გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (75-140)
1. ტიტუსი, მემკვიდრე მამის მეტსახელისა, ადამიანთა მოდგმის აღტაცება და სიყვარული, დაჯილდოებული საყოველთაო კეთილგანწყობის მოპოვების განსაკუთრებული ნიჭითა თუ ხელოვნებით; იმპერატორისთვის ეს იოლი არ იყო, რადგან კერძო პირადაც და მამის მმართველობაშიც ადამიანთა არც საყვედურებს გაურბოდა და არც სიძულვილს.ტიტუსი დაიბადა მესამე დღეს იანვრის კალენდებამდე, გაიუსის სიკვდილით სამახსოვრო წელიწადს (ტიტუსი დაიბადა 41 წ.), სეპტიზონიას მახლობლად მდებარე ღარიბ სახლში, პატარა, ბნელ ოთახში, რომლის ნახვა ახლაც შესაძლებელია.
2. აღზრდა სასახლეში მიიღო, ბრიტანიკუსთან ერთად, განისწავლებოდა იმავე მეცნიერებებში და იმავე მასწავლებლებთან. ამბობენ, ამ დროს ნარცისმა, კლავდიუსის აზატმა ერთი ფიზიოგნომი მოიყვანა, ბრიტანიკუსი რომ ეჩვენებინა, და იმან მტკიცედ განაცხადა, რომ ბრიტანიკუსი არასოდეს იქნებოდა იმპერატორი, ხოლო ტიტუსი კი, მის გვერდით რომ დგას, აუცილებლად. ისეთი მეგობრები იყვნენ, რომ, როგორც ჰყვებიან, ის სასმელი, რომლისგანაც ბრიტანიკუსი დაიღუპა და იქვე იდგა, ტიტუსმაც გასინჯა და დიდხანს იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. ეს ყველაფერი ახსოვდა, შემდეგში ბრიტანიკუსს პალატინზე ოქროს სტატუეტი დაუდგა და თავისი მმართვლეობისას მიუძღვნა მეორეც, ცხენიანი, სპილოს ძვლისგან, რომელიც დღესაც გამოაქვთ ხოლმე ცირკში, მსვლელობების დროს.
3. ჯერ კიდევ ბავშვობისას ბრწყინავდა ფიზიკური და სულიერი ღირსებებით, მერე და მერე უფრო დაეტყო, ასაკში რომ შევიდა; შესანიშნავი სილამაზე ჰქონდა, რომელშიც არანაკლები ღირსება იყო, ვიდრე ბრწყინვალება; უჩვეულო ძალისა იყო, რომელსაც ხელს ვერ უშლიდა საშუალო სიმაღლე და ოდნავ წამოზრდილი მუცელი; გააჩნდა უჩვეულო მეხსიერება და, ბოლოს, - ნიჭი ლამის ყველა სამხედრო და მშვიდობიან ხელოვნებაში.
ცხენსა და იარაღს შესანიშნავად ფლობდა; სიტყვებს ამბობდა და ლექსებს თხზავდა ლათინურად და ბერძნულად, დიდი მონდომებით და იოლად, მოუმზადებლადაც კი. მუსიკას იმდენად იყო გაცნობილი, რომ ლირაზე უკრავდა და მღეროდა, ოსტატურად და ლამაზად. ბევრი აცხდებს, რომ სწრაფ წერაში ისეთი დახელოვნებული იყო, რომ ხუმრობით და გასართობად თავის მწერლებს გაეჯიბრებოდა ხოლმე; ნებისმიერ ხელწერას ისე ადვილად მიბაძავდა, რომ შესძახებდა ხოლმე: „როგორი ანდერძების გადამკეთებელი გამოვიდოდი!“
4. სამხედრო ტრიბუნად მსახურობდა გერმანიასა და ბრიტანეთში, სახელი გაითქვა დიდი სიმამაცით და არანაკლები სილამაზით, როგორც ჩანს მისი სტატუეტებიდან და პატივსაცემი წარწერებიდან, ამ პროვინციებში რომ არის.
სამხედრო სამსახურის მერე გამოსვლა დაიწყო სასამართლოში, უფრო კეთილი სახელისათვის, ვიდრე პრაქტიკისათვის. ამ დროს ცოლად მოიყვანა არეცინა ტერტულა, რომლის მამა, რომაელი მხედარი ოდესღაც პრეტორიელთა კოჰორტების მეთაური იყო; ხოლო არეცინას სიკვდილის შემდეგ - მარცია ფურნილაზე დაქორწინდა, დიდგვაროვანი ოჯახიდან, რომელსაც ქალიშვილის დაბადების მერე გაშორდა.
