პირველი ნაწილი
1. ჩემი სამშობლო
რაღაცით სიმბოლურია, რომ ინის ნაპირას, ბრაუნაუში დავიბადე. ეს პატარა ქალაქი ორი გერმანული სახელმწიფოს საზღვარზე ძევს, რომელთა შეერთებას მთელი ჩვენი ძალებით უნდა ვესწრაფოთ. გერმანული ავსტრია აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს დიადი დედა-გერმანიის წიაღს. მაგრამ არა ეკონომიკური ხასიათის მიზეზთა გამო. არა და არა!
ამ ორი ქვეყნის შერწყმა, ეკონომიკური თვალსაზრისით სასარგებლო კი არა, პირიქით საზარალოც რომ იყოს, მაინც უნდა მოხდეს. ერთნაირმა სისხლმა ერთიანი სახელმწიფო უნდა შექმნას.
სანამ გერმანული სახელმწიფო არ შემოიკრებს ყველა გერმანელს და არ უზრუნველყოფს მათ საკვებით, გერმანიას არა აქვს მორალური უფლება ეძიოს ახალი ტერიტორიები. მაშინ მოვჭედავთ გუთნისგან მახვილს და ჯეჯილი მსოფლიოს მომავლისა ომის ცრემლებით მოირწყვება.
ეს იდეები მარწმუნებენ, რომ ჩემი გაჩენა ორი სახელმწიფოს საზღვარზე სიმბოლოა დიდი მისიისა. განა ჩვენ გერმანელები არა ვართ? განა ჩვენ ერთურთს არ ვეკუთვნით?
ეს პრობლემა ადრევე ჩაიბეჭდა ჩემს ბავშვურ ტვინში. ჩემი ამ მორცხვი კითხვების პასუხად. ფარული შურით ვაღიარებდი, რომ ბევრ გერმანელს არ გვქონდა ბედნიერება გვეცხოვრა ბისმარკულ იმპერიაში.
ჩინოვნიკობა არ მსურდა და ვერავითარმა ხვეწნა-მუდარამ ჩემზე ვერ გასჭრა. სამაგალითოდ მამაჩემის დასახვამაც კი, რომელიც ჩინოვნიკი იყო, სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო.
მეზიზღებოდა სამსახური, რომელიც კანტორას მიმაჯაჭვავდა და არ მომცემდა საშუალებას ვყოფილიყავი საკუთარი თავის განმგებელი. ახლა, როდესაც გადავხედავ განვლილ ცხოვრებას - ორ ფაქტს აღვიქვამ მეტად მნიშვნელოვნად: ის, რომ შევიქენ ნაციონალისტი! და, რომ შევიცან ისტორიის ნამდვილი არსი! ბებერი ავსტრია აღრეულ ეროვანთა სახელმწიფო იყო.
ამ ეროვნებათა ურთიერთობაში ადრეული სიყრმიდანვე ჩავები. მიუხედავად სასჯელის შიშისა, სკოლაში ძალზე ხშირად ნაცვლად ავსტრიული „კაიზერლიდისა“, „დოიჩლანდ იუბერ ალესს“ ვმღეროდი. მალე ისეთი ფანატიკური გერმანელი ნაციონალისტი გავხდი, რომელიც საკმაოდ შორსაა დღევანდელი ჩვენი ნაციზმისაგან.
უკვე 15 წლისა ერთმანეთისაგან ვარჩევდით დინასტიურ პატრიოტიზმსა და სახალხო ნაციონალიზმს. ჯერ კიდევ ბავშვობაშივე მივხვდით, რომ ავსტრიის სახელმწიფოს არ შეეძლო ჩვენი - გერმანელების სიყვარული. ჰაბსბურგთა კარის ისტორიის ცოდნას, ჩვენი თვალით ნანახი სინამდვილეც ემატებოდა.
ჩვენი ერის სხეულს ჩრდილოეთით და სამხრეთით უცხო რასათა შხამი ღრღნიდა და თავად ვენაც უფრო ჰკარგავდა გერმანულ იერს. იმპერატორის კარიც „ჩეხურ“ სახეს იღებდა. მაგრამ, ეტყობა, ამ საქმეში სამართლიანობის ქალღმერთი ჩაერია და ისე მოაწყო, რომ სლავის ტყვიას განაგმირინა ერცჰერცოგი ფერდინანდი; კაცი, ვისაც ავსტრიის სლავურ სახელმწიფოდ ქცევა ეწადა.
გერმანიისა და ავსტრიის მაშინდელი ურთიერთობისას ჩაისახა იმ ომის ბაცილა, რომელმაც საერთო დამხობა გამოიწვია. მოგვიანებით მე ისევ დავუბრუნდები ამ თემას. ამჯერად მხოლოდ აღვნიშნავ; მე თავიდანვე დარწმუნებული გახლდით, რომ გერმანული რასის გადარჩენის აუცილებელი პირობა ავსტრიის, როგორც სახელმწიფოს განადგურება იყო. ასევე მჯეროდა, რომ ჰაბსბურგები გერმანულ რასას ბოროტების მეტს ვერაფერს მოუტანდნენ. გულში ვესათუთებოდი ჩვენი ავსტრო-გერმანული სამშობლოს მზარდ სიყვარულს და კიდევ უფრო მეზიზღებოდა ავსტრიის სახელმწიფო.
სიღარიბის მიზეზით, ძალიან ადრე დამიდგა პროფესიის არჩევის საკითხი. ჩემი ოჯახის მცირე შემოსავალს დედაჩემის ავადმყოფობის ხარჯები თითქმის მთლიანად ნთქავდა. ცხოვრება იმ პენსიით, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, შეუძლებელი შეიქმნა. და აი, ჩემოდნით ხელში, რომელშიც თეთრეული მელაგა, ვენას გავემართე, რათა ბედს ვწვეოდი. მსურდა „რაღაც“ გამოვსულიყავი, რა თქმა უნდა, ჩინოვნიკის გარდა!
2. ვენა
ვენამ გამაოგნა დაუჯერებელი ფუფუნებისა და შემაზრზენი სიღარიბის მკვეთრი კონტრასტებით. იქ ძალუმად შეიგრძნობოდა მთელი იმპერიის მაჯისცემა და ხალხთა აღრევის ფრიად სახიფათო მომხიბვლელობა. სასახლის კარის ბრწყინვალება მაგნიტივით იზიდავდა მდიდარ ხალხს და ინტელიგენციას.
ცენტრალური მმართველობის სისტემის წყალობით, ვენაში კონცენტრირებული იყო ქვეყნის მთელი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ძალაუფლება. გარდა ამისა, ის ინტელექტუალური ცენტრი იყო. აქ მრავლად ცხოვრობდნენ პროფესორები, არტისტები, ლიტერატორები და ა. შ.
არისტოკრატთა, დიდვაჭართა სიმდიდრის და უზრუნველყოფილი ინტელიგენციის გვერდით, ათასობით უმუშევარი შურით შესცქეროდა მათ ბრწყინვალე სასახლეებს. სოციალური საკითხების შემსწავლელი, ვენაზე უკეთეს ადგილს ვერსად ვერ იპოვნიდა. მაგრამ საჭირო იყო შეცდომა არ დაგეშვა და დაკვირვება ქვემოდან დაგეწყო.
ვენაში არსებობისათვის ბრძოლამ მომიწია და ამან მიმახვედრა, რომ სოციალურ საკითხებს არ შეიძლება ქველმოქმედების პოზიციიდან მიუდგე. ეს უშედეგო და სასაცილოა.
ამ საკითხების გადაჭრისას საჭიროა მთელი ჩვენი ცხოვრების კულტურულეკონომიკური რეორგანიზაცია, რომელიც ხალხის დუხჭირ მდგომარეობას ბოლოს მოუღებს.
ვერ გეტყვით, იმ პერიოდის ვენაში რამ უფრო გამაოცა - მუშების საშინელმა გაჭირვებამ თუ მათი სულიერი განვითარების მეტისმეტმა დაბალმა დონემ. ჩვენი ბურჟუაზია ხშირად მტკივნეულად განიცდიდა, როდესაც ვიღაც მაწანწალას საერთოდ არ აინტერესებდა თავისი ეროვნება. იმას კი არ უფიქრდებოდნენ, რომ ამ უბედურს თავის გატანის გადა სადარდებელი არ ჰქონდა.
ვენაში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლეს... იმისათვის, რომ მოახდინო „ხალხის ნაციონალიზაცია“, საჭიროა შექმნა ჯანსაღი სოციალური პირობები და ამ ხალხს განათლება უნდა მისცე! მხოლოდ აღზრდა და განათლება განმსჭვალავს ადამიანს შინაგანი ნაციონალური სიამაყის გრძნობით. რამეთუ ბრძოლა მხოლოდ იმისათვის შეგიძლია, რაც გიყვარს, ხოლო გიყვარს ის, რაც იცი!
1909-1910 წლებში ჩემი პირადი მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მხაზველად ან მხატვარ-აკვარელისტად დამოუკიდებლად მუშაობა შემეძლო. ამავე დროს გულდაგულ ვცდილობდი გავნათლებულიყავი და თან ცხოვრებას ვეცნობოდი. მე უკვე მაშინ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ხალხსაც, ქალის მსგავსად, ურჩევნია მბრძანებლის ძლიერ ხელს გრძნობდეს და ეს სიამოვნებს. პოლიტიკურ დოქტრინათა შორის, რომლებსაც მე იმ დღეებში ვსწავლობდი, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის დოქტრინაც.
ჯერ მხოლოდ ზედაპირულად გავეცანი ამ პარტიის პროგრამას, შემდეგ კი შევეცადე ჩავწვდომოდი მის არსს. მალე ამ პარტიის ოფიციალური ლიტერატურა აღარ მიზიდავდა. ბოლოს და ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს პარტია, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საკითხებში ცრუ გზას ადგა. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ამ პარტიის მიზანი ნგრევა იყო, რომელიც ნიშნეულია რასისათვის, რომელსაც აქამდე მე არ ვიცნობდი.
სოციალ-დემოკრატიის მთავარი შინაგანი მიზანი ებრაელობასთან ურთიერთგაგების მიღწევაა. ებრაელთა გაგება ნიშნავს ფარდა ახადო ამ პარტიის საიდუმლო ჩანაფიქრს და გამოააშკარაო მარქსიზმის მთელი ნაბოდვარი, რომელიც ცდილობს თავისი მჭექარე ლოზუნგებით მთელს მსოფლიოს გონება დაუბნელოს.
ახლა ვერ ვიხსენებ, როდიდან მიიღო სიტყვამ „ებრაელი“ ჩემთვის სპეციალური მნიშვნელობა. სახლში, მამაჩემის სიცოცხლეში ეს სიტყვა არც გამეგონა. მამა იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებსაც „მსოფლიო მოქალაქეებს“ უწოდებენ, თუმცა ეროვნული გრძნობაც საკმაოდ ჰქონდა განვითარებული. ამ გრძნობამ ჩემზეც იქონია დიდი გავლენა.
უკვე მოზრდილს, რეალურ სასწავლებელში მყავდა ერთი თანაკლასელი ებრაელი. თავიდან ჩვენ, ბიჭები მას თავაზიანად ვეპყრობოდით, მაგრამ ახლოს გაცნობის შემდეგ უნდობლობა დაგვეუფლა მისდამი. 14 ან 15 წლისა ვიქნებოდი, როდესაც სიტყვა „ებრაელის“ პოლიტიკური მნიშვნელობა შევიტყვე. მას შემდეგ ამ სიტყვისადმი ანტიპათიურად განვეწყე.
ლინცში, სადაც ბავშვობა გავატარე, ძალზე ცოტა ებრაელი ცხოვრობდა; ებრაელთა ძირითად მასას მოცილებულნი იყვნენ და ჩვეულებრივი ევროპელების ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მე მათ სულაც გერმანელებად ვთვლიდი.
ამ შეხედულების შეუსაბამობას ვერც მივხვდებოდი, ვიდრე ყურადღება არ მივაქციე ჩვენს შორის არსებულ მკვეთ რელიგიურ სხვაობას. მაგრამ რწმენის გამო მათი დევნის იდეაც კი საშინელებად მიმაჩნდა.
ვენაში სადაც ბედნიერების საძებრად ჩავედი, ებრაელები თავიდან ნაკლებად მეჩხირებოდნენ თვალში. თუმცა იქ 200 ათას სულს ითვლიდნენ. ორმილიონიანი მოსახლეობის მასაში ისინი სრულიად გათქვეფილნი ჩანდნენ.
ვენაში ყოფნის პირველ თვეებში მთლიანად შთანმთქა ქალაქის ცხოვრების გაცნობამ. მოგვიანებით, როდესაც შევეგუე მას, ისევ მივუბრუნდი ებრაულ საკითხს. ვერ ვიტყვი, ჩემი და ებრაელების გაცნობა სასიამოვნო გარემოებათა გამო მომხდარიყოს.
თავდაპირველად ებრაელებში მხოლოდ განსხვავებული რწმენის ხალხს ვხედავდი და რელიგიური შეხედულებების გამო მათ შევიწროებას აღშფოთებით ვხვდებოდი. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ის ტონი, რომლითაც ვენის ანტისემიტური პრესა წერდა, მე დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ერისათვის შეუფერებლად მიმაჩნდა. გაზეთები, რომლებიც ანტისემიტურ კამპანიას ეწეოდნენ, ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ. ჩემი შეხედულებანი ებრაელებზე ამ გაზეთებიდან დამოუკიდებლად ჩამომიყალიბდა.
ვცხოვრობდი ვენაში და დიდი ინტერესით ვსწავლობდი პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს. აღტაცებასა და სიამაყის გრძნობით ვადევნებდი თვალს გერმანიის იმპერიის ზრდაგანვითარებას, რომელიც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა ავსტრიის საერთო დაცემასთან.
ვილჰემ II-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ძალზე უარყოფითად ვეკიდებოდი. მე მას ვუცქერდი არამარტო როგორც იმპერატორს, არამედ როგორც გერმანიის სამხედრო ფლოტის შემქმნელს. მე მანრისხებდა, რომ კაიზერს რაიხსტაგში სიტყვით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. მე ვთვლიდი, რომ ამ ორგანიზაციას ეს წესი უნდა შეეცვალა. სულ ერთი სხდომის განმავლობაშიც, პარლამენტის მოლაყბენი უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე ამას ასწლეულის განმავლობაში შეძლებდა იმპერატორთა მთელი დინასტია. მაცოფებდა ის, რომ ქვეყანაში, სადაც ყველა სულელს ჰქონდა კრიტიკის უფლება, გვირგვინოსან იმპერატორს მორჩილად უნდა ესმინა ამ ბრიყვული დაწესებულების საყვედურები.
აღშფოთებული ვიყავი იმითაც, რომ ვენის პრესა, რომელიც თვით სასახლის კარის არარაობებსაც კი ქედს უხრიდა, თავს უფლებას აძლევდა გერმანიის იმპერატორისადმი მტრული ეპითეტები ეხმარა. უნდა ვაღიარო, რომ ამ მხრივ მხოლოდ ერთი ანტისემიტური გაზეთი - „დოიჩე ფოლკსბლატი“ იქცეოდა ღირსეულად.
გავლენიანი ვენის გაზეთები აღტაცებულნი იყვნენ საფრანგეთით, რაც ჩემს ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. კითხულობდი პანეგირიკებს დიდი ფრანგული კულტურის მისამართით და ერთადერთი გამოსავალიღა გრჩებოდა - სირცხვილით დამწვარიყავი, რადგან გერმანელად გაჩნდი.
ასე, რომ ჩემი არჩევანი შევაჩერე „ფოლკსბლატზე“, რომელიც ყველაზე, „სუფთა“ მეჩვენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი მის მკვეთრ ანტისემიტურ კურსს, მაინც ვკითხულობდი და ბევრ საკითხსაც ჩავუღრმავდი. ამ გაზეთის მეშვეობით ახლოს გავეცანი ქრისტიანულ-სოციალისტურ პარტიას და მის ლიდერს დოქტორ კ. ლუგერს.
ერთხელ, ქალაქში სეირნობისას ვიღაც კაცს გადავაწყდი, რომელსაც გრძელი ხიფთანი ეცვა და შავი ხუჭუჭი თმა ჰქონდა. თავში დამკრა.
- ალბათ ეს არის ნამდვილი ებრაელი!
ლინცელი ებრაელები სულ სხვანაირები იყვნენ. ყურადღებით შევათვალიერე ეს კაცი და თანდათან განმიმტკიცდა რწმენა, რომ ის ნამდვილად არ იყო გერმანელი. ჩემი ეჭვების გასაფანტავად წიგნებს მოვკიდე ხელი. ასე მოხვდა პირველად ჩემს ხელში ანტისემიტური ბროშურები. სამწუხაროდ, ისინი ვერ სწვდებოდნენ ებრაული საკითხის არსს, რადგან განკუთვნილნი იყვნენ გაუთვითცნობიერებელი მკითხველისათვის და ემყარებოდნენ სულელურ შეხედულებებს.
ებრაული საკითხი მთელი თავისი გრანდიოზულობით მწვავედ იდგა ჩემს წინაშე. გამიჩნდა მტანჯველი შიში, რომ რაიმე შეცდომა არ დამეშვა და ისევ განვაგრძე ჩემი „ძიება“. უკვე აღარ ვეჭვობდი, რომ ძირითადი მიზეზი იყო არა რელიგიური, არამედ რასობრივი მტრობა.
ებრაული საკითხით დაინტერესების შემდეგ, ვენა სრულიად სხვა თვალით დავინახე. სადაც არ უნდა შესულიყავი, ყველგან ებრაელს გადაეყრებოდი და რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი მათ, მით უფრო მეტად მანცვიფრებდა ჩვენს შორის არსებული განსხვავება.
ქალაქის ცენტრალური და დუნაის არხის ჩრდილოეთით მდებარე რაიონები მთლიანად ებრაელებით იყო დასახლებული. იმ დროს, როდესაც მე თავს ვიმტვრევდი თუ რას წარმოადგენდა ეს ხალხი - დაიწყო მოძრაობა, რომლის გამოძახილი ვენასაც მძლავრად მისწვდა. ეს იყო სიონიზმი, რომელმაც გამოამჟღავნა ებრაელობის ეროვნული ხასიათი. გარედან ისე მოსჩანდა, თითქოს სიონიზმის იდეებს, ებრაელთა უმეტესობა არა თუ იზიარებდა, არამედ გმობდა კიდეც.
ამ საკითხით დაინტერესებული გარეშე პირი, სულ იოლად გაიხლართებოდა სპეციალურად შექმნილ ცრუ თეორიებსა და პრინციპების აბლაბუდაში. ასე მაგალითად, „ლიბერალური ებრაელები“ გმობდნენ სიონისტებს. მათი დოქტორნის „არაპრაქტიკულობის“ გამო, რომელიც მათი აზრით, დროთა განმავლობაში, შეიძლება „სახიფათოც“ კი გამხდარიყო მთელი ებრაელობისათვის. მაგრამ შინაგანი კავშირი ამ ჯგუფებს შორის კვლავაც მყარი იყო. კარგად დავაკვირდი სიონისტებისა და ლიბერალების უთანხმოებას და მივხვდი, რომ ის ფიქცია იყო.
როდესაც შევიტყვე თუ რა მუშაობას ეწევიან ებრაელები პრესაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში, იუდაიზმმა ჩემს თვალში საბოლოო სახე მიიღო. საკმარისი იყო თვალი შეგევლო თეატრისა და კინოს აფიშებისათვის, გენახა თუ როგორი დრამებითა და ტრაგედიებით რყვნიდნენ საზოგადოებას ებრაელი ავტორები, რომ ანტიპატიით გამსჭვალულიყავი მათდამი.
სულიერი ბაცილა, რომელსაც ისინი ავრცელებდნენ, შავ ჭირზე საშიში იყო. საზღვარგარეთული გაზეთების ყურადღებით თვალიერებაც დავიწყე და ლიბერალურ ტენდენციები სრულიად სხვა კუთხით დავინახე. თავდასხმებზე მათი თავშეკავებული პასუხები ან სულაც იგნორირება ეშმაკურ ფანდად მეჩვენა.
ბრწყინვალე თეატრალური კრიტიკოსები ხოტბა-დიდებას ასხამდნენ ებრაელ ავტორებს და მიწასთან ასწორებდნენ მათ გერმანელ კოლეგებს. კაიზერ ვილჰელმისადმი ნასროლმა შხამიანმა ისრებმა და ფრანგული კულტურის განდიდებამ, ებრაელთა გავლენის ქვეშ მყოფი პრესისადმი მტრულად განმაწყო. ახლა, როდესაც მივხვდი, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის სულისჩამდგმელები ებრაელები არიან, ჩემი ხანგრძლივი სულიერი ბრძოლა დამთავრდა. თვალთაგან ლიბრი ჩამომცილდა. ბოლოს და ბოლოს აღარ მეეჭვებოდა, რომ სოციალ-დემოკრატიული პრესა მთლიანად ებრაელთა ხელში იყო. უფრო მეტიც, დავრწმუნდი, რომ არც ერთი გაზეთი, რომელთანაც ვინმე ებრაელს რაიმე შეხება ჰქონდა, არ შეიძლება ყოფილიყო ნაციონალისტური იმ აზრით, როგორც მე მესმოდა.
რაც შეეხება მარქსისტულ პრესას, იქ დაწყებული რედაქტორიდან, დამთავრებული უმცროს თანამშრომლამდე, ყველანი ებრაელები იყვნენ. სოციალ-დემოკრატების ყველა ბროშურის ავტორებიც ებრაელები იყვნენ. სოციალდემოკრატიული გაზეთების თითქმის ყველა სტატიას ხელს ებრაელი ჟურნალისტები აწერდნენ. რაც უფრო ვინტერესდებოდი მათი საქმიანობით, მით უფრო მიმტკიცდებოდა რწმენა, რომ არ ვცდებოდი.
ებრაელები დომინირებდნენ რაიხსტაგში, მუშათა კავშირებში, თავმჯდომარეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, იყვნენ ქუჩის აგიტატორები. ყოველივე ამან ბოლოს და ბოლოს დამარწმუნა, რომ ებრაელები არასოდეს გაგერმანელდებოდნენ. ამან მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ისინი ერის განმხრწნელ ელემენტს წარმოადგენდნენ. რაც უფრო მეტად ვინტერესდებოდი ებრაელებით, მით უფრო ვერკვეოდი მათ თავისებურებებში.
ასე მაგალითად, დისპუტებში ყოველთვის ოპონენტის სიბრიყვეზე თამაშობდნენ. მაგრამ თუ ეს ხერხი არ გაუვიდოდათ, თვითონ მოგაჩვენებდნენ თავს სულელებად და თუ აქაც ვერ გააცურებდნენ, უბრალოდ სხვა თემაზე გადახტებოდნენ. თუ მსმენელთა გულს ვერ მოინადირებდნენ, მეორე დღეს სრულიად საწინააღმდეგო ქადაგებას მოჰყვებოდნენ და კრიტიკის ქარცეცხლს დაატეხდნენ იმ იდეებს, გუშინ თავად რომ იცავდნენ. მათთვის დამახასიათებელმა ქვეგამხედვარობამ, მოხერხებულობამ და ცბიერებამ, საბოლოოდ შემაძულა ეს ხალხი.
ამ სიძულვილს თავისი დადებითი მხარეც გააჩნდა, რადგან რაც მეტად ვიძულებდი მათ, მეტად ვიმსჭვალებოდი ჩემი ხალხის სიყვარულით. ასე რომ გულგრილი დამკვირვებლიდან, ფანატიკური ანტისემიტი გავხდი. მარქსიზმის ებრაული დოქტრინა უარყოფს ბუნებაში არსებულ არისტოკრატიზმის პრინციპს და ნაცვლად ინდივიდუმის ძალის მარადიული პრივილეგიისა, იცავს მკვდარი მასის იდეის უპირატესობას. სხვა სიტყვებით მარქსიზმი უარყოფს ინდივიდუალობის ფასეულობას, ართმევს ყოველნაირ მნიშვნელობას იმას, რასაც კაცობრიობა მიჰყავდა და მიჰყავს უმაღლესი კულტურისაკენ. მარქსიზმის სწრაფვას, მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს თავისი კანონები, მხოლოდ ქაოსი მოჰყვება. თუ ებრაელობა მარქსიზმის დახმარებით ყველა ერზე გაიმარჯვებს, მაშინ კაცობრიობის მზე ჩაესვენება და ჩვენი პლანეტა ისეთივე უკაცრიელი გახდება, როგორიც იყო მილიონი წლების წინათ.
ბუნება შურს იძიებს მისი უფლებების ყოველგვარი უზურპირებისათვის. ,და ახლა მწამს, რომ ყოვლისშემძლის სურვილისამებრ ვირჯები. ებრაელებთან მებრძოლი ღვთის საქმეს ვემსახურები!
3. ავსტრია და გერმანელები
პოლიტიკური აზროვნება დუნაისპირა სახელმწიფოში უფრო ძლიერი და მკვეთრი იყო, ვიდრე გერმანიაში. პრუსიის; ჰამბურგისა და ჩრდილოეთ სანაპიროს გამოკლებით.
ავსტრიელი გერმანელი თავისი რასობრივი ვალის შეგრძნებას არასოდეს არ ჰკარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბედისაგან საერთოგერმანულ მამულს მოწყვეტილი იყო, განუწყვეტლივ ოცნებობდა პოლიტიკური ვნებებით დაგლეჯილი გერმანიის გაერთიანებაზე.
ავსტრიელი გერმანელის თვალსაწიერი ბევრად სცილდებოდა მისი სახელმწიფოს საზღვრებს. ქვეყანაში ისინი პირველობდნენ, ეჭირათ რა საპასუხისმგებლო პოსტები მთავრობაში. ებრაელობის ხრიკების მიუხედავად, მათ ხელში იყო მთელი საგარეო ვაჭრობა. ოფიცერთა კადრები ძირითადად გერმანელებით იყო დაკომპლექტებული. მეცნიერებასა და ხელოვნებაშიც წამყვანი პოზიციები ეკავათ. ვენას შეეძლო ეამაყა გერმანელი მუსიკოსებით, არქიტექტორებით, სკულპტორებით. და ბოლოს, საგარეო პოლიტიკა მთლიანად გერმანელების ხელში იყო, თუმცა ხანდახან რაიმე თანამდებობაზე უნგრელებიც ინიშნებოდნენ. მიუხედავად ყველა ცდისა, ავსტრიის მონარქიის შენარჩუნება ამაო იყო. იმპერია ხელიდან ეცლებოდა და ამას იმპერატორი კარგად ხედავდა.
უნგრული ბუდაპეშტი თანდათან დედაქალაქად იქცეოდა. მისი ზრდა და მნიშვნელობა ვენასაც კი დაემუქრა. ბუდაპეშტის კვალობაზე თავი წამოყო ჩეხურმა პრაღამ. ლვოვი და ლაიბახიც მათ კვალს მიჰყვებოდნენ. ავსტრიული სახელწმიფოს შენარჩუნებისათვის სერიოზულად რომ ეზრუნათ, მიზანს მიაღწევდნენ, მაგრამ ეს არავის უქნია. ქვეყანაში უნდა შემოღებულიყო ერთი ენა და სასკოლო განათლების ერთიანი პრინციპი.
ათი-ოცი წლის შემდეგ ეს ნამდვილად გამოიღებდა შედეგს. მუშაობა ასწლეულზე უნდა გაგვეთვალა და განუხრელად გაგვეტარებინა. იმპერიაში შემავალი ყველა რასა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა და ამას შედეგად ჰაბსბურგთა მონარქიის დამხობა მოჰყვა.
რომის გერმანული იმპერიის იმპერატორს იოსებ II-ს კარგად ესმოდა თუ რა ემუქრებოდა მის დინასტიას. მთელი თავისი მეფობის პერიოდში, სიკვდილამდე, 1790 წლამდე, არაადამიანური ენერგიით ცდილობდა თავის წინამორბედთა შეცდომების გამოსწორებას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისევ ძველებურად წავიდა, მისმა მემკვიდრეებმა სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს მისია ვერ შეასრულეს.
1848 წლის რევოლუცია მთელს მსოფლიოში კლასთა ბრძოლის დასაწყისში უნდა გამხდარიყო, მაგრამ ავსტრიაში ის, მის შემადგენლობაში მყოფ ხალხთა ბრძოლის დასაწყისად იქცა.
სამწუხაროდ ავსტრიაში დაწყებული მოძრაობის არსი გერმანელებმა ვერ გაიგეს, მიანებეს იგი რევოლუციურ დინებას, რითაც განისაზღვრეს თავიანთი ბედიც. მათ დიდი როლი ითამაშეს დემოკრატიული იდეების განვითარებაში, რომელმაც მათვე გამოუთხარა ძირი.
ისეთი პარლამენტის ფორმირებამ, სადაც არ იყო დადგენილი ერთი სახელმწიფო ენა, ბოლო მოუღო გერმანელი ხალხის დომინირებას ავსტრიაში. ამ მომენტიდან იმპერია დაექანა დაღუპვისაკენ.
აქ აღარ შევუდგები ავსტრიის მონარქიის დამხობის მიზეზთა დეტალურ გარჩევას, რადგან ეს არაა ჩემი წიგნის მიზანი. მხოლოდ მივუთითებ იმ ფაქტებზე, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ჩვენი ეპოქისათვის და გავლენა მოახდინეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ფორმირებაზე.
იმ დაწესებულებათა შორის, რომლებმაც დაღუპეს ავსტრია, იყო პარლამენტი ანუ როგორც მას ეძახდნენ რაიხსტაგი. ამ დაწესებულების მამა, რა თქმა უნდა, „კლასიკური დემოკრატიის“ ქვეყნის ინგლისის პარლამენტი იყო. ინგლისის პარლამენტის მსგავსად ავსტრიის პარლამენტიც ორი პალატისაგან „აბგეორდნეტენჰაუზისა“ და „ჰერენჰაზისაგან“ შედგებოდა. მაგრამ ეს პალატები დიდად განსხვავდებოდნენ ინგლისურისაგან გარეგნული სახითაც კი.
ინგლისის პარლამენტის არქიტექტორმა შენობა ემბლემებითა და ბრიტანეთის იმპერიის ძლევამოსილების ილუსტრაციებით მორთო. რითაც ის ეროვნული დიდების ტაძრად იქცა. ავსტრიის პარლამენტი კი დანიელმა არქიტექტორებმა ააშენეს და თავიანთი ქმნილება ანტიკური ეპოქის ეპიზოდებითა და ორნამენტებით მოკაზმეს.
გერმანელი რასის ბედს ავსტრიის სახელმწიფოში, მისი რაიხსტაგში გავლენის ძალა განსაზღვრავდა. საყოველთაო საარჩევნო უფლებისა და ფარული კენჭისყრის შემოღებამდე რაიხსტაგში გერმანელები დომინირებდნენ. მაგრამ სოციალ-დემოკრატების ხრიკების წყალობით, მდგომარეობა შეიცვალა და საბოლოოდ რაიხსტაგმაც დაკარგა გერმანული „ელფერი“.
თავდაპირველად ბერლინის პარლამენტს რომ გავცნობოდი, შეიძლება შევმცდარიყავი და მგონებოდა, თითქოს პარლამენტი და სამეფო კარი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი არიან. მაგრამ პარლამენტურ სისტემას ავსტრიაში გავეცანი და ასეთ დასკვნამდე მივედი: ეს პარლამენტი არარაობაა და ჰაბსბურგები კიდევ უარესნი!
პარლამენტის შესწავლამ ახალ მტანჯველ აზრამდე მიმიყვანა; კაცობრიობის პროგრესი მასათა გონებრივი შემოქმედების ნაყოფი თუ ინდივიდუმთა ძალისხმევისა?
ინდივიდუმთა ავტორიტეტის უარყოფისა და მასზე მასის გაბატონებით პარლამენტური სისტემა ძირს უთხრის ბუნებაში არსებულ არისტოკრატიზმის პრინციპებს.
ებრაული გაზეთების მკითხველი ძნელად თუ წარმოიდგენდა რა ბოროტება იმალებოდა მოდურ საპარლამენტო სისტემებში. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გართულების უმთავრესი მიზეზი პარლამენტია. ყველაზე მთავარია გვახსოვდეს რომ; - მასა ვერასოდეს ვერ შეცვლის ადამიანს! - მასა ყოველთვის სიბრიყვისა და სილაჩრისკენაა მიდრეკილი! როგორც ასე სულელისაგან ერთი ბრძნული აზრი არ ითქმება, ისევე ასი ლაჩარი, ერთ გმირულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
დემოკრატიზმის იდეის გარყვნის ნათელსაყოფად, საკმარისია ერთმანეთს შევუდაროთ დემოკრატიული პარლამენტური სისტემა და ნამდვილი გერმანული დემოკრატია. თანამედროვე დემოკრატიული პარლამენტის მიზანს „ბრძენთა“ შეკრება კი არ წარმოადგენს, არამედ ჯგუფების, ანუ ბრბოს ფორმირება, რომელსაც ადვილად წაიყვან საჭირო მიმართულებით. ასეთ პირობებში პასუხისმგებლობა, რომელიც პარლამენტს უნდა ეკისრებოდეს, ფაქტიურად მოხსნილია.
პირდაპირი, პატიოსანი ადამიანი, რომელიც მზადაა იკისროს უმძიმესი პასუხისმგებლობა, არასოდეს არ წავა სალაყბო პარლამენტში, სადაც პასუხისმგებლობის გრძნობას მოკლებული ხალხი მშვენივრად ატარებს დროს. ამრიგად, ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება. მაშ ვის სჭირდება? რა თქმა უნდა, მხოლოდ ებრაელს: მარტო მას შეუძლია ღირსეულად დააფასოს ეს ცრუ, ბინძური დაწესებულება!
პარლამენტური სისტემისაგან სრულიად განსხვავებულია გერმანული დემოკრატია, სადაც ტარდება ბელადის თავისუფალი არჩევნები და ეს ბელადი მზადაა სიცოცხლე შესწიროს ნაციონალურ საქმეს.
ომის წინა წლებში ავსტრიის პარლამენტის საერთო ტონი გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც ჰაბსბურგთა ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფერდინანდი გახდა, მისი მეოხებით ავსტრიაში ჩეხური გავლენა გაბატონდა. ასე მაგალითად სუფთა გერმანულ სოფლებში, ჩეხურ ენაზეც დაიწყეს ლაპარაკი. ქვემო ავსტრიაში ჩეხები იმდენად გათავხედნენ, რომ ვენას „თავიანთ“ ქალაქს ეძახდნენ.
ტახტის მემკვიდრის მეუღლე ჩეხი იყო და მისი გარემოცვა ძალზე ანტიგერმანული სულისკვეთების გახლდათ. ამ გარემოცვის იდეალი დამოუკიდებელი, კათოლიკური, სლავური სახელმწიფოს შექმნა იყო. ამ გეგმაში ჩაითრიეს კათოლიკური ეკლესიაც, რომელსაც ჰაბსბურგთა მსგავსად ამისაგან არაფერი ხეირი არ მოსვლია. შედეგები სავსებით ტრაგიკული მივიღეთ. ჰაბსბურგებმა ტახტი დაჰკარგეს. კათოლიკურ ეკლესიას ხელიდან გაუსხლტა დიდი სახელმწიფო
* * *
ავსტრიაში „გერმანიზმის“ ამოძირკვის ცდებმა საპირისპირო შედეგი გამოიღო. დაიწყო პანგერმანული მოძრაობა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გერმანელმა ხალხმა უარყო დინასტიური პატრიოტიზმი თავისი ეროვნულობის დასაცავად. პანგერმანული მოძრაობის ზრდა და ქრისტიანულ-სოციალისტური პარტიის გაძლიერება ჩემი ყურადღების ობიექტებად იქცნენ. ორივე ამ მოძრაობის ლიდერები იყვნენ გეორგ ფონ შრენერი და დოქტორი კარლ ლუგერი. ორივე ეს მოღვაწე ფრიად აღემატებოდა ნებისმიერი პარლამენტის წევრს. იმ ჭუჭყიან და გულისამრევ გარემოში მხოლოდ ისინი ინარჩუნებდნენ მაღალ ღირსებას.
თავდაპირველად ჩემი სიმპათიები გეორგ ფონ შრენერმა დაიმსახურა, მოგვიანებით კი დოქტორ ლუგერმაც. შრენერი უფრო ღრმა მოაზროვნედ მეჩვენა. ავსტრიის მონარქიის აღსასრული ყველაზე ნათლად და სწორად მას ჰქონდა წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ვინმეს. ჰასბურგების მონარქიას, მისი რჩევა ყურად რომ ეღო, არც დიდი ომი დაიწყებოდა და არც ავსტრო-უნგრეთი დაემხობოდა. მაგრამ შრენერს ვერ გაუგეს.
მიუხედავად თავისი თეორიის უდავო დამაჯერებლობისა, მას არ შეეძლო მისი გასაგები ენით გადმოცემა, ასე, რომ მისი სიბრძნე მასებისათვის უცნობი დარჩა და არავითარი პრაქტიკული შედეგები არ მოუტანია. დოქტორი ლუგერი სრულიად განსხვავდებოდა შრენერისაგან. მას ბრწყინვალედ ესმოდა, რომ მმართველი კლასების ბრძოლისუნარიანობა იმ დღეებში, დიდი სოციალური ბრძოლის მოსაგებად საკმარისი არ იყო. ამიტომ ლუგერი დაეყრდნო საშუალო კლასს და მალე შექმნა ისეთი მონოლითური მასა, რომლის შერყევა შეუძლებელი იყო. დახვეწილი დიპლომატიით შეძლო კარგი ურთიერთობა დაემყარებინა კათოლიკურ ეკლესიასთან და თავის რიგებში ბევრი ახალგაზრდა სასულიერო პირიც გააერთიანა. ძველმა კლერიკალურმა პარტიამ ამჯობინა „ბრძოლის ველს“ გასცლოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხანდახან ახალი მოძრაობისადმი კეთილგანწყობას გამოთქვამდა.
ლუგერი იყო არამარტო შესანიშნავი ტაქტიკოსი, არამედ დიდი რეფორმატორიც. ამ ადამიანის მიზნები ღრმად პრაქტიკულნი იყვნენ. უპირველესად მას ვენის „დაპყრობა“ სურდა, რადგან ეს ქალაქი იყო მონარქიის გული, საიდანაც პოლიტიკური იდეები სახელმწიფოს მთელს ორგანიზმში მიედინებოდა. ის სწორად მსჯელობდა, თუ „გული“ გაუძლებდა, მთელი ორგანიზმი გადარჩებოდა. სამწუხაროდ, დოქტორ ლუგერის ჩარევა ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა! მისმა მეტოქემ, შრენერმა უკეთესად გათვალა.
ორივემ ფიასკო განიცადეს. ლუგერმა დაშლისაგან ვერ იხსნა ავსტრიის საელმწიფო, შრენერმა ვერ ააცილა გერმანელ ხალხს მძიმე განსაცდელი. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, უინტერეს არ იქნება ამ ორი პარტიის ბედის შესწავლა. აქედან ბევრ ჭკუისსასწავლებელ რამეს გამოვიტანთ. პანგერმანული მოძრაობის დასაწყისში გერმანიის პოზიცია ავსტრიაში თითქმის უიმედო ჩანდა.
პარლამენტი მთლიანად ანტიგერმანული იყო და საჭირო იყო მისი თავიდან მოშორება, რაც შეუძლებელი გახლდათ. პანგერმანისტები პარლამენტში „გაჭრილ“ ბანქოს ქაღალდს ჰგავდნენ. პანგერმანისტების გამოსვლები პარლამენტში კარგს ვერაფერს მოიტანდნენ, რადგან აუდიტორიას სულ სხვა სულიერი წყობა ჰქონდა. ეს ღორების ფერთხით მარგალიტების გაბნევას შეედრებოდა.
პანგერმანისტები მხოლოდ ბოროტდებოდნენ და ვერავითარ გავლენას ვერ იხვეჭდნენ. პრესა მათ იგნორირებას უკეთებდა. ხალხთა მასებთან პირდაპირი ურთიერთობა შეუძლებელი იყო და მათი საქმე ჩაიფუშა. კათოლიკურ ეკლესიას პანგერმანისტები სასტიკად ებრძოდნენ. ჩეხი მღვდლების დანიშვნას, ადრე თუ გვიან, ავსტრიის „გასლავება“ მოჰყვებოდა. ეკლესიები თავისებური ანტიგერმანიზმის უჯრედებად იქცნენ. გერმანელი სამღვდელოება თანდათან თმობდა პოზიციას. გეორგ ფონ შრენერი არ შეუშინდა ეკლესიასთან ბრძოლას, მაგრამ ამის ძალა მას არ შესწევდა, მისმა პრინციპმა - განვთავისუფლდეთ რომის გავლენისაგან - ფიასკო განიცადა.
* * *
შევისწავლე რა პანგერმანული მოძრაობა და მისი ბრძოლა რომის წინააღმდეგ, მივედი შემდეგ დასკვნამდე: - სოციალური პრობლემების უცოდინრობამ, ამ მოძრაობას მასებთან ურთიერთობა დააკარგვინა. თავისი წევრების პარლამენტში წარგზავნით, მოაკლდა დინამიკურობა და პარლამენტისაგან შეიძინა მისი უხალისობა. ეკლესიასთან ბრძოლით, საშუალო და დაბალ კლასებში გავლენა დაჰკარგა და დამარცხდა.
პოლიტიკური პარტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს რელიგიურ საკითხებში. სანამ ეს საკითხები ერის არსებობას საფრთხეს არ შეუქმნიან. ასევე არ შეიძლება რელიგიური ელემენტის შეტანა პარტიათა ბრძოლაში. პოლიტიკური ლიდერი არასოდეს არ უნდა ჩაერიოს თავისი ხალხის რელიგიური დაწესებულებების ცხოვრებაში, რადგან ამ შემთხვევაში ის ლიდერი კი აღარ იქნება, არამედ რეფორმატორი. ამისათვის კი სულ სხვა, სპეციალური თვისებებია საჭირო. ამ პრინციპების დარღვევა აუცილებლად კატასტროფამდე მიგიყვანს, პროტესტანტიზმი ყოველთვის ყოველგვარი გერმანულის მხარეს იქნება, დაიცავს გერმანულ სიამაყეს, ცხოვრებას, ენას და თავისუფლებას, მაგრამ იგი აბსოლუტურად მტრულად განეწყო ჩვენი ერის იუდაიზმის ბრჭყალებისაგან გამოხსნის ცდების გამო, იუდაიზმი კი ჩვენი ერის ყველაზე საშიში მტერია.
თითქმის ყველგან და ყოველთვის, სადაც პანგერმანული მოძრაობა მარცხს განიცდიდა, ქრისტიანულ-სოციალისტური პარტია მკაცრად მოფიქრებული გეგმით მოქმედებდა. მოიპოვა რა დაბალი და საშუალო კლასების სიმპატიები, მისი რიგები შეივსო ერთგული და თავდადებული მომხრეებით. მისი შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ არ დადგა ნაციონალურ ბაზაზე. ბრძოლა, რომელიც მან გააჩაღა ებრაელთა წინააღმდეგ, წმინდა რელიგიური ბრძოლა იყო.
ვენაში იმ დროს უამრავი ჩეხი ცხოვრობდა; რომლებიც შევიდნენ ამ პარტიაში და მალე ამ პარტიამაც ანტიგერმანული ელფერი მიიღო. არცაა გასაკვირი; რომ ასეთ საფუძველზე დაწყებული ბრძოლა ნაკლებად აღელვებდათ ებრაელებს: უკიდურეს შემთხვევაში მათ ყოველთვის ჰქონდათ გამოსავალი ნათლობა და მიუხედავად რასობრივი უცვლელობისა; მაინც სასურველ სახელმწიფოებრივ ელემენტად რჩებოდნენ.
ამრიგად, ქრისტიანულ-სოციალისტური პარტიის მნიშვნელობა ნულს მიუახლოვდა. დოქტორ ლუგერს გერმანიაში რომ ეცხოვრა, დიდი ადამიანი გახდებოდა, მაგრამ საუბედუროდ, ასპარეზად ავსტრია ჰქონდა. ის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ბალკანეთის ხანძარი მხოლოდ ჩაღდებოდა და ვერ იხილა ის სამწუხარო მოვლენები, რომლებიც ამ წლებში მოხდა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან დასკვნა ასეთია: პანგერმანულ მოძრაობას ჰქონდა სრულიად გარკვეული მიზნები; მაგრამ მისი მეთოდები იმდენად უსიცოცხლონი იყვნენ, რომ ეს მოძრაობა ჩაფლავდა. ქრისტიანულ-სოციალისტურ პარტიას მშვენიერი ტაქტიკა გააჩნდა, მაგრამ მიზნები იმდენად გაურკვეველი ჰქონდა, რომ ისიც დამარცხდა.
ვაკვირდებოდი რა ავსტრიის სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. თავად მე ეს სახელმწიფო მეზიზღებოდა. მეზიზღებოდა ეს ხროვა ჩეხებისა, პოლონელებისა; უნგრელებისა; სერბებისა; ხორვატებისა; ებრაელებისა და კიდევ... ებრაელებისა.
ჩემი გული არასოდეს არ ეკუთვნოდა ავსტრიის მონარქიას. გული მე გერმანიის იმპერიას მივუძღვენი და მხოლოდ იმასღა ვოცნებობდი, რომ ავსტრიის სახელმწიფო მალე დაშლილიყო. ვოცნებობდი გერმანიაში გადასახლებაზე, სადაც არქიტექტორად გახდომა მეწადა, რათა ჩემი შრომის ნაყოფი გერმანელი ხალხისათვის მიმეძღვნა. მადლიერი ვარ ვენასიც, რადგან მან გამაცნო და გამწვრთნა პოლიტიკაში, გამომიმუშავა დისციპლინის გრძნობა; რომელმაც განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება.
4. მიუნხენი
1912 წლის გაზაფხულზე მიუნხენს გავემგზავრე. გერმანული ქალაქი! სრულიად განსხვავებული ვენასაგან. ლამის ცუდად გავმხდარიყავი, როდესაც იმ ბაბილონს ვიხსენებდი. მიუნხენი ჩემთვის უძვირფასესი ქალაქი შეიქმნა და მასზე საყვარელი ადგილი დედამიწის ზურგზე ამჟამადაც არ გამაჩნია.
ავსტრიაში გერმანიასთან მოკავშირეობის მომხრენი მხოლოდ ჰაბსბურგები და გერმანელები იყვნენ. ეს ერთის მხრივ შექმნილი ვითარებით აიხსნებოდა, მეორეს მხრივ კი მალემრწმენობითა და პოლიტიკური სიბრიყვით. ჰაბსბურგებს წარმოედგინათ, რომ თითქოს დიდ დახმარებას უწევდნენ გერმანიას სამმხრივ კავშირში შესვლით და ვერ ამჩნევდნენ, რომ იმპერიას ბორკავდნენ მკვდარი ავსტრიის სახელმწიფოსთან ურთიერთობით.
ჰაბსბურგებს, გერმანიის იმპერიასთან მოკავშირეობით, სურდათ თავიდან აეცილებინათ მისი ავსტრიის შინაურ საქმეებში შესაძლო ჩარევა; ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ისინი მართლები გამოდგნენ. გერმანიასთან მოკავშირეობის შემდეგ, ავსტრიას აღარ აშინებდა მათ მიმართ შესაძლო პროტესტები, ქვეყნის შიგნით გერმანელთა დათრგუნვის გამო.
ყველას, ვისაც კი ოდესმე ყურადღება მიუქცევია გერმანელი რასობრივი ფსიქოლოგიისათვის, მიხვდებოდა, რომ შეუძლებელია რომის კვირინალისა და ვენის ჰოფბურგის გაერთიანება რომელიმე საერთო მტრის წინააღმდეგ, მითუმეტეს იმ დროს, იტალიელ ხალხს ფანატიკურად სძულდა ავსტრიის სახელმწიფო. ჰაბსბურგთა საუკუნოვანი ცოდვები, იტალიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინაშე, იმდენად დიდი იყო, რომ იტალიელი ხალხი, ამას ასე ადვილად არ დაივიწყებდა.
არც იტალიელ ხალხს და არც მთავრობას ეს კავშირი არ სურდათ, მაგრამ სხვა არჩევანიც არ ჰქონდათ - კავშირი ან ომი იტალიამ აირჩია პირველი, რათა მშვიდად მომზადებულიყო მეორისათვის. „კავშირში“ გერმანული პოლიტიკა უაზრო გახდა, განსაკუთრებით იმ მომენტიდან, როდესაც ნათელი გახდა, რომ ავსტრია რუსეთთან ომზე მიდიოდა. რისთვის სჭირდებოდა გერმანიას ეს კავშირი? თავისი სახელმწიფოებრივი მომავლის უზრუნველსაყოფად, რომელიც საკმაოდ მყარი იყო.
გერმანიის მოსახლეობა ყოველწლიურად 900 ათასი სულით იმატებდა. მოსახლეობის ამ ახალ-ახალი არმიის გამოკვება თანდათანობით ჭირდა და თუ რაიმე ზომები არ იქნებოდა მიღებული, კატასტროფა აუცილებლად მოხდებოდა. ამ „ახალი ადამიანების“ გამოსაკვებად მხოლოდ ორი გზა არსებობდა - ტერიტორიული ექსპანსია და კოლონიური ვაჭრობა. ორივე ეს საშუალება ყოველმხრივ და გამოწვლილვით იქნა შესწავლილი და საბოლოოდ არჩევანი მეორეზე შეჩერდა. ისე კი უნდა ითქვას, რომ პირველი გზა ბევრად უფრო მისაღები იქნებოდა.
ახალი ტერიტორიის მოპოვება-შეძენა და მასზე ჭარბი მოსახლეობის გადანაწილება შეუდარებლად დიდ შესაძლებლობას შეგვიქმნიდა მომავლისათვის. მაგრამ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევდით თუ ტერიტორიული ექსპანსია სადმე აფრიკაში კი არა, არამედ აქ, ევროპაში განხორციელდებოდა. ჩვენი გადაწყვეტილება - ვიბრძოლოთ არსებობისათვის - სრულიად ბუნებრივია. ბევრი ევროპული სახელმწიფო ამჟამად გადაყირავებულ პირამიდას ჰგავს. მათი სამფლობელოები ევროპაში, სასაცილოდ პატარაა კოლონიებთან შედარებით. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ვისაც კოლონიები გააჩნიათ, მხოლოდ აშშ-ს აქვს ფუძე თავის ტერიტორიაზე, მწვერვალი კი გლობუსის სხვა ნაწილზე. დანარჩენებს, მწვერვალი ჩვენს კონტინენტზე, ფუძე კი შორეულ ქვეყნებში.
გერმანიას კოლონიები არ სჭირდება, რადგან მოსახლეობას დიდი რაოდენობით იქ ვერ განასახლებ. კოლონიური პოლიტიკა მკაცრ ბრძოლას მოითხოვს, რომელიც უმჯობესია ჩვენს მატერიკზე ტერიტორიების მოპოვებას მოხმარდეს. ამ პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო და აუცილებელია ინგლისთან მოკავშირეობა. ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჩვენ მხარეს დაიჭერს თუ ჩვენ გავშლით ახალ გერმანულ, დამპყრობლურ მოძრაობას (გერმანეცუგ!). წინაპართა მსგავსად ალბათ ჩვენც გვაქვს ამის უფლება! ჩვენი პაციფისტები ურცხვად სჭამენ აღმოსავლეთში მოწეულ პურს და სრულიად არ ადარდებთ, რომ მიწა, სადაც ის მოიყვანეს პირველად; გუთნით კი არა, მახვილით მოიხნა.
ინგლისის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ყოველგვარ მსხვერპლზე შეიძლება წავიდეთ. საჭიროა უარი ვთქვათ კოლონიებზე და თავი შევიკავოთ ინგლისთან სავაჭრო კონკურენციისაგან. ერთხელ იყო მომენტი, როდესაც მოგვეცა საშუალება ეს გაგვემხილა ინგლისისათვის. ინგლისს ბრწყინვალედ ესმის, რომ მოსახლეობის სიჭარბის გამო, გერმანიას ადრე თუ გვიან, რაიმე ნაბიჯის გადადგა მოუწევს ტერიტორიული პრობლემების გადასაწყვეტად.
ამ ასწლეულის დასაწყისში ინგლისმა სცადა გერმანიასთან დაახლოება. დათმობაზე ინგლისი მხოლოდ ურთიერთსარგებლობის პრინციპის დაცვის შემთხვევაში წავიდოდა. ინგლისური დიპლომატია ხომ დიდი დახვეწილობით გამოირჩევა. 1904 წელს ჩვენც რომ ისეთივე დიპლომატია გვქონოდა, ვინ უწყის, როგორ განვითარებოდა შემდგომი მოვლენები. შეიძლება მსოფლიო ომი საერთოდ არ დაწყებულიყო!
5. მსოფლიო ომი
სიყმაწვილეში მაწუხებდა, რომ კომერსანტებისა და ჩინოვნიკების ეპოქაში მიწევდა ცხოვრება. ძალიან ვნანობდი, რომ ასი წლის წინათ არ დავიბადე, რადგან საშუალება მექნებოდა ომებში გამომეცდა თავი.
როდესაც ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მოკვლის ამბავმა მიუნხენს მოაღწია, თავიდან ძალზე შემეშინდა იმის გამო, რომ პრინცი გერმანელის ტყვიით არ ყოფილიყო განგმირული. ეს საშინელება იქნებოდა. როდესაც შევიტყვე, რომ ერცჰერცოგი სლავმა - სერბმა მოკლა, ამაში ციური ძალების გამოვლინება დავინახე. სლავების უერთგულესი მეგობარი, ფანატიკოსმა სლავმა გამოასალმა სიცოცხლეს. ავსტრიის ძველ მთავრობას, ახლაც საყვედურობენ, ერცჰერცოგის მკვლელობის დროს გაგზავნილი ულტიმატუმის სიმკვეთრისათვის. ასეთ სიტუაციაში ყველა სახელმწიფო ასევე მოიქცეოდა. სამხრეთით ავსტრიას მოსისხლე მტერი ჰყავდა, რომელიც მის არსებობას ემუქრებოდა. იმპერატორის შესაძლო სიკვდილს, რომელიც მიხრწნილი გახლდათ, ყოველწამს შეეძლო კატასტროფა გამოეწვია. გარდა ამისა, მსოფლიო ომი მაინც გარდაუვალი იყო. ეს ომი სარაევოს მკვლელობას რომც არ მოჰყოლოდა, მაინც გაჩაღდებოდა, სხვა რაიმე მიზეზის გამო.
ბოლო წლების განმავლობაში, სოციალ-დემოკრატები გერმანიაში რუსეთთან ომის აუცილებლობას ქადაგებდნენ და ახლა მათი აგიტაციის ნაყოფს ვიმკით. გერმანიის მთავრობის დანაშაული ისაა, რომ სურდა რა მშვიდობის შენარჩუნება, უსარგებლო კავშირით შეიბორკა ხელ-ფეხი, რამაც სახელმწიფოთა კოალიცია მის წინააღმდეგ განაწყო.
1914 წლის ომი გერმანელი ხალხისათვის თავს არავის მოუხვევია. პირიქით, ომი მთელ ერს სწყუროდა, რათა ბოლო მოეღო იმ მანკიერი მდგომარეობისათვის, რომელშიც იმყოფებოდა. ორი მილიონი გერმანელი ახალგაზრდა ერთი კაცივით აღსდგა, რათა გერმანული საქმე თავისი სისხლით დაეცვა. ეს ომი გერმანიის თავისუფლებისათვის ომი იყო!
ამ ომს მეც ზუსტად ასე ვუყურებდი. ამ ომში ავსტრია სერბეთისაგან მიყენებული შეურაცხყოფისათვის შურს სძიობდა, გერმანია კი თავის მოვალეობას იცავდა. გერმანიას ბისმარკის გაკვალული გზით უნდა ევლო. ახალგაზრდა გერმანელებს პატივი ერგოთ დაეცვათ ის, რისთვისაც მათი პაპები ვაისბურგთან, სედანთან და პარიზთან იბრძოდნენ.
მსოფლიო ომი გერმანელთა გამარჯვებით რომ დამთავრებულიყო, იგი უპირველესი სახელმწიფო გახდებოდა მსოფლიოში. 1914 წლის სამ აგვისტოს თხოვნით მივმართე ბავარიის მეფე ლუდოვიკ III, რათა ჩავერიცხე ბავარიულ პოლკში. ჩემდა გასახარად, იმ დღესვე მივიღე ნებართვა. იმ დღიდან ჩემთვის, ისევე როგორც ყველა გერმანელისათვის, დაუვიწყარი დღეები დადგა. ახლაც დიდი სიამაყით ვიგონებ ბედის ამ დიდ საჩუქარს. დაიწყო ბრძოლები. რომანტიკა მალე საშინელებამ შეცვალა. ენთუზიაზმი განელდა და გმირობის წყურვილი აგონიამ შეცვალა. და ბოლოს, ისეთი მომენტიც დადგა, როდესაც მოვალეობის მოხდის გრძნობას, თავის გადარჩენის სურვილმა სძლია.
1915-16 წლების ზამთარში ასეთი შინაგანი ბრძოლა მეც გადამხდა, მაგრამ ჩემდა საამაყოდ, ჩემმა ნებისყოფამ გაიმარჯვა. თუ ომის პირველ დღეებში შეტევაზე სიცილითა და სიხარულის ყიჟინით მივდიოდი, ახლა პირქუში გადაწყვეტილება - ბოლომდე ბრძოლა - დამეუფლა. ახალგაზრდა მოხალისე გამობრძმედილ ჯარისკაცად ვიქეცი. ეს ცვლილება ყველა ჯარისკაცმა, მთელმა არმიამ განიცადა. შიმშილი, გაჭირვება, ტყვია-წამლის ნაკლებობა - არმიამ ეს ყველაფერი გადაიტანა. გაივლიან ათასწლეულები, მაგრამ ყველა დროს, გმირობის ცნების, გახსენებისას, მსოფლიო ომში მებრძოლი გერმანიის არმია წარმოუდგებათ თვალწინ! იმ დღეებში პოლიტიკას ჩამოვშორდი, მხოლოდ ჯარისკაცი ვიყავი.
მარქსიზმის იდეებმა იმ დღეებში ფართო გასაქანი ჰპოვეს. მარქსიზმი - ებრაელთა საბოლოო მიზანია, რომელმაც უნდა დაამხოს ყველა არაებრაული სახელმწიფო. მისი იდეები თანდათანობით გავრცელდა მუშათაკლასში. ეს სენი, იმდენად გავრცელდა, რომ შეიძლება სახელმწიფოც დაეღუპა. ახლა დაგვიდგა მომენტი, გავუსწორდეთ ჩვენი ერის მომწამვლელთ. ახლა, რადგან გერმანელმა მუშებმა იპოვეს ჭეშმარიტი გზა - ნაციონალიზმის გზა! იმ დღეებში გერმანიის მთავრობამ გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა, რადგან ძირფესვიანად არ ამოკვეთა ეს სარეველა.
იმის მაგივრად; რომ ერის დაცვის სადარაჯოზე მდგარიყო; მისმა უდიდებულესობა კაიზერმა თავად გაუწოდა ხელი ეროვნული საქმის წინააღმდეგ მებრძოლ დამნაშავეებს. შეიფარა ისინი და ამით საშუალება მისცა დაესრულებინათ თავიანთი შავბნელი განზრახულობა.
6. რევოლუცია
1915 წლის ზაფხულში მტერმა აეროპლანებიდან ფურცლების ჩამოყრა დაიწყო. შინაარსი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. გერმანიაში, ეწერა იქ, შიმშილობაა დაწყებული, ომი გაჭიანურდა, გამარჯვების შანსი აღარ გვაქვს, ხალხს მშვიდობა სწყურია, ხოლო კაიზერს, რომელიც მილიტარისტულადაა განწყობილი ეს არ სურს და ა. შ. საინტერესო იყო ამ პროპაგანდის ერთი შტრიხი.
ფრონტის იმ მონაკვეთზე სადაც ბავარიული ნაწილები იდგა, პრუსიელთა ლანძღვის ფურცლებს გვიყრიდნენ და პირიქით. ბოლოს და ბოლოს ამ ფურცლებმა თავისი საქმე ჰქნეს. პრუსიელთა და ბავარიელთა შორის ანტაგონიზმი თანდათან იზრდებოდა, ხოლო უფროსობა მის აღსაკვეთად ვერაფერს ვერ აკეთებდა.
1916 წლის დასაწყისიდან ფრონტზე წამოვიდა მადემორალიზებული წერილების ნაკადი. ჯარისკაცებს შინიდან სწერდნენ, რომ მათი ოჯახები შიმშილობდნენ, აუტანელ გაჭირვებაში იყვნენ და ა. შ. არმიაში სულიერი განწყობილება დაეცა. გერმანელი დედაკაცების ბრიყვულმა წერილებმა ხელი შეუწყეს ფრონტის დაშლას. არმიაში დრტვინვა დაიწყო, რომელიც თანდათან გაძლიერდა. ჯარისკაცები უკვე ხმამაღლა, მოურიდებლად იგინებოდნენ და იწყევლებოდნენ იმ დროს, როდესაც ისინი სანგრებში იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ მათ ოჯახებს შიმშილით სული ძვრებოდათ, ვიღაც-ვიღაცეები კი განცხრომას ეძლეოდნენ. კრიზისი ნელ-ნელა ახლოვდებოდა. მიუხედავად უკმაყოფილებისა, ჯარისკაცები მაინც იხდიდნენ თავიანთ ვალს. როდესაც ბრძოლა იწყებოდა, ისინი ისევ გმირებად იქცეოდნენ.
1916 წლის ოქტომბერში დამჭრეს. სიხარულით დავტოვე ფრონტი და წითელი ჯვრის მატარებლით შინისაკენ გამოვწიე. ორი წელი იყო, რაც მშვიდობიანი ცხოვრება არ მენახა. ბერლინთან ახლოს ჰოსპიტალში მომათავსეს: საოცარი იყო, ისე შეცვლილიყო ყველაფერი! პირველი, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, იყო ხალხის სახეები იმ დროს, როდესაც ფრონტზე ყველანი გაბედულნი ვიყავით, აქ პირიქით; მხოლოდ გასაწყლებულ და შეშინებულ ფიზიონომიებს ვხედავდი.
როგორც კი ფეხზე წამოდგომა შევძელი, შვებულება ვითხოვე და ბერლინს მივაშურე. თვალში მომხვდა საშინელი სიღარიბე. მილიონიანი ქალაქი შიმშილობდა. ყველგან უკმაყოფილება გაბატონებულიყო. ბევრგან იგივე სიტყვები ისმოდა, რაც ფრონტზე. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მიზანმიმართული აგიტაცია მიმდინარეობდა. მიუნხენში კიდევ უარესი მდგომარეობა დამხვდა.
როცა გამოვჯანმრთელდი და ჰოსპიტალიდან გამომწერეს იქ გამამწესეს სარეზერვო ბატალიონში. ჩემი ქალაქი ვეღარ ვიცანი, იმდენად საშინელი სანახავი იყო - გაღარიბებული, ჩამოხეული; აღრენილი. რეზერვისტები და ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. ზურგი სრულიად მოშლილი იყო, ყველა სამოქალაქო დაწესებულება ებრაელებით იყო სავსე. ჩვენი ერთგულება მოვალეობისადმი და თავგანწირვისათვის მზადყოფნა დაცინვის საგნად ქცეულიყო.
1917 წელს მეიარაღეთა გაფიცვა დაიწყო. მან ვერ მოიტანა მოსალოდნელი შედეგი - არმიის უიარაღოდ დატოვება და ფრონტის გარღვევა, მაგრამ დიდი დემორალიზაცია კი შეიტანა არმიაში. რა განწობით უნდა იომოს ჯარისკაცმა, როდესაც მის ხალხს გამარჯვება აღარ სურს? სამაგიეროდ, ბუნებრივია, ეს მტერს ძალზე ახარებდა.
1917-18 წლების ზამთარმა მოკავშირეთა იმედები გააცრუა. რუსეთის ფრონტი დაიშალა. მათი მთავარი მოკავშირე, ვინც ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო ამ ომში მოულოდნელად ძალადაკარგული შეიქმნა და მტრის ნებას დაჰყვა. მოკავშირეთა არმიები შედრკნენ ახლა, როდესაც რუსეთის ფრონტი საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. გერმანიას შეეძლო მთელი ძალები მათ წინააღმდეგ გადაესროლა.
ბრიტანეთის, საფრანგეთის და ამერიკის პრესამ ხელად აიტაცა ეს ცნობა. მთელს მსოფლიოს მოსდო. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გერმანიის დივიზიები გადამწყვეტ ბრძოლაში უნდა ჩართულიყვნენ, მთელს ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. მტრის პროპაგანდამ მიზანს მიაღწია. - გერმანია რევოლუციის წინაშე იმყოფება! მოკავშირეთა გამარჯვება ახლოსაა! მან ძალიან გააყოჩაღა სულით დაცემული ფრანგი „პოლი“ და ინგლისელი „ტომი“. ბედმა მარგუნა მონაწილეობა მიმეღო უკანასკნელ შეტევებში.
1918 წლის ზაფხულში ფრონტზე ძალიან ცხელოდა. შინიდან ათასგვარი ცნობები მოგვდიოდა. წერილებში გვირჩევდნენ შეგვეწყვიტა ომი, რომლებიც მონარქებმა და კაპიტალისტებმა გააჩაღეს. თავიდან ფრონტი ამაზე თითქმის არ რეაგირებდა. ებერტის, შეიდემანის; ბარტისა და ლიბკნეხტის სახელები არაფერს არ გვეუბნებოდნენ და ვერ გავეგო; ყველასათვის უცნობი ხალხი სახელმწიფოს სათავეში რატომ უნდა მოსულიყვნენ?
ჩემი პოლიტიკური კრედო იმ დღეებში სავსებით ჩამომიყალიბდა. მშვენივრად მივხვდი, რომ ამ ხროვას სახელმწიფოს ბედი კი არ ადარდებდა; არამედ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავდა. საბედნიეროდ, ბევრი ჯარისკაცი ჩემნაირად ფიქრობდა და ფრონტი მაინც მტკიცედ იდგა. უბრალოდ, უფრო გაავებულნი ვჩანდით.
სექტემბრის დასასრულში ჩემი დივიზია მესამედ განლაგდა პოზიციებზე. განწყობილება ახალგაზრდა ვოლონტიორებისა გვქონდა - ბრძოლა გვწყუროდა. ცოტა ხნის შემდეგ ეს განწყობა შეგვეცვალა. ჯარისკაცებს შორის პოლიტიკაზე საუბარი გახშირდა. ახალწვეულებმა, რომლებმაც შეავსეს ნაწილები; არეულობის შემოტანა დაიწყეს. ისევ დაიწყო დრტვინვა.
ღამით, 13 და 14 ოქტომბრის გასაყარზე; ფრონტის სამხრეთ ნაწილში; იპრთან, ინგლისელებმა გაზიანი ბომბები დაგვიშინეს. გამთენიისას ჩვენი რიგები ძალზე შეთხელებული იყო. მე კრუნჩხვები დამეწყო, თვალები ისე მეწვოდა: თითქოს ზედ გახურებული ნაკვერჩხლები მეწყო და ვეღარაფერს ვხედავდი. ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. ჰოსპიტალში გამგზავნეს, პომერანიაში; სადაც მომისწრო რევოლუციამ. ფრონტიდან საზიზღარი ცნობები მოგვდიოდა. რომელიც გადაჭარბებული გვეჩვენებოდა.
გაზეთების კითხვა ჯერ არ შემეძლო და მომხდარი ამბების კურში არ ვიყავი. ნოემბერში დაძაბულობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. და უეცრად, ერთ მშვენიერ დღეს; კატასტროფაც მოხდა. ქუჩებში საბარგო ავტომობილები გამოჩდნენ. რომლის ძირაზე მდგარი მეზღვაურები ხალხს რევოლუციისაკენ მოუწოდებდნენ. თითქმის ყოველ მანქანაზე ერთი ებრაელუკა მაინც იყო. რომელიც ჩვენი ერის „თავისუფლების, სილამაზის და ღირსებისათვის“ საბრძოლველად მოგვიწოდებდნენ. არც ერთ მათგანს რასაკვირველია, ფრონტი თვალითაც არ ენახა.
შემდეგი დღეები უსაშინლესნი იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. ჭორები უფრო და უფრო მატულობდა. ის, რაც მე ჩვეულებრივი ადგილობრივი ბუნტი მეგონა, ნამდვილი რევოლუცია გამოდგა. რევოლუციონერები ომის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რაც მე მიუღებლად მიმაჩნდა. 10 ნოემბერს ჰოსპიტალში მოხუცი პასტორი გვეწვია. მისგან ყველაფერი დაწვრილებით შევიტყვეთ და გაოგნებულნი დავრჩით. საწყალმა მოხუცმა აკანკალებული ბაგეებით გვამცნო, რომ იმპერატორის გვირგვინი ჰოჰენცოლერნებს აღარ ეკუთვნით და რომ ჩვენი სამშობლო რესპუბლიკად გადაკეთდა.
ასე რომ, ყველაფერი ფუჭი გამოდგა! ფუჭი გამოდგა ჩვენი იმდენი ტანჯვა-ვაება, მსხვერპლი - ორი მილიონი ადამიანის სიკვდილი!
ჩვენი ქვეყნის დიადი წარსული? მისი ისტორიის სახელოვანი ფურცლები? ვიყავით კი ღირსნი, ჩვენ, გაუბედურებული და უუფლებო დამნაშავენი გერმანიისა? ისე გაცოფებული ვიყავი და ისეთი სირცხვილის გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი, ინგლისური გაზით დამწვარი თვალები, აღარც კი მახსოვდა. მთელი ღამე არ მძინებია. ერთი აზრი არ მშორდებოდა. - რა ეშველება ჩვენს ქვეყანას?
ვილჰელმი იყო პირველი გერმანელი იმპერატორი, რომელმაც მარქსისტებს ხელი გაუწოდა. მათ კი ვერაგულად ზურგში ხანჯალი ჩასცეს. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ებრაელებთან არავითარი მორიგება არ შეიძლებოდა, მხოლოდ ულმობელი „ან-ან“. იმ ღამეს გადავწყვიტე თავი პოლიტიკისათვის მიმეძღვნა.
7. ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისი
1918 წლის ნოემბრის ბოლოს მიუნხენში დავბრუნდი. ჩავირიცხე ჩემი პოლკის სარეზერვო ბატალიონში, რომელიც უკვე ჯარისკაცთა საბჭოს ხელში იყო. ვითარება იმდენად ამაზრზენი იყო, რომ პოლკის დატოვება გადავწყვიტე. ჩემს ერთგულ ამხანაგ, ერნესტ შმიდტთან ერთად, ტრაუნშტეინში წავედი, სადაც 1919 წლის ბოლომდე დავრჩი. შემდეგ ისევ მიუნხენში ჩავედი. რევოლუცია ღრმავდებოდა. ეიზენერის სიკვდილმა მოვლენათა მსვლელობა დააჩქარა და დამყარდა საბჭოების დიქტატურა, უფრო სწორად ებრაელების ხელისუფლება.
ჩემი დამოკიდებულება ცენტრალურ საბჭოსთან ძალზე „დაჭიმული“ იყო. 1919 წლის მარტიდან დაწყებული, თითქმის ყოველ დილით; საბჭოს რწმუნებული დასაჭერად მაკითხავდა ბინაზე. მე შაშხანას გადმოვიღებდი და საქმე ამით მთავრდებოდა. მიუნხენის განთავისუფლებიდან მალე, შემოიყვანეს იმ კომისიაში, რომელიც სწავლობდა რევოლუციურ ექსცესებს მე-2 ქვეით პოლკში. ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა პოლიტიკურ სარბიელზე.
რამდენიმე კვირის შემდეგ მივიღე ბრძანება შევსულიყავი „თავდაცვის კურსებზე“. ამ კურსების მიზანი იყო ჯარისკაცებში აღეზარდა მოქალაქეობრივი ღირსება. ამ კურსებზე ვპოვე რამდენიმე თანამზრახველი, რომლებსაც ვუზიარებდი ჩემს შეხედულებებს შექმნილი სიტუაციის გამო.
ყველანი ასე თუ ისე ვთანხმდებოდით იმ საკითხში, რომ გერმანიას განადგურებისაგან ვერ იხსნიდნენ „ნოემბრის დამნაშავენი“ - ცენტრისტები და სოციალ-დემოკრატები. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ბურჟუაზიულ ჯგუფებს, ისინი სუსტნი იყვნენ.
ჩვენს პატარა ჯგუფში დავიწყეთ მსჯელობა ახალი პარტიის შექმნის შესახებ. ამ პარტიის ძირითად პრინციპი იმდაგვარი უნდა ყოფილიყო, რომ მოგვემხრო მასები და რადგანაც ვაპირებდით სოციალური გარდაქმნის ჩატარებას, გადავწყვიტეთ გვეწოდებინა „სოციალ-რევოლუციური პარტია“.
იმ დროს ჯერ კიდევ ვერ ვარჩევდი კაპიტალის ორ სახეს შორს განსხვავებას. ერთი კაპიტალია შემოქმედებითი შრომის უმაღლესი მიზანი, მეორე - სპეკულაციით დაგროვილი კაპიტალი.
ამ საკითხში მხოლოდ მას შემდეგ გავერკვიე, როდესაც გოტფრიდ ფედერის ლექცია მოვისმინე. გავიგე აგრეთვე სახელმწიფოს ვალდებულებანი კაპიტალის წინაშე. მარტივი ამბავი გახლდათ. კაპიტალი სახელმწიფოს მსახური უნდა ყოფილიყო და არავითარი ძალაუფლება არ უნდა ჰქონოდა მასზე.
ჩვენი პოლიტიკური კრედო იმ დღეებში მყარად ჩამოყალიბდა. იგი სულ ორი სიტყვით გამოიხატებოდა: ერი და მამული.
ჩვენი ამოცანა იყო გვებრძოლა ჩვენი რასისა და ერის არსებობისთვის, ჩვენი შვილების გამოკვებისათვის, ჩვენი სისხლის სიწმინდისათვის, ჩვენი მამულის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და აღგვესრულებინა ის მისია, რაც შემოქმედმა დაგვაკისრა.
ხელმეორედ შევუდექი ებრაელი კარლ მარქსის შრომების შესწავლას და ამჯერად ჭეშმარიტად გავიგე მისი აზრი. მივხვდი, რომ ნაციონალურ ეკონომიკასთან ბრძოლით, სოციალ-დემოკრატები ნიადაგს უმზადებენ ინტერნაციონალური კაპიტალის გამარჯვებას. აქამდე სიტყვით გამოსვლა არ მიცდია, მაგრამ დადგა დღე, როდესაც უნდა ავლაპარაკებულიყავი.
ერთხელ დისკუსია მომიწია ვიღაც ებრაელების დამცველთან და მალე მთელი აუდიტორია მე მომემხრო. რამდენიმე დღის შემდეგ ინსტრუქტორად დამნიშნეს მიუნხენში მდგარ ერთ-ერთ პოლკში.
იმ დღეებში პოლკში დისციპლინა შესუსტებული იყო. ჯარისკაცთა საბჭოებმა მოშალეს იგი. ფრთხილად, დინჯად და შეუპოვრად მიხდებოდა ჯარისკაცების მიჩვევა წესრიგისათვის. ჯარისკაცებს გულღიად და სიყვარულით ვეპყრობოდი. ვცდილობდი მათში სამშობლოს სიყვარულის გრძნობა გამეღვიძებინა და უნდა ვთქვა, რომ მალე შესანიშნავ შედეგსაც მივაღწიე.
მოკლე ხანში პოლკი მთლიანად ნაციონალურ ნიადაგზე იდგა. უფრო მეტიც, მე შევარჩიე თანამოაზრეთა მედგარი ჯგუფი, რომელთან ერთად შემდეგ ახალი მოძრაობა ჩამოვაყალიბე.
დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი პოლიტიკურ მოვლენებს და ძლიერ დავინტერესდი პროპაგანდის საკითხით. სოციალ-მარქსისტული ორგანიზაციები კარგად იყენებდნენ პროპაგანდას. მალე მივხვდი, რომ პროპაგანდის გამოყენების ხელოვნება თითქმის უცნობია ბურჟუაზიული პარტიებისათვის. მარტო ქრისტიანულ-სოციალისტური მოძრაობა და ისიც მხოლოდ ლუგერის დროს, კარგად იყენებდა პროპაგანდას.
მაგრამ ჩვენ თუ გვქონდა პროპაგანდა? სამწუხაროდ! - არა! ბევრმა ჩვენთაგანმა ისიც არ იცის პროპაგანდა მიზანია თუ მხოლოდ მეთოდი. რა თქმა უნდა, პროპაგანდა მეთოდია, რომელიც ემსახურება განსაზღვრული მიზნის მიღწევას. პროპაგანდას შეიძლება სხვადასხვანაირი ხასიათი ჰქონდეს. რომელიც მიზანზეა დამოკიდებული. დიდი ომის დროს ჩვენი მიზანი ძალზე კეთილშობილური იყო. ჩვენ ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სამომავლო არსებობისა და ნაციონალური ღირსებისათვის ვიბრძოდით.
თუ წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით განვსჯით, მოლტკემ ერთხელ მიუთითა, რომ ომი გადაუჭრელი საკითხების სწრაფი მოგვარების საუკეთესო საშუალებააო.
პროპაგანდა, უპირველეს ყოვლისა, პოპულარული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს მსმენელთა აღქმის შესაძლებლობას. აღქმის შესაძლებლობა მასებს, ჩვეულებისამებრ, ძალზე შეზღუდული აქვთ. ისინი ასევე სწრაფად ივიწყებენ ყველაფერს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პროპაგანდა წარმატებული რომ იყოს, საჭიროა იგი ემყარებოდეს რამდენიმე ნათელ დებულებას, რომელიც გამოხატული იქნება რამდენიმე მკვეთრ ლოზუნგში. გასწიო დაწვრილებითი და მრავალმხრივი პროპაგანდა - ნიშნავს დაღუპო საქმე. მოუქნელი პროპაგანდა არა მარტო უსარგებლოა, არამედ საზიანოცაა. ასე მაგალითად, იუმორისტული ხასიათის პროპაგანდა მავნებელიცაა. ომის დროს ავსტრიის და გერმანიის ჟურნალები აჭრელებული იყო მტრის კარიკატურებითა და დამცინავი ლექსებით, მასზე ყალბ წარმოდგენას გვიქმნიდა. მტერთან პირველსავე შეხების შემდეგ, გერმანელ ჯარისკაცს უხდებოდა მკვეთრად შეეცვალა მათზე შეხედულება და რისხდებოდა.
ინგლისური და ამერიკული სამხედრო პროპაგანდა ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო სწორი იყო. გამოჰყავდათ რა გერმანელი ჰუნის ტიპის ბარბაროსად, ინგლისური და ამერიკული გაზეთები ამზადებდნენ თავიანთ ჯარისკაცებს ომის საშინელებისათვის. აღვივებდნენ მათში მტრისადმი სიძულვილს და სურვილს, სწრაფად გაენადგურებინათ ისინი.
ასე რომ, ინგლისელი ჯარისკაცი არასოდეს არ გრძნობდა მისთვის მიწოდებულ სიცრუეს და სამშობლოდან მიღებულ ინფორმაციას სრულიად ენდობოდა იმ დროს, როდესაც გერმანელი თავს მოტყუებულად გრძნობდა.
შეცდომა იყო იმის აღიარებაც, რომ დიდი ომის გაჩაღებაში, გერმანიასაც მიუძღოდა თავისი წილი ბრალი. ეს ასეც რომ ყოფილიყო, საჭირო იყო ყველაფერი მაინც მტრისათვის გადაგვებრალებინა.
არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასებს „ქალის ხასიათი აქვს. მათ საქციელს უმეტეს შემთხვევაში გრძნობები განსაზღვრავს და არა გონება. ამასთან, ეს გრძნობები მეტად მარტივია. გრძნობები შეიძლება იყვნენ პოზიტიურნი ან ნეგატიურნი, როგორც მაგალითად, სიყვარული და სიძულვილი, მაგრამ არასოდეს არ არიან რთულნი, შერეულნი.
ამაზე დაყრდნობით ინგლისური პროპაგანდა იყო მთლიანი, ეფუძნებოდა წმინდაწყლის სიმართლეს ან ასეთსავე ტყუილს, მაგრამ არასდროს ამ ორი ელემენტის ნარევს.
8. გერმანიის მუშათა პარტია
ერთხელ შტაბიდან ბრძანება მივიღე გავცნობოდი პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც „გერმანიის მუშათა პარტიას“ უწოდებდნენ. მალე ამ პარტიის კრება უნდა გამართულიყო, რომელზეც სიტყვით ფედერი გამოვიდოდა. დამევალა დავსწრებოდი ამ კრებას და მის შესახე მომეხსენებინა. არმიის დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით სრულიად გასაგები იყო. რევოლუციამ ჯარისკაცებს პოლიტიკაში ჩარევის უფლება მისცა, სანამ ცენტრი და სოციალ-დემოკრატები არ დარწმუნდნენ, რომ ჯარისკაცთა სიმპათიები ნაციონალისტებისაკენ იხრებოდა, ამ უფლების წართმევა არც უფიქრიათ. დიდი სიამოვნებით წავედი ამ მიტინგზე.
ფედერის ხანგრძლივი მოხსენების შემდეგ, წასასვლელად გავემზადე, რადგან პარტიის მიმართულება ჩემთვის უკვე ნათელი იყო. ამ დროს გამოაცხადეს, რომ ყველა მსურველს შეეძლო სიტყვით გამოსვლა. ადგა ვიღაც პროფესორი და დაიწყო იმის მტკიცება, რომ ახალი მოძრაობა განხეთქილებას ჩამოაგდებდა ბავარიელებსა და პრუსიელებს შორის, რაც ბავარიის გერმანულ ავსტრიასთან შერწყმას გამოიწვევდა. მაშინ წამოვხტი და ორატორს ისე ცხარედ ვუპასუხე, რომ იგი გაწუწული პუდელივით გავარდა დარბაზიდან.
ერთი კვირის შემდეგ, ჩემდა გასაოცრად, მივიღე ბარათი, რომელიც ადასტურებდა ჩემს წევრობას „გერმანიის მუშათა პარტიის“ რიგებში და მიწვევდა მიტინგზე, რომელიც უახლოეს ოთხშაბათს უნდა გამართულიყო. მე განმაცვიფრა პარტიაში ჩარიცხვის ასეთმა წესმა და არ ვიცოდი მეცინა თუ გავბრაზებულიყავი. არასდროს არ წარმომედგინა, რომ „მზა“ პარტიაში შევიდოდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იგი მე თავად უნდა შემექმნა. დადგა ოთხშაბათიც, როგორც მაცნობეს მიტინგს დაესწრებოდა სრულიად გერმანიის მუშათა პარტიის თავმჯდომარეც. თავმჯდომარე ის ბატონი აღმოჩნდა, ვინც წინა შეკრება გახსნა.
მამცნეს ყველა ლიდერის სახელი. პარტიის თავმჯდომარე იყო ჰარიერი მიუნხენის განყოფილებისა - ანტონ დრექსლერი. ამ კრებაზე მე მომეცა გამოსვლის საშუალება, დავსვი რამდენიმე კითხვაც. უნდა ვაღიარო, რომ მომხიბლა ორგანიზაციის სისტემამ. პარტიას არ ჰქონდა ნაბეჭდი პროგრამა. საერთოდ, არაფერს არ ბეჭდავდა, მაგრამ რასაც ამბობდნენ, ღრმად სწამდათ. ამ ადამიანთა გრძნობა მეც გადამედო.
ჩემს წინაშე დაისვა საკითხი - შევერთებოდი თუ არა ამ ხალხს. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ პატარა ჯგუფს, რომელიც ჯერ არ ქცეულა ნამდვილ ორგანიზაციად, მაგრამ არის სიცოცხლისუნარიანი და დაჯერებული, შესწევს ძალა ნაციონალური აღორძინებისა, რაც დიდ, ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებს აღარ ხელეწიფებათ. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ პატარა ჯგუფს, რომელიც ჯერ არ ქცეულა ნამდვილ ორგანიზაციად, მაგრამ არის კრებაში. მე გადმომცეს პარიის წევრის დროებითი ბილეთი № 7.
9. დაცემის ნიშნები
ახლა, როდესაც საკმაოდ ვართ დაშორებული იმ პერიოდს, უინტერესო არ იქნება გავიხსენოთ თუ რა დამანგრეველი მუშაობა სწარმოებდა სახელმწიფოში, რომელმაც იმპერია კრახამდე მიიყვანა. ბევრი გერმანელი ახლაც თვლის, რომ იმპერიის დაცემის მიზეზი საერთო ეკონომიკური გამოფიტვა იყო. ეს შეხედულება ძირფესვიანად მცდარია:
ეკონომიკური მიზეზები ყოველთვის მეორე ან სულაც მესამე პლანზე არიან. წინ ყოველთვის ქვეყნის სულიერი ძალა დგას. ასევე მცდარია ომით გამოწვეული დანაკარგებით ახსნაც. განსაკუთრებით სასაცილოა ამის მოსმენა იმათ ბაგეთაგან, ვინც ამტკიცებდა, რომ ომში დამარცხება კარგი იქნებოდა, რადგან იგი ბოლოს მოუღებდა მილიტარიზმს. ომით გამოწვეული დანაკარგები სულაც არ ყოფილა ქვეყნის დაცემის მიზეზი. ის თავად იყო შედეგი მთელი წყება მიზეზთა, რომლებსაც ჩვენ არ ჩავფიქრებივართ. ომის დანაკარგებს არ შეუძლიათ ერის დაცემა გამოიწვიოს - გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ომი ხალხის სიზარმაცის, სიმხდალის და ეგოიზმის გამო იქნა წაგებული. ამ ომში გერმანიის დამარცხება სულაც არ ყოფილა დაუმსახურებელი კატასტროფა, პირიქით, იგი ჩვენ დავიმსახურეთ ჩვენი სამშობლოს წინაშე ჩადენილი მრავალი დანაშაულისათვის.
გაპარტახება, რომელიც ქვეყანას თავს დაატყდა, მარტო წაგებული ომის მიზეზით რომ ყოფილიყო გამოწვეული, გერმანელები მას სულ სხვანაირად აღიქვამდნენ. მაშინ ისინი შეურიგდებოდნენ, დაემორჩილებოდნენ შექმნილ ვითარებას და არ იბრძოლებდნენ თავიანთი მომავლისათვის. ომის დანაკარგები, რა თქმა უნდა, შედეგი იყო შემდეგი მიზეზებისა:
დიდი ომის წინ გერმანიის მოსახლეობა ისე სწრაფად გაიზარდა, რომ მათი გამოკვების პრობლემა მწვავედ დადგა. ტერიტორიების გაფართოებაზე უარის თქმამ, ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია გამოიწვია. ამან მიწათმოქმედთა კლასი შეასუსტა. მოსახლეობამ მიაშურა ქალაქებს, რომლებიც ძალზე გაიზარდნენ და დათრგუნეს სოფელი.
მდიდართა და ღარიბთა შორის განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. უმუშევრობა და სიღატაკე აბოროტებდა ხალხს, რომლის თვალწინ ბედნიერი გამონაკლისნი ფუფუნებაში ნეტარებდნენ. ფული კერპად იქცა და ამ კერპს ეწირებოდა ყოველივე. ამან ხალხში თანდათან გარყვნილებისკენ სწრაფვა გამოიწვია.
ამასთან, გერმანიის მრეწველობამ ინტერნაციონალური ელფერიც შეიძინა. გერმანელ მრეწველთა ნაწილი შეეცადა გადაერჩინა ქვეყანა უცხოური კაპიტალის მოძალებისაგან, მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა - ხარბმა საქმოსნებმა თავისი გაიტანეს.
გერმანიის მძიმე მრეწველობის წინააღმდეგ ომი, მისი ინტერნაციონალიზაციით დაიწყო, რომელიც მარქსისტების ხელშეწყობით სწარმოებდა. მათ სურდათ თავიანთი ეს გარჯა რევოლუციით დაემთავრებინათ. ახლა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, გერმანიის სახელმწიფო რკინიგზებზე კაპიტალისტ-ინტერნაციონალისტების შეტევაა დაწყებული. ეს ფაქტი სოციალდემოკრატების წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
გერმანიის ინდუსტრიალიზაციის წარმატების საუკეთესო დადასტურებაა ჰუგო შტინესის განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყანას ფეხზე მხოლოდ კომერცია დააყენებს.
ამ სიტყვებმა სენსაცია მოახდინეს. ის აიტაცეს და ლოზუნგად გაიხადეს იმ მოლაყბეებმა თავიანთი თავი „სახელმწიფო ხალხად“ რომ წარმოუდგენიათ და რევოლუციის შემდგომი გერმანიის ბედს განაგებენ. გერმანიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი უვარგისი აღზრდის სისტემაც იყო. გერმანულ აღზრდას ომამდე ბევრი სუსტი მხარე გააჩნდა. ის უმთავრესად მიმართული იყო იქითკენ, რომ ბავშვი გამოეტენათ ათასგვარი რამით, რომლის პრაქტიკაში განხორციელება, შეუძლებელი იყო. თითქმის არაფერი არ კეთდებოდა ბავშვის ხასიათის ფორმირებისათვის. ბავშვს არ ეძლეოდა საშუალება გამოემჟღავნებინა თავისი „მე“ და აეღო თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა. შედეგად ვღებულობდით არა ძლიერ ადამიანს, არამედ ცოდნით გატენილ საბრალო გუდას. აქედანაა ის რეპუტაცია, რომელიც გერმანელს აქვს საზღვარგარეთ. გერმანელი უყვარდათ იმიტომ, რომ სარგებელი მოჰქონდა, მაგრამ მისი სისუსტეების გამო პატივს არ სცემდნენ.
აღზრდის სისტემის მეორე ნაკლი იყო, მონარქის უსაზღვრო თაყვანისცემა. ამ მონურ ქედდადრეკას კიდეც უნდა მივეყვანეთ მონარქიის გაუქმებამდე. მონარქიზმის იდეა სრულად, მხოლოდ მაშინ ვლინდება თუ განმგებლის ხელი გვირგვინს ისეთ ბრწყინვალე გმირებს ადგამს, როგორც ფრიდრიხ დიდი ან ვილჰელმ I იყვნენ.
მაგრამ ასეთი მონარქები ასწლეულში მხოლოდ ერთხელ იბადებიან. ის მონარქი კი, რომელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და პიროვნული ღირსებებით, უნდა შევიდეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის შემადგენლობაში და სხვებივით ემსახუროს მას. გერმანიას ძალზე დიდი ზიანი მიაყენა პრესის ორგანიზებისა და მასთან დამოუკიდებულების საკითხმაც.
ჟურნალისტთა წრეებში პრესას ხშირად დიდმპყრობელს უწოდებენ. პრესის მნიშვნელობა ნამდვილად დიდია, მაგრამ არც მისი ზედმეტად გადაფასება შეიძლება. სახელმწიფომ თვალყური უნდა ადევნოს, რომ სახალხო განათლების პროცესმა ყალბი მიმართულება არ მიიღოს და ამიტომ პრესა მუდმივად მხედველობის ფოკუსში უნდა ჰყავდეს. სახელმწიფომ საქმე ისე უნდა დააყენოს, რომ პრესა სახელმწიფოსა და ერის უსიტყვო მსახურად იქცეს.
ომამდელი, ეგრეთ წოდებული ლიბერალური პრესა, სამარეს უთხრიდა გერმანელ ერსა და გერმანულ სახელმწიფოს. მარქსისტულ გაზეთებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: ისინი ტყუილს ისევე ვერ მოიშლიან, როგორც კატა კნავილს. რას აკეთებდა სახელმწიფო იმისათვის, რომ ხალხი ამ საწამლავისაგან ეხსნა? არაფერს, აბსოლუტურად არაფერს, თუ არ ჩავთვლით ხანდახან უნიათო გაფრთხილებებს და პატარა ჯარიმებს.
გაუთვითცნობიერებელი მკითხველი აღტაცებაში მოჰყავს „ფრანკფუტერ ცაიტუნგს“. ეს გაზეთი აღარასდროს არ ხმარობს მკვეთრ გამოთქმებს, კიცხავს უხეშ ძალას. ის მაგალითია ეგრეთ წოდებული „ინტელიგენტური პრესისა“ იგივეს აგრძელებს „ბერლინერ ტაგებლატი“. მიუხედავად იმისა, რომ არ ხმარობენ უხეშ გამოთქმებს, ეს გაზეთები მკითხველთა გონებას და გულს წამლავენ, ადუნებენ მათ სიფხიზლეს და აწვდიან ცრუ ცნობებს. ამ გაზეთებში ებრაელები მუშაობენ. ნახევარზომები ყოველთვის ნიშანია სახელმწიფოებრიობის დაცემისა, რომელსაც ყოველთვის კატასტროფა მოჰყვება.
მე ვთვლი, რომ ჩვენი თაობა გადაურჩება ამ ხიფათს. მას უკვე მიღებული აქვს მწარე გამოცდილება და მისი ნერვები მტკიცეა. მართალია, ერთ მშვენიერ დღეს, ებრაელები მთელის ხმით აყმუვლდებიან, როდესაც მათ გაზეთებს „ხელებს მიუმტვრევენ“, მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ოცდაათსანტიმეტრიანი ხელყუმბარა უფრო ხმამაღლა სისინებს, ვიდრე ათასი ებრაული გველური გაზეთი ერთად. ამიტომ, დაე ისისინონ. მაგრამ დავუბრუნდეთ ახალგაზრდობის აღზრდის საკითხს.
ქუჩასა და კინემატოგრაფში ხეტიალის ნაცვლად ბიჭმა ტანი უნდა გაიკაჟოს. არავის არა აქვს უფლება ზიანი მიაყენოს თავის სხეულს - იგი რასის კუთვნილებაა. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე კინოთეატრები და სხვა მისი მსგავსი დაწესებულებანი არათუ სასარგებლო, პირიქით, აბსოლუტურად მავნებლურ გასართობს აწვდიან ახალგაზრდა თაობას. რამდენადაც საერთო მდგომარეობა, გაუარესდა იმდენად ძლიერად დაეცა ჩვენი ხელოვნება.
მე წარმომიდგენია, როგორ აღშფოთდებოდა შილერი, ან გოეთე „პანოპტიკუმის“ კრებაზე ასეთი უსირცხვილო წარწერა - „მხოლოდ მოზრდილებისათვის“, რომ ენახათ. მაგრამ შილერს და გოეთეს ვინ მოუსმენდა, მათი ხმა ახალი გერმანული „პოეტების“ მიერ იქნებოდა ჩახშობილი.
დიდი ომის წინ გერმანია კულტურისა და ხელოვნების სფეროში სრულ შემოქმედებით იმპოტენციას ავლენდა. ასეთივე მდგომარეობას ვხედავდით რელიგიაშიც. ხალხის მასებში რწმენა შეირყა. ბევრი რელიგიურ მოვალეობებს ზედაპირულად ეკიდებოდა. იმ დროს, როდესაც აზიასა და აფრიკაში მისიონერები ახალ ადეპტებს იკრებდნენ - ევროპაში ეკლესია მრევლს ჰკარგავდა.
შინაურ და საგარეო პოლიტიკის მოუწესრიგებლობას ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავდა. იმპერიის პოლიტიკა სხვა სახელმწიფოთა მიმართ ნახევარზომებით წარიმართებოდა. ერთის მხრივ მთავრობას მშვიდობა ეწადა, მეორეს მხრივ ვერ აჩერებდა ომისკენ სწრაფვას.
პოლონური პოლიტიკაც სანახევრო იყო. მან არათუ ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, არამედ პირიქით, გააღიზიანა პოლონელები.
ელზასისა და ლოტარგინიის საკითხიც გადაუჭრელი იყო. ნაცვლად იმისა, რომ ფრანგული ჰიდრასათვის თავი გაეჭეჭყათ - ელზასელებისა და ლოტარინგიელებისათვის სხვა გერმანელთა თანასწორი უფლებები მიენიჭებინათ - აქაც ნახევარზომებით შემოიფარგლნენ.
ვეტერლეს მსგავსი მოღალატეები მსხვილ პარტიებს ედგნენ სათავეში. არმიას მამულისადმი ერთგულებას და თავგანწირვას უქადაგებდნენ იმ დროს, როდესაც ქვეყანა მოცული ჰქონდა სიხარბესა და პირად ანგარიშიანობას. აი, ასეთი სკოლა გაიარა გერმანიამ ომის წინ.
10. ერი და რასა
ისტორია უამრავ მაგალითს გვაძლევს იმისათვის, რომ დავინახოთ თუ რა საშინელი, დამღუპველი შედეგი მოსდევს არიული სისხლის შერევას დაბალ რასებთან. ჩრდილოეთ ამერიკა, რომელიც ძირითადად გერმანული ელემენტითაა დასახლებული, ნაკლებად შერეულია ფერად რასებთან და თავისი კულტურული განვითარებით მკვეთრად განირჩევა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკისაგან, სადაც რომანული წარმოშობის ხალხი სხვებს შეერია. შედეგად მივიღეთ ის, რომ გერმანული რასის ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა სისხლის სიწმინდე, იქცა ამერიკის მბრძანებლად და დარჩება მანამ, სანამ გაუფრთხილდება თავის სისხლს.
პაციფიზმის იდეა არც თუ ისე ცუდი იდეაა, თუ მას დამპყრობელი ახორციელებს სხვა სიტყვებით: ჯერ ბრძოლა, შემდეგ პაციფიზმი. ყველაფერი რაც კი მშვენიერია დედამიწაზე - მეცნიერება, ხელოვნება, ტექნიკა, ერთი რასისაგან წარმოშობილი რამდენიმე ხალხის შემოქმედების პროდუქტია. ამიტომ კულტურის არსებობა მხოლოდ ამ რასის არსებობისა და კეთილდღეობის პირობებშია შესაძლებელი. ეს რასა რომ დაიღუპოს, მასთან ერთად დაიღუპება ყველაფერი მშვენიერი, რაც კი მას შეუქმნია.
ადამიანთა მოდგმას სამ კატეგორიად თუ დავყოფთ - დამფუძნებლები, შემნახველები და დამანგრეველები, არიული რასა პირველ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. დამპყრობელი არიელები ხშირად სცოდავენ სისხლის სიწმინდის პრინციპის წინაშე, რის გამოც მკაცრად ისჯებიან. სამოთხეში ჩადენილი ცოდვისათვის, ისინი სამოთხიდან იდევნებიან.
უმაღლესი კულტურის განვითარებისათვის საჭიროა დაბალი ღირსების მქონე ხალხთა არსებობაც. ასე მაგალითად, ადამიანთა შრომის შედეგი და წარმატება, ხშირად იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი შინაური პირუტყვი ჰყავთ. ასეთი მაგალითების მოყვანა ისტორიიდან დაუსრულებლად შეიძლება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ სანამ ცხენს გუთანში შეაბამდნენ, მის ადგილას მონა იყო.
კაცობრიობის პროგრესი კიბეს გვაგონებს. ქვედა საფეხურების გაუვლელად ზედაზე ვერ ახვალ. არიული რასა პირველია, რომელმაც კიბის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოახერხა. ამიტომ ყველა არიელის ვალია დაიცვას თავისი სისხლის სიწმინდე. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომები ქვეყნებს ანგრევენ, ხოლო წინააღმდეგობის ძალის დაკარგვა - ნებისყოფას.
გერმანულ ენაში არის ერთი სიტყვა - „ფლიხტერფულუნგ“ რაც ვალისადმი, მოვალეობისადმი სამსახურისათვის მზადყოფნას ნიშნავს. ამ ტერმინის საფუძველში ეგოიზმი კი არა, იდეალიზმი ძევს. ეს სიტყვა შეიძლება გაგებული იქნას, როგორც სისხლისმიერი ძმების კეთილდღეობისათვის თვითშეწირვის უნარი.
არიელის სრულიად საპირისპირო მოვლენაა ებრაელი. ძნელად თუ მოიპოვება ქვეყანაზე სხვა რომელიმე რასა, რომელსაც თვითშენახვის ინსტიქტი უფრო განვითარებული ჰქონდეს ვიდრე „რჩეულ“ ხალხს. ამის საუკეთესო დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ეს რასა ისევ განაგრძობს არსებობას. მსოფლიოში არ არის სხვა ხალხი, ვისაც ორი ათასი წლის განმავლობაში ასე ნაკლებად შეცვლოდა დამახასიათებელი ნიშნები. თუ ჩვენ დღეს ებრაელებს ცბიერებად მივიჩნევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვა დროსაც ასეთები იყვნენ. ეს მათი შინაგანი თვისებაა. რაც შეეხება მათ ინტელექტუალურ თვისებებს, ისინი სხვათა ცივილიზაციასთან ურთიერთობით განუვითარდათ. თავად ებრაელებს არასდროს არ ჰქონიათ საკუთარი კულტურა.
როგორც ცნობილია, არიელები თავიდანვე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და მკვიდრ ბინადრობის წესზე დროთა განმავლობაში გადავიდნენ. მარტო ესეც კი აჩვენებს, რომ მათ არაფერი საერთო არ ჰქონდათ ებრაელებთან. რაც შეეხება ებრაელებს, ისინი არასდროს ყოფილან მომთაბარენი. პირიქით, ყოველთვის სხვა ხალხის სხეულზე პარაზიტობდნენ. პარაზიტობისათვის ებრაელებს უხდებოდა უარეყო თავისი შინაგანი ბუნება. რაც უფრო ჭკვიანი და ინტელიგენტური იყო ებრაელი, მით უფრო უკეთესად გამოუდიოდა ეს. ამის წყალობით ბევრს მიაჩნია, რომ ებრაელი შეიძლება იყოს ფრანგიც, გერმანელიც, იტალიელიც, ოღონდ მათგან რწმენის მიხედვით განსხვავებული.
ამჟამად მთელს მსოფლიოში სოციალური გარდატეხა ხდება. წვრილი მეწარმეობა კვდება, გზა ეხსნება მსხვილ საწარმოებს და ამის შედეგად მატულობს მუშათა კლასის მნიშვნელობა.
ებრაელთა გაანგარიშება ასეთია: ებრაელები უახლოვდებიან მუშებს, ვითომ თანაუგრძნობენ. აღშფოთებას გამოთქვამენ მათი სიღარიბით და ამგვარად მათ ნდობას იხვეჭენ. შემდეგ აყენებენ საკითხს სოციალური სამართლიანობის შესახებ და უბიძგებენ მუშებს არსებული წესწყობილების წინააღმდეგ საბრძოლველად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მარქსიზმს ქადაგებენ. მსოფლიო მასშტაბით, ებრაელთა მოღვაწეობა ორად იყოფა, რომლებიც ფაქტობრივად მჭიდროთაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ესენია, ზოგადპოლიტიკური მოძრაობა და მუშათა მოძრაობა. მუშათა კავშირების საშუალებით ებრაელები ნაღმს უმზადებენ ყველა ქვეყნის ეკონომიკურ საფუძველს.
რაც შეეხება ებრაელთა საერთოდ პოლიტიკურ მოძრაობას, ის გამოიხატება სახელმწიფო მექანიზმში უკმაყოფილო ელემენტების ძალით ჩართვით; ამისათვის ებრაელები ფართოდ იყენებენ თავიანთ მძლავრ იარაღს - გაფიცვას. ებრაული პრესა დიდ დახმარებას უწევს ამ მხრივ ზოგადპოლიტიკურ მოძრაობას. ფართო მასების უვიცობისა და თვითშენახვის ინსტიქტის უკმარისობის გამო, ეს კლასი ადვილად ებმება ბადეში.
11. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დაბადება
ახალგაზრდა მოძრაობას, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გერმანიის სახელმწიფოებრიობის აღდგენა და მის სათავეში დამოკიდებული მთავრობის მისვლა, აუცილებლად სჭირდება ხალხის მასების მხარდაჭერა. ჩვენი ბურჟუაზია იმდენად უიმედო და იმდენად განძარცვულია ეროვნული გრძნობისაგან, რომ მისგან ჭეშმარიტად ეროვნული საქმე მხოლოდ ოპოზიციას წააწყდება. მაგრამ ეს ოპოზიცია, ისევე როგორც ბისმარკის დროს, პასიური იქნება.
1919 წელს ნათელი შეიქმნა, რომ ახალი მოძრაობა მასებს უნდა დაყრდნობოდა. მასების ნაციონალიზაცია არ შეიძლება სანახევრო ყოფილიყო, ის სრულიად გარკვეული და ფანატიკური უნდა იყოს. საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მასები დიპლომატებისა და პროფესორებისაგან არ შედგებიან. მან, ვინაც გადაწყვიტა უხელმძღვანელოს მასებს, ხელთ უნდა იქონიოს მათი გულის გასაღები.
მთავარი მასა, რომელიც უნდა დაეპყრო ახალგაზრდა მოძრაობას - მუშათა მასა იყო. მასები უნდა გამოგვეყვანა საშინელი სიღარიბიდან, გაგვეთავისუფლებინა ინტერნაციონალიზმის ერესისაგან, აგვემაღლებინა მათი კულტურული დონე, შეგვეკრა ეროვნული გრძნობით ანთებულ მტკიცე ერთობად ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელი იყო პროპაგანდის დახმარებით. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგია მიტინგები, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იმარჯვებს ის ორატორი, რომელიც ითვალისწინებს არა ყველაზე ჭკვიან მსმენელს, არამედ სრულიად საშუალოს.
მოძრაობის მომავალი დამოკიდებულია იმ ფანატიზმზე და იმ შეურიგებლობაზე, რომლითაც მისმა მონაწილემ უნდა დაიცვას თავისი მრწამსი. მოძრაობის დამცველს არ უნდა ეშინოდეს ჩვენი ერის მტრების ზიზღისა, პირიქით ამ ზიზღს თავად უნდა ეძებდეს.
კაცი, რომელსაც თავს არ ესხმის ებრაული პრესა, არ არის ნამდვილი გერმანელი და ნამდვილი ნაციონალ-სოციალისტი. ჩვენი თანამებრძოლის ყველაზე კარგი რეკომენდაცია - მის მიმართ მოწინააღმდეგის ზიზღია.
ჩვენი მოძრაობა მიუნხენში დაიწყო. პირველად ძალიან ცოტანი ვიყავით და არც არავინ გვიცნობდა. თანდათანობით ვაფართოებდით ჩვენს წრეს. ჩვენს შეკრებაზე დასასწრებ მოსაწვევ ბარათებს ხელით ვწერდით, რადგან მათი დაბეჭდის საშუალება არ გვქონდა. მახსოვს, ერთხელ ჩემი ხელით დავარიგე 80 ათასი ბარათი. გვეგონა უამრავი ხალხი მოვიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი საათის მოლოდინის შემდეგ, კრება მხოლოდ შვიდმა კაცმა, ორგანიზატორებმა ჩავატარეთ. შემდეგისათვის ფული მოვაგროვეთ და დამოუკიდებელ გაზეთში „მიუნხენერ ბეობახტერს“ განცხადება მივეცით. შედეგი დიდებული იყო.
კრებისათვის სპეციალურად ნაქირავებ ოთახში 111 კაცი შეგროვდა. პირველი სიტყვა მიუნხენელმა პროფესორმა წარმოთქვა, შემდეგ მე გამოვედი. ნახევარი საათი ვილაპარაკე და ინსტიქტურად ვიგრძენი, რომ ლაპარაკი შემიძლია. ჩემი სიტყვის დასასრულს მსმენელები იმდენად დაელექტროებულნი იყვნენ, რომ ერთმანეთში სწრაფად შეაგროვეს 300 მარკა ქირის გადასახდელად, რითაც დიდი ტვირთი მოგვხსნეს.
ჩვენი პარტიის თავმჯდომარე იყო ჰარერი, გამოცდილი ჟურნალისტი, მაგრამ სრულიად უნიჭო ორატორი. ვიცე-თავმჯდომარე დრექსლერი, უბრალო მუშა იყო და ორ სიტყვას ვერ აბამდა ერთმანეთზე. ამასთან, არასდროს არ ემსახურა ჯარში და ამიტომ გაბედულობაც აკლდა. ამგვარად მე, იმ დროს უბრალო ჯარისკაცი, მუდმივი ორატორი გავხდი. მარქსისტები უკვე მაშინ ვერ გვიტანდნენ, მარტო ჩვენი სახელიც კი „გერმანიის მუშათა პარტია“, მათ როგორც ინტერნაციონალისტებს, საშინლად აღიზიანებდათ.
1920 წლის დასაწყისში დავიჟინე პირველი დიდი, მასობრივი მიტინგის ჩატარება. ჰარერი არ დამთანხმდა, რადგან მიაჩნდა, რომ მასობრივი მიტინგის ჩატარების დრო ჯერ არ დამდგარიყო და თავმჯდომარეობიდან გადადგა. ჰარერის პოსტი დრექსლერმა დაიკავა, მე პარტიის საპროპაგანდო მუშაობას ჩავუდექი სათავეში.
1920 წლის 24 თებერვალს შედგა ჩვენი პირველი მასობრივი მიტინგი. იმისათვის, რომ თვალში მოსახვედრი ყოფილიყო დროშის ფერად წითელი ავირჩიეთ. მიტინგი საღამოს 7 საათსა და 15 წუთზე იყო დანიშნული. 7 საათსა და 15 წუთზე დარბაზში შევედი და გულმა სიხარულით დამიწყო ბაგა-ბუგი - დარბაზში ნემსი არ ჩავარდებოდა. მე მეორე ორატორად გამოვედი. თავიდან მოწინააღმდეგეებმა რამდენჯერმე შემაწყვეტინეს სიტყვა და ჩემმა მეგობრებმა დიდი შრომის ფასად, აღადგინეს წესრიგი.
ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც ჩვენი პროგრამის ოცდახუთივე პუნქტი განვმარტე, დარბაზში აპლოდისმენტები ჰქუხდა. ჩემს წინ ახალ პოლიტიკურ რწმენაზე მოქცეული ბრბო იყო.
25 პუნქტი
1. ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე ჩვენ ვითხოვთ ყველა გერმანელის გაერთიანებას „დიდ გერმანიაში“.
2. ჩვენ ვითხოვთ გერმანელი და სხვა ერების თანასწორობას და ვერსალის და სენ-ჟერმენის ხელშეკრულებების პირობების გაუქმებას.
3. ჩვენ ვითხოვთ საარსებო სივრცეს: ტერიტორიებს და მიწებს (კოლონიებს), რომლებიც აუცილებელია ჩვენი ერის გამოსაკვებად და მისი ჭარბი ნაწილის განსახლებისთვის.
4. გერმანიის მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც გერმანულ ერს ეკუთვნის, ვის ვენებშიც გერმანული სისხლია, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. ამგვარად, არც ერტი ებრაელი არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს გერმანელ ერს და იყოს გერმანიის მოქალაქე.
5. ვისაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვს, შეუძლია ქვეყანაში იცხოვროს როგორც სტუმარმა უცხოელის უფლებებზე. ყველა უცხოელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები უცხოელებთან დაკავშირებით.
6. თანამდებობის დაკავება, რომლებიც დაკავშირებულია კანონშემოქმედებასთან და სახელმწიფოს მართვასთან მხოლოდ მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეთ. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა თანამდებობა ნებისმიერ საზოგაოებრივ ორგანიზაციაში, ნებისმიერი დონის - საერთოსახელმწიფოებრივი, საოლქო ან მუნიციპალური ეკუთვნოდეს მხოლოდ სახელმწიფს მოქალაქეებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პარლამენტის გარხწნილ პრაქტიკას, როდესაც თანადეობობას მხოლოდ პარტიული კუთვნილების ხარჯზე იკავებენ, ხასიათის და შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე.
7. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ უპირველეს ყოლისა აიღოს გერმანიის მოქალაქეების დასაქმების ვალდებულება. თუ შეუძლებელია სახელმწიფოს მთელი მოსახლეობის გამოკვება, მაშინ სხვა ეროვნების პირები (ისინი, ვინც სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან) ქვეყნიდან უნდა გაასახლონ.
8. მთელი მომდევნო არაგერმანული იმიგრაცია გერმანიაში უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა არაგერმანელი პირი, რომელიც გერმანიაში 1914 წლის 2 აგვისტოს შემდეგ ჩამოვიდა, ქვეყნიდან გაასახლონ.
9. სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლებები და მოვალეობები.
10. გერმანიის ყველა მოქალაქის პირველადი მოვალეობაა ფიზიკური ან გონებრივი შრომის შესრულება. ცალკეული მოქალაქის მოღვაწოება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების ინტერესებს. პირიქით, მოღვაწეობა უნდა გადიოდეს საზოგადოების ინტერესებში და მიმართული იყოს საერთო კეთილდღეობაზე. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ:
11. არაშრომითი და ადვილი შემოსავლის და პროცენტული მონობის განადგურება.
12. უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლის და ქონებრივი დანაკარგების გამო, რომელიც ერს ყოველ ომში მოეთხოვება, პირადი გამდიდრება ომის დროს უნდა განიხილოს როგორც დანაშაული ერის წინაშე. ამგვარად, ჩვენ ვითხოვთ ყველანაირი პირადი შემოსავლის კონფისკაციას, რომელიც საომარ დროს იქნა მიღებული.
13. ჩვენ ვითხოვთ ყველა ადრე შექმნილი აქციონერული კომპანიების ნაციონალიზაციას.
14. ჩვენ ვითხოვთ მუშათა და ოფიციალური პირების მონაწილეობას მსხვილი კომერციული კომპანიების შემოსავლის განაწილებაში.
15. ჩვენ ვითხოვთ ღირსეული პენსიით უზრუნველყოფის შემუშავების გეგმას და შექმნას.
16. ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღი საშუალო კლასის შექმნას და მის შენახვას, კერძო საკუთრებიდან მსხვილი მაღაზიების უსწრაფეს კონფისკაციას და მათ დაბალ ფასად მიქირავებას უფრო პატარა მწარმოებლებს.
17. ჩვენ ვითხოვთ მიწის რეფორმის გატარებას, რომელიც ერის მოთხოვნილებებს და ინტერესებს შეესაბამება. ვითხოვთ კანონის მიღებაც, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწის აუნაზღარებადი კონფისკაცია საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. ჩვენ ვითხოვთ დაგირავების პროცენტების ანულირებას და მიწით სპეკულირების აკრძალვას.
18. ჩვენ ვითხოვთ დაუნდობელ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვინც თავისი მოღვაწეობით ზიანს აყენებს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენ ვითხოვთ სიკდილით დასჯის შემოღებას იმათ წინააღმდეგ, ვინც დანაშაული ჩაიდინა გერმანული ერის წინაშე - მევახშეებმა, სპეკულიანტებმა და სხვ,., განურჩევლად რასობრივი და რელიგიური კუთვნილებისა.
19. ჩვენ ვითხოვთ მატერიალისტური მსოფლწესრიგის სამსახურში მყოფი რომის უფლების გაუქმებას და მისი გერმანული სახალხო უფლებით შეცვლას.
20. ყველა ნიჭიერი მონდომებული გერმანელისთვის უმაღლესი განათლების და სახემძღვანელო პოსტის დაკავებით უზრუნვეყლოფის მიზნით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ჩვენი განათლების სისტემის ყველამხრივ ფართო განვითარებაზე. ყველა სასწავლო დაწესებულების პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს პრაქტიკულ ცხოვრებასთან. ბავშვის გონების განვითარების დასაწყისიდანვე სკოლამ მას მიზანმიმართულად უნდა ასწავლოს სახელმწიფოებრივობის იდეის გაგება. ჩვენ ვითხოვტ, რომ ღარიბი მშობლების განსაკუთრებულად ნიჭიერმა შვილებმა, განურჩევლად საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა და საქმიანობისა, მიიღონ განათლება სახელმწიფოს დაფინანსებით.
21. სახელმწიფომ უნდა წარმართოს მთელი ძალიხსმევა ერის გაჯანსაღებისათვის: უზრუნველყოს დედობის და ბავშვობის დაცვა, აკრძალოს საბავშვო შრომა, გააუმჯებოს მოსახლეობის ფიზიკური მდგომარეობა ფიზიკური ვარჯიშზე დასწრების აუცილებლობის შემოღებით და ახალგაზრდობის ფიზიკური განვითარებით დაკავებული კლუბების მხარდაჭერით.
22. ჩვენ ვითხოვთ დაქირავებული ჯარის გაუქმებას და სახალხო ჯარის შექმნას.
23. ჩვენ ვითხოვთ ღია პოლიტიკურ ბრძოლას აშკარა პოლიტიკური ტყუილის და მის პრესაში გავრცელების წინააღმდეგ. გერმანული პრესის შექმნის მიზნით, ჩვენ ვითხოვთ, რომ:
ა) გერმანულ ენაზე დაბეჭდილი გერმანელი გაზეთის ყველა თანამშრომელი, რედაქტორები და გამომცემელი იყოს სახელმწიფოს მოქალაქე;
ბ) გერმანულმა გაზეთებმა გამოცემისათვის უნდა მიიღონ სახელმწიფოს სპეციალური ნებართვა. გარდა ამისა, გაზეთები უნდა იყოს გერმანულ ენაზე;
გ) არაგერმანული ეროვნების პირებს საკანონმდებლო დონეზე უნდა აეკრძალოთ გერმანულ გაზეთებზე გავლენის ან ფინანსური ინტერესის ქონა. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში გაზეთი აიკრძალება, მოხდება უცხოელების დეპორტაცია. გაზეთები, რომლებიც ზიანს აყენებენ საზოგადოებრივ ინტერესებს, უნდა აიკრძალოს. ჩვენ ვითხოვთ საკანონდმებლო ბრძოლას ლიტერატურული და კულტურული დინებების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ხალხის გახრწნას ახდენს. ჩვენ ასევე ვითხოვთ გახრწნის ხელშემწყობი ღონისძიებების აკრძალვას.
24. ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას ყველა სარწმუნოებისათის იქამდე, სანამ ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს და არ გამოდიან გერმანული (არიული) რასის ზნეობრივი და მორალური გრძნობების წინააღმდეგ. პარტია, როგორც ასეთი, პოზიტიური ქრისტიანობის პოზიციაზეა, თუმცა, ამავე დროს, არ ემხრობა რომელიმე კონკრეტული კონფესიის რწმენას. პარტია ებრძვის ებრაულ-მატერიალისტურ სულს ჩვენს შიგნით და ჩვენს გარეთ და დარწმუნებულია, რომ სახალხო ორგანიზმის შემდგომი გამოჯანმრთელების მიღწევა შესაძლებელი იქნება ჩვენს შიგნით გაუთავებელი გამოჯანმრთელების გზით. ბოლოს განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების პირადზე მაღლა დაყენების პრინციპით.
25. ყველაფერი ჩამოთვლილის რეალიზაციისათვის ჩვენ ვითხოვთ:
ა) სახელმწიფოს ძლიერი, ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნას.
ბ) ცენტრალური პოლიტიკური პარლამენტის უდავო ავტორიტეტს მთელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც ყველა მის ორგანიზაციაში.
გ) პროფესიონალური და სავაჭრო პალატების შექმნა სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონების აღსრულებისთვის ყველა ფედერალურ მიწაში.
დ) პარტიის ლიდერები იღებენ თავიანთ თავზე ვალდებულებას ნებისმიერი ფასით შეასრულონ ზემოთ მოცემული პუნქტები, თუკი აუცილებელია, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.
ამავე დროს მიღებულ იქნა პარტიის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება - დასაწყისში მას „ნაციონალ-სოციალისტური“ დაემატა. ამავე წლის 1 აპრილს „25 პუნქტი“ პარტიის ოფიციალური პროგრამა გახდა, 1926 წელს კი ის შეუცვლელად გამოცხადდა.
მეორე ნაწილი
1. მარქსიზმის, რასის და სახელმწიფოს შესახებ
სრულიად უდავოა, რომ ახალი მოძრაობა ვერ განვითარდებოდა და ვერც წარმატებას მიაღწევდა თუ მის მიმდევართა გულში არ განმტკიცდებოდა ღრმა რწმენა იმისა, რომ ეს მოძრაობა „წინასაარჩევნო სატყუარა“ კი არაა, არამედ სრულიად ახალი მოძღვრებას წარმოადგენს.
ძველთაგანვე ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებისთანავე რუტინა იწყება. არჩეული პარლამენტარები ისე დაიარებიან პარლამენტში, თითქოს ის კანტორა იყოს. ხშირად მხოლოდ ხელს აწერენ გამოცხადების ჟურნალში და შინ ბრუნდებიან. თავისი სამსახურისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო, გასაკვირი არ არის, რომ პარლამენტარებს არ შესწევთ უნარი ებრძოლონ მარქსიზმს. ამიტომ იქმნება ასეთი მდგომარეობა - ერთ მხარესაა სუსტი, უნებისყოფო საპარლამენტო მასა, მეორე მხარეს კი ათასობით, ცოდნითა და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებით შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც თავიანთი გზიდან, როგორც უვარგის ბალასტს ისე მოისვრიან სუსტებს და მორცხვებს.
დიადი იდეალები, როგორ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ, ვერასდროს განხორციელდება ცხოვრებაში თუ ისინი მყარი სახელმწიფოებრიობის პრინციპისათვის ბრძოლას არ დაეფუძნებიან. ასეთი უსიცოცხლო თეორიების რიცხვს მიეკუთვნება ებრაელი კარლ მარქსის მიერ წამოყენებული, ინტერნაციონალური მარქსიზმის თეორია.
თქმა არ უნდა, კარლ მარქსი შორსმჭვრეტელი გამოდგა, იმდენად, რამდენადაც მან აქცენტი ხელისუფლების სათავეში მყოფ სუსტ და გარყვნილ პიროვნებებზე გააკეთა. მისი გათვლა უმცირეს დეტალამდე ზუსტი გამოდგა. რაც შეეხება მის საბოლოო მიზანს, უდავოა, რომ ეს მისი რასის ზეობის გარანტირებაა.
მე ჩემს მუშაობაში სრულიად საპირისპირო შეხედულებებს ვეფუძნებოდი. უნივერსალური კეთილდღეობის იდეათა უფორმო მასიდან ამოვარჩიე რამდენიმე მთავარი იდეა და მივეცი მათ შეკუმშული, თითქმის დოგმატური ფორმა: ასე შეიქმნა გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის დოქტრინა.
გერმანელ ხალხში მკვეთრად განირჩევა სამი ჯგუფი: პირველი - ხალხი, რომელიც ადვილად ემორჩილება მთავრობას. მათთვის სახელმწიფო რაღაც ხელუხლებელ რაიმეს წარმოადგენს და ამიტომაც ხელისუფლებისადმი ძაღლური ერთგულებით გამოირჩევიან.
მეორე ჯგუფი თვლის, რომ ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს, არამედ პირიქით, სახელმწიფოა ვალდებული ხალხს ემსახუროს. ეს ხალხი ხშირად აკრიტიკებს მთავრობას. ეს ნორმალური გერმანელი ბურჟუას, ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატიის შეხედულებაა.
მესამე ჯგუფი ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს ისე უყურებს ვითომც ეკიპაჟი იყოს და საითაც უნდა იქით წაიყვანენ, ზოგჯერ გაურკვეველი მიზნისაკენაც კი. დიდი ომის წინა პერიოდში ეს ხალხი სრულიად უპასუხისმგებლოდ ჟონგლიორობდა გერმანიზმის იდეით. ისინი თვლიდნენ, რომ გერმანულად ქცევისათვის საკმარისი იყო ჩინელს ან სულაც ზანგს შეესწავლა გერმანული ენა და არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური პარტიისათვის მიეცა ხმა. ამ პროცესს წარმატებისათვის რომ მიეღწია, გერმანული რასა დაეცემოდა და გაქრებოდა.
ჩვენ სხვა ხალხთა გაგერმანელებისთვის კი არ უნდა ვზრუნავდეთ, არამედ ჩვენი მიწების გერმანიზაციისათვის და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სხვათა სისხლი ზიანს აყენებს ჩვენს რასას. რაც შეეხება სახელმწიფო აპარატს, მას უნდა განვიხილავდეთ არა როგორც მიზანს, არამედ როგორც საშუალებას.
სახელმწიფო ბაზისია, რომელზეც უნდა იდგეს ერის კულტურა და არა კულტურის სათავე, როგორც ზოგიერთნი შეცდომით მიიჩნევენ. მსოფლიოში ასობით სამაგალითო სახელმწიფოა, მაგრამ საკმარისია დაიხშოს არიული კულტურის სათავე, რომ ყველაზე მოწინავე ერებიც დაემხონ. აქედან დასკვნა - სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის კი არ უნდა ვიღვაწოთ, არამედ რასის ხარისხისათვის.
ნაციონალური სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია შეკრიბოს და დაიცვას უძველესი რასობრივი ელემენტები, რომლებიც კაცობრიობის უმაღლესი ჯიშისა და მოდგმის სიამაყეს წარმოადგენენ. ამრიგად, გერმანული სახელმწიფოს მიზანია, თავის საზღვრებში მოაქციოს ყველა გერმანელი, შეარჩიოს მათგან საუკეთესო რასობრივი ნიშან-თვისებები, დაიცვას ისინი უცხო სისხლის შერევისაგან, რათა დროთა განმავლობაში მათ შესაფერისი, გაბატონებული მდგომარეობა დაიკავონ.
არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ჩინოვნიკები, რომლებიც ამჟამად ჩვენს სახელმწიფოს მართავენ, ბრწყინვალედ გრძნობენ თავს, რადგან ყველაფერი „თვითდინებაზეა“ მიშვებული.
ახალი წესრიგისათვის ბრძოლის აუცილებლობა მათ აღტაცებას არ გამოიწვევს. ბევრად ადვილია სახელმწიფოს უცქერდე როგორც ავტომატს, რომელიც გვკვებავს, ვიდრე აქტიურად ერეოდე მის მუშაობაში. ამიტომ ჩვენი მუშაობისათვის საჭირო ხალხი, ხანგრძლივი და დაკვირვებული ძიების შემდეგ უნდა შევარჩიოთ. უმეტესად ჩვენ ახალგაზრდობა გვეხმარება და თუ მათ შორის უფროსი თაობის ხალხიც გამოერევა, ძირითადად ესენი ყმაწვილური და მხურვალე სულის ადამიანები არიან.
2. სახელმწიფო და ხალხი
ყოველი სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა შექმნას ისეთი პირობები, რომ მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის შემარცხვენელ ქორწინებაში არ იყვნენ. სახელმწიფომ, რომელიც თავისი ხალხის სისხლის სიწმინდეზე ზრუნავს, ქორწინების ნება არ უნდა დართოს ჭკუასუსტებს, სიფილიტიკებს, ტუბერკულოზიანებს და ა. შ.
ყველას ვინც ქორწინებას აპირებს, უნდა ახსოვდეს, რომ ქორწინების მიზანია ბავშვები, ოღონდ აუცილებლად ჯანმრთელი ბავშვები. ქვეყანა ბავშვებს თავის ყველაზე დიდ განძად უნდა თვლიდეს. სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს და იზრუნოს იმისათვის, რომ ლამაზმა და ჯანმრთელმა ქალებმა, რაც შეიძება მეტი შვილი შობონ. რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებსაც უყვართ ბავშვები, მაგრამ არა აქვთ საშუალება ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენისა, მათ უნდა იშვილონ ბავშვები და აღზარდონ ისინი სახელმწიფოს ღირსეულ მოქალაქეებად.
სახელმწიფო ვალდებულია ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების ფიზიკური განვითარებისათვის. ბავშვთა აღზრდა ისე უნდა წარიმართოს, რომ სხეულის კულტურის ამაღლებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც სულისას, ნაციონალური სახელმწიფოს სკოლებმა უნდა იკისრონ ეს ვალდებულება.
ყოველმა ბიჭუნამ დღეში ერთი საათი მაინც უნდა დაუთმოს ფიზიკურ ვარჯიშებს და მიიღოს მონაწილეობა ტანვარჯიშულ თამაშებში. ძალზე საჭიროა, რომ ბიჭებს ამ დროს, სულელური იდეებით არ აევსოთ თავი. ასე მაგალითად, ბევრის აზრით ფარიკაობა სპორტის ლამაზი სახეობაა, ხოლო კრივი - უშნო.
ასეთი შეხედულება სრულიად აბსურდულია. ყველანაირი სპორტი ერთნაირად ლამაზი და სასარგებლოა, ხოლო სპორტი, რომელიც თავდაცვას გვასწავლის კიდევ უფრო მეტად საჭიროა. რაც შეეხება ღირსების საკითხის დაცვის დროს, ფარიკაობის ან კრივის გამოყენებას, დაე, ყმაწვილებმა ასეთი საკითხები მუშტებით გადაწყვიტონ და არა დაშნით.
თავის დროზე, კრივის განვითარებისათვის გერმანიას სათანადო ყურადღება რომ მიექცია, დღეს ჩვენში ამდენი ცხოვრებისათვის უვარგისი ადამიანი აღარ გვეყოლებოდა.
გერმანიის ტრაგედია ის იყო, რომ მას ჰყავდა უამრავი ჩინოვნიკი, ინჟინერი, ქიმიკოსი, იურისტი, ლიტერატორი, პროფესორი და ძალზე ცოტა ნამდვილი მამაკაცი, ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. რამდენადაც ინტელექტუალური განვითარების მხრივ მაღლა ვიდექით, იმდენად დაბალ დონეზე ვიყავით სხეულის კულტურის განვითარებებით. გერმანელი ერი დღეს იმდენად „დაცემულ“ მდგომარეობაშია, რომ ყველას შეუძლია ხელი წაჰკრას და მან მთელი ძალები უნდა დაძაბოს, რათა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოს.
საკუთარი ხალხის შესაძლებლობებისადმი რწმენა ყველა ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაენერგოს. ბავშვის აღზრდა ისეთნაირად უნდა წარიმართოს, რომ ის სავსებით დარწმუნდეს, რომ მისი ხალხი ყველაზე საუკეთესოა. ამგვარი ფიზიკური და სულიერი აღზრდის წყალობით, დროთა განმავლობაში მიღწეული იქნება ქვეყნის დაუმარცხებლობის რწმენა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ. როგორც ძნელი და მტკივნეული იყო ჩვენი ერის დაცემა, იმდენად ძნელი და მტკივნეული იქნება აღმასვლა. ამ აღმასვლისას დაგვჭირდება მთელი ჩვენი ნებისყოფის მაქსიმალური დაძაბვა და სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულება. სახელმწიფომ თავის მხრივ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდობის შესაბამის აღზრდას. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე ახალგაზრდა მზადაა ცხოვრებისათვის, თავისი სამშობლოს მსახურებისათვის. სწორედ ამ მომენტიდან იწყება მის ცხოვრებაში საკუთარ თავზე მუშაობის განსაკუთრებული ხანა. მან უნდა დაიწყოს სამწყობრო სიარულის და იარაღის ხმარების შესწავლა, რათა იმ დროს როდესაც სამშობლო უხმობს, ნამდვილი ჯარისკაცი იყოს. სამხედრო მომზადების ვადის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდას უნდა მიეცეს ორი დოკუმენტი: პასპორტი, რომელიც უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მშენებლობაში და ჯანმრთელობის მოწმობა, რომელიც ქორწინების ნებას რთავს.
რაც შეეხება გოგონების აღზრდას, აქ უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკურ და ხასიათის განვითარებას. რაც შეეხება ინტელექტუალურ განვითარებას, მას ქალისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გოგონების აღზრდის უმთავრესი იდეაა - მისგან მომავალი დედა შევქმნათ. სამეცნიერო დარგების პროგრამა უნდა შეიკვეცოს. არ არის საჭირო ახალგაზრდების ტვინი ისეთი ცოდნით გადავტვირთოთ, რომელიც მალე ავიწყდებათ. საშუალო სკოლამ თავის აღსაზრდელებს მხოლოდ იმდენი ცოდნა უნდა მისცეს, რაც საკმარისია ცხოვრებისათვის.
განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ისტორიის სწავლებას. საშუალო სკოლის 100 კურსდამთავრებულიდან 99-ს მხოლოდ რამდენიმე თარიღი და ეპიზოდი ახსოვს ჩვენი ისტორიიდან. უმთავრესი ფაქტები კი, რომლებიც უნდა იცოდეს და ყოველთვის ახსოვდეს, მათ არც კი გაუვლიათ.
ისტორიის შესწავლის მიზანი წარსულის გაცნობა კი არ უნდა იყოს, არამედ გამოცდილების მიღება მომავალი ცხოვრებისათვის. ამიტომ უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს რომის ისტორიის შესწავლას. რომელიც დიდ გამოცდილებას გვძენს.
რაც შეეხება სოციალური ხასიათის მეცნიერებებს, ისინი საერთოდ უნდა იქნენ ამოღებული საშუალო სკოლის პროგრამიდან. ახალგაზრდა გერმანელების აღზრდის კურსი სამხედრო სკოლაში უნდა დამთავრდეს.
სახელმწიფოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაავიწყდეს განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდები და მისცეს მათ საშუალება დასპეციალდნენ იმ დარგებში, რომლებიც იტაცებთ. უმაღლესი სასწავლებლის კარები ყველა ღირსეულისათვის ღია უნდა იყოს, მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა.
3. „მოქალაქეების“ და „ქვეშევრდომების“ შესახებ
დაწესებულებას, რომელსაც ამჟამად შეცდომით „სახელმწიფოს“ უწოდებენ, ორნაირი ხარისხის ადამიანები გააჩნია - თავისი მოქალაქეები და უცხოელები.
მოქალაქე - ესაა ადამიანი, ვისაც დაბადებით ან ნატურალიზაციით უფლება აქვს ქვეყნის მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლოს. უცხოელი ისაა, ვინც ამავე უფლებებით სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.
დღეს მოქალაქეობის უფლება მოიპოვება მოცემულ ქვეყანაში დაბადების წყალობით. ასე მაგალითად, ზანგის შვილი, რომელიც გერმანიაში დაიბადება, ავტომატურად ხდება მისი მოქალაქე. ისე ადვილია გახდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვითომ ეს რომელიმე კლუბში გაწევრიანება იყოს.
მე ვიცი, რომ ბევრს ის რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, არ სიამოვნებს. მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ნატურალიზაციის შესახებ ჩვენი კანონების სიბრიყვეზე არ ვილაპარაკო.
სხვათა შორის, არის უკვე ერთი ქვეყანა, სადაც სისხლის სიწმინდის დაცვისათვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა გერმანიის რესპუბლიკას, არამედ შეერთებულ შტატებს. ამერიკა უარს ეუბნება ემიგრაციაზე იმ ელემენტებს, რომლებმაც შეიძლება ხიფათი შეუქმნან ადგილობრივ მოსახლეობის და ზოგიერთი რასის წარმომადგენელთა ნატურალიზაცია საერთოდ აიკრძალა კიდეც. ჩვენი ნაციონალური სახელმწიფო თავის მოსახლეობას სამ კლასად ჰყოფს - მოქალაქეები, ქვეშევრდომები და უცხოელები. პრინციპში ნატურალიზაცია ან აქ დაბადება ქვეშევრდომს არ ანიჭებს მოქალაქის უფლებებს. მას იცავს ჩვენი კანონები, მაგრამ არ ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და შევიდეს სახელმწიფო სამსახურში.
ამავე დროს ქვეშევრდომს აქვს სრული უფლება უარი თქვას ქვეშევრდომობაზე და მიიღოს იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელთანაც სისხლითაა დაკავშირებული. რაც შეეხება ჩვენი სახელწიფოს საზღვრებში მცხოვრებ უცხოელს, მისი სტატუსი ფაქტიურად იგივეა, რაც ქვეშევრდომისა, სანამ ის საზღვარგარეთ არ გავა ჩვენგან.
ახალგაზრდა გერმანელმა ქვეშევრდომმა, მოქალაქის მსგავსად, სწავლების იგივე კურსი უნდა გაიაროს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სწავლება და არმიაში სამსახური. ყოველივე ამის შემდეგ, უმწიკვლო ატესტაციის შემთხვევაში, შეიძლება მოქალაქის უფლებები მოიპოვოს. ყველას, ვინც კი გერმანიის მოქალაქეობას მიიღებს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს უდიდესი პატივია და უმჯობესია გერმანიაში მეეზოვე იყო, ვიდრე მეფე სხვა რომელიმე სახელმწიფოში.
გერმანელი გოგონა მხოლოდ ქვეშევრდომია და მხოლოდ გათხოვების შემდეგ იძენს მოქალაქის უფლებებს.
4. ბრძოლის დასაწყისი
არ შეიძლება ადამიანი განიხილო მისი რასობრივი წარმოშობის თვალსაზრისით და იმავდროულად მიიღო მარქსისტული აქსიომა: „ყველა ადამიანი თანასწორია“. ყველას, ვისაც სწამს ნაციონალურ-სოციალისტური სახელმწიფო უნდა გამოარჩევდეს მას სხვა ქვეყნებისაგან.
სხვა სახელმწიფოებს შეუძლიათ თავიანთი ცხოვრება მხოლოდ ეკონომიკურ ბაზაზე ააგონ; ნაციონალ-სოციალისტურ სახელმწიფოს კი ეს არ შეუძლია. რადგან მისი მიზანი ხალხის დროებითი კეთილდღეობა კი არაა, არამედ ერის მუდმივი არსებობის უზრუნველყოფა.
არც ერთი ორგანიზაცია ძლიერი არ იქნება თუ სრულად არ გამოიყენებს თავისი წევრების მთელ შემოქმედებით ძალებს. საუკეთესო სახელმწიფოებრიობის ის ფორმაა, როდესაც სრულიად გამოიყენება მთელი ერის ყველა საუკეთესო თვისება - ფიზიკურიც და სულიერიც. ამ სახელმწიფოში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით კი არ უნდა იღებდნენ, არამედ განსაზღვრულ პირთა ჯგუფის მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ ერთი კაცი გადაწყვეტს ყველაფერს.
არც პალატას და არც სენატს არავითარი გადაწყვეტილების უფლება არ უნდა ჰქონდეს. მათი მოვალეობა მუშაობაა, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება რჩევა მოგვცეს.
ისტორია გვიდასტურებს, რომ საპარლამენტო სისტემას ხალხთა ცხოვრებაში უმნიშვნელო როლი აქვს ნათამაშები. ეს სისტემა ისტორიის არენაზე მაშინ ჩნდებოდა და იმ სახელმწიფოში მკვიდრდებოდა, სადაც დეგრადაცია იყო დაწყებული.
ნაციონალურ-სოციალისტური სახელმწიფო ერთმმართველობის პრინციპზე უნდა აიგოს. გარდა ამისა, ის ერთეროვნული შემადგენლობის უნდა იყოს. სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საპირისპიროდ, სადაც ბელადები ებრაელები იყვნენ, ხოლო რიგითი წევრები გერმანელები, ნაცისტურ სახელმწიფოში ყველა საპასუხისმგებლო პოსტი მხოლოდ გერმანელს უნდა ეჭიროს. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზების საუკეთესო მაგალითს, ჩვენ კათოლიკური ეკლესია გვაძლევს. ამ ეკლესიას საოცრად აწყობილი მექანიზმი აქვს, რის წყალობითაც ის უდიდესი და უძლიერესი ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში. ორგანიზაციის უმთავრესი ძალა, მისი წევრების შეხედულებების უდავობისა და დაუმარცხებლობის რწმენაა. ამ რწმენით იყო განმსჭვალული ჩვენი პატარა ჯგუფი, რომელმაც გერმანული ერის აღდგენის საქმე წამოიწყო. როგორც მახსოვს, 1920 წლის 24 თებერვალს შედგა ჩვენი პირველი დიდი მიტინგი მიუნხენში და იმ წამსვე შევუდექით მეორე მიტინგისათვის სამზადისს.
24 თებერვლამდე ვოცნებობდი, რომ ასეთი მიტინგები ყოველთვიურად ჩაგვეტარებინა, მაგრამ პირველი წარმატების შემდეგ, გადავწყვიტეთ რეგულარულად, ყოველკვირეულად მოგვეწყო. ყველა მომდევნო მიტინგი უფრო და უფრო დიდი წარმატებით ტარდებოდა. დარბაზი ხალხს ვეღარ იტევდა. თითქმის ყველა მიტინგი ომის და ვერსალის ხელშეკრულების საკითხთა განხილვით იწყებოდა. ორატორები არ უფრთხოდნენ მკვეთრ გამოთქმებს, რაც მსმენელთა განწყობილებას ამაღლებდა.
იმ დღეებში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო პროლეტარული მიტინგი, სადაც ზავის საკითხები არ განხილულიყო. მაგრამ ხანდახან „მშვიდობის მოყვარე ელემენტები“ შეგვეჩხირებოდნენ და ვერსალის განმაქიაქებელს შესძახებდნენ: - ბრესტ-ლიტოვსკზე რაღას იტყვით?
მარქსისტული შხამი იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მოსახლეობის ფენებში, რომ ორატორებს ხანდახან ეჩვენებოდათ, რომ შეუძლებელიც კი იყო ამ ადამიანების მოქცევა.
როდესაც სხვა ორატორებს დავაკვირდი, მივხვდი მათ შეცდომას. საჭირო იყო ისე გველაპარაკა, რომ ყოველი სიტყვა ჯერ მსმენელის გულს მოხვედროდა და მხოლოდ შემდეგ მისწვდომოდა მის ტვინს. მე ვამაყობ ჩემს მიერ აღმოჩენილი ამ ხერხით. ორი წლის შემდეგ მე ორატორიული ხელოვნების ოსტატად ვიქეცი. სადაც არ უნდა გამოვსულიყავი, ჩემს სიტყვას იმდაგვარად ვაგებდი, რომ ისე აღქმულიყო, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა. ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო გამოსვლა იყო სიტყვა „ვერსალისა და ბრესტლიტოვსკის“ შესახებ. ამ სიტყვის შემდეგ მივხვდი, რომ აუდიტორია; რომელიც მხურვალედ იცავდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს, მის შესახებ აზრზეც არ იყო. და მაინც, მარქსისტულ გავლენის გადასალახავად დიდი ჯაბა და ბრძოლა დამჭირდა.
მარქსისტული პროპაგანდა ქვეყანაში ძირითადად ებრაული ინტელიგენციის საშუალებით ხორციელდებოდა. მარქსისტული პრესა ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული. მასში იბეჭდებოდა ცეცხლოვანი სტატიები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ.
რაც შეეხება ჩვენს ბურჟუაზიულ პრესას, საუბედუროდ იგი ძალზე დუნე იყო და ჩვენს ახალგაზრდა მოძრაობას მისი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდა. და თუ მაინც შევძელით და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვედით, ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ უმძიმეს დღეებში მთელი ჩვენი ნებისყოფისა და ძალების დაძაბვით შევებით ერის მტრებს.
5. ბრძოლა წითლებთან
1919 წლიდან 1921 წლის ჩათვლით არაერთ ბურჟუაზიულ მიტინგს დავესწარი. შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბურჟუაზიული ორატორები ნათქვამ სიტყვას ფრიად მცირე მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
მე ვესწრებოდი დემოკრატების, გერმანელი ნაციონალისტების, გერმანიის სახალხო პარტიის, ბავარიის სახალხო პარტიის მიტინგებს. მთავარი, რაც მე მანცვიფრებდა ამ მიტინგებზე იყო ის, რომ აქ სრული ერთსულოვნება არ სუფევდა. არ იყო არავითარი დისციპლინა. ყველა როგორც სურდა ისე იქცეოდა და თავმჯდომარე ყელის ჩახლეჩამდე ყვიროდა, რათა მიტინგი წარემართა. ორატორები დეკლამატორებივით იქცეოდნენ და მსმენელები მათ თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას, პირიქით, პირის გახევამდე ამთქნარებდნენ და კომიკურ რეპლიკებს ურთავდნენ.
მიტინგის დასასრულს, როდესაც თავმჯდომარე სთხოვდა ერთად შეესრულებინათ ეროვნული ჰიმნი, ხალხი კარებს მიაწყდებოდა და გარეთ გასვლას ჩქარობდა. ნაციონალ-სოციალისტური მიტინგები სულ სხვანაირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვნებები ბობოქრობდნენ, სრული წესრიგი იდგა.
ამ მიტინგზე თავმჯდომარე სრული ბატონ-პატრონი იყო და მისი სიტრიის ყურადღება დავიპყარი და ამან გამბედაობა შემმატა. ხანდახან წითელი აგიტატორებიც შემოგვეჭრებოდნენ. ისინი გვემუქრებოდნენ, რომ გაგვისწორდებოდნენ და მხოლოდ თავმჯდომარის მკაცრი ძალაუფლება აკავებდა ჩვენს მსმენელს, რათა იქვე არ გაესრისათ ეს დაუპატიჟებელი სტუმრები.
ჩვენს კრებებზე წითელი დროშა ფრიალებდა, რადგანაც ჩვენც რევოლუციონერები ვიყავით. წითელი ფერი ავირჩიეთ აგრეთვე პლაკატებისა და აფიშებისათვის. ეს აგიჟებდა მემარცხენეებს, მაგრამ თან იზიდავდა მათ ჩვენს მიტინგებზე. საბოლოოდ, წითლები იმის მაგივრად, რომ ჩვენი მიტინგები ჩაეშალათ, ყურადღებით გვიგდებდნენ ყურს.
ჩვენს მიტინგებზე ხალხი თითქმის ერთი საათით ადრე იკრიბებოდა. თანდათან პოპულარული გავხდით. უფრო მეტიც, ბევრი ყოფილი მტერი, ჩვენს მეგობრად იქცა. საყურადღებოა, რომ მიტინგებს, ისევე როგორც მთელს ჩვენს მოძრაობას არავინ არ მფარველობდა. წესრიგის დაცვა საკუთარი ძალებით გვიხდებოდა, რადგან პოლიციის იმედი არ გვქონდა.
შექმნილი გვქონდა ოთხმოცკაციანი ჯგუფი, რომელიც თავმჯდომარის ბრძანებაზე მზად იყო ყოველგვარ რისკზე წასულიყო და თუ საჭირო იქნებოდა, პარტიის საქმისათვის თავსაც დადებდა. ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლების სათავეში უნდილი ბურჟუაზია იდგა.
პარტიაში თანდათან მებრძოლი განწყობილება შეიქმნა, რის კვალობაზეც ჩვენს ახალგაზრდებს ხელები და კბილები ექავებოდათ. ბრძოლის აუცილებლობის თეორია მათ სრულიად უმტკივნეულოდ მიიღეს, რადგან კარგად ესმოდათ, რომ მშვიდობის ნაზი ღვთაების მფარველობის ქვეშ, ბევრს ვერაფერს მივაღწევდით.
1920 წელს ჩვენი ჯგუფი მყარად ჩამოყალიბდა, ხოლო 1921 წლის გაზაფხულისათვის დავიყავით მთელ რიგ უჯრედებად. ეს აუცილებელი იყო, რადგან ჩვენი მუშაობის სფერო ძალიან გაფართოვდა.
თავდაპირველად ჩვენს ორგანიზაციას არავითარი ემბლემა არ ჰქონია. მოგვიანებით ეს აუცილებელი გახდა. რადგან შევამჩნიე, რომ დროშებს, ემბლემებს, სამკერდე და სხვა ნიშნებს ბრბოზე რაღაც უცნაური ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდა. ამიტომ საჭირო იყო ჩვენს ჯგუფსაც ჰქონოდა საკუთარი ემბლემა.
ჩვენმა ბურჟუაზიამ, როგორც იმპერიის ნარჩენმა, ძველი საიმპერატორო შავ-წითელთეთრი დროშა მიითვისა. ჩვენ ნაციონალისტებს, ვისაც გადაწყვეტილი გვქონდა რევოლუციური გზით აგვეღორძინებინა სამშობლო, არ შეგვეძლო ამ დროშის მიღება, რადგან იგი ასოცირდება უმოქმედო და პასიურ ძალასთან.
ეს აზრი მე მაინცდამაინც არ მსიამოვნებდა, რადგან ძალიან შეჩვეული ვიყავი ძველ დროშას. მაგრამ საბოლოოდ დავასკვენი, რომ ახლის შექმნა იყო საჭირო. ახალი დროშისათვის ავირჩიეთ რევოლუციური წითელი ფერი, შუაში თეთრი დისკოთი, რომელშიც შავი სვასტიკა ჩავხატეთ. ამრიგად ძველი გერმანიის სამივე ფერის ახალი კომბინაცია შევქმენით. გავაკეთეთ ასეთივე სამკაულებიც. ახალი დროშა პირველად 1920 წელს გამოვიტანეთ. ორი წლის შემდეგ შტანდარტიც გვქონდა.
1921 წლის იანვარში ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა. პარიზის შეთანხმება, რომლის გადაწყვეტილებით გერმანიის მოკავშირეებისთვის აბსურდული თანხა, 22 მილიონი ოქროს მარკა უნდა გადაეხადა, ლონდონმაც დაამტკიცა და ულტიმატუმის ფორმით წარმოგვიდგინა.
დღე დღეს მისდევდა და არც ერთ პარტიას არ აწუხებდა ეს ამბავი. ჩვენ ნაციონალისტებს ამის მოთმენა აღარ შეგვეძლო. საჭირო იყო დიდი, მასობრივი მიტინგის ორგანიზება, რომელზეც დაისმებოდა, ჩვენი ქვეყნისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხები. მოვითხოვე მიტინგის უმოკლეს ვადაში ჩატარება, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი გაჭიანურდა. სამშაბათს 1 თებერვალს პარტიისაგან მოვითხოვე გადაწყვეტილი პასუხი თუ როდის ჩატარდებოდა მიტინგი. მითხრეს, რომ პასუხს ოთხშაბათს მომცემდნენ. ოთხშაბათს ისევ გავიმეორე ჩემი კითხვა, რაზედაც ორჭოფულად მიპასუხეს - აღმოჩნდა, რომ უნდა მოგვეცადა. სანამ ეს საკითხი პარტიის საბჭოს სხდომაზე არ განიხილებოდა. აქ კი უკვე მოთმინება აღარ მეყო და გადავწყვიტე საკუთარი რისკის ფასად ჩამეტარებინა საპროტესტო დემონსტრაცია.
შუადღით დავწერე აფიშების ტექსტი და ხუთშაბათისთვის, 3 თებერვლისთვის, დავიქირავე კრონის ცირკი. იმ დღეებში ეს უდიდესი რისკი იყო. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ის უზარმაზარი დარბაზი აივსებოდა, ამასთან სრულიად შესაძლებელი იყო მიტინგი სულაც ჩაშლილიყო.
ჩემს განკარგულებაში აფიშების გასაკრავად სულ ერთი დღე იყო დარჩენილი. თითქოს ჯიბრზეც, საშინელი წვიმა წამოვიდა და ყოველგვარი იმედი გადამეწურა. ხუთშაბათს ვიშოვე ორი საბარგო მანქანა, მოვრთეთ წითელი ფერებით, აღვმართეთ დროშები. თითო მანქანაზე ოც-ოცი ენერგიული პარტიის წევრი იდგა, რომლებსაც ნაბრძანები ჰქონდა მოევლოთ ქალაქი და ხალხისათვის დაეყარათ ბარათები და საღამოს მიტინგის მოწყობის შესახებ ემცნოთ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალაქი მანქანებით არაკომუნისტურმა აგიტატორებმა შემოიარეს.
უდიდესი მღელვარებით შევედი საღამოს ცირკში. წარმოიდგინეთ რა სიხარული დამეუფლა, როდესაც სავსე დარბაზი დავინახე, რამდენიმე ათასი კაცი შეგროვილიყო. „რკინის მომავალი“ - ეს იყო ჩემი მოხსენების თემა. ვილაპარაკე ორსაათნახევარი. ქვეცნობიერად ვიგრძენი, რომ აუდიტორია აუდიტორიისათვის კანონი იყო.
მეორე დღეს ბურჟუაზიულმა გაზეთებმა ამ მიტინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. მას „წმინდა ნაციონალური“ უწოდეს, მაგრამ ეტყობა „მორიდებულობის გამო“ დაავიწყდათ ეცნობებინათ მკითხველისთვის თუ ვინ ჩაატარა იგი. ამ დღის შემდეგ მიუნხენში ჩატარებული ჩემი მიტინგები ყოველთვის ხალხმრავალი იყო. ვაწყობდით ყოველკვირეულად, ხანდახან კვირაში ორჯერაც. მათი ჩატარების მუდმივ ადგილად კრონის ცირკი იქცა. ეს წარმატება ჩვენს მოწინააღმდეგეებს სრულიადაც არ გახარებიათ და ხელის შეშლა გადაწყვიტეს.
1921 წლის 4 ნოემბერს მიტინგი გოფბრეიჰაუსზალში უნდა ჩაგვეტარებინა, რომელზეც მეც უნდა გამოვსულიყავი. დაახლოებით ექვსი საათი იქნებოდა, მაცნობეს, რომ ჩვენს მტრებს მიტინგის ჩაშლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. საუბედუროდ ზომების მიღება უკვე გვიან იყო.
როდესაც დარბაზში შევედი თვალწინ ასეთი სურათი გადამეშალა: დარბაზი მთლიანად გატენილი იყო და პოლიცია მეტს აღარავის აღარ უშვებდა. აღმოჩნდა რომ, ჩვენს მტრებს წინასწარ აევსოთ დარბაზი და ჩვენი მიმდევრები გარეთ დაეტოვებინათ. მაგრამ ამას არ შევუშინდით. რამდენიმე ახალგაზრდას ვუბრძანე, რომ კარებთან დამდგარიყვნენ და ყურადღებით ყოფილიყვნენ. რა წამსაც დარბაზში მღელვარება დაიწყებოდა, შემოჭრილიყვნენ და წესრიგი აღედგინათ. ყოველმა მათგანმა იცოდა, რომ ამ ბრძანების შესრულება ადვილი არ იყო. მაგრამ მომისმინეს და წამში „ვაშას“ ძახილით კარებისაკენ გაემართნენ. დარბაზში შევედი, აუდიტორიის მზერა ძალზე არამეგობრული იყო, ბევრს სახეზე ზიზღიც ეხატა: მიუხედავად ამისა მიტინგი უნდა დაწყებულიყო. ავედი ტრიბუნაზე და დავიწყე ლაპარაკი.
შუა მოხსენებისას გაისმა შეძახილი „თავისუფლება“ და დამსწრენი ადგილიდან წამოიჭრნენ. ერთი წუთის შემდეგ დარბაზში აურზაური ატყდა. იმტვრეოდა სკამები, დაიწყეს სამელნეების, საფერფლეების და სხვა საგნების სროლა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
ჩემი ახალგაზრდა ლომები დარბაზში შემოიჭრნენ და მალე დაუპატიჟებელი სტუმრების ცხვირ-პირიდან თქრიალით მოდიოდა სისხლი. განსაკუთრებით დიდებულად ირჯებოდა ჩემი პირადი მდივანი მორის ჰესი, თუმცა ჯგლერთაში მასაც გვარიანად მოხვდა.
ერთ კუთხეში თავი მოიყარა პატარა ჯგუფმა, რომელიც თავგამოდებით იცავდა თავს ჩემი ბიჭებისაგან. მოულოდნელად გაისმა რევოლვერის ორი გასროლის ხმა. ვისი მხრიდან მოხდა ეს გასროლა ახლაც დაუდგენელია, მაგრამ ამან შეტაკება უფრო გაამძაფრა. საბოლოოდ ჩვენმა ბიჭებმა მათ დარბაზი დაატოვებინეს.
ოცდახუთი წუთის შემდეგ აუდიტორია დაწყნარდა. თავმჯდომარე ჰერმან ესენი ტრიბუნაზე ავიდა და გამოაცხადა: - მიტინგი გრძელდება! მე დავიკავე ჩემი ადგილი და განვაგრძე შეწყვეტილი სიტყვა.
მიტინგი უკვე დამთავრებული იყო, როდესაც დარბაზში პოლიციელები შემოიჭრნენ და იარაღის ტრიალით განგვიცხადეს, რომ მიტინგს დახურულად აცხადებდნენ. მე გულიანად გამეცინა ხელისუფალთა ამგვარ ზოზინზე.
იმ საღამოს ბევრი რამ გვასწავლა და მოწინააღმდეგეებსაც კარგი გაკვეთილი ჩავუტარეთ.
6. ბელადი და მოძრაობა
ჩვეულებრივ ობივატელს ახარებს ის გარემოება. როდესაც შეიტყობს, რომ რამდენიმე მუშათა ჯგუფი, ერთ დიდ კავშირად შეიკრა. ობივატელური თვალთახედვით, სუსტი ჯგუფების გაერთიანება, ერთ ძლიერ ორგანიზაციას შექმნის. ეს შეხედულება საფუძველშივე მცდარია.
სუსტი ელემენტების შეერთებით, ძლიერი მთელი არასდროს არ შეიქმნება. კავშირი მხოლოდ მაშინ იქნება მტკიცე და მძლავრი თუ იქ შეერთდება ძლიერი ელემენტები! გარდა ამისა, მყარი ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ შეიქმნება თუ ინიციატივა გამოდის ერთი კაციდან, რომელსაც გარკვეული მიზანი ამოძრავებს. ეს კაცი შეიმუშავეს გეგმას და ქმნის მოძრაობას. მის ირგვლივ თავს იყრიან თანამგრძნობი ელემენტები და ფორმირდება მყარი ბირთვი.
ამგვარი მოძრაობა სიცოცხლისუნარიანი იქნება და შეუძლია არამარტო იარსებოს, არამედ დომინირებული როლიც კი ითამაშოს თავის ქვეყანაში. ამასთან აუცილებელია, რომ ყოველი მიმდევარი, რომელიც შეუერთდება მოძრაობას, მთლიანად უნდა შეერწყას მას და ერთიანი ორგანიზმის განუყოფელ ატომად გრძნობდეს თავს.
ამ პრინციპის გარდა, თუგინდ კლასობრივ პრინციპზე გაერთიანებული მოძრაობის ბედიც, სავალალოდ იქნება. სხვა სიტყვებით, გაერთიანება კი არ ქმნის ერთიან ნებას, არამედ ერთიანი ნება ქმნის გაერთიანებას.
ზუსტად ისევე, როგორც ბრძოლაში გამარჯვება იმ მხარეს რჩება, რომელიც ერთი განსაზღვრული იდეით ხელმძღვანელობს. მაგალითად, გერმანიის დიდი იმპერიის შექმნა ხელშემწყობი გარემოებების დამთხვევით კი არ მოხდა, არამედ იმიტომ, რომ პრუსიას სრულიად გარკვეული ამოცანის გადაწყვეტა ჰქონდა დასახული.
ზუსტად ასევე, ახლაც, გერმანიაში გაიმარჯვა ერის პარტიამ, რომელსაც აერთიანებს დიადი იდეა, იმ დროს როდესაც სხვა პარტიები უფრო უმნიშვნელო ხასიათის მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ.
ამრიგად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი დიდი მიღწევა, კოალიციის მიღწევა არ ყოფილა. ის ფაქტიურად ყოველთვის ერთი კაცის ტრიუმფი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კოალიცია წარმატებას აღწევდა, ამ წარმატების საფარქვეშ უკვე ჩასახული იყო მომავალი განხეთქილება ურთიერთ შურის, ეჭვიანობის და სხვა მიზეზთა გამო. რაც შეეხება ნაციონალურ სახელმწიფოს, ის არასდროს არ შეიქმნება მერყევი გაერთიანებებით და კავშირებით: ამისთვის საჭიროა ერთი ადამიანის რკინისებური ნება, რომელიც მასას ერთიან მონოლითად აქცევს.
7. ფედერალიზმის შესახებ
1919 წლის ზამთარში და შემდეგ, 1920 წლის გაზაფხულზე, ახალი პარტია პირისპირ შეეჩეხა პრობლემას, რომელიც ჯერ კიდევ ომის დროს გაჩნდა. წიგნის პირველ ნაწილში მე უკვე აღვნიშნე ის გარემოება, თუ რა დიდი როლი ითამაშა ინგლისისა და საფრანგეთის პროპაგანდამ ჩვენი იმპერიის დამხობის საქმეში. 1915-16 წლებში გერმანიაში ვრცელდებოდა ყოველგვარი ბარათები, ჰამფლეტები, ბროშურები და ა. შ. მთელი ამ ლიტერატურის შინაარსი გათვლილი იყო ბრბოს უმდაბლეს ინსტიქტებზე და ამ აგიტაციამ თავისი ნაყოფიც გამოიღო.
ჩვენი მთავრობა და მხედართუფროსობა, უპირატესად ბავარიული პასუხისმგებლობას ვერ ააცილებს მტრის აგიტაციის წინაშე გამოჩენილი უყურადღებობისათვის. ისინი თვალს ხუჭავდნენ ამ ფაქტებზე და თვლიდნენ, რომ იმპერიის ერთიანობას ვერაფერი ვერ შეარყევდა. თქმა არ უნდა, რომ მოვალეობისადმი ასეთ დამოკიდებულებას მკაცრი სასჯელი უნდა მოჰყოლოდა. პრუსიის დასუსტება მთელს იმპერიას დაეტყო. ამან დააჩქარა იმპერიის დაშლა და დამღუპველი გავლენა იქონია არამარტო მის მთლიანობაზე, არამედ მისი შემადგენელი ნაწილების მდგომარეობაზეც.
ამრიგად, რევოლუცია, მომხდარ ფაქტად იქცა! ინტერნაციონალისტმა ებრაელმა კურტ ეიზნერმა ბავარიის პრუსიაზე წასისიანება დაიწყო. ბავარიაში რევოლუციური მოძრაობით. ის, რა თქმა უნდა, არც ბავარიაზე ფიქრობდა, არც გერმანიაზე და არც გერმანელი ხალხის კეთილდღეობაზე: იგი თავის ებრაულ მისიას ასრულებდა.
ბავარიის მოსახლეობის განწყობილება მათ ქვეყნის გასათიშად გამოიყენეს. დაქუცმაცებული გერმანია, ბუნებრივია, ბოლშევიკთა ხელში უნდა მოხვედრილიყო. ბოლშევიკი აგიტატორები, რომლებიც გერმანიის იმპერიის საბჭოთა რესპუბლიკიდან გადაქცევას ესწრაფვოდნენ, დიდი ოსტატობით მოქმედებდნენ. თავდაპირველად, ბავარიაში ეიზნერის მხარეს მხოლოდ ათი ათასი კაცი იყო, კომუნისტების მხარეს - სამი ათასი, მაშინ ორივე ეს ბანაკი დამოუკიდებლად მუშაობდა. გაერთიანების შემდეგ განმტკიცდნენ, ახალი მიმდევრებიც გაიჩინეს და დიდი, 100 ათასკაციანი ძალა შეიქმნა.
ჩემს ცხოვრებაში, ვფიქრობ, ასეთ უმადურ საქმეს არასოდეს არ შევჭიდებივარ. პრუსიის მიმართ ისეთი განწყობა იყო, რომ პრუსიელი, რომელიც ბავარიელთა მიტინგს ესწრებოდა სიცოცხლეს რისკავდა. მიუხედავად ამისა, მე ანტიპრუსიული განწყობილების წინააღმდეგ გამოვდიოდი. ბავარიელთა მიტინგები იმ დღეებში აუცილებლად ანტიპრუსიული დემონსტრაციებით მთავრდებოდა. - თავისუფლება პრუსიისაგან! ძირს პრუსია! ომი პრუსიას! - გაჰყვიროდა ბრბო. ბავარიელთა ლოზუნგი იყო: - „სჯობს ბავარიელად მოვკვდე, ვიდრე პრუსიელთან ერთად ვლპებოდე!“
ეს სავსებით ველური აგიტაცია იყო და მე ვამაყობ, რომ ჩვენმა ახალგაზრდა მოძრაობამ საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი მის ამოძირკვას და დინჯად, გულდაგულ გააკეთა ეს რთული საქმე.
თქმაც არ უნდა, რომ პრუსიის წინააღმდეგ მიმართულ აგიტაციას არაფერი საერთო არ ჰქონდა ეგრეთ წოდებულ ფედერალიზმთან. ფედერაციის ჭეშმარიტი მომხრისათვის ერთიანი გერმანიის ბისმარკისეული პრინციპი ცარიელი ფრაზა არაა და ამიტომაც მას არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმპერიის დანაწევრებას. სეპარატისტული ტენდენციები შეუთავსებელია ფედერალიზმთან. ამიტომ ნოემბრის დემოკრატიას მხოლოდ ცრუფედერალისტები შეიძლება გაჰყოლოდნენ. ისინი აუმხედრდნენ ძველ, კონსერვატულ პრუსიას, რომელიც მათი კონსტიტუციის სრული ანტიპოდი იყო.
ებრაელთა მიზანი იყო შეეჯახებინათ გერმანიის ნაციონალური ელემენტები, კონსერვატული ბავარია, კონსერვატულ პრუსიასთან და მათ წარმატებას მიაღწიეს.
1918 წლის ზამთარში გერმანიაში ანტისემიტიზმის ჩასახვა დაიწყო. მაშინ ებრაელებმა თავის ნაცად მეთოდს მიმართეს. ისინი სასწრაფოდ შეუერთდნენ დემოკრატიულ მოძრაობას და არეულობის თესვას შეუდგნენ. ებრაელი ერთნაირად ნეტარებს როგორც პოლიტიკური მხარეთა შეჯახების დროს, ისევე ქრისტიანებს შორის რელიგიური დავის შემთხვევაში. როდესაც კათოლიკე და პროტესტანტი ერთმანეთში დავობენ, ებრაელი თავისთვის ჩუმად ქირქილებს. და ვერც ერთი ქრისტიანული ეკლესია ამას ვერ ამჩნევს. სხვათა შორის, საჭირო იყო ამ სახიფათო მდგომარეობის დანახვა.
ბოლოს და ბოლოს მსოფლიოსთვის სულ ერთია კათოლიკური ეკლესია თუ პროტესტანტული. უმთავრესია, რომ ამ დროს არიელები ებრძვიან ერთმანეთს და როდესაც ისინი ერთმანეთს ყელს გამოღადრავენ, არაარიელი იზეიმებს. ამერიკაში ცალკეულ შტატებს კი არ შეუქმნიათ აშშ, არამედ აშშ-მა შექმნა ეს შტატები. სხვადასხვა უფლებები, რომელიც გააჩნია ამ შტატებს, მხოლოდ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეს სახელმწიფო აგებულია იმ პრინციპით, რომ თავის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხს უფლება აქვს იცხოვროს თავისი ხასიათის შესაბამისად, ეს უფლებები კი საერთო კონსტიტუციიდან გამომდინარეობენ. გერმანიაში მდგომარეობა სრულიად განსხვავებული იყო. იმპერიის ცალკეული ნაწილები სუვერენული სახელმწიფოები იყვნენ, რომლებმაც შექმნეს ეს იმპერია. სამართლიანობის გულისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს მათი სურვილით არ მომხდარა: ისინი პრუსიამ გააერთიანა, რომელსაც მათზე ჰეგემონია ეწადა. სუვერენული უფლებები, რომლითაც სარგებლობდნენ ცალკეული გერმანული სახელმწიფოები, მათ საკუთარი ნებით არ დაუთმიათ, არამედ პრუსიის დაწოლით შეელიენ. ბისმარკის პრინციპი, იმპერიის ნებისადმი უსიტყვო მორჩილება იყო. ბისმარკმა იცოდა რისთვისაც იბრძოდა და მიაღწია კიდეც თავისას. იმპერიის დაცემასთან ერთად გერმანიის ფედერაციის მწყობრი სისტემაც დაირღვა. რევოლუციაზე უფრო ძლიერი დარტყმა, გერმანიას სამშვიდობო ხელშეკრულების პირობების მიღებამ მიაყენა.
ახლა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება აღარ არსებობდა და დამოუკიდებლობა მიიღეს, არარსებულ იმპერიაზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების ცალკეული სახელმწიფოების მიერ შესრულება აბსურდულად გამოიყურებოდა.
რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო იძულებული იყო თავისი მოქალაქეებისათვის უკანასკნელი გროშიც კი გაეგდებინებინა, რათა დაეფარა საგარეო დავალიანება. ამ ვითარებას არ შეიძლება მოსახლეობის რისხვა არ გამოეწვია. ამიტომ ჩვენ, ნაციონალისტებმა რამდენიმე პრინციპი წამოვაყენეთ: - უმძლავრესი ნაციონალური სახელმწიფო იცავს და ანიჭებს მათ სრულ თავისუფლებას საკუთარ საზღვრებში. მეორე მხრივ, ძლიერი ნაციონალური მთავრობა პასუხისმგებლობას კისრულობს საჭიროების შემთხვევაში შეკვეცოს თავისი მოქალაქეების ან გარკვეული ტერიტორიების უფლებები. თუ ეს ერის დიდების ინტერესებისათვის აუცილებელი გახდება.
ყველა დიდი სახელმწიფო ისწრაფვის, რათა პოლიტიკური ერთობით შეკრას თავისი ყველა ტერიტორია და იგივე უნდა გააკეთოს გერმანიამაც. ამ მიზეზით სახელმწიფომ თავის ხელში უნდა აიღოს რკინიგზების, ფოსტის, ფინანსების და სხვათა კონტროლი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეასრულებს იგი თავის მოვალეობებს.
ებრაულ-დემოკრატიული წრეები, უეჭველია, ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან ასეთ გაერთიანებას, ამიტომ სახელმწიფომ ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოსპოს ეს ოპოზიცია. ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის მაღალეროვნული იყო და არასდროს არ იქნება ვიწროკუთხური. მომავალი გერმანიის შემადგენელ ნაწილთა თვითმყოფადობა დაეფუძნება მათ კულტურულ როლს, სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ დიდი გერმანიის იდეის მომხრე იყო ბავარიის მეფე ლუდოვიკ I.
რაც არ უნდა მოხდეს, არმია შორს უნდა იდგეს სეპარატისტული განწყობილებებისაგან. არმიის როლი მარტო სახელმწიფო დაცვა კი არ უნდა იყოს, არამედ მან სასიკეთო გავლენა უნდა მოახდინოს ქვეყნის ერთიანობის იდეის განმტკიცებაზეც.
გერმანელი ჯარისკაცისთვის ძვირფასი თავისი მხარის საზღვრები კი არ უნდა იყოს, არამედ მთელი გერმანიისა. ამიტომ ახალგაზრდა გერმანელმა ბევრი უნდა იმოგზაუროს თავის ქვეყანაში.
8. აგიტაციური მუშაობა და ორგანიზაციული მუშაობა
ყოველი პარტიის ჩამოყალიბებას წინ უნდა უძღოდეს კარგად მომზადებული პროპაგანდა. მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პედანტურად აწყობილი ორგანიზაციის შექმნისა, რომლის მუშაობა მექანიკურად, უსიცოცხლოდ გამოიყურება. გარდა ამისა, ძალზე ხშირია შემთხვევები, რომ ხალხს, რომლებსაც პედანტური მუშაობა არ უყვარს, ძალზე ხშირად წინამძღოლობის ნიჭი აღმოაჩნდება.
ამავდროულად წმინდა წყლის თეორეტიკოსები იშვიათად გამოდიან კარგი ბელადები. კარგი ბელადი შეიძლება გახდეს აგიტატორი, რომელსაც შეუძლია იდეა გადაისროლოს მასებში, თუგინდ ეს იდეა დემაგოგიურიც იყოს. მაგრამ თუ ერთ ადამიანში შეერთდება თეორეტიკოსი, ორგანიზატორი და აგიტატორი, მაშინ მივიღებთ იდეალურ ბელადს.
ჩვენი მოძრაობის ჩასახვისთანავე, მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი პროპაგანდას. პროპაგანდის მიზანი, როგორც ადრე ვთქვი, ხალხის მომზადებაა, მათ გონებაში შესაბამისი იდეების ჩანერგვის მეოხებით. ორგანიზაციის მიზანი, პარტიისათვის შესაბამისი კადრების შერჩევაა. აგიტატორს არ უნდა აწუხებდეს მის მიერ მოქცეული ადამიანის პიროვნული თვისებები - ამას ორგანიზატორები მიხედავენ. ამრიგად, აგიტატორი იზიდავს, ორგანიზატორი აყალიბებს. ორგანიზაციის ერთ-ერთ ამოცანას, პარტიის წევრების ერთიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ორგანიზაციამ აგრეთვე თვალყური უნდა ადევნოს, რომ მოძრაობა ყოველთვის ყოჩაღად და მედგრად გამოიყურებოდეს. როდესაც მე ორგანიზაციაში ვმუშაობდი, დიდ ყურადღებას ვაქცევდი საუკეთესოთა შერჩევას.
1921 წლამდე ჩვენი მოძრაობის ორგანიზაციული და პროპაგანტისტული მოძრაობა ფეხაწყობით მიდიოდნენ, მაგრამ მოგვიანებით, პროპაგანდის წარმატება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა. საქმე ისაა, რომ ჩვენს მოძრაობას, თითქმის საპარლამენტო ტიპის ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა. ბოლოს და ბოლოს აშკარა გახდა, რომ ასე მუშაობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და პირადი რისკის ფასად დავიწყე პროპაგანდისტული მუშაობა.
ჩვენი მოძრაობის რეორგანიზაციის შემდეგ, მე პარტიის თავმჯდომარედ ამირჩიეს და საქმეც სულ სხვაგვარად წარიმართა. მოძრაობის ყოველგვარი პასუხისმგებლობა, თავმჯდომარემ ანუ მე ვიკისრე.
1920 წლის დეკემბერში შევიძინეთ გაზეთ „ფოლკიშერ ბეობახტერი“. ეს გაზეთი გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ორგანო გახდა. თავიდან კვირაში ორჯერ, შემდეგ ყოველდღიურად გამოდიოდა. გაიზარდა მისი ფორმატიც. გაზეთის ორგანიზაციაში დიდი დახმარება გამიწია ძველმა თანამებრძოლმა ამხანაგმა მაქს ამანმა.
1923 წლის ნოემბრისათვის ჩვენს პარტიას სოლიდური აქტივი გააჩნდა. ისე ვიმუშავეთ ოთხი წელი, რომ უბრალო ბეჭედიც კი არ გვქონია. მაგრამ, საუბედუროდ, 9 ნოემბერს ჩვენი პარტია დარბეული იქნა და მთელი ქონება, მათ შორის გაზეთიც ჩამოგვართვეს. ამრიგად, ჩვენ 170 ათასი ოქროს მარკა დავკარგეთ.
9. მოიერიშეთა ორგანიზაციის როლის შესახებ
ძველი სახელმწიფოს ძალა სამ საფუძველს ეყრდნობოდა: მონარქს, ადმინისტრაციულ აპარატს და არმიას. 1917 წლის რევოლუციამ აღგავა მონარქია, დაშალა არმია და მოშალა მთავრობა, რომელიც პარტიებს ჩაუგდო ხელში.
საუკუნოობით არსებულმა ხელისუფლებამ არსებობა შეწყვიტა. ძველი, დიდი იმპერიის დაშლა, ტრადიციული მმართველობის მოშლა, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია, მაგრამ ის ოდნავადაც ვერ შეედრება არმიის დაშლით გამოწვეულ ტრაგედიას.
ყოველი ერი შეიძლება სამ კლასად გაიყოს. ერთ მხარესაა ერის ნაღები, გმირობისა და თავგანწირვისათვის მზადმყოფნი, მეორე მხარეს საბრალო ლაჩრები. ეგოისტები პასუხისმგებლობის უნარს მოკლებული ელემენტები და მათ შორის ობივატელთა კლასი, არც კარგნი და არც ცუდნი, არც გმირები და არც დამნაშავენი.
ხალხის მასა ძირითადად ობივატელთა კლასს წარმოადგენს. ამ მასას არასდროს არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორი სხვა კლასი ერთმანეთს შეეჯახება. ჩვეულებისამებრ ეს მასა ყოველთვის გამარჯვებულს ემხრობა. თუ საუკეთესონი იმარჯვებენ, ეახლებიან და მათი გამარჯვების ნაყოფით ტკბებიან, ხოლო თუ უარესნი ზეიმობენ - ისინი ლაჩრულად ფეხქვეშ ეგებიან მათ და ყოველივე ამის შედეგს მორჩილად იტანენ.
დიდი ომის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ასეთი სურათი იყო; საუკეთესო ელემენტებმა ქვეყანას მისცეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ და თითქმის განადგურდნენ. უარესნი ხელუხლებელნი იყვნენ. რაც შეეხება მასას იგი ძალზე დასუსტებული იყო მტანჯველი ომის შედეგებით. ამრიგად, როგორც კი რევოლუცია გაჩაღდა, უარესმა ელემენტებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში.
რევოლუციური სულით დაავადებულ ელემენტებს ჯარისკაცებად ყოფნა არ სურდათ, უფრო მეტიც, მათ სახელმწიფოს შექმნაც არ უნდოდათ, მათი ლოზუნგი გერმანიის აშენება კი არა, პირიქით, მისი დაქცევა იყო. მაგრამ ქვეყანაში იყო ახალგაზრდობა, ამ ახალგაზრდობამ კარგად გაიგო, რაც ხდებოდა და მზად აღმოჩნდა პირველსავე დაძახებაზე დაეხურათ თავიანთი ფოლადის მუზარადები, მხარზე შაშხანა გადაეკიდებინათ და შებმოდნენ სამშობლოს მტრებს. ასე იქმნებოდა მოხალისეთა რაზმები, რომლებიც რევოლუციისადმი ზიზღით იყვნენ აღვსილნი.
რევოლუციის ჭეშმარიტი ორგანიზატორი და მისი უპირველესი მხარდამჭერი „ინტერნაციონალისტი ებრაელი“ იყო, რომელმაც კარგად აუღო ალღო შექმნილ სიტუაციას. მაგრამ გერმანია, განსხვავებით რუსეთისაგან, ბოლშევიზმის კლანჭებში მოსახვედრად მზად არ იყო.
გერმანიაში ებრაელი, ფრონტელი ჯარისკაცის დილემის წინაშე დადგა - ვის გაჰყვებოდა ეს ჯარისკაცი? ამიტომ რევოლუცია გერმანიაში მკაცრად, დამაჯერებლად უნდა წარმართულიყო, თორემ სწრაფად ჩაფლავდებოდა.
ამას არ შეიძლება არ დაეფრთხო რევოლუციის ორგანიზატორი ებრაელი. რევოლუციის შავი სამუშაო საზოგადოების ნაყარ-ნუყარის - ყაჩაღების, მეამბოხეთა და სხვათა ხელით გაკეთდა და ეს ელემენტები ხარბად დაეწაფნენ ნგრევის საქმეს. რევოლუციის გაღრმავებასთან ერთად იცვლებოდა მისი ხასიათიც.
თუ ჩვენ ჩავუფიქრდებით არა რევოლუციის გამომწვევ მიზეზებს, არამედ იმას, თუ როგორ განხორციელდა იგი, მივალთ შემდეგ დასკვნამდე. რევოლუცია მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი მოვალეობა და დისციპლინა.
იმ პარტიათა პასიურობის გამო, რომლებიც ვითომდა „მხარეს უჭერდნენ“ სახელმწიფოს. პირველი მიზეზი შედეგია იმისა, რომ აღზრდა, რომელიც ეძლეოდა ახალგაზრდა თაობას არც ნაციონალური იყო და არც სახელმწიფოებრივი.
რევოლუციამ იმიტომ მიაღწია წარმატებას, რომ ხალხმა და მთავრობამ თავისი მოვალეობების შეგრძნების გრძნობა დაჰკარგეს. თუ მოძრაობას აქვს ახალი და დიადი იდეა, იგი დამარცხებისთვისაა განწირული. იმარჯვებს ის, ვინც ფანატიკურადაა იდეით შეპყრობილი.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ახალი იდეები გადმოისროლა. იგივე შეიძლება ითქვას რუსულ და ჩვენს, ფაშისტურ რევოლუციაზე, თუმცა უდავოა, რომ იდეები სრულიად სხვადასხვა გვაქვს.
გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ დასაწყისიდანვე მიზნად დაისახა არა ძველი სახელმწიფოს რესტავრაცია, არამედ სრულიად ახალი, ნაციონალისტური სახელმწიფოს შექმნა. ყველა ვინც ამ მოძრაობაში ჩაერთო, თვლიდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყოველნაირი მსხვერპლი გამართლებული იქნებოდა. ყველამ, ვისაც ისტორია შეუსწავლია იცის; რომ ტერორი მყარად დაფუძნებულ ხელისუფლებას არასდროს არ უწარმოებია. ტერორს ის ხელისუფლება მიმართავს, რომელსაც ჯერ კიდევ გზის გაკაფვა ესაჭიროება.
გერმანელი ნაცისტებისათვის ტერორი არასდროს მიზანი არ ყოფილა. ის საშუალება იყო, რომლის დახმარებით მიზნისათვის უნდა მიგვეღწია. მოიერიშეთა რაზმები ჩვენი მოძრაობისთვის ისეთივე საშუალება იყო, როგორც პროპაგანდა, პრესა და ა. შ.
მოიერიშეთა რაზმების ფორმირების საფუძველშივე ჩადებული იყო უმკაცრესი დისციპლინა. ყოველი მოიერიშე აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ყოფილიყო თავისი ქმედების სამართლიანობაში და შესაბამისი მომზადებაც უნდა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, მოიერიშეთა რაზმები არ შეიძლება სამხედრო ორგანიზაციად ჩათვლილიყო. მათი მიზანი ნაცისტური მოძრაობის დაცვა და აღზრდა იყო. სამხედროებათ მათ იმიტომაც ვერ ჩავთვლიდით, რომ სახელმწიფო საზღვრების დაცვა და ნაციზმისადმი მტრულად განწყობილ ელემენტებთან ბრძოლა წარმოადგენდა.
მოიერიშეთა საიდუმლო ორგანიზაციად ჩათვლაც არ იყო სწორი, რადგან ასეთი ორგანიზაციების მიზანი უპირატესად კანონსაწინააღმდეგოა. საფუძვლები, რომლებზეც ჩამოყალიბდა მოიერიშეთა რაზმები, ასეთია:
1. მათი მომზადება არ ხდება წმინდა სამხედრო პრინციპებზე, არამედ პარტიისათვის მისაღებ პრინციპებზე, მოიერიშემ ძირითადი ყურადღება უნდა დაუთმოს არა სამხედრო მომზადებას, არამედ სპორტს. ჩემი აზრით კრივი და ჯიუ-ჯიუც ფარიკაობაზე უფრო საჭიროა.
2. იმის გამო, რომ ორგანიზაცია გასაიდუმლოებულად არ ითვლებოდეს, მოიერიშეებს ერთიანი ფორმა უნდა ჰქონდეთ.
3. არც ორგანიზება, არც ფორმა და არც აღჭურვილობა ძველი არმიისაგან არ უნდა იყოს ნასესხები. მოიერიშეთა რაზმების ჩამოყალიბება-განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შემდეგმა მოვლენებმა.
1922 წლის ზაფხულში მიუნხენში, კენიგსპლაცზე ჩატარდა პატრიოტულ საზოგადოებათა გაერთიანებული დემონსტრაცია, რესპუბლიკის დავის შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგოდ. მიტინგზე შეგროვდა სამოცი ათასი კაცი. სიტყვით მეც გამოვედი. ამ დემონსტრაციას კოლოსალური წარმატება ხვდა წილად. ამან დაგვარწმუნა, რომ მიუხედავად წითლების მუქარისა, ნაციონალისტურ მიუნხენს არ შეეშინდა ქუჩაში გამოსვლა.
მეორე მოვლენაც იმავე წელს მოხდა. ოქტომბერში ზოგიერთმა, ბრჭყალებში, ნაციონალისტურმა პარტიებმა, კობურგში „გერმანიის დღის“ ჩატარება გადაწყვიტეს. მე მიწვეული ვიქენი ამ ზეიმზე და უფლება მქონდა მხოლოდ რამდენიმე მეგობარი მხლებოდა.
მე მივიღე მიწვევა და 800 მოიერიშესთან ერთად კობურგში სპეციალური მატარებლით გავემგზავრეთ.
ვაგზალში „გერმანიის დღის“ ორგანიზატორთა დეპუტაცია დაგვხვდა. მათ გვითხრეს, ადგილობრივ მუშათა კავშირს (აქ შედიოდნენ დამოუკიდებლები და კომუნისტები) გადაწყვეტილებით, ჩვენს ქალაქში დროშებისა და ორკესტრის გარეშე უნდა შევსულიყავით (თან გვახლდა ორმოცდაორკაციანი ორკესტრი) და მარშით სვლაც გვეკრძალებოდა.
მე, რა თქმა უნდა, უარვყავი ეს სამარცხვინო პირობები; გამოვთქვი ჩემი გაკვირვება და განვაცხადე, რომ ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც გვსურს. როგორც კი ვაგზლის შენობიდან გავედით, რამდენიმე ათასკაციანი ბრბო შეგვეგება ველური ღრიალით და მუქარის შეძახილებით - მკვლელებო, ბანდიტებო, დამნაშავენო, ყაჩაღებო და სხვა ამგვარი საალერსო სიტყვები ყველა მხრიდან გვეფრქვეოდა.
მიუხედავად ასეთი გულთბილი მიღებისა, ჩვენ სრული წესრიგით გავემართეთ ქალაქის ცენტრისაკენ და მივედით სახელგანთქმულ ჰოფბრეიჰაუზკელერთან. როდესაც მის ფართო ეზოში შევედით პოლიციამ დიდი ჭიშკარი ჩაკეტა, რათა ბრბო არ შემოგვყოლოდა. შეიქმნა უხერხული სიტუაცია და მე პოლიციელებს წინადადება მივეცი შემოეშვათ ხალხი. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ პოლიცია დამთანხმდა. უკან იმავე გზით გავემართეთ ჩვენი ბანაკისაკენ. იქ სოციალისტები დაგვხდნენ.
ეტყობა თანასწორობისა და ძმობის ნიშნად, პატივი გვცეს და ქვები დაგვიშინეს. აქ კი აივსო ჩვენი მოთმინება და დავერიეთ მათ. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა - 15 წუთის შემდეგ ქუჩაზე სრული წესრიგი სუფევდა. მაგრამ ღამით მოხდა კიდევ ერთი შეტაკება. მოიერიშეთა პატრულმა ქუჩაში ნახა ნაცემი ჩვენიანი. იგი საშინლად გამოიყურებოდა. ჩვენმა ყმაწვილებმა იპოვნეს თავდამსხმელი და სასტიკად გაუსწორდნენ.
მეორე დილით კობურში წითელი ტერორი აღკვეთილი იყო. დილით მუშათა დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, მაგრამ ათი ათასის ნაცვლად, მოედანზე რამდენიმე ასეული კაცი თუ იქნებოდა. ისინი მდუმარედ შემხვდნენ. რამდენიმე წითელმა აგიტატორმა არეულობის შეტანა დააპირა, მაგრამ სწრაფად მოვუარეთ. მაშინ მივხვდი, რომ წითლებს კობურგის მოსახლეობა დაშინებული ჰყავდათ. დღის ბოლოსათვის ხალხის განწყობა ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა და როდესაც მივემგზავრებოდით ვაშას ძახილით მოგვაცილებდნენ.
კობურგის გამოცდილების მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ მოიერიშეებს განსაკუთრებული ფორმა ჰქონოდათ. არამარტო განწყობილების ასამაღლებლად, არამედ შეტაკების დროს ერთმანეთი რომ არ დაეშავებინათ. მოერიშეთა რაზმების ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა 1923 წლის მარტის ამბებმა.
როგორც ცნობილია, წლის დასაწყისში რური საფრანგეთის მთავრობამ დაიკავა. ამ ოკუპაციის შესახებ ახლა ლაპარაკი არ ღირს და არც ერის ინტერესებს შეესაბამება. ვიტყოდი მხოლოდ, რომ ამ ოკუპაციამ იმედი ჩაგვისახა; ვფიქრობდით, გერმანია ბოლოს და ბოლოს უარს იტყოდა ლაჩრულ მორჩილებაზე. რურში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ მოიერიშეები სამხედრო ორგანიზაციად გადავაკეთეთ.
1923 წლის მოვლენები ერთი შეხედვით ამაზრზენი ჩანს, მაგრამ მწამს, რომ საჭირო იყო, რადგან ამან ბოლო მოუღო მოიერიშეთა რაზმების სამხედრო ორგანიზაციად გადაქცევას, რაც საერთო საქმეს ზიანს მოუტანდა.
1925 წელს ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში რეფორმები ჩატარდა და პარტიამ თავის ხელში აიღო მოიერიშეთა ხელმძღვანელობა. ამრიგად, მოიერიშეები პარტიის განმტკიცების ინსტრუმენტად იქცნენ.
10. მუშათა კავშირები
ჩვენი მოძრაობის სწრაფმა ზრდამ გვაიძულა 1922 წელს შეგვემუშავებინა გარკვეული პოზიცია იმ საკითხის მიმართ, რომელიც ბევრისთვის ახლაც არ არის ნათელი. მუშათა მასებში ფეხის მოკიდებისათვის საჭირო იყო მათთან ურთიერთობის ფორმების მოძებნა. გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ მუშა ჩვენი მანამდე არ გახდებოდა, სანამ მისი პროფესიული და ეკონომიკური ინტერესები იმ ორგანიზაციებზე და ჯგუფებზე იყო დამოკიდებული, რომლებიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელნი იყვნენ.
ამ წიგნის პირველ ნაწილში მე უკვე ვილაპარაკე იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ მუშათა კავშირები. მე იმ თვალსაზრისზე დავდექი, რომ სანამ სამუშაოს მიმცემი არ შეიცვლის თავის დამოკიდებულებას მუშის მიმართ, ამ უკანასკნელს ყოველთვის მოუხდება თავისი ინტერესების დაცვა თუ მის მხარეს სახელმწიფო არ დაიჭერს.
უფრო მეტიც, მე მწამდა, რომ მუშათა კავშირებს უნდა ეარსებათ მანამდე, სანამ სამუშაოს მიმცემი არ შეიგნებს თავის სოციალურ მოვალეობებს და არ განიმსჭვალება ჰუმანიზმის ელემენტარული პრინციპებით.
ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა. რომლის მიზანი ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს შექმნაა, იმგვარად ვითარდება, რომ მომავალში ყოველგვარი დაწესებულება მხოლოდ მისი წიაღიდან დაიბადება. აქაც უნდა იზეიმოს პრინციპმა, რომ ყოველივე სულიდან იბადება და მხოლოდ შემდეგ მატერიალიზირდება. ნაციონალ-სოციალისტური პარტია ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაიწყებს, რადგან ისტორიული გამოცდილებით, ამას ყოველთვის სავალალო შედეგები მოჰყვება. ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფო ამოიზრდება ადრე არსებული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან და ნაცისტურ პარტიას თავისი საკუთარი მუშათა კავშირები ექნება.
როგორი უნდა იყოს ნაციონალ-სოციალისტური მუშათა კავშირები და რა იქნება მათი მიზანი?
ჩვენი მუშათა კავშირები კლასობრივი ომის იარაღი იქნება. მათი მიზანი იქნება დაიცვას მუშათა ინტერესები. ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფო თავის მოქალაქეებს კლასებად არ ჰყოფს. იგი მოსახლეობას მხოლოდ პოლიტიკურად ანსხვავებს: სრულუფლებიანი მოქალაქეები, რომლებიც თანასწორნი არიან და ქვეშევრდომები, რომლებსაც არა აქვთ პოლიტიკური უფლებები.
მუშათა კავშირების თავდაპირველი მიზანი კლასობრივი ომი სულაც არ ყოფილა. ასეთი ომის იარაღად ისინი მარქსისტებმა აქციეს. მარქსისტები აპირებდნენ ეს იარაღი საერთაშორისო ებრაელობის სამსახურში ჩაეყენებინათ. ძირი გამოეთხარათ სახელმწიფოს ეკონომიკური ბაზისათვის, მოეშალათ მისი მრეწველობა და ვაჭრობა.
სხვა სიტყვებით, მსოფლიო ებრაელთა ფინანსურ გაერთიანებას, რომელსაც ხელს უშლის ტერიტორიული საზღვრების არსებობა, სურდა ჩვენი მონათა ქვეყნად გადაქცევა.
ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა კავშირების ხელში, თვით გაფიცვაც კი არ წარმოადგენს ნაციონალური მრეწველობის დამანგრეველ ინსტრუმენტს. ასეთი გაფიცვების საშუალებით ისინი იბრძვიან არსებული სოციალური და სხვა ინტერესებისათვის, ებრძვიან საქმის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს. მუშამ (ნაციონალ-სოციალისტმა) უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს კეთილდღეობა მის მატერიალურ უზრუნველყოფასაც ნიშნავს. სამუშაოს მომცემმა (ნაციონალსოციალისტმა) თავის მხრივ უნდა იცოდეს, რომ მისი მუშის კეთილდღეობა და ბედნიერება, უპირველესი პირობაა მისი საწარმოს არსებობისა და განვითარებისათვის. ამიტომ ნაციონალ-სოციალისტური მუშათა კავშირების გვერდით სხვა კავშირთა არსებობას აზრი არ აქვს. ამ მხრივ, ჩვენმა სახელმწიფომ არავითარი კომპრომისი არ უნდა დაუშვას.
ჩვენი მოქმედებანი დაწყებული 1922 წლიდან ამ მოსაზრებებს ეფუძნებოდა და სწორიც აღმოვჩნდით - რადგან არც თავი მოგვიტყუებია და არც სხვები.
11. ომისშემდგომი გერმანიის სამოკავშირო პოლიტიკა
საგარეო პოლიტიკის უსუსურობა კიდევ უფრო აშკარა გახდა რევოლუციის შემდეგ. თუ ომამდე ამის ახსნა აზრებისა და იდეების აღრევისათვის შეიძლება მიგვეწერა, ომის შემდეგ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისადმი მტრული განწყობილება იყო. სავსებით ნათელი გახდა, რომ იმ პარტიას, რომელიც ხელისუფლების სათავეში მივიდა, სრულიადაც არ სურდა ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რომელიც გარდაქმნიდა გერმანიის სახელმწიფოს და აქცევდა მას სრულიად დამოუკიდებელ ქვეყნად.
სანამ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია პატარა, ყველასათვის უცნობი ორგანიზაცია იყო, საგარეო პოლიტიკის საკითხებით გატაცებულნი არ ვყოფილვართ. მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ჩვენი პარტია გაიზარდა და გაძლიერდა, ამ საკითხებითაც დავინტერესდით. საგარეო პოლიტიკის პრინციპები იმგვარად უნდა გაგვეაზრებინა, რომ ისინი წინააღმდეგობაში კი არ უნდა მოსულიყვნენ ჩვენს ამოცანებთან, არამედ პირიქით, უფრო მკვეთრად წარმოეჩინათ ჩვენი მიზნები. საგარეო პოლიტიკა ჩვენთვის არასდროს თვითმიზანი არ ყოფილა, ის მხოლოდ საშუალებას წარმოადგენდა. ამიტომ ის იმგვარად წარვმართეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოსათვის კეთილდღეობა მოეტანა.
პოლიტიკა, რომელიც აგებულია რისკიან კითხვაზე: - „რას მოგვიტანეს ეს, სარგებლობას თუ ზიანს?“ ჩვენს მიერ უკუგდებული იქნა. ჩვენი მოძრაობის წინაშე დადგა გერმანიის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ძლიერების აღდგენის პრობლემა. არ შეიძლებოდა იმის დავიწყება, რომ ეს ტერიტორიები გერმანიას ნებით კი არ დაუთმია, არამედ მახვილის ძალით წაგლიჯეს.
* * *
ამ წიგნში მე უკვე ვილაპარაკე ომის წინა წლებში ჩვენი სამოკავშირეო პოლიტიკის უვარგისობის შესახებ. იმის მაგივრად, რომ ევროპაში საღი ტერიტორიული პოლიტიკა გაეტარებინათ, ჩვენმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა ყურადღება კოლონიებზე და საგარეო ვაჭრობაზე გადაიტანეს. ამგვარი გაუმართლებელი პოლიტიკის წყალობით იფეთქა მსოფლიო ომმა.
გერმანიის იმპერია, ახალი ტერიტორიების შემოერთების გზით უნდა განმტკიცებულიყო აქ, ევროპის კონტინენტზე. ჩვენმა, პარლამენტის მოღვაწეებმა სანქცია არ მისცეს ომისათვის მზადებას და ხელიდან გაუშვეს ინგლისთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების დიდებული შანსი. მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყვეს რუსეთის უსიტყვო მხარდაჭერა. ყოველივე ამის შედეგად, როდესაც ომის ჟამმა ჩამოჰკრა, გერმანიას მხოლოდ ჰაბსბურგთა ავადსახსენებელი დინასტია ედგა გვერდით.
ბრიტანულმა დიპლომატიამ, დედოფალ ელისაბედის დროიდან, გამოიმუშავა ტრადიცია - ევროპის კონტინენტზე არც ერთი სახელმწიფოსთვის არ მიეცათ ჰეგემონობის საშუალება. ამის განსახორციელებლად ბრიტანეთი ათასნაირ ხერხებს იყენებდა. მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა და ესპანეთმა დაჰკარგეს თავისი გავლენა და მეორეხარისხოვან სახელმწიფოებად იქცნენ, ინგლისის მთელი ყურადღება გადატანილი იქნა საფრანგეთზე, რათა შეეზღუდა მისი სწრაფვა ევროპაში გაბატონებისაკენ. ნაპოლეონის დამხობის შემდეგ ინგლისს საშუალება მიეცა სხვა ქვეყნებისთვისაც მოეცალა.
თავიდან, იმის გამო, რომ დაქუცმაცებულობის წყალობით, გერმანია არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა, ინგლისი მას სრულიად არ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ 1870 წლიდან ეს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.
გერმანიის წარმატებებმა საგარეო ვაჭრობაში და აქედან გამომდინარე, მისი გავლენის ზრდამ საგარეო ურთიერთობებში, ინგლისის შეშფოთება გამოიწვია. ბაზრების მშვიდობიანი გზით დაპყრობის პოლიტიკას, რომელიც ჩვენს სახელმწიფო მოღვაწეებს სიბრძნის მწვერვალად მიაჩნდათ, ინგლისის საპირისპირო ქმედებები მოჰყვა, რადგან ინგლისიც ასევე, „მშვიდობიანად იპყრობდა“ ბაზრებს და მსოფლიო ჰეგემონიც გახლდათ.
ინგლისის ირგვლივ, გერმანიის წინააღმდეგ, სხვადასხვა ქვეყნის თავმოყრამ, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა თუ რაოდენ დახვეწილ საგარეო პოლიტიკას ატარებს ეს ქვეყანა. ინგლისმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა გაენადგურებინა თავისი მეტოქე - გერმანია.
რევოლუციის შემდეგ, გერმანია აღარ აფრთხობდა ინგლისის სახელმწიფო მოღვაწეებს, მაგრამ ევროპის რუკიდან მისი გაქრობაც არ შედიოდა მათ ინტერესებში. პირიქით 1918 წელს, გერმანიის კატასტროფის შემდეგ, ინგლისის წინაშე მრავალი პრობლემა დაისვა; ერთ მხარეს იყო დაქცეული გერმანია, მეორე მხარეს საფრანგეთი - კონტინენტზე გაძლიერებული სახელმწიფო. გერმანიის მიწასთან გასწორება ინგლისის მტრებს კიდევ უფრო გააძლიერებდა.
მაგრამ ინგლისურ დიპლომატიას არ შეეძლო მკვეთრად შეეცვალა კურსი გერმანიასთან მიმართებაში. ამიტომ გერმანიის განადგურების შემდეგ, საფრანგეთს ძალზე დიდი სარგებელი რომ არ ენახა, ინგლისმაც მეტად აქტიური მონაწილეობა მიიღო გერმანიის გაყოფაში. მიუხედავად ყველაფრისა ინგლისის წინაშე მაინც არასასურველი ფაქტი - ძლიერი საფრანგეთი არსებობდა.
ამჟამად საფრანგეთს, ევროპაში სრულიად განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. მატერიკზე სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერია და მეტოქეც არა ჰყავს. იტალიის და ესპანეთის საზღვარზე საქმე მოგვარებული აქვს. გერმანიისაგან ფართო ნეიტრალურ ზოლითაა გამოყოფილი, ინგლისისაგან სრუტით. საფრანგეთისა და ინგლისის დამოკიდებულება გერმანიისადმი სრულიად სხვადასხვაა.
ინგლისის ჰეგემონიისათვის აუცილებელია, რომ ევროპის კონტინენტზე ძალათა თანასწორობა შენარჩუნებული იქნას. რაც შეხება საფრანგეთს, მისი სურვილია არ დაუშვას გერმანიის ქცევა მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოდ. ევროპაში მისი ჰეგემონიისათვის კი აუცილებელია რეინის მარცხენა სანაპიროს მის ხელში გადასვლა.
ამრიგად, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატიებს შორის, მყარი თანხმობა ვერასოდეს ვერ მიიღწევა. არც ინგლისში, არც ამერიკაში და არც იტალიაში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ სახელმწიფო მოღვაწეს ვერ ნახავთ, რომელიც გერმანიის მომხრე იყოს; ყოველი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, უპირველეს ყოვლისა ინგლისელია, იგივე ითქმის ამერიკელზე და იტალიელზეც. ამიტომ ის, ვინც იმედოვნებს ამ ქვეყნებში პროგერმანულად განწყობილ სახელმწიფო მოღვაწის პოვნას ან ვირია, ან გამყიდველი. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საფრანგეთი გერმანიის დაუძინებელი მტერია.
ინგლისს, არ სურს, რომ გერმანია მსოფლიო სახელმწიფო იყოს, საფრანგეთს კი სურს, რომ გერმანია საერთოდ არ იყოს სახელმწიფო. ამჟამად ჩვენ ბრძოლა გვიწევს არა მსოფლიო სახელმწიფოდ ქცევისათვის, არამედ ჩვენი სამშობლოს არსებობისათვის. ჩვენი გაერთიანებისათვის, ჩვენი შვილებისათვის პურის მოსაპოვებლად. ამიტომ ნებსით თუ უნებლიეთ ინგლისსა და იტალიას უნდა მივაპყროთ ჩვენი ყურადღება.
იტალიის მომავალი ხმელთაშუა ზღვის აუზში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. დიდ ომში ჩაბმით იტალია საფრანგეთის გაფართოებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ადრიატიკის სანაპიროზე თავისი მტრისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენება სურდა.
ახლა განვიხილოთ საკითხი: რომელი დიდი სახელმწიფო მოისურვებს დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის მოკავშირეობას? არა! არც ერთი სახელმწიფო, რომელსაც ღირსების გრძნობა გააჩნია, დღევანდელ გერმანიას მოკავშირედ არ გაიხდის.
ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი ბლოკი მხოლოდ იმიტომაა ჩამოყალიბებული, რომ მოკავშირედ არ ვარგივართ. ასეთი მდგომარეობა ხელს აძლევს მხოლოდ საერთაშორისო ებრაულ-ფინანსურ ჯგუფებს. ებრაელ ფინანსისტებს, ინგლისის სახელმწიფოს მსგავსად, მარტო გერმანიის სახელმწიფოს ეკონომიკური დაქვეითება კი არ სურთ, არამედ მისი პოლიტიკური დამონებაც. ამიტომ არის, რომ ებრაელები გერმანიის განადგურებისათვის აგიტაციას ეწევიან.
ებრაელთა სურვილი ნათელია: მოხდეს გერმანიის ბოლშევიზაცია - აი, ებრაელთა მიერ მსოფლიოს დაპყრობის გეგმის პირველი ეტაპი. მაგრამ ინგლისსა და იტალიაში სოლიდური სახელმწიფო მოღვაწეები და ებრაელ ფინანსისტთა ჯგუფები, ხშირად მკვეთრად უპირისპირდებიან ერთმანეთს. სამაგიეროდ, საფრანგეთში, ებრაელი საქმოსნები და შოვინისტურად განწყობილი სახელმწიფო მოღვაწეები შეხმატკბილებულად მოქმედებენ, რაც დიდ ხიფათს უმზადებს გერმანიას. აი, ამიტომაა საფრანგეთი გერმანიის ყველაზე საშიში მტერი.
ბუნებრივია ნაციონალ-სოციალისტებს ძალზე უძნელდებათ ინგლისის წარმოდგენა თავიანთი მოკავშირის როლში. ჩვენმა ებრაულმა პრესამ შეძლო გერმანელთა ზიზღის კონცენტრირება და მიმართვა ინგლისის მხარეს. ბევრი გაბრიყვებული გერმანელი პროტესტს გამოთქვამს დაკარგული ტერიტორიების გამო. მოითხოვს მათ უკან დაბრუნებას და ჩვენი ფლოტის ხელახლა შექმნას. ამით მშვენიერი კოზირი მიეცათ ებრაელებს, რომლებმაც საპასუხო ანტიგერმანული კამპანია გააჩაღეს ბრიტანულ პრესაში. ჩვენმა „ჭკვიანმა პოლიტიკოსებმა“ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ, რომ გერმანიის მიზანი არ არის საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა. ჯერ კიდევ დიდი ომის დაწყებამდე ნათელი იყო, რომ აქეთკენ სწრაფვა არ შეიძლებოდა, ვიდრე კონტინენტზე არ მოვაგვარებდით ჩვენს საქმეებს. ასეთი სიბრიყვე პოლიტიკაში დანაშაულად უნდა შეფასდეს. მე მინდა მიგითითოთ ერთ მიზანზე, რომელსაც ეშმაკურად იყენებენ ებრაელები, სახელდობრ სამხრეთ ტიროლზე. ებრაელებსა და ჰაბსბურგთა მომხრე ავსტრიელ ლეგიტიმისტებს არ სურთ ავსტროგერმანული კავშირის გაფორმება, რადგან დროთა განმავლობაში ამან შეიძლება ამ სახელმწიფოთა გაერთიანება გამოიწვიოს. ამ ელემენტებს სამხრეთ ტიროლის ბედი და სიყვარული კი არ ალაპარაკებთ, არამედ სურთ ხელი შეუშალონ გერმანიის იტალიასთან დაახლოებას. რაც შეეხება სამხრეთ ტიროლს! მე, ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, ვინც 1914-1918 წლებში სამხრეთ ტიროლს იარაღით ხელში იცავდა.
როდესაც ვიბრძოდი, მე მსურდა ამ მხარის ჩემი სამშობლოსათვის შენარჩუნება. სამხრეთი ტიროლი ჩვენმა ქვეყანამ ვენელი დიპლომატების ლაქლაქით კი არ მოიპოვა, არამედ იარაღით და ისევ იარაღით დაიცავს მას. და საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ დაკარგული ტერიტორიები ერთა ლიგის კონფერენციებით კი არ ბრუნდება, არამედ იარაღის ძალით. ყველაზე სამარცხვინო ისაა, რომ ასეთ კონფერენციებზე „მოლაყბე“ ბატონებს თავადაც არ სჯერათ, რომ სიტყვიერი პროტესტებით რაიმეს მიაღწევენ. იციან რომ უსარგებლოა მათი სიტყვები და მაინც ლაპარაკობენ. მაგრამ ყოველი იმას აკეთებს, რაც ბედისაგან უწერია - ერთნი ლაყბობენ, სხვანი იბრძვიან.
* * *
თუ გერმანელ ერს სურს ბოლო მოუღოს იმ დაცემას, რაც ევროპას ემუქრება, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავის წინააღმდეგ არ აიმხედროს მთელი მსოფლიო. მან კარგად უნდა გამოარჩიოს ვინაა მისი უბოროტესი მტერი და გაანადგუროს იგი. თუ ასე მოიქცევა, გერმანია ასმაგად გაიმარჯვებს.
გერმანია ჰაბსბურგთა იმპერიულ გვამთან კავშირის ფანასტიკურმა იდეამ დაღუპა. ჩვენს დღეებში ასევე დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს საგარეო პოლიტიკის ცრუ იდეებით გატაცებაც.
1919 წელს, როდესაც გერმანელი ერი შეურაცხყვეს საზავო ხელშეკრულებებით, გაჩნდა იმედი, რომ ეს იმპულსს მისცემდა ქვეყანას აღმდგარიყო თავისი თავისუფლების დასაცავად. ისტორიამ იცის ასეთი მაგალითები, როცა საზავო პირობებით შეურაცხყოფილი დამარცხებული მხარე, საბრძოლველად იწყებს მზადებას.
როგორ ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ვერსალის ხელშეკრულებიდან! ამ დოკუმენტის ყოველი პუნქტი გახურებული შანთით უნდა ამოგვეტვიფრა ერის ტვინში, რაც ზიზღით აღავსებდა და საბრძოლველად შემართავდა სამოც მილიონ ადამიანს, კაცსაც და ქალსაც ამ მასას ერთხმად აღმოხდებოდა მოწოდება: - იარაღისაკენ!
მაგრამ ეს დიდებული შანსი ხელიდან იქნა გაშვებული და გერმანიის განთავისუფლებისათვის არაფერი არ გაკეთებულა. ეს იმიტომ მოხდა, რომ არავინ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორი ქვეყანა უნდა გამხდარიყო მომავალი ქვეყანა.
ახლა ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ ჩვენთან მოკავშირეობის სურვილსაც კი არავინ გამოთქვამს და ასე გაგრძელდა, ვიდრე მთავრობას და ხალხს ერთი აზრი - გერმანიის თავისუფლებისათვის ბრძოლა არ გააერთიანებს. მოწოდებანი ფლოტის აღდგენისაკენ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისაკენ და ა.შ. არავის არ სჭირდება: ამ ხალხს ავიწყდება ერთი მთავარი პრინციპი: - რასაც აკეთებ, კარგად გააკეთე.
როდესაც ჩვენი ხალხის რისხვას ერთდროულად ხუთი, ხანდახან კი ათი მტრის წინააღმდეგ მიმართავ, ამით ხელიდან უშვებ შესაძლებლობას სასიკვდილო დარტყმა მიაყენო ყველაზე ვერაგ და საშიშ მტერს, რომელიც ამ ვითარებით სარგებლობს და ხელიდან გისხლტება.
ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მისიაა მიაჩვიოს ხალხი ყურადღება არ მიაქციოს წვრილმანებს და მთელი თავისი ძალისხმევა დიდი მიზნისაკენ წარმართოს. ეს მიზანი ჩვენი სამშობლოს არსებობისათვის ბრძოლაა და ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს, ის, ვინც ამ ამოცანის გადაწყვეტაში გვიშლის ხელს. გერმანიას არ აქვს უფლება დაიჩივლოს მის მიმართ სხვათა დამოკიდებულების გამო, ვიდრე არ დასჯის იმ დამნაშავეებს, რომლებმაც გაჰყიდეს საკუთარი სამშობლო. იტალიელი ფაშისტების მიერ ებრაელთა წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა - საუკეთესო დადასტურებაა ამ ელემენტის წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიების აუცილებლობისა.
იტალიამ მოსპო ყველა საიდუმლო გაერთიანება, ხელში აიღო პრესაზე კონტროლი და თავი მოჰკვეთა ინტერნაციონალურ მარქსიზმს. ინგლისში სულ სხვაგვარი მდგომარეობაა. იქ ებრაელებს ხელთ უპყრიათ „თავისუფალი დემოკრატია“ და ამ მხრივ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე. თვით თავისუფალ ინგლისშიც კი მიმდინარეობს ბრძოლა ბრიტანეთის სახელმწიფოს ინტერესებსა და ებრაელთა შორის, რომლებსაც საკუთარი დიქტატურის დამყარება სურთ.
ინგლისში ბრიტანული და ებრაული ელემენტების დაპირისპირება, დიდი ომის შემდეგ, პირველად იაპონიის საკითხთან მიმართებაში გამომჟღავნდა. ომის დამთავრებისთანავე, ამერიკასა და იაპონიას შორის ძველმა უთანხმოებამ იჩინეს თავი.
ამერიკის ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დაწინაურებამ შური აღძრა. ამიტომ სრულიად გასაგებია ინგლისის შეშფოთება იმის გამო, რომ პრინციპს „დიდი ბრიტანეთი ზღვათა მეუფეა“, შეიძლება სხვა პრინციპი - „ოკეანეები ამერიკისაა“ დაპირისპირებოდა. ზუსტად ისევე, როგორც გერმანიის განადგურება ინგლისს კი არა, ებრაელობას აწყობდა, ასევე იყო იმ შემთხვევაშიც, იაპონიის განადგურება ისევ ებრაელებს აძლევდა ხელს.
ამრიგად, როგორც კი ბრიტანეთს თავისი მდგომარეობის გამო, ძალთა მაქსიმალური დაძაბვა უხდება. ებრაელობა თავის მხრივ ემზადება მსოფლიოს დასაპყრობად. ებრაელმა ბრწყინვალედ იცის თავისი ათასწლოვანი პარაზიტული არსებობის შემდეგ, მას ძალუძს არსებული სახელმწიფოების შიგნიდან აფეთქება და ევროპის ხალხთა საბრალო, უკანონო და უჯიშო მოდგმად ქცევა.
ამგვარ რამეს ის ვერასდროს ვერ გაუკეთებს იაპონიას, რომელიც ერთიანად ნაციონალიზმის სულითაა გაჟღენთილი. ამიტომ ამხედრებენ ებრაელები სხვა ხალხებს იაპონიის წინააღმდეგ ზუსტად ისევე, როგორც ამას გერმანიის წინააღმდეგ შვრებოდნენ.
ვიდრე ბრიტანელი დიპლომატები ეცდებიან იაპონიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას, ინგლისის ებრაული პრესა არ შეწყვეტს ანტიიაპონურ კამპანიას და დემოკრატიული ლოზუნგის ყვირილს - ძირს იაპონური მილიტარიზმი და იმპერიალიზმი!
ამრიგად, ებრაელები იმჟამად ინგლისში მეამბოხენი არიან. ამიტომ ინგლისშიც გაჩაღდა ბრძოლა ებრაელების წინააღმდეგ.
12. აღმოსავლური პოლიტიკა
ჩვენი ნაციონალური სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია ამ სახელმწიფოს შექმნილი რასის შენარჩუნება, მოსახლეობისა და მისი ნამატის პროპორციულობის უზრუნველყოფა მის მიერ დაკავებულ ტერიტორიასთან და მიწის ხარისხთან შეფარდებით. სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი პირობაა მოსახლეობის მიწით უზრუნველყოფა, თუ გერმანიას არ ექნა მისთვის საჭირო მიწის რაოდენობა, იგი ვერ იქცევა მსოფლიო სახელმწიფოდ.
რამდენიმე უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ხალხის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსოფლიო ისტორიაში და იმ დროს, როდესაც მსოფლიო ომი გაჩაღდა, გერმანია ლამის მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფო იყო. მე ვამბობ ლამის, რადგან ასეთ სახელმწიფოდ ქცევისათვის მას ზოგი რამ აკლდა. გერმანიას იმ პროპორციულობის დაცვისათვის რომ ეზრუნა, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, იგი აუცილებლად მოიგებდა ომს.
დღეისათვის გერმანია, რომ მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფო არაა, ეს ყველასათვის ნათელია, ტერიტორიული თვალსაზრისით ხომ საერთოდ ვერ შეედრება სხვა სახელმწიფოებს.
მე არაფერს ვამბობ ინგლისზე, რადგან მისი საკუთარი ტერიტორია მხოლოდ იმპერიის დედაქალაქია, დანარჩენი დედამიწის ერთი მეოთხედი - კოლონიები. მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის კოლოსალურ ტერიტორიებს, დავინახავთ, რომ ისინი ათჯერ აღემატებიან ჩვენს ქვეყანას.
საფრანგეთიც დიდი სახელმწიფოების რიცხვში ითვლება. თუ მან ასეთივე წარმატებით განახორციელა თავისი საგარეო პოლიტიკა მალე საფრანგეთის ხელში რეინიდან კონგომდე გადაჭიმული უზარმაზარი ტერიტორია გადავა, მაგრამ ვიღებ რა მხედველობაში მის კოლონიურ პოლიტიკას, ვფიქრობ, რომ საფრანგეთის მოსახლეობა მალე დაჰკარგავს სისხლის სიწმინდეს.
ჩვენი პოლიტიკა, უცხო სისხლის გადასხმით, ჩვენი ერის გაძლიერებას არ ითვალისწინებს. გერმანიის პოლიტიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება პრუსიის სახელმწიფოსა და ბრწყინვალე არმიის შექმნა იყო.
ინდივიდუალური მიმდინარეობებით დაქსაქსული გერმანელი ერი პრუსიელად იქცა. ინდივიდუალური მიმდინარეობებით დაქსაქსული გერმანული ერი პრუსიულმა არმიამ შეჰკრა. სამხედრო წვრთნამ მთელს ერზე სასიკეთო გავლენა მოახდინა. მაგრამ ისევ სადღეისო პრობლემებს მივუბრუნდეთ.
ჩვენი ქვეყნის 1914 წლის საზღვრების აღდგენის მოთხოვნა პოლიტიკური უგუნურება იქნება. ასეთი მოთხოვნა აგვიმხედრებს სხვა ქვეყნებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ გერმანიის დაცემამ მოკავშირე სახელმწიფოს დიდი სარგებლობა მოუტანა. ჩვენმა დამარცხებამ ბოლო მოუღო მათ ერს და შიშს გერმანიის სახელმწიფოს მიმართ. ისინი ფიქრობენ რომ ჩვენი დანაწევრება გერმანიას ხელს შეუშლის კვლავ გაძლიერებაში.
1914 წლის საზღვრებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი მომავლისათვის. ამ საზღვრებს არასოდეს არ უზრუნველყვიათ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა და ვერც მომავალში შეძლებენ ამას. ეს საზღვრები გერმანიას ყოფს. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, სხვა სახელმწიფოებთან, უფრო სწორად; დიდ სახელმწიფოებთან სტრატეგიულ დაპირისპირებასაც ვერ გაგვიუმჯობესებს: მანძილი ინგლისამდე ვერ შემოკლდება; ჩვენი ტერიტორიაც ამერიკის ხელა ვერაფრით ვერ გახდება, რისი მეოხებითაც საფრანგეთი თავის მნიშვნელობას დაჰკარგავდა. სამაგიეროდ ერთი რამ აშკარაა. ჩვენი სახელმწიფოს 1914 წლის საზღვრებში აღდგენის ყოველგვარი ცდა, თუგინდ წარმატებულიც, მხოლოდ ზედმეტ სისხლისღვრას მოგვიტანს. ამიტომ ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის ამოცანაა გერმანელი ერი განმტკიცდეს იმ ტერიტორიებზე, რომელიც მას ეკუთვნის.
როდესაც ჩვენ ევროპაში ახალ გერმანულ ტერიტორიებზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობთ რუსეთს და მის მეზობელ ქვეყნებს. აქეთ თავად ბედისწერა გვკარნახობს გზას. როდესაც ბედმა რუსეთის სახელმწიფო ბოლშევიზმს ჩაუგდო ხელში, მან რუს ხალხს, ოდესღაც ამ სახელმწიფოს შექმნილი ინტელიგენცია მოუსპო. რუსეთი თავის სახელმწიფოებრიობას სლავური რასის შესაძლებლობას კი არ უნდა უმადლოდეს, არამედ გერმანულ ელემენტს. ეს გერმანული ელემენტი ამჟამად მთლიანად განადგურებული ან განდევნილია რუსეთიდან. მათი ადგილი ებრაელებმა დაიჭირეს. ებრაელებმა ისე საფუძვლიანად იგდეს ხელთ რუსეთი, რომ იგი მარტო, საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ამ უღლის გადაგდებას. უზარმაზარი ქვეყანა მომწიფებულია გასანადგურებლად და ებრაელთა ხელისუფლების დასასრული, რუსეთის დასასრულიც იქნება.
ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა ძალიანაც არ მოსწონთ ებრაელებს. თავიანთი არგუმენტაციისათვის ხშირად იყენებენ ბისმარკს, აქაოდა ასეთმა ბრძენმა კეთილი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთთანო. ეს მართლად უდავოა; მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ბისმარკი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა იტალიასთან ურთიერთობას და ამ უკანასკნელთან კავშირიც კი შეჰკრა, რათა ბოლო მოეღო ავსტრიისათვის.
რატომ არ უნდა გავაგრძელოთ იგივე პოლიტიკა დღეს? შეუძლიათ გვიპასუხონ, რომ დღევანდელი იტალია ის იტალია აღარაა. კარგი, მაგრამ ნება მიბოძეთ შევნიშნო, რომ არც დღევანდელი რუსეთია ის ძველი რუსეთი. ამიტომ, საჭიროა დავფიქრდეთ იმაზე თუ რას მოიმოქმედებდა ბისმარკი ახლა? პასუხი სრულიად მარტივია.
ბისმარკი არასდროს არ შეჰკრავდა კავშირს გასაწირავად გამზადებულ ქვეყანასთან. ამრიგად, რასაც ადრე სარგებლობა შეიძლება მოეტანა, დღეს გვავნებს. 1920-1921 წლებში შეიქმნა ახალი მოძრაობა: „ჩაგრულ ხალხთა ასოციაცია“. ამ მოძრაობაში ძირითადად გაერთიანდნენ ბალკანეთის სახელმწიფოების წამომადგენლები, ინდოელები და ეგვიპტელები. ამ ასოციაციაშია რამდენიმე მალემრწმენი გერმანელიც შევიდა.
მე მესმის გულუბრყვილო იმედები იმ გერმანელებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ინდოეთის დაკარგვა ინგლისს დაასუსტებს. ინდოეთი ძალზე საჭიროა ინგლისისათვის და ვინც იცნობს ანგლსაქსების ხასიათს, ვერ დაუშვებს იმის გაფიქრებასაც კი, რომ ინგლისი ამ კოლონიას დათმობს. ინგლისი არასდროს არ გაუშვებს ხელიდან ინდოეთს, თუ თავად მის ადმინისტრაციულ მექანიზმში არ მოხდა აფეთქება. ინდოელთა აჯანყებები თავისთავად არაფერ შედეგს არ გამოიღებს. ჩვენ გერმანელებმა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ თუ რა ძნელია ინგლისელებთან ბრძოლა.
მე, როგორც გერმანელს, ბევრად მირჩევნია ინდოეთი ინგლისის ხელში იყოს, ვიდრე რომელიმე სხვა სახელმწიფომ გაიხადოს კოლონიად. რაც შეეხება ეგვიპტის ინგლისისაგან თავის დაღწევას, ესეც უნიადაგო ოცნებაა. მაგრამ მივუბრუნდეთ ისევ რუსეთს.
რუსეთის ამჟამინდელ მმართველებს არა აქვთ განზრახული რომელიმე კავშირში მონაწილეობა. ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ბედის მიერ განებივრებული სისხლიანი დამნაშავენი არიან. ამ დამნაშავეებმა დაშალეს დიდი სახელმწიფო, მოსპეს მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი და უკვე საკმაო ხანია საკუთარი ტირანია დაამყარეს.
ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ საერთაშორისო ებრაელობა, რომელსაც ხელთ უპყრია რუსეთი, გერმანიას მომავალ მოკავშირედ კი არ სახავს, არამედ ქვეყნად, რომელიც მალე უნდა ჩაუგდონ ხელში ბოლშევიკებს. რუსეთზე დატეხილი უბედურება ახლა გერმანიას ემუქრება.
გერმანია ბოლშევიზმის მეორე მიზანია. ამიტომ, ჩვენის მხრივ, რუსეთთან მოკავშირეობის ძიება უგუნურება იქნება. გულწრფელად ვაღიარებ, რომ ომამდეც უკეთესად მიმაჩნდა თუ გერმანია უარს იტყოდა თავის საზღვაო გეგმებზე. შეეკვრებოდა ინგლისს და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმებოდა, რომელიც მას ევროპაში ტერიტორიების გაფართოებას მოუტანდა.
მე არ შემიძლია დავივიწყო ის გამუდმებული თავხედური შეურაცხყოფანი, რომელსაც პანსლავური რუსეთი გერმანიას აყენებდა. ვერ ვივიწყებ გამუდმებულ საცდელ მობილიზაციებს, რომლებიც აღიზიანებდა გერმანიას. ვერ ვივიწყებ რუსეთის საზოგადოებრიობის მტრულ განწყობილებას გერმანიისადმი და ვერც იმას, რომ რუსული პრესა ყოველთვის მხარს უჭერდა საფრანგეთს და არა გერმანიას. მაგრამ დიდი ომის წინ იყო კიდევ ერთი ალტერნატივა: შეგვეძლო რუსეთი დაგვეყოლიებინა და ინგლისის წინააღმდეგ აგვემხედრებინა.
დიდი სახელმწიფოების დღევანდელი თანხმობა გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს ჩვენთვის, რომელმაც მთვლემარე მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს, დაანახოს მწარე სინამდვილე და უჩვენოს გზა, რომელიც ძველთაძველ სახელმწიფოს აყვავებას მოუტანს.
თუ ნაციონალისტური სახელმწიფო, მისი ბელადის მსგავსად, უკუაგდებს ყველა ილუზიას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, 1918 წლის კატასტროფა არამარტო დავიწყებული იქნება, არამედ ქვეყანას ღვთის წყალობად მოეჩვენება. რადგან ჩვენ შევძლებთ გვქონდეს ის, რაც დღეს ინგლისს გააჩნია და ისიც, რაც, რუსეთს ჰქონდა. გერმანიის გზა ნათელია. მან არასდროს არ უნდა დაუშვას ორი კონტინენტური დიდი სახელმწიფოს გაჩენა. მან ისე უნდა მოაწყოს და დაიცვას თავისი საზღვრები, რომ აღარაფრის ეშინოდეს.
ინგლისთან და იტალიასთან ჩვენი კავშირი, რუსეთთან კავშირისაგან განსხვავებით, საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ დიდი ომის საშიშროება. საფრანგეთს ეს ამბავი დიდად არ გაახარებს, მაგრამ ვერც ხელს შეგვიშლის. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს მშვიდად ვემზადოთ საფრანგეთთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
უფრო მეტიც, ჩვენი კავშირი ავტომატურად ააფეთქებს მცირე ანტანტას, იზოლაციაში მოაქცევს საფრანგეთს და იტალიას ჩაუგდებს ხელში. შესაძლებელია ასეთმა კავშირმა, თავად გერმანიაში, ჩვენი ერის მტრები ააყმუვლოს, მაგრამ დროა საზოგადოებრივი აზრი შევაჩვიოთ ებრაული ზეგავლენისაგან თავის დაღწევას.
13. ისტორიის სამჯავროზე
1922-1923 წლების ზამთარში აშკარა გახდა, რომ საფრანგეთი ისევ თავისი ძველი მიზნისაკენ ისწრაფოდა. საფრანგეთის პროგრამა ასეთი იყო - დაეხლიჩა გერმანია რამდენიმე პატარა სახელმწიფოდ. ეს ადასტურებდა, რომ შოვინისტური საფრანგეთი მსოფლიო ებრაელობის ვასალად ქცეულიყო.
მართალია, 1918 წელს გერმანია რევოლუციის გამო დამარცხდა, მაგრამ იმ დროს მისი ჯარები მტრის ტერიტორიაზე იდგნენ. საფრანგეთის ამოცანა იყო გერმანიის ჯარებს დაეტოვებინათ, როგორც საფრანგეთის, ისე ბელგიის საზღვრები. სანამ ეს არ მოხდებოდა, მას ფიქრიც კი არ შეეძლო რაიმე წარმატებების შესახებ და სასწრაფოდ დაზავება ესაჭიროებოდა.
კლემანსოს დეკლარაციამ, რომ ზავს იგი ომის გაგრძელებად განიხილავს, დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სანამ გერმანიისა და საფრანგეთის მუდმივ კონფლიქტში ჩვენ აგრესიისაგან თავდამცველი მხარე ვიქნებით, ვერავითარ თვალსაჩინო დადებით შედეგს ვერ მივაღწევთ. გერმანიამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ პასიური დაცვისათვის დასაკარგი დრო არა აქვს. ჩვენ საფრანგეთთან გადამწყვეტი ანგარიშსწორებისათვის უნდა ვემზადოთ.
1922 წლის დეკემბერში ურთიერთობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ისევ გამწვავდა. საფრანგეთმა ზომების მიღება გადაწყვიტა და რურის ოკუპაციით შეეცადა ხერხემალში გადაეტეხა გერმანიის ეკონომიკა, რაც მისი აზრით ქაოსურ მდგომარეობას შექმნიდა ქვეყანაში. რურის ოკუპაციამ გერმანიას მისცა შანსი, რათა ბოლო მოეღო შექმნილი მდგომარეობისათვის.
საფრანგეთის ამ საქციელმა ინგლისი გააღიზიანა, რომელიც ყველაფერს ცივი გონებით და ანგარიშიანობით უყურებდა; რურის ქვანახშირის საბადოების ოკუპაცია, მას ომის შედეგებით მიღებულ უპირატესობას ხელიდან აცლიდა. იტალიაც საფრანგეთის წინააღმდეგ აღსდგა და მოკავშირეთა ვარდისფერი მეგობრობა, სიძულვილმა შეცვალა. გერმანიამ ეს მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ ვერ გამოიყენა, რომ ქვეყნის სათავეში ენვერ-ფაშა კი არ იდგა, არამედ კანცლერი კუნო.
1923 წლის მდგომარეობა ძალზე დაემსგავსა 1918 წლისას. მარქსისტული შხამი ძალიან ღრმად შეჭრილიყო ერის სხეულში. მე მიმაჩნდა, რომ ნაციონალური მთავრობის უპირველესი ვალი იყო ეპოვნა ძალები, რომლებიც შეძლებდნენ მარქსიზმის განადგურებას და სრული თავისუფლება მიეცა მათთვის. მაგრამ ეს არ გაკეთდა, რითაც გერმანულმა ბურჟუაზიამ თვითმკვლელობა ჩაიდინა. იმ წლებში, მე აღტაცებით ვადევნებდი თვალს ალპების გადაღმა, დიდი ადამიანის საქმიანობას. მუსოლინისთან შედარებით ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეები ჯუჯებს ჰგავდნენ. ასეთი ხალხით ახალი ომის წამოწყება, რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა.
როდესაც მარქსისტების გასახარად, საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, ბატონ კუნოს თითოეული გერმანელისაგან დამატებით კიდევ ორი საათის მუშაობა უნდა მოეთხოვა, რითაც აჩვენებდა ყველას, რომ ერის თავისუფლება მხოლოდ მსხვერპლის ფასად მოიპოვება.
მაგრამ ამის ნაცვლად, მან გაფიცვა წაახალისა და წითელმა ტურებმაც მყისვე წამოჰყვეს თავები. დამფრთხალმა კუნომ უკან დაიხია და გერმანიამ დაკარგული იმედის ფასად, კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი იწვნია. ისღა დამრჩენია, რომ ეს წიგნი ჩემი, 1924 წლის მაისში გამოსვლისას წარმოთქმული სიტყვებით დავამთავრო:
თუმც ამ სახელმწიფოს მკაცრ მსაჯულთ ძალუძთ ჩვენს ქმედებათა განსჯა-გაკიცხვით გაბედნიერდნენ, მაგრამ ისტორია - უმაღლესი სამართლიანობის დიდი ღვთაება, მოწყალე ღიმილით გააუქმებს ამ განაჩენს და დაგვიხსნის ბაცილისაგან.
Комментариев нет:
Отправить комментарий