понедельник, 12 декабря 2016 г.

საქართველოს მეთაურები 1801 წლიდან დღემდე




    რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1801 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა საბოლოოდ ქართლ-კახეთის სამეფო და მის ნაცვლად დაარსდა საქართველოს გუბერნია ცენტრით თბილისი. 1810-11 წლებში გაუქმდა იმერეთის სამეფო, თუმცა აფხაზეთის, გურიის, სვანეთისა და სამეგრელოს სამთავროებმა მინიმალური ავტონომია კიდევ კარგა ხანს შეინარჩუნეს. 1840 წლამდე დას. საქართველოში მიმდინარეობდა ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოგდებისა და რუსული მმრთველობის შემოღების პროცესი, რის შემდეგაც 1841 წლის 10 მაისს დაარსდა საქართველო-იმერეთის გუბერნია. ამ დროს ავტონომიურ მთავრობებს კვლავ ინარჩუნებდნენ სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროები. 1847 წლის 28 თებერვალს საქართველო-იმერეთის გუბერნია გაიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად. უკანასკნელს მოგვიანებით შემოუერთდა სამეგრელო, სვანეთი და სოხუმის ოლქი (აფხაზეთი).
ემელიან პუგაჩოვის აჯანყებით (17731775) შეშინებულმა ეკატერინე II-ის მთავრობამ, ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით, 1775 წელს დააწესა მეფისნაცვლის თანამდებობა.
თავდაპირველად (1785 წლის 5 მაისი–1796 წლის 31 დეკემბერი) იგი განაგებდა ასტრახანის და კავკასიის გუბერნიებს. მეფისნაცვლის რეზიდენცია განლაგებული იყო ეკატერინოგრადში, ხოლო 1790 წლის 30 აპრილიდან ასტრახანში. იგი მოიცავდა ვოლგის ქვემო დინებისა და დონს შორის სტეპებს, ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილს ყუბანამდე და თერგამდე.
1796 წელს პავლე I-მა გააუქმა მეფისნაცვლის თანამდებობა.
1801 წელს მის ნაცვლად დაწესდა კაკასიის მთავარმართებლის თანამდებობა, რომელიც მოქმედებდა 1844 წლამდე.
1844 წელს დაწესდა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა, რომელიც მოქმედებდა 1883 წლამდე. რეზიდენცია თბილისში იყო. 1844 წლის 27 დეკემბრიდან იგი მოიცავდა ერთ გუბერნიას და ორ მხარეს:
საქართველო-იმერეთის გუბერნია (ტფილისი) – 1847 წლის 28 თებერვალს გადაკეთდა ტფილისის გუბერნიად.
სასომხეთის მხარე (ერევანი) – 1849 წლის 9 ივნისს გადაკეთდა ერევნის გუბერნიად.
კასპიის მხარე (შემახა) – 1846 წლიდან დერბენტის და შემახის გუბერნიები. 1860 წლის 30 მაისს დერბენტის გუბერნია გაუქმდა და წარმოიქმნა დაღესტნის მხარე (დერბენტი) და ჯვარ-ბელაქანის (ზაქათალის) მხარე.
1859 წლის 2 დეკემბერს შემახის გუბერნია გადაკეთდა ბაქოს გუბერნიად (ბაქო);
1866 წლის 17 აგვისტოს წარმოიქმნა სოხუმის მხარე (სოხუმი);
1867 წელს წარმოიქმნა შავი ზღვის მხარე.
1868 წელს შეიქმნა ელიზავეტპოლის გუბერნია (ელიზავეტპოლი).
1878 წელს შეიქმნა ბათუმის ოლქი (ბათუმი) და ყარსის გუბერნია (ყარსი).
1881 წლის 22 ნოემბერს კაკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა გაუქმდა და შეიქმნა კავკასიის ადმინისტრაცია, რომელსაც განაგებდა კავკასიის მთავარმართებელი.
კავკასიის მეფისნაცვლობა აღდგა 1905 წლის 26 თებერვალს, რომელიც მოქმედებდა 1917 წლამდე. იგი მოიცავდა ექვს გუბერნიას, ხუთ მხარეს და ორ დამოუკიდებელ ოლქს:
გუბერნიები:
ბაქოს გუბერნია; ელიზავეტპოლის გუბერნია (ელიზავეტპოლი, ახლ. განჯა, აზერბაიჯანი); ქუთაისის გუბერნია; ტფილისის გუბერნია; შავი ზღვის გუბერნია (ნოვოროსიისკი); ერევნის გუბერნია (ერევანი).
მხარეები:
ბათუმის მხარე; დაღესტნის მხარე (ტემირ-ხან-შურა, ახლ. ბუინაკსკი); ყარსის მხარე; ყუბანის მხარე (ეკატერინოდარი, ახლ. კრასნოდარი); თერგის მხარე (ვლადიკავკაზი).
ოლქები: ზაქათალის ოლქი; სოხუმის ოლქი.
მეფისნაცვალი აღჭურვილი იყო საგანგებო უფლებებით და მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა. მეფისნაცვალი განაგებდა აგრეთვე დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებულ ჯარს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სასამართლოს. XIX საუკუნეში მეფისნაცვლის ინსტიტუტი არსებობდა პოლონეთის სამეფოში (18151874).
მეფისნაცვალი კავკასიაში განსაკუთრებული უფლებით სარგებლობდა უშუალოდ ემორჩილებოდა ყველა უწყება. მასზე იყო დამოკიდებული მოსამსახურე პირების დანიშვნა, განთავისუფლება, დაჯილდოება. იგი ამავე დროს კავკასიაში მდგომი ჯარების მთავარსარდალიც იყო. სადავო საკითხები, რომელიც მეფისნაცვლის ფუნქციებს სცილდებოდა, განსახილველად იგზავნებოდა პეტერბურგში „კავკასიის საქმეების კომიტეტში“, კომიტეტის დასკვნას მოახსენებდნენ მეფეს საკითხის საბოლოო გადაწყევიტისათვის.
      საქართველოს მთავარმართებლები და მეფისნაცვლები
ივან ლაზარევი  1800 28 დეკემბერი – 1802 8 მაისი (დროებით)
თამაშემწე  იოანე ბატონიშვილი 1800 28 დეკემბერი – 1801 წ. თებერვალი
დავით გიორგის ძე 1801 წ. თებერვალი – 24 მარტი
კარლ კნორინგი და პიოტრ კოვალევსკი 1802 წ. 8 მაისი – 1802 11 სექტემბერი 
პავლე ციციანოვი 11 სექტემბერი 1802 – 8 თებერვალი 1806
ივან გუდოვიჩი ივნისი 1806 – თებერვალი 1809
ალექსანდრ ტორმასოვი თებერვალი 1809 – ივლისი 1811
ფილიპო პაულიჩი ივლისი 1811 – თებერვალი 1812
ნიკოლაი რტიშჩევი 16 თებერვალი 1812 – 9 აპრილი 1816
ალექსი ერმოლოვი  აპრილი 1816 – 27 მარტი 1827
ივანე პასკევიჩი 28 მარტი 1827 – 12 სექტემბერი 1831
გრიგორი როზენი 13 სექტემბერი 1831 – 30 ნოემბერი 1837
ევგენი გოლოვინი 30 ნოემბერი 1837 – 25 ოქტომბერი 1842
ალექსანდრ ნეიდგარტი 26 ოქტომბერი 1842 – დეკემბერი 1844
მიხეილ ვორონცოვი 27 დეკემბერი1844 – 1 მარტი1854
ნიკოლაი რეადი 1854 1 მარტი  29 ნოემბერი (დროებით)
ნიკოლაი მურავიოვი 29 ნოემბერი 1854 – 22 ივლისი 1856
ალექსანდრ ბარიატიანსკი 22 ივლისი 1856 – 6 დეკემბერი 1862
მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი 6 დეკემბერი 1862 – 23 ივლისი 1881
ალექსანდრ დონდუკოვ-კორსაკოვი 1 იანვარი 1882 – 3 ივნისი 1890
სერგეი შერემეტიევი 3 ივნისი 1890 – 6 დეკემბერი 1896
გრიგორი გოლიცინი 6 დეკემბერი 1896 – 1 იანვარი 1905
ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი 26 თებერვალი 1905 – 23 აგვისტო 1915
ნიკოლაი ნიკოლოზის ძე რომანოვი 23 აგვისტო (5 სექტ) 1915 – 9 (22) მარტი 1917 













































საქართველო – კავკასიის მმართველები
ევგენი გეგეჭკორი ნოემბერი 191710 თებერვალი 1918
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე 10 თებერვალი 191822 აპრილი 1918
აკაკი ჩხენკელი 22 აპრილი 191826 მაისი 1918 




პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურები 
ნოე რამიშვილი 26 მაისი 191824 ივლისი 1918
ნოე ჟორდანია 24 ივლისი 191825 თებერვალი 1921


კავკასიის საბჭოთა სოციალ-ფედერაციური რესპუბლიკის მმართველები
   მასში შედიოდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი და იურიდიულად არსებობდა 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე
გრიგორი (სერგო) ორჯონიკიძე თებერვალი 1922  სექტემბერი 1926
ივანე (მამია) ორახელაშვილი სექტემბერი 1926  ივნისი 1929; 11 ნოემბერი 1931  17 ოქტომბერი 1932
ალექსანდრე კრინიცკი ნოემბერი 1929  ნოემბერი 1930
ბესარიონ ლომინაძე 1930 წლის ნოემბერდეკემბერი
ლავრენტი ქართველიშვილი ნოემბერი 1930  დეკემბერი 1931
ლავრენტი ბერია 17 ოქტომბერი 1932  23 აპრილი 1937












კომუნისტური საქართველოს მართველები 
ფილიპე მახარაძე 
საქართველოს რევოლუციური კომიტეტის (რევკომი) ლიდერი 1921 წ. 16 თებერვალი 7 ივლისი; საქართველოს კომპარტიის ლიდერი 19211923 წლ.
კომპარტიის პირველი მდივნები
ივანე (მამია) ორახელაშვილი   მარტი  1921  აპრილი 1922
მიხეილ ოკუჯავა აპრილი  1922  22 ოქტომბერი 1922
ბესარიონ ლომინაძე  25 ოქტომბერი 1922 – აგვისტო 1924
მიხეილ  კახიანი აგვისტო 1924  მაისი 1930
ლევან ღოღობერიძე 1930 მაისი  19 ნოემბერი
სამსონ (იასონ) მამულია 20 ნოემბერი 1930  11 სექტემბერი 1931
ლავრენტი ქართველიშვილი 1931 წლის 11 სექტემბერი 14 ნოემბერი
ლავრენტი ბერია  15 იანვარი 1931  18 ოქტომბერი 1932; 15 იანვარი 1934  31 აგვისტო 1938
პეტრე  აღნიაშვილი 18 ოქტომბერი 1932  15 იანვარი 1934
კანდიდ ჩარკვიანი 31 აგვისტო 1938  2 აპრილი 1952
აკაკი მგელაძე 2 აპრილი 1952  14 აპრილი 1953
ალექსანდრე მირცხულავა 1953 წლის 14 აპრილი  19 სექტემბერი
ვასილ მჟავანაძე 20 სექტემბერი 1953 29 სექტემბერი 1972
ედუარდ შევარდნაძე 29 სექტემბერი 1972  6 ივლისი 1985
ჯუმბერ პატიაშვილი 6 ივლისი 1985  14 აპრილი 1989
გივი გუმბარიძე 14 აპრილი 1989  7 დეკემბერი 1990
ავთანდილ მარგიანი 7 დეკემბერი 1990  19 თებერვალი 1991
ჯემალ მიქელაძე 1991 წლის 20 თებერვალი  26 აგვისტო



















კომუნისტური საქართველოს მთავრობის მეთაურები
1. პოლიკარპე (ბუდუ) მდივანი 7 მარტი 1922  აპრილი 1922
2. სერგო ქავთარაძე აპრილი 1922 – იანვარი 1923
3. შალვა ელიავა იანვარი 1923 – ივნისი 1927
4. ლავრენტი ქართველიშვილი ივნისი 1927 – ივნისი 1929
5. ფილიპე მახარაძე ივნისი 1929 – იანვარი 1931
6. ლევან სუხიშვილი იანვარი 1931 – 22 სექტემბერი 1931
7. გერმან მგალობლიშვილი 22 სექტემბერი 1931 – ივნისი 1937
8. ვალერიან ბაქრაძე 9 ივნისი 1937 – დეკემბერი 1946; 16 აპრილი – 20 სექტემბერი 1953
9. ზაქარე ჩხუბიანიშვილი დეკემბერი 1946 – 6 აპრილი 1952
10. ზაქარე კეცხოველი 6 აპრილი 1952 – 16 აპრილი 1953
11. გივი ჯავახიშვილი 21 სექტემბერი 1953 – 17 დეკემბერი
1975
12. ზურაბ პატარიძე 17 დეკემბერი 1975 – 5 ივნისი 1982
13. დიმიტრი ქართველიშვილი 2 ივლისი 1982 – 12 აპრილი 1986
14. ოთარ ჩერქეზია 12 აპრილი 1986 – 29 მარტი 1989
15. ზურაბ ჩხეიძე 29 მარტი 1989 – 14 აპრილი 1989
16. ნოდარ ჭითანავა 14 აპრილი 1989 – 25 ნოემბერი 1990












19912013 წლებში ქვეყანაში იყო საპრეზიდენტო მმართველობა. 1918-1921 და 2013 წლის ნოემბრიდან დე-იურე შერეული, ხოლო დე-ფაქტო საპარლამეტო რესპუბლიკა.

დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტები და მეთაურები
ზვიად გამსახურდია 14 აპრილი 1991 – 6 იანვარი 1992 (დე ფაქტო); – 31 დეკემბერი 1993 (დე იურე) 
სამხედრო ხუნტა (თ. სიგუა, ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი) 6 იავნარი – 10 მარტი 1992
ედუარდ შევარდნაძე 10 მარტი 1992 – 23 ნოემბერი 2003
ნინო ბურჯანაძე 23 ნოემბერი 2003 – 25 იანვარი 2004; 25 ნოემბერი 2007 – 20 იანვარი 2008
მიხეილ სააკაშვილი 25 იანვარი 2004 – 25 ნოემბერი 2007; 20 იანვარი 2008 – 17 ნოემბერი 2013
გიორგი მარგველაშვილი 17 ნოემბერი 2013  








დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ მინისტრები
1. თენგიზ სიგუა15 ნოემბერი 1990 – 18 აგვისტო 1991; 8 ნოემბერი 1992 – 5 აგვისტო 1993
2. მურმან ომანიძე 18 – 26 აგვისტო 1991
3. ბესარიონ გუგუშვილი 26 აგვისტო 1991 – 6 იანვარი 1992
4. ედუარდ შევარდნაძე 6 – 20 აგვისტო 1993
5. ოთარ ფაცაცია 20 აგვისტო 1993 – 5 ოქტომბერი 1995
6. ბაკურ გულუა 5 ოქტომბერი – დეკემბერი 1995
7. ზურაბ ჟვანია 17 თებერვალი 2004 – 3 თებერვალი 2005
8. გიორგი ბარამიძე – 17 თებერვალი 2005
9. ზურაბ ნოღაიდელი 17 თებერვალი 2005 – 16 ნოემბერი 2007
10. ლადო გურგენიძე 22 ნოემბერი 2007 – 1 ნოემბერი 2008
11. გრიგოლ მგალობლიშვილი 1 ნოემბერი 2008 – 6 თებერვალი 2009
12. ნიკა გილაური 6 თებერვალი 2009 – 30 ივნისი 2012
13. ივანე მერაბიშვილი 30 ივნისი 2012 – 21 ოქტომბერი 2012
14. ბიძინა ივანიშვილი 21 ოქტომბერი 2012 – 20 ნოემბერი 2013
15. ირაკლი ღარიბაშვილი 20 ნოემბერი 2013 – 30 დეკემბერი 2015
16. გიორგი კვირიკაშვილი 30 დეკემბერი 2015 – 
17. 



















Комментариев нет:

Отправить комментарий