ქვესტორის თანამდებობის შემდეგ ლეგიონის მეთაურობა მიიღო და იუდეაში ორი უძლიერესი სიმაგრე - ტარიქეა და გამალა აიღო. ერთ ბრძოლაში ცხენი მოუკლეს ფეხებქვეშ, მაშინ სხვაზე გადაჯდა, რომლის მხედარიც მის გვერდით იბრძოდა და მოკლეს.
5. როცა ხელისუფლებაში გალბა მოვიდა, ტიტუსი გაიგზავნა მასთან მისალოცად და ყველგან იპყრობდა ყურადღებას; ეგონათ, რომ გალბამ გამოიძახა, რათა ეშვილებინა. მაგრამ ახალი მღელვარების ცნობა მიუვიდა და უკან დაბრუნდა. გზაში ჰკითხა ვენერა პათოსელის ორაკულს, საშიში ხომ არ არის ცურვის გაგრძელება, პასუხად კი ხელისუფლების დაპირება მიიღო.
იმედი მალე აუსრულდა; იუდეის დასაპყრობად დატოვეს. იერუსალიმის ბოლო ალყისას თორმეტი ისრით თავად დახოცა თორმეტი მტერი, თავისი ქალიშვილის დაბადების დღეს შევიდა ქალაქში და ჯარისკაცების ისეთი სიხარული და სიყვარული დაიმსახურა, რომ მისასალემებელი შეძახილებით გამოაცხადეს იმპერატორად, ხოლო მისი წასვლისას აღარ უშვებდნენ პროვინციიდან, თხოვნებითა და მუქარებითაც კი მოითხოვდნენ, რომ ან მათთან დარჩენილიყო, ანდა ისინიც თან წაეყვანა.
ამან ეჭვი გააჩინა, რომ მამისგან გამოყოფა და აღმოსავლეთში მეფობა მოინდომა; თავადაც განამტკიცა ეს ეჭვი, როცა ალექსანდრიაში მოგზაურობის დროს, მემფისის ხარის, აპისის კურთხევაზე დიადემით გამოვიდა; ასეთი იყო ძველი ჩვეულება ამ წმინდა ცერემონიალზე, მაგრამ გამოიძებნა ხალხი, რომლებმაც ეს სხვანაირად ახსნეს. ამიტომ იტალიისკენ გაეჩქარა, სატვირთო ხომალდით მიცურდა რეგიამდე და პუტეოლამდე; იქიდან, ბოდიალს არ მოჰყოლია, რომში გავარდა; და თითქოს გამოგონილ ჭორებს უარყოფდა, მომლოდინე მამამისს მიესალმა: „მე აქა ვარ, მამაჩემო, აქ!“
6. ამ დროიდან შეუცვლელად იყო თანამონაწილე და ხელისუფლების დამცველიც. მამამისთან ერთად გამართა ტრიუმფი, იმასთან ერთად იყო ცენზორი, იმასთან იყოფდა ტრიბუნის ხელისუფლებას და შვიდგზის კონსულობას; საკუთარ თავზე აიღო ზრუნვა თითქმის ყველა უწყებაზე, და მამის სახელით თავად კარნახობდა წერილებს, გამოსცემდა ედიქტებს, კვესტორის ადგილიდან სიტყვებს კითხულობდა სენატში. მიიღო პრეტორიელების მეთაურობა, თუმცა მანამდე მხოლოდ რომაელ მხედრებს ეძლეოდათ. მაგრამ ამ თანამდებობაზე უზომოდ მრისხანედ და კუშტად ეჭირა თავი. იმ პირების საწინააღმდეგოდ, ვისზეც ეჭვი ჰქონდა, ბანაკში და თეატრში თავის ხალხს მიუგზავნიდა, რომლებიც თითქოს ხალხის სახელით მოითხოვდნენ მის დასჯას, და მაშინვე ანგარიშს უსწორებდა.
