ბაღვაშები და ორბელები შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი საგვარეულოები იყო. XI საუკუნეში არავინ იყო ბაღვაშთა სახლზე უფრო ძლიერი, ხოლო XII საუკუნეში ორბელებს ვერავინ შეეცილებოდა პირველობაში. ქართულ და სომხურ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება (მ. ჯანაშვილი, მ. ბროსე, ე. თაყაიშვილი და სხვ.), რომ ორბელები ბაღვაშთა ნათესავები, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მათი შთამომავლები იყვნენ. ამ აზრს მოწინააღმდეგებიც (ს. ჯანაშია, ვ. კოპალიანი, ს. ერემიანი და სხვ.) ყავს. ორივე მხარეს თავის არგუმენტები გააჩნია. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი რამ წყაროებში არსებული ცნობების ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. ბაღვაშთა და ორბელთა შესაძლო ნათესაობის საკითხი დაწვრილებით განიხილა ქ. ქუთათელაძემ. სტეფანოს ორბელიანის ცნობებთან დაკავშირებით მკვლევარი წერს, „ისტორიკოსი, როგორც ჩანს ფლობს საგვარეულო გადმოცემას, რომლის მიხედვითაც, გვარის სახელოვან წინაპრად ლიპარიტ ბაღვაში გამოჰყავს, თუმცა ბაღვაშად მას არ მოიხსენიებს. უფრო ლოგიკური იქნებოდა ორბელებად ლიპარიტის შემდგომი თაობები წოდებულიყვნენ, როდესაც მათ მამულად სამშვილდე–ორბის ციხე მიიღეს და არა კლდეკარის ერისთავები, რომელთაც ვიდრე ივანე ბაღვაშამდე, სამშვილდე მამულად არასდროს ჰქონიათ ... როგორც ჩანს, ბაღვაშთა საგვარეულოს დამხობის შემდეგ ეს გვარი რამდენიმე განშტოებად ჩამოყალიბდა. არგვეთში მოღვაწე შტო კახაბერისძეებად დაიწერნენ, ქვემო ქართლში მოღვაწე შტო კი ორბელებად“.
არგვეთისა და ქვემო ქართლის შტოების გარდა, მკვლევარი ბაღვაშთა კიდევ ერთი შტოს არსებობას ვარაუდობს, როდესაც აღნიშნავს, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა – ბაღვაშთა საგვარეულოს უმემკვიდრეოდ ამოწყვეტის შესახებ „თრიალეთში მოსახლე ბაღვაშთა განშტოებას შეეხება“.
გამოდის, რომ ბაღვაშთა ფეოდალურ სახლში არსებობდა სამი შტო. ერთი თრიალეთში იყო და ამოწყდა, მეორე – არგვეთში იყო და კახაბერისძეებად იწოდებოდა, მესამე – ქვემო ქართლში დამკვიდრდა და ორბელად იწოდა. ჩვენი აზრით რეალობა ცოტა სხვაგვარი იყო. 1094 წელს დავით აღმაშენებელმა ლიპარიტ V შეიპყრო და საპყრობილეში გამოკეტა. ბაღვაშებმა კლდეკარის ერისთავობა დაკარგეს. ეს „ხელი“ გიორგი მწიგნობართუხუცესის დისწულს, თევდორეს გადაეცა. ლიპარიტის ძე რატი კი არგვეთის მამულში დაბრუნდა. 1096 წელს ლიპარიტ V საქართვეოდან გააძევეს. 1103 წელს კი რატი გარდაიცვალა.
„აღარავინ დაშთა საყოფელთა მათთა მკვიდრი ... და მამული მათი აღიღო მეფემან“. სწორედ ეს არგვეთის მამული შესწირა მეფემ გელთის მონასტერს. „მამული ლიპარიტეთი უმკვიდროდ დარჩენილ იყო, არამედ სხუათა მრავალთა და სამართლიანთა უსარზელ-მიუხუეჭელთა სოფელთა თანა მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებლად“.
ამგვარად, თრიალეთში ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი არ დარჩენილა. არგვეთში კი გვარის რაიმე ახალი განშტოება არ შექმნილა. კახაბერისძეთა საკითხს დაწვრილებით ცოტა ქვემოთ განვიხილავთ.
ქ. ქუთათელაძეს დამატებითი არგუმენტებიც მოაქვს თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად: „ბაღვაშთა პოზიციები ყველა სფეროში (საგვარეულო თანამდებობები – ქართლის ერისთავობა და სპასალარობა, სიახლოვე ბაგრატიონთა ხელისუფლებასთან) ორბელთა საგვარეულომ დაიკავა. აქედან გამომდინარე მათ შორის ნათესაური კავშირი მართლაც არსებობდა“; ამას ემატება: ორივე საგვარეულოს წარმომადგენელთა სახელების მსგავსება; ტერიტორია სადაც ბაღვაშებს და ორბელებს უხდებოდათ მოღვაწეობა. ეს გახლავთ სამშვილდე და მისი შემოგარენი, რომელიც ორივე გვარისთვის მამულს წარმოადგენდა; სახელოები რომელსაც ორივე გვარი ფლობდა, სპასალარობა და ქართლის ერისთავობა; დამოკიდებულება ბაგრატიონებისადმი. `ისინი გარკვეულ ზღვრამდე მეფის ერთგულნი და მისი პოლიტიკის გამტარებელნი არიან, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებებისას მეფეს უპირისპირდებიან“.
გ. ალასანია ეთანხმება მოსაზრებას, რომ ორბელები ბაღვაშთა განშტოებას წარმოადგენდნენ და იზიზრებს ქ. ქუთათელაძის მიერ წამოყენებულ არგუმენტებს. მკვლევარი აღნიშნავს, „ამ იგივეობის ძირითადი არგუმენტებია ის, რომ 1. როგორც ერთ, ასევე მეორე გვარში გავრცელებულია ერთი და იგივე საკუთარი სახელები (ლიპარიტი, ივანე, სუმბატი, ქავთარი ...); 2. როგორც ერთი ასევე მეორე გვარი ფლობს ერთსა და იმავე ტერიტორიებს; 3. უკავიათ ერთი და იგივე თანამდებობები; 4. მუდამ ოპოზიციში უდგანან მეფეს“.
ჩვენ შევეცდებით თითოეული არგუმენტი განვიხილოთ. პირველ რიგში, გვინდა ბაღვაშთა და ორბელთა საგვარეულოების სამეფო კართან დამოკიდებულების საკითხს შევეხოთ. სამეფო ხელისუფლებასთან მუდამ ოპოზიციაში ყოფნა, ან თუნდაც მეფის ერთგულება რამდენად შეიძლება ნათესაობით გადადიოდეს და ამა თუ იმ საგვარეულოსათვის „გენეტიკურად“ დამახასიათებელი ნიშანთვისება იყოს ძნელი სათქმელია. ბაღვაშებისაგან განსხვავებით (თუმცა ერთი პერიოდი, 1014-1039 წლებში, ისინიც მეფის ხელსუფლების ერთგულები იყვნენ) ორბელები სამეფო კარის „მუდმივი ოპოზიციონერები“ არ ყოფილან. ორბელთა საგვარეულოს დაწინაურება დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში იწყება. ამ საგვარეულოს, ჩვენთვის ცნობილი, პირველი წარმომადგენელი ივანე იყო. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მას 1110 წლის ამბების თხრობის დროს მოიხსენიებს – „და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართ-უხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე ... ოდეს სამშვილდე და ძერნა აიღეს, ქრონიკონი იყო სამას ოცდაათი“. დავით IV აღმაშენებილის, დემეტრე I-სა და თვით გიორგი III-ის მეფობის პირველი ოცი წლის მანძილზე მათ სამეფო კართან პრობლემები არ ჰქონიათ. გამონაკლისს დავით V-ის ხანმოკლე მეფობის პერიოდი წარმოადგენს. გიორგი III-სა და ორბელთა დაპირისპირება 1177 წელს დაიწყო. ამიტომ მეფესთან მუდმივად ოპოზიციაში ყოფნა ვერ ჩაითვლება იმის დამადასტურებლად, რომ ორბელები მაინცდამაინც ბაღვაშთა განშტოება იყო. ორბელები სულ ცოტა სამი თაობის მანძილზე მეფის ერთგულები იყვნენ. შემდეგ გიორგი III-ს აუჯაყდნენ (ცალკე საკითხია დემნა უფლისწულის მიერ ტახტის მოთხოვნის კანონიერება). თუმცა უკვე თამარ მეფის დროს ორბელთა ერთი შტო ბრუნდება საქართველოში. ამის შემდეგ ორბელები სამეფო კარის აღარ დაპირისპირებიან. ამ საგვარეულოს ხელახალი გაძლიერება უკვე XIII სუკუნეში, მონღოლთა ბატონობის დროს ხდება. სრულიად საპირისპირო იყო ბაღვაშთა დამოკიდებულება მეფის ხელისუფლებისადმი. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები თავიდანვე იბრძვიან ბაგრატიონთა წინააღმდეგ. სამეფო კარს მხოლოდ გიორგი I-სა და ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში უჭერენ მხარს. შემდეგ კი კვლავ უპირისპირდებიან საქართველოს მეფეებს. ჩვენთვის საინტერესო ამ ორ საგვარეულოს შორის ნათესაური კავშირის დასადასტურებლად არც შემდეგი არგუმენტი – უკავიათ ერთი და იგივე თანამდებობები – გამოგვადგება. ვნახოთ თუ რა თანამდებობები ეკავათ სამეფო კარზე ორბელებსა და ბაღვაშებს. ორბელთა საგვარეულოს წარმომადგენლები სხვადასხვა დროს იყვნენ: ამირსპასალარები, მანდატურთუხუცესები, მეჯინიბეთუხუცესები, ქართლის ერისთავები. ბაღვაშები ფლობდნენ: კლდეკარის ერისთავობას, სპასალარობას, ქართლის ერისთავობას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სპასალარისა და ქართლის ერისთავის სახელოები ბაღვაშთაგან მხოლოდ ლიპარიტ IV-ს ეკავა. ბაღვაშთათვის ტრადიციული კლდეკარის ერისთავობა იყო. მაშინ როდესაც ორბელთა ტრადიციული სახელოებს ამირსპასალარობა, მანდატურთუხუცესობა და ქართლის ერისთავობა განეკუთვნებოდა. როგორც ვხედავთ არც აქ გვაქვს თანხვედრა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სპასალარი და ამირსპასალარი სხვადასხვა თანამდებობებია. ამირსპასალარობის შემოღების შემდეგ სპასალარის „ხელი“ არ გაუქმებულა. გარდა ამისა, ერთი და იგივე თანამდებობეის ფლობა ჯერ კიდევ არ მიანიშნებს საგვარეულოთა ნათესაობაზე. ორბელთა თანამდებობები ამირსპასალარობა და მანდატურთუხუცესობა მხარგრძელებმა დაიკავეს. სხვათა შორის, სახელი ივანეც ორივე საგვარეულოში იყო გავრცელებული. რა თქმა უნდა ამის გამო არავინ იტყვის, რომ მხარგრძლებს ორბელებთან ნათესაური კავშირი ჰქონდათ. განვიხილოთ ერთი და იგივე ტერიტორიის ფლობის საკითხიც. სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ორი საგვარეულოს მიერ ერთი და იგივე ტერიტორიის ფლობა არ ყოფილა შუა საუკუნეების საქართველოსათვის განსაკუთრებული, იშვიათი და უნიკალური ფაქტი. თანაც, რაც მთავარია, ბაღვაშები და ორბელები მაინცდამაინც ერთი და იგივე ტერიტორიას არ ფლობდნენ. ბაღვაშები მართავდნენ კლდეკარის საერისთავოს. აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან სამართავად მიცემული ტერიტორია – საერისთავო და სამფლობელოდ გადაცემული (თუნდაც დროებით) ტერიტორია. მფლობელი თავის თავში სოციალურ შინაარს გულისხმობს. სამფლობელოს ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ის პატრონი ანუ სენიორია. მოსახლეობა ხდება მისი ყმა ანუ ვასალი. განსხვავებული დამოკიდებულებაა ერისთავსა და მისი საერისთავის მცხოვრებთა შორის. ერისთავი არის საერისთავოს დროებითი მმართველი. საერისთავოს მოსახლეობა არ არის მისი ვასალი. ის მას ემორჩილება როგორც მოხელეს და არა როგორც სენიორს, პატრონს. სამართავად და სამფლობელოდ გადაცემული „ქუეყნები“ სულ სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებზე არიან აგებული. კლდეკარი არასდროს არ ყოფილა ბაღვაშთა სამფლობელო. ის საერისთავო ანუ სახელმწიფო მიწა იყო. სხვა საკითხია, რომ ხშირად ერისთავობა მემკვიდრეობით ერთი საგვარეულოს კუთვნილება იყო და ეს საგვარეულო არც თუ იშვიათად სახელმწიფო მიწის დასაკუთრებას ცდილობდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ბაღვაშები კლდეკარის ერისთავები ანუ მმართველები იყვნენ. მათი მამული ანუ სამფლობელო კი არგვეთში იყო. ბაღვაშთა მამულს რომ არგვეთი წარმოადგენდა და არა კლდეკარი ეს ნათლად ჩანს წყაროებიდანაც. რატი I „დაჯდა მამულსა თვისაა არგუეთს“. 1057 წელს ლიპარიტ IV-ის დატყვევების მერე „დარჩა არგეუთის მამული ივანეს“. თავად ივანეც ხომ წერს – „მოვედი კაცხს მამულსა ჩუენსა“. ორბელები არ ყოფილან ერისთავები ქვემო ქართლში. ისინი აქ მფლობელები იყვნენ. როგორც ვხედავთ უკვე განსხვავებულ სოციალურ სტატუსთან გვაქს საქმე. ამიტომ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ორბელთა მიერ იმ ტერიტორიის ფლობაზე, რომელსაც ბაღვაშები მართავდნენ. ერთიანი ქართული სამეფოს არსებობის ჟამს დაფიქსირებულია საერისთავოს ან მისი ერთი ნაწილის სამფლობელოდ ანუ მამულად გადაქცევის შემთხვევები. მაგ., მამულებად იქცა კალმახისა და პანკისის საერისთავოები. თუმცა ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთელი XII საუკუნის მანძილზე დასტურდება კლდეკარის საერისთავოს არსებობა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ერისთავები არ მიეკუთვნებოდნენ ორბელთა საგვარეულოს.
წყაროთა მონაცემების გათვალისწინებით, შეუძლებელია საუბარი ორბელების მიერ იმ ტერიტორიის ნაწილის ფლობაზე, რომელსაც ბაღვაშები მართავდნენ. მას შემდეგ რაც დავით IV აღმაშენებელმა ბაღვაშებს ერისთავობა ჩამოართვა, კლდეკარის საერითავოს ტერიტორიის ერთი ნაწილი სამეფო დომენი გახდა. შესაძლოა რაღაც ნაწილი რომელიმე ფეოდალს სამფლობელოთაც გადაეცა. შესაძლოა ეს ფეოდალი ივანე ორბელიც ყოფილიყო. სრულიად დასაშვებია, რომ ორბელები ფლობდნენ კლდეკარის საერისთავო ყოფილი ტერიტორიის რაღაც ნაწილს, მაგრამ არ მთელს საერისთავოს. ყოველივე ზემოთ თქმულის გამო ჩვენ არ მიგვაჩნია მართებულად მოსაზრება, რომ ბაღვაშები და ორბელები ფლობდნენ ერთი და იგივე ტერიტორიას. ქ. ქუთათელაძე ეთანხმება თავის დროზე ნ. ბერძენიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და სრულიად მართებულად აღნიშნავს, რომ ტოპონიმიდან საგვარეულო სახელი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც ეს გეოგრაფიული ადგილი მამულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ ბაღვაშთა და ორბელთა საერთო მამულად მკვლევარი სამშვილდეს მიიჩნევს. განსხვებით ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრებისაგან – გვარსახელი ორბელი უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტ ორბეთის ციხეს (ორბეთელი//ორბელი) – მკვლევარი ამ გვარსახელს სამშვილდეს უკავშირებს. „სამშვილდეს ძველი სახელწოდება „ორბი“ ყოფილა, რომელიც საშუალო საუკუნეებში და შეიძლება უფრო ადრეც დავიწყებულია, ხოლო შემდგომ დროის ავტორებმა სამშვილდის ძველი სახელწოდება, სახელის მსგავსების გამო, ორბეთთან გააიგივეს ... სამშვილდე-ორბიდან წარმოსდგება გვარსახელი „ორბელი“, ხოლო ორბელიდან – ტოპონიმი „ორბეთი“.
შესაძლოა სწორი თვალსაზრისია. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ X–XV საუკუნეებში ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ტოპონიმიდან იწარმოება გვარსახელი. გვარსახელიდან ნაწარმოები ტოპონიმი კი ჩვენ არ გვახსენდება (ვგულისხმობთ X–XV საუკუნეებს, თურემ გვიან პერიდში მსგავსი ფაქტები გვაქვს). ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი, იყო თუ არა სამშვილდე ბაღვაშთა მამული? 1073 წელს გიორგი II-მ აჯანყებული ფეოდალების დაშოშმინება მათი დასაჩუქრებით შეძლო. მეფემ „უბოძა ივანეს სამშვილდე და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად რუსთავისა, რომელი მისცა კახთა“.
წყაროდან არ ჩანს თუ რა სტატუსით უბოძა მეფემ სამშვილდე ივანეს. შესაძლოა მართალია მოსაზრება, რომ ბაღვაშს სამშვილდე მამულად ებოძა, როგორც ამას ქ.ქუთათელაძე თვლის. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე მხოლოდ სამართავად გადაეცა, როგორც დ. ბერძენიშვილი ვარაუდობდა. სამწუხაროდ ამ საკითხის გადასაწყვეტად არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ყველაფერი მხოლოდ მკვლევარის სურვილზეა დამოკიდებული. სამშვილდის საკითხი ჩვენ იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც ცნობილია, რომ გვარსახელი მხოლოდ მამულიდან წარმოსდგება. თუ სამშვილდე ბაღვაშთა მამული არ იყო საკითხი ავტომატურად წყდება – გვარსახელი ორბელი ვერ წარმოიქმნებოდა. ჩვენთვის საინტერესო საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია თუ რა ეწოდებოდა სამშვილდეს XI–XII საუკუნეებში? დავუშვათ სამშვილდე მართლაც იყო ბაღვაშთა მამული. თუ მას XI–XII საუკუნეებში ორბის ციხე ანუ მოკლედ ორბი არ ეწოდებოდა იქიდან გვარსახელი ორბელი ვერ წარმოიქმნებოდა. ლეონტი მროველი წერს, „ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე“.
საინტერესოა რა პერიოდს გულისხმობს „აწ“? XI საუკუნეს? ჩვენი აზრით, XI–XIII საუკუნეების მემატიანეების თხზულებებზე დაყრდნობით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში სამშვილდეს ერქვა სამშვილდე და არა ორბის ციხე. სუმბატ დავითის ძე, „მატიანე ქართლისას“, დავით აღმაშენებლის ისტორიის, „ისტორიანი და აზმანის“, თამარის მეორე ისტორიის ავტორები და ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე ასახელებენ მხოლოდ სამშვილდეს. ისინი არ იცნობენ სახელწოდებას ორბის ციხე. აქედან გამომდინარე ჩვენ ვარაუდობთ, რომ XI–XII საუკუნეებში სახელწოდება ორბის ციხე არ გამოიყენებოდა და რელურად არც არსებობდა. ამიტომ, სამშვილდე ბაღვაშთა მამული რომც ყოფილიყო, მისგან გვარსახელი ორბელი ვერ წარმოიქმნებოდა. უნდა წარმოქმნილიყო გვარის ფორმა სამშვილდელი. სამაგიეროდ XI–XIII საუკუნეების მემატიანეები მოიხსენიებენ ორბეთის ციხეს. ბაგრატ IV-ის მეფობისას, 1037–1039 წლებში თბილისის გათავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლის დროს „წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფის ლაშქართა“.
გიორგი რუსის აჯანყების ერთ-ერთ ორგანიზატორი ვარდან დადიანი იყო „ლიხთ აქეთ პატრონი ორბეთისა და კაენისა“ (1177 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ ორბელებმა ყველა სამფლობელო დაკარგეს).
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ გვარსახელი ორბელი უკავშირდება ორბეთის ციხეს. ამიტომ არც სამშვილდის ფლობასთან დაკავშირებული არგუმენტი გამოდგება ბაღვაშთა და ორბელთა ნათესაობის დამადასტურებლად. განვიხილოთ ბაღვაშთა და ორბელთა საგვარეულოებში გავრცელებული სახელების საკითხიც. ორივე საგვარეულოში მართლაც გვხვდება ერთი და იგივე სახელები, კერძოდ ლიპარიტი და ივანე. რაც შეეხება ორბელთა საგვარეულოში არსებულ სახელებს: სუმბატი და ქავთარი, ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში, ამ სახელით ბაღვაშთა საგვარეულოს არც ერთი წარმომადგენელი არ მოიხსენიება. სახელი ივანე ძალიან გავრცელებული იყო X–XIII საუკუნეებში. ეს სახელი არსებობდა ძალიან ბევრ საგვარეულოში: აბაზასძეებში, აბულეთისძეებში, აბუსერისძეებში, ახალციხელებში, ვარდანისძეებში, დადიანებში, მარუშისძეებში, მხარგრძელებში, სურამელებში, ტბელებში, ჯაყელებში. ამიტომ ამ სახელს ვერ მივიჩნევთ სპეციფიკურად, რომელიმე ერთი კონკრეტული საგვარეულოსათვის დამახასიათებლად. თუ საგვარეულოთა შორის ნათესავობის დამადასტურებელ არგუმენტად მხოლოდ სახელ ივანეს გავრცელებას ავიღებთ, მაშინ ჩვენს მიერ ზემოთ დასხელებული საგვარეულოები ყველანი ერთმანეთის ნათესავები გამოვლენ. სახელ ივანესგან განსხვავებით, სახელი ლიპარიტი მართლაც სპეციფიკურია ამ მხრივ და ნამდვილად ძალიან გავრცელებული იყო ბაღვაშთა შორის. ამ სახელს ხუთი ბაღვაში ატარებდა. ესენი იყვნენ: კლდეკარში დაფუძნებული პირველი ბაღვაში ლიპარიტ I, ბაგრატ III-ის მოწინააღმდეგე რატის მამა ლიპარიტ II, ამავე რატის ძე ლიპარიტ III, ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე და ბაღვაშთა საგვარეულოს ყველაზე ცნობილი და დიდი წარმომადგენელი ლიპარიტ IV, კლდეკარის ბოლო ბაღვაში ერისთავი ლიპარიტ V (ივანე ორ ბაღვაშს ერქვა: ლიპარიტ IV-ის ძმასა და ძეს). ორბელებში სახელი ივანე ძალიან გავრცელებული იყო, ხოლო ლიპარიტი სამჯერ გვხვდება. ლიპარიტი ერქვა გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესის ივანეს ძმას, რომელიც აჯანყების დაწყების დროს ქართლის ერისთავი იყო. ასევე ლიპარიტი ერქვა მის შვილიშვილს და ამ უკანასკნელის შვილიშვილსაც. რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რადგან ორივე საგვარეულოში არსებობდა სახელი ლიპარიტი, რომელიც არ იყო ძალიან გავრცელებული და სხვა საგვარეულოებში თითქმის არ გვხვდება, ეს ორი საგვარეულო, ნათესაობის კუთხით, გარკვეული სახით ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელი ლიპარიტი თორელებშიც გვხვდება – „და მოიწია თორს, ლიპარიტ თორელისასა, რომელსა დევის-ყურცა ეწოდებოდა“.
მოგვიანო პერიოდში კი დადიანებშიც. ძალიან გავრცელებული მეთოდია სახელების იდენტურობის გამო პიროვნებების ერთ საგვარეულოსთან, ხოლო საგვარეულოების ერთმანეთთან დაკავშირება. უბრალოდ ეს მეთოდი ყოველთვის შეიცავს გარკვეულ პირობითობას. მაგ., სახელი ვირშელი ძალიან სპეციფიკურია და დამახასიათებელი იყო ქვენიფნეველთა საგვარეულოსათვის, თუმცა ვირშელი ერქვა წულუკიძეთა ერთ-ერთ წარმომადგენელსაც. ამდენად, ბაღვაშთა და ორბელთა საგვარეულობში ერთი და იგივე სახელების არსებობა შესაძლოა გამოვიყენოთ ამ ორ საგვარეულოს შორის ნათესაობის დადადასტურებელ არგუმენტად. თუმცა ეს ძალიან პირობითი იქნება. პირადად ჩვენ, მხოლოდ ამ არგუმენტზე დაყრდნობა საკმარისად არ მიგვაჩნია. მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს იმაშიც, რომ ბაღვაშთა საგვარეულო 1103 წელს, როდესაც რატი ლიპარიტის ძე უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა ამოწყდა. როგორც ვნახეთ, მსგავსი სახის ინფორმაცია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან არის დაცული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობასთან დაკავშირებით გ.ალასანია წერს, „ის რომ, ეს ცნობა ერთგვარი გაზვიადებაა, ან მხოლოდ კონკრეტულ ოჯახს ეხხება და არა მთელ გვარს, კარგად ჩანს XIV ს-ის ანონიმის ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანედან“, სადაც ამ გვარის წარმომაგენელი კიდევ ერთხელ გამოჩნდება როგორც XIII ს-ის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე. ამასთანავე XIV ს-ის მემატიანე კიდევ ერთხელ იმეორებს იმას, რასაც ადრე დავითის ისტორიკოსიც აღნიშნავდა: `მოკუდა და მოისპო ყოველი ნათესავი მისი ბაღვაშთა კახაბერისძეთა. არა დაშთა და აღიხოცა ნათესავი მისი და სახსენებელი მათი“.
ცხადია ბევრი რამ წყაროში დაცული ინფორმაციის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ X–XV საუკუნეებში არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, უნდა ვაღიაროთ – კახაბერისძეები ბაღვაშები არ არიან. რა თქმა უნდა კახაბერისძეთა საგვარეულო ბაღვაშთა განშტოებად შეიძლება მივიჩნიოთ, იმ მხრივ, რომ საგვარეულოს ფუძემდებელი კახაბერ I, ლიპარიტ IV ბაღვაშის ძმის რატის (I) ძე იყო. კახაბერ I-ის ძე რატი (II) უკვე კახაბერისძეა და კახაბერისძეები კი კი ცალკე საგვარეულო. მისი წარმომადგენლები ყოველთვის იწოდებიან კახაბერისძეებად და არა ბაღვაშებად. ჟამთააღმწერლის ცნობა – „შეიპყრა მეფემან და პირველ თუალი დასწუა, და მერმე ერთი ხელი და ერთი ფეხი მოჰკუეთა, და ორნი შვილნი მისნი მისცნა ექსორიობად, კოსტანტინეპოლისს წარგზავნა, რამეთუ დედოფალი ცოლი მისი, ასული იყო დიდისა პალიალოღოს მეფისა. ხოლო კახაბერი, მცირე ცხოვრებული, განვიდა და მოკუდა, და მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღუაშთა კახაბერის-ძეთა, არა დაშთა, და აღიხოცა ნათესავი მისი და სახსენებელი მათი“ – გამონაკლისია, მაგრამ სრულიად ადვილად ასახსნელი გამონაკლისი. მემატიანე არ ამბობს კახაბერისძეები იგივე ბაღვაშებიაო, არამედ აღნიშნავს, რომ კახაბერისძეები ბაღვაშთა განაყოფი არიან (ანუ კახაბერისძეები თავის დროზე ბაღვაშები იყვნენ). თან ამასაც საგანგებოდ აკეთებს. ამით ხაზს უსვამს, რომ როგორც ბაღვაშები იყვნენ მეფის ორგულები, ასეთივე ორგული იყო კახაბერ კახაბერისძე დავით ნარინისა. მას შემდეგ რაც რაჭის ერისთავმა კახაბერ I ბაღვაშმა სათავე დაუდო ახალ საგვარეულოს, კახაბერისძეები და ბაღვაშები ორი დამოუკიდებელი საგვარეულო გახდა. ამიტომ დავითის ისტორიკოსის სიტყვები – „მოკუდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორ-გული და ნანდვილვე ნაშობი იქედნესითა და ესრეთ დასრულდა სახლი ბაღუაშთა, სახლი განმამწარებელთა, რამეთუ სუა უკანასკნელი თხლე რისხვისა, სასუმელი ცოდვილთა ქუეყანისათა. და არღარავინ დაშთა საყოფელთა მათთა მკვიდრი, რამეთუ აღისენა უსჯულოება მამათა მათთა წინაშე უფლისა, და მამული მათი აღიღო მეფემან“ – ეხება ბაღვაშთა საგვარეულოს. მემატიანე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „მამული ლიპარიტეთი უმკდროდ დარჩომილ იყო“. ორბელების ბაღვაშებთან ნათესაური კუთხით დაკავშირებისთვის გვრჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი არგუმენტი – სტეფანოს ორბელიანი „როგორც ჩანს ფლობს საგვარეულო გადმოცემას, რომლის მიხედვითაც, გვარის სახელოვან წინაპრად ლიპარიტ ბაღვაში გამოჰყავს“. რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. მემატიანე შესაძლოა ცდება. იმ ფრაგმენტში სადაც სელჩუკთა წინააღმდეგ ბიზანტიელების მხარდამხარ ლიპარიტის ბრძოლაზეა საუბარი რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული. წერია, რომ ლიპარიტი ამ ბრძოლაში დაიღუპა და თანაც საქართველოს მეფედ დავით აღმაშენებელია დასახელებული. არც ისაა გამორიცხული, რომ როგორც ამას ვ.კოპალიანი და ს. ერემიანი ვარაუდობდნენ, სტეფანოსი საკუთარი გვარის განდიდების მიზნით ასახელებს თავის წინაპრებში ლიპარიტს. როგორც ვხედავთ არც ეს არგუმენტია მტკიცე და უეჭველი. კვლავ ყველაფერი წყაროში დაცული ინფორმაციის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც მის მიერ აღწერილი მოვლენების თვითმხიველია, სრულიად სანდო ინფორმაციას იძლევა, რომ ბაღვაშთა საგვარეულო ამოწყდა. ცხადია ეს არ გამორიცხავს განშტოებების არსებობას, რომლებიც ამ დროისათვის უკვე დამოუკიდებელ საგვარეულოებს წარმოადგენდნენ. ასეთი იყო კახაბერისძეთა სახლი. შესაძლოა მსგავსი ვითარება ვივარაუდოთ ორბელებთან დაკავშირებითაც. თუმცა წყაროებში არსებული ცნობების ანალიზის შედეგად, პირადად ჩვენ უფრო დასაშვებად ის მოსაზრება მიგვაჩნია, რომ ორბელები ბაღვაშთა განშტოებას არ წარმოადგენდნენ.
2. ი. ანთელავა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების საქართველოში 1983 წ.თბ. გვ. 182
3. მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში 2003 წ. თბ.
4. ა. ბოგვერაძე, ორბელები, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. VII 1984 წ. თბ.
5. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I 1892 წ. ტფ.
6. სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთას“ ძველი ქართული თარგმანები. ტექსტი გამოსცა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა 1978 წ. თბ.
7. ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ.მეტრეველი 2008 წ. თბ. გვ. 313
8. ქ. ქუთათელაძე, ქვემო ქართლი: პოლიტიკური ისტორიის საკითხები 2001 წ. თბ.

ბიბლიოგრაფია
1. გ. ალასანია, ბარათაშვილების წარმომავლობისათვის, „ანალები“ #2 2002 წ. თბ.2. ი. ანთელავა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების საქართველოში 1983 წ.თბ. გვ. 182
3. მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში 2003 წ. თბ.
4. ა. ბოგვერაძე, ორბელები, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. VII 1984 წ. თბ.
5. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I 1892 წ. ტფ.
6. სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთას“ ძველი ქართული თარგმანები. ტექსტი გამოსცა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა 1978 წ. თბ.
7. ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ.მეტრეველი 2008 წ. თბ. გვ. 313
8. ქ. ქუთათელაძე, ქვემო ქართლი: პოლიტიკური ისტორიის საკითხები 2001 წ. თბ.
Комментариев нет:
Отправить комментарий