четверг, 1 сентября 2016 г.

VII საუკუნის „სომხური გეოგრაფია“ აშხარჰაცუიცი საქართველოს, სომხეთისა და ალბანეთის შესახებ

სომხური გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ძეგლი – აშხარჰაცუიცი (სომხ. Աշխարհացույց) ბევრი თანამედროვე ისტორიკოს-არმენოლოგის აზრით დაწერილი უნდა იყოს VII საუკუნის მეცნიერის – ანანია შირაკაცის მიერ. იგი ცნობილი სომეხი გეოგრაფი, ისტორიკოსი, კარტოგრაფი, ასტრონომი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და კოსმოგრაფი იყო. აშხარჰაცუიცი წარმოადგენს ანტიკური გეოგრაფიული ტრადიციების გაგრძელებას, რომელიც ძირითადად ემყარება კლავდიოს პტოლემაიოსის (87–165) გეოგრაფიას. თუმცა ავტორი იყენებს აგრეთვე არაერთი ანტიკური გეოგრაფისა და ისტორიკოსის მონაცემებს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი კეთილსინდისიერი პიროვნება ჩანს და ცდილობს სიმართლე ასახოს, ის მაინც ვერ გაურბის სომხურ ნაციანალისტურ გაგებებს და ტიგრან დიდის არმენიის იმპერიაზე ოცნებას, რომელმაც სულ რაღაც 20 წელი იარსება.
პირველ ნაწილში მოყვანილია საერთო ცნობები დედამიწის შესახებ, აღწერილია რელიეფი, კლიმატური ზონები, ზღვები და სხვ. მეორე ნაწილი შეიცავს იმ დროს ცნობილი კონტინენტების აღწერილობას, სახელდობრ: აღწერილია ევროპა, ლიბია (აფრიკა) და აზია. მითითებულია კონტინენტების განლაგება, დახასიათებულია საზოგადოება, აღნიშნულია მთავარი ზღვები, მთები, მდინარეები, სასარგებლო წიაღისეულები, ფლორა, ფაუნა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აზიის ქვეყნებს. აღწერილია სომხეთი, ქართლის სამეფო, კოლხეთის სამეფო, კავკასიის ალბანეთი, მცირე აზია, სირია, ირანი, მესოპოტამია და აზიის სარმატია. აღწერილია საქართველოს გეოგრაფიაც. ჩვენ სწორედ საქართველოსა და მისი მეზობელი მხარეების შესახებ ცნობებს მოვიტანთ.
* * *
აზია
დიდი აზიის ქვეყნები
კაპადოკიის პონტო, პოლემონიის ზღვის აღმოსავლეთით, გადაჭიმულია მოსხების მთებამდე, რომელიც გამოყოფს მას დიდი არმენიისგან. ის მოიცავს მთებსა და მდინარეებს.
სარმატია (აზიის) განცალკავებულია თავის მეორე ნახევარს (ე.ი. ევროპის სარმატიას) რიპეიის მთების (ურალის უკანასკნელი სამხრეთ ნაწილი) აღმოსავლეთ დაბოლოებებით, მდინარე ტანავისით (ტანაისი - დონი), მეოტიდის ზღვით (აზოვის ზღვა) და გადაჭიმულია კავკასიის მთების გასწვრივ ივერიასა და ალბანეთში კასპიის ზღვამდე.
სარმატიაში (აზიის) მდებარეობს ჰიპიის, კერაუნისა და სხვა მთები და ბევრი მდინარე, რომელთაგან გამორჩეულია ეტილი 70 შენაკადით, რომლის სანაპიროზე გამაგრდა ხალხი ბასილები.
სარმატიაში (აზიის) შემდეგი ხალხები ცხოვრობენ: 1. ხაზარები, 2. ბუშები (ან. ბულხები, ბულღარები?), 3. ბასლიკები (ბარსილები), 4. აფშეგები, 5. აფხაზები, 6. სამეფო სარმატები, 7. იპპოფაგები, 8. ნახჩამატიანები (ჩეჩნების წინაპრები?), 9. ფტიროფაგები, 10. სიურიკაცები, 11. მიტრიკაცები, 12. ამაზონები, 13. ალანები, 14. ხებურები (ან ხებარები), 15. კიდეტები, 16. სკიუმები, 17. არგავეტები, 18. მარგოლები, 19. ტაკოცები (ან ტაკრები), 20. არგოზები, 21. დაჩანები, 22. პინჩები, 23. დვალები, 24. ჰუნები, 25. ვოსპურები (ან აპულები), 26. წანარები, რომელთაც გასასვლელები აქვთ ალანიასა და ცეკანში, 27. თუშები, 28. ხუშები, 29. კუსტები, 30. ანტროპოფაგები, 31. ცხავატები, 32. გუდამაყარები, 33. დუიჩიკები, 34. დიდოცები (ან დიგოები, უფრო ზუსტად დიდოელები), 35. ლეკები, 36. კატაპასტიანები, 37. აგუტაკანები, 38. ხენუტები (ან ხენუკები), 39. შილები, (ან შიბები), 40. ჭიგბები (ჭიგები), 41. ხელები, 42. კასპები, 43. პუხები, 44. შირვანები, 45. ხსრანები (ან ხარანები), 46. ტავასპარები, 47. ხეჩმატაკები, 48. იჟამახები, 49. პასხები, 50. პუსხები, 51. პიკონაკები, 52. ბაკანები, 53. მასკუტები, კასპიის ზღვასთან, სადამდეც მიდიან კავკასიის შტოები და სადაც აღმართულია დერბენდის კედელი (ე.ი. დარუბანდის გასასვლელი), უზარმაზარი დასაყრდენი ზღვაში. ჩრდილოეთით ცხოვრობენ ჰუნები, რომელთაც აქვთ ქალაქი ვარაჩანი (ბალანჯარი) და სხვა ქალაქები. ჩრდილოეთის მეფეს ქვია ხაგანი. ის ხაზართა მპყრობელია. დედოფალი, ხაგანის ცოლი, წარმოშობით ბასილების ტომიდანაა.
კოლხეთი, რომელიც ეგერია (ე.ი. ეგრისი) მდებარეობს პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, სარმატიის ახლოს, ივერიისა და დიდი არმენიის მომიჯნავედ. ეგერი იყოფა ოთხ მცირე მხარედ, მანრილი, ეგრევიკა რომელიც საკუთრივ ეგერია იქ მდინარე ფაზისია ამავე სახელწოდების ქალაქთან, ლაზიკა და ჭანივი რომელიც ხალტიქია (ე.ი. ჭანეთი) სადაც მდინარე მეგალუპოტამიაა. მას აქვს სხვა მდინარეებიც აკამფსისი ანუ ვოჰი (ჭოროხი), რომელსაც სათავე დიდ არმენიაში აქვს. მას ხუთი ქალაქი აქვს: იგანი, ქოთაისი, როდოპოლოსი (ვარციხე), ათენაი (ფაზარი) და რიზუსი (რიზე) და რამდენიმე სხვა ემპორიუმი და ზღვისპირა ქალაქი, როგორიც ტრებიზონდია (ტრაპიზონი). (აქ ავტორი ეყრდნობა იმ ანტიკურ წყაროს, რომელშიც 12 საუკუნის წინანდელი მრისხანე კოლხეთის სამეფოს საზღვრები იყო აღწერილი).
ვერია იგივე ვირქი (ე.ი. ქართლის სამეფო. „ვირ“ ნიშნავს მამაკაცს), ეგერის აღმოსავლეთით, ემიჯნება სარმატიას კავკასიონთან, ვრცელდება ალბანიამდე მდ. მტკვარზე. ვერიაში არის შემდეგი პროვინციები: 1. კლარჯი, 2. არტაჰანი, 3. შავშეთი, 4. ჯავახი, 5. სამცხე, 6. აჭარა, 7. გორგოვათის ან გოროთის (გორათის) ხევი, 8. ტორნის ხევი (ტორნე დღევ ასლანკი, ქციის შენაკადი), 9. მანგლიაც-ფორი (მანგლისის ხევი), 10. ქვიშა ფორი (ქვეშის ხევი. მდ. ქვეშა ჩადის მაშავერაში, ქციას შენაკადში), 11. ბოლნო ფორი (ბოლნისის ხევი), 12. ტრელი (თრიალეთი), 13. კანგარი, 14. ტაშირი, 15. აჩაი (აჩაბეთის ხევი), 16. გუანი, 17. ერისხი (ერწო), 18. კუდიტი (კუხეთი?), 19. კოსხ (?), 20. საცხუმეთი (საცხენეთი), 21. ხანიცხ (?). არის ქალაქები: ტიფლისი (ტფილისი), შამშუდე (სამშვილდე) და მცხეთა, რომელშიც ინახება წმინდა ნინოს ჯვარი. მდინარეებში უხვადაა თევზი.
ალბანეთი, იგივე აგუანქი, ივერიის აღმოსავლეთითა, სარმატიას უკავშირდება კავკასიონთან  და გადაჭიმულია კასპიის ზღვამდე  არმენიის საზღვრამდე მტკვარზე. ის მოიცავს ნაყოფიერ ველებს, ქალაქებს, ციხე-სიმაგრეებს, სოფლებს, მრავალრიცხოვან მდინარეებსა და ძლიერ წყალმცენარეებს. – ალბანეთი შედგება შემდეგი პროვინციებისგან: 1. იეხნი, 2. ბეხი, 3. კამბეჩანი, 4. შაკე (შაქი), 5. ვოსტანი-მარცპანი (ე.ი. მარზპანის სატახტო ანუ ქ. დორნა?), 6. დაშტი-ბალასაკანი (ბაილაყანი). ამას გარდა ალბანელებმა არმენიელებს წაართვეს შემდეგი ოლქები: შიკაშენი, გარდმანი, კოლტი, ზავე და კიდევ 20 ოლქი, მდებარე მტკვარზე არაქსის შეერთებამდე.
მეორე არმენია მდებარეობს კილიკიის აღმოსავლეთით ტავრის მთებთან, მოიცავს 3 მთას, 4 მდინარეს და 2 გასასვლელს სირიაში.
პირველი არმენია მდებარეობს პირველი კაპადოკიის აღმოსავლეთით, უკავშირდება მეორე არმენიას, ესაზღვრება ევფრატს აღმოსავლეთიდან. ის მოიცავს მთა არგეოსს, მდინარე ჰალისსა და 30 პატარა მდინარეს.
მესამე არმენია, მდებარეობს კაპადოკიის აღმოსავლეთით, გადაჭიმულია სიგრძეზე ევფრატამდე; მოიცავს აგრეთვე 2 მდინარესა და 22 მაღალ მთას.
დიდი არმენია, მდებარეობს კაპადიკიისა მცირე არმენიის აღმოსავლეთით მდინარე ევფრატზე ტავროსთან, რომელიც აშორებს მას მესოპოტამიისგან, ესაზღვრება სამხრეთიდან ასირია. ატრპატაკანში, მიდიის მიმართულებით, მისი საზღვრები უხვევს (ჩრდილოეთით) არაქსის კასპიის ზღვაში ჩადიბამდე. აღმოსავლეთიდან ის შემოსაზღვრულია ალბანეთით, ივერიით და ეგერით ევფრატის სამხრეთით მოხვევამდე. არმენია მოიცავს შესანიშნავ მთებს, დიდ და პატარა მდინარეებს და 6 ტბას. დიდი არმენია დაყოფილია შემდეგ 15 პროვინციად: 1. მაღალი არმენია, იგივე კარინის მხარე, 2. მეოთხე არმენია, 3. აღძნიქი, 4. ტურუბერანი, 5. მოქკი, 6. კორჯაიკი, 7. პერსარმენია, 8. ვასპურაკანი, 9. არცახი, 10. სიუნიქი, 11. პაიტაკარანი, 12. უტი, 13. გუგარქი, 14. ტაიქი, 15. აირარატი. მე მსურს ვისაუბრო დაწვრილებით ამ პროვინციების შესახებ, თუმცა ამისთვის მომიწევს ვიქექო რუკებსა და წიგნებში.
1. მაღალი არმენია (კარის ქვეყანა) მოიცავს 9 ოლქს: 1. დარანაღი, 2. არიუცი (აღიუნი), 3. მენძური (მზური), 4. იეკეღიაცი, 5. მანანაღი, 6. დერჯანი, 7. სპერი, 8. შატგომკი (შაღაგომი), 9. კარინი. ეს არმენია, თავისი სახელის შესაბამისად, ნამდვილად მაღლაა სხვა მიწებთან შედარებით, ამიტომაც მისგან მოედინება მდინარეები ოთხივე მხარეს. მასში 3 მთაა, ბევრი გარეული და სასარგებლო (საკვებად) ფრინველი, თბილი წყლები, მარილის საბადოები, ყველაფერი მრავლადაა, და ქალაქი თეოდოსიოპოლი.
2. მეოთხე არმენია (სოფენა), უკავშირდება მაღალ არმენიას და მოიცავს 8 ოლქს: 1. ხორძიანი, 2. ჰაშტიანკი, 3. პაღნატუნი, 4. ბალაჰოვიტი 5. ცოპკი, 6. ჰანძიტი, 7. გორეკი (გავრეკი), 8. დეგიკი. მასში მდებარეობს ციხე-სიმაგრეები, მთები და მდინარეები, აგრეთვე: ბივრილი, გარეული ფრინველები, თევზები და ნადირებიდან – ლომი.
3. აღძნიქი (აჰძნიქი, ალძნიქი) მდებარეობს მდინარე ტიგროსზე და მოიცავს 10 ოლქს: 1. არზენი (აღზენი), 2. ნეპერკერტი (ნპრკერტი, ტიგრანაკერტი), 3. კეღი (კაღი, კეღიმარი), 4. კეტიკი, 5. ტატიკი, 6. აზნუაც-ძორი (ხუღუცი), 7. ხერხეტსი (იერხეტსკი), 8. გზეზი (გზეხი), 9. სალნოძორი, 10. სასუნი (სანასუნი). ამ მხარეში მოიპოვება: ნავთობი, ბევრი რკინა, მელნიანი თხილი და ფრინველი დეხზუკი (ხოხობი?).
4. ტურუბერანი მდებარეობს მეოთხე არმენიის გვერდით და მოიცავს 16 ოლქს. 1. ხუიტი, 2. ასპაკუნიკი, 3. ტარონი, 4. აშმუნიკი, 5. მარდაღი, 6. დასნავორკი, 7. ტუარაცატაპი, 8. დალარი, 9. ჰარკი, 10. ვარაჟნუნიკი, 11. ბზნუნიკი, 12. იერევარკი, 13. აგიოვიტი, 14. აპაჰუნიკი, 15. კორი, 16. ხორხორუნიკი. მასში მდებარეობს ბეზნუნის ზღვა (ვანის ტბის დას. ნაწილი), რომლის სიგრძეა 100 მილი, ხოლო სიგანე 60 მილი. ეს პროვინცია აწარმოებს გაზბეს (ტკბილი ხილი), სპილენძს, მაშკამირგი (რაღაც ხილი), თეთრ ნავთობსა და რკინას.
5. მოქკი (მოქსოენა) მდებარეობს აღძნიქის აღმოსავლეთით ტავრის მთების კლდეებში  და მოიცავს 9 ოლქს: 1. იშაირი, 2. მიუს-იშაირი (სხვა იშაირი), 3. იშოც გავარი, 4. არვენიც-ძორი, 5. მიჯა, 6. მოკსი, 7. არკაიც გავარი, 8. არგასტოვიტი, 9. ჯერმაძორი. ლიხიდან მოჰყავთ გახრშაკი(?) და ლეშურა; ნადირიდან გვხვდება ლეოპარდი ლამაზი ლაქებით, და ფრინველებიდან - კაკაბი.
6. კორჯაიკი (კორდუენა, კორდუკი, გორდიენა, ქურთთა სამშობლო) მდებარეობს მოქკის აღმოსავლეთით ასირიასთან და მოიცავს 11 ოლქს: 1. კორდუკი, 2. ზემო კორდრიკი, 3. შუა კორდრიკი, 4. ქვემო კორდრიკი, 5. აიტუანკი, 6. აიგარსი, 7. მოტოგანკი, 8. ვორსირანკი, 9. კარატუნისი, 10. ჩახუკი, 11. პატარა ალბაკი. აწარმოებენ დარიშხანს, ხოლო ხილიდან მოჰყავთ წაბლი.
7. პერსარმენია მდებარეობს კორჯაიკის აღმოსავლეთით ატრპატაკანთან და მოიცავს 9 ოლქს: 1. აილი, იგივე კურიჯანი, 2. მარი, 3. ტრაპი, 4. აცვერსი, 5. ირნა, 6. ტამბერსი, 7. ზარეხავანი, 8. ზარავანდი, 9. გერი. გარეულ ცხოველთაგან გვხვდება ველური ვირი და არჩვი.
8. ვასპურაკანი მდებარეობს პერსარმენიის დასავლეთით, კორჯაიკტან და მოიცავს 36 ოლქს: 1. რეშტუნიკი (რშტუნიკი), 2. ტოსბი, 3. ბუდუნიკი (ბოგუნიკი), 4. არჩიშაკოვიტი, 5. აღოვიტი (აღიოვიტი), 6. კუღანოვიტი, 7. არბერანი, 8. დარნი, 9. ბუჟუნიკი (ბუჟნუნიკი), 10. არნოიოტნი, 11. ანძევაციკი, 12. ატრპატუნიკი, 13. ერიტუნიკი, 14. მარდასტანი, 15. არტაზი, 16. აკეჰ, 17. დიდი ალბაკი, 18. ანძახაძორი, 19. ტორნავანი, 20. ჩუაშროტი, 21. კრჩუნიკი, 22. მეცნუნიკი, 23. პალუნიკი, 24. გუკანი, 25. აგუანდროტი, 26. პარსპატუნიკი, 27. არტაშეზიანი, 28. არტავანიანი, 29. ბაკანი, 30. გაპიტიანი, 31. გაზრიკანი, 32. ტანკრიანი, 33. ვარაჟნუნიკი, 34. ღვინით მდიდარი გოხტნი, 35. ნახჩუანი (ნახიჩევანი) იმავე სახელის მქონე ქალაქით და 36. მარანდი.
9. სიუნიქი (სივნიეთი, სისაჯანი) მდებარეობს აირარატის აღმოსავლეთით, ერასხსა (არაქსი) და არცახს შორის და მოიცავს 12 ოლქს: 1. ერნჯაკი, 2. ჩაგუკი, 3. ვაიოც ძორი, 4. გელაქუნი (გელარქუნიკი, გეღარქუნიკი) ზღვით (სევანის ტბა), 5. სოდკი, 6. აღაჰეჩკი, 7. ცღაკი (სისაკანი), 8. ჰაბანდი, 9. ბაღკი ან ბალკი, 10. ძორკი, 11. არევიკი, 12. კუსაკანი. ამ პროვინციაში იზრდება: მირტი, გერერი (?) და ბროწეული. მასში ბევრი მთიანი ადგილია.
10. არცახი მდებარეობს სიუნიქთან და მოიცავს 12 ოლქს: 1. ვაკუნიკი (ვაიკუნიკი), 2. მიუს-ჰაბანდი (სხვა ჰაბანდი), 3. ბერდაძორი, 4. მეც კუენკი (დიდი კუენკი), 5. მეც არანკი (დიდი არანკი), 6. ჰარჩლანკი 7. მუხანკი, 8. პიანკი, 9. პანცკანკი, 10. სისაკან ვოსტან (პატარა სისაკანი), 11. კუსტა პარნესი, 12. კოლტი (კოღტი).
11. პაიტაკარანი მდებარეობს უტის აღმოსავლეთით, მდინარე არაქსზე და მოიცავს 12 ოლქს:, რომელტაც ახლა ფლობს ატრპატაკანი (ატროპატენა): 1. ჰრაკოტ-პეროჟი, 2. ვარდანაკერტი, 3. ეოტნპორაკიან-ბაგინკი, 4. როტ-ი-ბაღა, 5. ბაღან-როტი, 6. აროსპიჟანი, 7. ჰანი, 8. ატლი, 9. ბაგავანი, 10. სპანდარან-პეროჟი, 11. ორმიზდ-პეროჟი, 12. ალევანი. მოჰყავთ უთვალავი რაოდენობის ბამბა და ადგილობრივი ქერი.
12. უტი (უტიქი) მდებარეობს არაქსის დასავლეთით, არცახსა და მდინარე მტკვარს შორის, და მოიცავს 7 ოლქს, რომელთაც ფლობს ალბანელები: 1. არან-როტი, 2. ტრი, 3. როტ-პაციანი (როტ-პარსიანი), 4. აღუე, 5. ტუჩკატაკი (ტუს-კუსტაკი), 6. გარდმანი, 7. შიკაშენი (შაკაშენა) 8. თვით უტი ქალაქ პარტავით. მოჰყავთ ზეთისხილის ხე, (კიტრის ან) კიტრისებრი ხე, ხოლო ფრინველებიდან გვხვდება კატაკი.
13. გუგარქი მდებარეობს უტის დასავლეთით და აქვს 9 ოლქი, რომელსაც ფლობენ ქართველები: 1. ძორო-ფორი (ხევი), 2. წობოფორი (წოფო-ფორი), 3. კოლბოფორი (მდ. კოლბას ხევი, დღევ. ინჯა სუს ხევი), 4. ტაშირი, 5. ტრელი (თრიალეთი), 6. კანგარი, 7. არტაჰანი (არტანი), 8. ჯავახკი (ჯავახეთი), 9. კლარჯიკი (კლარჯეთი). ამ პროვინციაში გვხვდება: ანალუტი (?), ხე ხაჩარი (?), კომში და წიფელი.
14. ტაიქი გუგარქის გვერდითაა, მდიდარია ციხე-სიმაგრეებითა და სასახლეებით და აქვს 9 ოლქი: 1. კოღი, 2. პარტიზაც-ფორ, 3. ბერდაც-ფორ, 4. ჭაკი (ჭაკატკი), 5. ბუხა (ბოხა), 6. ოკაღე, 7. აზორდაც-ფორ, 8. კა-ფორ, 9. ასიაც-ფორ. ტაიკში მოჰყავთ ლეღვი, ბროწეული, აგტორი (?), კომში, ხის საკმეველი და ნუში.
15. აირარატი, ზემოთ მოხსენიებული პროვინციის შუაში და მოიცავს 20 ოლქს: 1. ბასიანი, 2. გაბელიანი, 3. აბელიანი, 4. ვაღავუნიკი, 5. არშარუნიკი, 6. ბაგრევანდი, 7. ცაგკოტნი, 8. შირაკი, 9. ვანანდი, 10. არაგაცოტნი, 11. ჩაკატკი, 12. მასიაცოტნი, 13. კოგოვიტი, 14. აშჩოცკი, 15. ნიგი, 16. კოტაიკი, 17. მაზაზი, 18. ვარაჟნუნიკი, 19. ვოსტან-დვნა (დვინი), 20. შარური. აირარატი მოიცავს ყველაფრით მდიდარ მთებსა და ველებს და ტბა. აქ მოჰყავთ ცნობილი ბალახი, რომლისგან აწარმოებენ წითელ საღებავს. აქ მდებარეობს ეკლესიათა დედა (არმენიელთა, ეჩმიაძინი) ვაღარშაპატის სამეფო რეზიდენციაში.

 
 
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий