четверг, 8 ноября 2018 г.

მეფის ინსტიტუტი ლიდიას სამეფოში (ნ. ხაზარაძე)

ლი­დი­ე­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის პრობ­ლე­მა თით­ქმის შე­უს­წავ­ლე­ლია. ძი­რი­თად ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით ჰე­რო­დო­ტეს “ის­ტო­რი­ა­ში”, ქსან­თოს ლი­­დი­ე­ლი­სა და ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის თხზუ­ლე­ბე­ბის ფრაგ­მენ­ტებ­ში ვხვდე­ბით. სწო­რედ ამ წყა­რო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ლი­დი­ა­ში სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ის­ტო­რი­ის მეტ-ნაკ­ლე­ბი სი­ზუს­ტით წარ­მო­ჩე­ნა. აქ­ვე შემ­დეგ­საც დავ­სძენ: ჰე­რო­დო­ტე­სა და ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის თხზუ­ლე­ბებ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი ჩვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ის გა­რე­მო­ე­ბა უნ­და იქ­ნას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რომ ლი­დი­ის ის­ტო­რი­ის შექ­მნი­სას ჰე­რო­დო­ტეს ძი­რი­თად წყა­როს ლი­დი­უ­რი მი­თე­ბი, ლე­გენ­დე­ბი, ფოლ­კლო­რი წარ­მო­ად­გენ­და, ხო­ლო ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის თხზუ­ლე­ბა – “ლი­დი­ა­კა” ავ­ტო­რი­ტე­ტულ, დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას ეფუძ­ნე­ბო­და. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჰე­რო­დო­ტე უფ­რო დაწ­ვრი­ლე­ბი­თა და ხა­ლი­სით ლი­დი­ის მე­ფე­თა ძველ ის­ტო­რი­ას გად­მოგ­ვცემს, ვიდ­რე მის თა­ნა­მედ­რო­ვეს.
აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჰე­რო­დო­ტე­მაც და ქსან­თოს­მაც, რო­გორც და­ვი­ნა­ხავთ, ძალ­ზე სა­ყუ­რად­ღე­ბო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცნო­ბე­ბი შე­მოგ­ვი­ნა­ხეს ლი­დი­ის სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სათ­ვის.
უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ესაა ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ლი­დი­ა­ში სა­მე­ფო ტახ­ტის, სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბის წე­სი წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ.
ჰე­რო­დო­ტეს ცნო­ბით, ორი­ვე მის მი­ერ ნახ­სე­ნებ სა­მე­ფო გვარ­ში (ჰე­რაკ­ლი­დე­ბი­სა და მერ­მნა­დე­ბის) “შვი­ლი მა­მი­სა­გან ღე­ბუ­ლობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას”. ასე იყო, კერ­ძოდ, აგე­ნო­რი­დან კან­დავ­ლამ­დე, ერ­თი მხრით, და გი­გე­სი­დან კროი­სო­სამ­დე, მე­ო­რე მხრით. ჰე­რაკ­ლი­დე­ბის გვა­რი (ადა­მი­ან­თა 22 თა­ო­ბა) 505 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და, ხო­ლო მერ­მნა­დე­ბი­სა – 170 წლის (Hე­რო­დო­ტუს, I, 6 და შმდ.). რა­კი ჰე­რო­დო­ტე დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წერს მერ­მნად­თა სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის ის­ტო­რი­ას, შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ამ დი­ნას­ტი­ი­დან გა­მო­სუ­ლი მე­ფე­ე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის დად­გე­ნა და შე­მოწ­მე­ბა იმ თე­ზი­სი­სა, რომ “შვი­ლი მა­მი­დან ღე­ბუ­ლობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას”.
ჰე­რო­დო­ტეს თხზუ­ლე­ბა­ში მერ­მნად­თა დი­ნას­ტი­ის ხუ­თი მე­ფეა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი; ესე­ნია: გი­გე­სი (მე­ფობ­და 38 წე­ლი), მი­სი ვა­ჟი ად­რი­სი (მე­ფობ­და 49 წე­ლი), ად­რი­სის ვა­ჟი სა­დი­ა­ტე­სი (მე­ფობ­და 12 წე­ლი), სა­დი­ა­ტე­სის ვა­ჟი ალი­ა­ტე­სი (მე­ფობ­და 57 წე­ლი), ალი­ა­ტე­სის ვა­ჟი კროისო­სი (მე­ფობ­და 14 წე­ლი) (ჰეროდოტე, I, 6-86).
ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან არ ჩანს იყ­ვნენ თუ არა მე­ფის მემ­კვიდ­რე­ე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც ასა­კით უფ­რო­სი ვა­ჟე­ბი. მაგ­რამ ის, რომ სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­მი­დან შვილ­ზე გა­და­დი­ო­და ზე­მო­მოყ­ვა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით სავ­სე­ბით დას­ტურ­დე­ბა. სა­ყუ­რად­ღე­ბოა შემ­დე­გიც: ჰე­რო­დო­ტეს ცნო­ბით, კროÁ­სოს­მა, “ძილ­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მა­უწ­ყე­ბე­ლი სიზ­მა­რი ნა­ხა, რომ მის შვილს უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ლის. კროÁ­სოსს ორი შვი­ლი ჰყავ­და, რო­მელ­თა­გან ერ­თი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ყრუ-მუნ­ჯი იყო, ხო­ლო მე­ო­რე – ყო­ველ­მხრივ პირ­ვე­ლობ­და თა­ვის ტო­ლებ­ში. სა­ხე­ლად მას ატი­სი ერ­ქვა. სიზ­მარ­მა ამ ატი­სის შე­სა­ხებ კროი­სოსს ანიშ­ნა, რომ ის რკი­ნის შუ­ბით და­ი­ღუ­პე­ბო­და. კროÁ­სოს­მა რომ გა­იღ­ვი­ძა და და­უ­ფიქ­რდა ამ სიტ­ყვას, შე­შინ­და და შვილს ცო­ლი მოჰ­გვა­რა...” (ჰეროდოტე, I, 34)1. შემ­დეგ ჰე­რო­დო­ტე გა­ნაგ­რძობს: “ჩვე­უ­ლებ­რივ ატი­სი მხე­დარ­თმთავ­რობ­და ლი­დი­ე­ლებს, ახ­ლა მა­მა მას ამ­გვარ საქ­მე­ებ­ზე აღარ უშ­ვებ­და. ხელ­შუ­ბე­ბი, შუ­ბე­ბი და ყვე­ლა სხვა მსგავ­სი ია­რა­ღი, რა­საც ომ­ში იყე­ნებ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, დარ­ბა­ზე­ბი­დან გა­ა­ტა­ნი­ნა და საწ­ყო­ბებ­ში და­ა­ლა­გე­ბი­ნა, რომ რა­ი­მე არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლი­ყო და მის შვილს არ დას­ცე­მო­და” (იქ­ვე). მოყ­ვა­ნი­ლი ნაწ­ყვე­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ყუ­რად­ღე­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის:
უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ირ­კვე­ვა, რომ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მე­ფეს პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი (ვა­ჟე­ბის სა­ხით) არ ჰყავ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­ფის შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცე­მო­და (“რომ გა­იღ­ვი­ძა კროÁ­სოს­მა და და­უ­ფიქ­რდა ამ სიტ­ყვას, შე­შინ­და და შვილს ცო­ლი მოჰ­გვა­რა”). Mმარ­თა­ლია, კროÁ­სო­სი თა­ვის მემ­კვიდ­რე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­რთხილ­დე­ბო­და (“ჩვე­უ­ლებ­რივ ატი­სი მხე­დარ­თმთავ­რობ­და ლი­დი­ე­ლებს, ახ­ლა მა­მა მას ამ­გვარ საქ­მე­ებ­ზე აღარ უშ­ვებ­და. ხელ­შუ­ბე­ბი, შუ­ბე­ბი” და ა. შ.), მაგ­რამ თა­და­რიგ­საც მა­შინ­ვე იჭერს, რა­თა მე­ტად იყოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სიზ­მა­რი აუხ­დე­ბა და მემ­კვიდ­რეს და­კარ­გავს.
ამ­გვა­რად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მერ­მნა­დე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი მა­მი­სა­გან ჰქონ­და მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი, ლი­დი­ა­ში სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბის მოქ­მე­დი წე­სი და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევ­და მე­ფი­დან მის შვი­ლიშ­ვილ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა­საც: ამ თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რად­ღე­ბო ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ელ­თან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ცნო­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ალი­ა­ტე­სის მე­ფო­ბის დროს ლი­დი­ა­ში (სარ­დე­ში) ად­რი­სი ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც მას სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი და­ე­ღუ­პა, მან თა­ვი­სი შვი­ლიშ­ვი­ლი იშ­ვი­ლა და მემ­კვიდ­რედ გა­ი­ხა­და. ამ ცნო­ბა­ში კი­დევ ერ­თი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ ლი­დი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც ხე­თებ­თან და აღ­მო­სავ­ლეთ მცი­რე აზი­ის სხვა ხალ­ხებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბის პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი სის­ტე­მა იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი. შვი­ლიშ­ვი­ლის შვი­ლად გახ­დო­მის ფაქ­ტი, ვფიქ­რობ, ამის სარ­წმუ­ნო მოწ­მო­ბას უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს.
ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­თან ერ­თად ამ მხრივ, ინ­ტე­რეს­მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის ანა­ლო­გი­უ­რი მა­გა­ლი­თი ხე­თე­ბის ძვე­ლი სა­მე­ფოს ის­ტო­რი­ი­დან, რო­დე­საც მო­ხუც­მა და უკ­ვე და­ა­ვა­დე­ბულ­მა ხა­თუ­სი­ლიმ ად­რე­უ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა თა­ვი­სი მემ­კვიდ­რის შე­სა­ხებ შეც­ვა­ლა (ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მე­ფე ხა­თუ­სი­ლის დის შვი­ლის ვა­ჟი უნ­და გამ­ხდა­რი­ყო) და ასე­თად მა­შინ ჯერ კი­დევ არას­რულ­წლო­ვა­ნი მურ­სი­ლი (მურ­სი­ლი I) გა­მო­აც­ხა­და, რო­მე­ლიც მკვლე­ვარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ხა­თუ­სი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. წყა­რო­ე­ბის ჩვე­ნე­ბით, ეს ახა­ლი მემ­კვიდ­რე – მურ­სი­ლი I, მის­მა პა­პამ იშ­ვი­ლა. ხა­თუ­სი­ლის “ან­დერ­ძში” იგი ხა­თუ­სი­ლის ვა­ჟა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი2.
ჰე­რო­დო­ტეს თხზუ­ლე­ბის ჩვენს მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი ნაწ­ყვე­ტი სხვა მხრი­ვაც იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რად­ღე­ბას. რა­კი მე­ფე თვით ეძებს გა­მო­სა­ვალს შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან (სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, რო­დე­საც იგი შე­საძ­ლოა მემ­კვიდ­რის გა­რე­შე დარ­ჩეს) გა­მო­რიც­ხუ­ლი არ არის ვა­რა­უ­დი, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მემ­კვიდ­რეს თა­ვად ნიშ­ნავ­და (მე­ფეს­თან ერ­თად, ამ სა­კითხს, რო­გორც ირ­კვე­ვა, ნა­თე­სავ­თა და ხალ­ხის საკ­რე­ბუ­ლო წყვეტ­და).
ცნო­ბა­ში სა­ყუ­რად­ღე­ბო ისი­ცაა, რომ ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლის მქო­ნე პი­რი სა­ერ­თოდ გა­მო­რიც­ხუ­ლი იყო ტახ­ტის მემ­­კვიდ­რე­ო­ბი­სა­გან, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, რო­დე­საც იგი, შე­­საძ­ლოა, სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის ერ­თა­დერ­თი პირ­და­პი­რი გამ­გრძე­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო3.
და ბო­ლოს, მოყ­ვა­ნი­ლი ცნო­ბა კი­დევ ერთ სა­ყუ­რად­ღე­ბო მო­მენტს შე­ი­ცავს: ირ­კვე­ვა, რომ ტახ­ტის მემ­კვიდ­რე მხე­დარ­თმთავ­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და (“ჩვე­უ­ლებ­რივ იგი მხე­დარ­თმთავ­რობ­და ლი­დი­ე­ლებს”...). გა­მო­რიც­ხუ­ლი არ არის, რომ ასე იყო არა მხო­ლოდ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, არა­მედ სა­ერ­თო­დაც. ეს მით უფ­რო სარ­წმუ­ნოა, რომ წი­ნა­რე, ხე­თუ­რი ხა­ნის ის­ტო­რი­ი­დან არერ­თი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა, რო­დე­საც უფ­ლის­წუ­ლებს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვათ.
რო­გორც ვხე­დავთ, ჰე­რო­დო­ტეს და ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თი შე­ხედ­ვით ზღაპ­რულ იერს ატა­რებს, სა­ყუ­რად­ღე­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით.
ბერ­ძნუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი სხვა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებ­საც გვაწ­ვდი­ან ლი­დი­ა­ში სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის. ამ თვალ­საზ­რი­სით დი­დი ხა­ნია მკვლე­ვარ­თა ყუ­რად­ღე­ბას გი­გე­სის გა­მე­ფე­ბის შე­სა­ხებ არ­ქი­ლო­ქეს (ძვ. წ. VII ს), ჰე­რო­დო­ტე­სა და ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის თხზუ­ლე­ბა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი გად­მო­ცე­მე­ბი იმ­სა­ხუ­რებს (რო­გორც აღი­ნიშ­ნა, გი­გე­სი მერ­მნა­დე­ბის ახა­ლი სა­მე­ფო გვა­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო).
ჰე­რო­დო­ტეს თა­ნახ­მად, გი­გეს­მა, ახა­ლი დი­ნას­ტი­ის და­მა­არ­სე­ბელ­მა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი მე­ფის კან­დავ­ლე-მირ­სო­სის მკვლე­ლო­ბის გზით ჩა­იგ­დო ხელთ. გი­გე­სი კან­დავ­ლეს შუ­ბო­სა­ნი ყო­ფი­ლა. მე­ფეს “იგი გა­მორ­ჩე­ვით მოს­წონ­და”, მას “ყვე­ლა­ზე უფ­რო სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ებს ან­დობ­და” (ჰე­რო­დო­ტე, I, 8). კან­დავ­ლემ აი­ძუ­ლა გი­გე­სი დე­დო­ფა­ლი შიშ­ვე­ლი ენა­ხა. ამ უც­ნა­უ­რი სურ­ვი­ლის მი­ზე­ზად ჰე­რო­დო­ტე იმას ასა­ხე­ლებს, რომ მე­ფეს გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­და დე­დო­ფა­ლი, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მი­სი სიმ­შვე­ნი­ე­რით, მი­სი გა­რეგ­ნო­ბით და უნ­დო­და ამა­ში თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რიც და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა. გი­გეს­მა მე­ფის სურ­ვი­ლი აღას­რუ­ლა: სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში შე­ი­პა­რა, კა­რის უკან და­ი­მა­ლა და შიშ­ვე­ლი დე­დო­ფა­ლი იხი­ლა. მაგ­რამ დე­დოფ­ლი­სათ­ვის ქმრი­სა და მი­სი შუ­ბოს­ნის უდი­ე­რი საქ­ცი­ე­ლი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა. მე­ო­რე დი­ლას­ვე, გი­გე­სი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლა. დე­დო­ფალს იგი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­უ­ყე­ნე­ბია: ან მე­ფეს მოჰ­კლავ­და და მა­შინ დე­დო­ფა­ლი­ცა და ლი­დი­ის სა­მე­ფოც მი­სი გახ­დე­ბო­და, ან­და მა­შინ­ვე თვით უნ­და მომ­კვდა­რი­ყო. გი­გე­სის თხოვ­ნა-მუ­და­რამ არ გაჭ­რა და მა­შინ, მან სიკ­ვდილს ლი­დი­ის მე­ფო­ბა და დე­დოფ­ლის ქმრო­ბა არ­ჩია. მე­ფის მოკ­ვლა დე­დოფ­ლი­სა­ვე გეგ­მით გან­ხორ­ცი­ელ­და. ჰე­რო­დო­ტეს ვერ­სი­ით, გი­გე­სი დე­დო­ფალს შე­ე­კით­ხა: “რად­გან შენ მე ჩემ­და უნე­ბუ­რად მა­ი­ძუ­ლებ ჩე­მი უფა­ლი მოვ­კლა, გა­მა­გე­ბი­ნე კი­დე­ვაც, რო­გორ და­ვეს­ხა მას თავს”. ქა­ლი (ე. ი. დე­დო­ფა­ლი – ნ. ხ.) და­ე­თან­ხმა და უთ­ხრა: “იმა­ვე ად­გი­ლი­დან უნ­და მოხ­დეს თავ­დას­ხმა, სა­ი­და­ნაც მან შენ ჩე­მი თა­ვი ტიტ­ვე­ლი გაჩ­ვე­ნა. თავ­დას­ხმა უნ­და მოხ­დეს მძი­ნა­რე­ზე” (ჰეროდოტე, I, 11)4.
გი­გეს­მა დე­დოფ­ლის გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­და, მოჰ­კლა მძი­ნა­რე მე­ფე და ჰე­რო­დო­ტე­სა­ვე სიტ­ყვე­ბით: “და­ე­პატ­რო­ნა ქალ­საც და სა­ხელ­მწი­ფო­საც” (ჰეროდოტე, I, 12)5.
ნო­ვე­ლა გი­გე­სის გა­მე­ფე­ბის შე­სა­ხებ ძალ­ზე პო­პუ­ლარუ­ლი იყო, რა­ზეც მი­სი ვერ­სი­ე­ბის სიმ­რავ­ლეც მოწ­მობს. გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი­სათ­ვის სა­ერ­თო ისაა, რომ მე­ფის მკვლე­ლი, ქვრი­ვი დე­დოფ­ლის ქმა­რი ხდე­ბა და ხელთ იგ­დებს სა­მე­ფო ტახტს. ამას­თა­ნა­ვე, დედო­ფა­ლი ეხ­მა­რე­ბა უც­ხო პირს, რო­მე­ლიც მე­ფე ხდე­ბა (აქვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის ვერ­სი­ით, გი­გე­სი შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან მო­სუ­ლი უც­ნო­ბი იყო და არა კან­დავ­ლეს და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი)6.
ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბამ დი­დი ხა­ნია მი­იპ­ყრო ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­თა და ის­ტო­რი­კოს­თა ყუ­რად­ღე­ბა. რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ნი, ისე ის­ტო­რი­კო­სე­ბიც ხაზს უს­ვამ­დნენ ამ სი­უ­ჟე­ტის მა­ღალ მხატ­ვრულ ღირ­სე­ბებს, მაგ­რამ სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი მი­სი რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს მი­მართ.
ერ­თი შე­ხედ­ვით მთელს კონ­ტექ­სტში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რი დე­დო­ფა­ლია და არა ტახ­ტის მა­ძი­ე­ბე­ლი. რო­გორც ზე­მოთ და­ვი­ნა­ხეთ, მე­ფის მკვლე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი დე­დო­ფა­ლია. უფ­რო მე­ტიც: არა მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის იდეა, არა­მედ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მაც დე­დოფ­ლი­დან მო­დის. ისი­ცაა სა­გუ­ლის­ხმო, რომ მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღის შერ­ჩე­ვა და მი­სი გა­და­ცე­მაც მკვლე­ლი­სათ­ვის – მო­მა­ვა­ლი მე­ფი­სათ­ვის – დე­დოფ­ლის მხრი­დან ხდე­ბა (ქალ­მა (ე. ი. დე­დო­ფალ­მა – ნ. ხ.) მის­ცა მას (ე. ი. გი­გესს - ნ. ხ.) მახ­ვი­ლი და და­მა­ლა იმა­ვე კა­რის უკან”: (ჰეროდოტე, I, 12)7. გი­გე­სის გა­მე­ფე­ბის ეპი­ზოდ­ში ქა­ლის (დე­დოფ­ლის, მო­ახ­ლის) რო­ლის გა­ხაზ­ვამ ჰე­რო­დო­ტე­სა და ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის მი­ერ, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ზო­გი­ერთ მკვლე­ვარს ამ ცნო­ბა­ში ლი­დი­ა­ში ქა­ლის ხა­ზით მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა ევა­რა­უდ­ნა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ად­რე­უ­ლი ხა­ნის ანა­ტო­ლი­ა­ში მეკ­ვიდ­რე­ო­ბის ამ­გვა­რი წე­სის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე არა­ერ­თი ფაქ­ტი მეტ­ყვე­ლებს. ცნო­ბი­ლია, რომ მემ­კვიდ­რე­ო­ბის წე­სი, რო­დე­საც მე­ფე არა მხო­ლოდ უშუ­ა­ლო მემ­კვიდ­რე – მე­ფის ვა­ჟი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო, არა­მედ მე­ფის დის შვი­ლი, ან ქა­ლიშ­ვი­ლის ქმა­რი, ხე­თე­ბის ძველ სა­მე­ფო­ში მის და­სას­რუ­ლამ­დე მოწ­მდე­ბა, რა­საც სწო­რედ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე ქა­ლის – უფ­ლე­ბის გად­მო­ნაშ­თის მა­ნიშ­ნებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. მკვლევ­რე­ბის აზ­რით, არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რად­ღე­ბო ისი­ცაა, რომ ამ წეს­მა სამ­ხრეთ ანა­ტო­ლი­ა­ში მდე­ბა­რე ქვეყ­ნებ­ში ძვ. წ. II ათას­წლე­უ­ლის ბო­ლომ­დე იარ­სე­ბა.
