вторник, 6 сентября 2016 г.

რამსეს II-ის გამეფების ზუსტი თარიღის დადგენისათვის (ნ. დარსანია)

ძველი ეგვიპტის ფარაონთა მეფობის დროის ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენა მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენს. რასაკვირველია, ამ მნიშვნელობით არც რამსეს II-ის ხანგრძლივი მმართველობის ხანაა გამონაკლისი. რამსეს II-ის ტახტზე ყოფნის პერიოდის სწორი დათარიღებისთვის, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ტახტზე ასვლის ზუსტი თარიღის დადგენას. ამ საკითხში მეცნიერთა შორის დღემდე არ არის ერთსულოვნება.
მაგალითად, საბჭოთა ისტორიოგრაფიაში აღიარება ჰპოვა რამსეს II-ის გამეფების ძვ.წ. 1317 წლით დათარიღებამ1. ჯეიმს ბრესტედი ფარაონ რამსეს II-ის გამეფების წლად ძვ.წ. 1292 წელს მიიჩნევდა2. თითქმის ამავე პოზიციას იზიარებდა აკად. ბ. ტურაევიც3. თანამედროვე დასავლეთელ ეგვიპტოლოგთა შორის უპირატესობას ანიჭებენ რამსეს II-ის გამეფების უფრო გვიანდელი დროით დათარიღებას და ის მერყეობს ძვ.წ. 1304 და 1290 წლებს შორის. კერძოდ, ეს ბოლო თარიღი აღიარებულია ჯ. შმიდტის მიერ4.
რამსეს II-ის გამეფების ზუსტ დათარიღებას ცდილობენ როგორც ეგვიპტეში, ისე იმ დროს ასურეთსა და ბაბილონში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიური შეჯერების გზით. გარდა ამისა, ყურადღება ექცეოდა ლეიდენის პაპირუსში ნახსენები მთვარის კალენდრის მონაცემებს, რომელშიც დაფიქსირებული იყო რამსეს II-ის მეფობის 52-ე წელი5. მ. როუტონი, მანეთონის ფარაონთა სიებისა და ხორასაბადში აღმოჩენილი ასურელი მმართველების ნუსხების დამოწმებით, აგრეთვე ეხნატონის, ტუტანხამონის, ჰორემჰებისა და ასურელი აშურბალიტ I-ის ერთდროული მეფობის დამადასტურებელ მონაცემებზე დაყრდნობით, ისევე, როგორც ხეთების მეფის ხათუსილი III, რამსეს II და ბაბილონელი მეფის კადაშმან-ტურგუს ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლების შეჯერებით, ასკვნის, რომ რამსესის ტახტზე ასვლა მოხდა ძვ.წ. 1290 წელს ან 1291 წლის ბოლოს6.
ცნობილმა სპეციალისტმა ძველ ეგვიპტურ ასტრონომიაში რ. პარკერმა სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა7 მთვარის კალენდრის (ლეიდენის პაპირუსი) ერთ-ერთი თარიღის უშუალო ანალიზს, რომელიც შეესატყვისებოდა რამსეს II-ის მეფობის 52-ე წელს. ლეიდენის პაპირუსის გაშიფვრის საფუძველზე და მ. როუტონის ნაშრომებზე დაყრდნობით, რ. პარკერმა რამსეს II გამეფების თარიღად ძვ.წ. 1290 წელი მიიჩნია8. მაგრამ რ. პარკერის არგუმენტაცია საეჭვოდ ჩათვალა მ. როუტონმა9. მან გადასინჯა თავისი პირვანდელი დასკვნა, რომელიც დაფუძნებული იყო ეგვიპტის ფარაონების, ხეთების, ასურელი და ბაბილონელი მეფეების მმართველობის პერიოდებს შორის სინქრონულობაზე. მკვლევრის აზრით, წერილი, რომელიც ხათუსილი III-მ გაუგზავნა ბაბილონის მეფეს კადაშმან-ენ-ლილ II-ს, გაგზავნილია არა რამსეს II მიერ საზავო ხელშეკრულების დადებამდე, არამედ მას შემდეგ. ამდენად, მისი გამოანგარიშებით, კადაშმან-ტურგუ (კადაშმან-ენ-ლილი II-ის მამა) გარდაიცვალა არა ძვ.წ. 1270 წელს, არამედ ძვ.წ. 1280 წელს. ამ დასკვნიდან გამომდინარე, ის რამსეს II-ის გამეფების ყველაზე უფრო მისაღებ თარიღად ძვ.წ. 1304 წელს მიიჩნევს, რაც დასტურდება როგორც ბაბილონური წყაროების, ისე ასურელი მეფეების ნუსხებით, რომლებიც დამზადდა მეფე ადად-ნირარი I-ის განკარგულებით10.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ზოგიერთი ეგვიპტოლოგი, სახელდობრ, ჯ. შმიდტი, რომელმაც საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა რამსეს II-ის მეფობის ქრონოლოგიის პრობლემას, თვლის, რომ მხოლოდ ასურული და ბაბილონური ნუსხებით შეუძლებელია რამსეს II-ის ტახტზე ასვლის აბსოლუტურად ზუსტი თარიღის დადგენა. მისი აზრით, XIX დინასტიის მთელი ხნის მანძილზე მესოპოტამიასა და ეგვიპტეს შორის სინქრონულობის დადგენასთან და დათარიღებასთან დაკავშირებული სიძნელეები გამორიცხავენ ყოველგვარ მცდელობას, შემოწმდეს ეგვიპტური მასალები ასურული ან ბაბილონური ქრონოლოგიით; რომ მესოპოტამური ქრონოლოგია ვერ გამოგვადგება რამსეს II-ის ტახტზე ასვლის თარიღის დადგენაში11. გარდა ამისა, თვლის ჯ. შმიდტი, თუ თუთმოს III-ის გამეფების თარიღად მივიღებთ ძვ.წ. 1490 წელს, არ უგულვებელვყოფთ ამონხეტეპ IV-ის და სემენხკარას მეფობის წლებს, ხორემხების მეფობას მესას წარწერის თანახმად მივაკუთვნებთ 25-30 წელს, ხოლო სეთ I-ის მეფობას განვსაზღვრავთ დაახლოებით 11 წლით, თამამად შეიძლება დავადგინოთ, რომ რამსეს II-ის ტახტზე ასვლის ყველაზე უფრო შესაძლებელ თარიღს ძვ.წ. 1290 წელი წარმოადგენს12.
ჯ. შმიდტის მიერ გაკეთებული ეს დასკვნა მთლიანად ემთხვევა კ. კიტჩენის დასკვნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ შეუძლებელია რამსეს II-ის გამეფების თარიღის დადგენისათვის არჩევანი გაკეთდეს ძვ.წ. 1304 და 1290 წლებს შორის. თუმცა ამ გამოკვლევაში ძვ.წ. 1290 წელი მიღებული იქნება, როგორც მისი (რამსეს II) ტახტზე ასვლის თარიღი13. ამრიგად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ამ ორ თარიღს შორის, რამსეს II-ის გამეფების ყველაზე ზუსტ თარიღად მივიჩნიოთ ძვ.წ. 1290წ.
რამსეს II მმართველობის ხანგრძლივობაზე (თუ არ ჩავთვლით მის თანამმართველობას მამასთან, ფარაონ სეთ I-თან ერთად), გვაუწყებს აბიდოსის სტელა (განეკუთვნება რამსეს IV მეფობის მე-4 წელს), რომელშიც მოცემულია ამ უკანასკნელის ვედრება ღვთაება ოსირისისადმი: „გამიხანგრძლივე სიცოცხლე და მშვენიერი მეფობა ისევე, როგორც უსერმაატრა რას (რამსეს II „ღვთაებრივი სახელი“), უზენაეს ღვთაებას, რამდენადაც შეხედე იმ ძვირფას ნივთთა და საგანთა სიმრავლეს, რომელიც მე შემოვწირე შენს ტაძარს, საღვთო შემოწირულობებით შენი უზრუნველყოფის მიზნით, და იმისთვის, რათა მეპოვა ყოველი სასარგებლო და ძვირფასი ნივთი, რომ ყოფილიყო უპოვართა გასაკითხი შენს ეზოში, ამ ოთხი წლის განმავლობაში. იგი (ჩემს მიერ ხელქმნილი) უფრო დიდი და ძვირფასი იყო ვინემ ის, რაც უსერმაატრა სეტეპენრამ, უზენაესმა ღვთაებამ, ჰქმნა შენთვის თავისი მეფობის 67 წლის მანძილზე“.14 ამჟამად სტელა კაიროს მუზეუმში ინახება.
რამსეს IV-ის აბიდოსის სტელის ცნობები თანხვდება რამსეს IV-ის კარნაკის ერთ-ერთი წარწერის მონაცემებს, რომ რამსეს II მეფობდა 66 წელს. იგივეს გვაუწყებს პაპირუსი გურობიდან, რომელშიც მოცემულია ორი თარიღი: პირველ დათარიღებაში აღნიშნულია პირველი თვე, რამსეს II-ის მეფობის 67-ე წლისა, ხოლო მეორე დათარიღებაში კი _ მეორე თვე, რომელიღაც სხვა ფარაონის, უეჭველად, რამსეს II-ის მემკვიდრის _ მერნეპტაჰის მეფობის პირველი წლისა. ორივე თარიღს შუა ინტერვალი ერთი თვეა. რასაკვირველია, ამ ერთი თვის განმავლობაში, თავისი მეფობის 67-ე წელს გარდაიცვალა რამსეს II15. ამ დასკვნას ადასტურებს იოსებ ფლავიუსი, რომელიც თავის ნაშრომში: „აპიონის წინააღმდეგ“, მანეთონზე დაყრდნობით წერს, რომ რამსეს II-მ იმეფა 66 წელი და ორი თვე16.
თავის დროზე ჯ. ბრესტედი შეეცადა განევითარებინა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ რამსეს II-ს ასევე ჰყავდა უფროსი ძმა, რომელიც უნდა გამხდარიყო მამამისის მემკვიდრე ფარაონის ტახტზე. მისი გადმოცემით, ორ ძმას შორის გამართული ბრძოლა ტახტისთვის რამსეს II-ის ძმის დაღუპვით მთავრდება17. მეცნიერის ვარაუდი მეტად დამაინტრიგებელ არგუმენტს ეყრდნობოდა. მისი აზრით, კარნაკის დიდი დარბაზის ჩრდილოეთით, კედლის გარეთა მხარეს, სადაც წარმოდგენილია სეთ I-ის ბრძოლების ამსახველი სცენები და წარწერები, კედლის იმ ნაწილში, რომელზეც აღბეჭდილია სეთ I-ის ომი ლიბიელებთან, თითქოს შემორჩა ერთიმეორის ქვეშ მყოფი, სეთ I-ის ორი ვაჟიშვილის გამოსახულება, რომელთაგან ერთ-ერთი შემდეგში გახდა ეგვიპტის დიდი ფარაონი რამსეს II18. ჯ. ბრესტედისათვის ამ გამოსახულებათა ისტორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ სეთ I-ის მემკვიდრე იყო არა რამსესი, არამედ მისი უფროსი ძმა, რომელიც ვერ დაეუფლა ტახტს19.
მეცნიერი ასევე თვლის, რომ სეთ I-ის უფროსმა ვაჟმა თავისი გამოსახულება სეთ I-ის ლიბიელებთან ბრძოლისა და ასევე მისი ეგვიპტეში დაბრუნების ამსახველი სცენების მარჯვენა მხარეს აღბეჭდა, შემდგომში კი რამსესმა (ჯ. ბრესტედის აზრით _ ნ.დ.) ბრძანა მისი უფროსი ძმის ორივე ფიგურის წაშლა და საკუთარი თავის გამოსახვა მამამისის ლაშქრობიდან დაბრუნების სცენაზე20. გარდა ამისა, იმავე ჯ. ბრესტედის მტკიცებით, მსგავსი შენაცვლების ნაკვალევი ატყვია ჩრდილოეთის მხრიდან კედლის ზემო ნაწილის რამდენიმე იზოლირებულ ბლოკს, სადაც აღბეჭდილია კადეშის აღების საბრძოლო ეპიზოდები21. ყოველივე ამან კიდევ უფრო გაამყარა მკვლევრის აზრი იმის თაობაზე, რომ რამსეს II-ს არ მიუღია მონაწილეობა მამამისის სამხედრო ექსპედიციებში და სეთ I-ს არც კი ჰქონდა განზრახული რამსესის თავის მემკვიდრედ აღიარება22. რაც შეეხება აბიდოსსა და ქუბანის სტელაზე არსებული წარწერების ცნობებს რამსეს II-ის მამამისის სიცოცხლეშივე მემკვიდრედ გამოცხადებისა ან თანამმართველად დანიშვნის შესახებ, ჯ. ბრესტედის ვარაუდით, ისინი უფრო მეტად ფიქციას წარმოადგენდა, ვინემ რეალურობის ასახვას23.
ჯ. ბრესტედს რამსეს II-ის მმართველობის წინაისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების მეცნიერული შეფასება მოცემული აქვს თავის კაპიტალურ ნაშრომში, „ეგვიპტის ისტორია უძველესი დროიდან სპარსელთა დაპყრობებამდე“.24 მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი დასკვნები ზემოთქმულ საკითხთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენა ჯერ კიდევ ედ. მაიერმა. ამ უკანასკნელის აზრით, კარნაკის სტელებზე, რომლებიც მოგვითხრობს სეთ I-ის ბრძოლებზე ლიბიელებთან, იმ პერსონაჟის გამოსახულება, ვინც ახლავს სეთ I-ს, შემონახულია ძალიან ცუდად და შეუძლებელია ასეთ არამყარ, არამტკიცე მტკიცებულებების საფუძველზე განავითარო ერთობ მიმზიდველი, მაგრამ ამავე დროს საეჭვო ჰიპოთეზა სეთ I-ის ორი ვაჟიშვილის ტახტისათვის ბრძოლის შესახებ. შემდგომში კარნაკში სეთ I-ის წარწერების ეპიგრაფიკული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამსეს II-ს საერთოდ არ ჰყოლია უფროსი ძმა, ხოლო სეთ I-ის თანმხლებ პირად მის ლაშქრობებში გამოსახული იყო „მშვილდოსანთა უფროსი და „დიდი მარაოს მატარებელი“, სახელად მეხი25.
ყველაზე უძველეს დოკუმენტს, რომელიც გვაუწყებს რამსეს II-ის თანამმართველობაზე მამამისის სიცოცხლეშივე, წარმოადგენს წარწერა აბიდოსიდან, რომელიც დათარიღებულია რამსეს II-ის დამოუკიდებლად მმართველობის პირველი წლით. ამ წარწერებში რამსეს II გვამცნობს: „როდესაც მამაჩემი ხალხის წინაშე გამოცხადდა, მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ვიდექი წინ, მის ხელებს შუა, თქვა მან ჩემს შესახებ შემდეგი: „ვაკურთხოთ ის როგორც მეფე, რომ ვიხილო ბრწყინვალება მისი ჩემს სიცოცხლეში“, ბრძანა მან ასევე, რომ ეუწყებინათ სასახლეში მყოფთათვის ჩემზე სამეფო გვირგვინის დადგმის თაობაზე: „დავადგათ მას გვირგვინი მეფის“, _ თქვა მან ჩემზე იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ იყო ამქვეყნად“.26
მეცნიერთა უმრავლესობის მტკიცებით, რამსეს II-ის მეფობის დროის დადგენა შესაძლებელია სატაძრო ტექსტების და გამოსახულებების გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, სადაც შემონახულია თანამმართველობისა და ერთპიროვნული მმართველობის პერიოდის ნაკვალევი. მისი მოღვაწეობის ამ ორ პერიოდს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშანი მის სამეფო ტიტულატურაშია. თანამმართველობის დროს მისი სახელი გამოისახებოდა მოკლედ _ უსერმაატრა, ხოლო დამოუკიდებელი მმართველობის დასაწყისიდან სახელი მისი გამოითქმებოდა სრული ტიტულატურით _ უსერმაატრა სეტეპენრა რამსეს მერიამუნ. მათი დასკვნებიდან გამომდინარე, რამსეს II-ის თანამმართველობა გრძელდებოდა 10 წელი. იგი დაიწყო ჯერ კიდევ სეთ I-ის მეფობის პირველი წლებიდან. სეთ I-ის გარდაცვალების წელს რამსეს II იყო, მათი ვარაუდით, 21 წლის. თუ რამსეს II ქვეყანას მართავდა ერთპიროვნულად 66 წლის განმავლობაში, მაშასადამე, ის გარდაიცვალა თავისი სიცოცხლის 88-ე წელს27.
რამსეს II-ის ასვლა სამეფო ტახტზე, როგორც ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველისა, დიდი ზეიმითა და პომპეზურობით აღინიშნა. ამ მეორედ კურთხევის სცენები და მის შესახებ ტექსტები ამოტვიფრულია ქვის ბლოკებზე, რომლებიც ამჟამად ინახება ლიტერატურისა და მეცნიერების სამეფო ინსტიტუტებში ინგლისში. ფარაონი დარწმუნებული იყო, რომ მის გამეფებაში ღმერთის ხელი ერია, რადგან ეს ემთხვეოდა მიწიერი და კოსმოსური ცვლილებების პერიოდს. ამ ბლოკებზე ასახულია რამსეს II-ის კორონაცია ჰელიოპოლისში, ატუმის, ხორისა და სხვა ღვთაებათა თანდასწრებით. ყველა ეს ღვთაება აღფრთოვანებით მიესალმება მათკენ მიმავალ რამსეს II-ს28.
წინამორბედებისაგან განსხვავებით, რამსეს II-ს სურდა გადაექცია თავისი თავი ლეგენდად, აემაღლებინა ეგვიპტის პრესტიჟი, შეექმნა საკუთარი პიროვნების განსაკუთრებული ფენომენი29. მას სჭირდებოდა შეუზღუდველი ძალაუფლება, მტკიცე ხელისუფლება, რაც აუცილებელი იყო რეფორმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის, ასევე იმდროინდელ მსოფლიო ასპარეზზე ეგვიპტის, როგორც ძლევამოსილი იმპერიის, სახელის დასამკვიდრებლად.
შენიშვნები
1. Всемирная История, т. I. М., 1955, გვ. 355-691; В. В. Струве. История древнего Востока. М.-Л., 1941, გვ. 228; В. И. Авдиев. История древнего Востока. М., 1970, გვ. 602; И. В. Виноградов. Новое царство в Египте. – История древнего мира. Под ред. И. М. Дьяконова, т. I. М., 1989, გვ. 288 და ა.შ­­­ ­
2. Дж. Брестед, История Египта с древнейших времен до персидского завоевания, т. 2. М., 1915, გვ. 99.
3. Б. А. Тураев. История древнего Востока, т. I. Л., 1935, გვ. 305.
4. ჟ. D. შცჰმიდტ. ღამესსეს II. A ცჰრონოლოგიცალ სტრუცტურე ფორ Hის ღეიგნ. Bალტიმორე-Lონდონ, 1973, გვ. 13.
5. ღ. A Pარკერ. თჰე Lუნარ Dატეს ოფ თჰუტმოსე III ანდ ღამესსეს II. – ჟოურნალ ოფტჰე Nეარ Eასტერნ შტუდიეს (შემდეგში ჟNEშ), ვოლ. 16, 1957, გვ. 42-43.
6. M. B. ღოწტონ. Mანეტჰოს დატე ფორ ღამესსეს II. – ჟNEშ, ვოლ. 34, 1948, გვ. 57-79.
7. ღ. A. Pარკერ. თჰე Lუნარ Dატეს ოფ თჰუტმოსე III ანდ ღამესსეს II, გვ. 35-43.
8. ღ. A. Pარკერ. თჰე Lუნარ Dატეს ოფ თჰუტმოსე III ანდ ღამესსეს II, გვ. 39-42.
9. M. B. ღოწტონ. ჩომპარატივე ჩჰრონოლოგყ ატ ტჰე თიმე ოფ Dყნასტყ XIX. – ჟNEშ,ვოლ 19, 1960, გვ. 240-258.
10. M. B. ღოწტონ. ჩომპარატივე ცჰრონოლოგყ ატ ტჰე თიმე ოფ Dყნასტყ XIX, გვ. 240-258.
11. ჟ. V. შცჰმიდტ. ღამესსეს II. A ჩჰრონოლოგიცალ სტრუცტურე.., გვ. 13.
12. ჟ. V. შცჰმიდტ. ღამესსეს II. A ჩჰრონოლოგიცალ სტრუცტურე.., გვ. 13.
13. K. A. Kიტცჰენ. Fურტჰერ Nოტეს ონ Nეწ Kინგდონ ცჰრონოლოგყ ანდ Hისტორყ. – ჩჰრონიქუე დ’Eგყპტე (შემდგომში ჩDE), ტ. 43, 1968, გვ. 322; K. A. Kიტცჰენ. Oნ ტჰე ცჰრონოლოგყ ანდ Hისტორყ ოფ ტჰე Nეწ Kინგდომ. – ჩDE, ტ. 40, 1965, გვ. 310-322.
14. Д. Брестед, Б. Тураев. История Древнего Египта. Минск, Харвест, 2003, გვ. 484.
15. ჟ. V. შცჰმიდტ. ღამესსეს II. A ჩჰრონოლოგიცალ სტრუცტურე.., გვ. 13.
16. Иосиф Флавий, О древности иудейского народа, Против Апиона, СПБ, 1898, გვ. 97.
17. ჟ. Bრესტედ. Aნციენტ რეცორდს ოფ Eგყპტ. Vოლ. III. ჩჰიცაგო, 1906, გვ. 62.
18. ჟ. Bრესტედ. Aნციენტ რეცორდს ოფ Eგყპტ, ვოლ. III.., გვ. 62.
19. ჟ. Bრესტედ. Aნციენტ რეცორდს ოფ Eგყპტ, ვოლ. III.., გვ. 62.
20. ჟ. Bრესტედ. Aნციენტ რეცორდს ოფ Eგყპტ, ვოლ. III, გვ. 59.
21. ჟ. Bრესტედ. Aნციენტ რეცორდს ოფ Eგყპტ, ვოლ. III, გვ. 60.
22. ჟ. Bრესტედ. Aნციენტ რეცორდს ოფ Eგყპტ, ვოლ. III, გვ. 61.
23. ჟ. Bრესტედ. Aნციენტ რეცორდს ოფ Eგყპტ, ვოლ. III, გვ. 62.
24. Дж. Брестед. История Египта с древнейших времен до персидского за- воевания, т. 2, გვ. 92-100.
25. ჭ. I. Mურნანე. Aნციენტ Eგყპტიან ჩორეგენციეს. ჩჰიცაგო, 1977, გვ. 60-61.
26. И. А. Стучевский. Рамсес II и Херихор. М., 1984, გვ. 19.
27. И. А. Стучевский. Рамсес II и Херихор, გვ. 23.
28. ჩჰრისტიანე Dესროცჰეს Nობლეცოურტ. ღამსეს II. Pარის, 1996, გვ. 100.
29.ჩჰრისტიანეDესროცჰესNობლეცოურტ. ღამსესII, გვ. 100

Комментариев нет:

Отправить комментарий