воскресенье, 11 ноября 2018 г.

სომხეთის კავკასიური პოლიტიკა 1918-1920-იან წლებში (გ. მაისურაძე)

1. ორიოდე სიტყვა კავკასიური პოლიტიკის სომხურ ტრადიციებზე
1918-1920 წლებისათვის კავკასიაში შექმნილი კონკრეტული ისტორიული პირობების მიუხედავად, სომხეთის ნაციონალისტური პარტიის, ანუ დაშნაკთა მთავრობის კავკასიური პოლიტიკა მაინც მნიშვნელოვნად დამოკიდებული იყო საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სომეხთა ცნობიერებაში განმტკიცებულ ტრადიციებზე, რომელთა მიხედვით სომხეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ტიგრან II-ის (ძვ.. I .) „იმპერიისპოლიტიკურ სივრცეში წარმოიდგინებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რომაული ლეგიონების დარტყმის შედეგად ის, თითქმის, წარმოქმნისთანავე დაიშალა. სომეხთა ცნობიერებაშიდიდი სომხეთისიდეის სიცოცხლისუნარიანობის არსში გასარკვევად, ალბათ, საჭირო იქნება მივმართოთ ძველი სომხური ისტორიოგაფიის ყველაზე ავტორიტეტულ წარმომადგენელს მოვსეს ხორენაცის (V .), რომლის ცნობილსომხეთის ისტორიაშისომეხთა გამორჩეულობისა და მათი ქვეყნის შესაძლო საზღვრების მუდმივი და შეუქცევადი გაფართოების იდეა კონცეფციის სახით არის მოცემული.
სომხეთის ძველი და უძველესი ისტორიის გადმოცემისას . ხორენაცი, ძირითადად, სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილის ასპარეზზე შლის თავის თხრობას, რითიც, ჩანს, არაპირდაპირ მოხაზავს სომხეთის ისტორიული ტერიტორიის საზღვრებსაც. სომხური ეთნოსისა და ეროვნული ტერიტორიის ფორმირების პროცესის გადმოცემას, რომელიც მონოეთნიკური სამყაროს წარმოქმნით უნდა დასრულდეს,    . ხორენაცის თხზულებაში ერთი უპირველესთაგანი ადგილი უკავია. თუ თავდაპირველად ეს პროცესი სომეხთა ეთნარქის ჰაიკისა და მისი შთამომავლობის მიერ, თითქოს, თავისუფალი მიწების მშვიდობიანი ათვისების გზით ვითარდებოდა (საყურადღებოა, რომ წყაროების საპირისპირო ჩვენების გამო იძულებულია, ზოგჯერ თავის გასამართლებელ შენიშვნას მიმართოს. მაგალითად, „საკვირველია მემატიანის ნათქვამი, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავალ ადილას გაფანტულად ცხოვრობდა მცირერიცხოვანი ხალხი, ჩვენი ძირეული წინაპრის, ჰაიკის მოსვლამდე“-1), შემდეგ უკვე ბრძოლების გადახდაც უხდებათ. . ხორენაცის პოლიტიკური იდეალი ისეთი ხელისუფალია, რომელიც სომხეთის საზღვრების ყველა მიმართულებით და ყველაზე შორს გატანას შეძლებდა. ამ მხრივ, მისთვის სანიმუშონი არიან ჰაიკიანი არამი და ტიგრან ერვანდიანი. მისივე თქმით: „არსებობს გადმოცემები არამის მამაცური საქმეების, გმირული ბრძოლებისა და სომეხთა საზღვრების ყოველი მიმართულებით გაფართოების შესახებ... არამმა დაიმორჩილა და ხანგძლივი დროით დახარკა ასურეთის ველის დიდი ნაწილი... კაპადოკიის მხარეებს მიაღწია. ერთ ადგილს, რომელსაც აწ ჰქვია კესარია... (არამმა) უბრძანა იქაურ მკვიდრთ, შეეთვისებინათ სომხური ენა და ლაპარაკი და სხვ.“2 გაცილებით უხვად ამკობს და ადიდებს ტიგრან ერვანდიანს, რომელსაც სომეხ მეფეთა შორის უძლიერეს და უგონიერესს უწოდებს. თუ რატომ, იქვე განმარტავს, რომ „(ტიგრანის) წყალობით განივრცო ჩვენი ქვეყნის საზღვრები იმდენად, ძველ დროში მეტისთვის აღარ მიგვიღწევია. თანამედროვეებს შურდათ ტიგრანისა; ხოლო შთამომავლობა შენატროდა მას და მის დროს... ტიგრანმა თავის ვაჟკაცობით განადიდა ჩვენი ერი. ჩვენ მანამდე (უცხოთესლთა) უღლის ქვეშ მყოფებმა, სხვები დავიმორჩილეთ და მოხარკეებად ვაქციეთ.3 . ხორენაცის აზრით, სომხეთის ყველა მიმართულებით გაფართოება შეუქცევადი და მუდმივი პროცესი უნდა იყოს. ამ თვალსაზრისს იგი პართიის პირველი არშაკადი მეფის პირით გადმოგვცემს ტექსტის იმ ნაწილში, სადაც სომხეთის სამეფო ტახტზე პართული დინასტიის დაფუძნებაზეა საუბარი. იგი წერს: „არშაკმა თავისი ხელისუფლების სიმტკიცისათვის მიზანშეწონილად ჩათვალა მისივე ძმა ვალარშაკი გაემეფებინა სომხეთში. სატახტო ქალაქად გადასცა მას ნიზიბინი, ხოლო სამფლობელოდ გამოუყო დასავლეთ ასურეთის ერთი ნაწილი, პალესტინა, აზია, მთელი შუა ხმელეთი, თეტალია, პონტოს ზღვიდან იმ ადგილამდე, სადაც კავკასიის (მთა) უერთდება დასავლეთის ზღვას, აგრეთვე ატროპატენა. სხვაც (შენი იყოსო) უთხრა მას, რამდენსაც შენი გონება და სიმამაცე მისწვდება, რამეთუ ვაჟკაცთ ისეთი საზღვრები აქვთ, რა ზომითაც მათი იარაღი გასჭრის“.4 სომხეთის პოლიტიკური სივრცის უსასრულოდ გაფართოების სურვილი აქ, საბოლოოდ, კონცეფციის სახით ყალიბდება _ „რა ზომითაც იარაღი გასჭრის“, იმავე ზომითვე შეიძლება გაგრძელედეს ქვეყნის საზღვრებიო. ამ კონცეფციით, ნებისმიერი მეზობლის ტერიტოტრია შეიძლება მიჩნეული იყოს სომხეთის ნაწილად, თუკი მისი იარაღი მეზობლისას ძლევს. ასეთ კონტექსტში უნდა განიხილავდეს ის კავკასიასაც, რომელიც მთლიანად ჩართულია მის მიერვე შემოხაზულ პართიის ხელში გადასული სომხეთის საზღვრებში. მემატიანისათვის დამახასიათებელია, რომ კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებს ვერ ამჩნევს (აკად. . ბერძენიშვილი) და მას მხოლოდ ზოგადი გეოგრაფიული ტერმინით `ჩრდილოეთით~ დაჩრდილოელებითაღნიშნავს, რითიც ცდილობს სომხეთს დაქვემდებარებული ქვეყნის შთაბეჭდილება შეუქმნას მკითხველს კავკასიაზე.
. ხორენაცის პოლიტიკური კონცეფცია, როგორც მოყვანილი მსჯელობიდან ჩანს, უაღრესად აგრესიულია, იგი იწონებს და აქეზებს სხვისი ტერიტორიების მიტაცებას, ხალხების დამორჩილებასა და დახარკვას, ხალხებისათვის უცხო ენის იძულებით თავს მოხვევას, მიუხედავად იმისა, რომ თვით სომხეთი არაერთხელ გამხდარა ამგვარი ძალადობის მსხვერპლი. მით უფრო შეუსააბამო და საკვირველია, ასეთი იდეების ხოტბა ისტორიკოსისაგან, რომელიც, თითქოს, გულდათუთქული გოდებს ძალმომრეობით დამხობილი მშობლიური სამეფოს გამო.5
`გოდებაც~, რასაც თხზულების დამამთავრებელი თავი ეძღვნება, პოლიტიკოსი მემატიანის ხელში, რა თქმა უნდა, მკითხველის ცნობიერებაზე გამიზნული ზემოქმედების ეფექტური საშუალებაა. ნაშრომის ძირითად ნაწილში განსაკუთრებული პომპეზურობით წარმოჩენილი `დიდი სომხეთის~ ისტორიის ფონზე, რისთვისაც ავტორი ფაქტებისა და მოვლენების არამარტო შელამაზებას, არამედ რიგ შემთხვევებში გაყალბებასაც არ ერიდება, მისი თანადროული სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-მორალური დაცემის საშინელ სურათს ხატავს. მკვეთრი კონტრასტი წარსულსა და აწმყოს შორის ეროვნული ღირსების მწვავედ განცდის პირობას ქმნის, რაც თავის მხრივ არსებული ვითარებისადმი შეურიგებლობისა და წარსულის აღდგენის მოწოდებასაც შეიცავს. ასეთი შესაძლებლობის საფუძვლად კი მემატიანე სომეხთა და სომხეთის გამორჩეულობას მიიჩნევს, რაც `გოდების~ დასაწყისშივეა გამჟღავნებული: `დაგტირი შენ, სომეხთა ქვეყანავ, დაგტირი შენ, ყოველთა ჩრდილოელთა შორის გამორჩეულო~...6 საყურადღებოა, რომ მ. ხორენაცის შემდეგ ძველი სომხეთის ისტორიის დაწერა აღარავის უცდია და საჭიროების შემთხვევაში შუა საუკუნეების სომეხი ავტორები შემოკლებით გადმოსცემდნენ მ. ხორენაცის თხზულებას, რის შემდეგ აგრძელებდნენ თხრობას. მ. აბეღიანის დაკვირვებით, 1400 წლის განმავლობაში, XIX ს-ის მიწურულამდე, მ. ხორენაცის ისტორიის სინამდვილეში ეჭვი არ ეპარებოდათ, სომხეთის ისტორიას მ. ხორენაცის მიხედვით ასწავლიდნენ და მის ცალკეულ ნაწილებს თანმიმდევრობით აზეპირებდნენ მოსწავლეებს.7
ძირითადად, მ. ხორენაციდან მომდინარე ოცნებამ ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმულ `დიდ სომხეთზე~ და სომეხთა გამორჩეულობის იდეამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი შუა საუკუნეებისა და შემდგომი ხანის სომხურ ისტორიოგრაფიაში და სახელმწიფოებრივი მარცხით შელახული ღირსების დაცვის ერთ-ერთ საშუალებად და პოლიტიკოსთა სამომავლო გეგმების საფუძვლად იქცა. სომხეთის მესვეურთა უსაზღვრო ზვიადობისა და ჰეგემონისტური მიდრეკილებების განვითარებას არანაკლებ უწყობდა ხელს საგარეო ფაქტორით გამოწვეული, მისთვის ზოგჯერ ხელსაყრელი ძალთა თანაფარდობა კავკასიაში. მაგალითად, სასანიანები სომხეთს, როგორც აღმოსავლური ტრადიციების მატარებელ ქვეყანას, თავისი პოლიტიკის საყრდენ ბაზად განიხილავდნენ ამ რეგიონში. ამასთან, სომხური ეკლესიის დოგმატური უთანხმოება ბიზანტიასთან ირანს საშუალებას აძლევდა მასზე დაყრდნობით იდეოლოგიური სიტუაცია კავკასიაში თავისი მთავარი მეტოქის საწინააღმდეგოდ წარემართა. აქედან გამომდინარე სომხური ეკლესიის მფარველობა სპარსული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ცნობილმა სპარსულმა საეკლესიო კრებამ 614 წ. კტეზიფონში სომხური სარწმუნოება სავალდებულოდ გამოაცხადა მისი ქვეშევრდომი ქრისტიანებისათვის, რის შემდეგ სომხური ეკლესიის იერარქიულმა პრეტენზიებმა აქ ფართო გასაქანი მიიღო და მსახურმა ისტორიოგრაფიამაც არამარტო სომხურ ეკლესიას, არამედ კავკასიის პოლიტიკური ისტორიის სურათის წარმოსახვაც ამ თარგზე სცადა. ანალოგიური ვითარების მოწმენი ვხვდებით სახალიფო-ბიზანტიის დაპირისპირების პერიოდშიც, როცა არაბების ეგიდით აღდგენილი სომხური სახელმწიფოს მესვეურები მფარველთა პოლიტიკურ ინტერესებთან გარკვეული თანხვედრით იწყებენ მთელი კავკასიის დასაუფლებლად ბრძოლას, ამ ხანის სომხური ისტორიოგრაფია, თავის მხრივ, კავკასიაში სომეხი ბაგრატუნი მეფეების განუსაზღვრელი ძალაუფლების ილუზიურ სურათს ჰქმნის და მხოლოდ სომხური სამეფოების დასუსტებისა და თანადათანობითი გაქრობის კვალობაზე, შუა საუკუნეების სომეხ ავტორთა თხრობის მედიდური ტონი და ჰეგემონისტური ამბიციები თანდათან ცხრება.
სომხური ეკლესიისა და მწერლობის გარჯით მ. ხორენაცის იდეები გამორჩეული ერის შესაფერის მომავალზე საუკუნეების განმავლობაში ძლიერ ზემოქმედებდა სომეხთა ცნობიერებაზე და ამ პრეტენზიათა რეალიზაციის დროს მოთმინებით ელოდა. აქედან გამომდინარე, სომეხთა კავკასიური პოლიტიკის დამოკიდებულება ცოცხალ ლეგენდად ქცეულ ტრადიციაზე სავსებით მოსალოდნელი და, ალბათ, ბუნებრივიც იყო.
2. 1918-1920 წწ.-ის პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი ისტორიული პირობები კავკასიაში
კავკასია ძველთაგანვე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული მაგისტრალების გზასაყარს წარმოადგენადა, რამაც ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამყაროს დამაკავშირებელ ოქროს ხიდად აქცია. განგების მიერ კუთვნილმა ამ ერთობ საპატიო და, ამასთანავე, სახიფათო როლმა ეს რეგიონი დიდ სახელმწიფოთა საცილობელ ტერიტორიად გაწირა. კავკასიის დაუფლებისათვის ბრძოლის ისტორიის ფაქტები ცხადყოფენ, რომ მის გასაკონტროლებლად მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა მეტოქეობა ადგილობრივ ხალხებს, თუ ერთი მხრივ, საერთო მტრის წინააღმდეგ აერთიანებდა, მეორე მხრივ, და, ალბათ, უფრო ხშირად, პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით, ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ ნაწილებად თიშავდა მათ. საგარეო ფაქტორის ეს ნეგატიური მხარე მთელი სისრულით წარმოჩნდა კავკასიაში რუსეთის გაბატონებისთანავე: მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის მექანიკური შეცვლა, ხალხების ერთმანეთთან და¬პირისპირება, ცალკეული ეროვნული სხეულის კუთხური, ეთნოგრაფიული და კონფესიური ნიშნით დაშლა-დანაწილება, ეროვნული ენების დევნა, მათი ისტორიისა და კულტურის წაშლა-აღმოფხვრა და სხვა იმპერიის არსებობის განმავლობაში არ შეწყვეტილა. განსაკუთრებული გულმოდგინებით და მასშტაბებით ეს ღონისძიებები დაუმორჩილებელი ქართველების წინააღმდეგ ტარდებოდა.
კავკასიაში რუსეთის გაბატონება სომხებისა და სომხური პოლიტიკისათვის, განსაზღვრული აზრით, ხელსაყრელიც კი აღმოჩნდა, რამდენადაც თავის საყრდენ სოციალურ ბაზად იმპერიამ სწორედ სომხური ელემენტი აირჩია, რაც ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევდა, თუნდაც შეზღუდულ ფარგლებში, იმავე იმპერიის მოხელეთა მხარდაჭერით, კავკასიის რიგ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს დაუფლებოდა. სომხური ბურჟუაზიისამდმი მთავრობის ხელშეწყობამ თავიდანვე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ეკონომიკური ცხოვრების სადავეები სულ მალე სომეხი ვაჭრების ხელში აღმოჩნდა და რუსული კაპიტალის ინტერესებსაც კი დაუპირისპირდა, რის გამოც XIX ს-ის 70-80-იანი წლებიდან მთავრობა ცდილობდა უკვე ზღვარი დაედო ამიერკავკასიაში სომხური კაპიტალის შემდგომი გაძლიერებისათვის.8 რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო კაპიტალის წარმომადგენელი ა. მარკოვი წერდა: ბუნებრივი სიმდიდრით უხვი მხარე (ე.ი. ამიერკავკასია) ჩაყენებულია განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში იმის შედეგად, რომ ქვეყნის მთელი მწარმოებლურობის ექსპლოატაციას ეწევიან სომხები, რომელთაც ხელში ჩაიგდეს მთელი ვაჭრობა და რომლებიც ამჟამად მიისწრაფვიან მიისაკუთრონ აქ პოლიტიკური ბატონობაც, ცდილობენ რა დაიჭირონ ადმინისტრაციული პოსტები.9
სომხური ბურჟუაზიის ყურადღება უმთავრესად მიმართული იყო კავკასიის ცენტრალური რაიონებისაკენ, კერძოდ საქართველოსა და მისი დედაქალაქის _ თბილისისაკენ, სადაც იმპერიის ერთგული სამსახურის სანაცვლოდ10, მიღებული პრივილეგიებისა და მხარადაჭერის წყალობით, ის თანდათან დაეუფლა ქართული ფეოდალური არისტოკრატიის ქონების მნიშვნელოვან ნაწილს და გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში. სომეხი ისტორიკოსების გამოანგარიშებით, თბილისის სავაჭრო და სამრეწველო საწარმოთა 60%-ზე მეტი სომეხ კაპიტალისტებს ეკუთვნოდათ.11 მას შემდეგ კი, რაც ქონებრივი ცენზის კანონის შემწეობით თბილისის საქალაქო თვითმმართველობაც, ფაქტობრივად, მათ ხელში გადავიდა, მსახური ისტორიოგრაფია სომხური ბურჟუაზიის მისწრაფებათა ისტორიულ დასაფუძვლებას შეუდგა, რაც პრაქტიკულად მ. ხორენაცის იდეების რეამინაციას ნიშნავდა. ჩანდა, რომ სომხეთის ტრადიციული კავკასიური პოლიტიკა გაცოცხლებას იწყებდა, რის საფუძველსაც იმპერიის დემოგრაფიული პოლიტიკა ჰქმნიდა, რომლის მეშვეობითაც XIX ს-ის დასაწყისიდანვე სომხური მოსახლეობის რიცხვი საქართველოში განუხრელად იზრდებოდა. უცხოეთიდან სომხების ჩამოსახლება ჯერ კიდევ გენერალმა პავლე ციციანოვმა დაიწყო ერევნის მხრიდან და ირანის აზერბაიჯანიდან, რომელთაც ქვემო ქართლის სოფლებში ასახლებდნენ. ამ საქმეში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გენერალმა პასკევიჩმა, რომლის გარჯით მესხეთში 30 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. ორი ათას ოჯახზე მეტი ბორჩალოს, წალკის და ბამბაკ-შორაგელის მიდამოებში. მთავრობა შემდგომშიც თანმიმდევრულად განაგრძობდა, ძირითადად, საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში კომპაქტური სომხური მოსახლეობის შექმნას. იმ მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ემიგრაციაში წასვლამდე აფხაზებს ეკავათ, XIX ს-ის 80-90-იან წლებში დაიკავეს თურქეთიდან მოსულმა სომხებმა. ამავე პერიოდში სომხური დასახლებები შეიქმნა ბათუმში. სომხების ჩამოსახლებამ საქართველოში მაქსიმუმს მიაღწია XIX-XX სს-ის მიჯნაზე. 5 წლის განმავლობაში (1897-1902) საქართველოში მოვიდა დაახლოებით 55 ათასი სომეხი, რომელთა უმრავლესობა ჩასახლდა თბილისში, ბათუმში, გორში, სოხუმში და აფხაზეთის სოფლებში. მარტო თბილისში 1897-1910 წწ-ში სომხების რაიოდენობა გადიდდა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე, რომელთაგან 68 ათასი მოსული იყო უპირატესად თურქეთიდან.12
ცარიზმის დემოგრაფიული პოლიტიკის აგრესიული ხასიათი იმაშიც ვლინდებოდა, რომ სომეხთა ჩამოსახლებას საზღვრისპირა რაიონებში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, თან სდევდა ქართული მოსახლეობის დევნა-შევიწროება.13 ლ. ზაგურსკის თქმით, `ქვეყანა ისეთ სახეს იღებდა, თითქოს იგი თავიდანვე სომხებით ყოფილიყო დასახლებული,14 მაშინ როდესაც 1828 წლამდე აქ 90% ქართველი იყო.
იმპერიის ანტიქართული პოლიტიკა კავკასიაში თავისთავად, მასტიმულირებელი ფაქტორი იყო სომხური ნაციონალისტური ძალების გააქტიურებისათვის, რის შედეგადაც XIX ს-ის 80-90 წლებიდან სომხური საზოგადოების ცნობიერებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ახლადშექმნილი წვრილბურჟუაზიული პარტიების ნაციონალისტური შეხედულებები. ამ პარტიებს შორის მოჭარბებული აქტიურობითა და ავანტურნიზმით გამოირჩეოდა 1890 წ. თბილისში შექმნილი `დაშნაკცუთიუნი~ (კავშირი), რომელიც ანტითურქულთან ერთად, ზომიერებას მოკლებულ ანტიქართულ პროპაგანდასაც ეწეოდა, ადგენდა სომეხ მოხალისეთა რაზმებს და სხვ. მისი ეს მოუზომავი ქმედებანი მით უფრო სახიფათო იყო, რომ ამ პარტიას თავისი ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და რაიონშიც ჰქონდა. `არმენაკანების~ და `გნჩაკისტებისაგან~ განსხვავებით, რომლებიც სომხეთის საკითხის გადაწყვეტას ე.ი. ოსმალეთისაგან დასავლეთ სომხეთის გამოხსნას, ძირითადად, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებებს უკავშირებდნენ და სასწრაფოდ მოითხოვდნენ 61-ე მუხლით გათვალისწინებული რეფორმების გატარებას. დაშნაკებმა ამასთან ერთად წამოაყენეს `დიდი სომხეთის~ შექმნის ამბიციური იდეა, რომელიც გულისხმობ¬და ტიგრან II დროინდელი, ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმული, სომხეთის აღდგენას. თავისი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობას ყველა ეს პარტია დიდ სახელმწიფოთა (რუსეთი, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) ჩარევასა და მხარდაჭერაზე ამყარებდა. ამ ფანტასტიკური იდეით გამსჭვალული დაშნაკები რუსეთის მთავრობასთან გარიგებით იწყებენ ბრძოლას კავკასიაში სომეხთა სასარგებლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებების მისაღწევად. კავკასიის მეფის ნაცვალთან, ვორონცოვ-დაშკოვთან დაახლოებული ალ. ხატისოვის საშუალებით მათ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების თბილისის გუბერნიიდან მოწყვეტა და გუმბრთან შეერთება მოითხოვეს _ გუმბრის სომხური გუბერნიის შესაქმნელად. ასეთი მოთხოვნა თავისი არსით საქართველოს ტერიტორიულ ხელყოფას უდრიდა და სერიოზულად ლახავდა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. საგანგებოდ შედგენილმა კომისიამ, სადაც სომხებს ქართველებზე ბევრად მეტი წარმომადგენელი ყავდათ (6 კაცი 2-ის წინააღმდეგ) და სხვა სახელმწიფო ორგანოებმა 1913 წ. 6 ნოემბერს და 1914 წ. 24 იანვარს გეოგრაფიული და ეკონომიკური მოსაზრებებით სომეხთა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად სცნო.15
საქართველოს ტერიტორიების მიმართ დაშნაკთა პრეტენზიებს რუსეთის საკოლონიზაციო პოლიტიკის აგრესიული ხასიათიც განაპირობებდა, რომლის შედეგად საქართველოს განაპირა მხარეებსა და მის მახლობლად სომხური მოსახლეობის სიჭარბე გამუდმებით იზრდებოდა. ამასთან დაკავშირებით აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: `როდესაც ამიერკავკასიაში ერობის შემოღებაზე ლაპარაკი დაიწყეს და წინასწარ მსჯელობას შეუდგნენ, მაშინ უკვე ყველასათვის ცხადი შეიქმნა, რომ სომეხ პოლიტიკოსებს სომეხთა საქართველოში გადმოსახლება ოსმალეთისაგან დაბეჩავებული თავიანთი თანამოძმეთა მარტო ფიზიკურად გადარჩენის თვალსაზრისით არ აინტერესებდათ, არამედ გარკვეული პოლიტიკურ-ეროვნული გეგმების, გაბნეული სომეხთათვის ერთი მთლიანი ტერიტორიის შესაქმნელად იყო საახალშენოდ ადგილები არჩეული~.16
სწორედ ხელოვნურად შექმნილი ჭარბი მოსახლეობის არგუმენტზე დაყრდნობით 1909-1916 წწ-ში საერობო კრებებზე სომხური მხარე დაჟინებით აყენებდა, საერთოდ, ამიერკავკასიის მთელი ტერიტორიის ეროვნული ნიშნით გამიჯვნის საკითხს. სომეხთა წარმომადგენლები ცდილობდნენ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის აუცილებლობა სამეურნეო მოსაზრებებითაც დაესაფუძვლებინათ. მათი მტკიცებით, რუსულმა ბიუროკრატიამ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული მოწყობისას სომხეთი ზედმეტად შეავიწროვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, როცა აღმოსავლეთ ყარაბაღის პროვინციები ელიზავეტოპოლის მუსლიმანურ გუბერნიას მიუერთა, ხოლო ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრები თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში ჩართო. ამიერკავკასიის ცხრა გუბერნიიდან მხოლოდ ერთადერთ ერევნის სომხურ გუბერნიაში იყო თავმოყრილი სომხური მოსახლეობის 1/4, დანარჩენი კი აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის იყო განაწილებული. ამიტომ სავსებით ბუნებრივად (იგულისხმება როგორც დაზარალებული) სომხები გამოდიან ამიერკავკასიის ტერიტორიული გადანაწილების ინიციატორადო. მათივე მტკიცებით, საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო ტერიტორიებზე სომხური მოსახლეობის დიდი რიცხობრივი უმრავლესობაა და სომხების შეუდარებლად მეტი კომპაქტურობა ახასიათებთ. მეზობელთა პრეტენზიების განხორციელების შემთხვევაში სომხეთი აღმოჩნდება კლდეებზე მიტმასნილი და არსებული ტერიტორიების მხოლოდ 5%-ს მიიღებდა ამიერკავკასიის მოსახლეობის 30 პროცენტიო. რიცხოვბრივად სომხების თანაბარი ქართველები მიიღებდნენ ტერიტორიის 42%-ს, ე.ი. სომხებზე რვაჯერ მეტს, აზერბაიჯანელები კი 53%-ს. ამიტომ ეროვნული ნიშნით ამიერკავკასიის ტერიტორიის გადანაწილების სომხური პროექტი უფრო სამართლიანია და ითვალისწინებს მიწების არსებული ფონდების თითქმის თანაბარ, პროპორციულ გადანაწილებას. ასე მაგალითად, სომხებს ამ პროექტით ერგებოდათ ამიერკავკასიის ტერიტორიის 29%, ქართველებს _ 30-33%, ხოლო თათრებს (ე.ი. მუსლიმანებს) 38-41 პროცენტიო.17
მეზობელთა მიწების, ფაქტობრივად, მშვიდობიანი მიტაცების ეს სომხური პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შორს იდგა როგორც რეალობისაგან, ისე სამართლიანობის პრინციპებისაგან, მაინც ბოლომდე არ ასახავდა სომხური პოლიტიკური წრეების ნამდვილ მიზნებს. და, როგორც ჩანს, ის მხოლოდ `დიდი სომხეთის~ შექმნის დაშნაკთა პარტიის გეგმებისათვის ხელსაყრელი გარემოს შემზადებას ისახავდა მიზნად, რაც სულ მალე, კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნისთანავე გამომჟღავნდა.
დაშნაკთა ეს ამბიციური გეგმები, გასაგებია, ისტორიულ დასაბუთებასაც საჭიროებდნენ, რის გამოც სომხურ ისტორიოგრაფიას ამ გეგმების შესაფერისად უხდებოდა ამიერკავკასიის ისტორიის გადაკეთება, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა ხორენაცისიეული იდეების ხელახალ აღორძინებას. ასე იქცა XIX-XX სს-ის სომხური ისტორიოგრაფიის მიერ კავკასიაში სომეხთა ტერიტორიული პრეტენზიების დაცვისათვის ბრძოლა და საქართველოს ისტორიის დამცრობა-გაბიაბრუება სომეხთა კავკასიური პოლიტიკის ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად. ამიტომაც იყო, რომ სომხური ისტორიოგრაფიის ყოველი ახალი ქმნილება, პირველ რიგში, ქართველთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეთა მწვავე რეაგირებას იწვევდა. ილია ჭავჭავაძემ დამაჯერებლად ცხადყო, რომ სომეხ მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ საქართველოს ისტორიის ნებისმიერი საკითხის უღირსად წარმოჩენის უმთავრესი მიზეზი ყოველთვის და ყველგან ტერიტორიული პრეტენზიები იყო, იქნებოდა ეს ისტორიული გეოგრაფიის, პოლიტიკური ისტორიის, კონფესიური თუ კულტურული ურთიერთობის თემის გაშუქება. დიდი მწერალი აღნიშნავდა, რომ აშკარა ფაქტების საწინააღმდეგოდ ემინი, ხუდაბაშევი, ერიცოვი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გვეცილებიან და ამტკიცებენ, თითქოს. მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის ხეობა დიდ სომხეთს ეკუთვნოდნენო. მათ იმისთა¬ნა სომეხთა მომხრე კაციც კი ამტყუნებს, როგორიც სენ-მარტენია. ამ ევროპელი მეცნიერის მტკიცებით, სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ევფრატისა და არაქსის წყალგამჭრელია, მუდმივი საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთა შორისაო, და მიუხედავად ამისა, სომეხთა მწიგნობარნი მაინც თავისას გაიძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, შენიშნავდა ილია, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიათ ქვეყანას დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა.18 სხვა ადგილას კი, ამხელდა რა გ. ეზოვს ფაქტების გაყალბებაში, იქვე განმარტავდა: _ ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ, ეზოვის დაფარულ აზრსა: საქართველო საქართველო კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული სურვილი გზას უბნევს ბ-ნს ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების სახელით.19
ხელისუფლების მიერ ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ფონზე თბილისში გამომავალი სომხური პრესა ტერიტორიებთან ერთად ქართული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ეროვნულობასაც სადავოდ ხდიდა და მას სომხურ ეთნოსს აკუთვნებდა (მაგა-ლითად, ქართველ კათოლიკებსა და სომხურ ეკლესიას ნებით თუ იძულებით მიტმასნილ ნაწილს), რითაც ქართული ტერიტორიების მიმართ სომხური პოლიტიკური წრეების პრეტენზიების გაფართოებას ცდილობდა. ამის გამო მოვლენების თანამედროვე ისტორიკოსი და პუბლიცისტი ზ. ჭიჭინაძე გულისტკივილით წერდა: `სომხეთს შუაგულ ქართლიდამ სთვლიან, სადაც სომეხთა ხსენება არასდროს არ ყოფილა... სომეხთ მწერალნი სომხურ კარტებზედ საქართველოს არმენიას აწერენ, წიგნებშიც ასევე, ლაპარაკშიაც თამამად ამტკიცებენ... ზოგიერთი სომხის სწავლულნი იმასაც გაიძახიან, რომ მთელი კახეთი დიდი სომხეთის ნაწილს შეადგენსო და იქ მცხოვრები ქართველნიც მთლად სომხის შთამომავალნი არიანო. ამაზედ ბევრს გზის კამათიც ყოფილა. ეს დღესაც ხშირია და ევროპაში სომხის სწავლულნი არამც თუ კახეთს ჰხვევენ ხელს, არამედ სამხრეთ საქართველოსაც არმენიად აღიარებენ~.20
ასე რომ, მთავრობის ანტიქართული პოლიტიკასთან თანხმობით სომეხთა კავკასიური პოლიტიკის შედეგად შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური (სომეხ ლტოლვილთა სიჭარბით), პოლიტიკური, თუ კონფესიური ურთიერთობების გამწვავება XX ს-ის დასაწყისთვის უკვე პიკს აღწევდა. შესაძლოა ამ გამწვავებული სიტუაციის დაცხრობის სურვილითაც იყო გამოწვეული იმხანად ქართველ სოციალ-დემოკრატთა თანხმობა საერობო ტერიტორიების შემოხაზვისას რეალური მოსახლეობის პრინციპით ეხელმძღვა¬ნელათ, რაც მხოლოდ სომხებს აწყობდათ. მაგრამ ერობის შემოღებას ომმა მოუსწრო და კავკასიის ადმინისტრაციული გამიჯვნის საკითხი გამოურკვევი დარჩა.
3. ტერიტორიული დავის ახალი გამწვავება კავკასიაშია და სომეხ-ქართველთა შეიარაღებული კონფლიქტი 1918 წ-ის დეკემბერში
1918 წლის 26 და 28 მაისს საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკები იშვნენ, რომელთა შორის საზღვრების გამიჯვნა თავიდანვე მწვავედ დაისვა. სომხები საზღვრების გამიჯვნას მოსახლეობის პრინციპის მიხედვით მოითხოვდნენ, ხელზე დაიხვიეს რა ქართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია ერობების შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე და 1917 წ-ის აპრილში ინტერპარტიული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელთა გადაწყვეტილებებსა თუ შეთანხმებებს არც სამართლებრივი და ამდენად, არც პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნდათ. აზერბაიჯანის მოთხოვნები, თავის მხრივ, რელიგიურ პრინციპს ემყარებოდა. თუ სომხეთი მოსახლეობის პრინციპზე დაყრდნობით მოითხოვდა საქართველოს უძველეს დედაქალაქს მცხეთას, საქართველოს ძველ დედაქალაქს თბილისს, საქართველოს მუდმივსა და განუყოფელ ნაწილს _ ბორჩალოსა და მთელ მესხეთს, აზერბაიჯანი რელიგიური პრინციპის მიხედვით სათავისოდ ითხოვდა საინგილოს (ზაქათალას), ბორჩალოსა და ახალციხის მაზრებს, ბათუმის ოლქს, ე.ი. მესხეთს ბათუმითურთ.21 იქმნებოდა პარადოქსული სიტუაცია, როცა საქართველოს ტერიტორიებს ერთმანეთს სომხეთი და აზერბაიჯანი ეცილებოდნენ.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიც სახელმწიფო საზღვრების დადგენა იყო, მეზობლების მიერ შემოთავაზებული პრინციპებით ვერ გადაიჭრებოდა. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი დასახელებულთ გარდა გულისხმობდა ისტორიის, პოლიტიკის, სტრატეგიის, ეკონომიკისა და თავდაცვითი საკითხების გათვალისწინებასაც, რომელთა გარეშე ქვეყნის უშიშროება ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. საზღვრების გამომრკვევი კომისიის წევრი ირაკლი (კაკი) წერეთელი სომხებს უმტკიცებდა, რომ ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრა ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა და იყო მუდამ მისი ბეღელი, ურომლისოდაც ქართველ ხალხს ცხოვრება არ შეუძლია, ხოლო ბამბაკისა და ყაზახის რაიონები საქართველოსათვის თავდაცვითი სტრატეგიული მნიშვნელობის არიანო. და საერთოდაც, სახელმწიფოს აშენების დროს ქართველ ხალხს არ შეუძლია უბრალო ეთნოგრაფიული, მცხოვრებთა მოსახლეობის პრინციპით იხელმძღვანელოსო.22
სომხურმა პოლიტიკურმა წრეებმა განსაკუთრებული განგაში ატეხეს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის პრესაში. საქართველოს მთავრობას იმპერიალისტობაში, დემოკრატიისა და სოციალიზმის ღალატში დებდნენ ბრალს, რაც მათი აზრით, დიდი ცოდვა იყო სოციალ-დემოკრატიული ქართული მთავრობისათვის. საკითხი მუშათა სოციალისტურ ინტერნაციონალშიც კი დაისვა.
ივ. ჯავახიშვილი 1919 წ. გამოცემულ თავის ცნობილ ნაშრომში `საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული~, რომელიც გათვალისწინებული იყო პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს მთავრობის დელეგაციისათვის ხელშესაწყობად, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს საზღვრების საბოლოო მოხაზულობის გარკვევის დროს ქართველ ერსა და მის მთავრობას შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით იხელმძღვანელონო.23 სომეხთა პროტესტების პასუხად კი შენიშნავდა: მართალია, სომეხთა მმართველი წრეები და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ჩვენს ერსა და მთავრობას მხოლოდ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ხელმძღვანელობას ურჩევენ, მაგრამ რამდენად მათი რჩევა გულწრფელია და გამოსადეგი, ის გარემოებაც ცხადყოფს, რომ თვით მათ პირადად ამ თვალსაზრისით არასდროს თავიანთ პოლიტიკურ გეგმებში არ უხელმძღვანელიათ. მათ მიერ თავდაპირველი კონფერენციისათვის წარსადგენად დამზადებული დიდი სომხეთის სახელმწიფოებრივი საზღვრები შავი ზღვითგან ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმული და თბილისის, ბათუმის და ტრაპიზონ-სინოპის შემცვევლი, ნათლად მოწმობს, რომ თვით მათ თავიანთი საზღვრების შემოხაზვის დროს არამც¬თუ თანამედროვე ეთნოგრაფიული მოსახლეობის პირობებით არ უხელმძღვანელიათ, არამედ ზოგან მეტისმეტად შორეულს ისტორიულ საბუთზე, უფრო კი მხოლოდ საკუთარ ნება-სურვიელზე დაუმყარებიათ თავიანთი მიწა-წყლის მოხაზულობის რუკა. ამის შემდეგ სწორედ გასაოცარია, როდესაც სომეხთა პოლიტიკური და გავლენიანი წრეები ჩვენი მთავრობის წევრებს ნ. ჟორდანაიას და ე. გეგეჭკორს და საქართველოს საზავო დელეგაციის წარმომადგენლებს ნ. ჩხეიძეს და ირ. წერეთელს სომხურ პრესაშიც კი პრინციპების ღალატსა და იმპერიალისტობას სწამებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სააქართველოს რესპუბლიკის საზღვრების შემოხაზვის დროს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ხელმძღვანელობენ და არამარტო ეთნოგრაფიულით. როცა საერობო ერთეულზე იყო ლაპარაკი, ამგვარი მოსაზრება ასე თუ ისე კიდევ გასაგები იყო, სახელმწიფო საზღვრების შემოფარგვლის დროს კი უმთავრესი საფუძველი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი უნდა იყოს.
რატომ არის, რომ თვით სომეხთა პოლიტიკოსები, განაგრძობს აკად. ივ. ჯავახიშვილი, ყოველთვის და ყველგან სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების შემოსაზღვრის დროს ეთნოგრაფიულ პრინციპებს არ ემყარებიან? იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს პრინციპი თვით სომეხთათვის არ¬ის საზარალო. თუ ამისა მიუხედავად, ისინი ჩვენს მთავრობასა და წარმომადგენლებს ამ პრინციპით ხელმძღვანელობას ურჩევენ, ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ ეს თვალსაზრისი მხოლოდ საქართველოსთვის არის სავალდებულო, სომხეთს კი უფლება აქვს ყოველგვარი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს და რომ მაშინაც კი, როცა ისინი სომხეთისათვის საფრანგეთზე უფრო დიდი მიწაწყლის დასაკუთრებას ლამობდნენ და თავიანთი რესპუბლიკის საზღვრებში სომხებზე უფრო მრავალრიცხოვან უცხო ტომთა მოქცევაზე ოცნებობდნენ, ეს იმპერიალისტობა კი არ არის, არამედ უაღრესი დემოკრატობაა.24
ვითარებას განსაკუთრებით ძაბავდა ისიც, რომ `დაშნაკცუთიუნი~ სომხეთის მმართველი პარტია გახდა და `დიდი სომხეთის~ შექმნის ამბიციური იდეა, ეხლა უკვე სახელმწიფოებრივი ზრუნვის პრაქტიკულ გეგმად იქცა. ამ გეგმის საერთაშორისო მხარდაჭერისათვის მაშინვე აქტიურად ამოქმედდა სომხური მხარე, მით უფრო, რომ უკვე ნოემბრისათვის მსოფლიო ომში ანტანტის სახელმწიფოების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მხარდამჭერი გერმანიის ადგილს ამიერკავკასიაში ინგლისი იკავებს. 1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსის ნავსადგურში ხელმოწერილი ბრიტანეთ-თურქეთის დროებითი ზავის კონვენციის ერთი მუხლიც, სადაც ნახსენები იყო სომხეთი და თურქეთის ექვსი ვილაიეთი, სომხეთის მმართველ წრეს, ანტანტის მხარდაჭერის იმედს აძელევდა კერძოდ, XXIY თავში მრავალმნიშვნელოვნად, გაკვრით იყო ნათქვამი, რომ მოკავშირეებს უფლება ეძლევათ, უწესრიგობის შემთხვევაში, დაიკავონ ექვსი სომხური ვილაიეთის ნაწილები. ზურაბ ავალიშვილის დაკვირვებით, როცა თურქეთი წამოჩოქებულია, ხოლო ყოვლისშემძლე გამარჯვებული ასე გადაკვრით ლაპარაკობს, უმრავლესობისათვის აშკარაა: სომხეთს ექვს ვილაიეთს დაპირდნენ. `განმარტებას~ გონების მცირე ძალდატანება სჭირდება და დასკვნა ნათელია: `მოკავშირეებმა გადაწყვიტეს შექმნან დამოუკიდებელი სომხეთი და მიაკუთნონ მას თურქეთის ექვსი ვილაიეთი~, რაც შეესატყვისებოდა არა მარტო სომხეთის პოლიტიკური მოღვაწეების ტრადიციებს, არამედ სომხეთის მომხრე ევროპის და ამერიკის მრავალი პირის წმინდა კაბინეტურ შეხედულებებსაც.
ზურაბ ავალიშვილი 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი იყო და უშუალოდ მონაწილეობდა რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში. ამდენად მისი კომენტარები თვალწინ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ერთობ საყურადღებოა. მისი დაკვირვებები დასავლეთის სახელმწიფოთა როლზე დაშნაკური სომხეთის აგრესიულ განწყობილებათა წახალისებაში არ არის დამაჯერებლობას მოკლებული. `სომხეთის აღდგენის~ იმ დროისათვის ერთობ უპასუხისმგებლო მინიშნებამ, ბუნებრივია, რომ სომხეთში ექსპანსიური ძალე¬ბის გააქტიურება გამოიწვია, რაც თვით სომხეთისათვის შეიძლებოდა სანანებელი გამხდარიყო. ჩანს, მოვლენების ამგვარ განვითარებასაც გულისხმობდა, როცა ზ. ავალიშვილი წერდა: აბა, როგორ არ გამხნევდებიან სულით ერევნელი სომხები, რომლებიც ასე მოკუნტულნი იყვნენ თურქეთის დაწოლის ქვეშ 1918 წლის ზაფხულში? დასრულდა თურქეთის ოკუპაცია; მის ნაცვლად ბრიტანული ოკუპაცია და `ექვსი ვილაიეთი~. მათ თავისი გაიტანეს... და ახლა მხრების გაშლაც შეუძლიათ; საქართველო თავის თავზე იგრძნობს ამ განწყობილების მთელ ენერგიას, როცა 1918 წლის დეკემბერში ერევნის მთავრობა უბრძანებს თავის ჯარებს დაიკავონ ყოფილი თბილისის გუბერნიის ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრები. მაგრამ ეს შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ეპიზოდია. ბევრად უარესი ის გახლდათ, რომ წმინდა სამხედრო დოკუმენტის ტექსტში გაუფრთხილებლად ჩაქსოვილმა `ექვსი ვილაიეთის~ თეორიამ თურქებშიც შექმნა `სულიერი განწყობილება~ და არა ერთსა და ორ დანას ჩაეჭიდნენ ძარღვიანი ხელები.26
მეტად თუ ნაკლებად ოფიციალური, ყოველ შემთხვევაში, მეტად საპასუხისმგებლო განცხადებების კრებული, გაკეთებული 1918 წ. ისეთი სახელმწიფოების ხელმძღვანელების მიერ, როგორიც არიან პრეზიდენტი ვილსონი, ლოიდ ჯორჯი, კლემანსო, ბალფური და სხვები, იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთის განთავისუფლება ომის ერთ-ერთი მიზანი იყო, მოიპოვება სომხური ორგანიზაციების გამოცემებში. მაგალითად, წიგნაკში `The Case of armenia~, დაბეჭდილია 1919 წ. ამერიკის სომხური ეროვნული კავშირის მიერ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი სენატორის ლაჯის მიერ 1918 წ. 10 დეკემბერს ამერიკის სენატში შეტანილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მომავალ დამოუკიდებელ სომხეთში უნდა შესულიყო თურქეთის სომხეთი (ექვსი ვილაიეთი და კილიკია), რუსეთის სომხეთი და სპარსეთის აზერბაიჯანის ჩრდილოეთი ნაწილი (სპარსეთის სომხეთი). ამ გამოცემაზე დართული მომავალი სომხეთის რუკის მიხედვით, მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი მტკვარს მიჰყვება, დაახლოებით ელისავეტოპოლიდან ზღვის შესართავამდე. სომხეთი ამ რუკის მიხედვით სამ ზღვაზე გადის: შავს, ხმელთაშუა და კასპიის ზღვაზე. ეს რუკა სომხებმა რამდენჯერმე გამოსცეს და მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. უწოდებდა რა ამ რუკას ფანტასტიკურს, ივ. ჯავახიშვილი შენიშნავდა: `ცხადია, რომ ახალი სომხეთის სახელმწიფოსათვის ასეთი სა¬ღვრები ეთნოგრაფიული პრინციპის მიხედვით არ არის შემოფარგლული. ეს გეგმა არც ისტორიულ საფუძველზეა დამყარებული, რადგან არასდროს ასეთი სომხეთი, რომელიც XI ს-ის შემიდეგ პოლიტიკურად აღარ არსებობდა, არ ყოფილა, შეიძლება ითქვას, რომ მის შემდგენელთ ოდნავი ლიტონი საღი გონიერებაც კი არ ატყვიათ~.27
