1945 წლის 4 თებერვალს იალტაში, ლივადიის სასახლეში დაიწყო ყირიმის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის მეთაური იოსებ სტალინი, აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. აღნიშნული შეხვედრის მოწყობის იდეა 1944წ. ზაფხულში გაჩნდა. მაშინ რუზველტმა, რომელსაც არ სურდა მხოლოდ ჩერჩილთან შეხვედრა, წერილი გაუგზავნა სტალინს და შესთავაზა მას სამმხრივი კონფერენციის მოწყობა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ შოტლანდიაში1. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეებში ჩერჩილმაც შესთავაზა სტალინს სამმხრივი შეხვედრის მოწყობა, მაგრამ მისი წინადადება უფრო შორეულ პერსპექტივაზე – გვიან შემოდგომაზე იყო გათვლილი2. მაგრამ იმ დროს სამიტის მოწყობა ვერ მოხერხდა, რადგანაც საბჭოთა ლიდერმა ფრონტზე შექმნილი მდგომარეობა მოიმიზეზა და უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე3. შედეგად, რუზველტმა და ჩერჩილმა ცალკე კონფერენცია მოაწყვეს კვებეკში 1944წ. სექტემბერში4.
კვებეკის კონფერენციის დამთავრების შემდეგ სულ რამდენიმე დღეში უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ სამი ლიდერის შეხვედრის მოწყობა, მაგრამ მოახლოებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა რუზველტს არ მისცა ქვეყნის დატოვების საშუალება. შედეგად, 1944წ. ოქტომბერში ჩერჩილი ჩავიდა მოსკოვში, სადაც მიაღწია კიდეც შეთანხმებას სტალინთან ბალკანეთის საკითხებზე5.
1944წ. ოქტომბერში, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მოსკოვში მიმდინარეობდა კონფერენცია „ტოლსტოი“6, ვაშინგტონში კვლავ წამოჭრეს სამმხრივი შეხვედრის საკითხი. რუზველტის პირადმა მრჩეველმა და უახლოესმა მეგობარმა ჰარი ჰოპკინსმა აშშ-ში საბჭოთა ელჩ ანდრეი გრომიკოსთან საუბარში იკითხა, თუ მოიძებნებოდა ყირიმში რომელიმე ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კონფერენციის ჩატარება7. სწორედ გრომიკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩათვალა სტალინმა შესაძლებლად რუზველტის მიწვევა სსრკ-ს შავი ზღვის სანაპიროზე8, მით უმეტეს, რომ მოსკოვში მყოფ ჩერჩილს ძალიან მოეწონა ეს აზრი9, მაგრამ აქ გაირკვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა არაფერი იცოდა ჰოპკინსის ინიციატივის შესახებ. უფრო მეტიც, მას თავდაპირველად სულაც არ მოეწონა ყირიმში ჩასვლის პერსპექტივა.
როგორც რუზველტის მიერ ჩერჩილისათვის 1944წ. 22 ოქტომბერს გაგზავნილი დეპეშიდან ჩანს, მას ეჭვი შეეპარა დარდანელის სრუტის უსაფრთხოდ გავლის შესაძლებლობაში და კონფერენციის სამხრეთ ევროპაში გამართვა მოიწადინა10. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა სავსებით რეზონულად შენიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მსგავსი პრობლემები შეექმნებოდა სტალინს, რომლისთვისაც ექიმებს ფრენა აკრძალული ჰქონდათ11.
მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერისათვის 24 სექტემბერს გაგზავნილ წერილში აშშ-ს პრეზიდენტმა მაინც წამოაყენა შეხვედრის ჩატარების ალტერნატიული ადგილები: კვიპროსი, ათენი და მალტა12. პასუხად სტალინმა გაიმეორა თავისი შეთავაზება შავი ზღვის სანაპიროს შესახებ13, მაგრამ მაშინ რუზველტმა შეხვედრის საერთოდ გადადება მოითხოვა. ფორმალურად მან მოიმიზეზა ის გარემოება, რომ შეხვედრა ნოემბრის ბოლოს უფრო ნაკლებად იქნებოდა ფასეული, ვიდრე იანვრის ბოლოს, მისი ინაუგურაციის შემდეგ, და ამასთან გამოთქვა ვარაუდი, რომ იმ დროისათვის სტალინს შეეძლებოდა ადრიატიკის ზღვაზე მდებარე რომელიმე პორტში რკინიგზით ან გემით მისვლა14. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ რუზველტს სულ სხვა გარემოებები ამოძრავებდა და იმედი ჰქონდა, რომ იმ დროისათვის ომი გერმანიასთან უკვე დამთავრებული იქნებოდა. ამას ადასტურებს მისი წერილი ჩერჩილისადმი (1944წ. 26 ნოემბერი), რომელშიც ის აღნიშნავს: „მე გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ბიძია ჯოს შავი ზღვის ფარგლებს გარეთ გამოყვანას, თუ იმ დროისათვის გერმანიას კაპიტულაცია არ ექნება გამოცხადებული“.15
სტალინისათვის რუზველტის მიერ წამოყენებული ვადები სავსებით მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ კონფერენციის ჩატარების სავარაუდო ადგილად მას მაინც რომელიმე საბჭოთა საპორტო ქალაქი მიაჩნდა16. რადგანაც ორივე მხარე იმ დროს საკმაოდ მტკიცედ იდგა თავის პოზიციებზე (დიდი სამეულის მესამე წევრმა – ჩერჩილმა, მართალია, თავის მხრივ, თავდაპირველად შესთავაზა რუზველტსა და სტალინს კონფერენციის ალექსანდრიაში ან იერუსალიმში მოწყობა17, მაგრამ შემდეგ, ისევე როგორც თეირანის კონფერენციის მოსამზადებელ პერიოდში, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას განზე გადგომა არჩია და მისი გადაწყვეტა საბჭოთა და ამერიკელ მეთაურებს მიანდო), მიმოწერა შეხვედრის ადგილის შესახებ დროებით შეწყდა და მხოლოდ ახალი წლის შემდეგ განახლდა. როგორც ჩანს, რუზველტი ფრონტებზე შექმნილმა მდგომარეობამ დაარწმუნა, რომ გერმანიის კაპიტულაცია უახლოეს მომავალში მოსალოდნელი სულაც არ იყო, ამიტომ მან თვითონ წამოაყენა წინადადება კონფერენციის იალტაში ჩატარების შესახებ18. ეს წინადადება უყოყმანოდ იქნა გაზიარებული სტალინისა და ჩერჩილის მიერ და 4 თებერვალს, ლივადიის სასახლეში, რუსეთის იმპერატორთა ყოფილ საზამთრო რეზიდენციაში, გაიხსნა კიდეც უმაღლესი დონის სამიტი.
კონფერენციის მონაწილეები 3 თებერვალს ჩავიდნენ ყირიმში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩერჩილმა მაინც დაითანხმა რუზველტი და ისინი წინასწარ შეხვდნენ ერთმანეთს კ. მალტასთან. ბრიტანეთის პრემიერს იმედი ჰქონდა, რომ ის და აშშ-ს პრეზიდენტი შეათანხმებდნენ თავიანთ პოზიციებს, მაგრამ ეს იმედი მას გაუცრუვდა. რუზველტი პრაქტიკულად ყველა საკითხზე აცხადებდა, რომ ის გადაწყვეტილი იქნებოდა იალტაში სტალინთან ერთად. ასე რომ, მალტის კონფერენციას რაიმე სერიოზული შედეგები არ გამოუღია. ერთადერთი, რაც იქ გადაწყდა, იყო დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა საბოლოო შეტევის დარტყმის მთავარი მიმართულების განსაზღვრა.
ყირიმში ჩასული ამერიკული და ბრიტანული დელეგაციები დააბინავეს იალტის მახლობლად მდებარე სასახლეებში. ამერიკელებს დაახვედრეს ლივადიის სასახლე, ინგლისელებს კი – ვორონცოვის სასახლე ალუპკაში. თავად სტალინი კი გაჩერდა იუსუპოვის სასახლეში კორეიზში. არ არის გამორიცხული, რომ ყოველივე ეს შემთხვევით ხასიათს არ ატარებდა, რადგანაც საბჭოთა და ამერიკული დელეგაციების ადგილსამყოფელი პრაქტიკულად გვერდიგვერდ იმყოფებოდა, ხოლო ბრიტანელებს კი საკმაო მანძილი ჰქონდათ გასავლელი ლივადიის სასახლემდე, სადაც იმართებოდა სხდომები19. კონფერენციაზე განხილული იქნა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური საკითხების პრაქტიკულად მთელი სპექტრი, სწორედ ამიტომ მხარეები საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციებით ჩავიდნენ ყირიმში. სტალინს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვ. მოლოტოვი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ა. ანტონოვი, სსრკ-ს ელჩები დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში თ. გუსევი და ა. გრომიკო, ავიაციის მარშალი ხუდიაკოვი, სამხედრო საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარი ნ. კუზნეცოვი, ა. ვიშინსკი და სსრკ-ს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში ი. მაისკი. თავის მხრივ, ჩერჩილს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ა. იდენი, პირველი საზღვაო ლორდი და საზღვაო შტაბის უფროსი ადმ. ე. კანინგჰემი, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი ჩ. პორტალი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საბჭოთა კავშირში ა. კერი, იმპერიის გენერალური შტაბის უფროსი ა. ბრუკი, მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იტალიაში ფელდმარშალი ჰ. ალექსანდერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. კადოგანი. რუზველტს თან ჩამოყვანილი ჰყავდა სახელმწიფო მდივანი ე. სტეტინიუსი, მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბებისა და აშშ-ს არმიის შტაბის უფროსი გენ. ჯ. მარშალი, ადმ. უ. ლეჰი, აშშ-ს ელჩი სსრკ-ში ა. ჰარიმანი, ჰ. ჰოპკინსი, ჯ. ბირნსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა განყოფილების უფროსი მეტიუზი და ჩ. ბოლენი.
კონფერენციის გახსნას წინ უძღოდა სტალინის საუბრები ჩერჩილსა და რუზველტთან. დიდი ბრიტანეთის პრემიერის და საბჭოთა ლიდერის შეხვედრაზე მოკლედ იქნა მიმოხილული მდგომარეობა ფრონტებზე და მომავალი სამხედრო გეგმები. პოლიტიკურ საკითხებს მხარეები პრაქტიკულად არ შეხებიან20. აი, სტალინისა და რუზველტის შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაეთმო გერმანიის მომავლის განსაზღვრას. უკვე შეხვედრის დასაწყისში რუზველტმა დაიწყო ხაზგასმა, რომ ის ბევრად უფრო მეტი გერმანელის დასახოცად იყო მზად მას შემდეგ, რაც იხილა ის უაზრო ნგრევები, რომლებიც განახორციელეს გერმანელებმა ყირიმში21. ალბათ უკვე ამ საუბრისას დარწმუნდა სტალინი, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ძალიან დამყოლი იქნებოდა ბევრ საკითხში. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული საუბრისას სტალინი და რუზველტი პრაქტიკულად ყველა საკითხზე ერთ აზრამდე მივიდნენ.
ყირიმის კონფერენციის მსვლელობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ დროისათვის ფრონტებზე შექმნილმა მდგომარეობამ. 1945წ. თებერვლისათვის გერმანია სრული სამხედრო-სტრატეგიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა ჯარების მიერ პოლონეთში განხორციელებული შეტევის შემდეგ ფრონტის ხაზი ბერლინიდან სულ რაღაც 60 კმ-ით იყო დაშორებული. გარდა ამისა, ძირითადი ძალებისაგან მოკვეთილი აღმოჩნდა გერმანელთა აღმოსავლეთ პრუსიის დაჯგუფება 27 დივიზიის შემადგენლობით. ძირითად ძალებს მოსწყდა აგრეთვე კურლანდიის დაჯგუფება, რომელშიც 26 დივიზია შედიოდა22. არც დასავლეთის ფრონტზე ჰქონდათ გერმანელებს სახარბიელო მდგომარეობა. არდენის შეტევის ჩაშლის შემდეგ გერმანელებმა ძლივს მოასწრეს წინ გაჭრილი ნაწილების გამოყვანა, ხოლო ინგლისელები და ამერიკელები, რომლებიც ბერლინიდან 500 კმ-ში იმყოფებოდნენ, მზად იყვნენ რურსა და საარზე გადამწყვეტი შეტევის დასაწყებად23. საერთო ჯამში გერმანიის წინააღმდეგ მიმართული იყო 12-მილიონიანი არმია (6,7 მლნ ჯარისკაცი სსრკ-ზე მოდიოდა, 3,7 მლნ – აშშ-ზე და 1,5 მლნ – დიდ ბრიტანეთზე).
გერმანელებს კი მხოლოდ 5,6 მლნ კაცის დაპირისპირება შეეძლოთ ამ უზარმაზარი მასისათვის24. ძალიან დიდი იყო მოკავშირეთა უპირატესობა სამხედრო ტექნიკის ყველა მაჩვენებლითაც. ფაქტობრივად გერმანიის დღეები დათვლილი იყო და სწორედ ამიტომ ყირიმის კონფერენციაზე ყურადღება ძირითადად პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას დაეთმო, თუმცა პირველი სხდომა სწორედ ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვასა და მოკავშირეთა მომავალი მოქმედებების შეთანხმებას მიეძღვნა. თავდაპირველად განიხილეს აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა ჯარების შეტევის შემდეგ წარმოქმნილი ვითარება, რის შესახებაც საკმაოდ ვრცელი მოხსენებით გამოვიდა გენ. ა. ანტონოვი. მან კონფერენციის მონაწილეებს მოახსენა საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგები და გამოთქვა რამდენიმე სურვილი, რომელთა უმრავლესობაც ინგლისელებსა და ამერიკელებს ეხებოდა. პირველ რიგში, ანტონოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ დაჩქარდებოდა დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა ჯარების შეტევაზე გადასვლა და ეს მოხდებოდა თებერვლის პირველ ნახევარში. გარდა ამისა, ანტონოვის აზრით, აუცილებელი იყო გერმანელთა არდენის დაჯგუფების საბოლოო განადგურება. ამასთან ერთად, ინგლისელებსა და ამერიკელებს არ უნდა მიეცათ გერმანელებისათვის დასავლეთის ფრონტიდან, ნორვეგიიდან და იტალიიდან აღმოსავლეთის ფრონტზე ჯარების გადასროლის საშუალება და ეს უნდა მომხდარიყო საავიაციო დარტყმების შედეგად ბერლინისა და ლაიფციგის კვანძების პარალიზებით. აგრეთვე მათ ხელი უნდა შეეშალათ გერმანელებისათვის, თუ ისინი ეცდებოდნენ იტალიიდან ჯარების გამოყვანას25. ჩერჩილმა სწორედ ამ უკანასკნელ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან წამოაყენა წინადადება იტალიიდან აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანელთა 8 დივიზიის გადასროლის თავიდან ასაცილებლად გადაეყვანათ ლიუბლიანის გასასვლელით ინგლისელებისა და ამერიკელების ჯარების ნაწილი საბჭოთა შენაერთებთან შესაერთებლად26. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩერჩილს სურდა ამ ოპერაციის განხორციელებით სისრულეში მოეყვანა ავსტრიის დაკავების გეგმა, მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა. საბჭოთა მხარემ საერთოდ უპასუხოდ დატოვა ეს წინადადება, რაც ჩერჩილისათვის ალბათ მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც კონფერენციის დაწყებამდე შემდგარ შეხვედრაზე სტალინმა თვითონ შესთავაზა ინგლისელებს ისტრია-ავსტრიის ოპერაციის ჩატარება27.
ამის შემდეგ დასავლეთის ფრონტზე განსახორციელებელი ოპერაციების შესახებ მოხსენება გააკეთა ჯ. მარშალმა. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალმა გენ. დ. ეიზენჰაუერმა გადააჯგუფა თავისი დივიზიები და მოემზადა ახალი შეტევისათვის ფრონტის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილში. მარშალმა გამოთქვა იმედი, რომ ამ ორი ოპერაციიდან პირველი დაიწყებოდა 8 თებერვალს, ხოლო მეორე – ერთი კვირის განმავლობაში28. ძირითადი დარტყმა გერმანელებზე მაინც ჩრდილოეთიდან უნდა ყოფილიყო მიყენებული. სწორედ აქ ჰქონდათ განზრახული მოკავშირეებს მოწინააღმდეგის ფრონტის გარღვევა და რაინის გადალახვა, რაც, მარშალის მონაცემებით, მარტის დამდეგს უნდა მომხდარიყო29. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გარღვევა მოხდებოდა 50-60 მილის სიგრძის ფრონტზე, სადაც გერმანელებს შექმნილი ჰქონდათ მძიმე ტიპის გამაგრებები30, და რომ შემდეგ ამერიკელები და ინგლისელები დაიძვრებოდნენ ბერლინისაკენ31. სამხრეთ ნაწილში, მარშალის განცხადებით, დაგეგმილი იყო მოწინააღმდეგის უკუგდება მიულჰაუზენისა და კოლმარის რაიონიდან და რაინის მარცხენა ნაპირზე გერმანელების პლაცდარმის მოსპობა32.
იტალიურ ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვისას მარშალმა აღნიშნა, რომ აქ მოკავშირეებს გააჩნდათ იმდენი ძალა, რამდენიც საკმარისი იყო მათ წინააღმდეგ განლაგებული 27 გერმანული დივიზიის გასაწონასწორებლად. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა მოკავშირეთა ავიაციის ეფექტურ მოქმედებას და განაცხადა, რომ უკანასკნელ დაბომბვებს მოჰყვა დიდი ნგრევა რკინიგზებზე და საწვავის წარმოების 60%-ით შემცირება გერმანიაში33.
თავისი სიტყვის დასასრულს მარშალმა აღნიშნა, რომ ავიაცია აგრეთვე ბომბავდა წყალქვეშა ნავების განლაგების ბაზებს, რადგანაც, მიუხედავად ამ ნავების მცირე რაოდენობისა, მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან მოკავშირეთა გემებზე ახალი თავდასხმების მოწყობა34. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩერჩილმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საბჭოთა ჯარების სწრაფი წინსვლა დანციგის რაიონში, სადაც გერმანელებს ჰქონდათ წყალქვეშა ნავების ერთ-ერთ უდიდესი ბაზა. ამის პასუხად სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა ნაწილები მალე დაუშენდნენ საარტილერიო ცეცხლს დანციგს და იკითხა, თუ სად იყო განლაგებული სხვა ბაზები, რაზეც ჩერჩილმა უპასუხა, რომ ასეთ ადგილებს წარმოადგენდნენ კილი და ჰამბურგი35. საბჭოთა ლიდერი დაინტერესდა აგრეთვე დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა ჯარების, ტანკებისა და ავიაციის რაოდენობით, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო მარშალისა და პორტალისაგან36.
ამის შემდეგ საუბარი ისევ შეეხო საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში განხორციელებულ ოპერაციას. სტალინმა აღნიშნა, რომ თეირანის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად საბჭოთა მხარე არ იყო ვალდებული, წამოეწყო ზამთრის შეტევა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ არც ჩერჩილსა და არც რუზველტს პირდაპირ არ უთხოვიათ მისთვის შეტევის დაწყება. სტალინის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას მხოლოდ ეიზენჰაუერის წარმომადგენლის – ა. ტედერის მიღება სთხოვა, ხოლო ინგლისის პრემიერმა კი უბრალოდ იკითხა, აპირებდა თუ არა საბჭოთა მხარე იანვარში შეტევაზე გადასვლას37. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ მოკავშირეთათვის დახმარების აღმოჩენა მან თავის მორალურ ვალდებულად მიიჩნია და ამიტომაც გასცა ბრძანება შეტევის ვადაზე ადრე დაწყების შესახებ38. სტალინმა აგრეთვე სთხოვა ინგლისელ და ამერიკელ მოღვაწეებს, გაეთვალისწინებინათ, რომ საბჭოთა მხარის წარმომადგენლები ყოველთვის იცავდნენ არა მარტო ფორმალურ ვალდებულებებს, არამედ შეძლებისდაგვარად ასრულებდნენ თავიანთ მორალურ მოვალეობასაც39. ეს იყო 1942-1943 წლებში მოკავშირეთა მოქმედების აშკარა კრიტიკა, მაგრამ ჩერჩილმა და რუზველტმა „ჩაყლაპეს“ სტალინის აღნიშნული სიტყვები და არაფერი უთქვამთ ამის თაობაზე. აშშ-ს პრეზიდენტმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ყოველი მოკავშირე მორალურად ვალდებული იყო, რაც შეიძლება დიდი სისწრაფით წაეწია წინ40. ამის შემდეგ რუზველტმა და ჩერჩილმა განაცხადეს, რომ საჭირო იყო სამივე მოკავშირის ძალებს შორის მჭიდრო კოორდინაციის დამყარება და წამოაყენეს წინადადება, შტაბებს გადაეწყვიტათ ეს საკითხი. სტალინი დაეთანხმა მათ, რომ აუცილებელი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფრონტებზე ჩასატარებელი ოპერაციების შეთანხმება და მიზანშეწონილად ჩათვალა ამ საკითხის სამხედროებისათვის გადაცემა. მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, რომ სამხედროები ერთმანეთს შეხვედროდნენ მეორე დღეს და განეხილათ როგორც მდგომარეობა აღმოსავლეთის, დასავლეთისა და იტალიის ფრონტზე, ისე არსებული ძალების ყველაზე უკეთ გამოყენების საკითხი41.
ამით დასრულდა დიდი სამეულის მიერ სამხედრო საკითხების განხილვა. ამის შემდეგ ეს საკითხები წყდებოდა მხოლოდ მოკავშირეთა შტაბების წარმომადგენელთა თათბირებზე, რომლებიც იალტაში ყოველდღე ეწყობოდა. საბოლოოდ კონფერენციაზე მიღებული იქნა კომუნიკე, რომლის პირველ ნაწილში – „გერმანიის განადგურება“ – აისახა კიდეც სამხედროთა მიღებული გადაწყვეტილებები. კომუნიკეში აღინიშნა, რომ შტაბების წარმომადგენლების თათბირების შედეგად უფრო მჭიდრო გახდა მოკავშირეთა სამხედრო ღონისძიებების კოორდინაცია; ხაზი გაესვა იმას, რომ მთლიანად შეთანხმებული იქნა გერმანიაზე მისაყენებელი დარტყმების ვადები და მასშტაბები, აგრეთვე აღინიშნა, რომ ყირიმის კონფერენციაზე მიღწეული თანამშრომლობა დააჩქარებდა ომის დამთავრებას და რომ სამი ქვეყნის შტაბების წარმომადგენელთა თათბირები გაგრძელდებოდა მაშინვე, როგორც კი გაჩნდებოდა ამის საჭიროება42.
როგორც ვხედავთ, თეირანის კონფერენციისაგან განსხვავებით, იალტაში სამხედრო საკითხებზე საუბრისას ფაქტობრივად არ შექმნილა საკამათო სიტუაციები, მაშინ როდესაც თითქმის ყველა პოლიტიკური პრობლემის განხილვისას დიდი დებატები გაიმართა. კონფერენციის ყველა მონაწილე ცდილობდა მიეღწია იმისათვის, რომ გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული მისი თვალსაზრისი. როგორც კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი დიპლომატი ჩ. ბოლენი წერს თავის მემუარებში, სამივე ლიდერი გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა იმის გარშემო, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ომისშემდგომი მსოფლიო43.
დიდი სამეულის ლიდერების დანარჩენი 7 პლენარული სხდომა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა. დაძაბული დებატების შემდეგ თითქმის ყველა პრობლემის გარშემო მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილებები, რომლებიც აისახა ჩერჩილის, რუზველტისა და სტალინის ერთობლივ კომუნიკესა და ყირიმის კონფერენციის ოქმში. თუმცა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.
განსაკუთრებით დაძაბული განხილვა მიმდინარეობდა მსოფლიო ორგანიზაციის მოწყობის შესახებ. ძირითადი დაპირისპირება გამოიწვია უშიშროების საბჭოში კენჭისყრის ფორმულამ და ახალი ორგანიზაციის წევრებად მოსაწვევი ქვეყნების განსაზღვრამ. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (იალტის კონფერენციაზე ასეთად მოიაზრებოდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთი) ექნებოდათ ვეტოს უფლება (გარდა პროცედურული საკითხებისა), ხოლო თუ რომელიმე მათგანი მონაწილეობდა დავაში, მას თავი უნდა შეეკავებინა ამ სადავო საკითხზე კენჭისყრისას. ამავე დროს, დადგენილი იქნა, რომ დამფუძნებელ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (აღნიშნული კონფერენცია სან ფრანცისკოში გაიმართა) მიწვეული იქნებოდნენ გაერთიანებული ერები 1945 წ. 8 თებერვლის შემადგენლობით და ის მიმხრობილი ერები, რომლებიც ომს გამოუცხადებდნენ გერმანიას 1945წ. 1 მარტისათვის. გარდა ამისა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა აიღეს ვალდებულება, რომ მხარს დაუჭერდნენ დამფუძნებელ წევრებად ორი საბჭოთა რესპუბლიკის, კერძოდ, უკრაინისა და ბელორუსიის მიღებას44.
ყირიმში მიღებული იქნა დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს აღუთქვეს, რომ გაატარებდნენ ერთობლივ პოლიტიკას გერმანიის ბატონობისაგან განთავისუფლებული ევროპული ქვეყნების მიმართ და დაეხმარებოდნენ მათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში. ამავე დროს, ისინი ადასტურებდნენ თავიანთ ერთგულებას ატლანტიკური ქარტიის პრინციპებისადმი45 და აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ ერს შეეძლო თავად აერჩია თავისი მმართველობის ფორმა46.
განსაკუთრებით მძაფრი იყო გერმანიის მომავალთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საბოლოო ჯამში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გერმანიაში სამ მოკავშირეს ექნებოდა უზენაესი ხელისუფლება, რომლის განხორციელებისას ისინი მიიღებდნენ უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ზომებს, მათ შორის გერმანიის სრულ განიარაღებას, დემილიტარიზაციასა და დაყოფას47.
ამავე დროს, მოხდა საოკუპაციო ზონების დაყოფა და გადაწყდა თავისი ზონის გამოყოფა საფრანგეთისათვის ბრიტანული და ამერიკული ზონებიდან. გარდა ამისა, საფრანგეთი შეყვანილი იქნა საკონტროლო საბჭოში გერმანიის შესახებ48.
დიდი ბრძოლა გაიმართა იალტაში რეპარაციების საკითხზე. სტალინი დაჟინებით მოითხოვდა გერმანიისაგან ამოსაღები თანხის განსაზღვრას 20 მლრდ დოლარით და ამ თანხის ამოღებას ქონებით, ტექნოლოგიებით, პროდუქციითა და წიაღისეულით. ჩერჩილი საკმაოდ პესიმისტურად უყურებდა რეპარაციების საკითხს და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად წინააღმდეგობას ვერ უწევდა ამ საკითხის განხილვას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გაუგებარი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ რეპარაციები გადახდილიყო, მაგრამ მათი თანხის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ბრიტანეთის დელეგაციის წინააღმდეგობის გამო49.
კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავარი სამხედრო დამნაშავეების საკითხი განეხილათ საგარეო საქმეთა მინისტრებს შესაბამის დროს მოხსენების გასაკეთებლად50. ამავე დროს, გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად (3-4 თვეში ერთხელ მაინც) შეხვედროდნენ ერთმანეთს რიგრიგობით მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში51.
კონფერენციაზე ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა პოლონეთის საკითხს. ძირითადად დებატები მიმდინარეობდა პოლონეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პოლონეთის მომავალი საზღვრების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ იალტაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხების გარშემო ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ დროებითი მთავრობა დაკომპლექტებულიყო როგორც ლიუბლინის მთავრობის, ისე პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის წევრებით, თუმცა ვერ მოხერხდა საბოლოო შეთანხმება, თუ როგორი იქნებოდა მათი წარმომადგენლების პროცენტული რაოდენობა52. საზღვრების შესახებ კი დადგინდა, რომ აღმოსავლეთი საზღვარი გაივლიდა ე.წ. „კერზონის ხაზზე“ ზოგიერთ ადგილას 5-8 კმ-ით პოლონეთის სასარგებლოდ გადაწევით, ხოლო დასავლეთი საზღვარი გაივლიდა მდ. ნოისეზე, თუმცა არ იქნა დაკონკრეტებული, აღმოსავლეთ ნოისეზე თუ დასავლეთ ნოისეზე53.
იალტაში განხილული იქნა იუგოსლავიის საკითხიც და მხარეებმა საჭიროდ ჩათვალეს, რეკომენდაცია მიეცათ ტიტოსა და შუბაშიჩისათვის დაუყოვნებლივ აემოქმედებინათ მათ შორის დადებული ხელშეკრულება54, რის შემდეგაც ახალ მთავრობას უნდა შეექმნა დროებითი პარლამენტი ანტიფაშისტური ვეჩესა და ძველი სკუპშჩინის იმ წევრების ბაზაზე, რომლებმაც უარი თქვეს მტერთან თანამშრომლობაზე55.
და ბოლოს, კონფერენციის მონაწილეები კვლავ ადასტურებდნენ თავიანთ ერთიანობას, რათა მიეღწიათ გამარჯვებისათვის ომში და მოეწყოთ მსოფლიო ატლანტიკური ქარტიის პრინციპების თანახმად56.
ასეთი იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა ყირიმის კონფერენციაზე და რომლებიც აისახა კომუნიკეში. თუმცა იყო კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც არ შევიდა კომუნიკეში და არ გამოქვეყნდა კონფერენციის დასრულების შემდეგ. ის ეხებოდა იაპონიასთან ომისა და შორეული აღმოსავლეთის მოწყობის საკითხებს. ამ საკითხზე ძირითადი მოლაპარაკებები იალტაში გაიმართა 8 თებერვალს სტალინსა და რუზველტს შორის. უნდა ითქვას, რომ პრინციპში ეს არც იყო მოლპარაკებები. სტალინმა უბრალოდ ჰკითხა რუზველტს, თუ რა პოლიტიკური სარგებელი ექნებოდა საბჭოთა კავშირს იაპონიის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში. აშშ-ს პრეზიდენტმაც საბჭოთა ლიდერს იქით შესთავაზა კურილიის კ-ბი, სამხრეთ სახალინი, პორტ-არტური და დაირენი (ჩინეთი) საიჯარო უფლებებით, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის იმჟამინდელი სტატუსის შენარჩუნება და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ზოგიერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატირების უფლება57. რასაკვირველია, სტალინს რაიმე დამატებითი მოთხოვნის გაკეთება არც მოსვლია აზრად. შესაძლოა, ეს იმაზე მეტიც კი იყო, ვიდრე ის თვითონ ელოდა რუზველტისაგან. ამიტომ მთავრობათა მეთაურების ერთობლივ გადაწყვეტილებას58 სწორედ ეს წინადადება დაედო საფუძვლად.
ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებები არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული დასავლეთში. იალტის კონფერენციის დასრულების შემდეგ აგერ უკვე თითქმის 58 წელი გავიდა, მაგრამ მისთვის ჯერ კიდევ არ არის საბოლოო შეფასება მიცემული. განსაკუთრებით დიდი დავა მიმდინარეობს ამ კონფერენციაზე რუზველტის მიერ დაკავებული პოზიციის გარშემო. თავდაპირველად, კონფერენცია ლამის რუზველტის დიპლომატიურ ტრიუმფად იქნა მიჩნეული. ამ აზრის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი როლი მიუძღვის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ედუარდ სტეტინიუსის შეფასებებს. სტეტინიუსმა თავის წიგნში „რუზველტი და რუსები“ განაცხადა: „კონფერენციის ჩანაწერები ნათლად ცხადყოფენ, რომ საბჭოთა კავშირს უფრო დიდ დათმობებზე მოუწია წასვლა, ვიდრე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს“.59 მისი თქმით, რუზველტს, სტალინსა და ჩერჩილს შორის მიღწეული შეთანხმებები სხვა არაფერი იყო, თუ არა „აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ტრიუმფი“, და რომ სირთულეები შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული შეთანხმებები არ იქნა დაცული60. თავის პოზიციას სტეტინიუსი ამაგრებს საბჭოთა დათმობების შთამბეჭდავი სიით, რომელიც 7 პუნქტისაგან შედგება (ამასთანავე, ზოგიერთ პუნქტს საკმაოდ ბევრი ქვეპუნქტი აქვს).61
ე. სტეტინიუსის მიერ ჩამოთვლილი დათმობებია: 1. მსოფლიო ორგანიზაცია: ა) უშიშროების საბჭოში კენჭისყრის ფორმულა; ბ) თექვსმეტი ხმის მოთხოვნაზე უარის თქმა; გ) სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე ქვეყნების მოწვევის შესახებ ამერიკული განსაზღვრის მიღება, რის შედეგადაც ლათინური ამერიკის ქვეყნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები გახდნენ; დ) გაეროს ტრიბუნის გამოყენების უფლების მინიჭება პატარა ქვეყნებისათვის; 2. სამხედრო თანამშრომლობა (მაგ. სტალინის თანხმობა ბუდაპეშტის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზების ამერიკელების მიერ გამოყენებაზე); 3. ფრანგებისათვის საოკუპაციო ზონის გამოყოფა და საფრანგეთის შეყვანა საკონტროლო კომისიაში; 4. რეპარაციების საკითხი; 5. იუგოსლავიის საკითხი; 6. დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ; და 7. პოლონეთი: ა) სტალინის მხრიდან პოლონეთის დასავლეთ საზღვრად მდ. დასავლეთ ნოისეს მიჩნევის შესახებ წინადადების გატანა რუზველტისა და ჩერჩილის წინააღმდეგობის შედეგად; ბ) აღმოსავლეთ საზღვრის „კერზონის ხაზიდან“ 6-8 კმ-ით გადაწევა აღმოსავლეთისაკენ და ბელოსტოკზე უარის თქმა; გ) თანხმობა ლუბლინის მთავრობის რეორგანიზაციაზე.
აი, ამგვარი იყო საბჭოთა დათმობები სტეტინიუსის აზრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი აშკარად სასურველს მიიჩნევდა რეალობად და საბჭოთა დათმობად მიაჩნდა ის, რაც სტალინს სულაც არ მიაჩნდა წამგებიანად.
დავიწყოთ პირველი საკითხიდან – მსოფლიო ორგანიზაცია. იალტაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრისას უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრებს (იმ პერიოდში მოისაზრებოდა 4 მუდმივი წევრი – აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, თუმცა მოგვიანებით მათ საფრანგეთიც შეუერთეს) ექნებოდათ ვეტოს უფლება. ძნელი სათქმელია, თუ რაში გამოიხატა საბჭოთა მხარის დათმობა ამ შემთხვევაში, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის მშვენივრად იყენებდა ამ უფლებას საჭიროების დროს და ბლოკავდა მთელ რიგ მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მათგან მნიშვნელოვანი მხოლოდ 16 ხმაზე უარის თქმა იყო, რამეთუ დანარჩენი ორი ქვეპუნქტი ადრე თუ გვიან მაინც უნდა განხორციელებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვებულებს მსოფლიო დიქტატში დაედებოდა ბრალი. ასე რომ, იქ არც სტალინს და არც სხვა ვინმეს არ შეეძლო მტკიცედ წინ აღსდგომოდა მთელი რიგი ქვეყნების გაეროში გაწევრიანებასა და ამ ორგანიზაციის ტრიბუნის გამოყენებას. რასაკვირველია, ლათინური ამერიკის ქვეყნებს ძირითადად პროამერიკული პოზიციები ეკავათ და გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრისას აშშ-ს მთავრობის მითითებებს გაითვალისწინებდნენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც იმ დროისათვის გაეროში საბჭოთა კავშირი პრინციპული საკითხების განხილვისას მაინც უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ იყო სტალინისათვის მნიშვნელოვანი ყველა საბჭოთა რესპუბლიკის გაწევრიანება გაეროში, მაგრამ ამაზე მას მოუწია უარის თქმა, წააწყდა რა რუზველტისა და ჩერჩილის მტკიცე პოზიციას. შედეგად მან თანხმობა მიიღო მხოლოდ უკრაინისა და ბელორუსიის შეყვანაზე გაეროში.
სტეტინიუსის მიერ ჩამოთვლილი დანარჩენი დათმობებიდან ზოგიერთი სულაც დეკლარაციულ ხასიათს ატარებდა. ასე, მაგალითად: ბუდაპეშტის მახლობლად საჰაერო ბაზების ამერიკელების მიერ გამოყენების უფლება და დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ რაიმე მნიშვნელოვან საკითხს სულაც არ წარმოადგენდა. ბაზას საერთოდ არ ჰქონდა რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა მომავალში, ხოლო დეკლარაციაში მოხსენიებული ფრაზა – „ატლანტიკური ქარტიის თანახმად ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს მმართველობის ის ფორმა, რომელიც მას სურს“ – სტალინს სულაც არ ზღუდავდა. პირიქით, მას ამის კარგად გამოყენებაც შეეძლო. კიდევ ერთი ე.წ. „დათმობა“ – იუგოსლავია – სტალინსა და ჩერჩილს შორის უფრო ადრე (1944წ. ოქტომბერში) მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შედეგი იყო და არა იალტაში დასავლეთელი მოკავშირეების მიერ გამოვლენილი დიპლომატიური ნიჭისა. რაც შეეხება რეპარაციებს, აქ კი ნამდვილად იყო დიდი დიპლომატიური ბრძოლა მხარეებს შორის, მაგრამ დათმობად იმის აღიარება, რომ საკითხი უბრალოდ არ იქნა გადაწყვეტილი და მისი განხილვა გადაიდო, ჩვენი აზრით, უბრალოდ არასწორია.
არც საფრანგეთისათვის საოკუპაციო ზონის გამოყოფა შეიძლება ჩაითვალოს სტალინის მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ დათმობად, რადგანაც ეს ზონა გამოიყოფოდა ბრიტანული და ამერიკული საოკუპაციო ზონებიდან და საბჭოთა მხარე ამით არაფერს კარგავდა. უფრო მეტიც, ამით მხოლოდ ჩერჩილი და რუზველტი იჩენდნენ „თავის ტკივილს“, რადგანაც შარლ დე გოლი სულაც არ იყო მათთვის მეტისმეტად მისაღები პიროვნება. რაც შეეხება საფრანგეთის საკონტროლო კომისიაში შეყვანას, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გამომდინარეობდა საოკუპაციო ზონის გამოყოფიდან და, ამასთანავე, სულაც არ უშლიდა რაიმეთი ხელს საბჭოთა კავშირს, რადგანაც საკონტროლო საბჭოში ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კონსენსუსის ნიადაგზე. და ბოლოს, სტეტინიუსის მიერ ჩამოთვლილი დათმობებიდან უკანასკნელი – პოლონეთი. ჩვენ სულაც არ ვთვლით, რომ ამ საკითხის განხილვისას სტალინი რაიმე განსაკუთრებულ დათმობებზე წავიდა. დიახ, მან მართლაც გაიტანა წინადადება პოლონეთის დასავლეთ საზღვრად მდ. დასავლეთ ნოისეს მიჩნევის შესახებ, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ პოტსდამში მიღებული იქნა ამ საკითხის გადაწყვეტის სწორედ მისეული ფორმულა. კერზონის ხაზიდან საზღვრის ოდნავ აღმოსავლეთით გადმოწევამ კი მას ძალიან დიდი დიპლომატიური პლიუსები მისცა, რადგანაც მან შეძლო ჩერჩილი და რუზველტი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა. სტალინმა მათ პირდაპირ განუცხადა, რომ ის სულაც არ აპირებდა ყოფილიყო კერზონსა და კლემანსოზე უფრო ნაკლები რუსი64, რის შემდეგადაც აიძულა ისინი, ეცნოთ საბჭოთა კავშირის დასავლეთი საზღვარი, ანუ ის მიტაცებული მიწები, რომლებიც სტალინმა ჰიტლერთან დადებული პაქტით მიიღო. არც ლუბლინის მთავრობის რეორგანიზაციას მოუტანია სტალინისათვის დიდი პრობლემები. მან შეძლო ამ რეორგანიზებულ მთავრობაში უმრავლესობის მიღება, რის შედეგადაც სტალინმა შემდგომში მოახერხა პოლონეთის სატელიტ სახელმწიფოდ ქცევა.
ამრიგად, სტალინის მხრიდან გაკეთებულ დათმობებს ძირითადად არ ჰქონდა რაიმე პრინციპული ხასიათი, აი, მის მიერ მიღებული დივიდენდები კი შეიძლება ფასდაუდებლად ჩაითვალოს. საკმარისია ითქვას, რომ მან იაპონიასთან ომში ჩაბმის სანაცვლოდ მიიღო სამხრეთ სახალინი და კურილიის კუნძულები, საიჯარო უფლებები პორტ-არტურსა და დაირენზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ზოგიერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატირების უფლება და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის იმდროინდელი სტატუსის შენარჩუნება. და ეს ყველაფერი რუზველტმა სტალინს მისცა იმის სანაცვლოდ, რაც თავად სტალინს სურდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ვერ გათვალა, რომ საბჭოთა ლიდერი თავად იყო დაინტერესებული იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმით, რადგანაც ამას მისთვის ძალიან დიდი სარგებელი შეეძლო მოეტანა. პირველ რიგში, სტალინს სურდა იაპონიის გამოძევება ჩინეთიდან და იქ საბჭოთა გავლენის დამყარება. სხვათა შორის, ჩერჩილი ამას შემდგომში მიხვდა კიდეც, მაგრამ უკვე ძალზე გვიანი იყო. არადა, რუზველტს ოდნავ მაინც რომ ეფიქრა ასეთ შესაძლებლობაზე, მას შეეძლო ბევრად უფრო ნაკლები დათმობების გაკეთება, რაც ცივ ომში საბჭოთა მხარის პოზიციებს მნიშვნელოვნად შეასუსტებდა.
ასე რომ, იალტის კონფერენციის შეფასებისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე დიდი სარგებელი საბჭოთა კავშირმა მიიღო და ეს სამიტი, ისევე როგორც თეირანის კონფერენცია, სტალინის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა.
შენიშვნები
1. Fორეიგნ ღელატიონს ოფ ტჰე Uნიტედ შტატეს. თჰე ჩონფერენცეს ატ Mალტა ანდ Yალტა, ჭასჰ., 1957, გვ. 4; Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг. (შემდგომში Переписка...), т. II, М., 1957, გვ. 149.
2. Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг. (შემდგომში Переписка...), т. I, М., 1957, გვ. 243.
3. Переписка.., т. II, გვ. 150.
4. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. კვებეკის II კონფერენცია (1944. 12-16 IX), – „საისტორიო ძიებანი“, II, 1999, გვ. 339-351.
5. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. ჩერჩილის მეორე ვიზიტი მოსკოვში (1944წ. 9-18 ოქტომბერი). დიპლომატიური ასპექტები, – „საისტორიო ძიებანი“, IV, 2001, გვ. 300-314.
6. სტალინის და ჩერჩილის შეხვედრის კოდური სახელწოდება.
7. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჰოპკინსს რატომღაც ახსოვდა, რომ გრომიკოს ის ამ თემაზე ესაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ ნოემბერში (ღ. შჰერწოოდ. ღოოსეველტ ანდ Hოპკინს: Aნ Iნტიმატე Hისტორყ, Nეწ Yორკ, 1948, გვ. 861.).
8. Переписка.., т. II, გვ. 164.
9. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ: თჰე ჩომპლეტე ჩორრესპონდენცე, ვოლ.
10. Aლლიანცე Dეცლინინგ. Fებრუარყ 1944 – Aპრილ 1945, – ედ. წიტჰ ცომმენტარყ ბყ ჭარრენ F. Kიმბალლ, Pრინცეტონ, Nეწ ჟერსეყ, 1984, გვ. 365.
11. იქვე, გვ. 366.
12. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 368. არავინ იცის, თუ რამდენად გულწრფელი იყო სტალინი, მაგრამ 1944წ. სექტემბერში მან ჰარიმანს უთხრა, რომ თეირანში თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ მას ორი კვირა აწუხებდა ყური (თჰე ჩონფერენცეს ატ Mალტა ანდ Yალტა, გვ. 5).
13. Переписка.., т. II, გვ. 165; ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 377.
14. Переписка.., т. II, გვ. 166.
15. იქვე, გვ. 167.
16. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 412.
17. Переписка.., т. II, გვ. 168.
18. Переписка.., т. II, გვ. 167.
19. Переписка.., т. I, გვ. 300. საინტერესოა, რომ ამ საკითხის განხილვისას აშშ-ს ელჩმა საბჭოთა კავშირში ავერელ ჰარიმანმა წამოაყენა ბათუმის კანდიდატურაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უპირატესობა იალტას მიენიჭა (ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 449).
20. წინადადება სხდომების ლივადიის სასახლეში ჩატარების შესახებ სტალინს ეკუთვნოდა და განპირობებული იყო რუზველტისათვის საუკეთესო პირობების შექმნის სურვილით, რადგანაც ზედმეტი გადაადგილება სავარძელს მიჯაჭვულ აშშ-ს პრეზიდენტს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიდა (История дипломатии, в 6-и томах, под ред. В. А. Зорина (т. I) и А. А. Громыко (тт. II-VI), т. IV, М., 1975, გვ. 553), თუმცა ამერიკელმა მკვლევარმა ჯ. კროკერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საბჭოთა ლიდერს სხვა მიზანიც ჰქონდა. მისი თქმით, ალუპკიდან ლივადიაში მოხვედრა კორეიზის გაუვლელად შეუძლებელი იყო და სტალინის გვერდის ავლით ჩერჩილი ვერ მოახერხებდა რუზველტთან მოხვედრას (იხ.: G. N. ჩროცკერ. ღოოსეველტ'ს ღოად ტო ღუსსია, ჩჰი., 1959, ცჰ. 15).
21. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6. თრიუმპჰ ანდ თრაგედყ, Nეწ Yორკ, 1962, გვ. 298-299.
22. ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ორჯერ – 1942 და 1944 წლებში – იყო ბრძოლების ეპიცენტრი, ნგრევა გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, იალტაც სწორედ იმის გამო აირჩია სტალინმა შეხვედრის ადგილად, რომ გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებზე და ეჩვენებინა მათთვის, თუ რა გამანადგურებელი შედეგი ჰქონდა ომს საბჭოთა კავშირისათვის. შესაძლოა, ის ფიქრობდა, რომ შედეგად ისინი უფრო დამთმობნი იქნებოდნენ რეპარაციების საკითხში.
23. ÈÄÉÒÀÍÉ, ÉÀËÔÀ, ÐÏÔÓÃÀÌÉ. – დოკუმენტების კრებული‚ თბ.‚ 1969‚ გვ. 70; Совეтский Союз на международных конференциях периода Великой Отечественной войны 1941-1945гг. თ. IV. Крымская конференция руководителей трех союзных держав – СССР, США и Великобритании (4-11 февраля 1945г.), М., 1978 (შემდგომში Крымская конференция)‚ გვ. 50-51.
24. ჟ. Eჰრმან. Gრანდ შტრატეგყ. Vოლ. 6. Oცტობერ 1944–შეპტემბერ 1945, L., 1956, გვ. 92; Дж. Эрман. Большая стратегия. Октябрь 1944 – август 1945, М., 1958, გვ. 99.
25. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны. 1941-1945, М., 1985, გვ. 328.
26. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 71-72; Крымская конференция.., გვ. 52.
27. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 72; Крымская конференция.., გვ. 52.
28. Крымская конференция.., გვ. 45.
29. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 73; Крымская конференция.., გვ. 53.
30. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 74; Крымская конференция.., გვ. 53.
31. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 76; Крымская конференция.., გვ. 55.
32. 1. ÓÀÉÓÔÏÒÉÏ ÞÉÄÁÀÍÉ 321
33. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 74; Крымская конференция.., გვ. 53.
34. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 73; Крымская конференция.., გვ. 53.
35. Крымская конференция.., გვ. 54.
36. იქვე.
37. იქვე.
38 იქვე, გვ. 55-56.
39. Крымская конференция.., გვ. 57.
40. იქვე. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა მხარე სისტემატურად ხაზს უსვამდა შეტევის ვადაზე ადრე დაწყებას მოკავშირეთა წინაშე თავისი ვალდებულებების შესასრულებლად. მართლაც, საბჭოთა შეტევა დაიწყო დროზე ადრე, მაგრამ მხოლოდ 4 დღით (თავდაპირველად ის იგეგმებოდა იყო 16 იანვარს), რაც, რასაკვირველია, არ შეიძლება ჩაითვალოს დიდ ცვლილებად და რაიმე განსაკუთრებულ დახმარებად. მიუხედავად ამისა, თითქმის 6 ათეული წელია ჯერ საბჭოთა, ახლა კი უკვე რუსი მკვლევარები ეწევიან სპეკულაციას ამ 4 დღით და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს ამ ოთხმა დღემ იქონია გადამწყვეტი გავლენა დასავლეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ამ სპეკულაციას გარკვეული შედეგებიც მოჰყვა და მათ ზოგიერთმა არარუსმა მკვლევარმაც აუბა მხარი.
41. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 78; Крымская конференция.., გვ. 57.
42. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 79; Крымская конференция.., გვ. 57.
43. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 80-81; Крымская конференция.., გვ. 58.
44. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 166-167; Крымская конференция.., გვ. 265.
45. ჩჰ. E. Bოჰლენ. ჭიტნესს ტო Hისტორყ, 1929-1969, Nეწ Yორკ, 1973, გვ. 160.
46. Крымская конференция.., გვ. 274-275.
47. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის სათავეებთან. ატლანტიკური კონფერენცია, – „ÓÀÉÓÔÏÒÉÏ ÞÉÄÁÀÍÉ“, I, 1998, გვ. 189-198; È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. მეორე ფრონტის მომზადებისა და განხორციელების პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში. 1941-1943, თბ., 2002, გვ. 23-34.
48. Крымская конференция.., გვ. 276.
49. იქვე, გვ. 277.
50. იქვე, გვ. 278.
51. იქვე, გვ. 278-279.
52. იქვე, გვ. 279.
53. იქვე, გვ. 271.
54. Крымская конференция.., გვ. 271.
55. იქვე, გვ. 279-280.
56. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1944 წ. 1 დეკემბერს.
57. Крымская конференция.., გვ. 270, 280.
58. იქვე, გვ. 271.
59. Крымская конференция.., გვ. 129-130.
60. იქვე, გვ. 273-274.
61. E. შტეტტინიუს, ჟრ. ღოოსეველტ ანდ ტჰე ღუსსიანს: თჰე Yალტა ჩონფერენცე, Nეწ Yორკ, 1949, გვ. 295.
62. E. შტეტტინიუს, ჟრ. ღოოსეველტ ანდ ტჰე ღუსსიანს, გვ. 295.
63. იქვე, გვ. 295-302.
64. Крымская конференция.., გვ. 100.
Комментариев нет:
Отправить комментарий