вторник, 18 июля 2017 г.

პოლიტიკური პროცესები ლიხთიმერეთში XIII საუკუნეში და აფხაზეთი (ნ. ჯიქია)

XIII ს. 20-იანი წლებიდან, როდესაც შეირყა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ძლიერება, გასაქანი მიეცა უფლისწულთა სეპარატისტულ მისწრაფებებს. უფლისწულთა გახელმწიფება მონარქიის რღვევის პირობებში მიმდინარეობდა, ხოლო უფლისწულთა გახელმწიფების პარალელურად ხდებოდა ერისთავთა გამთავრება და საერისთავოთა დამოუკიდებელ სამთავროებად ჩამოყალიბება საქართველოში1.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელმაც შეძლო ცენტრიდანულ ძალებთან ჭიდილში გამარჯვება, XIIIს.-ში მძიმე დარტყმა განიცადა და დასუსტდა, რამაც საშუალება მისცა ფეოდალებს, მეფის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებულიყვნენ. ამასთან დაკავშირებით, ნ. ბერძენიშვილი წერს: „საქართველოს დაპყრობისთანავე მონღოლებმა ხერხიანად გამოიყენეს ქართული სისტემა ერისთავთ-ერისთაობისა და ქართველი მეფის ეს მოხელეების თვით დაიქვემდებარეს იმის მეშვეობით, რომ თითოეულს „ხელთ უდვეს მამული მისი“, მათ შეიწყნარეს ამ უკანასკნელთა „მთავრობა“.2 იგი ასევე დასძენს: „საქართველოს ეკონომიკური დაცემის გამო დაეცა და დაიშალა მისი პოლიტიკური ერთიანობის საფუძვლები“.3 საშინაო მდგომარეობის გაუარესებას ზედ დაერთო საგარეო ფაქტორი, რამაც გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ქვეყნის სახელმწიფოებრივ ერთიანობას. ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებისა და სამეფოს დაშლის მძლავრი ტენდენცია ნოყიერ ნიადაგს ადგილობრივ ქართულ ფეოდალურ სისტემაში პოულობდა. ცხადია, ეს შინაგანი საფუძველი რომ არა, მონღოლთა ბატონობის გავლენა ღრმა ვერ იქნებოდა4.
1222 წ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლაშა-გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა. ვინაიდან მას კანონიერი შვილი არ ჰყავდა, სამეფო ტახტზე ავიდა მისი და რუსუდანი (1222-1245). მისი მეფობის დროს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა უაღრესად გაუარესდა. კერძოდ, 1225წ. აგვისტოში გარნისთან ქართველებმა ჯალალ-ად-დინთან ბრძოლაში მარცხი განიცადეს. 1226წ. მარტში კი ჯალალ-ად-დინმა თბილისი აიღო5. ქართველი ჯამთააღმწერელი ამასთან დაკავშირებით გვამცნობს, რომ როცა მეფე რუსუდანმა შეიტყო ჯალალ-ად-დინის თბილისზე წამოსვლის ამბავი, „მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა, იმერთა და ამერთა, შანშეს მანდატურთ-უხუცესსა, ავაგს ამირსპასალარსა, ვარამს მსახურთ-უხუცესსა, ჰერ-კახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაოელთა, დადიანსა ცოტნეს კაცსა წარჩინებულსა და სათნოებიანსა, À×áÀÆÈÀ, ãÉØÈÀ და ყოველსა იმერსა სამეფოსა“.6
1228 წლის დამდეგს საქართველოს ლაშქარმა, რომელშიც მრავლად შედიოდნენ აფხაზები, ბოლნისთან სასტიკი ბრძოლა გაუმართა ხორეზმელებს. ამ მხრივ საყურადღებოა არაბი მოგზაურის იაკუთის ცნობა, რომ „აბხაზი (ე. ი. დასავლეთ საქართველო) მათი (ქურჯების) თავშესაფარი იყო, ისე რომ, როცა 621 წელს გაემართა მათკენ ხვარაზმ შაჰი ჯალალ-ად-დინი, თავს დაესხა მათ და ცდილობდა გაეთავისუფლებინა მათგან თბილისი, მაშინ გაიქცა დედოფალი მათი აბხაზს (დას. საქართველო) და არ დარჩენილა სამეფო სახლიდან არავინ მის გარდა“.7 იგივე ცნობას იძლევა ქართველი ჟამთააღმწერელი, რომლის თანახმადაც, „...ვითარცა ცნა მეფემან მოსლვა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთათისს“8 და აქ მყოფმა რუსუდანმა „ინება მეფედ ყოფა ძისა მისისა, ხუთი წლის დავითისა“.9
ჟამთააღმწერლის ცნობით, საქართველოს მეფემ „მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან ბედიანთა, რაჭის ერისთავსა და კათალიკოსსა აფხაზეთისასა და დასუეს მეფედ ძე რუსუდანისი, აკურთხეს ქუთაისს და დაადგეს თავსა მისსა გვირგვინი; გვირგვინი. დასუეს ტახტსა ზედა სამეფოსა და მიულოცეს მეფობა წესისაებრ და სრულყო კათალიკოსმან წესი კურთხევისა“.10 ი. ჯავახიშვილის დაკვირვებით, ამ მოვლენას 1230წ. უნდა ჰქონოდა ადგილი11. ხაზგასმულია ის გარემოება, რომ რუსუდანმა თავისი ძე საქართველოს სამეფო ტახტზე ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს დიდებულთა მხარდაჭერითა და თანხმობით აიყვანა და ამ აქტში არ მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები, მაგრამ ქუთაისში მეფედ კურთხეული დავით რუსუდანის ძე ითვლებოდა არა დასავლეთ საქართველოს – „ყოვლისა აფხაზეთისა“ მეფედ, არამედ ერთიანი საქართველოს გვირგვინოსნად. მაგრამ ამასთან ის ფაქტი, რომ მეფედ კურთხევის ცერემონიალს ასრულებს არა მცხეთის კათალიკოსი, არამედ აფხაზეთის (ე. ი. დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი, აშკარად ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობა ამ დროისათვის რამდენადმე დარღვეულია12.
1225 წლიდან დაწყებული, 5-6 წლის მანძილზე ქუთაისი ასრულებდა საქართველოს სახელმწიფოს დედაქალაქის ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ აქ იმყოფებოდა მეფე და სამეფო კარი, სამეფოს უმაღლესი ცენტრალური დაწესებულებანი, აქედან ხორციელდებოდა ქვეყნის მართვა-გამგეობა, აქ იყრიდნენ თავს სამშობლოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი ძალები. სწორედ ამ ხანებიდან უნდა იღებდეს სათავეს დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბების პროცესიც13.
1243წ. ზაფხულში რუსუდანი, რომელსაც ტახტის დაკარგვის საშიშროება შეექმნა, იძულებული გახდა მონღოლებთან ზავი დაედო14. მონღოლეთ-საქართველოს ზავის პირობებით, მეფე რუსუდანი მხოლოდ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილზე სცნობდა მონღოლთა ყაენის უზენაესობას, ხოლო დასავლეთ საქართველო, რომელიც მონღოლებს უშუალოდ არ დაუპყრიათ, მონღოლთა იმპერიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი; ლიხთიქეთი, ვითარცა მონღოლთა უზენაესობის ნებაყოფლობითი მცნობელი, მონღოლთაგან თავისუფალი დარჩებოდა. ე. ი. მონღოლთა უმაღლესი მოხელე და მათი ჯარი დასავლეთში ჩაყენებული არ იქნებოდა, მაგრამ როგორც საქართველოს სამეფოს ნაწილს, რუსუდანის მმართველობის დროს, ლიხთიქითს საყაენოსთვის ხარკი უნდა ეხადა15. ამრიგად, როგორც ირკვევა, ზავის თანახმად, განსხვავებული სტატუსი შეექმნათ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს. ამ მხრივ საყურადღებოა პლანო კარპინის ცნობა, რომლის თანახმადაც, „თათრები ხარკს ღებულობდნენ აგრეთვე იმ ერებისაგან, რომელნიც მათგან შორს ცხოვრობენ და ისეთ ერებს მეზობლობენ, რომელთაც ისინი რამდენადმე უფრთხიან ან ვერ დაეუფლებიან. ისინი მათ უფრო ადამიანურად ეპყრობიან, რათა მათ ჯარები არ გამოაგზავნონ თათრების წინააღმდეგ, ან კიდევ სხვებს არ შეეშინდეთ თათრებისადმი დამორჩილება. ასე მოექცნენ ისინი ÏÁÄÆÄÁÓ ანუ გეორგიელებს“.16
XIII ს. 40-იან წლებში მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაჰყვეს და დუმნისთავებად ქართველი დიდებულები დანიშნეს. კერძოდ, ჟამთააღმწერლის თანახმად: „განაჩინეს თათართა ბევრისა მთავარი, რომელსა დუმნის თავად უწოდეს და გამოარჩივნეს მთავარნი, პირველად ეგარსლან ბაკურციხელი... მას ხელთ უდვეს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა, ტფილისითგან და აღმარ ვითარ მთამდე შამახიისა... ხოლო ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავსა ყოველი იმერი სამეფო“.17 როგორც ირკვევა, დასავლეთ საქართველოში ორი დუმენია, ხოლო თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია შევიდა დუმენში, რომელსაც მართავდა ცოტნე დადიანი18.
ჟამთააღმწერლის თანახმად, მეფე რუსუდანის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ მონღოლებმა და ქართველებმა ერთობლივი ლაშქრობა მოაწყვეს განდგომილი ერზინკის სულთნის ყიასედინის წინააღმდეგ19. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი ცნობა, რომელშიც იგი ყიასედინის მრავალრიცხოვანი ჯარის მეთაურად აფხაზ შარვაშიძეს მოიხსენიებს: „განაჩინა /ყიასედინმა/ ÌáÄÃÀÒÈÀ ÈÀÅÀà ÛÀÒÅÀÛÉÓÞÄ À×áÀÆÉ, ÓÀáÄËÀà ÃÀÒÃÉÍ, რომელი სიმხნისა მისისათვის პირველივე დიდსა დიდებისა აღეყვანა და მტკიცედ ეპყრა სჯული... მხედართა მთავარ ყვნა და წინამბრძოლად განაჩინა“.20 ჟამთააღმწერლის ამ ცნობას გ. ამიჩბა ასე განმარტავს: „ეს ცნობა ცხადყოფს, რომ მონღოლთა ბატონობას გამოქცეული ბევრი ქართველი და აფხაზი ემიგრაციაში მიდიოდა, რომლებიც იქიდან ებრძოდნენ თათარ დამპყრობლებს“.21 მის მოსაზრებას იზიარებს ნ. შენგელიაც, რომელიც, ყურადღებას აქცევს რა ჟამთააღმწერლის სიტყვებს, რომ ფარხადავლა  – შალვა ახალციხელის ვაჟი „ლტოლვილი წარსული იყო სულტანსა წინაშე“, ანუ იგი, სხვებისაგან განსხვავებით, არ დამორჩილებია მონღოლებს და ამიტომ მათდამი დაპირისპირებული ძალების მხარეზე იბრძვის, არ გამორიცხავს, რომ დასავლეთ საქართველოში მყოფი საქართველოს სამეფო ტახტი პასიური მაყურებლის როლით არ შემოიფარგლებოდა და გარკვეულ ძალებს მონღოლების მოწინააღმდეგე მხარეს მოახმარდა22.
რაც შეეხება დარდინ შარვაშიძეს, როგორც ცნობილია, რუსუდანმა „მისცა ასული მისი სულტანსა ყიასდინს, რომელი ესე უჯერო იყო ქრისტიანეთა მიერ“.23 სავარაუდებელია, რომ ყიასედინის კარზე ქართველები რუსუდანის ასულს თამარს უნდა ჩაეყვანა, მათ შორის დარდინ შარვაშიძე. მონღოლებმა გამარჯვება მოიპოვეს და ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ყიასედინის ლაშქრის დიდი ნაწილი დაატყვევეს. ამ ბრძოლაში მოკლეს „სახელოვანიცა შარვაშის-ძე დარდანი, აფხაზი მხედართმთავარი“.24
1245წ. მეფე რუსუდანი გარდაიცვალა25. უფლისწულები – ორივე დავითი – მეფობის მისაღებად დიდ ყაენთან ურდოში იყვნენ გაგზავნილი. საქართველოში უმეფობის ხანა დადგა, ხოლო 1247წ. საქართველოში უმეფობა ორმეფობით შეიცვალა. მონღოლებმა საქართველოს მეფედ ორივე დავითი დაამტკიცეს: დავით VII გიორგის ძეს ეწოდა ულუ (უფროსი), ხოლო დავით VI რუსუდანის ძეს – ნარინი (უმცროსი).
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ როდესაც ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს ორივე დავითის მეფედ დამტკიცების შესახებ, იქვე დასძენს: „...ყარაყურუმს ყოფასა ორთავე მეფეთასა, გუი ყაენმან ესრეთ გაბჭო, რომე მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ. და ესრეთ წარმოავლინა და რუსუდანისა ძე დავით მაშინვე ლტოლვილი ღამით განიპარა და წარვიდა აფხაზეთს და მე არა შევიწყნარებ ამას“.26 მაგრამ, როგორც კ. გრიგოლია შენიშნავს, ორი დავითის ერთობლივი მეფობა დასტურდება სოფ. აბელის (ქვემო ქართლი) ეკლესიის ასომთავრული წარწერით27. მართალია, ორმეფობას პირველ ხანებში საქართველოს სამეფოს გაყოფა ორ ნაწილად არ მოჰყოლია, მაგრამ საამისო წინაპირობა უკვე არსებობდა. 1249წ. დავით ნარინი მონღოლებს აუჯანყდა და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში გადავიდა28, რადგან ამ მხარეზე მონღოლების გავლენა ნომინალური იყო. ჟამთააღმწერლის ცნობის თანახმად, „ხოლო ვითარ ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანთა, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულიად ლიხთიმერთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა, და მეფე ყვეს დავით რუსუდანის ძე აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე“.29 სწორედ ამ აქტის შემდეგ დასავლეთ საქართველო ფაქტობრივად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ამ რეგიონის ცალკე სამეფოდ მოწყობას და ამ მიმართულებით გადადგმულ მხოლოდ ერთ ნაბიჯს წარმოადგენდა30.
ქუთაისში გადასული რუსუდანის ძე იწოდებოდა „აფხაზთა მეფედ“. ფაქტობრივად, ეს იყო ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც „აფხაზთა მეფედ“ (IX-Xსს.) დასავლეთ საქართველოს ხელმწიფე იწოდებოდა. ამრიგად, ქუთაისის ტახტის დაწინაურებას გარკვეული „ლეგიტიმური“ საფუძველი ჰქონდა და, საფიქრებელია, ყოველივე ეს უნდა მომხდარიყო დასავლეთ საქართველოს დიდებულების პოლიტიკური ინტერესების თანხვედრით31.
1259წ. მონღოლთა ჯარმა ფაქტობრივად მარცხი განიცადა დავით ნარინის წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველაფრიდან ჩანდა, რომ მონღოლთა დამარცხება დავით ულუსთვისაც სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ დავით ულუს ქვეშევრდომ დიდებულთა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა 1261წ. აჯანყებაში, რამაც განაპირობა მისი მარცხი32. იგი სამცხეში გადავიდა. მონღოლებმა სამცხესაც გაუსიეს ჯარი და დავით ულუ იძულებული გახდა, იმერეთს შეხიზნოდა, სადაც იგი „კეთილად ისტუმრეს“.33
ქუთაისში ორივე დავითი თავდაპირველად თანხმობით, მშვიდობიანად მეფობდნენ, თუმცა, როგორც ჟამთააღმწერელი შენიშნავს, ლაშას ძე დავითი „ვითარცა უცხო ვიდოდა მათ თანა“.34 ერთი წლის შემდეგ დიდებულთა შორის ამტყდარა სერიოზული დავა ერთმეფობის აღდგენისათვის. ულუ დავითის მომხრეებს განუზრახავთ ნარინის გადმოგდება და ულუ დავითის გამეფება, მაგრამ ნარინს საკმაოდ ძლიერი მომხრეები გამოუჩნდნენ35.
ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ოდიშის ერისთავი ბედან დადიანი, „რომელიც დაადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისა“.36 აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ სოფ. ჭლოუში (ოჩამჩირეს რ-ნი) ეკლესიის ნანგრევებთან 1955 წელს აღმოჩენილ ქართულ წარწერაზე: „ერისთავთ ერისთავი მანდატურთუხუცესი დ~დ~ნ ობს შეუნდვენ ღმერთმან“.37 ამ წარწერაში შემოკლებული სიტყვა „დ~დ~ნ“ წაკითხულია გვარის „დადიანი“ აღმნიშვნელად, მის მომდევნო „ობს“-ში კი ნაგულისხმევია აღნიშნული დადიანის საკუთარი სახელი ან, შესაძლოა, სხვა რამ, რადგან მანდატურთუხუცესი იყო ბედან დადიანი. ეს წარწერა ცხადყოფს, რომ ამ დროს ეს ტერიტორია დადიანების სამფლობელო იყო.
