пятница, 28 сентября 2018 г.

ანტიკური გეოგრაფიის ლექსიკონი

1. აქეელები, ახეელები - ადიღეური ხალხი
2. ამისო - მდ. ჰალისის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ამისოსი (თანამედროვე . სამსუნთან) ძვ. . VI . ბერძნული კოლონიაა. სტრაბონთან შემონახული ცნობით, ძვ. . IV . ისტორიკოსი თეოპომპე იუწყებოდა, რომ იგი თავდაპირველად მილეტელებს დაუარსებიათ, შემდეგ კაპადოკიელებს ჩაუგდიათ ხელში და ბოლოს ათენელ ბერძნებს დაუსახლებიათ.
3. არაგი - არაგვი
4. ალაზონია - ალაზანი
5. ალაზანის სანაოსნო შენაკადები : სანდობანი, რეტაკი და ხანი
6. ჰარმოზიკე (არმაზის ციხე) სტრაბონის ჰარმოზიკა; პტოლემეის არმაკტიკა; არმაზ ციხე დღევ. ბაგინეთში, მცხეთასთან ახლოს.
7. აკილისენა - იგივე ეკლეცი, მდ. კარასუს გაყოლებაზე. იგი სომხებმა კატაონებს წაართვეს.
8. ანძიანძორა იგივე ანძორეთი იყო . ანის მხარე („ძორხეობას ნიშნავს). ანი კი თანამედროვე კემაჰია მდ. კარა-სუზე.
9. სტეფანე ბიზანტიელის (VI-VII .) ცნობით ამარანტები კოლხური ტომია; მათი ქვეყნიდან მოდის ფაზისი, კოლხეთში არსებობს მთა ამარანტიონი. მკვლევრები ამ ტოპონიმში ამირანის მთას ხედავენ.
10. აპაიტები, უწინდელი კერკიტები ტრაპეზუნტის, ფარნაკიისა და მცირე არმენიის მახლობლად ცხოვრობენ - სტრაბონი
11. აფსაროსი (ჭოროხი)
12. მდინარე არიონი - არიანეს პიქსიტე = დღევ ვიწე წყალი.
13. მდინარე არაბისი, იგივე ძაგატისი - დღევ. ჰემშინ დერე, რომელიც ფაზართან ჩამოედინება.
14. კუნძული არეია, არესის კუნძული - თანამ. გირესუნ-ადა
15. ასტელეფოსი - არიანეთი პატარა კოდორი, საერთოდ კი კოდორი
16. აბასკოსი - ფსოუ
17. აქეუნტი - შახე
18. ათინა = ფაზარი.
19. მდ. ასკუროსი = დღევ. ასფოროს-დერე.
20. მდ. ადიენოსი, გოდიენოსი, არდინეოსი, აბინეოსი = დღევ. მდ. ყანლუ-დერე. ფსევდო სკილაქსი ხმარობს სახელსოდეინიოსს“.
21. მდ. არქაბისი = ორხოფი = ორჯი ჩაი. სკილაქსით მდ. არქაბისი, ბიძერების ქვეყანაში. პტოლემაიოსით: არკადისი.
22. . არქაბე - არჰავე
23. აკინასე = მდ. კინტრიში.
24. ანთემუნტი - გუმისთა
25. აიგიპოსი, ჰიპოსი - კოდორი
26. არტაქსატა ანუ არტაშატი - . . დიდი არმენიის დედაქალაქი, რომელიც მდ. არაქსის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობდა.
27. არტანისა (პტოლემ.) უნდა უდრიდეს დღევ. სოფელ არტანს თიანეთის რაიონში, თიანეთიდან 12-13 კმ-ზე.
28. მდ. აკამფსისი, ბოასი = მდ. ჭოროხის შეასართავი ნაწილი.
1. ბატი, პატუსი - დღევ. ნოვოროსიისკთან, ან გელენჯიკის რაიონში
2. ბორგისი, ბურკა, ბრუქონტი, 5 საუკ. მიზიგი - დღევ. მზიმთა
3. ბათისი ნიშნავსღრმა წყალს“ - დღევ. ყოროლის წყალი
1. ადრე ანტიკ. გლავკოსი - რიონი რაჭის მთებიდან ვარციხემდე
2. გოგარენე (ისტორიული ქვემო ქართლი: დაახლოებით ჭოჭკანის, ბოლნისის, დმანისის და ლოქის ხეობები, ტაშირი, აბოცი, თრიალეთის სამხრეთ ნაწილი და კანგარქი) ანუ სამშვილდის საერისთავო.
3. გარგარეველები (გარგარეველების (Γαργαρεῖς) სახელწოდებას აახლოებენ ჩეჩნების თვითდასახელებასთან - „გალგაი“) ალბანეთის ზემოთ მდებარე, კერავნულად წოდებულ მთებში ცხოვრობდნენ
4. პოლისი გიენოსი (ოჩამჩირესთან), და მდინარე გიენოსი (ღალიძგა)=კიენოსი, კიკნუმი
5. გენეტის კონცხი - დღევ. ჩამის კონცხი
6. გლაუკოსი - პტოლემაიოსის ოლთუ ჩაი, სტრაბონის რიონის მონაკვეთი რაჭის მთებიდან ვარციხემდე, .. რიონ-ყვირილის შერთვამდე.
7. გორგიპია ე.წ. სინდების დედაქალაქი და ნავსადგური. დღევ. ანაპა.
1. დერჭანი/დერქსენე/ ქსექრსენე = დღევ. . თერჯანის მხარე ყარა-სუზე
2. დიოსკურია, სებასტოპოლისი -ცხუმი
3. დარანალის მხარე, იგივე ანალიბა, ეკლეცის დასავლეთით მდებარეობდა. მის ძირითად განმსაზღვრელ ქალაქს ანი (თანამედროვე კემახი, მდ. კარასუზე) წარმოადგენდა.
4. მდინარე დაარანოვი = არიანეს არქაბისი = დღევ. ორხოფი.
1. ევქსინის პონტო - სტუმართმოყვარე ზღვა - შავი ზღვა
2. ეკლეცი, იგივე აკილისენა, მდ. ევფრატის (კარა-სუ) გაყოლებაზე, დერჭანის (ქსერქსენე || დერქსენე) დასავლეთით მდებარეობდა (თანამედროვე . ერზინჯანთან). მისი მეორე სახელწოდება იყო ანაიტიკა.
3. ენეტების ქვეყნის ქალაქის ამასტრისის შემადგენელ ნაწილს ქალაქ კიტორუმს სახელი ფრიქსეს ძის, აიეტესის შვილიშვილის კიტოროსისაგან მიუღია; ამ ცნობას სტრაბონი ეფოროსს დასესხებია. ენეტები უნდა უდრიდეს გენეტებს და კენებს.
4. ეკრიგტიკას მხარე, - = პტოლემეოსის ეკრეკტიკას, რომელიც კოლხეთის შიდა მხარეა, ასე რომ შესაძლოა ეგრისის შესატყვისი იყოს.
1. ვიწე, ვიძე - ფინდიკლი
1. ზიგები/ძილქები = ჯიქები
2. ზეფირია, ზეფფრე, - თანამ. კაიკ-ლიმანი
1. მდ.თერმოდონტი - თერმე-ჩაი
2. . თემისკირა - მდინარეებს ირისსა და თერმოდონტს შორის, დღევ. . თერმეს რაიონში
1. ირიდი, ირისი - დღევ. იეშილ ირმაქი
2. მდინარე იაზონიუმი - სხვა ავტორები აქ ასახელებენ იასონის კონცხს, დღევ. იასუნ-ბურნუ.
3. მდ. იბერი თუ იბერების მდინარე უნდა იყოს დებედა (ძვ. ბერდუჯი), ხრამი ან ალგეთი.
4. ისისი = მდ. ნატანები
5. ისხოპოლისი - დღევ. ტირობოლუ?, (ანუ ანტიკ. ტრიპოლისი), ვაკფიკებირის მახლობლად. იხსენიებს სტრაბონიც. მასთან ახლოს მდებარეობდა ფილოკალეია (დღევ. გიორელე) და არგირია დღევ. (ჰალკოვა).
1. კიროსი - მტკვარი
2. კერკეტები - ჩერქეზები
3. კოტიორა - დღევ. ორდუსთან
4. კარენიტი (არზრუმის მხარე), კარინი - არზრუმი
5. კამბისენე, ქართული - კამბეჩოვანი, იგივე ქიზიყი - მოიცავდა ტერიტორიას ალაზნის ქვემო წელსა და მდ. მტკვარს შორის.
6. კენტრიტი - დღევ. ბოტანი, ტიგროსის შენაკადი, ვანის ტბის სამხრეთით
7. მდ. კორაქსი, კორაკოსი - ბზიფი, პლინიუსით - პენიუსი.
8. კირკეიუმი, კირკე იყო აიეტის და, კუნძულ აიაზე მცხოვრები გრძნეული.
9. კინიუმი უნდა უდრიდეს მელას ნახსენებ ბერძნულ პოლის კიკნუსს კოლხიდას ტერიტორიაზე. პლინიუსი ქვემოთ მას პიტიუნტსა და სებასტოპოლისს შორის ათავსებს.
