საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ მიუკერძოებელი ისტორიის დაწერა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ დაიწყო. გაიხსნა გასაიდუმლოებული არქივები, გამოქვეყნდა ადრე უცნობი არა ერთი დოკუმენტი, დაიწყო ათწლეულების მანძილზე გაყალბებული ისტორიის ხელახალი დამუშავება, მისი ახლებური ინტერპრეტაცია. ქართველმა ისტორიკოსებმა (ლ. თოიძემ, ფ. ლომაშვილმა, მ. ნათმელაძემ, ნ. კირთაძემ. ვ. გურულმა. ო. ჯანელიძემ, დ. შველიძემ და სხვებმა) გამოაქვეყნეს მრავალი საინტერესო დოკუმენტი, რომლებიც ახლებურად აშუქებენ საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს. მოსკოვში 2004-2005 წლებში ჩატარებული სამეცნიერო მივლინების შედეგებიც ნელ-ნელა შედის სამეცნიერო მიმოქცევაში (იხ. კ. წენგუაშვილი, ტროცკი ქართველი მენშევიკების შესახებ, `ანალები~, 2004 წლის #2; მისივე, ქართველი პოლიტპატიმრის წერილები ლ. ტროცკის, `ანალები~ 2005 წლის #1, მისივე; 1924 წლის აჯანყების არსის გაგებისათვის, `კლიო~. 2005 წლის #30, ალ. დაუშვილის, ლორეს პროვოკაცია. `ანალები~ 2005 წლის #2; მისივე, `1924 წლის აჯანყება და კრემლის პოზიცია~, `კლიო~, 2005 წლის #30).
ქვემოთ ჩვენ ვაქვეყნებთ მოსკოვის სოციალურ პოლიტიკური ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის სერგო ორჯონიკიძის პირად ფონდში (ფონდი 85) დაცულ დღემდე უცნობ, ან არასრულად გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლებიც შუქს ფენენ საქართველოში რუსეთის `ხელმეორედ მობრუნების~ ისტორიულ პროცესს, არკვევენ ამ საქმეში ქართველებისა და არაქართველების `ღვაწლს~, გვაძლევენ მდიდარ ინფორმაციას განსჯისათვის.
თბილისში ჩამოტანილი დოკუმენტები მეტად საინტერესოა. ქვემოთ წარმოდგენილია ამ დოკუმენტების ერთი ნაწილი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არის საქართველოში ბოლშევიკური აგრესიის დაგეგმვასთან, მისთვის დიპლომატიური და პროპაგანდისტული საფარის შემზადებასთან. დოკუმენტები ორ ჯგუფს წარმოადგენს _ ესენია რუსეთის დიპლომატიური თუ სამხედრო სამსახურების მესვეურების თუ თანამშრომლების მიერ სერგო ორჯონიკიძისათვის სწორედ 1920 წელს გაგზავნილი დეპეშები, რომლებიც მათ მიერ დემოკრატიულ საქართველოში შექმნილი ვითარებაა გაანალიზებული, და მეორე, კომუნისტური რუსეთის `მეხუთე კოლონის~ - ქართველი ბოლშევიკების მიერ სისტემატურად მოსკოვში გაგზავნილი ინფორმაციები სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
ქართველი კომუნისტების (ბ. კვირკველიას, ლ. დუმბაძის, კ. ცინცაძის) დეპეშები სასურველის რეალურად გასაღების აშკარა ნიმუშია, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ მოსკოვი, რომ `საქართველო და კავკასია ელის ბოლშევიკებს~, ამიტომაც ისინი მაქსიმალურად ძაბავენ ქვეყანაში სიტუაციას, მენშევიკურ ხელისუფლებას ყველა არსებულ თუ არარსებულ ცოდვაში ადანაშაულებენ. ეს, ფაქტობრივად, რუსეთის რეზიდენტურის მიერ `ცენტრში~გაგზავნილი საინფორმაციო ბიულეტენებია.
დოკუმენტების მეორე ჯგუფიდან მეტად საინტერესოდ გვეჩვენება ლ. კარახანის დეპეშა, რომელიც მან სერგო ორჯონიკიძეს გაუგზავნა 1920 წლის 9 მაისს, რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დადებისთანავე. დეპეშა ააშკარავებს მოსკოვის მხარის დაფარულ მიზნებს, იმას, რომ ხელშეკრულება დროებითია, რომ მის პუნქტებს მომავალში აშკარად გამოიყენებდნენ, თუ დასჭირდებოდათ, საქართველოსთან კონფრონტაციის გასაძლიერებლად, საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებისათვის. ისიც საყურადღებოა, რომ მაშინაც, ისევე როგორც დღეს, ზემოქმედების მთავარი იარაღი - ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტაა.
ქვემოთმოტანილი დოკუმენტების დიდი ნაწილის მეცნიერული ანალიზი მოცემულია ჩვენი ტრილოგიის - `სოსო ჯუგაშვილის ამბავის~ დასკვნით, მესამე წიგნში `ქართული საქმე~, რომელსაც მალე მიიღებს ქართველი მკითხველი, ამიტომაც აქ მხოლოდ ზოგადი მიმოხილვით და დოკუმენტების კომენტარებით დავკმაყოფილდით.
Государственный архив социально-политической истории РФ (ГАСПИ РФ), Ф.85, оп 18. д.47, с. 1.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.47, с. 1-2.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.8, с. 1.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.6, с.3.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.3, с. 1.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 16-17.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 1.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 4.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 1.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 3.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 5.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 8.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 13.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 13.
2. ცინცაძე კონსტანტინე (კოტე) - საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ იყო საქართველოს საგანგებო კომიტეტის ხელმძღვანელი, გარკვეულ ეტაპზე სერიოზულად დაუპირისპირდა ს. ორჯონიკიძეს, იყო `ნაციონალ-უკლონისტების~ პოლიტიკურ დაჯგუფებაში. აშკარად ანტისტალინური პოზიცია ეკავა პოლიტიკის რიგ საკითხებზე.
3. წარმოდგენილი დოკუმენტები მოსკოვის არქივში, ს. ორჯონიკიძის ფონდში მოთავსებულია 1920 წლის მასალებთან ერთად და რამდენადაც დოკუმენტს თარიღი არ აქვს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი 1920 წლით თარიღდება. დეპეშის შინაარსი, განსაკუთრებით მასში სერგო ქავთარაძის მოსკოვში ჩასვლაზე აქცენტირება, ყარსის დაცემა, თურებექის მიერ ბათუმის აღების შესახებ თხრობა გვაძლევს საფუძვესლს ვივარაუდოთ, რომ ეს დეპეშები 1918 წელს არის გაგზავნილი, რადგან ამ დეპეშებში წარმოდგენილი სიტუაცია საქართველოსა და ამიერკავკასიაში ძალიან ჰგავს იმ რეპლორტაჟს, რაც რუსეთის კომუნისტური პრესის ფლანგმანებმა პრავდამ~ და `იზვესტიამ~ გამოაქვეყნეს სერგო ქავთარაძის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ (იხ, გაზ. `პრავდა~, 1918 წლის 20 ივნისი).
4. ქავთარაძე სერგო ივანეს ძე (1885-1971), სახელმწიფო მოღვაწე, დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. რსდმპ წევრი,1912-1914 წლებში გაზეთ `პრავდის~ რედაქციის თანამშრომელი. იყო კავკასიის სამხარეო კომიტეტსის წევრი. 1918 წელს იყო თერგის ოლქის სახალხო საბჭოს წევრი. 1919 წელს გამოგზავნეს თბილისში არადეგალური საქმიანობისათვის, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორი,. 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მიტემხრო ანტისტალინურ `ნაციონალ-უკლონისტურ~ დაჯგუფებას, მოგვიანებით იყო ტროცკის პოლიტიკურ ოპოზიციაშიც, რის გამოც 1927 წელს გარიცხეს პარტიიდან. 1940 წელს აღადგინეს პარტიაში, 1943 წელს დაინიშნა სსრკ საგარეო საქმეთა კომისრის მოადგილედ. იყო ყირიმის და პოტსდამის კომფერენციების მონაწილე. 1945-1952 წლებში სსრ კავშირის ელჩი რუმინეთში.
5. დუმბაძე ვლადიმერ (ლადო) - საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იყო ა/კ სამხარეო კომიტეტის წევრი.ცთუ საქართველოს ძალმომრეობით გასაბჭოების შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. გარკვეულ ეტაპზე სერიოზულად დაუპირისპირდა ს. ორჯონიკიძეს, შევიდა `ნაციონალ-უკლონისტების~ პოლიტიკურ დაჯგუფებაში. აშკარად ანტისტალინური პოზიცია ეკავა პოლიტიკის რიგ საკითხებზე.
6. `სედაი მილეთი~ - ანტიქართული, პროთურქული ნაციონალისტური ორგანიზაცია ბათუმსა და აჭარაში, ცდილობდა ამ კუთხის თურქეთთან მიერთებას. საქართველოში 1921 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ სარგებლობდა გარკვეული გავლენით და ბოლშევიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, შმისი წევრები იყვნენ აჭარის მეჯლისის დეპუტატები. თურქეთთან საბჭოთა ხელისუფლების ურთიერთობის გაუარესების კვალდაკვალ საბჭოთა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა აკრძალა.
7. კვირკელია (კვირკველია) ბორის - საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იყო თერგის რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ძალმომრეობით გასაბჭოების შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. გარკვეულ ეტაპზე სერიოზულად დაუპირისპირდა ს. ორჯონიკიძეს, შევიდა `ნაციონალ-უკლონისტების~ პოლიტიკურ დაჯგუფებაში. აშკარად ანტისტალინური პოზიცია ეკავა პოლიტიკის რიგ საკითხებზე.
8. კარახანი (კარახანიანი) ლევ მიხეილის ძე (1889. თბილისი - 1937); დტირლომატი, ექსტერნად დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტი, რსდმპ წევრი 1904 წლიდან. შედი ოდა ლ. ტროცკის მიერ ჩამოყალიბებულ `მეჟრაიონელების~ ჯგუფში და მხოლოდ 1917 წლის მაისში შეუერთდა ბოლშევიკებს. Bრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკების მონაწილე. 1918 წლიდან იყო ჯერ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო 1927-1934 წლებში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე. სწორედ მან მოაწერა ხელი რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას. 1937 წელს რეპრესირებული.
9. ოდოევსკი - 1920 წელს თბილისში რუსეთის წარმომადგენლობის მდივანი. ინიციალები და ბიოგრაფიული მონაცემები ვერ დავადგინეთ.
10. შეინმანი არონ ლვოვის ძე (1886-1944), რსდმპს წევრი 1903 წლიდან, ბოლშევიკი, დამფუძნებელი კრების წევრი (ბოლშევიკების სიით). იყო რსფსრს ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილე. 1920 წელს შეცვალა ს.მ. კიროვი საქართველოში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობაზე. საქართველოში რუსეთის ხელმეორე შემრბრუნების აქტიური მონაწილე. მოგვიანებით იყო ლონდონში `ინტურისტის ~წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 1937 წელს, თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, დარჩა ინგლისში.
11. ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული წერილი ა. ლ. შეინმანს ხელში ჩაუვარდა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით და ის გაეგზავნა ვ. ი. ლენინს საქართვეოლოს დემოკრატიული მთავრობის მიერ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დარღვევის სამაგალითო ფაქტად.
ქვემოთ ჩვენ ვაქვეყნებთ მოსკოვის სოციალურ პოლიტიკური ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის სერგო ორჯონიკიძის პირად ფონდში (ფონდი 85) დაცულ დღემდე უცნობ, ან არასრულად გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლებიც შუქს ფენენ საქართველოში რუსეთის `ხელმეორედ მობრუნების~ ისტორიულ პროცესს, არკვევენ ამ საქმეში ქართველებისა და არაქართველების `ღვაწლს~, გვაძლევენ მდიდარ ინფორმაციას განსჯისათვის.
თბილისში ჩამოტანილი დოკუმენტები მეტად საინტერესოა. ქვემოთ წარმოდგენილია ამ დოკუმენტების ერთი ნაწილი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არის საქართველოში ბოლშევიკური აგრესიის დაგეგმვასთან, მისთვის დიპლომატიური და პროპაგანდისტული საფარის შემზადებასთან. დოკუმენტები ორ ჯგუფს წარმოადგენს _ ესენია რუსეთის დიპლომატიური თუ სამხედრო სამსახურების მესვეურების თუ თანამშრომლების მიერ სერგო ორჯონიკიძისათვის სწორედ 1920 წელს გაგზავნილი დეპეშები, რომლებიც მათ მიერ დემოკრატიულ საქართველოში შექმნილი ვითარებაა გაანალიზებული, და მეორე, კომუნისტური რუსეთის `მეხუთე კოლონის~ - ქართველი ბოლშევიკების მიერ სისტემატურად მოსკოვში გაგზავნილი ინფორმაციები სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
ქართველი კომუნისტების (ბ. კვირკველიას, ლ. დუმბაძის, კ. ცინცაძის) დეპეშები სასურველის რეალურად გასაღების აშკარა ნიმუშია, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ მოსკოვი, რომ `საქართველო და კავკასია ელის ბოლშევიკებს~, ამიტომაც ისინი მაქსიმალურად ძაბავენ ქვეყანაში სიტუაციას, მენშევიკურ ხელისუფლებას ყველა არსებულ თუ არარსებულ ცოდვაში ადანაშაულებენ. ეს, ფაქტობრივად, რუსეთის რეზიდენტურის მიერ `ცენტრში~გაგზავნილი საინფორმაციო ბიულეტენებია.
დოკუმენტების მეორე ჯგუფიდან მეტად საინტერესოდ გვეჩვენება ლ. კარახანის დეპეშა, რომელიც მან სერგო ორჯონიკიძეს გაუგზავნა 1920 წლის 9 მაისს, რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დადებისთანავე. დეპეშა ააშკარავებს მოსკოვის მხარის დაფარულ მიზნებს, იმას, რომ ხელშეკრულება დროებითია, რომ მის პუნქტებს მომავალში აშკარად გამოიყენებდნენ, თუ დასჭირდებოდათ, საქართველოსთან კონფრონტაციის გასაძლიერებლად, საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებისათვის. ისიც საყურადღებოა, რომ მაშინაც, ისევე როგორც დღეს, ზემოქმედების მთავარი იარაღი - ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტაა.
ქვემოთმოტანილი დოკუმენტების დიდი ნაწილის მეცნიერული ანალიზი მოცემულია ჩვენი ტრილოგიის - `სოსო ჯუგაშვილის ამბავის~ დასკვნით, მესამე წიგნში `ქართული საქმე~, რომელსაც მალე მიიღებს ქართველი მკითხველი, ამიტომაც აქ მხოლოდ ზოგადი მიმოხილვით და დოკუმენტების კომენტარებით დავკმაყოფილდით.
* * *
ს. გუსევი1 - ს. ორჯონიკიძეს
სარატოვი. 1920 წ. 20 თებერვალი
ბაქოს კომიტეტის შეტყობინებით საქართველომ თითქოს დადო ხელშეკრულება დენიკინთან. დენიკინმა შესთავაზა საქართველოს დაიკავოს მთელი საქართველოს სამხედრო გზა და დაამყაროს იქ წესრიგი, თუკი მთიელები დენიკინის წინააღმდეგ აჯანყდებიან. საქართველოს მთავრობა აძლევს საფარს მოხალისეთა არმიის ნაწილებს და სამაგიეროდ მათგან იღებს სამხედრო აღჭურვილობას: მოხალისეთა არმიის იარაღსა და მარაგ ნაწილებს... ინგლისი, საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებით შეშფოთებული არიან წითელი არმიის მოძრაობით ჩრდილო კავკასიაში და ცდილობენ საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ შექმნან მთის ფრონტი, რომელიც დაიკავებს დაღესტან-თერგის ოლქს. საქართველო აგზავნის თერგის ოლქში ხალხს, ინგლისურ ფულს...Государственный архив социально-политической истории РФ (ГАСПИ РФ), Ф.85, оп 18. д.47, с. 1.
კ. ცინცაძე2 - ს. ორჯონიკიძეს
1920 წლის 27 აპრილი (დეპეშა საიდან არის გაგზავნილი არ ჩანს - ა.დ.)
ყარსი დაეცა, ბათუმიც. ციხეში 10000 კაცი იყო. შეტევაზე იყვნენ 4000 აჭარელი და ათასი თურქი ჯარისკაცი. მათ აიყვანეს 5 ათასი ტყვე შტაბთან ერთად და 4 მილიარდი მანეთის ღირებულების სურსათი.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.47, с. 1-2.
კ. ცინცაძისა და ს. ორჯონიკიძის სატელეფონო ჩანაწერი.
(თარიღი არა აქვს - ა.დ.)3.
სერგო ეკითხება საქართველოში მდგომარეობის შესახებ.
კოტე - გუშინ დილით თბილისიდან ჩამოვიდა სერგო ქავთარაძე.4 დიდი ძალისხმევით მოახერხა მან ჩამოსვლა. მისი სიტყვებით, თბილისში მძიმე, დუხჭირი განწყობილებაა. მენშევიკები ტანჯავენ ჩვენს ამხანაგებს, მასობრივი დაჭერები არ წყდება. სულ ბოლო ხანს გამოვიდა ჩვენი გაზეთები და იმწუთასვე დახურეს. მაგრამ რუსი მუშები, ქართველი და სომეხი მუშების ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების მხარეზეა. მთებში გლეხთა აჯანყებებია. მაგრამ დღეს მივიღე კარგი ამბები - ბაქოს რაზმები უახლოვდებიან თბილისს. ამიერკავკასია მოუთმენლად ელის ბოლშევიკებს.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.8, с. 1.
ანონიმი - ს. ორჯონიკიძეს
საქართველოს ხელისუფლებამ დაპატიმრებული კომუნისტები მიიყვანა რუსეთის საზღვრებთან, რომ ქართველ კომუნისტებს, თუ სურდათ, გასულიყვნენ საქართველოდან. ეს პროცესი ახლა შეჩერებულია, რადგან ვლადიკავკაზში დააპატიმრეს ქართველები.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.6, с.3.
ლ. დუმბაძე5 - ს. ორჯონიკიძეს
თარიღი არა აქვს, დაახლოებით 1920 წელი (ა.დ.)
ბათუმში დააპატიმრესა კომუნისტები: პროფსაბჭოს მდივანი მახარაძე, თუმანოვი, მარკმანი, თავბერიძე, ბერძენიშვილი, კობიძე, რამიშვილი, ნატალია ბაბახანოვა. ისინი აიყვანეს ბრიტანეთის კრეისერზე და ამტკიცებენ, რომ კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს. დააპატიმრეს `გოლოს ტრუდას~ ამწყობები, ეძებენ `სედაი მილეთის~6 წევრებს. ითხოვენ, რომ თერგის ოლქიდან გაიყვანონ ჟლობას ცხენოსანი კორპუსი და შეიცვალოს ისინი ფეხოსნებით.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.7, с.4.
ბ. კვირკელია7 - გ. ორჯონიკიძეს
თერგი. 1920 წლის 9-10 მაისი
საქართველოს მთავრობამ ჩეჩნებს გაუგზავნა ნოტა, თითქოსდა როკის უღელტეხილით გორის მაზრაში გაიგზავნა იარაღით აღჭურვილი წითელი არმიის რაზმები. მათ უპასუხეს, რომ არცერთი შეიარაღებული კაცი როკის უღელტეხილით არ გადასულა, რომ გეგეჭკორის განცხადება არის სიცრუე და პროვოკაცია, რომელსაც სტრატეგიული მიზანი აქვს. ჩიჩერინმა გააკეთა განცხადება, რომ კასარის? ხეობა არასოდეს არ შედიოდა ამიერკავკასიაში, საქართველოს სამეფოში და საქართველოს რესპუბლიკაში. და ჩვენ იქ მცხოვრებ ოსებს მენშევიკების საჯიჯგნად არ დავუტოვებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მენშევიკები თავს იმდენად უძლურად გრძნობენ, რომ ისინი გახარებულნი იქნებიან თუკი შეინარჩუნებენ იურიდიულ მოჩვენებით დამოუკიდებლობას, გადმოგვცემენ ჩვენ ფაქტობრივ უფლებებს ჩავერიოთ მათ შინაგანაწესებშიც კი. ... მამისონის, ზარომაგის, ნარსის... გადასასვლელების მოსახლეობა თერგის ოლქით იკვებება, გაიწირება შიმშილისათვის, თუ კასარის ხეობა გადაეცემა საქართველოს. ეს მოსახლეობა სულ წითელ არმიაში მსახურობდა. ამ ხეობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს...ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.3, с. 1.
ლ. კარახანი8 - ს. ორჯონიკიძეს
მოსკოვი, 1920 წლის 9-11 მაისი
კარახანი ჯერ საქართველო რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ტექსტს უგზავნის ს. ორჯონიკიძეს და შემდეგ ამ დეპეშას (ა. დ.)
წინადადებას - რომ ჯარები გაატარონ ბათუმზე, ისევე როგორც მოთხოვნა საქართველოში გამოცხადდეს საბჭოთა ხელისუფლება - ცკ უარყოფს. ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია, რომ ბათუმიდან ინგლისელები განიდევნონ ბურჟუაზიული საქართველოს ხელით, ვიდრე ეს გააკეთოს ჩვენმა ჯარებმა, რამაც შეიძლება ჩაითრიოს ისინი ინგლისთან ომში. საქართველო გვჭირდება როგორც დროებითი ბუფერი, გასაბჭოებული ის ამ როლს ვერ შეასრულებდა. თუ აზერბაიჯანთან ურთიერსასარგებლო ხელშეკრულება არსებობს - აღადგინეთ. მხოლოდ ნავთის მიწოდება ისე უნდა მოაწყოთ, რომ ისინი (იგულისხმება ქართული მხარე - ა.დ.) მუდამ ხელში გეჭიროთ. ხელშეკრულებით მათ უნდა განდევნონ ინგლისელები, თუ მათ ეს არ გააკეთეს, ჩვენ ნავთს გადავუკეტავთ. ეს სერიოზული მათრახი იქნება მათთვის, გადაეცით ჩვენებს, რომ ძალიან სწრაფად ნუ აღადგენენ გაზეთებსა და ლეგალურ საქმიანობას. გვაცნობეთ ვინ გაანთავისუფლეს - რომ შევამოწმოთ რამდენად ასრულებენ ისინი ვალდებულებებს.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 16-17.
ოდოევსკი9 - გ. კ. ორჯონიკიძეს
თბილისი, 1920 წლის 6-22 დეკემბერი
ლეგრანის მატარებელი თანამშრომლებით და ავტომობილით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. განსაკუთრებულმა რაზმმა მთელ ამ მატარებელს ალყა შემოარტყა. ფაქტიურად დაპატიმრებული არიან და მატარებლიდან არ უშვებენ. ჩვენი თანამშრომლების დაპატიმრება გრძელდება, გუშინ დააპატიმრეს `კომუნისტის~ რედაქცია. გრძელდება კომუნისტების დაპატიმრებები. ახლა ქალაქში მიმდინარეობს დაპატიმრებები სპეკულაციის მოტივით. მეც კი დამაკავეს, რადგან დიპლომატი ვარ - გამათავისუფლეს.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 1.
ოდოევკსი - გ. კ. ორჯონიკიძეს
თბილისი. (დეპეშას თარიღი არა აქვს - ა. დ.)
დღეს თავის სახლში დააპატიმრეს ჩვენი მისიის თანამშრომელი ილია ბობოლაძე (ასეა დოკუმენტში - ა. დ.), თანამშრომელი ჭელიძე. დღემდე ქუთაისის განსაკუთრებულ განყოფილებაში ზიან. ციხეშია საეოჩოს კბილის ექიმი კარაგულიანი. ბათუმში, ჩვენი კონსულის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზეწოლა ჩვენს თანამშრომლებზე.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 4.
ა. ლ. შეინმანი10 - გ. კ. ორჯონიკიძეს
თბილისი, 6 დეკემბერი
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა. უკვე ერთი დღეა ჩემი თანამშრომელი დააკავეს. ამის გაგების შემდეგ ჩიჩერინმა გასცა განკარგულება, რომ მოსკოვში დაეკავებინათ საქართველოს წარმომადგენელი მახარაძე. გუშინ საღამოს დააკავეს ადგილობრივი კომუნისტური ორგანიზაციის მდივნები. გუშინ ალყა შემოარტყეს ლეგრანის მატარებელს. დღემდე დაკავებულია - ის ერევანში უნდა წასულიყო, ეკრძალებათ ვაგონიდან გამოსვლა. ამის გამო შევწყვიტეთ ნავთობის მიწოდება. დავაპატიმრეთ საქართველოს წარმომადგენლობა ერევანსა და ბაქოში. წავუყენეთ მათ ულტიმატუმი, რომ დაუყოვნებლივ გადმოგვცენ ვრანგელის ფლოტი, სასწრაფოდ აღადგინონ რკინიგზა სომხეთთან. მოვითხოვთ კომუნისტების დევნის აკრძალვას, სომხების მხარის სახელით მოვითხოვთ ქართველების მიერ ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის დაცლას.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 1.
ა. ლ. შეინმანი - ორჯონიკიძეს
... გაძნელებულია სომხეთისათვის პურისა და ნავთის მიწოდება.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 2.
ა. ლ. შეინმანი - ორჯონიკიძეს
თბილისი, 1920 წ. 10 დეკემბერი
საქართველოს ხელისუფლებამ მე გადამიჭრა ტელეფონის ხაზი ბათუმთან, ბაქოსთან, ვლადიკავკაზთან, ერევანთან, მოსკოვთან. იძულებული ვარ კურიერული მიმოსვლა დავამყარო აღსტაფასა და თბილისს შორის. კომუნისტების დევნა შეიმჩნევა ყველგან. იჭერენ სპეკულაციის მიზეზით და მერე დადექი და უმტკიცე... იმასაც იტყობინებიან, რომ სომხეთის რევკომის გადაწყვეტილებით დააპატიმრეს საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ერევანში გენერალი კარალიოვი და მისი მდივანი მუკაბერიძე (ასეა დოკუმენტში - ა.დ.). ეს კი არ შეიძლება. ეს მთავრობის სახელით არ უნდა კეთდებოდეს, უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებენ.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 3.
ა. ლ. შეინმანი - ორჯონიკიძეს
თბილისი, 1920 წლის 18 ოქტომბერი
გენერალ კ. თუმანოვის წერილი გენერალ ზაქარია ალექსანდრეს ძე მდივანს ბათუმში (ასლი)11
მე წარმოვადგენ თერგის ოლქიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ბოლშევიკების განდევნის კომიტეტს. იქ დიდი კავშირები გვაქვს და ვამზადებთ აჯანყებას. საქართველოს მთავრობამ ამის შესახებ იცის. მე მას გადავეცი ჩვენი მოღვაწეთა სია. ჩვენ გვჭირდება სასწრაფოდ ფული. მე გიგზავნი ფრანგების დახმარებით რადიოგრამას ვრანგელისათვის. თავის მხრივ საქართველოსაც შეეწყობა ხელი იმით, რომ ყირიმიდან შემოვა პური. გამოვგზავნე 40-80 ათასი ფუთი.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 5.
ა. ლ. შეინმანი - ორჯონიკიძეს
თბილისი. 1920 წლის 13 დეკემბერი
ბოლო სამი დღის განმავლობაში დააპატიმრეს 70 კომუნისტი. ყველა გააგზავნეს ქუთაისში. ბათუმში მასობრივი რეპრესიებია. მისიის ცალკეულ თანამშრომლებზე რეპრესიები გრძელდება.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 8.
ა. ლ. შეინმანი - გ.ს. ორჯონიკიძეს.
თბილისი, 1920 წლის 17 დეკემბერი
ქართველ კომუნისტებს წაუყენეს ბრალდება - შეიარაღებული აჯანყების მოწყობა, შპიონაჟი, სხვა ქვეყნის ფულის გამოყენება.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 13.
ა. ლ. შეინმანი - ორჯონიკიძეს
თბილისი, 17 დეკემბერი, 3 საათი
კომუნისტური გაზეთის რედაქციაში განსაკუთრებული რაზმი შევარდა. დააპატიმრეს იქ ვინც იყო - 3 თანამშრომელი და 2 სტუმარი, წაიღეს გაზეთის ანაწყობები, დალუქეს რედაქცია და ტიპოგრაფია. ტიპოგრაფიაში 13 თანამშრომელია.ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 13.
შენიშვნები და კომენტარები
1. გუსევი სერგეი ივანეს ძე (1874-1933), პარტიული მოღვაწე, 1896 წელს შევიდა ვ.ი.ლენინის მიერ ორგანიზებულ მუშათა განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირგში, შემდეგ რსდმპ წევრი გახდა, ბოლშევიკი. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების დროს იყო პეტროგრადის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის მდივანი. 1919-1920 წლებში შედიოდა სხვადასხვა ფრონტის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში ჰქონდა სერიოზული დაპირისპირება ლ. დ. ტროცკისთან. 1923 წლიდან იყო რკპ (ბ) ცენტრალური საკორნტროლო კომისიის პრეზიდიუცმის წევრი, 1929 წლიდან კომინტერნის აღმასკომის წევრი. აქვს ნაშრომები რუსეთის სამოქალაქო ომის ისტორიაზე.2. ცინცაძე კონსტანტინე (კოტე) - საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ იყო საქართველოს საგანგებო კომიტეტის ხელმძღვანელი, გარკვეულ ეტაპზე სერიოზულად დაუპირისპირდა ს. ორჯონიკიძეს, იყო `ნაციონალ-უკლონისტების~ პოლიტიკურ დაჯგუფებაში. აშკარად ანტისტალინური პოზიცია ეკავა პოლიტიკის რიგ საკითხებზე.
3. წარმოდგენილი დოკუმენტები მოსკოვის არქივში, ს. ორჯონიკიძის ფონდში მოთავსებულია 1920 წლის მასალებთან ერთად და რამდენადაც დოკუმენტს თარიღი არ აქვს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი 1920 წლით თარიღდება. დეპეშის შინაარსი, განსაკუთრებით მასში სერგო ქავთარაძის მოსკოვში ჩასვლაზე აქცენტირება, ყარსის დაცემა, თურებექის მიერ ბათუმის აღების შესახებ თხრობა გვაძლევს საფუძვესლს ვივარაუდოთ, რომ ეს დეპეშები 1918 წელს არის გაგზავნილი, რადგან ამ დეპეშებში წარმოდგენილი სიტუაცია საქართველოსა და ამიერკავკასიაში ძალიან ჰგავს იმ რეპლორტაჟს, რაც რუსეთის კომუნისტური პრესის ფლანგმანებმა პრავდამ~ და `იზვესტიამ~ გამოაქვეყნეს სერგო ქავთარაძის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ (იხ, გაზ. `პრავდა~, 1918 წლის 20 ივნისი).
4. ქავთარაძე სერგო ივანეს ძე (1885-1971), სახელმწიფო მოღვაწე, დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. რსდმპ წევრი,1912-1914 წლებში გაზეთ `პრავდის~ რედაქციის თანამშრომელი. იყო კავკასიის სამხარეო კომიტეტსის წევრი. 1918 წელს იყო თერგის ოლქის სახალხო საბჭოს წევრი. 1919 წელს გამოგზავნეს თბილისში არადეგალური საქმიანობისათვის, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორი,. 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მიტემხრო ანტისტალინურ `ნაციონალ-უკლონისტურ~ დაჯგუფებას, მოგვიანებით იყო ტროცკის პოლიტიკურ ოპოზიციაშიც, რის გამოც 1927 წელს გარიცხეს პარტიიდან. 1940 წელს აღადგინეს პარტიაში, 1943 წელს დაინიშნა სსრკ საგარეო საქმეთა კომისრის მოადგილედ. იყო ყირიმის და პოტსდამის კომფერენციების მონაწილე. 1945-1952 წლებში სსრ კავშირის ელჩი რუმინეთში.
5. დუმბაძე ვლადიმერ (ლადო) - საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იყო ა/კ სამხარეო კომიტეტის წევრი.ცთუ საქართველოს ძალმომრეობით გასაბჭოების შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. გარკვეულ ეტაპზე სერიოზულად დაუპირისპირდა ს. ორჯონიკიძეს, შევიდა `ნაციონალ-უკლონისტების~ პოლიტიკურ დაჯგუფებაში. აშკარად ანტისტალინური პოზიცია ეკავა პოლიტიკის რიგ საკითხებზე.
6. `სედაი მილეთი~ - ანტიქართული, პროთურქული ნაციონალისტური ორგანიზაცია ბათუმსა და აჭარაში, ცდილობდა ამ კუთხის თურქეთთან მიერთებას. საქართველოში 1921 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ სარგებლობდა გარკვეული გავლენით და ბოლშევიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, შმისი წევრები იყვნენ აჭარის მეჯლისის დეპუტატები. თურქეთთან საბჭოთა ხელისუფლების ურთიერთობის გაუარესების კვალდაკვალ საბჭოთა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა აკრძალა.
7. კვირკელია (კვირკველია) ბორის - საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იყო თერგის რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ძალმომრეობით გასაბჭოების შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. გარკვეულ ეტაპზე სერიოზულად დაუპირისპირდა ს. ორჯონიკიძეს, შევიდა `ნაციონალ-უკლონისტების~ პოლიტიკურ დაჯგუფებაში. აშკარად ანტისტალინური პოზიცია ეკავა პოლიტიკის რიგ საკითხებზე.
8. კარახანი (კარახანიანი) ლევ მიხეილის ძე (1889. თბილისი - 1937); დტირლომატი, ექსტერნად დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტი, რსდმპ წევრი 1904 წლიდან. შედი ოდა ლ. ტროცკის მიერ ჩამოყალიბებულ `მეჟრაიონელების~ ჯგუფში და მხოლოდ 1917 წლის მაისში შეუერთდა ბოლშევიკებს. Bრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკების მონაწილე. 1918 წლიდან იყო ჯერ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო 1927-1934 წლებში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე. სწორედ მან მოაწერა ხელი რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას. 1937 წელს რეპრესირებული.
9. ოდოევსკი - 1920 წელს თბილისში რუსეთის წარმომადგენლობის მდივანი. ინიციალები და ბიოგრაფიული მონაცემები ვერ დავადგინეთ.
10. შეინმანი არონ ლვოვის ძე (1886-1944), რსდმპს წევრი 1903 წლიდან, ბოლშევიკი, დამფუძნებელი კრების წევრი (ბოლშევიკების სიით). იყო რსფსრს ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილე. 1920 წელს შეცვალა ს.მ. კიროვი საქართველოში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობაზე. საქართველოში რუსეთის ხელმეორე შემრბრუნების აქტიური მონაწილე. მოგვიანებით იყო ლონდონში `ინტურისტის ~წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 1937 წელს, თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, დარჩა ინგლისში.
11. ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული წერილი ა. ლ. შეინმანს ხელში ჩაუვარდა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით და ის გაეგზავნა ვ. ი. ლენინს საქართვეოლოს დემოკრატიული მთავრობის მიერ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დარღვევის სამაგალითო ფაქტად.
Комментариев нет:
Отправить комментарий