четверг, 8 ноября 2018 г.

ერევნის ქართველი ხანები XVII ს-ის სომეხი ავტორების ზაქარია დიაკონის (ქანაკერტელის) და ზაქარია აგულისელის მიხედვით (ლ. დავლიანიძე)

ზა­ქა­რია დი­ა­კო­ნი და­ბა­დე­ბუ­ლი ჩანს 1627 წელს სო­ფელ ქა­ნა­კერ­ში, ერევ­ნის მახ­ლობ­ლად. მი­სი მა­მა სომ­ხე­თის ერთ-ერ­თი ოლ­ქის (გა­ვა­რის), კერ­ძოდ, კო­ტა­ი­კის მა­მა­სახ­ლი­სის მდი­ვა­ნი ყო­ფი­ლა. ზა­ქა­რია ცა­მე­ტი წლის ასაკ­ში მი­უყ­ვა­ნი­ათ სოფ­ლის მო­ნას­ტერ­ში – ოჰა­ნა­ვან­ქში, სა­დაც გა­ა­ტა­რა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მა­ღა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სათ­ვის არ მი­უღ­წე­ვია.
ზა­ქა­რია დი­ა­კონ­მა წე­რა ხან­დაზ­მუ­ლო­ბა­ში და­იწ­ყო, კერ­ძოდ, 60 წლის ასაკ­ში. ამ დროს შე­უდ­გე­ნია მას „კონ­და­კი, სა­დაც ბი­ოგ­რა­ფი­ულ ცნო­ბებ­თან ერ­თად მო­ცე­მუ­ლია ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბე­ბი და მა­თი წარ­წე­რე­ბი. შემ­დეგ „კონ­და­კი“ შე­ვი­და მის სამ­ნა­წი­ლი­ან ის­ტო­რი­ულ თხზუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია „ქრო­ნი­კის“ სა­ხელ­წო­დე­ბით. ავ­ტორს ეს ნაშ­რო­მი გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნით და­უ­წე­რია, კერ­ძოდ, იმათ­თვის, „ვინც შემ­დეგ მო­ვა“, რა­თა შე­იტ­ყოს წი­ნა­პარ­თა ტან­ჯუ­ლი ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი და თვი­თონ გაფ­­რთხილ­დე­სო. ზა­ქა­რია ხში­რად სარ­გებ­ლობს ზე­პირ-გად­მო­ცე­მე­ბით. ამის გა­მო ძვე­ლი სომ­ხუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი მ. აბე­ღი­ა­ნი წერ­და: მოვ­სეს ხო­რე­ნა­ცის შემ­დეგ ზა­ქა­რია დი­ა­კონ­მა პირ­ველ­მა მო­კი­და ხე­ლი სომ­ხური ფოლ­კლო­რის შეკ­რე­ბა­სო1.
ფოლ­კლო­რუ­ლი მა­სა­ლის გვერ­დით „ქრო­ნი­კა­ში“ მო­ი­პო­ვე­ბა სომ­ხე­თი­სა და მი­სი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ამ­ბე­ბიც, რის გა­მოც თხზუ­ლე­ბა მიჩ­ნე­უ­ლია ის­ტო­რი­ულ წყა­როდ.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა 1870 წ. ვა­ღარ­შა­პატ­ში. გა­მო­ცე­მა შე­ი­ცავს ხარ­ვე­ზებს (არას­წო­რი წა­კით­ხვე­ბი, გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სიტ­ყვე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის უზუს­ტო­ბა­ნი)2. 1876 წელს „ქრო­ნი­კა“ ფრან­გუ­ლად თარ­­გმნა მ. ბრო­სემ, ხო­ლო 1969 წ. გა­მოქ­ვეყ­ნდა რუ­სუ­ლი თარ­­გმა­ნი, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მ. დარ­ბი­ნი­ან-მე­ლი­ქი­ა­ნის მი­ერ.
აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ზა­ქა­რია დი­ა­კო­ნი „ქრო­ნი­კის“ ბო­ლოს სა­უბ­რობს თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. აქ ჯერ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნერ­სეს კა­თო­ლი­კო­სის დროს კა­პა­დო­კი­ი­დან სომ­ხეთ­ში მი­უ­ტა­ნი­ათ და ოჰა­ნა­ვან­ქის მო­ნას­ტერ­ში და­უს­ვე­ნე­ბი­ათ წმინ­და გი­ორ­გის ნეშ­ტი. ად­რე შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­მი კა­თო­ლი­კო­სია ამ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი: ნერ­სეს I (353–373), ნერ­სეს II (548–557) და ნერ­სეს III (641–661), აქე­დან რო­მელს გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნი ავ­ტო­რი – უც­ნო­ბია. იმას კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ნეშ­ტის გად­მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ოჰა­ნა­ვან­ქში ბევ­რი სნე­უ­ლი და დავ­რდო­მი­ლი პო­უ­ლობ­და გან­კურ­ნე­ბას. ერ­თხელ ქარ­თვე­ლი მე­ფის შვი­ლი ავად გამ­ხდა­რა, მე­ფეს ხალ­ხი გა­უგ­ზავ­ნია ოჰა­ნა­ვან­ქში წმინ­და გი­ორ­გის ნეშ­ტის წა­მო­სა­ღე­ბად. რამ­დე­ნა­დაც ეს საქ­მე სწრა­ფად არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა, ქარ­თველ­თა მე­ფეს მძევ­ლე­­ბი გა­უგ­ზავ­ნია სომ­ხეთ­ში – ორ­მო­ცამ­დე ყრმა დი­დე­ბულ­­თა ოჯა­ხე­ბი­დან. ზა­ქა­რია დი­ა­კო­ნი ქარ­თველ­თა მე­ფეს „და­თოს“ უწო­დებს, ხო­ლო მის შვილს – „ბე­ჟოს“, რაც შერ­­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი უნ­და იყოს და ამ­დე­ნად აბ­რკო­ლებს ქარ­თვე­ლი მე­ფის ვი­ნა­ო­ბის გარ­კვე­ვას.
რო­გორც ზა­ქა­რია წერს, „გულ­ფიცხ ქარ­თვე­ლებს“ შემდეგ წმინ­და­ნის ნეშ­ტი მიუღიათ, მაგრამ უკან აღარ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ და გა­და­უ­მა­ლავთ. ამის გა­მო სომ­ხებს აღარც ქარ­თვე­ლი ყმაწ­ვი­ლე­ბი გა­უშ­ვი­ათ სამ­შობ­ლო­ში.
ზა­ქა­რია დი­ა­კო­ნი აღ­ნიშ­ნავს: ამ ქარ­თველ ყმაწ­ვილ­თა შო­რის ერთ-ერ­თის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო მი­სი მა­მა მკრტი­ჩი – მას ჰქო­ნია წიგ­ნი, სა­დაც ქარ­თვე­ლი ყრმე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბის ამ­ბა­ვი იყო მოთ­ხრო­ბი­ლი, მაგ­რამ მი­წის­ძვრის დროს და­კარ­გუ­ლა. ზა­ქა­რი­ას თა­ვის „ქრო­ნი­კა­ში“ შე­უ­ტა­ნია ის, რაც მის მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა3.
ამ მცი­რე შე­სავ­ლის შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლავ „ქრო­ნი­კა­ში“ არ­სე­ბულ იმ ცნო­ბებს, რაც ერევ­ნის სა­ხა­ნოს ქარ­თველ ხა­ნებ­ზე აქვს მოთ­ხრო­ბი­ლი ჩვენს ავ­ტორს.
უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, გა­სახ­სე­ნებ­ლია 1603 წელს სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ირა­ნის მი­ერ 1590 წლის ზა­ვის დარ­ღვე­ვა და ოს­მალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ომის გა­ნახ­ლე­ბა 1603 წელ­სა­ვე, კერ­ძოდ, 21 ოქ­ტომ­ბერს ირა­ნის ჯა­რებ­მა აი­ღეს თავ­რი­ზი. მა­შინ ოს­მა­ლებ­მა უომ­რად და­ტო­ვეს ნა­ხი­ჭე­ვა­ნი, რი­თაც ისარ­გებ­ლა ირან­მა და ხელთ იგ­დო ჯულ­ფა, ორ­დუ­ბა­თი და ალ­ყა შე­მო­არ­ტყა ერე­ვანს, 9 თვის ალ­ყის შემ­დეგ, 1604 წლის 8 ივ­ნისს, ქა­ლა­ქი აღე­ბულ იქ­ნა. შაჰ­მა აბას I-მა (15 – 1629) აღ. სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­დე­საც ოს­მა­ლებს ერე­ვა­ნი წა­არ­თვა, აქ ერევ­ნის სა­ხა­ნო და­ა­არ­სა.
სახანოში მთელი ხელისუფლება თავდაპირველად ეკუ­­თვნოდა შაჰის მიერ დანიშნულ სარდალს, რომელსაც ჯერ ბეგლარბეგი ეწოდებოდა, ხოლო შემდეგ – ხანი.
ერევნის ხანების დახასიათებისას ზაქარია დიაკონი თითქმის ყოველთვის ხაზს უსვამს მათ უსამართლობას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და უარყოფით თვი­სე­ბებს. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ორი ხანი, წა­რ­მო­შობით ქართველები, თუმცა გამაჰმადიანებულნი – ხოს­რო და ზაალი.
ზაქარიას სიტყვით, ხოსრო ხანმა შეცვალა მეტად ხარბი, ძუნწი და მძარცველი მაჰმედ ხანი. ის ჩვეულებრივ უკავებდა, ანდა სულაც არ აძლევდა მეომრებს მათ კუთ­ვნილ გასამრჯელოს. მათგან არავის გზავნიდა გადასა­ხადის ასაკრებად, მხოლოდ იმათ ენდობოდა, ვინც მასთან ერ­თად იყო მოსული ირანიდან. ხანის ასეთი ქმედება მთელ ჯარს მობეზრდა და ყველამ ერთად დაწერა სა­ჩი­ვარი ამ ხანზე და შაჰს გაუგზავნა. როცა შაჰმა ყოველივე შეიტყო, მის მაგიერ გაგზავნა ერევანში ერთი კაცი, სა­ხელად ხოსრო - წარმოშობით ქართველი და დაავალა მას ერევნის სახანოს მართვა, მაჰმედს კი უბრძანა მასთან დაბრუნებულიყო4.
ზაქარიას მიხედვით, ეს ხოსრო იყო დადებითი თვისე­ბე­ბის კაცი: გულკეთილი და ქრისტიანების მეგობარი. და­დი­ო­და მონასტრებში, თან საჩუქრები და ძღვენი მიჰქონდა; გულკეთილობასთან ერთად ხოსრო ხანი გულუხვიც იყო: თუ ვინმე ერთ კვერცხს მიართმევდა, ის ტანსაცმლით ასა­ჩუქრებდა; ქრისტიანებს შეუმუბუქა გადასახადი, გააუქმა საგზაო ბაჟი; ქვეყანაში გაჩნდა სიუხვე, რასაც საქონლის გა­იაფება მოჰყვა.
თვითონ ხოსრო ხანი იყო მგალობელი და მუსიკოსი. ის თხზავდად და თითონვე ასრულებდა სიმღერებს. რო­დესაც რომელიმე მონასტერში მივიდოდა, შეაგროვებდა ბავ­­შვებს და ასწავლიდა მათ როგორც შარაკანის, ასევე ფსალმუნების მღერას. ასეთი სათნოებით ცხოვრობდა ის.
როდესაც საჭმელ-სასმელად დაჯდებოდა, თავისთან იწვევდა ცნობილ სომხებს. სასამართლო საჩივრების მი­მართ იყო სამართლიანი და ყოველთვის მიუკერძოებელი გა­ნაჩენი გამოჰქონდა. ასე მართავდა ხოსრო ხანი ერევნის სახანოს5. მაგრამ გავიდა დრო და ისე მოხდა, რომ მოშუ­რნეებ­მა ხოსრო ხანის წინააღმდეგ შეთხზეს ცრუ ბრალ­დება და შაჰს გაუგზავნეს. შაჰმა უხმო თავისთან ხოსრო ხანს, მაგრამ მან თავი აარიდა ისპაჰანში გამგზავრებას და ინდოეთში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა6.
ხოსროს შემდეგ ირანის შაჰმა (შაჰ-აბას II-მ (1648-1666)) ერევნის ხანობა უბოძა შაჰ-აბას I-ის დროს წარჩი­ნე­ბუ­ლი მოხელის ლა­ლაბეგის შვილიშვილს – მაჰმუდს. ჩვე­ნი ავტორის და­ხა­სი­ათ­ე­ბით ეს იყო გოროზი და ამაყი, შუ­რიანი და ძუნწი. ყველა სიკეთე გააუქმა, რაც ქართველმა ხოსრო ხანმა და­ნერ­გა. ისევ გაადიდა გადასახადები, კვლავ ძალაში დატო­ვა საგზაო ბაჟი, გააძვირა საქონელი, აწარმოებდა მინ­დვრების, ბაღების და ხალხის აღწერას, რათა უფრო და­ემ­ძიმებინა მდგომარეობა. რაც ხოსრო ხან­მა შეუმსუბუქა მო­სახლეობას – ამან უფრო დაუმძიმა. ის იყო ჩვენი ხალ­ხის მტერი და მოწინაამდეგეო7.
ჩანს, კეთილი ხოსრო ხანის როგორც წინამორბედი, ასევე მომდევნო ხანები მხოლოდ უარყოფითად არიან და­ხა­სიათებული ზაქარია დიაკონის მიერ. ამავე ავტორთან გვხვდება აგრეთვე ერევნის კიდევ ერთი ქართველი ხანი, კერძოდ, ზაალი (1679-1685). ზაქარიას სიტყვით, შაჰმა უხ­მო აზერბაიჯანის ვეზირს მირზა იბრაგიმს და დანიშნა მას­თან სამუშაოდ წარმოშობით ქართველი ზაალ ხანი – სიძე აბ­ას ხანისა, რომელიც იყო ერევნის გამგებელი. ამგვარად, მირზა იბრაგიმი და ზაალ ხანი ერთად შევიდნენ ერევანში. ზაალი შეუდგა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
ზაალი იყო გამოცდილი და ერევნის ყველა საქმეში გაცნობიერებული. ის ჩუმად შევიდა ციხე-სიმაგრეში, იხმო სათანადო პირები და გააცნო მათ მეფის რაყამი. ყველამ მორჩილება აღიარა მის წინაშე.
ზაქარიას სიტყვით, ამ ხანის შესახებ ცუდს ვერა­ფერს ვიტყვით, რამდენადაც ქრისტიანი მშობლების შვილი იყო, კეთილად ექცეოდა ქრისტიანებს. მისი სომხეთში მო­ს­ვლის პირველ წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა. ზაალ ხან­მა ბრძანა აღედგინათ ყველა დანგრეული ეკლესია, რაც შე­სრულდა. ერთ სოფელში დანგრეული ეკლესია კიდევ შე­­ნიშ­ნა, სოფლის მოსახლეობამ შესჩივლა ზაალ-ხანს – სი­­ღარიბის გამო ვერ აღვადგინეთო. ზაალ ხანის დახ­მა­რე­ბით მათ შესძლეს ეკლესიის განახლება8.
ზაქარია დიაკონი აღწერს 1679 წლის 4 ივნისს დაწ­ყე­ბულ მიწისძვრას, რაც მთელ თვეს გაგრძელებულა. ზა­ალ ხანს შაჰთან გაუგზავნია შიკრიკი. თხუთმეტი დღის შემდეგ დაბრუნებულმა შიკრიკმა მოიტანა შაჰის ბრძანება, რათა აღედგინათ ციხესიმაგრე და ეკლესიები. მრავალი ეკ­ლესია აშენდა იმ დროს. ვიდრე ზაალ-ხანი განაგებდა ერევანს, დამყარდა წესრიგი და ყველა ამქვეყნიური სიკე­თ­ეო.
XVII ს-ის კიდევ ერთ ავტორს ზაქარია აგულეცისაც საინტერესო ცნობები მოეპოვება ზაალ-ხანის შესახებ. თვი­­თონ ავტორი ცნობილია მისი „დღიურით“. ის დაბა­დე­ბუ­­ლა 1630 წელს ჯულფასა და ორდუბათს შორის მდე­ბა­რე სოფელ აგულისში. სავაჭრო გზების სიახლოვე ბიძგს აძლევდა ამ მხარის მოსახლეობას ხელი მიეყო ვაჭ­რო­ბი­სათ­ვის. 17 წლის ასაკში ზაქარია მშობლების სურ­ვი­ლით სავაჭროდ გაემგზავრა ოსმალეთში.
მისი „დღიურის“ მეორე ნაწილი წარმოადგენს ქრო­ნო­ლოგიურად დალაგებულ თხრობას მოგზაურობის, თა­ნა­მედ­როვე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ცალკეული სა­ყურადღებო ამბების შესახებ, სადაც საუბარია ქართველ ზა­ალ ხანზეც9.
ზაქარია აგულეცის მიხედვით, 1679 წლის 26 იანვარს ზაალ-ხანი მოვიდა ერევანს ჩაფრებითურთ, შევიდა ერე­ვან­ში და შაჰის დასტურით ხანად დაჯდა. შაჰ-სულეიმანმა (1666-1694) შემდეგ გამოგზავნა რაყამიც ზაალის ერევანში დარ­ჩენაზე. ამან შეცვალა სეფი-ყული-ხანი, რომელსაც ბევ­რი მაგინე­ბელი ჰყავდა10.
ზაქარია აგულეცის სიტყვით, ზაალ ხანი იყო დიდი ამი­რგუნა ხანის ძის – აბას ყული ხანის სიძე. აქვე აღ­ვ­ნიშ­­­ნავ, რომ ამირგუნა ხანის სახელი უცნობი არ არის სა­ქარ­თველოს ისტორიაში, ის იყო შაჰ-აბას I-თან დაახ­ლო­ებ­ული დიდმოხელე, რომელიც ირან-ოსმალეთის ომის დროს, როდესაც შაჰ-აბასმა ერევნის ციხე აიღო 1604 წელს, ერევნის პირველ მმართველად, ე. ი. ბეგლარბეგად ამი­რგუნა დანიშნა. ეს ის ამირგუნა ხანია, რომელიც 1625 წელს შაჰმა თავის სიძე ისახან ყორჩიბაშთან ერთდ სა­ქარ­­თველოში სალაშქროდ გამოგზავნა და მეწინავე ჯარის სარდლობა უბოძა. თავისი სიმამაცის გამო თანამედროვენი მას „სარუ ასლანს“ ე. ი. „ყვითელ ჯიქს“ უწოდებდნენ, მაგ­­­რამ მისმა რაზმებმა ვერ გაუძლეს ქართველთა შე­მო­ტევას და გაიფანტნენ.
