რეალური ცნობები გიზას დიდი პირამიდების ავტორების: ხაფრესა და მენკაურეს შესახებ.
როგორც პირამიდების სხვა ავტორების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიდაც არ მოგვყავს ჰეროდოტესა და სხვა ანტიკურ ავტორთა ცნობები, რომლებიც მინიმუმ 2000 წლის შემდეგ ზეპირსიტყვიერებით შედროვდა და ფაქტიურად არ ემთხვევა პირამიდების ეპოქის ფარაონების შესახებ ცნობებს.
პირამიდებისა და მისი შემდგომი ეგვიპტური წარწერების მიხედვით:
ხაფრე ძველი ეგვიპტის ფარაონი დაახლ. 2551-2525 წლებში. იგი ხუფუს უმცროსი ვაჟი იყო გამეფდა მისი ძმის, ჯეფრეს 11 წლიანი მეფობის შემდეგ. მას ეკუთვნის დიდი პირამიდა და უდიდესი ალბათობით სფინქსიც, თუმცა ზოგი სფინქსს ჯეფრეს მიაწერს. დედაისი ხუფუს პირველი ცოლი მერტიტიტე იყო.
ხაფრეს მინიმუმ 5 ცოლი ჰყავდა, რომელთაგან 3 მთავარის ცნობილი. პირველ ცოლად ჰყავდა მერენსანხი, რომელიც მისი ბიძაშვილის კავაბისა და მისივე დის ჰეტეფერესის ასული იყო. ხაფრეს მეორე ცოლი იყო მისივე და ხამერერნებთი. მეცამე ცოლი კი ვინმე ჰექენუჰეჯეთი. ცოლებთან ხაფრეს მინიმუმ 12 შვილი შეეძინა.
ხაფრემ მის პირამიდას უწოდა Wer(en)-Khafre, რაც ნიშნავს „ხაფრე დიდია“.
მშენებლობების პარალელურად ხაფრეს დროს ეგვიპტეს აქტიური საერთასორის სავაჭრო კავშირები ჰქონდა. სამშენებლო ქვების მოსატანად ექსპედიციები ეწყობოდა აღმოსავლეთის (დღევ. არაბეთის) უდაბნოში. ექსპედიცია მოეყო სინაიზე. სავაჭრო კავშირი დასტურდება სირიის ქალაქ ებლასთან და ბიბლოსთან.
ხაფრეს ნაგებობებიდან გამორჩეულია გიზას პირამიდა, რომლის სიმაღლე თავიდან 143,5 მეტრი იყო (დღეს 136,4 მეტრია) და სიგრძე 215,25 მეტრი.
სფინქსი მდებარეობს გიზის პირამიდის მახლობლად. იგი გამოკვეთეს, რათა „დაეცვა პირამიდა“. მისი თავი სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხაფრას ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, მსგავსად მზის ღმერთ ჰარემახეთისა. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღეს ძალიან დაზიანებულია ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლო. სიმაღლე 20,2 მეტრია, სიგრძე 73 მეტრი, სიგანე კი 19 მეტრი.
მენკაურა ძველი ეგვიპტის ფარაონი დაახლ. ძვ.წ. 2525-2507 წლებში. ხაფრეს ვაჟი. დაქორწინებული იყო სავარაუდოდ საკუთარ დაზე, ხამერნებტიზე. სავარაუდოდ მენკაურას მისი მეორე და რეხეტხეც ჰყავდა ცოლად მოყვანილი. მის გარდა ჰყავდა უცნობი სხვა ცოლიც. სულ ცნობილია მისი 2 ვაჟი და 1 ასული.
გიზაში მდებარე მენკაურის პირამიდას ნეტჯერ-ერ-მენკაურე ერქვა, რაც ნიშნავს „მენკაური ღვთაებრივია“. ეს პირამიდა გიზაში არსებული სამი მთავარი პირამიდიდან ყველაზე პატარაა. სიმაღლე თავიდან 65,5 მეტრი იყო, ახლა კი 62 მეტრია. სიგანე 102,2 მ × 104,6 მ-ზეა.
ეგვიპტურ ტექსტებში მენკაურას შესახებ პრაქტიკულად არაფერი წერია გარდა სახელისა. ფარაონის სახელი აღმოჩნდა ბიბლოსსა და ჩრდ. ნუბიაში მდებარე ქალაქის ნანგრევების გათხრებისას, რითაც დასტურდება, რომ ეგვიპტე აგრძელებდა ამ მხარეებთან აქტიურ სავაჭრო ურთიერთობას და ამავე იმას, რომ ფარაონებს ახასიათებდათ თავიანთი სამფლობელოების შემოვლა.
მენკაურას დროს, გარდა დიდი პირამიდისა, რომელიც წინაპრებისგან შედარებით მნიშვნელოვნად პატარაა, ფაქტობრივად არ მიმდინარეობს მშენებლობები და სამეფო ცდილობს ძველის შენარჩუნებას. მშენებლობებისა და ზოგადად ფარაონდა აქტიურობის ასეთი შემცირება ბუნებრივი პროცესის გამოძახილი უნდა იყოს, რადგან წინა ფარაონდა გრანდიოზულ მშენებლობებს ქვეყნის ეკონომიკისათვის მძიმე დარტყმა უნდა მიეყენებინა, რაც ერთის მხრივ მოსახლეობის გაღიზიანებას გამოიწვევდა და მეორეს მხრივ, სამეფოს ძალების აღდგენა სჭირდებოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий