воскресенье, 28 октября 2018 г.

ვილელმ რუბრუკი (XIII ს.): „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“

ფლამანდიელმა ფრანცისკანელმა ბერმა ვილ ფონ რუბრუკმა, იგივე გილიომ რუბრუკვისმა (1220-1293) საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო IX-ის დავალებით 1252-1255 წლებში იმოგზაურა მონღოლთა იმპერიაში. მან თავისი მოგზაურობა 1252 . პალესტინიდან დაიწყო, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ზღვით მიაღწია ყირიმს და იქიდან დიდი თავგადასავლებით გაემართა ოქროს ურდოს ყაენის, ბათუს კარზე. საბოლოოდ კი ის მოხვდა მონღოლეთში, ყარაყორუმში, დიდი მონღოლი მანგუ-ყაენის კარზე. რუბრუკვისმა ყაენს მეფის დანაბარები გადასცა, ხოლო მისგან საპასუხო წერილი წამოიღო და ასტრახანის, დერბენდის, ნახიჩევანის და არზრუმის გავლით 1255 წელს დაბრუნდა კვიპროსზე.
რუბრუკვისმა თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომელიც ლათინურ ენაზეა შედგენილი და პირველად გამოიცა 1589 წელს. რუბრუკვის თავის თხზულებაში აქვს საინტერესო ცნობები საქართველოს ესახებ. იგი ყაენის კარზე შეხვედრია შანშე მხარგრძელსა და მის ვაჟს ზაქარიას.
შუა საუკუნეების ცნობილი მოგზაური, რომელსაც მეტად საინტერესო ცნობები მოჰყავს საქართველოს შესახებ ფრანცისკელი ბერი გუილიომ რუბრუკვისია. საფრანგეთის მეფის ლუი IX- დავალებით 1252 წელს იგი მონღოლეთს გაემგზავრა, მეფე ლუი IX სირიაში არაბებს ებრძოდა, იმხანად მონღოლებიც ებრძოდნენ არაბებს, მონღოლთა ყაენი სპარსეთის მხრიდან დაესხა არაბებს, რითაც მეტად დიდი შეღავათი მისცა ლუი IX-. ამ გარემოებით გამხნევებულმა ლუი IX- გადაწყვიტა რაკი მონღოლებიც არაბებს მტრობენ ხელსაყრელი დრო დადგა მათი მოქცევისაო გაქრისტიანებით და მონღოლთა შესახებ დაწვრილებითი ცნობების შესაგროვებლად თავისი ელჩი რუბრუკვისი გაგზავნა ყარაყორუმს მონღოლთა ყაენ მანგუსთან.
რუბრუკვისი და მისი თანამგზავრები ჯერ კონსტანტინეპოლს მისულან, აქედან შავი და აზოვის ზღვებით მდ. დონის შესართავამდე მიუღწევიათ, თელი სამხრეთ რუსეთი გადაუვლიათ, შუა აზია გადაუსერავთ და მანგუ ყაენთან მისულან ყარაყორუმს, რუბრუკვისმაც დაახლოებით ის გზა განვლო, რომელიც 8 წლის წინ პლანო კარპინიმ გაიარა. ყარაყორუმიდან უკან დაბრუნებული რუბრუკვისი 2 თვისა და 10 დღის მოგზაურობის შემდეგ ვოლგის ნაპირებთან მოსულა, ახლანდელი ვოლგოგრადის ჩრდილოეთით, შემდეგ მდინარის ხეობას ჩაჰყოლია, გაუვლია ოქროს ურდოს სატახტო სარაი, შემდეგ ასტრახანი, რკინის კარი ანუ დარუბანდი, შირვანი, შამახია, მუღანის ველი, შემდეგ აჰყოლია არაქსის ხეობას, გაუვლია ნახჭევანი და არარატის მთის ძირი, შემდეგ პირი ჩრდილოეთისაკენ უბრუნებია და ანისში შეუვლია, აქედან სამხრეთისაკენ შებრუნებულა, არზრუმს მისულა და სირიის ქალაქის ანტიოქიის გავლით პალესტინაში დაბრუნებულა.
რუბრუკვისს მეტად საინტერესო ცნობები შეუგროვებია მაშინდელი მონღოლეთისა და ჩინეთის შესახებ, დაწვრილებით აღწერს იგი ამ ხალხთა ყოფა - ცხოვრებასა და ზნე - ჩვეულებებს, მეტად საინტერესოა ის გარემოება, რომ რუბრუკვისს პირადად უნახავსდ ზაქარია მხარგრძელის შვილი მანდატურთუხუცესი შანშე, რომელსაც იგი საჰენზას სახელით იხსენიებს: «ჩვენ ნახჭევანი ნათლისღების კვირაში დავტოვეთ, ვინაიდან თოვლმა დიდი ხნით დაგვაგვიანა, 4 დღის შემდეგ მოვაღწიეთ საჰენზას ქვეყანას, ეს საჰენზა წინათ მეტად ძლიერი ქართველი ყოფილა,მაგრამ დღეს ხარკს აძლევს თათრებს, რომელთაც ყველა მისი ციხე - სიმაგრე გაუნადგურებიათ და კიდევ მე ვისადილე საჰენზასთან და როგორც მან ისე მისმა მეუღლემ და მისმა ვაჟმა ზაქარიამ დიდი თავაზიანობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ, ზაქარია ლამაზი და ჩინებული ჭაბუკია, მან მთხოვა, რომ თუ ის თქვენთან მოვიდოდა რეკომენდაცია გამეწია მისთვის რათა სამსახურში მიგეღოთ, ეს ყმაწვილი ისე იტანჯება თათრების ბატონობის გამო, რომ თუმცა ყოველივე უხვად აქვს ურჩევნია უცხო ქვეყანაში იხეტიალოს ვიდრე ქედი მოიდრიკოს მათი უღლის ქვეშ» - წერდა რუბრუკვისი თავისი ხელმწიფისადმი მიმართულ მოხსენებაში.
მიუხედავად იმ დროს გავრცელებული წარმოდგენისა თითქოს კასპიის ზღვა ჩრდილოეთის ოკეანის ყურე ყოფილიყოს რუბრუკვისი ამტკიცებდა «კასპიის ზღვა დამოუკიდებელი ზღვაა, ანუ უკეთ დიდი ტბა, რომლის გარშემოვლა ფეხით ოთხ თვეში შეიძლებაო, იგი პირველი ევროპელია, რომელმაც აღნიშნა, რომ ძველი რომაელების მიერ ცერებად წოდებული ხალხი და ჩინელები ერთი და იგივე არიან»; ევროპას პირველად რუბრუკვისმა გააცნო ჩინური დამწერლობის თავისებურება და ბუდისტური მოძღვრების რაობა; ევროპელთაგან მან პირველმა აღნიშნა ჩინელებს ქაღალდის ფული აქვთო.























































































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий