რადგან აქ ყველა რომაელი ცხოვრობდა), ნაცარტუტად აქციეს.
აქედან ანტონიუსმა ჯარები გადაიყვანა აპენინის მთებზე და ეტრურიის გავლით გაეშურა რომისაკენ. გზად მას შემოეყარა ფაბიუს ვალენტი, რომელმაც მაშინვე ტყვეობა და სიკვდილი ჰპოვა და ამრიგად ვიტელიუსმა უკანასკნელი დამცველიც დაკარგა.
იგი სამგლოვიარო ტანსაცმლით, ხელში უმცროსი ვაჟით ცრემლების ღაპა-ღუპით გამოვიდა რომის ფორუმზე და უარი თქვა იმპერატორობაზე, მაგრამ ქალაქში დარჩენილმა უკანასკნელმა გერმანულმა კორპუსებმა უარი თქვეს დანებებაზე და ვიტელიუსიც გაამხნევეს და სთხოვეს უკანვე წაეღო ნებაყოფლობითი უარი.
ქალაქში მდგომარეობის ბატონ-პატრონად ითვლებოდა პრეფექტი ფლავიუს საბინუსი, რომელმაც ადრე პრეტორიანელები პირველმა დააფიცა ვიტელიუსის ერთგულებაზე, მაგრამ ფლავიუსი ვესპასიანეს ძმა იყო და უკვე მილოცვებსაც ღებულობდა ძმის გახელმწიფებასთან დაკავშირებით და ახლა ამ მძიმე ჟამს, როცა ჯარებმა ვიტელიუსს ერთგულება შეჰფიცეს ფლავიუსმა ვესპასიანეს უმცროს ვაჟთან დომიციანესთან ერთად თავი შეაფარა კაპიტოლიუმს. ვიტელიუსის ჯარებმა იერიში მიიტანეს, კაპიტოლიუმის ტაძარი ხანძარს მისცეს, ფლავიუსი ხელთ იგდეს და მოკლეს, ხოლო დომიციანემ გაქცევა და თავის შეფარება მოახერხა.
ვესპასიანეს ლეგიონებიც უკვე მოადგნენ რომს, ანტონიუსმა უარი თქვა ყოველგვარ შერიგებაზე და 3 მხრიდან შეუტია ქალაქს. ვიტელიუსის მომხრეები დიდხანს მედგრად უმკლავდებოდნენ მოიერიშე მტერს, ბოლოს ვესპასიანეს ჯარები შეიჭრნენ ქალაქში, ვიტელიუსი სასახლიდან გამოათრიეს, ფლავიუს საბინუსის ცხედარს ზედ დააკლეს, თავი მოჰკვეთეს, ხოლო ტანი ტიბრში გადააგდეს. რომის იმპერიის ახალი მბრძანებელი შეიქმნა ტიტე ფლავიუს ვესპასიანე (69 წლის დეკემბერი).
ტიტე ფლავიუს ვესპასიანე ტიპიური ახალკაცი, ვიგინდარა, უჯიშო იყო. იგი დაიბადა 9 წელს მდაბიო ოჯახში, საბინთა სოფლურ მიწაზე, პროვინციული ქალაქის რეატის მახლობლად. პირადმა ღირსებებმა, უბრალოებამ, თავმდაბლობამ, სიმამაცემ და დაკვირვებულობამ აიძულათ შეშლილი იმპერატორები მისთვის ყურადღება მიეექციათ. კალიგულას დროს ვესპასიანე იყო ქვესტორი, ედილი და პრეტორი, შემდეგ შეიქმნა ლეგიონის მეთაური, დიდად გამოიჩინა თავი რაინზე და ბრიტანეთში გამართულ ბრძოლებში, რისთვისაც ტრიუმფატორისა და კონსულობის პატივიც (51 წ.) ერგო წილად. ნერონის დროს აფრიკის პროკონსული გახდა და აქაც თავი ისახელა როგორც მამაცმა, ენერგიულმა, სამართლიანმა და უანგარო მმართველმა. შემდეგ ნერონმა მთავარსარდლად დანიშნა იუდეველთა აჯანყების ჩასაქრობად. იგი იმპერატორობაზე არ ფიქრობდა და იმ ხშირი პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდში ყოველ ახალ იმპერატორს გულწრფელად აძლევდა ერთგულების ფიცს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იმ საშინელი კრიზისის ლოგიკამ გადაჭრით დააყენა საკითხი საიმპერატორო ხელისუფლების სტაბილურობისა უფრო ძლიერი პიროვნების ხელში ვიდრე ჯამბაზები, ლოთები, გარყვნილები და სხვა მანკიერებით აღვსილი მანიაკები იყვნენ მსოფლიო იმპერიის ტახტზე.
