суббота, 24 декабря 2016 г.

აფხაზეთის სამთავროს წარმოქმნის საკითხისათვის (ნ. ჯიქია)

აფხაზეთის სამთავროს წარმოქმნის საკითხთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა. ძირითადად მიღებული და გაზიარებულია მოსაზრება, რომლის თანახმად, აფხაზეთის სამთავროს წარმოქმნა XVIIს. I ნახევრითაა დათარიღებული. ასე, მაგალითად, ნ. ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ „აფხაზეთის სამთავრო საქართველოს სხვა სამთავროებთან შედარებით ყველაზე გვიან, XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქ ის დადიან-ბედიანის საერისთავთ-საერისთავოში და შემდეგ სამთავროში შედიოდა“.1 ირ. ანთელავა უფრო აკონკრეტებს და გვაუწყებს: „Имеющиеся в нашем распоряжении материалы дают основание думать, что в начале XVII века, действительно было создано самостоятельное Абхазское княжество, юго-восточной границей которого была объявлена река Кодори“.2 ზ. ანჩაბაძე ამასთან დაკავშირებით წერდა: „В первые годы регентства Липартиани абхазские феодалы не могут отделиться от Мегрелии. Такая возможность возникает лишь около 1615 года, когда Георгий Липартиани начал активную борьбу с Турцией“.3 აფხაზეთის სამთავროს წარმოშობას XVIIს. დასაწყისით ათარიღებენ ასევე დ. გვრიტიშვილი4, ს. მაკალათია5, ბ. გოგია და ჯ. გამახარია6, ზ. პაპასქირი7, გ. ჯამბურია8, ზ. ცინცაძე9. ბ. ლომინაძის აზრით, „აფხაზეთი ლევან დადიანის დროს ცალკე სამთავროა და ოდიშს ექვემდებარება“.10 ბ. ხორავაც, ითვალისწინებს რა ირ. ანთელავასა და ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებას, აღნიშნავს: „XVII საუკუნის 10-იან წლებში აფხაზებმა ისარგებლეს ოდიშის სამთავროს გართულებული მდგომარეობით, გათავისუფლდნენ ვასალური დამოკიდებულებისაგან და აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო ჩამოაყალიბეს, რომლის ცენტრი გახდა ზუფუ (ლიხნი)“.11 ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრებები. აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით სრულიად სხვადასხვა დათარიღებას იძლევიან: შ. ინალ-იფა12, თ. ბერაძე13, ა. ტუღუში14, კ. ოკუჯავა15. კერძოდ, შ. ინალ-იფას თანახმად, ერთიანი და „სრულიად დამოუკიდებელი“ აფხაზეთის სამთავრო XVIIს. 80-იან წლებში ჩამოყალიბდა16. თ. ბერაძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მმართველნი ოდიშის მთავართა სიუზერენიტეტისაგან განთავისუფლდნენ გაცილებით ადრე, 1578-1580 წლებში, სოხუმის საბეგლარბეგოს გაუქმების შემდეგ17. იგი აღნიშნავს, რომ ამ დროიდან სოხუმი არ შედიოდა ოდიშის შემადგენლობაში და საზღვარი აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის გადიოდა სოხუმის სამხრეთით. კ. ოკუჯავას თვალსაზრისით, „XVIIს. 50-იანი წლების მიწურულამდე აფხაზეთში სამთავრო არ არსებობს. საშარვაშიძეო ისეთივე სათავადოა, როგორც რაჭის, ქსნის და არაგვის საერისთავოები, საამილახვრო, სალიპარტიანო და ა.შ.“18 იგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის სამთავროს ჩამოყალიბების რთული პროცესი დასრულდა XVIIს. 70-იან წლებში, როდესაც შარვაშიძეებმა გაინთავისუფლეს თავი ოდიშის სამთავროს დამოკიდებულებებისაგან და შეძლეს ოსმალეთის აგრესიით, მთიელთა თარეშით და შინაომებით დასუსტებული ოდიშისაგან აფხაზეთის გამოყოფა. ამიერიდან შარვაშიძე, ისევე როგორც დადიანი და გურიელი, ნომინალურად ემორჩილებოდა იმერეთის მეფეს19. სრულიად სხვა მოსაზრებისაა ა. ტუღუში, რომელიც არასწორად მიიჩნევს ზემოხსენებულ დათარიღებებს და აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის სამთავრო, როგორც ასეთი, XIXს. დამდეგამდე არ არსებულა და მერმედ იმიტომ, რომ ქართული და უცხოური წყაროების მონაცემებით აფხაზური სათავადოები და თემები ოდიშის მთავრის ხელისუფლების მატარებელი ჩანან XVII ს. 60-იანი წლების შუა ხანებში და დადიანის მოხარკეები XVIII ს. II ნახევარში“.20 ჩვენს ყურადღებას იმსახურებს ს. ჯანაშიას მოსაზრება. კერძოდ, იგი თვლიდა, რომ „აფხაზეთის სამთავრო XVს. II ნახევარში ჩამოყალიბდა და იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იმყოფებოდა, სანამ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ოსმალეთის გავლენა არ გაიზარდა, რის შემდეგაც აფხაზი მთავრები თანდათანობით განთავისუფლდნენ იმერეთის მეფის დამოკიდებულებისაგან“.21 როგორც ვხედავთ, ქართულ ისტორიოგრაფიაში აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენს ხელთ არსებულ ქართულ და უცხოურ წერილობით მასალას და მათზე დაყრდნობით წარმოვაჩინოთ რეალური ვითარება. უპირველეს ყოვლისა, გავცეთ პასუხი კითხვას: როდიდან არსებობდა აფხაზეთი როგორც სამთავრო? ერთიანი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური დეცენტრალიზაციის პირველი ნიშნები, როგორც ცნობილია, გაჩნდა XIII ს. 20-30-იან წლებში და ძირითადად დამთავრდა XVIს. შუა წლებში, როდესაც საბოლოოდ გაფორმდნენ სამეგრელოსა და გურიის სამთავროები. ქართულ ისტორიოგრაფიაში დაზუსტებულია, რომ მთავარი სხვა არავინაა, თუ არა დამოუკიდებლობა მოპოვებული ერისთავი, რომლის იურისდიქცია არაფრით არ განსხვავდება მეფის იურისდიქციისაგან. იგი მხოლოდ „მეფის“ ტიტულს არ ატარებს. მკვლევარი ო. სოსელია მთავრის ძირითად ნიშნებს ასე განმარტავს: 1. მთავარი არის მეფის ყოფილი ერისთავი, რომელმაც „დაიმკვიდრა საერისთო თვისი“; 2. მან დაიმორჩილა მიტაცებული კუთხის ერისთავები; 3. ის გახდა „თავთა... ოდენ შემწყნარებელი“; 4. იგი განაგებს ქვეყანას „მორჩილებასა შინა თვისსა“; 5. მას მეფენი ვერც დასვამენ და ვერც შეცვლიან. იგი თვითონ ჯდება და მისი ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადის; 6. მის სამფლობელოში სამეფო ხარკი არ იკრიფება; 7. ის არ ემორჩილება მეფეს „ლაშქრობითა, ნადირობითა და მეფედ მათთა ხმობითა მსახურებათა“; 8. მეფე მას მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს თუ სხვა საჭირო შემთხვევაში „მწეობისა“ და „ერთობის“, ანუ მოკავშირეობის მეტს სხვას ვერაფერს ვერ მოსთხოვს“.22 ისმის კითხვა, როდიდან შეესაბამებოდა შარვაშიძეთა საგვარეულოს სტატუსი აქ ჩამოთვლილ ნიშნებს? ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის სამთავროს ჩამოყალიბება ძირითადად იწყება XVს. 70-იანი წლებიდან, რამეთუ აღნიშნული ხანისათვის შარვაშიძე დადიანთან, გურიელთან, გელოვანთან თანაბრად არის მოხსენიებული. კერძოდ, ვახუშტის თანახმად: „ბაგრატ გამარჯუებული მოვიდა ქუთათისსა, აქა მოერთნენ დადიან-გურიელ-აფხაზნი და სუანნი და აკურთხეს, სრულიად იმერთა სათნო-ჩინებითა მეფედ. ამისთვის აღუსრულა მთავართა მათ აღთქმული თვისი და განთავისუფლდნენ, თვინიერ ლაშქრობისა და ქუეგანწესებისა მეფისა, და იქმნა იმერეთი მიერით ერთ მეფედ და ოთხ სამთავროდ ანუ სათავადოდ, რამეთუ მიიღო დადიანმან ოდიში, გურიელმან გურია, შარვაშიძემ აფხაზნი და ჯიქნი და გელოვანმან სუანეთი და ბაგრატ მეფობდა მათ ზედა ესრეთ“.23 ვახუშტი ბატონიშვილის ამ სიტყვებით, ირკვევა, რომ, მართალია, ბაგრატიონთა დინასტიის დასავლური შტო საბოლოოდ იმკვიდრებს იმერეთის მეფობას, მაგრამ ამასთან ერთად ლიხთ-იმერეთის ერისთავებიც (მათ შორის შარვაშიძე) იმკვიდრებენ მთავრობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნ. დადიანი გვამცნობს: „წელსა ქრისტესით 1462წ. ძემან დიმიტრი იმერთა ერისთავისმან თვით იმერთა ერისთავმან ბაგრატ იწყო მეფედ ყოფნა იმერთა ზედა. ესმა ესე გიორგი მეფესა და შესწუხდა და შეიკრიბა სპანი ქართლ-სომხითისა და ჰერ-კახეთისა და მოვიდა იმერეთს. გარნა ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სვანთა ერისთავი არცა რომელსა მწე ექმნენ, ვინაითგან საქმითა ამით მოელოდნენ განთავისუფლებასა“.24 ბაგრატსა და გიორგის შორის გაიმართა ბრძოლა. „...მაშინ ბაგრატ დაიპყრა ყოველი იმერეთი და იკურთხა მეფედ. ხოლო მთავარნი ზემოხსენებულნი განთავისუფლდნენ და იპყრობდნენ თვისთა სამთავროთა თავისუფლად“.25 ნ. დადიანი, იმეორებს რა ვახუშტის დათარიღებას, აღნიშნავს: „იქმნა დაწყება საქართველოსა შინა მეფობისა შემდგომად განყოფისა წელს ქრისტესით 1469... იქმნა მეფედ საქართველოსა შინა კონსტანტინე გიორგის ძე. ამის ხელში განსდგენ და შეიქმნენ თავისუფლად მთავარნი“,26 ე. ი. აქ მხედველობაშია ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სვანნი. შესატყვის ადგილზე ათაბაგსა, დადიანსა, გურიელსა, შარვაშიძესა და სვანთა ერისთავზე ვახუშტი წერს: „ცალ-ცალკე „განდგა თავადად“ და „ამათ დაიპყრეს საზღუარნი თვისნი“.27 მაშასადამე, სამეფოსაგან თავადად, ე. ი. თავისთვის განდგომა, ვახუშტის გაგებით, ნიშნავდა ერისთავთა მიერ მათივე საგამგეო ტერიტორიების დაპყრობა-დასაკუთრებას, ნ. დადიანი უწოდებს მეფეზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას და გვაუწყებს: ბაგრატმა „თავისუფლებასა ზედა მთავართა მათ დადიანსა, გურიელსა და შარვაშიძესა ხელი მოუწერა“.28 ცნობილია ასევე, რომ XVს. 70-იან წლებში ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზეთის საკათალიკოსოს მიენიჭა ავტოკეფალია. ამ შემთხვევაში „ავტოკეფალია“ გულისხმობს ადმინისტრაციულ დამოუკიდებლობას ქართლის (მცხეთის) საპატრიარქოსაგან, ე. ი. თუ აქამდე აფხაზეთის კათალიკოსი ეკურთხებოდა მცხეთელი პატრიარქის ნებით, ახლა უკვე დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებს შეეძლოთ თვითვე, დამოუკიდებლად ეკურთხებინათ თავიანთი კათალიკოსი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 1460წ. რომში ჩასული საქართველოს ელჩები ამას მოახსენებენ, რომ „ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდია აფხაზეთისა და სამეგრელოს მეფე“.29 ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ XVს. შუა ხანებიდან მაინც აფხაზეთი ოდიშის საერისთავთ-ერისთავოს შემადგენლობაშია და მას სამეგრელოსთან ერთად განაგებს ზემოთ ხსენებული „ბენდია“.30 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საყურადღებოა გენუელი მოგზაურის ჯორჯო ინტერიანოს (XV-XVIსს.) ცნობა, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვარი ჩერქეზეთთან გადიოდა ანგაკსიაზე, რომელიც კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით, ე. მამისთვალიშვილი თვლის, რომ ანგაკსია – იგივე ავოგაზიაა შუა საუკუნეების რუკების, რომელიც ლოკალიზდება ადლერის ჩრდილოეთით31. მისი აზრით, სწორედ აქ გადიოდა (ბარბაროსა და კონტარინის თანახმად) საზღვარი ჯიქებისა და ჩერქეზების საქართველოსთან. „ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, – აღნიშნავს ე. მამისთვალიშვილი. – შევიტანოთ კორექტივი ვახუშტის ცნობაში, იმაზე, რომ თითქოს აფხაზეთის საერისთავოზე არ ვრცელდებოდა დადიან-ბედიანის ხელისუფლება და გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ XIV-XVსს.-ში ორივე აფხაზეთის საერისთავო შედიოდა ოდიშის საერისთავოს შემადგენლობაში. ე. ი. XIV-XVსს.-ში ოდიშის საზღვრები ვრცელდებოდა არა მდ. ბზიფამდე, როგორც თვლიდა ზ. ანჩაბაძე, არამედ უფრო ჩრდილოეთით – მდ. ფსოუმდე და მთელი აფხაზეთი შედიოდა ოდიშის შემადგენლობაში“.32 ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იურიდიულად შარვაშიძე აფხაზეთის ხელმძღვანელი ოდიშის (სამეგრელოს) მთავრის გამგებლობაში რჩებოდა, რომელიც თავის მხრივ იმერეთის მეფის ხელქვეითად ითვლებოდა. ასე იყო XV ს. 70-იანი წლებიდან მოყოლებული XVII ს. I ნახევრის ჩათვლით, საკუთრივ ლევან II დადიანის (1611-1657) მმართველობის ბოლომდე. ჩვენი ეს მოსაზრება დაფუძნებულია შემდეგ წყაროებზე: 1615 წ. საქართველოში ჩამოვიდა დომინიკელთა წარმომადგენელი ასოლო მარია ჩიტადინი და ფაენცი. მან საქართველოზე შეადგინა მოკლე „ცნობები“ და წარუდგინა იგი რომის პაპს პავლე V-ს. 1621წ. ეს „ცნობები“ ცალკე ბროშურად გამოიცა ნეაპოლში. ავტორი აღნიშნავს, რომ მის დროს საქართველო 4 სამეფოდ იყოფოდა და ჩამოთვლის: „აღმოსავლეთ იბერიად წოდებული საქართველო, განლაგებულია კასპიისა და შავ ზღვას შორის. იგი იყოფა ოთხ სამეფოდ – პირველი ზავემი (კახეთი) ეკუთვნის მეფე თეიმურაზს; მეორე ბაში-აჩუკს (იმერეთის მეფეს) და მთებს შორისაა მოქცეული, მე-3 დადიანს, ხოლო მეოთხე გურიელს“.33 დონ პიეტრო ავიტაბილეს, რომელიც კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს მისიონმა პრეფექტად დანიშნა, რომში ჩაბარდა პაპ ურბან VIII-ს მიერ ხელმოწერილი, 1626წ. 4 ივლისით დათარიღებული, ლათინურ ენაზე შედგენილი სარეკომენდაციო წერილები შემდეგი პირებისათვის; საქართველოს კათალიკოსისა და მიტროპოლიტისათვის, კახეთისა და იმერეთის მეფეებისთვის, გურიისა და ოდიშის მთავრებისათვის“. საყურადღებოა, რომ ადრესატებს შორის არ არის მოხსენიებული აფხაზეთის მთავარი. ასევე ფრანგი ავტორი კლოდ მალენვრი, თავის 1635 წ. პარიზში გამოცემულ წიგნში XVIIს. საქართველოს შესახებ მოგვითხრობს: „საქართველოს ადრე ეწოდებოდა იბერია და ამჟამად იგი დაყოფილია ოთხ სამეფოდ. ყოველ მათგანს ჰყავს თავისი მეფე და სუვერენული მთავარი. პირველ სამეფოს ეწოდება სამეგრელო, მეორეს – ბაშაკური, მესამეს თბილისი (ე. ი. ქართლი), მეოთხეს იბერია~34 (ავტორი კახეთის სამეფოს იბერიას უწოდებს). როგორც ვხედავთ, ზემოხსენებულ უცხოელ ავტორთაგან, რომელნიც სწორედ XVII ს.-ში მოღვაწეობდნენ, არც ერთი საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებს შორის აფხაზეთს არ ასახელებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი რეალური პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით აფხაზეთს (უნდა ვივარაუდოთ აფხაზეთის საერისთავოს) ზოგადად სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში მყოფ ერთეულად მიიჩნევენ, ხოლო შარვაშიძე, აშკარად, დადიანის ვასალია. ის, რომ შარვაშიძე, XVIIს. I ნახევარში აშკარად დადიანის ვასალია და არა დამოუკიდებელი მთავარი, ქართული წყაროებიც ადასტურებენ. კერძოდ, ვახუშტის თანახმად, „მოვიდა ლევან დადიანიცა სპითა ოდიშარ-აფხაზ-ჯიქითა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდნენ მრავალნი ქ~სა ჩ~გკგ ქართ ტ~ია (ე. ი. 1623), იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა“.35 როგორც ირკვევა, აფხაზები ოდიშართა ლაშქარში იბრძვიან იმერეთის მეფე გიორგის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელი ოდიშის მთავრის გამგებლობაში რჩებოდა. XVII ს. იტალიელი მისიონერი დონ კრისტოფორო დე კასტელი, მოგვითხრობს რა ლევან დადიანის მიერ იმერეთის მეფე გიორგიზე მოპოვებული გამარჯვების შესახებ, დასძენს, ლევანმა „მსგავსადვე მოიმოქმედა აფხაზების წინააღმდეგაც, რომელნიც ცხოვრობდნენ მკაცრ და მიუვალ მთებში. ამის გამო დადიანს არ შეეძლო ცეცხლითა და მახვილით შესეოდა მთაგორიან მხარეს და ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში მისი მცირე რაზმები აფხაზებს თავს ესხმოდნენ და ზიანს აყენებდნენ. რადგან ამ მთის ხალხმა ბევრი ნაკლოვანება ვეღარ დაითმინა, გადაწყვიტა მძიმე უღლის ქვეშ ყოფნა“.36 იტალიელი მისიონერის ამ ცნობას კიდევ უფრო აკონკრეტებს ვახუშტი: „...ხოლო დადიანმან ლევან განიწყო სპანი და მოიწყუნა აფხაზნი, ვიდრე დაპყრობამდე“.37 ამ მხრივ საყურადღებოა ბერი ეგნატაშვილის ცნობაც: „და იყო დადიანი მდიდარ ფრიად და მორჩილებდნენ სრულიად აფხაზნი და შარვაშიძენი ÚÌÏÁÃÍÄÍ და ÖËÀÛØÒÄÁÃÍÄÍ დადიანსა“38. ნიკო დადიანის (დაახლ. 1780-1834წწ.) თანახმად, დადიანმა ლეონმა, სიმდიდრითა აღმატებულმან, აღაშენა თვის დად განბრწყინებულნი სასახლენი 12 ოდიშისა შინა და À×áÀÆÄÈÓÀ ყოვლითა თვისითა განწყობილებითა“39. 1643წ. ლევან დადიანმა რომის პაპთან ელჩად გაგზავნა თეატინელი მისიონერი დონ ჯუზეპე ჯუდიჩე, რომელმაც ლევან დადიანის წერილი ახალ პაპს ინოკენტი X-ს (1644-1655) გადასცა. წერილში დადიანი რომის პაპს აუწყებდა: „...მას შემდეგ, რაც ყოვლისშემძლე ღმერთის შემწეობით დავიმორჩილეთ ჩვენი მტრები, აფხაზეთის, იმერეთისა და გურიის მთავრები, ახლა ჩვენ რამდენადმე თავისუფლად ამოვისუნთქეთ...“40 ის, რომ შარვაშიძეთა სამფლობელო, რომელიც ბზიფის აფხაზეთს (აფხაზეთის საერისთავო) მოიცავდა და სამეგრელოს უბრალო მოხარკე კი არა, არამედ ამ სამთავროში შემავალი ერთეული იყო, კარგად ჩანს ფეშანგი ხითარიშვილის პოემიდან „შაჰნავაზიანი“, რომელიც 1664წ. დაიწერა. კერძოდ, ავტორი ლევან დადიანზე გვაუწყებს: „აფხაზეთი დაუჭირავს ხარაჯის მოსართმელად, ზაფხულ ზუფუს მივიდოდის, იგი იყუის ხანდაზმულად; ჯიქისა და ალანისა დაუდგომლად სისხლთა მღურელად, ორგულისა მავნებელი, ერთგულთათუის კარგის მქნელად“.41 როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ზუფუ შარვაშიძეთა რეზიდენცია გახდა, ეს სახელწოდება მეგრული ტრადიციით მთელ აფხაზეთს აღნიშნავდა“.42 თავისთავად იბადება კითხვა: შეძლებდა კი ლევან დადიანი ზუფუს (აფხაზეთში) გადასვლას ასე თავისუფლად, ის მისადმი დაქვემდებარებული ტერიტორია რომ არ ყოფილიყო? ამ კითხვას ერთგვარად პასუხობს კასტელის ცნობა, რომელიც გვაუწყებს: „როდესაც დადიანმა ხელმეორედ მიმიპატიჟა, გავიგე, რომ მთავარი დანარჩენ მთავრებთან შედარებით ბედნიერად ცხოვრობდა და მისი მამული (ქონება) განუწყვეტლივ იზრდებოდა. დიდი საჭე ეპყრა ხელთ. დღემდე ძლევამოსილებით აფართოებს იგი თავის საბრძანებელს და ყველგან თავისი ძლიერებით მთავრებს შიშის ზარსა ჰგვრის... იგი ბატონობს ასორმოცდაათ თავადზე, მათზე დაქვემდებარებული ვასალებიანად“.43 საყურადღებოა ასევე იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის მიერ 1649წ. რუსეთის ხელმწიფისადმი გაგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი იტყობინება, რომ „დადიანი ადრე ჩემი მონა იყო და ხარკს მიხდიდა, შემდეგ გადამიდგა და სულთანს დაუკავშირდა. კრებს თავის მეომრებს და აფხაზ-ჯიქებთან ერთად ყოველთვის თავს გვესხმის“.44 ზემოაღნიშნული წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ დადიანი შარვაშიძის სიუზერენია. მას მთელი რიგი ვალდებულებები აკისრია ოდიშის მთავრის წინაშე. იგი ვერ განაგებს ქვეყანას „მორჩილებასა შინა თვისსა“45. შარვაშიძე დადიანის მოხარკეა და ემორჩილება მას „ლაშქრობითა და ქუეგანწესებითა“, ეს კი მთავრის, როგორც დამოუკიდებელი მმართველის ინსტიტუტისათვის ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ეს მაინც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ შარვაშიძეთა აფხაზეთი XVIIს. I ნახევარში (რაჭის, ქსნის, არაგვის და ა.შ. მსგავსად) სათავადოს წარმოადგენდა, როგორც ამას ვარაუდობს კ. ოკუჯავა46. ჩვენი აზრით, შარვაშიძეთა სტატუსი იმთავითვე სოციალურთან ერთად უდავოდ პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იყო. შარვაშიძე ნამდვილად იყო კონკრეტული რეგიონის – აფხაზეთის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უბრალოდ ემორჩილებოდა ოდიშის მთავარს. XVI ს. ბოლოდან XVII ს. 20-იან წლებამდე დასავლეთ საქართველოს მეფე – მთავართა შორის მშვიდობა სუფევდა. ისინი შეთანხმებულად გამოდიოდნენ საგარეო მტრის წინააღმდეგ. მაგალითად, 1609წ. მამია II გურიელმა (1600-1625) მანუჩარ დადიანთან შეთანხმებით ოსმალები აჭარიდან გარეკა და ეს მხარე შემოიერთა. 1615წ. სექტემბერში, როდესაც კახეთში დავით ჯანდიერის მეთაურობით სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა: გიორგი III-მ, ლევან დადიანმა და მამია გურიელმა, – თავიანთი ლაშქრით თეიმურაზ მეფე არაგვამდე მიაცილეს“.47 მართალია, წყაროებში არაფერია მინიშნებული, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, საერთოქართულ აქციებში აფხაზ მეომართა მონაწილეობას48. XVIIს. I ნახევარი დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ფაქტობრივად ოდიშის სამთავროს და მისი მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657) ჰეგემონობის ხანაა. მანუჩარ დადიანის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ, 1611წ. ოდიშის მთავარი გახდა მისი ძე ლევანი, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად დაუნიშნეს ბიძა, მანუჩარის ძმა, სალიპარტიანოს ბატონი გიორგი ლიპარტიანი. ლიპარტიანი ეწოდებოდა ოდიშის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს საუფლისწულო მამულის – სალიპარტიანოს მფლობელს49. დაახლ. 1615წ. იწყება ლევან დადიანის დამოუკიდებელი მმართველობა. მან თავნება აფხაზ ფეოდალთა ოდიშის სამთავრო ტახტისადმი კეთილგანწყობისა და მორჩილებაში ყოლის მიზნით, 1614 თუ 1615წ. ცოლად შეირთო აფხაზთა მთავრის შარვაშიძის ასული თამუნია50. არქანჯელო ლამბერტი შარვაშიძის ასულს ასე ახასიათებს: „ეს ქალი იყო ბუნებით ლამაზი და სავსე ყველა სათნოებითა, რომელიც შეეფერებოდა მის გვარის ქალს: ქარგვაში, წერა-კითხვაში, გულუხვობაში და ზრდილობაში მას ტოლი არ ჰყავდა. თავის სათნოებით მიიზიდა ყველა თავის ქვეშევრდომის გული“.51 ილ. ანთელავა ამ ქორწინებასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ „ოდიშის კარი მერმისისათვის დებდა აფხაზეთის საკითხს და სეტემანის ქალიშვილზე დაქორწინებით სურდა ერთგვარი კონტროლი დაეწესებინა აფხაზეთზე... ხსენებული ქორწინებით ლევანმა სტატუს ქუო შეინარჩუნა და ზურგი გაიმაგრა“.52 ე. ი. მკვლევარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხანისათვის აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სამთავრო აგრძელებდა არსებობას, რაც მართებულად არ მიგვაჩნია. ლევან დადიანის შარვაშიძის ასულზე ქორწინებას აშკარად პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ასევე პოლიტიკური მიზნებით დაუმოყვრდა იგი გურიის მთავარსაც. ეს „სამთა კავშირი“ მიმართული იყო იმერეთის მეფის, გიორგი III-ის წინააღმდეგ. მეფესა და დადიანს შორის გოჭოურასთან გამართული ბრძოლა დადიანის გამარჯვებით დამთავრდა. გოჭოურასთან „სპითა ოდიშარ-აფხაზ-ჯიქითა“ დახმარებით მოპოვებულმა გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა დადიანის მდგომარეობა და მან მოინდომა აღედგინა თავისი მტკიცე ძალაუფლება აფხაზეთზე. კასტელის თანახმად, „აფხაზეთის მთავარს დადიანის დიდი პატივისცემა და რიდი ჰქონდა, მაგრამ მტრები ყოველთვის ცდილობდნენ მათი კეთილგანწყობილების დარღვევას და ყოველდღე თვალთმაქცურად აღვივებდნენ მათ შორის სიძულვილს“.53 ოდიშის მთავარმა თავის მეუღლეს ღალატი დასწამა. „ამისათვის მას ცხვირი, ყურები და ენის წვერი მოსჭრა და თავის სამშობლოში გააგდო“.54 ა. ლამბერტის სიტყვით: შარვაშიძეს „შეეშინდა ამ უეცარი თავდასხმისა და მთელი ერით მთებში გაიქცა. დადიანმა მოარბია ქვეყანა, ცეცხლითა და მახვილით გაანადგურა ყოველივე და უკან დაბრუნდა“.55 მ. ბროსეს აზრით, ლევან დადიანის ლაშქრობა აფხაზეთში და აქედან გამომდინარე პირველი ცოლის გაგდება 1628წ. უნდა მომხდარიყო56. თ. ბერაძე არასწორად მიიჩნევს მ. ბროსეს მიერ მოცემულ დათარიღებას57. მან მოიტანა ლევან II დადიანის ელჩის, გაბრიელ გეგენავას საუბრის ჩანაწერი, რომელზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ლევან II თავის ბიცოლას არა უგვიანეს 1622 წლისა შეირთავდა. თუ შარვაშიძის ასულთან გაყრა და ჭილაძის ქალის შერთვა უკვე მომხდარი ფაქტია არა უგვიანეს 1622 წლისა, მაშინ გოჭოურას ბრძოლის თარიღად 1623წ. ვერ ვაღიარებთ. ამ ბრძოლის დროს ლევანს შველოდა „აფხაზ-ჯიქთა“ ლაშქარი, ე. ი. მას მეუღლედ ჯერ კიდევ შარვაშიძის ასული ჰყავდა და აფხაზეთთანაც ურთიერთობა ნორმალური იყო, რასაც ვერაფრით ვიტყვით მომდევნო წლებზე. ამდენად გოჭოურას ბრძოლას არა 1623წ. (როგორც ამას ვახუშტი გვამცნობს), არამედ 1622წ. უნდა ჰქონოდა ადგილი58. ამის შემდეგ დადიანისა და შარვაშიძის ურთიერთთავდასხმა, ყმა-მამულის აწიოკება, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამის შესახებ სათანადოდ მოგვითხრობს ა. ლამბერტი: „აფხაზები ისე ბრაზმორეულნი იყვნენ დადიანზე, რომ იმ დროს, როცა დადიანი გართული იყო თავის ძმისგან დაწყებული ამბოხების დაცხრომის საქმეში, სულ თავს ესხმოდნენ სამეგრელოს საზღვრებს, რომელიც თითქმის სრულად გააოხრეს, მცხოვრებლები დაატყვევეს და აფხაზეთში გადაასახლეს“.59 ამ ცნობის თანახმად, აფხაზთა მთავარი თითქოს შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფის გამო, რაც ლევან დადიანმა მას მიაყენა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ საბაბი. ოდიშზე აფხაზთა თავდასხმებში გაცილებით უფრო სერიოზული რამ იმალებოდა, ვიდრე პირადი წყენა და შეურაცხყოფა. ამ პერიოდში მიმდინარეობს აბაზურ-ადიღეური ტომების ექსპანსია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, სახელდობრ, აფხაზეთში. იმავდროულად აფხაზები იბრძვიან ოდიშის სამთავროს ჩრდილოდასავლეთ ნაწილის მისატაცებლად60. აფხაზთა ასეთ თავდასხმებს საპასუხო ლაშქრობები მოსდევდა სამეგრელოს მხრიდანაც. ლევან II დადიანის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების (დაახლ. XVIIს. 20-იანი წლების II ნახ.) ჩაშლის შემდეგ, რომელშიც გარდა გურიელისა და იმერეთის მეფისა შევიდა აფხაზეთის მთავარიც, სამეგრელოს მთავარმა ხელახლა დალაშქრა აფხაზეთი, რათა მისი მორჩილებიდან გამოსული და მტრად მოკიდებული აფხაზური სათავადოები და თემები საკადრისად დაესაჯა. ლამბერტი გვაუწყებს: „დადიანმა როგორც კი შინაური საქმეებისაგან მოიცალა, საჩქაროდ გაილაშქრა აფხაზების წინააღმდეგ და მალეც დაამარცხა ისინი. აფხაზებმა მორჩილება განუცხადეს, ხარკი იტვირთეს, მაგრამ რადგან ეს ხალხი მოქალაქეობას და ვაჭრობას მოკლებულია და არც ფული გააჩნია, არც საქონელი ხარკის გადასახდელად, დადიანმა მათ ხარკად დაადვა რამდენიმე მწევარ-მეძებარი და მიმინო, რომლებითაც აფხაზები ნაქებია“.61 ზ. ანჩაბაძე ა. ლამბერტის ცნობას ასე განმარტავს: „Столь ограниченный размер дани, наложенный Леваном на абхазов, объясняется, конечно, не тем обстоятельством, на которое указывает Ламберти, а скорее всего номинальным характером зависимости абхазов от Левана, которая в данном случае уста- навливалась“.62 ამ აზრს იზიარებდა ი. ვორონოვიც, რომლის თანახმად, ლევანის აფხაზეთში ლაშქრობის შემდეგ, შარვაშიძე მხოლოდ ფორმალურად დაემორჩილა ოდიშის მთავარს63. შემდგომში ეს მოსაზრება გაიზიარა ირ. ანთელავამაც: „აფხაზებისთვის ხარკის დადება და ისიც განსაზღვრული რაოდენობით იმის მაუწყებელია, რომ აფხაზეთის სამთავრო ფაქტიურად მაინც დამოუკიდებელი რჩებოდა“.64 ამასთან დაკავშირებით კ. ოკუჯავა სამართლიანად შენიშნავს; „ძნელია ამ მოსაზრებას დაეთანხმო, ვინაიდან თავად ლამბერტის კარგად აქვს ახსნილი, თუ რატომ იხდიდნენ აფხაზები ხარკის სახით მხოლოდ მიმინოს და მწევარს. ამას გარდა, ჯუდიჩე და, მოგვიანებით, ბერი ეგნატაშვილიც აღნიშნავენ, რომ „შარვაშიძე „ულაშქრებდა“ დადიანს“.65 ამ და წინა ლაშქრობის შესახებ სათანადოდ გვაუწყებს ლევან დადიანის მიერ 1651 წ. ილორის წმ. გიორგის ხატზე შესრულებული წარწერა: „ჩუენ ცვა-ფარვითა შენთა მონდობილმან და მოსავმან შენმან ხელმწიფემან, დადიანმან, პატრონმან ლევან, ძემან ხელმწიფისა მანუჩარისამან... მას ჟამსა ოდეს მიუხედით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალსა აქათ ავაოხრეთ, კიდევ მეორედ მიუხედით ზუფუს კაპოეტის წყალს აქათ, სრულებით დავსწვით და ავაოხრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ და კაპოეტის წყალზე შემოგუებნეს ზუფუარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯუა და დავხოცეთ, ზოგი ხელთ დაგურჩა და გამარჯვებულნი მოვედით“.66 აქ აღწერილი ორი ლაშქრობიდან პირველი მარი ბროსეს თანახმად, 1629წ. უნდა მომხდარიყო67, მეორე კი – როგორც ილ. ანთელავა ფიქრობდა, 1634წ. ახლო ხანებში (არა უგვიანეს 1635წ.)68. კ. კუდრიავცევი ლევანის მე-2 ლაშქრობასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: „Сопоставляя разные события описываемые Арк. Ламбер- ти, нападение Левана Дадиани на Абхазию нужно отнести к тридцатым годам XVII века“.69 ისტორიკოსთა ერთი ნაწილი (ზ. ანჩაბაძე70, ირ. ანთელავა71) წარწერაში მოხსენიებულ „ზუფუარ და სიხუარ მარშანიებს“ საკუთარ სახელებად მიიჩნევს: ზუფუარ მარშანია და სიხუარ მარშანია, ხოლო ბ. ხორავას თანახმად, ზუფუარი ნიშნავს ზუფელს, იგივე აფხაზს, ხოლო სიხუარი _ ჯიქს72, ე. ი. ლევან დადიანმა დაამარცხა აფხაზთა და ჯიქთა ლაშქარი, რომელსაც მარშანიები მეთაურობდნენ. XVIIს. I ნახევრის ოდიშ-აფხაზეთის გართულებული მდგომარეობის შესახებ შარდენი შემდეგ ცნობას გვაწვდის: „...შურისძიება სწყუროდა აფხაზეთის მთავარსაც, იმ შეურაცხყოფისა და შერცხვენისათვის, რომელიც მას მიაყენეს მისი ასულის ასეთ დღეში ჩაგდებით. მან შეკრიბა თავისი ძალები და სამეგრელოს მთავართან ომი დაიწყო, ომი მის სასარგებლოდ არ მიმდინარეობდა, მაგრამ მან არ ისურვა არც სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, არც დროებითი ზავი და ომი მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როდესაც გაიგო ბარბაროსი სიძის სიკვდილი“.73 ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ აფხაზებმა ომი კი არ შეწყვიტეს, როგორც ამას შარდენი იტყობინება, არამედ მთელი ძალით გააჩაღეს. აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბებისათვის, ხელსაყრელი პირობები სწორედ ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ შეიქმნა, რასაც გარკვეულწილად ადასტურებს ანდრეა ბორომეოს 1658წ. ივნისს რომში გაგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი იტყობინება, რომ დადიანის „გარდაცვალებით ჩვენ დიდი მფარველი და ქველმოქმედი დავკარგეთ... სამეგრელომ უფრო მეტი დაკარგა. უკვე ჩამოქვეითდა მისი გავლენა აბსოლუტური და ფართო სამფლობელოებზე, რომლებიც გარდაცვლილ მთავარ დადიანს ომების წყალობით ჰქონდა შეძენილი“.74 XVII ს.-ში აფხაზეთში გრძელდებოდა ადგილობრივი და მეზობელი (აბაზური) მთიელი ტომების ჩამოსახლების პროცესი. ლევან II დადიანი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ოდიშის ძალებით იგერიებდა ამ ტომებს, რომლებიც ჯერ აფხაზეთში მკვიდრდებოდნენ და შემდეგ ოდიშისაკენ მიდიოდნენ. მთიურ ელემენტებზე დაყრდნობით, აფხაზი წარჩინებულები ექსპანსიას მიმართავდნენ კოდორსა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორიის მისატაცებლად75. ლევანმა ჩრდილო-დასავლეთი საზღვრების გამაგრება დაიწყო, რადგან სწორად ფიქრობდა, რომ კელასურის საზღვრის მოშლის შემთხვევაში ენგურამდე მომხდურების შეჩერება შეუძლებელი იყო. ამის შესახებ სათანადოდ გვაუწყებს ა. ლამბერტი: „ერთ ადგილას, რომელსაც ოლუშე ეწოდება, მთები გაშლილია და მტერს ადვილად შეეძლო აქედან შემოსვლა და ქვეყნის აოხრება, დიდი ხარჯით ამოუყვანიათ კედელი სიგრძით სამოცი ათასი ნაბიჯი და კედელში აქა-იქ აუშენებიათ კოშკები, რომლებშიც დგანან თოფებით შეიარაღებული მცველები“.76 ეს გრანდიოზული კედელი ა. ლამბერტის რუკაზე აღნიშნულია სახელწოდებით: „კედელი აფხაზთა თავდასხმების წინააღმდეგ“.77 საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კელასურის კედლის სამხრეთაღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია (თან. ოჩამჩირის და გალის რაიონები) მაშინაც ქართველებითაა დასახლებული და ეკუთვნის სამეგრელოს, რაც ცხადად ჩანს იეზუიტთა ორდენის ფრანგი მისიონერის ლუი გრანჟიეს მიერ 1615 წელს მოქვში შედგენილი რელაციიდან78. მის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: „წარმატებული სამისიონერო სამუშაოსათვის მან გადაწყვიტა შეისწავლოს ორი ენა ადგილობრივი მაცხოვრებლების ქართული და მეგრული“.79 იგივეს ადასტურებს ლამბერტის რუკის ტოპონიმიკაც. ამასთანავე, თვით აფხაზეთის მთავარი ქრისტიანია, აქ ჯერ კიდევ მოქმედებენ ქრისტიანული ეკლესიები, რაც კარგად ჩანს პატრი იოანე ლუკას 1629 წლის მოხსენებიდან80. კელასურის კედელს, რომელშიც შიგადაშიგ დატანებული იყო ხის კოშკები, მორიგეობით იცავდნენ ოდიშის თავადებისა და ეპისკოპოსების ჯარები. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: „და საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა, აწ ანაკოფიის აღმოსავლით ზღვიდან მთამდე შეავლო ზღუდე ლევან დადიანმა აფხაზთა გამოუსვლელობისათვის“.81 აშკარად ჩანს, რომ ლევანმა ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გაამაგრა არა მარტო აფხაზთა, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტომების შემოსევის წინააღმდეგაც. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის (1639-1660) და ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ ოდიში, ისევე როგორც მთელი დასავლეთ საქართველო, ხანგრძლივმა ანარქიამ მოიცვა. „ჟამებთა ამათ შინა განდიდნენ მთავარნი და მიიტაცებდნენ თვის-თვისთა მხარეთა და არღარა იყო მორჩილება ეგდენი მეფეთა“,82 რამაც ხელსაყრელი პირობები შეუქმნა აფხაზებს და მათ უკვე გამუდმებით იწყეს თარეში ოდიშსა და შავი ზღვის სანაპიროებზე. აფხაზთა თავდასხმები ოდიშზე განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს. ბოლოს. სწორედ ამ პერიოდში იქმნება ხელსაყრელი პირობები აფხაზთა სამთავროს ჩამოყალიბებისათვის. მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას. მისიონერი ძამპის ცნობით, „სამეგრელო სამეგრელო აღარ არის... დაქცეული და აოხრებულია... ახლა კაცს აღარ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშშია“.83 XVII ს. 60-იანი წლების შუა ხანებიდან, სარგებლობენ რა დადიანის ხელისუფლების დასუსტებით, აფხაზი ფეოდალები (ბაგრატ) სუსტარ შარვაშიძის ხელმძღვანელობით მაოხარ ლაშქრობებს აწყობენ სამეგრელოს არა მარტო განაპირა, არამედ შიდა მხარეშიც84. ამასთან ოდიშში გაძლიერება დაიწყო ჩიქვანთა საგვარეულომ ლეჩხუმიდან. მათ ოდიშის ტახტისათვის ბრძოლა დაიწყეს და უმოწყალოდ ჟლეტდნენ და ყიდდნენ ოდიშის მკვიდრთ. ჩრდილო-დასავლეთი საზღვრის დასაცავად კი ჩიქვანებს არ ეცალათ და „ჟამებათა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან“.85 აფხაზთა თავდასხმების შესახებ გვაუწყებს ფრანგი მოგზაური შარდენი, რომელიც 1672წ. სამეგრელოში იმყოფებოდა: „12-ს (ნოემბერი – Í.ã.) უნდა ხელახლა გზას შევსდგომოდი, მაგრამ მე დამიშალა ეს ერთმა ახალმა გარემოებამ: მოიტანეს ამბავი, ჩერქეზებისა და აფხაზების ნავები დადიან სამეგრელოს ნაპირებზედო. ეს მართალი გამოდგა: იმათ მოეტაცნათ აქაური ნავები და სხვათა შორის ის ნავიც, რომელიც მინდოდა დამექირავებინა“.86 იმავე 1672წ. სამეგრელოში ოსმალები შემოიჭრნენ: „ოსმალონი მოვიდნენ სამეგრელოში, წვავდნენ და იკლებდნენ ყველაფერს“.87 დადიანმა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად შარვაშიძეს მოუხმო, მაგრამ ეს უკანასკნელი არა თუ დაეხმარა ოდიშის მთავარს, პირიქით, მის საწინაღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა, დაარბია სამეგრელო და უკან დაბრუნდა. შარდენის თანახმად: „სამეგრელოს მთავარს აფხაზეთის მთავრისათვის ორი წარჩინებული პირი გაუგზავნია და საყვედური და მუქარა შეუთვლია, მისი ვერაგული მოქმედების გამო, რადგანაც სამეგრელოში აფხაზეთის მთავარი მისულიყო აღთქმითა და ფიცით, რომ სამეგრელოს თურქებისაგან დაიცავდა. სინამდვილეში კი თავისი ლაშქარი გამოიყენა ამ ქვეყნის დასარბევად და ასაოხრებლად და ისე გაბრუნდა, რომ მის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებია“. როგორც სამართლიანად შენიშნავს კ. ოკუჯავა: „ეს იყო იმ ძირითად ვალდებულებაზე – „ლაშქრობასა“ და „ქუეგანწესებაზე“ უარის თქმა, რომელიც შარვაშიძეს სხვა თავადებივით ოდიშის მთავრის ყმად ტოვებდა“.88 1681წ. გარდაიცვალა ლევან III დადიანი, რითაც კარგად ისარგებლა სორეხ შარვაშიძემ და თავი ოდიშის მთავრად გამოაცხადა89. 1683წ. გიორგი ლიპარტიანის დახმარებით ოდიშის მთავარი გახდა ლევან IV დადიანი (1683-1691). ფაქტობრივად ოდიშის სამთავრო ორად იქნა გაყოფილი. კერძოდ, მის აღმოსავლეთ ნაწილს დადიანი განაგებდა, ხოლო დასავლეთს – სორეხ შარვაშიძე. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ XVIIს. 80-იანი წლებისათვის აფხაზებმა და მათმა მოკავშირეებმა საზღვარი კელასურ-კოდორიდან ჯერ ღალიძგამდე, შემდეგ კი ენგურამდე გადმოიტანეს. ამას თან ახლდა მოსახლეობის აყრა-აწიოკება, ოსმალეთში გაყიდვა. ვახუშტის თანახმად, „გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდნენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი“.90 აფხაზები „რამეთუ მოვიდიან ლაშქრად და აოხრებდიან ქუყანა ავაზაკობით და ცხადად“.91 იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, აფხაზებმა დაარბიეს მოქვი, ზუგდიდი, ცაიში, ხობი და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე. დადიანს ძალა არ შესწევდა მათ გასარეკად92. „აფხაზებში„ იგულისხმებიან ამ კუთხის მცხოვრებნი, ანუ შარვაშიძის ხალხი, რომელთა შორისაც ძირითად ძალას ჩრდილო კავკასიელები შეადგენდნენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ და მართებულად მიგვაჩნია აფხაზი ისტორიკოსის შ. ინალ-იფას მოსაზრება, რომლის თანახმადაც, XVII ს. 80-იანი წლებისათვის შარვაშიძეთა სახლი საბოლოოდ გამოვიდა დადიანთა ქვეშევრდომობიდან93. ამით დასრულდა ოდიშისაგან დამოუკიდებელი აფხაზეთის სამთავროს ფორმირების ხანგრძლივი პროცესი. ამ დროიდან შარვაშიძეთა საგვარეულო უშუალოდ ქუთაისის ტახტს დაუქვემდებარდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ როდესაც 1689წ. იმერეთის ტახტის გარშემო ატეხილი ბრძოლის ჟამს, არჩილ მეფე აფხაზეთში ჩავიდა, მას „მიეგება შარვაშიძე, ისტუმრა პატივით, ვითარცა მეფე და იმყოფებოდა ზუფუს ჟამრაოდენმე“.94 ამრიგად, აფხაზეთის დამოუკიდებელი (ოდიშის სამთავროსაგან) სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი შეიძლება დაიყოს შემდეგ ძირითად ეტაპებად: 1. XVს. 70-იანი წლებიდან დაწყებული ოდიშში ლევან II-ის გამთავრებამდე, როცა იურიდიულად შარვაშიძე აფხაზეთის ხელმძღვანელი (ერისთავი) ოფიციალურად ემორჩილება დადიანს. 2. XVIIს. 10-იანი წლები, როდესაც, როგორც ჩანს, იზრდება შარვაშიძეთა სუვერენიტეტის ხარისხი. შემთხვევითი არ არის ის, რომ სეტემან შარვაშიძე – ლევან დადიანის სიმამრი უკვე დასახელებულია მთავრად (ქრისტოფორო კასტელი), მაგრამ ის ჯერ კიდევ რჩება ოდიშის მთავრის დაქვემდებარებაში. დასკვნითი ეტაპი უკავშირება XVIIს. 80-იან წლებს, როდესაც, ისარგებლეს რა ოდიშის სამთავროს დაუძლურებით, შარვაშიძეებმა საბოლოოდ დაიხსნეს თავი დადიანთა ქვეშევრდომობიდან. სწორედ ეს ხანა უნდა ვივარაუდოთ აფხაზეთის სამთავროს საბოლოო გაფორმების პერიოდად.
შენიშვნები
1. Í. ÁÄÒÞÄÍÉÛÅÉËÉ. საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. III, თბ., 1966, გვ. 288. 2. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков, Сухуми, 1949, გვ. 25. 3. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVIIвв.), Сухуми, 1959, გვ. 262. З. В. Анчабадзе. Мегрелия и Абхазия в XVII веке, Тб., 1947, საკანდიდატო დისერტაცია. ხელნაწერი ინახება თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, გვ. 141. 4. Ã. ÂÅÒÉÔÉÛÅÉËÉ. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. II, თბ., 1965, გვ. 417. 5. Ó. ÌÀÊÀËÀÈÉÀ. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1992, გვ. 94. 6. Д. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии, Тб., 1997. 7. Æ. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. აფხაზეთი საქართველოა, თბ., 1998, გვ. 47. 8. Â. ãÀÌÁÖÒÉÀ. დასავლეთ საქართველო XVIIს. I მესამედში, _ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 297. 9. Æ. ÝÉÍÝÀÞÄ. აფხაზეთის საქართველოდან მოწყვეტის სათავეებთან, _ წგნ.: აფხაზეთის ისტორიის პრობლემები, თბ., 1998, გვ. 139. 10. Á. ËÏÌÉÍÀÞÄ. ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, თბ., 1966, გვ. 214. 11. Á. áÏÒÀÅÀ. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა, XV-XVIIIსს. თბ., 1996, გვ. 94. 12. Ш. Д. Инал-ипа. Вопросы этно-культурной истории абхазов, Сухуми, 1976; Ш. Д. Инал-ипа. Абхазы. Историко-этнографические очерки, Сухуми, 1965, გვ. 142. 13. Т. Берадзе. Этнополитические процессы на территории современной Абхазии в XV-XVIIIвв. _ წგნ.: Разыскания по истории Абхазии/Грузия, Тб., 1999, გვ. 207. 14. À. ÔÖÙÖÛÉ. აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის საკითხისათვის, გაზ. `საქართველო~, 1993, #19, 12-18 ივნისი, გვ. 6. 15. Ê. ÏÊÖãÀÅÀ. მიგრაციული და ეთნო-სოციალური პროცესები აფხაზეთში XVIII საუკუნეში, საკანდიდატო დისერტაციის ხელნაწერი, თბ., 1999, გვ. 26. 16. Ш. Инал-ипа. Абхазы, გვ. 142. 17. Т. Берадзе. Этнополитические процессы.., გვ. 207. 18. Ê. ÏÊÖãÀÅÀ. მიგრაციული და ეთნო-სოციალური.., გვ. 26. 19. იქვე. 20. À. ÔÖÙÖÛÉ. აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის საკითხისათვის, გვ. 6. 21. Ó. ãÀÍÀÛÉÀ. შავიზღვისპირეთის საისტორიო გეოგრაფია, შრომები, ტ. VI, თბ., 1988, გვ. 287. ე. მამისთვალიშვილმა უარყო ს. ჯანაშიას ეს მოსაზრება და სათანადო კვლევა-ძიების შედეგად დაადგინა, რომ XIV-XVსს.-ში საქართველოს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (დღ. აფხაზეთის ტერიტორიაზე) ოდიშის სამთავროსაგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული არ არსებობდა (Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÉ. საქართველოს შავიზღვისპირეთის ისტორიიდან, _ გაზ. „ÓÀáÀËáÏ ÂÀÍÀÈËÄÁÀ“, 18 ოქტომბერი, 1989წ.). ამის შესახებ იხ. აგრეთვე: Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÉ. ოდიშის ისტორიიდან, _ თსუ ÛÒÏÌÄÁÉ, ტ. 310, თბ., 1992, გვ. 52. 22. Ï. ÓÏÓÄËÉÀ. ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966, გვ. 34. 23. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, _ „ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉÓ მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 806. 24. Í. ÃÀÃÉÀÍÉ. ქართველთ ცხოვრება, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო Û. ÁÖÒãÀÍÀÞÄÌ, თბ., 1962, გვ. 124. 25. იქვე. 26. Í. ÃÀÃÉÀÍÉ. ქართველთ ცხოვრება, გვ. 135. 27. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 28. Í. ÃÀÃÉÀÍÉ. ქართველთ ცხოვრება, გვ. 155. 29. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902, გვ. 62. 30. Ê. ÏÊÖãÀÅÀ. მიგრაციული და ეთნო-სოციალური.., გვ. 20. 31. Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÉ. საქართველოს შავიზღვისპირეთის ისტორიიდან..; Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÉ. ოდიშის ისტორიიდან.., გვ. 50. 32. Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÉ. ოდიშის ისტორიიდან.., გვ. 50. 33. É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, II, თბ., 1986, გვ. 58-59. 34. É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ., 1987, გვ. 53. 35. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 826. 36. ÃÏÍ ÊÒÉÓÔÏ×ÏÒÏ ÃÄ ÊÀÓÔÄËÉ. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ÁÄÑÀÍ ÂÉÏÒÂÀÞÄÌ, თბ., 1976, გვ. 51. 37. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 828. 38. ÁÄÒÉ ÄÂÍÀÔÀÛÅÉËÉ. ახალი ქართლის ცხოვრება, I ტექსტი, _ „ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉÓ მიერ, თბ., 1959, გვ. 421. 39. Í. ÃÀÃÉÀÍÉ. ქართველთ ცხოვრება, გვ. 160 (ხაზგასმა ჩვენია – Í.ã.). 40. M. თამარატი. L’Eგლისე Gეორგიენნე დეს ორიგინეს ჯუსქუ’ა ნოს ჯოურს, ღომე, 1910, გვ. 555-556. 41. ×ÄÛÀÍÂÉ. შაჰნავაზიანი, თბ., 1935, გვ. 84. 42. В. И. Стражев. Руинная Абхазия, ИАНО, вып. 1. Сухум, 1925, გვ. 143. 43. ÃÏÍ ÊÒÉÓÔÏ×ÏÒÏ ÃÄ ÊÀÓÔÄËÉ. ცნობები და ალბომი.., გვ. 51, 55. 44. É. ÝÉÍÝÀÞÄ. ტოლოჩანოვის მუხლობრივი აღწერილობა, 1650-1652, თბ., 1970, გვ. 157. 45. ÁÄÒÉ ÄÂÍÀÔÀÛÅÉËÉ. ახალი ქართლის ცხოვრება, `ქართლის ცხოვრება~, II, გვ. 158. 46. Ê. ÏÊÖãÀÅÀ. მიგრაციული და ეთნო-სოციალური.., გვ. 26. 47. Â. ãÀÌÁÖÒÉÀ. დასავლეთ საქართველო.., გვ. 298; 301. 48. Ê. ÏÊÖãÀÅÀ. მიგრაციული და ეთნო-სოციალური.., გვ. 27. 49. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, ძველი საქართველო, ტ. III, ტფ., 1913-1914, გვ. 150. 50. É. ÀÍÈÄËÀÅÀ. ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 69. 51. À. ËÀÌÁÄÒÔÉ. სამეგრელოს აღწერა, გვ. 23. 52. É. ÀÍÈÄËÀÅÀ. ლევან II დადიანი, გვ. 69. იხ. აგრეთვე: სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ÉËÉÀ ÀÍÈÄËÀÅÀÓ რედაქციით, თბ.-ზუგდიდი, 1999, გვ. 178. 53. ÃÏÍ ÊÒÉÓÔÏ×ÏÒÏ ÃÄ ÊÀÓÔÄËÉ. ცნობები და ალბომი.., გვ. 43. 54. ÃÏÍ ãÖÆÄÐÄ ãÖÃÉÜÄ ÌÉËÀÍÄËÉ. წერილები საქართველოზე, XVIIს. იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო Á. ÂÉÏÒÂÀÞÄÌ, თბ., 1964, გვ. 83. 55. À. ËÀÌÁÄÒÔÉ. სამეგრელოს აღწერა, გვ. 24. 56. Ì. ÁÒÏÓÄ. საქართველოს ისტორია, წ. 2, ტფ., 1900. 57. È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის პოლიტიკური ისტორიიდან, _ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III, 1967. 58. იქვე. 59. À. ËÀÌÁÄÒÔÉ. სამეგრელოს აღწერა, გვ. 22. 60. É. ÀÍÈÄËÀÅÀ. ოდიშის სამთავროს პოლიტიკური.., გვ. 128. 61. À. ËÀÌÁÄÒÔÉ. სამეგრელოს აღწერა, გვ. 28. 62. З. Анчабадзе. Из истории.., გვ. 265. 63. Ю. Воронов. Абхазия обретает независимость. – „История Абхазии“, гл. ред. С. Лакоба, Сухуми, 1991, გვ. 121. 64. И. Антелава. Очерки.., გვ. 32. 65. Ê. ÏÊÖãÀÅÀ. მიგრაციული და ეთნო-სოციალური.., გვ. 30. 66. Ê. ÂÒÉÂÏËÉÀ. ილორის წმინდა გიორგის ხატის წარწერა, ენიმკის მოამბე, ტ. XIII, თბ., 1942, გვ. 154-155. 67. Ì. ÁÒÏÓÄ. საქართველოს ისტორია, წ. 2, ტფ., 1900. 68. É. ÀÍÈÄËÀÅÀ. ლევან დადიანი, თბ. 1990, გვ. 62. 69. Б. Кудрявцев. Сборник материалов по истории Абхазии, Сухуми, 1926, გვ. 142. 70. З. Анчабадзе. Из истории.., გვ. 266. 71. И. Антелава. Очерки.., გვ. 33. 72. Á. áÏÒÀÅÀ. ოდიშ-აფხაზეთის.., გვ. 77. 73. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო Ì. ÌÂÀËÏÁËÉÛÅÉËÌÀ, თბ., 1975. ასევე იხ.: Путешествие Шардена по Закавказью въ 1672-1673гг., перевод Е. В. Бахутовой и Д. П. Босовина (Изъ журнала „Кавказскიй вестникъ“ за 1900 и 1901гг. Съ пятью рисунками, Тифлись, 1902). 74. ÃÏÍ ãÖÆÄÐÄ ãÖÃÉÜÄ ÌÉËÀÍÄËÉ. წერილები საქართველოზე, გვ. 25. 75. საქართველოს ისტორია, É. ÀÍÈÄËÀÅÀÓ რედაქციით, თბ., 1996, გვ. 173. 76. À. ËÀÌÁÄÒÔÉ. სამეგრელოს აღწერა, გვ. 207. 77. იქვე, გვ. 207. 78. Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып. 44, Тифлис, 1915, გვ. 51-52. 79. Сборник материалов.., вып. 44, გვ. 52. 80. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 143-145. 81. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა, გვ. 169. 82. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა, გვ. 838. 83. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 204. 84. И. Г. Антелава. Очерки.., გვ. 33-34. 85. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 845. 86. Ñ. ÛÀÒÃÄÍÉ. მოგზაურობა საქართველოში (1672-1673წწ.), თარგმნილი ფრანგულიდან ÅÀÓÉË ÁÀÒÍÏÅÉÓ მიერ, თბ., 1935, გვ. 39. 87. Ñ. ÛÀÒÃÄÍÉ. მოგზაურობა საქართველოში, გვ. 30. 88. Ê. ÏÊÖãÀÅÀ. მიგრაციული და ეთნო-სოციალური.., გვ. 34. 89. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 208. 90. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 845. 91. იქვე, გვ. 850. 92. М. Селезнев. Руководство к познанию Кавказа, кн. 1. СПб., 1848, გვ. 142. 93. Ш. Инал-ипа. Абхазы, გვ. 142. 94. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 851.

Комментариев нет:

Отправить комментарий