вторник, 19 февраля 2019 г.

რომის აღმოსავლური პოლიტიკა და ცალკეული „სამეფოების“ წარმოქმნა კოლხეთში ახ.წ. II ს. (კ. ფიფია)

შესავალი
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ისტორიული კოლხეთი ოდითგანვე მსოფლიო კულტურულ-პოლიტიკური პროცესების მონაწილეა. ევრაზიის უნიკალური ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ევროპისაკენ მოქცეულ ნაწილში მდებარეობის გამო, კოლხეთი მჭიდროდ იყო დაკავშირებული გარესამყაროსთან, რაც ხელს უწყობდა ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და კულტურულ დაწინაურებას. თუმცა, იგივე ფაქტორი გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში ხშირად ქვეყნის სრული პოლიტიკური კოლაფსისა და მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა მიერ მისი დაპყრობის მიზეზიც ხდებოდა. ასე რომ, ევროპააზიის გასაყარზე მდებარეობამ იმთავითვე განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ფუნქციაცა და ისტორიული ბედიც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართული პოლიტიკური სამყარო სხვადასხვა იმპერიათა შორის ბუფერულ ზონას ან მათ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
ძვ.. I . 60-იან წლებშიც კოლხეთი წინა აზიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების არეალში მოექცა და იგი, ისევე, როგორც მთელი ამიერკავკასია, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ რომის პოლიტიკურ სისტემაში იქნა ჩართული. ამ დროიდან მახლობელ აღმოსავლეთში საფუძველი ეყრება ახალ საერთაშორისო-პოლიტიკურ წესრიგსსამხედრო ძალით განმტკიცებულ რომაულ რეჟიმს, ხოლო რომის აღმოსავლური პოლიტიკა საუკუნეების მანძილზე რეგიონის კულტურულ-პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.
უცხო ქვეყნებთან და ცივილიზაციებთან პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ურთიერთობათა ფართო სპექტრში კი, საქართველოს ისტორიული კავშირურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი პლასტის, რომაულ-კოლხური კონტაქტების შესწავლა, მათი არსებობის ნებისმიერ ეტაპზე, რამდენიმე ფაქტორის გამო განსაკუთრებით აქტუალურია. ჯერ ერთი, რომაულ სამყაროსთან ხუთსაუკუნოვანი ურთიერთობის მანძილზე, ძვ.. I – ახ.. IV საუკუნეებში, კოლხეთმა ისტორიული განვითარების რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რომი თუ წარმმართველს არა, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ როლს მაინც ასრულებდა. ამდენად, რომთან კონტაქტების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია კოლხეთის ისტორიის სრულყოფილი მეცნიერული შესწავლა. გარდა ამისა, უკანასკნელ ხანებში აღნიშნულ პრობლემატიკაზე მუშაობამ მეცნიერულთან ერთად გარკვეულწილად პოლიტიკური დატვირთვაც მიიღო. დღევანდელ რეალობაში, როცა საქართველო ფაქტობრივად მთელ თავის სახელმწიფოებრივ პერსპექტივას დასავლეთს უკავშირებს, თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის საფუძვლად მიჩნეულ ანტიკურ რომთან ქართული პოლიტიკური ერთეულების ურთიერთობის შესწავლა, ცდება წმინდა შემეცნებით ჩარჩოებს და გარკვეულწილად პოლიტიკურ მნიშვნელობასაც იძენს, რადგანაც სწორედ ამ გზით შეიძლება წარმოვაჩინოთ ჩვენი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, საქართველოს საერთაშორისო პოტენციალი, მისი როლი და მნიშვნელობა ევროპულ, თუ მსოფლიო ისტორიულ პროცესებში. და ბოლოს, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, როგორც სასაზღვრო-პერიფერიული რეგიონის ურთიერთობების კვლევა ინტერესმოკლებული არაა საკუთრივ რომის ისტორიის თვალსაზრისითაც, რამდენადაც კოლხეთთან ურთიერთობა რომის ორიენტალური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ ურთიერთობის შესწავლა საშუალებას იძლევა დაზუსტებულ იქნეს რომის აღმოსავლური პოლიტიკის ცალკეული ტენდენციები, რომაული დიპლომატიის თავისებურებები კონკრეტულ რეგიონთან მიმართებაში.
რომაულ-ქართული მრავალპლასტიანი ურთიერთობების პრობლემები დიდი ხანია იქცევს მკვლევართა ყურადღებას და მათი ნაწილი სრულყოფილადაცაა შესწავლილი. მაგრამ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც უფრო ღრმად შესწავლასა და დაზუსტებას მოითხოვს. პრობლემათა ასეთ წრეს მიეკუთვნება II . დასაწყისში რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებებისმაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების სამეფოების წარმოქმნის საკითხი, რომის აღმოსავლური პოლიტიკის როლი და მნიშვნელობა ამ პროცესში.
ცალკეული „სამეფოების წარმოქმნა კოლხეთის ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა. ამიტომ, ყველა მკვლევარი, ვისაც კი უმუშავია გვიანანტიკური ხანის საქართველოს ისტორიის პრობლემებზე, აუცილებლად ეხებოდა ამ საკითხსაც. თავის დროზე ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილეს ივ. ჯავახიშვილმა, . ჯანაშიამ, . მელიქიშვილმა, . ლომოურმა, რომლებმაც ამ სამეფოთა წარმოქმნის მიზეზების შესახებ გარკვეული თვალსაზრისი გამოთქვეს. შესაბამისად, ქართულ ისტორიოგრაფიაში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული სამეფოების წარმოქმნის შესახებ რამდენიმე ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება არსებობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გვიანანტიკური ხანის საქართველოს ისტორიის ასეთი საკვანძო საკითხის შესახებ აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, იგი სპეციალური შესწავლის საგანი არ გამხდარა.1
სწორედ ამ ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორების მცდელობას წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომი. მასში, ისტორიოგრაფიაში პირველად, მონოგრაფიულადაა შესწავლილი II . დასაწყისში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებების წარმოქმნის საკითხი. ნაშრომში, ანტიკური და მოგვიანო პერიოდის წყაროების თვისობრივად განსხვავებული ინტერპრეტაციის საფუძველზე, ახლებურადაა გააზრებული ცალკეული სამეფოების ჩამოყალიბების მიზეზები, რომის აღმოსავლური პოლიტიკის როლი ამ პროცესში; რომის საერთო-აღმოსავლური პოლიტიკის კონტექსტში შესწავლილია კოლხურ-რომაული ურთიერთობის ცალკეული საკითხები.
თავი I
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.. Iახ.. I საუკუნეებში. კოლხეთი პონტოს სამეფოსა და რომის პროვინციის შემადგენლობაში.
ძვ.. VI . შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, აქ მოსახლე ტომთა კულტურულ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხანგრძლივი პროცესის შედეგად, ჩამოყალიბდა კოლხეთის სახელმწიფო. კოლხეთის სამეფოს საზღვრები, ანტიკურ წყაროთა მონაცემებით, თანამ. გაგრა-ბიჭვინთის სექტორიდან ჭოროხის შესართავის რაიონამდე ვრცელდებოდა.2 კოლხეთის სამეფო ჩამოყალიბების დროიდანვე მრავალტომიანი ქვეყანა იყო და მის შემადგენლობაში შემავალი ცალკეული ტომები ყოველთვის ინარჩუნებდნენ გარკვეულ დამოუკიდებლობას. ერთიანი კოლხეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ეს ცალკეული ტერიტორიულ-ტომობრივი ჯგუფები თანდათან ჩამოყალიბდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებად, .. სკეპტუხიებად. ასე რომ სკეპტუხიები, წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ კლასობრივი საზოგადოების წინა ხანაში არსებულ სატომო ორგანიზაციათა საფუძველზე წარმოქმნილ ადმინისტრაციულ ერთეულებს და აერთიანებდნენ კოლხეთის სამეფოში შემავალ ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ ჯგუფებს. კოლხეთის სამეფოს ძლიერების ხანაში სკეპტუხიები მეფის ხელისუფლების ხელქვეით ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენდნენ. თუმცა, ისინი ყოველთვის იჩენდნენ ადმინისტრაციული ერთეულიდან ცალკე სამთავროდ გადაქცევის ტენდენციას.3
 „სკეპტუხთა“ ცენტრიდანული ტენდენციები, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ძვ.წ. II ს. გაძლიერდა.4 სწორედ ძვ.წ. IIს. ბოლოსათვის კოლხეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ამსახველია სტრაბონის (ძვ.წ. 64/63 – ახ.წ. 24 წწ.) ცნობა: „თუ როგორი სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ცხადჰყოფენ ამას მითები, რომლებიც მოგვითხრობენ იაზონის ლაშქრობაზე.... და ამაზე უწინ კი ფრიქსეს [ლაშქრობაზე]. ამის შემდეგ კი მემკვიდრე მეფეებმა სკეპტუხიებად დაჰყვეს ქვეყანა და ჰქონდათ ზომიერი ძალაუფლება“.5 რადგანაც ამის შემდეგ სტრაბონი უშუალოდ მოგვითხრობს მითრიდატე VI-ის მიერ კოლხეთის დაპყრობაზე, როგორც ს. ჯანაშია აღნიშნავს, აქ დარღვეულია ისტორიული პერსპექტივა და სტრაბონის მიერ აღწერილი მდგომარეობა რეალურად ძვ.წ. II ს. მიეკუთვნება.6
ამდენად, ძვ.წ. II ს. კოლხეთში კრიზისული ვითარება შეიქმნა. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, კოლხეთის ცენტრალური ხელისუფლება დასუსტდა და ცალკეულმა „სკეპტუხიებმა“ მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ქვეყნის შიდა-პოლიტიკური სიტუაციის გართულებასთან ერთად, გაუარესდა საგარეო ვითარებაც, რაც საბოლოოდ კოლხეთის სამეფოსათვის სრული კატასტროფით დასრულდა. მძლავრი პოლიტიკური ძვრების შედეგად, რომელიც მოჰყვა მითრიდატე VI ევპატორის (ძვ.წ. 120-63 წწ.), ხოლო შემდეგ რომაელთა დაპყრობებს წინა აზიაში, კოლხეთმა დიდი ხნით დაკარგა დამოუკიდებლობა. იგი ჯერ ძვ.წ. 105-90 წწ. მითრიდატეს ვრცელი სამეფოს შემადგენლობაში იქნა ჩართული7, ხოლო შემდეგ რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა.
მითრიდატე VI-ის მიერ კოლხეთის დაკავება უბრძოლველად არ მომხდარა. როგორც ჩანს, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულმა ცალკეულმა „სკეპტუხიებმა“ პონტოელებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. სწორედ ამას უნდა მოწმობდეს მემნონის (ძვ.წ. I ს.) ცნობა, რომ პონტოს მეფემ „ომით დაიმორჩილა ფასისის მიდამოების მეფეები“8. ეს „მეფეები“ რეალურად მხოლოდ ადგილობრივი „სკეპტუხები„ უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ სურდათ თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლების შეზღუდვა. როგორც ჩანს, მათ იმდენად სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს პონტოელებს, რომ აპიანე (დაახ. 90-170 წწ.) მითრიდატეს ქვეშევრდომ და მეგობარ ხალხთა ჩამონათვალში, კოლხებს „კარგ მეომარ ხალხად“ იხსენიებს“.9
კოლხეთი პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ცალკე ერთეულის სახით შევიდა და მის ერთ-ერთ სატრაპიას წარმოადგენდა. სტრაბონის ცნობით, კოლხეთში ,,...იგზავნებოდა მუდამ ვინმე მის (ე.ი. მითრიდატე ევპატორის) მეგობართაგან მმართველად და გამგებლად ქვეყნისა“.10 კოლხეთის სამეფოს დაცემისა და მისი ტერიტორის მითრიდატე VI-ის სახელმწიფოში მოქცევის შემდეგ, „სკეპტუხთა“ ცენტრიდანული ტენდენციები შეიზღუდა11. ჩვენ კონკრეტული ცნობები არ გაგვაჩნია იმის შესახებ, თუ როგორი იყო კოლხეთის საშინაო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სისტემა, მისი ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაცია მითრიდატე ევპატორის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნისას, მაგრამ, სავარაუდოა, რომ მრავალტომიან კოლხეთში პონტოს მმართველებს არ შეეძლოთ უარი ეთქვათ ტერიტორიულ-ტომობრივ ერთეულებზე და, როგორც ჩანს, კოლხეთში კვლავ შენარჩუნებულ იქნა ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა ტრადიციულ „სკეპტუხიებად“12. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ პონტოს სამეფოს საბოლოოდ განადგურების შემდეგ, ისტორიის ასპარეზ-ზე კვლავ გამოჩნდნენ ცალკეული კოლხი „სკეპტუხები“.
ძვ.წ. 65 წ. დევნილი მითრიდატეს კვალდაკვალ კოლხეთში შევიდნენ პომპეუსის აღმოსავლური ლეგიონები13. ამ დროისათვის მითრიდატეს, რომელმაც ძვ.წ. 66/65 წ. ზამთარი დიოსკურიაში გაატარა, უკვე დატოვებული ჰქონდა კოლხეთი14. კოლხეთს, როორც პონტოს სამეფოს ერთ-ერთ სატრაპიას, პონტოს შემადგენლობაში შემავალ მთლიან პოლიტიკურ ერთეულს და მის ადმინისტრაციას, რომაელებისათვის ორგანიზებული წინააღმდეგობა არ გაუწევია15. კოლხეთის უკანასკნელმა მმართველმა, სტრაბონის დედის ბიძამ მოაფერნემ,16 როგორც ჩანს, მითრიდატესთან ერთად დატოვა კოლხეთი და ბოსფორში გაიქცა.17
შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით, მითრიდატე VI-ის დამარცხების შემდეგ დაწყებული არეულობით ისარგებლეს ადგილობრივმა „სკეპტუხებმა“ და კვლავ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება სცადეს. როგორც ჩანს, სწორედ ცალკეულ „სკეპტუხიებთან“ უწევდა პომპეუსს ურთიერთობა კოლხეთში ლაშქრობის დროს. ამას უნდა გულისხმობდეს დიონ კასიოსის (დაახლ. 153-235 წწ.) ცნობაც, რომ კოლხეთში პომპეუსი „მოქმედებდა ხან დარწმუნებით, ხან დაშინებით“.18 პომპეუსს „სკეპტუხიათა“ ნაწილის დამორჩილება იარაღის ძალით მოუხდა. ფლორუსის ცნობით, რომაელებს არ დაემორჩილა და კავკასიონის მთებს შეაფარა თავი კოლხთა მმართველმა ორქოზმა,19 რომელიც, რეალურად, როგორც ჩანს, ერთ-ერთი „სკეპტუხი“ უნდა ყოფილიყო. რომაელებს მტრულად უნდა დახვედროდა „სკეპტუხი“ ოლთაკეც, რომელსაც აპიანე პომპეუსის ტრიუმფში მონაწილე ტყვეთა შორის იხსენიებს.20 მკვლევართა ნაწილის აზრით, ოლთაკე შესაძლოა ვანის „სკეპტუხთა“ გვარიდან იყო21.
ამდენად, პონტოს სამეფოს დაცემის შემდეგ, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული „სკეპტუხიები“ კვლავ გააქტიურდნენ. ძნელი წარმოსადენია, რომ „სკეპტუხებს“, რომლებიც მითრიდატეს მმართველობის პერიოდში პონტოს სამეფოს მოხელეებს, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მეთაურებს წარმოადგენდნენ, მითრიდატეს საბოლოოდ განადგურების შემდეგაც ებრძოლათ პონტოს ინტერესებისათვის. მათი მხრიდან რომაელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას ერთადერთი ახსნა აქვს: როგორც ჩანს, მითრიდატეს მმართველობის ბოლოს, „სკეპტუხებმა“ დაიბრუნეს ის მდგომარეობა, რომელიც მათ პონტოს მიერ კოლხეთის დაპყრობამდე ჰქონდათ და ისინი პონტოს სამეფოს ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ერთეულების მეთაურებიდან კვლავ დამოუკიდებელ მმართველებად იქცნენ. ასეთ შემთხვევაში კი ცხადია, რომ „სკეპტუხები“ წინააღმდეგობას გაუწევდნენ რომაელებს, რომელთა კოლხეთში დამკვიდრებაც მათ უფლებებს საგრძნობლად შეზღუდავდა.
თუმცა, პომპეუსმა სწრაფად დაძლია კოლხეთის ცალკეულ „სკეპტუხიათა“ წინააღმდეგობა, გაიარა შიდა კოლხეთი და მივი-და ფასისამდე, სადაც მას პუბლიუს სერვილიუსი უცდიდა სამხედრო ფლოტით, რომელსაც ბლოკირებული ჰქონდა კოლხეთის სანაპირო.22 რომაელთა კოლხეთში ლაშქრობებს არ მოჰყოლია ქვეყნის უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართვა. პომპეუსმა კოლხეთი ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულად გამოყო, ხოლო მისი ყოფილი მეტროპოლია – პონტოს სამეფო, გაუქმებულად გამოაცხადა.23 პომპეუსმა კოლხთა დინასტად დანიშნა არისტარქე.24 როგორც ჩანს, არისტარქე იყო ადგილობრივი დიდებული, ან ერთ-ერთი „სკეპტუხი“, რომელიც პომპეუსს უჭერდა მხარს და კოლხეთის მმართველად დაინიშნა რომაელთათვის გაწეული სამსახურის გამო.25 პომპეუსს კოლხეთში რომაული გარნიზონები არ დაუტოვებია და არც ქვეყნის ძირეული რეორგანიზაცია მოუხდენია. როგორც ცნობილია, რომაელები ახალდამორჩილებულ ქვეყნებში თავდაპირველად ანგარიშს უწევდნენ ადგილობრივ ნორმებს, არ ცვლიდნენ არსებული სამმართველო აპარატის სტრუქტურას და მას თავის სამსახურში აყენებდნენ.26 როგორც ჩანს, ასევე მოიქცნენ რომაელები კოლხეთშიც. მათ არისტარქეს ძველი, მითრიდატეს დროინდელი მმართველობის სისტემა დაუტოვეს. ახალი მმართველის რეზიდენციადაც დიოსკურია დარჩა, რომელიც მითრიდატიდების პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა კოლხეთში27.
არისტარქე საკმაოდ ენერგიული მმართველი გამოდგა. მან მოახერხა ქვეყანაში წესრიგის დამყარება და გარკვეულწილად მისი მთლიანობის აღდგენაც.28 სამწუხაროდ, ჩვენ პირდაპირი ცნობები არ გაგვაჩნია იმის შესახებ, თუ რამდენად რეალური იყო არისტარქეს ძალაუფლება კოლხეთის შიდა „სკეპტუხიებში“, მაგრამ, სავარაუდოა, რომ მან რომაელთა დახმარებით შეძლო მათზე გარკვეული კონტროლის დაწესება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ არისტარქემ კოლხეთში საკმაოდ დიდ ხანს შეინარჩუნა ხელისუფლება და თავისი მმართველობის მე-12 წელს იმასაც კი მიაღწია, რომ საკუთარი სახელით ვერცხლის მონეტებიც მოჭრა,29 რის ნებასაც რომაელები ხშირად ვასალ მეფეებსაც კი არ აძლევდნენ. სავარაუდოა, რომ არისტარქეს მმართველობა ძვ.წ. 48 წ. ფარნაკეს მიერ კოლხეთის დაპყრობამდე გაგრძელდა. მისი მმართველობით, როგორც ჩანს, დასრულდა კიდეც კოლხეთის შინაგანი განმტკიცებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის პერიოდიც.
ძვ.წ. 48–47 წწ. კოლხეთი ახალი ომების არენა გახდა. იგი პონტოს სამეფოს რესტავრაციისათვის მიმდინარე საომარ კოლიზიებში იქნა ჩართული და ჯერ ბოსფორის მეფის ფარნაკეს, ხოლო შემდეგ მითრიდატე პერგამონელის სამხედრო ექსპედიციების არეალში მოექცა.30 მკვლევართა ნაწილის აზრით, ძვ.წ. 48 წ. შემდეგ კოლხეთში ცენტრალური ხელისუფლება დაეცა, ქვეყანა კვლავ ცალკეულ „სკეპტუხიებად“ დაიშალა და არისტარქეს დროს მიღწეული სტაბილურობა ქაოსითა და შიდადაპირისპირებით შეიცვალა.31 ასეთი ვითარება, როგორც ჩანს, გაგრძელდა ძვ.წ. 35-33 წწ., როცა მარკუს ანტონიუსმა უმმართველოდ დარჩენილი კოლხეთი, მის მიერვე აღდგენილი ვასალური სამეფოს – პოლემონიდური პონტოს შემადგენლობაში შეიყვანა.32 პოლემონიდური პონტო წინა აზიის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო და იგი რომის აღმოსავლეთ საზღვრებთან შექმნილი „ბუფერულ“ სამეფოთა სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენდა.
კოლხეთის პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შეყვანა, თვითონ გაუქმებული პონტოს სამეფოს რესტავრაცია და პომპეუსის მიერ შექმნილი მმართველობის სისტემის33 შეცვლა დაკავშირებული იყო რომის აღმოსავლური პოლიტიკის რადიკალურ ტრანსფორმაციასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა „მეორე ტრიუმვირატის“ მმართველობის პერიოდში და რაც, საბოლოო ჯამში, იყო აღმოსავლეთში ორი ძლიერი პოლიტიკური ძალის – რომისა და პართიის ურთიერთობის ახალ ფაზაში შესვლის შედეგი.
ძვ. წ. I ს. 60-იან წწ. გლობალური საგარეო ექსპანსიის შედეგად რომი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოჩნდა. აღმოსავლეთში მისი უშუალო მეზობელი გახდა პართიის ძლიერი სამეფო. იგი წარმოადგენდა რომის მოსაზღვრე ერთადერთ დიდ სახელმწიფოს. იმთავითვე ცხადი იყო, რომ პართია-რომის მშვიდობიანი თანაარსებობის პერსპექტივა არ არსებობდა. პართია არ ცნობდა რომაელთა პრეტენზიებს მსოფლიო ბატონობაზე და საუკუნეების მანძილზე იბრძოდა „აქემენიდთა დიადი მემკვიდრეობის“ დასაბრუნებლად.34 რომსა და პართიას შორის საზღვარი მდ. ევფრატზე გადიოდა. ძვ.წ. I ს. 50-იანი წწ. მიწურულიდან მათ შორის დაიწყო ხანგრძლივი, პერმანენტული ომები და ამ დაპირისპირების შედეგად აღმოსავლეთში შექმნილი „პოლიტიკური დუალიზმის“ პირობებში35, ევფრატის საზღვრის უსაფრთხოების დაცვა რომის ორიენტალური პოლიტიკის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მთლიანად წინა აზიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ევფრატის სასაზღვრო პერიმეტრზე არსებული პოლიტიკური სიტუაცია დიდ გავლენას ახდენდა კოლხეთის მდგომარეობაზეც. მართალია, კოლხეთი ევფრატის სასაზღვრო ხაზს ტერიტორიულად საკმაოდ დაშორებული იყო და უშუალოდ არ ემეზობლებოდა პართიას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რომაულ გეოპოლიტიკაში. კოლხეთი ესაზღვრებოდა არმენიას, რომელიც წარმოადგენდა პართია-რომის დაპირისპირების ძირითად მიზეზს და მათ შორის გაუთავებელი ომების მთავარ ასპარეზს.36 აზიაში პირველობისათვის მიმდინარე პერმანენტულ ომებში, კოლხეთს რომისათვის უნდა უზრუნველეყო მტკიცე ზურგი და შეესრულებინა პლაცდარმის როლი პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს გარკვეული სტრატეგიულ-საკომუნიკაციო მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ბოსფორის მიმართაც.37
ძვ. წ. I ს. მიწურულიდან რომი აღმოსავლეთის საზღვარზე ცდილობს ძლიერი ანტიპართიული პლაცდარმის შექმნას. ამ მიზნის განსახორციელებლად რომაელი იმპერატორები საკუთარი შეხედულებით, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ცვლიან მცირე აზიის პოლიტიკურ რუკას. აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონებში დაიწყო მმართველობის სისტემის ხშირი რეორგანიზაცია, პართია-რომს შორის არსებული „ბუფერული“ სამეფოების გაერთიანება, ან პირიქით, მათი დაშლა და გაუქმება. ეს ცვლილებები პირველ რიგში პოლემონიდთა სამეფოს ეხებოდა. ავგუსტუსისა (ძვ.წ. 27-ახ.წ. 14 წწ.) და მისი მემკვიდრე იულიუს-კლავდიუსების დინასტიის (ახ.წ. 14-68 წწ.) თითქმის ყველა იმპერატორის დროს პონტოს სამეფოს სტატუსი იცვლებოდა. თუმცა, ამას არ უმოქმედია კოლხეთის მდგომარეობაზე და იგი პოლემონიდთა სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. შესაბამისად, კოლხეთი ჯერ პონტო-ბოსფორის გაერთიანებული სამეფოს (ძვ. წ. 14-8 წწ.), ხოლო შემდეგ, ძვ.წ. 3/2 – ახ.წ. 17 წწ. პონტო-კაპადოკიის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა.38 ტიბერიუსის (ახ.წ. 14-37 წწ.) პრინციპატის დროს პონტო-კაპადოკიის გაერთიანებული სამეფო კვლავ დაიშალა და პოლემონიდური პონტო, კოლხეთთან ერთად, უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა. მომდევნო იმპერატორმა გაიუს კალიგულამ (37-41 წწ.) პონტოს სამეფო კვლავ პოლემონიდებს დაუბრუნა. ამასთან, კალიგულამ ისევ სცადა პონტო-ბოსფორის გაერთიანებული სამეფოს შექმნა. ამ მიზნით მან პოლემონ II-ს ბოსფორის ტახტიც გადასცა. მაგრამ გაერთიანებული შავიზღვისპირა სახელმწიფოს შექმნის მცდელობამ ახლაც, ისევე როგორც ავგუსტუსის დროს, ბოსფორელთა დიდი წინააღმდეგობის გამო, კრახი განიცადა.39 ამრიგად, განსხვავებით ბოსფორისაგან, კოლხეთში პონტოელთა და მათი მეშვეობით რომაელთა პოზიციები ხანგრძლივი დროის მანძილზე საკმაოდ სტაბილური იყო.
ყველაფერი ეს კოლხეთში მიმდინარე რთული შინაგანი პროცესებით უნდა აიხსნას. ქვეყანაში ადგილობრივი ცენტრალური ხელისუფლება დიდი ხანია არ არსებობს, იგი დაყოფილია ცალკეულ „სკეპტუხიებად“ და ღრმა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. კოლხეთში ჯერჯერობით არ არსებობენ ქვეყნის გაერთიანებითა და სამეფო ხელისუფლების აღდგენით დაინტერესებული ძალები, ხოლო ცალკეული „სკეპტუხიების“ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის სუსტია და რომაელებს, პონტოს მეფის მეშვეობით, შესწევთ ძალა, დროებით მაინც შეზღუდონ ადგილობრივ მმართველთა სეპარატისტული ტენდენციები.
მაგრამ რომაელთა ძალაუფლება მთელ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ერთნაირი არ ყოფილა. ისინი უფრო მტკიცედ დამკვიდრდნენ კოლხეთის ზღვისპირა ზოლში, ცენტრალურ და ჩრდილოეთის მთიან რაიონებში კი მათი ძალაუფლება ეფემერულ ხასიათს ატარებდა, ხოლო დიოსკურიის იქით მცხოვრებ ტომებზე რომაელთა გავლენა საერთოდ არ ვრცელდებოდა. სტრაბონის ცნობით, რომაელების „ხელში არის ჩვენკენ მომართული აზიის მთელი სანაპირო, თუ არ მივიღებთ მხედველობაში აქეელების, ზიგებისა და ჰენიოხების [მხარეს], რომელნიც ვიწრო და მწირ ადგილებში ცხოვრობენ ყაჩაღობითა და მომთაბარეობით“.40
პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის საფეხურზე მდგომი ეს ტომები საფრთხეს უქმნიდნენ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებსაც. პლინიუსის (23/24-79 წწ.) ცნობით, ახ.წ. I ს. პირველ ნახევარში, ჰენიოხებს გაუძარცვავთ მდიდარი ქალაქი პიტიუნტი.41 ასევე დარბეული ჩანს დიოსკურიაც, რადგანაც პლინიუსი ლაპარაკობს მისი დაცარიელების შესახებ.42
მეკობრე ტომთა ასეთი განუკითხავი თარეში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია და ამას ჯერ კიდევ სტრაბონი ამჩნევდა. მისი ცნობით, „...იმ ადგილების მცხოვრებნი, რომელთაც ადგილობრივი მმართველები ჰყავთ, რაღაცა შემწეობას ჰპოვებენ ხოლმე წინამძღოლთაგან უსამართლობის შემთხვევაში: რადგან ხშირად მათ (ე.ი. მეკობრეებს) თავს ესხმიან... ხოლო რომაელების [გამგებლობაში] მყოფი [ნაწილი] უფრო უმწეოა გამოგზავნილ პირთა უპასუხისმგებლობის გამო“.43 მართალია, სტრაბონის ეს ცნობა ქრონოლოგიურად უფრო ადრინდელ პერიოდს ეხება, მაგრამ იგი მთლიანად პოლემონიდთა მმართველობის დასახასიათებლადაც გამოდგება.
ამრიგად, პოლემონიდების ზედაპირულმა მმართველობამ ვერ შეძლო კოლხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეყანა კვლავ კრიზისს განიცდიდა, საქალაქო ცხოვრება თითქმის მოშლილი, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა შეზღუდული იყო. მაგრამ, მალე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში პონტოელთა სუსტი ხელისუფლება უშუალოდ რომაულმა მმართველობამ შეცვალა.
კოლხეთის პოლიტიკური სტატუსის ცვლილება და მისი რომის პროვინციულ სისტემაში ჩართვა დაკავშირებული იყო იმპერატორ ნერონის (54-68 წწ.) აღმოსავლურ პოლიტიკასთან. ახ.წ. 63 წ. ნერონმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, გააუქმა პოლემონიდური პონტოს სამეფო44. მისი ტერიტორია, კოლხეთთან ერთად, გალატიის პროვინციას შეუერთდა45. ახალი პროვინციის სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქ. ტრაპეზუნტი. აქვე იყო საზღვაო ფლოტის ბაზაც46. ნერონის ბრძანებით, კოლხეთის სანაპირო პუნქტებში – აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში განლაგებულ იქნა რომაული სამხედრო ნაწილები47. ამდენად, 63 წ. კოლხეთში პოლემონიდთა არცთუ ისე ძლიერი ხელისუფლება უშუალოდ რომაულმა ადმინისტრაციამ შეცვალა48 და ქვეყანა საკმაოდ ხანგრძლივი დროით (დაახლ. 50 წელი) რომის პროვინციულ მმართველობას დაექვემდებარა. თუმცა, არც რომის პროვინციულ პოლიტიკაში შეიმჩნეოდა ერთიანი, კარდინალური მიმართულება. კოლხეთის რომის პროვინციულ სისტემაში ყოფნისას, იმპერიის აღმოსავლური სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის ხშირი მოდერნიზაციის შედეგად, კოლხეთის ტერიტორია ამჯერად უკვე გალატიისა და კაპადოკიის პროვინციების რეორგანიზაციის არეალში მოექცა.
მართალია, ნერონის მიერ პონტოს სამეფოს ოკუპაციას ადგილობრივ ძალთა მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია და მის სიცოცხლეში მეოტიდა-პონტოსპირეთში შენარჩუნებული იყო „3000 ჰოპლიტისა და 40 სამხედრო ხომალდის“49 ძალით დამყარებული „რომაული წესრიგი“, მაგრამ პონტო-კოლხეთის ყოფნა გალატიის პროვინციის შემადგენლობაში დიდხანს არ გაგრძელებულა. პონტოს სამეფოს გაუქმებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ნერონის სიკვდილის შემდეგ მაინც იჩინა თავი. 69წ. იმპერიაში ვიტელიუსსა და ვესპასიანეს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, როგორც კი შესუსტდა რომაელთა საოკუპაციო ჯარების სიძლიერე, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში იფეთქა დიდმა ანტირომაულმა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში ედგა პონტოს სამეფო ფლოტის ყოფილი სარდალი ანიკეტი50. ანიკეტის აჯანყება გამოხატავდა საერთოდ აღმოსავლეთ პონტოსპირეთის რომაულ სამფლობელოთა განწყობას და კოლხეთის მდგომარეობასაც ახასიათებდა.51 მართალია, აჯანყება მარცხით დასრულდა, მაგრამ მან გარკვეული როლი შეასრულა მთლიანად რეგიონის მიმართ იმპერიის პოლიტიკური კურსის შეცვლაში. თუმცა, რომი, რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა კოლხეთსა და მთლიანად ამიერკავკასიაზე თავისი გავლენის შესუსტებას და იმპერატორი ვესპასიანე (69-79წწ.) თავდაცვის მაღალორგანიზებული სისტემის მეშვეობით შეეცადა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გაკონტროლებას რეგიონში. ამ დროიდან აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულმა სასაზღვრო-თავდაცვითმა სისტემამ.52 გარდა ამისა, 72 წ. კოლხეთი შეყვანილ იქნა ე.წ. „კაპადოკიურ კომპლექსში“, რომელიც შეიქმნა პროვინციების – გალატიისა და კაპადოკიის გაერთიანებით53. „კაპადოკიური კომპლექსის“ შექმნის ძირითადი მიზანი იყო რომის აღმოსავლური საზღვრების თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. თუმცა, ამ ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს დიდხანს არ უარსებია და დომიციანეს (81-96 წწ.) დროს კოლხეთი კვლავ გახდა რომის პროვინციული პოლიტიკის კიდევ ერთი ცვალებადობის ობიექტი. დომიციანეს, როგორც ჩანს, შეეშინდა გაერთიანებული გალატია-კაპადოკიის პროვინციის ერთი მმართველისათვის გადაცემა და მისი ბრძანებით „კაპადოკიური კომპლექსი“ კვლავ გალატიისა და კაპადოკიის პროვინციებად დაიშალა54. კოლხეთი კაპადოკიის პროვინციის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი55.
ჩვენ არავითარი მონაცემი არ გაგვაჩნია რომის პროვინციულ სისტემაში ჩართვის შემდეგ კოლხეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილზე რომაული მმართველობის მექანიზმების შესახებ, მაგრამ კოლხეთის ადგილობრივი, ისტორიულად ჩამოყალიბებული რეალიების, რომის საერთო-პროვინციული პოლიტიკისა და პროვინციების მოსახლეობის მართვის რომაული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლებლად მიგვაჩნია გარკვეული ჰიპოთეტური მოსაზრების გამოთქმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოლხეთი იყოფოდა ცალკეულ „სკეპტუხიებად“. ძვ.წ. I ს. კოლხეთში მომხდარი პოლიტიკური კატაკლიზმებისა და ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის მოშლის შემდეგაც ქვეყნის ასეთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა არ გაუქმებულა და „სკეპტუხიები“, როგორც ადმინისტრაციული ერთეულები, კვლავ განაგრძობდნენ არსებობას. 63 წ. ნერონის მიერ პონტოს სამეფოს გაუქმების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაუქმდა პოლემონიდთა მმართველობის აპარატი პერიფერიებშიც. პონტოელთა ხელისუფლება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომის პროვინციულმა ადმინისტრაციამ შეცვალა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რომის მმართველი წრეები კოლხეთშიც ისეთივე ღონისძიებებს გაატარებდნენ, როგორსაც პროვინციულ სისტემაში ჩართულ სხვა ქვეყნებში.
გლობალური საგარეო ექსპანსიის, სხვადასხვა ისტორიული წარსულის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების მქონე ქვეყნების დაპყრობის შედეგად შექმნილ რომის იმპერიას ძალზე რთული პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტრუქტურა ჰქონდა. როგორც აღინიშნა, რომაელები დაპყრობილ ქვეყნებში თავდაპირველად ანგარიშს უწევდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს, ადათ-წესებს, ეყრდნობოდნენ ადგილობრივ კანონებსა და მმართველობის ორგანიზაციას56 და მეტნაკლებად ითვალისწინებდნენ კონკრეტული ქვეყნის ისტორიული განვითარების დონეს. როგორც ცნობილია, რომაული პროვინციე-ბის შემადგენლობაში შედიოდა არა მარტო თვითმმართველობის მქონე ქალაქები, მათთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებით, არამედ ცალკეული ტომთა გაერთიანებებიც57. ტომთა ეს გაერთიანებები რომაული სამხედრო ნაწილების კონტროლქვეშ იმყოფებოდა და ემორჩილებოდა მათ ტერიტორიაზე მყოფი საოკუპაციო სამხედრო შენაერთის მეთაურებს – პრეფექტებს, რომლებიც ტომთა გაერთიანებების უზენაეს ხელისუფლად ითვლებოდნენ58. მაგალითად, პროვინცია მეზიის შექმნის დროს, რომაელებმა, მხედველობაში მიიღეს რა ქვეყნის ისტორიული განვითარების შედეგად შექმნილი მდგომარეობა, პროვინციული სისტემის ფარგლებში შეინარჩუნეს ადგილობრივი სატომო ორგანიზაციები მათივე ბელადების მეთაურობით, რომელთაც ადმინისტრატორებად დაუნიშნეს უახლოესი რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურები, პრეფექტები.59 პრეფექტების იყო არა მარტო სამხედრო, არამედ ადმინისტრაციული თანამდებობა. ასე რომ, ერთ პრეფექტურაში გაერთიანებული სხვადასხვა ტომების უზენაეს ხელისუფლად რომაული ჯარის ოფიცრები ითვლებოდნენ60. ასევე იყო სხვა პროვინციებშიც – დალმაციაში, პანონიაში, აფრიკაში და ა.შ.61 რომის სამხედრო ხელისუფლებას არ ეკისრებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ პირდაპირი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება62. ამ ფუნქციებს ტომთა თუ თემთა გაერთიანებების წარჩინებული წარმომადგენლები ასრულებდნენ, რომლებიც პანონიის წარწერებში „პრინციპეს“-ად ანუ უხუცესებად იხსენიებიან63. სწორედ მათ ევალებოდათ თავიანთ თანატომელებთან უშუალო კონტაქტი, გადასახადების აკრეფა და რომაული დამხმარე ჯარის ნაწილებში კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება64. ერთი სიტყვით, რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურთა მიერ ზურგგამაგრებული და მათზე დაქვემდებარებული „უხუცესები“ თავიანთი თანამემამულეებისათვის იყვნენ რომის ხელისუფლების პირდაპირი წარმომადგენლები.
კიდევ უფრო რთული იყო რომის აღმოსავლური პროვინციების პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტრუქტურა. თითქმის ყველა აღმოსავლური პროვინცია შექმნილი იყო ადრე დამოუკიდებელი სამეფოს ბაზაზე, სადაც ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ძლიერი იყო ადგილობრივი, ძველაღმოსავლური მემკვიდრეობისა და ელინური ტრადიციების სინთეზი, რის გამოც აქ ერთმანეთის გვერდით არსებობდა – ელინისტური ქალაქები, ადგილობრივი ტიპის ძველაღმოსავლური ტრადიციების მატარებელი საქალაქო ცენტრები, რომაელთა მიერ დაარსებული კოლონიები და მუნიციპიუმები. გარდა ამისა, ყველა პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა ავტონომიური სატაძრო ტერიტორიები, ტომთა გაერთიანებები, ცალკეული პოლიტიკური ერთეულები – სატრაპიები და პატარა სამეფოებიც კი65.
ასეთი იყო რომაული პროვინციის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურა. ჩვენ, როგორც აღვნიშნეთ, არ გაგვაჩნია პირდაპირი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორი იყო კოლხეთის შიდაადმინისტრაციული მოწყობა პოლემონიდების სამეფოს გაუქმების შემდეგ, მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი საფიქრებელია, რომ რომის ხელისუფალთ გაეუქმებინათ კოლხეთის ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, „სკეპტუხიები“. როგორც ვნახეთ, რომის მმართველი წრეები პროვინციების ორგანიზებისას ითვალისწინებდნენ ადგილობრივ ისტორიულ-პოლიტიკურ მდგომარეობას, თანაც კოლხეთში რომაულ ადმინისტრაციას დახვდა მისთვის ძალზე ხელსაყრელი ვითარება. დასავლეთის პროვინციების ჩამორჩენილი, განვითარების დაბალ დონეზე მყოფი ტომებისა და მათი ბელადებისაგან განსხვავებით, რომს აქ საქმე ჰქონდა სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციული მართვის გამოცდილების მქონე წვრილ-წვრილ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულებთან, რომელთა მმართველებს – „სკეპტუხებს“, რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურებისა თუ პრეფექტების ხელმძღვანელობით, შეეძლოთ შეენარჩუნებინათ რომის გავლენის სტაბილურობა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. კოლხეთის ცალკეულ „სკეპტუხიათა“ მეთაურებისა და აქ დისლოცირებული რომაული გარნიზონების მჭიდრო კავშირი იყო სწორედ ის ნიადაგი, რომელსაც, ადგილობრივი მოსახლეობის მორჩილების უზრუნველსაყოფად, უნდა დაყრდნობოდა ტრაპეზუნტის (ახალშექმნილი პროვინციის ცენტრი) რომაული ადმინისტრაცია.
ამრიგად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომებისა და მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზაციის – „სკეპტუხიების“ უზენაეს ხელისუფლად, რომის პოლიტიკის ადგილზე გამტარებლად ითვლებოდნენ ზღვისპირა ზოლში დისლოცირებული რომაული გარნიზონების მეთაურები. მაგ., აფსაროსის დამხმარე შენაერთების უფროსის (პრაეპოსიტუს) კონტროლქვეშ იმყოფებოდა ამ ციხე-ქალაქის სიახლოვეს თუ მისგან მოშორებით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა66. რადგანაც რომაული გარნიზონები კოლხეთის ტერიტორიაზე II ს. შუახანებამდე მხოლოდ სამ პუნქტში – აფსაროსში, ფასისსა და დიოსკურიაში იყვნენ დისლოცირებული, გარნიზონების მეთაურებს, როგორც ჩანს, ერთდროულად რამდენიმე „სკეპტუხიის“, რამდენიმე სხვადასხვა ტომის გაკონტროლება ევალებოდათ. მაგ., იმავე აფსაროსის გარნიზონის უფროსს, ალბათ, ევალებოდა ზიდრიტებისა (რომლებზეც ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა იბერიის გავლენა) და მაკრონ-ჰენიოხების მეთვალყურეობა, ფასისის რომაულ გარნიზონს – ლაზებისა და ქვეყნის შიდა რაიონებში არსებული „სკეპტუხიების“, ხოლო სებასტოპოლისის კასტელუმს – სანიგების, აბაზგებისა და აფსილების გაკონტროლება. ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ რამდენიმე სხვადასხვა ტომის გაკონტროლების პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული რომის პროვინციებში. მაგ., დუნაისპირეთის ორი დიდი ტომი – მეზები და ტრებალები ერთი პრეფექტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ67, ხოლო ნორიკუმის პირველი კოჰორტის პრეფექტი, რომელიც ასევე დუნაის სანაპიროს იცავდა, ერთდროულად ბოიებისა და აზალების თემთა გაერთიანებებს უწევდა კონტროლს68. როგორც ჩანს, ასე იყო კოლხეთშიც.
რაც შეეხება ადგილობრივი არისტოკრატიის ფუნქციებს, ანალოგიებიდან გამომდინარე, მათ მოვალეობად თანამემამულეების რომაულ არმიაში გაწვევის ორგანიზებასა და გადასახადების აკრეფას მიიჩნევენ69, რაც, ჩვენი აზრით, სავსებით სამართლიანი მოსაზრებაა, მხოლოდ მიგვაჩნია, რომ ეს ფუნქციები და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, პირველ რიგში, „სკეპტუხების“ კომპეტენციას შეადგენდა.
ასეთი იყო კოლხეთის საშინაო თუ საგარეო მდგომარეობის ძირითადი ტენდენციები ძვ.წ. I – ახ.წ. I საუკუნეებში. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარე პროცესებმა, უცხოელთა ხანგრძლივმა ბატონობამ და კოლხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სისტემის სიცოცხლისუნარიანობამ შეამზადა ნიადაგი იმ ახალი პოლიტიკური რეალობისათვის, რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ახ.წ. II ს. დასაწყისში.
თავი II
რომის აღმოსავლური პოლიტიკა და კოლხეთი ახ.წ. II ს. დასაწყისში. ცალკეული „სამეფოების“ წარმოქმნა კოლხეთში.
ახ.წ. II ს. დასაწყისიდან საერთო-პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მკვეთრად შეიცვალა. ერთ დროს ერთიანი კოლხეთის სახელმწიფოებრივ სივრცეში გაჩნდნენ ახალი ტერიტორიულ-ტომობრივი გაერთიანებები, რომლებიც უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის შემდეგ, იმპერიისაგან ფორმალურ დამოუკიდებლობასაც იღებენ და საკუთარი „მეფეებით“ სათავეში აქტიურად ებმებიან დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში II ს. დასაწყისში შექმნილი ახალი პოლიტიკური ატმოსფეროს შესახებ პირველხარისხოვან ცნობებს გვაწვდის კაპადოკიის პროვინციის მმართველი ფლავიუს არიანე (დაახლ. 95-175 წწ.) თავის ნაშრომში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“.
„პერიპლუსი“ წარმოადგენს ფლავიუს არიანეს მიერ 131 წ. შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული სამსახურებრივი მოგზაურობის ოფიციალურ ანგარიშს, რომელიც დართული ჰქონია იმპერატორ ადრიანესადმი (117-138 წწ.) გაგზავნილ ლათინურ წერილს. ამ თხზულებას განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს ის ფაქტი, რომ არიანემ ტრაპეზუნტიდან დიოსკურიამდე მთელი სანაპირო ხაზი თვითონ განვლო და ამდენად, „პერიპლუსის“ ის ნაწილი, რომელიც ეხება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, წარმოადგენს თვითმხილველის ფასდაუდებელ ცნობებს უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული ტომებისა თუ ისტორიის ასპარეზზე ახალგამოსული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების პოლიტიკური მდგომარეობის, მათი რომთან დამოკიდებულებისა და რეგიონში იმპერიის სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობის შესახებ.70
ფლავიუს არიანე ასე აგვიწერს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას: „შემდეგი ტომები გავიარეთ: ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომს, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები არიან. ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ, თუ ღვთის ნება იქნება, აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა (ე. ი. ადრიანესაგან) აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან (იგულისხმება იმპერატორი ტრაიანე (98-117 წწ.) მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან, მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი“.71 თითქმის ანალოგიური ცნობები არის დაცული V ს. ანონიმ ავტორთანაც.72
ამრიგად, 131 წ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში წინა პერიოდთან შედარებით, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი. ყოფილი პონტოს სამეფოს „სატრაპიისა“ და შემდგომ უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე „აღდგენილია“ ადგილობრივი „სამეფო“ ხელისუფლება და მეტიც, არიანეს მიერ ამ ტერიტორიაზე ექვსი სხვადასხვა – მაკრონ-ჰენიოხთა, იბერიის გავლენის ქვეშ მყოფი ზიდრიტთა, ლაზების, აფსილების, აბაზგების და სანიგების პოლიტიკური გაერთიანებებია დაფიქსირებული. ამ ახალი პოლიტიკური ერთეულების წარმოქმნა მტკიცდება კოლხეთის სხვადასხვა რაიონში – კლდეეთში, თაგილონში, სარგვეშში, გონიოსა და ციხისძირში მოპოვებული არქეოლოგიური მასალებითაც.73
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე ახალჩამოყალიბებული პოლიტიკური ერთეულებიდან ყველაზე სამხრეთით მაკრონ-ჰენიოხების გაერთიანებული „სამეფო“ მდებარეობდა. იგი უშუალოდ ესაზღვრებოდა კაპადოკიის პონტოს პროვინციას, რომლის შემადგენლობაში შედიოდა კოლხებისა და სანების მიწა-წყალიც.74 მაკრონ-ჰენიოხებს ეჭირათ თანამედროვე ჭანეთის ნაწილი ცენტრით დაახლოებით ქ. ათინასთან.75 მათი სამფლობელო ჩრდილოეთით ვრცელდებოდა მდინარე არქაბისამდე,76 რომელსაც მკვლევართა ერთი ნაწილი მდ. ორხოფთან,77 სხვები კი მდინარე არხავესთან აიგივებენ.78 მაკრონ-ჰენიოხთა ჩრდილოეთით, ზღვის სანაპირო ზოლში შეჭრილი იყო ფარსმანის იბერია, რომლის ქვეშევრდომადაც ითვლებოდა ზიდრიტთა ტომი. ამ ტომის განსახლების საზღვრების შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მკვლევართა ნაწილი, V ს. ანონიმი ავტორის ცნობის79 საფუძველზე, მის ლოკალიზაციას მდინარე არქაბისსა და აფსაროსის (ჭოროხის) შესართავს შორის ახდენს.80 ზიდრიტთა ოლქს მთლიანად აფსაროსის ჩრდილოეთით, დღევანდელი აჭარა-ქობულეთის ტერიტორიაზე ათავსებს პროფ. ნ. ლომოური.81
ზიდრიტებს არიანეს მიხედვით, ლაზები ესაზღვრებოდნენ. ლაზებს ეკავათ კოლხეთის ცენტრალური ნაწილი, მდ. რიონის ორივე მხარეს. არიანე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ სანამდე ვრცელდებოდა ჩრდილოეთით ლაზთა სამეფოს საზღვრები. მაგრამ, როგორც აღნიშნავს ნ. ლომოური, მდინარეების ქარიატისა (მდ. ხობი) და ხობოსის (მდ. ენგური) დასახელება ლაზთა ტერიტორიაზე ცხადყოფს, რომ ლაზთა სამფლობელოები ვრცელდებოდა სულ ცოტა ენგურის გადაღმა მხარემდე,82 ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბიზანტიური წყაროების ლაზიკა უნდა გაიგივდეს ქართულ ეგრისთან, ქართულ და სომხურ წყაროთა საფუძველზე შეიძლება დაზუსტდეს, რომ ლაზიკის ჩრდილოეთ საზღვარი გადიოდა მდინარე ეგრის-წყალზე,83 ე.ი. დღევანდელ ღალიძგაზე.84
ლაზების ჩრდილოეთით არიანე ჯერ აფსილების, ხოლო შემდეგ აბაზგთა პოლიტიკურ გაერთიანებებს ასახელებს. აფსილებისა და აბაზგების განსახლების არეალი წარმოადგენდა საკმაოდ ვიწრო სექტორს ზღვის სანაპირო ზოლში, მდ. ღალიძგასა და სებასტოპოლისს შორის. ეს უკანასკნელი, არიანეს მიხედვით, სანიგების მიწა-წყალზე მდებარეობდა, რომლის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარიც მდ. აქეუნტზე, ანუ დღევანდელ მდ. შახეზე გადიოდა.85
აღნიშნულ პოლიტიკურ ერთეულთა წარმოშობის მიზეზები დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას და ამ პრობლემის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მოკლედ შევეხოთ თითოეულ მათგანს.
ივ. ჯავახიშვილი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არიანეს მიერ აღწერილ მდგომარეობას მთლიანად რომაელთა მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. „როგორც ჩანს – წერს ივ. ჯავახიშვილი, – რომაელებს თავიანთი საყვარელი პოლიტიკური მცნება დივიდე ეტ იმპერა (დაყავი და იბატონე) აქაც განუხორციელებიათ და გაერთიანებული კოლხეთის მაგიერ ოთხი სამეფოს შექმნისათვის ხელი შეუწყვიათ“.86
აღნიშნული პოლიტიკური მოვლენის მიზეზი განსხვავებულად არის ახსნილი ს. ჯანაშიასთან. მკვლევრის აზრით, კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკური ერთეულების წარმოშობა არის არა გარეშე ძალის მიერ თავზე მოხვეული რომაული პრინციპის – „დაჰყავი და იბატონე“! – პრაქტიკული განხორციელების შედეგად მიღებული მდგომარეობა, არამედ ნაყოფია თვით ქვეყნის საკუთარი, შინაგანი განვითარებისა.87 ასეთი პოლიტიკა დასავლეთ საქართველოში რომისათვის ფაქტიურად ზედმეტიც უნდა ყოფილიყო, რადგანაც დასავლეთ საქართველო რომაელებმა ხელში ჩაიგდეს დასუსტებული, პოლიტიკურ მთლიანობასა და დამოუკიდებელ სახეს მოკლებული. ამიტომ, არიანეს მიერ აღწერილი მდგომარეობის ხელოვნურად შექმნას რომისათვის აზრი არ ჰქონდა.88
ს. ჯანაშია II ს. დასაწყისში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ახალი პოლიტიკური ერთეულების წარმოშობას ადგილობრივი საზოგადოებრივი ძალების თვითორგანიზაციის, შეკრებისა და გაერთიანების შედეგად მიიჩნევს. მკვლევრის აზრით, არიანეს დროინდელი ზოგიერთი სამთავრო წარმოადგენს ძველი „სკეპტუხიების“ შემდგომ განვითარებას, და ეს „სამთავროები უკვე ტომურ-გვაროვნულ ორგანიზაციებს კი არ წარმოადგენენ, არამედ გარკვეული, თუმცა პრიმიტიული სოციალური დიფერენციაციის ნიადაგზე არიან აღმოცენებულნი“.89
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკური ერთეულების წარმოშობის საკითხი ვრცლად არის განხილული გ. მელიქიშვილის ნაშრომებში. მკვლევარი არ ეთანხმება როგორც ივ. ჯავახიშვილის, ასევე ს. ჯანაშიას მოსაზრებებს90 და აღნიშნული „სამეფო“-სამთავროების წარმოშობას ხსნის თავისი ცნობილი თეორიით – კოლხეთის მოსახლეობის „ბარბარიზაციის“ შესახებ. მკვლევრის აზრით, ძვ.წ. I ს. ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის დაცემისა და უცხოელთა (ჯერ პონტოს, შემდეგ რომის) საკმაოდ სუსტი ადმინისტრაციის დაფუძნების შემდეგ, კოლხეთის ტერიტორიაზე იწყება მეომარ მთიელ ტომთა „მრისხანე სტიქიის“ მოძალება. ჩრდილოეთ კოლხეთის სანაპიროზე ხდება ადიღეური ტომების – ჯიქების ჩამოსახლება, რომლებმაც აქედან განდევნეს ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა – კერკეტები. მთელ სანაპიროზე დიოსკურიიდან ვიდრე თანამედროვე გელენჯიკისა და ნოვოროსიისკის რაიონამდე მყარდება მეომარ მთიელ ტომთა განუსაზღვრელი ბატონობა, რომლებიც მეკობრეობითა და ძარცვა-ყაჩაღობით ირჩენდნენ თავს. ესენი არიან ჯიქები, ჰენიოხები და აქეელები.91 ჩრდილოეთ კოლხეთში და კიდევ უფრო ზემოთ მცხოვრები ეს ტომები, გ. მელიქიშვილის აზრით, უტევდნენ ცენტრალურ კოლხეთსაც, რის შედეგადაც ზღვისპირა ზოლში ახ.წ. I საუკუნეში გამოჩნდნენ სანიგები, აბაზგები და აფსილები.92 ყველა ისინი, უფრო ადრე, იგულისხმებიან იმ მრისხანე სტიქიის შემადგენლობაში, რომელსაც სტრაბონი ჯიქების, ჰენიოხებისა და აქაელების სახელით იცნობს და რომლებიც ბატონობდნენ ჩრდილოეთ კოლხეთსა და მეზობელ რაიონებში.93
ცენტრალურ კოლხეთში მთიელი ტომების ჩამოსახლება, გ. მელიქიშვილის აზრით, ხდებოდა არა მარტო ჩრდილოეთიდან, არამედ სამხრეთიდანაც, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთიდან, სადაც აგრეთვე გვაროვნული წყობილების რღვევის საფეხურზე მდგომი მეომარი ტომები სახლობდნენ. ესენი უმთავრესად დასავლურქართული (ჭანური) ტომები იყვნენ. არც რომაელებსა და არც მათ ვასალებს – პონტოს მმართველებს შესწევდათ ძალა, რომ მათ გამკლავებოდნენ და ეს მთიელი ჭანური ტომები იჭრებიან ბარის რაიონებში, ზღვის სანაპირო ზოლში. ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში, ძველი დროიდანვე აქ მცხოვრები მაკრონების გვერდით აქტიური როლის შესრულებას იწყებენ მთიანეთიდან ჩამოსახლებული ჰენიოხები, რომლებიც მაკრონებთან ერთად ქმნიან ცალკე პოლიტიკურ გაერთიანებას – მაკრონებისა და ჰენიოხების სამეფოს. მათი ჩრდილოეთით ზიდრიტები, ხოლო კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ცენტრალური კოლხეთის ზღვისპირა ზოლში აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთიდან ჩამოსახლებული მეგრულ-ჭანური ტომი – ლაზები მკვიდრდებიან.94
ამრიგად, გ. მელიქიშვილის აზრით, ძვ.წ. I ს. დასაწყისიდან მთიელთა „მრისხანე სტიქიის“ მოძალების შედეგად კოლხეთის ზღვისპირა ზოლში გამოჩნდნენ განვითარების შედარებით დაბალ დონეზე მდგომი ტომები. ამ ტომთა მოძალების წინააღმდეგ ბრძოლის უპერსპექტივობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ რომმა ვერ შეძლო კოლხეთის პროვინციად ქცევა,95 ხოლო მოსახლეობის „ბარბარიზაციამ“ მოგვიანებით გამოიწვია კოლხეთის ტერიტორიაზე მთიელ ტომთა ჰეგემონობით ახალი ადრეკლასობრივი პოლიტიკური ერთეულების, არიანეს მიერ დასახელებული – მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგების და სანიგების სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება.96 აღნიშნული კონცეფცია გაზიარებულია „საქართველოს ისტორიის“ უახლეს გამოცემაშიც, სადაც ამ პერიოდის კოლხეთის ისტორია სწორედ გ. მელიქიშვილის ნაშრომების მიხედვითაა გადმოცემული.97
გ. მელიქიშვილის ამ მოსაზრებას არ იზიარებს ნ. ლომოური. როგორც აღნიშნავს მკვლევარი, ამ კონცეფციის მთავარი საბუთია ის, რომ ყველა ეს, გ. მელიქიშვილის აზრით, ჩამოსახლებული ტომი, წყაროებში პირველად ახ.წ. დამდეგიდან იხსენიება, მაგრამ ეს საბუთი მაინცდამაინც მყარი არაა, რადგანაც ამა თუ იმ ტომის სახელწოდების ამოტივტივება წყაროებში უსათუოდ ამ ტომთა ჩამოსახლების, მოცემულ ტერიტორიაზე რეალურად მათი პირველად გამოჩენის მაუწყებელი არ არის.98 ნ. ლომოურის აზრით, აფსილები, აბაზგები, სანიგები, ლაზები, ჰენიოხები და ზიდრიტები მანამდეც მოსახლეობდნენ კოლხეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ერთიანი კოლხეთის სახელმწიფოს არსებობის ხანაში, მათ სახელს ფარავს პოლიტიკური, კრებითი შინაარსის სახელწოდება – „კოლხები“ და „კოლხიდა“. კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ კი, იზრდება ამ ტერიტორიაზე მოსახლე ცალკეული ტომობრივი ჯგუფების დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, ანტიკური ავტორები უკეთ ეცნობიან კოლხეთის შინაგან ვითარებას, მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომთა ვინაობას და მათი ცნობებიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შესახებ უფრო კონკრეტული ხდება. სწორედ ამის გამო, ბერძნულ-რომაულ მწერლობაში ჩნდება მონაცემები იმ ტომთა შესახებაც, რომლებიც მანამდეც მოსახლეობდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მათი სახელწოდებები იფარებოდა „კოლხებისა“ და „კოლხეთის“ ზოგადი სახელით.99
ამის შემდეგ პროფ. ნ. ლომოური ანტიკური ხანის წყაროთა ანალიზით და სათანადო არგუმენტების მოტანით, რომელთაც ჩვენ აქ ვრცლად არ შევეხებით, ასკვნის რომ მეტად არადამაჯერებელი ჩანს ისეთი მძლავრი, მასობრივი შემოტევა მთის ტომებისა, რომ მას გამოეწვია ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც ახ.წ. პირველ საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში ხდება და კერძოდ, განეპირობებინა არიანეს მიერ დასახელებულ „სამეფოთა“ წარმოქმნა.100 მკვლევარი ამ პოლიტიკურ ერთეულთა წარმოშობას ერთიანი კოლხეთის სამეფოს დაშლის შედეგად მიიჩნევს, მაგრამ ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიასაგან განსხვავებით, ამ მოვლენის მიზეზად იმ ხანებისათვის ამიერკავკასიასა და მეზობელ ქვეყნებში შექმნილ საერთო-პოლიტიკურ სიტუაციას მიიჩნევს.101 მისი აზრით, ახ.წ. I საუკუნეში რომმა საგრძნობლად დათმო პოზიციები მახლობელ აღმოსავლეთში, ამოიწურა მისი დაპყრობითი პოტენციალი, ამას დაემატა იბერიის სამეფოს აშკარა მომძლავრება-გააგრესიულება, რომლის მისწრაფებებიც რომისათვის უკვე საშიში ხდება. ასეთ ვითარებაში, კოლხეთის ცალკეული ტერიტორიულ-ტომობრივი ერთეულების – „სკეპტუხიების“ ცენტრიდანული ტენდენციები კიდევ უფრო ძლიერდება, რომის მმართველ წრეებს კი პართიის სამეფოსთან უწყვეტი, არცთუ შედეგიანი დაპირისპირების პირობებში არ შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ თავიანთი გავლენისათვის ამიერკავკასიაში, კერძოდ კოლხეთში და ანტონინების დინასტიის იმპერატორები იძულებულნი იყვნენ ეცნოთ დასავლეთ საქართველოს ცალკეულ ტერიტორიულ-ეთნიკურ ერთეულთა ერთგვარი დამოუკიდებლობა, რათა შეენარჩუნებინათ მათზე პოლიტიკური გავლენა და ფაქტობრივი სიუზერენიტეტი. სწორედ ეს იყო II ს. დასაწყისისათვის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ცალკეული სამეფოებისა თუ სამთავროების წარმოქმნის მთავარი მიზეზი.102 უკანასკნელ ხანებში აღნიშნულ პრობლემას კვლავ დაუბრუნდა ნ. ლომოური. მის უახლეს ნაშრომებში რომის როლი კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკურ ერთეულების ჩამოყალიბებაში უფრო მკვეთრად არის ხაზგასმული.103
ამრიგად, ქართულ ისტორიოგრაფიაში საფუძვლიანად არის გაშუქებული ახ.წ. II ს. დასაწყისისთვის ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულთა წარმოშობის ობიექტური პირობები და მიზეზები. როგორც ვნახეთ, აღნიშნული პრობლემის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს, რომლებშიც რომის პოლიტიკური აქტივობის ხარისხი ცალკეული „სამეფო“- სამთავროების წარმოქმნის პროცესში სხვადასხვანაირად არის გააზრებული. თუ ივ. ჯავახიშვილი, ამ პოლიტიკურ ერთეულთა წარმოშობას მთლიანად დაპყრობილი ხალხების მართვის კლასიკური რომაული ფორმულის – დივიდე ეტ იმპერა-ს განხორციელების შედეგად მიიჩნევს, ს. ჯანაშია აღნიშნულ სამეფოთა წარმოქმნას მთლიანად ადგილობრივ, ქვეყნის შინაგანი განვითარების პროცესს უკავშირებს, რომის როლი კი მკვლევარს მეორე პლანზე აქვს გადაწეული. II ს. დასაწყისში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილ მდგომარეობაში რომის როლი სრულიად იგნორირებულია ნ. კეჭაღმაძის მიერ გამოცემული ფლავიუს არიანეს „პერიპლუსის“ შესავალ ნაწილში. მკვლევრის აზრით, რომი იმდენად როდი ერეოდა ქვეყნის შინაგან ცხოვრებაში, რომ მას რაღაც ახალი წყობის დამყარების სურვილი გასჩენოდა და რომაელთა როლი კოლხეთის შინაგან განვითარებაში ნულს უდრიდა.104
ჩვენ ვერ დავეთანხმებით ვერცერთ ამ მოსაზრებას, ისევე, როგორც გ. მელიქიშვილის კონცეფციას მთიელი ტომების მასობრივი მოძალებისა და კოლხეთის მოსახლეობის „ბარბარიზაციის“ შედეგად ახალი პოლიტიკური ერთეულების წარმოშობის შესახებ, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ მტკიცდება წერილობითი წყაროებით. კოლხეთის ბარის რაიონებში მთიელთა მასობრივი ჩამოწოლა არ მტკიცდება არქეოლოგიური მასალებითაც, ვინაიდან ძვ.წ. VIII საუკუნიდან ვიდრე ახ.წ. V საუკუნემდე ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის დაკრძალვის წესში თითქმის არავითარი ცვლილება არ შეიმჩნევა, რაც ამ ხნის მანძილზე მოსახლეობის ერთ ეთნიკურ შემადგენლობასა და ერთიანი იდეოლოგიური საფუძვლების არსებობაზე მიუთითებს.105 ეთნოკულტურული თვალსაზრისით მდგომარეობა კიდევ უფრო სტაბილურია კოლხეთის შიდა ნაწილში, რასაც მოწმობს ამ პერიოდის ბანძისა და ძევრის ქვევრსამარხები, კლდეეთის ცხენიანი სამარხები და მათი სამარხეული ინვენტარი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გენეტიკურად უკავშირდება გვიანბრინჯაო, ადრეანტიკური და ელინისტური ხანის კოლხური კულტურის ელემენტებს. ასე რომ, ამ პერიოდში კოლხეთის ტერიტორიაზე რაიმე ეთნიკურ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.106
II ს. დასაწყისისთვის ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი პოლიტიკური ვითარების გამომწვევ მიზეზებში, ჩვენ როგორც ქვემოთ ვნახავთ, არ უგულებელვყოფთ ადგილობრივ პროცესებს, ადრინდელი ფეოდალური დიფერენციაციის (ს. ჯანაშია) გარკვეულ გავლენას; არ უარვყოფთ იმას, რომ ქვეყნის განვითარება მიდიოდა ახალი გზით და „ადგილობრივ ძალთა აღორძინება“ მდგომარეობდა ტომობრივი ერთეულების გაძლიერებაში,107 მაგრამ ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებებს, რომ ამ პროცესებმა (ქვეყნის ფეოდალიზაცია) გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი პოლიტიკური ერთეულების წარმოქმნაში და რომ „რომაელთა როლი აქ ქვეყნის განვითარების შინაგანი ძალების მოქმედების დროს ნულს უდრიდა და ისტორია თავის საქმეს აკეთებდა ყოველგვარი კომპრომისების გარეშე რაიმე უცხო გავლენის წინაშე“,108 რადგანაც, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი საფუძვლები, რომის სანქციის, მხარდაჭერისა და, შესაძლოა, ინიციატივის გარეშე, ეს „სამეფოები“ ვერ წარმოიქმნებოდა.109
ჩვენი აზრით, სწორედ რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გატარებული პოლიტიკა იყო ახალ „სამეფო“-სამთავროთა წარმოქმნის მთავარი მიზეზი, თუმცა ასეთ მიზეზად ვერ მივიჩნევთ „დივიდე ეტ იმპერა“-ს პოლიტიკას, ერთიანი კოლხეთის ხელოვნურ დაშლას ცალკეულ სამეფოებად (ივ. ჯავახიშვილი), რაც რომს მართლაც არ სჭირდებოდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა რომის პროვინციულ მმართველობას, წარმოადგენდა კაპადოკიის პროვინციის ნაწილს და იხდიდა ხარკს. რატომ უნდა ყოფილიყო რომისათვის ხელსაყრელი ამ ტერიტორიაზე ცალკეული „სამეფოების“ აღდგენა, თუნდაც მისი უნიათო, მთლიანად იმპერიაზე დამოკიდებული „მეფეებით“ სათავეში? რა თქმა უნდა, რომისათვის უფრო სასურველი იყო კოლხეთის ძველებურად პროვინციული მმართველობის ქვეშ ყოფნა, მაგრამ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის საღი გააზრებისა და აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების რეალურად შეფასების შემდეგ, რომის მმართველი წრეები, რომლებიც მართლაც რომ დახვეწილად ფლობდნენ დაპყრობილი ხალხების მორჩილებაში ყოლის მეთოდებს, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ ერთეულებს აძლევენ ერთგვარ დამოუკიდებლობას, თვითმმართველობას საშინაო საქმეებში, რაც სრულიად მისაღები იყო რომაული პოლიტიკისთვის.
ახლა რაც შეეხება იმ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციას, რამაც განაპირობა რომის მიერ ცალკეულ გაერთიანებათა მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა. თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არიანეს მიერ ჩამოთვლილი გაერთიანებები წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ ძველი კოლხეთის სამეფოში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, „სკეპტუხიების“ მემკვიდრეებს და სწორედ ცალკეულ „სკეპტუხთა“ აღზევების შედეგია არიანეს მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირებული სურათი. როგორც აღვნიშნეთ, კოლხეთის სამეფოში შემავალი ცალკეული „სკეპტუხიები“ ყოველთვის ინარჩუნებდნენ გარკვეულ დამოუკიდებლობას. მათი დამოუკიდებლობის ხარისხი დამოკიდებული იყო ცენტრალური ხელისუფლების სიძლიერეზე. თუ კოლხეთის სამეფოს არსებობისა და ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების პირობებში „სკეპტუხიები“ მეფის ხელქვეითი ადმინისტრაციული ერთეულები იყვნენ, ხელსაყრელი დროის დადგომისთანავე ამ ტერიტორიულ გაერთიანებათა მმართველები კვლავ იწყებდნენ ბრძოლას მათი ადმინისტრაციული ერთეულის ცალკე სამთავროდ გადაქცევისათვის. მაგ., ძვ.წ. II საუკუნეში, კოლხეთში სამეფო ხელისუფლების დასუსტების შემდეგ, „სკეპტუხიებმა“ იმდენად მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას მიაღწიეს, რომ ქვეყანა ფაქტობრივად დაიშალა. „სკეპტუხთა“ მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ იმდენად ძლიერი იყო, რომ, როგორც ვნახეთ, ისინი ანგარიშს არ უწევდნენ ისეთ მძლავრ გეოპოლიტიკურ ძალებსაც კი, როგორიც იყო მითრიდატული პონტო და რომი. „სკეპტუხები“ იარაღით ხელში იბრძოდნენ მოპოვებული დამოუკიდებლობის დასაცავად და რეგიონში პონტო-რომის დამკვიდრების წინააღმდეგ. პოლემონიდთა მმართველობის დროს ისინი კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ პონტოელები მეტნაკლებად ახერხებდნენ „სკეპტუხთა“ ამ მისწრაფებების ალაგმვას. I ს. 60-იანი წლებიდან, როგორც აღინიშნა, რომაული გარნიზონების კონტროლქვეშ მოქცეული „სკეპტუხები“ ფაქტობრივად რომის მოხელეებს წარმოადგენდნენ და ისინი მათ ტერიტორიაზე დისლოცირებული საიმპერიო გარნიზონების მეთაურებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ამ პერიოდისათვის რომაული გარნიზონები კოლხეთში მხოლოდ სამ სანაპირო პუნქტში (აფსაროსი, ფასისი და სებასტოპოლისი) იდგა. ასე რომ, რომაელთა უშუალო მფლობელობის ქვეშ მოქცეული იყო კოლხეთის მხოლოდ ზღვისპირა ნაწილი, ქვეყნის შიდა რაიონებში კი მათ სამხედრო-სტრატეგიული პუნქტები და კასტელუმები არ გააჩნდათ. ეს რაიონები ადგილობრივი მმართველების ხელში იყო, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომაული გარნიზონების მეთაურთა წინაშე. მაგრამ, რამდენად ეფექტური და მოქნილი იყო რომის სამხედრო ნაწილების მიერ ქვეყნის შიდა რაიონებზე განხორციელებული კონტროლი, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს ტომობრივად ისეთ ჭრელ რეგიონში, როგორიც იყო კოლხეთი. თავი რომ დავანებოთ ადრეანტიკური ხანის წყაროებს, ჩვენი საკვლევი პერიოდის თანამედროვე ავტორებიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში აფიქსირებენ ტომებს, რომლებიც არიანეს მიერ დასახელებული პოლიტიკური ერთეულების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ „პერიპლუსში“ მოხსენიებული არ არიან. მაგ., პლინიუსის ცნობით, „...ტრაპეზუნტიდან 140 000 ნაბიჯზე მდინარე აბსაროსია, შესართავთან იმავე სახელწოდების ციხესიმაგრით. იმ ადგილებში მთებს გადაღმა იბერიაა, ხოლო ნაპირის გასწვრივ მოსახლეობენ ჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები“.110 აქ მოხსენიებული ამპრევტების ადგილას არიანე ასახელებს ზიდრიტთა ტომს, ყოველ შემთხვევაში, მათ სამფლობელოს ჰენიოხებსა და ლაზებს შორის აფიქსირებს.111 ასე რომ, ორივე ავტორი ამპრევტებსა თუ ზიდრიტებს გამოყოფს ლაზებისა და ჰენიოხებისაგან, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ისინი ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერ-თეულში, ცალკე „სკეპტუხიაში“ იყვნენ გაერთიანებული.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობა ტომობრივად რომ უფრო დაქსაქსული იყო, ვიდრე ამას არიანე აგვიწერს, მოწმობს ტაციტუსის (56-117 წწ.) ცნობაც, რომელიც სადღაც ამ ტერიტორიაზე აფიქსირებს სედოხეზების ტომს, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია, ჰყავს საკუთარი „მეფე“ და ანიკეტის აჯანყების დროს საკმაოდ დამოუკიდებლადაც უჭირავს თავი.112
საინტერესო ცნობები არის დაცული II ს. 20-60-იან წლებში მოღვაწე ავტორის კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“113. პტოლემაიოსის ცნობით, „კოლხეთის ზღვისპირა ზოლში მოსახლეობენ ლაზები, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები და ეკრი[კ]ტიკის ქვეყნის მცხოვრებნი“.114 აშკარაა, რომ პტოლემაიოსი ტერმინს „კოლხეთი“ ძველი ტრადიციის გავლენით ხმარობს და იგი გვიანდელ „ლაზიკეს“ შეესატყვისება.115
ასე რომ, პტოლემაიოსის მიხედვით, კოლხეთის შიდა მხარეებში, ზღვისპირა ნაწილიდან „ზევით მდებარე ადგილებში“ ცხოვრობდნენ მანრალები, რომლებსაც პტოლემაიოსის გარდა, არც ერთი ანტიკური ავტორი არ იცნობს.116 მანრალები მერმინდელი მეგრელების დამახინჯებული ფორმაა,117 თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პტოლემაიოსის მანრალები შესაძლებელია იყვნენ დასავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ პროვინციის არგვეთის მცხოვრებნი – მარგველები.118
თითქმის ანალოგიური ცნობა არის დაცული ე.წ. „სომხურ გეოგრაფიაში“, რომლის სხვადასხვა რედაქციასაც VII-X საუკუნეებით ათარიღებენ.119 „სომხური გეოგრაფიის“ მიხედვით, „კოლხეთი არის იგივე ეგრისი (ეგერ)... და შეიცავს ეგრისი ოთხ მცირე ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი, ჭანეთი, რომლებიც არიან ხალდები“.120 როგორც აღნიშნავენ მკვლევრები, „სომხური გეოგრაფიის“ ავტორს ეგრისის აღწერისას უსარგებლია როგორც კლავდიოს პტოლემაიოსის, ასევე სხვა წყაროებითაც და კერძოდ, IV ს. მეორე ნახევრის ბერძენი გეოგრაფოსის პაპი ალექსანდრიელის ჩვენამდე არმოღწეული თხზულებითაც.121
ამრიგად, „სომხური გეოგრაფიის“ მიხედვით, ეგრისი იყოფოდა ოთხ ქვეყნად: მანრილი, ანუ პტოლემაიოსისეული მანრალები; ეგრევიკა (ნახსენებია პტოლემაიოსთან ეკრიკტიკეს, ხოლო ქართულ წყაროებში „შიდა ეგრის“ სახით, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას „ეგრისწყალსა და რიონს შუა“);122 ჭანეთი, რომელიც მდებარეობდა ჭოროხის შესართავის სამხრეთით მთიანეთში და რომლის გარკვეული ნაწილიც ეგრისის ფარგლებში უნდა შესულიყო IV ს. დასასრულსა და V ს. დასაწყისში, ეგრისის სამეფოს განსაკუთრებული ძლიერების ხანაში,123 და საკუთრივრივ ლაზეთი.124
ჩვენ აქ არ შევეხებით ამ ტომთა ლოკალიზაციისა და მათი განსახლების არეალის თავისთავად რთულ პრობლემებს, არამედ გვინდა მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ II ს. შუახანებში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ცალკეული პოლიტიკური ერთეულების, მათ შორის ლაზეთის გაერთიანებისა და უფრო გვიან, უკვე ერთიანი ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს არსებობის პირობებში, წყაროები ამ ტერიტორიაზე საკუთრივ ლაზებისაგან ასხვავებენ მანრალებსა და ეკრიკტიკის/ეგრევიკის ქვეყნის მცხოვრებლებს. და თუ ერთიან დასავლურ-ქართულ სამეფოში – ეგრისში, როგორც აღნიშნავს ნ. ბერძენიშვილი „აღარ ჩანდა ეგრე რიგად ტომობრივი გამოკვეთილობა (არც პოლიტიკური და არც ეთნიკური)... და ძველი ტომობრივობის კვალი გაქრობის გზაზედ იდგა“,125 უფრო ადრე ეს ტომობრიობა აშკარად ჩანდა, რასაც ძველი ბერძნული წყაროები მოწმობენ (ეკრიკტიკე, მონრალოი).126
ასე რომ, განსხვავებით არიანესაგან, რომელმაც მხოლოდ კოლხეთის სანაპირო ზოლი აღწერა და კონკრეტულად აქ მცხოვრები ტომების შესახებ შემოგვინახა ცნობები, მისი თანამედროვე კლავდიოს პტოლემაიოსი და შემდგომი პერიოდის წყაროებიც კოლხეთის სანაპიროზე აფიქსირებენ ლაზებს, ქვეყნის შიგნით კი მანრალებსა და ეკრიკტიკის (ეგრისის) ქვეყნის მცხოვრებლებს. როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ცალკეული პოლიტიკური ერთეულები აქ არსებული „სკეპტუხიების“ შემდგომ განვითარებას წარმოადგენდნენ. ასეთ ვითარებაში ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რამდენი „სკეპტუხია“ იყო კოლხეთში და ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „სკეპტუხიების“ გარდა არსებობდა თუ არა კოლხეთის ტერიტორიაზე სხვა ანალოგიური ტომობრივ-ტერიტორიული ერთეულები. როგორც ვნახეთ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არიანეს მიერ ჩამოთვლილი ტომობრივი ჯგუფების გარდა, სხვა ტომებიც ცხოვრობდნენ (მანრალები, ეგრები). ჰქონდათ თუ არა მათ საკუთარი სატომო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზაცია „სკეპტუხია“, თუ ისინი ლაზთა „სკეპტუხიაში“ შედიოდნენ, ამის შესახებ დღესდღეობით გადაჭრით პასუხის გაცემა ძნელია. მაგრამ, რამდენადაც ყველა ტომს თავისი „ქვეყანა“ აქვს127 და ამ სატომო-სამეურნეო ერთეულების, კოლხეხეთის სამეფოს შექმნის წინა ხანებში არსებული ცალკე ისტორიული წარმონაქმნების, „ქვეყნების“ საფუძველზე შექმნილი „სკეპტუხიებიც“128 ისეთ ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენდნენ, რომლებიც აერთიანებდნენ ცალკეულ ტომებს,129 სავარაუდოა, რომ ზიდრიტებს, მანრალებსა და ეგრებსაც საკუთარი სატომო ორგანიზაციები ჰქონდათ და ცალკე ადმინისტრაციულ-ტომობრივ ერთეულებში, ცალკე „სკეპტუხიებში“ იყვნენ გაერთიანებული. ასე რომ, ლაზებისა და სხვა „სკეპტუხიების“ გვერდით კოლხეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ზიდრიტების, მანრალებისა და ეგრების „სკეპტუხიებიც“. საინტერესოა, რომ მკვლევართა ნაწილის აზრით, სტრაბონისეული „სკეპტუხიები“ წარმოადგენდნენ არა სატომო ორგანიზაციას, არამედ ტერიტორიულ პრინციპზე დაფუძნებულ ადმინისტრაციულ ერთეულებს,130 ხოლო შიდა კოლხეთის „სკეპტუხიები“ იყო ფიზიკურ-გეოგრაფიულ და ეკონომიკურ-კომუნიკაციურ საფუძველზე წარმოქმნილი ტერიტორიული ერთეულები – საირხის ქვეყანა, ქუთაისის ქვეყანა, ვარდციხის ქვეყანა, ნოქალაქევის ქვეყანა, ვანის ქვეყანა და სხვ., რომლებიც გარკვეული დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ.131
აქ ჩამოთვლილი ცალკეული „ქვეყნები“ წარმოადგენდნენ თუ არა „სკეპტუხიებს“, ამის გაზიარება, დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული წყაროების სიმცირის პირობებში, სათუოა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ მოსაზრებითაც, განსხვავებით ზღვისპირა „სკეპტუხიებისაგან“, კოლხეთის შიდა რაიონებში არსებობდნენ ასევე გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე ერთეულები, ცალკეული „სკეპტუხიები“.
კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული „სკეპტუხიების“ მმართველთაგან ზოგიერთი II ს. დასაწყისში რომის იმპერატორისაგან იღებს „სამეფო“ ხელისუფლებას, რაც საფუძველს უყრის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ახალი პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბება-განვითარებას. რა უნდა ყოფილიყო რომის მიერ განხორციელებული ამ პოლიტიკური აქტის, კოლხეთის ტერიტორიაზე „სამეფო“ ხელისუფლების აღდგენის მიზეზი?
როგორც ვნახეთ, პოლემონიდური პონტოს სამეფოს გაუქმებისა და კოლხეთის პროვინციულ სისტემაში ჩართვის შემდეგ, რომაელების მიერ ოკუპირებულ იქნა ქვეყნის სანაპირო ზოლი, კოლხეთის შიდა რაიონების მართვაში კი ისინი ადგილობრივ „სკეპტუხებს“ ეყრდნობოდნენ. მაგრამ, რომაელთა სამხედრო ხელისუფლება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არ იყო ძლიერი. როგორც აღინიშნა, რომაული გარნიზონები აქ მხოლოდ სანაპირო პუნქტებში იყვნენ დისლოცირებული, ხოლო „სკეპტუხიები“ მუდამ იჩენდნენ ცენტრიდანულ, ცალკე სამთავროდ გადაქცევის ტენდენციას. აღმოსავლეთში პოლიტიკური ვითარების რომის საზიანოდ შეცვლის, რომის სამხედრო პოტენციალის შესუსტების, მეზობელი იბერიის სამეფოს მომძლავრება-გააქტიურებისა და პოლემონიდთა სამეფოს გაუქმების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის პირობებში, „სკეპტუხთა“ სეპარატისტული მისწრაფებანი კიდევ უფრო უნდა გაძლიერებულიყო. რომი ასე თუ ისე ახერხებს, ქვეყნის ზღვისპირეთში, უშუალოდ რომაული კასტელუმების სიახლოვეს მცხოვრები ტომების მორჩილებაში ყოლას, მაგრამ ქვეყნის შიდა რაიონების „სკეპტუხიებს“, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომაული ხელისუფლების წინაშე, მაგრამ მათი რომზე დამოკიდებულება არ იყო სამხედრო გარნიზონებით განმტკიცებული, ეძლევათ მოქმედების სრული თავისუფლება და ისინი გამოდიან რომის კონტროლიდან. პირველ რიგში, ესენი უნდა ყოფილიყვნენ მანრალებისა და ეგრების „სკეპტუხები“, რომლებიც იწყებენ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებზე თავდასხმებს. ასეთ ვითარებაში, ღრმავდება წინააღმდეგობა ქვეყნის შიდა რაიონების მმართველებსა და ზღვისპირა ნაწილის „სკეპტუხებს“ შორის, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობდა რომაული კასტელუმები. მაგ., ლაზთა ტომის „სკეპტუხი“, რომელიც მთლიანად მოქცეული იყო მის ტერიტორიაზე მდგომი რომაული სამხედრო გარნიზონის კონტროლქვეშ, ცხადია, გამოდის რომაულ ციხესიმაგრეზე თავდამსხმელთა წინააღმდეგ, რადგანაც რომაული სამხედრო-სასაზღვრო პუნქტი, ფასისი ამავე დროს ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის – ლაზების საქალაქო ცენტრს წარმოადგენდა. მართალია, კოლხეთის ზღვისპირა ცენტრებზე ადგილობრივ, ქვეყნის შიდა რაიონების მცხოვრებთა მხრიდან თავდასხმების შესახებ, ჩვენ პირდაპირი ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთ რაიონში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებითა და ანალოგიებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, აღნიშნულ პროცესებს კოლხეთშიც უნდა ჰქონოდა ადგილი. არიანეს ცნობით, სანები, რომლებიც უშუალოდ რომის პროვინციულ მმართველობას ექვემდებარებიან,132 „...მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა... მეფე არ ჰყავთ. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი“.133 ასე რომ, სანები დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ზღვისპირეთის ბერძნულ ქალაქებსა და რომაულ გარნიზონებს.134 და ეს ხდება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელთა საყრდენი პუნქტის – ტრაპეზუნტის135 სიახლოვეს, თანაც II ს. 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რომაელთა პოზიციები რეგიონში ბევრად უფრო სტაბილური იყო, ვიდრე რამდენიმე ათეული წლით ადრე, ჩვენთვის საინტერესო პერიოდში. გარდა ამისა, არიანესთან დაცული არის კიდევ ერთი ცნობა, რომელიც უკვე საკუთრივ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქალაქ ფასისს ეხება, და რომელიც შეიძლება ადგილობრივ ტომებს, ცალკეულ „სკეპტუხიებს“ შორის დაპირისპირების არსებობის დამადასტურებლად ჩაითვალოს. არიანე დაწვრილებით აგვიწერს ფასისის ციხესიმაგრეს და აღნიშნავს, რომ ის „ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს ბარბაროსთაგან და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთ“.136 ჩვენი აზრით, ამ „ბარბაროსებში“ სწორედ რომაელებისადმი მტრულად განწყობილი ადგილობრივი მცხოვრებლები უნდა იგულისხმებოდეს.137 რა თქმა უნდა, რომაელთა მიერ დანიშნული ლაზთა „მეფე“ მალასა რომაულ გარნიზონზე იერიშს არ მიიტანდა და ეს „ბარბაროსები“ ქვეყნის შიდა რაიონებში მცხოვრები ტომები უნდა იყვნენ, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ რომაელთა ხელისუფლებას. ასე რომ, II ს. 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კოლხეთის ტერიტორიაზე უკვე შექმნილია ცალკეული „სამეფო“-სამთავროები, მათ შორის ლაზების „სამეფო“, და რომაელთა პოზიციები რეგიონში ბევრად უფრო მყარი იყო, ვიდრე I ს. ბოლოს, აქ მაინც არსებობდნენ ძალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ რომის სამხედრო ადმინისტრაციას და მათ მიერ დანიშნულ ადგილობრივ „მეფეს“.
საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მკვლევარი, II ს. დასაწყისში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილ მდგომარეობას რომაელთა მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. მკვლევართა ნაწილის აზრით, „ქვეყნის (იგულისხმება კოლხეთი – კ.ფ.) დასავლეთი მხარე რომის პოლიტიკურ გავლენაში მოექცა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში კი რომაელთა მოქნილი პოლიტიკის შედეგად, არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნა, რაც შემდგომში რომისადმი ნახევრად დაქვემდებარებული „სამთავროების“ განვითარებით დასრულდა“.138
ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ქვეყნის „ზოგიერთ რეგიონში“, ე.ი. კოლხეთის შიდა რაიონებში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამას რომაელთა „მოქნილი პოლიტიკის“ შედეგად ვერ მივიჩნევთ. რომაელებს კოლხეთში არასტაბილური მდგომარეობის შექმნისათვის რატომ უნდა შეეწყოთ ხელი, როცა კოლხეთი ჩართული იყო პროვინციულ სისტემაში და რომაული ადმინისტრაციისათვის უფრო ხელსაყრელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდე? მაგრამ, საქმე იმაშია, რომ რომაელებმა ვერ შეძლეს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და კოლხეთში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა სწორედ მათი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების შერყევის შედეგი იყო.
ამრიგად, I ს. 60-იანი წლების დასაწყისიდან, კოლხეთის პროვინციულ სისტემაში ჩართვის შემდეგ, რომაელთა ხელისუფლება ვერ ახერხებს რეგიონში პოზიციების შენარჩუნებას, ძლიერდება კოლხეთის ცალკეულ ტომთა ანტირომაული განწყობა და რომაული სამყაროს ეს შორეული, პერიფერიული რაიონი ცალკეულ „სკეპტუხიებად“ იშლება. რომი რამდენადმე ახერხებს ქვეყნის ზღვისპირეთში არსებული „სკეპტუხიების“ მორჩილებაში ყოლას, კოლხეთის შიდა რაიონების „სკეპტუხიები“ კი, სადაც ყოველთვის ნაკლები იყო რომის გავლენა და რომლებსაც უფრო ძლიერი ცენტრიდანული პოზიციები ახასიათებდათ, მალევე გამოდიან რომაული ადმინისტრაციის კონტროლიდან. მათ მიერ კოლხეთის ზღვისპირეთზე ზეწოლის გაძლიერების შედეგად იწყება ცალკეულ „სკეპტუხიათა“ შორის გათიშულობა-დაპირისპირება. კოლხეთის ადმინისტრაციულ-ტომობრივი ერთეულების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, როგორც ჩანს, მათ შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც აქ ახალი პოლიტიკური ერთეულების, თანაც ხუთი „სამეფოს“ ჩამოყალიბების პირობებში სავსებით მოსალოდნელია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მკვიდრი მოსახლეობის ტომობრივ სიჭრელეს, მაშინ მათ შორის დაპირისპირება, რომთან კონფრონტაციის ფონზე, რეგიონში მყარი ცენტრალური ხელისუფლების არსებობას გამორიცხავს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცალკეულ „სკეპტუხიებად“ დაშლილ კოლხეთში ფაქტობრივად ანარქიული სიტუაცია შეიქმნა.
მაგრამ, ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე კოლხეთის განვითარებაში ასეთი უკანდახევა არ შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო და აქ იწყება „ადგილობრივ ძალთა აღორძინება“,139 ქვეყნის გაერთიანების ტენდენციების მატარებელი ძალების გააქტიურება, რომლებიც, როგორც ჩანს, ეძიებდნენ რომის მფარველობა-კეთილგანწყობას. თავის მხრივ, რომისთვისაც მიუღებელი იყო კოლხეთში შექმნილი არასტაბილური ვითარება, თავისი კასტელუმების გარშემო მტრულად განწყობილი „ბარბაროსების“ გარემოცვა. მას პართიის სამეფოსთან განუწყვეტელი დაპირისპირების, ჩრდილოელ მომთაბარეთა გააქტიურების, არმენიაზე კონტროლის ფაქტობრივად დაკარგვისა და იბერიის სამეფოს გაძლიერება-გააგრესიულების პირობებში, არ შეძლო საფრთხე შეექმნა თავისი პოზიციებისათვის კოლხეთში და მოეშალა ერთიანი თავდაცვითი ზონის, მართალია, პერიფერიული, მაგრამ ისეთი დიდი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების მქონე პერიმეტრი, როგორიც იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი. რომაულ ადმინისტრაციას უნდა დაენახა, რომ შეცდომა იყო კოლხეთში „სკეპტუხიების“ შენარჩუნება და ამ ქვეყნის დამორჩილება-გაკონტროლების ახალი გზები უნდა ეძებნა. კოლხეთის პროვინციული მმართველობის ქვეშ დატოვება გამორიცხული იყო, რამდენადაც კოლხეთში არ არსებობდა მოსახლეობის ელინიზირებული ფენები, რომლებიც გახლდათ რომაელთა ძირითადი საყრდენი აღმოსავლეთში.140 ჩვენ ზემოთ დაწვრილებით შევეხეთ რომის პროვინციული მმართველობის სტრუქტურას და აღვნიშნეთ, რომ იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ტერიტორიებზე ძირითადი ადმინისტრაციული ერთეულები იყო ე.წ. მუნიციპალური თვითმმართველობის მქონე სხვადასხვა კატეგორიის ქალაქები, მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო მიწებით და ტომთა გაერთიანებები, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ თავიანთი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებანი. აღმოსავლეთის პროვინციებშიც რომაელთა ძალაუფლების გავრცელების ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა სხვადასხვა კატეგორიის ქალაქები – რომაული კოლონიები, იტალიური – მუნიციპიუმები, ადგილობრივი ბერძნულ-ელინისტური ქალაქები, ხოლო ანტიკური სოციალურ-ეკონომიკური წესებისა და კულტურული ტრადიციების გავრცელებას აღმოსავლეთის პროვინციებში იმპერია ცდილობს არა რომანიზაციის, არამედ ელინიზაციის გზით და სწორედ მოსახლეობას ელინიზირებული ფენები იყო რომაელთა ძლიერების საყრდენი აღმოსავლეთში. ასეთი ფენები და ელინისტური ქალაქები კი, როგორც უკვე აღინიშნა, კოლხეთში არ არსებობდა,141 ადგილობრივ „სკეპტუხებზე“ დაყრდნობამ არ გაამართლა. ასე რომ, რომის მმართველ წრეებს კოლხეთის პროვინციულ სისტემაში დატოვება და მისი მორჩილებაში ყოლა მხოლოდ ერთადერთი, უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით უნდა უზრუნველეყოთ, რაც რომს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. მაგრამ, იმპერატორმა ტრაიანემ (98-117 წწ.), აღმოსავლეთში შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, არჩია კოლხეთის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება, რაც შემდეგი გარემოებებით იყო ნაკარნახევი: როგორც ჩანს, ამ პერიოდში კოლხეთში რომს არ გააჩნდა არსებითი მატერიალური დაინტერესება. იმპერიას აქ ეკონომიკური ინტერესები ნაკლებად ამოძრავებდა. მისთვის მთავარი იყო კოლხეთის გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების დაცვა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სომხეთის მიმართაც.142 მისი მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა II ს. დასაწყისში, როდესაც ტრაიანემ, 105-106 წწ. დუნაისპირეთში ტრიუმფალური ლაშქრობისა და დაკიის სამეფოს პროვინციად გამოცხადების შემდეგ,143 დაიწყო მზადება გრანდიოზული აღმოსავლური კამპანიისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა პართიისა და არმენიის სამეფოების დამხობას და აზიაში რომსა და პართიას შორის განუწყვეტელი დაპირისპირების შედეგად შექმნილი ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას.144 როგორც ცნობილია, ამ მართლაც რომ უპრეცენდენტო კამპანიისათვის ტრაიანე დიდი მონდომებით ემზადებოდა. იგი პირადად აანალიზებდა მომავალი ოპერაციის სამხედრო-ტექნიკურ მხარეს, ყურადღებით სწავლობდა მორალურ-პოლიტიკურ სიტუაციას არა მარტო პართია-სომხეთში, არამედ იმპერიის აღმოსავლური პროვინციების მოსახლეობაშიც. რომაელებმა ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩაატარეს მომავალი საომარი ასპარეზის ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშენებულ იქნა ახალი კასტელუმები, გაიყვანეს სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების გზები. რომაელები პართია-სომხეთთან მომავალი საომარი მოქმედებების ტაქტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდნენ იმიერკავკასიაში მომთაბარე ალანთა ფაქტორსაც.145 ასეთ ვითარებაში, ტრაიანეს მხედველობიდან არ გამორჩენია რომაელთა პოზიციების სისუსტე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, რომელიც დომიციანეს (81-96 წწ.) მმართველობის დროიდან ფაქტობრივად გამოსული იყო რომის კონტროლიდან.146 აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენდა ხელსაყრელ სტრატეგიულ პლაცდარმს სომხეთის მიმართ და, საჭიროების შემთხვევაში, რომაელებს შეეძლოთ აქედანაც შეჭრილიყვნენ არმენიაში. გარდა ამისა, ამ რეგიონის გავლით, ე.წ. „მეოტიდა-კოლხეთის“ მაგისტრალით, მცირე აზიის რომაულ სამფლობელოებში თავისუფლად შეეძლოთ შემოღწევა იმიერკავკასიელ ნომადებს.147 აქედან გამომდინარე, ტრაიანეს მიერ შემუშავებულ სამხედრო-ტაქტიკურ გეგმაში გარკვეული ადგილი დაეთმო კოლხეთსაც, რამაც ფაქტობრივად ისტორიული ცვლილებები გამოიწვია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ტრაიანეს აღმოსავლური კამპანია კარგად იყო ორგანიზებული და, როგორც აღინიშნა, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, საომარი მოქმედებების სამხედრო-სტრატეგიული გეგმა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უშუალოდ იმპერატორის მიერ მუშავდებოდა. ტრაიანეს ბრძანებით, აზიაში დისლოცირებული ლეგიონების გასაძლიერებლად, იმპერიის სხვადასხვა რეგიონიდან გადმოყვანილ იქნა ექვსი ლეგიონი.148 აღმოსავლეთში კონცენტრირებულ იქნა უზარმაზარი სამხედრო ძალა, 11 თუ 13 ლეგიონი და მოკავშირეთა დამხმარე ჯარები, რომელთა საერთო რაოდენობა 140-150 ათასს აღწევდა.149 აღმოსავლურ კამპანიაში მონაწილე ძირითადი რომაული ძალების თავშეყრის პუნქტს წარმოადგენდა მცირე არმენიის ქალაქი სატალა. იგი აკონტროლებდა დიდი არმენიისაკენ მიმავალ გზებს150 და სხვა რომაული ლეგიონების ბანაკებთან შედარებით გეოგრაფიულადაც ყველაზე ახლოს იყო სომხეთის დედაქალაქ არტაშატთან. სწორედ ამიტომ სატალაში იქნა კონცენტრირებული ძირითადი რომაული ძალები და აქედან, უშუალოდ იმპერატორის მეთაურობით, შეიჭრნენ რომაული ჯარები სომხეთში, რითაც დაიწყო კიდეც აღმოსავლური კამპანია. იმპერიის ევროპული ნაწილიდან გადმოყვანილ ლეგიონებს შორის იყვნენ დუნაისპირეთის სამხედრო ძალებიც – ზემო პანონიიდან XV აპოლლინარის და XXX ულპია, ზემო მეზიიდან VII კლაუდია-ს, ხოლო დაკიიდან XIII გემინა-ს ვექსილაციები.151 ეს შენაერთები გადმოისროლეს ჯერ ტრაპეზუნტში,152 ხოლო აქედან კი, სატალაში.153
ამდენად, ტრაიანეს სამხედრო-სტრატეგიულ გეგმებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა ტრაპეზუნტსა და სატალას. სომხეთში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება სურსათითა და დამატებითი ძალებით ტრაპეზუნტიდან ხდებოდა, ხოლო სატალა, საომარი კამპანიის დასაწყისში, წარმოადგენდა ძირითად სტრატეგიულ ფორპოსტს არმენიის წინააღმდეგ და სწორედ აქედან განხორციელდა მთავარი დარტყმა არტაშატზე. ასეთ ვითარებაში, ცხადია, რომ სატალა-ტრაპეზუნტის უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა და ამ სტრატეგიული ხაზის უშუალო სიახლოვეს, მის ჩრდილოეთ რაიონში, კოლხეთში იმპერიის პოზიციების სისუსტე და არამდგრადი მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო რომაელებისათვის.154 აქედან, „მეოტიდა-კოლხეთის“ მაგისტრალით ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეებს შეეძლოთ მცირე აზიაში შეჭრა. ამიერკავკასიაში გადმოსვლის შემთხვევაში, მეომარი ალანები რომაელთა ზურგში აღმოჩნდებოდნენ და, რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი ძირითადი კომუნიკაციების გადაჭრა, რისი დაშვებაც ტრაიანეს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო.155 შექმნილ სიტუაციაში, 106-114 წწ., დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდში, ტრაიანემ კოლხეთის ზღვისპირეთში, მეოტიდა-კოლხეთის მაგისტრალის გასწვრივ არსებულ „სკეპტუხიებს“ მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, ხოლო მათ მმართველებს „სამეფო ხელისუფლება“, რითაც უზრუნველყო პართია-სომხეთთან მომავალ დაპირისპირებაში მათი მოკავშირეობა და მინიმუმამდე დაიყვანა კოლხეთის გავლით ჩრდილოკავკასიელ ნომადთა შემოჭრის ალბათობა.156 ამასთან, კოლხეთის რომის გავლენის სფეროში დაბრუნების შემდეგ, ტრაიანეს, საჭიროების დროს, შეეძლო აქედანაც განეხორციელებინა სამხედრო ღონისძიებები სომხეთის წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევაში სომხეთი აღმოჩნდებოდა თითქმის ყველა მიმართულებიდან: დასავლეთიდან – კაპადოკიის, სამხრეთ-დასავლეთიდან – ჩრდილოეთ სირიის, ხოლო ჩრდილოეთიდან – კოლხეთის მხრიდან რომაული ჯარების დარტყმის საშიშროების წინაშე. ამდენად, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ცალკეულ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა წარმოადგენდა ტრაიანეს საერთო-აღმოსავლური პოლიტიკის ნაწილს და იგი განხილული უნდა იქნას ტრაიანეს მიერ პართია-სომხეთის საზღვრების გასწვრივ გატარებული სხვა მასშტაბური ღონისძიებების კონტექსტში.157 რომაელთა მიერ დანიშნულ ადგილობრივ „მეფეებს“, რომაულ გარნიზონებთან კავშირში, ევალებოდათ ადგილებზე წესრიგის დამყარება, ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების გაკონტროლება და მეოტიდა-კოლხეთის მაგისტრალის უსაფრთხოების დაცვა, პერსპექტივაში კი, კოლხეთის განდგომილი შიდა „სკეპტუხიების“ შემომტკიცება.
ასე რომ, რომის მმართველი წრეები, ისევე, როგორც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან მათი კონტაქტების მთელ მანძილზე, უარს ამბობენ კოლხეთის განდგომილი „სკეპტუხიების“ სამხედრო ძალით დამორჩილებაზე, ქვეყნის შიდა რაიონების ცხოვრებაში ძალისმიერი მეთოდებით ჩარევაზე და მათ უშუალო მფლობელობაში მოქცეული ზღვისპირა ციხე-ქალაქებიდან ცდილობენ ქვეყნის გაკონტროლებას. ამისათვის რომი ამჯობინებს დაეყრდნოს ადგილობრივ ძალებს, შედარებით ძლიერ ტომობრივ ჯგუფებს, რომლებიც გამოვლენ რეგიონში იმპერიის ინტერესების გამტარებლად. ერთი სიტყვით, ცალკეულ „სკეპტუხიებად“ დანაწილებული ქვეყანაში რომი ცდილობს უფრო დიდი ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირებას, რათა მომავალში უფრო გაუადვილდეს კოლხეთის მართვა. ამისათვის, რომაულ ადმინისტრაციას კოლხეთში სჭირდება შედარებით ძლიერი მმართველი, რომელიც იმპერიის დახმარებით შეკრებს, გააერთიანებს ცალკეულ „სკეპტუხიებს“ და უზრუნველყოფს მათ მორჩილებას რომისადმი. სწორედ ასე გამოდიან ისტორიის ასპარეზზე მალასა, სპადაგა და არიანესთან ჩამოთვლილი სხვა მმართველები ან მათი წინამორბედები, რომლებიც ალბათ, ცალკეული „სკეპტუხიების“ მეთაურები იყვნენ. ისინი თავიანთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებზე დაყრდნობით იწყებენ სხვა „სკეპტუხთა“ წინააღმდეგ ბრძოლას და რომის მხარდაჭერით ახერხებენ უფრო მყარი პოლიტიკური ერთეულების შექმნას. ასე უნდა ყოფილიყო კოლხეთის ცენტრალურ რაიონებში. აქ ზღვისპირა ზოლში მცხოვრები ლაზები, რომლებსაც მათ ტერიტორიაზე მდგომი გარნიზონის წყალობით, უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდათ რომაულ ადმინისტრაციასთან, გამოდიან რომის (და საკუთარი) ინტერესების გამტარებლად კოლხეთის შიდა რაიონებში და რომაელთა დახმარებით იმორჩილებენ მანრალებისა და ეგრების „სკეპტუხიებს“, რითაც საფუძველი ეყრება ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ლაზების „სამეფოს“. როგორც ჩანს, ეს პროცესი საბოლოოდ II ს. 30-იანი წლების დასაწყისშიც არ იყო დამთავრებული, რადგანაც, როგორც არიანეს ცნობიდან ირკვევა, აქ ჯერ კიდევ არსებობდნენ ძალები, რომლებიც პრობლემებს უქმნიდნენ რომაულ გარნიზონს, ემუქრებოდნენ ფასისის ციხესიმაგრეს და არიანე, მიუხედავად იმისა, რომ ფასისის ციხე საკმაოდ ძლიერი სამხედრო პუნქტის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაინც საჭიროდ მიიჩნევს უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი ღონისძიებების გატარებას.158 გამორიცხული არ არის რომ მალასას რეზიდენციაც ფასისში ყოფილიყო. ასევე, რომის სანქციათა და გარკვეული მხარდაჭერით უნდა მომხდარიყო ჰენიოხების, რომაელთა ამ ძველი მოკავშირეების მიერ მაკრონების ტომის დამორჩილება, რის შედეგადაც ყალიბდება საკმაოდ ძლიერი მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანება. რაც შეეხება აფსილების, აბაზგებისა და სანიგების ტომებს, ისინი „სამხედრო დემოკრატიის“ საფეხურზე იდგნენ159 და იმპერია პრორომაულად განწყობილი ბელადების საშუალებით ახერხებს მათ გაკონტროლებას. როგორც ზემოთ ვნახეთ, აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებებს საკმაოდ ვიწრო ზოლი ეკავათ ზღვის სანაპიროზე, და ისინი რომის პროვინციულ სისტემაში ალბათ მხოლოდ თითო „სკეპტუხიის“ სახით იყვნენ შეყვანილი. ჩვენს მიერ ნავარაუდევი პროცესების დაწყების შემდეგ, აფსილებისა და აბაზგების „სკეპტუხები“ იმთავითვე პრორომაულ პოზიციას იკავებენ, რათა კოლხეთში შექმნილ არასტაბილურ და „სკეპტუხიათ“ შორის გათიშულობა-დაპირისპირების პირობებში არ დაეკარგათ თავისი ძალაუფლება.
რაც შეეხება ლაზების გაერთიანებას, ტრაიანეს დროს აქ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ცალკეულ „სკეპტუხიათა“ შეკრება ერთიან ორგანიზმად, და ეს პროცესი, როგორც აღვნიშნეთ, შემდგომ ხანებშიც გრძელდებოდა. როგორც ჩანს, „სკეპტუხიათა“ შორის დაპირისპირებამ ყველაზე მეტად ცენტრალური კოლხეთის ტერიტორიაზე იჩინა თავი, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო იმით, რომ ეს რაიონები განვითარების დონით ყველაზე მაღლა იდგა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და აქაური „სკეპტუხიებიც“ საკმაოდ ძლიერი ტომობრივ-ადმინისტრაციული და ეკონომიკურად დაწინაურებული ერთეულები უნდა ყოფილიყვნენ.
ამრიგად, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული „სკეპტუხიების“ რომაული მმართველობისაგან ფაქტობრივი გამოსვლისა და მათ შორის დაპირისპირება-გათიშულობის შედეგად კოლხეთში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რომის მმართველ წრეებს აიძულებს უარი თქვას კოლხეთის უშუალოდ პროვინციულ სისტემაში დატოვებაზე. შეცვლილი საგარეო მდგომარეობის ფონზე, რომის ადმინისტრაცია, რომელიც ფლობდა დაპყრობილი ხალხების მართვის ხანგრძლივ პრაქტიკასა და განსხვავებულ ფორმებს, რეგიონში შექმნილი მდგომარეობის საღი გააზრებისა და სწორი, მისთვის მომგებიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ადგილობრივ ტომთა ჭრელი კონგლომერატიდან მასთან უფრო დაახლოებულ ტომებზე და მათ „სკეპტუხებზე“ დაყრდნობით, იწყებს ცალკეულ „ქვეყნებად“ თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად – „სკეპტუხიებად“ დაშლილ ქვეყანაში უფრო მყარი პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბებას, რომლებსაც მეტნაკლებად მტკიცედ შეკრული ორგანიზაციის ფორმის მისაცემად გარკვეული პერიოდიდან უნიშნავს „მეფეებს“, ალბათ იმ „სკეპტუხთა“ რიგებიდან, რომლებიც გამოდიოდნენ იმპერიის ინტერესების დამცველად რეგიონში. ასე რომ, დახვეწილმა რომაულმა დიპლომატიამ მოახერხა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომთან პოლიტიკური დამოკიდებულების კიდევ უფრო გაძლიერება და სამი საუკუნით უზრუნველყო იმპერიის ბატონობა ამ რეგიონში.
შენიშვნები
1. ქართულ-რომაულ ურთიერთობებს ჩვენც რამდენიმე ნაშრომი მივუძღვენით, სადაც საკმაოდ ვრცლად შევეხეთ II ს. დასაწყისში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს (იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები). თბ., 2005, გვ. 94-126; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. თბ., 2005, გვ. 28-42; კ. ფიფია. რომაული სამყაროს კრიზისი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (ახ.წ. IIIს.). თბ., 2006, გვ. 7-13). გარდა ამისა, სპეციალურად შევისწავლეთ კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული გაერთიანებების ჩამოყალიბების დროისა და მათი რეალური პოლიტიკური სტატუსის საკითხები (კ. ფიფია. რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის საკითხისათვის. – საისტორიო ძიებანი, III, თბ., 2000, გვ. 60-75; კ. ფიფია. აფსილებისა და აბაზგების „სამეფოები“ რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II ს. (ე.წ. „აფხაზური სახელმწიფოებრიობის“ საკითხისათვის). – ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, IX, თბ., 2007, გვ. 292-312. ელექტრ. ვერსია იხ.: www.dzeglebi.ge/სტატიები/ისტორია/აფსილებისა-და აფხაზების სამეფოები; К. К. Пипия. К вопросу политического статуса объединении апсилов и абазгов. – Кавказ и Мир, №1, 2009, გვ. 107-117; К. К. Пипия. «Абхазская государственность» – миф или историческая реальность? _ htth://iberiana.wordpress.com/afxazeti/pipia-afxazeti). მაგრამ ამ გაერთიანებათა ფორმირების ძირითად მიზეზებზე, კოლხეთში ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის მთავარ ფაქტორებზე ჩვენ საგანგებოდ არ შევჩერებულვართ. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ პრობლემის შესწავლა უდავოდ საშური საქმეა.
2. ნ. ლომოური. „კოლხიდის“ და „კოლხების“ გაგებისათვის. – თსუ შრომები. ტ. I-В (138). თბ., 1971, გვ. 19-31; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб.,1959, გვ. 236-251.
3. მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის. – სმამ, 1961, ტ. XXVI, #6, გვ.785-790; მ. ინაძე. ძველი კოლხეთის საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი. – მაცნე, ისტორიის..., სერია, 1987, #4, გვ. 45-67; მ. ინაძე. ეგრისისა და ქართლის ურთიერთობისათვის. – მნათობი, 1989, #8, გვ. 156-161; მ. ინაძე. ძველი კოლხეთის საზოგადოება. თბ., 1994, გვ. 73-74. შდრ.: ო. ლორთქიფანიძე. იყო თუ არა სახელმწიფო კოლხეთი? – ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან. თბ., 2001, გვ. 50; О. Д. Лордкипанидзე. Древняя Колхида. Миф и археология. Тб., 1979, გვ. 56-59; О. Д. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии. Тб., 1989, გვ. 262-263; ჯ. გამახარია. თანამედროვე აფხაზეთის მიწა-წყალი ძველი ეგრისის (კოლხეთის) შემადგენლობაში ძვ.წ. I. საუკუნემდე. – ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე. თბ., 2007, გვ. 54-55.
4. ჩვენი უშუალო კვლევის საგანი, როგორც ნაშრომის სათაურიდანაც ჩანს, ქრონოლოგიურად სულ სხვა ეპოქას მოიცავს. ამიტომ ჩვენ აქ არ შევუდგებით, კოლხეთის სამეფოს ისტორიის დაწვრილებით გადმოცემას და მოკლედ შევეხებით მხოლოდ იმ პროცესებს, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანწილად განაპირობეს კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული „სამეფოების“ ჩამოყალიბება.
5. Strabo, XI, 2, 18. თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., 1957, გვ. 124.
6. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე. – შრომები, I. თბ., 1949, გვ. 175.
7. იხ.: Г.Ф. Дундуа. Монетное дело и монетное обращение в Грузии в античную эпоху (VI в. до н.э. – IV в. н. э.). – Автореферат диссертац-ии на соискание ученой степени доктора исторических наук. Тб., 1982, გვ. 20-21; Г. Ф. Дундуа, Г. А. Лордкипанидзе. Денежное обращение центральной Колхиды в VI-I вв. до н.э. Тб., 1983, გვ. 13; Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства. Тб., 1990, გვ. 48-55.
8. Мемн., XV, 30, 3. თ. ყაუხჩიშვილი. მემნონის „ჰერაკლეის ისტორიის“ ცნობები საქართველოს შესახებ. – მსკი, ნაკვ. 34, თბ., 1962, გვ. 149; მემნონი. ჰერაკლეის შესახებ. – წგნ.: ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. VI. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1987, გვ. 26.
9. App., Mithr.,15. აპიანე. მითრიდატეს ომების ისტორია. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1959, გვ. 59.
10. Strabo, XI, 2, 18. მაგრამ, პონტოს სამეფოსთან კოლხეთის პოლიტ-იკური დამოკიდებულების ფორმა უცვლელი არ ყოფილა. კოლხეთის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ყოფნის შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან (ძვ.წ. I საუკუნე). – საისტორიო ძიებანი, I, თბ., 1998, გვ. 18-23; თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ., 1993, გვ. 41-68; თ. დუნდუა. მითრიდატე უმცროსი – იყო თუ არა ის რომის მოკავშირე? თბ., 2008, გვ. 3-5; Н. Ю. Ломоури. К истории Понтийского царства. Тб., 1979, გვ. 167-180; Г. А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды. Тб., 1970, გვ. 17-36; Е. А. Молев. Митридат Евпатор. Саратов, 1976, გვ. 24-27; Д. Б. Шелов. Колхида в системе Понтийской державы Митридата VI. – ВДИ, 1980, №3 (153), გვ. 28-53; А. И. Немировский. Понтийское царство и Колхида. – Кавказ и Средиземноморье. Тб.,1980, გვ. 154-160; Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 60-73.
11. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968, გვ. 22.
12. კ. ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციულ სისტემაში. – საისტორიო ძიებანი, VI. თბ., 2003, გვ. 193; Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 81; Н. Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и район Сухумской бухты в античную эпоху (VI в. до н.э. – III в. н.э.). Тб., 2005, გვ. 132.
13. პომპეუსის აღმოსავლეთში ლაშქრობის შესახებ იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 27-30; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 99-117.
14. App., Mithr., 101-102.
15. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 28; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 109-110.
16. Strabo, XI, 2, 18; Г. А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды, გვ. 31; Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 72.
17. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 28-29; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. თბ., 2006, გვ. 38; Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 73.
18. Dio Cass., XXXVII, 3, 2. დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნოდარ ლომოურმა. თბ., 1966, გვ. 62.
19. Flor., X, 28. В. В. Латышев. Известия древных писателей о Скифии и Кавказе. – ВДИ, 1949, №3, გვ. 230-233.
20. App., Mithr., 117; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 330.
21. მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის, გვ. 787; მ. ინაძე. ძველი კოლხეთის საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი, გვ. 59.
22. Plut., Pomp., 34. პლუტარქე. რჩეული ბიოგრაფიები. ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და განმარტებები დაურთო აკ. ურუშაძემ. თბ., 1975, გვ. 330; Dio Cass., XXXVII, 3, 1-3.
23. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 30; კ. ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციულ სისტემაში, გვ. 189.
24. App., Mithr.,114.
25. Г. А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды, გვ. 37; D. Magie. Roman rule in Asia Minor, vol. I. Princeton, New Jersey, 1950, გვ. 374.
26. А. Б. Ранович. Восточные провинции Римской империи I-III вв. М.-Л., 1949, გვ. 71.
27. გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში, გვ. 39-40; Н. Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис.., გვ. 97-98.
28. Н. Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис..., გვ. 96-98, 111.
29. Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М., 1955, გვ. 42; К. В. Голенко. Аристарх Колхидский и его монеты. – ВДИ,1974, №4, გვ. 106; A. Jenkins. Recent Asquisitions of Greek Coins by the British Museum. – NC, 1959, სერ. VI, ტ. XIX, გვ. 32.
30. Strabo, XI, 2, 17; Dio Cas., XLII, 45-48; App.,Mithr., 120. ამ საკითხის შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან (ძვ.წ. I საუკუნე), გვ. 24-26.
31. Н. Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис..., გვ. 111-112, 121.
32. კ. ფიფია. ანტონიუსის აღმოსავლური პოლიტიკა და კოლხეთი. – საისტორიო ძიებანი. VII. თბ., 2004, გვ. 203-209; С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство. М., 1996, გვ. 312-314.
33. პომპეუსის მიერ აღმოსავლეთში გატარებული რეორგანიზაციის შესახებ იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 28-30; კ. ფიფია. პომპეუსი და არისტარქე კოლხი. – ბედია, № 8-9. თბ., 2010, გვ. 267-278. ელექტრ. ვერსია იხ.: http://www.dzeglebi-.ge/სტატიები/ისტორია/პომპეუსი_და_არისტარქე; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 111-112.
34. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 32-34; Т. Моммзен. История Рима. V. М.,1949, გვ. 325-326; Ж. Л. Феррари. Восток и Запад „Ойкумены“ от Александра Великого до Августа: История и историография. – ВДИ, 1998, №2, გვ. 49; E. Luttwak. The Grand Strategy of the Roman Empire from the First Century A.D. to the Third. Baltimore-London, 1996, გვ. 78.
35. ამ პერიოდში პართია-რომის ურთიერთობის შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. პართია-რომის ურთიერთობა ძვ.წ. I ს. შუახანებში და „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის შექმნა წინა აზიაში. – კავკასიის მაცნე, XII, თბ., 2005, გვ. 67-70; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II. М., 1966, გვ. 49-78.
36. იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 34, 165, შენ. 2; История армянского народа, ч. I, под редакцией Б.И. Аракеляна и А.Р. Иоаннисяна. Ереван, 1951, გვ. 50.
37. კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ.წ. I საუკუნეში. – საისტორიო ძიებანი. II. თბ., 1999, გვ. 10; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 105-106.
38. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 39-41; კ. ფიფია. ავგუსტუსის აღმოსავლური პოლიტიკა და პოლემონიდური პონტოს სამეფო. – კავკასიის მაცნე. XII. თბ., 2005, გვ. 71-74.
39. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 43-50.
40. Strabo, XVII, 3, 24.
41. Plin., NH, VI, 16. В.В. Латышев. Известия древных писателей о Скифии и Кавказе. – ВДИ, 1949, №2, გვ. 297.
42. Plin., NH, VI, 15; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ძვ.წ. II-I საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. I. თბ., 1970, გვ. 480; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 376.
43. Strabo, XI, 2, 12.
44. Tac., Hist., III, 47; Suet., Nero, 18; SHA, Vit. Aurel., XXI, 11; Eutr., Brev., VII, 14; С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство, გვ. 338; D. Magie. Roman Rule in Asia Minor. Vol. I (Text), vol. II (Notes). Princeton, New Jersey, 1950, ტ. I, გვ. 561-562, ტ. II, გვ. 1417-1418, შენ. 62.
45. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 364; Н. Ю. Ло-моури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 209.
46. А. И. Амиранашвили. Иберия и римская экспансия в Азии. – ВДИ, 1938, №4(5), გვ. 171; T. B. Mitford. Some Inscriptions from the Cappadocian Limes. – JRS, LXIV, 1974, გვ. 163. შდრ. М. И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причерноморья. М.-Л., 1956, გვ. 318.
47. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 1995, გვ. 44-47; კ. ფიფია. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაული გარნიზონების ჩადგომის დროის საკითხისათვის. – სოხუმის უნივერსიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბ., 1999, გვ. 131-133.
48. ნერონის აღმოსავლური პოლიტიკის შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. ნერონის კავკასიური ლაშქრობის მიზნებისა და მიმართულების საკითხისათვის. – სოხუმის უნივერსიტეტის შრომები. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. I. თბ., 2007, გვ. 177-190; К. К. Пипия. К истории кавказской политики Нерона. – Право и Политология, №3(4), 2008, გვ. 53-58.
49. Jos. Flav., Bell. Jud., II, 366-368. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. V. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1983, გვ. 91; В. В. Латышев. Известия древных писателей о Скифии и Кавказе, т. I, вып. 1. СПб., 1893, გვ. 483.
50. Tac., Hist., III, 47-48. ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალ. გამყრელიძემ. თბ., 1973, გვ. 129.
51. ნ. ლომოური. ქართული პოლიტიკური სამყარო საერთაშორისო არენაზე ძვ.წ. I და ახ.წ. II საუკუნეებში. – ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები. ნაწ. I. თბ., 1998, გვ. 61; კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ. წ. I საუკუნეში, გვ. 22; Н. Ю. Ломоури. Восточное Причерноморье и Рим в I в. н.э. – Историко-филологические разыскания. I. Тб., 1980, გვ. 143-145.
52. პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 81-93.
53. О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72). – ВДИ, 1955, №2, გვ. 70-71.
54. კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა..., გვ. 22-24; О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия.., გვ. 69-71.
55. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. I, გვ. 538; კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა..., გვ. 24.
56. F. De Martino. Storia della constituzione Romana. II. Napoli, 1958, გვ. 298; А. Б. Ранович. Восточные провинции Римской империи I-III вв., გვ. 71.
57. Н. А. Машкин. История Древнего Рима. Л., 1948, გვ. 463; История Древнего Рима. Под редакцией В. И. Кузищина. М., 1981, გვ. 230-233.
58. Т. Д. Златковская. Мѐзия в I и II веках н.э. М., 1951, გვ. 46; Ю. К. Колосовская. Паннония в I-III веках. М., 1973, გვ. 61.
59. Т. Д. Златковская. Мѐзия в I-II веках нашей эры, გვ. 46.
60. Т. Д. Златковская. Мѐзия в I-II веках нашей эры, გვ. 46.
61. Т. Д. Златковская. Мѐзия в I-II веках нашей эры, გვ. 46, შენ. 2.
62. М. С. Садовская. Романизация провинции Британии (I-II вв. н.э.). – УЗГМПИ, №153, 1960, გვ. 77; М. И. Решина. Происхождение и расселение Фризов. – сб.: „Романия и Барбария“. М., 1989, გვ. 135.
63. Ю. К. Колосовская. Паннония в I-III веках, გვ. 61.
64. Ю. К. Колосовская. Паннония в I-III веках, გვ. 61.
65. История Древнего Рима. Под редакцией В. И. Кузищина, გვ. 233; В.И. Кузищин, И. А. Гвоздева. История Древнего Рима. М., 2005, გვ. 205-207.
66. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 205.
67 Т. Д. Златковская. Мѐзия в I-II веках нашей эры, გვ. 46.
68. A. Dobo. Inscriptiones extra fines Pannoniae da ciaegue repartae adres eurunden provinciarum pertinentes. Budapest, 1940, გვ. 238.
69. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 206.
70. ფლავიუს არიანესა და მისი „პერიპლუსის“ შესახებ იხ.: მ. ინაძე. ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიისათვის (ფლავიუს არიანე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ). სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერი). თბ., 1953; ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა. თბ., 1961, გვ. 1-27; ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. V. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1983, გვ. 94-116.
71. Arrian., PPE, 11. ქართული თარგმანი მოგვაქვს ნ. კეჭაღმაძის ზემოთ დასახელებული გამოცემის მიხედვით.
72. Anonym., PPE, 8, 10. იხ.: არიანეს იგივე გამოცემა, გვ. 89-90.
73. О. Д. Лордкипанидзე. Наследие древней Грузии, გვ. 343. იქვე იხ. პრობლემის გარშემო არსებული მთელი ლიტერატურა.
74. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7.
75. ს. ჯანაშია. თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. – შრომები. III. თბ., 1959, გვ. 22.
76. Anonym, PPE, §1.
77. ნ. ლომოური. ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ. – მსკი, ნაკვ. 35, 1963, გვ. 13-14.
78. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 544; М. П. Инадзе. К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии). Автореферат кандидатской диссертации. Тб., 1953, გვ. 16.
79. Anonym., PPE, 1.
80. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 544-545; 545; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 370, 353-354.
81. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 8-10.
82. ნ. ლომოური. დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში. – ქართული დიპლომატია. წელიწდეული. VI. თბ., 1999, გვ. 78.
83. ნ. ლომოური. ძველი აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტორიიდან. თბ., 1998, გვ. 8; Н. Ю. Ломоури. Абхазия в античную и раннесреднев-ековую эпохи. Тб., 1997, გვ. 18; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 221.
84. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. I. თბ., 1977, გვ. 106-113; დ. მუსხელიშვილი. საქართველო IV-VIII საუკუნეებში. თბ., 2003, გვ. 108.
85. Arrian., PPE, 18; აქეუნტისა და შახეს იგივეობის შესახებ იხ.: ნ. კეჭაღმაძე. ფლავიუს არიანე, გვ. 79, 81-82, შენ. 62; М. П. Инадзе. К истории Грузии античного периода, გვ. 16.
86. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წიგნი I. – თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. I. თბ., 1979, გვ. 214.
87. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, გვ. 211; ს. ჯანაშია. ეგრისის სამეფოს წარმოშობა. – შრომები, II. თბ., 1952, გვ. 311-312.
88. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, გვ. 211; ს. ჯანაშია. ეგრისის სამეფოს წარმოშობა, გვ. 312.
89. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, გვ. 211; ს. ჯანაშია. ეგრისის სამეფოს წარმოშობა, გვ. 312.
90. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 548, შენ. 1; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 375.
91. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 538-539; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 364.
92. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 539-540.
93. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 539.
94. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 540; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 365-366.
95. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 507; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 367, 373.
96. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი. თბ., 1973, გვ. 34-35; გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 540-548; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 365-366.
97. საქართველოს ისტორია ოთხ ტომად (უძველესი დროიდან XX სა-უკუნის ბოლომდე). ტომი პირველი, თბ., 2012, გვ. 202-210.
98. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 16-17; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 147-148.
99. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 17-18; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 148.
100. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 18-21; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 150.
101. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 21.
102. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 21-23; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 223-224; ნ. ლომოური. ქართული პოლიტიკური სამყარო საერთაშორისო არენაზე ძვ.წ. I და ახ.წ. II საუკუნეებში, გვ. 61; ნ. ლომოური. დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში, გვ. 75.
103. ნ. ლომოური. დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში, გვ. 74-80.
104. იხ.: ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, გვ. 13-15.
105. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 232, 242-243. იქვე იხ. პრობლემის გარშემო არსებული მთელი ლიტერატურა.
106. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 242-243.
107. იხ.: ნ. კეჭაღმაძე. ფლავიუს არიანე..., გვ. 14.
108. ნ. კეჭაღმაძე. ფლავიუს არიანე..., გვ. 15.
109. ნ. ლომოური. დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში, გვ. 75.
110. Plin., NH., VI, 12.
111. როგორც ს. ჯანაშია აღნიშნავს, „ფორმალურად (დასახელების რიგის მიხედვით) გამოდის, რომ არიანეს ზიდრიტები უდრიან პლინიუსის ამპრევტებს. რეალური ურთიერთობის გარკვევა, ზიდრიტ-ამპრევტებს შორის მომავლის საქმეა“ – იხ.: ს. ჯანაშია. თუბალ-თაბალი..., გვ. 23, შენ. 1.
112. Tac., Hist., III, 48.
113. პტოლემაიოსი ეკუთვნოდა ალექსანდრიის სახელგანთქმულ სამეცნიერო სკოლას. იგი, კოპერნიკამდე და XVII ს. სამეცნიერო რევოლუციამდე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა ასტრონომიული და გეოგრაფიული ცოდნის ურყევ ავტორიტეტად. მართალია, პტოლემაიოსის გეოცენტრისტული სისტემის გამო, კავკასიის რეგიონთან მიმართებაში მისი გეოგრაფიული კოორდინატები სრულიად გამოუყენებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ ღირშესანიშნავია თავისი მდიდარი, ახალი და მანამდე უცნობი მონაცემებით (იხ.: ნ. ლომოური. კლავდიოს პტოლემაიოსი. „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“. ცნობები საქართველოს შესახებ. – მსკი, ნაკვ. 32, თბ., 1955, გვ. 39-65; В. И. Кузищин, И. А. Гвоздева. История Древнего Рима, გვ. 263).
114. Cl. Ptol., Geogr., V, 9, 5. ნ. ლომოური. კლავდიოს პტოლემაიოსი, გვ. 45.
115. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის..., გვ. 87.
116. ნ. ლომოური. კლავდიოს პტოლემაიოსი, გვ. 57, შენ. 15.
117. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, გვ. 418; ს. ჯანაშია. თუბალ-თაბალი..., გვ. 6, შენ. 1.
118. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის..., გვ. 88; დ. მუსხელიშვილი. საქართველო IV-VIII საუკუნეებში, გვ. 102.
119. „სომხური გეოგრაფიის“ შესახებ იხ.: ნ. ჯანაშია. სომხური ანონიმური გეოგრაფია. – წგნ.: ნ. ჯანაშია. ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები. თბ., 1986, გვ. 243-336.
120. Армянская география VII в., издал К. Патканов, СПб., 1877, გვ. 38-39. ელექტრ. ვერსია იხ.: http://www.vehi.net/istoriya/armenia/geographiya/index.html.
121. ს. კაკაბაძე. ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები. – საისტორიო მოამბე. წგნ. I, ტფ., 1924, გვ. 36-39; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, გვ. 93-94. იქვე იხ. პრობლემის ირგვლივ არსებული მთელი ლიტერატურა.
122. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ., 1955, გვ. 198-199.
123. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის..., გვ. 94-95.
124. შდრ.: პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. თბ., 1954, გვ. 203-217.
125.. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ., 1990, გვ. 486.
126.. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 486.
127. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. გვ. 107.
128. მ. ინაძე. კიდევ ერთხელ ეთნო-ტერიტორიული ერთეულების შესახებ. – ქართველი ხალხის ეთნოგენეზი. თბ., 2002, გვ. 93-98; მ. ინაძე. გ. ყორანაშვილის წიგნის – „საქართველოს სახელმწიფოს წარმოშობის საკითხის“ გამო. – ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან. თბ., 2001, გვ. 26.
129. მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის, გვ. 788-789.
130. ო. ლორთქიფანიძე. იყო თუ არა სახელმწიფო კოლხეთი?, გვ. 50.
131. გ. გამყრელიძე. ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი. თბ., 1993, გვ. 60-73; გ. გამყრელიძე. ცენტრალური კოლხეთის ძველი ნამოსახლარები. თბ., 1982, გვ. 36-37; გ. გამყრელიძე. კოლხოლოგიური ნარკვევები. თბ., 2001, გვ. 43-44, 59-60. 
132. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7.
133. Arrian., PPE, 11.
134. М. И. Максимова. Античные города Юго-Восточного…, გვ. 405.
135. ტრაპეზუნტი წარმოადგენდა რომის კავკასიური პოლიტიკის საყრდენს და რეგიონის მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს. ახ.წ. 64 წლიდან იგი რომაული ფლოტის – Classic Pontica-ს მთავარი ბაზა იყო (А.И. Амиранашвили. Иберия и римская экспансия в Азии, გვ. 171; S. Gregory. Roman Military Architecture on the Eastern Frontier. Vol. II. Amsterdam, 1997, გვ. 32. შდრ.: М.И. Максимова. Антчные города..., გვ. 318). ტრაპეზუნტიდან სათავეს იღებდა პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სასაზღვრო ხაზზე განლაგებული კასტელუმების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება ცენტრალიზებული წესით სწორედ ტრაპეზუნტიდან ხორციელდებოდა (ამ საკითხის შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 87-88; კ. ფიფია. რომაული გარნიზონები და სასაზღვრო ციხესიმაგრეები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში I-II სს. – „თეიმურაზ მიბჩუანი-70“. თბ., 2008-2010, გვ. 128-132. ელექტრ. ვერსია იხ.: www.dzeglebi.ge/statiebi/ istoria/romauli_garnizonebi. html.
136. Arrian., PPE, 9.
137. მართალია, გამორიცხული არ არის, რომ არიანეს მხედველობაში ჰყავდეს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროთა ტომები, მაგრამ, როგორც აღნიშნავს ნ. ლომოური, ქ. ფასისი მაინც შედარებით მოშორებული იყო ჩრდილოეთის ტომთა ტერიტორიას და მათგან უშუალო საფრთხე მას ნაკლებად ელოდა (იხ.: ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 32-33). უკანასკნელ ხანებში გამოითქვა მოსაზრება, რომ არიანესეული „ბარბაროსები“ შესაძლებელია იბერები ყოფილიყვნენ (თ. თოდუა. რომაული სამყარო და კოლხეთი. თბ., 2003, გვ. 21-22). მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს გარკვეულ ეჭვს იწვევს. როგორც არიანეს ცნობიდან ჩანს, ფასისი საომარი მანქანებითაც იყო შეიარაღებული (Arrian., PPE, 9), ხოლო იბერიის მიმართ ძირითადი ფორპოსტის როლს ასრულებდა მისი უშუალო მეზობელი აფსაროსის ციხესიმაგრე (აფსაროსის შესახებ იხ. კ. ფიფია. მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ – რომის მოკავშირე აღმოსავლეთში. – საისტორიო ძიებანი. IV. თბ., 2001, გვ. 55-62.). სწორედ მის ძირითად ფუნქციას შეადგენდა იბერიის შეკავება. თუ საომარი მანქანები იბერიის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად იყო გათვალისწინებული, მაშინ ეს მანქანები პირველ რიგში აფსაროსში უნდა ყოფილიყო დადგმული. თუმცა, აფსაროსის გარნიზონი შეიარაღებული არ ყოფილა საბრძოლო მანქანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, არიანეს მითითება ფასისის ციხის რომაული საომარი მანქანებით აღჭურვის შესახებ, იმის მიმანიშნებელია, რომ ფასისის კასტელუმს საფრთხე ელოდა არა იბერიის, არამედ სხვა მხრიდან. როგორც ჩანს, ეს საფრთხე უფრო რეალური იყო და მიგვაჩნია, რომ იგი ძირითადად ადგილობრივი ტომების აქტიურობით უნდა ყოფილიყო განპირობებული. არიანესეულ „ბარბაროსებს“ ადგილობრივ მცხოვრებლებად მიიჩნევენ მ. ინაძე და მ. მაქსიმოვაც (М. П. Ин-адзе. К истории Грузии античного периода, გვ. 14-15; М. И. Максимова. Античные города…, გვ. 406).
138. გ. გამყრელიძე. ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი, გვ. 82; გ. გამყრელიძე. კოლხოლოგიური ნარკვევები, გვ. 69; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში, გვ. 44.
139. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, გვ. 211.
140. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 42; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 150-151, 296-298.
141. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 150-151, 296-298.
142. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 39, 124.
143. იხ.: И. Т. Кругликова. Дакия в эпоху римской оккупации. М., 1955, გვ. 64-72; Т. Д. Златковская. Мѐзия в I и II вв. н.э., გვ. 71-84; Н. А. Чаплыгина. Римляне на Дунае (I-III века н.э.). Кишинев, 1990, გვ. 42-53.
144. პართია-სომხეთში ტრაიანეს ლაშქრობის შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის ისტორიისათვის. – საისტორიო ძიებანი.VII. თბ., 2004, გვ. 211-219; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, გვ. 36-37; К. Крист. История времѐн римских императоров от Августа до Константина. Т. I. Ростов-на-Дону, 1997, გვ. 404-410; В. И. Ламзин. Вопросы хронологии и топографии восточных походов Траяна (114-117гг.). – ВМУ, серия VIII. История, 1, 1977, გვ. 51-64; R. P. Longden. Notes on the Parthian Campaigns of Trajan. – JRS, vol. XXI. London, 1931; J. Guey. Essai sur la guerre parthique de Trajan (114-117). Bucharest, 1937; F. A. Lepper. Trajan’s Parthian War. London, 1948; N. C. Debevoise. A Political History of Parthia. Chicago-Illinois, 1938.
145. კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, გვ. 36; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. 2, გვ. 225-234.
146. М. П. Инадзе. К истории Грузии ..., გვ. 13-14.
147. კ. ფიფია. რომაული სამყაროს კრიზისი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, გვ. 55-56.
148. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 234; C. Debevoise. A Political History of Parthia, გვ. 220; The Cambridge Ancient History. Vol. XI. Cambridge, 1954, გვ. 242.
149. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 234; К. Крист. История времен.., გვ. 406.
150. А. П. Акопян. Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении. – ИФЖ , 4(115), 1986, გვ. 155; T. B. Mitford. Billioti’s Excavations at Satala. – AS, XXIV, 1974, გვ. 210-222; T. B. Mitford. Some Inscriptions from the Cappadocian Limes, გვ. 165.
151. კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის ისტორიისათვის, გვ. 215-218; О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия…, გვ. 70, შენ. 3; O. В. Кудрявцев. Исследования по истории Балкано-Дунайских областей в период Римской империи и статьи по общим проблемам древней истории. М., 1957, გვ. 185, შენ. 37.
152. ცნობილია, რომ ამ დროს ფუნქციონირებდა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც იწყებოდა ქვემო მეზიაში და კალატის-ტომი-ისტრია-ტირასის გავლით მიემართებოდა ტავრიკის ხერსონესისაკენ, ხოლო აქედან კი ტრაპეზუნტისა და არტაშატისაკენ (თ. Д. Златковская. Мѐзия в I и II веках н.э., გვ. 104-105; F. E. Cumont. Fragment de bouclier portant une liste d´etapes. – Syria,VI, 1925, გვ. 17).
153. ტრაპეზუნტ-სატალა-არტაშატის გზა რომაელთა მიერ ჯერ კიდევ ვესპასიანეს დროიდან საგანგებოდ იყო გამაგრებული (თ. თოდუა. რომაული სამყარო და კოლხეთი, გვ. 12-15; Ф. Е. Кюмон. Научно-археологическое путешествие в Понт и Малую Армению. Понтийское исследование. II. Перевод и комментарии А. Ташяна. Вена, 1919, გვ. 370-371; М. И. Максимова. Античные города.., გვ. 313; Мitford. Billioti´s excavations.., გვ. 211-220; B. Isaac. Reflections on the Roman Army in the East. Defence of the Roman and Buzantine East, I, გვ. 385-392.
154. ფაქტობრივად, კოლხეთი და ტრაპეზუნტ-სატალას რაიონები რომის აღმოსავლური სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის ერთიან სამხედრო-სტრატეგიულ ზონას წარმოადგენდა. სატალა, მელიტენესთან ერთად, ითვლებოდა კაპადოკიასა და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კაპადოკიის მთავარსარდლის დაქვემდებარებაში მყოფ ამიერკავკასიაში (Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 365.) რომაული სამხედრო ქვედანაყოფების ძირითად გამანაწილებელ ბაზად. როგორც აღვნიშნეთ, სატალა საფორტიფიკაციო ნაგებობათა ქსელით უკავშირდებოდა ტრაპეზუნტს, საიდანაც, თავის მხრივ, სათავეს იღებდა რომაული მორიგი, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა.
155. კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეულ „სამეფოთა“ წარმოქმნის საკითხისათვის. – სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მაცნე. I. თბ., 2007, გვ. 159-162; კ. ფიფია. აფსილებისა და აბაზგების „სამეფოები“ რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II ს. (ე.წ. „აფხაზური სახელმწიფოებრიობის“ საკითხისათვის), გვ. 304. ჯერ კიდევ ნერონის მმართველობის დროს, არმენიაში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება პროვიანტითა და დამატებითი ძალებით ტრაპეზუნტის ნავსადგურიდან ხორციელდებოდა (Tac., Ann., III, 39; М.И. Максимова. Античные города.., გვ. 311-312). ამიტომ სომხებმა არაერთხელ სცადეს ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი კომუნიკაციების გადაჭრა, მაგრამ უშედეგოდ (Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 350). ამ გზის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ, როგორც აღვნიშნეთ, რომაელთა მიერ იგი საგანგებოდ იყო გამაგრებული.
156. კ. ფიფია. რომის მიერ აღმოსავლეთ..., გვ. 70-72.
157. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი სამხედრო კამპანიისათვის მოსამზადებელი ღონისძიებები არ შემოფარგლულა პართია-სომხეთის სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ მხოლოდ ახალი სამხედრო ბანაკების, კასტელუმებისა და სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობით. მაგ., ტრაიანემ, ჯერ კიდევ მმართველობის დასაწყისშივე, დაახლ. 100წ. რომზე დამოკიდებული იუდეის ტერიტორია სირიის პროვინციას შეუერთა (Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 359, 428, 453, 482; The Cambridge Ancient History, vol. XI, გვ. 237), ხოლო 106 წ. რომაელებმა დაიპყრეს ბოსტრასა და პეტრას რაიონებში არსებული ნაბატეელთა სამეფო, რომელიც არაბეთის პროვინციად გამოცხადდა (Amm., Marc., XIV, 8,13; Т. Моммзен, История Рима, т. V, გვ. 359, 428; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II , М., 1966, გვ. 230-231). ნაბატეელთა სამეფოს ანექსიით ლიკვიდირებულ იქნა უკანასკნელი ვასალური სამეფო რომის აღმოსავლეთის საზღვარზე და უზრუნველყოფილ იქნა რომაული პროვინციების – სირიისა და ეგვიპტის უსაფრთხოება სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან.
158. Arrian., PPE, §9.
159. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 547-548; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 374-375.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий