1938წ. სექტემბრის კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის მკვლევართათვის. სუდეტენლანდის1 საკითხი იმთავითვე მოექცა ყურადღების ცენტრში. მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, სწორედ 1938წ. სექტემბერში იქნა გაშვებული შანსი, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო ის უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც მოიტანა მეორე მსოფლიო ომმა. წამყვანი ევროპული ქვეყნების და მათი ლიდერების დამოკიდებულებას და მათ ქმედებებს აღნიშნული კრიზისის პერიოდში არაერთი სპეციალური გამოკვლევა მიეძღვნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთ საკითხს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ეთმობოდა: ეს არის სსრკ-ს დამოკიდებულება ჩეხოსლოვაკიისადმი და სტალინის საგარეო პოლიტიკა 1938 წლის სექტემბერში.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა უმრავლესობა ჩვეულებრივ თავს არიდებდა ამ საკითხის დეტალურ დამუშავებას, რადგანაც ჩეხოსლოვაკიასთან ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები საბჭოთა კავშირში დახურულ საცავებში ინახებოდა. პრაქტიკულად არ შეცვლილა მდგომარეობა დღეისთვისაც, როდესაც რუსეთის არქივების ყველაზე საინტერესო ნაწილი კვლავინდებურად მიუწვდომელია სპეციალისტებისათვის. მართალია, საბჭოთა პერიოდში XXს. 70-იან წლებში გამოიცა სსრკ-ჩეხოსლოვაკიის ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტების 5-ტომეული (როგორც რუსულ2, ისე ჩეხურ3 ენაზე), მაგრამ ის მეტად არასრულია, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საგარეო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტების ყველა სხვა კრებულები. გარდა ამისა, რადგანაც კრიზისის მთავარ მოვლენად იქცა მიუნხენის კონფერენცია, ბუნებრივია, რომ გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა მასში მონაწილე ქვეყნების საგარეო პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს. იმ მკვლევართა აზრი, რომელიც საბჭოთა კავშირის გეგმების საკითხს ეხებოდა, ტრადიციულად გაიყო: დასავლეთელი მკვლევრები სკეპტიკურად ეპყრობოდნენ სსრკ-ს ხელმძღვანელობის განცხადებებს ჩეხოსლოვაკიისათვის დახმარების შესახებ, ხოლო სსრკ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საკუთრივ ჩეხოსლოვაკიაში, ბუნებრივია, დიდი ხნის განმავლობაში გაბატონებული იყო თვალსაზრისი, რომ საბჭოთა ხელისუფლება მზად იყო, ნებისმიერ დროს დახმარებოდა ჩეხოსლოვაკიას, განურჩევლად იმისა, გააკეთებდა თუ არა ამას საფრანგეთი. უკანასკნელ პერიოდში ჩეხურ ისტორიოგრაფიაში ვითარება ამ მხრივ შეიცვალა, რაც, უპირველეს ყოვლისა, იგორ ლუკესის დამსახურებაა. მან რამდენიმე გამოკვლევა მიუძღვნა ამ თემას, რომლებშიც ამტკიცებს, საბჭოთა კავშირი სულაც არ აპირებდა ჩეხოსლოვაკიის დახმარებას 1938წ.4 ამავე დროს, ის არ უარყოფს, რომ საბჭოთა მხარეს ნამდვილად ჰყავდა გამზადებული ჯარები პოლონეთის საზღვარზე, თუმცა ის ამას ხსნის მხოლოდ ევროპაში შექმნილი დაძაბული სიტუაციით და აღნიშნავს, რომ მსგავსი მობილიზაცია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობდა5.
აქვე ის მიუთითებს, რომ ალბათ ამ ძალების მთავარი დანიშნულება უნდა ყოფილიყო პროკომუნისტური ძალების დახმარება, როდესაც, მოსკოვის აზრით, დაიწყებოდა რევოლუციების ტალღა ევროპაში6.
ვფიქრობთ, ლუკესი ამ შემთხვევაში სავსებით სწორ დასკვნას აკეთებს. საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მობილიზაცია მიზნად ისახავდა სწორედ კომუნისტური რეჟიმების დამყარებას მთლიანად ევროპაში თუ არა, გერმანიის ჩათვლით მაინც. რა გვაძლევს ჩვენ ასეთი მტკიცების საფუძველს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, პირველ რიგში, გადავხედოთ 1938წ. სექტემბერში შექმნილ სიტუაციას მსოფლიოში. როგორც ზემოთ მივუთითეთ, 1938წ. სექტემბერი აღინიშნა ჩეხოსლოვაკიის, კერძოდ სუდეტენლანდის საკითხის მორიგი გამწვავებით.
1938წ. მარტში ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიას მიაპყრო თავისი მზერა. ოფიციალურად მას სურდა სუდეტენლანდის გერმანიის შემადგენლობაში ჩართვა, თუმცა სინამდვილეში მისი მიზნები ბევრად უფრო შორს მიმავალიიყო. ჰიტლერს ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს გაქრობა ჰქონდა დასახული. ერთი შეხედვით, ეს არც ისე ადვილი საქმე იყო. ჩეხოსლოვაკიას, რომელიც შეიქმნა 1919წ., მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ვერსალის სისტემაში. მას აკავშირებდა 1925წ. დადებული ხელშეკრულება საფრანგეთთან, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი უნდა დახმარებოდა ჩეხოსლოვაკიას გერმანიის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში. გარდა ამისა, ჩეხოსლოვაკია იყო ე.წ. „მცირე ანტანტის“ აქტიური წევრი. 1935წ. გაფორმებული იქნა პაქტი საბჭოთა კავშირთან, რომლის თანახმად მოსკოვმა სამხედრო ძალით დახმარება აღუთქვა ჩეხოსლოვაკიას გერმანიასთან ომის შემთხვევაში, ოღონდ იმ პირობით, რომ საფრანგეთიც შეასრულებდა თავის ვალდებულებებს7. ეს ყველაფერი თითქოს კარგად გამოჩნდა 1938წ. მაისში, როდესაც სუდეტენლანდის გარშემო პირველად შეიქმნა კრიზისული სიტუაცია, რაც გამოწვეული იყო არასწორი ინფორმაციით გერმანიის ძალების მობილიზებაზე ჩეხოსლოვაკიაზე თავდასასხმელად. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს8, მაგრამ მაშინ ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ამას, თავის მხრივ, მობილიზაციითვე უპასუხა და დახმარებისათვის საფრანგეთს (თავის მთავარ მოკავშირეს) და დიდ ბრიტანეთს მიმართა9. ამ უკანასკნელებმაც გააფრთხილეს ჰიტლერი, რომ ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის შემთხვევაში საფრანგეთი თავის მოკავშირულ ვალდებულებებს პირნათლად აღასრულებდა, ხოლო დიდი ბრიტანეთი მას მხარს დაუჭერდა10.
შედეგად, ჰიტლერმა გამწვავებისაგან მაშინ თავი შეიკავა ის იძულებული გახდა, უკან დაეხია და უკეთესი დროისთვის გადაედო პრობლემის გადაწყვეტა. ამავე დროს, მან აღუთქვა სამხედროებს, რომ არა უგვიანეს 1938წ. 1 ოქტომბრისა სუდეტის ოლქი გერმანიას გადაეცემოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამას უკვე სამხედრო გზით მიაღწევდა11. ამ მიზნით მან მკვეთრად გააქტიურა „ზუდეტენ დოიჩე პარტაი“ („სუდეტელ გერმანელთა პარტია“) კონრად ჰენლაინის მეთაურობით. წინა პლანზე წამოწეული იქნა სუდეტელი გერმანელების ჩაგვრის საკითხი ჩეხების მხრიდან12.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებდნენ ჩეხოსლოვაკიაში ეროვნული უმცირესობების მიმართ, უნაკლო ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ბევრად სჯობდა ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობას იმ პერიოდში. გერმანელები (დაახლოებით 3 მილიონი) ჩეხოსლოვაკიის მთლიანი მოსახლეობის 20%-ზე მეტს შეადგენდნენ. მათ ჰქონდათ გერმანულენოვანი სკოლები და გერმანულენოვანი უნივერსიტეტიც კი13, შეეძლოთ საქმე ეწარმოებინათ გერმანულ ენაზე, არანაირად არ იყვნენ შეზღუდული პოლიტიკურ საქმიანობაში და ა.შ.14 უფრო მეტიც, „ზუდეტენ დოიჩე პარტაი“ 1935წ. საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და ჩეხოსლოვაკიის პარლამენტში 44 დეპუტატი გაიყვანა15. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა გერმანულმა პარტიებმა კიდევ 31 მანდატი მიიღეს, ადგილების მეოთხედი (75 დეპუტატი 300-დან) ჩეხოსლოვაკიის პარლამენტში გერმანელებს ეკავათ.
ბუნებრივია, იყო პრობლემებიც, განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათის. სუდეტენლანდი ინდუსტრიული მხარე იყო და ადგილობრივ ფირმებს საკმაოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდათ გერმანიასთან. შედეგად, 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი გაცილებით მეტად დააზარალა, ვიდრე ჩეხოსლოვაკიის დანარჩენი მოსახლეობა, რომელიც ძირითადად აგრარულ სფეროში იყო დასაქმებული16. სწორედ ამიტომ იყო უმუშევრების რიცხვი ხუთჯერ უფრო მაღალი გერმანელებში. ამასთან, გერმანელების უმრავლესობა ნამდვილად უჭერდა მხარს გერმანიასთან შეერთებას და ეს სულაც არ იყო ახალი ამბავი. 1919 წელს, ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ, სუდეტელმა გერმანელებმა ავსტრიასთან მოითხოვეს შეერთება, მაგრამ მაშინ გადაწყდა, რომ ოლქი გადაეცემოდა ახლად შექმნილ ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს, ხოლო გერმანელებს ეთნიკური უმცირესობის სტატუსი მიენიჭებოდათ17. ასე იქნა ჩადებული ბომბი, რომელმაც 19 წლის შემდეგ იფეთქა.
1938წ. 12 სექტემბერს ნიურნბერგში ჰიტლერმა წარმოთქვა საპროგრამო სიტყვა, რომელმაც სათავე დაუდო კრიზისის ახალ გამწვავებას. სიტყვის დასრულებისთანავე სუდეტელ გერმანელთა პარტიის წევრებმა დაიწყეს ჩეხოსლოვაკიის სამთავრობო ობიექტების დარბევა სუდეტენლანდში18. მდგომარეობა მკვეთრად გართულდა, რის გამოც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩასულიყო გერმანიაში და პირადად შეხვედროდა ჰიტლერს პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა აღინიშნოს, რომ მან არაფრად ჩააგდო საფრანგეთი, რომელსაც გააჩნდა ვალდებულებები ჩეხოსლოვაკიის წინაშე, და უბრალოდ აცნობა დალადიეს, რომ მიდიოდა ბერხტესგადენში 15 სექტემბერს19. შეხვედრა თითქოს წარმატებით დასრულდა და მხარეები მორიგდნენ, რომ სუდეტელ გერმანელთა საკითხი გერმანიის სასარგებლოდ გადაწყდებოდა20. რამდენიმე დღეში შედგა შეხვედრა ბრიტანელებსა და ფრანგებს შორის ჩემბერლენისა და დალადიეს მონაწილეობით, სადაც დაადგინეს, რომ სუდეტენლანდის ტერიტორიის ნაწილი, სადაც გერმანელები 50%-ზე მეტს შეადგენდნენ, გადაეცემოდა გერმანიას21. შედეგად, 19 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის მხარეს წარედგინა ულტიმატუმი, რომელზე უარის შემთხვევაშიც საფრანგეთი და ინგლისი არ დაეხმარებოდნენ ჩეხოსლოვაკიას გერმანიის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ედუარდ ბენეშმა საბჭოთა კავშირის პოზიციის გაგება სცადა და შეხვდა ს. ალექსანდროვსკის, სადაც ამ უკანასკნელს ორი კითხვა დაუსვა: 1. დაეხმარებოდა თუ არა სსრკ ჩეხოსლოვაკიას საფრანგეთის მხრიდან თავისი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში; და 2. რას იზამდა სსრკ, თუ საფრანგეთი უარს იტყოდა დახმარებაზე22. ბენეში მთელი დღე ელოდა პასუხს მოსკოვიდან, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მან უარყო ულტიმატუმი23. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა პასუხი მოსკოვიდან24, რომლიდანაც ნათელი გახდა, რომ ს. ალექსანდროვსკიმ თავის თავს უფლება მისცა და მეორე კითხვა აბსოლუტურად შეცვლილი სახით („დაეხმარებოდა თუ არა სსრკ ჩეხოსლოვაკიას ერთა ლიგის წესდების მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე“) გადაგზავნა თავის ხელმძღვანელობასთან25. ბენეშმა, რომელიც ძალიან გააბრაზა აღნიშნულმა პასუხმა, პირდაპირ განაცხადა, რომ კრემლის ნდობა უბრალოდ არ შეიძლებოდა26. ამასობაში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩებმა განაახლეს ზეწოლა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტზე და ამ უკანასკნელსაც არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დათანხმებოდა ულტიმატუმს27.
აქ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, იყო კი საერთოდ რეალური საბჭოთა მხარის მხრიდან ჩეხოსლოვაკიისათვის დახმარების გაწევა საფრანგეთის უარის შემთხვევაში? ჩვენი აზრით, ეს ნამდვილად აღემატებოდა საბჭოთა კავშირის შესაძლებლობებს. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირს არ გააჩნდა საზღვარი ჩეხოსლოვაკიასთან, შესაბამისად, ამგვარი დახმარების გასაწევად საჭირო იყო თანხმობა პოლონეთის ან რუმინეთის (ან ორივე ამ სახელმწიფოს) მხრიდან ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გატარებაზე. პრაქტიკულად გამორიცხული იყო, რომ პოლონეთის მთავრობას დასტური მიეცა ამგვარ მოთხოვნაზე. თავი რომ დავანებოთ საბჭოთა კავშირსა და პოლონეთს შორის არსებულ დაძაბულობას, რომელიც რიგის ზავის (1921წ.) შემდეგ პრაქტიკულად პერმანენტულ ხასიათს ატარებდა, პოლონეთს საკუთარი მოთხოვნებიც გააჩნდა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა ტეშინის ოლქს, რომელიც 1920 წელს გადაეცა ჩეხოსლოვაკიას, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები პრაქტიკულად შეთანხმებული იყვნენ ოლქის პოლონეთისათვის დაბრუნებაზე28. პოლონელებს მიაჩნდათ, რომ ეს ოლქი მათი კუთვნილება იყო (მით უმეტეს, რომ აქ მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ნამდვილად პოლონელები იყვნენ) და მას `ზაოლზიე~-ს (ანუ მდ. ოლზას მიღმა მდებარე ტერიტორია) უწოდებდნენ29. სწორედ ამიტომ პოლონეთის ხელისუფლება არათუ არ აპირებდა ჩეხოსლოვაკიის დახმარებას გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში, არამედ თავადაც ემზადებოდა სამხედრო ოპერაციისათვის, თუ ჩეხოსლოვაკიის დანაწილება დაიწყებოდა30. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი მხარს დაუჭერდა ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთის ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლიდა ამ უკანასკნელის დახმარებას, ისიც იმ პირობით, თუ ტეშინი გადაეცემოდა პოლონეთს31.
ბევრად უფრო იოლი ჩანდა რუმინეთის თანხმობის მიღება. უფრო მეტიც, XXს. 80-იან წლებში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რუმინეთის ხელისუფლებამ მისცა კიდეც წინასწარი დასტური საბჭოთა მხარეს ჯარების გატარებაზე ჩეხოსლოვაკიის დასახმარებლად32. მიუხედავად ამისა, ეს ერთგვარ ეჭვს იწვევს, რადგანაც თავად დოკუმენტი, რომელიც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლაე პეტრესკუ-კომნენის მიერ არის ხელმოწერილი, სავარაუდოდ, ყალბია. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტი შედგენილია ფრანგულ ენაზე (ამაში გასაკვირი მაინცდამაინც არაფერი არ არის, რადგანაც, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, რუმინეთშიც ფრანგული წარმოადგენდა დიპლომატიური მიმოწერის ენას XXს. I ნახევარში), მაგრამ მასში დაშვებულია უამრავი ორთოგრაფიული, სტილისტური თუ გრამატიკული შეცდომა, რომლებიც ფრანგულის ბრწყინვალედ მცოდნე კომნენს უბრალოდ ვერ გაეპარებოდა33.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მომენტი: XXს. I ნახევარში ჯარების სწრაფად გადასროლისათვის ძირითადად გამოიყენებოდა რკინიგზა. რუმინეთს არ გააჩნდა სარკინიგზო კავშირი ჩეხოსლოვაკიასთან (პოლონეთს სამი ხაზი აერთებდა ჩეხოსლოვაკიასთან). 34 უფრო მეტიც, რუმინეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მეტად განუვითარებელი იყო მის მეზობლებთან შედარებით და ჩეხოსლოვაკიასთან მოსაზღვრე რეგიონებში მხოლოდ ერთი, ისიც ერთლიანდაგიანი ხაზი აერთებდა35. როგორც თავად რუმინელები იტყობინებოდნენ, ამ ხაზით ჯარების გადაყვანას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა36. როგორც ჩანს, ეს კარგად ესმოდათ საბჭოთა სამხედროებსაც, ამიტომ სექტემბრის მეორე ნახევარში რაიმე განსაკუთრებულ სამობილიზაციო ღონისძიებებს რუმინეთის საზღვართან, განსხვავებით პოლონეთის საზღვრისაგან, ადგილი არ ჰქონია37.
ზემოთქმულიდან თითქოს მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: საბჭოთა ხელისუფლებას რომც ჰქონოდა ჩეხოსლოვაკიის დახმარების სურვილი, პოლონეთის უარი ჯარების ტრანზიტზე მას ხელს შეუშლიდა ამ განზრახვის განხორციელებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთლად ასეც არ იყო. სსრკ-პოლონეთის პრობლემები მხოლოდ 1938წ. არ დაწყებულა და ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას კარგად ესმოდა 1935წ., რომ სამხედრო კავშირი საბჭოთა კავშირთან ეფექტური იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდებოდა წითელი არმიის ნაწილების გადაყვანა ჩეხოსლოვაკიაში. როგორც ბენეშმა, ისე ჩეხოსლოვაკიის მთავრობისა თუ დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებმა რამდენჯერმე ჰკითხეს საბჭოთა მხარეს 1935-1938 წლებში, თუ როგორ მოხდებოდა ამ პრობლემის გადაჭრა.
ამავე დროს, მათ მიანიშნეს, რომ პოლონეთის გავლით ჯარების ტრანზიტი ნაკლებსავარაუდო იყო, ხოლო რუმინეთის თანხმობის მიღწევა შესაძლებლობის ფარგლებს ნამდვილად არ სცდებოდა38. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, თუ საიდან და როგორ უნდა შემოსულიყო წითელი არმია მათ დასახმარებლად სსრკ-ს ხელმძღვანელობის მიერ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. მათთვის ალბათ ერთგვარად გასაკვირიც კი იყო ის პასუხი, რომელსაც საბჭოთა მხარე ამ კითხვებზე აკეთებდა: „თუ საჭირო იქნა, საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიას დაეხმარებიან პოლონეთის თუ რუმინეთის მთავრობების თანხმობის გარეშეც“.39 ეს სიტყვები გარკვეულწილად ასახავდა საბჭოთა მხარის სურვილს, დაემყარებინა კომუნისტური რეჟიმი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში მათი საკუთარ გავლენის სფეროში მოქცევის მიზნით. უფრო მეტიც, ეს სიტყვები, ჩვენი აზრით, ერთგვარად ნათელს ჰფენს სსრკ-ს უმაღლესი ხელმძღვანელობის განზრახვებსაც 1938წ. სექტემბერში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სექტემბრის კრიზისის დროს არ შეინიშნებოდა რაიმე აქტიურობა სსრკ-რუმინეთის საზღვართან. სამაგიეროდ, ძალიან აქტიური იყო საბჭოთა მხარე პოლონეთთან საზღვრის მონაკვეთზე. აქ მობილიზებული იქნა 30-მდე დივიზია40. ოფიციალურ საბაბად ვითომ დასახელდა პოლონეთის არმიის მობილიზაცია საზღვართან, მაგრამ საბჭოთა კავშირში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ პოლონელების გააქტიურების მიზეზი იყო ტეშინის საკითხი41. ჯარების თავმოყრაც სწორედ პოლონეთ-ჩეხოსლოვაკიის, და არა პოლონეთ-სსრკ-ს საზღვარზე მიმდინარეობდა (აქ პოლონელებმა მობილიზება დაიწყეს მხოლოდ საბჭოთა ჯარების თავმოყრის შესახებ ცნობების მიღების შემდეგ42). შესაბამისად, საბჭოთა ჯარების მობილიზაცია სხვა მიზეზებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ჩვენი აზრით, აქ უფრო სტალინის მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულიად სხვა ხასიათის გათვლას. არ არის გამორიცხული, რომ საბჭოთა ლიდერს შესაძლებლად მიაჩნდა საერთოევროპული ომის გაჩაღება ჩეხოსლოვაკიის გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება სულაც არ იყო გამორიცხული 1938წ. სექტემბერში. მას შემდეგ, რაც ინგლისი და საფრანგეთი არ დათანხმდნენ ჰიტლერის მიერ ბად-გოდესბერგში წარმოდგენილ წინადადებებს, ომის კონტურები მკაფიოდ გამოიკვეთა. ჰიტლერის მხრიდან ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის შემთხვევაში საფრანგეთის მთავრობას უბრალოდ სხვა გამოსავალი არც დარჩებოდა: მას უნდა დახმარება გაეწია მოკავშირისათვის. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთი იძულებული იქნებოდა, მხარში ამოდგომოდა საფრანგეთს43. აქ უკვე დიდი მნიშვნელობა არც ექნებოდა, რამდენად აქტიურად იმოქმედებდნენ ფრანგული არმიები ომის შემთხვევაში, რადგანაც საბჭოთა კავშირს საშუალება მიეცემოდა, მოეთხოვა პოლონეთისაგან დერეფანი. ასეთ ვითარებაში პოლონეთი საკმაოდ რთული არჩევნის წინაშე აღმოჩნდებოდა. ოფიციალურ ვარშავას ან უნდა დაეცვა თავისი ხელშეკრულებები საფრანგეთთან და მცირე ანტანტის ქვეყნებთან, ანაც ფაქტობრივად გერმანიისათვის უნდა დაეჭირა მხარი. ორივე შემთხვევა სტალინისათვის მომგებიანი იქნებოდა. მოვლენების პირველი ვარიანტის მიხედვით განვითარებისას პოლონელებს ძალიან გაუჭირდებოდათ უარის თქმა საბჭოთა კავშირისთვის დერეფანის გახსნაზე, მეორე შემთხვევაში კი სსრკ-ს სრული უფლება ექნებოდა, თავს დასხმოდა პოლონეთს. სხვათა შორის, ამას საბჭოთა მხარე არ მალავდა კიდეც. სსრკ-ს თავდაცვის მინისტრმა კ. ვოროშილოვმა პირდაპირ განაცხადა ამ პერიოდში, რომ საბჭოთა კავშირი პოლონეთზე თავდასასხმელად ემზადებოდა44.
განსხვავებით პოლონეთისაგან, რუმინეთი ყველა ვარიანტში ნეიტრალური რჩებოდა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, სწორედ ამიტომ ხდებოდა ჯარების თავმოყრა მხოლოდ პოლონეთის საზღვარზე. როგორც ჩანს, სტალინს ნამდვილად სურდა იმ მომენტში სერიოზული კონფლიქტის გაჩაღება, რადგანაც სწორედ საომარი მოქმედებები გერმანიასა და საფრანგეთს შორის მიაჩნდა ევროპაში პროლეტარული რევოლუციების მოწყობის უმთავრეს წინაპირობად.
ის, რომ ჩეხოსლოვაკიის დახმარება არანაირად არ წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, აშკარად გამოჩნდა სექტემბრის უკანასკნელ დღეებში. ბენეშის მიერ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ულტიმატუმის მიღების შემდეგ თითქოს მდგომარეობა განიმუხტა, მაგრამ როგორც მალე გაირკვა, ჰიტლერს უკვე არ აკმაყოფილებდა მიღწეული. 23 სექტემბერს, ბად გოდესბერგში მეორე შეხვედრისას მან ჩემბერლენს ახალი მოთხოვნები წაუყენა. ამჯერად ბრიტანეთის პრემიერი უკვეარ დაეთანხმა ჰიტლერს, რის შემდეგაც ომი თითქოს გარდაუვალი აღმოჩნდა. ფიურერმა ულტიმატუმის ფორმით განაცხადა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ იქნებოდა დაკმაყოფილებული 28 სექტემბრამდე, ის ძალის გამოყენებით განახორციელებდა მათ45.
ასეთი იყო მდგომარეობა ევროპაში და თითქოს ყველაფერი ომისკენ მიდიოდა, როდესაც ბენეში 25 სექტემბერს კიდევ ერთხელ ესაუბრა ს. ალექსანდროვსკის და პრაქტიკული ხასიათის შეკითხვები დააყარა მას. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს აინტერესებდა, თუ როგორ მიაღწევდა წითელი არმია ჩეხოსლოვაკიას, რამდენათასიანი საჰაერო დესანტის გადმოსხმა შეეძლო სსრკ-ს პირველივე დღეებში, რა შეიარაღება ექნებოდათ მედესანტეებს და ა.შ.46 ალექსანდროვსკიმ უპასუხოდ დატოვა ეს კითხვები47. სამაგიეროდ, 26 ოქტომბერს ფირლინგერმა მოსკოვიდან გამოაგზავნა დეპეშა და ითხოვა კიევში ახალი თვითმფრინავის გაგზავნა საბჭოთა სამხედრო წარმომადგენლების მისაღებად. აქვე მან დასძინა, რომ ხელშეკრულება რუმინეთთან სატრანზიტო დერეფნის შესახებ პრაქტიკულად მზად იყო48.
28 სექტემბერს ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა. მუსოლინიმ წამოაყენა წინადადება ოთხმხრივი შეხვედრის შესახებ (გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო ჩეხოსლოვაკიის საკითხი49. ჩემბერლენმა და დალადიემ მიიღეს ეს წინადადება, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაარკვიეს მკვლევრებმა, სინამდვილეში ჰიტლერისაგან მოდიოდა50. მიუნხენის კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრემიერ მინისტრები _ ნევილ ჩემბერლენი და ედუარდ დალადიე დათანხმდნენ სუდეტენლანდის გერმანიისათვის გადაცემაზე, რის სანაცვლოდაც ჰიტლერისაგან მიიღეს დაპირება, რომ ის არ ეცდებოდა ჩეხოსლოვაკიის დარჩენილი ნაწილის მიტაცებას51. შეთანხმებას ხელი 30 სექტემბერს მოეწერა და ის ძალაში 1 ოქტომბრიდანვე შედიოდა. ჩეხოსლოვაკიას მიეცა მხოლოდ 10 დღე სუდეტენლანდის დასაცლელად52, რაც ძალიან მძიმე ამოცანას წარმოადგენდა, რადგანაც გერმანიისათვის გადასაცემ ტერიტორიაზე 800 ათასამდე ჩეხი ცხოვრობდა53. ტერიტორიების გადაცემით ჩეხოსლოვაკია აგრეთვე კარგავდა თავისი ქიმიური მრეწველობის 86%-ს, მინის წარმოების ასევე 86%-ს, მაუდის მრეწველობის 80%-ს და რკინისა და ლითონის წარმოების 70%-ს54. ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები კონფერენციას არ დაასწრეს და მათ მხოლოდ შედეგები გააცნეს. ბუნებრივია, ოფიციალური პრაღა ძალიან მძიმე არჩევანის წინ აღმოჩნდა: ის ან უნდა დათანხმებულიყო მიუნხენის დიქტატს, ანაც მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ეომა გერმანიასთან, რომელსაც, შესაძლოა, პოლონეთიც შეამხანაგებოდა. იმის გათვალისწინებით კი, რომ თავისი პრეტენზიები ჰქონდა უნგრეთსაც55, ჩეხოსლოვაკიის მდგომარეობა აშკარად გამოუვალი იყო და ბენეშს ერთადერთ დასაყრდენად თითქოს საბჭოთა კავშირი რჩებოდა.
ჯერ კიდევ 28 სექტემბერს, მიუნხენში კონფერენციის მოწვევის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ ბენეში სასწრაფოდ დაუკავშირდა ფირლინგერს და ითხოვა დახმარება, კერძოდ, საჰაერო დესანტი მოსკოვისაგან56. პასუხი მოვიდა 29-ში და წარმოადგენდა ნათელ დადასტურებას იმისა, რომ საბჭოთა კავშირი არანაირი რეალური დახმარების გამწევი არ იყო. აღნიშნული დეპეშის თანახმად, ჰიტლერის ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის შემთხვევაში პროცედურული საკითხები ჟენევაში მცირე დროს წაიღებდა, თუ აღმოჩნდებოდა აგრესორთან დამპირისპირებელი ძალები57.
მიუხედავად ამისა, 30 სექტემბერს, უკვე მიუნხენის კონფერენციის შედეგების გაცნობის შემდეგ, ბენეში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ერთხელ შეხვდა ალექსანდროვსკის და ჰკითხა მას, თუ დაეხმარებოდა სსრკ ჩეხოსლოვაკიას, თუკი ის აირჩევდა წინააღმდეგობის გზას58. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მისი ქვეყანა ბედის ანაბარა მიატოვეს და ითხოვა, რომ მისი თხოვნა სასწრაფოდ გადაეცათ მოსკოვში59. საბჭოთა კავშირმა მართლაც განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარებოდა ჩეხოსლოვაკიას, მაგრამ ეს ინფორმაცია პრაღას მიეწოდა 3 ოქტომბერს, როდესაც ამ პასუხს არანაირი ფასი არ ჰქონდა60. ბენეშს პასუხი იმ დღესვე სჭირდებოდა. მოსკოვის გვიანი დასტური, როგორც ეს სწორად შენიშნა ჰ. რეგსდეილმა, ძალზე წააგავდა სპექტაკლს, რაკი საბჭოთა ხელმძღვანელობამაც მშვენივრად იცოდა, თუ რაოდენ საშური იყო პრაღისათვის მისი დახმარება. 3 ოქტომბერს საღამოს კი ნებისმიერი, თუნდაც დადებითი პასუხი, არაფერს არ ცვლიდა, რადგანაც ბენეშს უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი როგორც მიუნხენში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ისე საკუთარი გადადგომის თხოვნაზე61. შესაბამისად, მოსკოვის მხრიდან ადგილი ჰქონდა უბრალოდ საკუთარი პოზიციის შელამაზებას: აი, ჩვენ კი მზად ვიყავით შეგვესრულებინა ჩვენი სამოკავშირეო ვალდებულებები, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა.
სინამდვილეში კი საბჭოთა კავშირის რეალური პოლიტიკა სულ სხვანაირი იყო. 30 სექტემბერს პოლონეთის კონსულმა კიევში იმოგზაურა სასაზღვრო რაიონებში და აღმოაჩინა, რომ პრაქტიკულად არსად არ შეიმჩნეოდა საჯარისო ნაწილების მობილიზება62. არადა, ჯერ კიდევ 24 სექტემბერს აქ საკმაოდ დიდი ნაწილების თავმოყრა მიმდინარეობდა63. როგორც ჩანს, მიუნხენის კონფერენციის შედეგების გაგებისთანავე სტალინმა გასცა ბრძანება მობილიზაციის შეწყვეტის შესახებ. საბჭოთა მხარე მოიქცა ისე, როგორც ამას აცხადებდა ჯერ კიდევ 1936წ. იგივე ალექსანდროვსკი: ჩვენ ჩეხოსლოვაკიისათვის ქმედითი დახმარების გაწევა შეგვიძლია მხოლოდ მსოფლიო ომის შემთხვევაში,ხოლო თუ ეს იქნება უბრალოდ გერმანიის ომი ჩეხოსლოვაკიასთან, ჩვენ ბევრს ვერაფერს ვერ შევძლებთო64. ეს სავსებით გასაგებიცაა.
საბჭოთა ხელმძღვანელობის მიზანს წარმოადგენდა არა ჩეხოსლოვაკიის დახმარება, არამედ საომარი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად. ჩვენი აზრით, პოლონეთის საზღვარზე ჯარების მობილიზება-დემობილიზების თარიღები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ნამდვილი მიზანი იყო ხელსაყრელ მომენტში პოლონეთის დაკავება, ჩეხოსლოვაკიის საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევა და ფაქტობრივი კონტროლის დამყარება რუმინეთზე.
ის, რომ საბჭოთა ლიდერი ნამდვილად ფიქრობდა ამ მიმართულებით, აშკარაა უფრო გვიანდელი, 1939წ. მონაცემებიდან. უკვე მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, როგორც ჩანს, 1939წ. ნოემბერში65, საბჭოთა მხარემ ახსნა-განმარტებები მისცა ჩეხ კომუნისტებს გერმანიასთან პაქტის დადების გამო. მოსკოვში შეხვედრისას აღნიშნული იქნა, რომ სსრკ-ს მიერ დასავლეთის სახელმწიფოებთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გერმანია არასდროს დაიწყებდა ომს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მსოფლიო რევოლუცია. გარდა ამისა, საბჭოთა ფუნქციონერები ხაზს უსვამდნენ, რომ გერმანიის დამარცხება დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლონეთის აღდგენა დაუშვებელი იყო, რადგანაც ამ შემთხვევაში სსრკ მოწყდებოდა ევროპას. ამიტომ მიმდინარე ომი უნდა გაგრძელებულიყო იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდებოდა საბჭოთა კავშირს. შეხვედრის ბოლოს კი ჩეხი კომუნისტების დასამშვიდებლად ისიც კი ითქვა, რომ „დრო არასდროს არ იყო ისეთი ხელსაყრელი საბჭოთა ინტერესებისათვის, როგორც ახლა“.66
ზემოთ მოყვანილი ცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს სტალინის მიერ 1939წ. 19 აგვისტოს პოლიტბიუროს სხდომაზე წარმოთქმული საპროგრამო სიტყვის აუთენტურობას67. სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობიან პერიოდში შეუძლებელი იყო ბოლშევიკური პარტიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ევროპულ სახელმწიფოში. მხოლოდ საომარი ვითარება თუ შეუწყობდა ხელს ასეთი პარტიის დიქტატურის დამყარებას (ასეა ტექსტში _ თ.პ.). გარდა ამისა, მისი აზრით, თუ სსრკ დადებდა კავშირს საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, ეს დააფრთხობდა გერმანიას და გამოიწვევდა ომის გადადებას, შემდგომში კი მოვლენებს შეიძლებოდა სახიფათო ხასიათიც მიეღო საბჭოთა სახელმწიფოსათვის. მეორე მხრივ, გერმანიასთან ხელშეკრულების გაფორმება გარდაუვალს გახდიდა ამ უკანასკნელის თავდასხმას პოლონეთზე და საფრანგეთისა და ინგლისის ომში ჩაბმას68.
სტალინის აზრით, ინგლისისა და საფრანგეთის გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა გერმანიის გასაბჭოება და იქ კომუნისტური მთავრობის ჩამოყალიბება. აქვე ის ხაზს უსვამდა, რომ ომის სწრაფად დამთავრების შემთხვევაში გასაბჭოებული გერმანია საფრანგეთისა და ინგლისის მხრიდან ოკუპაციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ამიტომ სსრკ-ს მთავარ ამოცანად ის თვლიდა სამხედრო მოქმედებების მაქსიმალურად გაგრძელებას და ამ მიზნით გერმანიისათვის მთელი შესაძლო ეკონომიკური დახმარების გაწევას69. ამავე დროს საჭირო იდეოლოგიური სამუშაოების ჩატარება კი შესაძლებელს გახდიდა შემდგომში საფრანგეთის გასაბჭოებასაც70.
უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი არ გამორიცხავდა გერმანიის გამარჯვებასაც ომში, რაც, მისი თქმით, ნამდვილად იყო უფრო სახიფათო. ამავე დროს, ის თვლიდა, რომ ასეთ შემთხვევაში გერმანია ძალიან დასუსტებული გამოვიდოდა კონფლიქტიდან და საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად, როგორც მინიმუმ, 10 წელი დასჭირდებოდა. გარდა ამისა, ოფიციალური ბერლინი იმდენად დაკავებული იქნებოდა ოკუპირებული ტერიტორიების ათვისებით, რომ სსრკ-სკენ მიბრუნებას უბრალოდ ვერ შეძლებდა71. შედეგად კი, შესაძლებელი გახდებოდა დამარცხებული საფრანგეთისათვის დახმარება და ყველა იმ სახელმწიფოს გასაბჭოება, რომელიც გერმანიის კონტროლქვეშ აღმოჩნდებოდა72.
სტალინის დასკვნით, საბჭოთა კავშირის ინტერესებში შედიოდა გერმანიასა და ინგლის-საფრანგეთს შორის ომი და სამხედრო მოქმედებების რაც შეიძლება მეტად გაჭიანურება, რაც, მისი აზრით, მხოლოდ გერმანიასთან პაქტის გაფორმების შემთხვევაში იყო შესაძლებელი73.
აღნიშნული დოკუმენტი ნათელს ხდის, თუ რა მოსაზრებები გააჩნდა სტალინს ევროპულ ვითარებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უფრო ადრეც მიმდინარეობდა. 1938წ. დეკემბრის დასაწყისში ალექსანდროვსკი ესაუბრა იარომირ სმუტნის და განაცხადა: „ომი გერმანიასა და სსრკ-ს შორის აუცილებლად იქნება, მაგრამ მანამდე ეს ორი ქვეყანა ალბათ დაინაწილებს პოლონეთს, რომელიც იქცევა ომის შემდგომ თეატრად“.74 ჩვენი აზრით, 1938წ. შემოდგომაზეც სტალინს მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა: მსოფლიო კონფლიქტის გაჩაღება. მართალია, 1938წ. სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთი წლის შემდეგ არსებული მდგომარეობიდან, მაგრამ, ჩვენი აზრით, სტალინის მიზნები მაშინაც იგივე იქნებოდა, ოღონდ, ბუნებრივია, გარკვეული კორექტივებით. 1938წ. ის ალბათ არც განიხილავდა გერმანიის გამარჯვების შესაძლებლობას და აქცენტი მთლიანად გადატანილი იქნებოდა სწორედ გერმანიის გასაბჭოებასა და პოლონეთის დაკავებაზე. ამავე დროს, ჩვენი აზრით, როგორც ამას ცხადყოფს 1939წ. 19 აგვისტოს სიტყვა, ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი საბოლოო მიზნისაკენ, მაგრამ, სავარაუდოდ, სტალინი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმ პერიოდში ამას მაქსიმუმად ჩათვლიდა. გერმანიის გასაბჭოებისა და პოლონეთის დაკავების შემთხვევაში სსრ კავშირის პოზიციები, როგორც მინიმუმ, ჩეხოსლოვაკიასა და რუმინეთში, სავარაუდოდ კი ბულგარეთსა და იუგოსლავიაშიც მკვეთრად გაუმჯობესდებოდა და ეს ქვეყნები პრაქტიკულად საბჭოთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ, რაც მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სტალინის საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე.
შენიშვნები
1. ტერმინი სუდეტენლანდი (ზუდეტენლანდი) პირველად გაჩნდა XIX საუკუნეში და ის შემოიღეს ნაციონალისტურად განწყობილმა გერმანელებმა. აღნიშნული სახელწოდება მიიღო ჩეხეთის, მორავიისა და ბოჰემიის იმ ნაწილმა, სადაც უმრავლესობას შეადგენდნენ გერმანელები. ამ უკანასკნელებმა აქ დასახლება დაიწყეს XIII საუკუნეში ბოჰემიელი წარჩინებულების მოპატიჟებით. XXს. 30-იანი წლებისათვის ისინი აღნიშნულ ტერიტორიებზე უკვე მოსახლეობის 90%-ზე მეტს შეადგენდნენ.
2. Документы и материалы по истории советско-чехословацких отношений. В 5 томах. М., 1973-1988.
3. Dოკუმენტყ ა მატერიალყ კ დěჯინამ čესკოსლოვენსკო-სოვěტსკýცჰ ვზტაჰů. Eდ. Čესტმíრ Aმორტ. 5 ვოლს. Pრაგუე, Aცადემია, 1975-1984.
4. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ: თჰე Dიპლომაცყ ოფ Eდვარდ Bენეš ინ ტჰე 1930ს. Nეწ Yორკ, 1996; I. Lუკეს. შტალინ ანდ ჩზეცჰოსლოვაკია ინ 1938-1939: Aნ Aუტოპსყ ოფ ა Mყტჰ. – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ–Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 13-47. ი. ლუკესის გარდა შეიძლება აგრეთვე გამოიყონ ირჟი ჰოხმანი (იხ.: ჟირი Hოცჰმან. თჰე შოვიეტ Uნიონ ანდ ტჰე Fაილურე ოფ ჩოლლეცტივე შეცურიტყ, 1934-1938. 1984) და ივან პფაფი (I. Pფაფფ. Dიე შოწიეტუნიონ ანდ ტჰე Vერტეიდუნგ დერ თსცჰეცჰოსლოწაკეი, 1934-1938. 1996), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ი. პფაფი თავად ჩეხოსლოვაკიაშიც კი ზედმეტად ტენდენციურ მკვლევრად ითვლება (იხ.: H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს, ტჰე Mუნიცჰ ჩრისის ანდ ტჰე ჩომინგ ოფ ჭორლდ ჭარ II. ჩამბრიდგე Uნივერსიტყ Pრესს, 2004, გვ. 150).
5. I. Lუკეს. შტალინ ანდ ჩზეცჰოსლოვაკია ინ 1938-1939, გვ. 33. უნდა აღინიშნოს, რომ ი. ლუკესი თავდაპირველად საერთოდ უარყოფდა საბჭოთა კავშირის მზადყოფნას, მაგრამ შემდეგ კრიტიკოსთა ზეწოლის შედეგად მოუწია იმის აღიარება, რომ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები ნამდვილად იყო განლაგებული პოლონეთის საზღვართან.
6. I. Lუკეს. შტალინ ანდ ჩზეცჰოსლოვაკია ინ 1938-1939, გვ. 38.
7. Документы и материалы по истории советско-чехословацких отношений, т. II, გვ. 52. ეს უკანასკნელი ფრაზა ბენეშის მოთხოვნით ჩაიწერა დოკუმენტში და მას თავისი დატვირთვა გააჩნდა. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს სულაც არ სურდა, რომ ის კომუნისტებთან ალიანსში დაედანაშაულებინათ (I. Lუკეს. შტალინ ანდ ჩზეცჰოსლოვაკია ინ 1938-1939, გვ. 36).
8. დღემდე უცნობია, თუ ვინ მიაწოდა ჩეხოსლოვაკიის დაზვერვას აღნიშნული ინფორმაცია. ი. ლუკესს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ მაისის კრიზისი საბჭოთა კავშირის მიერ იყო პროვოცირებული და უცნობი აგენტის მიერ გავრცელებული მონაცემები საბჭოთა მხარისაგან მოდიოდა (I. Lუკეს. თჰე ჩზეცჰოსლოვაკ Pარტიალ Mობილიზატიონ ინ Mაყ 1938: A Mყსტერყ (ალმოსტ) სოლვედ. – ჟოურნალ ოფ ჩონტემპორარყ Hისტორყ, ვოლ. 31, Nო. 4 (Oცტ., 1996), გვ. 714-715). მოგვიანებით მან განავრცო ეს აზრი და ამის დასადასტურებლად მოიყვანა სსრკ-ს ხელმძღვანელობის ქმედებები იმ პერიოდში. როგორც ირკვევა, მაშინ მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ გამოცხადებულა განგაში. გარდა ამისა, სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მ. ლიტვინოვი თავს არიდებდა (ბრონქიტის მომიზეზებით) ზ. ფირლინგერთან შეხვედრას 25 მაისამდე, როდესაც კრიზისი უკვე დასრულდა (I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 154-155). აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ მაისის კრიზისის დამთავრების შემდეგ კი საბჭოთა დიპლომატები მრავალ, ერთიმეორის გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდნენ: პარიზში ისინი ირწმუნებოდნენ, რომ წითელი არმია დაუყოვნებლივ შეუერთდებოდა ფრანგებს, თუ საფრანგეთი გადაწყვეტდა ჩეხოსლოვაკიის დახმარებას ამ უკანასკნელზე გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში, ვარშავაში საბჭოთა საელჩოს წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ დერეფნის აუცილებლობას, ხოლო მოსკოვში ლიტვინოვი საერთოდ მზად იყო, საფრანგეთის გარეშეც დახმარებოდა ჩეხოსლოვაკიას (I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ.133). საინტერესოა, რამდენად მოდიოდა ლიტვინოვის უკანასკნელი განცხადება მის მაისის კრიზისამდელ პოზიციასთან, რომელიც გამოხატული იქნა ჟენევაში, ჩეხ დიპლომატთან არნოშტ ჰაიდრიხთან საუბარში: ომი გარდაუვალია. დასავლეთს სურს, რომ სტალინმა გაანადგუროს ჰიტლერი და ჰიტლერმა სტალინი, მაგრამ ამჯერად საბჭოთა მხარე ბოლომდე გადგება განზე და შემდეგ მოიტანს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას (A. Hეიდრიცჰ. Iნტერნატიონალ Pოლიტიცალ ჩაუსეს ოფ ტჰე ჩზეცჰოსლოვაკ თრაგედიეს. თჰე ჩზეცჰოსლოვაკ შოციეტყ ფორ Aრტს ანდ შციენცეს ინ Aმერიცა, ჭასჰინგტონ, Dჩ, 1961, გვ. 154).
9. Dოცუმენტს ონ ტჰე Bრიტისჰ Fორეიგნ Pოლიცყ 1919-1939 (შემდგომში DBFP). Eდ. ბყ E. L. ჭოოდწარდ ანდ ღოჰან Bუტლერ, ასსისტედ ბყ Mარგარეტ Lამბერტ. თჰირდ შერიეს, ვოლ. I, 1938. Lონდონ, Hის Mაჯესტყ’ს შტასტიონარყ Oფფიცე, 1949, გვ. 218.
10. DBFP, ტჰირდ შერიეს, ვოლ. I, გვ. 224.
11. თრიალ ოფ ტჰე Mაჯორ ჭარ ჩრიმინალს. Vოლ. XXV. Nურემბერგ, 1947, გვ. 434-435.
12. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 47. რეალურად „ზუდეტენ დოიჩე პარტაის“ გააქტიურება ჯერ კიდევ მაისის კრიზისამდე დაიწყო, რაც გამოიხატა 24 აპრილს ჰენლაინის მიერ გამოცხადებულ ე.წ. „კარლსბადის პროგრამაში“, რომელიც მან ჰიტლერთან შეათანხმა მანამდე. ასე რომ, მაისის კრიზისი ჰიტლერმა უბრალოდ საბაბად გამოიყენა, თორემ მას ისედაც აინტერესებდა სუდეტენლანდი.
13. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 48.
14. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 20.
15. ჰტტპ://ენ.წიკიპედია.ორგ/წიკი/Gერმანს_ინ_ჩზეცჰოსლოვაკია_%281918-1938%29
16. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 20.
17. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 19.
18. Hენრყ Bოგდან. Fრომ ჭარსაწ ტო შოფია: A Hისტორყ ოფ Eასტერნ Eუროპე. Pრო Lიბერტატე Pუბლისჰინგ ჩომპანყ, შანტა Fე, Nეწ Mეხიცო, გვ. 230.
19. DBFP, თჰირდ შერიეს, ვოლ. II, 1938. Lონდონ, Hის Mაჯესტყ’ს შტასტიონარყ Oფფიცე, 1949, გვ. 323-324.
20. DBFP, თჰირდ შერიეს, ვოლ. II, 1938, გვ. 338-351.
21. DBFP, თჰირდ შერიეს, ვოლ. II, 1938, გვ. 404-405.
22. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 223.
23. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 225.
24. ეს პასუხი გადმოცემული იქნა მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის საელჩოს მიერ, და არა ალექსანდროვსკის მიერ, როგორც ამას ამტკიცებდა ი. მაისკი. უფრო მეტიც, ს. ალექსანდროვსკისთან რამდენიმე დღით დაკავშირებაც კი ვერ მოხერხდა (I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 225).
25. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 223, 225.
26. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 225.
27. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 227.
28. Aნნა M. ჩიენციალა. თჰე Mუნიცჰ ჩრისის ოფ 1938: Pლანს ანდ შტრატეგყ ინ ჭარსაწ ინ ტჰე ჩონტეხტ ოფ ტჰე ჭესტერნ Aპპეასემენტ ოფ Gერმანყ. – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ–Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 51.
29. Aნნა M. ჩიენციალა. თჰე Mუნიცჰ ჩრისის ოფ 1938, გვ. 51.
30. Aნნა M. ჩიენციალა. თჰე Mუნიცჰ ჩრისის ოფ 1938, გვ. 54.
31. Aნნა M. ჩიენციალა. თჰე Mუნიცჰ ჩრისის ოფ 1938, გვ. 54.
32. ჟირი Hოცჰმან. თჰე შოვიეტ Uნიონ ანდ ტჰე Fაილურე ოფ ჩოლლეცტივე შეცურიტყ. ჩორნელლ Uნივერსიტყ Pრესს, Iტჰაცა, NY, გვ. 194-201.
33. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 149-150.
34. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 157-158, 166.
35. აღსანიშნავია, რომ ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ 1936წ. სპეციალურად გამოჰყო თანხები რუმინეთის გავლით საბჭოთა კავშირთან შემაერთებელი რკინიგზის ასაგებად, მაგრამ 1938წ. შემოდგომისათვის ის ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული (იხ.: H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 160).
36. კერძოდ, 1938წ. 11 სექტემბერს ნ. პეტრესკუ-კომნენმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუმინეთის გზებისა და რკინიგზების ცუდი მდგომარეობა შესაძლებელს გახდიდა მხოლოდ 20 დღეში ერთი საბჭოთა დივიზიის გადაყვანას (Dოცუმენტს დიპლომატიქუეს ფრანçაის, 1932-1939. 2ნდ სéრიეს: 1936-1939, ტ. XI. Pარის, Iმპრიმერიე ნატიონალე, Nო.96). აგრეთვე იხ.: Mარტინ თჰომას. Fრანცე ანდ ტჰე ჩზეცჰოსლოვაკ ჩრისის. – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ–Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 147.
37. აქ ყურადღებას იქცევს პოლონური დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია სამხედრო შეიარაღების გადატანის ფაქტები ჩეხოსლოვაკიისკენ ბესარაბიის ტერიტორიაზე (იხ.: H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 124-125). როგორც აღნიშნავს ჰ. რეგსდეილი, რუმინეთის სასაზღვრო ნაწილების მოხსენებებში არაფერი ამის მსგავსი დაფიქსირებული არ არის (H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 142-146). ძნელი სათქმელია, რომელი წყარო უფრო სანდოა ამ შემთხვევაში, რადგანაც, როგორც თავად ჰ. რეგსდეილი, რომელმაც მოიპოვა ორივე ეს დოკუმენტი, აღნიშნავს, რუმინული არქივებიდან ძალიან ბევრი რამ არის ამოღებული საბჭოთა წარმომადგენლების მიერ უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 185).
38. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 58.
39. I. Lუკეს. შტალინ ანდ ჩზეცჰოსლოვაკია ინ 1938-1939, გვ. 38.
40. უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემები პოლონეთის საზღვართან მობილიზებული საბჭოთა დივიზიების რიცხვის შესახებ სხვადასხვა წყაროებში ერთმანეთს არ ემთხვევა. არსებობს მოსაზრება, რომ მათი რაოდენობა იყო 60 ან 70-ც კი (D. A. Vოლკოგონოვ. შტალინ: თრიუმპჰ ანდ თრაგედყ. Nეწ Yორკ, 1991, გვ. 348). რადგანაც ზუსტი საარქივო მონაცემების მიუწვდომლობის გამო დღესდღეობით ძნელია დაზუსტებით ამ თემაზე საუბარი, ალბათ უფრო მისაღები უნდა იყოს მარშალ ზახაროვის მემუარებში მოყვანილი რიცხვი _ 30 დივიზია (М. В. Захаров. Генеральный штаб в предвоенные годы. М., 1989, გვ. 124), მით უმეტეს, რომ იგივე რიცხვი არის დასახელებული კ. ვოროშილოვის მიერ საფრანგეთის შტაბის უფროსის მ. გამელენისათვის გაგზავნილ ინფორმაციაშიც (იხ.: Dოცუმენტს დიპლომატიქუეს ფრანçაის, 1932-1939. 2ნდ სერიეს: 1936-1939. თ. II. Pარის, Iმპრიმერიე ნატიონალე, 1964, გვ. 581). ჩვენი აზრით, არც ზახაროვს, რომელიც 1938წ. სსრკ-ს გენერალური შტაბის უფროსის თანაშემწე იყო, ხოლო მემუარების დაწერის მომენტში თავად ეკავა შტაბის უფროსის პოსტი, და არც ვოროშილოვს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, რათა შეემცირებინათ საბჭოთა დივიზიების რიცხვი, რადგანაც საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის აცხადებდა, რომ ის მზად იყო ჩეხოსლოვაკიის დასახმარებლად, ამ უკანასკნელის ხელისუფლებამ კი უარი განაცხადა სსრკ-ს სამხედრო ჩარევაზე. ასეთ შემთხვევაში 60 ან 70 დივიზია ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე 30, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არც 30 დივიზია იყო ხელწამოსაკრავი ძალა 1938წ.
41. Документы и материалы по истории советско-польских отношений. В 12 томах. Т. 6. М., 19, გვ. 364.
42. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 119-120.
43. Aკტენ ზურ დეუტსცჰენ Aუსწäრტიგენ Pოლიტიკ 1918-1945. შერიე D. Bდ. II, Bადენ-Bადენ, 1950, გვ. 772; ღიცჰარდ Oვერყ. Gერმანყ ანდ ტჰე Mუნიცჰ ჩრისის: A Mუტილატედ Vიცტორყ? – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ– Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 209; Gერჰარდ L. ჭეინბერგ. ღეფლეცტიონს ონ Mუნიცჰ აფტერ 60 Yეარს. – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ–Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 8.
44. I. Lუკეს. შტალინ ანდ ჩზეცჰოსლოვაკია ინ 1938-1939, გვ. 38, ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.
45. DBFP, თჰირდ შერიეს, ვოლ. II, 1938, გვ. 499-502.
46. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 240.
47. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 240.
48. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 241.
49. G. Bრუცე შტრანგ. ჭარ ანდ Pეაცე: Mუსსოლინი’ს ღოად ტო Mუნიცჰ. – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ–Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 170.
50. თელფორდ თაყლორ. Mუნიცჰ, გვ. 10. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა მონაწილეებისაგან ნევილ ჩემბერლენმა თან არ იახლა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ჰალიფაქსი. როგორც ჩანს, ამის მიზეზი იყო ჰალიფაქსის უარყოფითი დამოკიდებულება 1938წ. სექტემბერში (ადრე ის მთლიანად უჭერდა მხარს ჩემბერლენის პოლიტიკას) ჰიტლერისადმი დათმობებისათვის, რაც გამოამჟღავნა კიდეც 24 სექტემბრის სამთავრობო სხდომაზე (Eრიკ Gოლდსტეინ. Nევილლე ჩჰამბერლაინ, ტჰე Bრიტისჰ Oფფიციალ Mინდ ანდ ტჰე Mუნიცჰ ჩრისის. – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ–Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 288).
51. DBFP, თჰირდ შერიეს, ვოლ. II, 1938, გვ. 631-634.
52. თელფორდ თაყლორ. Mუნიცჰ, გვ. 50.
53. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 252.
54. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 252.
55. Mაგდა Áდáმ. თჰე Mუნიცჰ ჩრისის ანდ Hუნგარყ: თჰე Fალლ ოფ ტჰე Vერსაილლეს შეტტლემენტ ინ ჩენტრალ Eუროპე. – კრ.: თჰე Mუნიცჰ ჩრისის, 1938: Pრელუდე ტო ჭორლდ ჭარ II. Eდ. ბყ Iგორ Lუკეს ანდ Eრიკ Gოლდსტეინ. Fრანკ Kასს ანდ ჩომპანყ Lიმიტედ, Lონდონ–Pორტლანდ, Oღ, 1999, გვ. 82-121.
56. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 248.
57. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 251.
58. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 254.
59. I. Lუკეს. შტალინ ანდ ჩზეცჰოსლოვაკია ინ 1938-1939, გვ. 20.
60. როგორც ჩანს, ალექსანდროვსკის სპეციალური ინსტრუქციები ჰქონდა, რომ დროულად არ გადაეგზავნა ხოლმე ბენეშის თხოვნები მოსკოვში. ამჯერად მან რამდენიმე საათით დააყოვნა საბჭოთა ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდება. დეპეშა გაგზავნილი იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიუნხენის დიქტატისადმი დამორჩილების შესახებ. ბუნებრივია, ცოტა ხანში მოსკოვში წავიდა მეორე დეპეშა, რომ პასუხი ბენეშის მოთხოვნაზე საჭირო არ იყო (I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 254-255).
61. აღსანიშნავია, რომ ბენეშმა თავისი გადაწყვეტილება კაპიტულაციის შესახებ ახსნა სწორედ საბჭოთა კავშირის პოზიციით. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის თქმით, ალექსანდროვსკისთან 25 სექტემბრის შეხვედრაზე მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის არმიღება იყო „მისი კაპიტულაციის მთავარი მიზეზი“ (I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 257).
62. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 125.
63. H. ღაგსდალე. თჰე შოვიეტს.., გვ. 119.
64. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 76.
65. ამგვარი დათარიღების საფუძველს იძლევა პრაღაში აშშ-ს კონსულის (1939წ. მარტში ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ წამყვან სახელმწიფოთა საელჩოები საკონსულოებად გადაკეთდა _ თ.პ.) ირვინგ ლინელის მიერ 20 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი მოხსენება, რომელშიც აღწერილია მოსკოვში ჩეხი კომუნისტების მიერ გამართული შეხვედრის პერიპეთიები (NA 860 F.001/106. Iრვინგ Lინნელლ, U.შ. ჩონსულ ინ Pრაგუე, ტო ტჰე შეცრეტარყ ოფ შტატე, ტჰე Pროტეცტორატე ოფ Bოჰემია ანდ Mორავია, 20 Nოვემბერ, 1939. მოყვანილია წიგნიდან: I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 258-259).
66. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 258-259.
67. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ისტორიკოსები ბოლომდე უარყოფდნენ 1939წ. 19 აგვისტოს პოლიტბიუროს სხდომის გამართვის ფაქტსაც კი. უფრო მეტიც, რუსი ისტორიკოსების უმრავლესობა დღესაც აცხადებს, რომ სხდომა კი შედგა, მაგრამ უმნიშვნელო საკითხები იქნა განხილული. ეს, ცოტა არ იყოს, გაოცებას იწვევს, რადგანაც გაუგებარია, რატომ იყო უარყოფილი სხდომის გამართვის ფაქტი მანამდე. ყოველივე ამაზე გარკვეულ პასუხს იძლევა ახალი დოკუმენტი, რომელიც ისტორიულ-დოკუმენტური კოლექციების შემნახველ ცენტრში (ყოფილი სსრკ-ს საგანგებო არქივი) აღმოაჩინა ტ. ბუშუევამ (იხ. Т. Бушуева. „...Проклиная — попробуйте понять...“ – Новый Мир, 1994, №12, გვ. 232-233). პოლიტბიუროს 1939წ. 19 აგვისტოს სხდომის ეს ჩანაწერი შედგენილია ფრანგულ ენაზე, და, როგორც ჩანს, იყო კიდეც პირველწყარო ფრანგული საინფორმაციო სააგენტო „ჰავასისათვის“, რომელმაც გამოაქვეყნა მისი მოკლე შინაარსი 1939წ. ოქტომბერში. ამას სტალინის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და მან სპეციალური ინტერვიუც კი გამოაქვეყნებინა მის გასანეიტრალებლად. მართალია, აღნიშნული ჩანაწერის აუთენტურობა გარკვეულ ეჭვებს იწვევს სპეციალისტებში, მაგრამ მისი შინაარსიდან გამომდინარე (კერძოდ, მასში მოცემულია ის დებულებები, რომლებიც ჩაიდო 1939წ. 23 აგვისტოს სსრკ-გერმანიის საიდუმლო ხელშეკრულების პუნქტებში და არა უკვე შესწორებული საზღვრის ვარიანტი, რომელიც გაფორმდა 1939წ. 28 სექტემბერს და რომელიც არსებობდა „ჰავასის“ მიერ დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტისათვის. ეს კი გამორიცხავს ევროპაში იმ მომენტისათვის შექმნილი მდგომარეობის გამოყენებას ფალსიფიკაციისთვის), ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ყალბი იყოს.
68. В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина на заседании Политбюро ЦК ВКП(б) 19 августа 1939 года. – В сб.: Другая война 1939-1945. Под общей редакцией академика Ю. Н. Афанасьева. М., Российский Государственный Гуманитарный Университет, 1995, გვ. 73.
69. В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина.., გვ. 73-74.
70. В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина.., გვ. 74.
71. В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина.., გვ. 74-75.
72. В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина.., გვ. 75.
73. В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина.., გვ. 75.
74. I. Lუკეს. ჩზეცჰოსლოვაკია ბეტწეენ შტალინ ანდ Hიტლერ, გვ. 259.
Комментариев нет:
Отправить комментарий