пятница, 10 июля 2020 г.

სიონისტები ბოლშევიკურ პარტიაში (მ. ოკუჯავა)

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო სიონო-მასონისტური ძალები მიზნად ისახავდნენ რუსეთის იმპერიის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას, იქ გაბატონებას, რაც აუცილებელი პირობა იქნებოდა ქვეყნის ძარცვისათვის. სიონისტური წრეებისათვის რუსეთის ხელში ჩაგდების ხელსაყრელი პირობები შეიქმნა 1917წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ. ამ პერიოდში, როგორც ცნობილია, ბოლშევიკური პარტიის ბელადი ვ. ლენინი და მისი თანამებრძოლები მოითხოვდნენ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის გადაზრდას სოციალისტურში. სწორედ ასეთ პირობებში გადაწყვიტეს ბოლშევიკური პარტიის რიგებში შესვლა საერთაშორისო სიონიზმის აგენტმა ლ. ტროცკიმ და მისმა მომხრეებმა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ბოლშევიკური პარტიის მეშვეობით მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, რაც მათ თავიანთი მიზნების რეალიზაციის საშუალებას მისცემდა. რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე (1917წ. 26 ივნისი _ 3 აგვისტო) ტროცკისტები „მეჟრაიონელთა“ სახელწოდებით შევიდნენ ბოლშევიკური პარტიის რიგებში.
მანამდე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტროცკის მეთაურობით ჩამოვიდა ასობით ექსტრემისტ-რევოლუციონერი1. მათი თანამოაზრეების დიდი ჯგუფი რუსეთში ევროპიდანაც ჩამოვიდა ვ. ლენინთან ერთად2. თავის მხრივ, ბოლშევიკური პარტია შედარებით მცირერიცხოვანი იყო, რასაც განაპირობებდა მუშათა კლასის, პროლეტარიატის სიმცირე სხვა ფენებთან შედარებით. რსდმპ(ბ) VI ყრილობის შემდეგ, როცა მასში ტროცკისტთა მრავალრიცხოვანი მომხრეები შევიდნენ, ბოლშევიკების რაოდენობა 4 თვის განმავლობაში 40 ათასიდან 240 ათასამდე გაიზარდა. მარტო პეტროგრადში ბოლშევიკთა რაოდენობამ 2 ათასიდან 41 ათასს მიაღწია3.
ამრიგად, ამ დროიდან ბოლშევიკური პარტიის რიგები რევოლუციის თანამგზავრთა მეშვეობით რიცხობრივად გაიზარდა. ამის შედეგად, ბოლშევიკური პარტია იქცა ისეთ ორგანიზაციად, რომელშიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ ტროცკისტულ-სიონისტური მიზნების მქონე ადამიანები. ისინი თავიანთ თავს „კომუნისტ-ბოლშევიკებს“ უწოდებდნენ, ხოლო ლენინის სიკვდილის შემდეგ „ლენინურ გვარდიად“ მოინათლნენ4.
უნდა აღინიშნოს, რომ ვ. ლენინი შესაძლებლად თვლიდა სიონისტური წრეების გამოყენებას სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობისას გონივრული ხელმძღვანელობისა და მკაცრი პარტიული დისციპლინის პირობებში. ვ. ლენინი ხელისუფლების მოპოვებას განიხილავდა, როგორც რევოლუციის გამარჯვებას, მისი თანამოაზრეების გამარჯვებას. სინამდვილეში, ხედავდნენ რა ხელისუფლების აღების შესაძლებლობას, ბოლშევიკებს მიეტმასნენ ბუნდელები (ებრაული წვრილბურჟუაზიული პარტია), მენშევიკები და სხვა. თვით ტროცკი, რომელსაც ლენინმა ღალატის გამო „იუდუშკა“ უწოდა, რუსეთში ჩამოსვლისას მენშევიკი იყო, ხოლო VI ყრილობაზე ბოლშევიკად იქცა.
სიონისტების მიზანი რუსეთის მიმართ გამოვლინდა ჯერ კიდევ თებერვლის რევოლუციამდე ტროცკის განცხადებაში, რომელიც ჩაიწერა გრიგორი რასპუტინის მდივანმა არონ სიმონოვიჩმა თავის „მოგონებებში“. მასში აღნიშნულია: „ჩვენ უნდა გადავაქციოთ რუსეთი თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ, რომელთაც ისეთ ტირანიას მივცემთ, რაც არც კი დასიზმრებია აღმოსავლეთის ყველაზე საშინელ დესპოტებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ტირანია იქნება არა მარჯვნიდან, არამედ მარცხნიდან, და არა თეთრი, არამედ წითელი, ვინაიდან ჩვენ სისხლის ისეთ ნაკადებს დავღვრით, რომლის წინაშე შეძრწუნდება და გაუფერულდება კაპიტალისტური ომების ყველა ადამიანური დანაკარგი. უმსხვილესი ოკეანისიქითა ბანკირები ჩვენთან უმჭიდროვეს კონტაქტში იმუშავებენ. თუ ჩვენ მოვიგებთ რევოლუციას, მის სამარხთა ნანგრევებზე გავამაგრებთ სიონიზმის ხელისუფლებას და ისეთ ძალად ვიქცევით, რომლის წინაშე მთელი მსოფლიო მუხლებზე დაიჩოქებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ხელისუფლება. ტერორის, სისხლიანი აბანოების გზით ჩვენ მივიყვანთ რუს ინტელიგენციას სრულ გამოჩლუნგებამდე, იდიოტიზმამდე, ცხოველურ მდგომარეობამდე“. „ხოლო ჯერჯერობით ჩვენი ყმაწვილები ტყავის ქურთუკებში _ საათის ხელოსანთა შვილები ოდესიდან და ორშიდან, გომელიდან და ვინიციდან თავიანთ დროს ელიან და ... _ ო, რა მშვენივრად, რა დიდებულად სძულთ მათ ყველაფერი რუსული! როგორი განცხრომით მოსპობენ ისინი ფიზიკურად რუს ინტელიგენციას _ ოფიცრებს, ინჟინრებს, მოსწავლეებს, ღვთისმსახურებს, გენერლებს, აკადემიკოსებს, მწერლებს“.5
ასეთი მიზნების მქონე ადამიანებმა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიკავეს ხელმძღვანელი თანამდებობები ბოლშევიკური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებში. ოქტომბრის ამბების შემდეგ ჩამოყალიბებულ მთავრობაში _ სახალხო კომისართა საბჭოში _ 21 წევრიდან 19 ტროცკის მიმდევარი იყო6. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ვ. ლენინი (თავმჯდომარე), ი. სტალინი (ეროვნებათა საქმის სახკომი) და პროშიანი (მიწათმოქმედების სახკომი).
სახალხო კომისარიატები დააკომპლექტეს ძირითადად ტროცკისტი სიონისტებისაგან. ასეთი იყო სამხედრო კომისარიატი ტროცკის მეთაურობით, სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია („ВЧК“). ტროცკისტები სჭარბობდნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში, სამართალდამცავ ორგანოებში. პარტიის VIII ყრილობაზე (1919წ.) ცკ-ის 19 არჩეული წევრიდან 15 ტროცკის მიმდევარი იყო, გარდა ოთხისა, რომელთა შორის იყვნენ ლენინი და სტალინი. ანალოგიური მდგომარეობა იყო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებშიც: სრულიად რუსეთის საბჭოების IV ყრილობაზე (1918წ.) არჩეულ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში 35 წევრიდან 33 ტროცკისტი იყო7. გამონაკლისს წარმოადგენდნენ მხოლოდ ვ. ლენინი და ი. სტალინი. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად პარტიულ და საბჭოთა დაწესებულებათა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი პირების 83%-ზე მეტი ტროცკის მომხრე იყო8. ტროცკისტები მოქმედებდნენ პარტიისა და მისი ლიდერის _ ვ. ლენინის სახელით. ისინი, გარკვეული მიზნით, აღმერთებდნენ ლენინს. ხშირად სისრულეში მოჰყავდათ დანაშაულებრივი ჩანაფიქრი, ღონისძიება, რომელიც ლენინის ხელმოწერით იყო სანქციონირებული.
ამრიგად, ფაქტობრივად ქვეყანაში ხელისუფლება აიღეს ტროცკიმ და მისმა მომხრეებმა. ხელისუფლებაში მოსვლით ტროცკისტებმა შეასრულეს საერთაშორისო სიონიზმის გეგმის პირველი ნაწილი9. მაგრამ ტროცკისტებს ესმოდათ, რომ ლენინის ავტორიტეტი ხალხში, მისი იდეა სოციალისტური სახელმწიფოს აშენებისა არ მისცემდა მათ ხელისუფლებაში განმტკიცებისა და ხელისუფლების გამოყენების საშუალებას სიონიზმის საბოლოო მიზნების მიღწევისათვის. ტროცკისტებს რჩებოდათ მხოლოდ ერთი გამოსავალი _ გზიდან ჩამოეშორებინათ ლენინი. ამავე დროს, ტროცკისტები ვარაუდობდნენ, რომ ლენინზე თავდასხმა იქნებოდა ხელსაყრელი საშუალება წითელი ტერორის გაჩაღებისათვის რუსი ხალხის მიმართ გენოციდის განხორციელების მიზნით.
1918წ. 31 აგვისტოს მათ მართლაც განახორციელეს თავდასხმა ლენინზე, მაგრამ ის გადარჩა, თუმცა საგრძნობლად შეირყა მისი ჯანმრთელობა, დროებით მკვეთრად შეიზღუდა ვ. ლენინის აქტიური პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რამაც ხელი შეუწყო პარტიის შიგნით ტროცკისტული ძალების გააქტიურებას10.
1918წ. 1 სექტემბრიდან ხელისუფლებაში მყოფმა ტროცკისტებმა სპეციალური დადგენილებით წითელი ტერორი გამოაცხადეს11. მასობრივი ტერორის შედეგად რევოლუციის მტრებთან ბრძოლის ნიღბით სპობდნენ რუსი და სხვა ხალხების საუკეთესო წარმომადგენლებს, ინტელიგენციას, ოფიცრებს, მეცნიერებს და ა.შ. მასობრივი ტერორი არა მარტო შენიღბულად, არამედ აშკარადაც მიმდინარეობდა. ცნობილია 1919 წლის იანვარში პარტიის ცკ-ის ორგბიუროს დანაშაულებრივი დადგენილება რუსეთის განკაზაკების შესახებ. დადგენილება გაიცა ცკის სახელით. მოგვიანებით ის გაუქმდა ლენინის მითითებით, მაგრამ ამასობაში 2 მილიონზე მეტი კაზაკი ფიზიკურად იქნა განადგურებული, მათ შორის ქალები, მოხუცები და ბავშვები12.
სრულიად აშკარა ხდებოდა, რომ ტროცკი და მისი თანამზრახველები ბოროტი განზრახვით, რუსეთის შემდგომი გაჩანაგებისა და ხალხის გენოციდის მიზნით აჭიანურებდნენ სამოქალაქო ომის დამთავრებას. საკითხის შესწავლის მიზნით, ვ. ლენინმა თავისთან დაიბარა წითელი არმიის ინსპექტორი ფ. მირონოვი, რომელმაც წერილით აცნობა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას ტროცკისტების მოღალატური მოქმედების შესახებ. ტროცკის მითითებით, ფ. მირონოვი დააპატიმრეს და თითქოსდა პატიმრობიდან გაქცევის მცდელობისათვის დახვრიტეს13.
საყოველთაოდ ცნობილია ტროცკისა და ტუხაჩევსკის მიერ კრონშტადტის მუშებისა და მეზღვაურების დახვრეტა, კულაკებთან ბრძოლის საბაბით ტამბოვისა და ციმბირის გლეხობის მასობრივი მოსპობა 1921 წ. სწორედ სიონისტ-ტროცკისტთა მიერ მოწყობილი გენოციდის შედეგად და სხვა მიზეზების გამო, რუსეთის მოსახლეობა 1917-1923 წლებში 148 მილიონიდან 118,5 მილიონამდე შემცირდა. დანაკლისი შეადგენდა 19,5%-ს ანუ 29,5 მილიონს14.
1924 წლიდან, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური პარტიის შიგნით კომუნისტ-ლენინელებს ი. სტალინის ხელმძღვანელობით მოუხდათ მძიმე ბრძოლების წარმოება ტროცკისტული ოპოზიციის წინააღმდეგ. დისკუსიებში დამარცხებულმა ტროცკისტებმა 20-იანი წლების II ნახევრიდან შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა. 1928 წლის იანვრის სადირექტივო წერილებით ტროცკი მისი თანამოაზრეებისაგან მოითხოვდა ბრძოლის ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიც იყო შენიღბული ძირგამომთხრელი საქმიანობა, პარტიის ხელმძღვანელობაში გასვლა და სოციალიზმის დისკრედიტაცია, შენიღბვის მიზნით ხელმძღვანელი პირების ქება-დიდება, საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების უდანაშაულო მუშაკებზე გადაბრალება და ა.შ.15
30-იანი წლებიდან ტროცკიზმი მთლიანად მოსწყდა მუშათა მოძრაობას და ყველა ანტისაბჭოური ელემენტის დროშად იქცა. ისინი უკავშირდებიან უცხოეთის დაზვერვას, განსაკუთრებით ფაშისტურს, სოციალიზმის დამხობისა და კაპიტალიზმის რესტავრირების მიზნით16.
ტროცკისტი სიონისტები, მათი მომხრეები ახორციელებდნენ ტერორს ხელმძღვანელი მუშაკების წინააღმდეგ. იმ დროის სადამსჯელო ღონისძიებებმა გამოავლინეს ტროცკისტული მე-5 კოლონა, განსაკუთრებით არმიის ხელმძღვანელობაში. ამან დიდი როლი შეასრულა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების საკითხში17. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 40-იან წლებში სამართალდამცავ ორგანოებში დიდი რაოდენობით შენიღბული მავნებლების ქმედებით დაიღუპა მრავალი პატიოსანი, პატრიოტი, სამშობლოს ერთგული ადამიანი18.
