понедельник, 1 мая 2017 г.

სეპარატისტული აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მეთაურები

      აფხაზეთის რესპუბლიკის შექმნ
    1992 წლის 6 იანვარს რუსეთის აგენტურულმა ძალებმა საქართველოს ხელისუფლება დაამხო, პრეზიდენტი გამსახურდია გააძევა ქვეყნიდან, მოქმედი კონსტიტუცია გააუქმა და ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის დაწყება გამოაცხადა. ამით ისარგებლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სეპარატისტულმა მთავრობამ ვლადისლავ არძიმბას მეთაურობით და 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე. წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე მიმდინარეობდა აფხაზეთის ომი, რომელშიც საქართველო დამარცხდა და ქართველები გამოდევნეს აფხაზეთიდან.
     1994 წლის 24 ნოემბერს მიღებული იქნა აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელმაც დაადასტურა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 2008 წლის საქართველო-რუსეთის მორიგი ომის შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, და ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთმა“ და „დნესტრისპირეთმა“. დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიუდიულად განიხილავენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად.
მოსახლეობა
 აფხაზეთს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფართობია 8665 კვ კმ, ხოლო მოსახლეობა 242 000 კაცი. აქედან 122500 აფხაზია (უეჭველია ბევრი ქართველი აფხაზად არის დაწერილი, ისევე როგორც თურქეთში და აზერბაიჯანში), 46670 ქართველი, 42000 სომეხი, 200870 რუსი.
   მოსახლეობის 60% ქრისტიან-მართლმადიდებელია, 16% სუნიტი მუსლიმანი, 3% აფხაზური მონოთეისტური რელიგიის მიმდევარი, 5% წარმართი, 8% ათეისტი, 2% სხვა სარწმუნოების, 6% არ არის გარკვეული.
   აფხაზეთს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან რუსეთი ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან საქართველოს სხვა მხარეები - სამეგრელო და სვანეთი. დედაქალაქია აყუა (ქართულად ცხუმი, ხოლო რუსულად და სხვა უცხო ენებზე სუხუმი).
ადმინისტრაციული დაყოფა
    ადმინისტრაციულად აფხაზეთი 7 რაიონად და 1 რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქ  აყუად იყოფა: 
                      ფართ     მოსახ     ე     თ     ნ     ო     ს     ე     ბ     ი
1. გაგრის        - 772     40300   15500 აფხ, 15450 სომხ, 6350 რუს, 1005 ქართ, 530 უკრ, 260 ბერძ, 1200 სხვები.
2. გუდაუთის - 1640    36800   30140 აფხ, 3675 სომხ, 1840 რუს, 510 ქართ, 138 უკრ, 118 ბერძ, 390 სხვები.
3. გულრიფშის- 1834   18050     8440 სომხ, 6070 აფხ, 840 ქართ, 125 ბერძ, 3875 სხვ. 
4. სოხუმის     - 1523,2  11550   6490 სომხ, 3530 აფხ, 870 რუს, 240 ქართ, 150 ბერძ, 60 უკრ, 255 სხვები.     
5. ოჩამჩირის   -  XXX     25900   19350 აფხ, 2375 ქართ, 1650 სომხ, 970 რუს, 75 უკრ, 60 ბერძ, 430 სხვა. 
6. ტყვარჩელის-  XXX    16050    10030 ქართ, 5135 აფხ, 540 რუს, 70 უკრ, 58 სომხ, 20 ბერძ, 220 სხვები.
7. გალის           -  XXX    30400     29900 ქართ, 210 აფხ, 190 რუს, 27 სომხ, 22 უკრ, 11 ბერძ, 90 სხვა.
8. აყუა                - 372        63050       42650 აფხ, 9320 რუს, 6210 სომხ, 1765 ქართ.
      რეგიონში 8 ქალაქი : გაგრა, გალი, გუდაუთა, ახალი ათონი, ოჩამჩირე, ბიჭვინთა, სოხუმი, ტყვარჩელი და 5 დაბაა: ბზიფი, გულრიფში, ლესელიძე, მიუსერა, განთიადი.


აფხაზეთის პრეზიდენტები
ვლადისლავ არძიმბა
     უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 23 ივლისი 1992 - 26 ნოემბერი 1994; პრეზიდენტი   26 ნოემბერი 1994 - 12 თებერვალი 2005
სერგეი ბაგაფში 12 თებერვალი 2005 - 29 მაისი 2011
ალექსანდრე ანქვაბი 29 მაისი 2011 - 1 ივნისი 2014
ვალერი ბგანბა 1 ივნისი 2014 - 25 სექტემბერი 2014
რაულ ჰაჯიმბა 25 სექტემბერი 2014 -


აფხაზეთის პრემიერ-მინისტრები
ვაჟა ზარანდია 5 მაისი 1992 - 12 დეკემბერი 1993
სოკრატ ჯინჯოლია 13 დეკემბერი 1993 - 26 ნოემბერი 1994
გენადი გაგულია იანვარი 1995 - 29 აპრილი 1997; 29 ნოემბერი 2002 -22 აპრილი 2003
სერგეი ბაგაფში 29 აპრილი 2003 - 20 დეკემბერი 1999
ვიაჩესლავ ცუგბა 20 დეკემბერი 1999 - 30 მაისი 2001
ანრი ჯერგენია 7 ივნისი 2001 - 29 ნოემბერი 2002
რაულ ჰაჯიმბა 22 აპრილი 2003 - 6 ოქტომბერი 2004
ნოდარ ხაშბა 6 ოქტომბერი 2004 - 14 თებერვალი 2005
ალექსანდრე ანქვაბი 14 თებერვალი 2005 - 13 თებერვალი 2010
სერგეი შამბა 13 თებერვალი 2010 - 27 სექტემბერი 2011
ლეონიდ ლაკერბაია 27 სექტემბერი 2011 - 2 ივნისი 2014
ვლადიმირ დელბა 2 ივნისი - 29 სექტემბერი 2014
ბესლან ბუთბა 29 სექტემბერი 2014 - 16 მარტი 2015
შამილ აძიმბა 16 მარტი 2015 - 20 მარტი 2015; 26 ივლისი 2016 - 5 აგვისტო 2016
არტურ მიქვაბი 20 მარტი 2015 - 26 ივლისი 2016
ბესლან ბარციცი 5 აგვისტო 2016 - 


აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტები
ვალერი არშბა 1994-2005
რაულ ჰაჯიმბა 12 თებერვალი 2005 - 22 აპრილი 2009
ალექსანდრე ანქვაბი 12 თებერვალი 2010 - 26 სექტემბერი 2011
მიხაილ ლოგუა 26 სექტემბერი 2011 - 2 ივნისი 2014
ვიტალი გაბნია 25 სექტემბერი 2014 - 





აფხაზეთის სეპარატისტული დროშა

ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნა
  1920 წლის მარტში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი თვითმარქვია „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი,“ ანუ რევკომი, რომელმაც დედაქალაქად ცხინვალი გამოაცხადა – ქალაქი, რომელშიც სულ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. ვინ მართავდა ამ ოსურ მოძრაობას შიდა ქართლში, კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ 1920 წლის 28 ოქტომბერს რკპ(ბ) ცკ–მ ოსი დელეგატების თანდასწრებით განიხილა საკითხი „სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის მინიჭების“ შესახებ. და ეს ხდება იმის მერე, რაც რუსეთის ფედერაციამ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ოფიციალურად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მისი ტერიტორიული მთლიანობა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება აიღო.
    უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე ისტორიული და ლიტერატურული წყაროების მონაცემები, რომლებიც ოსი მეცნიერების, გ. ტოგოშვილისა და ი. ცხოვრებოვის მიერაა გამოქვეყნებული, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შიდა ქართლის ან სამაჩაბლოს მიმართ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება არც ერთი წერილობითი დოკუმენტით არ მტკიცდება. ი. ცხოვრებოვის მიერ შედგენილ ორტომეულში წარმოდგენილ მრავალრიცხოვან სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის, „სამხრეთ ოსეთი“ დაფიქსირებულია მხოლოდ „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღგენის საზოგადოების“ დოკუმენტებში (1860–1900), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ საზოგადოების პრიორიტეტად შიდა ქართლის სოლიდური ტერიტორიისთვის უცხო სახელწოდების მინიჭების არსებობას. კავკასიის რუსული პერიოდული პრესის 500–ზე მეტ პუბლიკაციაში, რომლებიც ოსების ისტორიას, ეთნოგრაფიას და ყოფას ეხება და რომლებიც 1828–1915 წლებშია გამოცემული, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ სულ ცამეტჯერ გვხვდება, შემდეგი ინტერვალებით : 1830, 1873, 1883, 1891, 1900 და 1909 წლებში.
  ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება დავამტკიცოთ, რომ 1860 წლიდან (როცა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ პირველად გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტებში) იმდროინდელი რუსეთის გეოგრაფიულ ლექსიკონში იწყება ამ ეთნიკური ტერმინის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ საარქივო მასალასა თუ რევოლუციამდელ პერიოდულ პრესაში შეგვხვდეს კიდევ ცალკეული შემთხვევები შიდა ქართლის მიმართ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენებისა, მაგრამ ეს არანაირად არ ადასტურებს საქართველოს ამ ისტორიული კუთხის მიმართ მისი გამოყენების კანონზომიერებას.
     ყოველივე ზემოთქმულის ფონზე სავსებით გასაგებია, რატომაა ეთნიკური ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ უცხო ისეთი მსხვილი კავკასოლოგებისთვის, როგორებიც იყვნენ აკად. ნ.დუბროვინი, პროფესორები მ.კოვალევსკი, ვ.მილერი, პ.უვაროვა და ლ.ზაგურსკი, რომელთათვისაც ოსეთი კავკასიის მთავარ ქედს იქეთ მდებარე ქვეყანაა, შიდა ქართლში ოსური დიასპორის გაჩენა კი – მცირემიწიანობისა და ისტორიული სიდუხჭირის შედეგი, რომელიც ირონების ქვეყანას XVII–XIX საუკუნეებში დაატყდა თავს.
   აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი სოფლების ბაზაზე ოლქების ჩამოყალიბების ფაქტი შესაძლოა შეფასდეს, როგორც რუსეთის მთავრობის მიერ მთის მოსახლეობის მიმართ გატარებული მიმტაცებლური პოლიტიკის შედეგი. საქართველოს ტერიტორიაზე XIX ს-ის 40-იან წლებში უცხო სახელით ოსური ოლქის დაარსება წარმოადგენდა შორსმიმავალი პლიტიკური გეგმების პრაქტიკულ განხორციელებას პრინციპით „დაყავი და იბატონე.“ საჭირო დროს „ოსური ოლქი“ პლაცდარმი უნდა გამხდარიყო ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის გასაჩაღებლად. მეფის ხელისუფლების ამ პოლიტიკას ახსენებს თავის ნაშრომში ოსი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე ა. გალაზოვი : „ერთის მხრივ, ცარიზმს არ სურდა, რომ სამხრეთელი ოსები მთლიანად გათქვეფილიყვნენ ქართველ ხალხში და ყოველი შემთხვევისთვის სამხრეთ ოსეთის შენარჩუნება სურდათ როგორც თავისებური პლაცდარმისა, საიდანაც ასევე შეიძლებოდა ზეწოლა ჭირვეულ ქართველ მმართველებზე“.
      საქართელოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ოსებს არასოდეს შეუქმნიათ არც დამოუკიდებელი, არც დამოკიდებული საკუთარი პოლიტიკური ერთეული. არასოდეს უარსებია ორ ოსეთს, ისევე როგორც არ არსებობდა ორი საფრანგეთი, ორი რუსეთი, ორი უკრაინა და ა.შ. ისტორიაში ცნობილია მხოლოდ ერთი ოსეთი და მისი სამხრეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი ქედის მწვერვალებზე გადის.
   იურიდიულად ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ და „ციკ“–მა დააკანონა 1922 წლის აპრილში 2 დეკრეტით, რომლის თანახმადაც, საქართველოს უძველესი პროვინცია, ყოველგვარი ისტორიული თუ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად“ გამოცხადდა. დეკრეტი ჯილდოს წარმოადგენდა იმ სამსახურისთვის, რომელიც ცენტრს შიდა ქართლის ოსმა ბოლშევიკებმა გაუწიეს, რომლის წაქეზებითაც 1918–20 წლებში სამჯერ მოაწყვეს ამბოხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ და შემდგომში ხელს უწყობდნენ მის ოკუპაციას რუსეთის წითელი არმიის მიერ.
   საქართველოს ხელისუფლებამ ამბოხებულთა წინააღმდეგ მაშინ რეგულარული ჯარი და სახალხო გვარდია გაგზავნა. სამხრეთ ოსეთის რევკომმა დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს მიმართა. გ.ჩიჩერინი საქართველოს ხელისუფლებისადმი 1920 წლის 17 მაისს გამოგზავნილ ნოტაში წერდა: „შეშფოთებით შვიტყვეთ, რომ სამხრეთ ოსეთში, სადაც გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკა, ასეთი ხელისუფლების გასანადგურებლად ქართული ჯარებია გაგზავნილი. ჩვენ მოვითხოვთ, თუკი ეს მართალია, გამოიწვიოთ ჯარები ოსეთიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ოსეთს უნდა ჰქონდეს ის ხელისუფლება, რომელიც მას სურს. საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში იქნებოდა სხვის საშინაო საქმეებში ყოვლად გაუმართლებელი ჩარევა“.
     მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების სწორედ ასეთი პოზიცია იყო დაუფარავი ჩარევა საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში და აშკარა დარღვევა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების მეორე და მესამე მუხლებისა, რომლებითაც რსფსრ აღიარებდა სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად.
     ისტორია მეორდება. ამას მოწმობს საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი მოვლენები, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა იმპერიის რღვევის დაწყებას. მაშინაც ოსმა ექსტრემისტებმა, როგორც 1918–20 წლებში, წამოაყენეს „სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების“ ლოზუნგი, მოითხოვეს მისი სტატუსის აწევა „დამოუკიდებელ რესპუბლიკამდე. ოსი სეპარატისტების ასეთ მოთხოვნათა უსაფუძვლობას აღნიშნავს ცნობილი რუსი მეცნიერი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიიის განყოფილების გამგე ს.არუთუნოვი ჟურნალ „როდინასთან“ ინტერვიუში : „გაიხსენეთ, როგორ გაჩაღდა ეს ჯოჯოხეთური ხანძარი სამხრეთ ოსეთში – მხოლოდ იმიტომ, რომ ოსეთმა თავი საქართველოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. კონფლიქტი გარდაუვალი იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ არანაირი ოსეთი ეს არ არის, ეს ნამდვილი და ძირძველი ცენტრალური საქართველოა, სადაც ბოლო დროს უფრო მეტი ოსური მოსახლეობა აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ოსებს აქვთ იქ ცხოვრების უფლება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე თავიანთი სახელმწიფოს გამოცხადების უფლება არ გააჩნიათ. სხვა საქმეა – ჩრდილო ოსეთი“. ხოლო პროფესორი ვ.აბაევი 1992 წლის 22 იანვრის „ნეზავისიმაია გაზეტაში“ წერდა: „კავკასიონის მთავარი ქედი ბუნებრივი საზღვარია საქართველოსა და ოსეთს შორის და ამ საზღვრის მოშლის ნებისმიერი მცდელობა ქართველებსა და ოსებს შორის პერმანენტული კონფლიქტის მდგომარეობას გამოიწვევს... პირველ ყოვლისა, უნდა შეწყდეს საუბრები საქართველოსგან სამხრეთ ოსეთის მოწყვეტის შესახებ. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ამას არ შეეგუება და მართალიც იქნება, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იქნება. ვისაც სამხრეთ ოსებსა და ქართველებს შორის მშვიდობა სურს, უნდა სამუდამოდ უკუაგდოს სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთთან მიერთების იდეა. ვისაც საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობა სურს, ასევე უნდა შეეშვას ამ იდეას. ასეთია რეალობა.“
    ახლა კი მოდით, ჯერ კიდევ 1921 წელს ქართული სოფლების მაცხოვრებელთა მიერ დაწერილი განცხადება გავიხსენოთ : „ჩვენი მდგომარეობა საშინელია, ჩვენ ვართ დევნილები, რომლებმაც საკუთარი სახლები მივატოვეთ. სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოსები მოვიდნენ და ჩვენ სახლები დავტოვეთ. ცხინვალში დამწვარია 78–80 სახლი, ხოლო რაც გადარჩა – საქონელი და ნივთები, ჯავის რაიონში წაიღეს. როცა წართმეულის დაბრუნებას ვითხოვთ, დარბევებითა და მუქარით გვპასუხობენ. ამ დროის განმავლობაში 32 კაცია მოკლული, ზოგი დაწვეს, ზოგი სიკვდილამდე სცემეს, ძალადობენ ქალებზე, დედებზე, ბავშვებზე. ჩვენი ცხოვრება აქ აუტანელი გახდა, რადგან შუადღემდე გვესხმიან თავს, მიაქვთ ყველაფერი, რაც კი ჩვენს გაძარცვულ სოფლებში დარჩა, ანგრევენ სახლებს... ჯარი, რომელიც დღეს ცხინვალში დგას, ასევე გვაწუხებს. ჯარისკაცები სახლებში იჭრებიან და გვავიწროვებენ. ითხოვენ პროდუქტებს, საქონელს, აფუჭებენ ნათესებსა და ვენახებს ... დარწმუნებული არიან რა თავიანთ დაუსჯელობაში...“.
     ამის შემდეგ გადის „სულ რაღაც“ 70 წელი და . . . ესეც თქვენ – უკვე 1991 წლის აგვისტოს გაზეთი „ვესტნიკ იუჟნოი ოსეტიი“, №3. პუბლიკაციაში „ყველაზე უკეთესი სამხედრო დემოკრატიაა“ კორესპონდენტის კითხვაზე – „საიდან აქვთ ბოევიკებს იარაღი“ და იციან თუ არა „შსს-მ, სუკ-მა და სამხედროებმა“ ამის შესახებ, ერთ-ერთი რესპონდენტი პასუხობს : „და იცოდნენ რა. ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სანამ სამხრეთ ოსეთი ცენტრის კოზირია საქართველოს წინააღმდეგ – ჩვენ არავინ არ განგვაიარაღებს. მოაწერს საქართველო ხელს საკავშირო ხელშეკრულებას – ჩვენ დავმალავთ იარაღს – წაართვან იმ სულელებს, რომლებიც თვრებიან და მერე ჰაერში ისვრიან ხოლმე.
      – ესე იგი, თქვენ გესმით, რომ თქვენით თამაშობენ ?
   – და ვინაა ჩვენთან სულელი ? თუ მოსკოვი ჩუმად გაგვყიდის, გამსახურდია სამხედროების ჩაურევლობით მაშინვე შეეცდება რომ სწრაფად მოგვიღოს ბოლო ერთხელ და სამუდამოდ... ხოლო თუ სამხედროები ისევ ყაზარმებში შეიყუჟებიან, მაშინ ამჯერად მსხვერპლი დიდი იქნება, ჩვენი მხრიდანაც და მათიდანაც. ეხლა შეუძლებელია იმის თქმა, რა იქნება მომავალში. ... ვნახოთ.
     როგორც იტყვიან, აი სად არის ძაღლის თავი დამარხული. „სანამ სამხრეთ ოსეთი ცენტრის კოზირია საქართველოს წინააღმდეგ“, ბოევიკებს შეეძლოთ ეთარეშათ, გამოეყენებინათ სამხედროების – „სამშვიდობოების“ მხარდაჭერა. „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი ხომ მარად ცოცხალია ! შემდეგ – კიდევ უარესი. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ – ისევ გაძარცვული სოფლები, დანგრეული და დამწვარი სახლები..., რუსი ჯარისკაცები ისევ იჭრებიან ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში და მაცხოვრებლებს ავიწროვებენ. ისევ ითხოვენ პროდუქტებს, მიყავთ საქონელი, აფუჭებენ ნათესებსა და ვენახებს... და ისევ – საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულები. ისინი ხომ „სამშვიდობოები“ არიან – და ამიტომ ვალდებული არიან, შეაიარაღონ „თავიანთი მშვიდობიანი თანამოძმენი“ „ძირძველი ოსური მიწების დასაცავად“ „ქართული უღელისგან“. „სანამ რუსეთი ძლიერია, საქართველო ხომ ვერ გაბედავს ახალ აგრესიას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რადგან მაშინ შეჯახება მოუწევს მის მესაზღვრეებთან, სამხედრო ბაზასთან და რუსეთის მთელ სამხედრო სიძლიერესთან“ – ამაყად აცხადებს ი.ტანაევი, „სამხრეთ ოსეთის სამხედრო უწყების მეთაური.“
     ავღნიშნოთ – „სანამ რუსეთი ძლიერია.“ და მერე ახალი „პატრონების“ ძებნას დავიწყებთ, თუ რა ? მეორე ხალხის, მით უმეტეს მეზობლის მიმართ ღალატი – თქვენთვის ხომ წმინდათაწმინდაა ? და ყოველივე ამის შემდეგ პუტინი ამაყად (ამაყად კი ?) უცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს: „ჩვენ ძალიან გარკვეული სტრატეგია გვაქვს. საერთაშორისო თანამეგობრობამ ან მხარი უნდა დაუჭიროს საერთაშორისო სამართლის ერთ–ერთ საკვანძო პრინციპს და დაიცვას აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, ან ეროვნული თვითგამორკვევის პრობლემა აქტუალური გახდება. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საკუთარი თავი დიდი ხნის წინ აღიარა, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა საქართველოსთან ჩხუბი და მხარს ვუჭერდით ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. დიახ, რუსეთი მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს რესპუბლიკები დამოუკიდებლობას აცხადებდნენ, მაგრამ ქართული ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ვითარება რადიკალურად შეცვალა. ჩვენ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა და ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება რაც თქვენ კარგად იცით...“
   სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით –„სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“, თომცა იმავ წლის 10 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭოს ეს წარმონაქმნი გააუქმა. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს რუსეთისა და საქართველოს ლიდერები იელცინი და გამსახურდია აწერდნენ წარმონაქმნი „სამხრეთ ოსეთის“ გაუქმება ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა. მოგვიანებით, როდესაც იელცინმა დაინახა, რომ საქართველო არ აპირებდა რუსეთის შექმნილ საბჭოთა კავშირის შემცვლელ ორგანიზაცია „დსთ-ში“ შესვლას მოუწოდა ოსეთის სეპარატისტულ ძალებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. ამან 1991–1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები გამოიწვია. რუსეთის აგენტურულმა ე.წ. ოსურმა სეპარატისტულმა პოლიტიკურმა ძალებმა ზნაურ გასიევის ხელმძღვანელობით 1991 წლის 21 დეკემბერს გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა საქართველოსგან. სამ კვირაში საქართველოში ხელისუფლება დაემხო, რითაც ისარგებლეს რუსულ-ოსურმა ძალებმა და ცხინვალის ოლქის ტერიტორიების დაკავება და იქედან ქართველთა გამოყრა დაიწყეს. შემდეგ შევარდნაძე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, რომელმაც რუსეთის ლიდერ იელცინთან დადო (1992 წ. 24 ივნისს) სოჭის ხელშეკრულება (დაგომისის შეთანხმება), რომლითაც ყოფილი სამხრეთ ოსეთი გაიყო ოსებით დასახლებულ ე.წ. კონფლიქტის ზონად და ქართველებით დასახლებულ ზონად. უკანასკნელი შიდა ქართლსა და იმერეთს ავტომატურად შეუერთდა და კონფლიქტის ზონად აღარ განიხილებოდა. ზონებს შორის კი ჩადგნენ დსთ-ს მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები. 
   2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დამარცხებულმა საქართველომ დაკარგა რეგიონის ქართულ სოფლებზე კონტროლი და იქიდანაც იქნა გამოყრილი ქართული მოსახლეობა, ისევე როგორც 16 წლის წინ ქ. ცხინვალის ოლქიდან. ომიდან მალევე რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ  აღიარეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" დამოუკიდებლობა.  2008 წლის აგვისტოდან დღემდე რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო არმია.
მდებარეობა
       ე.წ. სამხრეთ ოსეთი მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მისი ჩრდ. საზღვარია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმ. – ალევის ქედი, დას. საზღვარი კვეთდა ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულის, ყვირილის, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულად ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსეთი, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრეთით - კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დას-ით - საჩხერისა და ონის რაიონები.
მოსახლეობა
    ე.წ. რესპუბლიკის ფართობი უდრის 3885 კვ კმ-ს, თუმცა რუსი ოკუპანტები მას ყოველდღიურად აფართოებენ სხვა ქართული მიწების მიტაცების ხარჯზე. მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით 33500 კაცი იყო, ხოლო 2008 წლის ომამდე 72000 იყო, მათგან კი 18000 ქართველი. დღეისათვის მოსახლეობა მაქსიმუმ 50-55000 კაცი თუ იქნება და ისიც იმ შემთხვევაში თუ ომის შემდეგ რუსეთში გაქცეული ოსები გაქცეულნი უკან სრულად თუ დაბრუნდნენ. ასეთ შემთხვევაში 46200 კაცამდე იქნება ოსი, 2000 რუსი, 870 სომეხი, 640 ებრაელი
ადმინისტრაციული დაყოფა
   სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციულად იყოფა : 
                                                  ფართ     მოსახ. 09 წ.
1. ზნაურის (ყორნისი)             404         4000
2. ლენინგორის (ახალგორი)  1011         2500
3. ცხინვალის რაიონი               695        5000
4. ძაუის (ჯავას)                       1448        5000
5. ქ. ცხინვალი                            7,4        30000
 რეგიონში არის ორი ქალაქი (ცხინვალი და კვაისა), ოთხი დაბა (ზნაური, კვაისა, ლენინგორი, ჯავა).



მეთაურები და პრეზიდენტები
ტორეზ კოლუმბეგოვი 10 სექტემბერი 1990 - 4 მაისი 1991; 9 სექტემბერი 1992 - 17 სექტემბერი 1993
ზნაურ გასიევი 4 მაისი 1991 - 9 სექტემბერი 1992
ლიუდვიგ ჩიბიროვი 17 სექტემბერი 1993 - 18 დეკემბერი 2001
ედუარდ კოკოითი 18 დეკემბერი 2001 - 10 დეკემბერი 2011
ვადიმ ბროვცევი 11 დეკემბერი 2011 - 19 აპრილი 2012
ლეონიდ თიბილოვი 19 აპრილი 2012 - 


პრემიერ-მინისტრები
ოლეგ ტაზიევი 28 ნოემბერი 1991 - სექტემბერი 1993
გერასიმ ხუგაევი ოქტომბერი 1993 - მაისი 1994; 19 დეკემბერი 2001 - 13 აგვისტო 2003
ფელიქს ზასეევი მაისი 1994 - 1995
ვლადისლავ გაბარაევი 1995 - 24 სექტემბერი 1996
ვალერი ხუბულოვი 1996 წლის 25 სექტემბერი - 2 დეკემბერი
ალექსანდრ შავლოხოვი 2 დეკემბერი - აგვისტო 1998
მერაბ ჩიგოევი აგვისტო 1998 - 6 ივნისი 2001
ლეონიდ თიბილოვი 6 - 14 ივნისი 2001
დიმიტრი სანაკოევი 14 ივნისი - 19 დეკემბერი 2001
იგორ სანაკოევი 17 სექტემბერი 2003 - მაისი 2005
ზურაბ კოკოევი მაისი - 5 ივლისი 2005
იური მოროზოვი 5 ივლისი 2005 - 18 აგვისტო 2008
ბორის ჩოჩიევი 18 აგვისტო - 22 ოქტომბერი 2008
ასლანბეკ ბულაცევი 22 ოქტომბერი 2008 - 3 აგვისტო 2009
ვადიმ ბროვცევი 5 აგვისტო 2009 - 26 აპრილი 2012
როსტისლავ ხუგაევი 26 აპრილი 2012 - 20 იანვარი 2014
დომენტი კოლუმბეგოვი 20 იანვარი 2014 - 







Комментариев нет:

Отправить комментарий