пятница, 2 ноября 2018 г.

ალბერტ შპეერი - „ჰიტლერი“

ავტორის შესახებ
ალბერტ შპეერი დაიბადა 1905 წელს მანჰაიმში, გარდაიცვალა ლონდონში 1981 წელს. სწავლობდა არქიტექტურას კარლსრუეს, მიუნხენის და ვენის უნივერსიტეტებში. 1931 წელს შევიდა NSDAP[1]-ის რიგებში. შპეერი იყო რაიხის დედაქალაქის შენობა - ნაგებობათა გენერალური ინსპექტორი, მესამე რაიხის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრი. შპეერი ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის პირთა რიცხვში შედიოდა. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა ნიურნბერგში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს 20 წელი ალბერტ შპეერმა შპანდაუს ციხეში გაატარა.
წიგნის შესახებ
1969 წელს გამოსული ალბერტ შპეერის „მოგონებები“ მსოფლიო სენსაციად იქცა. ეს „მოგონებები“ სამართლიანად ითვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე პოპულარულ წიგნად და მესამე რაიხის თემაზე დაწერილი მემუარული ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად. ეს წიგნი წარმოადგენს იმ ადამიანის ცხოვრებისეულ აღსარებას, რომელმაც 12 წელი გაატარა ჰიტლერის[2] გვერდით - არაორდინალურ და წინააღმდეგობებით აღსავსე ვითარებებში.
ალბერტ შპეერი - მსოფლიოს დედაქალაქ „გერმანიის“ (ასე უწოდებდნენ მაშინ ბერლინს) არქიტექტორი, ჰიტლერის ღამის ქეიფების, როგორც რაიხის კანცელარიაში, ასევე ბერგჰოფში, დამსწრე და გამზიარებელი, ტექნოკრატი, შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გასაოცარი ორგანიზატორი, ბოლოს კი, ყველასათვის მოულოდნელად, - ჰიტლერის მოწინააღმდეგე. შპეერის „მოგონებებში“ ჩანს მესამე რაიხის რეჟიმის ინტიმური დეტალების ღრმა ცოდნა, რაც ნიღაბს ხდის ამ რეჟიმის გამხრწნელ მორალს და დანაშაულებრივ ენერგეტიკას.
წინასიტყვაობა











































































































































































































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий