1944 წელს ყარაჩაელები, ბალყარები და ჩეჩენ-ინგუშები შუა აზიაში გადაასახლეს. დეპორტაციის შემდეგ მათი ავტონომიური რესპუბლიკები გააუქმეს და ქლუხორის ოლქი და ჩეჩენ-ინგუშეთი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას შეუერთეს. 1957 წ. ჩრდილო კავკასიელთა რეპატრიაციის შემდეგ, ხრუშჩოვმა აღადგინა 1944 წლის საზღვრები.
1944 წ. 12 ოქტომბრის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ. კალინინისა და პრეზიდიუმის მდივნის ა გორკინის ხელმოწერით გამოცემული იქნა შემდეგი ბრძანება: „იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდა გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა მოქალაქეებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისაკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ნაცისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისგან ბანდიტებს და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტიურ დახმარებას. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, გადასახლდეს სსრკ-ს სხვადასხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდეს.
2. ყარაჩაის ა.ო.-ს გაუქმების გამო, მისი შემადგენელი უშკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, აჭნიშნულ ტერიტორიაზე კი შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული - ქლუხორის რაიონი, ცენტრი - ქალაქი მიქოიან-შახარი. აღნიშნულ ქალაქს შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ქლუხორი“.
ასე გაუქმდა ყარაჩაის ავტონომიური ოლქი. ყარაჩაელებთან ერთად გაასახლეს ბალყარებიც. მათ საცხოვრისს ეწოდა ყაბარდოს ასსრ. ტერიტორიის ნაწილი - ელბრუსკისა და ნაგორნის რაიონების სამხრეთ დასავლეთ ნაწილი საქართველოს კუთვნილ ზემო სვანეთის რაიონს შეუერთეს. ახლადშექმნილ რაიონებში კრემლის მითითებით 5000-ზე მტი ქართველი ჩაასახლეს, ძირითადათ სვანები და რაჭველები, რომლებმაც განსხვავებით ოსებისა და რუსებისაგან, მოგვიანებით რეაბილიტირებულ კავკასიელებს დიდსულოვნათ დაუთმეს თავიანთი სახლ-კარი და ცხოვრების მოსაწყობად ხელიც კი გაუმართეს, რასაც დღემდე სიყვარულით იხსენებენ ადგილობრივები.
ასევე გააუქმეს ჩეჩნეთ ინგუშეთის ასსრ-ც.
აქვე უნდა გავიხსენოთ ძველი ფაქტებიც. 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე ქართველმა ბოლშევიკებმა ჩეჩნებს „დაუთმეს“ თიანეთის მაზრაში, მდ. არღუნის ხეობაში, მდებარე ქისტებით დასახლებული სოფლები: ჯარეგო, თერეთეგო, მელხესტი, ცეკარო, სახანო და სხვა. 166,78 კმ კვ. 1600 კაცით. ამდენად საზღვარი რსფსრ-სა და საქართველოს შორის სოფელ შატილიდან რამდენიმე კილომეტრში გატარდა.
1927 წელს ქართველ შატილელებსა და ჩეჩენ ჯარეგოელებს შორის საძოვრების გამო წარმოიშვა დავა. სსრკ ცაკ-ის სპეციალურმა კომისიამ ა. ისლამოვის ხელმძღვანელობით საკითხი სრულიად რუსეთის ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გაიტანა და სასწრაფო წესით, 1928 წლის 20 აგვისტოს დაამტკიცა. როგორც შემდეგ გამოირკვა, თურმე კომისიას საქართველოს ცაკ-ის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების იგნორირება მოუხდენია.
„...მთა ალაქოს სადავო უბანი უანგაროდ გადაეცეთ სარგებლობისათვის ჩაჩნეთის ავტონომიური ოლქის სოფელ ჯარეგოს მცხოვრებთ, მაგრამ ის რჩება საქართველოს შემადგენლობაში“.
აღნიშნულის გამო შატილელები ძალზე ნაწყენი დარჩნენ საბჭოთა ხელისუფლებისადმი და 1939 წელს დავამ ახალი ძალით იფეთქა და როგორც საარქივო წყაროებით ირკვევა, საქმე შეტაკებამდეც კი მისულა. დუშეთის რაიკომმა, კონფლიქტის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ, კატეგორიული თხოვნით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცეკას, რათა 1928 წლის დადგენილება გადასინჯულიყო. მიმოწერა თბილისს, მოსკოვს და გროზნოს შორის საკმაოდ გაჭიანურდა და ამასობაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

1944 წ. 7 მარტს სსრკ უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით ჩეჩნები და ინგუშები გერმანელებთან კავშირის ბრალდებით შუა აზიასა და ციმბირში გაასახლეს. გაუქმებული ჩეჩნეთ-ინგუშეთის ოლქის ნაწილზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, დანარჩენი კი გაუნაწილეს ჩრდ. ოსეთს, დაღესტანსა და საქართველოს. საქართველოს შეუერთეს ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დას. ნაწილი, გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. საქართველოს გადაეცა აგრეთვე ჩრდ. ოსეთის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიც. შედეგად გარდა ახალშემოერთებული მიწებისა, საქართველოს დაუბრუნდა 1925-28 წლებში დაკარგული ყველა მიწა.
შემოერთებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ახალხევის რაიონის სახით დაფუძნდა, რომელიც 50-იან წლებში გაუქმდა და დუშეთის რაიონს შემოუერთდა; რაც შეეხება ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩეჩნეთის პრიგოროდნის სამხრეთ ნაწილებს, იგი გააერთიანეს ყაზბეგის რაიონში. ამდენად 1944 წ. საქართველოს მოსახლეობა 26 ათასით, ფართობი კი 74,4 ათას კვ კმ-მდე გაიზარდა.
1955 წ. ქლუხორის რაიონი რუსეთს გადაეცა, 1957 წ. 9 იანვრის ბრძანებით კი ჩეჩენ-ინგუშთა რეაბილიტაციის შემდეგ ახალხევის რაიონი და სხვა შემოერთებული მიწები ძველ მფლობელებს დაუბრუნეს. ასე აღდგა 1944 წლის 7 მარტის არსებული საზღვრები საქართველოსა და რუსეთს შორის, იმ განსხვავებით, რომ საქართველოსშვის ჩამორეთმეული მიწები უკან აღარ დაბრუნდა და ასე დარჩათ საბოლოოდ ქართული სოფლები ჩეჩნებს.
1922 წლის რუკა
1928 წლის რუკა
1925-28 წლებში წართმეული ტერიტორია
1944-1957 წლების რუკა
Комментариев нет:
Отправить комментарий