მათ შორის იყო კონსულარი ავლუს ცეცინა; ის ჯერ სადილზე მიიწვია, მერე კი მოკვლის ბრძანება ისე გასცა, ჯერ გასულიც რომ არ იყო სასადილოდან. მართალია, აქ საფრთხე ძალიან ახლოს იყო, - უკვე დაჭერილი ჰქონდა ცეცინას ხელით შედგენილი სიტყვა ჯარისკაცებისადმი. ყველა ამ ღონისძიებით საკუთარი თავისა და მომავლის უსაფრთხოება უზრუნველყო, მაგრამ თავიდან ისეთი სიძულვილი გამოიწვია, რომ ცოტა ვინმე თუ მოსულა ხელისუფლებაში ამისთანა ბოროტი რეპუტაციითა და ყველას სურვილის წინააღმდეგ.
7. მარტო დაუნდობლობას კი არ ეჭვობდნენ მასზე, არამედ თავაშვებულობას, - მისი ღრეობების გამო გვიან ღამემდე ყველაზე არსაით მეგობრებთან ერთად; და გარყვნილობასაც, მისი ბიჭების და საჭურისების სიმრავლის გამო და მისი სახელგავარდნილი სიყვარულისათვის დედოფალ ბერენიკესთან, რომელსაც ცოლად შერთვასაც დაპირებოდა, როგორც ამბობდნენ. და სიციფხესაც - რაკი ცნობილი იყო, რომ სასამართლო საქმეებზე, რომლებსაც მამამისი არჩევდა, თავისი გამოსარჩლებით ვაჭრობდა და ქრთამს იღებდა. ამიტომ მასში ყველა ნერონს ხედავდა და ამას არც მალავდნენ, დაუფარავად ლაპარაკობდნენ. თუმცა ასეთი სახელი მხოლოდ სასიკეთოდ წაადგა და უმაღლეს ქებად იქცა, როცა არც ერთი მანკიერება არ აღმოაჩნდა და, პირიქით, დიდი ღირსებები გამოავლინა.
მისი ქეიფები მხიარული იყო, მაგრამ არა მფლანგველური; მეგობრებს ისე ირჩევდა, რომ მომდევნო მმართველებიც საკუთარ და სახელმწიფო საქმეებში გვერდს ვერ უვლიდნენ და სულ იმათ მიმართავდნენ. ბერენიკე მაშინვე გადაასახლა რომიდან, იმისი და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ყველაზე დახვეწილი თავისი მეგობრების წყალობა არათუ შეწყვიტა, მათი ნახვაც არ სურდა სახალხო სანახაობებზე, თუმცა შესანიშნავი მოცეკვავეები იყვნენ და მალე სახელიც გაითქვეს სცენაზე.
უბრალო ხალხთან განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო; ერთხელ, გლადიატორების ბრძოლას ამზადებდა და გამოაცხადა, რომ მოაწყობს არა თავისი გემოვნებით, არამედ - მაყურებლისა. ასეც მოხდა; არანაირ თხოვნაზე უარს არ ეუბნეოდა და თავადაც მოუწოდებდა, ეთხოვათ, რაც უნდოდათ. საკუთარი თავი თრაკიელი გლადიატორების მომხრედ გამოაცხადა და ამ მიდრეკილების გამო ხშირად ხუმრობდა ხალხთან სიტყვებითაც და ნიშნებითაც, თუმცა არასოდეს კარგავდა დიდებულებას და ზომიერების გრძნობას. თავის აბანოებში ბანაობისასაც კი, ზოგჯერ ხალხსაც შეუშვებდა, რათა არც იქ გაეშვა ხელიდან მათი გამოდგომის შესაძლებლობა.
არავისთვის წაურთმევია რამე, სხვის საკუთრებას პატივს სცემდა, როგორც სხვა არავინ და უარყოფდა ჩვეულებრივ და მისაღებ შემოწირულობებს. გულუხვობაში არავის ჩამორჩებოდა, - ამფითეატრის და იმის მახლობლად სახელდახელოდ აშენებული აბანოს კურთხევისას აჩვენა გლადიტორთა თამაშები, უცხოდ მდიდრული და თვალსასეირო; მოაწყო საზღვაო ბრძოლა ძველ ადგილზე, მერე კი იქაც გლადიატორებს გამოიყვანა და ერთ დღეს გამოუშვა ხუთი ათასი სხვადასხვა ველური მხეცი.
8. ბუნებით იშვიათი სიკეთით გამოირჩეოდა. ტიბერიუსიდან მოყოლებული, არც ერთი კეისარი აღიარებდა მისი წინამორბედების გაცემულ თანამდებობებსა და წყალობებს, თუკი თავად არ ინებებდა ხელახლა მინიჭებას, - მან პირველმა დაამტკიცა ყველა ერთბაშად, ერთიანი ედიქტით, ხვეწნა-მუდარა არავის დააწყებინა. მისი უცვლელი წესი იყო, რომ მთხოვნილებიდან არავინ გაესტუმრებინა დაუიმედებლად; და როცა შინაურებმა უსაყვედურეს, რომ მეტს ჰპირდებოდა, ვიდრე აღსრულება შეეძლო, უპასუხა: „არავინ უნდა წავიდეს დამწუხრებული იმპერატორთან ლაპარაკის შემდეგ“. და როცა ერთხელ, სადილზე გაიხსენა, რომ მთელი დღე არავისთვის გაეკეთებინა კარგი, მაშინ წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული სიტყვები, სამახსოვრო და ღირსსაცნობარი: „მეგობრებო, დღევანდელი დღე დავკარგე!“
უბრალო ხალხთან განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო; ერთხელ, გლადიატორების ბრძოლას ამზადებდა და გამოაცხადა, რომ მოაწყობს არა თავისი გემოვნებით, არამედ - მაყურებლისა. ასეც მოხდა; არანაირ თხოვნაზე უარს არ ეუბნეოდა და თავადაც მოუწოდებდა, ეთხოვათ, რაც უნდოდათ. საკუთარი თავი თრაკიელი გლადიატორების მომხრედ გამოაცხადა და ამ მიდრეკილების გამო ხშირად ხუმრობდა ხალხთან სიტყვებითაც და ნიშნებითაც, თუმცა არასოდეს კარგავდა დიდებულებას და ზომიერების გრძნობას. თავის აბანოებში ბანაობისასაც კი, ზოგჯერ ხალხსაც შეუშვებდა, რათა არც იქ გაეშვა ხელიდან მათი გამოდგომის შესაძლებლობა.
მისი მმართველობისას არ აცდა სტიქიური უბედურებები, - კამპანიაში ვულკანის ამოფრქვევა; რომის ხანძარი, სამი დღე და ღამე რომ მძვინვარებდა; და შავი ჭირი, მანამდე არასოდეს რომ არ ყოფილა. ამნაირ და კიდევ ბევრ შემთხვევებში გამოამჟღავნა არა მხოლოდ მმართველის მზრუნველობა, არამედ იშვიათი მამობრივი სიყვარული, ხან ედიქტებით აწყნარებდა ხალხს, ხან ეხმარებოდა, როგორც შეეძლო.
კამპანიის აღასდგენად მზრუნველები კენჭისყრით ამოირჩია კონსულარებიდან; ვეზუვის ლავის ქვეშ დაღუპულების უმემკვიდრო ქონებები დაზარალებულ ქალაქებს შესწირა. დედაქალაქის ხანძარზე შეჰყვირა: „ყველა ზარალი - ჩემია!“ - და თავისი აგარაკების მთელი მოწყობილობა შენობებისათვის და ტაძრებისთვის მისცა, ხოლო აღდგენის დასაჩქარებლად სამუშაოები მხედრული ფენის წარმომადგენელ რამდენიმე მოიჯარეს ჩააბარა. ეპიდემიის შესაჩერებლად და შავ ჭირთან საბრძოლველად ყველა საშუალება სცადა, ღვთიურიც და ადამიანურიც, მსხვერპლის შეწირვა და წამალი არ დარჩენილა, რომ არ ეცადოს.
რაკი ერთი მათგანის დედა შორს იყო, მასთან შიკრიკი აფრინა ცნობით, რომ მისი შვილი უსაფრთხოდაა, ხოლო თავად ისინი სადილად მიიპატიჟა; მეორე დღეს კი, გლადიატორების სანახაობაზე საგანგებოდ დასვა ორივე თავის გვერდით და როცა მეომრების იარაღი მიუტანეს, იმათ გაუწოდა შესამოწმებლად. ამბობენ, იმათი ჰოროსკოპებიც კი განიხილა და გამოუცხადა, რომ ორივეს უბედურება ელოდება, მაგრამ არა ახლა და არა მისგან, - და ასეც მოხდა.
ძმა თავს არ ანებებდა მის წინააღმდეგ შეთქმულებების დაგეგმვას, ჯარს თითქმის ღიად მოუწოდებდა აჯანყებისკენ და მის წინააღმდეგ იზრახავდა წამოსვლას, - თუმცა არ დასაჯა, არც გადაასახლა და არც მოწყალება შეუწყვეტია მისთვის, არამედ ძველებურად, როგორც მმართველობის პირველ დღეებში, თავის თანამმართველად და მემკვიდრედ ასახელებდა; და არაეთხელ გაუხმია ცალკე, ლოცვა-ვედრებით და ცრემლით უთხოვია, რომ უარი ეთქვა ამ ახირებულ საქციელზე.
10. ამ საზრუნავში წამოეწია სიკვდილი და თავისი დარტყმით მარტო ის კი არა, მთელი კაცობრიობა დასცა. იმ წარმოდგენის გასრულების შემდეგ, რომლის ბოლოსაც დაუფარავად და მწარედ ტიროდა, თავისი საბინის აგარაკზე გასწია. მოღუშული იყო, რაკიღა მსხვერპლის შეწირვაზე ცხოველი გაუსხლტა, ხოლო ნათელი ციდან ქუხილი გაისმა. პირველსავე შეჩერებაზე წამოახურა. მერე ტახტრევნით მიჰყავდათ; ფარდები გადასწია, ცას შეხედა და მწარედ დაიწყო ჩივილი, რომ უდანაშაულოდ კვდება; ვერაფერს უსაყვედურებს საკუთარ თავს, - ალბათ, ერთი საქციელის გარდა.
ეს რა საქციელი იყო, არ უთქვამს, და ამის მიხვედრა იოლი არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თავისი ძმის ცოლთან სასიყვარულო კავშირი გაიხსენა; მაგრამ დომიციანე საზეიმოდ იფიცავდა, რომ ეს არ მომხდარა; არც დომიციანეს ცოლი დაიწყებდა უარყოფას, რამე რომ ყოფილიყო, - ის ქალი ამით იამაყებდა, ისევე, როგორც მზად იყო, ეტრაბახა ნებისმიერი თავისი გარყვნილობით.
11. გარდაიცვალა იმავე ვილაში, რომელშიც მამამისი, სექტემბრის იდებში, ცხოვრების ორმოცდამეორე წელს (რეალურად მეორმოცე); ორი წლის, ორი თვისა და ოცი დღის მერე მას შემდეგ, რაც მამამისის მემკვიდრე შეიქმნა. ეს რომ გაიგეს, ხალხი ისე ტიროდა, როგორც თავის ნათესავზე, ხოლო სენატმა კურიაში მიირბინა, ედიქტს აღარ დალოდებია, და ჯერ დაკეტილ, მერე კი ღია კარში გარდაცვლილს ისეთი მადლობები გადაუხადა და ისეთი ქება შეასხა, როგორიც არ უთქვამს მისთვის სიცოცხლეშიც კი და მისი თანდასწრებით.
მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
ეს რა საქციელი იყო, არ უთქვამს, და ამის მიხვედრა იოლი არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თავისი ძმის ცოლთან სასიყვარულო კავშირი გაიხსენა; მაგრამ დომიციანე საზეიმოდ იფიცავდა, რომ ეს არ მომხდარა; არც დომიციანეს ცოლი დაიწყებდა უარყოფას, რამე რომ ყოფილიყო, - ის ქალი ამით იამაყებდა, ისევე, როგორც მზად იყო, ეტრაბახა ნებისმიერი თავისი გარყვნილობით.
11. გარდაიცვალა იმავე ვილაში, რომელშიც მამამისი, სექტემბრის იდებში, ცხოვრების ორმოცდამეორე წელს (რეალურად მეორმოცე); ორი წლის, ორი თვისა და ოცი დღის მერე მას შემდეგ, რაც მამამისის მემკვიდრე შეიქმნა. ეს რომ გაიგეს, ხალხი ისე ტიროდა, როგორც თავის ნათესავზე, ხოლო სენატმა კურიაში მიირბინა, ედიქტს აღარ დალოდებია, და ჯერ დაკეტილ, მერე კი ღია კარში გარდაცვლილს ისეთი მადლობები გადაუხადა და ისეთი ქება შეასხა, როგორიც არ უთქვამს მისთვის სიცოცხლეშიც კი და მისი თანდასწრებით.
მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
79 წელს რომის იმპერიის ტახტზე ავიდა წინა იმპერატორის უფროსი ვაჟი და თანამოსახელე ტიტე ფლავიუს ვესპასიანე, რომელიც ისტორიაში წოდებულია მოკლედ ტიტუსი.
მან ჯერ სახელი გაითქვა, როგორც იუდეის ომის გმირმა, შემდეგ იგი მამა - იმპერატორის ფაქტიური თანამმართველი იყო, მასთან ერთად ომობდა, მასთან ერთად ტრიუმფატორობდა, მისი კოლეგა იყო როგორც იმპერატორი და ტრიბუნი, მასთან ერთად შვიდჯერ იყო კოლეგა კონსული, ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო ტიტუსს არავითარი რადიკალური ცვლილებები არ შეუტანია მამისეულ სამოქალაქო და სამხედრო პოლიტიკაში.
პირველად ტიტესაგან ბევრ სასიკეთოს არაფერს მოელოდნენ, რადგან იგი ახალგაზრდობაში გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა და ყველას უკვირდა, რომ მამას მან პრეტორიანელთა პრეფექტობა გამოსთხოვა, რასაც ადრე მხოლოდ მხედართა წოდების წარმომადგენლები კადრულობდნენ. რომაელებს ისიც აფიქრებდათ, რომ ამ უაღრესად თავაზიან და მომხიბვლელ კაცს უკიდურესი სისასტიკის ჩადენა შეეძლო. დიდხანს არავის დავიწყნია როგორ მოექცა იგი შეთქმულებაში ეჭვმიტანილ ავლუს ცეცინას: ჯერ სადილზე მიიწვია, აქეიფა და ნადიმიდან გასულს უკან მკვლელები გაადევნა. მაგრამ როგორც კი იმპერატორი შეიქმნა ტიტემ საოცარი პრინციპულობითა და ნებისყოფით უკუაგდო თავისი მანკიერებანი, მან ჩამოიშორა ფუქსავატი თანამეინახეები, ჯამბაზები და როსკიპი ქალები.
მისი გარდასახვის საუკეთესო მაგალითია თუნდაც ის რომ მან თანამემამულეთა საამებლად უარი თქვა საყვარელ ბერენიკაზე, მშვენიერ იუდეველ ქალზე, რომელმაც მისი სიყვარულისათვის ყველაფერი დათმო ქმარიც, ოჯახიც, სამშობლოც.
ტიტეს ხანმოკლე სამწლოვანი იმპერატორობის ხანა ისტორიაში შევიდა როგორც ზედმიწევნით საქმიანი, ენერგიული, ქველმოქმედი და სიკეთით სავსე ხელმწიფობა.
თანამედროვეთაგან იგი წოდებულია ვითარცა სიყვარული და სიხარული ადამიანთა მოდგმისა, მას მიაწერენ ცნობილ სენტენციას «არც ერთი დღე ხაზის გარეშე».
მასზე ამბობდნენ, რომ ერთ სადილზე ნადიმობაში გასრულებულ დღეზე წამოიძახა «ო, მეგობრებო მე დღე დავკარგე».
ტიტე სასტიკად ექცეოდა ყველას ვინც ხელს უშლიდა რომაელთა შორის ურთიერთნდობისა და მშვიდობიანობის ჩამოგდებაში. მისი ბრძანებით ჯოხებით სცემდნენ და რომიდან აძევებდნენ ჯაშუშებს, ცილისმწამებლებს, პანიკიორებსა და შანტაჟიორებს.
იმპერატორი ყოველდღე საზოგადოებრივი შეკრებისა და მშენებლობათა ადგილზე იყო. მდაბიოთა უფასო სარგებლობისათვის მან კოლიზეუმთან ააგო ბრწყინვალე თერმები. მისი იმპერატორობის დროს 79 წ. იტალიაში დიდი სტიქიური უბედურება დატრიალდა ვეზუვის მთიდან ამოფრქვეულმა ვულკანმა დამარხა 3 ქალაქი პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბიუმი.
81 წ. სექტემბერში ტიტე პუტილიაში რეატის მახლობლად მინერალურ წყლებზე იმყოფებოდა იგი უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა 40 წლის ასაკში.
ზოგის ფიქრით სიკვდილის მიზეზი იყო ციებ-ცხელება, ზოგის კი უმცროსი ძმის დომიციანესაგან შეპარებული საწამლავი, მომაკვდავი ჯერ კიდევ სუნთქავდა, როცა დომიციანე რომისაკენ მიაქროლებდა ცხენს, რათა პრეტორიანელთათვის ფული დაერიგებინა და მათი მეშვეობით იმპერატორის ტახტზე მტკიცედ ასულიყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий