воскресенье, 24 февраля 2019 г.

როგორ გააჩუქეს ორჯონიკიძემ და სტალინმა საინგილო (ჯ. სამუშია)

1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ საქართველოს მსგავსად დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმაც გამოაცხადა. 28 მაისს თბილისში, მთავარმმართებლის ყოფილ სასახლეში ამიერკავკასიის ფედერაციის სეიმში აზერბაიჯანის დეპუტაცია და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. კრებამ ერთხმად მიიღო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტი. აირჩიეს მთავრობა, რომელიც მოგვიანებით სამუშაოდ ბაქოში გადავიდა.
1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე,ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების დარად, აზერბაიჯანის მთავრობამაც წარადგინა თავისი მოთხოვნები და საგანგებო მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რა საზღვრებში ესახებოდა მუსავატების მმართველ პარტიას მომავალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებობა. მოხსენების მიხედვით,აზერბაიჯანის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო საინგილო (ზაქათალა), ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ბათუმის ოლქი. მაშასადამე, უძველესი ქართული ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანი მოითხოვდა, აგრეთვე, მესხეთს ბათუმითურთ (ვიქტორ ნოზაძე).
ადვილი მისახვედრია აზერბაიჯანელ პოლიტიკოსთა გათვლა. ისინი იმ ქართულ პროვინციებს ადებდნენ ხელს, რომლის მოსახლეობას მუსლიმი ქართველები შეადგენდნენ. ამდენად, მათი მოთხოვნა უპირველესად რელიგიურ პრინციპებს ემყარებოდა. ამასთანავე, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანს ზღვაზე გასასვლელი ეძლეოდა, რაც ესოდენ ესაჭიროებოდა ამ ქვეყანას. საერთოდ, როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთიც, ყოველთვის ცდილობდა თავისი ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ ისე ჩამოეყალიბებინა, რომ წარმატების შემთხვევაში ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინათ.
1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში საბ- ჭოთა რეჟიმი დამყარდა. 28 აპრილს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცკ-ის თხოვნითრუსეთის მთავრობამ ბაქოში ჯარი შეიყვანა და თავისი დიქტატურა დაამყარა. ამავე დროს, აზერბაიჯანის რევკომმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.
1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა ოფიციალურადღიარა ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. ხელშეკრულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ: რუსეთი ვალდებულობს, უეჭველად ცნოს საქართველოს შემადგენლობაში: ზაქათალისა და სოხუმის ოლქები.
ვინაიდან იმხანად ბაქოში რუსეთის პროტექტორატისქვეშ მყოფი საბჭოთა მთავრობა იყო მოკალათებული, ამ უკანასკნელმა, ბუნებრივია, ცნო ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაშიუკვე ერთმნიშვნელოვნად იყო მითითებული, რომ ზაქათალის ოლქი წარმოადგენდა საქართველოს განუყოფელ ნაწილს და მას ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება ენიჭებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანს, სომხეთის მსგავსად, არ გამოუჩენია დიდი ენთუზიაზმი სადავო ტერიტორიების შემოსაერთებლად, ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სადავო საზღვრების მოსაწესრიგებლად.
1921 წლის 2 მაისს რკპ() ცკ-ის კავკასიისიურომ შექმნა საგანგებო, შემათანხმებელი კომისია, რომლის 26 ივნისის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: კომისია გადადის მორიგი საკითხის _ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლების საკითხის განხილვაზე. ზაქათალის ოლქისა და ყარაიაზის უბნის საკითხებზე შემდეგი მოდუსი შეიმუშავეს: პოლიტიკური მოსაზრებით, აზერბაიჯანის სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავოდ უფლება აქვთ, ფაქტობრივად, ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრებითა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფისა და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ (აღნიშნული დოკუმენტი მოიძია ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ლევან თოიძემ და პირველად მან შემოიტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში).
თითქოს ამ ჩანაწერიდან ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანის სსრ- ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ რამდენიმე თვეში ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ისევ და ისევ ზემოდან დაწოლით. საქმე ის არის, რომ ამ დროს რკპ() ცკ-ის კავკასიის ბიუროს სხდომას ესწრებოდა მოსკოვიდან ახლად ჩამოსული იოსებ სტალინი. სწორედ ორჯონიკიძესა და სტალინს შორის შეთანხმების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ძირძველი კუთხის, საინგილოს აზერბაიჯანისადმი გადაცემა. 1921 წლის 5 ივლისს გაირკვა, რომ ზაქათალა და ყარაიაზის უბანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა. მოგვიანებით, 1921 წლის 15 ნოემბერს, ეს თავს მოხვეული შეთანხმება დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ. მთლიანად, 1921 წელს აზერბაიჯანს გადაეცა 4768 კვკმ ფართობი, აქედან ზაქათალის ოლქი მოიცავდა 3564 კვკმ-, გარეჯის ველი და ქვემო ყარაიას სექტორი _ 658 კვკმ-, ელდარის ველი 546 კვკმ-.




Комментариев нет:

Отправить комментарий