„ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ XIII-XVI საუკუნეებში - მ. თამარაშვილი
თავი I
ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში
თავი I
სანამ ქართველ კათოლიკეთა შესახებ საბუთებს მოვიყვანდეთ, საჭიროდ ვრაცხთ, რამდენადაც კი შეიძლება, გამოვარკვიოთ შემდეგი კითხვა: საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიას იმავე დროს, ესე იგი 1054 წ. გაეყარა, როდესაც ბერძნისა და ლათინის ეკლესიანი ერთმანერთს დაშორდენ, თუ არა? ამ საგნის შესახებ ჩვენის ეჭვის აღძვრის მიზეზი ერთი მხრივ ის არის, რომ საქართველოს ეკლესია კაი ხნიდან გათავისუფლებული იყო ანტიოქიისა და კოსტანტინეპოლის პატრიარქების მიმართ დამოკიდებულებისაგან და შეადგენდა ავტოკეფალ, თავისთავად, დამოუკიდებელ ეკლესიას; მეორე მხრივ ისა, რომ იმ განცალკევების უმთავრესი მიზეზი იყო სხვა და სხვა საეკლესიო წესები და პირადი უთანხმობა პაპისა და მიქელ კერულერ პატრიარქის შუა და არა დოგმატიური კითხვები. ამიტომ ჩვენ ვერა ვხედავთ საკმაო მიზეზს, რომ უეჭველად და მიუცილებლად ერთსა და იმავე დროს საქართველოს ეკლესიაც გაშორებოდეს რომის ეკლესიას. ამის შესახებ საქართველოს ისტორია ცხადათ არაფერს მოგვითხრობს. არც ევროპის ისტორიაში მოიპოება ამ კითხვის გადაწყვეტილი ახსნა. ზოგიერთი ევროპელი მწერალი უარს ჰყოფს ქართველებიც ბერძნებთან ერთად გაჰყროდენ რომის ეკლესიას, იმ მიზეზების გამო, რომ საქართველო მუდამ და მეტადრე იმ დროებში, გართული იყო სხვა და სხვა ომებში და ძნელად რომ მაშინვე მიექცია ყურადღება იმ დროის საღვთისმეტყველო ბჭობისათვის და შესდგომოდა ბერძნების კვალს, მეტადრე მაშინ, როდესაც ესეთი ბჭობა და განხეთქილება მას არ შეეხებოდაო. ეს აზრი უსაფუძვლოდ არ გვეჩვენება, უკეთუ კარგად ჩავუკვირდით ჩვენს ზოგიერთ ქართულ ძველს წარწერებსა და გუჯრებს. მაგალითად, იშხნის ეკლესიის ერთ უთარიღო წარწერაში, რომელიც ბროსემ ფრანგულად თარგმნა და დაბეჭდა, ეგნატე, იშხნელი ეპისკოპოზი, აწესებს ყველიერის პარასკევს ერთს აღაპს დიმიტრი მეფის და მისის შვილების დავითისა და გიორგის სადღეგრძელოდ, ექვსის წმიდა კრებისა და ხუთის პატრიარქის სახელით სწყევლის იმათ, ვინც ამ აღაპს მოშლის. როგორც ვიცით, დიმიტრი მეფე მეფობდა ასი წლის შემდგომ ბერძნისა და ლათინის ეკლესიის გაყრისა, ესე იგი, 1125-1155 წ. ეს ხუთი პატრიარქი სხვა და სხვა დროის გუჯრებშიაც არის მოხსენებული, მაგალითად იხსენიებენ: გელათის მონასტრის საბუთები, თამარ მეფის მიერ 1189 წ. ხელ-მოწერილი სიგელი ცხირეთ-ცხავერისა; გველდესისა და გავაზკოტმანისა, არსენ კათალიკოზის ბერად შესვლის დროს დაწერილი 1227-1240 წლებში; რკონის მონასტრის სიგელი, 1259 წ. დაწერილი და მეჭურჭლეთუხუცესის კახა თორელი ერისთავისადმი მიცემული, სადაც ორგზის დასახელებულია ხუთი პატრიარქი და სადაც ნიკოლოზ საქართველოს კათალიკოსი თავის თავს უწოდებს მეექვსე პატრიარქად; შიო მღვიმელის სიგელი, 1250-1260 წლებში დაწერილი და შიო-მღვიმის მონაზონებისაგან ზოსიმესადმი მიცემული, სადაც მოხსენებულია ექვსი კრება, ხუთი პატრიარქი და მათ შემდგომ საქართველოს კათალიკოზნი. ყველასთვის ცხადია, რომ მსოფლიო კრებათაგან დამტკიცებულ და საქვეყნოდ აღსარებულ იყვნენ ხუთნი პატრიარქნი, ესე იგი, ანტიოქიისა, რომისა, იერუსალიმისა, ალექსანდრიისა და კოსტანტინეპოლისა. ეგრეთვე ცხადია, რომ გუჯრებში დასახელებული პატრიარქები არიან ის ხუთნი პატრიარქნი, რომელთა შორის იგულსხმების რომის პაპიც, როგორც საფუძვლიანად შენიშნავს თავისს ქრონიკებში პატივცემული ბ. თ. ჟორდანია. ამ პატრიარქთა შორის საქართველოს პატრიარქი არ იგულისხმების, რადგან ხშირად ჩვენი კათალიკოსები, ხუთის პატრიარქის მოხსენების შემდგომ იქვე დასახელებულნი არიან. ამისთვის ყოველ ეჭვს გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გუჯრებში მოხსენებულ ხუთ პატრიარქთა შორის რომის პაპიც არის. ამ გუჯრების დაწერამდე (XII და XIII საუკუნემდე) საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიისაგან გაყრილი რომ ყოფილ იყო, მაშინ საქართველოს კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი და ერი საქართველოსი პატრიარქებს ხუთს კი არ დაასახელებდენ, არამედ ოთხს, და მათი რიცხვიდან გამოსტოვებდენ რომის პაპსა, როგორათაც ჰქმნეს ბერძნებმა, რომელთაც, გაყრის უმალვე 1054 წ. თავიანთ დიპტიკებისა და სხვა წიგნებში პაპისა და მეხუთე პატრიარქის სახელი ამოშალეს და დაიწყეს მის შემდგომ მარტო ოთხი პატრიარქის ხსენება. ამავენაირად მოიქცნენ საქართველოშიაც შემდეგ საუკუნებში და ოთხის პატრიარქის მეტს აღარ იხსენიებდენ.
დაუმატოთ ამას იმ დროის ევროპის მწერლებიც, რომელნიც ქართველთა ჯვაროსნობას იხსენებენ. 1220 წ., ფრანგებისაგან დამიეტის აღების შემდგომ ქართველებმა დასავლეთის ჯვაროსნებს წიგნი მოსწერეს, შეატყობინეს თავიანთი მზადყოფნა საომრად და დაიფიცეს, რომ ომით აეღოთ ერთი დიდი და შესანიშნავი პალესტინის ქალაქი, რათა არ ჩამორჩენილიყვნენ ფრანგებს თურქთა დამარცხებასა და წმიდა ადგილების აღებაში. ამ დროის მწერლები ქართველებს კათოლიკებად უწოდებენ „viri catholici“.

ქართველთა და რომაელთ ეკლესიების ამ ერთობის შესახებ გამოთქმულს აზრს XIII საუკუნის პირველ ნახევრამდე მაინც, არა ნაკლებ ამტკიცებენ შემდეგი შესანიშნავი საბუთები, მეტადრე რუსუდან დედოფლის წერილი და პაპის ონორიო III-ის პასუხი.
ამ მოკლე გამოკვლევის შემდგომ ჩვენ საჭიროდ აღარ დავინახეთ გვეძებნა საქართველოს კათოლიკების შესახებ XIII საუკუნეზე ადრინდელი საბუთები. რადგან ამ დროებში იწყება უფრო ცხადათ გაყრა და განსხვავება, ამისთვის ჩვენც სწორედ ამ XIII საუკუნიდან ვიწყებთ საბუთების წარმოდგენას ერთის მეორის შემდგომ მათი ქრონოლოგიის თანახმად. პირველი ამათგანი არის რუსუდანის წერილი პაპის ონორიო მესამისადმი და ესე იწყება:
„უწმიდესს პაპს, მამას და ყველა ქრისტიანების მთავარს, წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. ჩვენ მდაბალი რუსუდან აფხაზთა დედოფალი, თქვენი ერთგული მხევალი და ასული უმდაბლესად თავს გიკრავთ და მოგესალმებით. როგორც უდიდესი და უმაღლესი ბძანდებით, ისე ღვთისაგან იმედი მაქვს, უფალმა შეგისრულოთ ყოველი თქვენი გულითადი ნატვრა. უკეთუ თქვენდამი წარმოგზავნილი წერილის გამო ჩვენთვის გულმოწყალე ხართ და იკითხავთ ჩვენს ამბავს, ვაუწყებთ თქვენს სიწმიდეს, რომ ძმა ჩემი ქართველთა მეფე მიიცვალა და მისი სამეფო მე მერგო. აწ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენ ქვეშევრდომ ქრისტიანეთათვის. დამიეტში მყოფის თქვენის ელჩისაგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თქვენც შეიტყეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენს ერსა და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი. ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა; მაგრამ როდესაც ვსცანით, რომ კარგი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ჩვენი ძალა და წინ აღვუდექით, ოცდახუთი ათასი კაცი გავუწყვიტეთ, ბევრიც დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენის ქვეყნიდან გავდევნეთ: აი ამის გამო აქ დავრჩით და თქვენის ელჩის ბრძანებისამებრ ვერ წამოვედით.
ხოლო აწ დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ თქვენის ბრძანებით იმპერატორი სირიაში უნდა წავიდეს წმიდა ადგილების დასახსნელად. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ როდის უნდა გამოიაროს, იმპერატორმა, რათა ჩვენც წმიდა ადგილების დასახსნელად გავგზავნოთ ჩვენი მხედართ მთავარი ივანე მთელის ჯარით იმ ადგილს საცა თქვენ ინებებთ. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ამ ჩვენმა მხედართმთავარმა და ჩვენის სამეფოს სხვა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა და წასვლას ელიან. ამისთვის ვევედრებით და ვსთხოვთ თქვენს უწმიდესობას, რათა მოგვწეროთ და გვიბოძოთ თქვენი კურთხევა ჩვენ, აღმოსავლეთში მყოფ ქრისტიანებს. ამ წერილის მომტანს, ჩვენს საყვარელს დავითს, ანის ეპისკოპოზს, ისე ერწმუნეთ ყველაფერში, ვითომც ჩვენის პირისგან გსმენოდესთ. თქვენთა წმიდა ლოცვათა შინა მოგვიხსენიეთ“.
წერილს თარიღი არ აქვს, მაგრამ დაწერილ უნდა იყოს არა უგვიანეს 1223 წლისა, რადგან, როგორც ქვემოდ ვნახავთ, 1224 წ. პაპმა პასუხი მოსწერა. წერილიდან ცხადათ სჩანს, რომ რუსუდან პაპს აღიარებს მამად და ყველა ქრისტიანების მთავრად. ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოს ეკლესიასა და პაპს შორის მჭიდრო კავშირი და ერთობა არსებობდა. ამ დროს საქართველოს ეკლესია რომისაგან გაყრილი რომ ყოფილიყო, მაშინ რუსუდან სრულიადაც არ მოსწერდა პაპს ასეთის შინაარსის წერილს და არც ისე ერთიანად მოემზადებოდა საქართველოს ერი და მეფე პაპის ელჩის მოწოდებით პალესტინაში საომრად წასასვლელად. ესეთი წერილი და საქართველოს მომზადება პაპის ბრძანების აღსასრულებლად სხვა არაფრით აიხსნება, თუ არ იმით, რომ იმ დროს კიდევ ყოფილა ერთობა. ხოლო იმ დროს, ვინც რომისაგან გაყრილნი იყვნენ, არათუ პაპს ემორჩილებოდენ, არამედ მის წინაღმდეგ ომობდენ. მაგალითად ბერძნები (ამ დროს გაყრილნი იყვნენ რომისაგან) ქრისტიანების წინააღმდეგ ოსმალებსა შველოდენ.
რუსუდანის ამ წერილთანვე გაგზავნილი იყო ეგრეთვე მხედართმთავრის ივანე მხარგძელის წიგნიც ერთსა და იმავე დროს დაწერილი. მხარგრძელის წერილი თუმცაკი ბევრად არ განსხვავდება რუსუდან დედოფლის წერილისაგან, მაგრამ რადგან ჩვენს ძველს და დიდებულ დროს ეკუთვნის, იმასაც მოვიყვანთ აქ სრულიად.
„უწმიდესს მამას და წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. მთელს საქრისტიანოს მთავარს. მე ივანე, კაცი მორჩილი, მთელის, საქართველოს და სომხეთის მხედართმთავარი, უმდაბლესად თავს დაგიკრავთ და მოგესალმებით. უკეთუ ჩემს ამბავს იკითხავთ, თქვენის წმიდა კურთხევით კარგად გახლავართ. გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით სხვა ავირჩიეთ მეფედ. თქვენმა წმიდა და მართლბრძანებამ, რომელიც დამიეტში მყოფის ელჩის მიერ წარმოგვივლინეთ, მოაწია მეფემდე და ჩემამდე. ხოლო როცა ჩვენ დიდის ძალით მოვამზადეთ რა ჯარი, ცხენოსნები, სურსათი და ვაპირებდით წასვლას ქრისტიანების შესაწევნელად და წმიდა ადგილების დასახსნელად, ამ დროს თათარნი, ჯვართწარმძღვანებელნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუეს და ექვსიათასამდე კაცი გაგვიწყვიტეს. ხოლო შემდგომ რა ვსცანით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იყვნენ, თქვენის ლოცვის ძალით და წმიდა ჯვრის შემწეობით წინაღვუდექით, 25000 ცხენოსანი გავუწყვიტეთ, ზოგნიც დავატყევეთ და დანარჩენიც ჩვენის საზღვრებიდან გავდევნეთ. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ვერ შევასრულეთ თქვენი ბრძანება თქვენის ელჩის მიერ გამოცხადებული. გარნა დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ გიბრძანებიათ იმპერატორისა და დასავლეთის სხვა ქრისტიანებისათვის, რათა წამოვიდენ წმიდა ადგილების დასახსნელად. აწ გაუწყებთ, რომ თქვენს ბრძანებას ველით და მზათ გახლავართ მთელის ჩვენის ძალით წავიდეთ ქრისტიანების შესაწევნელად; მე თვით მზადვარ წმიდა ადგილების დასახსნელად წავიდე ორმოცი ათასი მეომრით, სადაც თქვენ ისურვებთ. მზგავსადვე გაუწყებთ რომ, როგორც მე, ეგრეთვე ჩვენის ქვეყნის ყველა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა, სხვაფრივ, ვევედრები თქვენს უწმიდესობას, რომ გვიბოძოთ თქვენი კურთხევა თუ ჩვენ და თუ ჩვენს ქვეყანას, რათა თქვენი კურთხევით და ღვთის მადლით კარგად ვიბრძოლოთ უფლის ბრძოლა. გთხოვთ ამ წიგნის მომტანს, მამა დავითს, ჩვენს ეპისკოპოსს ერწმუნოთ ისე, როგორც ჩვენ, ყველაფერში, რასაც ჩვენის მხრით მოგახსენებთ. ჩემი ძმისწული შანშე, ბატონი თხუთხმეტის დიდის ქალაქისა, უმდაბლესად თავს გიკრავთ და ითხოვს თქვენს კურთხევას“.
როგორც რუსუდანის წერილი, ეს წერილიც ცხადათ მოწმობს საქართველოს ერთგულებას და ერთობას რომასთან. ჩვენის აზრით მეტი იქნება ამის უკეთესის საბუთის ძებნა იმ დროს საქართველოსა და რომის ეკლესიის ერთობის დასამტკიცებლად.
არა ნაკლებ შესანიშნავია პაპის პასუხი ამ ორთავ წერილისა. რუსუდან დედოფალს აი რასა სწერს:
„პაპი ონორიო III. - მამობრივის სახიერებით მივიღეთ და გულმოდგინებით ყურად ვიღეთ თქვენი უმაღლესობის წერილი, სავსე მხურვალე მორწმუნეობის სუნელებით. უფლისამიერ დიდათ განვიხარეთ თქვენის ერთგულებით ჩვენდამი და რომის ეკლესიისადმი, რომელიც არის დედა და მოძღვარი ყოველთა ქრისტიანეთა. გვასიამოვნა აგრეთვე თქვენმა კეთილმა სურვილმა წმიდა ადგილების დახსნისამ, იმ ადგილებისამ, სადაც, გამოუთქმელის სიყვარულით ჯვარზედ სიკვდილი ინება უფალმა იესო ქრისტემ კაცთა ნათესავის სამარადისო სიკვდილისაგან დახსნისა და ცხონებისათვის. ხოლო თქვენის ნეტარ ხსენებულის ძმის, საქართველოს მეფის, სიკვდილის გამო გიბრალებთ მამობრივის გულის წვითა; ამასთანვე გაგვახარა იმ ამბავმა, რომ მისი სამეფო თქვენ მშვიდობიანად ჩაგიბარებიათ, ვითარცა გვაუწყეთ თქვენის წერილით. ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელშია სამეფონი და ძალნი მათნი, რათა თქვენ და თქვენი სამეფო ერთად დაგიცვათ თავისს სარწმუნოებასა და ერგულებაზედ და ეგრეთვე მოგმადლოთ ყოველი სიკეთე და დაგიფაროთ. თუმცაკი ხორციელად შორს ვართ, მაგრამ თქვენთან ვიმყოფებით სულითა და გონების თვალით გხედავთ თქვენა და თქვენის სამეფოს ქრისტიანებს; მასთანვე გვახარებს თქვენი მორწმუნეობა, რომელიც გაქვთ უფლის იესო ქრისტეს სარწმუნოებისადმი და რომელიც დიდათ სათნო საყოფელია, რადგან მას იცავთ ურწმუნოთა შორის, რომლებთანაც სცხოვრებთ, და ბრწყინავთ, როგორც ნათელი სიბნელეში და შროშანი ეკლებში; ამიტომ მოელოდეთ თქვენის სარწმუნოების ბედნიერ აღსასრულს, თქვენის სულის ცხონებას. რის გამოც შევაგულიანებთ უფლის მიერ თქვენს ხელმწიფებას, რათა მტკიცედ სდგეთ აღთქმაზედ ქრისტესსა, რომელმაცა სთქვა. -ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. - მის აღსარებასა და მისი წმიდა სახელის ქებაში მტკიცედ იყავით, ეგრეთვე თქვენის კეთილის მაგალითით მხნედ დაიცავით თქვენნი ქვეშევრდომნიც, რათა მათთან ერთად ამ წარმავალის ცხოვრების შემდგომ, მოიპოვოთ საუკუნო სასუფეველი.

შესახებ იმისა, რომ გსურთ შეიტყოთ დრო წასვლისა ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელის შვილის ფრედერიკო ბრწყინვალის, რომის იმპერატორისა და სიცილიის მეფისა, რათა თქვენც თქვენის მხედრობით შეეწიოთ წმიდა ადგილების დახსნის დროს, მოხარული ვართ თქვენის კეთილის განზრახვისა და გაუწყებთ ამ წერილით, რომ ეს იმპერატორი დიდის ძალით შეიჭურვა და მომავალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის დდესასწაულის შემდგომ ერთის წლით მიდის ბევრის სამზადისით და თან მიჰყავს აღურიცხველი მორწმუნე ერი წმიდა ადგილების დასახსნელად. უფლისა მიერ გაგონებთ და გამხნევებთ რომ, თანხმად თქვენის საქებურის დაპირებისა, ეცადოთ და ისე მოამზადოთ თქვენი მხედრობა, რათა თქვენის დიდებულების შესაბამი სამსახური მიაგოთ იესო ქრისტესა. ამ დიდისა და წმიდა საქმისთვის თუ თქვენ და თუ თქვენნი ქვეშევრდომნი რაოდენათაც კარგად, ნებიერად და გულმოდგინებით მოემზადებით, ეგოდნათ დიდს სასყიდელს მიიღებთ უფლისაგან. ამიტომ ვაუწყებთ თქვენს ერთგულებას, რომ ვინც ამ შრომაში (ჯვაროსნობაში) მიიღებენ მონაწილეობას, ან თვით წავლენ, ან სხვას გაგზავნიან, ან ფულით შეეწევიან და ან სხვისი ხარჯით წავლენ, მათ ყოველთა ვანიჭებთ მოციქულებრივის შენდობით ყველა ცოდვების მოტევებას, უკეთუ ჭეშმარიტად შეინანებენ და აღსარებას იტყვიან.
აწ თქვენ ეს წიგნი წააკითხეთ ყველა თქვენთა ქვეშევრდომთა, რომელთაც, თქვენის თხოვნისამებრ, ვანიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას და გპირდებით თქვენა და მათ ჩვენს პატივისცემას და მფარველობას, როდესაც კი საჭირო იქნება და როგორათაც შეჰფერის სამოციქულო საყდარსა. 12 მაისისა, 1224“.
ეს წერილი, ჩვენის აზრით, ერთიან სპობს ყოველს ეჭვსა და ცხადათ ამტკიცებს იმ დროის საქართველოსა და რომის ეკლესიის ერთობასა და კავშირს. ვინაიდან პაპი, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, მოხარულია ქართველების მორწმუნეობისა გამო, მათ სხვას არაფერს ავალებს, თუ არ მხნეობასა და სარწმუნოების დაცვას ისე, როგორც მანამდე ყოფილან. ერთობა საეჭვო რომ ყოფილიყო, მაშინ პაპი მათ შეაგულიანებდა, სთხოვდა შეერთებას და არც შეუთვლიდა მოციქულებრივ შენდობას და ცოდვების მიტევებას ისიც ყურადსადებია, რომ პაპი შენდობის მინიჭებაზედ ხმარობს ერთს და იმავე ლექსებს, რომლის ხმარებაც მხოლოდ კათოლიკე მეფეებისა და ერისათვის მიღებული იყო ხოლმე. ცხადია პაპი არც ამ ლექსებს იხმარებდა, დედოფლისა და ქართველების ერთობაზედ რაიმე ეჭვი რომ შეეტანა. აქვე მოგვყავს საქართელოს მხედართმთავართან, ივანე მხარგძელთან მიწერილი წერილიც, რომელიც წინა წერილებზე არანაკლებ შესანიშნავია.
„პაპი ონორიო III. სახელოვან ივანეს, საქართველოს მხედართმთავარს.
უფლისა მიერ განვიხარეთ მამობრივის გულკეთილობით, მივიდეთ რა შენი კეთილშობილების წერილი და ვსცანით თუ შენი საუკეთესო ამბავი და თუ მხურვალე და საქებელი წადილი წმიდა ადგილების დახსნისათვის დახმარების აღმოჩენისა. ამიტომ გაუწყებთ, რომ ყველაფერი მართალია, რაც კი შეგიტყვიათ ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელი შვილის რომის იმპერატორისა და სიცილიის მეფის, ფრედერიკო ბრწყინვალის განზრახვისა წმიდა ადგილებში წასასვლელად. იგივე იმპერატორი უკვე დიდსულოვნებით და მშვენიერად მომზადებულია იქ წასასვლელად. ამ მოციქულებრივის წერილით ვასმენთ და გულმოდგინებით ვამხნევებთ შენს კეთილშობილებას, რათა, შენის მშვენიერის და საქებელის დაპირებისამებრ, ისე მოემზადო მთელის შენის მხედრობით, როგორც შეშვენის შენს დიდებულებას, რომ შეეწიო ქრისტიანეთა მხედრობას და სათანადო სამსახური მიაგო იესო ქრისტეს. სცანი, რომ თუ შენ და თუ შენნი ქვეშევრდომნი უფლისა მიერ გვიყვარს და დიდად გვიხარის შენი სარწმუნოება და სასოება, ეგრეთვე მზათ ვართ, რომ, რაც კი საჭირო იქნება, სამოციქულო საყდრის შემწეობა და პატივი აღმოგიჩინოთ. გაკურთხებთ მოციქულებრივის კურთხევითა არა მარტო შენ, არამედ ყველა შენთა ქვეშევრდომთაცა, და მეტადრე შენს ძმისწულს შანშესა, რომლისათვისაც კურთხევა მთხოვე. 12 მაისისა, 1224“.
რუსუდანთან და მის შვილთან მეფე დავითთან ორი წიგნი პაპს გრიგოლ IX-საც მიუწერია. ისინიც მოგვყავს აქ, რადგან საკმაოდ შესანიშნავნი არიან როგორც ჩვენის კითხვის გამოსარკვევად, ისე სხვა მხრივადაც.
„პაპი გრიგოლ IX. საქართველოს უბრწყინვალესს მეფეს.
„რადგან ყოველი ძალა გამომდინარეობს ყოვლის მპყრობლის უფლისაგან და ყოველი მისი ნამოქმედარი კეთილია, ამიტომ მეფენი ამაოდ არ ატარებენ მახვილსა, არამედ იგინი სჯიან უღმრთოთა და შურს იძიებენ მათსა, ვინც შეურაცხყოფენ გამჩენსა, იგინივე მორწმუნეთა კეთილ მოქმედებას აქებენ და ზრუნვენ მათი კეთილად დაცვისათვის. ამ წიგნის მომტანმა მინორიტების ორდენის მღვდელ-მონაზონმა, ჩვენმა საყვარელმა შვილმა იაკობ როგსანელმა გვიამბო, რომ თქვენ დიდების ტახტსა, რომელზედაც ახვედით, ღვთის ხელიდან მიღებულადა სთვლით და პატივისცემით ეპყრობით ამის ძმათა მონაზონებსაც, უფროს ერთად მათი მოღვაწეობის ნიჭს დიდათ აფასებთ, რადგან, როგორათაც მოიმედე ვართ, კარგად უწყით, რომ იგი, რომელიც მდაბალთა და მცირეთა მოხედავს და იცავს, არცხვენს სიბოროტეს მწვალებელთა ამნაირი მცირე პირებითა, რომ უფალი აბრწყინებს კათოლიკე ეკლესიას სხვა და სხვა სასწაულებით, რათა ეგოდნათ უფრო მომეტებულად აღამაღლოს პატივით და დიდებით, რაოდენადაც გლახაკნი, მდაბალნი და მარტივნი იქმნებიან. უკეთუ გნებავთ, მეფევ, მიიღოთ მართალთა და წინასწარმეტყველთა სასყიდელი იმ ზეციერის მეუფისაგან, რომელიც ცეცხლით მოსასვლელ არს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, და რომელიც თავისად ითვლის, რასაც ერთ მის მცირეთაგანს უყოფენ, ამიტომ იტვირთეთ მათი ნაკლებულობა და თქვენს შემწეობას ნუ მოაკლებთ. ამაზე გულმოდგინებით ვევედრებით, ვავუწყებთ და შევაგულიანებთ თქვენს ხელმწიფებას; ეგრეთვე თქვენის ცოდვებისათვის შენდობის მისაღებათ ამ მოციქულებრივის წერილით გავალებთ, რათა სახიერებით მიიღოთ და სიყვარულით შეიწყნაროთ თუ ეს ჩვენი ერთგული საყვარელი შვილი და თუ მისნი თანაძმა მონაზონნი, რომელთაც ნებით სიგლახაკე უტვირთიათ, რათა ქრისტეს გულისათვის სამსახური მიაგონ იმათ, ვინც ღმერთს არ სცნობენ, თუმცა კი მის სახელს ამაოდ იხსენიებენ; ეგრეთვე მათში ადიდეთ იგი, რომელმაც ტყვეობისაგან ჩვენ დასახსნელად და თავის მემკვიდრე შვილად შესარიცხად, მოგვანიჭა თავი თვისი. 11 აპრილსა, მღვდელთ-მთავრობის მეშვიდე წელიწადსა (1233 წ.)“.
სხვა და სხვა ისტორიულ წერილებში ბევრი ვეძებეთ, რომ შეგვეტყო, თუ ეს იაკობ როგსანელი და მისი თანა ძმა მინორიტები (წმიდა ფრანცისკეს წესის მონაზონები) როდის და რა შემთხვევაში მოვიდენ საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ ვერავითარი კვალი ვპოეთ. თუმცა ვფიქრობთ, რომ ისინი საქართველოში უნდა მოსულიყვნენ არა უადრეს 1230 წ. ესევე პაპი ამავე დროს კვლავ გზავნის საქართველოში სხვა იმავე ორდენის მონაზონებს და სწორედ ამ წლებიდან იწყება საქართველოში მოსვლა ლათინის მისიონერ-მონაზონებისა და მათ მიერ ტფილისში მონასტრის დაფუძნება. დასახელებული წერილიდგანვე სჩანს, რომ საქართველოში დომინიკიანი მონაზონების უწინარეს, მოვიდენ ფრანცისკიანების (მინორითები) მონაზონები, რომლებსაც შემდეგში მოემატნენ დომინიკიანებიც.
იმ ხანებში მისიონერების გამოგზავნა ჩვენს ქვეყანაში უეჭველად იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს შეეწყვიტოს ერთობა რომთან, რადგან შეიძლება, ამ დროს ეს მისიონერები აქ ყოფილიყვნენ არა ქართველებისათვის, არამედ ურწმუნოებისა და სხვა და სხვა გვარ მწვალებელთა მოსაქცევლად. თვით წერილიც საკმაოდ გვიჩვენებს ამ გარემოებას.
რადგან ხელთ არა გვაქვს უფრო ცხადი საბუთი, რომელსაც შეეძლოს გარდაწყვეტით გვიჩვენოს რომისა და საქართველოს სარწმუნოებრივის ერთობის გამძლეობა თუ ამ დროს და თუ მის შემდეგს წლებში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთობა მტკიცედ დაცულა ვიდრე 1230 წლამდე. ხოლო ამ ხანების შემდგომ მომხდარა განცალკევება, მაგრამ რომელ წელში, ანუ რა შემთხვევაში, ეს ჯერ არა სჩანს.
ამის შემდგომ რუსუდანსაც მიუწერია წიგნი პაპი გრიგოლ IX-ისათვის (1235-1239 წლებში). სამწუხაროდ ეს წერილი აღარსად სჩანს, ამიტომ კარგად არ ვიცით, თუ რა იყო ამ წერილის შინაარსი. ხოლო პაპის პასუხიდან ისა სჩანს, რომ რუსუდანსა და მის შვილს დავითს თათრების წინააღმდეგ პაპისათვის შემწეობა უთხოვიათ; უთხოვიათ ეგრეთვე რომის ეკლესიასთან შეერთება. ეს წერილი უნდა ყოფილიყო ორივეს, დედისა და შვილის სახელით, რადგან პასუხი ორივესთან ერთ წერილშია მოქცეული. პაპის საპასუხო წერილი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ იმ ნაწილს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის, ვტოვებთ და მოვიყვანთ მხოლოდ შემდეგს ნაწილს.
„პაპი გრიგოლ IX. ბრწყინვალე რუსუდანს და მის შვილს დავითს, საქართველოს დედოფალს და მეფეს.
ყოვლად მაღალის ხელთა ქმმილება საკვირველი მზე, რომელიც ანათებს მთელს ქვეყანას.... რომელმანც მზესა შინა დასდგა კარავი თვისი და ვითარცა სიძე რა გამოვალნ ეზოით თვისით ქალწულისა, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა, მან ჩაღვარა გულთა თქვენთა თავისი ნათლის ბრწყინვალება, მოგაშორათ სიბნელის შეცთომილება და უხვად მოგანიჭოთ მადლი თვისი ცნობისა, რათა განკვირვებით სჭვრეტდეთ ყოვლის მპყრობელის მამის ძლიერებასა, ეთაყვანებოდეთ მისის ძის საუკუნო სიბრძნესა და იყვნეთ განმსჭვალულნი ორივე შემაერთებელის სულიწმინდის სიყვარულით; და ესე არს დედოფალი ყოველთა სათნოებათა, რათა ჟამიერის ცხოვრების შემდგომ ღირს იყვნეთ საუკუნო დიდებაში ცხადათ ხილვისა ღვთისა, რომელსაც აწ კათოლიკე სარწმუნოებით, ვითარცა დაფარულს სარკეში ხედავთ. იმ დიდებაში, საცა არავითარი სიბნელეა, მართალნი ღვთის წინაშე ბრწყინავენ, როგორც მზე. იქ არავითარი წინააღმდეგობა, არავითარი ნაკლებულება მოიპოება, არამედ ყოველი სიუხვეა, რასაც კი მართალნი ინატრებენ, რადგან ღმერთმა თავის მოსავთ განუმზადა ყოველი ბედნიერება, რომელიც თვალს არ უნახავს, და რომელსაც კაცის გონება ვერ მისწვდება. ამიტომ საყვარელნო შვილნო, დიდად გვიხარის, რომ ღვთის სიტყვა გიცვნიათ და სარწმუნოება თქვენს ქვეყანაში ეკლესიის დაფუძნებიდანვე შეურყეველად დარჩენილა, როგორათაც თქვენვე გვაუწყებთ წერილით. კვლავ გვიხარის, რომ ძემან ღმრთისამან, თავისის ზეციერის წყალობით, გაგაცნოთ თავისი წმიდა სახელი, რათა თვისი დიდებულის სახიერების მონაწილე გყოთ სავსებით. აწ ვინ არ შეიყვარებს და არა თაყვანს სცემს ესედ სახიერ ღმერთსა, რომელმანც შეჰქმნა კაცი მიწისაგან, რომ თავისის დიდების მონაწილე ჰყოს, რომელმანც ტყვეობიდან გამოსახსნელად ადამის ტომისა მოავლინა ძე თვისი მონისა სახით ქვეყანაზედ ჯვარსაცმელად და სასიკვდილოდ? ვინ არ შეიყვარებს და არა თაყვანსა სცემს ისეთ უფალს, რომელიც კაცს სხვა არაფერს სთხოვს, თვინიერ იმისა, რომ მართალი და მოწყალე იყოს, ჰყოს სხვა კეთილი საქმენი, შეიყვაროს თავისი გამჩენი სულით და გულით, ეშინოდეს მისი და დაიცვას მტკიცედ მისი მცნება? მზგავსადვე თქვენც მოგვილოცეთ ჩვენც და სხვა ქრისტიანეთა, რომ ქრისტეს სარწმუნოებამ ჩვენამდინაც მოაწია, და აწ ვადიდებთ ღმერთსა, როგორათაც ჯერ არს, და ვსასოებთ საუკუნო ცხოვრების მოპოებას, ესედ თქვენი ჩვენთან მოსული და ჩვენი თქვენთან წარმოგზავნილი წიგნებით ურთიერთად სულიერის შვებით განვიხაროთ, რომ ქრისტეს სარწმუნოება თქვენსა და ჩვენს შორის იდიდების. ხოლო ჩვენი სიამოვნება შეასუსტა და სიხარული გაგვიმწარა იმ ამბავმა, რომელიც გვაუწყეთ თქვენის წერილით, რომ კათოლიკე სარწმუნოების მტერნი თათარნი შემოსულან თქვენს სამეფოში და დიდი ვნება მოუყენებიათ თქვენთვის. გარნა ვინუგეშეთ იმითი, რომ თუმცა პირველში მტრისაგან დაძლეულხართ, მერე კი დაგიძლევიათ, საბოლოვო გამარჯვება თქვენ დაგრჩენიათ და თქვენის მავნებელის მტრისათვის დიდი ზარალი მიგიციათ. ჯერ არს, რომ თქვენც ჩვენ შეგვიბრალოთ, რადგან სარწმუნოების მტერი ჩვენც ძლიერ გვდევნის. გარდა ამისა, რომ სარკინოზები ისპანიასა და სირიაში სდევნიან კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგიერთნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან განდგომილნი წინ აღგვიდგნენ, რაც კი შეეძლოთ დაუწყეს ღვთის ეკლესიას დევნა, უნდათ ახალი მწვალებლობის დამყარება და ცდილობენ მოსპონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელმაც უნდა დაიხსნას და აცხოვნოს ადამის ნათესავი. შეიძლება, ღმერთმან განგებ მოავლინა ესეთი განსაცდელი, რადგან, როგორც ცეცხლი ოქროს გასწმენდს, ესე იგი ზოგჯერ ბოროტთა საშუალებით გამოსცდის კეთილთა, რათა კარგათ გამოცხადდეს მათი მდგნეობა და სიმხნევე და აღმოხოცოს მათი გულიდან ყოველივე მწიკვლი ცოდვისა; როგორათაც სუფთა პური არ შეიქმნების, თუ ჯერ ხორბალი ლეწვით არ განშორდების ჩალას, ეგრეთვე უფალი თავისი ტაძრის ასაშენებლად არ მიიღებს ქვათა, თუ წინეთ კარგად გაწმედილნი და გათლილნი არ არიან. ამნაირად გამოცდილნი და გაწმედილნი მართალნი მიიღებენ საუკუნო სასყიდელს და მოიპოებენ საუკუნო ცხოვრებას. ვინაიდან ისრაელის ერმა მაშინვე კი არ დაიმკვიდრა აღთქმის ქვეყანა, არამედ ბევრ ხანს უდაბნოში იარა და მხოლოდ მტერზედ ბევრ გზის გამარჯვების შემდგომ ეღირსა მის დაპატრონებას. გარნა ვსასოებთ, რომ მაცხოვარმა, ამ ღელვის შემდგომ, მოგვანიჭოს მშვიდობა და დათრგუნოს სამოციქულო საყდრის მტერნი. აწ, საყვარელნო შვილნო, ნუღარ გაგიკვირდებათ, თუ რომის ეკლესიის მხედრობა არ მოდის თქვენ შესაწევნელად თათრების წინააღმდეგ. სარკინოზნი, რომლებსაც სირიაში ვეომებით, არ გამოუშვებენ მანდეთ ჩვენს მხედრობას. ამ თქვენმა ამბავმა ძლივს მოაწია ჩვენამდე. ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის დაუცხრომელად ვეომებით მტერსა იტალიასა, სირიასა და ისპანიაში. ამიტომ აღარ შეგვიძლია დაგეხმაროთ. რაკი სხვაფრივ ვერ შევიძელით თქვენი შეწევნა, ამიტომ ვინებეთ ამ წერილის გამოგზავნა, რათა ამითი კარგად სცნოთ ჩვენი თქვენდამი სიყვარული, რომელიც ვერ გამოგიცხადეთ თქვენმიერ, ნათხოვნის შემწეობის მოცემით.
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ თხოულობთ ჩვენთან შეერთებას, ამაზედ დიდად ვაქებთ თქვენს დიდებულებას; უკეთუ აქამდე თქვენი ცხონების სისრულეს რამე აკლდა, აწ ეს თქვენი შეერთება სრულჰყოფს მას და მასთანვე აგვირგვინებს ჩვენს სიხარულსაც, რომლის მიზეზი თქვენ ხართ. კათოლიკე ეკლესია, სძალი ქრისტესი, ერთ არს; ქრისტემ მოციქულთა მთავარს პეტრეს მისცა სიმართლე გახსნისა და შეკვრისა; ეგრეთვე მარტო პეტრე უჩვენა, როდესაც სთქვა: „ამა კლდეზედ აღვაშენო ეკკლესია ჩემიო“. რადგან მხოლოდ პეტრე უჩვენა და მხოლოდ ერთი ეკლესია დაასახელა იესო ქრისტემ, ამითი მან ცხადათ აღკრძალა სხვა და სხვა ეკლესიების დაფუძვნება და ეკლესიისათვის მრავალ მწყემს-მთავართა დადგენა. ამისთვის იყო, რომ უბრძანა პეტრეს, რათა დამწყსოს სამუდამოდ ცხოვარნი თვისნი და შემოჰკრიბოს ეკლესიაში თუ ურიანი და თუ წარმართნი, რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ამავე საგანს რა გონების თვალით სჭვრეტდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი, სთქვა ცხადათ, რომ უფალი ყოველთა ძეთა ისრაელთაგან, ესე იგი ღვთისადმი მოქცეულთაგან, შეადგენს ერთს მხოლოდ ერსა და ერთს მხოლოდ სამეფოს, რომლის მმართველი იქნება მარტო ერთი მეფეო. ამითი უფალი ცხადათ უკრძალავს მრავალ ეკლესიათა დაფუძნებას და მრავალ მწყემსთა დადგენას. არც ბუნების კანონი იგუებს, რომ ერთს სხეულს ებას მრავალი თავი და მრავალ სხეულთ ებას ერთი თავი. თუმცაკი სხვა და სხვა ერნი კათოლიკე სარწმუნოებას აღიარებენ, მაგრამ ყველა ისინი შეადგენენ ერთს მხოლოდ ეკლესიას, ვინაიდან ყველანი მდაბლად ემორჩილებიან ერთსა და იმავე თავსა, რომელიც არის ქრისტეს მონაცვლე და წმიდა პეტრეს მოსაყდრე. ხოლო ვინც ამ ერთი თავის ნასხამნი არ არიან, უთუოდ, როგორც ერთი საოცარი არსი, წარემართებიან წარწყმედის გზასა, რადგან, როგორც ქრისტე არ განიყოფების და ღვთაება არ განაწილდების, ეგრეთვე ქრისტემ, ზეცად ამაღლების დროს, მხოლოდ ერთი თავისი მონაცვლე დაუტევა ქვეყანაზედ. ამიტომ საჭიროა ამას დაემორჩილონ ყველა ტომის მთავარნი, თუკი უნდათ ქრისტეს ეკუთვნოდენ. ამითი ჩვენს ძმებს და ეპისკოპოსებს სრულებით არ ავხდით იმ პატივს, რომლის ღირსნიც ისინი არიან, რადგან აღვიარებთ ღვთისა და სამოციქულო საყდრის წარმომადგენლად ყველა იმ ეპისკოპოსთ, რომლებიც ხალხის სულიერად მოვლის შრომაში მონაწილეობის მისაღებად მოწოდებულნი არიან წმიდა პეტრესა და მის მოსაყდრისაგან. ამიტომ საყვარელნო შვილნო, საჭიროა ქრისტეს მონაცვლე და წმიდა პეტრეს მოსაყდრე, რომის პაპი სცნოთ თქვენ და ყველა თქვეთა ქვეშევრდომთა, როგორც მამა და ჩვენი სარწმუნოების მწყემსი. შეუერთდით მას და რომის ეკლესიას და სწუხდეთ, რომ აქამდე დაგიგვიანდათ. დაემორჩილენით მას ყველაფერში, რაცკი შეეხება თქვენის სულის ცხონებას. ამის მეტს თქვენგან არაფერს ვითხოვთ. კაცს მარტო იმასა ვთხოვთ, ღვთისა ეშინოდეს, იგი შეიყვაროს ყოვლითა გულითა და ვლიდეს მისის სიმართლის თანახმად. ვინც ამ მხრივ ჩვენი ურჩი იქნება, ის სწორედ კეთილი სული არ უნდა იყოს. რაგინდ ძლიერი მეფე იყოს, მორჩილებით არ დაუმცირდება არც ხელმწიფება და არც ღირსება, არამედ ყოველი ძალა და უფლება მოემატება. ვინაიდან ერს მხოლოდ ისინი მართვენ კარგად, ვინც ღმერთს თავს მოუმდაბლებენ და ერთგულად ემსახურებიან, ამიტომ იესო ქრისტეს დათხეულისა და დაუფასებელი სისხლის პატივისათვის ვაუწყებთ, ვაგონებთ და ვთხოვთ თქვენს დიდებულებასა, რათა შემოუერთდეთ რომის ეკლესიას, მის მწყემსს დაემორჩილოთ და ამ სამოციქულო საყდრის მორჩილება მიაღებინოთ ყველა თქვენთა ქვეშევრდომთაც. თქვენის შრომით აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთებისათვის ორკეცად დაიმკვიდრებთ სასუფეველის გვირგვინსა. თქვენც კარგად უწყით და ზემოთ ჩვენც მოვიხსენიეთ, რომ უფალმა მარტო პეტრეს ჩააბარა სასუფეველის კლიტენი, ამიტომ სასუფეველის კარი გაეღება მხოლოდ იმათ, ვინც პეტრესი და მისი მოსაყდრის მორჩილნი იქნებიან. ამისგამო ვგზავნით თქვენთან მოქადაგეთა წესის ძმათა უგუიჩინოს, იაკობს, ბენევენტოს, რუბინოს, პეტრეს, ბერნარდეს, ლამბერტის და გვიძარდოს, რომელნიც ძლიერნი არიან სიტყვითა და საქმით, რომელთა შორის ბრწყინავს კეთილი ცხოვრება და მოძღვრება, რადგან რასაც სხვას სიტყვით ასწავლიან, მას ჯერ თვით საქმით ასრულებენ. მაშ მიიღეთ იგინი სახიერებით, როგორც ქრისტეს მიერ მოვლინებულნი და გულმოდგინებით ისმინეთ ყოველი მათი მოძღვრება. იანვრის 13, მღვდელთმთავრობის 13 წელსა (1240)“.
მარტო ამ წერილიდან სჩანს საქართველოს ეკლესიის გაყრა, რომელსაც მალე ბოლო მოეღო, რადგან თვით რუსუდან სთხოვს პაპსა რომის ეკლესიასთან შემოერთებას. ეს შემოერთება უეჭველად უნდა მომხდარიყო იმავე დროს, რადგან არც ერთ მხარეს სიძნელე არავითარი არსებობდა და საბუთიც არაფერი გვაქვს, ამაზედ ეჭვი შევიტანოთ. შემოერთებას ის გარემოებაც გვიჩვენებს, რომ რუსუდანმა პაპის ახალი გაგზავნილი მისიონერები კარგად მიიღო და ტფილისში დააბინავა. წმიდა დომინიკეს ორდენის მონაზონებმა დააფუძნეს ტფილისში თავიანთი მონასტერი 1240 წ. და ეს მონასტერი შემდეგს საუკუნებშიაც არსებობდა, შიგ მუდამ უკლებლივ იყვნენ ევროპიდან მოსული დომინიკიანების ორდენის მონაზონები და საქართველოს ერის გასანათლებლად შრომობდენ მინორიტების ანუ ფრანცისკიანთ მონაზონებთან ერთად. ეს უკანასკნელნი დომინიკიანებზედ 10 წლის წინათ იყვნენ ტფილისში დამკვიდრებელნი.

ეს წერილი იმითიც შესანიშნავია, რომ შიგ ქებაა ქართველებისა, როგორც ქრისტეს სარწმუნოების უხრწნელად დამცველის ერისა. ამას ჩვენი მატიანენიც ცხადათ მოწმობენ.
პაპმა ინოკენციო IV-მ, 1245 წ. აღმოსავლეთში ბლომათ გამოგზავნა მინორიტების ორდენის მონაზონები, რომელთაგან ზოგნი სათათრეთს წავიდენ, ზოგი სომხეთს, ზოგი ალანებთან, ჯიქებთან, ხაზარებთან და ზოგნიც საქართველოს მოვიდენ. პაპმა იმავე დროს მისწერა აღმოსავლეთის ყველა პატრიარქებს და წინადადება მისცა რომის ეკლესიას შემოერთებოდენ. იმ წერილში ვრცლად ლაპარაკობს ეკლესიის ერთობისა და მასთან შეერთების საჭიროების შესახებ; ყველას ავედრებს თავის გაგზავნილ მონაზონებს, რათა კარგად მიიღონ და შეერთებისთვის მოილაპარაკონ მათთან; ეგრეთვე ეუბნება, მე მზათა ვარ მოუწოდო მსოფლიო კრებას, უკეთუ თქვენ მოითხოვთო. ვატიკანის არქივში შენახულ წერილს ბოლოში აწერია, რომ ერთი და იგივე წერილი იბერიელებისა და ქართველების პატრიარქსაც გაეგზავნაო. გარნა აქიდან დასკვნას ვერ გამოვიყვანთ, რომ იმ დროს საქართველოს ეკლესია ან არ ყოფილიყოს შეერთებული ან ისევ გაჰყროდეს რომასა, რადგან, როგორც ვნახეთ, ჯერ სწორედ ხუთი წელიწადი არ იყო გასული, რომ თვით რუსუდანმა მოინდომა შეერთება და გრიგოლ პაპმა ამაზედ ვრცელი წერილი მოსწერა. ხოლო თუ ინოჩენციო პაპმა საქართველოს პატრიარქსაც გამოუგზავნა შეერთების შესახებ წერილი, უფრო იმიტომ იქნებოდა, რომ შემოერთებულის ქართველების მაგალითისთვის სხვებსაც ადვილად მიებაძათ.
1258 წ. პაპმა ალექსანდრე მეოთხემ გამოგზავნა საქართველოში ფრანცისკიანების მონაზონები. იმავე ხანში საქართველოში დომინიკიანებიც წამოვიდენ, მაგრამ მათი წამოსვლის დრო ზედმოწევნით არ ვიცით.
1289 წ. პაპმა ნიკოლოზ IV-მ დავით მეფეს და დიმიტრი მეფეს ეს წიგნი მოსწერა:
„პაპი ნიკოლოზ IV. დიმიტრის ქართველთა მეფეს.
ქრისტეს მიერ საყვარელო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
თუმცა კი უღირსნი ვართ, მაგრამ ამ ქვეყანაზედ მონაცვლედ ვითვლებით იმ უმაღლესის მწყემსისა, რომელმაც თავისის სამწყოსათვის თავი თვისი დასდვა და ნებით იტვირთა მწარე სიკვდილი მტრის ხელიდან ჩვენ დასახსნელად. ამიტომ ჩვენც ვნატრობთ ყველას ცხონებას, ვზრუნავთ გულმოდგინებით და ყოველის ღონისძიებით ვცდილობთ, რათა მორწმუნეთა სულთა, შემდგომ სააქაოს ცხოვრებისა, დაიმკვიდრონ ზეცას საუკუნო სასუფეველი. რადგან კათოლიკე სარწმუნოება, რომელსაც აღიარებს და ასწავლის რომის ეკლესია, ამზადებს ზეცის გზასა და უღებს ცხოვრების კარსა მორწმუნეთა, ამიტომ იესო ქრისტეს სახელით გულმოდგინედ შევაგულიანებთ და ვიწვევთ თქვენს ხელმწიფებას, რათა მიაქციოთ ყურადღება უფალს, შეუდგეთ ერთგულებით სარწმუნოებისა და საუკუნო ცხოვრების საქმესა; დაიცვათ მორწმუნებით ქრისტეს სჯული, გულმხურვალებით და მართლმკვეთელობით განაგრძოთ ეკლესიის ერთობა; ეგრეთვე არ შესწყვიტოთ ყოველი კეთილ-მოქმედება, რომელიც სათნო ეყოფის უფალსა, რათა დღითი დღე წარიმატოთ ღვთის მსახურებაში და ამნაირად ღვთის შემწეობით მოიპოვოთ საუკუნო ბედნიერება. რადგანაც თქვენს ხელმწიფებას გულწრფელად პატივსა ვცემთ და გვიყვარს უფლისამიერ, ვნატრობთ თქვენს საუკუნო ცხოვრებას. ამიტომ თქვენ და ყოველ თქვენ ქვეშევრდომთ ვუგზავნით ჩვენს კურთხევას თქვენის ცოდვების მისატევებლად. 11 ივლისს, მღდველთმთავრობის მეორე წელსა (1289)“.
ამავე წიგნის ერთი პირიც გამოუგზავნიათ დავით მეფისათვის, ხოლო იმ განსხვავებით, რომ ვატიკანის არხივში წერილის ბოლოს მიწერილი აქვს შემდეგი: ad Davidem Regem Hiberorum (იბერიელთა მეფეს დავითს). დიმიტრის კი უწოდებენ მეფედ Georgianorum (ქართველთა). უწინ ევროპელნი აფხაზეთს ხან ერთისა და იმავე სახელით იხსენიებდენ, როგორც საქართველოს, ხან ცალკე ასახელებდენ და Lazica, Abasia-ს გარდა Iberia-ს სახელსაც უწოდებდენ და სახელებს ხშირად ერთმანერთში ურევდენ.
იმავე დროს პაპმა საქართველოს პატრიარქსაც მოსწერა წერილი და შემოერთების წინადადებას აძლევდა.
„პაპი ნიკოლოზ მეოთხე. პატიოსან ძმას, საქართველოს პატრიარქს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
რადგან ზეციერმა მეუფემ, რომლის ღვთაებრივი განგება მართავს ზეციერთა და ქვეყნიერთა არსთა, აღგვიყვანა სამოციქულო საყდარსა, ამიტომ დიდად ვნატრობთ, რომ ყველა მომაკვდავთა ვლონ საუკუნო ცხოვრების გზით და იმოქმედონ ისე, როგორც სათნო ეყოფის მაღალსა ღმერთსა, რათა მით ღირსნი გახდენ სულის ცხონებისა.
ვინაიდან სულზედ უმშვენიერესი, სანატრელი და ძვირფასი არა არის რა, თვით მთელი ქვეყნის შეძენაც კაცს არაფრად გამოადგება, უკეთუ იგი წარიწყმედს სულსა, ვითარცა მოწმობს სახარება. ამიტომ დიდის სიფრთხილით ვცდილობთ და ვზრუნავთ, რომ ქვეყნის ყველა ერთა ქრასტე უფალთან ერთად იომონ მისისავე სარწმუნოებისათვის, რომელსაც ასწავლის და მტკიცედ იცავს რომის ეკლესია და რომლითაც უმზადებს გზას და უღებს სამუდამო ბედნიერების კარსა. ეგრეთვე იმედი გვაქვს, თქვენც, რომელსაც, როგორც მოგვითხრეს, დიდძალი ერი გყავთ, დიდის გულმოდგინებით იზრუნოთ და ეცადოთ, რათა ეგ ერი კეთილის საქმის აღსრულებით სათნო შეიქმნას თავისი გამჩენისა და ღირსი გახდეს საუკუნო ცხოვრებისა; ამას იგი ვერ მოიპოვებს, თუ არ დაიცვა სარწმუნოება, რომელიც გასწმენდს შემცოდეს და წარხოცს ცოდვათა. ამიტომ იესო ქრისტეს მიერ მამობრივის სიყვარულით გიწვევთ და შეგაგულიანებთ დასაცველად კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, აღიარებს რომის ეკლესია. სძლიეთ ყოველ სიძნელესა, რაც კი მასთან შეერთების დროს გამოგიჩნდეთ, გულმოდგინებით მოისწრაფეთ, ნებით და დაუყოვნებლივ მომართეთ მხნედ მოუახლოვდით და ეცადეთ სხვების მოზიდვასაც; უფლისაგან ეგოდნათ უფრო დიდს სასყიდელს მიიღებთ, რაოდნათაც თქვენის მაგალითით ბევრს შემოუერთებთ, ვინაიდან უწყით, რომ ქვეშევრდომნი ადვილათ მიჰბაძვენ თავიანთი მწყემსების მაგალითსა. იმედი გქვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, ჩვენი სურვილი კარგად დააკმაყოფილოთ და თქვენი ერი წარმართოთ ერთობის გზასა, რადგან ამ წიგნის მომტანმა, ჩვენმა საყვარელმა შვილმა, მინორიტების მონაზონმა ივანე მონთეკორბინელმა მოგვითხრა თქვენი მრავალი შესანიშნავი მოქმედება, რომლის მოსმენით განვიხარეთ. მაშ პატივით მიიღეთ ეს სასარგებლო რჩევა და უსმინეთ ქრისტეს მონაცვლეს; ეცადეთ და იღვაწეთ გამჩენის დიდებისა და პატივისათვის, რათა ღირსებით სავსე უფრო სათნო საყოფელი შეიქმნეთ მის თვალთა წინაშე. გარდა ამისა, გულმოდგინებით გავედრებთ ხსენებულ მონაზონს და მისთა ამხანაგთა და გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღებით და გულკეთილობით მოეპყრათ, რათა თქვენის შემწეობით ზურგ-გამაგრებულთ ადვილათ და ნაყოფიერად შეიძლონ ღვთის სამსახური ქრისტეს სახელის სადიდებლად. კარგად და სიადვილით რომ შეიძლოთ სხვების გაწვრთნა ხსენებულ ქრისტეს სარწმუნოებაში, ამიტომ სარწმუნოების მუხლებს აქვე აღვნიშნავთ... 7 ივლისს, მღვდელთმთავრობის მეორე წელსა (1289)“.
მუხლები რადგან ვრცელია, აქ არ მოგყვავს.
მუხლები რადგან ვრცელია, აქ არ მოგყვავს.
არქივში ამ წერილის ბოლოს სწერია, რომ ერთი პირი მისი, პატრიარქის გარდა, გაეგზავნა იმავე დროს საქართველოს ყველა მთავარეპისქოპოსთ, ეპისკოპოსთ და არქიმანდრიტთაო.
ესედ განთქმული საქართველოს პატრიარქი, ვგონებთ, უნდა იყოს აბრამ პირველი. სჩანს მისიონერებს საკმაოდ მოუმზადებიათ შემოსაერთებლად მეტადრე ქართველი სამღვდელოება, რადგან პაპი ყველას სწერს ასეთ საიმედო წერილსა. ისიც ცხადია, რომ კერძო პირები იმ დროს ბლომათ უნდა ყოფილიყვნენ კათოლიკე სარწმუნოებისა, რადგან ხსენებული მასიონერი ივანე გაბრუნებულა რომას, რათა მათ მოსავლელად ახალი მისიონერები წამოეყვანა.
1278 წ. პაპს ნიკოლოზ III გამოუგზავნია რამდენიმე ფრანცისკიანთ მონაზონი საქართველოში. ვფიქრობთ, რომ იმ დროს უნდა მოსულიყოს აქ ზემოდ დასახელებული ივანე ფრანცისკიანიც. სარკინოზებმა პალესტინაში დაამარცხეს რა ქრისტიანები და წმიდა ადგილები ისევ ხელში იგდეს, იმ დროს, ესე იგი 1291 წ. პაპმა ნიკოლოზ IV მიმართა საქართველოს მეფეებს დავითსა და დიმიტრის, ორთავეს წერილი მისწერა და სთხოვა ქრისტიანებს შეწეოდენ და წმიდა ადგილები სხვებთან ერთად დაეხსნათ მტრების ხელიდან. წერილში ვრცლად აუწერს ქრისტიანების ყოველ შეწუხებას, რაც ურწმუნოებმა მიაყენეს აქონის ქალაქის აღების დროს, და დასასრულ ასე ეუბნება:
„...მუდამ მზრუნველნი ქრისტიანების საკეთილდღეოდ, დიდათ ვნატრობთ და ვცდილობთ ღვთის შემწეობით წმიდა ადგილების ხელმეორედ დახსნას; ამასვე უნდა ნატრობდენ და ცდილობდენ ყველა კათოლიკე ხელმწიფენი და მთელის ქვეყნის მთავრებიც; ეს საღვთო საქმე რომელიც შეეხება მთელს ქრისტიანობას, უნდა იყოს მათი პირველი საზრუნველი, და შეწევნითა ღვთისათა, უნდა ხმარობდენ ყოველ საშუალებას მის კეთილად დასაბოლოებლად. ამიტომ იესო ქრისტეს სახელით და მისის პატივისათვის შევაგულიანებთ, ვთხოვთ და ვევედრებით თქვენს უმაღლეს ხელმწიფებას, ვითარცა ღვთის საყვარელს შვილსა, რათა თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ხსენებულ საქმეში, განემზადოთ მთელის თქვენის სამეფოთი და ქვეშევრდომებით და, ესრეთ თქვენის ცდით და ეგრეთვე სხვა კათოლიკე მეფეების დახმარებით, კეთილად და ბედნიერად დაბოლოვდეს ეს საქმე ღვთის სადიდებლად, ყველა ქრისტიანების სასიქადულოდ და თქვენ საუკუნო გასაბედნიერებლად. იმედი გვაქვს, ამ საქმეში ყველანაირი საშუალება მიიღოთ და გულმოდგინებით ეცადოთ, რათა საუკუნო ბედნიერების ღირსნი შეიქმნეთ; ჩვენც უფლისამიერ მუდამ ვაქებთ თქვენს მოსწრაფებას და მეცადინეობას. წერილის მომტანნი, ჩვენნი საყვარელნი შვილნი გვილელმო ხერიოელი და მათე თიათინელი, მინორიტების წესის მონაზონნი, ამ საქმის შესახებ ყოველ ჩვენს აზრს მოახსენებენ თქვენს ხელმწიფებას; ენდეთ მათ, რადგან მაგ ადგილებში სარწმუნოების საქმე მაგათთვის მიგვინდვია. პირველ სექტემბერს, მღვდელთმთავრობის მეოთხე წელსა (1291)“.

ეს წერილი ცალცალკევე მისვლიათ ორსავე მეფეს.
შევნიშნოთ მხოლოდ, რომ წერილში პაპი დიმიტრი მეფეს კათოლიკე მეფეების თანასწორად რაცხს, რაიცა საკმაო საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ პაპის წინანდელი წერილები, თუ მეფეებთან და თუ კათალიკოსთან შემოერთების შესახებ გაგზავნილი უნაყოფოდ არ დარჩენილა.
ამ საუკუნის შესახებ ძლიერ ცოტა საბუთმა მოაღწია ჩვენამდე; საქართველოდან გაგზავნილის წერილების უმეტესი ნაწილი დაკარგულ-დაღუპულია. ხოლო ის ცოტა საბუთიც საკმაოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოსა და რომს შუა ერთობას თითქმის 1230 წლამდე მოუწევია; მის შემდგომ ურთიერთობა საკმაოდ ხშირი, ერთგულებით სავსე და მეგობრული ყოფილა; მისიონერები დამყარებულან საქართველოში, ცოტა, თუ ბევრად ყოლიათ მრევლი, რომლის მოსავლელად რომიდგან ხშირად იგზავნებოდენ მისიონერები თუ ფრანცისკიანებისა და თუ დომინიკიანების წესისა. ჩვენ მიერ გამოთქულს აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესია არ გაყრია რომის ეკლესიას ერთსა და იმავე დროს, ესე იგი, 1054 წ., როდესაც გაეყარა საბერძნეთის ეკლესია, საკმაოდ ამტკიცებს დიდათ განათლებულის ქართველთ ბერის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის პასუხი ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დუკიწისადმი. საქართველოს მეფისაგან (ბაგრატ IV) გაგზავნილი წმიდა გიორგი მივიდა რა იმპერატორის წინაშე, იქ დახვდენ რომიდგან და სომხეთიდან მოსულნი წარჩინებულნი პირნი. იმპერატორმა რა სცნო გიორგის დიდი სიწმიდე და მაღალი სიბრძნე, სხვათა შორის, ჰკითხა, თუ რა მიზეზია, რომ რომაელნი ხმიადით სწირვენ და ჩვენ კი მფუანის პურითაო? წმიდა გიორგიმ ესედ უპასუხა. „ვინაიდან ბერძენთა შორის მრავალი წვალება შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკენ, ამისთვისაც მსგავსად თქვენსა ღვთის მსახურთა მეფეთა წმინდანი კრებანი შეკრიბნენ და წვლილად გამოიძიეს განგებულებისათვის ქრისტეს ღვთისა ჩვენისა და ხორციელად გამოჩინებისათვის მისისა და საუფლოთა მათთვის ხორცთა გამოძიება იქმნა და დააწესეს, რათა მივიღებდეთ ცომსა სახედ ხორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა წინააღმდგომ წვალებისა უსჯულოსა აპოლონარისა, რომელი იგი ხორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა უგუნერი იგი და უსულო. ხოლო ღვინოსა თანა წყალს ურევთ, სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდმოხდა გვერდსა მსხნელისასა, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი, ესე არს განმარტება და მიზეზი ამათ საქმეთა. ხოლო რომთა ვინაიდან ერთგზის იცნეს ღმერთი, არაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალება შემოსულ არს მათგან და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულმან პეტრე შესწირა უსისხლო იგი მსხვერპლი და უმეტეს, ვითარცა თვით უფალმან მისცა მოწაფეთა, ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი და არა რა არს შინა განყოფილება; მხოლოდ სარწმუნოება მრავალი იყვს. ხოლო მთავართა რომთა დიდად განიხარეს, რამეთუ კვლავცა ყოფილ იყო ამის პირისათვის ძიება მათ შორის და უსწავლელობითა ვერა სიტყვა ეგო მეფისადა და ეტყოდეს წმიდასა, წაგიყვანოთ წინაშე წმიდისა პაპისა“.
ესეთი პასუხი ცხადათ ამტკიცებს, რომ იმდროს, ესე იგი, 1066 წ. ქართველები რომისაგან არ ყოფილან გაყრილნი ბერძნებთან ერთად. რომლებიც განშორდენ 1054 წ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესეთი პასუხი ისევ თვით წმიდა გიორგის გასამტყუნებელი იქმნებოდა, რაიცა შესაწყნარებელი არ არის. ეს პასუხი კვალად იმითიც არის ყურადსაღები, რომ ლათინებს დიდი ხნის წინეთ დამატებული ქონდათ სარწმუნოების სიმბოლოში „სული წმიდა და ძისაგან გამოვალს“, რაისგამო ბერძნები აბრალებდენ ლათინებს სარწუნოების შეცვლას და რომისაგან ჩამოცლის მიზეზად ერთიც ეს გარემოება ჰქონდათ. ხოლო 12 წლის შემდეგ ბერძნების გაყრისა, წმიდა გიორგის ესეთი პასუხი ცხადათ ამართლებს ლათინებს და ამტკიცებს მათი სარწმუნოების შეუცვლელობას.
უკეთუ ამას დავუმატებდეთ იმ გარემოებასაც: ა. რომ ქართველი ბერი ეფთვიმე გრძელი რომს წავიდა მოციქულთა თავის წმიდა პეტრეს ტაძარში სალოცავად (საკმაოდ არა სჩანს, ბაგრატ III-ის, თუ მეოთხის დროს იყო?); ბ. რომ XIII საუკუნეში მთაწმიდას ლათინებსა ჰქონიათ მონასტერი და იქ ქართველებთან ერთგულსა და ძმურ განწყობილებაში ყოფილან, და გ. რომ 1250 წ. ივერიის მონასტრიდან რომს წაუღიათ წმ. მამათა იოვანესი, ევთიმესი და გიორგის გვამნი, მაშინ ცხადათ დავრწმუნდებით, რომ XIII საუკუნეში ისევ ყოფილა ერთობა ლათინთა და ქართველთა შორის. ეს გარემოება, ჩვენის აზრით, სხვაფრივ ვერ აიხსნება.
რომს იოანე პეტრიწიც (1080-1128 წ.) წასულა. ვფიქრობთ, რომ ისიც, მსგავსად ევთიმე ბერისა, მოსალოცავად იქმნებოდა წასული წმ. ქალაქსა. რადგან ჩვენი უმთავრესი აზრი ის იყო, რომ გაყრილობის შემდეგის დროის საბუთები წარმოგვედგინა ქართველი კათოლიკების შესახებ ძველ საუკუნეთა გამოძიებას აღარ გამოუდექით. ხოლო ერთის შესანიშნავის წერილის გამოტოვება კი გვენანება. ამიტომ ის წერილი ამ თავის ბოლოში მოგვყავს. წერილი ეკუთვნის რომის პაპს გრიგოლ პირველს, პასუხად მოუწერია მეტად განათლებულის კირიონისათვის, რომელიც საქართველოს კათალიკოსად იყო 578 წელში.
„წიგნი წმ. გრიგოლ პირველისა კვირინო, ანუ კვირიკო ეპისკოპოსს და სხვათა დანარჩენთა იბერიის კათოლიკე ეპისკოპოსთა“
პაპი გრიგოლ I.
სიყვარულმა სიშორე არ იცის, ვისაც ადგილი აშორებს, მას ეპისტოლე აახლოვებს. ამ წიგნის მომტანმა, რომელიც აქ მოციქულთა მთავრის წმიდა პეტრეს საფლავის სალოცავად მოვიდა, დაგვარწმუნა, რომ ჩვენთვის წიგნი გამოგიგზავნიათ, მაგრამ ამას სხვა ნივთებთან ერთად იერუსალემში დაუკარგავს. ამანვე მოგვითხრა, რომ იმ წერილით გვეკითხებოდით ნუ თუ ყოველთა რჩეულთა კათოლიკე ეკლესიის წიაღში შესასვლელად, ნესტორის შეცთომათაგან მოქცეულ მღვდელთა და ერთათვის საჭიროა ნათლისღება, ანუ კმარა მარტო აღსარებაო? ამ საგნისა ჩვენ უწყით ჩვენის მამების ძველის დროის ჩვეულება, რომ, როდესაც ვინმე მოიქცევიან მწვალებლობისაგან, რომელშიაც მონათლულან წმიდა სამების სახელით, მათ ვუერთებთ წმინდა ეკლესიას ან ზეთის ცხებით, ან ხელ დასხმით და ან მარტო სარწმუნოების აღსარებით. ამიტომ დასავლეთში არიოსანებისაგან მოქცეულთ ვუერთებთ კათოლიკე ეკლესიას მარტო ხელ დასხმით, აღმოსავლეთში კი მათ სცხებენ ზეთსა შესარიგებლად. ხოლო მონოფისიტელებს და სხვათა მარტო სარწმუნოებას აღვიარებინებთ, რადგან მწვალებლობაში მონათლულთ სული წმინდა მაშინ სწმენდს, როდესაც ნესტორიანები ჩვენის ხელ დასხმით და მონოფისიტელები სარწმუნოების აღსარებით უერთდებიან ეკლესიას. გარნა ის მწვალებლები, რომელნიც წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი, როგორათაც ქრისტეს უარის მყოფელნი ბონოსიანები და კათოფარიგელები, რომელნიც სული წმიდად რაცხვენ მონტანისტელების ბოროტს კაცსა, რომლის მსგავსიც ბევრი არის, უნდა მოინათლონ, რათა ეკლესიას შეუერთდენ, რადგან ესე ვითარ შეცთომაში მყოფთა მიერ წმიდა სამების სახელით მიღებული ნათლისღება სწორე ნათლის ღება არ არის. არც უნდა შეირიცხოს ნათლისღების განმეორებად, რადგან, როგორც ვთქვით, ნამდვილად წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი. ხოლო ნესტორიანების მწვალებლობას ისევ მათი შეცდომილება აბრმავებს. ისინი წმიდა სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ მსგავსად ურიებისა, დაჟინებით უარს ჰყოფენ მხოლოდ შობილის ძის განხორციელებას. ამიტომ, როდესაც ისინი მოიქცევიან წმიდა კათოლიკე ეკლესიისადმი, საჭიროა ასწავლოთ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება, რათა ირწმუნონ მტკიცედ, რომ ძე კაცისა, ღმერთი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ღვთაებით არს უწინარეს სოფლისა და იგივე განკაცდა ბოლო დროს, რადგან სიტყვა იგი ხორცშესხმულ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, რადგან, ვამბობთ, სიტყვა იგი რა განხორციელდა, არ შეიცვალა იმისაგან რაც იყო, არამედ მიიღო და გახდა ისიც, რაც არ იყო. საუკუნო მამის მხოლოდ შობილმა ძემ თავისი განხორციელების საიდუმლოით თავისი არსება კი არ დაამცირა, არამედ ჩვენი ბუნება აღამაღლა. ამიტომ სიტყვა და ხორცი ერთი და იგივე პირი არს, როგორც თვითვე სთქვა: „არ ვინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი იგი გარდამოხდა ზეცით, ძე კაცისა, რომელი არს ზეცათა შინა“. იგივე ძე ღვთისა ზეცაში, იყო ძე კაცისა, რომელიც ლაპარაკობდა ქვეყანაზედ. რაისაგამო ამბობს იოვანე: „ვიცით რამეთუ ძე ღმრთისა მოვიდა და მომცა ჩვენ გონება“; იქვე დასძენს, თუ რაბამი გონება მოგვცა: „რათა ვიცოდეთ ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთი“. ამ ადგილს რომელ ჭეშმარიტს ღმერთს გვაუწყებს იგი? ნუ თუ მარტო ყოვლის მპყრობელ მამას? აი რას უმატებს ძის ყოვლის მპყრობლობის შესახებაც: „და ვართ ჩვენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესო ქრისტესი“. ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი მამა, ჭეშმარიტი ძე მისი იესო ქრისტე. თუ ჭეშმარიტი ძე ვითარი არს, ცხადათ გვიჩვენებს თქმით: „ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრება საუკუნო“ - ხოლო ნესტორის შეცდომილების მსგავსად, უკეთუ სხვა იყოს კაცი იესო ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტი კაცია, ცხადია, რომ აღარც ჭეშმარიტი ღმერთი და აღარც საუკუნო ცხოვრება იქმნება. მაგრამ მხოლოდ შობილი ძე სიტყვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შეიქმნა კაცი. ამიტომ ეს არს ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო ცხოვრება. ვინაიდან, როდესაც წმიდა ქალწულს იგი მუცლად უნდა ეღო, თავისთან მოუბარ ანგელოზს უთხრა: „აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე, ვითარცა ამბობ“. რა ჟამს მიუდგა და თავის ნათესავ ელისაბეთთან წავიდა, მსწრაფლ იმავე ელისაბედისაგან გაიგონა: „ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?“ ესედ იგივე ქალწული იწოდების მხევლად და დედად უფლისა. მხევალია უფლისა, რადგან სიტყვა „მხოლოდ შობილი უწინარეს საუკუნეთა“ თანასწორი არს მამისა. ხოლო დედა არს, რადგან მის საშოში მისივე ხორცისაგან სული წმიდის მოქმედებით განკაცდა. არც ისეა, რომ სხვისი იყოს მხევალი და სხვისი დედა, რადგან ღმრთის მხოლოდ შობილი, მყოფი უწინარეს სოფლისა, მის მუცლისაგან იშვა კაცი გამოუთქმელის სასწაულით; ამიტომ გახდა მხევალი კაცისა ღვთაების გამო და დედა სიტყვისა ხორცის გამო. ჯერ კი არ ჩაესახა ხორცი ქალწულის საშოში და შემდგომ ღვთაება კი არ მოვიდა ხორცთან, არამედ რა წამს სიტყვა მოვიდა მის საშოში, იმ წამსვე სიტყვა ხორციელ იქმნა, და თანავე დაიცვა თავისი ჭეშმარიტი ბუნების ყოველი თვისება. ესეთ ძე ღვთისა მხოლოდ შობილი ქალწულის საშოსგან იშვა სრული კაცი, ესე იგი მქონე გონიერი სულისა და ხორცისა. ამიტომ ყოველთა უმეტეს ცხებულად იწოდების, ვითარცა იტყვის მეფსალმუნე: „გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელით“, ესე იგი სული წმიდის ნიჭით: მაგრამ უმეტეს ყოველთა იცხო, რადგან ჩვენ კაცნი, ჯერ კაცნი ვართ ცოდვილნი, შემდგომ სული წმიდის ცხებით ვიწმინდებით. ხოლო იგი, რომელიც უწინარეს სოფლისა ღმერთია, ბოლო დროს სული წმიდის მიერ ქალწულის საშოში განკაცდა, მასშივე იცხო იმავე სულისაგან, როდესაც ჩაესახა. არც ისეა, რომ ჯერ ჩასახულ იყოს და მერე ცხებულ. არამედ სული წმიდის თვით იმავე მოქმედებით, რომ ქალწულისაგან ხორცი შეისხა, იცხო სული წმიდისაგანვე. ამიტომ ვინც ნესტორის შეცდომილებისაგან მოიქცევიან, თქვენი წმიდა კრებულის წინაშე აღიარონ მისი ჭეშმარიტი შობა და შეაჩვენონ ნესტორი, მისნი მიმდევარნი და სხვა დანარჩენნი მწვალებელნი. ეგრეთვე შემოგპირდენ, რომ პატივსცემენ და შეიწყნარებენ იმ ყველა კრებათა, რომელსაც მსოფლიო ეკლესია აღიარებს. შემდგომ თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესეთი პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიაც არიან. განუბნიეთ მათ შეცთომილებანი და ასწავლეთ, ყველაფერი, რაც კი საჭიროა; სიტკბოებით მოეპყარით, ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ, რათა იგინი თავიანთი მტრის ხელისაგან დაიხსნათ. ეგოდნათ ყოვლის მპყრობელის უფლისაგან განიმრავლებთ საუკუნო დიდების სასყიდელს, რაოდნათაც უფრო მომეტებულად შემოჰკრებთ მათ, რათა თქვენთან სამარადისოდ ადიდონ უფალი. თქვენთვის ვევედრებით წმიდა სამებას, რათა თავისი მფარველობით დაგიცვათ და თავისი სიყვარული არ მოგაკლოთ“.

ამ წერილს თარიღი არა აქვს, როგორც ყველა წერილებს ამ პაპისას. ხოლო სხვა და სხვა გარემოებით ჩვენ საკმაოდ დავრწმუნდით, რომ წერილი უნდა გამოეგზავნა 596 წელში.
ამ წიგნის მომტანი, ცხადია, ქართველი უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოდან წასულა და საქართველოშივე მობრუნებულა. აქიდან სჩანს, რომ ძველადვე ჩვეულებად ჰქონიათ საქართველოდგან რომას წასვლა სალოცავად.

ეს წიგნი იმითიც შესანიშნავია, რომ საქართველოს კათალიკოსს სასულიერო კითხვების განსამარტებლად რომის პაპისათვის მიუმართავს და არა აღმოსავლეთის პატრიარქებისათვის. ესეც საკმაო საბუთია იმისი, რომ საქართველოს სარწმუნოების კითხვებში რომთან უფრო კავშირი ჰქონია, ვიდრე ბერძნებთან. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ საქართველო როგორმე მონაწილეობას მიიღებდა ბერძნების იმ მრავლად შემოღებულ მვწალებლობაშიაც, რომელსაც ასახელებს წმიდა გიორგი მთაწმინდელი. გარნა ქართველი მამები და მწერლები ერთპირად მოწმობენ, რომ საქართველოს ეკლესიას არავითარი მწვალებლობა მიუღია და ქრისტეს სარწმუნოება უხრწნელად დაუცავსო. ამავენაირად, წმიდა გიორგი მთაწმინდელი მოწმობს, როგორც ზემოთ ვნახეთ, რომ ლათინებს არავითარი მწვალებლობა მიუღიათ და მათაც ქრისტეს სარწმუნოება უხრწნელად შეუნახავთო. ესეთი სარწმუნოებრივი თანხმობა უნდა მიეწეროს ქართველთა და ლათინთ ხშირს კავშირსა და ურთიერთობას უკეთუ გავიხსენებთ იმასაც, რომ პაპმა სილიბისტრემ წმიდა ნინოს წერილი მოსწერა, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ესეთი სულიერი ერთობა და კავშირი დაარსებულა საქართველოში ქრისტიანობის შემოღებისათანავე. ამიტომ, ვით რომის ეკლესიას საქართველოს ეკლესიასაც მიუღია წოდება წმ. კათოლიკე ეკლესიისა.
თავი II
ქართველი კათოლიკენი XIV საუკუნეში
XIV საუკუნის დასაწყისში ბედმან ხელმეორედ დაუბრუნა საქართველოს გავლილი დიდება. მეფემან გიორგი V ბრწყინვალემ, რომელმაც განდევნა ყოველი მტერი გვარისა, შემოიერთა კავკასიის სხვა და სხვა ნაწილი და საქართველოს დიდებულ სკიპტრას ქვეშ შემოიკრიბა ყოველი ერი ნიკოფსიით დაწყებული ვიდრე დარუბანდამდე. ევროპაც თვალყურს ადევნებდა საქართველოს და მისი აღორძინება შეუმჩნეველად არ დარჩენია. რომის პაპებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ჩვენს ქვეყანას კლემენტო V-ემ, 1307 წ. ბლომათ გამოგზავნა საქართველოში ფრანცისკიანებისა და დომინიკიანების წესის მონაზონები, რომელნიც ცდილობდენ მთელი საქართველო რომის ეკლესიისათვის შემოერთებინათ. გიორგი მეფის ძლევამოსილებამ და მისმა დიდებამ უფრო განსაკუთრებითი ყურადღება მიიქცია პაპის იოვანე XXII. ამან, 1318 წ. ბლომათ გამოგზავნა ხსენებულ ორთავ წესის მონაზონები, რომლებიც დაუცხრომელად ავრცელებდენ კათოლიკობას საქართველოში, იმ ზომამდე, რომ გაკათოლიკებული ქართველები იმ მონაზონების წესის ძმებადაც კი ხდებოდენ. თუმცა დაწვრილებით ბევრი ცნობა არა გვაქვს იმ დროის ქართველი კათოლიკების შესახებ, მაგრამ, რასაც კი მოუწევია ჩვენამდე, საკმაოდ გვიჩვენებს, რომ იმ დროს კარგა ყოფილა კათოლიკობა გავრცელებული საქართველოში; გაკათოლიკებული და მონაზონად შემდგარი ქართველები, თავიანთ ევროპელ ძმებთან ერთად ინდოეთსაც მიდიოდენ ურწმუნოთა შორის სარწმუნოების გასავრცელებლად. გაკათოლიკებულ ქართველთა შორის ერთი შესანიშნავი და ჩვენთვის დიდათ სასიქადულო არის ტფილელი ქართველი ძმა დიმიტრი, რომელმაც ქრისტეს სარწმუნოებისათვის სისხლიც დაღვარა და წამებულის გვირგვინი დაიდგა. ფრანცისკიანების ისტორია მისი და მისი ამხანაგების წამებას მოგვითხრობს ესედ: „1321 წ. აპრილის 13, ბზობის წინა ხუთშაბათს, დიდებული წამება მიიღეს მინორიტების წესის ოთხთა სარწმუნოების ბრწყინვალე მხედართა, რომელნიც არიან: ძმა თომა თოლეთინელი, ძმა იაკობ პადოელი. ძმა პეტრე სენიელი და მორჩილი ძმა დიმიტრი ტფილელი, ტომით ქართველი. იგი იყო თავისი ძმების მოენე, რადგან ძლიერ კარ-გად იცოდა აღმოსავლეთის ენები. ეწამნენ ინდოეთის ქვეყანაში თაჰანსა. მათი მოღვაწეობა და დიდებული წამება აღწერეს იქვე აღმოსავლეთში და გამოგზავნეს მათისავე გზის ამხანაგებმა დომინიკიანებმა, ძმა იაკობმა, ფრანცისკე პიზანელმა და ძმა პეტრე თურელმა“. სამწუხაროდ, აქ დასახელებულ პირთა წერილები დროს ჩაუნთქამს და ჩვენამდე აღარ მოუწევია. ამის გამო თუ ამ დიმიტრი ტფილელის და თუ სხვა მისი დროის ამხანაგებისა, რომელთა შორის შეიძლება, სხვა ქართველებიც ბევრნი ყოფილიყვნენ, სხვა აღარაფერი ვიცით.
საქართველოში გაგზავნილ ზემოხსენებულ მონაზონთაგან ზოგნი დაბრუნდენ რომს და პაპს მოახსენეს საქართველოს ყოველი გარემოება, გიორგი მეფის გაძლიერება და ეგრეთვე აუწყეს დიდ ძალი ხალხის გაკათოლიკება. ამ ამბავმა დიდათ გაახარა პაპი, რომელმაც დაუყოვნებლივ ბევრი სხვა ახალი მისიონერი გამოგზავნა საქართველოს და თან გამოატანა ერთი წერილი გიორგი მეფესთან და მის თავადებთან. წერილი საკმაოდ ვრცელია, მისი ორი ნაწილი შეეხება ეკლესიის ერთობის საჭიროებას; ხოლო მესამე ნაწილში პაპი იწვევს და შეაგულიანებს შემოსაერთებლად მეფესა და მის თავადებს. ჩვენ მოვიყვანთ აქ მარტო ბოლო ნაწილს.
„იოვანე XXII. ეპისკოპოსი, მონა ღვთის მონათა.
გორგის, ქართველთა ბრწყინვალე მეფეს და მისს თავადებს. ყველა აქიდან ცხადათ სჩანს, რომ ყოველი საჭირო კითხვის განსამარტებლად უნდა მიმართონ ხოლმე პეტრეს საყდარსა, რომელზედაც, არა ჩვენი ღირსების წყალობით, არამედ ღვთიურის მადლის შემწეობით აღვედით. ამიტომ დიდად ვწუხვართ, რა ვხედავთ, რომ ამ დიდებულის გვამის თავისაგან ზოგიერთი ნაწილი ჩამოშორებულია; ესე იგი ვხედავთ, რომ თქვენს ეკლესიას მონაწილეობა არა აქვს თვისი სულიერი თავის ცხოვრებასთან, რადგან მისგან განშორებულა და არ ემორჩილება. ვინაიდან ღვთის მონათა მსახურნი ვართ, იმ ღვთისა, რომელსაც წარწყმედა არავისი ჰნებავს, ვნატრობთ მოუპოვოთ ყველას საუკუნო ცხოვრება. ამიტომ თქვენა და თქვენს ქვეშევრდომს ერს წყალობის თვალით გიყურებთ, როგორათაც პავლე მოციქული, რომელმაც რა უწყოდა კარგად, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორი იყო, მიაგო როგორც უძლურთა, ისე ძლიერთა ყოველივე, რათა ყველანი შეეძინა ღვთისათვის. აწ გევედრებით და უფლის იესო ქრისტეს სახელს გაფიცებთ, რათა რომის წმიდა ეკლესიასთან შემოერთება აღარ დააყოვნოთ; არც ჩათვალოთ უბრალო რადმე ჩვენი მოწოდება შემოერთებისა, ეს მოწოდება ამ დღეებში ვყავით ღვთის ჩაგონებით და ჩვენის ძმების რჩევით. იგინი დიდათ მონატრულნი არიან და სურთ თქვენი და თქვენის ერის განათლება. თქვენი მოწვევა არა უსაფუძვლოა, არამედ დამყარებული სამღრთო წერილზედ.
უწყოდეთ, რომ სრულებით არ ვეძებთ თქვენს ქონებას, არამედ აზრად გვაქვს მხოლოდ თქვენის სულის ცხონება; არც გვინდა თქვენი ძლიერების დამცირება და თქვენი პატივის აყრა. არამედ ვნატრობთ, რამდენათაც შეგვიძლია ღვთის მიერ, უფრო აღვამაღლოთ და განვაძლიეროთ თქვენი ძლიერება და პატივი. იესო ქრისტეს შეწევნით ჩვენი სიყვარული თქვენდამი უფრო გაძლიერდება, უკეთუ მოთმინებით და გულ მოდგინებით მოუსმინეთ შემოერთების საქმეში ჩვენგან წარმოვლენილ პირებს და შემოუერთდით კათოლიკე ეკლესიას, თქვენ მთავარნო და წინამძღვარნო ერისანო, რომლებისაგანაც განირჩევით თქვენის სიბრძნითა. მაშინ შეიქმნებით უპირველესი ერი იმ ყველა ტომთა შორის, რომელნიც ქრისტესადმი მოქცევად არიან. უკეთუ თქვენ მოიმიზეზეთ, რომ ეს შემოერთება თვინიერ მსოფლიო კრებისა შეუძლებელიაო, ჩვენც მოგახსენებთ, რომ მზად ვართ მოვახდინოთ ესრეთი კრება, უკეთუ მოითხოვეთ თქვენ და თქვენმა ეპისკოპოსებმა; ამის გამო დიდის სიამოვნებით და პატივით მიგიღებთ თქვენ და ყველა თქვენ მიერ წარმოგზავნილ პირებსა, რათა შევუერთოთ ეკლესიას თავისი ნაწილი. მაშინ ამ შეერთების შესრულების დროს გამოვიღებთ ახალს სამოსს, დავკლავთ ჭამებულ ზვარაკთა, გავუმართავთ მსოფლიო წვეულებას ყველა მორწმუნებსა; ეგრეთვე სიხარულით ვუმახარობლებთ, რომ, ვითარცა ვაზმა ნაყოფიერმა, თავისი უწინდელი ბრწყინვალება შეიმოსა კათოლიკე ეკლესიამ, რომლის შვილნი, მსხდომარენი გარეშე ტაბლისა და მომლოდინენი ჟამისა, რომ მიეგებნენ თავიანთ მაცხოვარს უფალს იესო ქრისტესა, ემზგავსებიან აყვავებულის ზეთის ხილის შტოსა.
ამიტომ შევაგულიანებთ თქვენს გულმოდგინებასა და გთხოვთ ყოვლის მპყრობელის ღვთისა და იესო ქრისტეს სახელით, რათა სახიერებით მიიღოთ და კარგად მოეპყრათ ამ წერილის მომტანთ, ჩვენს საყვარელ შვილებს, მინორიტების წესის მონაზონთა, რომელნიც არიან სათნონი, გაწვრთნილნი ღვთის სჯულში, გამოცდილნი საქმეში, მიმბაძავნი მაცხოვრის სიმდაბლისა და რომელნიც შეიქმნებიან თქვენთვის დიდად სასარგებლონი. მიიღეთ იგინი ღვთისა და ჩვენი პატივისათვის, ისეთის გულმოდგინებით მოუსმინეთ, თითქო თვით ჩვენგან მოგესმინოსთ და მტკიცედ ირწმუნეთ, რასაც მოგახსენებენ ჩვენ მაგივრად, უკეთუ გვცოდნოდა, რომ თქვენთვის უფრო სათნო საყოფელი იქმნებოდა რომელიმე ეპისკოპოსი, ან რომელიმე გავლენიანი უმაღლესი პირი, უეჭველად მას წარმოგივლინებდით. მაშ მოილაპარაკეთ მაგათთან მშვიდობიანის ერთობის შესახებ, ეგრეთვე იზრუნეთ ყველა მათი საჭიროებისა და წასვლა-მოსვლისათვის, რათა ადვილად შეიძლონ თათრებთან და სხვა ტომის ერთან მისვლა ავინიონით. 15 ოქტომბერს, მღვდელთ-მთავრობის მეექვსე წელსა (1321)“.
იმ დროის ყველა საბუთებს ჩვენამდე არ მოუწევია და მაშასადამე არ შეგვიძლია გამოკვლევა იმისა, თუ იმ წერილის რა პასუხი მიიღო პაპმა და ან რა მოჰყვა იმასა. ხოლო თუ გიორგი მეფემ ვერ აღასრულა პაპის თხოვნა შეერთების შესახებ, ეს საკმაო საბუთი არ არის ვთქვათ, რომ გიორგი ბრწყინვალე კათოლიკე სარწმუნოების მტერი ანუ წინააღმდეგი ყოფილიყოს და შეერთება არ სდომოდეს. უკეთუ წარმოვიდგინეთ იმ დროის საქართველოს გარემოება, თუ რამდენათ არეულ-დარეული იყო ყველაფერი შინაურისა და გარეულის მტრებისაგან და რაოდენი შრომა და მოღვაწეობა მოანდომა გიორგი მეფემ ყველაფრის რიგზე მოწყობას, დამშვიდებას, მოღალატების დასჯას და იმერეთის შემოერთებას, მაშინ ცხადათ დავინახავთ, რომ ამ ნათხოვნის შემოერთების სისრულეში მოუყვანელობის მიზეზი სხვა არა იყო რა, თუ არა ისა, რომ გიორგი მეფე განუწყვეტლივ გართული იყო სხვა და სხვა საერო საქმეებში და საიმისოდ არ ეცალა. ის კი ცხადი და უტყუარია რომ გიორგიმ თანაგრძნობა და მფარველობა აღმოუჩინა საქართველოში კათოლიკე სარწმუნოებას, რადგან, როგორც ეხლავ ვნახავთ, მის მეფობის დროს დაარსდა ტფილისში კათოლიკე საეპისკოპოსო და საქართველოს ბევრს პროვინციაში გადავიდენ ქართველები კათოლიკობაზედ. ყველასთვის ცხადია, რომ უკეთუ მეფეს კათოლიკე მისიონერებისათვის მფარველობა და შემწეობა არ აღმოუჩენია, ისინი არამც თუ ეპისკოპოსოს ვერ დაამყარებდენ საქართველოს სამეუფო ქალაქში, მეფის თვალწინვე და ქართველებს ვერ გააკათოლიკებდენ, არამედ აქ ფეხსაც ვერ მოიკიდებდენ. ამიტომ ეს ამბები საკმაო საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ აქ მოყვანილი პაპის წერილი ერთიან უნაყოფო არ დარჩენილა; თუ თვით გიორგი მეფემ ქვეყნის სხვა და სხვა გარემოების ჯეროვანი პასუხი ვერ მიაგო პაპის მოწოდებას. სამაგიეროდ ბევრმა თავადმა და ერმა ყურადღება მიაქცია და ბევრმაც მიიღო კათოლიკე სარწმუნოება, როგორათაც ცხადათ გვიჩვენებს პაპის შემდეგი წერილი.
დღითი დღე საქართველოს წარმატება და გაძლიელება უფრო იზიდავდა პაპის ყურადღებას, მეტადრე იმის გამო, რომ კათოლიკე სარწმუნოება საქართველოში უფრო თავის უფლად ვრცელდებოდა; აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში კი სუსტდებოდა ოსმალთა გაძლიერების გამო. იგინი ქრისტიანებს სდევნიდენ, უწყალოდ სწყვეტდენ და მათ ქალაქებს ერთიან აოხრებდენ. ამას ცხადათ გვიჩვენებს იმავე პაპის ბულლა (წერილი), რომლითაც მოსპო სმირინის კათოლიკე საეპისკოპოსო კათედრა, რადგან იქ კათოლიკობა ძლიერ შემცირებულ იყო ოსმალებისაგან, რას გამოც საჭირო აღარ იყო იქ საეპისკოპოსო დაეტოვებინა. კათედრა სმირინიდან ტფილისს გადმოიტანა შემდეგის წერილის ძალით, რომელიც კარგად ვრცელია. აქ მოვიყვანთ მარტო იმ ნაწილს, რომელიც შეეხება ტფილისის საეპისკოპოსოს და საქართველოს კათოლიკებს. მეორე წერილი იმ პაპისა საქართველოს შესახებ:
„პაპი იოვანე XXII. სამარადისო მოსახსენებლად.
... შემდგომ ბევრის რჩევისა და გამოძიებისა დავრწმუნდით ჩვენ და ჩვენი ძმები კარდინალები, რომ ტფილისი, ქართველთა სამეფოს შუაგული ადგილი, საუკეთესო, მეტად შესანიშნავი, ერით სავსე, მარჯვე და სიმდიდრით უხვი ქალაქია. გავლილ დროებში უფროსთა ნებით წასულმა დომინიკიანებმა, მოღვაწეობით და დაუცხრომილის შრომით, თუ ამ ქალაქისა და თუ მის გარეშე ადგილების მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი მოაქციეს კათოლიკე სარწმუნოებაზედ; აწ მათ სწამთ და აღიარებენ ყოველსავე იმას, რაცა სწამს, აღიარებს და ასწავლის რომის ეკლესია. ამიტომ ღვთის სახელის საქებ-სადიდებლად, სარწმუნოების პატივისათვის და გასავრცელებლად, ჩვენის ხსენებულის ძმების რჩევით და ჩვენის სრულის მოციქულებრივის ხელმწიფების ძალით სმირინის საეპისკოპოსო კათედრა გადაგვაქვს ხსენებულის ტფილისის ქალაქსა. რადგან, უკეთუ სამოციქულო საყდრის მოწყალებით ადგილს დაინიშნა ეპისკოპოსი, რომელმაც უნდა შეუდგინოს და მოუკლებლივ ასწავლოს კათოლიკე მოძღვრება ერსა, დარწმუნებული ვართ და მტკიცედ ვსასოებთ, როგორათაც ზემორე მოხსენებულიდგანაცა სჩანს, უფლის შემწეობით მორწმუნენი გამტკიცდენ სარწმუნოებაში და ბევრი ურწმუნოც ადვილად მოიქცეს ჭეშმარიტების ნათლისადმი, რომელიც არის ქრისტე. თუ ამისა და თუ სხვა დიდათ სასარგებლო მიზეზების გამო, ჩვენ გადავსწყვიტეთ და ჩვენის ხსენებულის სრულის უფლებით ტფილისი გავხადეთ საეპისკოპოსო ქალაქად და გვნებავს შემდეგშიაც დარჩეს ესედ და ეწოდებოდეს მუდამ ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი; არც მოაკლდეს მას ეს საეკლესიო ღირსება, არამედ იგი უფრო აღემატოს და გავრცელდეს. ეგრეთვე ძმათა რჩევით და ჩვენის სრულის უფლებით დაგვიდგენია, რომ იმავე ქალაქში აღშენდეს საკათედრო ტაძარი, საეპისკოპოსო ეკლესია და ეწოდოს ტფილისის საეპისკოპოსო ეკლესია; ამ კათედრაზედ ღვთის შეწევნით ეპისკოპოსად დავნიშნავთ გამოცდილსა და მოღვაწე პირს. აწ უხაროდეს იქაურ მორწმუნე ერთა სიმრავლეს ეს დიდი და უხვი სამოციქულო საყდრის წყალობა და მარადის წარმართონ თვისნი საქმენი უფლის მცნებათა გზასა. ეგრეთვე სიბნელეში შობილ ურწმუნოთ აღახილონ თვალნი, მიიღონ ნებით ქრისტეს სარწმუნოება, ქადაგების შემწეობით აღმოფხვრან თავიანთ გულიდგან შეცთომილება, დაადგნენ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზასა და აღიძრნენ ღვთის ნების აღსასრულებლად მარადის, რათა მოიპოვონ საუკუნო ცხოვრება. მაშ ჩვენ მიერ გადატანილის კათედრის გადაწყვეტილებას, მოწყალებისა და ნების წინაღმდეგ არავის შეეძლოს მოქცევა. ავინიონიდან, 9 აგვისტოს, მღვდელთმთავრობის მეცამეტე წელიწადს (1328)“.
აი ჩვენის გავლილის დიდების ერთი ცხადი ნიშანიც. ამ პაპს ქვეყნის ყველა მხარეს ჰყავდა მისიონერები დაგზავნილი. მაგრამ არცერთი მხრიდან მიუღია ისეთი სანუგეშო ამბავი, როგორც საქართველოდან, და არც ერთი ქალაქის შესახებ უთქვამს ისეთი სიტყვები, რასაც აცხადებს ტფილისის შესახებ: ძლიერ შესანიშნავი, ერით სავსე და სიმდიდრით უხვი ქალაქიო. ეგრეთვე შევნიშნოთ, რომ ტფილისში საეპოსკოპოსოს დანიშვნის პირველი და უმთავრესი მიზეზი ყოფილა ერის მოვლა და მისი სასულიერო საჭიროება, რადგან, როგორც წერილის სიტყვებიდგან სჩანს: „multitudo habitantium, სიმრავლე მცხოვრებთა“, ძლიერ ბევრს მიუღიათ კათოლიკობა არა მარტო ტფილისში, არამედ საქართველოს სხვა ადგილებშიაც. ლათინურ ენაში ლექსი multitudo იხმარება, როდესაც აურიცხველი, ანუ მომეტებული სიმრავლის რიცხვი უნდა აღინიშნოს. პაპმა ტფილისის საეპისკოპოსოს დასაარსებლად არ იკმარა ეს წერილი, რომელიც საქართველოს გარდა შეეხებოდა სმირინის საეპისკოპოსოს მოსპობასაც. ამიტომ ერთი წლის შემდგომ მისი მზგავსი განსაკუთრებული წერილი (ბულლა) გამოსცა ტფილისის შესახებ, როდესაც თავისი წინანდელის დადგენილების ასრულება მოინდომა. იოვანე პაპის აი მესამე წერილიც, რომლისაგანაც გამოვტოვებთ შესავალს, რადგან საქართველოს შესახებ იქ განსაკუთრებითი არაფერია.

... ბევრი ხანი არ არის, რაც დიდის სიხარულით ვსცანით სარწმუნო მოხსენებიდან, რომ მრავალნი დომინიკიანნი, სავსენი სარწმუნოებრივის გულმოდგინებითა და ეგრეთვე კაცთა ცხონების სურვილითა. უფროსთა ნება-დართვით წასულან ქართველების სამეფოში, სადაც დიდი ხალხი ცხოვრებს. იმ ქვეყნის უმეტესი ნაწილი დაუვლიათ დიდის შრომით და იქვე უცხოვრიათ რამდენსამე წელიწადს; გულმოდგინებით ღვთის სიტყვა უქადაგებიათ ერისათვის, რომელიც გაუწვრთნიათ სიტკბოებით, რის გამოც ბევრი მათგანი კათოლიკე სარწმუნოებაზედ მოუქცევიათ და ესეთ შემოუყვანიათ დაუბნელებელს წმიდა სარწმუნოების ნათელში. იმ ადგილის მორწმუნენი დარწმუნებულნი არიან და მტკიცედაც სასოებენ, რომ თუ ზემოხსენებულ მონაზონთა დაუცხრომელად განაგრძეს სახარების ქადაგება იმ ერში, როგორც აქამდე საქებურად იღვწოდენ, უეჭველად უდიდესი რიცხვი იმ ერთა მოიქცეს და მიიღოს კათოლიკე სარწმუნოებაო. თუმცა კი უღირსნი, მაგრამ ნეტარის პეტრეს მოსაყდრე და ამ ქვეყანაზედ ქრისტეს მონაცვლე, დიდად მოხარულ ვიქმენით ამდენის ხალხის მოქცევისა და ღმერთს მადლობის მსხვრეპლი შევსწირეთ. რადგან ესეთი სასარგებლო საქმე დიდათ სათნო საყოფელია ღვთისა, ჩვენც ვავედრებთ და ვანიჭებთ მას ყოველ ჩვენს მოციქულებრივ მფარველობას, ეგრეთვე გვნებავს მისი წარმატება და აღორძინება. ამიტომ შემდგომ დიდის აწონდაწონისა და ჩვენ ძმებთან ერთად გულმოდგინე მოლაპარაკებისა, ეგრეთვე მათი რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით, იმავე სამეფოში მყოფს, განთქმულს, შესანიშნავს და შესაფერ ქალაქს ტფილისს ვაწესებთ საეპისკოპოსო ქალაქად ღვთის საქებ-სადიდებლად, კათოლიკე სარწმუნოების გასაძლიერებლად, მცხოვრებთა აწმყო და მომავალის ბედნიერებისათვის და სხვადასხვა საჩინო მიზეზების გამო, რამაც გადაგვაწყვეტინა, ასე მოვქცეულვიყავით. ეგრეთვე გვნებავს, რომ მომავალშიაც ყოველთვის ეწოდებოდეს ესევე სახელი: ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი მზგავსადვე ზემოთ ხსენებულ ძმათა რჩევით და ჩვენის უფლებით დაგვიდგენია, რომ იმავე ქალაქში აღშენდეს საკათედრო ეკლესია, რომელსაც ვანიჭებთ საეპისკოპოსო ტიტულსა. ღვთის შეწევნით, მალეც მოვუვლენთ ღირსსა და საკუთარ მწყემსსა. ინებოს ზეციერმა სიძემ, რათა თვით წინუძღოდეს და ჰფარვიდეს იმ ეკლესიას. მაშ არავის შეეძლოს წინააღმდეგად მოექცეს ჩვენ მიერ განწესებულ, მინიჭებულ დადგენილებასა. ავინიონიდან, 6 თებერვალს, ჩვენი მღვდელთ-მთავრობის მეთოთხმეტე წელსა (1329)“.
ამ წერილიდან საკმაოდ სჩანს, რომ ქართველ კათოლიკეთაც მიუწერიათ პაპისათვის თავიანთი ამბავი და უთხოვნიათ ტფილისში ეპისკოპოსის დანიშვნა. სამწუხაროთ, ესეთი საბუთები, ესე იგი, ერის მოწერილი წიგნები დაკარგულია და მათი ხსენება არ სად არის. არც ტფილისის ეკლესიის აშენების შესახებ ცნობას მოუწევია ჩვენამდე. გარნა უნდა ვსთქვათ, რომ ქართველი კათოლიკები საკმაოდ შემწეობას აღმოუჩენდენ იმ საკათედრო ეკლესიის ასაშენებლად, რადგან მისი დაარსება იმათაც უთხოვნიათ.
იმავე დროს საქართველოდან წასულა რომის დომინიკიანების მისიონერი იოვანე ფლორენციელი, რომელსაც პაპი ნიშნავს ტფილისის პირველ ეპისკოპოსად და ხელახლავ გზავნის საქართველოს შემდეგის წერილით. მეოთხე წიგნი იმ პაპისა:
„პაპი იოვანე XXII. ჩვენს საყვარელს შვილს, იოვანე ფლორენციელს, ტფილისის ეპისკოპოსს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
დიდის ღონისძიებით ვცდილობთ, ვშრომობთ და ღვთის შემწეობით ვხმარობთ ყოველ საშუალებას დასაკმაყოფილებლად იმ საჭიროებათა, რომელნიც სათანადოდ ხელს შეუწყობენ კათოლიკე სარწმუნოების გავრცელებას, ღვთის სამსახურის გაძლიერებას და ერის ცხონების წარმატებას. უეჭველად მოსალოდნელი და დასაჯერებელია, რომ ეს ყოველივე ადვილად შესრულდეს, როდესაც ეკლესიების მწყემსნი და მმართველნი არიან ნიჭიერნი და მზრუნველნი, ძლიერნი საქმითა და სიტყვითა, ერისათვის სამაგალითონი უმანკო ცხოვრებითა და როდესაც დაუცხრომელად ღვთიური სიტყვის ქადაგებით ამზადებენ და ამტკიცებენ მორწმუნებს ღვთიური დიდების ცნობაზედ და ცდილობენ რათა მათდამი მინდობილი ეკლესიანი მწყსონ, უწინამძღრონ საუკეთესოდ და ჰმართონ საბედნიეროდ. კათოლიკე სარწმუნოების გასაძლიერებლად, ღვთის სახელის მსახურების წარსამატებლად და სხვა საპატიო მიზეზთა გამო, ამ ბოლო დროებში, ჩვენის ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით, ქართველთა სამეფოს შესანიშნავი ქალაქი ტფილისი განვაწესეთ საეპისკოპოსო ქალაქად, თავისივე სახელი შევარჩინეთ და გვნებავს, მომავალშიაც ეწოდებოდეს ესევე სახელი „ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი“. ზემოდ ხსენებულის რჩევით და უფლებით დავადგინეთ, იმავე ქალაქში აღშენდეს საკათედრო ეკლესია, რომელსაც ექმნება საეპისკოპოსო ღირსება და ტიტული. იმავე ეკლესიამ რომ თავისი საკუთარის მწყემსის პატივით განიხაროს და განსცხრეს თავის სასიძოს სიტკბოებით, გულ-მოდგინებით განვიზრახეთ იმ კათედრაზედ დავნიშნოთ ღირსეული, შესაფერი და პატიოსანი პირი. ამ საგანზედ ჩვენ ძმებთან კარგათ რჩევა-გამოლაპარაკების შემდგომ ჩვენს ყურადღებას მოგაპყრობთ თქვენ, რომელიც ხართ დომინიკიანების წესის მღვდელ-მონაზონი, განსწავლული საღვთო საგნებში და კარგად მცნობი იმ ქვეყნის გარემოებისა, ვინაიდან იქ ყოფილხართ და ყველაფერი ზედმიწევნით შეგიტყვიათ; როგორც მოგვითხრეს, თქვენის ქადაგებით იქ მრავალნი მორწმუნენი მოგიქცევიათ და იესო ქრისტესთვის შეგიძენიათ; სხვათა შორის ამ ხარისხს ღირს გყოფთ თქვენივე გულმოდგინება, წმიდა ცხოვრება, ზნეობრივი მოკრძალულება, საქმეში გამოცდილება და სხვა თქვენი სათნოებანი, როგორათაც სხვებმაც დაგვარწმუნეს. ყოველი გარემოების შეტყობის შემდგომ, ჩვენის ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის უფლებით, გირჩევთ და გნიშნავთ ეპისკოპოსად და მწყემსად ხსენებულის ეკლესიისა და გაძლევთ სიმართლეს განაგოთ იგი თუ სულიერისა და თუ ხორციელის მხრით. დიდად დარწმუნებული ვართ, როგორც აქამდე იმოქმედეთ, ღვთის შემწეობით გააძლიერეთ თქვენდამი მონდობილი ეკლესია და განავრცელეთ თქვენის მეცადინეობითა და შრომით, ეგრეთვე ღვთიურ მცნებაში გასწვრთნათ, ჰმართოთ თქვენის ერთგულებისა და სიფხიზლისათვის მონდობილი სამწყსო, როგორც აქამომდე აღგისრულებიათ თქვენი მოვალეობა იმ ადგილებში თქვენის ქადაგებით. მიიღეთ მაშ უღელი უფლისა, ესოდენ მსუბუქი და ტკბილი მდაბალთათვის, ღვთისავე სიყვარულისათვის მოსავლელად, შეიწყნარეთ უფლის სამწყსო, იფხიზლეთ მისთვის ყოველის გულმოდგინებით და დაიცავით იგი თქვენის ზრუნვით, რათა მტერმა ვერას მხრით შესძლოს მისი ვნება. უკეთუ ეს ყოველივე ერთგულებით აღასრულეთ და დაიცევით სარწმუნოებაში თქვენზე მონდობილნი ერნი, რა ჟამს მოვალს უფალი და გპოვებს ესეთ მომქმედს და მცირეზე სარწმუნოს, მაშინ იგი დაგადგენსთ უმრავლესზე და შეგიყვანთ შვების სანატრელს სამკვიდრებელში. ავინიონიდან 7 თებერვალს, მღვდელთმთავრობის მეთოთხმეტე წელსა (1329)“.
მეხუთე წიგნი ერთსა და იმავე დროს მისწერა პაპმა მთლად საქართველოს კათოლიკებს ტფილისის საეპისკოპოსოს დაარსების შესახებ, და ეგრეთვე მისწერა, რომ კარგად მიეღოთ იოვანე ეაისკოპოსი. წერილი ბევრი არაფრით განირჩევა ზემოთ მოყვანილის წიგნისგან, თითქმის ერთნაირათ არის დაწერილი, გარდა იმისა, რაც შეეხება თვით ეპისკოპოსს. აქ მოვიყვანთ მარტო იმ ნაწილს, რომლითაც პაპი კათოლიკებს ავედრებს ახალს ეპისკოპოსს.
„ყოველთა კათოლიკე ქრისტიანეთა, ტფილისის ქალაქს და მის ეპარქიაში მყოფთა, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
...ამ ჩვენის თქვენდამო მოციქულებრივის წერილით ყველას გთხოვთ, გულმოდგინებით შეგაგულიანებთ და გიბრძანებთ, რათა არჩეული ეპისკოპოსი მხურვალედ მიიღოთ, როგორც თქვენს მამას და თქვენს სულიერს მწყემსს, მიაგოთ ჯეროვანი პატივი და სიმდაბლით მოუსმინოთ ყველა რჩევა და ბრძანებანი, ასე რომ მან განიხაროს თქვენში, ვითარცა თავის საყვარელ შვილთა შორის, და თქვენც გახარებდეთ იგი, როგორც თქვენი სახიერი მამა. ავინონით, 7 თებერვალს. (1329)“.
ეს არ ყოფილა პაპის უკანასკნელი წერილი საქართველოში გამოგზავნილი. განსაკუთრებითი ერთი წერილი საქართველოს კათოლიკე სამღვდელოებასაც მოსწერა. ის წიგნი მსგავსია აქ დასახლებულის მრევლთან გამოგზავნილის წერილისა, მცირედიღა განსხვავება აქვს და ამ განსხვავებასაც აქვე ვაცნობთ მკითხველთა. იმ პაპის მეექვსე წიგნი.
„ჩვენს საყვარელ შვილთა, ტფილისის ქალაქისა და მისი ეპარქიის სრულიად სამღვდელოებას. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
...ვუბრძანებთ თქვენს განათლებულებას, სიმდაბლით ყურადღება მიაქციოთ მაგ ღირსეულს ეპისკოპოსს, როგორც თქვენს მამას და თქვენს სულიერს მწყემსსა, შესაფერი პატივი სცეთ, დაემორჩილოთ, მხურვალებით მოუსმინოთ ყველა ბრძანება და დარიგება და ერთგულად აღასრულოთ ყოველივე, რათა მას და თქვენ შორის გაძლიერდეს სულიერი სიხარული და წარმატება. უკეთუ არ დაემორჩილეთ, მაშინ კანონიერად რა სასჯელსაც დაადგენს ურჩების წინაღმდეგ, ჩვენც დავამტკიცებთ და უფლის შემწეობით ავასრულებინებთ შეუცვლელად ვიდრე ჯეროვანს დაკმაყოფილებას მიიღებდეს“. იმავე თარიღით. როგორც ზემოთ.
ეს წერილიც ცხადათ გვიჩვენებს, რომ არა მარტო ერს, არამედ მის სამღვდელოებასაც მასთან ერთად მიუღია კათოლიკობა და მღვდლების რიცხვიც საკმაოდ ბლომათ ყოფილა და ამ გარემოებას პაპისათვის განსაკუთრებული წერილი მიუწერინებია. ეგრეთვე ყოველ ეჭვგარეშეა ისა, რომ ის წერილი შეეხება ქართველი კათოლიკების სამღვდელოებას და არა იქ მოსულ ლათინის მისიონერ მღვდლებს, რადგან ის მისიონერები მონაზონები იყვნენ, ხოლო ლათინურად ისინი მეტადრე ასეთ ქაღალდებში იწოდებიან ამ ლექსით: Regulares, ესე იგი მოწესენი, მონაზონები; გარნა ლექსი Clero, რომელსაც პაპი ხმარობს, ნიშნავს არა მონაზონებს. ვერც შეეძლოთ შერიცხულიყვნენ ტფილისისა მისის ეპარქიის მკვიდრ სამღვდელოებად, რადგან ისინი მუდამ თავიანთ წესის უფროსთაგან იყვნენ დამოკიდებულნი, ამიტომ ხშირად იცვლებოდენ და აქეთ-იქით სხვა ადგილებში მიდიოდენ.
საქართველოში სამუდამოდ მტკიცე საფუძველზე რომ დაემყარებინა კათოლიკე სარწმუნოება, პაპმა იოვანე XII, არ იკმარა ქართველ კათოლიკებთან, თუ მღვდლებთან და თუ ერთან მოწერა, არამედ კვლავ და კვლავ მეორე გზის მომართა ჩვენს დიდათ განთქმულს მეფეს გიორგი V ბრწყინვალეს, ურჩია ერთობა და მოსწერა შემდეგი წიგნი იმავე დროს როდესაც იოვანე ტფილისის პირველი ლათინის ეპისკოპოსი გამოგზავნა საქართველოს.
„იოვანე XXII. საქართველოს დიდებულს მეფეს, მშვიდობა და მადლი თქვენთან, რათა შემდგომ მოგენიჭოთ საუკუნო ბედნიერება.
დიდათ ვნატრობთ, ზეციერმა მადლმა თავისის სხივით განანათლოს ყველა სიკვდილის შვილნი, რომლებიც ძე ღვთისამ იესო ქრისტემ გამოისყიდა თავისი სისხლით; ვნატრობთ ერის ცხონებას და ვცდილობთ უკუვაქციოთ მანქანება იმ უწინდელი მტრისა, რომელიც არა სცხრება და სცდილობს ადამის ტომს ავნოს; ვსცდილობთ, რათა დაიმკვიდრონ საუკუნო ბედნიერების დიდება, რომელსაც კაცთა გონება ვერ მისწვდება და რომელიც განუმზადა თავის მოსავთა მაცხოვარმან ჩვენმან, წყარომ ყოველის ნიჭისამან. გარნა მარადის ვფიქრობთ და გულმხურვალებით ვევედრებით ღმერთსა, რათა შეამციროს განწვალება ყველა ქრისტიანეთა შორის და მოსპოს მათგან ყველა ნაირი სიბნელის შეცდომა, რათა სარწმუნოებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს და მორწმუნეთა გონება აღარ დაუბნელდეს; და ეგრეთვე, რათა მსოფლიო წმიდა კათოლიკე ეკლესია ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დარჩეს მხოლოდის მწყემსის მართველობის ქვეშ, რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. და ესეთ ყოველნი მორწმუნენი ბედნიერად ეწიონ საუკუნო ბედნიერებას. ამიტომ თქვენს დიდებულებას გულმოდგინებით ვაუწყებთ, შევაგულიანებთ და ვევედრებით უფლის იესო ქრისტეს სახელით და მისი დათხეულის სისხლის პატივისათვის, რომ მიაქციოთ ჯეროვანი ყურადდება ამას, რაიცა თქვენს ღირსებას, დიდებას და სახელს მეტად აღამაღლებს, და ეცადოთ თქვენ და თქვენნი ქვეშევრდომნი ერნი შეუერთდეთ იმავე მსოფლიო კათოლიკე ეკლესიას, რომლის გარეშე არც მადლის მოპოება შეიძლება და არც ცხონება. მაშ ეცადეთ და თქვენის ერითურთ შემოუერთდით წმიდა რომის ეკლესიას სამარადისოთ და დაურღვეველის ერთობით. მოცემული ავინიონით, 1329“.
რადგან ამის შესახებ სხვა საბუთები არა გვაქვს, ამიტომ ჩვენ არ უწყით, თუ პაპის წერილმა გიორგი მეფეზედ როგორ იმოქმედა და რა ნაყოფი გამოიღო.
ხსენებულმა იოვანე ფლორენციელმა თუ წინათ თავდადებით იშრომა საქართველოში და ბევრიც გააკათოლიკა, არა ნაკლების გულმოდგინებით შეუდგა და განავრცო თავისი მოციქულებრივი შრომა, როდესაც აქ ეპისკოპოსად ნაკურთხი მობრუნდა. მის მოღვაწეობას დომინიკიანების ძველი მწერალი შარლი მოკლედ ესე გადმოგვცემს: „ყოვლად განათლებულმა იოვანე პატრმა, საქართველოში ტფილისის ეპისკოპოსმა, თავისი წესის ძმა მონაზონებთან ერთად, დაუღალავად იშრომა ქართველების შემოსაერთებლად (გასაკათოლიკებლად)... ამ ერის გასაწვრთნელად კათოლიკე სარწმუნოებაში ბევრი წიგნი თარგმნა ქართულ ენაზედ. სამწუხაროდ, ჩვენამდე მისი ბლომათ ნათარგმნი წიგნებიდგან არც ერთის კვალს მოუწევია. რადგან იმ დროს საქართველოში სარწმუნოების კერძოდ სრული თავისუფლება იყო და მისიონერსაც ბევრი საშრომელი ჰქონდა, ის ეპისკოპოსი, მარტო თავისი წესის მონაზონებით ვერ აკმაყოფილებდა მისიონის მოთხოვნილებას. ამიტომ, როგორც ისტორია მოგვითხრობს, „იოვანე ფლორენციელმა, თავისი წესის მონაზონების გარდა მისიონის სამსახურში მოიშველია ეგრეთვე წმიდა ფრანცისკეს წესის მონაზონები, რათა თუ ქართველები და თუ ურწმუნოები შემოერთებინა კათოლიკე სარწმუნოებისათვის“. როგორც ზემოთ ვნახეთ, ფრანცისკეს მონაზონები, უკვე დიდი ხნიდანვე იყვნენ დაბინავებულნი საქართველოში და დომინიკიანებთან ერთად შრომობდნენ ქართველების გასაკათოლიკებლად.
იოვანე საქართველოს მოვიდა 1318 წ. და თითქმის 30 წელიწადი დაჰყო აქ. ტფილისის ეპისკოპოსად იყო 18 წელიწადზე მეტი. როგორც სჩანს ვატიკანის და დომინიკიანების არქივიდგან, იგი 1334 წ. გარდაიცვალა კოსტანტინეპოლში, სადაც საქართველოდგან მოსულიყო ევროპას წასავლელად. მის დიდს შრომას მოწმობენ, არქივების გარდა ძველი მწერლებიც, ვინც კი მის შესახებ რამეს სწერენ: დიდის ქებით იხსენებენ და რიცხავენ საქართველოს დიდ მოღვაწედ და მოციქულად. თავისი მაღალის ნიჭითა და დიდის თავდადებით საქართველოს ერის უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. ამას სხვათაშორის აქვე დასახელებული ავტორიც მოწმობს ესედ: „იოვანე ფლორენციელმა თავისი 19 წლის ეპისკოპოსობის განმავლობაში, მეტად შეაყვარა თავი როგორც ქართველებს, ისე ურწმუნოებსაც, რომლებიც მათ გარეშე სცხოვრებდენ“.
1318 წ. სპარსეთში დაარსდა რამდენიმე საეპისკოპოსო ლათინებისა. იმათში უფრო შესანიშნავი იყო სპარსეთის დიდი ქალაქის სულთანიეს საარქიეპისკოპოსო. იქ ისე გავრცელდა კათოლიკობა, რომ მარტო იმ ქალაქში, კათოლიკე ეკლესიები 25-მდე იყო. ამიტომ პაპმა ტფილისის საეპისკოპოსო დაუმორჩილა სულთანიეს ეპისკოპოსსა.
ტფილისის პირველის ეპისკოპოსის იოვანეს სიკვდილის შემდგომ, საქართველოში კათოლიკობა არ შესუსტებულა, არამედ უფრო წარმატებაში მიდიოდა. პაპმა კლემენტო მეექვსემ, რა შეიტყო იოვანე ეპისკოპოსის გარდაცვალება, მაშინვე 1349 წ. დანიშნა მის მაგიერად ტფილისის მეორე ეპისკოპოსი ბერთრანდო კოლეტი, დომინიკიანი და შემდეგი წერილი გაუგზავნა:
„პაპი კლემენტო VI. ჩვენს საყვარელს შვილს ბერთრანდო კოლეტს, ტფილისის ეპისკოპოსს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. თუმცა უღირსნი, მაგრამ დადგენილი ღვთის განგებით მსოფლიო ეკლესიის მმართველად, ვფიქრობთ ქვეყნის ყველა ეკლესიების კეთილდღეობისათვის, რამდენათაც ღმერთი შეგვაძლებინებს. ხოლო უფრო მომეტებულად ვზრუნავთ იმ ეკლესიებისთვის, რომელთაც საკუთარი მწყემსები დააკლდათ და სამწუხაროდ დაქვრივებულან: ვცდილობთ, მათ მწყემსად დაინიშნონ ღირსეულნი პირნი, რომელთაც სურვილი ჰქონდეთ, იცოდენ და შეეძლოთ მათი კარგად მართვა და შეიქმნენ მათთვის სასარგებლონი. ამ უკანასკნელ დროებში სარწმუნო მოხსენებიდან ვსცანით, რომ ტფილისის ეკლესიას დააკლდა მწყემსი სიკვდილის გამო ნეტარ ხსენებულის იოვანე ტფილელი ეპისკოპოსისა, რომელიც გარდაიცვალა რომს გარეთ. გამსჭვალულნი მამობრივის გრძნობითა, არ ვინებებთ, რათა ის ეკლესია დიდხანს დარჩეს უმწყემსოდ, არამედ ვნატრობთ დაუდგინოთ ტფილისის ეკლესიას ეგრეთი მწყემსი, რომელმაც იცოდეს, უნდოდეს და შეიძლოს მისი დაფარვა მტერთაგან და ყველა მისის უფლების დაცვა და წარმატება. ამიტომ, ჩვენ ძმებთან ერთად ჯეროვანის გამოძიების შემდგომ, ჩვენს ყურადღებას მოგაპყრობთ თქვენ, დომინიკიანების წესის მღვდელ-მონაზონს, განსწავლულს, ცხოვრებით და ზნეობით პატიოსანს, სასულიერო საგნებში გამოცდილს და საქვეყნო საქმეებში ბრძენს და ეგრეთვე შემკობილს სხვა სათნოებით, როგორათაც დაგვაწმუნეს სარწმუნო პირებმა. შემდგომ ყველაფრის გამოკითხვისა, ძმათა ჩვენთა რჩევით და ჩვენის მოციქულებრივი სრულის ხელმწიფებით გირჩევთ ტფილისის ეკლესიისათვის, რადგან სათნოსაყოფელი ხართ. ამიტომ გნიშნავთ იმ ეკლესიის მწყემსად და ეპისკოპოსად და ერთიან გაბარებთ მის ყველა მმართველობას, როგორც სასულიეროს, ისე სახორციელოს. იმედი გვაქვს, ტფილისის ეკლესია წარმართოთ სასარგებლოდ და ბედნიერად თქვენის ერთგულის მზრუნველობით და შემწეობითა ღვთისათა, რომლისაგან მომდინარეობს ყოველი ნიჭი. მაშ, მიიღეთ პატივით უფლის უღელი, რომელიც გეძლევათ და სიმდაბლით მოუდრიკეთ ქედი მის ტკბილ ტვირთსა; მოუარეთ გულმოდგინებით ტფილისის ეკლესიას, გასწვრთნევით უფლის სამწყსო, თქვენს მზრუნველობაზე დავედრებული, და შეამკეთ იგი თქვენის სიტყვისა და საქმის სწავლებით. იმედია, ტფილისის ეკლესიამ განიხაროს, რომ ჩაჰბარდა ფრთხილ მწყემსს და ერთგულს მმართველს; თქვენი სახელიც განითქვას ყველგან და გარდა საუკუნო სასყიდლისა, ჩვენგანაც მიიღოთ უხვი კურთხევა და დაიმსახუროთ სამოციქულო საყდრის პატივიც. 9 იანვარს, ავინიონიდან მოცემული, მღვდელთმთავრობის მეშვიდე წელსა. (1349)“.
საქართველოში კათოლიკობა რომ წინ მიდიოდა და მუდამ დღე მრავლდებოდა ქართველ კათოლიკეთა რიცხვი, ამას ჯერ გვიმტკიცებს იმავე პაპის მეორე წერილი, რომელიც, ერთსა და იმავე დროს, მოსწერა ტფილისის ეკლესიის კაპიტულოს. კარგად მოეხსენებათ პატივცემულ მკითხველთ, რომ ლათინის ეკლესიაში კაპიტულოს შეადგენს რამდენიმე კანონიკოსი, რომელიც შემავალ არის ეპარქიალის იერარქიისა; სხვა დანარჩენ მღვდლებზე უპირატესობა აქვთ და მონაწილეობას ღებულობენ ეპარქიის მმართველობაშიაც. ეს კაპიტულო, როგორც ძველი და ახალი წესდებულება გვიჩვენებს, არსებობს მხოლოდ იმ ეპარქიებში, სადაც ბლომად არის მრევლი და სამღვდელოება და სადაც საკათედრო ეკლესიას დიდი ნივთიერი შემოსავალი აქვს.
კაპიტულო, როგორც სჩანს, ტფილისში განუწესებია თვით იოვანე პირველ ეპისკოპოსს. იმ კაპიტულოსთან პაპის გამოგზავნილი წიგნი თითქმის ზემო წერილსა ჰგავს მცირედის განსხვავებით. წერილის დასასრულ პაპი ავედრებს და უბრძანებს მათ, რათა კარგად მიიღონ ეპისკოპოსი, ყველა ნაირი პატივი და მორჩილება უჩვენონ, მის დარიგებას და ბრძანებას დაემორჩილონ და ყველაფერი გულმოდგინებით აღასრულონ. წიგნი ასე იწყება: Dilectis filiis capitulo ecclesiae Thefelliacensis, ტფილისის ეკლესიის კაპიტულოს, ჩვენ საყვარელ შვილთ“. რადგან ძლიერ ცოტა განსხვავება არის ამასა და ზემო წერილ შუა, აღარ მოგვყავს.
იმავე პაპის მესამე და მეოთხე წერილი შეეხება ტფილისის ეკლესიის და მისი ეპარქიის სამღვდლოებას და ეგრეთვე კათოლიკე ერსა. ამათაც ავედრებს და უბრძანებს, რათა კარგათ მიიღონ ახალი ეპისკოპოსი, პატივი სცენ და ყველაფერში დაემორჩილონ.
მეორე საბუთი ქართველებში კათოლიკობის სწრაფის და არა ჩვეულებრივის გავრცელებისა არის იმავე პაპის მეხუთე წერილი ტფილისის ეკლესიის ყმებისადმი (ვასალებისადმი) წარმოგზავნილი. ძნელად დავიჯერებდით, რომ არ შეგვხვედროდა ვატიკანის უტყუარი საბუთი იმ ყმების შესახებ. საქართველოში რომ, მცხეთის ეკლესიასავით, კათოლიკების ეკლესიასაც ჰყოლია თავისი საკუთარი ყმები, ეს უტყუარი ამბავია და ამას გვიმტკიცებს, სხვათა შორის, ერეკლე მეფის ერთი წერილი, რომლითაც, 1781 წ., გორისა და ტფილისის ეკლესიის ყმებს პატრებისას საზოგადო გადასახადისაგან ათავისუფლებს. ვის არ ახსოვს ქუთაისის კათოლიკების ეკლესიის გეგუთელი (ქუთაისის ახლოს) ყმები, რომლებიც ამ ეკლესიას ექვევრდომებოდენ ვიდრე 1835 წლამდე, როცა რუსის მთავრობამ ჩამოართვა და მათ მაგიერ კათოლიკეთა ეკლესიას ფული განუწესა.
შევნიშნოთ ესეც, რომ XIV საუკუნეში, ტფილისის ეკლესიის ყმები გაკათოლიკებულნი და მასთანვე ბლომად უნდა ყოფილიყვნენ. უკეთუ ესე არ ყოფილიყო, პაპი ცალკე წერილს არ მოსწერდა. ეს წიგნი ზემოდ დასახელებულ ტფილისის ერისა და სამღვდელოების მიმართ მოწერილ წიგნსა ჰგავს. ხოლო ბოლოში ეს აქვს მიმატებული: „ყველა საყვარელ შვილთა ტფილისის ეკლესიის ყმათა... ამ მოციქულებრივის წერილით ყველას გიბრძანებთ, რათა ახლად არჩეულს ეპისკოპოსს მიაგოთ ყოველი პატივი, შემდეგშიაც არ მოაკლოთ თქვენი ჩვეულებრივი ერთგულება, გაუწიოთ სათანადო სამსახური, ეგრეთვე უკლებლად (ანუ სისრულით) გარდაუხადოთ ყველა თქვენი მისდამი დადებული ვალი; უკეთუ ამის წინააღმდეგ მოიქეცით, მაშინ, იგივე ეპისკოპოსი რა სასჯელსაც კანონიერად გადასწყვეტს ურჩების წინაადმდეგ, ჩვენც დავამტკიცებთ და ღვთის შეწევნით სისრულეში მოვაყვანინებთ, ვიდრე ჯეროვან დაკმაყოფილებას მიიღებდეს“ როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, რადგან ტფილისის საეპისკოპოსო ექვემდებარებოდა სპარსეთში არსებულს სულთანიეს საარქიეპისკოპოსოს, ამიტომ პაპი იმავე დროს სულთანიეს არქიეპისკოპოსსაც სწერს, აუწყებს ტფილისში ახალის ეპისკოპოსის დანიშვნას; სთხოვს, რამდენათაც თქვენი სამიტროპოლიტო უფლება ნებას მოგცემთ, ყურადღება მიაპყროთ ტფილისის ეპისკოპოსსა და მის ეპარქიასაო; ეგრეთვე სთხოვს, ყველა ნაირი შემწეობა აღმოუჩინოს, რათა სიადვილით და ნაყოფიერად ჰმართოს ეკლესია და მისი ერი. ბერთრანდო კოლეტის ეპისკოპოსობამ ტფილისში შვიდი წლის მეტი არ გასტანა. ჩვენთვის სრულად უცნობელი მიზეზების გამო პაპმა ინოკენციო VI-მ იგი გამოსცვალა და გერმანიას ამპურიენის ეკლესიის ეპისკოპოსად გადაიყვანა; ხოლო მის ადგილს ტფილისში 1356 წ. დანიშნა ეპისკოპოსად ბერთრამო დომინიკიანი ამ წერილით:
„პაპი ინოკენციო VI. პატივცემულ ძმას ბერთრამოს, ტფილისის ეპისკოპოსს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. მწყემსებრივი მოვალეობა, რომელიც ღვთის განგებით მივიღეთ, გვაიძულებს გულმოდგინებით ვიფიქროთ ქვეყნის ყველა ეკლესიებისათვის, რომელთათვის მსოფლიო ზრუნვა მონდობილი გვაქვს და მეტადრე იმ ეკლესიებისათვის, რომელთაც აღარა ჰყავთ მწყემსი, რათა მათზე მწყემსად დადგენილ იქმნენ ერთგულნი პირნი, რომელთაც შეეძლოთ და იცოდენ მათი საუკეთესოდ მართვა სასულიეროს, თუ სახორციელოს მხრით. ამ უკანასკნელ დროში ტფილისის ეკლესიას მოაკლდა მწყემსი, რადგან ჩვენის ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით პატივცებული ჩვენი ძმა ბერთრანდო განვათავისუფლეთ იმ მოვალეობისაგან, რომელიც აკავშირებდა ტფილისის ეკლესიასთან, როგორც მის ეპისკოპოსს სამოციქულო საყდრის ბრძანებით დაგენილსა; მასთანვე საჭიროთ შევრაცხეთ და გადავიყვანეთ იგი ამპურიენის ეკლესიის ეპისკოპოსად, რადგან იმ ეკლესიას აღარ ჰყავდა საკუთარი ეპისკოპოსი. სანამ ტფილისის ეკლესიას მოაკლდებოდა მწყემსი, საჭიროდ დავინახეთ და წინათვე დავადგინეთ, როდესაც მოაკლდებოდა, ჩვენს გარდა იქ არავის დაენიშნა მწყემსი; მსგავსათვე ვჰყავით სხვა კათედრალთათვის და განვაწესეთ, რომ უჯერო ყოფილიყო, უკეთუ ვინმე, რაგინდ შეძლების მქონე პირიც ყოფილიყო იგი, ამის შესახებ რასმე დაადგენდა ცნობით, ანუ უმეცრებით. ჩვენი მამობრივი მზრუნველობა იძულებულ გვყოფს, დიდ ხანს არ დავტოვოთ ტფილისის ეკლესია მწუხარე და მწყემს მოკლებული. შემდგომ ჩვენ ძმებთან კარგად მოლაპარაკებისა და გამოძიებისა ტფილისის ეკლესიისათვის კარგისა და სასარგებლო პირის დანიშვნის შესახებ, ჩვენი ყურადღება მოგაქციეთ თქვენ, დომინიკიანების წესის მღვდელ-მონაზონს, გამსჭვალულს სარწმუნოების წადიერებით, მეცნიერებაში განსწავლულს, სასულიერო საგნებში ცხოვრებით პატიოსანს სახორციელო საქმეებში შორმჭევრეტელს და შემკულს სხვა ღირსებათა და სათნოებათა მიერ, როგორათაც დაგვარწმუნეს. შემდგომ ყველაფრის კარგად გამოძიებისა და დაფიქრებისა, აგრეთვე ჩვენი ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით დაგნიშნეთ და გაგამწესეთ ტფილისის ეკლესიის ეპისკოპოსად და მწყემსად და გაბარებთ იმავე ეკლესიის სრულ მართველობის უფლებას, როგორც სასულიერო, ისე სახორციელო საქმეებში. მასთანვე დავადგინეთ, ჩვენმა პატივცემულმა ძმამ გვიდონმა პორტუენსის ეპისკოპოსმა გცხოთ ეპისკოპოსად რომში. ვსასოებთ უფლისადმი, რომელიც თავის მოსავთ ანიჭებს ყოველ მადლსა და სასყიდელს, იმავე ტფილისის ეკლესიას თქვენის ფხიზელის მეცადინეობით, წინამძღვრობით, ეგრეთვე თქვენის კეთილის მართველობით გაუძღვეთ სასარგებლოდ და ნაყოფიერად ღვთის შეწევნით, რაისგამო ამ მოციქულებრივის წერილით გიბრძანებთ, ჩვენის ლოცვა-კურთხევით წახვიდეთ ხსენებულ ტფილისის ეკლესიაში, იკისროთ მისთვის ზრუნვა, მართოთ გულმოდგინებით, მორწმუნებით და სიბრძნით, რათა ტფილისის ეკლესიამ განიხაროს, რომ ჩაჰბარდა იგი წინდახედულ მმართველს და ერთგულ მოღვაწეს. ასეთის მოქცევით, გარდა საუკუნო სასყიდლისა, ღირსი გახდებით ჩვენი უხვი პატივისცემისაც. ვილმონით ავინიონის ეპარქიაში 12 აპრილს, ჩვენი მღვდელთმთავრობის მეოთხე წელსა (1356)“.
როგორც ზემოდ ხსენებულმა კლემენტო VI-მ, ისე ინოკენციო VI-მ, იმ წერილის გარდა, ერთსა და იმავე დროს ოთხი წიგნი სხვა მისწერა ტფილისის კაპიტულოს, სამღვდელოებას, ერს და სულთანიეს არქიეპისკოპოსს, რომლებსაც დაავედრა და სთხოვა ბერთრამო ტფილისის ეპისკოპოსი კარგად მიეღოთ და ყოველგვარი პატივი და მორჩილება გამოეცხადებინათ. რადგან ის წერილები ბევრად არ განსხვავდება ხსენებული კლემენტო VI წერილებისაგან, არცერთი მათგანი მოგვყავს აქ.
თუმცა ტფილისის ეპარქია ჩაჰბარდა დომინიკიანებსა, რომლებიც ხშირად და ბლომად მოდიოდნენ ევროპიდან საქართველოს, მაგრამ მათთან ფრანცისკიანები (მინორიტები) არა ნაკლებ იყვნენ და შრომობდენ ქართველებში კათოლიკობის გასავრცელებლად, ამიტომ ხშირად მათი გუნდიც მოდიოდა ჩვენკენ. მაგალითად: პაპმა ურბანო V-მ 1370 წ. გამოგზავნა ანტონ მილერვიტანელი ეპისკოპოსი 25 სხვა თავისი წესის მონაზონითურთ. ზოგიერთი იმათგანი უნდა წასულიყო საქართველოს ახლო ქვეყნებშიაც, მაგრამ მომეტებული ნაწილი აქ დარჩა. ის წერილი, რომლითაც პაპი უბრძანებს მათ საქართველოში წამოსვლას, იწყება ესე:
„უფლის ვენახის შესამუშაკებლად საქართველოში.
არც საქართველო ასცდა ზედგავლენას და სამწუხარო შედეგს დასავლეთის იმ დიდის სქიზმისას (გაყრილობისა), რომელმაც გასტანა 1378-დგან ვიდრე 1449 წლამდე, და რომელიც შეადგენს რომის საეკლესიო ისტორიის ფრიად სამწუხარო ნაწილს. დასავლეთის გაყრილობაში ხშირად ერთი პაპის ნაცვლად ორი და სამი პაპი ერთსა და იმავე დროს იყვნენ და ყველანი სცდილობდენ ერთმანერთის დამცირებასა და დამხობას, ხოლო თავიანთ მომხრეთა გამრავლებას. ამ აწეწილდაწეწილ დროს ბერთრამო, ტფილისში ეპისკოპოსად დანიშნული 1356 წელს, ემხრობოდა ურბანო VI-ს, კანონიერ პაპს. რა ეს სცნო ანტი პაპმა (ტყვილ-პაპმა) კლემენტო VII-დ წოდებულმა, რომელიც, საფრანგეთის მთავრობის შემწეობით, ურბანო პაპზე უფრო ძლიერი იყო, გამოსცვალა ბერთრამო ტფილისის კანონიერი ეპისკოპოსი და მის ადგილს დანიშნა ეპისკოპოსად თავისი მომხრე ჰენრიკო რაცი, ფრანცისკიანების წესისა. თავისი სურვილის ასრულება მიანდო თავის დელეგატს კარდინალ გვილელმოს შემდეგის წერილით: „ჩვენს საყვარელს შვილს გვილელმოს, ჩელიომონთის წმიდა სტეფანეს ტიტულის მღვდელ-კარდინალს, სამოციქულო საყდრის დელეგატს, მშვიდობა.... ხოლო ამ უკანასკნელ დროს ჩვენ ყურამდე მოაწია, რომ დომინიკიანის წესას მონაზონი ბერთრამო ტფილისის ეპისკოპოსი, მიმხრობია იმ ბოროტს ბართლომეს (ურბანო VI, კანონიერ პაპს) უწინდელს ბაენის არქიეპისკოპოსს, უკანონოდ ასულსა სამოციქულო საყდარსა; ამის გამო იგი ბერთრამო შეიქმნა უღირსი... ჩვენის სამოციქულო უფლებით, თქვენს სიბრძნეს ვანდობთ და გიბრძანებთ, უკეთუ ბერთრამოს კვლავ შენიშნეთ, ბართლომე უზურპატორის მომხრეობა, ტფილისის ეკლესიას მოაშოროთ; იმავე მონიჭებული უფლების მართლმსაჯულებით ჩამოართვათ ყოველი სიმართლე, რაც იმ ეკლესიაში აქვს და სრულებით განაძევოთ იქიდან, როგორათაც მოითხოვდეს კანონი; გარნა ხსენებული ტფილისის ეკლესიისათვის... ჩვენის უფლების ძალით იზრუნეთ და ჰენრიკო რაცი, მინორიტების ორდენისა იმავე ეკლესიას დაუდგინეთ ეპისკოპოსად და მწყემსად; ჩააბარეთ სრულებით იმისივე ზრუნვა, მართვა და მოვლა თუ სასულიერო და თუ სახორციელო საქმეში; მასთანვე ეცადეთ, ყველა ქვეშევრდომნი და ყმანი დაემორჩილონ მას და მიაგონ ღირსეული პატივი; განაშორეთ იქიდან ხსენებული ბერთრამო და სხვა ყველა უკანონოდ ხელის უფლების მქონე; ამ ბრძანების შესრულების დროს თუ ვინმე გაგიჩნდენ მოწინააღმდეგენი დასაჯეთ საეკლესიო ცენზურით (შეჩვენების სასჯელით) გაუსაჩივრებლად... მოცემული ავინიონს. 1 აპრილს, მეოთხე წელსა (1382)“.
წერილის დანარჩენ ნაწილში მოხსენებულია, რომ თუ ტფილისის კაპიტულოს რამე პრივილეგია აქვს მოპოვებული სამოციქულო საყდრისაგან, რომლის ძალითაც მათი შეჩვენება არ შეიძლებოდეს, ყურადღება ნუ მიექცევა, თუ ეს გარემოება ცხადათ არ არის გამოცხადებულიო. ეგრეთვე მოხსენებულია, რომ ჰენრიკო ეკურთხოს ეპისკოპოსად ორი, თუ სამი კათოლიკე ეპისკოპოსისაგან და ერთგულების ფიცი მისცეს სამოციქულო საყდარსაო.
თუ როგორ მოხდა ეპისკოპოსების შეცვლა-გამოცვლა, ანუ რა შედეგი მოჰყვა არ ვიცით, რადგან ამ საბუთს გარდა სხვა არაფერი გვაქვს. ხოლო, როგორც შემდეგი საბუთებისაგან სჩანს, ხსენებული ბერთრამო, ტფილისიდან გადაყენებული ეპისკოპოსი, ისევ მობრუნებულა და ტფილისის ეპისკოპოსობაში დაუსრულებია თავისი ცხოვრება, საქართველოში 35 წლის ეპისკოპოსობის შემდეგ, რადგან ტფილისის ეპისკოპოსად დაინიშნა 1356 წ. და გარდაიცვალა 1391 წ.
იმის სიკვდილის შემდგომ პაპმა ბონიფაცი IX-მ, 1391 წ. ტფილისის ეპისკოპოსად დანიშნა დომნიკიანი ლეონარდო ვილაკოელი. მკითხველს თავი რომ არ მოვაბეზროთ, წერილის შინაარს მოკლედ მოვიყვანთ უტექსტოთ. ის წერილიც ბევრად არ განსგვავდება ზემოთ დასახელებული პაპების წიგნებისაგან. წერილში პაპი, სხვათა შორის, სწერს ლეონარდო ვილაკოელს: ეხლა შევიტყეთ, რომ ტფილისის ეპისკოპოსის, ბერთრამოს გარდაცვალებით ის ეკლესია დარჩენილა უმწყემსოდ. იმავე ეკლესიის სანუგეშოდ გადავწყვიტეთ, რომ სასწრაფოთ საუკეთესო ეპისკოპოსი დაედგინოს, რათა არავითარი ვნება მიეცეს დიდხანს უეპისკოპოსოდ დარჩენით. რადგან ვცნობთ თქვენს ღირსებას, ნიჭს, გულმოდგინებას, ცხოვრების სიწმინდეს და ყველაფერში გამოცდილებას, ჩვენი ძმების რჩევით და ჩვენის სრულის უფლებით, აღგირჩიეთ და დაგნიშნეთ ტფილისის ეპისკოპოსად; გვნებავს, ამ წერილს მიიღებთ თუ არა, რაც შეიძლება დაუყონებლივ წახვიდეთ ტფილისს და მართოთ იქაური ეკლესია. იმედი გვაქვს, თქვენის სიბრძნით, წინდახედულობით და ერთგული მზრუნველობით კარგად და სასარგებლოდ წარმართოთ და აღაორძინოთ თქვენზედ მონდობილი ტფილისის ეკლესია.
ეს საბუთები ნათლად გვიჩვენებს, რომ გიორგი ბრწყინვალის შემდეგ მეფეებსაც თავისუფლება მიუციათ ლათინის მისიონერებისათვის კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად საქართველოში. იმ მეფეთა წყალობით ყოფილა, რომ XIV საუკუნეში ტფილისის კათოლიკების ეკლესიას არ მოჰკლებია თავისი საკუთარი ეპისკოპოსები, რომლების ზრუნვითაც კათოლიკე სარწმუნოება საქართველოში ბევრს იძენდა და თავისის იერარქიულის მოწყობილობით ტფილისის ლათინის ეკლესია ებაძებოდა და უთანასწორდებოდა ევროპის საეპისკოპოსო ეკლესიებს.
ჩვენამდე მოწევნილის მცირე საბუთებისაგან ნათლად სჩანს, რომ ზემოხსენებულ ხუთს ტფილისის ლათინის ეპისკოპოსს, თავიანთი ევროპელი თანაძმებითურთ, ბევრი უშრომიათ საქართველოში, მათი შრომა უნაყოფო არ დარჩენილა და შრომა უმთავრესად ქართველებისათვის ყოფილა გაწეული. იმ ქართველთაგან მიუღიათ კათოლიკობა არა მარტო ერს, არამედ ბევრ მის მღვდლებსაც ასე, რომ შეუდგენიათ ცალკე ტფილისისა და მის ეპარქიისათვის სამღვდელოება, რომლის რიცხვიც პაპების ყურადღებას იქცევდა და მათგან ცალკე წერილებიც მოსდიოდათ.
თუმცა ჩვენამდე არ მოუწევია დაწვრილებით ცნობებს იმის შესახებ, თუ ლათინის მისიონერებს როგორი განწყობილება ჰქონდათ საქართველოს მეფეებთან და სამღვდელოებასთან XIV საუკუნეში, თუმცა ვფიქრობთ, რომ კავშირი, დაახლოება და გავლენა არა ნაკლები უნდა ჰქონოდათ ვიდრე XVII და XVIII საუკუნეთა მისიონერ კაფუცინებსა ჰქონდათ. ამაზე დარწმუნებულნი უნდა ვიყვნეთ, უკეთუ არ დაგვავიწყდა, რომ დომინიკიანების და ფრანცისკიანების ორდენები (მონაზონებრივი ძმათა წესები) სწავლა-განათლებით ბევრად მაღლა დგანან კაფუცინების ორდენზე; ამიტომ მათში უფრო ბევრნი იყვნენ მაღალ ნიჭიერნი და დიდათ განათლებულნი, რომელთა ბრძნული რჩევა უნაყოფოდ არ უნდა დარჩენილიყო ჩვენის მეფეებისა და მთავრებისათვის.

თავი III
ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში
უნდა აღვიაროთ, რომ იმ საუკუნის საბუთები ისე ბლომად არა ხვდება კაცს, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი ის კი არაა, რომ იმ საუკუნეში კათოლიკობა შესუსტებულ, ან სულ გამქრალიყოს საქართველოში. სრულიადაც არა: ამ ნაკლის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ იმ დროის წერილები არქივებში ბევრი დაკარგულია; რასაკვირველია, საქართველოს შესახებ საბუთებიც მათთან ერთად უნდა იყოს დაღუპული და მათი აღმოჩენის იმედი ჯერჯერობით არ არის. საქართველოში კათოლიკობის ხანგრძლივობას და გამძლეობას საკმაოდ გვიმტკიცებს ის მცირე საბუთები, რომელმაც ჩვენამდე მოაწია და ხელშიაც გვაქვს.
წინა თავში ვნახეთ, რომ 1391 წ. ტფილისის ეპისკოპოსად დაინიშნა ლეონარდო ვილაკოელი, მაგრამ სრულებით არ ვიცით, მისმა ეპისკოპოსობამ რამდენს ხანს გასტანა და ან ვინ დაიჭირა მის შემდეგ საეპისკოპოსო კათედრა. ხოლო ერთი საბუთი შენახულა და ის საბუთი გვიჩვენებს, რომ ტფილისის ეპისკოპოსი, ივანედ წოდებული, გარდაცვლილა 1424-1425 წ. მაგრამ ჩვენ არ უწყით, თუ იმას და ხსენებულ ლეონარდო ეპისკოპოსს შუა სხვა ეპისკოპოსიც იყო, (რომლის ყოფაც ადვილად საფიქრებელია) და ან თუ რომელს წელს დაინიშნა, რადგან ივანე ეპისკოპოსის დანიშვნის შესახებაც გვაკლია საბუთები. ეს მარტო მოხსენებულია შემდეგ წერილში, რომლითა პაპი მარტინე V 1425 წ., ნიშნავს ტფილისის ეპისკოპოსად ივანე სანკტემიქაელელს და სადაც მოხსენებულია მიცვალება ივანე ეპისკოპოსისა. აქვე მოგვყავს წერილის უმთავრესი ნაწილი:
„პაპი მარტინე V, ჩვენს საყვარელს შვილს ივანე სანკტემიქაელელს, სატფილისოდ აღრჩეულს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა... ხოლო რა შევიტყეთ სარწმუნო მოხსენებიდან, რომ ხსენებული ტფილისის ეკლესია თავისი ეპისკოპოსის ივანეს სიკვდილის შემდეგ უწყემსოდ დარჩენილა, მამობრივის მზრუნველობით შუვედექით იმ ეკლესიის სასწრაფოდ და ბედნიერად ყურის გდებას... ჩვენ ძმებთან გულმოდგინე რჩევა ვყავით, მისთვის კარგი და სასარგებლო პირი აგვერჩია. ამიტომ თქვენდამი, რომელიც ხართ დომინიკიანების წესისა... მივაქციეთ ჩვენი ყურადღება, ყველა გარემოების შემდგომ, ძმების რჩევით, თქვენ გამოგირჩიეთ იმ ეკლესიისათვის, რადგან ყოველ მხრივ ღირსი და სათნო საყოფელი ხართ. ამიტომ მის მწყემსად და ეპისკოპოსად გნიშნავთ. მასთანვე სრულიად გაბარებთ მის მზრუნველობასა და გამგეობას, როგორც სასულიეროს, ისე სახორციელოს მხრით. მტკიცედ ვსასოებთ და იმედი გვაქვს, უფლის შეწევნით, ხსენებული ეკლესია თქვენის ფრთხილის ყურადღებით და ერთგულის მოვლით წარმართოთ სასარგებლოდ, აღაორძინოთ და წარმატებისაკენ წაიყვანოთ თუ სასულიეროს და თუ სახორციელოს მხრით, რაისგამო ამ სამოციქულო წერილით ვუბრძანებთ თქვენს პატიოსნებას, რათა უფლისმიერ თქვენზე მოვლენილი ტვირთი ხსენებულის ეკლესიისა მიიღოთ პატივით დაეცადოთ და იმოქმედოთ მის მზრუნველობასა და მართვაში გულმოდგინედ, მორწმუნედ და სიბრძნით, ისე რომ ხსენებულმა ეკლესიამ განიხაროს თქვენებრ წინდახედულის ნაყოფიერის მმართველის ხელ ქვეშ ყოფითა. გარდა საუკუნო სასყიდლისა, მიიღებთ ჩვენგან და თვით სამოციქულო საყდრისაგან უხვ კურთხევასა და პატივსა. რომიდან 19 დეკემბერს, მღვდელ-მთავრობის მეცხრე წელსა. (1424)“.
ამავე თარიღით პაპი სწერს ტფილისისა და მისი ეპარქიის კათოლიკებს, რათა პატივი სცენ და დაემორჩილონ ახალ ეპისკოპოსს ივანეს. ეგრეთვე სწერს სულთანიეს მთავარ ეპისკოპოსს, რათა ტფილისის ეპისკოპოსს თავისი შემწეობა და მფარველობა არ მოაკლოს.
ტფილისის ეპისკოპოსის შესახებ სხვა საბუთებს ვეღარ ვპოულობთ მთელი 68 წლის განმავლობაში. იმ დროს წერილებსაც რომ მოეწია ჩვენამდე, უეჭველად საკმაო ყურადსაღები იქმნებოდა. კვლავ ეპისკოპოსები რომ ყოფილან ტფილისში ვიდრე 1493 წლამდე, ამას გვიმტკიცებს დაღუპვისგან გადარჩენილი ერთი საბუთი, რომელიც ეკუთვნის პაპს ალექსანდრე VI-ს. პაპი წერილით ნიშნავს მინორიტების წესის ალბერტო ენჯელს ეპისკოპოსად ტფილისის ეკლესიისა,რომელიც უმწყემსოდ დარჩენილა ივანე ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ. ესღა ვიცით IV ივანე ტფილისის ეპისკოპოსისა. იმ წერილს გარდა ჩვენამდე სხვა არც ერთ საბუთს არ მოუწევია. წერილი ცხადად გვიჩვენებს, რომ 1425 წ. დანიშნულის მესამე ივანე ეპისკოპოსის შემდგომ ტფილისში არ შეწვეტილა დანიშვნა ლათინის ეპისკოპოსებისა, არამედ განუმწესებიათ ისევე უკლელებლივ, როგორც XIV საუკუნეში იყვნენ ერთი მეორის შემდგომ. მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ ვინ და რამდენი ეპისკოპოსი იყო 1493 წლამდე. რადგან წერილი საკმაოდ ვრცელია და ბევრად ემსგავსება ზემოდ მოყვანილ წერილებს, აქ მოვიყვანთ მარტო იმ სიტყვებს, რაც განსხვავებულია და შეეხება განსაკუთრებით ახალდანიშნულს ეპისკოპოსს.
„პაპი ალექსანდრე VI, საყვარელს შვილს ალბერტო ენჯელს, სატფილისოდ აღრჩეულს მშვიდობა... შემდგომ რა ზემო ხსენებული ტფილისის ეკლესია იმავე ივანე ეპისკოპოსის მიცვალებით დარჩა მოკლებული მწყემსის ნუგეშის ცემას... შენდამი, რომელიც ხართ მინორიტების წესისა... მივაქციეთ ჩვენი გონების თვალი... ტფილისის კათედრაზე გნიშნავთ ეპისკოპოსად და მწყემსად, იმავე ეკლესიის მზრუნველობას და მართველობას მთლად თქვენ გაბარებთ, როგორც სასულიეროსა, ისე სახორციელო საქმეებში... 18 აპრილს, მღვდელთ მთავრობის პირველ წელს. (1493)“.
აქ შევნიშნოთ, რომ ყველა ზემოხსენებული ტფილისის ეპისკოპოსები გარდა ერთისა, დომინიკიანების ორდენისა იყვნენ. ხოლო ბოლოს განწესებული ალბერტო არის ფრანცისკიანების ორდენისა. ეს უმნიშვნელო როდია; აქვე ვნახავთ, რომ ამ საუკუნის ნახევარს საქართველოში დომინიკიანებზე უფრო მომეტებულად ფრანცისკიანები გამრავლდენ, იმ ზომამდე, რომ ტფილისის საეპისკოპოსო, რომელიც დომინიკიანების ხელში იყო, ახლა ფრანცისკიანების მფარველობაში გადასულა.
ჩვენა ვთქვით, რომ ცხრა ეპისკოპოსის გარდა, სხვა არა ვიცით რა დანარჩენი ტფილისის ეპისკოპოსებისაო. ამიტომ, ვატიკანის არქივებში, რომელიც ამ წერილის უმთავრესი წყაროა, პაპების სხვა საბუთები აღარა სჩანს. გარნა ის აზრი, რომელიც გამოვთქვით სხვა ეპისკოპოსთა 1425 წლის შემდგომ ვიდრე 1493 წლამდე ყოფისათვის უსაფუძვლო როდია. ამას მოწმობენ ძველი მწერლებიც, და კიდეც აგვიწერენ მოკლედ იმ ეპისკოპოსთა გარემოებას და სახელებს. იმ მწერალთა მოწმობის დაგვარ, პაპს ნიკოლოზ V, 1450 წ., ტფილისის ეპისკოპოსად დაუნიშნავს ალექსანდრე დომინიკიანების წესისა; პაპს პიო II-ს 1462 წ. დაუნიშნავს ენრიკო (არ ვიცით, თუ რომელი წესის ყოფილა), იმას უწოდებენ ენრიკო I-სა, მაგრამ ეპისკოპოსი ენრიკო II უნდა იყოს, რადგან ზემოდ ვნახეთ, რომ 1382 წ. დაინიშნა პირველი ენრიკო. ის ენრიკო გარდაიცვალა იმავე წელიწადს; იმავე პიო პაპს მაშინვე, ესე იგი, 1462 წ. დაუნიშნავს ფრანცისკიანების წესის ენრიკო ვონსტი (Wonst), რომელიც გარდაცვლილა 1469 წ.; პაპს პავლე II-ს დაუნიშნავს ტფილისის ეპისკოპოსად (1470-1471) ივანე იმაქი (Jmach) აგვისტინიანების წესისა; ეს ეპისკოპოსი 1476 წელსაც ცოცხალი ყოფილა. იმ დროს შემდგომ ვიდრე 1493 წლამდე აღარა სჩანს, თუ ვინ და ან რამდენი ეპისკოპოსი კიდევ ყოფილა ტფილისში.
ამ ოთხი ეპისკოპოსის შესახებ არავითარი საბუთები გვაქვს პაპებისა, მაგრამ არა ნაკლებ სარწმუნოა სხვა და სხვა მწერალთა აზრებიც, რადგან აქ დასახელებული ავტორები უბრალო მწერლები და მოზღაპრები არ არიან. ცხადია, იმ დროს პაპებს მათთვისაც მოუწერიათ წერილები, მაგრამ წერილებს ჩვენამდე ვეღარ მოუწევიათ. ბოლონდელი ოთხი ეპისკოპოსიანათ, ტფილისის ეპისკოპოსების რიცხვი ცამეტამდე ადის. ხოლო ვფიქრობთ, რომ ეპისკოპოსთა რიცხვი მეტი უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც ზემოდ მოყვანილი საბუთებიდან ცხადად სჩანს, გარდაიცვლებოდა ტფილისის ეპისკოპოსი თუ არა, მაშინვე და ხშირად იმავე წელს პაპები მის მოადგილეს ნიშნავდენ. რიცხვების გამოძიებას აღარ გამოვუდგებით, რადგან ჩვენ სამოწმებლად და ჭეშმარიტების აღსადგენად ორი, ანუ სამი ტფილისის ეპისკოპოსიც კმარა.
ჩვენის აზრით, XV საუკუნის ქართველთ კათოლიკობის ბევრი საბუთი უნდა იყოს დაკარგული, რადგან ის ცოტა წერილები, რამაც კი, ძველის მწერლების წყალობით, ჩვენამდე მოაწია, საკმაოდ გვიჩვენებს საქართველოში კათოლიკების სიმრავლეს და მათ ევროპასთან დაახლოებულ კავშირსა. წერილთაგან უპირველესი არის პაპის კალიკსტო III-ის წერილი საქართველოს კათოლიკებისადმი მოწერილი, რომელიც აქვე მოგვყავს.
„პაპი კალიკსტო III.
ჩვენს საყვარელ შვილთ, ყოველ ქრისტიანე მორწმუნეთ, რომლებიც ფრანგებად იწოდებიან და რომლებიც სპარსეთსა და საქართველოში სცხოვრებენ. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
დაბრუნდა რა ჩვენი საყვარელი შვილი, წმ. ფრანცისკეს წესისა ბოლონიელი ლუდოვიკე, რომელიც გასულ წელს თქვენთან იყო ჩვენ ნუნციოდ, მოგვახსენა, რომ რიცხვით მრავალი ერი აღიარებთ ქრისტიანე-კათოლიკე სარწმუნოებას. დიდათ ერთგული ხართ სამოციქულო საყდრისა, რომელზედაც უღირსნი დადგენილ ვართ, და იცავთ კათოლიკე ყველა წესებს, როგორათაც გვაუწყეს ზემო ხსენებული წესის მონაზონთა (ფრანცისკიანთა), ასე, რომ სრულიად მისდევთ (იცავთ) რომის ეკლესიის დავედრებასა და ჩვეულებას. ამის მოსმენაზედ სიხარულით აღვივსენით და მადლობა შევსწირეთ ღმერთსა, რომლის წყალობითაც ეგოდენ ბარბაროსთა და ურწმუნოთა სიმრავლით გარემოცულთა, სცანით გზა ჭეშმარიტებისა და საუკუნო ცხოვრებისა და მტკიცედ მისდევთ. ჩვენმა ნუნციომ მოგვახსენა კვალად ერთი თქვენი სათხოვარი, სახელდობრ: თხოულობთ, თქვენს უფროსად და წინამძღვრად ვისაც თქვენ აირჩევთ ჩვენთაგანს (ევროპელს) ანუ თქვენთაგანს (მანდაურს), დავამტკიცოთ იგი. სიამოვნებთ თანხმობას გიცხადებთ იმ პირობით კი, არჩეული პირი პატიოსანი, მეცნიერებასა, წესებსა და ქრისტიანურს ზნეობაში კარგად გაწვრთნილი იყოს და არჩევის შემდგომ, რაც შეიძლოს მალე, წამოვიდეს სამოციქულო საყდრის მოსახილავად და წმიდათა პეტრეს და პავლეს საფლავის მოსალოცავად და თან წამოიყვანოს რამდენიმე მანდაური პირიც, რათა უკეთესად გაწვრთნილნი, კეთილი მაგალითებით აღსავსენი და ქრისტიანის სახელსა და სარწმუნოებაზე განმტკიცებულნი, გამობრუნდენ თავიანთ სამშობლოში. გარდა ამისა გავედრებთ ხსენებულ ძმა ლუდოვიკეს, ჩვენს ნუნციოს, რომელიც ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის სხვა და სხვა ადგილებში უნდა წავიდეს, შეეწიოთ თქვენის რჩევით და მფარველობით, რათა შეიძლოს შესრულება ჩვენ მიერ მინდობილის საქმისა. რომით, 19 დეკემბერს, მღვდელთმთავრობის მესამე წელსა. (1457)“.
ამ წერილში ნახსენები „საქართველოს“ (Georgiae) სახელით უნდა ვიგულისხმოთ სამცხე. ამას გვიმტკიცებს, მგზავრთა მოთხრობის გარდა, თვით ყვარყვარე ათაბაგის წერილი, რომელსაც ქვემორე მოვიყვანთ. ეს სახელი დაერქვა სამცხეს მარტო ყვარყვარეს დროს მისის გაძლიერების გამო. ხოლო აქ დასახელებული „სპარსეთი“ უნდა ვიგულისხმოთ ქართლად და არა სპარსეთად. ამასაც გვიმტკიცებს გიორგი მეფის წერილი, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ.
შევნიშნოთ ისიც, რომ აქ დასახელებულ კათოლიკეთა რიცხვში მარტო ერი არ ყოფილა კათოლიკედ, არამედ თვით საქართველოს კათალიკოსიც, ქართლის მეფე გიორგი, სამცხის მთავარი ყვარყვარე მეორე და სამეგრელოს მთავარი ბენდია. ამასაც გვიმტკიცებს ხსენებულის ბოლონიელს ლუდოვიკესადმი პაპის პიო მეორის შემდეგი წერილი 1458 წ.
„პაპი პიო II. საყვარელ შვილს ლუდოვიკე ბოლონიელს, ჩვენს ნუნციოს.
სარწმუნო მოხსენებიდგან ვსცანით, რომ ჩვენთა წინა მოსაყდრეთა ნიკოლოზ V და კალიკსტო IIl რომის პაპთა მიერ თქვენ წარიგზავნევით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა და სამოციქულო საყდრის პატივის საქმეთა გამო; მღვდელთმთავრები, მეფენი და ეგრეთვე ქრისტიანე ერი, რომლებიც სცხოვრებენ ურწმუნოთა შორის, მრავლად ნახეთ იქა, განამტკიცეთ და განაძლიერეთ სარწმუნოებაში, რამდენათაც კი შეგეძლოთ; ნეტარ სახსენებელ კალიკსტო პაპს მოუტანეთ ზოგიერთი მათგანის სანუგეშო პასუხი, საიდანაც ცხადათ სჩანს, რომ კვლავ მრავლად არიან მეფენი და ერნი კათოლივე ქრისტიანენი, რომლებიც რომის ეკლესიას პატივსცემენ, აღიარებენ, სწამსთ და კიდეც ჰქადაგებენ, რომის პაპი სააქაოს ქრისტეს ნაცვალი და პეტრე მოციქულის მოსაყდრეა; მათ შორის არიან.... ეგრეთვე ქართველთ კათალიკოსი, მეფე სპარსეთისა (გიორგი), მეფე ქართველებისა (სამცხის ათაბაგი), მეფე სამეგრელოსი (ბენდია), იმპერატორი ტრაპეზუნტისა და ეგრეთვე სპარსეთის ერი (ქართლის ერი), რომლებიც ეკლესიის წესსა და დოგმატებზე შეერთებულნი არიან და რომლებიც დიდ პატივსცემენ წმინდა ფრანჩისკეს მონაზონებს... 1458 წ. 4 ოქტემბერს, მდვდელთ მთავრობის პირველ წელსა“.
ეს წერილი საკმაოდ გვიჩვენებს, რომ XV საუკუნის ნახევარს საქართველოს კათალიკოსი და მეფენი კათოლიკები ყოფილან. ესეთი გარემოება შემთხვევითი, ანუ მარტო დროებითი არ უნდა ყოფილიყო, არამედ იმ დროის წინადაც და მის შემდგომაც ყოფილან კათოლიკები და ჰქონიათ ერთობა. ამის დასამტკიცებლად აქ მოვიყვანთ ერთს შესანიშნავს წერილს, საქართველოს კათალიკოსის ნიკოლოზ VIII-სას, რომელმაც 1742 წ. მისწერა პაპს ბენედიქტე XIV-ს, სომხების მიერ დევნულობის გამო:
„უნეტარესო მამაო ყოველთა მეფეთა უმაღლესო და ყოვლად ღირსეულო, მიმნიჭებელო კურთხევათა, მოსამართლევ ყოვლისა სოფლისა, პეტრე მოციქულის მოსაყდრევ და ერთისა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა თავმჯდომო, რომელი ეკლესიაც არის დედა ქვეყნის ყოველთა ერთა, რომელსაც ემორჩილემიან ყოველნი ენანი და ყოველნი ტახტნი ეამბორებიან თქვენს წმიდა ფერხთა და ღებულობენ ყოველთა ცოდვათა შენდობას, სულიერსა და ხორციელ ნათელს. წამდგარნი წინაშე თქვენის უმადლესის ხელმწიფებისა, მდაბლად და სიყვარულით ვემთხვევით ფერხთა თქვენთა და ვითხოვთ თქვენს მწყემსებრივს კურთხევას და მშვიდობას.
როგორათაც უწინ, ძველი დროდგანვე, ჩვენი ქვეყანა თქვენ გემორჩილებოდათ, მსგავსადვე ჩვენც კვალად თქვენის კურთხევისა და მადლის მქადაგებელნი ვართ. თუმცა, კი ზოგიერთმა ჩვენის საქართველოს პატრიარქმა თქვენდამი ჯეროვნად მისაგებელი მორჩილება დაივიწყა, ხოლო გევედრები, მათ ნუ დამადარებთ, რადგან მორჩილი და მზად ვარ ყველა თქვენი ბრძანება აღვასრულო. კარგა ხანია, რაც თქვენი პატრი კაფუცინები აქ ჩვენს საქართველოში იყვნენ, მეც განსაკუთრებულის სიყვარულით ვეპყრობოდი და მათთვის ყოველი სიკეთის და ბედნიერების მოპოვებას ვნატრობდი, მეტადრე, ამ მოკლე დროს, სამი ანუ ოთხი თვის განმავალობაში, რაჟამს მიიცვალა დომენტი პატრიარქი დი მის ადგილს პატრიარქობის ღირსება მე მომეცა; მაშინვე შევუდექი მათთვის ყველა სიკეთე და ბედნიერება მომეპოვებინა. მაგრამ ჩემი დიდი ხნის წადილის შესრულება სომხებმა არ დამაცალეს, რადგან ისინი ახლა ჩვენ აღარ გვიჯერებენ და ამ ქვეყანაში თავიანთი ნებისამებრ ბატონობენ. თქვენი პატრი კაფუცინები დაამწყვდიეს, ეგოდნად ჰგვემეს და დააწყლულეს, უარესის ქმნა აღარ შეიძლებოდა. გაუპატიურეს წმიდა ხატები და ჯვრები თქვენი ეკლესიისა, შემდგომ თვით ეკლესია და სახლიც ჩამოართვეს და თვით მიითვისეს, კაფუცინები ამ პროვინციაში აღარ დააყენეს, არამედ უწყალოდ აქიდან განდევნეს. ამ უწყალო დევნულობაში უფრო დიდათ სამწუხარო ჩვენთვის ის შეიქმნა, რომ ჩვენის თვალით ვნახეთ, როგორ დაიჭირეს კათოლიკები თუ მამაკაცები და თუ დედაკაცები, თუ რანაირათ შეურაცხყვეს: ქონება სულ წაართვეს და ძალით კათოლიკე სარწმუნოებასა და თავიანთ მშობლებს განაშორეს. აწ ყველა ქართველნი უმდაბლესად გევედრებით, რათა ამ პროვინციას თქვენი ხელი არ ააღოთ და უკაფუცინებოთ არ დაგვტოვოთ. ღვთის სიყვარულისათვის შეგვეწიეთ, ნუ მიუშვებთ, რათა ეგოდენი ხალხი წარწყმდეს, ნურც ჩაუგდებთ თქვენს შეძენილს ერს გაცოფებულ ურწმუნოებს, თქვენის უმაღლესის დიდსულოვნობისათვის ძნელი არ არის, თუ ერსა და თუ ჩვენ შეგვეწიოთ. სხვა დანარჩენ ჩვენს ამბავს მოგახსენებენ თქვენივე პატრები. კათალიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ“.
ამ წერილიდან ნათლად სჩანს, რომ უწინ საქართველო და ქართველი კათალიკოსები პაპებთან შემოერთებულნი ყოფილან და მათ ემორჩილებოდენ, ხოლო ზოგიერთს (და არა ყველას) კათალიკოსს დაუვიწყებია ის ერთობა და მორჩილება.
ამ კათალიკოსის წერილში მოხსენებულ უწინდელ ერთობას საკმაოდ ეთანხმება პაპის კლემენტე XIII-ის წერილი, რომელიც 1763 წ. მოსწერა მთელი კავკასიის ერსა და ამბობს, რომ უწინ მათნი წინანაპარნი კათოლივე სარწმუნოებას აღიარებდენო. ქრონოლოგიურის წესის მიუხედავად ამ წერილსაც აქ მოვიყვანთ, რადგან შეეხება ჩვენს საგანს.
„პატივცემულ ერის თავ-კაცთა და კავკასიის ყოველთა მცხოვრებთა.
პაპი კლემენტე XIII. პატივცემულნო გვამნო, მშვიდობა და ზეციერი მადლი.
რომის მღვდელთ მთავრებმა, რომელთა სულიერ მზრუნველობას მინდობილი აქვს მრთლად კაცთა ნათესავის ცხოვრება, დიდი ხანია მას აქეთ, რა კი სცნეს, თქვენნი წინაპარნი უწინ კათოლიკე სარწმუნოებას აღიარებდენ, ცდა არ დაუკლიათ, რათა ამავე სარწმუნოების მოძღვართა მიერ აეხილებინათ თქვენთვის თვალი, გამოეყვანეთ იმ სიბნელისაგან, რომელშიაც ვლით და ნათლოან გზას წარემართეთ, რაის გამო მრავალ გზის მოგივლინეთ მოციქულებრივი კაცები, რომელთაც თქვენში სულიერი მოძღვრების მიფენით უნდა მიეღოთ თავიანთი შრომის უხვი ნაყოფი, ესე იგი, თქვენი სულის ცხონება, ხოლო ღმერთმა თავისი მიუწდომელის სიბრძნის განგებით, რა კი ჯერეთ არ ინება ჩვენთა წინა მოსაყდრეთა ცდის სავსებით სისრულეში მოყვანა, აწ ჩვენ, მისის მოწყალების სასოებით დავადგინეთ თქვენდამი წარმოვგზავნოთ სხვა ახალი მოძვარნი, რომელნიც ქრისტიანებრივის სარწმუნოების განფენისა და თქვენთა სულთა ცხონების კეთილის სურვილით ეგოდნათ გამსჭვალულნი არიან, რომ არ უშინდებიან და უკან არ იხევენ არც გზის სიშორისა და სიძნელის, არც იმ დიდი და მრავალი განსაცდელის გამო, რომელიც მოელით ამისთანა შორეული მგზავრობის დროს. ამიტომ კვლავ და კვლავ შეგაგულიანებთ და გევედრებით, რათა ეს მოძღვრები სახიერებით და სიტკბოებით მიიღოთ, გულმოდგინებით მოუსმინოთ და სიმშვიდით შეიწყნაროთ მათი სიტყვა იმავე სარწმუნოებისათვის, რომლითაც შესაძლებელია თქვენი სულის ცხონება და რომლის გარეშე არა არს ცხოვრება. აწ დიდის გულმხურვალებით ვევედრებით ღმერთსა, რათა თავისის მადლის ნათლით განანათლოს თქვენი გონება, აღძრას თქვენი გული და მოგანიჭოსთ ნათელი ჭეშმარიტების ცნობისა. რომიდან, 3 თებერვალს, 1763 წ. მღვდელთ-მთავრობის მეხუთე წელსა“.
წერილი თუმცა განსაკუთრებით არ შეეხება საქართველოს. მაგრამ ის კი ჭეშმარიტია, რომ თავდაპირველად ქართველები იგულისხმებიან, რადგან კარგად ვიცით, რომ უწინ კავკასიის ერთა წინამძღვარნი და მათ შორის განთქმულნი ქართველნი იყვნენ. გარდა ამისა კავკასიის მთიულ მცოვრებთა მომეტებულ ნაწილს შეადგენენ ფშავლები, თუშები და ხევსურები, რომლებიც ქართველები არიან.
შევნიშნოთ აქ ესეც, რომ საქართველოს ეკლესია ისე დაშორებული არ არის რომის ეკლესიას, როგორც სხვა ტომების ეკლესიებია, რადგან მტკიცედ აქვს დაცული მსოფლიო კრებათა დადგენილი ყველა დოგმები. ამიტომ რომის ეკლესია მას არ უწოდებს ერეტიკად-მწვალებლად, როგორც სხვა ტომთა ეკლესიებს უწოდებს არამედ უხმობს მარტო გაყრილად. წინად ხომ ლათინის და საქართველოს ეკლესიის სარწმუნოება ერთმანერთის თანახმა იყო, როგორც ამას მოწმობდა წმიდა გიორგი მთაწმიდელი და როგორც ვნახეთ პირველ თავში; არც შემდგომ საუკუნებში არსებითად განსხვაებულა ამ ორის ეკლესიის სარწმუნოება. ამის საბუთად, სხვათა შორის ეს გვაქს: როდესაც რომში თეიმურაზ I-ის ელჩს ნიკიფორეს მოსთხოვეს საქართველოს ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლო და როდესაც წარუდგინა, პროპაგანდის კრებაში, 20 იანვარს 1628 წ. გაიმეორეს ის სიმბოლო და კრებამ ერთპირად აღიარა, რომ ქართველები ძლიერ ცოტათი განსხვავდებიან ჭეშმარიტი კათოლიკე სარწმუნოებისგანო.
ამიტომ საქართველოს რომასთან შესაერთებლად სხვა არაფერი მოეთხოებოდა, მისგარდა, რომ პაპი ეცნო მსოფლიო ეკლესიის თავად და მისთვის მორჩილება გამოეცხადებინა. შემდეგ კი ყველა ქართველს შეეძლო კათოლიკე ყოფილიყო და თავის წესსა და ეკლესიაშივე დარჩენილიყო. ესეთი შეერთება შეიძლება ბევრისგან შეუნივნელად და უცნობელადაც დარჩენილიყო. ეგრეთვე თუ ზოგჯერ საქართველოს და რომს შუა გაყრა მოხდებოდა, მიზეზი იქმნებოდა მარტო ის, რომ სხვა და სხვა გარემოებისა და სიძნელის გამო შესწყდებოდა ხშირი და მეგობრული კავშირი და არა ისა, რომ მათ შორის შფოთი და მტრობა ჩამოვარდნილიყო, რაიც საქართველოში არასდროს არ მომხდარა. სწორედ ამ დოგმატებრივი ერთგავრობის მიზეზია, რომ დღესაც კოსტანტინეპოლში ქართველთ კათოლიკის ტიბიკონის ბერები ხმარობენ შეუცვლელად ყველა იმ ლიტურღიის ქართულ წიგნებს, რაც დაბეჭდილა რუსეთსა და საქართველოში და რასაც დღეს საქართველოს მთელი სამღვდელოება ხმარობს.
საქართველოს და რომის ეკლესიის დოგმატების ურთიერთთან თანხმობის გამო შეგვიძლია უტყუვრად ვთქვათ, რომ ხშირად საქართველოში არა მარტო კერძო პირები იყვნენ კათოლიკებად, არამედ უმრავლესობა, თავადები, მეფეები და თვით კათალიკოსებიც კი შეერთებული იყვნენ რომის ეკლესიასთან, რასაც არა ნაკლებ გვიმტკიცებს ზემორე მოყვანილი საბუთები. ერთსა და იმავე დროს ქართული ტიბიკონის მქონე კათოლიკებთან ყოფილან ეგრეთვე ლათინის ტიბიკონის მქონე ქართველი კათოლიკენიც შეუწყვეტლივ. ამასაც ცხადათ გვიმტკიცებს ეგოდენი ლათინის ეპისკოპოსების დანიშვნა ტფილისში და ეგრეთვე ზემორე მოყვანილი პაპის კალიკსტო III-ის წერილი საქართველოს კათოლიკებისადმი.
რადგან ზემო ხსენებული ლუდოვიკე ბოლონიელის შესახებ კვლავ უნდა ვილაპარაკოთ, საჭიროდ მიგვაჩნია ეს შენიშვნა. ჩვენი ისტორიის გამომამქვეყნებელ ბროსეს ფრანცისკიანების წესის ლუდოვიკე დომინიკიანების მონაზონი ჰგონია. შეურაცხყოფით იხსენიებს და ქვებუდანა მოშუღლე ფანატიკოსს ეძახის, მაგრამ პატივცემული ისტორიკოსი სცდება. ეტყობა არ გაუცვნია ის წერილნი, რომელნიც სარწმუნო წყარონი არიან ამ პირის ისტორიისათვის. ჩვენ, რაც შეიძლებოდა, ყველა საბუთი გავიცანით ამის შესახებ და დავრწმუნდით, რომ ეს ლუდოვიკე დასახულია დიდ მოღვაწედ, მეცნიერ, დახელოვნებულ და კეთილ კაცად (virum probum et religiosum). პაპს კალიკსტო III-ს იგი ჰყოლია თანაგამზრახად და ერთგულ მეგობრად. ლუდოვიკეს იერუსალემში ბევრხანს უცხოვრია, ქრისტიანების წინააღმდეგ ოსმალთა საიდუმლოები კარგად შეუტყვია. ამიტომ იყო რომ პაპები ხშირად მას გზავნიდენ სხვა მთავრობათა მიმართ ოსმალების წინაღმდეგ ომის ასატეხად.
1456 წ. პაპმა კალიკსტო III-მ ლუდოვიკე აღმოსავლეთს გამოგზავნა, რათა აღმოსავლეთის მთავრები ოსმალეთის წინაღმდეგ საომრად მოემზადებინა; თან გამოატანა იქაურ მეფეებთან ერთი წერილი, რომელიც იწყებოდა ესედ: Qui coelorum coutinet thronum Dei, Rex Dominator. სამწუხაროდ, ის წერილი დაკარგულია. საქართველოში რომ მოვიდა წერილი ჩვენ მეფეებსაც წარუდგინა. რა ნახა აქაური მთავრების და ერის მზად ყოფა, მეტადრე მათი ერთგულება რომის ეკლესიისა და პაპისადმი, საჩქაროდ საქართველოდან გაბრუნდა რომას და მოახსენა პაპს ყველაფერი. ამის შემდეგ იყო, რომ პაპმა ზემოდ მოყვანილი წერილი მოსწერა საქართველოს კათოლიკებს და ლუდოვიკე ხელმეორედ გამოგზავნა საქართველოს, ხოლო ლუდოვიკეს წამოსვლის წინ კალიკსტო III გარდაიცვალა. ამიტომ ლუდოვიკემ დააყოვნა თავისი წამოსვლა და მოუცადა ახალი პაპის არჩევას, 1458 წ. არჩეულ იქმნა თუარა პაპი პიო II, მაშინვე ლუდოვიკეს განუახლა ყოველი უფლება და პრივილეგია, ეგრეთვე მისცა ჩვენ მეფეებთან წერილი და გამოისტუმრა საქართველოს. იმ დროს საქართველოს მდგომარეობა, თანახმად ჩვენის ისტორიისა, ფრიად სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს. ერთი და იგივე მამულიშვილები ერთმანერთის გაოხრების მეტს სხვას არაფერს ფიქრობდენ: ყველა თავის პირად დიდებას და ინტერესებს ეძებდა, პატარა დიდს აღარა სცნობდა და მონა ბატონზე ხელს იღებდა; გიორგი მეფე, ყვარყვარე ათაბაგი და იმერეთის მეფე ბაგრატ ერთმანერთის დაღუპვას სცდილობდენ, ერთმანერთის შურით თავიანთ მოძმეთა სისხლსა ღვრიდენ განუწყვეტლად. სწორეთ იმ სამწუხარო ამბავს მოუსწრო საქართველოში ხსენებულმა პატრი ლუდოვიკემ. პირველი მისი ცდა ის იყო, რომ შეაჩერა ძმებში ერთმანერთის სისხლის ღვრა; მერე დაანახა იმათ ყველას ის დიდი უბედურება, რომელიც ადრე, თუ გვიან მოელოდა საქართველოს ოსმალების ხელიდან. ამიტომ არა მარტო შეარიგა ერთმანერთს, არამედ ფიცით კავშირიც დაადებინა ყველას, რომ ყოველი თავიანთი ძალა შეერთებინათ, რათა ადვილად წინ აღდგომოდენ თავიანთ საზოგადო მტერს ოსმალებს. რა ნახეს მისი ესეთი გულმოდგინება და კაცთ მოყვარეობითი მოქმედება, ყველა ქართველებმა იგი აირჩიეს თავიანთ პატრიარქად, თანახმად იმ უფლებისა, რომელიც მიანიჭა კალიკსტო პაპმა ქართველებს თავიანთ სასულიერო წინამძღვრის არჩევის საქმეში, როგორც სჩანს ჩვენ მიერ ზემორე მოყვანილის წერილიდან. ლუდოვიკე შემდგომ აქიდან წავიდა სომხეთს და სპარსეთსაც; იქაური მთავრები შემოიერთა ოსმალების წინააღმდეგ; გამობრუნებისას თან წამოიყვანა მათი ელჩებიც და მოვიდა ისევ საქართველოს. აქ კვლავ განამტკიცა მეფე და მთავრები ერთობაში ოსმალების წინააღმდეგ საომრად. პაპთან პასუხის წასაღებად გაბრუნდა რომს 1459 წ. წაიღო ყვარყვარესი და გიორგი მეფის წიგნები ბერგუნდიის მეფისათვის გადასაცემათ და თან წაიყვანა მათი ელჩებიც. ეს ორი წერილი კარგად ვრცელია და ძნელათაც საშოვარი, რადგან მარტო ერთ ძველს და იშვიათს წიგნში მოიპოება, ამიტომ სრულიად მოგვყავს აქ, რათა საქართველოს ესეთი შესანიშნავი საბუთები არ დაეკარგოს.
„ყოვლად ბრწყინვალე ბერგუნდიის დუკას, მე, ყვარყვარე საქართველოს მთავარი, სიყვარულით მოგიკითხავ.
დიდად ვნატრობ თქვენს დამეგობრებას, რადგან შევიტყე რომ, ძლიერ მორწმუნე ქრისტიანე ხართ და მარადის ნატრობთ ჰქმნათ იმისთანა შესანიშნავი საქმე, რომელიც შეეხება ჩვენის წმიდა სარწმუნოების პატივსა და დიდებას, როგორათაც ესა ჰყვეს თქვენთა წინაპართა. მეც ქრისტიანე ვარ და ამ უწმიდესი სარწმუნოების დასაცველად და მისი დიდებისათვის მზად ვარ თავი დავსდვა; ამიტომ ჩემ წინაპართა კვალს მივსდევ და მათ მსგავსად სიამოვნებით ვეომები ურწმუნოთა. მამი ჩემის სიკვდილის შემდგომ ხშირად მომიხდა მათთან ომი და, ღვთის მადლით, ბევრჯერაც გავიმარჯვე მათზე და ბევრი მათი ქალაქიც დავიპყარი. გასულ წლებში მეზობელ მთავრებთან ომი რომ არ მომხდენოდა, უფრო მომეტებულად გავიმარჯვებდი ურწმუნოებზე. ხოლო აწ ბატონი ჩვენი პატრიარქის ლუდოვიკეს ბრძანებით შევურიგდი ყველა ჩემს მეზობელს ქრისტიანე მთავრებსა და გადავწყვიტე, მთელი ჩემი ღონე და შეძლება მოვიხმარო ოსმალების წინააღმდეგ, როგორთაც დავპირდი ჩვენს ბატონ პატრიარქს. თვით მევე უნდა წავუძღვე ჩემს 20000 ცხენოსანს საომრად ურწმუნოთა წინააღმდეგ. ამის ადვილათ აღსრულებისათვის, არა მარტო შევურიგდი, არამედ პირობაც შევკარი და კავშირი დავადგინე ამ ქვეყნის ყველა ქრისტიანე მთავრებთან, რათა ესეთის ჩვენის შეერთებულის ძალით შევებათ და ვსძლიოთ ოსმალთა, რომელთაც დაიპყრეს კოსტანტინეპოლი, ხოლო კავშირი ვყავით მე, გიორგი სპარსეთის მეფემ, დავით ტრაპეზუნტის იმპერატორმა, ბენდია სამეგრელოს მეფემან, რაბია ანაკოსიის (?) მთავარმა და ბერდებეგ მცირე სომხეთის (კილიკიის) ბატონმა. ამათ გარდა ჩვენი მოკავშირენი სხვანიც არიან. ის მოკავშირენი თუმცა ურწმუნონი არიან, მაგრამ ძლიერ მთავრებად ითვლებიან და დიდი მტრები არიან კონსტანტინეპოლელი ოსმალებისა. ისინი არიან შემდეგნი: ყარამან, ძველი მართველის ისმაელ-ბეგის შვილი, და ჰასანბეგ, უწინდელი ყარალუკის შვილი. რადგან ჰასან-ბეგ აქეთ მხარეს კოსტანტინეპოლელი ოსმალების საზღვარზედ არის, დაგვპირდა, რომ გზა მოგვცეს, რათა ანატოლია დავიპყრათ და თვითონაც უნდა მოვიდეს ჩვენთან ყოველი თავისი ჯარით ასაღებად ბერსის ქალაქისა, რომლის დაპყრობაც თვითონ უნდა. ესეთი კავშირი მასთან იმ პირობით დავდევით, რომ მუდამ იქმნეს ქრისტიანების დიდი მეგობარი, ეგრეთვე უკეთუ თქვენ ლათინის მთავრები და ერი წამოხვალთ იერუსალემის წმიდა ადგილების დასაპყრობლად, ის ვალდებულია ყველანაირად შეგეწიოთ თქვენ, რამდენათაც კი შეუძლია. აგერ 50 წელიწადია, ესეთი მშვიდობა და ერთობა, რომელიც აწ ვყავით, არ გაგონილა ჩვენს ქვეყანაში. ეს ვყავით ჩვენის ბატონის პატრიარქის ბრძანებით და ჩაგონებით და ეგრეთვე თანახმად წერილისა ბატონის პაპისა, რომელმაც მოგვწერა და გვაუწყა, რომ მან თავის ქალაქში ყველა ლათინის მთავრები უნდა შეკრიბოს და რჩევა ჰქმნას, რათა მოემზადონ ურწმუნოებთან საომრად. ხოლო დიდათ ვნატრობთ, რომ თქვენც შემოგვიერთდეთ ამის აღსასრულებლად. ამიტომ ბატონ პატრიარქთან ერთად ვგზავნით ჩვენს ელჩებს, ყველა ლათინის მთავრებთან და უფროს ერთად თქვენთან, რადგან შევიტყეთ, რომ დიდი ხანია ძლიერ ნატრობთ წმიდა ადგილების დაპყრობას. აწ ჩვენის ელჩებისაგან სცნობთ, თუ ჩვენ ყველანი რამდენათ მოწადინებულნი ვართ ამ სარწმუნოების საქმეში და თუ მისთვის რა გავაკეთეთ ამ დროებში. კვლავ დიდათ ვნატრობთ და გევედრებით, ჩვენს ელჩებს ყველაფერი კარგად შეატყობინოთ, თუ მზად ხართ ჯვაროსანთა ომის დასაწყებად, რათა მათაც გვაცნობონ, თუ რა დროს უნდა შევიჭურნეთ საომრად. ამასაც გპირდებით, რომ ერთის ზაფხულის განმავლობაშივე დავიპყროთ მთლად ანატოლია და ყველა ქვეყნები, რომელიც კოსტანტინეპოლელ ოსმალოს ამ მხარეს უჭირავს, ხოლო იმის მეორე კერძო ადგილები, რომელიც საბერძნეთია და რომელსაც შავი ზღვა ჰყოფს, თქვენ დაგიტოვოთ; მისი აღება ადვილი იქმნება, რადგან, როდესაც ოსმალეთი ესე ორ ჯარს შუა მოექცევა, ვეღარ გაუძალდება, მალე დაიძლევა და ამნაირად მის სახელს ქვეყანაზე მოვსპობთ. ამიტომ სხვა ყველა ლათინის მთავრებზე უმეტესად თქვენ გევედრებით, რათა ამისთვის იფიქროთ და იზრუნოთ და ხელიდან არ გაუშვათ კარგი შემთხვევა, რომელსაც გაძლევთ; არც დამცირებად მიიჩნიოთ ჩვენი მომხრეობა, ვინაიდან ყველაფერი დაგვიტოებია და სარწმუნოების სასარგებლო საქმეს დავსდგომივართ. უკეთუ აწ დაიზარებთ და ყურადღებას არ მოაქცევთ ამას (რაც ღმერთმა ნუ ინებოს), მაშინ სრულებით აღარაფერს ვიქმთ, რადგან იმ პირობით შევერთდით ურწმუნოებთან საომრად, უკეთუ თქვენც, მთავარნი ლათინნი ჩვენთან შეერთებულ იქმნებით: თვინიერ ამისა ყოველი ჩვენი ხელშეკრულობა უქმია; რადგან ყველა ჩვენი რჩევა და გარდაწყვეტილება დამყარებელია ბატონი პაპის წერილზე, რომელიც ჩვენმა ბატონმა პატრიარქმა მოგვიტანა და რომელიც მის ნამდვილ წერილად მიგვაჩნია. დასასრულ უწყოდეთ კარგად, რომ თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, შემდეგში, კიდევაც რომ გულით მოინდომოთ, ვერაფერს გაარიგებთ, რადგან უსჯულო ოსმალეთი მუდამ დღე ძლიერდება და ვეღარც შევიძლებთ შემდეგში გულმოდგინედ შეერთებას, როგორც ახლა ვართ. თუმცა ბევრი რამ მინდოდა მომეწერა, მაგრამ ეს ვიკმარე, ზოგსაც ჩემი ელჩი მოგახსენებს. უსმინეთ ყველაფერი უეჭველად ეგრეთვე დაგავედრებ მას. ქრისტეს მიერ ბძანდებოდეთ მშვიდობით. დაიწერა ქარციხეს (ახალციხეს), 1459 წ. ნოემბერს“.
როგორც პაპს მოუწერია ჩვენი მეფე-მთავრებსათვის, ისე ცხადია ისიც, რომ სამაგიერო პასუხს მისწერდენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა დაკარგულია და არც ერთი სჩანს.
გიორგი მეფის წერილი ამ წერილისგან ბევრად არ განირჩევა, მაგრამ, რადგან ძნელი საშოვარია, ამიტომ ისიც მოგვყავს აქ სრულიად.
„ყოვლად ბრწყინვალე ბურგუნდიის დუკას, მე გიორგი სპარსეთის მეფე მრავალს მოკითხვას მოგახსენებ. ამ წიგნს გწერთ, რათა სცნოთ, რაც ვჰყავით ამ ჟამად აღმოსავლეთში. აწ უწყოდეთ, რომ ყველა ამ მხრის ქრისტიანე მთავრებმა ერთმანერთ შორის ჩამოვაგდეთ მშვიდობა და ზავი და შევიფიცენით, რათა ყველა ჩვენის ძალით და ცდით ვეომოთ ოსმალებს, მეტადრე იმათ, რომლებიც არიან კოსტანტინეპოლში, რადგან ქრისტიანებს ძლიერ მტრობენ. ამ კავშირის გამო ყველა ჩვენთაგანმა ჯარი მოამზადა. მე თითონ პირადად 40000 კაცით უნდა წავიდე დავით ტრაპეზუნტის იმპერატორი შეგვპირდა და მზათ აქვს 30 ხომალდი 20000 კაცით; სამეგრელოს მეფე ბენდია მზათ არის მთელის თავისი ჯარით; ყვარყვარე საქართველოს მთავარი თვით მოდის 20000 ცხენოსნით; ანაკოსიის მთავარი რაბა (ფაბია) შემოგვპირდა წამოსვლას თავისი ძმებით, თავადებით და მთელის თავისის მხედრობით; მცირე სომხეთის ბატონი ბერდებეკ ჩვენის ლაშქრობისათვის შემოგვპირდა 20000 კაცს. ხსენებულ კავშირში არიან კვლავ სხვა ერნიც გიტარანები და სხვანი, ეგრეთვე თათრების სამი ძლიერი მთავარი, რომლებიც მზად არიან დაუწყონ ჩხუბი ოსმალებს, ესე იგი კოსტანტინეპოლის მფლობელ ოთმანებს. იმათგანი ერთი არის ყარამან, მეორე ისმაელ ბეგი შვილი უწინდელის მთავრისა, მესამე ჰასანბეგ მესოპოტამიის მეფე, შვილი ყარაილუკისა, რომელიც ძლიერი და დიდი მტერია კოსტანტინეპოლელი ოსმალებისა და მზად არის ყველა თავისი დანაპირები აღასრულოს. აქ ხსენებულთა ამის შესრულება ერთმანეთს შევფიცეთ, მუხანათი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, იმ პირობით კი, თუ თქვენ ლათინებიც ჩვენთან ერთად იქმნებით და თქვენის მხრით ოსმალებს ომს დაუწყებთ. ოღონდ თუ არ ისურვეთ ეს ომი, მაშინ სრულებით ვალდებულნი აღარ ვიქნებით, შევასრულოთ ის, რასაც ერთმანერთს შევპირდით. ამიტომ გევედრები, ყველაფერს თავი დაანებოთ და ამ ომს მოაქციოთ ყურადღება და ჩემსავით არც უკან დაიხიოთ ასეთი წმიდა საქმისათვის რომლისამე სიძნელის გამო. უკეთუ ყურადღება მიმექცია სხვა და სხვა სიძნელისათვის, თავის დღეში ვერ დავემორჩილებოდი ბატონს ჩვენს პატრიარქს, რომლის შემწეობით და ბრძანებით ჩვენს შორის მშვიდობა დამყარდა და დაიდვა ეს კავშირი. აწ თუმცა ამ მორიგებამ ზოგიერთ საქმეში მაზარალა, მაგრამ მაინც კი მოხარული ვარ, რადგან ამის მაგიერად ღვთისაგან მოველი სულიერ სასყიდელსა. აწ სხვას არაფერს გწერ, რადგან ჩვენს ბატონ პატრიარქთან ერთად ვგზავნი ჩემს ელჩსა, რომლისგან ყველაფერს შეიტყობთ და რომელსაც გავედრებ. მაშ მოუსმინეთ. გთხოვ თქვენი პასუხი წერილით გამოატანოთ, რათა ვსცნოთ თქვენი აზრი და გარდაწყვეტილება. ქრისტეს მიერ მშვიდობით ბძანდებოდეთ. დაიწერა ჩვენს ბანაკში ახლოს კარავისა. 1459 წ. ნოემბრის 5“.
ამ წერილებში მოხსენებული ისტორიული ფაქტების კვლევას არ გამოუდგებით. აქ დასახელებული საქართველოს მთავრების ერთმანერთში მტრობა და ჩხუბი საკმაოდ მოთხრობილია ჩვენს ისტორიაში. შევნიშნოთ მხოლოდ, რომ სპარსეთის მეფედ დასახელებული გიორგი, ყოველ ეჭვ გარეშე, საქართველოს (ქართლის) მეფე გიორგი VIII-ა, შვილი ალექსანდრე დიდისა. მისის მამის სახელი ცხადათ მოხსენებულია იმ წერილებში, სადაც ლაპარაკია მისი წერილისა და გაგზავნილის ელჩის შესახებ. ეს იქიდგანაც მტკიცდება, რომ იმ დროს სპარსეთის მეფედ იყო განთქმული ჰასანბეგ (უზუნ-ჰასან), გიორგის წერილშივე მესოპოტამიის მეფედ ჰასანბეგად დასახელებული, რომელიც ქრისტიანების მეგობარი იყო, მაგრამ ქრისტიანობა კი არ მიუღია. არც სპარსეთის ისტორიაში მოიპოება, როდისმე ჰყოლოდეს ქრისტიანე მეფე სახელად გიორგი. ხოლო გიორგი ცხადათ აღსარებულია ქრისტიანედ და კიდეც აურჩევია პატრიარქად პატრი ლუდოვიკე ბოლონიელი, რომელსაც ერთგულად ემორჩილება. არ ვიცით კი ნამდვილი მიზეზი, თუ თავისს თავს სპარსეთის მეფედ რად უწოდებს. ხოლო ვფიქრობთ, იმიტომ დაირქვა ეს სახელი, რომ იმ დროებში თუ ქუთაისის მეფემ ბაგრატმა და თუ სხვა მთავრებმა ბევრჯელ ჩამოართვეს საქართველოს ტახტი და არ ასვენებდენ თავის სამეფოში. ეს თვით წერილიდანაც სჩანს, რადგან დაუწერია (ანუ დაუწერინებია) იგი ომის ველზე, ბანაკში და არა თავის სამეფო ქალაქ ტფილისში. ეგრეთვე ამას ისიც გვიმტკიცებს, რომ იმ დროს ბაგრატ იწოდებოდა ივერიის, ანუ ქართველთა მეფედ.
რა წავიდენ საქართველოდან ზემო ხსენებული პატრიარქი და ორი ქართველთა ელჩი ნიკოლოზ თბილელი და ქასადან ყარჩეხან (ვგონებთ უნდა იყოს ფარსადან) სხვა ელჩებთან ერთად, გამოიარეს სამეგრელოში და დანუბის მდინარით უნგარეთს მივიდენ, იქიდან წავიდენ გერმანიას და მიესალმნენ ფრედერიკო იმპერატორს; რა მივიდენ ვენეციას, იქაურმა სენატმა დიდის პატივით მიიღო. ხოლო რომს რა ჩავიდენ, მათ მიეგებნენ სასულიერო დასნი და ეპისკოპოსები და დიდის პატივით მიიღეს, როგორც მეფეთა ელჩნი, დააყენეს სამთავრო სახლებში და მთავრობის ხარჯითვე შეინახეს. ელჩები იყვნენ ხუთნი. ერთი ყვარყვარესი ქასადან, მეორე გიორგი მეფისა ნიკოლოზ თბილელი; მესამე სომხების მთავრისა მორალო; მეოთხე ჰასანბეგისა მაჰმეტ; მეხუთე დავით იმპერატორისა მიხეილ. 1460 წ. პაპის პიო მეორის წინაშე წარდგნენ და მოახსენეს ესედ. „თქვენ წარმოგზავნეთ ჩვენდამო მინორიტების წესის ბოლონიელი ლუდოვიკე, რომელმაც მოგვახსენა, რომ თქვენ წახვედით მანთოვას ქრისტიანებთან კრების მოსახდენად, რათა მაჰმედს, ოსმალების იმპერატორს, ომი დაუწყოთ და ნატრობთ, ჩვენმა მთავრებმაც ახიაში ომი აუტეხონ, როდესაც ევროპაში შეებმით. ეს ამბავი ძლიერ ესიამოვნათ ჩვენს მთავრებს, რადგან მათ სძულთ ოსმალები და თქვენ კი უყვარხართ და პატივს გცემენ ისე, როგორც ქრისტეს ნაცვალსა: მზად არიან თქვენი ბრძანების აღსრულებისათვის. ჩვენს მთავრებს ერთმანერთში მძულვარება და ომი ჰქონდათ, მაგრამ თქვენმა ნუნციომ რა უბრძანა, მაშინვე შერიგდენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120000 მეომარნი მზად არიან ეომონ მაჰმედ იმპერატორს ახიაში, ვიდრე ჰელესპონტამდე, თრაქიამდე და ბოსფორამდე, როდესაც თქვენ ინებებთ და თუ თქვენც დასავლეთელებთან ერთად ეომებით ოსმალებს. ამიტომ წარმოგვგზავნეს და ეგრეთვე მისთვის, რათა ვემთხვიოთ თქვენთა ფერხთა, ვითარცა ამ ქვეყანაზე ღვთის ნაცვლისას. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდია აფხაზეთისა და სამეგრელოს მეფე, ბაგრატ (მეფე) ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გიორგიანებს და მანია (მამია) მარკიო გურიელი.... აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკე, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენ საყდართან შეერთებულნი არიან“.
ზემოთ მოვიხსენიეთ, რომ პაპის კალიკსტო III-ს წერილი შეეხებოდა მარტო საქართველოს კათოლიკებს და არა სხვა ტომის ხალხსა. ამას საკმაოდ გვიმტკიცებს ყვარყვარესი და გიორგის წერილები და ეგრეთვე მათი ელჩების ისეთი ლაპარაკი პაპთან. არ დავივიწყოთ, რომ იმ წერილებთან ერთად მიწერილია ბერგუნდიის დუკასთან დავით ტრაპეზუნტის იმპერატორის წერილიც, რომლის აქ მოყვანას საჭიროდ არა ვრაცხთ. წერილში იმპერატორი ბოლონიელ ლუდოვიკეს პატრიარქად სრულიადაც არ უწოდებს, არამედ იხსენიებს მარტო ელჩად (orator); არც ისაა მოხსენებული წერილში, ვისთანმე ომი ჰქონოდეს მის წინეთ, არამედ მარტო ამას ამბობს: „ჩვენ აღმოსავლეთელებმა ერთიან პირობა შევკარით, ვეომოთ ოსმალებსო“. არც ისა სჩანს, რომ მცირე სომხეთის მთავარს ეწოდებინოს, ანუ ესურვებინოს ლუდოვიკეს პატრიარქობა. ეგრეთვე ცხადია, რომ სპარსეთის მეფეს ჰასანბეგს სრულიადაც არ დასჭირდებოდა იმის პატრიარქობა. მაშ გიორგიმ და ყვარყვარემ აირჩიეს იგი თავიანთ პატრიარქად თანახმად იმ უფლებისა, რომელიც ზემოდ მოყვანილი წერილით კალიკსტო პაპმა მიანიჭა საქართველოს კათოლიკებს იმ პირობით, რომ არჩეული პირი რაც შეიძლებოდა მალე წასულიყო რომას და თან წაეყვანა ორი-სამი ადგილობრივი მცხოვრები, რათა პაპს დაემტკიცებინა იგი პატრიარქად. რომს ელჩების გაგზავნაში დადებულის პირობის აღსრულებასაც ვხედავთ, ვინაიდან პატრიარქთან ერთად საქართველოდან წასული ორი ქართველი სთხოვს პაპს, რათა არჩეული ლუდოვიკე აღმოსავლეთის (აქ საქართველო იგულისხმება) კათოლიკეთა პატრიარქად დაამტკიცოს. ლექსი აღმოსავლეთი რომ კერძოდ შეეხება საქართველოსა, ამასაც საკმაოდ გვიჩვენებს გიორგისა და ყვარყვარეს წერილები. ეგრეთვე შევნიშნოთ ესეც, რომ გიორგი მეფის ელჩს ეწოდება ნიკოლოზ თბილელი თუმცა ეს ლექსი თბილელი ნიშნავს ტფილისში დაბადებულს, ანუ მის მცხოვრებს, მაგრამ ესეც ვიცით, რომ ეს ლექსი უფრო განსაკუთრებით ნიშნავს ტფილისის ეპისკოპოსს, რომელიც ძველადვე წოდებულია თბილელად. ვგონებთ სრულიად საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, რომ ელჩად გაგზავნილი ნიკოლოზ, ტფილისის ეპისკოპოსად, თბილელად, მივიჩნიოთ.
რა მოუსმინა პაპმა ელჩებსა, დიდათ აქო მთავრების ესეთი კეთილი სურვილი. ეგრეთვე მათ მიუთხრა, რაც იმოქმედა მონთავაში, მაგრამ ქრისტიანე ხელმწიფეებს მისთვის ჯეროვანი ყურადღება არ მიექციათ. ხოლო იმედი ჰქონდა, რომ თუ ისინი შეიტყობდენ აღმოსავლეთელების გარდაწყვეტილებას, უეჭველად ყურადღებას მიაქცევდენ და შემწეობასაც აღმოუჩენდენ. ამიტომ გადაწყვიტა, ის ელჩები საფრანგეთის მეფესთან და ბურგუნდიის დუკასთან გაეგზავნა. „ელჩები განაგრძობს ისტორიკოსი, იქ წასვლას დასთანხმდენ, მაგრამ გზის ხარჯი მოსთხოვეს და ლუდოვიკეს პატრიარქად დანიშვნის თხოვნა კვლავ განუმეორეს. პაპიც დათანხმდა ხარჯის მიცემას და აგრეთვე ლუდოვიკეს პატრიარქად დამტკიცებას იმ პირობით, რომ ლუდოვიკე ვიდრე დაბრუნდებოდა საქართველოს, პატრიარქის სახელი არც წერაში და არც ლაპარაკში ეხმარა; არც თან ეტარიბინა თავისი პატრიარქობის დამტკიცების წერილი, არამედ შეენახა იგი წმიდა პეტრეს კარდინალთან, რათა შემდგომ კარგად გამოძიებულ ყოფილიყო იმ საპატრიარქოს საზღვრები“.
ელჩები 1461 წ. რა მოვიდენ საფრანგეთს, წარდგნენ მეფის შარლ VII-ის წინაშე, მაგრამ იგი ვერ დაიყოლიეს ოსმალების წინააღმდეგ საომრად, რადგან იქაც, ჩვენს მეფეებსავით, უთანხმოება ჰქონდათ ერთმანერთში და ოსმალეთის გაძლიერება ისე არ აფიქრებდათ, როგორც ჩვენი მხრის მთავრებს. საფრანგეთში საქართველოს ელჩთა ყოფის დროს მოკვდა შარლ VII და გამეფდა მისი შვილი ლუდოვიკე XI, რომლის დაგვირგვინებას ესენიც დაესწრნენ. ვერც ამ ახალის მეფისგან მოიპოვეს თანხმობა და ესედ სულ ცარიელნი და დაღონებულნი უკანვე გამობრუნდენ.
აქ ისიც უნდა დავუმატოთ, რომ, როდესაც საფრანგეთის მეფის წინაშე წარდგნენ ელჩები, ქართველებს ესე უწოდებდენ: „ნიკოლოზ, ორატორი დიდი ალექსანდრეს შვილის გიორგის სპარსეთის მეფისა, ყოვლად გულმოდგინე საქმეების აღსრულებაში; ფრიად განსწავლული ქუსუდამ, უუძლიერესი მეომარის ყვარყვარეს საქართველოს მთავრის ორატორი“.
ხოლო ძველი მწერლები სრულებით არაფერს მოგვითხრობენ, თუ როგორ წარდგნენ ელჩები ბურგუნდიის დუკას წინაშე და ან რა პასუხი მიიღეს ყვარყვარეს და გიორგის წერილებისა.
თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრებმა ევროპაში, როგორც იმედი ჰქონდათ, ვერ იშოვეს მომხრენი ოსმალების წინაადმდეგ, იმედი მაინც სულ არ გადაუწყვეტიათ, არც გული აუცრუვებიათ რომის ეკლესიაზე. პირიქით როგორც იმ დროის მთავრებმა, ისე მათ შემდეგებმა, რომის ეკლესიის ერთგულებას არ უღალატეს. სამწუხაროდ, იმ დროის საბუთი ბევრი გვაკლია. მაგრამ თანამედროვე მგზავრები ამას საკმაოდ გვიმტკიცებენ. მაგალითად ვენეციელი ამბროზიო კონტარინი, რომელმაც საქართველოში გამოიარა 1474 წ. ივლისის 5-ს, ამბობს, რომ საქართველოში მრავალნი კათოლიკებიც არიანო. (vi sono anche di molti huomini catholici) ჩვენს ნათქვამს სხვათა შორის გვიმტკიცებს ორი შემდეგი საბუთი, რომელმაც ძლივს მოაწია ჩვენამდე.
როგორც მეფე გიორგი VIII-მ გამოიჩინა ერთგულება და ერთობა რომის ეკლესიისადმი, ისე მისი შვილიც კოსტანტინე III-ც მამის კვალს გაჰყვა (კოსტანტინე II ქართლის მეფე, გიორგის ძმისშვილი იყო). რომის პაპს ალექსანდრე VI-ს (ვგონებთ 1495 წ.) შესანიშნავი წერილი მისწერა და ელჩად გაუგზავნა ნილო მონაზონი რამდენსამე სხვა პირთან ერთად და გაატანა პაპისათვის ძღვენი. არ ვიცით კი, რაში მდგომარეობდა ის ძღვენი. როგორც პაპის წერილიდან სჩანს, ძღვენი პირადად სახმარი რამ უნდა ყოფილიყო. კონსტანტინეს მიწერილი წიგნი ბევრი ვეძებეთ, მაგრამ აქამდე ვერსად მივაგენით მისი კვალი. ხოლო პაპის პასუხიდან სჩანს, რომ კოსტანტინე მეფეს წიგნი მიუწერია და ელჩი გაუგზავნია უფროსიერთად ამისთვის: რათა პაპს განუცხადოს თავისი ერთგულება და მორჩილება, სთხოვოს დასავლეთის ხელმწიფეთა გალაშქრება ოსმალების წინააღმდეგ აღმოსავლეთის მთავრებთან ერთად და ეგრეთვე სთხოვოს პაპს ფლორენციის კრების გარდაწყვეტილება რომის ეკლესიასთან ძველი ერთობის განსაახლებელ დასამტკიცებლიდ. ამას მოწმობენ ეგრეთვე ძველი მწერლებიც. თუ რაოდენათ შესანიშნავი და სათნო საყოფელი ყოფილა კოსტანტინეს წერილი, საკმაოდ გვიჩვენებს პაპის შემდეგი პასუხი.
„პაპი ალექსანდრე VI. ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელს შვილს კოსტანტინეს, ქართველთა ბრწყინვალე მეფეს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
თქვენის ელჩის, საყვარელის შვილის, ნილო მონაზონისაგან მივიღეთ თქვენი წიგნი, რომლითაც სამოციქულო საყდრისა და ჩვენდამი აცხადებთ უდიდეს ერთგულებას და პატივისცემას და აგრეთვე გვილოცავთ და ყოვლისმპყრობელ ღმერთს მადლობას სწირავთ იმ გამარჯვებისათვის, რომელიც დარჩათ ჩვენთა სახელოვან შვილთა ისპანიის მეფეს და დედოფალს ურწმუნოთა წინააღმდეგ (ფერდინანდო v და იზაბელამან არაბნი დაამარცხეს და განდევნეს 1492 წ.), ეგრეთვე დიდის სიამოვნებით ვსცანით თქვენი აზრი და გარდაწყვეტილება ქრისტეს სარწმონოების მტერთა წინააღმდეგ გალაშქრებისათვის, რის გამო მზად ხართ წასასვლელად თქვენის შვილით და თქვენის მხედრობითურთ, რათა დავიხსნათ ეგოდენი დაჩაგრული ქრისტიანე და დავიბრუნოთ გაუპატიურებული ტაძრები. ამიტომ გამოუთქმელის სიხარულით გავიხარენით და ყოვლის მპყრობელ ღმერთს, რამდენათაც ძალგვედვა, მადლობა შევსწირეთ, რომ თქვენს ხელმწიფებას გამოუჩენია სარწმუნოების ეგრეთი ერთგულება და სიყვარული, რადგან სავსებით ეთანხმება ჩვენს აზრსა და სურვილსა ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის; მასთანვე გვიხარით ქრისტიანეთა გაძლიერება, ვინაიდან უმეტესად სხვას არას ვნატრობთ, დღე და ღამე სხვას არას ვფიქრობთ მას გარდა, რომ ვპოვოთ რამ საშუალება ჩვენის სარწმუნოების სასარგებლოდ, რაისა გამო მუდამ ვფხიზლობთ და ყველა ღონისძიებას ვხმარობთ. მასთანვე იმედი გვაქვს, კოსტანტინეპოლისა, იერუსალემისა და აგრეთვე სხვა ადგილის საპატრიარქოებიც დავიხსნათ, რადგან აქაური ქრისტიანე მთავრები ამას შემოგვპირდენ. გარნა, სამწუხაროდ, ძველმა სულის მტერმა, ჩვენის ნატვრის და სასარგებლო რჩევის წინააღმდეგ, იმ მთავართა შორის განხეთქილების ღვარძლი დასთესა. მაგრამ, ქრისტეს შემწეობით, იმედი გვაქვს, მალე შევარიგოთ და ესე ყოველივე ჩვენი ცდა მივაქციოთ წინააღმდეგ სარწმუნოების მტერთა, რომლებისაც არ გვეშინია და წმიდა ჯვრის დროშის წინამძღვრობით, იმედი გვაქვს, მათზე სრულიად გავიმარჯვოთ. ამ სურვილით მუდამ გამსჭვალული ვიყავით და მეტადრე ახლა უმეტესად ვართ, რადგან დავრწმუნდით, რომ ქრისტეს სადიდებლად დიდად ერთგული და წადიერი ხართ.
აწ რამდენიც შეგვიძლია უფლისადმი შეგაგულიანებთ, რათა მტკიცედ სდგეთ და არ უღალატოთ თქვენს საქებურს წადილს და შეაგულიანოთ ყველა თქვენი ქვეშევრდომნი და აგრეთვე უბრძანოთ მათ, რომ თქვენი წმიდა განძრახვის ასასრულებლად მოგეხმარონ და დაგემორჩილონ.
რადგან საუკუნო ცხოვრებისათვის საჭიროა, ყველა ქრისტიანნი სარწმუნოების საქმეში შეუერთდენ და დაემორჩილონ ეკლესიას, რომისას, სადაც ქრისტე უფალმა და მისმა მოადგილემ პეტრე მოციქულმა თავი და საყდარი დაადგინეს ქვეყნის ყველა ქრისტიანებისათვის, ამიტომ უდიდესად მოხარული ვართ, რომ თქვენმა დიდებულებამ მართლმადიდებელ სარწმუნოებას მიაქცია ყურადღება და რაც ამ სარწმუნოების წრფელ დაცვას შეეხება, თხოულობთ ჩვენგან და სამოციქულო საყდრისაგან, რომელიც არის თავი ყოველთა ქრისტიანეთა. რადგან თქვენის ორატორის ნილოსის პირით მევედრებით, თქვენს დიდებულებას გამოვუგზავნო სარწმუნოების შესახებ გარდაწყვეტილება, რომელიც ჩვენის წინამოსაყდრის, ნეტარ ხსენებულის პაპის ევგენიო IV-ს დროს იქმნა დადგენილი ფლორენციის კრებაზე და რომელსაც მსოფლიო ეკლესია თუ ლათინისა და თუ ბერძნისა ეთანხმება, რათა თქვენ და თქვენი სამეფო მისი რწმუნებით ღირსი გახდეთ საუკუნო ცხოვრებისა და აქაც გაიმარჯვოთ სარწმუნოების მტრებზე, რადგან უწყით რომ, მოციქულის თქმულისამებრ, თვინიერ სარწმუნოებისა შეუძლებელია კაცი ღმერთს სათნოეყოს, ამიტომ აწ ხსენებულის კრების გარდაწყვეტილებას ჩვენს ტყვიით დაბეჭდილ წერილთან ერთად გიგზავნით. მასთანვე გთხოვთ გამოაცხადოთ იგი ყველა თქვენს პროვინციებში და ბრძანოთ მისი დაცვა – ვინაიდან, როგორც ჭეშმარიტის ძისა მიერ ღვთისა იესო ქრისტესა ყველა შეერთებული ვართ, ეგრეთვე ვიყვნეთ შეერთებულნი, დავიცვათ რა მისი მცნებანი და მოძღვრება, რომელიც თავისი ნაცვლისა და მის მოსაყდრეთა მიერ გამოგვიცხადა ამიტომ ვსასოებთ, რომ, უკეთუ დაიცავთ ამ ერთობას, მტერთა მანქანებამ ვეღარა გავნოთ, რადგან გაძლიერებული იქმნებით მის მიერ, რომელიც სძლევს მთავრობათა. ეგრეთვე დიდს მადლობას ვუძღვნით თქვენს ბრწყინვალებას ძღვენთათვის, რომელნიც გამოგვიგზავნეთ და დიდის სიამოვნებით მივიღეთ. მათ ვიხართ, როდესაც შემთხვევა მოგვეცემა, ვითარცა ვრცლად მოვახსენეთ ჩვენს საყვარელს შვილს ნილოსა. ეგრეთვე სხვა რაც მოგვახსენა, ყველაფრის სიტყვით პასუხი მივეცით. რომიდან. 1496 წ. 10 ივლისსა, ჩვენის მღვდელთმთავრობის მეოთხე წელსა“.
ამას გარდა არის, ერთი სხვა მოკლე წერილიცა, რომელსაც პაპი ფლორენციის კრების გარდაწყვეტილებასთან ერთად უგზავნის კოსტანტინე მეფეს წიგნში შესანიშნავი არა არის რა, მხოლოდ ეუბნება მეფეს: რადგან მთხოვეთ ეს გარდაწყვეტილება, ჩვენც სიტყვა-სიტყვად ამოვსწერეთ და გიგზავნით. ამასაც იგივე ძალა აქვს, როგორც პირველში დადგენილს ჰქონდაო.
თუ რამდენათ დიდი მნიშვნელობა ჰქონია კონსტანტინე მეფის წერილს და მის ელჩსა, გვიჩვენებს იმავე პაპის შემდეგი წერილი, რომელიც რომიდან ნილოს წასვლის დროს მისწერა არა მარტო თავის საბძანებლის მთავრებს, არამედ ევროპის სხვა მთავრებსაც, ვის სამთავროებზედაც კი ნილოს უნდა გაევლო საქართველოდ დაბრუნების დროს. იმ წერილით იგი ყველას სთხოვდა, რათა პატივით მიეღოთ ნილო, ვითარცა ელჩი, ყოველგვარი შემწეობა აღმოეჩინათ მისთვის და გზაზე თავისუფლად გაეტარებინათ. ერთიან მოგვყავს ის წერილიც.
„პაპი ალექსანდრე VI, ყველას და თვითეულს და სხ. მშვიდობა და სამოციქულო კურთხევა. ქრისტეს მიერ საყვარელმა ჩვენმა შვილმა კონსტანტინე, ქართველთა სახელოვანმა მეფემ, ვითარცა კათოლიკემ და ყოვლად მორწმუნე ქრისტიანემ, გამოგზავნა თავის ორატორად წმიდა ბასილის წესის მონაზონი საყვარელი შვილი ნილო, რათა მოეძღვნა ჩვენთვის და სამოციქულო საყდრისათვის თავისი თაყვანის-ცემა და ერთგულება. აწ ხსენებული ორატორი ბრუნდება რა უკან თავის მეფესთან, ვნატრობთ ყოველგან თავისუფალი გზა მიეცეს. ამიტომ გთხოვთ თქვენ და საგანგებოთ ვუბრძანებთ ყველა ჩვენს ქვეშევრდომ კაპიტანთ, ჩვენის ჯარის უფროსთ, ეგრეთვე ეპისკოპოსთ და საკათედრო ეკლესიის კაპიტულოთა და ყველა წესის მონაზონთა, რათა ნება მისცეთ, ზემოხსენებულმა ძმამ ნილომ ყველა თავისი ბარგით და თანამხლებლებით, შეიძლოს უშიშრად და თავისუფლად წასვლა, მობრუნება, დადგომა, გავლა და ღამით დარჩენა ყველა გზებსა, ნავთსადგურებსა, ხიდებსა და ქვეყნებში, როგორც ჩვენს სამფლობელოში, ისე თქვენსაში და ხარჯი არაფერი გადაახდევინოთ. მსგავსადვე გევედრებით, რათა, უფლის პატივისათვის, სიყვარულით მოეპყრათ და თუ საჭიროებამ მოითხოვოს, გაატანოთ გზის-მცველნი და თანამხლებელნი. ეგრეთვე გვნებავს, ყველა ძმათა და მონაზონთა მიიღონ ესენი თავიანთ მონასტერში და იზრუნონ ყოველი მათი საჭიროებისათვის ისე, რომ კმაყოფილი დავრჩეთ და ვაქოთ მათი ამაგი. ვუბრძანებთ ყოველს და თვითეულს ჩვენს და წმიდა რომის ეკლესიის ქვეშევრდომ ძმათა და მონაზანთა, მიუხედავათ ჩვენის ბრძანებისა და აკრძალვისა, მიიღოთ ხსენებული მონაზონი ნილო ყველა თავისი მხლებლებით ჩვენს ქალაქებსა და ქვეყნებში და მოეპყრათ ყოვლადის გულკეთილობით.
უფრო ხალისით რომ აღასრულოთ ესე ყოველი და მოიჭირნახულოთ თქვენი სულისათვისაც, ამიტომ ღვთის მოწყალებით და ნეტართა პეტრესა და პავლეს უფლებითა, 200 დღის სასჯელს (საკანონოს) მივუტევებთ მათ, ვინც მიიღებენ ამათ და აღმოუჩენენ გზაში ყველა ნაირს დახმარებას. ამ წერილს ერთი წლის ვადა აქვს. რომით, 5 ივნისისა, 1496 წ.“
ძნელად შევხვდებით, რომ ამისთანა თავის გასაცნობელი ქაღალდი პაპებს სხვა ელჩებისათვის მიეცეთ.
ამ საბუთებით ვასრულებთ ამ საუკუნეს, რომელიც წინა საუკუნეზე უკეთესად გვიჩვენებს ქართველი კათოლიკების რიცხვმრავლობას საქართველოში.
ამ საბუთებს მიუმატოთ ჯრუჭის სვინაქსარიც, რომლის XIII-XV საუკუნეთა აღაპებში მრავალი იტალიური სახელია მოხსენებული. მაგ.: გვილიამ პატერა, ჯირარდ ძმა ჩვენი, ასილინა, ჯუან, სირ ჯილ-ბედ, სირ არბერდ, ძმა ტაძრელთა, ჯუან სირ პერკუმანდური ტაძრელთა, ძმა პერ ტაძრელთა და სხ. ეს არა თუ ამტკიცებს ქართველი ბერების და იტალიელების მეგობრობას, არამედ მათ სარწმუნოებრივს ერთობასაც ცხადად გვიჩვენებს. აქიდან შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ იმ საუკუნებში საქართველო, თუ მუდამ არა, ხშირად შეერთებული ყოფილა დასავლეთის ეკლესიასთან. ამიტომ მათი ერთმანერთის დაშორება უნდა დავაბრალოთ იმ გარემოებას, რომელიც ხშირად, მათი სურვილის წინააღმდეგ, მათ კავშირს ხელს უშლიდა და აბრკოლებდა.

თავი lV
ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში
რაც აქამდე ვნახეთ, იმის სრულიად წინააღმდეგ სურათს წარმოგვიდგენს XVI საუკუნე. ამ ხანში ვეღარ ვხედავთ, ვეღარც მისიონერებს, ვეღარც პაპების ხშირ საბუთებს საქართველოს შესახებ და ვეღარც იმდენ მგზავრს, როგორც უწინ. ამ საუკუნემ საქართველოს დიდი და მრავალგვარი უბედურება დაატეხა თავსა, იმავე დროს კათოლიკე სარწმუნოებაც შეფერხდა და თუ ერთიან ბოლო ვერ მოეღო საქართველოში, ძლიერ კი დასუსტდა. ყოველი ამის მიზეზი გახდა ოსმალების გაძლიერება, მათი ხშირად საქართველოზე გამოლაშქრება, მისი აკლება და გაოხრება, ბოლოსაც მათი აქ გაბატონება.რა 1478 წ. მოკვდა ოსმალთა შეუპოვარი და დაუძინებელი მტერი, უზუნ-ჰასან შაჰი სპარსეთისა (ყვარყვარეს და გიორგის წერილებში ხსენებული ჰასანბეგ), მმასთანვე ბოლო მოეღო ვენეციელების იმედს ოსმალებზე გამარჯვებისას. სანამ შაჰი ცოცხალი იყო, ვენეციელები კაცს კაცზე უგზავნიდენ და ჰპირდებოდენ ყოველ ნაირ შემწეობას, რათა მუდამ ეომნა ოსმალების წინააღმდეგ. შაჰის სიკვდილის შემდგომ, სპარსეთში ოსმალნი ვედარ ხედვენ მისებრ მამაც მთავარს, რომელიც გამკლავებოდა მათ საშინელ ძალას. თუ ამ გარემოებამ და თუ სხვა ამისმა მსგავსმა მოვლენამ ოსმალოს მთავრობა ძალზე გააძლიერა, გააქედმაღლა და ხელი შეუწყო, რომ ბატონობა ეპყრა არა თუ მარტო აღმოსავლეთში, არამედ თვით ევროპისათვისაც კი ხელი ჩაევლო. სწორეთ XVI საუკუნის განმავლობაში სულთანმან სულეიმან II-ემ და მისმა მერმინდელმა სულთნებმა, თუ ზღვით და თუ ხმელეთით, ხშირად იწყეს გალაშქრება ევროპაზე, მთელის დასავლეთის მთავრობანი შეაძრწუნეს, ევროპას ერთიანად გავერნება, ანუ გამაჰმადიანება დაუპირეს და გადასწყვიტეს რომის წმიდა პეტრეს ეკლესია ბოსლად გადაექციათ. სწორედ ამ თავზარ დამცემმა გარემოებამ შეუკრა უწინდელი თავისუფალი გზა საქართველოსი და სპარსეთისა არა მარტო ევროპის მისიონერებს და ელჩებს, არამედ თითქმის ყველა მათ ვაჭრებსაც. ოსმალოს ფაშები თავიანთ საზღვრებზე ძლიერ ფრთხილად იყვნენ, რათა ევროპელები არავინ გამოეშვათ, და თუ ვინმე როგორმე გამოეპარებოდათ, მაშინვე კაცებს გამოადევნებდენ უკან, რათა ან დაეტყვევებინათ, ან მოეკლათ. ამიტომ იმ საუკუნეში ძლიერ ცოტა ევროპელს ვხედავთ აქეთკენ წამოსულს.
იმ საუკუნის კათოლიკების შესახებ მასალა დიდი არაფერი გვაქვს ხელში, რადგან ოსმალებმა იმ დროების პირველ წლებში საქართველოში თავიანთი ხშირი შემოსევით და ბოლოს თავიანთი აქ გაბატონებით ძლიერ დიდად ავნეს კათოლიკობასაც. საქართველოს გზა ერთიან შეუკრეს ევროპის მისიონებს, იმ ზომამდე, რომ მთელის ამ საუკუნის განმავლობაში ვერც ერთ მისიონერს ვეღარ ვხედავთ საქართველოში. ამის შესახებ შესანიშნავი მოწმობა გვაქვს როტიე ბელგიელისა, რომელმაც თავისი მოხსენება წარუდგინა რომის პროპაგანდას საქართველოს ქრისტიანების შესახებ. იგი, სხვათა შორის, ამბობს. „თუ სპარსელები და თუ ოსმალები ხშირ-ხშირად ესეოდენ საქართველოს ჩვენ დრომდე, აოხრებდენ ქვეყანას და ხოცავდენ ხალხს, ბევრ გზის და დიდის ხნობით დასტოვეს ეს ერი (ქართველი კათოლიკები) მოკლებული თავიანთ მწყემსებს და იმ მცირე რიცხვმა კათოლიკეთა, რომელნიც ლათინის ეკლესიის მორწმუნედ დარჩნენ, სარწმუნოებაში შეურყევლად გასძლეს თავიანთისავე ერის კაცთა წვრთნა-დარიგების მეოხებით; იმათ თავიანთი სარწმუნოება ამნაირი საშუალებით დაიცვეს ზოგჯერ მრთელის ერთი საუკუნის განმავლობაში, ისე, რომ თავიანთ კათოლიკე მოძღვართ ერთსაც ვერ ნახავდენ ხოლმე, რომელთაც შესძლებოდათ მათი განმტკიცება სარწმუნოებაში. ...გორში აქვთ XV საუკუნის საბუთები სახლების ნასყიდობისა1. სხვათა შორის შესანიშნავია ისიც, რომ ტფილისის ქუჩას უწინ ფრანგების ქუჩა რქმევია. იქ დღესაც ვხედავთ ერთის წისქვილის ახლოს ნანგრევებსა, რომელთა შორის მოიპოება ერთი დიდი ქვა, რაზედაც იქაური მცხოვრებნი სანთლებს ანთებენ და ლოცულობენ, როდესაც მათ აცივ-აცხელებსთ. ამბობენ, რომ იმ ადგილს აშენებული იყო კათოლიკების ეკლესიაო, რომელშიაც იყვნენ გენუელი (ჯენველი) პატრები და რომელიც ოსმალებმა მთლათ გაანადგურესო“.
რა შემოვიდენ ოსმალები საქართველოში მართლმადიდებელთ ეკლესიებთან მერთად კათოლიკების ეკლესიებსაც ანგრევდენ და ლათინის მღვდლებს უწყალოდ ხოცავდენ, უფროსი ერთად იმიტომ, რომ ევროპაში ოსმალების უწყალო მოქმედების ამბის წამღები აღარავინ ყოფილიყო და ქართველებს ქრისტიანობაში გამძლეობაზე შემაგულიანებელი აღარავინ ჰყოლოდათ. უფრო ადვილად რომ გაემააჰმადიანებინათ, ამ გვარად კათოლიკენი მთლად უმწყემსოდ დასტოვეს და საქართველოში ფეხი ამოაკვეთინეს ევროპის ყველა მისიონერებს. მისიონების მოსპობას მოწმობს ეგრეთვე პორტუგალელი სპარსეთში მისიონერად ნამყოფი ანტონიო გოვეა.
ოსმალების ამნაირმა უწყალო მოქმედებამ მაინც ვერ აღმოფხვრა ქართველთ ერისა და მთავრების გულში ქრისტიანების სიყვარული, კათოლიკობისადმი მიდრეკილებმა და რომის ეკლესიის მიმართ ერთგულება. ამას საკმაოდ გვიმტკიცებს შემდეგი სამი საბუთი, რომელიც მოგვეპოება ამ საუკუნის შესახებ. პირველი საბუთი პაპის პავლე III-ის წერილია, გაგზავნილი ლუარსაბ საქართველოს მეფესთან და მეორე მეფეებთან.
„პავლე III. ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელს შვილს ლუარსაბს, ქართველთ ქალაქებისა და სამეფოს ბრწყინვალე მეფეს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. ბევრი სარწმუნო მოხსენებიდან შევიტყეთ, რომ თუმცა ძლიერ შორსა ხართ, მაგრამ რომის ეკლესიას სიყვარულით პატივს სცემთ და გულმხურვალედ აღიარებთ მას ყველა ეკლესიების თავად, ეგრეთვე ქრისტეს ნაცვლად და მოციქულთა მთავრის წმიდა პეტრეს მოსაყდრედ გვცნობთ თუ ჩვენ და თუ რომის ეკლესიის სხვა ჩვენ წინამოსაყდრე მწყემსებს. მსგავსადვე თქვენისა ესევე სწამთ ქრისტეს მიერ საყვარელ შვილთ თქვენ მეზობლებს პატირაქ ქოქათისას (ბაგრატ ქუთაისის მეფე), ლეონ ძაგამისას (ავ-გიორგისძე
ლევან კახეთის მეფე) და გორგორა ხელციხელს (ყვარყვარე ახალციხელი ქართველთა ქალაქთა და სამეფოთ ბრწყინვალე მეფეთა ეს რა ვსცანით დიდათ განვიხარეთ უფლისადმი და მის უზენაესობას მადლობა შევსწირეთ, რომ წმიდა ემბაზში განათლებულის ქრისტეს სარწმუნოების აღსარებაში ეგოდენ ხნიდან მტკიცედ დაუცევხართ და კვლავ გიცავთ თქვენ ოთხ უდიდეს მეფეთ, ვითარცა ქრისტეს სარწმუნოების უძლიერეს გმირთა ეგოდენ ურწმუნოთა შორის, რომლებისაგანაც ყველა მხრით გარემოცული ხართ. უწყოდეთ, ფრიად საყვარელნო შვილნო, რომ თვით იმავე მეფეთა მეუფემ და უფალთ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელმაც მოგანიჭათ ეგ სამთავრონი, სწორეთ მანვე ჩააწვეთა თქვენს გულში ამ სარწმუნოების ნათელი, რათა გეცნათ წმიდა პეტრესი და რომის ეკლესიის უპირატესობა. რადგან თვით მან, რომელ არს მღვდელი უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისა, რომელსაც მოსცა მამამან ხელთა მისთა ყოველი და დაუქვევრდომა ფერხთა მისთა ცა და ქვეყანა, თვით მან დაადგინა ნათესავთა და მთავართა ზედა რომის ეკლესიის და სამოციქულო საყდრის უმწვერვალესი მღვდელთ-მთავარი, რომელიც განაწესა თავის მონაცვლედ წმიდა პეტრეს მიერ, რათა აღმოფხვრას, დაამხოს, განაბნიოს და გაჰფანტოს ყველა, რაც კი იმავე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა სარწმუნოების წინააღმდეგია და ასე, თუ ისე ავნებს მისსავე მორწმუნეთა საუკუნო ცხოვრებას; ეგრეთვე მოსცა მას, რათა აღაშენოს და დანერგოს ყოველი, რაც კი ადამის შვილთა ცხონებას შეეხება და უფლისავე ჩაგონებით შეუერთოს მის სამწყსოს თავისის პატიოსანის სისხლით დახსნილი ის ცხვარნიც, რომელთაც ამ უმწვერვალესის მწყემსის მზრუნველობა მოაკლდათ უფრო ადგილის სიშორის გამო, ვიდრე მათი გულგრილობის მიზეზით. ქრისტეს ამ ერთადერთ სამწყსოში ვნატრობთ თუ თქვენს და სხვათა ქართველთ მეფეების შემოსვლას თუ თქვენისა და თუ მათისა და მთელის თქვენი ერის სულის საცხონებლად. ამიტომ, რამდენათაც კი ძალგვიძს, უფლისა მიერ შეგაგულიანებთ, რათა, როგორათაც ერთი ღმერთია და ერთი ნათლისღება, ესედვე ჩვენი ყველას სარწმუნოება ერთი იყოს ქრისტეს სამწყსოსა და წმიდა დედა კათოლიკე ეკლესიის ერთობაში, რათა ჩვენის შემწეობით ადვილათ ეწიოთ ამ ბედნიერებას. როგორც შვენის კეთილ მამასა და მწყემსსა, ღმერთს დიდს მადლობას ვწირავთ ამ შემთხვევის მოცემისათვის, რომ ჩვენის წერილით ყველას გამოგიცხადოთ ჩვენი მამობრივი სიყვარული ჩვენთა საყვარელთა დომინიკესა და ბაპტისტის გულმხურვალე ქვეშევრდომობის საშუალებით, რომელ არიან წმიდა დომინიკეს წესისა დიდი სომხეთის ქალაქ ნახჩევნიდან. როგორც შევიტყეთ, ბაპტისტა თქვენი ბრწყინვალების ნაცნობი და საყვარელი მეგობარი ყოფილა, როგორც მისივე წესის სხვა მამებიც, რომლებიც თქვენს სამფლობელო ქალაქში ღვთის მსახურებას ასრულებენ. რა ბრუნდებოდენ თავიანთ სამშობლოში ვუბრძანეთ, მოგართვან ჩვენი წერილი და მასთანვე ჩვენი მოციქულებრივი კურთხევაც, რომელსაც, მინდობილნი ყოვლის მპყრობელ ღმერთსა და წმიდათა მოციქულთა პეტრესა და პავლეს შეძლებაზე, განიჭებთ თქვენ, სხვა ქართველთ მეფეთა და მთელს თქვენს ერს. ამავე წერილით უფლისა მიერ შევაგულიანებთ თქვენს ხელმწიფებას და ვთხოვთ, რათა შვილებრივის გულმოდგინებით მიიღოთ ჩვენი კეთილი სურვილი და ჩვენი სასარგებლო ჩაგონება; ეგრეთვე, რათა გულკეთილად უსმინოთ დომინიკეს და ბიპტისტას და მიიღოთ სარწმუნოდ ყველა მათი სიტყვა თქვენისა და თქვენი ერის საუკუნო ცხოვრებისათვის. დასასრულ, როგორათაც იქცევიან სხვა ქრისტიანე მეფე და მთავრები, ეგრეთვე თქვენც იმავე სულთა ცხონებისა და წმიდა პეტრეს პატივისათვის წარმოგზავნეთ ჩვენთან თქვენი ორატორები (ელჩები), რომლებას საშუალებითაც თუ თქვენი თავი და თუ მთელი თქვენი ერი რომის წმიდა მსოფლიო ეკლესიას და მის მწყემსს მოუძღვენით გულმხურვალებით და მის შვილებად გამოცხადდით. ამავე ნაირად შეაგულიანეთ ზემოხსენებული თქვენი მეზობელი, სამი დანარჩენი ქართველთა მეფენიც, რათა მათაც თქვენ ორატორებთან ერთად გამოგზავნონ თავიანთი ორატორებიც, მათი საშუალებით მიუძღვნან თავიანთი მორჩილება რომის მსოფლიო ეკლესიას და ჩვენ, მის მწყემსსა. უკეთუ თქვენც საჭიროდ დაინახოთ, სხვა მეფეთაც გაუგზავნეთ ამ წერილის თითო პირი. თქვენს ორატორებს მამობრივის გულკეთილობით მივიღებთ ჩვენის მხრითაც. შემდგომ ღვთის შეწევნით წარმოგივლენთ ჩვენს ნუნციებსაც (ელჩებს), რომელთა საშუალებითაც მიიღებთ ყველა საჭირო სწავლას, რათა უშიშრად საუკუნო ცხოვრების გზით მოიპოვოთ ზეციერი სასუფეველი, რაისგამო თქვენის ნატვრისამებრ, განიჭებთ უფლისამიერ ნიჭთა, განსაკუთრებულ წყალობათა და სულიერ ძღვენთა, რამდენის შეძენაც კი შეგიძლიათ უფლის შემწეობით, რათა უფრო გაგიადვილდეთ სულის ცხონება და შემდგომ დაიმკვიდროთ ზეციერი სუფევა, რომლის ღირსიც გყოთ საუკუნოდ კურთხეულმა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან. რომიდან, 1545 წ. ივნისის 1, მღვდელმთავრობის მეთერთმეტე წელსა“.
როგორც სჩანს, დომინიკე და ბაპტისტა ლუარსაბ მეფეს განგებ გაუგზავნია პაპთან, ან თუ განგებ არ გაუგზავნია, წერილი გაუტანებია მათთვის, ანუ პირად დაუბარებია პაპთან, რომელიც პასუხს აძლევს, რადგან პაპი წერილში ამბობს: „თქვენი სურვილისავებრო“.
წერილი, სხვათაშორის, იმითიც არის ყურადსაღები, რომ პირველად გვესმის საქართველოში სომეხ-უნითორის ბერების სახელი. ზემო სამს თავში ვნახეთ, რომ 1230 მოკიდებული ვიდრე 1500 წ. უკლებლივ იყვნენ ევროპელი დომინიკიანების და ფრანცისკიანების წესის მისიონერები და მათისავე გვარის ეპისკოპოსები. ზემოდ განხილულ სამ საუკუნეთა განმავლობაში ვერც ერთი კვალი, ან ნიშანი ვერ ვპოვეთ საქართველოში სომეხ-უნითორის ბერების ყოფისა ევროპელებთან ერთად, ანუ ცალკე აქაურის ერის გასაკათოლიკებლად. ხოლო აწ თუ ვხედავთ ამათ საქართველოში, ესეც საკმაოდ ამტკიცებს იმას, რაც ამის ზემოდ ვთქვით, ესე იგი იმას, რომ ოსმალების გაძლიერებამ და უღმრთოებამ ისე ერთიან მოუსპო გზა და ყოველგვარი მისვლა-მოსვლა XVI საუკუნეში ევროპელ მისიონერებს საქართველოსთან, რომ მათგან ერთსაც ვეღარ ვხედავთ აქ, რის გამოც შემთხვევა და მიზეზი მისცემიათ სომეხ-უნითორ ბერებს საქართველოში შემოსულიყვნენ და მათი ადგილი დაეჭირათ.
სამწუხაროდ არ ვიცით, თუ ეს უნითორები ნახჩევნიდან XVI საუკუნის რომელ წელს შემოსულან საქართველოს. ხოლო ადვილად საფიქრებელია, რომ ისინი მოეწვიოთ საქართველოს კათოლიკეებს მაშინვე, როდესაც შემოაკლდათ ევროპელი მისიონერები, ან და, შეიძლება, ისიც იყოს, რომ ევროპელმა დომინიკიანებმა როდესაც საქართველოს შემოსვლა ვეღარ შეიძლეს, მათ მიანდეს თავიანთი ერის, საქართველოს კათოლიკეების, დროებით მოვლა-პატრონობა. გარნა მათ არხივებში ამის შესახებ არა ვითარი საბუთი შეგვხვედრია. როგორც ჩანს, ლუარსაბ მეფეს პაპთან, თავის თხოვნის მებრ, ორატორი (ელჩი) გაუგზავნია, რადგან წერილის გაგზავნის ერთის წლის შემდგომ, პაპი საქართველოს მეფეებთან თავის ნუნციოს ჰგზავნის. ხსენებულ წერილში პაპი მეფეს უთვლიდა „როდესაც თქვენი ორატორები მოვლენ, მაშინ ჩვენს ნუნციოსაც გამოგიგზავნითო“. თუმცა საქართველოდან წასული ორატორებისა არავითარი საბუთი გაქვს, მაგრამ პაპის ნუნციოს გაგზავნა, ვგონებთ, საკმაოდ დამამტკიცებელია მისი, რომ ორატორებიც ყოფილან გაგზავნილი. პაპის ნუნციო არის ნახჩევნის ეპისკოპოსი სტეფანე. საზოგადოდ ხმარებული წესია, რომ პაპი, როგორც უწინ, ისე ახლა, ყველგან თავის ნუნციოდ ჰგზავნის მუდამ ევროპელს და უფროსი ერთად თავისტომისას, იტალიელს. აი ეს გარემოებაც გვიმტკიცებს, რომ იმ დროს საქართველოში ევროპელის შემოსვლა ძლიერ ძნელი ყოფილა. ამიტომ პაპი თავის ნუნციოდ სომეხს ჰგზავნის და არა იტალიელს. ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ სომხებს ევროპაში მისვლა-მოსვლისათვის, ოსმალების მხრით, არაფერი აბრკოლებდა, ამიტომ ზოგჯერ თვით იტალიელი ვაჭრებიც სომხის სახელით და ტანისამოსით მგზავრობდენ აქეთკენ. მოგვყავს პაპის წერილი ხსენებული ნუნციოს დანიშვნის შესახებ.
„პაპი პავლე III. პატივცემულს ძმას სტეფანეს ნახჩევნის არქიეპისკოპოსს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა... აწ, ვითარცა, თუ თქვენი და თუ სხვა სარწმუნო მოხსენებიდან ვსცანით, რომ ქრისტესმიერ ჩვენი საყვარელი შვილი ლუარსაბ, ბაგრატ ქუთათელი, ლეონ ძანგამელი და ყვარყვარე ახალციხელი2 ქართველთა სამთავროთა ბრწყინვალე მეფენი, სულიწმიდის მადლის ჩაგონებით, აღიარებენ ყველა ეკლესიების თავად რომის წმიდა ეკლესიას და ჩვენც და ყველა ჩვენს წინა მოსაყდრეთ რომის მღვდელმთავრებს გულმხურვალებით და პატივისცემით გვრაცხვენ იესო ქრისტეს მონაცვლედ და მოციქულთა მთავრის წმიდა პეტრეს მოსაყდრედ; გულით მოწადინებულნი არიან მრთლად თავისის ერითურთ მიიღონ წმიდა კათოლიკე სარწმუნოება რომის ეკლესიის დოგმატების თანახმად, როგორათაც თუ თქვენის ქადაგებით და თუ სხვა დომინიკიანების წესის ძმათა ქადაგებით და ღვთის შემწეობით მოგიმზადებიათ ამისათვის. ეგრეთვე თავიანთის გარდაწყვეტილების დასამტკიცებლად, ქრისტეს სარწმუნოების აღსარებისა და მისი ამაღლების ნიშნად, თავიანთ სამეფოებში დაუწყვიათ ეკლესიების და მონასტრების აშენება ღვთის სახელის საქებ-სადიდებლად. იმ სამთავროებში რომ გაიგზავნებოდენ, იმისთანა პირნი, რომელთაც შეეძლოთ სიყვარულის და კათოლიკე სარწმუნოების ჩანერგვა მეფეთა და ერთა გულში და მოფენა სახარების მოძღვრებისა, უეჭველად და დიდის სიადვილით შეუერთდებოდენ ისინი რომის ეკლესიას და მოიღებდენ უხვად სულიერს ნაყოფს, რაიცა შეიქმნება დიდათ სანუგეშო სხვა ქრისტიანე მორწმუნეთათვის. ვინაიდან დიდათ მონატრე ვართ უფლის აგარაკის გამშვენებისა და ყოველ მხრივ მისთა ცხოვართა გამრავლებისა და გვნებავს იმ მეფეთა და ერთა კეთილის წადილის აღსრულება და შეწევნა, ეგრეთვე პატივით და ნიჭით დაჯილდოება თქვენიც, ამიტომ ჩვენის სრულის ნებით და არა თქვენის, ანუ სხვების თხოვნით, ჩვენის გულმოწყალებით გნიშნავთ თქვენ, იმავე წესის მონაზონს, ჩვენს და სამოციქულო საყდრის ნუნციოდ და ორატორად და გგზავნით ხსენებულ მეფეებთან და მათ თვითეულს სამთავროსა და სამფლობელოში; ეგრეთვე ამ წერილის ძალით განიჭებთ იმ ყველა პრივილეგიათა და სიმართლეთა, რომელნიც კანონის მიერ, ანუ ჩვეულებით აქვთ და ექმნებათ მომავალში ყველა ჩვენსა და სამოციქულო საყდრის ნუნციებს და ორატორებს, ვიდრე ჩვენი და ამ სამოციქულო საყდრის სურვილია.... რომიდან, 1546 წ. ივნისის 30, მღვდელთ-მთავრობის მეთორმეტე წელსა“.
რადგან იმ დროის ყველა საბუთები ხელში არა გვაქვს, არ ვიცით, თუ რა მოხდა ხსენებული სტეფანე ნახჩევნელის არქიეპისკოპოსის საქართველოდ დაბრუნების შემდგომ. ხოლო ის კი შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ საუკუნეში სომეხ-უნითორი ბერების მისიონი საქართველოში დიდხანს არ გაგრძელებულა, ისევ მალე, იმავე საუკუნეში დამცხრალა, რადგან XVII საუკუნის დასაწყისში და შაჰ-აბაზის მიერ საქართველოს აოხრების წინ მათი აღარაფერი კვალი სჩანს: 1613 წ. და 1616 წ. საქართველოში მოვიდენ ევროპიიდან ლათინის პატრები პატრი გვილელმო პორტუგალელი, პატრი ივანე თადეოზი კარმელიტანი და პატრი პავლე მარია ფაიანცელი, მაგრამ ვერავითარი კვალი ჰპოეს სომეხ-უნითორების მისიონისა, თუმცა ამ დროს სომხის ბერები საკმაოდ ბლომად იყვნენ ნახჩევანში. თუ ეს და თუ სხვა გარემოებანი გვიჩვენებენ, რომ სომხის ბერების მისიონი საქართველოში შემთხვევითად მარტო იმ დროს ყოფილა, როდესაც ევროპელები ვეღარ მოდიოდენ აქ. ამის გამო ისევ მალე მოსპობილა ევროპელთა მოსვლამდე. ის კი ცხადია, რომ, როგორც კათოლიკე მისიონი ამ საუკუნის დამლვეს მისუსტდა და ერთიანად შესწყდა, ისე არ მისუსტებულა და არც შეწყვეტილა საქართველოს მეფეების მიდრეკილება და ერთგულება რომის ეკლესიისადმი, არამედ მუდამ და შეუწყვეტლივ გაგრძელებულა. ამას ნათლად გვიჩვენებს მეფის სიმონ I-ის მიერ პაპთან მიწერილი წიგნი, რომელიც ერთ ძველ მწერალს ისტორიაში ჩაურთავს ლათინურად და ამნაირად საუკუნო დაღუპვისაკან გადურჩენია, რადგან მისი ნამდვილი პირი არხივებში აღარ მოიპოება. ამიტომ ჩვენც სრულიად მოვიყვანთ აქ სიმონის წერილს.
„სიმონ, წყალობითა ღვთისათა, ქართველთა მეფე სრულიად ივერიისა და აღმოსავლეთისა. ყოვლად მაღალს, დიდად ბედნიერს, ყოვლად წმიდა და ნეტარს ჩვენს ბატონს, ჩვენს წმიდა მამას პაპსა, რომელიც ხართ ოქროს ნაღარა დიდის რომისა, ღვთის მიერ ჩაგონებულო ორღანო, პეტრეო მსაჯულო და ზეცის სუფევის კლიტეთა მქონებელო, პავლეო ნათესავთა მოძღვარო, რომელიც ამაღლდა მესამე ცამდე და მოისმინა კაცთაგან გამოუთქმელი სიტყვანი; მქადაგო ყოვლისა ქვეყნისა, მნათობო ეკლესიათა, საცა იპოებიან საფლავნი და წმიდა ნაწილნი მოციქულთანი; მფლობელო კათოლიკე ეკლესიისა, მმართველო დიდისა და განთქმულის რომისა, მზეო მთელის დასავლეთის მანათობელო, უდიდესო მთავარო, რომის პაპო, ვითარცა სილიბისტრე წინასწარმეტყველო მეფეთა, ბატონო მფლობელო, სულიერო მამაო, უწმიდესო პაპო, დაბლად მუხლ მოდრეკილი ვეამბორებით თქვენს წმიდა მარჯვენასა. კურთხეულ იყოს მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა ყოვლად წმიდა უბიწო ღვთისმშობილისათანა. მივიღეთ თქვენი უწმიდესი და პატიოსანი წერილი, რომელიც მოგვიტანა ეჩმიაწინელმა ტერ იაკობმა, დიდის სკვიტის პროკურატორმა. რადგან მისი წაკითხვა არ შეგვეძლო, მანვე პირად მოგვითხრა, რაიც დიდათ სათნო გვეყო. განუზომელად განვიხარეთ თქვენის უპატიოსნესობისა და წმიდა მეუფების გამო, რომ ხართ მეფეთა სამკაული, გამარჯვება და დიდება; რაის გამო დიდათ გულნებიერი მადლობა შევსწირეთ ყოვლის მპყრობელ ღმერთსა, დედოფალსა ჩვენსა ღვთის მშობელსა ქალწულს მარიამსა და ცხოველმყოფელსა ჯვარსა. ინებოს და მოგვანიჭოს ყოვლად ძლიერმა ღმერთმა ჩვენ და ყოველ ქრისტიანეთა უდიდესი ძლიერება და მრავალი გამარჯვება უსჯულო აგარიანთა ზედა; ეგრეთვე თუ ჩვენ და თუ ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანეთ აღგვიმატოს იმედი, ნუგეშინისცემა და დიდება და არცხვინოს იგინი, რომელნიც არ აღიარებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებასა. ვევედრებით ყოვლად სახიერ ღმერთსა, დაიცვას თქვენი უწმინდესობის დიდი საბრძანებელი და თქვენის წმიდა ლოცვით ჩვენც გვიხსნას მტერთა უსამართლობისაგან.
ეგრეთვე ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ ნეტარმა მამა ჩემმა, წმიდა მეფე ლუარსაბმა, როგორც შეიტყობდა თქვენი სიწმიდეცა, სარწმუნოებისათვის გვირგვინი მიიღო ღვთისაგან, ვინაიდან იესო ქრისტეს სიყვარულის გამო მოიკლა ბრძოლაში უსჯულოთა აგარიანთაგან, მან ირჩია თავისი სისხლის დაღვრა და წამება, ვიდრე მათი ბოროტი ნების ასრულება. ამის შემდგომ, ღვთის შეწევნით, ჩვენ მივიღეთ ტახტი ჩვენის მამისა და მას აქეთ დღე და ღამე არ მოგვისვენია არასოდეს ომისაგან თვით ავდრებშიაც კი. რა ბრძოლა, შეწუხება და გაჭირვება არ გამოვიარეთ ქრისტეს სიყვარულისათვის; დავწყლულდით ომში, ტყვედ დაგვიჭირეს სპარსელებმა და ჩაგვაგდეს საპყრობილეში. გარნა ღვთის ნებით და შემწეობით, ეგრეთვე თქვენის ლოცვითა, გავთავისუფლდით ტყვეობისაგან და კვლავ აღვედით ჩვენს ტახტზე და ხელახლავ დავიწყეთ ომი; მრავალ გზის შევებით ოთმანებს. ვგონებთ, თქვენც შეიტყობდით, რაოდენი შეწუხება და ტანჯვა გამოვიარეთ? მაგრამ მაინც გული არ გავიტეხეთ. ჩემ თავს გავსწირავ ერთიანად და ეგრეთვე ჩემს ქორფა შვილსაც; დავღვრი ჩემს სისხლსა ვიდრე უკანასკნელ წვეთამდე ჯვარცმულის იესო ქრისტეს და ღვთის სიყვარულისათვის; ვიდრე პირში სული მიდგია, ხელს არ ავიღებ ოსმალების წინაღადეგ ომზე და არასოდეს უქმად ვყოფ იმ დაუფასებელ სისხლსა, რომელიც იესო ქრისტემ დაღვარა ჩემთვის. აწ, ყოვლად უწმიდესო ბატონო, რადგან ყველა ქრისტიანების თავი ხართ და ყველაფერი თქვენს ხელშია, მოეცით ძალა და შეწევნა ქრისტიანეთა ერთა და დაიხსენით; ღმერთი სამაგიეროდ მოგაგებთ ზეციერ სასუფეველსა. ვიდრე ცოცხალ ვართ, ღვთის შეწევნით და თქვენის წმიდა ლოცვის ძალით, არაოდეს აღვასრულებთ აგარიანთ ნებას. მაგრამ არ ვიცით მომავალში რა მოგველის და რა იქმნება. ამიტომ ვშიშობთ, სახიერება სირეგვნედ არ გარდაიქცეს და უსჯულოებაში არ ჩავცვივდეთ. ამიტომ მოვახსენებ თქვენს უწმიდესობას, შეეწიეთ, უყავთ წყალობა ქრისტიანებს და დაიხსენით უსჯულოთა ხელთაგან. გევედრები და გთხოვ, თქვენს წმიდა ლოცვებში ნურასდროს დაგვივიწყებთ. ეგრეთვე ნუ დაივიწყებთ ჩვენთან მოწერას, რათა ვიცოდეთ თქვენი და თქვენის კეთილის ქრისტიანე ერის კარგი ამბავი. ჩვენი გულის ყველა ნატვრას მღვდელი ტერ იაკობ მოახსენებს თქვენს სიწმიდესა. თქვენი წმიდა ლოცვა იყოს მარადის ჩვენთან. სულით და გულით თქვენი მეგობარი. ამინ. წელსა 7104, ქრისტეს აქეთ 1546, 9 ინდიქტიონსა“.
რადგან სიმონ მეფის მიწერ-მოწერის შესახებ სხვა ცნობები არა გვაქვს, ამიტომ არ ვიცით, თუ ვინ არის აქ დასახელებული ტერ იაკობ. ჩვენის აზრით, იგი არ უნდა იყოს სომეხ-უნითორების ბერი. რადგან მისი სახელი, ადგილი და ტიტული საკმაოდ ასხვავებს მას უნითორებისგან. ტერ იაკობის მიერ სიმონ მეფესთან მიტანილი პაპის წიგნი ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ეტყობა ისიც საუკუნოდ დაღუპულა ჩვენთვის.
ამ წერილის თარიღი უეჭველია, შეშლილია: ჰგავს გადამთარგმნელ-გადამბეჭდველს სწორედ ვერ გადუღია. თვით წერილიდანვე მტკიცდება, რომ წერილი გაგზავნილია სიმონის გამეფების და მისი სპარსეთის ტყვეობიდგან დაბრუნების შემდგომ და ოსმალების მიერ მისი დატყვევების წინეთ; ამიტომ, ჩვენის აზრით, უნდა იყოს მიწერილი 1594-1596 წლებში.
ეს წერილი საკმაოდ გვიჩვენებს სიმონ მეფის კათოლიკობას, რადგან ასეთი გრძნობით, პატივით, სიყვარულით და სარწმუნოებით სავსე წერილს, ვგონებთ, თვით დასავლეთის კათოლიკე მეფეებიც ძნელად მისწერდენ პაპს. ეგრეთვე წერილიც ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი ერთგული კავშირი და ხშირი მიწერ-მოწერა ყოფილა გამართული პაპსა და საქართველოს მთავრებს შუა.
ამ თავით ვასრულებთ ქართველი კათოლიკების ძველ დროს, რომელსაც შეადგენს ოთხი საუკუნე, დაწყებული 1224-დან ვიდრე 1600-დე. აზრად გვქონდა წარმოგვედგინა უტყუარი საბუთები წინააღმდეგ იმ აზრისა, რომელიც გავრცელდა საქართველოში და რომელიც უარს ჰყოფს ქართველი კათოლიკების არსებობას. ამნაირი აზრის წინააღმდეგ, ჭეშმარიტების აღსადგენად, არ გამოვუდექით უბრალო, უსაფუძვლო ლაპარაკს და ზღაპრული ისტორიების მოთხრობას, არამედ მოვიყვანეთ არქივებიდგან გამოკრებილი უტყუარი საბუთები, რომელთა გასაცრუებლად ცდა ჭეშმარიტების უარის ყოფა იქმნება.
შენიშვნები
1. ხსენებული საბუთები დღეს მთლად დაკარგულია2. არ ვუწყით თუ რათ არის აქ ყვარყვარე ხსენებული, რადგან ამ დროს ის ცოცხალი აღარ იყო, მისი შვილი ქაიხოსრო მთავრობდა. ჰგავს პაპს ეს მოხსენება მის სიკვდილამდე მისვლია.
Комментариев нет:
Отправить комментарий