суббота, 16 февраля 2019 г.

რამდენი ათასი ყივჩაღი გადმოასახლა დავით აღმაშენებელმა საქართველოში (მ. ბახტაძე)

1118 წელს დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაღები გადმოასახლა. ერთადერთი ცნობა ამის შესახებ დაცულია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში, „ხოლო ყივჩაყნი დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედაწულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმეოცი ათასი, ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი, რომელნი ჰყვნეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთ ათას კაც, ყოველნი ქრისტეანე-ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა; და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტეანე იქმნებოდეს დღითი-დღე და სიმრავლე რიცხჳსა მძლე შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რაჲ ესრეთ შემოიკრიბნა და დააწყუნა გუარად-გუარად, და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი.1მეფის მემატიანე წერს, რომ ყივჩაღთაგან 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მეფემ ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი გადმოასახლა და თითო ოჯახს თითო მეომარი უნდა გამოეყვანა. თუ ყივჩაღთა ოჯახში საშუალოდ 4-5 სულს ვიგულისხმებთ, მაშინ გამოდის, რომ საქართველოში დაახლეობით 160-200 ათასი ყივჩაღი გადმოსახლებულა. ზოგი თვლის რომ 200-225 ათასი ადამიანის გადმოსახლებაზეც კი უნდა ვისაუბროთ2.
ერთ-ერთი პირველი ვინც ყივჩაღთა გადმოსახლების საკითხს შეეხო ივანე ჯავახიშვილი იყო. მეცნიერი წერდა, „დავით აღმაშენებელმა თავდაპირველად სულ 40000 „წყობად განმავალი რჩეულიმხედარი გადმოიყვანადედაწულითა მათითაოჯახობით. ამას გარდა 5000 კაცი მონა-სპაში იყო, „ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა“. მეფემ გადმოყვანილი ყივჩაყნი ყველანიგანასრულნა ცხენებითა და საჭურველითა“. მისცა მათ დასახელებული ადგილი, „დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედაწულითა მათითადა მათთვის განსაკუთრებული მართვა-გამგეობის წესი დასდვა... ამიერითგან მას ჰყავდა 45.000 მუდამ მზად მყოფი, გაწვრთნილი ცხენოსანი ჯარი“3. „დავით აღმაშენებლის გეგმა რთული გეგმა იყო. მას დიდი ჯარის შექმნა ჰქონდა განზრახული: 40 ათასი მარტო ცხენოსანი ჯარის კაცი უნდა ჰყოლოდა და 5 ათასი მონასპად წოდებული პირადი მცველი. 40 ათასი მხედარი რომ მარტოდ-მარტო გადმოსულიყო, მათ საქართველოში ცხოვრება, რასაკვირველია, გაუძნელდებოდათ და  ისინი მკვიდრ მოსახლეობადაც ვერ იქცეოდნენ, ამიტომაც დავით აღმაშენებელმა ყივჩაყნი თავიანთი ოჯახებითურთ გადმოასახლა. ამრიგად დავით აღმაშენებელს ისეთი რთული ამოცანა ჰქონდა განსახორციელებელი, როგორიც იმ დროისათვის 45 ათასი ოჯახის სხვა ქვეყნითგან გადმოყვანა, დასახლება, მიწითა და სხვა ყველა საჭირო სახმარით უზრუნველყოფა უნდა იყოს მიჩნეული.4“
მართალია, ივანე ჯავახიშვილი პირდაპირ არ წერს, მაგრამ აშკარაა, რომ მეცნიერის მოსაზრებით ყოვჩაღთა თითო ოჯახიდან თითო მეომარი უნდა გამოსულიყო. ეს მოსაზრება შემდგომი ხანის მეცნიერებმაც გაიზიარეს და დღეს ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც თითო ოჯახიდა თითო მეომარი გამოდიოდა.
ნ. ბერძენიშვილი წერდა, „ამის შემდეგ 45 ათასი ყივჩაყთა ოჯახი საქართველოში გადმოვიდა ... ყივჩაყთაგან დვითს 40 ათასი ცხენოსნისაგან შემდგარი ლაშქარი მოუდიოდა. ამის გარდა მეფემ გაიმრავლა საკუთარი მცველთა ჯარი, რომელშიც ეხლა უკვე ხუთი ათასი მეომრისგან შემდგებოდა. ამ ჯარს „მონა-სპა“ ეწოდებოდა.“5 სხვაგან მეცნიერი აღნიშნავდა, რომ დავითის დროს საუბარია 45 ათასი ყივჩაყი მეომრის შესახებ6.
45 ათასი ყივჩაღი მეომრის შესახებაა საუბარი ნ.ბერძენიშვილის, ივ.ჯავახიშვილისა და ს.ჯანაშიას ავტორობით გამოსულ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოშიც. „მეფემ 45 000 ყივჩაყის ოჯახი გადმოასახლა საქართველოში, მიუჩინა მათ მიწა და ყველაფერი, რაც სამხედრო სამსახურისთვის სჭირდებოდათ, მისცა. დავითმა ახალი ორგანიზაცია მისცა ყივჩაყებს და ორი წლის გაძლიერებული წვრთვნის შემდეგ საქართველოს უკვე ყავდა 40 000 საუკეთესო ცხენოსნისაგან შემდგარი ლაშქარი. გარდა ამისა, დავითმა შეადგინა კიდევ ერთი ცალკე რაზმი 5 000 კაცისაგან, რომელსაც „მონა-სპას“ ეძახდნენ და რომელსაც თვით მეფის დაცვა ევალებოდა.7“
ა.კიკვიძე წერდა, ორმ 1118-1120 წლებში „სულ 45 000 მხედარი გადმოასახლა დავით აღმაშენებელმა ჩრდილო კავკასიიდან. ყივჩაყები ოჯახებით გადმოვიდნენ და დასახლდნენ საქართველოში. თუ ოჯახზე საშუალოდ ხუთ სულს ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ 225 000 კაცს მოუპოვებია ბინა საქართველოში. თითოეულ ჯარისკაცს მიეცა ცხენი და საომარი იარაღი.8“
ჯ. სტეფნაძე აღნიშნავდა, რომ დავით მეფის დროს „საქმე ეხება ყივჩაყთა ვეებერთელა მასის 45 ათსი ოჯახის საქართველოში გადმოსახლებას“, რომლის შედეგადაც 1118-1120 წლებში მეფემ 45 ათასიანი ლაშქარი შეიძინა9. აშკარაა, რომ ჯ. სტეფნაძე თითო ოჯახიდან თითო მეომრის გამოსვლას ვარაუდობდა.
მ. დუმბაძეც იზიარებდა მოსაზრებას საქართველოში 45 000 ყივჩაღუღი ოჯახის გადმოსახლების შესახებ10.
ზ. ანჩაბაძე და მ. ცინცაძე მიიჩნევდნენ, რომ დავით აღმაშენებელმა 45 000 ყივჩაღი მეომარი ოჯახებიანად გადმოასახლა. „საქართველოს მეფემ ამით ორი დიდი საქმე გააკეთა: ჯერ ერთი, გაამრავლა შეთხელებული მოსახლეობის რიცხვი და რაც მთავარია, შქმნა საიმედო დასაყრდენი ძალა 45 000 მხედრის რაოდენობით, რომელიც ყოველთვის მზად იყო საომრად.11“
საინტერესოა სარგის კაკაბაძის მოსაზრება, „საჭიროა გარკვეულ იქნეს, თუ რა უნდა იგულისხმებოდეს დავითის მემატიანის არსენის (ასე უწოდებდა მეცნიერი მეფის ანონიმ ისტორიკოსს - მ.ბ.) ამ ცნობაში, 40 ათასი ყივჩაღის გადმოყვანის შესახებ საქართველოში ... ცნობაში 40 და 50 ათასი ყივჩაღის შესახებ უნდა იგულისხმებოდეს მამრობითი სქესის პირნი 10 წლიდან 60 წლამდის (ასევე ანგარიშობდნენ უფრო გვიან, როდესაც მონღოლ-თურქთა მიერ 1254 წელს საქართველოში და მთელ წინა აზიაში ჩატარდა საყოველთაო აღწერა). ამის მიხედვით, საქართველოში დავითის დროს იქნებოდა თავდაპირველად 110 ათასი ყივჩაღი, ხოლო შემდეგ, 1123 წელს - 135 ათასი“12.
ამჟამად ქართულ ისტორიოგრაფიაში უფრო გავრცელებულია მოსაზრება ყივჩაღთა 40 ათაის ოჯახის გადმოსახლების შესახებ. სავარაუდოდ, ამ მოსაზრების მხარდამჭერები მონა-სპის შემადგენლობაში მყოფ 5 ათას მეომარს ყივჩაღად არ მიიჩნევენ.
არის საპირისპირო თვალსაზრისიც, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაღთა 50 ათასიანი ჯარი ყავდა. ამ რიცხვს ასახელებს გ.ანჩაბაძე, რომელიც თვლის, რომ 1118 წელს ყივჩაღთა გადმოსახლება პირველი ეტაპი იყო და მოგვიანებით, ორ-სამ წელიწადში კიდევ მოხდა ყივჩაღთა გარკვეული რაოდენობის გადმოსახლება. საბოლოოდ 1123 წლისთვის მათმა რაოდენობამ 50 ათასს მიაღწია13.
თურქი ისტორიკოსი ფ. კირზი-ოღლუც იზიარებს მოსაზრებას ყივჩაღთა 50 ათასიანი ლაშქრის შესახებ. ამავე დროს ის თვლის, რომ ერთ ყივჩაღურ ოჯახში საშუალოდ 6 სული უნდა ვიგულისხმოთ. შედეგად გამოდის, რომ დავით მეფეს საქართველოში 300 ათასი ყივჩაღი გადმოუსახლებია. ანალოგიური თვალსაზრისი აქვს ა.იუნუსოვსაც14. 50 ათას ყივჩაღზე საუბრობენ მუღღულია და შუშარინიც.15
ყივჩაღთა 50 ათასიან ჯარზე საუბრისას მკვლევარები ეყრდნობიან დავით აღმაშენებლის ცნობას, რომ 1123 წელს შირვანში სულთნის შემოჭრის შემდეგ „ესმა რაჲ ესე მეფესა, მსწრაფლ ჴმა-უყო ყოველთა სპათა თჳსთა და უმყის სიტყჳსა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოჲსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა; ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ და იპოვა შემბმელი კაცი ორმეოცდაათი ათასი.“16 ამ ცნობასთან დაკავშირებით ჩვენ ვეთანხმებით გ.ალასანიას, რომ 50 ათასი არის დავით აღმაშენებლის მიერ შეკრებილი მთელი ჯარის რაოდენობა და არა მხოლოდ ყივჩაღთა17. ამიტომ ამ ცნობაზე აღარ შევჩერდებით.
როგორც აღვნიშნეთ მეცნიერ-მკვლევართა უმეტესობა საუბრობს ყივჩაღთა 40 ათასიან ჯარზე და შესაბამისად 40 ათას ოჯახზე.
საქართველოს ისტორიის ნარკვევების III ტომში ვკითხულობთ, „1118 წელს დავითმა ჩრდილო კავკასიიდან 40 000 ყივჩაყის ოჯახი გადმოასახლა საქართველოში. გადმოსახლებულ ყივჩაყებს მისცეს მიწის ნაკვეთები, მიუჩინეს საზაფხულო და საზამთრო საძოვრები, უზრუნველყვეს ეკონომიკურად, რის სამაგიეროდ ყოველ ოჯახს ერთი შეიარაღებული მოლაშქრის გამოყვანა დაევალა. ყივჩაყთა 40 000 მოლაშქრე მთლიანად მეფეზე იყო დამოკიდებული და არ იყო დაკავშირებული ფეოდალთა კლასთან. ეს დიდ უპირატესობას ანიჭებდა მეფეს. ამიერიდან საქართველოს მეფე ნაკლებად იყო დამოკიდებული ფეოდალურ ლაშქარზე“18.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში წერია, რომ დავით აღმაშენებელმა „ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაყთა 40 000 ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი - ორმოციათასიანი ლაშქარი. ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია - მონა-სპა.19“
შ. მესხია, თავის ნაშრომში „ძლევაჲ საკვირველი“ აღნიშნავდა, „კიევის რუსეთი ყივჩაყთა 40 000 ოჯახის საქართველოში გადმოსახლებით თავიდან იშორებდა დაუძინებელი მტრის ერთ დიდ ნაწილს20.“
ქ. ჩხატარაიშვილისა და ივ. შაიშმელაშვილის წიგნში, „დიდგორის ბრძოლა“ ვკითხულობთ, „დავით აღმაშენებელმა მოუწოდა ყივჩაყთა ... და აი მათი 40 ათასი ოჯახი დარიალზე გადმოატარა ... ქართლში დააბინავა.21“ ქ.ჩხატარაიშვილი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ მონასპა საქართველოში ყივჩაღთა გადმოსახლებამდეც არსებობდა22.
რ. მეტრეველის აზრით, გადმოსახლებული იყო 40 ათასი ოჯახი. „დავით აღმაშენებელმა, მისივე ისტორიკოსის ცნობით, „ყივჩაყნი დააყენა ადგილთა მათ მარჯუათა დადაწულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ოროცი ათასი“. ე.ი. დავით აღმაშენებელმა საქართველოში გადმოიყვანა ყოვჩაყთა 40 ათასი ოჯახი“23.
ა. გოგოლაძეც ეთანხმება თვალსაზრისს 40 ათასი ოჯახის გადმოსახლების შესახებ. „დავითმა საქართველოში 40 ათასი ყივჩაღის ოჯახი ჩამოასახლა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაასახლა. ეს უზარმაზარი მასა ბინადარ ცხოვრებაზე გადაიყვანა. თითოეულ ოჯახს თითო მეომრის გამოყვანა დაავალა, ასე შეიძინა საქართველომ 40 000 რეგულარული სამხედრო ძალა.24“ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ნაშრომში, სპეციალურად ყივჩაღთა ლაშქართან დაკავშირებით მსჯელობისას მეცნიერმა თავი შეიკავა გადმოსახლებულთა ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან და მხოლოდ დავით მეფის მემატიანის ცნობა მოიყვანა, თუმცა ლაშქრის რაოდენობა კვლავ 40 ათასი მეომრით განსაზღვრა.25
უკანასკნელ წლებში განსხვავებული მოსაზრებაც გამოითქვა. მკვლევართა ნაწილი, 160-200 ათასიანი ურდოს არსებობას არარეალურად მიიჩნევს და თვლის, რომ ჩამოსახლებულ ყივჩაღთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო. ს. მარგიშვილი თვლიდა, რომ „ალბათ უფრო რეალური იქნება, თუ საქართველოში წამოსულ ყივჩაღ მეომართა რაოდენობას 5 ათასის, ხოლო ოჯახებიანად, სადღაც 25 ათასით ვივარაუდებთ, რაც სავსებით შესატყვისი ციფრი იქნებოდა ეპოქის მასშტაბებთან.26“
ძალიან საინტერესოა პ.ტოლოჩკოს მოსაზრება, რომ 40 ათასი იყო არა ყივჩაღთაგან გამომავალი ჯარის რაოდენობა, არამედ საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაღთა სრული რაოდენობა. ყივჩაღთა ლაშქარს კი ის მხოლოდ 5 ათასი კაცით განსაზღვრავს. საუბრობს რა ყივჩაღთა ურდოს რიცხოვნების შესახებ ის წერს, „О размерах отдельных половецких орд можно судить на основании письменных  свидетельств. Так, согласно грузинской летописи, из южнорусских степей в Грузию откочевала половецкая орда хана Атрака (Отрока – в русских летописях) в количестве 40 тыс. человек, в том числе 5 тыс. воинов.27“ ამ საინტერესო მოსაზრებასთან დაკავშირებით ს. მარგიშვილი წერს, „მიუხედავად იმისა, რომ ავტორს არ მოჰყავს ამ მოსაზრების პირდაპირი არგუმენტაცია (თუმცა მიუთითებს ყივჩაღთა სხვადასხვა ტომების საშუალო სიდიდეებს), მის მიერ დასახელებული ციფრების სავსებით რეალურად გამოიყურებიან.28“
პ. ტოლოჩკო თავის მხრივ ეყრდნობა სხვა მეცნიერის გამოკვლევას. ეს არის ს. პლეტნიოვას გამოკვლევა, „Половцы“. მეცნიერი წერს, „Однако южнее, в степях на правых притоках Донца (Тор, Сухой Торец и др.), обосновалась, по-видимому, орда, возглавленная сыном Шарукана Сырчаном. Брат Сырчапа Атрак (Отрок, как называет его русский летописец) со значительной частью некогда громадного объединения ушел с берегов среднего Донца в более южные области. Не исключено, что именно его воины разбили у Белой Вежи соединенные силы печенегов и торков в 1117 г. Во всяком случае, в 1118 г. несколько половецких орд, находившихся под властью Атрака, расселились в предкавказских степях. Именно в этом году к ним направил послов грузинский царь Давид Строитель, предложивший Атраку переселение его самого и части подчиненных ему подразделений в Грузию (Анчабадзе, 1960, с. 117; Лордкипанидзе, 1974, с. 97). Согласно данным грузинской летописи, с ханом Атраком пришло 40 тыс. половцев, в том числе 5 тыс. отборных бойцов. Грузинские ученые полагают, что в летописи указано только число половецких воинов, вместе же с семьями их было около 230-240 тыс. Цифра эта вполне реальна для всей предкавказской группировки. Там, на обширных кубанских пастбищах, она могла разместиться со всеми своими стадами. В то же время в Грузии на тех землях, которые им предоставил царь Давид, это было бы невозможно без нанесения непоправимых бедствий стране.
Поэтому представляется более вероятным, что Атрак перевел в Грузию через Дарьял (согласно русской летописи — в «Обезы, через Железные ворота») не все 40 тыс. подвластных ему воинов с семьями, а всего 5 тыс. (тех самых — «отборных», наличие которых специально подчеркивает грузинская летопись), т. е. примерно 25-30 тыс. человек. Естественно, что оставшиеся в Предкавказье 35 тыс. воинов, стоявшие «под рукой» Атрака, были неисчерпаемым резервом для грузинского царя во все время пребывания при его дворе Атрака.
Перешедших через Дарьял половцев Давид расселил по южному и восточному пограничью и в Картлии, население которой было почти поголовно уничтожено во время нашествий сельджуков. Как и все умные и деятельные правители, Давид использовал вассальных кочевников в борьбе как с внешними врагами — сельджуками, так и с внутренними — грузинскими феодалами, стремившимися к самостоятельности.
Половцы выполняли в Грузии те же обязанности, что и черные клобуки при киевском князе. Атрак стал придворным фаворитом. Его влияние опиралось не только на силу воинов, но и на родственные отношения с царем: он выдал за него свою дочь Гурандухт (Анчабадзе, 1960).
Атрак откочевал с Донца еще при жизни Владимира; когда же этот страшный для степняков князь умер, Сырчан послал об этом весть брату в Грузию. Летопись сохранила поэтический рассказ об этом и последующими затем событиями. Сырчан отправил Атраку своего любимого певца Орева и просил брата вернуться в родные [96] степи: «Воротися, брате, поиде в земле свою». Предполагая, что Атрак может и не захотеть «своей земли», находящейся в непосредственном соседстве с сильным и опасным противником, Сырчан приказал Ореву: «Пои же ему песни половецкие... дай ему поухати зелья именем евшан» (ПСРЛ, II, с. 716). Песни должны были напомнить Атраку о воинской славе, а евшан (вид степной полыни) — запах детства и юности, прошедших в богатых степных донецких просторах. Действительно, Атраку, несмотря на прослушанные песни, не хотелось уезжать от сытой и роскошной жизни при грузинском дворе. Он колебался и отказывался. Тогда только передал ему Орев и траву евшан, понюхав которую Атрак воскликнул: «Луче есть на своей земле костью лечи, нали на чюже славну бьтти!» Так случилось, что в конце 20-х годов XII в. Атрак вновь подкочевал к берегам Донца. Думается, что он привел назад только свой «курень» — род и некоторое число воинов, не пожелавших расстаться с энергичным и воинственным ханом, способным возглавить грабительский пабег как на соседнее русское княжество, так и на близлежащую орду. Тот же факт, что много половцев не последовало за Атраком и осталось в Грузии, подтверждается, в частности, сообщением грузинской летописи о брате «кипчакского царя», находившемся на службе у дочери Давида — царицы Тамары, Это был, несомненно, один из членов семьи (аила) Атрака, скорее всего (судя по возрасту) его сын.“29.
ზოგადად ყივჩაღთა ურდოების რიცხოვნებაზე საუბრისას პლეტნიოვა აღნიშნავს, „Несмотря на несомненное существование в степях  самых  различных  по величине и политической значимости подразделений, представляется весьма вероятным, что размеры орд колебались от 20 до 40 тыс., причем преобладали 40-тысячные орды. Вместе с окружающими вежи стадами это были весьма представительные объединения, и недаром Аммиан Марцеллин писал о том, что гуннские становища напоминают ему города на колесах. Всего в восточноевропейских  степях  кочевало, как мы видели в предыдущей главе, в первой половине XII в. не менее 12-15 орд,а это значит, что общее количество населения равнялось примерно 500-600 тыс. человек. Если учесть, что в среднем малая семья в пять человек, чтобы вести кочевое хозяйство, должна была иметь стадо, соответствующее по поголовью 25 лошадям (1 лошадь = 5 голов рогатого скота + 6 овец), то можно представить себе размеры передвигавшихся по степям соединенных  кочевий - веж.30“
პლეტნიოვას აზრით, ათრაქა შარაღანის-ძეს ნამდვილად ექვემდებარებოდა 40 ათასი მეომარი. თუმცა მათი დიდი ნაწილი ჩრდილოეთკავკასიის მთისწინეთში დარჩა და საქართველოში მხოლოდ 5 ათასი მეომარი გადაიყვანა. ოჯახის წევრებთან ერთად სულ 25-30 ათასი ადამიანის გადასახლებაზეა საუბარი. დარჩენილი 35 ათასი მეომარი კი დავით მეფის უშრეტ რეზერვს წარმოადგენდა. თავის დროზე პლეტნიოვას მოსზარება არ გაიზიარა და მართებულად უარყო ზ. პაპასკირმა31. ჩვენი მხრივ კი ერთსაც დავამატებთ, პლეტნიოვას მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით, რადგან ჩრდილოეთკავკასიის მთისწინეთში დარჩენილ 35 ათას მეომარს რეზერვი შეიძლება მხოლოდ პირობითად ვუწოდოთ. საჭიროების შემთხვევაში მათი გადმოყვანა სწრაფად შეუძლებელი იყო. კავკასიონის ქედის გადმოლახვა დიდი ჯარის მიერ თავისთავად რთული პროცესია. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ გვიან შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე ამ გზით დიდი ჯარის გადმოყვანა პრაქტიკულად გამორიცხულია. გამოდის, რომ თუ დავით მეფემ ათრაქას ურდოს უდიდესი ნაწილი იმიერკავკასიის მთისწინეთში დატოვა, ამით მან დაკარგა ყივჩაღთა სწრაფი გადმოყვანისა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ყოველგვარი შესაძლებლობა. მაშინ რა აზრი ქონდა ასეთი რეზერვის ყოლას? ცხადია არანაირი. ამიტომ ქართველთა სახელოვანი მეფე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაღთა რაოდენობაზე მსჯელბისას, როგორც ვხედავთ, ყველა მეცნიერი ეყრდნობა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობას და ახდენს მის ინტერპრეტაციას.
კიდევ ერთხელ მოვიტანთ ამ ფრაგმენტს. მეფის მემატიანე წერს, „ხოლო ყივჩაყნი დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედაწულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმეოცი ათასი, ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი, რომელნი ჰყვნეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთ ათას კაც, ყოველნი ქრისტეანე-ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა; და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტეანე იქმნებოდეს დღითი-დღე და სიმრავლე რიცხჳსა მძლე შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რაჲ ესრეთ შემოიკრიბნა და დააწყუნა გუარად-გუარად, და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი.32“ თითქმის ასევეა მოცემული ეს ფრაგმენტი ს.ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემულ „ქართლის ცხოვრებაშიც“, „ხოლო ყივჩაყი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა. და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რა ესრეთ შემოიკრიბნა, და დააწყუნა გუარად-გუარად და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი“33.
რიცხვ 40 ათასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს გ.ალასანიას. „ყივჩაყებთან, ისევე როგორც თურქულ სამყაროსთან დაკავშირებით რიცხვი 400, 40.000, 400.000 ტრადიციულია ... 40.000-იან ჯარზე საუბრისას ითვალისწინებენ საკუთრივ ყივჩაყების წარმოდგენას თავის ძალებზე.34“ შესაძლოა ასეც იყოს. თუმცა ჩვენ არ გვგონია, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც ყოველივე აღწერილის თანამედროვე და ხშირ შემთხვევაში თვითმხილველიცაა მხოლოდ თავად ყივჩაღთა ინფორმაციას დასჯერებოდა. მეფესთან საკმაოდ დაახლოებული მემატიანე ალბათ უფრო სამეფო კარზე არსებულ ცნობებს იყენებდა. დავით მეფე კი სავარაუდოდ თავისივე მოხელეებს დაავალებდა ყივჩაღთა აღნუსხვას. თავად გ.ალასანია არ აკონკრეტებს საკუთარ მოსაზრებას გადმოსახლებულ ყივჩაღთა რაოდენობის შესახებ, მხოლოდ აღნიშნავს, „მებრძოლ ყივჩაყთა და საერთოდ ქართული ჯარის რაოდენობაზე უფრო სწორ წარმოდგენას გვიქმნის მათეოს ურჰაეცი ცნობა.“ მეცნიერის აზრით ნაკლებად სანდოა სმბატ სპარაპეტის ინფორმაცია35.
სმბატ სპარაპეტის თანახმად დიდგორის ბრძოლის წინ, დავით მეფემ შეკრიბა თავისი ჯარი და დასახმარებლად იხმო 40 ათასი ყივჩაღი, 18 ათასი ალანი, 10 ათასი სომეხი, 500 ფრანკი36. ბრძოლაში მონაწილე ალანთა რიცხვი ძალიან გაზრდილია, ჯვაროსანთა - ნაკლებად. სომეხთა მონაწილეობა საერთოდ არაა სავარაუდო. ამიტომ ცხადია ამ ცნობისადმი ნდობა მცირეა, მაგრამ საინტერესოა ყივჩაღთა რაოდენობა - 40 ათასი. ეგებ სმბატ სპარაპეტმა ზოგადად იცოდა რომ საქართველოს ყავდა ყივჩაღთა 40 ათასიანი ლაშქარი და ამიტომ დაწერა ეს რაოდენობა.
გ. ალასანია მოსაზრებას ემთხვევა ი. პილიპჩუკის თვალსაზრისი, რომ „«40 тыс. кыпчакских  воинов» - это штамп европейской исторической традиции, описывающей войска варваров“ შემდეგ მეცნიერი აღნიშნავს, „ От 150 до 200 тыс. человек должно было насчитывать население наибольших  вождеств - ханства Шаруканидов, канглов, йемеков. Естественно, что вовсе не обязательно, чтобы число было круглым. Количество населения варьировало в каждом отдельном вождестве. Все кочевое населения Дешт-и Кыпчак от Иртыша до Дуная должно было, по нашему мнению, составлять порядка 1 млн. человек“37. თუ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, ირტიშიდან დუნაიმდე ცხოვრობდა 1 მილიონი ყივჩაღი, საქართველოში მთელი ამ მასის მეოთხედის ანუ 200-250 ათასი ყოვჩაღის გადმოსახლება ნაკლებად სარწმუნო ჩანს.
კონკრეტულად საქართველოში გადმოსახლებული ყივჩაღების რაოდენობის შესახებ კი ი.პილიპჩუკი წერს, „Относительно владений Шаруканидов, то в них  должно было состоять четыре орды, известных  по археологическим источникам, а также неучтенное С. Плетневой объединение кыпчаков - ельтукове. При этом во владениях Шаруканидов должно было находиться несколько племен, как минимум, шесть-семь. При переселении в Грузию должна была мигрировать только часть кыпчаков - токсоба, которые были главными в вождестве Шаруканидов. Представляется возможным, что 15 тыс. кыпчаков, упомянутых  у Маттеоса Урхаэци, - это общее количество кыпчаков, мигрировавших  в Грузию. Воинов Из их  числа должно было быть не более 3 тыс. Представляется возможным, что в битве при Дидгори принимало участие несколько сот кыпчаков (По аналогии с битвой на Вягре), которые составляли элиту кыпчакского воинства. Кыпчаков должны были расселить на опустошенных  сельджуками территориях, которые, впрочем, не были такими уж большими. Таким образом, 40 тыс. чел., упомянутых  в грузинской летописи, - это общее количество воинов с владений Шаруканидов в XI-XII вв., а 200 тыс. насчитывало население всей орды под руководством Шаруканидов.38“ საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ მას ეწინააღმდეგება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა, რომ „იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი“. მემატიანე, რომელიც მეფესთან დაახლოებული პირი იყო, ბევრი რამის თვითმხილველიც გახლდათ და კარგად უწყოდა დავითის დროს მომხდარი ამბების შესახებ პირდაპირ წერს - საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაღთაგან 40 ათასი იყო მეომარი.
სანამ საქართველოში გადმოსახლებული ყივჩაღების რაოდენობაზე ვისაუბრებთ, გვინდა ერთი რამ აღვნიშნოთ. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ გადმოსახლებული ყივჩაღები მიწათმოქმედებით დაკავდნენ39. არ გვგონია, რომ გადმოსახლებულ ყივჩაღებს ან თუნდაც მათ ნაწილს მიწათმოქმედება დაეწყო. გახდე მიწათმოქმედი როცა ამ სფეროში არაფერი იცი, და ყივჩაღებმა არ იცოდნენ მიწათმოქმედება, ერთობ ძნელი საქმეა. ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მომთაბარეებად დარჩნენ. შესაძლოა დასახლდნენ საზღვრისპირა რაიონებში, უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში. მათთვის რომ მიწები გადაეცათ, ამას მეფის ისტორიკოსი ალბათ აღნიშნავდა. ის კი მხოლოდ იმას იუწყება, რომ ყივჩაღებს მიეცათ ცხენები და საჭურველი. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ ყივჩაღებს გამოუყო საცხოვრებელი ადგილი და მათგან გამოდიოდა 40 ათასი მეომარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ მიეცათ ცხენები და საჭურველი. მომთაბარე ცხენების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ „განასრულა ცხენებით“, ალბთ გულისხმობს გზაში დახოცილი ცხენების ნაცვლად ახლების მიცემას. რაც შეეხება საჭურველს, აქაც ალბათ ყივჩაღთა იმ ნაწილზეა საუბარი, რომელსაც ძველი იარაღი ახლით შეუცვალეს. ნაკლებ სავარაუდოდ მიგვაჩნია თვალსაზრისი, რომ ყივჩაღთათვის ცხენებისა და საჭურველის მიცემის მიზეზი რუსთა მიერ მათი დამარცხება იყო. ქ.ჩხატარაიშვილის მოსაზრებით, „საქართველოში გადმოყვანილი ყივჩაყები, რუსთაგან მათი დამარცხების გამო „უპოვარნი“ იყვნენ, მათ იმ დროს ცხენები და საჭურველი აკლდათ, რის გამოც მეფეს მათი ცხენებითა სდა საჭურვლით „გასრულება“ მოუხდა.40“
თუ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ყივჩაღთა ერთი ოჯახიდან ერთ მეომარი გამოდიოდა და თუ თითოეულ ოჯახში სასუალოდ 4-5 სულს ვიგულისხმებთ გადმოსახლებულთა რაოდენობა დაახლოებით 160-200 ათას ადამიანს მიაღწევს. ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ 160-200 ათასიანი ურდოს ყოფნა საქართველოში ძნელი წარმოსადგენია. ასეთი რაოდენობა ალბათ არც იყო გადმოსახლებული.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ნამდვილად ასახელებს ყივჩართაგან გამომავალი ლაშქრის რაოდენობას - „რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი“, მაგრამ არ წერს თუ რა პრინციპით ხდებოდა ჯარის შეკრება. თითო ოჯახიდან თითო მეომარი - ეს მოსაზრება ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის. ამდენად უცნობია თუ რა პრინციპით იკრიბებოდა ყივჩაღთა ჯარი.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყივჩაღთა მთავარი მოვალეობა ჯარის გამოყვანა და ბრძოლაში მონაწილეობა იყო, სხვა ვალდებულება მათ დაკისრებული არ ქონდათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამხედრო ვალდებული იყო ყველა ზრდასრული ყივჩაღი მამაკაცი (და არა 10 წლიდან, როგორც ს.კაკაბაძე თვლიდა). ამიტომ თითო ოჯახიდან გამოდიოდა არა თითო მეომარი, არამედ ორი და სამიც კი. 40 ათასი მეომარი კი ალბათ ყველა ზრდასრული მამაკაცის მობილიზაციის შემთხვევაში იკრიბებოდა. ასეთი რამ კი რეალურად ალბათ არც მომხდარა. თუ 40 ათასი სრული მობილიზაციისას გამომავალი ჯარის რაოდენობა იყო და თუ ჩავთვლით, რომ თითო ოჯახიდან 2-3 მეომარი გამოდიოდა, ასეთ შემთხვევაში გადმოსახლებული გამოდის დაახლოებით 13-15 ათასი ოჯახი. ეს კი დაახლოებით 65-75 ათასი კაცი უნდა იყოს.
შესაძლოა ისიც გვევარაუდა, რომ სულ 40 ათასი ყივჩაღი იყო გადმოსახლებული და მაშინ მათგან 13-15 ათასი მეომრი გამოვიდოდა სრული მობილიზაციის შემთხვევაში. თუმცა ამგვარი ვარაუდის გამოთქმას დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა ეწინააღმდეგება, რომ „იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი“.
თუმცა აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ვისგან შედგებოდა „მონა-სპა“? როგორც ვნახეთ, მეცნიერთა ნაწილი თვლის რომ „მონა-სპა“ ყივჩაღთაგან შედგებოდა და ეს 5 ათასი მეომარიც ყივჩაღთა საერთო რაოდენობაში უნდა შევიყვანოთ. უკანასკნელ ხანს ასეთი მოსაზრება გამოთქვა მ. წურწუმიამ41.
დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, „და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა.“ სიტყვები - „ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი“ ალბათ უფრო იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ახლად გაქრისტიანებულ მეომრებთან. ამიტომ „მონა-სპის“ წევრებად ქართველ მეომარათა წარმოდგენა ცოტა გვიჭირს. თუ ქართველები არ არიან, მაშინ საქმე სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან გვაქვს, ეს ცხადია, მაგრამ ვისთან?42 აქ ყველაფერი უკვე წყაროში დაცული ცნობის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. მართებულად შენიშნავს ზ.პაპასკირი, რომ „მონა-სპის“ წევრების მიჩნევა ყივჩაღებად, დავით მეფის ისტორიკოსის ცნობის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია43. კიდევ ერთხელ მოვიტანთ დავით მეფის ისტორიკოსის ცნობას - „ხოლო ყივჩაყი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა. და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რა ესრეთ შემოიკრიბნა, და დააწყუნა გუარად-გუარად და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი“. როგორც ვხედავთ, ცნობა 5 ათას კაციანი რაზმის შექმნის შესახებ, რომელსაც მეცნიერებმა „მონა-სპა“ უწოდეს, ჩართულია თხრობაში ყივჩაღთა შესახებ. ეს თითქოს უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ამ 5 ათას მეომართან დაკავშირებითაც საქმე ყივჩაღებთან უნდა გვქონდეს. მაგრამ ფრაზა - „და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე“ თითქოს ამ მოსაზრებას ეჭქვეშ აყენებს.
დავით აღმაშენებლის ანონიმი ისტორიკოსის ცნობა ჩვენ ასე გვესმის, მეფემ ყივჩაღები ოჯახებითურთ დაასახლა მათთვის (ე.ი. ყივჩაღთათვის) მისაღებ ადგილებზე (ისეთ ადგილებზე სადაც დიდი საძოვრები არსებობდა). მათგან გამოდიოდა 40 ათასი მებრძოლი. მეფემ მისცა მათ ცხენები და საჭურველი. მეფეს კიდევ ყავდა რჩეული და ბრძოლის საქმეში განსწავლული 5 ათასი მეომარი, გაქრისტიანებულები და სანდონი. თვითონ ყივჩაღებიც მრავალნი ხდებოდნენ ქრისტიანები ყოველდღიურად და მრავალი ადამიანი ემატებოდა ქრისტიანობას. დააჯგუფა გვარებად და დაუდგინა სპასალარები (სამხედრო ხელმძღვანელები) და მმართველები (ყველა მმართველობითი ფუნქციის მფლობელნი, გარდა სამხედროსი).
ცალკე, საგანგებოდ გამოყოფა იმისა, რომ თვით ყივჩაღებიც (თჳთ ყივჩაყნიცა) ქრისტიანობას იღებდნენ, ჩვენი აზრით, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მათ წინ დასახელებული 5 ათასი მეომარი მათსავე ეთნოსს არ ეკუთვნოდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენეული ინტერპრეტაციაა მატიანეში დაცული ცნობისა.
საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი აზრით, დავით აღმაშნებელმა საქართველოში გადმოასახლა ყივჩაღთა დაახლოებით 13-15 ათასი ოჯახი, საერთო რაოდენობით დაახლოებით 65-75 ათასი ადამიანი. ყველა ზრდასრული ყივჩაღი მამაკაცის სრული მობილიზაციის შემთხვევაში და ეს თითო ოჯახიდან 2-3 მეომრის გაწვევას გულისხმობდა, სავარაუდოდ იკრიბებოდა 40 ათასიანი ყივჩაღური მსუბუქი კავალერია. თუმცა ალბათ მეფეს ყივჩაღთა ასეთი რაოდენობა ერთდროულად არასდროს გამოუყვანია. სავარაუდოდ, 15 ათასი იყო ყივჩაღთა ის რაოდენობა რაც რეალურად იკრიბებობდა გადმოსახლებულთაგან.
შენიშვნები
1. „ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“ ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ. თბ. გვ. 184
2. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 94.
3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წიგნი 2. თხზ. ტ. II თბ. 1983 გვ. 200
4. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წიგნი 2. თხზ. ტ. II თბ. 1983 გვ. 353
5. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ. VI თბ. 1973 გვ. 41
6. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ. IX თბ. 1979 გვ. 93
7. ნ. ბერძენიშვილი, ივ.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია, საქართველოს ისტორია ნაწ. I თბ. 1950 გვ. 183
8. ა. კიკვიძე, დავით აღმაშენებელი. თბ. 1942 გვ. 11
9. ჯ. სტეფნაძე, საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა კავკასიის ხალხებთან XII საუკუნეში. თბ. 1974 გვ. 124; 127
10. მ. დუმბაძე, საქართველოს ისტორიული სინამდვილე და შოთა რუსთაველი. კრებულში, საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ. 1966 გვ. 8
11. ზ. ანჩაბაძე, მ.ცინცაძე, საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია XII საუკუნესა და XIII საუკუნის I ნახევარში. კრებულში, საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ. 1966 გვ. 154
12. ს. კაკაბაძე, დიდგორის ბრძოლა თბ. 1982 გვ. 94
13. Г. Анчабадзе, Источниковедческие проблемы военной истории Грузии. Тб. 1990 გვ. 111
14 გ. ალასანია, ქართველები და ისლამამდელი თურქები. თბ. 2008 გვ. 178
15. М. Мургулия, В. Шушарин, Половцы, Грузия, Русь и Венгрия в XII–XIII веках.  М. 1998 გვ. 123
16. „ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“ ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ. თბ. გვ. 194
17. გ. ალასანია, ქართველები და ისლამამდელი თურქები. თბ. 2008 გვ. 179
18. საქართველოს ისტორიის ნარკვევები III. თბ. 1973 გვ.
19. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. III სტატია - „დავით IV აღმაშენებელი.“
20. შ. მესხია, ძლევაჲ საკვირველი“. თბ. 1972 გვ. 64
21. ქ. ჩხატარაიშვილი, ივ.შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა. თბ. 1973 გვ. 76
22. ქ. ჩხატარაიშვილი, უცხოელები XII საუკუნის საქართველოში. კრებულში, საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ. 1966 გვ. 163
23. რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი. საქართველოს ისტორია ოთხ ტომად. ტ. II. თბ. 2012 გვ. 388.
24. ა. გოგოლაძე, დავით აღმაშენებელი. წიგნში საქართველოს მეფეები. თბ. 2000 გვ. 106
25. ა. გოგოლაძე, შუა საუკუნეების ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის საკითხები. თბ. 2015 გვ. 51-55; 77
26. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 98
27. П. П. Толочко. Кочевые народы степей и Киевская Русь. Санкт- Петербург.
2003 ст . 92-93
28. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 254
29. С. А. Плетнева. Половцы. Москва. 1990. ст. 115
30. С. А. Плетнева. Половцы. Москва. 1990. ст. 115.
31. З. Папаскири, У Истоков Грузино-Русских Политических Взаимоотношений. 1982 გვ 97
32. „ცხოვრებაჲ  მეფეთ-მეფისა დავითისი“ ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ. თბ. გვ. 184
33. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I თბ. 1955 გვ.
34. გ. ალასანია, ქართველები და ისლამამდელი თურქები. თბ. 2008 გვ. 177
35. გ. ალასანია, ქართველები და ისლამამდელი თურქები. თბ. 2008 გვ. 179
36. Смбат Спарапет, Летопись (Ереван, 1974), 84-5.
37.  Я. Пилипчук, Сколько было кыпчаков? (К вопросу о достоверности сведений источников о количестве населения западноевразийских степей).
შტრატუმ პლუს № 5 2014 გვ. 265 (ამ სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პროფესორ ზ.პაპასკირს)
38. Я. Пилипчук, Сколько было кыпчаков? (К вопросу о достоверности сведений источников о количестве населения западноевразийских степей). შტრატუმ პლუს № 5 2014გვ. 264
39. ქ. ჩხატარაიშვილის აზრით, მეფემ გადმოსახლებულთა ნაწილი სომხეთში დაასახლა, სადაც ისინი მიწათმოქმედებას მოეკიდნენ. უცხოელები XII საუკუნის საქართველოში. კრებულში, საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ. 1966 გვ. 175
40. ქ. ჩხატარაიშვილი, უცხოელები XII საუკუნის საქართველოში. კრებულში, საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ. 1966 გვ. 167
41. მ. წურწუმია, „შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700) ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება“. დისერტაცია ისტორიის“. დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. 2015 გვ. 42-43
42. სარგის კაკაბაძე წერდა, „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ირკვევა, რომ პირადად მეფის განკარგულებაში იყო „მესაწოლე“, ე.ი. მეფის საწოლთან (იგივე კაბინეტთან, როგორც ახლა ვიტყვით) მიმაგრებული 700 შუბოსანი, რომელთაგან მხოლოდ რვა იყო გლეხი (იგულისხმება შეძლებულ გლეხთაგან გამოსული მსახური), დანარჩენი კი აზნაურები იყვნენ. იმავე დროს, მატიანედან ცნობილია, რომ დავითს 1119-1120 წლების ახლოს ხუთი ათასი მონა-სპა ჰყავდა. თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შვიდასი შუბოსანი და 5 ათასი შინა მსახურ-მეომარი ერთმანეთს ფარავდნენ: შვიდასი შუბოსანი აზნაურ-მოყმენი არიან, ხოლო 5 ათასი კაცი - ამ შუბოსან აზნაურ-მოყმე მეომართა და მათ მებჯრე-მსახურთა მთელი რაოდენობის მაჩვენებელია.“ ს.კაკაბაძე, დიდგორის ომი. თბ. 1968 გვ. 63
43. З. Папаскири У Истоков Грузино-Русских  Политических  Взаимоотношений. 1982 გვ. 94
 

Комментариев нет:

Отправить комментарий