პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ერთა ლიგა“ შეიქმნა 1919 წელს აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ინიციატივით. იგი გაეროს წინაპარი იყო და მასში გაწევრიანება საყოველთაოდ აღიარებას და მუდმივ დამოუკიდებლობას ნიშნავდა. ამიტომ 1918 წელს დაბადებულმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ უმალ მასში გაწევრიანება დაისახა მიზნად.
ევროპაში წარგზავნილმა საქართველოს დელეგაციამ 1919 წლის 21 მაისს საქართველოს მთავრობის სახელით მიმართა ერთა ლიგის აღმასრულებელ კომიტეტს და საერთო კრებას ქვეყნის მიღების თხოვნით. 1919 წლის 7 დეკემბერს საქართველოში შეიქმნა ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია, რომელიც საგანგებო მანდატით აღჭურვილ პირთა მეშვეობით პირდაპირ ურთიერთობას ამყარებდა ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან.
1920 წლის შუა ხანებში საქართველოს ხელისუფლების მანდატით ზურაბ ავალიშვილმა მოამზადა ერთა ლიგის სესიაზე წარსადგენი მემორანდუმი, სადაც აღნიშნული იყო თუ რატომ უნდა გაწევრიანებულიყო საქართველო ერთა ლიგაში. მემორანდუმში მითითებული იყო: „საქართველოს აქვს უნარი გახდეს მნიშვნელოვანი წევრი ორგანიზაციისა“, „შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა გართულებულ მოვლენებზე“, „ამიერკავკასია და კერძოდ საართველო უცხოელთა ბატონობისგან განთავისუფლებული გამოადგება ლიგას დასაყრდენ საფუძვლად აღმოსავლეთში“; მნიშვნელოვანია ის რომ ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავდენენ იმასაც, სარგებელი ორმხრივი იქნებოდა – ხაზს უსვამდნენ რა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებერეობის უნიკალურობას.
1920 წლის პირველ სექტემბერს კარლო ჩხეიძემ სპეციალური მემორანდუმით კვლავ გაიმეორა საქართველოს მთავრობის თხოვნა ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღების შესახებ. ერთა ლიგაში მიღების შესახებ თხოვნა გაიმეორა 1920 წლის სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით. ერთა ლიგისადმი ევგენი გეგეჭკორის მემორანდუმი უფრო არგუმენტირებული იყო. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით 1920 წლის 12–16 ოქტომბერს მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების IV კონგრესზე (საქართველოს წარმომადგენელი ნ. ჯაყელი) საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია ერთხმად იქნა მიღებული ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის წევრად. საქართველოს მიღებას მხარი ყველამ დაუჭირა გარდა რუსეთის წარმომადგენელ ავქსენტიევისა. ამ პოლიტიკური წარმატების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა მოღვაწეობა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად.
ერთა ლიგას ჰქონდა ჩამოყალიბებული ორგანიზაციაში სახელმწიფოთა მიღების კრიტერიუმები. წესდების პირველივე მუხლი იუწყებოდა: „ლიგის წევრი შეიძლება გახდეს ის სახელმწიფო, დომინიონი ან კოლონია ვისაც მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოთა 2/3“, გარდა ამისა არსებობდა კიდევ 4 მოთხოვნა:
1) სახელმწიფოს უნდა შეეძლოს მის მიერ ნაკისრი ყველა ინტერნაციონალური ვალდებულების შესრულება.
2) სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი მთავრობა რომელიც ვალდებულებას თავად იკისრებს.
3) სახელმწიფო ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულებაში ერთა ლიგა დარწმუნებული იყოს.
4) სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორია და ამ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობა ერთი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა წარმოადგენდნენ.
ჟენევის სესიამდე საქართველოს „დამფუძნებელმა კრებამ“ იმსჯელა საქართველოს ერთა ლიგაში შესვლასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ დეპუტატების აბსოლიტური უმრავლესობა ემხრობოდა საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციაში, ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენდნენ სოციალისტ-ფედერალისტები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ერთა ლიგა წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას რომელსაც პრეტენზია ექნებოდა შიდა საქმეების მოწყობაზე და სკეპტიკურად უყურებდნენ საქართველოს მომავალს ამ ორგანიზაციაში.