ამერიკის სენატში ლაჯის რეზოლუციის წარდგენიდან რამდენიმე დღეში, 13 დეკემბერს სომხურმა ჯარებმა მოქმედება დაიწყეს ლორესა და ბორჩალოს მაზრების დასაკავებლად. სომხური გეგმის მიზანი იყო თბილისის ხელში ჩაგდება და მესხეთის დაკავება, რის შემდეგ სომხეთი ზღვასთან იქნებოდა შეერთებული ბათუმით. სომხეთის მმართველმა წრეებმა ომი გაბედეს იმიმედით, რომ კავკასიაში მომავალი ინგლისი მათ მხარს დაუჭერდა, და თუ სომხეთი ინგლისელებს ფაქტის წინაშე დააყენებდა, მას ხელში შერჩებოდა ყველა მის მიერ დაკავებული ტერიტორია.28
სომეხთა გაბედულობას სითამამეს მატებდა, აგრეთვე. საქართველოში ჭარბი სომხური მოსახლეობის ფაქტორიც. რომელიც წამოწყებულ ომში ეტყობა, `მეხუთე კოლონად~ ესახებოდათ. სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებს მსგავსი ვარაუდებისათვის განსაზღვრული საფუძველი მართლაც გააჩნდათ. 1918 წ-ის 26 მაისს დამოუკიდებlობის აქტის მიღებამ შოკის მომგვრელად იმოქმედა საქართველოს სომხური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე, განსაკუთრებით რუსეთის იმპერიის მოხელეთა მიერ საქართველოში გაბატონებულ სომხურ ბურჟუაზიაზე (სომეხ ვაჭარ-მრეწველებისათვის ხელის შეწყობა და მათთვის პრივილეგიების მინიჭება რუს მოხელეებს თანამდებობრივ მოვალეობად მიაჩნდათ). მომხდარი მათ სომხეთის და სომეხთა ინტერესების გაწირვად ჩათვალეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების მეთაური ნოე ჟორდანია მათ ტრადიციულ მფარველობას და სრულფასოვანი მოქალაქის პირობებს სთავაზობდა. 1918 წ-ის 26 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმოთქმულ სიტყვაში ნ. ჟორდანია განმარტავდა: `გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეთ და ჩვენს შორის მყოფ ერებთან. განსაკურებულ ყურადღებას მივაქცევთ იმ ერის დიდ ტრაგედიას, რომელთა ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი _ ჩვენს გარეთ. ეს არის სომხობა. ძველ ანდერძს დღევანდელი ქართველობაც გაიხსენებს და სომეხი ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთა შორის~.29
საქმე ის იყო, რომ ეხლა, როცა საქართველოს თავისი კანონიერი პატრონი გამოუჩნდა (საკუთარი ეროვნული მთავრობა) სოციალურ-პოლიტიკურად ქართველებთან გათანაბრება სომხურ ბურჟუაზიასა და მის მომხრე პოლიტიკურ წრეებს აღარ აწყობდათ. ისინი ძველი მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობდნენ და სხვადასხვა ხერხებითა და საშუალებებით ამიერკავკასიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს, საქართველოს ძველ დედაქალაქს თბილისს კვლავაც ეპოტინებოდნენ. რუსი გენერლების მიერ შემოსახლებული ლტოლვილი სომხური მოსახლეობა კი დროებით სამოსახლო ტერიტორიების სამუდამოდ მისაკუთრებას ცდილობდა, რის გარანტიაც მხოლოდ იმპერიული რუსეთი შეიძლება ყოფილიყო. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში გამომა¬ვალი სომხური გაზეთები სულ იმას წუწუნებდნენ, ჩვენ ურუსეთოდ ვზარალდებით და არ უნდა დავთანხმებოდით ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას და მერე მის დაშლასაო და მისტიროდნენ რუსეთთან კავშირის გაწყვეტას.30 ცხადი იყო: თბილისელი სომხები აშკარად საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგნი იყვნენ და რადგანაც სომხეთი და სომხები განუხრელად რუსულ ორიენტაციას ადგნენ, ბუნებრივია, ქართული პრესის კრიტიკასაც იმსახურებდნენ. ვახტანგ კოტეტიშვილის წერილში `წმინდა ქალაქი~ ლაპარაკი იყო იმ რუს და სომეხ პროვოკატორებზე, რომლებიც თბილისში მოღვაწეობდნენ, ოცნებობდნენ რუსეთის იმპერიის აღდგენაზე და საქართველოს ხელახლა შეყვანაზე მის შემადგენლობაში. პუბლიცისტი აკრიტიკებდა გაზეთ `ზნამია ტრუდაში~ გამოქვეყნებულ ხუდადოვის წერილს, სადაც თბილისი საქართველოს დედაქალაქად კი არა, ინტერნაციონალურ ქალაქად იყო გამოცხადებული. `ზნამია ტრუდას~ სხვა რუსული გაზეთებიც _ `რეჩი~ და `კომუნისტი~ უჭერდნენ მხარს, რაც კოტეტიშვილს აღაშფოთებდა: `სომეხი თავზეხელაღებული პოლიტიკოსები თბილისს გვეცილებიან, რუსი შავრაზმელები კი მათ ეხმარებიან დრომდე, შემდეგ კი, თუ შეძლეს, სომხეთსაც და საქართველოსაც კვლავ რუსეთის გუბერნიად გადააქცევენო~.31
საქართველოს სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილის ანტიქართული განწყობილებას დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის გამო ადასტურებდა თვით ნოე ჟორდანიაც. თავის მოგონებებში იგი წერდა: სომხები იყვნენ დიდათ უკმაყოფილო თბილისის გაქართველებით, საქართველოს დედაქალაქად გადაქცევით. მათ ეს ქალაქი თავის უდავო ქალაქად მიაჩნდათ დიდი ხანია, მეცხრამეტე საუკუნის დაწყებიდან, სადაც მართლა სომხების მოსახლეობა სჭარბობდა ქართვეელებისას. რუსი ბატონობდა პოლიტიკურად, სომხები ეკონომიკურად. რუსი წავიდა, ქალაქი სომხებს უნდა დარჩენოდათ. მათი აზრით ნამდვილი საქართველოა დასავლეთ საქართველო, ხოლო აღმოსავლეთში არეულია სხვადასხვა ერები და აქ ქართული, წმინდა ნაციონალური ხელისუფლება არ უნდა ყოფილიყო. მთავრობა უნდა გადავიდეს ქუთაისში, თბილისში კი უნდა შეიქმნას შერეული ხელისუფლება სხვადასხვა ერებისაგან. ამას ისინი ქადაგებდნენ სომხებში. ამას სწერდნენ თავის ორგანოებში. ამიტომ არავითარ მოლაპარაკებაზე არ მოდიოდნენ და რაღაცას უცდიდნენ. უცდიდნენ თურმე ინგლისის მოსვლას~. შემდეგ საუბრობდა რა საომარი მოქმედებების განვითარებაზე, განაგრძობდა: როგორც კი მივიღეთ შულავერიდან ცნობა სომხეთის ჯარების უეცარი თავდასხმების შესახებ, რკინისგზის დაკავების, ჩვენი ჯავშნოსნების დაჭერის და სხვ. ჩემთვის ცხადი იყო რაში იყო საქმე. მათი უეცარი შემოტევის მიზანი იყო სწრაფად თბილისთან მისვლა, ქალაქში აჯანყების აფეთქება (მზად იყვნენ ამისთვის) და ქალაქის ხელში ჩაგდება. ნ. ჟორდანიას თქმით, მისი ბრძანებით გვარდიამ სომხურ ჯარს თბილისისაკენ მომავალი უმოკლესი გზა ბოლნის-ხაჩინთან გადაუჭრა, რამაც ომის მსლელობა საპირისპიროდ შეცვალა.32 საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოჭრილმა (მდ. ხრამამდე) სომხურმა ჯარმა, გენერალ გ. მაზნიაშვილის მიერ ორგანიზებული კონტრშეტევის შედეგად, უკან დაიხია და დაიფანტა.33. სომხები დამარცხდნენ. როგორც ნ. ჟორდანია ამის გამო მოსწრებულად შენიშნავდა: `სომხები კი ვერ უახლოვდებოდნენ თბილისს, პირიქით, ქართველები უახლოვდებოდნენ ერევანს~.34 ინგლისური პიკეტები ლორესთან მეზობელ ჯარებს შუა ჩადგა, რითიც სომხეთი სრულ კრახს გადაურჩა. 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე სომხეთ-საქართველოს ომი შეწყდა.
4. ლორეს ნეიტრალური ზონა და სომეხთა შემდგომი ბრძოლა საქართველოს ტერიტორიების მისაკუთრებისათვის XX ს-ის 20-იან წლებში
1919 წ-ის 1 იანვარს ინგლისის ჯარებმა დაიკავეს ლორესა და ბორჩალოს რაიონების ტერიტორიის ნაწილი სადგურ აირუმიდან სადგურ შაგალამდე და საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი `ნეიტრალურ ზონად~ გამოაცხადეს. 10 იანვრისათვის ქართული არმიის შტაბი თბილისში დაბრუნდა.35 ომის შეწყვეტამ და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილის `ნეიტრალურ ზონად~ გამოცხადებამ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების უმეტესობის უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის სხდომაზე 1919 წლის 3 იანვარს ს. კედია აღნიშნავდა: მთავრობამ არ დაიცვა ჩვენი ერის ღირსება და გამარჯვებულის კი არა, დამარცხებულის მშვიდობა მოგვცა.
პროტესტს გამოთქვამდა ს. კედია საგაზეთო წერილშიც `ვერაგული აქტი~, სადაც ნათქვამი იყო, რომ მთავრობამ ამ ნაბიჯით დაამარცხა საკუთარი, ომში გამარჯვებული ხალხი. მისი აზრით, `ხალხი დაგმობდა ასეთ მთავრობას~.37 ომის შედეგებს აკრიტიკებდნენ სამხედროებიც. გენერალი კვინიტაძე თავის `მოგონებებში~ წერდა: `მერედა რა მივიღეთ ამ უეჭველად მოგებული ომით (შულავერის ბრძოლის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო)? _ წვრილმანზე თუ არ შევჩერდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ დავთმეთ ის, რაც ომამდე ჩვენი საკუთრება გახლდათ, ის, რაც ჩვენს განუყოფელ ტერიტორიად მიგვაჩნდა, სადავოდ გავხადეთ მაშინ, როცა იარაღით ვაიძულეთ მოწინააღმდეგე, უარი ეთქვა თავის მოთხოვნებზე, საკუთარი ტერიტორიის დათმობა, ან `სადავოდ~ ქცევა უომრადაც შეიძლებოდა დიპლომატიური გზით, რისთვისღა ვიღებდით იარაღს, რისთვის ვღვრიდით სისხლს?38 იგივე საპროტესტო განწყობილება ჰქონდა გიორგი მაზნიაშვილსაც. მთავრობა კი ირწმუნებოდა, რომ კომპრომისები აუცილებელი იყო, თუკი ქვეყანას სურდა დემოკრატიული გზით ევლო და ევროპულ თანამეგობრობაში შესულიყო. დებატები პარლამენტში 5 იანვრამდე გაგრძელდა და მთავრობის წინადადება პოლიტიკური გზით მოგვარებულიყო პრობლემა, ხმის უმრავლესობით მიიღეს.
1919 წ. 9 იანვარს თბილისში გაიხსნა და 22 იანვრამდე გაგრძელდა საქართველო-სომხეთის სამშვიდობო კონფერენცია. დაპირისპირებულ მხარეებს გარდა კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ინგლისისა და საფრანგეთის წარმომადგენლები პოლკოვნიკ რ. სტუარტის თავმჯდომარეობით. სომხური დელეგაციისაგან განსხვავებით, რომელიც ღია თუ შენიღბული ფორმით თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ ეშვებოდა, საქართველოს დელეგაცია მოქმედებდა საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმების მიხედვით და საკვანძო საკითხებზე მისი წინადადებები ზომიერი და შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით იყო წამოყენებული. ამიტომ მათ მოკავშირეთა მხარდაჭერა ჰპოვეს, ახალქალაქის ადმინისტრაციული მოწყობის სომხური პროექტი კი, რომელიც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის ელემენტებს შეიცავდა, საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან.
1919 წლის 22 იანვარს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის დროებით სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რითიც იურიდიულად გაფორმდა მათ შორის ომის შეწყვეტა და ლორეს ნეიტრალური ზონის შექმნა. ყველა ძირითად საკითხში მოკავშირე სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველთა მხარე დაიჭირეს. ქართული ჯარები რჩებოდნენ ფრონტის იმ ხაზზე, რომელიც მათ 31 დეკემბრის 12 საათისათვის დაიკავეს. ამით ინგლისელებმა და ფრანგებმა სომხების მიერ სადავოდ ქცეული ტერიტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კუთვნილებად მიიჩნიეს. ო. ქაჩაზნუნის მთავრობის მისწრაფება ამჯერად უკვე მშვიდობიანი საშუალებით მიეღწია სომხეთის ტერიტორიის გაფართოება, ასევე ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, უეჭველად მოგებული ომის ამგვარი შედეგი არ შეიძლებოდა მისაღები ყოფილიყო საქართველოსათვის. რადგანაც ის, თითქმის, ვერცერთ პრობლემას ვერ ხსნიდა. საკუთარი ტერიტორიის `ნეიტრალურ ზონად~ გამოცხადებით მშვიდობა რეგიონში მაინც არ იყო გარანტირებული. ასე, რომ საქართველოს მთავრობისათვის სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, ფაქტობრივად, გარემოებებით განპირობებულ იძულებას ნიშნავდა. სომხეთისათვის კი, პირიქით, ხელმოწერის შემდეგ წაგებული ომი კეთილშედეგიანი აღმოჩნდა: საქართველოს ჩამოსცილდა მისი ტერიტორიის ერთი ნაწილი, რომელიც, მართალია, სომხეთს არ მიერთებია, მაგრამ ეს მაინც საკმაო კომპენსაცია იყო წაგებული ომისათვის. დაშნაკური პარტიის ცნობილი ლიდერი ო. ქაჩაზნუნი ასეთ შეფასებას აძლევდა სომეხ-ქართველთა ომის შედეგებს: `ლორე გამოცხადდა `ნეიტრალურ ზონად~, ქართული ხელისუფლება კი იქ სომხურ-ქართულმა შესცვალა ინგლისელი კომისრის კონტროლით. ამდენად, ომის დასასრული ჩვენთვის რამდენადმე ხელსაყრელი აღმოჩნდა. ჩვენ ნაწილობრივ მივაღწიეთ მიზანს~.39
1919 წ-ის თებერვალში სერვერ-ბეგის აჯანყებამ ახალციხესა და ახალქალაქის რაიონებს საქართველოდან ჩამოცილების საშიშროება შეუქმნა, რის გამოც საჭირო გახდა იქ მყოფი ქართული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი გაზრდა. გამოცხადდა მობილიზაცია და საომარი მოქმედებების რაიონში ქართული სამხედრო ნაწილების რიცხვი მოკლე ხანში 5 ათასამდე გაიზარდა.40 ეს ზრდა დაშნაკებმა იანვრის სამშვიდობო ხელშეკრულების დარ¬ღვე¬ვად აღიქვეს და მაშინვე ატეხეს განგაში. სომხეთის ხელმძღვანელობამ ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენელს ნოტით მიმართა, სადაც ქართულ მხარეს ადანაშაულებდნენ ახალქალაქის თავიდანვე იარაღის ძალით დაკავე¬ბაში, რომელიც, თითქოს, სადავო ტერიტორია იყო სომხეთსა და საქართველოს შორის და დეკემბრის ომის ერთ-ერთი მიზეზი. ეხლა კი ქართული სამხედრო ძალების გაზრდა საშიშროებას უქმნის საზღვრებსო. სომხური დიპლომატია ამჯერადაც დემაგოგიურ ხერხებს მიმართავდა. საქმე ის იყო, რომ ოსმალეთის ჯარების კავკასიიდან წასვლის შემდეგ 1918 წლის 6 დეკემბერს საქართველომ თავისი ჯარები მესხეთში შეიყვანა და დაიკავა ახალქალაქი. ამავე დღეს სომხეთმა მოითხოვა, რომ საქართველოს არ შეეყვანა თავისი ჯარები ახალქალაქში, რომელიც უკვე დილის 10 საათზე დაკავებული იყო. ამის პასუხად საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი წერდა სომხეთის მთავრობას: საქართველოს მთავრობის მიერ ახალქალაქის მაზრის დაკავება არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც მორალურად სადავო არ არისო. 1918 წ. 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ნოე ჟორდანია განმარტავდა: _ ჩვენ თავის დროზე განვაცხადეთ, რომ საქართველოს ფარგლებში ჩვენ ვთვლით მთელ თბილისის გუბერნიას და რომ ამ ტერიტორიას დავიკავებთ... ჩვენ დავიკავეთ ჯავახეთი. ჩვენ დიდი ხანია გავგზავნეთ იქ ჯარები და დავაწესეთ განსაკუთრებული გენერალ-გუბერნატორობა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. ჩვენ ამის გამო მიწერ-მოწერას ვაწარმოებდით ოსმალეთთან. ოსმალები წავიდნენ, და ჩვენ დავიკავეთ ეს ადგილები, და ეს არავისთვის არ იყო საიდუმლო, არც მოულოდნელი ყოფილა.~41
მართალია, ახალქალაქის მაზრაში ქართული შეიარაღებული ძალების ოდენობა იანვრის სამშვიდობო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, მაგრამ, როცა ტერიტორიების დაკარგვის რეალური საშიშროება შეიქმნა, მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენლები, როგორც თბილისში, ისე ერევანში გაგებით შეხვდნენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახალქალაქის რაიონში ქართული სამხედრო კონტინგენტის თაობაზე. ატეხილმა ხმაურმა ქართულ-სომხური მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გახსნა გამოიწვია 1919 წ. 28 თებერვალს თბილისში. მაგრამ ვერც ამ კონფერენციამ შეძლო მათ შორის არსებული ტერიტორიული პრობლემების მოგვარება და საზღვრების საკითხის გადაწყვეტა ისევ პარიზის სამშვიდობო კონფერენციას მიენდო. ქართულ-სომხური თებერვლის კონფერენციის ერთადერთი პოზიტიური შედეგი იყო ამ ქვეყნების მთავრობათა მიერ 1919 წ. 8 მარტს საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის იურიდიული ცნობა.
1919 წლის აპრილში უკვე იგრძნობოდა ინგლისელთა სამზადისი ამიერკავკასიიდან თავიანთი ჯარების გასაყვანად, რის გამოც სომეხი პოლიტიკოსები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შეეცადნენ ინგლისელთა წასვლამდე, ინგლისის სამხედრო სარდლობასთან შეთანხმებით, ქართველთა მონაწილეობის გარეშე მოეგვარებინათ სასაზღვრო საკითხი. სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებული საკითხის გადაწყვეტის ვარიანტები თვით მოკავშირეთა სამხედრო სარდლობისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა.
იმავე ხანებში კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას დენიკინის მოხალისეთა არმია უქმნიდა საფრთხეს, რის გამოც საქართველოს მთავრობის ინიციატივით თბილისში 1919 წლის 25 აპრილს მოწვეული იყო საერთო კავკასიური კონფერენცია. ევგ. გეგეჭკორმა კონფერენციას მიმართა წინადადებით კავკასიის რესპუბლიკებს გაეერთიანებინათ თავისი სამხედრო ძალები საერთო მტრის წინააღმდეგ, ხოლო ნ. რამიშვილმა საერთო დადგენილების მიღება მოითხოვა, რადგან ის ყველას ერთნაირად ეხებოდა.42 კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა ამიერკავკასიის სამხედრო-დიპლომატიური ძალების გაერთიანებას საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. ამ რეზოლუციის საფუძველზე საქართველომ და აზერბაიჯანმა 1919 წ. 16 ივნისს ხელი მოაწერეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელშეკრულებას.43 ერთადერთი სომხეთი აღმოჩნდა რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ არ კარგავდა იმედს მისი მფარველი ერთიანი და განუყოფელი რუსეთის აღდგენისა. დაშნაკებმა საიდუმლო კავშირი გააფორმეს დენიკინთან,44 რომელიც, ბუნებრივია, მიმართული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. საერთო კავკასიურ კონფერენციას არც ამჯერად ჰქონდა, თუნდაც, რამდენადმე რეალური შედეგი.45 ინტერესთა სხვაობა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის ერთობ მნიშვნელოვანი იყო. სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიმართ. რეზოლუციის მიღების შემთხვევაში უარი უნდა ეთქვა ამ პრეტენზიებზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმული `დიდი სომხეთის~ აღდგენის საოცნებო გეგმას, რასაც ჯერ კიდევ ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული სომეხთა პოლიტიკურ ცნობიერებაში. ამის მოწმობაა 1919 წ-ის 28 მაისს, დამოუკიდებლობის წლისთავზე, სომხეთის პარლამენტის _ ხორხურდის მიერ გაცხადებული არარსებული `გაერთიანებული~ დამოუკიდებელი სომხეთი, რომლის შემადგენლობაში იგულისხმებოდა ქართველების, აზერბაიჯანელების, ქურთებისა და თურქებისაგან გასანთავისუფლებელი ტერიტორიებიც.46
სომხების მიერ სათავისოდ მიჩნეულ საქართველოს ტერიტორიაზე 1919 წლის აგვისტო-სექტემბერში მთავრობამ დამფუძნებელი კრებისათვის არჩევნები ჩაატარა. ამ არჩევნების მნიშვნელობა ჩვეულებრივ შინაპოლიტიკურ ამოცანებს აშკარად სცილდებოდა და უფრო ფართო პლებისციტის ხასიათს იძენდა. მას უნდა გადაეწყვიტა გაიმარჯვებდა თუ არა ქართული ორიენტაცია მრავალ ჭირგამოვლილ ძირძველ ქართულ მხარეში. ახალციხის მაზრაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 35 ათასმა ამომრჩეველიდან 30 ათასმა კაცმა. ამ რიცხვიდან ქართულმა პარტიებმა მიიღეს 26500 ხმა. დაშნაკთა სომხურმა პარტიამ კი მხოლოდ 3 ათასი ხმა. ახალქალაქის მაზრაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21687 კაცმა. აქედან ქართველებს ერგოთ 13000 ხმა, სომხებს კი 8000. ამ არჩევნებმაც დაუმტკიცა ქვეყანას, წერდა ვიქტორ ნოზაძე, რომ ეს მხარე სადავო არ იყო და იგი არჩევნების მიხედვითაც საქართველოს ეკუთვნოდა.47
ინგლისელთა ჯარების გაყვანის შემდეგ სომხეთის მდგომარეობა სერიოზულად გართულდა. აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი პოზიციები ყარაბაღში, ამასთანე სომხები შიშობდნენ, რომ `ნეიტრალური ზონა~ შეიძლებოდა მთლიანად საქართველოს დაბრუნებოდა, დენიკინს კი ჯერ სომხების დახმარების თავი არ ჰქონდა. ასე რომ, სომხეთმა მოსალოდნელი დახმარება ინგლისისაგან ვერ მიიღო. სამაგიეროდ გაჩნდა იმედი, რომ მათ საჭირო დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატები აღმოუჩენდა. ვილსონის მთავრობა, თითქოს, გამოდიოდა სომეხი ხალხის ეროვნული ინტერესების დამცველად. სომხეთზე მანდატის საკითხმა პარიზის კონფერენციაზე მწვავე დებატები გამოიწვია. თვით ამერიკის სენატშიც სომხეთის მანდატზე არ იყო ერთგვაროვანი აზრი. ერთი მომენტი აშშ მზად იყო მიეღო მთელი მანდატი სომხეთზე და გაეფართოებინა მისი საზღვრები. ამის გამო ლოიდ ჯორჯი სან-რემოს კონფერენციის ერთ-ერთ სხდომაზე შენიშნავდა, რომ პრეზიდენტ ვილსონს მართლაც სურდა სომხეთის გაფართოება, მაგრამ ის თვლიდა, რომ გაფართოება სამხრეთის მიმართულებით უნდა მომხდარიყო.48 შეცვლილი საერთაშორისო ვითარებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, 1920 წლის 1 ივლისს აშშ-ის კონგრესმა საბოლოოდ უა¬ყო პრეზიდენტ ვილსონის წინადადება სომხეთზე მანდატის მიღების თაობაზე.
ამრიგად, დაშნაკური მთავრობის მოღვაწეთა ცდები დასავლეთის ქვეყნების დახმარებით მიეტაცა მეზობელთა ტერიტორიები, ამჯერადაც ჩაიშალა. თუმცა 1920 წ-ის 10 აგვისტოს სულთანის მთავრობა იძულებით თანხმობას აცხადებს და ხელს აწერს სევრის ხელშეკრულებაზე, რომლის ძალითაც თურქეთის სომხეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი ხდებოდა ერზერუმის, ბითლისის, ვანის და ტრაპიზონის ვილაეთებით. ანტანტის ქვეყნებმა სომხეთს ყარსის ოლქიც გადასცეს. ამით გათამამებული დაშნაკები ანტანტისაგან ყარაბაღისა და `ნეიტრალური ზონის~ გადაცემასაც ელოდნენ. `დიდი სომხეთის~ საოცნებო გეგმას დაშნაკთა წარმოდგენაში ფრთები ესხმებოდა. მაგრამ ოსმალეთის ნამდვილმა პატრონმა მუსტაფა ქემალ ფაშამ, რომელიც სათავეში ედგა საერთოეროვნულ ბრძოლას თურქეთის დანაწილების წინააღმდეგ, კატეგორიულად უარყო სევრის ხელშეკრულება. ნიშანდობლივია, რომ სევრის ხელშეკრულების ხელმომწერმა არცერთმა სახელმწიფომ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინა, თურქეთის ეროვნული განთავისუფლებისათვის ანატოლიაში დაწყებული მოძრაობის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, ის აღარ შეესაბამებოდა ახალ საერთაშორისო პირობებს, რის გამოც სევრის `გადაწყვეტილებები~ ხელახლა იქნა განხილული, ამჯერად უკვე ლოზანაში გამართულ კონფერენციაზე, მაგრამ განხილვას რაიმე კონკრეტული შედეგი აღარ მოჰყოლია. კერზონის გამოთქმით, `დაავადებული სომხური საკითხი ჩუმად გარდაიცვალა~.49
1920 წლის გაზაფხულზე ანტანტის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესებმა ბოლშევიკური რუსეთი და ახალი, ქემალისტური თურქეთი ერთმანეთს დააახლოვა. მოსკოვმა სცნო თურქეთის დიდი ეროვნული ყრილობის მიერ გაცხადებული პრინციპები საგარეო პოლიტიკურ დარგში და შეუდგა იარაღით მის მომარაგებას.50 1920 წ-ის 24 აგვისტოს კი მოსკოვში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ანტანტის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას ისახავდა მიზნად. ამით მახლობელ აღმოსავლეთში ანტანტის გეგმებს სერიოზული საშიშროება ექმნებოდა, მასთან ერთად კი სომხეთის გაფართოებასაც. საბჭოთა რუსეთისა და ქემალ ფაშას თურქეთს შორის პირდაპირ კავშირს ეღობებოდა ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის ტერიტორია, რომლის გადალახვა ამ მოკავშირეთა უახლეს ამოცანად იქცა. 1920 წ-ის აპრილში აზერბაიჯანის მთავრობამ ქემალ ფაშას რჩევით, თუ კარნახით, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ამ ქვეყანაზე, ადვილად გაუღო კარი წითელ ჯარებს, რის შემდეგ ის უშუალოდ საქართველოს, შემდეგ კი სომხეთის რესპუბლიკას უნდა შეჯახებოდა. საქართველოსთან პირველი შეტაკება წითლების მარცხით დასრულდა. ამის შემდეგ ბოლშევიკური რუსეთის მთავრობამ ერევანს `მეგობრულად~ მიმართა: ნება დაერთო სომხური გზებით გადაეზიდა სამხედრო მასალა ქემალის ჯარების დასახმარებლად. სომხეთის მთავრობამ, რომელიც სევრის ხელშეკრულების განაღდების იმედს არ კარგავდა, უარით უპასუხა მოსკოვის წინადადებას, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სომხეთი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა მოქცეული. 24 სექტემბერს სომხეთ-თურქეთის ომი დაიწყო. თურქები ითხოვდნენ დაშნაკებს უარი ეთქვათ სევრის ხელშეკრულებაზე. საომარი მოქმედების, თითქმის, დაწყებისთანავე თურქეთის სარდლობამ სომხებს შესთავაზა მოლაპარაკება და საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შესახებ ო. ქაჩაზნუნი მოგვიანებით იგონებდა: ჩვენ ომის არ გვეშინოდა. გვყავდა ინგლისური იარაღით კარგად აღჭურვილი და ჩაცმული არმია... და ჩვენ ყველა დაბრმავებული ვიყავით სევრის ხელშეკრულებით.51 30 ოქტომბერს თურქებმა აიღეს ყარსი, ამავე დროს წითელი ჯარებიც შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე და შეტევა დაიწყეს. შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფმა დაშნაკთა მთავრობამ დროებით დაივიწყა საქართველოს მიმართ თავისი ამბიციები და დათანხმდა ნეიტრალურ ზონაში დროებით ქართული ჯარების შეყვანას, რამაც საშუალება მისცა მას იქ მდგომი სომხური ნაწილები თურქეთის ფრონტზე გადაესროლა. მიუხედავად ამისა, თურქეთის ჯარის ნაწილები განაგრძობდნენ წინ სვლას, სომხური ნაწილები კი უკან და¬ხევას. ნოემბრის მეორე ნახევარში ყარა-ბექირ ფაშა ქ. ალექსანდროპოლს იღებს. ორმხრივ შეტევაში მოქცეული სომხეთის მთავრობა ისწრაფვის თურქეთთან ზავის დადებას, რომ რუსეთთან ბრძოლა შეძლოს. ასეთ ვითარებაში სომხეთში ახალი მთავრობა ყალიბდება ს. ვრაციანის მეთაურობით და დაშნაკებისა და ესერების შემადგენლობით. პრემიერი რუსული ორიენტაციის იყო, ესერებს კი პირადი კონტაქტები აკავშირებდათ სომხურ ბოლშევიკურ წრეებთან. ასეთ შემადგენლობას რუს ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვა, თუ ისინი გამოჩნდებოდნენ, არ უნდა გაჭირვებოდა. მით უფრო, რომ ანტანტის ქვეყნები, ეხლა უკვე, გულგრილობას იჩენდნენ სომხეთის ბედის მიმართ.
1920 წ-ის 26 ნოემბერს დაშნაკები ხელს აწერენ დეკლარაციას, რომლითაც უარს ამბობენ სევრის ხელშეკრულებაზე და, ამდენად, ხელს იღებენ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზეც. რამდენიმე დღეში, 29 ნოემბერს სომხეთი სოციალისტურად ცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ წითელი არმია ერევანში მხოლოდ 4 დეკემბერს შევიდა. სომხეთ-თურქეთის ომი ოფიციალურად 2 დეკემბერს დასრულდა, როცა ხელი მოეწერა ალექსანდროპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სომხეთს რჩებოდა მხოლოდ 13 ათასი კვადრატული კილომეტრი ანუ ერევნისა და სევანის ტბის რაიონები. ო. ქაჩაზნუნი თავის მოგონებებში წერდა: ჩვენ როგორც პარტიამ და მთავრობამ ყველა შესაძლებლობა ამოვწურეთ და ჩიხში მოვექეცით და ბოლშევიკებს რომ დაეგვიანათ, ისინი ჩვენ უნდა მოგვეწვია, რადგან სხვა ძალა ქვეყანაში, რომელიც შეგვცვლიდა აღარ არსებობდა.52
სომხეთის გასაბჭოებისთანავე ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ კვლავ განახლდა, ამჯერად უკვე ბოლშევიკური რუსეთის იმედით, რომელიც რუსეთის ტრადიციულ პოლიტიკას კავკასიაში ჩვეული გზით აგრძელებდა. 10 და 30 დეკემბერს სომხეთის მთავრობა ნოტას აგზავნის საქართველოში და ხელისუფლებისაგან მოითხოვს ლორეს რაიონის განთავისუფლებას, რაზეც კატეგორიულ უარს იღებს. დიპლომატიური პაექრობა საქართველოსა და სომხეთს შორის მალე კარგავს თავის მნიშვნელობას. მოსკოვში საქართველოს ოკუპაციისა და მისი გასაბჭოების გადაწყვეტილებას იღებენ. რუსული ტრადიციის მიხედვით ამ გადაწყვეტილების რეალიზაციას კომუნისტური მოსკოვიც საქართველოს სომხური მოსახლეობის გამოყენებით იწყებს.
ნოე ჟორდანია 1921 წ. თებერვალში საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა რაიონში შექმნილ ვითარებაზე მოგვიანებით იგონებდა: „გვქონდა ცნობა, რომ პირველი შეტევა დაიწყება ბორჩალოს საზღვრებთან და მას გამოაცხადებენ აჯანყებად; ამნაირად, მთელ ომს მოსკოვი ევროპაში გამოიტანს შინაურ ამიბოხებად და მით ხელს დაიბანს... ომი გაჩაღდა: მოსკოვმა ამცნო ქვეყანას რადიოთი საქართველოში აჯანყება დაიწყოვო, ხოლო კავკასიაში კი აცხადებდა _ საბჭოთა სომხეთი თავს დაესხა მენშევიკებს და ითხოვს ბორჩალოს სომხეთისათვის შემოერთებასო“.53 და ა.შ.
1921 წ-ის 11-12 თებერვალს ღამეს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ამხედრდა მხოლოდ ლორეს რაიონის სომხური მოსახლეობის ნაწილი _ ორასამდე კაცი. თავიდანვე ამ აჯანყებაში მონაწილეობდნენ სომხეთიდან შემოსული რუსი და ძირითადად სომხური წარმოშობის წითელ-არმიელები, რის გამოც თავდაპირველად საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტი შეფასებული იყო როგორც სომხეთ-საქართველოს ომი. მაგრამ, როცა საომარ ოპერაციებში ჩაებნენ აზერბაიჯანიდან შემოსული ჯარები და მალე სოჭიდან, მამისონისა და დარიალის უღელტეხილებიდანაც შემოუტიეს საქართველოს, მთელი მსოფლიოსათვის ცხადი გახდა, რომ დაწყებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.54
კავკასიაში ბოლშევიკების გაბატონებისთანავე დამოკიდებულება საზღვრების მიმართ არსებითად შეიცვალა. ლაპარაკი აღარ იყო სახელმწიფოებრივ საზღვრებზე. რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრები შეგნებულად წაიშალა, რაც საბაჟოების, პიკეტების და სხვა ტექნიკური ფორმების გაუქმებით გამოიხატა. ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული გამიჯვნის საკითხების მოგვარების მიზნით რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს 1921 წლის 2 მაისის პლენუმმა შექმნა სპეციალური კომისია ს. კიროვის თავმჯდომარეობით. ამ კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვით გამოსული სომხეთის წარმომადგენელი ბეკზადიანი სხდომის მონაწილეებს მოუწოდებდა მხედველობაში მიეღოთ სომხეთის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, რომელსაც არც საკმარისი ტერიტორია აქვს და არც ტყისა და სხვა ფონდები _ სახელმწიფო სახსრების უმთავრესი წყარო, ამიტომაც იგი როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი ერთეული ვერ შეძლებს არსებობას. ამიტომ ის საჭიროდ მიიჩნევდა მეზობელი აზერბაიჯანისა და საქართველოს რესპუბლიკებისათვის ჩამოეჭრათ ტერიტორიები სომხეთის სასარგებლოდ. ბეკზადიანი სთხოვდა ქართველებს და თათრებს საერთო სოლიდარობის გულისათვის, ერთხელ და სამუდამოდ გულწრფელი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების დამყარებისათვის გადასცენ სომხური მოსახლეობით დასახლებული რაიონები.55 იმდენად ფორმალური და არასერიოზული იყო წამოყენებული არგუმენიტი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენის საფუძვლად მისი მიღება იმ დროს, როცა საბჭოთა საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები დაუშვებლად მიიჩნევდნენ ტერიტორიების ნებისმიერი ფორმით ჩამოჭრას, 1921 წ-ის 7 ივლისს კავბიუროს ხელით ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონის სომხეთისათვის გადაცემა, არ არის გამორიცხული, საზოგადოების ერთ ნაწილში მაინც, აღქმულიყო როგორც სომეხთა მიერ რუსეთისათვის გაწეული სამსახურის ფასი, რაც `ლორეს აჯანყების~ პროვოცირებით ისაზღვრებოდა. სომხეთის პოლიტიკური წრეები რუსეთის წინაშე ვალდმოხდილად გრძნობდნენ თავს, იმითაც გამოიხატა, რომ ეს სასაზღვრო გამიჯვნის შემდეგაც მათს ტერიტორიულ პრეტენზიებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ ბოლო არ უჩანდა.
ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონის მიღებიდან სულ მოკლე ხანში, 1922 წ. ცენტრალურ მთავრობას წარუდგინეს პროექტი, რომლის მიხედვით ჯავახეთი ანუ ახალქალაქის მაზრის უდიდესი ნაწილი, ბორჩალოს მაზრას უნდა შეერთებოდა, რათა შექმნილიყო ერთიანი სომხური ადმინისტრაციული ერთეული. ივ. ჯავახიშვილის თქმით, `ეს გეგმაც ამ ორი მაზრის საქართველოს სსრ საზღვრებიდან გამოყოფის და სომხეთთან შეერთებისათვის ოსტატურად მოგონილი პირველი საფეხურის პროექტი იყო, რომელსაც აუცლებლად მეორეც მოყვებოდა. საკმარისია ადამიანმა დაშნაკელთა რუკებს თვალი გადაავლოს, რომ მისთვის ნათელი გახდეს, რომ აქაც ბრძოლა იმავე წინანდელი მიზნის სხვა გზით განხორციელებისათვის სწარმოებდა~.56 როცა ამ პროექტზე უარი ეთქვათ, დაშნაკთა იდეების მიმდევარმა პოლიტიკოსებმა ყარაიში¬რაქის ველის სომხებით დასახლების გეგმა წამოაყენეს. მებამბეობის მოწყობის საბაბით, რაც თითქოს რუსეთის საფეიქრო მრეწველობის ინტერესებით იყო განპირობებული. ბოლოს კი სომხურმა მხარემ 1925 წ. სრულიად ღიად და შეუნიღბავად პრეტენზია წამოაყენა ახალქალაქის რაიონზე, მოითხოვა რა ჯავახეთისათვის ავტონომიის მინიჭება და საქართველოსაგან მისი გამოყოფა, რაც ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით ნიშნავდა მეცხვარეობის სრულიად მოსპობას საქართველოში და მესაქონლეობის მიმდევარი ქართული მოსახლეობისათვის პირიდან ლუკმის გამოცლას.57
ამრიგად, როგორც ვხედავთ, სომხეთის კავკასიური პოლიტიკა 1918-1920 წლებში სავსებით და სრულად ეწერება სომხური ნაციონალისტური წრეების ტრადიციებში, რომელიც სომხეთის `ყველა მიმართულებით გაფართოებას~, ძირითადად, დიდ და ძლიერ სახელმწიფოთა ინტერესების სამსახურის სანაცვლოდ მიღებული დახმარებით ცდილობდა, რისთვისაც არანაირ მეთოდსა და საშუალებას არ ერიდებოდა.
შენიშვნები, დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. მოვსეს ხორონაცი, სომხეთის ისტორია, თბ., 1984, გვ. 73.
2. იქვე, გვ. 75-77.
3. იქვე, გვ. 88-89.
4. იქვე, გვ. 67.
5. ეროვნული ხელისუფლება დასავლეთ სომხეთში 391 წ. გააუქმეს რომაელებმა, აღმოსავლეთში კი სპარსელებმა 428 წ.
6. მოვსეს ხორონეცი, სომხეთის ისტორია, თბ., 1984, გვ. 240.
7. Манук Абегян, История древнеармянской литературы, Ереван, 1975, с. 155.
8. პაატა გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ.6, თბილისი, 1979, გვ. 339.
9. А. Марков, Закавказье в торговом отношений, журнал «Русский Вестник». 1884, с. 176-178.
10. კახეთის 1812 წ-ის აჯანყების ჩაქრობაში სომეხთა როლზე კავკასიის ჯარების მთავარსარდალი. ინფანტერიის გენერალი ნ.თ. რტიშჩევი იმპერატორ ალექსანდრე I-ს სწერდა: `მთელ საქართველოში კაცი არ დარჩა ჩვენი ერთგული. მარტო სომხებმა არა თუ არ მიიღეს მონაწილეობა ამბოხებაში, არამედ სიცოცხლესა და ქონებასაც არ ზოგავდნენ... ჩვენ ჯარებთან იბრძოდნენ მშფოთვარეთა გასაწყვეტად... მთავრობა სომხებს უნდა უმადლოდეს, რომ დროზე და წინასწარ იტყობდა, რას აპირებდნენ მეამბოხენი და სად ჰქონდათ ბინა (АКАК V, გვ. 221-222). სომეხთა ერთგულების განსამტკიცებლად 1813 წ. 13 მაისს გენერალი რტიშჩევი იმპერატორს სთხოვდა საქართველოს სომეხთა დაჯილდოებას (იქვე) იმავე წლის 15 სექტემბერს კი თბილისში იღებენ ალექსანდრე I-ის წერილს, რომლითაც საქართველოს სომხურ მოსახლეობას რუსეთის წინაშე დამსახურებისათვის იმპერატორი მადლობას უცხადებდა.
11. История армянского народа, Ереван, 1964, с.168.
12. ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, თბ., 1984, გვ. 228.
13. შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ., 1975, გვ. 359-361.
14. Л. Загурский, Поездка в Ахалцихский уезд в 1872 г., с. 65.
15. სცია, ფ. 2080, საქ. 6, ფურც. 82-111.
16. იქვე, ფურც. 4.
17. Бакинский армянско-национальный совет, Армяно-Грузин¬ский вооруженный конфликт, 1919, с. 1-5.
18. ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები. ტ. V, თბ., 1987, გვ. 31-32.
19. იქვე, გვ. 77.
20. ზ. ჭიჭინაძე, ქართველი გრიგორიანები, ისტორიული მიმოხილვა შავშეთისა, თბ., 1904, გვ. 34.
21. ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 13-14.
22. იქვე, გვ. 14.
23. იხ. ივ. ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. XII, თბ., 1998, გვ. 495.
24. იქვე, გვ. 495-496.
25. ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლებში საერთაშორისო პოლლიტიკაში, I, მოგონებანი, ნარკვევები, თბ., 1990, გვ. 188.
26. იქვე, გვ. 188-189.
27. სცია, ფ. 471, საქ. #6, გვ. 82-90.
28. ვ. ნოზაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 45.
29. სცსსა, ფ. 1836, აღწ. 1, ს. 43, ფურც. 1-3.
30. დ. ჭუმბურიძე, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში, 1918-1921 წლები, თბ., 2003, გვ. 226.
31. იქვე, გვ. 233.
32. ნოე ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990, გვ. 92-93.
33. გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებები, ბათუმი, 1990, გვ. 115-132.
34. ნოე ჟორდანია, დასახ. ნაშრომი, გვ. 93.
35. გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, გვ. 132.
36. სცსია, ფ. 1864, აღწ. 1, საქმე # 31, ფურც. 160.
37. გაზეთი `საქართველო~, #2, 1919.
38. გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, თბ., 1998, გვ. 93-94.
39. О. Качазнуни, Дашнакцутюн больше нечего делать, Тифлис, 1927, с. 32.
40. გიორგი კვინიტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 89.
41. ვ ნოზაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 44-45.
42. იხ. გაზეთი `ერთობა~ 1919 წლის 6 მაისის #97 და 12 ივნისის #127.
43. Г.Р. Мархулия, Из истории возникновения армянской наци¬оналистической партии «Дашнакцутюн» и ее политика в отношении Грузии в 1918-1920 гг. «Исторические разыскания», т. II, Тбилиси, 1999. с.193.
44. А. Раевский, Английская интервенция и мусаватиское пра¬вительство, Баку, 1927, с.115.
45. კავკასიური კონფერენციების შედეგების მიმართ უნდობლობას გამოთქვამდა მოვლენების შუა გულში მყოფი ნოე ჟორდანიაც. თავის მოგონებებში იგი წერს: სომხები იწეოდნენ რუსეთისაკენ, მოვა ის და გვიხსნის თურქებისაგანო. დენიკინელთა შორის იყო მრავალი სომხური ნაწილი. ასეთ ატმოსფეროში რა საკვირველია, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციები არაფრით გათავებულიყო. ერთი ალთას, მეორე ბალთას. ბაქო ოსმალეთისკენ, ერევანი რუსეთისკენ, დავრჩით შუაში მხოლოდ ჩვენ, რომელსაც გვინდოდა დამოუკიდებლობა ნამდვილი და მკვიდრი. იხ. ნოე ჟორდანია, ჩემი წარსული, გვ. 114.
46. სომხეთის ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივი (სცსია), ფ. 276, აღწ. #1, საქმე #119, ფურც. 55. ვიმოწმებ გ. მარხულიას ნაშრომის «Армяно-Грузинская кон¬фе¬ренция и создание Лорийской неитральной зоны»-ის მიხედ¬ვით.
47. ვ. ნოზაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 60.
48. Д. Ллоид Джордж, Правда о мирных договорах. т. II., М., 1949, с. 425.
49. Армянский вопрос на Лозанской конференции, Тифлис, 1926, с. 1.
50. Документы внешней политики СССР. т. III. М., 1959, с. 369.
51. О. Качазнуни, Дашнакцутюн больше нечего делать, Тифлис, 1927, с. 37-38.
52. იქვე, გვ. 57, 60.
53. ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, გვ. 120-121.
54. ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა, თბ., 2001, გვ. 322.
55. ნ. მირიანაშვილი, საქართველოს ტერიტორიული ცვლილებანი ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან 1918-1938 წწ-ში. ავტორეფერატი, თბ., 2001, გვ. 14-15.
56. ივ. ჯავახიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობას 1926 წ. სცსსა, ფ. 476, ს. #6, ფურც. 82-111.
57. იქვე.



Комментариев нет:

Отправить комментарий