вторник, 2 мая 2017 г.

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აფხაზთა გადასახლება თურქეთში (ბ. ხორავა)

    საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა აფხაზეთის ახალი სამთავრო, რომლის დედაქალაქი იყო ზუფუ (XVIII ს-იდან მას ლიხნი ეწოდა), გარდა 1790-1808 წლებისა, როდესაც დედაქალაქად ცხუმი ანუ სუხუმ-კალე იყო, რომელიც 1578 წლიდან ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი.
      აფხაზეთის სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი იყო მდინარე კოდორი. აფხაზი ფეოდალები სამთავროს საზღვრების გასაფართოებლად ებრძოდნენ დადიანებს, ცდილობდნენ დაპატრონებოდნენ სამეგრელოს მიწა-წყალს მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირზე. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ბოლოს, XVII საუკუნის მიწურულს შარვაშიძეებმა სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე ენგურამდე გადასწიეს.
       XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას – კოდორსა და ღალიძგას შუა (აბჟუა), ყვაპუს – ღალიძგისა და ენგურს შუა, რომელსაც შემდეგში სამურზაყანო ეწოდა (სახელწოდება წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). სამთავროს სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად – აჰ). მისი რეზიდენცია იყო სოფელ ლიხნში. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდინარე ბზიფსა და გუმისთას შორის), რომელიც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძენი (ქართულად ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), გუმა (მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის), აბჟუა (მდინარე კოდორსა და ღალიძგას შორის), სამურზაყანო (ღალიძგისა და ენგურს შუა) და წაბალ-დალი (წებელდა-დალის მხარე).
     გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მთავრის საგვარეულოს (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულოები იყო, საძენში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში – თავადი მარშანია. მთავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორიებად, რომელთა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა, ჩაბალურხუა და ჩხოტუა.
   ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ აფხაზეთის მთავარი ქელეშბეი რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ მეტი კომპენსაციის მიღების მიზნით საქმეს აყოვნებდა. ამავე დროს იგი აშკარად განუდგა ოსმალეთს და განდევნა მისი ჯარი აფხაზეთიდან. 1808 წლის 2 მაისს ოსმალეთის აგენტებმა ქელეშბეი მოკლეს. სოხუმი ისევ ოსმანთა ხელში გადავიდა. 1809 წელს აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრე გიორგიმ (საფარბეი) ხელი მოაწერა ე. წ. „სათხოვრის პუნქტებს“, სადაც გამოთქვამდა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილს. 1810 წლის 17 თებერვალს ალექსანდრე I-მა დაამტკიცა „სათხოვარი პუნქტები“ და გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის მემკვიდრეობით მთავრად დანიშნა. 1810 წლის 2 ივლისს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო სოხუმ-კალეს სიმაგრე.
     დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, როდესაც კავკასიელ მთიელთა ნაწილი ბრძოლაში გაწყდა, ხოლო ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. უკვე არ არსებობდა აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნების აუცილებლობა და თვითმპყრობელობა დაპყრობილი მხარის სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისათვის ზრუნვას შეუდგა. ჯერ კიდევ კავკასიის ომის დამთავრებამდე, როცა აფხაზეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა სამხედრო მინისტრის დ. მილიუტინისადმი 1864 წლის 27 მარტს გაგზავნილ წერილში სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მისი აზრით, ეს ღონისძიება საჭირო იყო იმისათვის, რომ შესრულებულიყო უმაღლესი მთავრობის მიერ მოწონებული პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ბზიფამდე კაზაკთა სტანიცების მოწყობის შესახებ. მეფისნაცვალმა ამის თაობაზე პრაქტიკული წინადადებები წამოაყენა:
     1. «Владетеля и наследника его склонить отказаться от права владения.
   2. Назначить владетелю и наследникам его содержание, их обеспечивающее.
   3. Из Абхазии образовать военный округ, который вместе с Цебельдой подчинить особому военному начальнику на правах начальников отделов в областях, с подчинением Кутаисскому генерал – губернатору.
   4. Если количество свободных земель дозволит, то водворить вдоль берега (Черного моря – ბ. ხ.) до устья Ингури казачьи поселения, которые вместе с поселениями по р. Бзыби, могли бы составить Абхазское казачье войско под управлением начальника Абхазского военного округа.
   5. Границею между Кубанским и Абхазским войском назначить хребет, замыкающий Гагринскую теснину и отделяющий теперь Абхазию от земли Джигетов».
    ამრიგად, ხელისუფლებამ აფხაზეთის მიმართ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე კაზაკების დასახლებას. ისევე, როგორც თერგისა და ყუბანის ოლქებში, აქ დასახლებულ კაზაკებს უნდა შეექმნათ აფხაზეთის კაზაკთა ჯარი. ამ მიზნის მიღწევისათვის აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებისა და მემამულური მიწისმფლობელობის არსებობა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა, რადგან ასეთ პირობებში აფხაზეთის კოლონიზაციის გეგმას ცარიზმი ვერ განახორციელებდა. მხარის კოლონიზაციისათვის თავისუფალი მიწები არ არსებობდა, ამიტომ ჯერ საჭირო იყო მკვიდრი მოსახლეობისაგან ამ მიწა-წყლის „გაწმენდა“.
*   *   *
1864 წლის 21 მაისს მრავალწლიანი კავკასიის ომი (1817-1864) დამთავრებულად გამოცხადდა. დასავლეთ კავკასიის დაპყრობით დასრულდა რუსეთის იმპერიასთან კავკასიის შეერთების ხანგრძლივი პროცესი. მეფის ხელისუფლებას სურდა კავკასია «სამოქალაქო და პოლიტიკური თვალსაზრისით მჭიდროდ შეეკრა რუსეთთან და მის განუყოფელ ნაწილად ექცია», ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა «ენით, გონებით და გრძნობით რუსი გამხდარიყო». ამ გეგმის განხორციელებას ცარიზმი კოლონიზაციის მეშვეობით ცდილობდა, რადგან მხარის ათვისების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ეს ღონისძიება მიაჩნდა.
ცარიზმის მიზანს დაპყრობილი ქვეყნის კოლონიზაცია და მოსახლეობის ასიმილაცია წარმოადგენდა ყოველთვის. ცნობილი რუსი ისტორიკოსი . კლიუჩევსკი კოლონიზაციას «რუსეთის ისტორიის ძირითად ფაქტორად» მიიჩნევდა. ამისი ნათელი მაგალითია რუსეთის ისტორია XVI საუკუნიდან მოყოლებული. პირველად სწორედ XVI საუკუნეში აღმოჩნდა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში არარუსული მიწები: კარელია, კომი, ვოლგისპირეთი, ურალისპირეთი; XVII საუკუნეში რუსეთმა შეიერთა ციმბირი, უკრაინა, ბელორუსია. კოლონიურ დაპყრობათა პროცესი უფრო ინტენსიური გახდა XVIII საუკუნეში, როცა რუსეთმა დაიპყრო ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ყირიმი და შავი ზღვის მთელი ჩრდილოეთი სანაპირო; XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა კავკასია.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ცარიზმი პოლიტიკური თვალსაზრისით სანდო ელემენტებით ქვეყნის დასახლებისათვის ზრუნვას შეუდგა. კავკასიის მთავარმართებელმა . ციციანოვმა (1802-1806) აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლში) ირანის აზერბაიჯანიდან და ერევნის სახანოდან სომხები გადმოასახლა, მოლაპარაკებას აწარმოებდა ურმიის მხარეში მცხოვრებ აისორებთან და მათ საქართველოში ერთიანად გადმოსახლებას ურჩევდა. მთავარმართებელმა . რტიშჩევმა (1812-1816) იმპერატორ ალექსანდრე I- (1801-1825) წარუდგინა «სრულიად საქართველოს გენერალური რუკა» ვრცელი ახსნა-განმარტებით, სადაც ქვეყნის ინტენსიური კოლონიზაციის საკითხს აყენებდა. არსებობდა იდეა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დონის კაზაკთა ჩასახლების შესახებ. მოგვიანებით, ცარიზმი შეეცადა საქართველოში სამხედრო დასახლებათა მოწყობას სამსახურიდან დათხოვილი დაოჯახებული ჯარისკაცებისაგან, რომლებსაც მთავრობა მიწის საჭირო რაოდენობითა და სამუშაო იარაღით უზრუნველყოფდა. მხარის კოლონიზაცია რუსული ელემენტებით ხორციელდებოდა არამარტო სამხედრო დასახლებათა შექმნით, აქ ასახლებდნენ რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან გადმოსახლებულ სექტანტებსაც. 1817 წლის სექტემბერში საქართველოში გამოჩნდნენ პირველი გერმანელი კოლონისტები (31 ოჯახი, 181 სული), რომლებიც თბილისის მიდამოებში ჩაასახლეს. 1818-1819 წწ. საქართველოში (თბილისის შემოგარენსა და ქვემო ქართლში) გერმანელთა კიდევ რამდენიმე კოლონია შეიქმნა.
1828-1829 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როცა რუსეთის ჯარებმა . ახალციხე აიღეს (1828 . 15 აგვისტო) და სამცხე-ჯავახეთის ერთი ნაწილი შემოიერთეს, ადგილობრივი მაჰმადიანი ქართველობა თურქეთში გადასახლდა, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი მეფის ხელისუფლებამ. კავკასიის მთავარმართებელმა . პასკევიჩმა (1827-1831) მათ საცხოვრებელ ადგილებში 1830 . თურქეთიდან 30 ათასამდე სომეხი ჩამოასახლა, რომელიც ცარიზმის დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ამ მხარეში. იმის გამო, რომ 1830. სამცხე-ჯავახეთში იმაზე მეტი სომეხი გადმოსახლდა (14 ათასი ოჯახი), ვიდრე განზრახული იყო (8 ათასი ოჯახი), დღის წესრიგიდან მოიხსნა კაზაკთა ჩამოსახლების საკითხი. იმავე 1830 . თურქეთიდან ბერძნებიც ჩამოასახლეს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ასევე ქვემო ქართლში ჩაასახლეს ირანიდან და თურქეთიდან 1827-1829წწ. გადმოსახლებული სომხები, ხოლო მოგვიანებით, რუსეთიდან გადმოსახლებული სექტანტები.
ჩრდილოეთ კავკასიაში ფართოდ წარიმართა კოლონიზაცია კაზაკების მეშვეობით. ნიკოლოზ I (1825-1855) სავსებით იზიარებდა კავკასიაში კოლონიური პოლიტიკის გატარების აუცილებლობას, რადგან მიაჩნდა, რომ კოლონიზაციას ხელი უნდა შეეწყო «რუსული მფლობელობის განმტკიცებისათვის, უზრუნველეყო ადგილობრივი მოსახლეობის სრული მორჩილება და, საბოლოო აზრით, მხარის იმპერიასთან შერწყმა».
მეფის ხელისუფლებასა და რუსეთის მოწინავე საზოგადოებას ერთნაირი მიდგომა ჰქონდა კავკასიის საკითხისადმი. ჯერ კიდევ XIX . დასაწყისში რუსი დეკაბრისტი, დეკაბრისტთა «სამხრეთის საზოგადოების» ლიდერი . პესტელი საზოგადოების საპროგრამო დოკუმენტში «რუსსკაია პრავდა», იმ ღონისძიებების შესახებ, რაც რუსეთის ხელისუფლებას კავკასიაში უნდა გაეტარებინა, წერდა:
«1. Решительно покорить все народы живущие к северу от границы, имеюшей бить протянутой от между Россиею и Персиею, а равно и Турциею, в том числе и приморскую часть, ныне Турции принадлежащую;
2. Разделить все кавказские народы на два разряда: мирные и буйные. Первых оставить в их жилищах и дать им российское правление и устройство, а вторых _ силою переселить во внутренность России,
раздробив их малыми количествами по всем русским волостям;
3. Завести в кавказской земле русские селения и всем русским переселенцам раздать все земли, отнятые у прежних буйных жителей, дабы всем способом изгладить на Кавказе даже все признаки прежних (т. е. теперешних) его обитателей и обратить сей край в спокойную и блогоустроенную область русскую».
ამრიგად, . პესტელი კავკასიელ ხალხებს ყოფდა მშფოთვარე, დაუმორჩილებელ და მშვიდ, დამყოლ ტომებად. მისი აზრით, აუცილებელი იყო პირველის გადასახლება იმპერიის შიდა გუბერნიებში, ხოლო მეორის თანდათანობითი ასიმილაცია და სრული გათქვეფა კავკასიაში ჩასახლებულ რუსულ მოსახლეობაში. შემდეგში ცარიზმი სწორედ ასე მოიქცა.
კავკასიის ომის უკანასკნელ ეტაპზე, 1859-1864 წლებში, ცარიზმი დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელების სამშობლოდან ძალდატანებით გასახლებას შეუდგა. ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით.
მუჰაჯირობა (არაბ. «მუჰაჯერეთ» - გადასახლება), კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება თურქეთის იმპერიაში XIX საუკუნეში, დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან(კავკასიის ომები - სამხედრო მოქმედებათა წყება, რომელიც მეფის რუსეთმა კავკასიის დასამორჩილებლად XVIII-XIX სს. ჩაატარა.). რუსეთის ხელისუფლებას სურდა დაუმორჩილებელ კავკასიელ მთიელთა თურქეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, გათავისუფლებული მიწები ფართო კოლონიზაციისათვის გამოეყენებინა, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით.
1859 წელს, რუსების მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ჩეჩნები, დაღესტნელები და ოსები თურქეთისაკენ დაიძრნენ. შემდეგი გადასახლების პროცესმა მოიცვა დასავლეთ კავკასია, სადაც კულმინაციას 1863-1864 წწ. მიაღწია. დას. კავკასიის ტომები: მრავალრიცხოვანი ადიღეელები (ჩერქეზები), უბიხები, აბაზები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ყარაჩაელები თურქეთში გადასახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან გადასახლებულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო, რადგან დაღესტან-ჩეჩნეთისათვის თურქეთი შორს იყო, ხოლო ოსები, ყაბარდოელები და ბალყარელები რუსეთის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დას. კავკასიის ტომებს, ზოგიერთი მათგანი (უბიხები) მთლიანად აიყარა და თურქეთში გადასახლდა. ამრიგად, კავკასიელ მთიელთა ძალდატანებითი გადასახლება თურქეთში, რუსეთის მიერ კავკასიელ მთიელთა მიმართ გატარებული გენოციდის პოლიტიკის გაგრძელება იყო.
მუჰაჯირობის პროცესმა აფხაზეთიც მოიცვა. 1867 წელს განხორციელდა აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში, რომლის მიზეზებიც იყო რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის დაპყრობა და კავკასიის ომის დამთავრება, აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აქ რუსული მმართველობის შემოღება, მხარის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, აფხაზეთში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება და 1866 წლის ლიხნის აჯანყება.
1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას, 1877 . აგვისტოში მოხდა აფხაზთა მეორე მასობრივი ძალდატანებითი გადასახლება თურქეთში.
მუჰაჯირობა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა აფხაზი და კავკასიის სხვა ხალხების ისტორიაში. «ეს არის არა უბრალო ეპიზოდი, - წერდა ისტორიკოსი . ინალ-იფა, - არამედ უმძიმესი ეროვნული ტრაგედია, რამაც აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა». ქართველი საზოგადოებრიობა დიდი თანაგრძნობით შეხვდა აფხაზთა და კავკასიელ მთიელთა ამ ტრაგედიას. XIX . გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: გრ. ორბელიანმა, . ჭავჭავაძემ, . წერეთელმა, . გოგებაშვილმა, . მესხმა, . წერეთელმა, ალ. ყაზბეგმა, . ჭიჭინაძემ, . ჭარაიამ, . ჯანაშიამ, . სახოკიამ და სხვ. გულწრფელი თანაგრძნობა გამოხატეს აფხაზთა და კავკასიელ მთიელთა მშობლიური მხარიდან გადასახლების გამო.
აფხაზთა მუჰაჯირობის საკითხები დაწვრილებითაა შესწავლილი გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის . ძიძარიას ფუნდამენტურ ნაშრომში «მუჰაჯირობა და XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის პრობლემები», რომელიც მდიდარ ფაქტობრივ მასალას ემყარება. მასში აფხაზთა მუჰაჯირობის რთული პროცესი ნაჩვენებია რუსეთის დას. კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის, აფხაზეთში რუსეთის მფლობელობის განმტკიცებისა და საერთოკავკასიური მიგრაციული პროცესის ფონზე. აგრეთვე, კავკასიაში რუსეთის, თურქეთის, ევროპის სახელმწიფოების (ინგლისი, საფრანგეთი) ინტერესების ჩვენებითა და იმდროინდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აფხაზი მკვლევარი შეგნებულად აზვიადებს აფხაზ მუჰაჯირთა რაოდენობას, რითაც მათ სურთ დაამტკიცონ, რომ აფხაზთა ხვედრითი წილის თითქოსდა კატასტროფული შემცირება აფხაზეთში მუჰაჯირობის მიზეზით მოხდა. ამ მიზნით შემუშავდა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც XIX საუკუნეში აფხაზთა თურქეთში გადასახლება რამდენიმე ეტაპად მოხდა.
როგორც ირკვევა, აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში 1867 წელს მოხდა. მაშინ სამშობლო დაახლ. 20 ათასმა აფხაზმა დატოვა. აფხაზთა მასობრივი გადასახლების მეორე ტალღა 1877 წელს იყო, როცა თურქეთში დაახლ. 30 ათასი აფხაზი გადასახლდა.
მუჰაჯირობის შემდეგ თითქმის მთლიანად გაუკაცურდა ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური აფხაზეთი, დაცარიელდა ქვეყნის მთიანი მხარეები: წებელდა, დალი, ფსხუ. ეს პროცესი არ შეხებია მხოლოდ სამურზაყანოს. მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთი დამთრგუნველი სანახავი იყო. როგორც . მარი აღნიშნავდა, «Абхазия была обездолена в своей даже центральной этнографической части … остались одни одичалые дворы с фруктовыми деревьями, ни души абхазской, ни звука абхазского». თითქმის მთლიანად გადასახლდნენ ეთნიკურად აფხაზთა მონათესავე ჯიქების მთის თემები აიბგა და აჰჭიფსხუ, საიდანაც გვიანფეოდალურ ხანაში მუდმივად ხდებოდა მოსახლეობის ინფილტრაცია აფხაზეთში.
წინამდებარე ნაშრომში კავკასიის ომის ფონზე განხილულია რუსეთის მფლობელობის განმტკიცება აფხაზეთში, ცარიზმის კოლონიზატორული მიზნები, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის მიზეზები, მსვლელობა და საინტერესო ისტორიული დოკუმენტი - მუჰაჯირთა სია.
1867 წელს, აფხაზთა გადასახლების პროცესში, დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახის თავკაცთა სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა რაოდენობის (ქალთა, კაცთა) ჩვენებით. ამ სიის ორიგინალი ინახება სცსს არქივში (. 545, აღწ. 1, . 191). მუჰაჯირთა სიას იცნობდა . ძიძარია, რომელსაც იგი მოხსენიებული აქვს თავის ნაშრომში. 1990 წელს აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა . გოჟბამ გაზ. «აფსნი ყაფშ»-ში (30 მაისი, 1-2 ივნისი) აფხაზურ ენაზე გამოაქვეყნა 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სიის ერთი ნაწილი: «1867 წლის ივნისში წებელდიდან და დალიდან მუჰაჯირობაში წასული აფხაზები», ხოლო შემდეგ (8 ივნისი) სიის მეორე ნაწილიც, სახელწოდებით: «1867 წელს ბზიფი-გუმა-აბჟუა-აყუა-გულრიფშიდან მუჰაჯირობაში წასული აფხაზები». მოგვიანებით . გოჟბამ გაზ. «აფსნი ყაფშ»-ში (21, 22, 23 ივნისი) რუსულ ენაზე გამოაქვეყნა «1867 წელს აფხაზეთიდან წასულ მუჰაჯირთა სია».
1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია რუსულ ენაზეა შედგენილი. იგი შედგენილია გაკრული ხელით და 120 გვერდს მოიცავს. სიის ზოგიერთი ადგილის წაკითხვა გაძნელებულია, ამასთან ერთი და იგივე სახელი და გვარი ზოგჯერ სხვადასხვანაირადაა ჩაწერილი, ზოგჯერ დამახინჯებულია სოფლების სახელებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ . და . გოჟბებს, როგორც აფხაზურ, ისე რუსულ პუბლიკაციაში სახელები და გვარები, სოფლების სახელწოდებები აფხაზური ფორმით აქვთ გადმოცემული, რაც თავისთავად დოკუმენტის დამახინჯებაა.

1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია საინტერესო ისტორიული დოკუმენტია.  (რაც შეეხება აფხაზთა 1877 წლის მუჰაჯირობას, ეს იყო არაორგანიზებული, სტიქიური პროცესი და, ამდენად, იმ დროს მუჰაჯირთა სია არც შეუდგენიათ.) მას დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის ისტორიის, აფხაზთა ეთნოლოგიისა და ეთნოისტორიის, XIX . აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური სტრუქტურის, აფხაზეთის დემოგრაფიის, ტოპონიმიკის, აფხაზური ონომასტიკის კვლევის თვალსაზრისით და ამდენად გარკვეულ დახმარებას გაუწევს სათანადო სპეციალისტებს.
*   *   *
    1864 წლის აპრილში ალექსანდრე II-მ მოიწონა კავკასიის მეფისნაცვლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები. მაისში მიხეილ ნიკოლოზის ძეს გაეგზავნა შესაბამისი მითითებები, რომელთა რეალიზაცია მან ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დ. სვიატოპოლკ-მირსკის და აფხაზეთის ჯარების სარდალს, გენერალ პ. შატილოვს დაავალა. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ.
    რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე მზად ჰქონდათ წინადადებები აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ მისი მიწა-წყლის მკვიდრი მოსახლეობისაგან გათავისუფლების შესახებ. დ. სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს 1864 წლის 27 ივნისს წერდა: „თუ აფხაზების ნაწილი სამთავროს გაუქმების შემდეგ თურქეთში გადასახლებას მოისურვებს, ვფიქრობ, ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ“.
    ხელისუფლებას სურდა, რაც შეიძლება ჩქარა შედგომოდა აფხაზეთის კოლონიზაციას. „თუ შევიძენდით მთავრის მამულებს, რომლებიც მეტად ვრცელია და მნიშვნელოვანი, ჩვენ ახლავე შეგვეძლო შევდგომოდით აფხაზეთის კოლონიზაციას კაზაკ-რუსების მეშვეობით“, – აღნიშნავდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი. მისი წინადადებით ყუბანის ოლქსა და ქუთაისის გუბერნიას შორის საზღვრად უნდა დადგენილიყო გაგრის ქედი და ესეც მხოლოდ ერთი მიზნით: „თუ ჩვენ ხელთ იქნება ცარიელი ადგილები ბზიფის ორსავე მხარეს, – წერდა დ. სვიატოპოლკ-მირსკი 1864 წლის 6 ივნისის წერილში გენერალ ა. კარცოვს, – შევძლებთ საფუძველი ჩავუყაროთ რუსულ მოსახლეობას აფხაზეთში“.
      1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. იგი შედგებოდა ბზიფის, სოხუმის, აბჟუის ოლქებისაგან (округ). მასში შევიდა წებელდის საბოქაულოც. სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) უფროსად დაინიშნა აფხაზეთის ჯარების უფროსი, გენერალი პ. შატილოვი. ამრიგად, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღებით ამ მხარეში კოლონიური პოლიტიკური რეჟიმი მკვიდრდება.
    1865 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა ოლქების მიხედვით ასეთი იყო: округ Сухумский 2 826; дворов 16 475 душ; округ Бзыбский 3 726; 20 090;  округ Абживский 5 049; 32 182; пристав. Цебельдинское 1 436; 10 443. всего 13037; 79 190
    1866 წელს ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიუღებელმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ და თავისი ხასიათით ბატონყმური რეფორმისათვის ნიადაგის მომზადებამ აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. ცარიზმმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები და აგვისტოში აჯანყება ჩაახშეს.
   აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას. 1866 წლის 11 აგვისტოს დებულების თანახმად სოხუმის სამხედრო განყოფილება (აფხაზეთი) ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოლქებად (округ) დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.
     იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკ-რუსებით, სამურზაყანო (ოქუმის ოლქი) აფხაზეთს შეუერთეს.
      1866 წლის აჯანყების შემდეგ გაჩნდა აფხაზთა თურქეთში გადასახლების გეგმის პირველი დასაბუთება, რომელიც მოცემულია ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1866 წლის 27 ოქტომბრის მიმართვაში კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსის დ. სტაროსელსკისადმი. მასში ნათქვამია: „არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის განყოფილების მხრიდან ყოველგვარი საშიშროების აღმოსაფხვრელად, ესაა აფხაზეთის მოსახლეობის თურქეთში გადასახლება“. დ. სვიატოპოლკ-მირსკის აზრით, თუ ამ ნაბიჯზე წავიდოდნენ, ყველა სხვა საშუალება ზედმეტი იქნებოდა და საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. ამასთან, იგი ამ ღონისძიებას იმ სისტემის დაგვირგვინებად მიიჩნევდა, რაც მიღებულ იქნა დას. კავკასიის მთიელ ტომთა მიმართ. კავკასიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფხაზთა გადასახლებას მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევდნენ, რამდენადაც აფხაზეთი და წებელდა გეოგრაფიული მდებარეობის გამო დიდ როლს ასრულებდნენ კავკასიის ომის დროს და, მათი აზრით, კვლავაც ექნებოდათ დიდი მნიშვნელობა კავკასიაში ყოველგვარი საომარი მოქმედების დროს. ამიტომ ამ მხარის მუსლიმანი მოსახლეობის შემცირება მათი თურქეთში გადასახლების გზით, ხელს შეუწყობდა პოლიტიკური სიმშვიდის უზრუნველყოფას და, შესაბამისად, მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ამ მხარეში. მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ „აფხაზთა გადასახლების მთავარ ამოცანად მიაჩნია რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან მოსახლეობის იმ ნაწილის მოშორება, რომელიც ხელისუფლებისადმი ყველაზე უფრო მტრულად არის განწყობილი“.
   1866 წლის ნოემბერში ალექსანდრე II დათანხმდა პირველივე შესაძლებლობისთანავე გაესახლებინათ აფხაზეთისა და წებელდის მუსლიმანი მოსახლეობა თურქეთში. იმპერატორისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა კავკასიის ჯარების შტაბის უფროსს, გენერალ ა. კარცოვს უბრძანა, დაუყოვნებლივ შედგომოდა ამ გადაწყვეტილების შესრულებას. თავის მხრივ, მუსლიმანი აფხაზებიც დაჟინებით მოითხოვდნენ თურქეთში გადასახლებას, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის ელჩს თურქეთში, გრაფ ნ. იგნატიევს დაავალა ამის თაობაზე მოლაპარაკება გაემართა პორტასთან. მალე, რუსეთის ელჩი შეუთანხმდა თურქეთის საგარეო-საქმეთა მინისტრს ალი ფაშას აფხაზთა გადასახლების შესახებ. შეთანხმება მოხდა იმაზეც, რომ თურქეთის ხელისუფლებას მუჰაჯირები რუსეთის საზღვრისპირა ადგილებში არ დაესახლებინა.
   კავკასიის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ იმჟამად ხელისუფლებისათვის უმთავრესი აფხაზთა გადასახლების საკითხი იყო. ამასთან, ხელისუფლება აღიარებდა, რომ თუ აფხაზეთის მთელი მუსლიმანი მოსახლეობა მოისურვებდა გადასახლებას, გარკვეულ სირთულესა და უხერხულობას შექმნიდა. ამიტომ, მათი აზრით, ეს პროცესი უნდა დაერეგულირებინათ. რეკომენდირებული იყო ასევე, რომ გადასახლებულთათვის უკან დაბრუნების ნება არ დაერთოთ.
     რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა ემიგრანტთა რიცხვი. ნავარაუდევი იყო აფხაზთა 4500 ოჯახის გასახლება. თავის მხრივ, ოსმალეთი მზადყოფნას გამოთქვამდა აფხაზეთიდან 4000 ოჯახი მიეღო.
       1867 წლის 13 თებერვალს მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი ალექსანდრე II-ს წერდა, რომ კავკასიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ძალით არ განდევნოს აფხაზები თურქეთში, მაგრამ ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ გადასახლებას. ამასთან, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა პირველ რიგში გაესახლებინა წებელდა-დალის მუსლიმანი მოსახლეობა ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ხელისუფლება ითვალისწინებდა, რომ ამ თემების მოსახლეობა ცხოვრობდა მთის ძნელად მისადგომ ადგილებში და კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან. ამასთან, ხელისუფლება მათ რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლაშიც სდებდა ბრალს და მისი სურვილი იყო პირველ რიგში იმ ხალხის გადასახლება, რომელიც მეტნაკლებად დაკავშირებული იყო აჯანყებასთან.
       თურქეთისაგან თანხმობის მიღების შემდეგ მეფისნაცვალმა განკარგულება გასცა აპრილის ბოლოდან დაწყებულიყო აფხაზთა გადასახლების პროცესი. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ადგილებში კვლავ გადაისროლეს ჯარები. ჯერ კიდევ გადასახლების დაწყებამდე, 1867 წლის 6 აპრილს, სოფ. ფსირცხადან მუჰაჯირთა პირველი ნაკადი სამი ხომალდით წავიდა ბათუმში, რომელიც მაშინ თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ესენი იყვნენ ჯიქები და ფსხუელები (49 ოჯახი, 218 სული), რომლებიც სოფ. ფსირცხაში 1864 წლიდან ცხოვრობდნენ.
      1867 წლის აპრილის ბოლოს მუჰაჯირობის ორგანიზებული პროცესი დაიწყო. აფხაზთა გადასახლება ძირითადად ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რაც აშკარად ჩანს იმდროინდელი დოკუმენტებიდან. 1867 წ. 31 მარტს მეფისნაცვალი იმპერატორს წერდა, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებთ არ სურდათ თურქეთში წასვლა. აფხაზები ნებაყოფლობით ქრისტიანობასაც იღებდნენ, რომ დარჩენა მოეხერხებინათ. 1867 წ. ივნისში გაზ. „დროება“ იუწყებოდა: „აფხაზები ძლიერ დაჯავრიანებულნი არიან… სამურზაყანოში კანკალებენ შიშით, ვაითუ ჩვენც გადაგვასახლონო… აქაურებს და აფხაზებს დიდი ნათესაობა აქვთ. წებელდელები, დალელები და გუფუელები წავიდნენ. აბჟუის მაზრიდანაც მრავალი წავიდა. ჭილო-უელები და ჯგერდელები გამორეკეს თავიანთი ბინიდან. მათ საშინელი გულით არ უნდათ წასვლა. აფხაზები დიდად აქებენ ბზუფუს მაზრის უფროსს დიმიტრი ჭავჭავაძეს. მან მამობრივი მზრუნველობით აუხსნა მათ, რომ რუსის მმართველობის ქვეშ ყოფნა სჯობს ოსმალეთში გადასახლებას“.
    მიუხედავად იმ შიშისა, რომელიც სამურზაყანოელებს ჰქონდათ, მუჰაჯირობა მათ არ შეხებია, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო, ხოლო აფხაზები, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ქრისტიანები იყვნენ.
      ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ამბროსი ხელაიას ცნობით, მუჰაჯირობის დროს აფხაზეთის ეპისკოპოსთან, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ოქროპირიძესთან (1862-1869), რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა აფხაზებში, მოსულა მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, 12 წლის შვილთან ერთად. მან მღვდელმთავარს აუხსნა მოსვლის მიზეზი – შენთან მოვედი კეთილო მწყემსო, მე ოსმალეთში მივდივარ, სამშობლოს სამუდამოდ ვეთხოვები და ჩემი ვაჟი მინდა დავტოვო შენთან. ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება ჩემს ერთადერთ შვილს გავუზიარო და შენთან მოვიყვანე. ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და ბედნიერი იქნებაო. თვალცრემლიანი მამა დაემშვიდობა შვილს, რომელიც ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აღზარდა, მღვდელი გახდა და დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.
    კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ა. კარცოვი აღნიშნავდა, რომ აფხაზთა გადასახლების ხელშემწყობი გარემოება იყო „აფხაზური საგვარეულოების ნათესაური თუ მეგობრული კავშირები თურქეთში წასულ აფხაზურ თუ დასავლეთ კავკასიის მთიელებთან“. აღსანიშნავია, რომ დას. კავკასიის მთიელთა გადასახლებამ დიდი გავლენა იქონია ამ მოძრაობის დაწყებაზე აფხაზეთში. იგივე გენერალი ა. კარცოვი ხაზს უსვამდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით საზოგადოების ზედაფენებს არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, მიებაძათ ერთმორწმუნე დას. კავკასიის მთიელებისათვის და წასულიყვნენ თურქეთში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზი მემამულეები დაშინებული იყვნენ საგლეხო რეფორმით. ისინი ხედავდნენ, რომ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და 1866 წლის აჯანყების შემდეგ, ხელისუფლების დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვალა. ცარიზმს ადგილობრივი თავადაზნაურობა უკვე არ მიაჩნდა თავის დასაყრდენად, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ ცნო მათი უფლებები გლეხთა მიწებზე. ამაში მჟღავნდებოდა ცარიზმის სურვილი, თავის განკარგულებაში მიეღო მიწების მნიშვნელოვანი ფონდი შემდგომი კოლონიზაციისათვის. ამის გამო აფხაზმა თავადაზნაურობამ გადაწყვიტა თურქეთში წაეყვანა დამოკიდებული გლეხობაც და მათ ხარჯზე აეგო თავისი ბედნიერება უცხოეთში. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი, გენერალი მ. ტოლსტოი 1867 წ. 16 მარტს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს წერდა, რომ დაახლ. 40 წებელდელ თავადს 1 მაისიდან განზრახული ჰქონდა თურქეთში გადასახლება გლეხთა 2170 ოჯახთან ერთად. გლეხები უნდა წაყოლოდნენ თავიანთ მემამულეებს, თუნდაც ამისი სურვილი არ ჰქონოდათ. ამას განაპირობებდა გლეხების ტრადიციული ურთიერთობა და, მათ შორის, ნათესაური დამოკიდებულება თავად-აზნაურებთან.
       აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აფხაზი ფეოდალი ცარიზმის მოსყიდული იყო. ასე, მაგალითად, დალელმა თავადმა მიხეილ (ნათლობამდე ალმახსიტ) მარშანმა დიდი დახმარება გაუწია ხელისუფლებას მტრულად განწყობილი წებელდელებისა და დალელების, მათ შორის, მასზე დამოკიდებული გლეხების გადასახლებაში. მიხეილ მარშანისა და მისი ძმის ხრიფსის გლეხებს მათ გარეშე არ სურდათ გადასახლება. წებელდა-დალიდან გადასახლების პროცესი რომ არ შეფერხებულიყო, დალელების დაყოლიების მიზნით გადაწყდა ხრიფს მარშანიც წასულიყო თურქეთში გლეხებთან ერთად, თუმცა მას გამოეყო 400 მან. და საიდუმლოდ მიეცა უცხოეთის პასპორტი, რომ დაბრუნება შეძლებოდა. რადგან მიხეილ და ხრიფს მარშანები, როგორც აფხაზები, ვალდებულნი იყვნენ გადასახლებულიყვნენ დალიდან, სანაცვლოდ მათ გამოუყვეს მიწები სოფ. ჯგერდაში და დაუნიშნეს პენსია. მიხეილს პორუჩიკის ჩინიც ებოძა. მიხეილ მარშანი ადრიდანვე გამოირჩეოდა რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგულებით. მისი გავლენით დალელებმა 1866 წ. აჯანყებაში არ მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, ის და მისი ძმა, თავიანთ მომხრეებთან ერთად, 1866 წ. აჯანყების დროს წებელდის გარნიზონს დაეხმარნენ სიმაგრის დაცვაში.
    აღსანიშნავია, რომ წებელდა-დალიდან გადასახლებულთა შორის იყვნენ 1866 წლის აჯანყების აქტიური მონაწილეები: კვაჯ ზურაბ-იფა მარშანი, თათლასთან თენგიზ-იფა მარშანი, ფსხუბეი სასტანღაზ-იფა მარშანი, ყიზილბეკ მარშანი, შირინბეი მარშანი და სხვები.
   როცა გადასახლების პროცესმა მნიშვნელოვანი გაქანება მიიღო, ხელისუფლება შეეცადა შეეზღუდა იგი, რასაც მიაღწია კიდეც. 1867 წ. ივნისის დასაწყისში გადასახლების პროცესი დასრულდა. თურქეთის ხელისუფლებამ, შეთანხმებისამებრ, მუჰაჯირები რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან შორს დაასახლა – ნაწილი ანატოლიაში, ხოლო ნაწილი ბალკანეთში, ძირითადად ბულგარეთში.
     გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახების რაოდენობის, ოჯახის თავკაცების სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა (ქალები, კაცები) რაოდენობის ჩვენებით. ამ სიების მიხედვით, სოფ. ფსირცხადან გადასახლდა 51 ოჯახი (210 სული), სოფ. ფოქვეშიდან – 10 (69 სული. აქედან 9 ოჯახი ფაჩულია – 65 სული, 1 ოჯახი ჯინჯია – 4 სული), სოფ. ჭლოუდან – 125 (539 სული), სოფ. ათარიდან – 7 (43 სული) და ა.შ. ბიჭვინთის ოლქიდან გადასახლდა 226 ოჯახი (1357 სული), დრანდის ოლქიდან – 629 ოჯახი (3245 სული), წებელდის ოლქიდან – 2503 ოჯახი (14740 სული). ამრიგად, აფხაზეთიდან, წებელდა–დალთან ერთად, გადასახლდა არა დაგეგმილი 4500, არამედ 3358 ოჯახი, 19342 სული.
    1867 წ. აგვისტო-სექტემბერში სოხუმის ოლქის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ. გეიმანმა შემოიარა მისდამი რწმუნებული მხარე. 26-28 სექტემბერს ის იყო წებელდასა და დალში. მხარე თითქმის მთლიანად იყო „გაწმენდილი“ ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ვ. გეიმანმა ნება დართო მიხეილ მარშანს 17 ოჯახთან ერთად, რომლებმაც კოდორის ადიდების გამო ვერ მოახერხეს თურქეთში წასვლა, გაზაფხულამდე დარჩენილიყვნენ აქ.
      კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით, 1867 წ. ნოემბრისათვის სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) მოსახლეობა ოლქების (округ) მიხედვით ასეთი იყო: თითქმის მთლიანად „გაიწმინდა“ წებელდა და დალი, რაც გამოწვეული იყო ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობით. ამ თემების თითქმის 15 ათასიანი მოსახლეობა თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და უცხოეთში გადაასახლეს. 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში – არცერთი. აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ სულ მალე, 1874 წელს კავკასიაში ჩამოვიდა ინგლისელი მოგზაური გროვე. იგი ყარაჩაიდან გადმოვიდა კოდორის ხეობაში. ინგლისელი მოგზაური მოიხიბლა კოდორის ხეობით: „ძნელია ნახო უფრო დიდებული და მშვენიერი ადგილი, ვიდრე მდელოთი დაფარული სივრცე და ტყეები, რომელზეც კოდორი მიედინება“, – აღფრთოვანებით წერს იგი. მაგრამ მოგზაურს სევდა და ნაღველი იპყრობს როცა ხედავს, რომ აქ ადამიანის ყოფნის არავითარი კვალი არ ჩანს – „ხეობის ზემო წელი სრულიად უკაცრიელი იყო“, – აღნიშნავს იგი.39
     1867 წელს აფხაზთა მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული მიწა-წყლის დასახლებისა და სოხუმის სამხედრო განყოფილების მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება, რომელიც 1868 წლის მაისში განხორციელდა. გამსხვილდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. შეიქმნა ორი ოლქი (округ) – ბიჭვინთის ოლქი, რომელიც შედგებოდა გუდაუთისა და გუმისთის უბნებისაგან, და ოჩამჩირის ოლქი, რომელიც შედგებოდა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებისაგან. წებელდაში, რომელიც განსაზღვრული იყო მთლიანად კოლონიზაციისათვის, დასახლებათა მზრუნველობა (попечительство) შეიქმნა. ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლამდე იარსება.
      სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. ბეგერეფსთაზე (ხოლოდნაია რეჩკა) გადიოდა, სადაც მას ყუბანის ოლქის შავი ზღვის ოკრუგი ესაზღვრებოდა; სამხრეთ-აღმოსავლეთით – მდ. ენგურზე, ხოლო ჩრდილოეთით – კავკასიონის ქედზე.
აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესები და აფხაზ მუჰაჯირთა სია
1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია უაღრესად საინტერესოა აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესების, აფხაზური ონომასტიკისა და XIX საუკუნის აფხაზეთის ტოპონიმიკის შესასწავლად.
თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსის ფორმირება გვიან შუა საუკუნეებში ხდება, თუმცა აფხაზური ტომები (აბაზგები) დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახ. წ. II საუკუნიდან ჩანს. მათი ამ რეგიონში გამოჩენა კოლხეთის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის დაცემას (ძვ. წ. I ს.) უკავშირდება, როდესაც ჩრდ. კავკასიიდან შავიზღვისპირეთში მთის ტომები იჭრებიან. სწორედ ამავე ხანებში, ძველი და ახალი ერის მიჯნაზე, შავი ზღვის ჩრილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მკვიდრდებიან ჯიქები, რომლებიც ადრე ჩრდ. კავკასიაში მოსახლეობდნენ.
ჯიქები აფხაზურ-ადიღური მოდგმის ერთ-ერთი (აბაზური) ტომია. ძველი ქართული წყაროები, რომლებიც ვერ აფიქსირებენ მრავალრიცხოვან აბაზურ ტომებს, ამ სახელით იცნობენ როგორც საკუთრივ ჯიქებს, ასევე საერთოდ აბაზებს. წარსულში აფხაზები და აბაზები ერთ ეთნიკურ ჯგუფს ქმნიდნენ. მკვლევართა ნაწილის (პ. უსლარი, ნ. მარი, ს. ყაუხჩიშვილი, ოტ. კახაძე) აზრით, სწორედ «აბაზა» სახელიდანაა მიღებული სახელწოდება «აფხაზი».
საუკუნეების განმავლობაში ქართველ ტომებთან ურთიერთობის შედეგად აფხაზები მკვიდრად შემოდიან ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სამყაროში. შუა საუკუნეებში ისინი ქართული სამყაროს ისეთსავე ორგანულ ნაწილს შეადგენდნენ, როგორც დასავლურქართული ტომები. აფხაზთა და ქართველთა ასეთი ერთიანობა აფხაზთა ქართულ კულტურულ სამყაროში თანდათანობითი მშვიდობიანი ინტეგრირების შედეგი იყო. აკად. ნ. ბერძენიშვილის დასკვნით, «როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო, და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი…»
საქართველოს ერთიანი მონარქიის პოლიტიკური დაშლის შემდეგ გაძლიერდა ფეოდალური განკერძოების პროცესი. ამას დაერთო გარეშე მტრების შემოსევები, მათ შორის, კავკასიის მთის მოსახლეობის - აბაზურ-ადიღური, ოსური, დაღესტნური ტომების ჩამოსახლების პროცესი. ამ ძნელბედობის ხანაში აფხაზეთთან ორგანული და ინტენსიური ერთობა შესუსტდა.
აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მთის ჩამოწოლამ. დასავლეთ კავკასიიდან აფხაზთა მონათესავე, სოციალურად სუსტად განვითარებული აბაზური ტომების ჩამოსახლება ადრეც ხდებოდა. XIII საუკუნიდან ამ პროცესის ახალი ეტაპი იწყება, რაც დაკავშირებულია ჩრდ. კავკასიაში მონღოლ-თათართა გამანადგურებელ შემოსევებთან, რამაც იქ მცხოვრები ტომების ამოძრავება გამოიწვია. ამ პერიოდში, ყუბანისპირეთიდან ადიღური ტომების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოწოლის გამო, აფხაზების ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები აბაზების (ქართ. წყაროების ჯიქები) ერთი ნაწილი ჩრდ. კავკასიაში გადადის (XIV ს.), ნაწილი კი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მოიწევს და აფხაზეთში იწყებს ჩამოსახლებას. იმავდროულად მიმდინარეობს აბაზების ერთი მხრივ, ადიღეელებთან და, მეორე მხრივ, აფხაზებთან შერწყმის პროცესი. აბაზურ-ადიღური ტომების მიერ შავიზღვისპირეთის ექსპანსიის შედეგად, XV-XVI სს. საქართველო კარგავს განაპირა საერისთავოს - აფხაზეთის ნაწილს, ტერიტორიას მდ. ნიკოფსიასა (ნეჩეფსუხო) და მდ. ბზიფს შორის. იმავდროულად აფხაზები აფართოებენ თავიანთ მიწა-წყალს სამხრეთ-აღმოსავლეთით, რისი შედეგიც იყო XVI-XVII სს. ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის = მდ. ფსირცხასა და მდ. ღალიძგას შორის მდებარე მიწების მიტაცება.
ამ პერიოდში აბაზურ-ადიღური ტომების ჩამოსახლებამ აფხაზეთში უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც აქ რადიკალური ეთნიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, რამაც ქართულ სამყაროში აფხაზთა გაუცხოება გამოიწვია.
XV საუკუნეში მთის ჩამოწოლის პროცესი საკმაოდ შორსაა წასული, რისი აშკარა მოწმობაა აფხაზთა მიქცევა წარმართობისაკენ, რაც პირველად გამოჩნდა დაახლ. 1470-1474 წწ. შედგენილ ძეგლში «მცნება სასჯულო». მასში ნათქვამია: «აფხაზეთი ქრისტეანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს». იმავე პერიოდში შედგენილ სხვა ძეგლში კი ნათქვამია: «მას ჟამსა უღმთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნიო». XVI საუკუნიდან უცხოელი ავტორები აფხაზებს «აბაზა» ტერმინით იხსენიებენ. «აფხაზ» და «აბაზა» ტერმინების გაიგივებაში აფხაზეთში მთის ჩამოწოლის პროცესის დადასტურება უნდა დავინახოთ.
XVII ს. უცხოური წყაროების მოწმობით, «აფხაზები» კავკასიელი მთიელები არიან, რომელთაც ჯერ ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა, ფეოდალური წყობა, ქრისტიანობა. ისინი თავიანთი პრიმიტიული ყოფითა და წარმართული რელიგიით აშკარად არ არიან იმ აფხაზთა შთამომავალნი, რომლებიც ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ-პოლიტიკურ მშენებლობაში მონაწილეობდნენ ქართველ ტომებთან ერთად. ეს გენეტიკური ხაზი მოსახლეობის ძირითად მასაში, დაბალ ფენებში, გაწყვეტილია. ქართული კულტურის ტრადიციები მხოლოდ აფხაზ ფეოდალთა წრეში ჩანს შენარჩუნებული. ამ პერიოდის უცხოელი ავტორები აფხაზებს კავკასიელი მთიელებისაგან ვერ არჩევენ. მათი წარმოდგენით, აფხაზების ყოფა, ტანსაცმელი, ტრადიციები ჩერქეზებისას ჰგავს, მათაც ჩერქეზებს უწოდებენ.
მთის ჩამოწოლის შედეგად რადიკალურად შეიცვალა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური სახე. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. «აფხაზი» უკვე არ არის კულტურულ-პოლიტიკურად ქართველი, აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა. ამ ახალ ეთნიკურ ჯგუფს ქართველებმა მექანიკურად ისევ «აფხაზი» უწოდეს, ისინი კი თავიანთ თავს «აფსუას» უწოდებენ.
საგულისხმოა, რომ აფხაზთა თვითსახელწოდება «აფსუა» ეთნონიმ «აბაზას» ფონეტიკური სახეცვლილებაა. ენათმეცნიერებაში აღიარებულია, რომ აფხაზური (აფსუა) ენა აბაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს და მათ შორის მხოლოდ დიალექტური განსხვავებაა. საინტერესოა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხები აფხაზებს თავიანთი მეზობელი მთის აბაზური თემების სახელებს უწოდებდნენ: ყაბარდოელები - აიბგას, უბიხები - ბასხიგს, ყარაჩაელები - აჰჭიფსს. ე. ი. ისინი ამ თემებსა და აფხაზებს (აფსუა) ერთ ხალხად მიიჩნევდნენ.
აბაზებისა და ადიღეელების აფხაზეთში დამკვიდრების თვალსაზრისით საინტერესოა ფოლკლორული მასალები: ისტორიული თქმულებები, ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემები.
ყაბარდოული ფოლკლორული მასალების მიხედვით, ადიღური ტომები, რომლებიც ადიღეელთა ლეგენდარულ გმირს ინალს გაუერთიანებია, მისივე წინამძღოლობით XV ს. დასაწყისში ყუბანის ქვემო წელიდან მერმინდელ ყაბარდოში გადასახლებულან. ინალს თითქოსდა აფხაზეთიც დაუპყრია, მაგრამ მოულოდნელად გარდაცვლილა და აქვე, აფხაზეთში დაუმარხავთ. გადმოცემით, მისი საფლავი ფსხუში მდებარეობს მაღალ მთაზე. ინალის საფლავი, ინალ-კუბა, აფხაზების, აბაზების და ადიღეელების თაყვანისცემის ობიექტი იყო.
აღსანიშნავია, რომ გადმოცემით ინალს მხარში ედგნენ აბაზა მთავრები - აშე და შაშე, რაც მეტყველებს ადიღეელებისა და აბაზების ბრძოლაზე აფხაზეთის დასაუფლებლად. საერთოდ, ინალის შესახებ გადმოცემებში არეკლილია ისტორიული სიმართლე: ადიღური ტომების დამკვიდრება მერმინდელ ყაბარდოში; ადიღეელებისა და აბაზების ბრძოლა აფხაზეთის დასაუფლებლად. გადმოცემიდან ინალის შესახებ ჩანს, რომ ფსხუში ადიღეელები არიან დამკვიდრებული. ისინი უკვე ფსხუს თავიანთ სამკვიდროდ თვლიან და არა უცხო მიწად. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთ წინამძღოლს იქ არ დაკრძალავდნენ. მრავალგვარი ეთნოგენეტიკური გადმოცემები მიუთითებს აფხაზური (აფსუა) ეთნოსის ფორმირების რთულ და ხანგრძლივ პროცესზე, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა მხრიდან მოსული გვარტომობრივი ჯგუფები.
აფხაზური გვარების შესახებ არსებულ გადმოცემებში ლაპარაკია მათ გადმოსახლებაზე ძირითადად ჩრდ. კავკასიიდან (ადიღე, ყარაჩაი, ჯიქეთი). აფხაზ მკვლევარს ს. ბასარიას მოჰყავს 145 წლის მაჟაგვ ადლეიბას ნაამბობი: «აფხაზეთის პირველ მოსახლეებს განეკუთვნებიან გვარები - აგრბა, ადლეიბა, ინაფშბა… ყველა ისინი გამოვიდნენ «ყირიმიდან» (მხედველობაში აქვს ყარაჩაი)… ჩვენი წინაპრები გადმოსახლდნენ, როცა გაიგეს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა გაიფანტა და იგი უდაბნოდ იქცა». გენეალოგიური გადმოცემები, რომლებშიც მოთხრობილია თუ როგორ გადმოსახლდნენ ოდესღაც ჩრდ. კავკასიიდან მათი წინაპრები, აქვთ ავიძბებს, ამფარებს, აშვბებს. ცნობილი აფხაზი მეცნიერი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი შ. ინალ-იფა თვლის, რომ ჩრდ. კავკასიიდან მოსულ გვარებს ეკუთვნიან: აჩბა, მარშანი, ქაპბა, ადლეიბა, ინაფშბა და სხვები.
ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის აფხაზური გვარების დიდი ნაწილის ფუძე-სალოცავად, საგვარეულო მფარველ ღვთაებად ფსხუს მთა ითვლებოდა. აქ იყო სალოცავი ფსხუ-ნიხა, რომელიც იმ გვარების მფარველად ითვლებოდა, რომელთა წარმოშობაც მასთანაა დაკავშირებული. ფსხუ-ნიხა იყო აფხაზური გვარების: ადლეიბა, ამიჭბა, არისთაა, არძინბა, აშუბა, აძინაა, ბაგაფში, ბაზბა, ბენია, ემუხვარი, ზუხბა, ინალ-იფა, კვიწინია, მარშანია, ნანბა, პტიში, საძბა, სიმსიმ, თრაფში და სხვათა ძირი-სალოცავი.
ფსხუ იყო ჩრდ. კავკასიიდან გადმოსახლებულთა თავდაპირველი საცხოვრისი, საიდანაც ხდება ამ საგვარეულოების აფხაზეთში განსახლება. ამან განაპირობა ფსხუში ამ საგვარეულოების ფუძე-სალოცავის გაჩენა.
აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზა-ადიღეელების ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის პროცესი ყველაზე ადრე აფხაზეთის მთის თემებში - ფსხუ, წებელდა, დალი, - დაიწყო. მასზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია, რომელშიც ფართოდაა წარმოდგენილი აბაზურ-ადიღური გვარსახელები.
შემდეგ უკვე აფხაზეთის მთის თემებისა და თავისუფალი აბაზური თემების - აიბგა, აჰჭიფსხუ, - მკვიდრნი ხშირად იჭრებოდნენ აფხაზეთის შიდა რაიონებში მთელი გვიანი შუა საუკუნეების მანძილზე და თვით XIX საუკუნეშიც, მიწა-წყლის მიტაცების, ან უბრალოდ, თარეშისა და ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით.1 ამ დროს ხდებოდა მოსახლეობის მუდმივი ინფილტრაცია ჩრდ. კავკასიიდან აფხაზეთში.
მიგრაციის ამსახველი გენეალოგიური გადმოცემები და ისტორიული ჭეშმარიტება ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა, ზოგჯერ კი ისტორიული სიმართლე უცვლელადაა შემონახული ფოლკლორში.
მარშანიები წარმოშობით მარუშიანები იყვნენ, სვანეთის ერისთავების ფარჯანიან-ვარდანისძეების ჩამომავლები. ისინი უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, სახელდობრ, კოდორის ხეობის შუა და ზემო წელში. წებელდელი მარშანიები ბოლოს გააფხაზდნენ, აფხაზ ფეოდალებად იქცნენ. ის ფაქტი, რომ მარშანიები (ყაბარდ. მარშან) აფხაზეთში ჩამოდიოდნენ ჩრდ. კავკასიიდან იმით აიხსნება, რომ ანტიკური ხანიდან თვით გვიან შუა საუკუნეებამდე ამჟამინდელი ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო სვანური მოსახლეობა, რომელმაც შემდეგ დაკარგა ეთნიკური ინდივიდუალობა და შეერწყა ყარაჩაელებსა და ბალყარელებს. აღსანიშნავია, რომ აბაზების ზოგიერთ თემში «მარშან» გაბატონებულ სოციალურ კატეგორიას აღნიშნავდა.
გვარსახელი ემუხვარი (აფხ. ემხაა), რომლის ფუძე-სალოცავიც ფსხუში იყო, გადმოცემით აღმ. საქართველოდანაა გადმოსახლებული აფხაზეთში და მომდინარეობს ქართული ფეოდალური საგვარეულოდან - ამილახვარი.
არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც აბაზური ფეოდალური სახლი ლაუ (ლოო) და აფხაზი აჩბები მონათესავენი იყვნენ. ამ ნათესაობას ორივე საგვარეულო აღიარებდა. თვით აჩბები თითქოს ჩრდ. კავკასიიდან სწორედ ფსხუს გავლით ჩამოსახლებულან აფხაზეთში. როგორც ჩანს, გარდა გაქართველებული ანჩაბაძეებისა, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, აბაზებშიც იყო აჩბების ფეოდალური საგვარეულო. საერთოდ, აფხაზებში, აბაზებში, ადიღეელებში, ყაბარდოელებში დასტურდება მთელი რიგი საერთო გვარსახელების არსებობა.
ამფარების გადმოცემით, მათი წინაპრები სოფ. კალდახვარის მახლობლად გადმოსულან ზღვიდან. ზღვის ღვთაებისადმი მადლობის ნიშნად, რომელიც მათ მგზავრობისას წყალობდა, ამფარები ყოველწლიურად იკრიბებოდნენ იმ ადგილას, სადაც გადმოცემით მათი წინაპრები ნაპირზე გადმოვიდნენ, საკლავს კლავდნენ და ლოცულობდნენ. მთელ აფხაზეთში გაფანტული ზუხბები ამბობენ, რომ ისინი გენეტიკურად ენათესავებიან ჩრდილოკავკასიურ «აზახვ»-ს (ზიხები, ჯიქები) და ოდესღაც გადმოსახლდნენ აფხაზეთში, ისევე როგორც მრავალი მათი მონათესავე ჯგუფი. აშუბების გადმოცემით, მათი წინაპრები ძველად აფხაზეთში, სოფ. ჯგერდაში, ჩრდ. კავკასიიდან ფსხუს გავლით ჩამოსულან.
აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზა-ადიღეელები გვაროვნულ თემებად (აფხ. აქითა) სახლდებოდნენ. თემები გვაროვნული დასახლებებისაგან (აფხ. აჰაბლა) შედგებოდა. ცალკეულ გვარებს ეკავათ მთელი სოფლები. მაგალითად: სოფ. დოპუაქით (ამჟ. სოფ. აძიუბჟას ერთ-ერთი უბანი) დასახლებული იყო გვარით დოპუა; ეშბებით იყო დასახლებული სოფ. ბედიას ერთი ნაწილი - ეშქით; შოუებით - შოუაა-რუხვწა სოფ. ჯგერდაში; სოფ. ბაზაარქით (ამჟ. სოფ. აბღარხუქის ერთ-ერთი უბანი) დასახლებული იყო გვარით ბაზბა; ბაღაარქით (ამჟ. სოფ. აბღარხუქში) გვარით ბაღბა; ზვანდრიფში (ზვანბების სამფლობელო) გვარით ზვანბა; თარკილაარჰაბლა (თარკილების უბანი სოფ. დურიფშში) გვარით თარკილ; სოფ. ყულანურხვა (ყულანების მაღლობი) გვარით ყულანბა; ბლაბრხვა (ბლაბების მაღლობი) გვარით ბლაბბა; სოფ. ჩაბალრხვა (ჩაბალების მაღლობი) გვარით ჩაბალ. აღსანიშნავია, რომ «ხვა» აღნიშნავს როგორც გვაროვნულ-თემობრივ დასახლებას, ისე მაღლობს. ჩამოსახლებული მთიელები ტრადიციულად სწორედ მაღლობებზე სახლდებოდნენ.
აბაზა-ადიღეელების აფხაზებთან შერწყმის პროცესი თითქმის უმტკივნეულოდ წარიმართა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ შუა საუკუნეების აფხაზები ეთნიკურად ჩამოსახლებულ ტომთა მონათესავენი იყვნენ. გაქართველება მხოლოდ აფხაზთა ზედაფენას შეეხებოდა, ძირითადი მასა კი მტკიცედ ინარჩუნებდა ეთნიკურ თავისთავადობას, საკუთარ ენას. ჩამოსახლებულმა მასამ წალეკა ადგილობრივი მოსახლეობა და აფხაზთა წარჩინებული ფენებიც «გააფხაზდნენ», თუმცა მათ მეტწილად შეინარჩუნეს ქართულად გაფორმებული გვარები: შარვაშიძე (ჩაჩბა), ანჩაბაძე (აჩბა), მარშანია (მარშან), ემუხვარი (ემხაა), მარღანია (მაან). საერთოდ, შუა საუკუნეების საქართველოში არ არსებობდა აფხაზი თავადი და აზნაური როგორც ასეთი. არსებობდა ქართველი თავადაზნაურობა. ამიტომაცაა, რომ ოდიშში, ისევე როგორც აფხაზეთში, თავადაზნაურთა გვარები გაფორმებულია საერთოქართული (ძე, იანი) დაბოლოებებით: აფაქიძე (აფაქია), გოშაძე (გოშუა), დგებუაძე (დგებია), მხეიძე (ხეცია), ქორთოძე (ქორთუა), ჯაიანი და სხვა. «გააფხაზების» მიუხედავად, აფხაზმა თავადაზნაურობამ მეტწილად შეინარჩუნა ქართული თვითშეგნება და ქართული ენა. ვახუშტი ბატონიშვილი თავისი დროის აფხაზების შესახებ აღნიშნავდა: «ენა საკუთარი თვისი აქვთ, მაგრამ უწყიან წარჩინებულთა ქართული». «გააფხაზებულ» თავადაზნაურობას შეემატა ჩამოსახლებულთა წარჩინებული საგვარეულოები: აჩბა, მარშანი, ინალ-იფა, ძაფშ-იფა, მიქანბა, ზვანბა, ჩაბალურხვა და სხვა. თუმცა, გარკვეულწილად, მათაც განიცადეს ქართული კულტურის გავლენა.
აბაზა-ადიღეელების ჩამოსახლება აფხაზეთში ყოველთვის ბრძოლით როდი ხდებოდა. გარდა იმისა, რომ გაჩერქეზებულ აბაზებს თუ საკუთრივ აბაზა ტომებს (უბიხები, ჯიქები), ფაქტობრივად მიტაცებული ჰქონდათ აფხაზეთის მიწა-წყალი მდ. ბზიფამდე და აფხაზეთის მთის თემები - ფსხუ, წებელდა, დალი, - ისინი ძირითადად მაინც აფხაზთა მთავრებისა და თავად-აზნაურების, მიწის მეპატრონეთა ნებით სახლდებოდნენ აფხაზეთში, როგორც უმიწაწყლო მთიელები. თავადაზნაურობა ხელს უწყობდა მათ ჩამოსახლებას თავიანთ მამულებში. არა მარტო აფხაზეთში, საერთოდ გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში, ფართოდ იყო გავრცელებული მწარმოებელი მოსახლეობის მთიდან, იმიერკავკასიიდან გადმობირება-გადმოსახლება. მთის აბაზურ-ადიღური თემებიდან აფხაზეთში ჩამოსულთ მთავარი და ადგილობრივი თავად-აზნაურები ასასის (აფხ. სტუმარი, შეესაბამება ქართულ «ხიზანს») სტატუსით ასახლებდნენ.
გადმოცემით, გუნბას, ტვანბას და თანიას გვარის წარმომადგენლები პირველად სოფ. დურიფშში დამკვიდრებულან აამსთა (აფხ. აზნაური) ლაკრბასთან ერთად, რომლისთვისაც მთავარს ეს სოფელი უბოძებია. XVII ს. ბოლოს სოფ. ზვანდრიფშში დასახლებულა აჰჭიფსიდან (აჰჭიფსხუ) ჩამოსახლებული ფჩკულ ამაბა ერთ დაუთიასთან და სამ პაპბასთან ერთად. მათ მოუყვანიათ თავისუფალი გლეხების 18 კომლი, გვარად კიასალაა. მთავარს ამაბასთვის თავისი ვენახისა და მარნის მოვლა-პატრონობა დაუვალებია. ჩირიკბები ყაბარდოდან ჩამოსახლებულან ჯიქეთში, შემდეგ აფხაზეთში, სოფ. იაშთხვაში; ანხაიუ (აფხ. თავისუფალი გლეხი) არძინბები იაშთხვაში ჯიქეთიდან მოსულან; ანხაიუ არგუნები ჩამოსულან წებელდიდან; ბაალოუ - ადიღედან გადმოსახლებულა სოფ. იაშთხვაში.
აფხაზეთში ჩამოსახლებულ მთიელებს მთავრები მოლაშქრეებად იყენებდნენ თავიანთი მიწა-წყლის გაფართოებისათვის ბრძოლაში, ძირითადად ოდიშის წინააღმდეგ. აბაზები და ადიღეელები ხომ ცნობილი იყვნენ როგორც მამაცი მეომრები. სწორედ მათი მეშვეობით შეძლეს აფხაზებმა ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მიტაცება. ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობა მთიელი ტომების სისასტიკისაგან თავის გადარჩენის საშუალებას გააფხაზებაში ხედავდა, რაც მათი ენის, რელიგიისა და ზნე-ჩვეულებების გათავისებაში გამოიხატა. ამიტომაცაა, რომ აფხაზთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ქართულ გვარსახელებს ატარებს.
აფხაზთა მიერ მიტაცებული მხარის მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაბალი ფენები მოისპო, ტყვედ გაყიდეს ან მონებად აქციეს. საინტერესოა, რომ ტყვეებისაგან შემდგარი უუფლებო ადამიანთა კატეგორიის, მონის აღსანიშნავად, აფხაზურ ენაში დამკვიდრდა ეთნონიმი «აგრუა», რაც მეგრელს ნიშნავს აფხაზურად. ბარონ ტორნაუს ცნობით, მონები (აგრუა) აფხაზეთში ორი სახის იყო: ადგილობრივი, ამ მხარეში დაბადებული (ე.ი. ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობის შთამომავლები), და ახლები - ომში ან თარეშის დროს შეძენილი.
აფხაზურ გვარსახელებში ჩანს აფხაზური (აფსუა) ეთნოსის ფორმირების რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი (ძველაფხაზური, ქართული), ისე სხვადასხვა მხრიდან მოსული გვარტომობრივი ჯგუფები: ჩრდილოკავკასიური (აბაზურ-ადიღური), თურქული და სხვა. აფხაზური გვარსახელები არის ეთნონიმური, ტოტემური, პატრონიმული წარმოშობის, მრავლად გვხვდება აგრეთვე ნასესხები და ხელობის აღმნიშვნელი ტერმინებისაგან ნაწარმოები გვარსახელები.
ეთნონიმური გვარსახელები ნაწარმოებია ამა თუ იმ ეთნოჯგუფის (ტომი, ერი) აღმნიშვნელი ფუძეებისაგან, როგორც სუფთა ფუძის სახით, უაფიქსოდ, ისე გვარის მაწარმოებელი ფორმანტებით. ქართულ სამყაროსთანაა დაკავშირებული გვარსახელები: აგრბა (აგრუა მეგრელს ნიშნავს აფხაზურად. აგრბა იგივეა, რაც მეგრელიშვილი), ასვანუა (აფხ. სვანი), აქირთაა // აქირთავა (აქირთუა, აფხ. ქართველი), ლაზბა (ლაზი), და სხვა. გვარსახელები: ჭანბა - ჭანიას, და ალანი- ალანიას გააფხაზებული ვარიანტებია. აბაზურ-ადიღურ სამყაროს უკავშირდება: თრაფშ (ადიღური ტომი თრამ. სიტყვასიტყვით - «თრამების თავადი»), თამბია (ადიღ. ტომი თამ, თამელები), ბაზბა (აბაზების ტომი), ასაძუა // საძუა // საძბა (აფხ. საძი, ჯიქი), ზახვბა (აფხ. ზიხი, ჩერქეზი), აშხარუა (აფხ. მთიელი. აბაზები იყოფოდნენ ორ ჯგუფად: აშხარუა - მთიელები და ტაპანთა - ბარელები); ჩრდილოკავკასიურ ეთნიკურ სამყაროს უკავშირდება გვარსახელები: შარმათ (სარმატი), აყარაჩ // ყარაჩ (ყარაჩაელი). ეთნონიმური წარმოშობისაა აგრეთვე გვარსახელები: ბერზენია (ბერძენი), თირქბა (ათირქვა, აფხ. თურქი), გირჯინ (თურქ. G»გურჯი», ქართველი). ნასესხებ გვარსახელთა კატეგორიას ეკუთვნის: ენიკ (თურქ. დათვის ბელი), ჩიზმაა (ჩიზმა, თურქ. ჩექმა), იაზიჩბა (იაზიჯი - თურქ. მწერალი); ადიღურ სამყაროს უკავშირდება: ძაფშ-იფა (ადიღ. ლაშქრის წინამძღოლი), ჩაბალურხვა და მსგავსი დაბოლოების სხვა გვარები, რაზეც აშკარად მიუთითებს გვარის დაბოლოება - «ხვა», იგივე «ყვა», რაც ჩერქეზულად ძეს აღნიშნავს. აფხაზებში გავრცელებული გვარი ხაჯიბა დასტურდება შაფსუღებში. აბაზური გვარებია: აგბა, აეშბა, აძინბა, ახბა, აჰალბათ (ხალბადი), გუმბა, ეკბა, თამბია, კილბა, ვაზბა, ივანბა, ლაშბა, ნართაა, ციბა, პაპა (პაპბა), აბაზბა, შარმათ, ქაპბა, ხვაც (ხვაცბა), ჰარანია, ჰაჯიმბა და სხვა. საერთოდ, აფხაზებში (აფსუაა), აბაზებში, ადიღეელებში და ყაბარდოელებში დასტურდება მთელი რიგი საერთო გვარსახელების არსებობა, რაც მათ ახლო ნათესაობაზე მეტყველებს.
აფხაზური გვარსახელების ერთი ნაწილი ტოტემური წარმოშობისაა. მუხის კულტს უკავშირდება გვარსახელი აჯბა (აჯ, აფხ. მუხა), ნეკერჩხლის კულტს – ამჭბა//ამიჭბა (ამჭა, ამაჭა, აფხ. ნეკერჩხალი), წიფლის კულტს _ აშვბა//აშუბა (აშვ, აფხ. წიფელი); ცხოველთა და ფრინველთა სახელებიდანაა ნაწარმოები: ბაღბა (აბაღ, აფხ. მამალი თხა), ბგანბა (აბგა, აფხ. მგელი), ეშბა (აეშ, აფხ. ციყვი), ცუგბა (აცგუ, აფხ. კატა), ბღაჟვბა (ბღეჟ, ადიღ. არწივი).
პატრონიმული წარმოშობისაა გვარსახელები: ინალ-იფა, პატეიფა, შათიფა. ისინი მომდინარეობენ წინაპართა სახელებისაგან: ინალ, პატ, შათ.
რიგი აფხაზური გვარსახელები დაკავშირებულია ხელობასთან (მჭედლობა, ოქრომჭედლობა და სხვ.), მათ შორის: ჟიბა (აჟი, აფხ. მჭედელი), არძინბა (არაძნ, აფხ. ვერცხლი), ხიბა (ახი, აფხ. ოქრო). ზოგიერთი აფხაზური გვარსახელი ნაწარმოებია გეოგრაფიული ნომენკლატურიდან, კერძოდ, მდინარეთა სახელებიდან: არგუნ (მდ. არგუნი, რომელიც სოფ. ლათაზე გადის), პტიში (მდ. პტიში, მდ. ჩხალთის შენაკადი), არიუთა (არიუთა, მდინარე ბზიფის აფხაზეთში). საფიქრებელია, რომ მდინარეთა სანაპიროზე მცხოვრები საგვარეულო თემები ზოგჯერ ამ მდინარეთა სახელწოდებას გვარსახელად იღებდნენ.2
ქართული წარმოშობისაა აფხაზური გვარსახელების უმრავლესობა, რომლებიც გაფორმებულია -ია, -უა, -ვა, -ძე, -შვილი სუფიქსებით. მუჰაჯირთა სიაში მრავლად გვხვდება ქართული გვარსახელები. მათ შორის: აბჟინაა (შდრ. მეგრ. ბჟინავა), ბაგათელია, ბამბურაძე, ბედია, ბიგვა(ვა)// ბიგვაა, ბოჯგუა, ბჟანია, გაბელია, გვარამია, გოგუა, გუნია, თორდუა, თორია, კვეკვესკირი, კობახია, კურდღელია, ლაგულაა (ლაგვილავა), ლაზარია, ლასურია, ლოგუა, ლომია, მალანია, მარღანია, მარხოლია, მატუა, მიხელია, საბეკია, სანგულია // სონგულია, საღარია, ქარდაა (ქარდავა), ქირია, ქვაჩახია, ქორიძე, ქუთელია, შაკაია, ფილია, ფაჩულია, ჩანგელია, ჩხაჩხალია, ჩხოდუა (ალბათ, ჩქოტუა), ჩხონგურია, ცაცუა, ჭკადუა, ჭითანავა, ხალვაში, ხახუბია, ხვარაა // ხორა (ხორავა), ჯინჯია, ჯინჯოლია, ჯოჯუა და სხვ.
ამ გვარ-სახელთა უმრავლესობა ხშირად გვხვდება დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში მდ. ენგურსა და მდ. კელასურს შორის ტერიტორიაზე. შესაძლოა ამ მხარის ძველ მცხოვრებთაგან იყოს შემორჩენილი მუჰაჯირთა სიაში მოხსენიებულ იმ გვარსახელთა ნაწილი, რომლებიც დაბოლოების მიხედვით (-ია,-უა,-ვა) ქართულია, მაგრამ ამჟამად გამქრალია, ან მხოლოდ აფხაზთა შორის დასტურდება. მათ შორის: არსია, არაია, აკუხავა, გამგია, გერგელია //გერგალია (გერგაია?),3 გინდია, ღუარწკია, გულია, კვარჭია, ღუბლია, ჩალაყუა // ჭოლოყუა, წვაწვა, ჯაპუა// ჯოპუა, გუაია, გვადავაა,4 ლაბაშია, სალთაბლია, წაბრია, ბურდღუბაია, ზუალია და სხვ.
მუჰაჯირთა სიაში წარმოდგენილი მრავალი «აფხაზური» გვარსახელი ქართულია. მაგ., ბჟანია - მისი ფუძეა «ბჟა», რაც მეგრ. მზეს ნიშნავს; ჭკადუა («ჭკადუ», მეგრ. მჭედელი), ჯინჯოლია - მას საფუძვლად უდევს სიტყვა «ჯინჯი», რაც მეგრ. ძირს, ფესვს ნიშნავს და ერთვის კნინობით-ალერსობითი -ოლ სუფიქსი. მისი აფხაზური ფორმაა აჯინჯალ.5 იგივე სიტყვა «ჯინჯი» უდევს საფუძვლად გვარსახელს ჯინჯია. ცხოველთა სახელებიდანაა ნაწარმოები გვარსახელები: კურდღელია (მეგრ. კურდღელი, ყურდგელი), ლომია (ლომი. მისი აფხ. ფორმაა ალამია. აფხ. ალამ - ლომი). გვარსახელ ლაბაშიას საფუძვლად უდევს მეგრ. სიტყვა «ლაბაშა» (ჯოხი). გვარსახელს ლასურია, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ლასური. XII-XVსს. დოკუმენტებში გვხვდება საკუთარი სახელი ლასური და გვარი ლასურისძე. ლასურისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის მესხეთის თავადების სიაში. გვარსახელი ლასურია, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე (მაშინდელი ოდიში) XVII საუკუნიდან გვხვდება, და ა.შ.
მუჰაჯირთა სიაში წარმოდგენილ ქართულ გვარსახელთა ნაწილს ფორმა შეცვლილი აქვს აფხაზურ ყაიდაზე. მაგ. ბიგვა //ბიგვაა (ბიგვავა), გაბნია (გაბუნია), გაბლია (გაბელია), კუწნია (კვიწინია), ლაგულაა (ლაგვილავა), ჯინჯალ (ჯინჯოლია) და სხვა, რაც მათ გააფხაზებაზე მეტყველებს.6 ამასთან, სიაში წარმოდგენილი ზოგიერთი აფხაზური გვარი -ია სუფიქსის დართვით გაქართულებულია: აშუბაია, როსტობაია, თარბაია, შაკერბაია.
მუჰაჯირთა სიაში გვხვდებიან თურქებიც, რომელთა ნაწილი შეიძლება გააფხაზებულიც იყო, აგრეთვე, როგორც ჩანს, წარმოშობით სლავური გვარები - იანოგდა, უბევიჩ, რომელთა წარმომადგენლებიც სახელების მიხედვით ასევე გააფხაზებული ჩანან. ცნობილი რუსი ზოოლოგი და არქეოლოგი ვ. ჩერნიავსკი, რომელიც XIXს. II ნახევარში დასახლდა სოხუმში, კიდევაც აღნიშნავდა, რომ აფხაზეთში დამკვიდრებული თურქები, რუსეთის არმიის რუსი და პოლონელი ჯარისკაცები აქ სწრაფად აფხაზდებოდნენ. ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი არსებობს.
სოციალური კატეგორიებიდან მუჰაჯირთა სიაში დასახელებულია თავადი, რომელიც მიემართება გვარსახელებს - ანჩაბაძე, მარშანი, ძაფშ-იფა. აღსანიშნავია, რომ გადასახლებულთა შორის არცერთი შარვაშიძე არ არის. აზნაური - მიემართება ერთ გვარსახელს - ერისთო. სხვა აზნაურული საგვარეულოები - ჩაბალურხვა, მარღანი, ზვანბა, მიქანბა და სხვა, ამ კატეგორიის გარეშეა წარმოდგენილი.
სოციალური ტერმინებიდან მუჰაჯირთა სიაში იხსენიება აგრუა, რომელიც უუფლებო ადამიანთა კატეგორიას, მონას აღნიშნავდა; ხშირად გვხვდება აგრეთვე ტერმინი უგვარო. ჩვეულებრივ, მთიელთა საზოგადოებებში «უგვარო» იყო ხიზანი ან ტყვე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ უგვარო ყმა გლეხები ყმობიდან განთავისუფლების შემდეგ თავიანთი ყოფილი ბატონის, თავისუფალი გლეხის თუ აზნაურის გვარს ღებულობდნენ. გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის7 მოურავის ა. პახომოვის ცნობით, სოფ. იაშთხვაში ცხოვრობდა 12 კომლი ქეცბა, რომელთაგან მხოლო 6 კომლი იყო ნამდვილად ქეცბა, ხოლო დანარჩენი 6 იყო ქეცბას ახოიუ (ყმა გლეხი), რომლებმაც ყმობიდან გათავისუფლების შემდეგ თავიანთი ყოფილი ბატონის გვარი ქეცბა მიიღეს. ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მუჰაჯირთა სია საინტერესო მასალას იძლევა აფხაზებში გავრცელებული საკუთარი სახელების შესწავლის თვალსაზრისით. მუჰაჯირები ძირითადად ატარებენ აფხაზურ-ადიღურ და მუსლიმურ საკუთარ სახელებს: აბრაგ, ალმასხიტ, ბასიათ, ბესლან, ბიდა, გედლაჩ, გიდ, დანაყაი, დუს, ზაურიმ, ზაფას, თათლასთან, კიაგვა, კვატაშ, მაზლოუ, მამსირ, მეჯით, მირზაყულ, ნარჩოუ, პატიხუ, რეშიტ, სასთანღაზ, სასრიყვა, სოსრან, სოულაჰ, ტაშ, ფათ, ფათქირეი, ქელამათ, ქვაბზაჩ, ქვაბლუხ, ქუფაჩ, ქუჯმახან, შკვაკვა, შმაფ, შხანუყვა, ხაკუცვ, ხრიფს, ჰაბიჯ, ჰანაშვ, ალი, ასლანგირეი, ასკერ, ასლან, ასლანბეი, აჰმეთ, ბულატ, ებირჰამ, ედრის, იაჰია, იბრაჰიმ, მაჰმეტ, მაჰმუთ, მსაუსტ, მუსა, მუსტაფა, ოსმან, რაშიდ, რაჯაბ, საათბეი, საფარ, სეიდ, სეიდიყ, სმაილ, სმელ, სულთან, სულეიმან, ყიზილბექ, ჯაფარ, ჰანიფა, ჰასან, ჰალილ, ჰაჯი, ჰუსეინ და სხვ.
მუჰაჯირთა შორის გვხვდება ქართველებში გავრცელებული სახელები, მათ შორის ქრისტიანულიც: ბაგრატ-ი, დაუთ (დავითი), იუან(ივანე), ზურაბ-ი, პეტრე, როსტომ-ი, კესარია და სხვა, აგრეთვე მეგრული და მეგრელ-აფხაზთათვის საერთო სახელები: ბაჩა, ბახუ, ბეჟა, დათა, თადა, თიყვა, კოლია, მანჩა (მანუჩარი), მახარობელ-ი, მაც, მახუ, მაჯ, პახვალა, ტაგუ, უჩარდია (მეგრ. შავგვრემანი), ფახუ, ქვაჩა, ჯოღორია და სხვა. თუმცა სახელები - მახუ (აბაზ. ბედნიერი) და მაც აბაზებშიც იყო გავრცელებული.
მუჰაჯირთა სიაში იხსენიება სახელი რამხუტ. ეს იგივე მეგრული არამხუტუა. სამეგრელოში გავრცელებული იყო თქმულება არამხუტუზე, რომელიც ზოგს ალანად (ყარაჩაელად),8 ზოგს კი ჩერქეზად, ყაბარდოელად ან აფხაზად მიაჩნდა. გადმოცემით, იგი სამეგრელოში სოფ. ჯვარს დაეცა, სადაც წმ. გიორგისა და წმ. კვირიკეს ხატების დახმარებითა და წყალობით მოკლეს. ამრიგად, ფოლკლორული ტრადიციით ეს სახელი მაინც აფხაზურ-ადიღურ სამყაროს უკავშირდება, თუმცა ის აფხაზთა შორის პოპულარული არ ჩანს. სამეგრელოში არამხუტუ იხმარება მამაცის, გმირის აღსანიშნავად.
მუჰაჯირთა შორის პოპულარულია აფხაზური «ნართების» ეპოსის გმირის სახელი სასრიყვა. ეს სახელი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ აფხაზურ-ადიღურ სამყაროში, ისევ და ისევ «ნართების» ეპოსის ადიღური ციკლის გამო. საერთოდ, აფხაზებში, აბაზებში, ადიღეელებში და ყაბარდოელებში დასტურდება ერთნაირი საკუთარი სახელების არსებობა, რაც ისევ და ისევ ამ ხალხების ახლო ნათესაობაზე მეტყველებს.
მუჰაჯირთა სია საინტერესოა აფხაზეთის ტოპონიმიკის კვლევის თვალსაზრისით. «სიაში» ბიჭვინთისა და დრანდის ოლქებში დასახელებულია 32 სოფელი: ფსირცხა, დ. გუდაუთა, აფცხვა, ააცი, ხოფი, თასრაყვა, ეშერა, გუმა, იაშთხვა, აბჟაყვა, კელასური, ანუხვა, აბგარდვინი, ოჩამჩირე, გუფი, ფოქვეში, მერკულა, ბესლახუბა, აკვასკა, მოქვი, ჭლოუ, ტყვარჩელი, ჯგერდა, თხინა, ათარა, დღამიში, მერხეული, აიბახვწა, ფშაფი, ბაგაჟიაშთა, გულრიფში. აქვე დასახელებულია აგრეთვე ეშირკვარას ხეობა, საიდანაც ასევე მოხდა გადასახლება.
ამ სოფლების ერთი ნაწილი კარგად არის ცნობილი შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროებით, ხოლო ნაწილი პირველად იხსენიება XIX ს. 30-იან წლებში და შემდგომ.
სოფ. ააცი არის ისტორიული «აღაცო». იგი აღნიშნულია XVII ს. II ნახევრის «ჯიჰან-ნუმას» თურქულ რუკაზე სახელწოდებით აღჩა. 1737 წლის დასავლეთ საქართველოს რუკაზე გვხვდება მდინარე სახელწოდებით «აღაცო», რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1758) «აღაცოს წყლის» სახელით იხსენიებს. მდინარის სახელწოდება მომდინარეობს სოფლის სახელიდან. სოფელი ააცი ამ სახელწოდებით პირველად XIX ს. 30-იანი წლებიდან ჩანს.
სოფ. ჭლოუ XVII ს. საბუთებში იხსენიება როგორც თავად ჯაიანების კუთვნილი სოფელი ჭალა. აქ იყო ორი ეკლესია: ჯვარი პატიოსნისა და წმ. გიორგის სახელობის. როცა ამ მხარეში აფხაზები დამკვიდრდნენ, ჭალას ჭლოუ ეწოდა, თუმცა სოფლის ერთ-ერთ უბანს დღემდე შემორჩა სახელი ჭალოუ-აიმარა. სოფ. ჭლოუ, რუსული ფორმით «ჭილოუ», XIX ს. 30-იანი წლებიდან ხშირად ჩანს საბუთებში.
სოფ. ბესლახუბა არის XVII საუკუნიდან კარგად ცნობილი სოფ. ღალიძგა, მდ. ღალიძგის მარჯვენა ნაპირზე. აქ იყო ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657) და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსის სასახლეები. როცა აქ აფხაზები დამკვიდრდნენ, სოფელს ბესლახუბა უწოდეს.
სოფ. გუფი იხსენიება «აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალი მოსაკრებლობის დავთარში» (1621 წ.) სახელწოდებით გუფუ. პ. ინგოროყვას აზრით, სახელწოდება გუფი მომდინარეობს სიტყვიდან გუბი, რაც შეგუბებულ წყალს ნიშნავს. XIX ს. 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება სოფ. გუფი.
სოფ. მერკულა ცნობილია XIV საუკუნიდან. იგი აღნიშნულია პ. ვესკონტეს შავი ზღვის რუკებზე (1313, 1318). 1639-1640 წწ. ოდიშის სამთავროში მყოფი რუსი დესპანები ფ. ელჩინი და პ. ზახარიევი იხსენიებენ მდ. მერკულას და სოფ. მერკულას (მდ. მორგულე, სოფ. მარკული). აქ იყო ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის ერთ-ერთი სასახლე. სახელწოდება «მერკულა» უნდა მომდინარეობდეს შავქლიავის მეგრული სახელისაგან მარგული // მარგულა. XIX საუკუნის 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება სოფ. მარკულა.
სოფ. თხინა იხსენიება ლევან II დადიანის შეწირულობის სიგელში ბიჭვინთის ტაძრისადმი (1628 წ.) თხალარის ფორმით. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან თხილნარი, რომლის ვარიანტი თხინა დღესაც გამოიყენება მეგრულში თხილნარის მნიშვნელობით. XIX ს. 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება ეს სოფელი, მხოლოდ რუსული ფორმით - თხინოპო.
სოფ. მოქვი შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროებით კარგადაა ცნობილი. აქ იყო დას. საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო ცენტრი - მოქვის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც XVII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მოიშალა აფხაზთა მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დაპყრობის შემდეგ.
სოფ. კელასური მდებარეობს მდ. კელასურის ნაპირზე. სახელწოდება «კელასური» მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან «კლისურა», რაც გასასვლელს, ვიწრობს ნიშნავს.
სოფ. მერხეული მდებარეობს მდ. მაჭარის ნაპირზე. სახელწოდება «მერხეული» მომდინარეობს სვანური სიტყვიდან «მერხელ» (ჭინჭარი).
სოფ. ტყვარჩელი აღნიშნულია XVII ს. იტალიელი მისიონერების ლამბერტისა და კასტელის რუკებზე სახელწოდებით ტკვაჯა. სახელწოდება «ტყვარჩელი» მომდინარეობს მცენარე ყოჩივარდას მეგრული სახელისაგან ტყვარჩელია.
სოფ. ოჩამჩირე წყაროებში XIX ს. შუა ხანებში ჩნდება. სახელწოდება «ოჩამჩირის» ორგვარი ახსნა არსებობს. ერთი მოსაზრებით (თ. სახოკია, ნ. მარი, ი. ყიფშიძე) სახელწოდება მომდინარეობს ბზის თურქული სახელიდან «ჩიმშირ», რომელსაც დაერთვის მეგრულ-ჭანური ო-ე აფიქსები. XIX საუკუნეში აქედან გაჰქონდათ ბზა, ე.ი. ბზის გასაყიდი ადგილი; მეორე, ლინგვისტურად უფრო დამაჯერებელი მოსაზრებით (გ. როგავა), «ოჩამჩირე» კომპოზიტს წარმოადგენს (მეგრ. ოჩე და მჩირე) და სიტყვა-სიტყვით «ვრცელ ყანას» ნიშნავს.
სოფ. ფოქვეში XIX ს. 30-იან წლებში იხსენიება აბჟუის ოლქში,95 თუმცა, როგორც ჩანს, იგი რამდენიმე საუკუნით ადრეც არსებობდა. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან «ფოქვა» (მეგრ. მღვიმე, გამოქვაბული), რომელსაც ერთვის ზანურ-სვანურ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელი -ში სუფიქსი.
სოფ. ფშაფი მდებარეობს მდ. ფშაფის ნაპირზე. XIX ს. 30-იან წლებში იხსენიება აბჟუის ოლქში. სახელწოდების ფუძე არის «ფშა», რაც ს.-ს. ორბელიანის განმარტებით არის «მდინარისაგან წყარო მუნვე ახლო გამოდენილი».
სოფ. ხოფი მდებარეობს მდ. ხიფსთას მარჯვენა ნაპირზე. ხოფი ფართოდ გავრცელებული სახელია თითქმის მთელ საქართველოში (სამეგრელოში - ხობი, ხოფი; ლაზეთში - ხოფი; ქართლში, ქსნის ხეობაში - ხოფი). სოფლის სახელწოდებად XIX ს. II ნახევარში მისი აფხაზური ფორმა «ხვაფ»-ი მკვიდრდება. ა. და რ. გოჟბებსაც სოფლის სახელწოდება აფხაზური ფორმით მოჰყავთ.
გუდაუთა XIX ს. შუა ხანებში აღმოცენდა შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. გუდოუს შესართავთან. მეგრელმა მოახალშენეებმა აქ ჭაობი ამოაშრეს და საფუძველი ჩაუყარეს ახალ დასახლებას. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო იგი სწრაფად გაიზარდა და დაწინაურდა. სახელწოდება, როგორც ჩანს, მდინარის სახელისაგან მომდინარეობს, რომლის სანაპიროზეც იგი გაშენდა.
სოფ. ფსირცხა მდებარეობს მდინარე ფსირცხას ნაპირზე. იგი XIX ს. შუა ხანებიდან ჩანს წყაროებში. სახელწოდება მომდინარეობს მდინარის სახელიდან. ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ანაკოფიას (ამჟ. ახალი ათონი) და მის მცირე მდინარეს, რომელსაც მოგვიანებით ფსირცხა ეწოდა. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან «ფსირტსხა», რაც მდინარის სათავეს ნიშნავს.
სოფ. აბჟაყვა მდებარეობს მდ. ბესლეთის ნაპირზე. წყაროებში XIX ს. 30-იანი წლებიდან ჩანს. «აბჟაყვა» აფხაზურად «შუა აყუას» ნიშნავს.
აბგარდვინი ამჟამად სოფ. ჯირხვის ნაწილია. ხ. ბღაჟბა ტოპონიმს აფხაზური ენის საფუძველზე ხსნის - «მგლის მინდორი». თ. მიბჩუანი სახელწოდებას უკავშირებს სვანურ გარდვანს - «გამაგრებული ადგილი».
აკვასკა ამჟამად სოფ. გუფის ნაწილია. იგი წყაროებში XVII საუკუნიდან ჩანს, ა. ლამბერტის რუკაზე აღნიშნულია აკვასკეს ფორმით. XIX ს. შუა ხანებში კვლავ იხსენიება სოფ. აკვასკა.
ათარა პირველად XIXს. 30-იან წლებში ჩანს აბჟუის ოლქში.
დღამიში სოფ. ჯგერდის ნაწილია. სახელწოდება წარმოებულია ზანურ-სვანური ტოპონიმების მაწარმოებელი -ში სუფიქსით. ამჟამად, სოფლის სახელი აფხაზურ ყაიდაზეა გაფორმებული და «დღამშ» ეწოდება.
აფცხვა ამჟამად სოფ. მუგუძირხვაში შედის. წყაროებში XIXს. 30-იანი წლებიდან ჩანს.
თასრაყვა ამჟამად სოფ. აბღარხუქში შედის. მუჰაჯირთა 1867 წლის სიაზე ადრე სხვაგან არ ფიქსირდება.
სოფ. აიბახვწა პირველად ჩანს XIXს. 30-იან წლებში აფხაზეთის ოლქში.
სოფ. ბაგაჟიაშთა პირველად ჩანს XIXს. 30-იან წლებში აფხაზეთის ოლქში.
წებელდის ოლქში (დალის თემთან ერთად) დასახელებულია 30 სოფელი: აქითარწუხვ, სხოცაა ჰაბლა (შვხუაცაა ჰაბლა), ამტყელი, აუშთა, ფშაური, გერზაული, უნთფირ, ნაუშ, ნაა, ბეშ-იკვარა, ბარანბა (მრამბა), შვაკვარან, აბგარა, ჯამფალ, პიფტა (ფიშვთა?), აზანთა, აბგალახვარა (აბლუხვარა), ყადა, აბგიძირა, ჯიხაშკარ. საკუთრივ დალში: დალი, აჟარა, ყამგარა, ზიმა, შვაქვ, ვარდა, თაფშ-იფა-იჰაბლა, ამჭარა, ლათა, გენწვიში.
ამ სოფლების ერთი ნაწილის ლოკალიზაცია ჭირს, რადგან ისინი სხვა წყაროებში არ გვხვდება და, ამდენად, უცნობია. მათ შორის: აქითარწუხვ, შვხვაცაა ჰაბლა (სოფ. შვხუაცბების უბანი), უნთფირ, ფიშვთა, ბეშ-იკვარა.9 შვაქვ, თაფშ-იფა-იჰაბლა10. ნაწილი ცნობილია XIXს. 30-იანი წლებიდან, ან შემდგომი პერიოდის მასალებიდან.
XIX ს. 30-იან წლებში ჩანს: მრამბა (ამჟამად სოფ. წებელდის ნაწილი), ყადა (მდ. აზანთის ნაპირზე, ამჟ. სოფ. ამტყელის ნაწილი), ჯამფალი (ამჟ. სოფ. ამტყელის ნაწილი), ვარდა (ამჟ. სოფ. ლათის ნაწილი), ზიმა (ამჟ. სოფ. აჟარის ნაწილი), აზანთა (ამტყელის ტბის ნაპირზე, ამჟ. სოფ. წებელდის ნაწილი), აბლუხვარა (ამჟ. სოფ. აზანთის ნაწილი), აბგიძირა (აფხ. შინდი. ამჟ. სოფ. ზემო კელასური), შვაკვარანი (შემდეგდროინდელი მიხაილოვსკოე. მდებარეობდა ორი ამტყელის შესართავთან), ჯიხაშკარი11 (მეგრ. «ციხის კარი». ამჟ. სოფ. წებელდის ნაწილი), ამტყელი12 (მდებარეობს მდ. ამტყელისა და მდ. ჯამფალის შესართავთან, ამტყელის ტბის ნაპირზე), დალი; სიაში მოხსენიებული სოფ. ნაა არის ამჟამინდელი სოფ. განახლება.
სოფლისა და თემის სახელწოდება წებელდა მომდინარეობს ქართული სიტყვიდან წიფელი (წიფელთა, ქართ. წიფელი, მეგრ.-ჭან. წიფური, წიფრი, სვან. წიფრა). გენწვიში სვანურად ანწლიან ადგილს ნიშნავს. ლათა სვანურად ნიშნავს საზღვარს, გასაყარს, გასაყოფ ადგილს. სახელწოდება ფშაურის ფუძე არის «ფშა», რაც ს.-ს. ორბელიანის განმარტებით არის «მდინარისაგან წყარო მუნვე ახლო გამოდენილი». სოფლისა და თემის სახელი დალი მომდინარეობს სვანური ნადირობის ღვთაების სახელიდან და დალის საუფლოს ნიშნავს. ტოპონიმი აზანთა, როგორც ჩანს, უწინ აქ ზანების, მეგრელ-ჭანების განსახლებაზე მიანიშნებს. სოფლის სახელწოდება აჟარა, საფიქრებელია, რომ მომდინარეობს აფხაზური ღვთაების სახელიდან აჟაჰარა (ფუძის ანგელოზი, ოჯახის მფარველი ღვთაება).13
ამრიგად, გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესების შედეგად, რადიკალურად შეიცვალა აფხაზთა ეთნიკური სახე. საკუთრივ აფხაზეთში და აფხაზთა მიერ მიტაცებულ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩამოსახლებულ აბაზა-ადიღეელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. ეს პროცესი აფხაზურ გვარ-სახელებზეც აისახა. ეთნიკურმა ცვლილებებმა აფხაზთა მიერ მიტაცებულ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და საკუთრივ აფხაზეთში ამ მხარის ტოპონიმიკის შეცვლაც გამოიწვია. ზოგიერთი ქართული სახელწოდება საერთოდ გაქრა და მათ ადგილას ახალი, აფხაზურ-ადიღური წარმოშობის ტოპონიმი დამკვიდრდა, ზოგს სახე შეეცვალა აფხაზურ ყაიდაზე. ეს პროცესები გარკვეულწილად ასახულია 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სიაში.
შენიშვნები
1. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი ტოპონიმი ბზიფის ხეობაში. ერთ ვიწრო ადგილს ფსხუს გზაზე ეწოდება «სოუ იეიბაშირთა» (აფხ. სოუს ბრძოლის ადგილი). გადმოცემით, მამაცი სოუ აქ ერთი შეებრძოლა ფსხუელებს და მოიგერია მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევა.
2. ადვილი შესაძლებელია ეს გეოგრაფიული სახელები მოტანილი იყოს აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზა-ადიღეელების მიერ. ასე, მაგალითად, იტალიელი კარტოგრაფის ჯ. გასტალდის 1561 წლის რუკაზე ყუბანის აუზში დაფიქსირებულია გეოგრაფიული პუნქტი აყვა. აფხაზეთში ჩამოსახლებულმა აბაზა-ადიღეელებმა შემდეგ ეს სახელი ქ. ცხუმს (სოხუმი) უწოდეს.
3. ისევე, როგორც გერგაიას, შესაძლოა მასაც საფუძვლად ედოს წმ. გიორგის მეგრ. ფორმა გერგე.
4. როგორც ჩანს, ესაა გვარსახელ გუდავას აფხაზური ფორმა.
5. ენათმეცნიერებაში გარკვეულია, რომ «აჯინჯ» სიტყვა აფხაზურში ნასესხებია მეგრულიდან, რომელშიც ის ფესვს, ძირს ნიშნავს.
6. ზოგჯერ ა. და რ. გოჟბებს ზოგიერთი გვარსახელი თავად აქვთ შეცვლილი აფხაზურ ყაიდაზე: აჩბა (ანჩაბაძე), გაბლია, (გაბელია), გვაგვა (გოგუა), ფაჩლია (ფაჩულია), ფლია (ფილია), ქრია (ქირია) და სხვ.
7. გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძე (1847-1918), სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი. 1889-1897 წწ. იყო თბილისის გუბერნატორი. დიდ როლს ასრულებდა XIX ს. დასასრულს საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.
8. მეგრელები ყარაჩაელებს «ალანებს» ეძახდნენ, რადგან მათში არსებობდა ტრადიცია, რომ ყუბანის სათავეებში ადრე ალანები ცხოვრობდნენ.
9. ბეშ-იკვარა - აფხ. სიტყვასიტყვით «ბეშის ღელე». ცნობილია ამავე სახელწოდების მდინარე, ბზიფის აფხაზეთისა და ფსხუ-წებელდის საზღვარზე (А. Н. Дьячков-Тарасов). როგორც ჩანს, სოფ. ბეშ-იკვარა მისივე თანამოსახელე მდინარის ნაპირზე იყო.
10. სოფ. თაფშ-იფა-იჰაბლა (თაფშ-იფების უბანი). როგორც ჩანს, სოფლის სახელწოდება მომდინარეობს თაფშ მარშანიას სახელიდან. მარშანიების საგვარეულოში სამ პატრონიმულ შტოს გამოყოფენ: თაფშ (თაფშაა), ურიჩ (ურიჩაა) და ხრიფს (ხრიფსაა), რომელთა სახელები მომდინარეობენ წინაპართა - თაფშ, ურიჩ, ხრიფს, - სახელებიდან. ცნობილია, რომ წებელდა XIX ს. რუსულ წყაროებში და ჩერქეზებში ცნობილი იყო ხერფსეკვაჯის (ხრიფსის აული) სახელით, ამ თემის მამამთავრის ხრიფს მარშანიას სახელის მიხედვით. როგორც ჩანს, დალში იყო თაფშ მარშანიას მემკვიდრეთა სოფელი.
11. ა. და რ. გოჟბები არ იხსენიებენ სოფ. ჯიხაშკარს, ალბათ, მისი აშკარად ქართული ჟღერადობის გამო (ამ სახელწოდების სოფელი არის სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში) და მის ნაცვლად სოფ. წებელდა აქვთ მოხსენიებული.
12. ამტყელი ჰქვია სოფელს, მდინარეს, ტბას, მთას, ქედს და უღელტეხილს. სახელწოდება «ამტყელი» მომდინარეობს ქართული სიტყვიდან ტყემალი, რომელსაც ბგერათა გადასმით მოუცია ამჟამინდელი ფორმა.
13. როგორც ჩანს, აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზები თავიანთ ახალ საცხოვრისს ზოგჯერ ღვთაებათა სახელებს არქმევდნენ. ასე, მაგალითად, ბიჭვინთის მახლობლად იყო სოფელი აითარნე, რომლის სახელწოდება, როგორც ფიქრობენ, მესაქონლეობის აფხაზური ღვთაების აითარის სახელიდან უნდა მომდინარეობდეს.



Комментариев нет:

Отправить комментарий