1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს, გაერთიანება ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ კომისიას 36 წევრის შემადგენლობით. კომისია მუშაობდა ჩილელი დელეგატის ანტონიო ჰონელუსის თავმჯდომარეობით. კომისიამ წარმოადგინა ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. საქართველოს საკითხი, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასა და კოსტა-რიკასთან ერთად, განსახილველად მესამე ქვეკომისიას გადაეცა. მკაცრი განხილვის შედეგად, მეხუთე განსაკუთრებულმა კომისიამ დაადგინა ერთა ლიგაში, ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს მიღების საკითხი 1920 წლის 16 დეკემბრამდე გადაედო. მანამდე კი ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს უთხრეს გაწევრიანებაზე უარი, თანხმობა კი შემდეგმა სახელმწიფოებმა მიიღეს: ავსტრია, ბულგარეთი, ფინეთი, კოსტა-რიკა და ლუქსენბურგი.
16 დეკემბერს საქართველოს საკითხის განხილვამდე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის წარმომადგენლის ვივიანის მოხსენება, რომელმაც აღნიშნა რუსეთის ფაქტორი და მისი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. დღის ბოლოს საქართველოს საკითხი დაისვა. ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას ხმას აძლევდა 24 სახელმწიფო, არჩევისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ 16 დელეგატის ხმა. საქართველოს სასარგებლოდ ხმა მისცეს: სამხრეთ აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ; წინააღმდეგი გამოვიდნენ: ავსტრალია, კანადა, კუბა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ჩეხოსლოვაკია, დანია; თავი შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, შვეციამ, რუმინეთმა. მაშასადამე, 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღებას ხმა მისცა ათმა სახელმწიფომ. საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. თავშეკავების ძირითად მიზეზად კი ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი სახელდებოდა, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა.
საქართველოს მიღებას „ერთა ლიგაში“ განსაკუთრებით ითხოვდა კოლუმბიის დელეგატი რესტრეპო: „საქართველოს არ მიღება ლიგის სისუსტის დამადასტურებელი იქნება“ – აღნიშნა მან. საქართველოს მიღებას ენერგიულად მოითხოვდნენ აგრეთვე სპარსეთის დელეგატი ზოკა ედ დაულე და პორტუგალიის წარმომადგენელი შაგასი.
რა იყო მიზეზი იმისა რომ საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს?
1) კავკასიის რეგიონის არასტაბილურობა და 2) რუსეთის ინტერესები ამ რეგიონისადმი. ამის გამოხატულება იყო კუბელი დელეგატის იგუეროს საუბარი ზურაბ ავალიშვლითან, რომელსაც აღუნიშნავს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების როლი და ის თუ რა პოზიციაზე იქნებოდნენ ისინი. ის აღნიშნავდა, რომ ინგლისმა და საფრანგეთმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი, „მთავარია მათ, ან თუნდაც ერთ-ერთმა მათგანმა მოგცეთ ხმა, ჩვენ ყველანი შევუერთდებით მათ“.
ამგვარად ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა არ ისურვეს პატარა საქართველოს გამო დიდ რუსეთთან დაპირისპირება, მითუმეტეს, რომ საბჭოთა რუსეთი ძალებს იკრებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთან ერთად უარი ეთქვა რუსეთის ინტერესებში მყოფ სომხეთს და ბალტიის ქვეყნებს. ამ კონფერენციის დღეებში 1920 წლის დეკემბერში რუსეთმა სომხეთი დაიპყრო და გაასაბჭოვა. 1921 წლის თებერვალში იგივე ბედი ეწია საქართველოს.
სამაგიეროდ რუსეთმა ვერ გაბედა ამ ჯერზე ბალტიის სამეული დაეპყრო და 1921 წელს ისინი მიიღეს ერთა ლიგაში, რისი წყალობითაც ესტონეთი, ლიტვა და ლატვია კიდევ 19 წელი იყვნენ დამოუკიდებელნი, ვიდრე გერმანია-სსრკს გარიგების შედეგად 1940 წელს არ დაიპყრო ისინი საბჭოთა კავშირმა.
ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.
საქართველომ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს დაიბრუნა, ხოლო ერთა ლიგის მემკვიდრე გაეროში კი 1992 წელს მიიღეს.

საქართველოს რუკა 1920 წელს
ივანე ჯავახიშვილის შედგენილი რუკა, რომელიც გაატანა საქართველოს დელეგაციას ევროპაში 1919 წელს
Комментариев нет:
Отправить комментарий