ბედან (ბედიან) II დადიანის და საერთოდ დადიანთა საგვარეულოს მხარდაჭერამ საქმე რუსუდანის ძის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დავით ნარინმა ტახტი შეინარჩუნა38. კერძოდ, ულუ დავითის და ნარინ დავითის მომხრე დასების დაპირისპირების შემდეგ შინააშლილობა რომ აეცილებინათ, გადაწყდა, ორად გაეყოთ სამეფო შემოსავალი და საჭურჭლე. „დაამტკიცეს, – წერს ჟამთააღმწერელი, – რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი“.39 ამ დროიდან ერთიანი ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად ორ სამეფოდ დაიშალა: „...და აქა იქმნა განყოფა სამეფოსა, და მიერითგან შეიქმნა ორ სამეფოდ“.40
საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფის ჟამთააღმწერლისეული თეორია უკრიტიკოდ გაიზიარა ვახუშტიმ, თანაც ეს ამბავი 1259 წლით დაათარიღა. კერძოდ, იგი გვამცნობს: „განიყვნეს მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთათისი და ტფილისი ორად სამეფოდ; საჭურჭლე ორად; არამედ ხომლის ქვაბსა შინა რაცა იყო მცირედი განჰყვეს და სხვა დაუტევეს მუნვე“.41
შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ განდგომის შემდეგ დავით ნარინი აღმოსავლეთ საქართველოში ფაქტობრივად აღარ გადმოსულა და, ამდენად, ლიხთიმერეთი ცალკე პოლიტიკურ ერთეულად იქცა. სწორედ ამიტომაც აღნიშნავდა შემდგომში ი. ჯავახიშვილი: „ერთხელ ლიხთიმერეთში გადასული, ის სამუდამოდ დარჩა იქ და დამკვიდრდა. სამეფო უფლებრივად გაყოფილი არ იყო, მაგრამ პოლიტიკურმა სინამდვილემ საქართველო ორ ცალკეულ ერთეულად აქცია“.42
დ. გვრიტიშვილი წინამორბედ მკვლევართა შეცდომად იმას მიიჩნევს, რომ ფაქტობრივ მდგომარეობას საზღვრები ვერ მოუძებნეს და ორ სამეფოდ დაყოფას საფუძვლად დაუდეს არა ტერიტორიული პრინციპი, არამედ მთელი სამეფო ნიკოფსიით დარუბანდამდე, ერთად აღებული დაყვეს ორ სამმართველოდ: „განყვეს სამეფო და საჭურჭლე ქუთაისში ორად“.43
ამრიგად, დავით რუსუდანის ძე ლიხთიმერეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს მეფედ აკურთხეს, განსხვავებით 1230წ. მისი მეფედ პირველი კურთხევისა, როდესაც ის იმავე ქუთაისში ერთიანი, მთლიანი საქართველოს მეფედ იქნა კურთხეული და სწორედ ამავე პერიოდიდან დაიწყო ახალი ხანა თავად ქუთაისის, როგორც დედაქალაქის ისტორიაში. ამიერიდან ვიდრე 1429 წლამდე, მეფე გიორგი ბრწყინვალის მიერ ლიხთიმერის ერთიან საქართველოსთან შემოერთებამდე, ქუთაისი დასავლეთ საქართველოს სამეფოს სატახტო ქალაქია, სადაც დავით რუსუდანის ძე და მისი მემკვიდრეები სხედან. საშინაო და საგარეო ფაქტორთა ურთიერთგადაჯაჭვამ და არსებულმა პოლიტიკურმა რეალობამ ჯერ კიდევ იურიდიულად ერთიანი სამეფო ორ ცალკეულ ერთეულად აქცია თავისი შესაფერისი ატრიბუტებით – ტახტით, სამმართველო აპარატით, საკუთარი ფულით44, დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკით45. მ. ჯანაშვილის აზრით, ქართული სახელმწიფოს დაქუცმაცების პროცესი ამაზე არ შეჩერებულა და XIIIს.-ში საკუთრივ იმერეთის სამეფო ოდიშის, გურიის, აფხაზეთის, სვანეთისა და ჯიქეთის სამთავროებად დაიშალა46. მისი ეს მოსაზრება სამართლიანად გააკრიტიკა გ. ამიჩბამ47.
XIII ს.-ში დასავლეთ საქართველოს ჯერ კიდევ აფხაზეთი ერქვა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აფხაზეთის ქვეშ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველო, არამედ ერთიანი ქართული სახელმწიფო (იმერ-ამერი) უნდა ვიგულისხმოთ. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იპყრობს არაბი მოგზაურის იაკუთ ალ-ჰამავის ცნობა, მოთავსებული მის გეოგრაფიულ ლექსიკონში: „აბხაზი – ერთ-ერთი მხარის სახელი კაბკის მთაზე, რომელიც ესაზღვრებოდა ბაბ-ალ-აბვაბს. ესაა მთები ძნელად სავალი და ოღრო-ჩოღრო... ემეზობლება იგი ალ-ლანის ქვეყანას. დასახლებულია ქრისტიანი ხალხით, რომლებსაც ქურჯებს უწოდებენ“.48
მკვლევრები (თ. მიბჩუანი, ბ. გოგია და ჯ. გამახარია) იაკუთის ამ ცნობას იყენებენ იმის დასასაბუთებლად, რომ თანამედროვე აფხაზეთის მოსახლეობას ქურჯები (ე. ი. ქართველები) შეადგენდნენ. ის ფაქტი, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია (მიუხედავად აფხაზური სეპარატისტული „ისტორიოგრაფიის“ მტკიცებისა) იმთავითვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით და ქართველები აფხაზეთში მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, რასაკვირველია, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნია ამის არგუმენტად იაკუთის ზემოხსენებული ცნობის მოტანა. იაკუთის აფხაზეთი ამ შემთხვევაში სულაც არ არის არა თუ თანამედროვე აფხაზეთი, არამედ თვით დასავლეთ საქართველოც კი. მასში, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, უდავოდ იგულისხმება ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელსაც XI-XIIსს. (და უფრო გვიანი პერიოდის) უცხოელი ავტორები, როგორც წესი, „აფხაზებად“ მოიხსენიებდნენ. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ იაკუთის „აფხაზეთი“ არის ბაბ-ალ-აბაბვის ანუ დარუბანდის მეზობლად, დღევანდელი აფხაზეთი კი ძალზე შორს იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან. ორი ტახტის ჩამოყალიბების შემდეგ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია მოექცა დავით ნარინის სამფლობელოში49. ამ მხრივ საყურადღებოა ილორის წმ. გიორგის ხატის წარწერა: „ქ. წმინდაო გიორგი ილორისაო, ადიდენ და სუიფევენ ორთავე შინა სუფევათა ძლიერი და უძლეველი ღვთ[ი]ვ გვირგვინოსანი მეფე დავით ძე რუსუდანის[ი], რომლისა ბ[რძანე]ბითა მოიხელთა ხატი ესე ილო[რი]სა მთავარ მოწამისა“.50 საყურადღებოა ასევე არაბი ავტორის – აბულ-ფიდას (1273-1331) ცნობა, რომელიც სოხუმს „საქართველოს ქალაქს“ უწოდებს51. კერძოდ, იგი გვაუწყებს: „...Что же касается Эвксинского Понта, то его сейчас называют Крымским морем (Вахр Алкирии) и Черным морем (Алвахр аласдад)... Начиная с этих мест, поворачивает к северу с некоторым восточным изгибом до грузинского города Сохум“.52
ამრიგად, მართალია, XIII ს. შუა ხანებში საქართველო ორ ნაწილად დაიშალა, მაგრამ შემდგომში აფხაზეთი არსებობს არა როგორც დამოუკიდებელი სამთავრო, არამედ როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დასავლეთ საქართველოს (ლიხთ-იმერეთის) სამეფოსი. წერილობით წყაროებში დავით VI ნარინი – დასავლურქართული სახელმწიფოს პირველი მეფე, აფხაზეთის მეფედ და იმერეთის მეფედ იწოდება53. მაგრამ აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ორ ცალკე სახელმწიფოდ, ორ ცალკე ტახტად მოიაზრებოდა.
შენიშვნები
1. Ï. ÓÏÓÄËÉÀ. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1990, გვ. 10.
2. Í. ÁÄÒÞÄÍÉÛÅÉËÉ. საქართველოს ისტორია XIII-XIVსს. (კონსპექტი),– წგნ.: Í. ÁÄÒÞÄÍÉÛÅÉËÉ. საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბ., 1965, გვ. 58.
3. Í. ÁÄÒÞÄÍÉÛÅÉËÉ. საქართველოს პოლიტიკური წყობა მონღოლთა მფლობელობის დროს. – წგნ.: Í. ÁÄÒÞÄÍÉÛÅÉËÉ, Å. ÃÏÍÃÖÀ, Ì. ÃÖÌ ÁÀÞÄ, Â. ÌÄËÉØÉÛÅÉËÉ, Û. ÌÄÓáÉÀ, Ð. ÒÀÔÉÀÍÉ. საქართველოს ისტორია, დამხმარე სახელმძღვანელო, I, თბ., 1958, გვ. 240.
4. Á. ËÏÌÉÍÀÞÄ. მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIIIს. 40-XIVს. 10-იანი წლები), _ „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 598.
5. Ò. ÊÉÊÍÀÞÄ. ხორეზმელები საქართველოში, _ „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 540-542.
6. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ. _ ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉÓ მიერ, ტ. II, თბ., 1959, გვ. 182.
7. ÉÀÊÖÈÉÓ ÝÍÏÁÄÁÉ საქართველოსა და კავკასიის შესახებ. არაბული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა Ä. ÓÉáÀÒÖËÉÞÄÌ, თბ., 1964, გვ. 1.
8. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 174.
9. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 179.
10. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 180. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცნება „დადიან-ბედიანთა“ ერთი შეხედვით, თითქოს დადიან-ბედიანის საგვარეულოს უნდა აღნიშნავდეს, თუმცა თ. ბერაძეს მიაჩნია, რომ ამ ადგილას ტექსტი დამახინჯებულია და რომ ბედიანი უნდა წავიკითხოთ როგორც ბედან (საკუთარი სახელი. ამასთან დაკავშირებით იხ.: È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, _ კრ.: „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÖËÉ ÂÄÏÂÒÀ×ÉÉÓ ÓÀÊÉÈáÄÁÉ“, III, თბ., 1967, გვ. 156). აქედან გამომდინარე, ეს მსჯელობა უნდა იყოს ერთ პიროვნებაზე – ბედან დადიანზე, რომელიც მონაწილეობდა მეფის კურთხევაში.
11. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966, გვ. 24.
12. Ä. ÂÅÄÍÄÔÀÞÄ. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის ისტორიიდან, თბ., 2003, გვ. 41-42.
13. Ê. ÊÀáÀÞÄ. დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურა და სამხედრო ორგანიზაცია XIII-XVIIIსს.-ში, – დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხელნაწერის უფლებით, თბ., 1982, გვ. 8. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ერთიანი ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური საფუძვლების მოშლის ნიშნები ჯერ კიდევ თამარის ეპოქაში იჩენს თავს, ხოლო მის პირველ გამოვლინებად ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლაა მიჩნეული. ამასთან დაკავშირებით იხ.: Ä. ÂÅÄÍÄÔÀÞÄ. იმერეთის სამეფოს.., გვ. 32.
14. É. ÓÉáÀÒÖËÉÞÄ. ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII-XV საუკუნეებში, თბ., 1967, გვ. 93-94; Í. ÀÓÀÈÉÀÍÉ. მონღოლთა საყაენოსთან საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი ფაქტის დაზუსტებისათვის, _ კრ.: „ØÀÒÈÖËÉ ÃÉÐËÏÌÀÔÉÀ“, წელიწდეული, I, თბ., 1994, გვ. 101; Ã. ÍÉÍÉÞÄ. საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ. ურთიერთობა მონღოლებთან, – „ØÀÒÈÖËÉ ÃÉÐËÏÌÀÔÉÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, ტ. I, თბ., 1998, გვ. 386-387.
15. Ã. ÍÉÍÉÞÄ. საქართველოს დაპყრობა.., გვ. 390.
16. ÐËÀÍÏ ÊÀÒÐÉÍÉ. ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ, სთარგმნა Â. ØÉØÏÞÄÌ, _ „ÌÀÓÀËÄÁÉ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓÀ ÃÀ ÊÀÅÊÀÓÉÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÓÀÈÅÉÓ“, ნაკვ. II, თბ., 1942, გვ. 27. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „Обез“ პირველად რუსულ წყაროებში მოიხსენიება (Ипатьевская летопись. Полное собрание русских летописей, т. II, М., 1908, столб. 465, 468, 716; Воскресенская летопись. Полное собрание русских летописей, т. VII, М., 1856, გვ. 60; Московский летописный свод конца XV века. Полное собрание русских летописей, т. XXV, М.-Л., 1949, გვ. 175). აფხაზ და რუს ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი (ს. ბასარია, მ. სკრიპილი, შ. ინალ-იფა, ვ. კოჟინოვი) „Обез“-ს თანამედროვე აფხაზებთან აიგივებს (С. Басария. Абхазия в географическом, этнографическом и этнокультурном отношении, Сухум-Кале, 1923, გვ. 6; М. О. Скрипиль. Сказание о Вавилоне граде. – Труды отделения древнерусской литературы, т. IX, М., 1953, გვ. 130-135; Ш. Инал-ипа. Абхазы, Сухуми, 1965, გვ. 158; Ш. Инал-ипа. Вопросы этно-культурной истории абхазов, Сухуми, 1976, გვ. 53; В. Кожинов. Южная Русь и Абхазия. – газ. „Абхазия“, 13 августа 1991, გვ. 3). ლ. ლავროვის თანახმად, რუსული წყაროების „Обез“-ის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ჩრდილოეთ კავკასიის აბაზური მოსახლეობა და არა აფხაზები (Л. Лавров. „Обезы“ русских летописей, – „Советская этнография“, №4, 1946, გვ. 170). განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ზ. ანჩაბაძეს, რომელიც „Обежанин“-ს ქართველის სინონიმად მიიჩნევდა (З. Анча бадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVIIвв.), Сухуми, 1959, გვ. 174). პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც გააკეთა კომენტარი აღნიშნულ საკითხზე და მიუთითა ცალკეულ რუს მეცნიერთა (მ. ტიხომიროვი, ვ. ლაზარევი) მხრიდან „Обези“-ს თანამედროვე აფხაზებად მიჩნევის მცდარობაზე, იყო ი. ცინცაძე (É. ÝÉÍÝÀÞÄ. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიიდან (X-XVIსს.), თბ., 1956; É. ÝÉÍÝÀÞÄ. ძველი რუსული მასალები (XI-XVIსს.) საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1962, გვ. 15-26). მოგვიანებით ამ საკითხს სპეციალურად შეეხო გ. წულაია, რომელმაც სავსებით სამართლიანად დაასკვნა, რომ „ტერმინების „Обез-обежанин“ და „აფხაზის“ გაიგივება, სხვა არაფერია, თუ არა ტერმინოლოგიური ანაქრონიზმი, რამეთუ ეთნონიმი „აფხაზი“ რუსულ საკანცელარო დოკუმენტებში პირველად თავს იჩენს აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, კერძოდ, 1810წ. რუსული წყაროები „Обез“-ის ქვეშ გულისხმობდნენ ქართველებს“ (Г. В. Цулая. „Обези“ по русским источникам. – „Советская этнография“, №2, 1975, გვ. 103-104). იმავე ხანებში ტერმინ „Обези“-ს მნიშვნელობაზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ზ. პაპასქირმა, რომელმაც თავი მოუყარა რუსული წყაროების ყველა ცნობას, სადაც კი დაფიქსირებულია „Обези“ და დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ არც ერთ შემთხვევაში „Обези“ არ ნიშნავს საკუთრივ „აფხაზს“ და „აფხაზეთს“ დღევანდელი გაგებით (იხ.: З. В. Папаскири. К вопросу о международной роли Грузии в XI – первой половине XIIв. – „Проблемы истории СССР“, вып. V, М., 1976, გვ. 121-123; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических взаимоотношений, Тб., 1982, გვ. 92-93). ამ პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური მონოგრაფია გამოაქვეყნა გ. პაიჭაძემ, რომელიც წერილობით წყარეობზე დაყრდნობით ასკვნის, რომ რუსულ ისტორიულ წყაროებში დაცული „Обези“, „Обежанин“-ის ქვეშ იგულისახმება მხოლოდ საქართველო და ქართველები (Г. Г. Паичадзе. Названия Грузии в русских письменных источниках, Тб., 1989). ი. ცინცაძის, ზ. ანჩაბაძის, გ. წულაიას, ზ. პაპასქირისა და გ. პაიჭაძის მოსაზრების სისწორეს ადასტურებს პლანო კარპინის ზემოხსენებული ცნობა, სადაც იგი ობეზებს გეორგიელებად (ე. ი. ქართველებად) მოიხსენიებს.
17. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 208; Абхазия и абхазы средневековых грузинских повествовательных источников. Грузинские тексты на русский язык перевел, предисловием и примечаниями снабдил Г. А. Амичба, Тб., 1988. იხ. აგრეთვე: Â. ÀÌÉÜÁÀ. შუა საუკუნეების ქართული ნარატიული წყაროები აფხაზეთის სამეფოსა და აფხაზეთის სამთავროს შესახებ (წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა), დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხელნაწერის უფლებით, თბ., 1962, გვ. 147.
18. З. Анчабадзе. Из истории.., გვ. 233.
19. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 194.
20. იქვე, გვ. 192.
21. Г. А. Амичба. Абхазия и абхазы.., გვ. 32; Â. ÀÌÉÜÁÀ. შუა საუკუნეების.., გვ. 149.
22. Í. ÛÄÍÂÄËÉÀ. იბნ-ბიბი ალა ად-დინ ქეიყობადი საქართველოში ლაშქრობის შესახებ. – „ÌÀÝÍÄ“, ისტორიის... სერია, #1, 1975, გვ. 305.
23. Í. ÀÓÀÈÉÀÍÉ. მონღოლთა საყაენოსთან.., გვ. 102-103.
24. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 194.
25. Á. ËÏÌÉÍÀÞÄ. მონღოლთა სამხედრო-ადმინისტრაციული სისტემა საქართველოში. – „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 552; Í. ÀÓÀÈÉÀÍÉ. საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, თბ., 1999, გვ. 218.
26. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 226.
27. Ê. ÂÒÉÂÏËÉÀ. ჟამთააღმწერელი და მისი თხზულების სამეცნიერო მნიშვნელობა, – კრ.: „ØÀÒÈÖËÉ ÉÓÔÏÒÉÏÂÒÀ×ÉÀ“, I, თბ., 1968, გვ. 92. ამასთან დაკავშირებით, იხ. აგრეთვე: Е. Такаишвили. Грузинские памятники окрестностей Белого Ключа. – Известия Кавказского отделения императорского Московского археологического общества, вып. I, Тифлис, 1904, გვ. 15; ÓÉÂÄËÉ ÌÓÀáÖÒÈÖáÖÝÄÓ ÂÒÉÂÏË ÓÖÒÀÌÄËÉÓÀ. – Ó. ÊÀÊÀÁÀÞÄ. შიო-მღვიმის საბუთები, ტფ., 1912, გვ. 6.
28. XIXს. ფრანგი არქეოლოგის ბარონ დე ბაის თანახმად, „აფხაზეთ-ქართლის სამეფომ, ანუ პოლიტიკურად ერთიანმა საქართველომ იარსება 1249 წლამდე“ (ÉÌÄÒÄÈÉ. ბარონ დე ბაის მოგზაურობიდან, ტფ., 1902, გვ. 13; იხ. აგრეთვე: Ë ÌÀÙÒÀÞÄ. ბარონ დე ბაის ნაშრომი „იმერეთში“, თბ., 1990, გვ. 3. დავით ნარინის ლიხთ-იმერეთში გადასვლის თარიღთან დაკავშირებით კი ქართულ ისტორიოგრაფიაში ძირითადად გაზიარებული იყო აღნიშნული მოვლენის ი. ჯავახიშვილისეული დათარიღება – 1259წ. (É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966, გვ. 157). პირველად ქართველ ისტორიკოსთა შორის აღნიშნული დათარიღება ეჭვს ქვეშ დააყენა ბ. სილაგაძემ, რომელმაც დავით ნარინის გამოსვლის თარიღად 1248-1249 წლები მიიჩნია (Á. ÓÉËÀÂÀÞÄ. მონღოლთა მეორედ გამოჩენა ამიერკავკასიაში და საქართველოს დაპყრობა-დანაწილება, – „ÌÀÝÍÄ“, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, #3, 1992, გვ. 82). უკანასკნელ ხანს, აღნიშნულ საკითხს შეეხო ნ. ასათიანი, რომელმაც წყაროებზე (ჟამთააღმწერელი, სტეფანოზ ორბელიანი, გიიომ რუბრუკვისი, ნუმიზმატიკური მასალა) დაყრდნობით დაასკვნა, რომ დავით ნარინი მონღოლებს განუდგა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა 1249 წელს (Í. ÀÓÀÈÉÀÍÉ. დავით რუსუდანის ძის (ნარინის) მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების საკითხისათვის (წერილი I), – „ÓÀÉÓÔÏÒÉÏ ÛÔÖÃÉÄÁÉ“, II, 2001, გვ. 40; იხ. აგრეთვე: Í. ÀÓÀÈÉÀÍÉ. საქართველოს ისტორია.., გვ. 221). ჩვენ ვიზიარებთ ნ. ასათიანის მოსაზრებას და მიგვაჩნია, რომ დავით ნარინი სწორედ 1249წ. უნდა აჯანყებულიყო და გადასულიყო დასავლეთ საქართველოში.
29. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 229.
30. Ê. ÊÀáÀÞÄ. დასავლეთ საქართველოს.., გვ. 9.
31. Ä. ÂÅÄÍÄÔÀÞÄ. იმერეთის სამეფოს.., გვ. 51.
32. Í. ÀÓÀÈÉÀÍÉ. დავით რუსუდანის ძის.., გვ. 46.
33. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 242.
34. იქვე.
35. Á. ËÏÌÉÍÀÞÄ. აჯანყებანი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ (XIIIს. 50-60-იანი წლები), _ „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 573.
36. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 243.
37. Х. С. Бгажба. Из истории письменности в Абхазии, Тб., 1967, გვ. 24-25.
38. È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის საერისთავო ერთიან მონარქიაში, – წგნ.: „ÓÀÌÄÂÒÄËÏ, ÏÃÉÛÉ, ÊÏËáÄÈÉ“, თბილისი-ზუგდიდი, 1999, გვ. 136.
39. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 243.
40. იქვე.
41. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, – ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉÓ მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 244.
42. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ.
43. Ã. ÂÅÒÉÔÉÛÅÉËÉ. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს.), I, თბ., 1962, გვ. 228.
44. მართალია, დასავლეთ საქართველოში ნარინის გადასვლის შემდეგ უშუალოდ დავით ნარინის სახელით მოჭრილი მონეტა ჯერჯერობით არ გამოჩენილა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ, დანარჩენ სამეფო რეგალიებთან ერთად, ახლად დაარსებულ სამეფოში მან საკუთარი ფულის მოჭრის უფლება შეინარჩუნა. იხ.: Ã. ÊÀÐÀÍÀÞÄ. ფული ძველ საქართველოში, თბ., 1950, გვ. 24-25; Ã. ÊÀÐÀÍÀÞÄ. ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969, გვ. 94-95.
45. Ã. ÍÉÍÉÞÄ. ქართული დიპლომატია XIII საუკუნეში, გვ. 430; Ã. ÍÉÍÉÞÄ. „პროვინციის მეფეები“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995, გვ. 114-115.
46. Ì. ãÀÍÀÛÅÉËÉ. საქართველოს ისტორია. მეორე გამოცემა Æ. àÉàÉÍÀÞÉÓÀ, ტფ., 1894, გვ. 195.
47. Â. ÀÌÉÜÁÀ. შუა საუკუნეების.., გვ. 22; Г. А. Амичба. Абхазия и абхазы.., გვ. 32.
48. ÉÀÊÖÈÉÓ ÝÍÏÁÄÁÉ.., გვ. 1.
49. სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი ისტორიკოსები ლიხთ-იმერეთის ტახტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ „в дальнейшем Абхазия существует как независимое княжество, вплоть до турецкого завоевания в XVI веке“ (იხ. „À×áÀÆÖÒÉ ßÄÒÉËÉÓ“ ტექსტი, რომელიც გამოაქვეყნა გაზ. „ÁÆÉ×ÌÀ“ 1989 წელს), ხოლო აფხაზეთში მოღვაწე რუსი ისტორიკოსის ი. ვორონოვის თანახმად, „XI ს. მიწურულიდან ვიდრე XIIIს. შუა ხანებამდე აფხაზეთის სავოევოდო ავტონომიური უფლებებით შედიოდა აფხაზთა და ქართველთა სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო „ზემო აფხაზეთი“ ნაწილობრივ ანექსირებული იქნა აღმოსავლეთის მეზობლის – სამეგრელოს მიერ“ (Ю. Н. Воронов. Абхазы – кто они? Гагра, 1993, გვ. 21). აფხაზ და რუს ისტორიკოსთა მთავარ მიზანს, როგორც ჩანს, წარმოადგენდა სეპარატისტული იდეოლოგიის შემაგრება შესაბამისი ისტორიოგრაფიული მასალით, მაგრამ ქართველმა ისტორიკოსებმა მათ მიერ შეთხზული აფხაზეთის ისტორიას დაუპირისპირეს რეალური ისტორიული ფაქტები და საკადრისი პასუხი გასცეს თავიანთ ნაშრომებში (იხ.: ØÀÒÈÖË-À×áÀÆÖÒÉ ÖÒÈÉÄÒÈÏÁÄÁÉÓ ÃÀÌÀáÉÍãÄÁÉÓ ÂÀÌÏ (პასუხი „აფხაზური წერილის“ ავტორებს, თბ., 1991; Æ. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. საქართველო-აფხაზეთის ისტორიული წარსული აფხაზურ „ისტორიოგრაფიაში“. – ØÀÒÈÅÄËÏËÏÂÉÖÒÉ ÓÀÌÄÝÍÉÄÒÏ ÓÉÌÐÏÆÉÖÌÉ ÈÄÌÀÆÄ – ÓÀØÀÒÈÅÄËÏ, თბ., 1994, გვ. 85. ი. ვორონოვის „მოსაზრებების“ კრიტიკა იხ.: Æ. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. „უმეცრობის ფართიფურთი“, ანუ ცნობილი ფალსიფიკატორის მორიგი გამოხდომა. – წგნ.: Æ. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. აფხაზეთი საქართველოა, თბ., 1998, გვ. 82.
50. А. Павлинов. Экспедиция на Кавказ. – Материалы по археологии России, т. 111, М., 1893, 20.
51. География Абуль-Феды. Перевод с арабского, примечания и объяснения господина Ремо, т. II, часть I, Париж, 1848, გვ. 13.
52. იქვე.
53. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 289; É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, – თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. III, თბ., 1982, გვ. 68-95.

Комментариев нет:

Отправить комментарий