среда, 10 мая 2017 г.

იტალიის ბუნებრივი პირობები და უძველესი მოსახლეობა

იტალიის ბუნებრივი პირობები.
იტალიის ბუნებრივი პირობები ხელსაყრელია ადამიანთა საზოგადოების განვითარებისათვის. სახელწოდება იტალია თავდაპირველად მხოლოდ -- სამხ. ნაწილს ეწოდებოდაანტიკური ტრადიციის მიხედვით სწორედ აქ გადმოსახლებულმა ბერძნებმა დაარქვეს საძოვრებით მდიდარ ამ მხარეს იტალია, რომელსაც უკავშირებენ სიტყვა ვიტულუსს . . ხბოს. ამ ტრადიციის მიხედვით ამ სიტყვიდან წარმოიქმნა სახელწოდება ვიტალია ანუ იტალია, რომელიც სიტყვა სიტყვით ხბოები ქვეყანას ნიშნავს.
. . III საუკუნეში რომის რესპუბლიკის საზღვრების ზრდასთან ერთად ეს სახელწოდება გავრცელდა მთელს --ზე, ხოლო იმპერიის დასაწყისში ამ ცნებაში უკვე თანამედროვე ჩრდილო იტალია . . მდ. პოს ველი იგულისხმებოდა.
აპენინის - ვიწრო ზოლად იჭრება ხმელთაშუა ზღვაში. ჩრდილოეთით მისი ბუნებრივი საზღვარია ალპების მთები, რომლებიც 3 მხრიდან კრავენ მდ. პოს (ძველი პადუსის) ველს და გამოყოფენ იტალიას დას. ევროპის სხვა ქვეყნებისაგან.
ალპების განშტოებას წარმოადგენს აპენინის მთები, რომელთა ჯაჭვი თან სდევს მთელ -- ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. აპენინის მთები თანდათან დაბლდება სამხრეთის მიმართულებით. კუნძული სიცილია მესინის ვიწრო სრუტით გამოიყოფა --საგან. გეოლოგიურად სიცილია ხმელეთის გაგრძელებაა. წყლით დაფარული აპენინის მთების სამხ. ნაწილი გრძელდება სიცილიაში.
სამი მხრიდან აპენინის - შემოფარგლულია ხმელთაშუა ზღვის ნაწილებით. აღმოსავლეთიდან მას ეკვრის ადრიატიკის ზღვა, სამხრეთიდან იონიის ხოლო დასავლეთიდან ტირენის და ლიგურიის ზღვები. ეს სანაპიროები მოუხერხებელია ნაოსნობისათვის. მაგ. აღმ. სანაპიროზე არის ბუნებრივი ნავსადგურები. მისი ნაპირები ან ფლატეებიანი ციცაბოა ან მდიდარია მეჩეჩებით. შედარებით უფრო მოსახერხებელია სამხ. სანაპირო. რაც შეეხება აპენინის -- დას. სანაპიროს იქ რამდენიმე ღრმა ბუნებრივი უბეა, რაც შედარებით მოსახერხებელს ხდის მას ნაოსნობისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა დას. სანაპიროს შუა ნაწილი, კერძოდ კი კამპანიაში თანამედროვე ნეაპოლიტანური და სალერნის ყურეები.
კუნძულის სისტემის სიღარიბე ბალკანეთის --სთან შედარებით გარკვეულად აფერხებდა ზღვაოსნობის განვითარებას. სიცილიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულების ჯგუფი ცნობილია ლიპარისა და ეგატის კუნძულების სახელწოდებით. შედარებით უფრო მსხვილი კუნძულები სარდინია და კორსიკა ხმელთაშუა ზღვას საკმაოდ დიდი მანძილით არის დაცილებული. აპენინის -- სისტემაში გარკვეული ადგილი უჭირავს მცირე კუნძულებს, კაპრიას (დღევ. კაპრი) და ილვას (დღევ. ელბა).
იტალიის დღევანდელ ფართობი 301338 კმ2- შეადგენს.
ძვ. . ათასწლეულის I ნახევარში ჰავა უფრო ნოტიო იყო, ჩრდილოეთში ჰავა უფრო ზომიერი იყო, ხოლო იტალიის შუა და ნაწილობრივ სამხ. რაიონებში უფრო რბილი. აღსანიშნავია, რომ სამხ. იტალია, რომელიც გვალვიან მხარედ არის ცნობილი ძველად უფრო მდიდარი ყოფილა ნალექებით და როგორც ძველი ავტორები გადმოგვცემენ აქ ცა ყოველთვის ნათელი ყოფილა და ზღვა თბილი, ხოლო უამინდობა იშვიათი. თუმცა აპენინის -- ჰავა არ იყო ერთგვაროვანი და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ იგი თანდათან იცვლებოდა, მას მაინც ახასიათებდა ზომიერება და ზამთარი ყოველთვის თბილი იყო და ზაფხული მშრალი. ჩრდილოეთში (პადუსის ველი) სუბტროპიკული ჰავა იყო, ზამთრის საშუალო ტემპერატურა ნოლ გრადუსს არ აღემატებოდა, სამხრეთში კი 10-11 გრადუსს შორის მერყეობდა. წლიური ნალექი 500-1500-2000 მილიმეტრი იყო. ნალექის მაქსიმალური რაოდენობა ზამთარზე მოდის.
იტალიის მდიდარი ფლორა, ნაყოფიერი ნიადაგი და კარგი ჰავა საუცხოო პირობებს ქმნის იტალიის ფლორის სიმდიდრისათვის.
იტალია ბალკანეთის --სთან შედარებით მდიდარი იყო წყლის რესურსებით, მაგრამ მდინარეთა უმრავლესობა არ იყო გამოსადეგი ნაოსნობისათვის. უდიდესი სამდინარო არტერია იყო მდ. პადუსი თავისი შენაკადებით. მდინარეები პადუსი, რუბიკონი, მეტაგროსი და აუფილუსი ადრიატიკის ზღვას ერთვის, ხოლო არნო, ტიბრი, ლირისი და ვოლტურნი ტირენის ზღვას. ეს მდინარეები იმდენად დაკნინებულია რომ იტალიას აკლია წყლის რესურსები.
თოვლის დნობას მთებში პატარა მდინარეების ადიდება და ნიადაგის დაჭაობება მოსდევდა და ეს ძალიან ხშირი მოვლენა იყო. მდ. ტიბრის ქვედა დინებაზე ბევრი ჭაობი იყო, რომელთა დაშრობაც ძნელი გახლდათ იმდროინდელი ტექნიკის პირობებში. მაგ. ტუსკანის და კომპტინის ჭაობები გაუვალად ითვლებოდა.
ჩრდილო და შუა იტალია იმთავითვე მდიდარი იყო ტბებით. ალპებში მდებარეობდა ვერბალის თანამედროვე ლაგო მაჯორისა და ვენაკის თანამედროვე ბორტეს ტბები. ეტრურიაში მდებარეობდა ცნობილი ტრაზიმენის ტბა, ლაციუმში რეგილიის და ალვალის ტბები, სამნიუმში პუცინის ტბა.
იტალიის ცალკეული ოლქები არ იყო ბუნებრივად გამოყოფილი ერთიმეორისაგან, მთელი აპენინის -- რელიეფსა და ნიადაგს წარუშლელი კვალი დააჩნია მოქმედმა ვულკანებმა ვეზუვი, ეტნა, სტრამბოტი. სწორედ ამ მოქმედი და ჩამქრალი ვულკანების მოქმედების შედეგია იტალიის და სიცილიის ნიადაგის ნაყოფიერებაც.
ძვ. . I ათასწლეულში რომაელებს მოჰყავდათ ყურძენი, ზეთისხილი, წაბლი, გარგარი და სხვა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ციტრუსები, რომელიც აქ მხოლოდ შუა საუკუნეებსა და ახალ დროში ჩნდება.
ამ პერიოდში იტალიაში პირველად ჩნდება კვიპაროსი და პინია - იტალიური ფიჭვი.
მარცვლეული კულტურებიდან რომაელებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი. აპენინის ნკ- დიდი ნაწილი დაფარული იყო ტყეებით. ამის შესახებ ბევრს წერდნენ რომაელი ავტორები, მაგ. პოლიბიოსი მოიხსენიებს მუხის ტყეებს სადაც აძოვებდნენ ღორებს.
რომაელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მიწათმოქმედების და მეცხოველეობის განვითარებას. მათ დიდი რაოდენობით ჰყავდათ მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ღორები და სხვა. დიდი იყო ინტერესი მეცხენეობისა და მეფრინველეობისადმი.
რომაელი მწერლების ცნობებით ტყეები სავსე იყო გარეული ცხოველებითა და ფრინველებით.
იტალია მდიდარი იყო მარმარილოთი და სამშენებლო ქვით. ელივას კუნძულზე რომაელები მოიპოვებდნენ რკინას, ხოლო ეტრურიაში სპილენძსა და კალას.
აპენინის ნკ- ცენტრალური ადგილი ეკავა ხმელთაშუა ზღვის აუზში და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბალკანეთის ნკ- და პირინეის ნკ-სთან, დუნაის აუზისა და აფრიკის ქვეყნებთან. აპენინის ნკ- არ ჰქონდა ისტორიული განვითარების პირობები, იგი დაშორებული იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისაგან.
სამშენებლო მასალებისა და ნაწილობრივ წიაღისეული სიმდიდრის არსებობას შედეგად მოსდევდა ქვეყნის აპტარქია და გარკვეულად აფერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის საგარეო ურთიერთობას, ამიტომ ისინი ჩამორჩებოდნენ უახლოეს მეზობლებს ბერძნებსა და კართაგენელებს, რომლებიც ბატონობდნენ სამხ. იტალიასა და სიცილიაში.
მოსახლეობა.
აპენინის ნკ-ს სხვადასხვა მხარეში აღმოჩენილია ნეოლითური ხანის ნაკვალევი. ნკ-ს სამხ. ნაწილში ნოდომანიოლოვის მღვიმეში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ქვის იარაღები: ცულები, კაჟისაგან დამზადებული ისრისპირები და სხვა.
ლაციუმში აღმოჩენილ ნეოლითურ სადგომში არქეოლოგებმა ნახეს ქვის საფხეკები, ცულის პირები და სხვა სამუშაო იარაღები, რომლებიც წააგავს ნეანდერტალელის სადგომში აღმოჩენილ იარაღებს.
ლიგურიის მთებში აღმოაჩინეს ნეოლითური ხანის მოხატული სადგომი, ამ სადგომში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იცოდნენ მწარმოებლური მეურნეობა, ისინი ეწეოდნენ შემგროვებლობას, ნადირობასა და მეთევზეობას.
ნეოლითური ხანის ადრეული სადგომები თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულით. ამ პერიოდის ძეგლების შესწავლა მოწმობს იმას, რომ ადამიანები თანდათანობით ტოვებდნენ გამოქვაბულებს და მღვიმეებს და სახლდებოდნენ ქოხებში, რომელთა ჯგუფები შეადგენდნენ პატარ პატარა სოფლებს.
თანდათან ვითარდებოდა მეჯოგეობა. აპენინის ნკ-ს სხვადასხვა ნაწილში აღმოცენებული ნეოლითური კულტურის ცენტრები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან და დიდ გავლენას ახდენდა ურთიერთზე.
ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრიდან იწყება გადასვლა ენეოლითის ხანაზე, რომელიც დაკავშირებულია სპილენძის ათვისებასა და მის გამოყენებასთან სამეურნეო ცხოვრებაში.
ამ პერიოდში ადამიანები ცხოვრობდნენ მრგვალი, ოვალური ან სწორკუთხა მოყვანილობის ქოხებში, რომლებიც ხისგან იყო გაკეთებული და შემდეგ გარედან შელესილი თიხით.
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში აპენინის ნკ-ზე გამოჩნდა ახალი მოსახლეობა, რომელიც თავის საცხოვრებელ ქოხებს აგებს ხიმინჯიან საფუძველზე. ამ ხიმინჯებიანი დასახლებების ნარჩენებს თანამედროვე იტალიელები უწოდებენ ნოყიერ მიწას, ხოლო ამ კულტურას მთლიანად ეწოდება ტერამარის კულტურა.
ამდროინდელი სადგომები მდიდარია ბრინჯაოს ნივთებით, საომარი იარაღებით, საყოფაცხოვრებო საგნებით. ამ სადგომებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ცხოველთა რქებისა და ძვლებისაგან დამზადებული ნივვთები და საკმაოდ განვითარებული კერამიკული ნაწარმი, აშკარად ჩანს, რომ ამ პერიოდში განვითარებული ყოფილა მესაქონლეობა და მოსახლეობას დიდი რაოდენობით ჰყოლია მსხვილი რქოსანი საქონელი, ღორები. ჩვენ პირველად აპენინის ნკ-ზე ცხენსა და ორბორბლიანი ურმის კვალს.
ტერამარის კულტურა აღმოცენდა ჩრდ. იტალიაში, მან დიდი გავლენა მოახდინა ლაციუმის კულტურაზე.
ძვ. წ. I ათასწლეულის აპენინის ნკ-ზე ჩნდება რკინა, ამ დროს ჩრდილო იტალიაში გამოჩნდა ახალი მოსახლეობა, რომელმაც თან მოიტანა ახალი კულტურა. ამ კულტურას პირობითად ვილანოვას კულტურა ეწოდება. ეს არის სოფ. ვილანოვას სახელწოდება, სადაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამ კულტურის კვალი.
ამდროინდელ სადგომებში დიდი რაოდენობით გვხვდება რკინისაგან დამზადებული სხვადასხვა საგანი, აგრეთვე თიხისა და ბრინჯაოს ჭურჭელი შემკული რთული გეომეტრიული ორნამენტით. ამ კულტურას ათარიღებენ ძვ. წ. 900-500 წლებით.
ძვ. წ. I ათასწლეულის აპენინის ნკ-ზე იყო ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობა, ამიტომ იტალიური ტომების ეთნოგენეზის საკითხი არის ძველი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა.
დაახლოებით ძვ. წ. IV ს-ში იტალიის ტომები ასეთნაირად იყვნენ დასახლებულნი: ჩრდილოეთში ე. წ. ციზალპურ გალიაში მდ. პადუსის ველზე ბინადრობდნენ გალური ანუ კელტური წარმოშობის ტომები ინსუმბრები, ცელომანები, ბოები და სენონები, ამ ტომებს ეკავათ აგრეთვე მიწები უფრო სამხ-აღოსავლეთით აპენინის მთებსა და ადრიატიკის ზღვას შორის.
მდ. პადუსის დელტის ჩრდილოეთით და ჩრდ-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ ვენეტები.
რესპუბლიკური ხანის რომში აპენინის მთების ჩრდ ნაწილში თანამედროვე გენუის სანაპიროზე და ზღვისპირა ალპების ზოლში ცხოვრობდნენ ლიგურები ანუ ლიგიები.
ცნობილია, რომ ლიგურები ითვლებიან აპენინის ნკ-ს უძველეს მოსახლეებად. ისინი თავდაპირველად სამხ. საფრანგეთში და პირინეის ნკ-ზე ცხოვრობდნენ, ვარაუდობდნენ, რომ ლიგურებმა შექმნეს ნეოლითური ხანის კულტურა, შემდეგ ისინი სხვა ტომებმა განდევნეს ჩრდ-დასავლეთისაკენ.
თავიანთი ცხოვრების წესი ლიგურებმა შეინარჩუნეს ძვ. წ. I ს-მდე. ზოგიერთი მკვლევარი მათ ენას ინდოევროპული ენების ჯგუფს მიაკუთვნებს, მაგრამ ამ ჰიპოთეზას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს.
გორაკიან ოლქში, ტიბრის დასავლეთით ტირენის ზღვამდე ცხოვრობდნენ ეტრუსკები, რომლებსაც ბერძნები ტირინეებს უწოდებდნენ. უფრო აღმოსავლეთით კი უმბრები და პიცენები.
ტიბრის დინების სამხრეთით ბორცვებიან ველზე ცხოვრობდნენ ლათინები. ჩრდილოეთიდან მათ ესაზღვრებოდათ საბინები, ჩრდილო აღმოსავლეთიდან ექვები. აღმოსავლეთის მხრიდან ლათინებს ესაზღვრებოდნენ ჰერთინები, ხოლო სამხრეთიდან ვოლსკები.
შუა იტალიის ცენტრალურ ნაწილში პიცენების სამხრეთით ცხოვრობდნენ სამნიტები. სამხ. იტალიაში კამპანიის ოლქში ცხოვრობდნენ ე.წ. კამპანიელები, რომლებიც ეთნიკურად მიეკუთვნებოდნენ ოსკური და სამნიტური წარმოშობის ტომებს. მათ ადრევე განიცადეს ბერძნების დიდი გავლენა.
სამხ. იტალიის ერთ ნაწილში ცხოვრობდნენ ლუკანები და ბრუტიები, ხოლო აპულიასა და კალაბრიაში ცხოვრობდნენ მესაპები, იაპიგები და სხვა.
ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში კუნძულ სიცილიაზე ცხოვრობდნენ ხეკულები და სიკონები, რომლებიც განდევნეს კუნძულის ცენტრალური და დას. ნაწილიდან ბერძნებმა და კართაგენელმა კოლონიზატორებმა.
ლინგვისტური თვალსაზრისით აპენინის ნკ-ს მოსახლეობა იყოფა შემდეგ ენობრივ ჯგუფებად: კელტური (გალური), ვენეტური, ოსკურ-უმბრული, ლათინურ-ფალესკურ-სეკულური, მესაპური, სიკონური და ეტრუსკული. ვინაიდან ლიგურული და პიცენური ენების შესახებ მასალები ძალიან მცირეა ამიტომ მათ არ გამოყოფენ ცალკე ენობრივ ჯგუფებად.
ამრიგად ლიგურული, პიცენური და ეტრუსკული ენების გარდა დანარჩენი ენები ერთიანდებიან სამ ჯგუფად: 1 კელტური; 2 იტალიკურ-უმბრები, ლათინები, ფალესკები, სეკულები, სამნიტები, ექვები და შუა იტალიაში მცხოვრები სხვა ტომები; 3 ილირიული ვენეტები და მესაპები.
ამ ჯგუფების წარმოშობის დადგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძველი რომის ისტორიის შესწავლისათვის.
მეცნიერებაში დღესაც გრძელდება დავა დაწყებული XVIII საუკუნით ენების კუთვნილების შესახებ, ერთხანს ვარაუდობდნენ, რომ ეს სამივე ენობრივი ჯგუფი მიეკუთვნებოდა ინდოევროპულს, დღეისათვის მიღებული აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ მეორე ჯგუფი იტალიკური ყველაზე მრავალრიცხოვანი მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ჯგუფს.
XX ს 30-ან წლებში ფიქრობდნენ, რომ იტალიკები ავტოხთონები იყვნენ, დღეისათვის მიღებულია აზრი იმის შესახებ, რომ ეს მოსული მოსახლეობაა, თუმცა არ არის დადგენილი მათი პირვანდელი სამშობლო, მიგრაციის მარშრუტი და დრო.
ამ ტომებს შორის ყველაზე უკეთ არიან ცნობილი გალები, რადგან ისინი გვიან მოვიდნენ აპენინის ნკ-ზე და მათი გამოჩენა აქ აღნუსხულია წერილობით წყაროებში, ხოლო მიგრაციის კვალი ჯეროვნად არის შესწავლილი არქეოლოგების მიერ.
ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში კელტებს ეკავათ მთელი ევროპა ბრიტანეთიდან დუნაისპირეთამდე, ენობრივად და მატერიალური კულტურის მიხედვით გალები მიეკუთვნებიან კელტებს.
ძვ. წ. V ს ბოლოს გალებმა გადალახეს ალპები და რამდენიმე ტალღად შეიჭრნენ იტალიაში, სადაც ცხოვრობდნენ ლიგურები და ეტრუსკები.
არქეოლოგიური მასალიდან ჩანს ბრძოლის ნაკვალევი, მოსახლეობის ერთი ნაწილი შეერწყა გალებს, ზენონების ტომი შეიჭრა ჩრდ უმბრიაში, ხოლო თუენტები (ვენეტები) გადაურჩნენ გალების შემოსევას.
ძვ. წ. IV ს 20-ან წლებში გალები შეიჭრნენ ეტრურიაში, რასაც დაუსრულებელი ბრძოლები მოჰყვა რომაელებსა და გალებს შორის.
რთულია ლათინებისა და სამნიტების ეთნოგენეზის დაზუსტება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ენები წააგავს ერთიმეორეს.
ლათინები ჩრდ-აღმოსავლეთიდან ორ ტალღად შეიჭრნენ იტალიაში. პირველი ტალღა პროტოლათინები შეესივნენ იტალიას ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში. როგორც ჩანს მათ აქ დახვდათ ადგილობრივი ნეოლითური ხანის მოსახლეობა, რომელიც მათ გაუნადგურებიათ, მაგრამ ბევრი რამ შეუთვისებიათ მათგან. მეორე ტალღა პროტოიტალიკები მოვიდნენ ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში, მათ მრავალი ადგილიდან გააძევეს პროტოლათინები, რომლებიც დაიყვნენ ცალკეულ ჯგუფებად: ლატინები, ფალესკები, სიკულები.
პროტოიტალიკებმა დაიკავეს უზარმაზარი ტერიტორია უმბრიიდან ბრუტიამდე და ამის შემდეგ დაიყვნენ ცალკეულ ჯგუფებად.
ილირიული ჯგუფის ტომები როგორც ჩანს შემოიჭრნენ ბალკანეთის ნკ-ს დას ნაწილიდან.
ეს არის ზოგადი ჰიპოთეზები იტალიურ ტომთა წარმოშობის შესახებ, რომლებიც მოითხოვენ დაზუსტებასა და შემდგომ დამუშავებას.
3 ეტრუსკები.
ეტრუსკული დამწერლობა და ენა აპენინის ნკ-ს ეპიგრაფიკული გამოცანაა. ცნობილია, რომ რომის სახელმწიფოს წარმოქმნამდე დას. ევროპაში ყველაზე მდიდარი კულტურა ეტრუსკებს ჰქონდათ.
ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში მათ მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი დაამყარეს ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ხალხებთან.
ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში დაახლოებით ძვ. წ. VI ს. დაიწყო ეტრუსკული კულტურის დაცემა.
ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში იმ დროს როდესაც ეტრუსკებთან განვითარებული იყო მონათმფლობელური ხაზი იტალიისა და საერთოდ დას. ევროპის სხვა ტომებს ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილება ჰქონდათ.
ეტრუსკებმა დაგვიტოვეს მდიდარი მატერიალური კულტურა. ჩვენამდე მოაღწია ეტრუსკული წარმოშობის ნეკროპოლებმა, ქალაქებისა და ნაგებობების ნაშთებმა და მრავალრიცხოვანმა საყოფაცხოვრებო ნივთმა.
არქეოლოგიური გათხრები და ის ცნობები, რომლებსაც გვაწვდის ანტიკური ტრადიცია საშუალებას გვაძლევს უკეთ შევისწავლოთ ეტრუსკების სულიერი და მატერიალური კულტურა.
ეტრუსკები იყვნენ შესანიშნავი ხელოსნები, გამოცდილი მეზღვაურები და კარგი ვაჭრები. ისინი შესანიშნავად იცნობდნენ სამთამადნო საქმეს, ამუშავებდნენ სპილენძსა და რკინას, რომელიც მოიპოვებოდა ეტრურიაში.
ეტრუსკული ხომალდები დაცურავდნენ მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში, ყველგან ავრცელებდნენ ეტრუსკულ საქონელს და მათი ხელოვნების ნიმუშებს. ცნობილია რომ ძვ. წ. VII-V ს ეტრუსკებმა დადეს სავაჭრო ხელშეკრულებები რომთან, კართაგენთან და ათენთან.
ეტრუსკები იყვნენ მხატვრული ხელოსნობის უბადლო ოსტატები, ამას მოწმობს მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი, ფრესკები, მარმარილოსა და ბრინჯაოს ქანდაკებები, ოქროს, ვერცხლისა და სპილენძისაგან დამზადებული სხვადასხვა საგანი.
ეტრუსკების სახვითი ხელოვნება რეალისტური და ნატურალისტური ხასიათისაა, განსაკუთრებით იგრძნობა ბერძნების ძლიერი გავლენა ეტრუსკების სულიერ კულტურაზე, ეს მკაფიოდ ჩანს სარწმუნოებაში მაგრამ ბერძნული სარწმუნოებისაგან განსხვავებით ეტრუსკული რელიგია უფრო პირქუშია, მაგ, ეტრუსკული სარწმუნოების მიხედვით საიქიო ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს მრავალრიცხოვან ბოროტ დემონს, ისინი ადამიანებს ძვირფასი საჩუქრების, შეწირულობებით და ადამიანთა მსხვერპლად შეწირვით უნდა მოესყიდათ.
ამ სარწმუნოებას თან ახლდა მრავალი რთული რიტუალი. ყველაფერი ეს როგორც ცნობილია შეისისლხორცა რომაულმა სარწმუნოებამ. რაც შეეხება ეტრუსკების საზოგადოებრივ ცხოვრებას ამ მხრივ მეცნიერებას მრავალი ხარვეზი აქვს, რომელთა შევსება შესაძლებელი გახდება მხოლოდ ეტრუსკული წარწერების ამოკითხვის შემდეგ. ზოგადად კი ცნობილია, რომ ეტრუსკული გვაროვნული არისტოკრატია ექსპლუატაციას უწევდა მონებსა და სოფლის მოსახლეობას. ადრემონათმფლობელურ საზში, რომელიც გააჩნდათ ეტრუსკებს ბევრი იყო პირველყოფილი თემური წყობილების გადმონაშთი. განსაკუთრებით ძლიერი იყო მატრიარქატის გადმონაშთები. ეტრუსკებს როგორც ჩანს არ გააჩნდათ ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო, ეს იყო ავტონომიური პოლისების ფედერაცია, ცნობილია 12 პოლისის ფედერაცია.
ძვ. წ. VII-V საუკუნეებში ეტრუსკების პოლიტიკური როლი ძალიან დიდი იყო. ისინი განუყოფლად ბატონობდნენ მდ. პადუსის ველზე, დიდ როლს თამაშობდნენ ლაციუმში. დიდი იყო ეტრუსკული ენისა და კულტურის ზეგავლენა რომაულ კულტურაზე, რომელიც თავის მხრივ ბერძნულ კულტურასთან ერთად ევროპული ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველია.
ამდენად განუსაზღვრელია ეტრუსკი ხალხის დამსახურება მსოფლიო კულტურის წინაშე. უფრო გვიან, როდესაც რომის იმპერია შეიქმნა ეტრუსკებისგან ათვისებული კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობა გადაიქცა მსოფლიოს საკუთრებად. ამიტომაა, რომ ეტრუსკული სიტყვები სპორტი, კლიენტი, მეცენატი, კეისარი, აქედან წარმოებული ცარი და კაიზერი და სხვა მრავალი დამკვიდრებულია მსოფლიოს ხალხთა ლექსიკონში.
ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევრიდან როდესაც ჩაესვენა ეტრუსკების დიდების მზე და დაიწყო რომის აღზევების ხანა რომაელებმა ხელთ იგდეს მათი მიწა-წყალი და მოახდინეს ეტრუსკი ხალხის ასიმილაცია. ასე სამუდამოდ გაჰქრა ეტრუსკი ხალხი და მათი ენა, დარჩა მხოლოდ ეტრუსკული ხელოვნების მრავალრიცხოვანი ნიმუში და დაახლოებით 10000 წარწერა და 1 პატარა წიგნი დაწერილი ეტრუსკულ ენაზე.
ენათმეცნიერების ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და ეთნოგრაფების წინაშე დგას ორუცნობიანი ამოცანა, რომელიც მოითხოვს ამოხსნას: პირველი უცნობი არის ეტრუსკების ეთნოგენეზისის საკითხი, რომელიც გულისხმობს პასუხის გაცემას შემდეგ კითხვებზე: ვინ არიან ეტრუსკები? ვის ენათესავებიან ისინი და სად არის მათი თავდაპირველი სამშობლო? მეორე უცნობი ეს არის ეტრუსკების ენა, მისი ნათესაური კავშირი სხვა ენებთან.
ანტიკური ტრადიციის მიხედვით ეტრუსკები მცირე აზიის ჩრდ. ნაწილიდან მოვიდნენ იტალიაში. ჰეროდოტეს მიხედვით მათი თავდაპირველი სამშობლო იყო ლიდია. მათ აღმოსავლურ წარმოშობას მოწმობს აგრეთვე 1 წარწერა კუნძულ ლესბოსიდან.
როგორც ჩანს ეტრუსკების გამოჩენა აპენინის ნკ-ზე დაემთხვა ბერძნების გამოჩენას.
სახელწოდება ეტრუსკები დამკვიდრებული თანამედროვე მეცნიერებაში მემკვიდრეობით არის მიღებული რომაელი ავტორებისაგან, რომლებიც მოიხსენიებენ მათ როგორც ეტრუსკებს და ტუსკებს. ბერძნები მათ ტირენებს ან ტირსენებს უწოდებენ, თვით ეტრუსკები კი თავიანთ თავს რასენებს უწოდებდნენ.
ეტრუსკული კულტურისა და ისტორიის საიდუმლოებას ნათელი მაშინ მოეფინება, როდესაც საბოლოოდ დადგინდება მათი დამწერლობა და ენა, ე. ი. ამეტყველდება მათი წარწერები.
უკანასკნელი 200 წლის მანძილზე ეტრუსკული ეპიგრაფიკა მრავალი მკვლევრის ყურადღებას იპყრობდა, ისინი ცდილობდნენ ამოეკითხათ იგი. ამ მკვლევრებს შორის იყვნენ ჭეშმარიტი სწავლულები, მაგრამ მათ შორის იყო აგრეთვე მრავალი დილეტანტიც.
ინტერესი ეტრუსკული ენისა და კულტურის მიმართ ჩნდება ჯერ კიდევ XVII ს-ში, მაგრამ ამ საკითხების მეცნიერული შესწავლა დაიწყო მხოლოდ XVIII ს-ის ბოლოს. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს იტალიელმა სწავლულებმა.
ჩვენს დროში თითქმის ყოველწლიურად ქვეყნდება ნაშრომები, რომელთა ავტორები ცდილობენ ამოიკითხონ ეტრუსკული დამწერლობა. ამ ცდების უმრავლესობა წარუმატებლად მთავრდება, ვინაიდან მათი ავტორები ისტორიულ საფუძველს კი არ ემყარებიან, არამედ ფუჭ თეორიებსა და ჰიპოთეზებს.
ზოგ შემთხვევაში მკვლევრები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ უკვე მიაგნეს დამწერლობის ამოსაკითხ გასაღებს და კიდეც ახერხებენ პატარ პატარა წარწერების ამოკითხვას (მაიანი, გიორგიევი), მაგრამ ეს არ ნიშნავს ეტრუსკული დამწერლობის ამოკითხვას, ასეთი კურიოზები კლასიკურ ფილოლოგიაში საკმაოდ ხშირია, ცნობილია, რომ 1959 წელს ვენტრისის მიერ B ხაზოვანი დამწერლობის ამოშიფვრას წინ უსწრებდა მრავალი მკვლევრის ცდა ამოეკითხათ ეს დამწერლობა და ვენტრისმა გულდასმით შეისწავლა მათი გამოკვლევები და გამოიყენა თავის ძიებაში.
როგორც ცნობილია არსებობს სხვადასხვა სახის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მკვლევართა წინაშე თავის ხასიათის შესაბამისად სხვადასხვა ამოცანას აყენებენ. ერთ შემთხვევაში სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ სავსებით უცნობია როგორც დამწერლობის ნიშნები ასევე წარწერის ენა, მეორე შემთხვევაში დამწერლობის ნიშნები იკითხება, მაგრამ ენა უცნობია, მესამე შემთხვევაში დამწერლობის ნიშნები გაუგებარია, მაგრამ წარწერის ტექსტის შინაარსი მეტ-ნაკლებად გასაგებია წარწერის ცალკეული ელემენტების საშუალებით.
ეტრუსკული ტექსტები მეორე შემთხვევას მიეკუთვნება; მათი დამწერლობის ნიშნები ადვილი გამოსაცნობია ბერძნულთან გარეგანი მსგავსების გამო, ამიტომ საფიქრებელია, რომ იგი შექმნილია რომელიმე ძველი ბერძნული ანბანის საფუძველზე, მაგრამ წარწერების ენა სავსებით გაუგებარია.
ეტრუსკული წარწერების უმრავლესობა უაღრესად ლაკონიური და ერთგვაროვანია. დღეისათვის დადგენილია ზოგიერთი ცნება, ტერმინი და თანამდებობის პირის აღმნიშვნელი სახელწოდებები. ცნობილია აგრეთვე ზოგიერთი ღმერთის სახელი, რამდენიმე ზმნა და ნაცვალსახელი, რაც საშუალებას აძლევს მკვლევრებს ჩასწვდნენ ამა თუ იმ წარწერის შინაარსს, მაგრამ იმის გამო რომ უცნობია თვით ენა და მისი სისტემა ტექსტების წაკითხვა შეუძლებელი ხდება.
ეტრუსკული დამწერლობის ამოკითხვის საქმეში დიდ სამსახურს გაგვიწევდა ბილინგვები, მაგრამ სამწუხაროდ დღეისათვის ცნობილი ორიოდე ეტრუსკულ-ლათინური ბილინგვა მხოლოდ საკუთარ სახელებს შეიცავს, მაგრამ პატარა წიგნი, რომელიც დაწერილია სელის ქსოვილზე დღეისათვის ჯერ არ არის ამოკითხული.
უძველესი ეტრუსკული ტექსტები თარიღდება ძვ. წ. VII ს-ის დასაწყისით, ხოლო ყველაზე გვიანდელი ახ. წელთაღრიცხვის დასაწყისით. წარწერები შესაბამისად დაყოფილია ორ ნაწილად: ძველი ეტრუსკული ძვ. წ. VII-V ს-ბი; ახალი ეტრუსკული ძვ. წ. III-I ს-ბი.
XVII ს-ის მეცნიერებაში გაბატონებული იყო აზრი ეტრუსკების აღმოსავლური წარმოშობის შესახებ. ამ აზრს საფუძვლად დაედო ჰეროდოტეს ცნობილი შეხედულება, რომ ეტრუსკები ლიდიიდან არიან ჩამოსახლებულნი, აგრეთვე ბერძნული ელემენტის გავლენა ეტრუსკულ კულტურაზე, ამ თეორიის მიმდევრები იყენებდნენ აგრეთვე მითებს, ლეგენდებს და წარწერებს ე. წ. ზღვის ხალხების შესახებ.
XVIII ს-ის გერმანელმა მკვლევრებმა გააიგივეს რასენების სახელწოდება რეტებთან, რომლებიც ალპებში ცხოვრობდნენ და შექმნეს ე. წ. რეტული თეორია, რომლის მიხედვითაც ეტრუსკები ჩრდილოეთიდან არიან გადმოსახლებულნი აპენინის ნკ-ზე.
XIX ს-ში ნიბურმა, მომზენმა და სხვა მკვლევრებმა გამოიყენეს ეს თეორია, ახალი ე. წ. ნორდული ანუ ჩრდილოეთის ხალხების თეორიის დასასაბუთებლად, ამ უკანასკნელს კი როგორც ცნობილია დღესაც ჰყავს თავისი მიმდევრები.
XX ს იტალიის ნაციონალისტებმა უგულვებელყვეს ყველა პირველწყარო წინამორბედი ავტორების მეცნიერული ავტორები და კატეგორიულად განაცხადეს, რომ ეტრუსკები ავტოხტონები არიან.
ახალმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომლებიც ტარდებოდა მდ. პადუსის შესართავთან შუქი მოჰფინა ბერძნულ-ეტრუსკულ ქალაქ სპინას ისტორიას და კიდევ ერთხელ დაასაბუთა ეტრუსკების აღმოსავლური წარმოშობა და მათი კავშირი ბერძნულ სამყაროსთან. ამ უკანასკნელ აღმოჩენასთან დაკავშირებით ბულგარელმა სწავლულმა გიორგიევმა გამოთქვა აზრი, რომ ეტრუსკები წარმოშობით ტროელები არიან, ომის დროს მათ დატოვეს თავიანთი სამშობლო და გადასახლდნენ აპენინის ნკ-ზე. მან რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა ეტრუსკული დამწერლობის ამოშიფვრას, იგი ცნობილი ლინგვისტი და აღმოსავლეთმცოდნეა, კარგად იცის ხეთური ენა. ეტრუსკული და ხეთური ენების პარალელური შესწავლის გზით გამოთქვამს მტკიცე რწმენას რომ ეს არის მონათესავე ენები და ხეთური ენის შესწავლით ადვილად იკითხება ეტრუსკული ეპიგრაფიკა.
მაიანი კი როგორც ცნობილია ცდილობს დაასაბუთოს ეტრუსკებისა და მათი ენის ილირიული წარმოშობა. ფართო ლინგვისტურ მასალაზე დაყრდნობით დაასაბუთოს ეტრუსკული ენის კავშირი ილირიულთან რომელზედაც მეტყველებენ ბალკანეთის ნკ-ს ჩრდ-დას ნაწილის ტომები. ძვ. წ. I ათასწლეულში ამ ენის ფესვები დაცულია თანამედროვე ანბანურ ენაში, მაიანიმ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რათა ჩასწვდომოდა წარწერების შინაარსს. თავის გამოკვლევას მან საფუძვლად დაუდო კომბინირებული მეთოდი, რომელიც ითვალისწინებდა არა მარტო წარწერების ლინგვისტურ ანალიზს, არამედ საერთოდ ეტრუსკული კულტურისა და ისტორიის ღრმად შესწავლას. ამ მონაცემების საფუძველზე მას სურდა ეტრუსკული წარწერების არსში უკეთ ჩაწვდომა, მაიანიმ თითქოსდა კიდეც შეძლო მოკლე წარწერების ამოკითხვა და პატარა ლექსიკონის შედგენა. შემდეგ მან გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ეტრუსკული ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ჯგუფს.
მაიანი არის ლინგვისტი, აღმოსავლეთმცოდნე, კარგად იცნობს სემიტურ ენებს და დიდხანს მუშაობდა ხეთურზე, ამიტომ დაებადა მას აზრი ეტრუსკული ენის შედარების შესახებ ილირიულთან. მან მიზნად დაისახა ეტრუსკული ენისა და კულტურის შედარება იტალიის მეზობელი ხალხების ენასა და კულტურასთან, ამან საშუალება მისცა მას სხვაგვარად შეეხედა ეტრუსკების მიერ დატოვებული მემკვიდრეობისათვის. მაგრამ როდესაც მაიანიმ სცადა თავისი აღმოჩენის საფუძველზე უფრო მნიშვნელოვანი ტექსტების დადგენა აქ იგი წააწყდა დიდ სიძნელეებს, მიუხედავად ამისა მაიანის მიერ ჩატარებულ კვლევას აქვს დიდი მნიშვნელობა ეტრუსკოლოგიის შემდგომი განვითარებისათვის, ასევე როგორც სხვა მეცნიერულ ნაშრომებს მოცემულ დარგში მაიანის ნაშრომები უთუოდ დიდ სარგებლობას მოუტანს ეტრუსკული დამწერლობისა და ენის მომავალ მკვლევრებს.




Комментариев нет:

Отправить комментарий