10. კიანეოსი ბერძნულად ნიშნავსმუქ ლურჯს“. თვლიან დღევ. ტეხურად, თუმცა პლინიუსი მას რიონს სამხრეთიდან უერთებს.
11. კუმანია - ან დარიალის ციხეა, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში, ყაზბეგიდან ჩრდილოეთით, ათიოდე კმ-ის დაშორებით, მდ. თერგის მარცხენა ნაპირის შემაღლებულ კლდეზე; ან ქუმლის ციხე, რომელიც მდებარეობს სოფელ ქუმლისციხეში (გუდაურის თემი, ყაზბეგის რაიონი, ჯვრის უღელტეხილის სამხრეთ ქალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, სტეფანწმინდიდან სამხრეთით 40 კმ-ზე, საქართველოს სამხედრო გზის პირზე.
12. მდ. კალაპოტამოსი = მდ. კარადერს-სუ.
13. კარამბისის კონცხი - ამჟამად ქერემფეს კონცხი
14. კორდილე - დღევ. . აკჩაკალე, ფენერის კონცხის აღმოსავლეთით
15. კორდულა - დღევ. ჩაიელი, ფაზარის დასავლეთით
16. კალიპარაულიუ - იიდერე
17. ძვ. კერასუნტი - ვაკფიკებირი
18. ლიკოსი - თორთუმი
19. კერავნის მთები - ანდის ქედი.
20. კალარძენე - კლარჯეთი.
1. ლიკუსი (დღევ. კელკიტ ჩაი). პტოლემაიოსი და პლინიუსი ამ სახელით ჭოროხის შენაკადსაც (თორთომს) მოიხსენიებს.
2. ფს. სკილაქსის ქალაქი ლიმნე = არიანეს ათენს = დღევ. ფაზარსლიმნეყურეს“ „აუზს ნიშნავს. არიანეს ცნობით ათენი კარგი ნავსაყუდელი ყურით არის დაჯილდოვებული, რომელშიაც ხომალდები სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქარებისგან არიან დაცულნი. სავარაუდოდ ასე ერქვა ამ ქალაქს, ხოლო ბერძნებმა მოგვიანებით უწოდეს ათენი.
3. ლუბიონი - სოფ. ლებაისკარი.
1. მეოტიდა - აზოვის ზღვა
2. მეოტები - ადიღეური ტომები
3. მაკროპოგენები - ანუ გრძელწვერებიანები
4. მოსხური მთები - მდინარეების ჭოროხის, მტკვრის, კარასუს (ჩრდილოეთ ევფრატი) და არეზს შორის მოქცეული მთები: შედგებოდა: არსიანის ქედის, შავშეთის ქედის, აჭარა-იმერეთის ქედის, ერუშეთის ქედის, ერუშეთის მთიანეთის, ნიალისყურის ქედის, სამსარის ქედის, ჯავახეთის ქედის, თრიალეთის ქედის, სოღანლუღის ქედის, კარგაფაზარის ქედის, ჩახირბაბის ქედის, ალაჰიუეკბერის ქედისგან. ფართო მნიშვნელობით ზოგჯერ ფარავდა ნაწილობრივ პარიადრის შემადგენელ ზოგიერთ ქედს.
5. მელანტიუმი - დღევ. მელეტ-ირმაკი
6. მოგრუსი ან ნოგრუსი, სკილაქსის რისი - დღევ. მდ. სუფსა
7. მასეტიკის წყალი - სოჩი
8. მელასი - ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება . არაკლიში.
9. მარდები - ცხოვრობდნენ მარდალის პროვინციაში, არაქსის სათავეებში, რომელსაც ესაზღვრება ბასიანის ზონა. ინგოროყვას აზრით ისინი იგივე მატიენები არიან.
1. ნიტიკე - გაგრა.
1. ოფიუნტი, ოფიუსი, მდინარე - ახლანდ. მდ. სატაკლი ჩაი.
1. პიტიუნტი, პიტიუსი, პენიუსი - ბიჭვინთა
2. პარიადრი - ვიწრო მნიშვნელობით მოიცავდა თანამედროვე ჯანიკის, გირესუნის, გიუმუშჰანეს, კოპის, მოსჯინის, სივრიდერესა და აკდაღის ქედებს; ფართო მნიშვნელობით კი პარიადრი ზოგჯერ ფარავდა სკიდისეს და მოსხური მთების იმ ნაწილს რომელიც აგრძელებს პარიადრეს და მოიცავდა ჩახირბაბის, კარგაფაზარის, სოღანლუღის, ალაჰიუეკბერის, ნიალისყურის და ლოქის ქედებს)
3. პარიადრეს მთისწინეთი - სპერი, პარხალი და ტაო
4. სკილაქსის მდინარე პორდანისი, ფლავიუს არიანეს მდ. პრიტანიდი, ისტორიული ლაზეთის მდინარე ფორტუნა - თანამედროვე ფირტინა დერე
5. მდინარე პიქსიტი - ვიწეწყალი, ვიძე სუ ან ტაიროღლუ
6. პაგრი - გელენჯიკი
7. პართენიოსი - დღევ. მდ. ბართინ ჩაი. პაფლაგონიის ჩრდ-დას. ნაწილში
8. . პოლემონიუმი თანამედროვე მდ. ბალამანის შესართავთან მდებარეობდა. იგი ქალაქ ფანიზანის ნანგრევებზე ააგო პოლემონ II-. დღეს აქ თურქული ქალაქი ბოლამანია.
9. პარიადრეს მთისწინეთი - ტაო, პარხალი და სპერი, ანუ კლარჯეთის საერსთავოს სამხრეთ ნაწილი.

1. პლინიუსის მდინარე როანი - დღევ. ჭურიას (ენგურის სამხრეთით, ხობის რაიონში) ან გაგიდას (ენგურის ჩრდილოეთით, გალის რაიონში) მოხსენიება.
2. პროკოპის რეონი კი თავის მხრივ უდრის თანამედროვე რიონს რაჭის მთებიდან ვარციხემდე,
3. მდ. რიზიოსი = მდ. ტაშლი დერე
4. რიზეუმი - . რიზე. ანონიმისა და პროკოპის აზრით რიზეუმი ქალაქია ლაზიკეში, ტრაპეზუნტიდან ორი დღის სავალითაა დაშორებული. პროკოპი სხვაგან ამბობს, რომ ტრაპეზუნტელთა საზღვრებს იქით სოფელი რიზეა; იუსტინიანემ იგი განაახლა და ზღუდე-სიმაგრე შემოავლო. აგათიას ცნობით რიზე ქალაქია. ბიზანტიური წყაროებით რიზეს საეპისკოპოსო კათედრა შედის პოლემონის პონტოს ეპარქიაში: რიზეს სამიტროპოლიტო ანუ რიზეს საარქიეპისკოპოსო.
1. საკასენა (შაკაშენე, დღევ. განჯის მხარე.ეს სახელი ამ მხარეს საკების (სკვითების) აქ დაფუძნების შემდეგ შერჩენია;
2. სარაპანა (სტრაბონი); სარაკე (პტოლემაიოსი) - შორაპანი
3. სინოპე - ინჯეს კონცხზე მდებარეობს
4. სოანები - სვანები
5. სევსამორა - წიწამურის ციხე
6. სკიდისე/სკვიდისი - ვიწრო მნიშვნელობით მოიცავდა ჭოროხის მარცხენა ნაპირზე აღმართულ ლაზისტანის ქედს, ხოლო ფართო მნიშვნელობით აგრეთვე სოღანლისა და მდ. ჰალშიტ-ჩაისთან მდებარე კალკანის ქედებსაც. ლაზისტანის ქედზე, . რიზეს მახლობლად მთებში მდებარე სანჯაყს არაბულად ქვიაკურა სება“, რაცშვიდ სოფელსნიშნავს. ეს. ყველაფერი აღნიშნული კი ადასტურებს ანტიკურშვიდსოფლელთაამ მხარეში ცხოვრებას.
7. სირაკენი - შირაქი (არმენიის მხარე)
8. სინდების მხარე, გეორგიპია სინდების დედაქალაქი. სინდები - ადიღეური ტომები.
9. . სტერი დაქალაქსა დიდსა ზღჳსა კიდესა“, მათში ეგებ ნაგულისხმევი იყო ქალაქები ჰიდარა (ან სატალა).
10. სინორექსის ციხე-სიმაგრეს, იგივე სინორია, . ბაიბურთის სამხრეთით. სტრაბონი სინორიას დიდი არმენიის საზღვართან ათავსებს
11. მდინარე სიდენი - დღევ. ბოლამან-ჩაი მიედინება . პოლემონიაში
12. სურიუმი იგივე სურიონი, - დღევ სოფ. ციხესულორი
13. სიგანეონი ან სინგამე, ზიგანეუმი - დღევ. სოფ. გუდავა.
14. სერრები და სერაკები (პტოლემეოსის სერაკები და ანტიკურ სირახები) სკვითური ხალხები იყვნენ და ცხოვროდნენ ჩრდ. კავკასიის სანაპიროზე აზოვის ზღვამდე, სადღაც ნოვოროსიისკის რაიონში.
15. სურა - სოფ. არადეთი ქარელის რაიონში.
16. სინგამე მდ. - ოქუმი.
1. ტრაპეზუნტი - ტრაპიზონი
2. ტანაისი მხარე - დღევ. კავკასია
3. მდ. ტანაისი - მდ. დონი
4. ტელებოიას - დღევ. მურატი, ევფრატის ერთ-ერთი სათავე
5. ტორეტები - ადიღეური ხალხი
6. ტრიპოლი - მდინარე ტირებოლი-სუ, . ტრიპოლისი - ტირებოლუ
7. ტერსოსი =არიანეს ტარსურა მოხე; სკილაქსის მეტასორისი - დღევ. მოქვის წყალი.
8. ტიანა = ქრისტუპოლი. მეორე კაპადოკიის ქალაქი. თიანიკე“ - ჭანეთი.

1. . ფაზისი - ფოთთან
2. მდინარე ფაზისი - ყვირილა +რიონი ვარციხიდან - ზღვამდე. ზოგჯერ არაქსის ზემოწელი და ჭოროხი.
3. ფარნაკია დღევ. გირესუნთან, დააარსა პონტოს მეფე ფარნაკ I-მა 183 წლის ახლოს. ახ.. 64 . ეწოდა კერასუნტი
4. ფარსანგი = მანძილი, რომელიც შეეძლო დაეფარა მხედარს ან ქვეითს 1 საათში. განასხვავებენ მხედრის ფარსანგს (5,94 კმ) და ქვეითის ფარსანგს (4 კმ). 1 ფარსანგი = 30 სტადიონს, ქსენოფონტეს ფარსანგი 5340 . სპარსეული = 5549
5. ფთიროფაგები ანუ გირჩისმჭამელები
6. ფსორონი - დღევ არაკლი, სურმენეს დასავლეთით.
7. ფრიქსოსი (არიანე), ფსიუხროსი (პტოლემ) მდინარე დღევანდელ ვალტახი-სუს/იენიკოი დერე უდრის: Pape (ლექსიკონი ბერძნულ საკუთარ სახელთა) კოლხების და ჭანების საზღვრებზე ათავსებს ამ მდინარეს.
8. ფანაგორია - თერმე
9. ფილოკალეია - გიორელე
1. ოირადესი/ხოირადესი - კეშა
2

1. აგინა-ძაგინა - სოფ. ძაღინა მდ. ფციის ზემო წელზე.
2. ძალისა – იბერიისა და ალბანიის საზღვარზე მდებარე პუნქტი, გაიგივებულია სოფ. ძალისასთან.
1. ხორზენე - კოლა და ხორტევანი ანუ წუნდას საერისთავოს სამხრეთ ნაწილი.
2. ხოტენე, ხოი, ხაოი - ტაო
3. ხარესი (დიოსკურიადასთან, სტრაბონთან), ხრისორროასი არიანესთან, სკილაქსის ხერობიუსი / ქერობიოსი - კელასური.
4. მდინარე ხარიენტი ან ქარიენტი, ფსევდო სკილაქსის ხარიუსი, არიანეს ხარიენტი, პტოლემეოსის ხარიუსტი = დღევ. ხობის წყალი.
5. მდინარე ხობოსი ან ქობოსი, = ფსევდო სკილაქსის ხორსოს/ქორსოს და დღევ. ენგურს.
6. 

1. ჰენიოხები - ბერძნულად ნიშნავს მეეტლეებს.
2. ჰიპოსი - ცხენისწყალი.
3. სხვათაშორის ჰიპიასს ეძახის არიანე და ჰიპუსს - პტოლემაიოსი მდ. კოდორს. ანონიმით ჰიპოსამდე (ახლა რომ ლაგუმფსა ეწოდება)
4. ჰერმონასა - აკჩაბაათი
5. ჰარპასოსი მდ. ჭოროხის ძველი სახელია. ამ სახელწოდებამ დღევანდლამდე შემოინახა თავიჰარპაზონის მთისსახით; მდ. ჭოროხის ხეობაში მდებარე ეს მთა მდ. წყალგველას გასდევს. ჰარპასოსის სიგანე 4 პლეთრონი, ანუ, დაახლ. 124 . ყოფილა
6. პონტოს ჰერაკლეა - თანამედროვე . ერეგლი
7. მდინარე ჰისოსი = მანაოზ ჩაი.
8. ჰისოსის ნავსადგური, სუსარმია - დღევ. სურმენე