четверг, 16 июля 2026 г.

ეროვნულები ისტორია 2026. ტესტები და მათი პასუხები

1 ვარიანტი
ტესტი 35
1. რომელი ინფორმაციაა მართებული შუმერების შესახებ?
ა) მოჭრეს პირველი მონეტა;
ბ) დაიწყეს მიცვალებულთა მუმიფიცირება;
გ) ჩამოაყალიბეს მონოთეისტური რელიგია;
დ) შექმნეს ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა.

(1) 2. რომელი ინფორმაციაა მართებული ძვ. წ. XIII-XII საუკუნეების ეგვიპტის შესახებ?
ა) მოიგერია ელამელების თავდასხმები;
ბ) დასუსტდა ზღვის ხალხების შემოსევების შედეგად;
გ) დაიპყრო გუთიების სამეფო;
დ) გაანადგურა სამხრეთის მომთაბარე ტომები.

(1) 3. მცირე აზიაში მდებარე რომელი სახელმწიფო დაიპყრო კიროს II დიდმა?
ა) ბაქტრია;
ბ) ლიდია;
გ) ნუბია;
დ) ურარტუ.

(1) 4. რას ეწოდებოდა ეკლესია ძველ ათენში?
ა) სახალხო კრებას;
ბ) ქურუმთა სასამართლოს;
გ) სტრატეგოსთა საბჭოს;
დ) მოსამართლეთა კოლეგიას.

(1) 5. რომელი ინფორმაციაა მართებული რესპუბლიკის პერიოდის რომაული საზოგადოების შესახებ?
ა) პლებეები დიდხანს იბრძოდნენ პატრიციებთან უფლებრივი თანასწორობისთვის;
ბ) ჰილოტებმა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს მიწაზე საკუთრების უფლება;
გ) მეტეკებსა და ევპატრიდებს შორის დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა;
დ) პერიეკები ცდილობდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვებას.

(1) 6. სხვა მიზეზებთან ერთად, რა იყო ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა?
ა) მომთაბარე ჰუნების მიგრაცია;
ბ) კელტების მუდმივი თავდასხმები;
გ) ხაზარების მარბიელი ლაშქრობები;
დ) ნორმანების პერიოდული შემოსევები.

(1) 7. რომელი მსჯელობაა მართებული იუსტინიანე I დიდის რელიგიური პოლიტიკის შესახებ?
ა) თავად არ ერეოდა სარწმუნოებრივ საკითხებში და იერუსალიმის პატრიარქს დაავალა სადავო საკითხის გადაწყვეტა;
ბ) მისი ბრძანებით დაიწყო დიოფიზიტების დევნა, რასაც წინ აღუდგა კონსტანტინოპოლის პატრიარქი;
გ) იზიარებდა მონოფიზიტების მრწამსს და IV საეკლესიო კრება აიძულა მიეღო სათანადო
დადგენილება;
დ) ცდილობდა მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის არსებული სარწმუნოებრივი
დაპირისპირების მოგვარებას.


(1) 8. რას ეწოდებოდა ალოდი ფრანკთა სამეფოში?
ა) საეკლესიო ბეგარას;
ბ) იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთს;
გ) თავისუფალ მეთემეზე დაკისრებულ გადასახადს;
დ) სამუდამო მფლობელობაში გადაცემულ მიწას.

(1) 9. რა საკითხს აწესრიგებდა „დაცვის სიგელი“?
ა) თავისუფალი ვაჭრობის;
ბ) ხარკის გადახდის;
გ) ტერიტორიული მოწყობის;
დ) ფეოდალური მემკვიდრეობის.

(1) 10. რატომ უწოდეს VII-VIII საუკუნეებში მოღვაწე მეროვინგებს „ზარმაცი მეფეები“?
ა) ყველაფერს სამეფოს პირველი კანცლერი განაგებდა;
ბ) სახელმწიფოს ფაქტობრივად უმაღლესი პრიმასი მართავდა;
გ) რეალური ძალაუფლება მაიორდომს ჰქონდა;
დ) შეუზღუდავი გახდა კარდინალის ძალაუფლება.

(1) 11. რა საკითხს შეეხებოდა 843 წლის ვერდენის ხელშეკრულება?
ა) ერთიანი სახელმწიფოს ოფიციალურად სამ ნაწილად დაშლას;
ბ) გერმანული სამთავროების გაერთიანებას;
გ) ჩრდილოეთ ევროპის ქალაქების სავაჭრო კავშირის შექმნას;
დ) ანგლო-საქსურ სამეფოებს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

(1) 12. სად მდებარეობდა X საუკუნეში ნორმანდიის საჰერცოგო?
ა) ისლანდიაში;
ბ) იუტლანდის ნახევარკუნძულზე;
გ) სამხრეთ ინგლისში;
დ) ჩრდილოეთ საფრანგეთში.

(1) 13. რა მოიმოქმედა იმპერატორმა ჰაინრიხ IV-მ რომის პაპ გრიგოლ VII-სთან კონფლიქტის დაწყებისთანავე?
ა) საეკლესიო კრება მოიწვია და თავი გერმანიის ეკლესიის მეთაურად აღიარებინა;
ბ) რომზე ილაშქრა, ქალაქი აიღო, პაპი დაატყვევა და დედაქალაქ აახენში გადაიყვანა;
გ) იმპერიის ეკლესია უშუალოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაუქვემდებარა;
დ) მომხრე სასულიერო პირებთან ერთად რომის პაპი გადაყენებულად გამოაცხადა.

(1) 14. რომელი მსჯელობაა მართებული XI საუკუნეში დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ?
ა) მნიშვნელოვნად გაიზარდა ამქრების როლი. მათ დაევალათ ფეოდალთა რაზმების შეკრება და აღმოსავლეთში ლაშქრობისთვის მატერიალურად და სულიერად მომზადება;
ბ) საბოლოოდ გაირკვა რეფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამის გარეშე შეუძლებელი იყო აღმოსავლეთში გასაგზავნად დიდი რაოდენობით მებრძოლებისა და სასულიერო პირების შეკრება;
გ) გადაწყდა გაღარიბებული რაინდების პრობლემა. მათ მიეცათ სამხედრო მოქმედების ახალი ასპარეზი და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა;
დ) შემცირდა ევროპის ქალაქების, როგორც სავაჭრო ცენტრების როლი. აღმოსავლეთში დაწყებულმა სამხედრო მოქმედებებმა შეაფერხა და ცალკეულ შემთხვევებში სრულად შეაჩერა ვაჭრობა.

(1) 15. საქართველოს რომელ მეფეს მიმართეს დახმარებისთვის ჯვაროსნებმა?
ა) დავით V-ს;
ბ) ბაგრატ III-ს;
გ) დემეტრე II-ს;
დ) გიორგი IV-ს.

(1) 16. რომელი მმართველის დროს ილაშქრეს მონღოლებმა პირველად საქართველოში?
ა) ბათო ყაენის;
ბ) ჩინგიზ ყაენის;
გ) უგედეის;
დ) ჰულაგუს.

(1) 17. ვინ იყვნენ პაჟები შუა საუკუნეების ევროპაში?
ა) გამოცდილი მებრძოლები, რომლებსაც მეფე საგანგებო სტატუსს ანიჭებდა;
ბ) სასულიერო პირები, რომლებიც ტახტის მემკვიდრის ამალაში შედიოდნენ;
გ) ყველაზე მდიდარი ვაჭრები, რომლებიც ქალაქებს მართავდნენ;
დ) ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში რაინდები უნდა გამხდარიყვნენ.

(1) 18. ვის სახელს უკავშირდება პროტესტანტული მოძრაობის წამოწყება გერმანულ მიწებზე XVI საუკუნეში?
ა) იოჰან ტეტცელის;
ბ) მარტინ ლუთერის;
გ) იოჰან გუტენბერგის;
დ) იან ჰუსის.

(1) 19. საფრანგეთის რომელმა მეფემ გამოსცა ნანტის ედიქტი?
ა) ანრი IV-მ;
ბ) ლუი XI-მ;
გ) შარლ IX-მ;
დ) ფრანსუა I-მა.

(1) 20. რას უწოდებდნენ საფრანგეთში ჟან კალვინის მიმდევრებს რელიგიური ომების პერიოდში?
ა) ჰუსიტებს;
ბ) ანაბაპტისტებს;
გ) ჰუგენოტებს;
დ) იეზუიტებს.

(1) 21. რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ?
ა) XVII საუკუნის შუა ხანებში ირანმა და ოსმალეთმა ხელახლა გაინაწილეს საქართველო, რასაც თბილისის საფაშოს შექმნა მოჰყვა;
ბ) XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ირანსა და ოსმალეთს შორის მიმდინარე ომის შედეგად მთელი საქართველო ოსმალთა გავლენის სფეროში მოექცა;
გ) XV საუკუნის დასაწყისში იმერეთის მეფემ ისარგებლა ქართლში დაწყებული შიდა არეულობით, დაიკავა თბილისი და აღადგინა საქართველოს ერთიანობა;
დ) XIV საუკუნის მეორე ნახევარში სამცხის მთავრებმა საბოლოოდ დაამარცხეს ბიზანტიელები და ტაოს რეგიონი სრულად გაათავისუფლეს.

(1) 22. რომელი ფაქტია მართებული XVI საუკუნეში ოსმალთა ფლოტის მეთაურის ჰეირ ედ-დინ (ხაირ ად-დინ) ბარბაროსას შესახებ?
ა) შეუტია ფრანგთა ნავსადგურებს ამერიკულ კოლონიებში;
ბ) ხელმძღვანელობდა კონსტანტინოპოლის ბლოკადას ზღვიდან;
გ) თავს ესხმოდა იტალიის სანაპირო ქალაქებს;
დ) დაიპყრო კუნძულები მალტა და კრეტა.

(1) 23. რა მიზანს არ ისახავდა შაჰ-აბას I კახეთის სამეფოში ლაშქრობებისას?
ა) სამეფოს გაუქმებას;
ბ) მოსახლეობის მასიურ გადასახლებას;
გ) ციხესიმაგრეებიდან ოსმალების განდევნას;
დ) უცხო ტომელების ჩამოსახლებას.

(1) 24. რომელი პროტესტანტული სახელმწიფო ჩაერთო ოცდაათწლიან ომში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია?
ა) დანიის სამეფო;
ბ) ვენეციის რესპუბლიკა;
გ) ტოსკანის დიდი საჰერცოგო;
დ) ვლახეთის სამთავრო.

(1) 25. რომელი მსჯელობაა მართებული ინგლისის სამოქალაქო ომის შესახებ?
ა) პარლამენტის მხარეს ირლანდიელების გადასვლამ და დატყვევებული მეფის პარლამენტის ჯარისთვის გადაცემამ ომის ბედი გადაწყვიტა;
ბ) ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მეფის მომხრეთა ჯარი დამარცხდა და გაიფანტა, ხოლო ინგლისის მეფემ თავი საფრანგეთს შეაფარა;
გ) თავდაპირველად ომი მეფის მხარდამჭერთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტის მომხრეებმა გაიმარჯვეს;
დ) ომის საწყის ეტაპზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, მეფის მომხრეებმა მაინც დაამარცხეს პარლამენტის ჯარი და ლონდონი ხანმოკლე ალყის შემდეგ აიღეს.

(1) 26. რომელი ფაქტია მართებული ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ?
ა) დაწინაურდა ნიდერლანდებში ესპანელთა წინააღმდეგ ომში;
ბ) ჩაახშო ვანდეაში მეფის მომხრეთა აჯანყება;
გ) თავი გამოიჩინა ტულონის ალყისას საფრანგეთის რესპუბლიკის ჯარის რიგებში;
დ) ლა როშელის ბრძოლაში გამოვლენილი სიმამაცისთვის გენერლობა მიენიჭა.

(1) 27. რა შედეგით დასრულდა 1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი?
ა) საფრანგეთმა დაკარგა ელზასი და ლოთარინგია;
ბ) საფრანგეთმა სედანის ბრძოლაში გაიმარჯვა;
გ) პრუსიას კონტრიბუციის გადახდა დაეკისრა;
დ) პრუსიამ შეიერთა ფლანდრია და გიენი.

(1) 28. რომელი ქართული სამთავრო გააუქმა რუსეთმა 1867 წელს?
ა) აფხაზეთის;
ბ) სვანეთის;
გ) სამეგრელოს;
დ) გურიის.

(1) 29. რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა პირველად ტანკი I მსოფლიო ომში?
ა) ინგლისმა;
ბ) გერმანიამ;
გ) ავსტრია-უნგრეთმა;
დ) იტალიამ.

(1) 30. ვინ იყო ლევ ტროცკი?
ა) რუსეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი;
ბ) რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე;
გ) რუსი მხედართმთავარი პირველი მსოფლიო ომის დროს;
დ) რუსი პოლიტიკოსი, რომელიც მხარს უჭერდა კონსტიტუციურ მონარქიას.

(1) 31. რომელი საზავო ხელშეკრულების პირობის საფუძველზე თვლიდა ოსმალეთის იმპერია 1918 წელს, რომ ბათუმი მას ეკუთვნოდა?
ა) მოსკოვის;
ბ) მუდროსის;
გ) ბრესტის;
დ) ყარსის.

(1) 32. რომელი რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება?
ა) სომხეთის;
ბ) აზერბაიჯანის;
გ) საქართველოს;
დ) მთიელთა.

(1) 33. რომელი ინფორმაციაა მართებული საბჭოთა კავშირში „განკულაკების“ პოლიტიკის შესახებ?
ა) ციმბირში ასახლებდნენ თავად-აზნაურებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში კლასობრივ მტრებად მიიჩნეოდნენ;
ბ) რეპრესიები შეეხო შეძლებულ გლეხებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კოლექტივიზაციას;
გ) სასულიერო პირებს, რომლებიც კომუნისტურ იდეოლოგიას აკრიტიკებდნენ დევნიდნენ;
დ) კოლმეურნეობიდან რიცხავდნენ მშრომელებს, ვინც ვერ ასრულებდნენ ხუთწლედის გეგმას.

(1) 34. რა საკითხს ეხებოდა 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება?
ა) ერთა ლიგიდან გერმანიის გასვლას;
ბ) საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების ნორმალიზაციას;
გ) დანციგის თავისუფალი პორტის გერმანიისთვის გადაცემას;
დ) ჩეხოსლოვაკიისადმი გერმანიის ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილებას.

(1) 35. რომელმა სახელმწიფომ გამოაცხადა ოფიციალურად ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროს?
ა) უნგრეთმა;
ბ) ავსტრიამ;
გ) რუმინეთმა;
დ) ესპანეთმა.

36. ისტორიული რუკის ანალიზი

კითხვები
36.1. ვისი ლაშქრობები არის ასახული რუკაზე ლურჯი ფერის ისრებით?
ა) თემურ ლენგის;
ბ) ჯალალ ად-დინის;
გ) ჩინგიზ ყაენის;
დ) ალფ-არსლანის.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ?
ა) საქართველოში ლურჯი ისრებით აღნიშნული ჯარი ორჯერ შემოიჭრა და მეორე შემოსევისას ქალაქი ცხუმი დაიკავა;
ბ) ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა რამდენჯერმე დალაშქრა საქართველო, გაიმარჯვა ბრძოლებში და აიღო ციხესიმაგრეები;
გ) თორთომთან გამართულ ბრძოლაში საქართველოს ლაშქარი დამარცხდა, თუმცა მომდევნო წელს ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა ბირთვისის ციხესიმაგრის აღება მაინც ვერ შეძლო;
დ) დასავლეთ საქართველოს ლურჯი ისრებით აღნიშნული ჯარი შემოესია და ზღვისპირა
ტერიტორიები დაარბია, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს თავდასხმები არ შეხებია.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფო დალაშქრა ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა?
ა) რუმის სასულთნო;
ბ) ღაზნევიანთა სასულთნო;
გ) ბიზანტიის იმპერია;
დ) ოსმალეთის იმპერია.

(1) 36.4. რუკის მიხედვით, ქრისტიანთა მიერ კონტროლირებადი რომელი ქალაქი აიღო ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა, ალყის შემდეგ?
ა) ალეპო;
ბ) დამასკო;
გ) სმირნა;
დ) იერუსალიმი.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაციაა მართებული ლურჯი და მწვანე ისრებით აღნიშნული ჯარების დაპირისპირების შესახებ?
ა) მწვანე ისრებით აღნიშნული ჯარი დამარცხდა და თავი ქალაქ კონსტანტინოპოლს შეაფარა;
ბ) ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა გაიმარჯვა და მცირე აზიაში მდებარე ტერიტორიები დაარბია;
გ) ბრძოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ ლურჯი ისრებით აღნიშნული ჯარი ევროპაში შეიჭრა და ბალკანეთის ნახევარკუნძული დალაშქრა;
დ) მცირე აზიაში მწვანე ისრებით აღნიშნული ჯარის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა ქალაქ როდოსის აღება სცადა.

(1) 36.6. ევროპის კონტინენტზე გამართული რომელი ბრძოლა არის ასახული რუკაზე?
ა) კალკას;
ბ) ჩილდირის;
გ) ნიკოპოლის;
დ) მანასკერტის.

37. ისტორიული მოვლენის ანალიზი
    ძვ. წ. I საუკუნეში რომის რესპუბლიკაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პომპეუსი და კეისარი.
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
კეისარმა გაიმარჯვა და გახდა დიქტატორი

(1) 37.2. რომის რესპუბლიკის მოქალაქეთა რომელი ჯგუფისთვის იყო ეს დაპირისპირება დადებითი შედეგის მომტანი? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
პოპულარებისთვის. ეს პოლიტიკური ჯგუფი დევნის ქვეშ იყო გაბატონებული სენატის პარტიის, ე.წ. ოპტიმატების მიერ მოყოლებული სულას მართველობიდან. კეისარი ახლა მათი ლიდერი იყო.

(1) 37.3. რომის რესპუბლიკის მოქალაქეთა რომელი ჯგუფისთვის იყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ოპტიმატების ანუ სენატის პარტიის, რომელთაც დაკარგეს ძალაუფლება კეისარის გამარჯვების შემდეგ.

(2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა რომის რესპუბლიკის ისტორიიდან. აუცილებლად მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად
ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის სამოქალაქო ომი ძვ.წ. 31-30 წლებში. ესეც რომის ორ ტრიუმვირს შორის ომი იყო პირველობისათვის; ამ ომის დასრულების შემდეგ გამარჯვებული ოქტავიანე რომის მუდმივი მმართველი გახდა.


38. ისტორიული წყაროს ანალიზი
1812 წლის აჯანყება
    ხალხის უკმაყოფილების მიზეზები 1812 წელს მეტი იყო, ვიდრე XIX საუკუნის დამდეგს. რუსეთის არმიის რიცხვი იზრდებოდა და შესაბამისად გლეხობაზე დაკისრებული ტვირთი უფრო მძიმდებოდა. აუტანელი იყო მოსახლეობისათვის სასურსათო გადასახადი, პურის ჩაბარება-გაყიდვა. რუსეთის მთავრობით უკმაყოფილო იყვნენ ქართველი თავადებიც.
    1812 წლის 31 იანვარს ახმეტელებმა, რომლებსაც მეზობელი სოფლების გლეხებიც შეუერთდნენ, საეგზეკუციო რაზმი განდევნეს. აჯანყება ელვის სისწრაფით გავრცელდა და მთელ კახეთს მოედო.
    აშკარად ჩანდა, რომ აჯანყებულებს გამოცდილი ხელმძღვანელობა ჰყავდათ და კარგად შედგენილი გეგმაც გააჩნდათ. აჯანყებულებმა ერთდროული თავდასხმებით ალყა შემოარტყეს განცალკევებულ საოკუპაციო რაზმებს და დაამარცხეს.
    ფშავ-ხევსურეთიც აჯანყდა. 10 თებერვალს 1000 კაცისაგან შემდგარი ფშავ-ხევსურ-თიანეთელების რაზმი არაგვზე, სამხედრო გზის რაიონში გავიდა. აჯანყებულებმა საგუშაგოები აიღეს და ანანურს ალყა შემოარტყეს.
    თებერვლიდან რუსთა ჯარების სარდლობა აჯანყებულთა წინააღმდეგ უკვე საერთო შეტევაზე გადავიდა. 10 მარტს აჯანყების პირველი ეტაპი დასრულდა. კახელებმა მთავრობას ტყვე რუსი ჯარისკაცები დაუბრუნეს, მთავარმართებელი აჯანყებულთა მიმართ დროებითი დათმობის გზას დაადგა. კახეთში კაპიტან-ისპრავნიკის თანამდებობა გააუქმეს და მის ნაცვლად მოურავობა აღადგინეს.
    1812 წლის ზაფხულში ნაპოლეონის არმია რუსეთში შეიჭრა. არ იყო დასრულებული ომი ირანთანაც, რომელიც ცდილობდა ესარგებლა რუსეთის კრიტიკული მომენტით და ძველი ბატონობის აღდგენას ლამობდა. ასეთ ვითარებაში, 1812 წლის შემოდგომაზე, კახეთში კვლავ იფეთქა აჯანყებამ, რომელსაც ამჯერად ალექსანდრე ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. რუსთა ჯარს სამხედრო წყობითა და იარაღით დიდი უპირატესობა ჰქონდა აჯანყებულებთან შედარებით. ბატონიშვილმა ეს კარგად იცოდა და ამიტომ მოწინააღმდეგეს პარტიზანული ომი გაუმართა.
    აჯანყებულთა შემდგომი წარმატება იმით აღინიშნა, რომ ქართველთა 6-ათასიანმა ლაშქარმა სამხედრო გზა დაიკავა. მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა ხევიც, მაგრამ მთავრობის მიერ თავის დროზე მიღებულმა ღონისძიებებმა იხსნა რუსთა სარდლობა მარცხისაგან. სამხედრო გზა ისევ დაიბრუნეს და ჩრდილო კავკასიიდან დამხმარე ჯარიც მოვიდა.   კახეთში ომი გრძელდებოდა. 10 ოქტომბერს შილდასთან სასტიკ ბრძოლაში, რომელმაც 7 საათს გასტანა, ალექსანდრეს ლაშქარმა უკან დაიხია. გენერალმა დიმიტრი ორბელიანმა გადაბუგა სოფლები შილდა და საბუე, სადაც ბაღ-ვენახები მთლიანად აკაფეს.
    რუსეთსა და სპარსეთს შორის საზავო მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. აბას-მირზამ ალექსანდრე ბატონიშვილთან შესაერთებლად და რუსთა განსადევნად თბილისზე გალაშქრება გადაწყვიტა, მაგრამ რუსებმა დაასწრეს და დაამარცხეს. მთავრობის გაერთიანებულ ჯარებთან ბრძოლაში ალექსანდრე დამარცხდა და მისი ჯარი დაიშალა.
    ალექსანდრე თავისი მხლებლებითურთ შატილში ავიდა. მარცხმა ალექსანდრე ბატონიშვილი სულიერად და ფიზიკურად ვერ გასტეხა. ხევსურეთიდან იგი ბრძოლას განაგრძობდა და კავკასიის მთიელებს რუსთა ბატონობის წინააღმდეგ გადამწყვეტ ომში მოუწოდებდა.
    1813 წლის მაისში, პატარა ხევსურეთს 3 ათასი მეომრისაგან შემდგარი ჯარი შეუსიეს. შატილის მისადგომებთან მოხდა განუმეორებელი უთანასწორო ბრძოლა მცირერიცხოვან ხევსურებსა და კარგად შეიარაღებულ მრავალრიცხოვან რეგულარულ ჯარებს შორის. დამსჯელმა ჯარმა ხევსურთა 20 სოფელი, მათ შორის შატილი, დაანგრია. აჯანყების დამარცხების შემდეგ აჯანყების დროს აღდგენილი მოურავის ნაცვლად სოფელში მეთვალყურე, ზედამხედველი ინიშნებოდა.
კითხვები
(1) 38.1. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, მოიტანეთ ერთი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყვნენ რუსეთის მთავრობით უკმაყოფილო ქართველი თავადებიც?
რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ გაუქმდა სათავაოდები და ძველი ცეტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული თანამდებობები, რომლებიც ადრე თავადებს ეჭირათ და პრივილეგიების გარეშე დარჩნენ.

(1) 38.2. დოკუმენტის მიხედვით, რა სამხედრო წარმატებას მიაღწიეს აჯანყებულებმა სამხედრო გზის მიდამოებში აჯანყების პირველ ეტაპზე?
საგუშაგოები აიღეს და ანანურს ალყა შემოარტყეს.

(1) 38.3. დოკუმენტის მიხედვით, რა ეწოდებოდათ კახეთში აჯანყებამდე დანიშნულ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეებს?
კაპიტან-ისპრავნიკები

(1) 38.4. დოკუმენტში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ ქართველებიც მონაწილეობდნენ აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში?
რუსთა მხარეს მებრძოლმა ქართველმა თავადმა დიმიტრი ორბელიანმა გადაბუგა აჯანყებულთა სოფლები

(1) 38.5. დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, რატომ იყო მნიშვნელოვანი რუსეთის ხელისუფლებისათვის სამხედრო გზა?
მისი საშუალებით სწრაფად შემოყავდა ჯარი კავკასიაში, ეფექტურობდა კავკასიას და აქედან სწრაფად უტევდა კავკასიაში ირანის ხელთ მყოფ ქალაქებს, მაგ. ერევანს.

(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტულად როგორ აისახა აჯანყების საბოლოო მარცხი კახეთში რუსეთის მიერ შემოღებულ მმართველობაზე?
კახეთში კაპიტან-ისპრავნიკის თანამდებობა გააუქმეს და მის ნაცვლად მოურავობა აღადგინეს. (უიდიოტურესი ფორმით დასმული კითხვაა)

(2) 38.7. დოკუმენტის მიხედვით, სრულად ჩამოთვალეთ რა საგარეო საფრთხეები ჰქონდა რუსეთის იმპერიას აჯანყების მეორე ეტაპის დაწყების წინ?
 1812 წლის ზაფხულში ნაპოლეონის არმია რუსეთში შეიჭრა. არ იყო დასრულებული ომი ირანთანაც

(2) 38.8. დოკუმენტის მიხედვით, ბრძოლის რა ტაქტიკა აირჩია ალექსანდრე ბატონიშვილმა და რატომ?
მოწინააღმდეგეს პარტიზანული ომი გაუმართა; რადგან რუსთა ჯარს სამხედრო წყობითა და იარაღით დიდი უპირატესობა ჰქონდა აჯანყებულებთან შედარებით.

(2) 38.9. დოკუმენტის მიხედვით, ვისი დახმარების იმედი შეიძლება ჰქონოდა ალექსანდრე ბატონიშვილს აბას-მირზას გარდა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რამდენად რეალური იყო ეს იმედი? მოიტანეთ კონკრეტული არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ნაპოლეონის, რადგან მათი საერთო მტერი რუსეთი იყო. რეალური: თუ ნაპოლეონი რუსეთს სასტიკად დაამარცხებდა, რუსებს კავკასიის მისახედად ძალები აღარ ჰყოფნოდათ. არარეალური: ნაპოლეონს კავკასია არ აინტერესებდა და აქ მისი დამხმარე ძალის მოვლა შეუძლებელი იყო. მისი მიზანი რუსეთის სასურველ ზავზე დათანხმება იყო და არა ხანგრძლივი ომი, რომ მთელი რუსეთის იმპერია ჩამოეშალა.

(2) 38.10. დოკუმენტის მიხედვით, სად გაიმართა ბოლო ბრძოლა და რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა მას?
შატილის მისადგომებთან; დამსჯელმა ჯარმა ხევსურთა 20 სოფელი, მათ შორის შატილი, დაანგრია. აჯანყების დამარცხების შემდეგ აჯანყების დროს აღდგენილი მოურავის ნაცვლად სოფელში მეთვალყურე, ზედამხედველი ინიშნებოდა.


2 ვარიანტი
ტესტი
1. რომელი ინფორმაციაა მართებული აქადის შესახებ?
ა) გაძლიერდა სარგონ I-ის დროს, რომელმაც გააერთიანა შუამდინარეთი;
ბ) ქალაქ-სახელმწიფოს დამაარსებელი იყო გილგამეში;
გ) დაიპყრო ასურეთის სამეფო ტიგლათფილესერ III-ის დროს, რომელმაც მისი დედაქალაქი დაანგრია;
დ) განადგურდა ჰამურაბის მეთაურობით შემოჭრილ ამორეველებთან ომისას.

(1) 2. რომელი აქემენიანი მმართველის გამარჯვებას აღწერს ბეჰისთუნის წარწერა?
ა) ასტიაგესის;
ბ) შაბურის;
გ) დარიოს I-ის;
დ) ქსერქსე I-ის.

(1) 3. რომელი ინფორმაციაა მართებული სალამინის ბრძოლის შესახებ?
ა) მცირერიცხოვანმა ბერძენმა ჰოპლიტებმა უკუაქციეს სპარსელი მეომრები;
ბ) ბერძენთა მსუბუქმა გემებმა მძლავრი დარტყმა მიაყენეს სპარსელთა გემებს და დაამარცხეს ისინი;
გ) სპარსულმა კავალერიამ ალყაში მოაქცია ბერძნები და გაანადგურა ისინი ვიწრო ხეობაში;
დ) ბერძნებმა ვერ მოიგერიეს მრავალრიცხოვანი სპარსული არმიის შეტევა და უკან დაიხიეს.

(1) 4. რა იყო ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების ერთ-ერთი შედეგი?
ა) ჩამოყალიბდა სელევკიდების სამეფო ეგვიპტეში;
ბ) შეიქმნა დელოსის კავშირი;
გ) დასრულდა ელინისტური ხანა;
დ) განადგურდა აქემენიანთა სახელმწიფო.

(1) 5. რა სახელწოდებითაა ცნობილი ომები, რომელთა შედეგად რომი საზღვაო სახელმწიფოდ იქცა?
ა) გალური;
ბ) ლათინური;
გ) პუნიკური;
დ) მითრიდატული.

(1) 6. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა რომაული ლეგიონების მიერ ბრიტანეთის დატოვება V საუკუნის დასაწყისში?
ა) ქალაქ რომის დაცვის აუცილებლობამ;
ბ) პონტოს სამეფოსთან განცდილმა მარცხმა;
გ) ვიკინგების მუდმივმა თავდასხმებმა;
დ) იმპერიის ორ ნაწილად გაყოფამ.

(1) 7. ვინ იყო აეციუსი?
ა) კონსული, რომლის ბრძანებით შეიქმნა თორმეტი დაფის კანონი;
ბ) ხუროთმოძღვარი, რომლის ხელმძღვანელობით აიგო პანთეონი;
გ) იმპერატორი, რომელიც ტყვედ ჩავარდა ადრიანოპოლის ბრძოლაში;
დ) სარდალი, რომელიც კატალაუნის ველზე რომაულ ჯარს მეთაურობდა.

(1) 8. რომელი ინფორმაციაა მართებული ბიზანტიაში მომხდარი ნიკას აჯანყების შესახებ?
ა) იმპერატორი კონსტანტინე VII გაიქცა, მაგრამ აჯანყებულებმა ის შეიპყრეს და ახლადარჩეულ იმპერატორს გადასცეს;
ბ) აჯანყებულებმა დედაქალაქი ალყაში მოაქციეს, რის გამოც შიმშილობა დაიწყო, მაგრამ იმპერატორმა ბარდა ფოკას დახმარებით ალყა გაარღვია;
გ) საიმპერატორო კარმა აჯანყებულებთან მოლაპარაკება გადაწყვიტა, მათი მეთაური - დაგისთე სასახლეში დაიბარა და უმაღლეს სამოხელეო თანამდებობაზე დანიშნა;
დ) აჯანყებულებმა ახალი იმპერატორი აკურთხეს, ხოლო იუსტინიანე დიდმა გაქცევა დააპირა, თუმცა დედოფლის რჩევით დედაქალაქში დარჩა და ტახტი შეინარჩუნა.

(1) 9. რა ეწოდებოდა VIII საუკუნეში არაბების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს?
ა) გურჯისტანის ვილაიეთი;
ბ) გუგარქის საპიტიახშო;
გ) თბილისის საამირო;
დ) ქართლის სამარზპანო.

(1) 10. რომელი მსჯელობაა მართებული პიპინ მოკლეს შესახებ?
ა) მადიარების შემოსევისას იძულებული იყო ტახტის შესანარჩუნებლად რომის პაპის უზენაესობა ეღიარებინა, თავად პაპები კი ამ აღიარებას შემდგომში აქტიურად იყენებდნენ იმპერატორებთან დაპირისპირებისას;
ბ) რომის პაპის მხარდაჭერა სჭირდებოდა, რათა მეფედ ეკურთხებინათ, თუმცა თავის მხრივ, რომის პაპსაც სჭირდებოდა პიპინი ლანგობარდებისგან თავის დასაცავად;
გ) დაამარცხა და იტალიიდან განდევნა ვანდალები. სანაცვლოდ, რომის პაპი იძულებული გახდა იგი რომში მეფედ ეკურთხებინა;
დ) ბიზანტიასთან დაპირისპირება განაპირობებდა რომის პაპთან კავშირს. ამიტომ ისინი მუდმივად მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ერთი პერიოდი პაპს რეზიდენცია ავინიონშიც კი ჰქონდა გადატანილი.

(1) 11. რა უკავშირდება ნორმანთა ერთ-ერთ მეთაურს ერიკ წითურს?
ა) ფიორდებზე ერთიანი სამეფოს შექმნა;
ბ) სკანდინავიის გაქრისტიანება;
გ) კუნძულ გრენლანდიის აღმოჩენა;
დ) რუნების გამოყენების დაწყება.

(1) 12. სხვა მიზეზებთან ერთად, რა უშლიდა ხელს ოტო I-ის მიერ შექმნილი სახელმწიფოს ცენტრალიზაციას?
ა) სენატის ანუ სახალხო კრების არსებობა;
ბ) ვილანების ანუ გლეხების აჯანყებები;
გ) სინდიკატების ანუ ხელოსანთა გაერთიანებების დამოუკიდებლობა;
დ) ჰერცოგების ანუ მთავრების გავლენა.

(1) 13. პაპ გრიგოლ VII-ის რა გადაწყვეტილებამ აიძულა იმპერატორი ჰაინრიხ IV მასთან შესახვედრად წასულიყო?
ა) ქალაქების მხარდაჭერამ თვითმმართველობისათვის ბრძოლაში;
ბ) ვასალების იმპერატორისადმი მორჩილებისგან გათავისუფლებამ;
გ) გერმანელებისათვის სასულიერო თანამდებობების დაკავების აკრძალვამ;
დ) იმპერატორის მხარდამჭერი ფეოდალების ინკვიზიციისადმი გადაცემამ.

(1) 14. რომელი მსჯელობაა მართებული 1096 წელს დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?
ა) სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები სხვადასხვა გზით დაიძრნენ იერუსალიმისკენ. მათი გაერთიანება მხოლოდ დამასკოსთან ბრძოლაში მოხდა და ისიც დროებითი აღმოჩნდა;
ბ) ევროპიდან ოთხი სამხედრო შენაერთი დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ, სადაც მათ იმპერატორი შეხვდა. აქაც და შემდეგ ნიკეასთან ბრძოლისასაც გამოჩნდა გარკვეული წინააღმდეგობა ჯვაროსნებსა და ბიზანტიელებს შორის;
გ) დიდი სქიზმის გამო ევროპიდან დაძრულ რაინდებს კონსტანტინოპოლში შესვლის შეეშინდათ და საზღვაო გზა აირჩიეს. ლევანტის სანაპიროზე გადასხდნენ და იერუსალიმი ალყის შემდეგ აიღეს;
დ) პაპის მოწოდების შემდეგ რაინდები აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ. თუმცა მალე მათ შორის უთანხმოება დაიწყო და მხოლოდ გერმანიის იმპერატორის ჩარევამ გახადა შესაძლებელი ლაშქრობის გაგრძელება.

(1) 15. რომელი მსჯელობაა მართებული შუა საუკუნეებში გერბის მნიშვნელობის შესახებ?
ა) წარმოადგენდა რაინდის ატრიბუტს, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა და საგვარეულო კუთვნილება იყო;
ბ) ასახავდა ვასალის კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს სენიორის წინაშე და აუცილებლად მტკიცდებოდა იმპერატორისა და პაპის მიერ;
გ) აუცილებელი იყო ყველა მონასტრისთვის, რათა გარკვეული ყოფილიყო, თუ ვის ექვემდებარებოდა სამონასტრო ძმობა;
დ) განმარტავდა ხელოსნის სპეციალიზაციას და მიუთითებდა ამა თუ იმ გილდიისადმი კუთვნილებას.

(1) 16. რომელი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა სთხოვეს დახმარება საქართველოს სამეფოს?
ა) მეორე;
ბ) მესამე;
გ) მეოთხე;
დ) მეხუთე.

(1) 17. საქართველოს რომელ მეფეზე არის დაცული ინფორმაცია წიგნში, რომელიც მარკო პოლოს მოგზაურობაზე მოგვითხრობს?
ა) ბაგრატ IV კურაპალატზე;
ბ) ალექსანდრე I დიდზე;
გ) დავით VII ულუზე;
დ) გიორგი V ბრწყინვალეზე.

(1) 18. რომელი მსჯელობაა მართებული მარტინ ლუთერის შესახებ?
ა) გაილაშქრა ავინიონელი პაპების ძალაუფლების წინააღმდეგ, ამიტომ ერეტიკოსად შერაცხეს და სიკვდილით დასაჯეს;
ბ) საფრანგეთის მეფის მიერ გაჩაღებული რელიგიური დევნის გამო ქვეყანა დატოვა და შვეიცარიაში დამკვიდრდა;
გ) პაპსა და იმპერატორთან დაპირისპირების მიუხედავად, გერმანელი მთავრების ერთი ნაწილის სახით ძლიერი მფარველები გამოუჩნდნენ;
დ) კათოლიკური ეკლესიის წიაღში კონტრეფორმაციის პროცესი წამოიწყო და ახალი სასულიერო ორდენები დააარსა.

(1) 19. რომელი ევროპული სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ გაეხსნათ გზა ოსმალებს საღვთო რომის იმპერიისაკენ, რასაც მალევე ვენაზე მათი პირველი იერიში მოჰყვა?
ა) საფრანგეთის;
ბ) უნგრეთის;
გ) პოლონეთის;
დ) ჩეხეთის.

(1) 20. რომელი ინფორმაციაა მართებული კარლოს V ჰაბსბურგის შესახებ?
ა) შემოიღო მემკვიდრეობის ახალი წესი, რათა საკუთარი ქალიშვილისათვის საიმპერატორო ტახტის გადაცემა უზრუნველეყო;
ბ) საფრანგეთთან ომში დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა საღვთო რომის იმპერიის დაშლას შეგუებოდა;
გ) კათოლიკეების მიმართ მკაცრი პოლიტიკით გამოირჩეოდა, რასაც რელიგიური ომის დაწყება მოჰყვა;
დ) მმართველობის მიწურულს თავისი სამფლობელოები ძმასა და შვილს შორის გაანაწილა.

(1) 21. რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოსთვის ამასიის ზავის შედეგების შესახებ?
ა) პირველად დადასტურდა აღმოსავლეთ საქართველოზე რუსეთის პროტექტორატი, თუმცა მესხეთი კვლავ ირანელთა ხელში რჩებოდა;
ბ) პირობები მეტად მძიმე იყო, რადგან ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სამთავროები გააუქმა, მათ ნაცვლად კი ოსმალური საფაშოები დააარსა;
გ) რეალური გახდა ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება ოსმალეთის ვასალობის სანაცვლოდ, რადგან სამივე ქართული სამეფო ამ იმპერიის გავლენის სფეროში მოექცა;
დ) საქართველოს ერთიანობის აღდგენის შესაძლებლობა გართულდა, რადგან ქართული სამეფო-სამთავროები ორ იმპერიას შორის გაყოფილი აღმოჩნდა.

(1) 22. რას ითვალისწინებდა ნანტის ედიქტი?
ა) მეფის არჩევითობის წესის გაუქმებას;
ბ) სამეფო მიწებზე მცხოვრები ფრანგი გლეხების ყმობისგან გათავისუფლებას;
გ) საფრანგეთის ისტორიაში პირველად ბარონთა საბჭოს მოწვევას;
დ) ფრანგი პროტესტანტებისთვის მთელი რიგი უფლებების მინიჭებას.

(1) 23. ინგლისის რომელი დინასტიის წარმომადგენელი მეფე დასაჯეს სიკვდილით 1649 წელს?
ა) სტიუარტების;
ბ) ტიუდორების;
გ) უინძორების;
დ) პლანტაგენეტების.

(1) 24. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ნიდერლანდელი რევოლუციონერების წარმატებულ ბრძოლას ესპანელთა წინააღმდეგ XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე?
ა) ოსმალური ფლოტის მიერ ესპანელთა დამარცხებამ ლეპანტოს ბრძოლაში;
ბ) ინგლისელთა მიერ ესპანელთა „უძლეველი არმადის“ განადგურებამ;
გ) ესპანეთის ჩართვამ „შვიდწლიან ომში“ პრუსიის წინააღმდეგ;
დ) კატალონიაში დაწყებულმა ანტიკათოლიკურმა აჯანყებამ.

(1) 25. რომელი ფაქტია მართებული შვედეთის მეფის გუსტავ II ადოლფის შესახებ?
ა) მოიგერია რუსების იერიში სტოკჰოლმზე;
ბ) დაატყვევა საღვთო რომის იმპერატორმა;
გ) დამარცხდა პოლტავის ბრძოლაში;
დ) დაიღუპა ოცდაათწლიან ომში.

(1) 26. რომელი ინფორმაციაა მართებული 1805 წლის ტრაფალგარის ბრძოლის შესახებ?
ა) ნაპოლეონის ომებიდან ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებაა, რომელშიც გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის გავლენა ევროპაში გაიზარდა;
ბ) ინგლისის ფლოტმა საფრანგეთის ფლოტი დაამარცხა, რამაც ნაპოლეონი აიძულა ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდი გამოეყენებინა;
გ) სამი იმპერატორის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, რადგან მასში ავსტრიის, საფრანგეთისა და რუსეთის იმპერატორები მონაწილეობდნენ;
დ) საფრანგეთის გამარჯვებამ დაადასტურა მისი სამხედრო უპირატესობა, ევროპის დიდ
სახელმწიფოებთან შედარებით, არმიის შეიარაღებისა და ორგანიზებულობის თვალსაზრისით.

(1) 27. ვინ იყო ტალეირანი?
ა) ნაპოლეონის მთავრობის წევრი, რომელიც მოწინააღმდეგეთა მხარეს გადავიდა;
ბ) პირველი მინისტრი ლუი XVI-ის დროს;
გ) საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, იაკობინელთა კლუბის წევრი;
დ) ფრანგი მთავარსარდალი ბურბონთა რესტავრაციის დროს.

(1) 28. ვინ გამოცხადდა გაერთიანებული გერმანიის იმპერატორად 1871 წელს?
ა) პრუსიის მეფე ვილჰელმ I;
ბ) ბავარიის მეფე ფრიდრიხ I;
გ) საქსონიის მეფე ფერდინანდ I;
დ) ვიუტენბერგის მეფე ჰაინრიხ I.

(1) 29. რა მოვლენის შემდეგ ჩაება რუსეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში?
ა) მოკავშირე საფრანგეთზე გერმანიის თავდასხმის;
ბ) ავსტრია-უნგრეთის მიერ სერბეთისთვის ომის გამოცხადების;
გ) ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვის;
დ) ოსმალეთის მიერ სარიყამიშის დაკავების.

(1) 30. რომელი ფაქტი არ არის მართებული რუსეთში მომხდარი ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების შესახებ?
ა) ძალაუფლება ხელში აიღეს ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიებმა;
ბ) მოიწვიეს საკანონმდებლო ორგანო ამიერკავკასიის სეიმი;
გ) შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა;
დ) ამიერკავკასიის კომისარიატმა აღიარა საბჭოთა ხელისუფლება.

(1) 31. რომელი ინფორმაციაა მართებული სომხეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი შედეგის შესახებ?
ა) ლორეს სადავო ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა;
ბ) დამარცხებულ სომხეთს კონტრიბუციის გადახდა დაეკისრა;
გ) ბრიტანეთის სამხედრო მისიის ჩარევით სომხეთმა ახალქალაქიდან ჯარი გაიყვანა;
დ) საქართველოს ხელისუფლებამ ახალციხის მაზრაზე კონტროლი დაკარგა.

(1) 32. რა მოვლენა უკავშირდება ქაქუცა ჩოლოყაშვილს?
ა) სერვერ-ბეგ ათაბაგის თავდასხმის მოგერიება;
ბ) სახალხო გვარდიის ჩამოყალიბება;
გ) შეფიცულთა პარტიზანული რაზმის შექმნა;
დ) კოჯორთან წითელი არმიის დამარცხება.

(1) 33. რომელი ინფორმაციაა მართებული საბჭოთა კავშირში XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ?
ა) მძიმე მრეწველობის განვითარების მიზნით ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო;
ბ) კრიზისის დასაძლევად მთავრობამ მსხვილი საწარმოების სწრაფი პრივატიზაცია გადაწყვიტა;
გ) სურსათის დეფიციტის გამო სოფლებში კოლმეურნეობები დაიშალა;
დ) ხელისუფლება დათანხმდა ერთა ლიგის დახმარების ეკონომიკურ პროგრამას.

(1) 34. რომელი ფაქტია მართებული მუსოლინის მთავრობისა და რომის პაპის ურთიერთობის შესახებ?
ა) რომის პაპმა მხარი დაუჭირა მონარქიის აღდგენას;
ბ) ლატერანის ხელშეკრულება გაუქმდა;
გ) იტალიამ ვატიკანის დამოუკიდებლობა ცნო;
დ) მთავრობამ კონკლავში იტალიელი კარდინალების მონაწილეობა აკრძალა.

(1) 35. რომელი ინფორმაციაა მართებული 1939 წლის სსრკ-გერმანიის თავდაუსხმელობის (მოლოტოვრიბენტროპის) პაქტის შესახებ?
ა) ბესარაბია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა;
ბ) საბჭოთა კავშირმა პოლონეთი სრულად დაუთმო გერმანიას;
გ) მხარეებმა აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროები გაიყვეს;
დ) ტერიტორიული ინტერესების საზღვარი მდინარე დუნაი გახდა.

36. ისტორიული რუკის ანალიზი

36.1. მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს რომელი მმართველის დროს განხორციელებული ლაშქრობები არის ასახული რუკაზე?
ა) ჩაღატას;
ბ) ჰულაგუს;
გ) შაჰ-ისმაილის;
დ) ჩინგიზ-ყაენის.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ?
ა) მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფო საქართველოს სამეფოს ნაწილზე საკუთარ ძალაუფლებას ვერ ავრცელებდა;
ბ) საქართველოს სამეფოს ერთი ნაწილი სრულად დამოუკიდებელი იყო, თუმცა ქალაქი ქუთაისი და მისი მიდამოები მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს ჯარს ეკავა;
გ) მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს ჯართან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საქართველოს სამეფომ არსებობა შეწყვიტა;
დ) საქართველოს სამეფოს ლაშქარმა აიღო ქალაქი თბილისი და მწვანე ფერით აღნიშნული
სახელმწიფოს ჯარი ქვეყნიდან განდევნა.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ერთეული დაიპყრო მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა?
ა) ოქროს ურდო;
ბ) ხვარაზმის იმპერია;
გ) აბასიანთა სახალიფო;
დ) თეთრბატკნიანთა სახელმწიფო.

(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაციაა მართებული ნიკეის იმპერიის შესახებ?
ა) აიღო ლათინთა იმპერიის დედაქალაქი;
ბ) დალაშქრა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო;
გ) შეიჭრა კილიკიის სამეფოში;
დ) ალყა შემოარტყა ქალაქ ალეპოს.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელ ქალაქს არ აკონტროლებდნენ ქრისტიანები?
ა) აკრა;
ბ) ანტიოქია;
გ) ტრიპოლი;
დ) ალექსანდრია.

(1) 36.6. რუკაზე არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს მამლუქთა სასულთნოს სამხედრო ძლიერებას?
ა) ალამუთის ციხის დაკავება;
ბ) რუმის სასულთნოს დაპყრობა;
გ) წითელი ფერით აღნიშნული სახელმწიფოს დაპყრობა;
დ) მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს ჯარის დამარცხება.

37. ისტორიული მოვლენის ანალიზი
    1973 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამში ომი შეწყვიტა.
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ ამ მოვლენის ერთი კონკრეტული მიზეზი.
ჯარისკაცების დიდი დანაკარგების გამო აშშ-ს მოსახლეობა უკმაყოფილო იყო და პაციფისტური მოძრაობა დაიწყო.

(1) 37.2. ვისთვის იყო ეს მოვლენა დადებითი შედეგის მომტანი, მონაწილე მხარეების გარდა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
სსრკსთვის, რომელიც აშშ-ს მოწინააღმდეგე იყო და მის მიერ ფაქტობრივმა მარცხმა სსრკს ხელფეხი გაუზსნა ინდოჩინეთი კომუნიზმის დამყარება დაესრულებინა

(1) 37.3. ვისთვის იყო ეს მოვლენა უარყოფითი შედეგის მომტანი, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
მაგ. ლაოსისთვის, სადაც ვიეტნამის შემდეგ დამყარდა კომუნისტური დიქტატურა და ქვეყანა დღემდე უაღატაკესია.

(2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა XX საუკუნის ცივი ომის პერიოდიდან. აუცილებლად მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად.
კორეის ომი. ისიც მს. ომის შემდეგ ორ ნაწილად გაიყო, კომუნისტურ და პროამერიკ ნაწილებად. შემდეგ აქაურმა კომუნისტებმაც სცადეს სამხრეთ ნაწილის შემოერთება რაც ხანგრძლივ ომში გადაიზარდა.


38. ისტორული წყაროს ანალიზი
1832 წლის შეთქმულება
    თავიანთი წრეების სხდომებზე შეთქმულები მსჯელობდნენ სამშობლოში შექმნილი საერთო უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზებზე. ფართო განხილვის საგანი იყო საქართველოს დაქსაქსულ ძალთა გაერთიანების პრობლემა. მსჯელობდნენ იმ პერიოდზე, როცა საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ეს მათ ეროვნულ ტრაგედიად მიაჩნდათ.
    ეროვნული ჩაგვრის მოსპობა იმ დროს მსოფლიოს მოწინავე ადამიანთა ყურადღების ცენტრში იდგა. შეთქმულთა დაინტერესება ფრანგი განმანათლებლებით იმითაც იყო, განპირობებული, რომ ეს უკანასკნელნი ეროვნულ საკითხს ახლებურად უყურებდნენ.
    საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრივი წყობილების შესახებ შეთქმულებში ერთსულოვნება არ ყოფილა. მონარქიულ მმართველობაზე ფიქრი იპყრობდა შეთქმულთა ერთ ნაწილს. სხვები ქართული სეიმის შემოღების აზრს გამოთქვამდნენ. მათი შეხედულებით, საქართველოში უნდა შექმნილიყო ორპალატიანი სეიმი მეფით სათავეში. სეიმის მმართველობის იდეა აღებული იყო პოლონეთის ცხოვრებიდან. 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყებას ქართველი შეთქმულნი ბევრ რამეში ჰბაძავდნენ. სეიმის მმართველობა უმეტესობას იმიტომ მოსწონდა, რომ მეფე ამ წესის დროს არჩევითი იყო, სამეფო ტახტი მემკვიდრეობით მამიდან შვილზე არ გადადიოდა.
    რესპუბლიკური მმართველობის შემოღების სურვილი შეთქმულთა შორის იმ დროს, რა თქმა უნდა, დიდი სიახლის მაუწყებელი იყო და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის მაღალ საფეხურზე ყოფნაზე მეტყველებდა.
    1831 წელს შეთქმულთა ერთი ჯგუფი ფიქრობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ პირველი პოლონეთს თავისუფლებას უწყალობებდა, ასეთი რამ საქართველოსთვისაც გამორიცხული არ უნდა ყოფილიყო. სექტემბერში პოლონელები დამარცხდნენ. ჩეჩნეთი და დაღესტანი იმამ ყაზი-მოლას მეთაურობით ცარიზმის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ. თბილისიდან დიდძალი ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით შეთქმულებს კვლავ დაუდგათ ხელსაყრელი მომენტი აჯანყებისათვის. შეთქმულები გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ ევროპის დიდი სახელმწიფოების დახმარებაზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ საფრანგეთისაგან ჯარსა და ფულს მიიღებდნენ. თურქეთ-სპარსეთის პოზიცია შეთქმულთათვის იმ მხრივ იყო გარკვეული, რომ ეს სახელმწიფოები კავკასიაში მეფის რუსეთის გაბატონებას ვერ ურიგდებოდნენ.
    1832 წლის ნოემბერში შემუშავებული გეგმა ძველ გამოცდილებასა და ახალ ვითარებას ითვალისწინებდა. „პირველი ღამის განკარგულების“ წერა დაიწყო 10 ნოემბერს, ამის შემდეგ იგი ივსებოდა, ზუსტდებოდა და საბოლოოდ დასრულებული სახე მიიღო 1832 წლის 23 ნოემბერს. „განკარგულების“, ანუ აჯანყების გეგმის მიხედვით, პირველ რიგში გათვალისწინებული იყო ციხის აღება და თბილისსა თუ მის გარეუბანში განლაგებული რუსთა ჯარების განიარაღება, რისთვისაც სპეციალურ შეიარაღებულ რაზმებს ამზადებდნენ. მათვე უნდა დაეკავებინათ სურსათით მომარაგების ბაზები და სხვა სტრატეგიული პუნქტები.
    აჯანყების მოწყობის ვადა შეთქმულთ რამდენჯერმე ჩაეშალათ. საქმე გადაიდო უკვე 6 დეკემბრისთვის, მერე კი 20 დეკემბრისთვის. ამ თარიღებს უკავშირებდნენ ქართველ თავად-აზნაურთა ყრილობის მოწვევას, რომელიც ადგილობრივმა მთავრობამ გადადო 6 დეკემბრის ნაცვლად 20 დეკემბრისათვის.
    ჯერ კიდევ 1832 წლის დეკემბრის დამდეგს ბორჩალოში უკვე ხმა გაისმა „შეთქმულთა კავშირის“ შესახებ ალექსანდრე ბატონიშვილთან. ეს შეთქმულებმა მაშინვე გაიგეს და ჩქარობდნენ აჯანყების დაწყებას, რისთვისაც თითქოს ყველაფერი მზად იყო. 9 დეკემბერს თავადმა იესე ფალავანდიშვილმა შეთქმულება გასცა და შეთქმულები შეიპყრეს.
კითხვები:
(1) 38.1. დოკუმენტის მიხედვით, საიდან გაჩნდა ორპალატიანი სეიმის იდეა შეთქმულთა შორის?
იდეა აღებული იყო პოლონეთის ცხოვრებიდან

(1) 38.2. დოკუმენტის მიხედვით, რა მიუთითებდა, რომ ქართულ საზოგადოებაში კარგად იყო განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნება?
შეთქმულთა ნაწილს სურდა რესპუბლიკური მმართველობის შემოღება.

(1) 38.3. დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ექნებოდა პოლონელთა ბრძოლის წარმატებით დასრულებას საქართველოსთვის?
ქართველებში გააღვიძებდა ოპტიმიზმს რომ ერთიანი აჯანყების შემთხვევაში რუსეთისგან გარკვეულ თვითმმართველობას მაინც მოიპოვებდნენ.

(1) 38.4. დოკუმენტის მიხედვით, როდის გაჩნდა აჯანყების დაწყებისთვის შესაფერისი ვითარება ისევ, პოლონელების დამარცხების შემდეგ?
ჩეჩნეთი და დაღესტანი იმამ ყაზი-მოლას მეთაურობით ცარიზმის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ, რის გამოც რუსებმა თბილისიდან დიდძალი ჯარი გაიყვანეს.

(1) 38.5. დოკუმენტის მიხედვით, რა მიაჩნდათ შეთქმულებს ეროვნულ ტრაგედიად?
საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლა.

(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, რა კონკრეტული დახმარების მიღების იმედი ჰქონდათ შეთქმულებს საზღვარგარეთიდან?
საფრანგეთისაგან ჯარისა და ფულის მიღების

(2) 38.7. დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა შეიძლება ყოფილიყო აჯანყების მომზადებისას სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეთქმულები განიხილავდნენ. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა იყო ამ პრობლემის მიზეზი?
შეთქმულები მართველობის ფორმაზე ვერ თანხმდებოდნენ: ერთს მონარქია სურდათ, მეორე არჩევითი მონარქია სეიმით შეზღუდული, მესამეთ რესპუბლიკა. ამის მიზეზი საზოგადოების ფეოდალურ წოდებებად დაყოფა იყო. მაგ. მესამე წოდებიდან გამოსულებისთვის რესპუბლიკა იქნებოდა უკეთესი, სამეფო ოჯახებისთვის სრული მემკვიდრეოვითი მონარქია, თავადიშვილებისთვის არჩევითი შეზღუდული მონარქია.

(2) 38.8. დოკუმენტის მიხედვით, ვისი პოლიტიკური ნააზრევით დაინტერესდნენ შეთქმულები და რა საკითხმა განაპირობა ეს?
ფრანგი განმანათლებლებით; ეს უკანასკნელნი ეროვნულ საკითხს ახლებურად უყურებდნენ.

(2) 38.9. დოკუმენტის მიხედვით, როგორი იყო მეზობელი სახელმწიფოების პოზიცია და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, შეიძლებოდა თუ არა შეთქმულებს მათი დახმარების იმედი ჰქონოდათ? მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.
თურქეთ-სპარსეთი კავკასიაში მეფის რუსეთის გაბატონებას ვერ ურიგდებოდნენ. არა, რადგან ცოტა ხნის წინ რუეთმა ისინი ადვილად დაამარცხა და ალბათ ახლა ევროპელი მოკავშირეების მოწოდების გარეშე ვერ გაბედავდნენ რუსეთთან ახალ ომს.

(2) 38.10. დოკუმენტის მიხედვით, რა ხმა გავრცელდა 1832 წლის ბოლოს საქართველოში და რა გავლენა იქონია ამან შეთქმულებზე?
„შეთქმულთა კავშირის“ შესახებ ალექსანდრე ბატონიშვილთან. ეს შეთქმულებმა მაშინვე გაიგეს და ჩქარობდნენ აჯანყების დაწყებას, რისთვისაც თითქოს ყველაფერი მზად იყო.


3 ვარიატი
ტესტი
1. რომელი უძველესი სახელმწიფო მიეკუთვნება სამდინარო ცივილიზაციას?
ა) სპარსეთი;
ბ) მიდია;
გ) ეგვიპტე;
დ) ურარტუ.

(1) 2. რომელი ინფორმაციაა მართებული აქემენიანთა სპარსეთის შესახებ?
ა) ქსერქსე I-მა შექმნა მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა;
ბ) არტაქსერქსე II-ის ბრძანებით პირველი ზიქურატი აიგო;
გ) დარიოს I-მა სპარტა დაიმორჩილა;
დ) კიროს II-მ ბაბილონი დაიპყრო.

(1) 3. რომელი ინფორმაციაა მართებული თერმოპილეს ბრძოლის შესახებ?
ა) უკანასკნელი ბრძოლა იყო ათენის დაცემის შემდეგ, რომელმაც ომის ბედი სპარსელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა;
ბ) ბერძენთა გემებმა ფაქტობრივად გაანადგურეს სპარსელთა ფლოტი, რომლის მხოლოდ რამდენიმე ხომალდი გადარჩა;
გ) სპარსული კავალერია და გვარდია დაამარცხა ბერძენთა გაერთიანებულმა ლაშქარმა თებეს მისადგომებთან;
დ) ბრძოლა გაიმართა ვიწრო ხეობაში, სადაც ბერძნებმა სპარსელთა მრავალრიცხოვანი არმია დროებით შეაჩერეს.

(1) 4. როგორ დასრულდა პირველი პუნიკური ომი?
ა) რომი დაეუფლა კუნძულ სიცილიას;
ბ) კართაგენმა დათმო ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპირო;
გ) რომმა ნილოსის დელტაში მდებარე ქალაქები დაიმორჩილა;
დ) კართაგენმა მხოლოდ ადრიატიკის ზღვაზე ნაოსნობის უფლება შეინარჩუნა.

(1) 5. ვინ დაიპყრო გალია ძვ.წ. I საუკუნეში?
ა) გნეუს პომპეუსმა;
ბ) კორნელიუს სციპიონმა;
გ) მარკუს კრასუსმა;
დ) იულიუს კეისარმა.

(1) 6. რომელი ინფორმაციაა მართებული იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობისას განვითარებულ მოვლენებზე?
ა) რომში დიდი ამალით ჩავიდა ქართლის მეფე;
ბ) გამწვავდა ბრძოლა სომხეთისთვის, რომელშიც ქართლის მეფეც ჩაერთო;
გ) ლეგიონერთა მონაწილეობით გამაგრდა ქართლის დედაქალაქის თავდაცვითი კედლები;
დ) აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყების ჩასახშობად პრეტორიანული გვარდია გაიგზავნა.

(1) 7. რომელი ინფორმაციაა მართებული გერმანული ტომების ბრიტანეთში დამკვიდრების შესახებ?
ა) კუნძულზე გადასულმა ანგლებმა, საქსებმა და იუტებმა დაიპყრეს ადგილობრივთა მიწები და რამდენიმე სამეფო ჩამოაყალიბეს;
ბ) რომაელების მიერ ჩასახლებულმა ანგლებმა, ოსტგოთებმა და ფრანკებმა საკუთარი სახელმწიფო შექმნეს;
გ) რომაელების მიერ განადგურებული ადგილობრივი მოსახლეობის მიწები მომთაბარე საქსებმა, ვესტგოთებმა და ლანგობარდებმა დაიკავეს;
დ) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გამო სვევები, ხერუსკები და იუტები კუნძულზე გადასახლდნენ და გარკვეული დროით წარმართობა შეინარჩუნეს.

(1) 8. რომელი ინფორმაციაა მართებული რომის პაპის ლეო I-ის შესახებ?
ა) მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება;
ბ) გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც შეწყდა ქრისტიანთა დევნა;
გ) შეხვდა ატილას და გადააფიქრებინა რომზე ლაშქრობა;
დ) ააკრძალინა იმპერატორ ჰონორიუსს გლადიატორთა ბრძოლები.

(1) 9. ვინ გაანადგურა ვანდალთა სამეფო?
ა) პორტუგალიის მეფემ დაგისთემ;
ბ) ბიზანტიელმა სარდალმა ველისარიუსმა;
გ) ჰუნების ბელადმა ოდოაკრმა;
დ) ესპანეთის მარკგრაფმა სტილიქონმა.

(1) 10. რომელი ინფორმაციაა მართებული თბილისის ამირა საჰაკის შესახებ?
ა) არაბთა მიერ დანიშნული პირველი ამირა იყო და იბრძოდა ქართველი მთავრების წინააღმდეგ;
ბ) მისი ამირობისას თბილისში აირჩიეს პირველი კომუნა, რაც თვითმართველობის დაწყებას ნიშნავდა;
გ) ამირობის შესანარჩუნებლად თავი საქართველოს მეფის ვასალად აღიარა და ყოველწლიური ხარკი იკისრა;
დ) როგორც ამირა აღარ ემორჩილებოდა ხალიფას და ამიტომ მის წინააღმდეგ დამსჯელი ჯარი გამოგზავნეს.

(1) 11. რა თანამდებობა ეკავა კარლოს მარტელს სამეფო კარზე?
ა) მაიორდომის;
ბ) კონეტაბლის;
გ) სტიუარდის;
დ) კანცლერის.

(1) 12. რას ეწოდება საგა?
ა) ნორმანების მითებსა და ლეგენდებს;
ბ) მადიარების რიტუალებსა და ადათებს;
გ) გოთების ზეპირ გადმოცემებს;
დ) გალების ტრადიციულ სამართალს.

(1) 13. რომელი სახელმწიფოს მმართველებს ჰქონდათ უარყოფითი დამოკიდებულება X საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში იმპერატორის ტიტულის აღდგენაზე?
ა) იტალიის;
ბ) ბიზანტიის;
გ) ინგლისის;
დ) ესპანეთის.

(1) 14. რა იყო 1077 წელს კანოსაში პაპ გრიგოლ VII-ისა და იმპერატორ ჰაინრიხ IV-ის შეხვედრის შედეგი?
ა) იმპერატორმა გამოაცხადა დიდი სქიზმის დასრულება;
ბ) პაპმა აღიარა იმპერატორის უზენაესობა;
გ) პაპმა იმპერატორს ეკლესიიდან განკვეთა მოუხსნა;
დ) დადგინდა პაპისა და იმპერატორის არჩევის წესები.

(1) 15. სად მიმდინარეობდა სამხედრო მოქმედებები იმ ჯვაროსნული ლაშქრობისას, რომლის მონაწილეებმაც დახმარება საქართველოს მეფე გიორგი IV-ს სთხოვეს?
ა) მცირე აზიაში;
ბ) პალესტინაში;
გ) შუამდინარეთში;
დ) ეგვიპტეში.

(1) 16. რომელი მსჯელობაა მართებული კავკასიაში მონღოლთა პირველი ლაშქრობის შესახებ?
ა) ქართველთა ჯარის სიძლიერის გამო მონღოლებმა ბრძოლას თავი აარიდეს, დარიალის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ და მდინარე თერგთან ალანები დაამარცხეს;
ბ) საქართველოს სამეფო კართან მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ გამართულ ბრძოლაში მონღოლებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მალევე დატოვეს ქვეყანა და რუმის სულთნის წინააღმდეგ დაიძრნენ;
გ) ბრძოლაში ქართველების დამარცხების შემდეგ, მონღოლები დარუბანდის გზით ჩრდილოეთით გაემართნენ და მდინარე კალკაზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს;
დ) საქართველოს მეფემ უარყო მონღოლების ულტიმატუმი და ჯარის შეკრება დაიწყო, მაგრამ მონღოლებმა დაასწრეს და თბილისი აიღეს. თუმცა ქალაქი მალევე დატოვეს და უკან გაბრუნდნენ.

(1) 17. რომელი ინფორმაციაა მართებული შუა საუკუნეების ევროპის ქალაქების შესახებ?
ა) ჰქონდათ დამოუკიდებელი მმართველობა;
ბ) სავალდებულო იყო იმპერატორის თანხმობა ამქრების დაარსებაზე;
გ) ფლობდნენ ახლად აღმოჩენილ მიწებზე კოლონიების დაარსების ექსკლუზიურ უფლებას;
დ) აუცილებლად სჭირდებოდათ პაპის თანხმობა საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობისთვის.

(1) 18. რომელი მსჯელობაა მართებული მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?
ა) რომის პაპის მიერ ეკლესიიდან განკვეთილმა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ მაინც გაილაშქრა აღმოსავლეთში. ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკებების შემდეგ იერუსალიმი გაათავისუფლა და ქრისტიანებს დაუბრუნა;
ბ) იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ შეძლო რომის პაპთან მოლაპარაკება, კონკორდატის გაფორმება და ლაშქრობაში წასვლის უფლება მოიპოვა. ასკალონის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კი იერუსალიმი გაათავისუფლა;
გ) პაპსა და იმპერატორ ფრიდრიხ II-ს შორის წინააღმდეგობა საფრანგეთის მეფის შუამავლობით დასრულდა. მათი გაერთიანებული ჯარი სალაშქროდ გაემართა და იერუსალიმი რამდენიმე თვიანი ალყის შემდეგ გაათავისუფლა;
დ) იმპერატორ ფრიდრიხ II-ის თხოვნის შემდეგ პაპმა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, რამაც მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრება გააადვილა. ქრისტიანთა ჯარის მოახლოებით შეშინებულმა სულთანმა იერუსალიმი უბრძოლველად დატოვა.

(1) 19. საღვთო რომის იმპერიის რომელი მმართველი დაუპირისპირდა პროტესტანტ გერმანელ მთავრებს XVI საუკუნეში?
ა) ლეოპოლდ IV;
ბ) რუდოლფ I;
გ) კარლოს V;
დ) ფერდინანდ III.

(1) 20. რომელი ინფორმაციაა მართებული საფრანგეთში შარლ IX-ის მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენის შესახებ?
ა) საბოლოოდ გაუქმდა პარიზის პარლამენტი;
ბ) ქვეყანაში რელიგიური ომები მძვინვარებდა;
გ) სამეფო კარი ვერ გაუმკლავდა ფრონდას;
დ) სახელმწიფო ოცდაათწლიან ომში ჩაება.

(1) 21. რომელი ინფორმაციაა მართებული XVI საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ?
ა) მარაბდის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ოსმალებმა ქართლ-კახეთი დატოვეს;
ბ) შეიქმნა მორიგე ჯარი, რომელმაც ლეკიანობა აღკვეთა;
გ) კახელმა ბაგრატიონებმა ქართლისა და კახეთის სამეფოები გააერთიანეს;
დ) ქართლის სამეფო ირანელთა აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა.

(1) 22. რომელი ინფორმაციაა მართებული ინგლისის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი შედეგის შესახებ?
ა) ცამეტმა ამერიკულმა კოლონიამ დამოუკიდებლობა მიიღო;
ბ) კათოლიკურმა სამღვდელოებამ პრივილეგიები დაიბრუნა;
გ) პარლამენტმა მეფის არჩევის უფლება მოიპოვა;
დ) მონარქიის ნაცვლად რესპუბლიკა შეიქმნა.

(1) 23. ვინ ჩაუდგა სათავეში ნიდერლანდელ რევოლუციონერებს XVI საუკუნეში?
ა) ერაზმ როტერდამელი;
ბ) კარლოს ჰაბსბურგი;
გ) ალბრეხტ ვალენშტაინი;
დ) ვილჰელმ ორანელი.

(1) 24. რომელი მსჯელობაა მართებული ოცდაათწლიანი ომის შესახებ?
ა) ნორვეგიის მეფე ომში პროტესტანტთა მხარეს ჩაერთო, თუმცა მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ჩრდილოეთ გერმანიაში მიწები უბოძა, ნეიტრალიტეტი გამოაცხადა;
ბ) ოსმალეთის სულთანმა სცადა ესარგებლა გერმანულ მიწებზე გაჩაღებული ომით, თავს დაესხა ჰაბსბურგების სამფლობელოებს და ალყა შემოარტყა ვენას;
გ) საფრანგეთი ომში აქტიურად მონაწილეობდა და როგორც საღვთო რომის იმპერატორის, ისე ესპანეთის მეფის ჯარის წინააღმდეგაც იბრძოდა;
დ) ინგლისი თავდაპირველად ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, თუმცა ტიუდორების დინასტიის გამეფების შემდეგ ომში პროტესტანტთა მხარეს ჩაერთო.

(1) 25. რომელი ინფორმაციაა მართებული XVIII საუკუნის დასასრულს საფრანგეთში რევოლუციის შედეგად განვითარებული მოვლენის შესახებ?
ა) დიდმა ბრიტანეთმა რევოლუციური საფრანგეთი ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ აღიარა;
ბ) ავსტრია მხარს უჭერდა და აიარაღებდა ფრანგ რევოლუციონერებს;
გ) პრუსიის სამეფო საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთო;
დ) აშშ საფრანგეთის სამეფო კარს ჯარით დაეხმარა.

(1) 26. რომელ სახელმწიფოს დაეკისრა კონტრიბუციის გადახდა აუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ?
ა) რუსეთს;
ბ) ავსტრიას;
გ) პრუსიას;
დ) საფრანგეთს.

(1) 27. რომელი მოვლენით დასრულდა იტალიის გაერთიანება XIX საუკუნეში?
ა) იტალიის სამეფოს ჯარის მიერ რომის აღებით;
ბ) გარიბალდის მიერ სიცილიის შემოერთებით;
გ) კავურის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებით;
დ) პირველი პარლამენტის შეკრებით.

(1) 28. რომელი ინფორმაციაა მართებული ყირიმის ომის ერთ-ერთი შედეგის შესახებ?
ა) შავი ზღვა ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა;
ბ) სევასტოპოლს პორტო-ფრანკოს სტატუსი მიენიჭა;
გ) ოსმალეთმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიბრუნა;
დ) ბალკანეთზე რუსეთის გავლენა გაიზარდა.

(1) 29. სხვა მიზეზებთან ერთად, რა უშლიდა ხელს გერმანიის გაერთიანებას?
ა) ჩრდილოეთის გერმანულ სახელმწიფოებში უმეტესად პროტესტანტიზმი, ხოლო სამხრეთის პოლიტიკურ ერთეულებში კი კათოლიციზმი იყო გავრცელებული;
ბ) ორი ყველაზე დიდი გერმანული სახელმწიფოდან ერთში მონარქიული, ხოლო მეორეში
რესპუბლიკური წყობა იყო;
გ) ნაპოლეონის ომებმა დეცენტრალიზაცია გააძლიერა, რადგან ავსტრია და პრუსია რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულად დაიშალა;
დ) ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით დასავლეთ გერმანული სამთავროები დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროში შედიოდა.

(1) 30. ვინ იყო რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი?
ა) პეტრე I;
ბ) პავლე I;
გ) ნიკოლოზ II;
დ) ალექსანდრე II.

(1) 31. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა?
ა) საბჭოთა რუსეთის თავდასხმამ;
ბ) ოსმალეთის აგრესიამ სამხრეთ კავკასიაში;
გ) პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამ;
დ) ბრიტანელების მიერ ბათუმისა და ბაქოს დაკავებამ.

(1) 32. რომელი სახელმწიფო არ იყო ერთა ლიგის წევრი?
ა) იტალია;
ბ) საფრანგეთი;
გ) დიდი ბრიტანეთი;
დ) აშშ.

(1) 33. რომელი ინფორმაციაა მართებული ქართველი ბოლშევიკების ერთი ნაწილის - ნაციონალუკლონისტების შესახებ?
ა) მოითხოვდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს ცალკე რესპუბლიკად შესვლას;
ბ) მხარს უჭერდნენ ავტონომიური ერთეულების შექმნას და უნიტარულ მოწყობას აკრიტიკებდნენ;
გ) ოპოზიციური პარტიების დევნასა და ლიკვიდაციას ეწინააღმდეგებოდნენ;
დ) ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად კერძო საკუთრების დაშვება მიაჩნდათ.

(1) 34. რომელი სახელმწიფო ეხმარებოდა გენერალ ფრანკოს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს?
ა) დიდი ბრიტანეთი;
ბ) საფრანგეთი;
გ) გერმანია;
დ) საბჭოთა კავშირი.

(1) 35. რას ითვალისწინებდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ შემუშავებული გეგმა „ბარბაროსა“?
ა) ბლიცკრიგს საფრანგეთში;
ბ) თავდასხმას საბჭოთა კავშირზე;
გ) საჰაერო იერიშებს ბრიტანეთზე;
დ) სამხედრო ოპერაციებს ჩრდილოეთ აფრიკაში.

36. ისტორიული რუკის ანალიზი

(1) 36.1. წითელი ფერით აღნიშნული სახელმწიფოს რომელი მმართველის მოღვაწეობის პერიოდში მიმდინარე საომარი მოქმედებები არის ასახული რუკაზე?
ა) იუსტინიანე I-ის;
ბ) თეოდოსიუს I-ის;
გ) ჰერაკლეს;
დ) ტრაიანეს.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაცია მართებული ქართლში განვითარებული მოვლენების შესახებ?
ა) ქართლის დედაქალაქი ალყის შედეგად დაეცა;
ბ) ალანების ტომმა ჩრდილოეთიდან შეუტია ქართლს;
გ) ქართლის ჯარმა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქიდან ლაშქრობა წამოიწყო;
დ) მწვანე ფერის ისრით აღნიშნულმა ლაშქარმა ქართლში გამართულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

(1) 36.3. რომელი პოლიტიკური ერთეულია აღნიშნული რუკაზე მწვანე ფერით?
ა) პართია;
ბ) სასანიანთა სახელმწიფო;
გ) უმაიანთა სახალიფო;
დ) სელევკიდების სირია.

(1) 36.4. რუკის მიხედვით, წითელი ფერით აღნიშნულ სახელმწიფოში მდებარე რომელი ქალაქი აიღეს ყველაზე ადრე?
ა) თესალონიკი;
ბ) იერუსალიმი;
გ) ანტიოქია;
დ) ნაისუსი.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაციაა მართებული მდინარე დუნაის მახლობლად მცხოვრები ტომის შესახებ?
ა) შეუტიეს ქალაქ ქერსონესს, მაგრამ მისი დაკავება ვერ შეძლეს;
ბ) დაამარცხეს კასპიისა და შავი ზღვის ჩრდილოეთით მცხოვრები ტომები;
გ) შეუტიეს მწვანე ფერით აღნიშნული პოლიტიკური ერთეულის დედაქალაქს;
დ) თავს ესხმოდნენ წითელი ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს, თუმცა მისი დედაქალაქი ვერ აიღეს.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, როგორ განვითარდა მოვლენები წითელი და მწვანე ფერის ისრებით აღნიშნულ ჯარებს შორის გამართული უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ?
ა) დაეცა ქალაქი დასტაგირდი;
ბ) დაიწყო ლაშქრობა ქალაქ დვინის მიმართულებით;
გ) დასრულდა მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს დედაქალაქის ალყა;
დ) წითელი ფერით აღნიშნული სახელმწიფო ომში დამარცხდა და ზავი ითხოვა.

37. ისტორიული მოვლენის ანალიზი
    1555 წელს აუგსბურგის ზავი გაფორმდა.
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ ამ ზავის ერთი კონკრეტული შედეგი.
გერმანელმა მთავრებმა მიიღეს რელიგიის არჩევის უფლება: კათოლიკობა ან ლუთერანობა


(1) 37.2. საზოგადოების რომელი ჯგუფისთვის იყო ზავის პირობები დადებითი შედეგის მომტანი?
აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ლუთერანებისთვის, რადგან ამიერიდან შეეძლებოდან ლუთარანულ ქვეყანაში ცხოვრების შეთხვევაში რელიგიის გამო აღარ შეავიწროვებდნენ

(1) 37.3. საზოგადოების რომელი ჯგუფისთვის იყო ამ ზავის პირობები უარყოფითი შედეგის მომტანი? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
კალვინისტებისთვის. ისინი არ მოიხსენიეს შეთახნმებაში, კვლავ იევნებოდნენ და ამიერიდან ლუთერანების მხარდაჭერის იმედი დიდად აღარ უნდა ჰქონოდათ.

(2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა XVI-XVII საუკუნეების ევროპის ისტორიიდან.
აუცილებლად მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად.

რელიგიური ომი საფრანგეთში. აქაც ოფოციალურ რელიგია კათოლიკობას, რომელსაც მეფეც ემხრობოდა, ებრძოდა პროტესტანტული (ჰუგენოტური) მიმდინარეობა. ომი დასრულდა კომპრომისით ორ რელიგიას შორით, მეფე დარჩა აქაც კათოლიკე, თუმცა ჰუგენოტებმა სადაც უმრავლესობაში იყვნენ  მიიღეს პრივილეგიები.
ან 30 წლიანი ომი: აქაც გერმანიის იმპერატორი კათოლიკების სახელით ებრძოდა ლუთერანებს, საბოლოოდ ომი დასრულდა ამასისს ზავის პირობებით.


38. ისტორიული წყაროს ანალიზი
1819-1820 წლების აჯანყება
    საეკლესიო რეფორმის ჩატარების ცდამ იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. იგი აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ ეპარქიათა რიცხვისა და საეკლესიო მსახურთა შემცირებას მოჰყვებოდა საეკლესიო გადასახადების შემცირება, მაგრამ მოხდა პირიქით - საეკლესიო რეფორმით გლეხთა საეკლესიო გადასახადები გაიზარდა. საეკლესიო რეფორმა მიზნად ისახავდა სახაზინო შემოსავლის გაზრდას არა მარტო საეკლესიო ქონებაშემოსავლის ხაზინაში გადარიცხვით, არამედ ყმა გლეხების საკლესიო გადასახადების გაზრდითაც. რეფორმით უკმაყოფილო იყო მაღალი სამღვდელოება, რომელიც კარგავდა მნიშვნელოვან შემოსავალს. მსხვილი მამულები და მრავალი ყმა გააჩნდა ეკლესიებს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიაში. უკმაყოფილო იყო დაბალი სამღვდელოებაც. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიებისა და საეკლესიო მსახურთა შტატის შემცირების შედეგად უადგილოდ დარჩა. უკმაყოფილონი იყვნენ საეკლესიო აზნაურებიც, რომლებსაც რეფორმით დაუსახლებელ სახაზინო მიწებზე გადასახლება მოელოდათ. ამგვარად, რეფორმით უკმაყოფილო იყო მოსახლეობის ყველა ფენა.
    საეკლესიო ქონების აღწერა და რეფორმის გატარება იმერეთში დაიწყო 1819 წლის ივნისში. მოსახლეობამ გაიგო რეფორმის მიზნები და მთელი იმერეთი აჯანყდა. საქართველოს მთავარმართებელი გენერალი ერმოლოვი ამ დროს ჩრდილო-კავკასიაში იმყოფებოდა. მის ნაცვლად დატოვებული იყო საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი გენერალი ველიამინოვი.
    აჯანყებულებში თანდათან გავრცელდა ლოზუნგი „სამშობლოს გათავისუფლება!“ იმერელმა თავადებმა, ისე როგორც ქართლ-კახეთის თავადებმა ქართლის მთიანეთისა და კახეთის აჯანყებათა დროს, ტრადიციული პოზიცია დაიკავეს - ნაწილი თავადებისა აჯანყებას მიემხრო, ნაწილი რუსეთის მხარეზე დადგა, ხოლო ნაწილი უფრო ხელსაყრელ მომენტს უცდიდა. იმერელმა თავადებმა იმერეთის მეფედ ივანე აბაშიძე გამოაცხადეს.
    1820 წლის დასაწყისში რუსთა სარდლობამ უკვე დიდძალი ჯარი შეაგროვა იმერეთში. მთავრობა აჯანყებულთა წინააღმდეგ გადამწყვეტ მოქმედებას შეუდგა. 1820 წლის 4 მარტს დააპატიმრეს: მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, სოლომონ I-ის ასული დარეჯანი, სეხნია წულუკიძე და მდივანბეგი დავით მიქელაძე. ესენი მთავრობას აჯანყების მოთავეებად მიაჩნდა. ივანე აბაშიძემ მოახერხა გაქცევა და თავი გურიას შეაფარა. აღნიშნულ პირთა დაპატიმრებამ აჯანყების ალი ვერ ჩააქრო. პირიქით, აპრილში აჯანყება ახალი ძალით გაიშალა, განსაკუთრებით გურიასა და რაჭაში.
    იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩასაქრობად ამიერკავკასიის სარდლობამ 1820 წლის 20 აპრილს გაგზავნა სამხედრო ექსპედიცია, რომელსაც გენერალი ველიამინოვი ხელმძღვანელობდა. მას დაევალა სასტიკად გასწორებოდა აჯანყებულებს. განსაკუთრებით დაარბიეს რაჭა.
    აჯანყება დამარცხდა. „ამბოხებული სოფლები გავანადგურეთ და გადავბუგეთ. ბაღები და ვენახები ძირებამდე ავჩეხეთ, მრავალი წლის შემდეგაც ვერ აღიდგენენ მოღალატენი პირვანდელ მდგომარეობას“, - ასე იკვეხნიდა ერმოლოვი.
    აჯანყების დამარცხების შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ, მთავრობა შეუდგა აჯანყებულთა დასჯას. იმერეთში, რაჭასა და გურიაში დაიწყეს „დამნაშავეებისა“ და „მოღალატეების“ ძებნა, რაც დიდხანს გაგრძელდა. დაპატიმრებულთა დიდი ნაწილი ციხეებში გამოკეტეს, ხოლო შემდეგ რუსეთის სხვადასხვა გუბერნიებსა და ციმბირში გადაასახლეს. მთავრობამ სახაზინოდ გამოაცხადა აჯანყების აქტიურ მონაწილეთა მამულები. აჯანყებულთა დიდი ნაწილი ციხეებსა და გადასახლებაში დაიხოცა, მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო შემდეგში დაბრუნებულიყო სამშობლოში.
    აჯანყების დამარცხების შემდეგ რუსეთის მთავრობა დიდი სიფრთხილით მოეკიდა საეკლესიო რეფორმის გატარებას დასავლეთ საქართველოში. მისი განხორციელება წლების მანძილზე გრძელდებოდა.
კითხვები:
(1) 38.1. დოკუმენტის მიხედვით, რატომ იყო მოსალოდნელი საეკლესიო გადასახადების შემცირება?
რადგან ეპარქიათა რიცხვი და საეკლესიო მსახურთა რიცხვი შეამცირეს

(1) 38.2. დოკუმენტის მიხედვით, რატომ იყო რეფორმით უკმაყოფილო მაღალი სამღვდელოება?
მათი შემოსავლების დიდი ნაწილი სახელმწიფო ხაზინამ წაიღო

(1) 38.3. დოკუმენტში დახასიათებული ქართველი თავადების „ტრადიციული პოზიციისა“ და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა პოზიციას დაიკავებდა აჯანყებისას თავადების უმეტესობა? მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ნეიტრალურ პოზიციას. თავიანთი მდგომარეობა არ მოსწონდათ, მაგრამ აჯანყებაც ეშინოდათ, რაც გვაქვს ისიც არ დავკარგოთო, ამიტომ ხელსაყრელ დროს უცდიდნენ იქნებ უკეთესი დრო დადგეს ჩვენი მდგომარეობის გამოსასწორებლადო.

(1) 38.4. დოკუმენტის მიხედვით, რატომ იყო რეფორმით უკმაყოფილო დაბალი სამღვდელოება?
მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიებისა და საეკლესიო მსახურთა შტატის შემცირების შედეგად უადგილოდ დარჩა.

(1) 38.5. დოკუმენტის მიხედვით, სრულად ჩამოთვალეთ დასავლეთ საქართველოს რომელ კუთხეებში მიმდინარეობდა აჯანყება?
იმერეთი, გურია, რაჭა

(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, მოიტანა თუ არა რაიმე სახის დადებითი შედეგი აჯანყებამ? მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.
კი, აჯანყების დამარცხების შემდეგ რუსეთის მთავრობა დიდი სიფრთხილით მოეკიდა საეკლესიო რეფორმის გატარებას დასავლეთ საქართველოში. მისი განხორციელება წლების მანძილზე გრძელდებოდა.

(2) 38.7. დოკუმენტის მიხედვით, რა საშუალებებით გეგმავდა რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო შემოსავლის გაზრდას?
სახაზინო შემოსავლის გაზრდას არა მარტო საეკლესიო ქონებაშემოსავლის ხაზინაში გადარიცხვით, არამედ ყმა გლეხების საკლესიო გადასახადების გაზრდითაც.

(2) 38.8. დოკუმენტის მიხედვით, სად იმყოფებოდა აჯანყების დაწყებისას ერმოლოვი და ვინ ასრულებდა მის მოვალეობას საქართველოში?
ჩრდილო-კავკასიაში; საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი გენერალი ველიამინოვი.

(2) 38.9. დოკუმენტის მიხედვით, დაასახელეთ დაპატიმრებული სასულიერო პირები და კონკრეტულად რაში ედებოდათ მათ ბრალი?
მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, მთავრობას აჯანყების მოთავეებად მიაჩნდა.

(2) 38.10. დოკუმენტის მიხედვით, სასჯელის რა ფორმა გამოიყენა ხელისუფლებამ დაპატიმრებისა და გადასახლების გარდა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, დოკუმენტშივე მოხსენიებული რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლებს შეეხებოდა ის უმთავრესად? მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.

სოფლები გაანადგურეს და გადაბუგეს. ბაღები და ვენახები ძირებამდე აჩეხეს. სახაზინოდ გამოაცხადა აჯანყების აქტიურ მონაწილეთა მამულები.
ა) მამულები, სოფლები თავადებს ეკუთვნოდა. ბ) ყმა-გლეხობა. გადასახადები მას ორმაგად ედებოდა, მოსალხობის 90% ის იყო და სოფლების გაჩანაგება მას მძიმედ დაადგებოდა. მოკლედ კითხვა აქაც არაკომპეტენტურია.