ტროცკისტულ-სიონისტური ძალები დამარცხდნენ ქვეყნის შიგნით, თუმცა ისინი სერიოზულ ძალას წარმადგენდნენ საერთაშორისო მასშტაბით. მომავალში საერთაშორისო სიონისტური ძალების მოქმედების შეფასება მოცემულია ი. სტალინის საუბარში ა. კოლონტაის ბინაში 1939 წ. ნოემბერში. ის მიუთითებდა: „ჩვენი პარტიის და ხალხის მრავალი საქმე იქნება დამახინჯებული და მიფურთხებული, უპირველეს ყოვლისა, საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანაშიც. სიონიზმი, რომელიც მიისწრაფვის მსოფლიო ბატონობისაკენ, სასტიკად იძიებს შურს ჩვენზე ჩვენი წარმატებებისა და მიღწევების გამო. ის ჯერ კიდევ განიხილავს რუსეთს, როგორც ბარბაროსულ ქვეყანას, როგორც ნედლეულის დანამატს. და ჩემს სახელსაც გააყალბებენ, ცილს დასწამებენ. მე მომაწერენ მრავალ ბოროტებას“.
„მსოფლიო სიონიზმი ყველა ძალით ესწრაფვოდეს იქნება, მოსპოს ჩვენი კავშირი, რათა რუსეთმა ვერასდროს ვერ შესძლოს წამოდგომა. სსრ კავშირის ძალა ხალხთა მეგობრობაშია. სიონისტების ბრძოლის მთავარი მახვილი მიმართული იქნება, უპირველეს ყოვლისა, ამ მეგობრობის დარღვევისაკენ, რუსეთისაგან განაპირა მხარეების მოწყვეტისაკენ. აქ, უნდა ვაღიაროთ, ბევრი რამ ჯერ კიდევ ვერ გავაკეთეთ. აქ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა“.
„განსაკუთრებული ძალით თავს ასწევს ნაციონალიზმი. ის რაღაც დროის განმავლობაში შეავიწროვებს ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს, მხოლოდ რაღაც დროით. აღმოცენდებიან ნაციონალური ჯგუფები ერების შიგნით და კონფლიქტები. გამოჩნდება ბევრი ბელადიპიგმეი, მოღალატეები თავიანთ ერთა შიგნით“.
„მომავალში მთლიანად განვითარება წარიმართება უფრო რთული და მძაფრი გზებითაც კი. საქმე მიდის იქამდე, რომ განსაკუთრებით აფორიაქდება აღმოსავლეთი. აღმოცენდებიან მძაფრი წინააღმდეგობანი დასავლეთთან“.
„და მაინც, როგორც არ უნდა ვითარდებოდეს მოვლენები, გაივლის დრო და მომავალი თაობების მზერა მიპყრობილი იქნება ჩვენი სოციალისტური სამშობლოს საქმეებისა და გამარჯვებებისადმი. წლითიწლობით მოვლენ ახალი თაობები. ისინი ხელახლა აღმართავენ თავიანთი მამებისა და ბაბუების დროშებს და სათანადოდ დააფასებენ ჩვენს ამაგს. ისინი თავიანთ მომავალს ააშენებენ ჩვენს წარსულზე“.19
შენიშვნები
1. Ф. Маренков. Государь и погань. Непроизнесённая речь адвоката в защиту И. В. Сталина, М., 1996, გვ. 2.
2. იქვე, გვ. 12.
3. История Гражданской войны, т. I, М., 1958, გვ. 297.
4. Ф. Маренков. Государь и погань.., გვ. 12.
5. ა. შაბალოვი. ამხანაგ სტალინის მეთერთმეტე დარტყმა, ქუთაისი, 1996, გვ. 24.
6. Ф. Маренков. Государь и погань.., გვ. 24.
7. იქვე, გვ. 19.
8. იქვე, გვ. 20.
9. იქვე.
10. Ф. Маренков. Государь и погань.., გვ. 22-23.
11. Известия ВЦИК от 1 сентября 1918г.; Известия ВЦИК от 4 сентября 1918г.
12. Ф. Маренков. Государь и погань.., გვ. 24.
13. იქვე.
14. В. Кожинов. Россия. Век XX (1939-1964), М., 1999, გვ. 119.
15. Газ. „Правда“, 18 января 1928г.
16. ი. სტალინი. ლენინიზმის საკითხები, თბ., 1952, გვ. 737.
17. Б. Соловьев, В. Суходеев. Полководец Сталин, М., 1999, გვ. 21-22.
18. ა. შაბალოვი. ამხანაგ სტალინის.., გვ. 24-25.
19. Б. Соловьев, В. Суходеев. Полководец Сталин, გვ. 8.

Комментариев нет:

Отправить комментарий