მაშ რომის იმპერატორად შეიქმნა ვესპასიანე, 60 წლის მოხუცი, ჭკვიანი, პრაქტიკოსი, მომჭირნე, მფლანგველობისა და უწესრიგობის მტერი, ბუნებით გულკეთილი, თან სარკასტი და იუმორისტი, რომელიც თვითონ დასცინოდა თავის გაიმპერატორებასა და გაღმერთებას.
იგი რომს 70 წლის დასაწყისში მოვიდა და ქალაქი მისი ლეგიონებისაგან აკლებული, გაძარცვული, სისხლდადენილი და ნამუსახდილი დახვდა. მან სასწრაფოდ აღადგინა წესრიგი დამშეულ ქალაქში, კვლავ გაჩნდა ეგვიპტური პური.
სენატმა ახალ იმპერატორს სასწრაფოდ მიართვა სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების ყოველი ტიტული და უფლება. იგი გულისხმობდა ვესპასიანეს ისეთსავე განუსაზღვრელ უფლებებს, როგორც ყველაფერი ეს ენიჭებოდა ავგუსტუსს, იგი იყო იმპერატორიც, სახალხო ტრიბუნიც, მუდმივი კონსულიც, ცენზორიცა და ყველა იმ მაგისტრატურათა რწმუნებებით აღჭურვილი პრინცეპსი, რასაც კი ითვალისწინებდა ოდინდელი რესპუბლიკური კონსტიტუცია.
დაცარიელებული ხაზინის აღსადგენად და ასავსებად იგი არ ერიდებოდა არავითარ საშუალებებს; მან აღადგინა ყველა გაუქმებული გადასახადი და შემოიღო ახალი გადასახადები. როგორც წყაროები გვარწმუნებს მას თითქმის არაფერი დარჩენია დაუბეგრავი, ასე განსაჯეთ საპირფარეშოებზეც კი გაუწერია გადასახადი. გადმოგვცემენ, რომ ამასთან დაკავშირებით უფროს ვაჟს ტიტეს უსაყვედურია მამისათვის, მაგრამ ვესპასიანეს საპირფარეშოებიდან შემოსული ოქროს ფული შვილისთვის ცხვირთან მიუტანია და უთქვამს «აბა დაყნოსე სუნი თუ ასდისო».
დამახასიათებელია სხვა ანეგდოტური მასალებიც წყაროებიდან: თითქოს ერთხელ გზად მიმავალი ვესპასიანე შეაფერხა მენახირემ, რომელიც შუა გზაზე ჩადგა და სახედარს ნალის სწორება დაუწყო. უცებ იმპერატორს ვიღაც მთხოვნელი მიადგა რაღაც სათხოვარით, იგი დარწმუნდა, რომ მენახირე და მთხოვნელი წინასწარ იყვნენ გარიგებული და მენახირეს უთხრა «რაც შენ მაგ ნალის შესწორებით მიიღე იცოდე ნახევარი მე უნდა მომცეო». და კიდევ სხვა, ვესპასიანესთან გამოცხადდნენ რომელიღაც პროვინციული ქალაქის მუნიციპალური წარმომადგენლები და მოახსენეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ თავის ქალაქში იმპერატორის ძვირფასი მონუმენტი დადგან. ვესპასიანემ მათ გაშლილი ხელისგული გაუწოდა და უთხრა «ძალიან გთხოვთ ეგ ქანდაკება ამ პედესტალზე დადგითო ე. ი. რაც ეგ ქანდაკება დაჯდება ფულად მომეცითო».
ამბობდნენ რომ ვესპასიანე თვითონ ეწეოდა სავაჭრო სპეკულაციას. პროვინციებიდან ხარკის აკრეფას ხარბ და მის ერთგულ ადამიანებს ანდობდა, ყიდდა თანამდებობებს, პატიებას დანაშაულისათვის და ყოველი ასეთი გონივრული თუ უპატიური პოლიტიკით თავს უყრიდა ფინანსებს სახელმწიფო ხაზინაში.
სიძუნწით განთქმული იმპერატორი მშენებლობისათვის ხარჯებს როდი ერიდებოდა. მან ბევრი საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა აღმართა რომში: აღადგინა გადამწვარი კაპიტოლიუმი უფრო მაღალი და გრანდიოზული აღნაგობით, ააშენა ბრწყინვალე ტაძარი მშვიდობისა და საჯარო ბიბლიოთეკა, ქალაქი დაამშვენა კოლოსალური ამფითეატრით კოლიზეუმით (დასრულდა ტიტუსის დროს), დაასრულა კლავდიუსის დროს დაწყებული კოლონადების მშენებლობა, აღადგინა და გაამშვენიერა ნერონისდროინდელი ნახანძრალი ქუჩები, გაწმინდა და ახალი განტოტებებით მოაწესრიგა წყალსადენები იტალიასა და პროვინციებში, გაჰყავდა სამხედრო გზები, აგებდა ციხე - სიმაგრეებს და ა. შ.
მან აკრძალა პროცესები უდიდებულესობის შეურაცყოფისათვის და დიდი ღონისძიებები გაატარა საერთოდ რომაული სამართლის მოწესრიგებისათვის. იგი ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა სასამართლო პროცესებს ფორუმზე, უსმენდა მხარეებს, მკაცრად ებრძოდა ცილისმწამებლებს, ყურად არ იღებდა ანონიმურ დასმენებს. ცდილობდა მფარველობა გაეწია მეცნიერებისათვის, მაგრამ მეცენატობის სიკეთით მხოლოდ მეცნიერი პრაქტიკოსები სარგებლობდნენ. საკმარისია ითქვას, რომ იგი ფილოსოფოსებსაც ისე ალმაცერად უმზერდა, როგორც მკითხავ-მარჩიელთ და რელიგიურ ფანტაზიორებს, ის ამბობდა - «საკმარისია კაცმა მოიშვას წვერი, შეიკრას წარბები, წამოისხას დაძონძილი წამოსასხამი, დაიწყოს ფეხშიშველა სიარული და იგი უკვე თავის თავს უწოდებს ფილოსოფოსს, გმირს, სიკეთის მაგალითს და ცხვირს მაღლა იპრეხს თუნდაც ამ ქვეყნის არაფერი გაეგებოდეს, ასეთები ყველას ზემოდან დასცქერიან, წარჩინებული მათ თვალში სულელია, მდაბიო არამზადა, ლამაზი გარყვნილია, მახინჯი სიმშვენიერის იდეალი, მდიდარი ეგოისტია, ღარიბი მონური სული და ა შ».
ვესპასიანეს დიდი ომები მოუხდა აჯანყებული პროვინციების დასაწყნარებლად: გრძელდებოდა იუდეის ომი, რომელიც ჯერ კიდევ ნერონის დროს 66 წ. დაიწყო. მას შემდეგ რაც ვესპასიანე რომში გაემგზავრა იუდევლებთან ბრძოლას მისი ვაჟი ტიტე ჩაუდგა სათავეში. 70 წ. აპრილში ტიტემ ეგვიპტიდან ახალი საომარი ძალები მიიღო და იერუსალიმს გარს შემოადგა საიერიშოდ. ქალაქს სამრიგოვანი თავდაცვითი ზღუდეები და ფანატიკურად თავგანწირული მრავალრიცხოვანი მოსახლეობა იცავდა, რომაელებმა დიდი გაჭირვებით აიღეს I და II კედელი, მაგრამ ქალაქის ძველი ნაწილი და თვითონ იერუსალიმის ტაძარი უდიდესი თავზეხელაღებულობით განაგრძობდნენ თავდაცვას. აგვისტოს მიწურულში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ტაძარი აიღეს, გაძარცვეს და გადაწვეს. ამას მოჰყვა დედაქალაქის დაცემაც. ნაბუქოდონოსორის შემდეგ იერუსალიმს ასეთი კატასტროფა არ მოსწრებია. რომაელებმა მთელი ქალაქი საძირკვლამდე დაანგრიეს და მოშალეს. აჯანყება სავსებით ჩაქრა, როცა უკანასკნელად დაეცა მასანა ციხე-სიმაგრე მკვდარი ზღვის პირას, რომაელებმა იუდეა სირიისგან გამოყვეს, ცალკე პროვინციად გამოაცხადეს, ძლიერი გარნიზონები ჩაუყენეს და მოსახლეობაზე სულადობრივი გადასახადი გაწერეს.
71 წ. ტიტემ ამ გამარჯვების აღსანიშნავად მამა იმპერატორთან ერთად რომში ტრიუმფი გადაიხადა.
69 წ. იფეთქა აჯანყებამ პონტოში ტრაპეზუნტის მახლობლად, რომელსაც სათავეში ედგა გააზატებული მონა ანიკეტი. მან ხელთ იგდო ტრაპეზუნტი და რომის საწინააღმდეგო საშიშ ძალად იქცა ხმელეთზეც და ზღვაზეც. პირველი წარმატებების შემდეგ აჯანყებულები იძულებულნი შეიქმნენ რომაელების ძლიერი შემოტევის წინაშე დაეთმოთ, რომელთაც ვირდი გემინი მეთაურობდათ. თვითონ ანიკეტმა შავი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრებ კოლხებს შეაფარა თავი, მაგრამ ადგილობრივმა მმართველმა „სედოხეზების“ მეფემ იგი რომაელებს გადასცა და აჯანყებაც საბოლოოდ ჩაქრა.
69-70 წლებში დუნაის გადმოლახვა დაიწყეს სარმატებმა და გეტებმა, მღელვარებანი დაიწყო ჩრდილოეთით ბრიტანეთში და სამხრეთით აფრიკაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღო რაინზე დატრიალებულმა ამბებმა; ეს იყო გერმანული ტომის ბატავების მძლავრი აჯანყება, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ნერონის დროს 2 ძმის იულიუს პავლესა და იულიუს ცივილისის მეთაურობით. იმჯერად რომაელებმა ბატავების ჩაჩუმებაც შეძლეს და მათი ბელადების შეპყრობაც. მალე პავლე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ცივილისი ჯერ კიდევ საპატიმროში ჰყავდათ. ნერონის სიკვდილმა ცივილისს ამნისტია არგუნა, ისევ ბატავიაში დაბრუნდა და 69 წ. როცა ვიტელიუსმა რაინზე ჯარების შეკრება დაიწყო თავის თანამემამულეთა უკმაყოფილებით ისარგებლა და აჯანყებისაკენ მოუწოდა მათ ვიტელიუსის წინააღმდეგ და ვესპასიანეს მხარდასაჭერად, ხოლო როცა ვიტელიუსი განადგურდა და იმპერატორი ვესპასიანე გახდა ცივილისმა ომი გამოუცხადა საერთოდ რომაელთა ბატონობას გერმანიასა და გალიაში.
აჯანყებამ უაღრესად ფართო ხასიათი მიიღო. ბატავებს შეუერთდნენ გალიის ტომებიც ტრევერები, ლინგორები და ბელგები, ამათი ბელადები კლასიკური, იულიუს ტუტორი და იულიუს საბინუსი ცივილისის ბანაკში გამოცხადდნენ და იგი რომთან ერთიანი ბრძოლის მთავარსარდლად სცნეს. შემუშავდა დიდი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ალპების ჩრდილოეთით რომაელთა ბატონობის დამხობას და გალიის დამოუკიდებელი იმპერიის შექმნას.
აჯანყებულებს მიემხრნენ აგრეთვე იქ მდგარი რომაული ლეგიონები. ცივილისმა ხელი მიჰყო რომაული ციხე-სიმაგრეებისა და ბანაკების დანგრევას და მათ გარნიზონთა განადგურებას. ყველა გალური ტომის ჩათრევა მაინც ვერ მოხერხდა და ვესპასიანეს სარდალმა ტეპეტირიუს ცერიალესმა შეძლო აჯანყებულთა დამარცხება უმთავრესად იმის წყალობით, რომ გადამწყვეტ მომენტში რომაულმა ლეგიონებმა ცივილისს უღალატეს და კვლავ იმპერატორის ბანაკს დაუბრუნდნენ. ცერიალესმა მაინც ვერ შეძლო ინსურგენტთა მთლიანი განადგურება და 70 წ. ცივილისთან შეთანხმებით და ზავის დადებით დაკმაყოფილდა. ბატავები გადასახადებისაგან გათავისუფლდნენ, მაგრამ მაინც რომაული ძალაუფლების ქვეშ დარჩნენ.
ამიერიდან რომის არმიის გერმანულ კოჰორტებს ნაციონალური ბელადები აღარ ჰყავდათ, ისინი მიმოფანტულ იქნენ იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში.
მღელვარებანი არ წყდებოდა აგრეთვე ბრიტანეთში. 78 წ. ვესპასიანემ მის მმართველად გაგზავნა იულიუს აგრიკოლა, რომელიც 7 წლის მანძილზე წარმატებით ფლობდა ამ უცხო ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო მართვა-გამგეობის სადავეებს. მან დაიმორჩილა უელსის მთიელი ტომები და დაიპყრო კუნძული მონო - ადრე ხშირ აჯანყებათა ბუდე. აგრიკოლა მახვილისა და მათრახის გვერდით თაფლითაც მოქმედებდა, ადგილობრივ ველურ ტომებში ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია შეჰქონდა, ტაძრებსა და სკოლებს აარსებდა, წარჩინებულ და ღირსეულ ბრიტანელთ რომაულ სამსახურში აწინაურებდა და ა. შ.
79 წ. იმპერატორი ვესპასიანე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას იუმორის გრძნობა სიკვდილის წუთებშიც არ დაუკარგავს «ვაიმე ცუდად შევიქენ, მგონი ღმერთად უნდა ვიქცე!, იმპერატორი ფეხზე მდგომარე უნდა მოკვდეს!». ამ სიტყვებით პირმომცინარე სამხედრო პოზაში გაჭიმული შეეგება სიკვდილს. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის ტახტი მისივე ვაჟმა, ტიტუსმა დაიკავა, რითაც ვესპასიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.

მისი პოლიტიკის სოციალურ საყრდენს პროვინციული არისტოკრატია წარმოადგენდა, რომლებზედაც იგი რომის მოქალაქეთა უფლებებს ავრცელებდა. ვესპასიანემ ჩაატარა ახალი ცენზი და განაახლა სენატის შემადგენლობა. მან სენატში შეიყავანა არა მარტო რომაელი და იტალიელი წარჩინებულნი, არამედ მნიშვნელოვანწილად პროვინციელებიც. ეს თავისებური პროვინციალიზაცია რომის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტისა იმავდროულად იყო შემხვედრი და გადამკვეთი აქტი პროვინციების რომანიზაციისა. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებოდა არმიას, რომელიც იულიუს-კლავდიუსებისა და სამოქალაქო ომის დროს განსაკუთრებით დემორალიზებული და დედისციპლინიზირებული შეიქმნა. ვესპასიანემ დაშალა ვიტელიუსის თავგასული ლეგიონები, შექმნა ახალი ჯარის ნაწილები და მათთან ერთად თავის პირად ლეგიონებში აღადგინა ძველრომაული რკინისებური დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა. იგი დიდი სიმტკიცით, მოთმინებითა და პრინციპულობით შეუდგა სავსებით მოშლილი ფინანსური პოლიტიკის მოწესრიგებას.
თვითონ ბუნებით მომჭირნემ და მარტივი ცხოვრების მოყვარულმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა რომში კარგა ხანს დამკვიდრებულ ფუქსავატობას და მფლანგველობას.დაცარიელებული ხაზინის აღსადგენად და ასავსებად იგი არ ერიდებოდა არავითარ საშუალებებს; მან აღადგინა ყველა გაუქმებული გადასახადი და შემოიღო ახალი გადასახადები. როგორც წყაროები გვარწმუნებს მას თითქმის არაფერი დარჩენია დაუბეგრავი, ასე განსაჯეთ საპირფარეშოებზეც კი გაუწერია გადასახადი. გადმოგვცემენ, რომ ამასთან დაკავშირებით უფროს ვაჟს ტიტეს უსაყვედურია მამისათვის, მაგრამ ვესპასიანეს საპირფარეშოებიდან შემოსული ოქროს ფული შვილისთვის ცხვირთან მიუტანია და უთქვამს «აბა დაყნოსე სუნი თუ ასდისო».
დამახასიათებელია სხვა ანეგდოტური მასალებიც წყაროებიდან: თითქოს ერთხელ გზად მიმავალი ვესპასიანე შეაფერხა მენახირემ, რომელიც შუა გზაზე ჩადგა და სახედარს ნალის სწორება დაუწყო. უცებ იმპერატორს ვიღაც მთხოვნელი მიადგა რაღაც სათხოვარით, იგი დარწმუნდა, რომ მენახირე და მთხოვნელი წინასწარ იყვნენ გარიგებული და მენახირეს უთხრა «რაც შენ მაგ ნალის შესწორებით მიიღე იცოდე ნახევარი მე უნდა მომცეო». და კიდევ სხვა, ვესპასიანესთან გამოცხადდნენ რომელიღაც პროვინციული ქალაქის მუნიციპალური წარმომადგენლები და მოახსენეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ თავის ქალაქში იმპერატორის ძვირფასი მონუმენტი დადგან. ვესპასიანემ მათ გაშლილი ხელისგული გაუწოდა და უთხრა «ძალიან გთხოვთ ეგ ქანდაკება ამ პედესტალზე დადგითო ე. ი. რაც ეგ ქანდაკება დაჯდება ფულად მომეცითო».
ამბობდნენ რომ ვესპასიანე თვითონ ეწეოდა სავაჭრო სპეკულაციას. პროვინციებიდან ხარკის აკრეფას ხარბ და მის ერთგულ ადამიანებს ანდობდა, ყიდდა თანამდებობებს, პატიებას დანაშაულისათვის და ყოველი ასეთი გონივრული თუ უპატიური პოლიტიკით თავს უყრიდა ფინანსებს სახელმწიფო ხაზინაში.
სიძუნწით განთქმული იმპერატორი მშენებლობისათვის ხარჯებს როდი ერიდებოდა. მან ბევრი საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა აღმართა რომში: აღადგინა გადამწვარი კაპიტოლიუმი უფრო მაღალი და გრანდიოზული აღნაგობით, ააშენა ბრწყინვალე ტაძარი მშვიდობისა და საჯარო ბიბლიოთეკა, ქალაქი დაამშვენა კოლოსალური ამფითეატრით კოლიზეუმით (დასრულდა ტიტუსის დროს), დაასრულა კლავდიუსის დროს დაწყებული კოლონადების მშენებლობა, აღადგინა და გაამშვენიერა ნერონისდროინდელი ნახანძრალი ქუჩები, გაწმინდა და ახალი განტოტებებით მოაწესრიგა წყალსადენები იტალიასა და პროვინციებში, გაჰყავდა სამხედრო გზები, აგებდა ციხე - სიმაგრეებს და ა. შ.
მან აკრძალა პროცესები უდიდებულესობის შეურაცყოფისათვის და დიდი ღონისძიებები გაატარა საერთოდ რომაული სამართლის მოწესრიგებისათვის. იგი ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა სასამართლო პროცესებს ფორუმზე, უსმენდა მხარეებს, მკაცრად ებრძოდა ცილისმწამებლებს, ყურად არ იღებდა ანონიმურ დასმენებს. ცდილობდა მფარველობა გაეწია მეცნიერებისათვის, მაგრამ მეცენატობის სიკეთით მხოლოდ მეცნიერი პრაქტიკოსები სარგებლობდნენ. საკმარისია ითქვას, რომ იგი ფილოსოფოსებსაც ისე ალმაცერად უმზერდა, როგორც მკითხავ-მარჩიელთ და რელიგიურ ფანტაზიორებს, ის ამბობდა - «საკმარისია კაცმა მოიშვას წვერი, შეიკრას წარბები, წამოისხას დაძონძილი წამოსასხამი, დაიწყოს ფეხშიშველა სიარული და იგი უკვე თავის თავს უწოდებს ფილოსოფოსს, გმირს, სიკეთის მაგალითს და ცხვირს მაღლა იპრეხს თუნდაც ამ ქვეყნის არაფერი გაეგებოდეს, ასეთები ყველას ზემოდან დასცქერიან, წარჩინებული მათ თვალში სულელია, მდაბიო არამზადა, ლამაზი გარყვნილია, მახინჯი სიმშვენიერის იდეალი, მდიდარი ეგოისტია, ღარიბი მონური სული და ა შ».
ვესპასიანეს დიდი ომები მოუხდა აჯანყებული პროვინციების დასაწყნარებლად: გრძელდებოდა იუდეის ომი, რომელიც ჯერ კიდევ ნერონის დროს 66 წ. დაიწყო. მას შემდეგ რაც ვესპასიანე რომში გაემგზავრა იუდევლებთან ბრძოლას მისი ვაჟი ტიტე ჩაუდგა სათავეში. 70 წ. აპრილში ტიტემ ეგვიპტიდან ახალი საომარი ძალები მიიღო და იერუსალიმს გარს შემოადგა საიერიშოდ. ქალაქს სამრიგოვანი თავდაცვითი ზღუდეები და ფანატიკურად თავგანწირული მრავალრიცხოვანი მოსახლეობა იცავდა, რომაელებმა დიდი გაჭირვებით აიღეს I და II კედელი, მაგრამ ქალაქის ძველი ნაწილი და თვითონ იერუსალიმის ტაძარი უდიდესი თავზეხელაღებულობით განაგრძობდნენ თავდაცვას. აგვისტოს მიწურულში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ტაძარი აიღეს, გაძარცვეს და გადაწვეს. ამას მოჰყვა დედაქალაქის დაცემაც. ნაბუქოდონოსორის შემდეგ იერუსალიმს ასეთი კატასტროფა არ მოსწრებია. რომაელებმა მთელი ქალაქი საძირკვლამდე დაანგრიეს და მოშალეს. აჯანყება სავსებით ჩაქრა, როცა უკანასკნელად დაეცა მასანა ციხე-სიმაგრე მკვდარი ზღვის პირას, რომაელებმა იუდეა სირიისგან გამოყვეს, ცალკე პროვინციად გამოაცხადეს, ძლიერი გარნიზონები ჩაუყენეს და მოსახლეობაზე სულადობრივი გადასახადი გაწერეს.
71 წ. ტიტემ ამ გამარჯვების აღსანიშნავად მამა იმპერატორთან ერთად რომში ტრიუმფი გადაიხადა.
69 წ. იფეთქა აჯანყებამ პონტოში ტრაპეზუნტის მახლობლად, რომელსაც სათავეში ედგა გააზატებული მონა ანიკეტი. მან ხელთ იგდო ტრაპეზუნტი და რომის საწინააღმდეგო საშიშ ძალად იქცა ხმელეთზეც და ზღვაზეც. პირველი წარმატებების შემდეგ აჯანყებულები იძულებულნი შეიქმნენ რომაელების ძლიერი შემოტევის წინაშე დაეთმოთ, რომელთაც ვირდი გემინი მეთაურობდათ. თვითონ ანიკეტმა შავი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრებ კოლხებს შეაფარა თავი, მაგრამ ადგილობრივმა მმართველმა „სედოხეზების“ მეფემ იგი რომაელებს გადასცა და აჯანყებაც საბოლოოდ ჩაქრა.
69-70 წლებში დუნაის გადმოლახვა დაიწყეს სარმატებმა და გეტებმა, მღელვარებანი დაიწყო ჩრდილოეთით ბრიტანეთში და სამხრეთით აფრიკაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღო რაინზე დატრიალებულმა ამბებმა; ეს იყო გერმანული ტომის ბატავების მძლავრი აჯანყება, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ნერონის დროს 2 ძმის იულიუს პავლესა და იულიუს ცივილისის მეთაურობით. იმჯერად რომაელებმა ბატავების ჩაჩუმებაც შეძლეს და მათი ბელადების შეპყრობაც. მალე პავლე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ცივილისი ჯერ კიდევ საპატიმროში ჰყავდათ. ნერონის სიკვდილმა ცივილისს ამნისტია არგუნა, ისევ ბატავიაში დაბრუნდა და 69 წ. როცა ვიტელიუსმა რაინზე ჯარების შეკრება დაიწყო თავის თანამემამულეთა უკმაყოფილებით ისარგებლა და აჯანყებისაკენ მოუწოდა მათ ვიტელიუსის წინააღმდეგ და ვესპასიანეს მხარდასაჭერად, ხოლო როცა ვიტელიუსი განადგურდა და იმპერატორი ვესპასიანე გახდა ცივილისმა ომი გამოუცხადა საერთოდ რომაელთა ბატონობას გერმანიასა და გალიაში.
აჯანყებამ უაღრესად ფართო ხასიათი მიიღო. ბატავებს შეუერთდნენ გალიის ტომებიც ტრევერები, ლინგორები და ბელგები, ამათი ბელადები კლასიკური, იულიუს ტუტორი და იულიუს საბინუსი ცივილისის ბანაკში გამოცხადდნენ და იგი რომთან ერთიანი ბრძოლის მთავარსარდლად სცნეს. შემუშავდა დიდი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ალპების ჩრდილოეთით რომაელთა ბატონობის დამხობას და გალიის დამოუკიდებელი იმპერიის შექმნას.
აჯანყებულებს მიემხრნენ აგრეთვე იქ მდგარი რომაული ლეგიონები. ცივილისმა ხელი მიჰყო რომაული ციხე-სიმაგრეებისა და ბანაკების დანგრევას და მათ გარნიზონთა განადგურებას. ყველა გალური ტომის ჩათრევა მაინც ვერ მოხერხდა და ვესპასიანეს სარდალმა ტეპეტირიუს ცერიალესმა შეძლო აჯანყებულთა დამარცხება უმთავრესად იმის წყალობით, რომ გადამწყვეტ მომენტში რომაულმა ლეგიონებმა ცივილისს უღალატეს და კვლავ იმპერატორის ბანაკს დაუბრუნდნენ. ცერიალესმა მაინც ვერ შეძლო ინსურგენტთა მთლიანი განადგურება და 70 წ. ცივილისთან შეთანხმებით და ზავის დადებით დაკმაყოფილდა. ბატავები გადასახადებისაგან გათავისუფლდნენ, მაგრამ მაინც რომაული ძალაუფლების ქვეშ დარჩნენ.
ამიერიდან რომის არმიის გერმანულ კოჰორტებს ნაციონალური ბელადები აღარ ჰყავდათ, ისინი მიმოფანტულ იქნენ იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში.
მღელვარებანი არ წყდებოდა აგრეთვე ბრიტანეთში. 78 წ. ვესპასიანემ მის მმართველად გაგზავნა იულიუს აგრიკოლა, რომელიც 7 წლის მანძილზე წარმატებით ფლობდა ამ უცხო ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო მართვა-გამგეობის სადავეებს. მან დაიმორჩილა უელსის მთიელი ტომები და დაიპყრო კუნძული მონო - ადრე ხშირ აჯანყებათა ბუდე. აგრიკოლა მახვილისა და მათრახის გვერდით თაფლითაც მოქმედებდა, ადგილობრივ ველურ ტომებში ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია შეჰქონდა, ტაძრებსა და სკოლებს აარსებდა, წარჩინებულ და ღირსეულ ბრიტანელთ რომაულ სამსახურში აწინაურებდა და ა. შ.
79 წ. იმპერატორი ვესპასიანე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას იუმორის გრძნობა სიკვდილის წუთებშიც არ დაუკარგავს «ვაიმე ცუდად შევიქენ, მგონი ღმერთად უნდა ვიქცე!, იმპერატორი ფეხზე მდგომარე უნდა მოკვდეს!». ამ სიტყვებით პირმომცინარე სამხედრო პოზაში გაჭიმული შეეგება სიკვდილს. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის ტახტი მისივე ვაჟმა, ტიტუსმა დაიკავა, რითაც ვესპასიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.
Комментариев нет:
Отправить комментарий