среда, 31 октября 2018 г.

ჰომეროსი: ილიადა – ქება XVII–XXIV

ქება მეჩვიდმეტე. მენელაოსის გმირობა
მყისვე შენიშნა ატრევსის ძემ მენელაოსმა
პატროკლე, მტრისგან განგმირული ფიცხელ ბრძოლაში.
გაიჭრა შუბით აღჭურვილი, გვამის გარშემო
ისე ბორგავდა, ვით ბოჩოლას გარშემო დედა,
5 ახალ მშობელი, პირველ შობის ვერ-მეცნიერი.
თავს ევლებოდა აგრერიგად მენელაოსი,
მრისხანედ ოროლს იღერებდა ფარშემართული.
მზად იყო სული ამოერთვა, ვინც შებედავდა.
მაგრამ პანთოსის ძლიერ ძესაც ომში ძლეული
10 პატროკლეს გვამი დიახაც რომ რამედ უღირდა.
მიუახლოვდა და შესძახა გმირ მენელაოსს:
„ზევსის ნაზარდო მენელაოს, მამაცთა მეფევ,
გამშორდი, დათმე სისხლიანი ჩემი ნადავლი!
ჩემამდე არვინ არც ტროელი, არც მოკავშირე
15 არ შეხებია შუბით ფიცხელ ომში პატროკლეს.
თავიდან მომწყდი, მაამაყე ტროელთა შორის,
თორემ მიფრთხილდი, ტკბილ სიცოცხლეს გამოგასალმებ!“
რისთვის აენთო მენელაოს ქერათმიანი:
„მამა ზევსს ვფიცავ, არ შეგშვენის ასე ტრაბახი!
20 ამდენს ფოცხვერი არ ამაყობს, ლომი ფიცხელი,
ან ტახი, რომელს უფრო დიდი ზიანი მოაქვს,
გული რომ უძგერს მძვინვარებით და ღონე ერჩის,
რამდენსაც ძენი იკვეხნიან პანთოიდისა!
მაგრამ ვერ იხსნა სიჭაბუკემ ჰიპერენოროს,
25 როცა ამიკლო უტიფარი ლანძღვა-გინებით.
რას ყაყანებდა, აქაო-და ჯაბანი ხარო,
თუმცა, ვგონებ, სახლში თვისი ფეხით აღარ წასულა,
ნორჩი ცოლის და შინაურთა გასახარებლად!
შენს ზვაობასაც მე დავაცხრობ, თუკი გაბედავ
30 მომიახლოვდე, მაგრამ გირჩევ, მაგ ბრბოში ჩქარა
შეყავი თავი! ნუ მეჩრები, ფეხზე გაასწარ
უბედურებას! უჭკუოც კი ხედავს, რა ხდება! ”
ასე თქვა. მაგრამ კვლავ მიუგო მოყმემ პასუხად:
”ო, მენელაოს, ახლავ მიზღავ ძმის მოკვლის გამო!
35 ამაყობ კიდეც, გამწარებულ ქვრივად რომ დარჩა
ნორჩი დიაცი საქორწინო სამთიბიოში,
ხოლო მშობლები უნუგეშო გლოვას მიეცნენ!
ო, უეჭველად მგლოვიარეთ ვესალბუნები,
თუ თავს მოგკვეთავს, სამკერდულებს აგაგლეჯ მკერდზე
40 და პანთოსს მივცემ და ღვთაებრივ ფრონტისს ვაახლებ.
მაგრამ აქამდე რად არ გვინდა, რომ შერკინებით
გაირკვეს ჩვენი სიმხნევე თუ უბადრუკობა?”
ასე წარმოთქვა და აძგერა მტრის ფარს ოროლი,
მაგრამ ვერ გაჭრა, გაეღუნა გმირს შუბისწვერი.
45 მაშინ გაიჭრა წინ სპილენძით მენელაოსი,
ხელთ სასიკვდილო შუბი ეპყრა, ზევსს შეევედრა
ომში შეწევნას. ყელში ჩასცა მტერს უკუქცეულს
და თან დააწვა, მძლავრი მკლავის ჰქონდა იმედი.
მყის გაირბინა ნაზი ყელი სასტიკმა რვალმა,
50 დაეცა მოყმე, აჟღრიალდა მძიმე ჯავშანი.
სისხლით მოირწყა თმა ლამაზი, ქარიტთა მსგავსად
კოხტად შეკრული ვერცხლისა და ოქროს კავებით.
ზეთისხილის ხე, კაცის ხელით ნასათუთევი,
განმარტოებით მოჩუხჩუხე რუსთან ნებივრობს,
55 ხოლო რტოებით ველსა ფარავს, სიო ნარნარი
წამოქოჩრავს და გააგრილებს სპეტაკფერიანს.
მაგრამ უეცრად ქარიშხალი შეეხეთქბა,
ძირფესვიანად ამოძირკვავს, დაახლის მიწას. . .
ასე პანთოსის ძე ევფორბოს მენელაოსმა
60 დასცა, დაამხო და ახადა აბჯარ-ბექთარი.
მთებში გაზრდილი და ამაყი ლომი როდესაც
მოიალაღე ჯოგს მოსტაცებს უკეთეს ძროხას,
მაშინვე ყელში ეძგერება ბასრი კბილებით.
შემდეგ ნთქავს სისხლსაც, ცხელ შიგნეულს, ხარბად
ფლეთს სხეულს.
65 ირგვლივ ძაღლების წკავ-წკავია, და მოშორებით
ნადირს გლეხები უყივიან, მაგრამ წინ გასვლას
ვერავინ ბედავს, შიშისაგან წასვლიათ ფერი. . .
ასე ტროელნიც არ გაუშვა გულმა, რომ მედგრად
შერკინებოდნენ მენელაოსს, დიდებით მოსილს.
70 მალე საჭურველს წაიღებდა პანთოიდისა,
რომ მისი ჯიბრით შორსმოისარ უფალ აპოლონს
ჰექტორი, მსგავსი არესისა, არ გაეძრახა.
კიკონელთ მეფის მენტეს სახე მიიღო მაშინ
და ისე უთხრა ფოიბოსმა ფრთიანი სიტყვა:
75 ”ჰექტორ, ამაოდ მისდევ ცხნებს ეკადისა,
მოუხელთებელთ. სასტიკია მათი ბუნება,
ყველა კაცს, მოკვდავს, უჭირს მათი მართვა და დევნა,
გარდა უკდავი დედის შვილის - აქილევსისა!
შენს აქ ყოფნაში ატრევსის ძემ მენელაოსმა,
80 როცა პატროკლეს გვამს იცავდა, ბოლო მოუღო,
დათრგუნა ძალა პანთოსის ძის, მძლე ევფორბოსის!”
თქვა და კვლავ ღმერთი მიუბრუნდა კაცთა საჯაფარს.
ჰექტორს კი დარდმა შეუკუმშა მაშინვე გული.
გარშემო ლაშქარს გადახედა, უმალ შენიშნა
85 მოყმე საჭურვლის მტაცებელი, სხვა მოყმეც, მიწას
უხმოდ განრთხმული, იარიდან მჩქეფარე სისხლი.
იქით გაიჭრა, აღჭურვილი ელვარე რვალით,
მოყიჟინე და სწრაფი, როგორც ჰეფესტოს ცეცხლი.
ატრიდს შეესმა უმალვე ხმა ომახიანი.
90 და კეითილშობილ გულში ფიქრი გაივლო გმირმა:
”ეჰა! ბექთარიც თუ დავთმე და პატროკლეს გვამიც,
რომელმაც ჩემი ღირსებისთვის დათმო სიცოცხლე,
დამგმობს ყოველი დანაელი, ვინც დამინახავს!
თუ ჰექტორს დავხვდე, რაკი ლტოლვა სამარცხვინოა,
95 და ტროელთ ლაშქარს, ერთს შემხვდება სიმრავლე სპათა -
ზუჩმოელვარე ჰექტორს აქეთ მოჰყავს ტროელნი!
მაგრამ ამ ფიქრებს გული ტკბილად რად მისცემია?
ვინც ბედავს ღმერთის უნებურად ებრძოლოს მოყმეს
ღმერთის მიერ დაცულს, არ ასცდება უბედურება.
100 მე არ დამგმობენ დანაელნი, თუ ავერიდე
გმირთან შეხვედრას: ღმერთის შეწევნით იბრძვის ჰექტორი!
თუ ვნახე სადმე აიანტი, სულმხნე, უშიში,
ჩვენ კვლავ ვიფირებთ ფიცხელ ომზე, გინდ დაიმონი
დაგვიდგეს, ოღონდ მივასვენოთ პელიდთან გვამი!
105 ეს ჭირი უჯობს ჭირთა თმენას მასზე უარესს”.
როცა ეს ფიქრი გონებაში უტრიალებდა,
მოადგა მტერი, მოუძღოდა ტროელთ ჰექტორი.
გმირმა დატოვა მყის პატროკლე,
უკუქცეული
მალ-მალ, ვით ლომი ფაფრიანი, მტერს მოხედავდა.
110 ერეკებიან ფარეხიდან ლომს გლეხკაცები
შუბით მისდევენ, ძაღლი ღრინავს და შეკუმშვია
მხეცს შიშით გული, უხალისოდ ტოვებს საშოვარს.
ასე მოშორდა ცხედარს გმირი მენელაოსიც.
მიუახლოვდა ხალხის კრებულს და იქ ეძებდა
115 მამაც აიანტს, ტელამონის ძეს კეთილშობილს.
მალე იხილა გმირი ლაშქრის მარცხენა მხარეს,
სადაც მხედრობას აქეზებდა მძაფრი ბრძოლისთვის,
თუმცა თავზარი დასცა მაღლით აპოლონ ღმერთმა.
მიუახლოვდა გმირ აიანტს და მოუწოდა:
120 ”აქეთ, აიანტ! ბრძოლა გვმართებს პატროკლესათვის,
ვინძლო აქილევსს დავუბრუნოთ თუნდაც შიშველი
მისი ცხედარი, საჭურველი მძლე ჰექტორს შერჩა!”
ასე მიმართ, შეძრა სული აიანტისა.
გაიჭრა გმირი, თანვე გაჰყვა მენელაოსი.
125 ხოლო ჰექტორი, როს განძარცვა პატროკლეს გვამი,
გმირს მიათრევდა, სურდა თავი მოეჭრა მისთვის
და დასაფლეთად მიეჩინა ტროის ძაღლთათვის.
მკერდზე კოშკივით შემართული ფარით აიანტ
გამოეცხადა. დაიხია ჰექტორმა უკან
130 და ეტლს შეახტა. საჭურველი მეაბჯრეთ მისცა,
რომ სადიდებლად შეენახათ მისთვის ბექთარი.
ვეება ფარით აიანტმა გვამი დაფარა,
იდგა მრისხანე, როგორც ლომი, ბოკვერთა მცველი.
ლომს მიჰყვებიან ბოკვერები პირქუშ მუხნარში
135 და მონადირე რომ შეხვდება, თვალს დააკვესებს
მძლავრი ნადირი, რისხვით შუბლი შეეჭმუხნება.
ასე უვლიდა გარს აიანტს პატროკლეს ცხედარს,
მეორე მხარს მენელაოს ბრძოლისმოყვარე
იდგა გუშაგად, სასტიკ დარდით გულდასერილი.
140 ლიკიელთ მეფემ, მძლე გლავკოსმა ჰიპოლოქიდმა
გაკენჭლა მწარე საყვედურით გმირი ჰექტორი:
”ჰექტორ, იერით გმირის მსგავსო, შენ გმირობისა
არა გცხვენია რა! ამაოდ გაქვს ხალხში სახელი!
რამე იღონე, რომ დაიცვა ციხე-ქალაქი
145 ილიონს შობილ ვაჟკაცებთან და ჯართან ერთად.
რაც შეეხება ლიკიელებს, არვინ ისურვებს
უმადურ საქმეს - შერკინებას დანაელებთან.
აბა, რა გვერგო ყოველდღიურ ბრძოლის სანაცვლოდ?
რას წაადგები, უბადრუკო, უბრალო მებრძოლს,
150 თუ სარპედონი, სტუმარი და ძმობილი შენი,
ასე ვაგლახად არგიველებს ომში დაუთმე?
მან ხომ ტროისთვის და შენთვისაც გაიღო ბევრი,
შენ კი ძაღლებიც ვერ განდევნე მისი ცხედრისგან!
თუ ჯერ კვლავ სჯერა ლიკიელთა მხედრობას ჩემი,
155 შინ გავაბრუნებ! ახლოვდება ტორის დაცემა!
ტროელთ რომ სული შერჩენოდათ, სული, რომელიც
მოყმეთ აღანთებს დასაცავად სამშობლო ქვეყნის,
აატანინებს ბრძოლისა და შრომის სიმძიმეს,
პატროკლეს მალე წავართმევდით ილიონისკენ!
160 რომ შეგვძლებოდა პრიამოსის ციხეში წაგვრა
ბრძოლის დროს ხელში ჩაგდებული პატროკლეს გვამის,
არგიველების სარპედონის თორნს დაგვითმობდნენ.
თვით მის სხეულსაც მივიტანდით ტროის ციხეში,
რადგან დაეცა აქილევსის გმირი მსახური,
165 არგიველთ შორის უმამაცეს სპათა ბელადი!
შენ კი აიანტს შებრძოლება ვერ გაუბედე,
აუთრთოლებლად ვერც შეხედე მოყმეს თვალებში!
სხვა რა გზა გქონდა. ის ხომ შენზე ბევრად მხენა არის!”
გმირმა მრისხანედ შემოხედა და თქვა პასუხად:
170 ”გლავკოს, უჭკუოდ რასაც ამბობ, ისა ხარ შენცა!
დღემდე მეგონა, საყვარელო, აჭარბებ ჭკუით
ყველას, ვინც ცხოვრობს ვრცელი ლიკიის სამეფო მხარეს,
ახლა კი ჭკუას ვერც მოგკითხავს! ეს რა მითხარი!
შენ ამბობ, თითქოს, ვერა ვბედავთ შევხვდე აიანტს?
175 ცხენთა თქარუნის, მტერთან შებმის შიში როდი მაქვს,
მაგრამ კაცის აზრს ბევრად სჭარბობს განსჯა ზევსისა:
ის აკრთობს მამაცს, უკან სტაცებს მოყმესაც ძლევას,
რომელსაც თვითონ წააქეზებს შესარკინებლად.
მომყევ, ძვირფასო, დადექ გვერდით და ნახე საქმე.
180 მთლი დღ მფრთხალი თუ ვიქნები, როგორც შენ ამბობ,
თუ რომელიმე გმირ დანაელს დავუცხრობ გზნებას,
პატროკლეს ცხედრის დასაცავად შუბმოღერებულს!”
ასე თქვა, ტროელთ ასაგზნებად დასჭექა ხაფად:
”ტროელებო და ლიკიელნო, მძლენო დარდანნო!
185 იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!
შევიმოსები მეც პელიდის აბჯარ-ბექთარით,
ხელთ რომ ჩავიგდე, როს დავამხე პატროკლეს ძალა!”
ასე წარმოთქვა და დატოვა ბრძოლა ფიცხელი
ზუჩმოელვარემ, გაეკიდა თავის მეაბჯრეთ,
190 ჯერ ვერ მოესწროთ მათ შორს წასვლა, წამოეწია,
ილიონისკენ რომ მიჰქონდათ პელიდის თორნი.
ბრძოლის ველიდან მოშორებით იცვლიდა ბექთარს.
თვისი მოიხსნა, გაატანა ტროის ციხისკენ,
შემდეგ აისხა იარაღი გაუცვეთელი -
195 აქილევსისა, ღმერთებმა რომ ოდესღაც მისცეს
ჯილდოდ მამამისს მან აჩუქა შვილს, მაგრამ შვილსა
აღაღ ეღირსა დაბერება მამის აბჯარში. . .
ღრუბელთმარეკმა ზევსმა როგორც კი დაინახა
გმირი ღვთაებრივ აქილევსის აბჯარ-ბექთარში,
200 გადაიქნია სინანულით თავი და ბრძანა:
”ეჰ, შე საბრალოვ, შენი სულიც არცა გრძნობს სიკვდილს
მოახლოვებულს! შემოსილხარ უკვდავ საჭურვლით
ძლიერი მოყმის, ვის წინაშე თრთის გმირი ყველა!
შენ მას დაუმხე სულდიდი და მხნე მეგობარი,
205 აბჯარ-ბექთარი ააგლიჯე გმირს უდიერად . . .
მაგრამ გარგუნებ ახლა ძლევას იმის სანაცვლოდ,
რომ შუბ-ფარ-შიმშერს ვერ მიიღბს აქილევსისა
შენი ხელიდან ანდრომაქე, შინ რომ მიგელის”.
ეს თქვა და კვერი დაჰკრა შავი წარბების დახრით.
210 ჰექტორს მოერგო საჭურველი. ჩასახლდა გულში
შმაგი არესი.
გმირს სახსრები სიმხნით აღევსო
და სიმამაცით.
სპას ეჩვენა მოკავშირეთა,
ომახიანი შეძახილით, სულდიდ პელადის
შუბ-ფარ-შიმშერის ელვარებით სპა გაამხნევა
215 და წინამძღოლებს მიაგება ფრთიანი სიტყვა -
მესთლეს, და გლავკოს, და გმირ მედონტს, და თერსილოქოსს,
ასტეროპეოსს, დეისენორს და ჰიპოთოოსს,
ფორკისს, ქრომიოსს და ენომოსს - ჩიტებზე მჩხიბავს,
მათ აღაგზნებდა გმირთა-გმირი ფრთიანი სიტყვით:
220 ”ისმინეთ, სპანო უთვალავნო და მეზობლებო!
რად მჭირდებოდა ხალხთმრავლობა, განა ამისთვის
გიხმეთ შორეულ გზებიდან და ქალაქებიდან!?
მსურდა, ცოლები ტროელების და უცოდველნი
ჩვილნი დაგეცვათ ომის მსურველ აქაველთაგან!
225 ამ აზრით, დიდძალ საზღოსა და საზრდოს გაღებით
ჩემს ხალხსა ვფიცავ, რომ სიმტკიცე ამაღლდა თქვენი.
მაშ, მტერს შეებით! თავი დასდოს ყველა თქვენგანმა,
ან ბრძოლით იხსნას თავი თვისი ეს მართებს მებრძოლს!
ვინც მოახერხებს დაითრიოს პატროკლეს გვამი
230 და ვინც აიანტს ბრძოლით უკან დაახევინებს,
მიიღებს ნადავლს, სანახევროდ ჩემთან გაყოფილს
და იამაყრებს ამ დიდებით ჩემთანვე ერთად!”
თქვა და მიაწყდნენ დანაელებს შუბშემართულნი,
ამაყ იმედით ავსებოდათ გული მეომრებს,
235 რომ წაართმევდნენ ტელამონიდს პატროკლეს ცხედარს.
უგუნურები! ბევრს ზედ გვამთან ახადა სული!
მტერს რომ შეხედა, მენელაოსს მიმართა გმირმა:
”ზევსის აღზრდილო მენელაოს, ასე მგონია,
ვეღარ გავასწრებთ აწ ცოცხალნი ბრძოლის ველიდან!
240 ახლა მაშფოთებს უფრო არა პატროკლეს გვამი, -
მალე რომ ძაღლთა და ყორანთა გახდება ხვედრი, -
არამედ ჩემი თავი მიჭირს, შენც არ აგცდება
უბედურება.
ბრძოლის ღრუბელით ფარავს ჰექტორი
ირგვლივ ყველაფერს.
ჩანს, დაღუპვა გარდუვალია!
245 უხმე დანაელთ, გააგონე ვინძლო ძახილი!”
დაემოღჩილა მენელაოს კეთილშობილი,
ხმამაღლა უხმო დანაელებს დასახმარებლად:
”ო, მეგობრებო, არგიველთა თემისთავებო!
აგამემნონს და მენელაოსს სტუმრად სწვევიხართ
250 და ერთად გისვამთ,
ქვეშევრდომებს მართავთ სვიანად,
მაღლით ზევსისგან მოგცემიათ ძალა-უფლება!
ახლა არ ძალმიძს მეთაურნი ვიცნო ლაშქართა,
ბრძოლის ქარცეცხლი ჩვენს გარშემო მძაფრად გიზგიზებს!
თვითონ იჩქარეთ ყველამ აქეთ, აღივსეთ რისხვით,
255 ნუ გახდით ძაღლთა სათამაშოდ პატროკლეს ცხედარს!”
მისი ხმა ესმა მარდ აიანტს, ოილევსის ძეს,
ყველას დაასწრო, გაირბინა მყის სარბიელი.
იდომენევსი მოჰყვა, მოყმე იდომენევსის -
მხნე მერიონე, კაცთა მმუსვრელ არესის ტოლი.
260 სხვათა სახელებს, მომდევნოთა, ვინ დაიხსომებს.
ვინც განაახლა დანაელთა ბრძოლა მედგარი?
პირველად ტროელთ შეუტიეს და მხნე ჰექტორმა.
კრონიდის აღძრულ მდინარეთა შესართავებთან
უზარმაზარი აგორდება ზვირთი და ღმუის,
265 ზღვა კი ნაპირებს მოახეთქებს ტალღათა ბორცვებს.
ტროელთ ასეთი ღრიანცელი ატეხეს, მაგრამ
ერთსულოვანნი აქაველნი იცავდნენ ცხედარს
რვალის ფარებით მოჯარულნი, მაღლა, მათს ზემოთ
ელვარე ზუჩთა ირგვლივ ზევსმა ღამე დაღვარა:
270 არასდროს გმირი მენეტიდი არ სძულებია,
სანამ სუნთქავდა და ერთგულად შველოდა პელიდს.
ღმერთს როდი სურდა ტროის ძაღლთა კერძად ექცია
და მეგობარნი მიაშველა გმირს დასაცავად.
თვალგამჭრიახი აქაველნი დასძლიეს ტროელთ,
275 დაათმობინეს გვამი, მაინც კადნიერებმა
ვერვინ განგმირა, თუმც მგზნებარე ჟინით ებრძოდნენ.
ცხედარს მიეჭრნენ, მაგრამ იგი დიდხანს აქაველთ
არ დაუთმიათ:
მოაბრუნა მყისვე ლაშქარი
მძლე აიანტმა, იგი თვისი სახით და საქმით
280 ყველა დანაელს ამეტებდა, პელიდის გარდა.
მეწინავეებს დაერია. მდევარს რომ ტახი
მოუბრუნდება, ძაღლებსა და მონადირეებს
უსიერ ტევრში კისრისტეხით მიფანტ-მოფანთავს.
ასე იოლად აიანტმა ტელამონის ძემ
285 ტროელთა ხშირი ფალანგები არივ-დარია.
ისინი უკვე შემორტყმოდნენ პატროკლეს ცხედარს,
სურდათ დიდება მოეხვეჭათ და გაეტაცათ.
ჰიპოთოოსი, ლეთოსის ძე, პელაზგი გმირი
სარბიელიდან მიათრევდა გვამს აჩქარებით,
290 კოჭებთან ახლოს მოეჭირა ღვედი მაგარი,
რომ ჰექტორისთვის, ტროელთათვის ეამებინა.
მაგრამ მოვიდა სიკვდილი და ვერ იხსნა ვერვინ,
ტელამონის ძემ მის მიერვე გახლეჩილ ბრბოში
ცხეარს წააკლა, შუბი დაჰკრა რვალის მუზარადს,
295 გააპო ზუჩი შუბისწვერმა ხშირფაფრიანი,
მძლავრმა ხელმა და რვალმა მოყმეს მოუღო ბოლო,
ტვინი ბუნიკზე სისხლიანი ჩამოიღვენთა,
დაკარგა ძალა, ათრთოლებულ ხელიდან გვამი
300 პირქვე დაემხო ჰიპოთოოს - მკვდარი მკვდრის გვერდით.
შორს მშობლიური ლარისადან. უბედურ მშობლებს
ვეღარ მიუზღა შრომის ფასი. მისი სიცოცხლე
მოკლე გამოდგა, აიანტის შუბით დაშლილი.
ამ დროს ჰექტორმა მოუღერა აიანტს შუბი,
305 დროზე შენიშნა, რვალი გმირმა ძლივს აირიდა.
მაგრამ მოიწყლა სქედიოსი, იფიტოსის ძე.
ფოკეელთ მეფე, სახელოვან პანოპეში რომ
ჰქონდა სასახლე, მბრძანებლობდა მრავალ ქვეშევრდომს.
ლავიწის ძვალთან მოხვდა შუბი, რვალმა კისერში
310 გაატანა და შუბისწვერმა მხარი გააპო.
ზათქით დაეცა, აზრიალდა ტანზე ჯავშანი.
მძლე აიანტმა დასცა ფორკისს, ფაინოპსის ძეს
შუბი მუცელში, როს იცავდა ის ჰიპთოოსს.
თორნი გააპო, გამოყარა შუბმა ნაწლავი.
315 მოყმე განრთხმული ჩააფრინდა ხელებით მიწას.
ილტვოდა რაზმი მეწინავე, გმირი ჰექტორიც.
იხუვლა ჯარმა არგიველთა და გაიტაცა
ჰიპოთოოსი და ფორკისი. ახადეს თორნი.
ბრძოლის მოყვარე აქაველებს მალე ტროელნი
320 გაეცლებოდნენ, დათრგუნვილნი სულის სიმდაბლით,
ღმერთის უნებლიეთ არგიველნი ძლევასა ყოფდნენ
ძალმიცემულნი, მაგრამ ამ დროს აპოლონ ღმერთმა,
მათზე გამწყრალმა, პერიფანტის სახე მიიღო -
ეპიტოსის ძის, ენეასის მხცოვან მამასთან
325 მაცნედ ყოფილის, დღეს მოხუცის და თვინიერის.
ასე ეახლა ენეასს და მიმართა ღმერთმა:
”როგორ შეგეძლოთ ილიონი გეხსნათ, ენეას,
თუნდაც ღმერთების უნებურად, როცა არ გავხართ
მე რომ მინახავს, იმ ვაჟკაცებს, ძალგულოვანებს,
330 მცირერიცხოვანთ, შიშს რომ გულში არ იკარებდნენ!
ჩვენ უფრო გვწყალობს მამა ზევსი, ვიდრე აქაველთ,
მაგრამ თქვენ ბრძოლას გაქცევიხართ, თრთით საწყალობლად!”
მაშინვე იცნო ენეასმა, როს აპოლონის
თვალებს შეხედა. მყის ხმამაღლა შესძახა ჰექტორს:
335 ”ჰექტორ! ბელადნო ტროელთა და მოკავშირეთა!
გრცხვენოდეთ, რომ კვლავ აქაველებს ბრძოლისმოყვარეთ
სულის სიმდაბლით დათრგუნვილნი აქ ვემალებით!
თვით ღმერთმა ბრძანა, - ჩემს წინ იდგა იგია ხლახან -
ზევსი უბრძნესი კვლავ იქნება კეთილმოწყალე!
340 პირისპირ შევხვდეთ დანაელებს! დე, მტრებმა მშვიდად
ვერ მიასვენონ ხომალდებთან პატროკლეს გვამი!”
თქვა და გაიჭრა, წინ ჩაუდგა მხედრობას გმირი.
ტროელნიც მიჰყვნენ, აქაველთა პირისპირ დადგნენ.
ოროლიდ დასცა ენეასმა ლეიორკიტოს,
345 არისბანტოსის ძე, ძმობილი ლიკომედოსის.
ლიკომედოსი სიბრალულით მივიდა მასთან,
გვერდით დაუდგა, მოელვარე ოროლი სტყორცნა.
აპისაონტი, ჰიპასოსის ძე დაჭრა მძიმედ,
ღვიძლში, გულს ქვემოთ.
დაუმსხვრია ფეხები ვაჟკაცს,
350 ვინც პეონიის აყვავებულ ველ-მინდვრებიდან
ტროას მოვიდა, ბრძოლის ველზე გაბრწყინებული.
ასტეროპოსს შეებრალა მოკლული მოყმე
და შეეტაკა დანაელებს მოსურნე ბრძოლის.
ამაო იყო სიმამაცე! ფარებს, ვით კედელს,
355 პატროკლეს ირგვლივ შუბოსანნი ეფარებოდნენ.
დასტრიალებდა აიანტი, სპას ამხნევებდა,
უშლიდა თუნდაც ერთი ბიჯით უკან დახევას,
თუნდ ერთი ბიჯით წინ გაჭრასაც მტრის შესახვედრად.
არ მოსცილდეთო მოკლულ მოყმეს, აქ იბრძოლეთო -
360 ასე ამბობდა აიანტი, მიწა კი სისხლით
კვლავ ივსებოდა. ზედახორა იდგა გვამების
როგორც ტროელთა, ისე მამაც მოკავშირეთა.
ვერც დანაელნი გადაურჩნენ ბრძოლას უსისხლოდ,
მაინც ნაკლებად იმსხვრეოდა მათი რიგები,
365 მიწყივ ზრუნავდნენ ერთმანეთის გადასარჩენად.
ბრძოლა, ვით ცეცხლი, გიზგიზებდა, კაცი იტყოდა -
ცის თარზე, ალბათ, მზეც და მთვარეც დაილიაო,
ისეთ უკუნეთს დაეფარა ველზე გმირები,
რომელნიც მედგრად მენეტიდის ცხედარს იცავდნენ.
370 სხვა ტროელთ, ლამაზლეკვერთხიან სხვა აქაველებს
ბრძოლის ასპარეზს უნათებდა შუქი ელვარე,
მზე იღვრებოდა, ქედზე ღრუბლის ფთილა არ ჩანდა,
დროგამოშვებით ისვენებდა ორივ ლაშქარი.
იოლიც იყო შორით ნასროლ ისრის აცდენა.
375 აქ კი, შუაში, წყვდიადსა და ჭაპანწყვეტაში
უწყლოდ ჟლეტდა მამაც მოყმეთ რვალი მსახვრალი.
არც გაუგია ორ აბჯროსან და სვიან ვაჟკაცს -
გმირ ფრასიმედეს, მის უბადლო ძმას ანტილოქოსს,
რომ აღარ იყო აწ პატროკლე! მათ კვლავ ეგონათ
380 ამაყ ტროელთა მეწინავე ფალანგს მუსრავსო.
ორივ ცდილობდა აცდენოდა მოძმეთ ვაება,
ცალკე იბრძოდა, როგორც უთხრა მამა ნესტორმა,
როცა ვაჟები ხომალდიდან ომში გაუშვა.
ტოლს არ უდებდნენ ერთურთს სპანი ბრძოლაში იმ დღეს.
385 ხვითქი სდიოდა და სულ მტვერში ამოეგანგლა
მუხლი, წვივები და ფეხები ყოველ მეომარს.
ხელი დააწყდა შერკინებით, ვინც კი იბრძოდა
იმ დღს ფეხმარდი ეაკიდის მეგობრის გამო.
გეგონებოდა, კაცს ძლიერი ჭაბუკებისთვის
390 მიუციაო გასაჭიმად ტყავი მოზვრისა;
ყველა თავისკენ ექაჩება ყოველი მხრიდან,
სითხე მოწვეთავს, ცხიმი დნება თანდათანობით
და ფართოვდება ტყავი ამდენ გაწამაწიით.
ასევე აქეთ, მერე იქით პატროკლეს ცხედარს
395 ხან ესენი და ხან ისინი ეჭიდებოდნენ.
ტროელთ იმედი ჰქონდათ, ტროის მხარეს წაგვრისა,
აქაველთ - სწრაფი გემებისკენ. ცხედრის გარშემო
დუღდა ბრძოლა და ვერც არესი, კაცთა აღმგზნები,
ვერცა ათენა წუნს ამ ბრძოლას ვერ დაუდებდა,
400 ისეთი ჟლეტა გააჩაღა პატროკლესათვის
დიადმა ზევსმა. ხოლო ამ დროს მოძმის სიკვდილი
როდი უწყოდა აქილევსმა, უკვდავთ სადარმა.
სპა, აქაველთა ნავ-ხომალდებს დაცილებული,
ტროის ციხესთან მტერს ებრძოდა.
არც უფიქრია
405 მოყმის დაცემა; ილიონის ბჭესთან მისული
მობრუნდებაო.
ისიც სწამდა, რომ ტროის ციხეს
უმისოდ გმირი ვერ დაძლევდა, ვერც მასთან ერთად.
დედისგან ხშირად ეს სმენია; იდუმლად პირმშოს
ანდობდა ზევსის განჩინებას ხოლმე ქალღმერთი.
410 მაგრამ არ უთხრა, რაც ელოდა ყველაზე მწარე:
გულით საყვარელ ძმადნაფიცის დასამარება.
ლაშქარი კვლავაც აწყდებოდა გვამთან მტრის ლაშქარს,
შუბშემართული და მუსრავდა მებრძოლს მებრძოლი.
ბევრი ამბობდა აქაველი, მოსილი რვალით:
415 ”ო, მეგობრებო! სირცხვილს ვერ ვჭამთ უკუქცეულნი,
დაე ადგილზე წკვარამმა და მიწის წიაღმა
თან ჩაგვიტანოს! უამესად მივიჩნევთ სიკვდილს,
ვიდრე ცხენ-რშით მორკინალი ტროელის მიერ
ტვამის წაგვრას სა მტრის შემკობას დიდების შუქით!”
420 ბევრი ამბობდა გულზვიადი ტროელიც მაშინ:
”ძმებო, თუნდ გავწყდეთ უკანასკნელ კაცამდე ყველა,
ფეხსაც არ გადგამს არც ერთი ყრმა ბრძოლის ველიდან!”
ასე ამბობდნენ და მეგობრებს სულს აღუგზნებდნენ.
მედგრად იბრძოდნენ და ილეკროს გრგვინვა ისმოდა,
425 ხმა სპილენძის ცას ასკდებოდა ეთერის გავლით.
ბრძოლის ველიდან შორს პელევსის ძის ბედაურნი
ცხარედ ტიროდნენ, რაკი იგრძნეს, მათი მხედარი
ჰექტორის ხელით განგმირული ეგდო მიწაზე.
დიორესის ძე, ომნაცადი ავტომედონტი
430 მათხრახსა სცემდა, საალერსოს ბევრსაც ეტყოდა,
ხან კი მრისხანედ ყიჟინებდა სრბოლის მოსურნე.
მაგრამ არც ზღვისკენ, ბანაკისკენ, ჰელესპონტისკენ,
არც აქაველთა მხედრობისკენ მიმართეს გეზი.
როგორც ყორღანზე აღმართულა სვეტი უძრავად -
435 ვაჟკაცის ძეგლი ან დედოფლის მოსაგონარი,
ისე მშვენიერ ეტლში იდგნენ გაშეშებულნი,
ქედდადრეკილნი, დასდიოდათ ცრემლი მხურვალე
პირქუშ მიწაზე წვეთ-წვეთობით.
გლოვობდნენ მხედარს
მამაც პატროკლეს.
გადმოღვროდათ ხშირი ფაფარი
440 უღლის რკალიდან.
დაფარვოდათ მიწით ფლოქვები.
მწუხარე რაშნი შეეწყალა ზევსს, სინანულით
სულთქნა და თავი გაიქნია, გულში გაივლო:
”ვაგლახ, ბედკრულნო, რდ მიგეცით თმისთავს პელევსს,
მოკვდავს რად ერგეთ უკვდავნი და უბერებელნი?
445 განა რომ გეგრძნოთ დარდი ბედშავ ადამიანთა?
ადამიანზე უბედური არა არის რა
ქვეყნად არსება მშვენიერი, მიწად მეთრევი.
მაგრამ ნუ დარდობთ: თქვენ ბრწყინვალე ეტლში ჰექტორი
ვერ გაგაჩენებთ მოზეიმე, მე არ მსურს ესა!
450 განა არ კმარა აქილევსის აბჯრით რომ ზვაობს?
მუხლში ჩაგიდგამთ ძალასა და გულში - სიმტკიცეს.
ატომედონტი გააშორეთ ბრძოლას უვნებლად.
ხოლო ტროელებს მივანიჭებ ისევ დიდებას,
დე, მოსპონ სპანი, სანამ მივლენ ნავ-ხომალდებთან.
455 მაშინ მზეც ჩავა და წყვდიადი დადგება ღამის”.
ბრძანა და ცხენებს უძლეველი ძალა შთაბერა.
მათ შეიფერთხეს ძირს დათრეულ ფაფარზე მტვერი.
მყის გააქროლეს სწრაფი ეტლი ორ ლაშქარს შორის.
ავტომედონტი მეგობარზე დამწუხრებული
460 მტრის ბედაურებს დაერია, ვით ქორი ღერღეტს.
სწრაფად ილტვოდა გაშმაგებულ ტროელთ ლაშქრიდან,
სწრაფად მისდევდა უკუქცეულ ტროელთა ლაშქარს.
მაგრამ მდევარი დევნილს ვეღარ ერკინებოდა:
დიდებულ ეტლზე მარტო შთნილს როდი შეეძლო
465 შუბიც ეტყორცნა, მოეთოკა მარდი ცხენებიც.
ამ დროს შენიშნა მეომარი ალკიმედონტმა -
აიმონიდი ლაერკევსის შვილმა უებრომ.
მიუახლოვდა და შესძახა ქველ ავტომედონტს:
”ავტომედონტო, ღმერთთა შორის ამაო რჩევა
470 რომელმა მოგცა და წაგართვა აზრი მართალი?
ტროელთ რად ებრძვი მარტოხელა? მოძმე მოგიკლეს,
მისგან ახსნილი აბჯრით ზვაობს გმირი ჰექტორი,
მკერდზე აუსხამს ეაკიდის მძლე საჭურველი!”
მოხედა, უთხრა დიორიდმა ავომედონტმა:
475 ”აქაველთ შორის, ელკიმედონტ, შენებრ ვის ძალუძს
უკვდავ მერანთა მოთოკვაც და გამძვინვარებაც?
სანამ ცოცხლობდა, მენეტიდი მხედრის ხელობით
ღვთის ტოლი იყო, მაგრამ სიკვდილს ვერ კი გაექცა!
მოდი, ხელთ იპყარ, საყვარელო, ცხენთა სადავე,
480 მე ეტლს დავტოვებს, რომ მძვინვარედ მტერს შევერკინო!’
ასე თქვა.
ეტლზე შედგა მყისვე ალიმედონტი,
მათრახს, სადავე მძლავრი ხელი ჩასჭიდა გმირმა,
ეტლი დატოვა დიორიდმა. ამ დროს ჰექტორმაც
შენიშნა მტრები. ახლოს მებრძოლ ენეასს უთხრა:
485 ”ენეას, რვალისლეკვერთხიან ტროელთ მრჩეველო!
მე ვხედავ ცხენებს ფეხმარდ მოყმის - ეაკიდისა
კვლავ ბრძლის ველზე! მაგრამ მხდალი მხედრები ახლავს.
ვგონებ ხელთ ვიგდო, თუ შენც გული მიგიწევს მათზე,
მჯერა, თუ ორივ მეყსეულად თავს დავატყდებით,
490 ვერ გაბედავენ გადაგვიდნენ და შეგვებრძოლონ!”
თქვა და ირწმუნა მისი სიტყვა ანქისეს შვილმა:
ჯიქურ გაიჭრა, ხბოს ტყავები მკერდზე იფარა,
მშრალი ტყავები, დაფარული უხვად სპილენძით.
გაჰყვნენ ქრომიოს, არეტოსი, ტანად და თვალად
495 ღმერთთა სადარნი.
გულს იმედი ეფონებოდათ -
მტერს მოვსპობთ, ცხენებს წავასხამთ ქედმოღერებულთ.
ვაგლახ, უგნურნი! მტერს უსისხლოდ რას ასცდებოდნენ!
ავტომედონტმა ის-ის იყო ზევსს შეღაღადა,
რომ სიმამაცით და მხნეობით აევსო გული.
500 ერთგულ მეგობარს ალკიმედონტს მიმართა შემდეგ:
”ო, ალკიმედონტს, შორი-ახლო გყავდეს ცხენები,
ზურგს უკან ვგრძნობდე მე მათ ფშინვას.
ახლა კი მჯერა -
ვეღარ დაცხრება გმირი ჰექტორი გავეშებული,
სანამ პელიდის შმაგ ცხენებზე არ ამხედრდება,
505 როცა ჩვენ მოგვსპობს! ვიდრე მწკრივებს არ დაშლის ჩვენსას,
ან ვიდრე თვით არ დაიშლება მწკრივთა წინაშე!”
შემდეგ მიმართა მენელაოსს, ორთავ აიანტს:
”არგიველთ მწყემსნო აიანტო და მენელაოს!
სხვა კეთილშობილ გმირებს ანდეთ ზრუნვა ცხედარზე,
510 მედგრად იცავდნენ, მტრის წინ ფეხსაც არ მოიცვლიან
ხოლო ჩვენ, ცოცხლებს, აგვაცილეთ ბედის მუქარა!
საზარელ ხვედრით დათრგუნვილებს გმირი ჰექტორი
და ენეასი თავს გვესხმიან, უმამაცესნი
ტროელთა შორის.
ო, გაფრინდი ჩემო ოროლო,
515 ხოლო დანარჩენს თვით გადაწყვეტს ღრუბელთმარეკი!”
თქვა და ძალუმად სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი,
არეტოსს მოხვდა ბაკმულ ფარში, ვერ დააკავა
ფარმა სპილენძი, გაიარა რვალმა ქამარიც
მოზარნიშული, მშნვეიერი, მუცელში ჩარჩა.
520 როცა ჭაბუკი ცულს მოიქნევს და რქების შუა
ნაიალაღარ ხარს გაუპობს თავს, გადაუჭრის
ძარღვბს, შეხტება მოზვერი და დაენარცხება.
ასევე შეხტა მოწყლული და დაეცა პირქვე,
შუბი შეირხა მუცელში და მოუსპო ძალა.
525 ჰექტორმა სტყორცნა ავტომედონტს ელვარე შუბი,
მან კი შენიშნა და გაექცა რვალის მუქარას,
წინდ დაიხარა, მის თავს ზემოთ გადაფრენილი
მიწას ჩაეჭდო შუბი, ბოლო უცახცახებდა,
სანამ არ დაცხრა მძვინვარება შმაგი არესის.
530 ხმალდახმალ გმირნი ერთურთს კიდეც შეებმებოდნენ,
რომ აიანტებს მათი ბრძოლა არ ჩაეშალათ.
მტერი აჩეხეს და მოიჭრნენ მეგობრის ხმაზე.
მოსულთა რიდით დაიხიეს გმირმა ჰექტორმა
და ენეასმა, ქრომიოსმა - სადარმა ღმერთის.
535 არეტოს იქვე მიატოვეს მკერდგანგმირული,
მიწას განრთხმული. ავტომედონტს ძალისმხმეველმა,
ახადა მოკლულს საჭურველი და თქვა ზეიმით:
”ეჰ, ოდნავ მაინც გადავიგდე გულიდან დარდი
პატროკლეს გამო, თუმცა ბევრად სუსტი განვგმირე!”
540 თქვა და ისროლა სისხლიანი ნადავლი ეტლში,
ზედვე ავიდა თვითონ. სისხლით იყო მოთხვრილი,
ვით შმაგი ლომი, ახლახან რომ მოკლა კანჯარი.
პატროკლეს ირგვლივ კვლავ განახლდა საზარი ბრძოლა,
მრავლის მომყვლელი. აღაგზნებდა ათენა სახმილს,
545 რომელიც ზეცით მოავლინა ღრუბელთმარეკმა
დანაელთ შემწედ: მოუბრუნდა ზევსს მათზე გული.
გეგონებოდა, ცისარტყელა ზევსს სისხლისფერი,
მოუვლენია სასწაულად, ნიშნად ომისა,
ანდა ტაროსის, მხვნელ-მთესველებს რომ აიძულებს
550 დატოვონ ყანა, ჯოგს წაუხდენს ხოლმე გუნებას.
იმასა ჰგავდა მეწამული ღრუბლით მოსილი
ზევსის ასული. აქაველთა სულს აღაგზნებდა.
პირველად უთხრა ატრევსის ძეს, მხნე მენელაოსს,
ყველაზე ახლოს რომ აღმოჩნდა მფარველ ქალღმერთთან,
555 ღმერთს ჰქონდა, სახე ფოინიქსის და ხმა ძლიერი:
”სირცხვილი გელის, მენელაოს, და საუკუნო
თავლაფის დასხმა, თუ პელიდის ერთგულ მეგობარს
ტროელთ ციხესთან დაძიძგნიან მარდი ძაღლები!
მედგრად დაჰკარი და აღძარი მთელი მხედრობა!”
560 მყისვე მიუგო მძლე მებრძოლმა მენელაოსმა:
”მამავ ფოინიქს, დიდი ხნის წინ შობილო! ნეტავ,
მომცეს ათენამ მკლავის ძალა, მიხსნას შუბისგან!
მზად ვარ დავიცვა იარაღით პატროკლეს გვამი,
სული შემიძრა ერთიანად მისმა სიკვდილმა!
565 მაგრამ, ვით ცეცხლი, შმაგობს ჰექტორ, ბასრი სპილენძით
სპობს ყოველივეს, განადიდებს გმირს თვითონ ზევსი! ”
ეს რომ თქვა, გულში სიხარული იგრძნო ათენამ,
რაკი მლოცველმა იგი იხმო პირველად შემწედ.
სიმტკიცე მისცა მის მხარ-მკლავებს და მუხლებს - ძალა,
570 გული აუვსო მოყმეს ბუზის კადნიერებით:
კაცმა რომ ბევრიც აუქშიოს, ბუზი აბეზრად
ისევ საკბენად ეტანება - სწყურია სისხლი.
ატრიდის გულიც სავსე იყო გამბედაობით.
მიიჭრა გვამთან მენეტიდის, სტყორცნა ოროლი.
575 ტროელთა შორის იყო პოდეს, ეტიონის ძე,
ერთი მდიდარი და სვიანი კაცი, ჰექტორის
მეგობარი და მეინახე, ამაოდ მთხრობელი.
ამ კაცს, გაქცეულს, მენელაოს ქერათმიანმა
შუბი მოარტყა, გაატანა სარტყელში რვალი.
580 დაცემულს უმალ ხელი სტაცა და გაბედულად
ტროელთა ბრბოდან მარტოდმარტომ გამოათრია.
გამოეცხადა ამ დროს ჰექტორს თვით აპოლონი,
სახე მიეღო ფაინოპსის, ასიადისა,
აბიდოსელის, გულიდათი მისი მეგობრის.
585 ასე მიმართა აპოლონმა შორსმოისარმა:
”ჰექტორ, სხვა უფრო ვინ შეგაკრთობს აქაველთაგან,
თუკი გაშინებს, გაცახცახებს მენელაოსი?
იგი აქამდე სუსტი იყო, ახლა კი მარტო
ტროელთა გვამებს მიაჩოჩებს! მაგან მოგიკლა
590 მოძმე პოდესი, მეწინავე, ეტიონის ძე!’
ეს რომ გაიგო, გმირს მოედო დარდის ღრუბელი.
მედგრად გაიჭრა, იღერებდა ელვარე სპილენძს.
ამ დროს აიღო აიგიდა ზევსმა, ალივით
ალამპრებული, მოახვია იდას ღრუბლები,
595 ერთი იჭექა, დაიგრგვინა მეხისმტყორცნელმა,
ტროელებს ძლევა, აქაველებს ლტოლვა არგუნა.
მედგრად იბრძოდა პენელეოს, ბეოტიელი.
ბეჭში დაჭრილი მაინც მიწყივ წინ მიიწევდა,
მაგრამ სხეული გაუჩეხა ბოლოს ძვლებამდე
600 პულიდამანტის იარაღმა ხელჩართულ ომში.
ლეიტოს ხელში შუბის დაკვრით დაჭრა მტევანთან -
ალექტიონის ძე, ჰექტორმა დაუცხრო გზნება.
ისიც გაიქცა, უკან შიშით იხედებოდა,
შუბის იმედი აღარ ჰქონდა და მტერთან ბრძოლის.
605 იდომენევსმა ლეიტოსზე მიჭრილ გმირ ჰექტორს
მკერდში, ელვარე სამკერდულთან მოარტყა შუბი,
ზედ ბუნიკზევე გადაუტყდა.
ტროელთა შეჰყვირეს.
ხოლო ჰექტორმა იდომენევსს, მძლე დევკალიონს
თვით სტყოცნა შუბი, ოდნავ ასცდა, მაგრამ განგმირა
610 მხნე მერიონეს მოძმე, გმირი კოირანოსი,
აყვავებული ლიკტოსიდან რომ მოჰყოლია.
იდომენევსი ხომალდიდან თურმე ფეხდაფეხ
მისულა ომში და ტროელებს ნაღდად დიდებას
შესძენდა, ეტლით კოირანოსს რომ არ მიესწრო.
615 სინათლის სხივად მოევლინა, იხსნა ბელადი,
თვითონ კი სული ამოერთვა ჰექტორის ხელით.
ოროლი მოხვდა ყბის ქვეშ, რვალმა გადმოუყარა
მოყმეს კბილები, ხოლო ენა შუა გაუპო.
ძირს დაენარცხა, გაუვარდა სადავეები.
620 მყის მერიონემ ხელი სტაცა მიწაზე აღვირს,
მტვერში ამოსვრილს და შესძახა მხნე იდომენევსს:
”გასწი, სანამდის ხომალდებთან არ მიაჭენებ!
ხომ ხედავ, აღარ გვეღირსება ჩვენ გამარჯვება!”
მათრახი დასცხო მაშინ ცხენებს იდომენევსმა,
625 გეზი აიღო გემებისკენ. შიშმა გაკენწლა.
ჩაწვდნენ აიანტ, მენელაოს ნებას ზევსისა,
რომ გამარჯვება ტროელთაკენ გადახრილიყო.
ლაშქარს მიმართა აიანტმა ტელამონიდმა:
”ვაი ჩვენს თავსა! ძმებო, დიდი ჭკუა არ უნდა,
630 რომ კაცი მიხვდეს: ზევსი ტროელთ ანიჭებს ძლევას!
ვინც უნდა იყოს, სუსტია თუ ძალგულოვანი,
ტროელთა ისრებს ზევსი მუდამ სწორად წარმართავს,
ჩვენი ისრები უსარგებლოდ ჰყრია მიწაზე!
მოდი, ვიფიქროთ, დანაელნო, თუ რა ვიღონოთ,
635 რომ გამოვტაცოთ მტერს პატროკლე, რომ მეგობრები
კვლავ გავახაროთ, როცა ბანაკს დავუბრუნდებით.
ჩვენს შემხედვარეთ მათ თავზარი ეცემათ, რადგან
აგერ ჰგონიათ, კაცთმმუსვრელ ჰექტორის ხელებს
ვეღარ გავუძლებთ, შევცვივდებით შავ ხომალდებში.
640 ო, რომ გამოჩნდეს კაცი, პელიდს ვინც აცნობებდა
საშინელ ამბავს!
მე მგონია, მან არც კი იცის,
რომ დაეღუპა მეგობარი უსაყვარლესი.
მაგრამ მალემსრბოლს ვერვის ვხედავ აქაველთ შორის.
წყვდიადი ფარავს მეომრებსაც და მათს ცხენებსაც!
645 ზევსო მამაო! განაშორე აქაველთ ღამე,
დღის სინათლეზე, რაკი გნებავს, მოგვიღე ბოო! ”
გმირის ცრემლებმა ზევსის გული მოალბო მაშინ,
შავი ღრუბლები მოაშორა, ღამის უკუნი,
650 მზე აელვარდა, აკაშკაშდა გარშემო ველი.
მძლე აიანტმა მენელაოსს მიმართა სვიანს:
”ზევსო ნაზარდო მენელაოს, აბა, გახედე,
თუ ანტილოქოსს თვალი მოჰკრა, ძეს ნესტორისა,
დაიყოლიე, რომ ეწვიოს მამაც აქილევსს,
655 უთხრას, რომ ომში დაეღუპა ქველი ძმობილი!”
ასე ამბობდა და უსმინა მენელაოსმა,
ისე გავიდა, როგორც გადის ბაკიდან ლომი.
იღლება მცხეცი, ძაღლებთან და მეხრესთნ შუღლით
არ ანებებენ გატაცებას ნადირს საქონლის,
660 და მთლი ღამე დარაჯობენ. ხორცის წადილით
ლომი მძვინვარედ მიიჭრება, მაგრამ ამაოდ:
ზუზუნით მოქრის შუბი შუბლში დამიზნებული
და მუგუზლები. ეშინია, დილის სისხამზე,
რიბი-რაბოზე დარდიანი მიიპარება.
665 ასე მოშორდა მენელაოს პატროკლეს ცხედარს,
გული უკრთოდა, ვაი-თუ მტერს აქაველები
დაუთმობენო დამღუპველი შიშით გმირის გვამს.
კვლავ არწმუნებდა მერიონეს და აიანტებს:
”აიანტებო, წინამძღოლნო და მერიონევ!
670 ბედკრულ პატროკლეს სათნოება გახსოვდეთ ყველას,
მას არ შეეძლო თქვენ ყველანი არ ყვარებოდით,
ვიდრე ცოცხლობდა, მაგრამ მისწვდა სიკვდილის ხელი!”
ასე უთხრა და გზას გაუდგა მენელაოსი,
მიდამოს თვალი გადაავლო, როგორც არწივმა,
675 რომელიც, თურმე, ყველა ჩიტზე თვალმახვილია:
რაგინდ რა მაღლა იყოს, ბუჩქში ვერც კი შეასწრებს
ფრთხილი კურდღელი, შენიშნავს და შეკრავს კამარას,
ზედ დააცხრება, მიიტაცებს სიცოცხლის ნიშატს.
და შენც ასევე, მენელაოს, ზევსის ნაზარდო,
680 აქაველთ ლაშქარს გამჭრიახ თვალს არ აცილებდი,
თვალებს სწყუროდათ დაენახათ ანტილოქოსი
კვლავაც ცოცხალი. ანხეს კიდეც ლაშქართა მარცხნივ.
გმირი მეგობრტებს აღაგზნებდა მტერთან საომრად.
ახლოს მივიდა და მიმართა მენელაოსმა:
685 ”აქეთ მოიწი, ანტილოქოს, ერთ ამბავს გეტყვი,
არ მომხდარიყო, ნეტავ იგი საქმე არასდროს!
შენ, ვიცი, კარგად ხედავ თვითონ საკუთარ თვალით,
რომ დანაელებს დაატეხა ღმერთმა ვარამი,
აქაველთ შორის უმამაცეს მოყმეს, პატროკლეს
690 ბოლო მოეღო! უსაზღვროა დანაელთ სევდა!
ხომალდებისკენ გასწი ჩქარა, აქილევსს უთხარ,
რაც მოხდა, იგი გემთან გვამსაც ვერ გადაარჩენს.
უკვე წააძრო მოზეიმე ჰექტორმა თორნი!”
თავზარი დასცა ანტილოქოსს მისმა სიტყვებმა,
695 ელდაცემული მთლად დამუნჯდა, ხოლო თვალები
ცრემლით აევსო, გაეჩხირა სათქმელი ყელში.
მაგრამ გაიგო მან ნათქვამი მენელაოსის,
გადააბარა იარაღი მყის ლაოდოკოსს,
რომელსაც ახლოს შეკაზმული ჰყავდა მერანი.
700 ცრემლთამფრქვეველი მსწრაფლ გაჰყავდათ ფეხებს
ბრძოლიდან,
რომ საშინელი სიტყვა ეთქვა აქილევსისთვის.
ზევსის ნაზარდო მენელაოს, შენს გულს არ სურდა,
ანტილოქოსის დატოვებულ მოძმეთა დაცვა,
საშინელ დღში იყვნენ მაშინ პილოსელები.
705 მენელაოსმა მიაშვილე სპას თრასიამდე,
თვით კი გაიჭრა დასაცავად პატროკლეს გვამის.
აიანტებთნ დადგა, ფრთიან სიტყვით მიმართა:
”ანტილოქოსი გავაგზავნე ახლა გემებთან,
ფეხმარდ აქილევსს სიტყვას ეტყვის, მაგრამ მე მჯერა,
710 რომ ის არ მოვა, აღიგზნება თუმც მტერზე რისხვით,
ტროელთ როგორღა შეერკინოს უიარაღო?
ჩვენ თვითონ ახლა საიმედო ხერხი ვიძიოთ,
თუ ვით დავიცვათ მეგობარი, ტროელთა ხმალქვეშ
როგორ გავექცეთ ბედისწერას და საზარ სიკვდილს?!”
715 უთხრა დიადმა აიანტმა ტელამონის ძემ:
”სულ მართალს ამბობ, რასაც ამბო, ო, მენელაოს!
ანაზდად შენ და მერიონე პატროკლეს ცხედარს
უნდა მიეჭრათ, აიტაცოთ, ზურგს გაგიმაგრებთ
და შევაჩერებთ ტროელებს და ღვთაებრივ ჰექტორს.
720 ჩვენ ერთი მოგვდგამს ძალაცა და სახელ-დიდებაც,
არესის რისხვა ხომ მხარდამხარ გამოგვივლია!”
ეს რომ თქვა, მოყმეთ მყის ასწიეს პატროკლეს გვამი,
ხელი ჩასჭიდეს მძლავრად.
ტროელთ დასცხეს ყიჟინა
თავზარდამცემი, როს აქველთ საქმე იხილეს.
725 ჯიქურ მიეჭრნენ მძვინვარენი, ვით ტახს - ძაღლები,
მონადირეს რომ წინ უსწრებენ, მისდევენ დაჭრილს.
გული არ უთმენთ, რომ როგორმე დაფლითონ მხეცი.
მაგრამ როგორც კი ძალმოსილი მოუბრუნდება,
უკან გარბიან და ასწრებენ ერთი-მეორეს.
730 ასე ტროელნიც თავიდანვე ჯგროდ გაედევნენ,
ხმლებს უღრებდნენ და წამახულ შუბებს ზურგსუკან,
მაგრამ თუ წამით შედგებოდნენ აიანტები,
ფერსა ჰკარგავდნენ და ვერც ერთი ვერა ბედავდა
ფეხი გაედგა და ებრძოლა პატროკლესათვის.
735 ასე გაჰქონდათ გულმოდგინედ აქაველთ გვამი -
ფარო გემები სადგომისკენ.
მათს უკან ბრძოლა
კვლავ ენთო, როგორც ცეცხლის ქალაქს წაკიდებული,
უცბად იფეთქებს, ნთქავს ყველაფერს, ამხობს შენობებს,
ქარი აღვივებს და გუგუნებს მძლავრი ხანძარი.
740 ასევე ცხენებს და მეომრებს რვალშემოსილებს
მისდევდა ბრძოლის ნიაღვარი და ხმა ფეხდაფეხ.
უღელს შებმული, ძალმოსილი მარჯვე ჯორები
ღარტაფებიდან, ქვა-ღორღიან გზაზე გემის მორს,
ვეება ანძას მოათრევენ მოწადინებით,
745 ნაჯაფარნი და ნაოფლარნი ეშურებიან,
ასე მიჰქონდათ გმირებს გვამი, ხოლო მათს უკან
იგერიებდნენ მტერს მამაცი აიანტები.
ტყიანი ბორცვი წყალს შეხვდება აბობოქრებულს,
მთის მდინარეებს, მძვინვარებას ზვიად ზვირთების,
750 შეატორტმანებს, შეაკავებს და უკუაგდებს
მინდორ-ვაკისკენ. მას ვერ ანგრევს მდინარის ძალა.
აიანტებიც ტროელთ ასე იგერიებდნენ.
მაგრამ უტევდნენ მაინც მტრები.
განსაკუთრებით
ორი - ჰექტორი რვალმოსილი და ენეასი
755 შეშინებული შოშიების, ჭკების ღრუბელი
მიჰქრის განწირულ ჟრიამულით, როს თვალს მოჰკრავენ
ქორს, საშინელი სიკვდილით რომ დამუქრებია.
ასე ენაეასს და გმირ ჰექტორს ყრმა აქაველნი
შეძრწუნებულნი გაურბოდნენ, დაჰკარგეს სიმხნე
760 თორნი სანგარს და შემოგარენს შემორჩა ბევრი,
მაგრამ საბრძოლო ქარიშხალი არა ცხრებოდა.

ქება მეთვრამეტე. საჭურველის გაჭედვა
ასე იბრძოდნენ ალანძულნი, როგორც ხანძარი.
ანტილოქოსი კი პელიდთან მიქროდა ცნობით.
მარტო იხილა ბასრჭვინტიან გემებთან გმირი,
ჩაფიქრებული: რა ხდებოდა ველზე ბრძოლისა.
5 ამოიოხრა და გულში თქვა მოყმემ დიადმა:
”ვაიმე - ჩემს თავსა! რა ვიფიქრო? აქაველები
რატომ გარბიან უწესრიგოდ კვლავ გემებისკენ?
განა ღმერთებმა ჩაიდინეს საზარი საქმე,
დიდიხნის წინათ დედაჩემმა რომ გამაფრთხილა,
10 მითხრა, შენზე წინ გულუმხნესი მირმიდონელი
უნდა დაემხოს, დაეთხოვოს მზის სინათლესო.
ეტყობა, მართლაც აღარა მყავს გმირი პატროკლე!
ვაი- უბედურს! რა ვეხვეზე, ხანძარს რომ დაშრეტ,
დაბრუნდი-მეთქი ხომალდებთან, ერიდე ჰექტორს!”
15 იმ დროს, ეს ფიქრი როცა გულში უტრიალებდა,
მიუახლოვდა გულმწუხარე ანტილოქოსი,
ცრემლით მფრქვეველი და საზარი ამბავი უთხრა:
”ვაი, აქილევს, მწარე ამბავს გეტყვი, არასდროს
იგი არ უნდა დაგვტეხოდა თავს სავალალოდ!
20 მოკვდა პატროკლე! უკვე ბრძოლა დუღს მის გარშემო,
შიშველი გდია, აუხდია ჰექტორს ბექთარი!”
მოყმე მოიცვა მწუხარების შავმა ღრუბელმა,
ხელი წაავლო მეყსეულად მტვერს და ნაცარს,
თავზე იყარა, მშვენიერი თმები წაბილწა,
25 ლაფში მოსვარა სამოსელი სურნელოვანი.
უხმოდ დაემხო, გაიშალა დიად მიწაზე,
თმებს ბუწუწებად, ბღუჯა-ბღუჯად იწეწდა გმირი.
ქორფა ქალები, აქილევსის ტყვენი აკივლდნენ,
დარდმორეულნი გამოცვივდნენ სწრაფად კარვიდან,
30 შემოეხვივნენ პელიდს, სიმწრით იმტვრევდნენ თითებს
და მჯიღს იცემდნენ, სანამ მუხლი არ მოეკვეთათ.
იქვე გალობდა ანტილოქოს ცრემლთა მფრქვეველი,
ხელთ აბორგებულ აქილევსის ხელი ეჭირა,
ვაი-თუ ყელი გმირმა რკინით გადაიჭრასო.
35 გლოვა-გოდება მყის შეესმა დედოფალს, დედას
ზღვის ჯუღრმულებსი, მამისეულ სრა-სასახლეში.
მწარედ იკივლა, ქალღმერთები მოცვივდნენ მასთან
ზღვის წიაღიდან, მისი დები, ნერეიდები.
მოვიდნენ: გლავკე, თალეია და კიმოდოკე,
40 სპეიე, თოე, ნესაიე, მკვირცხლი ჰალიე,
კიმოთოე და აკტაიე, ლიმნორეია,
იაირა და მფითოე, მელიტე, დოტო,
აგავე, პროტო, დინამენე, ნაზი ფერუსა,
დექსამენე და ამფინომე, კალიანერა,
45 დორის, პანოპე, მშვენიერი გალატეია,
ნემერტესი და აპსევდესი, კალიანასა,
იანერირა და კლიმენე და იანასა,
ორეითვია და მაირა და ამათეა, -
ზღვის წიაღიდან - მისი დები ნერეიდები.
50 ირგვლივ მორევი ვერცხლისფერი აავსეს დებმა,
მკერდში იცემდნენ და გოდებდა დედა თეტისი:
”მისმინეთ, დებო, საყვარლებო, ნერეიდებო!
ახლა გაიგებთ, თუ რა დარდი მიმსჭვალავს სულსა!
ვა-ვაი, ბედკრულს! . . . ახა-ვაი, მე საწყალობელს!
55 ვაჰ, გმირის მშობელს!. . . მყავს ვაჟკაცი, პირველთა შორის
უპირველესი!
ფუფუნებით გავზარდე იგი,
როგორც წალკოტში მშვენიერი ყვავილი ბუტკო.
სწრაფი გემებით ილიონში გამოვამგზავრე,
ტროელთ ლაშქართან საბრძოლველად.
ვეღარასოდეს
60 ვნახავ პელევსის პალატებში, მამის კერაში!
მაგრამ ვიდრემდე ცოცხლობს იგი, ხედავს მზის ნათლს,
უნდა იტანჯოს, მე შველა არ შემიძლია!
მაინც მივდივარ, უნდა მითხრას ძემ საყვარელმა,
თავს რა დაატყდა სასტიკ ბრძოლის ველს განრიდებულს!”
65 ასე წარმოთვა. ზღვა დატოვა. ამოჰყვნენ დებიც
მოქვეითნენი. გაიფანტა ირგვლივ ხმაურით
ტალღები ზღვისა. მიაღწიეს ტროას და წყნარად,
ერთი-მეორის მიყოლებით მიადგნენ ნაპირს,
სადაც გვერდი-გვერდ მირმიდონელთ გემები იდგა.
70 მიუახლოვდა დედოფალი გმირს მწარედ მკვნესარს,
მკერდზე გოდებით მიიხუტა თავი შვილისა,
თვით ქვითინებდა და თან ფრთიან სიტყვას ეტყოდა:
”რად ტირი, შვილო? ეს რა დარდი ეწვია შენს სულს?
ნუ დამიმალავ და მითხარი! ხომ შეასრულა
75 ზევსმა, რაც სთხოვე გულმხურვალედ ხელაპყრობილმა?
გემის კიჩოსთან მიისრისნენ აქაველები,
შენღა გნატრობენ და სასირცხო საქმე სჭირთ ახლა!”
ოხრვით მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”ვიცი, დედაო, შემისრულა ზევსმა ყოველი. . .
80 რა თავში ვიხლი, როს დავკარგე ძვირფასი მოძმე?
პატროკლე ყველა მეგობარზე მეტად მიყვარდა,
თავს ვევლებოდი და ხელიდან გამომეცალა!
მკვლელმა ჰექტორმა საჭურველიც ახსნა ვეება,
რომელიც ღმერთებს მიუძღვნიათ პელევსისათვის,
85 ოდეს შენ მოკვდავს სარეცელზე ეტრფე უკვდავი.
ო, რად არ დარჩი ზღვის ქაღმერთად, ლამაზ ფერიად,
ო, რატომ პელევსს არ არგუნეს მოკვდავი ცოლი!
შენ უსასოო, უსასრულო დარდი მოგელის,
შვილის დამკარგველს, ვერ იხილავ ამიერიდან
90 მამულში შენს ძეს! ახლა უკვე გულიც არ მიწევს
ვიცოცხლო, ხალხში გავერიო, გმირი ჰექტორი
ჩემივე შუბით სანამ სულს არ აღმოუტევებს,
სანამ არ მიზღავს უსაყვარლეს პატროკლესათვის!”
ისევ მიმართ მას თეტისმა ცრემლისმფრქვეველმა:
95 ”მალე მოკვდები, რასაც ამბობ, თუ მიჰყევ, შვილო,
მალე ჰექტორის შემდეგ გელის შენც აღსასრული!”
ოხვრით მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”ო, ახლავ მოვკვდე, თუ არ ძალმიძს დავიხსნა მოძმე
მკვლელის ხელთაგან!
სამშობლოდან მოშორებული
100 დაეცა იგი, მომიხმობდა, ალბათ, საშველად!
ან რაღად ვაქნევს აწ სიცოცხლეს? მამულს ვერ ვნახავ,
ვერც მენტიდი ვიხსენი და ვერც სხვა კეთილშობილ
მეგობრებს ვექმენ შემწედ, მოკლულთ ჰექტორის მიერ:
უქმად ვზი გემთან, უმაქნისი ტვირთი ვარ მიწის,
105 მე, ვისაც რვალისქიტონიან აქაველთ შორის
არ მყავს ბადალი ომში, ბჭობით კი მჯობნის ბევრი.
შორს იყო შუღლი ღმერთებისგან და მოკვდავთაგან,
შორს ჩვენგან რისხვა, ბრძენკაცსაც რომ შლეგად მოაქცევს.
ჩაისახება, როგორც ტკბილად მწრთოლვარე თაფლი,
110 გულში იზრდება, ვით ცეცხლისგან კვამლი მხრჩოლავი!
ასეთი რისხვა გამიღვივა აგამენონმაც. . .
მაგრამ ვივიწყებთ ხოლმე წარსულს, თუნდაც უმწარსს,
რისხვას ჩავიხშობთ, თუ მოითხოვს საჭიროება.
გავალ, რომ შევხვდე საზარ ჰექტორს - ჩემს საოცნებოს,
115 ხოლო სიკვდილი მე იმწამსვე მზად ვარ მივიღო,
როს მარგუნებენ მამა-ზევსი და სხვა ღმერთები!
სიკვდილს ჰერაკლეც ვერ გაექცევა, მოკვდავთა შორის
უდიადესი, თუმც უყვარდა ძლიერ მამა-ზევსს.
ბედმა სძლია და ჰერას ბოღმამ დაუცხრომელმა.
120 მეც, რაკი ასე მიწერია, მშვიდად მოვკვდები,
სადაც მომწვდება! მაგრამ მანამ მოვიხვეჭ სახელს!
კიდევ არა ერთ ქალს მკერდსავსეს - ტროელს, დარდანელს
დარდით და ოხვრით ვაკაწვრინებ ძუძუს ჯანდამწვარს,
ნაზ ღაწვებიდან ხელით ცრემლებს მოვაწმედინებ!
125 გაიგონ, დიდხანს რომ ბრძოლისგან დამისვენია.
ამაოდ ცდილობ შემაჩერო, მწყურია ომი!”
კვლავ თქვე თეტისმა, ქალღვთაებმა ვერცხლისფეხებამ:
”შენ მართალი ხარ, შვილო ჩემო, ცუდი როდია,
მოძმეთა დახსნა სიკვდილის და გასაჭირისგან.
130 მაგრამ დღეს შენი საჭურველი ტროელთ ეკუთვნის.
რვალით, მოკაშკაშ-მოელვარით, გმირმა ჰექტორმა
მკერდი დაიცვა და ზეიმობს! ვფიქრობ, დიდი ხნით
ვერ იზეიმებს! შორს არ არის აწ აღსასრული!
მაგრამ შენც, შვილო, არ ჩაება ომის ქარცეცხლში,
135 სანამ არ მოვალ კვლავ და შენი თვალით არ მნახავ:
გამოვცხადდები მზესთან ერთად ხვალ სისხამ დილით
და ჰეფესტოსგან რავალმშვენიერ აბჯარს გაახლებ”.
ასე უთხრა და მწუხარე შვილს მოშორდა დედა,
დებს მიუბრუნდა, ნერეიდებს, ქალღმერთი თხოვნით:
140 ”ო, ჩემო დებო, კვლავ ჩაყვინთეთ წიაღში ზღვისა
და მამისეულ სახლს ეწვიეთ, იქ ნახავთ მოხუცს.
ამცნეთ ყოველი. მე ოლიმპოს გავემარები
დიად ხელოვან ჰეფესტოსთან, ისურვოს ეგებ
მისცეს აქილევსს საჭურველი რვალმშვენიერი”.
145 ასე რომ უთხრა, მყისვე დებმა ზღვას მისცეს თავი.
ოლიმპოსაკენ გაემართა მაშინ ქალღმერთი,
რომ წამოეღო იარაღი საყვარელ ძისთვის.
ტერფებს აჰყავდათ სწრაფად მთაზე. შეძრწუნებული
ამ დროს გარბოდნენ აქაველნი კაცთამმუსვრელი
150 ჰეტორის შიშით. ჰელსპონტის ჭავლებთან გაჩდნენ.
ამაოდ სცადეს მათ, სპილენძის საბაკრულიანთ,
ეხსნათ პატროკლე ისრებისგან, მოძმე პელიდის.
კვლავ ირეოდა უთვალავი ხალხი და ცხენი,
კვლავ მოუძღოდა მათ ჰექტორი, ვით ცეცხლის ალი.
155 სამჯერ წაავლო ფეხზე ხელი გმირმა პატროკლეს,
რომ გაეტაცა, თან ხმამაღლა მოუხმო ტროელთ.
სამჯერ გვამისგან უკუაგდეს აიანტებმა.
მაგრამ ჯიუტად მოიწევდა, ხან შეკრულ რიგებს
შეასკდებოდა, ხან იდგა სპას მოუხმობდა,
160 მაგრამ არც ერთხელ უფიქრია უკან დახევა.
ვით შიმშილისგან გაშმაგებულ ლომს ვერ აშორებს
სისხლიან ნადავლს ღამის მეხრე გამწარებული,
ისე უჭირდა ორ აიანტს საერთო ზალით
გმირი ჰექტორის უკუგდება, პატროკლეს იგი
165 ხელთ ჩაიგდებდა, მოიხვეჭდა კიდევაც სახელს,
პელიდს ირის, ქარის მსგავსი რომ არ სწვეოდა,
ბრძოლაში ჩაბმა არ ერჩია მოციქულს ზეცის,
ზევსის, სხვა ღმერთთა უნებლიედ ჰერას მოგზავნილს.
მაცნე მივიდა, მიაგება ფრთიანი სიტყვა:
170 ”ბრძოლად აღიძარ, ყველა გმირზე საზარო გმირო!
იხსენ პატროკლე!
გემების წინ მის გამო ატყდა
მძვინვარე ბრძოლა.
არ ზოგავენ ერთი-მეორეს:
ესენი, რათა სულმიხდილი გვამი დაიცვან,
ისინი, რათა გააქანონ ტროის ციხეში.
175 ყველაზე მეტად ჰექტორსა სურს ზუჩმოელვარეს
წაგვრა ცხედრისა, განუზრახავს მოკვეთოს თავი
და ხალხის სათრევ-საგინებლად სარზე ააგოს.
დრო აღარ ითმენს, გიგრძნოს გულმა საშინელება!
თუ ტროის ძაღლთა სათამაშოდ იქცა პატროკლე,
180 თუ დასახიჩრდა, წაიბილწა, სირცხვილი შენდა!’
ამოიოხრა და მიმართა გმირმა ფეხმარდმა:
”ქალღმერთო, მითხარ, ღმერთთა შორის ვინ მოგავლინა?”
ირისმა მოყმეს უპასუხა ქარისფეხებამ:
”ზევსის მეუღლემ, თეთრხელება ქალღმერთა ჰერამ.
185 მაგრამ არ იცის ზევსმა, მაღალ ტახტის მფლობელმა,
არც სხვა მკვიდრებმა თოვლიანი ოლიმპოს თხემის”.
ისევ მიმართა მას პელიდმა, გმირმა ფეხმარდმა:
”როგორც ვიბრძოლო? საჭურველი მტერმა ხელთ იგდო,
სალაშქროდ გასვლაც ამიკრძალა ძვირფასმა დედამ,
190 სანამდის ისევ არ შევხვდები აქ დაბრუნებულს.
ჰეფესტოსაგან გამოჭედილ აბჯარს დამპირდა.
ახლა რა ვიცი, საჭურველი ავისხა ვისი?
ფარი მე მხოლოდ მომერგება ტელამონის ძის.
მაგრამ თვით, ვგონებ, მხარში უდგას მეწინავეებს,
195 მტერს ანადგურებს მენეტიდის გვამის გარშემო”.
ისევ მიუგო გმირს ირისმა ქარისფეხებამ:
”ჩვენ ვიცით, შენი იარაღი რომ ტროელთ დარჩა,
მაგრამ უმისოდ მიადექი სანგარს, ეჩვენე.
შეძრწუნდებიან, რომ გნახავენ და ვინძლო მტერმა
200 დასტოვოს კიდეც სარბიელი, მაშვრალ აქაველთ
სულიც მოითქვან. ცოტა დრო აქვთ მებრძოლთ ამისთვის?.
ასე თქვა და კვლავ დაუბრუნდა ირისი ზეცას.
ზევსის რჩეული აქილევსი ადგა. ათნამ,
ფოჩებიანი აიგიდით შეუმკო მხრები.
205 თავის გარშემ შემოავლო ოქროს ღრუბელი,
ღრუბლის გარშემო მოკაშკაშე ალი აანთო.
კვამლი რომ ასდის ციხეს, აღწევს ცას ვარსკვლავიანს,
კუნძულზე, რომელს მტრის ლაშქარი ერტყმის გარშემო.
დილიდან სამკვდრო-სასიცოცხლო დავა ჰქონიათ
210 დაღამებამდე მეციხოვნეთ. მზე რომ დახდება,
აბრიალდება მყის შუქურა, სხივი მაღლიდან
ანათებს არეს, რომ მეზობლებს მისცენ ნიშანი
და ხომალდები შემოიჭრნენ მოკავშირეთა.
ასე აფრქვევდა ზეცად სხივებს გმირი ფეხმარდი.
215 გალავანს გასცდა, სერზე დადგა, მაგრამ აქაველთ
არ შეერია, დედის რჩევა ახსოვდა ბრძნული.
ომახიანად სჭექა გმირმა.
თვითონ ათენამ
რისხვით შეჰყივლა.
ტროელთ ძრწოლა შეუდგათ უმალ.
შემზარავია ხმა ბარბითის, როს იუწყება
220 სულთამხუთავი და მოალყე მტრის შემოტევას,
ასევე ზარავს მტერს ყიჟინა ფეხმარდ პელიდის.
ტროელთ რა ესმათ სპილენძის ხმა ეაკიდისა,
გული შეეძრათ, რაშნი მათნი ხშირფაფრიანნი
თვითონ გაიჭრნენ, გულმა უგრძნოთ სიკვდილის საფრთხე.
225 მეეტლეებსაც ელდა ეცათ, ალი უშრეტი
ოდეს იხილეს ღვთაე4ბრივი პელიდის თავზე.
მას აღაგზნებდა თვალმცეცხლია ღმერთი ათენა.
სამჯერ შეჰყვირა აქილევსმა ომახიანად,
სამჯერ აღირია სპა ტროელთა, მოკავშირთა.
230 ამ ღრიანცელში საკუთარი ეტლით და შუბით
თორმეტი მოყმე დაიღუპა,
ხოლო აქაველთ
გულმხიარულად გააქანეს პატროკლეს გვამი
და სარეცელზე დაასვენეს.
მოკლულს ქვითინით
შემოეხვივნენ მეგობრები,
მძლე აქილევსმაც
235 ცხარე ცრემლებით დაიტირა ერთგული მოძმე,
ბასრი სპილენძით განგმირული.
მოძმე, რომელიც
თავისი ეტლით და ცხენებით გაგზავნა ომში,
მაგრამ ბრძოლიდან კვლავ ცოცხალი ვერ დაიბრუნა.
იმ დროს ჰელიოსს, გზად დაუღლელს, ხარისთვალება
240 ჰერამ უბრძანა ჩასვენება ოკეანეში.
მზეც ჩაიმალა.
ღვთაებრივმა აქაველთა სპამ
სული მოითქვა საზარელი შეტევის შემდეგ.
მეორე მხარეს ტროელები ბრძოლის ველს გასცდნენ
და ეტლებიდან მყის გამოხსნეს მარდი ცხენები.
245 სამხარზე არც კი უფიქრიათ, დადგნენ თათბირად,
ეგრევე ფეხზე მდგომნი ბჭობდნენ,
ვერვინ გაბედა
ჩამომჯდარიყო.
ეშინოდათ, ვაჰ-თუ პელიდი,
კვლავ გამოჩნდესო, დიდხანს ომს რომ თავს არიდებდა.
პულიდამანტმა პანთოიდმა დაიწყო ბჭობა.
250 მან გარდასულიც და მერმისის საქმეც უწყოდა.
ერთ ღამეს იშვა თვის მეგობარ ჰექტორთან ერთად.
როგორც ის სიტყვით, ისე ჰექტორ ბრწყინავდა საქმით.
ჭკუაკეთილმა მოყმემ ტროელთ ასე ურჩია:
”გირჩევთ, გულდაგულ რომ განსაჯოთ ეს საქმე, ძმებო:
255 კოშკში შევიდეთ, არ ველოდოთ მინდორში ეოსს
გემებთან ახლოს.
ჩვენს შორსა ვართ ქალაქის ბჭიდან.
იმ დროს, როს მტრობდა აგამემნონს ქველი ვაჟკაცი,
ესოდენ მძლავრნი როდი იყვნენ აქაველები.
მეც მიხაროდა გემებთან რომ ვათევდი ღამეს.
260 იმედი მქონდა, ხელთ ვიგდებდით მალე ხომალდებს.
ახლა თქვენსავით მეც შიში მაქვს ფეხმარდ პელიდის.
ვიცი, რა შმაგი სულიც უდგას, როდი ისურვებს
ველზე დაყოვნდეს, სად აქაველთ და მამაც ტროელთ
ომში თანაბრად თავს ატყდება არესის რისხვა.
265 ეცდება ციხე დააქციოს, ცოლნი წაგვგვაროს!
ახლავ გავბრუნდეთ! დამიჯერეთ, ასე მოხდება!. . .
დღეს თუ დაყოვნდა პელევსის ძე, გმირი ფეხმარდი
ამბროსიული ღამის გამო, ხვალ აქ წაგვასწრებს
და არ დაგვინდობს.
ო, აქილევსს მალე მრავალი
270 გაიცნობს კარგად. ილიონში ლაღადაც შევა,
ვინ გაექცევა! მრავალ ტროელს დაფლეთენ ძაღლნი
და ყვავ-ყორანნი. ნუ მომასმენ, ღმერთო ამ ამბავს!
გთხოვთ დამიჯეროთ, თუნდ ამ სიტყვამ გული გატკინოთ:
ღამე ვათიოთ მოედანზე, მაშინ ჩვენს ქალაქს
275 კოშკი, კარიბჭე და ვეება საკლიტურები
მტკიცედ შეკრულნი, გრძელნი, გლუვნი ეყოფა დაცვად.
სისხამ დილაზე კვლავ ავისხამთ რვალის საჭურველს,
კოშკზე დავდგებით. ვაი, თავხედს, ვინც კადნიერად
ხომალდებიდან გამოჭრილი კოშკთან იბრძოლებს!
280 კვლავ გაბრუნდება, როცა ცხენებს ქედმორკალულებს
ქალაქის ირგვლივ უნაყოფო სირბილით დაღლილს.
ზვიადი გუიც ვერ გაუწევს გალავნისაკენ,
მას ვერ დაანგრევს, უმალ ძაღლთა ლუკმა გახდება!”
თვალი მრისხანედ შეავლო და უთხრა ჰექტორმა:
285 ”პულიდამანტო, რასაც ამბობ, გულს მწარედ ხვდება
უკან დახევას გვირჩევ, ტროის კოშკში შეყუშვას!
ნუთუ დამალვა დღემდე ყელში არ ამოგსვლიათ?
მხნე პრიამოსის ციხეს ადრე ყველა მოკვდავი
ოქრომრავალ და სპილენძმრავალ ქალაქად თვლიდა.
290 დაშრტა ყოველი, რაც ძვირფასი რამ გვქონდა შინა!
რამდენი განძი ფრიგიაში, მეონიაში
გაგვიტანია, მამა-ზევსი რაც გაგვირისხდა!
ახლა ცბიერმა კრონოსის ძემ მარგუნა ძლევა
ნავ-ხომალდებთან, უკუვაგდებ მალე აქაველთ!
295 ამ დროს, შე შლეგო, არ გრცხვენია, რა უთხრა ამ ხალხს!
არვინ მოგისმენს ტროელთაგან, ნებას არ ვაძლევ!
მე მიგდეთ ყური, მეგობრებო, ენდეთ ჩემს სიტყვას!
აქ დავრჩეთ ამღამ, რაზმმა რაზმთან ათიოს ღამე.
დღეს ყველა გუშაგს სიმხნე მართებს, მზირებს - სიფხიზლე.
300 ტროელთა შორის ვინც თავს იკლავს ოჯახის განძზე,
სჯობს მოაქუჩოს, ხალხს მისცეს და ხალხი დახარჯავს:
ხელთ არ ჩაიგდოს აქაველმა, დარჩეს ჩვენიანს.
ხვალვე, სისხამზე, აღვიჭურვოთ თორნ-მუარადით,
მრავალხოფიან ნავ-ხომალდებს მედგრად დავესხათ.
305 თუ მართლაც აღდგა აქილევსი კვლავ საბრძოლველად,
რაც სურს, მიიღებს! ომში აღარ ავერიდები,
გულმხნედ შევხვდები და მოვიმკით ძლევის დიდებას
ან მე, ან იგი, ყველა მოკვდავს ერთი ჰყავს ღმერთი
ენიალოსი.
იგი მოკლავს მას, ვინც თვით ჰკლავდა!”
310 ჰექტორის სიტყვას შეეგება ჯარი ყიჟინით.
უგუნურები! დაუბნელა ჭკუა ათენამ.
ჰექტორის რჩევას ყველა ენდო საუბედუროს,
პულიდამანტის სასარგებლო რჩევას - არავინ.
ტროელნი მინდვრად ათენებდნენ, ხოლო აქაველთ
315 ღამე გლოვაში გაატარეს პატროკლეს გვამთან.
დაიწყო მეფე აქილევსმა კვნესა-გოდება,
კაცთამმუსვრელი ხელი მოძმეს მკერდზე დაადო,
მძიმედ კვნესოდა, როგორც ლომი ხშირფაფრიანი.
როდესაც ბოკვრებს მოსტაცებენ უსიერ ტევრში,
320 გვიან მოსული ლომი ბრდღვინავს, დაეხეტება.
ბნელ წავარნიდან წავარნისკენ, დაეძებს მტრის კვალს
გმინავს საბრალოდ, მძვინვარება და დარდის მსჭვალავს.
ასე გოდებდა მირმიდონელთ შორის პეიდიც:
”ვა-ვაი! სიტყვა უნაყოფო დამცდა ბაგიდან,
325 როს მენეტიოსს უნუგეშოს ვანუგეშებდი!
ვუთხარ, ოპოენტს მე მოვიყვან, შენს განთქმულ ვაჟკაცს.
ვით ილიონის დამაქცეველს, მფლობელს ნადავლის.
მაგრამ ყველაფერს როდი უძღვნის ზევსი მოკვდავებს!
ჩვენ ორს ბედად გვაქვს ერთი მიწის შეღებვა სისხლით
330 აქ, ტროის მხარეს! და ბრძოლიდან შინ დაბრუნებულს
აღარასოდეს შემომხვდება მამა მოხუცი,
არცა თეტისი. აქ დამფარავს შავი სამარე!
მაგრამ შენს შმდეგ რადგან უნდა მე დავიმარხო,
დიდ პატივს დაგდებ, ო, პატროკლევ! ხოლო მანამდის
335 თავს წავკვეთ ჰექტორს, შენი მოკვლით გაამაყებულს!
შენი კოცონის ახლოს თორმეტ ტყვესაც დავაკლავ -
მშვენიერ ტროელთ დაცავლეწავ შურისმგებელი.
შენ კი მანამდის განისვენე ჩემს ხომალდებთან!
ტროელთ ქვეყნის მშვენიერ და მკერდსავსე ქალებს
340 დაე, გოდებით დღე და ღამე სდიოდეთ ცრემლი,
მათ, ვინც მე და შენ მოვიპოვეთ ძალმოსილ შუბით,
ბრძოლისმოყვარე ხალხთა მხარე როს დავაქციეთ”.
ასე ამბობდა და მეგობრებს უბრძანა გმირმა
რვალის სამფეხის ცეცხლზე შედგმა. რომ მოებანათ
345 მიმხმარი სისხლი და ტალახი პატროკლესათვის.
კაცებმა დადგეს მოელვარე ალზე სამფეხა,
გაავსეს წყლით და შეუკეთეს შეშე კერიას,
სამფეხას ცეცხლი შემოენთო, სითხე გაცხელდა
და როს თუხთუხით ახმაურდა სპილენძში წყალი,
350 გვამი განბანეს და განპოხეს შემდეგ საცხებლით,
წყლული ცხრაწლიან ძვირფას ცხიმით ამოულესეს
და სარეცელზე დაასვენეს, ტანზე ეფარა
თეთრი და თხელი ტილო ცხედარს თხემით ტერფამდე.
და მთელი ღამე დასტიროდნენ მირმიდონელნი,
355 პელიდის ირგვლივ მდგომნი, მამაც პატროკლეს ცხედარს.
ზევსმა მიმართა ჰერას - თავის დას და მეუღლეს:
”ჰქმენ, რაც შეგეძლო, დედოფალო ხარისთვალებავ!
ბრძოლად აღძარი აქილევსი, დედა ხარ მართლაც
თმახუჭუჭ ხალხთა, აყვავებულ ელადის მხარის”.
360 ჰრქვა და მიუგო დედოფალმა ხარისთვალებამ:
”პურქუშო ზევსო კრონიონო, აბა, რას ამბობ?
კაცს თუ ნება აქვს ბოროტება კაცს შეამთხვიოს,
მოკვდავმა -მოკვდავს და ჭკუითაც ღატაკმა - ღატაკს.
მე, უზენაეს დედოფლის რომ მერგო პატივი,
365 რითაც ვამაყობ და შენც მიხმობ დად და მეუღლედ,
შენ, მეუფეო, უკვდავებზე გამეფებულო,
ნუთუ საძულველ ტროელთ დევნის ნება არა მაქვს?”
ასე მიუგეს ოლიმპოზე ერთურთს ღმერთებმა.
იმ დროს თეტისმაც მიაღწია ჰეფესტოს პალატს,
370 უკვდავთა ბინას, უჭკნობელს და ვარსკვლავებიანს,
ელვარე რვალით რომ ააგო ფეხკელოვანმა.
ოფლით გაღვარულს შეხვდა მქშინავ საბერვლების წინ,
ოცი სამფეხა ერთდროულად შეედგა ოსტატს,
რომ ლაღად ნაგებ სასახლეში დაედგა შემდეგ.
375 ფეხებთან ყველას მიუმაგრა ოქროს ბორბლები,
რომ უკვდავთ დასთან მიგორება თვით შეძლებოდათ
და უკან სახლში დაბრუნებაც აგრე საოცრთ
ამ სახით უკვე გაეჭედა. არ ჰქონდა ზოგ-ზოგს
მოხერხებული სახელური - სამსჭვალს არგებდა.
380 როს შემოქმედი ხორცს ასხამდა საქმეს ჩანაფიქრს,
იმ დროს შევიდა თეტის, ღმერთი ვერცხლისფეხება.
რა დაინახა, შეეგება ქალღმერთი ქარიტი
მშვენებით სავსე, ახალგაზრდა ცოლი მასპინძლის,
ალერსით ხელი ხელზე ჰკიდა და ტკბილად უთხრა:
385 ”თეტის, საბურვლით დაფარულო, მოსულხარ ჩვენთან,
საყვარელო და სასურველო! რა ძვირად გხედავთ!
მოდი, გვეწვიე გიმასპინძლებ, ტკბილო ღმერთქალო!”
ასე უთხრა და შეიყვანა სახლში თეტისი.
იქ დასვა ვერცხლის სამსჭვალიან ტახტზე ქალღმერთი,
390 ლამაზად მორთულ სავარძელზე კვარცხლბეკიანზე.
შემდეგ გასძახა სახელოვან ოსტატს ხმამაღლა:
”ჰეფესტო! მოდი, სათხოვარი ჰქონია თეტისს!”
ფეხკელოვანი ღმერთი მყისვე გაეპასუხა:
”მეწვია მძლავრი ქალღვთაება მარად დიადი!
395 მან ტანჯვისაგან მიხსნა, როცა დედის სურვილით
ზეცას მომწყვიტეს: უსინდისოს სურდა დამალვა
კოჭლი შვილისა. რა სიმწარე ჩემს გუშლი დუღდა,
სანამ მღიმეში არ მიმიღეს თეტისმა მაშინ
და ევრინომემ, ოკეანის ნაზმა ასულმა!
400 იქ სამკაულებს ვაკეთებდი ცხრა წელიწადი,
ბეჭდებს, თმის კავებს, ღილკილოებს თუ ყელსაბამებს.
ვიყავ მღვიმეში, ირგვლივ ქუხდა ღრმა ოკეანე
აქაფებული, მსწრაფლ მბორგავი, განუზომელი.
არც მიწისშვილი შემხვდა ვინმე არცა უკვდავი,
405 მხოლოდ თეტის და ევრინომე, ჩემი მხსენელები.
ახლა მეწვია შინ თეტისი! უნდა მივუზღა
გადარჩენისთვის ვალი ქალღმერთს ლამაზთმებიანს.
გაუმასპინძლდი, ჩემო ცოლო, მდიდრულ ნუგბარით,
მეც ახლავ მოვალ, ხელსაწყოებს ავაწყობ მხოლოდ”.
410 თქვა და მოშორდა გრდემლს ვეება და გამურული,
კოჭლი ღვთაება ძლივს ადგამდა ხეიბარ ფეხებს.
საბერვალს მოხსნა საბურავი, ხელსაწყოები
ერთად შეკრიბა, ვერცხლის სკივრში ჩააწყო ფრთხილად,
სველ მაწაწურით, გაიწმინდა ხელი და სახე,
415 კისერი, მკერდი ფაჩვნიერი, ქედი ძლიერი.
კვართი ჩაიცვა, კვერთხს დაეყრდნო, კარში გავიდა
ღმერთი აკლობით.
მოახლენი შეუდგნენ მხარში
და მოჰყვებოდნენ ოქროვანნი, ქალწულთ სადარნი.
ცოცხლებსა ჰგავდნენ, ჭკუაც ჰქონდათ, ხმაცა და ძალაც,
420 მათ უკვდავებმა შეასწავლეს ყოველი საქმე.
აქეთ-იქიდან შემოუდგნენ, ბორძიკ-ბორძიკით
მიუახლოვდა ღმერთი თეტისს, ტახტზე მჯდომარეს.
ალერსით ხელი ხელზე ჰკიდა და ტკბილად უთხრა:
”თეტის, საბურვლით დაფარულო, მოსულხარ ჩვენთან,
425 საყვარელო და სასურველო! რა ძვირად გხედავთ!
მითხარ, რა გნებავს? გული მითქვამს, დავჰყვე შენს ნებას,
თუ სემიძლია და თუ არის შესაძლებელი”.
თეტისმა ცრემლებმორეულმა უთხრა ჰეფესტოს:
”ერთი ქალღმერთი ოლიმპოზე თუ გეგულება,
430 გულში იმდენი ჭირ-ვარამი რომ ჩაეხვიოს,
მე რაოდენიც კრონიონმა მარგუნა ბედკრულს!
ზღვის ნიმფა მიმცა აიაკეს ძეს, მოკვდავ პელევსს
და განვიცადე ქმრის ალერსი, თუმცაღა გული
როდი მიწევდა.
უკვე მძიმე სიბერის ტვირთი
435 მას შინ სწვევია.
მაგრამ მე სხვა დარდიცა მტანჯავს:
ზევსმა მაჩუქა ერთი ვაჟი, პირმშო, პირველი
პირველთა შორის, პირმშვენიერს სათუთად ვზრდიდი,
როგორც წალკოტში ნერგს და ყვავილს ლამაზად გაშლილს.
სწრაფმსრბოლ ხომალდით ილიონში გავგზავნენ მოყმე
440 ტროას სალაშქროდ.
ვაი, რომ აწ ვეღარ შევხდები
მამასთან, ნათელ დარბაზებში მოხუც პელევსის!
თუმც ცოცხალია და ჯერ ხედავს მზის ბრწყინვალებას,
უნდა იტანჯოს, მე კი შველა არ შემიძლია!
ქალწული, ჯილდოდ მირთმეული აქაველთ მიერ,
445 ისევ ხელიდან გამოსტაცა აგამემნონმა.
ამაზე დარდით ევსებოდა გული.
აქაველთ
აღარ შეეძლოთ გემს და ბანაკს მოსცილებოდნენ
მტერთაგან ძლეულთ.
უხუცესნი ეახლდნენ ჩემს ძეს,
უთვალავ ჯილდოს პირდებოდნენ შესარიგებლად.
450 მან არ ისურვა გადარჩენა აქაველთ ლაშქრის,
მაგრამ პატროკლე თვისი აბჯარ-ბექთრით შემოსა.
მეგობარს ომში გააყოლა რაზმი დიდძალი.
სკაიას კოშკის მისადგომთან მთელ დღეს იბრძოდნენ,
ილიონს კიდეც დაამხობდნენ. უფალ აპოლონს
455 მენეტიოსის ძისთვის დღე რომ არ მოესწრაფა,
ხოლო დიდება არ რგებოდა ღვთაებრივ ჰექტორს.
აი, რად მოველ, რად ვეხვევი ხვეწნით შენს მუხლებს:
დღემოსწრაფებლ ჩემს შვილს იქნებ შენ შეეწიო,
იქნებ შენ მისცე ფარიც, ზუჩიც, საბარკულებიც,
460 იქნებ შენ მისცე სამკლაურიც: თვისი დაკარგა,
როს ტროელთ დასცეს ძმადნაფიცი უერთგულესი !”
მყისვე მიუგო მართლმორჭმულმა ამფიგიევსმა:
”იყუჩე და გულს მწუხარება არ გააკარო.
მე განა ძალმიძს, აქილევსი სიკვდილისა და
465 ბედისწერისგან დავიფარო ისე იოლად,
როგორც საჭურვლის წრთობა ვიცი, უთვალავ მოკვდავს
ერთი შეხედვით თავზარს დასცემს და გააოცებს!”
ასე უთხრა და ისევ ქურას მიადგა ღმერთი,
ცეცხლს მიუშვირა საბერვლები მძლავრად მქშინავი,
470 ერთბაშად ოცმა საბერველმა ხახა დააღო,
ააბრიალა მყისვე ალი ძალუმმა სუნთქვამ.
ხან უბერავდნენ მთელი ძალით, ხან წყნარად ქშენდნენ
მქმნელის ნების და ქმნილი საქმის შესაბამისად.
აბობოქრებულ ცეცხლში ჩადო სპილენძის ზოდი,
475 ბრპენი ჩააგდო, შემდეგ ვერცხლი, ბაჯაღლო ოქრო.
კუნძზე რომ გრდემლი დაამაგრა, მარჯვენა ხელში
ურო აიღო, მეორეში მაშა ეჭირა.
ჯერ გამოჭედა მტკიცე ფარი, უზარმაზარი,
ირგვლივ ლამაზად მოახატა ზეცის კამარა,
480 სამმაგი თაღი, ვერცხლისფერი ღვედით შეამკო.
ხუთი ფურცელი ჰქონდა იმ ფარს და შუაგულში
ღმერთს საოცარი, ათასგვარი რამ აესახა,
აქ იყო მიწაც, ზღვაც და ზეცაც უკიდეგანო,
მზე - გზაუზომო, სავსე მთვარე, ყველა ვარსკვლავი,
485 ცარგვალს რომ ამკობს სილაღით და მშვენიერებით,
პლეადები დაჰიადები, ორიონ, არკტოს,
რომელსაც ეტლსაც უწოდებენ ხოლმე სხვაგვარად.
იგო ორიონს თან დაჰყვება და მიწყივ ბრუნავს,
მაგრამ არასდროს შეხებია ზვირთს ოკეანის.
490 ორი ქალაქიც გამოსახა მტკიცედ ნაგები,
ერთში ნადიმი და ქორწილი გამართულიყო,
გაჩახჩახებულ სასახლიდან ქალაქის ზღურბლთან
მიაცილებდნენ საქორწინო სიმღერით ქალწულს.
ყმაწვილთ გუნდ-გუნდად გაუმართავთ ფერხული, ისმის
495 ხმა ფორმინგის და სალამურის. შესციცინებენ
მათ ღირსეულნი ბანოვანნი ჭიშკართან მდგომნი.
იქით მხარეს კი უამრავი ხალხი ირევა
ორ კაცს მკვლელობის საზღაურზე დავა ჰქონიათ.
ერთი ფიცსა სდებს და უცხადებს ხალხს, რომ მთლიანად
500 გადაიხადა, მეორე კი მტკიცედ უარყოფს
გადუწყვეტიათ, გადაეჭრათ მოწმეებს დავა,
ხალხი ყაყანებს, თავისიანს ემხრობა ყველა.
მაცნე ბრბოს აცხრობს, უხუცესნი ქალაქისანი
წყნარად თლილ ქვებზე ჩამომსხდარან წრის შუაგულში.
505 მჟღერხმიან მაცნეთ მიუციათ მათთვის კვერთხები,
ერთი მეორის მიყოლებით მსჯავრს წარმოთქვამენ.
წრეში დევს ოქროს მოელვარე, ორი ტალანტი
მისთვის, ვინც უფრო სამართლიან მსჯავრს გამოიტანს.
მეორე ქალაქს შესევია ორი ლაშქარი,
510 ელვარებს მათი საჭურველი. ორი რამ უნდათ:
ციხის დაქცევა, ან არა და წილად მიღება
თვით მცხოვრებთაგან ყველა სარჩო-საბადებელის.
ხოლო ისინი უარობენ, ემზადებიან.
კოშკზე უშვებენ საყვარელ ქმრებს დედაკაცები,
515 ყმაწვილთ უსუსურთ და სიბერით დათრგუნვილ კაცებს
დიაცნი ცვლიან, არესი და პალასი ახლავთ,
ორივ ოქროსი, შემოსილი ოქროს სამოსით.
რა მშვენებაა! საჭურველიც - რა დიდებული!
მართლა ნამდვილი ღმერთებია!
ქვემოთ მებრძოლნი
520 მიდიან, სადაც ეგულებათ მყუდრო საფარი,
მდინარის პირას, აქ ჩანს ჯოგთა სარწყულებელი.
წყნარად სხედან, თავს უმშვენებთ ლევარე რვალი,
ორი მსტოვარი მოშორებით ველს უთვალთვალებს:
ხომ არა ჩანსო ცხრების ფარა, საქონლის ჯოგი?
525 მალე გამოჩნდა, ორი მწყემსი მიუძღვებოდა
და თან სალამურს აჟღერებდა, ვერ გრძნობდნენ მახეს.
სწრაფად ესხმიან თავს წყლის პირას ჩასაფრებულნი.
ეკვეთებიან ხარებს და ცხვრებს ვერცხლისმატყლიანთ,
მწყემსებმსა ჰკლავენ, იტაცებენ ჯოგსა და ფარას.
530 როგორც კი კოშკში ღრიანცელი შეესმა მხედართ,
გალავნის გუშაგთ, მსწრაფლ ამხედრნენ ფიცხელ ცხენებზე,
სადაც განგაში ატყდა, გაჩდნენ იქ მეყსეულად,
მხარიმხარ დადგნენ, წყლის ნაპირას გაჩაღდა ბრძოლა.
ერთურთს ეძგერნენ, სპილენძის შუბს მოცლა არა აქვს.
535 ღვარძლი, გნიასი და სიკვდილი ჯარს დაერია.
სიკვდილის ღმერთი ხან მომაკვდავს, ხან კი მოსაკლავს,
ხან მოკლულს ბრძოლის სარბიელზე ფეხით დაითრევს,
გაწითლებია კაცის სისხლით მკერდზე ქულაჯა.
როგორც ცოცხალი მებრძოლები,ისე იბრძვიან
540 შმაგი ღმერთები, დგამენ გორას სისხლიან გვამთა.
ფარზე ხატია ფართო ველი და ხოდაბუნი,
ფხვიერი, სამგზის გადახნული, მიწათმოქმედნი
უღელში გაბმულ მოზვრებს სვეზე ერეკებიან
და როცა ისევ მოუხვევენ ყანის სამანთან,
545 თვითეულს ღვინოს თასით აძლევს კაცი სალხინოს.
და ოდეს კლავ სვეს თავიანთსას უბრუნდებიან,
ჩქარობენ ბოლოს გაიტანონ უხეში ხნული.
თუმც ხოდაბუნი ოქროსია, ხნული შავდება
და უკან რჩება. სასწაული რამ სურათია!
550 შემდეგ დახატა ყანა მაღალ თავთუხიანი,
მოპირულ ნამგლებს მომკელთ ხელში ბზინვა გაუდის.
ზოლ-ზოლად ხშირი თვაელები მიწაზე ცვივა,
მარჯვედ კონავენ შემკრვრელები ძნებად და ძნებად.
სამ-სამი მისდევს თითოეულს, უკან ბავშვები
555 თავთუხს თავთუხზე ამატებენ კონა-კონებად
და მათ აძლევენ. იქვე მოჩანს ყანის პატრონი
კომბალით ხელში, გულს სიამე შემოჰფენია,
შორს კი მსახურნი სუფრას დგამენ მუხის ჩეროში,
ხარი დაუკავლთ, ფუსფუსებენ, ხოლო დიაცნი
560 თეთრ ფქვილს ურევენ, რომ მოასწრონ ტკბილი სამარხი.
ზემოთ მოხატა დახუნძლული ოქროს ვენახი,
მხოლოდ მტევდნები კიაფობენ სურათზე შავად,
ვაზი უჭირავს ვერცხლის ჭიგოს. ვენახთან ახლოს
მუქლურჯი თხრილი და ბრპენისაგან თეთრი კედელი
565 გამოსახულა. ვაზებს შუა ვიწრო ბილიკზე
ჩანან მზიდავნი. რთველი არის ბარაქიანი.
ქალწულთ და ყმაწვილთ გული უცემთ ლხენით და შვებით,
სავსე გიდელთი როცა მიაქვთ ტკბილი ნაყოფი.
იმათ შორის დგას მშვენიერი ერთი ჭაბუკი,
570 წკრიალა ფორმინგს რომ აჟღერებს და ტკბილად მღერის,
ჭაბუკის გვერდით მოხდენილად როკავენ ყრმანი.
დგას ჟრიამული, ჟღერს სიმღერა, ქუხს საფერხისო.
იქავე ჯოგი მოჩანს ხართა, რქებამართულთა,
ზოგი ოქროთი, ზოგიც ბრპენით გამოძერწილი.
575 გამოცვენილან ძელყორიდან იალაღისკენ,
შმაგი მდინარის ლელიანი ნაპირის გასწვრივ.
ოქრონაძერწი ოთხი მწყემსიც ახლავს საქონელს
და ცხრა ნაგაზი. მალემსრბოლი თანვე მიჰყვება.
ჯოგს დასცემია ორი ლომი ხშირფაფრიანი,
580 აბღავლდა კურო, დაითრია ოდეს ნადირმა.
საშველად მწყემსნი გამორბიან და ქოფაკებიც,
ლომებს კი ხარის ტყავი უკვე აუგლეჯიათ.
დასწაფებიან სისხლს, შიგნეულს, მწყემსნი ამაოდ
უსისინებენ ფეხმარდ ძაღლებს შესაშინებლად.
585 თვით ეშინიათ ძაღლებს, კბილს ვით დააკარებენ:
ერთს რომ წკავწკავით შეუყეფენ, გარბიან ისევ.
შემდეგ მოხატა იალაღი ამფიგიევსმა,
ხასხასა ველზე ფარა ვერცხლის მატყლით მორთული,
ცხვრების ფარეხი და კარვებით მათი მწყემსების.
590 შემდეგ ჰეფესტომ დაამშვენა ფარი ფერხულით,
ისე ლამაზით, როგორც წინათ კნოსოსში შექმნა
დაიდალოსმა თმამშვენიერ არიადნესთვის,
ყრმანი და მრავალმზითვიანი ქალიშვილები
ცეკვავენ, ხელნი სიყვარულით გადაუხლართავთ,
595 ქალწულთ ამშვენებთ ჩითის კაბა, ყმაწვილთ - ქიტონი,
და სისპეტაკით და სისწრაფით გაბრწყინებულან.
გოგოებს ყვავილთ გვირგვინები ალამაზებენ,
ბიჭებს კი ოქროს სატევარი ვერცხლის ღვედებზე.
ისე ცეკვავენ, ისე მარდად შებრუნდებიან,
600 ისე მსუბუქად, როგორც ჩარხში მარჯვე ბორბალი,
როცა გამოსცდი - კვლავ ადვილად ბრუნავს თუ არა.
ხან იშლებიან, მიჰყვებიან ერთიმეორეს.
აღტაებული მოხვევია გუნდს ირგვლივ ხალხი
605 მათს შუა მღერის შეწყობილად ორი ყმაწვილი.
იქვე მდინარე ოკეანის ძალაც ასახა -
ზედა სალტესთან შემოავლო ფარს საუცხოოს.
როს მოამთავრა მოხატული, ვეება ფარი,
იწყო ალივით მოელვარე ჯავშნის გაჭედვა
610 ჰეფესტომ. შემდეგ მუზარადი, პელიდის სარგო
მოხატა, ზემოთ ოქროს ჯიღა დაადგა ღმერთმა.
მოქნილ ბრპენისგან გაუკეთა საბარკულები.
როცა ბოლომდე გამოჭედა აბჯარ-ბექთარი,
პელიდის დედას დალაგა კოჭლმა ჰეფესტომ.
615 თოვლით მოვერცხლილ ოლიმპოდან ვით შევარდენი,
მოაქროლებდა მოელვარე საჭურველს დედა.

ქება მეცხრამეტე. რისხვის დაცხრომა
ეოსი ოქროსკვერთიანი ოკეანის ზვრითს
ასცდა, უკვდავებს და მოკვდავებს მოჰფენია შუქი.
ამ დროს ღმერთის ძღვენით მირმიდონელთ კარვებს მიადგა
თეტისი, ნახა ძე, პატროკლეს გადამხობილი.
5 ჰგოდებდა იგი, ირგვლივ ბევრი მოძმეც ჰგოდებდა.
მათ შორის დადგა და ქალღმერთმა მოჰკიდა ხელი
შვილს მარჯვენაზე, მიეფერა და ასე უთხრა:
”ეგ დარჩეს, შვილო, რაც არ უნდა გიმძიმდეს გულით,
აქ იწევს მშვიდად. ღმერთთა ნებით დაეცა იგი.
10 ადექ, მიიღე ჰეფესტოსგან მძლე საჭურველი,
მოკვდავს არასდროს მხრებით რომ არ უტარებია”.
ასე უთხრა და საჭურველი დადო თეტისმა
აქილევსის წინ. აციმციმდა ის საოცარი.
მირმიდონელნი შეკრთნენ. თვალი ვერვინ უსწორა,
15 საჭურველს ზურგი შეაქციეს. ხოლო პელიდმა
ერთი შეხედა და აღივსო მძვინვარე ჟინით.
წამწამთა შორის ელვარება გამოკრთა თვალთა.
მიელაციცა მოციმციმე ნობათს ღვთაების.
და როს იჯერა გმირმა გული ამ სასწაულით,
20 მშვენიერ დედას მიაგება ფრთიანი სიტყვა:
”დედავ ძვირფასო, ეს ხომ მართლაც ღმერთის ძღვენია,
უკვდავის ქმნილი, მოკვდავს მისი შექმნა არ ძალუძს!
ახლავ ავისხამ, მაგრამ გული მეთანაღრება:
ამასობაში მამაცი ძე მენეტიოსის
25 არ წამიბილწონ ბუზებმა და ღრმა იარებში
არ გაამრავლონ ჭია-ჭუა. დააგონჯებენ,
მას ხომ სიცოცხლე გაეცალა! გახრწნიან ცხედარს!”
უთხრა თეტისმა შვილს, ქალღმერთმა ვერცხლისფეხებამ:
”ო, ძეო ჩემო! მასზე ზრუნვით გულს ნუ აიმღვრევ!
30 მე გავირჯები, რომ ვაშორო სისსლის მწყურვალი
ჯელგა ბუზების, ხარბად გვამს რომ ეტანებიან.
და თუნდაც იწვეს მთლი წელი, მისი სხეული
უვნებელი და მშვენიერი დარჩება კვლავაც.
შენ კი შეკრიბე აქაველნი, ო, შვილო ჩემო!
35 ნუღარ მრისხანებ ხალხთა მეფე აგამენონზე.
ომში ჩაები, შეიმოსე კვლავ ძლიერებით!”
ასე უთხრა და ჩაუნერგა შვილს სიმამაცე.
პატროკლეს ნესტოს მიაპკურა შემდეგ ნექტარი
და ამბროსია, რომ უვნებლად დაეცვა გვამი.
40 ზღვის ნაპირს გაჰყვა ღვთაებრივი პელიდი მაშინ,
ომახიანად უხმო ლაშქარს, კვლავ ააღელვა
სპა, ხომალდებთან რომ რჩებოდა ადრე ყოველთვის,
მეზღვაურები, მესაჭენი, თვით წინამძღოლნი
მეომარ რაზმთა, მსახურნის და მცხობელნი პურის.
45 ყველამ იჩქარა საფიხვნოზე, როს აქილევსი
ისევ გამოჩნდა, დიდხანს ბრძოლას არიდებული.
ორი მსახური არესისა მისკენ კოჭლობით
გამოემართა: მძლე ტიდიდი და ოდისევსი.
ებჯინებოდნენ შუბებს, კვლავაც სტკიოდათ წყლული.
50 მიუახლოვდნენ, წინა რიგში ჩამოდგნენ ჩუმად.
შემდეგ მოვიდა ხალხთა მეფე აგამემნონი,
ისიც დაჭრილი. შმაგ ბრძოლაში დაჭრა კოონტმა
ანტენორიდმა მძლე ატრიდი სპილენძის შუბით.
და როს ყოველი აქაველი მოვიდ კრებად,
55 ადგა ფეხმარდი აქილევსი და ასე ბრძანა:
”ატრიდო! უფრო კარგი იყო, რომ ცოტა ადრე
აქ შევხვედროდით, რაკი ორივ ტყვე ქალწულისთვის
აღვენთეთ ჩვენდა სავალალოდ სულის მღრღნელ ბოღმით!
ო, არტემისმა რად არ მოკლა ისრით ეს გოგო,
60 როს ლირენსოსის დაქცევისას ვარჩიე ქალებს:
ამდენი გმირი მიწას კბილით ხომ არ დაღრღნიდა
მტრისგან მოკლული, როს ჯიუტად დავნებდი რისხვას!
ჰექტორი ლაღობს ამის გამო, ხოლო აქაველთ,
ემახსოვრებათ დამღუპველი ქიშპობა ჩვენი.
65 მაგრამ რაც ოხდა, მწუხარენი დავესხნათ ახლა,
გული დავიცხროთ, ვით მოითხოვს გარდუვალობა!
მეცა ვთმობ რისხვას უცილობლად. როდი ვაპირებ
რომ განუწყვეტლივ ვმრისხანებდე. შენც, აგამემნონ,
ომში ჩააბი თმახუჭუჭა აქაველები.
70 მიმიშვი მტერზე, გამოვცადო ისევ ტროელნი,
თუ აპირებენ ხომალდებთან ათიონ ღამე?
ვფიქრობ, ყოველი იმათგანი დაღლილ მუხლს ჩახრის,
ფიცხელ ბრძოლაში ჩვენი ხმლით და დაშნით ნაგვემი!”
ასე თქვა. შვება აქაველთა სპას მოეფინა,
75 რა ესმათ, აღარ მრისხანებსო პელეიონი,
მაშინ დაიწყო სიტყვა მეფე აგამემნონმა,
წამოდგა, მაგრამ სპათა შუა არ გამოსულა:
”დანაელთ გმირნო, მძლე არესის მსახურნო ქველნო!
სიტყვას რომ ამბობს კაცი, პირში ნუ წაეჩრებით,
80 ასე გამოცდილ მჭერმეტყველსაც გაუჭირდება.
აყალ-მაყალში შეიძლება განა თქვა რამე,
ან გაიგონო? ომახიანს ხმა ჩაუწყდება.
სათქმელს მე ვეტყვი პელევსის ძეს.
ხოლო არგიველთ
ამას გაუწყებთ, ყურადღებით აწონ-დაწონეთ:
85 მუდამ მეტყოდნენ აქაველნი მწარე საყვედურს,
ბრალს მდებდნენ, მაგრამ დამნაშავე ვიყავ არა მე,
არამედ ზევსი, ერინისი და ბედისწერა,
ბნელში მცოცავი! ამირიეს ღმერთებმა ჭკუა
საბედისწერო დღეს, როს პელიდს ჯილდო წავგვარე.
90 რა უდნა მექნა, ყველაფერი იკისრა ღმერთმა -
ზევსის ასულმა ატემ - წყენამ, კაცს რომ აბრმავებს.
ულმობელს ნაზი ტერფები აქვს, ფეხით მიწის მტვერს
არც კი ეხება, გადაივლოს მოკვდავთა თავებს
და საწყლავს, ადვილად აქცევს მრავალს თავის ბადეში.
95 ოდესღაც ზევსიც დააბრმავა, უზენაესი
ყველა ღმერთზე და ყველა კაცზე. ჰერამ ზევსიც კი,
თუმცა ცოლია თვითონ ზევსის, მშრალზე დატოვა
იმ დღეს, როს დედა ბედნიერი, ტურფა ალკმენე
მზად იყო ეშვა მძლე ჰერაკლე თებეს ციხეში.
100 ზევსი ამბობდა ქედმაღლურად უკვდავთა შორის:
მისმინეთ, ღმერთნო და ქალღმერთნო, მინდა გაუწყოთ,
რას მითქვამს გული: ახლა ქვეყნად მოავლენს ყმაწვილს
ეილითია, ღმერთი, შემწე მშობიარეთა.
რაც კი ხალხია მის გარშემო, მათზე იმეფებს
105 მოყმე, ნაყოფი კაცთა მოდგმის და ჩემი სისხლის!
მზაკვრობა ჰქონდა გულში, როცა ზევსს უთხრა ჰერამ:
”ეგ ტყუილია! შენ არასდროს ასრულებ სიტყვას!
მაშინ გაბედე, შემოგვფიცე ოლიმპიელო,
რომ რაც ხალხია მის გარშემო, მათზე იმეფებს
110 მოკვდავი, დღეს რომ ჩაგორდება დედის კალთაში,
მოყმე, ნაყოფი კაცთა მოდგმის და შენი სისხლის!”
ასე უთხრა და როდი იგრძნო ზევსმა ოინი,
ფიცი დადო და სანანებლად გაუხდა შემდეგ.
ჰერამ დატოვა მეყსეულად ოლიმპოს ბორცვი.
115 აქაველთ არგოს მიაღწია, სადაც ადრევე
ეგულვა ცოლი პერსეიდი სთენელოსისა.
ძეს მეშვიდე თვეს ატარებდა წიაღით დედა.
ვადამდე შვილი აშობინა. ალკმენეს შობა
კი დაუყოვნა, მოაშორა ეილითია.
120 შემდეგ მივიდა კრონიონთან და ასე უთხრა:
”ზევსო მამაო, გულზე გაჭდევ შენსავე სიტყვას -
იშვა მოკვდავი, ვინც იმეფებს არგოსის მხარეს,
ყრმა ევრისთევსი, პერსეიდი სთენელოსის ძე,
შენივე მოდგმის! არ იქნება მეფე უღირში! . . .”
125 ასე უთხრა და მწყველი დარდი გულში აუნთო.
ზევსი მყის მიწვდა ატეს ლამაზ დალალ-კავებში,
განრისხებული ფიცსა დებდა შავღრუბლიანი,
რომ ოლიმპოზე, ვარკსვლავებით მოჭედილ ცაზე
ვერასდროს ავა ატე, თვალთ დამავსებელი.
130 ხელი მოწყვეტით მოიქნია, ცას ვარსკვლავიანს
მოსხლიტა იგი, კაცთა საქმე არგუნა წილად.
ზესვსი გმინავდა, როს ხედავდა ძეს უსაყვარლესს,
ევრისთევსისთვის სამარცხვინო უღლით გატანჯულს.
მეც, როს ჰექტორი, დიადი და ზუჩმოელვარე,
135 გემის კიჩოსთან მუსრს ავლებდა არგიველთ ლაშქარს,
ვერ ვივიწყებდი ატენ-წყენას, ბრმად რომ მაქცია.
რაკი შევცოდე, რაკი ჭკუა მომტაცა ზევსმა,
მინდა უზღვავი საზღაურით ვზღა ცოდვა ჩემი!
გმირო, ამხედრდი, აღამხედრე კვლავაც რაზმები!
140 ხოლო განძს ახლავ მოგართმევენ შენთან მოსულმა
მხნე ოდისევსმა, ამას წინათ რომ მოგითვალა.
ნუღარ გადავდებთ, რაც არ უნდა ბრძოლა გწყუროდეს,
მოგიზიდავენ გემზე ნობათს მსახურნი ჩემნი,
და თვითონ ნახავ, რას მოგართმევ შესარიგებლად”.
145 ატრიდს მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”ქველო ატრიდო აგამენონ, მამაცთ მეუფევ!
გინდ მომეც ძღვენი, რაც ეგების შესარიგებლად,
გინდ დაიტოვე, ოღონდ ახლა ომზე ვიფიქროთ,
რაზე დავკარგოთ სჯა-ბაასში დრო სანუკვარი?
150 რაღას ვაყოვნებთ, ჯერ ხომ საქმე არ დაგვლევია?
დე, ვინც ისურვებს, კვლავ იხილოს მძლე აქილევსი,
სპილენძის შუბით ფალანგების დამანგრეველი
და მის მსგავსადვე თვითონ აენთოს მტერთან საომრად!”
მას ოდისევსი შეესიტყვა ჭკუალევი:
155 ”რაგინდ მძლე იყო, აქილევსო, ღმერთთა სადარო,
მშიერ აქაველთ ნუ წაიყვან ილიონისკენ
ტროელთ ლაშქართან საბრძოლველად!
არა მცირე ხნით
ატყდება ომი, თუ ფალანგნი მხნე მეომართა
შეიბმებიან, ღმერთიც ყველას შთაბერავს სიმხნეს.
160 მანამ აქაველთ დანაყრება უთხარ გემებთან
პურ-ღვინით: სიმხნეც ეს არის და სიმტკიცეც კაცთა.
მთლი დღ, თვით მზის ამოსვლიდან მზის დახდომამდე,
წაუხემსებლად ვერ გაუძლებს ვაჟკაცი ბრძოლას.
გინდ მოუღლელი გული ეგზნოს მიწყივ საომრად,
165 სიგამხდრით ძაბუნს უმძიმდება ხოლმე სახსარი,
შმიერს და მწყურვალს ებლადება გზაში ფეხები.
მაგრამ კაცი რომ მომაგრდება ღვინით და საგზლით,
ძალუძს მთელი დღე მტერს ეომოს, მის მკერდში სული
განმტკიცებულა და სახსრები არ გრძნობენ დაღლას,
170 სანამ რაზმთაგან ბრძოლის ველი არ დაიცლება.
სპა განუტევე, საუზმისთვის უნდა იზრუნონ.
შენ კი კრების წინ ხალხთ მეფე აგამემნონმა
წარმოგიდგინოს საზღაური. იხილოს ყველამ
საკუთარ თვალით და შენც ხომ გულს გადააყოლებ!
175 არგიველთ შორის შემოგფიცოს, რომ აქამომდე
მშვენიერ ქალწულს სარეცელზე არ ჩახვევია,
როგორც სჩვევიათ ხოლმე, მეფევ, კაცსაც და დიაცს.
შენც ასათნოვე სული, იყავ კეთილმოსურნე!
ბოლოს მან ლხინიც საზეიმო გადაგიხადოს
180 თავის კარავში და უკლებლივ გიძღვნას პატივი!
ატრიდო, იყავ შემდეგ უფრო სამართლიანი!
იცოდე, მეფის შერიგება ვერ დაამცირებს
მოყმესთან, ვინც დაამცირა უგანაჩენოდ!”
მყისვე მიუგო მამაცთ მეფე აგამენონმა:
185 ’შვებით ვისმინე შენი სიტყვა, ლაერტის ძეო!
ჭეშმარიტება გვითხარი და სწორედ განსაჯე.
მზად ვარ შევფიცო და ამასვე მიბრძანებს გული,
ღმერთის წინაშე ვყოფ ზენაარს! ხოლო პელიდი
აქ უნდა დარჩეს, თუმცა ეგზომ სწყურია ბრძოლა.
190 ყველანი დარჩით, კარვებიდან სანამ საზღაურს
აქ მოიტანენ, სანამ ვიტყვი ზენაარს წმინდას.
შევე მოგანდობ მე ამ საქმეს, შენ შეარჩიე
აქაველთ შორის ყმაწვილკაცნი კეთილშობილნი
და ყველა განძი, რაც დავპირდი გუშინ აქილევსს,
195 ჩემი გემიდან მოიტანე, ქალნიც მოგვგვარე.
შენ, ტალთიბიოს, აქაველთა ფართო ბანაკში
ტახი მონახე, რომ შევწიროთ ზევსს და ჰელიოსს”.
პასუხად უთხრა კვლავ პელიდმა, გმირმა ფეხმარდმა:
”ქველო ატრიდო, აგამემნონ, მამაცთა მეფევ!
200 შემდეგ ვიზრუნოთ ამ საქმეზე, იმ დროს სჯობია,
როცა მცირე ხნით დავეხსნებით ბრძოლას მომქანცველს
და მრისხანება გულში აგერ არ იგიზგიზებს.
ჯერ ჩვენს წინაშე განგმირულთა ჰყრია გვამები,
ჰექტორმა მოსრა, როს დიდება არგუნა ზევსმა.
205 თქვენ კი ხალხს უხმობთ სასაუზმოდ?
მე სულ სხვას ვფიქრობ:
მე ახლავ ვურჩევ აქაველებს ბრძოლაში გასვლას,
მშიერთ და მჭლეებს.
საღამოს კი, მზის დახდომის წინ,
საყოველთაო ლხინს შევუდგეთ შურისმგებელნი.
მანამ არა მსურს მე პურ-ღვინო, არ გადამივა
210 ყელში საჭმელი იმ უსულო მოძმის წინაშე,
კარვის შუაში, დაფლეთილი სასტიკ სპილენძით
რომ წევს კარისკენ ფეხშექცევით . . . ირგვლივ მეგობრებს
ერთი აზრი აქვთ! საუზმე კი ფიქრად არ მომდის,
ბრძოლა მწყურია, სისხლი, კვნესა საწყალობელი!”
215 ისევ მიმართა ოდისევსმა ჭკუაულევმა:
”ო, აქილევსო, აქაველთა შორის უმხნესო!
ჩემზე განთქმულო და ჩემზევე მძლე მეომარო,
იცოდე, მაინც შორს ჩამომრჩი განსჯით და ცოდნით:
უადრეს შობილს უმეტესი მინახავს ქვეყნად.
220 დაგიცხრეს სული, გმირო, ჩემი კეთილი რჩევით.
ომში კვეთებით მალე ძღება ვაჟკაცთ გული,
როცა თავთუხებს ძირს დააფენს სპილნეძი უხვად.
მკაცა ძნელდება, ოდეს დახრის სასწორს კრონიდი -
მოყმეთა შორის გადამწყვეტი ბრძოლის ბედისა.
225 ამიტომ მკვდრებზე გვმართებს ვწუხდეთ არა სტომაქით:
მარაღე მწკრივი მწკრივზე წვება აქაველთ სპათა,
ვინ და როდისღა მოასწრებდა სულის ამოთქმას?
ჩვენი ვალია მივაბაროთ მიწას მოკლული,
ისევ გავმხნევდით, როს მთლი დღ მკვდარს დავიტირებთ.
230 და ვინც ცოცხალი გადაურჩა დამღუპველ ბრძოლას,
უნდა გამაგრდეს პურ-ღვინოთი, რომ ახლა ძალით
შეებას მტერს და კვლავ იბრძოდეს მუხლჩაუხრელად,
მტკიცე სპილენძით შეჯავშნული.
დაე, ნურავინ
აყოვნებს წასვლას, სხვა ბრძანებას ნურვინ ელის!
235 ყველას დაღუპავს ის ბრძანება, ვინც კი გემებთან
დაიმალება არგიველი.
მალე ტროელებს
ჩვენ შევესევით და საშინელ ომს გავაჩაღებთ!”
გაიხმო ძენი ნესტორისნი, მძლე ფილეიდი
მეგეტი, გმირი მერიონე, მძლავრი თოანტი,
240 კრეონტიადი ლიკომედე, მელანიპოსი.
იჩქარეს მისვლა აგამენონ მეფის კარავთნ.
შვიდი სამფეხა წამოიღეს შეპირებული,
ოცი კარდალაც, თორმეტივე ცხენი მოასხეს,
245 შვიდი ქალწული ხელოვანი, არ დასაწუნი
და მერვე - ღაწვებალანძული ბრისეს ასული.
ოდისევსს ოქრო გადაუწყავს ათი ტალანტი
ად თვით მოჰქონდა, ჭაბუკებს კი - სხვა მოსაკითხი.
დასის წინ დადეს.
ზე წამოდგა აგამემნონი.
250 ხელით ეჭირათ ტალთიბიოსს, ხმით ღმერთის ბადალს,
ბურვაკი, მაცნე თვის მბრძანებელს გამოეცხადა.
ატრიდმა იძრო მეყსეულად მძლავრი მარჯვენით
ბასრი ხანჯალი, ხმლის გვერდით რომ ეკიდა მუდამ,
ჯაგარი წაჭრა ბურვაკს, ხელნი მაღლა აღაპყრო,
255 ზევსს შეღაღადა. არგიველნი ისხდნენ და მეფის
სიტყვას ისმენდნენ ყურადღებით, სულგანაბულნი.
ის ლოცულობდა, სასოებით ზეცის შემყურე:
”ზევსი მემოწმოს უმძლავრესი, უზენაესი,
მზე, დედამიწა, ქვეშეთს მყოფი ერინიები,
260 ცრუ მაფიცარს რომ მიაგებენ საშინელ სასჯელს!
ვფიცავ, რომ ქალწულ ბრისეისს მე არ შევხებივარ,
მის სარეცელზე იძულებით ან სხვა რამ ძალით,
არა, კარავში უზრუნველად ცხოვრობდა იგი!
თუ ცრუ ფიცს ვამბობ, დაე, მიზღან ღმერთებმა, რაც კი
265 უბედურება აქვთ სასჯელად ვერაგ კაცთათვის!”
თქვა და გამოჭრა ბასრი რვალით ბურვაკსაც ყელი.
ტალთიბიოსმა ზღვის ზვირთებში უმალ ზვარაკი
ჩაუგდო თევზებს.
ზე წამოდგა ამ დროს აქილევს,
ასეთი რამ თქვა არგიველთა შორის პელიდმა:
270 ”ზევსო მამაო! კაცს საშინელ ბედსა სწევ ხოლმე!
არასდროს ატრიდს ჩემთან შუღლი არ სურვებია,
ვერავითარი ვერაგობით ქალწულს კარვიდან
ჩემს უნებურად ვერ წამგვრიდა. მაგრამ თვით ზევსმა
ისურვე ვნება ესოდენი აქაველთათვის!
275 ახლა საუზმე დააჩქარეთ და ვიწყოთ ბრძოლა!”
ასე თქვა, კრებაც დაიშალა სახელდახელო.
ყველამ მაშინვე მიაშურა თავ-თავის ხომალდს.
მირმიდონელნი, მიიღეს რა გამოსასყიდი,
მიადგნენ გემებს ღვთაებრივი აქილევსისა,
280 კარავთან დადეს, იქვე დასვეს ტურფა ქალები,
ცხენები რემას შეურიეს მეაბჯრეებმა.
ბრისეს ასული, მსგავსი ოქრო-აფროდიტესი,
ნახა თუ არა ყრმა პატროკლე რვალით ძლეული,
ცხედარს ქვითინით დაეკონა, იწყო გოდება,
285 ნაზი მკერდის და ყელის ხოკვა, მშვენიერ სახის.
ქალი, ღმერთქალის შესადარი, ასე მოთქვამდა:
”ჩემო პატროკლევ, შენი ფასი ვინ მყავდა ბედკრულს!
ვაგლახ, ცოცხალი დაგთმე, როცა ბანაკს ვტოვებდი,
ბანაკში მოველ, ხალხის მწყემსო და ცხედრად გპოვე!
290 ასე თნ მდევს მიწყივ ჭირი ჭირთა უმეტესი!
ვიზეც დამწინდეს მე მშობლებმა, იგი ვიხილე
სასტიკ სპილენძით განგმირული ქალაქის ბჭესთან,
სამი ძმა მყავდა, გაგვაჩინა ჩვენ ერთმა დედამ,
ყველა მიყვარდა და ყველანი ერთ დღეს დავკარგე.
295 აქვითინებულს, როს აქილევს - ქალაქთმნგრეველმა
ქმარი მომიკლა, დააქცია მინესის ციხე,
შენ მამშვიდებდი, აქილევსის ცოლად გინდოდი,
ფთიის მხარეში მიპირებდი მალე წაყვანას,
მირმიდონელთა შორის ქორწილს. . . და შენ აღარ ხარ!. . .
300 აწ და მარადის გლოვა მმართებს, ვაი ჭაბუკო!”
ასე მოთქვამდა. ვიშვიშებდნენ სხვა დიაცებიც,
თითქოს მოკლულზე, გულში ყველა თვისას სტიროდა.
ამ დროს აქილევსს აქაველთა თავკაცნი სთხოვდნენ,
წაიხემსეო, გამაგრდიო. უარი უთხრა:
305 ”გემუდარებით, მეგობრებო, თუ მეგობარი
მყავს კიდევ ვინმე, - ნურას მეტყვით საჭმელ-სასმელზე!
გული დაფლითა მწუხარებამ აუტანელმა.
ხელს ვერას ვახლებ, მზე სანამდის ჩაესვენება!”
ასე უთხრა და გააბრუნა სპათა ბელადნი.
310 მხოლოდ ატრიდნი, ოდისევსი, იდომენევსი,
ნესტორ, ღმერთეებრი ფოინიქსი დარჩნენ პელიდთან,
ანუგეშებდნენ. მაგრამ შვებას როდი იგრძნობდა,
სანამდის კვლავ არ იგემებდა ომის ჯოჯოხეთს.
ფიქრობდა მხოლოდ პატროკლეზე, ამბობდა ოხვრით:
315 ”ჩემო ბედკრულო მეგობარო, მახსოვს, კარავში
საამო ნუგბარს მთავაზობდი ხოლმე მზრუნველად,
როს აქაველნი იჩქაროდნენ, ტროელთ მხედრობას
უხვცრემლიანი, სისხლიანი ბრძოლით შებმოდნენ.
ახლა შენ წევხარ განგმირული და გულს არა სურს
320 უხვი ხორაგი და სასმელი, შენთვის დარდიანს!
მე მწუხარება საზარელი ხელს ვერ დამრევდა,
თუნდ ჩემს ყურამდე მოსულიყო სიკვდილი მამის,
ვინც, შესაძლოა, ცხარე ცრემლით ტირის ფთიაში,
შვილი შინ არ ჰყავს, უცხო მხარს გადახვეწილა
325 და მშვენიერი ელენესთვის შებმია ტროელთ!
ან რომ გამეგო სკიროსს მყოფი ვაჟის დაღუპვა. . .
აღარც კი ვიცი, ცოცხალი მყავს ნეოპტოლემოს?
გულში იმედად მქონდა, თუკი სიკვდილს ვპოვებდი,
მარტო ვპოვებდი მამულიდან გადახვეწილი,
330 ტროელთ მხარეში, შენ კი ფთიას კვლავ ეწვეოდი,
შავი ხომალდით მიიყვანდი მამულში ჩემს ვაჟს,
სკიროსის მხრიდან. აჩვენებდი ყმაწვილს ყველაფერს:
სამშობლო მხარს, გუმბათიან სახლსა და მონებს.
მამა პელევსი, გული მითქვამს, აწ აღარა მყავს,
335 ან, შესაძლოა, ძლივსღა სუნთქავს, ქედდადრეკილი
სიბერის უღლით, მძიმე დარდით, რაკი სულ ელის
ჩემი სიკვდილის გულისმომწყვლელ, საზარელ ცნობას!”
ასე მოთქვამდა. მის გარშემო ოხრავდნენ გმირნი,
ყველა შინაურს იგონებდა, გულით საყვარელს.
340 ციდან იხილა მწუხარენი, ზევსს შეეწყალა
და ფრთიან სიტყვით ასე უთხრა ქალღმერთ ათენას:
”ნუთუ, ასულო, სახელოვან ვაჟკაცს განუდექ,
სულ აღარ ზრუნავ აქილევსზე? მარტოა იგი
მართკიჩოიან ხომალდებთან და გულმდუღარე
345 დასტირის მოძმეს უსაყვარლეს. სხვანი ყველანი
ჭამენ და სვამენ, ის კი რჩება მშიერ-მწყურვალი.
გასწი, ათენავ, ამბროსია, ტკბილი ნექტარი
მკერდზე აპკურე, დიახსენი შიმშილისაგან”.
ღმერთი, ისედაც მოწადინე, მან წააქეზა:
350 ვით მჟღერხმიანი შევარდენი, ფართოფრთიანი
ცით გადმოიჭრა მყის ათენა. ამ დროს აქაველთ
მთელი მხედრობა შეეკაზმათ. ზევსის ასულმა
პელიდს მალულად ამბროსია, ტკბილი ნექტარი
მკერდზე აპკურა და დაიხსნა შიმშილისაგან.
355 კვლავ მამისეულ რვალით ნაგებ კოშკში აიჭრა.
ისე მოქროდნენ აქაველნი შავ გემებიდან,
როგორც ზევსისგან მოფრქვეული თოვლის ფანტელი,
სწრაფი და ცივი, გამსჭვალავ ქარს ადევნბული.
აქაველები გემებს უთვალავი გამოეფანტა
360 გარეთ ჩაფხუტი მოელვარე, შუბ-ფარ-შიმშერი,
ჯაჭვის პერანგი მტკიცედ წნული, იფნის ოროლი,
ცას ჭრიდა რვალის სიკაშკაშე, სპილენძის სხივით
მთლად დედამიწა იცინოდა და გუგუნებდა
ფერხთა ქვეშ ველი. ლაშქრად იდგა თვით აქილევსიც.
365 კბილები რისხვით ურღჭინავდნენ, თვალნი საშინელ
ცეცხლს აკვესებდნენ, გულს უღრღნიდა დარდი საზარი.
ტროელთ გულის გასაგმირად რისხვით აღივსო,
ჰეფესტოს ძღვენით აღიჭურვა გასაოცარით.
ჯერ მარდ ფეხებზე მოიწვართა საბარკულები,
370 რომელნიც მჭიდროდ იკვრებოდნენ ვერცხლის კავებით.
შემდეგ მლავრ მკერდზე სამკერდული აისხა ჭრელი.
მხარზე მოიგდო ხმალი ვერცხლისსამსჭვალიანი,
ხმალი სპილენძით მოპირული. აიღო ფარი,
მტკიცე და მძიმე, შორს აფრქვევდა შუქს, ვით მთოვარე,
375 ვით მეზღვაურებს ცეცხლის ალი უფანტავს წყვდიადს,
როს მთის მწვერვალზე აინთება კოცონი შორი
და უნებურად ქარიშხლისა, მრისხანე ზვირთთა,
მდუღარე ზღვაში გემი ნაპირს ელტვის სანატრელს,
ასე საოცარს, თვალისმომჭრელ აქილევსის ფარს
380 შუქი გარშემო მოეფრქვია. აიღო ზუჩი
და, ვით ვარსკვლავი, აკრიალდა თავზე ჩაჩქანი,
ათრთოლდა ძუა და შეირხა ჯიღა ოქროსი,
ჰეფესტოს მიერ ჩამოძერწილ და ჩამოსხმული,
გასინჯა გმირმა აქილევსმა: ტანზე თუ მადგას,
385 ხომ არ მიბორკავს მკვრივ სახსრებსო ეს საჭურველი?
არა, ვით ფრთები, ხალხთ მეუფეს სიმხნეს აძლევდნენ!
შემდეგ აიღო კიდობნიდან მამისეული
იფნის ორლი, მას ვერავინ აქაველთ შორის
ძვრად ვერ უზამდა, პელიდი კი იოლად ძლევდა.
390 პელიონური იფნის ძელი მამას ქირონმა
გმირთა დასანთქმელად პელიონის თხემზე მოუჭრა.
ამ დროს ალკიმოს, ავტომედონტ კაზმავდნენ ცხენებს,
ქედზე დაადგეს საყევარი, ლაგამი მოსდეს,
მოსართავები მოჭიმეს და მშვენიერ ეტლზე
395 კოფოს მიაბეს. ხელი სტაცა ბრწყინვალე მათრახს
და ეტლის ძარას მყის შეახტა ავტომედონტი,
მის უკან იდგა საბრძოლველად გმირი აქილევს,
ბრწყინავდა, როგორც ჰიპერიონ სხივთა მთოველი.
ხაფად შეჰყივლა მამისეულ ცხენებს მრისხანემ:
400 ”ქსანთოს, ბალიოს, ღვთაებრივი პოდარგეს შვილნო!
ახლა სხვაგვარად გაიყვანეთ თქვენი მეეტლე
დანაელთ დასთნ, რომ ბრძოლის ჟინს ოდეს მოვიკლავთ,
როგორც პატროკლე, სარბიელზე არ დაგრჩეთ იგი!”
ეს თქვა თუ არა, შმაგფეხება რაშმა ქსანთოსმა
405 ხმა ამოიღო თავდახრილმა, უხვი ფაფარი
ხელნის ქვემოდან გადმოცვივდა, მიწამდე დაწვდა,
ცხენი მეტყველ-ყო თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ:
”ახლაც კვლავ ცოცხალს დაგაბრუნებთ, გმირო ფეხმარდო,
მაგრამ ახლოა აღსასრული! ჩვენ არ გიმუხლებთ,
410 არამედ - ღმერთი, მბრძანებელო, ბედი-თავნება!
ო, განა ჩვენმა სიზანტემ და მოუქნელობამ
პატროკლეს მკერდზე მტერს ჯავშანი ააგლეჯინა?
ყოვლადძლიერმა ღმერთმა დასცა, ლეტოს შობილმა
პატროკლე, ხოლო მიანიჭა დიდება ჰექტორს!
415 ჩვენ თუნდ ვიფრინოთ, ვით ზეფიროს სუნთქავს ქშუილით -
ქართუსწრაფესი, ბედისწერას შენც ვერ აგაცდენთ:
ძლიერი ღმერთი და მოკვდავი დაგცემს ვაჟკაცი!”
ამის თქმა იყო და დაუხშო ხმა ერინიამ.
პირქუშად უთხრა აქილევსმა ფეხმარდმა მერანს:
420 ”რატომ მიქადი სიკვდილს, შენ ეს არ გეკითხება!
მეც კარგად ვიცი, რომ დაღუპვა აქ მიწერია,
შორს დედ-მამისგან. მაგრამ ბრძოლის ველს არ დავტოვებ,
სანამ ტროელებს არ დავაძღებ სისხლიან ომით!”
თქვა და ყიჟინით გააჭენა თქარუნა ცხენნი.

ქება მეოცე. ღმერთების ბრძოლა
ჭვინტებმორკალულ ხომალდებთან რვალმოელვარე
აქაველები შემოგიდგნენ, პელევსის ძეო!
ტროელთ ზეგანი ეკავათ და ელოდნენ მომხვდურს.
კრონიდმა ბრძანა, რომ თემიდას ვეყალ უკვდავი
5 შემოეკრიბა ოლიმპოდან. ჩამოურა
თემიდამ, ზევსის სასახლეში მოვიდა ყველა,
რუ და მდინარე, ოკეანე აკდათ ჭაღარა.
იყვნენ ნიმრები, აყვავებულ ჭალების მკვიდრნი
და მოლივლივე მდინარეთა, ტყეთა და ველთა.
10 ღრუბელთმარეკი ზევსის სახლში შეკრებილები
დასხდნენ ბრწყინვალე პალატებში, რომელნიც კრონიდს
ჰეფესტომ დიდი შთაგონებით აუგო წინათ.
აქ თავს იყრიდნენ მამა-ზევსთან, თვით მიწისმძვრელი
როდი ეურჩა ქალღმერთს, ზღვიდან მოვიდა ზეცად.
15 დაჯდა შუაში და კრონიდის ნება იკითხა:
”რად უხმობ, ვერცხლისელვიანო, კრებად უკვდავებს?
გინდა განსაჯო ტროელთა და არგიველთ საქმე?
არ დაყოვნება შეტაკება მათი რამზების!”
პასუხად უთხრა მამა-ზევსმა ღრუბელთბატონმა:
20 ”შენ გამოიცან ზრახვა ჩემი, მიწისმრყეველო,
სწორედ ამისთვის გიხმეთ, ვწუხვარ მოკვდავთა გამო.
მაგრამ დავრჩები სათვალთვალოდ ოლიმპოს თხემზე,
დავტკბები მზერით. თქვენ კი წახვალთ ყველანი ახლავ
მამაც ტროელთა და აქაველთა რაზმებისაკენ.
25 ამათ და იმათ შეეწიეთ, ვინც თქვენ გერჩიოთ.
ტროელებს მარტო აქილევსიც ეყოფათ რისხვად,
ერთი წამითა ბრძოლის ველზე ვერ გაუძლებენ,
წინათ შეხედვაც თავზარს სცემდათ, თრთოდა ლაშქარი,
ახლა კი, რისხვით ანთებულა მეგობრის გამო,
30 ვშიშობ, არ ასცდეს ბედისწრას, ტროა არ მოსპოს”.
ასე თქვა. შუღლი გააჩაღა. ღმერთებს საერთო
სულისკვეთება როდი ჰქონდათ. მყის მოსწყდნენ ზეცას.
ჰერას ათენა აქაველთა ბანაკში მიჰყვა,
პოსეიდონი მიწისმძვრელი, შემდეგ ჰერმესი -
35 უხვად გამცემი საამო ძღვნის, ჭკუანათელი.
ძალისმხმეველი და ვეება ღმერთი ჰეფესტოც
მიჰყვა კოჭლობით, ძლივს ადგამდა ხეიბარ ფეხებს.
ტროელთ ლაშქართან გაჩნდა არეს, ზუჩმოელვარე,
აპოლონ - თმების არ მკრეჭელი და არტემისი,
40 ლეტო, ქსანთოსი, აფროდიტე ამოდ მღიმარი.
სანამ ღმერთები შეერივნენ ადამიანებს,
მხნედ იდგა რაზმი აქაველთა, რაკი პელიდი
გამოჩნდა, დიდხანს საზარ ომს რომ თავს არიდებდა.
ტროელთ ლაშქარში ყველას შიშით ურთთოდა მუხლი,
45 რაკი კვლავ მოჰკრეს თვალი ველზე აქილევსს ფეხმარდს,
მრისხანედ რვალით მოელვარეს, ვით მმუსვრელ არესს.
მაგრამ მეომართ როს მიადგნენ ოლიმპიელნი,
აღდგა ერისი, შეუკეთა ცეცხლი. ათნამ
ხან სანგრის წინ და ხან აქაველთ გალავნის იქით,
50 ხან მოგუგუნე ზღვის ნაპირზე დასცა ყიჟინა.
შმაგად, ვით შავმა ქარიშხალმა, სჭექა არესმა,
ტროელთ ხმამაღლა ამხნევებდა ხან მთის თხემიდან,
ხან სიმოენტის ჩქერთან, კალიკოლონეს ახლოს.
ასე ორ ლაშქარს აღაგზნებდნენ ღმერთნი ნეტარნი
55 და შეარკინეს საშინელი გამძინვარებით.
ცაში იქუხა ზევსმა, მამამ კაცთა და ღმერთთა,
ხოლო ძირს ველი შეარყია პოსეიდონმა,
უსაზღვრო მიწა, მწვერვალები მთათა მაღალთა.
თრთოდა ყოველი, კაჟიანი ძირი და თხემი
60 მაღალ იდესი, ტროელთ ციხე, ნავ-ხომალდები. . .
თვითონ ჰადესიც კი შეძრწუნდა, ქვეშეთის მეფე
და სავარძლიდან გადმოვარდა, შიშით შეჰყვირა,
ვაი-თუ მიწა გახეთქოსო პოსეიდონმა,
შავი სავანე აჩვენოსო მოკვდავთ და უკვდავთ,
65 საზარი მღვიმე, თვით ღმერთებსაც რომ აცახცახებს.
შეიძრა მიწა, როს ბრძოლაში ჩაებნენ ღმერთნი.
პოსეიდონის წინააღმდეგ დადგა ფოიბოს -
გრძელკულულება აპოლონი, შორსმოისარი.
ენიალოსის წინ - ათენა თვალებბრიალა,
70 ჰერას წინ ედგა არტემისი, ისრის მტყორცნელი,
მფლობელი ოქროს მშვილდის, დაი შორსმოისარის.
ლეტოს მეტოქე იყო ჰერმეს კეთიმოქმედი,
ჰეფესტოს კი სწრაფწყლიანი და ღრმა მდინარე,
ღმერთნი ქსანთოსს რომ ეძახიან, კაცნი - სკამანდროსს.
75 მიისწრაფოდა ღმერთი ღმერთზე, ხოლო აქილევს
ოღონდ კი ჰექტორს შეხვედროდა, ბრბოს შეერია.
გული უსაზღვროდ აღგზნებოდა, სურდა გაეძღო
ბრძოლით უმაძღარ გმირის სისხლით ღმერთი არესი.
მაგრამ ენეასს აპოლონმა, სპათა აღმძვრელმა,
80 სიმხნე შთაბერა, წააქეზა პელიდთან ბრძოლად.
ხმა ჰქონდა, სახეც ლიკაონის, პრიამოსის ძის,
გამოეცხადა გმირს, მიმართა აპოლონ ღმერთმა:
”ენეას, ტროელთ მწყემსო, შენი კვეხნა რა იქნა?
როს ნადიმობდი ტროელებთან, მაშინ ამაყად
85 იქადნებოდი, აქილევსსაც ვერკინებიო!”
მყისვე მიუგო მას პასუხად მხნე ენეასმა:
”რად მაიძულებ, პრიამიდო, თუკი არა მსურს,
რომ შევერკინო პელევსის ძეს, ძლიერს და ზვიადს?
ახლა პირველად როდი ვხვდები ფეხმარდ აქილევსს.
90 მან ადრე შუბით გამაძევა იდას თხემიდან,
ანაზდეულად თავს დაგვატყდა გმირი საომრად.
პედასოს დასცა, ლირენსოსიც, ხოლო ზევსმა
გადამარჩინა, ძალაც მომცა, ფერხთა სიმარდეც.
მომკლავდა მაშინ აქილევსი, მძლავრი პალასიც,
95 ყველგან რომ თან სდევს, რჩევას აძლევს და ჰმატებს ძალას,
რომ რვალის შუბით სძლიოს ლეგელთ და სპას ტროელთა.
არაკაცს მასთან შერკინება არ შეუძლია,
მუდამ თან ახლავს, დაღუპვისგან იცავს ღვთაება.
მის შუბს მიზანი არ ეშლება, არც ჰკარგავს ძალას,
100 სანამ მტრის სისხლით არ გაძღება. მაგრამ თუ ღმერთი
თანაბარწილად გაგვიყობდა სიმძიმეს ბრძოლის,
იოლად ვერ მძლევს, თუმც ამაყობს, რვალისა ვარო!”
ისევ მიმართა აპოლონმა, ღმერთმა ზევსის ძემ:
”გმირო, რად არ გსურს შენ ილოცო უკვდავთა მიმართ?
105 ამბობენ, გშობა აფროდიტემ, ზევსის ასულმა,
ხოლო პელიდი უფრო მდაბალ ქალღმერთის ძეა:
ზევსის სისხლი გვაქვს, ხოლო თეტისს - ზღვის მოხუცისა.
მძლავრი სპილენძით შეეგებე, ყურს ნუ ათხოვებ
ნურც ომახიან მის შეძახილს, ნურც ზვიად ქადილს!”
110 თქვა და აღაგზნო სული ხალხის წინამძღოლისა!
მოყმე გაიჭრა მოელვარე რვალით მოსილი.
მაგრამ ანქისეს ძე მაშინვე შენიშნა ჰერამ,
პელევსის ძისკენ გზას ლაშქარში რომ მიიკვლევდა.
სწრაფად მოუხმო და მიმართა ღმერთებს ქალღმერთმა:
115 ”სწორედ განსაჯეთ პოსეიდონ და შენც ათენავ,
აბა რა უნდა გამოვიდეს ამა საქმიდან?
ხედავთ, ზვიადი ენეასი რვალშემოსილი
პელიდზე მიდის, წააქეზა თვითონ აპოლონმა.
დაუყოვნებლივ გამოვიხმოთ უკანვე გმირი.
120 ან აქილევსთან გამოცხადდეს ერთი ჩვენგანი,
აღავსოს მოყმე ძლიერებით, რამეთუ სულით
აღარ დაეცეს, იგრძნოს გმირმა, რომ ძველებურად
უყვართ უკვდავებს. ხოლო უწინ და დღესაც ტროელთ
ვინცა მფარველობს, უძლურია ახლანდელ ომში!
125 ყველამ დავტოვეთ დღეს ოლიმპო, ვისურვეთ - ბრძოლას
დავესწროთ, ლაშქარს ტროელთაგან ვაშოროთ ვნება.
შემდეგ შეხვდება თვის განსაცდელს, ჯიუტმა ბედმა
პირველ დღიდანვე, შობიდანვე რომ განუმზადა.
თუ ღმერთი თვითონ არ აუწყებს ამას აქილევსს.
130 შეკრთება გმირი რომელიმე ღმერთს რომ შეხვდება,
ომში ღვთაების გამოჩენა საშინელია!”
მყისვე მიუგო პოსეიდონ - მიწისმრყეველმა:
”ჰერა, უგონოდ მძვინვარება საკადრისია?
არ მსურს ღმერთს ღმერთი უთანაბრო ბრძოლაში შეხვდეს,
135 არც ჩვენ და არც სხვა. ძალით ბევრად ვაჭარბებთ მოკვდავს.
სჯობს გავეცალოთ ბრძოლის ველს და ბექობზე დავსხდეთ,
ადამიანებს მივანებოთ საქმე სამხედრო.
თუ აპოლონი ფოიბოსი, ანდა არესი
საუარესოდ გაუხდიან ბრძოლას აქილევსს,
140 ნუ დავაყოვნებთ, ჩვენც ჩავებათ მაშინ ბრძოლაში
და იმედი მაქვს, მალე ყველას მივფანტ-მოვფანტავთ,
ოლიმპოს წავლენ, შეერთვიან ღმერთების კრებულს,
მათს უნებლიედ დათრგუნვილნი ჩვენი მარჯვენით”.
თქვა და უფალი შავთმიანი ქალღმერთ ათენას
145 ღმერთის სწორ ჰერაკლეს ბორცვისაკენ წარუძღვა მაშინ.
ეს ბორცვი ტროელთ ათენასთან ერთად აღმართეს,
რომ გმირს დაეცვა თავი საზარ ვეშაპისაგან,
უკეთუ იგი გაჰყვებოდა ზღვიდან ხმელეთზე.
იქ პოსეიდონ და სხვა ღმერთნი მოლზე დაბრძანდნენ,
150 მხარზე ეფინათ მოქუფრული ღრუბლის ქულები.
სხვები - იქითა მხარს, კალიკოლონეს თხემზე,
შენთან, ფოიბოს, ციხისმლეწველ არესთან დარჩნენ.
ასე ორსავე მხარს ისხდნენ უკვდავნი ღმერთნი,
ფიქრს მისცემოდნენ მდუმარენი, ბრძოლის დაწყებას
155 კი აყოვნებდნენ, თუმცა ზევსი შუღლს აღვივებდა.
ველი გაავსო სპამ.
ცხენთა და მებრძოლთა სპილენძს
ბზინვა გაჰქონდა, და ფერხთა ქვეშ მიწა ათრთოლდა.
ბრბო ომს ელტვოდა,
ამ დროს ორი სვიანი მოყმე
თავ-თავის ლაშქარს გამოეყო აღსავსე ჟინით:
160 ანქისიადი ენეასი და აქილევსი.
ჯერ ენეასი გამოვიდა დაქადნებული,
ზუჩი მრისხანედ ერხეოდა, ფარი მსუბუქი
მკერდზე მიეკრა იღრებოდა სპილენძის ოროლს.
პელიდიც უმალ გამოიჭრა, ვით შმაგი ლომი.
165 სოფლელებს მიზნად დაუსახავთ მოკვლა ლომისა
და შეჯგუფულან, მათ ნადირი ჯერ არად აგდებს,
მაგრამ როგორც კი მარჯვე ბიჭი დაჭრის ოროლით,
აიფოფრება, დაამთქნარებს, საზარელ ხალხას
კიდეზე დუჟი ჩამოუვა. გული უკვნესის
170 ფოჩიან მძლავრ კუდს ნეკნებზე და ფერდებზე იცემს
და თავისსავე თავს აღაგნებს შესაბრძოლებლად.
უცბად დაკვესავს რისხვით თვალსა, შეკრავს კამარას
მტრის დასაფლეთად, ან სიკვდილის შესაგებებლად.
ასე იწვევდა პელიდს ძალაც და სიმცნეც გულის,
175 რომ გმირ ენეასს, სულდიდს, უმალ შერკინებოდა.
როგორც კი თვალი მოჰკრეს ერთურთს, იჩქარს შებმა.
ჯერ ღვთაებრივმა აქილევსმა მიმართა მოყმეს:
”რად გამოეყავ, ენეასო, მხედრობას შენსას?
განა მოგიწევს გული ჩემთან შესარკინებლად,
180 ამაყ იმედით, რომ ტროელთა იქნები მეფე,
მემკვიდრე მოხუც პრიამოსის? მეც რომ დამჯაბნო,
ქონებას იგი შენ არ მოგცემს, მას ჰყავს შვილები
და არ მერყეობს, თუკი გულში ჩაიდო რამე.
იქნებ ტროელნი გთავაზობენ წილს - ვრცელ ველ-მინდვრებს
185 სახნავ-სათესად, ნახირისთვის საიალაღოდ,
თუკი მძლევ? ვეჭვობ, ეგ გმირობა გაგიძნელდება!
უკვე წინათაც გაექეცი, მახსოვს, ჩემს ოროლს.
თუ დაგავიწყდა, ჯოგთან მარტო რომ მიგიმწყვდიე,
გერეკებოდი იდას მთიდან?
გარბოდი როგორ!
190 უკან მოხედვას ვერ ბედავდი დაფეთებული!
შენ ლირენსოსის გალავანში შემასწარ, მაგრამ
ნაცრად ვაქციე ათენას და ზევსის შეწევნით.
ქალნი მონებად გავირეკე, თავისუფლება წავგვარე!
შენ კი გიხსნეს ზევსმა და სხვა ღმერთებმა.
195 დღეს, ვფიქრობ, იგი ვერ გიშველის, თუმც გაქვს იმედი!
მაგრამ მიიღე ჩემი რჩევა, ახლავე ლაშქარს
თავი აფარე! ნუ მეჩრები, სანამ სიკვდილი
მოგიღებს ბოლოს! აქ რაც ხდება, ბრიყვიც კი ხედავს!”
ამაზე უთხრა ენეასმა ფეხმარდ აქილევსს:
200 ”ჩემს დაშინებას იმედოვნებ ფუჭი სიტყვებით,
თითქოს ბალღი ვარ უასაკო! მეც ხომ იოლად
ძალმიძს გაკადრო თავხედური და მწარე სიტყვა!
ვიცით ორივემ მოდგმა ჩვენი, მშობენიც ვუწყით,
თვითონ გვსმენია მოკვდავთაგან თქმულება ძველი.
205 მაგრამ შენ ჩემნი, მე კი შენნი როდი გვინახავს.
შენზე ამბობენ, ძე არისო ქველი პელევსის,
დედად თეტისი ჰყავსო ლამაზდალალიანი.
მე კი სულდიდი ანქისეს ძე ვარ ღირსეული,
დედა-შმობელი მშვენიერი აფროდიტეა!
210 დღეს რომელიმეს დატირება მოუწევს შვილის:
არა მგონია, რომ ბალღური წაკინკლავება
ვიკმაროთ, ერთურთს გავეცალოთ ბრძოლის ველიდან.
უკეთუ გნებავს, მოგახსენებ ჩემს განთქმულ მოდგმას,
რომ შენც იცოდე, რაიც ბევრმა მოკვდავმა იცის.
215 დარდანოს - ჩვენი წინაპარი შობა თვით ზევსმა.
მან დაარსა დარდანეთი, ჯერ ილიონი
არც არსებობდა ქვეყნად - მოკვდავ კაცთა ქალაქი.
ხალხი ცხოვრობდ ჯერ წყალუხვი იდას კალთებზე
შვა დარდანოსმა ძე, ხელმწიფე ერიქთონიოს,
220 უმდიდრესი და უდიდესი მეფეთა შორის:
სამი ათასი ცხენი ველად დაუდიოდა -
ფაშატნი, კვიცთა ნაირობით მოამაყენი.
ბევრს ბორეასი ტრფობის ჟინით სწვევია ველზე
შავფაფრიან და შმაგ ულაყზე ამხედრებული.
225 ყველა დამაკდა, თორმეტი შვეს ბორეასისგან.
კვიცები როცა მიგელავდნენ პურის ყანაში,
თავთუხებს არც კი ეხებოდნენ, არ სრესდნენ ღეროს,
უკიდეგანო ზღვის ქედზე რომ გაიქროლებდნენ,
ტალღათა ზემოთ მოფრინავდნენ მოლივლივეთა.
230 ერიქთონიოს მეფემ შობა ძლიერი ტროსი,
ტროსმა ქვეყანას მოუვლნა სამი ძე ქველი:
ილოსი შობა, ასარაკოს და განიმედე,
რომელიც მართლაც იყო მოყმე ულამაზესი!
იგი ზევსის მწდედ აღიყვანეს ღმერთებმა ზეცად.
235 მშვენიერ ჭაბუკს რომ ეცხოვრა უკვდავთა შორის.
შობა ილოსმა ლაომედონტ კეთილშობილი.
ლაომედონტმა შვა თითონი და პრიამოსი,
ლამპოს, ლიტიოს, არესის ძე ჰიკეტაონტი.
ასაარაკოსმა შვა კაპისი, მან კი - ანქისე.
240 მე ვარ ანქისეს ძე, ჰექტორი - პრიამოსისა.
აჰა, ესერა მოდგმა, რითაც ვიწონებ თავსა!
კაცთ სიმხნეს ზევსი ხან ამცრობს და ხან განადიდებს,
როგორც ისურვებს: ყოვლისშემძლე იგია მხოლოდ.
კმარამ! ბალღური კინკლაობა ამ გაგანია
245 ბრძოლის გუგუნში არა გმართებს, რა ბედენაა!
ძნელი არ არის, სალანძღავი იმდენი რამ ვთქვათ,
ასმერხიან გემს გაუჭირდეს შემდეგ წათრევა.
მოქნილი არის მოკვდავთ ენა, ბევრია სიტყვაც,
მისთვის სარბიელს რა გამოლევს აქეთ და იქით!
250 რასაც კაცს ეტყვი, გაიგონებ იმასვე მისგან.
აბა, რას გვარგებს გინება და მწარე სიტყვები,
პირისპირ მდგომნი ქალებივით ერთურთს რომ ვახლით?
დიაცნი, ბოღმით ალანძულნი, მათ გულს რომ უღრღნის,
შუა ქუჩაში მიაფრქვევენ ერთურთს კივილით
255 მრუდსა და მართალს. რისხვას რას არ შეაძლებინებს!
ვერ განმაშორებ მაგ სიტყვებით ბრძოლას სასურველს,
სანამ სპილენძით არ შემხვდები! დავიწყოთ ჩქარა,
ბასრი შუბებით გამოვცადოთ ძალა და ღონე!”
თქვა და სპილენძის შუბი დაჰკრა ფარს გასაოცარს,
260 მძლავრი დარტყმისგან აგუგუნდა ვეება ფარი.
პელიდმა სწრაფად მოიშორა მკერდიდან იგი,
შიშმა გაკენწლა, მას ეგონა, ენეასის შუბს
შეუძლიაო სულ ადვილად შიგ გაატანოს.
ვერც გულმა უგრძნო, ვერც იფიქრა ამ უგუნურმა:
265 ღვთის ჯილდო კაცის ნახელავზე ნაკლები იყოს,
ან მისმა ძალამ დაანგრიოს, როგორ იქნება!
შმაგმა ოროლმა მშვენიერი ვერ გაჭრა ფარი,
ძალამიხდილმა ოქროს ფენით, ღვთაებრივ ძღვენით.
მან ორი ფენა გაიარა, სამიც რჩებოდა,
270 რაკი ჰეფესტომ შეადუღა ერთად შრე ხუთი:
ორი სპილენძის, ორი ბრპენის, ხოლო შუაში
ფენა ოქროსი. შუბი სწორედ მან გააჩერა.
შემდეგ პელიდმა სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი
და ბაკმულ ფარში მოახვედრა განთქმულ ენეასს,
275 სალტესთან ახლოს, სადაც თხელი იყო სპილენძიც
და ხარის ტყავიც. გაიარა ფარი გამჭოლად
პელიონურმა იფნის შუბმა. ისმა ტკაცანი.
მყის დაიხარა ენეასი, ფარი თავს ზემოთ
შიშით ასწია, გაისტვინა შუბმა ზურგს უკან,
280 მიწას ჩაეჭდო, გაიყოლა თან ორი სალტე
გმირის ფარისა. რა გაექცა დამღუპველ სპილენძს,
შიშით თვალები დაენისლა მამაც ენეასს,
სიკვდილი ისე ახლოს იყო! ხოლო პელიდმა
შეჰყივლა, მყისვე ორლესული იშიშვლა ბასრი
285 და შეუტია, მაგრამ სტაცა უკვე ლოდს ხელი
მხნე ენეასმა. ჩვენი დროის ორი კაციც კი
ძვრას ვერ უზამდა, ის კი მარტოც იქნევდა მჩატედ.
მაშინ თავდამსხმელს ლოდს დასცემდა გმირი ენეას
ზუჩში ან ფარში, მაგრამ რვალი იხსნიდა მოყმეს,
290 პელევსის ძე კი ორლესულით სულს ამოხდიდა,
რომ ეს მიწისმძვრელ პოსეიდონს არ შეენიშნა:
მყის უკვდავ ღმერთებს მიაგება სიტყვა ფრთიანი:
”ვა-ვაი! დარდი მსერავს სულდიდ ვაჟკაცის გამო!
მალე ენეას, განგმირული პელიდის მიერ,
295 ჰადესს იხილავს!
აპოლონის რჩევას უსმინა,
ეგ კი, უჭკუო, აწ თვითონაც ვერ იხსნის მოკვავს.
მაგრამ უცოდველს სხვისი ცოდვა რად დაეკისრა,
რატომ დაატყდა ჭირ-ვარამი, მძიმე სასჯელი?
საამო ზარაკს უზორავდა ხოლმე ზეციერთ!
300 ნება ვყოთ, ვიხსნათ სიკვდილისგან გმირი ენეას!
ალბათ, კრონიდი განრისხდება, როს აქილევსი
გმირს მოკლავს. მას კი უწერია სიცოცხლე ბედად,
რომ უშვილძიროდ ქველი მოდგმა არ გადაეგოს
305 მისგან ეყოლათ, ეს ვაჟკაციც უყვარს ძალიან.
დიდიხანია ზევსს სძულს მოდგმა პრიამოსისა.
აწ ენეასი ტროელების მეფე იქნება,
ისევე, როგორც ძენი მისნი და ძეთა ძენი”.
მიუგო ჰერამ დედოფალმა ხარისთვალებამ:
310 ”მიწისმრყეველო. შენ განსაჯე გონებით შენით -
უნდა იხსნა, თუ ენეასი უნდა დაუთმო
პელიდს, რაც გინდა იყოს იგი სახელოვანი.
ჩვენ, ქალღმერთები, მუდამ მეც და პალას-ათენა
ფიცს ვდებთ ხოლმე გაუტეხელს უკვდავთ წინაშე,
315 რომ ტროელები აღარ ვიხსნათ განსაცდელისგან
იმ დროსაც, როცა ტროა, შმაგი ალით მთლიანად
აგიზგიზდება აქაველთა ხელით გზნებული”.
ჰერას ნათქვამზე პოსეიდონ მიწისმრყეველი
ბრძოლად ჩაება იქ, სად იდგა რვაის ჭახანი,
320 სად აქილევსი და ენეას ებრძოდნენ ერთურთს.
ვით ღმერთმა, სწრაფად პელევსის ძის თვალწინ მოჰფინა
მრუმე წყვდიადი და იფანი პელიონური
თვით ამოგლიჯა სულმაღალი ენეასის ფარს,
ჩუმად დაუდო პელიდს ფეხთან, თვით ენეასი
325 მძლავრი ხელებით აიტაცა, შორს მოისროლა.
სპათა მრავალი მწკრივი, ცხენთა მრავალი რიგი
გადაიფრინა ენეასმა, ღმრთის გატყორცნილმა.
როს მიაღწია ბრძოლით მდუღარ ველის დასასრულს,
სადაც კავკონთა სპა თადარიგს იჭერდა ბრძოლის,
330 მიწისმრყეველი პოსეიდონ გამოეცხადა
და ანქისეს ძეს ასე უთხრა ფრთიანი სიტყვით:
”რომელმა ღმერთმა დაგაბრმავა და წაგაქეზა,
რომ პელევსის ძეს გაშმაგებულს შერკინებოდი?
შენზე მძლავრია, შენზე მეტად უყვართ უკვდავებს.
335 კვლავ რომ შეხვდე და შეეჩეხო, შმაგს მოერიდე,
თორემ ასცდები ბედისწერას, ჰადესს ეწვევი!
მეწინავეთა შორის ბრძოლა გმართებს უშიშრად:
აქაველთაგან ვერ წარგტაცებს ვერვინ მონაგარს!”
340 ასე დამოძღვრა და დატოვა გმირი ენეას.
იმწამს გაფანტა აქილევსის თვალთა წინაშე
ღმერთმა ღრუბელი ჯადოსნური. მიმოიხედა,
ამოიოხრა და გულში თქვა მრისხანე მოყმემ:
”ვაი ჩემს თავსა! ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
345 შუბი ფეხებთან მიგდია და კაცი არა ჩანს,
ვისაც ვესროლე მოწადინემ მისი მოკვლისა!
ეტყობა, უყვართ ენეასი უკვდავ ღვთაებებს!
მე კი მეგონა, იჩემებდა უკვდავთ სიყვარულს.
გზაც იქით ჰქონდეს ! ვერ გაბედავს კვლავ წინ აღმიდგეს.
350 ახლა სიხარულს ვერც დამალავს, რომ გადამირჩა.
ვისწრაფოთ, მებრძოლ დანაელთა სპანი აღვაგზნოთ,
მტერს შევერკინოთ, გამოვცადოთ სხვა ტროელებიც!”
თქვა და მიიჭრა რაზმთან გმირი წასაქეზებლად:
”ტროელთ შორი-შორს ნუ მოუვლით, აქაველებო!
355 კაცი კაცს შეხვდეს ერთი-ერთზე, ბრძოლა არ შეწყდეს!
მე მარტო მიჭირს, თუმც კი ძალა მომდგავს გმირული,
ამდენ მეომარს გარს ვუარო და გავუმკლავდე!
ვერცა არესი, თუმც ღმერთია, ვერც თვით ათენა
ასე ულეველ ლაშქარს ბრძოლით ვერ მოივლიან!
360 რაც შემიძლია ამ მხარ-მკლავით და სიჩაუქით,
არ შევყოვნდები, ვფიქრობ, ძალაც არ გამეცლება.
გავჭრი, გავაპობ ტროელთ რიგებს, გულმხიარული
ვერვინ დარჩება აქილევსის შუბთან შეხვედრით!”
მებრძოლებს ასე ამხნევებდა, ხოლო ჰექტორი
365 ტროელთ უხმობდა, იქადოდა პელიდთან შეხლას:
”გმირნო ტროელნო! ნუ შეგაკრთობთ პელეიონი.
სიტყვით თვით უკვდავ ღმერთებს როდი შევეპუები,
საქმით - ძნელია, ღმერთთან კაცი რას მოვა მართლაც!
ვერც აქილევსი შეასრულებს რაც თქვა, ყველაფერს.
370 ზოგს რასმე შეძლებს, ზოგს დიახაც ვეღარ აუვა.
პელიდს ცეცხლივით უჭრის მკლავი, სული აქვს რკინის!”
ასე თქვა.
რისხვით ტროელებმა შემართეს შუბნი,
გული აენთოთ სიმამაცით, დასცხეს ყიჟინა,
375 ჰექტორს მიმართა სხივოსანმა აპოლონ ღმერთმა:
”ჯერ ნუ გაბედავ შერკინებას გმირ აქილევსთან.
ნუ გაეცლები მებრძოლთ მწკრივს, რომ შორიდანაც
შუბით არ მოგწვდეს, ან ახლოდან ხმლით არ აგჩეხოს”.
ჰექტორი ისევ ჩაიძირა სპათა ტალღაში,
380 როს გულმთრთოლვარემ მოისმინა ღაღადი ღმერთის.
მყისვე ტროელებს აქილევსი სულით ძლიერი
შეხვდა ყიჟინით, ოტრინტიდი იფიტიონი
დასცა პირველი, მეთაური მამაცთა რაზმის.
ნიმფამ ოტრინტევსს, ქალაქთმნგრეველს შესძინა იგი
385 ჰიდეს სოფელში, ქედთოვლიან ტმოლოსის ახლოს.
შეხვდა ღმრთეებრი აქილევსი მისკენ გამოჭრილს,
შუბი აძგერა, თავისქალა შუა გაუპო.
ზათქით დასცა და დააქვეყნა, შესძახა გმირმა:
”ოტრინტევსის ძევ, კაცთა შორის უსაზარლესო!
390 აქ სულსა ღაფავ, სამშობლო კი შორს დაგრჩენია -
გიგაიეს ტბის ახლოს, სადაც ზვრები გეგულვის
მამისეული, ჰილოსის და ჰერმოსის პირას!”
ასე თქვა გმირმა.
მყის წყვდიადმა დაუვსო თვალი
მოკლულს და თვლებით გადათქერეს გვამი ცხენებმა,
395 გზად გახირული.
აქილევსმა გმირ დემოლეონტს,
ანტენორის ძეს, უსასტიკეს მოასპარეზეს,
შუბით ჩაჩქანი დაულეწა და საფეთქელი,
რვალის საღაწვემ ვერ უშველა, შიგ გააღწია
სპილენძმა, ძვალი დაუმსხვრია, თავისქალაში
400 ტვინი და სისხლი ააჩქეფა, სძლია თავდამსხმელს.
ჰიპოდამანტი რომ ჩამოხტა მის წინ ეტლიდან
და ჩაუქროლა, ბეჭებს შუა განგმირა შუბით.
მოყმეს სულთმობრძავს შემზარავი გმინვა აღმოხდა,
ვით ჰელიკონელ უფლის მსხვერპლად შეწირულ მოზვერს,
405 საკურთხეველთან ძალით მიგვრილს ღმერთის საამოდ.
გმინვა აღმოხდა და სხეულიც დატოვა სულმა.
შუბით გაიჭრა ღვთის ნაზარდი პოლიდორისკენ -
პრიამეს ძისკენ. ომში წასვლად არ ერთმობოდა
მოხუცს მრავალთა ძეთა შორის ყრმა უმრწემესი,
410 უსაყვარლესი.
ველზე ვერვინ სჯობდა სისწრაფით.
ბალღურ სიცეტით და სიმარდის ფუჭი იმედით
დაჰქროდა სპათა შორის, სანამ სულს ამოხდიდნენ.
ყმაწვილს ფეხმარდმა აქილევსმა, მის წინ ჩაქროლილს,
ზურგში უწვდინა ბასრი შუბი, სად ოქროს კავით
415 იყო შეკრული წელსარტყამი, ორმაგ ჯავშანში
მეორე მხარეს გააღწია ბასრმა ოროლმა.
შეჰკივლა, მუხლი მოეკვეთა. თვალთ დაუბნელდა.
ხელით მიიკრა ქედმოხრილმა წელზე ნაწლავნი.
ჰექტორმა როგორც კი შენიშნა, რომ პოლიდოროსს
420 ხელში ნაწლავნი ჩაებღუჯა სისხლიან ველზე,
თვალთ დაუბნელდა, უკვე აღარ შეეძლო მისგან
შორს ყოფილიყო. გამოიჭრა აქილევსისკენ
ცეცხლის ალივით შუქმოსილი, შუბშემართული.
თვალი რომ მოჰკრა აქილევსმა, ლხენით შესძახა:
425 ”აჰა, ის კაციც, ჩემი გული ვინც გადასერა!
ჩემი ძვირფასი მოძმის მკვლელი! მომეშვა გულზე,
ამიერიდან რაკი ერთურთს ზურგს არ შევაქცევთ!”
ასე ბრძანა და მიეგება მძვინვარედ ჰექტორს:
”თუ ახლოს მოხვალ, ავბედით ზღურბლს მოიახლოვებ!”
430 მას შეუკრთომლად ჰრქვა ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:
”პალევსის ძეო! ფუჭ სიტყვებით ნუ გაქვს იმედი
ჩვილი ბალღივით დამაშინო!
მეც ხომ იოლად
ძალმიძს ვთქვა სიტყვა დამცინავი და თავხედური.
ვიცი, რაოდენ ძლიერიც ხარ, მე - რარიგ სუსტი.
435 მაგრამ იციან ყოვლის შემძლე ღმერთებმა უკეთ,
ამაყ სულს როგორ ამოგართმევ შენზე უძლური -
აგერ, ამ შუბით, შუბისწვერი მაქვს წამახული!’
თქვა და ძალუმად მოიქნია, მაგრამ ათენამ
სულის შებერვით უკუაგდო ბასრი ოროლი,
440 უკან ღვთაებრივ გმირ ჰექტორთან შუბი მოფრინდა
და მის ფეხებთან დაენარცხა. ხოლო აქილევს
გულაგზნებული, მოყიჟინე, მოუთმენელი
მიეჭრა ჰექტორს.
აპოლონმა იხსნა ვაჟკაცი
უმალ, ვით ღმერთმა, გმირს წყვდიადი შემოახვია.
445 სამგზის დაესხა თავს ფეხმარდი გმირი აქილევს,
სამგზის გააპო მძიმე შუბით მხოლოდ წყვდიადი.
მაგრამ მეოთხედ რომ მოვარდა, ვით დაიმონი,
მაშინ შეჰყვირა ფრთიან სიტყვით მაუწყებელმა:
”კვლავ გაექეცი სიკვდილს, ძაღლო! სწორედ თავს გადგა
450 სიკვდილი, მაგრამ ისევ გიხსნა აპოლონ ღმერთმა!
ლოცულობ, ვიდრე მოსისინე ისრებს იხილავ!
კვლავ შეგეყრები, გავსწორდებით მაშინღა მაინც,
თუ ღმერთთა შორის დამრჩენია შემწე, მფარველი!
ახლა კი ტროელთ დაცავლეწავ, საცა მივწვდები!”
455 თქვა და იმავ წამს ყელში ჩასცა დრიოპოსს შუბი.
მის წინ ბარბაცით ყრმა დაემხო. თავი ანება
და მყის დემუქოსს ფილეტორიდს გაუპო მუხლი,
შუბი აძგერა, შეაჩერა სწრაფად მსრბოლელი,
შემდეგ აჩეხა, ამოართვა სული მახვილით.
460 ბიანტის ძენი -დარდანოს და ლაოგონოსი
მოაგელვებდნენ ეტლს.
ორივე ძირს დაანარცხა -
პირველს შუბი ჰკრა, მეორეს ხმლით მოუღო ბოლო.
ალასტორის ძე ტროსი ვაჟკაცს მუხლთ მოეხვია,
განა რა არის - შემიბრალოს, ტყვედ მიგულოსო.
465 ვინძლო, ფიქრობდა, არ მომკლავსო ტოლი თანატოლს,
ეჰ, უგუნური! რა იცოდა, რომ შეწყალებას
ამაოდ სთხოვდა. მის წინაშე ყრმა იდგა უთნო
და არა სათნო!
მუხლზე ხელით სწვდა და უნდოდა
შევედრებოდა, მაგრამ ღვიძლში მყის სატევარი
470 ბოლომდე ჩასცეს, სისხლი მკერდში ქაფად აჩქეფდა
და სულთმობრძავის თვალს წყვდიადი გადაეფარა.
ხოლო პელიდი მულიონთან მიიჭრა მყისვე,
ყურში სცა შუბი, მეორე მხრივ გავიდა წვერი.
შემდეგ ექეკლოსს, აგენორის ძეს თავისქალა
475 შუა გაუპო ორლესულით გრძელვადიანით.
სისხლმა გაათბო, გაახურა ხმალი. ექეკლოსს
თვალი დაუვსო სიკვდილმა და საზარმა წერამ.
დევკალიონი სძლია; მოყმეს მოხრილ იდაყვთან
სადაც ძარღვები იბურცება, ხელი გაუპო
480 ბასრმა ოროლმა, მოეჩვენა უმწეოდ მკლავი,
იგრძნო სიკვდილის სიახლოვე,
თავი მოსხიპეს,
რვალის ჩაჩქანი შეტორტმანდა, აჩეხილ ძვლიდან
ტვინი დაინთხა, ძირს დაემხო უთავო გვამი.
არ დააყოვნა, პეირევსის ძეს რიგმოსს მისწვდა,
485 ნაყოფიერი თრაკიიდან ტროაში მოსულს,
ოროლი ჩასცა, ჩაიძირა მუცელში რვალი,
მოყმე ეტლიდან ჩამოვარდა. არეითოოსს,
ცხენნი რომ უკან მოაბრუნა, მხარში ჰკრა შუბი,
ისიც დაამხო. შიშით გვერდზე გახტნენ ცხენები.
490 როგორ მძვინვარებს საშინელი ხანძარი ტევრში,
მთების ფერდობზე და გიზგიზებს ტყე უსიერი,
გრიგალი გრგვინავს, ყოვლის შთანთქმელ ალს აბრიალებს,
ისე დაჰქროდა გმირი შუბით, ვით დაიმონი.
სდევდა, ჩეხავდა, ირწყვებოდა სისხლით მინდორი.
495 შუბლმაგარ ხარებს რომ შეაბამს კევრში სოფლელი,
ფართოდ გადაშლილ და მოთეთრო ქერის კალოზე,
სწრაფად იფშხვნება თავთუხები ხარის ფერხთა ქვეშ.
ასევ ფლოქვებდაჭედილი გმირის ცხენები
თქერავდნენ გვამებს, ფარს და ჩაჩქნებს, სისხლმა შეღება
500 სპილენძის ღერძიც და მაღალი კამარაც ეტლის.
ვით წვიმის შხეფი, ცხენთა ფლოქვებს, გაშმაგებულ თვლებს
სისხლი სწყდებოდა წინწკლებივით.
დიდება სურდა მამაც აქილევსს
და მკლავს სისხლით ღებავდა წითლად.

ქება ოცდამეერთე. ბრძოლა მდინარის ნაპირებთან
ის იყო, ფონი დაიგულეს ვერცხლისტალღიან
ქსანთოს-მდინარის, ზევსის მიერ უკვდავად ქმნილის,
რომ შუა გაჭრა მტრის სპა გმირმა, ზოგი განდევნა
ციხისკენ იმ გზით, საიდანაც აქაველები
5 წინდღით ილტვოდნენ, მძვინვარებდა ოდეს ჰექტორი.
სპა აირია, ხოლო ჰერა ღამის უკუნით
გზას უღობავდა ტროელთ. სხვები ქსანთოსს მიაწყდნენ
ვერცხლისტალღიანს, მოდუდუნეს, ღრმასა და მდორეს,
წყალში ჩაცვივდნენ, აშხეფებდნენ წინწკლებს ხმაურით,
10 ქშუოდა ირგვლივ არე-მარე, ზრინვით ჩამხტარნი
ტალღის დგაფუნით ტრიალებდნენ ფიცხელ მორევში.
როგორც წნორები მოსწყდებიან აალებულნი
მდინარის ნაპირს, ხანძარი რომ აგიზგიზდება,
ათრთოლებულნი ტკაცა-ტკუცით ცვივიან წყალში,
15 ისე მიაწყდა მოგუგუნე მდინარის მორევს
აქილევსისგან ოტებული ცხენი თუ კაცი.
გმირმა ღმრთეებრმა წყლის ნაპირას დატოვა შუბი,
ჟოლოს ტოტს ჩაჰყვა მდინარეში ვით დაიმონი,
მახვილი ეპყრა, განეზრახა საზარი საქმე.
20 დაიწყო ჩეხვა, საშინელი გმინვა გაისმა
ხმლით განგმირულთა, შეიღება მდინარე სისხლით.
როგორც ხარბ დელფინს გაურბიან წვრილ-წვრილი თევზნი
და მყუდრო ყურეს ესწრაფვიან შიშით დამფრთხალნი,
ის კი მსუნაგად ყველას სანსლავს, ვისაც მიასწრებს,
25 ასე ტროელნიც ჰკვეთდნენ ტალღებს, ციცაბო ნაპირს
ეკვროდნენ შიშით. როს დააწყდა გმირს მხარ-მკლავები
ჟლეტით და ჩეხვით, ტყვედ ჩაიგდო თორმეტი მოყმე,
რომ მენეტიდის სიკვდილისთვის შური ეძია.
გამოათრია ტალღებიდან შეძრულნი შიშით,
30 ვით შვლის ნუკრები და ზურგს უკან შეუკრა ხელნი
ღვედებით, დაწნულ ქიტონზე რომ თვით ჰქონდა ხოლმე.
ხომალდებისკენ წასაყვანად მისცა მეგობრებს.
თვით კვლავ გაიჭრა მოწადინე მტრის ხოცვა-ჟლეტის.
პრიამოსის ძეს, ახალგაზრდა ლიკაონს შეხვედა,
35 ამოსულიყო ლიკაონი მდინარის პირზე.
ერთხელ პელიდმა მამისეულ მტილიდან ღამით
გამოიტაცა მოყმე საწყლად აყვირებული.
იქ რვალით თლიდა ეტლის თვლებად ლეღვის ნორჩ ტოტებს,
როს თავს დაატყდა ცოდო-ბრალი - თვით აქილევსი!
40 ლემნოსს გაგზავნა სწრაფი გემით და იქ გაყიდა:
იესონიდმა შეაძლია საზღაო დიდძალი,
ხოლო იქიდან ჰეტიონმა, იმბროსის მეფემ,
გამოისყიდა და გაგზავნა წმინდა არისბეს.
ბოლოს გაიქცა, დაუბრუნდა სახლს მამისეულს.
45 ილხინა მოყმემ თერთმეტი დღე შინაურებთან
ტყვეობის შემდეგ. მეთორმეტე დღეს ღმერთმა ისევ
ხელში ჩაუგდო პელიდს, ვისაც ბედად ეწერა
სული, ჰადესის არ მოსურნე, ამოერთმია.
როგორც კი თვალი მოჰკრა შიშველს ძეს პრიამოსის,
50 უფარ-შიმშეროდ დაუშუბოდ წყლიდან ამოსულს,
ყველაფერი რომ მიუყრია, დაღლილობისგან
ოფლი სდენია და მუხლები ათრთოლებია,
გაოცებულმა აქილევსმა შესძახა რისხვით:
”ვა-ვაი! ეს რა სასწაული ნახა თვალებმა!
55 ალბათ, ტროელნი, ვინც ბრძოლაში მე თვით მომიკლავს,
კვლავ აღდგებიან, გასცდებიან წყვდიადს ქვეშეთის,
თუკი ეს კაციც დამიბრუნდა! შავ დღეს გაექცა
კუნძულ ლემნოსზე გაყიდული, ვერც წყლის მორევმა
დააკლო რამე, არვის რომ არ ინდობს ხოლმე!
60 მაგრამ დე ახლა იგრძნოს წვერი ჩემი შუბისა,
მინდა ვნახო და დავირწმუნო გული ერთხელაც:
ნუთუ იქიდან დაბრუნდება, სადაც ჩაიკრავს
მიწა-მშობელი, მასზე მძლავრთა შემკავებელი?!”
მოყმე აქილევსს ცოცხალ-მკვდარი მიუახლოვდა,
65 მზად იყო, ფეხზე მოხვეოდა. ვერ იტყვის ენა,
თუ როგორც სურდა ასცდენოდა შავ ბედისწერას.
შუბი შემართა აქილევსმა, ტყორცნა მზად იყო,
მაგრამ ჭაბუკმა მოირბინა, მიწას განრთხმული
ფერხთ მოეხვია. მოზუზუნე შუბი ზურგს უკან
70 მიწას ჩაეჭდო, აცახცახდა სისხლის მწყურვალი.
მავედრებელი მოხვეოდა პელიდის მუხლებს,
და ცალი ხელით აქილევსის შუბს ჩაფრენოდა,
ეხვეწებოდა, მიმართავდა ფრთიანი სიტყვით:
”შენ მუხლს ვეხვევი, ო, აქილევს, იყავ მოწყალე!
75 ზევსის ნაზარდო, ვით მლოცველი, გესასოები!
გახსოვს, დამატკბე ლმობიერად დემეტრეს ძღვენით
იმ დღეს, როს მამის წალკოტიდან ტყვედ წამიყვანე?
შემდეგ გამყიდე, დამაშორე მამას და ძმებსაც
და ლემნოსის ტყვემ ფასად ასი ზროხა გარგუნე.
80 ახლა სამმაგი ფასი გელის! მინათბს მხოლოდ
მეთორმეტე დღე, რაც ვეწვიე ისევ ილიონს.
ბევრი ვეწამე. . . შემახვედრა კვლავ შენთან ბედმა!
ჩანს, ვძულვარ კრონიდს, ხელმეორედ რაკიღა შენთან
მოსვლა მარგუნა! ლაოთოემ, მოხუც ალტოსის
85 ასულმა მშობა მე, საწუთრომოსწრაფებული.
ომისმოყვარე ლელეგებზე მეფობს ალტოსი,
ფლობს სატნიონის პირას ქალაქს - ბჭემაღალ პედასს,
მისი ასული ერთ-ერთ ცოლად ესვა პრიამოსს.
ორი ძე ჰყავდა, ორივ შენი წერა გამხდარა!
90 ჩემი ძმა უკვე შემოგაკვდა მეწინავეთა
შორის - ოროლით, ღვთაებრივი პოლიდოროსი.
მეც არ ამცდება შავი ბედი, ვიცი, შენს ხელებს
ვერ გავექცევი, რაკი წილად მხვდა ეს შეხვედრა!
სხვა სიტყვას გეტყვი. გამიგონე, ნუ მომკლავ ღვარძლით:
95 დედის წიაღით ძმად ჰექტორი არ მეგულება,
ვინც შენ წაგართვა მეგობარი კეთილშობილი!”
თავს აბრალებდა პრიამოსის ვაჟი აქილევსს,
მაგრამ მოესმა სიტყვა მკაცრი, დაუნდობელი:
”ნუ გამაგონებ გამოსასყიდს, გონსგადასულო!
100 სანამ პატროკლე ნეტარებდა დღის ბრწყინვალებით,
მეამებოდა პატიება ტროელ მოყმეთა.
ბევრი ტყვე მყავდა, საზღაურიც ბევრი მივიღე,
ახლა კი არვის შევიბრალებ, უკეთუ ღმერთი
ვინმეს მარგუნებს ილიონის გალავნის ახლოს.
105 სიკვდილი - ყველას, მეტადრე კი პრიამოსის ძეთ!
შენც - ჩემო კარგო! ნეტავ ამდენს რატომ ქვითინებ?
მოკვდა პატროკლე, შენზე ბევრად ქველი მოკვდავი!
შემხედე, მეც ხომ ლამაზი ვარ და დიდებული,
განთქმულ მამის შვილს დედად მივის თვითონ ქალღმერთი!
110 მაგრამ მეც სიკვდილს, ბედისწერას ვერ გავექცევი.
დილას მომკითხავს, მიმწუხრისას, ან დღისით სულაც,
ბრძოლაში მტერი ამომართმევს სულს დაუნდობლად,
ან შუბით მომსპობს, ან მშვილდიდან- ფრთიანი ისრით”.
ეს რომ თქვა, ჭაბუკს აუთრთოლდა გული, სახსრები,
115 შუბს ხელი უშვა მოცახცახემ და ჩაიკეცა.
პელიდმაც მაშინ მეყსეულად იშიშვლა დაშნა,
ყელში ჩასცა და გაატარა შიგნით ვადამდე,
ბოლომდე ჩაფლა. . . შავ მიწაზე პირქვე დაემხო
მოყმე და მიწას მიეშხეფა სისხლი მჩქეფარე.
120 ფერხთ ხელი სტაცა, მდინარეში ისროლა გვამი
და დასცინოდა აქილევსი ფრთიანი სიტყვით:
”აჰა, თევზებთან განისვენე! ხარბად იარას
მიესევიან! სარეცელზე ვერ დაგდებს დედა,
რომ დაგიტიროს! სკამანდროსის მოგივლის ახლა!
125 ტალღით ზღვის წიაღს გაგაყოლებს უკიდეგანოს.
თევზი, ტალღებმში მოთამაშე, ამოცურდება,
რომ მოტივტივე ლიკაონის სხეულით გაძღეს.
ასე ვიქნებით, სანამ ტროას მოვუღებთ ბოლოს,
თქვენ - ოტებულნი, მე - ოტებულთ იავარმქმნელი.
130 ვერ გიხსნით ტალღა ვერცხლისფერი მძლავრი მდინარის,
გინდაც, ვით წინათ, ახლც უძღვნათ ხარი ურიცხვი.
ახლაც ტალღებში ცოცხლად ცხენნი შმაგნი, ფიცხელნი
შერეკეთ, სიკვდილს მაინც ვერვინ გადაურჩება,
მიზღავთ პატროკლეს და აქაველთ გაქელვისათვის,
135 უჩემოდ ბრძოლით რომ აჩეხეთ შავ ხომალდებთან!”
ასე ამბობდა, განარისხა შმაგი მდინარე.
იმას ფიქრობდა, მძვინვარება როგორ დაეცხრო
აქილევსისა და ვით ეხსნა ტროელთ ლაშქარი.
პელიდმა შუბი მოიღერა, ასტეროპეოსს
140 მიეჭრა იგი, ანთებული მოკვლის წადილით,
პელეგონის ძეს. აქსიოსმა, მდორე დმინარემ
პერიბოიას ჩაუსახა იგი, როს ეტრფო
აკესამენოს მეფის უფროს ასულს მშვენიერს.
მისკენ მიქროდა, როცა გმირი ღრმა მდინარიდან
145 შესაგებებლად ორი შუბით გამოემართა.
მოყმეს ქსანოთის აქეზებდა, განრისხებული
ფართო მორევში ჩახოცილი გმირების გამო.
როგორც კი ერთურთს მებრძოლები მიუახლოვდნენ,
შესძახა გმირმა აქილევსმა თავდაპირველად:
150 ”ვინა ხარ, კაცო, შერკინებას რომ ბედავ ჩემთან?
ჩემი გამოცდა მხოლოდ ბედკრულ შვილთა ხვედრია!”
მას უპასუხა მამაცმა ძემ პელეგონისა:
პელევსის ძეო, სულზვიადო, მოდგმას რად მკითხავ?
ვერ შორეული, ნაყოფიერ პეონიიდან -
155 გრძელშუბიანთა პეონთ მეფე. თერთმეტი დილა
გამთენებია, რაც ვეწვიე ქალაქ ილიონს.
წინაპრად მივის აქსიოსი მდორედ მდინარე,
წყალმშვენიერი აქსიოსი, მომრწყველი მიწის.
მან შვა პელეგონ. მას, შუბოსანს, მე გავჩენივარ.
160 მაგრამ, აქილევს, კმარა, ერთურთს შევებათ, გმირო!”
ქადილით უთხრა. და შემართა მძლე აქილევსმა
პელიონური იფნის შუბი. მაგრამ ორივე
ოროლი სტყორცნა ორ-ორ შუბით მებრძოლმა მტერმა.
ერთი ფარს მოხვდა, თუმცა, შიგნით ვერ შეაღწია,
165 ოქრომ, ღვთაების ნაჩუქარმა, დააცხრო იგი.
მეორე შუბმა გაუქროლა მოყმეს იდაყვთან,
ხელი გაკენწლა, ამოხეთქა სისხლმა, ზურგს უკან
დაეჭდო შუბი, კაცის თეთრი ხორცის მოსურნე.
შემდეგ წრფივმფრენი იფნის შუბი სტყორცნა პელიდმა
170 ასტეროპეოსს, აღგზნებულმა მოკვლის სურვილით.
ვერ მოახვედრა, წყლის ნაპირად ჩეჭდო შუბი
უზარმაზარი, სანახევროდ ჩაიფლო კიდეც.
მყისვე პელიდმა ქარქაშიდან იშიშვლა ხმალი,
ჯიქურ მიიჭრა, მტერი ამ დროს იფანს ამაოდ
175 ეჭიდებოდა, ამოძრობა ეწადა მისი:
სამჯერ შეძრა და სამივეჯერ არ ეყო ძალა,
კლდეს ვერ მოგლიჯა.
მეოთხეჯერ დაეჯაჯგურა
მომაკვდინებელ იფანს ძირში გადასატეხად.
მაგრამ პელიდმა თავხედს სული ხმლით ამოართვა,
180 შიგ ჭიპში ჩასცო ორლესული და ნაწლავები დააყრევინა.
თვალნი მოყმეს ახროტინებულს
ამოუღამა კუნაპეტმან სიკვდილისამან.
ბექთარსა ხსნიდა აქილევსი, ძლევით ზვაობდა:
”მიწაზე იწექ! გიმძიმს ბრძოლა ზევსის ძეებთან,
185 თუმც კი შვილი ხარ უდიდესი მდინარის ღმერთის!
შენ თუ წყალუხვი ნაკადისგან შობით ამაყობ,
მე განმადიდებს ზევსის მოდგმა - უკვდავთ მეუფის.
სიცოცხლე მიძღვნა მირმიდონელთ მეფემ პელევსმა,
ძემ ეაკესი, ხოლო ზევსმა შვა თვით ეაკე.
190 ზღვად ლტოლვილ ნაკადს რამდენადაც აჭარბებს ზევსი,
იმდენად ზევსის ძე მძლავრია მდინარის ძეზე!
აქ, შენს წინაშე მდინარეა, აბა, გიშველოს!
მაგრამ არ ძალუძს არვის ბრძოლა კრონიონ ზევსთან.
აქელოიოს ვერ გაბედავს ზევსს შეერკინოს,
195 ვერც ჭაღარა ოკეანე უკიდეგანო,
ვისგანაც მოდის მოჩუხჩუხე ყველა მდინარე,
რუ, ნაკადული, ჭა და წყარო, ზღვაცა ყოველი.
ისიც ცახცახებს ყოვლისშემძლე ზევსის წინაშე,
როს ოლიმპოდან დაიქუცებს ელვა და მეხი”.
200 თქვა და კაჟიან ნაპირიდან ააძრო შუბი.
მტვერში დატოვა მტერი, სული რომ ამოართვა,
გადაუარა ამღვრეულამ წყალმა უბედურს.
ირგვლივ თევზები აფუთფუთდნენ და გველთევზები,
ღვიძლსა სწიწკნიდნენ გამოშიგნულს, ხარბად ყლაპავდნენ.
205 გამოედევნა გმირი მხედარ პეონიელებს:
პელიდს მდინარის ნაპირიდან გაექცა მტერი,
როცა იხილა, რომ დაეცა ძლიერი მოყმე,
ძლეული გმირი აქილევსის ხმლით და მარჯვენით.
მოკლა მიდონი, თერსილოქოს, ასტიპილოსი,
210 თრასიოს, მნეოს, აინიოს და ოფელესტე.
მრავალს დასცემდა კიდევ პეონს მძლე აქილევსი,
რომ თვით მდინარეს მრისხანება არ მორეოდა,
ღრმა მორევიდან ამოსძახა ღმერთმა აქილესს:
”ძალაც გერჩის და საშინელი საქმეც გიქნია,
215 ყველა კაცს სჯობნი, შენ გშველიან მუდამ ღმერთებიც.
თუ ზევსმა გიძღვნა სასიკვდილოდ ყველა ტროელი,
ჩემგან გარეკე, იმძვინვარე შორს მინდორ-ველზე,
კაცთა გვამებით ნუ გამივსე კამკამა წყლები.
მე აღარ ძალმიძს ღვთაებრივ ზღვას ტალღები შევრთო,
220 გვამმა გაჭედა შესართავი! კვლავ, ვით სიკვდილი!
შეჩერდა! როგორ გამაოცე, მამაცთა მწყემსო!”
მყისვე მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”ისე ვიქმ, ვით თქვი, ო, სკამანდროს, ზევსის ნაზარდო!
შევწყვეტ მათს მუსვრას, მაგრამ მაშინ, როცა ზვიადებს
225 კოშკს მივასრისავ, როს გამოვცდი ჰეტორის ძალას
და ან მე მოვკლავ ან კადნიერს თვით შევაკვდები”.
ასე თქვა. ტროელთ გამოენთო, ვით დაიმონი.
ღრმა მორევინდა შეღაღადა ღმერთმა აპოლონს:
”ვა-ვაი! ვერცხლისმშვილდოსანო, ზევსის ბრძანებას
230 რად არ ასრულებ, ზევსის ძეო? მან ხომ ისურვა
იცავდე ტროელთ გამუდმებით, სანამ დაისი
დაეშვება და ველს ბორცვიანს ჩრდილი დაფარავს”.
ასე თქვა. ხოლო აქილევს ციცაბო ნაპირს
235 მოსწყდა, მორევში გაერია. ტალღა ადუღდა
ძირის-ძირამდე, გააქანა ტროელთ გვამები
(პელიდს ცხედრებით ამოევსო წიაღი წლისა).
ველზე გაყარა, ვით მოზვერმა აღმუვლებულმა.
ცოცხლები მღვიმეს შეფარვოდნენ, მათს წინ მდინარის
აგორებული ზვირთი ზვირთზე გადადიოდა.
240 მძლე აქილევსის წინ კი ღელვა ატყდა საზარი.
ეხეთქებოდნენ გმირს ტალღები ფეხზე და ფარზე,
თავს უკვე ვეღარ იმაგრებდა, წნორს ჩაეჭიდა,
წინ გადმოწოლილს, ფესვიანა მოუწდა ძეწნა,
ჩამოიყოლა მიწის კიდე, ხშირი შტოებით
245 წყალზე გადაწვა, მდინარეზე გადაიხიდა.
ანაზდეულად მორევიდან ამოხტა გმირი,
შეშინებული ყრმა ფეხმარდი ველზე გარბოდა,
მაგრამ არც ღმერთი დარიდა, მისდევდა უკნა
და შავთავიან ზვირთსა სცემდა, რათა დაეცხრო
250 სიფიცხე გმირის და მით ეხსნა ძენი ტროელთა.
პელიდი გასცდა შუბის სატყორც მანძილზე ტალღას.
ისე მიქროდა, ვით არწივი შავფრთებიანი,
ყველაზე მძლავრი, უსწრაფესი ფრთოსანთ შორის.
სწორედ მას ჰგავდა. იარაღის ელვარე რვალი
255 მკერდზე საშინლად ჟღრიალებდა. წყალს გაურბოდა
და გმირის კვალზე ტრიალებდა ღმულით ტალღა.
გლეხკაცს წყაროდან წყალუხვიდან ბაღში რომ გაჰყავს
არხი ხეხილის მოსარწყავად, ნორჩი ჯეჯილის,
თოხს მოუმარჯვებს ქვა-ღორღისგან თხრილს ასუფთავებს,
260 თან მისდევს წყალი და ქვეშ წვრილი ხვინჭა და ხრეში
მიხრიალებენ. რუ ჩუხჩუხებს აჩქარებული,
გარბის დაღმართზე და გლეხკაცსაც ასწრებს რაკრაკით . . .
ასე მისდევდა პელიდს ზვირთი შავთავიანი,
რაგინდაც სწრაფი ყოფილიყო: ღმერთს ვინ აჯობებს!
265 რამდენჯერ სცადა აქილევსმა მედგრად შედგომა,
ვინძლო ენახა, ყველა ღმერთი ხომ არ მდევნისო!
თავს სამტროდ ხომ არ დამქცევია სულაც ზეცაო!
რამდენჯერ ზვირთი მდინარისა, ზევსის ნაჟური,
ზემოდან მხრებზე გადაემსხვრა! ელდანაკრავი
270 მაღლა ხტებოდა, მაგრამ ტალღა ბორკავდა ფეხებს,
უტყლაშუნებდა და აცლიდა მიწას ტერფიდან.
ბოლოს შეჰყვირა პელიდმა და შეხედა ზეცას:
”ზევსო მამაო! ნუთუ არ მყავს ღმერთი მოწყალე,
რომ წყლისგან მიხსნას? ავიტანდი მე სხვას ყველაფერს.
275 მაგრამ ვის ვყვედრი? ვის ვაბრალებ ზეციერთ შორის?
მე ხომ მაცდუნა სანუკვარმა დედამ, ოცნებით
მაცნობა ბედი - აბჯროსანთა ტროელთა ბჭესთან
მხოლოდ ისარი აპოლონის თუ გძლევსო ბოლოს.
რატომ ჰექტორმა არ გამგმირა უძლიერესმა,
280 მამაცს მოკლავდა და მამაცი იამაყებდა!
ახლა სიკვდილი უსახელო მარგუნა ბედმა:
მდინარის ზვირთმა უნდა შთანმთქას, როგორც მეღორე,
გაცურვის მდომი რომ მოაშთო შმაგმა ნაკადმა!”
ასე თქვა და მყის ათენა და პოსეიდონი
285 გამოეცხადნენ, მიიღეს რა იერი კაცთა.
ხელი მოჰკიდეს ხელზე მოყმეს სანუგეშებლად.
პირველად უთხრა პოსეიდონ მიწისმრყეველმა:
”ნუღარა ნაღვლობ, ნუღარაფერს ნუ გეშინია!
ჩვენ ვართ ღმერთები, ზევსის ნებით შეგიერთდებით
290 შემწედ, შემხიდედ ათენა და მე - პოსეიდონ!
არ გიწერია მდინარეში დაღუპვა ბედად.
მალე სიშმაგე დაუცხრება, შენ თვითონ ნახავ.
ბრძნულ რჩევას მოგცემთ, მოგვისმინე, პელევსის ძეო:
ხელს ნუ აიღებ ბრძოლასა და ხოცვა-ჟლეტაზე,
295 სანამ ტროელებს არ შერეკავ ტროის ციხეში,
ვინც გადარჩება. შემდეგ ჰექტორს სულს რომ ამოხდი,
გემთან დაბრუნდი, მოგანიჭებ ნანატრ დიდებას!”
ასე უთხრეს და კვლავ უკვდავთა დასს დაუბრუნდნენ.
იგი გაფრინდა ღმერთთა სიტყვით გამხნევებული.
300 ველზე კი წყალი დაბრორილი მაღლა იწევდა,
ზედ ტივტივებდა იარაღი, ლამაზ ჭაბუკთა
მრავალი გვამი. მაღლა ხლტოდა მოყმე, მდინარის
მძვინვარე ჩქერებს გაურბოდა, უკვე ნაკადი
ვერ აკავებდა ძალმიცემულს ათენას მიერ.
305 მაგრამ სკამანდროს არ აცხრობდა რისხვას აქამდე,
უფრო ცხარობდა, ზვირთი ზვირთზე აბორცვილიყო,
ღმერთმა ღმუილით შეღაღადა ბოლოს სიმონეტს:
”მიშველე, ძმაო, შენთან ერთად ამ კაცის ძალა
უნდა დავთრგუნო, თორემ მალე პრიამეს ციხეს
310 დაამხობს იგი. ტროელთ ბრძოლის ძალა არ შესწევთ!
მოდი, მომხედე, კალაპოტი აივსე ჩქერით
მთის ნაკადულთა, ნაპირისკენ ტალღები დასძარ!
ააბობოქრე მოგუგუნე ზვირთთა მორევი,
ქვა და მორები! დაღლილ მოყმის მორევას შევძლებთ!
315 ახლა იმარჯვებს და ბრძოლაში მძლეობს, ვით ღმერთი!
მაგრამ ვერ იხსნის ვერც მშვენება, ვერც ძლიერება,
ვერც იარაღი დიდებული, ლამში და ლაფში
ჩაიძირება, შავი შლამი დაფარავს გმირსაც.
ქვიშით ჩაგოზილს ირგვლივ ლოდებს შემოვუყორავ,
320 მოყმის ძვლებსაც კი ვერ ნახავენ აქაველები,
ისე იქნება დამარხული ლამგორის ძირას!
ჰპოვებს აქ საფლავს, აქაველებს არ დასჭირდებათ
ბორცვის აღმართვა და პატივის მიგება მისთვის!”
თქვა და დაესხა თავს აქილევსს გაშმაგებული,
325 ღმუოდა, ქაფს, სისხლს და მოკლულთ გვამებს ანთხევდა.
გაწითლებული იღვრებოდა ტალღა და ტალღა
და ირგვლივ კედლად შემორტყმოდა გმირ პელეიონს.
შეჰკივლა ჰერამ, შეეშინდა, ვაი თუ გმირი
გააქანოსო მდინარებამ უფსკრულისაკენ.
330 მყისვე ჰეფესტოს, საყვარელ ძეს, ასე მიმართა:
”ბრძოლად აღიძარ, მკელობელო, ო, შვილო ჩემო!
შენ ღირსეულად შეგიძლია ქსანთოსს შეება.
გადაეღობე, გააჩაღე შთანმთქმელი ცეცხლი!
მე კი მივდივარ, ზეფიროსი, ცივი ნოტოსი
335 რომ ზღვისპირიდან წამოვშალო სასტიკ ქარიშხლად.
ქარი თავს და თორნს გაურუჯავს საძულველ ტროელთ,
ცეცხლს რომ აღაგზნებს. შენ ქსანთოსის სანაპიროსთან
დაწვი ხეები, მცხუნვარება მოსდე მდინარეს.
ტკბილი სიტყვებით ნუ მოლბება, ნურცა მუქარით,
340 არ დაცხრეს შენი მგზნებარება, სანამ ძახილით
მოგცემდე ნიშანს. მხოლოდ მაშინ დაშრიტე ცეცხლი”.
ასე თქვა. ცეცხლი გააღვივა მყისვე ჰეფესტომ.
მინდორში გვამებს ჯერ მოედო და ხარბად ნთქავდა
პელიდის მოკლულ ტროელების დახორგილ სხეულთ.
345 ველი გამოშრა და შიშინით შეჩერდა წყალი.
შემოდგომაზე ბორეასი წვიმით დანესტილ
წალკოტს რომ აშრობს და გლეხკაცის გულს რომ ახარებს,
ისე გამოხმა ველი, გვამთა დაიწვა გორა.
ღმერთმა მდინარეს მოჩახჩახე ალი შეუნთო:
350 მწვანე ტირიფი, ჟოლო, წნორი, ძეწნა და ძურწა,
ცვრიანი ლოტოს, ნემსიყუნწა, ლერწმის ლერწები
ილეწებოდნენ ლაწა-ლუწით, ცეცხლმოდებულნი.
თევზნი გულაღმა დაეხეთქნენ, ზოგმა კი მორევს,
ზოგმა კამკამა ნაკადების სიღრმეს მიმართა.
355 კვლავ მძვინვარებდა ცეცხლოვანი ბრძენი ჰეფესტო.
თვითონ მდინარე აბრიალდა და შეღაღადა:
”ვერა, ჰეფესტო, შენ ვერც ერთი ღმერთი ვერ გიძლებს!
მე შენ არასდროს შეგებმები, ცეცხლისმფრქვეველო!
მაკმარე! დაე, აქილევსმა დალეწოს ციხე,
360 მე თავს ვანებებ მათს შუღლს, ტროელთ შეწევნა არ მსურს!”
ასე ამბობდა და იწვოდა. . . დუღდა წყლის ჭავლი.
ცეცხლზე შედგმული კარდალა რომ ათუხთუხდება,
ადნობს მბზინავ ქონს ბურვაკისა, გააქვს რაკრაკი,
დუღს და გადმოდუღს, ხურს და ღელავს მგზნებარე ალზე.
365 ასე ხანძარმა აადუღა ტალღა ქაფქაფა.
დადგა მდინარე, ვერ დაიძრა, მცხუნვარე ძალამ
დათრგუნა ღმერთის - ჰეფესტოსი. მყის მოზეიმე
ჰერას მიმართა მახვეწარი, ფრთიანი სიტყვით:
”ჰერა! შენი ძე რად დაესხა მრისხანედ ნაკადს,
370 რას მემართლება?
მე არც ისე ვარ დამნაშავე,
ვით რომელიმე სხვა ღვთაება, ტროელთ მფარველი!
თუ შენ მიბრძანებ, მე მაშინვე დავშოშმინდები,
ოღონდ დამეხსნას! შემოგფიცავ უკვდავთა ფიცით:
სასტიკ ხვედრისგან არასოდეს დავიცავ ტროელთ,
375 მაშინაც, როცა შმაგი ალით აგიზგიზდება
აქაველთ ძეთა მუგუზლებით გზნებული ტროა!”
ეს რომ შეესმა თეთრხელება დედოფალ ჰერას,
მყისვე ჰეფესტოს, საყვარელ ძეს, შეეხმიანა:
”კმარა, ჰეფესტო! დაცხრი, ჩემო განთქმულო შვილო,
380 ასე უწყალოდ უკვდავს ნუ სჯი მოკვდავთა გამო”.
ასე უბრძანა და ჰეფესტომ დაშრიტა ცეცხლი.
უკან მდინარეს მიაშურა ლივლივით წყალმა.
დაცხრა ქსანთოსის მძვინვარება, დაწყნარდა ორივ,
მრისხანე ჰერამ დაამშვიდა შმაგი ღმერთები.
385 მაგრამ იფეთქა შუღლმა ამ დროს სხვა ღმერთთა შორის,
განხეთქილებამ ააღელვა სული უკვდავთა.
ატყდა განგაში. დედამიწამ ამოიგმინა,
თითქოს ბარბითმაც შეარხია მაღალი ზეცა.
ზევსსაც შეესმა ოლიმპოზე, გული ზეიმით
390 შეეძრა, როცა თვალი მოჰკრა ღმერთების ამბოხს,
დიდხანს არ მდგარან უქმად, ერთურთს შეტაკებულნი:
იწყო არესმა, მოსდგა პალასს ფართამლეწველი,
სპილენძის შუბი მოუღერა და შეაგინა:
”თავხედო ბუზო! ზეციერთა მონუსხვა გწადის?
395 ზღვარი არა აქვს შენს სიბრიყვეს! რისვას არ იშლი!
გახსოვს ტიდიდის წაქეზება ჩემს დასაჭრელად -
დიმედესი? შენ თვითონა შუბს სტაცე ხელი,
ყველას წინაშე მომიღერე და კიდეც დამკარ!
ახლავე მიზღავ, რაც კი რამ გაქვს დანაშაული!”

ქება ოცდამეერთე. ბრძოლა მდინარის ნაპირებთან
ის იყო, ფონი დაიგულეს ვერცხლისტალღიან
ქსანთოს-მდინარის, ზევსის მიერ უკვდავად ქმნილის,
რომ შუა გაჭრა მტრის სპა გმირმა, ზოგი განდევნა
ციხისკენ იმ გზით, საიდანაც აქაველები
5 წინდღით ილტვოდნენ, მძვინვარებდა ოდეს ჰექტორი.
სპა აირია, ხოლო ჰერა ღამის უკუნით
გზას უღობავდა ტროელთ. სხვები ქსანთოსს მიაწყდნენ
ვერცხლისტალღიანს, მოდუდუნეს, ღრმასა და მდორეს,
წყალში ჩაცვივდნენ, აშხეფებდნენ წინწკლებს ხმაურით,
10 ქშუოდა ირგვლივ არე-მარე, ზრინვით ჩამხტარნი
ტალღის დგაფუნით ტრიალებდნენ ფიცხელ მორევში.
როგორც წნორები მოსწყდებიან აალებულნი
მდინარის ნაპირს, ხანძარი რომ აგიზგიზდება,
ათრთოლებულნი ტკაცა-ტკუცით ცვივიან წყალში,
15 ისე მიაწყდა მოგუგუნე მდინარის მორევს
აქილევსისგან ოტებული ცხენი თუ კაცი.
გმირმა ღმრთეებრმა წყლის ნაპირას დატოვა შუბი,
ჟოლოს ტოტს ჩაჰყვა მდინარეში ვით დაიმონი,
მახვილი ეპყრა, განეზრახა საზარი საქმე.
20 დაიწყო ჩეხვა, საშინელი გმინვა გაისმა
ხმლით განგმირულთა, შეიღება მდინარე სისხლით.
როგორც ხარბ დელფინს გაურბიან წვრილ-წვრილი თევზნი
და მყუდრო ყურეს ესწრაფვიან შიშით დამფრთხალნი,
ის კი მსუნაგად ყველას სანსლავს, ვისაც მიასწრებს,
25 ასე ტროელნიც ჰკვეთდნენ ტალღებს, ციცაბო ნაპირს
ეკვროდნენ შიშით. როს დააწყდა გმირს მხარ-მკლავები
ჟლეტით და ჩეხვით, ტყვედ ჩაიგდო თორმეტი მოყმე,
რომ მენეტიდის სიკვდილისთვის შური ეძია.
გამოათრია ტალღებიდან შეძრულნი შიშით,
30 ვით შვლის ნუკრები და ზურგს უკან შეუკრა ხელნი
ღვედებით, დაწნულ ქიტონზე რომ თვით ჰქონდა ხოლმე.
ხომალდებისკენ წასაყვანად მისცა მეგობრებს.
თვით კვლავ გაიჭრა მოწადინე მტრის ხოცვა-ჟლეტის.
პრიამოსის ძეს, ახალგაზრდა ლიკაონს შეხვედა,
35 ამოსულიყო ლიკაონი მდინარის პირზე.
ერთხელ პელიდმა მამისეულ მტილიდან ღამით
გამოიტაცა მოყმე საწყლად აყვირებული.
იქ რვალით თლიდა ეტლის თვლებად ლეღვის ნორჩ ტოტებს,
როს თავს დაატყდა ცოდო-ბრალი - თვით აქილევსი!
40 ლემნოსს გაგზავნა სწრაფი გემით და იქ გაყიდა:
იესონიდმა შეაძლია საზღაო დიდძალი,
ხოლო იქიდან ჰეტიონმა, იმბროსის მეფემ,
გამოისყიდა და გაგზავნა წმინდა არისბეს.
ბოლოს გაიქცა, დაუბრუნდა სახლს მამისეულს.
45 ილხინა მოყმემ თერთმეტი დღე შინაურებთან
ტყვეობის შემდეგ. მეთორმეტე დღეს ღმერთმა ისევ
ხელში ჩაუგდო პელიდს, ვისაც ბედად ეწერა
სული, ჰადესის არ მოსურნე, ამოერთმია.
როგორც კი თვალი მოჰკრა შიშველს ძეს პრიამოსის,
50 უფარ-შიმშეროდ დაუშუბოდ წყლიდან ამოსულს,
ყველაფერი რომ მიუყრია, დაღლილობისგან
ოფლი სდენია და მუხლები ათრთოლებია,
გაოცებულმა აქილევსმა შესძახა რისხვით:
”ვა-ვაი! ეს რა სასწაული ნახა თვალებმა!
55 ალბათ, ტროელნი, ვინც ბრძოლაში მე თვით მომიკლავს,
კვლავ აღდგებიან, გასცდებიან წყვდიადს ქვეშეთის,
თუკი ეს კაციც დამიბრუნდა! შავ დღეს გაექცა
კუნძულ ლემნოსზე გაყიდული, ვერც წყლის მორევმა
დააკლო რამე, არვის რომ არ ინდობს ხოლმე!
60 მაგრამ დე ახლა იგრძნოს წვერი ჩემი შუბისა,
მინდა ვნახო და დავირწმუნო გული ერთხელაც:
ნუთუ იქიდან დაბრუნდება, სადაც ჩაიკრავს
მიწა-მშობელი, მასზე მძლავრთა შემკავებელი?!”
მოყმე აქილევსს ცოცხალ-მკვდარი მიუახლოვდა,
65 მზად იყო, ფეხზე მოხვეოდა. ვერ იტყვის ენა,
თუ როგორც სურდა ასცდენოდა შავ ბედისწერას.
შუბი შემართა აქილევსმა, ტყორცნა მზად იყო,
მაგრამ ჭაბუკმა მოირბინა, მიწას განრთხმული
ფერხთ მოეხვია. მოზუზუნე შუბი ზურგს უკან
70 მიწას ჩაეჭდო, აცახცახდა სისხლის მწყურვალი.
მავედრებელი მოხვეოდა პელიდის მუხლებს,
და ცალი ხელით აქილევსის შუბს ჩაფრენოდა,
ეხვეწებოდა, მიმართავდა ფრთიანი სიტყვით:
”შენ მუხლს ვეხვევი, ო, აქილევს, იყავ მოწყალე!
75 ზევსის ნაზარდო, ვით მლოცველი, გესასოები!
გახსოვს, დამატკბე ლმობიერად დემეტრეს ძღვენით
იმ დღეს, როს მამის წალკოტიდან ტყვედ წამიყვანე?
შემდეგ გამყიდე, დამაშორე მამას და ძმებსაც
და ლემნოსის ტყვემ ფასად ასი ზროხა გარგუნე.
80 ახლა სამმაგი ფასი გელის! მინათბს მხოლოდ
მეთორმეტე დღე, რაც ვეწვიე ისევ ილიონს.
ბევრი ვეწამე. . . შემახვედრა კვლავ შენთან ბედმა!
ჩანს, ვძულვარ კრონიდს, ხელმეორედ რაკიღა შენთან
მოსვლა მარგუნა! ლაოთოემ, მოხუც ალტოსის
85 ასულმა მშობა მე, საწუთრომოსწრაფებული.
ომისმოყვარე ლელეგებზე მეფობს ალტოსი,
ფლობს სატნიონის პირას ქალაქს - ბჭემაღალ პედასს,
მისი ასული ერთ-ერთ ცოლად ესვა პრიამოსს.
ორი ძე ჰყავდა, ორივ შენი წერა გამხდარა!
90 ჩემი ძმა უკვე შემოგაკვდა მეწინავეთა
შორის - ოროლით, ღვთაებრივი პოლიდოროსი.
მეც არ ამცდება შავი ბედი, ვიცი, შენს ხელებს
ვერ გავექცევი, რაკი წილად მხვდა ეს შეხვედრა!
სხვა სიტყვას გეტყვი. გამიგონე, ნუ მომკლავ ღვარძლით:
95 დედის წიაღით ძმად ჰექტორი არ მეგულება,
ვინც შენ წაგართვა მეგობარი კეთილშობილი!”
თავს აბრალებდა პრიამოსის ვაჟი აქილევსს,
მაგრამ მოესმა სიტყვა მკაცრი, დაუნდობელი:
”ნუ გამაგონებ გამოსასყიდს, გონსგადასულო!
100 სანამ პატროკლე ნეტარებდა დღის ბრწყინვალებით,
მეამებოდა პატიება ტროელ მოყმეთა.
ბევრი ტყვე მყავდა, საზღაურიც ბევრი მივიღე,
ახლა კი არვის შევიბრალებ, უკეთუ ღმერთი
ვინმეს მარგუნებს ილიონის გალავნის ახლოს.
105 სიკვდილი - ყველას, მეტადრე კი პრიამოსის ძეთ!
შენც - ჩემო კარგო! ნეტავ ამდენს რატომ ქვითინებ?
მოკვდა პატროკლე, შენზე ბევრად ქველი მოკვდავი!
შემხედე, მეც ხომ ლამაზი ვარ და დიდებული,
განთქმულ მამის შვილს დედად მივის თვითონ ქალღმერთი!
110 მაგრამ მეც სიკვდილს, ბედისწერას ვერ გავექცევი.
დილას მომკითხავს, მიმწუხრისას, ან დღისით სულაც,
ბრძოლაში მტერი ამომართმევს სულს დაუნდობლად,
ან შუბით მომსპობს, ან მშვილდიდან- ფრთიანი ისრით”.
ეს რომ თქვა, ჭაბუკს აუთრთოლდა გული, სახსრები,
115 შუბს ხელი უშვა მოცახცახემ და ჩაიკეცა.
პელიდმაც მაშინ მეყსეულად იშიშვლა დაშნა,
ყელში ჩასცა და გაატარა შიგნით ვადამდე,
ბოლომდე ჩაფლა. . . შავ მიწაზე პირქვე დაემხო
მოყმე და მიწას მიეშხეფა სისხლი მჩქეფარე.
120 ფერხთ ხელი სტაცა, მდინარეში ისროლა გვამი
და დასცინოდა აქილევსი ფრთიანი სიტყვით:
”აჰა, თევზებთან განისვენე! ხარბად იარას
მიესევიან! სარეცელზე ვერ დაგდებს დედა,
რომ დაგიტიროს! სკამანდროსის მოგივლის ახლა!
125 ტალღით ზღვის წიაღს გაგაყოლებს უკიდეგანოს.
თევზი, ტალღებმში მოთამაშე, ამოცურდება,
რომ მოტივტივე ლიკაონის სხეულით გაძღეს.
ასე ვიქნებით, სანამ ტროას მოვუღებთ ბოლოს,
თქვენ - ოტებულნი, მე - ოტებულთ იავარმქმნელი.
130 ვერ გიხსნით ტალღა ვერცხლისფერი მძლავრი მდინარის,
გინდაც, ვით წინათ, ახლც უძღვნათ ხარი ურიცხვი.
ახლაც ტალღებში ცოცხლად ცხენნი შმაგნი, ფიცხელნი
შერეკეთ, სიკვდილს მაინც ვერვინ გადაურჩება,
მიზღავთ პატროკლეს და აქაველთ გაქელვისათვის,
135 უჩემოდ ბრძოლით რომ აჩეხეთ შავ ხომალდებთან!”
ასე ამბობდა, განარისხა შმაგი მდინარე.
იმას ფიქრობდა, მძვინვარება როგორ დაეცხრო
აქილევსისა და ვით ეხსნა ტროელთ ლაშქარი.
პელიდმა შუბი მოიღერა, ასტეროპეოსს
140 მიეჭრა იგი, ანთებული მოკვლის წადილით,
პელეგონის ძეს. აქსიოსმა, მდორე დმინარემ
პერიბოიას ჩაუსახა იგი, როს ეტრფო
აკესამენოს მეფის უფროს ასულს მშვენიერს.
მისკენ მიქროდა, როცა გმირი ღრმა მდინარიდან
145 შესაგებებლად ორი შუბით გამოემართა.
მოყმეს ქსანოთის აქეზებდა, განრისხებული
ფართო მორევში ჩახოცილი გმირების გამო.
როგორც კი ერთურთს მებრძოლები მიუახლოვდნენ,
შესძახა გმირმა აქილევსმა თავდაპირველად:
150 ”ვინა ხარ, კაცო, შერკინებას რომ ბედავ ჩემთან?
ჩემი გამოცდა მხოლოდ ბედკრულ შვილთა ხვედრია!”
მას უპასუხა მამაცმა ძემ პელეგონისა:
პელევსის ძეო, სულზვიადო, მოდგმას რად მკითხავ?
ვერ შორეული, ნაყოფიერ პეონიიდან -
155 გრძელშუბიანთა პეონთ მეფე. თერთმეტი დილა
გამთენებია, რაც ვეწვიე ქალაქ ილიონს.
წინაპრად მივის აქსიოსი მდორედ მდინარე,
წყალმშვენიერი აქსიოსი, მომრწყველი მიწის.
მან შვა პელეგონ. მას, შუბოსანს, მე გავჩენივარ.
160 მაგრამ, აქილევს, კმარა, ერთურთს შევებათ, გმირო!”
ქადილით უთხრა. და შემართა მძლე აქილევსმა
პელიონური იფნის შუბი. მაგრამ ორივე
ოროლი სტყორცნა ორ-ორ შუბით მებრძოლმა მტერმა.
ერთი ფარს მოხვდა, თუმცა, შიგნით ვერ შეაღწია,
165 ოქრომ, ღვთაების ნაჩუქარმა, დააცხრო იგი.
მეორე შუბმა გაუქროლა მოყმეს იდაყვთან,
ხელი გაკენწლა, ამოხეთქა სისხლმა, ზურგს უკან
დაეჭდო შუბი, კაცის თეთრი ხორცის მოსურნე.
შემდეგ წრფივმფრენი იფნის შუბი სტყორცნა პელიდმა
170 ასტეროპეოსს, აღგზნებულმა მოკვლის სურვილით.
ვერ მოახვედრა, წყლის ნაპირად ჩეჭდო შუბი
უზარმაზარი, სანახევროდ ჩაიფლო კიდეც.
მყისვე პელიდმა ქარქაშიდან იშიშვლა ხმალი,
ჯიქურ მიიჭრა, მტერი ამ დროს იფანს ამაოდ
175 ეჭიდებოდა, ამოძრობა ეწადა მისი:
სამჯერ შეძრა და სამივეჯერ არ ეყო ძალა,
კლდეს ვერ მოგლიჯა.
მეოთხეჯერ დაეჯაჯგურა
მომაკვდინებელ იფანს ძირში გადასატეხად.
მაგრამ პელიდმა თავხედს სული ხმლით ამოართვა,
180 შიგ ჭიპში ჩასცო ორლესული და ნაწლავები დააყრევინა.
თვალნი მოყმეს ახროტინებულს
ამოუღამა კუნაპეტმან სიკვდილისამან.
ბექთარსა ხსნიდა აქილევსი, ძლევით ზვაობდა:
”მიწაზე იწექ! გიმძიმს ბრძოლა ზევსის ძეებთან,
185 თუმც კი შვილი ხარ უდიდესი მდინარის ღმერთის!
შენ თუ წყალუხვი ნაკადისგან შობით ამაყობ,
მე განმადიდებს ზევსის მოდგმა - უკვდავთ მეუფის.
სიცოცხლე მიძღვნა მირმიდონელთ მეფემ პელევსმა,
ძემ ეაკესი, ხოლო ზევსმა შვა თვით ეაკე.
190 ზღვად ლტოლვილ ნაკადს რამდენადაც აჭარბებს ზევსი,
იმდენად ზევსის ძე მძლავრია მდინარის ძეზე!
აქ, შენს წინაშე მდინარეა, აბა, გიშველოს!
მაგრამ არ ძალუძს არვის ბრძოლა კრონიონ ზევსთან.
აქელოიოს ვერ გაბედავს ზევსს შეერკინოს,
195 ვერც ჭაღარა ოკეანე უკიდეგანო,
ვისგანაც მოდის მოჩუხჩუხე ყველა მდინარე,
რუ, ნაკადული, ჭა და წყარო, ზღვაცა ყოველი.
ისიც ცახცახებს ყოვლისშემძლე ზევსის წინაშე,
როს ოლიმპოდან დაიქუცებს ელვა და მეხი”.
200 თქვა და კაჟიან ნაპირიდან ააძრო შუბი.
მტვერში დატოვა მტერი, სული რომ ამოართვა,
გადაუარა ამღვრეულამ წყალმა უბედურს.
ირგვლივ თევზები აფუთფუთდნენ და გველთევზები,
ღვიძლსა სწიწკნიდნენ გამოშიგნულს, ხარბად ყლაპავდნენ.
205 გამოედევნა გმირი მხედარ პეონიელებს:
პელიდს მდინარის ნაპირიდან გაექცა მტერი,
როცა იხილა, რომ დაეცა ძლიერი მოყმე,
ძლეული გმირი აქილევსის ხმლით და მარჯვენით.
მოკლა მიდონი, თერსილოქოს, ასტიპილოსი,
210 თრასიოს, მნეოს, აინიოს და ოფელესტე.
მრავალს დასცემდა კიდევ პეონს მძლე აქილევსი,
რომ თვით მდინარეს მრისხანება არ მორეოდა,
ღრმა მორევიდან ამოსძახა ღმერთმა აქილესს:
”ძალაც გერჩის და საშინელი საქმეც გიქნია,
215 ყველა კაცს სჯობნი, შენ გშველიან მუდამ ღმერთებიც.
თუ ზევსმა გიძღვნა სასიკვდილოდ ყველა ტროელი,
ჩემგან გარეკე, იმძვინვარე შორს მინდორ-ველზე,
კაცთა გვამებით ნუ გამივსე კამკამა წყლები.
მე აღარ ძალმიძს ღვთაებრივ ზღვას ტალღები შევრთო,
220 გვამმა გაჭედა შესართავი! კვლავ, ვით სიკვდილი!
შეჩერდა! როგორ გამაოცე, მამაცთა მწყემსო!”
მყისვე მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”ისე ვიქმ, ვით თქვი, ო, სკამანდროს, ზევსის ნაზარდო!
შევწყვეტ მათს მუსვრას, მაგრამ მაშინ, როცა ზვიადებს
225 კოშკს მივასრისავ, როს გამოვცდი ჰეტორის ძალას
და ან მე მოვკლავ ან კადნიერს თვით შევაკვდები”.
ასე თქვა. ტროელთ გამოენთო, ვით დაიმონი.
ღრმა მორევინდა შეღაღადა ღმერთმა აპოლონს:
”ვა-ვაი! ვერცხლისმშვილდოსანო, ზევსის ბრძანებას
230 რად არ ასრულებ, ზევსის ძეო? მან ხომ ისურვა
იცავდე ტროელთ გამუდმებით, სანამ დაისი
დაეშვება და ველს ბორცვიანს ჩრდილი დაფარავს”.
ასე თქვა. ხოლო აქილევს ციცაბო ნაპირს
235 მოსწყდა, მორევში გაერია. ტალღა ადუღდა
ძირის-ძირამდე, გააქანა ტროელთ გვამები
(პელიდს ცხედრებით ამოევსო წიაღი წლისა).
ველზე გაყარა, ვით მოზვერმა აღმუვლებულმა.
ცოცხლები მღვიმეს შეფარვოდნენ, მათს წინ მდინარის
აგორებული ზვირთი ზვირთზე გადადიოდა.
240 მძლე აქილევსის წინ კი ღელვა ატყდა საზარი.
ეხეთქებოდნენ გმირს ტალღები ფეხზე და ფარზე,
თავს უკვე ვეღარ იმაგრებდა, წნორს ჩაეჭიდა,
წინ გადმოწოლილს, ფესვიანა მოუწდა ძეწნა,
ჩამოიყოლა მიწის კიდე, ხშირი შტოებით
245 წყალზე გადაწვა, მდინარეზე გადაიხიდა.
ანაზდეულად მორევიდან ამოხტა გმირი,
შეშინებული ყრმა ფეხმარდი ველზე გარბოდა,
მაგრამ არც ღმერთი დარიდა, მისდევდა უკნა
და შავთავიან ზვირთსა სცემდა, რათა დაეცხრო
250 სიფიცხე გმირის და მით ეხსნა ძენი ტროელთა.
პელიდი გასცდა შუბის სატყორც მანძილზე ტალღას.
ისე მიქროდა, ვით არწივი შავფრთებიანი,
ყველაზე მძლავრი, უსწრაფესი ფრთოსანთ შორის.
სწორედ მას ჰგავდა. იარაღის ელვარე რვალი
255 მკერდზე საშინლად ჟღრიალებდა. წყალს გაურბოდა
და გმირის კვალზე ტრიალებდა ღმულით ტალღა.
გლეხკაცს წყაროდან წყალუხვიდან ბაღში რომ გაჰყავს
არხი ხეხილის მოსარწყავად, ნორჩი ჯეჯილის,
თოხს მოუმარჯვებს ქვა-ღორღისგან თხრილს ასუფთავებს,
260 თან მისდევს წყალი და ქვეშ წვრილი ხვინჭა და ხრეში
მიხრიალებენ. რუ ჩუხჩუხებს აჩქარებული,
გარბის დაღმართზე და გლეხკაცსაც ასწრებს რაკრაკით . . .
ასე მისდევდა პელიდს ზვირთი შავთავიანი,
რაგინდაც სწრაფი ყოფილიყო: ღმერთს ვინ აჯობებს!
265 რამდენჯერ სცადა აქილევსმა მედგრად შედგომა,
ვინძლო ენახა, ყველა ღმერთი ხომ არ მდევნისო!
თავს სამტროდ ხომ არ დამქცევია სულაც ზეცაო!
რამდენჯერ ზვირთი მდინარისა, ზევსის ნაჟური,
ზემოდან მხრებზე გადაემსხვრა! ელდანაკრავი
270 მაღლა ხტებოდა, მაგრამ ტალღა ბორკავდა ფეხებს,
უტყლაშუნებდა და აცლიდა მიწას ტერფიდან.
ბოლოს შეჰყვირა პელიდმა და შეხედა ზეცას:
”ზევსო მამაო! ნუთუ არ მყავს ღმერთი მოწყალე,
რომ წყლისგან მიხსნას? ავიტანდი მე სხვას ყველაფერს.
275 მაგრამ ვის ვყვედრი? ვის ვაბრალებ ზეციერთ შორის?
მე ხომ მაცდუნა სანუკვარმა დედამ, ოცნებით
მაცნობა ბედი - აბჯროსანთა ტროელთა ბჭესთან
მხოლოდ ისარი აპოლონის თუ გძლევსო ბოლოს.
რატომ ჰექტორმა არ გამგმირა უძლიერესმა,
280 მამაცს მოკლავდა და მამაცი იამაყებდა!
ახლა სიკვდილი უსახელო მარგუნა ბედმა:
მდინარის ზვირთმა უნდა შთანმთქას, როგორც მეღორე,
გაცურვის მდომი რომ მოაშთო შმაგმა ნაკადმა!”
ასე თქვა და მყის ათენა და პოსეიდონი
285 გამოეცხადნენ, მიიღეს რა იერი კაცთა.
ხელი მოჰკიდეს ხელზე მოყმეს სანუგეშებლად.
პირველად უთხრა პოსეიდონ მიწისმრყეველმა:
”ნუღარა ნაღვლობ, ნუღარაფერს ნუ გეშინია!
ჩვენ ვართ ღმერთები, ზევსის ნებით შეგიერთდებით
290 შემწედ, შემხიდედ ათენა და მე - პოსეიდონ!
არ გიწერია მდინარეში დაღუპვა ბედად.
მალე სიშმაგე დაუცხრება, შენ თვითონ ნახავ.
ბრძნულ რჩევას მოგცემთ, მოგვისმინე, პელევსის ძეო:
ხელს ნუ აიღებ ბრძოლასა და ხოცვა-ჟლეტაზე,
295 სანამ ტროელებს არ შერეკავ ტროის ციხეში,
ვინც გადარჩება. შემდეგ ჰექტორს სულს რომ ამოხდი,
გემთან დაბრუნდი, მოგანიჭებ ნანატრ დიდებას!”
ასე უთხრეს და კვლავ უკვდავთა დასს დაუბრუნდნენ.
იგი გაფრინდა ღმერთთა სიტყვით გამხნევებული.
300 ველზე კი წყალი დაბრორილი მაღლა იწევდა,
ზედ ტივტივებდა იარაღი, ლამაზ ჭაბუკთა
მრავალი გვამი. მაღლა ხლტოდა მოყმე, მდინარის
მძვინვარე ჩქერებს გაურბოდა, უკვე ნაკადი
ვერ აკავებდა ძალმიცემულს ათენას მიერ.
305 მაგრამ სკამანდროს არ აცხრობდა რისხვას აქამდე,
უფრო ცხარობდა, ზვირთი ზვირთზე აბორცვილიყო,
ღმერთმა ღმუილით შეღაღადა ბოლოს სიმონეტს:
”მიშველე, ძმაო, შენთან ერთად ამ კაცის ძალა
უნდა დავთრგუნო, თორემ მალე პრიამეს ციხეს
310 დაამხობს იგი. ტროელთ ბრძოლის ძალა არ შესწევთ!
მოდი, მომხედე, კალაპოტი აივსე ჩქერით
მთის ნაკადულთა, ნაპირისკენ ტალღები დასძარ!
ააბობოქრე მოგუგუნე ზვირთთა მორევი,
ქვა და მორები! დაღლილ მოყმის მორევას შევძლებთ!
315 ახლა იმარჯვებს და ბრძოლაში მძლეობს, ვით ღმერთი!
მაგრამ ვერ იხსნის ვერც მშვენება, ვერც ძლიერება,
ვერც იარაღი დიდებული, ლამში და ლაფში
ჩაიძირება, შავი შლამი დაფარავს გმირსაც.
ქვიშით ჩაგოზილს ირგვლივ ლოდებს შემოვუყორავ,
320 მოყმის ძვლებსაც კი ვერ ნახავენ აქაველები,
ისე იქნება დამარხული ლამგორის ძირას!
ჰპოვებს აქ საფლავს, აქაველებს არ დასჭირდებათ
ბორცვის აღმართვა და პატივის მიგება მისთვის!”
თქვა და დაესხა თავს აქილევსს გაშმაგებული,
325 ღმუოდა, ქაფს, სისხლს და მოკლულთ გვამებს ანთხევდა.
გაწითლებული იღვრებოდა ტალღა და ტალღა
და ირგვლივ კედლად შემორტყმოდა გმირ პელეიონს.
შეჰკივლა ჰერამ, შეეშინდა, ვაი თუ გმირი
გააქანოსო მდინარებამ უფსკრულისაკენ.
330 მყისვე ჰეფესტოს, საყვარელ ძეს, ასე მიმართა:
”ბრძოლად აღიძარ, მკელობელო, ო, შვილო ჩემო!
შენ ღირსეულად შეგიძლია ქსანთოსს შეება.
გადაეღობე, გააჩაღე შთანმთქმელი ცეცხლი!
მე კი მივდივარ, ზეფიროსი, ცივი ნოტოსი
335 რომ ზღვისპირიდან წამოვშალო სასტიკ ქარიშხლად.
ქარი თავს და თორნს გაურუჯავს საძულველ ტროელთ,
ცეცხლს რომ აღაგზნებს. შენ ქსანთოსის სანაპიროსთან
დაწვი ხეები, მცხუნვარება მოსდე მდინარეს.
ტკბილი სიტყვებით ნუ მოლბება, ნურცა მუქარით,
340 არ დაცხრეს შენი მგზნებარება, სანამ ძახილით
მოგცემდე ნიშანს. მხოლოდ მაშინ დაშრიტე ცეცხლი”.
ასე თქვა. ცეცხლი გააღვივა მყისვე ჰეფესტომ.
მინდორში გვამებს ჯერ მოედო და ხარბად ნთქავდა
პელიდის მოკლულ ტროელების დახორგილ სხეულთ.
345 ველი გამოშრა და შიშინით შეჩერდა წყალი.
შემოდგომაზე ბორეასი წვიმით დანესტილ
წალკოტს რომ აშრობს და გლეხკაცის გულს რომ ახარებს,
ისე გამოხმა ველი, გვამთა დაიწვა გორა.
ღმერთმა მდინარეს მოჩახჩახე ალი შეუნთო:
350 მწვანე ტირიფი, ჟოლო, წნორი, ძეწნა და ძურწა,
ცვრიანი ლოტოს, ნემსიყუნწა, ლერწმის ლერწები
ილეწებოდნენ ლაწა-ლუწით, ცეცხლმოდებულნი.
თევზნი გულაღმა დაეხეთქნენ, ზოგმა კი მორევს,
ზოგმა კამკამა ნაკადების სიღრმეს მიმართა.
355 კვლავ მძვინვარებდა ცეცხლოვანი ბრძენი ჰეფესტო.
თვითონ მდინარე აბრიალდა და შეღაღადა:
”ვერა, ჰეფესტო, შენ ვერც ერთი ღმერთი ვერ გიძლებს!
მე შენ არასდროს შეგებმები, ცეცხლისმფრქვეველო!
მაკმარე! დაე, აქილევსმა დალეწოს ციხე,
360 მე თავს ვანებებ მათს შუღლს, ტროელთ შეწევნა არ მსურს!”
ასე ამბობდა და იწვოდა. . . დუღდა წყლის ჭავლი.
ცეცხლზე შედგმული კარდალა რომ ათუხთუხდება,
ადნობს მბზინავ ქონს ბურვაკისა, გააქვს რაკრაკი,
დუღს და გადმოდუღს, ხურს და ღელავს მგზნებარე ალზე.
365 ასე ხანძარმა აადუღა ტალღა ქაფქაფა.
დადგა მდინარე, ვერ დაიძრა, მცხუნვარე ძალამ
დათრგუნა ღმერთის - ჰეფესტოსი. მყის მოზეიმე
ჰერას მიმართა მახვეწარი, ფრთიანი სიტყვით:
”ჰერა! შენი ძე რად დაესხა მრისხანედ ნაკადს,
370 რას მემართლება?
მე არც ისე ვარ დამნაშავე,
ვით რომელიმე სხვა ღვთაება, ტროელთ მფარველი!
თუ შენ მიბრძანებ, მე მაშინვე დავშოშმინდები,
ოღონდ დამეხსნას! შემოგფიცავ უკვდავთა ფიცით:
სასტიკ ხვედრისგან არასოდეს დავიცავ ტროელთ,
375 მაშინაც, როცა შმაგი ალით აგიზგიზდება
აქაველთ ძეთა მუგუზლებით გზნებული ტროა!”
ეს რომ შეესმა თეთრხელება დედოფალ ჰერას,
მყისვე ჰეფესტოს, საყვარელ ძეს, შეეხმიანა:
”კმარა, ჰეფესტო! დაცხრი, ჩემო განთქმულო შვილო,
380 ასე უწყალოდ უკვდავს ნუ სჯი მოკვდავთა გამო”.
ასე უბრძანა და ჰეფესტომ დაშრიტა ცეცხლი.
უკან მდინარეს მიაშურა ლივლივით წყალმა.
დაცხრა ქსანთოსის მძვინვარება, დაწყნარდა ორივ,
მრისხანე ჰერამ დაამშვიდა შმაგი ღმერთები.
385 მაგრამ იფეთქა შუღლმა ამ დროს სხვა ღმერთთა შორის,
განხეთქილებამ ააღელვა სული უკვდავთა.
ატყდა განგაში. დედამიწამ ამოიგმინა,
თითქოს ბარბითმაც შეარხია მაღალი ზეცა.
ზევსსაც შეესმა ოლიმპოზე, გული ზეიმით
390 შეეძრა, როცა თვალი მოჰკრა ღმერთების ამბოხს,
დიდხანს არ მდგარან უქმად, ერთურთს შეტაკებულნი:
იწყო არესმა, მოსდგა პალასს ფართამლეწველი,
სპილენძის შუბი მოუღერა და შეაგინა:
”თავხედო ბუზო! ზეციერთა მონუსხვა გწადის?
395 ზღვარი არა აქვს შენს სიბრიყვეს! რისვას არ იშლი!
გახსოვს ტიდიდის წაქეზება ჩემს დასაჭრელად -
დიმედესი? შენ თვითონა შუბს სტაცე ხელი,
ყველას წინაშე მომიღერე და კიდეც დამკარ!
ახლავე მიზღავ, რაც კი რამ გაქვს დანაშაული!”
400 თქვა და საშინელ აიგიდას მრავალფოჩიანს,
რომლის წინაშეც უძლურია თვით ზევსის მეხი,
ვეება შუბი დაალეწა გონსგადასულმა.
ზევსის ასულმა მძლავრი ხელი მყისვე ლოდს სტაცა,
მინდვრად რომ ეგდო ვეება და წახნაგიანი,
405 ოდესღაც კაცთა დადებული ყანის სამანად.
ქედში მოარტყა, დაუმსხვრია არესს სიმტკიცე.
როცა წაიქცა, შვიდი ქცევა მიწა დაფარა,
თორნმა იქუხა, მტვირთ აევსო ღვთაებას თმები.
ღიმილით უთხრა მოზეიმე ათენამ არესს:
410 ”განა ვერ გრძნობდი, უგუნურო, რა რიგ ძალ-ღონით
მეტი ვარ შენზე, რომ შემბედე მოსინჯვა ძალის?
შენ წყევლა გიწევს, წყევლა დედა ერინისისა,
რომ თმობ აქაველთ და ემხრობი ვერაგ ტროელებს!”
415 ასე უთხრა და სხივოსანი თვალი აშორა.
ზევსის ასულმა აფროდიტემ მოჰკიდა ხელი
და შეეშველა, გაიყვანა მკვნესარი ღმერთი.
როგორც კი ნახა აფროდიტე ქალღმერთმა ჰერამ,
ათენას უთხრა თეთრხელებამ ფრთიანი სიტყვით:
420 ”ეჰა, ასულო უძლეველო მგრგვინავი ზევსის!
ხედავ, არესი კაცთამჟლეტი იმ მოყივნებულს
ბრძოლიდან გაჰყავს თავხედურად! მიჰყევ, მისდიე!”
ეს თქვა თუ არა, გაეხარდა ქალღმერთ ათენას,
მიეჭრა მყისვე აფროდიტეს, მკერდში ჰკრა ხელი
425 და მეყსეულა მოუდუნა გულიც, სახსრებიც.
ორივ დასცა და დააქვეყნა წინაშე თვისა,
ზედ თავს წაადგა მოზეიმე ფრთიანი სიტყვით:
”ტროის ქომაგნი ასეთები რომ ყოფილიყვნენ,
რვალით აღჭურვილ არგიველთა მოპაექრენი,
430 ასე მამაცნი და სულდიდნი, ვით აფროდიტე,
ღმერთის არესის მოკავშირე, მეტოქე ჩემი,
ო, მაშინ ომი აგვცდებოდა დიდი ხნის წინათ,
იავარვყოფდით ტროას მაღალ ქონგურებიანს!”
ასე ამბობდა და ეამა დედოფალ ჰერას.
435 აპოლონს უთხრა მაშინ ღმერთმაც მიწისმრყეველმა:
”ჩვენ რაღას ვდგავართ გარე-კერძო? არ გვეკადრება!
უკვე დაიწყეს სხვა ღმერთებმა. თუ უბრძოლველად
მივალთ ოლიმპოს, ზევსის სახლში, სირცხვილს ვჭამთ მაშინ!
აბა შენ იცი, უმრწემესო! მე არ შემფერის
440 დასწრება, რაკი ადრე გავჩნდი, ბევრიც რამ ვიცი.
ოი, უგნურო, გუმავიწყო, ნუთუ არ გახსოვს
რა დღე დაგვადგა ილიონთან უკვდავთა ნებით?
დავემორჩილეთ ზევსის სურვილს გაამაყებულ
ლაომედონტთან მთელი წელი აღთქმულ სასყიდლით
445 ვიღწვოდით, მისი სისასტიკე გაოგვიცდია.
ტროელთ ავუგე ქონგურები ქორედ-ქორედი,
ქალაქის ბურჯი, შეუხებელ-შეუღწეველი.
შენ კი, ფოიბოს, მრუდერქიან ხარებს მწყემსავდი
ხშირი მუხნარით აქოჩრილი იდას ფერდობზე.
450 და როს ჰორების აღთქმულ ჯილდოს ჟამი დაგვიდგა,
ლაომედონტმა მიითვისა ჩვენი კუთვნილი,
სასტიკ მუქარით გაგვასახლა ტროის ქვეყნიდან.
ხელფეხშებორკილს გიქადოდა გაშმაგებული
უცხო კუნძულზე მონასავით უმალ გაყიდვას,
455 ორთავეს ყურებს დაგაჭრითო, გვემუქრებოდა.
ჩვენც გავეცალეთ ვერაგ მეფეს გულამღვრეულნი.
მან აღთქმა დასდო, ზენაარი არ შეასრულა!
ნუთუ ამიტომ გსურს სიკეთე მიუზღო ტროელთ
და არ გწყურია იავარყო სამარადჟამდო?
460 დე, დაწნდნენ დედაწულიანად, დე, დასამარდნენ!”
მიუგო ვერცხილსმშვილდოსანმა აპოლონ ღმერთმა;
”მიწისმრყეველო! არ ჩამთვლიდი თვით შენ ჭკვიანად,
რომ შეგწყრომოდი და შეგმობდი მოკვდავთა გამო,
ამა საცოდავ და უბადრუკ ქმნილებათათვის,
465 ფოთოლთა მსგავსად მიწის წვენით აყვავებულნი
გამოჩნდებიან ამა ქვეყნად და კვლავ ქრებიან.
არა, მე შენთან არ მსურს შუღლი! დე, მათ იბრძოლონ!”
ასე თქვა. მყისვე უკმიიქცა შეშფოთებული,
ბიძას - მამის ძმას ვერ შეჰბედა - ღვთაებას ძლიერს.
470 დამ, არტემისმა, ბუკის ცემით გულმხიარულმა,
ნადირთ უფალმა, ძმას მრისხანედ უსაყვედურა:
”ნუთუ გარბიხარ, მოისარო? და პოსეიდონს
უთმობ დიდებას, დაუსჯელად რომ იტრაბახოს?
შე სულმდაბალო, რად ატარებ შვილს, რას გარგია?
475 არ გავიგონო მე დღეიდან მამის დარბაზში
შენი ტრაბახი, უკვდავთ შორის რომ იცი ხოლმე,
პოსეიდონთან აქაო-და ბრძოლად გავალო! ”
ასე თქვა, მაგრამ აპოლონმა არ უპასუხა.
მის ნაცვლად ჰერა გაგულისდა, ზევსის მეუღლე.
480 სასტიკი სიტყვით ღვარძლიანად უთხრა არტემისს:
”როგორ, შე ძუკნავ უსირცხვილოვ, მეც გამიბედავ
შემება? ძვირად დაგიჯდება, მშვილდით ამაყო!
მოკვდავ დიაცებს მიგიჩინა ზევსმა ძუ ლომად
და ნება მოგცა მხოლოდ მათზე მძვინვარებისა!
485 შენ უფრო მთებში, ველზე ნადირთ მოუტან ვნებას,
ვიდრე ძლიერთა ქვეყანისა და ზეცისათა.
თუ გინდა ბრძოლაც გამოსცადო, ახლავ გაიგებ,
რამდენად უფრო ძლიერი ვარ მე, კადნიერო!”
ასე უთხრა და ქალღმერთს ხელზე სტაცა მარცხენა,
490 ხოლო მარჯვენით მოაგლიჯა მხარიღლივ მშვილდი,
მწარე დაცინვით ყურისძირში თვით მასვე დასცხო.
თავს არიდებდა, დაეფანტა ქალღმერთს ისრები,
ატირებული ძლივს გაიქცა. მფრთხალი ქედანიც
ქორს თუ შენიშნავს, შეფრინდება კლდის ბნელ ნაპრალში,
495 ბუდეში თავს რომ დაიგულებს, ვერვინ დაიჭერს.
ცრელმიანს მშვილიც არ ახსოვდა, როცა გარბოდა.
მაშინ ჰერმესმა, ღმერთთა მაცნემ, ლეტოს მიმართა:
”მე შენთან ბრძოლა არც ახლა მსურს და არც არასდროს:
ძნელია ბრძოლა ღრუბელთბატონ ზევსის ცოლებთან.
500 როცა ისურვებ, შეგიძლია ზეიმით ბრძანო,
უკვდავთა შორის იტრაბახო, რომ მომერიე!”
ასე ამბობდა, როცა ლეტო მშვილდს, კაპარჭიდან
აქა-იქ მიყრილ-მოყრილ მსუბუქ ისრებს კრეფდა.
როს მოაგროვა, დაღონებულ ასულს ეწვია.
505 ამ დროს არტემისს ზევსისეულ რვალის დარბაზში
ცრემლი სდიოდა ღაპაღუპით. მამის მუხლებზე
იჯდა ქალწული და უთრთოდა მხრებზე სამოსი.
გულში ჩაიკრა ზევსმა. ტკბილი ღიმილით ჰკითხა:
”ჩემო ასულო, ზეციერმა ვინ გაგიბედა
510 გაწყრომა, თითქოს ბოროტება რამ ჩაგედინოს?”
ნადირთ უფალმა უპასუხა გვირგვინოსანმა:
”შენმა მეუღლემ, თეთრხელება ჰერამ შემრისხა.
იგი აღაგზნებს ხოლმე ბრძოლას უკვდავთა შორის”.
ასე ურთიერთს ზეციერნი ეტყოდნენ სიტყვას,
515 როს ბოიბოსი აპოლონი ტროას ეწვია.
ზრუნავდა იგი, რომ ქალაქი კეთილნაგები
დანაელთ იმ დღეს არ დაემხოთ ბედის საცილოდ.
სხვა ღვთაებანი ასულიყვნენ ოლიმპოს თხემზე,
ზოგი ბოღმით და ზოგიც ძლევით გულანთებული.
520 მეხისმტყორცნელი მამის ირგვლივ ჩამოჯდა ყველა.
ამ დროს აქილევს სპობდა ტროელთ, მათს ფეხმარდ ცხენებს.
კვამლი ზეცამდე ხანძრისაგან რომ აისვეტება,
ღმერთების რისხვით ოდეს ქალაქს ააგიზგიზებს,
ყველას ულევი შრომა ელის, ბევრს კი ვაება;
525 ასე არგუნა მტერს პელიდმა შრომა და ჭირი.
ღვთაებრივ კოშკზე პრიამოსი იდგა მცხოვანი.
ნახა საზარი აქილევსი. მისგან ილტვოდა
ყველა ტროელი, აწყდებოდნენ ერთურთს და ბრძოლა
აღარც ითქმოდა. აქვითინდა მეფე. მივიდა
530 და ასე უთხრა სახელოვან მცველებს კარიბჭის:
”ხელი ჩაავლეთ გახსნილ ბჭისკარს, ვიდრე ლტოლვილი
ლაშქარი ციხეს შეაღწევდეს! პელიდი სწრაფად
გვიახლოვდება, აღსასრულიც ახლოა ჩვენი!
მაგრამ როგორ კი გალავანში შემოვა ჯარი,
535 ჩაკეტეთ კარი, ზედ საძალნიც დაადეთ მტკიცე,
ვშიშობ, შინ ჩვენი ამომგდები არ შემოგვეჭრას!”
თქვა და გასწიეს კაცთ საძალნი, განახვნეს ბჭენი,
ბევრს ღია კარმა თვალისჩინი შეუნარჩუნა.
ტროელთ საშველად შეეგება მყის აპოლონი.
540 სპა ქალაქისკენ მიილტვოდა, ციხე-კოშკისკენ,
მტვრით დაფარული ისწრაფოდა ბრძოლის ველიდან.
შმაგად მოსდევდა შუბით მოყმე, გულაგზნებული
მძვინვარებით და საამქვეყნოდ დიდების ცეცხლით.
იმ დღეს დასცემდნენ აქაველნი ბჭემაღალ ტროას,
545 რომ აგენორი არ აღეგზნო უფალ აპოლონს -
შთამომავალი სახელოვან ანტენორისა.
გული აუნთო სიმამაცით, თვით იქვე იდგა,
რომ ასცდენოდა კაცთა სიკვდილის მსახვრალი ხელი.
ცაცხვთან მივიდა, მოიფარა ღრუბელი მრუმე.
550 მოყმემ შენიშნა აქილევსი ქალაქთმნგრეველი,
ანაზდად შედგა, ხოლო გული შიშმა გაკენწლა.
ამოიოხრა, გუნებაში გაივლო აზრად:
”ვაი ჩემს თავს! რომ გავექცე მას დაზაფრული,
როგორც გაურბის შიშით ყველა ფეხმარდ აქილევსს,
555 ხომ დამეწევა და, ვით ლაჩარს, თავსაც წამაცლის!
თუ ლტოლვილ სპათა მდევარ ვაჟკაცს თავი ვანებო,
ქალაქის მხარეს, ველს გავუყვე ილეიოსის,
სანამ მივაღწევ ტყემშვენიერ იდეს მწვერვალებს,
ტევრით დაფარულს და ბუჩქნარში დავიმალები?
560 იქ მიმწუხრისას მთის ნაკადში ოფლს მოვიცილებ
და ოვისვენებ, ხოლო ღამით ილიონს მივალ.
ო, გულო, ფიქრებს მისცემიხარ განა ამაოდ!
ქალაქიდან შორს, გაშლილ ველზე, თვალი რომ მომკრას?
თუ გამომენთო, ვერ მიყელებს განა ფეხმარდი?
565 ო, მაშინ სიკვდილს და საზარ ხვედრს მე ვერ ავცდები!
ეს კაცი ყველა კაცსა სჭარბობს შეუდარებლად!
მაგრამ ქალაქის კარიბჭესთან რომ შევეგებო?
მისი სხეულიც, ვით სხვა კაცთა, ვერ უძლებს სპილენძს.
მასაც ხომ სული უდგას, მასაც მოკვდავი ჰქვია.
570 მხოლოდ კრონიდი აძლევს ხოლმე ძალმოსილებას”.
ასე წარმოთქვა. ბრძოლად დადგა. პელიდს ელოდა:
გული უწევდა სამამაცოდ, შესარკინებლად.
როგორც ავაზა წარაფიდან რომ გამოჩნდება,
გულდაგულ ხვდება მონადირეს, არ იცის შიში,
575 როდი შეკრთება, როდი გარბის ღავღავის ხმაზე,
თუნდ მონადირე ოროლსა და ისარს სტყორცნიდეს.
შუბით დაჭრილიც არა სტოვებს ბრძოლის ასპარეზს,
სანამ არ დასცემს შემხვედურს, ან თვით არ დაემხობა.
ასევე იდგა ანტენორის ძე აგენორი,
580 არ სურდა წასვლა, სანამ პელიდს არ გამოცდიდა.
ზედ აიფარა მკერდზე დიდი ფარი ბაკმული,
შუბი შემართა და მუქარით შესძახა მედგრად:
”ალბათ, აქილევს, იმედი გაქვს, სახელოვანო,
რომ დღეს დაამხობ კეთილშობილ ტროელთ სავანეს?
585 არა, უგნურო, ჯერ ჭირ-ვარამს კიდევ ბევრს ნახავთ!
ჯერ კვლავ ბევრი გვყავს ტროელთ გმირი მძლავრიც, გულადიც.
მზად ვართ, მამათა, მეუღლეთა და ჩვილ ყრმათათვის
დავიცვათ ციხე, რომლის ბჭესთან შენც დაემხობი,
შენ, კაცთა შორის უმხნესო და უმამაცესო!”
590 თქვა და ძლიერი ხელით სტყორცნა ელვარე შუბი.
ვერ მოახვედრა რიგიანად: მუხლს ქვემოთ წვივზე
ბრპენის ლეკვერთხმა უსიამოდ დაიჟღრიალა
და აისხლიტა საბარკულმა რვალი სასტიკი.
ფეხს გასცდა, ღმერთის საჩუქარი ვეღარ გაკვეთა.
595 მაშინ აგენორს აქილევსმა სტყორცნა ოროლი,
მაგრამ დიდება აპოლონმა არ მიანიჭა:
გამოიტაცა ღრმა წყვდიადით მოცული მოყმე
და სულ ადვილად გააპარა ბრძოლის ველიდან,
თვით კი პელიდი გაიტყუა მოხერხებულად.
600 აგენორს ვერცხლისმშვილდოსანი ემსგავსა სახით,
წინ გადაუდგა. გაემოენთო მოყმე ფეხმარდი.
როცა მისდევდა შორსმოისარს პურის ყანაში,
ღრმანაკადიან სკამანდროსის სანაპიროსთნ,
ღმერთი ოდნავღა თუ უსწრებდა: აცდენდა მოკვდავს,
605 გმირს სულ ეგონა, ჰა, საცაა დავეწევიო.
იმ დროს ტროელნი ოტებულნი დიდძალ ბრბოებად
მისცვივდნენ ქალაქს, ლტოლვილებით აივსო ტროა.
ვერვინ ბედავდა გასცდენოდა ციხის კარიბჭეს,
სხვას დახვედროდა, ან გაეგო, თუ ვინ გადარჩა,
610 ვინ დაიღუპა. ვით ტალღები, შეცვივდნენ ბჭეში,
გული უთრთოდათ სწრაფი ლტოლვით გადარჩენილებს.

ქება ოცდამეორე. ჰექტორის მოკვლა
შეძრწუნებულნი, ვით შვლის ნუკრნი, გალავნის შიგნით
ოფლს იგრილებდნენ და იკლავდნენ ტროელნი წყურვილს.
გალავნის გასწვრივ თავსა ჰყოფდნენ ქონგურებიდან,
გალავნის ირგვლივ მოსდგომოდა მტერიც ილიონს.
5 ამ დროს ჰექტორი, შებოჭილი ავი განგებით,
განგებ მარტოკა დამდგარიყო სკაიას ბჭესთან.
ღმერთმა, ფოიბოს-აპოლონმა უთხრა აქილევსს:
”რაო, პელიდო, მარტო მარდი ფეხის იმედით
მოკვდავი მისევ უკვდავს? განა მოაქჟამამდე
10 ვერ იცან ღმერთი? რას გიზგიზებ გამძინვარებით?
ტროელთ ბედი და სიდუხჭირე სულ დაგავიწყდა.
უკვე შეგასწრეს გალავანში, შენ კი აქ დაძრწი.
ვერ მომკლავ, არ ვარ მე სიკვდილის თანაზიარი!”
რისხვით აენთო და მიუგო გმირმა ფეხმარდმა:
15 ”როგორ მაცდუნე, ღმერთთა შორის უბოროტესო!
ციხიდან ველზე გამიტყუე, კვლავ ბევრი მოყმე
მიწას დაღრღნიდა, სანამ კოშკში შეიჭრებოდა.
მე შენ დიდება გამომტაცე, ხოლო ტროელნი
უშრომელად იხსენ, შურისგების შიშიც არა აქვთ.
20 სამაგიეროს, რომ შემეძლოს, გიზღავდი კიდეც!”
ასე უთხრა და ქალაქისკენ გაიჭრა გმირი.
რაში რომ მიქრის, მარულაში ძლევას ჩვეული,
ლამის გაეკრას ხოლო მუცლით მდელოს ხასხასას,
ასევე სხარტად უნაცვლებდა ფეხებს პელიდი.
25 პირველად შორით თვალი ჰკიდა მას პრიამოსმა,
ველზე შმაგად მსრბოლს, მოკაშკაშეს, ვით შუქურ-ვარსკვლავს,
ვით შუქურ-ვარსკვლავს, შემდგომით რომ შემოდგება;
ღამის წყვდიადში მოკიაფე ცეცხლოვან სხივით.
ორიონს ძაღლს უწოდებენ მას, ვარსკვლავთ შორის
30 ყველაზე ნათელს, მაგრამ ცნობილს ავის მორბედად:
ციებ-ცხელებას მოჰგვრის ხოლმე უბედურ მოკვდავთ.
ასევე პელიდს უელავდა მკერდზე სპილენძი.
შეჰყვირა, თავსი ხელი იცა მოხუცმა მეფემ,
ზეცას ვედრებით შეღაღადა და ცრემლნი
35 ეხვეწებოდა საყვარელ ძეს. ის კი ჯიუტად
და უხმოდ იდგა, აღგზნებული ბრძოლის სურვილით.
მამამ საბრალომ ხელიც, სიტყვაც მისკენ მიმართა:
”ჰექტორ, ძვირფასო შვილო ჩემო! ნუ უცდი ამ კაცს
მარტო, უსხვისოდ, აღსასრული არ ჰპოვო ვინძლო
40 პელიდის ხელით: შნზე მძლავრი მეომარია!
ნეტავ, ისევე ღმერთს უყვარდეს, როგორც მე მიყვარს,
მაშინ ხომ მის გვამს ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთდა ძაღლი
და ყოველგვარი სადარდელი ამცილდებოდა!
რამდენი შვილი მოწიფული მომტაცა გმირმა,
45 ან მოკლა, ანდა გამიყიდა შორს, კუნძულებზე!
ახლაც ვერ ვხედავ ვერც ლიკაონს, ვერც პოლიდოროსს. . .
არ ჩანან ქალაქს შემოხიზნულ ტროელთა შორის.
ისინი შობა ლაოთოემ, ქალთა ხელმწიფემ.
თუ ცოცხლადა ჰყავთ აქაველებს დატყვევებულნი,
50 გამოვისყიდით ოქრო-რვალით: უხვად გვიძს შინა.
ასულთან ერთად ბევრი განძიც მიბოძა ალტემ.
თუ მოკლა ორივ, ჰადესს შთანთქა, ახა-ვაი მე,
ვაი დედასა! მწუხარების შვილნი გვიშვია!
მაგრამ ხალხს ნაკლებ სავალალო ერგება ხვედრი,
55 ოღონდ შენ შერჩი, აქილევსმა შენ არა გძლიოს!
შემოდი, შვილო, ამით იხსნი ტროელ მამაცებს,
ტროელ დიაცთაც. არ აჩუქებ ძლევის დიდებას
პელიდს! სიცოცხლეს აღარ დათმობ ტკბილს და სანუკვარს!
მეც შემიბრალე, სანამ ვსუნთქავ მე უბედური,
60 მოხუცი, ვისაც ზედ სამარის კართან სჯის ზევსი
და აიძულებს განიცადოს ყველა ტკივილი:
ძეთა სიკვდილი და ასულთა წაგვრა მონებად,
სამთიობოთა ნგრევა, შვილთა, უცოდველ ჩვილთა
ძირს დახეთქება ამ დამღუპველ ბრძოლის გნიასში,
65 რძალთა წახმევა, წაგვრა, თრევა აქაველთ ხელით. . .
ბოლოს მეც მკვდარი დავეცემი, ზედ კარის ზღურბლთან
ხარბი ძაღლები დამჯიჯგნიან, როცა სპილენძით
მტერი გამიპობს გულს და ტანჯულს სულს ამომართმევს.
ვინც ნასუფრალით გამიზრდია კარიბჭის მცველად,
70 ჩემსავე სისხლს რომ დააძღება, გულნაღვლიანი
მახინჯ ცხედართან წამოწვება . . . ო, შვენის ჭაბუკს
ველზე დაცემაც, როს სპინელძით გულს გაუპობენ,
მკვდარიც კი, თუნდაც გააშიშვლონ, მშვენიერია!
და თუ მოხუცის ჭაღარა წვერს და თმას ჭაღარას
75 რვალი დაღარავს სამარცხვინოდ, ძაღლი წაბილწავს,
უფრო საზარი ხვედრი მოკვდავს არ უწერია!”
ასე ჰგოდებდა და მოხუცი ჭაღარა ბუწუწს
იწეწდა თავზე. მაგრამ გული შვილს ვერ მოულბო.
ცალკერძ მოთქვამდა მოქვითინე მოხუცი დედა,
80 მკერდს იშიშვლებდა, აჩვენებდა შვილს ხელით ძუძუს,
ცრემლთა მფრქვეველი მიმართავდა ფრთიანი სიტყვით:
”ჰექტორ! ო, შვილო, დედის ძუძუს ეცი პატივი,
ბალღი რომ იყავ, აჭინჭყლებულს ის გამშვიდებდა.
გახსოვდეს, ჩემო საყვარელო! შემოდი შეიგნით
85 და საზარ მოყმეს მარტოდმარტო ნუ ენახვები!
თუ გძლია, შვილო, გულმძვინვარემ, ჩემს ძეს საყვარელს
ვერ დაგიტირებ სასიკვდილო სარეცლის ახლოს
და ვერც მიეღულე დაგიტირებს, შორს ორივესგან
არგიველთ გემთან დაგძიძგნიან ხარბი ძაღლები!”
90 ასე ქვითინით მოუხმობდნენ, ევედრებოდნენ
ძვირფას ძეს, მაგრამ არ მოულბა გული გმირ ჰექტორს.
იგი ელოდა მძლე აქილევსს, მისკენ გამოჭრილს,
ვით მთის ურჩხულს კაცს მოელის შავბნელ მღვიმესთან,
ამოყორილი შხამიანი ბალახ-ბულახით,
95 თვალებს აკვესებს,იკლაკნება მღვიმის ნაპრალთან,
ისე ჰეტორიც იდგა სავსე ძალგულოვნებით,
გამობერილ ფარს დაყრდნობოდა გოდოლის ძირას.
ამოიოხრა და მამაცურ გულში გაივლო:
”ვაი სირცხვილო, თუ ვით მხდალი, ბჭეს შევეფარე,
100 პულიდამანტი მე გამკიცხავს თავდაპირველად.
მან ხომ მირჩია, რომ ტროელნი ციხეს შემესხ,
იმ ღამეს, ოდეს აქილევსი ამხედრდა ისევ.
მე არ ვუსმინე, სჯობდა თურმე მიმეღო რჩევა!
ხალხი დავღუპე უგნურებით. რარიგ მრცხვენია
105 გრძელპეპლოსიან ტროელ ქალთა, მამაც ტროელთა!
ყველაზე უფრო უბადრუკსაც ამის თქმა ძალუძს:
ჰეტორი ენდო თავს და ხალხი დაგვიღუპაო!
ასეც იტყვიან. უფრო სწორი იქნება ახლა
შევხვდე აქილევსს, დავცე იგი, ძლევით დავბრუნდე,
110 ან სახელოვნად ქალაქის წინ გავწირო თავი!
მაგრამ თუ დავდე მოლაპლაპე ფარი ბაკმული,
მძიმე ჩაჩქანიც, მივაყუდე ბოძალიც სვეტზე
და შევეგებე გმირ აქილვსს ასე პირისპირ?
მოდი, ელენეს შევპირდები, ყოველ საჭურველს,
115 ალექსანდროსმა რაც ტროაში გემს მოაყოლა -
საბედისწერო, დამღუპველი შუღლის მიზეზი, -
უხვად გავუყოფ ატრიდებს და სპას აქაველთა
სიკეთეს ყოველს, რაც ქალაქში მოიპოვება,
თანაც ტროელთა უხუცესნიც ფიციტ იტყვიან,
120 რომ არაფერი დაგვიმალავს, განძი ყოველი,
ქალაქს საყვარელს რაც დაუცავს, გიწილადეთო. . .
ეს რა აზრები მომდის თავში? არა, არ მივალ,
ვით მათხოვარი! მე ხომ ვიცი, არ შემიწყალებს,
უიარაღოს თავს დამესხმის და როგორც დიაცს,
125 თავსაც წამაცლის თავხედურად, თუ დავთმობ ფარ-შუბს.
არ გამოგვივა კლდესთან, მწვანე მუხის ჩეროში
შვიდი ბაასი, როგორც ჭაბუკს - სოფლელ ქალწულთან.
ბიჭი გოგონას ორღობეში გაულაღდება,
ჩვენ კი ხამს ერთურთს შევერკინოთ! ზევსმა განსაჯოს
130 ვის მიანიჭოს ჩვენს ორს შორის დიდება ძლევის!”
ასე ფიქრობდა. აქილევსიც მოქროდა მისკენ,
ვით ღმერთი ჩაჩქანმოელვარე - ენიალიოს.
მარჯვენა მხარზე შუბი ჰქონდა პელიონური,
თვალის მომჭრელად ელვარებდა სპილენძის შუქი,
135 როგორც კოცონი მოგიზგიზე, როგორც დილის მზე.
ჰექტორი შიშმა აიტანა, აღარ შეეძლო
ცდა, ბჭეს მოსცილდა და გაიქცა ზარდაცემული.
მიჰყვა პელიდიც, გმირს სიმარდის იმედი ჰქონდა.
ვით შევარდენი, ფრთოსანთ შორის ყველაზე სწრაფი,
140 ენით უთქმელი ძალით ქედანს გამოენთება,
გვერდზე ფრთხიალით გასხლეტილ ჩიტს ყივილით ისევ
ქვემოდან უვლის, ხან ზემოდან, აცხრება ხარბად. –
ისე მისდევდა ათრთოლებულ ჰექტორს პელიდი.
ტროის გალავნის ირგვლივ სწრაფად ცვლიდა ფეხი ფეხს.
145 ლეღვის ხის ახლოს, ბორცვთან, სადაც მუდამ ქრის ქარი,
საურმე გზაზე, ციხიდან შორს მიისწრაფოდნენ,
მიადგნენ ლამაზ ჩქერებიან წყაროს გმირები,
სად სკამანდროსის ტალღებს ერთვის ორი ნაკადი.
ერთი წყაროდან მოჩუხჩუხებს სულ თბილი წყალი,
150 ორთქლი გადასდის, ვით მზეს ლიბრი აალებული,
მეორე ცივად მოწანწკარებს თიბათვეშიაც,
ვით წყალ-კრისტალი, ვით ყინული, ვით თეთრი თოვლი.
ზედ წყაროსთვალთან ქვის ორი ღრუ ამოუკვეთავთ
ფართო და თლილი. იქ ქათქათა კვართთა სარეცხად
155 ტროელთ ცოლები და ასულნი მშვიდობიან დროს,
აქაველთ ძეთა შემოჭრამდე, იკრიბებოდნენ.
წყაროს მიადგნენ დევნილი და მისი მდევარიც.
ილტვოდა მძლავრი, მაგრამ უფრო მძლავრი მისდევდა.
განა ზვარაკზე, ხარის ტყავზე ჰქონდა ცილობა,
160 როგორც სჩვევიათ ასპარეზზე მორბენალ ბიჭებს,
არა, ჰექტორის სულს ერთმანეთს ეცილებოდნენ!
მოკლულთა გმირთა სადიდებლად გამართულ დოღზე
სამანს ჭენებით მსწრაფლ მოუვლის ხოლმე მხედარი,
მოწიფულ დიაცს, ან სამეფხას მოელის ჯილდოდ.
165 მის მსგავსად სამგზის წრე დაარტყეს პრიამეს ციხეს
შეუჩერებლივ.
ყველა ღმერთი მათ შესცქეროდა
და ასე ბრძანა ღვთაებათა და კაცთა მამამ:
”ვაგლახ! საყვარელ ვაჟკაცს ციხე-ქალაქის ახლოს
ვხედავ ოტებულს, ჩემი გული დარდმა გამსჭვალა!
170 ჰექტორი, კაცი სულნათლი, ხბოს მსუყე ბარკლებს
იდაზე ხშირად სწვავდა ჩემთვის ნელსურნელოვანს.
დღეს ღვთაებრივი აქილევსი, შმაგი მდევარი,
მიელტვის ჰექტორს პირამოსის ციხის კედლებთნა.
ღმერთებო! ახლა გადაწყვიტეთ, თქვენს გულსა ჰკითხეთ:
175 ბოლოს და ბოლოს სიკვდილისგან ვიხსნათ ჰექტორი,
თუ პელევსის ძეს, გმირ აქილევსს ვარგუნოთ ძლევა?”
ზევსს უპასუხა მყის პალასმა თვალებბრიალამ:
”მეხთამცემელო მამავ, რა თქვი, შავღრუბლიანო?
მოკვდავი კაცი, განწირული ავ ბედისწერით,
180 გნებავს, რომ სიკვდილს ააცდინო, ყოველთა მმუსვრელს?
ნება ყავ! მაგრამ ყველა ღმერთი თავს არ დაგიხრის!”
მყის უპასუხა კრონიონმა ღრუბელთმარეკმა:
”ჩემო ასულო, საყვარელო ტრიტოგენია!
გულის კარნახით როდი ვამბობ შენი მოწყალე
185 ნება ყავ და გულს რაც უნდოდეს, იგი ინებე!”
თქვა და შეჰმატა ცეცხლი ისეც გაგულისებულს,
ოლიმპოს მთიდან გადმოფრინდა ათენა უმალ.
ამ დროს პელიდი კვლავ მისდევდა ფეხდაფეხ ჰეტორს.
როგორც მთის ძირას ძაღლი ირემს გამოენთება,
190 როს წამოაგდებს, ძეძვნარებში და ღრანტეებში
საშველს არ აძლევს, შიშით ბუჩქის ქვეშ მიყუჩებულს,
გუმანით ეძებს, სულ წრიალებს, ვიდრე მიაგნებს.
ასე ჰექტორიც პელეიონს ვერ დაემალა.
მრავალგზის სცადა, დარდანელთა ბჭეს მიღწეულმა,
195 შევარდნილიყო კოშკმაღალი გალავნის შიგნით,
სადაც ტროელნი დაიცავდნენ მშვილდშემართულნი.
იმდენგზის გმირმა აქილევსმა გზა გადაუჭრა,
ბჭესთან უყელა და მინდორი დაუთმო სრბოლად.
ძილისშორისში კაცი კაცს რომ ამაოდ მისდევს,
200 ერთი ვერ გარბის, ვერც მეორეს გაუდგამს ფეხი,
ასევე ვერც ეს დასწევია, ვერც ის გაურბის.
მაგრმ თავს როგორ დააღწევდა ჰექტორი სიკვდილს,
რომ აპოლონი გმირის შემწე არ ყოფილიყო?
იგი აძლევდ ძალასაც და ფერხთა სისწრაფეს.
205 ხოლო ღმერთეებრი აქილევსი სპას უკრძალავდა -
მწარე ისრები ჰექტორისთვის რომ დაეშინათ,
ვინძლო დიდება არ მიხდოდა დაგვიანებულს.
მაგრამ მეოთხედ წყაროებთან რომ მიირბინეს,
ოქროს სასწორზე ორი წილი დააწყო მამამ,
210 სიკვდილის წილი, მარადიულ ძილის მომგვრელი,
ერთწილ ჰექტორის, მეორეწილ აქილევსიას.
მაღლა ასწია. ჩამოქანდა ჰექტორის პინა
ძირს, ჰადესისკენ... ფოიბოსიც მოსცილდა მოყმეს,
ხოლო აქილევსს მყის ათენა გამოეცხადა,
215 ახლოს მივიდ, მიაგება სიტყვა ფრთიანი:
”ზევსის რჩეულო აქილევსო, ახლა კი ვგონებ,
აქაველთ გემებს მივანიჭებთ სახელ-დიდებას:
ჰეტორს გავგმირავთ გაუმაძღარს ომით და სისხლით.
ამიერიდან ჩვენს მარჯვენას ვერ დაუსხლტება,
220 ბევრიც ეცადოს აპოლონი შორსმოისარი,
მოყმე მიწაზე განირთხმება ზევსის წინაშე.
შენ შეისვენე, დადექ, გმირო, მე შეგახვედრებ,
დავიყოლიებ ფეხმარდ გმირთან შესარკინებლად”.
ათენას ნათქვამს სიხარულით უსმინა მოყმემ,
225 იფანს დაეყრდნო მოელვარეს, რვალისწვერიანს.
ღვთაებრივ ჰეტორს დაეწია მყისვე ქალღმერთი,
ხმით და სახითაც დეიფობოსს მიმსგავსებული,
წინ გადაუდგა და ფრთიანი სიტყვით მიმართა:
”გმირო, აქილევსს რა სსტიკად დაუჯაბნიხარ,
230 რომ ციხის ახლოს მოგდევს აგრე გაშმაგებული!
შეჩერდი, შედექ! მტერს უშიშრად აქ შევეგებოთ!”
მიუგო ჩაფხუტმოელვარე გმირმა ჰექტორმა:
”ო, დეიფობოს, ყრმობიდანვე ჩემს ძმათა შორის,
პრიამოსისა და ჰეკაბეს შობილთა შორის,
235 შენ შეგხაროდი! ახლა მმართებს უფრო მიყვარდე!
შენ ხომ ჩემ გამო, როს მიხილე მარტოშთენილი,
კოშკი დატოვე, ხოლო სხვები გოდოლში სხედან!”
ისევ მიუგო თვალმცეცხლია ათენამ ჰექტორს:
”მევედრებოდნენ დიახაც რომ მამაც და დედაც,
240 მუხლთ მეხვეოდნენ, მეგობრებიც მევედრებოდნენ -
ჩვენთან დარჩიო: შიშმა ასე მოიცვა ყველა.
მაგრამ მე გული მიკვდებოდა შენს გამო დარდით.
დავდგეთ და მომხვდურს შევეგებოთ, ნუ დავიშურებთ
შუბსა და სათხედს! აბა ვნახოთ, შეძლებს პელიდი -
245 ორივ დაგვამხოს, სისხლიანი დავლა ხელთ იგდოს?
თუ შენი შუბით განგმირული დაშოშმინდება?!”
ასე უთხრა და ვერაგულად წინ წადგა ღმერთი.
მაშინვე გმირნი საბრძოლველად შეხვდნენ ერთმანეთს.
პირველად პელიდს ჰრქვა ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:
250 ”პელევსის ძეო. არ ვაპირებ აწ უკუქცევას!
სამგზის გაგექეც ციხის გასწვრივ, ვერ გაგიბედე
შეგრკინებოდი, მაგრამ ახლა კი გული მითქვამს -
ბრძოლად გამოგყვე. ან მე მოგკლავ, ან შეგაკვდები!
ღმერთებს მოვიხმობ მოწმედ, უკეთ ვერ შეძლებს ვერვინ,
255 რომ შემინახოს ზენაარი, ფიცი, პირობა:
არ შეგილახავს სხეულს, თუკი ზევსი მარგუნებს
ძლევას, ოდეს სულს ამოგართმევ ელვარე რვალით.
აბჯარს აგაგლეჯ სახელოვანს, ხოლო აქაველთ
გვამს მივცემ და შენც ეს პირობა ხამს შეასრულო”.
260 რისხვით შეხედა და შეჰყვირა გმირმა ფეხმარდმა:
”ჰექტორ, პირობას ნუ მთავაზობ, მტერო ზვიადო!
ლომთა და კაცთა შორის კავშირს განა რა შეკრავს,
არც მგლებს და კრავებს უკარნახებს გული თანხმობას,
მუდამ ბოროტად ზღვევა მართებთ მტრად მოკიდებულთ.
265 ჩვენც სიყვარული აღარ ძალგვიძს, არც ერთი სიტყვა,
სათნო პირობა ჩვენ არ გვეთქმის! სანამ ერთ-ერთი
თავისი სისხლით არ გააძღებს მძვინვარე არესს!
გიჯობს ყოველი გაიხსენო ზნე სამამაცო,
იყო მებრძოლი შუბოსანი და უშიშარი!
270 ვეღარ წამიხვალ, ჩემი შუბით მალე ათენა
დაგაშოშმინებს და ერთბაშად ვალს გადამიხდი,
რაც გამამწარე მეგობართა ჩემთა შემუსვრით!”
თქვა და გასტყორცნა გმირმა შუბი გრძელჩრდილიანი.
დროზე შენიშნა, აიცდინა იგი ჰექტორმა:
275 მსწრაფლ დაიხარა, თავს ზემოდან გადაფრენილი
მიწას ჩაერჭო შუბისწვერი. მაგრამ ათენამ
კვლავ მისცა პელიდს, თუმც ხალხთა მწყემსს ჰექტორს ეს მაშინ
არ შეუნიშნავს. მხნედ შესძახა გმირმა აქილევსს:
”ამაო იყო შენი დარტყმა! უკვდავთ სადარო,
280 ვერ გაგიგია ჩემი ბედი, თუმც მაუწყებდი,
ყოფილხარ ყბედი და ცბიერი! გინდოდა, ალბათ,
რომ ამ სიტყვებით წამრთმეოდა სულაც მხნეობა!
არა, სილტოლვას არ ვაპირებ, პირისპირ გიმზერ
და ზურგში ოროლს ვერ მომაწვდენ! გამიპე გული,
285 თუ ღმერთს ეს უნდა! მაგრამ ამ ჩემს შუბსაც ერიდე!
ნეტავ სპილენძი შენს სხეულში მთლად ჩაიმარხოს!
ტროელთა ბრძოლა სისხლისმღვრელი უფრო ადვილი
მაშინ იქნება, როცა მოგსპობ მათს მტერს მძვინვარეს!”
თქვა და ძალუმად სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი.
290 ვერრა დააკლო, შუა ფარში მოარტყა პელიდს,
შორს აისხლიტა შუბი ფარმა. შეწუხდა გმირი,
იგრძნო, თუ როგორ მოეცარა ხელი ამაოდ.
თვალი დახარა, აღარ შერჩა უკვე ოროლი.
ხმამაღლივ უხმო შემწედ ერთგულ ძმას დეიფობოსს.
295 სხვა შუბი სთხოვა. სადღა იყო დეიფობოსი!
ჰექტორი მიხვდა, გულმა უგრძნო და შეღაღადა:
”ვაიმე! უკვე სასიკვდილოდ მიხმეს ღმერთებმა!
დეიფობოსი მე ჩემს გვერდით მეგულებოდა,
ის კი კოშკშია: შემაცდინა ისევ ათენამ.
300 ჩემს გვერდით მხოლოდ სიკვდილია! ხსხნა არსით არის!
უეჭველია, თვით ღმერთებმა განსაჯეს ასე:
ზევსმა, ზევსის ძემ აპოლონმა. ადრე მოწყალეთ
ბევრჯერ მიშველეს და, ჰა, ბედმა მიწია ბოლოს!
მაგრამ უაზროდ, უსახელოდ სულს როდი დავთმობ,
305 ისეთ საქმეს ვიქმ, რომ ხმა მისწვდეს შთამომავლობას!”
ასე წარმოთქვა და იშიშვლა მყის სატევარი,
მარცხენა მხარეს რომ ეკიდა მძიმე, ვეება,
ისე გაიჭრა, ვით არწივი ცად მოლივლივე,
მრუმე ღრუბლიდან დაბლობისკენ რომ დაეშვება,
310 ხუჭუჭა ტარიგს, დამფრთხალ კურდღელს დახარბებული.
მას ჰგავდა ჰეტორ, ხმალს იქნევდა სიკვდილის მთესველს.
შემოეგება აქილევსიც გაშმაგებული.
მკერდის წინ ფარი მოხატული ეჭირა ფეხმარდს,
თავზე ჩაფხუტი კიაფობდა ოთხსალტიანი,
315 ზედ უელავდა სხივნათელი ოქროს ფაფარი,
ჰეფესტომ ჯიღას რომ მოასხა, მოაგვირისტა.
ვით ვარსკვლავთ შორის ღამის ბნელში ბრწყინავს ვარსკვლავი
ჰესპეროს, ზეცად უნათლესი და უტურფესი,
ისე ელავდა აქილევსის ხელში ოროლი,
320 ღვთაებრივ ჰექტორს სვეს საშინელს რომ უქადოდა.
ეძებდა ადგილს დასარტყმელად მშვენიერ ტანზე,
მაგრამ აბჯარი გმირს იცავდა რვალით ნაჭედი,
რომელიც ერგო მამაც ჰექტორს, პატროკლეს მძლეველს.
მხოლოდ იქ, სადაც ყელი ჩანდა, ხორხის ნაწილიც
325 იყო შიშველი, სული სიკვდილს ვერ აიცდენდა.
მიეჭრა გმირი აქილევსი, დასც ოროლი,
და შიგ თეთრ ყელში გაიარა ბასრმა ბუნიკმა,
ოღონდაც ხორცს არ შეხებია მწვავე სპილენძი,
ჰექტორს მომაკვდავს რამდენიმე სიტყვა რომ ეთქვა.
330 დაეცა მოყმე და შესძახა მას აქილევსმა:
”ჰექტორ! პატროკლეს მკვლელს სიცოცხლის იმედი გქონდა,
ბრძოლიდან გასულს აღარ მთვლიდი საშიშ მეტოქედ.
რას მოხვიდოდი ძალით ჩემთან, შურისმგებელთან.
თუმც უქმად გემთან ვიდექ შენთა მუხლთა მსხვრეველი!
335 აწ დაგკორნიან სვავნი, ხოლო ძაღლნი დაგფლეთენ,
გმირ პატროკლეს კი დაკრძალავენ აქაველები!..”
მას სულამოთქმით ძლივსღა უთხრა გმირმა ჰექტორმა:
”შენს სულს გაფიცებ ძირს განრთხმული, შენთან მშომბელთა!
აქაველთ ძაღლებს ნუ მიუგდებ ჩემს გვამს საჯიჯგნად!
340 სპილენძი, ოქრო, რამდენიც გსურს, გამოითხოვე
გამოსასყიდად, მოგართმევენ მამა და დედა,
ოღონდ ციხეში დამაბრუნე, რომ კოცონს მიმცენ
და პატივი მცენ ტროელთა და ტროელთ დიაცთაც”.
პირქუშად უთხრა აქილევსმა სულთმობრძავ ჰექტორს:
345 ”ამაოდ, ძაღლო, მუხლთ მეხვევი, შმობელთ მაფიცებ!
რისხვას რომ ავყვე, თვით დაგგლეჯდი ნაწილ-ნაწილად,
ჯერ კიდევ თბილ ხორცს ვიგემებდი, ისე მომეპყარ!
არა, შენს სხეულს კაცისშვილი ვერ მოაცილებს
დამშეულ ძაღლებს, თუნდაც ათჯერ ან თუნდაც ოცჯერ
350 ძვირფასად მიზღან და იმდენიც დამპირდნენ კიდევ!
პრიამოს მეფემ შენი წონა ოქროც რომ მომცეს,
მაინც ჰეკაბე დედოფალი ძის დაბადებას
ვერ დაიტირებს სასიკვდილო სარეცლის გვერდით.
შენს გვამს სვავები დაკორტნიან, ძაღლნი დაფლეთენ!”
355 უთხრა ჰექტორმა სულთმობრძავმა ფეხმარდ აქილევსს;
”მე ხომ გიცნობდი, გული გრძნობდა, ვერ მოგალბობდი
ხვეწნა-ვედრებით: შენ ხომ რკინის გული გაქვს მკერდში!
ძრწოდე, მძლეველო, რომ ღვთის რისხვად არ მოგევლინო,
როცა პარისი და აპოლონ შორსმოისარი,
360 რაც უნდა ძალას იკვეხნიდე, ბჭესთან დაგცემენ!”
ასე მოუბარს დაეუფლა შავი სიკვდილი:
სული, ბაგიდან აფრენილი, ჰადესს ჩაეშვა,
დატოვა ძალაც, სიჭაბუკეც ბედზე მტირალმა.
ხოლო გმირს, უკვე მოკლულს, ასე უთხრა პელიდმა:
365 ”ჩაძაღლდი! მე კი გულის თრთოლვით შევხვდები სიკვდილს!
როცა მომივლენს ყველა ღმერთი და მამა ზევსი!’
ასე თქვა.
მოკლულს ამოგლიჯა სპილენძის შუბი,
გვერდზე მიაგდო და საჭურვლის ახდას შეუდგა,
სისხლით მორწყულის. მოირბინეს აქაველებმა,
370 გაოცებულნი იყვნენ გმირის ზომით, მშვენებით.
ახლოს მოსულნი აქაველნი შუბს აძგერებდნენ,
ერთი მეორეს შეხედავდა, ამბობდა ზოგი:
”ო, ღმერთო ჩემო! რა რბილია ახლა ჰექტორი,
რა მტკიცე იყო, როს სტყორცნიდა გემებს ცეცხლს შთანთქმელს!”
375 ასე ამბობდა ბევრი და გვამს შუბს აძგერებდა.
ამ დროს ჰექტორი გააშიშვლა მძლე აქილევსმა,
აქაველთ შორის დადგა, ფრთიან სიტყვით მიმართა:
”ო, მეგობრებო, ბელადებო არგიველთ ტომის!
ბოლოს მარგუნეს მე ღმერთებმა ძლევა ვაჟკაცის,
380 ვინც მეტი ვნება მოგვიტანა, ვიდრე სხვამ ყველამ.
ახლა კი ქალაქს შევესიოთ მტკიცეზღუდიანს.
გავიგოთ, გულში ტროელ გმირებს რა ფიქრი უდევთ:
განგმირულს ხომ არ დაურთავენ ციხეს და გოდოლს,
თუ უჰექტოროდ გამაგრებას კვლავ გაბედავენ?
385 მაგრამ რა ფიქრებს მისცემია საამო გული!
გემებთან მიწევს მეგობარი დაუკრძალავი!
ვერ დავივიწყებ ჩემს პატროკლეს, სანამ ვეთრევი
ცოცხალთა შორის და ტერფებით ვეხები მიწას!
მკვდარი ჰადესში რომც ჰკარგავდეს მეხსიერებას.
390 იქაც მეგობარს კეთილშობილს რა დამავიწყებს!
ძლევის პეანი იგალობეთ აწ, აქაველნო,
ჩვენ კი გემისკენ გვამს წავათრევთ, დიდი სახელი
გვაქვს მოხვეჭილი: აღარ არის გმირი ჰექტორი,
ვისაც ტროელნი ადიდებდნენ, როგორც ღვთაებას!”
395 თქვა და ჰექტორის უკადრისი საქმე იკადრა:
ორსავე ფეხზე გადაუჭრა მაშვრალი ძარღვი,
ქუსლში კოჭამდე გაუყარა ღვედები და ეტლს
მიაბა გვამი, დარჩა თავი დაბლა სათრევად.
ეტლზე დაადგა და საჭურველი აჩვენა ლაშქარს.
400 მათრახი დასცხო ცხენს, გაფრინდნენ მორჩილნი რაშნი.
გათრეულ ცხედარს მტვერი ადგა სვეტად, მიწაზე
მისრიალდებდა შავი თმები, თავს ხათქა-ხუთქი
გაუდიოდა, წინათ ლამაზს.
ზევსმა მტრებს მისცა
მოსაყივნებლად აყვავებულ მშობლიურ ველზე.
405 თავი გაშავდა, გაიზინზლა. დედამ შენიშნა,
ჭაღარა თმები დაიწეწა, უცხო მანდილი
შორს მოისროლა, საწყალობლად იწყო გოდება.
მოთქვამდა მამაც, აქვითინდნენ მოქალაქენიც
და ილიონში კიდით კიდე გაისმა გლოვა.
410 გეგონებოდათ ამ თავიდან თვით იმ თავამდე
ტროას ძირიან-ფესვიანად მოედო ცეცხლი.
ძლივს აკავებდნენ მოხუცს, სიმწრით გონზე გადასულს.
სულ მიიწევდა, კარიბჭიდან გაჭრას ლამობდა.
მიწას განრთხმულიც მიხოხავდა, დარდით და ხვეწნით
415 სახელს ეტყოდა ყოველ მოყმეს მავედრებელი:
”გამიშვით მარტო, ნუღარ ზრუნავთ ჩემზე, გავიდე
ამ ქალაქიდან! აქაველთა ვეწვევი გემებს...
შევევედრები ჩემს დამღუპველს, გულქვა ავაზაკს,
ეგების ასაკს სცეს პატივი, სიბერეს ძაბუნს...
420 ისიც კაცია, მასაც ხომ ჰყავს ჩემებრი მამა,
მოხუცი პელევს, რომელმაც შვა და გამოზარდა
ტროელთა ჭირად, ჩემდა ჭირად ყველაზე ემტად!
რამდენი შვილი მოწიფული წამართვა, მაგრამ
ყველაზე გული ნაკლებ მიწუხს, ვიდრე ამ ერთზე!..
425 მალე ჰადეის ბჭეს მაახლებს ჰექტორზე დარდი...
ჩემს ხელზე მაინც დაელია სული უბედურს!..
მოვიოხებდით გულს ქვითინით, ოხვრა-გოდებით
დედა ბედკრული და მე, მამა ნუგეშმიხდილი!..”
ასე გოდებდა. ირგვლივ გვრინი ისმოდა გლოვის.
430 ტროელთ დიაცთა შორის იწყო მოთქმა ჰეკაბემ:
”შვილო, უბედურს სატანჯველად არ მსურს სიცოცხლე!..
შვილო, ყოველი დამიკარგავს მე შენთან ერთდ!..
დღითა და ღამით შენ იყავი დიდება ჩვენი...
იმედი ჩვენი, ტროელთ ქალთა, ტორლ მამაცთა!..
435 მფარველ ღმერთივით გევლებოდნენ... შენი სიცოცხლით
უხვეჭდი სახელს... და შენ მოგწვდა სიკვდილი, შვილო!..”
ხოლო მეუღლეს არაფერი გაუგონია,
მაცნე ერთგული არ მისულა, არ უთქვამს მისთვის,
რომ გმირი ჰექტორ ველზე დარჩა კარიბჭის გარეთ.
440 მოსასხამს ქსოვდა, დამჯდარიყო შორეულ კოშკში.
ფერად აშიებს აყოლებდა სხივოსან ქსოვილს.
ადრევე უთხრა ლამაზთმიან მოახლე ქალებს
ცეცხლზე სამფეხა შეედგათ და მზად ჰქონდათ
ბრძოლიდან მოსულ ჰექტორისთვის თბილი აბანო.
445 ბედშავს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ სახლიდან შორს
პელიდმა დასცა და ათენამ დააცხრო გმირი.
ანაზდად ესმა გლოვა, შიშით ათრთოლდა ქალი
და გაუვარდა ჯარატარი მყისვე ხელიდან.
ადგა და ორსავ ლამაზთმიან მოახლეს უთხრა:
450 ”მომყევით! ვნახოთ, იქ რა ხდება! მესმის კივილი
დედამთილისა... ვაი, გული ყელს მებჯინება!..
ისე ძგერს, ლამის ამომვარდეს! მომეჭრა მუხლი!. . .
ჩანს, პრიამოსის ძეთ დაატყდა უბედურება!..
ო, ნურც მსმენია!.. მაგრამ შიშით ვთრთი და ვცახცახებ...
455 ნუთუ გმირ ჰექტორს გზა მოუჭრა გალავნისაკენ
და აქილევსი ღვთაებრივი მისდევს ფეხდაფეხ?
ხომ არ დაუცხრო სიმამაცე საბედისწერო?
ამ სიმამაცით ცოცხლობს ჰექტორ, ცდა არ ჩვევია
და არვის უთმობს ხოლმე იგი საქმეს საგმიროს!”
460 ასე თქვა. გარეთ გამოიჭრა, ვით ბორგნეული,
შმაგად უცემდა გული. ორივ მოახლე მიჰყვა.
სწრაფად ავიდა გოდოლზე და გააპო ხალხი,
მიმოიხედა. მყისვე ნახა გმირის სხეული,
ძირს გათრეული... უმოწყალოდ შმაგი ცხენები
465 აქაველთ ფართო გემებისკენ გვამს მიათრევდნენ.
წყვდიადმა ღამემ ქალს დაუვსო სინათლე თვალთა.
პირქვე დაეცა, თითქოს სული განუტევაო.
ჩამოუვარდა, გაიშალა ნაზი მანდილი,
ბაფთა, პირბადე, ყაითანი კოხტად ნაქსოვი,
470 ღართიც - ბრწყინვალე ძღვენი ოქრო-აფროდიტესი.
იმ დღეს აჩუქა მეფის ასულს, როცა ჰექტორმა
შინ მოიყვანა ეტიონეს სახლიდან ქალი.
გარშემო რძლები და მულები შემოხვეოდნენ,
დიდხანს ეჭირათ ფერმიხდილი და ცოცხალ-მკვდარი.
475 გრძნობა მოეგო, ოდნავ სუნთქვა რომ მოიკრიფა,
გულამოსკვნილი აქვითინდა მწარედ მგლოველი:
”ჰექტორ! ვაგლახ-მე უბედურსა! ერთნაირ ბედით
დავბადებულვართ: შენ - ტროაში, პრიამეს სახლში,
მე კი - ტყიანი პლაკეს ფერდოს, სად ჰყვავის თებე
480 ეტიონესას. მან გამზარდა, მან - უბედურმა
მე - უბედური... ო, რად გავჩნდი ამ ქვეყანაზე!..
შენ, ქმარო ჩემო, სამუდამოდ ქვეშეთის მღვიმეს
უნდა ეწვიო და მე ვტოვებ, ქვრივს უნუგეშოს!..
ხოლო ძე ჩვენი, უბედური დედ-მამის შვილი
485 ობოლი დარჩა. . . ვაგლახ, შენ მას აღარ ეკუთვნი
ნუგეშად... შენ ხომ აღარ ხარ!... აღარც გყავს შვილი!..
თუ აქაველებს გადაურჩა კაცთმჟლეტ ომში,
მიწყივ შრომა და ტნჯვა ელის ბალღს უპატრონოს.
გადამთიელი ხელთ ჩაიგდებს ობლის ხოდაბუნს,
490 მალე ბავშვობის ამხანაგიც დაეკარგება.
დაეხეტება ქედმოხრილი, ნამტირალევი,
სათხოვრად მამის მეგობრებთნ მიდის მორჩილად,
ერთს ქლაინაზე, სხვას ქიტონზე ეპოტინება.
ზოგს ეცოდება, სამოწყალოდ გაიღებს ლუკმას,
495 პირს გაუსველებს, სასა მაინც დარჩება მშრალი...
უფრო ხშირად კი მეოჯახე სვებედნიერი
ხელსა ჰკრავს ხოლმე, აუგ სიტყვას ზედ მიაყოლებს:
თავიდან მომწყდი! მეგობრებთან აქ შენი მამა
კი არ ილხენსო!.. და კვლავ დედას ეძებს მტირალი...
500 ასტიანაქტი უბედური! მამის კალთაში
ბატკნის ტვინით რომ პირს იტკბობდა და ნაზი ხორცით...
თამაშით დაღლილს როცა ძილი მოერეოდა,
ძიძის წიაღთან სარეცელზე ეძინა ტკბილად,
თვის რბილ ყურთუკზე გაბრწყინებულს სიამოვნებით.
505 ახლა რა ელის უმშობლო და უბედურ ყმაწვილს -
ჩვენს ასტიანაქტს? ტროელები ასე უხმობენ,
რადგან შენ ერთი ბჭეს იცავდი და ტროის ციხეს.
ახლა კი მტრების ხომალდებთან, შორს ქალაქიდან,
ჭიები გხრავენ, ძაღლთა მიერ დაფლეთილს, შიშველს!. . .
510 შიშველი წევხარ! სამოსი კი რაოდენია
შენს პალატებში, ტროელ ქალთა ხელით ნაქსოვი!
მათ მე ბედკრული ახლავ ცეცხლის ალში გავახვევ,
აგრე ოხრად რომ დაგრჩენია! მამაც ტროელთა
და ტროელ ქალთა თვალწინ დავწვავ შენს სადიდებლად!”
515 ასე გოდებდა. მასთან ერთად გლოვობდნენ ქალნი.

ქება ოცდამესამე. პატროკლეს დაკრძალვა. ასპარეზობა
ასე გოდებდნენ ტროელები. აქაველნი კი
თავიანთ ბანაკს დაუბრუნდნენ და ჰელესპონტთან
მაშინვე წავიდ-წამოვიდნენ ხომალდებისკენ.
მირმიდონელნი აქილევსმა როდი დაშალა.
5 შუაში ჩადგა და მიმართა ომისმოყვარეთ:
”მირმიდონელნო, ძმანო ჩემნო, მარდნო მხედარნო!
ეტლიდან ნუღარ ავხსნით ცხენებს ქედმორკალულებს.
ეტლითვე მივალთ, დავიტირებთ მედგარ პატროკლეს
და რაც ეკუთვნის მიცვალებულს, მივაგებთ პატივს.
10 მაგრამ გოდებით და ტირილით გულს რომ ვიჯერებთ,
ავხსნათ ცხენები და სერობა გავმართოთ ყველამ”
თქვა და დაიწყო გლოვა.
მთელი რაზმი ტიროდა.
სამჯერ გვამს ირგვლივ მოუარეს გრძელფაფრიანი
მარდი ცხენებით, აღაგზნებდა გლოვას თეტისი.
15 გარშემო ქვიშა ირწყვებოდა და სველი იყო
ცრემლით აბჯრები. გმირი ასე გამოიტირეს.
პელიდმა იწყო მწარე მოთქმა, მძლავრი ხელები
მკერდზე დაადო მიცვალებულს, უსულო მოძმეს:
”ო, გიხაროდეს თვით ჰადესის მღვიმეშიც, გმირო!
20 ვასრულებ, რისი აღთქმაც მოგეც, ძმაო პატროკლევ!
აქ მოვათრიე ძაღლთა წილად ჰეტორის გვამი
და შენს კოცონთან თორმეტ რჩეულ ტროელ მეომარს
თავსაც წავაცლი მე, შენს გამო შურისმგებელი!”
თქვა და გმირ ჰექტორს უკადრისი საქმე აკადრა:
25 პირვე განართხო პატროკლეს წინ დარდანიონი.
მხრიდან მოიხსნეს მებრძოლებმა აბჯარ-ბექთარი,
მოყელყელავე ბედაურნი აუშვეს შემდეგ.
ჩამოსხდნენ ახლოს აქილევსის ნავ-ხომალდებთან
და გაუმართა აქილევსმა უხვი ქელეხი.
30 მრავალი ხარი ააბღავლა რკინის ხანჯარლმა,
მრავალი კანჯარის და ბატკნის კიკინი ისმა.
მსუქან ღორების, თეთრეშვიან ტახების ხორცი
ჰეფესტოს ცეცხლზე შეედგათ და იხრაკებოდა
სისხლი პატროკლეს ირგვლივ ჩქეფდა კოკისპირულად.
35 ხოლო ფეხმარდი აქილევსი ამ დროს მიიხმეს
აგამემნონთან აქაველთა თემისთავებმა,
ბევრი ეცადნე, დაარწმუნეს დარდმორეული.
აგამემნონმა კარვის ირგვლივ შეკრებილ მოყმეთ
და თვის შიკრიკებს ომახიანთ უბრძანა, ცეცხლზე
40 რვალის სამფეხა შემოედგათ, ეგებ ინებოს
მტვრისა და სისხლის ჩამობანა აქილევსმაო.
იგი გადაჭრით უარს ჰყოფდა, იფიცა კიდეც:
”ზევსს გეფიცები, უზენაეს, უმხნეს ღვთაებას!
არ შემერგება აბაზანა, გინდ ისარნები,
45 სანამ პატროკლეს ცეცხლს არ მივცემ და შავ სამარეს,
სანამ კულულებს არ შევიკვეც! მსგავსი ვაება
რა დამატყდება, ვიდრე ცოცხალთ შორის ვეთრევი!
გვიჯობს ვიჩქაროთ და შევუდგეთ ახლავე ქელეხს.
მამაცთა მეფევ, აგამემნონ, უბრძანე მალე
50 შეშა მოზიდონ კოცონისთვის და მოამზადონ,
რაც კი შეჰფერის მიცვალებულს, ქვეშეთში ჩამსვლელს.
დე, მენეტიდი წმინდა ალმა შთანთქას, დაფაროს
თვალთაგან ჩემთა და ლაშქარიც შეუდგეს საქმეს”.
ასე თქვა.
რიდით მოუსმინეს და ნებას დაჰყვნენ.
55 მალე კარავში გაიმართა დიდი სერობა.
ყველა ტკბებოდა, აამებდნენ გულს სანოვაგით.
როცა პურ-ღვინით დაუამდათ შიმშილის გრძნობა,
განსასვენებლად გაიფანტნენ კარვებისაკენ.
მხოლოდ პელიდი მოგუგუნე ზღვის პირად იწვა
60 მწარედ მკვნესარი. სპათა გაჰყვა მირმოდინელთა.
ჩამხობილიყო. მღვრიე ტალღა ღრღნიდა ნაპირებს.
აქილევსს გული ტკივილების დამატკბობელი
ძილი თანდათან მოერია. გადაღლილიყო
ტროის გალავნის ირგვლივ გმირი ჰექტორის დევნით.
65 ძილში აქილევსს მოევლინა პატროკლეს სული,
ცოცხალსა ჰგავდა ახოვნებით, თვალთა მშვენებით,
იგივე ჰქონდა სამოსელი და ხმა ნაცნობი.
თავთით დაუდგა სული და გმირს მიმართა ასე:
”გძინავს, აქილევს? არ გახსოვარ? ცოცხალს გულცივად
70 არა მხვდებოდი, მიცვალებულს გამიცივდები?
ო, გთხოვ, დამკრძალე, რომ ვეწვიო ჰადესის მღვიმეს!
მკვდართა აჩრდილებს კარიბჭიდან ვერ გავექცევი,
რომ შევხვდე სულებს, არ მიშვებენ მდინარის გაღმა.
დავეხეტები ფართობჭიან ჰადესის ზღურბლთან.
75 მომეცი ხელი. . . ცოცხლებს უკვე ვეღარ ვიხილავ
აწ და მარადის - შენ მიერ ცეცხლს ნაზიარევი!
ვეღარ ამოვალ ჰადესიდან და როგორც წინათ
მეგობრულ ბჭობას ვერ გავმართავთ, მიწია ბედმა,
რაიც მეწერა: ქვეშეთს შთანთქმა დაუბრუნებლად.
80 შენც გიწერია, ო, აქილევს, უკვდავთ სადარო,
ტროელთა მაღალა გალავანის ქვეშ მწარე სიკვდილი!
კიდევ ერთს გეტყვი, შემისრულე მოძმეს ანდერძი:
ჩემს ძვლებს, აქილევს, შენს საძვალეს ნუ მოაშორებ.
ერთადვე იყოს, როგორც ერთი გვქონდა ბავშვობა.
85 ოპონენტიდან მომიყვანა მენეტიოსმა
თქვენსას, მიზეზი სამწუხარო მკვლელობა იყო:
ყმაწივლს უგუნურს ავბედითი დღეს ამფიდამანტის
ძე შემომაკვდა - წავიკიდეთ ჟღარუნასათვის.
მომიალერსა და შემიტკბო ბრძენმა პელევსმა,
90 შენს გვერდით მზრდიდა, მიმიჩნია შენს ამხანაგად.
დე, ჩვენი ძვლები დაიმარხოს ერთ აკლდამაში,
მათ ოქროს ურნა შეინახავს, თეტისის განძი!”
მყისვე მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”მიცვალებული კვლავ მეწვიე, უსაყვარლესო?
95 ანდერძს მიტოვებ? შევასრულებ მას უეჭველად
და რაც მითხარი, სიხარულით ვიქმ ყოველივეს!
მომიახლოვდი, წამით ერთურთს გადავეხვიოთ,
გული ვიჯეროთ და დავიტკბოთ მწარე ქვითინით!”
თქვა, გაუწოდა ხარბი ხელი მოსიყვარულის.
100 მაგრამ ამაოდ. . . სული გაქრა, ვით კვამლის ბოლქვი
და მისი გმინვაც მიილია. . . ელდაცემული
წამოხტა, ჯვარით ხელს შემოჰკრა ხელი პელიდმა:
”ვა-ვაი! მართლაც არსებულა მიწისქვეშეთში
კაცის სული და სახე, ოღონდ სულაც უხორცო!
105 ვხედავდი, მთელი ღამე ბედკრულ პატროკლეს სული
თავთით მედგა და საწყალობლად კვნესოდა კიდეც.
ანდერძიც მითხრა აჩრდილმა, მას მიმსგავსებულმა!”
ასე ამბობდა და სატირლად აღაგზნო ყველა.
ასე მოუსწრო სპას ეოსმა ვარდისთითებამ
110 ბედკრულის გვამთან. სისხამ დილით აგამემნონმა
ბევრი მებრძოლი და ჯორები ხე-ტყის საზიდად გაუშვა.
მათვა გაჰყვა მოყმე კეთილშობილი,
იდომენევსის შინაკაცი, მხნე მერიონე.
ხელში ცულებით, დახვეული თოკით მებრძოლნი
115 ჭალას წავიდნენ. წინ ჯორები ციცაბო კლდიდან
კვლავ ციდაბოზე ოკრო-ბოკროდ გადადიოდნენ.
უხვნაკადიან იდეს ტყიან ბორცვებთან მისულთ
ცულებით უწყეს ჭრა წიფელებს ცად ასვეტილებს.
აქეთ და იქით ხე ცვიოდა ლაწან-ლაწანით.
120 მორებად დაჭრეს, ჯორს აკიდეს აქაველებმა,
ფლოქვებით თხრიდნენ სახედრები მიწას აყალოს,
ბუჩქების გავლით მინდვრისაკენ მიისწრაფოდნენ.
ყოველ შეშისმჭრელს მძიმე მორი მოჰქონდა ასე,
რადგან უბრძანა მერიონემ, ბრძენმა მეაბჯრემ.
125 იქ დაახვავეს, აქილევსმა სადაც ინება
პატროკლესათვის და თავისთვის აღმართვა ბორცვის.
ურიცხვი ხე-ტყე რომ დაყარეს, იქვე ჩამოსხდნენ.
ხოლო ფეხმარდმა აქილევსმა უბრძანა მაშინ
ბრძოლის მოყვარე მირმიდონელთ, ყველას სასწრაფოდ
130 აესხა რვალი, შეეკაზმა ეტლი და ცხენი.
ისინიც მალე აღიჭურვნენ აბჯარ-ბექთარით.
ეტლზე ავიდნენ მებრძოლნი და მეეტლეები.
მიჰყვა ცხენოსნებს ქვეითი სპა აურაცხელი.
მიასვენედნენ მეგობრები პატროკლეს ცხედარს,
135 მთლად დაეფარათ მოკლულისთვის მიძღვნილი თმებით.
უკან აქილევსს თვით ეჭირა მეგობრის თავი,
მიაცილებდა მას ჰადესის სავანისაკენ.
როცა მიადგნენ გმირის მიერ დანიშნულ ადგილს,
დაბლა დაუშვეს სარცელი. ცეცხლი დააგზნეს.
140 სხვა აზრი მაშინ მოუვიდა ფეხმარდ აქილევსს:
კოცონთან დადგა, მოიკვეცა ქერა კულული,
სპერქეიოსს რომ ბავშვობიდან უზრდიდა გმირი,
ღვინისფერ ზღვისკენ გაიხედა, შესძახა ოხვრით:
”ო, სპერქეიოს! ამაოა პელევსის აღთქმა!
145 იგი დაგპირდა, სამშობლოში დაბრუნებულ შვილს
რომ თმებს შეჭრიდა, მოგიძღვინდა. ჰეკატომბესაც,
ვერძს ორმოცდაათს შეგწირავდა წყაროსთან, სადაც
ჭალა გეგულვის და ბომონი სურნელოვანი.
ამას დაგპირდა, მაგრამ ლოცვა არ შეუსრულე:
150 ვეღარასოდეს ვეღირსები სანუკვარ მამულს!
დაე, პატროკლემ ჩაიტანოს ჩემი კულული!. . ”
ამის თქმა იყო და მოიჭრა თმა. თვით ჩაუდო
ხელში მეგობარს, ცხარე ცრემლი მოჰგვარა ყველას.
მოტირალთ კიდეც დატოვებდა მზე უეჭველად,
155 რომ ატრიდისთვის პელიდს სიტყვით არ მიემართა:
”დაემორჩილონ აქაველნი შენს ნებას, მეფევ,
ტირლით მერეც შეუძლიათ იჯერონ გული.
ხალხი გაგზავნე და უბრზანე, მიხედონ სამხარს,
ჩვენ კი ვიზრუნებთ აქ საქმეზე, რასაც მოითხოვს
160 წესის აგება, აქვე დარჩნენ თემისთავები”.
მისი სიტყვა რომ მოისმინა, აგამემნონმა
დაუყოვნებლივ გემებისკენ გაუშვა ხალხი.
მესაფლავენი დარჩნენ მხოლოდ, შეშა დააწყვეს,
აქეთ და იქით ას ნაბიჯზე გაჩაღდა ცეცხლი.
165 ცეცხლზე ცხედარი დაასვენეს დარდიანებმა.
მრავალი ცხვარი და მოზვერი ფეხათრეული
კოცონთან დაკლეს, ამოიღეს ოთხში და ცხიმით
გვამი დაფარა აქილევსმა დიდსულოვანმა
თხემით ფეხამდე, გარს ხორცები შემოულაგა.
170 გვერდით მოუწყო თაფლით, ზეთით სავსე ქილები,
ზედ სარეცელთან. ოთხი ცხენი ქედმორკალული
დასცა კოცონზე აქილევსმა მწარედ მკვნესარმა.
ცხრა ძაღლი ჰყავდა ნასუფრალით ნასათუთევი,
ორი დააკლა თავმოჭრილი დასცა ნაკაფზე.
175 მოკლა თორმეტი რჩეული ტყვე ბასრი სპილენძით
და ზედ დაურთო. გულში ავი რამ განეზრახა;
შეჰმატა ცეცხლის სისასტიკეს სიმკაცრე რკინას.
ამოიგმინა და მიმართა ძვირფას მეგობარს:
”ო, გიხაროდეს თვით ჰადესის მღვიმეშიც, გმირო!”
180 ვასრულებ, რისი აღთქმაც მოგეც, ძმაო პატროკლევ!
შენს სამარესთან თორმეტ რჩეულ ტროელ მეომფარს
კოცონი შთანთქავს, მაგრამ ჰექტორს არ ეღირსება -
მას ცეცხლს კი არა, შთანთქმელად მივუგდებ ძაღლებს!”
ასე იქადა.
მაგრამ ძაღლებს იგერიებდა
185 ზევსის ასული აფროდიტე დღითა და ღამით.
ვარდის სუნამო გვამს წააცხო ამბროსიული,
რომ ნათრევ სხეულს იარები შეხორცებოდ.
გმირი შებურა აპოლონმა ყომრალი ღრუბლით
ციდან მიწამდე და ადგილი, სად მოყმე იწვა,
190 ჩრდილით დაფარა, რომ მცხუნვარე მნათობის სხივით
არ გამხმარიყო სახსრები და სისხლის ძარღვები.
ამ დროს კოცონი უკვე ენთო მენეტიდის ქვეშ.
გულში სხვა რამე ჩაიფიქრა კვლავ აქილევსმა:
დადგა ცეცხლიდან მოშორებით, ლოცვა დაიწყო,
195 მსხვერპლი აღუთქვა ქარ-ბორეასს და ქარ-ზეფიროსს.
თასით ზედაშეს ასხურებდა, ევედრებოდა,
ერთი ძალუმად დაექროლათ, რომ მოგიზგიზე
ალს მყის შთაენთქა ნაკაფი და მიცვალებული.
ირისმა ლოცვა გაიგონა. მაცნედ გაიჭრა.
200 ამ დროს ზეფიროსს წვეულება ჰქონია სახლში,
დიდად ილხენდნენ ქარ-ნიავნი. ირისი სწრაფად
ქვის ზღურბლს მიადგა. თვალი მოჰკრეს ქარებმა ქალღმერთს,
ყველა წამოხტა და მოუხმეს მოსალხინებლად.
მაცნემ შიგ შესვლა იუარა და უთხრა ასე:
205 ”არა მცალია! ოკეანის ტალღებთან მივალ,
ეთიოპებთან. ჰეკატომბეს სწირავენ ახლა
მარად უკვდავებს. მეც ვიქნები ზიარი ზორვის.
ქარ-ბორეასო და ზეფიროს, გიხმობთ აქილევს
და სასოებით მდიდრულ ზვარაკს გპირდებათ გმირი,
210 თუ გააღვივებთ უფრო ჩქარა პატროკლეს კოცონს
იქ, სად გმირი წევს და გლოვობენ აქაველები”.
თქვა და აიჭრა მყის ზღურბლიდან. ქარები გრგვინვით
დაიძრნენ, ღრუბელის ააყენეს კორიანტელი,
ზღვასაც მძვინვარედ დაუქროლეს, ქაფიან ტალღებს
215 სუნთქვა აფრქვიეს, მიაღწიეს ბორცვიან ტროას,
მოედვნენ კოცონს, დაიგრგვინა ცეცხლმა შთანთქმელმა.
მთელ ღმეს ქარნი აღელვებდნენ ალს მობრიალეს,
შხუილით ქშენდნენ. აქილევსი მთელ ღამეს თასით
ორფსკერიანით ოქროს ქვევრში ღვინოს ხაპავდა,
220 ცეცხლის გარშემო ასხურებდა და რწყავდა მიწას,
თან მოუხმობდა პატროკლეს სულს - ბედკრულ მეგობარის.
ზარდაცემული მამა თვის ძეს, ახლად ცოლშერთულს,
ბედშავ მშობელთა სავალალოდ რომ უნთებს კოცონს,
ისე იკლავდა თავს პელიდი, როცა ძვლებს წვავდა,
225 კოცონის ირგვლივ დახოხავდა ოხვრა-გოდებით.
როს განთიადი, დილის მაცნე, შუქშემოსილი
ზღვას განეფინა ოქროსფერი, ნაზი ქულაჯით,
შეშა მინავლდა, დაიშრიტა წითელი ალი.
ქარებმა უკან დაიხიეს და თრაკიის ზღვით
230 სახლს მიაშურეს. ზღვა ღელავდა აბორგებული.
ბოლოს მოცილდა ცეცხლს პელიდი, ველზე წამოწვა
ღონემიხდილი. ტკბილი ძილი ეწვია მოყმეს.
იმ დროს ლაშქარმაც მოიყარა თავი ატრიდთან,
ფეხის ხმამ პელიდს დაურღვია ხანმოკლე ძილი.
235 წამოდგა, სპათა წინამძღოლებს ასე მიმართა:
”მეფევ, სრულიად აქაველთა თემისთავებო!
დროა ჩავაქროთ ნაღვერდალი, ღვინო ასხურეთ
ადგილს, კოცონი სადაც ენთო და ფერფლთა შორის
მენეტიოსის ძის პატროკლეს ძვლები მოვკრიფოთ.
240 ცალკე დავაწყოთ. მათი ცნობა ძნელი როდია.
ცეცხლის შუაში იწვა იგი, ცეცხლის კიდეზე
იწვოდნენ გროვად დაყრილები კაცნი და ცხენნი.
ოქროს ფიალა ორმაგ ცხიმით დაფარულ ძვლებით
აავსეთ, სანამ ჰადესს ჩავალ, გქონდეთ ურნაში.
245 დიდი აკლდამა არც მსურს ვნახო ჩემი მეგობრის,
ყორღანი ჰქონდეს ღირსეული. უფრო მაღალი
თქვენ აღუმართეთ, აქაველნო, ვინც კი ჩემს შემდეგ
ცოცხლად დარჩებით ხომალდებთან გადარჩენილნი!”
ასე ამბობდა.
დაუჯერეს ფეხმარდ აქილევსს.
250 დაშრიტეს ცეცხლი, მეწამული ღვინო ასხურეს,
სადაც კი ალმა გაირბინალ. დაცვივდა ფერფლი.
ცრემლების ფრქვევით მოაგროვეს ძვირფას მეგობრის
თეთრი ძვლები და ოქროს თასში ქონით მოფინეს.
თასი კარავში შეიტანეს, დაადეს ტილო.
255 კოცონის ახლოს მოინიშნეს შემდეგ საფლავი
და ზედ სასწრაფოდ მოაყარეს ფხვიერი მიწა.
როცა ყორღანი აღუმართეს, მიმოიფანტნენ.
მაგრამ პელიდმა შეაჩერა თანამებრძოლნი,
წრედ დასვა, იქვე მოიტანა გემიდან განძი:
260 სინი, სამფეხა, რკინეული. მათ მოაყოლა
ჯორ-ცხენი, ხარი, დიაცები წელქამრიანნი.
გმირმა ჯერ მარჯვე მეეტლეს აღუთქვა ჯილდო:
გამრჯე ქალწული, ქალურ საქმეს დაუფლებული,
ოცდაორ ზროხად ღირებული რვალის სამფეხა.
265 დოღში მეორე გამაჯრვებულს - ექვსი წლის ცხენი,
გაუხედნავი, წიაღში რომ ჯორს ატარებდა.
მესამეს - ცეცხლზე შეუდგომელი, ვერცხლის სადარი
ჯერ სულ ახალი მაზმაროთი, ფართო, ტევადი.
მეოთხეს ჯილდოდ სთავაზობდა ორ ოქროს ტალანტს,
270 მეხუთეს - ცეცხლში გამოუწრთობ ორმხრივ ფიალას.
ბოლოს აქაველთ აქილევსმა ასე მიმართა:
”ატრიდო, ლამაზლეკვერთხიან აქაველთ სპანო!
მარჯვე მეეტლეს ელის წრეში ჩადგმული ჯილდო.
სხვათა სახსოვრად ასპარეზზე რომ შევხვედრდით,
275 უცილოდ პირველს მოვიმკიდი დოღში საგანძურს.
თქვენ იცით, მე რა ცხენები მყავს კეთილშობილნი,
უკვდავი ჯიშის: თვით დიადმა პოსეიდონმა
უძღვნა მამაჩემს, მოხუც პელევსსს. მივიღე მისგან.
მაგრამ არც მე და არც ისინი არ გეცილებით.
280 ო, აღარა ჰყავთ მათ მეეტლე სახელოვანი,
რომელიც ფაფარს ატალღებულს ხშირად თვითონვე
სუფთა წყლით ბანდა და აცხებდა სპეტაკ სუნამოს.
ახლა დარდობენ მეეტლეზე. დგანან. ფაფარი
მტვერში ესვრებათ, ნაღვლიანნი არც ინძრევიან.
285 სხვები მოეწყონ სარბიელზე, აქაველები,
ვისაც იმედი აქვს ეტლის და ფეხმარდ მერანთა”.
ასე ბრძანა და მყის წამოდგნენ მარჯვე მოყმენი:
პირველი იყო ევმელოსი, ხალხთა ხელმწიფე,
ადმეტოსის ძე, ეტლის მართვით სახელგანთქმული.
290 შემდეგ - ტიდიდი, დიომედე გულუშიშარი.
ტროსის ცხენები მას შეუბამს, ომში ენეასს
რომ გამოსტაცა, აპოლონის მიერ მიმალულს.
მესამე ადგა მენელაოს ქერათმიანი,
ზევსის ნაზარდი. მიიყვანა ეტლთან ცხენები:
295 თვისი - პოდარგოს და აითე - აგამემნონის;
ეს ცხენი ატრიდს ანქისადმა ექეპოლოსმა
უძღვნა, რომ გმირი ქარსატეველ ტროას დასხნოდა
და შინ მშვიდობით დამტკბარიყო. რაც ჰქონდა მეფეს,
ზევსისგან ჰქონდა სიკიონში ყველა სიკეთე.
300 ამ ცხენს კაზმავდა, სრბოლის ჟინით აცახცახებულს,
მენელაოსი. ხშიფაფრიან ცხენებს აბამდა
ანტილოქოსიც, ახალგაზრდა ძე ნესტორისი,
ნელეიდისა. პილოსური რშები მის ეტლს
გააქროლებდნენ. გამოცდილი მამა მივიდა
305 და შვილს კეთილი რჩევა მისცა, ჭკვიანს, გამგონეს:
”ბალღობიდანვე, ანტილოქოს, უყვარდა კრონიდს
და პოსეიდონს. საჯირითო ხერხს გასწავლიდნენ.
და ამიტომაც არც მექნება ბევრი სათქმელი.
შენ ოსტატურად მოაბრუნებ ეტლს სანიშნესთნა.
310 ჩვენს მძიმე ცხენებს, ვშიშობ, მარცხი არ მოუვიდეთ.
სხვებს უფრო მარჯვე ცხენები ჰყავთ, მაგრამ მხედარნი
ხერხიანობით, ხელოვნებით შენთან რას მოვლენ!
ასე, რომ მტკიცედ იყავ, შვილო, აღივსე სული
ჟინით და ცოდნით, არ გაუშვა ჯილდო ხელიდან!
315 ხურო გაჯობებს ხელოვნებით და არა ძალით,
მესაჭეც მხოლოდ ხელოვნებით ღვინისფერ ზღვაზე
მსუბუქ გემს მართავს, სათამაშოს შმაგი გრიგალის.
მხედარიც მხოლოდ ხელოვნებით სჯობია მხედარს.
ზოგს იმედი აქვს მარტო ეტლის და ცხენებისა,
320 რომ გააჭენებს, ვერც აოკებს, რას არ ასკდება,
ცხენთსარბიელზე გაჩერებაც უჭირს უგუნურს.
ხოლო მხედარი გონიერი, ეტლს როცა მართავს,
მიწყივ მიზნისკენ იყურება, აბრუნებს ახლოს,
თავიდან იცის, როგორ ეპყრას ხელში სადავე:
325 მტკიცედ უჭირავს, მწეინავეს თვალს არ აცილებს.
გეტყვი სანიშნეს.
არ გამოგრჩეს
ხომ ხედავ, ეგერ
დგას მორი ხისა ასე, ერთი ხელის გაშლაა.
ვგონებ, ფიჭვია, ანდა მუხა, რომ ვერ ვნებს წვიმა.
მარჯვნივ და მარცხნივ გვერდით ორი თეთრი ქვა მოჩანს,
330 სად გზა ვიწროა. ირგვლივ სწორი სარბიელია.
ეგ სვეტი უნდა იყოს ძველი საფლავისზედა,
ანდა წინაპრებს ნიშანსვეტად უნდა ჰქონოდათ.
ახლაც სანიშნედ აირჩია გმირმა ფეხმარდმა.
ახლოს რომ მიხვალ, ცხენი მყისვე შემოაბრნე.
335 თვით მაგრად იდექ ლამაზ ეტლზე, მარცხნივ სულ ოდნავ
გადაიხარე, ცხენი რომ გყავს მარჯვენა ხელთან,
მათრახი დასცხე და სადავე მიუშვი სულაც.
მარცხენა ცხენმა ნიშანსვეტთან შემოუხვიოს,
ისე, რომ მისი ზედაპრი ლამის ბორბალმა
340 გაკაწროს კიდეც. მაგრამ ფრთილად, არ მიეჯახო:
ეტლსაც დაამსხვრევ, დაშავდება ცხენი,
მსრბოლელთა
სასიხარულოდ, მხოლოდ, შვილო, შენდა სასირცხოდ!
იყავ ფრთხილი და საზრიანი, ო, საყვარელო!
თუ ნიშანსვეტთან შემოუხვევ ახლოს, ვერავინ
345 წამოგეწევა ველზე გაჭრილს, ვერც გადაგისწრებს,
თუნდაც კვალდაკვალ მოგყვებოდეს ატრეიონი,
ღვთიური მოდგმის ცხენი მეფე ადრასტოსისა,
ანდა მერანი სახელოვან ლაომედონტის!’
ასე უთხრა და ნელევსის ძე ნესტორ ჩამოჯდა,
350 მას შემდეგ, როცა სასიკეთოდ დამოძღვრა შვილი.
მეხუთემ გმირმა მერიონემ შეკაზმა ცხენნი.
ეტლზე ავიდნენ მეომრები. წილი იყარეს.
პელიდმა ზუჩში შეარხია. და შეხვდა წილი
გმირ ანტილოქოსს. მეორე ხვდა მეფე ევმელოსს,
355 მესამე - ატრიდს მენელაოსს, მამაც შუბოსანს,
შემდეგი წილი - მერიონეს, ხოლო სულ ბოლოს
ეტლის სარბოლი წილი ერგო ძე ტიდევსისა.
რიგის მიხედვით დადგნენ. ნიშანსვეტი აჩვენა
პელიდმა ველზე, მაგრამ მანამ მოხუც ფოინიქსს,
360 მამობრივ მზრუნველს, თხოვა თვალი ედევნებინა
მარბიელთათვის და სიმართლე ეამბნა შემდეგ.
მხედრებმა მყისვე მათრახები აღმართეს მაღლა,
ხაფად დაჭექეს, აღვირები აატკაცუნეს,
ჟინით აღივსნენ. მეყსეულად გაფრინდნე რაშნი
365 გემების გასწვრივ. ფლოქვებიდან ავარდა მტვერი,
მაღლა ჰაერში დატრიალდა კორიანტელი.
ცხენთა ფაფარნი წამოშალა ქარმა მქროლავმა.
მფრინავი ეტლი ხან ნიადაგს შეეხებოდა,
ხან აღილტვოდა ავარდნილი. ეტლზე ამაყად
370 იდგნენ მხედრები. გამარჯვების წყურვილით აღვსილთ
გული უძგერდათ. ამხნევებდნენ ყიჟინით რაშებს.
ჰქროდნენ ჰუნენი, მტვრის ავარდა კორიანტელი.
ბოლო მოსახვევს როს მიადგნენ ჭაღარა ზღვასთან,
მოჯირითეთა სიმამაცე გამოჩნდა მაშინ,
375 უფრო აჩქარდა ქროლვა მათი ბედაურების.
ფერეტიადის ფაშატები გაიჭრნენ წინა,
უკან მისდევდნენ აჯილღები დიომედესი.
ტროელნი რაშნი ისე ოდნავ ჩამორჩებოდნენ,
გეგონებოდა, სურთ ევმელეს ეტლს შეახტნენო,
380 მხურვალე სუნთქვით გმირს უთმობდნენ განიერ ბეჭებს,
ევმელეს მხრებზე თავი ედოთ და მიფრინავდნენ.
ან გამარჯვებას გაიყოფდა, ან გაასწრებდა
ტიდევსის წული, ღმერთი რომ არ განრისხებოდა:
მყისვე მათრახი გამოსტაცა გმირს ფოიბოსმა. . .
385 ცრემლი მოადგა დიომედეს, ხედავდა იგი,
რომ წინ გაიჭრნენ ფაშატები, ხოლო ულაყნი
უკან რჩებოდნენ:
აღარ ჰქონდათ მათრახის რიდი.
ათენა ქალღმერთს აპოლონის მავნე ოინი
როდი გამორჩა. დაეწია პალასი მხედარს,
390 მისცა მათრახი და შთაჰბერა სიმკვირცხლე რაშებს;
შემდეგ ადმეტეს ძეს მიადგა და რისხვით სავსემ
ცხენებს უღელი გაუტეხა, სწრაფი ფაშატნი
შლეგურად გახტნენ და მიწაზე დაეცა ხელნა.
გმირი ეტლიდან გადმოვარდა თვლების ფერსოსთან,
395 ხელი იტკინა, გაიკაწრა ტუჩი და ნესტო,
წარბზემოთ შუბლი გაიხეთქა, ძირს დაცემისგან
თვალთაგან ცრემლი წამოცვივდა და ხმა წაერთვა.
ჩამოუქროლეს აჯილღებმა ფლოქვთ თქარუნით.
დაწინაურდა დიომედე, სიმტკიცე მისცა
400 რაშებს ათენამ და მხედარს კი ძლევა არგუნა.
ტიდიდს მისდევდა ატრევსის ძე მენელაოსი.
ანტილოქოსი ამხნევებდა მის უკან ცხენებს:
”გასწიეთ სწრაფად, გაიჭერით წინ, ჩემო რაშნო!
არ გთხოვთ ტიდევსის მამაც ვაჟის ცხენთა უმალეს
405 იჭენოთ, მათ ხომ თვით ათენამ შთაჰბერა ძალა,
განა ქალღმერთმა არ შემოსა დიდებით გმირი?
ატრიდის რაშებს დაეწიეთ, ნურას დაუთმობთ!
გასწიეთ სწრაფად, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ ხალხში,
ნუ ჩამორჩებით ფიცხლად გაჭრილ ფეხმარდ ფაშატებს!
410 ვამბობ და ვიცი, რომ ნათქვამი ამისრულდება:
სხვა ხვედრს ნუ ელით ხალხის მწყემსი ნესტორისაგან,
დღესვე სპილენძის იარაღი მოგიღებთ ბოლოს,
თუ სიზარმაცით უკანასკნელ ჯილდოს მოიმკით.
გასწიეთ სწრაფად, გაიჭერით, ბედაურებო!
415 მე კი ვეცდები გამოვნახო რაიმე ხერხი,
რომ უცაბედად ავუქციო გვერდი მეტოქეს”.
ასე ამბობდა. და მეფისგან დაშინებულნი
უფრო გაჭენდნენ ბედაურნი.
დრო არ ითმენდა,
ვიწრო გზა ნახა ანტილოქემ, ბრძოლისმოყვარემ:
420 წყალი, ზამთარში დაგროვილი, გადმოწულიყო
და ოღრო-ჩოღრო გასავალი სულ დაეფარა.
იქით მიქროდა მენელაოს, თანაც ფრთხილობდა.
გზა შეიმოკლა ანტილოქემ, ცხენთა დგრიალით
მენელაოსის ეტლს მხარდამხარ მიუახლოვდა.
425 ატრეიონმა შეშფოთებით შესძახა მხედარს:
”უფუნურად მართავ, ანტილოქოს, მოსწიე სადავე!
ბრძოლა სადავო გამიმართე ფართო შარაზე.
ცხენს ავშარაძე ჩამოქაჩე აქ გზა ვიწროა,
ეტლები ერთურთს შეასკდება!”
ცხენს მათრახს სცემდა
430 და მენელაოსს არც უსმენდა ძე ნესტორისი.
რასაც გადიფრენს ყრმის მარჯვენით ნატყორცნი ბადრო,
ახალგაზრდული სიჩაუქის მაუწყებელი,
იმდენი სივრცე გადასერა წამს ანტილოქემ.
უკან ჩამორჩა მენელაოს, ცხენთა სადავე
435 თვითონ მოსწია, რომ ვიწრობში მათი ეტლები
არ შესკდომოდნენ ერთურთს და არ დამსხვრეულიყვნენ.
დაასკდებოდნენ უმალ მიწას მაშინ მხედრებიც.
თან ანტილოქეს ლანძღვას მოჰყვა მენელაოსი:
”არვინ მეგულვის შენზე მავნე და აქაველნი
440 ამაოდ გთვლიან გონიერად! ასეთი ხერხით
ჯილდოს ვერ ჰპოვებ, სანამ ფიცით არ იტყვი მართალს”.
ასე წარმოთქვა და ხმამაღლა რაშებს დასჭექა:
”რამ დაგაღონათ, რად ჩამორჩით! წინ წაჭრილ ცხენებს
თქვენზე უადრეს დაელევათ მუხლებში ძალა, -
445 დიდიხანია განვლეს ჟამი ახალგაზრდობის”.
ასე ამბობდა მენელაოს.
მუქარის შიშით
გაფრინდნენ რაშნი, დაეწივნენ მეწინავეებს.
არგიველთ დასი ამ დროს დინჯად გზას გაჰყურებდა,
სად ცხენთა ფლოქვით იდგა მტვერის კორიანტელი.
450 იდომენევსი შემაღლებულ ბექობზე იდგა
და სხვებზე ადრე გაარჩია მოჯირითენი,
უკეთ ესმოდა შორეული ყიჟინაც მხედრის,
იცნო, ვინც იყო, ცხენთა წყვილში ერთიც ენიშნა:
წაბლა-ქურანი, მოწითალო, შუბლზე რომ აჯდა
455 ნიშანი მკვეთრი, მოქათქათე, მრგვალი და თეთრი.
იდომენევსმა არგიველებს ასე მიმართა:
”ძმებო, არგიველთ ლაშქრის მწყემსნო და მბრძანებელნო,
მხოლოდ მე ვხედავ იმა ცხენებს, თუ არჩევთ თქვანცა?
ვიღაც სხვისია ბედაურნი მეწინავენი,
460 ვიღაც სხვა არის თვით მხედარიც, ევმელეს რაშნი
შეფერხებულან, თორემ წინათ ყველას სჯაბნიდნენ,
თვითონ ვხედავდი, სხვებზე ადრე წრეს მოუარეს,
ახლა აღარსად არა ჩანან, ტროის სივრცეში
რომელ მხარესაც არ მივმართე მახვილი თვალი.
465 ეტყობა, ხელში სადავენი ვერ შეიკავა
და უხერხულად მოაბრუნა სამანთა ეტლი.
გადაუბრუნდა და დაემსხვრა, შმაგი მერანნი
აღვირახსნილნი მეყსეულად გვერდზე გავარდნენ.
თქვენ თვითონ ნახეთ, მეგობრებო, იქნება ვცდები,
470 ეგებ ვერ ვხედავ, მეჩვენება, რომ მეწინავე
ეტოლიელი ვაჟკაცია, არგოსელთ მეფე,
ტიდევსის წული, დიომედე კეთილშობილი!”
უხეშად უთხრა აიანტმა ოილევსის ძემ:
”აბა, წინასწარ რად ყბედობ, იდომენევსო,
475 წინ კვლავ ფაშატნი მოგელავენ ხმოვან ფლოქვებით!
არგიველთ შორის სხვებზე უფრო ჭაბუკი არ ხარ,
ყველაზე უკეთ რომ გიჭრიდეს მახვილი თვალი,
აქ ბევრსა ვხედავ შენზე უფრო ნაცად ვაჟკაცებს,
რა ცუდ-უბრალოდ იტყვი ხოლმე ამაო სიტყვას!
480 წინ კვლვ ფაშატნი მოგელავენ ხმოვან ფლოქვებით,
ადმეტეს ძისნი, თვით ევმელე მართავს სადავეს!”
აიანტს უთხრა განრისსებით კრეტეს ბელადმა:
”ავმესიტყვეო, ჩხუბისთავო, არგიველთ შორის
უკანასკნელო, ცუდ-მედიდო, დაუთრგუნველო!
485 სანაძლეოზე მაშ ჩამოდი ჩემთან საფეხა,
მოწმედ ორივემ ავირჩიოთ აგამემნონი,
მაშინ გაიგებ წინ ვინც არის, როს დათმობ ნაძლევს!’
ასე ამბობდა. წამოიჭრა ოილევსის ძე,
მზად იყო, ეთქვა საპასუხოდ მრისხანე სიტყვა,
490 გამძაფრდა მათი შუღლი, მაგრამ წამოდგა
თვით აქილევსი და მიმართა სპათა ბელადებს:
”იდომენევსო, ოილიდო, იკმარეთ დავა!
არ გეკადრებათ ხალხში ერთუთრს ძვირი აკადროთ,
სხვას თქვენს ადგილას ხომ უთუოდ თვით დატუქსავდით!”
495 დასხედით მშვიდად, ადგილიდან უყურეთ ცხენებს,
მალე ისინი, გამარჯვების ჟინით აღვსილნი,
აქ გაჩდებიან. საკამათო აღარ იქნება -
ვინ წინ არის და ვინ უკან არგიველთ შორის”.
ასე ამბობდა.
ტიდევსის ძე მაშინ გამოჩნდა,
500 მათრახით სცემდა ბედაურებს ორთქლით აბოლქვილთ,
ველზე მოქროდნენ საოცარი სისწრაფით რაშნი,
მხედარს აფრქვევდნენ ფლოქვებიდან ანასხლეტ ქვიშას.
ეტლი სპილენძით მოჭედილი, ოქროცურვილი,
ფიცხელ მერანთან უკან მსრბოლი, ძლივსღა ასწრებდა,
505 რვალით მოსალტულ თვლების კვალის ველზე დაჩენას,
ისე სწრაფად და ისე შმაგად რბოდნენ რაშები!
გამარჯვებული დიომედე წრის შუა ჩადგა.
ოფლი ნაკადად დასდიოდა დაღლილ ქურანებს.
შემდეგ ჩამოხდა მოელვარე ეტლიდან გმირი,
510 მათრახი ზედვე მიაყუდა. არ დაახანა
თანამებრძოლმა სთენელოსმაც, მიიღო ჯილდო.
ქალი მიჰგვარა მსახურთ, მათვე წააღებინა
სამფეხა სახლში.
თვით შეუდგა ახსნას ეტლისა.
ტიდიდის შემდეგ ანტილოქოს მოიჭრა ეტლით,
515 არა სისწრაფით, ხერხით სჯობდა ის მენელაოსს.
მაგრამ ატრიდი დიდად როდი ჩამორჩენია.
ჭაბუკს სულ ახლოს მოჰყვებოდა რაში ფეხმარდი
და გამალებით თვის მბრძანებელს მოაქროლებდა.
კუდი სპილენძით მოელვარეს ხვდებოდა სალტეს,
520 ასე მოქროდა, სულ მცირედი მანძილი იყო
ტრიალ მინდორზე გაჭრილ ცხენსა და ბორბალს შორის.
ოდნავ ჩამორჩა ანტილოქოსს მენელაოსი:
თვლის ერთი ბრუნი იქნებოდა. შემდეგ კი სწრაფად
წამოეწია, იზრდებოდა სიფიცხე მიწყივ
525 აგამემნონის ფაშატისა, მარდ აითსი.
სულ ოდნავ კიდევ რომ დასცილდა, უეჭველია,
გადაასწრედა, არ გახდიდა სრბოლას საცილოდ.
ატრიდს მოსდევდა მერიონე, იდომენევსის
მეაბჯრე, შუბის ერთ სროლაზე ჩამორჩენილი.
530 ჰყავდა ცხენები ნელმავალნი, გრძელფაფრიანნი,
არც თვითონ იყო დოღში დიდად მოხერხებული.
ადმენტოსის ძე იყო ბოლო, მარდი ცხენები
მოაქროლებდნენ სარბიელზე ეტლს საუცხოოს.
ფეხმარდ აქილევსს შეეწყალა, ოდეს იხილა.
535 ადგა, არგიველთ მიაგება სიტყვა ფრთიანი:
”პირველ მარბიელს ბოლოს მოჰყავს მარდი ცხენები!
მაგრამ ღირსია და ვუბოძოთ მეორე ჯილდო,
ხოლო პირველი უეჭველად ეკუთვნის ტიდიდს!”
ასე თქვა.
ყველამ მოიწონა პელიდის სიტყვა.
540 მისცემდა ფაშატს აქაველთა თანხმობით კიდეც,
რომ ნესტორის ძეს ანტილოქოსს, შეურაცხყოფილს
აქილევსისთვის მყის არ ეთქვა სიტყვა მართალი:
”გულსაც მომიკლავ, ო, აქილევს, თუ შეასრულებ,
რაც ახლა ბრძანე!
გსურს წამართვა ჯილდო იმტიომ,
545 რომ ევმელოსის ეტლს დაატყდა უბედურება?
აბა, რა დიდი მხედარია?
რატომ უკვდავებს
არ შეევედრა?
ბოლო მაინც არ იქნებოდა!
თუ ევმელოსი გეცოდება და ასე გიყვარს,
გაქვს გემზე უხვად საამისოდ ოქროც, სპილენძიც,
550 გყვანან მონებიც, ცხვრებიც, ცხენიც ფლოქვებმაგარი.
გამოარჩიე, უფრო კარგი ჯილდოც მიეცი
შემდეგ, გინდ ახლავ რომ შეგაქონ აქაველებმა.
ამას კი - ნურას უკაცრავად - არვის დავუთმობ!
და თუ ვისმე სურს, გამოვიდეს შესარკინებლად!”
555 ასე თქვა.
მაშინ გაეღიმა ფეხმარდ აქილევსს,
უყვარდა ყრმა, ვით მეგობარი და შეხაროდა,
მიმართა ჭაბუკ ანტილოქოსს ფრთიანი სიტყვით:
”მაშ, შენ მოითხოვ, ანტილოქოს, ჩემი კარვიდან
სხვა ჯილდო მივცე გმირ ევმელოსს? ხალისით მივცემ
560 სამკერდულს, მე რომ ავაგლიჯე ასტეროპეოსს,
სპილენძისაა, ბრპენის ზოლი ჩაუდის ბოლოს.
ევმელოსისთვის ღირსეული ჯილდო იქნება”.
თქვა და უბრძანა ავტომედონტს, ერთგულ მეგობარს,
გამოეტანა საჭურველი. მიიღო. გასცა.
565 და სიხარულით ევმელოსმა მოჰკიდა ხელი
მაშინ წამოდგა გულნაკლული მენელაოსი,
ანტილოქოსზე იყო მწყრალი. მაცნემ მიართვა
მბრძანებელს კვერთხი. ჩუმად ყოფნა სთხოვა არგიველთ
და ღვთაებრივმა მეომარმა დაიწყო სიტყვა:
570 ”რა ჩაიდინე, ანტილოქოს? ჭკვიანად გთვლიდნენ,
შენ კი დიდება დამიბნელე და მხოლოდ ხრიკით
შეუდარებლად სუსტ ცხენებით გამომასწარი!
თვითონ განსაჯეთ, არგიველთა თემისთავებო,
სამართლიანად, არ ინებოთ მიკერძოება,
575 არ თქვან სპილენძისკვვართიანმა აქაველებმა:
მენელაოსმა უსამართლოდ დაგვიჯაბნაო
ანტილოქოსი, დაეუფლა ჭაბუკის ჯილდოს,
ცხენი სუსტი ჰყავს, მაგრამ სჯობსო ძალა-უფლებით.
მე თვითონ განვსჯი, მეგობრებო, და იმედი მაქვს.
580 არვინ იტყვის შემდეგ აუგს ჩემს განაჩენზე.
მომიახლოვდი, ანტილოქოს, როგორც რიგია,
ცხენთან დადექი, ხელთ აიღე მათრახი, რითაც
დაჯირითობდი, ცხენს შეახე და დაიფიცე
პოსეიდონი მიწისმძვრელი, რომ არა განზრახ
585 ხერხიანობით ჩემი ეტლი ჩამოიტოვე!”
ატრიდს მიუგო გონიერმა ანტილოქოსმა:
”დამშვიდდი, მე ხომ ყმაწვილი ვარ. . . ო, მენელაოს,
ჩემზე მეტი ხარ ასაკითაც, ვაჟკაცობითაც
და უწყი, როგორ ცდეგბა ხოლმე ყმაწვილკაცობა:
590 ჭაბუკის ჭკუა უთავგზოა და უმწიფარი.
გული მოილბე, ხოლო ჯილდოს, მშვენიერ ფაშატს
თვითონვე გითმობ. რაც ჩემია, ისიც რომ მთხოვო,
და უფრო მეტიც, ამავე წამს მოგცემ ხალისით,
ოღონდ გულიდან, ზევსის ძეო, ნუ ამომიღებ,
595 არ გავხდე მარად დამნაშავე ღმერთთა წინაშე!”
თქვა და მიჰგვარა ცხენი სულდიდ ნესტორის ვაჟმა,
ხელთ მისცა მეფე მენელაოსს. გული მოულბა
სიხარულისგან, როგორც დნება ნამი თავთუხზე,
აოშვილ მიწას მცხუნვარება რომ გადაუვლის.
600 ასე გაგილღვა, მენელაოს, შენც შვებით გული.
მიმართა ჭაბუკ ანტილოქოსს ფრთიანი სიტყვით:
”თუმც ვმრისხანებდი, ახლა თვითონ მე გითმობ ჯილდოს!
არა ყოფილხარ არასოდეს უგულისყურო,
მაგრამ დღეს სძლია სიყმაწვილემ შენს გულის სიტყვას.
605 აწ, ანტილოქოს, შენზე უფროსს ნუ ეცრუები!
აგრე იოლად ვერ მომდრეკდა სხვა აქაველი.
დიდად მიჭირდა და ტროაში ბევრი იღვაწე
შენც, მამაშენმაც, შენმა ძმამაც, ებრძოდით ჩემს მტერს!
სურვილს გისრულებ, ჯილდოს - ფაშატს უკან გიბრუნებ.
610 დაე, ახსოვდეს შენთან ერთად ყველას: არასდროს
ვყოფილვარ უნდო, უწყალო და წრესგადასული!”
ასე თქვა. ცხენი მისცა მოძმეს ანტილოქოსის -
ჭაბუკ ნოემონს, მაზმაროთი ირჩია თვითონ.
ოქროს ტალანტი მერიონემ დაიმსახურა,
615 იგი მეოთხე იყო. დარჩა ჯილდო მეხუთე -
მრგვალი ფიალა. იგი ნესტორს მისცა პელიდმა,
არგიველთ დასი გაიარა, მივიდა, უთხრა:
”ეს შენ, მოხუცო ღვთაებრივო! აი, ეს ჯილდო
მოგაგონებდეს გმირ პატროკლეს!
არგიველთ შორის
620 აწ ვეღარ ნახავ!
გამარჯვების ჯილდოს განიჭებ,
რადგან არც კრივში, არც, ცხადია, ჭიდაობაში
ძალას არა ცდი, არც სროლაში, არცა მორბენლებს
შეედრები - შენ სიბერე მოგძალებია!”
თქვა და მიართვა.
მიითვალა მან სიხარულით.
625 ფრთიანი სიტყვა მიაგება მოხუცმა პელიდს:
”ჭეშმარით სიტყვას ამბობ, შვილო, გონივრულია!
მუხლი არ მომსდევს, საყვარელო, და არც ხელები
მასხია მხრებზე, როგორც წინათ, სწრაფი და მძლავრი.
ეხ, კვლავ რომ ვიყო ახალგაზრდა! როგორც იმჟამად,
630 როს ენოპისის ძეს ამარინკევსს ბუპრასიონში
ქელეხს უხდიდნენ ეპეელნი, და ჯილდო დათქვეს
უფლისწულებმა. ვერაკაცი ვერ შემედავა -
ვერც ეპეელი, პილოსელიც, ეტოლიელი.
კლიტომედესი მუშტი-კრივში ვძლიე მე მაშინ,
635 ვეჭიდე, ვძლიე პლევრონელი ანკაიოსი,
განთქმულ მორბენალს იფიკლოსსაც ვაჯობე მაშინ,
ოროლით ვძლიე ორი: ფილევს და პოლიდოროს.
მხოლოდ ცხენებით გადამისწრეს აკტორიდებმა,
რიცხვით დამჯაბნეს, ერთობლივად: შეშურდათ ჩემი.
640 რადგან ყველაზე კარგი ჯილდო დოღისა იყო.
ორნი შემებნენ, როცა ერთი მართავდა ცხენებს,
მეორე მათრახს გადასცხებდა ხოლმე უწყალოდ.
წინათ ასეთი ვიყავ! დღეს კი ჭაბუკებს ვუთმობ
გმირთა სარბიელს! სავალალო სიბერის ჭაპანს
645 უნდა შევება. თავის დროზე მეც ხომ ვბრწყინავდი!. . .
შენ კი განაგრძე და მეგობარს უზღე პატივი.
მადლობით ვიღებ ამ საჩუქარს და მიხარია,
რომ გამიხსენე მოხუცი და ინებე, შვილო,
პატივი გეზღო აქაველთა ლაშქრის წინაშე.
650 მაგ შენს სიუხვეს თვით ღმერთები გადაგიხდიან!”
კვლავ გაიარა აქილევსმა აქაველთ დასი,
რა მოისმინა მისალმება მოხუც ნესტორის,
დაბრუნებულმა ახლა დათქვა ჯილდო კრივისა:
წრის შუაგულში ექვსწლიანი ჯორი დააბა,
655 ჯერ კიდევ უღელდაუდგმელი, სახედნი ძნელად.
მძლეველს აღუთქვა,
ძლეულს - თასი ორფსკერიანი.
დასის შუაში დადგა, ასე უთხრა არგიველთ:
”ატრიდნო, რვალისკვარტიანო აქაველებო!
ახლა ორ მებრძოლს ვუხმობთ, ვისაც ერჩის ძალ-ღონე,
660 ხელი სწიონ, ვის სურს კრივი! აპოლონ ღმერთი
რომ შეეწევა და ყველანი ვიცნობთ უძლევლად,
იგი გემისკენ თან წაიყვანს ჯორს მუხლმოუღლელს,
ორფსკერიან თასს კი მიიღებს კრივში ძლეული”.
ამის თქმა იყო და წამოდგა კაცი ვეება,
665 მძლავრი მოკრივე ეპიოს, პანოპევსის ძე.
ხელი წაავლო დაძარღვული ჯორს და შესძახა:
”მოდით, ვისაც გსუთ ორფსკერიან თასს დაეუფლოთ!
ხოლო ჯორს, ვფიქრობ, ვერვინ წამგვრის აქაველთ შორის,
კრივში მძლეველი! პირველობით, დია, ვამაყობ!
670 ეგებ არ ვიყო მეომარი ურჩეულესი,
რას იზამ, კაცს ხომ ყველაფერი არ შეუძლია!
ხოლო თუ კრივზე მიდგა საქმე, ვიტყვი და ასეც მოხდება:
ძვლამდე ხორცს დავიყვან, ძვალს კი დავამსხვრევ!
თითქო ქომაგი, დე, გამოჰყვეს ყოველ მოკრივეს,
675 რომ ცემი ძალით დათრგუნვილი მან გაიტანოს!” ასე თქვა.
ყველა ჩუმად იჯდა, დამუნჯებული.
ევრიალოსი ღვთაებრივი წამოდგა მხოლოდ,
ტელაიონიდ მეკისტევსის ძე, მძლავრი მეფის,
რომელიც თებეს, ოიდიპოს მეფის ქელეხზე
680 იყო ოდესღაც და კადმოსელს აჯობა ყველას.
იგი აღჭურვა საბრძოლველად მძლავრმა ტიდიდმა,
მეგობრულ სიტყვით გაამხნევა, ძლევა უსურვა.
სარტყელი მისცა ლაღად წნული და მოოჭვილი,
ველზე დაკლული, მშვენიერი ხარის ღვედები.
685 ორივ მოეწყო, გამოვიდა წრის შუაგულში.
ერთბაშად ერთიმეორეზე აღმართეს ხელი,
შეიბნენ, სწრაფად აირია მუშტი და მუშტი.
ყბებზე გაისმა ლაწა-ლუწი, ოფლი სახეზე
ღვარად სდიოდათ. შეიმართა ეპეიოსი,
690 სახეში დასცხო შებრუნებულს და ვეღარ შეძლო
მან ფეხზე დგომა, მოეკვეთა მყისვე მუხლები.
ვით ბორეასი ამოაგდებს ხოლმე თევზს ზღვიდან
და გაბრუებულს გადაუვლის ტალღა ნაპირზე,
ასე დაეცა და სულდიდმა ეპეიოსმა
695 წამოაყენა. მეგობრები მხარში შეუდგნენ
და წაიყვანეს, მიათრევდა მიწაზე ფეხებს,
სისხლს მიანთხევდა, თავი გვერდზე უვარდებოდა.
გრძნობამიხდილი მეგობრებმა შუა ჩაისვეს,
თვითონ აიღეს ჯილდო - თასი ორფსკერიანი.
700 შემდეგ გეხმარდმა პელევსის ძემ ლაშქარს აჩვენა
ჭიდაობაში რჩეულთათვის დათქმული ჯილდო:
გამარჯვებული მიიღებდა სპილენძის სამფეხს -
აქაველებმა შეაფასეს ათორმეტ ზროხად, -
დამარცხებულს კი ერგებოდა ნორჩი მხევალი, -
705 ტყვე ქალწულს მხოლოდ ოთხი ზროხის ფასი დაადეს.
ფეხმარდმა გმირმა არგიველებს მიმართა ასე:
”მოდით, ვისაც სურს გამოსცადოს ეს ასპარეზიც!”
ეს თქვა თუ არა, წამოიჭრა ტელამონიდი,
წამოდგა ბრძენი ოდისევსიც ჭკუაულევი,
710 მყისვე ქამრები შემოირტყეს და წრეში ჩადგნენ,
მძლავრად ხელები სემოაჭდეს ურთიერთს წელზე,
თითქოს გამოცდილ ხუროს სახლის მაღალ სართულზე
გადაეხუროს ერთმანეთზე მტკიცე ძელები.
ჭახანი იწყო ხერხემალმა, მძლავრი ხელების
715 სალტეში მოხვდა და სხეული დაცვარა ოფლმა,
ფერდებზე, ზურგზე აელეწათ გმირებს კუნთები,
დაუზოგვად. ჟინიანად, ორივ თანაბრად
ამაყი გულით ძლევასა და ჯილდოს ელტვოდა.
ვერც ოდისევსმა დასცა გმირი ტელემონიდი,
720 ვერც აიანტმა ძვრა ვერ უყო მამაც ოდისევსს.
მოსწყინდათ მოცდა აქაველებს, გაისმა დრტვინვა.
შესძახა მაშინ აიანტმა ტელამონის ძემ:
”კეთილშობილო ლაერტის ძევ, ბრძენო ოდისევს!
შენ ამიტაცებ, მაღლა, ან მე, განსაჯოს ზევსმა!”
725 თქვა და ასწია, ოდისევსმა ფანდი იხმარა:
კვირისთავს ქუსლი გამოუკრა, მყისვე მეტოქე
პირაღმა დასცა, მაგრამ თვითონ ზედვე დავარდა.
გაოცდნენ ამის შემხედველი არგიველები.
შემდეგ ოდისევს დაეჭიდა ასატაცებლად,
730 ხელნი მოაჭდო, ასწია და ვერ აიტაცა:
მუხლთ მოეკვეთა და ორივე დაეცა მყისვე,
ერთურთის გვერდით იწვნენ მტვერში ამოგანგლულნი.
კვლავ წამოიჭრნენ, მესამედაც შეიბმებოდნენ
მოჭიდავენი, რომ აქილევსს არ ეთქვა მათთვის:
735 ”იკმარეთ, ძმებო, შერკინება, ნუ იღლით, თავს,
თანაბარია თქვენი ძალა. დაიმსახურეთ ჯილდოც ტოლფასი.
ახლა სხვების ჯერი მოვიდა”
ასე თქვა.
რიდით მოუსმინეს.
სარბიელიდან გავიდნენ.
მტვერი გაიბერტყეს და შეიმოსნენ.
740 ხოლო პელიდმა დათქვა ჯილდო მალემსრბოლთათვის:
პირველ - ვერცხლის დიდებული თასი ვეება,
სიტურფით ფერს რომ უხუნებდა მთელს ქვეყანაზე
ყველა თასს. იგი, სიდონელთა ნახელოვნები,
ფინიკიელმა მოყმეებმა ზღვა ღვინისფერი
745 რომ გადაცურეს, მიიტანეს ლემნოსელებთან,
თოანტს მიართვეს.
ლიკაონის გამოსასყიდად
იესონიდმა ევნეოსმა მისცა პატროკლეს.
ეს თასი მოძმის სამახსოვროდ გმირმა პელიდმა
ჯილდოდ აღუთქვა პირველ მსრბოლელს, ხოლო მეორეს -
750 ნასუქი ხარი, ჯიშიანი, რქამორკალული
და უკანასკნელს - ნახევარი ტალანტი ოქრო.
დასის შუაში დადგა, ასე უთხრა არგიველთ:
”აბა, ვის ნებავს, ვაჟკაცობა აქ გამოსცადოს?”
სწრაფად წამოდგა აიანტი ოილევსის ძე,
755 ჭკუაულევი ოდისევსი და ნესტორის ძე
ანტილოქოსი, ჭაბუკებში ყველაზე სწრაფი.
მათ აქილევსმა მიუჩინა მიჯნა სრბოლისა.
ყველა გაიჭრა ერთ ხაზიდან. მიქროდა სწრაფად
მძლე აიანტი, ოდისევსი ფეხდაფეხ მიჰყვა.
760 როგორც მქსოველის ნართს თან მისდევს თითისტრის მასრა,
ხელით იცილებს ხოლმე ქალი, რა წამს მისაქსელს
გაუყრის ძაფსა და კვლავ იჭერს უბესთან ახლოს, -
ისე მისდევდა ოდისევსი.
აიანტის კვალს
ზედ კვალს ადედა, ქვიშა ვერც კი ასწრებდა გაშლას.
765 მხურვალე სუთნქვას ოილიადს ქედზე აფრქვევდა.
თანაბრად რბოდა.
ყიჟინებდნენ გარს აქაველნი
და უფრო მეტად აღაგზნებდნენ დიდების წყურვილს.
ოდეს მიადნგნენ სამანს, მაშინ ბრძენი ოდისევს
ქალღმერთ ათენას - თვალმცეცხლიას გულით ევედრა:
770 ”გემუდარები, მომანიჭე, ღმერთო, სისწრაფე!”
ასე თხოვა და შეისმინა კიდეც ათენამ,
სახსრები უფრო უმსუბუქა.
როს თავდებოდა ასპარეზობა და ჯილდომდე ცოტაღა დარჩა,
ათენას ხერხით დაუცურდა აიანტს ფეხი.
775 გმირი პატროკლეს მოსაგონრად თურმე აქილევსს
მრავალი ხარი მოურეკავს და შეუწირავს.
სწორედ ნახირის ნეხვზე დასცდა აიანტს ფეხი,
ნესტო და პირი გამოევსო.
ოდისევს ერგო პირველი ჯილდო, აიანტმაც მიიღო თვისი.
780 ნაჩუქარ ხარის რქებზე ედო ხელი აიანტს,
ნეხვს აფურთხებდა, თან არგიველთ ეუბნებოდა:
”ვაი ჩემს თავსა!
თვით ათენამ მატკინა ფეხი,
მიწყივ სანუკვარ დედასავით შველის ოდისევსს!”
თქვა და დაირხა მხიარული ხარხარი ხალხში.
785 ანტილოქოსმა ბოლო ჯილდო მიიღო მხოლოდ.
ხელში აიღო და ღიმილით უთხრა არგიველთ:
”იცით, იმიტომ გეუბნებით, როგორც ყოველთვის,
ახლაც ღმერთებმა პატივი სცეს ასაკით უფროსს.
აიანტ ჩემზე არც თუ ბევრად უხუცესია,
790 ეს კი წინარე მოდგმისა და თაობის არის.
მაგრამ, ამბობენ, ოდისევსს აქვს ამო სიბერე,
ძნელად სირბილში ვინმე სჯობდეს, პელიდის გარდა”.
ასე თქვა, ასე ადიდებდა ფეხმარდ აქილევსს.
ხოლო პელიდმა ანტილოქოსს მყისვე მიუგო:
795 ”როდი დარჩება უპასუხოდ ეგ შენი ქება:
ჯილდოს ნახევარს ტალანტ ოქროს კიდევ დავურთავ”.
თქვა და უბოძა. სიხარულით მიიღო მოყმემ.
შუბი აიღო აქილევსმა გრძელჩრდილიანი,
ფარი, ჩაჩქანი სხივოსანი გამოიტანა -
800 მძლე სარპედონის საჭურველი - პატროკლეს დავლა.
დასის შუაში დადგა, ასე უთხრა არგიველთ:
”ორ მებრძოლს ვიწვევ, მძლეთა მძლეებს, აბჯარ-ბექთარი
შეიმოსონ და შეერკინონ ბასრი სპილენძით,
და სცადოს ძალა ერთმა ერთზე ხალხის წინაშე.
805 ვინც გაუკენწლავს მოპაექრეს სპილენძით სხეულს,
აბჯარს გასცდება და მეტოქეს შავ სისხლს დაადენს,
მიიღებს ვერცხლის სამსჭავლიან რვალის სატევარს,
განთქმულს, თრაკიულს, რომ მოვტაცე ასტეროპეოსს.
ორივ მებრძოლი ამ საჭურველს გაინაწილებს
810 და ჩემს კარავში სანაქებო ლხინს გავუმართავ”.
ასე თქვა.
ადგა აიანტი ტელამონიდი,
შემდეგ - ტიდიდი დიომედე კეთილშობილი.
მყის აღიჭურვნენ და კრებულის თავ-ბოლო მხრიდან
შესარკინებლად გმოვიდა ორივ შუაში.
815 მრისხანედ ერთურთს შესცქეროდნენ და აქაველნი
შიშმა შეიპყრო.
მსწრაფლ შეიბნენ.
სამჯერ მიაწყდნენ ხელდახელ.
სამჯერ იარაღით შეასკდნენ გმირნი.
ჯერ ბაკმუოლ ფარში აიანტმა დაჰკრა ოროლი,
მაგრამ სხეულს კი ვერ შეეხო, იხსნა აბჯარმა.
820 ხოლო ტიდიდი შვიდტყავიან ფარის წრის ზემოთ
აიანტის ყელს უქადოდა წამახულ შუბით.
შიშით შეჰყვირეს მოცახცახე აქაველებმა,
ბრძოლა შევწყვიტოთ, თანაბარი გავცეთო ჯილდო.
პელიდმა მისცა ტიდიდს ვერცხლის სამსჭვალიანი
825 ხმალი, ქარქაში, ლამაზ ღვედით დამშვენებული.
პელიდმა მოყმეთ შეთავაზა ბადრო რკინისა,
მას წინათ მძლავრი ეტიონი ტყორცნიდა ხოლმე.
როცა ის მოკლა აქილევსმა, ფეხმარდმა გმირმა,
სხვა საუნჯესთან ერთად ბადრო წამოუღია.
830 დასის წინ დადგა და მიმართა ასე არგიველთ;
”მოდით, ვისაც სურს, გამოსცადოს ეს ვაჟკაცობაც!
რაზომ რა ვრცელი ხოდაბუნის პატრონიც იყოთ,
კიდევ გეყოფათ ხუთ წელიწადს ილეკროს ბადრო,
ქალაქში რკინის საშოვნელად არ გააგზავნით
835 მხვნელ-მთსველს, სარქალს, არც მარაგი გამოგელევათ”.
ამის თქმა იყო და წამოდგნენ: პოლიპოიტე
და ლეონტევსი ძალმორჭმული ღვთაების მსგავსი,
ტელამონიდი აიანტი, ეპეიოსი.
დადგნენ რიგ-რიგად. ჯერ აიღო ეპეიოსმა.
840 დიდხანს იქნევდა და გასტყროცნა. გადაიხარა
აქაველთ დასმა.
შემდეგ სტყორცნა მძლე ლეონტევსმა.
მესამედ გმირმა აიანტმა აიღო რკინა,
სტყორცნა და ყველა დანიშნულ ხაზს გადააცილა.
მაგრამ აიღო ბოლოს ბადრო პოლიპოიტემ,
845 ისე შორს ტყორცნა, როგორც მეხრემ, თვის მრუდე არგანს
ბზრიალ-ბზრიალით რომ გაუშვებს ნახირის თავზე.
წრეს გააცილა და შეჰყვირეს აქაველებმა.
პოლიპოიტეს მეგობრები გაიქცნენ შემდეგ
და სიხარულით ხომალდისკენ წაიღეს ჯილდო.
850 მოისართ გმირმა აქილევსმა ჯილდოდ აღუთქვა
ათი სეკირა ორლესული, ათიც ცალპირა.
შორით, ქვიშრობში, შავმკერდიან გემის ანძაზე
წვრილი კანაფით ნაზი მტრედი მიაბმევინა
და შორსმოისართ დაუნიშნა მიზნად ფრინველი.
855 ასე უბრზანა: ”ვინც ფრთხიალა მტრედს მოახვედრებს,
ვით გამარჯვებულს, ორლესული ცული ეკუთვნის,
ვინც კანაფს გასწყვეტს, ხოლო ფრინველს ააცდენს ისარს,
ძლეულად ჩავთვლი და უბრალო სეკირას მივცემ!”
ასე ამბობდა და წამოდგა ძლიერი ტევკროს,
860 კრეტელთა მეფე მერიონეც. წილი უყარეს
სპილენძის ზუჩში.
ტევკროსს ერგო პირველი სროლა,
მყისვე ისარი საშინელი ძალით გატყორცნა,
მაგრამ მან აღთქმა თავის დროზე არ შეუსრულა
უფალ აპოლონს, ჰეკატობმე არ შეუწირავს,
865 ამიტომ ნიშანს ააცდინა ღვთის შერისხულმა.
ისარი მხოლოდ კანაფს მოხვდა, მტრედის საბამი
ზედ მის ფეხებთან გადაიჭრა, შეიფრთხიალა
და ცად აიჭრა აშვებული, ქარმა საბელი
ძირს ჩამოაგდო. დანაელებს ოხვრა აღმოხდათ.
870 მყის მერიონემ გამოსტაცა ნაღვლიან ტევკროსს
მშვილდი, ისარი წინასწარვე, მზად ჰქონდა უკვე
გულში აღუთქვა შორსმოისარ უფალ აპოლონს
სამადლობელი ჰეკატომბე შესაწირავად.
მაღალ ღრუბლებთან მოფარფატე მტრედი შენიშნა,
875 ირაოს სცემდა. . . გაუყარა ფრთებქვეშ ისარი,
ნაკრტენი გაჭრა ისარმა და უკან დაეშვა,
მიწას ჩაეჭდო გმირის ფეხთან, ხოლო ფრინველი
ლაჟვარდი ციდან ანძისაკენ წამოფრთხიალდა
ქედდადრეკილი და უღონოდ ფრთებჩამოყრილი.
880 სული აღმოხდა. გემიდან შორს მტვერში დაეცა.
გაოცნდნე ამის შემხვედელი არგიველები.
ყველა სეკირა ორლესული ხვდა მერიონეს,
ძლეულ ტევკროსს კი უბრალონი მიჰქონდა გემზე.
პელიდმა შუბი მოიტანა და მაზმაროთი,
885 სუფთა, ჯერ ცეცხლზე შეუდგმელი, ზროხის ფასისა,
ორი ძლიერი შუბოსანი წამოდგა ზეზე:
ხალხთა მეუფე აგამენონ ატრეიონი
და მერიონე, მძლე მეაბჯერე იდომენევსის.
მაგრამ მამაცთა შორის ასე ბრძანა პელიდმა:
890 ”ატრიდო, ვიცით, რომ შენ ყველას აღემატები,
შუბოსნობითაც და ძალითაც წარჩინებული.
მიიღე ჯილდო, დაუბრუნდი შენს ნავ-ხომალდებს,
ხოლო ეს შუბი მერიონეს მივცეთ, თუ შენს გულს გაეხარდება,
მე კი ასე მგონია სწორი”.
895 თქვა და უარი როდი უთქვამს მძლე აგამემნონს.
შუბი მიღო მერიონემ, ხოლო ატრიდმა
ჯილდო გადასცა ტალთიბიოსს, ღირსეულ მაცნეს.

ქება ოცდამეოთხე. ჰექტორის გამოსყიდვა
კრება დაშალეს. სპა კარვებს და გემებს მოედო.
ყველა ჩქარობდა დანაყრებას ნოყიერ ვახშმით,
საამო ძილით. აქილევსი კვლავ ქვითინედა,
კვლავ იგონებდა ტკბილ მეგობარს და მის თვალს რული არ მიეკარა.
5 ტრიალებდა საწოლზე დიდხანს,
პატროკლეს სიმხნეს იხსენებდა, სულს ამაღლებულს.
რამდენი ბრძოლა და რა ჯაფა გადახდენიათ,
როს მტერს ეკვეთნენ, როს იგემეს ზღვის მძვინვარება!
აგონდებოდა ეს და ღვრიდა მხურვალე ცრემლებს.
10 ხან მხართეძოზე, ხან პირაღმა, ხან პირქვე იწვა,
სახით ეკვროდა სველს სასთუმალს.
ბოლოს წამოდგა
და სევდიანი გაჰყვა ნაპირს.
იქ განთიადსაც შეხვდა,
ძოწისფრად ხმელეთის და ზღვის გამნათებელს.
მყისვე შეკაზმა და შეაბა ფეხმარდი ცხენნი
15 და სათრეველად ეტლს მიაბა გვამი ჰექტორის.
შემოუარა სამჯერ საფლავს მენეტიდისა,
ბოლოს დაწყნარდა თავის კარავში, გვამი დააგდო
პირქვე განრთხმული.
მაგრამ მკვდარსაც აპოლონ ღმერთი
ვნებას თავიდან აცილებდა, მკვდარსაც სწყალობდა.
20 მის სხეულს ოქროს აიგიდით ფარავდა სულ მთლად,
რომ ნაგვემ-ნათრევს კვალი რამე არ დასტყობოდა.
რა ნახეს, გმირის მრისხანებით ღვთაებრივ ჰექტორს
საქმე რომ სჭირდა სათაკილო, სათნო ღმერთები
ჰერმესს ურჩევდნენ, მოეპარა გმირის ცხედარი.
25 ყველას მიაჩნდა ეს სიკეთედ, გარდა ჰერასი,
პოსეიდონის, თვალმცეცხლია ქალღმერთ პალასის.
მათ ილიონი ძველებურად სძულდათ, თვით ხალხიც
და პრიამოსიც - ალექსანდრეს ცოდვათა გამო:
მან ქალღმერთები შეურაცხყო, ქოხში მისულნი
30 და ის არჩია, ვინც არგუნა ავხორცი ვნება.
დღის მაცნე ეოს მეთორმეტედ ამოდიოდა,
როცა უკვდავებს აპოლონმა მიმართა ასე:
”ჰოი, ღმერთებო, უმადურნო! განა ჰექტორი
თქვენ არ გიძღვნიდათ ზორვად ვერძთა, ხართა შიგნეულს?
35 თქვენ კი არ გინდათ, თუნდაც გვამი იხსნათ გმირისა
და არ აღირსებთ ნახვას დედას, ძეს და მეუღლეს,
მამა პრიამოსს, მოქალაქეთ, რომელნიც ვაჟკაცს
ცეცხლზე დაწვავდნენ და უზღავდნენ ღირსეულ პატივს!
თქვენ მოწყალებით ხვდებით მხოლოდ მძარცველ აქილევსს,
40 ვინც გონებიდან სამართალი, ხოლო გულიდან
ამოიკვეთა სიბრალული, ბრდღვინავს ვით ლომი,
თავხედი ლომი, დღენიადაგ ძალით რომ უნდა
ნახირს დააცხრეს, საქონელი მიისაკუთროს.
ასე დაკარგა მან სირცხვილი და სათნოება,
45 კაცთათვის ეგზომ შესარიგიც და ეგზომ ურგები.
ზოგი მოკვდავი კარგავს უფრო გულით საყვარელს,
პირმშოს მოწიფულს, ანდა ძმას ერთწიაღისეულს,
გლოვობს დანაკარგს და ბოლოს დარდს დაიცხრობს მაინც:
ამტანი სული მოირება მისცეს კაცისშვილს.
50 მან კი წარსტაცა ჯერ სიცოცხლე ღვთაებრივ ჰექტორს,
ახლა კი ეტლზე აბამს, ძვირფას მოძმის საფლავთან
ტალახში ათრევს! უკადრისი საქმე ინება!
იგი ჩვენს რისხვას იმსახურებს, მიწას, მუნჯ მიწას
არცხვენს და ბილწავს კაცი იგი გულბორგნეული!”
55 მრისხანედ უთხრა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ.
”აღსრულდებოდა შენი სიტყვა, შორსმოისარი
რომ აქილევსს და ჰექტორს ერთი წილი რგებოდათ.
გმირ ჰექტორს, მოკვდავს, უწოვია ძუძუ ქალისა,
ხოლო აქილევს იმ ქალღმერთის ძეა, სათუთად
60 მე რომ ავღზარდე და სანუკვარ ცოლად ვარგუნე პელევსს,
სვენტარ ღვთაებათა საყვარელ ვაჟკაცს.
ყველა იყავით იმ ქორწილში და შენც ილხენდი
ფორმინგით, ურცხვთა ქომაგო და მუდამ ვერაგო!”
მის საპასუხოდ ზევსმა ბრძანა ღრუბელთმარეკმა:
65 ”ჰერავ, მეუღლევ, ნუ მრისხანებ ახლა ღმერთებზე.
მოკვდავთ თანაბარ ხვედრს ვერ მივცემთ! მაგრამ ჰექტორიც
გვიყვარს, ვინც კია ილიონში, ყველაზე მეტად,
მეც მიყვარს! იგი არ გვაკლებდა საამო ზორვას.
უხვი ზვარაკით სავსე მქონდა საკურთხეველი -
70 სურნელოვანით. ჩვენ შეგვფერსი ზორვა ასეთი.
მაგრამ ნუ ვფიქრობთ მოტაცებას, ძნელი საქმეა,
რომ ვერ გაიგოს აქილევსმა მოპარვა ცხედრის:
დედა პელიდთან დადის ხოლმე დღითა და ღამით.
უკეთესია თეტისს ჩემთან მოუხმოს ვინმემ.
75 ბრძნულ სიტყვით ვეტყვი: აქილევსმა უნდა აიღოს
გამოსასყიდი პრიამესგან, დაუთმოს გვამი”.
ამის თქმა იყო და გაფრინდა ფრთიანი ირის.
ღვინისფერ ზღვაში კლდოვან იმბროსს და სამოსს შუა
უმალ ჩაეშვა და აკვნესდა მის ქვეშ მორევი,
80 ზღვის ჯურღმულებში ჩაიკარგა, ვით მძიმე ბრპენი.
მოზვრის რქას ბრპეს რომ მიაბამენ, ჩაიძირება
წყალში ვერაგი და ხარბ თევზებს სიკვდილს უქადის.
იქ, ღრმა მღვიმეში, მან იხილა დედა თეტისი,
ზღვის ქალღმერთების შუა იჯდა, შვილს დასტიროდა, მის ხვედრს:
85 აქილევსს ბორცვებიან ტროის მხარეში
ელოდა, მამულს მოცილებულს, ბედი საზარი.
დედის წინაშე დადგა, უთხრა მაცნე ირისმა:
”ზევსი მოგიხმობს, შეუცდომელ აზრთა მფლობელი”.
პასუხად უთხრა მას თეტისმა ვერცხლისფეხებამ:
90 ”დიადი ღმერთი რას მიბრძანებს?
მრცხვენია კიდეც
გამოვეცხადო უკვდავ ღმერთებს დარდით ტანჯული!
მაგრამ მზადა ვარ, ის ამაოდ არ მეტყვის სიტყვას!”
ასე ბრძანა და საგლოველი ძაძა ჩაიცვა,
ყველა სამოსზე უფრო თალხი წამოსასხამი.
95 წინ მიუძღოდა მას ირისი ქარისფეხება
და გაიშალნენ ზღვის ტალღები ქალღმერთთა ირგვლივ.
ხმელეთს მიადგნენ და აიჭრნენ ზეცისკენ უმალ.
იხილეს ზევსი, მის წინაშე ჩამომსხდარიყვნენ
ნეტარნი ღმერთნი, შეკრებილნი ბჭობად ოლიმპოს.
100 ათენამ ზევსთან მიუჩინა თეტისს ადგილი.
ჰერამ მიართვა ოქროს თასი და ანუგეშა.
დალია დედამ, დაუბრუნა უკან დედოფალს.
სიტყვა დაიწყო მოკვდავთა და უკვდავთა მამამ:
”შენ ოლიმპოზე მოხვედ თეტის, გულდარდიანი.
105 ვიცი, რომ გეწვის უნუგეშო სევდით გულღვიძლი,
მაგრამ გაუწყებს, თუ რად გიხმობ ოლიმპოს თხემზე.
უკვდავთა შორის ცხრა დღეს იყო დიდი ცილობა,
გმირმა ჰექტორმა და პელიდმა გაჰყვეს ნეტარნი:
ბევრი ჰერმესს თხოვს, მოიტაცოს ცხედარი გმირის.
110 მე კი აქილევსს მსურს დიდება კვლავ მივანიჭო,
გულში მაქვს შენი სიყვარული და მოკრძალება.
აქაველთ ბანაკს მიუბრუნდი, ამცნე, ქალღმერთო:
შემოსწყრომიან ღმერთნი პელიდს, ხოლო მათ შორის
მე უფრო ვწუხვარ, მრისხანებას რომ აჰყოლია,
115 საზღაოს არ იღებს და გემებთან იტოვებს ჰექტორს.
თუ ჩემი რიდი აქვს, გაიღოს ჰექტორის გვამი.
მე კი ვაგზავნი ქალღმერთ ირისს, რომ პრიამოსი
ძის დასახსნელად აქაველთა გემებს ეწვიოს,
გულის საამო საჩუქრები მიართვას პელიდს”.
120 ასე თქვა, ნებას დაჰყვა თეტის ვერცხლისფეხება,
ოლიმპოს მთიდან მეყსეულად ძირს გადმოიჭრა,
მალე მიადგა შვილის ბანაკს. ნახა კარავში.
მოყმე მკვნესარი. მეგობრები იქვე იხილა,
გულმოდგინებით ამზადებდნენ დილის საუზმეს.
125 ვერძი დაეკლათ, ძირს დაედოთ ხშირმატყლიანი.
მწუხარე შვილის გვერდით დაჯდა დედა-ღმერთქალი.
ეფერებოდა, სახელდებით ეტყოდა ასე:
”გულს რატომ იკლავ, შვილო ჩემო, გლოვით და დარდით,
აღარც კი გახსოვს პურისჭამა და სარეცელი.
130 სანეტაროა ქალთა ტრფობით სიამტკბილობა.
დიდი დღე როდი გიწერია, შენს წინაშეა
თვითონ სიკვდილი, ბედისწერა აუცდენელი.
ახლა მისმინე, მოციქული გახლავარ ზევსის.
მან თქვა, ღმერთები გიწყრებიან, ხოლო მათ შორის
135 ყველაზე მეტად მე ვჯავრობო: რისვას არ იშლის,
ძვენს არ იღებსო და გემებთან იტოვებს ჰექტორს.
გაეცი გვამი და მიიღე გამოსასყიდი!”
პასუხად უთხრა აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”მოვიდეს, ვინცა ძღვენს მთავაზობს, მიიღოს გვამი,
140 თუკი გადაჭრით ასე ბრძანებს ოლიმპიელი”.
როს მირმიდონელთ ხომალდებთან შვილიდა დედა
ერთმანეთს ასე მიმართავდნენ ფრთიანი სიტყვით,
ზევსმა წარგზავნა ილიონში მარდი ირისი:
”გაფრინდი, ირის, უკან დაგრჩეს ოლიმპოს თხემი
145 და ილიონში მოახსენე სულდიდ პრიამოსს,
მივიდეს შვილის დასახსნელად აქაველთ გემთან,
საზღოც აახლოს, რომ მოალბოს პელიდის გული.
მაგრამ მივიდეს მარტო, მეფეს არავინ ახლდეს.
მხოლოდ მოხუცი მაცნე წაჰყვეს, რათა ჯორები
150 სწრაფი საზიდრით მიაგელვოს აქაველებთან
და კვლავ ტროაში დააბრუნოს გმირის ცხედარი.
სიკვდილზე ფიქრი, შიში გულში არ გაიკაროს,
მეგზურს ვუშოვნი ისეთს - თვითონ ბრწყინვალე ჰერმესს.
იგი გაჰყვება, სანამ მოხუცს პელიდს წარუდგენს.
155 და როს მიიყვანს აქილევსის კარავთან, მტრულად
ხელს არ აღმართავს მასზე გმირი, არც სხვას მიუშვებს:
ბრიყვი როდია, უპირსწყალო, ცოდვას ჩვეული,
იგი ყოველთვის მავედრებელს მოწყალედ ხვდება”.
ამის თქმა იყო და გაიჭრა მარდი ირისი,
160 პრიამეს სახლში გოდება და ქვითინი დახვდა.
მამის ეზოში, ზღურბლთან ისხდნენ მოხუცის ძენი,
სამოსი ცრემლით სველი ჰქონდათ, მათ შუა იწვა
სულ მთლად ქლაინით დაფარული მეფე პრიამოს.
თავზე, კისერზე ეცხო ბედკრულ მოხუცს ტალახი,
165 მიწად მხოხავმა თავი თვისი თვით წაიბილწა.
რძალ-წულნი სახლში შეყუჟულნი ტიროდნენ უხმოდ,
მოიგონებდნენ სამეფოის გულმაგარ მცველებს,
არგიველთ ხელით ვის უდღეოდ აღმოხდა სული.
ნელა მივიდა ზევსის მაცნე მოხუც მეფესთან,
170 ჩუმად მიმართა, თუმც მის სახსრებს თრთოლვა მოჰგვარა:
”ო, დარდიანო, ჩემი ნუ გაქვს შიში, მე შენთან
როდი მოვსულვარ მაუწყებლად საზარ ამბისა.
კეთილმოსურნე მოციქული გახლავარ ზევსის:
მას, თუმც შორს არის, გული სტკივა შენზე, მოხუცო,
175 გიბრძანებს, გვამი ჰექტორისა გამოისყიდო,
ძღვენიც აახლე, რომ მოალბო პელიდის გული,
მაგრამ ტროელი არვინ გახლდეს, მარტო შენ გასწი.
მხოლოდ მოხუცი მაცნე წაგყვეს, რათა ჯორები
სწრაფი საზიდრით მიაგელვოს აქაველებთან
180 და კვლავ ტროაში დააბრუნოს გმირის ცხედარი.
სიკვდილზე ფიქრი, შიში გულში არ გაიკარო,
მეგზურს გიშოვნის ისეთს, თვითონ ბრწყინვალე ჰერმესს.
იგი გაგყვება, სანამ მიხვალთ მძლე აქილევსთან.
და როს შეგიყვანს აქილევსის ფართო კარავში,
185 ხელს არ აღმართავს შენზე გმირი, არც სხვას მოუშვებს:
ბრიყვი როდია, უპირისწყლო, ცოდვას ჩვეული,
იგი ყოველთვი მავედრებელს მოწყალედ ხვდება”.
თქვა და გაფრინდა კვლავ ირის ქარიშხლის მსგავსი.
ვაჟებს უბრძანა ილიონის მხცოვანმა მეფემ
190 ჯორკიდებული გამოეწყოთ და კიდობანი.
მაღალჭერიან და კედროვან სავანეს თვისას
ეწვია, სადაც განძეული ეგულებოდა.
მეუღლეც იხმო და ჰეკაბეს მიმართა ასე:
”ბედშავო! ახლო ოლიმპიელთ მაცნემ მაუწყა -
195 აქაველთ გემებს მივადგე და დავიხსნა შვილი,
გულმოსალბობად პელიდს უნდა ძღვენი მივართვა.
მითხარ, მეუღლევ საყვარელო, შენ რაღას ფიქრობ?
გულიც და გონიც მეუბნება, უნდა წავიდე
დაუყოვნებლივ აქაველთა განთქმულ ბანაკში”.
200 ასე ამბობდა, აქვითინდა ცოლი და უთხრა:
”ვაგლახ! დაკარგე, ვგონებ გონი, რომლითაც უწინ
ბრწყინავდა უცხო ტომთა შორის და სამეფოშიც!
გინდა მარტოკა აქაველთა გემებს ეწვიო,
პირისპირ დადგა კაცთან, ვინცა ბევრნიც, ძლიერნიც
205 შვილნი მოგისრნა? კაცო, რკინის გული გქონია!
საკმარისია თვალი მოგკრას იმ სისხლისმსმელმა,
უნდა მებრძოლმა და ულმობლად გაგისწორდება!
როდი დაგინდობს! სჯობს შორიდან ვიტიროთ პირმშო!. . .
ასეთი ბედი, ჩანს, მოირამ არგუნა ბედკრულს,
210 ჩვენს შვილს. უბედურ დღეზე ქვეყნად გამიჩენია,
რათა მოაკლდეს მშობელთ, იქცეს ძაღლთა ნადავლად
უნდა კაცის წინ. რომ შემეძლოს, მკერდში ვწვდებოდი,
გულს ამოვჭამდი, მივუზღავდი სამაგიეროს:
მან მოკლა ჩემი ძე, ჰექტორი ავკარგიანი,
215 სამშობლოსათვის, ტროელთათვის თავდადებული,
შიში და ლტოლვა ბრძოლის ველზე რომ არ ჩვეოდა”.
ჰეკაბეს უთხრა პრიამოსმა ღმერთის სადარმა:
”ჩემს სურვილს წინ ნუ აღუდგები, საკუთარ სახლში
ნუ გამიხდები ყვავ-ყორანი ავის მორბედი.
220 ვერ დამიტანხმებ, მიწისშვილს რომ ერჩია ჩემთვის -
ქურუმს ან მისანს ილიონელს, ჩვენ მივიჩნევდით
ამას სიცრუედ, უარვყოფდით, ცხადია, ზიზღით.
ქალღმერთს მე თვითონ მოვუსმინე, ვხედავდი უკვდავს.
მივალ და უქმად არ ჩაივლის ბრძანება ღვთისა.
225 როდი ვინაღვლებ აქაველთა წინაშე სიკვდილს,
თუ ეს მხვდა ბედად! დე, მიმიღოს სულთამხუთავმა,
შვილს რომ დავკოცნი და ქვითინით გულს მოვიოხებ!”
ასე თქვა. ლამაზ კიდობანის თავი ასწია,
და ამოიღო მოსასხამი მეფემ თორმეტი,
230 ხამი ქლაინი იმდენივე, იმდენი ხალი,
თეთრი კვართები, ქიტონები სიფრიფანები.
ათი ტალანტი გადაწონა ოქროს სასწორით.
ორი სამფეხა მოელვარე და ოთხი სინი,
სხვაც ბევრი განძი, ოდესღაც რომ ელჩობისათვის
235 თრაკიელთაგან მიუღია - საზღო უზღვავი -
არ დაენანა, სული ისე ეწვოდა ჟინით -
გამოესყიდა ძე ძვირფასი. ვინც კი მოადგა,
კრულვით გააგდო და აიკლო ლანძღვა-გინებით:
”შორს დაწყევლილო, ბილწო მოდგმავ! განა ამ სახლში
240 ისე ცოტაა ჭირი, რომ თქვენ ჭირს ზედ გვიმატებთ?
თუ გიხარიათ, რომ მოხუცი დასაჯა ზევსმა
და ძე მოუკლა? მალე იგრძნობთ, რა დაგკლებიათ,
რა საგანძური! რაც აღარ გყავს გმირი, მით უფრო
გაუადვილეთ არგიველებს თქვენი დათრგუნვა!
245 მე კი ვიდრემდის ტროას ვნახავ გაპარტახებულს,
ჰადესის ჯურღმულს მიმაბარეთ, ეჰა, ღმერთებო!”
ასე ამბობდა და დევნიდა კვერთხით. შმაგ მოხუცს
ვერ გადაურჩნენ. ისევ შვილებს დაატყდა რისხვად -
ჰელენოსს, პარისს და ღვთაებრივ მოყმეს აგათონს,
250 პამონოსს, შემდეგ ანტიფონოსს, ზვიად პოლიტეს,
მამაც დიოსს და დეიფობსს თუ ჰიპოთოოს.
ყვირილით, მკაცრად უბრძანებდა ვაჟებს მოხუცი:
”აბა ჰე, ყოვლად უმსგავსონო! ვფიცავ, მერჩია,
ჰექტორის ნაცვლად მომკვდომოდით ყველანი ერთად!
255 ვაი-უბედურს! ბევრი მყავდა დიად ტროაში
შვილი მამაცი, მათგან ერთიც არ დარჩენილა!
მესტორი არ მყავს, ტროილოსი ცხენთა მტერფავი,
არ მყავხარ, ჰეტორ - კაცთა შორის მაღალო ღმერთო!
მართლაც, კაცის შვილს არა ჰგავდა, ძეს ჰგავდა ღმრთისა!
260 მხნენი მომისპო არესმა და დამრჩნენ ეს ურცხვნი,
ცრუპენტელები, უმაქნისი მეფერხისენი,
თხა პარიები, ტარიგები ქურდბაცაცები!
კიდევ დიდხანს გსურთ, ეტლი კაზმოთ და იზოზინოთ,
ჩქარა თუ ჩადებთ სკივრში ზინათს, რომ შევძლო წასვლა?”
265 ასე ამბობდა. აშინებდათ მამის მუქარა,
გამოაგორეს საზიდარი სწრაფად მსრბოლელი,
კოხტა, ახალი. მიამაგრეს ზედ მძიმე სკივრი.
სამსჭვალს ჩამოხსნეს საყევარი წიფელი ხისა,
ზემოდან სალტით ხერხიანად შეკრულ-შეწნული.
270 სიგრძე აპეურს ცხრა წყრთა ჰქონდა. უღელს მოარგეს,
შემდეგ დაადგეს საყევარი მოლიპულ ხელნას,
გარდიგარდმო და ბოლოებში შეკრეს კავები.
შემოახვიეს ტყავი სამფად უღლის ზედაპირს,
მაგრამ შეკრეს და ნასკვის ბოლოც შიგ ჩააყოლეს.
275 შემდეგ დაუდეს საზიდარზე, რაც კი სახლიდან
გამოეტანათ - ჰექტორისთვის საზღო უზღვავი.
ჯორებს დაადეს ზედ უღელი მუხლებმოუღლელთ,
მისიელებმა რომ არგუნეს ჯილდოდ პრიამოსს.
ეტლთან ცხენები მიიყვანეს, რომელთაც მეფე
280 თვითონ უვლიდა ხოლმე ლაღად ნაგებ თავლებში.
ქონგურებიან სასახლის წინ ეტლში შეაბეს
ბრძნული ფიქრებით აღგზნებულმა მეფემ და მაცნემ.
ამ დროს მოვიდა ნაღვლიანი დედა ჰეკაბე,
თან მოიყოლა ღვინო, სიმხნის მომნიჭებელი,
285 თასი ოქროსი, რომ წასვლის წინ მეფეს ზედაშე
ესხურებინა. წინ დაუდგა ცხენებს და ბრძანა:
”ღვინო ასხურე და ილოცე, რომ ყოვლისშემძლემ
შინ დაგაბრუნოს, კადნიერი გული რაკიღა
ჩემს უნებურად გემებისკენ მიგიწევს აგრე.
290 ილოცე ზევსის მიმართ, მეფევ, შავღრუბლიანის,
რომელიც ტროას ზედ დასცქერის იდას თხემიდან,
სთხოვე - ფრინველი, სწრაფფრთიანი მაცნე, კრონიდის
უსაყვარლესი ჩიტი, ყველა ფრთოსანზე მძლავრი,
მარჯვენა მხრიდან მოგვივლინოს, რომ თვით იხილო
295 და რწმენით სავსე მიეახლო დანაელთ გემებს.
თუ თავის მაცნეს არ მოგივლენს ელვისმტყორცნელი,
შეგეხვეწები, დაგარწმუნებ, არგიველთ გემებს
აღარ ეწვიო, რაზომ მტკიცედ არ ესწრაფოდე!”
მყისვე მიუგო პრიამოსმა, ღვთაების მსგავსმა:
300 ”მე არ უარვყოფ, დედაკაცო, შენს აზრს ჭკვიანურს.
მმართებს აღვაპყრო ლოცვად ხელნი მეუფისადმი!”
თქვა და უბრძანა თვის მოახლეს მოხუცმა მეფემ,
უმალვე წყალი მოერთმია. ქალმა მაშინვე
როფი დაუდგა, მიაწოდა თუნგი მბრძანებელს.
305 მეფემ გადისხა ხელზე წყალი მიწოდებული,
ასხურა ღვინო და ეზოში შეუდგა ლოცვას,
ზეცად მიაპყრნა თვალნი თვისნი და შეღაღადა:
”ზევსო მამაო, სახიერო, ყოვლად ძლიერო!
ო, მიმიყვანე სასურველ და ბედკრულ პელიდთან!
310 მძლავრი ფრინველი, სწრაფფრთიანი მაცნე, უმხნესი
ფრთოსანთა შორის, შენ რომ გიყვარს ყველაზე მეტად,
მარჯვენა მხრიდან მომივლინე, მსურს თვით ვიხილო
და რწმენით სავსე მივეახლო დანაელთ გემებს!”
ასე ევედრა და უსმინა ბრძენმა კრონიდმა.
315 სწრაფად ფრინველი შთამოგზავნა უერთგულესი,
რომელსაც კაცნი უწოდებენ შავფრთიან არწივს.
როგორც გაშლილა ფართოდ სხვენი ჭერმაღალ სახლის,
მდიდარ მოყმეს რომ საკლიტურით აქვს დაკეტილი,
ისე განივრად გაიშალა ფრთები, არწივმა
320 როცა მხარმარჯვნით ჩაიქროლა ცად მოლივლივემ,
რა დაინახეს, სასოებით აევსოთ გული.
ფიცხლად ავიდა ეტლზე მეფე და გააჩენა,
წინაბჭეს გასცდნენ თქარა-თქურით მარდი ცხენები.
ადრე გაიჭრნენ წინ ჯორები, ოთხთვლიან ურემს
325 მაიგორებდნენ, მათ მართავდა იდაიოსი -
ჭკვიანი მაცნე, უკან მიჰყვა მეფე მოხუცი.
პრიამოსს ყველა ახლობელი მიაცილებდა,
ისე ტიროდნენ, სასიკვდილოდ მიდისო თითქოს.
მალე გავიდნენ ქალაქიდან ტრიალ მინდორზე
330 და ნაღვლიანი ილიონში დაბრუნდა ყველა -
ნათესავები და შვილები.
ზევსმა შენიშნა ველზე მოხუცი,
სიბრალულით აღევსო გული.
ჰერმესს, საყვარელ ძეს, კრონიდმა მიმართა ასე:
”ყველაზე მეტად ღმერთთა შორის შენ გეამება
335 კაცთა შველა და მეგობრობა, სწყალობ სანუკვართ.
გასწი, პრიამეს აქაველთა სწრაფმსრბოლ გემებთან
ისე მიჰყევი, ვერვინ იცნოს და ვერც ვინ ნახოს
აქაველთ შორის, სანამ მოხუცს მიჰგვრი აქილევსს”.
ასე ბრძანა და ნებას დაჰყვა ღმერთი ჰერმესი:
340 ფეხზე აიწნა მშვენიერი ოქროს პედილა
ამბროსიული, წყლის ჭავლზეც რომ ფეხს არ უსველებს
და მიწის პირზეც მიაქროლებს ქარიშხალივით.
კვერთხი აიღო, რომელიც კაცს ღვთაების ნებით
ძილს მოჰგვრის ხოლმე, ან თუ სძინავს, აუხელს თვალებს.
345 მალე გაიჭრა მოელვარე ღმერთი ჰერმესი,
ტროელთ ქალაქთან, ჰელესპონტის ზვირთებთან გაჩნდა.
მინდორს დაადგა, კეთილშობილს ემსგავსა ჭაბუკს,
პირველი ღინღლი რომ უფარავს მშვენიერ სახეს.
მგზავრები მალე გასცდნენ ამ დროს ილოსის საფლავს,
350 დასარწყულებლად შეაჩერეს მდინარის პირას
მათ ჯორ-ცხენები. უკვე ღამის მწუხრი დაეშვა,
როს შეამჩნია გამჭრიახმა იდაიოსმა
მაცნე ჰერმესი და მიმართა მეფე პრიამოსს:
”ო, დარდანიდო, ფრთხილად განსჯას მოითხოვს საქმე.
355 მე კაცსა ვხედავ, მეჩვენება, მოკვლა სურს ჩვენი!
უნდა გავიქცეთ, ჩვენ გავასწრებთ კიდეც ცხენებით,
ანდა ფეხებში ჩავუვარდეთ, რომ შეგვიწყალოს!”
თქვა და აემღვრა მოხუცს გული. შეძრწუნდა მეფე.
მოხრილს, მოკაკულს შიშით თმები ყალყზე დაუდგა.
360 ჰერმეს მივიდა გახევებულ, შემკრთალ მოხუცთან,
ხელი მოჰკიდა ალერსით და ჰკითხა პრიამოსს:
”შორს მიხვალ, მამი? ახლოს სადმე გაგიწევია
ამბროსიული ღამის დრო-ჟამს, როს მოკვდავთ სძინავთ?
ნუთუ არ უფრთხი მტრობის ჟინით აღვსილ აქაველთ?
365 აქვე დგანან მძვინვარენი, დაუნდობელნი.
ღამის წყვდიადში ვინმემ თვალი რომ მოგკრას ახლა,
ამდენი განძის მფლობელს, სიმხნე განა შეგრჩება?
ყრმა არც შენა ხარ და მეგზურიც გახლავს ბებერი.
მაშ პირველსავე შემხვედრს როგორ გადაურჩები?
370 მე შენ აბუჩად როდი გიგდებ, იცოდე, მზად ვარ
დაგიცავ, მამას მომაგონებ, ტკბილო მოხუცო!”
მხნედ უპასუხა პრიამოსმა ღმერთის სადარმა:
”სულ მართალს ამბობ, რასაც ამბობ, შვილო ძვირფასო.
მაგრამ მე მიცავს თვით ღვთაების მფარველი ხელი,
375 რომელმაც გზაში შემახვედრა შენნაირ მეგზურს,
იშვიათ ჭკუით მადლმოსილო, ნეტავ შენს მშობელს!”
ისევ მიმართა მას ჰერმესმა სათნომყოფელმა:
”მართლაც გონივრულს, ღირსეულო მოხუცო, ბრძანებ.
380 მაგრამ ერთს გკითხავს და გამანდე ჭეშმარიტება:
სადმე მეზობელ ტომთან ამდენ ძვირფას საუნჯეს
ხომ არ აგზავნი, როგორმე რომ შეინარჩუნო?
ეტყობა, შიშით შეძრულხართ და ტოვებთ ილიონს!
ასეთი მცველი დაგეღუპათ, შენი ჰექტორი!
385 აქაველ გმირებს ბრძოლაში ტოლს რომ არ უდებდა!”
ღმერთის სადარმა პრიამოსმა შესძახა მაშინ:
”ვინ ხარ, ჭაბუკო ზნეკეთილო, ვისი მოდგმის ხარ,
ასე სათნოდ რომ მომაგონე დაკარგვა შვილის?”
კვლავ უპასუხა მას ჰერმესმა ქველისმოქმედმა:
390 ”შენ მცდი, ღვთაებრივ ჰექტორზე რომ მკითხავ, მოხუცო.
ხშირად დიდების მოსახვეჭად ბრძოლის ქარცეცხლში
მინახავს იგი, არგიველებს გემების ირგვლივ
დამანგრეველი სპილენძით რომ ანადგურებდა.
მამაცს შორიდან შევცქეროდით განცვიფრებულნი,
395 ატრიდის ბოღმით აქილევსმა არ მიგვაკარა.
მხნე აქილევსის მსახური ვარ, მოვყევი მის გემს.
მე, მირმიდონელს, მამად მივის პოლიექტორი,
დიდად მდიდარი და მოხუცი, როგორიც შენ ხარ.
შინ ექვსი ძე ჰყავს, მეშვიდე კი შენს წინაშეა.
400 ძმებს შორის წილად მე მხვდა წასვლა პელიდთან ლაშქრად.
ახლახან გავცდი გემებს, მხარე რომ დამეზვერა.
ხვალ იერიშზე გამოდიან აქაველები,
დრტვინავენ, დიდხანს ასე უქმად ბანაკში ყოფნით,
საბრძოლო გზნებას ბელადები ვეღარ აცხრობენ”.
405 ჰერმესს მიუგო პრიამოსმა ღმერთის სადარმა:
”თუ ჭეშმარიტად აქილევსის შენ ხარ მსახური,
ნუ დამიმალავ, თქვი სიმართლე, გემუდარები:
ჩემი ძე ისევ გემებთან ჰყავს, თუ დაჩეხილი
მიუგდო ძაღლებს მისი გვამი მძლე აქილევსმა?”
410 მოხცს მიუგო კვლავ ჰერმესმა ქველისმოქმედმა:
”არა, არც ძაღლნი შეხებიან, არც ყვავ-ყორანნი.
იგი კარვის ქვეშ, აქილევსის ხომალდებთან წევს
კვლავ უვნებელი, როგორც იყო. დღე მეთორმეტე
დაიწყო, მაგრამ არა ლპება, არა ღრღნის ჭია,
415 ომში დაცემულ მოყმეს ხარბად არომ მუსრავს ხოლმე.
თუმცა მარადღე ძვირფას მოძმის საძვალის ირგვლივ
ათრევს პელიდი, ეოსი რომ ამობრწყინდება,
ხვდება უვნებლად.
გაოცდები, ნახავ შენ თვითონ:
წევს ისე ცოცხლად, ვით ყვავილი ცვარნაპკრუევი,
420 კვალი არ აზის სისხლის და მტვრის, ყველა იარა
ამოვსებია - ბევრჯერ მოწყლა მრისხანე რვალმა.
ასე მოწყალედ ექცევიან შენს განთქმულ ვაჟკაცს,
უკვე მოკლულსაც, უყვართ ნეტარ ღმერთებს ჰექტორი”.
თქვა და აღივსო მეფე ლხენით, მყისვე შესძახა:
425 ”კარგია, როცა, შვილო ჩემო, მსხვერპლს სწირავ ღმერთებს!
ახლა რომ მყავდეს ძე ცოცხალი! მას ხომ ტროაში
მუდამ ახსოვდა ოლიმპოზე მცხოვრებნი ღმერთნი,
ამიტომ ღმერთებს არც მოკლული დავიწყებიათ!
ო, სათნო მეყავ და მიიღე თასი ოქროსი,
430 დამიცავ, გამყევ ბანაკისკენ ღმერთის შეწევნით,
სანამ მივაღწევთ კარავს გმირი აქილევსისა!”
ისევ მიუგო სხივოსანმა ჰერმესმა მეფეს:
”გინდა აცდუნო სიყმაწვილე ჩემი, მოხუცო?
რასაც მთავაზობ, არ მივიღებ უაქილევსოდ.
435 მეკრძალვის გმირის, მეშინია, ჯილდო მოვტაცო,
ვაჰ, თუ ამისთვის თავს დამატყდეს უბედურება.
მაგრამ მზადა ვარ მიგაცილო თვით არგოსამდე,
მიხარის შენი მეგზურობა ხმელზეც და ზღვაზეც.
ჩემთან როცხა ხარ, კაცისშვილი ხელსაც ვერ გახლებს”.
440 თქვა და იმწამსვე ეტლს შეახტა ერიუნიოს.
მყისვე მათრახი და სადავე ჩაიგდო ხელში.
ცხენ-ჯორს შთაბერა უჩვეულო ჟინი და ძალა.
როცა მიიჭრნენ სანგართან და გემთა ზღუდესთან,
ცოტა ხნის წინათ სადაც ვახშამს აწყობდნენ მცვენლი,
445 ძილში ჩაძირა გუშაგები სათნო ჰერმესმა.
ურდული გახსნა, ბჭე გააღო და პრიამოსი
შიგ შეიყვანა, საზიდარიც შემოაგორა.
მალე მიადგნენ დიად კარავს გმირი პელიდის.
მეფეს აუგეს მირმიდონელთ ფართო კარავი
450 ნაძვის მორებით, გადახურეს ზემოდან ისლით,
რომელიც უხვად მოუთიბავთ ნამიან ველზე.
კარვის გარშემო ვრცელი ეზო ჰქონდა მბრძანებელს,
ირგვლივ მესერით შემოღობეს. მტკცე ჭიშკარი
ნაძვის ურდულით იხშობოდა. სამ აქაველსაც
455 ერთობ უჭირდა გადაწევა საკლიტურისა.
ხოლო პელიდი მარტო ხსნიდა ურდულს იოლად.
სათნო ჰერმესმა ბჭე გააღო მეფის წინაშე,
შეატანინა საჩუქრები აქილევსისთვის.
შემდეგ ეტლიდან ჩამოხტა და მოხუცს მიმართა:
460 ”ახლა ღმერთი დგას შენს წინას, ღმერთი ჰერმესი.
გზის მაჩვენებლად მომავლინა თვით მამა ზევსმა.
კვლავ ოლიმპოსკენ მივიჩქარი. აგრე სახალხოდ
ვერ ვეჩვენები გმირ აქილევსს: როგორ იქნება,
ღმერთმა აშკარად პატივი სცეს მოკვდავ მეომარს?
465 შენ კი ეახლე და რომ შეხვალ, მუხლთ მოეხვიე,
მამის სახელით, ლამაზთმიან დედის სახელით,
შვილის სახელით ემუდარე, ვინძლო მოალბო?!
ასე უთხრა და ოლიმპოსკენ გაიჭრა ღმერთი.
ეტლიდან მყისვე ძირს ჩამოხტა მეფე პრიამოს.
470 იდაიოსი მან დატოვა ჯორ-ცხენთა მცველად,
ხოლო თვით უმალ სავანისკენ მიისწრაფოდა,
სად ეგულვოდა აქილევსი, ზევსის ნაზარდი.
იქ ნახა კიდეც. მეგობრები შორს ისხდნენ მისგან,
მაგრამ მამაცი ავტომედონტ და ალკიმოსი
475 იქავე ჰყავდა. ცოტა ხნის წინ უნებებია
მოყმეს ვახშამი და ჯერ კიდევ წინ ედგა ტაბლა.
კარავში შედის შეუმჩნევლად. პრიამე პელიდს
ფერხთ უვარდება, მუხლთ ეხვევა, უკოცნის ხელებს,
მის ნაშიერთა, მრავალ შვილთა მკვლელ საზარ ხელებს.
480 ოდეს მამაცი სამშობლოში ცოდვას ჩაიდენს -
კლავს ვისმე, ილტვის, უცხო ტომთან მიეშურება,
მძლავრს ეკედელება, განცვიფრებით მას შეხვდებიან.
ასე გაოცდა აქილევსიც, როს ღვთაებრივი
პრიამოს ნახა. განცვიფრებით ერთიმეორეს
485 შესცქერის ყველა. პრიამოს კი ღაღადებს ასე:
”უკვდავთ სადარო აქილევსო, მოიგონებდე
მამას, ჩემსავით სიბერის ზღუბლს მიწევნილს, მხცოვანს!
ვინ იცის, ახლა გარს ეხვევა ეგების მტერი,
არვის არ ძალუძს იხსნას იგი განსაცდელისგან.
490 მაგრამ შენ როცა ეგულები, ხარობს ის შენით
და ცისმარე დღე იმედი აქვს შვილთან შეხვედრის,
როცა ტროიდან დაბრუნდები სამშობლო მხარს.
მე კი - უბედურს დამიზრდია აბჯარასხმულნი
ძენი ტროაში, მათგან ერთიც არ შემრჩენია!
495 ორმოცდაათი შვილი მყავდა აქაველების შემოსევამდე.
ათცხრამეტი - ერთი დედისგან,
დანარჩენები სხვა ძვირფასმა შობეს ცოლებმა.
ბევრ მათგანს, ბედკრულს, გადუმსხვრია არესმა მუხლი.
ერთიღა დამრჩა, ის იცავდა ქალაქს და მცხოვრებთ,
500 შენ ისიც მოკალ - სამშობლოსთვის მებრძოლი გმირი,
ჩემი ჰექტორი!
აქაველთა გემებს ვეწვიე:
მსურს დიდძალ განძით დავიბრუნო მისი სხეული.
ო, ღმერთებს ეცი პატივი და გებრალებოდე.
გახსოვდეს მამა, მე ხომ უფრო შესაბრალი ვარ:
505 მოვესწარ, ქვეყნად არავის რომ არ მოსწრებია -
ჩემი შვილების მკვლელს ვუკოცნი საზარელ ხელებს. . .”
ასე უთხრა და გულსაკლავად ფიქრი აღუძრა,
მან ხელი ჰკიდა მოხუცის მკლავს, გვერდზე გასწია.
ორივ მიეცა მოგონებას, პრიამოს ცხარედ
510 შვილს დასტიროდა აქილევსის ფეხქვეშ განრთხმული,
აქილევსი კი ხან მამას, ხან ძმობილს - პატროკლეს,
გულამოსკვნილი მოთქმა მათი ისმოდა ირგვლივ.
გული იჯერა აქილევსმა ცრემლების ფრქვევით,
და რა გაულღვა დამდაღველი სევდა-ნაღველი,
515 მყისვე წამოდგა და მოხუცი წამოაეყენა
თეთრი თმა-წვერის სისპექტაკით გულმოლბობილმა.
ასე დაიწყო და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
”ბედშავო კაცო! რამდენ ვარამს გაუძლო გულმა,
როგორ გაბედე აქაველთა გემებთან მოსვლა,
520 მასთან, ვინც მრავალ შენს ნაშიერს მოუღო ბოლო?
მოხუცო, მკერდში თურმე რკინის გული გქონია!
მაგრამ დამშვიდდი, აქ ჩამოჯექ, მეფევ სვიანო!
ხამს მწუხარება გულში ჩავკლათ და გავიყუჩოთ.
რას გვარგებს ცრემლი და ქვითინი გულისმომკვლელი?
525 ღმერთებმა, ყოვლის შემძლეებმა, ბედშავ მოკვდავებს
დარდი დაგვითმეს: უდარდელი მხოლოდ ღმერთია!
კრონიდის ზღურბლთან ძღვენით სავსე ორი ყუთი დევს,
ერთი ბდნიერთ მიეცემა, მეორე - ბედკრულთ.
ვისაც შეურევს ორგვარ ჯილდოს ზევსი დიადი,
530 შეხვდება დარდიც და დროდადრო შვებასაც ჰპოვებს.
ვისაც ბედკრულთა წილს არგუნებს, განწირულია,
გულისმომკვლელი გასაჭირი არა შორდება,
ღმერთნი ხელს კრავენ, მიწისშვილნი შეიძულებენ.
ღვთის საჩუქარი პელევსმაც ხომ უხვად მიიღო
535 სიყმაწვილის ჟამს, ადამიანს ყველას სჭარბობდა
სიმხნით, სიუხვით - მესვეურნი მირმინდონელთა.
მოკვდავს მეუღლედ უკვდავებმა ქალღმერთი მისცეს.
მაგრამ მასაც კი ღმერთმა ავი ხვედრი არგუნა -
შინ აღარა ჰყავს ნაშიერი, ძე და მემკვიდრე.
540 ერთი ვაჟი ჰყავს და ისიც დღემოსწრებული. . .
დღემდე მოხუცს მე შვებას ვერ ვგვრი: შორს სამშობლოდან,
ტროაში, ვებრძვი შენიანებს და შენ, მოხუცო!
მე გამიგია, შენც ოდესღაც იყავ მორჭმული,
რამდენ ტომს იტევს მაკარიის ლესბოსის მხარე,
545 ნაყოფიერი ფრიგია და თვით ჰელესპონტი, -
შენზე ამბობენ - სიმხნით ყველას დასჯაბნიდაო.
მაგრამ ღმერთებმა შენც გაწვნიეს უბედურბა,
ტროის გარშემო საზარ ბრძოლას ბოლო არ უჩანს.
გული იჯერე, უსაზღვრო დარდს ნუ მიეცემი:
550 შვილს რას მოუტან მგლოვიარე. შენი ცრემებით
მკვდარს ვერ აღადგენ, მარტოოდენ ჭირს გაიმრავლებ!”
მას კვლავ მიუგო ღვთაებრივმა მეფე პრიამემ:
”რა დამაყენებს, ღვთის რჩეულო, სანამ ჰექტორი
დაუკრძალავი მისვენია! მომეცი ნება
555 ერთხელ შევხვდო უბედურმა! მიიღე საზღო:
აქ მოგიტანე, დატკბი, გმირო, კეთილი გქონდეს
გზა მშობლიური მხარისაკენ! ხომ მიწყალობებ
ბებერს სიცოცხლეს და მზის ციაგს მანათობელსა!. . .”
მოხუცს მრისხანედ უპასუხა გმირმა ფეხმარდმა:
560 ”ნუ განმარისხებ, თვითონ ვიცი, დიდიხანია
მმართებს ჰექტორის დაბრუნება.
ზევსის სურვილი მაცნობა დედამ,
ზღვის მოხუცი მეფის ასულმა.
ვერ დამიმალავ მე, პრიამოს, ღვთაების ნებამ
შენც აქაველთა ხომალდებთან რომ მოგიყვანა.
565 ვერ გაბედავდა კაცი, თუნდაც სიყრმით გზნებული,
ბანაკში მოსვლას, ფხიზელ მცველებს ვერ გასცდებოდა
და კარიბჭეზე ვერც იოლად გასწევდა ურდულს.
იყუჩე ახლა და გულის წყლულს ნუ გამიახლებ!
ნუთუ შენ ფიქრობ, მავედრებელს ხელსა გკრავ, მოხუცს,
570 და თვითნებურად კრონიონის ნებას გადავალ?”
ასე თქვა.
შეკრთა პრიამოსი და გაუყუჩდა,
ლომივით სწრაფად წამოიჭრა გმირი აქილევს,
კარებს მივარდა, თანვე მიჰყვა ორი მეაბჯრე -
ავტომედონტ და ალკიმოსი, მოძმეთა შორის
575 პატროკლეს შემდეგ მათ ყველაზე მეტად სწყალობდა.
მოსართავები მოხსნეს ცხენებს, შემოიყვანეს
კარავში მეხმლე მოხუცისა. დასვეს ვაჟკაცი.
მეფურ საზიდრით მოტანილი განძი დააწყვეს -
ჰექტორის თავის საზღაური უძვირფასესი.
580 მხოლოდ დატოვეს მოსასხამი ორი, ქიტონიც,
რომ შემოსილი გაეგზავნათ ტროას ცხედარი.
გმირმა უბრძანა მონა-ქალებს გვამის განბანა,
ნელსაცხებლებით დამშვენება, ისე რომ მამას
არ დაენახა: ვაი თუ მას განარისხებდა
585 შვილის იერი! ეგებ მაშინ ღვთის უნებურად
აქილევსს ხელიც აღემართა ბედშავ მოხუცზე.
განბანეს გვამი და განპოხეს მშვენიერ საცხით
მონა-ქალებმა, მოსასხამი გადააფარეს,
და აქილევსმა სარეცელზე თვით დაასვენა,
590 მეგობრებმა კი მოათავსეს ელვარე ეტლზე.
მაშინ პელიდმა სულთქმნა, გლოვით შესძახა მოძმეს:
”ძმაო პატროკლევ, ნუ დამძრახავ, პირქუშ ჰადესში
თუ ხმა მოგწვდება, ღვთაებრივი ჰექტორის გვამი
რომ დავუბრუნე მამას! დიდი საზღო გაიღო
595 და შენ ზვარაკად შემოგწირავ წილს იმ განძიდან!”
ასე თქვა.
კარავს დაუბრუნდა კვლავ აქილევსი.
დაეშვა ლამაზ სავარძელში, რომელსაც წეღან
მოსცილდა უცბად წამომდგარი. მიმართა მოხუცს:
”ძე დაგიბრუნდა, ვით გენება, წევს სარეცელზე
600 უცხოდ მორთული, სისხამ დილით გარეთ რომ გახვალ,
იხილავ თვითონ. მაგრამ ახლა გვმართებს ვახშამიც.
თვით ნიობემაც უბედურმა ვერ დაივიწყა
საზრდო, თუმც ერთად თორმეტივე შვილი დაკარგა:
ექვსი ასული საყვარელი, ექვსიც ჭაბუკი.
605 ბიჭები დასცა აპოლონმა ბასრი ისრებით,
ხოლო გოგონებს არტემისმა მოუღო ბოლო.
ლეტოს შეჰკადრა გაჯიბრება თურმე ნიობემ:
ის ორისა და მე კი მრავალთ მშობელი ვარო!
სწორედ იმ ორმა დაუხოცა მკვეხარას ყველა.
610 ცხრა დღე ეყარნენ. . . და არ იყო ამ ქვეყნად კაცი,
რომ დაეკრძალა: ქვად აქცია თავხედნი ზევსმა.
მხოლოდ, მეათე დღეს დამარხეს ღმერთებმა მკვდრები.
გლოვით მაშვრალმა დედამაც კი ინება საზრდო.
ახლა ის არის სიპულოსის უდაბურ მთებში,
615 სადაც, ამბობენ, ნიმფებს უყვართ მღვიმე, როს ცეკვით
აქელოიოს ნაკადებთნა გულს იჯერებენ.
იქ სატანჯველი სწვავს ნიობეს, ღვთისგან ქვად ქცეულს.
ჩვენც, ღვთაებრივო მეფევ, გვმართებს მივიღოთ საზრდო,
ძის დატირებას მოესწრები, როს მიასვენებ
620 ტროაში, უხვად დაიღვრება ცხარე ცრემლები”.
თქვა და წამოდგა.
თვითონ დაკლა თეთრმატყლიანი
ცხვარი და ოთხში ამოიღეს, როგორც წესია,
წვრილ-წვრილად დაჭრეს მეგობრებმა, შამფურს ააგეს,
ღადარში წვავდნენ. გადმოიღეს შემდეგ მწვადები.
625 ავტომედონტმა პური დასდო ტაბლაზე ხონჩით,
გაუნაწილა აქილევსმა მეინახეებს.
ხელი მაშინვე გაუწვდინეს მორთმეულ საზრდოს
და როს იჯერეს გული თვისი სმითა და ჭამით,
დიდხანს უმზერდა პრიამოსი გაოცებული
630 პელიდს, ლამის თვით ღმერთიაო, ეჩვენებოდა.
ასევე იყო აქილევსიც გაკვირვებული
მოხუცის სათნო სახითა და საამო სიტყვით.
ერთ-ურთის ცქერა მათ სიტკბოს და სიამეს ჰგვრიდა.
ბოლოს მიმართა პრიამოსმა ფეხმარდ აქილევსს:
635 ”ზევსის რჩეულო, უკვე დროა და ნება მომეც
ცხოველმყოფელი ძილით დავტკბე შენს სავანეში.
მე ჯერ ხომ თვალი ერთი წამით არ მომიხუჭავს,
მას აქეთ, ჩემი ბედკრული ძე რაც გამომძალე!
იმ დღიდან გლოვას და ულეველ დარდს მივეც თავი,
640 ხშირად ღობესთან სადმე შმორში მივეგდებოდი. . .
ახლა გეახელ მხოლოდ საზრდოს, შუშხუნა ღვინოს
და ერთი ლუკმაც არ ჩამსვლია პირში აქამდე”.
ასე თქვა.
გმირმა უთხრა მოძმეთ, მონა-ქალებსაც,
რომ აივანზე სარეცელი გაეწყოთ ორი.
645 ქვეშ ძოწეული, ზედ ხალიჩა, შალის საბანი
გადაეფინათ, რომ მოხუცებს არ შეცივნოდათ.
ანთებულ კვარით გამოვიდნენ მონა-ქალები
და აივანზე გაამზადეს ორი საწოლი.
პრიამოსს უთხრა აქილევსმა მაშინ ხუმრობით:
650 ”ჩემთან იძინე, საყვარელო სტუმარო ჩემო,
მაგრამ არ მოგკრან თვალი სადმე აქაველებმა, -
აქვე კარავში გროვდებიან ხოლმე მბჭობელნი.
პირქუშ ღამეში რომელიმემ რომ დაგინახოს,
ლაშქრის მესვეურს აგამემნონს შეატყობინებს
655 და შვილის დახსნა, დარდანიდო, დაგიყოვნდება.
კიდევ ერთს გეტყვი და გულწრფელად მითხრა, მოხუცო:
რამდენ დღსაც მთხოვ გმირ ჰექტორის დასაკრძალავად,
იმდენ დღეს ბრძოლად არც მე გავალ, არც ჩემი რაზი!”
პრიამემ უთხრა, ღვთაებრივმა, ფეხმარდ აქილევსს:
660 ”თუ ნებას მომცემ, ღირსეულად დავკრძალო შვილი,
ამით, აქილევს, მოწყალებას დიდს მომანიჭებ.
ხომ იცი, ალყა რომ გვარტყია კოშკში შეყუჟულთ,
შორი მთებიდან ხე-ტყე მოგვაქვს, ხოლო ტროელნი
შიშით ძრწიან. . .
ცხრა დღე მსურდა შვილი მეტირა,
665 სამგლობიარო ზეიმის და ქელეხის შემდეგ
მეთერთმეტე დღეს სამახსოვრო საფლავს დამეფლა. . .
თორმეტ დღის შემდეგ კი შევბმოდი მტერს უცილობლად”.
მოხუცს მიუგო აქილევსმა კეთილშობილმა:
”რაც გსურს, ყოველი აღსრულდება, მოხუცო ქველო:
670 ბრძოლად იმდენხანს არ გამოვალ, რაც გითხოვია!”
თქვა და მოხუცის მარჯვენა ხელს გმირმა ალერსით
ხელი შეახო, დაამშვიდა გული მშობლისა. . .
ასე დასცილდა. აივანზე დაწვნენ მოხუცნი -
მეფე და მაცნე და ძილის წინ ფიქრს მისცეს თავი.
675 ხოლო პელიდმა დაიძინა მტკიცე კარავში,
გვერდს ბრისეისი ეწვა ღვაწებაალებული.
უკვდავ ღმერთებსაც და აბჯროსან, ცხენოსან მოყმეთ
კეთილი ძილით მშვიდად მთელი ღამე ეძინათ.
ოღონდაც ჰერმესს ტკბილი ძილი ვერ მოერია.
680 ამას ფიქრობდა, თუ კარვიდან მეფე პრიამოს
ვით გაეყვანა, რომ ბჭის მცველებს არ შეენიშნათ.
თავთით დაუდგა და პრიამოსს მიმართა ასე:
”საშიშროება არც კი გაკრთობს და უდარდელად
მტრებთან ისვენებ, პელიდისგან შეწყალებული.
685 მრავალი გაეც საზღაო მოკლულ ძის დასახსნელად,
მაგრამ შენ, ცოცხალს, სამმაგ ფასით გამოგიხსნიან
შენი შვილები, ვინც კი დაგრჩა, თუკი ატრიდმა,
აგამემონმა შეგამჩნია, ან სხვა აქაველთ”
ასე თქვა.
შეკრთა პრიამოსი, მაცნესაც უხმო.
690 ჰერმესმა ცხენნი შეუკაზმა მათ მეყსეულად,
ისე გარეკა ბანაკიდან, რომ ვერვინ ნახა.
მაგრამ როგორც კი მიაღწიეს ფონს მოხუცებმა
ქსანთოსის, ზევსის გაჩენილ წყალუხვ მდინარის,
ქველისმოქმედი ჰერმეს სწრაფად გაჩნდა ოლიმპოს.
695 ოქროს სამოსით მოეფინა ეოსი მიწას.
ილიონისკენ პრიამოსი დაოთხილ ცხენებს
მიაქროლებდა მოქვითინე, მიჰყავდა შვილი.
ვერვინ იცნო ტროლეთა და ტროელ ქალთაგან
აფროდიტეს სწორ კასანდრაზე უადრეს იგი.
700 კოშკზე ავიდა პერგამოსის, ეტლში იხილა
სახე მამისა და ხმამჭექარ ტროელი მაცნის.
შემდეგ ცხედარიც სარეცელზე შენიშნა ძმისა,
ქალაქს მოჰფინა გულსაკლავი გლოვა-გოდება:
”ტროლენო ქალნო, ტროელებო, მოდით, შეხედეთ
750 ჰექტორს, ადრე რომ შეფრფინვიდით ბრძოლიდან მოსულს,
ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის სიხარულს დიადს!’
ასე გოდებდა. ილიონში კაცი ან ქალი
არ დარჩა, რომ არ შეემუსრა დარდს ენით უთქმელს.
ყველა მოაწყდა შესახვედრად მაღალ კარიბჭეს.
710 ყველაზე უწინ ახალგაზრდა ცოლი და დედა
თმა-ღაწვის ხოკვით ზედ დაემხნენ გიჟივით ცხედარს.
მკერდზე მიიკრეს მისი თავი. ტიროდნენ სხვებიც.
ალბათ, მთელი დღე, ელვარე მზის ჩასვენებამდე,
კარიბჭის გარეთ იგლოვებდა ხალხი გმირ ჰექტორს,
715 რომ მოხუც მეფეს ეტლიდანვე არ შეეძახა:
”გზა, მეგობრებო! შეიტანონ ტროას ცხეარი,
გული იჯერეთ, როცა სახლში მიასვენებენ!”
ასე თქვა.
ხალხმაც გაიწია და გზა დაუთმო.
შინ მიიტანეს, სარეცელზე დადეს სხეული.
720 მოზარენი და მოტირალნი ცხედართან ახლოს
იდგნენ, ჰგოდებდნენ გულში ჩამწვდომ ჰანგით საგლოველს,
ხოლო დიაცნი მოსძახოდნენ გულამოხვინჩევით.
ჯერ ანდრომაქემ, ახალგაზრდამ ცოლმა დაიწყო მოთქმა,
თან გულში იხუტებდა ჰექტორს კაცთამჟლეტს:
725 ”ადრე წამიხვედ, ჩემო ქმარო, ადრე დამაგდე
ქვრივად, ადრე ძეც დამიობლე, ჯერაც უენო,
ვისაც სიცოცხლე მივანიჭეთ ჩვენ, ბედშავებმა!
ვერ მოესწრება სიჭაბუკეს! მანამდე ტროა
გაცამტვერდება: აღარ ჰყავხარ შემწე ფხიზელი,
730 ქალაქის მცველი და ქომაგი ქალთა და ჩვილთა!
მალე ტყვედქმნილებს წაათრევენ ღრმა ხომალდებით,
მეც უცილობლად, შენც აგრეთვე, შვილო ბედკრულო!
ქანცმილეული სამარცხვინო შრომით და ჯაფით
ემსახურები მკაცრ მბძანებელს, ან აქაველი
735 ხელს გტაცებს ხელში და კოშკიდან ძირს დაგანარცხებს,
შურისმგებელი დაკარგული ძმის, მამის, ძის გამო,
ჰექტორის მიერ ძლეულისა: მრავალ აქაველს
ბოლო მოუღო, სისხლიანი მიწა არგუნა.
მრისხანე იყო მამაშენი შერკინებისას.
740 თავით ბოლომდე მთელი ტროა დასტირის რჩეულს.
ენით უთქმელი დარდი ერგოთ უბედურ მშობლებს,
ვაი, ამ საზარ სარეცლიდან ხელი საყვარელს
არ მომეც, სიტყვა სანატრელი არ გამატანე,
745 დღითა და ღამით რომ მახსოვდა სახეცრემლიანს!”
ასე ჰგოდებდა. და მოთქვამდნენ ტროელნი ქალნი,
ამ დროს ჰეკაბემ იწყო მოთქმა საწყალობელი:
”ჰექტორ! ყველაზე საყვარელო ჩემს შვილთა შორის!
შენ ყოვლისშემძლე ღმერთებს მუდამ უყვარდით წინათ,
750 ახლაც ზეცაში დასტირიან შენს სიკვდილს ღმერთნი!
მე სხვა შვილები აქილევსმა, ფეხმარდმა გმირმა,
როგორც მონები, გამიყიდა ვრცელ ზღვათა იქით -
სამოსში, იმბროსს, ან ღრუბლიან, უდაბურ ლემნოსს.
ხოლო შენ გძლია, ამოგართვა სული სპილენძით.
755 და თუმცა ბევრი კი გათრია შენგან ძლეული
პატროკლეს ირგვლივ, ამით მკვდარი ვერ გააცოცხლა!
ვით ნამით ნაზად დანამული, შინ განისვენებ,
თითქოს მოკვდავი, აპოლონ ღმერთს ვერცხლისმშვილდოსანს,
მსუბუქი ისრით დაუჭირა ანაზდეულად”.
760 ასე ჰგოდებდა, ისმა გვრინი საყოველთაო.
შემდეგ ელენემ იწყო მოთქმა საწყალობელი:
”ჰექტრო, ყველაზე საყვარელო მოყვარეთ შორის,
მაზლად მერგები, რადგან ქმრად მყავს ალექსანდროსი,
რომელმაც ტროას მომიყვანა. რად ვარ ცოცხალი!
765 მეოცე წელი მიილია დროის წრებრუნვის,
რაიც აქ მოველ და სამშობლო დავტოვე ჩემი,
მაგრამ ერთხელაც არ მასმინე სიტყვა აუგი,
მაშინაც, თუკი შინაური მეტყოდა საწყენს -
ამაყი მაზლი, გინდა მული, ან დედამთილი.
770 მამამთილი კი როგორც მამა, მუდამ მწყალობდა.
შენ გონს მოგყავდა, ვინც მერჩოდა, ყველას სიკეთეს
შენი კეთილი, სათნო სულით ჩააგონებდი.
აი რად ვტირი შენზეც, ჩემზეც - მე უბედური!
არავინ არ მყავს ვრცელ ტროაში ნუგეშის მთქმელი
775 და მეგობარი, ერთნაირად ყველასა ვძულვარ!”
ასე ჰგოდებდა და მოთქვამდა ურიცხვი ხალხი.
ბოლოს მოხუცმა პრიამოსმა მიმართა ტროელთ:
”ახლა, ტროელნო, მოიტანეთ შეშა! ნუ ფიქრობთ,
რომ არგიველნი ჩაგისაფრდნენ. თვით აქილევსმა
780 მომცა პირობა, როს გამიშვა; არ შეგაწუხებს
მანამდის, სანამ მეთორმეტე დღე შესრულდება”.
ასე ბრძანა და ტროელებმა ჯორ-სახედრბი
შეაბეს ურმებს, მოიყარეს ქალაქთან თავი.
ცხრა დღე მოჰქონდათ მათ ტროაში შეშა უზომო,
785 მეათე დღეს კი, როს გამოჩნდა ელვარე ეოს,
გლოვა-გოდებით მიიტანეს ჰექტორის გვამი,
კოცონზე დადეს და შეუნთეს ცეცხლი გიზგიზა.
ადგა ეოსი ცად ვარდისფერთითებიანი
და გმირ ჰექტორის ნაკვერჩხლებთან მოგროვდა ხალხი
790 აურაცხელი, ყველამ თავი რომ მოიყარა,
ჩააქრეს მაშინ ნაღვერდალი, ღვინო ასხურეს,
სადაც კი ცეცხლი გიზგიზებდა. შემდეგ ღადარში
ძმებმა მოკრიფეს თეთრი ძვლები და მეგობრებმა.
მწარედ მოთქვამდნენ, უხვად ღაწვზე სდიოდათ ცრემლი.
795 ძვირფასი ნეშთი ნელა ჩადეს ოქროს ლარნაკში,
თხელი პეპლოსი დააფარეს ძოწით მოსილი,
ღრმა სამარეში ჩაასვენეს, ხოლო ზემოდან
დიდი ლოდები დააფარეს, მჭიდროდ დატკეპნეს,
შემდეგ ყორღანი აღუმართეს, დუდგნენ მცველნი,
800 რომ არ დასხმოდა სპა აბჯროსან აქაველების.
საფლავს მიწა რომ დააყარეს, ყველა წავიდა.
დიდი ქელეხი გაიმართა დიდ სასახლეში
ზევსის საყვარელ მეფის - მოხუც პრიამოსისა.
ასე დაკრძალეს იმ დღეს ჰექტორ, გმირი მხედარი.