ამ მხრივ სა­ყუ­რად­ღე­ბოა ხე­თუ­რი ტექ­სტი KBO, IV, 10: ხე­თე­ბის მე­ფე მი­თი­თე­ბას აძ­ლევს “ქვე­მო ქვე­ყა­ნა­ში” მდე­ბა­რე და­თა­სას მცხოვ­რებ­ლებს, თუ რო­გორ უნ­და გან­საზ­ღვრონ მათ ტახ­ტის მემ­კვიდ­რე. ხე­თე­ბის მე­ფე საკ­მა­ოდ ხაზ­გას­მით მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მემ­კვიდ­რე მა­მა­კა­ცის შთა­მო­მავ­ლო­ბი­დან უნ­და იყოს და არა ქა­ლი­სა. აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, რომ თუ კი მა­მა­კა­ცის შთა­მო­მავ­ლო­ბა შეწ­ყვე­ტი­ლია, მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე ქა­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი იყოს. გრ. გი­ორ­გა­ძე სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნად შე­ნიშ­ნა­ვა­და: “Нет сомнения, что слова хеттского царя, а имен­но, (из) женского (потомства) пусть не берут (наследника), были бы лишены всякого смысла,если бы в Даттасе до появления хеттов не сушествовал обычай, согласно которому наследником царя назначали только представителя из женского потомства царя”8.
გ. დოვ­გი­ა­ლო ხაზს უს­ვამ­და ჰე­რო­დო­ტეს თხზუ­ლე­ბის I, 7-13 და ტე­ლე­ფი­ნუს “ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის” $10-12 ურ­თი­ერ­თმსგავ­სე­ბას. მკვლევ­რის ყუ­რად­ღე­ბა შემ­დეგ­მა მი­იქ­ცია: ტე­ლე­ფი­ნუს ტექ­სტის აღ­ნიშ­ნულ პა­რაგ­რა­ფებ­ში ხან­თი­ლის გა­მე­ფე­ბის შე­სა­ხე­ბაა სა­უ­ბა­რი. გ. დოვ­გი­ა­ლოს ვა­რა­უ­დით, შემ­თხვე­ვი­თი არ უნ­და იყოს, რომ ხან­თი­ლი­სა და გი­გე­სის წი­ნა­მა­ვალ მე­ფე­ებს მა­ინ­ცდა­მა­ინც ერთს მურ­სი­ლი, ხო­ლო მე­ო­რეს – მირ­სი­ლო­სი ერ­ქვათ (ჰე­რო­დო­ტე გვამ­ცნობს, “ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰე­რაკ­ლი­დებს რომ ეკუთ­ვნო­და, შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ვი­და კროი­სო­სის გვარ­ში, რო­მელ­საც მერ­მნად­თა გვა­რი ერ­ქვა. იყო კან­დავ­ლე­სი, რო­მელ­საც ელი­ნე­ბი მირ­სი­ლოსს ეძახ­დნენ, სარ­დელ­თა ტი­რა­ნი იყო, ჰე­რაკ­ლეს ძის, ალ­კა­იო­სის ჩა­მო­მა­ვა­ლი” (ჰეროდოტე, I, 7)9. მკვლევ­რის აზ­რით­ვე, თუ სწო­რია ტე­ლე­ფი­ნუს ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის $10 32-ე სტრი­ქო­ნის პირ­ვე­ლი ნიშ­ნის წა­კით­ხვა, რო­გორც DAM (“ცო­ლი”) და არა NIN (“და”), მა­შინ და­ვი­ნა­ხავთ, რომ ხან­თი­ლის მე­უღ­ლე ხა­რაფ­სი­ლი­სი ისე­ვე, რო­გორც გი­გე­სი­სა, დე­დო­ფა­ლი ყო­ფი­ლა. ისი­ცაა სა­გუ­ლის­ხმო, რომ რო­გორც ხან­თი­ლის, ასე­ვე გი­გესს სა­მე­ფო ტახ­ტის მო­პო­ვე­ბა­ში სხვა პი­რე­ბი უწე­ვენ დახ­მა­რე­ბას. რო­გორც და­ვი­ნა­ხეთ, ჰე­რო­დო­ტეს მი­ხედ­ვი­თაც, გი­გესს დე­დო­ფა­ლი და­ეხ­მა­რა. სხვა წყა­რო­ე­ბით, ჯა­დოს­ნუ­რი ბე­ჭე­დი, მო­ახ­ლე ქა­ლი და ა. შ.     
გ. დო­ვ­გი­ა­ლომ ყუ­რად­ღე­ბა იმა­საც მი­აქ­ცია, რომ ტე­ლე­ფი­ნუს მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც ხან­თი­ლის ვინ­მე ცი­ტათ­ნა ედ­გა მხარ­ში10. ტე­ლე­ფი­ნუს ტექ­სტის B ვა­რი­ან­ტის მოწ­მო­ბით, ცი­ტათ­ნა ხან­თი­ლის სი­ძე იყო (სხვა ცნო­ბით, იგი “შუ­ბის­მა­ტა­რე­ბე­ლი” გახ­ლდათ). კი­დევ ერ­თი მო­მენ­ტია მკვლევ­რის მი­თი­თე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ტე­ლე­ფი­ნუს ტექ­სტის აქა­დუ­რი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, მურ­სი­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და ხან­თი­ლის გა­მე­ფე­ბას ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვა11. მი­თი­თე­ბუ­ლი ტექ­სტის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნას ხუ­რი­ტე­ბი შე­მო­ე­სია, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პარ­ტი­ე­ბი­დან ერთ-ერთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. იგი­ვე ვი­თა­რე­ბას ვხე­დავთ ჰე­რო­დო­ტე­სა და ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის ცნო­ბებ­შიც. მარ­თა­ლია, ჰე­რო­დო­ტეს თხრო­ბის პირ­ველ ნა­წილ­ში დე­დოფ­ლის რო­ლი წი­ნა პლან­ზეა წა­მო­წე­უ­ლი, მაგ­რამ «ის­ტო­რი­ის» პირ­ვე­ლი წიგ­ნის $13 პა­რაგ­რა­ფი­დან ირ­კვე­ვა, რომ გი­გე­სი არც თუ ისე პა­სი­უ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ჰე­რო­დო­ტე აკი გვამ­ცნობს კი­დეც, რომ «გი­გეს­მა და­იპ­ყრო სა­ხელ­მწი­ფო და შე­მო­იმ­ტკი­ცა ის დელ­ფო­სის სა­მის­ნოს მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­მაც, რო­დე­საც ლი­დი­ე­ლე­ბი სა­შინ­ლად აღ­შფოთ­დნენ კან­დავ­ლეს მკვლე­ლო­ბის გა­მო და შე­ი­ა­რაღ­დნენ, გი­გე­სის მომ­ხრე­ე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი ლი­დი­ე­ლე­ბი ასე შე­თან­ხმდნენ: თუ სა­მის­ნო გა­მო­აც­ხა­დებს იმას, რომ გი­გე­სი იყოს ლი­დი­ელ­თა მე­ფე, იგი იმე­ფებს, თუ არა და უკან გა­დას­ცემს ჰე­რაკ­ლი­დებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას. სა­მის­ნომ სცნო იგი და ასე იმე­ფა გი­გეს­მა" (ჰეროდოტე, I, 13)12. რო­გორც ვხე­დავთ, გი­გესს მომ­ხრე­ე­ბიც ჰყო­ლია. მას საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლა­დაც უმოქ­მედ­ნია, რა­თა სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელთ ეგ­დო. სა­გუ­ლის­ხმო ამ მხრივ ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ცაა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გი­გეს­მა და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა მი­ზანს და­ში­ნე­ბის გზით მი­აღ­წი­ეს (უფ­რო ზუს­ტად, გი­გეს­მა და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა სა­ხალ­ხო კრე­ბა და­ა­ში­ნეს და დას­ტურს გი­გე­სის გა­მე­ფე­ბა­ზე ამ გზით მი­აღ­წი­ეს).
ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი იმის მოწ­მო­ბას წარ­მო­ად­გენს, რომ ორი­ვე წე­რი­ლო­ბით ტრა­დი­ცი­ა­ში ხე­თურ­შიც და ლი­დი­ურ­შიც, გა­მე­ფე­ბის წე­სის ერ­თი და იგი­ვე სტე­რე­ო­ტი­პია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ნაჩ­ვე­ნე­ბია სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ად­გი­ლი აქვს მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ას, არ­სე­ბუ­ლი სა­მე­ფო გვა­რის ან­და ახა­ლი საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის მი­ერ.
გ. დოვ­გა­ი­ლო სავ­სე­ბით მარ­თე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავს, რომ სად­ღე­ი­სოდ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლა ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­რი­სი არ არის იმი­სათ­ვის, რომ ჰე­რო­დო­ტეს­თან და­მოწ­მე­ბუ­ლი ლი­დი­უ­რი ვერ­სი­ის ხე­თუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვამ­ტკი­ცოთ. ჩვე­ნი ცოდ­ნის დღე­ვან­დე­ლი დო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უფ­რო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი დამ­თხვე­ვე­ბი ტი­პო­ლო­გი­ურ მსგავ­სე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ, მი­თუ­მე­ტეს, რომ ლი­დი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა ტი­პო­ლო­გი­უ­რად სწო­რედ ხე­თუ­რის (რესპ., მცი­რე აზი­უ­რის) მსგავ­სი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ყვე­ლა ეს სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­ნაქ­მნი ქა­ლაქ-მეტ­რო­პო­ლი­ის წი­აღ­ში ჩა­ი­სა­ხა და გან­ვი­თარ­და.
ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში სხვა სა­ყუ­რად­ღე­ბო მი­თი­თე­ბე­ბი­ცაა ისე­თი, რო­მე­ლიც ლი­დი­ა­ში სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ის­ტო­რი­ის ად­რე­უ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უნ­და იქ­ნეს.
ასეთ­თა რიცხვს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის თხზუ­ლე­ბა­ში და­მოწ­მე­ბუ­ლი ის ცნო­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ლი­დი­ის მე­ფე ალ­კაიო­სის “ბედ­ნი­ე­რი მმარ­თვე­ლო­ბის” შე­სა­ხებ მოგ­ვით­ხრობს. ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ე­ლის მოწ­მო­ბით, ალ­კა­Áო­სი ლი­დი­ელ­თა მე­ფე, შვიდ­წლი­ა­ნი ვა­დით ორ­გზის იქ­ნა არ­ჩე­უ­ლი ნა­თე­სავ­თა და სა­ხალ­ხო კრე­ბის მი­ერ13.
ამ ცნო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტი იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რად­ღე­ბას: 1. ნა­თე­სავ­თა და სა­ხალ­ხო კრე­ბის მი­ერ მე­ფის არ­ჩე­ვის პრაქ­ტი­კა; 2. მე­ფო­ბის ვა­დის წი­ნას­წა­რი გან­საზ­ღვრა, 3. თა­ვად ვა­დის ხან­გრძლი­ვო­ბა (შვი­დი წე­ლი) და ბო­ლოს 4. მი­თი­თე­ბა “ბედ­ნი­ე­რი ხა­ნის” შე­სა­ხებ. თით­ქმის ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­მენ­ტი, რო­გორც წე­სი, ად­რე­უ­ლი კლა­სობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.
დრო­ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით მე­ფედ არ­ჩე­ვა, ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის არა­ერ­თი ქვეყ­ნი­სათ­ვის იყო ცნო­ბი­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ თუ გინდ შუ­ამ­დი­ნა­რე­თის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც მე­ფის არ­ჩე­ვამ ერ­თი წლის ვა­დით ბა­ბი­ლო­ნის ახა­ლი სა­მე­ფოს დრომ­დე იარ­სე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ფეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლამ­დე ეძ­ლე­ო­და, იგი ტახ­ტზე ას­ვლის ცე­რე­მო­ნი­ალს ყო­ველ­წლი­უ­რად იმე­ო­რებ­და. ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს­ვე სრულ­დე­ბო­და და ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში მე­ფე და მი­სი მსა­ხუ­რე­ბი ერ­თი­მე­ო­რის ად­გი­ლებს იკა­ვებ­დნენ. მე­ფის ნაც­ვლად სა­მე­ფო ტახ­ტზე ხან­და­ხან სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რულ პირს სვამ­დნენ. მას მე­ფის სა­მოსს ჩა­აც­მევ­დნენ, ნე­ბას აძ­ლევ­დნენ მე­ფის სუფ­რას­თან დამ­ჯდა­რი­ყო და მი­სი ჰა­რე­მით ესარ­გებ­ლა. მე­ხუ­თე დღის და­სას­რუ­ლი­სათ­ვის მე­ფის ორე­ულს სა­მოსს ჩა­მოგ­ლეჯ­დნენ, წკეპ­ლე­ბით სცემ­დნენ და ბო­ლოს ჰკლავ­დნენ კი­დეც (უფ­რო გვი­ან­დელ ხა­ნა­ში მე­ფის ორე­ულს ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ). მე­ფე სა­მე­ფო ტახტს სა­გან­გე­ბო რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კვლავ უბ­რუნ­დე­ბო­და.
მე­ფო­ბის პე­რი­ო­დის გან­საზ­ღვრა 7 ან 8 წლი­ა­ნი ვა­დით კრე­ტა­ზე, სპარ­ტა­ში, ხე­თე­ბის ძველ სა­მე­ფო­ში და სხვა ქვეყ­ნებ­შიც მოწ­მდე­ბა. მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, კნო­სო­სის მე­ფე მი­ნო­სი სა­სახ­ლეს მე­ფო­ბის ყო­ვე­ლი რვა წლის შემ­დეგ სტო­ვებ­და, მი­დი­ო­და იდის მთა­ზე და იქ თა­ვი­სი მა­მის – ზევ­სის წი­ნა­შე ან­გა­რი­შით წარ­სდგე­ბო­და. ზევ­სი უს­მენ­და მას, შემ­დეგ ახალ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­და, ღვთი­უ­რი ძა­ლით აღავ­სებ­და და კვლავ 8 წლით აბ­რუ­ნებ­და თა­ვის სამ­ფლო­ბე­ლო­ში, სა­მე­ფო ტახ­ტზე. მე­ფეს 8 წლით ძველ სპარ­ტა­შიც ირ­ჩევ­დნენ. მე­ო­რე ვა­დით მე­ფედ გახ­დო­მა მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეფო­რე­ბი მთვა­რი­ან ღა­მეს (მთვა­რე სავ­სე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო) ცას და­აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მე­ფეს ახა­ლი ვა­დით იმ შემ­თხვე­ვა­ში აირ­ჩევ­დნენ, თუ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი ვარ­სკვლა­ვი არ ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. ა. არ­კის თა­ნახ­მად, 7 წლით მე­ფის არ­ჩე­ვა ძვე­ლი ხე­თე­ბის­თვი­საც იყო ცნო­ბი­ლი14.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხალ­ხო კრე­ბის მი­ერ მე­ფის არ­ჩე­ვის სა­კითხს, შემ­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ცნო­ბი­ლია, თუ რა დი­დი რო­ლი ენი­ჭე­ბო­და ამ მხრივ სა­ხალ­ხო კრე­ბას (პან­კუ-ს) ხე­თე­ბის ძვე­ლი სა­მე­ფოს დროს. იგი­ვე დას­ტურ­დე­ბა ძველ ფრი­გი­ა­შიც. ფრი­გი­ელ­თა მე­ფე მი­და­სი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, მე­ფედ სწო­რედ სა­ხალ­ხო კრე­ბამ აირ­ჩი­ა15.
ნი­შან­დობ­ლი­ვი ისაა, რომ ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მე­ფეს სა­ხალ­ხო კრე­ბა ირ­ჩევს, ად­რეკ­ლა­სობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რაც თა­ვი­სი მხრივ იმა­ზე ლა­პა­რა­კობს, რომ ნი­კო­ლოზ და­მას­კო­ელ­თან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბა ლი­დი­ის ის­ტო­რი­ის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დის ამ­სახ­ვე­ლი უნ­და იყოს.
ლი­დი­ელ­თა მე­ფე­ე­ბის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ ჰე­რო­დო­ტეს­თან სა­ინ­ტე­რე­სო მი­თი­თე­ბებს ვპო­უ­ლობთ. ამ მხრივ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ყუ­რად­ღე­ბო ისაა, რომ ლი­დი­ის ის­ტო­რია, ფაქ­ტობ­რი­ვად მი­სი მე­ფე­ე­ბის ის­ტო­რი­ის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ესაა ის­ტო­რია ლი­დი­ის მე­ფე­ე­ბის მი­ერ ლი­დი­ის გარ­შე­მო მცი­რე აზი­ის ქვეყ­ნე­ბის შე­მო­ერ­თე­ბა-შე­მომ­ტკი­ცე­ბი­სა, ის­ტო­რია ლი­დი­ის მე­ფე­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­ზე­ვე­ბი­სა. ჰე­რო­დო­ტეს ცნო­ბით, მერ­მნა­დე­ბის გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლი­დი­ის მე­ფე­ე­ბი, თავ­გა­მო­დე­ბით ებ­რძოდ­ნენ კი­მე­რი­ე­ლებს და ბო­ლოს სძლი­ეს კი­დეც მათ, დამ­ყა­რეს დი­პო­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ასუ­რეთ­თან, ეგ­ვიპ­ტეს­თან, სა­ბერ­ძნეთ­თან, იო­ნურ ქა­ლა­ქებ­თან. ლი­დი­ის მე­ფე­ებ­მა ქვე­ყა­ნა მცი­რე აზი­ის ჰე­გე­მო­ნად აქ­ცი­ეს. ჰე­რო­დო­ტე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და: “დრო­თა ვი­თა­რე­ბა­ში კროÁ­სოს­მა მდი­ნა­რე ჰა­ლი­სის აქეთ მცხოვ­რე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ხალ­ხი და­ი­მორ­ჩი­ლა. რად­გან გარ­და კი­ლი­კი­ე­ლე­ბი­სა და ლი­კი­ე­ლე­ბი­სა, სხვა ყვე­ლა თა­ვის ხელ­ში ჰყავ­და კროÁ­სოსს. ხო­ლო ესე­ნი არი­ან: ლი­დი­ე­ლე­ბი, ფრი­გი­ე­ლე­ბი, მი­სი­ე­ლე­ბი, მა­რი­ან­დი­ნე­ბი, ხა­ლი­ბე­ბი, პაფ­ლა­გო­ნი­ე­ლე­ბი, თრა­კი­ე­ლე­ბი, თი­ნე­ბი­ცა და ბით­ვი­ნე­ბიც, კა­რი­ე­ლე­ბი, იო­ნი­ე­ლე­ბი, დო­რი­ე­ლე­ბი და პამ­ფი­ლი­ე­ლე­ბი” (ჰეროდოტე, I 28)16. ლი­დი­ის მე­ფე­ებ­მა მი­დი­ე­ლებ­საც სძლი­ეს, მაგ­რამ აქე­მე­ნი­დურ ირან­თან მარ­ცხი გა­ნი­ცა­დეს. ძვ. წ. 546 წე­ლი მერ­მნა­დე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მე­ფე _ კროÁ­სო­სი­სათ­ვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ლი­დია ირა­ნის სამ­ფლო­ბე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.
ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იმას მოწ­მობს, რომ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის წარ­მმარ­თვე­ლი მი­სი მე­ფე იყო.
ჰე­რო­დო­ტე და სხვა ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ავ­ტო­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდი­ან მე­ფის, რო­გორც უზე­ნა­ე­სი ქუ­რუ­მი­სა და ორა­კუ­ლებ­თან მი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც. ამ თვალ­საზ­რი­სით ნი­შან­დობ­ლი­ვია ორა­კუ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით დელ­ფო­სის ორა­კუ­ლის რო­ლის წინ წა­მო­წე­ვა მე­ფე­ე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას. ორა­კუ­ლი ფი­გუ­რი­რებს მერ­მნა­დე­ბის დი­ნას­ტი­ის პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის – გი­გე­სის გა­მე­ფე­ბის ეპი­ზოდ­ში. სწო­რედ იგი ეხ­მა­რე­ბა მას ხელთ იგ­დოს სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (ჰეროდოტე, I 13). იგი­ვე ორა­კუ­ლი მთა­ვარ მოქ­მედ პი­რად გვევ­ლი­ნე­ბა ლი­დი­ის მე­ფი­სა და იო­ნუ­რი ქა­ლა­ქის – მი­ლე­ტის ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბი­სას. ლი­დი­ის მე­ფე ალი­ა­ტე­სი სწო­რედ დელ­ფო­სის ორა­კუ­ლის რჩე­ვით აღად­გენს მი­ლეტ­ში მის მი­ერ­ვე დამ­წვარ ათე­ნას ტა­ძარს, ხო­ლო შემ­დეგ მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რებს ურ­ჩი ქა­ლა­ქის მეს­ვე­უ­რებ­თან (ჰეროდოტე, I 19-22).
ორა­კუ­ლი ფი­გუ­რი­რებს კროÁ­სო­სის მოღ­ვა­წე­ო­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტე­ბის დრო­საც (ჰეროდოტე, I, 85, 90 და სხვა).
დი­დი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მე­ფის რო­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის საქ­მე­ში. დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბის უქონ­ლო­ბა აფერ­ხებს სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის ამ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხა­რის შეს­წავ­ლას. მაგ­რამ ზო­გი რამ ჰე­რო­დო­ტეს თხზუ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით უკ­ვე ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. კერ­ძოდ, ირ­კვე­ვა, რომ სა­ხელ­მწი­ფო და მის სა­თა­ვე­ში მდგო­მი მე­ფე დაპ­ყრო­ბილ ქვეყ­ნებს ხარ­კის გა­დახ­დას ავა­ლებ­და. სა­თა­ნა­დო მო­ნა­ცე­მე­ბის უქონ­ლო­ბის გა­მო ძნე­ლია ხარ­კის მო­ცუ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ჰე­რო­დო­ტე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ლი­დი­ის შე­მო­სავ­ლის ერთ-ერ­თი წყა­რო დაპ­ყრო­ბი­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ხა­ზი­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ხარ­კი იყო. ჰე­რო­დო­ტეს სიტ­ყვე­ბით: “კროი­სოს­მა რო­გორც კი აზი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ელი­ნე­ბი და­ი­მორ­ჩი­ლა და და­ხარ­კა, მას შემ­დეგ ხო­მალ­დე­ბის დამ­ზა­დე­ბა და კუნ­ძუ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლებ­ზეც თავ­დას­ხმა გა­ნიზ­რა­ხა” (ჰეროდოტე, I, 27). ლი­დი­ის მე­ფე­ე­ბი ყო­ველ ღო­ნეს ხმა­რობ­დნენ, რა­თა პირ­ვე­ლო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ და ამით არა მხო­ლოდ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რე გა­ნემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, არა­მედ ეკო­ნო­მი­უ­რიც. ჰე­რო­დო­ტეს თა­ნახ­მად, “კროი­სოს­მა პირ­ვე­ლებს მათ (ეფე­სო­ე­ლებს – ნ.ხ.) და­ა­დო ხე­ლი, ხო­ლო შემ­დეგ რიგ­რი­გო­ბით ყვე­ლა იო­ნე­ლე­ბი­სა და ეო­ლი­ე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მოს­დებ­და ხოლ­მე ბრალს. ზო­გის მი­მართ ახერ­ხებ­და დი­დი მი­ზე­ზის გა­მო­ნახ­ვას და მათ მძი­მე ბრალ­დე­ბას უყე­ნებ­და, ხო­ლო ზოგ მათ­განს მცი­რედ ადა­ნა­შა­უ­ლებ­და” (ჰეროდოტე, I, 26)17.
ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­საც აწეს­რი­გებ­და. პირ­ველ რიგ­ში, ვაჭ­რო­ბას, ხე­ლოს­ნო­ბას, მშე­ნებ­ლო­ბას. თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ პირ­ვე­ლი მო­ნე­ტა ძვ. წ. VII სა­უ­კუ­ნე­ში სწო­რედ ლი­დი­ა­ში იქ­ნა მოჭ­რი­ლი. თა­ნაც ის, რომ სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბი­სათ­ვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ლე­ბი იჭ­რე­ბო­და, თა­ვის­თა­ვად ბევ­რის მთქმე­ლია ლი­დი­ის სა­ხელ­მწი­ფოს და­წი­ნა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ. ლი­დი­ურ მო­ნე­ტებ­ზე მუ­ზა­რა­დი­თა და ის­რით შე­მო­სი­ლი მე­ფის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. მო­ნე­ტე­ბი მე­ფის სა­დი­დე­ბე­ლი სიტ­ყვით ვალ­ველ-ითაა შემ­კუ­ლი18.
ორი­ო­დე სიტ­ყვა უნ­და ით­ქვას მე­ფის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის და სა­მე­ფო სა­ხე­ლე­ბის ხა­სი­ა­თის შე­სა­ხე­ბაც.
ჰე­რო­დო­ტე ლი­დი­ის მე­ფე­ებს ზოგ შემ­თხვე­ვა­ში “ტი­რა­ნებს” უწო­დებს. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სი ამ ტერ­მინს ხმა­რობს, რო­გორც მერ­მნა­დე­ბის გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ, ასე­ვე ჰე­რაკ­ლი­დე­ბი­საც. ასე, მა­გა­ლი­თად, “კროÁ­სო­სი წარ­მო­შო­ბით ლი­დი­ე­ლი, ალი­ა­ტე­სის ვა­ჟი, ტი­რა­ნი იმ ტო­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რე ჰა­ლი­სის შიგ­ნით ცხოვ­რო­ბენ” ”( ჰეროდოტე, I, 6)19. უფ­რო ქვე­მოთ: “ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ ეკუთ­ვნო­და, შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ვი­და კროÁ­სო­სის გვარ­ში, რო­მელ­საც მერ­მნად­თა გვა­რი ერ­ქვა. იყო კან­დავ­ლე­სი, რო­მელ­საც ელი­ნე­ბი მირ­სოსს ეძახ­დნენ, სარ­დელ­თა ტი­რა­ნი, ჰე­რაკ­ლეს ძის, კროი­სო­სის ჩა­მო­მა­ვა­ლი” (ჰეროდოტე, I, 7)20. ლი­დი­ის გამ­გე­ბელ­თა სტა­ტუ­სის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჰე­რო­დო­ტე “ტი­რა­ნი” – ტერ­მი­ნის გვე­რ­დით “მე­ფე­საც” ხმა­რობს. მა­გა­ლი­თად, “აგ­რო­ნი, ნი­ნო­სის ძე (ხო­ლო ნი­ნოს – ბე­ლო­სის ძე იყო, ხო­ლო ბე­ლო­სი კი ალ­კა­იო­სი­სა) პირ­ვე­ლი ჰე­რაკ­ლი­დი მე­ფე იყო სარ­დე­ლე­ბი­სა” (ჰეროდოტე, I, 7). ჰე­რო­დო­ტეს­თან ხში­რად მე­ორ­დე­ბა “მე­ფობ­და”, “მე­ფო­ბა­ში”: “მას (გი­გესს – ნ. ხ.) არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია თა­ვის მე­ფო­ბა­ში, რო­მე­ლიც ორ წელ ნაკ­ლებ 40 წელს გრძელ­დე­ბო­და” (ჰეროდოტე, I, 14)21, “მო­ვი­გო­ნებ ად­რისს, გი­გე­სის ძეს, რო­მე­ლიც გი­გე­სის შემ­დეგ მე­ფობ­და” (ჰეროდოტე, I, 15)22, “ად­რი­სი მე­ფობ­და ერთ წელ ნაკ­ლებ 50 წელს. მი­სი მეკ­ვიდ­რე იყო სა­დი­ა­ტე­სი, ად­რი­სის ძე, რო­მე­ლიც მე­ფობ­და 12 წელს” (ჰეროდოტე, I, 16) და ა. შ.23
სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რებ­თან და­დას­ტუ­რე­ბულ გლო­სებ­სა და ლი­დი­ურ ენა­ზე შედ­გე­ნილ წარ­წე­რებ­ში ორ სა­ყუ­რად­ღე­ბო ტერ­მინს ვხვდე­ბით, ესაა: ჰე­სი­ხი­ოს­თან და­მოწ­მე­ბულ სიტ­ყვა ლაილა (“მე­უ­ფე”, შდრ. ხეთ. ლაჰიიალა ომის გმი­რი, წი­ნამ­ძღო­ლი) და ლი­დი­ურ ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბის ქαλμλυ-ს (“მე­ფე”)24.
მკვლე­ვარ­თა ყუ­რად­ღე­ბა დი­დი­ხა­ნია ლი­დი­ის მე­ფე­თა სა­ხე­ლე­ბის ხე­თურ-ლუ­ვი­ურ­მა წარ­მო­მავ­ლო­ბამ მი­იქ­ცია. ამ თვალ­საზ­რი­სით, დიდ ინ­ტე­რესს მერ­მნა­დე­ბის დი­ნას­ტი­ის და­მა­არ­სებ­ლის, ბერ­ძნუ­ლი წყა­რო­ე­ბის გი­გე­სის, ასუ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის გუ­გუს სა­ხე­ლი იმ­სა­ხუ­რებს. მარ­თა­ლია, ამ სა­ხე­ლის ეტი­მო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ ყვე­ლას მი­ერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ვერ­სია ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მი­სი ხე­თურ-ლუ­ვი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა სარ­წმუ­ნო უნ­და იყოს. ჩვე­ნი აზ­რით, სავ­სე­ბით მარ­თე­ბუ­ლია ა. ჰო­ი­ბე­კის თვალ­საზ­რი­სი, რო­მე­ლიც ჰე­სი­ხი­ოს­თან და­მოწ­მე­ბულ გლო­სა­ზე γυγαι παππαι დაყ­რდნო­ბით, გი­გეს-გუ­გუ­ში ნა­თე­სა­ო­ბის აღ­მნიშ­ვნელ “პა­პა” სიტ­ყვას ხე­დავს (ხეთ. ჰუჰ­ჰა, ლიკ. Kუ­გა), ნო­ი­მა­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც ლი­დი­ის მე­ფის სა­ხელს ჩი­ტის (γύγης) სა­ხელს უკავ­ში­რებს (აქ­ვე უნ­და მი­ვუ­თი­თოთ იმა­ზეც, რომ ჰუჰ­ჰა კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი სა­ხე­ლე­ბი ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა მხო­ლოდ ხე­თე­ბის დრო­ინ­დელ მცი­რე აზი­ა­ში, არა­მედ მთე­ლი ძვ. წ. I ათას­წლე­უ­ლის მან­ძილ­ზეც. ნა­წი­ლი ამ სა­ხელ­თა­გან თე­ო­ფო­რუ­ლი­ა25. მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ხე­თუ­რია გი­გე­სის წი­ნაპ­რის მირ­სი­ლო­სის სა­ხე­ლიც, რო­მელ­საც მურ­სილ­თან აი­გი­ვე­ბენ. ხე­თურ ონო­მას­ტი­კონს უკავ­ში­რე­ბენ ლი­დი­ის მე­ფის სა­დი­ა­ტეს სა­ხელ­საც.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. ჰეროდოტე, ისტორია, ბერძნულიდან თარგმნა, წი­ნა­სიტ­ყვა­ობა და საძი­ებე­ლი დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, ტ. I, თბი­ლისი, 1975, გვ. 48.
2. ხეთურში არსებობდა სპეციალური ტერმინები: Dუმუ-ან ჰალზზაჰალზāι რომ­ლებიც ითარგმნება როგორც “наз­ва­ние (ко­­го-либо в качестве) сына” და დუმ-ან-ijა – “сделать (ко­го-либо в качестве) сына”. იხ. Гиоргадзе Г. Г. Наследо­ва­ние цар­ской власти в древнехеттском государстве (до Теле­пи­ну), “ძველი ისტორიის სა­კითხები”, III, თბილისი, 1970, გვ. 20 და შენ. 61.
3. ამ თვალსაზრისით საგულისხმო მასალებს ვპოულობთ ჯ. ფრეზერის ცნობილ მონოგრაფი­აში “ოქროს ტოტი”. ირ­კვე­ვა, რომ ტომის ბელადს სულ მცირე ფიზიკური ნაკლის შემ­თხვევაში არა მხოლოდ გადაირ­ჩევდნენ, არ­ა­მედ კლავ­დნენ კიდეც. ასე, მკვლევარს მოჰყავს მაგა­ლი­თი ერთი ძვე­ლი ხალხის (აფრიკის კონტინენტი) ის­ტო­რიიდან, როდე­საც მეფე მხოლოდ იმ მიზეზით იქნა მოკლული, რომ მას კბილი ამოუ­ვარდა, Фрезер Дж. Дж., Золотая ветвь, Москва, 19, с. 279.
4. ჰეროდოტე, დასახ. გამოცემა, გვ. 41.
5. იქვე, გვ. 41.
6. პლატონისა და ნიკოლოზ დამასკოელის ვერსიებში, ის­ე­ვე რო­გორც ზღაპ­რებში, გიგესთან ერთად მისი დამ­ხმა­რე პერ­სო­ნაჟები მონაწილეობენ. პლატონის მიხედ­ვით, გიგესს ჯა­დოს­ნურმა ბეჭედმა გაუწია დახმარება. ნი­კოლოზ დამას­კო­ე­ლის თანახმად კი, გიგესში შეყვა­რე­­ბულმა მოახლემ. უფრო დაწ­ვრილებით იხ. Довгяло Г. И., Данные хеттского тек­ста Теле­пи­нуса (§10-12) и соответсвую­шая им параллель у Геро­дота (I, 7-13), в сборнике: «Проб­лемы античной истории и культуры» Ереван, 1979, с. 88 и сл..
7. ჰეროდოტე, დასახ. გამოცემა, გვ. 41.
8. Гиоргадзе Г. Г., Наследование царской власти в древне­хетт­тс­ком государстве (до Телепину), გვ. 26-27.
9. ჰეროდოტე, დასახ. გამოცემა, გვ. 39.
10.  Довгяло Г. И., Становление идеологии раннеклассового об­шес­­тва, Минск, 1980, с. 108; შდრ. Менабде Э. А., Наслед­ствен­но-правовые отношения в хеггском обшестве, “აღმოსავლური კრებული”, I, თბილისი, 1960, გვ. 43 და შმდ.
11.  ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით იხ. Менабде Э. А., О ха­рак­тере придворных смут в хеттском государстве (XVI-XV ВВ. до н. э.), “კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებუ­ლი”, II, თბილისი, 1962, გვ. 33 და შმდ; Гиоргадзе Г. Г., Хетты и хур­риты по древнехеггским данным, ВДИ, №1, 1969, с. 81 и сл..
12.  ჰეროდოტე, დასახ. გამოცემა, გვ. 41.
13.  ჩვენი აზრით, ნიშანდობლივია, რომ ნიკოლოზ დამას­კო­­ელის მიერ მოხსენიებული მეფე მაინცდამაინც ალ­კაÁიოსია, რადგან ჰეროდოტეს ცნობით, ალკაიოსი ჰერა­კლი­დების სამეფო დინასტიის დამაარსებლის ჰერა­კ­ლეს ძე იყო (ჰეროდოტე, I, 7). თუ ჰეროდოტეს მიერ შე­მო­თა­ვ­აზებუ­ლი ქრონოლოგიიდან ამოვალთ, მაშინ ამ ალკაიოსს ძვ. წ. XIII ს-ში უნდა ეცხოვრა. შდრ. Ма­зетти К., К вопросу о лидийской хронологии, ВДИ, №2, 1978.
14.  Фрезер Дж. Дж., დასახ. ნაშრ., გვ. 316, 470; Aრცჰი A., თჰე Pროპაგანდა ოფ Hატტუსილის III, შMEA, XIV, 1971, პ. 187.
15.  Иванов В. В., Происхождение и история хеттского термина პან­კუ - “собрание” ВДИ, №4, 1957; №1, 1958.
16.  ჰეროდოტე, დასახ. გამოცემა, გვ. 45.
17.  იქვე.
18.  ვალველის-ის შემოკლებულ ფორმად (შდრ. ხეთ. წალწა-ს, კარ. νελυ-ს…) ხეთურ-ლუვიურ წალ-ს – “განდიდება” მი­იჩ­ნე­ვენ იხ. Шеверошкин В. В., Лидийский язык, Москва, 1967б, с. 56.
19.  ჰეროდოტე, დასახ. გამოცემა, გვ. 39.
20. იქვე.
21.  იქვე, გვ. 41.
22. იქვე, გვ. 42.
23. იქვე.
24. Фридрих И., Дешифровка забыгых писменностей и языков, Москва, 1961, с. 120; Шеверошкин В. В., указ. ცоч., с. 56.
25. Шеверошкин В. В., указ. ცоч. с., 56-57.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий