წიგნიდან „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“
თავი VI ქართველი კათოლიკენი გურია-სამეგრელო-იმერეთისა XVII საუკუნეში
თავი VI ქართველი კათოლიკენი გურია-სამეგრელო-იმერეთისა XVII საუკუნეში
შეიძლება, მკითხველს გაუკვირდეს კიდეც, რომ გურია-სამეგრელო აქამდე არც კი ვახსენეთ და იქაური ძველის დროის კათოლიკეთა არაფერი ვთქვით. მიზეზი ამისა ის იყო, რომ უწინ სამეგრელო არ შეადგენდა ცალკე მისიონს, არამედ საქართველოს მისიონს ექვემდებარებოდა. უწინ ევროპელები Iberia და Georgia-ს სახელით ხშირათ გულისხმობდენ მისს დასავლეთს ნაწილს იმერეთ-სამეგრელოსაც. აი ეს არის მიზეზი, რომ იმ პროვინციების კათოლიკების შესახებ კერძოდ საბუთებს, რაც არ მოვიხსენეთ XV საუკუნის აღწერაში, XVII საუკუნემდე მეტს ვეღარ შევხვდით. თუმცა ვფიქრობთ, იმ დროებში კათოლიკობა უფრო გავრცელებული უნდა ყოფილიყოს იმ სამ პროვინციაში, ვიდრე თვით შუაგულ საქართველოში, რადგან მისიონერები სანამ საქართველოს შემოვიდოდენ, პირველად იმ სამთავროებში მოდიოდენ. ამიტომ საგულვებელია, რომ ჯერ იქ იწყებდენ კათოლიკობის ქადაგებას და ქართლს მერე შემოდიოდენ. ეგრეთვე ისტორიიდან კარგად ვუწყით, რომ, ვიდრე ოსმალეთი ისე საშინლად გაძლიერდებოდა და ტრაპიზონს დაიპყრობდა, ვენეციელისა და ჯენველის ვაჭრებით შავი ზღვის პირი სავსე იყო. ერთი მათი უმთავარესი ბინათაგანი სამეგრელო იყო. ხსენებული იტალიელი ვაჭრები იქ ძლიერ გაშინაურებულნი და ბლომათაც ყოფილან. ბევრნი მათგანი იქვე მეგრელებს ესიძებოდენ და მათთანვე რჩებოდენ; მეგრულსაც სწავლობდენ და მათ ზნე-ჩვეულებასაც იკვლევდენ, თუმცა მეგრელებს მაინც და მაინც ქებით არ იხსენიებენ, მათი ქცევა არ მოსწონთ და პირუტყვ-ხალხად სთვლიან. ვენეციელი მგზავრი, იოზავათ ბარბარო, რომელმაც თანაში წასვლა-მოსვლის დროს (1436-1455 წ.) გამოიარა სამეგრელოში და აქაური მთა-ბარი ბენდიან (Bendian) ნახა, ამბობს, რომ სამეგრელოში მოსიარულე ჯენველები „გიჟის“ გამოსახატავად სიტყვას „მეგრელს” ხმარობენ. მაგალითად: შენ მეგრელი ხარო (Du sei Mengrelo) თუ ერთმა მეორეს უთხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა უთხრას: „შენ გიჟი ხარო“. ცხადია იტალიელებისა და მეგრელების ასე ხშირს დაახლოებულს კავშირს თავისი გავლენაც უნდა ჰქონოდა სარწმუნოებაზედაც, მეტადრე თუ ისიც არ დავივიწყეთ, რომ უწინ ამ იტალიელ ვაჭრებს ხშირად თან ჰყავდათ თავიანთი მღვდლებიც. ეს გარემოებაც საკმაო საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ უწინ სამეგრელოში კარგად ყოფილა კათოლიკობა გავრცელებული, რასაც არა ნაკლებ ამტკიცებენ XVII საუკუნეში დარჩენილი ეკლესიები. მოვიგონოთ ისიცა, რომ ხსენებულ საუკუნეში კათოლიკე მისიონერებმა თვალ-საჩინოდ გაავრცელეს სარწმუნოება, ასე რომ შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ ძველს დროში კათოლიკე სარწმუნოება თუ უკეთ არა, ნაკლებად მაინც არ იქნებოდა გავრცელებული.
რადგან სამეგრელო XVII საუკუნეში თეათინელებზედ უწინ სხვა მისიონერებმა მოიარეს, ჩვენც ჯერ იმ მისიონერების მოღვაწეობას და მათ შესახეს საბუთების გაცნობას შევუდგებით.
ამ საუკუნის დასაწყისში თვით დადიანს მოუნდომებია ლათინთა მისიონერების მოყვანა თავის სამთავროში. როდესაც ოსმალეთთან სამუდამო მშვიდობის დასამყარებლად თავისი ელჩი კოსტანტინეპოლს გაუგზავნია, მისთვისვე მიუნდვია მისიონერების თან წამოყვანა. იმასაც კოსტანტინეპოლში მყოფის საფრანგეთის ელჩის ბარო სანჩიუსადმი მიუმათთავს, რადგანაც კარგად ყოფილა დაახლოებული. საფრანგეთის ელჩსაც იეზუიტების უფროსისათვის მიუმართავს და დაურწმუნებია, მეგრელთა ელჩი რასაც გპირდება, ყოველივე ასრულებული იქმნებაო. იმასაც ორი იეზუიტი დაუნიშნავს სამეგრელოში წასასვლელად. იეზუიტების ისტორია ამ ამბავს ასე მოგვითხრობს: „კოსტანტინეპოლიდან დაიწყო მეგრელებსა და ქართველებში გასაგზავნმა მისიონმა მოღვაწეობა... რადგან მეგრელთა მეფე წინათ ნატრობდა ლათინის მოძღვრებს; ეს სურვილი ჩვენებს განუცხადა პირითა თავისის ელჩისა, რომელიც 1614 წ. ოსმალეთის პალატში მოვიდა საჭირო საქმეებისა და მეტადრე მეგრელთა და ოსმალთ შუა სამუდამო მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენმა მამებმა ეს წინადადება სიხარულით მიიღეს, ასეთი კაი შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და შეპირდენ ელჩს, დაუყოვნებლივ გზას დადგომოდენ და, რაც შეიძლება, მალე მისულიყვნენ მეფესთან. ეს მოხდა შუაკაცობით უქრისტიანესის მეფის ელჩის ბარო სანჩიუსისა, რომელმაც ამ შესანიშნავის მისიონის დასაფუძნელად, საჭირო ხარჯიც მოგვცა. მისი რჩევით, პატრი ლუდოვიკე გრანჯერიო და მასთან ერთად მორჩილი ძმა 1614 წ. წაჰყვნენ ელჩს, რომელმაც ამის გამო უფრო ჩქარა გაათავა საქმენი“.
მისიონეები დიდის გაჭირვების შემდგომ სამეგრელოში მივიდენ, იქ დიდის პატივით მიღებულ იქმნენ. რა დაბინავდენ, ერთი ვრცელი აღწერა გაუგზავნეს ფრანგულად თავიანთ უფროსს. იმათ წერილში თავიანთი მგზავრობის გარდა მოხსენებულია ყველაფერი, რაც ნახეს, ან თუ როგორ მიიღეს ისინი გურია-სამეგრელოში. რადგან წერილი დიდათ საინტერესოდ მიგვაჩნია, ამიტომ მოვიყვანთ მის მომეტებულ ნაწილს და გამოვტოვებთ იმას, რაც არ შეეხება ჩვენს საგანს, ან რაც მკითხველისათვის საინტერესოდ არ მიგვაჩნია. არც ტექსტის მოყვანას საჭიროდ ვრაცხთ.
„წერილი მამა ლუდოვიკე გრანჯერიოსი იეზუიტების საზოგადოების გენერალ უფროსს კლაუდიო აქვავივას, მიწერილი სამეგრელოს სოფ. მოქვიდან 2 მარტსა 1615 წ. ყოვლად პატივცემულო მამაო, ჩვენის კოსტანტინეპოლში მყოფის მამებისაგან შეიტყობდით შარშან, რომ დიდად განათლებულის უქრისტიანესის ხელმწიფის ელჩი. ჩვენთვის მოწყალე და სარწმუნოების გავრცელების სურვილით გამსჭვალული, სამეგრელოს მთავრის ელჩს ხშირად ელაპარაკებოდა იმის შესახებ, რომ მისთვის თან გაგვეყოლებინეთ და დაუბრკოლებრივ გავყევით კიდეც. პირველ გაზაფხულშივე გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი მგზავრობა მოახლოებული იყო და უნდა წავსულიყავით ჯერ ტრაპიზონს, შემდეგ სამეგრელოს ონეზ ფაშასთან ერთად, რომელსაც სულთანის სახელით უნდა მოელაპარაკნა სხვა და სხვა საქმისთვის სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან, დადიანთან და გურიელთან. დიდად განათლებულმა ელჩმა არაფერ დაზოგა ამ მგზავრობისთვის, მოგვცა ხუთასი ოქრო, რომელიც საჭირო იყო მისიონისათვის. მას გარდა მშვენიერი საჩუქრები მიართვა ფაშას და იმასთან ყველაფერი გაარიგა. რადგან ფაშის ხომალდი სავსე იყო ჯარის კაცებითა და საქონლით, სხვა ხომალდში ჩაგვსხა ორ თავის ნაცნობ იანიჩართან ერთად. ხომალდი ჯერ უნდა მისულიყო ვარნას სურსათისათვის და იქიდანაც ტრაპიზონს უნდა წასულიყო. ფაშამ ჩვენი თავი იანიჩრებს ჩააბარა, ყური კარგად უგდეთ, გზაში არავინ შეაწუხოსო. ამ ნაირად, იმ სამის მღვდლისაგან, რომლებიც კოსტანტინეპოლში ვიყავით, მე უღირსი და იმ ადგილის ურგები გამომირჩიეს მისიონისათვის და შემწედ მომცეს ძმა სტეფან ვიო და გამაყოლეს ეგრეთვე ერთი ახალგაზდა სომეხი მოენედ. გულუხვმა და დიდად განათლებულმა ელჩმა, რაც კი საჭირო იყო მგზავრობისათვის, ყველაფერი რომ გვიშოვნა, 26 მაისს, წმიდა სამების დღესასწაულის ორი დღის უკან გამოვესალმეთ ჩვენს მამებს და ნავით წავედით ჩვენს ხომალდში, რომელიც ბოსფორში იცდიდა სხვა ბევრ ხომალდებთან ერთად... მხოლოდ მაშინ ვსცანით ის, რასაც კოსნტანტინეპოლში ფიქრადაც არ გავიტარებდით. ესე იგი, თურმე დიდად ძნელი ყოფილიყო მთავარ გურიელთან და დადიანთან მშვიდობის მოგდება. ამას კაი დრო სჭიროდა. ამიტომ მთავრების ელჩები აღარ გაუშვეს, ტყვეებსავით დაიჭირეს. ჩვენთვისაც უკეთესი იყო ცალკე გვემგზავრა, ვიდრე მეგრელებთან ვყოფილვიყავით, რათა ჩვენზედ არაფერი ეჭვი შემოეტანათ. ფაშა ტრაპიზონიდან 20 ივლისს წამოვიდა და იმას გამოვყევით. სამენსა და კარიპაროვოლში გაჩერება მოინდომა, ჩვენ კი სოფელ რისკისკენ გავსწიეთ; საშინელი ქარი ამოვარდა და საკმაოდ შეგვაწუხა, ამასთანავე დაღუპვისაც გვეშინოდა. მაგრამ ავდარმა მარტო ერთ დღეს გასტანა. სოფელი რისკა ჩვენის ფაშის სამშობლოა და მთელი მისი სახლობა იქ სცხოვრებს. თუ ეს და თუ სხვა ბევრი სოფელი ეკუთვნის ლაზისტანს, რომელიც გადაჭიმულია ტრაპიზონიდან დაწყებული ვიდრე საქართველომდე. იმ ნაწილში, რომელიც ტრაპიზონზედ ახლოა, ბერძნულს ლაპარაკობენ, ხოლო საქართველოს მახლობლათ კი საზოგადო ენა მეგრულია. რიზა ლაზების, ან ალანელების ახალშენია. ლაზები სამეგრელოს ერს ეკუთვნიან. ნელნელა ყველანი მაჰმადიანების ურჯულოებაში ცვივიან. რადგან ქრისტიანნი იყვნენ, ბევრს ხარჯს ახდევინებდენ და მრავალგვარ შეწუხებასაც აყენებდენ. ამიტომ იმათ მაჰმადიანობა მიიღეს და ოსმალებს ნებას აძლევენ, რომ მათ შვილებს წინადაცვეთა აღუსრულონ. ამნაირად თავიანთი სარწმუნობის უარყოფით თავი ხარჯისაგან დაიხსნეს. ახალგაზდა ქრისტიანი ქალები, თავიანთი მშობლების სიცოცხლის დასაცველად იანიჩრებზედ თხოვდებიან; ამის გამო ძლიერ ცოტამ შეირჩინა ქრისტიანობის სახელი და ნათლიღების ხსოვნა; ეს მით უფრო სამწუხაროა იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, თუ მას რა წამალი უნდა დაედვას, როგორ უნდა უშველოს. მაინც კი რამდენადაც სიბრძნე მოითხოვდა და რამდენადაც ჩვენის მცირედის მეგრულით შეგვეძლო, იქაურ მცხოვრებთა საკმაო რიცხვს, მეტადრე ყმაწვილებს, დახმარება აღმოუჩინეთ, ვასწავლეთ ჩვენის წმიდა სარწმუნოების უპირველესნი ჭეშმარიტებანი და თათრებზედ გათხოვილ ზოგიერთ დედაკაცებსაც თავიანთი მოვალეობანი გავაცანით. კიდეც მოვნათლეთ ერთი თვრამეტი წლის ასული, რომელსაც თავისი მშობლებისაგან გაგონილი ჰქონდა, რომ ის მოუნათლავი იყო. გარემოებას რომ ხელი შეეწყო, მისის დედის თანხმობით ერთი თათრის ბავშსაც მოვნათლავდით, აგრეთვე ერთს თათრისავე ახალგაზრდა ტყვეს.
ასე გართული რომ ვიყავით, მოვიდა ფაშა და რამდენისამე დღის შემდგომ მისივე თანხმობით ჩავსხედით ერთ ნავში, რომელიც მშვიდობის ჩამოგდების შემდგომ, ფაშის ნავს უნდა გაჰყოლოდა. ნავი იმიტომ გამოვიცვალეთ, რომ ვარჩიეთ ჩვენს ნაცნობ ლათინის წესის მგზავრებთან ვყოფილიყავით... შუადღისას უფრო გაძლიერდა ღელვა. მალე გემის თოკები მთლად დასწყვიტა; მენავებმა და მგზავრებმა ბარგი ზღვაში გადაჰყარეს და შემდგომ თვითონაც ჩაეშვნენ ზღვაში, რათა ზოგი ცურვით და ზოგიც პატარა ნავებით ხმელეთზედ გასულიყვნენ.
აბობოქრებულმა ქარმა და ზღვის ღელვამ ჩვენი ხომალდიც კიდეზე გააგდო. ძლიერმა ტალღამ ორი კაცი დაგვიხრჩო, ერთი თათარი და ერთი ქრისტიანი, მაგრამ ერთმა ღმერთმა უწყის, თუ რანაირი ქრისტიანი იყო. ორმა მგზავრმა, ერთმა არაბმა და ერთმა მეგრელმა მოინდომეს ცურვით გასვლა. ტალღებმა არაბი დაარჩო, მეგრელი კი დამტვრეული ნავის ფიცრებით, როგორც იყო, ზღვას გადურჩა; მაგრამ ნაპირას შემწეობა აღმოუჩინეთ, აღსარებაც ვათქმევინეთ და მიიცვალა. იმედი მაქვს საუკუნო ბედნიერების ნავთსადგურს ეწიოს. ჩვენი ხომალდი სამ-ოთხ გზის კლდეს დაეჯახა, დაზარალდა, დაიმტვრა და ჭერი კლდისაკენ გადავარდა, ისე რომ გაკეთდა ერთნაირი ხიდი, რომლითაც ხომალდში მყოფთ გასვლა და თავის დახსნა შეიძლეს, გარდა ერთ ახალგაზრდა კაცისა, რომელმაც ტანთ არ გაიხადა და ამიტომ ქარმა ზღვაში ჩააგდო: ისე უბედურად ჩვენ თვალწინ დაიდუპა. ცოცხალი კი გადავრჩით, მაგრამ საქონელი, სარჩო, ხომალდი, სუყველაფერი ზღვის მსხვერპლი შეიქმნა. გარნა დადიანი და გურიელი ზავის პირობათა შეწყნარებას აგვიანებდენ. ღელვისაც გვეშინოდა და ვეღარ გაგვებედა ჩვენ დამტვრეულ ხომალდში მიბრუნება. ამიტომ თანხმობით ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, დამტვრეული ხომალდის ფიცრებით ერთის სოფლის ახლოს ქოხი გაგვეკეთებინა და აი ასეთ მოკრძალებულს საფარში შევისვენეთ. აქ დაუწყეთ საქრისტიანო მოძღვრების სწავლება ბავშებს და ბერძნების მღვდლებსა, რომელთაც აღსარება თავის დღეში არ ეთქვათ და არც სხვისთვის ეთქმევინებინათ, ზიარებას კი აძლევდენ მორწმუნებს. ისვე მღვდლები თუ უმეცრებით და თუ დაუდევრობით, წირვის თქმის დროს ბარძიმში წყალს არ ურევდენ და წმიდა ნივთებს ძლიერ უხამსად ეპყრობოდენ. ფიცხლად ვამხილეთ და, რაც შეგვეძლო, ჩვენის სწავლის დარიგებით შევეწიეთ. რაოდენ მოწყალებასაც ვშოულობდით, ყველას მათ ვაძლევდით იმ საწყალ ქრისტიანეთათვის, რომლებიც მაჰმადიანობაზედ გადადიოდენ, რათა ხარჯის გადახდა თავიდან აეცილებინათ... ჩვენის მეგობრების რჩევით ფაშასთან წავედით და ვთხოვეთ ყურადეღო ჩვენი ასეთი გაჭირვებული მდგომარეობა, რომელშიაც ჩაგვაგდო ესოდენმა მოულოდნელმა დაბრკოლებამ და ჩვენთვის სამეგრელოში შესვლის ნება მოეცა, როგორც ამას თვით შეჰპირებოდა საფრანგეთის ელჩს, ან არა და კაცი გამოეყოლებინა, რათა უშიშრად სხვა მგზავრებთან ერთად გამოვბრუნებულიყავით კონსტანტინეპოლს. ჩვენმა სიტყვებმა გული მოულბო, მაგრამ, მასთანვე გამოგვიცხადა, რომ სულთანმა მიბრძანა: არავინ შეუშვა სამეგრელოში, ვიდრე შვიდობის საქმე არ დაბოლოვდებაო. ხოლო სიამოვნებით კი მოგცა პასპორტი, რათა კონსტანტინეპოლს გავბრუნებულიყავით. მაგრამ განგებამ სულ სხვანაირად დაატრიალა ჩვენი საქმე. როდესაც ერთი პატარა ნავის კაპიტანთან მოვილაპარაკეთ, უეცრათ მოვიდა გურიელის მოამბე, რომელმაც ზავის ჩამოგდება და ხარჯის გადახდის თანხმობა გამოაცხადა. ეს ზავი წმიდა ლუჩიას დღეობას (13 დეკემბერს) საქართველოს ნავთსადგურ ბათუმში შეკრეს მთავარმა და ფაშის გამოგზავნილმა კაცმა. ამ ამბავმა განზრახვა გამოგვაცვლევინა. მეორედ კიდევ მივმართეთ ფაშას. იმან ახლა უფრო კაის გულით მიგვიღო, ვიდრე წინეთ, თავისი მფარველობა გამოგვიცხადა და ნება მოგვცა, სადაც გვინდოდა, იქ წავსულიყავით. ზედ წმიდა თომა კანტორბერის დღეობას (29 დეკემბერს), შვიდის თვის მგზავრობის შემდგომ, იმავე ნავით, რომლითაც კონსტანტინეპოლს უნდა გავბრუნებულიყავით, გამოვიარეთ ხელმეორედ გონიის კონცხი, რომელსაც დიდიხანია ვუმზერდით და ორის დღის შემდგომ შვიდობით მოვედით საქართველოს ქალაქ სატყეპელაში (Satcapella). ზღვის პირას სიარულის დროს ჩვენთან ქართველები მოვიდენ, მათ შორის იყო გურიელის ვეზირი, მხედართმთავარი მისი ჯარისა და გამგებელი ამ მხარისა. როცა დაგვიძახა ვეზირმა, ცხენიდან გადმოხტა და იმ ქვეყნის ჩვეულებისამებრ, დაიჩოქა ცალის მუხლით და მეტისმეტად მეგობრულად მოგვესალმა; ჩვენც დიდის მოწიწებით მაგიერი სალამი მივეცით. მაშინვე მიწაზედ გვერდით მოგვისხა და გამოგვკითხა, საიდან მოვდიოდით, ან სად მივდიოდით. რა გაიგო, ფრანგები ვიყავით და დადიანთან მივდიოდით, გვთხოვა ჯერ გურიელი გვენახა და ცხენებიც მოგვცა იქ წასასვლელად. მადლობა მოვახსენეთ გულკეთილობისათვის და დავპირდით, რომ სატყეპელაში ლაზისტანის არქიეპისკოპოსს ვნახავთ თუ არა, დიდის სიამოვნებით მივალთ და მთავარსაც ვნახავთ, უკეთუ გვეცოდინება, რომ ჩვენი ნახვა ესიამოვნება-თქო. იმან მოგვიწონა ჩვენი გარდაწყვეტილება და წავიდა. ღამე ზღვის პირას გავატარეთ. მეორე დღეს წავედით სანახავად მიტროპოლიტისა, რომელიც მცირედ, მაგრამ გულითადად გაგვიმასპინძლდა. ამასობაში გურიელმა ჩვენი მასპინძელი მიტროპოლიტი მიიწვია, რათა შობას მასთან ყოფილიყო მწირველად. ისიც წავიდა და შემოგვპირდა, თქვენის მოსვლის ამბავს მთავარს ვაცნობებ და თუ ისურვა თქვენი ნახვა, მეორე დღესვე შევატყობინებთო. თავისი სიტყვა აასრულა კიდეც. დაგვიბარეს გურიელთან: მოვიდა ვეზირის კაცი, რომელსაც ჩვენი მიწვევა ჰქონდა დაბარებული, თან მოიყვანა ცხენები და წაგვიყვანა ბაილეთს (Baylet), სადაც მთავარი თავისი სახლობით და კარის კაცებით შობას ეგებებოდა. მაგრამ თვით გურიელი დაგვიხვდა მახლობლად სხვა სახლში, სადაც სანადიროდ ჩამომხდარიყო. შეიტყო თუ არა ჩვენი მისვლა, მაშინვე დაგვიბარა ერთ დარბაზში, სადაც თავის ქვეშევრდომებს ასამართლებდა. დიდის მოწიწებით მივესალმეთ, ის კი წამოდგა ტახტიდგან, თავ-შიშველი წინ მოგვეგება, დაიჩოქა ცალის მუხლით და ისე სალამი მოგვცა. შემდგომ თვითონ და მისი მხლებლებიც გვეამბორნენ და გვერდით მოგვისხა. ბევრი რამ გვკითხა და ჩვენც ყველაფრის პასუხი მივეცით. მერე გვთხოვა მისი სახლობისავის გველოცნა.
გამოვესალმეთ მთავარსა და წავედით ბაილეთს, სადაც თხუთმეტის დღის განმავლობაში დიდის გულკეთილობით მოგვეპყრა. მთავარი მეტად ზრდილია (რაც იშვიათია ამ მხარეს) და დიდი პატივის მცემელია რომის ეკლესიისა და მისის მთავრის პაპისა. საჯაროდ ამბობს, რომ ბიზანტიის იმპერია და კონსტანტინეპოლის საეპისკოპოსო საყდარი იმიტომ დაემხო, რომ არ ინდომეს რომის წმიდა მღვდელ-მთავრის მორჩილება. და აკი ღმერთმაც იმიტომ დასაჯა; წმიდა პეტრემ მიიღო კლიტენი სასუფეველისანი. პაპი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა, ამიტომ ყველანი მისი მორჩილი უნდა იყვნენო. როდესაც ლაპარაკი ამაზედ ჩამოვარდა, ვსთხოვე ნება მომეცით თქვენი აზრი პაპს შევატყობინო-მეთქი. დიდის სიამოვნებითო, მომიგო და თანაც მთხოვა პაპასათვინ მიმეწერა და მის მაგიერ მეთხოვნა ცოდვების შენდობა. თანაც დასძინა, წერილითვე აღსარებასაც ვიტყვი პაპთანო. მაგრამ მე აუხსენი, რომ ამნაირად არც აღსარება შეიძლება და არც ცოდვების მოტევება-მეთქი. პაპმა სწორედ იმიტომ გამოგვგზავნა შორს ქვეყნებში, ხალხს ცოდვები მოვანანებინოთ-მეთქი. ამისი მთავარმა იგივე მითხრა, რაც ფილიპპეს კანდაკის დედოფლის საჭურისმა უთხრა: „აჰა წყალი; რაღას აყოვნებ ჩემს მონათვლას“? მითხრა, თუ აგრეა, ახლავე ვიტყვი აღსარებასო. მალე მოენის საშუალებით თითქმის მთელის თავისი ცხოვრებას აღსარება მითხრა. იქნება მკითხოთ, ჩვენის სარწმუნოების შემწეობა-მოკლებულ მთავარს საიდან აქვს ასეთი ქრისტიანული გრძნობაო. მეც პავლე მოციქულის სიტყვებს მცირედად შევცვლი და ისე გიპასუხებთ: ერთმა ქართველმა მონაზონმა, რომელმაც 12 წელიწადი გაატარა რომში, დასთესა კეთილი თესლი ამ ნაყოფიერ მიწაზედ, რომელსაც ახლა ჩვენ ვრწყავთ და ნაყოფს ვაღებინებთ ღვთის კურთხევით. რა გაიარა ნათლისღების დღესასწაულმა, გურიელმა, როგორც იყო, დიდის გაჭირვებით ნება მოგვცა წავსულიყავით. არ ინდომა ჩვენი დაჭერა რადგან დავპირდით, კვლავ მოვალთ და უკეთუ ინებებთ რამდენსამე ჩვენებურ მოძღვარს დავიბარებთ თქვენს ქვეყანაში დასარჩენადო. ამისი გვითხრა; „არა თუ დიდად სასიამოვნოა ჩემთვის ეგ თქვენი დაპირება, არამედ გპირდებით, რომ დიდის პატივით მივიღებ, მივსცემ სახლს, ეკლესიას და ყველაფერს, რაც კი დასჭირდებათ საცხოვრებლათ“. წამოსვლის დროს ფული შემოგვაძლია, მაგრამ არ გამოვართვით, რაც ძლიერ იამა და ჩვენი ძმობის საზოგადოება მთელი თავისი დარბაისელების წინაშე იმ ზომამდე აქო, რომ ამ ამბავმა მიაწია ოსმალებამდე, რომლებმაც, თავიანთი მხრით, სამეგრელოში დიდი სახელი გაგვითქვეს. ესეთ გურიელმა გაგვისტუმრა სატყეპელას დიდის პატივით და მეგობრულად; ეგრეთვე ერთი კაცი გაგვაყოლა, რომ იქიდან პატარა ნავით წავეყვანეთ სამეგრელოში მის სიმამრთან კორტუგასთან (Gortuga), დადიანის პირველ ვეზირთან. გარნა, რადგან ეს კაცი ჩვენთან წამოსვლას ახანებდა და რადგან კაი დარიც იყო, სამ თებერვალს სატყეპელადან წავედით იმ ოსმალებთან ერთად, რომლებიც შუა კაცნი იყვნენ ზავის ჩამოგდების საქმეში და ჩვენიც დიდი ერთგულნი. იმავე დღეს შევედით რიონში, სამეგრელოს უმთავრეს მდინარეში, მეორე დღეს მივედით ერვინ-ხანს (Eroinchan (Heraclee). დადიანს და მიტროპოლიტ-კათალიკოსს ვაცნობეთ ჩვენი და ეგრეთვე ზავის მედიატორეთა მოსვლა. რა მივიღეთ პასუხი, მალე გავემგზავრეთ მარგულასკენ (Margoula), საცა უნდა მოსულიყო მთავარი, და აჰა, ცხრა თვის შემდგომ ძლივს ბოლო მოეღო ჩვენს მგზავრობას, რომლის დროს იმდენი ღელვა და ყოველ გვარი შეწუხება გამოვიარეთ. იმ დროს დადიანი მეტად გართული იყო თუ ნადირობაში, თუ კონსტანტინეპოლს გასაგზავნის ხარკის მომზადებაში. არ აცლიდა აგრეთვე თევრიზ ხანის მოსვლა (Tebris-Khan-ქართველი მთავარია, რომელიც შარშან სპარსეთის მეფემ თავისი საბძანებლიდან განდევნა). ამას დაერთო მოენის უყოლობა, რის გამოც კარგა ხანს დაგვიანდა მთავრის ნახვა. იმ დროის განმავლობაში ოსმალები გვეწეოდენ, რაც გვჭიროდა და თავიანთ სარჩოს შუა გვიყოფდენ. დადიანის ნახვის შემთხვევას რომ ვეძებდით, ისე შევხვდით გურიელის სიმამრს კორტუგას, რომელსაც გურიელი დადიანთან თავის გასაცნობელ წერილებს ატანდა. კორტუგა შეგვპირდა, ფიქრი ნურაფრისა გაქვთ, სამეგრელოს მთავარს მოველაპარავები თქვენს შესახებო, იმან კარგად იცის, თუ რა პატივი სცა კოსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩმა მისს წარმომადგენელსაო. ეგრეთვე იმ დროს გავიცანით მაკარიოზ (Mochavario), კათოლიკე ეპისკოპოსი, კაცი ბრძენი და კორტუგასავით დიდი გავლენის პატრონი. მოენის საშუალებით ჩვენი საზოგადოება გავაცანით, ამ გვარადვე მოვიქეცით თევრაზხანთან, რომელსაც ერთხელ ეკლესიაში შევხვდით მისი ქვეყნის მიტროპოლიტთან, რომელმაც თავის სანახავად მიგვიწვია. ყველას საშინლად უკვირდა, რომ ევროპის ნაყოფიერის ადგილებისათვის თავი დაგვენებებია და მათი უდაბური ქვეყანა აგვერჩია. თანაც, როგორც ამათთვის ოსმალებს უთქვამთ, რაიმე იმედი სასყიდლისა და გასამრჯელოსი არა გვქონდა. ჩვენი ქცევა დიდ თავგანწირულებად მიაჩნდათ. ამიტომ, სინამ დადიანს ნახავდენ, გადაწყვიტეს კარგად მივეღეთ და ელჩსაც დაახლოვებოდენ და ამ აზრით ძღვენი გაუგზავნეს კოსტანტინეპოლს. მავრის (Mauri) ეპისკოპოსმა მიგვიწვია თავის ეპარქიაში, რომელიც ღვთის მშობლის საფარველ ქვეშეა. ჩვენც გადავწყვიტეთ იქ წავსულვიყავით, იმის შემდგომ, როდესაც ვნახავდით დადიანს და ბიძა მის ლიპარიტს (Liparita), რომელიც დადიანის მცირე წლოვანობის დროს სამთავროს მართავდა. შემდგომ დადიანი ვნახეთ. იმან გვითხრა თქვენი ბევრი კარგი გამიგონია, ძალიან მიხარიან თქვენი მოსვლაო, ვიცი რისთვისაც მოსულხართო და ერთ თავისუფალ დღეს უფრო დიდხანს მოგელაპარაკებით დასავლეთის საქმეთა, საფრანგეთის მეფისა და მისი კოსტანტინეპოლელის ელჩის შესახებო. მერე დაგვპირდა, რაც გნებავთ, ყველაფერს აგისრულებთო და დაუმატა თქვენს თავს მაკარიოზს ჩავაბარებო. გამოვესალმეთ მთავარს, მასთან მყოფს კორტუგას და გამოვბრუნდით ეპისკოპოსთან. იქ დავესწარით ერთ ნადიმს, რომელიც ეპისკოპოსს თევრიზ ხანის, მისი მიტროპოლიტის და ყველა მისი მხლებლების პატივისაცემლად გაემართა. სხვა დროს უფრო ვრცლად გესაუბრებით ამ ერის ზნე-ჩვეულებასა და მათი ცხოვრების შესახებ. ახლა კი ამას მოგახსენებ, რომ თევრიზ ხანმა, მიტროპოლიტმა და მოკათორიომ თავიანთი კერძის ერთი ნაწილი ჩვენ გვითავაზეს, რაც იმათში დიდის წყალობის ნიშანია. თევრიზ ხანმა თავის ახლოს დაგვსხა და ბევრი რამ გამოგვკითხა. რადგან აქ ჩვეულებად აქვთ სუფრაზედ იმღერონ ხოლმე, ამიტომ, როგორც წინეთ გურიელმა, ისე ახლა ამანაც გვთხოვა გვეგალობა. როგორც გურიელმა, ისე არც ამან შეიწყნარა ჩვენი უარი. ჩვენც ვიგალობეთ „პანჯელინგვა, უგალობდეთ ენაო“; ჩვენი გალობა დამსწრეთ ძალიან მოეწონათ. სუფრა დავტოვეთ, რადგან აქ წესია, ჭამა-სმა შუა ღამეს გადააცილონ ხოლმე. ახლა ჩვენ ეპისკოპოს მაკარიოზთან ვართ. ამან ძლიერ, მოიწადინა და უნდა აგვიშენოს მალე სახლი და ეკლესია. თვითონვე კისრულობს, რაც გვჭირია, ყველაფერი გვიშოვნოს. ახლა ჩვენს დროს ერთიან ვანდომებთ მეგრული ენისა და ამ მხარის კილოკავების შესწალას. იმედი გვაქვს ღვთისა, ჩვენმა შრომამ უნაყოფოდ არ ჩაიაროს. აწ ეპისკოპოს მაკარიოზს და კოსტანტინეპოლში მყოფ ჩვენს საფრანგეთის ელჩს ვუგზავნით ჩვენს მოენეს და წერილებს თუ თავისთვის და თუ ევროპაში მყოფის ჩვენის მამებასათვის, რათა სცნან ქვეყნის რომელ ნაწილში ვცხოვრებთ, შეგვეწიონ და პირველად მოგვაწოდონ ის ნივთები, რომლებიც აქ ფულის ადგილას გადის, რადგან აქ ფულს არ ხმარობენ; მერე თვითონაც მოვიდენ და შრომაში შეგვეწიონ. იმედი გვაქვს, თავის დროზე უხვად მივიღოთ თქვენის შრომის ნაყოფი. გთხოვთ, უფალს შეავედროთ და ეგრეთვე ჩვენი საზოგადოების ლოცვას უფლის ეს ახალი ვენახი და ეგრეთვე მისნი შემმუშავებელნი მუშაკნი. ჩემო ყოვლად ღირსო მამაო დავრჩები თქვენი...“. ეს წერილი ცხადად გვიჩვენებს გურიელის უწინდელს მომზადებას და მის გაკათოლიკებას, რადგან პაპის მორჩილება აღიარა და მისიონერებს აღსარებაც უთხრა. აქ დასახელებული რომაში ნამყოფი ქართველი მონაზონი, როგორც შემდეგშიაც ვნახავთ, უნდა იყოს ნიკოლოზ, რომელიც რომის კოლეგიაში იყო 1600 წლის შემდგომ. იგი მიგვაჩნია კათოლიკედ. ხოლო ხსენებულის ეპისკოპოს მაკარიოზის შესახებ, რომელიც კათოლიკე ყოფილა, ამ წერილის გარდა, სხვა ცნობა არაფერი გვაქვს. ეს კი ცხადია, რომ ისიც ქართველი ყოფილა. თუ ამ დროს სამეგრელოში კათოლიკე ეპისკოპოსიც იჯდა, ცხადია მარტო ის არ იქმნებოდა, მრევლთა შორის კათოლიკენი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინდელ კათოლიკეთა შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოება რა.
აქ დასახელებული თევრიზ ხანი, ვფიქრობთ, უნდა იყოს თეიმურაზ მეფე. აქ გავახსენებთ მკითხველთ, რომ ევროპელები, როგორც გამოთქმაში, ისე წერაში, ძლიერ ამახინჯებენ ქართულ საკუთარ სახელებს. ხშირად ძნელი ხდება მათი სისწორით აღდგენა.
მისიონერების მისვლისათანავე სამეგრელოში გაჩნდა ჟამი, რომელიც სხვა მგზავრებმა ნავიდან შემოიტანეს. ჟამმა მალე იეზუიტი ძმა სტეფანე იმსხვერპლა. შემდეგ დასნეულდა თვით ლუდოვიკე გრანჯერიოც, რომელიც საჩქაროდ მიაშურა კოსტანტინეპოლს იმ იმედით, იქმნება, ექიმების შემწეობით გადავრჩეო. მაგრამ თავისი მისვლის მეორე დღესვე ისიც გარდაიცვალა 22 აგვისტოს 1615 წ. მის მაგიერ იეზუიტებმა სხვა მისიონერი ვეღარ გამოგზავნეს, რადგან იმ დროს მღვდლები არა ჰყავდათ საკმაოდ. აი, ესრე სწრაფად, ხუთი-ექვსი თვის შემდგომ, დასრულდა იეზუიტების მისიონი სამეგრელოში, საცა დიდს ნაყოფს მოელოდენ.
1624 წ. პროპაგანდის კრებამ, პატრი ივანეს წინამძღვრობით, რომიდან ოთხი დომინიკიანის მღვდელი გამოგზავნა, რათა დაევლოთ და გამოეკვლიათ შავი ზღვის პირად მცხოვრები ხალხის გარემოება. ისინი კაფაში, (ახლანდელ სევასტაპოლში) ბევრ ხანს დარჩნენ. 1629 წ. პატრი ივანემ მოიარა აფხაზეთი და ჩერქეზეთი და ბოლოს სამეგრელოშიაც მოვიდა. იმან თავისი მგზავრობა დაწვრილებით აღწერა. აღწერილობა ბევრნაირად არის შესანიშნავი. სიმოკლისათვის გამოვტოვებთ იმას, რაც ჩვენი საგანი არ არის, და გავაცნობთ მკითხველს იმ ნაწილს, რაც სამეგრელოს და მის ახლო ადგილებს შეეხება.
პატრი ივანეს მოგზაურობა საქართველოში
„პროპაგანდის კრებამ გაგვგზავნა ოთხი მონაზონი დომინიკიანების ორდენისა... სული წმიდის მოფენის დღეს მოვედით მაკალაში (Macala), ესე იგი, ყარაბეირს. ვუთხარი რაისს (მეხომალდეს), ეს დღე ჩემთვის დიდი დღეა და ჩემს ქვეყანაში დიდად დდესასწაულობენ-მეთქი, სწორედ ისე, როგორც თქვენთვის ყურბანბაირამი არის-მეთქი. იმანაც მითხრა, რომ ახლოს, ერთის მილის მანძილზედ, ერთი მშვენიერი ეკლესიაა, მაგრამ, ჩერქეზების კი არა, აფხაზებისა უნდა იყოს, რომლებიც განსაკუთრებულს ენას ლაპარაკობენო, და არც ვიცი, როგორ მიგიღებენო; გარნა ხომალდში იყო ერთი ვინმე კაიტარაო, რომელმაც იცოდა მათი ენა; გარდა ამისა ხომალდზე შემოვიდა იქაური ბეგი და იმის პირით სთხოვა, იქ წავსულვიყავი და მეწირა. მეც წავედი და ვსწირე. როდესაც შემოვიდა ბეგი ხომალდში, მივესალმე და ვუთხარი, თომ მღვდელი ვიყავი და ვნატრობდი წირვის შესრულებას; ვუთავაზე ერთი პატარა კოლოფი, რომელიც სიამოვნებით მიიღო და კაცი გაგზავნა დასაძახებლათ მღვდლისა, რომელიც ეკლესიაში იყო; მასთან ერთად გამოვედი ხმელეთზე, ავიღე, რაც საჭირო იყო წირვისათვის და ჩემ მსახურთან ერთად რა გაველ გარეთ, მივესალმე მღვდელსა, რომელიც ქართველი იყო; რა შევედით ეკლესიაში, ისეთი რამ ვნახე, რასაც თავის დღეში ფიქრადაც ვერ წარმოვიდგენდი: ვნახე, რომ ის ეკლესია მზგავსი იყო წმიდა პეტრეს ეკლესიისა. ეკლესიის კარების ზემოთ დახატული იყო მშვენიერი მხატვრობით სული წმიდის მოფენა: მოციქულებს თავებზე ცეცხლის ენები ჰქონდათ, ისე, როგორც ჩვენს ეკლესიაშია ხოლმე; ტრაპეზის უკან ხორო თავის აღსავალებით და შუაში საეპისკოპოსო კათედრა იდგა. ჩემის ფიქრით ეს ეკლესია უნდა იყოს აშენებული ბერძნის იმპერატორისაგან11; ეგრეთვე იყო ზარი, რომელზედაც ლათინურად ეწერა „ათასი“ ესე იგი 1309 წ. წირვისათვის მოვემზადე, მაგრამ ვნახე სეფისკვერი გაფუჭებული იყო; ქართველ მღვდელს გამოვართვი ცოტა ფქვილი, გავაკეთე ცომი, გავაპრტყელე და ორ გასუფთავებულ ფულში გამოვაცხე; დავიწყე წირვა. ხალხმა რომ ზარის ხმა გაიგონა, ყველანი მოვიდენ, ვინაიდან ეკლესია სოფლის შუაა. რა დასრულდა წირვა, ჯვარზედ ვამთხვევინე ყველას, რაიც დიდის მოწიწებით შეასრულეს. ტრაპეზზედ იდგა ერთი თეფში სავსე ოქროსა და ვერცხლის ფულით, თუმცა კი ამ ქვეყანაში ფულს გასავალი არ აქვს. მღვდელს ვკითხე ეს ფული ვის შეუწირავს მეთქი. იმანაც მიპასუხა რომ, ყაზახები, რომლებიც თანაის და დნეპრის (Nipro) მდინარით ნავებით შავ ზღვაში შემოდიან ოსმალების და თათრების დასარბევად, როდესაც მობრუნდებიან ნადავლით, ამ ეკლესიაში ლოცულობენ და სტოვებენ ფულსაო. რადგან ის პირველი ეკლესია იყო, რომელიც ამ მხარეში ვპოვე, ამისათვის მეც მოვინდომე რაიმე. სახსოვრის დატოვება. შევსწირე ოთხი თეთრი სუფთა თაფლის სანთელი, რომელიც მომცა ვენეციის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ბატონმა სებასტიან ვენერეოსმა; ეგრეთვე მივეცი ერთი ქისა მშვენიერის ოდიკით, რომელიც მაჩუქა მათმა უმაღლესობამ პოლონელმა ეპისკოპოსმა კონაპოლსკიმ, ამასთანავე რამდენიმე ხატიც ჩემის ხელით დავკიდე კედლებზე. მღვდელმა წამიყვანა თავის ოჯახში, სადაც ვჭამეთ მოხარშული ღომი, ღორის ხორცი და ყველი, მასთანვე ღვინოც დავლიეთ. შემდგომ წამიყვანა და მიჩვენა თავიანთი მკვდრები, რომლებიც ოთხ მაღალ პალოებზედ ასვენია გამოფუღრულ ხეებში. ამეებს თავსა და ბოლოში ნახვრეტები აქვს ჰაერის შესასვლელად და გარედან შესაჭვრეტლად მიცვალებულის კარგად სანახავად. ამის მიზეზით თათრის ვაჭრები არ ყიდულობენ ამ ქვეყნის თაფლსა, რადგან ჰგონიათ, რომ ფუტკრები იმ მკვდრებს სჭამენო. იმასობაში მოვიდა მთავარი და მითხრა, რომ საჩქაროდ გავბრუნებულ ვიყავი ხომალდისკენ, რადგან მისს კაცებსა და მეხომალდე თათრებს ერთმანერთში ლაპარაკი მოსვლოდათ. ამიტომ ხომალდი სადგურს გაშორებოდა, გარნა რაისი პატივსა მცემდა, თან დაეჭირა ორი აფხაზი მძევლად, რათა მშვიდობით მივბრუნებულ ვიყავი; მივედი რა, გამოგზავნა ნავი და ის ორი აფხაზიც, ჩავჯექ და ისინიც გათავისუფლებულნი გამოვიდენ. ხომალდზე ავედი თუ არა, მაშინვე გზას გავუდექით და 2 მაისისას მოვედით ძველ ქალაქს სკისორნუმში (Schissornum), საცა მდინარე აუსი ჰყოფს აფხაზეთს სამეგრელოსაგან. ხომალდიდან ანიშნეს და ნაპირად მოვიდა თავადი პუტო (Puto) დიდძალის მხლებლებითურთ. რაისმა რა ნახა ხალხის სიმრავლე, ნაპირას ერთი ნავი გაგზავნა ხალხის შემოსაყვანათ. პუტომ რა გაიგო, ხომალდი ისმაილ რაისს ეკუთნოდა, შემოვიდა, მიესალმა მეხომალდეს და ჰკითხა, იქნება ექიმი ვინმე იყოს ხომალდზე, რომ ავათმყოფი ცოლი მომირჩინოსო. რაისმა ჩემი უთხრა, მკურნალობა ამან იცისო და თანაც წამლებიც აქვსო. მთავარმა მთხოვა წავყოლოდი. მის სასიხარულოდ მეც წავყევი. რაისმა თან გამატანა თავისი შვილი, რათა უფრო უშიშრად ვყოფილვიყავი. პირველ ღავეს ვივახშმეთ ერთის დიდისა და მაღალის ხის ძირში. სუფრაზე გვქონდა ხბოსა და თხის ხორცი, მაგრამ ორივე ცუდათ იყო შემწვარი, რადგან ხორცი ისევ სისხლიანი იყო. ასეთი ყოფილა მათი ჩვეულება. ღომიც იდო სუფრაზე. სასმელ-საჭმელი იმავე წესით მოგვართვეს, როგორათაც ჩერქეზეთში იციან. ნავახშმევს მკითხა, თუ საიდან, ან რა საქმისთვის მივედი. რაისის შვილმა მიუგო, რომ ქრისტიანულის კეთილის საქმის საქმნელად დავდიოდი. ამის გაგონებაზედ მთავარმა, მითხრა: მაშ ჩემთან შეგიძლია დარჩეო, რადგან მეც ჩემი სამთავროთი ქრისტიანი ვარო. ამის ნიშნად მიჩვენა ჯვარი, რომელიც გულზედ ეკიდა. ეგრეთვე დაუმატა, რომ თქვენისთანა მღვდელი მჭირიაო. თუმცა კი აქ ახლოს მეზობლად ქართველები არიან, მაგრამ მათთან ბევრი ურთიერთობა არა მაქვსო. ამისი მე უპასუხე: ვეცდები რომის პაპს ვსთხოვო, რომ ამისთვის მღვდლები გამოგზავნოს, რადგან ყველას ვერ გავსწვდები მეთქი.
რადგანაც კარგად დაღამებული იყო, ერთსა და იმავე ლოგინში დამაწვინა თავის ძმასთან. მეორე დილას ვუთხარი, რომ წირვა უნდა ვთქვა შენი მეუღლის გასაკურნებლად მეთქი. იმინაც ყველა თავისიანებითურთ წირვა დიდის მოწიწებით მოასმინა და ბოლოს ვამთხვევინე ჯვარზედ. ვკითხე, თუ როდისმე მოესმინა ამისთანა წირვა? მიპასუხა, რომ არც მე მინახავს და არც ჩემს წინაპრებს უნდა ენახოთ ასეთი წირვაო. წავედით ავადმყოფის ოთახში, მივესალმე და ლოცვები წავუკითხე. რადგან ცოტა სიცხე ჰქონდა, მივეცი მიტირდატე (ერთნაირი ბალახია), მეორე დღესაც მივეცი შემზადებული რეობარბარო. ზოგი ამით და ზოგიც ღვთის შემწეობით, განიკურნა. მთავარი ძალიან მეალერსებოდა. უბეში მქონდა საათი, რომელიც უნდა მიმერთმია სამეგრელოს მთავრისათვის. ერთ დღეს მისი ხმა გაიგონა, მისი ნახვა მოინდომა და რა მოეწონა, მთხოვა, მომყიდეო. თუმცა კი ძლიერ მეწყინა, მაგრამ მეტი გზა არა, მქონდა, მივეცი. რვა დღის განმავალობაში 14 ბავში მოვნათლე სოფლისა; უფრო ბევრს მოვნათლავდი, მთავარს მუდამ თავისთან არ ვყოლოდი. აქ ბევრი კეთილის ქმნა შეიძლება, მთავარი ჩემი მეგობარია; ამიტომ მთხოვა კიდევ მოვბრუნებულვიყავი და თან შემწედ სხვა მღვდლებიც მომეყვანა. მერვე დღეს ერთად წამოვედით ხომალდზედ, თან დიდძალი ხალხი გამოგვყვა და აგრეთვე 20 კაცი ხორაგით დატვირთული. ბოლოს, მთავარს ბევრი რამე ვუთავაზე და სხვათა შორის, ერთი სარკეც თავისი მეუღლისათვის.
პირველ ივლისს გავუდექით გზას და დღენახევარში მივედით სკურჩას (Scorcia, scorua), რომელიც სამეგრელოს პირველ პუნკტად ითვლება. რადგან დრანდელ არქიეპისკოპოსს (Driandelli) შეეტყო თავადის პუტოს მოსამსახურისაგან, რაც მოვიქმედე, მოვიდა ხომალდში ჩემ წასაყვანად, რათა მეწამლა მისი ავათმყოფის ერთგულის გამგე მეგობრისთვის. რაისმა მასთან მიმიყვანა და მითხრა მღვდელთ-მთავარია და აუსრულე, რაც სურსო. რადგანაც ზღვაში ვიხილე მისი სათნო და კეთილმორწმუნე სახე, თუმცა ზღვაში სიარულით დაღალული ვივიყავი, მაინც გამოვედი ჩემის ბარგით და მასთან ერთად წავედი მისს საარქიეპისკოპოსოში; გზაში გავედით ერთ ძლიერ ჩქარ მდინარეში. ეკლესია წმიდა ანდრიას სახელზეა აშენებული და საკმაოდ შვენიერია; შიგ მეტად მშვენიერი ძველებური თითბრის შანდლებია, ეგრეთვე მშვენიერი ტრაპეზები (cappelle) სხვა და სხვა მხატვრობით და მორთულია აბრეშუმის ფარჩით. იქვე არის ერთი დიდი ზარი იტალიურის წელთ აღრიცხვით12. მასთან ათი დღე დავრჩი. იმასობაში სამეგრელოს დიდ მთავარ დადიანს შეეტყო ჩემი მოსვლა ამ ქვეყანაში, გამოეგზავნა ელჩი არქიეპისკოპოსისათვის და შემოეთვალა, რომ მასთან წავეყვანე. ამ თვის 12 წავედით და ათი დღის კაი სიარულის შემდგომ მივედით ღვთის მშობლის ერთ მეტად მშვენიერ ეკლესიაში, სადაც დაგვხვდა მთავარი. ცოტა ვილოცე ეკლესიაში და წავედი მის სანახავად. ძირს ჩამოვიდა და ისე ერთმანერთს მივესალმეთ; მომკიდა ხელი და წამიყვანა ეკლესიაში, რადგან ეგონა, ჯერ არ მენახა. რა ვილოცეთ ერთად, დაუძახა მოენეს და მკითხა, თუ საიდგან მოვდიოდი და რა საქმე მქონდა ამ მხარეს. ვუპასუხე, რომ პაპისაგან გამოგზავნილი ვიყავ ჩერქეზეთს, ხოლო რადგან თქვენი ქვეყანა ახლოს იყო, ამიტომ გამოვიარე, რათა მენახა აქაურის ხალხის ზნე-ჩვეულება, სარწმუნოება და ეკლესიები მეთქი. მიპასუხა: კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, დიდათ სასიამოვნოა ჩემთვის იტალიელის მღვდლის ნახვა; რადგან ამ ტომის ხალხი მე მიმაჩნია ყველაზედ უფრო მრავალ და განათლებულ ერად, ჩემნი წინაპარნი მუდამ ნატრობდენ ეს ერი ენახათ და მათგანი თავისთან ჰყოლოდათ. პირველ ღამეს ერთად ვჭამეთ ვახშამი. ვახშამს დაესწრო ეგრეთვე მამა ნიკოლოზ ქართველი, რომელიც რომის ბერძნების სკოლაში იყო ნამყოფი. პურის ჭამის დროს მთავარმა ხელახლავ ჰკითხა პატრი ნიკოლოზს თავისი ენით, რომელიც მე არ მესმოდა, თუ რა იყო უმთავრესი მიზანი ჩემის მგზავრობისა. იმანაც უპასუხა, რომ ჩემი ცდა ის იყო, მთელი ამ ერისათვის მიმეღებინებინა ლათინის ტიბიკონი და თავიანთ წესზე ხელი ამეღებინებინა. ამას ცოტათი მივხვდი და არ მიამა თან ვუთხარ ამ პატრს ასეთის საგნის შესახებ თათრულად ელაპარაკნა. ეგრეთვე ვუთხარი, რომ ჩემი მიზანი ის იყო, ხალხი წარმემართა სწორე ცხოვრების გზაზე, როგორათაც ჩვენ ვიდექით და თუ მთავარი ჩემს მოძღვრებას იწამებდა, მაშინ ისიც იმას იზამდა, რასაც სხვა ქრისტიანე დიდი მთავრები მეთქი. იმისგან შემწეობას მოველი და არა წინააღმდეგობას მეთქი. მთავარმა რა ნახა, ცხარედ ვლაპარაკობდით, თუმცა კი ნათქვამი არ ესმოდა რა, პატრს უთხრა, ყველაფერი დაწვრილებით მომახსენეო. ყველაფერი რა გაიგო, კმაყოფილი დარჩა და კმაყოფილების ნიშნად სიცილი დაიწყო. ამნაირად დასრულდა ვახშამი და წავედი დასაძინებლად დრანდელთან, რომელიც, თითქმის ერთი მილით შორს იყო. მეორე დღეს მთავარმა წამიყვანა ბედიელ (Bidelli) ეპისკოპოსთან. ბედიაში მშვენიერი ნაშენი ეკლესიაა, ძველებურის მხატვრობით შემკობილი. იქ ვილოცეთ, მთავარი ჩემსავით იქცეოდა და დაიჩოქა ისე, ვითომც ესეთი დამდაბლება მისთვის სასიამოვნო ყოფილიყოს. მთხოვა რამე მეგალობა. მე ვუთხარი, აქ ვწირავდი, მაგრამ შესამოსი ჩემს მასპინძელ ეპისკოპოსთან წმიდა ანდრიას ეკლესიაში დავსტოვე მეთქი. მითხრა, მაშ იქ წამოვალ წირვის მოსასმენადო; ხოლო მთხოვა, ახლა რამე იგალობეო. რადგან წმიდა ბართლომე მოციქულის დღეობა მოახლებული იყო, მეც დავიწყე გალობა „განიხაროს ცამ“ და „გაქებდეთ შენ ღმერთსა“, წმიდისავე ლოცვაც ვსთქვი. ჩემი გალობა ძლიერ მოეწონა და მითხრა, ამისთანა ხმა ჯერ არ გამიგონიაო. თავის სამსახურში ჰყოლოდა ერთი ფრანგის ოქრომჭედელი და ერთი მესაათე, მაგრამ კათოლიკე მღვდელი კი არ ჰყოლია. სადილობის დრო რომ მოახლოვდა მარჯვნივ მომისვა.
ეს წვეულება გამართა ეპისკოპოსმა, ვგონებ, მთავრის ბრძანებით. სადილს დაესწრნენ ექვსნი ეპისკოპოსნი, თეიმურაზ ხანის ელჩი და რამდენიმე სპარსელი ვაჭარი. ამ ქართველებს ჩვეულებად აქვთ ხალიჩა დაგებულ მიწაზე დასხდენ; მათი სუფრები ხბოს ტყავისაა, მაგრამ სუფთა და, რამდენათაც შეიძლება, გრძელი, რადგან, როგორც ვთქვი, ჩვეულებათ აქვთ სჭამონ დიდრონი ხეების ძირში, რომლებიც რიგზე განგებ დაურგავთ. საჭმელი მოიტანეს თევზი, რადგან მათებურად პეტრე-პავლობის მარხვა იყო. ამ დროს თავისი სიმდიდრის (ანუ დიდებულობის) გამოსაჩენად ბევრი ძვირფასი თვლებით მოჭედილი თასი მიჩვენა; ზოგი ათ ყმად, ზოგი რვათ და ზოგიც ექვსათ ეყიდა; სუფრაზე კაი ღვინო იყო და ძლიერ შვენიერი ჩინური ფიალები და ზოგიეოთი ვენეციურის შუშისაც იყო. ამ ფიალებით სვამენ ღვინოს: ღვინო, როგორც იტალიაში, ძლიერ კარგია. ეგრეთვე იციან სადღეგრძელოს დალევა სიმღერით. იმათი სიმღერა სევდიანია და მდგომარეობს სიტყვის გაგრძელებაში. მათი იარაღი (სამუსიკო) ღარიბულია; აქვთ საზანდარი (sordellini), სალამური (zampogne) მწყემსების საკრავის მსგავსი. ჭამაში ძლიერ ზომიერნი არიან, ღვინის სმა კი ბევრი იციან, რაიც უფრო ჩვეულების გამოა, რადგან უსაქმურნი არიან. დასათრობად მთავარმა ჩემი სადღეგრძელო დალია და მანიშნა, მეგალობა. მეც კაი ხმაზედ დავიწყე გალობა „გახსენ კრული ცოდვათა“.
მერე მომცეს კაი თასით სავსე ღვინო და სანამ მე ვსვამდი, დაიწყეს ჩემსავით გალობა. მერე მკითხა, ჩვენი ჩვეულება ხომ მოგწონსო. მეც უთხარი მომწონს მეთქი. კვლავ მითხრა: თუ დარჩით ჩვენს ქვეყანაში, ამ ადგილს ეკლესიითურთ მოგცემ და ეგრეთვე ყმებსაც გაჩუქებ, რამდენსაც კი ინებებო. მეც მიუგე: მარტოდ დარჩენა არ შემიძლია, უკეთუ თქვენ ინებებთ, ჩვენი წმიდა რომის პაპი გამოგიგზავნის მონაზონებს მეთქი. ამისი მითხრა, ძლიერ დიდათ ვნატრობ, რადგან ვიცი განსწავლულნი არიან და ექიმობაც იციანო, ექიმობა კი ჩემთვის საჭიროა; მათ მრჩევლებად ვიყოლიებო. მე დავპირდი, წავალ რომს და ვეცდები იქიდან მოვიყვანო მისიონერები მეთქი. დამაყენა ეპისკოპოსთან, რათა იქაურობა კარგად მენახა და ეგრეთვე მისთვისაც მეწამლა, რადგან ფილტვის სნეულება აწუხებდა. რვა დღეს შეუწყვეტლივ ვსწირავდი და ეპისკოპოსიც დიდის სასოებით ესწრებოდა, რაც მისი ჩვეულება არ იყო, რადგან იარაღის ტარება უფრო ემარჯვებოდა, ვიდრე ღვთის მსახურება.
მერვე დღეს მე და ეპისკოპოსი მთავრის სანახავად წავედით. რა მივედით მასთან, მიამბო, თათრებს საომარის ნავებიდან 400 ყაზახი-რუსი გამოქცევია და ჩემს სამეფოში მოვიდენო. მირჩიეთ, რა ვუყო მაგათ: ყმებსავით გავყიდო, როგორც აქ ჩვეულებად გვაქვს, თუ დავსაჯო, რადგან უწინ იმათვე ბევრი რამე მომტაცესო. მეც ვუპასუხე, ნუ გაყიდით, რადგან ეგენი თქვენისავე სარწმუნოების არიან, დასჯით კი შეგიძლიათ დასაჯოთ მეთქი, თუმცა ნავების კაპიტნები მთავარს ბევრი ეხვეწნენ, რათა მათთვის დაებრუნებინა; ამასაც დიდად სჭიროდა თათრები თუ მარილისა, რკინისა და თუ სხვა საჭირო საგნების გამო. შიშით კი არ შიშობდა, რადგან ამის ქვეყანა ძლიერ გამაგრებულია. მარტო ზღვიდან შეიძლება შესვლა, მაგრამ ამ გზითაც ხალხის საცხოვრებელ ადგილამდე ხუთი მილის მანძილზე სულ ხშირი ტყეა, როგორც კედელი, გარს შემოვლებული. ამიტომ მათ მხოლოდ 48 ყაზახი მისცა. ეგრეთვე ვუთხარი, რომ მას კანონით არ შეეძლო თავისი ქვეშევრდომები დაეყიდა, როგორც ყმები, რადგან ჩამომავლობით მისი ქვეშევრდომები იყვნენ, თუმცა უწინ მათნი წინაპარნი ტყვედ დაჭერილნი ყოფილან და უკეთუ თქვენნი წინაპარნი, როგორც თქვენ თვითონ ამბობთ, ყმებსა ჰყიდდენ, ძალიან ცუდად მოქცეულან და დიდი ცოდვაც ჩაუდენიათ მეთქი. ყოველი კაცი ვალდებულია ღვთის სჯული დაიცვას მეთქი. ათი დღე კიდევ თავისთან დამიჭირა და მანახა თავისი სახლები, ბაღები და ეკლესიები, რომელიც თავის სამთავროში თორმეტია და ყველას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს. რა გაიარა პეტრე-პავლობის დღესასწაულმა, რომელიც დიდის ამბით გადაიხადა ღვთის მშობლის ეკლესიაში, მრავალის მხლებლებითურთ წავედით არქიეპისკოპოსს დრანდელთან, რათა მოესმინათ ჩემი წირვა წმიდა ანდრიას ეკლესიაში. სხვა ეპისკოპოსებმა ნება არ მომცეს წირვის შესრულებისა თავიანთ ეკლესიებში, ამისთვის ვწირავდი პატარა ეკლესიებში, რომლებიც აქ ბევრია. ხსენებულ ეკლესიაში ნება მომცეს, რადგან ახლოა აფხაზებთან, რომლებთანაც ქართველებს ძლიერ ცოტა მეგობრობა აქვთ. მთავარმა დიდის მოწიწებით მოისმინა წირვა და ერთთავად იყო დაჩოქილი, როგორც მე ვნახე დაჩოქილი ლოცვის დროს. ერთხელ დამინახა, რომ გულიდან ჯვარი ჩამოვიხსენი და ერთ მაღალს ადგილს დავასვენე. რათა მის წინაშე მელოცნა. ამანაც იმ დღიდან ჩვეულებად გაიხადა: მოიხსნიდა ხანჯალს, დაარჭობდა მიწაზე, ზედ ჩამოჰკიდებდა იერუსალიმიდან მოტანილს ნაწილს, რომელიც გულზედ ეკიდა და ასე ლოცულობდა. უწინ კი ჩვეულებრივ აღმოსავლეთისკენ ლოცულობდა. რადგან მთავარი მკაცრად არ მისდევს ქართველების ტიბიკონს და ძალიან პატივსა სცემს ჩვენს წესსა, ამიტომ აქ მოქმედება მეტად ნაყოფიერი იქმნებოდა. მთავართან სამ თვეს დავრჩი, მერე გამოვესალმე და ვუთავაზე ერთი პოლონეთიდან მოტანილი შუშის დრაფინი რვა ლულიანი, რამდენიმე ბროლის თასი, დემეტრიელი ბაიოსაგან ნაჩუქარი ორი დანა და ერთიც მშვენიერი კოლოფი. იმან ყველაფერი დიდის სიამოვნებით მიიღო და მითხრა, რომ ახლა საჩუქრად არაფერს გაძლევ, რადგან შენ მობრუნებას მოველი, რათა კარგად დაგასაუქროო. დიდად სთხოვა არქიეპისკოპოსს, რომ წამომყოლოდა ქობულეთს (Coblet) საქართველოში. რადგან მასთან ბევრხანს დავრჩი, ის ხომალდი რომლითაც მოვედი, კიდეც გაბრუნებულიყო. ათ დღეს ეპისკოპოსთან დავრჩი. იმასაც ვაჩუქე წვრიმალი რამეები. გარნა მან მთხოვა საჩუქრად ვერცხლის ჯვარი, რომელიც ზედ მქონდა. ამ ჯვარს წირვის დროს ტრაპეზზედ ვასვენებდი და ეგრეთვე ავადმყოფთან საზიარებლად ყოფნის დროს ტაბლაზე ვასვენებდი. იმანაც მოინდომა ერთი ყმაწვილი ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ რადგან თათრების ადგილში უნდა გამეარა და იქ შეიძლებოდა წაერთმიათ, ამიტომ არ გამოვართვი. ესეც თან წამომყვა ოთხი დღის სავალზე კათალიკოსთან, რომელიც არის თავი12 ეპისკოპოსისა და რომელსაც ჩემი ნახვა ძლიერ უნდოდა13. იმან დიდის პატივით მიმიღო, თავისთან დამიჭირა 10 დღეს, მაჩვენა თავისი წმიდა გიორგის ეკლესია, დიდად ნაშენი და საკმაოდ შვენიერი, ახალი მხატვრობაც აქვს. მთხოვა, სამუდამოდ მასთან დავრჩენილიყავი, გორში პროპაგანდისაგან გაგზავნილ და იქ დარჩენილ თეათინელ მღვდლებსავით, რადგან თვითონ მთავარიც დიდათ ნატრობს თავის სამთავროში ესეთი მღვდლები ჰყავდეს. სხვა ძვირფას საგნებ შორის, მიჩვენა თავისი მიტრა, რომელიც ჩვენის ეპისკოპოსების მიტრასა ჰგავს და სულ ერთიან ძვირფასი თვლებით მოჭედილია. ვუთავაზე ერთი ჭურჭელი თრიაკით სავსე და სხვა წვრიმალი რა გინდ არა, რაიცა ძლიერ სასიამოვნოდ დაურჩა. იმანაც მითავაზა ერთი ყმა, მაგრამ შიშის გამო არ წამოვიყვანე და ვთხოვე, ჩემთვის შეენახა. ეგრეთვე მივაბარე 25 ლიტრა თაფლის სანთელი. იქიდან თან გამომაყოლა ოთხი თავისი კაცი, რომელიც ორი დღის სავალზეა...
მერვე დღეს მე და ეპისკოპოსი მთავრის სანახავად წავედით. რა მივედით მასთან, მიამბო, თათრებს საომარის ნავებიდან 400 ყაზახი-რუსი გამოქცევია და ჩემს სამეფოში მოვიდენო. მირჩიეთ, რა ვუყო მაგათ: ყმებსავით გავყიდო, როგორც აქ ჩვეულებად გვაქვს, თუ დავსაჯო, რადგან უწინ იმათვე ბევრი რამე მომტაცესო. მეც ვუპასუხე, ნუ გაყიდით, რადგან ეგენი თქვენისავე სარწმუნოების არიან, დასჯით კი შეგიძლიათ დასაჯოთ მეთქი, თუმცა ნავების კაპიტნები მთავარს ბევრი ეხვეწნენ, რათა მათთვის დაებრუნებინა; ამასაც დიდად სჭიროდა თათრები თუ მარილისა, რკინისა და თუ სხვა საჭირო საგნების გამო. შიშით კი არ შიშობდა, რადგან ამის ქვეყანა ძლიერ გამაგრებულია. მარტო ზღვიდან შეიძლება შესვლა, მაგრამ ამ გზითაც ხალხის საცხოვრებელ ადგილამდე ხუთი მილის მანძილზე სულ ხშირი ტყეა, როგორც კედელი, გარს შემოვლებული. ამიტომ მათ მხოლოდ 48 ყაზახი მისცა. ეგრეთვე ვუთხარი, რომ მას კანონით არ შეეძლო თავისი ქვეშევრდომები დაეყიდა, როგორც ყმები, რადგან ჩამომავლობით მისი ქვეშევრდომები იყვნენ, თუმცა უწინ მათნი წინაპარნი ტყვედ დაჭერილნი ყოფილან და უკეთუ თქვენნი წინაპარნი, როგორც თქვენ თვითონ ამბობთ, ყმებსა ჰყიდდენ, ძალიან ცუდად მოქცეულან და დიდი ცოდვაც ჩაუდენიათ მეთქი. ყოველი კაცი ვალდებულია ღვთის სჯული დაიცვას მეთქი. ათი დღე კიდევ თავისთან დამიჭირა და მანახა თავისი სახლები, ბაღები და ეკლესიები, რომელიც თავის სამთავროში თორმეტია და ყველას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს. რა გაიარა პეტრე-პავლობის დღესასწაულმა, რომელიც დიდის ამბით გადაიხადა ღვთის მშობლის ეკლესიაში, მრავალის მხლებლებითურთ წავედით არქიეპისკოპოსს დრანდელთან, რათა მოესმინათ ჩემი წირვა წმიდა ანდრიას ეკლესიაში. სხვა ეპისკოპოსებმა ნება არ მომცეს წირვის შესრულებისა თავიანთ ეკლესიებში, ამისთვის ვწირავდი პატარა ეკლესიებში, რომლებიც აქ ბევრია. ხსენებულ ეკლესიაში ნება მომცეს, რადგან ახლოა აფხაზებთან, რომლებთანაც ქართველებს ძლიერ ცოტა მეგობრობა აქვთ. მთავარმა დიდის მოწიწებით მოისმინა წირვა და ერთთავად იყო დაჩოქილი, როგორც მე ვნახე დაჩოქილი ლოცვის დროს. ერთხელ დამინახა, რომ გულიდან ჯვარი ჩამოვიხსენი და ერთ მაღალს ადგილს დავასვენე. რათა მის წინაშე მელოცნა. ამანაც იმ დღიდან ჩვეულებად გაიხადა: მოიხსნიდა ხანჯალს, დაარჭობდა მიწაზე, ზედ ჩამოჰკიდებდა იერუსალიმიდან მოტანილს ნაწილს, რომელიც გულზედ ეკიდა და ასე ლოცულობდა. უწინ კი ჩვეულებრივ აღმოსავლეთისკენ ლოცულობდა. რადგან მთავარი მკაცრად არ მისდევს ქართველების ტიბიკონს და ძალიან პატივსა სცემს ჩვენს წესსა, ამიტომ აქ მოქმედება მეტად ნაყოფიერი იქმნებოდა. მთავართან სამ თვეს დავრჩი, მერე გამოვესალმე და ვუთავაზე ერთი პოლონეთიდან მოტანილი შუშის დრაფინი რვა ლულიანი, რამდენიმე ბროლის თასი, დემეტრიელი ბაიოსაგან ნაჩუქარი ორი დანა და ერთიც მშვენიერი კოლოფი. იმან ყველაფერი დიდის სიამოვნებით მიიღო და მითხრა, რომ ახლა საჩუქრად არაფერს გაძლევ, რადგან შენ მობრუნებას მოველი, რათა კარგად დაგასაუქროო. დიდად სთხოვა არქიეპისკოპოსს, რომ წამომყოლოდა ქობულეთს (Coblet) საქართველოში. რადგან მასთან ბევრხანს დავრჩი, ის ხომალდი რომლითაც მოვედი, კიდეც გაბრუნებულიყო. ათ დღეს ეპისკოპოსთან დავრჩი. იმასაც ვაჩუქე წვრიმალი რამეები. გარნა მან მთხოვა საჩუქრად ვერცხლის ჯვარი, რომელიც ზედ მქონდა. ამ ჯვარს წირვის დროს ტრაპეზზედ ვასვენებდი და ეგრეთვე ავადმყოფთან საზიარებლად ყოფნის დროს ტაბლაზე ვასვენებდი. იმანაც მოინდომა ერთი ყმაწვილი ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ რადგან თათრების ადგილში უნდა გამეარა და იქ შეიძლებოდა წაერთმიათ, ამიტომ არ გამოვართვი. ესეც თან წამომყვა ოთხი დღის სავალზე კათალიკოსთან, რომელიც არის თავი12 ეპისკოპოსისა და რომელსაც ჩემი ნახვა ძლიერ უნდოდა13. იმან დიდის პატივით მიმიღო, თავისთან დამიჭირა 10 დღეს, მაჩვენა თავისი წმიდა გიორგის ეკლესია, დიდად ნაშენი და საკმაოდ შვენიერი, ახალი მხატვრობაც აქვს. მთხოვა, სამუდამოდ მასთან დავრჩენილიყავი, გორში პროპაგანდისაგან გაგზავნილ და იქ დარჩენილ თეათინელ მღვდლებსავით, რადგან თვითონ მთავარიც დიდათ ნატრობს თავის სამთავროში ესეთი მღვდლები ჰყავდეს. სხვა ძვირფას საგნებ შორის, მიჩვენა თავისი მიტრა, რომელიც ჩვენის ეპისკოპოსების მიტრასა ჰგავს და სულ ერთიან ძვირფასი თვლებით მოჭედილია. ვუთავაზე ერთი ჭურჭელი თრიაკით სავსე და სხვა წვრიმალი რა გინდ არა, რაიცა ძლიერ სასიამოვნოდ დაურჩა. იმანაც მითავაზა ერთი ყმა, მაგრამ შიშის გამო არ წამოვიყვანე და ვთხოვე, ჩემთვის შეენახა. ეგრეთვე მივაბარე 25 ლიტრა თაფლის სანთელი. იქიდან თან გამომაყოლა ოთხი თავისი კაცი, რომელიც ორი დღის სავალზეა...
ჩემის მსახურით და მოენით გავიარე აფხაზეთში თავად პუტოსთან. საჩერქეზოში, სადაც კი მონათლული ბავშები მყავდა, მენავე არსად გაჩერდა. ზამთარი ხსენებულ მთავართან გავატარე. იმ დროს მონათლულებს ვასწავლიდი საქრისტიანო მოძღვრებას და 40 სხვა კიდევ მოვნათლე. გაზაფხულზედ პუტოს მოვთხოვე ჩემთვის ნაჩუქარი პატარა ყმა ქალი. ეგრეთვე მოვაყვანინე არქიეპისკოპოს დრანდელთან დატოებული ყმა და ჩემი წირვის შესამოსებიც მოვატანინე. იქიდან ერთისა და იმავე ხომალდით გავბრუნდი კაფაში, რომ მენახა, ევროპიდან მონაზონები მოსულიყვნენ თუ არა, რათა თან წამომეყვანა“...
არც ეს წერილი გვიჩვენებს ნაკლებად თუ წინანდელს და თუ იმ დროის კათოლიკების კვალსა. რადგანაც ეს წერილი ვრცელია, ამისათვის ჩვენ მის განმარტებაში აღარ შევალთ: უამისოდაც ამტკიცებს ჩვენს ზემოდ გამოთქმულს აზრს.
აწ საჭიროა გამოვიძიოთ თეათინელების მისიონი. რადგან სამივე სამთავროში, ესე იგი, გურიას, სამეგრელოს დი იმერეთში იმოქმედეს, გვინდა ვილაპარაკოთ სამივეს შესახებ. სიადვილისათვის იძულებულნი ვართ გავყოთ ეს თავი სამ ნაწილად, რათა საბუთები ერთმანერთში არ ავურიოთ, არამედ ყველა თავთავის ალაგას მოვიხსენიოთ. ჯერ დავიწყებთ გურიიდან.
შენიშვნები
11. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს იტალიელი მისიონერებისაგან. სხვათა შორის ერთი საბუთიც ის არის, რომ ეს ეკლესია სრულებით მსგავსი ყოფილა ლათინის ეკლესიებისა; ბერძნის ეკკლესიები კი თუ შენობის ფორმით და თუ მოწყობილობით ბევრად განსხვავდება ლათინის ეკკლესიებისაგან. კათოლიკების ეკკლესია რომ ყოფილა, ამას თვით მისივე ზარის წარწერილობაც მოწმობს.
12. ესეც ერთი ნიშანია ძველად იქ ყოფილი კათოლიკე იტალიელებისა.
13. მალაქია კათალიკოსი გურიის მთავარი.
ა) კათოლიკობა გურიაში
როგორც წინა თავში ვნახეთ, გურიის მისიონი დაიწყო 1634 წ. ქორწინებისა გამო მარიამ დედოფლისა, რომელსაც გორში მოჰყვნენ ეგრეთვე თავადნი და ეპისკოპოსნიც. ამათ ბევრი ხვეწნის შემდგომ, პატრი პეტრე ავიტაბილეს გამოართვეს მისიონერები და თან წაიყვანეს. გურიის პირველი მისიონერები იყვნენ პატრი ქრისტეფორე კასტელი, პატრი ანტონ ჯარდინა და ძმა ქლაუდიო. გორში გურიიდან მოსულ პირთა შორის იყო თვით გურიის ეპისკოპოსი შემოქმედელი. იმან რა დაახლოვებით ნახა გორში მისიონერების წესი, კეთილი ცხოვრება, ერისათვის მათი თავგანწირულება და იმდენი სიკეთე, რომელიც აქ დაეთესათ, მათი წაყვანის სურვილით გაიმსჭვალა, ამასვე ნატრობდა ეგრეთვე აფხაზეთის კათალიკოსი და გურიის მთავარი მალაქია. ამიტომ, სანამ მისიონერებს გამოართმევდა, პატრი ავიტაბილეს ამ სიტყვებით მიმართა:
„მამაო, იმ დროიდან, რაც ღმერთმა ინება და მოვედი აქ, ყველაზედ უმეტესად საკვირველად დამრჩა თქვენი ცხოვრება. სულით და გულით მომინდა და იძულებული ვარ, ჩემის ეკლესიის სასიკეთოდ, გთხოვ, მომცეთ რამდენიმე მღვდელი გურიაში წასაყვანად, რათა შეიმუშავონ ჩემი ვენახი, რომელიც დიდად გაჭირვებულია. სანამ ამას გადავწყვეტდი, ვისურვე თქვენი ცხოვრება კარგად გამომეძია, რათა მეცნო თქვენ სასარგებლო იქმნებოდით, თუ მავნებელი, რა ვსცანი, რომ ესეთი თქვენი კეთილი ცხოვრება გაასწორებს გახრწნილ ზნე-ჩვეულებას არა მარტო საეკლესიო პირთა, არამედ თვით ერისასაც, ამიტომ გევედრები მანუგეშოთ და აღმისრულოთ ჩემი თხოვნა. აგრეთვე ვსცანი, თუ რაოდენი კეთილი და მარად სახსენებელი საქმე მოიქმედეთ ამ სამთავროსა და ქალაქში; ამისთვის სხვა მოწმობა აღარ მჭირია, რადგან ყოველივე ჩემის თვალით ვნახე. ჩემი მოვალეობა იქმნება დაგიფაროთ. ყოველ ეჭვგარეშეა, რომ პატრიარქ-მთავარს დიდათ სათნო საყოფელი დაურჩება თქვენი მისვლა. იქ სხვა არაფერი გექნებათ საქმნელად, თუ არ ღვთის სამსახური და ერის მოვლა მის საცხონებლად“.
„მამაო, იმ დროიდან, რაც ღმერთმა ინება და მოვედი აქ, ყველაზედ უმეტესად საკვირველად დამრჩა თქვენი ცხოვრება. სულით და გულით მომინდა და იძულებული ვარ, ჩემის ეკლესიის სასიკეთოდ, გთხოვ, მომცეთ რამდენიმე მღვდელი გურიაში წასაყვანად, რათა შეიმუშავონ ჩემი ვენახი, რომელიც დიდად გაჭირვებულია. სანამ ამას გადავწყვეტდი, ვისურვე თქვენი ცხოვრება კარგად გამომეძია, რათა მეცნო თქვენ სასარგებლო იქმნებოდით, თუ მავნებელი, რა ვსცანი, რომ ესეთი თქვენი კეთილი ცხოვრება გაასწორებს გახრწნილ ზნე-ჩვეულებას არა მარტო საეკლესიო პირთა, არამედ თვით ერისასაც, ამიტომ გევედრები მანუგეშოთ და აღმისრულოთ ჩემი თხოვნა. აგრეთვე ვსცანი, თუ რაოდენი კეთილი და მარად სახსენებელი საქმე მოიქმედეთ ამ სამთავროსა და ქალაქში; ამისთვის სხვა მოწმობა აღარ მჭირია, რადგან ყოველივე ჩემის თვალით ვნახე. ჩემი მოვალეობა იქმნება დაგიფაროთ. ყოველ ეჭვგარეშეა, რომ პატრიარქ-მთავარს დიდათ სათნო საყოფელი დაურჩება თქვენი მისვლა. იქ სხვა არაფერი გექნებათ საქმნელად, თუ არ ღვთის სამსახური და ერის მოვლა მის საცხონებლად“.
სანამ ამათი მოქმედების განხილვას შევუდგებოდეთ, საჭიროდ ვრაცხთ, მოვიყანოთ აქ პაპის წიგნი, რომელიც 1626 წ. თეათინელებს გამოატანა სხვა მეფეებისთვის გადასაცემ წერილებთან ერთად.
„პაპა ურბანო VIII.
ქართველ გურიელ მთავარს.
კეთილშობილო მთავარო, მშვიდობა და ღვთიური მადლის ნათელი, რომის ეკლესიის მღვდლები საქართველოს მხარეს მოდიან არა მწყურვალნი ოქროსი, რომელმაც უწინ, როგორც მოგვითხრობენ, საბერძნეთის გმირ არგონავტებს დაატოებინა ეგიას ზღვის ნაპირები და მოიყვანა რიონის მდინარესთან საარაკო საშიშარის გზებით. ჩვენი წარმოგზავნილი მღვდლები სტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რომლის პოხიერებას და სახელ-განთქმულობას შეუძლიან მგზავრები მიიზიდოს; არც უშინდებიან ეგრეთ შორეულ მგზავრობის დიდ გაჭირვებას; უიარაღოდ და უჯაროდ მოდიან მანდეთ არა იმისთვის, რომ შეიძინონ სიმდიდრე, არამედ ხალხის ცხონებისათვის იზრუნონ. ეს არის მათი ერთად ერთი ნატვრა. ამიტომ ღირსნი არიან, რომ პატივით მიიღოთ თქვენს საბრძანებელში. გადაავლეთ თვალი ძველ დროებს, ნუ თუ შეგიძლიათ ჰპოვოთ მისთანა ბარბაროსი ერი, მის სასიკეთოდ მოსულთ მტრულათ და უღმრთოდ მოპყრობოდეს? თქვენ კარგად უწყით, რომ პატივი თქვენის ღირსებისა დამყარებულია დიდების ნატვრასა, კეთილის ქმნასა და უმანკოთა მფარველობაზედ. ამიტომ ჩვენც ვპირდებით, რომ თქვენმა წარჩინებულებამ მათ ყოველგვარი შემწეობა აღმოუჩინოს, რადგან თქვენის დიდების აღმატებისათვის საშრომელად მოდიან. უკეთუ ეს აღასრულეთ, (იმედი გვაქვს, ჩვენი მოლოდინი ამაო არ შეიქმნეს), სახელგანთქმულობა თქვენის მთავრობისა, მსწრაფლ გადმოივლის კავკასის მთებს, შავ ზღვას, მოაწევს რომამდე და მიიღებს შესხმას. ამას კი მსოფლიო დედა-ქალაქის ერი უძღვნის მთავართა, რომლებიც ღირსნი გახდებიან სამოციქულო საყდრის მიერ. ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ მაგ თქვენის სიკეთისა და მფარველობისათვის ვითარ სასყიდელს მოგაგებთ მეფეთა მსაჯული ქრისტე, რომელსაც ჰნებავს, მშვენიერ იყვნენ მშვიდობის მყოფელთა ფერხნი და რომელიც სათავისოდ მიითვლის რასაც უცხოთა მიაგებენ. ქრისტე, რომელსაც რომი ემსახურება, იდიდების ეგრეთვე მთავართა და მეფეთა სამსახურით და პატივით. გარდა ამისა, თავისი მოქალაქობით რომის ეკლესიას შეუძლია ყველას სთხოვოს თვისთა მორწმუნეთა მფარველობა, ვინაიდან აქ ყველა უცხოთა სტუმრობა მიღებულია და ყველას შეუძლია ეწიოს იერარქიულ მაღალ ხარისხს. აქ, კაცთა ნათესავის დედაქალაქში, ბევრი უცხო ტომის ხალხი სცხოვრობს, მაგრამ ისე არიან ყველანი, თითქოს თავიანთ სამშობლოში იყვნენ: ამას ერთპირად ყველანი მოწმობენ. თქვენი კეთილშობილება დაავალებს ამ ქალაქს, უკეთუ თქვენის კეთილისმყოფელობით მანდ გამოგზავნილმა რომაელმა მოძღვრებმა საქართველო მიიჩნიეს თავიანთ მამულად და არა უცხო ქვეყნად. აწ შეგიძლიათ მოუსმინოთ მაგათ, ვითარცა ჩვენი თქვენდამი სიყვარულის მოწმეთა. მარადის ვთხოვთ ღმერთსა თქვენს დაცვას და დაფარვას და თქვენის ერის კეთილდღეობას. რომით, 4 ივლისსა 1626, მღვდელთ-მთავარობის მესამე წელსა“.
მისიონერების მოხსენებიდან არა სჩანს, თუ რა დროს გადასცეს ეს წერილი გურიელს, ხოლო, რომ გადასცეს, იმისი ეჭვი არა გვაქვს, რადგან იმ წერილთან ერთად დადიანისთვისაც იყო წერილი, რომელიც თავის დროზე გადასცეს, როგორც ამას შემდეგში ვნახავთ. რაკი ერთს გადასცეს ცხადია, მეორესაც გადასცემდენ. სიმოკლისათვის აწ ტექსტების მოყვანას ბევრს არ გამოვუდგებით. მოკლედ მოვუთხრობთ, რასაც თიათინელები გადმოგვცემენ თავიანთი გურიის მისიონის შესახებ.
შემოქმედელი რაკი საწადელს ეწია, დიდათ გახარებული გაბრუნდა, როგორც დიდი ძლევამოსილი და წაიყვანა თან ზემოდ დასახელებული სამი მისიონერი. მივიდენ ოზურგეთს თუ არა, ისინი კათალიკოსს მალაქიას წარუდგინა. ანტონ ჯარდინამ ქართული კარგად იცოდა და მალაქიას მოახსენა:
„მთავარო დიდათ სახიერო, ღმერთმა თქვენის ეპისკოპოსის შემოქმედელის გორში მოსვლა იმდენად სასარგებლო ჰყო ჩვენთვის, რომ მის უკეთესის ნატვრა აღარ შეიძლებოდა. ჩვენთვის უკეთისის ქმნა არ შეეძლო, რადგან გაგვიხსნა გზა, ვეთაყვანოთ ეგრედ დიდ მთავარსა, რომელსაც დიდად უყვარს თავისი ერი და სავსეა სარწმუნოების სიყვარულით. თქვენ მიერ რა მოგვიწვია, დიდის სიხარულით აღვივსენით; სხვა და სხვა საქმეებს, რომ არ შევეყოვნებინეთ, აღფრთოვანებულნი მაშინვე მოვიდოდით ამ სამთავროში, სადაც კათოლიკე სარწმუნოებისათვის იმდენი სიკეთეა მოსალოდნელი. თქვენმა საყოველთაოდ განთქმულმა ღირსებამ გაგვაბედვინა თქვენებრ მთავრისათვის მოგვემართნა. ვიცით, რომ მოწადინებული ბრძანდებით ჭეშმარიტების მოსასმენად და ჩვენც სხვა აღარავის ვეძებთ, კათალიკოსზედ მეტად მოწადინებულ პირს ამ სამთავროში ჩვენ სხვას ვერ ვიპოვნით. სამოციქულო საყდრისაგან მიღებული კათოლიკე ჭეშმარიტებაა, რომელიც მოგვაქვს. როდესაც თქვენი სამეფო სახიერებინაგან ნება მოგვეცემა, მზად ვართ განვაცხადოთ იგი, რადგან შევიქმნებით მოძღვარნი და სხვათა მასწავლებელნი. აწ შორიდანვე ვხედავთ იმ განსაცდელს, რომელშიაც შემდგომ ჩაგვაგდებენ, ვისაც სძულთ ჭეშმარიტება და არ უნდათ მისი მოსმენა. მაგრამ ამის სრულებით არ გვეშინია, თუნდაც სიკვდილი არ აგვცდეს ჭეშმარიტების ქადაგებისათვის. ჩვენთვის თქვენისთანა პატრიარქ-მთავრის მფარველობაც კმარა, განვაცხადოთ: ვინც ნატრობს ცხოვრებას, მიიღოს ჭეშმარიტება, ხოლო ვისაც სიკვდილი უნდა, უარჰყოს იგი. ჩვენი მიზანი არის სულთა ცხონება. ამას ვეძიებთ მთავრის მფარველობით. ამიტომ უმდაბლესად გევედრებით, გაგვიხსნათ გზა, რათა ვეწიოთ წადილსა“.
„მთავარო დიდათ სახიერო, ღმერთმა თქვენის ეპისკოპოსის შემოქმედელის გორში მოსვლა იმდენად სასარგებლო ჰყო ჩვენთვის, რომ მის უკეთესის ნატვრა აღარ შეიძლებოდა. ჩვენთვის უკეთისის ქმნა არ შეეძლო, რადგან გაგვიხსნა გზა, ვეთაყვანოთ ეგრედ დიდ მთავარსა, რომელსაც დიდად უყვარს თავისი ერი და სავსეა სარწმუნოების სიყვარულით. თქვენ მიერ რა მოგვიწვია, დიდის სიხარულით აღვივსენით; სხვა და სხვა საქმეებს, რომ არ შევეყოვნებინეთ, აღფრთოვანებულნი მაშინვე მოვიდოდით ამ სამთავროში, სადაც კათოლიკე სარწმუნოებისათვის იმდენი სიკეთეა მოსალოდნელი. თქვენმა საყოველთაოდ განთქმულმა ღირსებამ გაგვაბედვინა თქვენებრ მთავრისათვის მოგვემართნა. ვიცით, რომ მოწადინებული ბრძანდებით ჭეშმარიტების მოსასმენად და ჩვენც სხვა აღარავის ვეძებთ, კათალიკოსზედ მეტად მოწადინებულ პირს ამ სამთავროში ჩვენ სხვას ვერ ვიპოვნით. სამოციქულო საყდრისაგან მიღებული კათოლიკე ჭეშმარიტებაა, რომელიც მოგვაქვს. როდესაც თქვენი სამეფო სახიერებინაგან ნება მოგვეცემა, მზად ვართ განვაცხადოთ იგი, რადგან შევიქმნებით მოძღვარნი და სხვათა მასწავლებელნი. აწ შორიდანვე ვხედავთ იმ განსაცდელს, რომელშიაც შემდგომ ჩაგვაგდებენ, ვისაც სძულთ ჭეშმარიტება და არ უნდათ მისი მოსმენა. მაგრამ ამის სრულებით არ გვეშინია, თუნდაც სიკვდილი არ აგვცდეს ჭეშმარიტების ქადაგებისათვის. ჩვენთვის თქვენისთანა პატრიარქ-მთავრის მფარველობაც კმარა, განვაცხადოთ: ვინც ნატრობს ცხოვრებას, მიიღოს ჭეშმარიტება, ხოლო ვისაც სიკვდილი უნდა, უარჰყოს იგი. ჩვენი მიზანი არის სულთა ცხონება. ამას ვეძიებთ მთავრის მფარველობით. ამიტომ უმდაბლესად გევედრებით, გაგვიხსნათ გზა, რათა ვეწიოთ წადილსა“.
რადგან კათალიკოსს დადიანისგან შეტყობილი ჰქონდა, რაც უნდოდათ მისიონერებს, ყოველგვარის სიყვარულით და პატივით მიიღო ისინი და დაჰპირდა ყველანაირ შემწეობას. უბრძანა ეპისკოპოსს შემოქმედელს, რათა ეზრუნა მათთვის, ეპოვნა სახლი და ეკლესია და სხვა, რაც კი დასჭირდებოდათ. ახლოს რომ ჰყოლოდა კათალიკოსსა, რაათა, როცა დასჭირდებოდა, თუ რჩევისა და თუ სხვა საჭიროების გამო მათთვის ადვილათ მიემართა, თავის ახლოს ოზურგეთში ერთი მშვენიერი სახლი მისცა და იქვე აუშენა ხის ეკლესია, რომელიც პატრებმა შეამკეს მხატრობით. ახალმა შვენიერმა ეკლესიამ ბევრი ხალხი მიიზიდა პატრებთან, თვით შორეულ ადგილებიდგანაც კი მოდიოდენ მათთან. რადგან, როგორც ქართლსა და სამეგრელოში, ისე აქ, ნათლისღების აღსრულება აღმოჩნდა ნაკლულოვანი, დაიწყეს ქადაგება ხელმეორედ მონათვლის საჭიროებისათვის. ეს ამბავი მთელს ხალხს მოეფინა. არა თუ მთელის ოზურგეთის მცხოვრებნი, არამედ მთლად სამთავროდან მოდიოდენ თუ დიდი და თუ პატარა, რათა ხელმეორედ სწორედ მონათლულიყვნენ. პირველშივე ათასობით მიიღეს მათგან ნათლისღება. ამის გამო მათი სახლი მუდამ სავსე იყო ხალხით: შეუწყვეტლივ მოდიოდენ ზოგი მოძღვრების მოსასმენად და ზოგიც მოსანათლავად. ამ ამბავმა დიდათ გაახარა კათალიკოს-მთავარი, რა კი ხედავდა თავისი ეკლესიის ერის განახლებას. მისიონერებმა რა ნახეს თუ ხალხის მომზადება და თუ კათალიკოსის კმაყოფილება, უფრო უშიშრად და თამამად დაიწყეს ქადაგება ერის გახრწნილი ზნეობის წინააღმდეგ.
კათალიკოსს მკურნალად ჰყავდა ერთი იტალიელი, რომელიც აქ მოსვლამდე, რამდენიმე წლის წინათ ოსმალებს ტყვედ დაეჭირათ და გაემაჰმადიანებინათ. იმას ძლიერ დიდი გავლენა ჰქონდა კათალიკოსზედ, რომელიც თუ თავისი ხნოვანებისა და თუ სნეულების გამო, მთლად მის ხელში იყო. მკურნალმა, სახელათ ფერინდონემ, დაუწყო მტრობა მისიონერებს, მათ ძვირს ლაპარაკობდა ყველგან და მეტადრე ასმენდა კათალიკოსსა და შემოქმედელს და ურჩევდა სამთავროდან გაედევნათ. მაგრამ მათ სცნეს მისიონერების სათნოებიანი ცხოვრება და ყურადღება არ მიაქციეს მის ლაპარაკს. მაშინ განიზრახა ისე მოეხერხებინა, რომ ხალხს ნაკლებად ევლო მისიონერებთან და მათ ხელთაგან ნათლიღება არ მიეღო. ამიტომ ფერინდონემ ხალხში ხმა გაავრცელა, რომ წყალი, რომლითაც ნათლვენ მისიონერები, მავნებელია და თუ დედაკაცს და თუ მამაკაცს უშვილოდ გახდისო. მაგრამ ამითიც ვერას გახდა.
თუმცა კათალიკოსი, შემოქმედელი და სხვა წარჩინებულნი პირნი თანაუგრძნობდენ მისიონერებს, მაგრამ იქ მყოფი ბერძნები და ზოგიერთი ეპისკოპოსიც წინაადმდეგნი იყვნენ მათი. ამათ შეუერთდა ეგრეთვე კახეთის ეპისკოპოსი ალავერდელი, რომელიც, როსტომ ხანის მოსვლის დროს, სამეგრელოში გადმოიხვეწა. იგი სამეგრელოდან მოვიდა ოზურგეთში მათ საწინაადმდეგოდ. მისიონერებმა და ალავერდელმა ერთმანერთი გამოიწვიეს საზოგადოებაში საღვთისმეტყველ საგნების შესახებ საბჭოდ. პატრი ანტონ ჯარდინამ ბევრი ილაპარაკ მეტადრე სული წმიდის გამომავლობისათვის და ბოლოს თავის მოკამათეს სძლია, ისე, რომ ალავერდელმა პატრებივით პირჯვრის წერა და მათი გამართლება დაიწყო, მაგრამ მაინც მათი მტერი იყო. შემდეგში ვნახავთ, რომ ამ ეპისკოპოსმა კათოლიკობა მიიღო და პატრების დიდი შემწე შეიქმნა. ალავერდელის შემდგომ, სხვა ეპისკოპოსმა დაუწყო მათ ყვედრება ხელმეორედ მონათვლისათვის. იმასაც დაუწყეს ბჭობა, ცხადად უჩვენეს, რომ ნათლისდებას ისე არ ასრულებდენ, როგორც ბერძნულის ტიბიკონის ძველებურ წიგნსა ევხოლოგიაში იყო: მაგალითისთვის დაუსახელა თვით ალავერდელი, რომელიც ყველაზედ მეცნიერი და ბერძნულ წესში კარგად განსწავლული იყო.
ასეთი ბჭობა დიდათ მოეწონათ ყველა იქ დამსწრეთ. ამიტომ უფრო გულმოდგინებით განაგრძეს ხელმეორედ მონათვლა. ამავე დროს მოიყვანეს ერთი თავადიშვილი და დიდის ამბით ყველას წინაშე ხელმეორედ მონათლეს. თავიანთის კეთილ მოქმედებით მისიონერები დღითი დღე უფრო მეტ სახელს ითქვამდენ და უფრო დიდ ხალხს იზიდავდენ თუ სულიერად და თუ ხორციელად განსაკურნებლად. მათი ესეთი წარმატება დიდათ ახარებდა მალაქია კათალიკოსს, რომელმაც იგინი ძლიერ შეიყვარა და უნდოდა, მუდამ გვერდში ჰყოლოდა, ამიტომ, ორი წლის შემდგომ, იგინი თავის პალატში გადაიყვანა და თავის ეზოშივე მისცა სახლი და ეკლესია. მისიონერებმა აუხსნეს, რომ ერის კეთილდღეობისათვის მიუცილებლად საჭიროა ბავშების გაწვრთნა და მათი კარგად აღრზდაო. მალაქიამაც პატრებს იქვე თვითონვე დააარსებინა სკოლა და რამდენიმე ბავში მისცა გასაწვრთნელად. პატრებმაც შემოჰკრიფეს აქა-იქიდგან ბავშები, მეტადრე ისინი, რომელთა თათრებზე გაყიდვა შეეძლოთ მშობლებს. დაუწყეს მათ სწავლება თუ სასულიერო და თუ სახორციელო საგნებისა. ამ გარემოებას, სხვების გარდა, თეათინელი კლემენტე გალანოც მოკლედ ასე მოგვითხრობს:
„წარმოიდგინოს მკითხველმა, თუ ამისთანა კეთილის-მყოფელის მთავრის ხელში რაოდენი სიკეთე უნდა მოეტანათ თეათინელ მონაზონებს თავიანთი სწავლა-ქადაგებით. იქვე დააარსეს სკოლა, ბავშები ზოგი თვით მთავარმა აჩუქა, ზოგი ბატონებმა მისცეს და ზოგიც თვით გამოართვეს იმ მშობლებს, რომლებსაც ბავშების აღზრდა არ შეეძლოთ, რათა იგინი თათრებისათვის არ მიეყიდათ. ამათ დაუწყეს სწავლება საქრისტიანო და სამეცნიერო საგნებისა. ძნელად წარმოსადგენია, თუ რაოდენი მამობრივი სიყვარული უჩვენა იმ მთავარმა, რაოდენი მოწყალება უყო პატრებს; ესეთი მფარველობა მათ შვიდი წელიწადი, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გაუწია; მამების რიცხვი შვიდამდე მიიყვანა, მათ მუდამ პატივს სცემდა, ეწეოდა და მტრების წინააღმდეგ იფარავდა“.
„წარმოიდგინოს მკითხველმა, თუ ამისთანა კეთილის-მყოფელის მთავრის ხელში რაოდენი სიკეთე უნდა მოეტანათ თეათინელ მონაზონებს თავიანთი სწავლა-ქადაგებით. იქვე დააარსეს სკოლა, ბავშები ზოგი თვით მთავარმა აჩუქა, ზოგი ბატონებმა მისცეს და ზოგიც თვით გამოართვეს იმ მშობლებს, რომლებსაც ბავშების აღზრდა არ შეეძლოთ, რათა იგინი თათრებისათვის არ მიეყიდათ. ამათ დაუწყეს სწავლება საქრისტიანო და სამეცნიერო საგნებისა. ძნელად წარმოსადგენია, თუ რაოდენი მამობრივი სიყვარული უჩვენა იმ მთავარმა, რაოდენი მოწყალება უყო პატრებს; ესეთი მფარველობა მათ შვიდი წელიწადი, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გაუწია; მამების რიცხვი შვიდამდე მიიყვანა, მათ მუდამ პატივს სცემდა, ეწეოდა და მტრების წინააღმდეგ იფარავდა“.
პატრი ანტონ ჯარდინამ კარგად იცოდა ქართული ენა, როგორც ლამბერტი მოწმობს; როგორც თავის დედა ენას, ქართულს ისე ლაპარაკობდაო. იმან შეადგინა ქართული გრამატიკა და დააწყებინა ყმაწვილებს მისი შესწავლა. ყმაწვილები ჩქარა დაწინაურდენ სწავლაში და ყველასთვის გასაოცარნი შეიქმნენ. მისიონერები ძლიერ აქებენ გურულების ნიჭიერებას და მათ ყველაფრის ადვილად შეთვისების უნარსა. გურულების საოცარის ნიჭის მიზეზით მისიონერებმა დააპირეს რამდენიმე ყმაწვილი იტალიაში გაეგზავნათ, რათა იქ მაღალი სწავლა მიეღოთ და შემდგომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მამულში საშრომელად. მაგრამ მისიონერები მტრებსა მოერიდენ იქმნება ხალხში ხმა გაავრცელონ და სთქვან, რომ პატრებმა ყმაწვილები თათრებს მიყიდესო. ამის გამო ყმაწვილები ევროპაში აღარ გაგზავნეს.
იმ სკოლის წარმატებამ და პატრიარქის მისიონერთადმი აშკარად გამოჩენილმა პატივმა და სიყვარულმა იქ მყოფი ბერძნის მღვდლები ძლიერ აღაშფოთა. ბევრგზის ამხილეს კათალიკოსს, რომ ლათინების ესრეთი პატივისცემა ბერძნის ეკლესიის წინააღმდეგი და შეურაცხყოფა არისო და ბევრგზის სთხოვეს, რომ გაედევნა მისიონერები თავისი სამთავროდან, მაგრამ მალაქიამ მათ მუდარას ყურადღებაც არ მიაქცია. ამ გზით რომ ვერაფერი გააწყეს ბერძნებმა, კათალიკოსს შეუჩინეს მკურნალი ფერინდონე, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მაზედ და დიდათაც მტრობდა პატრებს უფრო იმიტომ, რომ ქრისტეს სარწმუნოების მოღალატეობას და უზნეო ცხოვრებას აყვედრიდენ. იმანაც რომ ვერაფერი გააწყო კათალიკოსთან, პატრი ანტონს ჩუმათ საწამლავი მისცა, მაგრამ ღვთის განგებულებით საწამლავმა ვერ გასჭრა და ესეთ გადაურჩა განსაცდელსა.
ამის მხილველი ფერინდონე დაცხრომის მაგიერ, უფრო გაბრაზდა და კვლავ სხვა საშუალებას მიმართა. ერთ დღეს კათალიკოსი სხვაგან წავიდა. ამ გარემოებისაგან ისარგებლა ფერინდონემ და ჩუმად ცეცხლი წაუკიდა მათ სახლს იმ აზრით, იქმნება მისიონერებიც შიგ გამოიწვნენო. მაგრამ აქაც გაუცრუვდა ბოროტი აზრი, რადგან პატრი ანტონ, რომლის სიკვდილსაც უფრო სცილობდა, სხვაგან იყო ძმა ქლაუდიოსთან ერთად და პატრი ქრისტეფორე კასტელიმ კი სარკმლიდან გადმოხტომა მოასწრო. თვით ეს კასტელი და ლამბერტი სწერენ, რომ ყველამ სასწაულს მიაწერა გადარჩენა ეკლესიისა, რომელიც სახლთან ახლოს იყო და რომელსაც ცეცხლმა გარეშემო ნედლი კაკლის ხეები და ყველაფერი სულ გაუნაცრა, მაგრამ ეკლესიას კი არაფერი ევნოვო. ცეცხლის გაჩენას ყველა ფერინდონეს აბრალებდა, რადგან ყველასათვის ცხადი იყო, რომ პატრებს მტრობდა. ამ უბედურებას გადარჩენილი მისიონერები კათალიკოსმა და შემოქმედელმა ანუგეშეს და აუშენეს ახალი სახლი უფრო დიდი და უფრო მშვენიერი. რადგანაც კათალიკოსს ხანში შესულობის გამო ბევრნაირი სნეულება ჰქონდა და დიდათ ეჭირვებოდა ფერინდონე მკურნალის შემწეობა, სულგრძელობით ითმენდა მისგან მისიონერების წინააღმდეგ ჩადენილს ეგოდენ უღმრთოებას.
მტრის მიერ ესეთ უწყალო დევნილებას სრულებით არ შეუშინდენ მისიონერები; ბოროტის წილ მტერს კეთილი მიაგეს და განაგრძეს გულმოდგინებით თავიანთი შრომა ერის საპატრონებლად და სარწმუნოების გასავრცელებლად. ამასობაში პატრი ანტონ ჯარდინა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად თავისი გულკეთილობა გაუხდა. ერთხელ ეპისკოპოსი შემოქმედელი სამეგრელოში წავიდა და ისიც თან გაჰყვა; გზაში ცხარე მზის სხივებმა ეპისკოპოსი შეაწუხა, რადგან მარტო ვიწრო ბერძნული ქუდი ეხურა. ამიტომ პატრი ანტონმა თავისი ქუდი მოიხადა და მისცა მას, თითონ კი საშინელ სიცხეში თავღია დარჩა, მზემ თავში დაჰკრა. ჩავიდა ოდიშს თუ არა, დასნეულდა და მალეც იქვე გარდაიცვალა. რადგან იგი დიდათ შესანიშნავი პირი იყო და ბევრი სიკეთე დასთესა გურიაში, ამიტომ აქ მოვიყვანთ მოკლედ, რასაც მისთვის ამბობენ მისი ამხანაგები და ცხოვრების აღმწერნი.
„ანტონ ჯარდინა, 1634 წ. გურიაში ქრისტეფორესთან ერთად მისული ძლიერ კარგად მიიღო მალაქიამ, გურიის პატრიარქშა, რომელმაც ოზურგეთში დააყენა და დიდი მფარველობა აღმოუჩინა... აქ ანტონი დაუცხრომლად სარწმუნოებას ასწავლიდა, საზოგადოებაში ყველგან ქადაგებდა, საიდუმლოებს უსრულებდა და სნეულებს სწამლობდა, რათა სულიერადაც განეკურნა. ამიტომ ძლიერ ბევრი ხალხი გადაიყვანა კათოლიკე სარწმუნოებაზედ... აღმოსავლეთის ენები ძლიერ კარგად იცოდა და მეტადრე თათრულსა და ქართულს ისე ლაპარაკობდა თქო იმ ქვეყანაში ყოფილიყოს დაბადებული. საზოგადო ბჭობაში თავისი მოძღვრებით გურიის მიტროპოლიტი ალავერდელი დასძლია და კათოლიკე სარწმუნოება მიაღებინა. როგორც თავდადებული მზრუნველი ხალხისა, პატრიარქმა ძლიერ შეიყვარა, თავის პალატთან ახლო სახლი მისცა, ეკლესია აუშენა, და რაც კი საჭირო იყო სარწმუნოების გასავრცელებლად, დახმარება აღმოუჩინა. აქ სკოლა გახსნა თავისი ამხანაგების დახმარებით, გასწვრთნა ყმაწვილები სარწმუნოებასა და წერა-კითხვაში, რაც დიდათ სასარგებლო შეიქმნა ხალხის სულიერის წარმატებისათვის. ძლიერ ეწინააღმდეგა ერს იმ ბარბაროსულის ჩვეულებისათვის, რომ ყმაწვილებს მაჰმადიანებზედ ჰყიდდენ და ბევრს ხელი ააღებინა, ამ სამარცხვინო ვაჭრობაზე... შემოქმედელ ეპისკოპოსთან მგზავრობის დროს, რათა მზეს იმისთვის არ ევნო, თავისი ქუდი მისცა, რის გამოც დასნეულდა და სამეგრელოს ქალაქს ოდიშში ანგელოზებრივი ცხოვრებით სიწმიდის ნიშნით მიიცვალა 1637 წელსა აგვისტოს თვეში. მისის სიკვდილის ამბავმა ყველა დიდად შეაწუხა, რადგან ყველას ეს მოციქულებრივი კაცი სიწმიდის მაგალითად მიაჩნდათ... გურიის მთავარმა, მალაქია პატრიარქმა რა შეიტყო მისი სნეულების ამბავი, საჩქაროდ წავიდა მის სანახავად და მძიმე სნეულს შეეწია და თავისი ხარჯით თუ წამალი თუ სხვა, რაც კი საჭირო იყო, ყველაფერი უშოვა. ერთი სიტყვით ამ დიდათ გულკეთილმა მთავარმა არაფერი დაზოგა, ყოველი საშუალება იხმარა მის გასაკურნებლად. რა მიიცვალა, წესი აუგო, როგორც მღვდელთ-მთავართა ჩვეულება იყო... გურიის მიტროპოლიტმა ალავერდელმა, რომელიც ანტონ ჯარდინამ რომის ეკლესიას შეუერთა, განსაკუთრებით შეიყვარა და პატივსა სცემდა; უწინდელი მის წინააღმდეგ თავისი სიძულვილი მისდამი სიყვარულში გასცვალა... გურიის პროვინციის ეპისკოპოსი შემოქმედელი განსაკუთრებულს პატივს სცემდა, ყველას წინაშე დაუცხრომლად აქებდა ღვთის დიდებისათვის მის გულმოდგინეობას, უმანკო ცხოვრებას და მის სასოებას“.
გურიაში მარტო დარჩენილმა პატრი ქრისტეფორემ განაგრძო ეგრეთი უხვი ნაყოფიანი მისიონი და გააორკეცა თავისი შრომა. ყველა შეწუხება და მტრის მიერ დევნილება მოთმინებით აიტანა და ბოროტის მაგიერ კეთილი მიაგო. თავისი სახარებრივი მოთმინებით მალე გაიმარჯვა მტერზედ და მოაქცია სარწმუნოებაზედ ძალზედ გადამტერებული კათალიკოსის მკურნალი, გამაჰმადიანებული ფერინდონე. იმის მოქცევის ამბავს ვრცლად რომას სწერენ პეტრე ავიტაბილე 1638 წ. და პატრი იოსეფ ჯუდიჩი 1640 წ. რადგან დიდად ყურადსაღები შეიქმნა იმის მოქცევა, ჩვენც აქ მოვიხსენიებთ მოკლედ.
„პატრი ქრისტეფორე კასტელიმ ფერინდონე, როგორც იყო, დაიახლოვა, ვითარცა თავისი ქვეყნის კაცი, რადგან იტალიის ქალაქ სივნიდგან იყო. ჩაგონება დაუწყო, ტკბილად ამხილა თავისი დიდი დანაშაული, როგორიც იყო ქრისტეს სარწმუნოების დატოება, და ურჩია თავის დედა ეკლესიას დაბრუნებოდა. პირველში ფერინდონემ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ცოტა არ იყოს დაფიქრდა კი. იმ ხანებში ავადაც გახდა და საჩქაროდ მიიწვია პატრი ქრისტეფორე, აღიარა თავისი შეცთომილება და დანაშაული. სულით და გულით შეუერთდა ეკლესიას და დაირქვა სახელად ნიკოლა, რომელიც ადრე ნათლიღების დროს მიღებული ჰქონდა. ეს მოხდა მირის ეპისკოპოსის წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულის ძალში. ამიტომ მის მოქცევას მიაწერენ თვით იმ საკვირველ-მოქმედის სასწაულს. ნიკოლა, ანუ ნიკოლოზ კოჯევიჩი ქრისტიანედ მოქცევის შემდგოგ სულ ერთიანად გამოიცვალა; მისიონერები მის მოქცევას ადარებენ სავლეს პავლე მოციქულად გადაქცევას. სახლიდან დაითხოვა თავისი ცოლები, რომლებიც მაჰმადიანების წესისამებრ ჰყავდა, მხოლოდ ერთი დაიტოვა, რომლისაგანაც შესძენოდა ორი ქალიშვილი. ქალი დათანხმდა, მათთან დარჩენილიყო და იმასავით სინანულით წმიდათ გაეტარებინა ცხოვრება, მხოლოდ ერთმანერთს აღარ უნდა შეხებოდენ. რადგან უწინ ნიკოლას გურიაში დიდი გავლენა ჰქონდა, დიდი უღმრთოებაც ჩაუდენია, ბევრისათვის შეურაცხყოფა და უსამართლობა ექმნა. ამის გამო დაიარა და ყველა თავის მტრებს ხელფეხზედ მთხვევით შეურიგდა და ზარალიც უზღო. მისი მოქცევის ამბავი ყველგან განითქვა და ყველა დიდის სიხარულით მიეგება. განსაკუთრებით აღნიშვნენ მისიონერები ამ ამბავს: გურიაში ერთმა ქართველმა ბატონმა (თავადმა) ქრისტესთან შერიგებული რა ნახა იგი პირველად, მისი პატივისათვის ქუდი მოიხადა და მას ცრემლით ხელზედ ემთხვია. ესეთ პატივს მარტო ეპისოპოსებს უყოფენ“.
ნიკოლამ შეიმოსა ძაძა, თავის ეზოში გაიკეთა პატარა ოთახი და დაიწყო საკანონოების ასრულება და მწირად ცხოვრება. თავისი სახლი, მამულები და ყმები ერთიან პატრებს მისცა; ეგრეთვე სთხოვა, რომ თავიანთ ძმობაში მიეღოთ. მაგრამ პატრებმა ჯერ არ დაინახეს საჭიროდ მონაზონად ჩაერიცხათ. ხოლო მისმა ცოლშვილმა კი შეიმოსა სამონოზნო სქემა და შეუდგა წმიდა ცხოვრებას. გავლილის ცოდვით სავსე ცხოვრების შესანანებლად ნიკოლამ არ იკმარა ლოცვა, მარხულობა და სხვა ამის მზგავსი, არამედ დაიწყო ქადაგება ყველგან და ყველას ურჩევდა ქრისტიანურ კეთილს ცხოვრებას შედგომოდა. ეგრეთვე ბევრჯერ ურჩია კათალიკოს მალაქიას, რათა ცდილიყო და გურია-სამეგრელო ერთიან რომის ეკლესიისათვის შეერთებინა. ამის გამო ბევრი ეხვეწა, მისიონერები კიდევ მიეწვია გურიაში და მათ მოსაყვანათ ერთი შესანიშნავი პირი გაეგზავნა სამეგრელოში, სადაც მისულიყვნენ საქართველოდან მობრძანებული მისიონერებიც. რადგან კათალიკოსი დიდად მოხარული იყო იმის მოქცევისა, სიამოვნებით დაჰპირდა ყველაფერს. მისიონერების მოსაწვევად მის უკეთესი ვერავინ ნახა და იგივე გაგზავნა სამეგრელოში. რა მივიდა ჭიპურიას მისიონერებთან, ნიკოლამ მიუთხრა, თუ რა დიდი ნაყოფი გამოიღო კათოლიკობამ გურიაში, უამბო იქაური სულიერი საჭიროება და მეტადრე კათალიკოსის მზად ყოფნა თავისი სამთავროითურთ რომის ეკლესიასთან შეერთებისათვის. ამ ამბავმა დიდად გაახარა მისიონერები, რომლებმაც ბევრი აღარ დაიგვიანეს იქ წასასვლელად. თვით უფროსი პატრი პეტრე წაჰყვა და ოთხიც სხვა მისიონერი წაიყვანა, როგორც მოგვითხრობს სილო:
„გურიის ვენახის შესამუშავებლად პეტრემ თავის ამხანაგებად წაიყვანა ორი მღვდელი ფრანჩისკე მარია მაჯო და ვინჩენცო ჯილიბერთი და ეგრეთვე ორი ძმაც, ძმა იაკობ არგოლიოზო და ძმა ანდრია ლიპომანო ქართველი... რა მივიდენ გურიას, წარსდგნენ კათალიკოსის წინაშე, რომელმაც დიდის და გამოუთქმელის სიხარულით მიიღო. სამწუხაროდ, სიტყვა, რომელიც კათალიკოსს წარმოუთქვამს მისიონერების მიღების დროს, ხელთ არა გვაქვს, გარნა როგორც სჩანს სხვა წერილებიდან, სურვილი და თანხმობა გამოუცხადებია, მზად ვარ რომის ეკლესიას ჩემის სამეფოთი შეუერთდეო; ეგრეთვე უთხოვნია მისიონერებისათვის, კარგად გაეწვრთნათ თავისი ერი და საეკლესიო პირები, რათა აღარავის გასჭირებოდა შეერთების საქმე. მისიონერების მოსვლის შემდეგ, ნიკოლა, დამლევი კეთილის ცხოვრებისა, რომლითაც ყველა გააკვირვა, გარდაიცვალა 29 დეკემბერს 1638 წ. მაჰმადიანობაში კი 28 წელიწადი გაეტარებინა“.
„გურიის ვენახის შესამუშავებლად პეტრემ თავის ამხანაგებად წაიყვანა ორი მღვდელი ფრანჩისკე მარია მაჯო და ვინჩენცო ჯილიბერთი და ეგრეთვე ორი ძმაც, ძმა იაკობ არგოლიოზო და ძმა ანდრია ლიპომანო ქართველი... რა მივიდენ გურიას, წარსდგნენ კათალიკოსის წინაშე, რომელმაც დიდის და გამოუთქმელის სიხარულით მიიღო. სამწუხაროდ, სიტყვა, რომელიც კათალიკოსს წარმოუთქვამს მისიონერების მიღების დროს, ხელთ არა გვაქვს, გარნა როგორც სჩანს სხვა წერილებიდან, სურვილი და თანხმობა გამოუცხადებია, მზად ვარ რომის ეკლესიას ჩემის სამეფოთი შეუერთდეო; ეგრეთვე უთხოვნია მისიონერებისათვის, კარგად გაეწვრთნათ თავისი ერი და საეკლესიო პირები, რათა აღარავის გასჭირებოდა შეერთების საქმე. მისიონერების მოსვლის შემდეგ, ნიკოლა, დამლევი კეთილის ცხოვრებისა, რომლითაც ყველა გააკვირვა, გარდაიცვალა 29 დეკემბერს 1638 წ. მაჰმადიანობაში კი 28 წელიწადი გაეტარებინა“.
ახლად მოსულმა მისიონერებმა დაიწყეს ერის მოვლა და ქადაგება, ძლიერ ბევრს მიაღებინეს კათოლიკობა, ვინაიდან თავიანთ წერილებში მისიონერები ასე სწერენ: ბევრისგან ბევრი მოიქცნენო (molti emolti si convertissero). სხვათა შორის იხსენიებენ ერთ დედაკაცს, რომელიც ძლიერ განთქმული ყოფილა თავისი ისტორიით. ის დედაკაცი, სახელად ლელორა (ზოგი ლელოკას უწოდებს), იყო მეუღლე ერთის საშუალო წოდების კაცისა, რომელიც კაცის კვლის გამო გურიის მთავარს, მალაქია კათალიკოსს დაესაჯა, თვალები დაეთხარა და ცოლიც მოეშორებინა. დედაკაცი თურმე მეტის მეტად ლამაზი ყოფილა, ხელი მიუყვია უწესო ცხოვრებისათვის და ხალხი გაურყვნია, ყველგან განთქმულა მისი ბოროტი სახელი და გამხდარა დიდის დაბრკოლების მეზეზი. ამ ბოროტების მოსასპობლად კათალიკოსს გადაეწყვიტა იგი მაჰმადიანებისთვის მიეყიდა. რა შეიტყეს მისიონერებმა, მაშინვე მივიდენ და ურჩიეს მალაქიას, რომ ესეთი მოქცევა უფრო დიდი ბოროტება იქმნებაო, რადგან დედაკაცი თათრების ხელში უეჭველად სარწმუნოებასაც დაკარგავსო; ეგრეთვე მოახსენეს, მოითმინე და მალე ხელს ავაღებინებთ თავის ბოროტებაზეო. კათალიკოსი დათანხმდა და ლელორა პატრების ეკლესიასთან ახლოს დააყენებინა. პატრებმა დაუწყეს ქადაგება და ჩააგონეს, რომ თუ თავის ბოროტს გზას არ დასტოვებდა, თათრების სასირცხო ტყვეობაში ჩავარდებოდა. მალე სცნო თავისი სიბოროტე. მალე გაიძრო თავისი ამაოების ტანისამოსი და ჩაიცვა უბრალო ძაძა; მარიამ მაგდანელსავით დაიწყო თავისი ცოდვების შენანება. აღარავის ეჩვენებოდა. აღსარება სთქვა პატრებთან და მიიღო წმიდა ზიარება. თავისი ცხოვრებით ისე გამოიცვალა, რომ მნახველი მას სრულებით ვეღარ იცნობდა. ერთავად ეკლესიაში იყო და ლოცვით ატარებდა დროს. როგორც უწინ ბევრისათვის საცდური იყო, ისე ახლა ყველასთვის დიდად წასაბაძი შეიქმნა. იმის მოქცევამაც დიდი სახელი განუთქვა მისიონერებს და ძლიერ შეეწია კათოლიკობის გავრცელებას.
ყველაზე უფრო შესანიშნავი შეიქმნა ელენე ათაბეგის ქალის გაკათოლიკება. უადგილოდ არ ვრაცხთ, იმისი ამბავი ცოტა ვრცლად მოვიხსენოთ. მესხების და ჭანების (De’ Meschi e de’ Lazii) მთავარს ათაბეგს, რომელსაც მაჰმადიანობა მიეღო იმის გამო, რომ მთავრობა არ ჩამორთმევოდა, ჰყავდა მხოლოდ ერთი ასული მეტად მშვენიერი. რადგან გრძნობდა თავის დანაშაულსა და გულში ნანობდა სარწმუნოების დატოვებას, არ უნდოდა თავისი დიდად საყვარელი ქალიც ამ უბედურებაში ჩავარდნილიყო. უბედურება მალე მოსალოდნელი იყო, რადგან სულთანს, რომ შეეტყო მისის ქალის სილამაზე, მაშინვე სრაში წააყვანინებდა, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა სარწმუნოების გამოცვლაც. ამიტომ იგი ჩააბარა მალაქია კათალიკოსს, რომ შეენახა ვიდრე ქვეყნის გარემოება შეიცვლებოდა, რათა მერვე ქრისტიანე ქართველს მთავარს მისთხოვებოდა. კათალიკოსსაც მიეღო ელენე, როგორც თავისი შვილი და ჰყავდა თავის პალატში. რადგან მისიონერებიც მის პალატთან ახლოს იქვე ერთსა და იმავე ეზოში, ანუ ბაღში, იყვნენ, ელენემ დაიწყო სიარული ხშირად მათ ეკლესიაში და დიდის გულ მოდგინებით უსმენდა მათ ქადაგებას და სწავლა-დარიგებას. მალე კათოლიკობაც მიიღო და სარწმუნოების ერთგული შეიქმნა. თავისი კეთილისა და სამაგალითო ცხოვრებით შეიქმნა ყველას წასაბაძი. მთელ გურიაში ლაპარაკობდენ მის სილამაზესა და სათნოებას. მისი გაწვრთვნის საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღოდა პატრი ქრისტეფორე კასტელის. ელენეს მამა ათაბეგი მალე დააატყვევეს ოსმალებმა. ამიტომ თავის ერთგულ და სულიერ მამად ელენეს მიაჩნდა პატრი ქრისტეფორე, რომელიც შეიქმნა მისი სულიერი წინამძღვარი და პატრონი. მალაქია კათალიკოსმა თავისი სამთავროს საქმეებისთვის ელჩი გაგზავნა სპარსეთის შაჰთან. ელჩი, საქმეს რომ მორჩა და დასაბრუნებლად ემზადებოდა. ესე შაჰმა უთხრა ჩემს შვილს ვინმე კარგის გვარიშვილის შვენიერი ქალი მინდა შევრთო, ისეთი, დედოფლობის ღირსი იყვეს. იქმნება ვინმე გეგულებაო? ელჩმაც უამბო უზომო სიშვენიერე, გაზრდილობა და ყოველი ღირსება ელენესი. შაჰს ძლიერ გაეხარდა ამის გაგონება და ელჩისვე პირით შემოუთვალა მალაქია კათალიკოსს, რათა ელენე გაეგზავნა მისი შვილის საცოლოდ. მალაქიამ ეს ამბავი განუცხადა ელენეს, რომელმაც შორს დაიჭირა თავი: სრულს უარზედ დადგა, რათა თავისი კათოლიკე სარწმუნოება განსაცდელში არ ჩაეგდო. მისმა სულიერმა მამა ქრისტეფორემაც გაამხნევა, რათა მტკიცედ მდგარიყო და არ შეეწყნარებინა ურწმუნოს მეუღლეობა.
რადგან გურიაში იმ დროს ბლომად იყვნენ ოსმალები, მალე შეიტყეს ელენესი და სპარსეთის ყეინის ამბავი და მაშინვე სულთანს აცნობეს. სულთანმაც დაუყოვნებლივ შემოუთვალა მალაქიას, რადგან ელენე ჩემი ქვეშევრდომია და ჩემთვის მინდა, საჩქაროდ გამოგზავნე. თუ არ გამოგზავნი, ჩემს რისხვას ვერ გადაურჩებიო. კათალიკოსი ორ ცეცხლ შუა ჩავარდა, არ იცოდა, ორ ძლიერ მტერთაგანი რომელი ერთი დაეკმაყოფილებინა. მოილაპარაკა დადიანთან. იმანაც ურჩია, ელენე ჩემთან გამოგზავნე და სულთანს შეუთვალე, რომ შენ არაფერი შეგიძლია. დადიანს უფრო უნდოდა სპარსეთის მეგობრობა, ვიდრე ოსმალეთისა. პატრი ქრისტეფორემ ყველაფერი, რაც მოელოდა ელენეს, კარგად გაითვალისწინა. დაუწყო ქადაგება და რჩევა, ამაო ბედნიერებისა და გვირგვინისათვის არ დაჰკარგო საუკუნო დიდება და გვირგვინიო. ელენემაც, ქალწულებრივის ზეციერი სიყვარულით გამსჭვალულმა უპასუხა: „გამხნევდი, საყვარელო მამაო, და ამიერიდან ნუღარ შესწუხდები; ჯვარცმულის ფეხქვეშ დამიძს სპარსეთის გვირგვინი ყოველი მისი დიდებით. მინდა შევუდგე საყვარელს ზეციერს სიძესა და სულის ცხონებისათვის უნდა შეურაცხვყო ყოველი ხორციელი სიამოვნება. ჩემი კათოლიკე სარწმუნოებისათვის, რომელიც შენ მასწავლე, მზათ ვარ უარვყო საამქვეყნიო გვირგვინი და ეგრეთვე სისხლიც დავღვარო“. ელენემ რამდენჯერმე გაიმეორა, მტკიცედ ვიქმნები სარწმუნოებაზედ და სიკვდილს უფრო ვირჩევ, ვიდრე სპარსეთის მეფეს მივთხოვდებოდეო. ეგრეთვე პატრი ქრისტეფორეც შეჰპირდა მარტო არ დაგტოვებ და თან წაგყვები სამეგრელოშიო.
რა მიყვანეს ელენე სამეგრელოში, დადიანმა დაუწყო ბევრი ლაპარაკი და ჩაგონება, სხვათა შორის, უთხრა, რომ ისპაჰანის სამეფო ქალაქი, საქრისტიანო სამეფო ქალაქიაო, რადგან იქ უფრო ბევრი ქართველია, ვიდრე მთელ საქართველოშიო; თქვენ შეიქმნებით დედა და ახალი ესთერი ეგოდენ ერისაო და სხვა ამისთანა. ელენემ მდაბლად უპასუხა, რომ „არ შემიძლია მივთხოვდე ურწმუნოსა, არც ქვეყნიერებაში შესვლა მინდა, ქრისტიანედ შობილი ქრისტიანედ უნდა მოკვდეო; მინდა ჩემი ცხოვრება სარწმუნოებას ვუმსხვერპლო და ყველასაგან დავიწყებული ვიყვეო“. დადიანმა რაკი დაყვავებით ვერაფერი გაარიგა, მრისხანედ მოეპყრო და ჰგვემა კიდეც. ეგრეთვე გაიგო, რომ ელენეს ესედ გამამხნევებელი იყო პატრი ქრისტეფორე, რომელსაც ელენესთან მისვლა და ლაპარაკი აუკრძალა, მაგრამ ამითაც ვერ ააღებინა ხელი ელენეს თავის მტკიცე გარდაწყვეტილებაზედ.
ელენეს სიმტკიცეს ასეთის ქებით იხსენიებენ მისიონერები: „ვერაფრით დასძლია ეს უმტკიცესი ქალწული, რომელიც სდგა მტკიცედ, როგორც კლდე და მაგრად შემოზღუდული ციხე. თითქმის ერთი წელიწადი ებრძოდა; გარნა ბოლოს მზაკვრობით მოატყუა და სძლია ქალწულსა“.
სხვა საშუალება რომ აღარ დარჩა დადიანს, მიჰყო, ხელი მზაკვრობას და უთხრა ელენეს: რადგან ვერა სცანი, თუ რა ბედნიერებას გიგზავნის უფალი და სულელობას არ იშლი, გადავწყვიტე, ისევ დაბრუნდე კათალიკოსთან და გაატარო წყნარი და სულიერი ცხოვრება, როგორც ნატრობო. მეორე დღესვე გაისტუმრა ელენე. იმას ძლიერ გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ რა ნახა მისი წამყვანნი გურიის ნაცვლად, საქართველოს გზას დაადგნენ, მაშინ თავში შემოიკრა, ბევრი იტირა, ბევრი ივიშვიშა, მაგრამ თავი ვერავის შეაბრალა. რაც ნებით არ უნდოდა ის ძალად მიაღებინეს: ჩაიყვანეს სპარსეთში და მისცეს მეფეს, როგორც მოგვითხრობს მისი ამბის აღმწერი: „მართალია ელენე მზაკვრობით და ძალით წაიყვანეს სპარსეთსა; თუმცა კი იქ დააქორწინეს სპარსეთის მეფეზედ, მაგრამ ქრისტეს სარწმუნოება სულით და გულით დაიცვა და არაოდეს უღალატა“. სარწმუნოება რომ არ დაევიწყებინა, მეფეს სთხოვა გურიიდან პატრი ქრისტეფორე მომიყვანეო. შაჰი დათანხმდა მაშინვე ელჩები გამოგზავნა დადიანთან მის წასაყვანად. ქრისტეფორე დათანხმდა, მაგრამ ჯერ რომს ნება მოსთხოვა იქ წასვლისათვის, რომმა კი უარი უთხრა რის გამო ქრისტეფორე ვეღარ წავიდა სპარსეთს. ხოლო შეადგინა ერთი წიგნი ქართულად „სიტურფე საღვთო სიყვარულისა“ და სანუგეშებლად გაუგზავნა ელენეს.
აქვე ვთქვათ ისიც, რომ ქრისტეფორემ ერთი სხვა წიგნიც „განზრახვა ქრისტეს ვნებისათვის“ შეადგინა ქართულად და მიუძღვნა მალაქია კათალიკოსს. ეგრეთვე დაუწერია წიგნი საქართველოს და სამეგრელოს შესახებ და რადგან მხატვრობა კარგად სცოდნია, შიგვე ჩაურთავს მეფეებისა და მთავრების სურათები. სამწუხაროდ, აქამდე მისი ნაწერები ვერც ქართული აღმოვაჩინეთ და ვერც იტალიური.
პატრი იოსებ ჯუდიჩი, 1640 წ. რომში გაგზავილ ერთ თავის ვრცელ წერილში გურიის ზოგიერთი კათოლიკების შესახებ შემდეგს ამბავს მოგვითხრობს:
„მესხეთის მთავარმა ბავშა ქავთარიძემ (Bavscia Contarizze) და დადიანის ცოლის ძმამ მამუკა ვასკორტოსშვილმა (Vascortosfili), რა გაიგეს და შეისწავლეს კარგად ჩვენებისაგან სული წმიდის გამომავლობა, ესარჩლებოდენ და კიდეც ბჭობდენ მისთვის სხვებთან, როცა საჭიროება მოითხოვდა. უპირველესმა ბარონმა, მამუკა ნაკაშიძემ (Nacasizze), სხვა თავადების წინაშე სიტყვა წარმოსთქვა და აუხსნა, რომ ფრანგები ნამდვილი ქრისტეს სახარების დამცველნი არიანო; მთელ ქვეყანაზედ და ყველას წინაშე ქრისტეს ცხადად აღიარებენ და მისთვის სიკვდილსაც არ ერიდებიანო; დასასრულ (როგორც ისინი ჰგონებენ) ზეციერი სასუფეველისათვის თავიანთი თავი გაუსაჭურისებიათ, რათა კარგად დაიცვან ხორცის სიწმიდეო და დააბოლოვა: ესენი ჭეშმარიტი მოციქულებრივი კიცები არიანო. ბევრ ქალბატონთან ერთად ბარონმა ნიკოდიამ და გურიის მთავრის ქალმა თამარმა, რომელიც იმერეთის დედოფალი იყო და ქმრისგან გაშვებული, ქადაგების დროს რა გაიგონეს ჩვენის მისიონერებისგან, რომ საფრანგეთში იყო მონასტრები, სადაც დედაკაცები ხორცის სიწმიდით ღმერთს ემსახურებოდენ, მწუხარე გულითა სთქვეს, სხვათა შორის, ეს სიტყვებიც: „ახ! როდის გვაღირსებს ღმერთი, გავიპარეთ აქიდან და იქ წავიდეთ ღვთის სამსახურებლადო“. ელიზბარ მარაშვილმა (Vezzebari Marasfili), რომელიც დიდათ შესანიშნავი და ბრძენი პირია მთელს ამ მხარეში, მოიყვანა ჯგუფად ბარონები (თავადები, ანუ აზნაურები), რომლებიც თათრებზე ჰყიდდენ შვილებსა და ყმებსა, რათა პატრებს მათთვის ექადაგათ და ეჩვენებინათ ყმების გაყიდვის დიდი უღმრთოება; ის ფიქრობდა, რომ ამისი წამალი პატრების ქადაგების მეტი სხვა არაფერიაო. ეს თხოვნა პატრებმა სიამოვნებით შეასრულეს და ისიც დიდათ კმაყოფილი დარჩა“.
„მესხეთის მთავარმა ბავშა ქავთარიძემ (Bavscia Contarizze) და დადიანის ცოლის ძმამ მამუკა ვასკორტოსშვილმა (Vascortosfili), რა გაიგეს და შეისწავლეს კარგად ჩვენებისაგან სული წმიდის გამომავლობა, ესარჩლებოდენ და კიდეც ბჭობდენ მისთვის სხვებთან, როცა საჭიროება მოითხოვდა. უპირველესმა ბარონმა, მამუკა ნაკაშიძემ (Nacasizze), სხვა თავადების წინაშე სიტყვა წარმოსთქვა და აუხსნა, რომ ფრანგები ნამდვილი ქრისტეს სახარების დამცველნი არიანო; მთელ ქვეყანაზედ და ყველას წინაშე ქრისტეს ცხადად აღიარებენ და მისთვის სიკვდილსაც არ ერიდებიანო; დასასრულ (როგორც ისინი ჰგონებენ) ზეციერი სასუფეველისათვის თავიანთი თავი გაუსაჭურისებიათ, რათა კარგად დაიცვან ხორცის სიწმიდეო და დააბოლოვა: ესენი ჭეშმარიტი მოციქულებრივი კიცები არიანო. ბევრ ქალბატონთან ერთად ბარონმა ნიკოდიამ და გურიის მთავრის ქალმა თამარმა, რომელიც იმერეთის დედოფალი იყო და ქმრისგან გაშვებული, ქადაგების დროს რა გაიგონეს ჩვენის მისიონერებისგან, რომ საფრანგეთში იყო მონასტრები, სადაც დედაკაცები ხორცის სიწმიდით ღმერთს ემსახურებოდენ, მწუხარე გულითა სთქვეს, სხვათა შორის, ეს სიტყვებიც: „ახ! როდის გვაღირსებს ღმერთი, გავიპარეთ აქიდან და იქ წავიდეთ ღვთის სამსახურებლადო“. ელიზბარ მარაშვილმა (Vezzebari Marasfili), რომელიც დიდათ შესანიშნავი და ბრძენი პირია მთელს ამ მხარეში, მოიყვანა ჯგუფად ბარონები (თავადები, ანუ აზნაურები), რომლებიც თათრებზე ჰყიდდენ შვილებსა და ყმებსა, რათა პატრებს მათთვის ექადაგათ და ეჩვენებინათ ყმების გაყიდვის დიდი უღმრთოება; ის ფიქრობდა, რომ ამისი წამალი პატრების ქადაგების მეტი სხვა არაფერიაო. ეს თხოვნა პატრებმა სიამოვნებით შეასრულეს და ისიც დიდათ კმაყოფილი დარჩა“.
მისიონერები გურიიდან ხშირად ახალციხისკენაც მიდიოდენ, საცა ქრისტიანებს ამხნევებდენ და გამაჰმადიანებულებსაც ხელახლავ აქრისტიანებდენ. კათოლიკობა რა ესედ წარმატებული და გავრცელებული იყო თითქმის მთელს გურიაში, სწორედ იმ დროს, 1639 წ., გარდაიცვალა 62 წლისა გურიის მთავარი, მალაქია კათალიკოსი, რომელიც იყო მამა და მფარველი გურიის კათოლიკობისა და რომელმაც არაფერი დაზოგა მისი გაძლიერებისათვის. რადგან ყველა საბუთებს ჩვენამდე არ მოუწევია, ამიტომ ხელში ისეთი საბუთები არა გვაქვს, რომ მის გაკათოლიკებას კერძოდ შეეხებოდეს. ის კი ეჭვგარეთ უნდა იყოს, რომ მან კათოლიკობა მიიღო. ამას საზოგადოდ ამტკიცებს ყოველი მისი ქცევა მისიონერების მიმართ და ეგრეთვე ჩვენამდე მოწევნილი თეათინელების წერილები. ეს თუ არ შევიწყნარეთ, მაშ რით უნდა აიხსნას, სხვათა შორის ის, რომ თვითვე სთხოვა და დაავალა პატრებს, კარგად გაეწვრთნათ თუ ერი და თუ საეკლესიო პირნი, რათა რომის ეკლესიასთან შესაერთებლად დაბრკოლება არავისგან ყოფილიყო? ეგრეთვე მუდამ დღე ხედავდა, რომ თავისი ქვეშევრდომთაგანი ბევრნი კათოლიკობაზედ გადადიოდენ. პროპაგანდის ერთ საბუთში, რომელშიაც სიძველის გამო ყველა ვერ ამოვიკითხეთ, მოხსენებულია, რომ ის კათალიკოსი გარდაიცვალა თეათინელი მისიონერების მკლავზედ და ზედ ჰქონდა პაპის მედალი. ესევე უნდა ვთქვათ შემოქმედელი ეპისკოპოსისთვისაც, რომელიც მალაქიას სიკვდილის შემდგომ დაინიშნა კათალიკოსად, და რომელიც შეიქმნა მიზეზი გურიაში კათოლიკობის გავრცელებისა.
გარდაიცვალა თუ არა კათალიკოსი, მაშინვე მივიდა ლევან დადიანი თავისი ჯარით გურიაში და დასვა მთავრად მალაქია კათალიკოსის ძმა ვახტანგ (Vattan), რადგან თვითონ ეს უნდოდა და არა ის, ვისაც სჯულისამებრ ეკუთვნოდა გურია. ვახტანგ წინათვე მტერი იყო მისიონერებისა; ბევრ გზის ურჩია კათალიკოსს, რომ ისინი გაედევნა სამთავროდან, მაგრამ მალაქიამ ყურადღება არ მიაქცია. გახდა მთავარი თუ არა, დაუწყო მათ მტრობა, თითქმის ყველაფერი ჩამოართვა, რაც კი მათთვის მიეცა მალაქია კათალიკოსს: სახლი, მამული და ყმები. ეუბნებოდა მათ, თქვენ ჩემი ყმები ხართ, რადგან ამ სამთავროსთან ერთად თქვენი თავიც ჩამბარდაო. ამიტომ ძალა დაატანა, ფიცი ექმნათ, რათა იქიდან არასდროს წასულიყნენ. საკვირველი ის იყო, რომ ნებას არ აძლევდა მისიონერებს იქიდან განშორებისას, თუმცა კი ძლიერ სძულდა. მისიონერებმა თავიანთი სამწუხარო მდგომარეობა აცნობეს სამეგრელოში მყოფ თავიანთ თანაძმებს, რომელთაც საქმის ვითარება დადიანს მოახსენეს. დადიანმა წიგნი მისწერა და კაციც გაუგზავნა ვახტანგს, რათა გამოეშვა პატრები. გურიელმა, თუმცა კი პირობა მისცა, მაგრამ არ გაუშვა. იმავე დროს ჯარი შემოარტყა პატრების სახლს, რათა არ გაპარულიყვნენ.
ესე ერთ თვეს ყარაულობდენ მათ. დადიანმა მეორედ კიდევ მისწერა წიგნი და დაემუქრა. მხოლოდ მაშინ გაუშვა მისიონერები ვახტანგმა. იმათ წასვლაზედ ხალხი ძლიერ შესწუხდა, მაგრამ მთავართან ვერაფერი გააწყეს. მისიონერებმა თუმცა თავიანთი სახლი გადაიტანეს სამეგრელოში, მაგრამ გურია ერთიან არ დაუტევეს, რადგან ბევრი მორწმუნე ჰყავდათ. ამიტომ ხშირად მოდიოდენ და კათოლიკებს სასულიერო სამსახურს უსრულებდენ. ერის საჭიროებისათვის ამ წასვლა-მოსვლამ გასტანა დიდ ხანს, რამდენსამე წელიწადს. როგორც სჩანს მათის სიტყვებიდან, ასე 34 წელიწადი გაუტარებიათ უბინაოდ. ხოლო როდესაც გურიაში გამეფდა გიორგი, კარგად მიიღო მასიონერები, მშვენიერი ეკლესია მისცა, ეგრეთვე მამული და ყმები. დაუწყო მათ პატივისცემა, ძლიერ კარგად მოეპყრო, დაუბრუნა სარწმუნოების ქადაგების თავისუფლება და სხვა დანარჩენი სიკეთე, როგორათაც მალაქია კათალიკოსმა. გიორგის დროს გურიაში კათოლიკობის გავრცელებისას ვერაფერს ვიტყვით, რადგან, სამწუხაროდ, იმ დროის საბუთებმა ჩვენამდე ვერ მოაწია. ხოლო მარტო ის ვიცით, რომ გიორგიმ ძლიერ დაიახლოვა მისიონერები, მათ გვერდიდან არ იშორებდა. რა ერთხელ წავიდა აზრუმს ფაშასთან შემწეობის სათხოვნელად, თან წაიყვანა პატრი ტურკო და პატრი რასპონი. ეგრეთვე ომშიაც თან ახლდენ პატრები. ერთხელ გიორგი რა ომში დამარცხდა, პატრი ტურკო, რომელიც თან ახლდა, ტყვედ დაიჭირეს. ცხადია ასეთის ერთგულისა და მოკეთე მთავრის ხელში კათოლიკობა დიდათ უნდა წარმატებულიყო. ნამდვილად არ ვიცით, თუ რომელ წლამდე გასტანა თეათინელების მასიონმა გურიაში. ხოლო ის კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მისიონი უფრო მალე დასრულდა გურიაში, ვიდრე სამეგრელოში.
1677 წ. გიორგი გურიელმა გორში კაპუცინებს გაუგზავნა ერთი აზნაური და ოთხიც სხვა კაცი და სთხოვა, მისულიყვნენ მის სამთავროში, საცა იგი მათ აძლევდა თეათინელების დატოვებულს ეკლესიას, მამულებს და ეგრეთვე ერთ სოფელს, რომელშიც იყო 20 მოსახლე. რადგან კაპუცინები ცოტანი იყვნენ, ვერ შეძლეს იმ დროს გურიაში წასვლა. ამ გარემოებას რომში სწერს იმავე წლის ივნისის პირველს კაპუცინი ანტონ რომაელი. ამავე კაფუცინის ერთ სხვა, იმავე წელს დეკემბრის პირველს გაგზავნილ წერილში იხსენიებს გიორგი გურიელის წერილს მათი მოწვევის შესახებ ესედ:
„გიორგი გურიის მთავარი, მაქსიმე მიტროპოლიტი და ძმა მთავრისა, ხვარამზე (Cormaze) დედა ამ მთავრებისა, რომის დიდის პაპის ქვეშევრდომ პატრებს, რომელთაც იცით მკურნალობა და ქირურგია, გთხოვთ მობრუნდეთ თავისუფლად ჩვენს სამთავროში და ჩვენც მაშინვე დაგიბრუნებთ ეკლესიას, (თეათინელების დატოვებულს), სახლსა, მოგცემთ ბაღსა, ერთ სოფელს ოცი მოსახლით, ათ ცხენს, ღორებს, ცხვრებს და სხ“. ამის დედანი ხელში არა გვაქვს. გადმოგვიღია იტალიურიდან.
ამ საბუთებს გარდა გურიაში კათოლიკობის გავრცელებისა კიდევ სხვა უტყუარი საბუთები გვაქვს.
როგორც ჩვენი ისტორია გვიჩვენებს, საქართველთს კათალიკოსი ძველადგანვე გათავისუფლდა ანტიოქიის პატრიარქის უფლებისაგან და საქართველოს ეკლესიამ, მიიღო თვითმმართველობა (ავტოკეფალია). ხოლო აფხაზ-იმერთა კათალიკოსთ არ ეღირსათ ესეთი სრული თავისუფლება და დარჩნენ ანტიოქიის პატრიარქის ზედგავლენის ქვეშ. ბერძნები ხშირად მოდიოდენ აქეთკენ და ცდილობდენ, რომ საქართველოს კათალიკოსზედაც ხელახლავ გაევრცელებინათ თავიანთი უფლება. ანტიოქიის პატრიარქები, გაყრის შემდგომ, ხშირად კათოლიკები და რომის ეკლესიასთან შეერთებულნი იყვნენ. ამას ცხადად გვიმტკიცებს რომში სხვადასხვა დროს გაგზავნილი მათი შეერთების შესახებ წერილები. აქ დავასახელებთ მაკარიოზ პატრიარქს, რომელიც ჩვენს გუჯრებშიაც მოხსენებულია, რადგან, 1664-1665 წ. საქართველოში მოვიდა და დომენტი კათალიკოსთან შეარიგა ქაიხოსრო ბარათაშვილი, სახლთუხუცესის შვილი. ამის საქართველოში მოსვლას კაპუცინებიც სწერენ რომში 1665 წ. დიდათ აქებენ და ამბობენ, რომ თუ მან ერთ ორ გზის იქადაგა ჩვენს ეკლესიაში, მაშინ ყველა ქართველები შემოგვიერთდებიანო. პატრიარქმა საქართველოში მოსვლამდე, მიიღო კათოლიკობა და თავის შეერთების წერილი გაგზავნა რომში 1661 წ. მომეტებულად არ ვრაცხ, მოვიყვანოთ აქ პაპის ერთი წერილი, რომელსაც სწერს მისი წერილის პასუხად:
„ჩვენს პატივცემულ ძმას, ანტიოქიის ბერძნების პატრიარქს მაკარიოზს.
პაპი ალექსანდრე VII,
პატივცემულო ძმაო, მშვიდობა. რადგან ჩვენ სხვას არას ვნატრობთ, თუ არ იმას, რომ იესო ქრისტეს სისხლით დახსნილნი ეგოდენნი განშორებულნი სულნი შეუერთდენ თავიანთ უსაყვარლეს დედა ეკლესიას და სცხონდენ, ამიტომ გამოუთქმელის სიხარულით აღვივსენით, რა შევიტყეთ თქვენის, შარშან 30 სექტემბრის, მოწერილი წერილიდან და ეგრეთვე ჩვენის საყვარელი შვილის ფრანჩისკეს პიქეთიდან, რომ თქვენ არა მარტო შეუდეგით მტკიცედ მართლმადიდებელის სარწმუნოების ჭეშმარიტებას და სცანით ეკლესიების თავად და მოძღვრად რომის ეკლესია, არამედ ცდილობთ კვლავ ყველა თქვენის ღონისძიებით, რათა ყველა თქვენი ქვეშევრდომი ეკლესიები და ერიც ღვთის კურთხევით მოიყვანოთ სამოციქულო საყდრის ერთობასა და ზიარებაში, რის გამოც უფლისა მიერ ჩვენის განსაკუთრებულის მწყემსებრივის სიყვარულით გეამბორებით და ვეგებებით თქვენს წარჩინებულს აზრსა. ამიტომ კვლავ და კვლავ გირჩევთ და გთხოვთ, გულმოდგინებით და მტკიცედ შეუდგეთ ეგოდენ კეთილს და ორსავ ცხოვრებაში განუზომელის დიდებით სავსე საქმესა. ჭეშმარიტად ჩვენც არ დავცხრებით და გულმხურვალედ ვევედრებით ღმერთს, მოწყალების მამასა და შეგეწევით ამ საქმეში ყველანაირი სამსახურით, როგორც კი მოითხოვს დროება და გარემოება... 22 ივლის, 1662 წელს. მღვდელთმთავრობის მერვე წელსა“.
დაწვრილებით არ ვიცით, ამ პატრიარქმა საქართველოში რა ჰქმნა. ხოლო ის კი ცხადია, რომ გურიაში განაწესა ეპისკოპოსები, რომლებიც იმასავით კათოლიკები იყვნენ. ამას გვიჩვენებს შემდეგი გარემოება: 1667 წ. რომში მივიდა სკანითელი (Scanitelli) ეპისკოპოსი, სიმეონ, რომელიც ნაკურთხი იყო გურიაში გედეონ საკეთელი (Sakseti) მთავარ ეპისკოპოსისაგან. ამ ეპისკოპოსზედ რომიდან საქართველოში მყოფ კაპუცინებს მოსთხოვეს ცნობები. ამათაც აცნობეს:
დაწვრილებით არ ვიცით, ამ პატრიარქმა საქართველოში რა ჰქმნა. ხოლო ის კი ცხადია, რომ გურიაში განაწესა ეპისკოპოსები, რომლებიც იმასავით კათოლიკები იყვნენ. ამას გვიჩვენებს შემდეგი გარემოება: 1667 წ. რომში მივიდა სკანითელი (Scanitelli) ეპისკოპოსი, სიმეონ, რომელიც ნაკურთხი იყო გურიაში გედეონ საკეთელი (Sakseti) მთავარ ეპისკოპოსისაგან. ამ ეპისკოპოსზედ რომიდან საქართველოში მყოფ კაპუცინებს მოსთხოვეს ცნობები. ამათაც აცნობეს:
„ზემოხსენებულ ეკლესიას ბერძნულად ეწოდება ისკანი. ხოლო მისი საზოგადო სახელი ქართულად არის ისკანეთელი და იპოვება გურიას, საქართველოს პროვინციაში. ხსენებულ ეკლესიაში ეპისკოპოსებს ნიშნავს თვით მთავარი. გურიელის უფრო ერთგული ეს ეპისკოპოსები არიან და ითვლებიან სხვა ყველა იმ ქვეყნის უკეთეს კათოლიკებად და უკლებლივ მიდიან ხოლმე იერუსალემს მოსალოცავად. გედეონ არქიეპისკოპოსია საკსეთისა (აკდისა), რომელიც გურიაშია. ის, როგორც კათოლიკე, განწესებულია ანტიოქელი პატრიარქისაგან. ხსენებული მაკარიოზ ანტიოქიის პატრიარქი დარჩა მორწმუნედ და ძლიერ კარგი კათოლიკეა“.
ზემოთ ხსენებული სიმონ ეპისკოპოსი დიდის პატივით მიიღეს რომში, საიდანაც იმავე წელს გამობრუნდა. ის უნდა იყოს ბერძენი, (ნუ დავივიწყებთ, რომ იმ დროებში, როგორც საქართველოს, ისე გურია-სამეგრელოში ბლომად იყვნენ ბერძნის მღვდელ-მონაზონები), რადგან კაპუცინები მას ქიოელს (ქიოს კუძულიდან) უწოდებენ. მისი გვარიც ყოფილა რადოპულო. რა გამობრუნდა რომიდან, მივიდა ლივორნში, საიდგანაც უნდა წამოსულიყო აღმოსავლეთში. იქიდან წამოსვლის წინად, რომში კარდინალს მადლობის წიგნსა სწერს 28 დეკემბერს, 1667 წ. და ბოლოში ხელს ასე აწერს „ისკანის არქიეპისკოპოსი“.
შეიძლება არქიეპისკოპოსობა იმას რომში მიეღო, რადგან უწინ მარტო ეპისკოპოსად იყო წოდებული.
აქ ვასრულებთ გურიის კათოლიკების შესახებ ლაპარაკს. შეიძლება, ფიქრადაც არავის მოსვლოდა იქ ქართველი კათოლიკების ყოფნა. ჩვენც სრულებით არ გვეგონა, საქართველოს ამ პატარა პროვინციაში ეგოდენი კათოლიკები იქნებოდენ და მათზედ ესოდენი საბუთები შეგვხვდებოდა და დაკარგული ხომ კიდე ბევრია.
ბ) კათოლიკობა სამეგრელოში
ჩვენი მოლოდინის წინააღმდეგ დიდძალი საბუთები შევკრიბეთ სამეგრელოს კათოლიკებისა. ეს საბუთები ერთ კაი მოზდილს წიგნს შეადგენს, ყველა რომ გამოიცეს. რადგან აზრად გვაქვს კერძო წიგნი გამოვსცეთ ამ ქართველი კათოლიკების შესახებ, ამიტომ ყველა ნაპოვნ საბუთებს არ მოვიყვანთ, არამედ დავასახელებთ მათ, რაც უფრო შესანიშნავად მიგვაჩნია. ეგრეთვე, რაც შეიძლება, ცოტას მოვიყვანთ ტექსტებს, რათა მეტად არ გავაგრძელოთ ჩვენი წერილი. ხოლო წყაროებს კი ბლომად დავასახელებთ, რათა მკითხველმა ადვილად იპოვოს დედანი, თუ კი მოისურვებს.
სანამ მისიონერების ღვაწლის გამოკვლევას შევუდგებოდეთ, მოვიყვანთ პაპის წიგნს დადიანთან მოწერილს, რომელიც თეათინელებმა პირველშივე თან წამოიღეს თეიმურაზის წერილთან ერთად, შეინახეს იგი ვიდრე 1633 წლამდე და გარდასცეს დადიანს თავიანთი მოსვლისათანავე.
პაპი ურბანო VIII.
ოდიშის ქართველ მთავარს.
თქვენო კეთილშობილებავ. მშვიდობა და ღვთის მადლის ნათელი. მღვდლებს, რომლებსაც ვგზავნით საქართველოში, იმედი აქვთ ჰპოვონ კავკასიის მთებზედ კარმელის მთის სიბრწყინვალე და რიონის ნაპირად იორდანის მდინარე, უკეთუ თქვენმა კეთილშობილებამ მფარველობა გაუწია და ანუგეშა. ყველა ნათესავთა სამშობლო რომიც, რომელსაც ძლიელრნი მეფენი პატივს სცემენ და თავიანთ სარწმუნოებრივ ვალს უხდიან, როგორც საქრისტიანოს დედაქალაქს, გპირდება თავის მხრივაც ტიბრის პირად ვატიკანში პატივი სცეს თქვენ სახელს, უკეთუ ამ სამსახურით ანუგეშეთ ეკლესია. აწ აზიის მთავარს ვერც ევროპა სთხოვს უკეთეს ნიშანს დიდსულოვნობისას, რომელიც უნდა გამოიჩინოს მღვდლების მიმართ, რომელთაც დაივიწყეს ყველა სიამოვნება, უკუაგდეს შიში ყოვლის განსაცდელისა და არჩიეს თქვენი სამეფო თავიანთ საკუთარ სამშობლოსა. მანდ იმიტომ კი არ მოდიან, ქონება და სიმდიდრე შეიძინონ, არა, ღვთის მადლით, მათ ესეთი საცთურიანი გზა უარყვეს, რათა დაემორჩილონ ბრძანებას უფლისას. მოდიან მარტო იმისთვის, რომ ხალხს სულიერი ხსნა მიანიჭონ. ამ სულთა ცხონებაზეა დამყარებული რომის მღვდელმთავრის დიდებაც. არა თუ სარწმუნოება, არამედ თვით კაცობრივი გრძნობაც არ ექმნება, ვინც სიყვარულით არ მიიღებს ამ მღვდლებს, რომელნიც მოდიან ეგრეთ შორეულ სამთავროში, რათა თქვენის ბედნიერებისათვას იშრომონ. ყველგან მიღებულია, რომ სიყვარულისა და სარწმუნოების ნიშნად კაცმა უკუაგდოს თავისი საკუთარი ინტერესები და იზრუნოს მოყვასის სიკეთისათვის. იქიდან შეგიძლიათ სცნოთ, თუ რა რიგ უყვარხართ რომის ეკლესიას, რომ მანდ ამ სიშორიდან მოდიან და თქვენი სახელგანთქმულობისაც არაფერი გაუგონიათ. ამათი მანდ მოსვლის მიზეზი მხოლოდ ის, არის, რომ ქართველთა ერს და მთავრებს მოუპოვონ წყალობა ღვთისა და შესძინონ საუკუნო სიმდიდრე. მგზავრობის სიძნელე, მტრების მახე, ზღვის ღელვა, თქვენის ცხონებისათვის ყოველივე თავის სასჯელად მიიღეს.
ესეთნი პირნი თხოულობენ თქვენი კეთილშობილებისაგან შემწეობას და ქართველთა ერს დახმარებას. ამის, თხოვნა ვინებეთ თქვენგან ამ მოციქულებრივის წერილით, რათა ჩვენი მღვდელთ-მთავრული სიყვარულის ნიშნად დარჩეს თქვენთან. რა მაგათ პატივით მიიღებთ და მოუსმენთ სახიერებით, მაშინვე თქვენი სახელი საქებურ შეიქმნების აქ, საცა მთელი ქვეყანა მოდის.
ამასთანვე თქვენს მთავრობას გააბრწყინებს და გააბედნიერებს მოწყალე ღმერთი, რომელიც თქვენგან ასეთს საქმეს თხოულობს. თქვენთვის ამ მადლს ვსთხოვთ მას და ვნატრობთ, სული წმიდის ნათელმა განანათლოს თქვენი კეთილშობილება, რათა დაიმკვიდროთ ზეცას მის უდიდესი მეფობა, ვიდრე ამ ქვეყანაზედ გაქვთ. რომიდან. 4 ივლისისა 1626 წ. ჩვენი მღვდელთ-მთავრობის მესამე წელსა“.
ეს წიგნი რამდენსამე წელიწადს თან შეინახეს პატრებმა და დადიანს გადასცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიწყეს თავიანთი მისიონი სამეგრელოში. როგორც წინა თავში მოვიხსენიეთ, სამეგრელოში თეათინელების მისიონის დაფუძნებას მიზეზი გახდენ იქიდანვე გამოგზავნილი ელჩები, რომლებსაც უნდა მოელაპარაკნათ მარიამ დედოფლის დაქორწინებისათვის როსტომ ხანთან. ელჩებს შორის მოსული იყო ეგრეთვე ნიკიფორე, ანუ ნიკოლოზ ერბახი, რომელმაც ძლიერ ურჩია მისიონერებს სამეგრელოში წასვლა. წინდაწინვე დაარწმუნეს, რომ დადიანი კარგად მიგიღებთ და მეც ჩემის მხრით დაგეხმარებით იმასთანო. ესეთ გამხნევებული ორი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი და იოსებ ჯუდიჩი, 23 ოქტემბერს 1633 წ., დაადგნენ სამეგრელოს გზას ელჩებთან ერთად, რომელთა შორის იყო ხსენებული ნიკოლოზ და ეგრეთვე თბილელიც, როსტომის ელჩი დადიანთან გაგზავნილი, რომელმაც გზაში პატრებს უზომო გულკეთილობა და შემწეობა აღმოუჩინა, რადგან ქუთაისის გზები შეკრული იყო თეიმურაზისაგან, ახალციხიდან მოუარეს (ახალციხე იმ დროს სპარსელების ხელში იყო თურმე), გადმოიარეს მთები და ჯერ მივიდენ გურიაში, სადაც დიდის პატივით მიიღო მისიონერები გურიის მთავარმა მალაქია კათალიკოსმა (ძმა იყო მამია გურიელისა). იმათ ყოველთვის სუფრაზე იწვევდა და თავის კერძიდან წილს უდებდა. თავისი ეპისკოპოსებითურთ დაესწრო მათ წირვას, რომელიც გულმხურვალებით მოისმინა და ძლიერ აქო მათი წესი. აღარც კი უნდოდა მათი გურიიდან გაშვება, გარნა დადიანს მოერიდა. ოთხი დღის უკან წავიდენ სამეგრელოსკენ და მივიდენ ილორში (Ilori) 19 ნოემბერს. იმ დროს იქ მისულიყო დადიანი მრავლის მხლებლებით და ეპისკოპოსებით წმ. გიორგის დღეობაზე. დადიანმა ვერ მიიღო ისინი, რადგან მეორე დღესვე უნდა წასულიყო იქიდან. თუმცა რა შეიტყო მათი მოსვლა, თავისი კერძიდან გაუგზავნა ვერცხლის ჭურჭლებით საჭმელი და აცნობა, რომ წასულიყვნენ მერკულაში (Mergullas), რათა იქ მიეღო. დღესასწაულის გათავებისას ნასადილევს დადიანი წავიდა ყველა თავისი მხლებლებითურთ, თან გაჰყვნენ მისიონერებიც ელჩებთან ერთად. ვიდრე დადიანი იმათ ინახულებდა, ნიკიფორემ მოახსენა ყოველი მათი გარემოება. სხვათა შორის უთხრა: „ეს ევროპელი მონაზონები მოსულან აქ მარტო ხალხში ღვთის სიტყვის საქადაგებლად და სარწმუნოების გასავრცელებლად; ყველანაირი სათნოებით შემკული არიან, იციან ხელოვნებაც, მეტადრე სულიერ საგნებში დიდათ გაწვრთნილნი არიან და არც ფულს და არც სხვა რამ დიდებას ეძებენო. სურსთი აქვთ, დაბინავდენ, რათა ერი გასწვრთნან და განასწავლონ კეთილ ზნე-ჩვეულებასა და ღვთის სამსახურში. უეჭველად დიდს სიკეთეს მოუტანენ ერსა და თვით მთავრისთვისაც მათი აქ ყოფნა მეტად სასიქადულო იქნება“.
რა მივიდენ მერკულაში, ჯერ დადიანს მიართვეს შემდეგი საჩუქრები: ერთი უბის საათი, ერთი ღვთის მშობლის ხატი ვერცხლით მოჭედილი, სამი სხვადასხვა დურბინდი, ერთი ბროლის კრიალოსანი და ერთი პატარა ყუთი დანა მაკრატლებით. ესე ყოველვე დიდათ სასიამოვნოდ დაურჩა დადიანს. შემდგომ ამისა წარდგნენ მის წინაშე და მოახსენეს ესედ: „უდიდესო მეფევ, ჩვენ, რომლებსაც თქვენს წინაშე გვხედავთ, გლახაკურის ტანისამოსით მოსილთ, სიღარიბისაგან შეწუხებულთ მგზავრობისაგან დიდათ დაქანცულთ, ევროპელი მონაზონები ვართ, იესო ქრისტეს სახარების მიმდევარნი. არა სხვის ძალდატანებით, არც ჩვენის სურვილის წინააღმდეგ, არამედ ნებით დაგვიტოვებია ქვეყნიური ამაოება. იტალიის მშვენიერი ქალაქი, მთელ ქვეყანაზედ განთქმული რომა არის ჩვენი ქვეყანა, საიდგანაც, ვითარცა საეკლესიო საყდრიდან, რომის მღვდელთ მთავარი მოციქულთა მთავრის პეტრეს მოსაყდრე და იესო ქრისტეს მონაცვლე ამ ქვეყანაზედ, ყოველ ტომს უწესებს ქრისტიანებრივის სარწმუნოების კანონსა. იგივე განაგებს მთელ ქვეყანაზედ მოფენილს ეკლესიას და მასვე ემორჩილებიან სარწმუნოებრივის ქვეშევრდომობით მეფენი და მთავარნი. იმან აგვირჩია და წარმოგვგზავნა თქვენდა სამსახურად ჩვენ, მოციქულებრივი მღვდლები. თქვენის დიდის სახელის და გულკეთილობის განთქმულობით გათამამებულთა ჩვენის ნებით ვიტვირთეთ ზღვისა და ხმელეთის გაჭირვება. სრულებით არ გვსურს შეძენა სიმდიდრისა, ოქრო-ვერცხლისა და ან სხვისა, რაც კი შეიძლება მიანიჭოს კაცს აქაურის ქვეყნის სიუხვემ, ანუ მცხოვრებთა გულკეთილობამ, რადგან ჩვენს ქვეყანაშივე დიდი ხანია უარვყავით ეს ყოველივე. დიდსულოვანო მთავარო, ჩვენი ერთად ერთი მიზანია, თუ თქვენ და თუ თქვენს ერს ვასწავლოთ კათოლიკე სარწმუნოების ჭეშმარიტება და მოვუპოვოთ საუკუნო ბედნიერება“.
დადიანმა ძლიერ კარგად მიიღო იგინი და დაჰპირდა, რომ დიდის პატივით შეინახავდა თავის სამთავროში და აღმოუჩენდა ყველანაირს შემწეობას. რადგან იმ დროს ბერძნის მღვდლებიც იყვნენ იქ, ნიკიფორემ ურჩია, პაპის წერილი მერე გადაეცით მთავარსო. იმათაც ისე ჰქმნეს.
შემდგომ დედოფალსაც გაუგზავნეს საჩუქრად ერთი ვერცხლით შეჭედილი ხატი, ქარვის კრიალოსანი და პატარა კოლოფი. დედოფალმა დიდის სიამოვნებით მიიღო საჩუქრები და მიიწვია. დიდი პატივი სცა, ბევრი რამ გამოჰკითხა და მერე ერთი ცამეტი წლის ვაჟი აჩუქა და ისე გამოისტუმრა. მეფეცა და დედოფალიც თავიანთი სუფრიდან უგზავნიდენ საჭმელს, რადგან დიდად მოხარული იყვნენ მათი მოსვლისა.
ნაჩუქარი ყმაწვილი მისიონერებმა კარგად გაწვრთნეს სარწმუნოებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, კოსტანტინეპოლიდან მოვიდა მისი გამაჰმადიანებული ძმა, მათ გამოართვა და თან წაიყვანა. დედოფალმა ანუგეშა პატრები და მესამე დღეს მისცა სხვა უკეთესი ყმაწვილი, რომელიც კარგად გაწვრთნილი სარწმუნოებაში შემდგომ კათოლიკედაც გარდაიცვალა.
დადიანმა იგინი დროებითად დააბინავა ერთს თავის პალატში, რომელიც იყო კოზხეთის (Choz Cheti), ერთ მშვენიერ გორაზედ, რათა დაღალულობისაგან შეესვენათ. ეგრეთვე მისცა მათ გასაკურნებლად თავისი სამი წლის ასული, დამბლა-დაცემული, რომელიც მალე გამოაბრუნეს და გულმოდგინედ უწამლეს. მართლადაც გაჰკურნებდენ, დედას რომ მალე არ წაეყვანა ბავში. დადიანმა უბრძანა იმ ადგილის მცხოვრებთ, რათა რიგრიგათ ეზრუნათ პატრებისათვის და მიეცათ მათთვის საჭმელი და ყოველივე, რაც კი დასჭირდებოდათ.
დღითი-დღე ემატებოდათ მეფისა და დედოფლის პატივი და სიყვარული მისიონერებსა. დადიანი ხშირად იწვევდა მათ თავისთან და თან მიჰყავდა სანადიროთაც, რათა შეექცია და გაერთო. ხშირადაც თავის სახლში აყენებდა. ამ გარემოებისაგან ისარგებლეს, ამოარჩიეს კაი შემთხვევა და დადიანს გარდასცეს პაპის წერილი. ამას ესე აგვიწერს ლამბერტი: „როდესაც ზუგდიდს მის პალატში ვიდექით და იგიც ძლიერ შინაურად გვეპყრობოდა, მივართვით პაპის წერილი. ძლიერ სასიამოვნოდ დაურჩა და დაგვპირდა, რომ იტალიაში კაცს გავგზავნი და წიგნსაც გავატან, რათა პაპს ჩემი პატივი მივუძღვნაო“.
მისიონერები თუმცა კარგად იყვნენ დაბინავებული და არაფერი აკლდათ, მაგრამ სამუდამო არც ეკლესია ჰქონდათ და არც სახლი. თავიანთი სადგომის გარეშემო შემოიარეს და ჰპოვეს ჭიპურიაში (Cippurias) ორი შვენიერი თლილი ქვით ნაშენი ეკლესია, ამათგან ერთი ცარიელი იყო, რადგან მისი გამგებელი ეპისკოპოსი დადიანს თავის დისათვის სულიერ მოძღვრად გაეტანებინა საქართველოში. ის ეკლესია თავისთვის სთხოვეს დადიანს იმ მხრის მოურავის (Governadore) პირით. დადიანი შეჰპირდა მიცემას. ერთ დღეს ცხენით მიდიოდა იმ ეკლესიის ახლოს და თან ახლდა ეპისკოპოსები, მათთან ნიკიფორეც; დადიანმა ნიკიფორეს უთხრა: „კარგად იცოდე, რომ შენის ფრანგებისათვის ვიზრუნე და მოვუპოვე ეკლესიაც, რადგან გადავწყვიტე, მივსცე მათ ეს ეკლესია თავისი ყმებით და მამულებით. ეს რა გაიგონა ალავერდელმა, თითქოს მთავარს ღმერთი ეგმოს, აღაპყრნა თვალნი ზეცას, დაიწყო გულში ცემა და წამოიძახა, ღმერთო შემიწყალე, ღმერთო შემიწყალე, ეს რა ამბავია, რა მესმის? ეს ეკლესია გინდათ მისცეთ ლათინებს? ნუ თუ ეგენი მწვალებლები და ჩვენის სარწმუნოების მტრები არ არიან? მაგისთანებს განა ეკლესია უნდა მისცეთ? მე მეგონა, რომ მათ გასდევნიდით სამთავროდან და ამის მაგივრად კი გინდათ ჩვენი მღვდლების თანასწორ შერაცხოთ და ესედ პატივი სცეთ?” ეს ალავერდელი, რომელმაც შემდგომ კათოლიკობა მიიღო, თავისი მაღალი სწავლით, მჭერ-მეტყველებით და წმიდა ცხოვრებით ძრიელ განთქმული იყო მთელს საქართველოში. ამიტომ მისმა ამნაირმა სიტყვებმა დიდი ზედგავლენა იქონია დადიანზედ, რომელმაც იმ ხელად აღარ მისცა პატებს ეკლესია.
რამდენისამე დღის შემდგომ დადიანმა სთხოვა პატრებს, რათა ეწამლათ ერთის უპირველესი მთავრის ქალბატონისათვის. პატრებმა უთხრეს და მოახსენეს:
„რადგან ეგრედ ბოროტი ვყოფილვართ, როგორათაც დაგვსახა ალავერდელმა, გვიბოძეთ ნება, თქვენს სამთავროს გავშორდეთო. დადიანმა უთხრა: თავის დღეში არ ვიქმ თქვენისთანა გულკეთილი კაცები გაშორდენ ჩემს სამთავროს; რათა კარგად სცნოთ, რომ ალავერდელის სიტყვები დიდად არაფრად მიმაჩნია, ახლავე გაძლევთ ჭიპურიის ადგილს, მამულს და ყმებს, გარდა ეკლესიისა; მარტო იმიტომ, რომ სამღვდელოება არ ავალაპარაკო; ხოლო გპირდებით, აგიშენოთ იქვე ახალი სხვა ეკლესიაო“.
ოქტომბერში 1634 წ., ჩაიბარეს ჭიპურიის მამულები პატრებმა, მაგრამ ეკლესიაზედ კი მუდამ თვალი ეჭირათ და მარჯვე დროს ეძებდენ, რომ ხელახლა გამოეთხოვნათ მთავრისაგან.
1635 წ. აპრილში, დადიანი თავისი ჯარით წავიდა იმერეთს საომრად. ერთ დღეს ცხენზე გადავარდა და დასნეულდა. მაშინვე პატრი ლამბერტი მოაყვანინა საწამლებლად და დაჰპირდა დიდ პატივსა და საჩუქრებს, თუ გაჰკურნებდა. ეგრეთვე მისი მინისტრი პაატა წულუკიაც (Pata Zulochia) 300 სკუდის ჩუქებას დაპირდა, თუ მეფეს გაჰკურნებდა. პატრმა უწამლა და რამდენისამე დღის შემდგომ დადიანი განიკურნა. პაატამ მოინდომა თავისისა და მეფის პირობის შესრულება, პატრი დაესაჩუქრებინა. ხოლო ლამბერტიმ უთხრა: თქვენი საუკეთესო საჩუქარი ის იქმნება, რომ ჭიპურიას წმიდა გიორგის ეკლესიას მოგვცემდეთო. პაატამ მოახსენა მეფეს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა და მისცა მაშინვე ეკლესია, რამდენიმე ყმა და ეგრეთვე სხვა საჩუქრებიც.
ამ ამბავს ლამბერტის გარდა, მისი ამხანაგი იოსებ ჯუდიჩიც რომს ასე სწერს: „ამ დღეებში მთავართან ვიყავი და თავისი პირით მითხრა: შენმა ამხანაგმა განმკურნა; თუ ამისთვის და თუ სხვა მიზეზების გამო, ხსენებული მინისტრები ჩაგაბარებენ ეკლესიის კლიტეებსა. ახლა ის ეკლესია გვაქვს, მოვაწყეთ და შიგ ვასრულებთ ყოველ ღვთის მსახურებას რომის ტიბიკონისამებრ, თუმცა კი ბერძნებმა არაფერი დაზოგეს და დიდად ეცადნენ, მთავარს ხელმეორედ წაერთმია ჩვენთვის ის ეკლესია“.
ამ ამბავს ლამბერტის გარდა, მისი ამხანაგი იოსებ ჯუდიჩიც რომს ასე სწერს: „ამ დღეებში მთავართან ვიყავი და თავისი პირით მითხრა: შენმა ამხანაგმა განმკურნა; თუ ამისთვის და თუ სხვა მიზეზების გამო, ხსენებული მინისტრები ჩაგაბარებენ ეკლესიის კლიტეებსა. ახლა ის ეკლესია გვაქვს, მოვაწყეთ და შიგ ვასრულებთ ყოველ ღვთის მსახურებას რომის ტიბიკონისამებრ, თუმცა კი ბერძნებმა არაფერი დაზოგეს და დიდად ეცადნენ, მთავარს ხელმეორედ წაერთმია ჩვენთვის ის ეკლესია“.
ეკლესიის მიცემისათვის კოსტანტინეპოლის პატრიარქი ძლიერ გაურისხდა დადიანს და სამეგრელო ერთიან უნდა შეეჩვენებინა თურმე. ხოლო დადიანმა ყურადღება აღარავის მიაქცია.
რა დაბინავდენ მისიონერები ასე მშვენიერ და მზა მამულში, შეუდგნენ მეგრულის შესწავლას და მალეც შეისწვლეს. მაშინვე დაიწყეს ქადაგება და ხალხის მოვლა, რამდენათაც კი შეეძლოთ. უნდა ვთქვათ, რომ განუსაზღვრელი და გამოუთქმელია ყოველი ის სიკეთე, რაც ამათ მიაგეს ქართველთა ერს მეტადრე სამეგრელოში. რადგან ქრისტეს ბრძანებისამებრ, მათ დასდვეს სული თვისი მოყვასისათვის; ყველაფერი თავს იდეს, თვით სიკვდილსაც არ მოერიდენ, რათა შესწეოდენ როგორმე თავიანთ შორეულ და უცნობ ძმებს, რომლებიც სხვადასხვა უბედურებაში ჩაფლულნი იყვნენ. ამიტომ საქართველომ არასოდეს უნდა დაივიწყოს მათი სიკეთე და მუდამ ლოცვა-კურთხევით უნდა მოიხსენიოს მათი სახელი.
სამეგრელოში სამი დიდი სენი იყო მოდებული, რაც მთელს ერს სულიერად და ხორციელად ღუპავდა. ეს სამი სენი შემდეგი იყო: 1, ნათლიღების წესის ნაკლულევანება; 2, ყმების გაყიდვა მაჰმადიანებზე; 3, ბავშვების ცოცხლად დამარხვა. ეს რომ ჩვენ სხვა მწერლების ნაწერებში ამოგვეკითხა, სრულებით არ დავიჯერებდით, არამედ ზღაპრად და ცილის წამებად ჩავთვლიდით, რადგან ესეთი ბარბაროსული ჩვეულება თვით უკანასკნელ ნადირ ხალხშიაც ძლიერ იშვიათია. ხოლო სამეგრელო კი ამნაირი ერის კატეგორიას არ ეკუთნოდა, ვინაიდან იქ ძველი დროიდანვე ქრისტეს სარწმუნოებასთან ერთად შეტანილი იყო განათლება და ყოველი უმთავრესი კაცობრივი პატიოსნება და გრძნობა. ხოლო ეს სისაძაგლე რა ამოვიკითხეთ და თვით ნაწერი კი ეკუთვნოდა იმნაირ კაცებს, რომლებიც განწირული იყვნენ ამ ერისათვის, რომლებიც ამ ერის ავსა და კარგს თვალით ხედავდენ და ხელით ეხებოდენ და რომლებიც ყველა თავიანთ გაგონილს, ნანახს, ნათქვამს და ნაქმნარს დღითი-დღე სწერდენ ევროპაში და ყველა საშუალებას ხმარობდენ ამ უბედურების მოსასპობლად, არავითარი საბუთი გვაქვს, არ დაუჯეროთ და ჭორად ჩამოვართვათ ნათქვამი. ამის გამო იძულებული ვხდებით, ესეთი მოთხრობა მივიღოთ ნამდვილ ისტორიულ ფაქტად. ხოლო ამასაც დავსძენთ, რომ ეს ბარბაროსული მოქდება არ უნდა ყოფილიყო საზოგადო და არც დიდხანს უნდა გაეტანა, არამედ რომელსამე დროებითს და უბედურს გარემოებას უნდა მიეწეროს. არც იმას დავფარავთ, რომ ამ სამარცხვინო მოვლენაში, ბატონყმობასაც თავისი ნაწილადევი ზედ გავლენა ჰქონდა.
ბავშების ცოცხლად დამარხვას, სხვათა შორის, მოგვითხრობს პატრი ლამბერტი თავის „Colchide sacra“-ში და უჩვენებს ორ შემთხვევას ასეთის ულმობელობისას. ერთი იყო სიღარიბე, რადგან ვისაც რჩენის საშუალება არა ჰქონდა, თავის ქორფა ბავშს მოუნათლავს თვითვე ცოცხალს ბაღშივე მარხავდაო. მაგალითად ასახელებს თავის ახლო მეზობელს, რომელსაც სამი თავისი ბავში ერთი მეორის შემდგომ ცოცხალი დაემარხა; მეორე გარემოება ეს ყოფილა: როდესაც ცოლი ფეხმძიმე დაქვრივებული ბავშის დაბადებამდე გათხოვდებოდა და მეორე ქმრისს, სახლში მოილოგინებდა, იმ ბავშს მამინაცვალი თავის შვილად არ სცნობდა, ამიტომ, თავიდან მოსაშორებლად, მოუნათლავს ცოცხალს მარხავდენ თავიანთ ეზოშივე. ეს ამბავი შეეტყოთ მისიონერებს ერთი თავიანთი მოსამსახურისაგან, რომლის ახლად დასახლებული მეთევზე ძმა ასე მოქცეულიყო. ეგრეთვე ერთ წერილში, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც დამწერის სახელი უჩანს, მაგრამ ვფიქრობთ უნდა იყოს პატრი ჯუზეპე ჯუდიჩისა, საქმე ასეა მოთხრობილი: „თუ ბავში დაიბადა მახინჯი, მიწაში მარხვენ და ისე ბოლოს უღებენ; ამავე ნაირად ექცევიან იმ ბავშებს, რომლებიც დაიბადებიან ორშაბათ დღეს, რადგან იმ დღეს დაბადებულს ბავშს ოჯახის დამარღვეველად რაცხვენ; არც მესამე ქალიშვილს აცოცხლებენ. თუ დედა ახალგაზდა არის, პირველ შვილს მაშინვე ჰკლავენ, რადგან არ უნდათ თავი შეიწუხონ ასე ადრე ბავშების აღზრდით. ამავე ნაირად ექცევიან ზოგიერთ ბავშებსაც, როცა დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შემდეგში იმათი ბატონი ტყვედ დაჰყიდის“.
რა სცნეს მისიონერებმა ესეთი საზიზღარი ჩვეულება, მაშინვე მიმართეს მეფეს, რათა აეკრძალა ესა და დამნაშავე მძიმედ დაესაჯა. ხოლო დადიანმა უთხრა, რომ მარტო აკრძალვით საქმეს არ ეშველებარაო, რადგან იტყვიან ბავში კვდარი დაიბადაო და ესედ ყველა თავს გაიმართლებსო. ამ შემთხვევაში რა ვერ გაიმარჯვეს მისიონერებმა, თვითვე შეუდგნენ ამ დიდის სენისათვის როგორმე წამალი დაედოთ. აქეთ-იქით მეთვალყურენი დააყენეს, რათა მათთვის ეცნობებინათ, როცა ბავშები დაიბადებოდენ, იქნება, როგორმე სიკვდილისაგან გადაერჩინათ. ეგრევე, საცა კი შემთხვევა მიეცემოდათ, ხალხს დაუწყეს ლაპარაკი, რჩევა და მათ გულში სიბრალულის აღძვრა. მშობლებსაც დაჰპირდენ შემწეობას და მასთანვე ძიძის შოვნასაც, თუ თვითონ არ ინდომებდენ თავიანთი შვილების აღზრდას. ამ საშუალებით ასე თუ ისე გავლენა იქონიეს მშობლებზედ; ზოგი ბავშის მონათვლა მოასწრეს და ბევრიც სიკვდილს გადაარჩინეს. თუმცა კი ეს უწყალო ჩვეულება პირველში ერთიანად ვერ მოსპეს, მაგრამ კარგად შეასუსტეს და ესედ უმანკო მსხვერპლების რიცხვიც შესანიშნავად შეამცირეს. არა სცხრებოდენ და მუდამ ებრძოდენ ამ სენს, რომ ერთიანად აღმოეფხვრათ.
მეორე დიდი უბედურება, საქართველოს გამაოხრებელი დიდი წყლული იყო ყმების და ბავშების გაყიდვა ურწმუნოებზე. ეს სენი ხომ ერთიან მთელს საქართველოში იყო გავრცელებული; მაგრამ სამეგრელოში უფრო მძვინვარებდა, რადგან იქ ზღვა ძლიერ ხელს უწყობდა ამ უსინიდისო ვაჭრობას. პატრი იოსებ ჯუდიჩი თავის სამეგრელოს აღწერაში, რომელიც გაგზავნა რომას 20 სექტემბერს 1640 წ., ამ თვიდან იწყებს თავის აღწერას და ესედ ეუბნება: „ამ თვეში მიდიან სამეგრელოდან კოსტანტინეპოლში თათრების გემები, დატვირთული იმ ქვეყნის საქონლით და განსაკუთრებით ურიცხვი ქრისტიანი ყმაწვილებით, რომლებიც თათარს (სულთანს) მიჰყიდეს მეგრელებმა და ქართველებმა და რომლებსაც ჩვენ მწარედ მივსტირით... ღმერთმა უწყის, თუ რაოდენ გზის წავედით, გავამხნევეთ ის ყმაწვილები, რათა არც შიშისა და არც რამე დაპირების გამო არ დაეტოვებინათ ქრისტეს სარწმუნოება, რომელშიაც შობილ იყვნენ“.
მთავრები და ბატონები ამით არა მარტო ისაკუთრებდენ თავიანთი ყმების ქონებას, არამედ მათი სიკვდილ-სიცოცხლის უფლებასაც ჩემულობდენ. უწყალობით განძვინებულნი და სიხარბით დაბრმავებულნი არ ზოგავდენ არც ბავშებს, არც დედაკაცებს და არც თვით მამაკაცებს, ოღონდ მათთვის რაიმე ბრალი დაედოთ; შეუბრალებლად და დაუზოგავად ჰყიდდენ ურწმუნოებზე და ამნაირად მამულს, ნათესაობას, თავისუფლებას და თვით სარწმუნოებასაც სამუდამოდ სწირავდენ. ერთი სიტყვით, ყმებს, როგორც პირუტყვებს, ისე ეპყრობოდენ. ეს უღმერთოები მარტო ერის კაცების გაყიდვას არ სჯერდებოდენ, არამედ თავიანთ უწმიდურს ხელს თვით იესო ქრისტეს მსახურებსაც ახებდენ, თვით მღვდლებსაც კი ჰყიდდენ!!! ასეთის საზარელის მოქმედების ერთს საოცარს და ყურით მოუსმენელ მაგალითს მოგვითხრობს თვალით მხილველი ლამბერტი თავის „სამეგრელოს აღწერაში“, ესედ: „ოდიშის ერთს უმთავრესს თავადს ჭილაძეს (Cilazze) ათი, თუ თორმეტი კაცი დასჭირდა, რათა მით გადაეხადა ფასი ზოგიერთი საქონლის, ანუ ნივთისა, რომლის ყიდვაც უნდოდა. ეს რა გაიგეს მისმა ყმებმა აქეთ-იქეთ გაქცევით თავს უშველეს და დაიმალნენ, ხოლო ჭილაძემ მათ ხელში გასატარებლად ეს ხერხი იხმარა: გამოაცხადა, ამა და ამ დღესასწაულში ერთს ჩემს ეკლესიაში დიდის დიდებით წირვას შევასრულებინებ მღვდლებს და ვინც კი დაესწრება კარგად დავასაჩუქრებ და მშვენიერ სადილსაც გაუმართავო. ამ ცრუ დაპირებამ შეაცდინა და დანიშნულ დღეს მოვიდა თორმეტი მღვდელი და შეუსრულეს დიდებით წირვა, რომელსაც დიდის სასოებით დაესწრო ჭილაძე. წირვის შემდგომ ნაცვლად დასაჩუქრებისა და სადილის მირთმევინა, ბატონმა ჭილაძემ მაშინვე ეკლესიის კარები დააკეტვინა, მღვდლებისათვის ბორკილები შეაყრევინა, მათთვის წვერები დააპარსვინა და თორმეტივე მისცა თათრებსა, რომლებისგანაც მიეღო ათასი სკუდისაზე მეტი საქონელი!“. ამნაირ უღმრთოებას მარტო თავადები და ბატონები კი არ ჩადიოდენ, არამედ თვით საეკლესიო პირებიც ასე მოქმედებდენ, რადგან ყველა ეპისკოპოსს ბლომად ჰყავდა თავისი საკუთარი ყმები. ამნაირ სასირცხო მაგალითს იგივე ლამბერტი მოგვითხრობს, ხოლო აქ მოყვანა მისი ჩვენ გვეძნელება.
ესეთი უღმრთოება უფრო საზარელი ხდება მაშინ, როდესაც მას ადგილი აქვს ახლო ნათესავთა შორის. საუბედუროდ, არა ერთხელ მომხდარა, ნათესავს ნათესავი გაეყიდოს, მამას შვილი, შვილს მშობლები. ასეთ საზიზღარ შემთხვევას მოგვითხრობს იგივე ლამბერტი. 1633 წ. ქართლში შემოსულ სპარსეთის ჯარში ერთ აზნაურს სპარსელის ცხენი მოსწონებია, ფული არა ჰქონია და ფასად თავისი დედა მიუცია სპარსელის მაჰმადიანისათვის და გამოურთმევია ცხენი!!! ამისთანა სატირელ მდგომარეობაში იყო ქართველთა ერი, რომელსაც არც ბატონი და არც ნათესავი ინდობდა. სწორედ ამ დროს მოვიდენ ის მისიონერები. ეს პატრები, მოყვასის სიყვარულით გამსჭვალულნი, მხნედ და თავგამოდებით წინააღუდგნენ ასეთ ბარბაროსობას; დაურიდებლად აყვედრეს დიდს და პატარას ესეთი უწყალობა. რა სცნეს, ასეთი უჯერო მოქმედების ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ერის უმეცრება საღვთო საგნებში და თავისის მსგავსის დაუფასებლობა, დაუწყეს წვრთნა და ქადაგება ერსა: „ღმერთმა კაცი გააჩინა თავისუფალი, მისი ნების წინააღმდეგ როგორ ჰბედავთ მის ტყვედ გაყიდვას? დასაწყისშივე ქვეყანა ბუნების წესით რომ იმართებოდა, ყველანი თანასწორნი იყვნენ და არავის ემართლებოდა თავისი მსგავსი დაეჩაგრა. აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა და სხვა მამათავრების დროს, რომელთაც მარტო ბუნებითი რჯული ჰქონდათ, ყველა თავისუფლად სცხოვრობდა, თავის ადგილებში ყველა თავისუფლად აძოვებდა ცხვარს, არავინ ეხებოდა სხვის სიცოცხლეს; ესეთი მტარვალური საქმე არავის ჩაუდენია. მოსეს რჯულის დროს არც ურიებს უქმნიათ თქვენისთანა ველურობა. ასეთი საქმე ღვთისგან მკაცრად აკრძალული იყო, ყველა წყნარად სცხოვრებდა თავის ვენახში.
რადგან აქაბმა თავის ქვეშევრდომს ნაბოტს ძალით წაართვა ვენახი და მას მოუსპო ცხოვრება, ღმერთი ისე განურისხდა, რომ სამეფო ერთიან ჩამოართვა. თქვენ, მეფენო და მთავარნო, ეს ღვთის რისხვა თქვენც მოგელით, მაგრამ იცოდეთ კარგათ, თქვენზედ უფრო ფიცხელი იქნება ეს რისხვა, რადგან ჰყიდით ურწმუნოებზედ იმას, რომელიც იესო ქრისტემ დაიხსნა თავისი სისხლით და მათ მიერ სარწმუნოების დატოვების მიზეზი ხდებით. როგორ გადურჩებით მის სასჯელს, რომ მისი სისხლით გამოსყიდულ ეგოდენ სულთ ჰყიდით? ამ ჯვარცმამ, რომელსაც ხედავთ, დაიხსნა ეგენი ეშმაკის ტყვეობისაგან და ყველას მოუპოვა თავისუფლება. ამიტომ მასვე ჰნებავს, მისი მფარველობის ქვეშ თვითეულმა ისარგებლოს ამ თავისუფლებისაგან. რა გგონიათ, ეკლესია ვნების დღეებში, რად აღებს საპყრობილეს და ათავისუფლებს დატყვევებულთა? იმად, რომ გიჩვენოსთ, რათა, რა კი მის მორწმუნებს ებოძათ თავისუფლება, აღარავინ გაჰყიდოს იგინი ურწმუნოებზედ. ამას ეკლესია თქვენ გიშლით, იესო ქრისტეს სჯული თქვენ გიკრძალავთ, ყველა წმიდა მამანი და კრებანი თქვენ წინააღმდეგ ღაღადებენ, ყველა თქვენ ვალდებულ გყოფთ, რომ არა მარტო უნდა აღმოფხვრათ თქვენს სამთავროში ეს ბარბაროსული ჩვეულება, არამედ კვლავ ეცადოთ და დაიხსნათ ეგოდენი თქვენ მიერ თათრებზედ გაყიდული ქრისტიანები“? და ამის მსგავს სხვას კიდე ბევრს ეუბნებოდენ. ყოველთვის, ყველგან და ყველას ამას ჩასძახოდენ.
როდესაც მთავრები ავადმყოფობის დროს პატრებს იბარებდენ საწამლებლად, პატრები მათ არ ზოგავდენ, აყვედრიდენ, უჩვენებდენ, რომ სნეულებას ღმერთი მოუვლინებდა ყმების გაყიდვის გამო. იმათი ქადაგება არ დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მალე სანატრელი ნაყოფი მოუტანა ერს. დადიანს ისე ჩააგონეს, რომ მალე ბრძანება გამოსცა და ყველას აუკრძალა ყმების გაყიდვა თათრებზედ. ამ ამბავს 1640 წ. რომას სიხარულით სწერს პატრი ჯუზეპე ჯუდიჩი თავის სამეგრელოს აღწერაში: „დიდი პატივის ნიშანია ჩვენთვის (რადგან ჩვენ უზომოდ გვანუგეშა) მეფის მერ ჩვენდა სასიკეთოდ გამოცემა ბრძანებისა, რომელშიაც ამბობს, ამას ამას იქით თათრებს ტყვედ აღარავან უნდა მიჰყიდოს თავიანთი ქვეშევრდომებიო“.
როგორც დადიანზე, ისე სხვა თავადებზედაც დიდი გავლენა იქონია მისიონერების ქადაგებამ. ისინიც დაფიქრდენ და თავიანთი უსამართლობა და ყმების გაყიდვა მოიშალეს. მისიონერები დიდის სიხარულით სწერენ რომას ამ ქადაგების ნაყოფისთვის. სხვათაშორის იგივე პატრი იოსებ ერთ თავის სხვა წერილში ესე აგვიწერს გარემოებას:
„ჩვენმა ქადაგებამ ნაყოფი გამოიღო ბევრ დიდ თავად-აზნაურთა სახლებში, რადგან ვინც არა ჰყიდდა ყმებს, უფრო გამტკიცდა და გადაწყვიტა, არაოდეს გაჰყიდოს, რაგინდ ბევრი ფული დასჭირდეთ; ხოლო ვინც ბევრს ჰყიდდა, ზოგმა სულ დათმო ზოგმაც ცოტა, ზოგმაც დააპირა გაყიდვისათვის თავი დაენებებინა. ასეთი პირების რიცხვში ღირსია დავასახელოთ ამ პროვინციის ზოგიერთი შესანიშნავი მთავართაგანი, რომლებიც ჩვენი დიდი კეთილისმყოფელები არიან, მაგალითად როსტომ ჩხოტუა (Rostuon Scotua), რომლის დედას შირიმი სჭირდა და ბევრგზის გავკურნეთ; სქირია მიქეია (Scheria Micheia) ავის სენით შვიდი წლის ავადმყოფი, რომელიც ქინაქინით გავკურნეთ ოცდაათ დღეში; მისი ძმა კაკა (Caca), რომელიც გავკურნეთ სხვადასხვა სნეულებისაგან. ამან არა მარტო გადაწყვიტა, აღარ გაჰყიდოს თავისი ყმები, არამედ აღსარებაც სთქვას და შეინანოს, რომ აქამდე ყმებს ჰყიდდა; ქორთუაძე (Cortuaze), ნათესავი მიცვალებული დედოფლისა, რომელიც ბევრ გზის ავად იყო, ისე რომ მისი მორჩენის იმედი აღარავისა ჰქონდა და ჩვენგან განიკურნა. უწინ ჩვეულებად ჰქონდა მრავალი ყმაწვილების გაყიდვა, წრეულს კი ეცადა დაეხსნა ზოგიერთი გაყიდულები თავის ცოდვების მისატევებლად. ჩვენი ცხოვრება ძლიერ შეუყვარდა“.
„ჩვენმა ქადაგებამ ნაყოფი გამოიღო ბევრ დიდ თავად-აზნაურთა სახლებში, რადგან ვინც არა ჰყიდდა ყმებს, უფრო გამტკიცდა და გადაწყვიტა, არაოდეს გაჰყიდოს, რაგინდ ბევრი ფული დასჭირდეთ; ხოლო ვინც ბევრს ჰყიდდა, ზოგმა სულ დათმო ზოგმაც ცოტა, ზოგმაც დააპირა გაყიდვისათვის თავი დაენებებინა. ასეთი პირების რიცხვში ღირსია დავასახელოთ ამ პროვინციის ზოგიერთი შესანიშნავი მთავართაგანი, რომლებიც ჩვენი დიდი კეთილისმყოფელები არიან, მაგალითად როსტომ ჩხოტუა (Rostuon Scotua), რომლის დედას შირიმი სჭირდა და ბევრგზის გავკურნეთ; სქირია მიქეია (Scheria Micheia) ავის სენით შვიდი წლის ავადმყოფი, რომელიც ქინაქინით გავკურნეთ ოცდაათ დღეში; მისი ძმა კაკა (Caca), რომელიც გავკურნეთ სხვადასხვა სნეულებისაგან. ამან არა მარტო გადაწყვიტა, აღარ გაჰყიდოს თავისი ყმები, არამედ აღსარებაც სთქვას და შეინანოს, რომ აქამდე ყმებს ჰყიდდა; ქორთუაძე (Cortuaze), ნათესავი მიცვალებული დედოფლისა, რომელიც ბევრ გზის ავად იყო, ისე რომ მისი მორჩენის იმედი აღარავისა ჰქონდა და ჩვენგან განიკურნა. უწინ ჩვეულებად ჰქონდა მრავალი ყმაწვილების გაყიდვა, წრეულს კი ეცადა დაეხსნა ზოგიერთი გაყიდულები თავის ცოდვების მისატევებლად. ჩვენი ცხოვრება ძლიერ შეუყვარდა“.
ადვილად მისახვედრია, მისიონერების ასეთი კაცთმოყვარეობითი მოქმედება რამდენად სასიხარულო უნდა ყოფილიყო იმ საბრალო, უმწეო და დაჩაგრულის ერისათვის, რომელიც ხდებოდა მსხვერპლად ამ დიდი უსამართლობისა. ეს ამბავი მალე ყველგან მოეფინა და ყველანი აღავსო ნუგეშით და სიხარულით. ერმა დაუწყო მათ ლოცვა-კურთხევა, იმ ზომამდე, რომ მათ ღვთის კაცები უწოდეს (Goruntis cocci, ღორონთის კოჩი). ეგრეთვე მათი სახლი შეიქმნა თავის სახსნელი და თავ შესაფარი. ამ გარემოებას ხსენებულ წერილში იგივე პატრი იოსებ მოკლედ ასე აგვიწერს:
„ჩვენი ქადაგება წინააღმდეგ ამ უსამართლობისა ეგრედ კარგად მიღებული შეიქმნა მთელს სამეგრელოში, რომ წლეულს ერთი შემთხვევაც არ ყოფილა თათართან ყმაწვილების გაგზავნისა. ჩვენი სახლი შეიქმნა თავშესაფარი გამოქცეული ყმაწვილებისათვის, რომლებიც გამოგვიგზავნეს თვით მათმა მშობლებმა, იგინი დაგვეცვა ჩვენის მფარველობით, რაკი იციან, თუ რაოდენი პატივისცემა გვაქვს მეფისა და სხვა აქაურ მთავრების წინაშე. ამიტომ იძულებული ვართ ყველანი მივიღოთ, დავიცვათ და რამდენსამე დღეს ვასვათ-ვაჭამოთ“.
„ჩვენი ქადაგება წინააღმდეგ ამ უსამართლობისა ეგრედ კარგად მიღებული შეიქმნა მთელს სამეგრელოში, რომ წლეულს ერთი შემთხვევაც არ ყოფილა თათართან ყმაწვილების გაგზავნისა. ჩვენი სახლი შეიქმნა თავშესაფარი გამოქცეული ყმაწვილებისათვის, რომლებიც გამოგვიგზავნეს თვით მათმა მშობლებმა, იგინი დაგვეცვა ჩვენის მფარველობით, რაკი იციან, თუ რაოდენი პატივისცემა გვაქვს მეფისა და სხვა აქაურ მთავრების წინაშე. ამიტომ იძულებული ვართ ყველანი მივიღოთ, დავიცვათ და რამდენსამე დღეს ვასვათ-ვაჭამოთ“.
თავიანთი ქადაგებით მისიონერებმა თითქმის მთლად შეაჩერეს ყმაწვილების თათრებზედ გაყიდვა, თუმცა კი ზოგიერთი არ იშლიდა გაყიდვას, მაგრამ არა თათრებზე, არამედ ქრინტიანებზე და სომხებზე ჰყიდდენ. დადიანისა და მისიონერების მოწმობით, ყმების გაყიდვა ძველი დროიდანვე ჩვეულებად ყოფილა. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დიდად გასაკიცხი ჩვეულება არ უნდა ყოფილიყო საქართველოში უწინარეს XVI საუკუნისა, რადგან ევროპის ძველი მწერალი არც ერთი იხსენიებს ამ გარემოებას. ეს ერის შემმუსვრელი სენი მაშინ გავრცელდა, როდესაც ოსმალებმა თავიანთი წყეული ფეხი შემოდგეს საქართველოში, თუმცა სპარსეთში გზავნიდენ გაყიდულ ყმებს, მაგრამ იმდენს არა, რამდენიც ოსმალეთში მიჰყავდათ. საბრალო ტყვეთა რიცხვი ყოველ წლივ ოთხი ათასზედ მეტი იყო, რომელიც მთელს საქართველოდან გაჰყავდათ. ხოლო მისიონერები, ეგრეთვე მგზავრებიც მოწმობენ, რომ მარტო სამეგრელოდან ყოველ წლივ ორი ათასზედ მეტი სული გაჰყავდათო. ეგოდენი ქრისტიანები გარდა იმისა, რომ მამულს აკლდებოდენ, სარწმუნოებასაც ერთიანად ჰკარგავდენ. ამ სამწუხარო მოვლენის მოწმე ლამბერტი თავის „სამეგრელოს აღწერაში: ასე მოგვითხრობს:
„რაის გამო დიდად სამწუხარო სანახავია, რომ ასობით ქრისტიანი ყმაწვილები ქრისტიან პატრონებს მიჰყავთ და ჰყიდიან თათრებზე, რომლებიც ყიდულობენ თუ არა, მაშინვე თათრულად აცმევენ, თავიანთი ცრუ რჯულის აღსარების ნიშნად თითს ააშვერინებენ და ამითი ქრისტეს სარწმუნოების უარს ათქმევინებენ; ეგრეთვე აწყებინებენ თავიანთი თათრულის რჯულის და ჩვეულების სწავლას. ამას ყველას ჰყოფენ თვით ქრისტიანების წინ და ქრისტიანების ქვეყანაში უწინარეს კოსტანტინეპოლში წასვლისა. როგორც ყმაწვილებს, ისე ეპყრობიან დედაკაცებს, რომლების ყიდვისათვის თათრები ფასს არ ზოგავენ, რადგან (როგორიც არიან მომეტებულად მეგრელის დედაკაცები) დიდის სიმშვენიერით შემკულნი არიან: რის გამოც თათრები თითოში ზოგჯერ სამას, ანუ ოთხასს ძექინს აძლევენ“.
„რაის გამო დიდად სამწუხარო სანახავია, რომ ასობით ქრისტიანი ყმაწვილები ქრისტიან პატრონებს მიჰყავთ და ჰყიდიან თათრებზე, რომლებიც ყიდულობენ თუ არა, მაშინვე თათრულად აცმევენ, თავიანთი ცრუ რჯულის აღსარების ნიშნად თითს ააშვერინებენ და ამითი ქრისტეს სარწმუნოების უარს ათქმევინებენ; ეგრეთვე აწყებინებენ თავიანთი თათრულის რჯულის და ჩვეულების სწავლას. ამას ყველას ჰყოფენ თვით ქრისტიანების წინ და ქრისტიანების ქვეყანაში უწინარეს კოსტანტინეპოლში წასვლისა. როგორც ყმაწვილებს, ისე ეპყრობიან დედაკაცებს, რომლების ყიდვისათვის თათრები ფასს არ ზოგავენ, რადგან (როგორიც არიან მომეტებულად მეგრელის დედაკაცები) დიდის სიმშვენიერით შემკულნი არიან: რის გამოც თათრები თითოში ზოგჯერ სამას, ანუ ოთხასს ძექინს აძლევენ“.
ქართველი ერის ამ სულიერსა და ხორციელს უბედურებას მისიონერებმა ბევრად უშველეს; თუმცა სულ ვერ მოსპეს ჩვენი დიდათ მავნებელი სენი, მაგრამ ძლიერ კი შეასუსტეს; არაფერი დაზოგეს იმის აღმოსაფხვრელად. ვალდებული ვართ, ესეთი დიდი და საქვეყნო სიკეთე, მათ მიერ ჩვენის ერის საკეთილდღეოდ გაწეული, არ დავივიწყოთ და მათი უზომო კაცთმოყვარეობა ღირსეულად დავაფასოთ.
სამეგრელოს მესამე უდიდესი წყლული იყო ნათლიღების წესის დაუცველობა პირვანდელის სისრულით. ეს უფრო დიდათ მავნებელი იყო ერისათვის, რადგან ამ ნაკლს არავინ გრძნობდა, ამიტომ არავის მოსდიოდა ფიქრად მისი შველა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მღვდელი თვით არ ნათლავდა ბავშს და არც ტიბიკონის წიგნში ეწერა ის სიტყვები, რომლითაც სრულდებოდა ნათლიღების საიდუმლო. სამეგრელოში ნათლიღების საიდუმლოს ასე უსრულებდენ თურმე: სამის, ანუ ოთხის წლის ბავშს (არა უჩვილესს) წაიყვანდენ სარდაფში, სადაც მღვდელი ერთ ჭურჭელში წყალს აკურთხებდა, შემდგომ წაიკითხავდა ყველა იმ ლოცვებს, რაც წიგნში სწერია ნათლიღებისათვის. რა გაათავებდა, წავიდოდა. მეტს არაფერს შვრებოდა. მერე ნათლია ბავშს ცხებდა მირონს, ხოლო იქ დამსწრენი მღვდლისაგან ნაკურთხს წყალში აბანებდენ ბავშს, თვინიერ რაიმე სიტყვის წარმოთქმისა. ამნაირად ასრულებდენ ნათლიღებას. სამწუხაროდ, არც მათ წიგნებში წერებულა ის საჭირო სიტყვები, ურომლისოდაც არ შეიძლება ნათლიღება შესრულდეს. ამ გარემოებას პატრი ჯუზეპე ჯუდიჩი რომაში 1640 წ. წერილ წერილში ესე მოგვითხრობს:
„წლეულს ინება ღმერთმა და ხელში ჩაგვივარდა ტიბიკონის წიგნები, რომლებსაც ისინი უმეცრებით ნათლიღების დროს კითხულობენ; ცხადად ვნახეთ, რომ მათში არამც თუ სწერია ამ საიდუმლოს შესასრულებლად საჭირო სიტყვები, არამედ ამისა სრულებით არაფერი სცოდნიათ მღვდლებსა. როცა ამ საიდუმლოს სიტყვები მათის ენით დაწერილი მივეცით წასაკითხად, მათ გვითხრეს, რომ ეს სიტყვები არც გაგვიგონია და არც როდესმე წარმოგვითქვამს ნათლიღების დროსო. ზოგიერთმა ეპისკოპოსებმაც, რომლებიც სხვებზედ უფრო მეცნიერნი არიან და იციან ბერძნული ენა, გვაუწყეს ამ პროვინციაში შესრულებულის ნათლიღების უკანონობა იმ სიტყვების უქონლობის გამო. ამიტომ წლეულს გადავწყვიტეთ, რათა საიდუმლოდ მოვნათლოთ ყველა ბავშები, დაწყებული შვიდის წლიდან, რომლებიც წინეთ მეგრელებს მოუნათლავთ“.
„წლეულს ინება ღმერთმა და ხელში ჩაგვივარდა ტიბიკონის წიგნები, რომლებსაც ისინი უმეცრებით ნათლიღების დროს კითხულობენ; ცხადად ვნახეთ, რომ მათში არამც თუ სწერია ამ საიდუმლოს შესასრულებლად საჭირო სიტყვები, არამედ ამისა სრულებით არაფერი სცოდნიათ მღვდლებსა. როცა ამ საიდუმლოს სიტყვები მათის ენით დაწერილი მივეცით წასაკითხად, მათ გვითხრეს, რომ ეს სიტყვები არც გაგვიგონია და არც როდესმე წარმოგვითქვამს ნათლიღების დროსო. ზოგიერთმა ეპისკოპოსებმაც, რომლებიც სხვებზედ უფრო მეცნიერნი არიან და იციან ბერძნული ენა, გვაუწყეს ამ პროვინციაში შესრულებულის ნათლიღების უკანონობა იმ სიტყვების უქონლობის გამო. ამიტომ წლეულს გადავწყვიტეთ, რათა საიდუმლოდ მოვნათლოთ ყველა ბავშები, დაწყებული შვიდის წლიდან, რომლებიც წინეთ მეგრელებს მოუნათლავთ“.
ამგვარი ნათლიღებისა ბევრი ელაპარაკეს დადიანს, რომელმაც აღირჩია სამი ბერძნულში განსწავლული მღვდელი და მიანდო მათ, რათა გადაეთვალიერებინათ სამეგრელოს მღვდლების წიგნები და, რაც კარგი არ იქნებოდა, გამოერთმიათ. რა გადასინჯეს ძველი ხელთ ნაწერი წიგნები, ყველა ნაკლულოვანი გამოდგა, ამიტომ თითქმის ყველას გამოართვეს და თან აუკრძალეს ნათლიღების შესრულება.
მისიონერებმა ეპისკოპოსებს გადასცეს ბერძნულიდან ნათარგმნი ქართულად ნათლიღების შესასრულებელი სიტყვები და იმათაც მთელს სამეგრელოში განაცხადეს ესა. ამნაირად უშველეს ამ დიდ დანაკლისსაც. თუმცა ეს არ კმაროდა, საჭირო იყო იმათთვისაც ეშველათ, ვინც ამნაირათ იყვნენ მონათლულნი. ამიტომ დაიწყეს ამის ქადაგებაც, ყველას კარგად ჩააგონეს, რომ სულის საცხონებლად, მიუცილებლად საჭირო იყო მიეღოთ ჯეროვანი ნათლიღება ხელმეორედ. მათი წინანდელი მტერი ეპისკოპოსი ალავერდელიც თანახმა იყო ამისა. თუ ამისა და თუ სხვა გარემოების გამო ალავერდელი პატრებს დაუმეგობრდა და მხარი დაუჭირა ერის ხელმეორედ კანონიერად მონათვლის საქმეში. ბავშების დანათვლის გარდა მისიონერებმა, რა წააქეზეს ხალხი, დაიწყეს მონათვლა არა მარტო მდაბიო ხალხისა, არამედ მთავრებისა, მღვდლებისა, ეპისკოპოსებისა და თვით დადიანის მონათვლაც, თუ მხოლოდ, კანონიერად არ იყვნენ მონათლულნი. ამას თეათინელი სილო ესედ აგვიწერს:
„მოწინავე პირებთან არაფერი დაზოგეს, რათა კარგად დაერწმუნებინათ, რომ მათ მიერ მიღებული ნათლიღება, ნამდვილი ნათლიღება არ იყო; მათმა ქადაგებამ გასჭრა, რადგან ბევრმა უსმინა რჩევა და კიდეც მოინათლნენ და მით განიწმინდენ ადამის ცოდვისაგან. ავ მონათლულთა შორის ზოგიერთი ეპისკოპოსებიც იყვნენ და ბევრი წარჩინებულთაგანიც; ეგრეთვე იყო მთავარი მოურავი, რომელსაც ვეზირს უწოდებენ. ამისვე მაგალითს მიჰბაძა თითქმის მთელმა მისმა სახლობამ. არა ნაკლები გულმოდგინება გამოიჩინა თვით მთავარმა დადიანმა, თვითან რა განსპეტაკდა ზეციერის ემბაზისაგან. თავისი მაგალითით ბევრი იძულებულ ჰყო მიეღოთ ნათლიღება“.
„მოწინავე პირებთან არაფერი დაზოგეს, რათა კარგად დაერწმუნებინათ, რომ მათ მიერ მიღებული ნათლიღება, ნამდვილი ნათლიღება არ იყო; მათმა ქადაგებამ გასჭრა, რადგან ბევრმა უსმინა რჩევა და კიდეც მოინათლნენ და მით განიწმინდენ ადამის ცოდვისაგან. ავ მონათლულთა შორის ზოგიერთი ეპისკოპოსებიც იყვნენ და ბევრი წარჩინებულთაგანიც; ეგრეთვე იყო მთავარი მოურავი, რომელსაც ვეზირს უწოდებენ. ამისვე მაგალითს მიჰბაძა თითქმის მთელმა მისმა სახლობამ. არა ნაკლები გულმოდგინება გამოიჩინა თვით მთავარმა დადიანმა, თვითან რა განსპეტაკდა ზეციერის ემბაზისაგან. თავისი მაგალითით ბევრი იძულებულ ჰყო მიეღოთ ნათლიღება“.
იმ დროებში დადიანის სანახავად სამეგრელოში მოსულიყო ბერძნის ეპისკოპოსი კირილე, ტრაპიზონის მიტროპოლიტი, რომელიც პატრებმა თავიანთი ბჭობით და ქადაგებით გადაიყვანეს კათოლიკობაზე. როდესაც ისინი მღვდლებს მონათლავდენ, მაშინ ის მიტროპოლიტიც ხელახლავ აკურთხებდა ამ მღვდლებს. ამავე ნაირად იქცეოდა ალავერდელიც. ესედ რაც შეეძლოთ თუ დიდს და თუ პატარას, ხელმეორედ ნათლავდენ. ამ საშუალებით ერი საუკუნო დაღუპვისაგან იხსნეს. რადგან ეს ამბავი მეტად ყურადსაღებია, ცოტა ვრცლად მოვიყვანთ აქ პატრი იოსებ ჯუდიჩის სიტყვებს, ვინაიდან თვით იგივე იყო ერთი მომქმედი პირთაგანი.
„ღმერთმა ეგოდნათ ძალა მისცა ჩვენს სიტყვებს, რომ ბევრი კაცი და ბევრი მღვდელი მოინათლა; უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ორი ეპისკოპოსი ჯეროვნად მოინათლნენ და ხელახლავ ეკურთხნენ მღვდელ-ეპისკოპოსად. ეგრეთვე ამ ბოლო დროებში მთავრის ვეზირმა, რომელსაც ჰქვია პაპუა წულიკია (Papua Zulachia), დადიანის შემდგომ მეორე პირმა, ჩვენი ჩაგონებით გადაწყვიტა მონათლულიყო. რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ კიდევ უქმად არ მოენათლათ, ერთი ჩვენთაგანი იხმო, რათა დასწრებოდა და ენახა, ყველაფერს კარგად ასრულებდენ, თუ არა... ვეცადეთ და კიდეც შევიძელით, ზოგიერთნი წევრნი მისის სახლობისა მონათლულიყვნენ... ამ ბოლო დროს... ველაპარაკე მათ კათალიკოსს (მალაქია) ნათლიღების უქმობაზედ, ჩვენდა სასიხარულოდ, დაგვყვა და კიდეც მოინათლა და ხელმეორედ ეკურთხა. ამასაც დავუმატებ: ამ საქმემ იქამდე მიაწია, რომ ერთი უპირველესი მთავარი და გამოჩენილი სამეგრელოს მდიდარი დავიყოლიეთ, რათა მოენათვლინებინა თავის ქვეშევრდომთათვის ბავშები და შეესწავლებინა ყველა თავის ქვეშევრდომ მღვდელთათვის ნათლიღების შესასრულებელი წესები და სიტყვები, როგორათაც საიდუმლოების კანონიერი შესრულება მოითხოვდა“.
„ღმერთმა ეგოდნათ ძალა მისცა ჩვენს სიტყვებს, რომ ბევრი კაცი და ბევრი მღვდელი მოინათლა; უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ორი ეპისკოპოსი ჯეროვნად მოინათლნენ და ხელახლავ ეკურთხნენ მღვდელ-ეპისკოპოსად. ეგრეთვე ამ ბოლო დროებში მთავრის ვეზირმა, რომელსაც ჰქვია პაპუა წულიკია (Papua Zulachia), დადიანის შემდგომ მეორე პირმა, ჩვენი ჩაგონებით გადაწყვიტა მონათლულიყო. რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ კიდევ უქმად არ მოენათლათ, ერთი ჩვენთაგანი იხმო, რათა დასწრებოდა და ენახა, ყველაფერს კარგად ასრულებდენ, თუ არა... ვეცადეთ და კიდეც შევიძელით, ზოგიერთნი წევრნი მისის სახლობისა მონათლულიყვნენ... ამ ბოლო დროს... ველაპარაკე მათ კათალიკოსს (მალაქია) ნათლიღების უქმობაზედ, ჩვენდა სასიხარულოდ, დაგვყვა და კიდეც მოინათლა და ხელმეორედ ეკურთხა. ამასაც დავუმატებ: ამ საქმემ იქამდე მიაწია, რომ ერთი უპირველესი მთავარი და გამოჩენილი სამეგრელოს მდიდარი დავიყოლიეთ, რათა მოენათვლინებინა თავის ქვეშევრდომთათვის ბავშები და შეესწავლებინა ყველა თავის ქვეშევრდომ მღვდელთათვის ნათლიღების შესასრულებელი წესები და სიტყვები, როგორათაც საიდუმლოების კანონიერი შესრულება მოითხოვდა“.
მისიონერებს თავიანთ წერილებში ბევრი მაგალითი მოჰყავთ ზოგიერთი პირების მონათვლისა, რომ პირველად თურმე არ თანხმდებოდენ. ყველას მოყვანას არ გამოვყვებით. მხოლოდ მოვიხსენიებთ, რომ მარტო ზემოდ ხსენებულმა პატრმა ქრისტეფორე კასტელიმ ათიათას კაცზე მეტი მონათლა. ამას მოწმობს, სხვათა შორის, მისი ცხოვრების დამწერიც. როცა მშობლების წინაადმდეგობის შიში ჰქონდათ, მაშინ მისიონერები ექიმობას მოიმიზეზებდენ და ბავშებს საიდუმლოდ ნათლავდენ. ასე რომ ნათლიღების ნაკურთხ წყალს ბავშების წამალს უწოდებდა ხალხი, რადგან ბევრგზის მომხდარა, რომ ბავშები ნათლისღებით ზოგიერთის სნეულებისაგანაც განკურნებულან. ხოლო როდესაც რაიმე წინააღმდეგობის შიში არ იყო, მაშინ მათ ცხადად ნათლავდენ ეკლესიაში დიდის გამოჩვენებით. მეგრელები არა ნაკლებ ცდებოდენ აღსარების საიდუმლოში. თუმცა ეს საიდუმლო ერთიან მოსპობილი არ იყო, მაგრამ ძლიერ ნაკლებად სრულდებოდა. როგორც ნათლიღებისა, ისე არც ამ საიდუმლოს შესრულების წესი იცოდენ სავსებით მღვდლებმა. როგორც ხსენებული პატრი ჯუდიჩი მოგვითხრობს, ამის წესიც დაუწერეს ქართულად ესეთ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ“. ეგრეთვე ერშიაც გავრცელებულიყო ეს შეცთომილება, რომ აღსარების ადგილს დაიჭერდა რომელიმე კეთილი საქმე. ამიტომ მარტო დაქორწინებისა და სიკვდილის დროს ამბობდენ აღსარებას ზოგიერთნი. ხოლო ზოგნიც სიკვდილის დროს მარტო წმიდა ზიარებას იღებდენ თვინიერ აღსარებისა. ამიტომ ბევრს ეცადნენ მისიონერები და ჩააგონეს თუ მღვდლებს და თუ ერს საიდუმლოს უმთავრები საჭიროება. ასე რომ მალე დააწყებინეს ბევრს ხშირად აღსარების თქმა. ხოლო, იმათ ვინც გაკათოლიკებულნი და მათი ხელმძღვანელობის ქვეშ იყვნენ, დაიწყეს აღსარების თქმა თხუთხმეტ დღეში ერთხელ და ეგრეთვე ყოველ დიდ დღესასწაულში.
როგორც არა ერთხელ გვითქვამს, ეპისკოპოსი ალავერდელი, კათალიკოსის შემდეგ პირველი პირი იყო, რომელიც წინათ თუ ქართლში, თუ გურიაში და თუ სამეგრელოში, დიდად ემტერებოდა მისიონერებს, რადგან მთაწმინდაში ბერძნებისგან ჩანერგილი ჰქონდა ლათინების მიმართ სიძულილი. იგი ჯერ გურიაში დაიძლია პატრი ანტონ ჯარდინას ბჭობით სული წმიდის გამომავლობისათვის. ერთ დღეს თურმე გზა დაეკარგა ტყეში და თავისი მხლებლებითურთ დაღამებულზედ მიაწყდა მისიონერების სახლს ჭიპურიაში, სადაც დიდის პატივით მიიღეს მასიონერებმა და მოეპყრნენ გამოუთქმელის სიყვარულით. ალავერდელმა რა ნახა მათი ზომიერი, მწირი და კეთილი ცხოვრება, ძლიერ მოეწონა და იმ დღიდან ძლიერ შეიყვარა პატრები, ასე რომ იგინი ხშირად თავის სუფრაზედ ჰყავდა და აღარ უნდოდა მათი მოშორება. ხშირად ესაუბრებოდა მათ სარწმუნოებასათვის და გაიხადა ისინი თავის ერთგულ მოყვარედ და მრჩევლებად. პირველად ძალიან გააძნელა მათთან შეერთება, მაგრამ ბოლოს კი შეუერთდა და მიიღო კათოლიკობა. როდესაც დასნეულდა, დაიბარა პატრები, მათგან მიიღო წმიდა საიდუმლო და ყველას წინაშე აღიარა, რომ მას ნებავდა სიკვდილი იმ სარწმუნოებაში, რომელიც იქადაგეს წმ. პეტრემა და პავლემ. ესეთ დაასრულა თავისი სიცოცხლე. ამას მოწმობს ხსენებული მისიონერების წერილები და ეგრეთვე ლამბერტიც.
როგორც არა ერთხელ გვითქვამს, ეპისკოპოსი ალავერდელი, კათალიკოსის შემდეგ პირველი პირი იყო, რომელიც წინათ თუ ქართლში, თუ გურიაში და თუ სამეგრელოში, დიდად ემტერებოდა მისიონერებს, რადგან მთაწმინდაში ბერძნებისგან ჩანერგილი ჰქონდა ლათინების მიმართ სიძულილი. იგი ჯერ გურიაში დაიძლია პატრი ანტონ ჯარდინას ბჭობით სული წმიდის გამომავლობისათვის. ერთ დღეს თურმე გზა დაეკარგა ტყეში და თავისი მხლებლებითურთ დაღამებულზედ მიაწყდა მისიონერების სახლს ჭიპურიაში, სადაც დიდის პატივით მიიღეს მასიონერებმა და მოეპყრნენ გამოუთქმელის სიყვარულით. ალავერდელმა რა ნახა მათი ზომიერი, მწირი და კეთილი ცხოვრება, ძლიერ მოეწონა და იმ დღიდან ძლიერ შეიყვარა პატრები, ასე რომ იგინი ხშირად თავის სუფრაზედ ჰყავდა და აღარ უნდოდა მათი მოშორება. ხშირად ესაუბრებოდა მათ სარწმუნოებასათვის და გაიხადა ისინი თავის ერთგულ მოყვარედ და მრჩევლებად. პირველად ძალიან გააძნელა მათთან შეერთება, მაგრამ ბოლოს კი შეუერთდა და მიიღო კათოლიკობა. როდესაც დასნეულდა, დაიბარა პატრები, მათგან მიიღო წმიდა საიდუმლო და ყველას წინაშე აღიარა, რომ მას ნებავდა სიკვდილი იმ სარწმუნოებაში, რომელიც იქადაგეს წმ. პეტრემა და პავლემ. ესეთ დაასრულა თავისი სიცოცხლე. ამას მოწმობს ხსენებული მისიონერების წერილები და ეგრეთვე ლამბერტიც.
ზემოდ დასახელებულ გაკათოლიკებულ ტრაპიზონის არქიეპისკოპოსსაც დიდი მონაწილეობა მიუღია მისიონერებთან ერთად კათოლიკობის გავრცელებასა და ერის განსწავლაში. ამიტომ უადგილოდ არ მიგვაჩნია, აქ ვრცლად მოვიყვანოთ იმის შესახებ წერილები, რაიც მიუწერია რომაში პატრი ქრისტეფორე კასტელის.
„თქვენო ყოვლად მაღალ ღირსებავ.
საჭიროდ დავინახე ამ შემთხვევაში თქვენთან გამომეგზავნა თქვენი ყოვლად საყვარელი შვილი მამა კირილე, ტრაპიზონის არქიეპისკოპოსი. აგერ რამდენიმე წელიწადია, ჩვენთან შრომობს ამ ვენახში და კარგადაც გამოვცადე, რომ ძლიერ გულმოდგინეა რომის წმიდა კათოლიკე სარწმუნოების მიმართ. იმედი მაქვს, პაპმა სიამოვნებით ინახულოს. ამ პატიოსან ეპისკოპოსს აზრად ჰქონდა მანდ მოსულიყო, პაპის უწმიდეს ფეხთა მთხვეოდა და მანდვე ჩვენის წმიდა სარწმუნოების აღსარებაში დაესრულებინა თავისი ცხოვრება, თუ ჩვენი უნეტარესი მამა სხვანაირად განკარგულებას არ მოახდენდა. მეც ესე ვურჩიე. ამიტომ მას დიდად ვავედრებ თქვენს უმაღლესობას. თუმცა ჩვენს მამა უფროსს მივსწერე, მაგრამ თქვენც მოგახსენებ ამის ერთს შესანიშნავ საქმეს, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენს მხარეში იმოქმედა და აი რას: წმიდა გიორგის დღეობა იყო, რომელსაც დიდის ამბით ასრულებენ და ამ სამეფოს ყველა კუთხიდან ესწრებიან იქ მოხდენილი ცრუ სასწაულის გამო. რამდენიმე დიდებულ პირთან ერთად წავიდა იქ ეს პატიოსანი არქიეპისკოპოსიც, რათა ეწირა დიდის გამოჩვენებით. როდესაც ტრაპეზის წინ იმოსებოდა, გაიმართა მის წინააღმდეგ ხმაურობა, წინ წამოდგნენ ზოგიერთი ეპისკოპოსნი და კერძოდ ალავერდელი, წალენჯიხელი ეპისკოპოსი და სთქვა: რას შვრებით მორწმუნენო, ეს მწვალებელი და პაპისტია თავის მოძღვრების გამო, რომელსაც ასწავლის; ამიტომ სრულებით არ უნდა მივუშვათ, ჩვენს ეკლესიებში სწიროსო. მერე მიუბრუნდა არქიეპისკოპოსს და ძლიელრ უშვერი სიტყვებით უთხრა: არაოდეს მივუშვებ, ვინმე ცრუ წინასწარმეტყველმა და მწვალებელმა კათოლიკემ სწიროს ამ ტრაპეზზედ. არქიეპისკოპოსმაც უპასუხა: მე მწვალებელი არა ვარ, არამედ ჭეშმარიტი კათოლიკე, ვქადაგებ და ვასწავლი სწორედ იმ მოძღვრებას, რომელიც ბერძნის და ლათინის ყველა წმიდა მამებმა ასწავეს. ალავერდელმა დაუმატა: თუ მწვალებელი არა ხარ, მაშ შეაჩვენე პაპიო. არქიეპისკოპოსმაც მიუგო: პაპს შეჩვენების ღირსი არაფერი უმოქმედებია. მას პატივი უნდა ვსცეთ, როგორც ქრისტეს მონაცვლეს და წმიდა პეტრეს ჭეშმარიტს მოსაყდრესო. მაშინ ალავერდელმა უფრო ხმა მაღლივ დაიძახა, მე არა ვთქვი, რომ ეს პაპის მიმდევარია მეთქი. მერე უთხრა თავის ზოგიერთ მღვდლებს და დიაკვნებს, გააძიეთ ეკლესიიდანაო. იგინი ლომებივით მისცვივდენ, დაუწყეს გლეჯა შესამოსლისა, წვერისა და თმებისა და ხელის კვრით და შეურაცხებით გაიყვანეს გარეთ. მასთანვე უთხრეს ხალხს: გაუფრთხილდით ამ გაფრანგებულ მგელს, რომელიც აქ მორწმუნე ბერძნის სახით მოსულა, რათა თქვენ შეგაცდინოსთო. ამ პატიოსანმა ეპისკოპოსმა ყველა ეს შეურაცხება იტვირთა ეგოდენის სიმდაბლით და მოთმინებით, რომ ყველა იქ დამსწრენი განაკვირვა. ხალხი თუმცა კმაყოფილი დარჩა, რომ შეიტყო მისი გაფრანგება, მაგრამ ალავერდელს კი არ მოუწონეს საქციელი, რადგან არ დაზოგა არც ასეთი ღირსეული პირი და არც დაერიდა წმიდა ადგილს და დღესასწაულს. განსაკუთრებით მთავარი უფრო გაწყრა და გაჰკიცხა ალავერდელის ასეთი საქციელი: არც მიიღო მისგან ბოდიშის მოხდა. რადგან ეს მუდამ ამ არქიეპისკოპოსთან დაიარებოდა და ჰკითხავდა წმიდა სარწმუნოების ძნელი საგნების განმარტებას, ესეც უფრო სიმხნით და უფრო გულახდილად ასწავლიდა ჭეშმარიტებას, როგორათაც შეჰფეროდა ვინმე ნამდვილ მისიონერს. გარდა ამისა, გვირგვინი დაგვადგა ამ ეპისკოპოსმა და თავისი მოძღვრებით და ავტორიტეტით მთელი სამთავრო აღძრა, იქამდე, რომ ხალხი აღიარებს თავის შეცთომილებას სარწმუნოების მხრივ. ამიტომ მას უფრო უსმენენ, ვიდრე ჩვენ. მოინათლნენ მეტად შესანიშნავი პატა ლოკოკია და ორიც ეპისკოპოსი: ერთი სვერელი (Sverelli) და მეორე დრანდელი (Dandrelli). მეფემაც სურვილი გამოაცხადა მონათვლისათვის. თუ ხსენებული ალავერდელი არ ყოფილიყო, შეიძლება, აქამდე ესეც მოგვენათლა. ალავერდელი მუდამ ჩვენი დიდი მტერი იყო. მე ბევრი მავნო, როდესაც გურიაში ვიყავი. დაანგრევინა ტრაპეზი, საცა მე მეწირა. როგორც ამბობენ, ამის შეგულიანებიათ იყო, რომ მთავარმა ვახტანგ გურიელმა ყველაფერი წამართვა, დამატყვევა და იძულებულ მყო იქაურობას გავშორებოდი. ყველას აქ მოკლედ მოხსენება შეუძლებელია.
შემდგომ არქიეპისკოპოსი მოვიდა, მნახა და ყველაფერი მომითხრა. (რაც უკვე წინათვე შეტყობილი მქონდა) და მოხარული იყო, რომ ესეთი შეურაცხყოფა მიიღო. რომის წმიდა სარწუნოებისთვის წვერი და თმები დაგლეჯილი ჰქოდა და პირისახე დაკაწრული; დაჰკარგოდა, ფილონის ოქროს ღილი და მოსასხამი; მისი წიგნები სულ დაეგლიჯათ. მეც გადავეხვიე და მიუალერსე, რამდენათაც კი შემეძლო და წიგნებიც უშოვე. წავიდა ჩემგან და განაგრძო სასუფევლის გზის სწავლება ამ ტყეებში, საცა შხირად არაფერი აქვს საჭმელად და მარტოც სტოვებენ, ვისაც მიჰყავთ იგი, რის გამოც დიდს შეწუხებას ტვირთულობს. რადგან პატრი ჯუდიჩი მანდეთ მოდის, მასვე შეუძლია ყველაფერი მოახსენოს თქვენს უმაღლესობას, თუ სასიამოვნოდ დაურჩა. ამიტომ მეც იმას მივანდობ ამის შესახებ ვრცლად მოხსენებას. უმდაბლესად ვემთხვევი თქვენს მარჯვენას და დავრჩები თქვენი უერთგულესი მონა. „14 ნოემბერს 1642 წ., ქრისტეფორე კასტელი. სამეგრელოდან“.
ამ არქიეპისკოპოსის გამო ქრისტეფორე პაპსაც სწერს ამ წიგნს.
„უნეტარესო მამაო,
ვნატრობდი, წმიდა მისიონის ზოგიერთი საჭიროების გამო, მოვსულვიყავი თქვენი უწმიდესობის ფეხთა წინაშე, მაგრამ სნეულების მიზეზით ვეღარ შევიძელი. ამიტომ ვგზავნი ჩემზედ უდიდეს ერთ თქვენს შვილს, რომელიც არის ტრაპიზონის არქიეპისკოპოსი, თქვენი მეტად ერთგული და რომის წმიდა კათოლიკე სარწმუნოების დიდი მორწმუნე, როგორათაც გამოვსცადე, ვინაიდან მრავალი წელიწადია, რაც ეს ჩემთან შრომობს ამ ვენახში.
მანდეთ იმ აზრით მოდის ეს ღვთის მონა, რომ აქეთ აღარ დაბრუნდესა. თუ თქვენც ინებეთ ვევედრები თქვენს უწმიდესობას, კეთილ ინებოთ და თქვენი ჩვეულებრივის სახიერებით მიიღოთ და შეეწიოთ მას ყოველ საჭიროებაში.
„ათაბაგი ელენა, სპარსეთის დედოფალი, რომელიც შვიდი წელიწადი ჩვენი სულიერი შვილი იყო გურიაში, როდესაც მე იქ ვიყავი, ისპაჰანში მიბარებს თავის სულისა და ეგრეთვე თავისი მხლებელი ქალბატონების სულთა შესაწევნელად, როგორათაც თქვენს უწმიდესობას მოახსენებს ძმა ფრანჩისკე პესტიკა, რომელსაც ჩემს მაგიერ მოჰყავს თქვენ ფეხთა წინაშე ზემოხსენებული არქიეპისკოპოსი. თუ შეიწყნარეთ ჩემი სათხოვარი, უმდაბლესად გთხოვ იქ წასაღები საჩუქრებიც მიბოძოთ, რათა არავითარი დაბრკოლება მომეცეს. დასასრულ ვემთხვევი თქვენ წმიდა ფეხთა და მდაბლად ვითხოვ თქვენს კურთხევას.
თქვენი უწმიდესობის მდაბალი მონა, ქრისტეფორე კასტელი. სამეგრელოდან, 30 ოქტომბერს 1642.“
ამავე რიცხვით კარდინალსაც სწერს ის პატრი და კვლავ ავედრებს ამ არქიეპისკოპოსს, ეგრეთვე ბოდიშს ითხოვს, რომ სასწავლელად ვერ გაგზავნა რომში ქართველი ყმაწვილები, როგორათაც მოეთხოვა კარდინალ ონოფრიოს, თუმცა მზად ჰყავდა ოთხი გურიიდან მოყვანილი თავისვე მონათლული ყმაწვილი. ვერ გაუგზავნა იმის გამო რომ მათი წამყვანი არავინ ყოფილა.
იმავე დროს იგი თავიანთ საერთო უფროსს ინგოლის უგზავნის ერთ მოხსენებას, რომელშიაც სხვათა შორის ამბობს შემდეგს:
„ალავერდელმა ეპისკოპოსმა, რომელმაც ყველაზე უმეტესი შეურაცხობა მიაყენა ჩვენს ტრაპიზონელს არქიეპისკოპოსს, შეინანა თავისი შეცდომილება, შეურიგდა მას და დაუმეგობრდა ისე, რომ ახლა არ იცის, თუ რა ჰქმნას. ჩვენსას მოდის და წირვას ისე მოკრძალვით სმენულობს, რომ ყველას სამაგალითო ხდება. საცა იყო, ყველგან აქებს ლათინის მოძღვრებას, ძლიერი სასოებით და მოკრძალებით სწირავენო. ერთისათვის ეკითხა, თუ ყველა მღვდლები ასე სწირავენო. „ამ სამეფოს კათოლიკოსი უკვე მობრუნდა იერუსალემიდან, საცა შარშან წავიდა, იქაური ბერძნების მიერ მონათლულიყო, რადგან გონია იმათ სხვებზედ უფრო კარგათ იციან ნათლიღების შესრულებაო. მოვიდა თუ არა, მაშინვე მიმართა ჩვენს არქიეპისკოპოსს, რომელიც აღარ მოშორებია მას, რომელი, მოიყვანა კიდეც ჭეშმარიტების გზაზე. ინებოს ღმერთმა, ამ ჭეშმარიტებაში გასძლოს. „ეგრეთვე ლაპარიას (Laporias) მოძღვარი ვერჩელი, დიდად პატიოსანი 60 წლის მღვდელი, სარწმუნოებით ჩვენი დიდი მტერი იყო. ბოლოს კი ერთმა ჩვენთაგანმა კარგად ჩაახვდინა და დაიყოლია. მთხოვა, მომენათლა. რამდენიმე დღეა მოვნათლე და ვუცდი ტრაპიზონის არქიეპისკოპოსს, მღვდლობის კურთხევა განუახლოს, რათა გულდასმით განავრცოს თავისი სამსახური. წრეულ ოთხმოცამდე ბავში მოვნათლეთ. ზოგი ამ მონათლულთაგანი უკვე სასუფეველში გაფრინდა. „ლაპორია, 30 ოქტემბერი, 1642. ქრისტეფორე კასტელი“.
თუმცა პატრების მტრობაზე ხელს არ იღებდენ ბერძნები, მათი მისიონის წარმატებას, რამდენათაც შეეძლოთ, აბრკოლებდენ და მათ მწვალებლებად სახავდენ, პატრები მაინც უფრო პატივცემული იყვნენ ყველასაგან, ყველანი უსმენდენ მოძღვრებას და მისდევდენ მათ გზას. პატრი იოსებ ჯუდიჩი, 1640წ. რომს გაგზავნილ წერილში (ამ თარიღით ორი ვრცელი წერილი გვაქვს ამ პატრისა), სხვათა შორის, მოგვითხრობს:
„ამ პროვინციაში მთელი ხალხი თუ მთავარი, თუ წარჩინებულნი და თუ მდაბიო მოციქულებრივის წმიდა ცხოვრების კაცებად გვრაცხენ ისე რომ მათი თქმით ჩვენი მსგავსი არასოდეს მოსულა ამ მხარეს. მაინც კი ბერძნების მოქმედებით ყველას ჰგონიათ, რომ ჩვენ სხვა სარწმუნოება გვაქვს... გარნა არა ნაკლებია, ვინც ჩვენ მოვიმხრეთ ჩვენის ცხოვრებით და განვამტკიცეთ ქადაგებით. იგინი გულრწფელად აღიარებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ჩვენი სარწმუნოება არის ჭეშმარიტი, მართალი და რომ მსოფლიო მწყემსი მთელის ეკლესიისა არის რომის პაპი და არა სხვა და აგრეთვე მარტო ფრანგებს აქვთ ორი თვალი, რათა გაარჩიონ ღვთაებრივი და კაცობრივი საგნებიო, სხვა მთელი ქვეყნის კაცებს კი მარტო ერთი თვალი აქვსთ, რის გამოც სიბრმეში არიანო. განსაკუთრებით ამ წელიწადს ჩვენმა კეთილის მყოფელმა ბარძიმ ვაჩნაძემ, რომელიც არის ბრძენი და უკეთილშობილესი, საჯაროდ აღიარა, რომ დღეს რომის პაპია წმიდა პეტრეს მოსაყდრე და მსოფლიო მთავარი ქრისტიანეთა და სხვებს საქმითაც უჩვენებდა, რომ იგი მას უღრმეს პატივსა სცემდა. დადიანის ცოლის ძმამ სუფრაზედ სთქვა, რომ პატრები აღიარებდენ ჭეშმარიტს ქრისტეს სარწმუნოებას, მე კი ჩემის ქვეყნის მცხოვრებლებითურთ შემცდარი ვარო. ჩვენმა კეთილის მყოფელმა, წარჩინებულვა თავადმა კაკუ შელიამ იმდენად შეითვისა ჩვენი სარწნუნოება, რომ ავად გახდა თუ არა, ერთ ჩვენს პატრს ევედრა, მისთვის ლოცვები წაეკითხა და სახლშივე წმიდა წირვაც ეთქვა... დასასრულ აღარას ვიტყვი მათთვის, რომლებიც მოქცეულნი არიან და რომელნიც საშუალო წოდებას ეკუთვნიან. იმათი რიცხვი მრავლისგან უმრავლესია. ხოლო დავასახელებ უდიდესი თავადის გიორგი მიქელეიას მეუღლეს, რომელიც მამიდა (ან დეიდა) არის დადიანისა. იმან ორ ჩვენ მისიონერთან ვრცელი ლაპარაკის შემდგომ სთქვა, ფრანგის მონაზონები არიან ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი და არა ჩვენიო“.
„ამ პროვინციაში მთელი ხალხი თუ მთავარი, თუ წარჩინებულნი და თუ მდაბიო მოციქულებრივის წმიდა ცხოვრების კაცებად გვრაცხენ ისე რომ მათი თქმით ჩვენი მსგავსი არასოდეს მოსულა ამ მხარეს. მაინც კი ბერძნების მოქმედებით ყველას ჰგონიათ, რომ ჩვენ სხვა სარწმუნოება გვაქვს... გარნა არა ნაკლებია, ვინც ჩვენ მოვიმხრეთ ჩვენის ცხოვრებით და განვამტკიცეთ ქადაგებით. იგინი გულრწფელად აღიარებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ჩვენი სარწმუნოება არის ჭეშმარიტი, მართალი და რომ მსოფლიო მწყემსი მთელის ეკლესიისა არის რომის პაპი და არა სხვა და აგრეთვე მარტო ფრანგებს აქვთ ორი თვალი, რათა გაარჩიონ ღვთაებრივი და კაცობრივი საგნებიო, სხვა მთელი ქვეყნის კაცებს კი მარტო ერთი თვალი აქვსთ, რის გამოც სიბრმეში არიანო. განსაკუთრებით ამ წელიწადს ჩვენმა კეთილის მყოფელმა ბარძიმ ვაჩნაძემ, რომელიც არის ბრძენი და უკეთილშობილესი, საჯაროდ აღიარა, რომ დღეს რომის პაპია წმიდა პეტრეს მოსაყდრე და მსოფლიო მთავარი ქრისტიანეთა და სხვებს საქმითაც უჩვენებდა, რომ იგი მას უღრმეს პატივსა სცემდა. დადიანის ცოლის ძმამ სუფრაზედ სთქვა, რომ პატრები აღიარებდენ ჭეშმარიტს ქრისტეს სარწმუნოებას, მე კი ჩემის ქვეყნის მცხოვრებლებითურთ შემცდარი ვარო. ჩვენმა კეთილის მყოფელმა, წარჩინებულვა თავადმა კაკუ შელიამ იმდენად შეითვისა ჩვენი სარწნუნოება, რომ ავად გახდა თუ არა, ერთ ჩვენს პატრს ევედრა, მისთვის ლოცვები წაეკითხა და სახლშივე წმიდა წირვაც ეთქვა... დასასრულ აღარას ვიტყვი მათთვის, რომლებიც მოქცეულნი არიან და რომელნიც საშუალო წოდებას ეკუთვნიან. იმათი რიცხვი მრავლისგან უმრავლესია. ხოლო დავასახელებ უდიდესი თავადის გიორგი მიქელეიას მეუღლეს, რომელიც მამიდა (ან დეიდა) არის დადიანისა. იმან ორ ჩვენ მისიონერთან ვრცელი ლაპარაკის შემდგომ სთქვა, ფრანგის მონაზონები არიან ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი და არა ჩვენიო“.
ერი ასეთის პატივისცემით იმიტომ ეპყრობოდა პატრებს და გულმოდგინედ იმიტომ ისმენდა მათ სწავლა-ქადაგებას, რომ თვით მეფე აძლევდა მაგალითს. რამდენი დრო გადიოდა და უფრო დაახლოვებით ეცნობოდა მეფე მისიონერებს, იმდენი უფრო მისი სიყვარული და პატივიც მატულობდა და ძლიერდებოდა. ფრანგების მიმართ პატივით და სიყვარულით ყველა საქართველოს მეფეებს გადააჭარბა. ამიტომ პატრებიც მას თავიანთ წერილებში მუდამ დიდის ქებით, პატივით და სიყვარულით იხსენიებდენ; ეგრეთვე მის გულითად სიყვარულს, მათზედ სრულს მინდობილობას და პატივს ხშირად ასახელებენ. პ. იოსებ ჯუდიჩი თავის წერილებში (1640 წ.) სხვათა შორის ამ ამბავს მოგვითხრობს:
„ხშირად თავისი ამალით (Gorte) მოვიდოდა და ჩვენს ახლოს დასდგამდა თავის კარავს ჩვენის სიყვარულისათვის, რათა უფრო ადვილად ესაუბრა ჩვენთან და თავისთან მიხმობით არ შევეწუხებინეთ. ხშირად დაწვრილებით ვლაპარაკობთ სხვადასხვა სასარგებლო საქმისათვის და ყველაფერს გულმოდგინებით ისმენს. როდესაც თავისი სამეფოს ერთი ადგილიდან მეორეს გადადის, მუდამ, თავის მხლებლებით სტოვებს პირდაპირ ერთ გზას და ჩვენთან გამოივლის ხოლმე ჩვენ სანახავად და ჩვენთან სალაპარაკოდ14. ხშირად გვესაუბრება საუკუნო ცხოვრებისათვის. ჩვენის ავადმყოფობის დროს განგებ მოვიდა და გვნახა, ეგრეთვე დაგვარწმუნა, რომ მზათ იყო ყველაფერი აესრულებინა, რასაც კი ვინატრებდით. თავისი ერთგულება ბევრ გზის დაგვიმტკიცა, უფროსი ერთად თავისი შვილების და დედოფლის უქეიფობის დროს. რადგან ხშირად მოუხდება სახლიდან განშორება სხვადასხვა საქმეების გამო, ამისთვის ბევრგზის პატრებს აყენებს თავის სახლის პატრონად. მათ აბარებს თავის ცოლსა და შვილებს და უბრძანებს ყველას, პატრებს დაემორჩილონ და მათ ბრძანებას არავინ გადავიდეს. როდესაც უქეიფოდ არის, სხვა არაფერს სჭამს, თუ არ პატრების გაკეთებულს და მათი ხელით მირთმეულს. იმ დროს ყველა თავის სიმდიდრეს ოქროს, ვერცხლეულს და სხვა დანარჩენ ნივთებს მათ აბარებს, რადგან მეტისმეტი ნდობა აქვს. მისი პატივისცემა ეგოდენია, რომ ერთხელ დიდი წვეულება გამართა, 1000 კაცამდე ჰყავდა მოპატიჟებული იმის გამოსაცხადებლად, რომ პატრები შინაურები იყვნენ, იგინი დასხა დედოფალთან და მის მოახლე ქალბატონებთან ერთად. როდესაც რაიმე ეჭვი აქვს ან მთავრობის გამგეობის, ან საქმეების წარმოებისა, ან კიდე სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისა, მუდამ პატრებსა სთხოვს რჩევას. ერი რა ხედავს, მთავარი ასე გვენდობა და მასზე ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს, მუდამ ჩვენ მოგვმართავს გაჭირების დროს, რათა ვუშუამავლოთ მთავართან და იმედიც აქვსთ, ყველაფერი გაურიგო“...
„ხშირად თავისი ამალით (Gorte) მოვიდოდა და ჩვენს ახლოს დასდგამდა თავის კარავს ჩვენის სიყვარულისათვის, რათა უფრო ადვილად ესაუბრა ჩვენთან და თავისთან მიხმობით არ შევეწუხებინეთ. ხშირად დაწვრილებით ვლაპარაკობთ სხვადასხვა სასარგებლო საქმისათვის და ყველაფერს გულმოდგინებით ისმენს. როდესაც თავისი სამეფოს ერთი ადგილიდან მეორეს გადადის, მუდამ, თავის მხლებლებით სტოვებს პირდაპირ ერთ გზას და ჩვენთან გამოივლის ხოლმე ჩვენ სანახავად და ჩვენთან სალაპარაკოდ14. ხშირად გვესაუბრება საუკუნო ცხოვრებისათვის. ჩვენის ავადმყოფობის დროს განგებ მოვიდა და გვნახა, ეგრეთვე დაგვარწმუნა, რომ მზათ იყო ყველაფერი აესრულებინა, რასაც კი ვინატრებდით. თავისი ერთგულება ბევრ გზის დაგვიმტკიცა, უფროსი ერთად თავისი შვილების და დედოფლის უქეიფობის დროს. რადგან ხშირად მოუხდება სახლიდან განშორება სხვადასხვა საქმეების გამო, ამისთვის ბევრგზის პატრებს აყენებს თავის სახლის პატრონად. მათ აბარებს თავის ცოლსა და შვილებს და უბრძანებს ყველას, პატრებს დაემორჩილონ და მათ ბრძანებას არავინ გადავიდეს. როდესაც უქეიფოდ არის, სხვა არაფერს სჭამს, თუ არ პატრების გაკეთებულს და მათი ხელით მირთმეულს. იმ დროს ყველა თავის სიმდიდრეს ოქროს, ვერცხლეულს და სხვა დანარჩენ ნივთებს მათ აბარებს, რადგან მეტისმეტი ნდობა აქვს. მისი პატივისცემა ეგოდენია, რომ ერთხელ დიდი წვეულება გამართა, 1000 კაცამდე ჰყავდა მოპატიჟებული იმის გამოსაცხადებლად, რომ პატრები შინაურები იყვნენ, იგინი დასხა დედოფალთან და მის მოახლე ქალბატონებთან ერთად. როდესაც რაიმე ეჭვი აქვს ან მთავრობის გამგეობის, ან საქმეების წარმოებისა, ან კიდე სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისა, მუდამ პატრებსა სთხოვს რჩევას. ერი რა ხედავს, მთავარი ასე გვენდობა და მასზე ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს, მუდამ ჩვენ მოგვმართავს გაჭირების დროს, რათა ვუშუამავლოთ მთავართან და იმედიც აქვსთ, ყველაფერი გაურიგო“...
მისიონერების ესეთი დაახლოვება და ზედგავლენა დადიანზე და ამისი უზომო პატივი და სიყვარული სარწმუნოებისათვის უმნიშვნელოდ არ დარჩენილა. ვინაიდან მისიონერების ყველა შრომის უმთავრესი მიზანი იყო კათოლიკობის გავრცელება არა მარტო მდაბალ ხალხში, არამედ თვით მთავრებშიაც, ამისთვის მისიონერები, ცხადია, არაფერს დაზოგავდენ დადიანის გაკათოლიკებისათვის. არც დადიანს უნდა აღმოეჩინა დაბრკოლება, რადგან მათ წმიდა კაცებად სცნობდა. მათთვის რომ არ დაეჯერებინა სასულიერო საქმეებში, მაშინ მისი სიყვარული, ნდობა და პატივი სულ უსაფუძვლო და მოჩვენებული იქმნებოდა. საბუთი არა გვაქვს, დადიანს გულგრილობა დავსწამოთ. რა სცნო მეფემ როგორც ზემოდ14 ლევან დადიანს ეს საკვირველი ჩვეულება ჰქონია, ერთ ადგილს ორ სამ დღეზედ მეტს არ გაჩერდებოდა ხოლმე; მუდამ დაიარებოდა თავის სამთავროში. ვთქვით, რომ კანონიერად არ იყო მონათლული, მოინდომა მონათვლა. ამას ზემოდ ხსენებული სილო ასე მოგვითხრობს:
„მეტადრე არქანჯელო ლამბერტის მიერ რა სცნო, რომ თავისი ბერძნებისგან15 კანონიერად არ იყო მონათლული, ლათინის წესისამებრ მოინათლა“. ამით გზა გაეხსნათ და მალე განასწავლეს დადიანი კათოლიკე სარწმუნოების სხვა დანარჩენ კითხვებში. ამ გარემოებამ უზომო ზედგავლენა იქონია დადიანის ცხოვრებაზე, რადგან დადიანი, როგორც ძლიერი და მარჯვე იყო, ისე ბევრ უსამართლობასაც მოქმედებდა, როგორათაც ცხადად სჩანს მისი ისტორიიდან. ხოლო როდეესაც კათოლიკობა მიიღო, მისგან შემდეგში ესეთი უსამართლობა სრულებით აღარ გაგონილა. სულ სხვანაირ ქრისტიანულს გზას დაადგა, ეგრეთვე დაიწყო მხნედ დაცვა კათოლიკე სარწმუნოებისა და მისი მფარველობა. ამას ხსენებული ისტორიკოსი ასე მოგვითხრობს:
„მეფემან ლევან დადიანმა რა მიიღო სრულებით კათოლიკე სარწმუნოება და შეიქმნა ახალი კონსტანტინე, ან თეოდოსიო, ხშირად ხმლითაც დაიცვა მიღებული სარწმუნოება. ამ ნათლიღების წყალმა, როგორც სავლეს განუბნია თვალთა სიბნელე, იმასაც ისე გაუწმინდა მხედველობა, რომ სხვას აღარაფერს ხედავს, თუ არ რომის სარწმუნოებას, სხვას არაფერს ნატრობს, თუ არ რომის პაპის ნახვას, რათა მის ფერხთა ემთხვიოს და მის წინაშე აღიაროს კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც უკვე მიიღო. რა შემოვიდა სარწმუნოებაში საიდუმლოების კარით ნათლისღებით, დიდი გულმხურვალება და მომზადება გამოიჩინა სხვა ყველა დანარჩენ საიდუმლოებისათვის, რომლებშიაც ძლიერ გაწვრთნილია“.
„მეტადრე არქანჯელო ლამბერტის მიერ რა სცნო, რომ თავისი ბერძნებისგან15 კანონიერად არ იყო მონათლული, ლათინის წესისამებრ მოინათლა“. ამით გზა გაეხსნათ და მალე განასწავლეს დადიანი კათოლიკე სარწმუნოების სხვა დანარჩენ კითხვებში. ამ გარემოებამ უზომო ზედგავლენა იქონია დადიანის ცხოვრებაზე, რადგან დადიანი, როგორც ძლიერი და მარჯვე იყო, ისე ბევრ უსამართლობასაც მოქმედებდა, როგორათაც ცხადად სჩანს მისი ისტორიიდან. ხოლო როდეესაც კათოლიკობა მიიღო, მისგან შემდეგში ესეთი უსამართლობა სრულებით აღარ გაგონილა. სულ სხვანაირ ქრისტიანულს გზას დაადგა, ეგრეთვე დაიწყო მხნედ დაცვა კათოლიკე სარწმუნოებისა და მისი მფარველობა. ამას ხსენებული ისტორიკოსი ასე მოგვითხრობს:
„მეფემან ლევან დადიანმა რა მიიღო სრულებით კათოლიკე სარწმუნოება და შეიქმნა ახალი კონსტანტინე, ან თეოდოსიო, ხშირად ხმლითაც დაიცვა მიღებული სარწმუნოება. ამ ნათლიღების წყალმა, როგორც სავლეს განუბნია თვალთა სიბნელე, იმასაც ისე გაუწმინდა მხედველობა, რომ სხვას აღარაფერს ხედავს, თუ არ რომის სარწმუნოებას, სხვას არაფერს ნატრობს, თუ არ რომის პაპის ნახვას, რათა მის ფერხთა ემთხვიოს და მის წინაშე აღიაროს კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც უკვე მიიღო. რა შემოვიდა სარწმუნოებაში საიდუმლოების კარით ნათლისღებით, დიდი გულმხურვალება და მომზადება გამოიჩინა სხვა ყველა დანარჩენ საიდუმლოებისათვის, რომლებშიაც ძლიერ გაწვრთნილია“.
ამ დროებში დადიანსაც მოუვიდა პაპის ბულა (წიგნი) პროპაგანდის. კოლეგიის დაარსების შესახებ. ამ ბულით პაპი იწვევდა ყველა ტომის ხალხს, გაეგზავნათ ყმაწვილები პროპაგანდის სკოლაში გასაწვრთნელად კათოლიკე სარწმუნოების მოძღვრებაში. რადგან იმ ბულაში სხვა არაფერია ამის გარდა, საჭიროდ არა ვრაცხთ აქ მოვიყვანოთ. პატრებმაც ურჩიეს დადიანს პასუხი ეგო ამ მიწვევაზედ და ყმაწვილები გაეგზავნა. ეგრეთვე მოახსენეს, ჩვენ ამას წინათ მოგართვით პაპის წერილი და იმისი პასუხი ჯერ არაფერი მიგიწერიათო. დადიანმა ჰკითხა, თუ რა იყო საჭირო და როგორ უნდა მოქცეულიყო პაპისათვის შესაფერი პატივის მისაგებად. მათაც ურჩიეს, რომ წიგნთან ერთად ერთი ვინმე გაეგზავნა, როგორც თვითვე შეპირებოდა წინად. რადგან საამისოდ პატრების უკეთესი არავინ ჰყავდა, გადაწყვიტა თავის ელჩად გაეგზავნა პაპთან პატრი იოსებ ჯუდიჩი და წიგნიც გაეტანებინა. თავისი აზრი განუცხადა იმ პატრს და წასვლის დროს ასე გაისტუმრა:
„ღვთის მსახურო მამაო და ამ სამთავროს ანგელოზო, თქვენ კარგად იცით, რომ, ჩვენი სამღვდელოების უმეცრებისა გამო, რა დიდ ხანს ვიმყოფებოდით სამწუხარო სიბნელეში, ვინაიდან უდიდესი სიბრმე აღარ შეიძლებოდა, რომ ნათლიღებას ვსცნობდით ცხონებისათვის საჭირო საიდუმლოდ და მას კი სინამდვილით არ ვღებულობდით; აღსარების საიდუმლოს ვსთვლიდით საჭიროდ ცოდვების მისატევებლად თქმით კი არ ვამბობდით და გვეგონა, რომ საკმელის კმევა, ანუ მისი მზგავსი უბრალო კეთილი საქმე მის ადგილს დაიჭერდა და ცოდვებს შეგვინდობდა. სარწმუნოების კითხვებში ჩვენი შეცდომა დიდი იყო, თქვენც კარგად უწყით. ახლა ვსტირი უმეცრებით ეგოდენ დაკარგულ სულთათვის. გარნა, მადლობა ღმერთს, თქვენის შემწეობით დავადექით, ჭეშმარიტს ნათელსა, უფროსი ერთად მე, რომელიც ვარ უმწვერვალესი თავი ამ ჩემის სამფლობელოსი. ამიტომ ჩემს მოვალეობად ვსთვლი, რომ არა მარტო ჩემის, არამედ ყველა ჩემის ქვეშევრდომების სახელითაც თქვენ გაგგზავნოთ რომის პაპთან, რომელიც უბრწყირვალესი თავია მსოფლიო ეკლესიისა და ქრისტესგან მინიჭებული აქვს ძალა შეკვრისა და გახსნისა, დახშვის და გაღების სასუფეველის კარისა. მინდა გაგზავნოთ მასთან მორჩილების ნიშნად, რათა განუცხადოთ ჩემი შვილობრივი ქვეშევრდომობა და მიღება კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელსაც აწ აღვიარებ ღვთის მადლით; ეგრეთვე მოახსენოთ ჩემი სურვილი და ცდა, რომ მთელმა ჩემმა სამთავრომ აღიაროს იგი. კიდევაც ვუბრძანე, მოგცენ ყველაფერი, რაც კი საჭიროა თქვენის შორის მგზავრობისათვის. ამიტომ გაძლევ ჩემს რწმუნებას ესედ დიდ მთავართან და მასთანვე ამ წერილსაც, რომელიც დაწერილი და მოწერილია ჩვენის ხელით. როდესაც ამას გადასცემთ წმიდა მამას თავის საკუთარ ხელში, სთხოვეთ მამობრივის სიყვარულით მოგვანიჭოს ჩვენ, დედოფალს და ჩვენს შვილებს თავისი კურთხევა და აღგვავსოს იმ ძვირფასის საუნჯით, რომელიც მისი ხელით რიგდება. თქვენი ვალია მას კარგად მოუთხრათ ახლად მიღებულის სარწმუნოების აღსარება ჩვენ მიერ და ეგრეთვე ჩვენი გულმოდგინეობა მის გასავრცელებლად. მასთანვე ევედრეთ წმიდა ეკლესიის შვილთა შორის შეგვრაცხოს და არ მოგვაკლოს თავისი ძრიელი მფარველობა, რომელსაც სიმდაბლით ვსთხოვ“.
პაპთან ეს წერილი დადიანს ბერძნულად დაუწერინებია ტრაპიზონის მიტროპოლიტისათვის, რომელიც, როგორც ზემოდ გავიხსენიეთ, სამეგრელოში იყო და კათოლიკობაც მიეღო. წერილი არა სჩანს, ხოლო ისტორიკოსი სილო თავის აღწერაში მოკლედ იხსენიებს იმას და ამბობს, რომ იმ წერილით დადიანი პაპს დიდ მადლობას უცხადებდა მისიონერების გამოგზავნისათვის; სთხოვდა სხვების გამოგზავნას; აღიარებდა პაპს ყველა ქრისტიანების მწყემსად და აუწყებდა რომის ეკლესიასთან თავის შეერთების ამბავს. როგორც სჩანს, დადიანს პროპაგანდის კარდინალებისათვისაც მიუწერია წერილი, გარნა არც ის წიგნი გვაქვს ხელში.
„ღვთის მსახურო მამაო და ამ სამთავროს ანგელოზო, თქვენ კარგად იცით, რომ, ჩვენი სამღვდელოების უმეცრებისა გამო, რა დიდ ხანს ვიმყოფებოდით სამწუხარო სიბნელეში, ვინაიდან უდიდესი სიბრმე აღარ შეიძლებოდა, რომ ნათლიღებას ვსცნობდით ცხონებისათვის საჭირო საიდუმლოდ და მას კი სინამდვილით არ ვღებულობდით; აღსარების საიდუმლოს ვსთვლიდით საჭიროდ ცოდვების მისატევებლად თქმით კი არ ვამბობდით და გვეგონა, რომ საკმელის კმევა, ანუ მისი მზგავსი უბრალო კეთილი საქმე მის ადგილს დაიჭერდა და ცოდვებს შეგვინდობდა. სარწმუნოების კითხვებში ჩვენი შეცდომა დიდი იყო, თქვენც კარგად უწყით. ახლა ვსტირი უმეცრებით ეგოდენ დაკარგულ სულთათვის. გარნა, მადლობა ღმერთს, თქვენის შემწეობით დავადექით, ჭეშმარიტს ნათელსა, უფროსი ერთად მე, რომელიც ვარ უმწვერვალესი თავი ამ ჩემის სამფლობელოსი. ამიტომ ჩემს მოვალეობად ვსთვლი, რომ არა მარტო ჩემის, არამედ ყველა ჩემის ქვეშევრდომების სახელითაც თქვენ გაგგზავნოთ რომის პაპთან, რომელიც უბრწყირვალესი თავია მსოფლიო ეკლესიისა და ქრისტესგან მინიჭებული აქვს ძალა შეკვრისა და გახსნისა, დახშვის და გაღების სასუფეველის კარისა. მინდა გაგზავნოთ მასთან მორჩილების ნიშნად, რათა განუცხადოთ ჩემი შვილობრივი ქვეშევრდომობა და მიღება კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელსაც აწ აღვიარებ ღვთის მადლით; ეგრეთვე მოახსენოთ ჩემი სურვილი და ცდა, რომ მთელმა ჩემმა სამთავრომ აღიაროს იგი. კიდევაც ვუბრძანე, მოგცენ ყველაფერი, რაც კი საჭიროა თქვენის შორის მგზავრობისათვის. ამიტომ გაძლევ ჩემს რწმუნებას ესედ დიდ მთავართან და მასთანვე ამ წერილსაც, რომელიც დაწერილი და მოწერილია ჩვენის ხელით. როდესაც ამას გადასცემთ წმიდა მამას თავის საკუთარ ხელში, სთხოვეთ მამობრივის სიყვარულით მოგვანიჭოს ჩვენ, დედოფალს და ჩვენს შვილებს თავისი კურთხევა და აღგვავსოს იმ ძვირფასის საუნჯით, რომელიც მისი ხელით რიგდება. თქვენი ვალია მას კარგად მოუთხრათ ახლად მიღებულის სარწმუნოების აღსარება ჩვენ მიერ და ეგრეთვე ჩვენი გულმოდგინეობა მის გასავრცელებლად. მასთანვე ევედრეთ წმიდა ეკლესიის შვილთა შორის შეგვრაცხოს და არ მოგვაკლოს თავისი ძრიელი მფარველობა, რომელსაც სიმდაბლით ვსთხოვ“.
პაპთან ეს წერილი დადიანს ბერძნულად დაუწერინებია ტრაპიზონის მიტროპოლიტისათვის, რომელიც, როგორც ზემოდ გავიხსენიეთ, სამეგრელოში იყო და კათოლიკობაც მიეღო. წერილი არა სჩანს, ხოლო ისტორიკოსი სილო თავის აღწერაში მოკლედ იხსენიებს იმას და ამბობს, რომ იმ წერილით დადიანი პაპს დიდ მადლობას უცხადებდა მისიონერების გამოგზავნისათვის; სთხოვდა სხვების გამოგზავნას; აღიარებდა პაპს ყველა ქრისტიანების მწყემსად და აუწყებდა რომის ეკლესიასთან თავის შეერთების ამბავს. როგორც სჩანს, დადიანს პროპაგანდის კარდინალებისათვისაც მიუწერია წერილი, გარნა არც ის წიგნი გვაქვს ხელში.
წასვლის დროს პატრი იოსებს პაპთან გაატანა ეგრეთვე ორი ყმაწვილი საჩუქრად, რათა პროპაგანდის სკოლაში გაწვრთნილ იყვნენ. იმათ ერქვა ერთს ანტონ და მეორეს ანდრია. ანდრიას ძლიერ შესანიშნავი ნიჭი გამოუჩენია სწავლაში, მეტად დაწინაურებულა ფილოსოფიისა და საღვთისმეტყველო საგნებში, ბევრ გზის დისერტაციაც დაუცავს და კარგად გაუმარჯვნია. სამწუხაროდ, ესედ ნიჭიერი მეგრელი რომშივე გარდაცვლილა სწავლის დასრულებამდე. ხოლო მეორეს ანტონსა თუმცა მასავით დიდი ნიჭი არა ჰქონია, მაგრამ საკმაოდ წინ წასულა სწავლაში; არა სჩანს, სწავლის დასრულების შემდეგ სად წასულა. იმ ორის ყმაწვილისა და პატრი იოსების გაგზავნა რომს მოხდა 1643 წ. იქ ჩასულმა პატრი იოსებმა გადასცა პაპს ინოჩენციო მეათეს და პროპაგანდის კარდინალებს დადიანის წერილები და ეგრეთვე უამბო მათ მიერ გამოღებული ნაყოფი სამეგრელოში. ამ ამბავმა მეტადრე ლევან დადიანის გაკათოლიკებამ და მისმა კეთილმა საქმეებმა რომში ყველა დიდათ გაახარა. პატრი იოსებს, რაც სჭიროდა თავის მისიონისთვის, ყველაფერი უშოვეს და ეგრეთვე, ლევან დადიანის თხოვნის თანახმად მისცეს ორი ახალი მისიონერიც. ეს ორი ახალი მისიონერი იყვნენ პატრი ივანე მონთი მილანელი და პატრი იაკობ მარსი ქრემონელი.
სამგზავროდ რომ მოემზადენ, წამოვიდენ იტალიიდან კონსტანტინეპოლს 1646 წ. მარტში. პაპის მაგიერათ კარდინალებმა გამოატანეს იმათ წერილი ლევან დადიანთან. ამ წერილის დედანი ჩვენ ვერ ვიპოვეთ არქივებში. ხოლო ისტორიკოს ფერროს მოჰყავს ეს წერილი თავის ისტორიაში ცოტა შემოკლებით ესედ:
„დიდის შვებით ვსცანით, რომ თქვენა და თქვენის სამეფოს მცხოვრებთ უმეტესობას დაგიტოვებიათ ძველი შეცთომილება, გიწამებიათ ლათინის ეკლესიის დოგმები და მას შემოერთებიხართ. ამიტომ უმაღლესი მწყემსი პაპი, ვითარცა საყოველთაო მამა, თავის საყვარელ შვილად გთვლით და განიჭებთ უხვად თავის წმიდა კურთხევას. ვინაიდან ეგოდენის სურვილით ხელახლავ მიგიღიათ ნათლიღება, საჭიროა უფრო გამტკიცდეთ კათოლიკე სარწმუნოებაში და ეცადოთ, რათა, კათოლიკებრივის გულმოდგინებით საქვეყნოთ აღიაროთ რომის ეკლესიის სარწმუნოება. ეგრეთვე უნდა ეცადოთ, რომ პატრი ჯუდიჩის, პატრი ლამბერტის და სხვა სამოციქულო მისიონერების სრული ნდობა იქონიოთ და მათი დარიგებით მოიქცეთ, რადგან არიან დიდათ სათნო და სარწმუნოების ერთგულებით სავსენი და არა მარტო თქვენ, არამედ მთელს სამეფოსაც სიკეთეს მოუტანენ. უკან მობრუნებულის ელჩისაგან, რომელიც გამოგზავნეთ თქვენის მორჩილების გამოსაცხადებლად, ყველას კარგად სცნობთ, თუ რამდენათ გაიხარა პაპმა და მთელმა რომმა თქვენის ამბით. თავისი გამოუთქმელი სიხარულის დასამტკიცებლად, მაგ უფლის ვენახში ჰგზავნის კვლავ ორს სხვა მისიონერსაც, რომლებიც შესანიშნავნი არიან სათნოებით, გულკეთილობით და მოძღვრებით; შემდეგშიაც კიდევ გამოვგზავნით სხვებსაც, რათა მით სცნოთ, თუ წმიდა რომის საყდარსა რამდენი სიყვარული აქვს თქვენი და თქვენი სამეფოსი“.
„დიდის შვებით ვსცანით, რომ თქვენა და თქვენის სამეფოს მცხოვრებთ უმეტესობას დაგიტოვებიათ ძველი შეცთომილება, გიწამებიათ ლათინის ეკლესიის დოგმები და მას შემოერთებიხართ. ამიტომ უმაღლესი მწყემსი პაპი, ვითარცა საყოველთაო მამა, თავის საყვარელ შვილად გთვლით და განიჭებთ უხვად თავის წმიდა კურთხევას. ვინაიდან ეგოდენის სურვილით ხელახლავ მიგიღიათ ნათლიღება, საჭიროა უფრო გამტკიცდეთ კათოლიკე სარწმუნოებაში და ეცადოთ, რათა, კათოლიკებრივის გულმოდგინებით საქვეყნოთ აღიაროთ რომის ეკლესიის სარწმუნოება. ეგრეთვე უნდა ეცადოთ, რომ პატრი ჯუდიჩის, პატრი ლამბერტის და სხვა სამოციქულო მისიონერების სრული ნდობა იქონიოთ და მათი დარიგებით მოიქცეთ, რადგან არიან დიდათ სათნო და სარწმუნოების ერთგულებით სავსენი და არა მარტო თქვენ, არამედ მთელს სამეფოსაც სიკეთეს მოუტანენ. უკან მობრუნებულის ელჩისაგან, რომელიც გამოგზავნეთ თქვენის მორჩილების გამოსაცხადებლად, ყველას კარგად სცნობთ, თუ რამდენათ გაიხარა პაპმა და მთელმა რომმა თქვენის ამბით. თავისი გამოუთქმელი სიხარულის დასამტკიცებლად, მაგ უფლის ვენახში ჰგზავნის კვლავ ორს სხვა მისიონერსაც, რომლებიც შესანიშნავნი არიან სათნოებით, გულკეთილობით და მოძღვრებით; შემდეგშიაც კიდევ გამოვგზავნით სხვებსაც, რათა მით სცნოთ, თუ წმიდა რომის საყდარსა რამდენი სიყვარული აქვს თქვენი და თქვენი სამეფოსი“.
მისიონერები დარდანელში რომ მოვიდენ, ევროპის ხელმწიფეთა ჯაშუშობა დასწამეს; ამიტომ იქაურმა ფაშამ დაატყვევა და ჯარჩებით გამოგზავნა კოსტანტინეპოლში, სადაც შებორკეს და სამუდამოდ საპყრობილეში ჩასვეს. ოსმალებმა საყრობილეში დიდი შეურაცხობა და შეწუხება მიაყენეს მისიონერებს და გამაჰმადიენება არა ერთხელ ურჩიეს, რათა თავი დაეხსნათ ტყვეობისაგან. ლევან დადიანის ელჩი პატრი იოსებ ჯუდიჩი, ბევრის მწუხარების გამოვლის შემდგომ, საპყრობილეში ბორკილებით ხელ-ფეხ შეკრული გარდაიცვალა.
რადგან იმ თეათინელებთან ერთად დომინიკიანი პოლონელი მღვდელიც იყო დატყვევებული, მიჰმართა კოსტანტინეპოლში მყოფს პოლონეთის სამეფოს ელჩსა, რომელმაც მისი ამბავი თავის მთავრობას აცნობა. მალე მოვიდა პოლონეთიდან კოსტანტინეპოლში საგანგებო ელჩი. თუ ამის შემწეობით და თუ საფრანგეთის ელჩის საშუალებით, როგორც იყო, გათავისუფლდენ მისიონერები ტყვეობისაგან. იმათ კოსტანტინეპოლში შეუერთდა ერთი თავიანთი თეათინელი პატრი გაეთანო დალესანდრი და მორჩილი ძმა ქლაუდიო. ოთხივე იქიდან წამოვიდენ სამეგრელოში და, დიდის შეწუხების გამოვლის შემდგომ, მოვიდენ ოდიშში 6 აგვისტოს 1647 წ. დადიანმა რა სცნა ახალმოსული მისიონერებისაგან პატრი იოსებ ჯუდიჩის სიკვდილი, დიდად შეწუხდა და თავის თავს ყვედრება დაუწყო ასეთის საჭირო კაცის მოშორებისა და გაგზავნისათვის, რადგან ძლიერ ენდობოდა და უზომოდ უყვარდა.
ახალმოსულმა მისიონერებმა სამეგრელოს ჰაერი ვერ აიტანეს, დასნეულდენ და მალე პატრი გაითანოც გარდაიცვალა. სხვები კი, როგორც იყო, რამდენიმე თვის შემდგომ განიკურნენ და შეუდგნენ ერის სამსახურს თავიანთ წინამოადგილეთა მსგავსად.
მისიონერებს სახლთან ერთი თავშესაფარი საგლახაკოც ჰქონდათ, საცა უმწეოდ დარჩენილებს ინახავდენ. იმ ხანად იქ შეხიზვნიათ ერთი დედაკაცი სახელად ვარდია, რომელიც იმერელი ყოფილა და ომის დროს მეგრელებს ტყვედ წამოეყვანათ. როდესაც მოხუცებულა და შრომა აღარ შესძლებია, თავის ბატონს სახლიდან გაუგდია და უთქვამს: „ტყუილად ნუ სტირი, ჩემს სახლში აღარ მინდიხარ, წადი, მიმართე ფრანგებს, ისინი ღვთის კაცები არიან, სამადლო საქმეს შვრებიან. შეგეწევიან, მშიერს არ მოგკვლენ და მგელს არ შეაჭმევინებენ შენს თავსო“. გაჭირვებული დედაკაცი წასულა ტირილით, როგორც ყოფილა, მიუგნია პატრებისათვის, რომელთაც მართლა სიყვარულით მიუღიათ ცოცხალ-მკვდარი დედაკაცი, მოუსულიერებიათ, სარწმუნოებაში გაუწვრთნიათ და, რადგან დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონია, სასიკვდილოდაც მოუმზადებიათ. მართლაც რამდენიმე დღის შემდგომ დედაკაცი ძლიერ კეთილად გადაცვლილა; პატრებისაგან მიუღია ყველა საიდუმლოები და მათდამი მადლობით და ლოცვა-კურთხევით დაულევია თავისი ცხოვრება.
მოგვითხრობენ აგრეთვე, თუ როგორ მოუნათლავთ რამდენიმე ახალგაზდა თუ ქალი და თუ ვაჟი და როგორ მიუღებინებია მათთვის კათოლიკე სარწმუნოება. მაგრამ უფრო ყურადსაღებია, რაც პატრი ლამბერტიმ ჩაიდინა. სამეგრელოში თურმე მთავრისაგანაც მკაცრად აკრძალული ყოფილა ორი ცოლის შერთვა. ამ კანონის წინააღმდეგობა მოუწადინებია დადიანის ერთ აზნაურს. ერთი ცოლი კიდეც ჰყოლია, მაგრამ იმავე დროს დედოფლის მხლებელი ქალი შეჰყვარებია და მოუნდომებია იმაზე ჯვრის დაწერა. თავისი სურვილის შესასრულებლად მიუმართავს დედოფლისათვის და სხვათა შორის უთქვამს, ერთცოლობა სამეგრელოში დაწესებულია მოქალაქობრივის მოსაზრებით და ღვთაებრივის სჯულის მიერ აკრძალული არ არისო და მაგალითად დაუსახელებია აბრაჰამ, დავით, იაკობ და სხვა; ბევრი უთხოვნია მთავრის წინაშე მიშუამდგომლეთ, მეორე ცოლის შერთვის ნება მომცესო. კაციც და ქალიც დედოფლის ერთგულნი ყოფილან და ამიტომ იმასაც მთავრისათვის უთხოვნია ნების მიცემა. მთავარს თანხმობა გამოუცხადებია. ეს რომ გაეგო პატრი ლამბერტის, მაშინვე მისულა დადიანთან და უთქვამს: „ერთის უჯერო ნების დასაკმაყოფილებლად სამეფოს ძველის დროის კანონები არ უნდა მოშალოთ, თორემ ასეთი ქცევა დიდ არეულ-დარეულობას გამოიწვევს და შემდეგში კიდევაც რომ გინდოდეთ, გაფუჭებულ საქმეს ვეღარას უშველით. თქვენი სარწმუნოების პირვანდელ დედას, ნინოს არ უსწავლებია ესეთი სამარცხვინო დოგმა. ადამიანს ნება არა აქვს ჰქმნას ის, რასაც ღმერთი და ბუნება უკრძალავს. რომა წინააღგიდგება, მძიმე შეჩვენებით შეგკრავს და დაგსახავს ეკლესიის შვილათ კი არა, როგორც აქამდე იყავით, არამედ მის უდიდეს მტრად. სიმდაბლით გევედრები, თქვენი სულის პატივისათვის, ნუ ინებებთ და ნუ დაჰკარგავთ თქვენის მეფობის იმ კეთილსა და ბრძნულს სახელს, რომელიც აქამდე შეგიძენიათ“. რადგან დადიანს მისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა, უსმინა თხოვნა და დაჰპირდა, ასეთ საქმეში არაფერს შევცვლიო; ეგრეთვე სთხოვა მოსულიყო დედოფალთან და კარგად ჩაეგონებინა ისიც. ლამბერტი სიხარულით მივიდა მასთან და დაუწყო ჩაგონება; მალე დაანახა თავისი შეცთომილება. დედოფალი დაჰპირდა, ასეთის უწესოების ნებას არავის მივცემო. დედოფალმა თავისი მხრით კარგად ჩააგონა შეუღლებას მოწადინებული ქალი და კაცი. ამნაირად ესეთი დიდად მავნებელი უწესოება სამეგრელომ თავიდგან აიცილა ლამბერტის წყალობით.
დადიანს ისე მიაჩნდა პატრები, რომ მათ სთვლიდა თავისი სამთავროს ძვირფას სამკაულად. როდესაც მასთან უცხო ვინმე მოვიდოდა, მაშინვე წაიყვანდა მათ სანახავად და ეუბნებოდა, რომ თავის სამეფოში მათზედ უკეთესი სხვა არავინ გააჩნდა.
რადგან პატრი არქანჯელო ლამბერტი დასნეულებული იყო, რომს მოსთხოვა ნება უკან დაბრუნებისა. ამიტომ 18 ოქტომბერს 1649 წ. წავიდა იტალიაში და თან წაიყვანა ერთი ახალგაზდა გურული სახელად ივანე, რომელიც ძლიერ კარგი კათოლიკე ყოფილა და საკმაოდ სცოდნია იტალიურიც. მაგრამ სამწუხაროდ ზღვის დიდის ღელვის გამო ძლიერ შეწუხებულა. რა გავიდენ სინოპში დასასვენებლად, იქვე გარდაიცვალა 5 იანვარს 1650 წ. ხოლო იქიდან ლამბერტი მარტო გაბრუნდა და მივიდა თავის სამშობლო ქალაქ ნეაპოლში, სადაც დასწერა და გამოსცა თავისი შესანიშნავი „სამეგრელოს აღწერა“ (Relatione della Colchide) 1654 წ. და შემდგომ, ესე იგი 1657 წ. „წმიდა კოლხიდა“ (Colchide sacra). ლამბერტიმ ქართლსა, თუ სამეგრელოში დაჰყო 20 წელიწადი, დიდი სამსახური მიაგო ქართველთა ერს თუ სულიერად და თუ ხორციელად. თავისი შრომით შეიქმნა იგიც საქართველოსთვის ერთი დიდი და დაუვიწყარი მოღვაწე. ამისი საქართველოდან რომაში გაგზავნილი შესანიშნავი წერილი ბევრი ჩაგვივარდა ხელში და ბევრი კიდე დაკარგულია.
ლამბერტის წასვლის შემდგომ სამეგრელოში არ შემცირებულა კათოლიკობის გავრცელება, არამედ მუდამ ძლიერდებოდა ისე, როგორც უწინ. მისიონერები თავიანთ შრომას და სარწმუნოების წარმატებას რომში თავიანთ უფროსებს ხშირად აცნობებდენ. მაგრამ ამ საინტერესო წერილებიდან ზოგი მაშინვე იკარგებოდა და ზოგიც შემდეგში სხვადასხვა გარემოების მიზეზით აქეთ-იქეთ იფანტებოდა, რის გამოც ჩვენამდე უმეტესმა ნაწილმა ვერ მოაწია.
შემდგომ წლებისა მხოლოდ ერთი წიგნი გვაქვს ზემოდ ხსენებულის პატრი ქრისტეფორესი, რომელსაც 1652 წ. რომში მიუწერია ესეთ:
„თქვენო უმაღლესო ხელმწიფებავ,
თქვენს უმაღლესობას ჩვენი საყოველთაო უფროსი უკვე აუწყებდა ჩვენი წმიდა მისიონის გარემოებას და წარმატებას. მისიონში დიდი ნაყოფის გამოღების იმედი გვაქვს, თუ გვეყოლა კაი დამტევი მისიონერები, რადგან მეტად მივაჩნივართ და პატივს გვცემენ აქაური ყველა მთავრები, მეტადრე იმის გამო, რომ მოვნათლეთ მთავარი, ერთადერთი შვილი და მემკვიდრე ალექსანდრე ქართველთა მეფისა, რომელიც ქუთაისში სცხოვრებს. ამ ქალაქში მონასტერი გვაქვს, მაგრამ ეხლა არავინა გვყავს, რომ იქ დავაყენოთ; აქ სულ სამნი ვართ, ორი ახლად მოსულია, არ იციან აქაური ენა და არც აქაურობის გამოცდილება აქვთ. ამიტომ სამეგრელოს ვერ მოშორდებიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ერევანშიაც შეგვიძლია შრომა. ჩემს ამხანაგებში ზოგი გარდაიცვალა. ზოგიც უკან დაბრუნდა. ოც წელიწადზე მეტია, რაც წმიდა კრებას ამ ექსორიაში ვემსახურები. უკვე დავდროულდი და თანაც ბევრნაირად დავსნეულდი, ამიტომ უკან დაბრუნების ნება ვითხოვე, ჩემს სამშობლოსა და ჩემს მონასტერში დავასრულო ჩემი ცხოვრება. გარნა თუ ჩემი უფროსნი საჭიროდ დაინახვენ ჩემს კვლავ აქ დარჩენას, არ გავექცევი შრომას, ოღონდ მიშოვნონ დამტევი მისიონერები, რამდენათაც კი შეიძლება მალე. მეც მზათ ვარ სიკვდილამდე განვავრცო აქ ჩემი შრომა ღვთის წმიდა სარწმუნოების სამსახურისთვის. აქ ბევრს შეწუხებას და შრომას ვსწევ და ხანშიაც შევედი, არც მომდის საჭირო შემწეობა თავის დროზე. თუ უფროსთა მიბოძეს ნება, მოვალ მათ ფეხთა წინაშე და ვიქმნები, როგორც ერთი უკანასკნელი.
ქართველი და მეგრელი ბავშები და ახალგაზდები გასულ წელს მოვნათლე ოთხასი. წლევანდელი მონათლულებიც იმდენივე იქმნებიან. ეგრეთვე მოვნათლეთ მთავრის ლიპარიტიანის ორი შვილი უფროსი და უმცროსი და მათთან ბატონი აბულია პისკაია, რომელიც ამ ძველის-ძველი ოჯახის თავია და პატრონი კავკასიის მთების ერთი ნაწილისა, სადაც თვით სცხოვრებს. მსგავსადვე თავიანთ ეკლესიაშივე მოუნათლე თავისი უფროსი შვილი მამუკაი და მისი უმცროსი ძმაც, რომელმაც ინება მასთან ერთად შერაცხულიყო იესო ქრისტეს მხედრად.
კავკასიის მთებსა და მის გვერდობზედ მცხოვრებ ერს (რომელიც აღურაცხველია) არა აქვთ არც წიგნი, არც საკუთარი ანბანი და არც ქართულს ანბანს ხმარობენ; სრულებით არ იციან, თუ რა არის არითმეტიკა; დასათვლელად ხმარობენ ხან კრიალოსნის მარცვლებს და ხანაც კენჭებს და თოფის ნასკვებს. ამ უბედურების მოსასპობად ახალი (გამოგონილის) ასოებით დაუწერე წიგნები. ძლიერ მოეწონათ, ამიტომ იმედია მალე შეისწავლონ ეს მეცნიერება. შეიძლება თქვენც გამოგიგზავნოთ ამ წიგნის ერთი ეგზემპლიარი. მათ დავუწერე ახალი ანბანი, რომელიც გამოირჩია მთავარმა, რადგან მხედრული და ხუცური ასოები ბევრნაირი დავუწერე. არითმეტიკასთან იქმნება ამათ ეგზემპლიარებიც როგორმე შევიძლო და მოგაწვდინოთ, თუმცა წერილები ადვილად იკარგება ახლანდელი ომების გამო. ამითი ვასრულებ ამ წერილს. უმდაბლესად მოგესალმები და ვემთხვევი თქვენს ბისონს და მასთანვე გავედრებ ჩემს ცოდვილს თავსა და ამ წმიდა მისიონს. უფლის მიერ თქვენი უმაღლესობის ყოვლად მდაბალი მონა, პატრი ქრისტეფორე კასტელი თეათინელი საქართველოს და სამეგრელოს უღირსი მისიონერი, 1652“.
როგორც ჰგავს, პატრი ქრისტეფორე მალე გაბრუნებულა იტალიაში, რადგან იმის შემდგომ მას ვეღარ ვხედავთ სამეგრელოში.
1655 წლისა მარტო ერთი წერილი გვაქვს. ისიც გვიჩვენებს იმ დროებში კათოლიკობის წარმატებას. ვრცელი წერილია და სამეგრელოში მყოფ სამ მღვდელს ერთად მიუწერიათ. რადგანაც შესანიშნავია, ამიტომ თავის ტექსთითვე მოვიყვანთ წერილის იმ ადგილებს, რაიც ჩვენთვის უფრო საინტერესოა. იმაშივე იხსენებენ თავიანთ წინანდელ გაგზავნილ წერილებს, რომელიც დაკარგულა.
„... პირველად სხვათა შორის მოვიწერეთ, რომ ახლანდელი მონათლულების რიცხვი გავლილ წლებში მონათლულებზე ნაკლები არ იყო. მოინათლნენ სამას სულამდე, ამათგანი ბევრნი, დარწმუნებული ვართ, დღეს სასუფეველში საუკუნო დიდებით სტკბებიან. ეგრეთვე იყო მოხსენებული, თუ როგორ მოვნათლეთ ერთი ახალგაზდა მეგრელი სიკვდილის დროს... ამასთანავე გაუწყებთ, რომ ღვთის შემწეობით, დიდი ნაყოფი გამოიღო ჩვენმა მეცადინეობამ, რასაც სიამოვნებით წარმოუდგენთ თქვენს პატივცემულს მამობრივ ღირსებას. ჩვეულებისამებრ, რიგით დავიწყებთ, მოხსენებას. ჯერ ნათლობის ამბავს მოგახსენებთ. გაუწყებთ, რომ წლეულაც ბევრი ბავში მოვნათლეთ, სულ ას ორმოც და ათამდე იქნება. უფრო ბევრი იქნებოდა გამუდმებით უქეიფოდ რომ არ ვყოფილვიყავით. აქაური ჰაერი ძალიან გვნებს და გვჩაგრავს, თითქმის ყველა ჩვენთაგანი საშინლად იტანჯება. ხოლო იმ ბავშებს, რომლებიც ჩვენი სრული უფლების ქვეშ არიან, ვნათლავთ ეკლესიაში დიდის ამბით; ეხლა ორი მზად გვყავს მოსანათლად; თუ ღმერთმაც ინება, შევასრულებთ პირველ დღესასწაულშივე. წლეუს, ღვთის შემწეობით, მოვნათლეთ ჩვენის სახლის კაცთაგანი ერთი ახალგაზდა, რომელიც სიკვდილის პირს იყო. ჯერ კარგად გამოვიძიეთ მისი სურვილი. და ვსცანით, რომ უნდოდა წმიდა ეკლესიის წიაღსა ქრისტიანურად მიცვლილიყო. შემდგომ მონათვლისა განიკურნა.
მთავარი დადიანი და მთელი ოდიში თავიანთ ჩვეულებრივ სიყვარულს გვიმტკიცებენ. ჩვენც ყველანი ჩვენის მხრით ვცდილობთ შევეწიოთ მათ განუსაზღვრელის სიყვარულით და ვსწამლობთ, რაც კი დასჭირდება და როცა კი მოგვმართვენ. თითქმის ყოველ დღივ ვსწამლობთ და სიამოვნებით მივდივართ მათ სახლებშიაც, როდესაც დაგვიბარებენ, რის გამო დიდი შეწუხება გვადგება...
რა კი მთავარი ნდობითა და სიყვარულით გვეპყრობა, მისნი ქვეშევრდომნიც ამავე გრძნობას გვიცხადებენ. პატრიარქი, აქ კათალიკოსად წოდებული, მუდამ დიდს სიყვარულს გვიცხადებს, ხშირად სახლში გვიგზავნის დიდს მოწყალებას და როდესაც შემთხვევა მოგვეცემა მისის ნახვისა, მუდამ დიდის პატივით გვეპყრობა. კათალიკოსის შემდგომ ყველა სხვა დანარჩენი ეპისკოპოსებიც სიყვარულით გვეპყრობიან. მაგრამ მათ შორის ერთი უმთავრესი, რომელსაც უწოდებენ წალენჯიხელი (Scalingichelli), უმეტეს სიყვარულს გვიცხადებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით თქვენს პატიოსან მამობრივს ღირსებას იმისი ამბავი განსაკუთრებით მოვახსენოთ, რათა ჩვენმა ორდენმა მისი სახელი განსაკუთრებით დაიხსომოს. როდესაც დიაკონი და მწირი ბერი იყო, ისე გვემტერებოდა იგი და ისეთ წინააღმდეგობას გვიცხადებდა სარწმუნოების საქმეში, უმეტესი აღარ შეიძლებოდა.
სხვათა შორის ერთხელ, მას აქეთ რამდენიმე წელიწადია, უჩვენა ეს მტრობა ერთ ჩვენთაგანს ბჭობაში დადიანის წინაშე; სახელად ერქვა ილარიონ; როდესაც ეპისკოპოსი გახდა, ჩვენს მამებთან ისე მოიქცა, რომ მათ არც სიავე და არც სიკეთე უყო. ერთხელ რაღაც შემთხვევის გამო მოვიდა ჩვენს სახლში და იმ დროს ნახა ცხენით სატრიალებელი წისქვილი, რომელიც ჩვენებს გაეკეთებინათ საჭიროებისათვის.16 წისქვილი ძლიერ მოსწონებია წალენჯიხელ ეპისკოპოსს და უთხოვნია მისი გამკეთებელი წასულიყო მასთან წალენჯიხის საეპისკოპოსოში, რათა იქაც გაემართა. პატრიც წაჰყვა, გაუკეთა წისქვილი, როგორიც უნდოდა. ეპისკოპოსს ძლიერ მოეწონა და კარგადაც დაასაჩუქრა პატრი; მას აქეთ ძლიერ შეგვიყვარა თუ გამკეთებელი პატრი და თუ ჩვენ ყველა ერთიანად; ახლა შეიქმნა უმეტესად საყვარელი, ჩვენი კეთილის მყოფელი და საუკეთესო მეგობარი, რადგან ახლა ყველგან გვაქებს და კარგად გვიხსენიებს. ხშირად გვეწევა დიდის და უხვის წყალობით: მოწყალებად გვიგზავნის ეკლესიისათვის წმიდა სანთელს, რომელიც მთელ წელიწადს გვყოფნის; გვიგზავნის ხშირად და ბლომად ღვინოს, მეტადრე წლეულს, რომ მოსავალი სრულებით არ იყო; ეგრეთვე საჩუქრად გვიგზავნის ცხვრებს, ძროხებს; ხშირად ჰპატიჟობს წისქვილის გამკეთებელ პატრს თავის საუკეთესო მამულებში ჰაერის გამოსაცვლელად და დიდათ ეალერსები არა მარტო მას, არამედ ყველა ჩვენთაგანს, როდესაც მის სახლში მისვლა მოგვიხდება, რადგან აქაურებში ყველაზე უფრო ნასწავლი, ყველაზე უფრო გულისხმიერი და ადვილ შესათვისებელია. ყოველ ავ ღირსებას მარტო თავისის სათნოებით მიეწია.16 ეს წისქვილი ოთხი ადვილად სატრიალებელი ქვით ყოფილა. ამის დანახვაზედ მეგრელები თურმე ძლიერ ჰკვირდებოდნენ და პირჯვარს იწერდნენ. დადიანსაც ძლიერ გაჰკვირვებია და თავისთვისაც გაუკეთებინებია. სიამოვნებით წარმოგვიდგენს ბევრს საეჭვო კითხვას სარწმუნოებისას; ეგრეთვე გვკითხავს ევროპელის მთავრების ამბავს, მეტადრე რომის პაპის ამბავს და ყოველსავე, რაც შეეხება რომის სამთავროს. გულმოდგინებით ისმეს ჩვენს პასუხს.
ცხადად აღიარებს, რომ მეგრელი მღვდლები ნათლიღებას სწორედ არ ასრულებენ, რადგან მათ წიგნებში ისე არა სწერია, როგორც ბერძნულშია და თავისი წიგნებიც გვაჩვენა. დადიანს ამ პატიოსანის ეპისკოპოსის დიდი პატივისცემა აქვს. აწინდელი კათალიკოსი კარგად ხნიერია. იმის სიკვდილის შემდგომ იმედი გვაქვს ეს გახდეს კათალიკოსი. თუ მართლა ასე მოხდა, როგორათაც ვევედრებით უფალსა, თუ ჩვენთვის და თუ ჩვენი მისიონისათვის ძლიერ კარგი იქმნება. ინებოს უფალმა ღმერთმა ისე, როგორც უფრო სჯობდეს.
საეკლესიო პირთა გარდა, ყველა ხარისხის და მდგომარეობის ერის კაცნიც ძლიერ კარგად გვეპყრობიან; ყველასი სათითაოდ ჩამოთვლა მეტად შორს წაგვიყვანს. ამათ შორის უფრო ღირსი პატივისა და ჩვენის განსაკუთრებულის ყურადღებისა აქაური უმთავრესი ბატონი ვამეყ ლიპარტიანი და მისი მეუღლეა. მთავრის სიკვდილის შემდგომ, შეიძლება მისი ტახტი ამას დარჩეს, რადგან უმახლობელესი და ღირსეული ნათესავია. ეს ბატონი და მისი მეუღლე, ასული ერთი გურული თავადისა, დიდსა და განსაკუთრებულს სიყვარულს გვიცხადებენ და პატივს გვცემენ, ისე, რომ ეგოდენი პატივის მიღება გვერცხვინება კიდეც; ამიტომ ჩვენც დაუცხრომელად მადლობას ვწირავთ ღმერთსა. მართალია ჩვენც ჩვენის მხრით არას ვზოგავთ და რაც კი შეგვიძლია ვცდილობთ მათი გული მოვიგოთ და ვაამოთ...
ღარიბსა და მდაბიო ხალხს რამდენათაც კი შეგვიძლია, მუდამ სიყვარულით ვემსახურებით. ყველას უსასყიდლოდ ვაძლევთ ყველანაირ წამალს, როდესაც კი მოგვმართვენ, რაც თითქმის ყოველ დღივ ხდება; ეგრეთვე ვეწევით მათ სხვა თავიანთი საჭიროების დროსაც. ამა ყოველაფერს ვყოფთ მარტო იმიტომ, რომ ვეწიოთ ჩვენს მიზანს, ესე იგი, რათა მოვნათლოთ მათი ბავშები და ქორფები, მათ სულთათვის სასარგებლო რამ ველაპარაკოთ, უმღრთოობა ავარიდოთ, გავწვრთნათ სარწმუნოებაში და ვაქმნევინოთ კეთილი საქმე, როგორათაც მოვალე ვართ, ვითარცა მისიონერები...
ჩვენის სახლის მდგომარეობისას გაუწყებთ, რომ, ღვთის შემწეობით, თუ სახორციელო და თუ სასულიერო მხრით საკმაოდ კარგად მიდის... ჩვენი სასულიერო მდგომარეობაც ძლიერ კარგად არის...
მესამედ, დიდის გულმოდგინებით ვწვრთნით იმ ბავშებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და ითვისებენ საქრისტიანო მოძღვრებას; მათი ნიჭიერების დაგვარ ვასწავლით ეგრეთვე „მამაო ჩვენოს“, „გიხაროდენს“, „მრწამსს“ ღვთის მცნებათა და სხვა ლოცვებს, ეგრეთვე წირვის დროს დახმარებასაც. ეხლა გვყავს ერთი ათი წლის ბავში, რომელმაც ჩვენ დიაკვნებსავით ძლიელ კარგად იცის წირვის დროს დახმარება, კითხვა და ზეპირად ბევრი ლოცვა თუ ქართულად და თუ ლათინურად: საუცხოვო საყურებელია, როცა ამბობს. ჩვენი სახლის მოზდილ პირთ ყოველ კვირა და მთავარ უქმე დღეობით წირვას ვასმენინებთ და ნიადაგ ვწვრთნით, რათა სასუფეველის კეთილ გზას დაადგნენ...
სამეგრელოდან 16 სექტემბერს 1655.
პრეფეკტო პატრი ანდრია ბორომე, პატრი ივანე მონთი, პატრი იოსებ ძამპი“.
მოყვასისათვის ასე თავდადებით შრომობდენ მისიონერები, მაგრამ ცუდს ჰაერს ვეღარ გაუძლო მათმა აგებულებამ და მათგან ორი პატრი მონთი და მარსი გარდაიცვალნენ; დარჩნენ მხოლოდ პრეფექტო ბორომე და პატრი ძამპი. ერის თუ სულიერს და თუ ხორციელს ეგოდენ საჭიროებას ეს ორი ვეღარ ასდიოდა. არა ერთხელ მისწერეს რომას და მოითხოვეს ახალი მისიონერები, მაგრამ იქიდან წამოსვლა ადვილად ვეღარავინ გაბედა. სამეგრელოში თეათინელების უდროვო სიკვდილმა ძლიერ დააშინა იტალიაში მყოფნი მათნი თანა მოძმენი. ამიტომ აღარავინ მოდიოდა ამ მისიონში. ბევრის ლოდინის შემდეგ რა ნახეს, ახალი აღარავინ მოდიოდა, პატრი ანდრია ბორომემ რომას წასვლა გადაწყვიტა. მისის წასვლის მიზეზი ერთის მხრით ის იყო, რომ თვითონაც დასნეულდა და მუშაობა აღარ შეეძლო, მეორის მხრით ის, რომ უნდოდა ახალი მისიონერები ეშოვნა სამეგრელოში გამოსაგზავნად. თავისი აზრი დადიანსაც შეატყობინა. მთავარი დათანხმდა იტალიაში გაეშვა იმ პირობით კი, რომ, სხვა მისიონერებს თუ ვერ იშოვიდა, მაშინ თვითონ მაინც მობრუნებულიყო. ეგრეთვე ნება მისცა ერთი თავიანთი ყმათაგანი საჩუქრად წაეყვანა. ამის შემდგომ გამოემშვიდობა დადიანს და წავიდა რომს 1661 წ. მაგრამ იქ ახალი მისიონერების შოვნა გაუჭირდა. პროპაგანდამაც რა ნახა, თეათინელთაგანი სამეგრელოში აღარავინ მიდიოდა, დააპირა გამოგზავნა კაპუცინებისა, რომლებიც იმ დროს ქართლს მოდიოდენ. ამ ამბავმა ძლიერ დააფიქრა თეათინელები და დიდად დანანდათ სხვისთვის დაეთმოთ ეგრეთი ნაყოფიერი მისიონი, სადაც ეგოდენი ნაშრომი ჰქონდათ. ამიტომ აღმოჩნდენ წამომსვლელები და მალე, ესე იგი 1663 წ. დეკემბრის 7, მოვიდენ სამეგრელოში პატრი პეტრე ჯირჯენთი, პატრი ანდრია ნესტა და ძმა კარლო ჯულიანი.. ამათი მოსვლა დიდად სასიხარულო შეიქმნა თუ მეფისა და თუ ყველა ოდიშართათვის. ახალი მისიონერები დიდის გულმოდგინებით შეუდგნენ საქმეს. მათმა მისიონმა უწინდელებრ აღორძინება და იწყო. პროპაგანდის დასამშვიდებლად პატრი ძამპიმ 1665 წ. ერთი ვრცელი მოხსენება გაუგზავნა და აუწყა ყველა თავიანთი მეცადინეობა და ნაყოფიერი შოომა. სხვათა შორის იმ წერილში ეუბნება.. მთავარმა ბევრი თავად-აზნაურის შვილი მოგვანდო კათოლიკე სარწმუნოებაში გასაწვრთნელად; ჩვენს ეკლესიაში მეგრელები მრავლად მოდიან, ქადაგებას, წირვა-ლოცვას გულ მხურვალებით ისმენენ, აღსარებას გვეუბნებიან და ეზაირებიანო.
რომში რა მოისმინეს მისიონის ესეთი წარმატება, მალე ახალი სხვა ორი მისიონერი პატრი იაკობ ვიქარიისა და პატრი იოსებ თორაჩელი გამოგზავნეს. მაგრამ ისინი რა მოვიდენ კოსტანტინეპოლს, შეიტყეს სამეგრელოში მომხდარი ომის ამბავი და 13 ივნისს, 1667 წ. რომში კარდინალს აცნობეს: „ჩვენი მისიონის ამბავი ძლიერ სამწუხაროა, სამეგრელოს მთავარი მტრისაგან ძრიელ შეწუხებულია, ჩვენი სახლი ერთიან გაუოხრებიათ და ჩვენები აქეთ-იქეთ გაბნეულან. ინებოს ღმერთმა, როცა იქ მივალთ, ფეხის მოსაკიდი ერთი ადგილი ვიშოვოთ. ეს ყველა მოგვითხრა პატრი კარლო სან-მარინელმა კაფუჩინმა, რომელიც ეხლა იქიდან მოვიდა და რომს მოდის. მაინც კი ჩვენს ბედს ვცდით და უკან არ დავიხევთ გასაჭირის წინაშე. შევიტყეთ, რომ იქაური ეკლესიიდან წაუღიათ თუ წმიდა ჭურჭლები და თუ ეკლესიის სხვა ნივთები, ამიტომ აქვე ვიშოვეთ ბარძიმი და ლანგარი. დანარჩენებიც, რაც საჭირო იქმნება, იმედი გვაქვს, ვიშოვოთ“.
ამავე პატრს, 8 ოქტომბერს 1666 წ. იმერლებისაგან სამეგრელოს მოოხრების ამბავი მიუწერია რომში მოკლედ და მასთანვე აუწყებდა, რომ ამ ომისას ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობთ პატრი ჯირჯენთის ვრცელი წერილიდანო. წერილი ერთსა და იმავე დღეს არაა გაგზავნილი. მისი აქ მოყვანა შორს წაგვიყვანს, რადგან საკმაოდ ვრცელია და ჩვენთვის საჭიროც არ არის. ხოლო მოკლედ მოვიხსენიებთ შემდეგს: 1665 წ. სამეგრელოს მთავარს დადიანს დაუწყია ომი იმერეთის მეფესთან, მაგრამ დამარცხებულა. რადგან ამ დროს მდინარე დაპატარებული იყო, ამისთვის ცხენებით გასულან იმერლები და აუკლიათ ერთიან სამეგრელო, ეგრეთვე მისიონერების სახლი და ეკლესიაც; ყველა მათი ავეჯეულობა წაუღიათ, ყმები ტყვედ წაუყვანიათ, საქონელი აღარაფერი გაუშვიათ, ყველა წაუსხამთ; პატრებისათვისაც ბევრი შეწუხება მიუყენებიათ. უფროსისათვის ხელები უკან გაუკრავთ და გულზედ შუბი დაუჭირებიათ, რათა რაც ფული ჰქონდა, ყველა მიეცა; გაუშიშვლებიათ და მარტო პერანგის ამარა დაუტოვებიათ; ასე რომ მშიერ-მწყურვალნი დარჩენილან: ვერც ხალხისაგან რამ შემწეობა მიუღიათ, რადგან ყველა ისევე გაშიშვლებული დარჩენლა. ამიტომ პატრი თავისს უფროსს სთხოვს საჩქარო შემწეობას, რათა მშიერი არ დაიხოცონ.
იმერლები არ დაჯერებულან ამას და სამეგრელო ხელმეორედ აუკლიათ. როგორც პატრი ანდრია ნესალი სამეგრელოდან სწერს რომში 15 სექტემბერს, 1667 წ. ამ წლის იანვარში იმერეთის მეფე უცბად დასცემია თავს მეგრელებს, ერთიან აუკლია კიდევ სამეგრელო, ვისაც გაქცევა და დამალვა ვერ მოუსწვრია, ტყვედ წაუყვანიათ და ეგრეთვე დაუტყვევებიათ თეათინელების ერთი მორჩილი ძმაცა, რომელიც შემდეგში დიდი შეწუხებით და თავადების შუამდგომლობით ძლივს გათავისუფლებულა.
რადგან პატრი ჯუზეპე ძამპიმ ათ წელიწადზე მეტი დაჰყო სამეგრელოში, რომმა ნება მისცა, უკან დაბრუნებულიყო იტალიაში და კიდეც წავიდა 1665 წ.* (*მისიონერები 10 წლის ვადით მოდიოდნენ საქართველოში.) ხოლო ამ მისიონს რა შემოაკლდა კაცი და შესაფერი პირიც ადვილად ვეღარ იშოვეს გამოსაგზავნად, პროპაგანდამ სთხოვა პატრი ძამპის, რომ ისევ უკან დაბრუნებულიყო; მასვე მისცა უფროსობაც. სამეგრელოს სიყვარულისათვის თავს იდო ხელმეორე მისიონი და მობრუნდა სამეგრელოში 1669 წ. სექტემბერში. რადგან სამეგრელოს საპატრონებლად იტალიაში ადვილად ვეღარავის პოულობდენ, რომმა, 15 დეკემბერს 1670 წ., პატრი ძამპის ნება მისცა, რათა სამეგრელოდგან ორი ახალგაზდა კათოლიკე გაეგზავნა პროპაგანდის კოლეგიაში, რომ გაწვრთნილნი მღვდლად კურთხვილიყვნენ და უკან დაბრუნებულიყვნენ თავიანთი მოძმეების მოსავლელად. სამწუხაროდ არავითარი წერილი გვაქვს იმის შესახებ, თუ ვინ გაიგზავნა რომში სამღვდელოდ.
პატრი ძამპი სამეგრელოში დაბრუნებისათანავე გულმოდგინედ შეუდგა შრომას. მალე დააყენა ფეხზე ბევრჯერ განადგურებული მისიონი და ააყვავა უწინდელებრ. მაგრამ საუბედუროდ, ბევრხანს ვეღარ გასტანა. ლევან დადიანის სიკვდილით სამეგრელოს კეთილდღეობასაც ბოლო მოეღო. თითქმის ისე წელიწადი არ გავიდოდა, სამეგრელო რომელსამე მტერს არ აეკლო. რასაკვირველია, ხშირი ომი და გამუდმებით ქვეყნის მოოხრება მისიონსაც დიდს ზარალს და დიდ დაბრკოლებას აძლევდა. თუმცა კი ხელში არა გვაქვს, მაგრამ პროპაგანდის ერთი წერილიდან ვიცით, რომ პატრი ძამპის რომში, 30 აგვისტოს 1670 წ. მიუწერია და უცნობებია ახალი ომისა და სამეგრელოს არევ-აკლების ამბავი. პატრი ძამპი 1672 წელსაც სწერს კიდევ ახალი არეულობის ამბავს და ამბობს, მეფის მინისტრმა კაცია ჩიქოვანმა (Cacia Ciquani) მთავრობა ხელში ჩაიგდო და ბევრი უსამართლობა ჩაიდინა, რაის გამო პატრებმა ბევრი გაჭირვება გამოვიარეთო.
იმ დროებში საფრანგეთის ახალ მწვალებელ პროტესტანტებს თავიანთი შეცთომების გასამართლებლად განუზრახავთ აღმოსავლეთის ეკლესიისათვის სხვადასხვა ცილი დაეწამებინათ. ეს მწვალებლები ამბობდენ თურმე, რომ აღმოსავლეთის ეკლესიას წმიდა ზიარების პურისა და ღვინის სახით იესო ქრისტეს ნამდვილი მყოფობა არა სწამსო ამიტომ საფრანგეთის მთავრობას მიუმართავს მთელის აღმოსავლეთის ქრისტიანებისათვის და მოუთხოვნია, შემოეთვალათ მათი სარწმუნოება ამ საგნის შესახებ რას აღიარებდა, რათა მით მწვალებლები გაემტყუნებინა. კოსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩმა დე-ნუანტემ (De Nointe) 19 ივლისს 1672 წ. მოსწერა პატრი ძამპის და სთხოვა სამეგრელოს ეპისკოპოსებისათვის გამოერთმია მათივე ხელმოწერილი აღსარება სარწმუნოებისა. პატრი ძამპიმ მიმართა მაშინვე მთავარს, კათალიკოსს და ეპისკოპოსებს და ადვილად გამოართვა ესეთი საბუთი ქართულად და მეგრულად დაწერილი, ყველასაგან ხელმოწერილი და ბეჭედ დაკრული. ლათინურად თარგმნა და ორივე გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს იმავე წელს დეკემბერში. ეს სარწმუნოების აღსარება შეიცავს 9 მუხლს და სრულიად თანახმაა კათოლიკე სარწმუნოებისა. რადგან ამისი ქართული დედანი ხელში არა გვაქვს, ამისათვის საჭიროდ არა ვრაცხთ მისი ლათინურის ტექსტის აქ მოყვანას და ქართულად თარგმნას.
სამეგრელომ ომისა და მოოხრებისაგან წელში ვერ წამოიწია. გამუდმებით არბევდენ ხან აფხაზები, ხან ჩერქეზები და სხვები ერთიანად აოხრებდენ, აღარც პირუტყვს და აღარც კაცს უშვებდენ და ყოველგვარს უბედურებას აყენებდენ. პატრი ძამპის რომს წერილი მიუწერია ამის გამო. წერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1674 წ. გაგზავნილი, სადაც იგი, სხვათა შორის, ამ ამბავს აგვიწერს:
„სამეგრელო, სამეგრელო აღარ არის, რადგან ომების გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია ჩავარდნილი, დაქცეული და აოხრებულია. აღარავის ჰყავს საქონელი და ყველას სარჩო აკლია... ახლა კაცს აღარ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშშია. თვით ხომალდები, რომლებიც სავაჭროდ მოდიოდენ კავროს და მორბილაში, ახლა შიშის გამო ანარგიაში მიდიან. ეგრეთვე ხმელეთზედ ვიდრე ოღასყურამდე აფხაზებისა ეშინიათ, რადგან იქაურობას ხშირად იკლებენ, რის გამოც არკამაში ჩვენი ხალხი ღამით ტყეშია გახიზნული და დღისით დარაჯები ჰყავთ დაყენებული. ისე დაშინებულნი არიან, რომ ჩრდილიც კი აფრთხობს და გაქცევას აწყებინებს. ოჰ! რამდენად ვსტირი ჩემს უბედურებას! წმიდა კრებამ რა მომანდო ეს მისიონი, დიდი ნაყოფის გამოღების იმედი ჰქონდა, მაგრამ ომებმა უსარგებლო გამხადეს. რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზდის გამოგზავნას ვაპირებდი პროპაგანდის კოლეგიაში, მაგრამ დაუსრულებელმა ომებმა, ურთიერთ შორის უთანხმოებამ და კაცის მკვლელობამ ნება არ მომცა, ყველა ჩემი კეთილი სურვილი ამესრულებინა. ვცდილობდი გურიაშიაც გამევრცელებინა მისიონი, როგორც წინათ მოგწერეთ, მაგრამ იქ თავისუფლად შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენი მთავრის დიდი მტერია გურიელი, რომელიც სამეგრელოდან გურიაში გაიქცა, რათა უშიშრად ყოფილიყო. ანარგიაში მყოფ საღი ათაბას (Saghi Ataba) ლევან დადიანის უწინდელ ვეზირს, მასთან მეგობრობა და კარგი განწყობილება ჰქონდა; ამის გამო მთავარმა, მასზე რა ეჭვი შეიტანა, დაატყვევა და ერთ ღამეს წაიყვანა მეჯოლორის (Megiogori) ტყეში და მოაკვლევინა. ამნაირად ამ კეთილის საქმისაგანაც ცარიელი დავრჩი. ღმერთმა ესე ინება“...
„სამეგრელო, სამეგრელო აღარ არის, რადგან ომების გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია ჩავარდნილი, დაქცეული და აოხრებულია. აღარავის ჰყავს საქონელი და ყველას სარჩო აკლია... ახლა კაცს აღარ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშშია. თვით ხომალდები, რომლებიც სავაჭროდ მოდიოდენ კავროს და მორბილაში, ახლა შიშის გამო ანარგიაში მიდიან. ეგრეთვე ხმელეთზედ ვიდრე ოღასყურამდე აფხაზებისა ეშინიათ, რადგან იქაურობას ხშირად იკლებენ, რის გამოც არკამაში ჩვენი ხალხი ღამით ტყეშია გახიზნული და დღისით დარაჯები ჰყავთ დაყენებული. ისე დაშინებულნი არიან, რომ ჩრდილიც კი აფრთხობს და გაქცევას აწყებინებს. ოჰ! რამდენად ვსტირი ჩემს უბედურებას! წმიდა კრებამ რა მომანდო ეს მისიონი, დიდი ნაყოფის გამოღების იმედი ჰქონდა, მაგრამ ომებმა უსარგებლო გამხადეს. რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზდის გამოგზავნას ვაპირებდი პროპაგანდის კოლეგიაში, მაგრამ დაუსრულებელმა ომებმა, ურთიერთ შორის უთანხმოებამ და კაცის მკვლელობამ ნება არ მომცა, ყველა ჩემი კეთილი სურვილი ამესრულებინა. ვცდილობდი გურიაშიაც გამევრცელებინა მისიონი, როგორც წინათ მოგწერეთ, მაგრამ იქ თავისუფლად შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენი მთავრის დიდი მტერია გურიელი, რომელიც სამეგრელოდან გურიაში გაიქცა, რათა უშიშრად ყოფილიყო. ანარგიაში მყოფ საღი ათაბას (Saghi Ataba) ლევან დადიანის უწინდელ ვეზირს, მასთან მეგობრობა და კარგი განწყობილება ჰქონდა; ამის გამო მთავარმა, მასზე რა ეჭვი შეიტანა, დაატყვევა და ერთ ღამეს წაიყვანა მეჯოლორის (Megiogori) ტყეში და მოაკვლევინა. ამნაირად ამ კეთილის საქმისაგანაც ცარიელი დავრჩი. ღმერთმა ესე ინება“...
ამ დროს პატრებს აღარც სახლი და აღარც ეკლესია ჰქონდათ, უბინაოდ აქა-იქ დადიოდენ; საჭმელად ხშირად მხალის მეტი არა ჰქონდათ რა. ამ დიდი გაჭირვების გამო პატრი ძამპიმ სთხოვა, რომს ნება მიეცა უკან დაბრუნებისა და მის მაგიერად სხვები გამოეგზავნა. მისი თხოვნა მაშინვე ვერ შეასრულეს და დააცდევინეს, ვიდრე 1679 წლამდე. ამ წელს 24 აგვისტოს სამი ახალი თეათინელი მღვდელი პატრი ონორათ დრაგო, პატრი გაეთანო ტურქო და პატრი ფრანჩისკე ბეცი მოვიდენ და მოიტანეს თან ბევრი საჭირო ნივთეულობა, მასთანვე საკმაო ფულიც. პატრი ძამპი აქ ბევრ ხანს აღარ გაჩერდა. ამავე წელს სექტემბრის 14 წავიდა იტალიას. სულ 25 წელიწადი დაჰყო სამეგრელოში, საიდანაც ბევრი წერილი გზავნა რომას სამეგრელოს შესახებ. მისი წერილი ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველა კი ვერ ვიპოვეთ. რა მოვიდა რომს, კარდინალებს წარუდგინა სამეგრელოს შესახებ ვრცელი მოხსენება, სადაც მოკლედ აღწერილია მეგრელების ნაკლულოვანება სასულიერო საგნებში, მათი სარწმუნოება და ამბობს, ეკლესიის დოგმატები ყველა შეწყნარებული აქვთო; ეგრეთვე მოუთხრობს, რასაც შვრებოდენ თეათინელები სამეგრელოში. ჩვენ მარტო ამ მესამე, ნაწილს მოვიყვანთ.
„...იქ მოსული ჩვენი მღვდლები გულმოდგინე შრომით სპობენ იქაურ შეცთომილებას.
ახლა ნათლიღებისა მოგახსენოთ. მრევლის მღვდლებს ასწავლიან, რაც კი რამ საჭიროა ამ საიდუმლოების შესრულებისათვის. თუ ამა თუ იმ ახალგაზდაზე ეჭვი შეგვივიდა, იქნება სიყრმის დროს სრულად არ იყოს მონათლულიო, მაშინ ისეთს ახალგაზდას ჯერ სარწმუნოებას აღვიარებინებთ, ცოდვებს მოვანანიებინებთ და შემდგომ პირობით ვნათლავთ, რათა ბავშები მოუნათლავად არ დაიხოცნენ. როცა, ხშირად მოხდება, ჩვენი მამები სახლ და სახლ დადიან, რომ მათ გაჭირვების დროს უშველონ და ავათმყოფებს დაეხმარონ და ამ კაცთ-მოყვარეობითი საქმისათვის მათ ხშირად იბარებენ, მკურნალობის მიზეზით ნათლავენ ბევრ ავადმყოფ ბავშსა, რომელთაგან ბევრნი მონათვლის შემდგომ კვდებიან. თუ კერძო და თუ საჯარო ქადაგებით მშობლებს აგონებენ, ცრუმორწმუნებას თავი დაანებონ და თავიანთის შვილების მონათვლა არ დააგვიანონ; თან უხსნიან მოუნათლაობა გავნებთო.
ჩვენი მღვდლები ხან მოძღვრებით, ხან კერძო ლაპარაკში ფიცხელად ჰკიცხვენ მრავალ ცოლობას, რაც შვილის შეძენის აზრით შემოუღიათ და ცხადათ უჩვენებენ, რომ ეს წინააღმდეგია ქრისტეს სჯულისა და ქრისტიანებრივის კეთილზნეობისა.17
სწყევლიან იმ ყოვლად საზიზღარ სიბოროტეს, რომ, ცოტა სარგებლობისათვის, თათრებზედ ჰყიდიან მაცხოვრის სისხლით დახსნილს მონათლულ მორწმუნეებს, რომლებსაც საუკუნოდ წაწყმედის განსაცდელში აგდებენ.
მათ ცრუ ფიცს და სხვა ყველა უსჯულოებას ვკიცხავთ. ჩვენი სიტყვა უნაყოფოთ არ რჩება, რადგან, ღვთის მადლით, კარგად გვისმენენ.
რათა აღსარება ხშირად სთქვან და არაფერი დაფარონ, ორს რამეს ვშვრებით: პირველად არც რასმე ვთხოვთ და არც რამე საჩუქარს ვღებულობთ იმათგან, ვისაც აღსარებას ვათქმევინებთ, რადგან, როცა სცნობენ, მათი მღვდლებივით პირად ინტერესს კი არ ვეძებთ, არამედ მხოლოდ მათი სიკეთე გვინდა, უფრო ადვილად აღიარებენ თავიანთ ცოდვებს ჩვენს მამებთან. პატრებიც ერს ურჩევენ აღსარება გულწრფელად აღიარონ ხოლმე და ამისთვის გულზე დასაკიდის ჯვრებისა და ხატების ჩუქებით აქეზებენ. მეორედ, ვპირდებით, მარადის საიდუმლოდ დავიცვათ ყოველივე, რასაც მათგან აღსარებაში მოვისმენთ და კიდეც გულიც რომ ამოგგვლიჯონ, მაინც მათგან გაგონილს მცირე ცოდვასაც კი არავის გაუმჟღავნებთ. ამის გამო, რომ ყველა ცოდვას გვიცხადებენ, აღიარებენ, ჩვენ შეუნდობთ და საჭირო დარიგებასაც ვაძლევთ, შემდეგში ესეთი ცოდვები აღარ ჩაიდინონ.
ამათში ის ცრუმორწმუნოებაც არის, რომ მიცვალებულთა საფლავებზე პირუტყვებს ხოცვენ და სჯერათ მიცვალებულთ ცოდვები მიეტევოს და ცხონდენ. ჩვენი პატრები წინააღუდგნენ და დაავალეს, რომ საქონელი მღვდლის უკურთხებლად სხვა ადგილს დაჰკლან და მათი ხორცი გლახაკებს დაურიგონ, თუ უნდათ, რომ მიცვალებულთა სულს მით ულხინონ.
ჩვენს ეკლესიაში ვქადაგებთ, საღვთო მსხვერპლს ვსწირავთ და რომის ტიბიკონისამებრ სხვა ყველა წმიდა მსახურებას დაუბრკოლებლივ ვასრულებთ. მღვდელმსახურებას მეგრელები მრავლად ესწრებიან და ეგრეთვე სხვა უცხო ქრისტიანებიც, რომლებიც კოსტანტინეპოლიდგან მოდიან სპარსეთში წასასვლელად, სამეგრელოში სტუმრად რჩებიან, ჩვენთან აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან.
კოლხიდის მთავარმა ბევრი კეთილშობილთა ყაწვილი მოგვაბარა გასაწვრთნელად და სარწმუნოების პირველ დასაწყისის ცოდნის სასწავლებლად. ასე იმიტომ ჰქნა, რომ ჩვენზე კაი აზრისაა, ვინაიდან რაც მის სამფლობელოში ვართ, არავინ გაუყიდიათ ჩვენის შემწეობით, ან რჩევით და არც რამ მცირე საჩივარი მას ჩვენზედ მისვლია. ხალხიც გვემადრიელება, რადგან კარგად იცის, რომ ჩვენ მარტო მის სახორციელო და სასულიერო სარგებლობას ვეძებთ, ამიტომ ღმერთს მუდამ ევედრებიან, დიდხანს დავრჩეთ მათ ქვეყანაში.
ჩვენი მოციქულებრივი მოღვაწეობა დღითიდღე მომეტებულს ნაყოფს გამოიღებდა, რომ ამ მთავრის მტრები და სამეგრელოს მოსაზღვრე ხალხი, როგორიც არიან ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, აფხაზები და სხვა, ამ ქვეყანას მუდამ არ იკლებდენ და ერსა და პატრებს არ აწუხებდენ. თუ ეს შიშიანობა არ დავივიწყეთ, ზემო დასახელებული ნაყოფიც მცირედ არ ჩაითვლება.
სამეგრელოში წამოსვლის დროს, დავტოვე ოთხი მღვდელი და ერთი მორჩილი ძმა, რომლებიც სიბრძნით შესანიშნავნი და სხვათა ცხონების სურვილით17 თურმე ჩვეულებად გამხდარიყო, რომ ვისაც პირველის ცოლისაგან შვილი არ მიეცემოდა, ის პირველთან მეორე ცოლსაც ირთავდა, რათა შვილი შესძენოდა.
გამსჭვალულნი არიან. ამიტომ იმედი გვაქვს, ღვთის კურთხევით, დატოებული უფლის ვენახი უფრო ნაყოფიერი შეიქმნეს ჩვენის მამების ღვაწლით 14 სექტემბერს 1679“.
პატრი ძამპის წასვლის შემდგომაც არ შეწყვეტილა ომი. კიდევ შემოსულან აფხაზები და იქაურობა სულ გაუნადგურებიათ. ამ დროს პატრებსაც დიდი შეწუხება გამოუვლიათ, რამდენსამე დღეს აქეთიქეთ, დამალულან და ისე ძლივს გადურჩენიათ სიკვდილისაგან თავი. სხვები უსახლკაროთ აქეთ-იქეთ გაფანტულან. ვგონებთ იმ დროებშივე უნდა გაქცეულიყოს რავდენიმე პატრი გურიაში, სადაც გიორგი გურიელმა დიდის სიყვარულით მიიღო, ეკლესია და რაც კი საჭირო იყო, ყველაფერი მისცა. ამ ხანებში დადიანი ლევან მესამეც გარდაიცვალა. პატრი ტურქო ამ ამბავს რომში მოკლედ სწერს ესე:
„... ვაუწყებ თქვენს მაღალს ღირსებას, რომ გასულ თვეებში ამ ქვეყნის მთავარი გარდაიცვალა. ახალი მთავარი ჯერ არ არის არჩეული, რადგან დაატყვევეს მიცვალებული მთავრის შვილი, რომელსაც სჯულისამებრ ეკუთვნის სამეფო. ახლა ლაპარაკია და მომავალ თვეში აირჩევა ახალი მთავარი ამ ქვეყნის მმართველად. ინებოს ღმერთმა, ის თავადი დაინიშნოს მთავრად, რადგან ძლიერ ვუყვარვართ და დაგვპირდა, თუ წინანდელ ჭიპურიას სახლში ვეღარ დადგებით, ადგილს და ეკლესიასაც მოგცემთ, რათა შეიძლოთ თქვენი მოციქულებრივის მსახურების ასრულებაო... სამეგრელოდან, 12 ოქტომბერს 1681 წ. პატრი გაითანო ტურქო“.
„... ვაუწყებ თქვენს მაღალს ღირსებას, რომ გასულ თვეებში ამ ქვეყნის მთავარი გარდაიცვალა. ახალი მთავარი ჯერ არ არის არჩეული, რადგან დაატყვევეს მიცვალებული მთავრის შვილი, რომელსაც სჯულისამებრ ეკუთვნის სამეფო. ახლა ლაპარაკია და მომავალ თვეში აირჩევა ახალი მთავარი ამ ქვეყნის მმართველად. ინებოს ღმერთმა, ის თავადი დაინიშნოს მთავრად, რადგან ძლიერ ვუყვარვართ და დაგვპირდა, თუ წინანდელ ჭიპურიას სახლში ვეღარ დადგებით, ადგილს და ეკლესიასაც მოგცემთ, რათა შეიძლოთ თქვენი მოციქულებრივის მსახურების ასრულებაო... სამეგრელოდან, 12 ოქტომბერს 1681 წ. პატრი გაითანო ტურქო“.
რომში რაკი მუდამ სამეგრელოს აკლებისა და მისიონის დარღვევის ამბავი მოდიოდა, პროპაგანდამ პატრებს ნება მისცა, დაეტოვებინათ სამეგრელო და სპარსეთს, ან ტრაპიზონს წასულიყვნენ. ამ დროს პატრებმა უზომო თავგანწირულება და სიყვარული გამოიჩინეს სამეგრელოსთვის. რადგან პროპაგანდა სამეგრელოს დატოვებას არ უბრძანებდა, არამედ მარტო ნებას აძლევდა, ამის გამო მისიონერებმა იქ დარჩენა ირჩიეს და, მრევლის სიყვარულისათვის, თავს იდვეს განეგრძოთ შრომა და ღვაწლი და არავითარს ტანჯვა-შეწუხებას არ დარიდებოდენ.
ლევან III დადიანის სიკვდილის შემდგომ აფხაზების მთავრის სუსტარ შარაშიას შვილი სარეკ შარაშია (Sarrech Sarrasia) გამოცხადდა სამეგრელოს მთავრად, რადგან იმას დაეპყრო აქაურობა. იმან რა დაიწყო მმართველობა, მაშინვე ყურადღება მიაქცია პატრებს. რამდენი პატრიც კი იპოებოდა იქ იმ დროს, ყველა გაგზავნა ლარიკუკაში (Lariciuca) მახარებელ ლატარია მღვდელთან, რათა იმდენი შეწუხების შემდეგ იქ დაესვენებინათ. იმ დროს განმავლობაში თავისი ხარჯით პატრებს აუშენა სახლი და შეუკეთა ეკლესია. რაც კი შეიძლებოდა, მათი ეკლესიიდან გაძარცული შესამოსები და ნივთები შემოჰკრიფა; ხოლო რაც ვერ იპოვეს, მაგიერ თავის გულუხვობით შეუვსო დანაკლისი, ასე რომ უწინდელებრ მისიონი ფეხზე დააყენა. ამნაირად ლევან დადიანის არ იყოს, ეს მთავარიც მისიონერების დიდი მოყვარე, მათი კეთილისმყოფელი და მათი მფარველი შეიქმნა.
სამეგრელოში მყოფ ბერძნის მღვდელ-მონაზონებს შეშურდათ, რომ ახალი მთავარი პატრებს დიდის სიყვარულით ეპყრობოდა და შემწეობას აძლევდა. ამიტომ პატრებს მტრობა დაუწყეს: ერში მათზედ სხვა და სხვა ჭორი გაავრცელეს; ბევრს ეცადნენ, პატრებზე მთავრისათვის გული აეცრუებინათ; თავიანთი მოხერხებით და გაიძვერობით მალეც ეწივნენ. მათი გავლენით მთავარმა პატრებს მტრულად დაუწყო ყურება; ეგრეთვე ერმაც მთავრის მაგალითს მიბაძა, რადგან მართლა ეგონათ, პატრები იყვნენ ყოველის უღმრთოების მომქმედნი: თავი დაანებეს მათთან სიარულს და მათი წირვა-ქადაგების მოსმენას. ასე რომ პატრები, ბერძნების წყალობით, უმწეოდ დარჩნენ, ყველასგან დატოვებული და ყველასგან მოძულებული. მაგრამ ბერძნების მოხერხებულმა ფანდმა ბევრხანს არ გასტანა.
ახალი მთავრის ბიძაშვილს ყაფო შარაშიას (Quappo Sarrasia) ჰქონდა წმიდა სტეფანეს ვერცხლის ძეგლი ერთი ადლის სიმაღლე, (75 სანტიმეტრი, alta te palmi) შემკული ძვირფასის თვლებით; დიდი შიში და პატივი ჰქონდა იმ ძეგლისა. სიმდიდრის წყურვილით გამსჭვალულმა ბერძნებმა ის ძეგლი, როგორც იყო, მოიპარეს. ბევრი ძებნის შემდგომ, ყაფომ თავისი ძეგლი ჰპოვა იმ ბერძნებთან, რის გამო მათგანი ასზედ მეტი მოაკვლევინა; ხოლო ვინც გადარჩა, გაქცევით თავს უშველა. შვიდი თუ რვა იმათგანი პატრებმა თავიანთ სახლს შეაფარეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ყაფომ ეს არ აკმარა ბერძნებს. ბრძანება გამოსცა, ჩემ ნება დაურთველად ბერძნის მღვდელმა არავინ გაბედოს ჩემ სამთავროში დგომაო. ამ გარემოებამ კარგად აუხილა თვალი სამეგრელოს მთავარს. ცხადად სცნო პატრების უდანაშაულობა და მათი პატიოსნება, მეტადრე როდესაც შეიტყო, რომ თავიანთი მოსისხლე ბერძნებისათვის სიკეთე ექმნათ და სიკვდილისაგან გადაერჩინათ. ამის გამო უფრო შეუყვარდა იგინი და დაუწყო მათ პატივისცემა უწინდელზედ უფრო ერთგულად; შეიქმნა მათი მორწმუნე იმ ზომამდე, რომ ყოველ დღე დაიარებოდა მათ წირვაზედ და თვითვე ეხმარებოდა წირვის დროს, რაც იშვიათი მაგალითია თვით დასავლეთის მთავრებშიაც.
გიორგი გურიელთან შეხიზნულ პატრებ შორის იყო პატრი გაეთანო ტურქოც, უფროსი თეათინელი მისიონერებისა. გიორგიმ რა უმიზეზოდ დაუწყო ომი იმერეთის მეფეს, დამარცხდა ბრძოლაში და კიდეც მოკლულ იქმნა. რადგან ძლიერ მიღებული ჰყავდა პატრები, პატრი ტურკოც თან ახლდა ომში მთავარსა; დამარცხების დროს იგი ტყვედ ჩაუვარდა ერთ იმერელ აზნაურს ლიპარიცა მიქელაიას (Lipariza Michelaia), რაც დიდათ გაუხარდა აზნაურსა. სამეგრელოს მთავარმა ასი პიასტრი გადაიხადა და პატრი ტურქო, როგორც იყო, ტყვეობისაგან იხსნა.
სამეგრელოს მისიონმა აყვავება დაიწყო, მაგრამ ბევრ ხანს არ გასტანა მათმა კეთილდღეობამ, რადგან 10 აპრილს, 1685 წელს ერთი რაღაცა უსიამოვნების გამო, რომელიც მოუხდა სამეგრელოს მთავარს თავის ნათესავ, აფხაზების მთავართან, აფხაზები შემოესივნენ და სამეგრელო აიკლეს, ეგრეთვე პატრების სახლიც, მაგრამ, როგორც იყო მალე დაწყნარდა იქაურობა. პატრებმა განაგრძეს შრომა, რაშიაც მათ დიდად ხელს უწყობდა სარეკ შარაშია, სამეგრელოს მთავარი. მისმა გულკეთილობამ ძლიერ მიიზიდა პატრები, რომელთაც გადასწყვიტეს არსად წასულიყვნენ და სამეგრელოში დარჩენილიყვნენ. მასთანვე მოინდომეს, რომიც დაეყოლიებინათ, რათა სხვაგან წასვლის წინადადება ხელმეორედ არ გამოეგზავნა და რაც შეიძლება, დახმარება აღმოეჩინა. ამიტომ რომს გაგზავნეს ერთი პატრი, რომლის წასვლისათვის ძლივს გამოსთხოვეს მთავარს ნება და იქაურს კარდინალს ეს წერილი გაუგზავნეს
„გამუდმებულმა ომებმა აქაური ქვეყანა ერთიან მოახრა; შვიდი წლის აქეთ-იქეთ სიარულის შემდგომ, მოვბრუნდით ჭიპურიას მისიონში ჩვენს მამებთან, რადგან ცოტა დაწყნარდა აქაურობა. თუმცა ღმერთმა უწყის თუ როგორ მოვბრუნდით, სცნობთ პატრი გაეთანო რასპონის პირით, ანუ წერილით. იგი გავგზავნეთ კოსტანტინეპოლს, რათა თქვენს უმაღლესობას უფრო კარგად აუწყოს, თუ რა ნაყოფი გამოიღო ჩვენმა შრომამ ომს გადარჩენილ მეგრელთა შორის; აუწყოს აგრეთვე ამბავი იმ საბრალო ბავშებისა, რომლებიც, ჩვენ რომ აქ არ ვიყოთ, მოუნათლავად დაიხოცებიან... ამიტომ გადავწყიტეთ დავრჩეთ ამ მისიონში, თუმცა კი დიდად ძნელია შეუწყეტელის ომების გამო. გარდაწყვეტილი გვქონდა აქაურობის დატოება; მაგრამ რა დავფიქრდით, თუ რა ვნება მოეცემოდა ამ საბრალო სულთ, ვარჩიეთ, რათა განვაგრძოთ აქ ყოფნა და იესო ქრისტეს სიყვარულისათვის, შეწუხების გაწევა... ჩვენი შრომა და შეწუხება ეგოდენია, რომ თუ ყოველივე აღვწერეთ, დიდათ შეაწუხებს თქვენს უმადლესობას. ხოლო გაუწყებთ, რომ ტყვედ და მიჭირეს და ბორკილი გამიყარეს; ჩემს გასათავისუფლებლად თხოულობდენ 700 სკუდს, ან რამდენსამე ყმას. არც მე და არც ჩვენი მამები დათანხმდენ. გარნა ჩვენმა გულკეთილმა მთავარმა დამიხსნა და მომცა რამდენიმე მოსახლე ყმაც და დამაფიცა, არ დავტოვო იგი, არამედ ვემსახურო. ამიტომ თქვენს უმაღლესობას გამოვუგზავნეთ ზემოდ ხსენებული პატრი რასპონი; მისი გამოგზავნა დიდად გაგვიჭირდა, რადგან მთავარი არ უშვებდა. ამიტომ ფიცი მისცა, ან თვით დაბრუნდეს და ან სხვა პატრები გამოგზავნოს. მისგან უფრო კარგად სცნობთ ყველა იმ საინტერესო და სასარგებლო საქმეებს, რომელსაც ვყოფთ ჩვენს მისიონში... სამეგრელოდან, 19 მაისისა, 1686 წ. პატრი გაეთანო ტურქო და პატრი იოსებ ტორიჩელი".
„გამუდმებულმა ომებმა აქაური ქვეყანა ერთიან მოახრა; შვიდი წლის აქეთ-იქეთ სიარულის შემდგომ, მოვბრუნდით ჭიპურიას მისიონში ჩვენს მამებთან, რადგან ცოტა დაწყნარდა აქაურობა. თუმცა ღმერთმა უწყის თუ როგორ მოვბრუნდით, სცნობთ პატრი გაეთანო რასპონის პირით, ანუ წერილით. იგი გავგზავნეთ კოსტანტინეპოლს, რათა თქვენს უმაღლესობას უფრო კარგად აუწყოს, თუ რა ნაყოფი გამოიღო ჩვენმა შრომამ ომს გადარჩენილ მეგრელთა შორის; აუწყოს აგრეთვე ამბავი იმ საბრალო ბავშებისა, რომლებიც, ჩვენ რომ აქ არ ვიყოთ, მოუნათლავად დაიხოცებიან... ამიტომ გადავწყიტეთ დავრჩეთ ამ მისიონში, თუმცა კი დიდად ძნელია შეუწყეტელის ომების გამო. გარდაწყვეტილი გვქონდა აქაურობის დატოება; მაგრამ რა დავფიქრდით, თუ რა ვნება მოეცემოდა ამ საბრალო სულთ, ვარჩიეთ, რათა განვაგრძოთ აქ ყოფნა და იესო ქრისტეს სიყვარულისათვის, შეწუხების გაწევა... ჩვენი შრომა და შეწუხება ეგოდენია, რომ თუ ყოველივე აღვწერეთ, დიდათ შეაწუხებს თქვენს უმადლესობას. ხოლო გაუწყებთ, რომ ტყვედ და მიჭირეს და ბორკილი გამიყარეს; ჩემს გასათავისუფლებლად თხოულობდენ 700 სკუდს, ან რამდენსამე ყმას. არც მე და არც ჩვენი მამები დათანხმდენ. გარნა ჩვენმა გულკეთილმა მთავარმა დამიხსნა და მომცა რამდენიმე მოსახლე ყმაც და დამაფიცა, არ დავტოვო იგი, არამედ ვემსახურო. ამიტომ თქვენს უმაღლესობას გამოვუგზავნეთ ზემოდ ხსენებული პატრი რასპონი; მისი გამოგზავნა დიდად გაგვიჭირდა, რადგან მთავარი არ უშვებდა. ამიტომ ფიცი მისცა, ან თვით დაბრუნდეს და ან სხვა პატრები გამოგზავნოს. მისგან უფრო კარგად სცნობთ ყველა იმ საინტერესო და სასარგებლო საქმეებს, რომელსაც ვყოფთ ჩვენს მისიონში... სამეგრელოდან, 19 მაისისა, 1686 წ. პატრი გაეთანო ტურქო და პატრი იოსებ ტორიჩელი".
პატრი რასპონის წინათვე უნდოდა იტალიაში წასვლა, მაგრამ მთავარმა არ გაუშვა. გემების წასვლაზე დარაჯები დაუყენა და ერთ სახლში გამოამწყვდევინა, რათა ჩუმათ არ გაპარულიყო. ხოლო როცა გემები წავიდა, მაშინ გამოიყვანა, ჩვეულებრივად პატივი სცა, რათა იტალიაში წასვლის ფიქრზე ხელი აეღო და ქადარძს გაგზავნა (Cadarz) თავად სიმონ დათვისკარიასთან (Datuscaria), რომელმაც რა სცნო მთავრის აზრი, რაც შეეძლო პატივი სცა და გაართო იგი. პატრი იქიდან გაგზავნა ალანებთან (Alani) და თან გააყოლა ორი მისი მეგობარი მეგრელი: ჩეზარუყ ჩხოდარია (Cesaruc Scorelia), პაპუნა ქობაკია (Pappuna Cobaccbia), კიოსინო ალბარია (Chiosino Albaria) და ჯუჯანცა ბორქია (Giugianza Borchia), ეგრეთვე ერთი მოსამსახურეც. ოთხი დღის სიარულის შემდგომ მოვიდენ ალანეთს და ჩამოხტენ მთავარ ბუზლაყ სამაზენიასთან (Buslac Samasenia), რომელმაც დიდის პატივით მიიღო პატრი, როგორც სარეკ მთავრის საპატიო კაცი და რაც შეეძლო არაფერი დააკლო მის გართობას. პატრი ორ თვეს დარჩა და შემდგომ მობრუნდა სამეგრელოში და დიდი მადლობა მოახსენა მთავარს ესეთი პატივისცემისათვის.
როცა პატრებმა კარგად გააგებინეს მთავარს, იტალიაში ყველას გვიბარებენ და საჭიროა ეს მაინც გაუშვათო, მაშინ ისიც დათანხმდა გაეშვა მხოლოდ პირობისათვის უთხრა, ან შენ დაბრუნდი, ან სხვები მაინც გამოგზავნე შენს მაგივრადო. პატრი რასპონი ჯენუას რომ მივიდა, ვიდრე რომას ჩავიდოდა, ეს წერილი გაუგზავნა პროპაგანდას:
„ეს არის ფოსტით მივიღე თქვენი მეტად საამური წიგნი, რომლითაც მაუწყებთ, რომ წმიდა კრებას სამეგრელოს მისიონები უკან დაუბრუნებია. ეს მოწოდება იქაც მოვიდა და იქაურმა მთავარმაც შეიტყო. მაგრამ სრულებით არ უნდა ჩვენი გაშვება. მეც, რის გაჭირვებით, ძლივს გამომიშვა, როგორათაც ჩვენ ფრიად პატივცემულ გენერალთან და წმიდა კრებასთან მოწერილი წერილებიდან სჩანს. გარნა, ამისდა მიუხედავათ, გაუწყებ რომ ....იქაურობა რა დამშვიდდა, ჩვენმა მამებმა საჭიროდ დაინახეს იქაურობას თავი არ დააებონ, მეტადრე ახლა. როდესაც ადვილად შეიძლება მოზდილთა შორისაც დიდი ნიყოფი გამოვიღოთ, ვინაიდან იქ აღარ არიან ჩვენის ქადაგების მოწინააღმდეგე ბერძნები. ეგრეთვე ჭეშმარიტად გარწმუნებ, რომ ახლანდელ მთავარს ძლიერ ვუყვარვართ; სულმუდამ ჩვენსას მოდის სადილად და ეგრეთვე წირვის დროს მოსახმარებლად; რაც ამ მხარეს მისიონი გვაქვს, ასეთი ამბავი ჯერ არავის სმენია. გარდა ამისა, ჩვენის რჩევით გამოსცა ბრძანება, რომლითაც სიკვდილის სასჯელით უკრძალავს ყველას ყმაწვილების გაყიდვას. აქიდან შეგიძლიათ სცნოთ, რამდენად ერთგულია ჩვენას სარწმუნოებასა.... არ ვიცი, სხვა რა მოგწერო, თქვენვე განსაჯეთ, ნუ თუ სასარგებლო იქმნება დატოება ასეთის მისიონისა, რომელშიაც ჩვენმა მამებმა ბევრი ოფლი ჩაღვარეს;... ჯენუადან, 4 იანვარს 1682 წ., პატრი გაეთანო რასპონი“.
რასპონიმ შემდგომ, რომას სამეგრელოს შესახებ ვრცელი მოხსენება წარუდგინა. ხოლო ის მოხსენება ხელში არა გვაქვს. ეგრეთვე ეცადა ახალი მისიონერების გამოგზავნას, მაგრამ ერთის მეტი ვერ იშოვა. იგი იყო პატრი გაეთანო ქავაცა, რომელიც მოვიდა სამეგრელოში 1691 წ. და იქვე მიიცვალა 1694 წ. თუ სამეგრელოს ცუდი ჰაერისა და თუ იქაური შეუწყვეტელის ომების გამო, სხვა თეათინელების მისიონერებმა ვეღარ გაბედეს წამოსვლა. დარჩა მარტო ორი მღვდელი პატრი ტურქო და პატრი ტორიჩელი, რომელთაც სამეგრელოს დატოვებას იქვე სიკვდილი ირჩიეს. ერთი გარდაიცვალა 1699 წ. და მეორე 1700 წ.
აი, ასე სამწუხაროდ დასრულდა თეათინელების მისიონი სამეგრელოში, სადაც სამოც წელიწადზე მეტი იღვაწეს. ამდენი შრომა და სიკეთე დასდვეს სამეგრელოს ხალხსა. თუ მათის ქადაგების და ღვაწლის ნაყოფმა ჩვენამდე ვერ მოაწია, არც მათი ბრალია და არც ხალხისა, არამედ უნდა მიეწეროს იმ აღურაცხველ ომებს და სხვა და სხვა გარემოებას, რომლის სამწუხარო თეატრად გარდაქცეულიყო სამეგრელო.
გ) კათოლიკობა იმერეთში
იმერეთში კათოლიკობის გავრცელებისა ძლიერ ცოტა გვაქვს საბუთები. ამის მიზეზი ის არის, რომ, რადგან იმერეთის მეფე სპარსეთზე უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ქართლ-კახეთის მეფე, ქართველ მთავრად ევროპელები უფრო ამას სთვლიდენ და ხშირად Iberia, Geoრgia-ს სახელით იმერეთს გულისხმობდენ. ამისგამო უნდა ვთქვათ, რომ ყველა ის უწინდელი საბუთები, რომელიც საქართველოს კათოლიკებს შეეხება, ეგრეთვე იმერეთსაც ეკუთვნის. ვიდრე მისიონერებზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, მოვიყვანთ ურბანო პაპის წერილს, რომელიც 1626 წ., სხვა მეფეებთან ერთად მოსწერა იმერეთის მეფესაც.
„ურბანო VIII. ქართველ იმერეთის მეფეს.
კეთილშობილო კაცო, მშვიდობა და ღვთის მადლის ნათელი.
თქვენის კეთილშობილების სახელი, რომელსაც პატივს სცემენ ერნი კავკასიის მთებიდან დაწყებილი, ვიდრე კასპიის ზღვამდე, უცნობი არ არის ვატიკანის მთავრებასა და საქრისტიანოს მამისათვის. ამის გამოა, რომ გაახლებთ წერილს, რათა დავიმსახუროთ თქვენი პატივისცემა და გამოგიცხადოთ ჩვენი სიყვარული. გვსურს, თქვენის კეთილშობილებისაგან რომლისამე შესანიშნავის კეთილის საქმით ერთ დღეს დავალებულ შეიქმნას რომის ქალაქი, რომელიც ყველა ტომთა სამშობლო და ღვთაებრივის მოძღვრების მასწავლებელია და რომელსაც ევროპის უძლიერესთა მეფეთა ქრისტიანებრივის მორჩილების ხარკი მიუძღვნეს. ესევე მეფენი იხდიან თავიანთ სამეფო გვირგვინს და რომის მღვდელთ-მთავრის მოციქულებრივ ფეხთა კდემით ემთხვევიან. განა მარტო ესენი? თვით აზიის შორეული ქვეყნის მთავრებმა სპარსეთის მეფეებმა მოგვმართეს და გვთხოვეს მეგობრობა; ეგრეთვე იმ დიდად დაშორებულმა იაპონიამაც, ამ ჩვენს საუკუნეში, წარმოგზავნა დიდის დიდებით ელჩი, რათა ამ მოციქულებრივის მთავრისათვის მიეძღვნა პატივისცემა თავის შორს მყოფი მთავრებისა. ჩვენი ძალი და ქება უფალია, და რომის საყდრის უფლებაც მონიჭებულია მისი ყოვლად შემძლებელის სახიერებისაგან. გარნა ამ საეკლესიო მთავრობას ვალად აქვს, იშრომოს ცხონებისათვის ამ სოფლისა, რომელიც იღუპება, და მფარველობა გაუწიოს კაცთა ნათესავსა. ამ უმაღლესი და დიდებული სამოციქულო საყდრიდან ვჭვრეტთ მთელს ქვეყანას, საცა კი სცხოვრობენ ადამიანნი, ვცდილობთ გავუღოთ მათ სასუფევლის კარი და მასთანვე მოვუვლინოთ მეომარ ანგელოზთა გუნდი. ამას არა ვყოფთ მარტო ნატვრით, ვინაიდან შეეხება ღვთის სახელის დიდებას, არამედ დღე და ღამ ვფიქრობთ და ვეძებთ სათანადო საშუალებასა; რის გამო თვით მტერნიც იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ რომის საყდარი ზრუნავს ეგრეთვე დიდათ დაშორებულ ტომთა ბედნიერებისათვის. ამ მწყემსებრივის სიყვარულის წადილის განსახორციელებლად, მოიპოვებიან ისეთი მღვდლები, რომლებიც ირჩევენ ხოლმე შორს ქვეყანაში მწირობას, ვიდრე შემტკბობ მამულსა. კეთილის სურვილით გამსჭვალულნი გადადიან მაღალ მთებს, ებრძვიან ზღვის ტალღებს, არ უშინდებიან და შედიან თვით მხეცთა სამყოფში და არც ერიდებიან კაცთა უწყალობას. სხვათა სულთა ცხონებისათვის საშრომელად თავს არა ზოგავენ და ეგოდენ განსაცდელში ცვივიან. ნუ თუ მოიპოება სადმე ისეთი ბარბაროსი ერი, რომელსაც ესენი, ვითარცა უცხო ქვეყნიდან მოსულნი, სიყვარულით არ მიიღოს და არ გაუმასპინძლდეს? ესენი არ ეძებენ არც სიმდიდრეს და არც მფლობელობას ნატრობენ: ამათ გამარჯვებად ის მიაჩნიათ, რომ თავიანთი სიკვდილით მოუპოვონ ბედნიერება ერთა, ხოლო მთავრებს დიდება. მტრის უღმრთოება იმ ზომამდე ვერასოდეს მიაღწევს, რომ მათ ჩაუნერგოს სიძულილი, რადგან მათ უყვართ თვით თავიანთი მტერნიც და ვინც მათ სიკვდილს დაუპირებენ, იმათთვისაც სთხოვენ ღმერთს საუკუნო ბედნიერებით არიან გამსჭვალულნი ეს მღვდელ-მონაზონები, რომლებსაც აწ ვგზავნით ქართველების ქვეყანაში. ვსცანით რა თქვენი კეთილშობილება თავის გვირგვინის სიმტკიცედ დიდების მოპოვების და უმანკოთა მფარველობას რაცხს, იმედი გვაქვს, ჩვენ მღვდლებს მიაგოთ სიკეთე. ამითი თქვენ ამაგს დასდებთ რომასა და მისს მღვდელ-მთავარსა, ხოლო იგინი ჩვენ გვანუგეშებენ ასეთის ამბის მოწერით. ასეთის გულმოწყალებით თვით ღმერთსაც დაავალებთ, რომელიც თავის ზეციერის საუნჯისაგან უხვად მოგანიჭებს სასყიდელსა. ვინ იცის, რაოდენ გზის დაიწყეს დიდსულოვან მეფეთ ომი, რათა თავიანთი სახელი სხვა უცხო ტომთა შორისაც განეთქვათ. თქვენი სიკეთის დამხსომებელი რომიც გპირდებათ უხვად დაასაჩუქროს თქვენი დიდებულება. იმერეთის და ბაშიაჩუკის მეფევ, უკეთუ ამ მღვდლებს მოუსმინეთ, თქვენი მფარველობა აღმოუჩინეთ და მიუშვით, რომ ქართველთა ქვეყანაში მოჰფინონ საღვთო სიტყვის თესლი, დარწმუნებული იყავით, თქვენს სახელს მოხარული რომი კურთხევით მოიხსენიებს. ხოლო მეფეთა მამა და სარწმუნოების მცველი რომის პაპი, თავის სამოციქულო კრებასა და სამღვდლო ქალაქთან ერთად, ევედრება ღმერთს, თქვენ კეთილშობილებას დაუმორჩილოს ერნი და მიანიჭოს ზეციერი კურთხევა, რათა თქვენისთანა მთავარმა მიიღოს უხვად ცხოვრების ნაყოფი და სანატრელის ბედნიერების სასყიდელი, რომიდან. 4 ივლის 1626, ჩვენი მღვდელ-მთავრობის მესამე წელსა“.
ეს წიგნი იმერეთის მეფეს პატრებმა გადასცეს თუ არა, ან თუ გადასცეს, როდის, სრულებით არაფერი ვიცით, რადგან ამისი არავითარი საბუთი შეგვხვედრია. არც ის ვიცით, თეათინელი მისიონერები პირველში ამ სამეფოშიაც მოვიდენ, ან გამოიარეს თუ არა. ხოლო შემდეგში კი ყოფილა იმერეთში ერთი მათგანი, ისიც ცოტა ხნით. ამ ამბის აწერას ეხლა შევუდგებით.
თეათინელის მისიონერების სიკეთე თუ გურიასა და თუ სამეგრელოში, ყველგან განითქვა. იმერეთის მეფის ალექსანდრეს ყურამდინაც მიაწია მათმა ამბავმა. ძალიან უნდოდა თავის სამეფოში ჰყოლოდა ესეთი სასარგებლო პირები. ელოდა, იქნება თვითონ მოვიდენო, მაგრამ რა ნახა, მოლოდინი უნაყოფოდ ურჩებოდა, მაშინ თვითვე დაიწყო მათი ძებნა, რაც საქართველოს სხვა მთავრებს არ ექმნათ. ამიტომ დადიანს მიმართა, გაუგზავნა ელჩად ბენსანგო ნასოდორო (Bensangus Nosodor) და გაატანა ერთი წერილი. ამ წერილით და ელჩის პირითაც დადიანს დიდად ეხვეწებოდა, ძალიან მჭირია, დროებით პატრი ქრისტეფორე კასტელი გამომიგზავნეო, როცა გამიკეთებს საქმეს, მერე უკანვე გამოგიგზავნიო. ეს ის პატრი ქრისტეფორეა, რომელიც წინათ გურიაში იყო და სახელი განითქვა სხვათა შორის, როგორც ზემოდ ვნახეთ, ელენე ათაბაგის ასულის გაკათოლიკებით. იგი მეტად დახელოვნებული მხატვარი და მკურნალი იყო. დადიანმა ეს ამბავი შეატყობინა პატრს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა. მისი სურვილი მაშინვე აცნობა ალექსანდრეს ელჩს, რომელმაც გადასცა პატრს მეფის წიგნი, დადიანის წერილთან ერთად წამოდებული. ამათ დრო არ დაკარგეს. მოემზადენ თუ არა, დაადგნენ იმერეთის გზას მაისში 1644 წ. და ოთხი დღის შემდეგ მივიდენ ქუთაისს. თურმე მთელი ქალაქი ფეხზე დამდგარიყო პატრის მოლოდინში. მეფეს დიდი სამზადისი უქნია და ყველა თავის დიდებულთა თანადასწრებით და დიდის ამბით მიუღია პატრი ისე, როგორც დიდებულ მთავრებს მიიღებენ ხოლმე. ამ ამბავს მისი ისტორიკოსი მოკლედ ესე მოგვითხრობს:
„მაშინვე, რა დღესაც მივიდა, წარსდგა მეფის წინაშე. მეფის ბრძანებით სასახლე მოერთოთ და დაეგოთ ძვირფასი სპარსეთის ხალიჩები. ეგრეთვე მოუწოდა მეფემ ყველა წარჩინებულთა დიდების აღსამატებლად, თვითონაც შეიმოსა საუკეთესო ტანისამოსი. რა დაინახა მომავალი, აღსდგა ტახტიდან, წინ მიეგება, სიყვარულით გადაეხვია და საპატიო ადგილს დასვა”. ასეთი მიღების შემდგომ მეფე პატრს მიეალერსა და მოისვა გვერდით და უთხრა სიტყვა, რომელსაც იტალიურიდან ვთარგმნით, რადგან ქართულად არ არის:
„ღვთის მონავ, კარგა ხანია, თქვენმა სათნოებამ განაბრწყინა საქართველოს სამეფონი. თუ ჩემი სამეფო უკან ჩამორჩა სხვებს და თქვენი სიკეთე არ ეღირსა, ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ მე და ჩემი სამეფო თქვენს აქ ყოფნას არ ვნატრობდით; არა, ამის მიზეზი სულ სხვა სამწუხარო ამბავი იყო. რა შევიძელი თქვენი მოწვევა, მაშინვე მივმართე ჩვენს ბიძაშვილს მეფეს დადიანს და ვსთხოვე თქვენი თავი, რომელსაც დიდი ხანია ვნატრობდი. რა კეთილ ინებეთ და მოხვედით, დიდათ გავიხარეთ. ამის უმეტეს სიკეთეს თქვენ ვერ გვიზამდით. აწ დარწმუნებული იყავით, რომ ჩემი პატივისცემა და შემწეობა არ მოგაკლდებათ, ყოველი თქვენი ნება ასრულებული იქმნება, თქვენს დაცვას ჩემს ვალადა ვრაცხ“...
ცოტა ქვემოთ დავინახავთ, მეფემ როგორ მტკიცედ აღასრულა თავისი დაპირება. შემდეგ ლაპარაკში გაერთვნენ. მეფემ ჯერ ჰკითხა პაპის ამბავი, შემდგომ ევროპის მმთავრებისა, მათი მმართველობისა, ვაჭრობისა და მხედრობისა. ნადიმის შემდეგ პატრი მეფემ მოსასვენებლად ერთ ძვირფასად მორთულ ოთახში გაგზავნა.
მეორე დღეს მეფემ პატრის მომყვანს ნასოდოროს უთხრა, კარგად შეკაზმულ ცხენზე შეესვა პატრი და მთელი ქუთაისი დაეტარებინა. ამ ბრძანების შესასრულებლად, ვიდრე პატრი გამოიღვიძებდა, ნასოდორომ რამდენიმე წარჩინებულთან ერთად მიიყვანა ცხენი და პატრის კარზედ დაუცადა, როგორც მისი ისტორიკოსი მოგვითხრობს: „მეორე დღეს ნასოდორო დიდებულებთან ერთად მივიდა და მეფის სახელით აუწყა შემჯდარიყო ცხენზე, რომელიც მიართვა. ცხენი ძლიერ მშვენიერად შეკაზმული იყო ოქრომკედით და თვალ-მარგალიტით. ამ ცხენით მასთან ერთად უნდა დაეარათ ქუთაისის ქალაქი“.
პატრს ძლიერ გაუკვირდა, რა ნახა ესეთი მომზადება. მეტი გზა რომ არა ჰქონდა, გაჰყვა ქალაქის სანახავად, მაგრამ ეს კი სთხოვა, ცხენი გამომიცვალეთ, რადგან მონაზონს არ შეეფერება ასეთ სამეფოდ მოკაზმულ ცხენზე ჯდომაო. თუმცა მხლებლები ბევრი ეხვეწნენ, ამას ნუ ინებებთო. მაგრამ ვერაფერი გააწყეს; მაშინ წავიდენ და მეფეს მოახსენეს პატრის სურვილი. მეფე მაინც არ დათანხმდა ცხენის გამოცვლას და შეუთვალა, ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი პატივი გცეთ და ნუ გაგვაწბილებთო. მეტი გზა აღარ ჰქონდა, პატრი ძალაუნებურად დათანხმდა.
ქალაქში ისეთის ამბით სიარულის დროს, ყველგან დიდ-ძალი ხალხი უხვდებოდა და შესაფერს პატივს უცხადებდა, რადგან ყველანი ხედავდენ, მეფე რანაირის პატივით ეპყრობოდა. ქალაქის დათვალიერების დროს პატრს მეტად გაუკვირდა ეკლესიების სიშვენიერე და მათი სიმდიდრე; ეგრეთვე ავიდა, ნახა ციხეც, რომელიც იმ დროს შესანიშნავი ყოფილა. რა დაასრულა ქალაქის დათვალიერება, მივიდა მეფესთან, მადლობა მოახსენა და დიდად უქო ქალაქის მდებარეობა-მოწყობილობა, მისი მეიდნები და სიშვენიერე. მეფეს მით უფრო ესიამოვნა, რომ პატრი მხატვრობაში გამოცდილი იყო და იცოდა ესეთის საგნების დაფასება. რითაც კი შეეძლო მეფეს, თავს არ ზოგავდა, პატივი ეცა და სიყვარული გამოეცხადებინა პატრისათვის. ხშირად თავისთან სადილათ იწვევდა, ყველა, თუ კერძო და თუ სამთავრო საქმეში, მას რჩევას ჰკითხავდა; ეგრეთვე დედოფალთან ერთად ხშირად ესწრებოდა მის წირვას, რომლის მოსმენის გამო დიდად კმაყოფილი იყო. რადგან პატრი კასტელიმ მხატვრობა იცოდა, მეფემ რამდენიმე წმიდანის ხატი დაახატვინა. რაკი ძლიერ მოეწონა, კვლავ სთხოვა თავისი და დედოფლის სახის გადახატვაც, რაის გამო მეფე დიდად კმაყოფილი დარჩა. მეფეს მისი პატივი დღითიღდე უძლიერდებოდა; მას თავის „სიამოვნებას“ უწოდებდა. ერთხელ სამეფო სუფრაზე მის ქებაში რომ იყვნენ და მის სხვა და სხვა სათნოების შესახებ ლაპარაკობდენ, მისის სიყვარულით გატაცებულმა მეფემ წამოიძახა, ასეთ კაცს ვერ მოვიშორებ და დადიანს აღარ დავუბრუნებო. საზოგადოებაში ასე დაუფიქრებლად წარმოთქმული სიტყვა, როგორც ცოტა ქვემოდ დავინახავთ, იეფად არ დაუჯდა.
პატრმაც დაიწყო თუ სულიერად და თუ ხორციელად ზრუნვა ერისათვის. დაუწყო მათ ქადაგება და სწავლება, როგორც გურიასა და სამეგრელოში ექმნა, ეგრეთვე შეუდგა მათ წამლობა-კურნებასაც, რაოდენათაც კი შეეძლო. რადგან მარტო იყო და შორს მდებარე სახლებში სიარულის დრო აღარ რჩებოდა, მეფეს გააკეთებინა თავის სახლთან ახლო პატარა სასნეულე, სადაც სნეულებს აყენებდა და უმეტესის სიადვილით უვლიდა. ამ თავგანწირულებით და ერის მიმართ გამოუთქმელის სიყვარულით ძლიერ მიიზიდა გული მეფისა, რომლის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. პატრმა მეფის ასეთი გულკეთილობა გამოიყენა და მოიპოვა მისგან მშვენიერი ეკლესია და სახლიც, რასაც ასე მოგვითხრობს ისტორიკოსი: „პატრი რაც უფრო მეტს სიკეთეს უშვრებოდა ხალხს, მეფეც უფრო გულკეთილი და მოწყალე ხდებოდა. პატრმა სთხოვა მეფეს, სამეფო ქალაქ ქუთაისში დაემყარებინა თავისი ბინა. მეფემაც საბუთის ქაღალდით მისცა დიდათ შესანიშნავი წმინდა სოფიის ეკლესია და რამდენიმე სახლიც თავის პალატთან ახლოს...
რა დაისაკუთრა მშვენიერი ეკლესია, მორთო იგი ლათინურს წესზედ, დაიწყო ქადაგება და საეკლესიო წესების აღსრულება. მთელს იმერეთში განითქვა მისი სახელი. ბევრნი, თუ დიდი და თუ პატარა, ესწრებოდენ მის სწავლა-დარიგებას და გულმოდგინებით მისდევდენ მის მოძღვრებას.. პატრმა დაიწყო კათოლიკე სარწმუნოების გავრცელება ისე, როგორც ექმნა გურია-სამეგრელოში. ერის მხრით სიძნელე არაფერი აღმოჩენია, რადგან ყველასგან პატივცემული იყო. ბევრი მიიზიდა და ყველაც მასზედ დიდის ქებით ლაპარაკობდა იმ ზომამდე, რომ ზეცით მოვლენილს უწოდებდენ.
როგორც სხვაგან, ისე აქაც, ბერძნებმა, რომლებიც ბლომათ იყვნენ, ჩვეულებისამებრ, დაუწყეს წინააღმდეგობა და მტრობა პატრსა. მეტადრე იმან გააბრაზა, რომ ისეთი მშვენიერი ეკლესსია აჩუქა. მის წინააღმდეგ მეფესა და ერთან ვერაფერი გაარიგეს და მოსწერეს თავიანთ პატრიარქს. ამდროს შემთხვევით კოსტანტინეპოლში ალექსანდრიის პატრიარქი მოსულიყო. წინა თავში ვთქვით, თუ ყოველწლივ რაომდენი ფული გაჰქონდათ ბერძნებს საქართველოდან. ხშირად ბერძნის ეპისკოპოსებიც მოდიოდენ საქართველოში ფულის მოსაკრეფად. რა საკვირველია, საქართველოს პროვინციებში კათოლივე სარწმუნოების გავრცელება და ლათინის მისიონერების გამრავლება საგრძნობლად აბრკოლებდა ბერძნების მიერ ფულის მოკრეფის საქმეს. ამ გარემოებამ ძალიან დააფიქრა ბერძნების პატრიარქები. ერთმანეთში მოილაპარაკეს და ერთპირად დაადგინეს, რომ ერთი მათგანი მოსულიყო განგებ იმერეთში, რათა მეფისათვის ჩაეგონებინა და პატრი გაძეევებინა. საქმე მიანდეს კოსტანტინეპოლში დროებით მოსულს ალექსანდრიის პატრიარქს, რომელიც დაუყოვნებლივ მოვიდა იმერეთში. მეფე ყველა თავისი დიდებულებით და საეკლესიო პირებით მიეგება პატრიარქს და მიიღო, იმ პატივით, როგორათაც შესაფერი იყო. პატრიარქმა, შემდგომ ერთმანეთის მისალმებისა, აუწყა თავისი მოსვლის მიზეზი მეფეს, ეგრეთვე განუცხადა სამდურავი, რომ თავის სამეფოში მიუღია ლათინის მღვდელი დიდის პატივით და მიუცია მისთვის ეკლესია და სხვა... საჭიროდ არა ვრაცხთ, მოვიყვანოთ აქ მისი საკმაოდ ვრცელი სიტყვა, რომელიც მოახსენა მას ლათინების წინააღმდეგ, რათა ეს პატრი ქრისტეფორე განედევნა თავის სამეფოდან. ხოლო მოვიყვანთ მეფის მოკლე პასუხს. ამასაც იტალიურიდან ვთარგმნით. ყველასთვის ცხადია, რომ მეფის ნალაპაკევს პატრი თავის ევროპელ ძმებს გადასცემდა იტალიურად და არა ქართულად, ან ბერძნულად. ამისათვის თარგმანთან ტექსტიც მოგვყავს.
„რაც ეს პატრი ქუთაისსა და ჩვენს სამეფოშია, ყველა მის სათნოებას ლაპარაკობს და ყველგანაც პატივცემულია. აქ ყველა მეფეები პატივს სცემენ და ენატრებათ მისი თავი. ხალხი ეგოდნათ მოხიბლულია მისი სათნოებით, რომ წმიდად რაცხვენ. გარდა ამისა, ამ ჩემს ქალაქში, მარტო სულთა ცხონების და ხალხის ხორციელის შემწეობის ზრუნვაშია. განურჩევლად ყველას ემსახურება და ყველას საკვირველის სიყვარულით ეპყრობა და დაუხმარებლად არავის აბრუნებს. ნუ თუ ამასავით ეწევიან ბერძნის მღვდლები ავადმყოფებს და ჰკურნებენ უსასყიდლოდ? ჯერ არ მინახავს, იმათგან ვინმე მკურნალი ყოფილიყოს, ხალხისთვის წამალი მიეცეს. გარდა ამისა, მშვენიერად იცის წმიდანების დახატვა, ძლიერ კარგათ უხსნის საღვთო წერილსა, ჰქადაგებს, ყველას დიდის სიყვარულით ასწავლის, ბევრი ენა იცის, რის გამო შეუძლია კარგად ასწავლოს ყმაწვილებს სხვა და სხვა მეცნიერება; ეგრეთვე განსაკუთრებით დახელოვნებულია ხუროთმოძღვრებაში, დიდის სიფრთხილით ყურადღებას აქცევს ძველის შენობის შეკეთებას და ახლებსაც მშვენიერად აშენებს. ერთი სიტყვით, რა საჭიროება, საქმე და რჩევა იყოს, ყველაფერში მუდამ მზათ არის ეს ლათინის მღვდელი ქრისტეფორე. უნდა აღვიარო ჭეშმარიტად, რომ ასეთი კაცი ჯერ არ მინახავს. ახლა თქვენ განსაჯეთ, ნუ თუ უნდა მოვიშორო ასეთი დიდი და შესანიშნავი კაცი? თუ ორი ხელით უნდა დავებღაუჭო და დიდის სიყვარულით შევინახო; თქვენ კარგად უწყით, რომ მთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმნაირ პირებს, რომელნიც თავიანთას ღირსებით შესანიშნავნი და სამეფოსათვის გამოსადეგნი არიან“.
მეფის ამნაირმა სიტყვებმა პატრიარქი მეტად გააკვირვა და გააჩუმა. რა ვეღარაფერი გააწყო, გამოესალმა მეფეს და რამდენსამე გზის პატრი ქრისტეფორეს დაუწყო ბჭობა სარწმუნოებისათვის. ვერც ამითი გახდა რამეს; რა კარგად დაინახა მთელის ერის პატივი და სიყვარული ამ პატრისადმი, იმედი გადაუწყდა მისი განძევებისა და იძულებული გახდა ისევ გაბრუნებულიყო კოსტანტინეპოლსა. ხოლო რაც ამან ვერ აღასრულა, ის დადიანმა ჰქმნა. დადიანმა რა შეიტყო, მეფე ალექსანდრე არ აპირებს პატრის უკან დაბრუნებასო, ძლიერ ეწყინა, რადგან, როგორც ვიცით, ალექსანდრემ მისიონი დროებით სთხოვა. რადგან დადიანიც კარგად იცნობდა ქრისტეფორეს და დიდათაც აფასებდა მის ღირსებას, აღარ ინდომა მისი ბევრხანს შორს ყოფნა. მალე ალექსანდრე მეფეს გაუგზავნა გაბრიელ სიმონია და თანაც გაატანა წიგნი, რომლითაც სთხოვდა, შეპირებისამებრ, უკან გაეგზავნა პატრი ქრისტეფორე. ამ ამბავმა ძლიერ დააღონა მეფე. მისწერა დადიანს საბოდიშო წერილი დაგვიანებისათვის, ეგრეთვე აცნობა, რომ მისიონერს ამ ჟამად ვერ ვისტუმრებ, რადგან შორს არის წასული ერთი საპატიო პირის საექიმოდო. რა მობრუნდა სიმონია და მოახსენა მეფის პასუხი, დადიანი ძლიერ განრისხდა მისი უარის გამო; ეჭვიც შეიტანა, ვითომც გაბრიელ სიმონიას მეფისაგან ქრთამი აეღოს. ამის გამო გაბრიელს უთხრა, სიკვდილით დაგსჯი, ქონებას წაგართმევ და ცოლ-შვილსაც ტყვედ გაგიყიდი, უკეთუ სასწრაფოდ პატრი იმერეთიდან არ მოგიყვანიაო. თანაც ალექსანდრე მეფეს დიდი სამდურავი მისწერა და აცნობა, უკეთუ მალე პირობისამებრ, ქრისტეფორე უკან არ გამომიგზავნე, მთელის ჩემის ჯარით იმერეთს ერთიანად ავაოხრებო. ასეთმა ფიცხმა პასუხმა ძლიერ დააღონა მეფე, მაგრამ სხვა დონე აღარ ჰქონდა; ლევან დადიანის ძალა კარგად ჰქონდა გამოცდილი, მასთან ომს ვერ გაბედავდა, ამიტომ იძულებული გახდა გაესტუმრებინა თავისი დიდად საყვარელი პატრი ქრისტეფორე. „მეორე დღეს, როგორც მოგვითხრობს ისტორიკოსი, გაუმართა მას სადილი, დაასაჩუქრა ძვირფასი სამოსით, სხვა ნაირი საჩუქრები ბევრი მისცა და გაისტუმრა. ქართველები დიდათ სწუხდენ და სტიროდენ, რომ მათ შორდებოდა მათი მფარველი, რომელიც გაჭირვებაში ყველას დიდათ ეწეოდა“. ხოლო დადიანის ელჩს კი დიდათ უხაროდა. რადგან ამითი თავი სიკვდილისაგან გადაირჩინა. ამან დრო აღარ დაკარგა და მაშინვე წაიყვანა პატრი 1646 წ.... ასე რომ ქრისტეფორემ ორი წელიწადი დაჰყო იმერეთში და დასტოვა დაუვიწყარი სახსოვარი. რა მივიდა სამეგრელოში, დადიანმა სამდურავი გაუმოუცხადა, ამდენს ხანს რად დამანებე თავიო, ხოლო შემდგომ მალე დაუწყო თავისი ჩვეულებრივი პატივისცემა და სიყვარულის გამოცხადება.
ასე მალე დასრულდა იმერეთში თეათინელების მისიონი. ისინი შემდეგში იმერეთს კიდევ მობრუნდენ, თუ არა, არ ვიცით. ხოლო 28 ნოემბერს 1668 წ. საქართველოდგან ერთი კაპუცინი სწერს რომაში ესედ:
„ქუთაისში არის თეათინელების ეკლესია. იქაური მეფე მოცემას შემოგვპირდა, უკეთუ წავედით და დავდეგით იმ ქალაქში“. არც ესა სჩანს, მეფის მიწვევისა გამო კაპუცინები წავიდენ მაშინ იმერეთს, თუ არა. იმერეთის მეფეებს რომ ძალიან ენატრებოდათ თავიანთ სამეფოში კათოლიკე მისიონერები ჰყოლოდათ, ამას შემდეგიც გვიმტკიცებს. არჩილ მეფეს მოსკოვში გაუცვნია იეზუიტების მღვდლები, მათთვის უთხოვნია მისიონერების გამოგზავნა თავის სამეფოში, მასთანვე დაჰპირდა რომის ეკლესიასთან შეერთებას და პაპთან თავისი ელჩას გაგზავნას. ეს ამბავი იეზუიტს გიორგი დავითს მოსკოვიდან უცნობებია რომას თავისი გენერლისათვის და პროპაგანდისათვის მიუწერია პოლონეთში მყოფის ნუნციო კარდინალის საშუალებით. სამწუხაროდ, ამ მღვდლის მოწერილი არც ერთი წიგნი გვაქვს ხელში. ამაზე გვაქვს მარტო პროპაგანდის შემდეგი წიგნი, რომელიც მიუწერიათ კარდინალისათვის პასუხად.
„უფალს კარდინალს პალავიჩინოს, პოლონეთში მყოფ ნუნციოს, 12 იანვარს 1689 წ.
„მივიღეთ თქვენი უმაღლესობის პატიოსანი წერილი, მოსკოვიდან იეზუიტ გიორგი დავითის მოწერილ წიგნთან ერთად, შესახებ იმისა, რაც მიუნდვია სამეგრელოს მეფეს არჩილს, ესე იგი, ეს მეფე თავის სამეფოსათვის თხოულობს მისიონერებს და ჰპირდება რომის სამოციქულო საყდართან შეერთებას და ეგრეთვე პაპთან საგანგებო ელჩის გაგზავნას. ეს რა ვსცანით, მაშინვე ვნახეთ იეზუიტების გენერალი, რომელმაც დამარწმუნა, რომ მასაც მიეღო ესეთი ამბავი ხსენებულის პატრი დავითისაგან და კიდევაც განკარგულება მიეცა პოლონეთისა და ბოჰემიის პროვინციებისათვის, რათა ჯერ გაეგზავნათ ორი მღვდელი, რომლებსაც იქაური გარემოება ყოველივე შეეტყოთ, რომ, მოწერილობისდაგვარ, შემდეგში ეხმარათ საჭირო ღონისძიება კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად იქაურობაში. ეგრეთვე ამ ამბავს ვაცნობებ ჩვენს ბატონ პაპსაც და წარვადგენ პირველ კრებაშივე, თანახმად თქვენის უმაღლესობის ყოვლად ბრძნულის რჩევისა“. აქ სამეგრელო შეცდომით უნდა იყოს მოხსენებული, ან მეფე არჩილ ეტყოდა თავის უწინდელ ტიტულს, რომლის თანახმად იმერეთი სამეგრელოსაც შეიცავდა.
ამ პირველად გაგზავნილის ორის პატრისა მხოლოდ ერთის შესახებ გვაქვს ცნობა. ის იყო პოლონელი პატრი ივანე გოსტოვსკი. ვიდრე იმერეთს მივიდოდა, გამოიარა ტფილისში და იქიდან, 24 აგვისტოს 1690 წ. კარდინალს რომაში მისწერა წიგნი, რომლითაც სხვათაშორის, აცნობებს, რომ იმ დროებში ოსმალებს დაეპყრათ იმერეთი. წერილი საკმაოდ შესანიშნავია ტფილისის იმ დროის პოლიტიკებრივ და სულიერებრივ ცხოვრების მხრით და შემდეგში თავის ადგილს მოვიყვანთ. პატრი ტფილისიდან იმერეთში წავიდა იმავე თვეში. იმერეთში რა ჰქმნა კათოლიკობის გავრცელებისა, არაფერი ვიცით. ხოლო მის ბიოგრაფიაში შემდეგს ვკითხულობთ: „იეზუიტი პოლონელი ივანე გოსტოვსკი საქართველოში იმერეთში მისიონერად იყო; ძლიერ კარგად იცოდა იქაური ენა და საერთო პატივისცემა დაიმსახურა ყველასაგან და თვით არა კათოლიკე ეპისკოპოსებისაგანაც. ეს მისიონერი ჟამ-შეყრილთა მოვლის დროს გარდაიცვალა 1738 წ.“.
როგორც სჩანს, ამას იმერეთში დაუყვია 48 წელიწადი. ცხადია, მარტო არ უნდა ყოფილიყო, თან რმდენიმე თავისი ამხანაგიც უნდა ჰყოლოდა. ამის მიერ გავრცელებულის კათოლიკობის საბუთებს ჩვენამდე არ მოუწევია. მაგრამ უარს ვერა ვყოფთ, რომ ამას თავის ამხანაგებთან ერთად სარწმუნოების შესახებ ეგოდენი ნაყოფი არ გამოეღოთ იმერეთში. უკეთუ ასე არ ყოფილიყო, შეუძლებელი იქმნებოდა, რომ ეს პატრი აქ იმდენ ხანს დარჩენილიყო, ყველგან შეყვარებულ-პატივცემული ყოფილიყო და კათოლიკე სარწმუნოება კი არ გაევრცელებინოს; მეტადრე იქ, საცა თეათინელ მისიონერებს ეგოდენი პატივი და თანაგრძნობა აღმოუჩინეს, და საცა თვით მეფეები იწვევდენ მისიონერებს. არც ის ვიცით, თუ არჩილ მეფემ, როცა იმერეთი დაიპყრო, თავის მოწვეულ მისიონერებს როგორ მოეპყრო და თავისი პირობა როგორ შეასრულა.
აი ეს მცირედი საბუთებიც საკმაო სიმტკიცეს გვაძლევს ვთქვათ, რომ იმერეთში არა ნაკლებად გავრცელებულა კათოლიკე სარწმუნოება. რამდენიმე წერილი კიდევ გვაქვს იმერეთის მეფეებისა და პაპისა, მაგრამ რა კი არ ეკუთვნის ამ საუკუნეს, აღარ მოგვყავს, ხოლო შემდეგში კი ყველას თავის შესაფერ ადგილს წარმოვადგენთ.
შენიშვნები
11. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს იტალიელი მისიონერებისაგან. სხვათა შორის ერთი საბუთიც ის არის, რომ ეს ეკლესია სრულებით მსგავსი ყოფილა ლათინის ეკლესიებისა; ბერძნის ეკლესიები კი თუ შენობის ფორმით და თუ მოწყობილობით ბევრად განსხვავდება ლათინის ეკლესიებისაგან. კათოლიკების ეკლესია რომ ყოფილა, ამას თვით მისივე ზარის წარწერილობაც მოწმობს.
12. ესეც ერთი ნიშანია ძველად იქ ყოფილი კათოლიკე იტალიელებისა.
13. მალაქია კათალიკოსი გურიის მთავარი.
14. ლევან დადიანს ეს საკვირველი ჩვეულება ჰქონია, ერთ ადგილს ორ სამ დღეზედ მეტს არ გაჩერდებოდა ხოლმე; მუდამ დაიარებოდა თავის სამთავროში.
15. აქ ქართველები იგულისხმება.
16. ეს წისქვილი ოთხი ადვილად სატრიალებელი ქვით ყოფილა. ამის დანახვაზედ მეგრელები თურმე ძლიერ ჰკვირდებოდნენ და პირჯვარს იწერდნენ. დადიანსაც ძლიერ გაჰკვირვებია და თავისთვისაც გაუკეთებინებია.
17. თურმე ჩვეულებად გამხდარიყო, რომ ვისაც პირველის ცოლისაგან შვილი არ მიეცემოდა, ის პირველთან მეორე ცოლსაც ირთავდა, რათა შვილი შესძენოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий