ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდ. ფოლადაურის ხეობაში, ზღვის დონიდან 1019 მეტრზე, ამჟამად ახქერფის სახელით ცნობილი უძველესი ქართული სოფლის მახლობლად მდებარეობს, რომელიც მარნეულის რაიონში შედის. ძველად კი შედიოდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელსაც ბოლნისის ხევი ეწოდებოდა. აქედან საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრშია.
ჰუჯაბის შესახებ ცნობები მხოლოდ, XVIII საუკუნის პირველი მეოთხედიდან ჩანს „ხუჯაბის“ ფორმით: ესაა 1721 წლის ხალხის აღწერის დავთარი და „დასტურლამალი”, სადაც აღნიშნულია „ხუჯაბის ქორის ბუდე“, რომელიც დაბეგრილი იყო საქორე გადასახადით.
ჰუჯაბი, იგივე ხუჯაბი, ძირძველი ქართული სიტყვაა, ძირითადად გურულ დიალექტში შემორჩენილი, და მოდგმას, ჯიშს, ჯილაგს ნიშნავს. ხევსურულად გუჯაბი ნაგებობაა. ივანე ჯავახიშვილისა და ლევან მუსხელიშვილის განმარტებით, არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვიდან ჰაჯიბი (ხაჯიბი), რაც „ეჯიბს“ – მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს.
ზემოთქმულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია 1651 წლის საბუთი, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ ეჯუბიშვილები (იმავე წლის სხვა საბუთში ეჯიბიშვილებად მოიხსენიებიან) XVII საუკუნის შუა წლებში ლორედან გადმოუსახლებია მეფე ლუარსაბსა და მის ძე – სიმონს. მაშინ მიუღია ამ საგვარეულოს სომხითის (ქვემო ქართლს ასე ეძახდნენ გვან ფეოდალურ ეპოქაში) ნასოფლარები ასაშენებლად და სამკვიდროდ. ამ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი სამეფო კარის მესტუმრის სახელოს ფლობს, თუმცა მათი გვარსახელი ისევ მეკარის თანამდებობას ნიშნავს.
ვახუშტი ბატონიშვილი ფოლადაურის ხეობის აღწერისას ჰუჯაბის მონასტერსაც იხსენიებს: „…არის მონასტერი ჰუჯაბისა, გუმბათიანი, კეთილს ადგილს და აწ ცარიელ არს“. სოფლების სიაში ავტორი ამ სახელწოდების სოფლესაც ასახელებს, ფორმით „უჯაბი“, რომელიც მოქცეულია სოფ. ხანძუტსა და ჯარმეჩებს შორის.
ჰუჯაბის მიდამოები ოდითგანვე ქართველებით იყო დასახლებული. აქ ცხოვრობდა 23 ქართული კომლი (ლელიაშვილები). 1717 წლიდან მოყოლებული ხუთჯერ ააოხრეს ჯერ ლეკებმა, შემდეგ ოსმალებმა; სახლიც არ დატოვეს დაუქცეველი. ამას მოჰყვა მიწისძვრა. სასწაულით გადარჩა ტაძარი.
მოგვიანებით, ერეკლე მეორემ ამ მიდამოებში – ქართველებისგან დაცლილ სოფელში – შნოღელი (ყარაბაღი) სომხები ჩაასახლა. მათ კი ამ ადგილს ახქიფი (თურქულად „თეთრი ხიდი“) უწოდეს. მიუხედავად ამისა, თვით XX საუკუნის დამდეგს ჰუჯაბის მიდამოები თავად მელიქიშვილების მამული იყო. მათივე ხელშეწყობით, 1905 წელს ჰუჯაბის დედათა მონასტერი ამოქმედდა და იქ იერუსალიმში მოჭედილი ღვთისმშობლის ხატი დაასვენეს. 1918 წლის დეკემბერში ჰუჯაბის მიდამოები საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ საქართველო-სომხეთის კონფლიქტის დროს ის დროებით სომხეთმა დაიკავა. 1919 წლის იანვარში საქართველომ აღნიშნული ტერიტორია სამშობლოს დაუბრუნა, თუმცა, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჰუჯაბის მონასტრის მიდამოებს სომხეთი გამუდმებით
ითხოვს. 1935 წელს ჰუჯაბის მონასტრიდან დედები გაურკვეველი მიზეზით განდევნეს, რომლებმაც იქვე არსებულ სოფელ ახქერფში შეაფარეს თავი და იქ დაემკვიდრნენ. ერთ-ერთ საცხოვრებელში მოაწყვეს სამლოცველო.
სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას ორი ხევის
შესაყარში ნასოფლარია და იქვე
ნაეკლესიარიც (10მ.-4მ.). მიიჩნევა
რომ აღნიშნული
არის ჰუჯაბის
ნასოფლარი. იქვე გადიოდა
სატრანზიტო გზა რომელსაც
მგლის კარის
უღელტეხილით გადავყავდით ლორე-ტაშირში.
ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი სოფელს ახქერფიდან მოშორებით, ლალვარის მთის ძირში მდებარეობს, აგებულია დაახლოებით XIII საუკუნის 60-იან წლებში. გარედან მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნითაც სხვადასხვა ნაგებობათა კვალია. გალავნის შესასვლელთან მეორე ეკლესიის ნანგრევებიცაა. იგი დარბაზული ტიპის შენობა ყოფილა, საშუალო ზომის თანაბარი ლოდებით, ჰორიზონტალურ წყობაზე ნაგები. გვიან გადაკეთებული ეს ნანგრევი, 1956 წლამდე თივის შესანახად გამოიყენებოდა. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, მცირე ეკლესია ადრეფეოდალური ხანისა უნდა იყოს (თარიღდება V-VI საუკუნეებით). შირიმის ქვა, რომლითაც ის აუგიათ, ხევის აყოლებით, დაახლოებით ერთ კილომეტრზე მოიპოვება. ეზოში არსებული ნანგრევები მოწმობენ, რომ აქ იქნებოდა მონასტრის ბერთა სენაკები და სატრაპეზო, ასევე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი.
რაც შეეხება ჰუჯაბის ხუროთმოძღვრული ანსამბლის შემადგენელ მთავარ, ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს, მიეკუთვნება შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ძეგლთა იმ ჯგუფს, რომელსაც შეადგენს ქართლის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაყოლებით განლაგებული იკორთა, ქვათახევი, კოჯრის კაბენი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ახტალა.
ამ ძეგლებისათვის დამახასიათებელია განმარტოებული მდგომარეობა, მცირე ზომები, მასათა სიმსუბუქე და მოხდენილობა, მარტივი გეგმა, შიდა სივრცის კომპაქტურობა და ზეაზიდული პროპორციები, ფასადების გაფორმება პოლიქრომული მოპირკეთებითა და სპეციფიკური მორთულობებით.
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი „ჩახაზული ჯვრის“ ტიპისაა. დაგვირგვინებულია მაღალი, მოჩუქურთმებული გუმბათის ყელით. ჯვრის მკლავების თანაკვეთაში ამოზრდილი გუმბათი თავსდება სწორკუთხედში. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი დამთავრებული წრიული აფსიდით, წარმოადგენს საკურთხეველს, რომლის გვერდებზე განლაგებულია სადიაკვნე და სამკვეთელო. გუმბათქვეშა საყრდენებიდან დასავლეთით ორი, უმეტესად, რვაწახნაგა ბურჯი ტავისუფლად დგას, აღმოსავლეთით კი შერწყმულია საკურთხევლის ბემის კედლებთან. ტაძარს სამი შესასვლელი და კარიბჭეები (სტოები, გალერეები) აქვს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელები განლაგებულია გუმბათქვეშა დასავლეთი საყრდენების გასწვრივ, საიდანაც ინტერიერის აღქმა ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით საკურთხეველთან მიახლოებისას.
აღსანიშნავია, რომ სარკმელები და გუმბათის ყელი უხვად ყოფილა შემკული ქართული წნული ორნამენტით, ასევე წნული ჩუქურთმითაა შევსებული მოზრდილი ჯვარიც. შიგნიდან ეკლესი მოხატული ყოფილა, თუმცა დღესდღეისობით კედლები შიგნიდან შელესილია. მხატვრობა შემორჩენილია მხოლოდ სადიაკვნეში გაფერმკრთალებული ფრაგმენტების სახით, საკურთხევლისგან გამყოფ კედელზე, აღმოსავლეთი სარკმლის ჭრილში, კამარის თაღში და სხვ; ისიც იმის წყალობით, რომ ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე ორსართულიანია და ძირითადად, ლორფინგადაცლილ, სახურავში ჩაჟონილი წვიმა ან გამდნარი თოვლი, რამდენადმე ფერხდება სადიაკვნესა და მის ზემოთ, მეორე სართულის სათავსს შორის არსებული კამარული გადახურვის სისქეში.
კამარის ჩრდილო კალთასა და კედლის ზედა ნაწილზე განთავსებულ რეგისტრში ფრაგმენტულად შემორჩენილია „ნათლისღება“. უკეთ განირჩევა კომპოზიციის ცენტრი – იორდანში მდგომი ქრისტე. „ნათლისღების“ ეს გამოსახულება უნდა მიეკუთვნებოდეს XI–XII საუკუნების ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივ იკონოგრაფიულ ტიპს, რომლის საწყისი, როგორც ეკ. პრივალოვა მიუთითებს, სირიულ-კაპადოკიურ ტიპშია საძიებელი და რომლისთვისაც დამაახსიათებელია აქ შემორჩენილი „ნათლისღების“ კომპოზიციაში არსებული დეტალები: ნახატის ქვედა ნაწილში განიერი და შუაში თაღისებურად შევიწროებული მდინარე, მისი ნაპირის ზიგზაგისებური მოხაზულობითა და მკვეთრი, მაგრამ მდოვრე ამაღლებით.
ჩამორეცხილ მოხატულობაზე, როგორც ნისლში, მოჩანს ვედრების პოზიციაში გამოსახული მამაკაცი. ყველაზე უკეთ განირჩევა აღმოსავლეთისაკენ სამი მეოთხედით მიბრუნებული სახე. მიუხედავად იმისა, რომ მოხატულობის დამთარიღებელი სხვა ნიშნები აღარ არსებობს, ეს ყოველივე მანიშნებელი უნდა იყოს იმისა, რომ ამ პორტრეტის შესრულება საგულისხმოა არა უგვიანეს XIII საუკუნის დასასრულისა. ამის დასტური იქნებ ისიც იყოს, რომ საერო პირის გამოსახულება მოთავსებულია არქიტექტურულად გამოყოფილ ადგილზე – სადიაკვნოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კედლის სწორკუთხა სვეტების წინა ზედაპირზე. XIII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული ტაძრის დარბაზისკენ თავდაპირველად გახსნილი სადიაკვნოს ჩრდილო კედლის ეს ნაწილი კი დღის განმავლობაში ყველაზე დიდხანს იქნებოდა განათებული ჯერ სადიაკვნოს აღმოსავლეთი და შემდეგ განივი მკლავის სამხრეთ ბოლოში გაჭრილი წყვილი, მაღალი სარკმლებდან შემოსული სინათლით.
აქვე, მამაკაცის გამოსახულების მარჯვნივ, მისი მხარის გასწვრივ და ხელის მტევნის ზემოთ შეიმჩნევა რაღაც შენობა (ტაძრის მოდელი?) მუქი შეფერილობის საფეხუროვანი გადახურვით.
რაც შეეხება ტაძრის შემოსასვლელებს, დასავლეთით და სამხრეთ პორტალს აქვს სარკმელთა მორთულობის შესატყვისი მოჩარჩოება; ამასთან სამხრეთისა უფრო მდიდრულია. ტიმპანის ერთიანი ქვის ზედაპირი დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელში გლუვია, სამხრეთისაში კი ამოტეხილია. ჩრდილოეთის სადა შესასვლელი საშინაო დანიშნულებისა ჩანს; იგი გამიზნული უნდა ყოფილიყო მონასტრის ბინადართათვის, რადგან ჩრდილოეთიდან ტაძარს ეკვროდა სამონასტრო მეურნეობისათვის განკუთვნილი, თუ ადრინდელი საკულტო, ნაგებობანი და ამდენად, გარეშე პირი მონასტრის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში არც ხვდებოდა; საზეიმო სამხრეთი და, მოგვიანებით, დასავლეთი პორტალები კი ემსახურებოდა ტაძარში შემომსვლელთ.
გუმბათის ყელის თორმეტი, ფასადთა სარკმლების მსგავსად მოჩარჩოებული, სარკმელი მოთავსებულია გარე წყვილი ლილვიებით შექმნილ წრიულ მოხაზულობის თაღედში. თაღების შეერთების ადგილებში მონაცვლეობით ზემოდან ჩასმულია ბირთვი მოჩუქურთმებული ზედაპირით და ვერძის თავი, რომელთა სრული რაოდენობაც არ არის შემორჩენილი. ჩრდილოეთის მხარეს შუა სარკმელის თავზე, გუმბათს ლავგარდანსა და თაღედს შორის, გუმბათის საპირეში ზის ქვა ლომის რელიეფით (ქვემოდან იგი სახედარივით მოჩანს, რომ არა მარყუჟი ზემოთ აპრეხილი კუდის ბოლოში და დაბალი, მრგვალი ყურები). აქვე, შემდეგი სარკმლის ღიობში შემორჩენილია მრგვალხვრელებიანი კერამიკული ალათის ფრაგმენტი. გუმბათის ყელი, ფასადის მსგავსად, ორი ფერით ჟღერს და ამით გუდარეხის სამრეკლოს გვაგონებს; მხოლოდ, აქ მუქ იისფერზე ჩალისფერი მოკლე ზოლებით არის არარეგულარულად განლაგებული.
სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი მოგვიანო ხანის მინაშენებიდან, ამჟამად ნაწილობრივ შემორჩენილა დასავლეთის სამნაწილიანი კარიბჭე, რომელიც ნატეხი და რიყის ქვებითაა ნაშენი და მოპირკეთებულია რუხი ქვით. შუა ნაწილის ორფერდა სახურავის კეხი უსწორდება ტაძრის დასავლეთ ფასადზე წყვილ სარკმელებს შორის რელიეფური ჯვრის ბაზისს.
აგურით ნაგები ტაძარი მოპირკეთებულია ლამაზად თლილი სხვადასხვა ზომის ოქროსფერი და იისფერი ტუფით. ფასადთა გაფორმებაში კი მთავარი ადგილი დიდ მოჩუქურთმებულ ჯვრებსა და მდიდრულსაპირეებიან შეწყვილებულ სარკმელებს უჭირავს.
ტაძრის მხატვრული ინდივიდუალურობა მნიშვნელოვანწილად მისი ფერადოვანი გადაწყვეტით არის განპირობებული; ძირითად საპირეს წარმოადგენს იისფერი, ხოლო ოქროსფერით რელიეფური სამკაულია შესრულებული. ამ ორი ფერის კვადრატების გადანაწილება ფასადზე წინასწარმოაზრებულ სისტემას ექვემდებარება, რაც რელიეფურად მოზრდილი სამკაულის კედლის სიბრტყესთან შეწყობა-შეკავშირებას ემსახურება.
ხაზგასმული ფერადოვნება საერთოდ ამ რეგიონის დამახასიათებელი თავისებურებაა, განსაკუთრებით ამ პერიოდში. ეს კარგად ჩანს, როდესაც ჰუჯაბის ტაძარს ვადარებთ ბეთანია-ქვათახევის ჯგუფის ძეგლებს; პირველ რიგში მათ, რომლებიც ქრონოლოგიურად ამ ჯგუფის ბოლოში დგანან (ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ტყემლოვანი).
ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. ტაძრის ქტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX საუკუნეში წაუშლიათ სომხებს.
ჰუჯაბისა და მისი თანამედროვე ქართული ტაძრების მხატვრული სახის დასახასიათებლად მეტად საგულისხმოა შედარება მეზობელი სომხეთის ძეგლებთან, რომლებშიც სხვადასხვა ფერის ქვების გამოყენება სრულებით განსხვავებულ პრინციპებს ემყარება.
2000-იან წლებში სომხებმა საზღვარი თვთნებურად გადმოწიეს 400 მეტრით და ჰუჯაბი ფაქტობრივად სასაზღვრო ზოლში მოაქციეს, ამიტომ, როდესაც 2005 წელს ტელეკომპანია „მზის“ გადამღებ ჯგუფ ჰუჯაბის კადრებს იღებდა, ცეცხლი გაუხსნეს სომეხმა მესაზღვრეებმა. ეს ტერიტორია ჩვენს საზღვრებშიაო და მესაზღვრეებმა გადამღები ჯგუფი საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის კანონდამრღვევებად ჩათვალეს.
ადგილობრივების განცხადებით დღეს ტაძრის ტერიტორიას სრულად სომხები აკონტროლებენ და ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ მასში მოხვედრა მოახერხო.
სომხეთ-საქართველოს საზღვრის დამდგენმა კომისიას მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლვ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა.
აღნიშნულ კომისიაში მუშაობდნენ:
დავით დონდუა − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
მალხაზ მიქელაძე − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ივერი მელაშვილი − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი;
ლევან წურწუმია − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
თამარ ჩაჩიბაია − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;
ნუგზარ დუნდუა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ზვიად გორელიშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ს/პ ვიცე-პოლკოვნიკი, კომისიის წევრი, ექსპერტი;
კარლო ცქიტიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;
ნატალია ილიჩოვა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, კომისიის წევრი, ექსპერტი;
ლევან მაჭავარიანი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;
ალექსი ბარბაქაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის წევრი;
სამსონ ურიდია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
მერაბ არახამია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი, ექსპერტი;
ივანე ცარციძე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტი;
გალაქტიონ ხახუბია − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის (გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით) ხელმძღვანელი, კომისიის წევრი, ექსპერტი;
ნიკოლოზ როსებაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გიორგი სვანაძე − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გიორგი ბილანიშვილი − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ნოდარ ხორბალაძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი, კომისიის წევრი, ექსპერტი;
თედო გორგოძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ანალიტიკური განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტი.

Комментариев нет:
Отправить комментарий