მარაბდის ომში თავისი რაზმით იბრძოდა მანუჩარ III ათაბაგი, რომელიც „მძლავრებისათვის ოსმალთა“ მამამან მის­მა „წარუვლინა შააბაზს... რათა მწე ეყოს“. ხოლო შაჰ­მა „დაუტევა ძე ათაბაგისა მანუჩარ ერევანს ამირგუნა ხა­ნი­სა თანა და ზრდიდა იგი“11. ამ მანუჩარმა მარაბდის ველ­ზე ჰკრა თავსა ხრმალი და გაუპო თაჯი რითაც ავნო დი­დად. მაშინ ეტყოდა ამირგუნა ხანი ათაბაგს: „უპურ­მა­რილოვო“. ასე გაუწირავს სამშობლოსათვის გამზრდელი ხანი მანუ­ჩარ ათაბაგს“.
რაც შეეხება ზაალ ხანს, როგორც ზაქარია დი­აკონიც ამბობს, ის ჯერ კიდევ ამირგუნა ხანის ძის აბას ყუ­ლი ხანის დროს მოსულა ერევანში და ყველა საქმე თვი­თონ უწ­არ­მოებია. ამდენად მიუღია გამოცდილება და მასზე მინ­დობილი საქმის წარმართვაც შეუსწავლია. დიდ­ად ებ­რძო­და მავნე და მძარცველ ადამიანებს. ქრისტიანებს თავიდანვე თანაგრძნობით ეკიდებოდა, ხოლო როდესაც ერევანში დიდი მიწისძვრა მოხდა 1679 წლის 4 ივნისს და მრავალი მო­ნას­ტე­რი დააქცია, მან ხელი მიჰყო მათ აღ­დგე­ნას, ზოგ შემთხვე­ვაში კი გადასახადის შეღავათიც დაუ­წესებია.
ზაალ-ხანთან დაკავშირებით ჩვენს მეორე ავტორს,   ე.ი. ზაქარია აგულეცის მოაქვს ერთი ასეთი ეპიზოდი: ჯერ ისევ ახლად დანიშნული იყო ხანად ზაალი, როდე­საც გამოვიდა ციხესიმაგრიდან, ციხის ქვემოთ ხიდზე გა­და­ვიდა და ბაღში გაისეირნა თავის აღალარებთან ერთად. რო­­დესც ბაღში იჯდა, ორმა კაცმა ერთი ყაჯარი აღა მო­იყვანა უკან გაკრული ხელებით და ხანს უთხრა: ბაღში ერთ ქალს ძალით თავს დაესხა და გააუპატიურაო. ქალიც წამოყვანილი ჰყავდათ. ხანმა მაშინვე განაჩენი გამოიტანა და აღასთვის იქვე თავი მოაკვეთინა. პირველი სისხლი ეს იყო. მიუხედავად სამართლიანი განაჩენისა, ყველა შეძ­რწუნ­­და, აღას სახელად მურად ბეგი ერქვა12.
1679 წლის 4 ივნისს ერევანში დიდი მიწისძვრის დროს ქვეყანა დაიქცა, უამრავი ეკ­ლე­სია დაინგრა და 7600 სული დაიხოცა.
ზაალ ხანმა შაჰს აცნობა ამ დიდი უბედურების შე­სა­ხებ, ხალხიც აქეთ-იქით დაგზავნა და დახმარება ითხოვა. გან­ჯიდან რვაასი კაცი მოვიდა, ნახიჩევანიდან – მაჰმად რი­ზა ხანი თავისი ასკერებით და ჯარის უფროსი შემად­გე­ნლობით. ციხესიმაგრეს ოთხივე მხრიდან ჯარი შემოერ­ტ­ყა და ელოდებოდნენ შაჰ-სულეიმანის გამოგზავნილ კაცს.
1 ივლისს შაჰის შიკრიკი მივიდა თავრიზში „ადილ­ბეჟა­ნის“ ვეზირ მირზა იბრაჰიმთან, რომელსაც ებრძანა: და­ჯექი და სამეფო ხარჯით აღადგინე [დანგრეული ქვე­ყა­ნაო]. ასეც მოხდა. თუმცა მშენებლობა ნელი ტემპით მი­იწ­ევ­და წინ. პირველ ხანებში, ზ. აგულეცის სიტყვით, დღე-ღა­­მეში მიწისძვრა რამდენჯერმე მეორდებოდა, შემდეგ ნელ-ნელა შესუსტდა.
1680 წელს, 19 აგვისტოს, ერევანი შეეგება 2000-მდე კაცს, რომლებიც ჰაჯში მიდიოდნენ. თვითონ ზაალ-ხანიც ამოსულა მათთან შესახვედრად. 26 აგვისტოს გავიდნენ ერ­ევნიდან და 1681 წლის 25 მაისს ეს „ხაჯილარები“ დაბ­რუნებულან უკან. ზაალ ხანი, ეტყობა, პატივს სცემდა მორ­­წმუნე მუსულმანებს, რაც უფრო განამტკიცებდა მის ავტორიტეტს შაჰის თვალშიც.
1681 წლის 15 მაისს ისპაჰანიდან შაჰ-სულეიმანისაგან ერევანში მიუღიათ ზაალ-ხანისათვის გამოგზავნილი „ხა­ლა­თი“ – ერთგულებისათვის პატივისცემის ნიშნად. ნა­ბოძ­ვა­­რ ძვირფას ჩასაცმელს. „ხალათს“ ერთი კაბა და ერთი მანდილიც ხლებია. დიდძალი ხალხი წავიდა შესაგებებ­ლად. ხანმა ჩაიცვა შაჰის გამოგზავნილი სამოსელი და ამალის და ცხენოსანთა თანხლებით შევიდა ციხე­სიმაგ­რეში.
წარმოდგენილი ცნობების მიხედვით, როგორც ხოს­რო, ასევე ზაალი უნარიანი, ნიჭიერი და პატივცემული ხა­ნები ჩანან, ამასთანავე ზაალი მკაცრიც ყოფილა, თუმცა სა­მარ­თლიანი. მის სიმამრს – ამირგუნა ხანის ძე აბასს ხომ საკუ­თა­რი მოზრდილი შვილიც ჰყავდა, მაგრამ მაინც ყველა საქ­მეს, როგორც აღინიშნა, სიძეს, – ზაალ ხანს, ან­დობდა. მომდევნო ხანები მაჰმედი, ნაჯაფი, სეფი ხანი სულ სხვა­ნა­ირ­ად არის დახასიათებული. მაგალითად, სეფი ხანი ბო­როტებასთან ერთად, ხარბიც ყოფილა. მას იმდენი ქონება გაუგზავნია თავის სახლში, რომ თანამედროვეს სიტყვებით, სამასი თუმანი მარტო ბაჟი გადაუხდია და სხვ.
ამრიგად, მიუხედავად მცირე ცნობებისა, ქართველი ხანები ხოსრო და ზაალი, ვფიქრობ, მაინც ინტერესს გამოიწვევენ მკითხველში, მით უფრო, რომ ბევრად განსხვავდებიან სხვებისაგან თავისი დადებითი თვისებებით.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1.      Մ. Աբեղյան, Հայոց հին գրականության պատմության, գիրք II, XI – XIX ղարի 30 ական թթ., Երևան, 1946.
2.      თ. ნატროშვილი, ერთი ლეგენდის კვალზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1986, გვ. 3.
3.      Захарий Канакეрци (Բարդբերդեվի), хроника, М., 1969, ч. III, гл. XIV, XV, XVI.
4.      იქვე, გვ. 139.
5.      იქვე, გვ. 140.
6.      იქვე, გვ. 142.
7.      იქვე, გვ. 144-145.
8.      იქვე, გვ. 195.
9.      ზაქარია აგულეცი, დღიური, ქართული გამოცემა, თბ., 1979.
10.    იქვე, გვ. 87.
11.    ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება IV ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1973, გვ. 432.
12.    ზაქარია აგულეცი, გვ. 90.



Комментариев нет:

Отправить комментарий