ხობის მონასტერი შუა
საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. მისი ისტორიის რეკონსტრუირებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს
დოკუმენტური წყაროების შესწავლას, რომელიც, წესისამებრ, სანდოობითა და მრავალფეროვანი ინფორმატიულობით გამოირჩევა. წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა XV-XVIII საუკუნეებს მოიცავს. XV საუკუნეს ეკუთვნის ჩვენამდე მოღწეული უძველესი დოკუმენტი.1 ეს
გახლავთ იადგარის განახლების სიგელი, მიცემული შამადავლა დადიან-გურიელის მიერ ხოფის ღმრთისმშობლისათვის, რომლის შინაარსიდანაც ცხადი ხდება, რომ
მსგავსი საბუთი უკვე არსებობდა და შამადავლა დადიანი ძველი იადგარის მხოლოდ განმაახლებელია. მაშასადამე, ხობის მონასტრის ისტორიული საბუთები XV საუკუნემდეც არსებობდა და მას
ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოა, რომ თავდაპირველი იადგარი მონასტრის დაარსებიდან მალევე შეიქმნა, რაც ქრონოლოგიურად XIII საუკუნეს უნდა დავუკავშიროთ. ცხადია, იადგარის შექმნამდე უკვე
არსებობდა სხვადასხვა საბუთი, რომელიც ხობის მონასტერს მიემართებოდა და
რომელთა საფუძველზეც შეიქმნა იადგარი. რაც შეეხება გამოქვეყნებული დოკუმენტური წყაროების ზედა
ზღვარს, ჩვენ
აღარ შევეხეთ XIX საუკუნეს, რადგანაც XIX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა და
ხობის მონასტრის ისტორიისთვის აღნიშნული პერიოდი უკვე
სხვა ეტაპია.
შემორჩენილი საბუთების უმრავლესობა შეწირულების ხასიათისაა. დოკუმენტური მასალა ასახავს მონასტრის ეკონომიკურ მდგომარეობას, ყმა-მამულის რაოდენობას, გადასახადების ცვალებადობას საუკუნეებისდა მიხედვით. ძალზე საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ხობის მონასტრისა და
აფხაზეთის საკათალიკოსოს ურთიერთობაზე. მათი
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ
პერიოდულად, ხობის მონასტერი წარმოადგენდა აფხაზთა კათოლიკოსის რეზიდენციას და
ამავდროულად ხობის ეპისკოპოსის საყდარსაც.
საკათალიკოსო მონასტრისა თუ
საეპიკოპოსოს ცენტრის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული ოდიშის სამთავროში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
საბუთების უმრავლესობა უთარიღოა. დოკუმენტში მოხსენიებული ისტორიული პირებისა, თუ დასახელებული ისტორიული მოვლენების საშუალებით განსაზღვრულია მათი შედგენის დრო და მეტნაკლებად დავიწროებული უკვე არსებული ქრონოლოგიური ჩარჩო. ამასთან, დართულია განმარტებითი კომენტარები ისტორიულ პერსონალიასა და საისტორიო ფაქტებთან დაკავშირებით. საბუთების ნაწილი პირველად ქვეყნდება.
წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში დაცული საისტორიო საბუთები. სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება გვემუშავა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმსა და ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, სადაც, სავარაუდოა, რომ ხობის მონასტრის შესახებ არსებული საისტორიო საბუთების გარკვეული ნაწილი უნდა იყოს დაცული.
საბუთის ტექსტებში გამოყენებული პირობითი ნიშნები:
() ქარაგმის გახსნა
[ ] აღდგენილი ადგილები
{ } დამწერის მიერ უნებლიედ გამოტოვებული და გამოცემაში აღდგენილი ადგილები
... დაზიანების გამო გამოტოვებული ადგილები
I დედნისეული სტრიქონის გამოყოფა
II დედნისეული კეფის გამოყოფა
[[ ]] კიდეებზე მიწერილი ტექსტი
#1
იადგარის განახლების სიგელი, მიცემული შამადავლა დადიან-გურიელის მიერ ხოფის ღმრთისმშობლისათვის (1) [1470-1475] დედანი დაკარგულია. XVII საუკუნეში მხედრულად გადაწერილი პირი, ს. კაკაბაძეს უნახავს ბიჭვინთის საკათალიკოსო საბუთებში (#92), რომელიც თავნაკლული და დაზიანებული ყოფილა. გვაქვს პირი : სეა, 1449-1571. საბუთი უთარიღოა : ს. კაკაბაძე საბუთს ათარიღებს შამადავლე დადიანის ზეობის წლებით 1470-1474. გ. არახამიას მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შამადავლე დადიანი 1475 წელს გარდაიცვალა,2 შესაბამისად, საბუთიც 1470-1475 წლებით უნდა დათარიღდეს.
გამოცემები : სარგის კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ., 1921, გვ. 1-2. გონელი არახამია, შამადავლა დადიან-გურიელის სიგელი და ხობის ძველი იადგარი, წგ: საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხები, თბ., 2009, გვ. 144-147.
... დავამტკიცე ...... ჯვარი და ბისონი ... კეთილითა შევამკვეთ და დავასუენეთ. და ვირწმუნეთ იერუსალიმისა და ანტიოქისა პატრიარქსა მიხაელს, სარქოთა და ომფორითა კათალიკოზი იოვაკიმ. ქრისტეს სა[ფ]ლავისა მარჯუენითა კათალიკოზად დავაყენეთ და საკათო[ლიკოზ]ოდ ესე გავაჩინეთ. თავსა წმიდასა გიორგი მსხულებისა [თვი]სითა შესავლითა და გამოსავლითა მისითა, სამსხოთა...ითა ტყითა, წყლითა და სანადიროთა, სათევზოთა, [სა]ყანითა, რასაც მოგელია იხმარებდა, უძებარითა და საძებრითა, იმ რიგითა და წესითა, გლეხებითა ყოლათა და ჯუარის მტუირთველად ბერი ზოსიმე ... [კემ]ხელს გეგებერია კაჭრისშვილები ბაბადიშა და მისნნი ძმანი კახაი და ვა[ჟ]ბედაი, მისთანა ორნი მაშისძენი დედისმამაი და ლადარია, ორნი ნადირია მიქელა და მამისთუალი, წუწუნარი მამ[უ]ლი და მარანი მისითა ტყითა, წყლითა და ეკლესიის კარი[თა] და სათევზოთა, კუირია მასხულია მისითა შვილებითა, ოთარაი წუწუნავა მისითა მამულითა, ბერია მისითა მამულითა, წყლისპირს ბონია ქრისტეშიაი მისითა მამულითა. წყლის პირსა ჭალადიდს რიონსზედან ნახევარი ბაჟი ხოფისა ღვთისმშობლისა არის და ნახევარი კათოლიკოზს, ქარანტას და კემხელს მესამედი წყლის ბაჟი ყოვლად წმიდისა არის, ნოხიდენს ოთხი კუამლი კაცი ყურუ... და სხუიტავა ანდალისშვილი შონია მათითა მამულითა, ტყითა, წყლითა და ეკლესიის კარითა. აგრევე დადიანის სახლის თავი ნიშანი კათოლიკოზისა არის. აგრევე სხუათა აზნაურის შვილთა ნიშანი, აგრევე სხუათა ებისკოპოთა საფერხავი მართებს და ამას არა ეთხოვებოდეს, აგრევე ცუს გამოღმა და ჭუირიას წყალს შუა ვინცა [ნა]დირი მოკლას, სეფეს ყოვლადწმიდის წინ მოიღებდეს, ნურავინ დააკლებს.
ქ. აგრევე ჩუენ ბატონმა დადიან-გურიელმან შამანდავლა მოვიკითხეთ იადგარი (2) ძუელთაცა აგრე ეწერა (3), ვინცა ხოფის საყდარს გარეშემო უპატიობა იკადროს ანუ გლეხი [და ან]უ ჯოგი წაუსხას ანუ ქურდობა ქნას ანუ სასახლეს [მი]უხდეს და გატეხოსა, ათი გლეხი დაეურვოს საყდარსა. ... ზედან მოუხდეს დაარბიოს დააწუას ... მეხადილე კუამლი გლეხი დაუ...ლოდ ანუ ღალატითა კაცი მოკლას, ორი ზომა [სის]ხლი დაეურვოს. ვინცა, ძმათაგანსა უპატიობა ჰკადროს ანუ აგინოს, ათასი ბოტ[ინატი დაუ]ურვოს, აგრევე ჭუირიას და ცუს შუა ტყე და წყალი ყოვლად წმიდისა არის და ნურავინ დააკლებთ და ვინ დააკლოს, რ[ისხ]ავსმცა მამა ძე და სული წმიდა და ყოვლად წმიდა ღმრთისმშობელი ხოფისა და ყოველნი წმიდანი ღთისან ზეცისანი და ქუეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი და ვინცა ამისდა შლად და ქცევად ხელყოს, რისხავსმცა ქრისტეს საფლავის მადლი, იერუსალიმს შესვლა, ჯუარცმა, აღდგომა, ნათლისღება, ამაღლება, მეორედ მოსვლა, მთაწმიდა, სინაწმიდანი, მოციქულნი, წინასწარმეტყუელნი, მღუდელთმოძღუარნი, მოწამენი, წმიდანი მამანი, მეუდაბნოენი და ქალწულნი, შემცაედების შიშთუილიბი იუდასი, კეთრი დიოსკორესი, განდგომილება ივლიანესი, ღრჭენა კბილთა და სატანჯველი მდედარისა მის უწყალოსა და ნურათამცა სინუ[ნუ]ლით ნუ იქნების ხსნა სულისა მისისა ხელთაგან ჯოჯოხეთისათა, უკუთუ სისხლნიცა თვისნი ქრისტესთვის დასთხივნის ა(მი)ნ. დამამტკიცებელნი ამათნი აკურთხნეს ღმერთმან ა(მი)ნ. აქ ყოფილა ხვეული ხელისმოწერა.
(1) საბუთი ს. კაკაბაძისეულ გამოცემაში შემდეგნაირადაა დასათაურებული: შამადავლა დადიანის წიგნი საკათალიკოზო სარგოს შესახებ. საკითხი საგანგებოდ შეისწავლა გ. არახამიამ. დოკუმენტის ანალიზის შედეგად მან დაასკვნა, რომ ხობის მონასტერი იადგარის შედგენის პერიოდში ერთდროულად წარმოადგენდა როგორც კათოლიკოსის რეზიდენციას, ასევე საეპისკოპოსო ცენტრს. იადგარის ადრესატია ხობის საეპისკოპოსო და მონასტერი. საბუთში გამიჯნულია ხობის მონასტრისა და საეპისკოპოსოს ქონება, ასევე სასისხლო პრივილეგიები, საკათალიკოსოს ქონებისა და უფლებებისაგან.3 იგი საბუთის რაობას განსაზღვრავს, როგორც „ხოფის ღვთისმშობლის ძველი იადგარის განახლების სიგელი შამადავლა დადიან-გურიელისა“. უმნიშვნელო კორექტივები შევიტანეთ საბუთის დასათაურებაში. პირველ ადგილზე საბუთის სახეობა მოვათავსეთ, შემდეგ შემწირველი და ბოლოს ადრესატი. ამასთან იადგარის განახლებაზე მითითებამ სიტყვა „ძველის“ ჩამოცილებისკენ გვიბიძგა და საბოლოოდ დოკუმენტის რაობა ამ ფორმით განვსაზღვრეთ: იადგარის განახლების სიგელი, მიცემული შამადავლა დადიან-გურიელის მიერ ხოფის ღმრთისმშობლისათვის.
(2) იადგარი - სპარსული სიტყვაა და სამახსოვროს ნიშნავს. იადგარში განსაზღვრულია საეკლესიო მფლობელობა, დადგენილია კუთვნილი და გასაცემი სარგო, ასევე დაწესებულია სისხლის სამართლის ნორმები საეკლესიო პირების ან ქონების ხელყოფის დროს. მასში გაერთიანებულია საეკლესიო სენიორიის სამეურნეო და სასამართლო საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია, რის გამოც ეწოდება იადგარი.4 იადგარს უაღრესად პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირის მიერ გაცემული დოკუმენტებიდან ძირითად ინფორმაციას იღებდნენ ანოტირებული სახით და აერთიანებდნენ, რომელსაც ამტკიცებდა სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი საერო თუ სასულიერო იერარქი. იადგარს, როგორც იურიდიულ აქტს ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოიყენებდნენ.
(3) შამადავლა დადიან-გურიელი ძველი იადგარის განმაახლებელია, რომელიც საფიქრებელია, მონასტრის დაარსების ახლო ხანებში შედგა. საკუთრივ მონასტერი XIII საუკუნეში უკვე დაფუძნებულია. გ. არახამია თავდაპირველად მიიჩნევდა, რომ იადგარი XV საუკუნის პირველ ათეულ წლებში შეადგინეს. საბუთში მოხსენიებულია ბიზანტიური ფულის ერთეული „ბოტინატი“, რომელიც საქართველოში მიმოქცევაში იყო XII-XIII საუკუნეებში. საბუთში ბოტინატი ფულის მნიშვნელობით იხმარება. იადგარში ბოტინატის საკმაოდ დიდი რაოდენობაა დასახელებული (1000 ბოტინატი), რისი გადახდაც შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ სავარაუდოა, რომ საბუთი ასახავს იმ პერიოდის ვითარებას, როდესაც ფულის კურსი დაეცა - XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XV საუკუნის ჩათვლით.5 მოგვიანებით, ძველი იადგარის დათარიღების საკითხში გ. არახამიამ კორექტივები შეიტანა და მისი შედგენა XIV საუკუნის შუა წლებს ან მეორე ნახევარს დაუკავშირა.6 მ. სურგულაძე მიიჩნევს, რომ თავდაპირველი იადგარი XIII საუკუნეში არის შედგენილი.7 იმოწმებს რა გ. ჯაფარიძისა და ე. ხოშტარია-ბროსეს ნაშრომებს, არგუმენტებად სწორედ ბოტინატის დასახელება და იადგარში ასახული, XIII საუკუნისათვის დამახასიათებელი, ბატონყმური ურთიერთობები მოაქვს.8 შამადავლა დადიან-გურიელის მიერ განახლებული იადგარი მესამედ განაახლა ლევან II დადიანმა (1611-1657). ჩვენამდე მოღწეულ იადგართა შორის ხობის იადგარი ყველაზე ძველია.
#2
ნუსხა სახოფო გლეხებისა
დედანი დაკარგულია. გვაქვს პირი : სეა, 1449-1577, გადაწერილი ს. კაკაბაძის მიერ. ფანქრით მიწერილი: „მე-XVI საუკ. შუაში“. ამ დროს უნდა იყოს შედგენილი საკათალიკოზო საბუთებში დაცული ნუსხა გლეხების თეთრის გარდასახადისა #82. ნუსხა ხოფელ ეპისკოპოზის გლეხებისაა, დაწერილია თეთრ ქაღალდზე ნუსხა ხუცურად, თავი აკლია და რაც დარჩენილია მისი ზომა უდრის 54 X 15. საბუთი უთარიღოა. ს. კაკაბაძე საბუთს XVI საუკუნით ათარიღებს. გამოცემა: ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ. 1921, გვ. 13-14.
მართებს ამბანაბარს დუდუნიას ოცი თეთრი
მართებს კთილისა დუდუნიას ოცდაათი თეთრი
მართებს მ[ა]მისბედასა ოცდახუთმეტი თეთრი
მართებს მამრომას დუდუნიას თუთხმეტი9 ნაღდი თეთრი
მართებს კუტალია აბედიას და კუკუჩიას ოცდაათი თეთრი
მართებს ქრისტეშია კუტალიას ოცი თეთრი
მართებს ბ პატი კუტალიას მამულსა ოცი თეთრი
მართებს პარკაღებს ორმოცი თეთრი
მართებს გორამებსა სამოცი თეთრი
მართებს კორტიკიას ოცდაათი თეთრი
მართებს ჩიქობელსა ხუ[თ]მეტი თეთრი
მართებს მ[ა]მისახარს სანაკიას ორმოცდახუთმეტი თეთრი
მართებს ი(ოან)ე და ქერობინს ცუღუნიას ათი თეთრი
მართებს მოგელი იასავას და დარჩინასა ოცდახუთი თეთრი
მართებს ქრისტეშია ბერიას ოცდაათი თეთრი
მართებს იმარინდუ ჭანტურის მეორე წელიწადსა თუთხმეტი თეთრი
მართებს ი(ოან)ე ჭანტურას ხუთმეტი თეთრი
მართებს ესტატაი შუღლაიას ხუთმეტი თეთრი
მართებს ბედინაი კუკუტაიას თხუთმეტი თეთრი
ამას წინათ რ[ა]ცა სწერიათ: უნდა მაისს ბგ მოკრეფდეთ
მართებს მსხულებს ხატის ბეგარა: ომაისური ერთი ზროხისა თეთრი: ცხომარაია მ[ა]მისთევნასშვილისა თევნაბიას და მაოხიას მართებს ჭანტურიებსა ოცი თეთრი
მართებს რატიებსა ოცი თეთრი
მართებს სლთაამს ცხომარიას ოცი თეთრი
მართებს ჩუკოლიებსა ოცი თეთრი
მართებს ცხომარიას და ულოიას და გურიბიაშვილსა ოცი თეთრი
მართებს თევნაბიას და მისსა განაყოფს ათი თეთრი
მართებს წყ[ა]ლისძგელთა ხატის ბეგ[ა]რა ომაისური ი(ოან)ე ილივარიასა ოცი თეთრი
მართებს მაბებია კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს დოხუჩასა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს სანას რასა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს ვაჟბედიასა ღუამჭითავას ოცი თეთრი
მართებს მამისარისა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს თქელს კუათაცხელიას ოცი თეთრი
მართებს კახაბერასა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს გავაშელ კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს მაკაკასა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს გუგუასა ღუამჭითავას ოცი თეთრი
მართებს სვიმონს კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს გმიგონი კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს დიდისკთილსა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს მ[ა]მისარასა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს პაპას კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს მ[ა]მისასა შონიას ოცი თეთრი
მართებს ბევროზასა შონიას ოცი თეთრი
მართებს გუგულასა კვირკუელიას ოცი თეთრი
მართებს ანდრიათვ[ა]ლსა ასის ნაღდისა სანთელი
მართებს კოთელასა ნავსა მაისობისა თვითოსა ნავსა მუნის წინა სანთელი, ვინც არ მოსცეს ყ(ოვლა)დ წ(მიდა) ღ(მრთ)ისმშობელი გაურისხდების და ხოფისა ღ(მრ)თისმშობლის წინამდეგის ებისკოპოზიდ მადლისაგან შეჩუენებულმცა არის. აწდა სა[უ]კუნეთა ს[აუ]კ[უ]ნეთასა ა(მი)ნ და [უ]კ[უნისამდი]ნ.
#3
შეწირულების წიგნი ხობელი ნიკოლოზ წულუკიძისა ხოფისადმი
დედანი დაკარგულია. გვაქვს პირი : სეა, 1449-1584, თავნაკლული და ხეც, Qდ 9137 (არასრული). საბუთი თარიღიანია : ქორონიკონი სმიზ (257) /1569/. საბუთი გადაათარიღა თ. ჯოჯუამ. სიგელში აღწერილი ამბები 1667 წლის ოსმალთა ლაშქრობას დაუკავშირა, როდესაც თურქებმა ხობის მონასტერი დაარბიეს და მისი მთავარი სიწმინდე ღმრთისმშობლის კვართი მიიტაცეს. ვინაიდან საბუთის დედანი დაკარგულია, ადვილი შესაძლებელია გადამწერმა შეცდომა დაუშვა და ქორონიკონი სმიზ (257) 1569 წელი (1312+257) დაწერა ტმიზ (357) ანუ 1669 (1312+357) ნაცვლად. ტ (300) გრაფემის მაგივრად ს (200) გრაფემა გადაიტანა.10 ამასთან საბუთის ბოლო ფრაგმენტში მოხსენიებული პირის ზამან ბარძიმიშვილის იდენტიფიკაციის საშუალებით, თ. ჯოჯუამ საბუთი XVII საუკუნის II ნახევარს დაუკავშირა11 და საბუთის თარიღად 1669 წელი მიიჩნია.
გამოცემები : ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ. 1921, გვ. 19-21. დედნის მიხედვით; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1970, გვ.274-275.
[ყოვლად] ქებულსა და დიდებულსა უმაღლეს ყოვლად წმიდასა და უფროსად კურთხეულსა დედოფალსა ხობისა ღ(მრ)თისმშობელსა, ოდეს სხვა ხოფელი იჯდა და თათრისაგან გაოხრებული და გაცუდებული საყდარი და მონასტერი იყო, ესე აოხრებული მონასტერი და მამული. ვიგულე და ვიგულსმოდგინე და შემოგწირეთ მცირე და კნინი შესაწირავი ესე შენ, თეთროსანსა (1) ხობისა ღ(მრ)თისმშობელსა თავს: ვერცხლის ბარძიმი და ფეშხუმი და კამარა, სამი ატლასის პერექლები, ერთი ოდიკი, ერთი ნაქსოვისა კრეტსაბმელი, ერთი ხელი შესამოსელი სტიხარი და ფილონი ნაქსოვისა, ოლარი ნაქსოვისა, სამკლავე ნაქსოვისა, ერთი დიდი ქვაბი სპილენძი გურიადამან მოვატანინე, გავაჭედინე და შემოგწირეთ ჩვენის სულის სახსრად და საოხად.
აწე, ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან ესე ჩვენგან შეწირული ნაღვაწი გამოგწიროს ანუ დადიანმან, ანუ დედოფალმა, ანუ კათალიკოზმა, ანუ ვეზირმან, ანუ ხოფელმან, ანუ მესტუმრემან, ანუ დიდმან ანუ მცირემან, - რისხავს თავად ღმერთი და ხოფისა ღ(მრ)თისმშობელი, ქრისტეს საფლავი და სისხლი მეწამული გოლგოთა და ცხოველსმყოფელი პატიოსანი ჯვარი, სინა, მაყვალი შეუწველი, მთაწმიდა. წყეულ და შეჩვენებულ არს ოთხთა პატრიარქთაგან, სამას ათურამეტთა მამათაგან. მასმცა ედების კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, ღრჭენა კბილთა დიოსკორესი და იესოს ჯვარისმცემელთანაც განიკითხვის მისი სული და ხორცი.
და[მა]მტკიცებელნი ამისნი აკურთხეს ღმერთმან, ამინ, ამინ. კიდევ ამას გარეთ ერთი მოსახლე კაცი თათრისაგან ვიყიდე სკვამიკოჩა ფაცისა და მოვნათლე, დავასახლე ხოფს და ვინც კანდელაკი იყოს, იმისთვის მიმიცემია და ყოველს წელიწადს ღმრთისმშობლობას ჩემი სულისათვის ჟამს სწირევდეს. ვინაც ბერები და ხუცები იყოს, იმიანათ სწირევდეს. დამიც ბეგარა: ერთი ცხვარი, ერთი ლოღარიკონი სანთელი, ორი შაურის საკმეველი, სამი კოკა ღვინო, ორი ქილა ღომი, რაეთიც ეშოვებოდეს, თევზი და ყველი და კვერცხი მიართვან. თუ ის დღე მარხვა მოხდეს, მეორე დღეს სახსნილო მიართვას და ჩემი სულისათვის ჟამს სწირევდეს და მომიხსენებდეს და შემომიწირავს ხოფისა ღმრთისმშობლისათვის ჩემი სულის სახსრად და საოხად.
აწ, ვინც გამოსწიროს, რომელიც ზემოს წყევლაა და შეჩვენება სწერია, ისიც მოიწევს მას ზედან და ხობის ღ(მრ)თისმშობელიც, ამინ, ამინ.
ქორონიკონსა სმიზ.
ხელრთვა: ნიკოლოზ ხოფელი
ქ. სხვა კიდევ ამას გარეთ ზამან ბარძიმისშვილი მოკვდა და მის ნიშანსა და ნაწირვში ამიყვანია ივანე და სარჯელია და კაკულაია სერგია და ხატისდა შემიწირავს ხოფისა ღ(მრ)თისმშობლისათვის მათის ცოლშვილით, სახლ-კარითა, ჭურმამულითა, მისის ყოვლისფერითა. დამიც ჩემის სულისათვინ ერთის საკლავის სანთელი ოთხი ლოღარიკონი, სხვა რაცა ემართოს ხოფელს მიართმევდეს. და შემიწირავს მე, წულუკიძეს ნიკოლაოზს ხოფისა ღ(მრ)თისმშობლისათვის. რამანცა ძემან კაცისამან ესე გამოწიროს, ანუ დადიანმან, ანუ ვაზირმან, ანუ მესტუმრემან, ანუ სხვა ვინმემ ძემან კაცმან, მასცა რისხავს თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი ზეცისანი და ქვეყანისა[ნი და ხოფი]სა ღ(მრ)თისმშობელი.
ხელრთვა: ნიკოლოზ
(1) თეთროსნის ღმრთისმშობელი - საქართველოში გავრცელებული ერთ-ერთი წოდებულება ღმრთისმშობლისა, ნიშნავდა „თეთრით შემოსილს“. თეთროსანი ღმრთისმშობლის ეკლესიები გვხვდება სხვადასხვა მხარეში: არაგვის ხეობა, ქსნის ხეობა, სვანეთი, გურია, სამეგრელო. გურიის სოფ. ხუცუბანში არსებულ თეთროსნის ეკლესიაში არის გადაწერილი ცნობილი „თეთროსნის დავითნი“.12 ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ თეთროსანი თეთრი გიორგის კულტთან არის დაკავშირებული. (იხ. ა. იოსელიანი, ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ., 1973). თუმცა მას შემდეგ რაც წყაროებში დადასტურდა, რომ ეპითეტი თეთროსანი ღმრთისმშობელს მიემართებოდა, აღნიშნულმა მოსაზრებამ საფუძველი დაკარგა.
#4
სიგელი და იადგარი, მოცემული ლევან დადიანის მიერ ხოფის ტაძრისათვის (1) დედანი: ხეც, Hდ-1551-ა, თეთრი ეტრატი, მოთავსებულია რამდენიმე საბუთი; ადგილ-ადგილდალაქავებულია; კიდეებზე ზოგან დაკრულია თხელი სარესტავრაციო ფურცელი, მაგრამ საბუთი ცუდ მდომარეობაშია, მარჯვენა და მარცხენა კიდეები მოფლეთილია და ტექსტი ალაგ-ალაგ დაზიანებული, საბუთი შეგდება ერთმანეთზე დაწებებული ოთხი ფურცლისაგან, I ფურცელი ზომა: 43,8 X 17,5სმ, II ფურცელი ზომა: 43,1 X 20 სმ, III ფურცელი ზომა: 43,5 X 21სმ, IV ფურცელი ზომა: 20,3 X 20,5სმ; რ-ს I და II ფურცელზე შავი ფერის მელანი და III და IV ფურცელზე და მთლიანად ვ-ზე ყავისფერი მელანი, დასაწყისი ოთხი სტრიქონი და ზოგიერთი სიტყვა დაწერილია სინგურით; ლამაზი მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტი ნაწერია რ-ზე და ვ-ზე სრულად. საბუთი უთარიღოა. ე. თაყაიშვილი და ი. დოლიძე ლევან II დადიანის ზეობის წლებით 1611-1657 ათარიღებენ მას.13 ს. კაკაბაძე 1639-1657 წწ.14 პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთი დათარიღებულია 1628-1647 წწ.15 ქვედა ზღვრად აღებულია საბუთში მოხსენიებული მაქსიმეს გაკათალიკოსების წელი, რადგან აღნიშნული გამოცემის შემდგენლები თვლიან, რომ მაქსიმეს წინამორბედი მალაქია კათალიკოსი 1628 წელს გარდაიცვალა და მაქსიმემაც ამ დროს დაიკავა საკათალიკოსო ტახტი.16 ზედა ზღვრად 1647 წლის მიჩნევა გაურკვეველია. მართებულად მიგვაჩნია ს. კაკაბაძისეული დათარიღება. ქრონოლოგიურ ჩარჩოს ავიწროვებს საბუთში კათალიკოს მაქსიმე მაჭუტაძის მოხსენიება. მაქსიმე საკათალიკოსო ტახტზე აღსაყდრდა 1639 წელს. ბუნებრივია, საბუთი 1639-1657 წწ. შორის არის შედგენილი.
საგულისხმოა, რომ საბუთში არ იხსენიება ლევან II დადიანის მეუღლე ნესტან-დარეჯანი. სავარაუდოა, რომ იგი უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის, თუმცა ქრონოლოგიურ ჩარჩოს ეს ვერ ავიწროვებს, რადგან ნესტან-დარეჯანი 1639 წელს გარდაიცვალა, ჯერ კიდევ მალაქია კათალიკოსის სიცოცხლეში. შესაძლებელია, რომ საბუთის გაცემა სწორედ ნესტან-დარეჯანის სულის საოხად მოხდა, როგორც სხვა შეწირულობები, რომელიც ასე უხვად გაიღო ლევანმა.
პირები: ხეც, Qდ-9135, ხეც, Aდ-2251 ლა და ხეც, შდ-2921. გამოცემები : ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, #6, გვ. 26-33, ტფ., 1899 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1965, გვ. 208-211. С.С. Какабадзе, гдина, 1967, №232, с. 174-175.
ქ. კურთხეულ არს ღ(მერ)თი დაუსაბამო... (ვრცელი საღვთისმეტყველო შესავლის შემდეგ)... თავსმდებობითა, შუამდგომლობითა, მინდობითა, გკადრეთ და| მოგახსენეთ დაწერილი სიგელი ესე იადგარი, უმიზეზო და უკუნისამდე წელთა და ჟა|მთა შეუცვალებელი და მარადის განთავებით განსრულებული, თქუენ, ჩუენსა მ|ცველსა და მფარველს და ცხოვრებისა ჩუენისა წარმმართებელსა და განმარჯვებ[ითა]| მძლეველსა მტერთა და მბრძოთა ჩუენისათა, ქალწულსა უბიწოსა, მარადის| ბიწშეუხებელსა, დედასა ნათლისასა და მშობელსა მეუფისასა უთროსნისა| ღ(მრ)თისმშობელსა (3) და ძელსა ცხოველსა (4), ხოფის ტაძარსა შინა განსუენებულთა, მ|ისაძინელთა და საძუალთა პირველ კურთხეულთა და საუკუნოდ განსუენებულ[თა]| პატიოსანთა და სახელოვანთა [ძ]უელთა ჩუენთა პაპ[ა]თა და პაპის [პაპათა ყ(ოვლა) დ] სა||ნატრელთა _ გიორგი (5), ვამეყ (6), შერგილ (7) და სამადავლე (8), ამათით ოთხთა ღ(მრ)თივ პიტ[ი]ვ|ცემულთა და გუირგუინოსანთა საფლავსა, და ჩუენსა სასოებით შესავედრებელს ხო|ფს განსუენებულსა სახესა და ხატს წ(მიდ) ისა ღ(მრ)თისმშობელისასა და ჯვარის ყო|ველთა განმაცხოველებელსა. მოგახსენეთ და გკადრეთ იადგარი და სიგელი მ|ტკიცე, ჟამთა საუკუნეთა გასათავებელი, ჩუენ თქუენ მიერითა მადლით|ა და ცვა-ფარვითა მძლედ და ძლიერად ამაღლებითა განძლიერებულმ|ან და ოხითა თქუენითა ზესთა აღმატებულმან და მტკიცედ მპყრობელ-მქონ|ებელმან, თვით განმგებელმან, თქუენ მიერ სახელ ა<მ>ღმატებულმან და (ფ)რ(ია)დ| მსასოებელმან და მადლთა და წყალობათა თქვენთა მინდობითა სარწმუნოდ| მოსავმან და სურვილით მოქენემან, ხელმწიფემან, პატრონმან დადიანმან| ლევან.
შიშით და კრძალვით განგიახლეთ და დაგიმტკიცეთ მტკიცე ესე უ|კუნისამდე კაცთა ნათესავისაგან შეუცილებელ-შეუსარჩლელი წიგნი და| ნიშანი, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ჟამთა ვითარებისა, და წელთა გ|არდასულისა, და ეტლთა მოქცვისა, და დღეთა ცვალებისაგან მოშლილიყო სოფე|ლი და ტყე, და ველი. ვნახეთ და მოკითხული ვქენით, და ძუელთა ჩუე[ნ]|თა მამა-პაპათა საფლავი ყოფილიყო, კურთხეულთა და სახელდებულთა და| მათ მიერ დადებული და გარიგებული იადგარი /და სიგელი/ ვნახეთ და ჩუენცა გულ|სმოდგინებით ესრეთ დაუმტკიცეთ, ესე ვითარცა დადიან-გურიელისა, სულ|კურთხეულისა სამადავლ[ა]საგან გარიგებული სიგელი ვნახეთ, ესრეთ ეწერა| და გაერიგა: „ძუელითგანი იადგარი გ[ა]რყუნილიყო და დაკარგულიყო ხოფისა ღ(მრ)თისმ|შობელისა, მას ჟამსა უღმთოდ და უსჯულოებად მი[ი]ქცეს აფხაზნიო და აღვიყვან|ეთ იოვაკიმე - კაცი ღირსი ნეტარებისა და დავსვით კათალიკოზად, რომელი აფხაზთა| გარყუნეს სჯული და კ(ათალიკო)ზობა, ხოლო ჩუენ მარჯუენითა ქრისტეს საფლავისათა და| იერუსალემისა და ანტიოქი[ი]ს პატრიარქისა მიხაილის ნებადართვითა გავარიგეთო| ჯურითა და ონფორითაო“. აწე, ჩუენცა მათი გარიგებული და დადებული იადგა|რი ვნახეთ, განვიცადეთ და ჩვენც მსგავსად მათებრ დავამტკიცეთ და გავარიგეთ თ[ა]ვს| მსხულების წ(მინ)და გიორგი, მის შესავლითა და გასავლითა, წყლითა, ტყითა, სანა|დიროთა, სათევზაოთა, საყანითა, უძებრითა და საძებრითა, იმა რიგითა გლეხებ|ითა, ჯვარისმტვირთველითა ბერი ზოსიმე, კემხელს გეგებერია, ვაჭრის შვილები,| ბაბადიში და მისნი ძმანი: კახაი და ვაჟბედაი, მასთანა ორნი მაშის| ძენი დეის მამაი, და ორნი ლადარია: მიქაილ და მამისთუალი, წუწუნარი,| მამული და მარანი, მისითა ტყითა, წყლითა და ეკლესიის კარითა და სათე|ვზოთა, კვირია მასხულია, მისითა შვილებითა; თათარაი წუწუნავა მისის მ|ამულითა, ბერია მისის მამულითა. წყლისპირს, ბონია ქრისტეშია მისი|თ მამულითა. წყლისპირს რიონზედა, ჭალადიდსა, ნახევარი ბაჟი ხოფისა ღ(მრ)თის|მშობელისა არის. არის ქარიატას და კემხელს მესამედი ნავი და ბაჟი ყ(ოვლა)დ|წმიდისა, არის ნოხუდენს ოთხი კვამლი კაცი: ყურუა და სხვიტავა, ანდ|ალაისშვილი და შონია, მათითა მამულითა, წყლითა, ტყითა, სათევზოთა და| ეკლესიის კარითა. აგრევე, დადიანის სახლის თავი ნიშანი და სხვათა თავადთა| და აზნაურისშვილთა, ნიშანი კ(ათალიკო)ზისა არის, სხუათა ეფისკოპოზთა [3] || დგ[ომით] მართებს და ამას არას ეთხოვებოდესრა. აგრევე ცუს გამოღმა და [3]| და ჭვირას გაღმა ვინცა ნადირი მოკლას სეფესა ყ(ოვლა)დწმინდასა წინ მი[ი]ღ|ებდენ, ნურავინ დააკლებთ. აგრევე, ჩუენ პატრონმან დადიან-გურიელმ|ა შამადავლამ იადგარი [პირ]უელითგანი /ვნახეთ/ და ასრე ყოფილიყო ძუელითგან და| ესრეთ [ე]წერა: ვინც ხოფისა საყდარსა გარეშ[ე]მო უპატიობა იკადროს, ანუ| გლეხი დაურბიოს, ანუ ჯოგი წაუსხას, ანუ ქურდობა ქნას, ა[ნუ]| სასახლეს მოუხდეს და გატეხოს, ათი გლეხი დაუურვოს საყდარსა ვინ|ცა სახოფოსა ზედან მოუხდეს, და[ა]რბიოს და დაწუას, მეხადილე გლეხი და|უურვოს საყდარსა. ბოდ, ანუ ღალატითა კაცი მოუკლან, ორი ზომა| სისხლი დაეურვოს. ვინც ძმათაგანსა უპატიობა ჰკადროს, ანუ აგინოს, ათა|სი პოტინატი დაუურვოს. აგრევე, ჭვირიას და ცუს შუა ტყე და წ|ყალი ყოვლადწ(მიდ)ისა ხოფისა ღ(მრ)თისმშობელისა არის უცილებელი. ესრეთ ეწე|რა ძუელსა სიგელსა და იადგარ შიგან. ამა წყევითა და კრულვითა, აწე, ჟამ|თა ვითარებისაგან სიგელი გარყვნილიყო და კურთხეულსა დადიან-გუ|რიელს შამადავლსა გაერიგებინა, როგორც ძუელად ყოფილიყო ის|რევე გაერიგებინა. აწე, მელია და საყდრის კაცები იცილებოდეს და დავსხ|ედით ჩუენ, ხელმწიფე-პატრონი დადიანი ლეონ და კ(ათალიკო)ზი მაქს|იმე მაჭუტაძე და ვნახეთ ძუელი იადგარი და სრულად ჩვენი დარბაისელნი| დავისხით და გავუსინჯეთ და ასრე ეწერა წყევით რომე ჭვირასა და ცუს| ...
საბუთს ბოლო აკლია. ვ-ზე ჩანს ქვედა გრაფემები, უნდა იყოს ხელრთვა: ლევან. ქაღალდი აქერცლილია და, ვფიქრობ, უნდა იყოს კათალიკოზის ხელრთვა მაკურთხეველი მარჯვენა ჯვრით. იმავე ფერის მელნით - კ(ათალიკო)ზი მაქსიმე.
(1) ლევან II დადიანი იადგარის მესამე განმაახლებელია. იგი საბუთში მიუთითებს, რომ მანამდე არსებულ იადგარს ეყრდნობა, რომელიც შამადავლე დადიან-გურიელს (1470-1475) შეუდგენია და სიტყვა-სიტყვით იმეორებს მისეულ ტექსტს. ხოლო შამადავლე, თავის მხრივ, უფრო ძველ იადგარს ემყარება. ლევან II დადიანი სიტყვა-სიტყვით იმეორებს შამადავლა დადიანისეულ ტექსტს. იადგარს ახლავს მოგვიანო პერიოდის განახლებები და ხობის ღმრთისმშობლისადმი შეწირულებების დოკუმენტები, რომლებიც ასევეა წარმოდგენილი ჩვენს პუბლიკაციაში, თუმცა არქეოგრაფიულ აღწერილობაში არ გვაქვს მითითებული საბუთის ზომები, ვინაიდან ტექსტები ერთმანეთის მიყოლებით ან არშიაზე არის მოთავსებული იადგარისთვის განკუთვნილ ეტრატზე.
(2) ლევან II დადიანი - მანუჩარ II დადიანის ძე. ოდიშის მთავარი 1611-1657 წწ. ლევან დადიანი ზრუნავდა ხობის ტაძარზე. მისი სახელი შემოუნახავს აქ დაცულ ხატებს. ლევანი განსაკუთრებულ შეწირულობებს ახორციელებს მეუღლის, ნესტან-დარეჯანის გარდაცვალების შემდეგ. სწორედ მისი სულის საოხად შეუმკია და მოუჭედინებია სანაწილე კოლოფი, რომელშიც ინახებოდა საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდე _ ღმრთისმშობლის კვართი, ასევე წმინდა მარინეს მკლავი, იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები.17
1640 წელს, ნესტან-დარეჯანის სულის საოხად, განუახლებია და ძვირფასი თვლებით შეუმკია მრავალნაწილიანი ვერცხლის ხატი, წარწერის თანახმად იგი თამარ მეფის დედის - ბორდოხან დედოფლისეული ყოფილა და მასში სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი.18
(3) თეთროსნის ღმრთისმშობლის შესახებ იხ. დოკუმენტი #1-ის კომენტარი.
(4) ძელიცხოველის ნაწილი ხობის მონასტერში იყო დაცული. საკითხი საგანგებოდ შეისწავლა გიორგი კალანდიამ ნაშრომში ოდიშის საეპისკოპოსოები, სადაც მოაქვს სათანადო წყაროები (ჯუზეპე მარია ძამპი, ალექსი იევლიევი და ნიკიფორე ტოლოჩანოვი, ე. თაყაიშვილი), რომელთა თანახმადაც აღნიშნულ ავტორებს ძელიცხოველის ნაწილები პირადად უნახავთ ხობში.19 საქართველოში დაბრძანებული ძელი ჭეშმარიტის ნაწილების შეისწავლა ელდარ ბუბულაშვილმა. წყაროების ანალიზის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ხობის მონასტერში დაცულ რამდენიმე ხატსა და ჯვარში ჩაყოლებული ყოფილა ძელიცხოვლის ნაწილი.20
(5) გიორგი დადიანი - ძნელია განვსაზღვროთ თუ რომელი გიორგი იგულისხმება აღნიშნულ საბუთში. იგი უნდა იყოს ხობის მონასტრის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული ერისთავთ-ერისთავი და მანდატურთუხუცესი გიორგი, რომელსაც ტაძრის მაკეტი უპყრია ხელთ და თან ახლავს სათანადო წარწერა, სადაც მას ტაძრის აღმაშენებელი ეწოდება.21 მკვლევრებს უჭირთ მისი მოღვაწეობის პერიოდის დადგენა. ექ. თაყაიშვილი მიიჩნევს, რომ იგი არის გიორგი II დადიანი (1384-1396), მამია I-ის ძე. თუმცა მისი აზრით პირველი მაშენებელი არ უნდა იყოს ხობის ტაძრისა. მას უნდა ეკუთვნოდეს ეკლესიისთვის სამხრეთიდან და დასავლეთიდან ღია სტოის მიშენება.22 ვ. ბერიძემ შეუძლებლად მიიჩნია, რომ ფრესკაზე გამოსახული გიორგი დადიანი მხოლოდ გალერეის ამშენებელი ყოფილიყო. იგი ქტიტორთა ადგილასაა დახატული ეკლესიის მოდელით ხელში, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი უდავოდ ტაძრის ამშენებელია, თუმცა არ არის სავალდებულო, რომ იგი მშენებლობის დამწყებად მივიჩნიოთ. საკუთარ თავს „საყდრის აღმაშენებელს“ უწოდებდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ დაასრულა თავისი წინამორბედის დაწყებული მშენებლობა.23 გიორგი ბედანის ძეა და შერგილ დადიანის თანამედროვე, მოღვაწეობდა XIII-XIV სს. მიჯნაზე. ისტორიულ წყაროთა მონაცემებს სავსებით ეთანხმება ტაძრის ხუროთმოძღვრული ანალიზი.24 მ. ბახტაძემ საგანგებოდ შეისწავლა ოდიშის ერისთავთა ქრონოლოგიური რიგი. მისი დასკვნით, ბედან II-ის ძე გიორგი II, XIII ს-ის 70-იან წლებში მოღვაწეობდა.25 გ. არახამია მიიჩნევს, რომ ბედან II-ის ძე არის გიორგი I, რომელიც მოღვაწეობდა XIII ს. 90-იან წწ. ვიდრე 1323 წ-მდე. იგი არის ხობის ტაძრის ქტიტორი და აქვეა დაკრძალული.26
ე. თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ საბუთში მოხსენიებული ყველა დადიანი დასაფლავებულია ხობში.27 თ. ბერაძე თვლის, რომ ხობში მხოლოდ გიორგი II და ვამეყ I არიან დაკრძალულნი.28
(6) ვამეყ I დადიანი - ერისთავთ-ერისთავი და მანდატურთუხუცესი, გიორგი IV დადიანის ძე. ოდიშის ერისთავი 1384-1396 წწ. მან ააგო ხობის მონასტრის სამხრეთი მინაშენი, რომლის შესახებაც ფასადზე დატანილი წარწერა გვამცნობს. წარწერაში მოთხრობილია, რომ ვამეყს ჯიქეთში ულაშქრია, საიდანაც წამოუღია მარმარილოს სვეტები და ფიქალნი და ხობის ეკვდერის მშენებლობისთვის გამოუყენებია.29 ვამეყს ეკუთვნის სამხრეთის მთელი მინაშენი - გალერიაც და დახურული ეკვდერიც. სვეტები ეკვდერში გამოუყენებიათ, ხოლო ფიქალნი - გალერეის კედლებში, ეკლესიის საკურთხეველის იატაკზე და ტრაპეზზე. იგი დაკრძალულია ხობის ტაძარში.30
(7) შერგილ დადიანი - ერისთავთ-ერისთავი შერგილი თავის ოჯახთან: მეუღლე ნათელთან, ვაჟთან ცოტნესთან და ასულ თამართან ერთად გამოსახულია ხობის მონასტრის სამხრეთ კედელზე.31 ექ. თაყაიშვილმა იგი XIII ს-ის მოღვაწედ მიიჩნია.32 ვ. ბერიძემ, ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ წარწერაში მოხსენიებული ცოტნე კოხტასთავის შეთქმულების გმირი არ არის და შესაბამისად შერგილის მოღვაწეობაც XIII ს-ის დასაწყისს ვერ დაუკავშირდება. იგი ახლო ნათესავი უნდა იყოს ხობის ეკლესიაში გამოსახული გიორგი დადიანისა და მისი თანამედროვე. შერგილს საოჯახო კაპელა აუშენებია ხობში.33 მ. ბახტაძე შერგილის მოღვაწეობას XIII ს-ის მიწურულით განსაზღვრავს.34 შერგილი, როგორც ჩანს, დიდად ზრუნავდა ხობის მონასტერზე და მასში დაცულ სიწმინდეებზე. მისი სახელი, ოჯახთან ერთად შემოუნახავს მაცხოვრის დასაკეც ოქროს ხატს, რომელშიც ჩადებული იყო თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი ძელიცხოვლის ნაწილით.35
(8) შამადავლე დადიან-გურიელი - ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იგი ოდიშს განაგებდა 1470-1474 წწ.36 გ. არახამიამ წყაროების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შამადავლე გარდაიცვალა 1475 წელს.37 მის სახელს უკავშირდება ცაიშელ-ბედიელი იოაკიმეს კურთხევა აფხაზთა კათალიკოსად და ზოგადად, აფხაზთა საკათალიკოსოს გამოყოფა მცხეთის საპატრიარქოსგან.
#5
იადგარის განახლების წიგნი ლევან დადიანისა ხობისადმი 1662-1681
დედანი; ხეც, Hდ 1551-ა-1, ეტრატი აქერცლილია და ერთგან გახეული, ამ ადგილას ტექსტის ამოკითხვა ჭირს. ბაცი შავი ფერის მელანი. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტი ნაწერია ვ-ზე, I კეფზე.
საბუთი უთარიღოა: დოკუმენტის გამცემი ლევან III დადიანი ოდიშის სამთავროს მართავდა 1662-1681 წლებში, შესაბამისად ამავე წლებით უნდა განვსაზღვროთ საბუთის დათარიღებაც. გამოცემა: ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, #6, გვ. 30, ტფ., 1899. პირი: ხეც, შდ 2921, ხეც, Qდ 9145 და ხეც, Aდ 2251-ლა (34/1).
ქ. როგორათაც ბიძაჩემს ლეუან დადიანს| გაერიგებია [ი]ადგარი ეს, უნახეთ და ჩვენ,| ხელმწიფეს დადიანს ლევანს (1) ასრე გა|გვირიგებია, და ჩვენც ასრე დაგვიმტკიცებია და| ამ წიგნშიდაც ასრე სწერია: სამი ნა|ვი [თათ]რები38 რომ მოვიდეს, ორი ჩვენ|ი კაცისას დადგეს და მესამე ხატის ყმისას| დადგეს და ჩვენმან მებაჟენმან39 ასრე გა[ა]რ[იგ|ოს.
ხელრთვა: ლევან
(1) ლევან III, იგივე შამადავლა დადიანი − ოდიშს მთავარი 1662-1681 წწ. ჰდ-1551-დ თანახმად, მას ჰყავს მეუღლე თამარი. მისი მეორე ცოლი გახლდათ იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის ასული, თინათინი (1448-2225). იგი საკმაოდ სუსტი მმართველი გახლდათ. მან ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ლევან II დადიანის დროს ოდიშის სამთავროსთვის მოპოვებული პოზიციები.
#6
საკანონოს მირთმევის წიგნი ხახუ ჩიჩუასი კათალიკოს დავითისადმი 1675-1696
დედანი: ხეც, Hდ 1551-ბ, გაყვითლებული ეტრატი, მუქი ყავისფერი მელანი. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტი ნაწერია ვ-ზე, II კეფზე. საბუთი უთარიღოა: თარიღის განსაზღვრა შეიძლება დავით ნემსაძის კათალიკოსობის პერიოდით (1673-1696). საფიქრებელია, რომ დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს მას შემდეგ, რაც ლევან III დადიანმა 1675 წ. ხობის მონასტერი საკათალიკოსო რეზიდენციად გადასცა დავით ნემსაძეს. დოკუმენტი დავით კათალიკოსის ზეობის წლებით (1673-1696) დათარიღებული პირთა ანოტირებული ლექსიკონის V ტომში.40 გამოცემა: ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, №6, გვ. 31, ტფ, 1899 პირი : ხეც, შდ 2921-ბ; ხეც, Qდ 9139 და ხეც, Aდ 2251-ლა (34/4).
ქ. მე, ხახუ<მ> ფაციას, კაცი შემომაკდა და საკანონო გამიჩინეს| და ბიძაბ ცხომარია დავიხსენი და ხატს შევსწირეთ. ბატონ|მა კა(თალიკო)ზმა (1) და ხოფელმა გამიჩინა საკანონ[ო]დ და შევსწირეთ ხატს.| არის ამის მოწამე ბატონი ჭყოინდელი და ხახუ ჩიჩუვა. (2) უზის ერთი ჯვარი.
(1) ქვემომოტანილი #7 საბუთის ტექსტიდან ირკვევა (Hდ-1551-გ), რომ ხსენებული კათალიკოსი გახლავთ დავით ნემსაძე. იგი აფხაზთა საკათალიკოსოს განაგებდა 1673-1696 წწ. ლევან III დადიანმა მას გადასცა ხობის მონასტერი და ორი სასახლე. ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევაში, საკანონოს სწორედ კათალიკოსი აწესებს და შეწირულებაც ხობის, როგორც საკათალიკოსო მონასტერისადმია გაღებული.
(2) ხახუ ჩიჩუასგან (ჩიჩუვა) 1706 წელს, გრიგოლ აფხაზთა კათალიკოსს 300 მარჩილად შეუძენია ქუჩუა მირცხულავა და შეუწირავს ბიჭვინთის ღმრთისმშობლისათვის.41 ასევე ბიას მცხოვრები ხოსია სიჭინავა კათალიკოსს ხახუს „საწირავსა და ნიშანში“ აიყვანეს.42 პირთა ანოტირებული ლექსიკონის ტ. V მითითებულია, რომ ხახუ მოწმედ იხსენიება Hდ 1551-გ,43 თუმცა აღნიშნულ საბუთს მოწმეები საერთოდ არ ჰყავს. იხ. №7 (Hდ 1551-გ).
#7
ყმის შეწირულების წიგნი, მიცემული აფხაზეთის კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ ხოფის ღვთისმშობლისადმი (1673-1696)
დედანი: ხეც, Hდ 1551-გ, გაყვითლებული ეტრატი, შავი ფერის მელანი. მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტი ნაწერია ვ-ზე, II კეფზე საბუთი უთარიღოა: თარიღის განსაზღვრა შეიძლება დავით ნემსაძის (1673-1696) ზეობის წლებით. ამ შემთხვევაშიც სავარაუდოა, რომ დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს მას შემდეგ, რაც ლევან III დადიანმა 1675 წ. ხობის მონასტერი საკათალიკოსო რეზიდენციად გადასცა დავით ნემსაძეს.
გამოცემა : ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, №6, გვ. 31, ტფ; 1899 პირები : ხეც, შდ 2921-გ; ხეც, Qდ 9140 და ხეც, Aდ 2251-ლა (34/3).
ქ. ჩვენ, ჩრდილოსა და აფხაზეთისა კა(თალიკო)ზ<ო>მან დავით შემოგწი|რე ბაჟუნაი მირცულა (1), მისის შვილითა და ძმის[წ]ულითა, მისის| სახ<უ>ლ-კარითა, ეკ<უ>ლესი[ი]ს კარითა, ტყითა, წყლითა, უძებარ-სა|ძებარითა და მისის ყოულისფერ[ი]თა. [[ასე და ამა პირუსა ზე]]| ხახუ ფაციას ნიშნად ბატონმა დადიანმან მიბოძა ეს გ<უ>ლეხი| და მე ხობისა ღ(მრ)თისმშობლისათვის შემიწირაუს ჩემი სულის| საოხად და საცხოუნებლად.
(1) ბაჟუნაი მირცულა უნდა იყოს ბიჟოჟია, იგივე ბიჯოჯია მირცხულავა (მისხულავა). იგი იხსენიება ჰდ-1551-ვ. ბიჯოჯია, 1696-1705 წწ. სიგელის თანახმად, აფხაზეთის საკათალიკოსოს ყმა-გლეხი იყო44 და რადგანაც აღნიშნულ პერიოდში, ხობი საკათალიკოსო რეზიდენციას წარმოადგენდა, იგი ცხოვრობდა ხორგაში, რომელიც მონასტრის კუთვნილი სოფელი გახლდათ (1448-1529 რ). მისი შვილია ქუჩუა მირცხულავა (იხ. #6 კომენტარი 2). მამა-შვილი ცალცალკე უყიდია დავით კათალიკოსს. ბიჟოჟია 260 მარჩილად - პეპუნა ფაღავასგან, ხოლო ქუჩუა - ხახუ ჩიჩუასგან.45
#8
ყმის შეწირულების წიგნი, მიცემული აფხაზეთის კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ ხოფის ღვთისმშობლისადმი 1678-1679
დედანი: ხეც, Hდ 1551-დ, გაყვითლებული ეტრატი, მკრთალი ყავისფერი მელანი. ლამაზი მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტი ნაწერია ვ-ზე, II და III ფურცელზე საბუთი უთარიღოა : ასლებში ხეც, შდ 2921-დ და ხეც, Aდ 2251-ლა (34/2), მითითებულია, რომ დოკუმენტი „არის ურიცხვო და უთვო“.
საბუთის დასათარიღებლად მნიშვნელოვანია სიგელში ლევან III დადიანის მეუღლის თამარის მოხსენიება. თამარი ვახტანგ V შაჰნავაზის ძმისშვილი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1661 წელს შაჰნავაზმა ლევან III დასვა დადიანად და თამარი შერთო ცოლად.46 1663 წელს ლევანი იმერთა მეფე ბაგრატს შეებრძოლა და დამარცხდა. ბაგრატმა ლევანს თამარი წაართვა და თვითონ მოიყვანა ცოლად, ხოლო ლევანს თავისი და მიათხოვა.47 1678 წლის სექტემბერში მეფე არჩილმა ლევან დადიანის დახმარებით დაამარცხა ბაგრატ მეფე და თამარი ისევ ლევანმა დაიბრუნა, თუმცა 1679 წელს ბაგრატი კვლავშეება დადიანს და თამარი წაართვა.48 თავად ლევანი 1680 წელს გარდაიცვალა. ლევანს თამარი ცოლად ჰყავდა 1662-1663 წწ, ხოლო მეორედ 1678-1679 წწ. საბუთი 1662-1663 წწ. გაცემული ვერ იქნება, რადგან შეწირულება გაიღო კათალიკოსმა დავით ნემსაძემ, რომელიც ზეობდა 1673-1696 წწ. გამოდის რომ საბუთი 1678-1679 წწ. უნდა იყოს შედგენილი. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთი დათარიღებულია 1673-1680 წწ.49 ქვედა ზღვარი აღებულია დავითის გაკათალიკოსების წელი, ხოლო ზედა, ლევან III დადიანის მმართველობის ბოლო წელი. თუმცა ტექსტში თამარის მოხსენიებამ საბუთის ქრონოლოგიური ჩარჩო უფრო დაავიწროვა.
გამოცემა : ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, #6, გვ. 31-32, ტფ; 1899 პირები : ხეც, შდ 2921-დ; ხეც, Qდ-9141 და ხეც, Aდ 2251-ლა.
ქ. ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულმან, ჩრდი|ლოსა და აფხაზეთისა კ(ათალიკო)ზმან, პატრონმან დავით, შემოგწი|რეთ თქვენ, ცათა მობაძავსა ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობელსა და ხო|ფის ღ(მრ)თისმშობელს (1) ლიფონავა ისუფი და მისი ძმა იანვარაი მათის| ცოლშვილითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, მისის ეკლე<ე>სიის| კარითა, მისის მამულითა, საყანითა, ტყითა, ველითა, გასავლითა| და გამოსავლითა, დღეს რისიც მქონებელი იყოს მისის [ყო]|ვლისფერით, სამართლიანის საქმითა, ასრე არის ამისის...| რომე გულერის კარს ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობლის / მეთევზე გ[ლე]ხი/ ძ[უ]ელ[ი]| შენაწირი ესახლა50 და ასპანა ფაღავამ გაიქურდა და სახლის [კარ]|ობით დაგვიკარგა და მერმე მის გარდას[ა]ხადად ბატონმან [და]|დი[ა]ნმან ლეონ ხორგას ეს ლიფონავა გვიბოძა და ჩვენ [ბატო]|ნის დადიანისა და დედოფლის ბატონის თამარის ბრძა[ნებ|ით] ბიჭვინტისა და ხოფისა ღ(მრ)თისმშობელისათვის შეგვიწირავს|. აწე, ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან, ანუ დადიანმ[ან,| ანუ] დიდმან და ან მცირემან, [ეს] ამ ჩვენს შენაწირს გ[ანაჩენს| შლად],51 დაქცევად ხელყოს, ისიმც შეიცულების რჯურ[ისა]| ქრისტიანობისაგან, ნუცა იხსნების წირვითა და ლოცვი[თა],| ნუცა გ[ლა]ხაკთ მიცემითა, ნუცა იერუსალიმს წასუ[ლითა.| მა]სამც რისხავს დაუსაბამო, დაუსრულებელი ღ(მერ)თი|| ... სული ....|ლი და შეჩვენებულმც არის მისი სული და [ხორცი ამა]| და მას საუკუნოს, აწდა უკუნისამდე, ამინ.
არიან ამისნი შუ|ამავალნი: ლიპარტიანი ბატონი გიორგი, ჩიჩუა ხახუ, [დე]|ისმა[მა] ჯაიანი,52 (2) და მოწამე სრული ს(აკათალიკო)ზო და სახოფოს ა[ზ]ნ[აუ]|რის შვილები.53 ხელრთვა: კათალიკოზი, მაკურთხეველი მარჯვენითა და ჯვრით ხელში, ლევან, თამარ.54 (3) ახლავს სპარსული ტექსტი. (ერთი სტრიქონი)
(1) ბიჭვინთისა და ხობის ღმრთისმშობლის ერთად მოხსენიება გვიდასტურებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ხობი საკათალიკოსო მონასტერს და კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. ვფიქრობთ, რომ ხობის ტაძარში დავანებული იყო ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატის ასლი.
(2) ექვთიმე თაყაიშვილის აღდგენილი აქვს, როგორც [დარ]|ისმა[ნა]. დეისმა ჯაიანის მოღვაწეობას ო. სოსელია დავით ნემსაძის კათალიკოსობის მიხედვით განსაზღვრავს. ფიქრობს, რომ დეისმას თანამედროვეა ასევე დარისმანი, მისი სახლიკაცი, რომელიც გიორგი ლიპარტიანთან და ხახუ ჩიჩუასთან ერთად მოხსენიებულია სიგელში და იმოწმებს აღნიშნულ საბუთს.55 თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარისმან ჯაიანი საერთოდ არ არსებობდა და ეს დეისმა ჯაიანია, ვინაიდან საბუთი კარგად არ იკითხება და ამგვარად, დარისმანად არის აღდგენილი. ო. სოსელია თვლის, რომ შესაძლოა დეისმა ხორგას მოურავი იყოს. დადიანის „სათხოვარი“, „გარდასახადი“ და „სხვა რამე სათემო საქმე ხორგაში მისი სასაქმოა“. დეისმა და სხვა ჯაიანები ხორგაში საკუთარ ყმა-მამულსაც ფლობენ და აქ მყოფ საკათალიკოსო ყმებზე მძლავრობენ. გამოსაღებს ითვისებენ და ნავისგან ბაჟსაც თვითონ იღებენ.56 დეისმა ჯაიანმა დავით კათალიკოსს პირობა მისცა ხორგაში მოსახლე მის ყმებს ქურდობაზე საზღაურს არ გამოართმევდა, არც გადასახადს და არც ბაჟს მიითვისებდა (ჰდ-11208).
(3) ლევან III დადიანის პირველი მეუღლე იყო თამარი, ხოლო №14 საბუთის (სეა 1448-2225) თანახმად, მისი მეორე ცოლი გახლდათ იმერეთის მეფის ალექსანდრე III ასული, თინათინი.
#9
შეწირულების წიგნი, მიცემული ზებედე წინამძღვრის მიერ ხოფის ღვთისმშობლისადმი 1682
დედანი: ხეც, Hდ 1551-ე, გაყვითლებული ეტრატი, ალაგ-ალაგ გაცრეცილი და ტექსტი დაზიანებული, შავი ფერის მელანი. ლამაზი მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტი ნაწერია ვ-ზე, III კეფზე საბუთი თარიღი ანია : ქორანიკონი ათას ექვსას ოთხმოცდაორსა, 1682 წ. გამოცე მ ა : ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, #6, გვ. 32-33, ტფ; 1899 პირები : ხეც, შდ 2921-ე; ხეც, Qდ 9142 და ხეც, ად 2251-ლა (34/5).
[ქ.] მაჟამსა ოდეს გურიელმან ო[დ]ი[შ]ი დაიჭ|ირა, (1) მე ზებედეს (2) ქვაჩი [ყურუა]57 შემომეხვეწა და| აქ ხოფს შევახვეწა, [და დავაყენეთ. ამ იასამ]58 უტყუა| და კახაბერს ჩიჩუას მისცა და მამაშვილი ორ|ი გამიყიდა. აწე, ხობისა ღ(მრ)თისმშობლის| განატეხშიდ ეს იასავები შევსწირეთ ბაძ|ულეი და მომაძინი მათის ცოლშვილ|ითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, ტყითა, ველ|ითა, საძებრითა და უძებრითა, რისაც მქო|ნებელი იყოს მისის სამართლიანის სა[ქ|მი]თ, ვინც ეს ჩვენგან შეწირული ბიჭვინტ|ისა და ხოფისა ღ(მრ)თისმშობელს (3) გამოსწიროს| ჩვენსამც კანონსამც ქვეშე არის. დამამტკიცე|[ბ]ელნი ამისნი ღმერთმან აკ[უ]რთხნეს| და მან ღ(მრ)თისმშობელმან. დაიწერა წიგნი ესე| ქორანიკონს [ათა]ს ექვსას ო[თხოც]დაორ|სა.
(1) გიორგი III გურიელი იმერეთის სამეფოს დაკავების შემდეგ, 1681 წლის შემოდგომაზე, ოდიშის სამთავროშიც გაბატონდა 1682 წლამდე, ვიდრე ლევან IV დადიანს გაამთავრებდნენ. 1682 წელს ეკუთვნის, დავით კათალიკოსის მიერ ოდიშის სამთავროდან გაღებული შეწირულება ბიჭვინთის ღმრთისმშობლისადმი, რომელიც გიორგი III გურიელის დასტურით განხორციელდა,59 როგორც ჩანს იგი კათალიკოსის მიმხრობის პოლიტიკას ატარებდა.
(2) ზებედე ხობის მონასტრის წინამძღვრად იხსენიება Hდ-1551-ზ. იგი უნდა იხსენიებოდეს ხობის ვერცხლის სამწერობლების წარწერაშიც.60 ზებედე ამ სამწერობლებს სწირავს ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატს, რომელის ასლიც, როგორც უკვე გამოვთქვით ვარაუდი ხობის ტაძარში იყო დავანებული.
(3) იხ. საბუთი #8, Hდ-1551-დ, კომენტარი (1)
#10
ყმის შეწირულების წიგნი, მიცემული აფხაზეთის კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ ხოფის ღვთისმშობლისადმი 1681-1682
დედანი: ხეც, Hდ 1551-ვ, გაყვითლებული ეტრატი, გაცრეცილი და ტექსტი ძლიერ დაზიანებული, შავი ფერის მელანი. მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტი ნაწერია ვ-ზე, III კეფზე. საბუთი უთარიღოა: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გიორგი გურიელმა დაიკავა იმერეთი და ოდიში, რაც მოხდა 1681-1682 წლებში. შესაბამისად საბუთის შედგენის დროც ამ წლებით უნდა განვსაზღვროთ.
გამოცემა : ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, #6, გვ. 32-33, ტფ; 1899 (გამოქვეყნებულია შემოკლებით). პ ირი : ხეც, შდ 2921-ვ; ხეც, Qდ 9143 და ხეც, Aდ 2251-ლა (34/6).
ქ. ჩუენ ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულმან, ჩრდილოსა და აფხაზე[თისა] კ(ათალიკო)ზმან, პატრონმან დავით, შემოგწირეთ მცირე და კნინი ესე შესაწირავი საშინელსა და შვიდ ცათა უმაღლესსა და ქერაბინთა უწმიდესსა ხობისა [ღმრთის]მშობელსა მირცხულავა ბიჯოჯია (1) და მისი შვილი ქოჩუა (2) და პაჭკუ (3) მ[ისითა ც]ო[ლ]შვილითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა ...61 ტყითა, ველითა, გასავალითა და შემოსავალითა, საძებრითა და უძებრითა, რისაც მქონებელი იყოს, მისის ყოვლისფერითა სამართლიანის და მისის ეკკლესიის, სასაფლაოთა, კარითა. მისი საქმე ასრე არის: ბიჟოჟია, დეისმას ომზედ დაიკარგა და შაქარიას ცხომარის და ყუანდა ცოლად, და შაქარიამ დაიხსნა და მერმე ბახუა ბაბადიშმა, და ომობა დაგვიწყო, რომ კაცი რადგან შენი დახსნილი არისო, ადგილი ჩემი არისო და ერთი მისი შვილიო, მერმეთ ბიჟოჟია წარმოდგა და შაქარამან, რომ დამიხსნა ის ადგილი მას უკან ვიყიდეო და თავათ ბიჟოჟიამ და მისმა შვილმან დაუფიცა და მერმე ხუთმან ცხომარებმან დაიფიცა ამ სახელისათვის და მით ჩამოვიხსენით. და მერმე მისი ბიჭის საქმე ასრე არის, რომ მეღვინე ბიჭი გვყავდა მაკარია ხოფის ღ(მრ)თისმშობლის ყმის შვილი, ბაბადიშმან ის გაგვიყიდა და ქოჩუა ბიჟოჟუას შვილშვიდ გამოვართვით მაგიერად, უმაგიეროდ არა გვაქვს რა. მას ჟამსა, ოდეს გურიელმან გიორგიმ იმერეთი დაიჭირა და ოდიში, და მისის ბრძანებით [და ნებადართულობით, ბატონის დედოფლის თამარის ბრძანებით]62 შემოგწირეთ.
აწ, ვინც და რამანც ძემან კაცისმან, ანუ მეფემან, ანუ დადიანმან, ანუ გურიელმან, ანუ დიდმან, ანუ მცირემან თქვენდა ამის გამოხმად და შლად და ქცევად ხელყოს მასამც რისხავს თავათ დაუსაბამო სამებით დიდებული ღ(მერთ)ი და ყოველნი მისნი წმინდანი ზეცისანი და ქვეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი... „შემდგომად ამისა არა ცხადჰყოფდა მეტისმეტი სიძველის გარყვნილობითა“, გვიამბობს გადამწერის მინაწერი.
(1) ბიჯოჯია იგივე ბიჟოჟია მირცხულავა ასევე იხსენიება 1696-1705 წწ. საბუთში. დავით ნემსაძის გარდაცვალების შემდეგ იგი პეპუნა ფაღავამ მიითვისა. მისგან დაიხსნა გრიგოლ კათალიკოსმა, 260 მარჩილად და საკათალიკოსოს შეწირა.63 ბიჯოჯია თავის ოჯახთან ერთად ხობის, როგორც საკათალიკოსო მონასტრის კუთვნილებაა.
(2) ქუჩუა მირცხულავა დავით ნემსაძემ იყიდა ბაბადიში ხახუასგან და საკათალიკოსოს შეწირა. ლევან IV დადიანმა საკათალიკოსო ყმები მიითვისა, მათ შორის ქოჩუაც. ლევან IV დადიანის გარდაცვალების შემდეგ იგი ხახუ ჩიჩუას დარჩა. 1706 წლის საბუთში, გრიგოლ კათალიკოსი მოგვითხრობს, რომ მან ხახუსგან 300 მარჩილად გამოისყიდა და კვლავ საკათალიკოსოს შეწირა.64 იგივე ამბავია მოთხრობილი 1712 წლის საბუთშიც.65 აღსანიშნავია, რომ ქოჩუა ამასთან ხობის, როგორც საკათალიკოსო მონასტრის კუთვნილებაა.
(3) პაჭკუ, იგივე პაჭკუტია მირცხულავა იხსენიება ხობის მონასტრისთვის შეწირული და შესავალი სანთლის ნუსხაში (სეა 1448-1529რ) იგი ხორგაში ცხოვრობს და მისი ოჯახის წევრების მსგავსად აფხაზეთის საკათალიკოსოს კუთვნილი ყმაა.
#11
ყმის შეწირულების წიგნი, მიცემული აფხაზეთის კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მიერ ხოფის ღვთისმშობლისადმი 1696-1742
დედანი: ხეც, Hდ-1551-თ, განივად მინაწერი რ-ს მარცხენა არშიაზე, ყავისფერი მელანი, განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთი უთარიღოა : თარიღის განსაზღვრა შეიძლება დოკუმენტის გამცემის გრიგოლ ლორთქიფანიძის კათოლიკოსობის წლებით 1696-1742. გამოცემა : ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, ტფ; 1899, #6, გვ. 30. პ ირე ბ ი : ხეც, შდ-2922, ხეც, Qდ-9143 და ხეც, Aდ-2251 ლა (34/7).
[ქ. შეწევნი]თა66 ღ(მრთისათა), ჩუენ ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულმან, ჩრდილოსა და აფხაზეთისა კ(ათალიკო)ზმან, ბატონმან გრიგოლ, (1) ესე გკადრეთ დავთრის თქვენსა წარწერით მცირედითა სიტყუითა და კნინოდენითა შესაწირავითა, ასრე რომე მეოხებითა შენითა საშინელო ხობისა ღ(მრ)თისმშობელო, და გულსმოდგინებითა ჩვენითა, ეს შონია ჩვენ ამ[ო]ვიყუანეთ მამაში და მის[ი] ძმა, მამიდა,| ამას წინათ ვითარებისაგან დაკარგულ იყო და ჩვენ ამოვიყუანეთ და ისრევ თქუენ შემოგწირეთ ჩვენის ცოდვილის სულის საოხად და ერთის რუბის საკმეველს ყოველსა დიდს ხუთშაბათს ხობისა ღ(მრ)თისმშობელო თქუენ მოგართმევდეს, რათა მეოხ გ[ვეყო]. აწ, ვინცა და რამანცა კაცმან ეს ხელახლა ჩვენგან შემოწირული შონი[ა] (2) [თქუენ]67 გამოწიროს და გამოგახუას ჩვენს კ[ა]ნუნსამც ქვეშ ის იქნება, ამინ.
ხელრთვა: კათალიკოზი,68 ჯვარი მაკურთხეველი მარჯვენით.
(1) გრიგოლ ლორთქიფანიძე აფხაზეთის საკათალიკოსოს განაგებდა 1696-1742 წწ. მის სახელს უკავშირდება საკათალიკოსო მეურნეობის მოწესრიგება. დატაცებული ყმა-მამულის დაბრუნება. განსაკუთრებით მზრუნველობდა აფხაზთაგან აყრილ და შევიწროვებულ საკათალიკოსო ყმებს. მან საეკლესიო ყმა-გლეხებზე აღადგინა სანთლის ბეგარა. ასევე სულადი გადასახადი და ფულადი ბეგარა სანთლის ბეგარით შეცვალა.69 გრიგოლ კათალიკოსი დიდად ზრუნავდა ხობის ტაძარზე. ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ განახლებული ღმრთისმშობლის მინანქრის მედალიონებიანი ხატი.70
(2) შონიები აფხაზეთის საკათალიკოსო ყმებს წარმოადგენდნენ. ნოხუდენში მცხოვრები შონია შამადავლე დადიანხობის გურიელმა ხობის მონასტერს შეწირა. (სეა, 1449-1571). ეს შეწირულება განაახლა ლევან II დადიანმა ხეც, Hდ 1551-ა. ხობის მონასტერს ეკუთვნოდა წყალიგზას მცხოვრები ბევროზა შონია (სეა, 1449-1577), ასევე მამისა (სეა, 1449-1555) და მამაგული შონიები (ხეც, Hდ-11221).
#12
შეწირულების წიგნი წინამძღვარ ზებედესი ხოფის ღმრთისმშობლისადმი XVII-XVIII სს. დედანი: ხეც, Hდ 1551 ზ, მინაწერი ვ-ს მარცხენა არშიაზე განივად; შავი ფერის მელანი, განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტი დაზიანებულია და გაჭირვებით იკითხება; ბოლონაკლული. საბუთი უთარიღოა : დათარიღება შესაძლებელია საბუთში მოთხრობილი ერთ-ერთ ფაქტის ლიპარტიანის აფხაზეთში ლაშქრობის მიხედვით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1701 წელს, ოდიშის მმართველმა გიორგი ლიპარტიანმა აფხაზების წინააღმდეგ შემწეობა სთხოვა იმერეთში გამეფებულ გიორგი აბაშიძეს. მათ ერთობლივად მოაწყეს ლაშქრობა და აფხაზეთი დაარბიეს. აბაშიძემ დააზავა ლიპარტიანი და შარვაშიძე და უკან გამობრუნდნენ.71 თ. ბერაძე ამ ლაშქრობას 1702 წლით ათარიღებს.72 1702 წლითვე ათარიღებს აღნიშნულ ლაშქრობას ო. ოკუჯავა. ოდიშის მმართველმა დაიბრუნა ტერიტორიები მდინარე ენგურიდან ღალიძგამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხის გამგებლები შარვაშიძეთა გვერდითი შტოს წარმომადგენლები რჩებოდნენ, ისინი მორჩილებას უცხადებდნენ დადიანს.73 საბუთი არ აკონკრეტებს, რომელმა ლიპარტიანმა დალაშქრა აფხაზეთი. თუ ტექსტში, მართლაც, 1701, ან 1702 წლის ლაშქრობა იხსენიება, მაშინ ექ. თაყაიშვილის მიერ კათალიკოსის სახელად დავითის აღდგენა შეცდომად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ დროს აფხაზთა კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძეა (1696-1742). საბუთში მოხსენიებული წინამძღვარი ზებედე და ზაალ ღოღობერიძე XVII-ის 80-იანი წლების მოღვაწენი არიან, ამიტომ გადაჭრით გვიჭირს საბუთის დათარიღება. მისი გაცემის დრო XVII-XVIII სს. მიჯნას უნდა დავუკავშიროთ.
გამოცემა : ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, ტფ; 1899, #6, გვ. 33. პ ირე ბ ი : ხეც, შდ 2921-თ; ხეც, Qდ 9144 და ხეც, Aდ 2251-ლა (34/8).
ქ. ეჰა, შენ, ცათა უმაღლესო, სერაბინთა უზეშთაესო და ქერაბინთა უწმიდესო, რომელმან შევ ერთი სამებისაგანი და შობითა მისითა განხეთქე ცოდვათა ჩვენთა [Pელი]თ[წერილი].74 შენ ყ(ოვლა)დ კურთხეულ[ო, ცათა მობაძავო] ხობისა ღ(მრ)თისმშობელო, [ჩვენ ცვა ფარვათა შენთა მინდობილმან] და მს[ასოებელმან] სიწმინდისა [შენ]ისამან, და საკუთრებით [მოურნემან სამსახურისამან კ]ნინმან მა[დლთამან]...| ფრიადმან ცოდვითა წინამძღვარმან ზებედე, (1) შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი, ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ამას წინათ ხობს ვიდექით ჩვენ და ღოღაბერიძის კაცს ამ ხობისა ღ(მრ)თისმშობლის ფიცის [ტეხა დაედვა და ბატონმან კათალიკოზმან დავით თავს შეიდვა და მერმე] ზაალ [ღოღაბერიძემ (2) გასტეხა და ... აღარ გაეწყობოდა და ის კუამლი კაცი ხობს შე]მოსწირა, და ჩვენც მოგვაბარა75 ეცადია [გეგენავა და ...] ოთია ჩვენ გვსახუ[რე]|ბდა. მერმე ლიპარტიანი ქვემოთ წაბრძანდა აფხაზეთს ლაშკრად და ჩვენ ზუგდიდამდი ვიახელით, [და] ცოტა უძღებად76 ვიყავით და დავბრუნდით, და აქ [ხობს] მოვედი[თ. აწე, ეს] გეგენავები პირველად [ამ ხატის ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ... და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად ხელმეორედ] ორივე ძმანები შემოგვიწირავს. შეიწირე კნინი ესე შესაწირავი ხობ[ისა ღ(მრ)თისმშობელო] ...
(1) ზებედეს შესახებ იხ. საბუთი №9, Hდ-1551-ე, კომენატრი (2)
(2) ვამეყ III დადიანის (1658-1662) ინიციატივით ოდიშის სამთავრო კარი უახლოვდება ღოღობერიძეთა გვარს. ამდენად, ზაალ ღოღაბერიძეს და მის ყმას ხობის მონასტერთან აქვთ ურთიერთობა. იგი მოწმედ გვხვდება ბაგრატ იმერთა მეფის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული წყალობის წიგნში, რომელიც 1673 წ. არის გაცემული77 მისი მოღვაწეობა XVII ს-ის 70-80-იან წლებს უნდა დავუკავშიროთ.
#13
ვამეყ დადიანის პირობის წიგნი კათალიკოს სვიმონ ჩხეტიძისადმი (1) (1658-1662)
დედანი დაკარგულია. გვაქვს პ ირი : ხეც, Qდ 9146-ა. საბუთი თ არიღი ა ნ ი ა , ქორონიკონი 317, არის 1629 წელი. ამ დროს ოდიშის მთავარია ლევან II დადიანი. ამდენად თარიღი არარეალურია. ვფიქრობთ, გადამწერის შეცდომა უნდა იყოს. ვამეყი ოდიშს მართავდა 1658-1662 წწ. და საბუთის თარიღიც, შესაბამისად, ამ წლებით განისაზღვრება. საბუთის დასაწყისში მიწერილი აქვს: დადიანი ვამეყ, მეფეთ-მეფე. (ვრცელი საღვთისმეტყველო შესავლის შემდეგ)
... შენ, შვიდ ცათა უმაღლესო, ქერობინთა უზეშთაესო, ქრისტიანეთა სასოებავო და შესავედრებელო, ტკ[ბი]ლო და მოწყალეო, მეოხო და ნუგეშინისმცემელო, ბიჭვინტისა და ხოფისა ღ(მრთ)ისმშობელო, (2) ჩვენ ცვა-ფარვათა შენთა მინდობილმან და მსასოებელმან ძისა მეუფისა შენისამან, ჩვენ, ხელმწიფემან მეფეთ მეფემან დადიანმან პატრონმან ვამეყ (3) და თანამეუღლემან ჩემმან, გურიელის ასულმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ელენემ და ძეთა ჩვენთა გიორგი და ბაგრატ, კადრეთ და მოგახსენეთ თქვენ ცათა მობაძავსა ბიჭვინტისა ღ(მრთ)ისმშობელსა და ხოფისა ღ(მრთ)ისმშობელსა და მას შინა დადგინებულსა ქუთათელ კათალიკოზსა ჩხეტიძესა პატრონსა სვიმეონს, (4) ასე რომე საკათალიკოზო მამულები სადაც იყო, ყოველგან მამულები და საყდრები ვინგინდავის სახელოთ ქონდა საპატიოს კაცებს და აწ ბატონო კათალიკოზო თქვენ მოინდომეთ და დაგვეაჯენით და ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გარდაგვიგდია საკათალიკოზო მამულზე და ალაგზედ ყოველგან მოურავი ჩუენს ბატონობა, ასე რომე ვერავინ ჩვენმა შემდგომან პატრონმან დადიანმან, [ანუ დე]დოფალმან და კათალიკოზმან ბიჭვინტისა ღ(მრთ)ისმშობელს და ხოფისა ღ(მრთ)ისმშობელისა ადგილზე და ალ[აგზედ] თუ არა იმ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არცა ვის სახელოს მივსცეთ და არცა ვის ბიჭვინტისა და ხოფისა ღ(მრთ)ისმშობლის მამული და ყმები ჩვენ საბოლოვოთ და საუკუნოდ არავის დავანებოთ, და ამას გარეთ სამართლიანიც ასეა და ძველთაგანაც ასე ყოფილიყო, რომ კათალიკოზის უკითხავად და უნებურად ეფისკოპოზობა არ გაცემულა და არც ჩვენგან დღეის ამას იქეთ თქვენდა უკითხავად და უვნებელად ჩვენ ეფისკოპოზი არ დავსვათ და არცა ეფისკოპოზობა გავცეთ, და ვინც ამის სასჯულოს საქმეზედ თქვენ წინა აღგიდგეს და გაუწყრეთ, ჩვენ სამართლიანის საქმით თქვენ მოგიდგეთ და სანამდის თქვენ შენდობა არ უბოძოთ და შეირიგოთ, მანამდის არც ჩვენ შევიწყნაროთ და როგორათაც მის დღეში ჩვენ სასახლეზე და საბატონოში სხვა კათალიკოზებს ჩვენგან და ამ სახლის ბატონისაგან პატივდებოდეს არც ის მოგიშალოთ და ჩვენც მწყალობელი და კარგნი [კარგის] მდომნი ვიყუნეთ თქვენთვის.
და აწ, ვინც და რამანც ძემან კაცისამან დიდმან, ანუ მცირემან, მეფემან, ანუ დადიანმან, (5) ანუ დედოფალმან, ანუ კათალიკოზმან და ანუ ვინმე სხვამან ბატონმან ჩვენგან დადებული სიგელი და გარიგებული საქმე მოშალოს ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობლისა და ხოფისა ღ(მრ)თისმშობლისა და ამისად შლად და გამოხვად ხელყოს მასამც რისხავს თავათ დაუსაბამო ღმერთი, მხოლოდშობილი უფალი იესო ქრისტე, ძე ღ(მრ)თისმშობლისა და სული წმინდა, ცხოველსმყოფელი, მამისაგან გამოსრული. შე-მცა-ედების ძრწოლა კაენისა, შიშთვილი იუდასი, მეხ[ის]ტეხა დიოსკორესი, [სირცხვილი] კ[ა] რი[სკენ]ტი და საბიანესი, დან[თქმა] დათან და აბირონისი, მასამც მოიწევის წყევლა მეასედ რვ(ი)სა ფსალმუნისა, დამცა-ისჯების სული და ხორცი მისი და ნურცა სინანულითა არს ხსნა სულისა მისისა. დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს და ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობელმან, და მომშლელნი ამისნი წყეულ, კრულ და შეჩვენებულყოს ხოფისა ღ(მრ)თისმშობელისაგან, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და[იწერა] ბრძანება და სიგელი ესე ქრისტესსა სამას მეაჩვიდმეტესა.
(1) საბუთი ფაქტიბრივად იგივეა, რაც ვამეყ მეფისა და დადიანის შეწირულობის წიგნი, რომელიც ს. კაკაბაძემ გამოაქვეყნა დასავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთების I წიგნში, გვ. 65-67. ეს საბუთი დათარიღებულია 1661, ანუ ქორონიკონი სამას ორმოცდაცხრა. განსხვავება მხოლოდ ერთია, სადაც ჩვენ საბუთში ბიჭვინტის და ხოფის ღმრთისმშობელი წერია, გამოქვეყნებულ საბუთში მხოლოდ ბიჭვინტის ღმრთისმშობელია მითითებული. როგორც ჩანს ს. კაკაბაძესაც პირი ჰქონდა ხელთ.
(2) იხ. საბუთი #8, Hდ 1551-დ, კომენტარი (1)
(3) ვამეყ III დადიანი - ოდიშის მთავარი 1658-1662 წწ. ჩვენამდე მოღწეული საბუთების თანახმად, მას სხვადასხვა შეწირულება გაუღია აფხაზეთის საკათალიკოსოსადმი. ზაქარია კათალიკოსის მოთხოვნით, მან ბიჭვინთის ღმრთისმშობელს საკანონოდ შეწირა სენაკის საწინამძღვრო ეკლესია და საკათალიკოსო მონასტრად აქცია. ასევე შეწირა მამული და სასახლე. პირობა მისცა კათალიკოსს, რომ საკათალიკოსო მამულებზე მოურავს არ დააყენებდა. ბიჭვინთის ღმრთისმშობელს შეწირა გურიაში აკეთის საწინამძღვრო, ასევე ძიმითის წმ. კვირიკეს საყდარი. მან შეწირულობები გაიღო სხვა ეკლესია-მონასტრებისადმიც.
(4) სიმონ ჩხეტიძე - აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქი 1660-1666 წწ. ასევე ქუთაისის ეპისკოპოსი. მან მოახერხა ოდიშისა და გურიის სამთავროებში საკათალიკოსო მეურნეობის მოწესრიგება. ვამეყ III დადიანმა და გიორგი III გურიელმა ერთნაირი პირობები დაუდვეს, რომ საკათალიკოსო მამულებს „საძალოდ“ არავის დაანებებდნენ. ასევე კათალიკოსის ნებართვის გარეშე ეპისკოპოსს არ დასვამდა და არც გადააყენებდა. მისი მხარდაჭერით დაიბრუნა იმერეთის ტახტი ბაგრატ IV.
(5) ვამეყ დადიანი საბუთის შესავალში თავს ხელმწიფესა და მეფეთ-მეფეს უწოდებს. სხვა სიგელებშიც ვამეყი განდიდებული და რეალურ შინაარს მოკლებული ტიტულებით იწოდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრალთგადამხდელობით ნაწილში საბუთის შემდგენელს უკვე ვეღარ შეაქვს ცვლილება, სტანდარტულ ფორმას ხმარობს, სადაც დადიანი და მეფე გამიჯნულად იხსენიება.
#14
ყმა-მამულის შეწირულების განახლების წიგნი, მიცემული ლევან დადიანის მიერ ბიჭვინთის ღმრთისმშობლისადმი 1675
დედანი : სეა 1448-2225, გრაგნილი, ქაღალდი გაყვითლებული, მელანი ყავისფერი, პირველი სტრიქონი მოფლეთილი, მხოლოდ ორი სიტყვა ჩანს, შევსებულია სარესტავრაციო ფურცლით. ნაწერი რ-ზე და ვ-ზე I და II კეფი. სულ შედგება 3 კეფისაგან. ზომები: I კეფი 33,2X25,8 II კეფი 42,4X25,1; III კეფი 41,5X24,7. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთი თარიღიანია : ქორონიკონი სამასსამოცდასამსა (363) /1675/ ვ-ზე ძალიან მკრთალი მელნით მითითებულია, რომ საბუთი ჩაწერილია სარეგისტრაციო დავთარში 1827 წ. თვე და რიცხვი არ ემჩნევა.
გამოცემები : ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ. 1921, გვ. 76-77. (შემოკლებული ტექსტი საღვთისმეტყველო შესავლის გარეშე). თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, ტ. II, ტფ. 1897, 489-490. (შემოკლებული ტექსტი). პ ირი : ხეც, Qდ-9136. (ძალიან ვრცელი საღვთისმეტყველო შესავლის შემდეგ, რომელსაც უკავია I კეფი და II კეფი ნაწილობრივ)
... შენდამი მ|სასოებელთა, მე, მოწყინელთა მათ, ცვა-ფარვათა შეწეუნა| წარმართებათა თქვენთა მიერ, ჩვენ, სრულისა ოდიშისა| და აფხაზეთისა მპყრობელ-მქონებელმან დადიანმან პატრონმან| ლევან (1) და თან{ა}მეცხედრემან ჩვენმან, მეფეთ-მეფისა ასულმან| დედოფალმან პატრონმან თინათინ და პირმშომან ძემან ჩვენმან| მანუჩარ და ძეთა ჩვენთა და მომავალთა ყოველთავე. ვიგულეთ| და ვიგულსმოდგინეთ და მობრძანდით თქვენ, კ(ათალიკო)ზი ბატონი| დავით, დაგველაპარაკენით და ძ[ვ]ელთაგანცა ხობი ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობლის შეწირული ყოფილიყო და ჟამთა ვითარებისაგან|| გამოხმოდა აწე საკანონო საქმე დაგვედვა, ნათესავის სისხლ|ში გავერიეთ და მობრძანდით თქვენ, კ(ათალიკო)ზი ბატ[ო]ნი დავით| //ნემსაძე//78 და ჭყონდიდელ-ცაგერელი ბატონი გაბრიელ, როგორითაცა| ჩვენი ერთგული იყვენით, იმისთანა საქმე გვირჩიეთ და ჩვენ|ის სულის სახსრად საოხად და ცოდვათა ჩვენთა აღსახოცელად| და ძეთა ჩვენთა მანუჩარის აღსაზრდელად და ხელმწიფობისა ჩვე|ნისა წარსამართებლად. ასრე რომე, ჩვენს ბატონობაში და მრავალი| საკანონო საქმე იქნა და შემოგვიწირაუს მცირე ესე და კნინი| შესაწირავი: ხოფი ორის სასახლითა სხულებითა და ხორგითა, სუ|ლ<ა> მათის შესაულითა და გამოსაულითა, უძებრითა და საძებრითა,| მისის ყოულისფერის სამართლიანის საქმითა. ხორგას სამი ნავი| ვაჭარი თუ მოვიდეს, ერთი ბაძარგანი ვაჭარი სახობოს კაცის|ას დადგებოდეს და სხვა, რომელიც სარგოის ყოს, ხოფისა ღ(მრ)თის|მშობლის შეწირული ყველა ისრეუ შეგვიწირაუს. შეიწირე მ|ცირე ესე შესაწირავი შენ, შვიდ ცათა უმაღლესი ქერაბი|ნთა უზეშთაესო ბიჭვინტისა და ღ(მრ)თისშობელო, ასე რომე კათალ|იკ[ო]ზს ოდიშს ერთი საყდარი ასეთი არ ქონდა, რომე დღესასწა|ული გარდაეხადა. ხან ერთს ეფისკოფოს ჩაუდგებოდენ ში|ნ და ხან მეორეს. ებისკოპ[ო]სები მწეთ გარჯით იყვნენ და ამისთ|ვის შეუსწირეთ, რომე როდისაც კ(ათალიკო)ზი ოდიშს მობრძანდებოდე|ს ხატსა, ჯვარსა და ომფორსა იქ და[ა]სვენებდეს და სასაფლაო|თაც ის შეგვიწირავს, იქ გაიკეთებდენ და გაგაჩინეთ ამისთვის| ვინცავინ კ(ათალიკო)ზი იყოთ და ოდიშს ბრძანდებოდეთ ხარების დღეს ჟა|მს გვიწრეუდეს ჩვენის სულის საოხად და სახსრად, კარს|გაღებულს აღაპს გვიზემდით. თუ იმ დღეს ოდიშს ვერ და|ესწრათ ამ თორმეტს საუფლოს დღეში იმ საყდარს ჟამს| გვიწირეუდით, რათა არა განვარდეთ სასუფევლისაგან. ესე მა|მული, საყდარი და სასახლე ასრე გარიგებით ბატონის კ(ათალიკო)ზის და|ვითისთვის მიგვიბარებია.
აწე, ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან, დიდ|მან, ანუ მცირემან, დადიანმან, ანუ დედოფალმან, ანუ კ(ათალიკო)ზმ|ან, ანუ სხვა ვინმე ბატონმან ამისად შლად, ქცევად და გამო|ხმად ხელყოს რისხუს თავად დაუსაბამო ღმერთი|| და მხოლოდშობილი უფალი იესო ქრისტე, ძე ღ(მრ)თის და სული წმიდ|ა ცხოველ|მყოფელი, მამისაგან გამოსრული .... (წყევლა) დამამტკიცებელნი ამისი ღმერთმან| აკურთხ[ო]ს და წმიდამან ბიჭვიტისა ღ(მრ)თისმშობელმა, დამშლე|ლნი დამქცეველნი ამისნი წყეულ და შეჩვენებულმცა| არის აწდა უკ[უ]ნისამდე ამინ. დაიწერა წიგნი და სიგელი ესე| ქორანიკონსა სამას სამოც და სამსა.
(ძალიან მკრთალი, ოდნავ გასარჩევი მელნით, სიგელის ხელითვე წერია შემდეგ) არის ამისი მოწამე ჭყოი|ნდელ-ცაგერელი ბატონი გაბრიელ, ჩიქუანი კაცია, ბე|ჟანთ ღოღაბე[რი]ძე, კარის ჩვენის მესტუმრე ოთარი მელ|ია.
ხვეული ხელრთვა ისეთივე მკრთალი მელნით : ლევან, თინათინ.
ვ-ზე სხვა ხელით: ქ. ხობის შეწირულების დავთარი
მრგვალი ბეჭდით ორთავიანი არწივის ლეგენდით.
(1) იხ. საბუთი №5 კომენტარი (1) და საბუთი #6 კომენტარი (1).
#15
შეწირულების წიგნი ეფთვიმი ფაღავასი, ხოფის ღვთისმშობლისადმი (1700 წ. ახლო ხანები)
დედანი დაკარგულია. გვაქვს პირები : ხეც, Aდ 2251-მ და Qდ 9145. საბუთი უთარიღოა . ს. კაკაბაძე მას დაახლოებით 1700 წ. ახლო ხანებით ათარიღებს, თუმცა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.79
გამოცემები : ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ; 1921, გვ. 84. ს. კაკაბაძეს ხელთ ჰქონია საბუთის დაზიანებული დედანი. იგი მიუთითებს, რომ ტექსტი აღადგინა პეტერბურგის აზიურ მუზეუმში დაცული პირის მიხედვით.
ეჰა, დიდებულო ქალწულო, უვრცელესო ცათაო და უწმიდესო ზეცისა მხედრობათაო, და ყოვლისა სოფლისა სიმტკიცეო და ზღუდეო, ხელისაღმპყრობელო და მლხინებელო ქ(რისტ)ეანეთაო, შემიწყალენ და სახიერ მექმენ ღ(მრ)თისმშობელო, რ(ამეთ)უ დედასა ღ(მრთ)ისასა შემოგწირეთ შენ, ცათა მობაძავსა ხოფისა ღ(მრ)თისმშობელსა მცირე ესე და კნინი შესაწირავი, შემოგწირეთ: ერთი კომლი კაცი, წალენჯიხელისაგან ვიყიდე როსტომია ამინათაი, მისი ძმა ურცხალაი მათის შვილებიანათ, მათის სახლის კაცით, მისის ეკკლესიითა, სახლ-კარითა, მიწა-მამულითა, შესავლითა და გამოსავლითა, ტყითა, წყლითა და ველითა, უძებრითა და საძებრითა, ყოვლისფერითა შემოგვიწირავს ხოფის ღ(მრთ)ისმშობლისათვის, ჩ(უე)ნ, მთავარეპისკოპოსმან ხოფელმან ევთიმი ფაღავამ, ჩ(უე)ნთვის სახსრად და სულისა ჩ(უე)ნისა წარსამართებლად მას დღესა განკითხვისასა, რათა შემრთოს მარჯვენითა მათ ცხოვართა და განმაშოროს უხილავი იგი მტერი.
აწ, ვინცა და რამანც ძემან კაცისამან ეს ჩ(უე)ნგან შეწირული გლეხი შენ გამოგწიროს, დიდმან, ანუ მცირემან, ან დადიანმან, ანუ დედოფალმან, ან ეფისკოპოზმან და ან თავადმან, ანუ აზნაურისშვილმან, ან გლეხმან, ამის დაშლად, ქცევად და გამოხმად Pელჰყოს, მასამც რისხავს თავად დაუსაბამო ღ(მერთ)ი და ყოველნი მისნი წ(მინდა)ნი ზეცისანი და ქუეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი, მასამც ედების ცეცხლი გეენისა, კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, მეხისტეხა დიოსკორესი, დანთქმა დათან და აბირონისი, ნურას ხსნითამც ნუ იქმნების ხსნა სულისა მისისა, ნურცა წირვითა, ნურცა ლოცვითა, ნურცა გლახაკთ მიცემითა. დამამტკიცებელნი ამისნი ღ(მერთმა)ნ დაამტკიცოს, მომშლელი ამისი ღ(მერთმა)ნ მოშალოს. ამინ, ამინ, ამინ.
ხელიც მართლის გულით ჩაგვირთავს.
წელი და თვე მითითებული არ აქვს.
#16
შეწირულობის წიგნი დადიან-გურიელ მამიასი ბიჭვინტის ღმრთისმშობლისადმი (1) (1696-1705)
დედანი : სეა, 1448-2151, ქაღალდი სიძველისგან გაყვითლებული და დალაქული, მელანი შავი, ზომა: 38X29, ნაწერია ლამაზი მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. რესტავრირებული, მარცხენა ზედა კუთხე მცირედზე მოფლეთილი, მარჯვენა კიდეს ზედა ნაწილიც მოფლეთილი და შევსებული სარესტავტაციო ფურცლით, ტექსტი დაზიანებული და შუა ნაწილიც ალაგ-ალაგ მოფლეთილი. ტექსტი ნაწერია რ-ზე და ვ-ზე სრულად. საბუთის თავში აქვს XIX ს. მინაწერი: „შთაწერილ არს კომიტეტსა შინა საეკლესიოსა ჩყლე-ს წელს“ #8 ... (აღარ ჩანს). 2. 9104. საბუთი უთარიღოა . ს. კაკაბაძე 1689-1701 წწ. ათარიღებს. ასევე ათარიღებს საბუთს ი. დოლიძე. მამია გურიელი დადიანად იწოდება ასევე ბიჭვინთის ღმრთისმშობლისადმი გაღებულ გრიგოლ კათალიკოსის ერთ-ერთ საბუთში, რომელსაც ს. კაკაბაძე 1700-1712 წწ. ათარიღებს.80 ამ საბუთს ი. დოლიძე 1706-1712 წწ. ათარიღებს81 ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დავასკვენით, რომ საბუთი გაცემულია 1696-1705 წწ.82 შორის. მამია III გურიელმა ოდიშის მთავრობა 1696 წელს მიიღო ოსმალთაგან.83
„დადიანობა გურიელს დარჩა და თავობა გიორგი ლიპარტიანს“. სავარაუდოა, რომ 1701 წლამდე ჰქონოდა დადიანობა, რადგან 1701 წ. მან იმერეთის მეფის ტახტიც დაიკავა, მაგრამ იმავე წელს დაკარგა, ხოლო გიორგი ლიპარტიანი უკვე 1701 წ. დადიანად იხსენიება.84
გამოცემები : ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ. 1921, გვ. 86-87. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1977 გვ. 683-686.
ვრცელი საღვთისმეტყველო შესავლის შემდეგ
... სახელდიდო მარ|იამ, ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობელო. ჩვენ ცვა-ფარვათა შენთა მონდობილმან, სიწმინდისა შენისა მსასოე|ბელმან, ძლიერებათა შენთა მადიდებელმან და კაცთმოყვარებისა შენისა მაქებელმან, ცათა ბუნებისა ჩვეულე|ბითა ცოდვითა შებღალულმან, და აურაცხელთა ბრალთა ჩემთა შენდობისათვის შენმა მორუდუნემან, ხელმწიფეთ|ხელმწიფემან, დადიან-გურიელმან, პატრონმან მამია, ვიგულ|მოდგინე, ვიგემე, ვიწადე, ვიჯერჩინებეთ| ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ხორგას ნაპარკაო სასახლე ცხრა კვამლის კაცით კათალიკოზს დავით ნემსაძეს წ|ულუკიძისაგან ეყიდა და მას გარეთ სხვა ეყიდა, თუ წირვით ეშოვნა, ჩვიდმეტად კვამლის კაცად გაეხადა ხვასკალია| ხაზავა, ბაბადიშაი ხაზავა, ჯუბილეი მოჯალაბე, კიდე თოხულარა მოჯალაბე, ჭუჭუ დასტურაია, თომიხილი დასტურ|აია, კოჩილეი დასტურაია, მორდებული გიგიბერია, ხვიჩა ხოჭოლავა, ინალუხუ ლეფონავა, ...ალა ბერაია,| ბაძღალა ბერაია, ბატკუა ბერაია, დიაკონი ბერაია, ერთი ბერიკაცი, მარტოხელი ქაშაგია; ქო||ჩუა მირცხულავა, მამახუტა წულაია, კიდე ზემო ხობს ბიბია ბორქვაი, ხოსია სიჭინავა, ესენი კათალიკოზს| დავითს თქვენთვისა შემოეწირა და მას უკან ჟამთა ვითარებისამიერ გამოგწიროდათ და სადადიანოდ გამხდარიყო და| რადგან ბედნიერმან ხონთქათმან დადიანობა და ოდიში ჩვენ გვიბოძა, ჯერ იყო ჩემ მიერ, ძალისაებრ ჩემისა სამსახური და ქველისმოქმედება და შემოწირვა არა, ხ(ოლო) თუ მოკლება, და წარსამართებელად და ამა სოფელსა საფარველად შენ| მომიგიე მტერთა ჩემთა ზედან განსამარჯვებელად და ორგულთა დასამხობელად, ჩემდა სადღეგრძელოდ და ჟამიერ მყოფე|ლად, შვილიერ მყოფელად, ხ(ოლო) საუკუნესა მეორედ მოსვლასა ძისა შენისასა საცხოვნებლად. ჩვენ თქვენთვის შემოგვი|წირავს, შეიწირე დედაო ღ(მრ)თისაო, ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობელო ვ(ითარც)ა ლოცვა და ძღვენი იგი დიდსა მამადმთავრისა და| ვ(ითარც)ა ორნი მწვლილნი აწდა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. აწ, ვინცა რამანცა ადამის ძეთა და ტომთაგანმან ხელმწიფემან, ანუ| თვითმპყრობელმან, ქალმან ანუ კაცმან, ბერმან ანუ ერმან, თავადმან ანუ აზნაურმან, დიდმან ანუ მცირემან, ეს| ჩვენგან შემოწირული და დამტკიცებული შეურაცხყოს, ურჩ ექმნას, ანუ შლად ხელყოს, წყეულმცა და შეჩვენებულმცა არის| და ღ(მრ)თისა მამისა და ძისა შენისა მიერ და წმიდისა სულისა მადლითა. (წყევლა) ხოლო დამამტკიცებელნი მისნი აკ[ურთხოს ღმერთმან].
ხელრთვა დადიან-გურიელი მამია.
XIX ს. ხელით მიწერილი გურიელი მამია.
(1) ხობი აფხაზეთის საკათალიკოსოს კუთვნილ მონასტერს წარმოადგენდა და საკათალიკოსო რეზიდენცია იყო, ამიტომ საკათალიკოსო და მონასტერი ერთი და იმავე ყმა-მამულს ფლობდა. ამის ყველაზე თვალნათელი დასტურია „ხობის შესავალი და შეწირული სანთლის“ ნუსხა (იხ. დოკუმენტი #17), რომელშიც მამია გურიელ-დადიანის მიერ ბიჭვინთის ღმრთისმშობლისთვის შეწირული ყმები, ან მათი შთამომავლები იხსენიებიან როგორც ხობის მონასტრის კუთვნილი ყმები. აღსანიშნავია, რომ სხვა საბუთებში, კერძოდ, გრიგოლ ლორთქიფანიძის მმართველობისას შედგენილ აფხაზეთის საკათალიკოსოს დავთრებშიც იხსენიებიან იგივე ყმები, მაგრამ წინამდებარე პუბლიკაციაში ეს საბუთები არ შევიტანეთ, რადგან თითოეულ დავთარში სახობო ყმა-მამულის გარდა აღნუსხულია აფხაზეთის საკათალიკოსოს კუთვნილი ქონება მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, რაც რასაკვირველია კონკრეტული თემატიკის საკითხებს სცდება.
#17
ნუსხა ხობის შესავალი და შეწირული სანთლისა (1) 1712-1733
დედანი : სეა, 1448-1529, ქაღალდი თეთრი, შავი ფერის მელანი; მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ზომა: 43,6X15,1სმ; ტექსტი ნაწერია რ-ზე სრულად. ვ-ზე მითითებულია, რომ საბუთი ჩაწერილია სარეგისტრაციო დავთარში 1823, მრგვალი ბეჭედი, ორთავიანი არწივის გამოსახულებით. საბუთს თავში აქვს მრგვალი ბეჭედი, შუაში გამოსახულია ღმრთისმშობელი ყრმით, გარშემო ასომთავრული ლეგენდით: „ქ. მ(ეუ)ფე და მღვდელმთავარი, აფხაზეთის კ(ათალიკო)ზი გრ(ი)გოლ. ქკს ტპდ“.
საბუთი უთარიღოა . ი. დოლიძე მას კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მმართველობის წლებით ათარიღებს 1696-1742. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დავასკვენით, რომ საბუთი 1712-1733 წლებს შორის უნდა იყოს გაცემული.85
პირები: ხეც, Aდ 2251-ნდ, ხეც, Qდ 9134 გამოცემები : ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ. 1921, გვ. 115-117. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1970, #258, გვ.770-772.
ქ. წყალობითა ღ(მრ)თისათა, ხობის შესავალი და შ[ე]წირული სანთელი: ხორგას თავს: დასტურაია| ჭუჭუ და გაბრიელ, ოთხი ლოღარიკი სანთელი| ილორისა შვილები, ოთხი ლოღარიკი სანთე|ლი არცანდია გაგინა, ოთხი ლოღარიკი| დასტურაია დათუ და მახუტუ ოთხი ლოღა|რიკი ხაჩქილა, ოთხი ლოღარიკი| მამაშის შვილები, ოთხი ლოღარიკი სანთე|ლი ხოჭოლავა მიამია, ოთხი ლო|ღარიკი სანთელი პაჭკუტია მისხულავა| ოთხი ლოღარიკი სანთელი გაღმა ხო|რგას:
თაბუნია ხოჭოლავასსეული პა|რტახი ძველთაგან შეწირული ყოფილი|ყო და ოთხი ლოღარიკი სანთელი ბესია გი|გიბერია და ორი მისი გლეხი, ხუთი ლოღა|რიკი სანთელი ილანუხუ ლეფონავა| ოთხი ლოღარიკი სანთელი მისი ძმა ნიკოლა| ოთხი ლოღარიკი კიდევ მისი განაყოფი| გიმანძალა, ოთხი ლოღარიკი ბერაია ბა|ბაკოჩი და ხახუ და მისი ძმისწულები, ოთხი ლოღარიკი თომა ბერაია და მისი ძმა ბეჟ|ია, ოთხი ლოღარიკი კიდევ ბერაია გურიკავა და შოშიტა, ოთხი ლოღარიკი არცანდია ქომო|კორდა, მისი ძმისწული, ოთხი ლოღარიკი| ჯაიანისეული კაცი ავშილავა| გონჯი, ოთხი ლოღარიკი ხობს:
ბაბაკოჩი ბიგვავა, ხუთი ლოღარიკი ძღიკვი| დიხამ[ი]ნჯია და თაიმაზი, ხუთი ლოღარიკი| წულაი თუთაშხია და გვაძაბია, ხუთი ლოღარ|იკი დოღუზია გოგოლეი, ხუთი ლოღარიკი| ხუტუ კოდუა და მოგელაი,86 ხუთი ლოღარიკი| სუბუქ[ი]ა მამაგული, ბაბადიში და ბიძა მისი, ხუთი| ლოღარიკი კიდევ ჯგუბურია ჭუჭუ, ახალკოჩი და მის||ი ძმები ხუთი ლოღარიკი სანთელი ელიშა| ოსთარა და ვავა, ხუთი ლოღარიკი ბიას:
კოჩიორე სიჭინავა| და მისი გლეხი იმანცალა ცხადაია, ხუთი ლოღარიკი ბ|იგავა ჯვებე და მისი ძმისწული, ხუთი ლოღარიკი ს|ახარბედიოს:
ეჯიბია ივანელა, სამი ლოღარიკი სანთელი კიდევ მეორე ეჯიბია ჭკოლოფუა და ბაძალია,| სამი ლოღარიკი სანთელი ხუცესი ხარბედია| სამი ლოღარიკი სანთელი ნასხიდა შუღ|ლაი, სამი ლოღარიკი ხორგას ჩემი შეწირუ|ლი რომელიც იყო ის დამიწერია. ძველად|გან ჟოელიებს სდებია და როგორც სდებოდეს ისე| გარდაიხადოს. ამ /ჩემს/ შეწირულ კაცებს ვისაც სანთე|ლი ემართოს მეხადილეს კაცისათვის საკლავი შე|მიწევია და მეღორე კაცისათვის უფროსი საკლავი.| არც გასამყოფელო ეთხოებოდეს, არც ბატ|ონისაგან და არც მოხელისაგან და ხატის ბეგარა სან|თელი რამდენადაც გეიყოს თან გაჰყვე|ბოდეს მთლად.
ხელრთვა: კათალიკოზი
ოთხკუთხა ბეჭედი მხედრული ლეგენდით: აფხაზეთის კ(ათალიკო)ზი გრიგოლ რ-ს მარცხენა კიდეზე, XIX ს-ის ხელით, ყავისფერი მელნით: „შთაწერილ არს კომიტეტს შ(ინ)ა საეკკლესიოსა ჩყლე-ს წელსა №90 ქუთაისს“
ვ-ზე, მოგვიანო ხელით: ქ. ხოფისა შეწირულობის.
სხვა ხელით უკუღმა: ნვ. ვბ. №90.
(1) საბუთი მიემართება ხობს, როგორც საკათალიკოსო მონასტრის სტატუსის მქონეს. დოკუმენტის გამცემი სწორედ აფხაზთა კათოლიკოსია (გრიგოლ ლორთქიფანიძე). მან სანთლის ბეგარა მხოლოდ საკათალიკოსო მონასტრებს განუახლა და მათ შორის ხობსაც. საბუთში მოხსენიებული ხობის მონასტრის ყმები იხსენიებიან საკათალიკოსოს დავთრებში, როგორც აფხაზთა საკათალიკოსოს ყმები. ხობში პერიოდულად ჩნდება აფხაზთა კათოლიკოსის რეზიდენცია. გრიგოლ ლორთქიფანიძის დროს ოდიშის სამთავროში კათოლიკოსის გააქტიურება განპირობებული იყო იმერეთის სამეფოში შექმნილი არამყარი პოლიტიკური ვითარებით. გრიგოლ კათოლიკოსი ოდიშის სამთავროს ახალი დინასტიის - ჩიქვანების მხარდამჭერად გამოდის და მათთან თანამშრომლობით ცდილობს ძლიერი დასაყრდენის შექმნას.87
#18
შეწირულობის წიგნი ბესარიონ კათალიკოზისა ხოპის საყდრისადმი (1742-1758) დედანი დაკარგულია. გვაქვს პირი : ხეც, Aდ-2251 ნა
საბუთი უთარიღოა. დათარიღების ქვედა ზღვრად უნდა ავიღოთ აფხაზეთის კათოლიკოს ბესარიონის აღსაყდრების წელი (1742). ვინაიდან საბუთში იხსენიება ოტია დადიანი, რომელსაც ყმები შეუწირავს კათოლიკოსისთვის, ამიტომ ზედა ზღვრად ოტია დადიანის გარდაცვალების წელი (1758) ავიღეთ.
ეჰა, შენ მშობელო უფლისა ჩ(უე)ნის იესო ქ(რისტ)ეს მშობელო, ღ(მრთ)ისმშობელო, საყდარო ხოპისაო, განსუენებულო ჩ(უე)ნ ძისა შენისა მიერ კ(ათალიკო)ზ-პატრიარხმან ბესარიონ, (1) შემოგწირეთ ჯაიანის მერაბის შვილი იოანე და სვიმონ. პ(ირველა)დ დადიანმა ოტიამ (2) შესწირა და ჩ(უე)ნ მოგუცა და ჩ(უე)ნ თქუენდა შემოგვიწირავს ის ორი ძმა მისი კაცებით, შაქარი, ჭაჭას სახლი და დაგაჯინი და კოტრავას სახლი მათის ყოვლისფერითა, გეგია და ხურცილავა, ერთი პარტახი, ნაგეგენავი ტყით, წყლით და მიწა-მამულით, საყანით, სახოხბით.88
აწ, ვინც ეს გამოგწიროს, შეჩუენებულიმც არის შენის ძის ქ(რისტ)ეს ღმრთისაგან და ყ(ოველ)თა მისთაგან, ჩ(უე)ნის შემდგომის კ(ათალიკო)ზისაგან, და ყ(ოველ)თა სამღუდელოთა დასთაგან, ამინ.
დახატული არის მრგვალი ბეჭედი, შუაში აწერია ხატი, როგორც ჩანს ღვთისმშობლის ხატი ყოფილა გამოსახული, რადგან ზევიდან აწერია ამის შიგან მღთისმშობელი. წრიულად აქვს წარწერა, ასომთავრულით: მ. ე თ. და მღვდელთმთავარი აფხაზეთისა, კათალიკოზი ბესარიონ, ჯვარი.
(1) ბესარიონ ერისთავი აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი 1742-1769 წლებში. იგი იყო შოშიტა რაჭის ერისთავისა და იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის ასულის მარიამის ვაჟი. მას ურთიერთობა გაურთულდა იმერეთის მეფე სოლომონ I-თან, როდესაც მეფის საწინააღმდეგოდ მხარი დაუჭირა თავის ძმას როსტომ ერისთავსა და ოდიშის მთავარს თავის დისწულ კაცია დადიანს. დახმარების სათხოვნელად 1768 წ. ახალციხის ფაშასთან ჩავიდა, თუმცა იგი დააპატიმრეს.
მან ტყვეობიდან თავი გაითავისუფლა და ოდიშის სამთავროში ჩავიდა, სადაც კაცია დადიანმა ოდიშის კათოლიკოსად დაადგინა. პარალელურად იმერეთში კათოლიკოსად აღსაყდრებული იყო იოსები. ორკათოლიკოსობა 1773 წ. დასრულდა, როდესაც ბესარიონი გარდაიცვალა.
(2) ოტია დადიანი - ოდიშის მთავარი 1728-1758 წწ. იგი დაპირისპირებული იყო იმერეთის მეფე ალექსანდრე V-თან და მხარს უჭერდა იმერეთის ტახტის პრეტედენტებს მამუკასა და გიორგი უფლისწულებს. მისი ძმიშვილი დარეჯანი ცოლად ჰყავდა ერეკლე II-ს. ოტიას დამოკიდებულება იმერეთის მეფისადმი შეიცვალა სოლომონ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ. სოლომონმა ცოლად შეირთო ოტიას ასული მარიამი და ოდიშის მთავარს დაუმოყვრდა. იგი ბოლომდე მხარი ედგა სოლომონს საშინაო თუ საგარეო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
#19
მიწერილობა იმერეთის კათალიკოს ბესარიონისა სინოდისადმი ფილიმონ ეპისკოპოსის შეწყნარებაზე 1753. VIII.14
დედანი დაკარგულია. გვაქვს დიმიტრი ბაქრაძის მიერ გადაწერილი პ ირი : ხეც, შდ-2972. საბუთს თავში ჰქონია მრგვალი ბეჭედი შემდეგი ლეგენდით: „ქ. მეუფე და მღვდელმთავარი აბხაზეთისა, ბიჭვინტისა 1742“. შუაში გამოსახული: „სახე ბიჭვინტის ღთისმშობელის, საშუალ წიაღთა უტვირთავს ძე თვისი“.
საბუთი თარიღიანია : ქრისტეს აქეთ ჩღნგ, აგვისტოს იდ, /1753. VIII.14/.
ქ. მონა უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესა, მამა მამათა და მწყემსი მწყემსთა, აფხაზთა, მეგრელთა და იმერ ქართველთა მამადმთავარი, კათალიკოზი ვისარიონ მოგახსენებ და ვითხოვ თქვენ მიერსა კურთხევასა წმინდაო და ყოვლადსანატრელნო მმართებელნო სინოდნო, არქიეპისკოპოსნო, მიტროპოლიტნო და ეპისკოპოზნო. აწე, მოგახსენებთ თქვენის სიმაღლეს ღირსებათა, საღმრთოთა და ზეგარდამოთა ჩემ მიერ მდაბალსა მოცემულითა მადლითა და უხილავითა ნიჭითა და წმინდათა მოციქულთაებრ განწესებითა და წმინდათა მამათაგან დამტკიცებითა, მე, მდაბალმან, მამადმთავარმან აფხაზ-მეგრელთა და იმერ-ქართლთა კ(ათალიკ)ოზმან ბესარიონ, შემწირველი წმინდისა საიდუმლოსა.
აწე, ვითხოვ თქვენ მიერსა შეწყალებასა. ესე ფილიმონ ეპისკოპოზი ჩემ მიერ იკურთხა და ხელდასხმულ იქმნა ეპისკოპოსად წმინდისა ღვთისმშობელისა მონასტერსა ხოფისასა, თანამოწამებითა და ბრძანება-ჯერჩინებითა ამისა ჩემისა საქართველოს კათალიკოზის ანტონისათა, ვითარცა თვით წამებენ წერილნი მისნი ღირსებასა წმინდასა ამის ეპისკოპოსისასა. აწე, ვითხოვ თქვენის სიმაღლის ღირსებისაგან შეწყნარებასა.
აწე, ვითხოვ მოწყალებასა მათის სიმაღლისა დიდებულობის იმპერატორისაგან. წყალობასა ესე ჩვენ მიერ ნაკურთხი და ხელდასმული ეპისკოპოსი ფილიმონ, მათის დიდებულის სიმაღლის იმპერატორებისა სანდღეგრძელოდ შეიწყნარონ და იმსახურონ.
აწე, კ(ვალა)დ მოვახსენებთ წმინდათა და ყოვლადსანატრელთა მმართებელთა სინოდთა, ესე ჩემ მიერ ნაკურთხი და ხელდასმული ეპისკოპოსი ფილიმონ დამეთხოვა ამა მიზეზითა, რომელ არიან ალი ოსმალი ბილწნი აგარიანნი და მტერნი მართლამდიდებლობისა სარწმუნოებისანი და წმინდათა ეკლესიათა აღმაოხრებელნი. ჩამოვიდენ ქვეყანასა ჩვენსა და მოაოხრეს ქვეყანა ჩვენი და მათ უსჯულოთაგან შეშინდა და დაგვეთხოვა და აღარც ჩვენ დაუშალეთ და დასტური დავეცით და ჩვენის დასტურით თქვენს ქვეყანას წამოვიდა.
წმინდაო და ყ(ოვლა)დსანატრელნო სინოდნო და სრულიად რუსეთისა წმინდანო ეპისკოპოზნო, მოგახსენებთ და ვითხოვთ თქვენის სიმაღლის ღირსებისაგან ესე ჩემ მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსი ფილიმონ შეიწყნაროთ, სადაც მოვიდეს ამა ჩემის კურთხევისა და შენდობისა წიგნითა. (კათალიკოზი ბესარიონ) ქ(ორონი)კ(ონ)ს ქ(რისტ)ეს ჩღნგ, აგვისტოს იდ. 1753.VIII.14
მდივან-მგალობელი, მორდალ კარის წინამძღვარი, მესტუმრეთუხუცესი სვიმონ ჯაფარიძე.
შენიშვნები
1. დედანი დაკარგულია, არსებობდა XVII საუკუნეში გადაწერილი მისი პირი, რომელსაც ასევე არ მოუღწევია ჩვენამდე. იგი უნახავს სარგის კაკაბაძეს. სწორედ მისეული ასლი და მის მიერ გამოქვეყნებული საბუთი გვაქვს ხელთ.
2. გ. არახამია, საისტორიო ძიებანი, V, წელიწდეული, თბილისი, 2002, გვ. 109.
3. გ. არახამია, შამადავლა დადიან-გურიელის სიგელი და „ხობის ძველი იადგარი“, წიგნში: საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხები, თბილისი, 2009, გვ. 135-136.
4. მ. სურგულაძე, ქართული საისტორიო აქტები XI-XV სს., თბილისი, 2006, გვ. 174.
5. გ. არახამია, ხობის ტაძრის `ძველი იადგარის~ შესახებ, ჟურ. ფენიქსი #1, ზუგდიდი 1996, გვ. 111.
6. გ. არახამია, შამადავლა დადიან-გურიელის სიგელი და `ხობის ძველი იადგარი~, წიგნში: საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხები, თბილისი, 2009, გვ. 143.
7. მ. სურგულაძე, ქართული საისტორიო აქტები XI-XV სს., თბილისი, 2006, გვ. 175.
8. მ. სურგულაძე, ქართული საისტორიო აქტები XI-XV სს., თბილისი, 2006, გვ. 175.
9. გვიანი შუა საუკუნეების დოკუმენტებში ჩნდება დიალექტიზმები.
10. თ. ჯოჯუა, ხობელი ეპისკოპოსების ნიკოლოზ I წულიკიძისა და ნიკოლოზ II ჩოლოყაშვილის ფრესკული პორტრეტები ხობის ტაძარში, კრებულში: საქართველოს სიძველენი, #15, თბილისი 2012, გვ. 355-357
11. თ. ჯოჯუა, ხობელი ეპისკოპოსების ნიკოლოზ I წულიკიძისა და ნიკოლოზ II ჩოლოყაშვილის ფრესკული პორტრეტები ხობის ტაძარში, კრებულში: საქართველოს სიძველენი, #15, თბილისი 2012, გვ. 358-360.
12. ქ. ჩხატარაიშვილი, თეთროსანი და თეთროსნის დავითნი, კრებულში: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წ. V, თბილისი, 1986, გვ. 106.
13. ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, #6, ტფილისი, 1899, გვ. 26; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი, 1965, გვ. 208.
14. С. С. Какабадзе, ГДИНА, 1967, #232. с. 174.
15. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, თბილისი, 1993, გვ. 3-4.
16. პირთა ანოტირებული ლექსიკონი ტ. III, მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს: ანა ბაქრაძემ, ლევან რატიანმა და გიორგი ოთხმეზურმა; ტომი შეადგინეს დარეჯან კლდიაშვილმა და მზია სურგულაძემ, ტომის რედაქტორი: ზაზა ალექსიძე, თბილისი, 2004, გვ. 80.
17. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფილისი, 1913-1914, გვ. 153-155.
18. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფილისი 1913-1914, გვ. 150.
19. გ. კალანდია, წმინდა ნაწილები და რელიკვიები სამეგრელოში, წიგნში: ოდიშის საეპისკოპოსოები, თბილისი, 2004, გვ. 193-196.
20. ე. ბუბულაშვილი, საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები, თბ., 2007, გვ. 110-115.
21. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, გვ. 134-135, ტფ; 1913-1914; ვ. ბერიძე, ხობის ტაძრის ისტორიისათვის, ჟურ; მაცნე, ისტორიის სერია, 1973, #2, გვ. 74.
22. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფ; 1913-1914, გვ. 135.
23. ვ. ბერიძე, ხობის ტაძრის ისტორიისათვის, ჟურნალი მაცნე, ისტორიის სერია, 1973, #2, გვ. 75-78.
24. იქვე, გვ. 78.
25. მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბილისი, 2003, გვ. 244.
26. გ. არახამია, საისტორიო ძიებანი, V, წელიწდეული, თბილისი, 2002, გვ. 104-105.
27. ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, ტფილისი, 1899, გვ. 26.
28. თ. ბერაძე, ოდიშის საერისთავო ერთიან მონარქიაში, კრებულში: სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ი. ანთელავას საერთო რედაქციით, თბილისი-ზუგდიდი 1999, გვ. 145.
29. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, გვ. 132-134, ტფილისი, 1913-1914, ვ. ბერიძე, ხობის ტაძრის ისტორიისათვის, ჟურნალი მაცნე, ისტორიის სერია, 1973, #2, გვ. 79.
30. ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, #6, ტფილისი, 1899, გვ. 26; გ. არახამია, საისტორიო ძიებანი, V, წელიწდეული, თბილისი, 2002, გვ. 106.
31. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფილისი, 1913-1914, გვ. 134; ვ. ბერიძე, ხობის ტაძრის ისტორიისათვის, ჟურნალი მაცნე, ისტორიის სერია, 1973, #2, გვ. 73.
32. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფილისი 1913-1914, გვ. 134.
33. ვ. ბერიძე, ხობის ტაძრის ისტორიისათვის, ჟურნალი მაცნე, ისტორიის სერია, 1973, #2, გვ. 77.
34. მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბილისი, 2003, გვ. 244.
35. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფილისი, 1913-1914, გვ. 153.
36. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973, გვ. 806-807.
37. გ. არახამია, საისტორიო ძიებანი, V, წელიწდეული, თბილისი, 2002, გვ. 109.
38. აღდგენილია ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემის მიხედვით.
39. შდ 2921-ის მიხედვით „ჩვენმან მებატონემან მარილი...“ და შემდეგ პირის გადამწერის მინაწერი: „აქ არა არს რა სიძუელის გამო“. სიტყვასიტყვით იგივეს იმეორებს საბუთის მეორე პირი - Aდ 2251-ლა. როგორც ჩანს შდ 2921 და Aდ 2251-ლა გადამწერები ერთიმეორისგან სარგებლობდნენ.
40. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. V, მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს დარეჯან კლდიაშვილმა, ნანა მშვიდობაძემ, გულიკო მჭედლიძემ, მზია სურგულაძემ, ტომი შეადგინა და რედაქცია გაუკეთა მზია სურგულაძემ, თბილისი, 2015, გვ. 251.
41. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, გვ. 91; ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, ტ. III, თბილისი, 1970, გვ. 647.
42. იქვე.
43. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. V, მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს დარეჯან კლდიაშვილმა, ნანა მშვიდობაძემ, გულიკო მჭედლიძემ, მზია სურგულაძემ, ტომი შეადგინა და რედაქცია გაუკეთა მზია სურგულაძემ, თბილისი, 2015, გვ. 251.
44. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფილისი, 1921, გვ. 91; ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, ტ. III, თბილისი, 1970, გვ. 676.
45. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ; 1921, გვ. 91; ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, ტ. III, თბილისი, 1970, გვ. 676; თ. ქართველიშვილი, ხობის მონასტერი და აფხაზეთის საკათალიკოსო (აფხაზთა კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში), საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები IV, თბილისი, 2011, გვ. 220-222.
46. ი. ანთელავასა და თ. ბერაძის მიერ შედგენილ დადიანთა ქრონოლოგიური რიგის თანახმად, ლევანმა ოდიშის სამთავრო 1662 წელს დაიკავა და 1681 წლამდე მართავდა. იხ. სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში ი. ანთელავას საერთო რედაქციით, თბილისი-ზუგდიდი 1999, გვ. 326.
47. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973, გვ. 836-838.
48. ვახუშტი ბატონიშვილი, იქვე, გვ. 843-844.
49. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, თბილისი, 1993, გვ. 568.
50. საბუთის პირის ხეც, შდ 2921-ის მიხედვით „საქმე რომ გელათის კარს ბიჭვინტისა ღ(მრ)თისმშობლის მეთევზე გლეხი შენაწირი ესახლა“.
51. აღდგენილია ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემის საბუთის პირის ხეც, შდ 2921 და ხეც, Aდ 2251-ლა მიხედვით „იადგარის შლად“.
52. აღდგენილია საბუთის პირის ხეც, შდ 2921 და ხეც, Aდ 2251-ლა მიხედვით.
53. აღდგენილია საბუთის პირის ხეც, შდ 2921 და ხეც, Aდ 2251-ლა მიხედვით.
54. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, ლევან ლიპარტიანი. საბუთის პირის ხეც, შდ 2921 და ხეც, Aდ 2251-ლა მიხედვით - თამარ, თუმცა დედანში კარგად განირჩევა ხელრთვა თამარ.
55. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ჯაიანთა სათავადო, წ. I, თბილისი, 1973, გვ. 293.
56. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ჯაიანთა სათავადო, წ. I, თბილისი, 1973 გვ. 293.
57. აღდგენილია ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემის და საბუთის პირების ხეც, შდ 2921 და ხეც, Aდ 2251-ლა მიხედვით.
58. აღდგენილია ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემის და საბუთის პირების ხეც, შდ 2921 და ხეც, Aდ 2251-ლა მიხედვით. საბუთის პირებში არის იასე.
59. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფილისი, 1921, გვ.79.
60. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფილისი, 1913-1914, გვ. 156.
61. დანარჩენი აკლია, გაგრძელება აღდგენილია საბუთის პირების მიხედვით ხეც, შდ 2921-ის და ხეც, Aდ 2251 ლა.
62. ფრაზა არის მხოლოდ საბუთის პირში ხეც, ად 2251-ლა.
63. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფილისი, 1921, გვ. 91; ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, თბილისი, 1970, გვ. 676.
64. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფილისი 1921, გვ. 91 ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, თბილისი, 1970, გვ. 647.
65. ხეც, Hდ-1450; ს. კაკაბაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 104; ი. დოლიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 669.
66. ექვთიმე თაყაიშვილთან „სახელითა“.
67. აღდგენილია საბუთის პირის ხეც, Aდ 2251-ლა მიხედვით
68. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით: გრიგოლ. საბუთის პირის ხეც, შდრ. 2922-ის მიხედვით: ხვეულად „კათალიკოზი“ და ხელი ჯვრით.
69. თ. ქორიძე, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები, წგ; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბილისი, 2000, გვ. 158-159.
70. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, საქართველოს სიძველენი, ტ. III, ტფილისი, 1913-1914, გვ. 142.
71. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973, გვ. 862-863.
72. თ. ბერაძე ოდიშის სამთავრო დადიან-ჩიქოვანთა დინასტიის მმართველობის ხანაში XVII ს. მიწურულიდან XVIII ს. დამდეგამდე, კრებულში: სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში ი. ანთელავას საერთო რედაქციით, თბილისი-ზუგდიდი 1999, გვ. 223-224.
73. კ. ოკუჯავა, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია XVII საუკუნეში, კრებულში: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, აფხაზეთი, თბილისი, 2007, გვ. 159.
74. მთელ საბუთში ტექსტი აღდგენილია ე. თაყაიშვილის გამოცემის მიხედვით.
75. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით: „მოგვაშორა“.
76. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით: „უძლებად“.
77. Aდ-11208, ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), წ. II, თბილისი, 1981, გვ. 38.
78. მარჯვენა არშიაზეა წაგრძელებით მიწერილი საბუთისავე ხელით.
79. თ. ქართველიშვილი, ხობის მონასტერი და აფხაზეთის საკათალიკოსო (აფხაზთა კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში), საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები IV, თბილისი, 2011, გვ. 226, სქოლიო 50.
80. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფილისი, 1921, გვ. 101.
81. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი, 1970, გვ. 676.
82. თ. ქართველიშვილი, ხობის მონასტერი და აფხაზეთის საკათალიკოსო (აფხაზთა კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში), საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები IV, თბილისი, 2011, გვ. 220-222.
83. თ. ბერაძე, ოდიშის სამთავრო დადიან-ჩიქოვანთა დინასტიის მმართველობის ხანაში XVII ს. მიწურულიდან XVIII ს. დამდეგამდე, კრებულში: სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში ი. ანთელავას საერთო რედაქციით, თბილისი-ზუგდიდი 1999, გვ. 222.
84. თ. ბერაძე, ოდიშის სამთავრო დადიან-ჩიქოვანთა დინასტიის მმართველობის ხანაში XVII ს. მიწურულიდან XVIII ს. დამდეგამდე, გვ. 223.
85. თ. ქართველიშვილი, ხობის მონასტერი და აფხაზეთის საკათალიკოსო (აფხაზთა კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში), საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები IV, თბილისი, 2011, გვ. 220.
86. ი. დოლიძესთან - „გოგელაი“
87. თ. ქართველიშვილი, ხობის მონასტერი და აფხაზეთის საკათალიკოსო (აფხაზთა კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში), საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები IV, თბ. 2011.
Комментариев нет:
Отправить комментарий